You are on page 1of 5

ელინისტური

სახელმწიფოს
ჩამოყალიბება და
ელინისტური
ეპოქა
სოფო კიკვაძე
• ალექსანდრე მაკედონელი
ალექსანდრე მაკედონელი, რომელსაც
ხშირად ალექსანდრე დიდსაც
უწოდებდნენ, მაკედონიის მეფის
ფილიპე მე-2-ის ვაჟი იყო. მამამ იგი
აღსაზრდელად გამოჩენილ ბერძენ
სწავლულს არისტოტელეს მიაბარა, 16
წლისა კი თავისი ლაშქრობების
მონაწილე გახადა. ალექსანდრე
მამამისის წარმატებებით უკმაყოფილო იყო, რადგან ფიქრობდა, რომ მას
დასაპყრობი და დასამორჩილებელი არაფერი დარჩებოდა. როდესაც
მეფე ფილიპე შეთქმულებმა მოკლეს, ტახტზე 20 წლის ალექსანდრე
ავიდა. მისი ოცნება სპარსეთის დაპყრობა და მსოფლიოში პირველობის
მოპოვება იყო.
• ისტორიის წყაროების თანახმად მამა ფელიპე განზრახ ატარებდა
ალექსანდრეს სხვადასხვა ბრძოლებში, რათა მის მემკვიდრეს
სახელმწიფოს მართვისა და სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის
გამოცდილება მიეღო.
• ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ქერონეასთან ბრძოლა. ეს
ბრძოლა მაკედონიასა და ბერძნულ ქალაქ - სახელმწიფოებს შორის
წარიმართა. სწორედ აქ უნდა გადაწყვეტილიყო მთელ ბერძნულ
სამყაროში მაკედონიის ჰეგემონობის საკითხი.
• როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად
გაეშურა და მაკედონიაში თავისი შვილი ალექსანდრე დატოვა.
ალექსანდრემ ეს მომენტი იხელთა და შეუტია მედების ტომს, მათი
მთავარი ქალაქი ხელთ იგდო და ადგილობრივებიც ქალაქიდან გაყარა.
ალექსანდრემ აქვე ააშენა მისი პირველი კოლონია- ალექსანდროპოლისი.
ფელიპე II ამ პერიოდში უკვე ძალიან ამაყობდა თავის შვილით და მან ის
გააგზავნა სამხრეთ თრაკიაში აჯანყების ჩასახშობად. ალექსანდრემ ეს
დავალებაც კარგად შეასრულა და უკვე მთელს საბერძნეთსა და
მაკედონიაში დიდი რეპუტაციით სარგებლობდა
• მამის გარდაცვალების შემდეგ 20 წლის ალექსანდრემ თავდაპირველად
სწრაფად დაიმორჩილა ჩრდილოელი ტომები და გეზი სამხრეთისკენ -
საბერძნეთისკენ აიღო. ერთადერთი ქალაქი, რომელმაც წინააღმდეგობის
გაწევა გაბედა, თებე იყო. თუმცა შტურმით მისი აღება ალექსანდრეს არ
გასჭირვებია. ბერძნებმა მორჩილება გამოუცხადეს ახალგაზრდა მეფეს.
• ბალკანეთის ნახევარკუნძულის პრობლემების მოგვარების შემდეგ
ალექსანდრე მაკედონელმა გადაწყვიტა სპარსეთის იმპერიის
წინააღმდეგ გალაშქრება და მისი დაპყრობა. მაგ დროისთვის სპარსეთის
იმპერია საკმაოდ ძლიერი იყო, სათავეში დარიოს III ედგა, მაგრამ
ალექსანდრემ 40 000 მეომრით მაინც გაეშურა სპარსეთის წინააღმდეგ და
მოახერხა კიდეც უძლეველი დარიოსის დამარცხება.
• ძვ.წ. აღ. 331 წელს ალექსანდრე მაკედონელმა მოულოდნელად შეუტია
სპარსეთს და მოახერხა მისი დაპყრობა. გამარჯვების შემდეგ
ალექსანდრე მაკედონელი ტრიუმფით შევიდა იმდროინდელი
მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს ქალაქ ბაბილონში. ალექსანდრეს
წარმატებას ისევ წარმატება მოსდევდა, რამაც ალექსანდრე აწ.უკვე დიდი
ძალიან გაათამამა. ალექსანდრე მაკედონელმა გადაწყვიტა ამჯერად შუა
აზია და ინდოეთი დაელაშქრა.
• ძვ. წ. აღ. 324 წელს ალექსანდრე თავისი არმიით ქალაქ სუზაში შევიდა.
ათწლიანი ლაშქრობების შემდეგ არმიას საშუალება მიეცა, გამარჯვებით
დამტკბარიყო.

