თბილისის ბოტანიკური ბაღი

You might also like

You are on page 1of 4

თბილისის ბოტანიკური ბაღის მცენარეები

სამფერა ია (Viola tricolor) - მრავალწლოვანი მცენარეა, თუმცა


კულტივირებულია, როგორც ერთწლოვანი
საინტერესოა, რომ იების გვარი 500-მდე სახეობას აერთიანებს, ხოლო მათგან 2
სახეობა საქართველოს ენდემია და ჩვენი ქვეყნის გარეთ ბუნებრივად
გავრცელებული არაა
იას დეკორატიული მნიშვნელობის გარდა, სამკურნალო დანიშნულებითაც
იყენებენ - მისი ნაყენი სასარგებლოა თირკმლის დაავადებებისთვის,
ახასიათებს ნაღვლმდენი თვისებები, ასევე გამოიყენება ამოსახველებელ
საშუალებად
მრავლდება თესლით, მისი დათესვა კი გაზაფხულზე ან ადრე შემოდგომაზე
შეგიძლიათ
ია ერთგულებისა და მარადიული სიყვარულის სიმბოლოდ ითვლებოდა,
საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში სიყვარულის დღეს შეყვარებულები
ერთმანეთს იებს ჩუქნიან

ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი სანახაობა ბანქსიას ყვავილობაა, მისი


ნახვა იასამნების საკოლექციო ნაკვეთთანაა შესაძლებელი
Rosa banksiae - ვარდი ბანქსია
ვარდი ბანქსია არის მარადმწვანე ხვიარა ვარდი, თითქმის უეკლო, იზრდება
დაახლოებით 10-15 მ-მდე და ყვავის წელიწადში ერთხელ, აპრილის მეორე
ნახევრიდან მაისის შუა რიცხვებამდე
უხვადმოყვავილე მცენარის ყვავილის ზომა დაახლოებით 1,5 სმ-ია.
შეიძლება ითქვას რომ თითქმის არ ავადდება. საკმაოდ ძლიერი მცენარეა,
მოსავლელად კი ძალიან მარტივ
მისი მოცულობიდან გამომდინარე საჭიროებს მყარ კონსტრუქციას.
მრავლდება დაკალმებით, ტოტის გადაწვენით.

დღესდღეობით არსებობს ზამბახის 30000-ზე მეტი ჯიში💜

გვარი ზამბახი - Iris L. მიეკუთვნება ზამბახისებრთა (Iridaceae) ოჯახს.


მრავალწლოვანი, ბალახოვანი, ფესურიანი მცენარეა. გავრცელებულია
ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოეთ აფრიკაში
ცნობილია მისი 300-მდე სახეობა, აქედან საქართველოში იზრდება 11 სახეობა
დღესდღეობით არსებობს ზამბახის 30000-ზე მეტი ჯიში, რომლებიც მიღებულია
სხვადასხვა სახეობის შეჯვარებით. ზამბახი მრავლდება თესლით და
ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებას ძირითადად მიმართავენ ახალი
ჯიშების მისაღებად და ასევე სახეობების გასამრავლებლად. ზამბახი სინათლის
მოყვარული, სიმშრალის და სიცივის ამტან მცენარედ ითვლება. ირგვება
ნათელ, მზიან ადგილებზე. ნიადაგის მიმართ თითქმის არ არის მომთხოვნი,
მაგრამ უმჯობესია თიხნარი ნიადაგები. ხანგრძლივი, მშრალი, ცხელი
ზაფხულის პირობებში სასურველია პერიოდულად მორწყვა.

კონსერვაციის განყოფილებაში ახლა ყვავილობს Paeonia caucasica - კავკასიური


იორდასალამი, რომელიც გახლავთ კავკასიის ენდემი. ხასიათდება მეწამულ-
წითელი შეფერილობის ყვავილით. ყვავილობს აპრილ-ივნისში. იზრდება მთის
შუა და ზედა სარტყელში, ტყესა და ტყის პირებში. Paeonia-ს გვარის 40-მდე
სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში,
ჩრდ. ამერიკაში, ჩრდ. ამერიკის დასავლეთ ნაწილში. საქართველოში 9
სახეობაა.გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში, იზრდება
მთისწინებიდან მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ტყისპირებზე, ბუჩქნარებში.

ცისვაზი თბილისს გადმოჰყურებს. გლიცინია - Wisteria sinensis


სურნელიც არაჩვეულებრივი აქვს. პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი,
ყვავილობს გაზაფხულზე და გამოიყენება დეკორატიულ მებაღეობაში და
კედლების, შენობების გასაფორმებლად. გლიცინია, ვისტერია (ლათ. Wisteria) —
მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. ცნობილია 10-მდე სახეობა. მათი
სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა და აღმოსავლეთი აზია. ყვავიან
გაზაფხულის ბოლოს – ზაფხულის დასაწყისში. სითბოს მოყვარული
მცენარეებია, უპირატესობას ანიჭებენ ორგანული ნივთიერებებით მდიდარ
ნიადაგებს, კარგად იტანს ტენის ნაკლებობას.

