You are on page 1of 9

ბერძენ - სპარსელთა ომები.

ბერძენ- სპარსელთა ომების შესახებ მოგვითხრობს ჰეკატეოს მილეტელი, უშუალო


მონაწილე ამ ომების და ჰეროდოტე. მე-6 საუკუნეში მცირე აზიის ბერძნული
ახალშენები, სპარსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა და იონიის სატრაპიაში
შედიოდა. ექვემდებარებოდა სარდის სატრაპს. იხდიდნენ ხარკს. შექმნილი პირობების
გამო ბევრი ბერძენი, ზოგჯერ, ქალაქსაც კი ტოვებდა მცირე აზიის სანაპიროებს და
სხვაგან ეძებდა ახალ სამშობლოს. სპარსეთის ბატონობის დამყარებამ ბერძნულ
კოლონიებზე, უდიდესი ზიანი მიაყენა ახალშენების ვაჭრობა- წარმოებას. ასეთ
პირობებში მზადდებოდა იონიაში ნიადაგი სპარსელების წინააღმდეგ.,შეიარაღებული
გამოსვლისათვის. ბეძენ- სპარსელთა ომების საბაბიც იონიის აჯანყება გახდა. აჯანყებას
სათავეში ჩაუდგა მილეტი. მისი ტირანი არისტაგორა. ჰეკატეოს მილეტელის
გაფრთხილების მიუხედავად, რომელიც კარგად იცნობდა სპარსელების სამხედრო
ძლიერებას, მილეტმა აჯანყება დაიწყო 500-499 წლებში. სპარსელების წინააღმდეგ.
არისტაგორა თავად გაემგზავრა საბერძნეთში და დახმარება სთხოვა საბერძნეთის
პოლისებს. სპარტამ და მისმა მოკავშირეებმა უარი უთხრა არისტაგორას. ათენმა
გადაწყვიტა დახმარებოდა. დაადგინეს 20 გემი გაეგზავნათ იონელების დასახმარებლად.
აჯანყებულებმა შეძლეს ლიდიის დედაქალაქის სარდის აღება და იგი ცეცხლს
მისცეს. ,მაგრამ ციხის აღება ვერ მოახერხეს. ათენში შინაური პოლიტიკური
ცვლილებების გამო,,ათენის ფლოტი ათენელებმა უკან გაიწვიეს. იონიის ბერძნული
კოლონიები მაინც განაგრძნობდნენ ბრძოლას. მილეტი აჯანყების მეექვსე წელს494 წ
აიღეს სპარსელებმა. და მიწასთან გაასწორეს. გაანადგურეს მილეტის რელიგიური
ცენტრი აპოლონის ტაძარი. ჰეკატეოს მილეტელი აჯანყებამდე აფრთხილებდა
მილეტელებს , რომ გაეტანათ აპოლონის ტაძრიდან საუნჯე და სიმდიდრე. მაგრამ არ
დაუჯერეს და ისიც სპარსელებს ჩაუვარდათ ხელში. მილეტის დაცემამ საბერძნეთი
ღიად დაუპირისპირა სპარსეთს, განსაკუთრებით ათენი. რადგან დარიოსს
უყურადღებოდ არ დაუტოვებია მისი დსხმარება მილეტისთვის . დარიოსმა ათენის
დასჯა გადაჭყვიტა. 492 წ . დიდი ჯარი გაგზავნა თავისი სიძის მარდონიოსის
მეთაურობით საბერძნეთის წინაარმდეგ., მაგრამ ათონის კონცხთან მისმა ფლოტმა დიდი
მარცხი განიცადა. 20 ათასი მეზღვაური დაიღუპა . ქარიშხალმა გაანადგურა ფლოტი.
490წ სპარსელთა ჯარი კვლავ დაიძრა საბერძნეთისკენ. დარიოსმა ჯარების გაგზავნამდე
განიზრახა ბერძნების განწყობა გამოერკვია., აპირებდნენ თუ არა მასთან ომს, და ამ
მიზნით მან ელადაში დაგზავნა პირები „ მიწისა და წყლის ‘ (მორჩილების )
მოთხოვნით. ათენსა და სპარტაში დარიოსის მოციქულები მოკლეს. რაც იმას ნიშნავდა
რომ საბერძნეთი მას უბრძოლველად არასდროს დაემორჩილებოდა . დარიოსმა გასცა
ბრძანება საბერძნეთზე გალასქრების შესახებ. სპარსელები ათენიდან 42 კილომეტრის
დაშორებით მარათონის ველზე 490წ. დაბანაკდნენ. ათენელებმა აფრინეს კაცი
სპარტაში და თხოვეს დახმარება . სპარტელებმა ლაშქრობის შეუძლებლობა
მოიმიზეზეს.სამაგიეროდ ათენელებს დაეხმარა ათასამდე პლატეელი. დიდად
აზვიადებდნენ სპარსელების რიცხვს. ხუთჯერ აღემატებოდა ბერძნების რიცხვსო.
სინამდვილეში მათი რიცხვი 15000, ხოლო ბერძნების 10000-ს არ აღემატებოდა.
ათენელთა უმაღლესს სარდლად მილტიადე აირჩიეს.

