You are on page 1of 2

მენიუ

TAG ARCHIVES: ᲢᲘᲢᲣᲡᲘᲡ ᲗᲐᲦᲘ

მოგზაურობა ძველ რომში

Leave a reply

ეჭვგარეშეა, რომ 21-ე საუკუნეში მცხოვრები


ადამიანების უმეტესობა დიდ ენთუზიაზმსა და
მონდომებას გამოიჩენს, თუ მიეცემა
შესაძლებლობა რამდენიმე საათით ძველ
რომში გადაინაცვლოს და საკუთარი თვალით
ნახოს მისი არქიტექტურული
ღირშესანიშნაობები, გაესაუბროს ხალხს და
ნათლად წარმოიდგინოს, როგორი იყო
იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკური,
სავაჭრო და ხელოვნების ცენტრი.

ძველ რომს მრავალ ქვეყანასთან ჰქონდა


მჭიდრო სავაჭრო კავშირი. იგი პოლიტიკური
გადაწყვეტილებების ცენტრადაც ითვლებოდა,
გამოირჩეოდა სპეციფიკური არქიტექტურული
თავისებურებებით, რაც მნახველის
შთაბეჭდილებას კიდევ უფრო ამძაფრებდა.
ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ყველა
რომისაკენ მიეშურებოდა, „ყველა გზა
რომისაკენ მიდიოდა.“

ძველი რომის მოსახლეობა თითქმის ერთ


მილიონს აღემატებოდა. დროში მოგზაურობის
შედეგად ამ მარადიულ ქალაქში
გადანაცვლებული თანამედროვე ადამიანი
მაშინვე შეამჩნევდა ერთ თავისებურებას,
ქალაქის მიხვეულ-მოხვეული ქუჩები
ძირითადად 5-6 სართულიანი სახლებით იყო
სავსე. რომის მოსახლეობის უმრავლესობაც,
შესაბამისად, ასეთ სახლებში ცხოვრობდა,
თუმცა, ისტორიული ცნობების თანახმად, ამ
სახლებში ცხოვრება სახიფათო ყოფილა,
რადგან ბევრი მათგანი დაუდევრად
ჩატარებული სამშენებლო გამოთვლების გამო
დანგრეულა. სწორედ ამიტომ, რომაელებს
ჭკვიანური ხერხისათვის მიუმართავთ და
საცხოვრებელი სახლების მაქსიმალურ
სიმაღლეს დამდგენი წესი შეუდგენიათ.

რომაელების უმრავლესობისაგან განსხვავებით,


წარჩინებულები გაცილებით უსაფრთხოდ,
მდიდრულ და დიდებულ სახლებში
ცხოვრობდნენ და მათ არაფერი ემუქრებოდათ. 
ამ ნაკლებად ყურადსაღებმა თავისებურებამ
კარგად გამოკვეთა ის სოციალური
უთანასწორობა, რომელიც ძველ რომში  იყო.

ძველ რომში გადანაცვლებული თანამედროვე


ადამიანიც კი გაოცდებოდა  რომაული
არქიტექტურული ძეგლებითა და საინჟინრო
მიღწევებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის
უკვე წარმოუდგენელია,  განვითარების იმგვარ
პირობებში, როგორიც დღესაა, ადამიანმა 
ფაქტობრივად ნებისმიერი ჩანაფიქრის
რეალობად ქცევა ვერ შეძლოს.

დროში გადანაცვლებულ მოგზაურზე ალბათ


ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ტიტუსის თაღი
მოახდენდა. საბედნიეროდ, დრო უძლური
აღმოჩნდა ამ ნაგებობის წინაშე და დღემდე
შემოგვინახა იგი, შესაბამისად, ჩვენს
პირობითად დროში მოგზაურ ტურისტს
დღევანდელობაშიც აქვს მისი ხილვის
შესაძლებლობა.

