You are on page 1of 10

რეფერატი

05/12/22 გიორგი
მელიქიძე

თემა: ალექსანდრე მაკედონელი


სარჩევი :

1) ბიოგრაფია

2) რეფორმები

3) ბრძოლები
ბიოგრაფია

ალექსანდრე დიდი, მაკედონელი- დაიბადა


ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ
პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის
და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის,
პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ
ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან
ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის
პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს
მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან
ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის
მხრიდან – ეაკოსის, აქილევსისა და
ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს,
როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა,
ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს
ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ
დღეს პარმენიონმა გაანადგურა ილირიელები
და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში,
ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.ბავშვობაში
ალექსანდრე განებივრებული იყო
აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას
განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ
ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ
დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად
მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე,
რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ
პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც
დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს
პატივსაცემად ფილიპემ თავიდან ააშენა მის
მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს
მშობლიური ქალაქი.ასევე ფილიპემ
არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად
უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე,
რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული
ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა.
აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში
ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები
გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ
ფილოსოფიას, მედიცინას, ფიზიკას,
მათემატიკას, ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას,
ხელოვნებას და ა.შ.
როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე
ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და მაკედონიის
რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს
ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია
მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი.
შემდეგ იქიდან გაყარა მოსახლენი და მის
ადგილას დააარსა ახალი კოლონია,
ალექსანდროპოლისი. ფილიპემ დაბრუნების
შემდეგ ალექსანდრე გაგზავნა სამხრეთ
თრაკიაში, აჯანყების ჩასახშობად. ბერძნული
ქალაქის პერინთუსის წინააღმდეგ ბრძოლაში
ალექსანდრემ მამამისი სიკვდილს გადაარჩინა.
ამ დროს ქალაქმა ამფისამ დაიწყო
აპოლონისთვის შეწირული მიწების დამუშვება,
რამაც საშუალება მისცა ფილიპეს ჩარეულიყო
საბერძნეთის საქმეებში. თრაკიაში ყოფნის
პერიოდში ფილიპემ, ბერძნული ქალაქების
მხრიდან თავდასხმის შიშით, ალექსანდრეს
დაავალა შეექმნა არმია. ალექსანდრემ ეს
გამოიყენა ილირიელებზე თავდასასხმელად.
ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა ძვ.წ.
323 წელს, 32 წლის ასაკში. მისი გარდაცვალების
სხვადასხვა ვერსიაა გავრცელებული.
მეცნიერები აცხადებდნენ, რომ მაკედონელი,
შესაძლოა, მალარიას, პნევმონიას, მუცლის ტიფს
ან გილიან ბარის სინდრომს ემსხვერპლა.
ბერძენი მეცნიერი ფომა გერასიმიდისი,
რომელიც ალექსანდრე მაკედონელის
გარდაცვალების მიზეზს 19 წელი სწავლობდა,
მთავარ მიზეზად პანკრეონეკროზისგან
გამოწვეულ სეფსისის ასახელებს.

ალექსანდრეს გამეფება

ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი,


კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა
და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის,
ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში
გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას
შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან
მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს
გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ
ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ
დაიკავა.

გამეფებისთანავე ალექსანდრემ დაიწყო თავისი


ჯარის თითქმის მუდმივი წვრთნა, რადგან
აჯანყებები მოსალოდნელი იყო, როგორც
ბერძნების, ისე ატალოსის მხრიდან, რომელიც
თავისი არმიით მცირე აზიაში იმყოფებოდა
პარმენიონის არმიასთან ერთად. ატალუსს
მიმოწერა ჰქონდა დემოსთენესთან, რომელიც
ათენელების აჯანყებას ედგა თავში, თუმცა
შემდეგ ატალუსმა აზრი შეიცვალა და ისევ
ალექსანდრეს მიემხრო. ამის მიუხედავად მეფემ
ის არ შეიწყალა და სიკვდილით დასაჯა. ამ
პერიოდშივე მოკლეს ფილიპეს ბოლო ცოლი
კლეოპატრა და მისი ახალშობილი შვილი
ბერძნულმა პოლისებმა კორინთოს კონგრესი
გააუქმეს. ამას ალექსანდრეს მოქმედება მოჰყვა.
თავისი არმიით ის ჯერ თესალიაში შევიდა, სადაც
მის არმიას თესალიური მხედრობა შეუერთდა.
შემდეგ დიპლომატიითა და დაშინებით
აჯანყებებიც ჩაახშო. ბოდიშის მოხდა მოუწია
ათენსა და თებესაც. ალექსანდრემ კორინთოს
კონგრესი თავიდან მოიწვია, რომელსაც
თითქმის ყველა ბერძნული პოლისი შეუერთდა,
სპარტის გამოკლებით. ალექსანდრე კონგრესის
ჰეგემონად გამოცხადდა.
ბრძოლები და მნიშვნ. თარიღები