ჰეროდოტე გადმოგვცემს რომ, ათენელები სირბილით დაესხნენ თავს


სპარსელებს.სპარსელებმა სირბილით მომავალი ჯარი რომ დაინახეს,იფიქრეს
გაგიჟებულანო.ამ ხერხს ათენელებმა სხვა ბრძოლებშიც მიმართეს. მარათონის ბრძოლამ
დიდხანს გასტანა და საბოლოოდ ათენელების და პლატეელების გამარჯვებით დასრულდა.
ბერძენთაგან დანაკარგი 192 კაცი იყო. სპარსელებმა კი 6400 კაცი დატოვეს ბრძოლის ველზე.
მილტიადეს ბრძოლის ველზე პატრიოტული სიტყვა წარმოუთქვამს. გამარჯვებულ
ათენელთა სიხარული იმდენად დიდი იყო რომ ახალგაზრდა მებრძოლმა ჰოპლიტმა
ფილიპიდესმა სრული საომარი აღჭურვილობით გაირბინა 42 კილომეტრი მარათონის

ველიდან ათენამდე.

(უიარაღოდ მორბენალი რომ დაენახათ იფიქრებდნენ ათენელები რომ ბერძნები


დამარცხდენონ, რადგან ათნელი ჯარისკაცისთვის იარაღის აყრა მარცხს ნიშნავდა,იგი ან
ფარით უნდა დაბრუნებულიყო ან ფარზე დასვენებული) ფილიპიდესმა დაიძახა აგორაზე
გავიმარჯვეთო და უსულოდ დაეცა. დღეს მის საპატივცემლოდ იმართება ოლიპიური
სპორტული შეჯიბრება მარათონული ბრძოლა. ბრძოლის ველზე დაღუპული მეომრების
სამაროვნის გვერდით ათენელებს მთავარსარდლის მილტიადეს საპატივცემლოდ ძეგლი
აღუმართავთ. მისი დიდი დამსახურებისა და სწორი ტაქტიკით ბრძოლის გამო. მარათონის
გამარჯვებამ დანარჩენ ბერძნულ პოლისებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.
სპარსელთა მორჩილებაში მყოფმა მცირე აზიელმა ბერძნულმა ქალაქებმა კვლავ
დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. მაგრამ ამავდროულად გაამწვავა დაპირისპირება
ბერძნულ პოლისებში ოლიგარქიასა და დემოკრატიას შორის. რითაც ისარგებლეს
სპარსელებმა და მცირე აზიელი პოლისების აჯანყებები ადვილად ჩაახშეს. სპარსელებმა
მარათონში განცდილი მარცხის შემდეგ რევანშისთვის მზადება დაიწყეს, თუმცა ირანში
არეულობა დაიწყო აჯანყდა ეგვიპტე და მესოპოტამია. დარიოსი ამ აჯანყებებს ვეღარ
აქრობს და გარდაიცვლება. ძვ.წ. აღ.486 წელს ირანის შაჰი ხდება ქსერქსე. ათენიც
დარწმუნებული იყო რომ ამ გამარჯვებას არ აპატიებდნენ სპარსელები და იწყებენ
მზადებას. ძვ.წ.აღ. 481 წელს შეიკრიბა საერთო ბერძნული კონგრესი, კორინთოში, მას
უნდა ემსჯელა აქემენიანთა წინააღმდეგ კოალიციის შექმნაზე. კონგრესის
დადგენილებით ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების კავშირის ყველა წევრს ევალებოდა
სამშობლოს დაცვა და ის ქალაქი რომელიც სპარსელებს მიემხრობოდა სასტიკად
დაისჯებოდა. ბერძნებს შორის მაინც არ იყო თანხმობა თავდაცვის გეგმის თაობაზე.
სპარტას არ უნდოდა ლაშქრის შორს გაგზავნა და სამხრეთ საბერძნეთის, პელოპონესის
დაცვა გადაწყვიტა. ათენსა და სხვა ქალაქებს ერჩივნათ მტერი საკუთარი ტერიტორიიდან
შორს შეეჩერებინათ. ამისთვის ხელსაყრელ ადგილად ჩრდილოეთიდან შუა საბერძნეთში
გასასვლელი თერმოპილეს კარი შეარჩიეს. ბერძენთა საერთო ლაშქარს სპარტის მეფე
ლეონიდასი ჩაუდგა სათავეში. სპარტელებმა ჯერ თანხმობა განაცხადეს შემდეგ კი
ეფორებმა რელიგიური დღესასწაული მოიმიზეზეს და ჯარი შინ დატოვეს. მხოლოდ
მეფე ლეონიდასმა და 300-მა სპარტელმა შეასრულა სიტყვა.