თაღი ჩვ.წ. აღ.- 81 წლით თარიღდება. დღეს მის


სანახავად უამრავი ტურისტი იყრის თავს, თუმცა
ოცდაორი საუკუნის წინ  იგი სულ სხვა
დანიშნულებით ააგეს. მას რომაელმა ხალხმა
სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა – თაღი
იერუსალიმის დაპყრობის, იუდეველთა
აჯანყების ჩახშობის აღსანიშნავად ააგეს
იმპერატორ ტიტუსის ბრძანებით. სხვადასხვა
ცნობების თანახმად, ებრაელი ტურისტების
უმეტესობა დღესაც კი ქალაქის სტუმრობისას
გვერდს უვლის ამ თაღს. ეს რომაული თაღი
შემდგომში ბევრი სახელმწიფოს შთაგონების
წყარო გახდა და მან საყოველთაო მნიშვნელობა
მიიღო.

ტიტუსის თაღის მარმარილოს რელიეფებზე


სადღესასწაულო მსვლელობის სცენებია
გამოკვეთილი. სცენები მნახველს
აფიქრებინებს, რომ რომაელი მოქანდაკე არა
მარტო გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის
გადმოცემას ისახავდა მიზნად, არამედ მისი
მთავარი გათვლა სხვადასხვა დეტალის
ზედმიწევნითი იდეალურობით გადმოცემა იყო. 
მოქანდაკემ იდეალურად გამოხატა კოსტიუმის,
იარაღისა და ალაფის დეტალები. გამარჯვებული
რომაელი ლეგიონერები, რომლებსაც
დაპყრობილი ქალაქების სახელებით სავსე
ტაბულები მიაქვთ, დაფნით არიან მორთული,
რაც ასევე გამარჯვების სიმბოლოა. 
ჯარისკაცების ჟესტები თითქოს ენერგიული და
მოუხეშავია, მოკლებულია ყოველგვარ
პლასტიკურობასა და სილამაზეს. ამ გზით
ავტორი თითქოს  რომაელი ხალხის მებრძოლი
ბუნების გამოხატვას ცდილობს.

განხილული ნამუშევრის მაგალითით


შეგვიძლია  მნიშვნელოვანი განსხვავება
დავინახოთ საბერძნეთის ხელოვნებასა და
რომაულ ხელოვნებას შორის. საბერძნეთი
პატარა ქვეყანა იყო, ხოლო რომი კი მრავალი
ხალხისა და ქვეყნის დამპყრობი სახელმწიფო,
რაც ნათლად ვლინდება ამ ორი ხალხის
ხელოვნებაშიც. ბერძენთა ქანდაკებებს,
რომაელთაგან განსხვავებით, პლასტიკურობა,
სილამაზე ახასიათებთ. ამისი თვალსაჩინო
მაგალითია პართენონის ქანდაკებები.

შეუძლებელია რომში ჩასულმა ტურისტმა


გვერდი აუაროს კოლიზეუმის  ნაგებობას, ანუ,
როგორც თავად რომაელები უწოდებდნენ
„კოლოსეუმს“. ნაგებობის ამ სახელს თავისი
ისტორია აქვს. ადრე, შორეულ წარსულში, ქალაქ
რომის ამფითეატრის მახლობლად იდგა  მზის
ღმერთის, ჰელიოსის, უზარმაზარი ქანდაკება,
რომელიც მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-
ერთზე, როდოსის კოლოსზე, ორი მეტრით
მაღალი იყო.  სწორედ ამ ქანდაკების გამო
ამფითეატრს კოლიზეუმი ეწოდა.

