You are on page 1of 183

ჰომეროსი

ოდისეა
ძველი ბერძნული ენიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები და
ლექსიკონი დაურთო ლევან ბერძენიშვილმა

თბილისი 2023

1
სარჩევი

მსოფლიო ლიტერატურა: ოდისეა, მოგზაურობის დასაწყისი

სიმღერა I: ათენა ეწვევა ტელემაქოსს

სიმღერა II: კამათი ითაკაზე

სიმღერა III: ტელემაქოსი პილოსში

სიმღერა IV: ტელემაქოსი ლაკედემონში

სიმღერა V: ოდისევსი და კალიფსო

სიმღერა VI: ოდისევსი და ნავსიკაა

სიმღერა VII: ოდისევსი ხვდება ალკინოოსს

სიმღერა VIII: ასპარეზობები ფეაკიაში

სიმღერა IX: კიკლოფსი პოლიფემოსი

სიმღერა X: ოდისევსი და კირკე

სიმღერა XI: ოდისევსი საიქიოში

სიმღერა XII : სკილა და ქარიბდისი

სიმღერა XIII: ოდისევსი ითაკაზე

სიმღერა XIV: ოდისევსი და ევმეოსი

სიმღერა XV: ტელემაქოსის დაბრუნება

სიმღერა XVI: ოდისევსი და ტელემაქოსი

სიმღერა XVII: ოდისევსი სასახლეში

სიმღერა XVIII: მათხოვარი იროსი

სიმღერა XIX: ოდისევსი და ევრიკლეა

სიმღერა XX: შურისძიების მომზადება

სიმღერა XXI: შეჯიბრება მშვილდოსნობაში

სიმღერა XXII: ბრძოლა სასახლეში

სიმღერა XXIII: ოდისევსი და პენელოპე

სიმღერა XXIV : ათენა მშვიდობას ამყარებს

2
მსოფლიო ლიტერატურა:
„ოდისეა“, დიდი მოგზაურობის დასაწყისი

ამბავი სულ ოთხია. პირველი, ყველაზე ძველი – გამაგრებულ


ქალაქზეა, რომელსაც უტევენ და იცავენ გმირები. მცველებმა იციან, რომ
ქალაქი განწირულია ხმლისა და ცეცხლისთვის, ხოლო წინააღმდეგობა
უსარგებლოა; დამპყრობელთაგან ყველაზე სახელგანთქმულმა, აქილევსმა,
იცის, რომ განწირულია დასაღუპავად და გამარჯვებას ვერ მოესწრება [...]
მეორე, დაკავშირებული პირველთან, დაბრუნებაზეა.
ოდისევსზეა, სასტიკ ზღვებზე ათი წლის ხეტიალისა და მომხიბვლელ
კუნძულებზე გაჩერებების შემდეგ მშობლიურ ითაკას რომ მიადგება
გემით...
ხორხე ლუის ბორხესი, ოთხი ციკლი

ეს ზღვა, მართლაც, ელჯის1 თქმისა არ იყოს, ეს ზღვა მართლაც


საყვარელი, ჭაღარა დედაა. წვინტლისფერი ზღვა. ყვერებგამთოშავი ზღვა.
Ἔπι οίνοπα πόντον2. ეჰ, დედალოს, ბერძნები! უნდა გასწავლო, რომ დედანში
წაიკითხო. Θάλαττα! Θάλαττα!3 ჩვენი დიდი, საყვარელი დედა. მოდი და
შეხედე.

ჯეიმზ ჯოისი, ულისე

„ოდისეა“, ძველი ბერძნული: Ὀδύσσεια, ლათინიზებული: Odýsseia – ორიდან ერთ-ერთი მთავარი


ძველბერძნული ეპიკური პოემაა, რომელიც ჰომეროსს მიეწერება. ეს არის ერთ-ერთი უძველესი
ლიტერატურული ნაწარმოები, რომელსაც დღემდე ინტენსიურად კითხულობს თანამედროვე
საზოგადოება. როგორც „ილიადა“, „ოდისეაც“ 24 წიგნად (სიმღერად) იყოფა. იგი მიჰყვება ითაკის
მეფეს, ბერძენ გმირ ოდისევსს მის მოგზაურობაში შინ ტროის ომის შემდეგ. ათწლიანი ომის შემდეგ
ოდისევსის შინ დაბრუნებასაც ათი წელი დასჭირდა. ამ დროს ოდისევსი და მისი მეგობრები უამრავ
განსაცდელს გადაეყარნენ. არყოფნისას ოდისევსი მკვდრად ითვლებოდა, ხოლო მის მეუღლე
პენელოპესა და ვაჟს, ტელემაქოსს, მოუწიათ დაპირისპირება სასიძოთა წინააღმდეგ, რომლებიც
სახლში შემოეჭრათ და პენელოპეს ხელს ითხოვდნენ.
თავდაპირველად „ოდისეა“ დაიწერა ჰომეროსისეულ ბერძნულ ენაზე დაახლოებით ძვ.წ.
VIII-VII საუკუნეებში, ხოლო ძვ.წ. VI ს. შუაგულიდან გახდა ბერძნული ლიტერატურული კანონის
ნაწილი. ძველებს ჰომეროსის ავტორობა არ აეჭვებდათ, მაგრამ თანამედროვე მეცნიერება
ძირითადად მიიჩნევს, რომ პოემები ჩამოყალიბდა ზეპირი ტრადიციის შედეგად. თუ
გავითვალისწინებთ, რომ ძვ.წ. V საუკუნემდე საყოველთაო განათლებას ადგილი არ ჰქონია, პოემებს
ასრულებდნენ აედოსები და რაფსოდოსები და მათ უფრო უსმენდნენ, ვიდრე კითხულობდნენ.
ეპოსის უმთავრესი თემები მოიცავს ნოსტოსს (νόστος „დაბრუნება“), მოგზაურობას,
ქსენიასა (ξενία – „სტუმარმასპინძლობის მეგობრობა“) და განსაცდელს. მეცნიერები დღემდე
განიხილავენ პოემის გარკვეული ჯგუფების, მაგალითად ქალებისა და მონაქალების, თხრობით
მნიშვნელობას, რაც უფრო შესამჩნევ როლს ასრულებს ეპოსში, ვიდრე ანტიკური ლიტერატურის
სხვა მრავალ ნაწარმოებში. ეს ფოკუსი განსაკუთრებით შესამჩნევია კონტრასტში „ილიადასთან“,
რომელშიც მოთხრობილია ტროის ომში მეფეებისა და მეომრების გმირობებზე.
„ოდისეა“ ითვლება დასავლური კანონის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან
ნაწარმოებად. „ოდისეის“ პირველი ინგლისური თარგმანი შესრულდა XVI საუკუნეში. მისი
ადაპტაცია და გადააზრება დღემდე გრძელდება სრულიად სხვადასხვა მატარებელზე. 2018 წელს,
როდესაც BBC Culture პლატფორმამ მთელ მსოფლიოში გამოკითხა ექსპერტები, რომ ეპოვა ყველაზე
მდგრადი ლიტერატურული ნარატივი, „ოდისეა“ სიის სათავეში აღმოჩნდა.

1 ელჯი – დიდი პოეტი ელჯერნონ ჩარლზ სუინბერნი (1837-1909).


2 Ἐπὶ οἴνοπα πόντον – ძვ. ბერძნ. „ღვინისფერ ზღვაში.“ ჰომეროსის საყვარელი ეპითეტია.
3 Θάλαττα! Θάλαττα! – ძვ. ბერძნ. „ზღვა! ზღვა!“ ჯოისმა აქ წაკბინა ბაკ მალიგანს, რომელმაც იხმარა არსებითი
სახელის ატიკური ფორმა Θάλαττα (ძველი ბერძნული ენის შესწავლა ატიკური დიალექტით იწყება). ჰომეროსისეული
ფორმაა θάλασσα.

3
ექსპოზიცია (წიგნები 1-4)

ოდისეა იწყება ტროის ათწლიანი ომის დასასრულით („ილიადის“ სიუჟეტი): ოდისევსი


(ცნობილია ლათინური ვარიანტითაც, როგორც ულიქსესი ან ულისესი), ითაკის მეფე, ტროის ომის
ერთ-ერთი უდიდესი გმირი, ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა შინ, რადგან მან განარისხა ზღვის
ღმერთი, პოსეიდონი. ოდისევსის ვაჟი, ტელემაქოსი, დაახლოებით, ოცი წლისაა, ცხოვრობს
მამამისის სასახლეში დედასთან, პენელოპესა და ასრვა ხმამაღალ და თავხედ სასიძოსთან, ერთად,
რომლებიც ითხოვენ, რომ პენელოპემ გააკეთოს არჩევანი და ერთ-ერთი მათგანი ოდისევსის
ქვრივის მეუღლედ და, შესაბამისად, ითაკის მეფედ გამოცხადდეს. სანამ ეს არ მოხდება, ისინი,
მასპინძლის ხარჯზე, ყოველდღე ქეიფობენ ოდისევსის სასახლეში და აჩანაგებენ მის ქონებას.
ოდისევსს იცავს ქალღმერთი ათენა, რომელიც სთხოვს ზევსს, ღმერთების მეფეს, რომ,
ბოლოს და ბოლოს, ნება დართოს ოდისევსს, სამშობლოში დაბრუნდეს, მაშინ, როდესაც პოსეიდონი
სტუმრადაა ეთიოპელებთან და არ არის ოლიმპოსის მთაზე. ამავე დროს, ოდისევსის მეგობრის,
ბელად მენტესის სახით ათენა ეწვევა ტელემაქოსს, რომ დაარწმუნოს იგი, გაეშუროს, მამამისის
ამბების გამოსაკითხავად. იგი მას თავაზიანად უმასპინძლებს და ორივენი ერთად აკვირდებიან, რა
ღრიანცელი აქვთ ატეხილი სასიძოებს, სანამ აედოსი ფემიოსი მათთვის მღერის.
იმავე საღამოს ათენა, ამჟამად უკვე ტელემაქოსის იერით, იპოვის ნამდვილი
უფლისწულისთვის შესაფერის ხომალდსა და ეკიპაჟს. შემდეგ დილას, ტელემაქოსი იწვევს ითაკის
მოქალაქეთა სახალხო კრებას, რომ განიხილოს, როგორ უნდა მოექცნენ გათავხედებულ სასიძოებს,
რომლებიც შემდეგ დასცინიან ტელემაქოსს. ათენას თანხლებით, რომელიც ამჯერად ოდისევსის
კიდევ ერთი ძველი მეგობრის, მენტორის სახითაა წარმოდგენილი, ტელემაქოსი გაეშურება
მატერიკულ საბერძნეთში ნესტორთან, რომელიც ყველაზე საპატიო ბერძენი მეომარი იყო ტროაში
და ამჟამად მშვიდობიანად ცხოვრობს თავის მშობლიურ ქალაქ პილოსში.
იქიდან ტელემაქოსი სპარტას მიამგზავრება, მას ნესტორიდესი პისისტრატოსი ახლავს.
სპარტაში ტელემაქოსს მასპინძლობენ მენელაოსი და ჰელენე, რომლებიც უკვე შერიგებულან.
ჰელენე და მენელაოსი ამბობენ, რომ ერთად დაბრუნდნენ ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ
ეგვიპტიდან. იქ, კუნძულ ფასოსზე, მენელაოსი შეხვედრია ზღვის ღვთაებას, ბერიკაც პროტევსს,
რომელმაც შეატყობინა, რომ ოდისევსი ნიმფა კალიფსოს ტყვეობაში ყოფილა. ტელემაქოსი
შეიტყობს მენელაოსის ძმის, აგამემნონის, მიკენის მეფისა და ტროაში ბერძენთა მხედართმთავრის
ამბავს: შინ დაბრუნებული იგი საკუთარმა მეუღლემ, კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა
ეგისთოსმა ვერაგულად მოკლეს. ამბავი მცირე ხნით გადადის სასიძოებზე, რომელთაც ახლახან
შეიტყვეს, რომ ტელემაქოსი ჩუმად გამგზავრებულა. განრისხებული სასიძოები შეიმუშავებენ
გეგმას, რომ ჩაუსაფრდნენ ტელემაქოსის ხომალდს და მოკლან უფლისწული, როგორც კი შინ
დაბრუნებას დააპირებს. პენელოპე ყურს მოჰკრავს მათს საუბარს და შეშფოთდება შვილის
უსაფრთხოების გამო.

ფეაკებთან გაქცევა (წიგნები 5-8)

იმ შვიდი წლის განმავლობაში, რაც ოდისევსი მისი ტყვეა კუნძულ ოგიგიაზე, ნიმფა
კალიფსოს ღრმად უყვარდება იგი, თუმცა ოდისევსი უკვდავებასა და მარადიულ სიჭაბუკესა და
ნიმფის ქმრობაზე უარს ამბობს და გული ითაკისკენ მიუწევს. ზევსმა ნიმფასთან ღმერთების
შიკრიკი ღმერთი ჰერმესი გააგზავნა და ათენას თხოვნაზე ზევსის პასუხი შეატყობინა. ოდისევსი
აგებს ნიჩბიან და იალქნიან ტივს, კალიფსო მას აძლევს სამოსს, საკვებსა და სასმელს. როდესაც
ეთიოპოებისგან დაბრუნებული პოსეიდონი ზემოდან დაინახავს ოდისევსსა და მის ტივს, აღძრავს
ქარიშხალს, ტივს ამსხვრევს და ოდისევს უპატრონოდ მიაგდებს აღელვებულ ზღვაში. ზღვის ნიმფა
ინო დაინდობს ოდისევსს, მისცემს მას საბურველს და ისიც მოახერხებს, ფეაკებით დასახლებულ
კუნძულ სქერიის ნაპირზე ავიდეს. შიშველი და გაწამებული, იგი იმალება ფოთლების გროვაში და
იძინებს.
მეორე დილით, ოდისევსს ქალწულის სიცილი აღვიძებს და იგი ხედავს ყმაწვილ ქალ
ნავსიკაას, რომელიც ზღვის ნაპირას წავიდა მოახლეებთან ერთად; ნავსიკაას ამის გაკეთება
სიზმარში უბრძანა ათენამ. კაცი დახმარებას სთხოვს. ქალიშვილი სთავაზობს, სტუმართმოყვარეობა
ეძებოს მის მშობლებთან, არეტესა და ალკინოოსთან. ალკინოოსი ოდისევსს ხომალდს ჰპირდება,
რომ შინ დაბრუნდეს, თუმცა ჯერ არ იცის, ვინაა. სტუმარი რამდენიმე დღით რჩება ალკინოოსის

4
სასახლეში. ოდისევსი სთხოვს ბრმა მომღერალ დემოდოკოსს, მოჰყვეს ტროის ცხენის ამბავს, ამბავს
ცბიერებისა, რომელიც ოდისევსმა მოიგონა და მასში გადამწყვეტი მონაწილეობა მიიღო. ამბის
გადმოცემისას ოდისევსმა თავი ვერ შეიკავა, ცრემლი მოერია და თავისი ვინაობა გაამჟღავნა. ამის
შემდეგ იგი თანმიმდევრულად ჰყვება ტროიდან დაბრუნების ამბავს.

ოდისევსი ჰყვება თავის თავგადასავალს (წიგნები 9-12)

ოდისევსი თავის ამბებს უყვება ფეაკებს. კიკონებზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ


ოდისევსი და მისი თორმეტი ხომალდი ქარიშხალმა კურსს ააცდინა. ოდისევსი ეწვია ლოტოსის
მჭამელებს (ლოტოფაგოსებს), რომელთაც მის მეგობრებს ლოტოსი მისცეს საჭმელად და მათ
დაივიწყეს სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ოდისევსს მოუხდა, ძალით აეთრია ისინი
ხომალდზე.
ამის შემდეგ ოდისევსი და მისი მეგობრები გადავიდნენ ველურ, უკაცრიელ კუნძულზე.
ისინი შევიდნენ პოლიფემოსის მღვიმეში, სადაც აღმოაჩინეს სასურველი საკვები – დიდი
რაოდენობით ყველის, რძისა და ხორცის მარაგი. თავის მღვიმეში რომ დაბრუნდა, პოლიფემოსმა
იგი მასიური ლოდით ჩაკეტა და ოდისევსის მეგობრების ჭამას შეუდგა. ოდისევსმა გაქცევის გეგმა
შეიმუშავა, რომელშიც თავის თავს უტისი, „არავინ“ უწოდა, პოლიფემოსი ღვინით დაათრო და
გახურებული ხის წვერით დააბრმავა. პოლიფემოსის ბღავილზე მისმა თანაოძმეებმა მოირბინეს.
პოლიფემოსმა მათ განუცხადა, რომ მას „არავინ დაესხა თავს. ოდისევსი და მისი ხალხი, საბოლოოდ,
გაიქცა იქიდან, ამოეფარნენ ცხვრებს, როდესაც მღვიმიდან საძოვარზე გაუშვა გოლიათმა.
როდესაც ცალთვალა გოლიათი კაციჭამიას მღვიმეს თავი დააღწიეს, ოდისევსმა დასცინა
პოლიფემოსს და თავი გაამჟღავნა.
კიკლოფსი მამას, პოსეიდონს, შეევედრა და დააწყევლინა ოდისევსი და მისთვის მთელ
მსოფლიოში ზღვაზე ათწლიანი ხეტიალი გამოაწერინა. გაქცევის შემდეგ ქარების ღმერთმა
ეოლოსმა ოდისევსს ტყავის ტომარა აჩუქა, რომელშიც ყველა ქარი დაუმწყვდია, რათა შინ
უსაფრთხოდ დაბრუნება უზრუნველეყო. როგორც კი ითაკა, მშობლიური კუნძული, გამოჩნდა,
მეზღვაურებმა ტომარა გახსნეს, სანამ ოდისევსს ეძინა. ქარიშხალმა უკან გააბრუნა ხომალდი
სწორედ იმ გზით, რა გზითაც იქამდე მივიდნენ. ეოლოსმა გაიგო, რომ ოდისევსმა ღმერთები
გაანაწყენა და შემდგომ დახმარებაზე უარი უთხრა.
მას შემდეგ, რაც კანიბალმა ლესტრიგონებმა, ერთის გარდა, ყველა ხომალდი გაუნდაგურეს,
ოდისევსმა ამ უკანასკნელი ხომალდით გაცურა მეგობრებთან ერთად და მიაღწია კუნძულ აიაიას,
ჯადოქარი ქალღმერთის, კირკეს, სასახლეს. ქალღმერთმა ოდისევსის თანამგზავრების ნახევარი
ყველის, ღვინისა და ბანგის მეშვეობით ღორებად გადააქცია. ჰერმესმა გააფრთხილა ოდისევსი
კირკეს თაობაზე და მისცა მას ბალახი, „მოლი“,4 რომელმაც იგი კირკეს მაგიისადმი მედეგი გახადა.
ოდისევსი აიძულებს კირკეს, დაუბრუნოს მის ხალხს ადამიანური იერი. კირკე სურვილს
უსრულებს და, ამავე დროს, საყვარლად გაიხდის მას. ოდისევსი და მისი მეგობრები კირკეს
კუნძულზე ერთი წელი დარჩნენ. საბოლოოდ, სწორედ კირკეს მითითებით, ოდისევსმა და მისმა
გუნდმა გადაკვეთეს ოკეანოსი და მიაღწიეს დედამიწის დასავლეთი კიდის ნავსაყუდელს, სადაც
ოდისევსმა მკვდრებს მსხვერპლი შესწირა. ოდისევსმა გამოიწვია თებეელი წინასწარმეტყველის,
ტირესიასის, სული, რომელმაც აუხსნა, რომ იგი შეიძლება დაბრუნდეს შინ, თუკი შეძლებს, რომ
თვითონაც და მისმა მეგობრებმაც თავი შეიკავონ და, შიმშილის მიუხედავად, ხელი არ ახლონ
ჰელიოსის წმინდა ჯოგსა და ფარას კუნძულ თრინაკიაზე. და რომ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა
დააკარგვინებს უკანასკნელ ხომალდსა და მის მთელ გუნდს. შემდეგ იგი ხვდება დედამისის,
ანტიკლეას, აჩრდილს და პირველად გაიგებს სასიძოების ამბავს და ყველაფერს, რაც ითაკაში მოხდა
მისი არყოფნისას. აქვე ოდისევსი ესაუბრება თავის მიცვალებულ მეგობრებს ტროიდან.
აიაიაზე დაბრუნების შემდეგ, მათ დაკრძალეს ელპენორი და მიიღეს ახალი რჩევები
კირკესგან გასავლელი გზის შემდეგი ეტაპების შესახებ. მათ უნდა გაევლოთ სირენების კუნძული.
ყველა მეზღვაურმა ცვილით ამოივსო ყურები, რომ არ გაეგონათ სირენების სიმღერა, ოდისევსის
გარდა, რომელიც ანძას მიაბეს, რადგან სირენების სიმღერის გაგონება სურდა. მან თავის
მეზღვაურებს უბრძანა, არ აეხსნათ ანძიდან, რაც უნდა ეთქვა. შემდეგ მათ გაიარეს ექვსთავიანი

4 აკადემიკოსი სიმონ ყაუხჩიშვილი ამტკიცებდა, რომ აქ იგულისხმება ბალახის დასახელება დასავლურ ქართულ

დიალექტებში „მოლი“ (ახლად ამოსული ხშირი და წმინდა ბალახი).

5
ურჩხული სკილა და ურჩხული-მორევი ქარიბდისი. სკილამ ოდისევსის გუნდის ექვსი წევრი
შეიწირა.
შემდეგ ისინი თრინაკიის კუნძულზე გადავიდნენ, მიუხედავად ოდისევსის თხოვნისა, რომ
ამ კუნძულისთვის თავი აერიდებინათ. ზევსმა აღძრა ქარიშხალი და მათ ვერ შეძლეს კუნძულის
დატოვება, რამაც საბოლოოდ გამოიწვია ის, რომ მათ ამოწურეს კირკეს გამოტანებული საგზალი.5
სანამ ოდისევსი ლოცულობდა, მისმა მეგობრებმა ყურად აღარ იღეს ტირესიასისა და კირკეს
გაფრთხილება და წმინდა ჯოგსა და ფარას ხელი ახლეს. ჰელიოსმა მოითხოვა, რომ ზევსს დაესაჯა
ისინი ამ მკრეხელობისთვის. ეს ასეც მოხდა, ყველა დაიღუპა, ოდისევსის გარდა, რომელმაც
მოახერხა და ლეღვის ხეს ჩამოეკიდა. საბოლოოდ, იგი აღმოჩნდა კუნძულ ოგიგიაზე, სადაც
კალიფსოს საყვარელი გახდა.

ითაკაზე დაბრუნება (წიგნები 13-20)

ფეაკებმა მოისმინეს ოდისევსის თავგადასავალი და შეთანხმდნენ, უფრო მეტი განძი


შეეკრიბათ მისთვის, ვიდრე იგი ტროიდან ნადავლის სახით წამოიღებდა. ღამით, სანამ ღრმად
სძინავს, ჩაჰყავთ იგი ითაკის ფარულ ნავსაყუდელში. ოდისევსი იღვიძებს და თვლის, რომ იგი
რომელიღაც შორეულ ქვეყანაში გადაისროლეს, სანამ ათენა არ გამოჩნდება და არ აუხსნის, რომ
ნამდვილად ითაკაზე იმყოფება. ქალღმერთი განძს უახლოეს მღვიმეში გადამალავს, ხოლო
ოდისევსს ასაკოვანი მათხოვრის იერს ანიჭებს, რომ თავად ნახოს, რა ხდება მის სახლში. იგი
პოულობს ბილიკს, რომელსაც მისი ერთ-ერთი მონის სახლში მიჰყავს, ესაა მეღორე ევმეოსი,
რომელიც სტუმარს კეთილად ეპყრობა, ხოლო ოდისევსს დიდი მოწიწებით მოიხსენიებს. სადილის
შემდეგ გადაცმული ოდისევსი მონებს საკუთარ თავზე გამოგონილ ამბებს უყვება.
ტელემაქოსი ჩამოდის შინ სპარტიდან, სასიძოების მიერ მოწყობილ ჩასაფრებას თავს
აარიდებს. იგი ითაკის სანაპიროზე ჩამოდის და ოდისევსს ხვდება. ოდისევსი თავს გაუმჟღავნებს
ტელემაქოსს (მაგრამ არა ევმეოსს) და ისინი გადაწყვეტენ, რომ სასიძოები უნდა ამოიხოცონ.
ტელემაქოსი შინ პირველი ბრუნდება. ოდისევსი შინ ბრუნდება ევმეოსის თანხლებით, თუმცა ჯერ
კიდევ მათხოვრის იერი აქვს. საკუთარ სახლში მას დასცინიან სასიძოები, განსაკუთრებით,
ანტინოოსი. ოდისევსი ხვდება პენელოპეს და ამოწმებს მის განზარხვებს, უყვება, როგორ შეხვდა
ოდისევსს კრეტაზე. დაწვრილებით გამოკითხვის შემდეგ დაამატებს, რომ ახლახან თესპროტიაში
იყო და იქაც გაიგო ოდისევსის ახალი თავგადასავლების შესახებ.
ოდისევსის იცნობს მისი ძაღლი არგოსი და მოკვდება. ოდისევსს ფეხის დაბანის დროს
ძველი ნაჭრილობევით იცნობს მისი ძიძა მეურნე ევრიკლეა. ევრიკლეა ცდილობს, პენელოპეს
გააგებინოს მათხოვრის ნამდვილი ვინაობა, მაგრამ ათენა ზრუნავს, რომ პენელოპემ ვერაფერი
გაიგოს. ოდისევსი აფიცებს ევრიკლეას, საიდუმლო შეინახოს.

სასიძოების ამოხოცვა (წიგნები 21-24)

მეორე დღეს, ათენას კარნახით, პენელოპემ სასიძოებს შესთავაზა, მისი ხელის


სათხოვნელად მშვილდოსნობაში ასპარეზობა მოეწყოთ და ამისთვის ოდისევსის ძველი მშვილდი
გამოეყენებინათ. გაიმარჯვებს ის, ვინც მოჭიმავს მშვილდს და ისარს მიყოლებით დაწყობილ
თორმეტ შუბისპირში გაატარებს. ოდისევსი იღებს შეჯიბრებაში მონაწილეობას და ერთადერთი
იმდენად ძლიერი და ზუსტი, რომ შუბიც მოჭიმოს და ისარიც გაატაროს თორმეტ შუბისპირში, რაც
მას გამარჯვებულს ხდის. შემდეგ ძონძებს მოიცილებს და ახალი ისრით ყველაზე აბეზარ სასიძოს,
ანტინოოსს, გამოასალმებს სიცოცხლეს. ოდისევსი ხოცავს დანარჩენ სასიძოებსაც ისრებით, ხმლითა
და შუბით. ბრძოლაში მონაწილეობენ ტელემაქოსი, ევმეოსი და მელანთიოსი. ბრძოლის მოგების
შემდეგ ტელემაქოსი თორმეტ მონაქალს ჩამოახრჩობს, რომლებსაც ევრიკლეა პენელოპეს ღალატსა
და სასიძოებთან სარეცლის გაზიარებაში სდებს ბრალს. ოდისევსი თავს გაუმჟღავნებს პენელოპეს.
პენელოპე ყოყმანობს, მაგრამ იცნობს, როდესაც ოდისევსი გაიხსენებს, როგორ გააკეთა ლოგინი
ზეთისხილის ხისგან, რომელსაც ახლაც მიწაში აქვს ფესვები ჩაშვებული. ქალი ჩაეხვევა და ისინი
დაიძინებენ.

5 სტუმრებისთვის უხვი საგზლის გატანება დღევანდელი კოლხეთის საამაყო ტრადიციაცაა.

6
შემდეგ დღეს ოდისევსი მამამისის, ლაერტესის, ნაკვეთში გაეშურა და მამას თავი
გაუმჟღავნა. ოდისევსს, მის ვაჟსა და მათ ორ თანამზრახველს მოკლული ითაკელი სასიძოების
მშობლების გუნდი დაედევნა ალკინოოსის მამის, ევპეითესის, მეთაურობით; მათ სურთ, შვილების
გამო შური იძიონ. იწყება ბრძოლა, მაგრამ მას აჩერებენ ათენა და ზევსი.

შემადგენლობა

„ოდისეა“ დაქტილური ჰექსამეტრით გამართული 12 109 სტრიქონისგან, რომელსაც


ხანდახან ჰომეროსულ ჰექსამეტრს უწოდებენ, შედგება. პოემა იწყება in medias res, ანუ „საქმის
შუაგულში“, საერთო ამბის შუაში, რომელსაც წინ უძღვის მოგონებებით ან თხრობით აღწერილი
ამბები. 24 წიგნი ან სიმღერა შეესატყვისება ბერძნული ენის ანბანის 24 ასოს; ეს დაყოფა პოემის
შექმნის შემდეგ გაუკეთებია ვიღაცას, არა ჰომეროსს, თუმცა ყოველთვის ყველას მიერ იყო
აღარებული.
კლასიკურ პერიოდში რამდენიმე წიგნს (ცალკე ან ჯგუფურად საკუთარ დასახელებებს
აძლევდნენ:
წიგნები 1-4: ტელემაქია – ამბაბი კონცენტრირებულია ტელემაქოსის თვალსაზრისზე.
წიგნები 9-12: აპოლოგოი – ოდისევსი იხსენებს თავის თავგადასავალს ფეაკელი
მებრძოლების წiნაშე.
წიგნი 22: მნესტეროფონია („სასიძოების ამოხოცვა“; Μνηστῆρες „სასიძოები“ + φόνος
„მკვლელობა“). XXII წიგნი ასრულებს ბერძნულ ეპიკურ ციკლს, თუმცა შემორჩენილია
„ალტენრატიული ფინალის“, ე.წ. ტელეგონიის ფრაგმენტებიც. ტელეგონიის გარდა, ბევრი მეცნიერი
მიიჩნევს, რომ „ოდისეის“ ბოლო 548 სტრიქონი, რომლებიც XXIV წიგნს წარმოადგენს, უფრო
გვიანდელი პოეტის მიერ შეიძლება იყოს დამატებული.

გეოგრაფია

ამბობენ, რომ ამბები, რომლებიც ძირითადად შეემთხვა ოდისევსს (თავად ოდისევსის მიერ
მთხრობილი თავგადასავლის გარდა) ძირითადად ხდება პელოპონესოსზე და კუნძულებზე,
რომელთაც ახლა იონიის კუნძულებს უწოდებენ. გართულებულია ითაკის, ოდისევსის სამშობლოს,
იდენტიფიკაცია, რომელიც შეიძლება იყოს და შეიძლება არ იყოს თანამედროვე კუნძული ითაკა.
ასევე გართულებულია ფეაკების კუნძულ სქერიის იდენტიფიკაცია. მეცნიერები ადრეცა და ახლაც
ეჭვობენ, რომ ისმაროსიდან ითაკამდე ადგილები, რომლებიც ოდისევსმა მოინახულა, შეიძლება
რეალური არ იყოს. ძალიან ბევრ მეცნიერს უცდია, ოდისევსის მოგზაურობა რუკაზე გადაეტანა,
მაგრამ განსაკუთრებით აპოლოგიის (წიგნები 9-11) პეიზაჟები იმდენ მითოლოგიურ ასპექტს
შეიცავს, რომ მათი რუკაზე „დადება“ გართულებულია. პენსილვანიიის უნივერსიტეტის
კლასიკოსმა პიტერ ტ. სტრაკმა შექმნა ინტერქატიული რუკა, რომელზედაც ნაჩვენებია ოდისევსის
მოგზაურობანი,6 მათ შორის თავდაპირველი შინდაბრუნება, რომელსაც ქარმა შუშალა ხელი.7

გავლენა

მეცნიერებმა აღმოაჩინეს „ოდისეაში“ ახლოაღმოსავლური მითოლოგიისა და


ლიტერატურის ძლიერი გავლენა. მარტინ უესტმა ხაზი გაუსვა არსებით პარალელებს „გილგამეშის
ეპოსსა“ და „ოდისეას“ შორის. ოდისევსიცა და გილგამეშიც იმით არიან ცნობილი, რომ მდედამიწის
კიდეს მიაღწიეს და თავიანთ მოგზაურობაში მკვდართა საუფლოში მოხვდნენ.8 მიწისქვეშა
სამყაროში სამოგზაუროდ ოდისევსი მიჰყვება იმ მითითებებს, რომლებიც მას მისცა კირკემ,
რომელიც მსოფლიოს ბოლოში იმყოფება და სახეებით ასოცირებულია მზესთან.9 როგორც

6 Struck, Peter T. "Map of Odysseus' Journey". classics.upenn.edu. Archived from the original on 18 March 2020. Retrieved

29 July 2022.
7 Zazzera, Elizabeth Della (27 February 2019). "The Geography of the Odyssey". Lapham's Quarterly. Archived from the

original on 8 October 2020. Retrieved 29 July 2022.


8West, Martin. The East face of Helicon: West Asiatic Elements in Greek Poetry and Myth. Oxford: Clarendon Press, 1997,

p. 402-417.
9 West 1997, p. 406.

7
ოდისევსი, გილგამეშიც იღებს მითითებებს, როგორ მიაღწიოს მკვდართა საუფლოს ღვთაებრივი
დამხმარისაგან, ქალღმერთ სიდურისგან, რომელიც, კირკეს მსგავსად, ცხოვრობს დედამიწის
კიდეზე, მისი სახელიც დაკავშირებულია მზესთან. გილგამეში სიდურის სახლს აღწევს და ამისთვის
გაივლის გვირაბს მაშუს მთის ქვეშ, ესაა მაღალი მთა, საიდანაც ამოდის მზე. უესტი ამტკიცებს, რომ
ოდისევსისა და გილგამეშის დედამიწის კიდეში მოგზაურბის მსგავსება არის გილგამეშის ეპოსის
გავლენა ოდისეაზე.
1914 წელს პალეონტოლოგმა ოტენიო აბელმა ივარაუდა, რომ კიკლოფსების წარმოშობა
განაპირობა იმან, რომ ძველმა ბერძნებმა სპილოს ჩონჩხი აღმოაჩინეს.10 შუბლის შუაში უზარმაზარი
ხვრელი გოლიათს თვალის ბუდედ შეიძლებოდა მოსჩვენებოდა ყველას, ვისაც ცოცხალი სპილო არ
ჰყავდა ნანახი. მეორე მხრივ, კლასიკოსმა მეცნიერებმა დიდი ხნის წინ იცოდნენ, რომ კიკლოფსის
ამბავი თავიდანვე ხალხური ზღაპარი იყო, რომელიც ოდისეისგან დამოუკიდებლად არსებობდა და
მისი ნაწილი მოგვიანებით გახდა. ასეთი ამბები ხშირად გვხვდება ევროპისა და ახლო აღოსავლეთის
კულტურებში. ამ განმარტების მიხედვით, კიკლოფსი თავდაპირველად იყო უბრალოდ გოლიათი
ან კაციჭამია, რომელიც ძალიან წააგავდა „გილგამეშის ეპოსის“ ჰუმბაბას. გრემ ანდერსონის აზრით,
დამატება, რომ ეს გოლიათი ცალთვალა იყო, მოიფიქრეს, რომ აეხსნათ, ასე იოლად როგორ
დააბრმავეს ასეთი ურჩხული.11

თემები:

შინ დაბრუნება

შინ დაბრუნება (ძველი ბერძნული νόστος, nostos) – „ოდისეის“ ცენტრალური თემაა. კელნის
უნივერსიტეტის პროფესორი, ანა ბონაფაზი, ხაზს უსვამს, რომ ჰომეროსისთვის νόστος აღნიშნავს
„ტროიდან შინ ზღვით დაბრუნებას“. აგათა ტორნტონი νόστος-ს განიხილავს ოდისევსისგან
განსხვავებული პერსონაჟების კონტექსტში, რომ დაგვანახვოს ალტერნატივა, რომელიც ოდისეის
დასრულების შემდეგ შეიძლება მოხდეს. ერთ-ერთი მაგალითი შეიძლება იყოს აგამემნონის
დაბრუნება. აგამემნონი ბრუნდება და მას მზაკვრულად კლავენ მისი მეუღლე კლიტემნესტრა და
მეუღლის საყვარელი ეგისთოსი, რომელსაც თავის ბიძაშვილ აგამემნონთან ჯერ კიდევ ძველი
ანგარიში აქვს. აგამემნონის ძე ორესტესი, მამის მკვლელობისთვის შურს იძიებს და ეგისთოსს
კლავს. ეს პარალელი სასიძოების ამოხოცვას ეგისთოსის მკვლელობას ადარებს და ორესტესს
ტელემაქოსს მაგალითად უსახავს. გარდა ამისა, რამდენადაც ოდისევსმა იცის კლიტემნესტრას
ღალატის ამბავი, იგი შინ გადაცმული ბრუნდება, საკუთარი მეუღლის ერთგულება რომ შეამოწმოს.
შემდგომში აგამემნონი აქებს პენელოპეს ერთგულებისთვის.12 სწორედ პენელოპეს წყალობით გახდა
შინ წარმატებით დაბრუნებული ოდისევსი სახელგანთქმული. ასეთი დაბრუნება არ ჰქონია არც
აქილევსს, სახელგანთქმულს, მაგრამ მკვდარს და არც აგამემნონს, რომელიც წარუმატებლად
დაბრუნდა სახლში, რამაც იგი სიკვდილამდე მიიყვანა.

ხეტიალი

მთხრობელი აღწერს ოდისევსის მხოლოდ ორ თავგადასავალს. ოდისევსის დანარჩენ


თავგადასავლებს თავად ოდისევსი ჰყვება. ორი სცენა, რომელსაც მთხრობელი აღწერს, ესაა
ოდისევსი კალიფსოს კუნძულზე და ოდისევსის შეხვედრა ფეაკებთან. პოეტის სიტყვებით, ეს
სცენები წარმოადგენს მნიშვნელოვან გადასვლას ოდისევსის მოგზაურობაში: დამალვიდან შინ
დაბრუნებისკენ.
სახელი კალიფსო წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან καλύπτω, რომელიც აღნიშნავს
„დაფარვას“, „დამალვას“, რაც სრულიად შესატყვისია ვითარებისა, რადგან სწორედ ამას უკეთებს
ნიმფა ოდისევსს. კალიფსო სამყაროს უმალავს ოდისევსს და არ აძლევს გმირს საშუალებას, შინ
დაბრუნდეს. კალიფსოს კუნძულის დატოვების შემდეგ პოეტი აღწერს ოდისევსის შეხვედრას

10 Mayor, Adrienne. The First Fossil Hunters: Paleontology in Greek and Roman Times. Princeton: Princeton University
Press.
11 Anderson, Graham. Fairytale in the Ancient World. Routledge ISBN 976-0-415-23702-4. 2000.
12 Thornton, Agathe (1970). People and Themes in Homer's Odyssey. London: Methuen.

8
ფეაკებთან – იმათთან, რომლებსაც „უვნებელი ჩაჰყავთ სახლში ყველა მთხოვნელი.“ (VIII, 566). ეს კი
არის გადასვლა შინმოუსვლელობიდან შინდაბრუნებისკენ.
გარდა ამისა, მოგზაურობის დროს ოდისევსი ღმერთებთან დაახლოებულ უამრავ არსებას
ხვდება. ეს შეხვედრები სასარგებლოა იმის გასაგებად, რომ ოდისევსი იმყოფება ადამიანის მიღმა
სამყაროში და სწორედ ეს ახდენს გავლენას ფაქტზე, რომ ის ვერ ახერხებს შინ დაბრუნებას.
ღმერთებთან დაახლოებულ ამ არსებებს მიეკუთვნებიან ფეაკებიც, რომლებიც კიკლოფსების
მეზობლად ცხოვრობენ და რომელთა მეფე ალკინოოსი გიგასების მეფე ევრიმედონის
შვილთაშვილი და პოსეიდონის შვილიშვილია. ზოგიერთი სხვა პერსონაჟი, რომელთაც შეეყრება
ოდისევსი, – ესენია: კიკლოფსი პოლიფემოსი, პოსეიდონის ძე; ჩვენი კირკე, პასიფაესა და აიეტესის
და, მედეას მამიდა, ჯადოქარი, რომელსაც ადამიანების ცხოველებად ქცევა შეუძლია; გოლიათი
კაციჭამია ლესტრიგონები.

სტუმარმასპინძლობა

მთელი ეპოსის განმავლობაში ოდისევსი წააწყდება „ქსენიის“ (სტუმარმასპინძლობის)


რამდენიმე მაგალითს, რომლებიც წარმოადგენენ მოდელს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ან როგორ არ
უნდა მოიქცეს მასპინძელი. ფეაკები გვაჩვენებენ სტუმრებისადმი მეგობრობის სამაგალითო
მოდელს: აჭმევენ და ასმევენ ოდისევსს, გამოუყოფენ საუცხოო ადგილს ძილისა და
მოსვენებისთვის, ჩუქნიან საუკეთესო საჩუქრებს, უსაფრთხოდ ჩაჰყავთ საკუთარ სამშობლოში, –
ყველაფერი ეს უნდა გააკეთოს კარგმა მასპინძელმა. სხვა მოდელია პოლიფემოსის მოდელი – მას
აშკარად არ უყვარს სტუმრები და სტუმართმოყვარეობის ღმერთი ზევსიც არაფრად არ მიაჩნია.
ერთადერთი საჩუქარი, რაც მან ოდისევსისთვის გაიმეტა, ისაა, რომ ოდისევსს იგი ბოლოს შეჭამს.
კალიფსოც ცუდ მეგობრობას ავლენს სტუმრისადმი, რადგან ნებას არ რთავს ოდისევსს, დატოვოს
მისი კუნძული.მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი სტუმრისადმი მეგობრობაში არის ის, რომ სამეფო
ძალაუფლება სიუხვეს გულისხმობს. იგულისხმება, რომ მეფეს აქვს საშუალებები, რომ გულუხვი
მასპინძელი იყოს და უხვად გასცეს ქონება. ეს ყველაზე კარგად მაშინ ჩანს, როდესაც მათხოვრად
გადაცმული ოდისევსი ანტინოოსს, ერთ-ერთ სასიძოს, საჭმელს სთხოვს, მაგრამ ანტინოოსი ამ
თხოვნას არ შეუსრულებს. არსებითად, ოდისევსი ამბობს, რომ ანტინოოსი გამოიყურება როგორც
მეფე, მაგრამ იგი შორსაა მეფობისაგან, რადგან გულუხვი და სულდიდი არ არის.

ჯ. ბ. ჰეივორტის მიხედვით, სტუმართან მეგობრობა ძალიან სპეციფიკურ სქემას მიჰყვება13:

1. სტუმრის ჩამოსვლა და მიღება.


2. სტუმრის დაბანა და/ან ახალი სამოსის ჩუქება.
3. სტუმრის გამასპინძლება საჭმელ-სასმლით.
4. სტუმარს შეუძლია დასვას კითხვები, ხოლო მისი გართობა უნდა უზღუნველყოს
მასპინძელმა.
5. სტუმარს უნდა გამოეყოს ადგილი მოსასვენებლად და სტუმარ-მასპინძელი უნდა წავიდეს
ღამის გასათენებლად.
6. სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს უცვლის საჩუქრებს, უზრუნველყოფილია სტუმრის
უსაფრთხო დაბრუნება შინ და სტუმარი მიემგზავრება.

სტუმართან მეგობრობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია – არ დააკავონ იგი იმაზე


მეტ ხანს, ვიდრე მას სურს და ასევე, უზრუნველყონ მისი უსაფრთხოება, სანამ იგი მასპინძლის
სახლში იმყოფება.

13 Hainsworth, J. B. (December 1972). "The Odyssey – Agathe Thornton: People and Themes in Homer's Odyssey. Pp. xv+163.

London: Methuen, 1970. Cloth, £2·40". The Classical Review. 22 (3): 320–321.

9
გამოცდა

პენელოპე გამოკითხავს ოდისევსს, რათა გაიგოს მისი ვინაობა. „ოდისეის“ ერთ-ერთი თემა
გამოცდაა. ეს ორი სხვადასხვა გზით ხდება.14 ოდისევსი ამოწმებს სხვების ლოიალობას, ხოლო
სხვები ამოწმებენ ოდისევსის პიროვნებას. იმის მაგალითი, თუ როგორ ამოწმებს ოდისევსი სხვების
ლოიალობას, – არის მისი შინ დაბრუნების ამბავში. იმის ნაცვლად, რომ თავიდანვე გაამჟღავნოს
საკუთარი თავი, იგი მათხოვრის სახით წარმოდგება, შემდეგ კი იწყებს იმის გარკვევას, ვინ დარჩა
მისი ერთგული და ვინ დაეხმარა სასიძოებს. მას შემდეგ, როდესაც ოდისევსმა თავისი ნამდვილი
სახე წარმოადგინა, პერსონაჟები ოდისევსის ვინაობის შემოწმებას შეუდგნენ, რომ
დარწმუნებულიყვნენ, მართლა ისაა თუ არა. მაგალითად, პენელოპე ამოწმებს ოდისევსს, როდესაც
ამბობს, რომ ლოგინს სხვა ოთახში გადაუტანს. ეს ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ლოგინი
ცოცხალი ხისგანაა გაკეთებული და მის გადასატანად მისი ძირში მოხერხვა იქნებოდა საჭირო. ეს კი
შეიძლება მხოლოდ ნამდვილ ოდისევსს სცოდნოდა. ასე დადასტურდა მისი პიროვნების
ნამდვილობა. ტესტირებასაც ძალიან სპეციფიკური სცენა ახლავს. მთელი ეპოპეის განმავლობაში
ტესტირება ტიპური სქემით მიმდინარეობს. ეს შაბლონია15:

1. ოდისევსი ვერ ბედავს ეჭვი შეიტანოს სხვების ლოიალობაში.


2. ოდისევსი ამოწმებს სხვების ლოიალობას და უსვამს მათ შეკითხვებს.
3. პერსონაჟები უპასუხებენ ოდისევსის კითხვებს.
4. ოდისევსი აგრძელებს თავისი ვინაობის გამომჟღავნებას.
5. პერსონაჟები ამოწმებენ ოდისევსის ვინაობას.
6. ოდისევსის აღიარებას ახლავს ემოციის გაძლიერება, ჩვეულებრივ, ესაა ტირილი ან
სიხარული.
7. საბოლოოდ, შერიგებული პერსონაჟები ერთად მოქმედებენ.

ტექსტური ისტორია

დათარიღება

პოემის დათარიღება კლასიკოსებს შორის გარკვეულ უთანხმოებას იწვევს.ძვ.წ. VIII ს.


შუაგულიდან ბერძნებმა დაიწყეს ფინიკიური ანბანის მოდერნიზებული ვერსიის გამოყენება თავის
ენაზე ჩანაწერების გასაკეთებლად. ჰომეროსის პოემები შეიძლება ამ დამწერლობის ერთ-ერთი
ადრეული პროდუქტი იყო, შესაბამისად, ისინი მერვე საუკუნის ბოლოს უნდა შექმნილიყო. თიხის
თასზე, რომელიც იტალიის კუნძულ ისქიაზე აღმოჩნდა, წერია სიტყვები: „ნესტორის თასი,
რომლიდანაც სმა სასიამოვნოა.“ თუკი თასი „ილიადაზე“ მინიშნებას შეიცავს, მაშინ პოემის შექმნა
ძვ.წ. 750-700 წლებზე უნდა მოდიოდეს.
დათარიღება იმ ფაქტითაც რთულდება, რომ ჰომეროსის პოემებს მთლიანად ან
ნაწილობრივ რეგულარულად ასრულებდნენ რაფსოდები რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში.
„ოდისეა“ იმ სახით, რა სახითაც დღეს გვაქვს, როგორც ჩანს, თავდაპირველი ვერსიისგან დიდად არ
განსხვავდება. მცირე განსხვავებებით, ჰომეროსის პოემებმა კანონიკური ადგილი დაიკავა ათენის
დაწესებულებებში ძვ.წ. VI საუკუნეში. ძვ.წ. 566 წ. პისისტრატოსმა ჩამოაყალიბა Παναθήναια
პანათენეების სამოქალაქო და რელიგიური დღესასწაული, გრანდიოზული ფესტივალი, სადაც
ჰომეროსის პოემები სრულდებოდა. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან უნდა შესრულებულიყო
სტრიქონთა „სწორი“ ვერსია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტექსტის კონკრეტული ვერსია გახდა
კანონიზებული.

ტექსტური ტრადიცია

„ილიადა“ და „ოდისეა“ გამოიყენებოდა სასკოლო სახელმძღვანელოებად იმ ქვეყნებში,


სადაც ადრე ბერძნულად ლაპარაკობდნენ. ჰომეროსის კომენტარების წერა მეცნიერებმა ჯერ კიდევ

14 Thornton, Agathe (1970). People and Themes in Homer's Odyssey. London: Methuen.
15 Edwards, Mark W. (1992). "Homer and the Oral Tradition". Oral Tradition. 7 (2): 284–330.

10
არისტოტელეს დროს დაიწყეს, ძვ.წ. IV საუკუნეში. ძვ.წ. III-II საუკუნეებში ალექსანდრიის
ბიბლიოთეკასთან დაკავშირებული მეცნიერები, კერძოდ, ძენოდოტოსი და არისტარქოს
სამოთრაკიელი ახდენდნენ ჰომეროსის პოემების რედაქტირებას, წერდნენ კომენტარებს და
ადგენდნენ კანონიკურ ტექტებს.
„ილიადა“ და „ოდისეა“ ისწავლებოდა და სასკოლო საელმძღვანელოებად გამოიყენებოდა
ბიზანტიის იმპერიასა და შუა საუკუნეებში. ბიზანტიელმა ბერძენმა მეცნიერმა და არქიეპისკოპოსმა
ევსტაფიოს თესალონიკელმა (ჩვ.წ. დაახლ. 1115-1195/6 წ.) დაწერა ამომწურავი კომენტარები ორივე
პოემისათვის, რომლებსაც უფრო გვიანდელი თაობები ავტორიტეტულად მიიჩნევენ; მხოლოდ
„ოდისეის“ კომენტარი მეოცე საუკუნის გამოცემაში თითქმის 2000 გვერდს მოიცავს.
„ოდისეის“ პირველი ბეჭდური გამოცემა, ცნობილი როგორც Editio Princeps, 1488 წელს
განახორციელა ათენში დაბადებულმა და კონსტანტინეპოლში განსწავლულმა დემეტიოს
ქალკოკონდილესმა მილანში, ბერძენი ანტონიოს დამილასის სტამბაში.
XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, ეგვიპტეში აღმოჩნდა უამრავი პაპირუსი, რომელიც
ოდისეის ფრაგმენტებს შეიცავს. ზოგიერთი მათგანის შინაარსი მნიშვნელოვნად განსხვავდება
უფრო გვიანდელი შუასაუკუნოებრივი ვერსიებისგან. 2018 წელს საბერძნეთის კულტურის
სამინისტრომ განაცხადა, რომ ოლიმპიაში, ზევსის ტაძართან, აღმოჩნდა თიხის ფირფიტები,
რომლების „ოდისეის“ XIV წიგნის 13 სტრიქონს შეიცავს. თუმცა თავდაპირველად ითქვა, რომ იგი
ჩვ.წ. მესამე საკუნით თარიღდება, მაგრამ შემდგომში თარიღი არ დადასტურდა.
ემილი უილსონი, პენსილვანიის უნივერსიტეტის კლასიკური კვლევების პროფესორი
აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულში ბერძნული და რომალური
ლიტერატურის ყველა გამოჩენილი მთარგმნელი მამაკაცი იყო.16 იგი ჰომეროსის თარგმნის საკუთარ
გამოცდილებას „ინტიმური გაუცხოების“ გამოცდილებას უწოდებს.17 უილსონი წერს, ამან
ზემოქმედება იქონია „ოდისეის“ პერსონაჟის პოპულარულ კონცეფციასა მოვლენებზე, მაგალითად,
სცენაში, სადაც ტელემაქოსი აკვირდება იმ მონაქალების ჩამოხრჩობას, რომლებმაც სასიძოებს
გაუზიარეს სარეცელი, უმეტეს თარგმანში იხმარება დამამცირებელი გამონათქვამები: „ბოზები“.
„მეძავები“, თუმცა კი ორიგინალში დამამცირებელი ენა გამოყენებული საერთოდ არ არის.
ჰომეროსი ხმარობს მხოლოდ მდედრობით სქესის არტიკლს αἱ „ეს ქალები“.18

ქართული თარგმანები:

დღემდე გვქონდა „ოდისეის“ ორი სრული თარგმანი ქართულ ენაზე:


1. ჰომეროსი „ოდისეა“. თარგმანი, შესავალი, შენიშვნები ზურაბ კიკნაძისა და თამაზ
ჩხენკელის, თბილისი, 1975 წელი (პროზაული თარგმანი).
2. ჰომეროსი „ოდისეა“. ძველი ბერძნულიდან თარგმნა პანტელეიმონ ბერაძემ.
წინასიტყვაობა, შენიშვნები, კომენტირებული საძიებელი რისმაგ გორდეზიანისა, თბილისი, 1979
წელი (პოეტური თარგმანი).
უნდა აღინიშნოს, რომ თარგმანის ხარისხითა და მხატვრული ღირსებებით პროზაული
თარგმანი პოეტურს ბევრად აღემატებოდა და, შეიძლება ითქვას, რომ რეალურად, პანტელეიმონ
ბერაძის პოეტურმა თარგმანმა კონკურენციას ვერ გაუძლო და, ფაქტობრივად, ბიბლიოგრაფიულ
იშვიათობად იქცა.

16 Wilson, Emily (7 July 2017). "Found in Translation: How Women are Making the Classics Their Own". The Guardian. ISSN

0261-3077. Archived from the original on 29 July 2020.


17 Wilson, Emily (2018). "Introduction: When Was The Odyssey Composed?". The Odyssey. New York: W. W. Norton &

Company. ISBN 978-0-393-08905-9.


18 Wilson, Emily (8 December 2017). "A Translator's Reckoning With the Women of The Odyssey". The New Yorker.

Archived from the original on 6 August 2020. Retrieved 29 July 2022.

11
პირველი სიმღერა: ათენა ეწვევა ტელემაქოსს

1-21 მიმართვა და შესავალი; 22-43 ზევსი ესაუბრება ოლიმპოსელებს; 44-95 ათენა ცდილობს
ოდისევსის დახმარებას; 96-155 ათენა ეწვევა ტელემაქოსს; 156-212 ათენა თავს მენტესად
წარმოადგენს; 213-251 ტელემაქოსი უჩივის სასიძოებს; 252-305 ათენა ურჩევს ტელემაქოსს, მამის
ამბები გამოიკითხოს; 306-324 ათენა ჩიტივით ქრება; 325-364 ტელემაქოსი უსაყვედურებს დედას,
პენელოპეს; 365-420 ტელემაქოსი ესაუბრება სასიძოებს; 421-444 ტელემაქოსი და ევრიკლეა

იმ მრავლისმნახველ კაცზე მიამბე, მუზა, რომელმაც ფრიად ბევრი იხეტიალა მას შემდეგ, რაც
ტროის წმინდა ციხესიმაგრე დაამხო; ადამიანთა მრავალი ქალაქი ნახა და გონება შეიცნო, მრავალი
ტკივილი გადაიტანა გულში, იბრძოდა რა თავისი სიცოცხლისა და მეგობრების შინ
დაბრუნებისთვის; მაგრამ მეგობრები ვერ გადაარჩინა, თუმცა კი უნდოდა; ისინი საკუთარმა
დაუდევრობამ დაღუპა, ბრიყვებმა ჰიპერიონ19 ჰელიოსის ძროხები შეჭამეს და ჰელიოსმა მაშინ
წაართვა მათ შინ დაბრუნების დღე. [10] საიდანაც გინდა დაიწყე, ქალღმერთო, ზევსის ასულო, და
ჩვენც მოგვითხრე.
ახლა ყველა20, ვინც გადაურჩა სრულ დაღუპვას ომში ან ზღვაზე, სახლში იყო უკვე, მხოლოდ
ამ ერთს, მოწყურებულს დაბრუნებასა და მეუღლეს, აკავებდა ნიმფა კალიფსო, ღვთიური
ქალღმერთი ღრმა მღვიმეში, და სურვილი ჰქონდა, ქმრად ჰყოლოდა. წლები რომ მობრუნდა, დადგა
ის წელიწადი, როდესაც ღმერთებმა დაადგინეს, რომ ითაკაში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ
განსაცდელს იქაც ვერ გაექცა, თუმცა თავისიანებში იყო. ყველა ღმერთს ებრალებოდა იგი, [20]
პოსეიდონის გარდა. ეს ღმერთი გაუთავებლად მრისხანებდა, სანამ ოდისევსი მშობლიურ მიწაზე
ჩავიდოდა.
მაგრამ პოსეიდონი შორეულ ეთიოპელებთან იყო სტუმრად, ორად გაყოფილ
ეთიოპელებთან, ყველაზე შორეულ ადამიანებთან, ერთნი ჰიპერიონის დასავალთან და მეორენი
აღმოსავალთან რომ არიან, რათა მიეღო ხარებისა და ცხვრების ჰეკატომბე.21 იქ იგი ტკბებოდა,
დაბრძანებული თავის დღესასწაულზე; მაგრამ სხვები ოლიმპოსელი ზევსის სასახლეში შეიკრიბნენ.
მათთან სიტყვა წამოიწყო ადამიანთა და ღმერთთა მამამ: რადგან ამ დროს ფიქრობდა უნაკლო
ეგისთოსზე, [30] რომელიც აგამემნონიდესმა, სახელგანთქმულმა ორესტესმა, მოკლა; მასზე
ფიქრობდა და უთხრა უკვდავებს: „აჰ, გასაოცარია, რომ მოკვდავნი ღმერთებს სდებენ ბრალს და
ამბობენ, რომ მათი უბედურება ჩვენგან მომდინარეობს, თუმცა ისინი საკუთარი კადნიერებით
უფრო მეტ ტკივილს პოულობენ, ვიდრე უწერიათ. ახლაც ეგისთოსმა, ბედის საწინააღმდეგოდ,
ატრეიდესის22 კანონიერი ცოლი შეირთო, თვითონ კი დაბრუნებული მოკლა, თუმცა იცოდა, სწრაფი
დაღუპვა ელოდა, რადგან მანამდე ვუთხარით ჩვენ, გავუგზავნეთ რა შორსმხედველი ჰერმესი,
არგოსის მკვლელი, გაეფრთხილებინა, არ მოეკლა იგი და არ მოეხიბლა მისი ცოლი; [40] რადგან
ორესტესი შურს იძიებდა ატრეიდესის გამო, როგორც კი დავაჟკაცდებოდა და მშობლიურ მიწას
მოინატრებდა. ეს უთხრა ჰერმესმა, მაგრამ ეგისთოსის გული ვერ შეძრა, კეთილი განზრახვის
მიუხედავად, ახლა კი ყველაფრისთვის ერთად გადაიხადა.
მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ჩვენო მამა კრონიდეს, უზენაესო
მბრძანებელთაგან, მან სრულიად დაიმსახურა დაღუპვა: დაე დაიღუპოს სხვაც, ვინც ასე მოქმედებს.

19 ჰიპერიონი – ერთ-ერთი გაიასა (დედამიწისა) და ურანოსის (ზეცის) შვილ თორმეტ ტიტანთაგან. თავის დასთან,

ტიტან თეიასთან ერთად არის ჰელიოსის (მზის), სელენეს (მთვარისა) და ეოსის (განთიადის) მშობელი. ჰომეროსთან ხშირად
გააზრებულია, როგორც ჰელიოსის ეპითეტი.
20 ყველა – აქაველი ბელადები, რომლებიც ტროაში იბრძოდნენ. მათს თავგადასავალს მოგვითხრობდა ჩვენამდე

მოუღწეველი ეპიკური პოემა Νόστοι („დაბრუნებანი“). პოემა ხუთი სიმღერისგან შედგებოდა და გაწყობილი იყო
დაქტილური ჰექსამეტრით. მისი ავტორობა მიეწერებოდა აგიასს, ჰომეროსს ან ევმელოსს (ყველანი ძვ.წ. VIII ს.).
21 ჰეკატომბე – ასი ხარის შეწირვა ღმერთისადმი (ἑκατόμβη, ἕκατον „ასი“ და βους „ხარი“/„ძროხა“). ჩვეულებრივ

პრაქტიკაში თორმეტი საქონლის შეწირვაც შესაძლებელი იყო.


22 ატრეიდესი – იგულისხმება აგამემნონი, ატრევსის ძე.

12
მაგრამ მე უნარიან ოდისევსზე მიკვდება გული, უბედურზე, რომელიც დიდი ხანია, მეგობრების
გარეშე, იტანჯება [50] ზღვაშემორტყმულ კუნძულზე, სადაც ზღვის ჭიპია.23 ტყიანი კუნძულია,
ქალღმერთი ცხოვრობს სასახლეში, ასული ცბიერი ატლასისა,24 რომელმაც ზღვის ყველა სიღრმე
იცის და მხრებით უჭირავს მიწასა და ზეცას შორის არსებული დიდი სვეტები. მისი ასული
უბედურსა და დამწუხრებულ კაცს აკავებს, მუდამ ტკბილი და მაცდუნებელი სიტყვებით
აჯადოებს, რომ ითაკა დაავიწყოს. ოდისევსს, რომელსაც სურს მხოლოდ თავისი მიწიდან ამომავალი
კვამლი დაინახოს, სიკვდილი ენატრება. დამაინც, შენ [60] არ შეგტკივა მასზე გული, ოლიმპოსელო.
ნუთუ ოდისევსმა ვერ მოიგო შენი გული არგოსელთა ხომალდებთან მსხვერპლის შეწირვით ფართო
ტროაში? რატომ მრისხანებ ამოდენაზე, ზევს?“
მას საპასუხოდ უთხრა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „ჩემო შვილო, რანაირი სიტყვა დასცდა
შენს კბილთა ზღუდეს? როგორ შემეძლო დამევიწყებინა ღვთაებრივი ოდისევსი, რომელიც
აღემატება ყველა მოკვდავს გონებითა და მსხვერპლშეწირვით უკვდავი ღმერთებისადმი,
რომლებიც ვრცელ ზეცაში ცხოვრობენ? მაგრამ მიწისმპყრობელი პოსეიდონი მუდამ შეუპოვრად
ბრაზობს კიკლოფსის გამო, რომელიც დაუბრმავა, [70] ღვთისდარი პოლიფემოსი, ყველაზე უფრო
მძლავრი კიკლოფსებიდან. იგი შვა უნაყოფო ზღვის მბრძანებლის, ფორკისის ასულმა, ნიმფა
თოოსამ, რომელიც ღრმა მღვიმეში შეერწყა პოსეიდონს. ამის შემდეგ მიწისმრყეველი პოსეიდონი
ოდისევსს არ კლავს, მაგრამ მშობლიური მიწიდან შორს ამყოფებს. მაშ, მოდი, ყოველმხრივ
გავიაზროთ ყველამ, როგორ დაბრუნდეს, როგორ ჩავიდეს. პოსეიდონი კი დაიცხრობს მრისხანებას;
ვერ შეძლებს ყველა უკვდავი ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლას.
[80] მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ჩვენო მამა კრონიდეს, უზენაესო
მბრძანებელთაგან, თუ მართლაც ახლა ნეტარ ღმერთებს ნებავთ, შინ დააბრუნონ მრავალგონიერი
ოდისევსი, მაშინ ჰერმესი გავაგზავნოთ, შიკრიკი, არგოსის მკვლელი, ზღვაშემორტყმულ კუნძულ
ოგიგიაზე, რათა სასწრაფოდ ლამაზნაწნავიან ნიმფას უთხრას შეუმცდარი გადაწყვეტილება, რომ
სულით ძლიერ ოდისევსს შეუძლია შინ დაბრუნდეს. ამასობაში მე წავალ ითაკაზე, რათა მისი ვაჟი
აღვძრა და სულში ჩავუდგა ვაჟკაცობა, [90] რომ აგორაზე ერთად მოუხმოს გრძელთმიან25 აქაველებს
და თავისი აზრი უთხრას სასიძოებს, რომლებიც ცხვრების მთელ ფარას და ზანტად მოსიარულე და
მოხრილრქიან ძროხებს უხოცავენ. შემდეგ გავგზავნი მას სპარტასა და ქვიშიან პილოსში, რომ
საყვარელი მამის დაბრუნების ამბავი გაიგოს ან რამე ისმინოს და კარგი სახელი დაიმკვიდროს
ხალხში.
ეს თქვა და ფეხებზე მიიმაგრა უხრწნელი ოქროს ლამაზი სანდლები, რომელთაც შეეძლოთ
მისი გაქანება ზღვასა და უსაზღვრო მიწაზე ქარის სუნთქვასავით. აიღო თავისი მძლავრი შუბი,
წამახული ბასრი ბრინჯაოთი, [100] მძიმე, დიდი და მტკიცე, რომლითაც ანადგურებდა გმირი
კაცების რიგებს, რომელთაც განურისხდებოდა მძლავრი მამის ასული. დაეშვა ოლიმპოსის
სიმაღლიდან, დადგა ითაკის მიწაზე ოდისევსის კარიბჭესთან, ეზოს ზღურბლზე. ხელთ ეპყრა
ბრინჯაოს შუბი, ჰგავდა უცხოელს, ტაფოსელთა წინამძღოლ მენტესს. იქ იპოვა ამაყი სასიძოები.
ისინი კარის წინ კამათლით ერთობოდნენ, მსხდომნი იმ ხარების ტყავზე, რომლებიც თვითონ
დახოცეს. შიკრიკები და სწრაფი მსახურები [110] ზოგი კრატერებში ღვინოსა და წყალს აზავებდა,26
ზოგი კი ფორებიანი ღრუბლებით მაგიდებს წმენდდა და დგამდა, ზოგი კი ხორცს ბლომად
არიგებდა.
იგი სულ პირველმა ღვთისდარმა ტელემაქოსმა დაინახა, რადგან სასიძოებში იჯდა მწუხარე
გულით, ფიქრებში წარმოიდგენდა სახელოვან მამას, შემთხვევით სადღაციდან მოდიოდა,
სასიძოებს მიმოფანტავდა სასახლეში, თავად მოიპოვებდა პატივს და გაბატონდებოდა საკუთარ
სახლში. ამას რომ ფიქრობდა, სასიძოებში ჩამჯდარი, დაინახა ათენა, წავიდა პირდაპირ
კარიბჭისკენ, შერცხვა, [120] რომ უცხოელი დიდხანს იდგა კარებთან; მიუახლოვდა, მარჯვენაში

23ზღვის ჭიპი – ე.ი. ზუსტად შუაგულში.


24ასული ცბიერი ატლასისა – კალიფსო.
25 გრძელთმიანი – გრძელი თმა ასხვავებდა არა მხოლოდ თავისუფალს მონისაგან, არამედ წარჩინებულსაც

უბრალო ხალხისგან.
26 კრატერებში ღვინოსა და წყალს აზავებდა... – გაუზავებელი ღვინის სმა მიღებული არ იყო. ღვინოსა და წყალს

სპეციალურ ჭურჭელში, კრატერში აზავებდნენ. ტრადიციული გაზავება იყო 1:3 (ერთი წილი ღვინო და სამი წილი წყალი).

13
ხელი ჩასჭიდა, ბრინჯაოს შუბი გამოართვა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „გაიხარე27, უცხოელო,
ჩვენთან კარგად გაგიმასპინძლდებით და როდესაც სადილს მიირთმევ, გვეტყვი, რა გჭირდება.“
ეს თქვა და წინ გაუძღვა, მას მიჰყვა ათენა პალასი. და როდესაც აღმოჩნდნენ მაღალ სახლში,
შუბი მიიტანა და მიაყუდა მაღალ სვეტთან გაპრიალებულ საშუბე სადგამს, სადაც სხვებთან ერთად
გულმაგარი ოდისევსის მრავალი შუბიც იდგა. [130] წაიყვანა იგი, სელის ქსოვილი დაუფინა,
ოსტატურად ნაკეთებ სავარძელში ჩასვა და ფეხისთვის დაბალი ჯორკოც მოაწოდა. გვერდით
დაუდგა მდიდრულად მორთული სკამი, სხვა სასიძოებისგან მოშორებით, რომ უცხო ხმაურს არ
შეეწუხებინა და მედიდურ ხალხში აღმოჩენილს სადილი არ შესძულებოდა; თანაც, უნდოდა,
დაკარგულ მამაზე გამოეკითხა. ოქროს ლამაზი სურა მოიტანა, ვერცხლის ტაშტი დაუდგა და ხელის
დასაბანად წყალი დაუსხა; გვერდით კი თლილი და პრიალა მაგიდა მიუდგა. დარბაისელმა მნე
ქალმა პური მოუტანა და დაუდგა, [140] უამრავი საკვები მოაყოლა, უხვად გაიღო თავისი
მარაგიდან. კერძის დამჭრელმა ყველანაირი ხორცის დაფები მოიტანა და დააწყო, გვერდით ჩაუდგა
ოქროს თასები; შიკრიკი ხშირად მოდიოდა და თასებს ღვინით ავსებდა.
შემდეგ მოვიდნენ ამაყი სასიძოები. ისინი ერთმანეთის მიყოლებით დაბრძანდნენ
სავარძლებსა და მაღალ სკამებზე. შიკრიკებმა მათ ხელზე წყალი დაუსხეს, მონაქალებმა პური
დაალაგეს კალათებით, ბიჭებმა სასმელით გაავსეს კრატერები. სასიძოებმაც კერძებისკენ ხელები
გაიწვდინეს. [150] შემდეგ, როცა სმითა და ჭამით გული იჯერეს, სასიძოებმა ფიქრი სხვაგან
წარმართეს, სიმღერისა და ცეკვისაკენ, რადგან ესაა ლხინის მშვენება. შიკრიკმა მშვენიერი
ფორმინქსი28 ჩაუდო ხელში ფემიოსს, რომელსაც სასიძოები აიძულებდნენ, მათთვის ემღერა. და მან
ჩამოჰკრა სიმებს, რომ დაეწყო ტკბილი სიმღერა.
მაშინ ტელემაქოსმა უთხრა თვალსხივოსან ათენას, ახლოს მიუტანა თავი, სხვებს რომ არ
გაეგონათ: „ძვირფასო უცხო კაცო, ხომ არ გამიწყრები, რაღაც რომ გითხრა? ამათ ეს აღელვებთ,
ფორმინქსი და სიმღერა, [160] თავისუფლად, სხვის ქონებას დაუსჯელად ჭამენ, კაცისას, რომლის
ხმელეთზე დაყრილ თეთრ ძვლებს წვიმა ხრწნის ან ზღვის ტალღა ატრიალებს. მათ რომ ის ითაკაში
დაბრუნებული დაენახათ, ყველანი უმალ ილოცებდნენ, უფრო ფეხმარდნი ყოფილიყვნენ, ვიდრე
ოქროთი და ტანსაცმლით მდიდრები. ახლა კი ავმა ბედმა დაღუპა და არ გვაქვს ნუგეში, თუნდაც
დედამიწაზე ადამიანთაგან ვინმემ რომ თქვას, დაბრუნდებაო; დაიღუპა მისი დაბრუნების დღე.
მაგრამ მოდი, მითხარი ეს და სიმართლე თქვი: [170] ვინ ხარ და სადაური ხარ? რომელია შენი
ქალაქი, ვინ არიან მშობლები? როგორმა ხომალდმა მოგიყვანა? როგორ მოგიყვანეს მაზღვაურებმა
ითაკამდე? ვისი მეზღვაურები ვართო, რას ამტკიცებენ? რადგან, მგონია, აქ ფეხით ვერ მოხვიდოდი.
ესეც მართლად მითხარი, კარგად რომ ვიცოდე, პირველად ხარ აქ, თუ მამაჩემის სტუმარი იყავი,
რადგან ბევრი ვინმე ყოფილა ჩვენს სახლში სტუმრად, ისიც ბევრს ტრიალებდა ადამიანებში.“
მას უპასუხა ქალღმერთმა, თვალსხივოსანმა ათენამ: „მე შენ ყველაფერს გეტყვი მართლად.
[180] ამაყად გეტყვი, მე ვარ მენტესი, ბრძენი ანქიალოსის ძე, მეფე ნიჩბისმოყვარული
ტაფოსელებისა. ახლა, როგორც ხედავ, ჩემი გემით და მეგობრებით აქ ჩამოვედი, მივცურავ
ღვინისფერი ზღვით უცხოენოვან ხალხთან, ტემესეში სპილენძის შესაძენად, თან მაქვს მოელვარე
რკინა. ჩემი გემი კი დგას სოფლად, ქალაქიდან მოშორებით, რეითრონის ნავსადგურში, ტყიანი
ნეიონის ძირას. ერთმანეთის მეგობრებად გამოვაცხადოთ თავი, როგორც ჩვენი მამები იყვნენ, ძველ
მეგობრებად. მიდი და ჰკითხე მოხუც გმირ ლაერტესს, რომელიც, როგორც ამბობენ, ქალაქში აღარ
[190] ჩამოდის, არამედ შორს, სოფლად უძლებს გასაჭირს, მოხუც მოახლესთან ერთად, რომელიც
საჭმელ-სასმელს აწვდის, როდესაც დაღლილობა ეუფლება მის კიდურებს, როდესაც ის შრომობს
თავისი ვენახის ფერდობებზე. ახლა მოვედი, რადგან ხალხმა თქვა, მამაშენი თავის ხალხშიაო,
მაგრამ ღმერთები უშლიან ხელს დაბრუნებაში. რადგან არ გამქრალა დედამიწიდან ღვთაებრივი
ოდისევსი, მეჩვენება, რომ ცოცხალია და აკავებენ სადღაც ვრცელ ზღვაში წყალშემორტყმულ
კუნძულზე, სასტიკი და ველური ხალხი აკავებს მას ძალით. [200] ახლა გიწინასწარმეტყველებ, რაც
სულში ჩამიდეს უკვდავებმა, რაც მწამს, რომ იქნება, თუმცა არც მისანი ვარ და არც ფრინველთა
ნიშნებისა გამეგება რამე. დიდხანს არ იქნება საყვარელ მშობლიურ მიწას მოშორებული, თუნდაც
რკინის ბორკილები ედოს; რაღაცას აუცილებლად მოიფიქრებს, საზრიანია. ახლა კი მითხარი და

27 გაიხარე (ბერძნ. χαίρε) – იხმარებოდა მისალმებისა და დამშვიდობების მნიშვნელობით („გამარჯობა“ და


„მშვიდობით“).
28 ფორმინქსი – φόρμιγξ ძველი ბერძნული ლირის მსგავსი სიმებიანი ინსტრუმენტი, საშუალედო ლირასა და

კითარას შორის, ჰქონდა ორიდან შვიდ სიმამდე. ვარაუდობენ, რომ შუამდინარული წარმოშობისა იყო.

14
მართლად თქვი, ამოდენა ბიჭი ოდისევსის შვილი თუ ხარ. თავი და ლამაზი თვალები ძალიან
მიგიგავს, ჩვენ ბევრჯერ ვხვდებოდით ერთმანეთს, სანამ ტროაში წავიდოდა, სადაც სხვა
არგოსელებიც წავიდნენ ღრმამუცლიანი ხომალდებით. ამის შემდეგ არც მე მინახავს და არც იმას
ვუნახავვარ.
მას საპასუხოდ უთხრა გონიერმა ტელემაქოსმა: „მე შენ, უცხოელო, სიმართლეს გეტყვი.
დედაჩემმა მითხრა, რომ მისი ვარ, მაგრამ მე არ ვიცი, არავინ არ შეიძლება მყარად იცოდეს თავისი
წარმომავლობა. ნეტავ, ვყოფილიყავი ვინმე ბედნიერის შვილი, რომელმაც სიბერე თავის მამულში
გაატარა, ახლა კი, რაკი ამაზე მეკითხები, [220] ამბობენ, რომ ყველაზე უბედური კაცისგან გავჩნდი.“
მას უპასუხა ქალღმერთმა, თვალსხივოსანმა ათენამ: „უეჭველია, რომ უსახელო
წარმომავლობა არ დაუგენიათ ღმერთებს შენთვის, თუკი ასეთი შვილი გაუჩნდი პენელოპეს. მაგრამ,
აბა, ეს მითხარი და მართლად თქვი, რა ლხინია, რა შეკრებაა აქ? რა საჭიროა? რამე ნადიმია თუ
ქორწილია? მეგობრული სუფრა არაა, ყველას რომ თავისი მოაქვს, ისეთი ქედმაღლობითა და
თავხედობით ქეიფობენ შენს სახლში. განრისხდებოდა ნებისმიერი კეთილგონიერი ადამიანი,
რომელიც მოვიდოდა და ამ სამარცხვინო ამბავს დაინახავდა.“
[230] მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „უცხო კაცო, რაკი მართლა მეკითხები ამაზე,
ჩვენი სახლი ოდესღაც იყო მდიდარი და პატივდებული, სანამ ის კაცი თავის ხალხში ცხოვრობდა.
ახლა კი ბოროტი განიზრახეს და სხვაგვარად ისურვეს ღმერთებმა, იგი გააქრეს ყველა ადამიანისგან
განსხვავებით. რომ დაცემულიყო ტროაში ან მომკვდარიყო მეგობრების ხელში ომის დამთავრების
შემდეგ, მისი სიკვდილი ნაკლებად დამამწუხრებდა. მაშინ სრულიად აქაველები საფლავს
აუგებდნენ და [240] მისი შვილი დიდებას მოიპოვებდა მემკვიდრეობით. ახლა კი უსახელოდ
მოიტაცეს ჰარპიებმა29: წავიდა, არ ჩანს, არ ისმის, მე კი ტკივილი და ოხვრა დამიტოვა. მარტო მას არ
ვგლოვობ და არ დავტირი, რადგან ღმერთებმა სხვა ცუდი საფიქრალიც გამიჩინეს. წარჩინებულები,
რომლებიც კუნძულებს: დულიქიონს, სამესა და ტყიან ძაკინთოსსა და კლდოვან ითაკას მართავენ,
დედაჩემის ხელს ითხოვენ და სახლს მიჩანაგებენ.30 ის ვერც უარს ამბობს საძულველ ქორწინებაზე
და არც ყველაფრის დასრულება შუძლია; [250] ისინი კი ნთქავენ და სპობენ ჩემს სახლს და მალე მეც
გამანადგურებენ.“
მაშინ განრისხებულმა ათენა პალასმა მიუგო: „აჰ! მართლაც საშინლად გჭირდება
დაკარგული ოდისევსი, რომ მოუაროს ამ უსირცხვილო სასიძოებს. ახლა რომ მოვიდეს და დადგეს
კარებში, მუზარადით, ფარითა და ორი შუბით, როგორიც მე ვნახე პირველად ჩვენს სახლში,
როდესაც სვამდა და მოილხენდა, ეფირედან, მერმეროსის ძე ილოსისგან დაბრუნებული. [260]
ოდისევსი იქ წავიდა თავისი სწრაფი ხომალდით, ეძებდა კაცისმკვლელ საწამლავს, რომ ბრინჯაოს
ისრისპირებზე წაესვა. მან კი მარადიული ღმერთების შიშით ვერ მისცა ეს შხამი, მაგრამ მამაჩემმა
არ დაუკავა, რადგან გამორჩეულად უყვარდა. ასეთი ოდისევსი რომ დაჰპირისპირებოდა სასიძოებს,
სწრაფ სიკვდილსა და მწარე ქორწილს მოუტანდა. მაგრამ ეს მართლაც ღმერთებს უდვიათ
მუხლებზე, დაბრუნდება და შურს იძიებს თუ არა თავის სასახლეში, შენ კი მე გთავაზობ, მოიფიქრო,
[270] როგორ შეძლებ, გააძევო სასიძოები სასახლიდან. მოდი, მომისმინე და ყურად იღე ჩემი სიტყვა:
დილით აგორაზე უხმე აქაველ გმირებს, სიტყვით მიმართე მათ და ღმერთები მოიხმე მოწმედ.
სასიძოებს ურჩიე, წაბრძანდნენ თავიანთ სახლებში, დედას კი, თუკი გული გათხოვებისკენ მიუწევს,
წავიდეს თავისი მძლავრი მამის სასახლეში, იქ მოამზადონ საქორწინო სუფრა და საჩუქრები,
ყველაფერი, რაც უნდა გაატანოს საყვარელ ასულს. შენ კი მოგცემ გონივრულ რჩევას, თუ
დამიჯერებ. [280] მოამზადე საუკეთესო გემი, რაც გაქვს, აიყვანე ოცი ნიჩბოსანი, წადი, ეძებე ამბები
დაკარგულ მამაშენზე, მოკვდავთაგან იქნებ ვინმემ რამე გიამბოს ან იქნებ რამე გაგაგონოს ზევსმა,
რომელიც ხშირად აუწყებს ამბებს ადამიანებს. პირველად ჩადი პილოსში და გამოჰკითხე
ღვთაებრივ ნესტორს, იქიდან – სპარტაში, ოქროსთმიან მენელაოსთან, რომელიც უკანასკნელი
ჩავიდა სახლში ბრინჯაომოსილ აქაველთაგან. თუკი ყური მოჰკარი, რომ ცოცხალია და შინ მოიწევს
მამაშენი, მაშინ, რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს, ერთი წელი უნდა გაუძლო; მაგრამ თუ გაიგე,

29 მოიტაცეს ჰარპიებმა – ბერძნული ანდაზა კაცზე, რომელიც სადღაც გაქრა.


30 სახლს მიჩანაგებენ – სხვისი ქონების დაუკითხავად მოხმარება – სწორედ ეს არის სასიძოების დანაშაული, თორემ
იმ კაცის ცოლისთვის ხელის თხოვნა, რომელიც ოცი წელია, წასულია და რომელზეც არაფერი არაა ცნობილი, სამარცხვინოდ
არ ითვლებოდა.

15
რომ მოკვდა და აღარ არის, [290] დაბრუნდი საყვარელ სამშობლო მიწაზე, აუგე ყორღანი31,
დაკრძალე ღირსეულად, როგორც შეეფერება, დედაშენი კი ვინმეს მიათხოვე. როდესაც ყველაფერ
ამას მოაგვარებ და დაასრულებ, გული და გონება იმაზე მომართე, თუ როგორ უნდა ამოხოცო
სასიძოები სასახლეში ცბიერებით ან ცხადად; ჩვილივით მოქცევა აღარ შეგშვენის, რადგან ბავშვი
აღარ ხარ. ნუთუ არ გსმენია, რამოდენა დიდება მოიპოვა ღვთაებრივმა ორესტესმა ყველა
ადამიანისაგან, როდესაც მოკლა [300] ცბიერი ეგისთოსი, რომელმაც სახელოვანი მამა მოუკლა?
შენც, მეგობარო, ასეთი ლამაზი და მაღალი რომ ხარ, მოუხმე ვაჟკაცობას, რომ ვინმემ, ვინც შემდეგ
დაიბადება, კეთილი სიტყვა თქვას შენზე. ახლა კი მე ჩემს სწრაფ ხომალდთან უნდა მივიდე, სადაც
ჩემი მეგობრები შეწუხებოდნენ მოლოდინით, შენ კი დაიმახსოვრე და აწონ-დაწონე ჩემი სიტყვა.“
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „უცხო კაცო, მართლაც ძალიან თბილად და
მამაშვილურად მელაპარაკე, შენს სიტყვებს არასოდეს დავივიწყებ. მაგრამ ცოტა შეიცადე, თუმცა კი
წასვლას აპირებ, [310] ტანს დაიბანდი და გულს გაიხარებდი, გახარებული წახვიდოდი გემზე,
ჩემგან სახსოვრად ლამაზ საჩუქარს წაიღებდი, როგორსაც მეგობრები აძლევენ ერთმანეთს.“
მას უპასუხა ქალღმერთმა, თვალსხივოსანმა ათენამ: „მეტად ნუღარ დამაყოვნებ,
წასასვლელი ვარ. საჩუქარი კი, რომლის მოცემასაც კეთილი გული გიბრძანებს, უკან რომ
მოვბრუნდები, მაშინ მომეცი, სახლში რომ წავიღო, ამორჩეული და საუკეთესო, შენაც ღირსეულ
საჩუქარს მიიღებ სანაცვლოდ.“ ასე ბრძანა და წავიდა თვალსხივოსანი ათენა, [320] ჩიტივით
გაფრინდა და გაქრა. ტელემაქოსის გულში მან ჩადო ძალა და გამბედაობა და მამაზე ფიქრი
ადრინდელზე უფრო გაუძლიერა. მან იგრძნო, რა მოხდა მის სულში და შეშინდა, როგორც კი
მიხვდა, რომ მასთან იყო ღმერთი. შემდეგ, თავადაც ღვთისდარი, იგი შევიდა სასიძოებთან.
მათ უმღეროდა სახელგანთქმული მომღერალი, ისინი მდუმარედ ისხდნენ და უსმენდნენ:
იგი მღეროდა ტროიდან აქაველთა მძიმე დაბრუნებაზე, რომელსაც ათენა პალასი
ხელმძღვანელობდა. ზედა ოთახიდან იკარიოსის ასულმა, ფიქრიანმა პენელოპემ გულით ისმინა
მისი განსაცვიფრებელი სიმღერა, [330] ჩამოვიდა თავისი სახლის მაღალ კიბეზე, მარტო არ იყო: მას
მოჰყვებოდა მისი ორი მოახლე. როდესაც სასიძოებს მიუახლოვდა ღვთაებრივი ქალთაგან, იგი
დადგა მჭიდროდ ნაშენები სახურავის სვეტთან, ყვრიმალებს უფარავდა ელვარე პირბადე,
გვერდიგვერდ ედგნენ ერთგული მოახლეები. შემდეგ თვალცრემლიანმა უთხრა ღვთაებრივ
მომღერალს: „ფემიოს, რაკი შენ იცი უამრავი რამ, რაც ხიბლავს მოკვდავებს, ადამიანთა და ღმერთთა
საქმენი, რასაც განადიდებენ მომღერლები, იმღერე რომელიმე მათგანზე, რაკი მაგათ უზიხარ
გვერდით და მათაც სვან [340] ღვინო სიჩუმეში. შეწყვიტე ეს სევდიანი სიმღერა, რომელიც მკერდში
გულს მიტანჯავს, ვინაიდან დაუვიწყარი ტკივილი ყველა ქალზე მეტად სწორედ ჩემთან მოდის,
რადგან მუდმივად მახსენდება ჩემი მეუღლის ძვირფასი სახე, რომლის დიდება ვრცელია მთელ
საბერძნეთში არგოსის გულამდე.“
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „დედაჩემო, რატომ უშლი ერთგულ მომღერალს,
დაატკბოს ხალხი, როგორც გული ეუბნება? მომღერლები არ არიან დამნაშავენი, გასაკიცხავი
მხოლოდ ზევსია, რომელიც თითოეულ პურისმჭამელს ისე ექცევა, როგორც მოესურვება. [350] თუ
ეს კაცი დანაელთა უბედურებაზე მღერის, ეს არ არის მიზეზი გაბრაზებისთვის, რადგან ხალხი
ხშირად აქებს ახალ მოსმენილ სიმღერას ხოლმე. მიეცი ნება შენს სულსა და გულს, გაუძლოს და
მოუსმინოს, რადგან ერთადერთი არაა ოდისევსი, რომელსაც ტროიდან დაბრუნების დღე მოესპო,
ბევრი სხვა ადამიანიც დაიღუპა. ასე რომ, დაბრუნდი შენს ოთახში, შენს საქმეს მიხედე, საქსოვ
დაზგასა და მაქოს და სთხოვე შენს მოახლეებს, თავიანთი საქმით დაკავდნენ. ლაპარაკი კაცების
საქმეა, განსაკუთრებით კი ჩემი, რადგან ძალაუფლება ამ სახლში მე მეკუთვნის.
[360] გაოგნებული, უკანვე გაბრუნდა, შვილის გონივრული სიტყვები გულში ჩაიდო.
როდესაც ზედა სართულზე ავიდა მოახლეებთან ერთად, იტირა ოდისევსზე, საყვარელ მეუღლეზე,
სანამ ტკბილი ძილით არ დაუხუჭა თვალები თვალსხივოსანმა ათენამ.
სასიძოებმა ხმაური ატეხეს ჩრდილოვან სასახლეში, ყველა ლოცულობდა, რომ მასთან
დაწოლილიყო. მაშინ გონიერმა ტელემაქოსმა მათ შორის პირველმა წარმოთქვა სიტყვა: „დედაჩემის
სასიძოებო, თქვენი ქედმაღალი თავაშვებულებით, ახლა ეს ლხინი შევირგოთ, ნუ ხმაურობთ, [370]
რადგან ეს დიდებული საქმეა, მოუსმინო ისეთ მომღერალს, როგორიც ესაა თავისი ღვთაებრივი

31 ყორღანი – ე.წ. „კენოტაფი“ (κενοτάφιον) ცარიელი საფლავი აიგებოდა უცხოეთში გარდაცვლილი და

დაუკრძალავი ადამიანისთვის. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ, ბერძნების წარმოდგენით, დაუკრძალავი ადამიანის სული ვერ
მოხვდება ჰადესში და ვერ მოისვენებს იქ.

16
ხმით. დილით კი მივიდეთ და დავსხდეთ აგორაზე, ყველანი, რომ შევძლო გამოგიცხადოთ
დაუფარავად ჩემი ნება, დატოვოთ ჩემი სასახლე. სხვაგან იპოვეთ ლხინი, საკუთარი მონაგარი
მიირთვით რიგრიგობით, საკუთარ სახლებში. თუკი თქვენ გეჩვენებათ უფრო სასურველად და
თქვენთვის უკეთესად ერთი კაცის ქონების განადგურება ანაზღაურების გარეშე, გაანადგურეთ,
მაგრამ მე შევძახებ მარადიულად არსებულ ღმერთებს, იმ იმედით, რომ ზევსი მაჩუქებს პასუხის
გაცემის დღეს, [380] მაშინ თქვენ დაიღუპებით და შურსაც თქვენთვის ვერავინ იძიებს.“
ასე თქვა და ტუჩები დაიჭამეს გაოცებულებმა, ტელემაქოსის უშიშარი ლაპარაკის გამო.
მას მიუგო ანტინოოსმა, ევპეითესის ძემ: „ტელემაქოს, ეტყობა, თავად ღმერთებმა გასწავლეს
მაღალფარდოვანი და თამამი ლაპარაკი. ნურასოდეს ნუ გაგხდის კრონიონი ზღვაშემორტყმული
ითაკის კუნძულის მეფედ, თუმცა კი მემკვიდრეობით გეკუთვნის.“
მის საპასუხოდ თქვა გონიერმა ტელემაქოსმა: „ანტინოოს, განრისხდები, როცა ვიტყვი, რომ
მე თვითონ მინდა ავიღო ძალაუფლება, [390] თუ ზევსი მომცემს. თუ ფიქრობ, რომ ეს უარესია, რაც
კაცს შეიძლება შეემთხვას? რადგან ცუდი როდია მეფობა: კაცის სახლი უეცრად ხდება მდიდარი და
თვითონ – უფრო დაფასებული; მაგრამ ზღვაშემორტყმულ ითაკაში არიან აქაველი მეფეები და
სხვებიც, ახალგაზრდა და ასაკოვანი, ერთი მათგანი ამ პატივს დაიმსახურებს, რაკი ღვთაებრივი
ოდისევსი მოკვდა; მაგრამ ჩემი სახლისა და მონების მბრძანებელი, რომლებიც ღვთაებრივმა
ოდისევსმა ჩემთვის მოიპოვა, მე ვიქნები.“
მას უპასუხა ევრიმაქოსმა, პოლიბოსის ძემ: [400] „ტელემაქოს,ღმერთების მუხლებზე დევს,
თუ ვინ იქნება აქაველთაგან ზღვაშემორტყმული ითაკის მეფე, მაგრამ სახლი და ქონება შენია და
უნდა მართო შენ. რადგან, ვინც უნდა მოვიდეს, შენი ნების საწინააღმდეგოდ შენი ქონების
მითვისება დააპიროს, არ დაანებო, სანამ ხალხი ცხოვრობს ითაკაზე; მაგრამ მე მინდა გკითხო,
საუცხოო კაცო, უცხოელზე. საიდანაა, რომელი ქვეყნიდან ვარო, რას ამბობს, საიდან მოდის მისი
მოდგმა და მამის მხარე. რამე ამბავი ჩამოიტანა მამაშენის ჩამოსვლაზე, თუ საკუთარ საქმეზე იყო
ჩამოსული? [410] როგორ წამოხტა და გაქრა! არ უნდოდა მოცდა, რომ არ ეცნოთ, თუმცა უბრალო
კაცს არ ჰგავდა.“
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „ევრიმაქოს, მამაჩემის დაბრუნება ნამდვილად
გამოირიცხა. მე აღარ მჯერა ხმებისა, საიდანაც უნდა მოდიოდეს, არც წინასწარმეტყველებისა,
როდესაც დედაჩემი ჩვენს სასახლეში მოსულ ვინმე მისანს ეკითხება. ეს უცხოელი მამაჩემის
მეგობარია ტაფოსიდან, მითხრა, მენტესი ვარ, ბრძენი ანქიალოსის ძე, რომელიც მბრძანებლობს
ნიჩბისმოყვარულ ტაფოსელებზე.“
[420] ეს თქვა ტელემაქოსმა, თუმცა გულის სიღმეში ამოიცნო უკვდავი ქალღმერთი.
ისევ მიუბრუნდნენ ცეკვასა და საამო სიმღერას, მოილხენდნენ და ელოდნენ საღამოს
დადგომას. ამ ლხინში იყვნენ, ბნელი საღამო რომ მოვიდა და დასასვენებლად ყველა სახლში წავიდა.
ტელემაქოსი ავიდა თავის ოთახში, რომელიც აგებული იყო მშვენიერი შიდა ეზოს თავზე, იქიდან
იშლებოდა მშვენიერი ხედი, დაწვა ლოგინში და აწონ-დაწონა უამრავი რამ. იქ ანთებული
ჩირაღდნით დახვდა ერთგული ევრიკლეა, ოფს პისენორიდესის ასული. [430] იგი ოდესღაც
ლაერტესმა იყიდა თავისთვის ოცი ხარის საფასურად,32 როცა სულ ახალგაზრდა ქალიშვილი იყო.
ერთგული მეუღლის თანასწორად ჰყავდა სახლში, თუმცა სარეცელი არ გაუზიარებია, მეუღლე რომ
არ გაენაწყენებინა. ანთებული ჩირაღდნები ეჭირა მისთვის, ქალებიდან მას უყვარდა ყველაზე
მეტად და ჩვილობისას მისი ძიძა იყო. ყმაწვილმა გააღო ოსტატურად ნაკეთები ოთახის კარი,
ჩამოჯდა ლოგინზე, აიღო თავისი რბილი ქიტონი და კეთილგონიერ მოხუც ქალს გადასცა ხელში.
ქალმა გაასწორა და დაკეცა ქიტონი და [440] ხის ლოგინის თავზე კაუჭზე ჩამოკიდა, გავიდა
ოთახიდან და დაკეტა ვერცხლის საკეტით, რაზა გადაწია ტყავის ღვედით. და მთელი ღამე ცხვრის
ტყავში გახვეული ტელემაქოსი გონებაში გეგმავდა ათენას მიერ ნაჩვენებ გზას.

32 ოცი ხარის საფასურად – ჰომეროსისეულ საზოგადოებაში გაცვლით ერთეულად პირუტყვი ითვლებოდა,

ჩვეულებრივ ეს იყო ხარი. მონის ფასი რვიდან ოც ხარამდე მერყეობდა.

17
მეორე სიმღერა: კამათი ითაკაზე

1-34 სახალხო კრების მოწვევა; 35-84 ტელემაქოსი განაცხადებს თავის სატკივარს; 85-128 ანტინოოსი
ამართლებს სასიძოების საქციელს; 129-176 არწივთა ნიშანი, ჰალითერსესის წინასწარმეტყველება;
177-223 ტელემაქოსი მამის შესახებ გამოკითხვას აპირებს; 223-259 მენტორი იცავს ტელემაქოსს; 260-
295 ათენა, მენტორის სახით, გემის მომზადებას სთავაზობს; 296-336 სასიძოები დასცინიან
ტელემაქოსს; 337-381 ტელემაქოსი სურსათ-სანოვაგეს აგროვებს; 382-434 ათენა და ტელემაქოსი
მიდიან.

როდესაც ადრეშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, ოდისევსის საყვარელი ვაჟი


წამოდგა ლოგინიდან, შეიმოსა, მხარზე ბასრი ხმალი გადაიკიდა, მკვრივ ფეხებზე ლამაზი
სანდლები შეიკრა და ღმერთის იერით გამოვიდა თავისი ოთახიდან. უმალვე მქუხარეხმიან მაცნეებს
უბრძანა, აგორაზე მოეხმოთ გრძელთმიანი აქაველებისთვის. მაცნეებმა მოიწვიეს და ხალხი ძალიან
სწრაფად შეიკრიბა. [10] გაემართა აგორაზე, ხელში ბრინჯაოს შუბი ეჭრა, მარტო არ იყო, ორი სწრაფი
მწევარი მიჰყვებოდა. ღვთაებრივი მომხიბვლელობა დააღვარა მას ათენამ, ასე რომ, ყველა
აღფრთოვანებით უცქერდა, რომ მოდიოდა. ბერიკაცებმა გზა დაუთმეს და მამამისის სავარძელში
ჩაჯდა.
გმირი ეგვიპტიოსი, რომელიც წლებს წელში მოუხრია და რომელსაც უთვალავი რამ
უნახავს, იყო პირველი, ვინც ილაპარაკა, რადგან მისი საყვარელი ძე, შუბოსანი ანტიფოსი
ღვთისდარ ოდისევსთან ერთად წავიდა ღრმამუცლიანი ხომალდებით ცხენებით მდიდარ
ილიონში; იგი ველურმა კიკლოფსმა მოკლა [20] თავის გამოქვაბულში და მისგან საჭმელი
დაიმზადა. კიდევ სამი ძე ჰყავდა და ერთი, ევრინომოსი, სასიძოებში გაერია, ორი დანარჩენი კი
მუდამ მამას ეხმარებოდა მეურნეობაში; და მაინც, გლოვასა და მწუხარებაში, იგი ვერ დაივიწყა.
მისთვის ცრემლს ღვრიდა, ხმა ამოიღო და თქვა: „მომისმინეთ, ითაკელებო, ახლა, რა უნდა
გითხრათ! არც სახალხო კრება და არც სხდომა არ გვქონია მას შემდეგ, რაც ღვთაებრივი ოდისევსი
გაემგზავრა ღრმამუცლიანი ხომალდებით. ახლა კი ვინ მოგვიწვია? ვის დასჭირდა,
ახალგაზრდათაგანაა ვინმე თუ ბერიკაცთაგან? [30] იქნებ ესმა ამბავი ლაშქრის დაბრუნებისა და
შეუძლია ნათლად გვითხრას, რაც ჩვენამდე გაიგონა? იქნებ სხვა საკითხია, საჯარო საქმე, რომლის
განხილვაც სურს? ვინც უნდა იყოს, კარგი და დალოცვილი კაცი მგონია. ზევსმა კეთილად
დაასრულებინოს, რაც გულში უდევს.“
ასე თქვა და ოდისევსის საყვარელმა შვილმა გაიხარა ნათქვამით. აღარ დარჩა თავის
ადგილზე, წამოდგა და კრების შუაგულს მიაშურა, მაცნე პისენერმა, გონიერი რჩევის მცოდნემ,
კვერთხი33 გადასცა. ჯერ ბერიკაცს მიუბრუნდა და უთხრა: [40] „ის კაცი შორს არაა, როგორც მალე
თავადაც გაიგებ. მე ვარ ის კაცი, რომელმაც ხალხი შეკრიბა და ტკივილიც მე მეწვია. თქვენამდე
პირველს მე არ მსმენია არც ლაშქრის ჩამოსვლის ამბავი და ამაზე თქვენთვის ცხადი პასუხის გაცემა
არ შემიძლია, არც საჯარო საქმე მაქვს განსახილველი; არა, ეს ჩემი კერძო ამბავია, ჩემს სახლს შეეხო
უბედურება ორნაირად. უპირველეს ყოვლისა, სახელოვანი მამა დავკარგე, რომელიც თქვენი მეფე
და თქვენი კეთილი მამაც იყო. ახლა კიდევ უფრო განსაცდელი დააცხრება მალე მთელ ჩემს სახლს,
მთლიანად გაანადგურებს და ქონებას სულ მოსპობს. [50] დედაჩემს შეუჩნდნენ სასიძოები, აქ
წარმოდგენილ წარჩინებულ ადამიანთა ძენი, მას კი ისინი არ უნდა. მამამისის, იკარიოსის, სახლს
გაურბიან, რომელსაც თავად შეეძლო საქორწინო საჩუქრები მიეღო და გაეთხოვებინა ქალიშვილი
იმაზე, ვინც მივიდოდა და მოეწონებოდა, მაგრამ ისინი მოვიდნენ და ყოველდღე დადიან ჩვენს
სახლში, რომ დაკლან ხარები, მსუქანი თხები და ცხვრები, იქეიფონ და თავხედურად დალიონ
შუშხუნა ღვინო. ჩვენი მარაგი უკვე დაიცალა, რადგან არ არის კაცი, ოდისევსივით, რომელიც სახლს
დაიცავდა ამ წყევლისგან. [60] ჩვენ არ ვართ ახლა ისე ძლიერი, რომ თავი დავიცვათ, ჩვენ მხოლოდ
შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ გამოუცდელნი ვართ ბრძოლაში. და მაინც, თავს დავიცავდი, ძალა
რომ მქონოდა, რადგან ისეთი რამეები ხდება, რისი ატანაც შეუძლებელია და ჩემი სახლიც ასე
უსამართლოდ დაიქცა. უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი თავისა და მეზობლების წინაშე, რომლებიც
თქვენ ირგვლივ ცხოვრობენ, გეშინოდეთ ღმერთების რისხვის, რომ არ მოგიბრუნდნენ ჩადენილი
ბოროტების გამო დასასჯელად. მე გევედრებით ოლიმპოსელი ზევსისა და თემისის სახელით,

33 კვერთხი – კვერთხი გამოარჩევდა ქურუმს, ბელადს, საზოგადოებრივი თანამდებობის პირებს. სახალხო კრებაზე

კვერთხს მას გადასცემდნენ, ვისაც სიტყვა ეძლეოდა.