ათენს სათავეში თემისტოკლე ჩაუდგა. მან ათენს წარუდგინა სპარსელებთან ბრძოლის


ხმელეთის ნაცვლათ ზღვაზე წარმოების გეგმა. თუმცა მას გამოუჩნდა მოწინააღმდეგე,
რომელიც ხმელეთზე ბრძოლას მიიჩნევდა უპირატესად. ეს იყო არისტიდე .
თემისტოკლე მოუწოდებდა ათენელებს საკუთარი ფლოტის შექმნის აუცილებლობაზე.
საჭირო სახსრები მაღაროებიდან მოიპოვეს. დააწესეს ბეძნული გემების „ტრიერების“

ასაგებად საზოგადოებრივი ბეგარა ‘ტრიერარქია. ასეთი მუშაობის შედეგად


წელიწადნახევარში ათენმა ძლიერი ფლოტი გაიჩინა. არისტიდეს მიმართ კი გაატარეს
ოსტრაკიზმი. თემისტოკლემ ათენი საზღვაო სახელმწიფოდ გადააქცია. ძვ წ აღ. 480 წელს
კორინთოს კონგრესმა მიიღო ათენის ლიდერის თემისტოკლეს წინადადება მთავარი
ბრძოლების ზღვაზე გამართვის შესახებ. ჯარი თერმოპილეს ყელთან დაბანაკდა ,რათა
სპარსელებისთვის შუა საბერძნეთში შეჭრის საშუალება მოესპოთ. ქსერქსემ ჯარების
გადასაყვანად ჰელესპონტზე (ეხლანდელი დარდანელის სრუტე) ორი მცურავი ხიდი
გააკეთა. და 480 წელს მივიდა მაკედონიაში . 300 სპარტელი გმირულად დადგა
თერმოპილესტან. სპარსეთის მეფემ ლეონიდასთან ელჩი გაგზავნა. რომელმაც სპარტელს
შაჰის დანაბარები გადასცა;“ ჩვენი ისრები და შუბები თქვენ მზეს დაგიბნელებენ.’ რაზეც
ლეონიდასმა გაიცინა და და უპასუუხა;“ არა უშავს, ჩვენ სიბნელეში მოგვიწევს
ბრძოლაო“ სპასელმა ელჩმა მუქარა კვლავ მიაყოლა;“ თუ სპარსელები დაამარცხებენ
ბერძნებს, სპარტას ელოდება აოხრება, ხალხის ამოხოცვა, ქონების წართმევა. რაზეც
ლეონიდასმა მოკლედ მიუგო: ‘’ თუკი“. ლეონიდასს ტერმოპილეს გასასვლელტან მანამ
უნდა შეეჩერებინა მტერი სანამ დამთავრდებოდა 75-ე ოლიმპიური თამაშები. და აგრეთვე
ბერძენთა დანარჩესამხედრო ნაწილებს საშუალება მისცემოდათ უდანაკარგოდ
გასულიყვნენ ხელსაყრელ ადგილზე. ქსერქსემ ბრძოლის წინ თავისი ფლოტი რომ
დაათვალიერა, კმაყოფილმა მოიხმო მის სამსახურსი მყოფი ერთი ელინი სახელად
დემარეტოსი და ჰკითხა;’ ‘მითხარი, გაბედავენ ელინები რომ ხელი აიღონ ჩემ წინააღმდეგ?’
, მე მგონია ,რომ მთელი ელინები რომ შეიკრიბონ, ისინიც ვერ გაუძლებენ ჩემთან ბრძოლას.,
რადგან ერთმანეთს არ მეგობრობენ.“ დემარეტოსმა მოიკრიბა სიმხნევე,,და მიუგო;’ მეფეო
ელადას სიღარიბე იმთავითვე ახასიათებდა, მაგრამ სიბრძნის და კანონების საფუძველზე
სიქველე მოიპოვა, ნუ გამოიძიებ თუ რამდენი არიან, რადგან მაინც შეგებრძოლებიან..

