You are on page 1of 4

ბილეთი 5.

ალექსანდრე მაკედონელი

(ალექსანდრეს მოღვაწეობა, ელინიზმი და ელინისტური სახელმწიფოები)

დაიბადა ძვ.წ 336 წელს მაკედონიაში, ქ. პელაში. ფილიპ II-ისა და ოლიმპიადას ვაჟი. ტახტზე
ავიდა 20 წლის ასაკში. ფილიპემ იგი ჯერ აღსაზრდელად არისტოტელეს მიაბარა, ხოლო 16წლის
ასაკიდან თავისი ლაშქრობების მონაწილე გახადა.

ფილიპე - „მაკედონური ფალანგა“

მიზანი: მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი


პრინციპი - 1. ენობრივი ერთიანობა; 2. კულტურული ერთიანობა; 3. პოლიტიკურ-ეკონომიკური
ერთიანობა. (გლობალიზაციის წინამორბედი).

ალექსანდრემ დაიპყრო კაბადოკია, კილიკია. ძვ.წ 333 - ბრძოლა ისოსთან, დაამარცხა დარიოსი.
დარიოსი გაიქცა და დაზავება სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ბრძოლაში გამარჯვებამ
ალექსანდრეს გზა გაუხნა სირიისა და ფინიკიის დასაკავებლად. ილაშქრა ეგვიპტეში, დააარსა
ალექსანდრია, ეგვიპტელებმა ის ღვთაებად აღიარეს. ძვ.წ 331 - გავგამელას ბრძოლა.
ალექსანდრემ დაამარცხა დარიოსი. იგი კვლავ გაიქცა, მისივე ქვეშევრდომებმა მოკლეს. ამ
ბრძოლების შემდეგ დაიმორჩილა მესოპოტამია, სპარსეთი, მიდია და დედაქალაქი ბაბილონი
აქცია. ილაშქრა ინდოეთში, გამოფიტული მეომრების გამო, იძულებულები გახდნენ სპარსეთის
დედაქალაქ სუსაში დაბრუნებულიყვნენ, სადაც ძვ.წ 324 წელს ალექსანდრემ 10000 ჯარისკაცი
დააქორწინა სპარსელ ქალზე, ამით შეამცირა დაპირისპირება ევროპასა და აზიას შორის.

ძვ.წ 323 - დაბრუნდა ბაბილონში, თუმცა გარდაიცვალა მალარიის მატარებელი კოღოთი.

ალექსანდრეს სარდლებმა ალექსანდრეს იმპერია ასე გადაინაწილეს:

ანტიოპატროსი - მაკედონია, საბერძნეთი

პტოლემაიოსი - ეგვიპტე

ლისიმაქოსი - თრაკია, პონტო

ანტიგონოსი - ფრიგია, ლიკია, პამფილია

სელევკოსი - ბაბილონი, სირია

ელინიზმი მოიცავს პერიოდს ძვ.წ 323 წლიდან ძვ.წ 31წლამდე(ეგვიპტის დედოფალ კლეოპატრა
VII)
ბილეთი 5.2

ჰერაკლე კეისარი

VI საუკუნის დასაწყისისთვის დასუსტებული იყო. 604 წელს ბრძოლა განახლდა ბიზანტიასა და


ირანს შორის, 607 წლისთვის სპარსელებს მთელი მესოპოტამია დაპყრობილი ჰქონდათ.

ბიზანტიის სამეფო კარზე ადის ჰერაკლე კეისარი. სპარსელებმა 612 წელს აიღეს ანტიოქია, 615
წელს დამასკო, 615 წელს შეიჭრნენ იერუსალიმში და ქტესიფონში გადაიტანეს წმინდა ჯვარი და
სხვა ქრისტიანული რელიკვიები. 617 წელს - ეგვიპტე.

627 წელს ნინევიანსთან და 628 წელს ქტესიფონთან გაიმარჯვა ჰერაკლემ და წმინდა ჯვარი
იერუსალიმში დააბრუნა.