18
რომელიც შლის და თავს უყრის სახალხო კრებებს, აღკვეთეთ ეს, ჩემო მეგობრებო, [70] და ნება
დამრთეთ, მარტომ ვიგლოვო ჩემი სატკივარი, თუ, რა თქმა უნდა, არ ფიქრობთ, რომ მამაჩემი,
კეთილი ოდისევსი, ლამაზსაბარკულიანი აქაველების მტერი იყო და ამიტომ თქვენ მე სიავით უნდა
მიპასუხოთ და ეს სასიძოები უნდა გაამართლოთ. ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, თქვენ რომ
გაგეჩანაგებინათ ჩემი სიმდიდრე და საქონელი. თქვენ რომ ყოფილიყავით, იქნებ ოდესმე სამაგიერო
მაინც მიმეღო, აღმა-დაღმა ვივლიდი ქალაქში, მოვითხოვდი ჩემსას, სანამ არ დავიბრუნებდი, მაგრამ
ახლა უკურნებელი ჭირი შემეყარა თქვენგან!“ [80] ეს თქვა და განრისხებულმა კვერთხი მიწაზე
დააგდო, ცრემლმორეულმა. ყველამ თანაუგრძნო.
ყველა დანარჩენი დუმდა, ვერავინ გაბედა, პასუხი გაეცა ტელემაქოსისთვის მკაცრი
სიტყვებით. მხოლოდ ანტინოოსმა უთხრა სანაცვლოდ: „მაღლითმეტყველო ტელემაქოს,
დაუოკებელი მრისხანებით რა სიტყვა გვითხარი, როგორ შეგვარცხვინე, როგორ მოინდომე ჩვენი
გაკიცხვა! შენთან აქაველი სასიძოები კი არ არიან დამნაშავეები, არამედ შენი საყვარელი დედა,
ცბიერებათა მცოდნე. უკვე სამი წელია, მალე ოთხიც იქნება, [90] რაც აქაველებს მკერდში სულს
უმღვრევს. თითოეულს იმედსა და დაპირებას აძლევს, მაცნეებს უგზავნის, გონებაში კი სხვა რამ
აქვს. ახლა ეს ახალი ცბიერება ჩაიდო გულში: დადგა დარბაზში დიდი საქსოვი დაზგა, დაიწყო
თხელი და უზარმაზარი ქსლის ბეჭვა და იმავე წამს გვითხრა: „ბიჭებო, ჩემო სასიძოებო, რაკი მოკვდა
ოდისევსი, ძალიან გინდათ ჩემი შერთვა, მაგრამ მოითმინეთ, სანამ ამ ზეწარს დავასრულებ, ჩემი
ნართი რომ ამაოდ არ დაიკარგოს, გმირი ლაერტესის დასაკრძალავად, იმ დროისთვის, [100] როცა
გამშოტავი სიკვდილის დამღუპველი მოირა მოსპობს, რომ რომელიმე აქაველმა ქალმა არ
გამომლანძღოს, ამოდენა სიმდიდრის მშოვნელი კაცი სუდარის გარეშე გიწევსო. ასე ბრძანა და ჩვენი
ვაჟკაცური სულიც დაეთანხმა. ამის შემდეგ დღისით ქსოვდა თავის დიდ ქსელს და ღამით
ჩირაღდნების შუქზე ხელახლა არღვევდა. სამი წელი ცბიერად გვიმალავდა ამას და გვაცურებდა
აქაველებს, მაგრამ მეოთხე წელი რომ დადგა და წლის დროები ერთმანეთს მიჰყვა, მისმა ერთმა
ქალმა, რომელმაც იცოდა, ცხადად გვითხრა და ჩვენც აღმოვაჩინეთ, რომ არღვევდა ამ ბრწყინვალე
ნაქსოვს. [110] ასე რომ, იძულებული გახდა, დაემთავრებინა, თუმცა არ სურდა. ეს არის სასიძოების
პასუხი, შენ შენს გულში თავადაც იცი ეს და ყველა აქაველმა იცის. გაგზავნე დედაშენი და უბრძანე
იმას გაჰყვეს ცოლად, ვისაც მამამისი მიათხოვებს ან ვინც თავად მას მოეწონება; მაგრამ თუ კიდევ
დიდხანს გააწვალებს აქაველთა შვილებს, თავისი გამორჩეული შესაძლებლობებით, რომელიც
ჭარბად მისცა ათენამ, საუკეთესო ხელსაქმეც იცის და გონებაც ბრწყინვალედ უჭრის; რაც შეეხება
ხრიკებსა და ცბიერებას, არც გვსმენია, რომ ვინმე ძველთაგან მისი მსგავსი ყოფილიყოს ლამაზად
თმადაწნულ აქაველ ქალებში, [120] ტირო34 იქნებოდა, ალკმენე35 თუ მშვენიერნაწნავიანი მიკენე36,
ვერც ერთი ვერ შეედრებოდა აზროვნებით პენელოპეს, მაგრამ ეს ბოლო სწორად ვერ მოიფიქრა.
რადგან ისინი ამის შედეგად გაანადგურებენ თქვენს ქონებასა და სიმდიდრეს, სანამ ამ საქმეს არ
მოეშვება, რომელიღაც ღმერთებს რომ ჩაუდვიათ გულში მისთვის. დიდ სახელს კი მოიპოვებს
თავისთვის, მაგრამ თქვენს მონაგარს მთლიანად გაანადგურებს; ჩვენ არც შინ და არსად სხვაგან არ
წავალთ, სანამ იგი ცოლად არ გაჰყვება იმ აქაველს, რომელსაც ისურვებს.
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: [130] „ანტინოოს, შეუძლებელია, მისი სურვილის
საწინააღმდეგოდ სახლიდან გავუშვა ის, ვინც მშვა და აღმზარდა; მამაჩემი სადღაც სხვა მიწაზეა
მკვდარი ან ცოცხალი. ცუდი იქნებოდა, იკარიოსისთვის დიდი ქონების გადახდა მომიწევდა, თუ
მას დედაჩემს ჩემი ნებით დავუბრუნებდი.37 მამამისისგან ბოროტება მელის, მაგრამ ღვთაებებიც არ
დამინდობენ, რადგან სახლიდან გასული დედაჩემი სასტიკ ერინისებს მომისევს, ხალხისგანაც
დამსახურებული რისხვა მომელის, ამიტომაც არასოდეს გავცემ ამ ბრძანებას. თუკი ეს ამბავი თქვენს
სინდისს შეეხება, დატოვეთ ჩემი სასახლე, სხვაგან იპოვეთ პურმარილი, [140] საკუთარი მონაგარი
ჭამეთ და სვით, შინ დაბრუნდით. თუკი უფრო სასურველად და უკეთესად მიგაჩნიათ
აუნაზღაურებლად ერთი კაცის ქონება მოსპოთ, გააჩანაგეთ: მე კი შევძახებ მარად არსებულ

34 ტირო – ელისელი მეფის ასული, შემდგომში იოლკოსის დედოფალი.


35 ალკმენე – მიკენელი დედოფალი, ტირინსის მეფე ამფიტრიონის მმეუღლე, რომელიც მიკენიდან თებეში გაიქცა.
აქ, ქმრის არყოფნის დროს, ამფიტრიონის სახით მოვლენილ ზევსს დაუწვა და ჰერაკლესი უშვა.
36 მიკენე – არგოსის მეფე ინაქოსისა და ოკეანის მელიას ასული.

37 დიდი ქონების გადახდა მომიწევდა... – თუკი ქმარი უდანაშაულო ცოლს მამამისს უბრუნებდა (ამ შემთხვევაში,

შვილი თუ დაბრუნებდა მამას ქვრივ დედას), მას სიმამრისთვის საურავი უნდა გადაეხადა.

19
ღმერთებს, რომ ზევსმა რამენაირად მომასწროს ამ საქმისთვის შურისძიებას, როდესაც,
ანაზღაურების გარეშე,38 ამ სახლში ამოწყდებით!“
ასე თქვა ტელემაქოსმა და ორი არწივი შორსმხედველმა ზევსმა მთის მაღალი
მწვერვალიდან ააფრინა. თავიდან ორივე გვერდიგვერდ ქარის ქროლას მიჰყვებოდა გაშლილი
ფრთებით, [150] მაგრამ როდესაც მიაღწიეს ხმაურიანი აგორის შუაგულს, დატრიალდნენ ირგვლივ
მძლავრი ფრთების ცემით, თავები დახარეს და გამანადგურებელი მზერით გამოიხედეს.
ჩააფრინდნენ ერთმანეთს თავსა და კისერში კლანჭებით და მარჯვნიდან გადაუქროლეს ხალხის
სახლებსა და ქალაქს. გაუკვირდათ ფრინველების საკუთარი თვალით ნანახი ამბავი, გულში
ბჭობდნენ, რას უნდა მოასწავებდესო. მათ შორის სიტყვა თქვა მოხუცმა გმირმა ჰალითერსესმა,
მასტორიდესმა, რომელიც თავის თაობაში ყველას აღემატებოდა ფრინველთა გაგებასა და ნიშანთა
ახსნაში. [160] კეთილი განწყობით ილაპარაკა და უთხრა მათ: „მისმინეთ ახლა, ითაკელებო,
სათქმელი მაქვს! განსაკუთრებით სასიძოებმა მინდა გაიგონონ, რასაც ვამბობ; რადგან მათ დიდი
განსაცდელი უახლოვდებათ, ოდისევსი შორს აღარაა იმათგან, ვინც უყვარს, პირიქით, ახლოსაა და
უკვე უმზადებს ამ ხალხს სიკვდილსა და უბედურებას. უბედურება სხვებსაც ელით, ვინც კი
ცხოვრობს შორიდან შესამჩნევ ითაკაზე. მაშ, ბევრად ადრე მოვიფიქროთ, როგორ გავაჩეროთ ისინი
ან როგორ გაჩერდნენ თვითონ, რაც ახლა მათთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. [170]
მისნობაში გამოუცდელი არ ვარ, პირიქით, კარგად ვიცი. მე ხომ მას ვუთხარი და ყველაფერი ახდა,
როგორც ვუწინასწარმეტყველე, როდესაც ილიონს მიდიოდნენ არგოსელები და მათთან ერთად
მიდიოდა გონებაუხვი ოდისევსი. მე ვუთარი, რომ მრავალ ჭირს გადაიტანდა, დაკარგავდა ყველა
მეგობარს და შინ მობრუნდებოდა მეოცე წელს ყველასთის უცნობი. ყველაფერი ეს აღსრულდება
ახლა.“
ევრიმაქოსმა, პოლიბოსის ძემ, მას უპასუხა: „მიდი, მოხუცო, სახლში წადი და შენს ბავშვებს
უმისნე, მომავალში რომ რამე არ მოუვიდეთ. [180] ამის წინასწარმეტყველებაში შენზე ბევრად
უკეთესი ვარ. ფრინველი ბევრი დაფრინავს მზის სხივებქვეშ, მაგრამ ყველა როდია სამისნო.
ოდისევსს რაც შეეხება, იგი შორს გარდაიცვალა და ვისურვებდი, შენც უკან მიჰყოლოდი. ამდენს
ვერ იწინასწარმეტყველებდი, ვერც ტელემაქოსს აღძრავდი მრისხანებით, იმის იმედით, რომ შენს
სახლს რამეს აჩუქებდა. ახლა მე გეტყვი და, რასაც გეტყვი, აღსრულდება. თუკი შენ, რომელმაც იცი
ძველი და ბევრი ამბავი, ურჩევ ახალგაზრდა კაცს და აღაგზნებ მას სიტყვებით, რომ სასტიკად
განრისხდეს, [190] ჯერ ერთი, თვითონ მისთვის იქნება ეს მტანჯველი, ამავე დროს, ამათ გამო
ვერაფერსაც ვერ იზამს, ხოლო შენ, ბერკაცო, ჯარიმას დაგაკისრებთ, რომლის გადახდაც გულს
მოგიკლავს და ტკივილს მოგაყენებს. ტელემაქოსს კი ყველასაგან მე მივცემ რჩევას: დედა გაუშვას
მამამისთან. ისინი მოამზადებენ ქორწინებას და შეაგროვებენ მზითევს, იმდენად ძვირფასს,
რამდენიც შეეფერება საყვარელ ქალიშვილს. მანამდე არ მგონია, რომ შევწყვიტოთ სასიძოობა
აქაველმა ვაჟებმა, რადგან არავისი გვეშინია, [200] არც ტელემაქოსისა, რამდენი სიტყვაც უნდა თქვას,
ასევე არ გვადარდებს შენი მისნობა, ბერიკაცო, იტყვი, არ ახდება და უფრო საძულველი შეიქნები.
მისი ქონება ისევ ასე ბოროტად გაჩანაგდება ანაზღაურების გარეშე, სანამ ქორწინებაზე უარს
ეუბნება აქაველებს დედოფალი. ჩვენ კი დღითიდღე შევეცდებით მისი კეთილგანწყობის მოპოვებას
და არ წავალთ სხვებთან, რომლებიც შეგვეძლო ცოლად მოგვეყვანა.“
გონიერმა ტელემაქოსმა მას უპასუხა: „ევრიმაქოს, და თქვენც სხვებო, სახლგანთქმულო
სასიძოებო, [210] აღარც შეგევედრებით და არ დაგელაპარაკებით ამ ამბებზე, რადგან ღმერთებმაცა
და აქაველებმაც უკვე ყველაფერი იციან. მაგრამ მოდი, მომეცით მე სწრაფი გემი და ოცი მეგობარი,
რომ შევძლო აქეთ-იქით მოგზაურობა. რადგან მივემგზავრები სპარტასა და ქვიშიან პილოსში, რომ
გამოვიკითხო მამაჩემის ასე ხანგრძლივი დაბრუნების ამბავი. იქნებ ვინმე მოკვდავმა მითხრას
ამბავი ან თავად მოვკრა ყური ზევსის ნათქვამს, რომელიც ძალიან ხშირად აწვდის სიახლეებს
ადამიანებს. რომ მესმას, ცოცხალია და ბრუნდება, გავწამდებოდი, მაგრამ წელიწადს კიდევ
გავუძლებდი; [220] მაგრამ თუ გავიგებდი, რომ მოკვდა და ცოცხალი აღარაა, დავბრუნდებოდი
საყვარელ სამშობლო მიწაზე, ავუგებდი მას ყორღანს და მივაგებდი უკანასკნელ პატივს, დიდს,
ისეთს, როგორსაც იმსახურებდა, ხოლო დედას ქმარს ჩავაბარებდი.“
ეს თქვა და დაჯდა, მათ შორის კი წამოდგა მენტორი, უნაკლო ოდისევსის მეგობარი,
რომელსაც, როცა თავისი გემებით წავიდა, ჩააბარა მთელი სახლი, რომ დამორჩილებოდა მოხუცს
და მასაც ყველაფერი ხელუხლებლად შეენახა. კეთილი ზრახვით ილაპარაკა და ეს ბრძანა: „ყური

38 ანაზღაურების გარეშე – მკვლელობის ჯარიმის გარეშე.

20
დამიგდეთ, ითაკელებო, მოისმინეთ, რას გეტყვით! [230] დაე ამიერიდან ნურც ერთი სკიპტროსანი
მეფე კეთილი და წყნარი ნუ იქნება, ნურც სამართლიანობა ექნება გულში, დაე, მუდამ იყოს სასტიკი
და ჩაიდინოს უსამართლობა, რაკი არავის, ვისაც მართავდა, აღარ ახსოვს ღვთაებრივი ოდისევსი, ამ
ხალხის ბელადი, კეთილი მამა. სინამდვილეში მე არ მშურს ამ დაუოკებელი სასიძოებისა,
რომლებიც ბოროტებას სჩადიან და გონებითაც ავს იზრახავენ, რადგან ისინი თავს საფრთხეში
იგდებენ, როდესაც ძალადობრივად ანადგურებენ ოდისევსის სახლს, რომელზეც ამბობენ,
ვერასოდეს დაბრუნდებაო. მე ახლა ვბრაზობ სხვებზე, ვინც ყველანი [240] ჩუმად სხედხართ და ხმას
არ იღებთ და არ აჩერებთ იმ რამდენიმე სასიძოს, როდესაც თქვენ ამდენი ხართ.“
მას ევენორიდესმა ლეოკრიტოსმა უპასუხა: „მენტორ, მავნევ, უგუნურო, ეს რა თქვი, ჩვენი
შეჩერებისკენ რომ მოუწოდებ მათ? ძნელია მრავალ ვაჟკაცს შეებრძოლო საჭმლის გამო. თვით
ოდისევს ითაკელიც რომ ჩამოსულიყო და მოესურვა, თავისი დარბაზიდან გაეყარა
სახელგანთქმული სასიძოები, რომლებიც მის სახლში სადილობენ, მისი მეუღლე, მიუხედავად
დიდი წადილისა, ვერ გაიხარებდა [250] მისი დაბრუნებით, რადგან ის აქ წააწყდებოდა შეუფერებელ
ხვედრს, თუ მარტო შეებრძოლებოდა ამდენ მოწინააღმდეგეს. ასე რომ, ჯეროვნად ვერ ილაპარაკე.
ახლა კი დაიშალეთ, ხალხო, და შინ წადით; მენტორი და ჰალითერსესი გაჰყვნენ გზაში, რადგან
ისინი მამამისის უძველესი მეგობრები არიან, თუმცა კი მე მგონია, აქ იჯდება დიდხანს, ითაკურ
ამბებს შეისწავლის და გზას არასოდეს დაადგება.“
ასე თქვა და დაუყოვნებლივ დაიხურა სახალხო კრება. ისინი დაიშალნენ, სახლებში
წავიდნენ, ხოლო სასიძოები დაბრუნდნენ ღვთაებრივი ოდისევსის სასახლეში.
[260] ტელემაქოსი შორს წავიდა ზღვის ნაპირას, ხელები ნაცრისფერ წყალში განიბანა და
ათენას შეევედრა: „მისმინე, შენ ჩემს სახლში გუშინ მოხვედი, როგორც ღმერთი და მიბრძანე, გემით
გამეცურა ნისლიან ზღვაში, რომ გამეგო მამაჩემის ხანგრძლივი დაბრუნების ამბები. ამას ყველაფერს
ხელს უშლიან აქაველები, განსაკუთრებით კი სასიძოები, ბოროტად გამორჩეულები.“
ასე უთხრა ლოცვით და ათენა მივიდა მასთან ახლოს, მენტორს მიმსგავსებული ხმითა და
იერით, მიმართა ფრთოსანი სიტყვით: [270] „ტელემაქოს, შენ არც მხდალი და არც სულელი არ
იქნები, თუკი მამისეული სული გამჯდარია შენში, – ასეთი კაცი იყო სიტყვასა და საქმეში, შენი
მოგზაურობაც ფუჭი და უშედეგო არ იქნება; მაგრამ თუ არ ხარ მისი და პენელოპეს შთამომავალი,
არ მგონია, რომ რამე მიზანს მიაღწიო. შვილთაგან ცოტანი არიან მამათა მსგავსნი, კიდევ უფრო
ცოტანი უკეთესნი და უმეტესობა – უარესნი; მაგრამ რაკი არც მხდალი იქნები და არც სულელი,
მთლიანად ვერ აგცდება ოდისევსის გონიერება, [280] იმედი რჩება, რომ შეძლებ ამ საქმის
აღსრულებას. ასე რომ, დაანებე სასიძოებს მათ გეგმები და უგუნურება, რაკი არ მოდიან ჭკუაზე და
უსამართლონი რჩებიან; არც იციან, შავი სიკვდილის დღე რომ მიუახლოვდათ და რომ ერთ დღეს
მთლიანად ამოწყდებიან. შენ აღარ უნდა გადადო მოგზაურობა, რომელიც გადაწყვეტილი გაქვს, მე
კი მამაშენის ისეთი მეგობარი ვარ, რომ მოგიმზადებ სწრაფ ხომალდს და გამოვცურავ შენთან
ერთად. ახლა სახლში წადი და შეერიე სასიძოებს, შემდეგ თავი მოუყარე საგზალს, [290] ჭურჭელში
მოათავსე, ღვინო ორყურიან დოქებში და კაცთა ძალა, ქერი სქელ ტყავის ტომრებში. მე დავივლი
სამეფოს და სწრაფად შეგიკრებ მეგობრებსა და მოხალისეებს. უამრავი გემია ზღვაშემორტყმულ
ითაკაზე, ძველი თუ ახალი. ვნახავ შენთვის, რომელიც საუკეთესო იქნება, სასწრაფოდ
მოვამზადებთ და ვრცელ ზღვაში ჩავუშვებთ.“
ასე თქვა ათენამ, ზევსის ასულმა, და ტელემაქოსი მეტად არ დაყოვნდა, როდესაც გაიგონა
ქალღმერთის ხმა. შინ წავიდა, ძვირფასი გული უწუხდა და იპოვა თავხედი სასიძოები თავის
სასახლეში, [300] თხებს ატყავებდნენ და ტახს ტრუსავდნენ შიდა ეზოში. სიცილით დაიძრა
ტელემაქოსისკენ ანტინოოსი, ხელი ჩაავლო, სახელით უხმო და უთხრა: „მაღალფარდოვანო
ტელემაქოს, რამე ბოროტ სიტყვას ან საქმეს გულში ნუ გაივლებ. ჭამე და სვი ჩემთან ერთად
ძველებურად. ამას ყველაფერს, – ხომალდსა და რჩეულ ნიჩბოსნებს – მოგიმზადებენ აქაველები, რომ
სასწრაფოდ გაეშურო წმინდა პილოსში, რათა რამე გაიგო შენი კეთილშობილი მამის შესახებ.“
გონიერმა ტელემაქოსმა თავის მხრივ უთხრა: [310] „ანტინოოს, შეუძლებელია ჩემთვის სიჩუმეში
სადილი და თქვენისთანა ქედმაღლებთან ერთად მხიარულება. საკმარისია, სასიძოებო, რაც
წარსულში ჩემი საუცხოო ქონება დაუნდობლად გააჩანაგეთ, როდესაც ჯერაც ბავშვი ვიყავი. ახლა,
როდესაც დიდი ვარ, სხვების სიტყვებს ვუსმენ და ვსწავლობ, მრისხანება იზრდება ჩემში, შევეცდები
სიკვდილის ბოროტი კერები მოგისიოთ ან პილოსში წასულმა ან აქ, ამ სამეფოში. მაშ, მივდივარ და
მგზავრობა, რომელზეც ვლაპარაკობ, უშედეგო არ იქნება. მგზავრად მივდივარ, [320] რადგან
ხომალდი არ გამაჩნია და მენიჩბეები არ მყავს, თქვენ მოაწყვეთ ასე.“

21
ეს თქვა და მსუბუქად მოიცილა ანტინოოსის ხელი, ხოლო მთელ სახლში სასიძოები ვახშამს
ამზადებდნენ. შეურაცხყოფდნენ და დასცინოდენ თავიანთი სიტყვებით. და ერთ-ერთი უმიზეზოდ
თავხედი ყმაწვილი ამტკიცებდა, ტელემაქოსი დანამდვილებით ჩვენს მოკვლას აპირებსო. ან იგი
ქვიშიანი პილოსიდან ჩამოიყვანს მომხრეებს, ან თუნდაც სპარტიდან, რაკი ასე უმოწყალოდ მიიწევს
იქით, ან ეფირეში წასვლას აპირებს, მდიდარი მეურნეობის მხარეში, რომ იქიდან ჩამოიტანოს
სიცოცხლის მომსპობი წამლები, [330] რომ ჯამში ჩაგვიყაროს და ამოგვხოცოსო. მეორე უმიზეზოდ
თავხედი ყმაწვილი არ ცხრებოდა: „ვინ იცის? თუკი ღრმამუცლიანი ხომალდით გაემგზავრა
შინაურებისგან შორს, მანაც შეიძლება იხეტიალოს და დაიღუპოს ოდისევსივით. ასე იგი ჩვენს მძიმე
საქმეს კიდევ უფრო დაამძიმებს, რადგან მოგვიხდება მისი ქონების გადანაწილება და სახლის
გადაცემა დედამისისა და მისი რჩეულისათვის.
ასეთი იყო მათი სიტყვები, ხოლო ტელემაქოსი ჩავიდა მამამისის საკუჭნაოში, ფართო და
მაღალ ოთახში, სადაც გროვად იყო ოქრო და ბრინჯაო, სამოსელი სკივრებში და ბლომად
სურნელოვანი ზეითუნის ზეთი. [340] იქ იდგა დოქები, სავსე დასალევად ტკბილი ძველი ღვინით,
გაუზავებელი ღვთაებრივი სასმელით, კედელზე რიგებად მიმაგრებული, იმ შემთხვევისთვის,
თუკი ოდესმე დაბრუნდებოდა შინ მრავალი მწუხარების გადამტანი ოდისევსი. იქ იყო
ორსაგდულიანი კარი, რომელიც მჭიდროდ იხურებოდა, იქ დღედაღამ რჩებოდა მეკუჭნავე ქალი,
რომელიც ყველაფერს ბრძნულად ინახავდა, ევრიკლეა, ოფს პესენორიდესის ასული. ტელემაქოსმა
ოთახიდან გამოიხმო იგი და უთხრა: „ძიძა, მოდი, ჩამისხი ღვინო ორყურიან ამფორებში, [350]
საუკეთესო გემოს ტკბილი ღვინო, შენ მას უნახავ ზევსის შობილ ოდისევსს და იმედოვნებ, რომ იგი
ოდესმე ჩამოვა, სიკვდილსა და კერებს თავდაღწეული. შემივსე თორმეტი ამფორა და კარგად
დამიხუფე. შემდეგ ქერით გამივსე კარგად ნაკერი ტყავის ტომრები, დაე, იყოს ოცი საწყაო
წისქვილში დაფქვილი ქერი; ყველაფერი ეს დამიგროვე და მე ამ საღამოს წავიღებ, როდესაც დედა
ზედა ოთახს მიაშურებს მოსასვენებლად. რადგან მე სპარტასა და ქვიშიან პილოსს მივდივარ, იქნებ
ძვირფასი მამის დაბრუნებაზე შევიტყო რამე.“
ასე თქვა და აქვითინდა საყვარელი ძიძა ევრიკლეა და დამწუხრებულმა მიმართა მას
ფრთოსანი სიტყვით: „საიდან ჩაგივარდა, ძვირფასო შვილო, ეს ფიქრი გულში? სად უნდა წახვიდე
ვრცელ მიწაზე მარტო, საყვარელო? ზევსის შობილი ოდისევსი სამშობლოდან შორს, უცხო სამეფოში
დაიღუპა. წახვალ თუ არა, ესენი შენ წინააღმდეგ ბოროტებას განიზრახავენ: ცბიერებით მოგკლავენ
და ამას ყველაფერს გაიყოფენ. აქ დარჩი და ქონებას მიხედე: [370] არაა საჭირო უნაყოფო ზღვაზე
იხეტიალო და უბედურებას შეეყარო.“
გონიერი ტელემაქოსი მას ასე შეეპასუხა: „გამაგრდი, ძიძა, ეს გეგმა ღვთის მოწონებულია;
მაგრამ შემომფიცე, რომ საყვარელ დედას არაფერს ეტყვი, ყოველ შემთხვევაში, თერთმეტ-თორმეტ
დღეს, როცა მოვენატრები და ჩემი წასვლის ამბავს გაიგებს, რომ თავისი მშვენიერი სახე ცრემლით
არ წაიხდინოს.“
ასე თქვა და ღმერთებს დიდი ფიცით შეჰფიცა დედაბერმა. და შემდეგ, როგორც კი
დაასრულა ფიცი, ღვინით გაუვსო ორყურიანი ამფორები და ქერის ბურღული კარგად შეკერილ
ტყავის ტომრებში ჩაუყარა. შემდეგ ტელემაქოსი შინ შევიდა და სასიძოებს შეუერთდა.
მაშინ სხვა რამ მოიფიქრა თვალსხივოსანმა ათენამ. ტელემაქოსად გადაიქცა და ქალაქი
მოიარა და ხალხს გაესაუბრა და ყოველ კაცს უბრძანა, ამ საღამოს სწრაფ ხომალდთან
შეკრებილიყვნენ. შემდეგ ხომალდი სთხოვა ნოემონის სახელოვან ძეს, ფრონიოსს და ისიც ხალისით
დაჰპირდა.
და მზე ჩავიდა, ყველა გზაზე დაბნელდა. მაშინ სწრაფი ხომალდი ზღვაში შეათრია და [390]
ყველაფრით აღჭურვა, რასაც კეთილგემბანიანი ხომალდი ატარებს. გემსაბმელებით დააბა
ნავსაყუდელის კიდეში, შემდეგ კეთილი მეგობრები შეიკრიბნენ მის ირგვლივ და ქალღმერთმა
თითოეული გაამხნევა.
შემდეგ თვალსხივოსან ათენას ახალი აზრი მოუვიდა და ღვთაებრივი ოდისევსის
სასახლეში გაემართა. სასიძოებს ტკბილი რული მოჰგვარა და ღვინის სმისას თასები ხელიდან
დააყრევინა. წამწამები ძილმა დაუმძიმა, ჯდომა აღარ შეეძლოთ, წამოიშალნენ და დასაძინებლად
ქალაქს მიაშურეს. მაშინ ტელემაქოსი გამოიხმო თვალსხივოსანმა ათენამ [400] კარგად
განლაგებული სასახლიდან და უთხრა მას ხმითა და იერით მენტორს მიმსგავსებულმა: „ტელემაქოს,
შენი ლამაზსაბარკულიანი მეგობრები ნიჩბებს მიუსხდნენ და შენგან წასვლის ნიშანს ელოდებიან.
მაშ, წავიდეთ, გამგზავრებას ნუღარ გადავდებთ!“

22
ეს თქვა და პალასი ათენა სწრაფად გაიჭრა წინ და ისიც მიჰყვა ქალღმერთის კვალს. შემდეგ,
როდესაც ჩავიდნენ ზღვასა და ხომალდთან, თავისი გრძელთმიანი მეგობრები ნახეს ნაპირზე. მაშინ
ტელემაქოსის წმინდა ძალამ უთხრა მათ: „მეგობრებო, მოვიტანოთ საგზალი. ყველაფერი უკვე
თავმოყრილია ჩემს სასახლეში და დედაჩემმა არაფერი არ იცის ამაზე, ისევე როგორც მონაქალებმა,
მხოლოდ ერთმა გაიგონა ჩემი სიტყვა.
ეს თქვა და წინ გაუძღვა თავის მეგობრებს. ყველაფერი მოიტანეს და დააწყვეს
კეთილგემბანიან ხომალდზე, როგორც ბრძანა ოდისევსის ძვირფასმა ძემ. ტელემაქოსი ავიდა
ხომალდზე, ათენა მიუძღვებოდა მას. იგი კიჩოზე დაბრძანდა, ტელემაქოსი გვერდით მიუჯდა,
ხოლო მეზღვაურებმა ბაგირები მოხსნეს, შემდეგ გემბანზე ავიდნენ და ნიჩბებს მიუსხდნენ. [420]
თვალსხივოსანმა ათენამ მოუვლინა მათ ზურგქარი, ძლიერი ძეფიროსი, რომელიც გრიალებდა
ღვინისფერ ზღვაზე. ტელემაქოსმა გაამხნევა მეგობრები და უბრძანა, გაემაგრებინათ გემსართავი.
მათ გაიგონეს მისი მოწოდება, აღმართეს ნაძვის ანძა, ჩასვეს ცარიელ ბუდეში, ბაგირებით დაამაგრეს
და თეთრი იალქანი აღმართეს კარგად დაწნული ხარის ტყავის ღვედებით. ქარმა გაავსო იალქნის
შუაგული, ტალღები ხმამაღლა ეხეთქებოდა ცხვირს ხომალდისას, რომელიც თავისი გზით
მიდიოდა. და იგი გაიჭრა ტალღებზე და ტალღებზე წამოიწია. როდესაც მთელ სწრაფ შავ ხომალდზე
გემსართავი დაამაგრეს, ჩამოარიგეს ღვინით სავსე თასები და ზედაშე დაუღვარეს მარადიულ
უკვდავ ღმერთებს, უპირველეს ყოვლისა, ზევსის თვალსხივოსან ასულს. და მთელი ღამე და
განთიადი ხომალდი გზას მიიკვლევდა.

23
მესამე სიმღერა: ტელემაქოსი პილოსში

1-50 ტელემაქოსი და ათენა პილოსში ჩადიან; 51-101 ტელემაქოსი თავს აცნობს ნესტორს; 102-147
ნესტორის დაბრუნება: ატრეიდესების კამათი; 151-200 ნესტორის დაბრუნება: მგზავრობა; 201-252
ტელემაქოსი კითხვას სვამს აგამემნონის სიკვდილზე; 253-312 მენელაოსის ხეტიალი, ორესტესის
შურისძიება; 313-355 ნესტორი ტელემაქოსს მენელაოსის მონახულებას ურჩევს; 356-403 ათენა
მიბრძანდება და ნესტორი ლოცულობს მასზე; 404-463 ნესტორი მსხვერპლს სწირავს ათენას; 464-497
ტელემაქოსი მიემგზავრება.

უმშვენიერესი ზღვიდან ამოვიდა მზე სპილენძის ზეცაში,39 რომ გაებრწყინა უკვდავთათვის და


მოკვდავი ხალხისთვის მარცვლისმომტან დედამიწაზე. ახლა ისინი ჩავიდნენ პილოსში, ნელევსის
კეთილნაგებ სიმაგრეში. ზღვის ნაპირზე მსხვერპლად სწირავდნენ კუპრივით შავ ხარებს მუქთმიან
მიწისმრყეველს. ცხრა რიგი იყო, ხუთასი კაცი თითოეულში და ყოველ რიგს ცხრა ხარი ჰყავდა.
თვითონ შიგნეულს მიირთმევდნენ, ხოლო ბარკლები ღმერთს შეუწვეს, მოგზაურები კი პირდაპირ
ნაპირს მიადგნენ, [10] ასწიეს და მოხსნეს გათანასწორებული ხომალდის იალქანი, გემსაბმელებით
მიაბეს და თავად ნაპირზე გადავიდნენ. ტელემაქოსი ჩამოვიდა ხომალდიდან და ათენა წინ გაუძღვა
მას. პირველად მიმართა ქალღმერთმა, თვალსხივოსანმა ათენამ: „ტელემაქოს, სრულიად არაფრის
არ შეგრცხვეს, რადგან ზღვაზე იმოგზაურე სწორედ ამისთვის, რომ გაგეგო მამაშენის ამბავი, სად
დაფარა იგი მიწამ და რა ბედი ეწია მას. ახლა კი მიდი ნესტორთან, ცხენთამხედნელთან. ვნახოთ, რა
რჩევა უდვია მას გულში.თვითონ სთხოვე, რომ შეძლოს, სიმართლე გითხრას. ტყუილს არ გეტყვის,
გონიერი კაცია.“
გონიერმა ტელემაქოსმა საპასუხოდ უთხრა: „მენტორ, როგორ მივიდე, როგორ მოვესალმო?
მოსწრებულ სიტყვებში არანაირი გამოცდილება არ გამაჩნია. საძრახისია, ახალგაზრდა კაცმა
უფროსი დაკითხოს.“
თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ მიუგო: „ტელემაქოს, ზოგიერთ რამეს თავად
მიხვდები, საკუთარი გონებით, დაიმონი გირჩევს დანარჩენს, რადგან არ მგონია, რომ ღმერთების
ნების საწინააღმდეგოდ იყო დაბადებული და აღზრდილი.“
ეს თქვა და სწრაფად გაიჭრა წინ პალასი ათენა, [30] ყმაწვილი კი გაჰყვა ქალღმერთის კვალს.
ისინი მიადგნენ პილოსელების თავშეყრის ადგილს. იქ ნესტორი ბრძანდებოდა თავის ვაჟებთან
ერთად, მისი მეგობრები კი ლხინს ამზადებდნენ, ხორცს წვავდნენ, სხვები კი ნაჭრებს შამფურზე
აგებდნენ. უცხოები რომ შენიშნეს, ერთად მივიდნენ მათთან, ხელების აწევით მიესალმნენ და
დასხდომა შესთავაზეს. პირველი პისისტრატოს ნესტორის ძე მიუახლოვდა მათ, ხელი მოჰკიდა
ორივეს და დასხა ისინი სანადიმოდ ზღვის ქვიშაზე დაგებულ რბილ საწმისებზე, თავისი ძმის,
თრასიმედესისა და მამის გვერდით. [40] შიგნის ნაწილი მიართვა, ოქროს თასში ღვინო ჩამოუსხა,
მიესალმა და უთხრა პალას ათენას, ეგისის მპყრობელი ზევსის ასულს: „დალოცე, სტუმარო, უფალი
პოსეიდონი, რადგან მის ნადიმზე მოხვდი შემთხვევით. როდესაც ზედაშეს დაუღვრი და წესისამებრ
ილოცებ, თაფლივით ტკბილი ღვინო მეგობარს გადაეცი, მანაც დაღვაროს ზედაშე და ილოცოს
უკვდავებზე; ყველა ადამიანს სჭირდება ღმერთები. [50] რაკი იგი ახალგაზრდაა, ჩემი ასაკისა იქნება,
ამიტომ მოგაწოდე ოქროს ფიალა პირველს.“
ასე თქვა და ხელში გადასცა ტკბილი ღვინის თასი. გაახარა ათენა გამჭრიახი და
სამართლიანი კაცის მოქმედებამ, პირველს მას რომ გადასცა ოქროს თასი. იმავწამს მიმართა
მხურვალე ლოცვით უფალ პოსეიდონს: „მისმინე, მიწისმპყრობელო პოსეიდონ, უარი არ გვითხრა
მავედრებლებს და აგვისრულე, რასაც გთხოვთ. უპირველეს ყოვლისა, ნესტორსა და მის ვაჟებს
დიდება უბოძე, შემდეგ სხვებსაც უბოძე მოწყალე სამაგიერო, ყველა პილოსელს – ამ სახელოვანი
ჰეკატომბესთვის. [60] შემდეგ, ტელემაქოსსა და მე შეგვასრულებინე ის საქმე, რისთვისაც აქ
ჩამოვედით სწრაფი შავი ხომალდით და სახლში დაგვაბრუნე.“ ამიტომ ილოცა და თავად შეასრულა
ყველაფერი. შემდეგ გადასცა ტელემაქოსს ლამაზი ორმხრივ ღრმულიანი თასი და ოდისევსის
საყვარელმა შვილმა გაიმეორა მისი ლოცვა. შემდეგ შეწვეს გარეთა ხორცი და შამფურიდან
ჩამოყარეს, გაანაწილეს ულუფებად და მიირთვეს ბრწყინვალე ნადიმზე. როდესაც სმასა და ჭამას
მორჩნენ, პირველმა ბრძანა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ახლა კი, მას შემდეგ რაც მიირთვეს

39 სპილენძის ზეცა – ზეცის ეპითეტი „სპილენძის“ ან „რკინის“ ხშირად გვხვდება ჰომეროსის ეპოსში, რადგან,

ძველების წარმოდგენით, ცა მოიაზრებოდა, როგორც სპილენძისა და რკინის ნახევარსფერო.

24
სტუმრებმა, უკეთესია, [70] გამოვკითხოთ და გავიგოთ, ვინ არიან ისინი. ვინა ხართ, უცხოელებო?
საიდან მოცურავთ წყლიანი გზებით? რამე საქმე გაქვთ, თუ ალალბედზე დახეტიალობთ ზღვაზე
მეკობრეებივით, რომლებიც თავს საფრთხეში იგდებენ, რომ სხვებს ბოროტება მოუტანონ?“
გონიერმა ტელემაქოსმა საპასუხოდ უთხრა, გათამამებულმა, რადგან ათენამ ჩაუნერგა
გულში სიმამაცე, რომ ეკითხა დაკარგულ მამაზე და ხალხში კარგი სახელი დაემკვიდრებინა:
„ნესტორ ნელევსის ძეო, აქაველთა დიდებავ! [80] გვეკითხები, საიდან ვართ და მე გეტყვი ამას. ჩვენ
მოვსულვართ ითაკიდან, ნეიონის მთის ძირიდან. საქმე, რომელზეც გესაუბრები, პირადია, არა
სახელმწიფო. მამაჩემის დიდებას მოვყვები, იქნებ რამე ვისმინო ღვთაებრივ მტკიცე ოდისევსზე,
რომელზედაც ამბობენ, რომ შენთან ერთად იბრძოდა და ტროელთა ქალაქი დაამხო. ყველა
დანარჩენზე, ვინც ტროელებს ებრძოდა, გვსმენია, თითოეული სად დაიღუპა საზარელი
სიკვდილით, მაგამ კრონიონმა მისი დაღუპვაც კი საიდუმლოდ აქცია. რადგან არავის შეუძლია
ნათლად თქვას, სად დაიღუპა, [90] მტრებმა ხმელეთზე მოუღეს ბოლო, თუ ზღვაზე, ამფიტრიტეს
ტალღებში. მე შენს მუხლებთან მოვედი, იქნებ ისურვო, მომიყვე მისი მწარე სიკვდილის ამბავს, თუ
გინახავს საკუთარი თვალით ან ამბად გსმენია სხვა მოხეტიალისაგან, რადგან დედას სხვებს შორის
უბედურად უშვია. არც დამინდო და არც შემიბრალო, არამედ დაწვრილებით მითხარი, რაც იცი.
გევედრები, თუკი ოდესმე მამაჩემი, კეთილი ოდისევსი, რამეს დაგპირებია და თუკი მას სიტყვა
შეუსრულებია ან საქმე გაუკეთებია [100] ტროის სამეფოში, სადაც აქაველები იტანჯებოდით,
გაიხსენე ახლა და სიმართლე მითხარი.“
მაშინ უპასუხა მას გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „მეგობარო, რაკი შემახსენე
უბედურება, რომელიც გადავიტანეთ იმ სამეფოში აქაველთა შვილებმა, რისხვაში დაუოკებლებმა,
ყველაფერი, რაც შეგვემთხვა, როდესაც ნისლიან ზღვაზე ვხეტიალობდით ჩვენი ხომალდებით,
როცა აქილევსს მივყვებოდით; ყველაფერი, რაც შეგვემთხვა, როდესაც უფალ პრიამოსის დიდ
ქალაქთან ვიბრძოდით: იქ ხომ იმდენი საუკეთესო კაცი დაეცა! იქ წევს აიასი, დიდი მეომარი, იქ წევს
აქილევსი, [110] იქვეა პატროკლოსი, ღვთისდარი მრჩეველი; იქაა ჩემი საყვარელი ვაჟი,
ერთდროულად მძლავრი და უშიშარი, ანტილოქოსი, სირბილში სწრაფი და დიდი მეომარი.
უამრავი სხვა უბედურებაც დაგვატყდა თავს, ვის შეუძლია მოკვდავ კაცთაგან, ყველაფერს მოჰყვეს?
ხუთი ან ექვსი წელიც რომ დარჩენილიყავი აქ და გეკითხა, რამდენი უბედურება გადაიტანეს
ღვთაებრივმა აქაველებმა იქ, დამწუხრებული სამშობლოში გაბრუნდებოდი. ცხრა წელი
ვუმზადებდით მათ უბედურებას ყველანაირი ხრიკებით და კრონიონმა, როგორც იქნა,
განახორციელა ისინი. [120] იქ არავის სურდა პირისპირ შებრძოლებოდა საბჭოში, რადგან ყველას
ძლიერ აღემატებოდა ღვთაებრივი ოდისევსი, ყველა სახის ფანდში მძლავრობდა მამაშენი, თუ
მართალია, რომ მისი შვილი ხარ. განცვიფრება მიპყრობს, როდესაც გიცქერ. რადგან სიტყვები
ნამდვილად ჰგავს მისას, ვერც იფიქრებდი, რომ ყმაწვილი კაცი მასსავით იმეტყველებდა. დიახ, იმ
დროს მე და ღვთაებრივი ოდისევსი არასოდეს ვეკამათებოდით ერთმანეთს კრებასა თუ საბჭოზე,
არამედ ერთი სურვილი გვქონდა, გონებით, ბრძნული რჩევითა და ფიქრით საუკეთესოდ მოგვეწყო
არგოსელთა საქმენი. [130] მას შემდეგ, რაც პრიამოსის მაღალი ქალაქი დავამხვეთ და წამოვედით
ჩვენი ხომალდებით, ღმერთმა მიმოფანტა აქაველები. სწორედ მაშინ ზევსმა განიზრახა არგოსელთა
მძიმედ დაბრუნება, რადგან სრულიად უგუნურად და უმართებულოდ იქცეოდნენ ყველანი.
ამდენად, ბევრი მათგანი ბოროტ ხვედრს შეეჩეხა მძლავრი მამის თვალსხივოსანი ასულის40
განრისხების გამო. სწორედ მან გამოიწვია განხეთქილება ორ ატრეიდესს შორის. ამ ორმა აქაველებს
მოუხმო შეკრებაზე დაუდევრად და უწესრიგოდ, მზის ჩასვლისას.41 ღვინით დამძიმებულნი
მოვიდნენ აქაველთა შვილები. [140] ორმა წარმოთქვა სიტყვა, თუ რისთვის შეკრიბეს ხალხი. იქ
მენელაოსმა უბრძანა ყველა აქაველს, ეფიქრათ ზღვის ფართო ზურგით შინ დაბრუნებაზე, მაგრამ ეს
სრულიად არ მოეწონა აგამემნონს, რომელსაც სურდა,დაეყოვნებინა ხალხი და წმინდა ჰეკატომბე
შეეწირათ, რომ დაეცხროთ ათენას საშინელი მრისხანება. ამ ბრიყვმა არ იცოდა, რომ ქალღმერთი არ
აპირებდა აზრის გამოცვლას, ღმერთები ადვილად არასოდეს არ იცვლიან აზრს. სანამ ეს ორი იდგა

40 მძლავრი მამის თვალსხივოსანი ასული – იგულისხმება ქალღმერთი ათენა, რომელიც, გადმოცემის მიხედვით,

განარისხა იმან, რომ აიას ოილევსის ძემ კასანდრაზე ათენას ტაძარში იძალადა და სხვა აქაველმა წინამძღოლებმა ამისთვის
არ დასაჯეს.
41 მოუხმო შეკრებაზე... მზის ჩასვლისას – ტრადიციის მიხედვით, რომელიც საბერძნეთში შენარჩუნდა

ანტიკურობის დასასრულამდე, ნებისმიერი საბჭო ან სახალხო კრება დილაადრიან უნდა დაწყებულიყო და მზის ჩასვლამდე
უნდა დასრულებულიყო.

25
და ერთმანეთს ლანძღავდა, ლამაზსაბარკულიანი აქაველები წამოდგნენ [150] საშინელი ხმაურით
და დაიშალნენ ორად გაყოფილნი.“
იმ ღამეს დავრჩით, მძიმე რამეებს ვფიქრობდით ერთმანეთზე, რადგან ზევსი ბოროტ
განსაცდელს გვიმზადებდა. გარიჟრაჟზე ზოგიერთებმა ხომალდები ქონებითა და ღრმასარტყლიანი
ქალებით დავტვირთეთ და ღვთაებრივ ზღვაში შევაცურეთ; შემდეგ ხალხის ნაწილი დაყოვნდა და
დარჩა ატრეიდეს აგამემნონთან, ხალხის მწყემსთან.
ნაწილი კი გემებზე ავედით და იალქნები გავშალეთ და სწრაფად გავცურეთ, ღმერთმა კი
დააცხრო ურჩხულებიანი ზღვა. ტენედოსს რომ მივაღწიეთ, მსხვერპლი შევწირეთ ღმერთებს, [160]
შინ უსაფრთხოდ რომ ჩავეყვანეთ, მაგრამ ჯიუტი ზევსი არ აპირებდა ჩვენს დაბრუნებას, ახლა
მეორედ ჩამოაგდო უთანხმოება. ბრძენმა და გამომგონებელმა უფალმა ოდისევსმა
თანამგზავრებთან ერთად მოაბრუნა თავისი ორმხრივ მოხრილი ხომალდები ატრეიდეს
აგამემნონთან და თანადგომა დაუდასტურა. მაშინ მე გავიქეცი ერთად თავმოყრილ ხომალდებთან
ერთად, რომლებიც მე მომდევდა, რადგან ვიცოდი, რომ ღვთაება ბოროტს იზრახავდა და ტიდევსის
მამაცი ვაჟკაციც გამოიქცა და თავისი მეგობრებიც აღძრა. ბევრად გვიან ოქროსთმიანი მენელაოსი
დაგვეწია ლესბოსთან. დავიწყეთ იმის განხილვა, თუ როგორ უნდა გაგვეცურა, კლდოვანი
ქიოსისთვის ზემოდან შემოგვევლო, წავსულიყავით ფსირიის კუნძულისკენ და მარცხნივ
დაგვეტოვებინა იგი, [170] თუ ქვემოდან შემოგვევლო ქიოსისთვის და ქარიანი მიმასისთვის გვერდი
აგვევლო. ღმერთს კი ვთხოვეთ, ეჩვენებინა ნიშანი. შემდეგ მან მოგვცა და გვიბრძანა, ზღვის
შუაგული გაგვეკვეთა42 ევბეამდე, რომ სასწრაფოდ დაგვეღწია თავი უბედურებისაგან. მაშინვე
სტვენით ამოვარდა ზურგქარი. ჩვენმა ხომალდებმა ძალიან სწრაფად გადაკვეთეს თევზმრავალი
გზები და ღამით გერესტოსს მიგვაყენეს. პოსეიდონს ხარის ბარკლების მთელი მთა მივართვით
მსხვერპლად, რადგან უზარმაზარი ზღვა გადავზომეთ. [180] მეოთხე დღე იყო, როდესაც
ცხენთამხედნელი ტიდეიდესი დიომედესის მეგობრებმა თავიანთი თანაზომიერი ხომალდები
გემსაბლებით დააბეს. შემდეგ მე პილოსისკენ გავემართე, რადგან ზურგქარი არ ჩამდგარა მას
შემდეგ, რაც ღმერთმა პირველად გამოგვიგზავნა.
ასე რომ, საყვარელო შვილო, ჩამოვედი, სხვების არაფერი არ ვიცი, რომელი აქაველი გადარჩა
და რომელი დაიღუპა. რაც კი ამ სასახლეში მსხდომმა გავიგე, მოგახსენებთ, სწორია, ამას თქვენ არ
დაგიმალავთ. ამბობენ, რომ შუბით მეომარი მირმიდონელები, რომელთაც დიდგულოვანი
აქილევსის ბრწყინვალე ვაჟი43 მიუძღოდათ, მშვიდობიანად ჩავიდნენ შინ. [190] ასევე ჩასულა შინ
ფილოქტეტესი, პოიასის შესანიშნავი ძე. იდომენევსს კრეტაში ჩაუყვანია მეგობრები, რომლებიც ომს
გადაურჩნენ და ზღვას არც ერთი არ წაურთმევია. ატრეიდესზე თქვენც გსმენიათ, რა შორსაც უნდა
ყოფილიყავით, როგორ ჩავიდა და ეგისთოსმა როგორ მოუმზადა საზარელი სიკვდილი. მაგრამ,
დიახ, მან სასტიკად აგო ამისთვის პასუხი. რა კარგია, რომ მოკლულ კაცს შვილი დარჩა და მან შური
იძია მისი სახელგანთქმული მამის მკვლელზე, ცბიერ ეგისთოსზე. შენაც, საყვარელო, ცხადად
ვხედავ, რა დიდი და ლამაზი გაზრდილხარ, [200] მტკიცე იყავი, რომ შთამომავლებმა კარგი თქვან
შენზე.
გონიერმა ტელემაქოსმა მას საპასუხოდ უთხრა: „ნესტორ ნელევსის ძეო, აქაველთა
დიდებავ, ჭეშმარიტად იძია მან შური და აქაველები მის დიდებას ფართოდ გაავრცელებენ და
შთამომავლობას გადასცემენ. ნეტავ ღმერთებს ჩემთვის მოეცათ ასეთი ძალა, რომ შური მეძია
სასიძოებზე მათი მძიმე დანაშაულისთვის; ისინი ხომ ქედმაღლურად სიავეს განიზრახავენ
ჩემთვის! მაგრამ ასეთი ბედნიერება არ მოუქსოვიათ ღმერთებს ჩემთვის ან მამაჩემისთვის. და ახლა
უნდა მოვითმინოთ ყველაფერი.“
[210] მაშინ მას მიუგო გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „ძვირფასო, რომ ილაპარაკე,
გამახსენე ეს ამბები. ამბობენ, რომ ბევრი სასიძო აპირებს დედაშენის ხელის თხოვნას და ისინი შენს
სასახლეში შენი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტს განიზრახავენ. მითხარი, ნებაყოფლობით დაუშვი
მორჩილება თუ მთელ სამეფოში ღვთის ხმას უსმენენ და ხალხს სძულხარ? ვინ იცის, ჩამოვა თუ არა
ოდესმე ოდისევსი და პასუხს გასცემს მათს უსაქციელობას ან მარტო ან სხვა აქაველებთან ერთად?
ნეტავ, თვალსხივოსანმა ათენამ ისევე შეგიყვაროს, როგორც იგი ზრუნავდა ადრე სახელგანთქმულ

42 ზღვის შუაგული გაგვეკვეთა... – ზევსმა ბრძანა, რომ კუნძულების გვერდის ავლით კი არ ევლოთ, როგორც

იქცეოდნენ ჰომეროსის ეპოქაში, არამედ ყოველგვარ ხმელეთს მოშორებით, შუა ზღვაში ეცურათ, რაც სიმამაცისა და რისკის
მაქსიმუმად მიიჩნეოდა.
43 აქილევსის ბრწყინვალე ვაჟი – აქილევსისა და დეიდამიას ძე, ნეოპტოლემოსი, იგივე პიროსი.

26
ოდისევსზე [220] ტროელთა სამეფოში, სადაც ჩვენ, აქაველებმა, უამრავი უბედურება გადავიტანეთ.
მე ხომ არასოდეს მინახავს, ღმერთებს ასე ღიად ჰყვარებოდათ, როგორც მაშინ, როდესაც ათენა
პალასი ღიად მოვიდა ოდისევსის საშველად. თუკი ასე ეყვარებოდი და თავის გულში ასე
იზრუნებდა შენზე, მაშინ ზოგიერთი სასიძო მაინც დაივიწყებდა ქორწინებას.“
გონიერმა ტელემაქოსმა მას საპასუხოდ უთხრა: „მოხუცო, ვეჭვობ, რომ შენი სიტყვა ოდესმე
ახდეს. რაც შენ ბრძანე, მეტისმეტად დიდია. საოცრებას შევუპყრივარ. ეგ არ მოხდება არც ჩემი
თხოვნით, არც უკვდავთა ნებით.“
მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: [230] „ტელემაქოს, რა სიტყვა დასცდა
შენს კბილთა ზღუდეს? იოლად შეუძლია ღმერთს, თუ სურს, თუნდაც შორიდან დაიხსნას ადამიანი.
მე მირჩევნია, თუნდაც უბედურება შემემთხვეს, მაგრამ დაბრუნების ტკბილი დღე დავინახო,
ვიდრე, განსაცდელს ავარიდო თავი და შინ დავბრუნდე, რომ საკუთარ ოჯახში წავიქცე, როგორც
აგამემნონი დაიღუპა ეგისთოსისა და საკუთარი ცოლის მზაკვრობით. მაგრამ მათთვის საყვარელი
კაცისთვის სიკვდილის არიდება ღმერთებსაც არ შეუძლიათ, როდესაც იგი უკვე განწირულია და
სიკვდილი ამხობს მას. ახლა მსურს, სხვა რამ გამოვიკვლიო და ვკითხო ნესტორს, რადგან სხვაზე
უკეთ იცი სამართლიანობა და სიბრძნე. რადგან ამბობენ, ადამიანთა სამ თაობას მართავდა იგიო და
გარეგნულადაც უკვდავად მეჩვენება იგი. ნესტორ ნელევსის ძეო, მითხარი სიმართლე: როგორ
მოკვდა ვრცლადმმართველი ატრეიდესი აგამემნონი? სად იყო მენელაოსი? ასეთი
გამანადგურებელი რა მოიფიქრა ცბიერმა ეგისთოსმა, [250] რომ ბევრად ძლიერი კაცი დაამარცხა?
იქნებ არგოსში არ იყო მენელაოსი, იქნებ სხვა ხალხში, სადმე სხვაგან დახეტიალობდა, ეგისთოსს კი
გული მიეცა და მოკლა?“
მას უპასუხა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „კარგი, შვილო, მაშინ სრულ სიმართლეს
გეტყვი. თვითონაც შეგიძლია წარმოიდგინო, რა მოხდებოდა, ეგისთოსი ცოცხალი რომ
დახვედროდა თავის სასახლეში ტროიდან ჩამოსულ ატრეიდესს, ოქროსთმიან მენელაოსს.
მიცვალებულს ყორღანსაც არ აღუმართავდნენ, ძაღლები [260] და მტაცებელი ფრინველები
დაგლეჯდნენ მის ცხედარს, ქალაქიდან შორს დაგდებულს, არც ერთი აქაველი ქალი არ
დაიტირებდა, რადგან ასეთი საზარელი დანაშაული ჩაიდინა. სანამ ჩვენ ტროაში ვიყავით და უამრავ
განსაცდელს ვუმკლავდებოდით, იგი ცხენთა საძოვრებით მდიდარი არგოსის უსაფრთხო კუთხეში
ხშირად ცდილობდა, სიტყვებით მოეხიბლა აგამემნონის მეუღლე. თავიდან ღვთაებრივი
კლიტემნესტრა თავს არიდებდა ამ სამარცხვინო საქმეს, რადგან საღი აზრით იყო აღჭურვილი,
თანაც მასთან იყო მომღერალი კაცი, რომელსაც ტროას გამგზავრებამდე ატრეიდესმა მრავალგზის
უბრძანა, თვალყური მიედევნებინა კლიტემნესტრასთვის. ბოლოს ღმერთების ბედისწერამ
მოათვინიერა დედოფალი [270] და ეგისთოსმა ის მომღერალი უკაცრიელ კუნძულზე გაგზავნა. იქ
დატოვა, რომ მტაცებელი ფრინველების საკბილო გამხდარიყო. შემდეგ მან ქალი დაიყოლია და შინ
შეიპატიჟა, მრავალი ბარკალი დაწვა ღმერთების საკურთხეველზე, მრავალი სამშვენისი ჩამოჰკიდა,
ქსოვილი და ოქრო უძღვნა და საზარელი საქმე ჩაიდინა, ადრე რომ ვერ იფიქრებდა, გამომივაო.
ჩვენ კი ერთად გამოვცურეთ ტროიდან, ატრეიდესმა და მე, კარგმა მეგობრებმა, მაგრამ
ათენის კონცხს, წმინდა სუნიონს რომ მივაღწიეთ, იქ სხივოსანი აპოლონი [280] თავისი წყნარი
ისრებით დაეცა თავს და სიცოცხლეს გამოასალმა მენელაოსის მესაჭე,44 ფრონტის ონეტორიდესი,
რომელსაც გაქანებული ხომალდის საჭის ნიჩაბი ეპყრა ხელთ და ხალხთა თაობებს აღემატებოდა
მძვინვარე ქარებში ხომალდის მართვის ხელოვნებით. იქ დაყოვნება მოუხდა მენელაოსს, თუმცა კი
გზის გაგრძელება სურდა, უნდა დაეკრძალა მეგობარი და უკანასკნელი პატივი მიეგო. მაგრამ
როდესაც, ბოლოს და ბოლოს, დაიძრა ღვინისფერ ზღვაში თავისი ღრმამუცლიანი ხომალდებით და
სრბოლით მიადგა მალეას ციცაბო მთას, შორსმხედველმა ზევსმა საზარელი მოგზაურობა მოუწყო,
მსტვინავი ქარების ქშენა მიაყოლა [290] და მთის სიმაღლის ტალღები ურჩხულებად წამოუზიდა. აქ
ორად დაყო ხომალდები და ნაწილი კრეტას მიაყენა, სადაც იარდანოსის ნაკადთან კიდონები
ცხოვრობდნენ. იქ ერთი გლუვი კლდე ციცაბოდ ეშვება ზღვაში, გორტისის კიდეში, ნისლიან
ზღვაში. იქ ნოტოსი დიდ ტალღას კონცხისკენ მარცხნივ მიაქანებს ფესტოსისკენ და პატარა ტალღა
დიდ ტალღას აკავებს. ხომალდები იქ აღმოჩნდა, დიდი რუდუნებით ხალხი სიკვდილს გადაურჩა,
მაგრამ გემები ტალღებმა რიფებს შეალეწა. შემდეგ ხუთი შავცხვირიანი ხომალდი [300] ქარმა და
წყალმა ეგვიპტისკენ გააქანა. იქ დიდი ქონება და ოქრო შეკრიბა და თავისი ხომალდებით ბევრი იარა

44 სხივოსანი აპოლონი... დაეცა თავს და სიცოცხლეს გამოასალმა... – მოულოდნელ სიკვდილს ბერძნები იმით

ხსნიდნენ, რომ აპოლონი ან არტემისი თავიანთი ისრებით ხოცავენ ხალხს, აპოლონი – კაცებს და არტემისი – ქალებს.

27
უცხოელ ხალხში, სანამ ეგისთოსი სახლში დამღუპველ საქმეებს სჩადიოდა. იგი შვიდ წელიწადს
მართავდა ოქრომრავალ მიკენეს მას შემდეგ, რაც მოკლა ატრეიდესი და ხალხიც დაიმორჩილა.
მაგრამ მერვე წელს ათენიდან მისდა საუბედუროდ, დაბრუნდა ღვთაებრივი ორესტესი და მისი
სახელგანთქმული მამას მკვლელი, ცბიერი ეგისთოსი, სიცოცხლეს გამოასალმა. დიახ, მოკლა იგი
და არგოსელებს ქელეხის სუფრა გაუშალა, [310] როდესაც საზარელი დედა და ლაჩარი ეგისთოსი
მიწას მიაბარა. სწორედ ამ დღეს ჩამოვიდა საომარი ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსი და
ხომალდებით უზარმაზარი ქონება ჩამოზიდა.
შენ კი, მეგობარო, სახლიდან შორს დიდხანს ნუ იხეტიალებ, როდესაც სახლში ქონება გაქვს
დატოვებული, რომელსაც იყოფს და ანიავებს ქედმაღალი ხალხი, სანამ შენ უნაყოფო
მოგზაურობაში ხარ. ამის ნაცვლად, მე გირჩევ და გიბრძანებ, მოინახულო მენელაოსი, რადგან იგი
ახლახან ჩამოსულია სხვა ადგილიდან, სხვა ხალხისაგან, რომლისგანაც თავის დაღწევა და
დაბრუნება შეუძლებელია, იმოდენა ზღვაა, [320] გეზის ამაცდენელი ისეთი გრიგალია, რომ ჩიტიც
ვერ გადმოფრინდება ერთ წელიწადში. ახლა კი წადი შენი ხომალდით შენს მეგობრებთან ერთად.
თუ ხმელეთით ისურვებ წასვლას, ეტლი და ცხენები შენ წინაა და შენ წინ არიან ჩემი ვაჟები,
რომლებიც გამოგყვებიან ღვთაებრივ ლაკედემონში, სადაც ოქროსთმიანი მენელაოსია. შეევედრე
მას, სიმართლე ილაპარაკოს, ტყუილს არ გეტყვის, გონიერი კაცია.“
ასე თქვა, მზე ჩავიდა, შებინდდა [330] და თვალსხივოსანმა ათენამ უთხრა მათ: „მოხუცო,
მშვენივრად მოჰყევი ყველაფერს, მაშ, მიდი, ენები მოჰკვეთე ხარებს,45 განაზავე ღვინო, ზედაშე რომ
შევწიროთ პოსეიდონსა და სხვა უკვდავებს, მოსვენებაზეც იფიქრე, დრო დადგა უკვე. რადგან
სინათლეს ბნელი ერევა, არ ვარგა დიდხანს ღმერთების ნადიმზე სხდომა, წასვლაა საჭირო.“
ზევსის ასული ლაპარაკობდა, ისინი კი უსმენდნენ. მსახურებმა წყალი დაუსხეს ხელის
დასაბანად, ბიჭებმა სასმელით გაავსეს შესაზავებელი ჭურჭელი, [340] ღვინით შეავსეს თასები და
ჩამოარიგეს. ენები ცეცხლზე დაყარეს და მათ ზედაშე დააპკურეს. როდესაც ზედაშე შესწირეს და ისე
სვეს, როგორც გულმა ისურვა, ათენა და ღვთისდარი ტელემაქოსი წამოდგნენ ღრმამუცლიან
ხომალდზე ასასვლელად.
ნესტორმა შეაყოვნა ისინი და ასეთი სიტყვებით მიმართა: „დაე, ზევსმა და სხვა უკვდავმა
ღმერთებმა აღკვეთონ ეს, რომ თქვენ ჩემი სახლიდან თქვენს სწრაფ ხომალდზე წახვიდეთ, როგორც
ვიღაც უპოვრისგან, რომელსაც სამოსი არ გააჩნია, ვისაც არც მოსასხამი აქვს და არც ფარდაგი არც
თავისთვის [350] და არც სტუმრებისთვის, რომ ტკბილად დაიძინონ. მაგრამ მე მაქვს პერანგებიცა
და ლამაზი საბნებიც. რა თქმა უნდა, ოდისევსის ძვირფასი ვაჟი ხომალდის გემბანზე არ დაიძინებს,
სანამ ცოცხალი ვარ და სასახლეში მყავს ვაჟები, რომლებმაც იციან, როგორ მოეპყრონ სტუმრებს,
რომლებიც სახლში მეწვევიან!“
მის საპასუხოდ ბრძანა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ეს კარგად თქვი, ძვირფასო
მოხუცო. ტელემაქოსს შეეფერება შენი მორჩილება, რადგან ასე უკეთესია. მაგრამ რაკი შენთან რჩება,
[360] შენს სასახლეში შეუძლია, დაიძინოს, მე კი წავალ შავ ხომალდზე, რომ გავამხნევო მეგობრები
და ყველაფერს მოვუყვე. რაკი მე მათ შორის უხუცესი ვარ, სხვები სულ მისი მეგობრები,
დიდგულოვანი ტელემაქოსის თანატოლები არიან. იქ დავწვები, შავ, ღრმამუცლიან ხომალდზე,
ხოლო განთიადისას დიდგულოვან კავკონებს ვეწვევი, კარგა მოზრდილი ძველი ვალი მართებთ
ჩემი. რაკი შენი სტუმარია, გაგზავნე ეტლით და შენი შვილიც გააყოლე. [370] ყველაზე სწრაფი და
ძლიერი ცხენები მიეცი.“
ასე ბრძანა თვალსხივოსანმა ათენამ, ბატკანძერის იერი მიიღო და გაფრინდა. გაოგნდნენ
აქაველები, გაოცდა მოხუცი, ასეთი რამ რომ იხილა საკუთარი თვალით. ხელი ჩაავლო ტელემაქოსს,
სახელით მიმართა და სიტყვა უთხრა: „მეგობარო, არ მგონია, რომ ცუდი და სუსტი დადგე, თუკი,
ასე ახალგაზრდას, ღმერთები დაგყვებიან. რადგან ეს ოლიმპოსზე სახლის მქონეთაგან სხვა არავინ
იყო, თუ არა ზევსის ასული, ნადავლის დამპყრობი ტრიტოგენეია, რომელიც შენს კეთილ მამას
არგოსელთაგან გამოარჩევდა. [380] მაშ, ჩემო დედოფალო, მოწყალე იყავ და მოგვეცი კეთილი
დიდება მე და ჩემს შვილებსა და ჩემს ღრსეულ მეუღლეს. მე დეკეულს შემოგწირავ
ფართოშუბლიანს, უშობელს, უღელში შეუბმელს. შემოგწირავ და ოქროთი მოვუხატავ რქებს!“
ასე თქვა ლოცვაში და პალასმა ათენამ უსმინა მას. გერენონელი მხედარი ნესტორი წინ
გაუძღვა თავის ვაჟებსა და სიძეებს თავის მშვენიერ სახლში. როდესაც შევიდნენ მბრძანებლის

45 ენები მოჰკვეთე ხარებს – სამსხვერპლო ცხოველისთვის ენის მოკვეთა და ზედაშეს დაღვრა – მსხვერპლშეწირვის
დამაგვირგვინებელი მოქმედებაა.

28
სახელოვან სახლში, რიგებად დასხდნენ სკამებსა და სავარძლებზე [390] და ბერიკაცმა მათთვის
გაამზადა ჭურჭელი ტკბილი ღვინისთვის, რომელსაც მეთერთმეტე წელს მოხსნა ხუფი მეკუჭნავე
ქალმა. ბერიკაცმა გააზავა ღვინო კრატერში, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულს მიმართა ლოცვით და
ზედაშე დაუღვარა. შემდეგ სხვებმა დაუღვარეს ღვინო ქალღმერთს და იმდენი სვეს, რამდენიც
გულს სურდა, თითოეული სახლში შევიდა მოსასვენებლად. შემდეგ გერენონელმა მხედარმა
ნესტორმა ტელემაქოსი, ღვთაებრივი ოდისევსის საყვარელი ვაჟი, მოასვენა სახურავიან აივანზე
მოჩუქურთმებულ საწოლში. გვერდით მოათავსა იფნის შუბოსანი პისისტრატოსი, ხალხთა ბელადი,
რომელიც მის სასახლეში ვაჟთაგან ერთადერთი იყო უცოლშვილო. თავად კი მაღალი სასახლის
შიდა ოთახში ეძინა და მას სარეცელს უყოფდა საყვარელი მეუღლე.
როდესაც გამოჩნდა ადრე შობილი ვარდისფერთითება ეოსი, საწოლიდან წამოდგა
გერენონელი მხედარი ნესტორი, გამოვიდა და დაჯდა გლუვ ქვებზე, რომლებიც მისი მაღალი კარის
წინ იყო, თეთრ ქვებზე, ზეთით რომ ბრწყინავდა, რომლებზეც ნელევსი, ღმერთების თანასწორი
მრჩეველი იჯდა ხოლმე ადრე, [410] მაგრამ ბედისწერამ დაიმორჩილა და უკვე ჰადესში ჩავიდა.
ახლა იქ იჯდა გერენონელი, აქაველთა გუშაგი და კვერთხი ეჭირა. მის ირგვლივ თავს იყრიდნენ
თავიანთი ოთახებიდან გამოსული მისი ძეები: ექეფრონი, სტატიოსი, პერსევსი, არეტროსი და
ღვთისდარი თრასიმედესიც. შემდეგ მოვიდა მეექვსე, გმირი პისისტრატოსი და მათ გვერდით
დასვეს ღვთისდარი ტელემაქოსი.
მათ სიტყვა უთხრა გერენონელმა მხედარმა ნესტორმა: „სწრაფად, ძვირფასო შვილებო, ჩემი
სურვილი საქმედ აქციეთ, ყველა ღმერთიდან, უპირველეს ყოვლისა, ათენას გულის მოგება მსურს,
[420] რაკი ღვთის სავსე სუფრაზე ხორცშესხმული გვეწვია. ერთი საძოვარზე წავიდეს და სასწრაფოდ
მეჯოგეს დეკეული მოადენინოს. დიდსულოვანი ტელემაქოსის შავ ხომალდს მიადგეს მეორე და
მისი მეგობრები წამოიყვანოს, გემზე კი მხოლოდ ორი დატოვოს. ერთმაც აქ მიხმოს ოქრომჭედელი
ლაერკესი, დეკეულის რქები რომ ოქროში ამოავლოს. სხვები აქ დარჩით და მონაქალებს უბრძანეთ,
სახლში მოამზადონ უხვი ნადიმი, სკამები და მერხები მოზიდონ, ანკარა წყაროს წყალი მოიტანონ.“
[430] ასე თქვა და ყველა საქმეს შეუდგა. საძოვრიდან მოდენეს დეკეული. სწრაფი და
გათანასწორებული ხომალდიდან მობრძანდნენ დიდსულოვანი ტელემაქოსის მეგობრები.
ოქრომჭედელი მოვიდა, აღჭურვილობა ხელთ ეპყრა, მისი ხელობის იარაღები, გრდემლი, ჩაქუჩი და
კეთილნაკეთი მარწუხი, რითიც ოქროზე მუშაობდა. მობრძანდა ათენა წმინდა წეს-ჩვეულებებში
მონაწილეობის მისაღებად. მოხუცმა, მხედარმა ნესტორმა ოქრომჭედელს ოქრო მისცა და ოსტატმაც
დაამუშავა და დეკეულს რქები დაუფერა, ასე რომ, ქალღმერთი დანახვისას დიდად გაიხარებდა.
რქებით მოჰყავდათ დეკეული სტრატიოსსა და ღვთაებრივ ექეფრონს, [440] არეტოსი თავისი
ოთახიდან გამოვიდა და დასაბანი წყალი მოიტანა ყვავილებიანი ტაშტით, მეორე ხელით კი ქერის
ბურღულიანი კალათი მოჰქონდა, ბრძოლაში უკან დაუხეველი თრასიმედესი გვერდით ედგა,
ხელში ბასრი ცული ეჭირა დეკეულის დასაკლავად. პერსევსს ეჭირა თასი სისხლისთვის. მოხუცმა
მხედარმა ნესტორმა წყლითა და ბურღულით დაიწყო წეს-ჩვეულება, მხურვალედ ილოცა ათენაზე,
შემდეგ დეკეულს თავთან თმები მოჰკვეცა და ცეცხლში ჩააგდო. შემდეგ ყველამ ილოცა და ქერის
ბურღული სამსხვერპლო ცხოველს დააყარა. უმალვე ნესტორის ვაჟი, სულმაღალი თრასიმედესი
გვერდით დადგა და ცული დასცა. დარტყმამ კისრის ძარღვები გადაუჭრა დეკეულს და ძალა
ამოართვა. [450] იკივლეს ნესტორის ასულებმა, ვაჟების ასულებმა და ღირსეულმა მეუღლემ,
ევრიდიკემ, კლიმენოსის უფროსმა ასულმა. შემდეგ კაცებმა წამოწიეს მსხვერპლი ფართოგზებიანი
მიწიდან და დაიჭირეს, შემდეგ პისისტრატოსმა, კაცთა წინამძღოლმა, ყელი გამოსჭრა. მას შემდეგ,
რაც იდინა შავმა სისხლმა და სიცოცხლემ დატოვა ძვლები, აქნეს, მაშინვე მოჰკვეთეს ბარკლები
წესისამებრ, ქონი ორ ფენად შემოახვიეს და ზემოდან უმი ხორცი დააწყვეს. ბერიკაცმა ის ხის
ტოტებზე შეწვა და შუშხუნა ღვინო მოასხა. [460] გვერდით ყმაწვილი კაცები იდგნენ ხელში
ხუთკბილიანი ჩანგლებით. როდესაც ბარკლები შეიწვა და შიგანი გაისინჯა, დანარჩენი დაჭრეს,
შამფურზე ააგეს, ხელში დაიჭირეს და მწვადები შებრაწეს.
ამასობაში ტელემაქოსი განბანა მშვენიერმა პოლიკასტემ, ნესტორ ნელეიდესის უმცროსმა
ქალიშვილმა. მას შემდეგ, რაც განბანა და ზეითუნის ზეთით დაუზილა ტანი, ლამაზი მოსასხამითა
და ქიტონით შემოსა; აბანოდან გამოსული, აღნაგობით უკვდავებს მიმსგავსებული, წავიდა და
ნესტორის, ხალხთა მწყემსის, გვერდით დაბრძანდა. [470] მას შემდეგ, რაც მათ სუკის შემწვარი
ნაჭრები შამფურებიდან ჩამოყარეს, დასხდნენ და ისადილეს, კეთილმა ხალხმა, რომელიც ელოდა
მათ, ღვინო ოქროს თასებში ჩამოუსხა. როდესაც სმა-ჭამით გული იჯერეს, გერენონელმა მხედარმა

29
ნესტორმა პირველმა ბრძანა: „ჩემო შვილებო, მოუყვანეთ ტელემაქოსს ლამაზფაფრიანი ცხენები,
შეუბით ისინი ეტლში, რომ შეძლოს თავის გზაზე დადგომა!“
ასე თქვა, მათ ყურადღებით უსმინეს, დამორჩილდნენ და უმალ შეაბეს სწრაფი ცხენები
ეტლში. მეკუჭნავე ქალმა პური, ღვინო და მოხარშული ხორცი, [480] რასაც ზევსის აღზრდილი
მეფეები მიირთმევენ, გაატანა საგზლად.
ტელემაქოსი ავიდა უმშვენიერეს ეტლზე, მას გვერდით დაუდგა ნესტორიდესი
პისისტრატოსი, კაცთა წინამძღოლი და სადავეები ხელთ იგდო. მათრახი გადაჰკრა და ორი ცხენი
არცთუ უხალისოდ გაფრინდა ველად და უკან მოიტოვა პილოსის მაღალი ციხესიმაგრე.
მთელი დღე მიქროდნენ ცხენები და არხევდნენ ეტლის ხელნას. მზე ჩაესვენა და გზები
დაბნელდა. ისინი ჩავიდნენ ფერეში და ალფეოსის ნაშიერმა, ორტილოქოსის ძემ, დიოკლესმა, [490]
უმასპინძლა და ღამე გაათევინა.
როდესაც ახალშობილი, ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, ცხენები შეაბეს და ავიდნენ
მოხატულ ეტლზე, გაიარეს ეზო და ხმაურიანი კარიბჭე და პისისტრატოსმა მათრახი გადაჰკრა და
ორი ცხენი არცთუ უხალისოდ გაფრინდა.
მიქროდნენ მათი სწრაფი ცხენები. ხორბლის ყანებს მიადგნენ და აქ დაასრულეს სვლა. მზე
ჩაესვენა და გზები დაბნელდა.

30
მეოთხე სიმღერა: ტელემაქოსი ლაკედემონში

1-58 ტელემაქოსი და პისისტრატორი სპარტაში ჩადიან; 59-112 მენელაოსი ოდისევსზე ლაპარაკობს;


113-154 ჰელენე გამოიცნობს ტელემაქოსის ვინაობას; 155-219 პისისტრატოსი განმარტავს; 220-289
ჰელენე და მენელაოსი ოდისევსზე საუბრობენ; 290-350 მენელაოსი უსმენს ტელემაქოსს; 351-397
მენელაოსი ჰყვება ფაროსზე თავის დაყოვნებაზე; 398-463 მენელაოსი და ეიდოთეა შეიპყრობენ
პროტევსს; 464-511 პროტევსი ლაპარაკობს: აიასის ბედი; 512-547 პროტევსი ლაპარაკობს:
აგამემნონის ბედი; 548-592 პროტევსი ლაპარაკობს: ოდისევსის ბედი; 593-624 ტელემაქოსი
ემზადება სპარტიდან გასამგზავრებლად; 625-674 სასიძოები ჩასაფრებას ამზადებენ; 675-720
მედონი აფრთხილებს პენელოპეს შეთქმულების თაობაზე; 721-766 პენელოპე და ევრიკლეა; 767-794
სასიძოებმა ჩასაფრება მოაწყვეს; 795-847 ათენა აჩრდილს უგზავნის პენელოპეს.

როდესაც ჩავიდნენ მთებით გარშემორტყმულ, ვიწროხეობიან ლაკედემონში, პირდაპირ მიადგნენ


სახელოვანი მენელაოსის სახლს. აღმოაჩინეს, რომ იგი უამრავ ნათესავს მასპინძლობდა საკუთარ
სახლში გამართულ ვაჟისა და უნაკლო ასულის ქორწილში. მამა ასულს46 უგზავნიდა მტრის რიგების
დამაქცევარი აქილევსის ძეს,47 რადგან ტროაში დასთანხმდა ამას და პირობა მისცა და ახლა
ღმერთებმა ქორწილი მოაწყვეს. ცხენებსა და ეტლებს აყოლებდა დედოფალს მირმიდონელთა
სახელგანთქმულ ქალაქში, რომელსაც სასიძო მართავდა. [10] საცოლედ კი ალექტორის ასული
სპარტიდან ჩამოუყვანა ვაჟს, მძლავრ მეგაპენთესს,48 რომელიც სიბერეში შესძენოდა მონაქალისაგან.
ღმერთებმა ჰელენეს მეტი შვილი აღარ მისცეს, მას შემდეგ, რაც პირველი ასული გაუჩნდა,
საყვარელი ჰერმიონე, რომელსაც ოქროს აფროდიტეს იერი ჰქონდა.
ამრიგად, სანამ სახელგანთქმული მენელაოსის მეზობლები და ნათესავები განცხრომით
ქეიფობდნენ მთელ მაღალჭერიან დიდ სახლში, მათ წინაშე წარდგა ღვთაებრივი მომღერალი.
ფორმინქსის თანხლებით მღეროდა იგი და ცეკვა-თამაშის წამომწყები ორი ჯამბაზი ნახტომებს
საკრავის ხმას უხამებდა. [20] ამ დროს სახლის შესასვლელში თავის ორ ცხენთან ერთად გამოჩდნენ
გმირი ტელემაქოსი და ნესტორის ბრწყინვალე ვაჟი. კეთილშობილი ეტეონევსი, სახელგანთქმული
მენელაოსის მკვირცხლი მსახური, გამოვიდა გარეთ, დაინახა ისინი და სახლში შებრუნდა, რომ
სტუმრების მოსვლა ეუწყებინა ხალხთა მწყემსისათვის. ახლოს დაუდგა და მიმართა ფრთოსანი
სიტყვით: „ორი სტუმარი გვეწვია, ზევსის აღზრდილო მენელაოს, ორი კაცია, დიადი ზევსის
მოდგმისანი უნდა იყვნენ. მიბრძანე, გამოვხსნათ მათი სწრაფი ცხენები, თუ გავისტუმროთ, რომ
სხვაგან ეძებონ მასპინძელი?“
[30] დიდად განრისხებულმა უთხრა მას ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „აქამდე ბრიყვი არ
ყოფილხარ, ბოეთოიდეს ეტეონევს, მაგრამ ახლა ბავშვივით სისულელეს როშავ. ჩვენ თვითონ
ვყოფილვართ სტუმრები და უხვი მასპინძლობით გვისარგებლია, სანამ აქ მოვაღწევდით, იმ
იმედით, რომ ზევსი ტანჯვას შეგვიმსუბუქებდა. ასე რომ, გამოხსენით უცხოთა ცხენები და სუფრაზე
მოიპატიჟეთ კაცები.“
ასე თქვა, მსახური გაიქცა და სხვა მკვირცხლ მსახურებსაც უხმო, მომყევითო. უღლიდან
გამოხსნეს გაოფლიანებული ცხენები, [40] თავლაში ბაგას მიაბეს და თეთრ ქერში შერეული ასლი
დაუყარეს წინ, ეტლი ქათქათა შიდა კედელს მიაყენეს, სტუმრებს კი ღვთაებრივ სახლში შეუძღვნენ.
ისინი გააოცა ზევსის აღზრდილი მეფის სასახლის ხილვამ. მზისა და მთვარის მსგავსად კაშკაშებდა
სახელოვანი მენელაოსის მაღალჭერიანი სახლი. როდესაც ნახეს და მზერა გააძღეს, გაკრიალებულ
აბაზანაში ჩავიდნენ და ტანი დაიბანეს. მონაქალებმა გაამშრალეს და ზეითუნის ზეთით დაზილეს,
[50] სქელი მოსასხამები და ქიტონები მოასხეს და ისინი დასხდნენ სკამებზე ატრეიდეს მენელაოსის
გვერდით. მოახლემ ხელის დასაბანი წყალი მოიტანა ოქროს ლამაზი სურით და ვერცხლის ტაშტზე
დაუსხა, რომ დაებანათ. შემდეგ გაპრიალებული მაგიდა დაუდგა წინ. ღირსეულმა მეკუჭნავემ პური
მოიტანა და წინ დაუდო, უხვად დააწყო ზედ მრავალი კერძი თავისი მარაგიდან. მზარეულმა
ზეაწეული შემოიტანა ყველანაირი ხორცით სავსე დაფები და გვერდით მიუწყო ოქროს თასები.
მათ მიესალმა და უთხრა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: [60] „მიირთვით და გაიხარეთ, ვახშამს
რომ გასინჯავთ, შემდეგ გკითხავთ, რა ხალხი ხართ. მამათა ჯიში არ დაკარგულა თქვენში, ზევსის

46 ასული – მენელაოსისა და ჰელენეს ასული ჰერმიონე.


47 აქილევსის ძე – ნეოპტოლემოსი (პიროსი).
48 მეგაპენთესი – მენელაოსის ძე მონაქალისაგან.

31
აღზრდილი სკიპტროსანი მეფეების მოდგმისანი უნდა იყოთ, მდაბიოს თქვენისთანების შობის
უნარი არ გააჩნია.“
ასე თქვა, ხელით აიღო და მათ დაუდო ხარის მსუქანი ზურგის შემწვარი ნაჭერი, რომელიც
მანამდე პირადად მიართვეს, როგორც ჯილდო. სტუმრებმა ხელი გაიწვდინეს და იგემეს
მირთმეული ნუგბარი. როდესაც ჭამა-სმის სურვილი დაიცხრეს, ტელემაქოსმა ნესტორის ვაჟს [70]
თავი მიუახლოვა და უთხრა ისე, რომ სხვებს ვერ გაეგონათ მისი ნათქვამი: „ჩემი სულის
გამხარებელო ნესტორიდეს, შეხედე, ბრინჯაოს რა ელვარებაა მთელ ამ ხმიერ სახლში, ოქროს,
ქარვის, ვერცხლისა და სპილოს ამდენი რამით სავსე მხოლოდ ოლიმპოსელი ზევსის შიდა ეზო თუ
იქნება! გაოცება მიპყრობს, როცა ვუყურებ!“
მისი ნათქვამი გაიგონა ოქროსთმიანმა მენელაოსმა და მათ მიმართა ფრთოსანი სიტყვით:
„საყვარელო შვილებო, ვერც ერთი მოკვდავი ვერ შეეჯიბრება ზევსს, რადგან მისი სახლები და
ქონება უკვდავია. [80] ქონებით ზოგი ადამიანი შეიძლება მე შემეჯიბროს ან ვერ შემეჯიბროს, მაგრამ
ბევრი ვიხეტიალე, ბევრი რამ გადავიტანე და დიდი ქონება ჩამოვიტანე ხომალდებით, როდესაც
მერვე წელს შინ დავბრუნდი. მოვიარე კვიპროსი და ფინიკია, ვეწვიე ეგვიპტელებს, ეთიოპელებს,
სიდონელებსა და ერემბოსებს, ჩავედი ლიბიაში, სადაც ცხვრებს მაშინვე რქები ამოსდით, სადაც
წელიწადში სამი დოლი აქვთ ცხვრებს. იქ არც ბატონს და არც მწყემსს არ აკლია ყველი, ხორცი და
ტკბილი რძე, ხოლო ცხვრებს მთელი წელი რძე არ უშრებათ ბატკნებისთვის. [90] სანამ მე ამ
ქვეყნებში ვწრიალებდი და ქონებას ვაგროვებდი, ძმა მომიკლეს საიდუმლოდ, მოულოდნელად,
ქალის დამანგრეველი ღალატით, ასე რომ, ამოდენა სიმდიდრე ვეღარ მახარებს. ალბათ, გსმენიათ ეს
ამბავი მამებისაგან, ვინც უნდა იყოთ. ძალიან განვიცადე იმ სახლის დაკარგვაც, კარგად ნაშენი,
სიმდიდრით სავსე სახლი იყო. რაც მაქვს იმის მესამედიც გამახარებდა, ოღონდ ცოცხალი
დამრჩენოდნენ, ვინც ფართო ტროაში დაიღუპა, შორს ცხენთა საძოვრებით მდიდარი არგოსისგან.
[100] ხშირად ვიგონებ ყველას, ვზივარ ჩვენს სასახლეში, ვგლოვობ და დავტირი. ხანდახან გულს
ვიოხებ გლოვით, ხანდახან ვჩერდები. ეს სწრაფად გადის და გამყინავი მოთქმა ბრუნდება. ჩემი
გოდების მიუხედავად, ყველას ისე ვერ დავტირი, როგორც ერთს, რომლის მოგონებამაც ჭამა და
ძილი შემაძულა; მართლაც, იმდენი არც ერთ აქაველს არ უწვალია, არ უშრომია, არ გადაუტანია,
რამდენიც ოდისევსს. მარადიულ წუხილს ვყავარ შეპყრობილი, სანამ შინ არ დაბრუნდება. ისიც კი
არ ვიცით, [110] ცოცხალია თუ მკვდარი. ეჭვი არაა, დარდობენ მასზე მოხუცი ლაერტესი,
კეთილგონიერი პენელოპე და ტელემაქოსი, რომელიც ახალშობილი დატოვა სახლში.“
ასე თქვა და ტელემაქოსს მამისთვის ტირილი მოუნდა. თვალიდან ცრემლი მიწაზე დაეცა
მამის ხსენებისას, ორივე ხელი მეწამულ მოსასხამს ჩაავლო და თვალებზე აიფარა. ეს შეამჩნია
მენელაოსმა და ვერ გადაეწყვიტა გულსა და გონებაში, დალოდებოდა, თავად ეხსენებინა მამამისი
თუ გამოეკითხა ყველაფერი და გამოეცადა. [120] სანამ გულითა და გონებით ჭოჭმანობდა იგი,
ჰელენე გამოვიდა თავისი მაღალჭერიანი და სურნელოვანი ოთახიდან, ოქროსმშვილდიან არტემისს
მიმსგავსებული. კეთილნაკეთი სავარძელი დაუდგა მას ადრესტემ, ალკიპემ მოუტანა რბილი შალის
ხალიჩა, ფილომ – ვერცხლის კალათი; ეს ნივთი ალკანდრემ, პოლიბოსის მეუღლემ, ეგვიპტის
თებეში მცხოვრებმა, რომელსაც უამრავი ძვირფასი ნივთი ჰქონდა სასახლეში, აჩუქა ჰელენეს.
პოლიბოსმა მენელაოსს მიართვა ვერცხლის ორი აბაზანა, ორი სამფეხა და ათი ტალანტი ოქრო. [130]
ასევე მისმა მეუღლემ ძვირფასი საჩუქრები გადასცა ჰელენეს: ოქროს თითისტარი და
გორგოლაჭებიანი კალათი, სულ ვერცხლისა ოქროს კიდეებით. მისმა მოახლე ფილომ შემოუტანა
და წინ დაუდგა. წმინდა ნართით იყო სავსე და ზედ ედო მუქმატყლიანი თითისტარი.
ჰელენე დაბრძანდა სავარძელზე, ფეხები დაბალ ჯორკოზე დააწყო. უმალვე ჰკითხა
მეუღლეს: „ვიცით, ზევსის აღზრდილო მენელაოს, ვინ არიან ეს კაცები, ჩვენ სახლში რომ მოსულან?
[140] მართალი ვარ თუ მტყუანი, არ ვიცი, მაგრამ გული მეუბნება, ვთქვა: არა მგონია, რომ ოდესმე
მენახოს ასეთი მსგავსება ან კაცებში, ან ქალებში, გაოცება მიპყრობს, რომ ვუყურებ! ისე ჰგავს იგი
დიდგულოვანი ოდისევსის ვაჟს, ტელემაქოსს, რომელიც მამამ ახალშობილი დატოვა სახლში,
როდესაც თქვენ, აქაველები, ჩემ გამო, უსირცხვილო ძუკნის გამო, ტროას გამოემგზავრეთ და
სასტიკი ომი გამართეთ.“
მას უპასუხა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „ახლა მეც ვატყობ, ჩემო მეუღლევ, იმ მსგავსებას,
რასაც შენ ხედავ, ასეთივე ფეხები ჰქონდა და ხელებიც ასეთივე, [150] გამოხედვა, თავი, თმა! წეღან,
როგორც კი ლაპარაკში ოდისევსი ვახსენე, ვთქვი, რაც გადაიტანა და იწვალა ჩემ გამო, თვალს
მსხვილი ცრემლი მოსწყდა და მეწამული მოსასხამი თვალებზე აიფარა.

32
ნესტორიდეს პისისტრატოსმა საპასუხოდ ბრძანა: „ატრეიდეს მენელაოს, ზევსის
აღზრდილო, კაცთა წინამძღოლო, ეს სიმართლეა, ეს კაცი მართლაც იმის შვილია, ვისზეც შენ ამბობ,
მაგრამ თავდაჭერილია და შეუფერებლად მიიჩნია, აქ პირველად მოსულს, თამამად ელაპარაკა [160]
შენთან, ვისი ხმაც ღმერთის ხმასავით აღგვაფრთოვანებს. მაგრამ გერენონელმა მხედარმა ნესტორმა
მე გამომგზავნა მის მეგზურად, რადგან შენი ნახვა სურდა, რომ სიტყვით ან საქმით შეშველებოდი.
უმამოდ დარჩენილ შვილს საკუთარ სასახლეშიც კი დარდს რა გამოულევს, როცა სხვა დამხმარეც
არ ჰყავს, ახლა ტელემაქოსი უმამოდაა და მის ქვეყანაში სხვა არავინაა, ვინც დაეხმარებოდა
ბოროტების მოგერიებაში.“
მას უპასუხა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „აჰ! ჩემი უსაყვარლესი, ჩემთვის მრავალგზის [170]
თავდადებული კაცის ვაჟი მოსულა ჩემს სახლში! იმ კაცის, ვისაც ყველა აქაველზე უფრო მეტი
ხალისით ვუმასპინძლებდი, ოლიმპოსელ შორსმხედველ ზევსს რომ ენება და ჩვენი სწრაფი
ხომალდებით შინ ერთად დავებრუნებინეთ! არგოსში ქალაქს დავუარსებდი და მასში სასახლეს
ავუშენებდი, ითაკიდან გადმოვიყვანდი მთელი ქონებით, შვილით, მთელი მისი ხალხით, ერთ-ერთ
ქალაქს, რომელიც აქ მაქვს და მე მემორჩილება, მთლიანად დავუცლიდი. და იქ ერთმანეთს ხშირად
ვესტუმრებოდით, ვერაფერი ვერ დაგვაშორებდა, დროს გავატარებდით მეგობრობასა და
მხიარულებაში, [180] სანამ სიკვდილის შავი ღრუბელი არ გადაგვეფარებოდა; მაგრამ ასე მგონია,
თავად ღმერთს შეშურდა მისი და უბედურს შინ დაბრუნება არ აღირსა.“
ასე თქვა და ყველას ტირილი მოუნდა. აქვითინდა არგოსელი ჰელენე, ზევსის ასული.
ატირდა ტელემაქოსი და ატრეიდესი მენელაოსი, უცრემლო თვალები არ ჰქონია ნესტორის ვაჟსაც,
მოაგონდა თავისი უნაკლო ძმა ანტილოქოსი, რომელიც სხივმოსილი ეოსის ბრწყინვალე ძემ
გამოასალმა სიცოცხლეს. მოიგონა იგი და ფრთოსანი სიტყვა თქვა: [190] „ატრეიდეს, მოკვდავთაგან
ყველაზე უფრო გონიერად მოგიხსენიებდა ხოლმე მოხუცი კაცი, ნესტორი, როდესაც სასახლეში
შენზე გვქონია საუბარი. ახლა კი, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, მერწმუნე, რადგან სხვა რომ
არაფერი, ვახშამზე ტირილი მაინც არ მომწონს. მალე გამოჩნდება ახალშობილი ეოსი და ამ დროს
სწორედ მისაღებია, დავიტიროთ მოკვდავი, რომელიც მოკვდა და თავის ბედს შეხვდა. მართლაც, ეს
ჯილდო გვაქვს მხოლოდ უბედურ მოკვდავებს, თმის კულული მოვიკვეცოთ და ღაწვები ცრემლით
დავასველოთ. ჩემი ძმაც დაიღუპა, უკანასკნელი არ ყოფილა იგი [200] აქაველებში. ალბათ, იცნობდი
მას. მე იგი არასოდეს მინახავს, მაგრამ ამბობენ, რომ ანტილოქოსი სხვებს აღემატებოდა, როგორც
სწრაფი მორბენალი და დიდი მეომარი.“
მას უპასუხა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „მეგობარო, ყველაფერი ეს თქვი, როგორც გონიერი
კაცი იტყოდა, რომელიც უკვე ასაკშია შესული, თუმცა რა გასაკვირია მამაშენის შვილისგან. იოლად
საცნობია შთამომავლობა კაცისა, რომელიც კრონიონმა ბედნიერად დაბადა და დააქორწინა,
როგორც ნესტორს აჩუქა ხანგრძლივი სიცოცხლის დღეები, [210] თვითონ რომ ტკბილად ბერდება
თავის სასახლეში, ხოლო შვილები ტოლს არავის უდებენ მჭევრმეტყველებასა და შუბოსნობაში.
ახლა შევეშვათ გლოვას, დავუბრუნდეთ ვახშამს, ხელი განვიბანოთ. ხვალ დილით იქნება ამბები, მე
და ტელემაქოსი ყველაფერს მოვუყვებით ერთმანეთს.“
ასე თქვა. სახელოვანი მენელაოსის მკვირცხლმა მსახურმა ასფალიონმა წყალი დაუსხა
განსაბანად სტუმრებს და მათაც ხელი გაიწვდინეს გემრიელი კერძებისაკენ.
მაშინ სხვა რამ მოიფიქრა ჰელენემ, ზევსის ასულმა [220] და მაშინვე ბალახი ჩააგდო
ღვინოში, რომელსაც სვამდნენ, წამალი, რომელიც ტკივილს აყუჩებს, რისხვას აცხრობს, ყველა
სიავეს გავიწყებს. ვინც კი კრატერში გაზავებულ ასეთ ღვინოს შესვამს, მთელი დღე ერთ წვეთ
ცრემლსაც ვერ დაღვრის, თუდაც დედ-მამა დაეხოცოს, თუნდაც ძმა მოუკლან ბრინჯაოს მახვილით
ან საყვარელი შვილი მის თვალწინ აკუწონ. ზევსის ასულს ასეთი ბრძნულად დამზადებული
სასარგებლო წამლები ჰქონდა, ეგვიპტელმა ქალმა, თონის მეუღლე პოლიდამნამ მისცა. იქ,
ნაყოფიერ მიწაზე [230] უამრავი სასარგებლო ბალახია, ბევრია სხვაც – მავნეც. ყველა ექიმია იქ,
ყველა აღემატება ცოდნით დანარჩენ ადამიანებს, რადგან ყველანი პაიეონის მოდგმისანი49 არიან.
როდესაც წამალი ღვინოს შეურია და ბრძანა, ღვინო ჩამოესხათ, დედოფალი სიტყვებით
მიუბრუნდა სტუმრებს: „ზევსის აღზრდილო ატრეიდეს მენელაოს და თქვენ, ღირსეულ მამათა
შვილებო, სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა რამეს, ცუდსაც და კარგსაც, მოუვლენს ზევსი, რადგან
ყველაფრის შემძლეა. მაშ, ისხედით ახლა, იქეიფეთ ჩვენს სასახლეში და ჩემს მონათხრობს უსმინეთ,

49 პაიეონის მოდგმა – ეგვიპტელები ცნობილი არიან ბალახების ცოდნით, რადგან ყველანი ჰომეროსისეული

მკურნალობის ღმერთის, პაიეონის, მოდგმისანი არიან.

