You are on page 1of 3

რომის იმპერიის კრიზისი და დაცემა

III საუკუნეში რომში მიმდინარე კრიზისი ყოვლისმოცველი იყო. ის გამოიხატა სოციალურ,


ეკონომიკურ, ფინანსურ, სამხედრ, კულტურულ-იდეოლოგიურ, საშინაო თუ საგარე
პოლიტიკურ სფეროში. იმპერიისთვის დადგა საფრთხეებისა და სირთულეების გამწვავების
დრო. დაირღვა არსებული ბალანსი და დაიწყო ტრანფორმაციის პერიოდი. მოიშალა
არსებული პოლიტიკური სისტემა და დაჩქარდა ძველი სისტემის ახლით შეცვლის პროცესი.

რომაულ სახელმწიფო პოლიტიკურად არასტაბილური იყო. იმპერატორის ხელისუფლების


უზურპაციისათვის პრეტედენტთა შორის მიმდინარეობდა დაუნდობელი ბრძოლები.
გაჩანაგდა მომგებიანი მეურნეობები, რომელებიც ეფუძნებოდნენ მონათა ექსპლუატაციას
გავრცელდა ლატიფუნდიების ის სახეობა, რომლის ძირითადი სამუშაო ძალა გახდა კოლონი.
დაიწყო ქალაქების დაცემა, რაც გამოწვეული იყო ლატიფუნდიებში ხელოსნური წარმოების
მაგალითად, პურის პრიმიტიული წარმოების განვითარებით. ამასთანავე მოსავლიანობის
ვარდნამ გამოიწვია ბევრი დამუშავებული მიწის გაპარტახება. რასაც მოჰყვა ცვლილებები
საზოგადოების სოციალურ-კლასობრივი სტრუქტურაში. მეურნებიდან მონათა შრომის
გაძევება, რომელსაც ჩაენაცვლა კოლონატური სისტემა, კოლონებს ე.წ. განთავისუფლებული
მონებს იჯარით გადაეცემოდათ მიწის ნაკვეთები (პარცელები) დროებით და პირობით
მფლობელობაში, თავისუფალი ხელოსნების მიმაგრება პროფესიულ კოლეგიებს, წვრილი და
საშუალო მუნიციპალური საკუთრების გაკოტრება, მსხვილ მიწათმფლობელ მესაკუთრეთა
საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება.

იდეოლოგიური კუთხით, მნიშვნელობა დაკარგა ტრადიციულმა რომაულმა კულტებმა და


სულიერმა ფასეულებებმა, რომში, ახ.წ. I და II საუკუნეებში აქტიურად მიმდინარეობდა
რელიგიური ძიებანი, რის შედეგადაც მოხდა ტრადიციული რელიგიური კულტების
ტრანსფორმაცია-შეცვლა, ახალი რელიგიური სისტემების ჩამოყალიბება. ძველი,
წარმართული რომაული რელიგიის ახალ რელიგიად გარდაქმნა იყო საჭირო იმისთვის, რომ
იმპერიაში გაძლიერებულიყო იმპერატორისა და მის უკან მდგომი გაბატონებული კლასის
შეუზღუდავი ძალაუფლება, მასების გაკონტროლების მიზნით.

იმპერატორი იპოსტასის ნაწილია და მასში არის ღვთაებრივი საწყისი, ის ასევე გამოხატავს


ქალღმერთ რომას, რომელშიც იყო პერსონიფიცირებული სახელმწიფოებრიობა და რომის
ქალაქის იდეა, როგორც სამყაროს ცენტრისა.

იმპერატორმა კონსტანტინე I დიდმა ქრისტიანობა რომში ოფიციალურად ნებადართულ


რელიგიად გამოცხადა 313 წელს, მილანის ედიქტით. ეს გახლდათ მსოფლიო ისტორიაში
ახალი ეპოქის დასაწყისი. 325 წლის ნიკეას პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებით
ქრისტიანობას  რომის იმპერიაში გამორჩეული ადგილი  მიენიჭა, ეკლესიას მიეცა მიწების
ფლობის უფლება, ჩამოყალიბდა საეკლესიო იერარქია.

ასევე, კონსტანტინე დიდმა, 325 წელს ბოსფორის სრუტესთან, იქ, სადაც ჯერ კიდევ ძვ.წ. 658
წელს მეგარითელმა ბერძნებმა პატარა კოლონია ბიზანტიონი დაარსეს, ჩაეყარა საძირკველი
ახალი ქალაქის მშენებლობას, რომელსაც რომის იმპერიის დედაქალაქის ფუნქცია უნდა
ეკისრა. იმპერიის დასავლეთ საზღვრებზე ბარაბაროსული ტომების ინტენსიური შემოსევები
საფრთხეს უქმნიდა ზესახელმწიფოს. იმპერატორმა ეს ნაბიჯიც რომის უსაფრთხოებისთვის
გადადგა. ამგვარად, აზიისა და ევროპის გზა შესაყარზე, 330 წლის 11 მაისს საზეიმოდ
აკურთხეს ახალი რომი (Nova Roma), რომელსაც მალე მისი დამაარსებლის სახელი
კონსტანტინეპოლი უწოდეს. კონსტანტინეპოლელები თავიანთ თავს რომეებს უწოდებდნენ,
ხოლო მათ მმართველებს ბასილევსებს.

