You are on page 1of 2

ტვიროსი

ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო ფინიკიური ქალაქი ლიბანში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში.
ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 60 000 კაცს.

ძვ. წ. III–II ათასწლეულში იყო მსხვილი სახელოსნო-სავაჭრო ცენტრი. განთქმული იყო მეწამული
ფერის შალის ნაწარმით, სპილოს ძვლისა და მინის ნაკეთობებით,აგრეთვე სავაჭრო ექსპედიციებით.
ძვ. წ. II ათასწლეულში ეგვიპტის გავლენის ქვეშ იყო. ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს — ძვ. წ. I
ათასწლეულის დასაწყისში ტვიროსმა დააარსა კოლონიები ხმელთაშუა ზღვის კუნძულებზე,
ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკასა და ესპანეთში.მოხერხებული ადგილდებარეობა ჰქონდა
სამხედრო თვალსაზრისით. ძვ. წ. X საუკუნეში ტვიროსის მეთაურობით შეიქმნა ტვიროს-სიდონის
სამეფო. ძვ. წ. VIII საუკუნიდან ტვიროსი ასურეთს ემორჩილებოდა. ბაბილონის მეფე
ნაბუქოდონოსორი ცამეტი წელი (ძვ. წ. 586–573) აწარმოებდა ტვიროსის უშედეგო ალყას, საბოლოოდ
შეთანხმდნენ ხარკის გადახდაზე.ძვ. წ. VI საუკუნის მეორე ნახევრიდან აქემენიდების სახელმწიფოს
შემადგენლობაში იყო ავტონომიური უფლებით. ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა 7-თვიანი
ალყის შემდეგ შეძლო ტვიროსის აღება. ახ. წ. 64 წლიდან რომის პროვინციაში — სირიაში შედიოდა
(ისევ ავტონომიური უფლებებით). 395 წლიდან შევიდა ბიზანტიის იმპერიია შემადგენლობაში. VII
საუკუნემდე აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის მსხვილი სავაჭრო ცენტრი იყო. 638 წელს
დაიპყრეს არაბებმა. 1086 წელს აიღეს სელჩუკებმა. 1089 წელს დაიბრუნეს ფატიმიდებმა. პირველი
უშედეგო ცდის მიუხედავად (1111), ჯვაროსნებმა 1124 წელს მოახერხეს მისი აღება.იგი იერუსალიმის
სამეფოში ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა, დაარსდა იტალიური ქალაქ-სახელმწიფოების
კოლონიები. აქ არსებობდა ტვიროსის არქიეპარქია (ყველაზე ცნობილი სარმომადგენელია გიიომ
ტვიროსელი). ჰატინის ბრძოლის შემდეგ, სალადინმა ტვიროსის გარდა ყველა ქალაქი დაიპყრო
იერუსალიმის სამეფოში.ამ დროს ჯვაროსანთა მთავარი დასაყრდენი წმინდა მიწაზე ტვიროსი იყო.
სწორედ აქედან შეძლეს ევროპელებმა რიჩარდ ლომგულის მეთაურობით აკრის დაბრუნება. XIII
საუკუნეში ტვიროსის სენიორია გათავისუფლდა სამეფო დომენისაგან. 1291 წელს ტვიროსი დაიპყრეს
მამლუქებმა. 1516–1517 წლებში მიმდებარე რეგიონები და მათ შორის ტვიროსი ოსმალეთა ხელში
გადავიდა. აქედან მოყოლებული პირველი მსოფლიო ომამდე ქალაქს ისინი აკონტროლებდნენ. 1920
წლიდან ლიბანის შემადგენლობაშია.

1984 წლიდან ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

You might also like