ქსერქსემ პირველი შეტევისთვის ის მეომრები შეარჩია, რომელთა ნათესავებიც 10 წლის წინ


მარათონის ბრძოლაში დაიღუპნენ. შემდეგ ‘ ‘უკვდავნი“ , მაგრამ მაინც ვერ მოახერხა
ბერძენთა ფალანგის გარღვევა. უკვე აღარ იცოდა რა ექნა, როცა მასთან მივიდა ერთი
ბერძენი განაწყენებული ლეონიდასზე და შემოვლითი ბილიკის ჩვენება შესთავაზა
ქსერქსეს. ამ ბილიკს 1000 ი ბერძენი იცავდა. სპარსელებმა ისინი დაამარცხეს და
გადარჩენილმა ერთმა დამცველმა თერმოპილესთან დაბანაკებულ ლეონიდასს მაცნე
გაუგზავნა. სპარტის მეფე ლეონიდასმა გადაწყვიტა შებრძოლებოდა მტერს მხოლოდ 300
სპარტელით. ისინი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ. თავგანწირვის ადგილას
ბერძნებმა აღმართეს ძეგლი, ლომის გამოსახულება პოეტ სიმონიდეს შემდეგი
ტექსტით; ‘ჰე , უცხოელო, აუწყე სპარტელებს, ჩვენი სიკვდილით „, პატიოსნად
შევასრულეთ მოვალეობის კანონი, ჩვენ აქ სამარეში ვწევართ.“ 40 წლის შემდეგ
ლეონიდასის ცხედარი სპარტაში გადაასვენეს. თერმოპილეს ბრძოლაში დაღუპული
ყველა მეომრის სახელი ქვაზე ამოკვეთეს. თერმოპილესთან ბრძოლის შემდეგ
სპარსელებს ხელში ჩაუვარდათ შუა საბერძნეთი ატიკა., მაგრამ ლეონიდასის გმირობით
ათენელებმა მოასწრეს ქალების , ბავშვების და მოხუცების კუნძულ სალამინზე გადაყვანა.
ხოლო მეომრები თემისტოკლეს მეთაურობით გემებზე გადავიდნენ. სწორედ სალამინთან
მოხდა 480 წელს 28 სექტემბერს ბრძოლა , რომელიც ბერძნების ბრწყინვალე გამარჯვებით
დასრულდა. ქსერქსე იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. სალამინის
ბრძოლის შესახებ ჰეროდოტე მოგვითხრობს: ელინთა ფლოტი სალამინის სრუტეში
შევიდა. საერთო რიცხვი 378 ხომალდი იყო. ათენელთა წინამძღოლმა თემისტოკლემ
სპარსელებს განგებ აცნობა:“’ შეშინებული ბერძნები გაქცევას აპირებენო“ ამ ამბით
გახარებულმა სპარსელებმა სრუტეშ ი ბერძნების მომწყვდევა გადაწყვიტეს. ღამით მათი
ფლოტი ორი მხრიდან გარს შემოეწყო ბერძნულ ხომალდებს. ბერძნებმა ცენტრიდან
მძლავრი დარტყმები მიაყენეს. მსუბუქი ბერძნული ტრიერები უფრო სწრაფად
მოძრაობდნენ. სპარსელთა ხომალდების უმრავლესობა ერთმანეთთან შეჯახებით
ჩაიძირა.

