You are on page 1of 7

რომის

დაცემა
 ულამაზესი სასახლეები და ბაღები, ფერწერული
შედევრები, ქანდაკებები და რა თქმა უნდა
არქიტექტურა,წმინდა პეტრეს გრანდიოზული, ულამაზესი
ტაძარი, რაფაელის უკვდავ შემოქმედება, მიქელანჯელოს
ჯადოსნური სიქსთის კაპელა... და ვინ წარმოიდგენდა, სულ
რამდენიმე წლის შემდეგ ძლევამოსილი იმპერიის დაცემას.
 მზე თითქოს ყოველთვის რომს დაჰნათოდა, მას ზურგს
არასდროს აქცევდა და ყველა გზაც რომში მიდიოდა. 455
წელს მათი ქვეყნის თავზე უზარმაზარი ღრუბელი
წარმოიშვა, რომელმაც მზე დააბნელა. რომში ყველაფერი
ნისლმა და სიბნელემ მოიცვა. სიხარული შიშმა
ჩაანაცვლა,სიმდიდრე კი სიღარიბემ. მაღალი შენობები
ნანგრავებად იქცა, ტირილისა და გოდების ხმა არ
წყდებოდა,ხალხი იღუპებოდა. რომის გამართული იმპერია
კი თანდათან წელში იხრებოდა და ეცემოდა.
რომის დაცემა
რომის დაცემა
 დასავლეთ რომის დაცემის ყველაზე მარტივი თეორია უკავშირდება გარეშე მტრებთან
ბრძოლაში სამხედრო დანაკარგს. რომი საუკუნეების მანძილზე ჩართული იყო ბრძოლაში
გერმანელების წინააღმდეგ. მაგრამ 300 წლებისთვის გოთების მაგრავი ბარბაროსული ტომი
შემოიჭრა რომის იმპერიის საზღვარს მიღმა. რომაელებმა გაუძლეს გერმანელთა შემოსევებს
მეოთხე საუკუნის ბოლო მეოთხედამდე, მაგრამ 410 წელს ალერიხმა, ვესტგოთებიუს
ბელადმა, დაარბია ქალაქი რომი. მომდევნო ათასწლეულები იმპერია რბევის ქვეშ იყო, სანამ
მარადიული ქალაქი ხელმეორედ არ დაარბიეს 455 წელს. საბოლოოდ 476 წელს გერმანული
ტომების ბელადმა ოდიოკრმა ბუნტი არ მოაწყო და ბოლო რომაელი იმპერატორი რომულუს
ავგუსტუსი არ დაამხო. აქედან მოყოლებული რომაელი იმპერატორი აღარ მართავდა
ქვეყანას., რის გამოც ბევრი მიიჩნევდა, რომ 476 წელს დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა
შეწყვიტა.
 მეორე მიზეზი თუ რამ განაპირობა რომის იმპერიის დანგრევა არის ეკონომიკური გასაჭირი
და მონებით შრომისადმი გატაცება. მაშინაც კი, როცა რომი იმყოფებოდა მტრების
შემოსევების საფრთხის ქვეშ, იგი ასევე ინგრეოდა შიგნიდანაც მკაცრი ფინანსური კრიზისის
წყალობით. გამუდმებულმა ომებმა და გადახარჯვამ მნიშვნელოვნად დააცარიელა
სახელმწიფო ხაზინა, ხოლო გაზრდილმა გადასახადებმა და ინფლაციამ უფრო მეტად
გაზარდა მდიდარსა და ღარიბს შორის სოციალური სხვაობა. გადასახადების თავიდან
აცილების მიზნით, მდიდარი კლასის ფენის ბევრი წარმომადგენელი გარბოდა პროვინციაში
და თავის დამოუკიდებელ საფეოდალოს აარსებდა. ამავე დროს, იმპერია განიცდიდა შრომის
დეფიციტს. რომის ეკონომიკა ბევრად იყო დამოკიდებული მონებზე, ამიტომ დაპყრობილი
ხალხები მიჰყავდათ სამუშაოდ. მაგრამ როდესაც იმპერისს გაფართოება შეწყდა, მონების
მიწოდება და სამხედრო ნადავლის მოპოვებაც შეწყდა. ეკონომიკური გასაჭირის ფონზე, მისი
სავაჭრო გზების მოშლისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების კლების
გათვალისწინებით, იმპერია ნელნელა კარგავდა გავლენას ევროპაში.
რომის დაცემა
 რომის დაცემას თან ახლდა ქრისტიანობის გავრცელება, ამიტომ ზოგიერთი
მკვლევარი მიიჩნევს რომ ახალი რწმენის გაბატონებამ ხელი შუწყო იმპერიის
რღვევას. შსაძლებელია ქრისტიანობამ რაღაც გავლენა მოახდინა იმპერიაზე,
მაგრამ მკვლევართა უმეტესობა იმპერიის დაცემის მიზეზებად ეკონომიკურ
და ადმინისტრაციულ ფაქტორებს მიიჩნევს.
 რომში დატრიალებულ უბედურებას ენა ვერ აღწერდა. მრავალმა მდიდარმა
რომაელმა არა მხოლოდ ქონება და სიმდიდრე, არამედ თავისუფლებაც
დაკარგა. ბარბაროსებმა ისინი მონებად გაყიდეს. სხვები, გაღატაკებულნი,
უცხო ქვეყნებში დაეხეტებოდნენ. რომაელები, რომელთაც იმპერიის
პროვინციებში - აფრიკაში, ესპანეთსა და კამპანიაში ჰქონდათ მამულები,
იქით მიიჩქაროდნენ.დაცემაქალაქისა,რომელიც მარადიულად მიაჩნდათ და
რომლის დიდებაც მსოფლიოს სწვდებოდა, განსაცვიფრებელი დასტური იყო
ამქვეყნიური დიდების წარმავლობისა. ამ მოვლენამ ქრისტიანები
მარადიულსა და წარუვალ ფასეულობებზე კიდევ უფრო ღრმად ჩააფიქრა.

You might also like