You are on page 1of 8

თერმოპილეს

ბრძოლა

ელენე ხუციშვილი
Xlკლ
ბერძენ-სპარსელთა

ომები
ბერძენ-სპარსელთა ომები (აგრეთვე ცნობილი როგორც სპარსული
ომები) იყო ომების სერია საბერძნეთის ქალაქ-სახელმწიფოებსა და 
სპარსეთის იმპერიას შორის. ომი დაიწყო ძვ. წ. 500 წელს და 51
წლის შემდეგ ძვ. წ. 449 წელს დასრულდა ბერძნების თავდაცვითი
წარმატებით.
 კონფლიქტი დაიწყო იონიელების აჯანყებით, თუმცა ის მალევე ძვ.
წ. 493 წელს სპარსელებმა ჩაახშეს. ამას მოჰყვა დარიოს I-ის შეჭრა
ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, რომელიც მარათონის ველზე
ათენელების მიერ მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით
დაგვირგვინდა. დარიოსის სიკვდილის შემდეგ საბერძნეთში შეიჭრა
სპარსული არმია მისი შვილის, ქსერქსე I-ის მეთაურობით. სწორედ
ამ პერიოდს უკავშირდება ლეგენდარული თერმოპილეს ბრძოლა
ქსერქსესა და სპარტის მეფე ლეონიდასს შორის.
ბეძენი ჰოპლიტისა
და სპარსელი
ქვეითის ბრძოლა, 
ძვ. წ. V საუკუნე.
თერმოპილეს ბრძოლა
თერმოპილეს ბრძოლა
— ბრძოლა ბერძნებსა
და სპარსელებს შორის.
გაიმართა ძვ. წ. 480
წელს თერმოპილესთან,
მთის ვიწრო
გასასვლელში,
თესალიისა და შუა
საბერძნეთის
ომის მსვლელობა
 ძვ. წ. 480 წელს სპარსელები დარიოსის მემკვიდრის ქსერქსე I-ის
მეთაურობით კვლავ საბერძნეთისკენ დაიძრენ. სპარსელთა
წინააღმდეგ რამდენიმე ბერძნული ქალაქ-სახელმწიფო
შეკავშირდა. ბერძნებმა გადაწყვიტეს გამაგრებულიყვნენ 
თერმოპილეს გასასვლელში. მთის ამ ვიწრო კარში შესაძლებელი
იყო მცირე ძალებით ძლიერი მტრის შეჩერება. ბერძენთა რაზმს
ხელმძღვანელობდა სპარტელთა მეფე ლეონიდასი. ლეონიდასი და
მისი მეომრები სპარსელთა შემოტევებს რამდენიმე დღე
იგერიებდნენ. მტერმა უკან გაბრუნებაც კი გადაწყვიტა, მაგრამ
მოღალატემ ქსერქსეს მთის ვიწრო ბილიკი აჩვენა. სპარსელებმა
ბერძნებს ამ ბილიკით ზურგიდან მოუარეს. ლეონიდასმა 300
სპარტელი დაიტოვა, ხოლო მოკავშირეებს სახლში დაბრუნება
უბრძანა. 300 სპარტელი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე
იბრძოდა. მათ შეაფერხეს მოწინააღმდეგის წინსვლა და თავის
ლეონიდი თერმოპილეში. ჟ. ლ. დავითი (1814)
მადლობა
ყურადღებისთვის!

You might also like