395 წელს რომის იპერატორმა თეოდოსმა იმპერია ორ ნაწილად გაჰყო და თავის შვილებს
გადასცა სამართავად, ჰონორიუსს წილად ხვდა დასავლეთ ნაწილი, აღმოსავლეთი კი
არკადიუსს. ასე დაიბადა აღმოსავლეთ რომის იმპერია, რომელსაც შემდგომში ბიზანტიის
იმპერიად მოიხსენიებენ და მისი პირველი იმპერატორიც არკადიუსი იყო.

რადიკალურად იცვლება ევროპის პოლიტიკური, ეთნიკური თუ კულტურული იერსახე, მას


შემდეგ რაც რომის იმპერიის საზღვრებთან გამოჩნდნენ ჰუნები და გერმანელი ტომები. II—
VII საუკუნეებში ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ამ მასშტაბურ მიგრაციულ პროცესს
ეწოდა ხალხთა დიდი გადასახლება. III ბოლოსა - IV საუკუნის დასაწყისში კი გერმანელთა
მასიური თავდასხმები შემცირდა, დაიწყო რომთან ინტეგრაციის პროცესი: მეზობლობა,
ფედერატობის საფუძველზე იმპერიის ტერიტორიაზე დასახლება, ურთიერთმომგებიანი
კავშირების დამყარება.

რომის იმპერიის ნგრევისა და ქაოსის პროცესი IV საუკუნის მეორე ნახევრიდან


ინტესიურად დაიწყო და გაგრძელდა VI საუკუნის მიწურულამდე, უდიდესი როლი ამ
პროცესში ითამაშეს სწორედ, ბარბაროსმა გერმანელმა ტომებმა რომლებმაც არა მარტო
დაარბიეს, არამედ იმპერიის ტერიტორიაზე ჩამოაყალიბეს თავიანთი ე.წ. ადრეფეოდალური
ბარბაროსული სამეფოები: ვესტგოთების, ოსტგოთების, ალან-ვანდალთა, ბურგუნდების,
ლანგობარდების, ანგლო-საქსებისა და ფრანკების.

,,მარადიული ქალაქი“ ბარბაროსთა სათარეშოდ გადაიქცა 410 წელს, როცა ვესტგოთთა


ბელადმა ალარიხმა რომი აიღო. ვესტგოთებმა სასტიკად გაძარცვეს რომი და ეს მოხდა
პირველად რომის დაარსების შემდეგ. რომის დაცემამ უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა
თანამედროვეებზე. ამ მოვლენას ისინი ისტორიის დასარულადაც კი მიიჩნევდნენ. 455 წელს
კი რომი მეორედ დაეცა. ვანდალებმა სასტიკად დაარბიეს და გაძარცვეს რომი, გაანადგურეს
კულტურის ძეგლები. ამ საქმეში მათ თვით ალარიხსაც კი გადააჭარბეს. თანამედროვეობაზე
ამ რბევამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამის შემდეგ მსგავს ნგრევა-
განადგურებას ,,ვანდალიზმს“ უწოდებენ.

დასავლეთ რომის იმპერია საბოლოოდ დაეცა 476 წელი, როდესაც ოდოაკრი რომში შევიდა,
რომულუს ავგუსტულუსი ტახტიდან ჩამოაგდო და თავი იტალიის მმართველად
გამოაცხადა. ასევე ამ თარიღს შუა საუკუნეების ისტორიის დასაწყისადაც მიიჩნევენ.
ბარბაროსული ადრეფოდალური გერმანული სამეფოებიდან შეგვიძლიათ, ვთქვათ
რომ გამორჩეული ადგილი დასავლეთ გერმანელებს - ფრანკებს უჭირავთ. ისინი
მეროვინგთა მეთაურობით რომის იმპერიის ყოფილ პროვინციას-გალიას იკავებენ და აქ
თავიანთ სამეფოს აარსებენ. დასავლეთ ევროპაში ფრანკების დომინანტური ადგილის
მოიპოვებასთან ერთად იზრდებოდა კაროლინგთა დინასტიის ამბიციები. მათი ყველაზე
გამორჩეული მეფე კარლოს დიდი 800 წელს იმპერატორის გვირგვინის დაიდგამს თავზე და
ეს ფაქტი არა მარტო ფრანკთა სახელმწიფოს ძლიერების დემონსტრირება გახლდათ, არამედ
რომის იმპერიის მემკვიდრეობაზე გერმანელთა ამბიციური განაცხადიც.

ფეოდალური ევროპული სახელმწიფოების დაბადება უკავშირდება 843 წლის ვერდენის


ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც კარლოს დიდის იმპერია სამ ნაწილად გაიყო:
უფროს ძმას, ლოთარს იმპერატორის ტიტულთან ერთად ერგო იტალია და რაინს, მაასსა და
შელდას შორის მდებარე მიწები ბურგუნდიის ჩათვლით; რაინის აღმოსავლეთით მდებარე
მიწები (ბავარია, ტიურინგია, შვაბია, ფრანკონია, საქსონია, მაინცი, ვორმსი, შპაიერი) შეხვდა
ლუდვიგ გერმანელს, ხოლო აკვიტანია, გალია, ესპანური მარკა- შარლ მელოტს. ამგვარად,
ვერდენის ხელშეკრულებამ დასაბამი დაუდო სამი ფეოდალური სახელმწიფოს -
საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის წარმოქმნას, რომელთაც მართავდა კაროლინგთა
დინასტია, საფრანგეთს შარლ მელოტი, გერმანიას ლუდვიგ გერმანელი, ხოლო იტალიას
ლოთარი.

You might also like