You are on page 1of 6

ალექსანდრე მაკედონელი

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი დაიბადა ძვ.წ.356 გარდაიცვალა


ძვ.წ.323 ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-
ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში,
სიკვდილამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი
მსოფლიო.

გრანიკოსის ბრძოლა
ბრძოლა ალექსანდრე მაკედონელსა და
სპარსელებს შორის, რომელიც ძვ. წ. 334 წლის
მაისში გაიმართა. ეს იყო მაკედონელების და
სპარსელების პირველი მნიშვნელოვანი
ბრძოლა, მას შემდეგ რაც ალექსანდრემ
ჰელესპონტი გადაკვეთა და მცირე აზიაში
შეიჭრა. ბრძოლა გაიმართა მდინარე
გრანიკოსზე (დღევანდელი ბაია-ჩაი, თურქეთი). ალექსანდრემ
ბრძოლაში დაამარცხა არსიტესი, არსამესი, მითრიდატე და სხვა
სპარსელი მეთაურები, რომელთან ერთადაც იბრძოდნენ დაქირავებული
ბერძნები მემნონ როდოსელის მეთაურობით. შეტაკებაში მრავალი
სპარსელი მეთაური დაეცა. ბრძოლამ ალექსანდრეს სახელი და
რეპუტაცია მოუხვეჭა. გრანიკოსის შეტაკების შემდეგ ბევრი ქალაქი
ალექსანდრეს უბრძოლველად ნებდებოდა.
ბრძოლის შედეგად ალექსანდრემ მცირე აზიის
ნახევარი დაიპყრო.
ბრძოლის შემდეგ ალექსანდრემ თავის
მოქანდაკეს, ლისიპეს უბრძანა, რომ ბრძოლის
ველზე აღემართა ქანდაკებები 25 ჰეტაირი
კავალერისტის ხსოვნის პატივსაცემად. ამ
ქანდაკებებს ჩვენს დრომდე არ მოუღწევია.
დარიოსის ბრძოლა
არიანეს თუ დავუჯერებთ
დარიოსის ძალები 40,000
კავალერისტისა და მილიონამდე
ქვეითისაგან შედგებოდა. დიოდორე
სიცილიელის მიხედვით ეს რიცხვები
200,000 და 800 ათასია. პლუტარქეს
მოსაზრებით აქემენიდთა დინასტიის
იმპერატორს მილიონამდე ჯარისკაცი
ჰყავდა.

კურტიუს რუფუსის მიხედვით კი ჯარში 40,000 ცხენოსანი და 200,000


ქვეითი იყო. ყველა უძველესი ისტორიკოსი აღიარებს რომ დარიოსს 200
საბრძოლო ცხენი და 15 საბრძოლო სპილო ჰყავდა. დარიოსის
განკარგულებაში აგრეთვე შედიოდა 2,000 დაქირავებული ბერძენი
შუბოსანი.
დარიოსის ჯარი, მართალია ძალიან დიდ
უპირატესობას ფლობდა რიცხვობრივად,
თუმცა მათი უმეტესობა ალექსანდრეს
მებრძოლებთან შედარებით გამოუცელი
მეომარი იყო. ამ უკანასკნელის
შუბოსნები შეიარაღებული იყვნენ
ექვმეტრიანი შუბებით. სპარსელების
მთავარი არმია ცუდად იყო გაწვრთნილი
და მსუბუქად შეიარაღებული. დარიოსის დასაყრდენ ძალას 10,000
ბერძენი ჰოპლიტი (შუბოსანი) და პირადი დაცვა წარმოადგენდნენ
(10,000 "უკვდავი სპარსელი"). დაქირავებული ბერძნები ფალანგათი
იბრძოდნენ. ისინი მძიმე ფარებითა და სამ მეტრიანი შუბებით იყვნენ
აღჭურვილები. უკვდავების შუბები კი დაახლოებით ხუთი მეტრისა იყო.
სპარსელების არმიაში ბერძენთა მსაგვსად, აგრეთვე მძიმედ იყვნენ
აღჭურვილები სომხებიც იყვნენ. დარიოსის ჯარის დანარჩენი წევრები
მსუბუქად იყვნენ აღჭურვილები. მათ ძირითად საბრძოლო იარაღს
მშვილდ-ისარი და სატყორცნი შუბები წარმოადგენდა.

მაკედონელის ბოლო ბრძოლა


ძვ.წ. 326 — ალექსანდრე მაკედონელის
უკანასკნელი ბრძოლა ინდოეთის მეფე პორთან
მდინარე ჰიდასპზე (მდინარე ინდის შენაკადი).
მაკედონიის არმიამ გაანადგურა ინდოელთა
მეფე პორის არმია. მას შემდეგ, რაც პორი ტყვედ
ჩავარდა, ალექსანდრეს მოკავშირე და ვასალი
გახდა. ამ ბრძოლის
შემდეგ, ალექსანდრემ
შეწყვიტა თავისი
ათწლიანი ძლევამოსილი
ლაშქრობა
აღმოსავლეთში. ის დაბრუნდა
სპარსეთში, სადაც
დაკავდა
ახლადშექმნილი იმპერიის საშინაო საქმეებით.

