You are on page 1of 15

დასავლეთ

რომი
თემები, რაზეც მე ვისაუბრებ

01 02 03
ისტორია საბოლოო დაშლის რომის დაცემა
რომის დაშლამდე შემდგომ
რომის დაშლის შემდეგ ისტორია რომის დაცემის
არსებული სიტუაცია მომხდარი მოვლენები შესახებ
01

ისტორია
ისტორი

რომის იმპერიის ისტორიაში III საუკუნის
კრიზისად წოდებულ პერიოდში იმპერია
ხანმოკლე პერიოდით (260-274 წწ.)
დაიშალა რამდენიმე ნაწილად. მართალია
მოხერხდა იმპერიის გაერთიანება,
მაგრამ, მმართველობის არასაკმარისი
სიძლიერის გამო, დაშლის საშიშროება
ისევ არსებობდა.
ისტორია

● ასეთ ვითარებაში 284 წელს იმპერიის


ტახტზე ავიდა დიოკლეტიანე, რომელიც
ხედავდა, რომ ამხელა იმპერიას მარტო
ვერ მართავდა და იმპერია ორად გაყო,
თვითონ აღმოსავლეთ ნაწილს მართავდა,
ხოლო დასავლეთი ნაწილი გადასცა
მეორე იმპერატორს მაქსიმიანეს.
რეფორმის მიხედვით, იმპერატორი, ამავე
დროს, ირჩევდა
თანაშემწეს კეისრის ტიტულით, ხოლო
თვითონ ავგუსტუსის ტიტული ჰქონდა.
ისტორია

● თეოდოსიუს I-ს სიკვდილის შემდგომ 395 წელს, მისი ანდერძის


თანახმად იმპერიის დასავლეთი ნაწილი ერგო მის უმცროს ვაჟს
ჰონორიუსს, ხოლო აღმოსავლეთი - უფროს ვაჟს არკადიუსს. ეს
თარიღი ითვლება იმპერიის საბოლოო დაშლის თარიღად.
02
საბოლოო
დაშლის
შემდგომ
საბოლოო დაშლის შემდგომ
● 395 წლის შემდეგ იმპერიის
ორივე ნაწილი
დამოუკიდებლად ებრძოდა
საკუთარ პრობლემებს. მათ
ერთმანეთისათვის რაიმე
მნიშვნელოვანი დახმარება არ
გაუწევიათ. ამ დროისთვის
იმპერიის დედაქალაქი უკვე
გადატანილი იყო
მედიოლანუმში, დღევანდელი
მილანი. 402 წელს
მედიოლანუმს ალყა
შემოარტყეს ვესტგუთებმა, რის
გამოც ჰონორიუსმა
დედაქალაქი გადაიტანა
რავენაში.
საბოლოო დაშლის შემდგომ - რომის
ალყა
• რამდენადაც ჰონორიუსი
მცირეწლოვანი იყო, იმპერიას
ფაქტობრივად განაგებდა
ნახევრად ვანდალი
მხედართმთავარი სტილიხონი.
სტილიხონი გარდაიცვალა 408
წელს. 410 წელს რომი აიღეს და
გაძარცვეს ვესტგუთებმა მათი
მეფის ალარიხ I-ის
წინამძღოლობით.
საბოლოო დაშლის შემდგომ -
დაპირისპირება

ჰონორიუსის სიკვდილის შემდგომ


ტახტის უზურპირება მოახდინა იოანემ,
გალა პლაციდია ამ დროისთვის,
ძმასთან ჰონორიუსთან უთანხმოების
გამო, მის შვილებთან ერთად,
იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში
ძმისშვილთან ბიზანტიის იმპერატორ
თეოდოსიუს II-სთან.
საბოლოო დაშლის შემდგომ -
დაპირისპირება
● ამის შემდეგ აეტიუსი შეირიგა გალა
პლაციდიამ და ის გახდა იმპერიის
პირველი მხედართმთავარი.
აეტიუსის მეთაურობით 451 წელს,
კატალაუნის ველზე, დღევანდელი
საფრანგეთის ტერიტორიაზე,
რომელებმა დაამარცხეს ჰუნი
ატილას მრავალრიცხვოვანი
არმია. ეს იყო რომაელების მიერ
მოგებული უკანასკნელი დიდი ომი.
03

რომის დაცემა
რომის დაცემა
● 455 წელს რომს იღებენ ვანდალები, რომლებიც 12 დღის განმავლობაში
უმოწყალოდ არბევენ და ძარცვავენ ქალაქს, ხოცავენ მოსახლეობას. მთელი
იმპერია ქაოსმა მოიცვა. რავენაში მყოფი იმპერატორების ძალაუფლება ამ ქალაქის
კედლებს არ სცილდებოდა. 468 წელს ბასილისკოსის უნიათობის გამო
ვანდლებთან ომში აფრიკის სანაპიროებთან კატასტროფა განიცადა ბიზანტიის
არმიამ. დაკარგა 100000-მდე მეომარი.
რომის დაცემა
● ბიზანტია დიდი სურვილის მიუხედავად ვერ ეხმარებოდა დასავლეთის იმპერიას. ამ
პირობებში 476 წლის 4 სექტემბერს ფედერატების ერთ-ერთმა ლიდერმა ოდოაკრმა
დაიკავა რავენა და აიძულა იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი ტახტიდან
გადამდგარიყო და თვითონ თავი გამოაცხადა იტალიის მეფედ. ეს თარიღი
ითვლება ანტიკური ხანის დასასრულად და შუა საუკუნეების დასაწყისად.
გმადლობთ
ყურადღებისთვის

CREDITS: This presentation template was created by Slidesgo, and


includes icons by Flaticon, and infographics & images by Freepik

You might also like