იუდას ხე”

არღავანი (Cercis siliquastrum), რომელსაც იუდას ხესაც უწოდებენ


გადმოცემის თანახმად მაცხოვარი იუდამ არღავანის ხის ძირას გასცა.
როდესაც ეს ამბავი არღავანის ხემ მოისმინა, სირცხვილისგან გაწითლდა
მცენარის სამშობლო ხმელთაშუა ზღვის განაპირა ქვეყნებია, ასევე ხარობს
საქართველოში და გამოიყენება დეკორატიული დანიშნულებითაც. ადრე
გაზაფხულზე “იუდას ხის” წითელი ან მოვარდისფრო ყვავილები მცენარის
ტანზე და მსხვილ ტოტებზე უხვად ვითარდება, რასაც კაულიფლორია ეწოდება.

არღავანი ადვილად მრავლდება თესლითა და ძირკვის ამონაყრით. ხოლო თუ


ეს მცენარე უკვე თქვენს ბაღს ამშვენებს, გაითვალისწინეთ, რომ იგი სიმშრალეს
კარგად
იტანს, თუმცა სითბო ძალიან სჭირდება.არღავანია, იუდას ხე (Cercis siliquastrum)
ფოთოლმცვივანი ხე, ან ბუჩქია ცეზალპინიასებრთა ოჯახისა. აპრილში,
ფოთლის გამოტანამდე მოვარდისფრო ყვავილი გამოაქვს. გავრცელებულია
მცირე აზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის
ქვეყნებში ქვა-ღორღიან და კირიან ნიადაგებზე. გვხვდება აგრეთვე კავკასიაში,
ყირიმსა და შუა აზიაში გაველურებული სახით.

იასამანი (ლათ. Syringa) — მცენარის გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა.


ფოთოლმცვივანი პატარა ხე ან ბუჩქია.ცნობილია 30-მდე სახეობა.
გავრცელებულია აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აღმოსავლეთ
ევროპაში. კულტურაში მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სპარსული, უნგრული
და ჩინური იასამნები. ჩვეულებრივი იასამანი, 5-7 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. მისი
სამშობლოა ბალკანეთის ნახევარკუნძული და მცირე აზია.
იასამანი ოჯახში მშვიდობის და სიხარლის სიმბოლოა, ამბობენ იმ ოჯახში
სადაც იასამანი ყვავის ეშმაკი ვერ ეკარებაო, რადგან იასამანი ღვთისმშობლის
მიერ დალოცვილი მცენარეა.

ეს მცენარე შეიცავს შხამიან წვენს - ყაზახა - Muscari sp. - სუმბულისებრთა ოჯახის


(Hyacinthaceae) წარმომადგენელი. ადრე გაზაფხულზე მოყვავილე
მრავალწლიანი ბოლქვიანი მცენარეა, ლამაზი ლურჯი ფერის, ზოგჯერ თეთრი,
ყვავილედით.

კარგად ხარობს ოთახის პირობებშიც. ყვავილები ქოთნის, კასრის , მილის ან


სფეროს ფორმისაა. გვარში გაერთიანებულია 50-მდე სახეობა, რომელთაგან 11
სახეობა საართველოში გვხვდება.
სხვადასხვა კუთხეში მას სხვადასხვანაირად ეძახიან: ყურძენა, გველის ია,
გუგულის ცრემლები, დათვინიორა, მუსკარი და ა.შ.
ფურისულა-Primula (woronowii)
ფურისულას სახეობები საქართველოში ფართოდაა გავრცლებული და
გვხვდება: რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, აჭარაში, ქართლში, კახეთში.
ფურისულას კულტივირებული ფორმა ბინებისა და ეზოების გაფორმებაში
ხშირად გამოიყენება, ფურისულას გამრავლება სახლში, თესლის
საშუალებითაც შეგიძლიათ. მისი ფოთლები დიდი რაოდენობით C ვიტამინს
შეიცავს, ხოლო ფესვების ნახარში კარგი ამოსახველებელი საშუალებაა.

ხშირად, ფურისულას ყვავილებს კრეფენ და ყიდიან თაიგულებად, რაც


ამცირებს მის რაოდენობას ბუნებაში.
ასეთი ლეგენდა თუ გსმენიათ? სამოთხის კარიბჭის მპყრობელ მოციქულ
პეტრეს ჩასძინებიაო და სამოთხის კარის გასაღები გავარდნია ხელიდან...
მიწაზე მოხვედრილი გასაღები ულამაზეს ყვავილებად გადაქცეულა და მას
შემდეგ, ვინც ამ ყვავილის საიდუმლოს შეიცნობს, სამოთხის კარი მისთვის
ღიააო.

You might also like