ძვ. წ. 340: როდესაც ფილიპე II აჯანყების


ჩასახშობად იყო წასული, ალექსანდრე
მართავდა მაკედონიას. მას აუჯანყდა მაედი. მან
აჯანყება ჩაახშო და ქალაქს
ალექსანდროპოლისი დაარქვა.
ძვ. წ. 336: მოკლეს ფილიპე II და ალექსანდრე
გახდა ქვეყნის სრულუფლებიანი მმართველი.
ძვ. წ. 334: ივნისში, გრანიკოსის ბრძოლაში, მან
დაამარცხა სპარსეთის ჯარი, სექტემბერში კი
აიღო ჰალიკარნასი.
ძვ. წ. 333: ისოსის ბრძოლა. მან გადაჭრა
გორდიას ნასკვი. ამავე წლის ნოემბერში
დაატყვევა სპარსების სამეფო ოჯახი.
ძვ. წ. 332: 14 ნოემბერს იგი აღიარეს ეგვიპტის
ფარაონად. მომდევმო წლის ზამთარში დაიწყო
ალექსანდრიის მშენებლობა. 1 ოქტომბერს
გავგამელის ბრძოლაში მან საბოლოოდ
დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III. 21
ოქტომბერს ალექსანდრე შევიდა ბაბილონში.
ძვ. წ. 331: გავგამელის ბრძოლა. ალექსანდრემ
მესამედ დაამარცხა დარიოსის ჯარი.
ძვ. წ. 330: მთლიანად დაიპყრო სპარსეთი.
ძვ. წ. 329: იგი შეიჭრა ცენტრალურ აზიაში.
იქსარტეს ბრძოლაში მან დაამარცხა სკვითები.
ძვ. წ. 328: წარმატებით ჩაახშო სპიტამენესის
აჯანყება მაკედონიაში.
ძვ. წ. 327: სიკვდილით დასაჯა სამეფო კარის
მემატიანე კალისთენესი. ამავე წელს
ალექსანდრემ დაიპყრო „სოგდიის კლდე“,
აჯანყებულთა მთავარი ციხე. აგვისტოში იგი
დაქორწინდა როქსანაზე, ბაქტრიელი მთავრის
ოქსირატესის ასულზე. ამავე წლის ზაფხულში მან
ინდოეთი დაიპყრო.
ძვ. წ. 326: ჰიდასპეს ბრძოლაში ალექსანდრემ
მეფე პორუსი დაამარცხა. სექტემბერში ჯარმა მას
დაუმორჩილებლობა გამოუცხადა, თუმცა ეს
დიდხანს არ გაგრძელებულა.
ძვ. წ. 325: ივლისში მან ინდოეთის ოკეანეს
მიაღწია.
ძვ. წ. 324: ალექსანდრემ ქ. სუზაში გასცა
ბრძანება, რომ ჯარისკაცებს ცოლად მოეყვანათ
სპარსი ქალები. თვითონ კი დარიოს III-ის
ქალიშვილზე - სტატირაზე იქორწინა. ივლისში
მას ჯარი კვლავ აუჯანყდა ქალაქ ოპისთან.
ოქტომბერში, ეკბატანაში, გარდაიცვალა მისი
უახლოესი მეგობარი ჰეფესტიონი (სავარაუდოდ
ის მისი საყვარელიც იყო, მაგრამ ეს არც ერთი
წყაროთი არ დასტურდება).
ძვ. წ. 323: ალექსანდრე დაბრუნდა ბაბილონში. 10
ივნისს იგი გარდაიცვალა.

You might also like