33
მე შესაქცევ ამბებს მოგიყვებით. [240] ყველაფერს ვერ დავასახელებ და ვერ მოგითხრობთ, იმდენი
ბრძოლა გადაიტანა ჭირნახულმა ოდისევსმა, იმდენი რამ გაბედა და ჩაიდინა ამ მძლავრმა კაცმა
ტროის სამეფოში, სადაც უამრავი განსაცდელი გამოიარეთ, აქაველებო. მძიმე დარტყმებით თავი
დაისახიჩრა, ძონძები მოისხა მხრებზე, მონად გარდაისახა და შევიდა მტრის ფართოქუჩებიან
ქალაქში, შემდეგ სხვა კაცად, მათხოვრად, გადაიქცა, – ასეთი არ იყო აქაველთა ხომალდებთან.
ამგვარად შევიდა ტროელთა ქალაქში, ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდა. [250] მხოლოდ მე ვიცანი,
მივხვდი, ვინ იყო. გამოვკითხე კიდეც, მაგრამ მან ცბიერად აირიდა კითხვები. მაგრამ როდესაც
დავბანე და ზეითუნის ზეთით დავზილე, ახლები ჩავაცვი და დიდი ფიცით შევფიცე, რომ
ტროელები მისი ოდისევსობის ამბავს მანამდე ვერ გაიგებდნენ, სანამ იგი თავის კარვებსა და
ხომალდებს არ დაუბრუნდებოდა. მაშინ მან წვრილად გამაცნო აქაველთა ჩანაფიქრი. შემდეგ
მრავალი ტროელი გამოასალმა სიცოცხლეს ბასრი ბრინჯაოთი, არგოსელებთან დაბრუნდა და ბევრი
ამბავი ჩაუტანა. ტროელი ქალები დაღუპულებს ხმამაღლა დასტიროდნენ, ჩემი გული კი ხარობდა,
გული შინისკენ მომიწევდა, ვნანობდი ჩემს უგუნურ სიბრმავეს, აფროდიტეს ცბიერებას, საყვარელი
სამშობლოდან ტროას რომ ჩამიყვანა; დავტოვე ჩემი ქალიშვილი, ჩემი საწოლი ოთახი, ჩემი მეუღლე,
რომელსაც არ აკლდა არაფერი, არც ჭკუა-გონება და არც სილამაზე.“
მას უპასუხა ოქროსთმიანმა მენელაოსმა: „დიახ, ჩემო მეუღლევ, ყველაფერს მოჰყევი ისე,
როგორც იყო. მრავალი ქვეყანა მომივლია, ბევრი გმირი შემხვედრია, მათი გონება და ნება
შემისწავლია, მაგრამ არასოდეს არ მინახავს [270] ჭირნახული ოდისევსის მსგავსი დიდსულოვანი
ადამიანი. აი, საქმე, რომელიც ამ მძლავრმა კაცმა ჩაიფიქრა და განახორციელა: ცხენის მუცელში
ვისხედით ყველა საუკეთესო არგოსელი და ტროელებს შავ დღესა და სიკვდილს ვუმზადებდით.
შემდეგ შენ მოხვედი იქ. რომელიღაც ღვთაებამ, რომელსაც ტროელების განდიდება უნდოდა,
მოგიხმო შენ იქ. და ღვთისდარი დეიფობოსიც მოგყვა სულ მალე. სამჯერ შემოგვიარე, ამოწმებდი
მზაკვრულ საფარს, სახელებით მოგვიხმობდი საუკეთესო დანაელებს, არგოსელების ცოლების
მიმსგავსებული ხმებით. [280] მაშინ მე, ტიდეიდესი და ღვთაებრივი ოდისევსი იქ ვისხედით და
გვესმოდა, შენ რომ გვეძახდი. ჩვენ ორმა გარეთ გამოსვლა ან შიგნიდან პასუხი დავაპირეთ, მაგრამ
ოდისევსმა დაგვაკავა და ჩვენი მზაობა აღკვეთა. აქაველთა დანარჩენი შვილები ჩუმად ისხდნენ.
ერთადერთი ანტიკლოსი აპირებდა პასუხის გაცემას, მაგრამ ოდისევსმა მძლავრი ხელებით პირი
დაუხშო და ყველა აქაველი გადაარჩინა. ასე აკავებდა, სანამ ათენა პალასმა იქაურობას არ
მოგაცილა.“
[290] გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა მას: „ატრეიდეს მენელაოს, ზევსის აღზრდილო,
კაცთა წინამძღოლო, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ვერაფერი ვერ გადაარჩენდა მას საზარელი
დაღუპვისგან, რკინის გულიც რომ ჰქონოდა. ახლა გვიბრძანე, ლოგინს მივაკითხოთ, რომ შევძლოთ
ახლავე ტკბილ ძილს მივეცეთ და მოვისვენოთ.“
ასე თქვა და არგოსელმა ჰელენემ მონაქალებს უბრძანა, სტუმრებისთვის ლოგინები
წინკარში გაეშალათ, ლამაზი მეწამული ზეწარი გადაეკრათ, ზემოდან საბანი დაედოთ, საბანზე კი
დაეწყოთ სქელი მოსასხამები. [300] ჩირაღდნები აიღეს და დარბაზიდან გავიდნენ მონაქალები და
ლოგინები გაშალეს. შიკრიკი გაუძღვა სტუმრებს. წინკარში დაწვნენ გმირი ტელემაქოსი და
ნესტორის ბრწყინვალე ვაჟი. ატრეიდესს ეძინა თავისი მაღალი სახლის შიდა ნაწილში და მის
გვერდით იწვა ღვთაებრივი ქალი, გრძელსამოსიანი ჰელენე.
როდესაც ახალშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, საწოლიდან წამოდგა
საომარი ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსი, ჩაიცვა, მხარზე გადაიკიდა ბასრი ხმალი, ძლიერი ფეხები
ლამაზი სანდლებით შეიმოსა [310] და საწოლი ოთახიდან ღმერთივით გამოვიდა.
ტელემაქოსს მიუჯდა გვერდით, სახელით მიმართა და უთხრა: „რა გასაჭირმა მოგიყვანა აქ,
გმირო ტელემაქოს, ღვთაებრივ ლაკედემონში, ზღვის ვრცელი ზურგის გავლით. სახელმწიფო საქმეა
თუ პირადი? სიმართლე მითხარი.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „ატრეიდეს მენელაოს, ზევსის აღზრდილო, კაცთა
წინამძღოლო, მოვედი, იქნებ მამაჩემზე მითხრა რამე. სახლი მომესპო, მდიდარი ყანები
გამინადგურდა. მტრებით გამევსო სახლი, [320] დედაჩემის ქედმაღალი და თავაშვებული სასიძოები
მიხოცავენ ცხვრის ფარასა და ნელმავალი, რქადაგრეხილი ძროხების ჯოგს. მოვედი, რომ მუხლზე
მოგეხვიო და გთხოვო, თუ შეგიძლია და თუ გინდა, მითხრა მამაჩემის უბედური სიკვდილის ამბავი,
რომელიც საკუთარი თვალით გინახავს ან სხვა მოგზაურებისგან გსმენია. დედას იგი ჭეშმარიტად
სხვებზე უბედურად გაუჩენია! არ მომერიდო, სიტყვები არ შეარბილო, არ შემიცოდო, სიმართლე
მითხარი, რა იცი მასზე. გევედრები, თუკი ოდესმე მამაჩემი, კეთილშობილი ოდისევსი, დაგპირდა

34
რამეს და შეგისრულა სიტყვით ან საქმით, [330] ტროელთა სამეფოში, სადაც აქაველებს ტანჯვა
გამოგივლიათ, გაიხსენე ახლა და ყველაფერს მომიყევი.“
დიდი მრისხანებით შესძახა ოქროსთმიანმა ატრეიდეს მენელაოსმა: „აჰ! მართლაცდა
უმძლავრესი ვაჟკაცის სარეცელზე ძილი მოუნდომებიათ, როცა თავად ლაჩრები ბრძანდებიან! ეს
ხომ ისაა, ფურირემმა რომ მძლავრი ლომის ბუნაგში თავისი ახალშობილი ძუძუმწოვარა ნუკრები
დაყაროს და თვითონ საძოვრად მთისწინეთსა და ბალახოვან ხეობას მიაკითხოს. ლომი რომ ბუნაგში
დაბრუნდება, ორივე ნუკრს ხომ სამარცხვინო ბოლო ელის! [340] სწორედ ასეთ სამარცხვინო
აღსასრულს მოუტანს ოდისევსი მაგ ხალხს. მამა ზევს, ათენა და აპოლონ, მე მინდა, ისეთი ოდისევსი
მოევლინოს სასიძოებს, როგორიც ოდესღაც კეთილნაგებ ლესბოსში ფილომიდესს დაეჭიდა, მიწას
გააკრა და ყველა აქაველი გაახარა. ჩაუმწარდებათ ქორწილი და მის ნაცვლად სიკვდილს მიიღებენ.
ხოლო, რაზეც მთხოვ, რისი მოსმენაც გინდა, გულწრფელად მოგიყვები და არ მოგატყუებ; რასაც
მომიყვა ზღვის უტყუარი ბერიკაცი,50 [350] შენ მოგახსენებ, არაფერს არ დაგიმალავ.“
აქ წამოსვლა მსურდა, მაგრამ ღმერთებმა ეგვიპტეში დამაყოვნეს, რადგან სრულყოფილი
ჰეკატომბე ვერ შევწირე მათ. ღმერთებს მუდამ სურთ, რომ გვახსოვდეს მათი მცნებები. არის ერთი
კუნძული ძლიერ მღელვარე ზღვაში ეგვიპტის საპირისპიროდ, ისინი მას ფაროსს უწოდებენ,
მანძილი ისეთია, ღრმამუცლიანი ხომალდისთვის ერთი დღის სავალია, თუ მსტვენავი ზურგქარი
დაუბერავს. მოსახერხებელი ნავსაყუდელი აქვს, საიდანაც ზღვაში უშვებენ ტანად ხომალდებს,
როგორც კი მუქ წყალს მოიმარაგებენ. [360] ღმერთებმა ოცი დღით დამაყოვნეს იქ, რადგან არ
დაუბერა ზურგის ქარმა, რომელიც ზღვის ვრცელ ზურგზე მიაქანებს ხომალდებს. საკვების მარაგი
ამოგვეწურებოდა, თანამგზავრებსაც ძალა გამოეცლებოდათ, ღვთაებას რომ არ შევბრალებოდით და
არ გადავერჩინეთ. ეს იყო ეიდოთეა, მძლავრი პროტევსის, ზღვის ბერიკაცის ასული, რადგან მე
ყველაზე მეტად ჩავუვარდი გულში. იგი შემხვდა, როდესაც მარტო ვხეტიალობდი მეგობრებს
მოშორებული. ისინი, შიმშილით გაწამებულნი, ნაპირზე დაძრწოდნენ და თევზის დაჭერას
ცდილობდნენ ფხიანი კაუჭებით.51 [370] გვერდით დამიდგა და ასეთი სიტყვა თქვა: „სულელი ხარ,
უცხოელო, მეტისმეტად უგუნური ხარ, თუ ხელი გაქვს ჩაქნეული და ტანჯვა გახალისებს?
ჩაკეტილი ხარ ამ კუნძულზე ამდენ ხანს, ამას ბოლო არ უჩანს და შენი მეგობრები სულით დაეცნენ.“
ასე თქვა, მე კი ვუპასუხე: „ვინც უნდა იყო ღმერთთაგან, მე ასე გეტყვი: მე ჩემი ნებით არ ვარ
აქ ჩაკეტილი, ისე ჩანს, რომ რაღაც დავუშავე უკვდავებს, რომლებიც ვრცელ ზეცას ფლობენ. მაგრამ
შენ მითხარი, ღმერთებმა ხომ ყველაფერი იციან, [380] უკვდავთაგან ვინ შემკრა მე და ვინ
გადამეღობა შინ დაბრუნების გზაზე, როგორ გადავცურო თევზმრავალი ზღვა?“
ასე ვთქვი და ღვთაებრივმა ქალღმერთმა მიპასუხა: „კარგი, უცხოელო, ძალიან ზუსტად
გიპასუხებ. აქ ხშირად მოდის ზღვის ბერიკაცი, უკვდავი პროტევსი, ეგვიპტელი, პოსეიდონის
მსახური, რომელმაც ყველა ზღვის სიღრმე იცის. ამბობენ, რომ ჩემი მშობელი მამაა იგი. თუკი
რამენაირად მოახერხებ, რომ ჩაუსაფრდე და შეიპყრო, იგი გეტყოდა, როგორ უნდა გადალახო
თევზმრავალი ზღვა და აგიხსნიდა [390] შინ დაბრუნების გზასაც და მონაკვეთებსაც. იგი გეტყოდა,
თუ ისურვებდი, ზევსის აღზრდილო, კარგი და ცუდი რა მომხდარა შენს სასახლეში, სანამ შენ შენს
გრძელ და მწუხარე გზაზე იდექი.“
ეს თქვა, მე კი ვუპასუხე: „შენ თვითონ გვირჩიე, როგორ ჩავუსაფრდეთ ბერიკაცს ისე, რომ
ვერ მიხვდეს ჩვენს ჩანაფიქრს, რადგან მოკვდავისთვის ძნელია ღმერთის დაძლევა.“
ასე ვთქვი და ღვთაებრივმა ქალღმერთმა მაშინვე მიპასუხა: „კარგი, ამას ყველაფერს
უზუსტესად მოგახსენებ. [400] ყოველდღე, როდესაც ჰელიოსი ზეცის შუაგულში აღმოჩნდება, მაშინ
ზღვის ბრძენი ბერიკაცი ზღვიდან ამოდის მუქ ტალღად შენიღბული, სანამ ძეფიროსი უბერავს.
ამოდის ტალღებიდან და იძინებს ღრმა მღვიმეში; და სელაპები, ლამაზი ჰალოსიდნეს ნაშიერები,
ზღვიდან ამოდიან, ერთად თავმოყრილნი მის ირგვლივ იძინებენ და ძალიან ღრმა ზღვის მძაფრი
სიმყრალე ამოჰყვება მათ სუნთქვას. მე იქ მიგიყვან, როგორც კი ეოსი გამოჩნდება და მათ შორის
მოგათავსებ; შენ მანამდე სამი მეგობარი კარგად შეარჩიე, რომლებიც საუკეთესონი არიან შენს
მტკიცეგემბანიან ხომალდზე. [410] მე კი ყველაფერს მოგითხრობ ბერიკაცის ოინებზე. უპირველეს

50 ზღვის უტყუარი ბერიკაცი – პროტევსი.


51 შიმშილით გაწამებულნი... თევზის დაჭერას ცდილობდნენ... – ჰომეროსის გმირები მხოლოდ ხორცით
იკვებებოდნენ (საქონელი, ცხვარი, თხა, ღორი, ფრინველი), თევზს კი მხოლოდ შიმშილის დროს მიირთმევდნენ. სწორედ
ამიტომ გვიანი ანტიკურობის ეპოქაში, როდესაც თევზი განსაკუთრებულ დელიკატესად ითვლებოდა, ჰომეროსის გმირებს
მოიხსენიებდნენ, როგორც თავშეკავების მაგალითს.

35
ყოვლისა, სელაპებთან მივა და დაითვლის. როდესაც ყველას ნახავს და ხუთ-ხუთად დაითვლის,
მათ შუაში დაწვება, როგორც მწყემსი ცხვრის ფარასთან. როგორც კი დაინახავ, რომ მოსასვენებლად
დაწვა, თავი მოუყარეთ ძალასა და სიმამაცეს და შეიპყარით; ის სასტიკად გაიბრძოლებს და თავის
დახსნას შეეცდება. შემდეგ გამოგცდით: გადაიქცევა ყველაფრად, რაც მიწაზე მოძრაობს, ან წყალში
დაცურავს, ცეცხლადაც იქცევა, თქვენ კი მაგრად უნდა გეჭიროთ და ხელი არ გაუშვათ. [420] მაგრამ
როდესაც დაგელაპარაკებათ და თავის თავს დაემსგავსება, როგორიც ნახეთ, როცა წვებოდა, მაშინ
შეეშვით გმირს და ძალა აღარ დაატანოთ, ჰკითხეთ, რომელი ღმერთი გავიწროვებთ და როგორ
უნდა დაბრუნდეთ შინ თევზმრავალი ზღვით.“
ეს თქვა და აზვირთებულ ზღვაში ჩაყვინთა. და მე წავედი ქვიშაზე ამოთრეული
ხომალდებისკენ, და მთელი გზა გული მიწუხდა. შემდეგ, როდესაც ხომალდსა და ტალღებს
მივადექი, ვივახშმეთ და ღვთაებრივი ღამეც გვეწვია. [430] დასაძინებლად დავწექით ზღვის
ნაპირზე. როდესაც ახალშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, ვრცელგზებიანი ზღვის
ნაპირს გავყევი და გზად თავგამოდებული ლოცვით მივმართავდი ღმერთებს. შემდეგ წამოვიყვანე
სამი მეგობარი, რომლებსაც ყველაფერში ვენდობოდი.
ამასობაში, ვრცელი ზღვის ზურგის ქვეშ ჩაყვინთა ქალღმერთმა და სიღრმიდან სელაპის
ოთხი ტყავი ამოიტანა, ოთხივე ახალი იყო, – მამის შეპყრობის მახეს ამზადებდა. ქვიშაში ჩვენი
საწოლები ჰქონდა ამოთხრილი, იჯდა და გველოდა. მასთან ძალიან ახლოს მივედით, [440]
ორმოებში ჩაგვაწვინა და ტყავი გადაგვაფარა თითოეულს. ეს ჩასაფრება უსაზარლესი რამ იყო,
რადგან სელაპის მარილიანი წყლით გაჟღენთილი მყრალი სუნი გვაწამებდა. ვის ესიამოვნება, იწვეს
ზღვის ურჩხულის გვერდით? მაგრამ მან დახმარება მოიფიქრა და გვიხსნა ჩვენ. ამბროსია მოიტანა
და თითოეულს ცხვირში წაგვიცხო და ურჩხულის სუნი მოსპო.
მთელი დილა მტკიცე გულით ვიცდიდით იქ. და აი, ზღვიდან სელაპების მთელი გუნდი
ამოვიდა და რიგებად დაწვა სანაპიროზე. [450] შუადღისას ბერიკაციც ამოვიდა ზღვიდან და იპოვა
თავისი ნასუქი სელაპები. ყველას დაუარა და დაითვალა. ვერაფერს ვერ მიხვდა და ტყავში
გახვეულნი ჩვენაც სელაპებს ერთ-ერთი პირველები მიგვათვალა. შემდეგ დაწვა დასაძინებლად.
ყიჟინით დავესხით თავს და ხელები შემოვხვიეთ, მაგრამ ბერიკაცმა თავისი ცბიერი ხელოვნება არ
დაივიწყა: ჯერ დიდფაფრიან ლომად გადაიქცა, ამის შემდეგ გველად, ლეოპარდად, უზარმაზარ
ტახად, შემდეგ მედინ წყლად გადაიქცა და ბოლოს ხშირფოთლიან მაღალ ხედ. მაგრამ ჩვენ მტკიცე
გულით მაგრად გვეჭირა. [460] ხოლო როდესაც ბერიკაცი, გრძნეულების დიდოსტატი, დაიქანცა, მე
მომიბრუნდა და მითხრა: „ატრევსის ძეო, რომელმა ღმერთმა გასწავლა, როგორ შეიძლებოდა
ჩასაფრება და ჩემი შეპყრობა ჩემი ნების წინააღმდეგ? რა გინდა?“
ასე თქვა მან და მე ვუთხარი საპასუხოდ: „იცი, ბერიკაცო, რა საჭიროა თავის მოკატუნება?
გაჭედილი ვარ ამ კუნძულზე რახანია და ვერ ვპოულობ გამოსავალს, გული გამიწვრილდა
ლოდინით. შენ კი მითხარი, ღმერთებმა ხომ ყველაფერი იციან, რომელი ღმერთი მაფერხებს და არ
მიშვებს, [470] სახლში რომ დავბრუნდე მრავალთევზიანი ზღვის გავლით.“
ასე ვთქვი და მან მაშინვე მიპასუხა: „შენ მართლაც გმართებს, მდიდრული მსხვერპლი
შესწირო ზევსსა და სხვა ღმერთებს, სანამ ხომალდზე ახვალ და ღვინისფერი ზღვით სამშობლოში
სწრაფად დაბრუნდები. მაგრამ ვერც შენს საყვარელ ხალხს ნახავ, საკუთარ სამშობლოსა და
კეთილმოწყობილ სახლშიც ვერ დაბრუნდები, სანამ ეგვიპტეში არ მიხვალ ისევ, ზევსიდან
მოდენილ მდინარესთან52 წმინდა ჰეკატომბეს არ მიუძღვნი უკვდავ ღმერთებს, რომლებსაც
უჭირავთ ვრცელი ზეცა. [480] სწორედ მაშინ გაჩუქებენ ღმერთები იმ მოგზაურობას, რაზედაც
ოცნებობ.“
ასე ვთქვი და მან მაშინვე მიპასუხა: „ასე თქვა და გული მომიკლა, რადგან ისევ ეგვიპტეში
ნისლიანი ზღვით გამგზავრება მიბრძანა, – ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობა. მაგრამ მე ასეთი
პასუხი შევაგებე: „ამას გავაკეთებ, როგორც მიბრძანებ, ბერიკაცო, მაგრამ შენ მოდი და ზუსტად
მომიყევი, მე და ნესტორმა რომ დავტოვეთ ტროიდან წამოსვლის შემდეგ, ყველა აქაველი უვნებლად
დაბრუნდა შინ თავისი ხომალდებით, თუ ვინმე სასტიკი სიკვდილით ზღვაში აღესრულა [490] ან,
იქნებ, ახლობლებმა გაწირეს ომის დასრულების შემდეგ?
ასე ვთქვი, მან კი მაშინვე მიპასუხა: „ატრეიდეს, რატომ მეკითხები ამას? შენთვის აჯობებდა,
არ გცოდნოდა; მწარედ იტირებ, როდესაც ყველაფერს წვრილად მოგითხრობ. ბევრი დაიღუპა,
ბევრიც ცოცხალი დარჩა. მხოლოდ ორი ბელადი სპილენძმოსილი აქაველებიდან დაიღუპა შინ

52 ზევსიდან მოდენილი მდინარე – წვიმით ნაკვები მდინარე ნილოსი.

36
დაბრუნების შემდეგ და ბრძოლებში ვინც დაეცა, თვითონაც იცი. კიდევ ერთი ცოცხალი, სადღაცაა
ვრცელი ზღვის მიერ დატყვევებული. აიასი დაიღუპა თავისი გრძელნიჩბიანი ხომალდებით. [500]
ჯერ გირების დიდ კლდეებს მიახეთქა მისი ხომალდი პოსეიდონმა, თუმცა თავად ის ზღვიდან
ამოიყვანა; დაღუპვასაც გადაურჩებოდა, მიუხედავად ათენას მრისხანებისა, რომ არ გაებედა და
მკრეხელური სიტყვა არ ეთქვა. ბრძანა, ღმერთების ნების საწინააღმდეგოდ გადავრჩიო, ხოლო მის
ხმამაღლა ნათქვამს პოსეიდონმა მოჰკრა ყური, უმალვე დასტაცა სამკბილას53 მძლავრი ხელი, დასცა
გირების კლდეს და ორად გახეთქა, ერთი ნაწილი იქ დარჩა,სადაც იყო, ხოლო მეორე ზღვაში
დაინთქა და თან წაიყოლა მას ჩაჭიდებული მკრეხელი აიასი და [510] ისიც ჩაიძირა უსაზღვრო
აქაფებულ ზღვაში და დაიღუპა მლაშე წყალნაყლაპი.
„შენი ძმა ამ ხვედრს გადაურჩა და თავისი ღრმამუცლიანი ხომალდებით განსაცდელს
გადაურჩა დედოფალ ჰერას თანადგომით. მაგრამ როდესაც მალეას კონცხს მიუახლოვდა,
მოულოდნელად ქარიშხალი ამოვარდა და ხომალდები მძვინვარე ტალღებით იმ მიწის კიდისკენ
წაიყვანა, სადაც ოდესღაც თიესტესი მბრძანებლობდა და შემდეგ თიესტესის ვაჟის, ეგისთოსის
სამეფო სასახლე იდგა. მაგრამ საბოლოოდ იქიდანაც გამოჩნდა უსაფრთხოდ დაბრუნების გზა [520]
და ღმერთებმა მოაბრუნეს ზურგქარი, სახლს მიაღწიეს, გახარებულმა აგამემნონმა მშობლიურ
ნაპირს მიაღწია, დაეცა და მიწას აკოცა, მრავალი ცრემლი დაღვარა, როდესაც სანატრელი სამშობლო
დაინახა. სადამკვირვებლებო წერტილიდან იგი დაინახა გუშაგმა; იგი ცბიერმა ეგისთოსმა დააყენა,
მას ორ ტალანტ ოქროს დაჰპირდა. იგი მთელ წელიწადს მორიგეობდა, რომ არ გამოჰპარვოდა
მძლავრი აგამემნონის მოულოდნელი ჩამოსვლა. გუშაგი სასახლეში გაიქცა, რომ ხალხთა მწყემსი
გაეფრთხილებინა. ეგისთოსმა დაუყოვნებლივ მოამზადა ცბიერი გეგმა. [530] მთელ სამეფოში ოცი
საუკეთესო ვაჟკაცი შეარჩია და ჩაასაფრა იქ, სადაც ნადიმი იყო მომზადებული. შემდეგ
ცხენებშებმული ეტლით დიდი ამბით დახვდა აგამემნონს, გულში კი საშინელი სიავე ედო.
აგამემნონი ვერაფერს მიხვდა, ეგისთოსმა კი სანადიმოდ წაიყვანა იგი და მეფე ისე დაკლეს, როგორც
ხარს დაკლავენ ბაგასთან. ატრეიდესის ვერც ერთი თანამგზავრი ვერ გადაურჩა ეგისთოსს, ყველანი
ამოხოცეს სასახლეში.“
ასე თქვა და მომიკვდა საბრალო გული. ატირებული მიწაზე დავეცი, [540] შემძულდა
სიცოცხლე და მზის სინათლე. როდესაც ტირილითა და მიწაზე გდებით გული ვიჯერე, ზღვის
შეუმცდარმა ბერიკაცმა მითხრა: „გეყო უსასრულო ტირილი და მწუხარება, ატრევსის ძეო, ცრემლით
ვერაფერს გააწყობ, უმჯობესია იმაზე იზრუნო, რომ სწრაფად დაბრუნდე სამშობლოში. შეიძლება
ეგისთოსს ცოცხალს მიუსწრო ან იქნებ ორესტესი მისწვდა მას შენზე ადრე და მოკლა, მაშინ შენ
შეგიძლია, მის დაკრძალვას დაესწრო.
ასე თქვა და გამიმხნევდა სული და, დიდი წუხილის მიუხედავად, გული გამომიცოცხლდა.
[550] და ფრთოსანი სიტყვით მივმართე მას: „იმათი ამბავი ვიცი, ახლა მესამე კაცი დამისახელე,
რომელიც, ჯერაც ცოცხალი, ვრცელ ზღვაში დახეტიალობს ან უკვე მკვდარია, თუნდაც
დამამწუხრო, მინდა, ვისმინო მასზე.“
ასე ვთქვი, იმავე წამს მიპასუხა მან: „ლაერტესის ძე, რომელსაც ითაკაზე აქვს სასახლე,
კუნძულზე ვნახე, ცხარე ცრემლს ღვრიდა ნიმფა კალიფსოს სასახლეში, სადაც მას ძალით აყოვნებენ.
სამშობლოში ვერ ბრუნდება, რადგან არც ხომალდები ჰყავს და არც მეგობრები, [560] რომ გაჰყვნენ
ზღვის ფართო ზურგზე. მაგრამ შენ, ზევსის აღზრდილო მენელაოს, არ გიწერია, ბედისწერას შეხვდე
ცხენთა საძოვრებით მდიდარ არგოსში, არამედ ელისიონის მინდვრებსა54 და დედამიწის კიდეში
გაგგზავნიან შენ უკვდავები, სადაც ოქროსთმიანი რადამანთისია, სადაც უიოლესია კაცთა
ცხოვრება, არც თოვლია, არც ქარი, არასოდეს არ წვიმს, არამედ მუდამ საამოდ უბერავს ძეფიროსი
და აგრილებს იქაურებს, რადგან ჰელენე გყავს და ზევსის სიძე ბრძანდები.“
[570] ასე თქვა და ჩაყვინთა მღელვარე ზღვაში. ხოლო მე წავედი ხომალდებთან ღვთისდარ
მეგობრებთან ერთად, გზაში გული საგულეს არ მქონდა. როდესაც ხომალდსა და ზღვასთან
მივედით, ვივახშმეთ, ღვთაებრივი ღამეც მივიდა და მოსასვენებლად დავწექით ზღვის სანაპიროზე.
როგორც კი ახალშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, უპირველეს ყოვლისა,
ხომალდები ღვთაებრივ ზღვაში შევაცურეთ, ჩვენს ტანად ხომალდებზე ანძები აღვმართეთ და

53 სამკბილა – პოსეიდონის ატრიბუტი, რომელსაც ღმერთი ჯადოსნურ კვერთხად ხმარობს: მიწას არყევს (აქედანაა

პოსეიდონის ძირითადი ეპითეტი „მიწისმრყეველი“), ზღვაზე გრიგალს აღძრავს, ან, პირიქით, ტალღებს აწყნარებს.
54 ელისიონის მინდვრები – იგივეა, რაც ნეტართა კუნძულები. ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ, რომ ამ შორეულ

ადგილებში, დასახლებული სამყაროს მიღმა, გადაჰყავდათ ცოცხალი გმირები, რომელთაც იქ უკვდავება ენიჭებოდათ.

37
იალქნები გავშალეთ. მეზღვაურები ხომალდზე ავიდნენ და მიუსხდნენ თავიანთ სანიჩბე ორკაპებს
[580] და რიგებად დამსხდრებმა ნიჩბები დასცხეს ჭაღარა ზღვას და გაემართნენ ეგვიპტეში
ზევსისგან მოდენილ მდინარესთან. გემსაბმელებით მივაბით ჩვენი ხომალდები და სრულყოფილი
ჰეკატომბე შევწირე. მას შემდეგ, რაც მარადიული ღმერთების მრისხანება ჩავაცხრე, ბორცვი
აღვმართე აგამემნონისთვის, რომ უჭკნობი იყოს მისი დიდება. როდესაც ეს დავასრულე, მე
გავემგზავრე და უკვდავებმა მაჩუქეს ზურგის ქარი და სწრაფად გამაგზავნეს საყვარელ
სამშობლოში. ახლა კი წამოდი, დარჩი ჩემს სასახლეში, სანამ მეთერთმეტე ან მეთორმეტე დღე არ
დადგება. [590] ამის შემდეგ გაგისტუმრებ და ბრწყინვალე საჩუქრებს მოგართმევ – სამ ცხენსა და
გაკრიალებულ ეტლს. შემდეგ ამისა, მოგცემ მშვენიერ ფიალას, ასე რომ, შეძლებ, ზედაშე დაუღვარო
უკვდავ ღმერთებს და ყოველდღე გამიხსენო მე.“
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „ატრეიდეს, აქ მე დიდხანს ნუ დამაყოვნებ, მე ხომ
სიამოვნებით დავჩებოდი აქ თუნდაც მთელ წელიწადს, არც სახლს მოვინატრებდი და არც
მშობლებს, ისე დიდია სიამოვნება, რომელსაც მანიჭებს შენი სიტყვებისა და შენი მონათხრობის
მოსმენა. მაგრამ ახლა ჩემი მეგობრები მოუთმენლად მელოდებიან წმინდა პილოსში, სანამ შენ მე აქ
მაკავებ. [600] საჩუქარს თუ მომცემ, ისეთი მომეცი, რომ სახლში დასადები იყოს. ცხენებს კი ითაკაში
ვერ წავიყვან, მათ დაგიტოვებ, რომ აქ გაგახარონ, შენ ხომ ვრცელ ველებს ფლობ, სადაც ლოტოსი,
თავნასკვა-ჩალა, ხორბალი, ჭვავი და ფართოთავთავიანი თეთრი ქერია. ითაკაში არც ვრცელი
ველები და არც მდელოები არ გაგვაჩნია. ეს უფრო თხების საძოვარი მხარეა, ვიდრე ცხენებისა,
რადგან იშვიათია, რომ ცხენებისთვის იყოს კარგი და კეთილმდელოიანი ზღვით გარშემორტყმული
კუნძული, ითაკა კი სხვებზე ნაკლებადაც.“
ასე თქვა, გაეღიმა საომარი ყიჟინის დიდოსტატ მენელაოსს, [610] ხელი მოხვია, სახელით
იხმო და უთხრა: „კარგი სისხლისა ხარ, საყვარელო შვილო, რაც თქვი, იმით ჩანს ეს; ასე რომ, მე
შემიძლია, გამოგიცვალო საჩუქარი. ყველა ძვირფასი ნივთიდან, რომელიც ჩემს სახლში დევს,
როგორც განძი, მე შენ გაჩუქებ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზსა და საპატიოს. მოგცემ ნატიფად ნაკეთებ
სანადიმო კრატერს, მთლიანად ვერცხლისაა, კიდე კი ოქროთი ბოლოვდება, ჰეფესტოსის ნახელავია.
გმირმა ფემიდოსმა, სიდონიელთა მეფემ, გადმომცა, როდესაც მისმა სახლმა შემიფარა შინ
დაბრუნებისას და ახლა მინდა, შენ გაჩუქო.“
[620] როდესაც ერთმანეთს ასე ესაუბრებოდნენ, სტუმრები მობრძანდნენ ღვთაებრივი მეფის
სახლში. ცხვარი მორეკეს, სამამაცო ღვინო მოიტანეს და მათმა ლამაზთავსაფრიანმა ცოლებმა პური
გამოაყოლეს მათ. ასე შეუდგნენ ისინი ნადიმის მომზადებას სასახლეში.
ამასობაში სასიძოები ოდისევსის სასახლის წინ უმიზეზო ქედმაღლობით ბადროსა და
შუბის ტყორცნით ერთობოდნენ ოსტატურად ნაკეთებ მოედანზე, სადაც ტარდებოდა მათი
შეჯიბრებანი. ანტინოოსი და ღვთისდარი ევრიმაქოსი ისხდნენ ცალკე, სასიძოთა წინამძღოლები,
ყველას აღმატებულნი სიმამაცით. [630] ფრონიოსის ძე, ნოემონი, მათ მიუახლოვდა და ანტინოოსს
ჰკითხა: „ანტინოოს, ვიცით თუ არა, როდის შეიძლება ჩამოვიდეს ტელემაქოსი ქვიშიანი
პილოსიდან? ჩემი ხომალდი წაიყვანა და წავიდა, ხოლო მე მჭირდება იგი, რომ მივადგე ვრცელ
ელისს, სადაც თორმეტი ფაშატი მყავს და მათთან გაუხედნავი ჯორები, ერთი მათგანი მინდა
წამოვიყვანო, რომ გავხედნო და ვატარო.“
ასე თქვა და სასიძოებს გაუკვირდათ, რადგან არ ეგონათ, რომ ნელევსისეულ პილოსს
გაემგზავრა ტელემაქოსი, პირიქით, [640] ეგონათ, რომ სადღაც აქვე იყო, მინდორში ან თავის
მეღორესთან. მას უპასუხა ანტინოოსმა, ევპეითესის ძემ: „სიმართლე მითხარი, როდის გაემგზავრა
და რა ხალხი გაიყოლა? რჩეული ითაკელები თუ მისი დაქირავებული ხალხი და მონები? მასაც კი
შეეძლო ამის გაკეთბა. მართალი მითხარი, კარგად რომ ვიცოდე, ძალით ხომ არ წაგართვა შავი
ხომალდი, თუ გთხოვა და საკუთარი ნებით მიეცი?“
ფრონიოსის ძე ნოემონმა უპასუხა: „მე თავად მივეცი, ჩემი ნებით. სხვაც ასე არ მოიქცეოდა,
[650] როდესაც ასეთი კაცი, ამდენი სადარდელით სავსე, მიმართავდა? ყველას გაუჭირდებოდა,
უარით გაესტუმრებინა. მთელ სამეფოში საუკეთესო ყმაწვილი ხალხი აიყოლია; შევატყვე, რომ მათ
ხელმძღვანელიც ჰყავდათ, ავიდა მათთან მენტორი ან ღმერთი, მას მიმსგავსებული. გამიკვირდა, ეს
ღვთაებრივი მენტორი აქ მინახავს გუშინ ადრიანად, შემდეგ კი ხომალდზე ავიდა და პილოსს
გაეშურა.“
ასე თქვა და მამამისის სახლს მიაშურა და ორივე გაოცებული დატოვა. სასიძოებს ვარჯიში
შეაწყვეტინეს და მოიხმეს, თავისთან დაისვეს. [660] ანტინოოსმა, ევპეითესის ძემ, მიმართა მათ,
დადარდიანებულმა. მისი გულის ორივე მხარე შავად შეიღება და მძვინვარებით აივსო, მისი

38
თვალები კი ელავდა და ცეცხლს აკვესებდა: „აჰ! დიახ, საშინელი საქმე ჩაიდინა ქედმაღლურად
ტელემაქოსმა თავისი მოგზაურობით! არ გვეგონა, თუ ამას გაბედავდა. ყმაწვილი წავიდა მარტო,
ბევრის ნების საწინააღმდეგოდ, საუკეთესო ყმაწვილები შეკრიბა მთელ სამეფოში და ხომალდი
წყალში შეაცურა. კიდევ უფრო დიდი ბოროტებაა მოსალოდნელი. დაე, ზევსმა მოსპოს მისი
სიცოცხლე, სანამ სიმწიფის ასაკს მიაღწევდეს. მოდით, მომეცით სწრაფი ხომალდი და ოცი
მეგობარი, [670] უნდა დავაკვირდე და ჩავუსაფრდე და როდესაც აღმოჩნდება ითაკისა და
კლდოვანი სამოსის სრუტეში, საკუთარი ხარჯით გაცურავს მამის კვალზე!“
ასე თქვა, ყველა დაეთანხმა მას. წამოდგნენ და ერთად გაემართნენ ოდისევსის სახლში.
დიდი ხანი არ გასულა და პენელოპემ სასიძოთა განზრახვა შეიტყო, გაიგო, რა მოიფიქრეს
და რა თქვეს, მაცნე მედონმა შეატყობინა, რასაც ყური მოჰკრა, როდესაც ეზოში იდგა და შეთქმულთა
ლაპარაკი ესმოდა. სასახლე გაიარა, რომ ყველაფერი ემცნო პენელოპესთვის. [680] როგორც კი
ზღურბლს გადასცდა, პენელოპემ ჰკითხა: „რისთვის გამოგაგზავნეს სახელგანთქმულმა სასიძოებმა,
მაცნე? ხომ არ უნდა გადასცე ღვთაებრივი ოდისევსის მონაქალებს, რომ შრომა შეწყვიტონ და
სადილი მოუმზადონ მათ? რა იქნებოდა, ჩემი ხელი არ ეთხოვათ და აქ მეტად არ შეკრებილიყვნენ,
რა იქნებოდა, აქ უკანასკნელად მისხდომოდნენ სუფრას! თქვენ, რომლებიც აქ იკრიბებით და
ყველაფერს სპობთ, გონიერი ტელემაქოსის ქონებას ანიავებთ! ნუთუ არასოდეს გსმენიათ
მამებისაგან ადრე, ბავშვები რომ იყავით, როგორი იყო ოდისევსი თქვენი მშობლებისთვის, [690] რომ
არ გააკეთებდა და არ იტყოდა არაფერს უსამართლოს თავის სამეფოში, თუმცა კი ღვთაებრივ
მეფეებს ეს ახასიათებთ, – ერთი სძულდეს და მეორე უყვარდეს, მაგრამ ოდისევსი ცუდს არავის არ
გაუკეთებდა. აქ კი მარტო თქვენი უსირცხვილობა და თქვენი უსაქციელობა ჩანს; სიკეთისთვის
მადლიერება კი თქვენთვის გაუგებარია.“
სიბრძნით აღვსილმა მედონმა უპასუხა მას: „ეს რომ მათი უდიდესი ბოროტება იყოს, ჩემო
დედოფალო! არა, სასიძოები კიდევ უფრო დიდსა და უფრო მძიმე რამეს ამზადებენ. ნეტავ არ
დაუშვას ეს კრონიონმა! [700] ისინი აპირებენ, ბასრი ბრინჯაო შეაგებონ შინ დაბრუნებულ
ტელემაქოსს. ის წასულია მამამისის ამბის გასაგებად წმინდა პილოსსა და ღვთაებრივ
ლაკედემონში.“
ასე თქვა, საბრალო დედას მუხლებმა და ძვირფასმა გულმა უმტყუნა და დიდხანს
მდუმარებამ სიტყვები წაართვა. თვალები ცრემლით აევსო, ხოლო მისი მდიდარი ხმა შეფერხდა.
კარგა ხნის შემდეგ მან უპასუხა: „რატომ დაიკარგა ჩემი შვილი, მაცნე? საერთოდ არ სჭირდებოდა,
დამჯდარიყო სწრაფ ხომალდებზე, რომლებიც საზღვაო ცხენებს წარმოადგენს კაცთათვის და
მიჰქრის დიდ წყალზე; [710] ნუთუ მისი სახელიც კი არ უნდა დარჩეს ხალხში?
მაშინ სიბრძნით აღსავსე მედონმა უპასუხა: „არ ვიცი, რომელიმე ღმერთმა აღძრა, თუ
საკუთარმა გულმა უკარნახა, პილოსს წასულიყო და რამე გაეგო მამამისზე: ან დაბრუნებაზე, ან
ბედისწერაზე.“
ასე თქვა და მოშორდა ოდისევსის სასახლეს. ყოვლისმომცველი მწუხარება გადმოეღვარა
დედოფალს, სკამზე ჯდომაც აღარ შეეძლო, თუმცა უამრავი ჰქონდა ოთახში და კეთილმოწყობილი
სავანის ზღურბზე ჩამოჯდა, საბრალოდ გმინავდა, ამასობაში ყველა მოახლე, რომელიც სახლში იყო,
ყმაწვილი თუ ასაკოვანი, [720] ქვითინებდა მასთან ერთად.
ხმამაღალი ქვითინით პენელოპემ უთხრა მათ: „მისმინეთ, საყვარლებო, რადგან
ოლიმპოსელმა ჩემთან ერთად დაბადებულებსა და აღზრდილებს შორის ყველაზე მეტი მწუხარება
გაიმეტა ჩემთვის. ჯერ ლომგული მეუღლე დავკარგე, რომელიც დანაელებში ყველანაირი კეთილი
თვისებით გამოირჩეოდა, ბრწყინვალე კაცი, რომლის მთელ საბერძნეთში გავრცელებული დიდება
არგოსის გულში ფეთქავს. ახლა გრიგალმა ჩვენი სასახლიდან ისე მომტაცა საყვარელი შვილი, რომ
მე მისი წასვლის ამბავიც არ გამიგია. გულქვა ხალხი ხართ! [730] ერთმაც არ იფიქრეთ,
გაგეღვიძებინეთ, თუმცა ცხადად იცოდით, რომ მიდიოდა და ღრმამუცლიან შავ ხომალდზე
ადიოდა. მე რომ მცოდნოდა, რომ ამ მოგზაურობას გეგმავდა, ყველა საშუალებას მივმართავდი, რომ
დამეყოვნებინა, როგორ მზადაც უნდა ყოფილიყო გასამგზავრებლად ან არადა მკვდარს
დამტოვებდა ამ სასახლეში. ახლა ვინმემ საჩქაროდ მომიხმოს აქ მოხუც დოლიოსს, ჩემ მონას,
რომელიც მამამ გამომაყოლა, აქ რომ მოვდიოდი, იგი უვლის ჩემს ხეებით სავსე ბაღს, ასე რომ,
შეუძლია სწრაფად მივიდეს ლაერტესთან და ყველაფერს მოუყვეს, იქნებ ლაერტესმა მოიფიქროს
რამე, [740] გამოეცხადოს ხალხს და ცრემლით სთხოვოს, არ მოსპონ მისი და ღვთისდარი ოდისევსის
მოდგმა.“

39
ძვირფასმა ძიძა ევრიკლეამ უპასუხა მას: „საყვარელო რძალო, მომკალი ულმობელი
ბრინჯაოთი, ან მაცოცხლე შენს სასახლეში, მე არ დაგიმალავ ამბავს. ყველაფერი ვიცოდი და მივეცი
მას, რაც მიბრძანა, საჭმელი და ტკბილი ღვინო. მან საშინელი ფიცით დამაფიცა, არაფერი მეთქვა
შენთვის, სანამ მეთორმეტე დღე არ დადგებოდა, სანამ შენ თვითონ არ იკითხავდი ან სხვაგვარად არ
გამჟღავნდებოდა მისი წასვლის ამბავი, მას ეშინოდა, ტირილს არ წაეხდინა შენი სილამაზე. [750]
ახლა წყლით განიბანე, სუფთა სამოსით შეიმოსე, მოახლეებთან ერთად ადი შენს საწოლ ოთახში55
და ილოცე ეგისისმპყრობელი ზევსის ასულ ათენაზე, რადგან მას შეუძლია იხსნას იგი თვით
სიკვდილისგანაც კი. ნუღარ შეაწუხებ ისედაც შეწუხებულ ბერიკაცს, არ მგონია, რომ არკესიადესის56
შთამომავლობა მთლიანად მოიძულონ ნეტარმა ღმერთებმა, ერთი მაინც დარჩება, ჩემი
წარმოდგენით, ვინც მართავს მაღალჭერიან სასახლესა და მდიდარ ყანებს.“
ასე თქვა ევრიკლეამ, შეუმცირა მწუხარება, შეუჩერა ცრემლი. დედოფალმა წყლით განიბანა,
ახალი სამოსი ჩაიცვა, [760] ავიდა ზედა ოთახში თავის მოახლეებთან ერთად, ქერის ბურღულით
აავსო კალათი და ლოცვით მიმართა ათენას: „მისმინე, ეგისის მპყრობელი ზევსის ასულო,
ატრიტონე, თუკი ოდესმე თავის სასახლეში გამომგონებელ ოდისევსს დაუწვავს ხარისა თუ ცხვრის
მსუქანი ბარკლები, გაიხსენე ეს ახლა და გადამირჩინე ჩემი ძვირფასი შვილი. არ დაუშვა, რომ
სასიძოების ბოროტი ჩანაფიქრი განხორციელდეს.“
ეს თქვა, შეჰკივლა და ქალღმერთმა გაიგონა მისი ლოცვა. ამასობაში სასიძოები ახმაურდნენ
ჩრდილიან სასახლეში. და ერთმა უგუნურად ქედმაღალმა ახალგაზრდამ შესძახა: [770] „დიახ, ეჭვი
არაა, ჩვენი მრავლისთვის სასურველი დედოფალი ქორწილს გვიმზადებს, მაგრამ არ იცის, რომ
მკვლელობა მზადდება მისი შვილისთვის.“ ასე ამბობდა ერთი მათგანი, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ,
თავად რა ელოდათ. მაშინ ანტინოოსმა მიმართა მათ: „უგუნურნო, თავი შეიკავეთ ქედმაღალი
სიტყვებისგან, რომ არ გამჟღავნდეს ჩვენი ჩანაფიქრი. მოდი, ავდგეთ ჩუმად და გავაკეთოთ ის, რაც
ახლახან ერთად შევათანხმეთ.“
ასე თქვა და საუკეთესო ოცი ვაჟკაცი შეარჩია და ისინი გაემართნენ სწრაფ ხომალდსა და
ზღვის ნაპირთან. უპირველეს ყოვლისა, ხომალდი ზღვაში შეაცურეს, აღმართეს ანძა, ტყავის
ღვედებით ნიჩბები სანიჩბეებს დაამაგრეს, ყველაფერი გამართეს და გაშალეს თეთრი იალქანი.
მამაცმა მსახურებმა იარაღი მიუტანეს. იქ ივახშმეს და საღამოს დადგომას დაელოდნენ.
გონებადამჯდარი პენელოპე კი იწვა თავის ზედა ოთახში იწვა მშიერი, უჭმელ-უსმელი,
ფიქრობდა, გადაურჩებოდა თუ არა სიკვდილს მისი უმწიკვლო შვილი, [790] თუ მას თავხედი
სასიძოები გაუსწორდებოდნენ. როგორც მონადირეთა წრეში მოქცეული ლომი მოუსვენრად
ფიქრობს და შიში იპყრობს, როდესაც ცბიერი წრე უახლოვდება, ასე ფიქრობდა იგიც, სანამ ქანცი არ
გაუწყდა და ძილმა არ წაართვა თავი.
შემდეგ სხვა რამ მოიფიქრა ქალღმერთმა, თვალსხივოსანმა ათენამ: მან შექმნა აჩრდილი,
რომელსაც ჰქონდა ქალის, იფთიმეს, დიდგულოვანი იკარიოსის ასულის, იერსახე, რომელსაც
ევმელოსი, ფერეში სახლის მფლობელი, შეეუღლა. გააგზავნა იგი ღვთაებრივი ოდისევსის სახლში,
რომ [800] იქ, მწუხარე და მგლოვიარე პენელეპეს მწუხარება და ცრემლიანი გლოვა შეეჩერებინა.
საწოლ ოთახში იგი ურდულის ღვედის გავლით შევიდა, თავთან დაუდგა და უთხრა: „გძინავს,
პენელოპე, და ჭმუნავს შენი საყვარელი გული? არ დაუშვებენ ღმერთები, რომლებიც უზრუნველად
ცხოვრობენ, რომ შენ მწუხარებისგან ტიროდე, რადგან შენი შვილი სამშობლოში დაბრუნდება,
რადგან მას ღმერთების თვალში არაფერი დაუშავებია.“
მაშინ კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა მას, როცა მეტად ტკბილად თვლემდა სიზმართა
კარიბჭეში: [810] „რამ მოგიყვანა აქ, დაო? ბევრჯერ არ მსტუმრებიხარ ადრე, რადგან შორსაა შენი
სახლი აქედან. მიბრძანებ, შევწყვიტო ამდენი გლოვა და წუხილი, რომელიც არ ასვენებს ჩემს გულსა
და გონებას, არ ვიგლოვო მე, რომელმაც ჯერ ლომგული მეუღლე დავკარგე, რომელიც დანაელებში
ყველანაირი კეთილი თვისებით გამოირჩეოდა, ბრწყინვალე კაცი, რომლის მთელ საბერძნეთში
გავრცელებული დიდება არგოსის გულში ფეთქავს? ახლა ჩემი საყვარელი შვილი გაემგზავრა
ღრმამუცლიანი ხომალდით, ჯერაც ბავშვი, რომელმაც არც მძიმე შრომა იცის და არც ხალხში
ლაპარაკი. მასზე უფრო ვდარდობ, ვიდრე მეუღლეზე. [820] შიშისგან ვცახცახებ, რამე არ დაემართოს

55 ადი შენს საწოლ ოთახში – სახლის მამაკაცური ნაწილი, მეგარონი (μέγαρον) – სანადიმო დარბაზი იმყოფებოდა

პირველ სართულზე, ხოლო ქალური ნაწილი, გინეკეიონი (γυναικεῖον) – ზედა, მეორე სართულზე.
56 არკესიადესი – ლაერტესი, არკესიოსის ძე.

40
ან იმ ქვეყანაში, სადაც წავიდა, ანდა ზღვაში. რადგან მრავალი მტერი ბოროტს იზრახავს მისთვის,
უნდათ რომ მოკლან, სანამ სამშობლოში დაბრუნდება.“
ბუნდოვანმა აჩრდილმა მას უპასუხა: „გამხნევდი, მეტისმეტი შიში ნუ აგიტანს, მას ისეთი
თანამგზავრი ჰყავს, ნებისმიერი მოკვდავი რომ შეევედრებოდა შემწეობას, რადგან მას ძალა აქვს, –
ათენა პალასი. თანაუგრძნობს შენს წუხილს, მან გამომგზავნა ახლა, ეს ყველაფერი რომ მეთქვა.“
[830] კეთილგონიერმა პენელოპემ უთხრა საპასუხოდ: „თუ მართლა ღმერთი ხარ და
ქალღმერთის ხმა გსმენია, მაშინ იმ უბედურზეც მითხარი რამ, სადმე ცოცხალია, მზის ნათელს
ხედავს, თუ უკვე მკვდარია და ჰადესის სახლშია?“
ბუნდოვანმა აჩრდილმა პასუხად უთხრა: „მაგ კაცზე წვრილად ვერაფერს გეტყვი, ცოცხალია
თუ მკვდარია. ცუდია ცარიელი ლაპარაკი.“
ეს თქვა და ურდულის ღვედის გავლით გაქრა ქარის ქროლაში. [840] ძილიდან წამოდგა
იკარიოსის ასული, ძვირფასი გული გაუთბო ღამის წყვდიადის ნათელმა სიზმარმა.
სასიძოები ხომალდზე ავიდნენ და გაცურეს წყლის გზებზე, ტელემაქოსის სწრაფი
მკვლელობა იყო მათი საფიქრალი. ზღვის შუაგულში ერთი ქვიანი კუნძულია, ითაკასა და კლდოვან
სამოსს შორის, ასტერისი, დიდი არაა, კარგი ნავსაყუდელი აქვს ორივე მხარეს. იქ ჩაუსაფრდნენ
ტელემაქოსს აქაველები.

41
მეხუთე სიმღერა: ოდისევსი და კალიფსო

1-42 ზევსი ჰერმესს კალიფსოსთან აგზავნის; 43-91 ჰერმესი სტუმრობს კალიფსოს; 92-147 ჰერმესი
განმარტავს მოსვლის მიზეზს; 148-191 კალიფსო ოდისევსის განთავისუფლების პირობას დებს; 192-
261 ოდისევსი ტივს აგებს; 262-312 პოსეიდონი ძლიერ ქარიშხალს აღძრავს; 313-387 ლევკოთეა
საბურველს ათხოვებს ოდისევსს; 388-450 ოდისევსი ნაპირზე გასვლას ცდილობს; 451-493 ოდისევსი
ნაპირს აღწევს.

ეოსი სახელგანთქმული ტითონოსის სარეცლიდან წამოდგა, რომ ნათელი მოეტანა უკვდავთა და


მოკვდავთათვის. ღმერთები დასხდნენ საბჭოზე, მათ შორის მაღლითმქუხარე ზევსი, რომლის
ძალაუფლებაც უდიდესია. ათენამ გაიხსენა და მოუთხრო მათ ოდისევსის მრავალ განსაცდელზე,
ქალღმერთი უკმაყოფილო იყო, რომ გმირი დიდი ხნის ტყვეობაში იყო ნიმფა კალიფსოსთან: „მამა
ზევს და სხვა ნეტარო ღმერთებო, მარად მყოფნო, არც ერთი მეფე, რომელსაც კვერთხი უპყრია,
არასოდეს არ იქნება ნაზი და კეთილი, სამართლიანობა არ ექნება გონებაში, [10] არამედ მუდამ
იქნება სასტიკი და უსამართლო, რადგან ხედავს, რომ კაცთაგან არავინ, ვისზედაც მბრძანებლობდა,
არ იხსენებს ღვთისდარ ოდისევსს, რომელიც მათ მიმართ მამასავით კეთილი იყო. ახლა ის
კუნძულზე წევს, მწუხარებით გულმოკლული, სასახლეში ნიმფა კალიფსოსთან, რომელიც ძალით
აკავებს მას. სამშობლოში დაბრუნება არ შეუძლია, რადგან არც ნიჩბიანი ხომალდები აქვს, არც
მეგობრები ჰყავს გვერდით, რომ ვრცელი ზღვის ზურგი გაევლო. ახლა კი მტრები აპირებენ, მოკლან
მისი საყვარელი შვილი, რომელიც შინ ბრუნდება. იგი მამას ამბების გასაგებად გაემგზავრა [20]
წმინდა პილოსსა და ღვთაებრივ ლაკედემონში.“
მას უპასუხა ღრუბელთშემკრებმა ზევსმა: „ჩემო შვილო, ეს რა სიტყვა დასცდა შენს კბილთა
ზღუდეს? განა შენ თვითონ არ გვირჩიე გეგმა, რომ ოდისევსი აუცილებლად დაბრუნდება და იმ
ხალხზე შურს იძიებს? ტელემაქოსს კი უნარიანად გაუძეხი, შენ ეს შეგიძლია, ასე რომ, უვნებლად
დაბრუნდეს სამშობლოში და სასიძოები თავიანთი ხომალდით დაბრუნდნენ იქ, საიდანაც
წამოვიდნენ.“
ასე თქვა და შემდეგ ჰერმესს, საყვარელ შვილს, მიუბრუნდა და უთხრა: „შენ ხომ ჩვენი
შიკრიკი ხარ, ჰერმეს, [30] ლამაზთმიან ნიმფას ნათლად აუწყე ჩვენი ნება, შინ უნდა დაბრუნდეს
ჭირნახული ოდისევსი, შეუძლია წავიდეს, ღმერთებისა და მოკვდავი ადამიანების თანხლების
გარეშე. მტკიცედ შეკრული ტივით, დიდი გაჭირვებით, მიაღწევს ნაყოფიერ სქერიას მეოცე დღეს,
ღმერთების ახლობელი ფეაკების მიწას, მთელი გულით სცემენ პატივს ისინი, როგორც ღმერთს;
შემდეგ ხომალდით გაამგზავრებენ თავის საყვარელ სამშობლოში, უხვად მისცემენ ბრინჯაოს,
ოქროსა და სამოსს, იმდენს, [40] რამდენსაც ტროიდანაც ვერ ჩაიტანდა, შინ რომ უსაფრთხოდ
ჩასულიყო და ნადავლის სამართლიანი წილი რომ ჩაეზიდა. რადგან ესაა მისი ბედი – იხილოს
თავისი საყვარელი ხალხი და ჩააღწიოს თავის მაღალჭერიან სახლსა და სამშობლოში.“
ასე თქვა და დაემორჩილა არგოსის მკვლელი შიკრიკი. მაშინვე დაიმაგრა ფეხზე ლამაზი
სანდლები, ამბროსიული, ოქროსი, რომლებიც მიაქანებდა მას წყალსა და უსაზღვრო ხმელეთზე
ქარის ქროლასთან ერთად. აიღო თავისი კვერთხი, რომლითაც ადამიანთა თვალებს აჯადოებს,
ფხიზელს აძინებს, მძინარეს აღვიძებს. ხელში დაიჭირა და გაფრინდა მძლავრი მკვლელი არგოსისა.
[50] პიერიას რომ მიადგა, ეთერიდან ზღვაზე დაეშვა, ტალღებს დაუყვა თოლიასავით, თევზს რომ
იჭერს უნაყოფო ზღვის საშინელ წიაღში და სქელ ფრთებს რომ მლაშე ტალღაში ისველებს. ასე
მიქროდა ჰერმესი ტალღებზე. მაგრამ როდესაც მიაღწია შორეულ კუნძულს, იგი იისფერი ზღვიდან
ხმელეთზე გადავიდა და იარა, სანამ დიდ მღვიმეს მიაღწევდა, რომელშიც ლამაზთმიანი ნიმფა
ცხოვრობდა. ნიმფა იქ იპოვა. კერაში დიდი ცეცხლი ენთო და სურნელი მთელ კუნძულზე
ვრცელდებოდა. ნაპობი კედრისა და ტუიის ნაკვერჩხლის სურნელი მთელ კუნძულზე
ვრცელდებოდა. ქალი ლამაზი ხმით მღეროდა, საქსოვ დაზგას უჯდა და ოქროს მაქოთი ქსოვდა.
მღვიმის გარშემო ხშირი ტყე იზრდებოდა, – მურყანი, ვერხვი და სურნელოვანი კვიპაროსი. იქ
ბუდობდნენ გრძელფრთიანი ჩიტები: ზარნაშოები, ქორები და ენაგრძელი ყვავები, საზღვაო საქმის
მიმდევრები. აქვე, ღრმა მღვიმის ირგვლივ, ახალგაზრდა ვენახი ყვაოდა ვაზის მტევნებით. [70]
ოთხი კამკამა წყლიანი ოთხი წყარო მიყოლებით ჩუხჩუხებდა ერთმანეთთან ახლოს, მაგრამ
მიედინებოდა სხვადასხვა მიმართულებით. მათ ირგვლივ ყვაოდა იისა და ნიახურის აბიბინებული
მდელოები. თვით უკვდავი ღმერთიც რომ მოსულიყო, განცვიფრდებოდა იმით, რასაც ნახავდა და

42
გულში გაიხარებდა. არგოსის მკვლელი, ღმერთების მაცნე იდგა იქ და უყურებდა აღფრთოვანებით.
როდესაც გააოცა ყველაფერმა, რაც დაინახა და რამაც გული გაუხარა, საბოლოოდ ვრცელ მღვიმეში
შევიდა და როდესაც ქალმა იგი პირისპირ დაინახა, ღვთაებრივმა ქალღმერთმა, კალიფსომ, იცნო
იგი, რადგან ღმერთები, [80] როგორც უკვდავები, უცნობები არ არიან ერთმანეთისთვის, თუნდაც
ისინი ერთმანეთისგან შორს ცხოვრობდნენ. მაგრამ დიდგულოვანი ოდისევსი მას იქ არ უნახავს,
რადგან იგი ნაპირთან იჯდა და ტიროდა, გული უკვდებოდა ცრემლით, ოხვრითა და წუხილით,
უნაყოფო ზღვას უცქერდა და ცრემლად იღვრებოდა.
ქალღმერთმა კალიფსომ ჰერმესი ნათელ, კაშკაშა სავარძელში დასვა და ჰკითხა: „რატომ
მოსულხარ ჩემთან, ოქროს კვერთხიანო ჰერმეს, საყვარელო და პატივსაცემო? ადრე ხომ ხშირი
სტუმარი არ ყოფილხარ. მითხარი ყველაფერი, რასაც ფიქრობ. გული მკარნახობს, შევასრულო, [90]
თუ შესრულება შემიძლია, თუ საერთოდ შეიძლება ეს შესრულდეს. ახლა კი მომყევი, რომ
გაგიმასპინძლდე.“
ასე თქვა და ქალღმერთმა მაგიდა დაუდგა სტუმარს, მიართვა ამბროსია და გაზავებული
წითელი ნექტარი. არგოსის მკვლელმა შიკრიკმა ჭამა და სვა. როდესაც სტუმარმა ისადილა და გული
იჯერა საკვებით, მასპინძლის პასუხად ბრძანა: „მეკითხები, ქალღმერთო, რისთვის მოვსულვარ
ღმერთი, მე ამას უტყუარად გეტყვი, რაკი მიბრძანებ. ზევსმა მიბრძანა, მოვსულიყავი აქ, ჩემი ნებით
არ მოვსულვარ. [100] თავისი ნებით ვინ ირბენს ამოდენა მლაშე წყალზე, ის ხომ უზარმაზარია! გზად
არც მოკვდავთა ქალაქი შეგხვდება, მსხვერპლი რომ შემოგწიროს, ღმერთებს რომ ჰეკატომბე
შესთავაზოს. მაგრამ ვერც ერთი ღმერთი ვერ გაბედავს უარყოს ან დაარღვიოს ეგისისმპყრობელი
ზევსის მოსაზრება. მან ბრძანა, რომ შენთანაა ყველაზე უბედური კაცი იმათგან, რომლებიც
პრიამოსის ქალაქთან იბრძოდნენ ცხრა წელს, დააქციეს იგი მეათე წელს და შინ გაემართნენ. მაგრამ
შინ დაბრუნებისას ათენა გაანაწყენეს და მანაც ბოროტი ქარი და მაღალი ტალღები მოუვლინა მათ.
[110] მისი ყველა საუკეთესო მეგობარი იქ დაიღუპა, ხოლო ქარმა და ტალღებმა იგი ატარეს და აქ
მოიყვანეს. ზევსი გიბრძანებს, დაუყოვნებლივ გაუშვა, რადგან მას არ უწერია, იმათგან შორს
დაიღუპოს, ვინც უყვარს, არა, ჯერაც მისი ხვედრია, ნახოს, ვინც უყვარს, და მიაღწიოს თავის
მაღალჭერიან სახლსა და სამშობლოს.“
ასე თქვა და შეკრთა კალიფსო, ღვთაებრივი ქალღმერთი, და ფრთოსანი სიტყვით მიმართა:
„დაუნდობლები ხართ, ღმერთებო, სხვებზე მეტად ეჭვიანები ხართ, გაღიზიანებთ ქალღმერთი,
რომელიც ღიად უყოფს სარეცელს კაცს [120] და ამ საყვარელ კაცს მეუღლედ დაისვამენ.
როდესაც ვარდისფერთითებიანმა ეოსმა ორიონი აირჩია, თქვენ, იოლად მცხოვრები
ღმერთები, გაუნაწყენდით მას, სანამ ორტიგიაში ოქროსტახტიანმა ქალწულმა არტემისმა არ შეუტია
თავისი უმტკივნეულო ისრებით და არ მოკლა. ლამაზად დაწნულთმიანმა დემეტერმა გულით
შეიყვარა იასიონი და სამგზის მოხნულ მიწაზე დანებდა მას, მაგრამ დიდი ხანი არ გასულა, ზევსმა
რომ გაიგო ეს, იასიონს თეთრი ელვა დაატეხა და მოკლა. ახლა კი, ღმერთებო, მე განმირისხდით,
რაკი ვარ მოკვდავ კაცთან, [130] რომელიც მე გადავარჩინე, როდესაც ხომალდის ძელს იყო
ჩაჭიდებული, მას შემდეგ, რაც ზევსმა თეთრი ელვით ღვინისფერ ზღვაში სწრაფი ხომალდი
დაულეწა. მისი ყველა საუკეთესო მეგობარი იქ დაიღუპა, ხოლო ქარმა და ტალღებმა იგი ატარეს და
აქ მოიყვანეს. მე შევიყვარე იგი, ვაჭამე, უკვდავებასა და მარადიულ უბერებლობას დავპირდი.
მაგრამ ვერც ერთი ღმერთი ვერ გაბედავს უარყოს ან დაარღვიოს ეგისისმპყრობელი ზევსის
მოსაზრება. დაე, გზას დაადგეს, რაკი ზევსი უხმობს და უბრძანებს უნაყოფო ზღვაზე, მე მას ვერსად
ვერ გავყვები, რადგან არც ნიჩბებიანი ხომალდები მაქვს, არც მეგობრები მიდგანან მხარში, რომ
გავყვე მას ზღვის ვრცელ ზურგზე, მაგრამ გულწრფელად ვურჩევ და არაფერს დავუმალავ, ასე რომ,
სრულიად უვნებლად მიაღწევს თავის სამშობლოს.“
მას უპასუხა შიკრიკმა, არგოსის მკვლელმა: „გაუშვი ახლავე ამ გზაზე, პატივი ეცი ზევსის
ნებას, ღმერთის განრისხებით ხომ საკუთარ თავს უსჯი სასჯელს.“
ეს თქვა და წავიდა მძლავრი მკვლელი არგოსისა. დიადი ნიმფა წავიდა დიდგულოვან
ოდისევსთან, [150] მას შემდეგ, რაც ზევსის უწყება გაიგონა. იგი ნაპირზე მჯდომი იპოვა, თვალი
ცრემლით ჰქონდა სავსე და სიცოცხლე მიდიოდა მისგან, ასე გლოვობდა შინ ვერდაბრუნებას და
ნიმფაც აღარ მოსწონდა. დიახ, ღამეს მასთან ატარებდა ვრცელ მღვიმეში, იძულებით და ქალს
სურვილს უხალისოდ უსრულებდა. დღისით კი იჯდა ზღვისპირა კლდეზე, ცრემლით, კვნესითა და
მწუხარებით გულგახეთქილი, თვალცრემლიანი გასცქეროდა უნაყოფო ზღვას.
ახლოს დაუდგა და მიმართა ღვთაებრივმა ქალღმერთმა: [160] „ბედშავო, ნუღარ მწუხარებ
აქ, ნუღარ იმწარებ სიცოცხლეს, რადგან ახლა სრული კეთილგანწყობით გიშვებ აქედან. მიდი,

43
გრძელი მორები დაჭერი ბრინჯაოთი და შეკარი ფართო ტივად. ზემოდან განივი დაფები დაამაგრე,
რომ შეძლოს ნისლიან ზღვაზე გატაროს. შემდეგ უხვად მოგცემ პურს, წყალსა და წითელ ღვინოს,
შიმშილმა და წყურვილმა რომ არ შეგაწუხოს; სამოსელსაც მოგცემ. ზურგქარს მოგადევნებ, რომ
უსაფრთხოდ ჩახვიდე შენს სამშობლოში, თუკი ღმერთები, რომელთაც უჭირავთ ვრცელი ზეცა და
[170] რომლებიც ჩემზე ძლიერნი არიან განზრახვასა და შესრულებაში, ამას ისურვებენ.“
ასე თქვა, შეკრთა მრავალტანჯული ღვთაებრივი ოდისევსი და ფრთოსანი სიტყვით
მიმართა: „რაღაც სხვა გაქვს ჩაფიქრებული, ქალღმერთო, ჩემი გაცილების ნაცვლად. მიბრძანებ,
ტივით გადავკვეთო ზღვის უზარმაზარი ყურე, საშიში და უმძიმესი, რომელსაც სწრაფმავალი
გაწონასწორებული ხომალდებიც ვერ გადალახავენ, თუნდაც ზევსის ნაჩუქარი ზურგქარი
ახარებდეთ. მაგრამ მე არ გენდობი და ფეხსაც არ შევდგამ ტივზე, სანამ, ქალღმერთო, დიდი ფიცით
არ დაიფიცებ, რომ კიდევ ერთ ბოროტ განსაცდელს არ მიმზადებ.“
[180] ასე თქვა და გაეღიმა კალიფსოს, ღვთაებრივ ქალღმერთს, ხელით მოეფერა, სახელით
მიმართა და უთხრა: „კარგი ოხერი და ეშმაკი ვინმე ყოფილხარ, ასე რომ მელაპარაკები! დაე, ახლა ამ
მიწამ და ვრცელმა ზეცამ დაინახოს, დამემოწმოს მედინი წყალი სტიქსისა, რომელიც ყველაზე
დიდი და საზარელი მოწმეა ნეტარ ღმერთებს შორის, რომ მე არანაირ ბოროტ განსაცდელს არ
გიმზადებ! პირიქით, იმას გირჩევ, რასაც საკუთარ თავს ვურჩევდი, შენს მდგომარეობაში რომ
ვყოფილიყავი. [190] სიმართლე ჩემთვისაც ძვირფასია და მკერდშიც რკინა კი არ მიდევს, არამედ
მოწყალებით სავსე გული.“
ასე თქვა და ღვთაებრივი ქალღმერთი სწრაფად გაუძღვა და ისიც გაჰყვა ქალღმერთის
ნაფეხურებს. ქალღმერთი და კაცი ერთად მიადგნენ ღრმა მღვიმეს და კაცი დაჯდა იმ სავარძელზე,
რომლიდანაც მანამდე ჰერმესი წამოდგა და ნიმფამ წინ დაუწყო ყველანაირი კერძი, საჭმელ-
სასმელი, რასაც მოკვდავნი შეექცევიან. თავად წინ დაუჯდა ღვთაებრივ ოდისევსს, მონაქალებმა კი
ამბროსია და ნექტარი მოართვეს. [200] ხელი გაიწვდინეს წინ დაწყობილი ნუგბარეულისკენ.
როდესაც ჭამა-სმით გული იჯერეს, სიტყვა წამოიწყო კალიფსომ, ღვთაებრივმა ქალღმერთმა:
„ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს, გსურს თუ არა წახვიდე, ამ გზით და
ახლა, საყვარელ სამშობლოში? იყოს ასე, მაინც მშვიდობით! შენ რომ იცოდე, რამდენ უბედურებას
შეეყრები, სანამ მშობელ მიწას მიაღწევ, აქ, ჩემთან დარჩებოდი, ამ სახლს დაიცავდი და უკვდავი
იქნებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ასე მიგიწევს გული [210] მეუღლისკენ, რომელიც მუდამ
გენატრება. რა თქმა უნდა, მე საკუთარი თავი ტანადობითა და სიმაღლით მასზე ნაკლებად არ
მიმაჩნია, ან როგორ შეიძლება, მოკვდავები გვეჯიბრებოდნენ ტან-ფეხსა და იერში?!“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „დიადო ქალღმერთო, ამის გამო ნუ განმირისხდები. ეს
ყველაფერი მშვენივრად ვიცი, რადგან კეთილგონიერი პენელოპე ჩამოგრჩება შენ ტანადობითა და
სიმაღლით, როდესაც პირისპირ უყურებ, რადგან იგი მოკვდავია, შენ კი უკვდავი და უბერებელი.
და მაინც, მე მინდა და მინდა ყოველდღე, [220] შინ დავბრუნდე და ვნახო შინ დაბრუნების დღე.
თუკი რომელიმე ღმერთი ისევ დამაქცევს ღვინისფერ ზღვაში, გადავიტან, მკერდში გული
გადაიტანს მწუხარებას, რადგან უკვე უამრავი განსაცდელი და ტანჯვა გადავიტანე ზღვასა და ომში.
ესეც მათ შორის იყოს.“
ასე თქვა, მზე ჩაესვენა და ბინდი ჩამოწვა. ორნი გაემართნენ ღრმა მღვიმის წიაღში,
ერთმანეთს დაურჩნენ და სიყვარულს მიეცნენ.
როდესაც ახალშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, ოდისევსმა ჩაიცვა
მოსასხამი და ქიტონი, ხოლო თავად ნიმფამ ჩაიცვა დიდი თეთრი მოსასხამი, ნაზი და საყვარელი,
წელზე ოქროს თხელი ქამარი შემოირტყა, ხოლო თავზე თავსაბურავი მოიხვია. ამის შემდეგ დაიწყო
დიდგულოვანი ოდისევსის გამგზავრების სამზადისი. მისცა დიდი ცული, ხელისგულს მორგებუ-
ლი, ბრინჯაოსი, ორლესული, შესანიშნავი ზეთისხილის ხის ტარს მჭიდროდ ეჭირა პირი. მისცა
კარგად გაპირული ხელეჩო და გაუძღვა კუნძულის კიდეში, სადაც მაღალი ხეები იზრდებოდა:
მურყანი, ვერხვი და სოჭი, ცას რომ სწვდებოდა, [240] დიდი ხნის მშრალი, ძალიან მშრალი,
საზღვაოდ გამოსადეგი. მას შემდეგ, რაც აჩვენა, სად იზრდება მაღალი ხეები, ღვთებრივი
ქალღმერთი კალიფსო სახლში დაბრუნდა. ოდისევსმა მორების დამზადება დაიწყო და მალე
გაუმკლავდა სამუშაოს. ოცი ხე წააქცია, გაწმინდა ბრინჯაოთი, ოსტატურად გარანდა და სწორ
ხაზზე გაათანაბრა. ამასობაში ღვთაებრივი ქალღმერთი მობრუნდა და ბურღი მოიტანა. დაბურღა
ყველა მორი და ერთმანეთს მიუსადაგა, შემდეგ ლურსმნებითა და სამაგრებით შეკრა. ისეთი სიგანე
ჰქონდა ტივს, კარგი ხურო რომ ფართო სატვირთო ხომალდს ძირად გაუკეთებს, სწორედ ამოდენა
იყო ოდისევსის ტივი. ხშირი ფიცრისგან ნაკეთები გემბანი დააგო, შემდეგ ის დაასრულა გრძელი

44
გვერდითი დაფებით. გააკეთა ანძა და მას ქანდარა მიუსადაგა, შემდეგ საჭის ნიჩაბი დაამზადა, რომ
ტივის მართვა შეძლებოდა. ყოველი მხრიდან ტალღებისგან თავდასაცავად შემოავლო ტირიფის
წნული, შემდეგ გემბანი ფიჩხით დაფარა. ამასობაში ღვთაებრივმა ქალღმერთმა კალიფსომ ტილო
მოიტანა, იალქნად რომ გამოდგებოდა. ესეც მშვენივრად გააწყო ოდისევსმა. [260] მასზე მიაბა
სამაგრები, თოკები, გემსართავები და საბოლოოდ ბერკეტებით ჩაუშვა ტივი ღვთაებრივ ზღვაში.
ეს იყო მეოთხე დღე და ყველაფერი, რაც გასაკეთებელი იყო, გაკეთდა. ხოლო მეხუთე დღეს
ღვთაებრივმა კალიფსომ განბანა ოდისევსი, ჩააცვა გუნდრუკის სურნელოვანი სამოსი და
კუნძულიდან გაისტუმრა. ქალღმერთმა ტივზე მოუტანა შავი ღვინის ტიკი, მეორე ტიკი, უფრო
დიდი, წყლით სავსე და ტყავის ტომარა საგზლისთვის, რომელშიც უხვად ეწყო ხორცეული და
გაუგზავნა ზურგის ქარი, ტბილი და მშვიდი.
ზურგქარით გახარებულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა გაშალა იალქანი. [270] შემდეგ დაჯდა
და საჭის მეშვეობით მარჯვედ წარმართა ტივი. რული არ გაჰკარებია მის თვალს, უყურებდა
პლეიასებს, გვიან ჩამავალ მენახირესა და დიდ დათვს, მეორე სახელით, მეეტლეთიც რომ უხმობენ,
რომელიც თავის ადგილზე ტრიალებს, აკვირდება ორიონს და ერთადერთია, ოკეანოსის აბაზანას
რომ არ იღებს. ზეციურმა ქალღმერთმა კალიფსომ ხომ უბრძანა, იგი ზღვაში ცურვისას ხელმარცხნივ
დაეტოვებინა.
ჩვიდმეტი დღე მიცურავდა ზღვაში. უეცრად მეთვრამეტე დღეს [280] ფეაკების მიწის
ჩრდილოვანი მთები გამოჩნდა უკვე ახლოს და იგი ფარივით ჩანდა ნისლიან წყალში.
ეთიოპელებიდან დაბრუნებულმა მძლავრმა მიწისმრყეველმა შორიდან, სოლიმოსების მთებიდან
დაინახა იგი, ზღვაში რომ მიცურავდა. გულით განრისხდა, თავი შეარხია და საკუთარ სულს უთხრა:
„აჰ! აშკარაა, ღმერთებს შეუცვლიათ აზრი ოდისევსზე, სანამ მე ეთიოპელებთან ვიყავი! უკვე
ახლოსაა ფეაკების მიწასთან, სადაც უნდა დასრულდეს მი განსაცდელი და უბედურება. [290] მაგრამ
მანამდე მის სამყოფ უბედურებაში კიდევ ჩავაგდებ.“
ასე თქვა და შეყარა ღრუბლები, ხელი ჩაავლო თავის სამკბილას და ააღელვა ზღვა. მან ყველა
მხრიდან ყველა სახის ქარი აღძრა და ღრუბლებით დაფარა ზღვა და ხმელეთი, ხოლო ზეციდან ღამე
ჩამოწვა. ერთად ამოვარდა ევროსი, ნოტოსი, ავად მსტვინავი ძეფიროსი და ბორეასი და
უზარმაზარი ტალღები ააგორა. მაშინ ოდისევსს მუხლი მოეკვეთა და ძვირფასი გული შეუწუხდა
და, განსაცდელში ჩავარდნილმა, საკუთარ დიდგულოვან სულს უთხრა: „ვაი მე უბედურს! რა
მომივა ბოლოს? [300] ვშიშობ, უტყუარად თქვა ყველაფერი ქალღმერთმა, როცა ბრძანა, რომ სანამ
სამშობლოს მივაღწევ, ზღვაზე უბედურებას ვერ ავცდები და ახლა ეს ყველაფერი ახდა. ღრუბლებით
გაავსო ვრცელი ზეცა ზევსმა, ზღვა ააღელვა, გრიგალი ამოაგდო, ყოველი მხრიდან უბერავს ქარი და
ყველა მე მესხმის თავს. ჩემი სწრაფი დაღუპვა ახლა უეჭველია! სამგზის და ოთხგზის ნეტარნი არიან
დანაელები, რომლებიც მაშინ დაიღუპნენ ფართო ტროაში ატრეიდესების გულისთვის! ნეტავ მეც იმ
დღეს შევხვედროდი ჩემს ბედისწერას და სული ამომხდომოდა, როდესაც ტროელთა უდიდესი
რიცხვი [310] მესროდა ბრინჯაოს ბუნიკიან შუბებს დაღუპული პელეიონის ცხედართან. მაშინ ხომ
პატივით დამკრძალავდნენ და აქაველები გაავრცელებდნენ ჩემს დიდებას; ახლა კი მიწერია,
შავბნელმა სიკვდილმა შემიპყროს.“57
ეს თქვა და უზარმაზარი ტალღა წამოიმართა და მთელი ძალით ზემოდან თავს დააცხრა
მისი ტივი დააბზრიალა. თვითონ ტივისგან შორს ჩავარდა, საჭე კი ხელიდან გაუვარდა. მოვარდა
საშინელი ქარიშხალი, ქარები ერთმანეთს შეერია, ანძა შუაში გადატყდა, ხოლო იალქანი და ქანდარა
ზღვაში შორს ჩაცვივდა. გრიგალს დიდხანს ჰყავდა წყალქვეშ, [320] სწრაფად ამოსვლას ვერ
ახერხებდა ტალღების გამო და ღვთაებრივი კალიფსოს ნაჩუქარი სამოსიც ქვემოთ ეწეოდა. ბოლოს
და ბოლოს, ამოყვინთა და პირიდან მლაშე წყალი ამოანთხია, წყაროსავით რომ ჩამოდიოდა თმიდან.
ამ უბედურების მიუხედავად, თავისი ტივი არ დავიწყებია, ტალღებში მისკენ გაექანა, ხელი ჩაავლო,
აბობღდა და შუაში დაჯდა, სიკვდილს ასე გაექცა. დიდი ტალღა აქეთ-იქით ისროდა ტივს. როგორც
გვიან შემოდგომაზე ბორეასი დაბლობზე მიაქანებს ნარშავის ყვავილებს, [330] ისე მიაქროლებდნენ
ქარები წინ და უკან ტივს ზღვაში. ხან ნოტოსი გადაულოცავდა ბორეასს, ხანაც ევროსი უთმობდა
წასათრევად ძეფიროსს.

57 იგულისხმება დიდი ბრძოლა ტროელებსა და ბერძნებს შორის აქილევსის ცხედრისათვის, რომელშიც ოდისევსიც

მონაწილეობდა. სწორედ ამ ბრძოლაში გამოჩენილი გამჭრიახობისათვის მიენიჭა ოდისევსს აქილევსის აღჭურვილობა, რამაც
გამოიწვია კონფლიქტი მასსა და აიასს ტელამონის ძეს შორის.

45
იგი დაინახა კადმოსის ასულმა, კოჭლამაზმა ინომ, ლევკოთეამ, რომელიც ოდესღაც
მოკვდავი იყო ადამიანური მეტყველებით, მაგრამ ახლა ზღვის სიღრმეებში, ღმერთებში თავისი
წილი აქვს. შეებრალა ოდისევსი, რომ ხეტიალობდა და ტკიოდა, თოლიად გადაქცეული აფრინდა
ზღვიდან, დაჯდა ტივზე და უთხრა მას: „ბედკრულო, რატომ სძულხარ მიწისმრყეველ პოსეიდონს
ასე საზარლად, [340] ამდენ სიავეს რომ გიპირებს? ძალიან კი უნდა, მაგრამ მაინც ვერ მოგსპობს.
უგუნურ ვინმედ არ მეჩვენები, ასე რომ, გააკეთე, რასაც გეტყვი. ტანსაცმელი გაიხადე, ტივი ქარს
მიანდვე, ხელებით გაცურე ფეაკთა მიწისკენ, იქაა შენი თავდაღწევა. აიღე ეს საბურველი და
მკერდზე შემოიხვიე. იგი უკვდავია. არ შეგეშინდეს, არც გაწამდები, არც დაიღუპები; მაგრამ,
როგორც კი მიწას მიაღწევ, მოიგლიჯე ეს და ღვინისფერ ზღვაში მოისროლე [350] ნაპირიდან შორს
და შებრუნდი.“
ეს თქვა და ქალღმერთმა მისცა საბურველი, თავად კი ისევ ჩაყვინთა მღელვარე ზღვაში და
მუქმა ტალღამ დაფარა იგი. მაშინ დაფიქრდა მრავალტანჯული ოდისევსი, დანაღვლიანებულმა
უთხრა საკუთარ დიდგულოვან სულს: „თავო ჩემო, ვინ იცის, იქნებ, რომელიმე უკვდავი მიგებს
მახეს და ტივის დატოვებას მირჩევს? მაგრამ მე ჯერ არ ვენდობი, რადგან საკუთარი თვალით
ვხედავ, შორსაა მიწა, სადაც, მისი სიტყვით, ჩემი გადარჩენაა. [360] ამის სანაცვლოდ იმას გავაკეთებ,
რაც საუკეთესოდ მეჩვენება. სანამ მორები ერთად უჭირავს გვარლებს, იქ დავრჩები, სადაც ვარ და
გადავიტან წამებას, მაგრამ როცა ტალღები დალეწენ და დაშლიან ტივს, მაშინ გავცურავ, უკეთესი
ვერ მომიფიქრებია.“
სანამ იგი ამას ფიქრობდა გონებითა და გულით, დიდი ტალღა აღძრა მიწისმრყეველმა
პოსეიდონმა, საშინელი, მძიმე, ყოვლისმომცველი და თავს დაალეწა; როგორც გამომშრალ ჩალას
დააცხრება გრიგალი და აქეთ-იქით გაფანტავს, ისე დაიშალა გრძელი მორები. შემდეგ ოდისევსი
ცხენივით ერთ მორს შემოაჯდა და გაიხადა კალიფსოს მოცემული ტანსაცმელი. მაშინვე შემოიკრა
მკერდზე საბურველი, თავით გადაეშვა ზღვაში და გაშალა ცურვას მოწყურებული ხელები. უფალმა
მიწისმრყეველმა დაინახა იგი, თავი შეარხია და საკუთარ სულს უთხრა: „ამას იქით ბევრი უნდა
გადაიტანო და ზღვაზე იხეტიალო, სანამ არ შეერევი ზევსის აღზრდილ ხალხს. მაინც არ მგონია,
რომ დაგილხინდება.“
[380] ასე ბრძანა და გააქანა თავისი ლამაზფაფრიანი ცხენები და ეგეს გაეშურა, სადაც
შესანიშნავი სასახლე უდგას.
მაშინ ზევსის ასულმა ათენამ სხვა რამ ჩაიფიქრა. ყველა სხვა ქარს გზა გადაუღობა, შეჩერება
და დაძინება უბრძანა. აღძრა მძვინვარე ბორეასი, მის წინ ტალღები გაარღვია, რომ ზევსის შობილ
ოდისევსს ნიჩბისმოყვარე ფეაკებამდე მიეღწია და სიკვდილსა და ბედისწერას გაჰქცეოდა.
შემდეგ ორი ღამე და ორი დღე გზას აცდენდა ძლიერი ტალღა და მის გულსაც ბევრჯერ
მოელანდა დაღუპვა; [390] მაგრამ როდესაც ლამაზთმიანმა ეოსმა მესამე დღე მოიყვანა, ქარი ჩადგა
და ზღვაზე წყნარი ამინდი დადგა. წინ გაიხედა ყურადღებით, ამასობაში ზვირთმა უეცრად აიტაცა
ზემოთ და დაინახა ნაპირი სულ ახლოს. როგორც შვილებს ენატრებათ გამოჯანმრთელება მამისა,
რომელიც სნეული წევს და ძლიერი ტკივილისგან იტანჯება, სულთმობრძავი დიდხანს ებრძვის
რომელიღაც სასტიკ დემონს და ამ დროს ღმერთები სნეულს სულს მოათქმევინებენ, ასე
სანატრელად მოეჩვენა ოდისევსს მიწა და ტყე და მან სწრაფად გაცურა, რომ მიწაზე დაედგა ფეხი.
[400] ყვირილს რომ გაიგონებ, იმ მანძილზე რომ აღმოჩნდა, კლდეებს შეხეთქებული ტალღის ხმა
ესმა, უზარმაზარი ზვირთი ზათქით იმსხვრეოდა ქარაფებზე და ზღვა ირგვლივ ანთხევდა ქაფიან
შხეფებს. არც ნავსაყუდელი იყო, არც ღუზასადგომი, იყო მხოლოდ გამოშვერილი რიფები, ფრიალო
კლდეები და კონცხები. მაშინ მოუდუნდა მუხლები ოდისევსს, ძვირფასი გული შეუღონდა და
შეძრულმა უთხრა საკუთარ დიდგულოვან სულს: „ვაი! არაფრის იმედი რომ არ მქონდა, ზევსმა მიწა
დამანახვა, და, როგორც იქნა, ამ უფსკრულს თავი კი დავაღწიე, [410] მაგრამ ვერ ვპოულობ ჭაღარა
ზღვიდან გასასვლელს. პირდაპირ მხოლოდ ციცაბო კლდეები და ბობოქარი ტალღებია, რომლებიც
ღრიალით ეხეთქებიან კედელივით აღმართულ ქარაფებს, ზღვა ღრმაა, ადგილი არ არის, მყარად
რომ დადგე და ულმობელ სიკვდილს გაექცე. თუ მივუახლოვდი, დიდი ტალღა ამიტაცებს და
კლდეს მიმახეთქებს და ჩემი მცდელობა ამაო იქნება. თუკი უფრო შორს გავცურავ, ხმელეთზე
გასასვლელის ან ნავსაყუდლის საპოვნელად, მეშინია, რომ ისევ ქარიშხალში მოვყვები და უკან, [420]
ღია ზღვაში, გამაბრუნებს ან ღვთაება ამფიტრიტეს გამოკვებილ რომელიმე დიდ საზღვაო ურჩხულს
მომივლენს, რადგან ვიცი, როგორ ვერ მიტანს სახელოვანი მიწისმრყეველი.“
სანამ ამაზე ფიქრობდა გონებითა და გულით, უზარმაზარმა ტასლღამ კლდოვან ნაპირს
მიაყენა. იქ ტყავი გაძვრებოდა და ძვლები დაელეწებოდა, თვალსხივოსან ქალღმერთ ათენას რომ არ

46
ეკარნახა მისთვის, ქვას მიახლოებულს ორივე ხელი ჩაევლო მისთვის. ასე იყო კვნესით
ჩაჭიდებული, სანამ უზარმაზარი ტალღა არ მიიქცა უკან. [430] ტალღა მიიქცა, მას გადაურჩა, მაგრამ
უკუქცევისას თან გაიყოლა და ისევ შორს გადაისროლა ზღვაში. როგორც ნაპრალიდან გამოთრეულ
რვაფეხას მისაწოვრებზე კენჭები ეწებება, ასე მიეწება ოდისევსის თამამი ხელებიდან კლდეს მისი
კანი და დიდმა ტალღამ დაფარა იგი. მაშინ, ბედისწერის საწინააღმდეგოდ, დაიღუპებოდა
ოდისევსი, თვალსხივოსან ათენას რომ არ გაენათა მისთვის გონება. ამოყვინთა ტალღიდან,
როდესაც იგი მიწისკენ მიიწევდა და მის გასწრივ გაცურა, მიწისკენ იხედებოდა იმ იმედით, რომ
იპოვიდა [440] ტალღისთვის გვერდულად განლაგებულ გაშლილ ადგილს ან ბუნებრივ
ნავმისადგომს. ცურვისას მიადგა პატარა, მაგრამ წყალუხვი მდინარის შესართავს; საუკეთესო
ადგილს ჰგავდა, – არც კლდეები იყო და ქარისაგანაც თავის შეფარება შეიძლებოდა. მისი დინება
იგრძნო და გულში ილოცა: „მისმინე, მბრძანებელო, ვინც უნდა იყო, მრავალი ვედრების შემდეგ
მოგადექი, ზღვიდან გამოვექეცი პოსეიდონის მუქარას. უკვდავ ღმერთებშიც კი იმსახურებს
თანაგრძნობას კაცი, რომელიც მოდის როგორც მწირი, როგორც მე მოვედი შენს დინებასთან, შენს
მუხლებთან, [450] ათასი უბედურების გადამტანი. შემიწყალე, მბრძანებელო. შემიბრალე, როგორც
შენი მავედრებელი.“
ასე თქვა და იმავე წამს მდინარემ შეწყვიტა დინება, დააყოვნა ტალღა, წინ დაუმშვიდა ზღვა
და უსაფრთხოდ გაიყვანა მდინარის შესართავში. მუხლი მოეკვეთა, ძლიერი ხელები ჩამოუცვივდა,
ზღვამ უკანასკნელი ძალაც გამოაცალა. მთელი სხეული დაუსივდა, ზღვის წყალი სდიოდა
ცხვირიდან და პირიდან. იწვა სუნთქვაშეკრული და გატრუნული, განძრევის თავი არ ჰქონდა, თავს
დაეცა პირქუში დაღლილობა. მაგრამ როდესაც გონს მოეგო და სული მოითქვა, მაშინ მოიხსნა
ქალღმერთის საბურველი [460] და ზღვაში ჩამავალ მდინარეში მოისროლა. დიდმა ტალღამ იგი უკან
წაიღო და ინომ მაშინვე მიიღო იგი თავის ძვირფას ხელებში. ოდისევსი გასცილდა მდინარეს,
ლელქაშთან ჩაიმუხლა, აკოცა პურისმომტან მიწას და ღრმად შეძრულმა უთხრა საკუთარ
დიდგულოვან სულს: „თავო ჩემო, კიდევ რა უნდა გადავიტანო? თუ მდინარის პირას გავატარებ
მოუსვენარსა და უძილო ღამეს, ვშიშობ, ბოროტი ყინვა და დილის ცვარი საბოლოოდ მომიღებენ
ბოლოს, ილაჯგამოცლილს კი სული ამომხდება, როდესაც დილის გამთოშავი სიო დაუბერავს
მდინარიდან. თუკი ბორცვს ავუყვები ჩრდილიან ტყეში და დასაძინებლად ხშირ ბუჩქებს მივმართავ
იმ იმედით, რომ სიცივე და დაქანცულობა ხელს შემიშვებენ და ტკბილი ძილი მესტუმრება, ვშიშობ,
ველური მხეცების საკბილო გავხდები.“
რომ გაიაზრა, საუკეთესოდ ეს მოეჩვენა: ტყეს მიაშურა. იქ იპოვა ადგილი მდინარესთან
ახლოს, ველობზე. იქ ორი ხე იპოვა, ერთი ადგილიდან იზრდებოდა ორივე, ერთი იყო უნაყოფო
ველური ზეთისხილი და მეორე – მსხმოიარე. ამ ადგილს ვერც ნესტიანი ქარი დაემუქრებოდა, ვერც
მოკაშკაშე მზე ვერ შეეხებოდა თავისი სხივებით, [480] ვერც წვიმა შეაღწევდა, ისე ხშირი იყო
ერთმანეთზე გადაწნული ხეების ფოთლები. ოდისევსი გაძვრა მათ შორის. ძვირფასი ხელებით
მაშინვე მოიწყო ფართო საწოლი, რადგან საკმარისად ეყარა ფოთლები, ორ და სამ კაცსაც კი
ეყოფოდა ზამთარში, თუნდაც ის ძალიან სუსხიანი ყოფილიყო. მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა
ოდისევსმა დაინახა ეს და გაიხარა, შუაში ჩაწვა და თავზე დაიყარა ბლომად ცვენილი ფოთლები.
როგორც გლეხი მალავს მუგუზალს ფერფლის შავ გროვაში, შორეულ უმეზობლო კარ-მიდამოში,
[490] რომ შეინახოს ცეცხლის თესლი და საძებნელი არ გაუხდეს ცეცხლი, ასე დაიმალა ფოთლებში
ოდისევსი. შემდეგ ათენამ თვალებზე ძილი დააღვარა, რომ თვალი დაეხუჭა და სწრაფად მიეღო
მოსვენება ქანცის გამომცლელი გამოფიტვისგან.

47
მეექვსე სიმღერა: ოდისევსი და ნავსიკაა

1-47 ათენა ეწვევა ნავსიკაას; 48-109 ნავსიკაა და მისი მოახლეები სარეცხს რეცხავენ; 110-148
ოდისევსი სამალავიდან გამოდის; 149-197 ოდისევსი და ნავსიკაა საუბრობენ; 198-250 ნავსიკაას
სტუმართმოყვარეობა; 251-315 ნავსიკაა ოდისევსს გზას უჩვენებს; 316-331 ოდისევსი ათენაზე
ლოცულობს

სანამ მრავალტანჯულ ღვთაებრივ ოდისევსს ეძინა, ძილითა და დაღლილობით გათანგულს, ათენა


ეწვია მიწასა და ქალაქს ფეაკი კაცებისას, რომლებიც ოდესღაც ცხოვრობდნენ ვრცელ ჰიპერეიაში,
ახლოს კიკლოფსებთან, არაადამიანური ძალის ხალხთან, რომლებიც მათ ჯაბნიდნენ და მათზე
უმოწყალოდ ძალადობდნენ. ისინი ღვთისდარმა ნავსითოოსმა იქიდან წაიყვანა და დაასახლა
სქერიაში, შორს ხალხისაგან, რომელიც პურისთვის შრომობს. ქალაქს გალავანი შემოავლო, სახლები
ააგო, [10] ღმერთებს ტაძრები აუშენა და მინდვრები გაანაწილა. მაგრამ ბედისწერა მოერია და უკვე
ჰადესშია წასული. ალკინოოსი, ღმერთების წყალობით, სიბრძნის მცოდნე, მეფობს ახლა. მის
სახლში მივიდა თვალსხივოსანი ქალღმერთი ათენა, დიდგულოვანი ოდისევსის შინ დაბრუნების
ჩამფიქრებელი. იგი გაემართა მაღალი ხელოვნებით ნაკეთები საწოლი ოთახისაკენ, რომელშიც
ტანითა და იერით უკვდავთა მსგავს ქალწულს ეძინა, დიდგულოვანი ალკინოოსის ასულს,
ნავსიკაას; და მის გვერდით ქარისებისგან სილამაზემიღებულ ორ მოახლეს ეძინა, თითოეულს
კარის თითო წირთხლთან. ბრწყინვალე კარი დახურული იყო. [20] ქარის სუნთქვასავით მიეახლა
ქალწულის საწოლს, თავთან დაუდგა მიმსგავსებული ხომალდებით სახელგანთქმული დიმასის
ასულს, რომელიც მისი თანატოლი იყო და ძალიან უყვარდა; მისი სახით მიმართა თვალსხივოსანმა
ათენამ: „ნავსიკაა, როგორ მოხდა, რომ დედამ ასეთი უზრუნველი გშობა? შენი მშვენიერი სამოსი
მიგდებულია, ქორწილი კი ახლოსაა, იქ კი მხოლოდ შენ კი არ უნდა გამოეწყო კარგად, არამედ
ყველა, ვინც შენ უნდა გახლდეს. ასეთ რამეებზეა დამოკიდებული, რა სახელი გექნება [30] კაცთა
შორის და როგორ გაიხარებენ შენი მამა და ქალბატონი დედა. მაშ, წავიდეთ, გავრეცხოთ, როგორც
კი გათენდება, მეც გამოგყვები დასახმარებლად, რომ სწრაფად დავასრულოთ საქმე. დიდხანს ვეღარ
დარჩები ქალწული. უკვე გყავს ფეაკებში ხელის მთხოვნელები, წარჩინებული ხალხი, შენივე
წარმომავლობის ხალხი. მაშ, მიდი, დილაადრიან სთხოვე მამაშენს, გაამზადებინოს ჯორები და
ოთხთვალა, რომ წაიღო სარტყლები, კაბები და ხასხასა გადასაფარებლები. შენც იმას გაჰყევი, ასე
აჯობებს, რადგან სარეცხის ადგილი საკმაოდ შორსაა ქალაქიდან.“
ასე თქვა და წავიდა თვალსხივოსანი ათენა ოლიმპოსზე, სადაც, როგორც ამბობენ, ღმერთებს
მარადიული სასახლეები აქვთ. იქ არ ქრის ქარი, წვიმა არ იცის, თოვლი არ იცის, ღრუბლები არ იცის,
ჰაერი სუფთაა, ირგვლივ ყველაფერი კაშკაშებს, ნეტარი ღმერთები მარად ბედნიერნი არიან. სწორედ
იქ წავიდა თვალსხივოსანი ქალწულთან საუბრის შემდეგ.
მაშინვე მოვიდა ტახტმშვენიერი ეოსი და მან გააღვიძა ლამაზკაბიანი ნავსიკაა. სიზმარმა
გააოცა იგი და [50] სწრაფად გაიარა სასახლე, მოსაყოლად მიადგა მშობლებს, საყვარელ მამასა და
დედას. სახლში ბრძანდებოდა ორივე. დედამისი კერიასთან იჯდა მოახლეებთან ერთად და
თითისტარზე ზღვის მეწამული ფერის ძაფს ართავდა. მამასაც შეხვდა, სწორედ მაშინ კარებში
შემოდიოდა ახალ მეფეებთან ერთად, სახელოვან ფეაკთა საბჭოს რომ დასწრებოდა. ახლოს დაუდგა
და უთხრა საყვარელ მამას: „საყვარელო მამიკო, ხომ არ მომიმზადებდი ოთხთვალას, მაღალს,
მაგარბორბლიანს, რომ წავიღო ჩემი ბრწყინვალე სამოსი, დასვრილი რომ მიგდია, მდინარეზე
გასარეცხად? [60] შენ თავადაც, როდესაც სათათბიროზე ბრძანდები პირველ პირთა შორის,
გჭირდება სუფთა სამოსი. გარდა ამისა, ხუთი საყვარელი ვაჟი გყავს სასახლეში, ორი
დაქორწინებულია, სამი ჯან-ღონით სავსე, უცოლოა, მათ მუდმივად სჭირდებათ ახალგარეცხილი
სამოსი, საცეკვაოდ რომ წავიდნენ. ყველაფერი ეს ჩემი საფიქრალია.“
ასე თქვა, შესაძლებელ გათხოვებაზე საყვარელ მამასთან ლაპარაკისა შერცხვა, მაგრამ ის
მიუხვდა და უთხრა: „შვილო, უარს არ გეტყვი არც ოთხვალაზე და არც სხვა რამეზე. მოახლეები
მოგიმზადებენ ოთხთვალას, [70] მაღალს, მაგარბორბლიანს, ჩარდახგადადგმულს.“
ეს თქვა, უბრძანა მოახლეებს და ისინიც დამორჩილდნენ. გარეთ გავიდნენ და მოამზადეს
მაგარბორბლიანი ოთხთვალა, მოიყვანეს ჯორები და უღელში შეაბეს, ქალწულმა მოიტანა საწოლი
ოთახიდან ბრწყინვალე სამოსი და მოათავსა კარგად გაკრიალებულ ოთხთვალაზე. დედამ მოიტანა
ყველანაირი ნუგბარით სავსე კალათი, შემდეგ დაამატა ხორცეული, თხის ტიკში ჩაასხა ღვინო.

