You are on page 1of 3

რომის კოლისეუმი

რომის კოლისეუმი საქვეყნოდ ცნობილია, როგორც


გლადიატორთა ბრძოლის ადგილი სადაც მონები, ქრისტიანები
და გლადიატორები კვდებოდნენ ხალხის და იმპერატრორების
გასართობად. თუმცა ,ეს ყოველთვის ასე არ იყო. კვლევებმა
გამოავლინა რომ შუა საუკუნეებში კოლისეუმი გამოიყენებოდა,
როგორც ბაზარი, საერთო საცხოვრებელი სახელოსნოები და
თავლა. კოლისეუმი ქალაქ რომის ცენტრში მდებარეობს. ის
მთელს რომის იმპერიაში უდიდესი ამფითეატრი იყო.

ერთ დროს არქიტექტურის და ინჟინერიის საოცრებას


წარმოადგენდა. ის ახ.წ.ა 70-80 წლებში აშენდა. კოლისეუმს
შეეძლო 50 000 და 80 000 მაყურებელი დაეტია.

ყველაფერი დაიწყო იმპერატორ ნერონის მეფობით. მეფობის


პირველ ნახევარში შეამცირა გადასახადები 4.5%-ით
წარმატებით ებრძოდა კორუფციას და ხშირად მასპინძლობდა
გასართობ ღონისძიებებს.
თითქმის 2 წლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ ტახტზე სამხედრო
მეთაური ტიტუს ფლავიუს ვესპასიანი ავიდა. ვესპასიანეს ერთ-
ერთი პირველი განკარგულება იყო ნერონის სასახლის
განადგურება და ისეთი რამის აშენება, რაც გაბრაზებულ ხალხს
დაამშვიდებდა - არავის სჭირდებოდა ახალი აჯანყებები.

თავდაპირველი სახელი იყო ფლავიანის ამფითეატრი


იმპერატორების ფლავიების დინასტიის საპატივსაცემოდ,
რომლებმაც დიდი არენა ჩამოაყალიბეს და ააშენეს. ასე
იწოდებოდა 6 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

როცა რომის დიდება დაეცა და იმპერია ბარბაროსებს ჩაუვარდა


ხელთ გიგანტურმა არენამ სხვა გამოყენება იშოვა. როგორც
გაირკვა კოლისეუმში ცხოვრობდნენ 1349 წლამდე, სანამ
მიწისძვრა სერიოცულად დააზიანებდა ნაგებობას.

არქეოლოგებმა კოლიზეუმში აღმოაჩინეს წყალსადენი მილები,


ქოთნის ნამტვრევები და მე-12 საუკუნის საძირკველი. ერთ-
ერთი საინტერესო აღმოჩენა იყო პატარა მაიმუნის ფორმის
სპილოს ძვლის ფიგურა, რომელლიც შესაძლოა ჭადრაკის პაიკი
ყოფილიყო.
აქ არა მარტო სახლები, არამედ სახელოსნოები და თავლებიც
მდებარეობდა წრიული კედლების გარშემო, რომლის ცენტრში
ერთ დროს გლადიატორები იბრძდნენ. 1349 წლის მიწისძვრამ
რამოდენიმე დაზიანება მოუტანა. ზოგი ჩამოცვენილი ქვა რომში
ახლომახლო სასახლეების, საავადმყოფოების და ეკლისების
ასაშენებლად გამოიყენეს, მე-14 საუკუნის შუა ხანებში
რელიგიური ორდენი დაბინავდა კოლისეუმის ჩრდილო
მესამედში და იქ გააგრძელა არსებობა მე-19 საუკუნის
დასაწყისამდე.

You might also like