VII საუკუნის დასაწყისში ქართლი სპარსეთის ბატონობის ქვეშ მოექცა. როცა ჰერაკლემ ძალები
მოიკრიბა, 622 წელს ლაზიკის გზით შეიჭრა სომხეთში მის მოკავშირე ხაზართა ხაკანთან ერთად.
მათ ერთად დაიწყეს ბრძოლა თბილისის ასაღებად. 627 წელს მათ ალყა შემოარტყეს თბილისს,
თმცა უშედეგოდ. ჰერაკლემ ირანისკენ გაილაშქრა. 627 წელს ნინევიის ნანგრევებთან დაამარცხა
სპარსელები და თბილისში დაბრუნდა. ჰერაკლეს თბილისი აღებული დახვდა. ხაზარებმა
ქალაქი დაარბიეს და გაძარცვეს.

ბილეთი 5.3

არაბები და მათი დაპყრობები

(ისლამის წარმოქმნა და გავრცელება, სახალიფოს ჩამოყალიბება, არაბთა დაპყრობები)

ისლამი - არაბეთის ნ-კ, VII საუკუნის I ნახევარი - ბედუინები, წარმართები (მზე, მთვარე,
უმაღლესი ღვთაება - ალაჰი). მექა - წმინდა ტერიტორია, ქააბას ტაძარი - საერთო არაბული
სმლოცველო. ჰაჯი - მექის მოლოცვა.

მუჰამადი - დაიბადა 570 წელს მექაში, კურაიშტთა ტომის და ჰაშიმის გვარის. მომავალი
წინასწარმეტყველი მასში ამოიცნო ბაჰირამ, სირიაში.მონოთეიზმის იდეა. განმარტოვდა ჰირას
მთაზე, სადაც გამოეცხადა ჯაბრაილი. მუჰამადი მიუწოდებდა მექელებს უარი ეთქვათ
მრავალღმერთიანობაზე და ეწამათ ალაჰი, თუმცა მათი მხრიდან დიდი წინააღმდეგობა
წამოვიდა და მუჰამადი იძულებული გახდა 622 წელს მექადან იასრიბში გადასულიყო. ჰიჯრა -
გადასახლება, მუსლიმური კალენდრის დასაბამი.

630 წელს შეიარაღებული დაპირისპირებით დაიკავა მექა. მექა აქცია რელიგიურ ცენტრად,
ხოლო ქააბას ტაძარი - ისლამის მთავარ სალოცავად. გარდაიცვალა 632 წელს, დაკრძალულია
მედინაში, მის მიერ აგებულ მეჩეთში.

საღვთო წიგნი - ყურანი; შედგება 114 თავისგან (სური) და იებისგან (ლექსები).

ხალიფა - აბუ ბაქრი, ომარი, ოსმანი, ალი


სუნიზმი - აღიარებს 4 ხალიფას;

შიიზმი - აღიარებს 4 ხალიფიდან მხოლოდ ალის;

ურთიერთბრძოლების შედეგად სუსტდება ბიზანტია და სასაიანთა ირანი.

VIII საუკუნისთვის მუსლიმური იმპერია გადაჭიმული იყო ჩრდილოეთით პირენეს ქედამდე,


დასავლეთით - ატლანტის ოკეანემდე, აღმოსავლეთით - ჩინეთამდე და იაპონიამდე, სამხრეთით
- აფრიკამდე.

732 წელი - პუატიეს ბრძოლა; კარლოს მარტელი(ფრანკები) - არაბები

არაბული გადასახადები ბიზანტიურზე და სპარსულზე დაბალი იყო. ისინი უფრო


ტოლერანტები იყვნენ, გამოსწორდა ებრაელთა მდგომარეობაც, რომლებიც შევიწროებულები
იყვნენ ბიზანტიისა და სასანიანთა იმპერიებში.

დაპყრობილ ქვეყნებში ვინც არ მიიღებდა ისლამს, იხდიდა ჯიზიას, არსებობდა შეზღუდვები.