ეს კოლოსალურად დიდი ნაგებობა


ორმოცდაათი ათასზე მეტ მაყურებელს იტევდა.
იგი გათვლილი იყო სხვადასხვა წარმოდგენების
გასამართად, რაც რომაელი ხალხისათვის ერთ-
ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტს წარმოადგენდა.
 “მიეცით ხალხს პური და სანახაობა “ -ამბობდა
იმპერატორი გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი ძვ. წ I
საუკუნეში. აქ იმართებოდა გლადიატორთა
ბრძოლები და ასევე საცირკო წარმოდგენები. 
გადმოცემის თანახმად, კოლიზეუმის გახსნა
რომაელებს სწორედ გლადიატორთა
შერკინებებით აღუნიშნავთ.  ეს შენობა
მრავალჯერ ყოფილა  იმ სასტიკი
ორთაბრძოლების მომსწრე, რომლებიც  თავად
გლადიატორებს შორის ან გლადიატორსა და
სხვადასხვა ცხოველს შორის იმართებოდა. 
დამარცხებული, თუმცა ცოცხლად დარჩენილი
გლადიატორის ბედს თავად მაყურებელი
წყვეტდა. თუ მაყურებელთა უმრავლესობა ცერა
თითს მაღლა ასწევდა, გლადიატორი ცოცხალი
გადარჩებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი,
დაიღუპებოდა.  ერთ- ერთი ცნობილი
გლადიატორი იყო სპარტაკი, რომელმაც სხვა
„თანამოძმეთაგან“ გასნხვავებით, დიდი კვალი
დაატყო რომის ისტორიას. სწორედ სპარტაკის
ისტორია გახდა შთაგონების წყარო მეცხრამეტე
საუკუნის იტალიელი მწერლის, რაფაელო
ჯიოვანოლისათვის, რომელმაც დაწერა რომანი
„სპარტაკი“.

კოლიზეუმს, რომელიც თამამად შეგვიძლია


თანამედროვე სტადიონების წინაპრად
ჩავთვალოთ, ცენტრში ელიფსური არენა
ჰქონდა, რომელსაც ზოგჯერ აუზის ფუნქციითაც
იყენებდნენ. ზედა იარუსზე ჩამწკრივებული იყო
ანძები .  კოლოსალურ ელიფსს გარს ერტყა ორას
ორმოცი თაღი და სამი იარუსი. პირველი იარუსი
დორიული ნახევარსვეტებით იყო
დამშვენებული, რაც თითქოს საფუძველია
იმისა, რომ ვიფიქროთ მსგავსებაზე ამ სვეტებსა
და პართენონის სვეტებს შორის, თუმცა
საბერძნეთში სვეტებს სხვა დანიშნულება
ჰქონდათ. საბერძნეთში სვეტი საყრდენს
წარმოადგენდა, ხოლო რომში კი მას
დეკორატიული დატვირთვა ჰქონდა. 
კოლისეუმის ნახევარსვეტები  მწკრივში
ჩამდგარ სამხედრო აღლუმზე გამოყვანილ
ჯარისკაცებს მოგვაგონებენ, რაც კიდევ ერთხელ
უსვამს ხაზს რომაელთა მებრძოლ
სულისკვეთებას.

რომი მნახველს აუცილებლად გააოცებდა


თავისი აბანოებითაც. ერთ-ერთი აბანოს
ფართობი ცამეტი ჰექტარი იყო და მას სამი
ათასი კაცის მიღება შეეძლო, რაც ცხადყოფს
იმას, რომ რომაელები საკმაოდ დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდნენ მსგავსი ტიპის
ნაგებობებს, თუმცა ეს არ ყოფილა გამოწვეული
მხოლოდ ესთეტიკური თვალსაზრისით. ეს
ფაქტი ნაწილობრივ იმითაც იყო
განპირობებული, რომ იმ დროს ბევრ რომაელს
სახლში გამდინარე წყალი არ ჰქონდა.

Continue reading →

This entry was posted in მოგზაურობა, ხელოვნება and


tagged აბანოები, აკვედუკები, ამფითეატრი,
არქიტექტურა, გზა, კოლიზეუმი, მარადიულობა,
მებრძოლი, მოგზაურობა, ტიტუსის თაღი, ძველი
რომი on თებერვალი 21, 2015.

ძებნა

"Tonight I can write the saddest lines. Write, for


example,'The night is shattered and the blue stars shiver
in the distance.'"

Enter your email address to follow this blog and receive


noti#cations of new posts by email.