48
შემდეგ ქალწულიც ავიდა ოთხთვალაზე. შემდეგ დედამ მისცა ზეითუნის ზეთი ოქროს
ლეკითოსით, [80] რომ მას და მის მოახლეებს ბანაობის შემდეგ ტანი დაეზილათ. ქალწულმა ხელი
ჩაავლო მათრახსა და ბრჭყვიალა სადავეებს და დაძრა ოთხთვალა. თქარათქურით გაეშვნენ ჯორები.
გამალებულად გაქანდნენ ჯორები, გააქანეს სარეცხი და მეფის ასული; მარტო არ იყო, მოახლეებიც
მასთან ერთად წავიდნენ.
როდესაც მიაღწიეს მდინარის მშვენიერ დინებას, სადაც ყოველთვის მოიძებნებოდა
გასარეცხად ვარგისი ადგილი, იმდენი წყლით, რომ ძალიან ბინძური ნივთებიც კარგად
გაირეცხებოდა, იქ გამოხსნეს ჯორები, საბალახოდ გაუშვეს მჩქეფარე მდინარის პირას, [90] რომ
მოეძოვათ თაფლივით ტკბილი სამყურა. შემდეგ ოთხთვალიდან გადმოიღეს ხელით სამოსი და შავ
წყალში ჩაყარეს და ორმოში თელავდნენ, თან ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. რომ გარეცხეს ყველაფერი
და ყველანაირი ჭუჭყი მოაცილეს, ერთმანეთის მიყოლებით გაფინეს ზღვის ნაპირზე, სადაც
ყველაზე უფრო გარეცხილი მშრალი კენჭები იყო. ამის შემდეგ თვითონ იბანავეს და უხვად
დაიზილეს თავი ზეითუნის ზეთით, შემდეგ ისადილეს მდინარის პირას და დაელოდნენ, როდის
გაშრებოდა სარეცხი მზის ელვარე სხივებში.
როდესაც მეფის ასულმა და მისი მოახლეებმა ჭამით გული იჯერეს, [100] თავსაბურავები
მოიშორეს, ბურთის თამაში დაიწყეს და თეთრხელება ნავსიკაამ თანმხლები სიმღერა წამოიწყო.
როგორც ისრისმტყორცნელი არტემისი ჩამოდის მთებიდან – ან ტევგეტოსიდან ან უზარმაზარი
ერიმანთოსიდან და გულს იხარებს გარეული ღორებითა და სწრაფი ირმებით, და მას
ეგისისმპყრობელი ზევსის ასულები, ნიმფები, სტუმრობენ ველზე თამაშით, ლეტო გულით იხარებს,
ყველაზე მაღლა მისი ასულია, თავი და სახე ყველაზე ლამაზი აქვს, მისი გამორჩევა ადვილია, თუმცა
სხვებიც ლამაზნი არიან, ასე გაუთხოვარი ქალწული გამოირჩეოდა მოახლეებს შორის.
[110] მაგრამ როდესაც იგი აპირებდა სახლში დაბრუნებას, უკვე დაკეცილი ჰქონდა ლამაზი
სამოსი, ხოლო ჯორები – უღელში შებმული, მაშინ თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ კიდევ
რაღაც მოიფიქრა, რომ გამოღვიძებისას ოდისევსს მშენიერი ქალიშვილი უნდა დაენახა, რომელიც
გაუძღვებოდა ფეაკ კაცთა ქალაქში. შემდეგ მეფის ასულმა ბურთი მოახლეს ესროლა, მაგრამ ააცილა
და ღრმა მორევში ჩააგდო. მათ ხმამაღლა შესძახეს. ღვთაებრივ ოდისევსს გაეღვიძა, წამოდგა და
დაიწყო ფიქრი გონებითა და სულით: „თავო ჩემო, რომელ მოკვდავთა მიწაზე მოვედი? [120] არიან
ისინი ქედმაღლები, ველურები, უსამართლოები, თუ სტუმართმოყვარენი და ღვთისმოშიშენი
გონებით? თითქოს ქალის ყვირილის ხმა გავიგონე, ქალიშვილების, ნიმფების, რომლებიც ფლობენ
წვეტიან მწვერვალებს, მდინარეების სათავეებს, ბალახიან მდელოებს. იქნებ, სადღაც ვარ, ახლოს
ადამიანებთან და მოკვდავთა ხმასთან? მოდი, გავიხედავ და დავინახავ.“
ეს თქვა და ბუჩქებიდან გამოვიდა ოდისევსი და სქელი ხელით მოტეხა ფოთლოვანი ტოტი
და დაიფარა სხეულზე, რომ დაემალა სარცხვინელი. [130] წინ მიიწევდა, როგორც მთის ლომი, თავის
ძალაში დარწმუნებული, რომელიც ქარსა და წვიმაში გამოდის სანადიროდ, თვალებს აკვესებს, თავს
ეცემა ფარას ან ჯოგს, ან გარეულ ირემს და შიმშილი უბრძანებს, წავიდეს, ფარეხში შეიჭრას, რომ
ცხვარი და თხა მოიტაცოს. ასე ოდისევსიც წარდგა გოგონების ჯგუფის წინაშე შიშველი, რადგან
გაჭირვებამ აიძულა. მაგრამ ზღვის წყლით მოთხვრილმა ისე შეაშინა ისინი, რომ გაიქცნენ აქეთ-
იქით კონცხებისაკენ. მხოლოდ ალკინოოსის ასული დარჩა, რადგან ათენამ [140] სიმამაცე ჩაუნერგა
გულში და შიში განდევნა მისი სხეულიდან. პირისპირ იდგა გახევებული, ოდისევსი კი ფიქრობდა,
მუხლებზე მოხვიოს ხელი მშვენიერ ქალიშვილს, თუ არ მიუახლოვდეს და სიტყვებით ცადოს მისი
გულის მოგება, რომ სამოსი მისცეს და ქალაქის გზა აჩვენოს. ფიქრის შემდეგ კაცმა ჩათვალა,
თავისთვის უკეთესად, არ მიახლოებოდა, რადგან მუხლებზე მოხვევნა იქნებ წყენოდა ქალიშვილს,
ამიტომ დაელაპარაკა გულის მოსაგები თბილი სიტყვებით:
„მუხლზე გეხვევი, მბრძანებელო, ღმერთი ხარ თუ მოკვდავი? [150] თუ ხარ ღმერთი,
რომელიც ფართო ცას ფლობ, ყველაზე მეტად არტემისს გამსგავსებ, ზევსის ასულს, იერით,
სიდიდითა და გარეგნობით. თუ მოკვდავი ხარ და მიწაზე ცხოვრობ, სამგზის ნეტარია შენი დედ-
მამა, სამგზის ნეტარი არიან ძმები. ეჭვი არაა, მათი გული ბედნიერებით ივსება შენ გამო, როდესაც
ხედავენ, რომ ასეთი ახალგაზრდა ყლორტი ფერხულს უერთდება. მაგრამ ყველაზე უფრო ნეტარი
ის იქნება, ვინც საქორწინო საჩუქრით სხვებს აჯობებს და სახლში წაგიყვანს, [160] რადგან ასეთი
მოკვდავი არც ქალი მინახავს და არც კაცი. საოცრება მიპყრობს, რომ გიყურებ! ერთხელ დელოსში,
აპოლონის საკურთხეველთან ვნახე ამოსული პალმის ახალი ტოტი, მე იქ ვიყავი და ლაშქარი
მახლდა იმ მოგზაურობაში, რომელშიც დიდი უბედურება გადამხდა. როგორც მაშინ ვიდექი
დიდხანს გაოგნებული, როცა ვნახე, ვინაიდან ასეთი ხე მიწიდან მანამდე არ ამოსულა, ასევე,

49
ქალბატონო, შენაც მაოგნებ და საშინლად მეშინია, მუხლებზე შეგეხო, თუმცა შავ დღეში ვარ. [170]
გუშინ, მეოცე დღეს, თავი დავაღწიე ღვინისფერ ზღვას. მთელი ეს დრო ტალღებსა და მძაფრი ქარს
აქეთ მოვყავდი კუნძულ ოგიგიიდან. ახლა ბედისწერა აქეთ მეძახის, რომ ისევ უბედურებას
გადავეყარო, რადგან არ მგონია, რომ ეს დასრულდეს, ღმერთებს კიდევ სურთ ჩემი გამწარება.
მაგრამ, მბრძანებელო, შემიბრალე: მე უკვე გადავიტანე ათასი უბედურება, პირველად შენთან
მოვედი, რადგან სხვებს არ ვიცნობ, არ ვიცი, ვინ ფლობს ამ მიწასა და ამ ქალაქს. მაჩვენე ქალაქის გზა
და მომეცი რამე ფლასი, ტანზე რომ შემოვიხვიო, იქნებ ჭინჭი გაქვს, რაშიც სარეცხი გქონდა
შეხვეული, [180] შენ კი ღმერთებმა მოგცენ, რასაც ისურვებ. მოგცენ ქმარი და სახლი, მოგცენ კეთილი
თანხმობა, რადგან არაფერია იმაზე უკეთესი და უფრო ძლიერი, როდესაც ორნი
შეხმატკბილებულად მართავენ სახლს, როგორც ცოლ-ქმარი. გული უსკდებათ მტრებს, უხარიათ
მეგობრებს, თვითონ კი ნეტარებენ.
თეთრხელება ნავსიკაამ უპასუხა: „უცხოელო, არც ბოროტი ჩანხარ და არც უგუნური,
ოლიმპოსელი ზევსი ადამიანს ბედს არგუნებს, კარგსა და ცუდს, როგორც მოისურვებს და [190]
რადგან მან გარგუნა ეს ხვედრი, უნდა გადაიტანო. ახლა კი, რაკი მოაღწიე ჩვენს მიწამდე და
ქალაქამდე, შენ არც სამოსი არ მოგაკლდება და არც სხვა რამ, ჩვენ ყველას ყველაფერს ვაძლევთ, ვინც
ჩვენთან ჭირნახულ მავედრებლად მოდის. ქალაქის გზას მე გაჩვენებ და გეტყვი, მისი ხალხის
სახელსაც. ფეაკებისაა ეს ქალაქი და ეს ქვეყანა, მე ვარ ასული დიდგულოვანი ალკინოოსისა,
რომელსაც უმადლიან ფეაკები ძალასა და სიდიადეს.“
ასე თქვა და უბრძანა თავის ლამაზთმიან მოახლეებს: „ჩემთან დარჩით, მოახლეებო. სად
გაიქეცით კაცის დანახვისას? [200] ხომ არ გეგონათ, რომ მტერია? ეს კაცი მტერი არაა და ცოცხალ
მოკვდავებს შორის არავინაა, ვინც ფეაკებთან მოვიდოდა მტრული განზრახვით, რადგან ძალიან
ვუყვარვართ უკვდავებს. ჩვენ ვცხოვრობთ ბობოქარი ზღვის შორეულ კიდეში, ჩვენთან სხვა
მოკვდავი არ მოდის ხოლმე. ეს კაცი კი მოვიდა, როგორც უბედური მწირი, ვისზედაც უნდა
ვიზრუნოთ, რადგან მოგზაურები და მთხოვნელები ზევსისგან მოდიან,58 მცირე საჩუქარიც კი
მისაღებია. ასე რომ, მოახლეებო, მიეცით სტუმარს საჭმელ-სასმელი, [210] განბანეთ მდინარეში,
სადაც უქარო ადგილია.“
ასე თქვა, ისინი გაჩერდნენ და ერთმანეთს დავალებებს აძლევდნენ, შემდეგ დასვეს
ოდისევსი დაცულ ადგილას, როგორც ნავსიკაამ, დიდგულოვანი ალკინოოსის ასულმა, უბრძანა
მათ. გვერდით დაუდეს მოსასხამი, ქიტონი და სხვა სამოსი, და ოქროს ლეკითოსით მისცეს
ზეითუნის ზეთი და შესთავაზეს, ტანი დაებანა მდინარის ნაკადში.
მაშინ ღვთაებრივმა ოდისევსმა უთხრა მოახლეებს: „მოახლეებო, განზე გადექით, გთხოვთ,
რომ შევძლო, ჭუჭყი მოვაშორო მხრებს და დავიზილო [220] ზეითუნის ზეთით, დიდი ხანია, ის ჩემს
სხეულს არ მიჰკარებია. თქვენს თვალწინ ტანს ვერ დავიბან, რადგან მრცხვენია, შიშველი ვიყო
ლამაზთმიან გოგონებში.“
ასე თქვა, ისინი განზე გადგნენ და უთხრეს ქალიშვილს. მაშინ მდინარეში ღვთაებრივმა
ოდისევსმა მტკნარი წყლით ჩამოიშორა ზღვის მარილი ზურგიდან და ფართო მხრებიდან, თავიც
გაიწმინდა უნაყოფო ზღვის ქაფისაგან. მას შემდეგ, რაც სრულად განიბანა, ზეითუნის ზეთით ტანი
დაიზილა, ჩაიცვა სამოსი, რომელიც გაუთხოვარმა ქალწულმა მისცა, ზევსის შობილმა ათენამ იგი
[230] უფრო ბრგე და სრული გახადა, თმა კულულებად ჩამოაშვებინა, სუმბულის ყვავილს
დაამსგავსა. როგორც ჰეფესტოსისა და ათენა პალასის მიერ განსწავლული, ყველა ხელოვნებას
დაუფლებული და მშვენიერი ნივთების შემქმნელი, გამოცდილი ოსტატი ვერცხლს ოქროთი
დაფერავს, ასე დაიფერა მშვენიერებით ოდისევსის თავი და მხრები. შემდეგ იქაურობას მოშორდა
და ზღვის ნაპირზე დაჯდა გაბრწყინებული ამ მოხდენილობითა და მშვენიერებით. თვალს ვერ
აცილებდა მას ქალიშვილი. შემდეგ მან უთხრა თავის ლამაზთმიან მოახლეებს: „მისმინეთ,
თეთრხელება მოახლეებო, შემიძლია რაღაც გითხრათ. [240] ოლიმპოსის მფლობელი ღმერთების
ნების წინააღდეგ არ მოსულა ეს კაცი ღვთისდარ ფეაკებთან. თავიდან იგი უმნიშვნელო ვინმედ
მომეჩვენა, ახლა კი ვრცელი ზეცის მფლობელ ღმერთებს ჰგავს. ასეთი კაცი მინდა ქმრად, ვინც აქ
დარჩებოდა და აქ იცხოვრებდა! მაშ, მოახლეებო, მიართვით სტუმარს საჭმელ-სასმელი!“
ასე თქვა, მათ კარგად გაიგონეს, დაემორჩილნენ და ოდისევსს წინ დაუდგეს საჭმელ-
სასმელი. მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა ხარბად ჭამა და სვა, [250] დიდი ხანი იყო, არ
გაუსინჯავს საჭმელი.

58 ზევსი ითვლებოდა მოგზაურებისა და მავედრებლების უპირველეს მფარველად.

50
მაშინ თეთრხელება ნავსიკაამ სხვა რამ მოიფიქრა. სარეცხი დაკეცა და ოთხთვალაზე დააწყო.
შეაბა უღელში მძლავრქუსლიანი ჯორები, თავადაც ავიდა და შემდეგ მიმართა ოდისევსს, სახელით
უხმო და უთხრა: „წამოდექი, უცხოელო და წამოდი ქალაქში! მიგაცილებ გაწაფული მამაჩემის
სახლში, სადაც, მგონია, ნახავ ყველა ფეაკს, ყველა საუკეთესოს. მაგრამ ზუსტად ასე უნდა გააკეთო,
გონიერი კაცი ჩანხარ. სანამ ჩვენ ხალხის ყანებსა და საკარმიდამო ნაკვეთებს გავდივართ, [260]
მოახლეებთან ერთად სწრაფად იარე, გამოჰყევით ჯორებსა და ოთხთვალას. წინ მე გაგიძღვებით.
როდესაც ქალაქს მივადგებით, დაგვხვდება მაღალი გალავანი, ქალაქის ორივე მხარეს
შესანიშნავი ნავსაყუდელი და ვიწრო შესასვლელია. მოხრილი ხომალდები მიჯრით არიან გზაზე,
და თითოეულს თავისი მისადგომი აქვს. იქ შესახვედრი ადგილია პოსეიდონის მშვენიერი
ტაძრითურთ, დაფენილია უზარმაზარი ლოდები, რომლებიც ღრმად ზის მიწაში. აქ მოაქვთ შავი
ხომალდების მოწყობილობები, ბაგირები, აფრები, გამოთლილი ნიჩბები. [270] ფეაკებს არ
ადარდებთ მშვილდი და კაპარჭი, მათი სადარდებელია დიდებული ხომალდები, აფრები და
ნიჩბები, რითიც ისინი ყიჟინით კვეთენ ნაცრისფერ ზღვას. მტრულ ლაპარაკს მინდა თავი ავარიდო,
ზურგს უკან დაცინვა რომ არ მომადევნონ. მეტისმეტად ამპარტავანნი არიან მთელ უბანში,
სასტიკებიდან ერთ-ერთს, შემთხვევით რომ შეგხვედროდა, შეეძლო ეთქვა: „ვინ არის ეს დიდი და
ლამაზი, რომელიც ნავსიკაას მოჰყვება? სად იპოვა იგი ქალმა? ნამდვილად მისი ქმარი იქნება, ან
იქნებ, ხომალდი დაეღუპა და დახეტიალობს, უცხოელია, შორეულია, რადგან ახლო მეზობლები არ
გვყავს. [280] იქნებ, რომელიმე ღმერთი უსასრულო ლოცვის საპასუხოდ ჩამოვიდა ციდან და
სამუდამოდ დაეუფლა მას? უკეთესი იქნებოდა, თავად წასულიყო და მოეძებნა ქმარი სხვა ადგილას,
რადგან ადგილობრივები არ მოსწონს, თუმცა არიან კარგი ფეაკები, რომლებიც მის ხელს
მიელტვიან. ასე ილაზღანდარებენ და გამაშავებენ. მეც არ მომეწონებოდა, სხვას რომ გაეკეთებინა
ამგვარი რამ: თუ საყვარელი დედ-მამა ცოცხალი ჰყავს და, მათი ნების საწინააღმდეგოდ, კაცებთან
ურთიერთობა აქვს საკუთარ ქორწინებამდე.
უცხოელო, სწრაფად ისმინე ჩემი სიტყვები, რომ ძალიან სწრაფად [290] შეიძინო
თანამგზავრები და სახლში დაგაბრუნოს მამაჩემმა. გზის მახლობლად შეგხვდება ათენასეული
დიდებული ვერხვის ჭალა. მასზე წყარო მოედინება, ირგვლივ კი მდელოა. მამაჩემის მიწები და
აყვავებული ბაღია იქ, ქალაქიდან ყვირილს რომ გაიგონებ, იმ მანძილზე. იქ დაბრძანდი და
დაგველოდე, სანამ ქალაქში ჩავალთ და მამაჩემის სახლს მივაღწევთ. ოღონდ დაყოვნდი, რომ
მოვასწროთ მეფე ალკინოოსის სახლში მისვლა. შემდეგ ფეაკების ქალაქში წამოდი და იკითხე
მამაჩემის, დიდგულოვანი ალკინოოსის, სასახლე. [300] ადვილი საცნობია, სულელი ბავშვიც კი
მიგიყვანს, რადგან ისე არაა ნაშენები, როგორც ფეაკების სახლები, სხვანაირია გმირ ალკინოოსის
სასახლე. როდესაც სახლსა და შიდა ეზოში აღმოჩნდები, ძალიან სწრაფად გაიარე დერეფანი, სანამ
დედაჩემთან არ მიხვალ, რომელიც კერის ცეცხლის შუქზე ზის, მეწამული ფერის ძაფს რთავს,
საოცრებაა სანახავად, იგი ბოძს ეყრდნობა და მონაქალები სხედან მის ზურგსუკან. იმავე სვეტთანაა
დადგმული მამაჩემის ტახტი, რომელზეც ბრძანდება და ღვინოს შეექცევა, როგორც უკვდავი. [310]
გვერდი აუარე და დედაჩემის მუხლებს მოხვიე ხელი, რომ მალე დაინახო შინ დაბრუნების დღე,
თუნდაც ძალიან შორეული ადგილიდან იყო. რადგან, თუკი დედა თავის გულში შენზე კეთილ
ფიქრს გაივლებს, მაშინ იმედი გქონდეს, რომ შენს საყვარელ ხალხს იხილავ და მიაღწევ შენს
კეთილნაგებ სახლსა და შენს სამშობლოს.“
ასე თქვა, ელვარე მათრახი გადაუჭირა ჯორებს, რომლებიც სწრაფად გაეცალნენ მდინარის
ნაკადს. ჩორთით მირბოდნენ ისინი, კარგად მიქროდნენ ფეხები, მაგრამ ნავსიკაა ისე მართავდა მათ,
რომ არ ჩამორჩენოდნენ ქვეითები, [320] მისი მოახლეები და ოდისევსი, ამას ავალებდა მათრახს.
მზე ჩავიდა და მათაც მიაღწიეს ათენასეულ სახელგანთქმულ წმინდა ჭალას, სადაც ჩამოჯდა
ოდისევსი. მაშინ მან მიმართა ზევსის დიად ასულს: „ახლა კი მისმინე, ეგისისმპყრობელი ზევსის
ასულო, ატრიტონე,59 მისმინე სწორედ ახლა, ისე, როგორც არ გისმენია ჩემთვის, როდესაც დამჩაგრა
და გამაწამა სახელგანთქმულმა მიწისმრყეველმა. ისე მოაწყვე, რომ თბილად მიმიღონ და
შემიბრალონ ფეაკებმა.“
ასე თქვა მლოცველმა და გაუგონა ათენა პალასმა, მაგრამ პირადად არ მოევლინა, რადგან
იცოდა, რომ ჯერაც მძვინვარებდა [330] ბიძამისი, სანამ ღვთისდარი ოდისევსი მშობლიურ მიწას არ
მიაღწევდა.

59 ატრიტონე („დაუღალავი, უძლეველი“) – ათენას ეპითეტია.

51
მეშვიდე სიმღერა: ოდისევსი ხვდება ალკინოოსს

1-77 ათენას ოდისევსი სასახლეში მიჰყავს; 78-132 ალკინოოსის სასახლე; 133-181 ოდისევსი არეტეს
ესაუბრება; 182-239 არეტე გამოჰკითხავს ოდისევსს; 240-297 ოდისევსი ჰყვება თავისი ჩამოსვლის
ამბავს; 298-347 ოდისევსს სძინავს სასახლეში

სანამ მრავალტანჯული ღვთაებრივი ოდისევსი ლოცულობდა იქ, ამასობაში ჯორებმა ქალიშვილი


ქალაქში ჩაიყვანეს. როდესაც ქალმა მამამისის სახელგანთქმულ სახლს მიაღწია, იგი კარიბჭესთან
შეჩერდა და მისმა ძმებმა წრეში მოაქციეს, როგორც უკვდავებმა. მათ გამოხსნეს ჯორები
ოთხთვალიდან და სარეცხი შინ შეიტანეს. ქალიშვილი კი საწოლ ოთახში შევიდა. იქ მისთვის
ცეცხლი დაენთო აპეირეელ მოხუც მოახლე ევრიმედუსას. იგი ოდესღაც აპეირედან ჩამოუყვანიათ
მოხრილ გემებს. [10] ქალი საპატიო საჩუქრად მიართვეს ალკინოოსს, რადგან იგი მართავდა ყველა
ფეაკს და ხალხი მას ღმერთად მიიჩნევდა. ამ ქალმა გაზარდა თეთრხელება ნავსიკაა სასახლეში.
ახლა მან დაუნთო ცეცხლი მეფის ასულს და ვახშამი იქვე მოუმზადა.
ამასობაში ოდისევსი წამოდგა და ქალაქს გაეშურა. მასზე თბილად მზრუნველმა ათენამ მას
ნისლი დააღვარა, რომ ვინმე დიდგულოვან ფეაკს შეხვედრისას სიტყვებით არ დაეცინა მისთვის და
არ ეკითხა, ვინ ხარო. მაგრამ როდესაც საოცარ ქალაქში შესვლა აპირებდა, სწორედ მაშინ შეხვდა
ქალღმერთი თვალსხივოსანი ათენა, [20] მხარზე დოქშედგმული ყმაწვილი მოახლის სახით. ქალი
პირისპირ დაუდგა და ღვთაებრივმა ოდისევსმა ჰკითხა მას: „შვილო, ხომ ვერ მიმასწავლი სახლს
ალკინოოსისას, რომელიც მეფობს ამ ხალხში? რადგან მე აქ მოვედი მრავალტანჯული უცხოელი,
შორიდან, შორეული ქვეყნიდან. სწორედ ამიტომ, არავის არ ვიცნობ, ვინც ამ ქალაქში და ამ მიწაზე
ცხოვრობს. მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „უცხოელო მამა, სახლს, რომელზეც
მკითხე, გაჩვენებ, რაკი ის კაცი ჩემი უნაკლო მამის გვერდით ცხოვრობს; [30] მაგრამ სრული
დუმილით მომყევი, მე გზას გაჩვენებ, არც შეხედო და არც შეეკითხო ვინმეს, რადგან მათ არ უყვართ
უცხოელები და სტუმართმოყვარედ არ იღებენ შორი ქვეყნებიდან ჩამოსულებს. თავიანთ სწრაფ
ხომალდებს მინდობილნი კვეთენ ისინი ზღვის ყურეებს, რაკი მიწისმრყეველმა ნება დართო. მათი
გემები კი სწრაფია, როგორც ფრთა ან ფიქრი.“
ასე თქვა და ათენა პალასი სწრაფად გაუძღვა წინ და ის გაჰყვა ქალღმერთის ნაკვალევს.
ხომალდებით სახელგანთქმულმა ფეაკებმა ვერ შეამჩნიეს იგი [40] მათ შორის რომ დადიოდა მათივე
ქალაქში, რადგან შიშის მომგვრელმა და ლამაზთმიანმა ათენამ არ დაუშვა ეს, მასზე თბილად
მზრუნველმა საკვირველი ნისლი დააღვარა. ოდისევსი გაოცებული შეჰყურებდა თანაშეზომილ
ხომალდებსა და ნავსადგურებს, გმირების შეხვედრის ადგილებს, დიდსა და მაღალ გალავანს,
რომელსაც სახილველად საოცარი ქონგურები ამშვენებდა. ხოლო როდესაც მან მიაღწია სახელოვანი
მეფის სასახლეს, თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ სიტყვა წამოიწყო: „აი, უცხოელო მამა, ესაა
ის სახლი, რომლის ჩვენებაც მთხოვე. შენ იქ ნახავ ზევსის აღზრდილ მეფეებს, [50] რომლებიც
სადილს მიირთმევენ. შედი იქ და არ შეგიდრკეს გული, რადგან უშიშარი კაცი მეტს მიაღწევს ყველა
საქმეში, თუნდაც შორიდან იყოს მოსული. უპირველეს ყოვლისა, იპოვე დედოფალი სასახლეში.
არეტეა მისი სახელი და იგი შთამომავალია იმავე წინაპრებისა, რომლებმაც მეფე ალკინოოსი შვეს.
თავდაპირველად ნავსითოოსი შვეს მიწისმრყეველმა პოსეიდონმა და პერიბეამ, ქალთაგან
უმშვენიერესმა. იგი იყო უმცროსი ქალიშვილი დიდგულოვანი ევრიმედონისა, მედიდური
გიგასების ოდინდელი მეფისა, [60] რომელმაც დაღუპა თავისი ბიწიერი მოდგმა და თავიც დაიღუპა.
პოსეიდონი შეეუღლა მას და შვა ძე, დიდგულოვანი ნავსითოოსი, რომელიც გაბატონდა ფეაკებზე.
ნავსითოოსმა შვა რექსენორი და ალკინოოსი. ვერცხლისმშვილდიანმა აპოლონმა იგი საკუთარ
დარბაზში დასცა ახალდაქორწინებული; იგი უძეოდ გადაეგო, მხოლოდ ერთი ქალიშვილი დარჩა,
არეტე, რომელიც ცოლად მოიყვანა ალკინოოსმა. და პატივს სცემდა ცოლს, როგორც არც ერთი
ქალისთვის არ უციათ მიწაზე პატივი, ვინც კი ქმრის სახლის საქმეს გასძღოლია. ასე იყო და არის
ახლაც დიდ პატივში [70] ჰყავთ როგორც შვილებს, ისე თავად ალკინოოსსაც და მთელ ხალხსაც,
რომელიც ისე უყურებს, როგორც ქალღმერთს და მას სიტყვებით ხვდებიან, როდესაც ქალაქში
მოსეირნეს ხედავენ. რადგან იგი გონიერია და შეუძლია კაცებიც კი მოარიგოს, რომელთა მიმართ
კეთილგანწყობილია. თუკი თავის გულში შენდამი კეთილად განეწყობა, შეგიძლია იმედი იქონიო,
რომ შენს საყვარელ ხალხს იხილავ და მიაღწევ შენს მაღალჭერიან სახლსა და სამშობლოს.“

52
ეს თქვა და მიაშურა თვალსხივოსანმა ათენამ უნაყოფო ზღვას. დატოვა საყვარელი სქერია,
[80] მიაღწია მარათონსა და ფართოქუჩებიან ათენს და შევიდა ერექთევსის მკვიდრად ნაგებ სახლში.
ოდისევსი წავიდა ალკინოოსის დიდებულ სახლში. ჩაფიქრდა და იდგა, სანამ ბრინჯაოს ზღურბლს
მიაღწევდა, რადგან ყველაფერი ელვარებდა მზე და მთვარესავით დიდგულოვანი ალკინოოსის
მაღალჭერიან სასახლეში. სპილენძის კედლები იყო აღმართული ზღურბლიდან მარჯვნივ და
მარცხნივ, შიდა ოთახში, ზემოდან მათ ფარავდა მუქი ლურჯი ფილა. ოქროს კარი სახლს მჭიდროდ
კეტავდა. სპილენძის ზღურბლზე იდგა ვერცხლის წირთხლები, [90] ზედა ბალავარი ვერცხლისა,
ხოლო კარის წრიული სახელური ოქროსი იყო. კარის ორივე მხარეს იდგნენ ოქროსა და ვერცხლის
ძაღლები, ისინი ჰეფესტოსმა შექმნა ნატიფი გამომგონებლობით, რომ დაეცვა დიდგულოვანი
ალკინოოსის სახლი; იყვნენ უკვდავნი და უბერებელნი მარადიულად. სახლში კედლის გასწვრივ
მიდგმული იყო სავარძლების წყება ზღურბლიდან შიდა ოთახამდე. ნაზი, ქარგად ნაქსოვი ნაჭრები
ეფინა, ქალთა ნახელავი. ფეაკთა წინამძღოლები ისხდნენ იქ, ჭამდნენ და სვამდნენ, უსასრულო
განცხრომაში იყვნენ. [100] ოქროს ბიჭები იდგნენ მოხდენილ კვარცხლბეკზე, ანთებული
ჩირაღდნები ეჭირათ ხელში, სანადიმო სუფრას ანათებდნენ სახლში ღამით. მთელ სახლში
ორმოცდაათი მონაქალი ჰყავდა;60 ზოგიერთი წისქვილში ვაშლისფერ მარცვალს ფქვავდა, ზოგი
ქსოვილს ქსოვდა, სხვები ნართს ახვევდნენ, ისხდნენ, როგორც მაღალი ალვის ფოთლები. მჭიდროდ
ნაქსოვი ტილოდან წვეთავდა ზეითუნის სქელი ზეთი.61 როგორც ყველას აღემატებიან ფეაკი კაცები
ზღვაზე სწრაფი ხომალდების მართვაში, ისე მათი ქალები არავის უდებენ ტოლს [110] საქსოვ
დაზგასთან, რადგან ათენამ უბოძა მათ, სხვებზე უმეტესად, კეთილი ხასიათი და ლამაზი ნივთების
კეთების უნარი. ეზოს მიღმა, კარებთან, ხილის უზარმაზარი ბაღია, ფართობი ოთხი გიაა.62 ირგვლივ
ორივე მხარეს კედელია ამოშენებული. იქ იზრდება მაღალი და მსხმოიარე ხეები: მსხალი,
ბროწეული და ლამაზნაყოფიანი ვაშლი, ტკბილი ლეღვი და უხვნაყოფიანი ზეთისხილი. მათი
ნაყოფი არასოდეს იღუპება და არ ფუჭდება. ზამთარ-ზაფხულ, მთელი წელი, მუდამ და ყოველთვის
ძეფიროსი უბერავს, აღმოაცენებს ერთს და ამწიფებს მეორეს. [120] მსხალს მსხალი მოჰყვება, ვაშლს
– ვაშლი, ვაზს – ვაზი, ლეღვს – ლეღვი. იქ ფესვი გაუდგამს ნაყოფით სავსე მის ვენახს; მის ერთ, მზიან
ნაწილში მზეზე შრება და ჩამიჩდება ყურძენი, მეორე ნაწილში ზოგს კრეფენ და ზოგსაც ფეხით
წურავენ. წინ უმწიფარი ყურძენია. ზოგი ფოთოლი ცვივა, ზოგი – მუქდება. იქ, ვენახის ქვედა
რიგთან, ბოსტანი იწყებოდა, ყველა სახის ბოსტნეული და მწვანილი ხარობდა თანაბარ კვლებად. იქ
იყო ორი წყარო. ერთი მთელ ბაღზე გადიოდა, [130] მეორე კი ეზოს მხარეს, მაღალი სახლის
მახლობლად ჩქეფდა და მთელი ქალაქი მისით სარგებლობდა. ასეთი იყო ღმერთების ლამაზი
საჩუქრები ალკინოოსის სასახლეში.
მრავალტანჯული ღვთაებრივი ოდისევსი იდგა და უყურებდა; შემდეგ, მას შემდეგ, რაც
ყველაფერ ამას შეხედა გულით, სწრაფად გადააბიჯა ზღურბლს და სახლში შევიდა. იქ აღმოაჩინა
ფეაკი ბელადები და მხედართმთავრები, რომლებიც თასებით ღვინოს უღვრიდნენ არგოსის
თვალმახვილ მკვლელს, რომელსაც ზედაშეს უკანასკნელს უძღვნიან, როდესაც საწოლზე
ფიქრობენ.63 მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა სახლი გაიარა [140] დაფარულმა ნისლით,
რომელიც ათენამ დააღვარა, სანამ არ მიადგა მეფე ალკინოოსსა და არეტეს. ოდისევსმა ხელები
შემოხვია არეტეს მუხლებს და სწორედ მაშინ საოცარი ბურუსი ჩამოეცალა, მთელ სახლში დუმილი
ჩამოვარდა, როდესაც კაცი დაინახეს, გაოცდა ყველა. მაშინ ოდისევსმა ვედრებით მიმართა: „არეტე,
ღვთისდარი რექსენორის ასულო, მრავალი განსაცდელი გადავიტანე და შენსა და შენი მეუღლის
მუხლებთან მოვედი, თქვენს მეინახეებთან მოვედი. ღმერთებმა მოგცეთ კეთილდღეობა,
შვილებისთვის გადაგეცეთ [150] ყველა სიკეთე, რომელიც სასახლეში გაქვთ და ის პატივი, რომელიც
ხალხს თქვენთვის მოუცია. ხალხი გამაყოლეთ და ჩამიყვანეთ ჩემს სამშობლოში, ძალიან დიდი
ხანია, შინაურებს მოშორებული ვიტანჯები.“
ეს თქვა და დაჯდა კერასთან, ნაცარში, ცეცხლის გვერდით.64 ყველა დადუმდა. ბოლოს
მოხუცმა კაცმა, გმირმა ექენეოსმა ამოიღო ხმა. იგი ყველაზე ხნიერი იყო ფეაკთა შორის, ბევრი რამ
იცოდა და ენაც უჭრიდა. კეთილი განზრახვით ბრძანა: „ალკინოოს, არც კარგია და არც წესებს

60 უფრო მდიდარ მეფეებსაც კი გაცილებით ნაკლები მონები ჰყავდათ სასახლეში, ორმოცდაათი ძალიან ბევრია.
61 ჩვეულების მიხედვით, საქსოვი ძაფი ზეთით იჟღინთებოდა.
62 გია – ფართობის ერთეული, დაახლოებით, ჰექტრის მეოთხედი.

63 ძილის წინ ბერძნები ჰერმესს მიმართავდნენ, რადგან სწორედ მას შეეძლო თავისი კვერთხის შეხებით ძილი

გამოეწვია.
64 დაჯდა კერასთან, ნაცარში... – ე.ი. მიუახლოვდა ყველაზე წმინდა ადგილს ოჯახში.

53
შეესატყვისება, [160] რომ უცხოელი კერასთან მიწაზე ნაცარში იჯდეს. ესენი შენს ბრძანებას
ელოდებიან. მაშ, ააყენე უცხოელი და ჩასვი ვერცხლით მოჭედილ სავარძელში, შემდეგ შიკრიკებს
უბრძანე, ღვინო წყალში გააზავონ, რომ ზედაშე დავუღვაროთ ხალისით ელვისმტყორცნელ ზევსს,
რომელიც მფარველობს თანაგრძნობის ღირს მავედრებლებს. დაე, მეკუჭნავე ქალმა მარაგიდან
გამოუტანოს საკვები და დააპუროს.“
როდესაც ალკინოოსის წმინდა ძალამ ისმინა ეს, ააყენა კერიდან გაწაფული და მარჯვე
ოდისევსი და დასვა იგი მბრწყინავ სავარძელში, [170] საიდანაც მანამდე წამოაყენა თავისი ვაჟი,
მამაცი ლაოდამასი, რომელიც ახლოს ეჯდა და ყველაზე უფრო უყვარდა.
მოახლემ მოიტანა ხელის დასაბანი წყალი ოქროს ლამაზი დოქით და დაუსხა ვერცხლის
ტაშტზე და შემდეგ წინ დაუდგა გაპრიალებული მაგიდა. ღირსეულმა მეკუჭნავე ქალმა მოუტანა
პური და წინ დაუდო და მოაყოლა მრავალნაირი კერძი, გულუხვად გამოტანილი საცავიდან. სვა და
ჭამა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა და ალკინოოსის ძალამ უთხრა შიკრიკს:
„პონტონოოს, კრატერში გააზავე ღვინო და [180] ყველას გაუნაწილე ღვინო დარბაზში, რომ ზედაშე
დავუღვაროთ ხალისით ელვისმტყორცნელ ზევსს, რომელიც მფარველობს თანაგრძნობის ღირს
მავედრებლებს.“
ასე თქვა და პანტონოოსმა შეაზავა სულის დამატკბობელი ღვინო, შემდეგ ჩაუწვეთა ყველას
თასებში. როდესაც მათ ზედაშე შესწირეს და სვეს, რამდენიც გაუხარდათ, ალკინოოსმა მიმართა
ყველას: „მისმინეთ, ფეაკთა ბელადებო და მხედართმთავრებო, გეტყვით, მკერდში გული რასაც
მიბრძანებს. ახლა, რაკი ივახშმეთ, სახლებში წადით და დაისვენეთ, დილას კი სხვა უხუცესებსაც
ვუხმობთ აქ, [190] გავუმასპინძლდებით სტუმარს სასახლეში, მშვენიერ საკურთხს შევწირავთ
ღმერთებს და შემდეგ კი ვიფიქრებთ, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ჩვენმა სტუმარმა, გაჭირვებისა და
ტანჯვის გარეშე, ჩვენი თანხლებით, თავის სამშობლოს სწრაფად და სიხარულით, რა შორსაც უნდა
იყოს იგი. გზაზე არ შეხვდეს არც ბოროტება, არც მწუხარება, სანამ მშობლიურ მიწას არ დაადგამს
ფეხს. შემდეგ კი იქ გადაიტანოს ყველაფერი, რაც ბედისწერასა და ავბედით მრთველებს65 ძაფად
დაურთავთ მისთვის დაბადებისას, როდესაც დედამ შობა იგი. ხოლო თუკი რომელიღაც უკვდავი
ჩამოვიდა ზეციდან, [200] ეს რაღაც სხვა რამაა, რაც ღმერთებს ჩაუფიქრებიათ, რადგან ადრე
ყოველთვის ღმერთები ცხადად გვევლინებოდნენ, როდესაც ჩვენ სახელგანთქმულ ჰეკატომბეს
ვწირავდით, ისინი ჩვენთან ერთად ისხდნენ და სადილობდნენ. თუკი რომელიმე მარტოხელა
მოგზაურს შეხვდება გზად, ისინი არ ინიღბებიან, რადგან ახლოს ვართ მათთან, როგორც
კიკლოფსები და გიგასების ველური მოდგმა.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ალკინოოს, რამე სხვა ფიქრმა დაიკავოს შენი გული,
რადგან მე იმ უკვდავთა მსგავსი არ ვარ, რომელთაც ვრცელი ზეცა უპყრიათ, [210] არც სახით, არც
აღნაგობით; მე ვგავარ ხორციელ მოკვდავს. ვისაც კი იცნობთ, რომელსაც უმძიმესი უბედურება
გადაუტანია, ყველას შემიძლია ამაში გავეჯიბრო და გადავაჭარბო, მე სხვებზე მეტი განსაცდელი
შემიძლია აღვწერო, რაც კი გადამიტანია და ყველას მიზეზი ღმერთების ნება იყო. მაგრამ მაინც
მავახშმეთ, რაც უნდა ტანჯული ვიყო, არაფერი ისე არ ჰგავს ძაღლს, როგორც საძაგელი მუცელი,
რომელიც გვიბრძანებს, გვახსოვდეს, რაც უნდა ეწამო, ის უნდა გახსოვდეს, რაც უნდა მწუხარებდეს
გული; მეც სულ ასე ვარ, გული მიკვდება, [220] კუჭი კი ჭამა-სმას მოითხოვს მუდმივად და
მავიწყებს, რაც გადამიტანია, და მხოლოდ საკუთარ გავსებას მიბრძანებს. ხვალ რომ გათენდება,
გევედრებით, წამიყვანეთ მე ჩემს სამშობლოში, ბევრი მაქვს გადატანილი, იქნებ სიცოცხლესაც
გამოვეთხოვო, მაგრამ მაინც დამანახვეთ ჩემი საკუთრება, ჩემი მონები, და ჩემი დიადი
მაღალჭერიანი სახლი!“
ასე თქვა, ყველა დაეთანხმა და სამშობლოში მისი წაყვანა გადაწყვიტეს, რადგან ყველაფერი
სამართლიანად ბრძანა. ამის შემდეგ, ზედაშე დაუღვარეს ღმერთებს და სვეს, რამდენიც ინებეს,
წამოდგნენ და თავიანთ სახლებში წაბრძანდნენ მოსასვენებლად. [230] მაგრამ ღვთაებრივი
ოდისევსი დარბაზში დარჩა, არეტე და ღვთისდარი ალკინოოსი გვერდით დაუსხდნენ და მოახლემ
აალაგა მაგიდიდან ჭურჭელი. თეთრხელება არეტემ წამოიწყო სიტყვა, რადგან მან იცნო ქიტონი და
მოსასხამი, რომელიც თავად დაამზადა მოახლე ქალებთან ერთად და მიმართა ფრთოსანი სიტყვით:
„უცხოელო, პირველად ეს უნდა გკითხო: ვინ ხარ და საიდან ხარ? ვინ მოგცა ეს სამოსი? ხომ თქვი,
რომ აქ ზღვაზე ხეტიალმა მოგიყვანა?“

65 ავბედითი მრთველები – მოირები, რომლებიც თითოეულ ადამიანს თავის ბედს ურთავენ.

54
[240] მას მიუგო მარჯვე ოდისევსმა: „ძნელია, დედოფალო, წვრილად გადმოგცე ჩემი
განსაცდელის ამბავი, რადგან ზეციურმა ღმერთებმა ძალიან ბევრი რამ შემამთხვიეს. მაგრამ ამას
გეტყვი, რადგან მკითხე და გსურს, გაიგო. არის კუნძული ოგიგია ზღვაში, აქედან შორს. ატლასის
ასული ცხოვრობს იქ, ლამაზთმიანი ცბიერი კალიფსო, საზარელი ქალღმერთი; მასთან არც
ღმერთთაგანი ვინმე და არც კაცთაგანი არ ურთიერთობს. ბედმა მხოლოდ მე უბედური მიმიყვანა
მასთან, რადგან ზევსმა ელვარე მეხი დაატეხა ჩემს ხომალდს [250] და დალეწა იგი შორს ღვინისფერ
ზღვაში. ყველა ჩემი კეთილი მეგობარი იქ დაიღუპა, მაგრამ მე ჩავეჭიდე ჩემი ორმხრივ მოხრილი
ხომალდის ხერხემალს და ცხრა დღე გავძელი, სანამ წყვდიადის მეათე ღამეს ღმერთებმა არ
გადამისროლეს ოგიგიის ნაპირზე, სადაც ცხოვრობს ლამაზთმიანი კალიფსო, საზარელი
ქალღმერთი, რომელმაც თბილად მიმიღო, შემიყვარა, მაჭამა და შემპირდა, რომ უკვდავსა და
უბერებელს გამხდიდა სამუდამოდ, მაგრამ გულს ჩემ მკერდში ვერასოდეს ვერ დაეუფლა. მე იქ
დავრჩი შვიდ წელიწადს და ცრემლით ვალტობდი [260] იმ უკვდავ სამოსს, კალიფსომ რომ მომცა.
მაგრამ მერვე წელიწადი რომ დადგა, სწორედ მაშინ წასვლისკენ მომიწოდა ან ზევსის ბრძანებით ან
თავად გამოიცვალა აზრი. გამიშვა მჭიდროდ შეკრული ტივით, უხვად გამატანა საკვები და ტკბილი
ღვინო, უკვდავი სამოსი და გამაყოლა ზურგის ქარი, თბილი და ნაზი.
ჩვიდმეტ დღეს მოვცურავდი ზღვაზე და მეთვრამეტე დღეს გამოჩნდა ნისლიანი მთები
თქვენი მიწისა და ჩემმა ძვირფასმა გულმა გაიხარა, [270] თუმცა თურმე კიდევ ბევრი უბედურება
მელოდა, რასაც მიწისმრყეველი პოსეიდონი მიმზადებდა: ქარიშხალი დამატეხა თავს, გზა
გადამიღობა, ზღვა გამოუთქმელად ამიბობოქრა. არ დაუშვა, რომ ტალღას ტივზე დავეტოვებინე,
მძიმედ რომ ვკნესოდი. შემდეგ ქარიშხალმა ტივი დამილეწა, მე კი გამოვცურე, ყურე გადავკვეთე,
სანამ ქარმა და ტალღამ თქვენს მიწას არ მიმაბარა. ტალღები დამაქცევდნენ იქ, ნაპირზე გასვლა რომ
მეცადა, [280] მაგრამ მე უკან გავბრუნდი, სანამ მდინარე არ ვიპოვე, რომელიც საუკეთესო
გამოსასვლელი აღმოჩნდა, არც კლდეები იყო იქ და არც ქარი ანგრევდა ყველაფერს. მე იქ დავეცი,
ვიწექი და სული მძვრებოდა, სანამ არ დადგა ამბროსიული ღამე. მაშინ ავდექი ზევსის ძალით
მედინი მდინარიდან და წავედი ბუჩქებში მოსასვენებლად, ფოთლები დავიყარე და ღმერთმა
დამაღვარა უსაზღვრო ძილი. ასე, გაწამებულს, ფოთლებში მეძინა მთელ ღამეს და დილიდან
შუადღემდე; მზე უკვე ჩასვლას იწყებდა, როდესაც ტკბილმა ძილმა გამათვისუფლა. [290] შემდეგ მე
დავინახე, რომ შენი ასულის მოახლეები თამაშობდნენ სანაპიროზე და ის იყო მათ შორის
ქალღმერთებს მიმსგავსებული. მე შევევედრე მას და ის ყურადღებიანი აღმოჩნდა, რასაც არ უნდა
ელოდე, ყმაწვილები ხომ მუდამ დაუფიქრებლები არიან. მან დამაპურა და შუშხუნა ღვინო მასვა,
მდინარეში განმაბანინა და ეს სამოსი მომცა. გული მიწუხს, მაგრამ რასაც მოვყევი, მართალია.“
მას უპასუხა ალკინოოსმა: „სინამდვილეში, უცხოელო, ჩემს ქალიშვილს დაუშავებია, [300]
რომ ჩვენს სასახლეში არ მოუყვანიხარ თავის მოახლეებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ იგი
იყო პირველი, ვისაც შენ შეევედრე.“
ასე თქვა და უპასუხა მას მარჯვე ოდისევსმა: „გმირო, ჩემ გამო ნუ გაკიცხავ უნაკლო ასულს,
მან მთხოვა, უკან გავყოლოდი მოახლეებთან ერთად, მაგრამ მე უარი ვთქვი რიდისა და შიშის გამო,
რომ შენ გონება დაგებინდებოდა მრისხანებით, როცა ჩვენ ერთად დაგვინახავდი, რადგან
ადამიანთა მოდგმამ სწრაფი ბრაზი იცის.“
მაშინ ალკინოოსმა ისევ უპასუხა: „უცხოელო, მკერდში მე სულ სხვანაირი გული მიდევს, –
[310] უმიზეზოდ არ მრისხანებს. ყველაფერს ჯობს ზომიერება. ვფიცავ მამა ზევსს, ათენასა და
აპოლონს, შენც ისეთი კაცი ხარ, როგორც მე, მინდა, შენ გყავდეს ჩემი ასული, რომ ჩემი სიძე იყო და
აქ დარჩე. მე მოგცემ ქონებას, აქ თუ დარჩები. მაგრამ შენი ნების საწინააღმდეგოდ ფეაკები არ
დაგაყოვნებენ. ამას მამა ზევსი არ დაუშვებდა! შენი წასვლა გადაწყვეტილია, ეს იცოდე და ეს ხვალ
იქნება. შემდეგ შენ ძილს მიეცემი და მოისვენებ, ჩვენები კი ნიჩბებს მოუსვამენ წყნარ ზღვაში, [320]
სანამ არ მიაღწევ სახლსა და მშობლიურ მიწას ან სხვა ადგილს, რომელსაც ისურვებ, თუნდაც ეს
ბევრად უფრო შორს იყოს, ვიდრე ევბეაა, რომელზე შორსაც არაფერი არაა, ჩვენი მეგობრების
მონათხრობის მიხედვით, რომელთაც ეს კუნძული ნახეს, როდესაც ქერა რადამანთისი წაიყვანეს,
რომ მოენახულებინათ ტიტიოსი, გაიას ძე. ისინი იქ წავიდნენ და ეს არ გასჭირვებიათ და იმავე დღეს
დაბრუნდნენ შინ. მალე თავადაც ნახავ, რა სწრაფია ჩვენი ხომალდები და როგორ ართმევენ თავს
ჩემი ბიჭები ნიჩბებსა და ზღვის წყალს.“
ასე თქვა, გაიხარა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა, შემდეგ სიტყვა თქვა, [330]
შემდეგ სახელით მიმართა და ილოცა: „მამა ზევს, ნეტავ ალკინოოსმა რაც მე მითხრა, აასრულოს!
მისი დიდება მარცვლისმომტან მიწაზე წარუშლელი იქნება, მე კი სახლში დავბრუნდებოდი!“

55
ასე ეუბნებოდნენ ერთმანეთს ამგვარ რამეს, როცა თეთრხელება არეტემ უბრძანა თავის
მოახლეებს, საწოლი გაეშალათ კარიბჭის ქვეშ, დაეწყოთ თხელი მეწამული ქსოვილი ზედ,
გადაეფინათ საბანი და ზემოდან დაეწყოთ მატყლის ნაბდები გასახვევად. გამოვიდნენ დარბაზიდან
ჩირაღდნებით ხელში, [340] შემდეგ სასწრაფოდ გაშალეს მყარი საწოლი, ოდისევსს გვერდით
დაუდგნენ და გააღვიძეს ასეთი სიტყვებით: „ადექი, უცხოელო, წამოდი მოსასვენებლად, საწოლი
გაშლილია შენთვის!“
ასე თქვეს მათ და ძილზე ფიქრი ეამა მას.
ამრიგად, სანამ მრავალტანჯულ ღვთაებრივ ოდისევსს ეძინა იქ, ხმაურიანი კარიბჭის ქვეშ
მოჩუქურთმებულ საწოლზე, ალკინოოსი იწვა მაღალი სახლის შიდა ოთახში და მის გვერდით მისი
სატრფო-მეუღლე მასთან იყოფდა სარეცელს.

56
მერვე სიმღერა: ასპარეზობანი ფეაკიაში

1-61 ფეაკები ხომალდს ამზადებენ; 62-103 აედი დემოდოკოსი მღერის ტროაზე; 104-151
ასპარეზობანი; 152-198 ოდისევსი შედის თამაშებში; 199-255 ოდისევსი ავლენს თავის უნარებს; 256-
366 დემოდოკოსი მღერის არესსა და აფროდიტეზე; 367-415 ცეკვა და საჩუქრები; 417-468 ნავსიკაას
კეთილი სურვილები; 69-520 დემოდოკოსი მღერის ტროის დაცემაზე; 521-585 ალკინოოსი ეკითხება
ოდისევსს

როდესაც ახალშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, ალკინოოსის წმინდა ძალა წამოდგა


ლოგინიდან, წამოდგა ზევსის შობილი ქალაქთმმუსვრელი ოდისევსიც. შემდეგ ალკინოოსის
წმინდა ძალამ იგი წაიყვანა ფეაკთა შეკრებაზე, ხომალდების მახლობლად. იქ რომ მივიდნენ, კარგად
გათლილ ქვებზე დასხდნენ გვერდიგვერდ. ათენა პალასი კი, რომელიც დიდგულოვანი ოდისევსის
შინ დაბრუნებას გეგმავდა, ბრძენი ალკინოოსის მაცნედ გადაცმული ქალაქში დადიოდა. [10]
თითოეულს წინ დაუდგებოდა და ეტყოდა: „აბა, ფეაკთა ბელადებო და მხედართმთავრებო, წადით
შეკრებაზე, მოუსმინეთ უცხოელს, რომელიც ახლახან მიადგა გონიერი ალკინოოსის სახლს ზღვაზე
ხეტიალის შემდეგ. უკვდავს წააგავს იერით!“
ასე თქვა და აღძრა თითოეულის სული და გული. სასწრაფოდ გაავსეს მოკვდავებმა მოედანი
და სკამები, ბევრი მოქალაქე დიდად გაოცდა, როდესაც ლაერტესის გაწაფული ძე დაინახეს,
რომელსაც თავსა და მხრებზე ათენამ უხვად დააღვარა მშვენიერება. [20] უფრო მაღალი და სრული
შექმნა, რომ უფრო მოსწონებოდათ ფეაკ კაცებს, რომ მათთვის საკუთარი თავისადმი შიში და
პატივისცემა ჩაენერგა და რომ გაემარჯვა ასპარეზობებში, რომლითაც ოდისევსს გამოცდას
დაუპირებდნენ. როდესაც ისინი შეიკრიბნენ და ერთად იყვნენ, ალკინოოსმა მათ მიმართა:
„მისმინეთ, ფეაკო ბელადებო და მხედართმთავრებო, მე გეტყვით, რასაც მკერდში გული მეუბნება.
ეს უცხოელი, მე არ ვიცი, ვინ არის იგი, მოადგა ჩემს სახლს, როგორც მოგზაური აღმოსავლეთიდან
ან დასავლეთიდან. [30] ითხოვს, რომ სახლში გავუშვათ და სურს ამაზე ჩვენი დასტური. მოდით,
წავიყვანოთ შინ, როგორც ადრე სხვები წაგვიყვანია. რადგან არავინ, ვინც ჩემს სახლს მოაკითხავს,
არ იცდის დიდხანს და დახმარების უკმარობაზე არ წუხს. მაშ, მოდით, ჩავუშვათ წმინდა ზღვაში
ელვარე ტალღებთან ახალი შავი ხომალდი თავისი პირველი ცურვისთვის და ამოვირჩიოთ
ორმოცდათორმეტი ყმაწვილი კაცი ქალაქიდან, რომელთაც ადრე თავი უკვე გამოუჩენიათ. და
როდესაც ისინი სათანადოდ დაამაგრებენ ნიჩბებს, ნაპირზე ჩამოვიდნენ, სახლში მეწვიონ და
ნადიმი მოამზადონ, – მე უხვად გავიღებ ყველაფერს. [40] ამ ბრძანებას ყმაწვილ კაცებს ვაძლევ,
ხოლო დანარჩენებს, კვერთხიან მეფეებს გეპატიჟებით ჩემს ლამაზ სახლში, რომ კეთილად
ვუმასპინძლოთ უცხოელს სასახლეში. არავინ დააკლდეს. ნადიმზე მოუხმეთ აედოს დემოდოკოსს.
ღმერთმა მისცა სიმღერით ჩვენი გახარების ნიჭი, რაზედაც უნდა მოუწოდებდეს გული, რომ
იმღეროს.“
ასე თქვა და წავიდა, მას გაჰყვნენ კვერთხოსნები, ხოლო შიკრიკი გაეშურა ღვთაებრივი
მომღერლისაკენ. ორმოცდათორმეტი ყმაწვილი, როგორც ნაბრძანები იყო, გაეშურა უნაყოფო ზღვის
სანაპიროსკენ. [50] ისინი მივიდნენ გემსა და ზღვასთან, ზღვის სიღრმეში შეაცურეს შავი ხომალდი,
აღმართეს ანძა და აფრები გაშალეს შავ ხომალდზე, ნიჩბები ტყავის ღვედებით დაამაგრეს, როგორც
წესი და რიგია, და აღმართეს თეთრი იალქანი. ხომალდი გემსაბმელებით ნაპირს დაამაგრეს.
ყველაფერს რომ მორჩნენ, ბრძენი ალკინოოსის სახლისკენ გაემართნენ. ხალხმა გაავსო სახლის ეზო,
კოლონადა და ოთახები. ყველა შეიკრიბა სასახლეში: ყმაწვილები და ბერიკაცები. ალკინოოსმა
სანადიმოდ დააკვლევინა თორმეტი ცხვარი, [60] რვა თეთრეშვიანი ტახი და წყვილი
ფეხისმთრეველი ხარი. საკლავი გაატყავეს, ხორცი აქნეს და წარმტაცი ნადიმი მოამზადეს.
ამასობაში შიკრიკი მოვიდა და მოიყვანა ერთგული აედოსი, რომელიც უყვარდა მუზას,
მაგრამ მისცა კარგიცა და ცუდიც. თვალისჩინი წაართვა, მაგრამ ტკბილი სიმღერა აჩუქა.
პონტონოოსმა დაუდგა ვერცხლით ნაჭედი სავარძელი მეინახეთა შორის და მიაყრდნო მაღალ
სვეტს. თავთან ლურსმანზე ჩამოუკიდა წმინდახმიანი ფორმინქსი და აუხსნა, ხელით როგორ უნდა
მისწვდომოდა. ახლოს დაუდგა კალათი, ლამაზი მაგიდა [70] და ღვინით სავსე თასი, რომ შეესვა,
გული თუ უბრძანებდა. ამის შემდეგ ყველამ გაიწვდინა ხელი წინ დაწყობილი ნუგბარეულისაკენ.
როდესაც ჭამა-სმით გული იჯერეს, მუზამ შთააგონა აედოსი, ემღერა ვაჟკაცთა საქმეთათვის, ამ
სიმღერის დიდებამ ვრცელ ზეცას მიაღწია, ეს იყო კამათი აქილევს პელევსის ძესა და ოდისევსს

57
შორის, ფიცხელი სიტყვებით კამათობდნენ ისინი ღმერთების ნადიმზე; კაცთა ბელადი აგამემნონი
კი უზომოდ გახარებული იყო, რომ საუკეთესო აქაველებს შორის ქიშპობა ჩამოვარდა. რადგან
სხივოსანმა აპოლონმა წინასწარმეტყველებაში უთხრა [80] წმინდა პითოში, როდესაც გმირმა მის
ქვის ზღურბლს გადააბიჯა და მისნობა მოსთხოვა. სწორედ ამ დროს დაიწყო ეს უბედურება, მაშინ
ჩამოაგდო განხეთქილება ზევსმა დანაელებსა და ტროელებს შორის. ამაზე მღეროდა
სახელგანთქმული აედოსი, მაგრამ ოდისევსმა თავისი მეწამული სამოსი დაკუნთული ხელებით
თავზე გადაიფარა და ლამაზი სახე დაიმალა, რადგან შერცხვა, რომ ცრემლი ვერ შეიკავა ფეაკთა
თვალწინ. [90] მაგრამ ყოველ ჯერზე, როდესაც სიმღერას იწყებდა და საუკეთესო ფეაკები
მოუწოდებდნენ, რომ ემღერა, რადგან მისი მონათხრობი მოსწონდათ, ოდისევსი მაშინვე სახეს
მალავდა და ტიროდა. ყველასათვის უხილავი იყო მისი ცრემლი, მხოლოდ ალკინოოსმა დაინახა და
მიუხვდა. ახლოს იჯდა იგი და გაიგონა მისი ღრმა კვნესა და მიმართა ნიჩბისმოყვარე ფეაკებს:
„მისმინეთ, ფეაკო ბელადებო და მხედართმთავრებო, გული უკვე დავიტკბეთ ყველასთვის
თანაბარი ლხინით და ნადიმის თანმხლები ფორმინქსის ხმოვანებით. [100] ახლა გარეთ გავიდეთ
და სხვადასხვა ასპარეზობას შევუდგეთ, რომ უცხოელმა შეძლოს თავის საყვარელ ხალხს
მოუთხროს შინ დაბრუნების შემდეგ, როგორ აღვემატებით ყველას კრივში, ჭიდაობაში, ხტომასა და
სირბილში.“
ასე თქვა და წავიდა. სხვები მას გაჰყვნენ. მაცნემ დემოდოკოსის წმინდახმიანი ფორმინქსი
საკიდზე ჩამოკიდა, შემდეგ ხელი ჩასჭიდა და დარბაზიდან გაიყვანა. ისიც სხვებივით, საუკეთესო
ფეაკებივით, იმ გზას დაადგა, რომლითაც ასპარეზობების სანახავად მიდიოდნენ. ისინი ხალხის
კრებულისკენ მიდიოდნენ, დიდი ჯგუფი მიჰყვებოდათ უკან, [110] ვერ დაითვლიდი, იმდენი
ბრწყინვალე ყმაწვილი აპირებდა ასპარეზობას: აკრონეოსი, ოკიალოსი და ელატრევსი, ნავტევსი და
პრიმნევსი, ანქიალოსი და ერეტმევსი, პონტევსი და პროირევსი, ანაბესინეოსი და თოონი და
ამფიალოსი, პოლინევს ტექტონიდესის ძე. კიდევ: მოკვდავთმმუსვრელი არესის დარი ევრიალოს
ნავბოლიდესი, რომელიც იერითა და ტანადობით ყველა ფეაკს აღემატებოდა უნაკლო ლაოდამასის
შემდეგ. იქ იყო უნაკლო ალკინოოსის სამი ვაჟიც: ლაოდამასი, ჰალიოსი და ღვთისდარი
კლიტონევსიც. [120] ისინი პირველები იყვნენ სირბილში მოასპარეზეთაგან.
სირბილი მიჯნიდან დაიწყო. ყველანი ერთად გაფრინდნენ, ავარდა მტვერი მთელ
მინდორზე. უნაკლო კლიტონევსმა ყველას აჯობა სირბილში და, რამდენსაც ჯორები შეუსვენებლად
გაივლიდნენ სახნისით ყანაში, იმდენით გაასწრო ყველას მორბენალმა. შემდეგ გამოვიდნენ
მტკივნეული ჭიდაობის ოსტატები. აქ გაიმარჯვა ევრიალოსმა, რომელმაც საუკეთესოებიც დაჯაბნა.
ამფიალოსი ყველას აღემატა ხტომაში. ბადროს ტყორცნაში უძლიერესი იყო ელატრევსი, [130] ხოლო
ლაოდამასი, ალკინოოსის ლამაზი ვაჟი, – კრივში.
როდესაც ასპარეზობებით გული იჯერა ყველამ, ალკინოოსის ძე ლაოდამასმა მიმართა მათ:
„მეგობრებო, მოდი, ვკითხოთ უცხოელს, ხომ არ არის გაწაფული და მცოდნე ასპარეზობებისა.
სიმაღლე ცუდი არ აქვს, ბარძაყი, მუხლები და მკლავები მძლავრი აქვს, კისერი დაკუნთულია და
ძალა იგრძნობა. წლები არ ეტყობა, თუმცა ბევრი განსაცდელი გამოუვლია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ
ზღვაზე უფრო მავნე არაფერია კაცისთვის, თუნდაც იგი ძალიან ძლიერი იყოს.“
[140] ევრიალოსმა უპასუხა: „ლაოდამას, შენ ეს სამართლიანად ბრძანე. ახლა თავად მიდი
და გამოუცხადე შენი ნება, გამოიწვიე!“
ეს რომ გაიგონა, ალკინოოსის ლამაზი ვაჟი წავიდა, ახლოს დაუდგა და მიმართა ოდისევსს:
„უცხოელო მამა, მოდი, ჩაერთე ასპარეზობაში, რომელიმე თუ სადმე გისწავლია, გეცოდინება
ასპარეზობა, ადამიანისთვის, სანამ ცოცხალია, ყველაზე დიდი სახელი ხომ იმას მოაქვს, რასაც
საკუთარი ფეხებით ან ხელებით აკეთებს. მაშ მოდი, გამოსცადე თავი და გადაიყარე გულიდან
დარდი. [150] შენი მოგზაურობა მალე დაიწყება, რადგან შენი ხომალდი უკვე წყალში შეცურებულია
და მთელი გუნდიც მზადაა.“
მარჯვე ოდისევსმა უპასუხა: „რატომ მთავაზობ ასეთ რამეს და რატომ დამცინი?
განსაცდელზე უფრო ვფიქრობ, ვიდრე ასპარეზობებზე, მე იმდენი უბედურება მაქვს გადატანილი,
რომ ახლა ვზივარ ამ შეკრებაზე და მხოლოდ შინ დაბრუნებაზე ვფიქრობ, ამას ვევედრები მეფეს და
მთელ სამეფოს.“
ევრიალოსმა უპასუხა და დამცინავად უთხრა: „არა, უცხოელო, ხალხში გავრცელებულ [160]
უამრავ ასპარეზობაში გაწაფულ კაცს არ ჰგავხარ შენ, უფრო იმ კაცს მაგონებ, მრავალნიჩბიანი
ხომალდით რომ ზღვაზე საქონელი გადააქვს, რომ სარფიანად გაყიდოს, შემდეგ ხომალდი
დატვირთოს და ისევ გაყიდოს. მოასპარეზესი არაფერი გცხია!“

58
მას წარბშეკვრით შეხედა და უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ვერ თქვი ლამაზად, უცხოელო.
უღირსი კაცი ჩანხარ. ასე, ღმერთები ყველას არ ანიჭებენ ყველა სიკეთეს, – გარეგნობასაც, გონებასაც,
მჭევრმეტყველებასაც. ზოგიერთი ადამიანი გარეგნობით დიდად არ გამოირჩევა, [170] მაგრამ
ღმერთს მისთვის სიტყვა მიუმადლებია და ხალხი სიყვარულით შესციცინებს, როდესაც სიტყვა
წყალივით მოედინება მისგან შეკრებებზე. როდესაც ქალაქში გამოდის, ხალხი მას ღმერთად
მიიჩნევს, მაშინ როცა სხვა შეიძლება გარეგნობით უკვდავებს ჰგავდეს, მაგრამ სიტყვა არ
უვარგოდეს, როგორც აგერ შენ, გარეგნობას ხომ ვერავინ ვერ დაგიწუნებს, უკეთესს ღმერთიც ვერ
შექმნიდა, თუმცა გონებით არარაობა ხარ. გული ამიღელვე ძვირფას მკერდში შენი მოუზომელი
სიტყვით. არა, არ გახლავარ მე ასპარეზობის უმეცარი, [180] როგორც შენ ბრძანე. მე მგონი,
პირველებში ვიყავი იმ დროს, როდესაც სიყმაწვილესა და საკუთარ ხელებს ვენდობოდი. ახლა
უბედურებამ და მწუხარებამ დამასუსტა. მტრებთან სასტიკ ბრძოლებში, ზღვასთან მარადიულ ომში
ბევრი მაქვს გადატანილი. და მაინც, თუმც განსაცდელი ბევრი მინახავს, მოვსინჯავ ასპარეზობებს,
რადგან შენი სიტყვა ცუდად მომხვდა გულს და შენმა ყბედობამ აღმაგზნო.“
ასე თქვა და წამოდგა, მოსასხამი არ გაუხდია, უზარმაზარ ბადროს დაავლო ხელი, იმაზე
ბევრად მძიმესა და სქელს, რომლითაც ფეაკები ასპარეზობდნენ და მოიქნია დაკუნთული ხელით.
[190] ზუზუნით გაფრინდა ლოდი. ხმა გაიკმიდეს გრძელნიჩბიანმა ფეაკებმა, ხომალდებით
სახელგანთქმულმა კაცებმა, სანამ ბადრო მიფრინავდა. მისი ხელიდან სწრაფად გამოქნეული ბადრო
გადააფრინდა ყველა დანარჩენს. ათენამ კაცის სახე მიიღო, მიჯნა აღნიშნა, სახელით უხმო და
ბრძანა: „ბრმაც კი იპოვიდა ხელის ცეცებით შენს მიჯნას, უცხოელო! რადგან იგი დანარჩენების
გროვაში კი არაა, ბევრად უფრო შორსაა სხვებისგან. შეგიძლია გამხნევდე, გამარჯვება შენია!
შენსავით და შენზე უკეთ ვერც ერთი ფეაკი ვერ ისვრის!“
ასე ბრძანა ქალღმერთმა და მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა გაიხარა, [200] რომ
შეკრებაზე ნამდვილი მეგობარი აღმოაჩნდა და ახლა უფრო მსუბუქი გულით მიმართა ფეაკებს: „ამ
მიჯნას მიაღწიეთ, ყმაწვილო კაცებო, და მე შემდეგს ვისვრი ასევე შორს ან იქნებ უფრო შორსაც!
სხვებსაც გეპატიჟებით, ვისაც გული გერჩით, მოდით და შემეჯიბრეთ, რაკი ძალიან გამაბრაზეთ,
კრივში, ჭიდაობაში ან სირბილში, ყველაფერზე თანახმა ვარ! ნებისმიერი ფეაკი, რა თქმა უნდა,
ლაოდამასის გარდა, რადგან იგი ჩემი მასპინძელია. ვინ ეჯიბრება მასპინძელს? მხოლოდ უგუნური
და დაუფიქრებელი კაცი [210] შესთავაზებს თამაშებში გაჯიბრებას იმას, ვინც მას უცხოეთში
მიესალმება; ამით ის მხოლოდ თავს დაიზიანებს. ნებისმიერ სხვას შევეჯიბრები, უარს არ ვიტყვი.
ვინც უნდა იყოს, მინდა ვიცოდე და გამოვცადო იგი პირისპირ. რადგან კაცთა შორის რაც
ასპარეზობებია, არც ერთში არ ვარ ცუდი. ვიცი, როგორ უნდა მოვექცე გაპრიალებულ მშვილდ-
ისარს, ყველას დავასწრებ მტრისთვის ბასრი ისრის ტყორცნას, თუნდაც ირგვლივ ბევრი მეგობარი
ჰყავდეს გვერდით და თითოეულმა მტერს ისარი დაუმიზნოს. მშვილდ-ისარში მხოლოდ
ფილოქტეტესი აღმემატებოდა [220] ტროის სამეფოში, როდესაც აქაველები მშვილდოსნობაში
ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ხოლო დანარჩენებს მე ბევრად ვჯობდი, შემიძლია ვთქვა, ვაჯობებ
ყველა მოკვდავს, ვინც ცოცხალია მიწაზე და პურს ჭამს. არ შევეჯიბრებოდი ძველი თაობის გმირებს,
არც ჰერაკლესსა და არც ევრიტოს ექალიელს, რომლებიც მშვილდოსნობაში უკვდავებსაც
ეჯიბრებოდნენ. ევრიტოსი ამან შეიწირა კიდეც და სიბერეს ვერ მიაღწია თავის სასახლეში, რადგან
შეიწირა განრისხებულმა აპოლონმა, რომელსაც გაჯიბრება გაუბედა მშვილდოსნობაში. შუბს რაც
შეეხება, უფრო შორს ვისვრი, ვიდრე ზოგიერთი ისარს. [230] მხოლოდ სირბილზე ვერ დავდებ თავს,
რომელიმე თქვენგანს, ფეაკს, შეუძლია გამასწროს კიდეც, რადგან ტალღები აქეთ-იქით მაგდებდა,
ტივზე მოძრაობა არ შემეძლო და ფეხები დამისუსტდა.“
ასე თქვა და ყველა დადუმდა სიჩუმეში. ერთადერთმა ალკინოოსმა უპასუხა მას: „უცხოელო,
ცუდს არაფერს არ ამბობ, უბრალოდ, ამტკიცებ, რომ მრისხანე პასუხის გაცემა შეგიძლია კაცისთვის,
ვინც პირისპირ დაგცინა და შეურაცხგყო საკრებულოში. შენს უნარებს, უცხოელო, ვერავინ ვერ
უარყოფს, [240] ვინც სიტყვის ფასი იცის, ვინც გონებას უთანხმებს ენას. ახლა კი, მოდი, მოუსმინე
ჩემს სიტყვებს, რომლებიც შეგიძლია სხვა კეთილშობილ გმირს გაუმეორო, როცა, ცოლ-შვილთან
იქეიფებ და გაიხსენებ ჩვენს ნიჭს, რითიც ზევსმა დაგვაჯილდოვა მამა-პაპათაგან. ჩვენ არ
შეგვიძლია, საუკეთესო მოკრივეები და მოჭიდავეები ვიყოთ, მაგრამ სწრაფად დავრბივართ და ჩვენ
საუკეთესო მეზღვაურები ვართ: ჩვენი მარადიული სიყვარულია: ნადიმი, ცეკვა, ფორმინქსი, ახალი
სამოსი, თბილი აბაზანა და საწოლი. [250] მაშ, მოდით, საუკეთესო ფეაკო მოცეკვავეებო, იცეკვეთ,
რათა უცხოელმა შეძლოს, თავისიანებს მოუთხროს, შინ რომ დაბრუნდება, როგორ აღვემატებით

59
სხვებს მეზღვაურობაში, სიმღერაში, ცეკვასა და სირბილში. წავიდეს ვინმე სასწრაფოდ და
მოუტანოს დემოდოკოსს წმინდახმიანი ფორმინქსი, რომელიც სადღაც დევს ახლა სახლში.“
ასე თქვა ღვთისდარმა ალკინოოსმა და შიკრიკი წამოდგა, რომ მოეტანა მუცლიანი
ფორმინქსი მეფის სახლიდან. ხალხის არჩეული ცხრა მსაჯული, რომლებიც ყურადღებით
აწესრიგებდნენ ასპარეზობის საკითხებს, წამოდგა, [260] გაათავისუფლა ხალხისგან იქაურობა და
ფართო ადგილი გამოყო ცეკვისთვის. ამასობაში შიკრიკიც მოვიდა და დემოდოკოსს წმინდახმიანი
ფორმინქსი მოუტანა. აედოსი შუაში დადგა, ხოლო მის ირგვლივ განლაგდა მოცეკვავეთა ჯგუფი,
ყმაწვილი კაცები, ცეკვის დიდოსტატები და ოდისევსი გაოგნებული უყურებდა მათს მოელვარე
ფეხებს, რომლებიც საცეკვაო მოედანს სწრაფად ეხებოდნენ. შემდეგ დემოდოკოსმა ფორმინქსი
ააჟღერა და დაიწყო ლამაზი სიმღერა არესისა და კეთილგვირგვინოსანი აფროდიტეს სიყვარულზე,
როგორ შეერთვნენ პირველად ერთმანეთს საიდუმლოდ ჰეფესტოსის სახლში. არესმა უამრავი
საჩუქარი მიართვა და შებღალა [270] სარეცელი მბრძანებელ ჰეფესტოსისა, რომელთანაც მალე
მივიდა მაცნედ ჰელიოსი; მან საყვარლები ჩახუტებული იხილა. ჰეფესტოსმა ისმინა მისი
გულისთვის ესოდენ მტკივნეული ამბავი, გაემართა თავისი სამჭედლოსკენ, გაუთავებლად ცუდი
ფიქრები მოსდიოდა თავში, კუნძზე დადო დიდი გრდემლი და გამოჭედა ბორკილები, მტკიცე და
ურღვევი, რომელსაც თავს ვერ დააღწევდი. და შემდეგ, არესზე განრისხებულმა, მახე მოაწყო:
წავიდა თავის ოთახში, მიადგა საქორწინო სარეცელს, მის სვეტებს გამოაბა ბორკილების მთელი
ქსელი, და მისი რგოლები სახურავის ძელებს დაამაგრა, [280] ნეტარი ღმერთებიც კი ვერ ხედავდნენ
მათ, ისეთი თხელი და ისეთი დიდოსტატური ნაკეთობა იყო.
როდესაც მთელი ქსელი შემოავლო სარეცელს, თითქოსდა, ლემნოსს გაემართა, კეთილნაგებ
ციხესიმაგრეში, რომელიც მისთვის ყველა მიწაზე უფრო საყვარელი იყო. ოქროსაღვირიანი არესი
ყურადღებით აკვირდებოდა ჰეფესტოსს და დაინახა, დიდოსტატი რომ წავიდა. სასწრაფოდ მივიდა
სახელგანთქმული ჰეფესტოსის სახლში, კეთილგვირგვინოსანი კითერეას სიყვარულს
მოწყურებული. ქალი ახლახან დაბრუნდა შინ მამასაგან, მძლავრი კრონიონისგან [290] და იჯდა,
როდესაც არესი შევიდა სახლში. ხელი ჩასჭიდა ქალს, სახელი უხმო და უთხრა: „აქ მოდი, ძვირფასო,
სარეცელთან. დავწვეთ და სიყვარულს მივეცეთ, რადგან ჰეფესტოსი შინ არ არის, უკვე წავიდა
ლემნოსს, რომ იხილოს ველურად მეტყველი სინტიები.“
ასე თქვა და სიამოვნებით ჩაუწვა აფროდიტე. საწოლში მწოლიარეთ ჩაეძინათ. მაშინ
მახვილგონიერი ჰეფესტოსის ცბიერი ბადე ჩამოიშალა, განძრევის საშუალებაც კი აღარ ჰქონდათ და
მაშინვე მიხვდნენ, რომ ვერსად გაიქცეოდნენ. [300] მაშინ ყველასთვის ცნობილი ორივე ფეხით
კოჭლი ღმერთი დაადგა მათ თავს, – სანამ ლემნოსის მიწას მიაღწევდა, მანამდე მობრუნდა იგი,
რადგან ყველაფერზე დამკვირვებელმა ჰელიოსმა მას სიტყვა გაუგზავნა. დამწუხრებული გულით
დაბრუნდა შინ, კარებში შედგა და ველურმა მრისხანებამ მოიცვა. საზარლად დაიბღავლა და ყველა
ღმერთს გააგონა: „მამა ზევსო და სხვებო, მარადმყოფო ნეტარო ღმერთებო, მოდი აქ, რომ ნახო
სასაცილო და აუტანელი რამეები, თუ როგორ მარცხვენს მუდამ ზევსის ასული აფროდიტე, რადგან
კოჭლი ვარ და როგორ უყვარს დამღუპველი არესი, [310] რადგან იგი ლამაზი და ფეხმაგარია, მე კი
უღონო დავიბადე. ესეც ხომ ჩემი ბრალი არაა, ჩემი მშობლების ბრალია, მერჩივნა, სულ არ
მყოლოდნენ ისინი. თვითონ შეხედეთ, ეს ორი როგორ ამძვრალა ჩემს სარეცელზე, როგორ
დაუძინიათ ჩახუტებულებს, გული მიკვდება, რომ ვხედავ. არ მგონია, რომ კიდევ იწვებიან ასე,
თუმცა კი ძალიან უყვართ ერთმანეთი, მაგრამ მალე აღარ მოუნდებათ ძილი, ბადე და ბორკილები
დაიჭერენ, სანამ მამამისი მთლიანად არ დამიბრუნებს საცოლის გამოსასყიდს, რომელიც ხელში
ჩავუდე თავისი ძაღლთაპირი გოგოსთვის, [320] რადგან ასული ლამაზი, მაგრამ ხელიდან წასული
ჰყავს!“
ასე თქვა და ღმერთებმა თავი მოიყარეს ბრინჯაოთი ნაგებ სასახლეში. მოვიდა
მიწისმპყრობელი პოსეიდონი. მოვიდა დახმარებისთვის მზადმყოფი ჰერმესი. მოვიდა
მბრძანებელი შორსმიმწვდომი აპოლონი. ქალღმერთებს შერცხვათ და შინ დარჩნენ. ღმერთები,
წყალობის მომცემნი, შესასვლელში დადგნენ. თავშეუკავებელი ხარხარი აუტყდათ ნეტარ
ღმერთებს, როდესაც მახვილგონიერი ჰეფესტოსის ნახელავი იხილეს. ასე ეტყოდა რომელიმე
მათგანი გვერდით მდგომს: „ვერ გაიხარებს ბოროტი საქმე. ნელი სწრაფს დაიჭერს, [330] როგორც
ახლა ჰეფესტოსმა, რა ნელიც უნდა იყოს, რა კოჭლიც უნდა იყოს, შეიპყრო არესი, ყველაზე სწრაფი
ღმერთთაგან, რომელთაც უპყრიათ ოლიმპოსი, ასე რომ, არესს მართებს ჯარიმა სხვისი ცოლის
შეცდენისთვის.“

60
ასე ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, შემდეგ ზევსის ძემ, მბრძანებელმა აპოლონმა უთხრა
ჰერმესს: „ჰერმეს, ზევსის ძეო, გამცილებელო, წყალობის მომცემო, გინდა თუ არა, საწოლში ჩაწვე
ოქროს აფროდიტეს გვერდით, თუნდაც ამისთვის ურღვევი ჯაჭვის მახეში აღმოჩნდე?“
მაშინ გამცილებელმა არგუსის მკვლელმა უპასუხა მას: „ოღონდ ეს მოხდეს, მბრძანებელო
შორსმიმწვდომო აპოლონ! [340] სამგზის უფრო ურღვევი ბორკილების ბადე შემომახვიონ, ყველა
ღმერთმა და ქალღმერთმა მიყუროს, ოღონდ დამაძინა ოქროს აფროდიტესთან!“
ასე თქვა და ხარხარი აუტყდათ უკვდავ ღმერთებს. მხოლოდ პოსეიდონი არ იცინოდა, იგი
სთხოვდა სახელგანთქმულ ჰეფესტოსს, გაეთავისუფლებინა არესი. და ფრთოსანი სიტყვით
მიმართა: „გაათავისუფლე. გპირდები, რომ გადაგიხდის, რასაც ითხოვ, ყველა ამ უკვდავი ღმერთის
თანდასწრებით.“
ყველასთვის ცნობილმა, ორივე ფეხით კოჭლმა უპასუხა: [350] „მიწიმპყრობელო პოსეიდონ,
ნუ მთხოვ ამას! ბოროტი კაცის დაპირება ბოროტი დაპირებაა. შენ ხომ ვერ დაგადებ ბორკილებს
უკვდავ ღმერთებში, თუკი არესი თავს დააღწევს ჩემს ბადეს და თავის ვალდებულებას?“
მიიწისმრყეველმა პოსეიდონმა მას უპასუხა: „ჰეფესტოს, თუკი არესი დათქმულ გადასახადს
არ გადაიხდის და გაიქცევა, მის ნაცვლად ყველაფერს მე ავანაზღაურებ.“
მაშინ ყველასთვის ცნობილმა ორივე ფეხით კოჭლმა უპასუხა: „შეუძლებელია და
არასწორია, უარი გითხრა.“
ასე თქვა და ბორკილი ახსნა ჰეფესტოსის ძალამ. [360] როგორც კი გაათავისუფლა ისინი
ტყვეობიდან მძლავრმა ღმერთმა, ორივე მაშინვე გაქრა: არესმა თრაკიას მიაშურა, ხოლო
მარადმოღიმარი აფროდიტე კვიპროსს წავიდა, პაფოსში, სადაც მამული ჰქონდა და სურნელოვანი
საკურთხეველი. იქ ქალღმერთი ქარისებმა განბანეს და ტანი დაუზილეს უკვდავი ზეითუნის
ზეთით, რომლითაც ამშვენებენ მარადმყოფებს და მშვენიერი სამოსით შემოსეს, საოცარია
სანახავად.
ასე უმღერა მათ სახელგანთქმულმა აოდოსმა. ოდისევსი უსმენდა და სულით ხარობდა.
ხარობდნენ სხვებიც, გრძელნიჩბიანი ფეაკები, ხომალდებით სახელგანთქმული ხალხი. [370]
ალკინოოსმა ჰალიოსსა და ლაოდამასს უბრძანა, ეცეკვათ, რადგან ამ საქმეში მათ მეტოქე არ
ჰყავდათ. მაშინ მათ აიღეს მშვენიერი ბრჭყვიალა ბურთი, რომელიც გაწაფულ პოლიბოსს შეუქმნია
მათთვის; ერთი მათგანი უკან გადაიხრებოდა და ბურთს ესროდა ჩრდილოვან ღრუბლებს, მეორეს,
მაღლა აფრენილს მიწიდან, ჰაერშივე უნდა დაეჭირა, სანამ ფეხებით მიწას შეეხებოდა. მას შემდეგ,
რაც საკმარისად იხტუნეს ბურთიანად, მრავალთამკვებავ მიწაზე იცეკვეს, თან ხშირად უცვლიდნენ
ერთმანეთს ადგილს, სხვა ბიჭები გარს ერტყმოდნენ, [380] ტაშს უკრავდნენ და დიდი ხმაურიც იდგა.
სწორედ მაშინ ღვთაებრივმა ოდისევსმა უთხრა ალკინოოსს: „მბრძანებელო ალკინოოს, ყველა
კაცისგან გამორჩეულო, შენ ბრძანე, რომ თქვენი მოცეკვავეები საუკეთესონი არიან, და ეს სრული
სიმართლე აღმოჩნდა. საოცრებამ შემიპყრო, რომ ვუყურებდი.“
ასე თქვა და ალკინოოსის წმინდა ძალამ გაიხარა. მაშინვე მიმართა ნიჩბისმოყვარე ფეაკებს:
„მისმინეთ ფეაკო ბელადებო და მხედართმთავრებო, ეს უცხოელი ფრიად გამჭრიახად მეჩვენება.
მოდი, ვაჩუქოთ მას სასტუმრო საჩუქარი, როგორც წესია. [390] ერთიანად ჩვენს ხალხს თორმეტი
ბრწყინვალე მეფე მართავს და მე მეცამეტე ვარ. ყოველმა თქვენგანმა მოუტანოს მას კარგად
გარეცხილი ლაბადა, ქიტონი და ძვირფასი ოქროს ტალანტი. და მოდით, ესა ყველამ ერთად
სწრაფად მოვუტანოთ, რომ ხელთ ჰქონდეს საჩუქარი და სუფრას ბედნიერი მიუჯდეს. ევრიალოსმა
კი თავისი დანაშაული სიტყვითაც გამოისყიდოს და საჩუქრითაც, – არასწორი სიტყვები რომ
წამოცდა.“
ასე თქვა, ყველა დაეთანხმა და ბრძანება გასცა ყველამ, რომ შიკრიკს მოეტანა საჩუქრები.
[400] ევრიალოსმა კი ასეთი პასუხი გასცა: „მბრძანებელო ალკინოოს, ყველა კაცისგან გამორჩეულო,
გამოვასწორებ სტუმართან ჩემს შეცდომას, როგორც მიბრძანებ. მივცემ მას ამ მთლიანი ბრინჯაოს
ხმალს ვერცხლის ვადით და ახალთახალი სპილოს ძვლის ქარქაშს. ძვირფასი საჩუქარია.“
ეს თქვა და გადასცა ვერცხლით გაწყობილი ხმალი და ფრთოსანი სიტყვით მიმართა:
„გაიხარე, უცხოელო მამავ. თუკი საშინელი სიტყვა ითქვა, დაე, გრიგალმა აიტაცოს და წარიტანოს.
[410] დაე, ღმერთებმა წყალობა ყონ, გაჩვენონ შენი მეუღლე და შენი სამშობლო, რადგან,
ახლობლებისგან შორს, განსაცდელში ხარ ჩავარდნილი.“
მარჯვე ოდისევსმა უპასუხა: „გაიხარე, მეგობარო, ღმერთებმა გიწყალობონ ბედნიერება!
დაე, არასოდეს გენანოს, რომ ეს ხმალი მაჩუქე და სიტყვებითაც შემირიგდი.“
ასე უპასუხა და მხარზე გადაიკიდა ვერცხლით ნაჭედი ხმალი.

61
მზე ჩავიდა, ბრწყინვალე საჩუქრები მოიტანეს და ალკინოოსის სახელგანთქმულმა
შიკრიკებმა ისინი შინ შეიტანეს. შემდეგ უნაკლო ალკინოოსის ვაჟებმა წაიღეს ულამაზესი
საჩუქრები [420] და თავიანთ ღირსეულ დედას მიუტანეს. შემდეგ ალკინოოსის ძმინდა ძალა
წაუძღვა მათ და შინ რომ შევიდნენ, მაღალ სავარძლებზე დასხდნენ. სწორედ მაშინ ალკინოოსის
ძალამ უთხრა არეტეს: „აქ მოიტანე, ქალო, შენი საუკეთესო ზანდუკი! მასში ჩადე ახალგარეცხილი
მოსასხამი და ქიტონი. შედგით ცეცხლზე სპილენძის ქვაბი და წყალი აადუღეთ, ტანი რომ დაიბანოს
და ნახოს, რომ კეთილშობილი ფეაკების მიერ მოტანილი საჩუქრები ლამაზად აწყვია, და გაიხაროს
სუფრასთან სიმღერით. მე თვითონ ვაჩუქებ ამ ჩინებულ ოქროს თასს, რომ ყოველდღე გამიხსენოს,
როდესაც თავის დარბაზში ზედაშეს დაუღვრის ზევსსა და სხვა ღმერთებს.“
ასე თქვა და არეტემ უთხრა თავის მოახლეებს, დაედგათ დიდი სამფეხა ცეცხლზე, რაც
შეიძლება, სწრაფად. მოახლეებმა დადგეს სამფეხაზე ქვაბი, ჩაასხეს მასში წყალი და ჭურჭლის
მუცელი მოიცვა ცეცხლმა. წყალი დუღდებოდა. ამასობაში საკუჭნაოდან შესანიშნავი ზანდუკი
გამოუტანა არეტემ სტუმარს და მასში ძვირფასი საჩუქრები ჩააწყო: [440] სამოსი და მთელი ოქრო,
რომელიც ფეაკებმა აჩუქეს. თავისგანაც დაამატა ქიტონი და მშვენიერი მოსასხამი. სტუმარს
ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „თავად ჩახედე ზანდუკს და შემდეგ შეუკარი თავი, გზაში რომ არ
მოგპარონ, რადგან გზაზე ტკბილი ძილით დაგეძინება შავ ხომალდზე.“
ეს რომ ისმინა, მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა დახურა ზანდუკი და შეკრა
ცბიერი კვანძით, რომელიც ოდესღაც დედოფალმა კირკემ ასწავლა. მაშინვე მეკუჭნავე ქალმა [450]
აბაზანის მიღება შესთავაზა და სიხარული დაეუფლა, ცხელი წყალი რომ დაინახა, რადგან ყველა ამ
სიკეთეს მოკლებული იყო, რაც დაშორდა ლამაზთმიან კალიფსოს, რომელიც მას ღმერთივით
უვლიდა. როდესაც მონაქალებმა განბანეს და ზეითუნის ზეთით დაზილეს, ქიტონი და ლამაზი
მოსასხამი მოასხეს, სააბაზანოდან გამოვიდა და შეერია ხალხს, რომელიც ღვინოს მიირთმევდა.
ნავსიკაა, რომელსაც ღმერთებმა მიანიჭეს სილამაზე, იდგა მჭიდროდ შეკრული ჭერის სვეტის
მახლობლად, უყურებდა ოდისევსს, აღფრთოვანებული იყო მისით [460] და შემდეგ ფრთოსანი
სიტყვით მიმართა მას: „გაიხარე, უცხოელო. ხანდახან, საკუთარ სამშობლოში რომ იქნები, გამიხსენე
მე, რადგან შენს გადარჩენას, უპირველეს ყოვლისა, მე უნდა მიმადლოდე.“
მარჯვე ოდისევსმა უპასუხა: „ნავსიკაა, დიდგულოვანი ალკინოოსის ასულო, დაე ჰერას
მჭექარე მეუღლე ზევსმა ისე მოაწყოს, რომ მე შინ წავიდე და ვიხილო დაბრუნების დღე, მაშინ
ვილოცებ შენზე, როგორც ქალღმერთზე, ყოველთვის, ყოველდღე, რადგან შენ, ჩემო გოგონა, მიხსენი
მე!“
თქვა მან და მეფე ალკინოოსის გვერდით სავარძელზე დაჯდა. [470] უკვე ღვინოს
აზავებდნენ წყალთან და საკვებს არიგებდნენ. შიკრიკი მოვიდა და მოიყვანა კეთილი აედოსი
დემოდოკოსი, რომელსაც ყველა პატივს სცემდა. იგი დასვა სტუმრებს შორის, ზურგით მაღალი
სვეტისადმი. შემდეგ მარჯვე ოდისევსმა მიმართა შიკრიკს და მოჭრა ნაჭერი თეთრეშვიანი ტახის
კისრიდან, კარგი ხორცი იყო და სქელი ქონი ჰქონდა ირგვლივ. უთხრა შიკრიკს: „შიკრიკო, წაუღე
და მიეცი ეს ულუფა დემოდოკოსს, რომ მიირთვას და ნება დამრთე, ჩემი მწუხარების მიუხედავად,
მივესალმო მას. დედამიწაზე კაცი არაა, აედოსებს რომ პატივს არ სცემდეს, რადგან მუზამ ასწავლა
მათ მელოდია და მუზას უყვარს მომღერალთა მოდგმა.“
ასე თქვა და შიკრიკმა წაიღო საჩუქარი და ხელში ჩაუდო დემოდოკოსს. მან აიღო და გულით
გაიხარა. ხელი გაიწვდინეს გამზადებული საკვებისაკენ, ხოლო, მას შემდეგ, რაც ჭამა-სმით გული
იჯერეს, ასე მიმართა დემოდოკოსს მარჯვე ოდისევსმა: „დემოდოკოს, ყველა ადამიანზე მაღლა
გაყენებ შენ, ვისაც ზევსის ასულმა მუზამ ან თავად აპოლონმა გასწავლა სიმღერა. შენ, მართლაც,
სწორად მღერი აქაველთა ბედზე, [490] რა როგორ გააკეთეს, რა გადაიტანეს, როგორ დაიტანჯნენ,
ისე მღერი, თითქოს იქ იყავი ან ვინმე მოგიყვა. ახლა შეცვალე საგანი და იმღერე ხის ცხენის
ხელოვნებაზე, ეპეოსმა რომ შექმნა ათენას დახმარებით; იგი, სავსე ხალხით, ციხესიმაგრეს მიაყენა
ცბიერებით ღვთაებრივმა ოდისევსმა, რომელმაც დააქცია ილიონი. თუკი ამას სწორად მომიყვები,
მე ყველა ადამიანს გამოვუცხადებ, რა უხვად დაგაჯილდოვა ღმერთმა შთაგონებული სიმღერით.“
ასე თქვა და ღვთისგან შთაგონებულმა დემოდოკოსმა დაიწყო [500] სიმღერა იმით, რომ
არგოსელებმა გადაწვეს თავიანთი ბანაკი, ჩასხდნენ კეთილგემბანიან ხომალდებში და სადღაც
გაცურეს, ხოლო სახელოვანი ოდისევსი და სხვა გმირები ისხდნენ ტროელებით გარშემორტყმული
ხის ცხენის მუცელში, რადგან ტროელებმა თვითონ შეათრიეს ცხენი ციხესიმაგრეში. იქ იდგა იგი,
ხალხი ისხდა მის გარშემო, უსასრულოდ მსჯელობდნენ მასზე და ვერ იღებდნენ საბოლოო
გადაწყვეტილებას. სამი წინადადება იყო დარჩენილი: ულმობელი ბრინჯაოთი დაეჩეხათ ღრუიანი

62
ხე ნაპობებად, მიეთრიათ უმაღლეს წერტილამდე და იქიდან გადაეგდოთ ხრამში, დეტოვებინათ
თილისმად, ღმერთებისთვის დიდებულ და სახელოვან საჩუქრად. [510] სწორედ ეს უკანასკნელი
უნდა ასრულებულიყო, რადგან ეს ყოფილა მათი ბედი, ისინი უნდა დაღუპულიყვნენ, როცა ქალაქმა
მიიღო უზარმაზარი ხის ცხენი, რომელშიც საუკეთესო არგოსელები იმალებოდნენ, რომ ტროისთის
სიკვდილი და განადგურება მოეტანათ. მღეროდა, აქაველთა შვილებმა როგორ გაანადგურეს
ქალაქი, როდესაც ცხენის მუცელი დატოვეს და გარეთ გამოცვივდნენ. მღეროდა, როგორ გაძარცვეს
მაღალი ქალაქი ჯერ ერთ უბანში, შემდეგ მეორე უბანში; ხოლო ოდისევსი არესივით ეძებდა
დეიფობოსის სახლს ღვთისდარ მენელაოსთან ერთად. იქ ოდისევსმა უმძიმესი ბრძოლა გადაიტანაო
და ბოლოს გაიმარჯვაო დიდსულოვანი ათენას დახმარებით.
ამას მღეროდა ყველასთვის ცნობილი აედოსი და ოდისევსს გული აუჩვილდა, თვალთაგან
ცრემლი დასცვივდა და ყვრიმალები დაუსველა. როგორც სამშობლოსა და მოქალაქეებისთვის
ბრძოლის პირველ რიგებში დაცემულ ძვირფას მეუღლეს მივარდნილი ქალი დასტირის ვაჟკაცს,
რომელიც სიცოცხლეს ესალმება, რომ შვილებსა და ქალაქს დაღუპვა აარიდოს; და ქალი ხედავს, რომ
სულთმობრძავი სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლის, მას ეჭიდება და უკანასკნელი ხმით კივის,
მაგრამ ზურგიდან მტრები ესხმიან თავს და შუბებით მონობაში მიერეკებიან, სადაც გაუთავებელი
გარჯა და უბედურება ელოდება [530] და ლოყები უჭკნება უკიდურესი მწუხარებისგან, – ასე
სცვიოდა შესაბრალისი ცრემლი ოდისევსს თვალთაგან. ის იქით წავიდა სხვებისგან შეუმჩნევლად,
ცრემლს ღვრიდა და მხოლოდ ალკინოოსმა შენიშნა იგი და მიუხვდა.
გვერდით დაუჯდა და გაიგონა, ხმამაღლა რომ კვნესოდა და მაშინვე უთხრა ნიჩბისმოყვარე
ფეაკებს: „მისმინეთ, ფეაკო ბელადებო და მხედართმთავრებო, დაე, დემოდოკოსმა დაასვენოს
თავისი წმინდახმიანი ფორმინქსი, რადგან იგი ვერავის ასიამოვნებს იმით, რასაც მღერის. იმ
წამიდან, როცა ვახშამი გვქონდა და ღვთაებრივმა აედოსმა სიმღერა დაიწყო, [540] ჩვენს სტუმარს
მწარე ქვითინი არ შეუწყვეტია, როგორც მე ვხედავ. რაღაც დიდ მწუხარებას მოუცავს მისი გული.
მაშ, მოდი, დემოდოკოსმა შეწყვიტოს სიმღერა, რომ ყველამ, სტუმარ-მასპინძელმა თანაბრად
გაიხაროს, ეს ბევრად უკეთესი იქნება. აქ ხომ ყველაფერს პატივსაცემი სტუმრისთვის ვაკეთებთ
მეგობრულად, საჩუქრები იქნება, თუ მისი მომავალი გამგზავრება. უცხო და მავედრებელი
ძმასავით ახლობელია კაცისთვის, რომელიც ოდნავ ეხება გონიერებას. ახლა კი, ცბიერი ხერხით, არ
გაექცე ჩემს შეკითხვას, უმჯობესია, თქვა. [550] მითხარი სახელი, რომელსაც დედ-მამა და ყველა
დანარჩენი, ვინც ცხოვრობს შენს ქალაქსა და მის ირგვლივ, გეძახის იქ. რადგან არ არსებობს
ადამიანი, ცუდი იქნება თუ კარგი, უსახელო; როგორც კი კაცი იბადება, მშობლები მას სახელს
აძლევენ. მითხარი შენი მიწა, სახლი და ქალაქი, რომ ჩვენმა ხომალდებმა იქით წარმართონ გონება
და ჩაგიყვანონ, რადგან ფეაკებს მესაჭეები არ გვყავს, არც საჭე არ აქვს, რაც სხვა ხომალდებს აქვთ,
რადგან თავად ხომალდებმა იციან კაცის ფიქრი და მისწრაფება, [560] იციან მათი მდიდარი ველები
და ქალაქები, და ზღვის ყურეებს კვეთენ უდიდესი სისწრაფით, ნისლსა და ღრუბლებში
გახვეულებიც კი, და არანაირი შიში არ გააჩნიათ, რომ დაზიანდებიან ან განადგურდებიან. თუმცა
ერთხელ მსმენია მამაჩემი ნავსითოოსისგან ასეთი რამ: ამბობდა, რომ ფეაკებზე ძალიან
გაბრაზებულია პოსეიდონი, უვნებელი რომ ჩაგვყავს სახლში ყველა მთხოვნელი. იგი ამტკიცებდა,
რომ ერთხელაც, ფეაკი კაცების კეთილნაგებ ხომალდს, რომელიც შინ დაბრუნებას აპირებს,
პოსეიდონი მოსპობს ნისლიან ზღვაში და მთების ქედს შემოავლებს ჩვენს ქალაქს.
[570] ასე ამბობდა ბერიკაცი. ღმერთი აღასრულებს ამას ან არ აღასრულებს, როგორც მის
გულს მოეპრიანება. შენ ახლა მითხარი, არაფერი არ დამიმალო: როგორ აცდი გზას, ხალხის რა
მიწები გინახავს, რა ხალხი გინახავს და რა კეთილმოწყობილი ქალაქები, როგორები იყვნენ: მძიმე,
უსამართლო, ველური თუ სტუმართმოყვარე და ღვთისმოშიში გონებისანი? მითხარი, რა
გატირებდა და გულს რა გიკლავდა, როდესაც არგოსელ დანაელებზე და ილიონში მათს ბედზე
გესმოდა ამბები. ეს ბედი ღმერთებმა შექმნეს და მათ მოუქსოვეს დაღუპვა [580] ადამიანებს, ამიტომ
არის სიმღერა იმათთვის, ვინც კიდევ დაიბადება. იქნებ ვინმე მოყვარე დაგეღუპა ილიონში, მამაცი
ვინმე, სიძე ან სიმამრი, ყველაზე ძვირფასი ხალხი საკუთარი ნათესავებისა და ოჯახის შემდეგ? ან
იქნებ ეს იყო მეგობარი, საამური იერის ვაჟკაცი? ასეთი კაცი ხომ ძმაზე ნაკლები არაა, მეგობარი,
რომელიც გიცნობს და შენი ესმის?