სულ 200 მდე ხომალდი და სპარსელთა ფლოტი თითქმის განადგურდა ქსერქსემ თავის
სარდალს მარდონიოსს უბრძანა გადარჩენილი ჯარი გამოსაზამთრებლად თესალიაში
გადაეყვანა. 479 წელს მარდონიოსმა კვლავ დაარბია ათენი. სპარტამ ბოლოსდაბოლოს
გადაწყვიტა ათენელების დახმარება. და მეფე პავსანიასის მეთაუეობით 479წ ძვ.წ.აღ.
პლატეასთან ბრძოლაში დაამარცხეს სპარსელები. მარდონიოსი დაიღუპა. პლატეასთან
გამარჯვებულ ბერძნებს დიდი ნადავლი დარჩათ. ნაწილი ღმერთებს შეწირეს.
ნაწილით კი ბრინჯაოს სვეტი აღმართეს სამი გადახლართული გველის სახის. და
ჩამოთვლილი იყო ბრძოლაში მონაწილე 31 ქალაქი. პირველ რიგში სპარტა ათენი
კორინთო.

კიდევ ერთი საზღვაო ბრძოლა მოხდა 479 წელს მიკალეს კონცხთან. რომელსაც
ბერძენთა მხრიდან მეთაურობდნენ სპარტის მეფე ლეოტიხიდე და ათენელი ქსანთიპე.
აქაც სასტიკად დაამარცხეს სპარსელები...ამის შემდეგ ცალკეული შეტაკებები
სპარსელებთან კიდევ 30 წლის მანძილზე ხდებოდა , მაგრამ მთავარი გამარჯვება უკვე
მოპოვებული იყო.. ბეძნებმა არა მარტო დაიცვეს საკუთარი თავისუფლება, არამედ
ანტიკური ავტორების აზრით დაადასტურეს თავისუფალ ადამიანთა საზოგადოების
უპირატესობა. დასავლურმა ცივილიზაციამ ჩამოართვა აღმოსავლეთს უპირატესობა.

478 წელს ათენელებმა ჩამოაყალიბეს „ დელოსის კავშირი“ ეს სახელი დაერქვა იმიტომ


რომ ამ კავშირის ხაზინა კუნძულ დელოსზე იყო. ათენის მეთაურობით
შექმნილმა ::“’სიმაქიამ „ - საზღვაო -სამხედრო კავშირმა რომელშიც ყველა
დემოკრატიული მართველობის პოლისი გაერთიანდა . ათენისთვის მრავალმხრივ
მომგებიანი იყო. ათენს თავისი გეგმები ქონდა. მხოლოდ სპარსელებთან ბრძოლას არ
ჯერდებოდა . პანელინური ერთიანი ფლოტის სარდლობა მას ბერძენთა შორის
პირველობის მოპოვების პერსპექტივას აძლევდა. ამ კავშირის შექმნა გამოიწვია იმანაც
რომ მცირე ზომის პოლისებს , რომლებსაც ცოტა მოქალაქე ყავდათ, ძალიან უჭირდათ
სამხედრო ფლოტის აღჭურვა და მუდმივ მზადყოფნაში ყოლა. ათენელები ასეთ
პოლისებს სთავაზობდა გარკვეული გასამრჯელოს {გადასახადის) ფოროსის ფასად
გემების მშენებლობასა და ეკიპაჟ ებით დაკონფლექტებას. თანდათანობით ეს
გადასახადი მძიმე ტვირთად ექცათ ათენის წვრილ მოკავშირეებს, ისინი ათენმა
დაიმორჩილა, შესატანი ფაქტობრივად ხარკად იქცა, პოლისების ურჩობასაც მკაცრად
სჯიდა და მოკავშირეთა მიმართ ათენი ფაქტობრივად იმპერიულ ცენტრად იქცა.
ათენისთვის კი შეტანილი თანხა იმაზე მეტი იყო , რაც ფლოტის შენახვას
ხმარდებოდა, რადგან ყოველწლიურად ახალი გემების აგება და აღჭურვა არ იყო
საჭირო. და ათენი ამ თანხას თავისუფლად მოიხმარდა თავისი პოლიტიკური,
კულტურული და ეკონომიკური მოთხოვნილებების შესაბამისად. მისი აკროპოლისი
რომელსაც მსოფლიო დღესაც აღტაცებაში მოჰყავს , და მისი პორტის პირეოსის
გარშემოვლებული გალავანი ამ თანხებით აშენდა.

ბერძენ - სპარსელთა ომი დასრულდა ძვ. წ. აღ. 449 წელს კალიასის ზავით გაფორმდა
ათენის გამარჯვება.

You might also like