You are on page 1of 4

თ.ს.ს.ა.

არქიტექტურის რესტავრაციის III კურსის სტუდენტის: მათე სულხანიშვილის რეფერატი


ქალაქგეგმარებაში

თემა: ძველი რომის ქალაქგეგმარება

ხელმძღვანელი: თამაზ გერსამია

სტუდენტი: მათე სულხანიშვილი

18/01/2016 წ.
ძველი რომის ქალაქგეგმარება

რომის ისტორიაში გამოიყოფა სამი პერიოდი: სამეფო (VIII-VI სს. ძვ. წ.), რესპუბლიკა (VI-I სს.
ძვ. წ.) და იმპერიის (IV ს. ძვ. წ .). მეფეთა რომში არ არსებობდა ცენტრალური ქალაქი. ადრეულ
ეტაპზე რომაული არქიტექტურა უშუალოდ ეტრუსკული გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა.
თუმცა, მოგვიანებით, ბერძნული კოლონიზაციის შემდეგ, რომის არქიტექტურაში შევიდა
ელინური კულტურა.

რესპუბლიკის ეპოქის დასაწყისში, რომი წარმოადგენდა ტიპიურ ქალაქ-სახელმწიფოს. ძვ.


წლ. IV საუკუნეში ვაჭრობამ და წარმოებამ მიაღწია მაღალ განვითარებას. ამ დროისათვის
რომი უკვე მოზრდილ ქალაქი იყო და მოსახლეობა დაახლოებით 200 ათასს შეადგენდა.
პუნიკური ომების შედეგად რომში დაგროვდა დიდი სიმდიდრე, ასევე დიდი რაოდენობით
მონები.ამის შემდეგ რომმა დიწყო ინტენსიური მშენებლობები, სამხედრო ბანაკები, ქალაქები
და სტრატეგიული გზები იტალიის სხვადასხვა ნაწილებში. ცხადია, ყველაზე ინტენსიური
მშენებლობა განხორციელდა რომში

იმპერიის პერიოდში ძვ. წლ. II საუკუნიდან სულას, შემდგომში კი პომპეუსის და


იულიუსის მმართველობის დროს აშენდა მრავალი ტაძარი, გალერეა და სხვა
საზოგადოებრივი შენობები. ამ მრავალფეროვანი და ფართო მშენებლობისას ვითარდება
მთელი რიგი ახალი სამშენებლო ტექნიკებისა (თაღოვანი და კამაროვანი სტრუქტურები, ქვის
გაფორმების ახალი მეთოდები, ბეტონის ტექნიკა) შენდება ფორუმები, ბაზილიკები,
თეატრიები (მაღალი ქვის კედლებით), ამპითატრები, თერმები (აბანოები),
ადმინისტრაციული შენობები, ხიდები, აკვედუკები და ნავსადგურები. თუმცა, ბერძნული
არქიტექტურა იმ დროისთვისაც დიდ გავლენას ახდენდა რომზე. გამოიყენებოდა,
სახეშეცვლილი, ბერძნული არქიტექტურული ფორმები და დეკორატიული მოტივები. I და II
საუკუნეებში რომის ურბანული დაგეგმარება იდგა უმაღლეს დონეზე, რაც პასუხობდა
იმპერიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიძლიერესაც. შემოქმედებითი მუხტი თუკი აქამდე
აღმოსავლეთიდან (საბერძნეთიდან) დასავლეთში მოდიოდა, ახლა მიმართულება
საპირისპიროდ შეიცვალა და იმავე ათენში, პერგამონიში, მილიტიაში და სხვა საბერძნეთის
ქალაქებში ჩნდება წმინდა რომაული ტიპის ტაძრები, აბანოები, ფორუმები, ხიდები, გზები
და .შ I დან III ს.მდე რომის ქალაქები გეგმარდება სამხედრო ბანაკის სტრუქტურით.
დამახასიათებელია ვიწრო ქუჩები და მრავალსართულიანი სახლები, ე.წ. ინსულები.

III საუკუნის ბოლოს რომში იწყება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი,


ამავდროულად მშენებლობა უკვე ნელა მაგრამ სტაბილურად მიმდინარეობდა, ხოლო ასი
წლის შემდეგ ქრება ძველი რომაული ქალაქგეგმარება.
რომი. ქალაქის გეგმა IV. ს .: 1 - კოლიზეუმი; 2 - ვენერასა და რომას ტაძარი; 3 -მაქსიმუსის ბაზილიკა;
4-4 - იმპერატორების ფორუმები: ვესპასიანეს (უახლოესი ბაზილიკა მაქსიმუსის), ცეზარის,
ავგუსტუსის და ტრაიანეს; 5 - თეატრი; მის ჩრდილოეთით - ოქტავიანეს კარიბჭე და ფლამიანეს ცირკი;
6 - თეატრი და პომპეუსის კარიბჭე; 7 - სტადიონი (ცირკის დიაგონალზე); მის მარჯვნივ - ნაშთები
ნერონის თერმის; 8 - პანთეონი; 9 - მავზოლეუმი და ადრიანეს ხიდი; 10 - ნერონის ცირკი(მის
ჩრდილოეთით კალიგულას ბაღები) 11 -ავგუსტუსის მავზოლეუმი 12 -დიოკლეტიანეს აბანო; 13 -
ტრაიანეს აბანო (მის ქვევით არის ნერონის ოქროს სახლის ნაშთები); 14 -კლავდიუსის ტაძარი; 15 -
კარაკალას აბანო; 16 -დიდი ცირკი; 17 - ფლაბიუსის სასახლე და მის სამხრეთით სტადიონი; 20 -
ადრიანეს ცირკი. ორმაგი ხაზით ნაჩვენებია სერვიუს ტულუსის კედლები, ხოლო გარე სქელი
ხაზით - ავრელიანეს კედლები
რომი. რეკონსტრუქცია. ქალაქის ცენტრალურ რაიონი, (ბიგოს მოდელის მიხედვით). ხედი
კლავდიუსის ტაძრიდან კოლიზეუმზე და ფორუმზე: მარცხნივ - მდინარე ტიბრი და კუნძული
ესკულაპა; მარჯვნივ - კაპიტოლიუმის ანსამბლი; მათ უკან - მშენებლობები მარსის ველზე

You might also like