You are on page 1of 10

ესქილე-

ცხოვრება და
მოღვაწეობა
ძველი ბერძენი დრამატურგი
ევროპული ტრაგედიის მამა. დაიბადა
ძვ.წ.525 წელს ათენის მახლობლად
ელევსინში. ბერძენს-სპარსელთა ომების
დროს მან მონაწილეობა მიიღო
მარათონის(ძვ.წ.490),
სალამინისა(ძვ.წ.480) და
პლატეის(ძვ.წ.479) ბრძოლებში.
მეტად მნიშვნელოვანია ესქილეს
დამსახურება ბერძნული ტრაგედიის
განვითარების საქმეში: ესქილემ
ტრაგედიაში პირველმა შემოიყვანა
ორი მსახიობი.
მან პირველმა შექმნა ნამდვილი
ტრაგედია ორი მსახიობის
გამოყენებით, გუნდისთვის მიჩენილი
ნაწილის შეკვეცით და მთავარი
მსახიობის სათქმელის
განვითარებით. მანვე ჩამოაყალიბა
მტკიცე ტეტრალოგიური სისტემა,
რომლის ნაწილები მჭიდროდ იყვნენ
ერთმანეთთან დაკავშირებული. ამავე
დროს თავის შემოქმედებაში ესქილემ
ასახა ტრაგედიის განვითარების ის
საფეხური, როდესაც ტრაგედია ჯერ
კიდევ მთლიანად მოწყვეტილი არი
იყო თავის საწყისს, საგუნდო
სიმღერას: მის ადრინდელ
ტრაგედიებში უფრო მეტია ლირიზმი,
ვიდრე დრამატიზმი.
დღესდღეობით ცნობილია
ესქილეს 79 ტრაგედია, თუმცა
აქედან მხოლოდ 7 ტრაგედიაა
ჩვენამდე სრული სახით
მოღწეული. ესენია:
„სპარსელები“, „მიჯაჭვული
პრომეთე“, „შვიდნი თებეს
წინააღმდეგ“, „მავედრებელი
ქალები“, „აგამემნონი“,
„ქოეფორები“, „ევმენიდები“.
ესქილეს ტრაგედიები თავისი
კომპოზიციით და
არქიტექტონიკით ერთნაირი არ
არის. ზოგიერთი მათგანი
ტრაგედიის განვითარების იმ
ეტაპზეა, როდესაც ტრაგედია
ჯერ კიდევ არ იყო გამოსული
ლირიკის წიაღიდან.
მაგ."მავედრებელი ქალები".
მიჯაჭვულ პრომეთეში" ესქილე
,,

გვიჩვენებს  დრამატულ
კონფლიქტს ადამიანის
პროგრესის თავისუფალ სულსა
და ღვთიური კანონით
დადგენილ შეზღუდვებს შორის.
პრომეთე მთაზე იქნა
მიჯაჭვული, მას მარადიული და
ჯოჯოხეთური ტანჯვა მიესაჯა,
რადგან გაბედა და ღმერთებს
ცეცხლი მოპარა დედამიწაზე
მის ჩასატანად. პრომეთეს
ამბავი იქცა ადამიანის ხასიაის
სიმტკიცის, გამარჯვებისა და
განათლების უნივერსალურ
სიმბოლოდ.
ესქილეს სამი
ტრაგედია "აგამემნონი,
ქოეფორები" და
"ევმენიდები"
წარმოადგენს ერთ
ტრილოგიას
სახელწოდებით -
"ორესტეა". "ორესტეა"
ბერძნული დრამიდან
ჩვენამდე მოღწეული
ერთადერთი
ტრილოგიაა.
ესქილეს ტრაგედიის გმირები ასახული არიან იმ მთელი სიდიადით, როგორითაც ისინი
მითებში იყვნენ წარმოდგენილი, ისინი რეალური ადამიანები კი არ არიან, არამედ მითიური
არსებანი. პოეტს მითიური გმირები წარმოედგინა ბუმბერაზებად , ზეადამიანებად , რომელთა
მოქმედება ყოველთვის არ თავსდება სინამდვილეში, მოსალოდნელ ამბავთა რკალში.
ამიტომაც ამბობს არისტოტელე: არის ტრაგედიის ოთხი სახე... მეოთხეა ფანტასტიკური
ტრაგედია, როგორც "ფორკიდები", " პრომეტე" ...
ესქილეს დიდმა გამონათქვამებმა ტრაგიკულ სამყაროში მიგვიყვანა, რომელშიც ბედი
ყოველთვის ჩნდება ხაფანგში. სოფოკლესთან და ევრიპიდესთან ერთად აღიარებულ იქნა
როგორც ერთ-ერთი უდიდესი ბერძენი ტრაგიკოსი, ესქილე”ომში სიმართლე პირველი
მსხვერპლია.”
ესქილესთვის სიმართლე ყოველთვის იხოცებოდა ომის დროს. მისი აზრით, ხალხის
ეგოისტური ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზეა და ადამიანები ყოველთვის
იტყუებიან და მანიპულირებენ ჭეშმარიტებას, რომ საბოლოო გამარჯვება მოიპოვონ,
მიუხედავად იმისა, რომ ამის მისაღწევად ათასობით მათგანი უნდა მოკვდეს.
ასევე "ის, ვისაც მხოლოდ ნახევარი ამბავი ესმის, ნამდვილად არ უსმენს".
ეს გამონათქვამი მშვენიერი და სრულყოფილია იმ დროისთვის, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ.
სასამართლო პროცესზე მოისმენენ ამბის ორივე მხარეს. პოლიტიკაში უნდა გვესმოდეს
ყველა მოსაუბრის მოსაზრება. ეს ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს
ესქილე ბრძოლის ველზე არ დაღუპულა – მისი
სიკვდილი ძალიან უცნაურმა ფაქტმა განაპირობა.
როდესაც „ორესტეა“ დაამთავრა (458 წ.), ესქილემ
მალე ათენი დატოვა და მესამედ გაემგზავრა
სიცილიაზე, სადაც ქალაქ ჯელაში გარდაიცვალა ძვ.
წ. 456 წელს. გადმოცემის თანახმად, არწივმა,
რომელსაც დიდი კუ ჰყავდა ატაცებული ცაში, მას
ბრჭყალები გაუშვა და კუ სიმაღლიდან დრამატურგს
თავზე დაეცა, რის შედეგადაც იგი მყისიერად
გარდაიცვალა.
გმადლობთ
ყურადღებისათვის!

You might also like