63
მეცხრე სიმღერა: კიკლოფსი პოლიფემოსი

1-62 ოდისევსი ჰყვება თავის ამბავს: კიკონები; 63-104 ლოტოსის მჭამელნი; 105-151 კიკლოფსების
მიწა; 152-192 კიკლოფსის მღვიმე; 193-255 პოლიფემოსი ბრუნდება; 256-306 მახეში; 307-359
კიკლოფსისთვის ღვინის შეთავაზება; 360-412 კიკლოფსის დაბრმავება; 413-479 გაქცევა; 480-525
ტელემოსის მისნობა; 526-566 პოლიფემოსის წყევლა

მარჯვე ოდისევსმა უპასუხა: „მბრძანებელო ალკინოოს, ყველა ადამიანისგან გამორჩეულო, რა თქმა


უნდა, ბრწყინვალე რამაა მოსმენა ასეთი აედოსისა, რომელსაც ღმერთივით ხმა აქვს. რადგან ვამბობ,
რომ არ არსებობს არაფერი უფრო სასიამოვნო, ვიდრე მხიარულება, რომელიც მთელ სამეფოს
მოიცავს; სტუმრები მთელ სახლში სხედან რიგებად და უსმენენ მომღერალს, სუფრები სავსეა
პურითა და ხორცით, კრატერში განზავდება ღვინო [10] და მერიქიფეები დადიან და თასებში
ასხამენ. რაღაცნაირად, ეს მგონია ყველაზე უკეთესი რამ. შენს გულს სურს, მკითხოს ჩემს საშინელ
გასაჭირზე, ასე რომ, კიდევ უფრო ვიკვნესებ და ვიგლოვებ. პირველად რას და ბოლო რას უნდა
მოვყვე, მას შემდეგ, რაც ზეციურმა ღმერთებმა განსაცდელში ჩამაგდეს? უპირველეს ყოვლისა,
დაგისახელებთ ჩემს სახელს, თქვენაც რომ იცოდეთ, თუკი უბედურებას თავს დავაღწევ, შევძლებ
გიმასპინძლოთ, თუმცა შორსაა ჩემი სახლი. მე ვარ ოდისევსი ლაერტიადესი, ცნობილი ვარ
ყველასათვის [20] ჩემი ოინების გამო და ჩემი დიდება ზეცას აღწევს. ჩემი სახლი ითაკის ნათელი
ცის ქვეშაა. მასზეა ნერიტონის მთა, მთაზე კი ფოთლებმოშრიალე ტყეა. ჩვენ ირგვლივ უამრავი
კუნძულია ერთმანეთის გვერდიგვერდ: დულიქიონი, სამე და ტყიანი ძაკინთოსი. თვით ითაკა
ქვემოთაა ზღვაში, ყველაზე შორს წყვდიადისაკენ, ხოლო სხვები მზისა და განთიადისაკენ; ეს ქვიანი
კუნძულია, მაგრამ შესანიშნავი ძიძაა ყმაწვილებისთვის. ჩემთვის კი არაფერია მშობელ მიწაზე
უფრო ტკბილი. მე კი მართლაც ზეციურ ქალღმერთ კალიფსოს ვყავდი თავისთან [30] დიდ
გამოქვაბულებში, სურდა, მისი ქმარი ვყოფილიყავი. ზუსტად ასე ცბიერი აიაიელი, კირკე,
მაკავებდა თავის სასახლეში, ჩემი ქმრობის მსურველი, მაგრამ ვერაფრით დაითანხმა მკერდში ჩემი
გული. ამრიგად, არ არსებობს არაფერი სამშობლოსა და მშობლებზე უკეთესი, თუნდაც მდიდარ
სახლში ცხოვრობდე შორს, უცხო ქვეყანაში, შორს მშობლებისაგან. მაგრამ მოდი, ნება დამრთე,
მოგიყვე ჩემს განსაცდლით სავსე დაბრუნებაზე, რომელიც ზევსმა გამომიგზავნა ტროიდან
წამოსვლისას. ქარს მოვყავდი ილიონიდან კიკონებთან ისმაროსში. [40] იქ მე გავძარცვე ქალაქი და
გავანადგურე მოწინააღმდეგე. ჩვენ წამოვიყვანეთ მათი ცოლები და წამოვიღეთ ქონება ქალაქიდან,
ყველაფერი ეს გავინაწილეთ და მე არავინ არ მომიტყუებია. შემდეგ მე ვბრძანე, რომ სასწრაფოდ
წამოვსულიყავით იქიდან, მაგრამ ბრიყვმა ხალხმა მე არ დამიჯერა. ბევრი ღვინო დაილია, ნაპირზე
ბევრი ცხვარი და ზანტად მოსიარულე და მოხრილრქიანი ხარი დაიკლა. ამასობაში გადარჩენილმა
კიკონებმა მრავალრიცხოვან კიკონებს უხმეს, რომლებიც ქვეყნის სიღრმეში ცხოვრობდნენ და იყვნენ
მრავალრიცხოვანნი და უფრო ძლიერები, გამოცდილი მეომრები, [50] ცხენოსნები და, სადაც
საჭიროა, ქვეითებიც. იმდენნი მოვიდნენ განთიადთან ერთად, რამდენიც ყვავილი და ფოთოლი
მოდის გაზაფხულზე. ზევსისგან გამოგზავნილი უბედურება დაგვაცხრა თავს, განწირული ვიყავით
დიდი უბედურებისათვის. ჩვენს სწრაფ ხომალდებთან სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. ბრინჯაოს შუბებს
ვესროდით ერთმანეთს. სანამ დილა იყო და წმინდა დღე ძალას იკრებდა, ჩვენ თავს ვიცავდით,
მტკიცედ ვიდექით, თუმცა ისინი მეტნი იყვნენ. მაგრამ როდესაც მზე ჩავიდა და ხარების გამოხსნის
დრო დადგა, კიკონებმა შეძლეს აქაველების დამარცხება, [60] და თითოეული ხომალდიდან ექვსი
ლამაზსაბარკულიანი გმირი მოგვიკლეს, მაგრამ დანარჩენები გადაურჩნენ სიკვდილსა და ბოროტ
ბედისწერას.“
იქიდან გავცურეთ მეგობრების დაღუპვის გამო დამწუხრებული გულით და, ამავე დროს,
გახარებულებმა, რომ სიკვდილს გადავურჩით. მაგრამ ჩემს ორმხრივ მოხრილ ხომალდებს არ
გაუცურავთ, სანამ სამ-სამჯერ არ მოვიხმეთ კიკონებთან ბრძოლაში ველზე დაღუპული თითოეული
ჩვენი მეგობარი. ღრუბელთშემკრებმა ზევსმა აღძრა ბორეასი და ხომალდებს დაატეხა საოცარი,
მძვინვარე გრიგალი და ღრუბლებმა დაფარეს ზღვაცა და ხმელეთიც. და ღამე ჩამოეშვა ციდან. [70]
ხომალდებმა პირი იბრუნეს, ხოლო ჩვენი იალქნები სამ და ოთხ ნაწილადაც დაგლიჯა ძლიერმა
ქარმა. სიკვდილის შიშით ჩამოვხსენით იალქნები და ნიჩბებით წარვმართეთ ჩვენი ხომალდები
ხმელეთისაკენ. ორი დღე-ღამე ვეყარეთ იქ გაუნძრევლად, გულს გვიღრღნიდა ტკივილი და
გამოფიტვა. მაგრამ როდესაც ლამაზთმიანმა ეოსმა მესამე დღე მოიყვანა, ანძები აღვმართეთ, თეთრი

64
იალქნები ავწიეთ და ჩვენი ადგილები დავიკავეთ და შემდეგ ქარმა და მესაჭეებმა გაგვაქანეს. და აი,
სამშობლოს უვნებლად მივაღწევდით, [80] დინებას, ტალღასა და ბორეასს უკან რომ არ გადმოვეგდე,
მას შემდეგ, რაც მალეას შემოვუარე; ასე ავცდი კითერას. ცხრა დღეს მიმაქანებდა დამღუპველი
ქარები თევზმრავალ ზღვაზე, მაგრამ მეათე დღეს მივადექით ლოტოსის მჭამელთა ქვეყანას,
ყვავილის კერძით რომ გააქვთ თავი. იქ ნაპირზე გადავედით და წყალი მოვიმარაგეთ და ჩემმა
მეგობრებმა ჩვენს სწრაფ ხომალდებთან ისადილეს მაშინვე. შემდეგ, როდესაც მიიღეს საჭმელ-
სასმელი, მეგობრები გავგზავნე, რომ გაეგოთ მიწაზე პურის მჭამელი რა ხალხი ცხოვრობდა იქ. ორი
კაცი შევარჩიე და მესამე შიკრიკად გავგზავნე, წავიდნენ ისინი და შეერივნენ ლოტოსის მჭამელებს
და ლოტოსის მჭამელებს მათი დახოცვა არც უფიქრიათ, არამედ საჭმელად მისცეს ლოტოსი. ვინც
ჭამა ლოტოსის თაფლივით ტკბილი ნაყოფი, აღარც დაბრუნებას აპირებდა, აღარც ამბის მოტანას,
უნდოდა ლოტოსის მჭამელებში დარჩენა, რომ ეჭამა ლოტოსი და შინ დაბრუნებაზე არც ეფიქრა. მე
ძალით წამოვიყვანე ატირებულები ღრმამუცლიან ხომალდებზე, შევკარი და მერხებქვეშ შევყარე.
[100] შემდეგ ვუბრძანე დანარჩენ ჩემს მეგობრებს, დაუყოვნებლივ ამოსულიყვნენ სწრაფ
ხომალდებზე, შემთხვევით ლოტოსი რომ არ ეჭამათ და შინ დაბრუნება არ დავიწყებოდათ, ისინიც
სწრაფად ამოვიდნენ და ნიჩბებს მიუსხდნენ და რიგებად დამსხდარნი ნიჩბებს ურტყამდნენ ჭაღარა
ზღვას.“
იქიდან გავცურეთ დამწუხრებული გულით. ჩვენ მივაღწიეთ ქედმაღალი და უკანონო
კიკლოფსების მიწას. ისინი, მინდობილნი უკვდავ ღმერთებს, არც ხნავენ, არც ხეებს რგავენ
ხელებით, ყველაფერი იზრდება უხნავ-უთესავად, [110] ხორბალი და ქერი, ვაზი და საღვინე
ყურძნის მტევნები, – ზევსის წვიმა ყველაფერს აყვავებს მათთვის. მათ არც კრებები და საბჭოები
სჭირდებათ, არც დაწესებული კანონები, ცხოვრობენ მაღალი მთების მწვერვალებზე,
გამოქვაბულებში და თითოეული მათგანი თავისი ცოლ-შვილის მსაჯულია, მაგრამ ერთმანეთს არ
უსმენენ. ნავსაყუდელს იქით უსწორმასწორო კუნძულია, არც შორსაა, არც ახლოს კიკლოფსების
მიწიდან, ტყიანია, უთვალავი ჯიხვია იქ, ადამიანის შიში მათ არ გააჩნიათ და [120] არც
მონადირეები არიან, რომლებიც იქ, მთის მაღალი მწვერვალებიდან, გზასაც ვერ გაიგნებდნენ.
ამრიგად, არვეს მწყემსი არ ჰყავს, ყანას არავინ არ ხნავს, არც არავინ არაფერს არ ბარავს, არავინ
არაფერს არ თესავს, უკაცრიელი კუნძული მხოლოდ მოკიკინე ჯიხვებს კვებავს. რადგან
კიკლოფსებს არ ჰყავთ ალისფერფერდიანი ხომალდები, არ ჰყავთ ხომალდის ხუროები, რომ აეგოთ
კეთილგემბანიანი ხომალდები და თითოეულის მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა კარგად
აღჭურვილი ხომალდებით, რომ ხშირად გადაეკვეთათ ზღვა და სტუმრად სწვეოდნენ ერთმანეთს,
რაც კეთილმოწყობილს გახდიდა კუნძულს მათთვის. რადგან კუნძული ცუდი არ არის და
ყველაფერი შეიძლებოდა იქ დაბადებულიყო. რადგან მასზე, ჭაღარა ზღვის სანაპიროზე, არის
ველები, წყლიანი და რბილი. ვაზი აქ ძალიან გამძლე იქნებოდა. აქ თანაბარი მიწაა, კარგი მოსახნავი.
აქ ყოველთვის მოიწევა კარგი მოსავალი, რადგან მისი ნიადაგი ძალიან ნაყოფიერია. ნავსადგური იქ
არის უსაფრთხო ღუზით დადგომისთვის, ასე რომ, ახალი სადგომები არ არის საჭირო, არც ღუზის
ჩაშვება არც ბაგირები არაა საჭირო, შეიძლება ნაპირთან ხომალდების მიყენება, შეიძლება
დაელოდო, სანამ მისაღები ქარი არ დაუბერავს. შემდეგ [140] ამ ნავსაყუდლის დასაწყისში მოჩქეფს
მშვენიერი წყაროს წყალი გამოქვაბულიდან, რომლის ირგვლივ იზრდება ალვის ხეები. ჩვენ იქით
მივცურავდით და რომელიღაც ღმერთს მივყავდით ბნელ ღამეში, სინათლე არ ჩანდა, რადგან
ხომალდების ირგვლივ ჩამოწოლილიყო სქელი ნისლი, ხოლო მთვარე ზეციდან არ ანათებდა,
გარშემორტყმული იყო ღრუბლებით. ვერავინ ვერ ხედავდა კუნძულს, ჩვენ ვერ ვხედავდით დიდ
ტალღებს, ხმელეთისკენ დაძრულს, სანამ კეთილგემბანიანი ხომალდები მყარად არ შევიდა ქვიშაში.
როდესაც ხომალდები ნაპირს მიადგა, ჩამოვუშვით ყველა იალქანი და [150] თვითონ ჩავედით
ნაპირზე ზღვის მიქცევასთან ერთად. იქ ჩაგვეძინა და დაველოდეთ ღვთაებრივ ეოსს.
როდესაც ახალშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, ჩვენ ვხეტიალობდით და
კუნძულის სილამაზით ვტკბებოდით. ნიმფებმა, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულებმა, ჯიხვები
გააღვიძეს, რომ ჩემს მეგობრებს საუზმე ჰქონოდათ. მაშინვე ჩასჭიდეს ხელი მოხრილ მშილდებსა და
მსუბუქ შუბებს. სამ ჯგუფად გავიყავით ხომალდიდან ჩამოსულები და სროლა დავიწყეთ. მალე
ღმერთმა უხვი ნანადირევი მოგვცა. თორმეტი ხომალდი მყავდა და ცხრა-ცხრა თხა მოუწია [160]
თითოეულს, ათი მერგო მხოლოდ მე. ასე მთელი დღე, სანამ მზე ჩავიდოდა, უზომოდ
მოვილხენდით ხორცითა და ტკბილი ღვინით. წითელი ღვინო ხომალდებზე კიდევ გვქონდა,
რადგან ორყურიანი ამფორებით უხვად მოვიმარაგეთ, როდესაც კიკონების წმინდა ციხესიმაგრე

65
ავიღეთ. ჩვენ ვხედავდით კიკლოფსების მიწას, ისინი ახლოს იყვნენ, ვხედავდი მათს კვამლს და
მესმოდა თხებისა და ცხვრების კიკინი.
ამასობაში მზე ჩავიდა და სიბნელე ჩამოწვა, ჩვენაც დავწექით დასაძინებლად ზღვის
სანაპიროზე. [170] როდესაც ადრე დაბადებული ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, მაშინვე
კრება მოვიწვიე და ყველას ვუთხარი: „ჩემო ერთგულო მეგობრებო, დანარჩენები აქ დამელოდეთ,
სანამ მე და ჩემი ხომალდის თანამგზავრები ამ კაცებთან წავალთ და გავარკვევთ, რა ხალხია, არიან
ქედმაღალი, უსამართლო და ველური, თუ სტუმართმოყვარე და გულით ღვთისმოშიში.“
ასე ვთქვი და ავედი ხომალდზე და ვუბრძანე მეგობრებს, ამოსულიყვნენ თვითონაც და
მოეშვათ საბელი ბაგირები. მაშინ ისინი უმალ ამოვიდნენ ხომალდზე და დასხდნენ სანიჩბე
ორკაპებთან [180] და ერთმანეთის მიყოლებით დასცხეს ნიჩბები ჭაღარა ზღვას. სწრაფად მივადექით
კუნძულის კიდეს და იქ, ზღვის მახლობლად, დავინახეთ გამოქვაბული, მაღალი, დაფნით
დაფარული. უამრავი ცხვარი, ერკემალი და თხა იქ ათევდა ღამეს. ირგვლივ მაღალი ღობე იყო
აგებული წყობილი ქვებით, იქ იყო მაღალი ფიჭვები და მაღალი, ფოთლოვანი მუხები. იქ ღამეს
ათევდა ურჩხულისებრი კაცი, მარტო მწყემსავდა ცხვრებს, სხვებთან არ ურთიერთობდა, ცალკე იყო
და კანონებს არ ცნობდა. [190] რადგანაც ის იყო შექმნილი ურჩხულისებრ საოცრებად და არ ჰგავდა
პურის მჭამელ ადამიანს, არამედ უფრო წააგავდა ტყით დაფარული მთის მწვერვალს, რომელიც
სხვებისგან ცალკე იდგა.
მაშინ მე ვუბრძანე დანარჩენ ჩემს ერთგულ მეგობრებს, თავის ადგილზე დარჩენილიყვნენ
ხომალდთან და ეყარაულათ მისთვის. შემდეგ მე ავირჩიე თორმეტი საუკეთესო მეგობარი და
წავედი. მაგრამ მე მქონდა თხის ტყავის ტიკი სავსე შავი ტკბილი ღვინით, რომელიც მარონმა,
ევანთევსის ძემ, ისმაროსის მცველი აპოლონის ქურუმმა, მომცა, რადგან პატივისცემის გამო ჩვენ ის
დავიცავით [200] ცოლ-შვილთან ერთად, რადგან სხივოსანი აპოლონის ტყიან ჭალაში ცხოვრობდა.
მან მომცა ეს ბრწყინვალე საჩუქარი. მან მომცა შვიდი ტალანტი კარგად დამუშავებული ოქრო,
მაჩუქა ღვინის შესაზავებელი ვერცხლის ღრმა კრატერი, შემდეგ ღვინის ორსახელურიანი ამფორები,
სულ თორმეტი, გამივსო ისინი ტკბილი გაუზავებელი ღვინით, ღვთაებრივი სასმელით. არავინ არ
იცოდა ეს მის სახლში, – არც მონამ, არც მოახლემ მთელ სახლში, იცოდნენ მხოლოდ მან, მისმა
ცოლმა და მეკუჭნავე ქალმა. თუკი ვინმე დალევდა თაფლივით ტკბილ წითელ ღვინოს, [210] იგი
თასს ავსებდა ოცი ზომა წყლით, გასაზავებლად ასხამდა და კრატერიდან ვრცელდებოდა ტკბილი
სურნელი და არავის არ სურდა, სმისგან თავი შეეკავებინა. მე იგი დიდ ტიკჭორაში ჩავასხი და
საკვებიც მოვიტანე ტყავის ტომრით, რადგან გული მიგრძნობდა, რომ მალე წავაწყდებოდი
ადამიანს, დიდი ძალით აღჭურვილს, ველურს, სამართლიანობისა და კანონის უმეცარს. მალე
მივადექით გამოქვაბულს და აღმოვაჩინეთ, რომ ის იქ არ იყო, რადგან თავის მსუქან ცხვრებს
ველებზე აძოვებდა. ჩვენ შევედით გამოქვაბულში და იქ ყველაფერი წვრილად შევისწავლეთ.
კალათები სავსე იყო ყველით, [220] ბაკები კი – კრავებითა და ციკნებით, ყველა სახე
დახარისხებული და ჩაკეტილი იყო, ერთწლიანები ცალკე, გვიან დაბადებულები – ცალკე, ცალკე –
ახალშობილები. გამზადებული იყო მთელი ჭურჭელი, საწველავი სათლებიდან შრატი
გადმოდიოდა. მაშინ მეგობრები მეხვეწებოდნენ, ყველი ავიღოთ და აქედან წავიდეთო, ბაკებიდან
კრავები და ციკნები გამოვრეკოთ და ჩვენს სწრაფ ხომალდზე ავიყვანოთო და მარილიან ზღვაში
გავცუროთო. მაგრამ მე არ დავთმე, თუმცა ასე უკეთესი იქნებოდა, მე მისი დანახვა მინდოდა, იქნებ
საჩუქრებიც მოეცა. [230] თუმცა, როდესაც გამოჩნდა, ჩემი ხალხისთვის ამას სიხარული არ
მოუტანია. ჩვენ იქ კოცონი დავანთეთ, ღმერთებს მსხვერპლი შევწირეთ, ყველს მივეძალეთ,
მივირთვით, დავსხედით მღვიმეში და დაველოდეთ მანამ, სანამ არ დაბრუნდა მწყემსი. მძიმე
ტვირთი მოჰქონდა, – მშრალი შეშა, რომელიც სადილზე გამოადგებოდა და დიდი ხმაურით დაყარა
გამოქვაბულის შიგნით. ჩვენ, შეშინებულები, გავიქეცით გამოქვაბულის სიღრმეში. როდესაც
ფართო გამოქვაბულში შერეკა თავისი მსუქანი ცხვრები, დედლები მოწველა, მამლები, ერკემლები
და თხები კართან დატოვა, გარეთ, ღრმა ეზოში. [240] შემდეგ მან მაღლა აწია და შემოსასვლელი
ჩაკეტა უზარმაზარი და უმძიმესი ლოდით, რომელსაც მიწიდან ვერც წამოწევდა ოცდაორი
ოთხთვალაც კი. ასეთი ვეება ლოდი ჰქონდა კარის ნაცვლად. დაჯდა და დაიწყო ცხვრებისა და
თხების მოწველა, როგორც საჭირო იყო და შემდეგ თითოეულს თავისი ახალშობილი შემოუწვინა
ქვემოთ. მალე მან ნახევარი თეთრი რძე აჭრა, იქვე გაწურა და ჩააწყო დაწნულ კალათებში, მეორე
ნახევარი ჭურჭელში დატოვა, რომ დასალევად ჰქონოდა ვახშმისთვის. [250] ამის შემდეგ, როგორც
კი საქმეებს მორჩა, მაშინვე კოცონი დაანთო, დაგვინახა ჩვენ და გვკითხა: „უცხოელებო, ვინ ხართ?
საიდან მოსულხართ საზღვაო გზებით? რამე საქმე გაქვთ, თუ ალალბედზე ხეტიალობთ

66
მეკობრეებივით, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ და სხვებისთვის ბოროტება
მოაქვთ?“
ასე თქვა და, ჩვენდა თავად, ჩვენ აგვითრთოლდა გული მისი ბოხი ხმისა და საზარელი
ტანის შიშით. მე კი ასე ვუთხარი საპასუხოდ: „აქაველები ვართ, ტროიდან წამოსულები, გზას
აგვაცდინა [260] ყველანაირმა ქარმა ზღვის უზარმაზარ ყურეზე და სახლის ნაცვლად სხვაგან
წავედით, არასწორი გზებით ვიარეთ; ასე მგონია, ეს ყველაფერი ზევსმა მოგვიგონა. ჩვენ
ვამტკიცებთ, რომ ატრეიდეს აგამემნონის ხალხი ვართ, მისი სახელი უდიდესია ცისქვეშეთში ახლა,
რადგან ასეთი დიდი ქალაქი დააქცია და უამრავი ხალხი გაანადგურა. ახლა შენს მუხლებთან
მოვედით ვედრებით, იმის იმედით, რომ სასტუმრო საჩუქარს გაიღებ ან სხვანაირად: ისეთ საჩუქარს
გვაჩუქებ, რაც უცხოს ეკადრება. პატივი ეცი ღმერთებს, კეთილშობილო. ჩვენ მავედრებლები ვართ
შენთან. [270] ზევსი ხომ სტუმართმოყვარეა, სტუმრებისა და მავედრებლების მფარველი. იგი ხომ
სტუმარი ღმერთია, რომელიც წყალობს ხოლმე საპატიო უცხოელებს.“
ასე ვთქვი და მან მაშინვე მიპასუხა უწყალო გულით: „სულელი ხარ, უცხოელო ან ძალიან
შორიდან მოსულხარ, თუკი მე მიბრძანებ, მოვერიდო, ან შევუშინდე ღმერთებს, როცა კიკლოფსები
არ ვუსმენთ ეგისისმპყრობელ ზევსს ან ნეტარ ღმერთებს, რადგან სინამდვილეში ჩვენ ბევრად
უკეთესები ვართ. ზევსის შიში არ მაქვს, არც შენ არ დაგინდობ და არც შენს მეგობრებს, თუკი
საკუთარი სული მიკარნახებს. შენ ოღონდ მითხარი, სად დააბი შენი ხომალდი, აქ რომ მოხვედი,
[280] ახლოსაა თუ შორს აქედან, ეს მინდა ვიცოდე.“
ასე თქვა, მცდიდა, მაგრამ ჩემი დიდი გამოცდილებით არ შევცდი მე, საპასუხოდ ცბიერი
სიტყვით მივუგე: „მიწისმრყეველმა პოსეიდონმა დალეწა ჩემი ხომალდი, შეახეთქა იგი კლდეს შენი
მიწის საზღვართან, კონცხისკენ მიაქანებდა და ზღვიდან წამოსულმა ქარმა აიტაცა იგი. მაგრამ მე და
ეს ხალხი, აქ რომ ვართ, დაღუპვას გავექეცით.“
ასე ვთქვი, მაგრამ მან უწყალო გულით არაფერი მიპასუხა, ამის ნაცვლად, წამოხტა და ჩემი
მეგობრებისკენ ხელი გაიწვდინა, ერთბაშად ორს წაავლო ხელი, ლეკვებივით მიწას დაახეთქა [280]
და ტვინი მიწაზე დაასხმევინა. ასო-ასო დაგლიჯა და სადილი მოიმზადა. მთის ლომივით ნთქავდა,
არაფერი მოიტოვა, შთანთქა შიგნეულობა, ხორცი და ძვლის ტვინი. ჩვენ ზევსისკენ აღვმართეთ
ხელები და ავქვითინდით, როდესაც დავინახეთ მისი მხეცური საქციელი და უსასოობამ მოიცვა
ჩვენი გულები. შემდეგ, როგორც კი ამოიყორა თავისი ვეება მუცელი, კაცის ხორცი ჩახეთქა და
სუფთა რძე დააყოლა, გამოქვაბულში დაეგდო და ცხვრებში გაიშოტა. მაშინ მოვიფიქრე ჩემს
დიდგულოვან სულში, [300] ახლოს მივსულიყავი, ამომეღო ქარქაშიდან ჩემი ბასრი ხმალი და
მკერდში ჩამერტყა მისთვის, სადაც მუცელს ღვიძლი უჭირავს, მანამდე ხელით მეპოვა ეს ადგილი.
მაგრამ მეორე ფიქრმა შემაყოვნა, რადგან, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ყველა დავიღუპებოდით,
რადგან ხელით ვერ გადავაგორებდით იმ უზარმაზარ ქვას, გამოქვაბულის შესასვლელში რომ
დაგვიგდო. ამრიგად, კვნესით ველოდით ღვთაებრივი ეოსს.
როდესაც გამოჩნდა ადრე დაბადებული ვარდისფერთითებიანი ეოსი, მაშინვე კოცონი
გააჩაღა და თავისი სახელოვანი ცხვრები მოწველა, როგორც საჭირო იყო და შემდეგ თითოეულს
თავისი ახალშობილი შემოუწვინა ქვემოთ. [310] შემდეგ, სწრაფად მორჩა თუ არა საქმეს, ისევ
შეიპყრო ერთბაშად ორნი და საუზმე მოიმზადა. როგორც კი მიირთვა, გამოქვაბულიდან გარეკა
თავისი მსუქანი ცხვრები და იოლად ასწია კარის ლოდი და სწრაფად დააბრუნა თავის ადგილზე,
თითქოს კაპარჭს სახურავს ახურავსო. ძლიერი სტვენით კიკლოფსმა თავისი მსუქანი ფარა
მთებისკენ წაარმართა. მე კი დავრჩი, ღრმად განვიცდიდი უბედურებას და იმედი მქონდა, რომ შურს
ვიძიებდი და ათენა სახელს მომახვეჭინებდა. და ჩემს გულში ეს გეგმა აღმოჩნდა საუკეთესო.
კიკლოფსის დიდი ხელკეტი იდო ბაკის გვერდით, [320] მწვანე, ზეთისხილის ხისა, რომელიც
მოუჭრია და გასაშრობად დაუდვია, ხელჯოხად რომ ეხმარა. ჩვენ შევხედეთ, დიდ ყურეში შესული
ფართო სატვირთო გემის, ოცნიჩბიანი შავი ხომალდის ანძად გამოდგებოდა სიგრძით, სიგანით,
იერით. მივედი მასთან და კაცის სიმაღლეზე გადავჭერი, თანამგზავრებს გადავეცი და ვუბრძანე,
გაეთალათ. გაათანაბრეს, მე გვერდით დავდექი და ბოლოში წვერი წავუმახე, შემდეგ ავიღე და
ცეცხლზე მოვუწვი თავი. ბოლოს გადავმალე, ნაკელში ჩავმალე, [330] რომელიც უამრავი იყო მთელ
გამოქვაბულში. ვინც ცოცხალი დარჩა, მე ვუბრძანე, კენჭი ეყარათ, რომ გვენახა, ვინ გაბედავდა, ეს
მორი ჩემთან ერთად აეწია და თვალი ამოგვეთხარა მისთვის, როგორც კი ტკბილი ძილი ეწვეოდა.
წილისყრით სწორედ ისინი აირჩიეს, ვისი არჩევაც მე თვითონ მინდოდა, ის ოთხი, ხოლო მე
თვითონ ვიყავი მეხუთე.

67
საღამოს მობრძანდა და მოდენა თავისი ლამაზმატყლიანი ცხვრები და მთელი ფარა
შემორეკა ვრცელ გამოქვაბულში, ყველანი შემორეკა, გარეთ, ეზოში, არავინ დატოვა: ან რაღაცას
ეჭვობდა, ან ვიღაც ღმერთი უბრძანებდა. [340] შემდეგ, მაღლა ასწია და თავის ადგილზე დადო
კარის უზარმაზარი ლოდი, დაჯდა და მოწველა ცხვარიც და თხაც, როგორც საჭირო იყო და შემდეგ
თითოეულს თავისი ახალშობილი შემოუწვინა ქვემოთ. შემდეგ, როდესაც თავის საქმეს მალე მორჩა,
ისევ ორი ჩვენგანი მოიტაცა და საუზმე დაიმზადა. მაშინ მე მასთან ახლოს მივედი და
დაველაპარაკე, ხელთ მეპყრა შავი ღვინით სავსე ხის თასი: „კიკლოფს, აიღე, დალიე ღვინო, კაცის
ხორცის შემდეგ, რომ დაინახო, რა სასმელი გვქონდა ჩვენს ხომალდზე. ეს შენთვის შემოსაწირად
მომქონდა, რომ შეგბრალებოდი [350] და სახლში გაგეშვი, თუმცა აუტანლად იქცევი. უგუნურო,
რატომღა გეწვევა სხვა სტუმარი, თუკი ასე ცუდად იქცევი?“
ასე ვთქვი მე, მან კი დალია და იმდენად მოეწონა ტკბილი სასმელი, რომ გაიხარა და კიდევ
მოითხოვა: „კიდევ ერთი დამისხი, თავისუფლად და შენი სახელი მითხარი ახლავე, რომ შევძლო და
გაგიმზადო სასტუმრო საჩუქარი, რომელიც მოგეწონება, ჩვენ, კიკლოფსებსაც ნაყოფიერი მიწა
გვაძლევს ყურძენს, ზევსის წვიმა ზრდის მოსავალს, მაგრამ შენი ღვინო უფრო ამბროსიასა და
ნექტარს წააგავს!“
[360] ასე თქვა და მე მივაწოდე საპასუხოდ შუშხუნა ღვინო. სამჯერ მივუტანე და მივეცი და
სამჯერ დალია უგუნურმა. შემდეგ, როდესაც კიკლოფსს ღვინო მოეკიდა და გონება დაებინდა,
მაშინვე მისი გულის მოსაგებად მივმართე სიტყვებით: „კიკლოფს, შენ მკითხე ჩემი ცნობილი
სახელი? მაშ, გეტყვი, მაგრამ მანამდე მომეცი სასტუმრო საჩუქარი, როგორც დამპირდი. არავინ
მქვია, არავინს მიხმობენ ყველანი – დედ-მამაც, ჩემი მეგობრებიც.“
ასე ვთქვი, მან კი მაშინვე მიპასუხა უმოწყალო გულით: „არავის შევჭამ მის მეგობრებს შორის
უკანასკნელად, [370] მანამდე – სხვებს. ეს იქნება ჩემი სასტუმრო საჩუქარი შენთვის.“
ასე თქვა და უკან გადავარდა, ზურგზე დაეცა, კისერი მოსწყდა, იწვა და ეძინა, ყველას
მომთვინიერებელმა ისიც შეიპყრო. ღვინო და ადამიანის ხორცის ნაგლეჯები ამოანთხია ნასვამმა.
მაშინ მე მორი ფერფლში ღრმად შევაცურე, სანამ არ დაცხა, მეგობრები სიტყვებით გავამხნევე, რომ
რომელიმე არ შემდრკალიყო შიშისგან. მაგრამ როდესაც მალე ზეთისხილის ხის მორს ცეცხლი
გაეკიდა, მწვანე კი იყო, მაგრამ გავარვარდა და საშინლად აელვარდა, [380] მე იგი ნაკვერჩხლებიდან
გამოვიღე, მაშინ ჩემები გვერდით დამიდგნენ და ღმერთმა ყველას ვაჟკაცობა ჩაგვაგონა. მათ აწიეს
ზეთისხილის ხის წვერწამახული მორი, თვალში ჩასთხარეს იგი და მთელი თავისი წონით დააწვნენ,
დაატრიალეს, როგორც ხურო ბურღავს ხომალდის ძელებს ბურღით, ხოლო დანარჩენები ქვემოდან
ღვედით ატრიალებენ, ორივე მხრიდან უდგებიან და ისიც გაუჩერებლად მოძრაობს. ყველანი
ჩავეჭიდეთ გავარვარებულ კეტს და თვალში ისე დავუტრიალეთ, რომ ადუღებულმა სისხლმა
იხუვლა თვალიდან და ცეცხლმოდებული გუგის მხურვალებამ დაუწვა წამწამები და წარბი. [390]
და თვალის კაკალიც გასკდა და მისი ძირი დაიფერფლა ცეცხლში. როგორც მჭედელი ამოავლებს
ცივ წყალში დიდ ნაჯახს ან ეჩოს, რომ გამოაწრთოს, ის კი ძლიერ შიშინებს და წრთობილი რკინის
სიმტკიცეს იძენს, ასე აშიშინდა მისი თვალი, რომელიც ამოშანთა ზეთისხილის ხის მარგილმა.
საშინელი ხმით დაიღრიალა, კლდემ ბანი მისცა და ჩვენ, დაზაფრულები, გავიქეცით.
მარგილი გამოიძრო, სისხლი წყაროსავით ჩქეფდა, გაცოფებულმა სწრაფად მოისროლა მძლავრი
ხელით და ხმამაღლა მოუხმო კიკლოფსებს, რომლებიც [400] ახლოს ცხოვრობდნენ ქარიან
ბორცვებზე არსებულ გამოქვაბულებში.
მათ გაიგონეს მისი ყვირილი, მოცვივდნენ ყველანი, მოადგნენ გამოქვაბულს ყოველი
მხრიდან და ჰკითხეს, რას სჭირდა: „რა მოგსვლია, პოლიფემოს, ასე რომ ბღავი ამ ამბროსიული
ღამით და უძილოდ გვტოვებ? ვინმემ ხომ არ გარეკა შენი ცხვრების ფარა შენს დაუკითხავად? ვინმე
ხომ არ გკლავს ცბიერებით ან ძალადობით?“
თავისი გამოქვაბულიდან უპასუხა მათ პოლიფემოსმა: „ჩემო მეგობრებო! არავინ მკლავს
ცბიერებით და არა ძალადობით!“
მათ უპასუხეს ფრთოსანი სიტყვით: [410] „თუკი მარტო ხარ და არავინ არ ძალადობს შენზე,
ვის შეუძლია გიხსნას ზევსის სენისგან, აჯობებს, მამაშენს, მბრძანებელ პოსეიდონს მიმართო
ლოცვით. “
ასე თქვეს და წავიდნენ, მე კი ძვირფას გულში გამეცინა, რომ ჩემმა სახელმა და
კეთილშობილმა ცბიერებამ მოატყუა იგი. კიკლოფსი იტანჯებოდა და სულთმობრძავი კვნესოდა,
ხელის ცეცებით იპოვა შემოსასვლელის ლოდი და გადააგორა, იქ დაჯდა და ხელები გაშალა იმის
იმედით, რომ ვიღაცას დაიჭერდა, ცხვრებთან ერთად გასვლას რომ დააპირებდა, რადგან

68
ვარაუდობდა, რომ მე ასეთი ბრიყვი ვარ. [420] მე კი ვფიქრობდი, საუკეთესო რა იქნებოდა, იმედს
ვიტოვებდი, რომ ვიპოვიდი საშუალებას, თავი დამეხსნა და მეგობრებიც გადამერჩინა. ვფიქრობდი
ხრიკებსა და ხლართებზე, რასაც მიმართავს ადამიანი სიკვდილ-სიცოცხლის ამოცანა რომ უდგება,–
ვითარება მძიმე იყო. და ჩემს გულში ეს გეგმა აღმოჩნდა საუკეთესო. ერკემლები მსუქნები იყვნენ და
სქელმატყლიანები, დიდები, ლამაზები, მუქი იისფერი მატყლით. მე ჩუმად შევკარი სამ-სამი
ტირიფის წნელებით, რომლებზეც მანამდე უწმინდური კიკლოფსი იწვა. შუა ცხვარს კაცი ქვემოდან
უნდა ამოკვროდა, [430] დანარჩენ ორს გვერდებიდან იგი უნდა დაეფარათ, მე თვითონ საუკეთესო
ვერძი შევარჩიე და ქვემოდან ამოვეკარი მის ბანჯგვლიან მუცელს. შემდეგ ხელი საიმედოდ ჩავავლე
მის ხშირ მატყლს და გული გავიმაგრე. ასე კვნესითა და გოდებით ველოდებოდით ღვთაებრივ ეოსს.
როდესაც გამოჩნდა ახალშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი, მაშინვე ცხვრები გაიქცნენ
საძოვრებისკენ. მოუწველავი დედალი ცხვრები ფარეხში ბღაოდნენ, [440] სავსე ჯიქნები
უსკდებოდათ. მათი პატრონი, ბოროტი ტკივილით გამწარებული, აშოტილიყო მთელი სიმაღლით
და ზურგს უმოწმებდა ცხვრებს, სულელმა ვერ შეამჩნია, როგორ ვიყავით ჩვენ მის ხშირმატყლიან
ცხვრებს ქვემოდან ამოფარებულნი. ყველაზე ბოლოს გარეთ გავიდა ჩემი ერკემალი, მატყლითა და
ჩემი ცბიერებით დამძიმებული. მძლავრი პოლიფემოსი შეეხო მას და უთხრა: „ჩემო შინაურო ვერძო,
რატომ ტოვებ გამოქვაბულს ცხვრებიდან უკანასკნელი? არასოდეს მანამდე არ ჩამორჩენილხარ
სხვებს, ყოველთვის პირველი მიაბიჯებდი გრძელი ნაბიჯებით ამაყად და მიდიოდი საძოვარზე,
პირველი მიდიოდი მდინარის ნაკადდან, სახლშიც, ფარეხშიც, პირველი მიიწევდი საღამოობით.
ახლა კი სულ ბოლო ხარ. უეჭველია, დარდობ შენი პატრონის თვალზე, ბოროტმა კაცმა და მისმა
ბოროტმა მეგობრებმა დამაბრმავეს, არავინ იყო, გონება რომ ღვინით დამიბინდა და იგი დაღუპვას
ვერ გადაურჩება! შენ რომ ჩემსავით გრძნობა გქონოდა, შენ რომ მეტყველების უნარი გქონოდა,
მეტყოდი, ჩემს რისხვას სად ემალება და მე დავგლეჯდი მას, მისი ტვინი მიწასა და მთელ
გამოქვაბულს მიენთხეოდა და ჩემი გული მოისვენებდა, [460] გათავისუფლდებოდა იმ
ტკივილისგან, არავინმა რომ მომაყენა.“ ასე თქვა და გაუშვა ვერძი გარეთ. როდესაც ოდნავ გავცდით
გამოქვაბულსა და ეზოს, ჯერ მე გავთავისუფლდი ვერძისაგან, შემდეგ მეგობრებიც დავიხსენი.
სწრაფად დავიჭირეთ მრავალი ერთმანეთზე უფრო მსუქანი, გრძელფეხიანი ცხვარი და გავრეკეთ,
სანამ ჩვენს ხომალდს არ მივადექით. ჩვენ, რომლებიც სიკვდილს გადავურჩით, სასურველი სანახავი
ვიყავით ჩვენი ძვირფასი მეგობრებისთვის, ხოლო დაღუპულები მწარედ დაიტირეს. მაგრამ მე
ტირილი არ დავაცალე, წარბით ვანიშნე, სასწრაფოდ ვუბრძანე, სწრაფად ავსულიყავით ხომალდზე,
[470] აგვეყვანა ლამაზმატყლიანი ცხვრები და გაგვეცურა მლაშე ზღვაში. მაშინ ისინი სასწრაფოდ
ავიდნენ ხომალდზე, მიყოლებით დასხდნენ სანიჩბე ორკაპებთან და დასცხეს ნიჩბებით ჭაღარა
ზღვას. იმ მანძილზე რომ დავშორდით, საიდანაც ხმის მიწვდენა შეიძლებოდა, მივმართე კიკლოფსს
დამცინავი სიტყვებით: „კიკლოფს, მთლად გლახაკი არ ყოფილა ის კაცი, ვისაც მეგობრებიანად შენს
გამოქვაბულში შეჭმას უპირებდი ძალადობით. როგორც ჩანს, ბოროტმა საქმეებმა გიწია, უგუნურო,
რაკი არ ერიდებოდი უცნობების ჭამას საკუთარ სახლში, ეტყობა, ზევსმა და სხვა ღმერთებმა
გაიძულეს, სამაგიერო გეზღო!“
[480] ასე ვთქვი, მაშინ იგი კიდევ უფრო გამხეცდა თავის გულში, დიდ მთას მწვერვალი
მოჰგლიჯა და ესროლა ჩვენს ცისფერცხვირიან ხომალდს და კინაღამ მიაღწია სამართავ საჭეს. ზღვა
ააღელვა ლოდმა, როდესაც სიღრმისკენ დაიძრა და უკან წამოსულმა ტალღამ ხომალდი დიდ მიწაზე
დააბრუნა მოქცევის მაგვარად. მე ხელში ავიღე ძალიან გრძელი ჭოკი, უკან გამოვაბრუნე ხომალდი,
თავი დავუქნიე მეგობრებს, დავითანხმე, დასწოლოდნენ ნიჩბებს, რომ საფრთხე თავიდან
აგვეცილებინა [490] და მათაც მოუსვეს ნიჩბებს და წინ გავიჭერით. როგორც კი ზღვაში გავედით და
ადრინდელზე ორჯერ უფრო შორს აღმოვჩნდით, მაშინვე დავაპირე კიკლოფსთან ლაპარაკი,
შეშინებული მეგობრები მაკავებდნენ რბილი სიტყვით: „რატომ აღიზიანებ ამ ველურ კაცს,
უგუნურო? ახლახან ხომ მთა გვესროლა და ჩვენი ხომალდი ხმელეთზე ააგდო და ჩვენ უკვე
ჩავთვალეთ, რომ დავიღუპეთ?! ახლა რომელიმე ჩვენგანის ლაპარაკი ან მხოლოდ ხმა რომ გაგონოს,
კიდევ გვესვრის რამეს, თავებსაც გაგვიტეხს და ხომალდსაც დაგვიმსხვრევს, ისეთ წვეტიან ქვას
გვესვრის, აქამდე აუცილებლად მოაწვდენს.“
[500] ასე მეუბნებოდნენ ისინი, მაგრამ ჩემი დიდგულოვანი გული ვერ დაარწმუნეს. ამის
სანაცვლოდ, გაგულისებულმა დავიძახე: „კიკლოფს, თუკი მოკვდავ ადამიანთაგან ვინმე ოდესმე
გკითხავს შენი სამარცხვინო დაბრმავების თაობაზე, უთხარი, რომ შენ სინათლე წაგართვა ქალაქთა
მმუსვრელმა ოდისევსმა, ლაერტესის ძემ, რომელსაც ითაკაში აქვს სახლი!“

69
ასე ვთქვი მე და მან ღრიალით მიპასუხა: „ო, არა! სრულიად ცხადია, რომ დიდი ხნის წინ
ნათქვამი წინასწარმეტყველება მოვიდა ჩემამდე. აქ ოდესღაც იყო ერთი წინასწარმეტყველი, კარგი
და დიდი ადამიანი, ტელემოს ევრიმიდესი, მისნობაში გაწაფული, [510] დაბერდა
კიკლოფსებისთვის მისნობაში, მან მიწინასწარმეტყველა, რაც მომივიდოდა მომავალში, რომ
თვალისჩინს ოდისევსის ხელით დავკარგავდი. ამდენად, მე სულ მეგონა, რომ აქ მოვიდოდა ვინმე
დიდი და ლამაზი ვაჟკაცი, დიდებული სიმამაცით აღჭურვილი. მაგრამ ახლა, პატარამ, სუსტმა და
უსარგებლო ვიღაცამ ღვინით გონება დამიბინდა და დამაბრმავა. მოდი აქ, ოდისევს, რომ შევძლო
სასტუმრო საჩუქარი მოგართვა, ვევედრები მიწისმრყეველს, გზა გაგიიოლოს, რადგან მე მისი ვაჟი
ვარ და ისიც ამტკიცებს, რომ მამაჩემია. [520] თავად ის და არა რომელიმე სხვა ნეტარი ღმერთი ან
მოკვდავი კაცი მომარჩენს მე, თუკი მოისურვებს.“
ასე თქვა, მე კი ვუპასუხე: „მე უფრო შევძლებდი, სული ამომემრთვა და ჰადესის სახლში
გამეგზავნე, ვიდრე მიწისმრყეველი მოგირჩენდა თვალს!“
ასე ვთქვი, მან კი ორივე ხელი გაიწვდინა ვარსკვლავებიანი ზეცისკენ და ვედრებით
მიმართა მბრძანებელ პოსეიდონს: „მისმინე, მიწისმპყრობელო პოსეიდონ, შავკულულებიანო, თუ
მართლა შენი ვარ, შენ კი ამტკიცებ, რომ მამაჩემი ხარ, [530] მაჩუქე ეს: ოდისევსი,
ქალაქთმმუსვრელი, ლაერტესის ძე, ითაკაში სახლის მფლობელი, მაგ სახლში ვერ დაბრუნდეს
ვერასოდეს! მაგრამ თუკი უწერია იხილოს, ვინც უყვარს და მიაღწიოს თავის კეთილნაგებ სახლსა
და სამშობლოს, მაშინ სასტიკად დააგვიანოს, დაკარგოს ყველა მეგობარი, სხვისი ხომალდით
დაბრუნდეს და სახლშიც უბედურებას შეხვდეს!“
ასე თქვა ვედრებით და შავკულულებიანმა გაუგონა მას. შემდეგ აიღო კიდევ უფრო დიდი
ზომის ლოდი, დაატრიალა, ისროლა, მთელი ძალა ჩააქსოვა სროლაში, გამოუქანა ჩვენს
ცისფერთვალა ხომალდს [540] და კინაღამ მისწვდა სამართავი საჭის ბოლოს. ლოდმა ზღვა ააღელვა,
ქვემოთ რომ ჩაეშვა და ტალღებმა ხომალდი გააქანეს და აიძულეს, ხმელეთზე ასულიყო. როდესაც
იმ კუნძულს მივაღწიეთ, სადაც ჩვენი დანარჩენი კეთილგემბანიანი ხომალდების სადგომი იყო და
სადაც მთელი ეს დრო შფოთავდნენ და გველოდებოდნენ მეგობრები, ჩვენი ხომალდი ქვიშაზე
ავათრიეთ და თავად ზღვის ნაპირზე გავედით. ღრმამუცლიანი ხომალდიდან კიკლოფსის ფარა
გამოვრეკეთ და გავიყავით, ვინმე რომ მოტყუებული არ დამრჩენოდა. [550] ჩემმა
ლამაზსაბარკულიანმა მეგობრებმა ვერძი ცალკე მაჩუქეს, როდესაც ცხვრებს იყოფდნენ. მე იგი ზევსს
შევწირე, შავღრუბლიან კრონიდესს, რომელიც ყველაფერს მართავს და ბარკლები დავუწვი; მაგრამ
მან არ მიიღო ჩემი შესაწირავი, არამედ განიზრახა ჩემი კეთილგემბანიანი ხომალდებისა და
ერთგული მეგობრების განადგურება. ასე, მთელი დღე, სანამ მზე არ ჩაესვენა, ვქეიფობდით უხვი
ხორცითა და ტკბილი ღვინით. მზე რომ ჩაესვენა და მწუხრი ჩამოწვა, ზღვის ნაპირზე დავწექით
დასაძინებლად. [560] როდესაც ადრეშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, გავაღვიძე
ჩემი მეგობრები და ვუბრძანე, ხომალდებზე ასულიყვნენ და ჩაეხსნათ გემსაბმელები.
ისინი სწრაფად ავიდნენ ხომალდებზე და ორკაპა სანიჩბეებს მიუსხდნენ მიყოლებით და
დასცხეს ნიჩბები ჭაღარა ზღვას. დამძიმებული გულით გამოვცურეთ იქიდან, დაღუპულ მეგობრებს
დავტიროდით და გვიხაროდა, რომ ცოცხლები დავრჩით.

70
მეათე სიმღერა: ოდისევსი და კირკე

1-55 ოდისევსი ჰყვება თავის ამბავს: ქარების ტომარა; 56-102 ლესტრიგონები; 103-132 გაქცევა
კაციჭამიებისგან; 133-197 კირკეს კუნძული; 198-250 ჯადოსნობა; 251-301 დახმარება ჰერმესისგან;
302-347 კირკესთან შეხვედრა; 348-399 კირკე ათავისუფლებს ოდისევსის მეგობრებს; 400-448
ოდისევსი თავს უყრის თავისიანებს; 449-502 წასვლას ცდილობს; 503-574 ელპენორის სიკვდილი

მივადექით ეოლიის კუნძულს. იქ ცხოვრობდა ეოლოს ჰიპოტადესი, უკვდავი ღმერთებისთვის


საყვარელი, მის მცურავ კუნძულს აუღებელი ბრინჯაოს გალავანი იფარავდა და ნაპირად
მიუდგომელი კლდეები ჰქონდა. თორმეტი შვილიც სასახლეში ჰყავდა: ექვსი ასული და ექვსი
შეღერებული ვაჟი. შემდეგ ასულები ვაჟებს მიათხოვა. ისინი მუდამ სადილობენ ძვირფას მამასთან
და საყვარელ დედასთან ერთად, წინ უდგათ უამრავი კარგი ნივთი და სახლში [10] საკურთხის
სუნია, ეზოში ხმები გამოდის დღისით, ღამით თავიანთ მოკრძალებულ მეუღლეებთან ერთად
სძინავთ ჩუქურთმიან საწოლზე, ძვირფასი საბნის ქვეშ. როდესაც მათს მშვენიერ სასახლესა და
ქალაქს მივადექით, მთელი თვე მმასპინძლობდა და ყველაფერზე მეკითხებოდა, ილიონზე,
არგოსელთა ხომალდებზე, აქაველების შინ დაბრუნებაზე და მე მას ყველაფერს წვრილად მოვუყევი;
მაგრამ როდესაც წასვლა ვითხოვე და ვუბრძანე, გავემგზავრებინე, მან უარი არ მითხრა არაფერზე
და მაშინვე გამიშვა. მომცა ცხრა წლის ხარის ტყავის ტომარა [20] და მასში მოამწყვდია ბობოქარი
ქარების გზები, რადგან კრონიონმა იგი ქართა ბატონად დაადგინა, სურვილისამებრ შეუძლია
ამოაგდოს და ჩააგდოს ნებისმიერი. ჩემს ღრმამუცლიან ხომალდზე ვერცხლის ბრწყინვალე თოკით
მჭიდროდ შეკრა, რომ სიოსაც ვერ დაებერა; შემდეგ გამომიგზავნა ძეფიროსის ქარის სუნთქვა, რომ
წავეყვანეთ ჩვენ და ხომალდები, მაგრამ ამას ახდენა არ ეწერა, რადგან საკუთარმა სიბრიყვემ
დაგვღუპა.
ცხრა დღე მივცურავდით, ცხრა დღე-ღამე და მეათე დღეს ჩვენი სამშობლო გამოჩნდა [30] და
ისე მივუახლოვდით, რომ ანთებული კოცონები დავინახეთ. მაშინ ტკბილი ძილი მოჰყვა ჩემს
დაღლილობას, რადგან მთელი გზა ხომალდის იალქანს ვმართავდი და სხვას არ ვანდობდი, რომ
სამშობლომდე მალე ჩაგვეღწია. ჩემი მეგობრები ერთმანეთში საუბრობდნენ და თქვეს, თითქოს მე
ოქრო-ვერცხლი მიმქონდა, – ეოლოს ჰიპოტადესის საჩუქარი. ბევრი გადახედავდა მეზობელს და
ამას ამბობდა: საოცარია! როგორ ყველასთვის ძვირფასი და საპატიოა ეს კაცი, რომელ ქვეყანაში და
რომელ ქალაქშიც უნდა ჩავიდეს! [40] რამდენი ძვირფასი რამ მოაქვს ტროიდან ნადავლის სახით,
ჩვენ კი იგივე გზა გავიარეთ და სახლში ხელცარიელი ვბრუნდებით. ახლაც ეოლოსმა მეგობრული
გული აჩვენა და ეს აჩუქა. მოდი, სწრაფად ვნახოთ, რა არის, რამდენი ოქრო და ვერცხლია ამ ტყავის
ტომარაში.
ასე თქვეს და ჩემი მეგობრების ბოროტმა გეგმამ გაიმარჯვა. გახსნეს ტყავის ტომარა და
ქარებმა ამოხეთქეს, შემდეგ ამოვარდა ქარიშხალი და გაგვაქანა ზღვაში, შორს მშობლიური
კუნძულიდან. ამ დროს გავიღვიძე და გაოგნებულმა ის ვიფიქრე, [50] რა აჯობებდა, ხომალდიდან
გადახტომა და თავის დახრჩობა, თუ ცოცხლებში დარჩენა და სიჩუმეში წამება. დავრჩი და ვეწამე.
თავი ჩავმალე მოსასხამში და დავწექი; ჩემი ხალხი კვნესოდა, ხომალდს კი ბოროტი გრიგალი
მიაქანებდა უკან, ეოლოსის კუნძულისაკენ.
როგორც კი ნაპირზე გადავედით და წყალი მოვიმარაგეთ, ჩემმა მეგობრებმა
სახელდახელოდ ისადილეს ჩვენი სწრაფი ხომალდების გვერდით. შემდეგ, როდესაც ჭამა-სმით
გული იჯერეს, მე ავიყვანე მაცნე და კიდევ ერთ მეგობარი და [60] გავემართე ეოლოსის
სახელგანთქმულ სასახლეში. იგი მეუღლესთან და შვილებთან ერთად სადილობდა. შევედით
სახლში და დავსხედით კარის წირთხლთან. მათ ფრიად გაიკვირვეს და მკითხეს: „რატომ
მოსულხარ, ოდისევს? რომელი სასტიკი ღმერთი დაგეცა თავს? ჩვენ გადაგყევით და გზა
დაგილოცეთ, რომ ჩასულიყავი შენს სახლსა და სამშობლოში, სადაც გნებავს, რაც შენთვის
ძვირფასია.“
ასე თქვეს. მაშინ მე მწუხარე გულით ვუპასუხე: „ბოროტმა მეგობრებმა და საბედისწერო
ძილმა დამღუპეს, მიშველეთ, მეგობრებო, ძალა თქვენს ხელთაა!“
[70] ასე ვთქვი, მივმართე მათ ამ სიტყვებით, რომ მათი გული მომეგო, მაგრამ ისინი
დუმდნენ. მაშინ მათმა მამამ მიპასუხა: „სასწრაფოდ გაეთრიე ამ კუნძულიდან, ცოცხალთაგან
უსაზიზღრესო! რადგან მე უფლება არ მაქვს, გზა გავუკვალო და დავეხმარო ადამიანს, რომელიც
ნეტარ ღმერთებს სძულთ. ღმერთებს სძულხარ, რაკი დაგაბრუნეს, უსაზიზღრესო კაცთაგან!“

71
ასე თქვა და გამომაძევა მძიმედ მკვნესარი თავისი სახლიდან. და გამოვცურეთ იქიდან
დამწუხრებული გულით, გამწარებით ვუსვამდით ნიჩბებს და გულს გვიკლავდა საკუთარი
უგუნურება, ზურგის ქარი კი აღარ გვიბერავდა.
[80] ექვსი დღე მივცურავდით დღისითა და ღამით და მეშვიდე დღეს მივაღწიეთ ლამოსის
მაღალ ციხესიმაგრეს, ლესტრიგონულ ტელეპილოსს, სადაც მწყემსი, რომელიც ფარას ქალაქიდან
მიერეკება, ესალმება მწყემსს, რომელიც ფარას ქალაქში მოერეკება. იქ უძილო კაცს ორი
გასამრჯელოს აღება შეუძლია: ერთი ჯოგისა და მეორე თეთრი ცხვრების მწყემსობისა, რადგან
დღისა და ღამის გზები ახლოსაა. შემდეგ ჩვენ შევედით სახელგანთქმულ ნავსაყუდელში, მას ორივე
მხრიდან გარს არტყია ციცაბო კლდეები, შესასვლელთან მაღლა იწევს ერთმანეთის მოპირისპირე
[90] ორი გამოშვერილი კონცხი. ჩემმა თანამგზავრებმა ვიწრო გასასვლელში შეიყვანეს ორმხრივ
მოხრილი ხომალდები და ერთმანეთის მიმდევრობით გემსაბმელებით დააბეს ღრმა გამოქვაბულის
ნავსაყუდელში, რომელსაც არც დიდი, არც პატარა ტალღა არ ეკარებოდა, იქ მუდამ იყო თეთრი
მყუდროება. მხოლოდ მე დავაყენე ჩემი შავი ხომალდი გამოქვაბულს გარეთ, კიდეში მივაბი
ბაგირებით კლდეს, ავყევი ამ კლდეს ზედა ბაქნამდე და დავდექი. ხალხის ან ხარების ნამუშევარი
არსად არ ჩანდა, მხოლოდ ბოლს ვხედავდით, რომელიც ქვემოდან ამოდიოდა. [100] მაშინ
მეგობრები გავაგზავნე, რომ გამეგო, რა არსებები ცხოვრობდნენ იქ. მე ორი კაცი ავირჩიე და მესამე
გავგზავნე მაცნედ.
ხმელეთზე რომ გავიდნენ, აღმოაჩინეს ოთხთვალის ნაკვალევი, ამ გზით მაღალი მთებიდან
შეშა ჩამოჰქონდათ ქალაქში. ქალაქის შესასვლელში შეხვდათ ქალიშვილი, რომელიც წყალზე
მიდიოდა, ანტიფატეს ლესტრიგონის მძლავრი ასული. იგი ქვემოთ მიეშურებოდა ატრაკიის
კეთილმედინ წყაროსთან, საიდანაც ქალაქში წყალს ეზიდებოდნენ. ახლოს დაუდგნენ და
დაელაპარაკნენ, ჰკითხეს, [110] ვინ იყო მათი მეფე და ვისზე მბრძანებლობდა იგი. მან მაშინვე
მიანიშნა მამამისის მაღალ სახლზე.
სახელოვან სახლში რომ შევიდნენ, ერთი მთასავით ქალს წააწყდნენ და დანახვისთანავე
დაიზაფრნენ. ქალმა დაუყოვნებლივ გამოუხმო საბჭოდან სახელოვან ანტიფატესს, თავის ქმარს,
რომელმაც ჩვენებს სასტიკი დაღუპვა მოუმზადა. მან იმავე წამს ჩაავლო ხელი ჩემს ერთ-ერთ
მეგობარს და სადილად მოიმზადა. დანარჩენი ორი წამოხტა და ხომალდებისკენ გამოიქცა. მაშინ მან
ყიჟინა დასცა მთელ ქალაქში და მძლავრმა ლესტრიგონებმა გაიგონეს, უთვალავი გამოცვივდა,
ხალხი არ იყო, გოლიათები იყვნენ.
კლდეებიდან უზარმაზარ ლოდებს გვესროდნენ, კაცი რომ ვერ აწევდა, საბედისწერო ხმა
გამოსცეს ჩვენმა ხომალდებმა, გემები დაილეწა, ხალხი დაიღუპა. თევზებივით ააცვეს ცხედრები და
საჭმელად წაიღეს. სანამ ამ ღრმა ნავსაყუდელში ხალხს გვიხოცავდნენ, მე ამოვიღე გვერდიდან ჩემი
ბასრი ხმალი და გადავჭერი ჩემი ხომალდის მუქი ბაგირი. ამასთანავე, გავამხნევე მეგობრები და
ვუბრძანე მათ, მისხდომოდნენ ნიჩბებს და ასე გავქცეოდით განსაცდელს, [130] მათაც დასცხეს
ნიჩბებს და სიკვდილის შიშით ხომალდი ზღვაში გააფრინეს. ციცაბო კლდეებიდან ჩემი ხომალდი
სიხარულით გაიჭრა ზღვაში, ყველა დანარჩენი კი იქ დარჩა და განადგურდა.
იქიდან გავცურეთ დამწუხრებული გულით, რადგან დავკარგეთ ძვირფასი მეგობრები,
თუმცა თავად სიკვდილს გადავურჩით. მივადექით კუნძულ აიაიას. იქ ცხოვრობდა
ადამიანისხმიანი საზარელი ქალღმერთი, ლამაზად დაწნულთმიანი კირკე, საშინელი აიეტესის და.
ორივე შვა ჰელიოსმა, რომელსაც სინათლე მოაქვს მოკვდავთათვის და დედა პერსესმა, რომელიც
ოკეანოსმა შვა, როგორც ასული. [140] იქ სიჩუმეში მივადექით ნაპირს, ნავსაყუდელი ვიპოვეთ, –
რომელიღაც ღმერთმა გზა მიგვითითა. იქ ხმელეთზე გადავედით და ვიწექით ორი დღე-ღამე, გული
გვიკვდებოდა მწუხარებითა და დაქანცულობით. მაგრამ როდესაც მესამე დღე მოიტანა ლამაზად
დაწნულთმიანმა ეოსმა, ხელი დავავლე შუბსა და ბასრ ხმალს და ხომალდიდან სწრაფად ავედი
მოსახერხებელ ადგილას იმის იმედით, რომ მოკვდავთა ხმა გავიგონებდი და ნამოქმედარს
დავინახავდი. ავედი უთანასწორო ადგილზე და დავდექი, ვრცელი მიწიდან სადღაც ბოლი ადიოდა,
[150] ეს იყო კირკეს სასახლე უღრან მუხნარში. კოცონის კვამლი რომ დავინახე, დავფიქრდი, ხომ არ
წავსულიყავი თვალყურის სადევნელად, რაკი ეს ნაპერწკლებიანი კვამლი დავინახე. დავფიქრდი და
სხვა რამ უფრო დამიჯდა ჭკუაში, ჯერ ჩემს სწრაფ ხომალდთან მივსულიყავი ზღვის ნაპირას,
დამეპურებინა ჩემი მეგობრები და ისინი გამეგზავნა სათვალთვალოდ. შემდეგ, როდესაც
მივუახლოვდი ჩემს ორმხრივ მოხრილ ხომალდს, სწორედ მაშინ რომელიღაც ღმერთს, ჩემსავით
მარტოხელას, შევებრალე და გამომიგზავნა მაღალრქიანი ირემი, იგი ტყის საძოვრიდან წყაროსკენ
დაეშვა [160] დასარწყულებლად, რადგან მზის ძალას ჰყავდა შეპყრობილი. მე მას ხერხემალში

72
ჩავეცი, ზურგის შუაგულში და ბრინჯაოს შუბმა გაკვეთა ბოლომდე, იგი ხავილით დაეცა მტვერში
და სული გაფრინდა. ფეხი დავაბიჯე და ჭრილობიდან ამოვაძვრე ბრინჯაოს შუბი და მიწაზე დავდე.
შემდეგ მოვკრიფე წკნელი და ტირიფის ტოტები, კარგად დავწანი ერთი წყრთის სიგრძის თოკად,
რომლითაც ფეხები შევუკარი საზარელ ურჩხულს, კისერზე გადავიკიდე და წავედი ჩემს შავ
ხომალდზე, [170] შუბს ვეყრდნობოდი, ძნელი სატარებელი იყო მხარზე მოგდებული, რადგან
ცხოველი ძალიან დიდი იყო. ხომალდის წინ დავაგდე, თითოეულთან მივედი, გავაღვიძე მათი
გულის მოსაგები სიტყვებით: „მეგობრებო, მიუხედავად ჩვენი გლოვისა, ჰადესის სახლში მანამდე
ვერ ჩავალთ, სანამ არ გვიწერია. მარამ მოდით, სანამ საჭმელ-სასმელი გვაქვს ჩვენს სწრაფ
ხომალდზე, საჭმელი გავიხსენოთ და შიმშილს თავს ნუ მოვაკვლევინებთ!“
ასე ვთქვი და მათ სწრაფად დაუჯერეს ჩემს სიტყვებს. მათ მოსასხამი მოიშორეს სახიდან
უნაყოფო ზღვის სანაპიროზე და [180] გაოგნებულებმა შეხედეს ირემს, რადგან ეს იყო ძალიან დიდი
ცხოველი. როდესაც ირმის ცქერით გული იჯერეს, ხელი დაიბანეს და დიდებული ნადიმი
გამართეს. მთელ დღეს, სანამ მზე არ ჩაესვენა, უხვი ხორცითა და ტკბილი ღვინით მოვილხენდით.
როდესაც მზე ჩაესვენა და შებინდდა, ზღვის სანაპიროზე დავწექით.
როდესაც ადრე შობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, შეკრება გავმართე და
ყველას ვუთხარი: „მეგობრებო, უსმინეთ ჩემს ნათქვამს, თუმცა გასაჭირში ხართ! [190] მეგობრებო,
რაკი არ ვიცით, სადაა წყვდიადი და სადაა განთიადი, როგორი გზით ჩადის მიწაში მზე, რომელიც
მოკვდავთათვის კაშკაშებს ან რომელი მხრიდან ამოდის, მოდი, გავიაზროთ, გამოსავალი გვაქვს თუ
არა. მე მგონი, ბევრი არ გვაქვს. რადგან მე ავედი მაღლა და დავინახე კუნძული, რომელსაც გარს
არტყია უკიდეგანო ოკეანოსი. თვითონ კუნძული დაბლაა და მის შუაგულში დავინახე კვამლი
საკუთარი თვალით, იგი ამოდიოდა ხშირი ბუჩქნარიდან და უღრანი ტყიდან.“
ასე ვთქვი და მათ მოუკვდათ ძვირფასი გული, როცა გაიხსენეს ლესტრიგონ ანტიფატესის
საქციელი [200] და კაციჭამია კიკლოფსის, დიდგულოვანი კიკლოფსის მძვინვარება. გულსაკლავად
ტიროდნენ, მსხვილ ცრემლებს ყრიდნენ, მაგრამ ამ ტირილს კარგი არაფერი მოჰყოლია. შემდეგ მე
ყველა ჩემი ლამაზსაბარკულიანი მეგობარი ორად გავყავი და ორივე ჯგუფს უფროსი დავუნიშნე.
ერთ ჯგუფს მე ვმეთაურობდი, მეორეს – ღვთისდარი ევრილოქოსი. სასწრაფოდ შევანჯღრიეთ
წილები ბრინჯაოს მუზარადში და წასვლა მოუწია დიდგულოვან ევრილოქოსს. წავიდა ოცდაორ
ატირებულ მეგობართან ერთად, ასე ქვითინ-ქვითინით დაგვტოვეს. [210] ხეობაში ღია ადგილზე
იპოვეს კირკეს თლილი ქვით ნაშენი სახლი, ირგვლივ მიმოდიოდნენ მთის მგლები და ლომები,
რომლებიც ქალმა მოაჯადოვა, მისცა რა ბოროტი წამლები. ეს მხეცები ჩვენს ხალხს თავს არ
დაესხნენ, პირიქით, ადგნენ და მათთან მივიდნენ გრძელი კუდების ქიცინით. ძაღლი რომ ლხინის
სუფრიდან ამდგარ პატრონს მიელაქუცება, რადგან ყოველთვის მოაქვს მისთვის სანატრელი რამე
სასუსნავი, ასე მძლავრკლანჭიანი მგლები და ლომები გარს ეხვეოდნენ, თუმცა ჩვენები დაიზაფრნენ
ამ საზარელი ურჩხულების დანახვაზე. [220] ისინი შედგნენ ლამაზად დაწნულთმიანი ქალღმერთის
კარებთან და გაიგონეს, როგორ მღეროდა კირკე მშვენიერი ხმით, როდესაც უკვდავ საბეჭელს
ბეჭავდა, თხელსა და რბილს, ასეთის მოქსოვა მხოლოდ ღმერთების ხვედრია.
პირველმა სიტყვა თქვა კაცთა ბელადმა პოლიტესმა, რომელიც ყველაზე ძვირფასი და
ერთგული იყო ჩემს მეგობრებს შორის: „მეგობრებო, შიგნით ვიღაც, ქალი ან ქალღმერთი, დიდ
საქსოვ დაზგასთან ტკბილად მღერის, ხმა ირგვლივ ვრცელდება. მოდი, მოვუხმოთ ახლავე.“
ასე თქვა და იმათაც დაუძახეს. [230] მალე გაიღო მოელვარე კარი, გამოვიდა ქალი და შინ
მოუხმო ყველას, ისინიც ვერაფერს მიხვდნენ და შეჰყვნენ, მხოლოდ ევრილოქოსი დარჩა, ეჭვი
ჰქონდა, მახე არ იყოსო.
ქალმა შეიყვანა ისინი და დასხა სკამებსა და ტახტზე. მათ თვალწინ ყველი, ქერის ფქვილი
და მოყვითალო თაფლი შეუზავა პრამნეულ66 ღვინოს და ამ ნაზავს დამღუპველი წამალიც შეურია,
რომ მათ სრულიად დაევიწყებინათ თავიანთი სამშობლო. მიართვა სასმელი სტუმრებს, მათაც
დალიეს და მაშინვე თავისი კვერთხი შეახო და საღორეში დაამწყვდია. თავი, ხმა, ჯაგარი და
სხეული [240] ღორისა ჰქონდათ, გონება კი დარჩათ ძველებურად ხელუხლებელი. ასე იყვნენ
დამწყვდეულნი და ტიროდნენ. მათ კირკემ წიწიბო, რკო და შინდი დაუყარა, რითიც იკვებებიან
ხოლმე მიწაზე გაგორებული ღორები. ევრილოქოსმა მაშინვე მოირბინა ჩემს სწრაფ შავ ხომალდთან,
რომ მოეყოლა ჩვენთვის ჩვენი მეგობრებისა და მათი უბედურების თაობაზე. მაგრამ არ შეეძლო ხმა

66 სტრ. 235. პრამნეული ღვინო – სახელგანთქმული მწკლარტე და მაგარი ღვინო, რომელსაც სახელი მისცა იკარიის

კუნძულზე არსებულმა პრამნეს მთამ, ამავე დასახელების ქალაქმა სმირნის მახლობლად ან ქალაქმა კუნძულ ლესბოსზე.

73
ამოეღო, როგორც უნდა ნდომოდა, ისე იყო განადგურებული დიდი დარდით. თვალები ცრემლით
აევსო, გული გლოვისთვის განეწყო. მაგრამ როდესაც ჩვენ ყველანი გაოგნებულები ვეკითხებოდით,
[250] სწორედ მაშინ მოგვითხრო, რა შეემთხვა დანარჩენ მეგობრებს.
„წავედით, როგორც გვიბრძანე, ტყის გავლით, სახელოვანო ოდისევს. ხეობაში ღია ადგილზე
ვიპოვეთ თლილი ქვით ნაშენი სახლი, ვიღაც მღეროდა მშვენიერი ხმით, როდესაც უკვდავ საბეჭელს
ბეჭავდა. ჩვენებმა მას დაუძახეს. მალე გაიღო მოელვარე კარი, გამოვიდა ქალი და შინ მოუხმო
ყველას, ისინიც ვერაფერს მიხვდნენ და შეჰყვნენ, მხოლოდ მე დავრჩი, ეჭვი მქონდა, მახე არ იყოს-
მეთქი. შემდეგ ყველანი გაქრნენ და უკან არავინ არ დაბრუნებულა, [260] თუმცა მე დიდხანს ვიჯექი
და ვუყურებდი.“
ასე თქვა. მაშინ მე ვერცხლით ნაჭედი ბრინჯაოს დიდი ხმალი მხარზე გადავიკიდე,
მშვილდი ზურგზე მოვიგდე და ვუბრძანე მას, იმავე გზით წავეყვანე. მაგრამ მან ორივე ხელი
მუხლებზე მომხვია და შემევედრა და მოთქმა-გოდებით ფრთოსანი სიტყვა მითხრა: ნუ წამიყვან იქ
ჩემი ნების წინააღდეგ, ზევსის აღზრდილო, ჯობს, დამტოვო, სადაც ვარ, რადგან ვიცი, რომ შენაც
ვერ დაბრუნდები და ვერც ჩვენს მეგობრებს ვერ დააბრუნებ. მოდი, სასწრაფოდ გავიქცეთ იმათთან
ერთად, ვინც აქაა, რადგან ჩვენ ჯერაც შეგვიძლია ბოროტ დღეს გავექცეთ!“
[270] ასე თქვა მან. მაშინ მე ვუპასუხე: „ევრილოქოს, რა თქმა უნდა, დარჩი, სადაც ხარ, ამ
ადგილას, ჭამე და სვი ჩემს ღრმამუცლიან შავ ხომალდთან, მე კი წავალ, აუცილებლობა მომიხმობს.“
ასე ვთქვი და დავშორდი ხომალდსა და ზღვას. მაგრამ როდესაც ავდიოდი წმინდა ხეობაში,
რომ მიმეღწია კირკე მრავალწამლიანის დიდ სახლამდე, გზად მიმავალს შემხვდა
ოქროსკვერთხიანი ჰერმესი, ყმაწვილი კაცის სახით, რომელსაც ღინღლი ამოსვლია და რომლის
ყმაწვილური ვაჟკაცობა მშვენიერი იყო. [280] ხელი მომკიდა, სახელით მომმართა და მითხრა:
„უბედურო, რატომ დაძრწი მარტო ამ მთის მწვერვალებზე, როცა აქაურობას არ იცნობ? შენი
მეგობრები კირკეს სახლში, ღორებად ქცეული, ჩაკეტილი არიან გადავსებულ სამალავებში. იქნებ
მიდიხარ, რომ გაათავისუფლო ისინი? დამიჯერე, შენ ვეღარ დაბრუნდები, შენაც იქ დარჩები
სხვებივით. მაგრამ მოდი, მე გიშველი და გადაგარჩენ. აი, გამომართვი ეს წამალი და შედი კირკეს
სახლში. ეს აგარიდებს ბოროტ დღეს. ახლა მოგიყვები კირკეს ყველა ბოროტ ჩანაფიქრს. [290]
მოგიხარშავს ნაყენს და საკვებში შეგირევს წამალს, მაგრამ შენ ვერ მოგაჯადოებს, რადგან მე გაძლევ
კარგ ბალახს, რომელიც დაგიცავს. ახლავე ყველაფერს გეტყვი: როდესაც კირკე დაგარტყამს თავის
გრძელ ჯადოსნურ კვერთხს, შენი ბასრი ხმალი ამოიღე ქარქაშიდან და თავს დაეცი კირკეს, თითქოს
მოკვლას უპირებ. ის შიშისგან თავისთან დაწოლას შემოგთავაზებს, ამის შემდეგ უარი არ თქვა
ქალღმერთის სარეცელზე, რომ გაგითავისუფლოს შენი მეგობრები და შენზე იზრუნოს. ოღონდ
დიდი ფიცით დააფიცე ნეტარი ღმერთები, [300] რომ რამე ახალ განსაცდელს არ მოგიმზადებს, რომ
შენ გახდილი არ გახდე, დაუცველი და ძალაგამოცლილი.“
ასე თქვა არგოსის მკვლელმა და მომცა ბალახი, მიწიდან ამოგლიჯა და მაჩვენა მისი ბუნება.
შავი ფესვი ჰქონდა და რძისებრი ყვავილი. „მოლის“ უხმობენ ღმერთები, მოკვდავი კაცისთვის
ძნელი ამოსაძირკვია, მაგრამ ღმერთებს ყველაფერი შეუძლიათ. მაშინ ჰერმესი გაეშურა მაღალ
ოლიმპოსზე ტყიანი კუნძულის გავლით, მე კი წავედი კირკეს სახლისკენ, გული მიღელავდა გზაში.
[310] დავდექი ლამაზად დაწნულთმიანი ქალღმერთის კარებთან, დავდექი და დავუძახე და
ქალღმერთმა ჩემი ხმა გაიგონა. მალე გააღო ელვარე კარი, გამოვიდა და შემიხმო შინ და მეც
დარდიანი გულით შევყევი. შემიძღვა და ჩამსვა მოვერცხლილ, დიდოსტატურად ნაკეთებ, ლამაზ
სავარძელში, იქვე ფეხის ჩამოსადები ნამორიც იდგა. მომიმზადა სასმელი ოქროს თასში, რომ შემესვა
და გულში ბოროტი ზრახვით შეურია წამალი. მომცა თასი და მეც შევსვი, მაგრამ ჯადომ არ
იმოქმედა, მაშინ კვერთხი დამკრა, ჩემი სახელი ახსენა და მითხრა: [320] „წადი და საღორეში მიუწექი
შენს მეგობრებს!“
ასე თქვა და მე ჩემი ბასრი ხმალი ვიშიშვლე და თავს დავეცი, თითქოს მოკვლას ვუპირებდი.
ხმამაღლა იყვირა, მომვარდა, მუხლებზე მომეხვია, მოთქვამდა და ფრთოსანი სიტყვით მომმართა:
„რა კაცი ხარ და საიდან ხარ? სად არის შენი ქალაქი, სად არიან მშობლები? მაკვირვებს, ჯადო რომ
შესვი და არ იმოქმედა, რადგან ჯერ ვერც ერთ კაცს ვერ გაუძლია ამ წამლისათვის, როგორც კი
შეუსვამს და სასმელს გადაულახავს მის კბილთა ზღუდე. შენს მკერდში რაღაც გონება ბუდობს,
რომელსაც ვერ ვაჯადოებ. [330] შენ, ალბათ, მრავლისმნახველი ოდისევსი ხარ, რომელზედაც
ოდესღაც ოქროსკვერთხოსანმა არგოსის მკვლელმა მითხრა, ტროიდან შინ დაბრუნებისას შავი
სწრაფი ხომალდით მოგადგებაო. მომიახლოვდი, ქარქაშში ჩააგე ეგ ხმალი, სარეცელზე დავწვეთ
ჩვენ ორნი, სიყვარულს მივეცეთ და სიყვარული მიგვანდობს ერთმანეთს.“

74
ასე თქვა, მე კი ვუპასუხე: „კირკე, როგორ შეგიძლია, მთხოვო, რომ გენდო, როდესაც
სასახლეში ჩემი მეგობრები ღორებად აქციე და მეც ცბიერად მთავაზობ, [340] შენს საწოლ ოთახში
შევიდე, შენს სარეცელზე დავწვე, რომ შიშველს კაცობა წამართვა და ლაჩრად მაქციო?! მე არ
ვისურვებ შენს სარეცელზე დაწოლას, სანამ, ქალღმერთო, დიდი ფიცით არ დამიმტკიცებ, რომ არ
აპირებ ბოროტ განსაცდელში ჩემს ჩაგდებას.“
ასე ვთქვი და მან მაშინვე დაიფიცა, როგორც ვუთხარი. შემდეგ კი, როგორც კი დაასრულა
ფიცი, სწორედ მაშინ ვეწვიე კირკეს მშვენიერ სარეცელს.
ამასობაში მოახლეები ფუსფუსებდნენ სასახლეში, ოთხნი იყვნენ, რომლებიც სახლს
ემსახურებოდნენ. [350] ისინი იშვნენ წყაროებისგან, ჭალებისგან და ზღვისკენ მედინი წმინდა
მდინარეებისგან. ერთმა მათგანმა სკამებს თხელი მეწამული სარჩული გადააფარა, ხოლო ქვემოდან
ნაჭრები შეაყოლა. მეორემ სკამებს წინ ვერცხლის მაგიდები დაუდგა და მათზე ოქროს კალათები
დააწყო. მესამემ ტკბილი, სულის დამაამებელი ღვინო ვერცხლის თასში შეაზავა და ოქროს თასები
დაალაგა. მეოთხემ წყალი მოიტანა, ცეცხლი შეუნთო უზარმაზარ სამფეხაზე დადგმულ ქვაბს და
წყალი აადუღა. [360] როდესაც თვალისმომჭრელ ბრინჯაოში წყალი წამოდუღდა, აბაზანაში ჩამსვა,
თავსა და მხრებზე ქვაბიდან წყალი გადამავლო, ოღონდ მანამდე ცივი შეურია, ჩემთვის საამო
გახადა, განმბანა, სანამ მტანჯველი დაქანცულობა არ გამიქრო. მას შემდეგ, რაც დამბანა და უხვად
შემაზილა ზეითუნის ზეთი, მომასხა მშვენიერი მოსასხამი და ქიტონი, წინ გამიძღვა და ჩამსვა
მოვერცხლილ დიდოსტატურად ნაკეთებ, ლამაზ სავარძელში, იქვე ფეხის ჩამოსადები ნამორიც
იდგა. მოახლემ ხელის საბანი წყალი მოიტანა მშვენიერი ოქროს სურით და დამისხა ხელის
დასაბანად ვერცხლის ტაშტზე, [370] შემდეგ კი გაკრიალებული მაგიდა დამიდგა გვერდით.
ღირსეულმა მეკუჭნავე ქალმა პური მოიტანა, წინ დაგვიწყო უამრავი კერძი, არ დაიშურა თავისი
მარაგიდან და შემომთავაზა, მიმერთვა, მაგრამ სულს არაფერი ეკარებოდა, იქ ვიჯექი, სხვა რამეზე
ვფიქრობდი, გული ცუდს მიგრძნობდა. როდესაც კირკემ შენიშნა, რომ ვიჯექი და ხელს არ
ვიწვდენდი კერძებისკენ, ძლიერ წუხილს რომ ვყავდი ატანილი, გვერდით დამიდგა და ფრთოსანი
სიტყვით მომმართა: „რატომ ზიხარ, ოდისევს, მუნჯივით, საკუთარ გულს ღრღნი და არც საჭმელს
ეკარები და არც სასმელს? [380] რამე ახალ ხრიკს ხომ არ ელოდები ჩემგან? ნურაფერი შეგაშინებს,
რადგან მე მძლავრი ფიცი დაგიდე.“
ასე თქვა. მაშინ მე ვუპასუხე: „კირკე, რომელი ჭკუადამჯდარი კაცი გაბედავს საჭმელ-
სასმელს მიეკაროს მანამ, სანამ მეგობრებს არ გაათავისუფლებს და საკუთარი თვალით არ
დაინახავს?“
ასე ვთქვი, ხოლო კირკემ დარბაზი გაიარა, ხელთ თავისი კვერთხი ეპყრა, საღორის კარი
გააღო და [390] გამორეკა ასე ცხრაწლიანი ტახები. ტახები გვერდიგვერდ იდგნენ, კირკემ მათ
დაუარა და ახალი საცხი წაუსვა ყველას. ბალანი დასცვივდა ყველას, რომლითაც ჭარბად იყვნენ
დაფარული კირკეს საზარელი ჯადოს წყალობით; ისევ კაცებად იქცნენ. წინანდებურზე უფრო
ახალგაზრდად, უფრო ლამაზად და უფრო მაღლებად გამოიყურებოდნენ. ყველამ მიცნო და ხელი
ჩამომართვა. ტირილი აუტყდა ყველას და ქვითინს საზარელი ექოთი გამოეხმაურა მთელი სასახლე.
სიბრალულმა შეიპყრო თავად ქალღმერთიც.
[400] ღვთაებრივი ქალღმერთი გვერდით დამიდგა და მითხრა: „ზევსის შობილო
ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს, წადი ახლა შენს სწრაფ ხომალდთან ზღვის ნაპირზე.
უპირველეს ყოვლისა, ამოათრიეთ თქვენი ხომალდი ხმელეთზე, ყველა ნივთი და აღჭურვილობა
შეინახეთ გამოქვაბულებში, შემდეგ დაბრუნდი და გამოიყოლე ერთგული მეგობრებიც.“
ასე თქვა. მაშინ ჩემი ვაჟკაცური გული დამორჩილდა და მე გავეშურე ჩემი სწრაფი
ხომალდისა და ზღვის სანაპიროსკენ. იქ ჩემს სწრაფ ხომალდზე ვნახე ჩემი ერთგული მეგობრები,
ღრმა მწუხარებას მოეცვა ისინი, მსხვილ ცრემლს ღვრიდნენ. [410] როგორც სილოსით გამძღარი
ხბორები ერთად გამოცვივდებიან საჩეხედან და საძოვრებიდან დაბრუნებულ საქონელს
მისცვივდებიან და მოუსვენრად ტრიალებენ თავიანთ დედებთან, ასე მომცვივდნენ ჩემი
ატირებული მეგობრები, თავი ისევ სახლში, პირქუშ ითაკაში ეგონათ, ქალაქში, სადაც დაიბადნენ
და გაიზარდნენ. დამწუხრებულები მეუბნებოდნენ ფრთოსან სიტყვებს: „ისეთი ბედნიერები ვართ
შენი დაბრუნებით, ზევსის აღზრდილო, [420] თითქოს ჩვენს სამშობლოში ჩავსულიყავით, ჩვენს
ითაკაში. მაგრამ მოგვითხრე, როგორ დაიღუპნენ ჩვენი მეგობრები.“
ასე თქვეს. მაშინ მე მივმართე, მათი გული რომ მომეგო: „ჯერ ხმელეთზე ამოვათრიოთ ჩვენი
ხომალდი, შემდეგ ჩვენი საქონელი და აღჭურვილობა გამოქვაბულებში გადავიტანოთ, შემდეგ კი

75
გამომყევით კირკეს წმინდა სახლში, რომ იქ თქვენი მეგობრები იხილოთ, ჭამენ და სვამენ, რადგან
ყველაფერი უხვად აქვთ.“
ასე ვთქვი და ისინი სწრაფად დაემორჩილნენ ჩემს სიტყვებს. მხოლოდ ევრილოქოსი
ცდილობდა, გაეჩერებინა ისინი [430] და ფრთოსანი სიტყვით მიმართა მათ: „უგუნურნო, საით
მიდიხართ? რა მიგარბენინებთ კირკეს სასახლეში? ის ხომ ყველას ღორებად, მგლებად, ლომებად
გადაგაქცევთ! ასე იძულებით გადაიქცევით მისი სასახლის მცველებლად. გაიხსენეთ, რა გვიყო
კიკლოფსმა, როდესაც ჩვენი მეგობრები გაჰყვნენ გათამამებულ ოდისევსს, კაცს, რომლის სიბრიყვემ
ყველა დაღუპა!“
ასე თქვა და მაშინვე ფიქრად მომივიდა, ხმალი ამომეღო, მძლავრ თეძოზე რომ მეკიდა და
[440] თავი წამეცალა მისთვის და მიწაზე გამეგორებინა, თუმცა ჩემი მოყვარე იყო, მაგრამ
მეგობრებმა შემაჩერეს და ჩემი გულის მოსაგებად სიტყვა ბრძანეს: „ზევსის შობილო, თუ
გვიბრძანებ, დავტოვოთ აქ, ხომალდთან, დაე უყარაულოს მას, სანამ შენ კირკეს წმინდა სახლისკენ
გაგვიძღვები. ასე თქვეს და დავიძარით ხომალდიდან და ზღვიდან, ხოლო ევრილოქოსი არ
დავტოვეთ ღრმამუცლიან ხომალდთან, იგი უკან გამოგვყვა, რადგან ჩემი საზარელი მრისხანებისა
შეეშინდა.
ამასობაში კირკეს სახლში ჩემი მეგობრები განბანა ქალღმერთმა, [450] ზეითუნის ზეთით
უხვად დაუზილა ტანი, შემდეგ ქიტონებითა და მატყლის მოსასხამებით შემოსა. ჩვენ რომ მივედით,
ისინი სასახლეში მშვენიერ სადილს შეექცეოდნენ. როდესაც ერთმანეთი დაინახეს და იცნეს,
ტირილი დაიწყეს და მათს მოთქმას სახლიც გამოეხმაურა. ზეციური ქალღმერთი გვერდით
დამიდგა და მითხრა: „ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს, დააცხრე ეს
ხმამაღალი მოთქმა და ქვითინი. ვიცი, რა განსაცდელიც გამოგივლია თევზიან ზღვაში, ვიცი,
რამდენმა ვინმემ გიმტრო ხმელეთზე. [460] ახლა დაჯექი, მიირთვი საკვები, დალიე ღვინო, სანამ
მკერდში ისევ არ დაგიბრუნდება გული, რომელიც გქონდა ოდესმე, როდესაც კლდოვანი ითაკის
მშობლიური მიწა დატოვე. ახლა ცარიელი გაქვს გული, სასტიკმა მოგზაურობამ ფიქრები აგიშალა,
უსიხარულოა გული, რადგან მართლაც ძლიერ გაწამებული ხარ.“
ასე თქვა და ჩვენი ვაჟკაცური სული დაემორჩილა მის სიტყვას. მთელი წელიწადი
გავატარეთ იქ, კარგად მივირთმევდით და ტკბილ ღვინოს ვწრუპავდით. მაგრამ როდესაც
წელიწადი მიიწურა, წლის დროები შეიცვალა, [470] თვეები გავიდა და გრძელი დღეები დაბრუნდა,
დამიბარეს ჩემმა ერთგულმა მეგობრებმა და მითხრეს: „უგუნურო, ახლა მაინც გაიხსენე შენი
სამშობლო, თუ გადარჩენა და სამშობლოსა და კეთილნაგებ სასახლეში დაბრუნება გიწერია.“
ასე თქვეს და ჩემი ვაჟკაცური გული დაემორჩილა მათ. მთელი დღე, სანამ მზე ჩაესვენებოდა,
ვქეიფობდით, უხვი ხორცეული და ტკბილი ღვინო არ მოგვკლებია. როდესაც მზე ჩაესვენა და ბინდი
დადგა, ისინი ბნელ დარბაზში დაწვნენ დასაძინებლად. [480] მე კირკეს ბრწყინვალე სარეცელზე
ავედი, მუხლებზე მოვხვიე ხელები და შევევედრე. ქაღღმერთი მისმენდა მე კი ფრთიანი სიტყვით
ასე მივმართე: „კირკე, შენ დამპირდი და ახლა უნდა ამისრულო დანაპირები, შინ უნდა გამიშვა. ჩემი
სულიც, ჩემი მეგობრების სულიც შინისკენ მიიწევს, მათ წუხილზე გული მიკვდება, როდესაც შენ
სადღაც შორს ხარ ხოლმე.“
ასე ვთქვი და ზეციურმა ქალღმერთმა ასე მიპასუხა: „ზევსის შობილო ლაერტიადეს,
მახვილგონიერო ოდისევს, ნუღარ დარჩები ჩემს სახლში შენი ნების წინააღმდეგ. [490] მაგრამ სანამ
შინ გაემართებოდე, კიდევ ერთი მოგზაურობა გმართებს ჰადესისა და საზარელი პერსეფონეს
სახლში რჩევა უნდა მიიღო ბრმა მისნისგან, თებეელი ტირესიასისგან, რომელსაც, პერსეფონეს
წყალობით, გონება მიცვალებულსაც შენარჩუნებული აქვს. ის ერთია ასეთი, დანარჩენები კი
ჰადესის სახლში დაფარფატებენ, როგორც აჩრდილები.“
ასე თქვა. ამან გამიტეხა ძვირფასი გული, სარეცელზე ვიჯექი და ვტიროდი, გულს მართლაც
აღარ სურდა სიცოცხლე და მზის სინათლის დანახვა. შემდეგ, როდესაც ტირილი და კრუნჩხვა
მომბეზრდა, [500] მაშინვე ვუთხარი საპასუხოდ: „კირკე, ვინ წამიძღვება ამ მოგზაურობაში? ჰადესს
ხომ არავინ მისდგომია შავი ხომალდით!“
ასე ვთქვი და ზეციურმა ქალღმერთმა მიპასუხა: „ზევსის შობილო ლაერტიადეს,
მახვილგონიერო ოდისევს, ნუ გაღელვებს, რომ შენს ხომალდს მეგზური არ ეყოლება, მაინც აღმართე
ანძა, გაშალე თეთრი იალქნები და დაჯექი. ჩრდილოეთის ქარის სუნთქვა წაგიყვანთ მაინც. ბოლოს
გადაცურავ ოკეანოსის დინებას შენი ხომალდით, იქ იქნება უხეში კონცხი და პერსეფონეს ჭალები,
[510] მაღალვარჯიანი ვერხვი და ნაყოფის დამკარგავი ტირიფი. ხომალდი იქ დააყენე, ღრმაწყლოვან
ოკეანოსთან, თვითონ კი გაეშურე ჰადესის ნესტიან სახლში. იქ აქერონს ერთვის პირიფლეგეთონი

76
და კოკიტოსი, რომელიც სტიქსისგან იღებს სათავეს და იქაა კლდე და ორი მოგრიალე მდინარის
შერწყმა. შემდეგ მიდი იქ, გმირო, როგორც გიბრძანებ და ამოთხარე ორმო, აქეთ-იქით თითო წყრთა
და დაუღვარე ყველა მიცვალებულს საღვრელი: ჯერ თაფლიანი რძე, შემდეგ ტკბილი ღვინო,
მესამედ – წყალი, [520] შემდეგ კი მოაყარე ქერის თეთრი ფქვილი. ხშირ-ხშირი ლოცვით მიმართე
მიცვალებულთა უსიცოცხლო თავებს, დაჰპირდი, რომ როგორც კი მიაღწევ ითაკას, ჯოგში
საუკეთესო უშობელს შესწირავ სასახლეში, საკურთხეველს კი მდიდრული ნადავლით აავსებ;
მოხუც ტირესიასს ცალკე შესწირავ მსხვერპლად სრულიად შავ ცხვარს, ყველაზე გამორჩეულს შენს
ფარაში. როდესაც შეევედრები მიცვალებულთა სახელგანთქმულ მხედრიონს შენი ლოცვით,
მიიყვანე ცხვრები, მამალი და შავი დედალი, ერებოსისკენ მიაბრუნე ისინი, მაგრამ თვითონ სახე
მოარიდე მდინარის ნაკადს. [530] იქ უამრავი მიცვალებულის სული მოვა. მაშინ მიუბრუნდი და
უბრძანე შენს მეგობრებს, რომ გაატყავონ და დაწვან დაუნდობელი ბრინჯაოთი დაკლული ცხვრები;
და ლოცვით მიმართონ ღმერთებს, მძლავრ ჰადესსა და საზარელ პერსეფონეს. თავად კი ბასრი
ხმალი იშიშვლე და იჯექი, არ მისცე მიცვალებულთა უსიცოცხლო თავებს საშუალება, სისხლს
მიუახლოვდნენ, სანამ ტირესიასს არ გამოჰკითხავ. მისანი მალე მოვა, ხალხთა წინამძღოლი, იგი
გაჩვენებს გზასა და მანძილებს, [540] რომ შეძლო შინ დაბრუნება თევზიანი ზღვით.“
ასე თქვა, მაშინვე მოვიდა ოქროსტახტიანი ეოსი. ნიმფამ შემმოსა ქიტონითა და მოსასხამით,
თავად კი ჩაიცვა დიდი თეთრი მოსასხამი ნაზი და ლამაზი, წელზე შემოირტყა ოქროს თხელი
ქამარი, ხოლო თავზე დაიხურა თავშალი. შემდეგ მე მთელი სახლი დავიარე, მივადექი ყველა
ვაჟკაცს, ხალისიანი სიტყვებით აღვძარი თითოეული მეგობარი: „ნუ გძინავთ ტკბილი ძილით,
წავიდეთ, ქალბატონმა კირკემ წასვლის გზა მიჩვენა!“
[550] ასე ვთქვი და მათი მამაცი გულები დავარწმუნე. თუმცა იქიდანაც კი ვერ გამოვიყვანე
ჩემი მეგობრები უვნებლად და უფათერაკოდ. ვინმე ელპენორი იყო, სულ ახალგაზრდა, არც ძალიან
მამაცი ომში და არც ჭკუადამჯდარი, რომელსაც თავისი მეგობრებისგან შორს ეძინა წმინდა სახლში,
რადგან წინა დღის ნაბახუსევს სუფთა ჰაერი ენატრებოდა. როდესაც მეგობრების მოძრაობის ხმები
და აურზაური მოესმა, უეცრად წამოიჭრა და სულ დაავიწყდა, გრძელი კიბე რომ უნდა გაევლო,
ქვემოთ რომ ჩამოსულიყო და პირდაპირ ბანიდან ჩამოვარდა. მიწას დაენარცხა, კისერი მოიტეხა,
[560] ხერხემალი დაემსხვრა და სული ჰადესში გაუფრინდა.როგორც კი გზას გავუდექით, მე მათ
ვუთხარი: „თქვენ, ალბათ, გგონიათ, რომ სახლში, საყვარელ სამშობლოში, მივდივართ, მაგრამ
კირკემ სხვა გზა დაგვისახა, ჩვენ ჯერ მივდივართ ჰადესისა და საზარელი პერსეფონეს სახლისკენ,
სადაც რჩევა უნდა მივიღო თებეელი ტირესიასის სულისაგან.“
ასე ვთქვი და მათ ძვირფასი გული მოვუკალი. დასხდნენ, სადაც იყვნენ, ატირდნენ და თმები
დაიგლიჯეს, მაგრამ მათს ტირილს კარგი არაფერი მოჰყოლია შედეგად. როდესაც ჩვენი სწრაფი
ხომალდისა და ზღვის სანაპიროსკენ მივდიოდით, [570] დამწუხრებულები და ცრემლის
მფრქვევლები, მაშინ მოვიდა კირკე და ჩვენს შავ ხომალდს მიამაგრა შავი დედალი ცხვარი და
მსუბუქად აგვიარა გვერდი. ვის შეუძლია, დაინახოს, როგორ დადის ქალღმერთი აქეთ-იქით, თუ
მას არ უნდა?“