• ალექსანდრემ სპარსულ ქალაქ


სუზაში მეორე ცოლი შეირთო. ეს იყო
დარიოს III-ის უფროსი ქალიშვილი
სტატირა. აქვე მან თავისი 10 000
სარდალი დააქორწინა სპარს ქალებზე,
რითიც ხაზს უსმევდა ახალ იმპერიის
ჩამოყალიბებას და რაც სიმბოლურად გამოხატავდა ევროპისა და აზიის
გაერთიანებას. ესგაერთიანება კი თავისთავად გამოიწვევდა ორი
კულტურის შერწყმას.
• ქორწინებიდან მალევე, ძვ. წ. 323 წელს ალექსანდრე მაკედონელი
სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა.
• ალექსანდრე მაკედონელი მთელ მსოფლიოს დაპყრობას გეგმავდა, მაშინ
როდესაც მოულოდნელად დაავადდა და გარდაიცვალა.
• ამრიგად მისი ბრძოლები ძვ.წ 340 წლიდან ძვ.წ325 წლამდე
მიმდინარეობდა
• ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისმა სარდლებმა -
დიადოხოსებმა (ბერძ. მემკვიდრეები) იმპერიის გადანაწილებისთვის
ერთმანეთთან სასტიკი ბრძოლა დაიწყეს, რომელიც მრავალ ათწლეულს
გაგრძელდა.
• ალექსანდრეს სურდა რომ მის მიერ გაერთიანებული ტერიტორიები
ყოფილიყო არა მხოლოდ ტერიტორიულად, არამედ კულტურულადაც.

• ის კარგად ეპყრობოდა დაპყრობილ


ხალხებს და ყველას ათანასწორებდა.
სპარსეთის დაპყრობის შემდეგ მან
სპარსელები ბერძნებს გაუთანაბრა
უფლებებით. ერთიანმა ტერიტორიამ ორი ცივილიზაცია კიდევ უფრო
დააკავშირა. უფრო იოლი გახდა ერთმანეთის კულტურების გაზიარება.
შეიქმნა ერთიანი ელინისტური კულტურა, რომელშიც ორივე
ცივილიზაციის კულტურა იყო გაერთიანებული, თუმცა ბერძნული
მაინც უფრო დიდ როლს ასრულებდა.
• მისი უპირველესი სურვილი იყო, რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო,
სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული
სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი
ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს
იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს და
შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს იყო საფუძველი თანამედროვე
გლობალიზაციისაც.
• ალექსანდრეს გარდაცვალებისა და მისი იმპერიის დაშლის
მიუხედავად, ელინისტურ კულტურას არაფერი ვნებია. მან კიდევ
საუკუნეებს გაუძლო.

