You are on page 1of 14

ათენი

ავტორი : ირაკლი გვილავა


ათენი
ათენი - ქალაქ-სახელმწიფო (პოლისი) შუა საბერძნეთში წამყვან როლს
ასრულებდა პოლიტიკურ,ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.
ატიკის გაერთიანება და მისი მოქცევა ათენის განმგებლობის ქვეშ
მიეწერება ლეგენდარულ მეფე თესევსს.
ქალაქის დიდება დემოკრატიული ათენის ლიდერის , პერიკლესის
ეპოქასთან არის დაკავშირებული. მან ბერძენ-სპარსელთა ომების
დროს დანგრეული ქალაქის აღსადგენად და დასამშვენებლად თავისი
დროის სახელოვანი ხუროთმოძღვრები, მხატვრები, მოქანდაკეები და
მეცნიერები მოიხმო. მართალია, მათი შემოქმედება ნანგრევებად და
ლეგენდებად შემორჩა, მაგრამ დღესაც მნახველთა აღფრთოვანებას
იწვევს.
ათენის ვაკე ადგილთა ცენტრში განლაგებული იყო აგორა,
ქალაქის მთავარი მოედანი, რომელსაც არაერთი ტაძარი
ამშვენებდა. მათგან შემორჩა მხოლოდ ჰეფესტიონი. აგორაზე
საკმაოდ მრავალი სტოა ყოფილა. ეს არის შენობათა ტიპი,
რომელსაც ერთ მხარეს სვეტები გასდევს, მეორე მხარეს კი – ყრუ
კედელი. სტოას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა, დაწყებული
უბრალოდ გასასვლელი დერეფნიდან, დასრულებული ვაჭრობის,
საგანმანათლებლო თუ საკულტო დაწესებულებით. სწორედ ამ
სტოაში იკრიბებოდნენ სოკრატე და მისი მეგობრები და
ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობდნენ.
თესევსი
თესევსი იყო ათენელი გმირი ,ეგევსის თუ პოსეიდონის
ვაჟი. ანტიკურ სამყაროში თესევსს ისტორიულ
მოღვაწედ თვლიდნენ. მისი ბიოგრაფია აღწერა
ცნობილმა ბერძენმა მწერალმა პლუტარქოსმა.მისი
მამა იყო ათენის მეფე ეგევსი,რომელსაც შვილი არ
ჰყავდა,წინასწარმეტველს მიმართა,თუმცა ძალიან
გაუგებარი პასუხის შემდეგ მას ტროიძენის მეფემ აუხსნა
ეს ყველაფერი,და უთხრა რომ მას ვაჟი შეეძინებოდა.
ტროიძენის მეფემ არ
განუცხადა ეგევსს ის
საიდუმლო, რომ თესევსი
ათენის ძალიან
სახელოვანი მეფე
გახდებოდა. ღვინით
დაათრო და თავის
ქალიშვილ ეთრას მიუწვინა
იმ იმედით, რომ სწორედ
მის ოჯახში დაიბადებოდა
ათენის ტახტის მემკვიდრე.
იმავე ღამეს ეთრა იხილა
პოსეიდონმა და თანაეყო
მშვენიერ ქალწულს. ასე
რომ, თესევსს ორი მამა
ჰყავდა მიწიერი-ეგევსი და
ღვთაებრივი-პოსეიდონი.
ლეგენდა მინოტავრის შესახებ
მინოტავრი იყო ადამიანი
ხარის თავით.მინოტავრი
ცხოვრობდა კუნძულ
კრეტაზე,როცა გაიზარდა
მოითხოვა ადამიანის
ხორცი საკვებად,და მეფე
მინოსს(კრეტის
მეფეს),მოუწია მინოტავრი
ლაბირინთში გამოეკეტა,და
ათენს თხოვდა ხალხის
გამოგზავნას,მინოტავრის
საკვებად,წინააღმდეგ
შემთხვევაში კი
მინოტავრის
გათავისუფლებით და
მათთვის შეტევით
ემუქრებოდა,ვინც
ლაბირინთში შედიოდა
უკან ვეღარ ბრუნდებოდა.
არიადნეს ძაფი
როდესაც ათენს კიდევ უნდა
გაეგზავნა ხალხი კრეტაზე,თესევსი
მოხალისედ გამოვიდა და კრეტაზე
წავიდა მინოტავრთან შესაბმელად.
როდესაც კრეტაზე ჩავიდა ის მოეწონა
კრეტის მეფის ასულს,არიადნეს და
მან თესევსის დახმარება გადაწყვიტა
და ასეთი ხერხი მოიფიქრა:ძაფის
დიდი გორგალი დაახვია და თესევსს
მისცა,თესევსმა ამ ძაფის ერთი ბოლო
ლაბირინთის შესასვლელზე მიამაგრა
ხოლო მეორე გზად
გაიყოლა,მინოტავრი დაამარცხა და
არიადნეს მიმართ სიყვარულის
გრძნობა მასაც დაეუფლა.
პერიკლე
პერიკლე დაიბადა დაახლოებით
ძვ.წ 494 წელს.
ათენის პოლიტიკური