77
მეთერთმეტე სიმღერა: ოდისევსი საიქიოში

1-50 ოდისევსი ჰყვება თავის ამბავს: ერებოსის აჩრდილები; 51-89 ელპენორის სული; 90-149
ტირესიასის აჩრდილი; 150-224 ანტიკლეას სული; 225-332 სახელოვან ქალთა აჩრდილები; 333-384
ალკინოოსი ოდისევსს სთხოვს, გააგრძელოს თხრობა; 385-464 აგამემნონის აჩრდილი; 465-540
აქილევსის სული; 541-592 აიასის აჩრდილი; 593-640 ჰერაკლესის აჩრდილი

როდესაც ქვემოთ ჩავედით ხომალდსა და ზღვასთან, უპირველესად, ხომალდი ზღვაში შევაცურეთ,


შემდეგ ანძა აღვმართეთ და იალქანი გავშალეთ შავ ხომალდზე, დედალ-მამალი ცხვარი ავიყვანეთ,
თვითონაც ავედით მძიმე დარდით გულში, უხვი ცრემლის ფრქვევით. ჩვენს მუქცხვირიან ხომალდს
დაჰქროლა იალქნის გამავსებელმა სასიკეთო ზურგის ქარმა, კეთილმა მეგობარმა, რომელიც
გამოაგზავნა სასტიკმა ქალღმერთმა ადამიანური მეტყველებით, ლამაზად დაწნულთმიანმა კირკემ.
ჩვენ მთელი ხომალდის აღჭურვილობა გავაწყვეთ და [10] შემდეგ დავსხედით, ქარი და მესაჭე
მართავდნენ მას. მთელი დღე იალქნები გავსებული იყო და ხომალდი მისრიალებდა, ბოლოს მზე
ჩაესვენა და ყველა გზა დაბნელდა. ასე მივაღწიეთ ღრმადმედინი ოკეანოსის საზღვარს. იქაა
კიმერიელ კაცთა სამეფო და ქალაქი, დაფარული ნისლითა და ღრუბლით. და მოელვარე მზე
არასოდეს არ დაჰყურებს მათ თავისი სხივებით ზემოდან არც მაშინ, როდესაც ვარსკვლავებიან ცაზე
ადის, არც, როცა ზეციდან მიწაზე ბრუნდება, არამედ დამღუპველი ღამე ადგება თავს უბედურ
მოკვდავთ. [20] იქ ნაპირს მიადგა ჩვენი ხომალდი, დედალ-მამალი ცხვარი ავიყვანეთ და გავყევით
ოკეანოსის დინებას, სანამ არ მივაღწიეთ ადგილს, რომელიც კირკემ აგვიწერა. იქ ევრილოქოსი და
პერიმედესი აკავებდნენ წმინდა მსხვერპლს და მე ამოვიღე ჩემი ბასრი ხმალი ქარქაშიდან, აქეთ-
იქით თითო წყრთის სიგრძეზე ორმო ამოვთხარე და ყველა მიცვალებულს საღვრელი დავუღვარე ამ
ორმოს თავზე, ჯერ თაფლიანი რძე, შემდეგ ტკბილი ღვინო და ბოლოს წყალი, დავაყარე ქერის
თეთრი ფქვილიც. ხშირ-ხშირი ლოცვით მიმართე მიცვალებულთა უსიცოცხლო თავებს, დავპირდი,
[30] რომ როგორც კი მივაღწევ ითაკას, ჯოგში საუკეთესო უშობელს შესწირავ სასახლეში,
საკურთხეველს კი მდიდრული ნადავლით აავსებ; მოხუც ტირესიასს ცალკე შევსწირავ მსხვერპლად
სრულიად შავ ცხვარს, ყველაზე გამორჩეულს ჩემს ფარაში. მას შემდეგ, რაც ლოცვითა და ფიცით
შევევედრე მიცვალებულთა მოდგმას, ცხვრები ორმოსთან მივიყვანე და ყელი გამოვღადრე.
ღრუბელივით შავი სისხლი დაიღვარა. ერებოსიდან ამოსულმა მიცვალებულთა სულებმა თავი
მოიყარეს: პატარძლებმა, უცოლო ყმაწვილმა კაცებმა, მრავალტანჯულმა მოხუცებმა, ნაზმა
ქალწულებმა, პირველად რომ ნახეს სიმწარე, [40] ბრინჯაოს შუბებით დაცემულთა მთელმა წყებამ,
ბრძოლაში მოკლულმა ვაჟკაცებმა, რომელთაც სისხლით მოთხვრილი აღჭურვილობა ეპყრათ
ხელთ. ორმოს ირგვლივ ყოველი მხრიდან თავს იყრიდნენ ისინი საშინელი წივილით და მწვანე
ელდა მეცა მე. მაშინ ვუბრძანე ჩემს მეგობრებს, გაეტყავებინათ და დაეწვათ დაუნდობელი
ბრინჯაოთი დახოცილი და იქ დაყრილი ცხვრები და თან ელოცათ მძლავრი ჰადესისა და საზარელი
პერსეფონეს სახელზე. თავად მე ვიშიშვლე ბასრი ხმალი, იქ ჩამოვჯექი და უძლურ აჩრდილებს [50]
სისხლთან არ ვუშვებდი, სანამ ტირესიასს არ გამოვკითხავდი.
პირველი მოვიდა ჩემი მეგობრის, ელპენორის, სული, რადგან ჯერაც არ იყო ფართოგზებიან
მიწაში დაკრძალული; ჩვენ ხომ მისი ცხედარი კირკეს დარბაზში დავტოვეთ დაუტირებელი და
დაუკრძალავი, რადგან ამისთვის ვერ მოვიცალეთ. ცრემლი მომადგა მის დანახვაზე, გული
მომიკვდა და მივმართე მას ფრთოსანი სიტყვით: „ელპენორ, როგორ მოხვდი ამ უკუნ წყვდიადში?
ქვეითად უფრო სწრაფად მოსულხარ, ვიდრე მე ჩემი შავი ხომალდით!“
ასე ვთქვი, მან კი ტკივილისგან ამოიოხრა და მიპასუხა: [60] „ზევსის შობილო ლაერტიადეს,
მახვილგონიერო ოდისევს, ღვთაების ბოროტმა ბედისწერამ და ჭარბმა ღვინომ მომიღო ბოლო.
კირკეს დარბაზში მეძინა და ვერ მოვიფიქრე, გრძელი კიბე გამევლო ქვემოთ ჩამოსასვლელად,
პირდაპირ ბანიდან გადმოვვარდი. კისერი მოვიტეხე, ხერხემალი დამელეწა და სული ჰადესში
ჩავიდა. ახლა გევედრები იმათი სახელით, ვინც აქ არ გახლავს, ვინც სახლში დატოვე, შენი
მეუღლის, მამაშენის, რომელმაც გაგზარდა, პატარა რომ იყავი, და ტელემაქოსის სახელით,
რომელიც მარტო დატოვე საკუთარ დარბაზში. რადგან ვიცი, აქედან რომ წახვალ, ჰადესის
სახლიდან, [70] შენს კეთილნაგებ ხომალდს აიაიას კუნძულს რომ მიაყენებ, გევედრები, გამიხსენე
მე. შინ ასე არ დაბრუნდე, არ დამტოვო იქ დაუტირებელი და დაუკრძალავი, რომ ღმერთების რისხვა
არ გამოიწვიო, დამწვით ჩემს აღჭურვილობასთან ერთად და ზღვის ჭაღარა სანაპიროზე მიწა

78
დამაყარეთ და საბრალო კაცს ყორღანი აღმიმართეთ, რომ შთამომავლობამ გამიხსენოს. გამიკეთე ეს
და დაყრილ მიწაში ნიჩაბი ჩაარჭვე, რომელსაც ვუსვამდი სიცოცხლში მეგობრებთან ერთად.“
ასე თქვა და მე ვუპასუხე: [80] „უბედურო, მე ამას შეგისრულებ.“ ასე ვისხედით და
რიგრიგობით ვამბობდით საზარელ სიტყვებს, როდესაც მე ჩემი ხმლით ვაკავებდი მას, ხოლო ჩემი
მეგობრის აჩრდილი იქითა მხარეს ბევრს ლაპარაკობდა.
ჩემთან მოვიდა გარდაცვლილი დედაჩემის სული, ავტოლიკოსის ასული, დიდგულოვანი
ანტიკლეა, რომელიც ცოცხალი დავტოვე, როდესაც წმინდა ილიონს გავეშურე. რომ დავინახე
ავტირდი, გული მომიკვდა, მაგრამ, ამ მძიმე დარდის მიუხედავად, ვერ დავრთავდი ნებას, სისხლს
მიახლოებოდა, სანამ ტირესიასს არ გამოვკითხავდი.
[90] მაშინ მოვიდა თებეელი ტირესიასის სული, ხელთ ეპყრა ოქროს კვერთხი, მიცნო და
მითხრა: „ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს, რატომ დაგიტოვებია,
უბედურო, მზის სინათლე და აქ მოსულხარ, რომ მიცვალებულები გეხილა ამ შემზარავ ადგილას?
აბა, მოშორდი ორმოს, გადადე შენი ალესილი ხმალი, რომ სისხლი დავლიო და უშეცდომოდ
გიწინასწარმეტყველო.“
ასე თქვა, მე უკან დავიხიე და ჩემი ვერცხლით მოჭედილი ხმალი ქარქაშში ჩავაგე და მას
შემდეგ, რაც მან შავი სისხლი შესვა, კეთილშობილმა მისანმა მაშინვე მითხრა: [100] „შენ ეძებ,
სახელგათქმულო ოდისევს, თაფლივით ტკბილ დაბრუნებას, მაგრამ ღმერთი მას გაგირთულებს,
რადგან, მე მგონია, მიწისმრყეველი არ დაუშვებს ამას, გულში აქვს წყენა ჩადებული, იგი
გაცოფებულია, მისი საყვარელი ვაჟი რომ დააბრმავე. და მაინც, კი დაინტანჯები, მაგრამ შენ და შენი
მეგობრები შეძლებთ შინ დაბრუნებას, თუკი მზად იქნებით, შენ და შენმა მეგობრებმა თავი
შეიკავოთ, როდესაც თქვენი კეთილნაგები გემით თრინაკიის კუნძულს მიადგებით, გაექცევით
იისფერ ზღვას და წააწყდებით საძოვარზე ჯოგსა და ნასუქი ცხვრის ფარას ჰელიოსისას, რომელიც
ყველაფერს ხედავს და რომელსაც ყველაფერი ესმის. [110] თუკი გონებაში შინ დაბრუნება გექნებათ
და მათ ხელს არ ახლებთ, განსაცდელი ბევრი შეგხვდებათ, მაგრამ ითაკას მიაღწევთ. მაგრამ თუ
ხელს დააკარებთ, მე გიწინასწარმეტყველებთ, რომ ხომალდსაც დაკარგავ და მეგობრებსაც. თუნდაც
შენ ერთი გადაურჩე სიკვდილს, შინ დაბრუნდები დამღუპველად გვიან, უმეგობრებოდ, სხვისი
ხომალდით. სახლში უსიამოვნება დაგხვდება, თავხედი ხალხი, რომელიც ხრავს შენს ქონებას, შენს
ცოლს ეარშიყება და საქორწინო საჩუქრებს სთავაზობს. შენ მათ აუცილებლად გადაუხდი
ძალადობისთვის სამაგიეროს, როდესაც დაბრუნდები. მას შემდეგ, რაც სასიძოებს ამოხოცავ შენს
სასახლეში, [120] ცბიერებით ან აშკარად – ალესილი ბრინჯაოთი, უნდა აიღო კარგად გამოთლილი
ნიჩაბი და უნდა იარო, სანამ არ იპოვი ხალხს, რომელმაც არ იცის ზღვა და საჭმელსაც უმარილოს
მიირთმევს. არ იციან მეწამულფერდიანი ხომალდები, არც კარგად გათლილი ნიჩბები, რაც
ხომალდის ფრთებია. მე გეტყვი ძალიან ცხად ნიშანს, რომელიც ყურადღებიდან არ გამოგეპარება:
როცა ვინმე მგზავრი შეგხვდება და გეტყვის, რომ შენ თვალისმომჭრელ მხარზე სანიავებელი
გიდევს, მაშინვე ჩაარჭვე შენი კეთილნათალი ნიჩაბი მიწაში [130] და მშვენიერი წმინდა მსხვერპლი
უძღვენი პოსეიდონს – ვერძი, ხარი და ტახი, რომელიც ნეზვს შეერთვება. შემდეგ შინ დაბრუნდი და
შესწირე იქ წმინდა შესაწირავი უკვდავ ღმერთებს, რომელთაც ვრცელი ზეცა უჭირავთ, ყველას
ერთმანეთის მიყოლებით. სიკვდილი შენთან თავად მოვა, ძალიან წყნარი, ზღვიდან, ის მოგკლავს,
ნათელ სიბერეში მშვიდად მოკვდები შენ, შენი ხალხის ბედნიერებით გარშემორტყმული.
ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მე გითხარი.“
ასე თქვა, მე კი ვუპასუხე: „ტირესიას, უეჭველია, ეს ბედი მე თავად ღმერთებმა შემიქმნეს.
[140] მაგრამ მოდი, მითხარი და ზუსტად მომიყევი ამას. აქ ვხედავ ჩემი მიცვალებული დედას
აჩრდილს. ჩუმად ზის სისხლთან და ვერც სახეში უყურებს თავის შვილს, ვერც ხმას ვერ სცემს მას.
მითხარი, როგორ შეიძლება გაიგოს, რომ ეს მე ვარ?“
ეს ვთქვი და მან მაშინვე მიპასუხა: „უბრალო რამეს გეტყვი და შენ დაიმახსოვრე. რომელ
მიცვალებულსაც ნებას მისცემ, სისხლს მიუახლოვდეს, ის უტყუარად დაგელაპარაკება, ხოლო ვისაც
მიახლოებას აუკრძალავ, უკან გაბრუნდება.“
[150] ეს მითხრა და მბრძანებელი ტირესიასის სული უკან, ჰადესში გაბრუნდა მას შემდეგ,
რაც თავისი წინასწარმეტყველება მომახსენა. მე კი იქ დავრჩი, სადაც ვიყავი, ასე რომ, დედაჩემი
მოვიდა და შავი სისხლი დალია. მაშინ მიცნო მე და ფრთოსანი სიტყვით მომმართა: „ჩემო შვილო,
როგორ მოხვდი ამ პირქუშ წყვდიადში ცოცხალი კაცი? ცოცხლისთვის ძნელი მოსაგნებია ეს სამეფო,
რადგან ჩვენ შორის დიდი მდინარეები და საზარელი წყალია: ბოლოს და ბოლოს, ოკეანოსია,
რომელსაც ვერავინ ვერ გადაცურავს, თუ კეთილნაკეთები ხომალდი არ ჰყავს. [160] ნუთუ მხოლოდ

79
ახლა მოხვდი აქ ტროიდან წამოსული ხანგრძლივი ხეტიალის შემდეგ შენი ხომალდითა და
მეგობრებით? ჯერ ითაკაზე არ ყოფილხარ და საკუთარ სასახლეში ცოლ-შვილი არ გინახავს?“
ასე თქვა და მე მას ვუპასუხე: „დედაჩემო, აუცილებლობამ მომიყვანა ჰადესში, რომ
მომესმინა თებეელი ტირესიასის სულისთვის. რადგან ჯერ არ მივახლოებივარ აქაიის მიწას, ფეხი
არ დამიდგამს ჩემს მიწაზე, სულ ვხეტიალობ და ვიტანჯები მას შემდეგ, რაც ღვთაებრივ აგამემნონს
გავყევი და ილიონს გავეშურე, რომ ტროელებს შევბრძოლებოდი. [170] მოდი, უტყუარად მითხარი,
როგორი დაუნდობელი ბედისწერა მოგწვდა? ხანგრძლივი ავადმყოფობა? იქნებ არტემისმა
შემოგიტია თავისი მშვილდით და უმტკივნეულო ისრებით მოგკლა? მომიყევი მამაჩემსა და
შვილზე, რომელიც დავტოვე. მეფობა მე დამრჩა, თუ უკვე სხვას ეკუთვნის? მოიძებნა უკვე ვინმე,
ვინც თქვა, რომ მე აღარ დავბრუნდები? მითხარი, რას ფიქრობს და რა უნდა ჩემს მეუღლეს? ჩემს
ვაჟთან ერთადაა და ხელუხლებლად ინახავს ჩემს ნივთებს, თუ ერთ-ერთი საუკეთესო აქაველი უკვე
დაქორწინდა მასზე?“
[180] ასე ვთქვი და ქალბატონმა დედამ მაშინვე მიპასუხა: „სინამდვილეში იგი ერთგულად
გელოდება შენს სასახლეში, უსასრულო მწუხარებით ატარებს გაუხარელ დღეებსა და ღამეებს
მუდმივ ცრემლსა და წუხილში. შენი მშვენიერი და ღირსეული ადგილი არავის დაუკავებია,
ტელემაქოსი ფლობს ყველა შენს სამფლობელოს და საერთო ნადიმში მონაწილეობს, როგორც
მსაჯულ კაცს ეკადრება, რადგან ყველა ეპატიჟება მას. მამაშენი იქ რჩება, სადაც არის, სოფელში
ცხოვრობს, ქალაქში არ ჩამოდის; არ გააჩნია წესიერი საწოლი და ლეიბ-საბანი, [190] ზამთარში ღამეს
ატარებს ადგილობრივი გლეხივით, კოცონთან, მტვერში, ტანზე ძონძები აცვია. მაგრამ როგორც კი
ზაფხული მოდის და შემოდგომა, აყვავებული მოსავლის აღების დრო, ის მაშინ ვენახში, სადაც
მოუხდება, ფოთლებს შეკრებს და ესაა საწოლი. ოხრავს და თავის საწუხარს ეძლევა. შენს ლოდინში
უსიხარულოდ მიდის მისი სიბერე. მეც ასე შევეყარე ჩემს აღსასრულს და დავიღუპე. მიზანში
ამომღებმა ისრისმტყორცნელმა შემომიტია უმტკივნეულო ისრებით და მომკლა სასახლეში, [200] არ
შევუწუხებივარ რაიმე სენს, რომელიც ყველაზე ხშირად ასრულებს სიცოცხლეს საშინელი
გამოფიტვით; არა, მე შენ და შენი რჩევები, სახელგანთქმულო ოდისევს, შენი ალერსი მენატრებოდა
და ამან მომპარა თაფლივით ტკბილი სიცოცხლე.“
ეს თქვა, მაშინ მე დავფიქრდი და მომინდა ჩავხვეოდი მიცვალებული დედის სულს. სამჯერ
მივეტანე, გული მთხოვდა, ჩამეკონა და სამჯერ დამისხლტდა ხელიდან აჩრდილივით ან
სიზმარივით და უფრო მკვეთრი გახდა ტკივილი გულში და ფრთოსანი სიტყვით მივმართე: [210]
„რატომ გამირბიხარ, დედა, როცა შენი გულში ჩაკვრა მინდა, ჰადესის სახლშიც კი ვერ გეხუტები,
რომ ხელი მოგხვიო და დაგიტირო სულის გამყინავი გოდებით? ნუთუ ეს რაღაც აჩრდილია,
რომელსაც სახელგანთქმული პერსეფონე მიგზავნის, რომ უფრო მეტად ვიგლოვო და ცრემლი
ვღვარო?“
ასე ვთქვი და ქალბატონმა დედამ მაშინვე მიპასუხა: „ვაიმე, ჩემო შვილო, ყველაზე
უბედურო მოკვდავთა შორის, ზევსის ასული პერსეფონე არ გატყუებს შენ, მაგრამ ესაა გზა ყველა
მოკვდავისთვის, როცა მოკვდება. რადგან ძარღვებს აღარ უჭირავთ ხორცი და ძვალი, [220]
მოგიზგიზე ცეცხლის მძლავრი სიშმაგე შთანთქავს მათ, როგორც კი სიცოცხლე დატოვებს თეთრ
ძვლებს და სული სიზმარივით ამოფრინდება და გაფრინდება. გაეშურე სინათლისკენ მთელი
სიჩქარით: ეს დაიმახსოვრე, დაელაპარაკე ამაზე საკუთარ მეუღლეს.“
ასე ვისაუბრეთ ჩვენ ორმა, შემდეგ მოვიდნენ ქალები, მათ აღძრავდა სახელგანთქმული
პერსეფონე, ესენი იყვნენ წარჩინებულ კაცთა ცოლები და ასულები. თავი მოიყარეს შავი სისხლის
ირგვლივ, სანამ მე ვფიქრობდი, როგორ გამომეკითხა თითოეული. [230] და გულში ეს გეგმა
მივიჩნიე საუკეთესოდ, ამომეღო ჩემი ალესილი ხმალი ქარქაშიდან, რომ ერთად არ შეესვათ შავი
სისხლი. ერთმანეთის მიმდევრობით სვამდნენ და თითოეული ცალკე ჰყვებოდა თავის დაბადებას.
ასე გამოვკითხე ყველა ცალ-ცალკე.
მაშინ პირველი დავინახე ტირო, კეთილშობილი მამის ასული; ის ამბობდა, რომ უნაკლო
სალმონევსის შთამომავალი იყო და ამტკიცებდა, კრეთევს ეოლიდესის მეუღლე ვარო. მას გულში
ჩაუვარდა მდინარე, ღვთაებრივი ენიპევსი, უტყუარად ულამაზესი მდინარე დედამიწაზე [240] და
იგი დადიოდა ენიპევსის შესანიშნავ ნაკადთან. მიწისმპყრობელი, მიწისმრყეველი ენიპევსს
მიმსგავსებული დაწვა მის გვერდით მჩქეფარე მდინარის შესართავში. მთასავით მაღალი მეწამული
ტალღა წამოიმართა, გადაეფარა მათ და დამალა ღმერთი და მოკვდავი ქალი. ქამარი შეუხსნა
ქალიშვილს და ძილი დააღვარა. როდესაც მასთან სასიყვარულო საქმეს მორჩა, ხელი ხელში ჩაუდო,
სახელით უხმო და უთხრა: „გაიხარე, ქალო, სიყვარულში; წელიწადის განმავლობაში მშვენიერ

80
შვილებს შობ, რადგან ღვთის ჩახუტება უშედეგო ვერ იქნება. [250] შემდეგ იზრუნე მათზე და
აღზარდე ისინი; ახლა კი წადი შინ, ხმა არ ამოიღო, ჩემი სახელი არ ახსენო, მაგრამ მე მართლაც
მიწისმრყეველი ვარ, პოსეიდონი!“
ასე თქვა და ბობოქარ ზღვაში ჩაყვინთა. ქალმა კი ჩასახა და შვა პელიასი და ნელევსი, ორივე
გახდა დიადი ზევსის მძლავრი მსახური. პელიასი ვრცელ იოლკოსში ცხოვრობდა და ცხვრებით
მდიდარი იყო, მეორე კი ცხოვრობდა ქვიშიან პილოსში. შემდეგ მან უშვა კრეთევსს სხვა მეფეები:
ესონი, ფერესი და ამითაონი, ეტლით მეომარი.
[260] შემდეგ დავინახე ანტიოპე, ასოპოსის ასული, რომელიც ტრაბახობდა, რომ ზევსის
მკლავებში ეძინა, და შვა ორი ძე, ამფიონი და ძეთოსი, რომლებმაც პირველებმა დააფუძნეს
შვიდკარიბჭიანი თებე და გალავანი შემოავლეს, რადგან არ შეეძლოთ ვრცელ თებეში ცხოვრება
კედლების გარეშე, რა მძლავრებიც უნდა ყოფილიყვნენ.
შემდეგ ვიხილე ალკმენე, ამფიტრიონის მეუღლე, რომელმაც, დიდი ზევსის მკლავებს
მინდობილმა, შვა უშიშარი ლომგული ჰერაკლესი. ვიხილე მეგარა, კრეონის ამაყი ასული, [270]
რომელიც ცოლად გაჰყვა ამფიტრიონის სიმამაცით დაუცხრომელ ძეს.
ოიდიპოსის დედა, მშვენიერი ეპიკასტე ვნახე; მან უნებლიედ ჩაიდინა საზარელი საქციელი
და ცოლად გაჰყვა საკუთარ ვაჟს, რომელმაც მოკლა საკუთარი მამა და დედაზე დაქორწინდა.
ღმერთებმა ეს ამბავი გაუმხილეს ადამიანებს. სანამ კაცი იტანჯებოდა და, ღმერთების დამღუპველის
ნების მიხედვით, საყვარელ თებეში კადმოსელებზე მბრძანებლობდა, ქალმა ყულფი მაღალი ჭერის
ნივნივს გამოაბა, მჭმუნვარებისგან თავი ჩამოახრჩო და კარიბჭის მძლავრი ჩამრაზავი ჰადესის
სახლში ჩავიდა, [280] ოიდიპოსს კი დაუტოვა ყველანაირი ტანჯვა, რომელიც დედის ერინისებს
მოაქვთ.
და ვნახე ულამაზესი ქლორისი, რომელზეც ოდესღაც დაქორწინდა ნელევსი მისი
სილამაზის გამო, მას შემდეგ, რაც უამრავი საქორწინო საჩუქარი აჩუქა, იგი იყო უმცროსი ასული
ამფიონ იასიდესისა, რომელიც ოდესღაც მინიების ორქომენოსს მართავდა. იგი პილოსის
დედოფალი იყო და თავის ქმარს უშვა მშვენიერი შვილები: ნესტორი, ქრომიოსი და უდრეკი
პერიკლიმენოსი. ამათთან ერთად მან შვა მძლავრი პერო, საოცრება მოკვდავთათვის, მის ხელს
ითხოვდა ყველა მეზობელი, მაგრამ ნელევსი მხოლოდ მას მისცემდა, ვინც შეძლებდა გაერეკა [290]
ფილაკედან იფიკლესის დაგრეხილრქიანი, ძნელად მოსავლელი ძროხების ჯოგი. მხოლოდ ერთმა
სახელგანთქმულმა მისანმა67 დააპირა მათი გარეკვა, მაგრამ ღმერთის მკაცრმა ბედისწერამ, მძიმე
ბორკილებმა და სოფლის მწყემსებმა შებოჭეს იგი. მაგრამ როდესაც დღეები და თვეები გავიდა,
წელიწადი შემობრუნდა და ისევ გაზაფხული დადგა, იგი გაათავისუფლა იფიკლესის ძალამ, მაშინ
მან ყველაფერი იწინასწარმეტყველა, რადგან ზევსის ნება აღსრულდა.
და ვნახე ლედა, ტინდარეოსის მეუღლე, რომელმაც ტინდარეოსს უშვა ორი მამაცი ვაჟი, [300]
ცხენთამხედნელი კასტორი და კრივში საუკეთესო პოლიდევკესი, ორივეს, ცოცხალს, ფარავს
სიცოცხლის მომცემი დედამიწა და მიწისქვეშეთშიც აქვთ მათ პატივისცემა ზევსისგან, ყოველ მეორე
დღეს ცოცხლები არიან და შემდეგ დღეს იხოცებიან და მათ მიეგებათ ღმერთების დარი პატივი.
შემდეგ მე დავინახე იფიმედეა, ალოევსის მეუღლე, რომელმაც მითხრა, რომ პოსეიდონთან
იწვა. მან შვა ორი ვაჟი, რომელთაც დიდხანს არ უცოცხლიათ, – ღვთისდარი ოტოსი და სახელოვანი
ეფიალტესი, ესენი იყვნენ ყველაზე მაღალი და ლამაზი ვაჟები, თუ არ ჩავთვლით დიდ ორიონს,
[310] რომლებიც ოდესმე აღუზრდია ნაყოფიერ დედამიწას. რადგან ცხრა წლისანი რომ შეიქნენ,
განში არანაკლებ ცხრა წყრთას აღწევდნენ და სიმაღლეში ცხრა გაშლილ ხელს. ისინი ოლიმპოსზე
უკვდავებსაც კი ემუქრებოდნენ დამქანცველი ომის წამოწყებით. მათ უნდოდათ ოსა დაედგათ
ოლიმპოსის მწვერვალზე, შემდეგ მოცახცახე ფოთლებიანი პელიონი – ოსაზე, რომ ზეცას
მისწვდომოდნენ. ამას იზამდნენ კიდევაც, სრულ სიჭაბუკემდე რომ მიეღწიათ, მაგრამ ზევსის ძემ,
რომელიც ოქროსთმიანმა ლეტომ შვა,68 ისინი მანამ გაანადგურა, [320] სანამ საფეთქლებსა და ნიკაპს
ღინღლი დაუფარავდათ.

67 სახელგანთქმული მისანი – იგულისხმება მელამპუსი. მისმა ძმამ, ბიასმა, ითხოვა პეროს ხელი, მაგრამ ქალის

მამამ, ნელევსმა, განაცხადა, რომ ქალს მას მისცემდა, ვინც ფილაკების მეფე იფიკლესის ჯოგს მოურეკავდა. ამ საქმის
განხორციელება მელამპუსმა ითავა, მაგრამ იგი შეიპყრეს და საპყრიბილეში ჩასვეს, მაგრამ ერთი წლის შემდეგ იფიკლესმა
თავად გაათავისუფლა და ჯოგიც მისცა, რადგან მელამპუსმა აუხსნა, როგორ შეეძლო თავი დაეღწია უშვილობისთვის. ეს
საიდუმლო მელამპუსმა, რომელსაც მხეცებისა და ფრინველების ენა ესმოდა, შემთხვევით გაიგო ძერისაგან.
68 ზევსის ძე... ლეტომ შვა – აპოლონი.

81
ვნახე ფედრა, პროკრისი, მშვენიერი არიადნე, საზარელი მინოსის ასული, რომელიც
ოდესღაც თესევსს კრეტიდან წმინდა ათენის ბორცვზე მიჰყავდა, მაგრამ ვერ მოასწრო მისით
დატკბობა, რადგან დიონისოსის მიერ გაფრთხილებულმა არტემისმა მოკლა იგი ზღვაშემორტყმულ
დიაზე.
ვნახე მაირა და კლიმენე საზიზღარ ერიფილესთან ერთად, რომელმაც ძვირფას ოქროზე
გაცვალა საყვარელი ქმრის სიცოცხლე. ყველას ვერ დავასახელებ, ვინც ვნახე, გმირთა ყველა
მეუღლისა და ქალიშვილის ამბავს ვერ მოვყვები, [330] სანამ უკვდავი ღამე არ მიილევა. მაგრამ ახლა
ძილის დროა ან ჩემს სწრაფ ხომალდზე მეგობრებთან, ან აქ, სადაც ვარ. ჩემი გამგზავრება შენსა და
ღმერთებზეა დამოკიდებული.“
ასე თქვა და ყველა დადუმდა სიჩუმეში, მთელი ჩრდილიანი დარბაზი მისი სიტყვებით იყო
მოჯადოებული. თეთრხელება არეტემ მიმართა მათ: „ფეაკებო, რას ფიქრობთ ამ კაცის გარეგნობაზე,
მის სიმაღლესა და კეთილშობილ გონებაზე? ჩემი სტუმარია იგი, თუმცა ამ პატივს ყველანი
იზიარებთ. ნაჩქარევად ნუ გაისტუმრებთ და საჩუქრებს ნუ დააკლებთ იმას, [340] ვისაც ასე უჭირს,
თქვენთან კი დიდი ქონება ინახება ღმერთების ნებით.“
მაშინ ბრძანა მოხუცმა გმირმა ექენეოსმა, რომელიც ფეაკ კაცთაგან ერთ-ერთი ყველაზე
ხნიერი იყო: „მეგობრებო, რაც ახლა ბრძანა ჩვენმა დიდებულმა დედოფალმა, გონივრულიცაა და
დროულიც, ასე რომ, დაუჯერეთ მას. ამ წამიდან კი სიტყვა და საქმე ალკინოოსზეა დამოკიდებული.
ალკინოოსმა მას უპასუხა: „ეს სიტყვა შესრულდება, რაკი მე ცოცხალი ვარ და ვმბრძანებლობ
ნიჩბისმოყვარულ ფეაკებზე. [350] ჩვენმა სტუმარმა ცოტა მოითმინოს. თუმცა ძალიან ეჩქარება
დაბრუნება შინ, მაგრამ ხვალამდე მოცდა მოუწევს, რომ მოვასწრო, ყველა ძღვენს მოვუყარო თავი.
მის დაბრუნებაზე ფიქრი ვაჟკაცთა საქმეა, უპირველე ყოვლისა, ჩემი, რადგან მე ვარ აქ მეფე.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „მბრძანებელო ალკინოოს, ყველაზე ამაღლებულო
კაცთაგან, რომ მიბრძანო, აქ დავრჩე თუნდაც ერთ წელიწადს, რომ მოამზადო ჩემი გამგზავრება და
მშვენიერი საჩუქრები გადმომცე, ამას მივიღებდი და ეს ბევრად უკეთესიც იქნებოდა, რომ შინ
დავბრუნებულიყავი უფრო სავსე ხელებით, [360] უფრო პატივსაცემი და სასურველი ვიქნებოდი
ხალხისთვის, რომელიც ნახავდა ჩემს ითაკაზე დაბრუნებას.“
ალკინოოსი მიუბრუნდა და უპასუხა: „რომ გიყურებთ, ოდისევს, რა თქმა უნდა, არ
ვფიქრობთ, რომ შენ ერთ-ერთი თაღლითი და ცრუპენტელა ხარ, რომლებსაც ასე უხვად შობს შავი
მიწა ყველგან, რომლებიც ტყუილს ქმნიან იმისგან, რასაც ვერავინ ვერ დაინახავს. მადლიანი სიტყვა
გაქვს და კეთილი გული. ოსტატურად მოგვიყევი ამბებს კარგი მომღერალივით, შენი და
არგოსელების უბედურების ამბებს. [370] მაგრამ მოდი, ამაზეც მომითხრე ზუსტად, ნახე თუ არა
ვინმე შენს ღვთისდარ მეგობართაგან, რომლებიც შენთან ერთად იბრძოდნენ ილიონში და თავის
ბედისწერას შეხვდნენ? ეს ღამე ძალიან გრძელია, შეუდარებლად გრძელია, ჯერ არ დამდგარა ჩემს
სასახლეში ძილის საათი. გააგრძელე სასწაულებრივი ამბების თხრობა. არ დავწვებოდი
დასაძინებლად ღვთაებრივ განთიადამდე, თუკი ჩემს დარბაზში შენ გადაწყვეტდი, მოგეყოლა შენი
განსაცდლის ამბებს.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „მბრძანებელო ალკინოოს, ყველაზე ამაღლებულო
კაცთაგან, არის დრო მრავალი ამბისთვის და არის დრო ძილისთვის. [380] თუ გინდა, რომ
მომისმინო, საბრალო ამბებს, ვიდრე ესაა, მე არ დაგამადლი და მოგიყვები უფრო გულსაკლავ
ამბებსაც, ჩემი მეგობრების უბედურებას, რომელიც ტროელებთან ომში გადარჩენის შემდეგ
შეემთხვათ და სახლში დაბრუნების შემდეგ ბოროტი ქალის ნებას შეეწირნენ.
როდესაც სუფთა პერსეფონემ აქეთ-იქით გაფანტა ქალების აჩრდილები, ახლოს მოვიდა
ატრეიდეს აგამემნონის მწუხარე სული. მის ირგვლივ შეიკრიბნენ სხვები, ყველა, ვინც დაიხოცა
მასთან ერთად და თავის ბედს შეხვდა ეგისთოსის სახლში. [390] მაშინვე მიცნო, როგორც კი შავი
სისხლი დალია. ხმამაღლა ტიროდა და მსხვილ-მსხვილ ცრემლს ღვრიდა, ხელი გამომიწოდა და
ცადა, მომწვდომოდა, მაგრამ ადრინდელივით მის მოქნილ სხეულს არც ძალა ჰქონდა, არც მყესები.
ცრემლი მომადგა, ეს რომ დავინახე, გული მომეწურა და ფრთოსანი სიტყვით მივმართე:
„სახელოვანო ატრეიდეს, ხალხთა ბელადო აგამემნონ, როგორი იყო შენი აღსასრული, რომელსაც
ხანგრძლივი გლოვა მოჰყვება? პოსეიდონმა დაგიმორჩილა შენს ხომალდზე, [400] როდესაც
საბედისწერო, მძიმე ქარიშხალი დაგატეხა თავს, თუ ხმელეთზე გაგისწორდნენ მტრები, როცა
ხარების ჯოგს ან ცხვრის ფარას ეცილებოდი ან როცა ქალაქის ასაღებად ან ქალების დასაპყრობად
იბრძოდი?“

82
ასე ვთქვი და მან დაუყოვნებლივ მიპასუხა: „ზევსის შობილო ლაერტიადეს,
მახვილგონიერო ოდისევს, არც პოსეიდონს დავუმორჩილებივარ ჩვენს ხომალდზე, როდესაც
საბედისწერო, მძიმე ქარიშხალი დამატეხა თავს, არც ხმელეთზე გამსწორებიან მტრები, არამედ
ეგისთოსმა მომიტანა სიკვდილი და დაღუპვა, [410] მომკლა ჩემი დამანგრეველი ცოლის
დახმარებით, მომიხმო სახლში და სადილი დამიმზადა, როგორც ხარი, ისე დამკლა ბაგაზე. ასე
მოვკვდი ყველაზე საზარელი სიკვდილით, მეგობრები ირგვლივ ამომიხოცეს დაუნდობლად,
როგორც თეთრეშვიანი ღორები დაიკვლებიან მდიდარი და გავლენიანო კაცის სახლში საქორწინოდ
ან სადილად, ანაც მდიდრულად სანადიმოდ. თვითონ უამრავი ადამიანის მკვლელობის მოწმე
ყოფილხარ, თავადაც კლავდი ორთაბრძოლასა და მძლავ შეტაკებებში, გული მოგიკვდებოდა, რომ
დაგენახა, როგორ ვიწექით, ირგვლივ კი ღვინის გასაზავებელი კრატერები და კერძებით სავსე
მაგიდებია [420] დარბაზში და მთელი იატაკი მოთხვრილია სისხლით. გავიგონე ყველაზე უფრო
საბრალო ხმა კასანდრასი, პრიამოსის ასულისა, რომელიც ცბიერმა კლიტემნესტრამ თავზე
დამაკლა. შემდეგ, მიწაზე, ხელები გავიწვდინე მომაკვდავმა ხმლისკენ, მაგრამ იმ ძუკნისთვალებამ
ზურგი შემაქცია და, თუმცა ჰადესის სახლის გზაზე ვიდექი, არ ინება ხელით ჩემთვის თვალები
დაეხუჭა და პირი დაემუწა. ასე რომ, არაფერია უფრო საზარელი და ძაღლური, ვიდრე ქალი,
რომელსაც შუძლია, ასეთი რამ განიზრახოს, როგორც მან ჩაიფიქრა სამარცხვინო საქციელი და [430]
სიცოცხლეს გამოასალმა კანონიერი მეუღლე. არადა, მეგონა, სახლში მოვედი და მომესალმებოდნენ
ჩემი შვილები და მონები; მაგრამ იგი უკიდურეს ბოროტებას მიეცა, თავიც მოიჭრა და მთელი
საქალეთიც შეარცხვინა, ისინიც კი, ვინც პატიოსანია.“
ასე თქვა და მე ვუპასუხე: „აჰ! მართლაცდა შორსმხედველმა ზევსმა ძლიერ შეიძულა
ატრევსის მოდგმა თავიდანვე ქალთა განზრახვათა გამო. მრავალი დაიღუპა ჰელენეს გამო და
კლიტემნესტრა კი მახეს გიგებდა, სანამ შენ შორს იყავი.“
[440] ასე ვთქვი, მან კი მიპასუხა: „ასე რომ, ნუ იქნები მეტისმეტად გულწრფელი საკუთარ
ცოლთან, ყველა ფიქრს ნუ გაუმხელ, რაც თავში მოგივა, რაღაც უთხარი, რაღაც კი შენთვის შეინახე.
მაგრამ შენ, ოდისევს, ცოლის ხელით სიკვდილი არ გემუქრება, რადგან იკარიოსის ასულს,
კეთლგონიერ პენელოპეს საღი აზროვნება და კეთილი განზრახვები აქვს. მართლაც, ჩვენ იგი
დავტოვეთ ახალგაზრდა პატარძლად, როდესაც ომში წავედით, ჩვილი ბავშვით ხელში, რომელიც
ახლა უეჭველად კაცებში ზის, [450] ბედნიერი, რადგან მამამისი დაინახავს მას, როდესაც ჩავა და
ისიც გულში ჩაიკრავს მამას, როგორც წესი და რიგია. იმან კი, ჩემმა ცოლმა, შვილიც არ დამანახვა,
ისე გამომასალმა საკუთარი მეუღლე წუთისოფელს. სხვა რამესაც გეტყვი და შენ დაიმახსოვრე.
ფარულად მიაყენე საყვარელ სამშობლო მიწას გემი, ნუ გაამჟღავნებ ამას, რადგან ქალების ნდობა
აღარ შეიძლება. მაგრამ მოდი, მითხარი და ზუსტად მომითხრე, სადმე ხომ არ გსმენია, იქნებ ჯერაც
ცოცხალია ჩემი აჟი, იქნებ ორქომენოსშია ან ქვიშიან პილოსში, [460] ან, იქნებ, ვრცელ სპარტაში,
მენელაოსის მხარეში, რადგან არ მომკვდარა მიწაზე ღვთაებრივი ორესტესი.“
ასე თქვა და მე ვუპასუხე: „ატრეიდეს, მე რატომ მეკითხები ამას? მე სულ არ ვიცი, ცოცხალია
თუ მკვდარი. ცუდია ცარიელი ქარივით ლაპარაკი.“
ასე ვიდექით და საშინელ სიტყვებს ვეუბნებოდით ერთმანეთს ღრმა მწუხარებით და ცხარე
ცრემლს ვღვრიდით. მაშინ პელეიდეს აქილევსის სული მოვიდა ახლოს, შემდეგ პატროკლოსის,
უნაკლო ანტილოქოსისა და აიასის, რომელიც საუკეთესო იყო ტანითა და იერით [470] მთელ
დანაელებში, სახელგანთქმულ პელეიონს თუ არ ჩავთვლით. ფეხმარდი აიაკიდესის სულმა 69მიცნო
და მოთქმით მითხრა ფრთოსანი სიტყვა: „ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს,
უგუნურო, ამოდენა რამ როგორ მოიფიქრა შენმა გონებამ? როგორ გაბედე ჰადესის სახლში
ჩამოსვლა, სადაც უგრძნობი მიცვალებულები ცხოვრობენ, გაცვეთილ ადამიანთა აჩრდილები?“
ასე თქვა, მე ვუპასუხე: „აქილევს, პელევსის ძეო, საუკეთესოო აქაველთაგან, მოვედი
ტირესიასთან იმის იმედით, რომ იგი [480] მეტყოდა გეგმას, რომლითაც შევძლებდი კლდოვან
ითაკაში დაბრუნებას. რადგან ჯერ ვერ მივუახლოვდი აქაიის მიწას და ფეხი არ დამიდგამს
საკუთარზე, სულ უბედურებაში ვარ; მაგრამ არ არის ადამიანი მანამდე ან შემდეგ, შენზე უფრო
ნეტარი, აქილევს, რადგან ჩვენ, არგოსელები, გაფასებდით ცოცხალს ღმერთების თანაბრად და შენ
ახლაც უდიდესი ძალაუფლება გაქვს მკვდართა შორის, მას შემდეგ, რაც აქ ხარ. ასე რომ არ იდარდო,
რომ მოკვდი, აქილევს.“

69 ფეხმარდი აიაკიდესის სული – აქილევსის სული.

83
ასე ვთქვი და მან მაშინვე მიპასუხა: „არა, ნუ ცდილობ სიკვდილზე დამამშვიდებლად
მელაპარაკო, სახელგანთქმულო ოდისევს. მერჩივნა დაქირავებული მოჯამაგირე ვყოფილიყავი,
სხვისთვის მემუშავა, [490] ვინმე უმიწო და უპოვარი ბოგანოსთვის მეშრომა, ვიდრე აქ უსიცოცხლო
მკვდრების მბრძანებელი ვყოფილიყავი. მაგრამ მოდი, სიტყვა მითხარი ჩემს სახელოვან ვაჟზე,
წავიდა თუ არა ომში, რომ ბელადი გამხდარიყო? მითხარი უნაკლო პელევსზე, რამე ხომ არ გსმენია,
აქვს თუ არა პატივი მირმიდონელებში, თუ არცხვენენ მას ჰელასსა და ფთიაში, რადგან სიბერე
ეუფლება ხელებსა და ფეხებს, ხოლო მე მცველად აღარ ვყავარ მზის ნათელი შუქის ქვეშ, როგორც
ოდესღაც ვიყავი ვრცელ ტროაში, როცა [500] საუკეთესო ხალხი ამოვხოცე, არგოსელები რომ
დამეცვა. რომ შემძლებოდა მამაჩემის სახლში ჩასვლა, თუნდაც დროებით, მთელი ჩემი
მრისხანებითა და დაუმარცხებელი ხელებით დავეცემოდი თავს ნებისმიერს, ვინც მასზე
იძალადებდა და პატივს აყრიდა.“
ასე თქვა და მე ვუპასუხე: „უზადო პელევსზე, მართალი რომ გითხრა, არაფერი მსმენია,
მაგრამ შენს საყვარელ ვაჟ ნეოპტოლემოსზე მთელ სიმართლეს მოგახსენებ, როგორც მიბრძანე,
რადგან იგი ღრმამუცლიანი ხომალდით მე თავად ჩამოვუყვანე სკიროსიდან ლამაზსაბარკულიან
აქაველებს. [510] სიმართლე რომ ვთქვა, როდესაც ტროის ქალაქზე ბჭობა გვქონდა, იგი ყოველთვის
პირველი ლაპარაკობდა და სიტყვებს მიზანს არ აცილებდა. ღვთისდარი ნესტორი და მე თუ
დავამარცხებდით სიტყვით. მაგრამ ყოველთვის, როდესაც აქაველები ტროის დაბლობზე
ვიბრძოდით, იგი ხალხში არ ყოვნდებოდა, საერთო შეტაკებიდან წინ მიიწევდა და თავის
მძვინვარებაში არავის არაფერს არ უთმობდა. უამრავი ვინმე დახოცა სასიკვდილო
ორთაბრძოლებში. ყველას ვერც მოვყვები და ვერც დავასახელებ, იმდენი ვინმე მოკლა, არგოსელები
რომ დაეცვა, მაგრამ მარტო ერთი ტელეფიდესი რად ღირს, რომელიც ბრინჯაოთი გამოასალმა
სიცოცხლეს, [520] გმირი ევრიპილოსი! მისი უამრავი კეტიოსი მეგობარიც დაეცა მის გვერდით
ქალისთვის მისართმევი საჩუქრების გამო70. არავინ მინახავს მასზე ლამაზი, ღვთაებრივი მემნონის
გარდა. შემდეგ, როდესაც საუკეთესო არგოსელები დავიმალეთ ცხენში, რომელიც ეპეიოსმა ააგო და
ყველაფერი მე დამეკისრა, ჩვენი მჭიდრო თავშესაფრის გაღებაცა და დახურვაც, როდესაც სხვა
დანაელი წინამძღოლები ცრემლს იწმენდდნენ და სხეული უთრთოდათ, თვალს რომ შევავლებდი,
ერთხელაც არ დამინახავს, რომ ნათელი სახე გაჰფითრებოდა ან ცრემლი მოეწმინდა [530]
ყვრიმალიდან. ათასჯერ მთხოვა, ცხენიდან გამეშვა, ხმლის ვადა და ბრინჯაოს მძიმე შუბი ჰქონდა
ჩაბღუჯული, ტროელთა დაღუპვის მომასწავებელი. ხოლო როდესაც ჩვენ ავაოხრეთ პრიამოსის
მაღალი ქალაქი, იგი თავის ხომალდზე ავიდა თავისი ნადავლითა და საპატიო ჯილდოთი,
უვნებელი, მას ხომ ბასრი ბრინჯაო არ მიჰკარებია და არც ხელჩართულ ბრძოლაში დაჭრილა,
როგორც ეს ხდება ომში, როცა არესი განურჩევლად მძვინვარებს.“
ასე ვთქვი და ფეხმარდი აიაკიდესის სული გრძელი ნაბიჯით წავიდა ასფოდელოსის
მდელოზე71 [540] სიხარულით, რაკი ვუთხარი, რომ მისი შვილი შესანიშნავი იყო.
მიცვალებულთა სხვა სულები იდგნენ და წუხდნენ, თითოეული თავის უბედურებას
ჰყვებოდა. მხოლოდ აიას ტელამონის ძის სული იდგა მოშორებით, მარტოსული, ნაწყენი იყო ჩემს
გამარჯვებაზე, რომელმაც ხომალდებთან აქილევსის საჭურველი მომაპოვებინა. მისმა ქალბატონმა
დედამ ჯილდოდ დააწესა იგი. ტროელთა შვილებმა და პალასმა ათენამ ასე გადაწყვიტეს.72 როგორ

70 სტრ. 521. ქალისთვის მიძღვნილი საჩუქრების გამო – ჰომეროსი არაფერს ამბობს ამ „საჩუქრებზე“. თუკი
ტელეფოსის დაპირება, არ დახმარებოდა ტროელებს, ჰომეროსისთვის ცნობილი ტრადიცია იყო, ევრიპილოსის ტროაში
გამოჩენას შეეძლო გარკვეული განმარტება მოეთხოვა, რომელსაც შეიძლება „საჩუქრები“ უკავშირდებოდა. ჰომეროსის უფრო
გვიანდელი კომენტატორები ამ „საჩუქრების“ ახსნის ორ განმარტებას გვთავაზობენ. ამ ნაწყვეტის სქოლიონში ნათქვამია, რომ
ძვ.წ. VI საუკუნის მით`გრაფოს აკუსილაოსის მიხედვით, ევრიპილოსის დედა იყო ასტიოქე და რომ პრიამოსმა, ტროის მეფემ,
სთხოვა ევრიპილოსს, რომელმაც მისიის მეფობა, მამისგან, ტელეფოსისგან ჩაიბარა, დახმარებოდა ბერძნებთან ომში. მაგრამ
ევრიპილოსმა პრიამოსს დედის გამო უთხრა უარი. პრიამოსმა ასტიოქეს ოქროს ვაზი აჩუქა და მანაც შვილი ტროაში
გაგზავნა. „ოდისეის“ ამავე ნაწყვეტის სხვა სქოლიონისა და ევრიპიდეს სქოლიასტის მიხედვით ირკვევა, რომ ასტიოქე
პრიამოსის და იყო, ხოლო ოქროს ვაზი ჰეფესტოსის მიერ დამზადებული და ზევსის მიერ განიმედესის მოტაცების
საკომპენსაციოდ ტროის ძველი მეფისადმი (ტროსისადმი ან ლაომედონისადმი) ნაჩუქარი საოჯახო რელიკვია იყო.
„ოდისეის“ სხვა სქოლიონებში მოცემულია ჰომეროსის „საჩუქრების“ ალტერნატიული განმარტება, თითქოს პრიამოსმა
ევრიპილოსს შესთავაზა თავისი ერთ-ერთი ქალიშვილის მითხოვება.
71 ასფოდელოსის მდელო – ბერძნების წარმოდგენით. ასფოდელოსი ძირითადად საიქიოში ხარობდა.

72 ტროელთა შვილებმა და პალასმა... ასე გადაწყვიტეს – ტეთისმა ბრძანა, აქილევსის საჭურველი, რომელიც

ჰეფესტოსმა დაამზადა, იმ გმირისთვის გადაეცათ, ვინც ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი აქილევსის სხეულის დაცვისას.
კამათი აღიძრა აიასსა და ოდისევსს შორის. აქაველებმა ჩათვალეს, რომ ყველაზე მიუკერძოებელი იქნებოდა მტრების აზრი

84
არ მინდოდა ამგვარ ასპარეზობაში გამარჯვება! რადგან ამის გამო მიწამ დაფარა ასეთი თავი, [550]
აიასი, რომელიც აღემატა იერითა და საქმეებით ყველა დანაელს კეთილშობილი პელეიონის შემდეგ!
მე მას მივმართე გულის მოსაგები სიტყვებით: „აიას, უზადო ტელამონის ძეო, ნუთუ მკვდარიც არ
დაივიწყებ ჩემდამი მრისხანებას იმ დამღუპველი აღჭურვილობის გამო, რომელიც ღმერთებმა
არგოსელებს საუბედუროდ მისცეს და შენ, მათი ასეთი ბურჯი, დაიღუპე და ჩვენ, აქაველები,
განუწყვეტლივ დაგტირით შენ ისევე, როგორც უდროოდ დაღუპულ აქილევს პელევსის ძეს! სხვა
არავინაა დამნაშავე, მხოლოდ ზევსი, რომელსაც სასტიკად სძულდა დანაელ შუბოსანთა ლაშქარი
[560] და შენ სიკვდილი დაგიდგინა. მაგრამ მოდი აქ, მბრძანებელო, რომ ისმინო ჩვენი სიტყვა და
გამოსვლა. დააცხრე შენი რისხვა და დაუოკებელი სული.“
ასე ვთქვი, მაგრამ მან არ მიპასუხა და წავიდა სხვა მიცვალებულთა სულებთან ერებოსში. იქ,
თუნდაც მრისხანე, ხმას გამცემდა ან მე დაველაპარაკებოდი, სულში რომ არ აღმძროდა სურვილი,
გარდაცვლილთა სხვა სულებიც მეხილა.
მაშინ მართლაც ვნახე მინოსი, ზევსის ბრწყინვალე ვაჟი, უპყრია ოქროს კვერთხი, ზის და
განსჯის მკვდრებს. [570] ისინი კი მბრძანებლისგან განაჩენს ელოდნენ და მის ირგვლივ ისხდნენ ან
იდგნენ ჰადესის ფართოკარიბჭიან სახლთან.
მის შემდეგ დავინახე საზარელი ორიონი, ასფოდელოსის მდელოზე იგი მხეცებს მისდევდა,
ისევ იმათ, ვისაც ცოცხალი უკაცრიელ მთებში გაუტეხელი ბრინჯაოს კეტით მუსრავდა.
ვიხილე ასევე ტიტიოსი, სახელოვანი გაიას ძე, გართხმული იყო მიწაზე, ცხრა პლეთრონი
ეკავა. ორივე მხარეს ძერა ეჯდა, ღვიძლსა და ბადექონს უგლეჯდა და ხელებით მათ ვერ იგერიებდა.
[580] რადგან ლეტოს დაეცა თავს, ზევსის სახელოვან მეუღლეს, როდესაც იგი პითოდან საფერხულო
მოედნებით განთქმული პანოპევსის გავლით მიდიოდა.
ვნახე ტანტალოსი, რომელიც მძიმედ იტანჯებოდა, გუბეში იდგა და წყალი ნიკაპამდე
სწვდებოდა. წყურვილი კლავდა, მაგრამ დალევა არ შეეძლო, რადგან ყოველ ჯერზე, როდესაც
ხარბად დაიხრებოდა, წყალი ქრებოდა, უკან იხევდა, ხოლო ფეხებქვეშ რჩებოდა მიწა, გამომშრალი
რომელიღაც ღმერთის მიერ. მაღალი ფოთლოვანი ხეების ტოტებზე ხილი ეკიდა: მსხალი და
ბროწეული, წვნიანი ვაშლი, [590] ტკბილი ლეღვი და მწიფე ზეთისხილი. მაგრამ ყოველ ჯერზე,
როდესაც მოხუცი ხელით მიწვდომას დააპირებდა, ქარი მათ ჩრდილიან ღრუბლებში აისვრიდა.
და ვნახე ერთი, რომელიც მძიმე სატანჯველში იყო. ორივე ხელით უზარმაზარ ლოდს
ზემოთ მიაგორებდა. ხელებითა და ფეხებით ეზიდებოდა ლოდს ბორცვის მწვერვალზე, მაგრამ
როგორც კი ლოდი უნდა გადავლებოდა მწვერვალს, სწორედ მაშინ მძლავრი ძალა უკან აბრუნებდა
და უსირცხვილო ლოდიც ისევ მიწაზე ბრუნდებოდა. ისევ იძაბებოდა და ისევ იწყებდა ზემოთ
აგორებას და [600] ოფლად იღვრებოდა, თავიდან მტვერი ასდიოდა.
მის შემდეგ თვალი მოვკარი მძლავრ ჰერაკლესს, აჩრდილს. თავად განცხრომით განისვენებს
უკვდავ ღმერთებში, მათს დღესასწაულებზე, ცოლად ჰყავს ლამაზკოჭებიანი ჰებე, დიადი ზევსისა
და ოქროსსანდლიანი ჰერას ასული. ჰერაკლესის ირგვლივ ატყდა მკვდართა ყვირილი, თითქოს
ესენი იყვნენ ველური ფრინველები, რომლებიც დაზაფრულნი აფრინდნენ. იგი ბნელ ღამეს ჰგავდა,
შიშველი მშვილდი ეჭირა და ლარზე ჩამოცმული ისარი, საზარელი იერი ჰქონდა, თითქოს
გასროლას აპირებდა. საზარელი იყო მისი სარტყელი მკერდზე, ოქროს ყაწიმი, [610] რომელზეც
გამოკვეთილი იყო საოცარი რამეები: დათვები, ტახები, ცეცხლოვანთვალიანი ლომები, ბრძოლა,
ომი, დასახიჩრება, მკვლელობა. დაე, საერთოდ ნუღარაფერს გააკეთებს ის, ვინც ეს გააკეთა თავისი
ხელოვნებით! როგორც კი თვალი მომკრა, მაშინვე მიცნო ჰერაკლესმა და მწუხარედ მომმართა
ფრთოსანი სიტყვებით: „ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს, აჰ, უბედურო,
ნუთუ შენც ბოროტი ბედი გერგო, როგორც მე, რომელიც ვიტანჯებოდი მზის ელვარე სინათლის
ქვეშ?! [620] კრონიონ ზევსის ვაჟი ვიყავი, მაგრამ განუზომელი ტანჯვა შემხვდა, რადგან
დამამორჩილეს ბევრად უფრო უარეს კაცს, რომელმაც მრავალი მძიმე განსაცდელი მომივლინა. მან
ერთხელ აქაც კი გამომგზავნა ძაღლის გამო, რადგან ეგონა, რომ ამაზე მძიმე გამოცდას ვერ
მომიწყობდა. მე ჰადესიდან ამოვიყვანე და მივუყვანე იგი, – ჰერმესი და თვალსხივოსანი ათენა
მიმიძღოდნენ მე.“
ასე თქვა და ჰადესის სახლში შებრუნდა, მე კი ვიდექი იმ ადგილას, სადაც ვიყავი, იმ
იმედით, რომ გმირები, რომლებიც მანამდე დაიხოცნენ, კიდევ მოვიდოდნენ. [630] მე კი ვნახავდი

და ამიტომ კამათის გადაწყვეტა ტროელ ტყვეებს მიანდეს, მაგრამ ქალღმერთმა ათენამ ოდისევსი გამოარჩია. განაწყენებული
აიასი შეიშალა და გონს რომ მოვიდა, თავი მოიკლა. ამ მითს კარგად ვიცნობთ სოფოკლეს ტრაგედიიდან „აიასი“.

85
ძველ ადამიანებს, ძალიან მინდოდა ეს, თესევსსა და პირითოოსს, ღმერთების სახელოვან შვილებს,
მაგრამ მანამდე შეიყარა მკვდართა უთვალავი მოდგმა საზარელი ყვირილით. მწვანე ძრწოლამ
ამიტანა, სახელგანთქმულ პერსეფონეს არ გამოეგზავნა ჩემთვის ჰადესიდან თავი გორგოსი,
საზარელი ურჩხულისა. მაშინ მე სასწრაფოდ ავედი ხომალდზე და მეგობრებს ვუბრძანე,
ხომალდზე ამოსულიყვნენ და აეხსნათ გემსაბმელი ბაგირები. მაშინვე ამოვიდნენ ისინი და
მიუსხდნენ ნიჩბებს. და დინების ტალღამ წაგვიღო ოკეანოსის მდინარით, [640] თავიდან ნიჩბების
მოსმით, შემდეგ კი მშვენიერი ზურგქარით.

86
მეთორმეტე სიმღერა: სკილა და ქარიბდისი

1-35 აიაიაზე დაბრუნება; 36-110 კირკეს რჩევა; 111-164 აიაიას კიდევ ერთხელ დატოვება; 165-200
სირენების გავლა; 201-259 სკილა და ქარიბდისი; 260-319 თრინაკიაში ჩასვლა; 320-373
თანამგზავრებმა ფიცი გატეხეს; 374-453 ზევსის სასჯელი

მას შემდეგ, რაც ჩვენი ხომალდი გამოვიდა ოკეანოსის მდინარის დინებიდან, მიაღწია
ფართოგზებიანი ზღვის ტალღებსა და აიაიის კუნძულს, სადაც ადრე შობილი ეოსის სახლი და
საცეკვაო ადგილებია და სადაც ჰელიოსი ამოდის. ნაპირს რომ მივადექით, ხომალდი ქვიშაში
ავათრიეთ, თვითონ კი ზღვის ნაპირზე გადავედით, იქ ჩაგვეძინა, ღვთაებრივ ეოსს ველოდებოდით.
როდესაც გამოჩნდა ადრე შობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი, მეგობრები კირკეს სახლში
გავგზავნე, [10] რომ წამოეღოთ გარდაცვლილი ელპენორის ცხედარი. შეშა დავჩეხეთ იქ, სადაც
ყველაზე შორს გადიოდა ნაპირი და ყველა წესი შევუსრულეთ მწუხარედ, ბლომად ცრემლი
დავღვარეთ. შემდეგ, როდესაც ცხედარი აბჯრიანად დავწვით, საფლავს დავადგით ყორღანი, იქ
მივათრიეთ საფლავის ქვა და მიწაყრილის მწვერვალზე ჩავარჭვეთ კეთილნაკეთი ნიჩაბი.
სანამ ჩვენს საქმეებს ვაგვარებდით, კირკეს არ გამოეპარა, რომ ჩვენ ჰადესიდან
დავბრუნდით, მაგრამ ძალიან სწრაფად მოვიდა, მოკაზმული, ხოლო მოახლეებმა თან მოიტანეს
საკვები, ბლომად ხორცი და წითელი შუშხუნა ღვინო. [20] ზეციური ქალღმერთი ჩვენ შორის დადგა
და ბრძანა: „წინდაუხედავებო, რომლებიც ცოცხლები შეხვედით ჰადესის სახლში, ორგზის უნდა
მოკვდეთ, როცა სხვები ერთხელ კვდებიან. მოდით, მიირთვით საჭმელი და სვით ღვინო აქ მთელი
დღე. როდესაც ეოსი გამოჩნდება, გაცურავთ. მე მიგითითებთ გზას და დაგიზუსტებთ ყველაფერს,
რომ ვინმეს მზაკვრობამ უბედურება ვერ მოგიტანოთ და არ გაგაწამოთ ხმელსა და ზღვაზე.“
ასე თქვა და ჩვენც დავმორჩილდით მამაცი გულით. ასე რომ, მთელი დღე, სანამ მზე არ
ჩაესვენა, [30] ჩვენ ვისხედით, ბლომად ხორცსა და ტკბილ ღვინოს მივირთმევდით. როდესაც მზე
ჩაესვენა და მწუხრი დადგა, სანამ ჩემი ხალხი დასაძინებლად დაწვა ხომალდის გემსაბმელ
ბაგირებთან, ხელი მომკიდა ქალღმერთმა და ჩემი მეგობრებისგან ცალკე დამსვა, გვერდით დამიწვა
და გამომკითხა ყველაფერი. მე მას ყველაფერს წვრილად მოვუყევი.
და მაშინ ქალბატონმა კირკემ ასეთი სიტყვა მითხრა: „ყველაფერი სწორად აღსრულდა, ახლა
მომისმინე, მე გეტყვი და ღმერთიც შეგახსენებს. ჯერ მიხვალთ სირენებთან, რომლებიც ხიბლავენ
[40] ყველა მამაკაცს, ვინც კი მიუახლოვდება. ვინც უნებურად მივა და სირენების ხმას გაიგონებს,
მისი ცოლი და პატარა შვილები ვერასოდეს ვერ დაუდგებიან გვერდით და ვერ გაიხარებს, როდესაც
შინ დაბრუნდება, რადგან მას მოხიბლავენ თავიანთ ნათელი სიმღერით სირენები, რომლებიც
ველზე სხედან, მათ ირგვლივ კი ძვლების დიდი ხროვაა, ძვლებზე კი გადაკრულია დამჭკნარი კანი.
მოაშორე იქაურობას შენი ხომალდი. თაფლის დარბილებული ცვილით ამოუვსე ყურები შენს
მეგობრებს, დაე, ვერც ერთმა ვერ გაიგონოს ვერაფერი, შენ კი უსმინე, თუკი გინდა. [50] უბრძანე
შენებს, ხელებითა და ფეხებით მიგაკრან სწრაფი ხომალდის ანძას, დაგაყენონ ანძის საფეხურზე,
იქიდან ჩამოუშვან თოკი, რომ შენ შეგეძლოს ისმინო და დატკბე ორივე სირენის ხმით. ხოლო თუკი
შეევედრები და უბრძანებ შენს მეგობრებს, გაგათავისუფლონ, დამატებითი თოკებით უნდა შეგკრან.
როდესაც შენი მეგობრები მათ უკან მოიტოვებენ, ზუსტად ვეღარ გეტყვი, საით უნდა
წახვიდე, ორი გზიდან ერთი შენ თვითონ უნდა აირჩიო, მე კი ორივეზე მოგიყვები. ერთ მხარეს
კლდეებია აღმართული და მათ საწინააღმდეგოდ [60] ზათქით მოექანება მუქთვალება ამფიტრიტეს
დიდი ტალღა. ნეტარმა ღმერთებმა მათ პლანქტები დაარქვეს.73 მათ შორის ჩიტიც კი ვერ გაიფრენს,
მოკრძალებული მტრედებიც კი, რომელთაც ამბროსია მიაქვთ მამა ზევსისთვის, გლუვ კლდეს
ყოველთვის მიჰყავს ერთი მათგანი მაინც, მაშინ ჩვენი მამა კიდევ ერთს აგზავნის, რომ ანგარიში
გაასწოროს. არც ერთ ხომალდს არ გაუვლია მათ შორის არასოდეს, ზღვის ტალღები და ქარიშხლის
დამანგრეველი ცეცხლი ნთქავდა გემის ძელებსა და ადამიანთა სხეულებს. ერთადერთი საზღვაო
ხომალდი, რომელმაც ეს კლდეები გაიარა, [70] იყო ყველასთვის ცნობილი არგო, რომელიც
აიეტესისგან მოცურავდა, ტალღები მასაც მიახეთქებდა დიდ კლდეებს, მაგრამ ჰერამ გაატარა იგი,
რადგან იასონი ძვირფასი იყო მისთვის. მეორე მხარეს ორი კლდეა. ერთი ვრცელ ზეცას სწვდება
თავისი წვეტიანი მწვერვალით და მას გარს ერტყმის მუქი ღრუბელი, რომელიც არასოდეს არ

73 პლანქტები – ევრიპიდესთან („მედეა“) ამ კლდეებს სიმპლეგასები (სიმპლეგადები) ეწოდებათ.

87
სცილდება იქაურობას, ხოლო სუფთა ჰაერი არც ზაფხულში, არც შემოდგომაზე არასოდეს არ იცის
იქ. და ვერც ერთი მოკვდავი კაცი ვერ ავიდოდა მასზე და და მწვერვალს ფეხს ვერ დაადგამდა,
თუნდაც ოცი ხელი და ფეხი ჰქონოდა, რადგან ეს იყო გლუვი ქვა, თითქოს გაპრიალებული. [80]
კლდის შუაგულში ბნელი გამოქვაბულია, მიმართულია იგი დასავლეთით ერებოსისკენ, აქ უნდა
გაიაროს შენმა ღრმამუცლიანმა ხომალდმა, სახელგანთქმულო ოდისევს. მაგარი ვაჟკაციც ვერ
მიაწვდენდა მშვილდიდან ნასროლ ისარს თავისი ღრმამუცლიანი ხომალდიდან იმ ღრმა
გამოქვაბულამდე. იქ ცხოვრობს სკილა74 და საზარლად ბღავის. ხმა მაღალი აქვს, როგორც
ახალშობილ ლეკვს, თვითონ კი ამასობაში ბოროტი ურჩხულია, მისი ნახვა არავის ახარებს,
ღმერთსაც რომ შეხვდეს. თორმეტი ფეხი აქვს, რომლებსაც იქნევს და ექვსი ძალიან გრძელი კისერი,
რომლებსაც საზარელი თავი ასრულებს; მასში კბილების სამი რიგია, ახლო-ახლო მჭიდროდ
ჩაწყობილი, შავი სიკვდილით სავსე. ტანი სანახევროდ ვრცელ მღვიმეში აქვს, მაგრამ თავებს
გამოყოფს ხოლმე საზარელი ორმოდან და თევზს იჭერს, უფსკრულის ძირას ეძებს ზვიგენებსა და
დელფინებს, იმედი აქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ზღვის ცხოველს დაიჭერს, რომლებსაც
მრავალმგმინავი ამფიტრიტე უთვალავს შობს. მეზღვაურები ვერასოდეს ტრაბახობენ, რომ
უვნებლად გაიარეს თავიანთი ხომალდებით, თითო თავით თითო კაცს იტაცებს ხოლმე [100] და
თავის მღვიმეში მიათრევს.
შენ შეამჩნევ, ოდისევს, რომ მეორე კლდე უფრო დაბალია, გვერდიგვერდაა, ისარსაც კი
მიაწვდენ. დიდი ლეღვის ხე დგას იქ ხშირფოთლოვანი. მის ქვემოთ ღვთაებრივი ქარიბდისი ნთქავს
შავ წყალს. დღეში სამჯერ ამოანთხევს იგი და სამჯერვე შთანთქავს. იქ არ უნდა მოხვდე შთანთქმის
დროს, რადგან თვით მიწისმრყეველიც ვერ დაგიხსნის ამ ბოროტებისგან! ამდენად, აჯობებს,
სკილას კლდის მხარე დაიკავო და სწრაფად გაატარო ხომალდი, რადგან უმჯობესია, [110] ექვსი კაცი
დაკარგო ხომალდზე, ვიდრე ყველა, ერთად აღებული.“
ასე თქვა, მაშინ მე ვუპასუხე: „ქალღმერთო, გთხოვ, სიმართლე მითხარი, რატომ არ
შემიძლია დამღუპველ ქარიბდისსაც გავექცე და სკილაც დავამარცხო, როდესაც იგი ჩემს მეგობრებს
დაეცემა თავს?“
ასე ვთქვი, ხოლო ზეციურმა ქალღმერთმა მიპასუხა: „უგუნურო, ახლაც გული ომისა და
მძიმე გარჯისკენ მიგიწევს? უკვდავ ღმერთებსაც არ ემორჩილები? სკილა მოკვდავი არაა, უკვდავი
ბოროტებაა, საზარელი, შემზარავი, ველური, ვერ შეებრძოლები. [120] თავს ვერ დაიცავ. გაქცევის
გარდა სხვა გზა არა გაქვს. თუ იმ კლდესთან დაყოვნდები და შეიარაღებას დაიწყებ, ვშიშობ, რომ
ხელახლა დაგეცემა თავს და მოგწვდება იმავე რაოდენობის თავითა და იმდენივე კაცს მოგტაცებს.
აღარ შეჩერდე, სწრაფად გაეცალე და მოუხმე კრატეისს, სკილას დედას, რომელმაც იგი შვა
მოკვდავთათვის საუბედუროდ. იგი დააკავებს სკილას და მეორე თავდასხმას აგარიდებს.
თრინაკრიის კუნძულს მიაღწევთ, სადაც ჰელიოსის უამრავი ძროხა და მსუქანი ცხვარი ბალახს
ძოვს, საქონლის შვიდი ჯოგი და ამდენივე ცხვრის ფარა, [130] ორმოცდაათი თითოეულში.75 ისინი
ჩვილებს არ შობენ და თავადაც არ იხოცებიან. ქალღმერთები ჰყავთ მწყემსებად, ლამაზად
დაწნულთმიანი ნიმფები, ფაეთუსა და ლამპეტია, რომლებიც ჰიპერიონ ჰელიოსს უშვა ღვთაებრივმა
ნეარამ. მშობელმა დედამ შვა და აღზარდა ისინი და გააგზავნა კუნძულ თრინაკიაზე, რომ შორს
ეცხოვრათ და დაეცვათ მათ მამის ცხვრები და რქადაგრეხილი ძროხები. თუ გონებაში მუდმივად
გექნება შინ დაბრუნება და მათ უვნებლად დატოვებ, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ითაკას
მიაღწიოთ, თუმცა განსაცდელი არ აგცდებათ, მაგრამ თუკი მათ ხელს ახლებთ, მე
გიწინასწარვმეტყველებთ. დაღუპვას შენც, [140] შენს ხომალდსაც და შენს მეგობრებსაც. შენ ერთიც
რომ გადაურჩე ამას, ყველა მეგობარს დაკარგავ და შინ დაბრუნდები უღვთო დაგვიანებით.“
ასე თქვა და ოქროსტახტოვანი ეოსიც მაშინვე გამოჩნდა. მაშინ ზეციური ქალღმერთი ზემოთ
აუყვა კუნძულს. მე ხომალდზე ავედი და ჩემს მეგობრებს მოვუხმე, ამოსულიყვნენ და
გაეთავისუფლებინათ გემსაბმელი ბაგირები. ისინი უმალ ამოვიდნენ ხომალდზე, ნიჩბებს
მიუსხდნენ და რიგებად მსხდომებმა ნიჩბები დასცხეს ჭაღარა ზღვას. ჩვენთვის უკნიდან
მუქცხვირიან ხომალდს სასურველი, იალქნის გამავსებელი ზურგის ქარი, კეთილი მეგობარი,
გამოუგზავნა [150] ლამაზად დაწნულთმიანმა კირკემ, ადამიანისხმიანმა საშინელმა ქალღმერთმა.

74 იქ ცხოვრობს სკილა – ჰომეროსის ანტიკოსი კომენტატორები მიიჩნევდნენ, რომ სკილა და ქარიბდისი მესინის

სრუტეში იმყოფებოდნენ იტალიასა და სიცილიას შორის.


75 საქონლის შვიდი ჯოგი და ამდენივე ცხვრის ფარა – შვიდი კვირის სიმბოლოა, ორმოცდაათი კვირა – ბერძნების

მთვარის წელიწადისა, ხარები – დღეებისა და ცხვრები – ღამეებისა.

88
ჩვენ საგულდაგულოდ დავათვალიერეთ მოწყობილობები მთელ ხომალდზე, შემდეგ დავსხედით
და მივენდეთ ქარსა და მესაჭეს. მაშინ მწუხარე გულით ვუთხარი ჩემს მეგობრებს: „მეგობრებო, არ
არის კარგი, როდესაც ერთმა ან ორმა იცის, რაც მითხრა კირკემ, ზეციურმა ქალღმერთმა. მე
მოგიყვებით ყველაფერს, ასე რომ, ჩვენ შეიძლება დავიხოცოთ ან თავი ავარიდოთ დაღუპვას და არ
დავიხოცოთ. უპირველეს ყოვლისა, მან გვირჩია, თავი ავარიდოთ გასაოცარი სირენების ხმასა და
მათს აყვავებულ მდელოს. [160] მან გვიბრძანა, რომ მხოლოდ მე ვუსმინო მათს ხმას. ასე რომ,
შემკოჭეთ მჭიდრო ნასკვებით, რომ ადგილზე დავრჩე, სადაც ვარ, დამაყენეთ ანძის საფეხურზე და
ზემოდან ჩამოუშვით თოკები. თუკი მე მოვითხოვ, რომ გამათავისუფლოთ, თქვენ უფრო მაგრად
უნდა შემკოჭოთ და ნასკვები მომიმატოთ.“
ყველაფერს მოვუყევი ჩემს მეგობრებს, სანამ ჩვენი კეთილნაგები ხომალდი სწრაფად
მიდიოდა სირენების კუნძულამდე, რადგან ხელსაყრელი ზურგის ქარი მიგვაქროლებდა. უეცრად,
ქარი დაცხრა, დადგა უქარო სიმშვიდე და ღვთაებამ მიაძინა ტალღები. [170] ჩემი მეგობრები
წამოდგნენ, იალქანი აკეცეს, ტრიუმში ჩააგდეს, თვითონ ნიჩბებს მიუსხდნენ და წყალი გაათეთრეს
კარგად გარანდული ფიჭვით. ამასობაში ბასრი ბრინჯაოთი მოვჭერი ცვილის დიდი მრგვალი კვერი
და მძლავრი ხელით ოდნავ დავზილე. მალე დარბილდა ცვილი, რადგან ჰელიოსის დიდმა ძალამ
და ჰიპერიონიდესის კაშკაშა სინათლემ აიძულა და მე ჩემს მეგობრებს ყურები დავუხშე ერთმანეთის
მიყოლებით. მათ კი ხელ-ფეხი შემიკრეს ხომალდზე, ანძის საფეხურზე დამაყენეს, ქემოდან
ჩამოსული თოკებით, [180] შემდეგ თავად დასხდნენ და ნიჩბები დასცხეს ჭაღარა ზღვას. მაგრამ
როდესაც მე იმ მანძილზე ვიყავი, კაცის ყვირილს რომ გაიგონებ, სირენებმა ახლოდან დაინახეს
ჩვენი სწრაფი ხომალდი და თავიანთი სუფთა ჰანგი მოამზადეს. „მოდი აქ, სახელოვანო ოდისევს,
აქაველთა დიდო სიამაყევ, გააჩერე შენი ხომალდი, რომ ჩვენი ხმის გაგონება შეძლო. ვინაიდან აქ
ვერავინ ვერასოდეს ვერ გაივლის შავი ხომალდით, სანამ არ გაიგონებს თაფლოვან ხმას ჩვენი
ბაგეთაგან, შემდეგ ის მიდის დაკმაყოფილებული, მეტი ცოდნით, ჩვენ ხომ ყველაფერი ვიცით,
ყველაფერი, რითიც ფართო ტროაში [190] არგოსელები და ტროელები დაიტანჯნენ ღმერთების
ნებით. და ჩვენ ვიცით, რაც ხდება მრავალთამკვებავ მიწაზე.“
ასე თქვეს თავიანთი მშვენიერი ხმით. მაშინ ჩემმა გულმა ისურვა მათი მოსმენა და მე
ვუბრძანე მეგობრებს, გავეთავისუფლებინე, წარბით ვანიშნებდი, მაგრამ ისინი წინ იხრებოდნენ და
ნიჩბებს უსვამდნენ. უმალ წამოდგნენ პერიმედესი და ევრილოქოსი, ახალი ხუნდები დამზადეს და
უფრო მჭიდროდ შემკრეს. შემდეგ, როდესაც მათ ჩავუარეთ და აღარ გვესმოდა სირენების ხმა, ჩემმა
ერთგულმა მეგობრებმა ცვილი მაშინვე მოიშორეს, [200] რომლითაც მე დავუხშე სმენა და მეც
გამათავისუფლეს ხუნდებისაგან.
როგორც კი დავტოვეთ სირენების კუნძული, უმალვე კვამლი და დიდი ტალღა დავინახე და
გრუხუნი გავიგონე. შეშინებულ მეზღვაურებს ნიჩბები ხელიდან გაუცვივდათ და ისინი ზღვაში
აღმოჩნდნენ, ხომალდი გაჩერდა იქ, სადაც იყო, რადგან ხელი არ აწვებოდა წვერწამახულ ნიჩბებს.
მე კი წინ და უკან დავდიოდი გემბანზე, ყველას ცალ-ცალკე ვამხნევებდი მშვიდი სიტყვებით:
„მეგობრებო, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ მუდამ განსაცდელში ვართ, ახლა იმაზე დიდ
საფრთხეში არ ვართ, ვიდრე მაშინ ვიყავით, კიკლოფსმა რომ [210] დიდი ძალით ჩაგვკეტა თავის
ღრმა გამოქვაბულში. მაგრამ იქიდან გამოვიქეცით ჩემი გონებით, გეგმითა და ჭკუით, ასე
გავიხსენებთ მომავალში ამ უბედურებას. ახლა კი მოდით, ყველა დაემორჩილოს იმას, რასაც მე
ვიტყვი. თქვენ, ვინც სანიჩბე ორკაპებთან სხედხართ, მოუსვით ნიჩბებს და გაარღვიეთ ზღვის ღრმა
ტალღები იმ იმედით, რომ ზევსი გვიშველის და აგვარიდებს იმ განსაცდელს, აქ რომ გველოდება.
შენ კი, მესაჭევ, ამას გიბრძანებ და ეს გულში დაიმარხე, რაკი შენ მართავ ჩვენი ღრმამუცლიანი
ხომალდის საჭეს: ხომალდი მოარიდე ამ ტალღასა და კვამლს [220] და წაიყვანე იგი იმ მაღალი
კლდისაკენ, რომ შეუმჩნევლად არ ავცდეთ გზას და უბედურებას არ ვეწიოთ.“
ასე ვთქვი და ისინი სწრაფად დაემორჩილნენ ჩემს სიტყვებს. არაფერი მითქვამს სკილაზე,
ამ განსაცდელს თავიდან მაინც ვერ ავიცილებდით, არ მინდოდა, შეშინებულთ ნიჩბები დაეყარათ
და შიშით დაზაფრულნი დამალულიყვნენ. აქ მე დამავიწყდა კირკეს სევდიანი განკარგულება,
როდესაც მან მიბრძანა, იარაღისთვის არ მეხლო ხელი. ამის სანაცვლოდ, ჩემი სახელგანთქმული
აბჯარი ავისხი, ორ გრძელ შუბს დავავლე ხელი, გემბანით გავედი [230] ხომალდის ცხვირისკენ,
რადგან ვვარაუდობდი, რომ თავიდან იქ გამოჩნდებოდა კლდის სკილა და უბედურებას მოუტანდა
ჩემს თანამგზავრებს. მაგრამ ვერაფერს ვერ ვხედავდი, თუმცა თვალიც კი დამეღალა, როცა
დაჟინებით ვუცქერდი წყვდიადით მოცულ მთას. ვიწრო სრუტეში კვნესით მივცურავდით, რადგან
ერთ მხარეს სკილა იყო და მეორე მხარეს ღვთაებრივი ქარიბდისი საზარლად ნთქავდა ზღვის

89
მარილიან წყალს. ყოველ ჯერზე, როცა წყალს ამოანთხევდა, წყალი თუხთუხებდა, როგორც დიდ
ცეცხლზე დადგმულ ქვაბში, და ქაფი ორივე კლდის მწვერვალს აღწევდა, [240] მაგრამ როდესაც იგი
ნთქავდა ზღვის მარილიან წყალს, ჩანდა მისი მღელვარე მორევი, კლდეები საზარლად ბღაოდნენ
ირგვლივ და ზღვის სიღრმეში ჩნდებოდა შავქვიშიანი ფსკერი. მწვანე ელდამ მოიცვა ჩემი ხალხი.
როდესაც მას ვუცქერდით და დაღუპვისა გვეშინოდა, სწორედ მაშინ სკილამ ჩემი ღმამუცლიანი
ხომალდიდან ხელებითა და ძალით გამორჩეული ექვსი მეგობარი მომტაცა. უკან მოვუხედე ჩემ
სწრაფ ხომალდსა და მეგობრებს, ჩემ ზემოთ დავინახე მათი ხელები და ფეხები. ისინი ყვიროდნენ,
სახელით [250] მწუხარედ მიხმობდნენ უკანასკნელად. როგორც მეთევზე კლდოვანი ნაპირიდან
გრძელი ანკესით სატყუარად წვრილი თევზისთვის ზღვაში მინდვრად მცხოვრები ხარის რქას
ესვრის, შემდეგ მოცახცახე თევზს ნაპირზე ისვრის, ასე ცახცახებდნენ ისინიც, როდესაც კლდეზე
აჰყავდა სკილას. იგი მათ ნთქავდა თავისი მღვიმის შესასვლელში, სანამ ისინი ყვიროდნენ და ჩემკენ
იწვდენდნენ ხელებს უკანასკნელ საზარელ ბრძოლაში. ეს, უეჭველად, იყო ყველაზე გულსაკლავი
რამ ყველა იმ ამბავს შორის, რომელიც მე ზღვაზე ხანგრძლივი ხეტიალისას ოდესმე მინახავს
საკუთარი თვალით.
[260] მას შემდეგ, რაც გავექეცით კლდეებს, სკილასაცა და ქარიბდისის საზარლობასაც,
მივაღწიეთ ღმერთის კეთილშობილ კუნძულს. იქ იყო ჰიპერიონ ჰელიოსის ლამაზი
ფართოშუბლიანი საქონელი და უამრავი მსუქანი ცხვარი. შემდეგ, სანამ ჩემ შავ ხომალდზე ვიყავი
ზღვაში, გავიგონე ეზოში შერეკილი საქონლის ზმუილი და ცხვრის პეტელი და გამახსენდა
თებეელი ბრმა მისან ტირესიასის წინასწარმეწტყველება და აიაიელი კირკეს სიტყვები, რომელმაც
მეტად მკაცრად მიბრძანა, არ გავკარებოდი მოკვდავთგამახარებელი ჰელიოსის კუნძულს. [270]
მაშინ მწუხარე გულით ვუთხარი ჩემს მეგობრებს: „მართალია, იტანჯებით, მაგრამ მაინც მოისმინეთ
ჩემი სიტყვა, რადგან შემიძლია მოგითხროთ, რა მიწინასწარმეტყველეს ტირესიასმა და აიაიელმა
კირკემ, რომელმაც მეტად მკაცრად მიბრძანა, არ გავკარებოდი მოკვდავთგამახარებელი ჰელიოსის
კუნძულს, რადგანო, ასე თქვა, იქ თქვენ შავბნელი ბოროტება გელოდებათო. ასე რომ, ჩვენი შავი
ხომალდი გაარიდეთ ამ კუნძულს!“
ასე ვთქვი და გაუტყდათ ძვირფასი გული. მაშინვე ევრილოქოსმა ავი სიტყვით მიპასუხა:
„უგუნური ხარ, ოდისევს, აღმატებული ძალით, [280] სხეულის ასოები არასოდეს გეღლება,
მართლაც, მთლიანად რკინისგან ხარ ნაკეთები, ჩვენ, შრომითა და უძილობით დაქანცულებს,
გვიკრძალავ ნაპირზე გადასვლას, რომ იქ, ზღვაშემორტყმულ კუნძულზე, გემრიელი ვახშამი
მოგვემზადებინა. არა, კუნძულზე ჩვენი გადაშვება არ გინდა, შენ გინდა მალე დამდგარი ღამით
ვიხეტიალოთ ნისლიან ზღვაზე. ღამით აღიძვრის საშიში ქარი და გემის დამსხვრევა. როგორ
შეიძლება გადაურჩე სწრაფ დაღუპვას, თუ უეცრად ქარიშხალი ამოვარდა, ნოტოსის ან ძეფიროსის
გრიგალი, რომლებიც ყველაზე ხშირად [290] ამსხვრევენ ხომალდებს, ღმერთების ნების
მიუხედავად? მაშ, დიახ, დავუთმოთ ახლა შავ ღამეს, შევაჩეროთ ჩვენი სწაფი ხომალდი სავახშმოდ,
შემდეგ ავიდეთ გემზე და განთიადისას გავცუროთ ფართო ზღვაზე.“
ასე თქვა ევრილოქოსმა და დაეთანხმნენ დანარჩენი მეგობრები. სწორედ მაშინ მივხვდი,
რომ რომელიღაც ღვთაებამ სიავე ჩაიფიქრა და ფრთოსანი სიტყვით მივმართე: „ევრილოქოს, შენ
შეგიძლია დამამარცხო მე, მე მხოლოდ ერთი ადამიანი ვარ; მაგრამ, მოდით, ყველამ დაიფიცეთ
მძლავრი ფიცით, რომ თუ წავაწყდით საქონლის ჯოგს ან ცხვრის დიდ ფარას, [300] არავის
დაუბნელდება გონება და არ დაკლავს ხარს ან ცხვარს და მხოლოდ მიირთმევს იმ საკვებს, რომელიც
მოგვცა უკვდავმა კირკემ.“
ასე ვთქვი და მათ დაიფიცეს, რომ მოიქცევიან, როგორც მე ვუბრძანე. მას შემდეგ, რაც ფიცი
დადეს, ჩვენ ჩვენი კეთილნაგები ხომალდი მივაყენეთ ცარიელ ნავსაყუდელს, მტკნარ წყალთან
ახლოს, და ჩემი მეგობრები გადასხდნენ და ოსტატურად მოამზადეს ვახშამი. შემდეგ, როდესაც
ჭამა-სმით გული იჯერეს, გაიხსენეს და დაიტირეს საყვარელი მეგობრები, [310] რომლებიც მოიტაცა
სკილამ ღრმამუცლიანი ხომალდიდან და შესანსლა, და მგლოვიარეებს მოერია ტკბილი ძილი.
შემდეგ, როდესაც ღამის მესამე სადარაჯო დადგა და ვარსკვლავებმა ჩასვლა დაიწყეს,
ღრუბელთშემკრებმა ზევსმა აღძრა მძაფრი ქარი საზარელ თავსხმასთან ერთად, ღრუბლებმა დაფარა
ზღვა და ხმელეთი, როდესაც ღამე ჩამოწვა ზეციდან. როდესაც ახალშობილი ვარდისფერთითებიანი
ეოსი გამოჩნდა, ჩვენ ჩვენი ხომალდი შევათრიეთ მღვიმის კამარის ქვეშ, სადაც იყო ნიმფების
საცეკვაო ადგილი. იქ ყველა შევკრიბე და მივმართე მათ:

90
[320] მეგობრებო, რაკი ჩვენს სწრაფ ხომალდზე გვაქვს საჭმელ-სასმელი, ხელი არ
დავაკაროთ ამ ჯოგს, რომ არ დავისაჯოთ, რადგან ეს საქონელი და მსუქანი ცხვრები სასტიკი
ღმერთისაა, ჰელიოსისა, რომელიც ყველაფერს ხედავს და რომელსაც ყველაფერი ესმის.“
ასე ვთქვი და მათი ვაჟკაცური გულები დავარწმუნე. შემდეგ მთელი თვე უბერავდა ნოტოსი
და სხვა ქარი არ ამოვარდნილა, მხოლოდ ევროსი და ნოტოსი. სანამ ჰქონდათ საკვები და წითელი
ღვინო, ჯოგისთვის ხელი არ დაუკარებიათ, თავიანთ სიცოცხლეს უფრთხილდებოდნენ; მაგრამ
როდესაც გემის მარაგი ამოიწურა, [230] იძულებული გახდნენ, ნადირობა დაეწყოთ, ნადირობდნენ
თევზსა და ფრინველზე, ყველაფერზე, რაც კი ძვირფას ხელში ჩაუვარდებოდათ; თევზს ანკესით
იჭერდნენ, შიმშილით კუჭი ეწვოდათ. სწორედ მაშინ კუნძულის სიღმეში წავედი მარტო, რომ
ღმერთებისთვის ლოცვით მიმემართა, იმ იმედით, რომ რომელიმე წასასვლელ გზას მაჩვენებდა.
როდესაც კუნძულის სიღრმეში სიარულით საკმაოდ მოვშორდი ჩემიანებს, ხელი დავიბანე, სადაც
ქარისგან დაცული ადგილი ვიპოვე და ვილოცე ყველა ღმერთზე, რომლებიც ოლიმპოსს ფლობენ,
რომლებმაც შემდეგ ტკბილი ძილი დამაღვარეს ქუთუთოებზე. მაშინ ევრილოქოსმა ჩვენს
მეგობრებს მზაკვრული გეგმა გაუმხილა: [340] „ბოროტებამ გაგაწამათ, მაგრამ მოუსმინეთ,
მეგობრებო, ჩემს სიტყვებს! ყველანაირი სიკვდილი საზარელია უბედური მოკვდავისათვის, მაგრამ
ყველაზე უფრო გულსაკლავი შიმშილით სიკვდილია. მაშ, მოდი, მოვრეკოთ ჰელიოსის საუკეთესო
საქონელი და მსხვერპლად შევწიროთ ღმერთებს, რომელთაც უჭირავთ ვრცელი ზეცა. თუკი ოდესმე
მივაღწევთ ითაკას, ჩვენს სამშობლოს, მაშინვე ავუგოთ მდიდარი ტაძარი ჰელიოს ჰიპერიონს და იქ
მივართვათ უამრავი და საუკეთესო ძღვენი. ხოლო თუკი იგი რაღაცნაირად განრისხდება თავისი
სწორრქიანი საქონლის გამო და მოინდომებს ჩვენი ხომალდის განადგურებას და სხვა ღმერთებიც
მას მიჰყვებიან, [350] უკეთესი იქნება, ზღვის წყალი ჩავყლაპო და უმალ დავკარგო სიცოცხლე,
ვიდრე სულს ვღაფავდე უკაცრიელ კუნძულზე.“
ასე თქვა ევრილოქოსმა და ჩემი დანარჩენი მეგობრები დაეთანხმნენ. სასწრაფოდ მორეკეს
ჰელიოსის საქონლიდან საუკეთესო,76 რადგან მშვენიერი ფართოშუბლიანი ძროხები ბალახს
ძოვდნენ ჩვენი ლურჯცხვირიანი ხომალდების მახლობლად. მათ ირგვლივ დადგნენ და ღმერთებს
მიმართეს ლოცვით, ნაზი ფოთლები მოსწყვიტეს მაღალ ხშირფოთლოვან მუხას, რადგან ჩვენს
კეთილმერხიან ხომალდზე თეთრი ქერი არ იყო. ილოცეს და შემდეგ ყელი გამოღადრეს ძროხებს და
გაატყავეს, [360] ბარკლები მოაჭრეს, ქონით ორმაგ ფენაში შეახვიეს და ზედ უმი ხორცი დაადვეს.
ღვინო არ ჰქონდათ, რომ შეწვისას მსხვერპლისთვის ეპკურებინათ, ამიტომ წყლის საღვრელი
გააკეთეს და მთელი შიგნეული შეწვეს. როდესაც ბარკლები დაიწვა და შიგნეული იგემეს, დანარჩენი
ხორცი დაჭრეს და შამფურზე ააგეს. მაშინ ტკბილმა ძილმა მიატოვა ჩემი ქუთუთოები და მე
გავეშურე ჩემი სწრაფი ხომალდისა და ზღვის ნაპირისკენ. როდესაც ორმხრივ-მოხრილ გემს
მივუახლოვდი, ჩემს გზაზე, შემწვარი ქონის ტკბილი სუნი ვიგრძენი და ქვითინით მივმართე
უკვდავ ღმერთებს: „ზევსო მამავ, სხვა ნეტარო და მარადიულო ღმერთებო, დაუნდობელი ძილით
იოლად მიმაძინე, ხოლო ჩემმა დარჩენილმა მეგობრებმა საზარელი საქმე ჩაიდინეს.“
მალე მივიდა მაცნე ჰელიოს ჰიპერიონთან, გრძელკაბიანი ლამპეტია, რომელმაც მოახსენა,
რომ ჩვენ მისი საქონელი დავხოცეთ. გამძვინვარებული სულით მან მაშინვე უთხრა უკვდავებს:
„ზევსო მამავ და სხვა ნეტარო და მარადიულო ღმერთებო, აიძულეთ ლაერტიადეს ოდისევსის
მეგობრებს, რომლებმაც საქონელი დამიხოცეს, ფასი გადაიხადონ! [380] ეს ჯოგი მახარებდა,
როდესაც ვარსკვლავებიან ცაში ავდიოდი და როდესაც ზეციდან ისევ დედამიწაზე ვბრუნდებოდი.
თუკი ისინი არ გადამიხდიან ჩემი საქონლისთვის შესაბამის გადასახადს, ჰადესის სახლში ჩავალ და
მკვდრებში ვიკაშკაშებ!“
ღრუბელთშემკრებმა ზევსმა მას უპასუხა: „ჰელიოს, ისევ გაუნათე უკვდავებს, მოკვდავ
კაცებსა და მოსავლიან მიწას, მე კი მათს ხომალდს თეთრ ელვას ვტყორცნი და მას პატარა
ნამსხვრევებად ვაქცევ შუა ღვინისფერ ზღვაში.“
ეს მე ლამაზთმიანი კალიფსოსგან მსმენია, [390] მისთვის კი შიკრიკ ჰერმესს უთქვამს. მას
შემდეგ, რაც ხომალდსა და ზღვასთან ჩავედი, ყველას ვუსაყვედურე, ხან ერთს, ხან მეორეს, მაგრამ
ვერაფერს გამოვასწორებდი, ჯოგი დახოცილი იყო. ღმერთებმა მალევე აჩვენეს ჩემიანებს ავის
მომასწავებელი ნიშნები. ტყავი დახოხავდა, ხორცი, შემწვარიცა და უმიც, ზმუოდა შამფურზე და
ირგვლივაც ჯოგის ბუბუნი ისმოდა. ამის შემდეგ ექვსი დღე ჩემი ერთგული მეგობრები ჰელიოსის

76 მორეკეს ჰელიოსის საქონლიდან საუკეთესო... – ძველი ბერძნები მსხვერპლშეწირვას ყოველთვის


განიხილავდნენ, როგორც ღმერთთან ერთად ქეიფს. ამიტომ მსხვეროლშეწირვას ყოველთვის ახლდა ნადიმიც.