ელინიზმი
• დიადოქოსთა ბრძოლის დასრულების შემდეგ შედარებითმა
სტაბილურობამ დაისადგურა, რასაც სრულიად ახალი ცივილიზაციის
კონტურების გამოჩენა მოჰყვა. ისტორიის ამ პერიოდს ელინიზმს უწოდებენ.
• შეიძლება ითქვას, რომ ელინიზმის ეპოქა მსოფლიოს ისტორიაში ერთ-
ერთი გამორჩეული ეპოქა იყო, რომელიც აღმოსავლური (აზიური) და
ევროპული (ბერძნული, ელინური) კულტურების სიმბიოზს
წარმოადგენდა. ამგვარ მოვლენას მანამდე არასოდეს ჰქონია ადგილი.
განსხვავებული კულტურების დაახლოების თვალსაზრისით, ის
შეიძლება შევადაროთ რომაული ცივილიზაციისა და აღმოსავლეთის
ურთიერთობას, რომელიც, ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ელინიზმის
უბრალო გაგრძელებას წარმოადგენდა, ასევე – ჯვაროსნულ ლაშქრობებს,
ევროპულ კოლონიალიზმსა და თანამედროვე გლობალიზაციას.
• ტერმინი „ელინიზმი” გერმანელმა ისტორიკოსმა ი. დროიზენმა XIX
საუკუნის 30-იან წლებში შემოიღო.
• ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ მისმა მხედართმთავრებმა,
იგივე დიოდოხოსებმა, დაიწყეს ბრძოლა მიწებისა და
ძალაუფლებისათვის, რომელიც მიმდინარეობდა ძვ.წ. 323 - 281
წლებში.
• ელინიზმის ეპოქა კი აღნიშნავს ისტორიულ ეპოქას, რომელიც
იწყება ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის წარმოქმნიდან, ზოგი
მეცნიერის აზრით კი ალექსანდრე კედონელის
გარდაცვალებიდან (ძვ.წ. 323 წ) და მთავრდება რომაელთა მიერ
აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთის უკანასკნელი დიდი
სახელმწიფოს _ ეგვიპტის დაპყრობამდე (ძვ.წ. 30 წ), ზოგი
მეცნიერის აზრით კი ეგვიპტის დედაფალ კლეოპარტა VII-ის
სიკვდილით _ ძვ.წ. 31 წ.
• დაიშალა ალექსანდრეს უზარმაზარი სახელმწიფო და წარმოიქმნა
დამოუკიდებელი ელინისტური სახელმწიფოები: სირია, ეგვიპტე,
ბითვინია, პერგამოსი და მაკედონია.
• სელევკიდების იმპერია – ყველაზე დიდი ელინისტური სახელმწიფო,
რომელიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შედეგად
წარმოიშვა. თავისი აყვავების პერიოდში იმპერია ეგეოსის ზღვიდან
თითქმის ინდოეთამდე იყო გადაჭიმული.
რუკაზე ასახულია ადრეული ადამიანების
მიგრაცია და შემდგომში უკვე მათ მიერ
სხვადასხვა ტერიტორიის ათვისება.

აფრიკიდან სხვა კონტინენტებზე გადასვლის


პროცესი ჯერ კიდევ ჰომო ერექტუსისმიერ
დაიწყო და სხვა სახეობების მიერ გაგრძელდა,
დაახლოებით 100 000 წლის წინ ჰომო საპიენსმა დატოვა აფრიკის კონტინენტი და
დაახლოებით 60 000 წლის წინ უკვე სამხრეთ აზიის უმეტესი ტერიტორია
დაფარა- სწორედ აქედან იწყება უფრო ფართო მიგრაციები, რაც გულისხომობს
დანარჩენ კონტინენტებსა და კუნძულებზე მიგრაციას და ამ ტერიტორიების
ათვისებას.

• პირველად ხორბალი და ქერი მოიყვანეს


ევროპაში
• ჩრდ და სამხრეთ ამერიკაში იყო ლობიო,
აფრიკაში ფეტვი, აზიაში ფეტვი და სოიო,
ევროპაში ხორბალი, ინდოეთის ოკეანეთში
ბრინჯი.

You might also like