You are on page 1of 2

საგანი- ანთროპოლოგია

ავთანდილ გვასალია

ერიხ როთჰაკერი. „კულტურ-ფილოსოფიური


ანთროპოლოგია“

მთავარი კითხვა, რომელზეც უნდა გვი პასუხოს ფილოსოფიურმა


ანთროპოლოგიამ ე.როთჰაკერის აზრით, შემდეგია: რით განსხვავდება ადამიანი
ცხოველისაგან? თუ ჩვენ გავიხსენებთ თვალსაზრისებს, რითაც ასე მდიდარია
ადამიანის კვლევის ისტორია, ადამიანის წინასწარი განსაზღვრება შეიძლება ამ
სახის ყოფილიყო: მხოლოდ ადამიანს შეუძლია იყოს `დისტანციაზე~, მაშინ
როცა, ცხოველი «წამიერის” ტყვეა. როთჰაკერი იხსენებს გოეთეს აზრს:
`მხოლოდ ადამიანს შეუძლია წამს მისცეს ხანგრძლიობა~(იქვე). მას აქვს
მოგონების, გახსენების უნარი. ცხოველი ცხოვრობს ინსტინქტების, ლტოლვების
საშუალებით. იგი მიჯაჭვულია ლტოლვაზე, სიტუაციაზე. მაგრამ, ეს მისი
განსაზღვრების ერთი მხარეა. არსებობის ამგვარი წესის გამო ცხოველი
საიმედოდაა დაცული, მას არ აქვს ჭეშმარიტი განცდა შიშისა.

გავიხსენოთ შელერის განსაზღვრება: ადამიანი ბიოლოგიურად სიცოცხლის


დეზერტირია. მეტაფიზიკურად კი, უარის თქმის შემძლე არსება. მართალია, მისი
ძირი სიცოცხლეშია, მაგრამ შეუძლია სიცოცხლე გააჩეროს. როდესაც, შელერი
ლაპარაკობს ცხოველისა და ადამიანის მსგავსება განსხვავებაზე, მსჯელობას
იწყებს სიცოცხლის ცნებიდან ამოსვლით. იგი სიცოცხლეზე ლაპარაკობს,
როგორც, ფსიქო-ვიტალურ მოცემულობაზე. მაგრამ სად გადის ზღვარი
ადამიანსა და ცხოველს შორის? ჩვენ სიცოცხლის სამეფოში ვცხოვრობთ და
ვიცნობთ მრავალ ცოცხალ არსებას, რომლებიც, არა მარტო ცოცხალი, არამედ,
მგრძნობიარე არსებანიც არიან. ამ ტი პის ცოცხალს, გარდა თვითმოძრაობისა,
თვითფორმირებისა და თვითდიფერენციისა, აქვთ განცდის უნარიც.

როთჰაკერი განსაკუთრებით გამოჰყოფს იმ გარემოებას, რომ, შელერის გონი _


სამყაროს, საკუთარი ფიზიკისა და ფსიქიკის საგნად ქცევის აქტთა ცენტრი, არ
შეიძლება იყოს სამყაროს ნაწილი. მას არ შეუძლია ჰქონდეს გარკვეული `სად~
და `როცა~. იგი გარემოსაგან თავისუფალია. ამრიგად, შელერის პიროვნება
აღემატება საკუთარ თავს და სამყაროს გონი არ შეიძლება გახდეს საგანი, იგი
წმინდა აქტუალობაა.

ის, რომ, ადამიანს საკუთარი თავი ეძლევა, ამით იგი თავის თავსაც აფუძნებს ,
ქმნის, ადგენს. როთჰაკერი იხსენებს პლესნერის მაგალითსაც, ისევე როგორც,
მსახიობი თამაშობს თავის როლს, ასევე შეუძლია ადამიანსაც გაითამაშოს
საკუთარი თავი, საკუთარი ყოფიერება და აგრძელებს პლესნერის
თვალსაზრისის ციტირებას. თამაში ცხოველსაც შეუძლია, მაგრამ, ადამიანი არ
თამაშობს მხოლოდ ამწუთიერად, იგი საკუთარი ყოფიერების (ცხოვრების წესის )
მოთამაშეა. `მე~ _ როგორც პიროვნება `გახსნის~ საკუთარ თავს, როგორც
სხვისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, საკუთარ მოცემულობაზე აღმატებით
ტოვებს იგი ცხოველის დონეს და მოი პოვებს თავისუფლებას. ბუნებას `მე~ არ
აქვს, ღმერთი მთლიანად `მე~-ა, ადამიანი კი დგას მათ შორის და ავლენს თავის
მე-ს. ადამიანი არ ემთხვევა იმას, რაც არის.

ამბობენ, რომ ადამიანი `თავისუფლებისათვის განწირულია.~ მისთვის ეს


თავისუფლება ძღვენი და ნორმატიული ცნება კი არ არის, რომელსაც მიიღებს ან
არ მიიღებს, არამედ, აუცილებელი მდგომარეობაა. თავისუფლება არსებობს
ადამიანის დაუდგენლობის, განუსაზღვრელობის ძალით. ადამიანი მაშინაც
თავისუფალია, როცა არაფერი იცის ამ თავისუფლების შესახებ, უარყოფს მას ან
არ იყენებს. მაშასადამე, როთჰაკერის კულტურ-ანთროპოლოგიური
თვალსაზრისით, ადამიანი არის განსაკუთრებული, თვითმყობადი, საკუთარი
ყოფიერების განმსაზღვრელი არსება, რომელიც არის შემოქმედი, კულტურის
შემქმნელი და მისით შექმნილი. კულტურის მეშვეობით ადამიანი
თავისუფლდება არამყარი მდგომარეობისაგან. აძლევს რა ფორმას საკუთარ
თავს. თვითშექმნის უნარით იგი პრინცი პულად განსხვავდება სხვა ყველა
არსებულისაგან.

გამოყენებული ლიტერატურა:

ძირითადი მასალა: მშვენიერაძე „ფილოსოფიური ანთროპოლოგია“ (144-183 გვ.)


დამატებითი მასალა: თ. ბუაჩიძე „ფილოსოფიური ანთროპოლოგია (55-62გვ)

You might also like