მოღვაწე. დემოკრატიული პარტიი
ს წარმომადგენელი, ცნობილი
ორატორი და სარდალი. ძვ.წ
444 წელს, თუკიდიდეს დამხობის
შემდეგ განაგებდა ქვეყანას, ძვ.წ
445 წელს დაიმორჩილა ევბეია,
ხოლო ძვ.წ წელს — სამოსი.
პერიკლემ თავის გარშემო
შემოკრიბა საბერძნეთის წამყვანი
კულტურის მოღვაწენი და არაერთ
დიდ საქმეს დაადგეს თავი,
სწორედ მისი მმართველობის
ხანაში ათენმა მიაღწია
ეკონომიკური და კულტურული
განვითარების პიკს.გარდაიცვალა
პერიკლეს ხანა
პერიკლეს სახელთან არის დაკავშირებული მრავალი რეფორმა,
რომლებმაც ხელი შეუწყო ათენის სახელმწიფოს
წყობილების დემოკრატიზაციას. გააუქმა ქონებრივი ცენზი სახელმწიფო
სამსახურისთვის, დააწესა ჯამაგირი და ამით სახელმწიფო მართვა-
გამგეობაში უღარიბესი ფენებიც ჩააბა. გააფართოვა
სახელმწიფო კრების უმაღლესი საკანონმდებლო უფლებანი. მანამდე
არსებული ღია ხმის მიცემის (ქეიროტინია) გვერდით საარჩევნო
ფორმად შემოიღო კენჭისყრა.თეატრალურ სანახაობებზე დასასწრებად
ღარიბთათვის დააწესა სახელმწიფო ხაზინიდან ფულის გაცემა.
უმიწაწყლო გლეხობას ასახლებდა საგანგებოდ გამოყოფილ მიწებზე. 
სოლონი
სოლონი დაიბადა ძვ.წ 638
წელს,ათენში.იყო გამოჩენილი
პოეტი, მხედართმთავარი,
რეფორმატორი და
კანონმდებელი
იყო.დემოკრატიას პირველად
ფუძე მან ჩაუყარა. მან დაწერა
კანონები, რომლებიც აწყობდა
ხალხის დაბალ ფენას
ანუ დემოსს. სოლონს
თვლიდნენ როგორც ერთ-ერთ
ყველაზე ბრძენ
ადამიანს.გარდაიცვალა ძვ.წ
558წელს.
სოლონის რეფორმები
აკრძალა ბერძნის მიერ ვალში მყოფი ბერძნის
მონად გაყიდვა და ყველა მონად გაყიდული ბერძენი
სამშობლოში დააბრუნა.
გააუქმა კანონი, რომლის მიხედვითაც, ღარიბი
მოქალაქე შეიძლებოდა მონად გაყიდულიყო.
გააუქმა მძიმე დასჯები მცირე დანაშაულების დროს,
სიკვდილით დასჯა კი მხოლოდ ძალიან
მძიმე დანაშაულის დროს ხდებოდა.
სახალხო კრებაზე, მისი რჩევით, დამტკიცდა
წესი, რომ ყველა ათენელს შეეძლო სამართლის ძიება.
მისი წესის მიხედვით, ყველა მშობელი
ვალდებული იყო შვილისათვის რაიმე ხელობა
ესწავლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შვილს შეეძლო
უარი ეთქვა მამის რჩენაზე.
სოლონის დახარისხების წესი
სოლონმა მოქალაქეების დახარისხება დაიწყო არა მათი
წარმოშობის მიხედვით, არამედ მათი ქონების მიხედვით და დაყო
ოთხ ჯგუფად:
I -მსხვილი მონათმფლობლები,მსხვილი ვაჭრები-მათი
უფლებები : მაღალი თანამდებობა - მათი მოვალეობები: მაღალი
სახელმწიფო გადასახადები.
II - შეძლებული გლეხობა და ვაჭრები - მათი უფლებები: საშუალო
თანამდებობა - მათი მოვალეობები: ცხენოსანი ჯარისკაცი.
III -მეთევზეები,ხელოსნები,ღარიბი გლეხობა-მათი უფლებები:
სახალხო კრებაში მონაწილეობა - მათი მოვალეობები: ფეხოსანი
ჯარისკაცი.
IV - დაქირავებული მუშები-უუფლებოები - მოვალეობები:
მეზღვაურები და მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცცები
მადლობა
ყურადღებისთვის
გამოყენებული წყაროები:

http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/%E1%83%97%E1%83%94
%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%98
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A1
%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%98
გამოყენებული წიგნი:ბერძნულ-რომაული მითები
(ავტორები:ჯემალ ქარჩხაძე, მაკა მიქელაძე)

You might also like