მუსლიმებისთვის მსოფლიო სამ ნაწილად იყოფოდა: 1. ისლამის ტერიტორია; 2. ომის


ტერიტორია; 3. ზავის ტერიტორია. საქართველო შედიოდა ზავის ტერიტორიაში, „დაცვის
სიგელი“

ომაიანთა დინასტია - 661-750 - მუავია. სატახტო ქალაქი - დამასკო. ებრძოდა ბიზანტიას,


დაიპყრო ჩრდ აფრიკა, 711წელი - შევიდა ესპანეთში. ბარიერი არაბებსა და არაარაბებს შორის.

აბასიანთა დინასტია - 750-1258 - სპარსელები. არაბული სახალიფო იქცა ისლამურ სახალიფოდ.


სატახტო ქალაქი - ბაღდადი. შეიქმნა რეგულარული ჯარი. ძლიერების მწვერვალი - ჰარუნ არ-
რადიში. 946წელს სპარსული წარმომავლობის ბუვეიანებმა აიღეს ბაღდადი, ხალიფა იქცა
სიმბოლოდ. 1258 წელს მონღებმა აიღეს ბაღდადი.

X საუკუნეში ესპანეთში შეიქმნა კორდობას საამირო, სათავეში ომაიანთა დინასტიით.


მუსლიმთა ხელში რჩებოდა გრანადა, რომელიც 1492 წელს ესპანელთა ხელში გადვაიდა.
კორდობა იყო ყველაზე კოსმოპოლიტური და განვითარებული ქალაქი. გავრცელდა მუდეჯარის
სტილი.

ბილეთი 5.4

დავით აღმაშენებელი

(საშინაო და საგარეო პოლიტიკა, საეკლესიო რეფორმები)

დავითი პირველ რიგში სამხედრო ძალის რეორგანიზაციას შეუდგა. მან შექმნა კარგად
გაწვრთნილ ჭაბუკ-რაინდთა რაზმები. ისინი არ აძლევდნენ თურქებს თავისუფალი მოქმედების
უფლებას და ისინი თანდათან ტოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას. მიხედა ურჩ
ფეოდალებს, საქართველოდან გააძევა ლიპარიტ ბაღვაში. დაამარცხა ძაგან აბულეთის ძე და
მისი ძმა, მოდისტოსი.
მალიქშაჰის გარდაცვალების შემდეგ თურქული იმპერია მრავალ ერთეულად დაიშალა.
დავითმა თურქ-სელჩუკებს ხარკი შეუწყვიტა და დაიწყო ბრძოლა თურქების საქართველოდან
ერთიანად გასადევნად.1101-1104 წლებში შემოიერთა კახეთ-ჰერეთი, რამაც გაზარდა ქვეყნის
ეკონომიკური და სამხედრო ძალები.

მეფის ბრძანებით 1104 წელს მოიწვიეს სრულიად საქართველოს საეკლესიო კრება, რომელიც
მიმდინარეობდა ქართლში, რუისისა და ურბნისის საეკლესიო კათედრალებში, ამიტომ ეს კრება
ცნობილია რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახელწოდებით.

კრების მიხედვით ეკლესიიდან გააძევეს უღირსი მღვდელმთავრები და მათ ადგილას


ღირსეული პირები დაადგინეს. კრებამ მიიღო „ძეგლწერა“ (დადგენილება), რომლითაც
აღმოფხვრა ის უწესობანი, რაც დასადგურებული იყო ქართველი ხალხის ცხოვრების სხვადასხვა
სფეროში.

დიდგვაროვნები ჩამოაშორა ეკლესიას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს სახელმწიფოებრივ


განმტკიცებასა და ერის ზნეობრივ გაწმენდას. ქვეყნის სათავეში მოაქცია ბერი გიორგი
მწიგნობართუხუცესი, მისი აღმზრდელი და მრჩეველი, რომელსაც მალე ჭყონდიდელობა
მიანიჭა. ის იყო მეფის უმაღლესი მოხელეც და დიდი სასულიეორ თანამდებობის პირი. ამ გზით
მეფე აკონტროლებდა ეკლესიის საქმიანობას.

ბილეთი 5.5

ბიზანტიის დაცემა და მისი მნიშვნელობა

You might also like