91
მოტაცებული საუკეთესო ძროხების ხორცით ნადიმობდნენ, მაგრამ როდესაც კრონიონმა ზევსმა
დაამატა მეშვიდე დღე, [400] და მძვინვარე ქარიშხალი უეცრად ჩადგა. ხომალდზე ავედით,
აღვმართეთ ანძა, გავშალეთ თეთრი იალქანი და გავედით ღია ზღვაში. როგორც კი დავტოვეთ
კუნძული, არანაირი სხვა მიწა არ გამოჩენილა, მხოლოდ ცა და ზღვა, სწორედ მაშინ კრონიონმა
დასვა შავი ღრუბელი ჩვენი ღრმამუცლიანი ხომალდის თავზე და მის ქვეშ ზღვა დაბნელდა. ჩვენს
ხომალდს ბევრი არ უვლია, როდესაც ხმაურიანი ძეფიროსი მოვარდა და საშინელი თქეში მოიყოლა,
გრიგალმა ანძის [410] ორივე ბაგირი გაწყვიტა, ანძაც და მისი მთელი აღჭურვილობა ტრიუმში
ჩაცვივდა. კიჩოზე ანძამ თავი გაუხეთქა მესაჭეს და თავის ძვლები ერთიანად შეუმუსრა.
მყვინთავივით გადაეშვა გემბანიდან ზღვაში და მისმა მამაცმა სულმა ძვლები მიატოვა. ზევსმა
დაიქუხა და ელვა სტყორცნა ხომალდს და მეხდაცემული გემი აცახცახდა, ჰაერი გოგირდით გაივსო,
ჩემი მეგობრები ზღვაში გადაცვივდნენ, ქარიშხალას მსგავსად გემის ირგვლივ დაატარებდა მათ
ტალღები და ღმერთმა არ აღირსა მათ შინ დაბრუნება. [420] მე აქეთ-იქით დავრბოდი გემზე, სანამ
ტალღამ ფერდები არ მოაგლიჯა კილს და არ გააშიშვლა. ხარის ტყავის ღვედი ეგდო ანძაზე, მე
მისით შევკარი კილი და ანძა, გადავაჯექი და დამღუპველმა ქარმა გამაქანა. შემდეგ ძეფიროსი ჩადგა
და თქეში შეწყდა, სამაგიეროდ, სწრაფად ამოვარდა ნოტოსი და ჩემს გულს მწუხარება მოუტანა,
რადგან მეშინოდა, რომ უკან დამაბრუნებდა დამღუპველ ქარიბდისთან. მთელი ღამე მიმაქანებდა
ქარი და მზის ამოსვლისას [430] ჩემ თვალწინ იყო სკილას კლდე და საზარელი ქარიბდისი,
რომელმაც ჩემ ირგვლივ წყალი შეხვრიპა, მე კი წამოვხტი, მაღალ ლეღვის ხეს მივწვდი და მას
ღამურასავით ჩამოვეკიდე. ფეხზე ვერ ვდგებოდი, ლეღვზე ასვლასაც ვერ ვახერხებდი, რადგან
ფესვები შორს იყო ქვემოთ, ხოლო გრძელი და ძლიერი ტოტები, რომლებიც ქარიბდისს
ჩრდილავდნენ, მიუწვდომლად მაღლა იყო. ჯიუტად ვიყავი ჩაჭიდებული, სანამ ისევ არ ამოანთხია
წყალი და არ ამოაყოლა ჩემი ანძა და კილი. გული მომეცა, ეს რომ გააკეთა, ოღონდ დაუგვიანდა.
[440] როგორც მოსამართლე, რომელიც ახალგაზრდა დავაქარებს შორის გაუთავებელი კამათის
მოგვარებას ცდილობს, დღის ბოლოს დგება და სავახშმოდ შინ მიდის, ისე დაუგვიანდა
ქარიბდისსაც ჩემი ძელების ამონთხევა. როგორც იქნა, ხელი გავუშვი და ფეხიც მოვაცილე ლეღვის
ხეს და ბობოქარ ტალღებში გადავეშვი გემის ნარჩენებთან. გრძელ ძელებზე ავხოხდი და ხელები
მოვუსვი ნიჩბებივით. ადამიანთა და ღმერთთა მამამ სკილას არ მისცა საშუალება, დავენახე, თორემ
უეჭველ დაღუპვას ვერ გავექცეოდი.
ცხრა დღე მოვცურავდი იქიდან, მეათე ღამეს ღმერთებმა ოგიგიის კუნძულზე მიმიყვანეს. იქ
ცხოვრობს ლამაზად დაწნულთმიანი კალიფსო, ადამიანის ხმიანი საშინელი ქალღმერთი, [450]
რომელსაც ვუყვარდი და რომელიც ჩემზე ზრუნავდა. რატომ გეუბნებით ამას? ამას ხომ უკვე
მოგიყევით გუშინ თქვენს სახლში, შენ და შენს მძლავრ მეუღლეს, მე კი არ მიყვარს იმის ხელახლა
მოყოლა, რაც ცხადად ითქვა უკვე.“

92
მეცამეტე სიმღერა: ოდისევსი ითაკაზე

1-52 ოდისევსი ევედრება ალკინოოსს, წასვლის ნება დართოს; 53-95 გზა შინისაკენ; 96-158 ითაკაში
ჩასვლა; 159-215 ოდისევსი იღვიძებს; 216-255 შენიღბული ათენა; 256-310 ათენა თავს ამჟღავნებს;
311-365 ფეაკების საგანძურის გადამალვა; 366-415 ათენა დახმარებას პირდება; 416-440 ათენა
შენიღბავს ოდისევსს.

ასე თქვა და ყველა დადუმდა სიჩუმეში და მონუსხულები ისხდნენ ბნელ დარბაზში. ალკინოოსმა
მას უპასუხა: „ოდისევს, რაკი შენ ჩემს ბრინჯაოს იატაკიან, ჭერმაღალ სახლს მოაღწიე, მე ვფიქრობ,
რომ თუმცა კი დიდი ტანჯვა გამოიარე, შენ არ იქნები უკუგდებული შენს გზაზე, როდესაც შინისკენ
გასცურავ. ახლა ვამბობ და ყოველ კაცს ვეუბნები ამას, ყველას, ვისაც ოდესმე შეუსვამს შუშხუნა
ღვინო, რომელიც უხუცესს შეეფერება, და მოუსმენია აედოსისთვის ჩემს სასახლეში. [10] სამოსი და
ოქროს დიდოსტატური ნაკეთობები და ყველა სხვა საჩუქარი, რომლებიც ფეაკმა მრჩევლებმა
მოიტანეს აქ ჩვენი სტუმრისთვის, უკვე გაპრიალებულ ზარდახშაში დევს. ახლა კი ყველამ
შესთავაზოს ქვაბი და დიდი სამფეხა. ჩვენ კი, ჩვენდათავად, ხალხს გადასახადს დავაკისრებთ, რომ
დანახარჯი ავანაზღაუროთ,77 რადგან ძნელია ნებისმიერი კაცისთვის ასეთი გულუხვობა.“
ასე თქვა ალკინოოსმა და მისი გამოსვლა ყველამ მოიწონა. ყველანი სახლში წავიდნენ
დასასვენებლად. როდესაც ადრე დაბადებული ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, ხომალდებს
მიაშურეს და სავაჟკაცო ბრინჯაო მოუტანეს. [20] და ალკინოოსის წმინდა სულმა ხომალდი დაიარა
და ფრთხილად მოათავსა საჩუქარი მერხებს ქვეშ, რომ ხელი არავის შეშლოდა, როდესაც ნიჩბებს
სწრაფად აამოძრავებდნენ და წინ გაქანდებოდნენ. შემდეგ ალკინოოსის სასახლეში წავიდნენ და
ლხინი მოამზადეს. ალკინოოსის წმინდა სულმა მსხვერპლად ხარი შესწირა ზევს, შავღრუბლიან
კრონიდესს, ვინც ყველაფერს მართავს. ბარკლები დაწვეს, დიდი ნადიმი გამართეს, განცხრომას
მიეცნენ და მათ შორის გამოდიოდა ხალხის მიერ აღიარებული ღვთაებრივი აედოსი, დემოდოკოსი.
მაგრამ ოდისევსი ხშირ-ხშირად მიუბრუნდებოდა თვალისმომჭრელად მოელვარე მზეს, [30]
ეჩქარება მისი ჩასვლა, რადგან ახლა ერთი სული აქვს, გაემგზავროს. როგორც ვახშამს ნატრობს
გუთნისდედა, რომელიც მთელი დღე უღელში შებმული ღვინისფერი ხარებითა და აწყობილი
გუთნით ნასვენ მიწას ხნავს და, მის სასიხარულოდ, მზის შუქი ქრება, რომ ვახშამს შეუდგეს და
მუხლები ეკეცება, როდესაც მიდის, ასე, ოდისევსის გასახარად ჩაქრა მზის შუქი. მაშინვე მიმართა
ნიჩბისმოყვარულ ფეაკებს და თავისი სურვილი, უპირველეს ყოვლისა, ალკინოოსს გაუცხადა:
„მბრძანებელო ალკინოოს, კაცთაგან აღმატებულო, და თქვენაც, დაღვარეთ საღვრელი და გამიშვით,
მშვიდობით! [40] რადგან ყველაფერი აღსრულდა, რაც ჩემს ძვირფას გულს სურდა, მზადაა
ხომალდი და მეგობრული საჩუქრები. დაე, ზეციურმა ღმერთებმა დამილოცონ ორივე და შინ რომ
ჩავალ, დაე, უვნებლები დამხვდნენ უზადო მეუღლე და შინაურები. დაე, თქვენც, ვინც აქ რჩებით,
სიხარული მოგეტანოთ თქვენი ცოლ-შვილისათვის, ღმერთებმა მოგიტანონ ყოველგვარი აყვავება
და ააცილონ თქვენს ხალხს უბედურება.“
ასე თქვა, ყველამ შეაქო მისი სიტყვა და შეთანხმდნენ, რომ სამშობლომდე უნდა
მიეცილებინათ, რადგან სამართლიანად ილაპარაკა. და ალკინოოსის კეთილმა სულმა მაშინ უთხრა
შიკრიკს: „პონტონოოს, როგორც კი კრატერში გააზავებ ღვინოს, ყველას ჩამოურიგე მთელ
დარბაზში, რომ მამა ზევსზე ვილოცოთ და გავამგზავროთ სტუმარი მშობლიურ მიწაზე.“
ასე თქვა, პონტონოოსმა გააზავა სულის დამატკბობელი ღვინო, შემდეგ ყველას ჩამოურიგა,
მათ ზედაშე დაუღვარეს ნეტარ ღმერთებს, რომელთაც უპყრიათ ვრცელი ზეცა, იქ, სადაც ისხდნენ.
წამოდგა ღვთაებრივი ოდისევსი, არეტეს ხელში ჩაუდო ორყურიანი თასი და ფრთოსანი სიტყვით
მიმართა: „ჩემო დედოფალო, მშვიდობით სამუდამოდ, სიბერემდე, [60] თვით სიკვდილამდე,
რომელიც ყველასთან მოდის ბოლოს. მე ახლა მივდივარ, შენ კი ამ სახლში ინეტარე შენი შვილებით,
შენი ხალხით და შენი მეფე ალკინოოსით.“
ასე თქვა და ზღრუბლს გადააბიჯა ღვთაებრივმა ოდისევსმა. ალკინოოსის კეთილმა სულმა
მას შიკრიკი გააყოლა, რომ სწრაფ ხომალდამდე და ზღვის ნაპირამდე მიეცილებინა. არეტამ
მონაქალები გაუგზავნა, ერთს კარგად გარეცხილი მოსასხამი და ქიტონი მიჰქონდა, მეორე კარგად
ნაკეთებ ზარდახშას დარაჯობდა, კიდევ ერთს საკვები და ღვინო მიჰქონდა.

77 ხალხს გადასახადს დავაკისრებთ, რომ დანახარჯი ავანაზღაუროთ – სოციალური წყობის საინტერესო ნიშანი,

რომელიც მიუთითებს ჩამოყალიბებადი არისტოკრატიის მიერ ხალხის ექსპლუატაციაზე.

93
[70] როდესაც ქვემოთ ჩავიდნენ ხომალდსა და ზღვასთან, მაშინვე გამცილებელმა ჭაბუკებმა
ყველაფერი, მათ შორის საჭმელ-სასმელიც დაუყოვნებლივ ჩაალაგეს ღრმამუცლიან ხომალდში.
შემდეგ გემბანზე, ხომალდის კიჩოზე გაუშალეს საბანი და სელის ტილო ოდისევსს, რომ ღრმად
დაეძინა; ისიც ავიდა ხომალდზე და წყნარად დაწვა. თითოეული მეზღვაური ნიჩაბს მიუჯდა რიგ-
რიგობით, შემდეგ ბაგირი ქვის მისაბმელ რგოლს ჩამოხსნეს და როდესაც მენიჩბეები წინ
გადაიხარნენ და ნიჩბები დასცხეს ზღვას, იმავე წამს ტკბილი ძილი დაეშვა მის ქუთუთოებს, [80]
ღრმა, ძალიან ტკბილი, ძალიან მსგავსი სიკვდილისა. როგორც უღელში ერთად შებმული მამალი
კვიცების როგორც ერთი, მათრახგადაკრული ოთხეული ველზე მიქრის78 და მაღლა თავაწეული
გამალებით მიიწევს წინ, ასე წამოიწია ხომალდმა კიჩო და მის უკან მრავალხმაურიანი ზღვის
მეწამული ტალღა ხმამაღლა აშიშინდა. ძალიან საიმედოდ და თანაბრად მიქროდა ხომალდი,
შევარდენიც კი, ფრთოსანთა შორის უსწრაფესი, ვერ დაეწეოდა, სწრაფად კვეთდა ტალღებს, წინ
მიიწევდა ხომალდი და მიჰყავდა გონებით ღმერთებს მიმსგავსებული კაცი, [90] რომელმაც მანამდე
მრავალი განსაცდელი გადაიტანა, კაცთა ომები, მტკივნეული ტალღები გამოიარა, ახლა კი
გადატანილი აღარ ახსოვდა და მშვიდად ეძინა. ცაზე აღმოხდა ყველაზე ელვარე ვარსკვლავი,
პირველმა გვაუწყა ადრედაბადებული ეოსის გამოჩენა და საზღვაო ხომალდიც მიადგა კუნძულს.
ითაკის სამეფოში არის ზღვის ბერიკაცის, ფორკისის ერთი ნავსაყუდელი, მასში ორი
გამოშვერილი კონცხია, ნავსაყუდელისკენ დაშვებული, რომლებიც მას გარედან გრიგალისა და
დიდი ტალღებისგან იცავენ. [100] შიგნით კეთილნაგები ხომალდები ბაგირით მიუბმელად
დგებიან, როდესაც ღუზის ჩასაშვებ წერტილს მიაღწევენ. შემდეგ ნავსაყუდელის თავში იზრდება
გრძელფოთიანი ზეთისხილის ხე. გვერდით მშვენიერი ბნელი მღვიმეა, მიძღვნილი ნიმფებისადმი,
რომლებსაც ნაიასებს უხმობენ. იქაა შესაზავებელი თასები და ამფორები ქვისგან და ფუტკრები იქ
თაფლს აგროვებენ. ძალიან გრძელი ქვის დაზგებია, სადაც ნიმფები ზღვის ტალღისფერ აბლაბუდას
ქსოვენ, საოცარი სანახავია, იქ მარადმედინი წყაროა. ორი შესასვლელია მღვიმეში, [110] ერთი,
რომელიც ქვემოთ ჩადის და ჩრდილოეთის ქარისკენაა მიქცეული, ადამიანებისთვისაა, ხოლო
მეორე, სამხრეთს ქარისა, ეს გზაა უკვდავთათვის. სწორედ იქითკენ მიცურავდნენ, ადრევე იცოდნენ
ეს. შემდეგ იგი სანახევროდ ხმელეთზე ავიდა, რადგან ძლავრმა მენიჩბეებმა დიდ სიჩქარეს
მიაღწიეს. ნაპირზე გადავიდნენ კარგმერხიანი ხომალდიდან, ღრმამუცლიანი ხომალდიდან
ხმელეთზე გადაიყვანეს ოდისევსი საწოლის თეთრეულითა და ელვარე საბნით, შემდეგ დააწვინეს,
ღრმა ძილს მიცემული, ქვიშაზე. [120] შემდეგ გადაიტანეს სახელოვან ფეაკთა საჩუქრები, რომლებიც
შინ დაბრუნებულ კაცს ათენას მეოხებით გადასცეს. ყველაფერი ეს ერთად დააწყვეს ზეთისხილის
ხის ძირას, ბილიკიდან მოშორებით, რომ ვინმე გამვლელი შემთხვევით არ გადაყროდა და არ
მოეპარა, სანამ ოდისევსი გაიღვიძებდა. შემდეგ შინ დაბრუნება მოინდომეს, მაგრამ მიწისმრყეველმა
არ დაივიწყა სიტყვა, რომლითაც ოდესღაც ღვთისდარ ოდისევსს დაემუქრა და იკითხა, თუ როგორი
იყო ზევსის ნება: „მამა ზევსო, უკვდავი ღმერთებისგან რა პატივისცემა უნდა მქონდეს, თუკი
მოკვდავი ფეაკები, [130] რომლებიც ჩემივე შექმნილები არიან,79 არაფრად მაგდებენ?! თუნდაც ახლა,
ოდისევსზე! მე განვაცხადე, რომ ოდისევსმა უამრავი უბედურება უნდა გადაიტანოს, სანამ შინ
დაბრუნდება, თავად დაბრუნება მე არ დამიშლია, ამას ხომ შენ თვითონ დაპირდი და თავიც
დაუქნიე. ამ ხალხმა კი თავისი სწრაფი ხომალდით ითაკაში ჩაიყვანეს მძინარე და თანაც
წარმოუდგენლად დიდი საჩუქრებიც ჩაუტანეს: სპილენძი, ოქრო, ნაქსოვი სამოსი, ყველაფერი
უხვად, ოდისევსი თავად ტროიდან ამდენს ვერ წამოიღებდა, უვნებელიც რომ დარჩენილიყო და
ნადავლის თავისი წილი რომ მიეღო.“
ღრუბელთშემკრებმა ზევსმა მას ასე მიუგო: [140] „აჰ, ვრცლად მბრძანებელო
მიწისმრყეველო, ეს რა თქვი! ღმერთების პატივისცემა არასოდეს მოგაკლდება, ძნელიც იქნებოდა
ჩვენი უძველესებისა და საუკეთესოების შეურაცხყოფა; მაგრამ ადამიანთაგან ვინმეს მოეჩვენება,
რომ ძალიან მძლავრია და შეუძლია, არაფრად ჩაგაგდოს, ყოველთვის ხელთა გაქვს, შური იძიო.
გააკეთე, რაც გინდა და რასაც გული გეუბნება.“
მას უპასუხა მიწისმრყეველმა პოსეიდონმა: „ასეც ვიზამდი მაშინვე, შავღრუბლიანო,
როგორც შენ ამბობ, მაგრამ შენი ხასიათი ვიცი და გავურბივარ მას. ახლა, ჩემდათავად, მსურს ეს

78 ოთხეული ველზე მიქრის – ითვლება, რომ ეს გვიანდელი ჩანართია, რადგან ჰომეროსის ეპოქაში არ იცოდნენ
ოთხცხენშებმული ეტლები.
79 ჩემივე შექმნილები არიან – არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალკინოოსი, ფეაკების მეფე, პოსეიდონის შვილიშვილია.

94
მშვენიერი ხომალდი დავულეწო [150] ფეაკებს, რომლებიც შინ ბრუნდებიანი ნისლიან ზღვაზე, რომ
შეწყვიტონ ხალხის შინ მიცილება, ხოლო მათ ქალაქს მაღალ ქედს შემოვავლებ.“
ღრუბელთშემკრებმა ზევსმა მიუგო: „მე კი მგონია, ეს იქნებოდა საუკეთესო: როდესაც
მთელი ხალხი ქალაქიდან ნაპირს მოახლოებულ ხომალდს დაინახავს, სწორედ მაშინ კლდედ
გადააქციო, რომელიც სწრაფმავალ ხომალდს ემსგავსება,80 ყველამ რომ შეხედოს გაოგნებულმა,
შემდეგ კი მათ ქალაქს მაღალი ქედი შემოავლე.“
როდესაც მიწისმრყეველმა პოსეიდონმა ეს მოისმინა, [160] სქერიისკენ დაიძრა, სადაც
ფეაკები დაიბადნენ, და იქ იცდიდა. მალე საზღვაო ხომალდიც ძალიან მოახლოვდა; მიწისმრყეველი
მივიდა მასთან, კლდედ გადააქცია, ხელისგული დაჰკრა და ზღვის ფსკერს მიაფუძნა. ამის შემდეგ
მოშორდა იქაურობას. ერთმანეთს ფრთოსან სიტყვებს ეუბნებოდნენ გრძელნიჩბიანი ფეაკები,
ხომალდებით სახელგანთქმული ხალხი. ერთი მეორეს, გვერდით მჯდომს შეხედავდა და იტყოდა:
„ვაი, ვინ დააკავა ჩვენი სწრაფი ხომალდი ზღვაზე, როდესაც შინ მოცურავდა? როგორ, ხომ
ვხედავდით ყველა?“ [170] ასე იტყოდა ერთი მათგანი, მაგრამ მათ არ იცოდნენ, როგორ მოხდა ეს.
მაშინ ხმა ამოიღო ალკინოოსმა და ასე თქვა: „ო არა! აშკარაა, მამაჩემის წინასწარმეტყველება, დიდი
ხნის წინ გამოთქმული აგვიხდა ჩვენ! ის ამბობდა, რომ პოსეიდონი განრისხებულია ჩვენზე, რადგან
ჩვენ უვნებლად ვაბრუნებთ შინ ყველას. მან თქვა, რომ ოდესმე პოსეიდონი დაღუპავს ფეაკების
ბრწყინვალე ხომალდს, შინ მობრუნებულს ნისლიან ზღვაზე და ჩვენ ქალაქს მაღალ ქედს
შემოავლებს. ასე თქვა ბერიკაცმა. ახლა ეს ყველაფერი ახდა. მაშ, მოდი, როგორც გეტყვით,
დავემორჩილოთ ამას. [180] აღარ გავაცილოთ მოკვდავი ხალხი შინ, როდესაც ჩვენს ქალაქში
ჩამოვლენ. მოდი თორმეტი რჩეული ხარი შევწიროთ პოსეიდონს იმ იმედით, რომ შეგვიბრალებს და
ჩვენს ქალაქს მაღალ ქედს აღარ შემოავლებს.“
ასე თქვა, ისინი კი შეშინდნენ და ხარები გაამზადეს. ასე ლოცულობდნენ მბრძანებელ
პოსეიდონზე საკურთხევლის ირგვლივ თავმოყრილი ფეაკთა სამეფოს ბელადები და
მხედართმთავრები.
შემდეგ ღვთაებრივ ოდისევსს გაეღვიძა თავის სამშობლოში, მაგრამ ვერ იცნო იგი, რადგან
დიდხანს არ ენახა. რადგან ქალღმერთმა ათენა პალასმა, [190] ზევსის ასულმა ირგვლივ ნისლი
მიმოაბნია, რომ ოდისევსი ვერავის ვერ ეცნო და რომ მისთვის ყველაფერი მოეყოლა, რომ ცოლს,
ქალაქელებსა და მეგობრებს ვერ ეცნოთ იგი, სანამ ყველა სასიძოს არ ანანებდა მათს თავხედობას.
ამგვარად მან ყველაფერი უცნაურად აქცია ბატონისთვის, გზები, ყოველთვის მისაწვდომი
ნავსაყუდელები, ციცაბო კლდეები და ხშირფოთლიანი ხეები. წამოხტა ოდისევსი, დადგა და
გადახედა თავის სამშობლოს. ბოლოს აქვითინდა და ხელები თეძოებზე დაირტყა. დაუშვა ხელები
და თქვა გოდებით: [200] „მოკვდავთა რომელ მიწაზე მოვხვდი ნეტავ? აქაურები ქედმაღლები არიან,
უსამართლონი, ველურები, თუ სტუმართმოყვარე და ღვთისმოშიში გონებით? სად წავიღო ამოდენა
ქონება? თვითონ სად უნდა წავიდე? რატომ იქ არ დავრჩი, სადაც ვიყავი, ფეაკებთან! რომელიმე
უფრო მძლავრ მეფესთან მოვხვდებოდი, რომელიც მიმასპინძლებდა და შინ გამაცილებდა. ახლა არ
ვიცი ეს ყველაფერი სად გადავმალო, მეშინია, სხვისი საკუთრება არ გახდეს. ვაი, ჩემს მიმართ ვარც
ისე სამართლიანი და არც ისე გონიერი [210] ბელადები და მხედართმთავრები აღმოჩნდნენ ფეაკები,
რომლებმაც უცხო ქვეყანაში გადამიყვანეს. დიახ, დამპირდნენ შორიდან შესამჩნევ ითაკაში
გადაყვანას, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. დაე, ზევსმა, მავედრებელთა ღმერთმა დასაჯოს ისინი,
ზევსმა, რომელიც ყველას აკვირდება და ყველას, ვინც შესცოდავს, სჯის. მაგრამ მოდი, ახლა,
გადავხედავ და აღვწერ ჩემს ქონებას. ჩემი ქონებიდან რამე ხელს ხომ არ გააყოლეს თავის
ღრმამუცლიან ხომალდზე.“
ასე თქვა და გადათვალა მშვენიერი სამფეხები, ქვაბები, ოქრომკედითა და სათუთად
ნაქსოვი სამოსი. არაფერი არ აკლდა, მაგრამ თავის სამშობლოს მისტიროდა და [220] გაუყვა
ხმამაღლა მოგრიალე ზღვის სანაპიროს დიდი მწუხარებით. ათენა მიუახლოვდა მას, ყმაწვილად
გადაცმული, მეცხვარეს მიმსგავსებული, ნაზი იერისა, როგორიც არიან მბრძანებელთა შვილები.
ეცვა კარგად ნაკეთი მოსასხამი, ორმაგად ნაკეცი მხრებზე; მკრივ ფეხებზე სანდლები ეცვა, ხელში კი
შუბი ეჭირა. ოდისევსს გაუხარდა მისი დანახვა, მასთან მივიდა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა:
„მეგობარო, შენ პირველი ხარ, ვინც აქ შემხვდა, გამარჯობა, გთხოვ, ცუდი გულით არ მიმიღო, [230]

80 კლდედ გადააქციო, რომელიც სწრაფმავალ ხომალდს ემსგავსება – კუნძულ კერკირის (კორფუს) მახლობლად

ახლაც ჩანს კლდე, რომელიც მოხაზულობით ხომალდს წააგავს. ამ საფუძვლით აიგივებდნენ ძველი კომენტატორები
სქერიასა და კერკირას.

95
გადამირჩინე ეს ნივთები და გადამარჩინე მეც. რადგან მე შენ მოგმართავ როგორც ღმერთს და
მუხლს ვიყრი შენს წინაშე. მითხარი სიმართლე, კარგად რომ გავიგო. რა მიწაა ეს, რა სამეფოა და რა
ხალხი იბადება აქ? ეს რომელიმე შორიდან შესამჩნევი კუნძულია თუ რომელიმე კონცხი, რომელიც
ნაყოფიერი მატერიკის ზღვაში შეჭრილი ნაწილია?“
თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ უპასუხა: „უცხოელო, შენ ან სულელი ხარ ან
შორიდან ჩამოსული, თუკი ამ მიწის ამბავს მეკითხები. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არ არის უსახელო
მიწა, იგი ძალიან ბევრმა იცის, [240] იმათაც, ვინც განთიადისა და მზის შესახვედრად ცხოვრობს და
იმათაც, ვისაც უკუნი წყვდიადისთვის ზურგი აქვს შექცეული. ქვიანია იგი და ცხენოსნობისთვის
უვარგისი, თუმცა ღარიბი არაა, სივრცე კი მართლა აკლია, მაგრამ საკვები უზომოდ ბევრი აქვს და
არც ღვინის სიმცირეს უჩივის. წვიმები ხშირია და ცვარიც უხვადაა. მშვენიერი საძოვრებია თხისა
და ძროხისთვის. ყველანაირი ტყეც არის, უამრავი მდიდარი ჩანჩქერია. ითაკის სახელი, უცხოელო,
ტროამდეც მისულა, თუმცა ამბობენ, რომ აქაველთა მიწიდან საკმაოდ შორსაა.“
[250] ასე თქვა და გაიხარა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა, გაიხარა, რომ მის
წინაშე მისი მამების ქვეყანა იყო, როგორც ათენა პალასმა, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულმა უთხრა
მას. მაგრამ თავად სიმართლე არ თქვა, სიტყვა უკან წაიღო, როგორც ყოველთვის, ახლაც ცბიერება
ჰქონდა გულში.
„ითაკაზე მსმენია ვრცელ კრეტაზეც კი, ძალიან შორს ზღვის იქით. ახლა კი თავად ჩამოვედი
ამ ქონებით. ერთი ამდენი ბავშვებს დავუტოვე და გამოვიქეცი, როდესაც სიცოცხლეს გამოვასალმე
იდომენევსის ძვირფასი შვილი, [260] ფეხმარდი ორსილოქოსი, რომელმაც ვრცელ კრეტაზე სწრაფი
ფეხებით დამარცხა ლუკმაპურისთვის მომუშავე ყველა კრეტელი; რადგან იგი აპირებდა, ჩემთვის
წაერთვა ტროული ნადავლი, რომელსაც გული გადავაყოლე ვაჟკაცურ ბრძოლებსა და მტკივნეულ
ტალღებში, რადგან არ მსურდა, მამამისს დავმორჩილებოდი ტროის სამეფოში და მეგობრებისგან
საკუთარი რაზმი ჩამოვაყალიბე. ბრინჯაოს პირიანი შუბი ჩავეცი, როდესაც ველიდან ბრუნდებოდა
და მე მეგობრებთან ერთად გზაზე ვიყავი ჩასაფრებული. კუნაპეტი ღამე ფარავდა ზეცას, კაცთაგან
ვერავინ [270] დაგვინახავდა და მეც საიდუმლოდ ამოვართვი სული. მას შემდეგ, რაც ბასრი
ბრინჯაოთი მოვკალი, მაშინვე ხომალდზე მივადექი სახელგანთქმულ ფინიკიელებს,81 შევევედრე
მათ და მდიდრულ ნადავლსაც დავპირდი. ვთხოვე, გემზე ავეყვანე და პილოსში ჩამოვესვი. ან
ღვთაებრივ ელისში, სადაც ეპეიელები მბრძანებლობენ. მაგრამ ქარის ძალამ ამ მხარეებს აარიდა
მათივე ნების საწინააღმდეგოდ – მოტყუება მათ არ უნდოდათ, მაგრამ, იქ რომ ვერ მოხვდნენ, ღამით
აქაურობას მოვადექით. ნავსაყუდელში ნიჩბებით შემოვიყვანეთ ხომალდი, [280] და თუმცა ყველა
მშიერი იყო, ვახშამი არავის არ გახსენებია, ნაპირზე გადავედით და ყველას ჩაგვეძინა. ძალიან
დავიქანცე და ტკბილი ძილი მომერია, სხვებს კი ჩამოუტანიათ ჩემი ნივთები ღრმამუცლიანი
ხომალდიდან და პიედაპირ იქ დაუწყვიათ, სადაც მე მეძინა ქვიშაზე. ასულან ხომალდზე და
გაუცურავთ კარგად დასახლებულ სიდონში, მე კი დამტოვეს დარდიანი გულით.“
ასე თქვა და თვალსხივოსანმა ათენამ გაიღიმა, ხელზე მოეფერა. გამოჩნდა იგი მაღალი
ლამაზი ქალის, ხელსაქმის დიდოსტატის სახით [290] და ფრთოსანი სიტყვით მიმართა ოდისევსს:
„მოქურდო და ცბიერი უნდა ყოფილიყო, შენთვის რომ ეჯობნა ცბიერებაში, ეს ღმერთსაც კი
გაუჭირდებოდა. უბედურო, ცბიერო შეთქმულო, ხრიკებით გაუმაძღარო, საკუთარ მიწაზეც არ
იშლი ეშმაკობას, ბავშვობიდანვე საყვარელ ცრუ სიტყვებსა და ტყუილს? მოდი, არ გვინდა ამაზე.
ორივემ ვიცით ცბიერების ხელოვნება, ამასა და საბჭოზე გამოსვლაში შენ მოკვდავებში ბადალი არ
არ გყავს, როგორც მე ვარ სახელგანთქმული ღმერთებს შორის ცბიერებითა და სიბრძნით; [300]
მაგრამ შენ ვერ იცანი ათენა პალასი, ზევსის ასული, რომელიც მუდმივად გვერდით გიდგას და
გიცავს ყველა საქმეში, რომელმაც შენი თავი ყველა ფეაკს შეაყვარა. ახლა აქ მოვედი, რომ შენთან
ერთად მოვიფიქრო გეგმა და ეს განძიც გადაგამალვინო, სახელოვანმა ფეაკებმა რომ გამოგატანეს
ჩემი ჩანაფიქრითა და რჩევით, ასევე, რომ გაგაგებინო, რა განსაცდელი გელოდება საკუთარ სახლში.
შენ ეს უნდა გადაიტანო, გინდა თუ არ გინდა. არავის არაფერი არ უნდა უთხრა, არც კაცს, არც ქალს,
რომ დაბრუნდი მოგზაურობიდან, [310] ჩუმად უნდა გადაიტანო მრავალი ტანჯვა, გათავხედებულ
კაცთა ძალადობაც უნდა მოითმინო.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ძნელია, ქალღმერთო, შენი ცნობა, რა გამოცდილიც უნდა
იყო, რადგან თავი სხვებივით გიჭირავს. მაგრამ ეს კარგად ვიცი, რომ შენ კეთილი იყავი ჩემთვის,

81 ხომალდზე მივადექი სახელგანთქმულ ფინიკიელებს – ჰომეროსის ეპოქაში საზღვაო ვაჭრობა ძირითადად


ფინიკიელთა ხელში ყიო.

96
როდესაც ჩვენ, აქაველთა შვილები, ტროაში ვიბრძოდით. შემდეგ, რაც ჩვენ გავანადგურეთ
პრიამოსის მაღალი ქალაქი და ჩვენ ხომალდებით წამოვედით, ღმერთებმა გაფანტეს აქაველები.
შემდეგ შენ არ მინახავხარ, ჩემ ხომალდთან არ მოსულხარ, რომ ჩემთვის უბედურება აგერიდებინა.
[320] სამაგიეროდ, მე ვხეტიალობდი, გონებაში მქონდა ჩემი დაგლეჯილი გული, სანამ ღმერთებმა
უბედურებისგან არ გამათავისუფლეს, სანამ შენ ფეაკების მდიდარ სამეფოში არ გამამხნევე სიტყვით
და თავად არ მიმიყვანე ქალქში. ახლა მამაშენის სახელით, გევედრები, არ მჯერა, რომ მართლა
შორიდან შესამჩნევ ითაკაში ჩამოვედი, მგონია, სხვაგან ვარ, ხოლო შენ დამცინი, ამას რომ მეუბნები,
გინდა, მომატყუო. მითხარი, მართლა მივაღწიე საყვარელ სამშობლოს?“
მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „შენ სულ ასეთი ფიქრი გაქვს მკერდში,
ამიტომ არ შემიძლია, მიგატოვო უბედური, შენ ფრთხილი, კარგად აღზრდილი და საზრიანი ხარ.
ნებისმიერი სხვა შორი გზიდან მოსული შინ გავარდებოდა, ცოლ-შვილი რომ ენახა თავის
სასახლეში. შენ კი ცდილობ, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი გამოიკითხო და გაიგო. ჯერ მეუღლე
უნდა შეამოწმო, რომელიც მართლაც შენს სასახლეში ზის ძველებურად და უბედური დღეები და
ღამეები გარბიან, სანამ იგი ცრემლს ღვრის. მე ამაში ეჭვი არ მეპარებოდა, პირიქით, გულში
ყოველთვის ვიცოდი, რომ ყველა მეგობარს დაკარგავდი და შინ დაბრუნდებოდი. პოსეიდონთან ომი
კი არ მინდოდა, ბიძაჩემთან, რომელმაც შენზე წყენა ჩაიდო გულში, განრისხდა, შენ რომ საყვარელი
შვილი დაუბრმავე. მაგრამ მოდი, ითაკის მიწას გაჩვენებ, შენ რომ დამიჯერო. ესაა ზღვის ბერიკაცის,
ფორკისის ნავსაყუდელი, ხოლო აქ, ნავსაყუდელის თავში იზრდება გრძელფოთლიანი
ზეთისხილის ხე. გვერდით მშვენიერი ბნელი მღვიმეა, მიძღვნილი ნიმფებისადმი, რომლებსაც
ნაიასებს უხმობენ. ამ მაღალთაღიან მღვიმეში [350] ნიმფებისთვის შენ შეგიწირავს მრავალი
სრულყოფილი ჰეკატომბე, ეს კი ნერიტონია, ტყით შემოსილი. მთა.“
ეს თქვა ქალღმერთმა და განდევნა ნისლი, გამოჩნდა მიწა. გაიხარა მაშინ მრავალტანჯულმა
ღვთაებრივმა ოდისევსმა, ახარებდა მშობლიური მიწა და კოცნიდა მარცვლისმომცელ მიწას. მაღლა
ასწია ხელები და ლოცვით მიმართა ნიმფებს: „ნიმფა ნაიასებო, ზევსის ასულებო, არ მეგონა, კიდევ
თუ შევხვდებოდით ერთმანეთს. ახლა მოგესალმებით ნაზი ლოცვით. ჩვენ თქვენ საჩუქრებს
მოგართმევთ, როგორც უწინ, თუკი ზევსის ასული, რომელიც ნადავლს გვჩუქნის, მოწყალედ
დამრთავს ნებას, [360] ცოცხალი ვიყო და აღვზარდო ძვირფასი ვაჟი.“
ისევ უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „გამაგრდი, ეს ამბები არ უნდა
აწუხებდეს შენს გონებას, მოდი, ამის ნაცვლად შენი ნივთები მშვენიერი მღვიმის კუთხეში
დავალაგოთ, რომ უსაფრთხოდ იყოს, თვითონ კი მოვიფიქროთ, როგორ ჯობია შემდგომი
მოქმედება შენთვის.“
ასე თქვა და ქალღმერთი შევიდა ჩრდილოვან მღვიმეში, ეძებდა საიდუმლო ადგილებს.
შემდეგ ოდისევსმა შემოზიდა ყველაფერი, ოქრო და დაულეწელი ბრინჯაო, კარგად შეკერილი
სამოსი, რომელიც ფეაკებმა მისცეს [370] და შორს დააწყო. შემდეგ ეგისისმპყრობელი ზევსის ასულმა
ათენა პალასმა კარად დიდი ლოდი დააყენა. ორნი დასხდნენ წმინდა ზეთისხილის ხის ძირას და
ქედმაღალი სასიძოების განადგურება დაგეგმეს. პირველმა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ
ამოიღო ხმა: „ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს, მოიფიქრე, როგორ დაადო
ხელი უსინდისო სასიძოებს, რომლებიც ბოლო სამი წელია გაბატონდნენ შენს დარბაზში, შენი
ღვთისდარი მეუღლის გულის მოგებას ცდილობენ და მას საქორწინო საჩუქრებს უძღვნიან. ის კი
თავის გულში მხოლოდ შენს დაბრუნებაზე ფიქრობს მწუხარედ, [380] თანაც ყველას იმედს აძლევს
და ჰპირდება ყველა მამაკაცს, უგზავნის შეტყობინებას, მაგრამ გონება სხვა ამბებით აქვს
დაკავებული.“
მარჯვე ოდისევსი უპასუხებს: „ვაი, სრულიად ცხადია, რომ მე დავიღუპებოდი ჩემს
სასახლეში ატრეიდეს აგამემნონის ბოროტი ბედით, რომ შენ, ქალღმერთო, ყველაფერი ზუსტად არ
მოგეთხრო ჩემთვის. მაგრამ მოდი, მოვქსოვოთ გეგმა, როგორ ვიძიო მათზე შური. დამიდექ
გვერდით და შთამაგონე უშიშარი სიმამაცე, ისევე, როგორც მაშინ, ტროის გლუვი ქონგურები რომ
დავაქციეთ. თუ შენ ხალისით დამიდგები გვერდით, თვალსხივოსანო, [390] მე თუნდაც სამას კაცს
შევებრძოლები შენთან ერთად, დიადო ქალღმერთო, თუკი შენ თავგამოდებით დამეხმარები.“
მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „მე ნამდვილად შენთან ვიქნები და არ
დაგივიწყებ, როდესაც ჩვენ ამ ამბებზე წავიმუშავებთ. მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთები დედამიწას
მოთხვრიან სისხლითა და ტვინით, ზოგიერთები სასიძოებიდან, რომლებიც ნთქავენ შენს ქონებას.
მაგრამ ჯერ წავიდეთ, მე ყველა მოკვდავისთვის ამოუცნობს გაგხდი. მე მშვენიერ ხორცს შენს
მოქნილ კიდურებზე შევჭმუხნი, ოქროს თმებს მოვსპობ თავზე და ძონძებს ჩაგაცმევ, [400] ასე რომ

97
კაცი, რომ დაგინახავს, შეგიძულებს. დაგიმახინჯებ თვალებს, რომლებიც ადრე შესანიშნავი იყო,
საზარელი სანახავი იქნები სასიძოებისთვისაც, ცოლ-შვილისთვისაც, რომლებიც შენს სასახლეში
დატოვე. უპირველეს ყოვლისა, უნდა მიხვიდე შენს მეღორესთან, რომელიც შენს ღორებს უვლის,
შენც უყვარხარ, შენი შვილიც და თავშეკავებული პენელოპეც. შენ მას იპოვი თავისივე ღორებთან,
რომლებიც იკვებებიან კორაქსის კლდესთან და არეთუსას წყაროსთან, მიირთმევენ გემრიელ რკოს,
სვამენ შავ წყალს, [410] ესაა, რაც ღორის უხვ ქონს ასქელებს. დარჩი იქ, დაუჯექი გვერდით,
გამოკითხე ყველაფერი, სანამ მე ლამაზი ქალებით განთქმულ სპარტაში გავემგზავრები და
მოვუხმობ ტელემაქოსს, შენს საყვარელ ვაჟს, ოდისევს. იგი გაემგზავრა ვრცელ ლაკედემონში,
მენელაოსთან, რომ შენი ამბები გაიგოს, ჯერაც ცოცხალი ხარ თუ არა სადმე.“
მას უპასუხა მარჯვე ოიდიპოსმა: „როცა მთელი სიმართლე იცი, რატომ არ უთხარი მას? შენ
გინდოდა, რომ ისიც საფრთხეში იყოს, მღელვარე ტალღებში იხეტიალოს, სანამ სხვები აჩანაგებენ
მის ქონებას?
[420] მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „ნუ აღელდები და ბევრს ნუ
იფიქრებ ამაზე. მე წავიყვანე იგი, რომ სახელი მოიხვეჭოს ამ მოგზაურობით, მას იქ არაფერი
ემუქრება, მშვიდად ზის ატრეიდესის სასახლეში, ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება, დიდი სიუხვე წინ
უდევს. დიახ, ყმაწვილი ხალხი ელოდება შავ ხომალდზე ჩასაფრებულები, უნდათ მანამდე მოკლან,
სანამ სამშობლო მიწას მიაღწევდეს; მე ამას სულაც არ ველოდები. უმალ მიწა დაფარავს რამდენიმე
სასიძოს, რომელიც ნთქავს შენს ქონებას.“
ეს თქვა და ათენა მას თავისი კვერთხით შეეხო. [430] შეუჭმუხნა მშვენიერი ხორცი მოქნილ
კიდურებზე, ოქროს თმებს მოვსპობ თავზე და ყველა კიდურს მიხრწნილი ბერიკაცის კანი გადააკრა.
დაუმახინჯა თვალები, რომლებიც მანამდე შესანიშნავი იყო, შემდეგ შემოსა ძონძით, შემდეგ
მეორეთი, მოსასხამი დახეული, ბინძური ნივთები, სუნიანი კვამლით დასვრილი. მხრებზე მოასხა
ირმის დიდი ტყავი, ბეწვებგაცლილი და მისცა ხელჯოხი და საცოდავი ტყავის ტომარა
დახვრეტილი, ზემოდან თოკი ჰქონდა თავის მოსაკრავად. ასე ორმა მოილაპარაკა და დაშორდნენ
ერთმანეთს. შემდეგ ქალღმერთი [440] გაეშურა ღვთაებრივ ლაკედემონში, ოდისევსის შვილის
დასაბრუნებლად.

98
მეთოთხმეტე სიმღერა: ოდისევსი და ევმეოსი

1-47 ოდისევსი პოულობს ევმეოსს; 48-108 ევმეოსის სტუმართმოყვარეობა; 109-164 ოდისევსი


საკუთარ დაბრუნებას „წინასწარმეტყველებს“; 165-234 ოდისევსი თავს კრეტელად ასაღებს; 235-292
კერეტელის თავგადასავალი ეგვიპტეში; 293-359 კრეტელის თავგადასავალი თესპროტიაში; 360-408
ევმეოსს აეჭვებს ახალი ამბები; 409-456 ვახშამი ევმეოსის ქოხში; 457-533 ოდისევსის თხრობა ტროის
ომზე.

შემდეგ იგი ნავსაყუდელიდან ქვიანი ბილიკით ზემოთ გაეშურა ტყიანი მთის გავლით, სადაც,
როგორც ათენამ ბრძანა, ღვთაებრივი მეღორე ცხოვრობდა, რომელიც ბატონის საქმეებზე ყველაზე
უკეთ ზრუნავდა ოდისევსის მონებს შორის. მან მართლაც იპოვა მეღორე, თავისი ქოხის წინ ეზოში
იჯდა; ქოხი მაღლა, ფართო ადგილას, ფართო ეზოში, ველობის შუაგულში იყო აშენებული. ეს ეზო
მეღორეს თვითონ მოუწყვია ბატონის წასვლის შემდეგ, დედოფლისა და ლაერტესის დახმარების
გარეშე. [10] უზარმაზარი ლოდები დააწყო და ზემოდან დააფარა ეკლის ბუჩქები. გარედან ღობედ
შემოავლო კანმოცილებული მუხისგან დამზადებული სქელი და ერთმანეთს დაახლოებული
სარები აქეთ-იქით. შემდეგ ეზოში ააგო თორმეტი საღორე ერთმანეთის გვერდიგვერდ,
თითოეულში ორმოცდაათ-ორმოცდაათი სანაშენო ნეზვი ჰყავდა ჩაკეტილი, ხოლო ტახებს გარეთ
ეძინათ; ესენი ბევრად ნაკლები იყო, რადგან ღვთისდარმა სასიძოებმა შეჭამეს და რიცხვი შეამცირეს.
მეღორე ხომ მუდმივად უგზავნიდა საუკეთესო, კარგად ნასუქ ტახებს. [20] ახლა სამას სამოცი ტახი
ჰყავდა. ღორებს იცავდა ოთხი მგელივით სასტიკი ქოფაქი, რომლებიც აღზარდა მეღორემ, ხალხის
მეთაურმა.
თავად ფეხსაცმელს ირგებდა, ხარის კარგი ფერის ტყავისგან სანდალს ამზადებდა.
ამასობაში დანარჩენი სამი მწყემსი იქეთ-აქეთ დაჰყვებოდა ღორებს საძოვარზე, მეოთხე კი მან
ქალაქში გაგზავნა, ღორი უნდა მიეყვანა ქედმაღალი სასიძოებისათვის, რომ დაეკლათ და ხორცით
გული ეჯერებინათ. უეცრად ავმა ძაღლებმა ოდისევსი დაინახეს, [30] ხმამაღალი ყეფით მივარდნენ.
ოდისევსი კი ცბიერად ჩაჯდა, ჯოხი კი გაუვარდა ხელიდან. მაშინ საკუთარ მამულში სასტიკი
ტკივილი შეიძლებოდა, მიდგომოდა, მაგრამ მეღორე სწრაფი ნაბიჯით გაეშურა კარისკენ და ტყავი
გაუვარდა ხელიდან. დაუყვირა ძაღლებს და ქვების სროლით აქეთ-იქით გააქცია. შემდეგ უთხრა
თავის ბატონს: „ბერიკაცო, ამ ძაღლებმა კინაღამ დაგგლიჯეს უეცრად და შენგან ლანძღვა-გინებას
ვერ გადავურჩებოდი. თითქოს მაკლდეს ღმერთებისგან მწუხარება და ოხვრა! [40] ვზივარ, ჩემს
ღვთისდარ ბატონს დავსტირი და ღორებს ვასუქებ, სხვებმა რომ მიირთვან, ის კი, ვინ იცის, მშიერი
დახეტიალობს სხვა ენის ქვეყნებსა და ქალაქებში, თუ ცოცხალია და მზის სინათლეს თუ ხედავს. შენ
კი მომყევი, მოხუცო, შემოდი ჩემს ქოხში, გული რომ იჯერო ჭამა-სმით და მომიყვე, საიდან
მოსულხარ და რა გადაგიტანია.“
ასე თქვა და ღვთაებრივი მეღორე გაუძღვა და შინ შეიყვანა, ბლომად ფიჩხი დაუყარა [50] და
ზემოდან ჯიხვის დიდი და ხაოიანი ტყავი გადაუფინა, რომელზეც ეძინა ხოლმე. გაიხარა
ოდისევსმა, ასე რომ მიიღეს, სახელით მიმართა და უთხრა: „უცხოელო, დაე ზევსმა და სხვა
უკვდავმა ღმერთებმა აგისრულონ, რაც კი გსურს, რადგან ასე თბილად მიმიღე.“
მეღორე ევმეოსო, შენ უპასუხე: „უცხოელო, მე უფლება არ მაქვს, პატივი არ ვცე სტუმარს,
შენზე უარესიც რომ იყოს, რადგან მოგზაურსა და გაჭირვებულს ზევსი მოუძღვის ჩვენთან და
საჩუქარი, თუნდაც მცირე, მაინც ეკუთვნის ჩვენგან. ასეთია მონების ჩვეულება, [60] მუდმივ შიშში
არიან, ახალი ბატონები რომ გაუჩნდებათ. რადგან ღმერთებმა შინ დაბრუნება არ აღირსეს იმას,
რომელსაც ნაზად ვეყვარებოდი და მომცემდა ქონებას, სახლს, ნაკვეთსა და ბევრისთვის სასურველ
მეუღლეს, როგორც გულუხვი ბატონი აჯილდოვებს მონას, თუ ის ბეჯითად ირჯება და ღმერთიც
ხელს უწყობს, რომ ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდეს, როგორც მე გამომდის. ასე დამლოცავდა
ჩემი ბატონი, აქ, თავის სახლში რომ დაბერებულიყო; მაგრამ ის დაიღუპა, როგორც მე ვისურვებდი,
რომ ჰელენეს მთელი მოდგმა ამომწყდარიყო მთლიანად, მას შემდეგ, რაც მრავალ ვაჟკაცს მუხლი
მოუკვეთა. [70] ისიც ხომ აგამემნონის ღირსების გამო წავიდა ცხენმრავალ ილიონში, ტროელებთან
საომრად.“
ეს თქვა და სწრაფად შეიკრა ქიტონი ქამრით და საღორეებისკენ გაეშურა, სადაც გოჭები
ჰყავდა დამწყვდეული. იქიდან ორი აირჩია, მოიყვანა და დაკლა ორივე, გარუჯა, დაჭრა და
შამფურზე ააგო. როცა მთლიანად შეწვა, ოდისევსს მოუტანა, წინ დაუწყო ცხელ-ცხელი

99
შამფურებიანად. შემდეგ ქერის თეთრი ფქვილიც მოაყარა. თაფლივით ტკბილი ღვინო ხის ჯამში
გააზავა, თვითონ სტუმარს წინ დაუჯდა, მოიწვია და უთხრა: [80] „მიირთვი, უცხოელო, საკვები,
რომელზეც ხელი მიუწვდებათ მონებს, – გოჭი. ნასუქ ღორებს კი სასიძოები გეახლებიან, რომელთაც
სასჯელის არ ეშინიათ და სიბრალულიც უცნობია მათთვის. ნეტარ ღმერთებს არ უყვართ
დაუდევარი საქმეები, ამის სანაცვლოდ აფასებენ სამართლიანობასა და კაცურ უმწიკვლო საქმეებს.
იმ ადამიანებსაც კი,მრომლებიც უცხო მიუწაზე მიდიან მტრულად, ზევსმა შეიძლება ნადავლი
აჩუქოს ნდა ისინიც აავსებენ თავიანთ ხომალდებს და უკან ბრუნდებიან, მაგრამ ღვთაებრივი
შურისძიების წინაშე დიადი შიში მათ გონებასაც კი წვდება. ამ ხალხმა ნაღდად იცის, რომელიღაც
ღმერთის ხმა თუ სმენიათ, [90] რომ დაიღუპა იგი, ამიტომ არ აპირებენ სასიძოობას სწორი გზით,
არც შინ დაბრუნებას, არამედ თავიანთ თეფშზე ისინი ქედმაღლურად აჩანაგებენ ჩვენს ქონებას და
არაფერს არ ინდობენ. რადგან რამდენი დღე ან ღამეც გამოუგზავნია ზევსს, იმდენჯერ შეუწირავთ
მსხვერპლი, თანაც არა მხოლოდ ერთ ან ორი, ღვინოსაც იმდენს ისხამენ, რამდენიც უნდათ ან
მეტსაც. რადგან ჩემი ბატონი მართლაც ძალიან მდიდარი იყო. არავის ჰქონდა ამდენი სიმდიდრე,
არც შავ ხმელეთზე, არც თავად ითაკაზე. ოცი კაცი ერთად ვერ შეეჯიბრებოდა ქონებით. ყველაფერს
ჩამოგითვლი: [100] ოცი ჯოგი ძროხა და ამდენივე ცხვრის ფარა და ღორების კოლტი იქ, მატერიკზე,
და ამდენივე თხის არვე, ყველას მწყემსად ჰყავს უცხო ან ადგილობრივი მწყემსი. ითაკის
სანაპიროზე თხების თერთმეტი არვეა, რომელთაც საიმედო ხალხი მწყემსავს. ყოველდღე აქედან
სასიძოებს ყველაზე მსუქანი თხა ეგზავნებათ, ხოლო მე, როგორც მეღორე, საუკეთესო ტახს ვურჩევ
და ვუგზავნი მათ.“
ასე თქვა, ხოლო მადლიერმა ოდისევსმა ხორცი გემრიელად მიირთვა და ღვინო შესვა, [110]
თანაც სასიძოებისთის სიავეზე ფიქრობდა. როდესაც ჭამით გული იჯერა, ევმეოსმა თასი,
რომლითაც სვამდა, ღვინით გაუვსო და მიართვა. მანაც გამოართვა, გულით გაიხარა და ფრთოსანი
სიტყვით მიმართა: „ვინ არის ეს მდიდარი და მძლავრი ადამიანი, რომელმაც შენ გიყიდა თავისი
სიმდიდრით? შენ ამბობ, რომ ის დაიღუპა აგამემნონის ღირსების დაცვისას. დამისახელე, ზევსის
სახელით, იქნებ, გავიხსენო. შეიძლება, [120] შევხვედრივარ ან ვიცი რამე მასზე; მე ხომ უამრავ
ადგილას მიხეტიალია.“
მას უპასუხა მეღორემ, კაცთა მეთაურმა: „მოხუცო, ვერც ერთმა მოგზაურმა, რომელიც
მოვიდა და მასზე ამბები ჩამოიტანა, ვერ დაარწმუნა მისი მეუღლე და ძვირფასი ვაჟი. პირიქით,
ყველა გაჭირვებული მათხოვარი ტყუის და სიმართლის თქმას არც აპირებს. ყველა მოგზაური,
რომელიც ითაკის სამეფოში აღმოჩნდება, მიდის ჩემ ქალბატონთან და ცრუ ამბავს უყვება. იგი
ყველას ნაზად იღებს, უმასპინძლდება და ყველაფერს ეკითხება, ცრემლი სდის თვალთაგან, [130]
როგორც ეს ემართება ქალს, რომლის ქმარიც უცხოეთში გარდაიცვლება. შენც, მოხუცო,
სიამოვნებით შეთხზავდი მოთხრობას, თუკი ამისთვის ვინმე ქიტონსა და მოსასხამს გიბოძებდა. რაც
შეეხება ჩემს ბატონს, მისი სული უკვე გაფრინდა, ხოლო ძაღლებმა და ფრინველებმა ხორცი უკვე
ააგლიჯეს მის ძვლებს; ან ზღვაში თევზებმა შეჭამეს იგი, ხოლო ძვლები სადღაც ნაპირზე ღრმა
ქვიშაშია ჩამალული. ასე დაიღუპა იგი იქ, ხოლო მის მეგობრებს სამუდამო გლოვა მართებს,
განსაკუთრებით კი მე, რადგან ვეღარასოდეს ვერ ვიპოვი ასეთ კეთილ ბატონს, სადაც უნდა წავიდე,
[140] დედისა მამის სახლშიც რომ დავბრუნებულიყავი, სადაც დავიბადე და აღვიზარდე. ახლა
მათზე კი არ ვდარდობ, თუმცა მენატრება და მინდა დავინახო და სამშობლოში ვიყო; არა, მე
ოდისევსის დარდი მკლავს, რომელიც აღარაა. ის აღარაა, მაგრამ მის სახელს, უცხოელო,
პატივისცემით წარმოვთქვამ, რადგან მას ძალიან ვუყვარდი და ჩემზე მთელი გულით ზრუნავდა; მე
მას მაინც საყვარელ ბატონად მოვიხსენიებ, თუმცა იგი აქ აღარაა.“
მას უპასუხა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: „მეგობარო, რადგან შენ სრულად
უარყოფ და [150] შენს გულს ვერ წარმოუდგენია მისი დაბრუნება, ამიტომ მე უბრალოდ კი არ
გეტყვი, მე დავიფიცებ, რომ ოდისევსი დაბრუნდება. კარგი ამბისთვის ჯილდო კი მაშინვე
მომართვით, როდესაც იგი თავის სახლს მიაღწევს. ლამაზად ჩამაცვით, მომეცით ქიტონი და
მოსასხამი. იმ დღემდე კი, თუმცა მჭირდება, არაფერს არ ავიღებ: ჰადესის კარიბჭესავით მეზიზღება
კაცი, რომელიც გაჭირვების გამო ტყუილ ზღაპრებს ჰყვება. ახლა კი ზევსი, უპირველესი
ღმერთთაგან, იყოს ჩემი მოწმე, სასტუმრო სუფრა და უზადო ოდისევსის კერია, რომელთანაც
მოვედი, [160] დიახ, მართლაც, ყველაფერი ისე მოხდება, როგორც მე ვამბობ: ოდისევსი წელსვე
დაბრუნდება. როდესაც თვე მთავრდება და მეორე იწყება, იგი შინ დაბრუნდება და ყველას
გაუსწორდება, ვინც აქ მის მეუღლესა და ბრწყინვალე ვაჟს შეურაცხყოფს.“

100
მაშინ ასე უპასუხე, მეღორე ევმეოსო: „ჯილდოს არ მოგცემ კეთილი ამბისთვის და
ოდისევსიც არასოდეს არ დაბრუნდება შინ. მშვიდად სვი და ჩვენი ფიქრები სხვა რამეს მივაპყროთ,
ეს ამბები კი აღარ გამახსენო. რადგან მკერდში გული [170] მიკვდება ყოველთვის, როდესაც ვინმე
ახსენებს ჩემს კეთილ ბატონს. შენს ფიცს რაც შეეხება, დარჩეს. მე ვისურვებდი, რომ
დაბრუნებულიყო ოდისევსი, მეც, პენელოპეც, მოხუცი ლაერტესიც და ღვთისდარი ტელემაქოსიც.
ახლა მასზე გაუთავებლად ვწუხვარ, ტელემაქოსზე, რომელიც ოდისევსმა შვა. ღმერთებმა ის
აღმოაცენეს და ნორჩ ხედ გაზარდეს და მე ვფიქრობდი, რომ ის ხალხში არაფრით არ ჩამორჩებოდა
თავის ძვირფას მამას, აღნაგობითა და სილამაზით გამორჩეულს, როდესაც რომელიღაც უკვდავმა ან
ვინმე მოკვდავმა კაცმა ბრძნული გონება აუმღვრია და [180] წმინდა პილოსში გააგზავნა მამის
ამბების გამოსაკითხად. სახელგანთქმული სასიძოები კი ჩასაფრებული არიან, რომ შინ
მობრუნებული შეიწირონ და ღვთისდარი არკესიოსის მოდგმა უსახელოდ გაქრეს ითაკიდან. მაგრამ
მოდი, გავანებოთ თავი; შეიძლება შეიპყრონ, შეიძლება გაექცეს და კრონოსის ძემ ხელი გაუწოდოს,
რომ დაიცვას. მაგრამ მოდი, მოხუცო, შენი გასაჭირი გამაცანი, და მითხარი სიმართლე, რომ ვიცოდე
ყველაფერი კარგად. რა კაცი ხარ და საიდან ხარ? სადაა შენი ქალაქი და სად არიან შენი მშობლები?
რა ხომალდით ჩამოხვედი და რომელმა მეზღვაურებმა ჩამოგიყვანეს ითაკაზე? ვინ ვართო, რას
ამბობდნენ? [190] რადგან სულ არ მგონია, რომ აქ ქვეითად მოხვედი.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „მე შენ სრულ სიმართლეს გეტყვი: ჩვენ ორს რომ გვქონოდა
მთელი წლის სამყოფი საჭმელი და ტკბილი ღვინო და ეს დრო ამ ქოხში ქეიფში გაგვეტარებინა, სანამ
სხვები იმუშავებდნენ, მე მაინც ვერ მოვასწრებდი, მომეყოლა უბედურებაზე, რაც თავს დამატყდა
ღმერთების ნებით. მე მდიდარი კაცის შვილი ვარ, ვრცელი კუნძული კრეტის მკვიდრი. [200] ამ კაცს
ბევრი სხვა ვაჟიც ჰყავდა, რომლებიც მის სასახლეში დაიბადნენ და გაიზარდნენ, – მისი კანონიერი
მეუღლის კანონიერი შვილები. საყვარლად ნაყიდმა დედამ მშობა მე, მაგრამ მე თავისი კანონიერი
შვილების თანასწორად მიმიჩნევდა კასტორ ჰილაკიდესი, რომლის შთამომავლადაც ვთვლი თავს,
მას მაშინ კრეტელები ღმერთივით სცემდნენ პატივს ბედნიერების, სიმდიდრისა და სახელოვანი
შვილების გამო. მაგრამ სიკვდილის კერები მოვიდნენ და წაიყვანეს იგი ჰადესის სახლში. მისმა
ამაყმა ვაჟებმა წილი ჰყარეს და ქონება გაიყვეს, [210] მე სულ ცოტა მარგუნეს და სახლი გამომიყვეს.
ჩემი სიმამაცით ცოლი მდიდარი ოჯახიდან მოვიყვანე, რადგან მხდალი არ ვიყავი და ბრძოლაში
სუსტი და გამოქცეული. ეს ძველი ძალა აღარ შემომრჩა ახლა და მაინც, ნამჯას რომ შეხედავ,
მიხვდები, როგორი იყო ყანა, თუმცა მეტისმეტად დიდმა უბედურებამ დამრია ხელი. არესმა და
ათენამ მომცეს სიმამაცე და ძალა, რომ მეომართა რიგები გამერღვია და არასოდეს, როდესაც
საუკეთესო ვაჟკაცებს ვირჩევდი და ჩასაფრებას ვაწყობდი, ჩემი ამაყი სული სიკვდილზე არასოდეს
არ ფიქრობდა. მე ყოველთვის [220] პირველი ვიყავი, ვინც თავს ეცემოდა და შუბით განგმირავდა
ნებისმიერ მტერს, რომელიც გაქცევას ცდილობდა. ასეთი ვიყავი ომში, მაგრამ სოფლის ცხოვრება და
სახლი არასოდეს არ მიზიდავდა, თუნდაც ლამაზი ბავშვებით ყოფილიყო სავსე. მე ომი მიყვარდა
და ნიჩბიანი ხომალდები, მოელვარე შუბები და ისრები, მძიმე ამბები, რომლებიც სხვებს
ააცახცახებდა. მე ასე მგონია, რომ ღმერთმა ამ ყველაფრისადმი სიყვარული ჩამიდო გულში, რადგან
სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა რამ სიამოვნებს.
ჯერ კიდევ მანამდე, სანამ აქაველთა შვილები ტროას მიწას ფეხს დაადგამდნენ, [230] ხალხი
და სწრაფი ხომალდები ცხრაჯერ წავმართე უცხოელთა წინააღმდეგ და ბევრი რამ ჩამივარდა ხელში,
საიდანაც ბევრი რამ ავირჩიე და ბევრიც წილისყრით მომიწია. ჩემი სახლი მალე აყვავდა და ამის
შემდეგ კრეტელებს ჩემი შიში და პატივისცემა გაუჩნდათ.
მაგრამ როდესაც შორსმხედველმა ზევსმა საბოლოოდ ჩაიფიქრა ეს საზარელი მოგზაურობა,
რომელმაც მრავალ ვაჟკაცს მოუკვეცა მუხლი, მაშინ გვთხოვეს მე და სახელგანთქმულ იდომენევსს,
ჩვენი ხომალდები ილიონში ჩაგვეყვანა. არ იყო უარის თქმის არანაირი საშუალება, რადგან ხალხის
ხმა ძლიერ მოქმედებდა ჩვენზე. [240] იქ ცხრა წელს ვომობდით აქაველთა შვილები, ხოლო მეათე
წელს დავაქციეთ პრიამოსის ქალაქი და შინ გავეშურეთ ხომალდებით და ღმერთმა გაფანტა
აქაველები. ჩემთვის, უბედური კაცისთვის, ბრძენმა ზევსმა ბოროტება ჩაიფიქრა. მხოლოდ ერთი
თვე ვიყავი ბავშვების, მეუღლისა და სიმდიდრის გარემოცვაში; შემდეგ გულმა ღვთისდარ
მეგობრებთან ერთად ეგვიპტისაკენ გამიწია, სადაც აღჭურვილი ხომალდებით გავეშურე. ცხრა
ხომალდი მოვამზადე და ხალხიც მალე შეიკრიბა. ექვსი დღს განმავლობაში ჩემი საიმედო
მეგობრები [250] ქეიფობდნენ, შემდეგ მე მრავალი მსხვერპლი წარმოვადგინე, რომ ღმერთებისთვის
შეგვეწირა და მათთვის ნადიმი მოგვეწყო. მეშვიდე დღეს ხომალდებზე ავედით და გავცურეთ
ვრცელი კრეტიდან, ზურგიდან დაგვიბერა ძლიერმა ბორეასმა და გავფრინდით ძლიერად, თითქოს

101
დინებას მივყვებოდით. არც ერთი ჩემი ხომალდი არ დაზიანებულა, ჩვენ ვისხედით, უვნებლები და
სენისგან შეუწუხებლები, ქარი და მესაჭე მიაქანებდნენ ხომალდებს. მეხუთე დღეს ჩვენ მივაღწიეთ
მშვენივრად მედინ ეგვიპტოსს და მე ბაგირით მივაბი ჩემი ორმხრივ მოხრილი ხომალდები
ეგვიპტურ მდინარეში. მაშინ მე ვუბრძანე ერთგულ მეგობრებს, [260] იქ დარჩენილიყვნენ და
დაეცვათ ხომალდები, ხოლო მზვერავები გავგზავნე, რომ ეპოვნათ უმაღლესი წერტილი. მაგრამ
ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც გარყვნილებასა და საკუთარ ძალას დაემორჩილნენ, ეგვიპტელების
მშვენიერი ყანების გაჩანაგება დაიწყეს,82 ქალები და პატარა ბავშვები მოიტაცეს, ხოლო კაცები
ამოხოცეს; და კივილმა ქალაქს მიაღწია. ხმა რომ გაიგონეს, ხალხი გამოვიდა განთიადისას, მთელი
დაბლობი ქვითმა ჯარმა, ეტლებმა და მოელვარე ბრინჯაომ შეავსო. ხალისით ელვისმტყორცნელმა
ზევსმა მეხი დასცა, ჩემს მეგობრებს ბოროტი თავზარი დასცა, აღარავის ეყო ვაჟკაცობა, [270]
დამდგარიყო და მტერს პირისპირ შეხვედროდა; ბოროტება ყოველი მხრივ გვემუქრებოდა. მაშინ
ბევრი ჩვენგანი დაიღუპა ბასრი ბრინჯაოთი, ბევრიც თავის ქალაქში ცოცხლად ჩაიყვანეს და
მონებად აქციეს.
მაშინ ზევსმა გულში აზრი ჩამიდო. უმჯობესი იყო, ჩემს ბედს იქ, ეგვიპტეში შევხვედროდი,
რადგან მე მწუხარება მელოდებოდა. მოვიხადე თავიდან ჩემი კეთილად ნაკეთები მუზარადი,
მხრიდან ჩამოვიღე ფარი, ხელიდან გავაგდე შუბი და სამეფო ეტლის ცხენებისკენ წავედი. მოვეხვიე
და ვაკოცე მეფის მუხლებს. შემიწყალა და გადამარჩინა, [280] თავის ეტლზე დამსვა და თავისთან
სახლში მიმიყვანა ატირებული. იფნის შუბებით ბევრი დამესხა თავს, ჩემი მოკვლა სურდათ, რადგან
გამხეცებულები იყვნენ ბრაზისგან. მან მოიგერია ისინი და ზევსის რისხვას მოერიდა, უცხოელების
ღმერთისას, რომელსაც სხვებზე მეტად აღელვებს უკეთური საქმეები.
იქ შვიდი წელი დავყავი და დიდი სიმდიდრე დავაგროვე ეგვიპტელებში, რადგან ყველა
მაძლევდა რაღაცას. მაგრამ როდესაც მერვე წელი მომიბრუნდა, ცბიერ ფინიკიელს, ხარბ თაღლითს
გადავაწყდი, რომელსაც უკვე ბევრი უბედურება ჩაედინა მსოფლიოში. მისმა ცბიერებამ მომატყუა,
მან თან წამიყვანა ფინიკიაში, სადაც სახლი და ქონება ჰქონდა. იქ მასთან ერთად მთელი წელიწადი
გავატარე.“
მაგრამ როდესაც დღეები და თვეები დასრულდა, როდესაც წელიწადი გავიდა და წლის
დროები დადგა, საზღვაო ხომალდზე დამსვა, რომელიც ლიბიაში მიემართებოდა, ცრუ რჩევა მომცა,
თითქოს ტვირთი უნდა გადამეტანა, სინამდვილეში კი თურმე უნდა გავეყიდე და უზარმაზარი
თანხა უნდა მიეღო. მიუხედავად ჩემი ეჭვისა, მაინც ავედი მის ხომალდზე, სხვა გზა არ მქონდა.
ხომალდი მიქროდა ბორეასის ძლიერი ქარით [300] კრეტის სამხრეთით მივცურავდით, როდესაც
ზევსმა ხალხის განადგურება განიზრახა. როდესაც კრეტა დავტოვეთ და სხვა მიწა აღარ გამოჩენილა,
იყო მხოლოდ ზეცა და ზღვა, სწორედ მაშინ კრონიონმა შავი ღრუბელი მოგვივლინა ჩვენი
ღრმამუცლიანი ხომალდის თავზე და ზეცა ხომალდის ქვეშ ჩაშავდა. ზევსმა დაიქუხა და ელვა
სტყორცნა ხომალდს და მეხდაცემული გემი აცახცახდა, ჰაერი გოგირდით გაივსო, ჩემი მეგობრები
ზღვაში გადაცვივდნენ, ქარიშხალას მსგავსად გემის ირგვლივ დაატარებდა მათ ტალღები და
ღმერთმა არ აღირსა მათ შინ დაბრუნება. [310] რაც შემეხება მე, როდესაც ჩემი გული მწუხარებას
ჰქონდა მოცული, ზევსმა ხელში მუქცხვირიანი ხომალდის უზარმაზარი ანძა მომაჩეჩა, რომ
დაღუპვას ისევ გადავრჩენოდი. მას ჩავაფრინდი და წინ გამაქანეს საზარელმა ქარებმა. ცხრა დღე
მიმაქანებდნენ ასე და მეათე ბნელ ღამეს დიდი ტალღა მოვარდა და თესპროტების მიწაზე მიმიყვანა.
იქ თესპროტების მეფემ, გმირმა ფეიდონმა მიმიღო და იზრუნა ჩემზე უანგაროდ, რადგან მისმა
ძვირფასმა ვაჟმა მიპოვა, არაქათგამოცლილი და გაყინული და ხელში ამიყვანა და მამის სასახლეში
მიმიტანა; [320] და ჩამაცვა ქიტონი და მოსასხამი. იქ გავიგონე ოდისევსზე. ფეიდონმა მითხრა, რომ
უმასპინძლა მას, როდესაც იგი სამშობლოში მიემგზავრებოდა, მანვე მაჩვენა მთელი ქონება,
რომელიც ოდისევსს შეუგროვებია, ბრინჯაო, ოქრო და გულდასმით დამუშავებული რკინა. მეათე
თაობას გამოკვებდა ეს ქონება, მბრძანებლის იმდენი სიმდიდრე ინახებოდა ფეიდონის სასახლეში.
თვითონონ დოდონესთან წავიდა, რომ ღვთაებრივი, მაღალი და ხშირფოთლიანი მუხისაგან გაეგო
ზევსის ნება, თუ როგორ უნდა დაბრუნებულიყო ითაკის მდიდარ სამეფოში, [330] ღიად თუ
საიდუმლოდ, ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ჩემი თანდასწრებით ფიცი დადო და მსხვერპლი
შესწირა სახლში, გემი წყალში იყო უკვე ჩაშვებული და მეგობრები მზად იყვნენ, ოდისევსი

82 ეგვიპტელების მშვენიერი ყანების გაჩანაგება დაიწყეს... – ე.წ. „ზღვის ხალხების“ მრავალრიცხოვანი თავდასხმა

ეგვიპტეზე დადასტურებულია ძველი ეგვიპტის წერილობითი წყაროებით. არ არის გამორიცხული, რომ „ზღვის ხალხებში“
ბერძნები იგულისხმებიან, რომელთაც კრეტის კულტურის ეპოქაში დიდი საზღვაო ძალაუფლებას მიაღწიეს.

102
საყვარელ სამშობლოში დაებრუნებინათ. მაგრამ მე პირველი გამომიშვა, რადგან თესპროტიული
ხომალდი ხორბლით მდიდარ დულიქიონში მიცურავდა. მან უბრძანა თავისიანებს ზრუნვა არ
მოეკლოთ ჩემთვის და ჩავეყვანე მეფე აკასტოსთან.
მაგრამ ჩემთან დაკავშირებით ბოროტი განზრახვა გაუჩნდათ, შედეგად კი განსაცდელი არ
ამცდა. როდესაც საზღვაო ხომალდი მიწიდან შორს იყო, [340] მაშინვე გადაწყვიტეს მონობაში
ჩავეგდე. მთელი სამოსი – მოსასხამი და ქიტონი გამხადეს და ეს ძონძები მომიგდეს, რასაც ახლა
ხედავ საკუთარი თვალით. საღამოს მივადექით შორიდან შესამჩნევი ითაკის ველებს. შემდეგ მათ
მჭიდროდ მიმაბეს თოკით ხომალდის მერხს და ნაპირზე გადავიდნენ, რომ სწრაფად ესადილათ
ზღვისპირას. მაგრამ ღმერთებმა შემიხსნეს თოკი, დაგლეჯილი სამოსი თავზე შემოვიხვიე და [350]
საჭის ნიჩაბს ჩავყევი და მკერდამდე ზღვაში აღმოვჩნდი, შემდეგ ორივე ხელი მოვუსვი, გავცურე და
ძალიან სწრაფად გავექეცი მათ. შემდეგ ვიპოვე აყვავებული ჭალა, იქ დავიმალე და ვიწექი. ისინი
დიდი ოხვრით დარბოდნენ, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ძიებას მათთვის სარგებლობა არ მოჰქონდა,
დაბრუნდნენ თავიანთ ღრმამუცლიან ხომალდზე. ღმერთებმა იოლად დამმალეს და მიმიყვანეს
ერთი კეთილი კაცის საცხოვრისში. როგორც ჩანს, ჩემი სიკვდილის დრო ჯერ არ მოსულა!“
[360] მეღორე ევმეოსო, შენ მას უპასუხე: „საბრალო უცხოელო, შენ მე გული ამიღელვე, როცა
ამ ამბებზე ლაპარაკობდი, ყველაფერზე, თუ როგორ დაიტანჯე და როგორ იხეტიალე, მაგრამ მე არ
მგონია, რომ ოდისევსზე ყველაფერი ისე იყო, როგორც მოყევი და მე ვერ დამარწმუნებ, რაში
გჭირდება შენნაირ კაცს ამაო ტყუილი? რაც შეეხება ჩემი ბატონის შინ დაბრუნებას, მე ვიცი, რომ
ღმერთებს უკიდურესად სძულდათ ჩემი ბატონი, მართალია, ტროელებთან არ გასწირეს და არც
მეგობრების ხელში მომკვდარა ომის დასრულების შემდეგ. პანაქაველები მას საფლავის ბორცვს
დაუდგამდნენ, [370] და მომავალში შვილი მოუტანდა დიდ სახელს. მაგრამ ახლა ქარიშხლის
სულებმა გაიტაცეს იგი და არანაირი ამბავი აღარ დაგვიტოვეს. მე, ჩემდათავად, ღორებთან
ვცხოვრობ და ქალაქში არ დავდივარ, თუკი ბრძენი პენელოპე არ მიხმობს იქ, როდესაც მას
საღაციდან ახალ ამბებს ჩაუტანენ. მაშინ დასხდებიან და ყველაფერზე ეკითხებიან ისინიც, ვინც
დარდობს თავის ბატონზე და ისინიც, რომლებსაც უხარიათ, რომ დაუსჯელად აჩანაგებენ მის
ქონებას. მაგრამ კითხვა და გამოძიება არაა ძვირფასი ჩემთვის, მასშემდეგ, რაც ვიღაც ეტოლიელმა
კაცმა მომატყუა თავისი ამბით, [380] მას კაცი მოუკლავს, ვრცელ მიწაზე უხეტიალია და ჩემთან
მოვიდა სახლში და მე მას გულღიად ვუმასპინძლე. მან თქვა, რომ უნახავს ოდისევსი კრეტელებში,
იდომენევსის გვერდით, ქარისგან დაზიანებულ ხომალდებს აღადგენდაო. მან თქვა ზაფხულში ან
შემოდგომაზე დაბრუნდება ღვთისდარ მეგობრებთან ერთად და უამრავ განძს ჩამოიტანსო. და შენც,
ძლიერ მწუხარე მოხუცო, რაკი რომელიღაც ღვთაებამ მოგიყვანა ჩემთან, ნუ ცდილობ სიცრუით ჩემი
გულის მოგებას და ჩემს მოთაფლვას. ამის გამო არ გცემ პატივს და არ გადგყვები, არამედ ზევსის
რიდის გამო, სტუმრების ღმერთისა და შენდამი სიბრალულის გამო.“
[390] მას უპასუხა მარჯვე ორისევსმა: „მართლაცდა ურწმუნო გული გიცემს მკერდში, რაკი
ფიცითაც ვერ დაგარწმუნე და ვერ დაგითანხმე. მაგრამ მოდი, კავშირი შევკრათ და ოლიმპოსის
მფლობელი ღმერთები იყვნენ ჩვენ ორის მოწმენი მომავალში. თუკი შენი ბატონი ამ სახლში
დაბრუნდება, ჩამაცვი ქიტონი და მოსასხამი და დამაყენე დულიქიონის გზას, იქ მინდა ჩავიდე.
მაგრამ თუ შენი ბატონი არ ჩამოვა, თუმცა მე ვთქვი, მონები მომიგზავნე, დიდი კლდიდან
გადამაგდონ, [400] რომ სხვა მათხოვარი მოერიდოს ტყუილის თქმას.“
მას უპასუხა ღვთაებრივმა მეღორემ: „უცხოელო, ეს მართლაც შესანიშნავი ხერხი იქნებოდა
ხალხში მარადიული დიდებისა და პატივის მოპოვებისთვის, თუკი მკვლელად ვიქცეოდი და
ძვირფას სულს ამოვხდიდი იმას, ვისაც მანამდე კარგი სატუმარივით გავუმასპინძლდებოდი, თანაც,
ამის შემდეგ გულწრფელად შევევდრებოდი ზევს კრონიონს. ახლა კი ვახშმის დროა. დაე, ჩემი
მეგობრები შინ შევიდნენ სწრაფად, რომ ჩემს ქოხში გემრიელი ვახშამი მოვამზადოთ.“
სანამ ერთმანეთს ასეთ რამეს ეუბნებოდნენ, [410] მეღორეებმა ღორის კოლტი მორეკეს.
ღორები საღორეებში შერეკეს, რომ შეჩვეულ ადგილას დაეძინათ და საღორეში შეყრილმა ღორებმა
საზარელი ღრუტუნი დაიწყეს. მაშინ ღვთაებრიმა მეღორემ თავის მეგობრებს მოუხმო: საუკეთესო
ტახი მომიყვანეთ, რომ შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს დავუკლა. ჩვენ თვითონაც
ვისარგებლებთ ამით, ჩვენ, რომლებიც დიდი ხანია ამ თეთრეშვიანი ღორების გამო ვწვალობთ, სანამ
ჩვენი შრომით სხვები უფასოდ სარგებლობენ.“
ეს თქვა და დაუნდობელი ბრინჯაოს ნაჯახით შეშის დაჩეხვა დაიწყო, მაშინ როცა სხვებმა
კერასთან ხუთი წლის ტახი მიათრიეს [420] და კერასთან დააყენეს. მეღორემ უკვდავები არ
დაივიწყა, რადგან კეთილი გონებით იყო დაჯილდოებული. ასე რომ, მან ბალანი მოკვეცა

103
თეთრეშვიან ტახს და იგი ცეცხლში ისროლა, ყველა ღმერთს მიმართა ლოცვით, რომ
მრავალგონიერი ოდისევსი შინ დაებრუნებინათ. წამოდგა და ტახს მუხის ნაფოტი ჩაარტყა,
რომელიც შეშის დაჩეხვისას დაიტოვა და სულმა მიატოვა ცხოველი. ტახს ყელი გამოღადრეს,
შეტრუსეს იგი და მაშინვე დაჭრეს ნაჭრებად. მეღორემ პირველი შესაწირავი აიღო ყველა
კიდურიდან, ნედლი ნაჭრები სქელ ცხიმში გაახვია, ქერის ფქვილი მოაყარა და ცეცხლში ისროლა.
[430] დანარჩენი ნაჭრები დაჭრეს, შამფურზე ააგეს, გულმოდგინედ შეწვეს, შემდეგ ჩამოყარეს და
თეფშებზე დააწყვეს. მეღორემ, რომელმაც იცოდა, სამართლიანი რა არის, შვიდ ნაწილად გაჰყო,
ილოცა და ერთი ნაწილი გადადო ნიმფებისა და ჰერმესისათვის, მაიას ძისთვის, მერე დანარჩენი
დაურიგა თითოეულ ვაჟკაცს, ოდისევსს გამოუყო ნაჭრები, რომლებიც თეთრეშვიანი ტახის ზურგის
მთელი სიგრძიდან აჭრა და თავისი ბატონის გული გაახარა.
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: [440] „ევმეოს, დაე ზევსი ისევე კეთლი იყოს შენს მიმართ,
როგორც შენ ჩემს მიმართ, რაკი მე, როგორიც ვარ, კეთილი საქმეებით პატივს მცემ.“
მეღორე ევმეოსო, შენ უპასუხე: „მიირთვი, ღვთის მოგზავნილო სტუმარო, და ისიამოვნე
იმით, რაც აქაა. ღმერთი ერთს გაძლევს და მეორეს არა, როგორც გულით ისურვებს, რადგან მას
ყველაფრის გაკეთება შეუძლია.“
ასე თქვა და პირველი ნაწილები შესთავაზა მარადიულ ღმერთებს, შუშუხუნა ღვინო
შესწირა, თასი ქალაქთმმუსვრელ ოდისევსს დაუდო და გვერდით მიუჯდა თავისი ულუფით. პური
ჩამოარიგა მესავლიოსმა, [450] რომელიც მეღორემ შეიძინა ოდისევსის არყოფნისას, პენელოპესა და
ბებერი ლაერტესის ნებართვის გარეშე. იგი საკუთარი ხარჯით იყიდა ტაფოსელებისგან. ყველამ
ხელები წინ გაიწვდინა საკვებისკენ, შემდეგ, რაც ჭამა-სმით გული იჯერეს, მესავლიოსმა თეფშები
აალაგა, ხოლო დანარჩენებმა, ხორცითა და პურით დაკმაყოფილებულებმა საწოლებს მიაშურეს.
ცუდი ღამე დადგა, უმთვარო, ზევსი აწვიმებდა მთელ ღამეს და ძლიერი ძეფიროსი ქროდა,
რომელსაც ყოველთვის მოაქვს წვიმა. მაშინ თქვა ოდისევსმა, მეღორის გამოცდა მოინდომა, [460]
რაკი ასე ზრუნავდა მასზე, მოსასხამი უნდა ეთხოვა, რომ გაეგო, თავისას მისცემდა, თუ ვინმე
ამხანაგს დაუძახებდა: „მისმინეთ ახლა, ევმეოს და ყველა სხვა მეგობარო, რაღაც სატრსაბახოზე
ვლაპარაკობ, რადგან ღვინო მალაპარაკებს, მათრობელი ღვინო, რომელიც მოკრძალებულ კაცსაც
აამღერებს და ჩუმად გააცინებს, საცეკვაოდ მოუხმობს და რაღაც სიტყვას წამოაცდენს, რომელიც
სჯობს, არ ითქვას. რაკი ლაპარაკი წამოვიწყე, ბარემ ბოლომდე მოგიყვებით. ახალგარდა რომ
ვყოფილიყავი და ძველებური ძალა მქონოდა, როგორც მაშინ, ტროას ალყა რომ შემოვარტყით! [470]
ოდისევსი და ატრეიდესი მენელაოსი იყვნენ წინამძღოლები და მე, მათი ბრძანებით, მესამე ვიყავი
რაზმში. მაგრამ როდესაც ქალაქსა და მის მაღალ გალავანს მივადექით, მთელი აღჭურვილობით
დავიმალეთ ქალაქის ირგვლივ ხშირ ლელქაშიანში და ჭაობში. ცუდი რამე დადგა, გამყინავი
ბორეასი ჩადგა; შემდეგ მატყლის ბღუჯასავით თოვლი მოვიდა და ჩვენი ფარები სქელმა ყინულმა
დაფარა. ყველანი ქიტონებსა და სამოსლებში იყვნენ და მათ მშვიდად ეძინათ, ფარებს
ამოფარებულებს. [480] მე კი ჩემი მოსასხამი დამრჩა, როცა მეგობრებთან ერთად მოვედი,
დაუფიქრებლად მოვიქეცი, რადგან არ მეგონა, ასეთი სიცივე თუ იქნებოდა, ამიტომ მოვედი
მხოლოდ ფარითა და ლითონით გაწყობილი მოელვარე სახვევით. მაგრამ როდესაც ღამის მესამე
სადარაჯო დადგა და ვარსკვლავები ჩაესვენა, სწორედ მაშინ დაველაპარაკე ოდისევსს და მან
ხალისით მომისმინა: „ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს, მალე ცოცხალი არ
ვიქნები, რადგან სიცივე მომიღებს ბოლოს. რომელიღაც ღვთაებამ მომატყუა და მხოლოდ ქიტონი
მაცვია. გამოსავალი აღარ მაქვს.“
[490] ასე ვთქვი, მან ეს აზრი გულში გაიჩერა, ასეთი იყო ომსა და საბჭოში. ხმას დაუწია და
მითხრა: „ახლა გაჩუმდი, რომ ვერც ერთმა სხვა აქაველმა ვერ გაგიგონოს. ლაპარაკობდა, თავი
იდაყვზე ჰქონდა დაყრდნობილი და შესძახა: «მისმინეთ, მეგობრებო, ღამით ღვთაებრივი სიზმარი
ვნახე, რომ მეტისმეტად დავშორდით ხომალდებს. ამრიგად, იქნებ ვინმე გამეგზავნოს ატრეიდეს
აგამემნონთან იმ იმედით, რომ ხომალდებიდან ხალხი მოგვაშველოს?»
ასე თქვა და მაშინვე წამოდგა თოასი, ანდრემონის ძე, [500] გაიხადა მეწამული მოსასხამი და
ხომალდებისკენ გაიქცა. მე მის მოსასხამში გავეხვიე, სანამ ოქროსტახტროვანი ეოსი არ გამოჩნდა.
ახლაც რომ ახალგაზრდა ვყოფილიყავი და ძველებური ძალა მომდგამდეს, შეიძლება რომელიმე
მეღორეს თავისი მოსასხამი მოეცა მეგობრობის ნიშნად ან კარგი კაცისადმი პატივისცემის ნიშნად.
ახლა მე არავის მოვდივარ თვალში ჩემი ძონძების გამო.“
მეღორე ევმეოს, შენ მას უპასუხე: „ბერიკაცო, შენ მართლაც კეთილშობილ ზღაპარს მოჰყევი,
არც ამაოდ მოგიყოლია და არც უადგილოდ. [510] შესაბამისად, ახლა არც სამოსი მოგაკლდება და

104
არც სხვა რამ, რაც ეკუთვნის მრავალტანჯულ მავედრებელს. დილას ისევ შენი ძონძების ჩაცმა
მოგიწევს, რადგან გამოსაცვლელი ქიტონი და მოსასხამი ჩვენ არ გვაქვს, თითო ხელი გვაქვს
თითოეულს. მაგრამ როდესაც ოდისევსის საყვარელი ვაჟი ჩამოვა, თავად მოგცემს სამოსს, ქიტონსაც
და მოსასხამსაც და გაგიშვებს იქ, სადაც სული და გული მოგიხმობს.“
ეს თქვა და წამოდგა, ოდისევსის საწოლი ცეცხლთან ახლოს დადგა და მასზე ცხვრისა და
თხის ტყავი დააგო. [520] იქ წამოწვა ოდისევსი და მან მოსასხამი გადააფარა სქელი და დიდი,
რომელიც შენახული ჰქონდა ცივ ზამთარში სატარებლად. ამრიგად, ოდისევსს ეძინა იქ, მის
გვერდით დაწვნენ ყმაწვილებიც და დაიძინეს. მაგრამ მეღორემ არ ისურვა თავისი ტახებისგან შორს
ძილი და გარეთ გასასვლელად გაემზადა. გაუხარდა ოდისევსს, როდესაც დაინახა, როგორ უვლიდა
მის კოლტს მის არყოფნაში ევმეოსი. ჯერ ძლიერ მხარზე ბასრი ხმალი გადაიკიდა, შემდეგ წამოისხა
მოსასხამი, ძალიან სქელი, ქარს რომ არ დაებერა. [530] მსუქანი ცხვრის დიდი საწმისი მოიხურა,
ხელი დაავლო ბასრ ხელშუბს ძაღლებისგან და ხალხისგან თავის დასაცავად და მოსასვენებლად
იქით გასწია, სადაც მის თეთრეშვიან ტახებს ეძინათ ღრმულიანი კლდის ქვეშ, ბორეასისგან დაცულ
ადგილას.

105
მეთხუთმეტე სიმღერა: ტელემაქოსის დაბრუნება

1-55 ათენა ეწვევა ტელემაქოსს;56-119 მენელაოსის საჩუქრები; 120-181 ტელემაქოსი ტოვებს


სპარტას; 182-221 პილოსში დაბრუნება; 222-270 მისანი თეოკლიმენოსი; 271-300 ტელემაქოსი შინ
მიცურავს; 301-350 ოდისევსს ქალაქში წასვლა სურს; 351-402 ევმეოსი ჰყვება ოდისევსის მშობლებზე;
403-492 ევმეოსის ამბავი; 493-557 ტელემაქოსი ჩადის ითაკაში.