ელ. ფოსტა

გამოწერა

Join 1,094 other subscribers

Blue Stars' Blog


466 გამომწერი

გვერდის გამოწერა გაზიარება

ᲮᲨᲘᲠᲐᲓ ᲜᲐᲮᲕᲐᲓᲘ

თეოდორ დოსტოევსკის  „იდიოტი“ - ანუ


კეთილშობილება, როგორც დამანგრეველი ძალა
რემბრანდტი - „ნაღვლიანი გენია“, რომლის
მასწავლებელიც ცხოვრება იყო

ᲑᲝᲚᲝ ᲙᲝᲛᲔᲜᲢᲐᲠᲔᲑᲘ

ნინო კომენტარი აბსურდის ფილოსოფია


ჩანაწერზე

Blue Stars კომენტარი თეოდორ


დოსტოევსკის  „იდიოტი“… ჩანაწერზე

Blue Stars კომენტარი რემბრანდტი –


„ნაღვლიანი… ჩანაწერზე

Blue Stars კომენტარი თეოდორ


დოსტოევსკის  „იდიოტი“… ჩანაწერზე

Blue Stars კომენტარი ღამე ჩანაწერზე

TRANSLATE

Select Language
Powered by Translate

“WHAT IF POETS ARE RIGHT? WHAT IF LOVE IS THE ONLY

ANSWER?”

ᲙᲐᲢᲔᲒᲝᲠᲘᲔᲑᲘᲡ ᲦᲠᲣᲑᲔᲚᲘ

კატეგორიის გარეშე
ლიტერატურა მოგზაურობა მხატვრობა
პირადი ფილმები ფილოსოფია ფსიქოლოგიური
პორტრეტები ხელოვნება

“What is that feeling when you're driving away from


people and they recede on the plain till you see their
specks dispersing? - it's the too-huge world vaulting us,
and it's good-bye. But we lean forward to the next crazy
venture beneath the skies.” ― Jack Kerouac, On the Road

“We could face each other over co$ee cups in total


silence.” -Haruki Murakami – Norwegian Wood

“She never looked nice. She looked like art and art wasn’t
supposed to look nice. It was supposed to make you feel
something.”

“You, he said, are a terribly real thing in a terribly false


world and that, I believe , is why you are in so much pain.”
– Emilie Autamn, The Asylum for Wayward Victorian
Girls
“Out beyond the ideas of wrongdoing and rightdoing
there is a #eld, I’ll meet you there.” – Rumi

“ I used to think the years would go by in order, that you


get older one year at a time. But it’s not like that. It
happens overnight. ”— Haruki Murakami, Dance, Dance,
Dance

“Perhaps. the one did not want to be loved so much, as to


be understood.” – George Orwell, “1984”

“Substitution.. the in#nite cannot be made into matter,


but is is possible to create an illusion of the in#nite: the
image.” – Andrei Tarkovsky

“There is a sense in which we are all each other’s


consequences.”- Wallace Stegner, All Little Live Things

“I have always liked people who can’t adapt themselves to


life pragmatically.” – Andrei Tarkovsky

“If you leave me, can I come too?”- Alian Bashurg

“Coming back to where you started is not the same as


never leaving.”

‘You can’t measure the mutual a$ection of two human


beings by the number of words they exchange.” – Milan
Kundera

“What’s more important what we become or how we


become it? – Brooke Davis

ᲐᲖᲠᲔᲑᲘᲡ ᲦᲠᲣᲑᲔᲚᲘ

ადამიანები ბრძოლა
ისტორიები მეგობრობა მხატვრობა
ნინო ხარატიშვილი ოცნებები რემბრანდტი რომანი
საკუთარი თავის პოვნა სიყვარული სკოლა
ჩემი საყვარელი ორეული წერა ხელოვნება

BLOGS I FOLLOW

FeministGeo
გიოს ბლოგი
გორგილაძის ბლოგი
ლიბრარიუმი
Double Illusion
მსოფლიო მხატვრობა
repetitori.net
Mon PALAIS
Salomeaa's Blog
FreeUni Gov School
Megi N. Kartsivadze
mianfeii.wordpress.com/
Marie#lle's Blog
Meloholica's Page
nuwaxvaliqmodiaq

იანვარი 2023
ო ს ო ხ პ კ კ
  1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31  
« დეკ    
Privacy & Cookies: This site uses cookies. By continuing to use
this website, you agree to their use.
To #nd out more, including how to control cookies, see here:
Cookie Policy

Start a Blog at WordPress.com. Close and accept

You might also like