ალექსანდრე მაკედონელი
ფილიპე II-ეს სურდა, რომ მის ვაჟს
ნამდვილი ელინური განათლება მიეღო.
ამ, მიზნით ფილიპემ ალექსანდრეს
აღმზრდელად მოიწვია იმხანად ყველაზე
ჭკვიად და ბრძენკაცად აღიარებული
ბერძენი ფილოსოფოსი არისტოტელე.
ალექსანდრეს მის შესახებ უთქვამს: “თუ
მამაჩემმა სიცოცხლე მომანიჭა,
არისტოტელემ ცხოვრებისათვის ალღოს
აღება მასწავლა”-ო.
ალექსანდრე ნიჭიერი, განათლებული, გაბედული და ენერგიული
ადამიანი იყო, მაგრამ ფიცხი ხასიათი ჰქონდა. იგი დიდი პატივს სცემდა
ბერძნულ კულტურას. მისი
საყვარელი ნაწარმოებები იყო
ჰომეროსის “ილიადა”,
საყვარელი გმირი კი
აქილევსი.

ძვ.წ. 336 წელს ფილიპე II


გაურკვეველ ვითარებაში
გარდაიცვალა (შეთქმულებმა
მოკლეს), მაკედონიის
ტახტზე 20 წლის ალექსანდრე
ავიდა. მას სურდა
“დედამიწის მფლობელი”
გამხდარიყო, მისი მიზანი იყო: შეენარჩუნებინა ძალაუფლება
საბერძნეთშიც და სპარსეთის სამეფოც დაეპყრო..
როგორც ავღნიშნეთ ალექსანდრე მაკედონელმა მიზნად დაისახა
მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა, რომელშიც უნდა გაერთიანებულიყო
მთელი მაშინდელი ცივილიზებული სამყარო და ამ ერთიანობას
საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი პრინციპი:
1.ენობრივი ერთიანობა _ რაც მომავალ სახელმწიფოში ბერძნული ენის,
ოფიციალურ ენად აღიარებას ნიშნავდა;
2.კულტურული ერთიანობა _ რაც ბერძნული კულტურის
მემკვიდრეობის ფართოდ გავრცელებას და მასთან სხვადასხვა
რეგიონების ტრადიციების შეზავებას გულისხმობდა;
3.პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთიანობა _ რაც გულისხმობდა მის მიერ
ჩამოყალიბებული სახელმწიფოსათვის ერთიანი მმართველობის
სისტემის შექმნას;

ალექსანდრეს მონეტა საქართველოში

ისევე როგორც ანტიკურ


სახელმწიფოთა ცხოვრების ყველა
სფეროში, ალექსანდრე მაკედონელის
ლაშქრობებმა გადატრიალება მოახდინა
სამონეტო საქმეშიც.
მაკედონელის ფულადმა სისტემამ
გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა
თითქმის მთელ იმდროინდელ
მსოფლიოში. მისი გარდაცვალების
შემდეგ მხედართმთავრებიდან
(დიადოხოსები) ერთ-ერთმა
გამორჩეულმა, თრაკია-მაკედონიის მეფე ლისიმაქემ ალექსანდრეს
გამოსახულებით მოჭრა მონეტები, რომლებმაც ასევე დიდი
საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ალექსანდრეს და ლისიმაქეს
მონეტები იმდენად პოპულარული იყო ძველ მსოფლიოში, რომ ამ
მონარქების გარდაცვალების შემდეგ ორი-სამი საუკუნის განმავლობაში
გრძელდებოდა ორივე სამონეტო ტიპის მოჭრა მათივე სახელით,
სხვადასხვა ტერიტორიაზე და სხვადასხვა იურიდიული ორგანოს (თუ
პირის) მიერ.
კოლხური თეთრის ემისიის შეწყვეტაც სწორედ ალექსანდრე
მაკედონელის სტატერების მასობრივ შემოსვლასთანაა დაკავშირებული.
უფრო მეტიც, მოგვიანებით, ძველი კოლხეთისა და იბერიის
ტერიტორიაზე მოჭრილი მონეტები ტიპოლოგიურად სწორედ
ალექსანდრეს და ლისიმაქეს სახელით მოჭრილ სტატერებს
უკავშირდება, მათი იმიტაციაა.

ალექსანდრე მაკედონელმა თავისი სიცოცხლის განმავლობაში მოასწრო


შეექმნა უზარმაზარი სახელმწიფო, რომელიც ბალკანეთის
ნახევარკუნძულიდან მდინარე ინდამდე იყო გადაჭიმული.

You might also like