You are on page 1of 2

გასტრულაცია და ნოტოგენეზი.

გასტრულაცია - მორფოგენეტიკური ცვლილებების რთული პროცესი, რასაც თან ახლავს


უჯრედების გამრავლება, დიფერენცირება, ზრდა და მიმართულებითი გადაადგილება.
შედეგად კი წარმოიქმნება ჩანასახოვანი ფურცლები (ექტოდერმა, მეზოდერმა, ენტოდერმა).

ემბრიობლასტის დელამინაციის ანუ განშრევების შედეგად წარმოიქმნება:


ეპიბლასტი და ჰიპობლასტი.
ჰიპობლასტი მიმართულია ბლასტოცელისკენ .
ბილამინალური ემბრიონული დისკო - ჰიპოს და ეპის ერთობლიობა.
ეპიბლასტი იყოფა:
ამნიოტურ ექტოდერმად, რომელიც მიდგმულია ტროფობლასტთან
ჩანასახოვან ეპიბლასტად - ამნიოტური ექტოდერმისგან გამოყოფილია ამნიოტური ღრუთი.
ჩანასახოვანი ეპიბლასტი წარმოადგენს ჩანასახოვან ფარს. ფარი კი არის ჩანასახოვანი
ფურცლების წყარო.

ჩანასახოვანი ეპიბლასტის ზედა ზედაპირზე პერიფერიებიდან ცენტრისკენ უჯრედები


მიგრირებენ ორი ნაკადის სახით. ფარის შუა ნაწილში წარმოიქმნება შესქელება - პირველადი
ზოლი. ზოლის ღერძის გასწვრივ კი პირველადი ღარი.
ორი ნაკადის შერწყმის ადგილას წარმოიქმნება ჰენზენის კვანძი, რომლის ცენტრში ჩნდება
ღრუ - პირველადი ფოსო.

შემდეგ პირველადი ღარისა და ფოსოს გავლით მოხდება უჯრედების ინტერნალიზაცია


იმიგრაციის გზით. პირველად ხდება ენტოდერმის მასალის ინტერნალიზაცია. ის ჩაშენდება
ყვითრის პარკში, რომელიც წარმოიქმნება ჰიპობლასტიდან.ჩაშენების შემდეგ ყვითრის
პარკის ზემოთ წარმოიქმნება პირველადი ნაწლავი. ენტოდერმას კი მოყვება მეზოდერმის
მასალა. აღსანიშნავია, რომ ეპიბლასტში რჩება მხოლოდ ქტოდერმის მასალა.

ნოტოგენეზი - გასტრულაციის სტადია, როდესაც ხდება ხერხემლიანთა ღერძული


ორგანოების ფორმირება (მე18-28-ე დღმდე). ღერძული ორგანოები:
ნერვული მილი
ქორდა (მომავალი ხერხემალი) - წარმოიქმნა მეზოდერმის მასალის ნაწილისგან.
მეზოდერმული სომიტები
პირველადი ნაწლავი, რომელიც პარალელურად გარდაიქმნება მეორად ნაწლავად.
ნეირულაცია - ნერვული მილის ჩამოყალიბების პროცესი. ნეირულაცია განპირობებულია
პირველადი ემბრიონული ინდუქციით, კერძოდ, ქორდმეზოდერმის ინდუქციური
ზემოქმედებით.
ქორდა წარმოქმნის არასტაბილურ ზრდის ფაქტორებს, რომლებიც მოქმედებენ ახლო
მეზობელ უჯრედებზე ანუ მფარავი ექტოდერმის უჯრედებზე.
ქორდა ცვლის ექტოდერმის განვითარების გზას და მიიღება ნერვული ფირფიტა. შემდეგში
ნერვული ფირფიტის კიდეები ანუ ლილვაკები მოძრაობენ ერთმანეთის მიმართ, ხდება მათი
შერწყმა და მიიღება ნერვული მილი. ნერვული მილის წინა ნაწილი (მომავალი თავის
ტვინი),რომელსაც წინა ნეიროპორი ეწოდება, ოდნავ გაფართოებულია. უკანა ნაწილი
(მომავალი ზურგის ტვინი),რომელსაც უკანა ნეიროპორი ეწოდება, ოდნავ ვიწორა.
მილში ცირკულირებს ამნიოტური სითხე. ჯერ დაიხურება კრანიალური ნეიროპორი, შემდეგ
კაუდალური.მილი ჩაიწევს ჩანასახი სიღრმეში და განლაგდება ექტოდერმასა და შორის.
მფარავ ექტოდერმასა და ნერვულ მილს შორის, ნერვული ლილვაკების უჯრედებიდან
წარმოქმნილი ნერვული ქედი განთავსებდა. ქედიდან შემდეგში წარმოიქმნება პერ. ნ. ს.

მეზოდერმის მასალა დიფერენცირდება სომიტებად:


დემატომი - კანის დერმა.
მიოტომი - ჩონჩხის განივზოლიანი კუნთები.
სკლეროტომი - ძვლოვანი და ხრტილოვანი ნაწილი.

დიფერენცირდება ლატერალურად განლაგებულ ნეფროტომებად (შორისეული მეზოდერმა).


ნეფროტომიდან ვითარდება შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმი.

ვენტრო- ლატერალურ სპლანქტოტომებად, რომელბიც იხლიჩებიან ვისცერალურ და


პარიეტალურ ფურცლად, მათ შორის კი მეორადი ღრუ - ცელომი ჩნდება.
ცელომი წარმოქმნის: პერიკარდიალურ, პლევრალურ და პერიტონეალურ ღრუს.

ჩანასახის ენტოდერმა მილისებრ ნაწლავად გარდაიქმნება, ის დაკავშირებულია ყვითრის


პარკთან ყვითრის ღეროთი(ვიტელინური ღერო).
კრანიოკაუდალური ნაკეცის წარმოქმნის შედეგად ემბრიონის თავის და კუდის განყოფილება
ყვითრის პარკისკენ იზნიქება. ჩანასახი იღებს C- მაგვარ ფორმას.

You might also like