ათენა პალასი ჩავიდა ვრცელ ლაკედემონში, რომ შეეხსენებინა დიდგულოვანი ოდისევსის


ვაჟისთვის, რომ შინ დაბრუნების დრო დადგა და დაეჩქარებინა ეს დაბრუნება. იპოვა ტელემაქოსი
და ნესტორის შესანიშნავი ვაჟი, – სახელგანთქმული მენელაოსის პარმაღზე იწვნენ, ნესტორიდესს
მართლაც მშვიდად ეძინა, მაგრამ ტკბილი ძილი არ ეკარებოდა ტელემაქოსს, ამის სანაცვლოდ მის
გულს წმინდა ღამეში მამაზე შფოთვა არ აძინებდა. თვალსხივოსანი ათენა გვერდით დაუდგა და
უთხრა: [10] ტელემაქოს, არ ვარგა სახლიდან შორს ხეტიალი, როცა მთელი ქონება სახლში გაქვს
დატოვებული და სახლი თავხედი ხალხითაა სავსე, რომლებიც ანადგურებენ შენს ქონებას, შენ კი
უნაყოფო მოგზაურობაში ხარ. უმჯობესია, საომარი ყიჟინის დიდოსტატი მენელაოსს სთხოვე,
სასწრაფოდ გაგიშვას, რომ სასახლეში მიუსწრო უზადო დედას. რადგან მამამისი და ძმები უკვე
ურჩევენ, ცოლად გაჰყვეს ევრიმაქოსს, რადგან იგი აღემატება სხვა სასიძოებს თავისი საჩუქრებით
და პატარძლის გამოსასყიდიც უზომოდ გაუზრდია. არ დაუშვა, რომ სასახლიდან რაიმე ქონება
გაიტანოს შენი ნების საწინააღმდეგოდ. [20] რადგან შენ იცი, როგორი გული ძევს ქალის მკერდში.
მათ ურჩევნიათ იმის სახლი გაზარდონ, ვისაც ცოლად გაჰყვებიან, ხოლო წინა შვილები და
ძვირფასი ქმარი აღარ ადარდებთ მისი სიკვდილის შემდეგ. წადი ახლა და დააკისრე ნებისმიერ
მოახლეს, რომელიც საუკეთესოდ გეჩვენება, ქონებას მიხედოს, სანამ ღმერთები სახელოვან
მეუღლეს არ გამოგიგზავნიან. კიდევ რაღაცას გეტყვი და შენ გულში უნდა ჩაიდო. საუკეთესო
სასიძოები ჩასაფრებულები არიან და ელოდებიან ითაკასა და კლდოვან სამოსს შორის სრუტეში, [30]
უნდათ რომ მოგკლან, სანამ სამშობლოს მიაღწევ, მაგრამ მე ამას სულ არ ველი. უმალ მიწა დაფარავს
ზოგიერთ სასიძოს, რომელიც შენს ქონებას აჩანაგებს. შენი კეთილნაგები ხომალდი კუნძულებს
მოარიდე ღამით, ზურგქარს გამოგიგზავნის უკვდავთაგან ის, ვინც გვერდით გიდგას და გიცავს.
შემდეგ, როდესაც ითაკის ნაპირს მიადგები, ხომალდი და მეგობრები ქალაქში გაუშვი, თავად კი,
უპირველეს ყოვლისა, წადი მეღორესთან, რომელიც ღორის კოლტს უვლის და შენი ერთგულია. [40]
იქ ღამე გაათენე და შემდეგ მეღორე ქალაქში გაუშვი, კეთილგონიერ პენელოპეს გადასცეს, რომ შენ
უვნებლად დაბრუნდი პილოსიდან.“
ასე თქვა და მაღალი ოლიმპოსისკენ გაეშურა, ტელემაქოსმა კი ფეხი ჰკრა და ტკბილი
ძილისგან გამოაღვიძა ნესტორიდესი და უთხრა: „გაიღვიძე, პისისტრატოს ნესტორიდეს. მოიყვანე
ჩვენი მუხლადი ცხენები, ეტლში შეაბი, რომ წასვლა შევძლოთ.“
გაღვიძებულმა პისისტრატოსმა მიუგო: „ტელემაქოს, გამგზავრება გვწყურია, [50] მაგრამ
ბნელი ღამით ვერ გავეშურებით, მალე გათენდება. დავიცადოთ, სანამ გმირი ატრეიდესი,
სახელოვანი შუბოსანი მენელაოსი, საჩუქრებს არ მოიტანს და ეტლში არ ჩაგვიწყობს და არ
გაგვაცილებს დამშვიდობების კეთილი სიტყვებით. სტუმარმა ხომ უნდა დაიმახსოვროს ყველა დღე,
რაც გაატარა მასთან დამეგობრებულ მასპინძელთან.“
ასე თქვა და იმავე წამს მოვიდა ოქროსტახტიანი ეოსი. მათ მიუახლოვდა საბრძოლო ყიჟინის
დიდოსტატი მენელაოსი მას შემდეგ, რაც წამოდგა ოქროსთმიანი ჰელენეს სარეცლიდან. როგორც კი
ოდისევსის ძვირფასმა შვილმა დაინახა იგი, [60] სასწრაფოდ ჩაიცვა ბრწყინვალე ქიტონი და ლამაზ
მხრებზე მოისხა დიდი მოსასხამი და გამოვიდა მისასალმებლად, დადგა მენელაოსის გვერდით და
უთხრა: „ზევსის აღზრდილო ატრეიდეს მენელაოს, ხალხთა წინამძღოლო, ბოლოს და ბოლოს
გამიშვი ახლა ჩემს საყვარელ ქვეყანაში, რადგან გული სახლისკენ მიმიწევს ახლა.“
მას უპასუხა საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა: „ტელემაქოს, მე შენ აქ დიდხანს
არ დაგაყოვნებ, რაკი შინ დაბრუნება გწყურია. მე თვითონაც არ მომწონს მასპინძელი, [70] რომელიც
უზომოა სიყვარულშიც და სიძულვილშიც. ყველაფერს ჯობია ზომიერება. დაყოვნებული სტუმრის
დაჩქარება ისევე ცუდია, როგორც წამსვლელის დაკავება. ახალმოსულს თბილად უნდა დახვდე და
თბილადვე უნდა გამოეთხოვო წამსვლელს. მაგრამ მოიცადე, სანამ არ მოვიტან მშვენიერ საჩუქრებს,
ეტლში არ ჩაგიწყობ და არ დაგანახებ; ქალებს კი ვუბრძანებ, სასახლეში საკვები მოგვიმზადონ იმ
სიუხვიდან, რაც იქ გვაქვს. ორმაგი სარგებლობა აქვს იმას, რომ მგზავრი დააპურო უსაზღვრო მიწაზე
გამგზავრებამდე: პატივი და დიდებაა ჩემთვის და სარჩოა თქვენთვის. [80] თუ გინდათ, ჰელასი და

106
არგოსის შუაგული მოიხილოთ, მე თვითონ შევაბამ ცხენებს, გამოგყვებით და ხალხის ქალაქებს
დაგათვალიერებინებთ. ისინი ხელცარიელს არ გაგიშვებენ. შინ წასაღები საჩუქრებით აგავსებენ,
მოგართმევენ ბრინჯაოს გამძლე სამფეხას ან ქვაბს, წყვილ ჯორს ან ოქროს თასს.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „ზევსის აღზრდილო ატრეიდეს მენელაოს, ხალხთა
წინამძღოლო, მინდა, შინ დავბრუნდე, რომ მოვდიოდი, ჩემი ქონებისთვის ყარაული არ
დამიყენებია. [90] ისე არ მოხდეს, რომ ღვთისდარი მამის ძიებაში თვითონ არ დავიღუპო ან სახლში
დიდი ქონება არ გამინადგურდეს.“
როდესაც საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა ეს გაიგონა, მაშინვე შესთავაზა
მეუღლესა და მონაქალებს მოემზადებინათ საკვები შინაური სიუხვიდან. ამ დროს მოვიდა
ეტეონევს ბოეთოიდესი მას შემდეგ, რაც საწოლიდან წამოდგა, რადგან მისგან ახლოს ცხოვრობდა.
საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა მენელაოსმა მას სთხოვა, ცეცხლი დაენთო და ხორცი შეეწვა. მან
ისმინა და დაემორჩილა. მენელაოსი კი წავიდა საგანძურის სურნელოვან ოთახში. [100] მარტო არ
იყო, ჰელენე და მეგაპენთესი ახლდნენ მას. როდესაც იქ მივიდნენ, სადაც საგანძური ინახებოდა,
ატრეიდესმა აიღო ორყურიანი თასი და უბრძანა თავის ვაჟს, მეგაპენთესს, მოეტანა ვერცხლის
შესაზავებელი კრატერი. ჰელენე იდგა ზანდუკებთან, სადაც ჰქონდა მის მიერ მოქსოვილი
მრავალფეროვანი კაბები. ჰელენემ, ღვთაებრივმა ქალმა, ერთ-ერთი აიღო და მოიტანა, ეს იყო
ყველაზე დიდი და ლამაზად მოქარგული, ვარსკვლავივით ბრწყინავდა და ყველაზე ქვემოთ იდო.
მთელი სახლი გაიარეს, სანამ არ მივიდნენ [110] ტელემაქოსთან, მაშინ ოქროსთმიანმა მენელაოსმა
უთხრა მას: „ტელემაქოს, დიახ, ჭეშმარიტად, დაე, ზევსმა, ჰერას მქუხარე მეუღლემ შინ
დაგაბრუნოს, რაც ასე მძაფრად გსურს. ყველა საჩუქრიდან, რაც ჩემი სახლის საგანძურში დევს,
ყველაზე ლამაზსა და საპატიოს მოგცემ. მოგცემ კეთილნაკეთებ შესაზავებელ კრატერს, მთლიანი
ვერცხლია და ფერსო ოქროსი აქვს, ჰეფესტოსის ნახელავია. გმირმა ფედიმოსმა, სიდონის მეფემ
მომცა, როდესაც მისმა სახლმა შეგვიფარა ჩემი დაბრუნებისას, მე მინდა შენ გაგატანო.“
[120] ასე თქვა და ხელში ჩაუდო ორყურიანი თასი გმირმა ატრეიდესმა. მძლავრმა
მეგაპენთესმა ბრწყინვალე ვერცხლის კრატერი მოიტანა და წინ დაუდგა. ოქროსთმიანი ჰელენე მის
გვერდით იდგა, ხელში კაბა ჰქონდა, სახელით მიმართა და უთხრა: „ძვირფასო შვილო, მეც გჩუქნი
ამ საჩუქარს, ჰელენეს ხელების მოსაგონარს, სასურველ ქორწილზე შენმა საცოლემ რომ ატაროს.
მანამდე კი ძვირფასმა დედაშენმა შეინახოს თავის სასახლეში, შენ კი გაიხარე ჩემი საჩუქრით და
გისურვებ კესთილმოწყობილ სახლსა და სამშობლოში დაბრუნებას.“
[130] ეს თქვა და ხელში ჩაუდო საჩუქარი და კაცმაც სიხარულით მიიღო იგი. და გმირმა
პისისტრატოსმა მიიღო იგი და ჩადო ეტლის კალათში და ყველაფერს გაოცებული უყურებდა.
ოქროსთმიანი მენელაოსი მათ თავისი სახლისკენ გაუძღვა, შემდეგ ორნი დასხდნენ სკამებსა და
ტახტებზე. მოახლემ მოიტანა წყალი უმშვენიერესი ოქროს დოქით, ვერცხლის ტაშტიც მოაყოლეს,
რომ ხელი დაებანათ. შემდეგ მოიტანეს მოელვარე მაგიდა და ერთგულმა მეკუჭნავე ქალმა წინ პური
და ხორცის კერძები დაუწყო, უხვად დაარიგა თავისი მარაგი. [140] მათ გვერდით ბოეთოიდესმა
ხორცი გაანაწილა და ულუფები მიართვა და სახელოვანი მენელაოსის ვაჟმა ღვინო ჩამოასხა.
ხელები გაიწვდინეს კერძებისკენ, წინ რომ ჰქონდათ. როდესაც ჭამა-სმით გული იჯერეს, მაშინ
ტელემაქოსმა და ნესტორის ბრწყინვალე ვაჟმა ცხენები შეაბეს და შესანიშნავ ეტლზე ავიდნენ და
გამოვიდნენ ხმაურიანი კარიბჭიდან. ატრეიდესი, ოქროსთმიანი მენელაოსი გაჰყვა მათ, მარჯვენა
ხელში ეპყრა თაფლივით ტკბილი ღვინო ოქროს თასით, რომ უკანასკნელი საღვრელი დაეღვარათ.
[150] ცხენების წინ დადგა და სადღეგრძელო უთხრა: „მშვიდობით, ბიჭებო, და უთხარით ნესტორს,
ხალხის მწყემსს, ჩემი სახელით, რადგან იგი ჩემდამი მამასავით კეთილი იყო, როდესაც ჩვენ,
აქაველთა შვილები, ტროაში ვიბრძოდით.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „ჭეშმარიტად, ზევსის აღზრდილო, ჩვენ მას ყველაფერს
მოვუთხრობთ, როდესაც ჩავალთ, როგორც ამბობ. რადგან მე მსურს, ითაკაში რომ დავბრუნდები,
ოდისევსი დავინახო თავის სახლში, რომ მოვუთხრო, როგორ მივიღეთ სრული მეგობრობა შენგან
და ჩავუტანო უამრავი და მრავალრიცხოვანი საჩუქრები.“
[160] სანამ იგი საუბრობდა, მარჯვნიდან აფრინდა ფრინველი, არწივი, რომელიც
ბრჭყალებით უზარმაზარ შინაურ ბატს მიაფრენდა. კაცები და ქალები მისდევდნენ და უყვიროდნენ.
როდესაც მათ მიუახლოვდა, მარჯვივ წავიდა, ცხენების წინ. ხალხს გაუხარდა, როცა დაინახა და
ყველას გაუთბა გული. პირველმა ხმა ამოიღო პისისტრატოს ნესტორიდესმა: „მითხარი ახლა,
ზევსის აღზრდილო მენელაოს, ხალხთა წინამძღოლო, ჩვენ ორს გვაჩვენა ღმერთმა ნიშანი, თუ შენ?“

107
ასე თქვა მან და არესის საყვარელი მენელაოსი დაფიქრდა, [170] როგორი იქნებოდა ამ ნიშნის
სწორი განმარტება; მაგრამ გრძელკაბიანმა ჰელენემ დაასწრო და თქვა: „მისმინეთ, მე
ვიწინასწარმეტყველებ ღმერთების კარნახით და მჯერა, ასე მოხდება. როგორც არწივი აფრინდა
მთიდან, სადაც დაიბადა თავისიანებში და სამაგიდოდ გამზადებული ბატი მოიტაცა, ასევე
ოდისევსი ხანგრძლივი წვალებისა და ხეტიალის შემდეგ თავის სახლში დაბრუნდება და შურს
იძიებს: შეიძლება, უკვე იქაა და სასიძოებზე შურისძიებაზე ფიქრობს.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: [180] „დაე, ზევსმა, ჰერას მქუხარე მეუღლემ, ასე ქმნას, მე
მაშინ, თუნდაც იქ, ვილოცებდი შენზე, როგორც ქალღმერთზე!“
ასე თქვა და ტელემაქოსმა ცხენებს მათრახი გადაუჭირა. ისინი სწრაფად გაფრინდნენ,
ქალაქი გაიარეს და დაბლობისკენ გასწიეს. მთელი დღე უღელი ირყეოდა და წინ მიიწევდნენ. მზე
ჩაესვენა და გზები სიბნელემ მოიცვა. ფერეში ჩავიდნენ, დიოკლესის სახლში, იგი ორტილოქოსის ძე
იყო, რომელიც ალფეიოსმა შვა. იქ ღამე გაათენეს და მან უმასპინძლა. როდესაც გამოჩნდა ადრე
დაბადებული ვარდისფერთითებიანი ეოსი, [190] ცხენები შეაბეს და მოხატულ ეტლზე ავიდნენ,
ჭიშკრიდან და ხმაურიანი კარიბჭიდან გავიდნენ და პისისტრატოსმა ცხენებს მათრახი გადაუჭირა
და ისინიც ხალისით გაფრინდნენ. ამის შემდეგ მალე მიაღწიეს პილოსის მაღალ ციხე-სიმაგრეს.
მაშინ ტელემაქოსმა უთხრა ნესტორის ვაჟს: „ნესტორიდეს, შეგიძლია, დამპირდე, რომ გამიკეთებ,
რასაც გეუბნები? ჩვენ ხომ სტუმარ-მასპინძლობა მეგობრობაში გადაგვივიდა, ჩვენი მამები
მეგობრები არიან, მე და შენ ტოლებიც ვართ, ამ მოგზაურობამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა. არ
ამარიდო ჩემს ხომალდს, ზევსის აღზრდილო, აქ დავრჩები, [200] რომ მამაშენმა, როგორც
მასპინძელმა, კიდევ არ დამტოვოს თქვენს სახლში ჩემი სურვილის მიუხედავად. სასწრაფოდ უნდა
დავბრუნდე სახლში.“
ასე თქვა და ნესტორიდესმა გულით მიიღო მისი თხოვნა და დაფიქრდა, როგორ შეეძლო
დაპირებოდა ამას და გაეკეთებინა. და ეს გზა მოეჩვენა საუკეთესოდ: მოაბრუნა ცხენები სწრაფი
ხომალდისა და ზღვის ნაპირისაკენ, მშვენიერი საჩუქრები ხომალდზე აიტანა, – მენელაოსის
მოცემული სამოსი და ოქრო. შემდეგ ტელემაქოსი ფრთოსანი სიტყვით გაამხნევა: „სასწრაფოდ ადი
ხომალდზე და უბრძანე ყველა მეგობარს, გაემზადონ, [210] სანამ მე სახლში მივალ და ბერიკაცს
ვეტყვი. რადგან კარგად ვიცნობ მას გონებითა და გულით, ვიცი, რა მბრძანებლური ბუნებისაცაა. ის
არ გაგიშვებს. თვითონ მოვა აქ და თავად წაგიყვანს, არ მგონია, რომ მარტო დაბრუნდეს სახლში.
ყველა შემთხვევაში, გაცეცხლებული იქნება.“
ასე თქვა და გააქანა თავისი ლამაზბეწვიანი ცხენები უკან პილოსელთა ქალაქისკენ და
სწრაფად მიადგა თავს სახლს. ტელემაქოსმა კი თავის მეგობრებს უბრძანა: „ადით ხომალდზე,
მოაწესრიგეთ ყველაფერი, რომ მალე გასვლა შევძლოთ.“
ისინი დაემორჩილნენ, ხომალდზე ავიდნენ და ნიჩბებს მიუსხდნენ.
სანამ ტელემაქოსი ნაპირზე იდგა, კიჩოსთან ლოცულობდა და ათენას მსხვერპლს სწირავდა,
მასთან მივიდა უცხოელი შორეული ქვეყნიდან, რომელიც არგოსიდან კაცის მოკვლის შემდეგ
გამოქცეულა. იგი წინასწარმეტყველი იყო, სწორედ იმ მელამპუსის შთამომავალი, რომელიც
ოდესღაც პილოსში ცხოვრობდა, ცხვრების ქვეყანაში და პილოსელებს შორის გამოირჩეოდა
სიმდიდრითა და მშვენიერი სახლით. მალე უცხო ქვეყანაში გაემგზავრა, გაიქცა სამშობლოდან,
შორს დიდგულოვანი ნელევსისგან, ყველაზე სახელგანთქმულისგან ახლა მცხოვრები ხალხიდან,
[230] რომელიც მის სიმდიდრეს ძალადობით დაეუფლა, სანამ მელამპუსი ფილაკოსის სასახლეში
იყო დამწყვდეული. მთელი ეს სიმწარე და ტკივილი, რომელიც მას შურისმაძიებელმა ერინისებმა
მოუტანეს, მან გადაიტანა ნელევსის ასულის გამო. იგი დაღუპვას გადაურჩა და ჯოგი ხმამაღალი
ბღავილით გარეკა ფილაკედან პილოსში და აიძულა ღვთისდარი ნელევსი, სამაგიერო ეზღო თავისი
სამარცხვინო საქციელისთვის, რის შემდეგაც ქალი სახლში წაუყვანა თავის ძმას, ხოლო მელამპუსი
სხვა კაცების სამეფოში გაეშურა, ცხენებით მდიდარ არგოსში, რადგან ახლა იგი [240] ცხოვრობს,
როგორც მრავალი არგოსელის მბრძანებელი. იქ დაქორწინდა და მაღალჭერიანი სახლი აიშენა, შვა
ანტიფატესი და მანტიოსი, მძლავრი ვაჟები. ანტიფატესმა შვა დიდსულოვანი ოიკლესი; შემდეგ
ოიკლესმა ხალხის საომრად აღმძვრელი ამფიარაოსი, რომელიც ეგისის მპყრობელ ზევსს ძალიან
უყვარდა და აპოლონს უყვარდა მთელი სინაზით. მაგრამ მან სიბერის ზღურბლს ვერ მიაღწია და
თებეში დაიღუპა ქალისთვის მიძღვნილი საჩუქრის გამო. მისი შვილები იყვნენ ალკმეონი და
ამფილოქოსი. მანტიოსმა შვა პოლიფეიდესი და კლეიტოსი. [250] მაგრამ, დიახ, მართლაც,
ოქროსტახტიანმა ეოსმა მოიტაცა კლეიტოსი მისი სილამაზის გამო, რომ უკვდავთა შორის
ყოფილიყო, შემდეგ აპოლონმა მისნად აქცია მაღალსულიანი პოლიფეიდესი, საუკეთესო მოკვდავი

108
ამფიარაოსის სიკვდილის შემდეგ. მამაზე განრისხებული ჰიპერესიაში გადაიხვეწა. იქ ცხოვრობდა
და ყველა მოკვდავს უმისნებდა. სწორედ მისი შვილი მოვიდა ახლა, ერქვა თეოკლიმენოსი, მაშინ
რომ იდგა ტელემაქოსთან. მაშინ ნახა, როდესაც იგი საღვრელს ღვრიდა და თავისი შავი ხომალდის
გვერდით ლოცულობდა, ფრთოსანი სიტყვით მიმართა მას: [260] „მეგობარო, რაკი
მსხვერპლშეწირვისას შეგესწარი, იმ ღმერთის სახელით, რომელსაც მსხვერპლს სწირავდი და ამ
მსხვერპლის სახელით, შენი და შენი მეგობრების სიცოცხლის სახელით, სიმართლე მითხარი
დაუფარავად. ვინ ხარ და საიდან ხარ? რომელია შენი ქალაქი და ვინ არიან შენი მშობლები?“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „უცხოელო, მე შენ ყველაფერს ზუსტად გეტყვი. ითაკიდან
ვარ, მამაჩემი ოდისევსია. ან უფრო იყო. სწორედ ამიტომ ავიყვანე ეს შავი ხომალდი და მეგობრები,
[270] რომ დიდი ხნის წინ წასულ მამაზე იქნებ რამე გამეგო.“
მას უპასუხა ღვთისდარმა თეოკლიმენოსმა: „მეც დავტოვე ჩემი სამშობლო, რადგან ნათესავი
მოვკალი და ბევრი ძმა და ნათესავი ჰყავს ცხენებით მდიდარ არგოსში და აქაველებზე დიდი
ძალაუფლება აქვთ. მათ გამოვექეცი, რომ სიკვდილსა და შავ დაღუპვას თავი დავაღწიო. ასე მგონია,
მომიწევს ხეტიალი ადამიანებს შორის. გემუდარები, რადგან ფეხდაფეხ მომყვებიან, შენს ხომალდზე
ამიყვანე, რომ არ მომკლან.“
გონიერმა ტელემაქოსმა მიუგო: [280] „ჩემს გაწონასწორებულ ხომალდზე ამოსვლას არ
დაგიშლი, რაკი ასე გინდა, გაგიმასპინძლდებით, როგორც შეგვიძლია.“
ასე თქვა და ბრინჯაოს შუბი გამოართვა და იგი ორმხრივმოხრილი ხომალდის გემბანზე
დადეს, ხომალდზე ავიდნენ, ტელემაქოსმა კიჩოზე თავისი ადგილი დაიკავა, თეოკლიმენოსი
გვერდით დაისვა, შემდეგ მისმა ხალხმა ბაგირები ჩახსნა. ტელემაქოსმა თავის გუნდს გემის
მოწყობილობათა გამართვა უბრძანა და გუნდიც სწრაფად დამორჩილდა: აღმართეს ფიჭვის ანძა და
ბუდეში ჩასვეს, [290] გაამაგრეს ბაგირებით, აღმართეს თეთრი იალქანი ხარის ტყავის დაგრეხილი
თოკებით. თვალსხივოსანმა ათენამ ზურგქარი გაუგზავნა, რომელიც მძვინვარედ ქროდა სუფთა
ჰაერში და ხომალდიც უსწრაფესად გაქანდა ზღვის მარილიან წყალში. ჩაუარეს კრუნოსებსა და
ლამაზწყაროებიან ქალკისს. მზე ჩაესვენა და ტალღებზე სიბნელე ჩამოწვა. ზევსის ზურგქარით
გაქანებულები ფეესკენ დაიძრნენ და ღვთაებრივ ელისს, ეპეიელების სამფლობელოს ჩაუარეს.
იქიდან ტელემაქოსი გაემართა მახვილი კუნძულებისკენ, [300] თან ფიქრობდა, გაექცეოდა
სიკვდილს თუ ტყვედ ჩავარდებოდა.
ამასობაში ოდისევსი და მისი ღვთაებრივი მეღორე სხვა კაცებთან ერთად ვახშმობდნენ
ევმეოსის ქოხში. როდესაც ჭამა-სმით გული იჯერეს, ოდისევსმა გამოსცადა ევმეოსი, თავაზიან
სტუმართმოყვარეობას გამოიჩენდა და თავისთან დაიტოვებდა თუ ქალაქში გააგზავნიდა და თქვა:
„მისმინეთ ახლა, ევმეოს და სხვა მეგობრებო, ქალაქში წასვლა მინდა ამ დილას, იქ ვიმათხოვრებ, შენ
და შენი მეგობრები რომ არ შეგაწუხოთ. [310] კარგად მირჩიეთ და მცოდნე მეგზური გამაყოლეთ,
გზა რომ მაჩვენოს. ქალაქში მარტომ უნდა ვიხეტიალო იმის იმედით, რომ ვინმე გაიმეტებს წყალსა
და პურის ნატეხს. ღვათაებრივი ოდისევსის სახლსაც მივადგებოდი, ჩემს სიახლეებს
შევატყობინებდი კეთილგონიერ პენელოპეს, შევერეოდი ქედმაღალ სასიძოებს იმის იმედით,
ყველაფერი რომ აქვთ, იქნებ მეც მომიგდონ რამე სახრავი. შემიძლია მათ ვემსახურო, როგორც
მოესურვებათ, რადგან მინდა იცოდეთ, კარგად მომისმინეთ, შიკრიკ ჰერმესის შემწეობით,
რომელიც [320] სახელსა და სრულყოფილებას ანიჭებს ადამიანის შრომას, ვერავინ შემეჯიბრება
ცეცხლის დანთებაში, შეშის დაჩეხვაში, ამოკვეთაში, შეწვაში, ღვინის ჩამოსხმაში და ამგვარ
საქმეებში, რომლითაც პატარა კაცები წარჩინებულებისთვის ირჯებიან.“
ძლიერ შეწუხებულმა შენ უპასუხე, მეღორე ევმეოს: „ვაი, უცხოელო, რატომ მოგივიდა ეს
აზრი თავში? შენ მიისწრაფვი, რომ იქ დაიღუპო, თუკი გსურს, სასიძოების ბრბოს შეერიო, რომელთა
უაზრო ქედმაღლობა და სისასტიკე რკინის ზეცას წვდება? [330] მათი მსახურები შენნაირები არ
არიან, ახალგაზრდები არიან, ქიტონებსა და მოსასხამებში გამოწყობილი, სულ გაპრიალებულები,
თავზე ზეთითა და ლამაზი სახეებით, აი, ასეთები ემსახურებიან. კარგად გაკრიალებული მაგიდები
სავსეა პურით, ხორცითა და ღვინით. სჯობია, აქ დარჩე, არავის არ აწუხებ შენი აქ ყოფნით, არც მე,
არც ჩემს აქაურ მეგობრებს. მაგრამ როდესაც ოდისევსის საყვარელი ვაჟი ჩამოვა, სამოსს მოგცემს,
ქიტონსაც და მოსასხამსაც და იქ გაგგზავნის, სადაც სული და გული მიგიწევს.“
[340] მას უპასუხა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: „ევმეოს, დაე, ისეთი
ძვირფასი გახდე ზევსისთვის, როგორც ჩემთვის ხარ, რადგან შენ ამარიდე ხეტიალსა და მძიმე
ტანჯვას. არ არსებობს მოკვდავთათვის უფრო მეტი სიავე, ვიდრე ხეტიალია, მაგრამ თავისი წყეული
მუცლის გამო ხალხი მუდამ განსაცდელშია, ყველა ვისაც უწევს ხეტიალი და ვისაც მიაკითხავს

109
ტკივილი და უბედურება. ახლა კი, რადგან აქ მტოვებ და ახალგაზრდა ბატონის დალოდებას
მირჩევ, მომიყევი ღვთაებრივი ოდისევსის დედ-მამაზე, რომლებიც დატოვა სიბერის ზღურბლზე,
როდესაც წავიდა, ცოცხლები არიან და მზის სხივებს უჭვრეტენ, [350] თუ უკვე მკვდრები არიან და
ჰადესის სახლში იმყოფებიან?“
მას უპასუხა მეღორემ, ხალხთა წინამძღოლმა: „მაშ, უცხოელო, მე შენ ზუსტად გეტყვი.
ლაერტესი ჯერაც ცოცხალია, მაგრამ ზევსს მუდმივად ევედრება, რომ სულმა დატოვოს მისი
სხეული მის დარბაზებში. იგი საშინლად დასტირის მის წასულ შვილსა და გონიერ მეუღლეს,
რომელმაც ყველაზე მეტად დაამწუხრა თავისი სიკვდილით და უდროოდ დააბერა. ქალი
სახელოვან შვილზე დარდმა გადაიყოლა და ისეთი სიკვდილით მოკვდა, [360] არც ერთ მეგობარს
რომ არ ვუსურვებდი, ვინც კი აქ ცხოვრობს. სანამ ცოცხალი იყო, ძალიან დარდობდა და მაინც, მე
მიხაროდა, რომ შემეძლო მომეკითხა იგი, რადგან მისი გაზრდილი ვიყავი მის სახელოვან უმცროს
ქალიშვილთან, გრძელკაბიან ქტიმენესთან ერთად. მასთან ერთად ვიყავი გაზრდილი და დედა
თავის შვილებში არ გამომარჩევდა, შემდეგ, როდესაც დიდხანს ნანატრ სიყმაწვილეს მივაღწიეთ,
იგი სამოსზე გაათხოვეს და უამრავი საქორწინო საჩუქარი მიიღეს, ხოლო მე მაჩუქეს ქიტონი და
მოსასხამი, ძალიან ძვირფასი სამოსი, ფეხი შემიმოსეს სანდლებით, [370] სოფელში გამიშვეს, თუმცა
გულით კიდევ უფრო ვუყვარდი. ახლა მაკლია ეს ყველაფერი, მაგრამ ნეტარი ღმერთები საქმეს
მაკეთებინებენ, წარმატებული ვარ, საჭმელ-სასმელი არ მაკლია და სტუმრის მიღებაც შემიძლია. არ
მსიამოვნებს, რაც მესმის ჩემს ქალბატონზე, რადგან მას თავს დაეცა ქედმაღალ კაცთა შავი ჭირი და
მისგან ვეღარ მესმის ნაზი სიტყვა და დამაკლდა მოფერება, თუმცა მსახურებს მუდამ გვინდა ჩვენს
დიასახლისთან შეხვედრა, ჭამა-სმა, სიახლის გაგება, რაღაცის მიღება, რასაც მონის გულის გათბობა
შეუძლია.“
[380] მას უპასუხა მარჯვე ოდისევმა: „რას იზამ! როდესაც ძალიან პატარა იყავი, მეღორე
ევმეოს, დაგაშორეს მშობლებსა და საკუთარ მიწას, მოდი, ზუსტად მითხარი, რა მოხდა, თქვენი
ფართოქუჩიანი ქალაქი, რომელშიც შენი მშობლები ცხოვრობდნენ, გაძარცვეს ავაზაკებმა, თუ
მწყემსი იყავი და მარტო დარჩი ცხვრებთან ან საქონელთან, როდესაც მტრებმა შეგიპყრეს და
გასაყიდად აქ ჩამოგიყვანეს, ამ კაცის სახლში, და კაცმა ღირსეული თანხა გადაიხადა?“
მას უპასუხა მეღორემ, ხალხის მეთაურმა: [390] „უცხოელო, რაკი მეკითხები ამაზე, ახლა
მდუმარედ მომისმინე და დატკბი, დაბრძანდი და ღვინო მიირთვი. ეს ღამეები უღვთოდ გრძელია.
ძილი შეიძლება, მაგრამ ვისაც სიამოვნებს, მისთვის სმენაც შეიძლება, არ ვარგა უდროოდ დაწოლა.
ზედმეტი ძილი დამღლელიც კია. ხოლო სხვებს, ვისაც მოსვენება გსურთ, დაისვენოს გარეთ და
ისაუზმოს განთიადისას და გაჰყვეს ბატონის ღორებს, ჩვენ ორნი კი ვჭამთ და ვსვამთ აქ, ქოხში და
ერთმანეთს გავახალისებთ ჩვენ-ჩვენი ამბების თხრობით, [400] გავიხსენებთ განსაცდელსა და
გარჯას. რადგან კაცს განსაცდელშიც შეუძლია, გაიხაროს, თუკი ბევრი უტანჯია და შორს
უმოგზაურია. მაგრამ მე მოგიყვები, რადგან შენ მეკითხები.“
„არის კუნძული, სირია ჰქვია, იქნებ გსმენია მასზე, ორტიგიის ზემოთ, სადაც მზის
მობრუნების ადგილებია, მჭიდროდ დასახლებული არ არის, თუმცა კარგი მიწაა, კარგია
მსხვილფეხა საქონელისთვის, კარგია ცხვრისთვის, სავსეა ღვინით, მდიდარია ხორბლით. ამ
სამეფოში არც შიმშილი იცის და არც ცუდი სნეულებები, საწყალ მოკვდავებს რომ აწვალებს. მაგრამ
როდესაც ხალხის თაობა ბერდება, [410] ვერცხლისმშვილდიანი აპოლონი მოდის არტემისთან
ერთად, თავისი მსუბუქი ისრებით უტევს მას და ხოცავს. იქ ორი ქალაქია და ყველაფერი შუაზე აქვთ
გაყოფილი. ორივეში მამაჩემი მეფობდა, ქტესიოს ორმენიდესი, მარტო, უკვდავების მსგავსი.
შემდეგ მოვიდნენ ფინიკიელები, ხომალდებით სახელგანთქმული ხალხი, ყალთაბანდი
მღრღნელები, რომლებსაც შავი ხომალდებით სამშვენისები ჩამოჰქონდათ. მამაჩემის სახლში
ცხოვრობდა ფინიკიელი ქალი, დიდი და ლამაზი, ხელსაქმის ბრწყინვალე მცოდნე. იგი მოატყუუეს
მეტისმეტად ცბიერმა ფინიკიელებმა. [420] თავიდან, როდესაც სარეცხს რეცხდა ღრმამუცლიან
ხომალდთან, ერთთან დაიჭირა საქმე, ხოლო ასეთ სიყვარულს შეუძლია ტვინი აუმღვრიოს
ჭკუადამჯდარ ქალსაც კი. კაცმა გამოკითხა, ვინა ხარ და საიდან ხარო. ქალმაც მამაჩემის
მაღალჭერიან სახლზე მიუთითა. მე ბრინჯაოთი მდიდარ სიდონიდან ვარ, არიბასის ასული ვარ,
ჩვენს სახლში სიმდიდრე ნაკადივით ჩქეფდა, მაგრამ ტაფოსელმა მეკობრეებმა შემიპყრეს, როდესაც
სოფლიდან ვბრუნდებოდი, აქ ჩამომიყვანეს გასაყიდად და ამ კაცის სახლში მომიყვანეს და
მასპინძელმა ჩემში ღირსეული თანხა გადაიხადა.“

110
[430] კაცმა, რომელიც მასთან საიდუმლოდ იწვა, უთხრა: „გინდა, სახლში წაგიყვანოთ, რომ
ისევ ნახო შენი მშობლები და შენი მაღალჭერიანი სახლი? ისინი ჯერაც ცოცხლები არიან და ჯერაც
მოსდგამთ სიმდიდრე.“
ქალმა უპასუხა: „მინდა, მეზღვაურებო, თუ დაიფიცებთ, რომ შინ უვნებლად ჩამიყვანთ.“
ასე თქვა და მათ დაიფიცეს, რომ გააკეთებდნენ, რასაც ის ითხოვდა; მაშინ ქალმა განაგრძო:
[440] „ახლა გაჩუმდი. არც ერთმა თქვენგანმა ხმა არ გამცეს, თუკი შემთხვევით ქუჩაში შემხვდა ან
წყაროსთან, რომ ვინმე არ მივიდეს და ჩემს პატრონს არ უთხრას, თორემ ბორკილებს დამადებს და
შენს დაღუპვასაც ჩაიფიქრებს. აე რომ, დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები და დააჩქარე შენი ვაჭრობაც.
შემდეგ, როდესაც სრულად დატვირთავ შენს ხომალდს, ვინმე მოვიდეს ჩემთან და შემატყობინოს
მაშინვე და მე უმალ მოგიტანთ ოქროს, რაც ხელში მომხვდება. და სიამოვნებით კიდევ ერთ რამეს
დავამატებდი მგზავრობის საფასურად. [450] რადგან სასახლეში მე ვუვლი ერთი კარგი კაცის ბიჭს,
ცბიერი ბავშვია, ჩემთან ერთად დარბის ქუჩაში, მას მოგიყვანთ ხომალდზე და დიდ ფულს
გაშოვნინებთ, ნებისმიერ უცხოურ ქალაქში ძვირად შეგეძლებათ მისი გაყიდვა.“
ამ სიტყვებით დაბრუნდა იგი მშვენიერ სასახლეში, ისინი კი ჩვენთან მთელ წელიწადს
დარჩნენ, ბევრი ივაჭრეს და ღრმამუცლიანი ხომალდი ნავაჭრით აავსეს. როდესაც ბოლომდე აავსეს
ხომალდი და გასამგზავრებლად მზად იყვნენ, უმალ შიკრიკი გაუგზავნეს ქალს და ამბავი
შეატყობინეს. მამაჩემის სახლში მოვიდა ძალიან ცბიერი კაცი, [460] მოიტანა ოქროს ყელსაბამი,
რომელზეც ქარვის თვლები იყო ასხმული. დარბაზში მონაქალები და დედა-ბატონი
ათვალიერებდნენ, ხელით სინჯავდნენ, ფასზე ვაჭრობდნენ, მან კი შეუმჩნევლად თვალით ანიშნა
ქალს. დიახ, მართლაც, თვალით ანიშნა და წავიდა თავისი ღრმამუცლიან ხომალდთან. ქალმა კი
ხელი ჩამავლო და სახლიდან გამიყვანა. პარმაღზე იპოვა მაგიდები და თასები, რომლებიც
გაწყობილი იყო იმათთვის, ვინც ჩემს მამას ემსახურებოდნენ. ისინი სამეფოს საბჭოში იყვნენ
წასული, ქალმა სამი თასი დამალა კაბაში [370] და ასე გამოიტანა გარეთ. მე ბავშვური
უდარდელობით გავყევი. მზე ჩაესვენა და გზები სიბნელემ მოიცვა. სწრაფად ვიარეთ და
სახელგანთქმულ ნავსაყუდელს მივადექით, ფინიკიელთა სწრაფმავალი ხომალდი იქ იყო. ისინი
ხომალდზე ავიდნენ, ჩვენც აგვიყვანეს და საზღვაო გზას დავადექით, ზევსმა კი ზურგქარი
დაგვადევნა. ექვსი დღე-ღამე მივცურავდით, მაგრამ როდესაც კრონიონმა ზევსმა მეშვიდე დღე
დაამატა, მაშინ ისრისმტყორცნელი არტემისი მიწვდა ქალს, იგი ყრუ ხმით ჩავარდა კიჩოს ძირში,
როგორც თოლია ზღვაში [480] და იგი ხომალდიდან მოისროლეს, რომ თევზებისა და სელაპების
საკბილო გამხდარიყო, რამაც მე გული მომიკლა. ქარი და ტალღები მათ ითაკისკენ მოაქანებდნენ, აქ
კი მდიდარმა ლაერტესმა მიყიდა. აი, ასე ვნახე ეს მიწა.“
ზევსის შობილმა ოდისევსმა უპასუხა: „ევმეოს, დიდად ამიღელვე მკერდში გული, როცა
ყველა მწუხარებას მოჰყევი, რაც გულით გადაგიტანია. მაგრამ, დიახ, მართლაც, შენთვის ზევსმა
ბოროტებას სიკეთე მიუდო გვერდით, რადგან ხანგრძლივი ტანჯვის შემდეგ მიაღწიე სახლს
კეთილი კაცისას, [490] რომელიც ზრუნავს შენზე, საკვებსა და სასმელს არ გაკლებს და კარგადაც
გაცხოვრებს. რაც შემეხება მე, აქამდე მრავალი მოკვდავის ქალაქში ხეტიალის შემდეგ მოვაღწიე.“
ასე ისაუბრეს, შემდეგ კი დიდი ხნით არა, მცირე ხნით დაწვნენ, სანამ ლამაზტახტიანი ეოსი
არ მოვიდა მალე. ხმელეთისგან შორს ტელემაქოსის მეგობრებმა იალქანი ჩამოიღეს, სწრაფად
მოხსნეს ანძაც და შემდეგ ნიჩბებით ხომალდი საღუზე ნავსაყუდელს მიაყენეს. ღუზის ქვები
ჩაუშვეს, გემსაბმელი ბაგირები დაამაგრეს და ზღვის ნაპირზე გადავიდნენ, [500] საკვები მოამზადეს
და შუშხუნა ღვინო შეაზავეს. როდესაც ჭამა-სმით გული იჯერეს, გონიერმა ტელემაქოსმა წამოიწო
საუბარი: „ახლა ქალაქში გადაიყვანეთ შავი ხომალდი, სანამ მე ჩემს მიწებსა და მწყემსებს
მოვინახულებ, ხოლო საღამოს, ყანების მონახულების შემდეგ, ქალაქში ჩამოვალ. ხვალ მინდა ჩვენი
მოგზაურობისთვის დაგაჯილდოვოთ, კარგ ნადიმს გაგიმართავთ ხორცითა და ტკბილი ღვინით.“
ღვთისდარმა თეოკლიმენოსმა ჰკითხა: „საყვარელო შვილო, მე სად წავიდე? ვის სახლს
მივადგე [510] იმ ხალხიდან, რომლებიც კლდოვანი ითაკის ბატონები არიან? თუ პირდაპირ
დედაშენისა და შენს სახლს მივადგე?“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „სხვაგვარად რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა,
გიბრძანებდი, პირდაპირ ჩვენთან მოსულიყავი, რადგან სტუმართმოყვარეობა არ გვაკლია, მაგრამ
შენთვისვე იქნებოდა უარესი: მე შინ არ ვიქნები და დედა ვერ დაგინახავს, რადგან საერთოდ
იშვიათად ეჩვენება ხოლმე სასიძოებს ჩვენს სახლში, თავის ზედა ოთახში დაზგას უზის და ქსოვს
მათგან მოშორებით. ამის სანაცვლოდ მე გეტყვი სხვა ადამიანზე, რომელთანაც შეიძლება წახვიდე,
ევრიმაქოსზე, გონიერი პოლიბოსის მშვენიერ ვაჟზე, [520] რომელიც ითაკელებს ახლა ღვთის

111
თანასწორად მიაჩნიათ. რადგან იგი საუკეთესოა მათ შორის და მას ყველაზე მეტად წყურია
დედაჩემზე დაქორწინება და ოდისევსის პატივის მოპოვება, მაგრამ ზევსმა ოლიმპოსელმა, ეთერში
მცხოვრებმა, იცის ეს და შეიძლება მას ქორწილამდე უბედური დღე გაუთენოს.“
სანამ ლაპარაკობდა, მარჯვნივ მისკენ მიფრინავდა ფრინველი, ეს შევარდენი იყო,
აპოლონის სწრაფი შიკრიკი. იგი ბრდღვნიდა ქედანს, რომელიც კლანჭებით ეჭირა და მისი
ბუმბული ხომალდსა და ტელემაქოსს შორის მიწაზე ცვიოდა. თეოკლიმენოსმა მეგობრებისაგან
გამოიხმო, [530] ხელი ჩასჭიდა, სახელით მიმართა და უთხრა: „რა თქმა უნდა, ეს ფრინველი ღვთის
ნებით მოფრინდა მარჯვნიდან. როგორც კი დავინახე, მივხვდი, რომ ეს ფრინველი სიკეთის
მომასწავებელია. ითაკაზე არ არსებობს უფრო დიდი სამეფო მოდგმა, როგორც თქვენია, ამიტომაც
მუდამ თქვენ იქნებით ხელისუფლების სათავეში.“
გონიერმა ტელემაქოსმა მას უპასუხა: „თუკი ეს სიტყვა, უცხოელო, აღსრულდა, შენ ჩემგან
უამრავ საჩუქარს მოიხვეჭ, ჩემს მეგობრობასაც მიიღებ და ვინც შეგხვდება, ყველა ნეტარ ადამიანად
მიგიჩნევს.“
შემდეგ პირეოსს მიმართა, ერთგულ მეგობარს: [540] „პირეოს კლიტიდეს, როგორც ადრეც
ყველაფერს მიჯერებდი ყველაზე მეტად ჩემს ამ მეგობართაგან, პილოსში ვინც მახლდით, ახლა ესეც
გამიკეთე: ეს კაცი ისტუმრე, შინ წაიყვანე და პატივი ეცი, სანამ ჩამოვალ.“
შუბოსნობით სახელგანთქმულმა პირეოსმა უპასუხა: „ტელემაქოს, აქ დიდხანსაც რომ
დარჩე, მე სტუმარზე ვიზრუნებ, სტუმართმოყვარეობა მას არ მოაკლდება.“
ეს თქვა, ხომალდზე ავიდა და უბრძანა მეგობრებს გემსაბმელი ბაგირები ჩაეხსნათ და
თვითონაც ხომალდზე ასულიყვნენ. ისინი მაშინვე ავიდნენ ხომალდზე და ნიჩბებს მიუსხდნენ.
[550] ტელემაქოსმა ფეხზე მშვენიერი სანდლები ჩაიცვა, ხელი დაავლო გემბანზე დადებულ და
ბრინჯაოს ბასრპირიან შუბს. შემდეგ მისმა ხალხმა გემსაბმელი ბაგირები მოუშვა. მეზღვაურებმა
ხომალდი ზღვაში შეაცურეს და ქალაქისკენ აიღეს გეზი, როგორც უბრძანათ ტელემაქოსმა,
ღვთაებრივი ოდისევსის საყვარელმა ვაჟმა. სწრაფად მიჰყავდათ ფეხებს, სანამ არ მიაღწია ეზოს,
რომელშიც მართლაცდა უთვალავი ღორი იყო და იქვე ეძინა მეღორეს, კარგ კაცს, რომელსაც
კეთილი აზრი ჰქონდა თავის ბატონებზე.

112
მეთექვსმეტე სიმღერა: ოდისევსი და ტელემაქოსი

1-59 ტელემაქოსი ევმეოსის ქოხში; 60-111 ოდისევსი თავის მოსაზრებას გამოხატავს; 112-153
ტელემაქოსი ევმეოსს პენელოპესთან აგზავნის; 154-212 ოდისევსი ტელემაქოსს გამოეცნაურება;
213-257 ოდისევსი და ტელემაქოსი გეგმას ადგენენ; 258-320 ოდისევსი ტელემაქოსს დავალებებს
აძლევს; 321-392 ტელემაქოსის ხომალდი ნავსაყუდელში შედის; 393-451 პენელოპე კიცხავს
სასიძოებს; 452-481 ევმეოსი ახალ ამბებს ატყობინებს ტელემაქოსს.

ისევ ქოხში, ოდისევსმა და ღვთაებრივმა მეღორემ დილით საუზმე მოიმზადეს, ცეცხლი გააჩაღეს და
მწყემსები ღორებთან ერთად საძოვრებზე გაუშვეს. ყეფის მოყვარული ძაღლები ყეფის ნაცვლად
შემოეხვივნენ და კუდს უქიცინებდნენ მოახლოებულ ტელემაქოსს. ღვთაებრივმა ოდისევსმა
შენიშნა ძაღლების კუდის ქიცინიცა და ნაბიჯების ხმაც. მაშინვე ფრთოსანი სიტყვით მიმართა
ევმეოსს: „ევმეოს, შენი რომელიღაც მეგობარი ან ვინმე კარგი ნაცნობი მოდის, რადგან ძაღლები
ყეფის ნაცვლად [10] ვიღაცას ელაქუცებიან და თან ვიღაცის ნაბიჯების ხმაც მესმის.“
სიტყვა ნათქვამიც არ ჰქონდა, როცა მისი ძვირფასი ვაჟი ზღურბლზე გამოჩნდა.
გაოგნებული მეღორე წამოხტა, ხელიდან გაუვარდა ჭურჭელი, რომლითაც იგი შუშხუნა ღვინოს
აზავებდა. იგი წავიდა თავისი ბატონისაკენ, დაუკოცნა შუბლი, თვალები და ხელები. მსხვილი
ცრემლი ცვიოდა ყვრიმალებიდან. როგორც მოყვარული მამა ალერსიანად მიესალმება ათი წლის
უნახავ ერთადერთ შვილს, რომელიც შორეული ქვეყნიდან დაბრუნდა, საყვარელ შვილს, ვის გამოც
მრავალი მწუხარება გადაუტანია, [20] ასე ჩაეხუტა ღვთაებრივი მეღორე ტელემაქოსს, ყველაფერი
დაუკოცნა, როგორც სიკვდილისგად თავდაღწეულს და თვალცრემლიანმა მიმართა ფრთოსანი
სიტყვით: „მოხვედი, ტელემაქოს, ტკბილო ნათელო! აღარ მეგონა, თუ კიდევ გნახავდი მას შემდეგ,
რაც ხომალდით პილოსს გაეშურე. მოდი ახლა, საყვარელო ბავშვო, შემოდი, რომ გული გავიხარო
შენი ცქერით, შორი გზიდან ჩამოსულო. შენ ხომ იშვიათად მოდიხარ მწყემსებთან სოფლად, გული
არ მოგიწევს ჩვენსკენ, სულ ქალაქში ხარ, რომ სასიძოების საზარელ ბრბოს თვალი ადევნო.“
[30] გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „ასეა, მამა, მაგრამ ახლა შენ გამო მოვედი, საკუთარი
თვალით რომ გნახო და შენს სიტყვებს ვუსმინო, დედაჩემი სასახლეშია ისევ, თუ ვიღაც სხვა კაცი
დაქორწინდა მასზე, იქნებ ოდისევსის სარეცელი დაცარიელდა და ბოროტმა აბლაბუდამ დაფარა?“
მას უპასუხა მეღორემ, ხალხის წინამძღოლმა: „სინამდვილეში იგი მოთმინებით ელოდება
მეუღლეს შენს სასახლეში, უბედური დღეები და ღამეები გარბიან, სანამ იგი ცრემლად იღვრება.“
ასე თქვა და გამოართვა ბრინჯაოს შუბი. შემდეგ ტელემაქოსი შევიდა და ზღურბლი
გადალახა. შევიდა თუ არა, უმალ წამოდგა მამამისი, სავარძელი რომ დაეთმო, მაგრამ ტელემაქოსმა
ნიშნით შეაჩერა და უთხრა: „დაბრძანდი, უცხოელო, აქ მე სხვაგანაც ვნახავ ადგილს. აქაა კაცი, ვინც
მიპოვის ადგილს.“
ასე თქვა და ოდისევსი ისევ დაჯდა. მეღორემ მწვანე ფიჩხი დაყარა, საწმისი გადააფარა და
იქ დაჯდა ოდისევსის საყვარელი ვაჟი. მეღორემ თეფშებით ჩამოარიგა წინა ღამით მორჩენილი
შემწვარი ხორცი და სახელდახელოდ დაჭრილი პურით სავსე კალათები, ხის თასში ჩამოსხმული
თაფლივით ტკბილი ღვინო და შემდეგ ღვთაებრივი ოდისევსის წინ დაჯდა.
ხელი გაიწვდინეს წინ დაწყობილი საუკეთესო რამეებისკენ. შემდეგ ჭამა-სმით გული რომ
იჯერეს, მაშინვე ტელემაქოსმა უთხრა ღვთაებრივ მეღორეს: „მამა, საიდანაა მოსული ეს უცხოელი?
რომელმა მეზღვაურებმა ჩამოიყვანეს? ვინ ვართო, რას ამბობდნენ? რადგან სულ არ მგონია, რომ
ქვეითად მოვიდა.“
[60] მეღორე ევმეოს, შენ მას უპასუხე: „კარგი, შვილო, მე სრულ სიმართლეს გეტყვი. იგი
ამტკიცებს, რომ მოდგმით ვრცელი კრეტიდანაა, და ამბობს, რომ თავისი ხეტიალისას მოკვდავთა
მრავალ ქალაქში ყოფილა, ასეთი ბედი მიუცია მისთვის ღმერთს. ახლა თესპროტიელების
ხომალდიდან გამოქცეულა და ჩემს მეურნეობაში მოსულა, შენს ხელს მოვანდობ. გაუკეთე, რაც
გინდა, რადგან ამტკიცებს, რომ შენი მავედრებელია.“
გონიერმა ტელემაქოსმა მიუგო: „ევმეოს, შენმა სიტყვებმა გული მომიკლეს, [70] როგორ
უნდა მივიღო უცხოელი ჩემს სასახლეში? ჯერ ახალგაზრდა ვარ და საკუთარ ხელებს ვერ ვენდობი,
რომ შევძლებ დავიცვა კაცი, თუ მას ვინმე აწყენინებს. დედაჩემის გულიც აქეთ-იქით ირხევა, აქ
დარჩეს ჩემთან და იზრუნოს ჩვენს სახლზე, მეუღლის სარეცელსა და ხალხის მოსაზრებას სცეს
პატივი, თუ რომელიღაც აქაველს გაჰყვეს ახლა, რომელიც ყველაზე უკეთესად ითხოვს მის ხელს და

113
მეტ საჩუქრებს გაიღებს. თუმცა, რა თქმა უნდა, რაკი ეს უცხოელი შენს სახლში მოვიდა, მე მას
ლამაზად შევმოსავ, ქიტონსაც მივცემ და მოსასხამსაც, [80] მივცემ მას ორლესულ ხმალსა და
სანდლებს ფეხის შესამოსად და გავაგზავნი, სადაც გული და სული მიუწევს. მაგრამ თუ გინდა, აქ
გყავდეს და იზრუნე მასზე, აქ გამოვუგზავნი ტანსაცმელსა და საკვებსაც, რომ მისმა სტუმრობამ არ
დაგამძიმოთ შენ და შენი მეგობრები. მე არ დავუშვებ, რომ სასიძოებს გაეკაროს, რადგან მათში
მეტისმეტად დიდია უგუნური და უმიზეზო თავხედობა, რომ არ დასცინონ და ამით მე არ
დამამწუხრონ. ერთ კაცს გაიჭირდება რამე ჰქნას ბრბოში, რა ვაჟკაციც უნდა იყოს. სინამდვილეში
ისინი ძალით აღგვემატებიან.“
[90] მას უპასუხა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: „მეგობარო, აშკარად სწორია,
რომ მე უნდა ვუპასუხო ამას, გული მომიკვდა, რომ გავიგონე, რა უბედურება ტრიალებს შენს
სახლში და რა დღეში არიან სასიძოები ისეთი კაცის წინააღმდეგ, როგორიც შენ ხარ. მითხარი,
ნებაყოფლობით დაუთმე მათ, თუ ხალხი ვერ გიტანს და ამაში ღმერთის ხმას მიჰყვებიან? იქნებ ეს
შენი ძმების ბრალია, რომლებსაც ენდობოდი და რომლებსაც უნდა ებრძოლათ, თუკი დიდი კამათი
მოხდებოდა? მე რომ საკმარისად ახალგაზრდა ვყოფილიყავი, და ეს გრძნობა მქონოდა, [100] ან რომ
ვყოფილიყავი უზადო ოდისევსის ვაჟი ან თავად ოდისევსი, ხეტიალიდან ჩამოსული, მაშინ ხომ
იმედი იქნებოდა. დაე, პირველმა უცხოელმა თავი მომკვეთოს, თუკი მე იმ თავხედებს უბედურებად
არ მოვევლინები, როდესაც ლაერტიადეს ოდისევსის დარბაზში შევალ. მაგრამ თუნდაც თავისი
რიცხვით დამძლიონ მე, მარტოხელა მეომარი, უკეთესია მომკლან შენს სასახლეში, ვიდრე
მუდმივად ვუყურო ამ სამარცხვინო ამბებს, როდესაც სტუმრებს ცუდად ექცევიან, ხოლო კაცები
მონაქალებს დაათრევენ ლამაზ სასახლეში, [110] ღვინოს ნთქავენ და საკვებს ანადგურებენ ასევე
უგუნურად, უზრუნველად და შეუზღუდავად.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „ამაზე სრულიად გულწრფელად გიპასუხებ. არ ვძულვარ
მე ხალხს და არავინ მემტერება. და არც ერთი ძმის ბრალი არაა, რომელთაც კაცი შეიძლება ენდოს
რთულ დროებაში. მთელი ჩვენი მოდგმა ერთეულებად შექმნა კრონიონმა. ერთადერთი შვილი,
ლაერტესი შვა არკისიოსმა, თავის მხრივ ლაერტესიც იყო ერთადერთი შვილის, ოდისევსის მამა,
შემდეგ ოდისევსმა [120] მე მშვა, ერთადერთი შვილი და ჩემდა საუბედუროდ, წავიდა. აი, რატომაა
ახლა ურიცხვი მტერი ჩვენს სახლში. ბატონები, რომლებიც კუნძულებს მართავენ, დულიქიონს,
სამეს ან ტყიან ძაკინთოსს, ყველა, ვინც მბრძანებლობს კლდოვან ითაკაზე, ყველანი დედაჩემის
ქმრობას ცდილობს და ჩემს სახლს აჩანაგებს. ისიც ვერც უარს ამბობს საძაგელ ქორწინებაზე და ვერც
თანხმდება. სასიძოები კი ჭამენ და ანადგურებენ ჩემს სახლს. მალე მეც ზედ მიმაყოლებენ. მაგრამ
სინამდვილეში, ეს ყველაფერი ღმერთებს მუხლებზე უდევთ. [130] მამა, ახლავე წადი და უთხარი
კეთილგონიერ პენელოპეს, რომ პილოსიდან ჩამოვედი და რომ უსაფრთხოდ ვარ. მე აქ ვიქნები, შენ
კი წადი და ახალი ამბები მხოლოდ მას შეატყობინე. ნება არ დართოთ სხვა აქაველებს, რამე
მოისმინონ, რადგან ბევრი ფიქრობს, თუ რა დამიშავოს.“
მეღორე ევმეოს, შენ ასე უპასუხე: „გასაგებია, მესმის. იმას ეუბნები, ვინც გაიგებს. მაგრამ ესეც
მითხარი გულწრფელად, უნდა მოვინახულო თუ არა ლაერტესი, უბედური, რომელიც ძალიან წუხს
ოდისევსის გამო, [140] ერთხანს ჩვევად ჰქონდა, ემართა მამული, ყოფილიყო მონებთან ერთად,
მათთან ერთად ეჭამა და ესვა, სანამ გული ერჩოდა. მაგრამ ახლა, შენ რომ პილოსში გაემართე,
ამბობენ, რომ აღარც ჭამს და აღარც სვამს, არც ყანებს აკვირდება, მხოლოდ ოხრავს და კვნესის,
ცარიელი ტყავი და ძვალია.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „სამწუხაროა, მაგრამ მაინც დავტოვოთ, არ ვუთხრათ,
მიუხედავად ჩვენი მწუხარებისა. მოკვდავებს რომ დამოუკიდებლად შეგვეძლოს არჩევა, მე,
უპირველეს ყოვლისა, მამაჩემის შინ დაბრუნებას ვისურვებდი. [150] შენ კი დედას რომ ყველაფერს
გადასცემ, უკან დაბრუნდი, ლაერტესთან წასვლა საჭირო არ არის; მაგრამ დედაჩემს უთხარი, რომ
სასწრაფოდ გააგზავნოს მეკუჭნავე ქალი საიდუმლოდ, იგი გადასცემს მოხუცს ყველაფერს.“
ასე თქვა და აღძრა მეღორე, მაშინ ევმეოსმა სანდლები ჩაიცვა, შეიკრა და ქალაქში წავიდა.
ათენამ იცოდა, ევმეოსი რომ წავიდა, ხელსაქმის მცოდნე მაღალი ლამაზი ქალის სახით გამოცხადდა.
ქოხის შესავლელში იდგა და ოდისევსი ხედავდა მას, [160] ტელემაქოსი ვერ ხედავდა, ვერ ამჩნევდა
მას, რადგან ღმერთები ყველას როდი ეჩვენებიან, მაგრამ ოდისევსი ხედავდა მას, ძაღლებიც არ
უყეფდნენ, წკმუტუნით გაიქცნენ ეზოს შორეულ კიდეში. წარბით მისცა ნიშანი ათენამ, ოდისევსმა
შეამჩნია, შემდეგ გამოვიდა დარბაზიდან, ეზოს დიდ კედელს მიღმა და წინ დაუდგა. ათენამ უთხრა:
„ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო ოდისევს, გამოუცხადე შენი ნება შენს ვაჟს და
ნუღარ დაემალები, თქვენ ორმა მოიფიქრეთ, როგორ უნდა გაუსწორდეთ სასიძოებს და [170]

114
შეგიძლიათ, სახელგანთქმულ ქალაქში გაემგზავროთ. მე თვითონ იქვე ვიქნები, ომში შესვლა
მწყურია.“
ეს უთხრა ათენამ და შეახო ოქროს კვერთხი. ჯერ გაქათქათებული ქიტონი და მოსასხამი
მოაცვა მკერდზე, შემდეგ სიმაღლე და ახალგაზრდული ძალა მიანიჭა. ისევ შავგვრემანი გახდა,
ყვრიმალები შეევსო, ხოლო ნიკაპზე წვერი გაუმუქდა. ეს გააკეთა და ისევ წავიდა, მაშინ ოდისევსი
ქოხში შებრუნდა. მისი საყვარელი შვილი გაოგნდა, თვალი ვერ გაუსწორა, ღმერთი ხომ არ არისო,
[180] და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „შენ ახლა სხვაგვარად გამოიყურები, უცხოელო, ვიდრე
წეღან. სხვა სამოსი გმოსავს და კანიც სხვაგვარი გაქვს. აშკარად რომელიღაც ღმერთი ხარ, ერთ-ერთი
იმათგან, ვინც ვრცელ ზეცას მართავს. შეგვიწყალე და ნება დაგვრთე, ღირსეული მსხვერპლი და
ოქროს კეთილნაკეთები საჩუქრები შემოგწიროთ.“
მას უპასუხა მრავალანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: „არანაირი ღმერთი მე არ ვარ,
უკვდავებს როგორ მადარებ? მე მამაშენი ვარ, ვის გამოც კვნესი და ათას მწუხარებასა და ხალხის
ძალადობას ითმენ.“
[190] ეს თქვა და შვილი გადაკოცნა, მისი ყვრიმალებიდან ცრემლი მიწაზე დაცვივდა, თუმცა
მანამდე ყოველთვის თავს იკავებდა. მაგრამ ტელემაქოსმა ვერ დაიჯერა, რომ იგი მამამისი იყო და
კიდევ ერთხელ უპასუხა: „შენ ოდისევსი, მამაჩემი კი არა, ღვთაება ხარ, რომელიც მაჯადოებს, რომ
კიდევ უფრო ვიგლოვო და კვნესა აღმომხდეს. რადგან ვერც ერთი მოკვდავი ვერ შეძლებდა ამას
თავისი გონებით, თუ ღმერთი არ ჩაერეოდა, რომელსაც იოლად შეუძლია ყმაწვილად ან ბერიკაცად
გაქციოს. ახლახან ხომ ბერიკაცი იყავი და ძონძები გეცვა, [200] ახლა კი ღმერთებს გავხარ,
რომელთაც ვრცელი ზეცა უპყრიათ!“
მარჯვე ოდისევსმა მას უპასუხა: „ტელემაქოს, ნუ გიკვირს და მეტისმეტად ნუ გაოგნდები,
რომ შენი საყვარელი მამა მართლაც სახლშია. რადგან სხვა ოდისევსი აქ არასოდეს არ მოვა, მხოლოდ
მე ვარ, რომელიც ათასი უბედურებისა და მარადიული ხეტიალის შემდეგ დავბრუნდი, მეოცე წელს,
ჩემს სამშობლოში. ეს კი, მართლაც, ნადავლის მომტანი ათენას ნახელავია, მას შეუძლია, ისეთად
მაქციოს, როგორადაც მოინდომებს: ხან მათხოვარი ვიქნები და [210] ხანაც ახალგაზრდა და
ლამაზად შემოსილი ვაჟკაცი. ღმერთებს, რომელთაც ვრცელი ზეცა უპყრიათ, არ უჭირთ, აამაღლონ
ან დაამდაბლონ მოკვდავი კაცი.“
ეს თქვა და დაჯდა, შემდეგ ტელემაქოსი ჩაეხუტა თავის კეთილ მამას, ატირდა და ცრემლი
დაღვარა. და ორივეს ეწვია ქვითინის სურვილი. ხმამაღლა ტიროდა ორივე, უფრო ხმამაღლა, ვიდრე
წივიან მტაცებელი ფრინველები, ძერა ან დაგრეხილბრყალებიანი სვავი, რომელთა ბარტყები
სოფლის ყმაწვილკაცებს მოუტაციათ, სანამ დაფრთიანდებოდნენ. საცოდავად ცვიოდათ ცრემლი
თვალთაგან. [220] და მზის სინათლე ჩაესვენებოდა მოქვითნეთათვის, მოულოდნელად ტელემაქოსს
რომ არ ეთქვა მამამისისთვის: „ძვირფასო მამაჩემო, როგორი ხომალდით ჩამოგიყვანეს
მეზღვაურებმა ითაკაში, ვინ ვართო, რას ამბობდნენ მეზღვაურები, რადგან სულაც არ მგონია, რომ
აქ ქვეითად მოხვედი.“
მას უპასუხა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: „ახლა, შვილო, სიმართლეს
მოგიყვები. აქ ფეაკებმა ჩამომიყვანეს, რომლებიც ყველა უცხოელს ეხმარებიან, ვინც მათ კუნძულს
მიაღწევს. [230] სანამ მეძინა, სწრაფი ხომალდით გამომაქანეს და ითაკაზე მომიყვანეს, შესანიშნავი
საჩუქრები მომართვეს, ბრინჯაო, ოქრო და ნაქსოვი სამოსელი. ეს სიმდიდრე, ღმერთების ნებით,
გამოქვაბულში დევს. ახლა აქ ათენას რჩევით ვარ, რომ ჩავიფიქროთ ჩვენი მტრების განადგურება.
ახლა სიით გადახედე სასიძოებს, რომ ვიცოდე, რამდენი არიან და რა ხალხია, რომ შევძლო ნათელი
გონებით განვჭვრიტო, შევძლებთ თუ არა, ორნი გავუმკლავდეთ სხვების დახმარების გარეშე, თუ
უნდა ვცადოთ, დახმარება მივიღოთ.
[240] გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „მამა, მართლაც მუდამ მესმოდა შენი დიდების
შესახებ, რომ ბრწყინვალე მეომარი და ბრძენი მრჩეველი ხარ, რაც თქვი, მაინც გამაკვირვე. ორი კაცი
ვერ შეებრძოლება ამ რაოდენობის მრისხანე მეტოქეს. სასიძოები ათნი კი არ არიან ან ორჯერ ათი,
ბევრად მეტნი არიან. მალე ნახავ მათ რიცხვს იქ. დულიქიონიდან ორმოცდათორმეტი ნარჩევი
ყმაწვილია და ექვსჯ მსახური ახლავთ. ოცდაოთხი კაცია სამედან. [250] ოცი აქაველი ყმაწვილია
ძაკინთოსიდან. თავად ითაკიდან თორმეტია, სულ ნარჩევი, მათთან ერთად მაცნე მედონი და
ღვთაებრივი აედოსი, კიდევ ორი მსახური, ხორცის დაჭრის დიდოსტატები. თუ მათ ყველას თავს
დავეცემით სასახლეში, ისინი ამ თავდასხმას ძალიან მწარედ უპასუხებენ. არა, ვინმე დამხმარე უნდა
ვიპოვოთ, უნდა მოვიფიქროთ, ვინ შეგვეხიდებოდა სუფთა გულით.“

115
მას უპასუხა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: „მაშინ მე გეტყვი, შენ კი კარგად
მომისმინე, [260] როგორ გგონია, ათენა და მამამისი, ზევსი, არ იქნებიან საკმარისი, თუ სხვა
დამხმარეზე უნდა ვიფიქრო?“
გონიერმა ტელემაქოსმა მიუგო: „ორნი, რომლებიც შენ ახსენე, რა თქმა უნდა, კარგი
დამხმარეები არიან, თუმცა მაღლა სხედან ღრუბლებში და მართავენ დანარჩენებს, როგორც
ადამიანებს, ისე უკვდავ ღმერთებს.“
მას უპასუხა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა: „დიდხანს ვერ შეიკავებს თავს ეს
ორი და მძლავრ შეტაკებაში ჩაერთვება, როდესაც სასიძოებსა და ჩვენს შორის ჩემს სასახლეში არესის
მძვინვარება გაჩაღდება. [270] ახლა შენ სახლში წადი, როგორც კი ეოსი გამოჩნდება, თავხედ
სასიძოებს შეერიე. შემდეგ კი მეღორე მომიყვანს ქალაქში როგორც ბინძურ მათხოვარს და ბერიკაცს.
თუკი ისინი ცუდად მომექცევიან მთელ სახლში, თავი შეიკავე და მოითმინე, თუნდაც
ვიტანჯებოდე, თუნდაც სახლში ფეხებით გამათრიონ და კარებიდან გარეთ გამომაგდონ, ეს
სანახაობა უნდა აიტანო. მართლაც, დაარწმუნე, რომ შეწყვიტონ თავიანთი უგუნურება, ელაპარაკე
მათი გულის მოსაგები სიტყვებით, თუმცა ისინი [280] არ დაგიჯერებენ, რადგან მათი ბედისწერის
დღე მოახლოვებულია. კიდევ რაღაცას გეტყვი და შენ დაიმახსოვრე. როდესაც ბრძენი ათენა
მეტყვის, მე თავს დაგიქნევ და როგორც კი შეამჩნევ, დარბაზში რაც საბრძოლო აღჭურვილობაა,
ყველაფერი აიღე და მაღალი საკუჭნაოს ბნელ კუთხეში დაალაგე, ხოლო სასიძოები ნაზი სიტყვებით
დააშოშმინე, თუ მოისაკლისეს და მოიკითხეს: მჭვარტლს მოვაშორე-თქო, რადგან უკვე ისეთი
აღარაა, როგორც ყოფილა-თქო, როგორიც ოდისევსმა დატოვა, ტროას რომ მიდიოდა-თქო, [290]
გამურულია, რადგან კვამლის სუნთქვა შეეხო, გარდა ამისა, კრონიონმა შთამაგონა დიდი შიში, რომ
შემთხვევით ღვინო არ მოგეკიდოთ, ერთმანეთში არ იჩხუბოთ, ერთმანეთს არ დაერიოთ და თქვენი
ნადიმი არ წაახდინოთ. რკინა ხომ თვითონ იზიდავს ადამიანს.“
მაგრამ მხოლოდ ჩვენ ორისთვის დატოვე ორი ხმალი, ორი შუბი და ხარის ტყავის ორი ფარი,
რომ შევძლოთ მივვარდეთ და ხელში ავიღოთ, სანამ ათენა პალასი და ბრძენი ზევსი გონებას
აუმღვრევენ სასიძოებს. სხვა რამეს გეტყვი, შენ კი დაიმახსოვრე. [300] თუ მართლა ჩემი ხარ და ჩვენი
სისხლისა, დაე, ვერავინ გაიგოს, რომ ოდისევსი მართლაც შინაა, ვერც ლაერტესმა გაიგოს, ვერც
მეღორემ, ვერც რომელიმე მსახურმა და ვერც თვით პენელოპემ, მე და შენ გამოვცადოთ ქალის
განწყობა, ასევე რამდენიმე მონაც გამოვცადოთ, ვინმე პატივს გვცემს თუ არა, ვინმეს ეშინია თუ არა,
ვინმე ზრუნავს თუ არა, თუ არაფრად აგდებს ისეთ კაცს, როგორიც შენ ხარ.“
მას უპასუხა სახელგანთქმულმა შვილმა: „მამა, დიახ, მართლაც, დაინახავ, რომ სულმოკლე
არ ვარ და [310] ვერც უნებისყოფობას დამაბრალებს ვინმე. მაინც არ მგონია, რომ ეს ჩანაფიქრი
წარმატებას მოგვიტანს, ამიტომ მოგიწოდებ, კიდევ დაფიქრდე. დიდხანს მოგიწევს სიარული, რომ
ყველა კაცი შეამოწმო სოფლად, სანამ შენს სასახლეში თავხედი სასიძოები შენს ქონებას ურცხვად
ანადგურებენ. ქალებს რაც შეეხება, მეც გთხოვ, გავიგოთ, ვინ შეურაცხგყოფს შენ და ვინ არის
უდანაშაულო. კაცებს რაც შეეხება, ახლა მათი შემოწმება სოფლად არ ღირს, ეს შემდეგ გავაკეთოთ,
[320] თუკი შენ მართლაც გაქვს რამე ნიშანი ეგისის მპყრობელი ზევსისგან.“
ასე საუბრობდნენ ერთმანეთში, როდესაც კეთილნაგები ხომალდი, რომელმაც ტელემაქოსი
და მისი მეგობრები ჩამოიყვანა პილოსიდან, ნაპირს მიადგა. როდესაც შევიდნენ ძალიან ღრმა
ნავსაყუდელში, შავი ხომალდი ნაპირზე აათრიეს, შემდეგ მეზღვაურებმა ჩამოზიდეს აღჭურვილობა
და ბრწყინვალე საჩუქრები კლიტიოსის სახლში გადაიტანეს. შემდეგ შიკრიკი გაგზავნეს ოდისევსის
სახლში, გადაეცა ბრძენი პენელოპესთვის, [330] რომ ტელემაქოსი დაბრუნდა და მათ უბრძანა,
ქალაქში ჩასულიყვნენ, რომ დედოფალი დაემშვიდებინათ და არ ეტირა. ეს ორნი, მაცნე და მეღორე
ერთმანეთს შეხვდნენ, რადგან ერთი დავალება ჰქონდათ, – დედოფალს უნდა შეხვედროდნენ.
მაგრამ როდესაც ღვთაებრივი მეფის სასახლეში მივიდნენ, მონაქალებს შორის მაცნემ გამოაცხადა:
„ჩემო დედოფალო, შენი საყვარელი შვილი ახლახან ჩამოვიდა!“ მეღორე კი მივიდა პენელოპესთან,
ახლოს დაუდგა და უთხრა ყველაფერი, რაც მისმა საყვარელმა შვილმა დააბარა. [340] შემდეგ,
როდესაც ბრძანება შეასრულა, დარბაზიდან გამოვიდა და თავის ღორებს დაუბრუნდა.
სასიძოები შეწუხდნენ და დამწუხრდნენ, დარბაზიდან გამოვიდნენ, ჩაუარეს ეზოს მაღალ
გალავანს და დასხდნენ კარიბჭის წინ. ევრიმაქოსმა, პოლიბოსის ძემ პირველმა ამოიღო ხმა:
„მეგობრებო, დიდი საქმე გააკეთა ტელემაქოსმა თავხედურად, დაასრულა მოგზაურობა, ჩვენ კი
გვეგონა, რომ ამას ვერ მოახერხებდა. მაშ, წავიდეთ, ჩავუშვათ ზღვაში საუკეთესო შავი ხომალდი და
[350] ხმა მივაწვდინოთ დანარჩენებს, რომ სწრაფად დაბრუნდნენ სახლში.“

116
ვერ მოასწრო ამ სიტყვების დამთავრება, როდესაც ამფინომოსი მობრუნდა და დაინახა, რომ
ღრმა ნავსაყუდელში შედიოდა ხომალდი, იალქანი შამოშვებული იყო და ნიჩბები ზემოთ ჰქონდათ
აწეული. ტკბილად გაიცინა და თავისიანებას უთხრა: „აღარ არის საჭირო არავის გაგზავნა, რადგან
ისინი უკვე აქ არიან. ან რომელიღაც ღმერთმა უთხრათ ან თვითონ დაინახეს ტელემაქოსის
ხომალდი, რომელმაც გვერდით ჩაუარათ და რომელსაც ვერ დაეწივნენ.“
ასე თქვა და ისინიც წამოდგნენ და სანაპიროსკენ გაემართნენ. მეზღვაურებმა ხომალდი
ხმელეთზე აათრიეს, [360] მეაბჯრეებმა აღჭურვილობა ჩამოიტანეს. შემდეგ სასიძოები ერთად
გაეშურნენ შეკრების ადგილზე და სხვა არავინ დაისვეს გვერდით, არც ყმაწვილი და არც ბერიკაცი.
ანტინოოსმა, ევპეითესის ძემ, ბრძანა: „აჰ! ღმერთებმა ეს კაცი უბედურებას გადაარჩინეს. მთელი
დღეების განმავლობაში ჩვენი მზვერავები ქარიან მწვერვალებზე ისხდნენ, ერთმანეთს
ენაცვლებოდნენ. მზე ჩაესვენებოდა თუ არა, ხმელეთზე ღამე ერთხელაც არ გაგვითევია, სწრაფი
ხომალდით ზღვას ვსერავდით და ღვთაებრივ ეოსს ველოდებოდით, ჩასაფრებულები ტელემაქოსს
ველოდებოდით, რომ შეგვეპყრო და მოგვეკლა [370] ეს კაცი, მაგრამ ამასობაში რომელიღაც ღმერთმა
შინ ჩამოიყვანა. მაშ, ახლა მოვიფიქროთ, როგორ დავღუპოთ ეს უბედური ტელემაქოსი, რომ ვერ
გაგვექცეს, რადგან არ მგონია, რომ რამე გამოგვივა, სანამ ის ცოცხალია. თვითონ ის ბრძენია
გონებითაც და საბჭოზეც, ხოლო ჩვენ ხალხი კეთილგანწყობით აღარ გვიყურებს. მოდი,
ვიმოქმედოთ, სანამ იგი სახალხო კრებაზე შეკრებს აქაველებს, რადგან, მგონია, რომ იგი მოქმედებას
არ დააყოვნებს, სავსე იქნება მრისხანებით და ყველას გამოუცხადებს, რომ ჩვენ მისი სრული
განადგურება ჩავიფიქრეთ, მაგრამ ვერ დავიჭირეთ. [380] მისგან ამას რომ გაიგონებენ, ჩვენს ბოროტ
საქმეებს არ შეაქებენ. ვშიშობ, ბოროტს გვიყოფენ და გაგვაძევებენ ჩვენი მიწიდან და უცხო სამეფოში
წასვლა მოგვიწევს. ამის ნაცვლად მოდი, ჯერ ვიმოქმედოთ და შევიპყროთ იგი სოფელში, არა
ქალაქში ან გზაზე. შემდეგ სამართლიანად გავიყოთ მისი სიმდიდრე და ქონება ერთმანეთში, თუმცა
სასახლე დავუტოვოთ დედამისს და იმას, ვინც მასზე დაქორწინდება. მაგრამ თუ თქვენ არ მოგწონთ
ეს სიტყვა და გირჩევნიათ, ცოცხალი დატოვოთ და შეუნარჩუნოთ მამა-პაპისეული ქონება, მაშინ
მისი ავლადიდების განადგურება შევწყვიტოთ. [390] თითოეულმა სცადოს, თავისი საჩუქრებით
დედოფლის გული მოიგოს და ისიც ცოლად გაჰყვებას მას, რომელიც სხვებზე მეტს შესთავაზებს და
ისიც მისი ბატონი გახდება.“
ასე თქვა და ყველა დადუმდა. მათ მიმართა ამფინომოსმა, ნისოსის, მბრძანებელ
არეტიადესის, სახელგანთქმულმა შვილმა, რომელმაც სასიძოები ჩამოიყვანა ბალახოვანი და
ხორბლით მდიდარი დულიქიონიდან, ყველაზე მეტად სიტყვებით მან მოიგო პელელოპეს გული,
რადგან მას გამგები გული ჰქონდა. მან კეთილი განზრახვით მიმართა შეკრებილებს და თქვა მათ
რიგებში: [400] „ჩემო მეგობრებო, მე არ მოვინდომებდი ტელემაქოსის მოკვლას. ეს საზარელი რამაა,
– მოკლა სამეფო მოდგმის ადამიანი. მოდი, ჯერ ღმერთებს ვთხოვოთ რჩევა. თუკი დიადი ზევსის
ნება იქნება, მე თვითონ მოვკლავ მას და ყველა სხასაც იმავეს ვუბრძანებ, მაგრამ თუ ღმერთები
ღმერთები ამას დაგვიშლიან, მე გთხოვთ, თავი შეიკავოთ.“
ასე თქვა ამფინომოსმა და მისი სიტყვები მოეწონათ, მაშინ უმალ წამოდგნენ და ოდისევსის
სახლში შევიდნენ და დასხდნენ გაპრიალებულ სკამებზე. კეთილგონიერმა პენელოპემ სხვა რამ
მოიფიქრა: გამოსულიყო თავხედი და ქედმაღალი სასიძოების წინაშე. რადგან სასახლეში ყური
მოკრა, რომ მის ვაჟს სიკვდილი ემუქრებოდა, – მაცნე მედონმა უთხრა, მათი გეგმები გავიგეო.
ამიტომ დარბაზში მონაქალებთან ერთად შევიდა. მაგრამ როდესაც ღვთაებრივი ქალი მივიდა
სასიძოებთან, იგი დადგა მშვენიერი დარბაზის კარის ჩარჩოსთან, ყვრიმალებს ელვარე საბურვლით
იფარავდა, უსაყვედურა ალკინოოსს, სახელით მიმართა და უთხრა: „ანტინოოს, თავხედო, სიავის
მხლართავო, კიდევ იტყვიან, რომ ითაკის სამეფოში შენ თანატოლებში [420] საუკეთესო ხარ
სიტყვითა და რჩევით! მაგრამ შენ ასეთი არ ბრძანდები! ცოფიანო! რატომ უკერავ სიკვდილსა და
დაღუპვას ტელემაქოსს და ყურადღებას არ აქცევ მავედრებლებს, რომელთაც ზევსი ჰყავთ მოწმედ?
ღვთაებრივად დაუშვებელია ერთმანეთისადმი ბოროტების კერვა! ნუთუ არ იცი, რომ მამაშენმა აქ
მოირბინა ხალხის შიშით? სიმართლე რომ ითქვას, ხალხი ძალიან განურისხდა იმის გამო, რომ
ტაფოსელ მეკობრეებს შეუერთდა და ავნო თესპროტელებს, რომლებიც ჩვენთან კავშირში იყვნენ.
მისი მოკვლა უნდოდათ, ძალადობით სიცოცხლის წართმევას უპირებდნენ,უნდოდათ შთაენთქათ
მისი არსებობის სასიამოვნო და დიდი საშუალებები, [430] მაგრამ ოდისევსმა შეაყოვნა და გააჩერა
ისინი, მიუხედავად მათი სურვილისა. შენ ახლა მიოსი სახლი გინდა უსასყიდლოდ შთანთქა, მისი
ცოლი გინდა, მისი შვილის მოკვლა გინდა, ჩემი გულის მოკვლა გინდა. არა, შეჩერდი, გიბრძანებ შენ
და სხვებსაც ვუბრძანებ, თავი შეიკავონ.“

117
პოლიბოსის ძემ, ევრიმაქოსმა მის საპასუხოდ ბრძანა: „იკარიოსის ასულო, კეთილგონიერო
პენელოპე, გამაგრდი, ამ ამბებს გულს ნუ ააღელვებინებ. კაცი არ არსებობს, და არ იარსებებს, არც
შეიძლება, დაიბადოს, ვინც ხელს აღმართავს შენს ძე ტელემაქოსზე, სანამ ცოცხალი ვარ და
დედამიწაზე სინათლეს ვხედავ. [440] რადგან ამას გამოვაცხადებ და აუცილებლად ახდება. ამ კაცის
შავი სისხლი სწრაფად დაედინება ჩემს შუბს; მეც ხომ ხშირად ოდისევსი, ქალაქთა მაოხრებელი,
მისვამდა მუხლებზე, ხელში შემწვარ ხორცს მიდებდა და წითელ ღვინოს მთავაზობდა.
შესაბამისად, ტელემაქოსი ყველა კაცზე უფრო ძვირფასია ჩემთვის და მე მოვუწოდებ მას, არ
კრთოდეს სიკვდილის წინაშე, ყოველ შემთხვევაში, სასიძოთა მხრიდან. ღმერთების მხარეს კი
ვერავინ ვერ გაექცევა.“
ასე თქვა ქალის გასამხნევებლად, თუმცა თავად ტელემაქოსს მოკვლას უპირებდა. ავიდა
ქალი თავის ნათელ საძინებელში, [450] ოდისევსს, საყვარელ მეუღლეს, დასტიროდა, სანამ
თვალსხივოსანმა ათენამ მის ქუთუთოებს ტკბილი ძილით არ მოუვლინა.
საღამოს დაბრუნდა ღვთაებრივი მეღორე ოდისევთან და მის ვაჟთან. მათ ერთი წლის
ბურვაკი დაეკლათ და ახლა საქმიანად ვახშამს ამზადებდნენ. შემდეგ ათენა გვერდით დაუდგა
ლაერტიადეს ოდისევსს, კვერთხი დაჰკრა და ისევ ბერიკაცად აქცია; ძონძებით შეუმოსა სხეული,
რომ მეღორეს არ ეცნო და ცნობა არ მიეტანა ერთგული პენელოპესათვის, იმის ნაცვლად, რომ
საიდუმლო გულში შეენახა. [460] ტელემაქოსმა პირველმა უთხრა სიტყვა: „მოხვედი, ღვთაებრივო
ევმეოს, რა სიახლეა ქალაქში? დაბრუნდნენ თუ არა ჩასაფრებული სასიძოები თუ ჯერ კიდევ
მელოდებიან იქ, სადაც იყვნენ, რომ შინ მიმავალს თავს დამესხნენ?“
შენ მას ასე უპასუხე, მეღორე ევმეოს: „მე ქალაქი არ მომივლია და არ გამომიკითხავს ეს
ამბები; გული მეუბნებოდა, რაც შეიძლება მალე დავბრუნებულიყავი აქ მას შემდეგ, რაც დანაბარები
გადავეცი დედოფალს. მაგრამ მე შემომიერთდა შენი მეგობრების სწრაფი შიკრიკი, რომელმაც
პირველმა შეატყობინა ახალი ამბები დედაშენს. [470] აი, კიდევ რა ვიცი, რადგან ეს საკუთარი
თვალით ვნახე. ქალაქის თავზე ვიყავი, სადაც ჰერმესის ბორცვია და აქეთ მოვდიოდი, როდესაც
დავინახე სწრაფი ხომალდი, რომელიც ჩვენს ნავსაყუდელში შედიოდა. სავსე იყო ხალხით,
დატვირთული იყო ფარებითა და ორმხრივ წვერმახი შუბებით. მაშინ გავიფიქრე, რომ ისინი არიან,
თუმცა დარწმუნებული არ ვარ.“
ასე თქვა და ტელემაქოსის წმინდა ძალამ გაიღმა და თვალებით მამას გადახედა, ხოლო
მეღორეს მზერა აარიდა. შემდეგ, როდესაც შრომას მორჩნენ და სადილი მოამზადეს, ისადილეს და
საჭმელ-სასმელი არავის მოკლებია. [480] მას შემდეგ, რაც ჭამა-სმით გული იჯერეს, მოსვენებაზე
დაფიქრდნენ და ძილის საჩუქარიც მიიღეს.

118
მეჩვიდმეტე სიმღერა: ოდისევსი სასახლეში

1-60 ტელემაქოსი სასახლეში მიდის; 61-106 ტელემაქოსი პოულობს თეოკლიმენოსს; 107-165


თეოკლიმენოსი ოდისევსის იქ ყოფნას წინასწარმეტყველებს; 166-203 ოდისევსი ქალაქში მიდის; 204-
253 მელანთიოსი ოდისევსს დასცინის; 254-289 ოდისევსი სასახლეში შედის; 290-327 ოდისევსის
ძაღლ არგოსის სიკვდილი; 328-395 ოდისევსი სასიძოებს შორის; 396-461 ანტინოოსის მრისხანება;
462-504 ოდისევსს მხარში ჩაარტყავენ; 505-550 პენელოპე გამოიძახებს უცხოელს; 551-606 ოდისევსი
პენელოპესთან შეხვედრაზე უარს ამბობს.

როდესაც ახალშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი გამოჩნდა, მაშინვე შესანიშნავი სანდლებით


შეიმოსა ფეხი ტელემაქოსმა, ღვთაებრივი ოდისევსის საყვარელმა ვაჟმა, შემდეგ აიღო მტკიცე შუბი,
კარგად მოჰყვა ხელში, ქალაქისკენ გაემართა და თავის მეღორეს უთხრა: „მამა, დიახ, მართლაც,
ქალაქს მივდივარ, რათა დედაჩემი ვნახო, რადგან, ასე მგონია, იგი არ შეწყვეტს საზარელ ქვითინსა
და ცრემლიან გოდებას, სანამ მე არ დამინახავს. შენ კი გავალებ: [10] წაიყვანე ეს უბედური უცხოელი
ქალაქში, რომ საჭმელი ითხოვოს, რომ ვინმემ მიაწოდოს პური და თასით წყალი. ჩემდათავად,
ყველას სატკივარით ვერ დავკავდები, როცა ამოდენა მწუხარება მაწევს გულზე. ხოლო თუკი ეს
უცხოელი ამაზე ძალიან გაგვიბრაზდება, მით უარესი მისთვის, მე კი სიმართლის ლაპარაკი
მიყვარს.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „მეგობარო, მე თვითონაც არ მსურს, აქ დავრჩე.
მათხოვარისთვის უმჯობესია, ლუკმაპური ითხოვოს ქალაქში, ვიდრე მინდორში. ვინც ისურვებს,
მომცემს. [20] მე უკვე იმ ასაკში არ ვარ, რომ სოფლად ვიცხოვრო და დავემორჩილო მწყემსების
ბრძანებებს. ასე რომ, წადი. ეს კაცი, რომელსაც უბრძანე, წამიყვანს მე, როგორც კი გავთბები
კოცონთან და მზეზე. რადგან ეს ძონძები, მე რომ მაცვია, თხელია და მეშინია, დილის ყინვამ ბოლო
არ მომიღოს, ქალაქი კი, როგორც ამბობენ, შორსაა.“
ასე თქვა და ტელემაქოსმა ეზო სწრაფი ნაბიჯით გაიარა, თან გონებაში სასიძოებისთვის
ბოროტების თესლს თესდა. შემდეგ, როცა კეთილნაგებ სასახლეს მიუახლოვდა, შუბი მაღალ სვეტს
მიაყუდა, [30] მარმარილოს ზღურბლი გადალახა და შიგნით შევიდა. ძიძა ევრიკლეა იყო პირველი,
ვინც იგი დაინახა, რომელიც მატყლს აფარებდა მდიდრულად მოხატულ სავარძლებს.
თვალცრემლიანი პირდაპირ მისკენ დაიძრა, ოდისევსის მტკიცე მონაქალები ტელემაქოსს
შემოეხვივნენ, ნაზად უკოცნიდნენ შუბლსა და მხრებს. შემდეგ თავისი საწოლი ოთახიდან გამოვიდა
კეთილგონიერი პენელოპე არტემისისა და ოქროს აფროდიტეს მსგავსი, თვალცრემლიანი ჩაეხუტა
შვილს, შუბლი და მშვენიერი თვალები დაუკოცნა [40] და ქვითინით უთხრა ფრთოსანი სიტყვა:
„მოხვედი, ტკბილო ნათელო, ტელემაქოს. აღარ მეგონა, თუ კიდევ გნახავდი, რაც ხომალდით
პილოსს გაემართე, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, საიდუმლოდ, რომ რამე გაგეგო შენს ძვირფას
მამაზე. მაშ, მოდი, მომიყევი, რა ნახე.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა მას: „დედაჩემო, გულს მწუხარებით ნუ აივსებ ჩემ გამო,
რადგან მე სრულ დაღუპვას გადავურჩი. ახლა წყლით განიბანე, სხეული სუფთა სამოსით შეიმოსე,
საწოლ ოთახში ადი შენს მოახლეებთან, [50] ყველა ღმერთს მიმართე და შესთავაზე სრულყოფილი
ჰეკატომბეები იმ იმედით, რომ ოდესმე ზევსი შურს იძიებს. მე კი შეკრების ადგილზე წავალ, რომ
ჩვენს სახლში მოვიპატიჟო უცხოელი, რომელიც პილოსიდან წამომყვა აქეთობის გზაზე. მე იგი წინ
გამოვუშვი ჩემს ღვთისდარ მეგობრებთან ერთად და პირეოსს ვუბრძანე, თავისთან წაეყვანა,
თბილად მიეღო და პატივი ეცა, სანამ მე ჩამოვიდოდი.“
ასე თქვა, და მისი სიტყვა უყურადღებოდ არ დარჩა. წყლით განიბანა, სხეული სუფთა
სამოსით შეიმოსა, ყველა ღმერთს მიმართა და შესთავაზა სრულყოფილი ჰეკატომბეები [60] იმ
იმედით, რომ ოდესმე ზევსი შურს იძიებს.
ამის შემდეგ ტელემაქოსმა დარბაზი გაიარა და გავიდა, ხელში შუბი ეჭირა, ორი სწრაფი
მწევარი მიჰყვებოდა. ათენამ მას ჭარბად დააღვარა მადლი, ამიტომ მთელი ხალხი მას უყურებდა,
როცა მათ უახლოვდებოდა. მის ირგვლივ თავი მოიყარეს მამაცმა სასიძოებმა, კარგ სიტყვებს
ამბობდნენ, მაგრამ სულში ბოროტება უტრიალებდათ. ყმაწვილმა თავი აარიდა მათ დიდ ბრბოს,
ამის ნაცვლად იქით გაეშურა, სადაც ისხდნენ მენტორი, ანტიფოსი და ჰალითერსესი, რომელიც
თავიდანვე მამამისის მეგობრები იყვნენ, [70] იგი დაჯდა ისიც და მათ გამოკითხეს ყველაფერი. მას
მიუახლოვდა შუბოსნობით სახელგანთქმული პირეოსი, რომელსაც ქალაქის გავლით შეკრების

119
ადგილზე უცხოელი მოჰყავდა. ტელემაქოსი უყურადღებოდ არ დარჩენილა უცხოელის მიმართ და
გვერდით დაუდგა მას. პირველად ხმა ამოიღო პირეოსმა და ბრძანა: „ტელემაქოს, ქალები
სასწრაფოდ გამოაგზავნე ჩემს სახლში, რომ გამოგიგზავნო მენელაოსის მოძღვნილი საჩუქრები.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „პირეოს, ჩვენ არ ვიცით, როგორ წაგვივა საქმე, მომკლავენ
თუ ვერა ფარულად მამაცი სასიძოები საკუთარ სასახლეში [80] და გადაინაწილებენ თუ არა
მამაჩემის ქონებას, ამიტომ მირჩევნია, შენთან იყოს და შენ ისარგებლო და არა ერთმა მათგანმა,
მაგრამ თუკი მე დავთესავ მათში სიკვდილის თესლს, სიამოვნებით წამოვიღებ სახლში და
გავიხარებ.“
ასე თქვა და დაქანცული უცხოელი შინ შეიყვანა. შემდეგ, როცა შევიდნენ კეთილნაგებ
სახლში, მოსასხამები სკამებსა და ტახტებზე გადააფინეს, გაკრიალებულ სააბაზანოებში შევიდნენ
და ტანი დაიბანეს. მას შემდეგ, რაც მონაქალებმა განბანეს და ზეითუნის ზეთით დაზილეს, ჩააცვეს
ქიტონები და შალის ხალათები, [90] ისინი აბანოდან გამოვიდნენ და სკამებზე დასხდნენ. მაშინ
მოახლემ მშვენიერი ოქროს დოქიდან წყალი ვერცხლის ტაშტზე დაუსხა, ხელი რომ დაებანათ და
გაპრიალებული მაგიდა დაუდგა წინ. ღირსეულმა მეკუჭნავე ქალმა მოიტანა და წინ დაუდო პური,
ბლომად ხორცი და უამრავი კერძი თავისი მარაგიდან. დედამისი ტელემაქოსის პირისპირ იჯდა
დარბაზის სვეტთან, სკამს მიყრდნობილი ჯარაზე თხელ ნართს რთავდა. ხელი გაიწვდინეს
საუცხოო კერძებისკენ და შემდეგ, როცა ჭამა-სმით გული იჯერეს, [100] კეთილგონიერმა პენელოპემ
უთხრა მათ: „ტელემაქოს, დიახ, მართლაც, ავალ ახლა ჩემს საწოლ ოთახში, რომ დავწვე, სადაც
ვტირი და ვგლოვობ იმ დღიდან, რაც ოდისევსი ატრეიდესებთან ერთად ილიონს გაეშურა. იქნებ
გინდა, სანამ ამაყი სასიძოები შემოსულან სახლში, მომითხრო პირდაპირ მამაშენის შესახებ, თუკი
რამ ახალი გაიგე.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „მაშ ახლა, დედა, სიმართლეს გეტყვი. წავედით პილოსში
ნესტორთან, ხალხის წინამძღოლთან. [110] მან მიმიღო თავის მაღალ სასახლეში და გულუხვად
მიმასპინძლა, როგორც მამა მიიღებს შვილს, რომელიც დიდხანს იყო წასული და შორიდან
ჩამოვიდა. სწორედ ასე გამიმასპინძლდა თავის სახელოვან შვილებთან ერთად. მაგრამ მტკიცე
ოდისევსზე, ცოცხალზე ან მკვდარზე, ვერაფერი ვერ მითხრა, არაფერი სმენია არავისგან დედამიწის
ზურგზე. და მან ატრეიდესთან, შუბოსნობით სახელგანთქმულ მენელაოსთან ცხენებითა და კარგად
შეკრული ეტლით გამგზავნა. იქ ვნახე არგოსელი ჰელენე, ვის გამოც არგოსელები და ტროელები
ღმერთების ნებით იმდენ ხანს იტანჯებოდნენ. [120] მაშინ საბრძოლო ყიჟინის დიდოსტატმა
მენელაოსმა მკითხა, რისთვის ჩავედი ღვთაებრივ ლაკედემონში. მე მას სრული სიმართლე
მოვუთხრე. მაშინვე მიპასუხა: „აჰ! მართლაც და სულით ძლიერი კაცის სარეცელში ჩაწოლას
ცდილობენ, თუმცა თვითონ უძლურები არიან. ეს იმას ჰგავს, ირემმა რომ თავისი ახალშობილი
ნუკრები მძლავრი ლომის ბუნაგში დააძინოს და თავად საძოვარზე გავიდეს მთისწინეთსა და
ბალახიან ხეობაში; ლომი დაბრუნდება თავის ბუნაგში [130] და ორივე ნუკრს საშინელ დღეს
დააყენებს. ოდისევსიც ასე საშინელ დღეს დააყენებს ამ ხალხს. ვისურვებდი, მამა ზევს, ათენა და
აპოლონ, ისეთი, როგორიც ოდესღაც იყო მჭიდროდ დასახლებულ ლესბოსზე, როდესაც შეებრძოლა
ფილომეიდესს და ძლიერად დააგდო და აღაფრთოვანა აქაველები, დაე, ასეთი ძალის ოდისევსი
მოევლინოს სასიძოებს; მაშინ ნახავდნენ სწრაფ განადგურებასა და თავიანთი მაჭანკლობის
სიმწარეს. იმაზე, რასაც მთხოვ და მევედრები, არ ვილაპარაკებ, ამას გარდა, არც მოგატყუებ, [140]
მაგრამ რაც უტყუარმა ზღვის უტყუარმა ბერიკაცმა მითხრა, არაფერს დაგიმალავ და სიტყვა-
სიტყვით გეტყვი. მან ბრძანა, რომ ოდისევსი უნახავს კუნძულზე, ძლიერ დამწუხრებული, მას თავის
სასახლეში ძალით აკავებს ნიმფა კალიფსო, თავის სამშობლოში ვერ ბრუნდება, რადგან არც
მეგობრები ჰყავს და არც ნიჩბებიანი ხომალდი, რომ შინ დაბრუნდეს ზღვის ფართო ზურგზე. ასე
თქვა ატრეიდესმა, სახელოვანმა შუბოსანმა მენელაოსმა. ახლა, როდესაც ყველაფერს მოვრჩი, მე
სახლში გამოვეშურე, ღმერთებმა ზურგქარი მომცეს და სწრაფად ჩამომიყვანეს ჩემს საყვარელ
სამშობლოში.“
[15] ასე თქვა და გული შეტოკდა დედამისის მკერდში. მათ შორის ალაპარაკდა ღვთისდარი
თეოკლიმენოსი: „ლაერტიადეს ოდისევსის ღირსეულო მეუღლევ, სინამდვილეში ამ კაცმა ცხადად
არ იცის, მაგრამ ჩემს სიტყვას უსმინეთ, რადგან მე ზუსტად გიწინასწარმეტყველებთ და არაფერს
დაგიმალავთ. დაე ახლა პირველად ზევსი დამემოწმოს და ღმერთების სასტუმრო მაგიდაცა და
კეთილშობილი ოდისევსის კერაც, რომელთანაც მე მოვედი, რომ დიახ, მართლაც, ოდისევსი უკვე
თავის სამშობლოშია, ზის, მოძრაობს, ერკვევა, რა ბოროტებაც ტრიალებს და სიავეს თესავს ყველა

120
სასიძოსთვის. [160] მე დავაკვირდი ამის მომასწავებელ ფრინველს, როდესაც ვიჯექი კეთილმერხიან
ხომალდზე და ეს ტელემაქოსს შევატყობინე.“
მაშინ კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა: „აჰ, უცხოელო, როგორ მინდა, რომ ახდეს შენი
სიტყვა! მაშინვე გაიგებდი ჩემი სიკეთისა და საჩუქრების ისეთ ამბავს, რომ ყველა, ვინც კი
შეგხვდებოდა, ნეტარს გიწოდებდა.“
სანამ ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, სასიძოები ოდისევსის დარბაზის წინ დისკოს
სროლითა და შუბის ტყორცნით ერთობოდნენ ვაკე ადგილას, როგორც ჩვეულებად ჰქონდათ,
უმიზეზო თავხედობით. [170] მაგრამ როდესაც სადილის დრო დადგა და ცხვრები მობრუნდნენ
მინდვრებიდან და მოერეკებოდნენ მათ მწყემსები, მაშინ მედონმა, რომელიც შიკრიკთაგან ყველაზე
მეტად მოსწონდათ და მათთან სადილობდა ხოლმე, უთხრა მათ: „რადგან თამაშით გული იჯერეთ,
სახლში შემოდით, რომ ნადიმი მოამზადოთ; ცუდი არაფერი არ იქნება, თუკი დროულად
ისადილებთ.“
ასე თქვა მან და ისინიც ადგნენ და წავიდნენ, მის ნათქვამს დაუჯერეს. შემდეგ,მ როდესაც
შევიდნენ კეთილნაგებ სახლში, დააფინეს თავისი მოსასხამები სკამებსა და ტახტებზე. [180] დაკლეს
დიდი ცხვრები და მსუქანი თხები, შემდეგ დაკლეს ტახები და ჯოგიდან ძროხაც, სანამ ვახშამი
მზადდებოდა. ოდისევსი და ღვთაებრივი მეღორე ემზადებოდნენ სოფლიდან ქალაქში
წასასვლელად. პირველმა ხმა ამოიღო მეღორემ, ხალხთა მეთაურმა: „უცხოელო, რაკი ასე
მიისწრაფვი ქალაქში, როგორც ჩემმა ბატონმა მიბრძანა, წავიდეთ; რაც შემეხება მე, მე მერჩივნა აქ
დარჩენილიყავი და აქაურობის მცველად დამდგარიყავი; მაგრამ ჩემი ბატონის რიდი მაქვს და
მეშინია, საყვედური არ მითხრას, რადგან ბატონის საყვედური მძიმე ასატანია. [190] ახლა კი
წავიდეთ, წავიდეთ, დღემ ძირითადად უკვე ჩაიარა და შენთვის ძალიან მალე, საღამოს, აცივდება.“
მარჯვე ოდისევსმა უპასუხა: „ვხედავ. მესმის. იმას უბრძანებ, ვისაც გონება ეყოფა. წავიდეთ,
წავიდეთ, შენ უნდა გამიძღვე მთელი გზა. მაგრამ რამე ჯოხი მომეცი, რომ დავეყრდნო, რამე ტოტი
გექნება, რადგან სწორად თქვი, გზა სახიფათოა.“
ეს თქვა და მხარზე გადაიკიდა თავისი საბრალო, ნახვრეტებიანი გუდა, რომელიც
დაგრეხილ მავთულზე ეკიდა. ევმეოსმა მას მისცა ჯოხი, რომელიც მის გულს მოეწონა. [200] ასე
გაემართნენ ორნი, ძაღლები და მწყემსები ეზოს მცველებად დარჩნენ; მეღორემ კი ქალაქში წაიყვანა
თავისი ბატონი, რომელიც ჯოხზე დაყრდნობილ და საბრალო ძონძებში გამოწყობილ ბინძურ
მათხოვარს წააგავდა.
მაგრამ როდესაც ისინი მიხვეულ-მოხვეული ბილიკით მიდიოდნენ, ქალაქის სიახლოვეს
მიადგნენ კარგად მოწყობილ შესანიშნავ წყაროს, რომლიდანაც მოქალაქეები წყალს ეზიდებოდნენ,
– იგი მოაწყვეს ითაკოსმა, ნერიტოსმა და პოლიქტორმა; მის მახლობლად იყო ვერხვების ჭალა,
რომელიც ყოველი მხრიდან გარს ერტყმის წყაროს, მათ ქვეშ კი კლდიდან მოწვეთავდა წყალი, [210]
ხოლო ზემოთ აგებული იყო ნიმფების საკურთხეველი, სადაც მოგზაურებს შესაწირავი მიჰქონდათ.
იქ მათ შეხვდათ დოლიოსის ძე მელანთიოსი, იგი ფარაში საუკეთესო თხებს მოერეკებოდა, რომ
სასიძოებისთვის ნადიმი მოეწყო. მას ორი მწყემსი ახლდა. როდესაც მგზავრები დაინახა, სახელებით
მიმართა და დაწყევლა ისინი, საზარელი და სამარცხვინო სიტყვები თქვა და ოდისევსის გული
განარისხა: „კარგი ამბავია! საძაგელს საძაგელი მიჰყავს, როგორც ყოველთვის, ღმერთი მსგავსებს
ერთმანეთს აჰკიდებს. სად მიათრევ ამ მსუნაგ ღორს, საცოდავო მეღორევ, [220] ამ უბადრუკ
მათხოვარს, ნადიმის ხალისის წამახდენელს? ეგ ხომ ყველგან კარის წირთხლს აეყუდება,
ნასუფრალს იმათხოვრებს ხმლისა და ქვაბის ნაცვლად?! ჩემთვის მოგეცა, ეზოში ყარაულად
დავაყენებდი, ბაკებს გავაწმენდინებდი, ციკნებს დედებთან მივაყვანინებდი, შრატს ჩახეთქავდა და
ფერდებს მაინც შეივსებდა. თუმცა მაგას შრომა არ ეყვარება, მათხოვრობასაა დაჩვეული, ურჩევნია,
კარდაკარ ხელგაშვერილმა იხეტიალოს, იგლახაკოს და ისე მოიპოვოს ლუკმაპური. ამას გეტყვი და
ასეც ახდება. [230] თუკი იგი ღვთაებრივი ოდისევსის სახლში შევა, მთელ სახლში სასიძოები თავსა
და გვერდებზე სკამებს დაამხობენ.“
ეს თქვა და უგუნურმა ფერდში ფეხი ჩასცა, მაგრამ ვერ წააქცია, ოდისევსი მტკიცედ იდგა და
უყურებდა. ფიქრობდა, ჯოხი ხომ არ დავკრა და სული ხომ არ გავაცხებინოო, თუ წელში ვწვდე და
თავი მიწაზე მივახეთქებინოო. ამის ნაცვლად მოითმინა და თავი შეიკავა, ხოლო მეღორემ
მლანძღველს თვალი გაუსწორა და დაწყევლა იგი, შემდეგ ხელები აღმართა და ხმამაღლა ილოცა:
[240] „ამ წყაროს ნიმფებო, ზევსის ასულებო, თუკი ოდესმე ოდისევსს თქვენთვის ციკნებისა და
ბატკნების სქელ ქონში გახვეული ბარკლები დაუწვავს, ამისრულე ეს სურვილი, დაე ჩამოვიდეს და
რომელიმე ღვთაებამ ჩამოიყვანოს ჩემი მბრძანებელი. იგი გაფანტავდა მთელ ამ ქედმაღლობას,

121
რომელსაც თავხედურად აფრქვევ ქალაქში მუდმივი ბოდიალისას, როდესაც ბოროტი მწყემსები
ფარას ღუპავენ.“
თხების მწყემსმა მელანთიოსმა მიუგო: „აჰ! როგორ ალაპარაკდა ეს ცბიერი ძაღლი! ოდესმე
კარგად აღჭურვილ შავ ხომალდზე ავიყვან [250] ითაკიდან შორს, რომ დიდი სიმდიდრე მომიტანოს.
რა იქნებოდა, ტელემაქოსი დღესვე საკუთარ სასახლეში დაეღუპა ვერცხლისმშვილდიან აპოლონს
ან სასიძოებს მოეკლათ, როგორც შორეულ ოდისევსს მოესპო შინ დაბრუნების დღე!“
ასე თქვა, მიატოვა ისინი იქ, სანამ ნელა მიდიოდნენ, თვითონ კი წინ გაიჭრა და მალე მიადგა
მეფის სასახლეს. უმალ შევიდა და სასიძოებში დაბრძანდა ევრიმაქოსის წინ, რადგან იგი ყველაზე
უფრო უყვარდა. მოახლეებმა წინ ხორცის ულუფა დაუდეს, ხოლო ღირსეულმა მეკუჭნავე ქალმა
პური მოუტანა [260] და წინ დაუდო. ამასობაში ოდისევსი და ღვთაებრივი მეღორე სასახლესთან
მიახლოებისას შეჩერდნენ და ყური მოჰკრეს ღრმამუცლიანი ფორმინქსის მაღალ ხმას, რადგან
ფემიოსმა სიმებს გამოჰკრა ხელი, რომ სიმღერა დაეწყო. ოდისევსმა ხელი ჩაავლო მეღორეს და
უთხრა: „ევმეოს, ეს, რა თქმა უნდა, ოდისევსის მშვენიერი სახლია, მისი ცნობა და სხვა მრავალს
შორის დანახვა იოლია. ოთახი ოთახში გადის, შემდეგ ეზოა, გალავნითა და გადახურვით, ორმაგი
კარი კარგადაა დაცული. ვერავინ გაბედავს, არად ჩააგდოს. ვხედავ, რომ სახლში უამრავი ვაჟკაცი
ქეიფობს, [270] მსხვერპლშეწირვის სურნელი ზემოთ ადის, ხოლო ფორმინქსი, რომელიც ღმერთებმა
ნადიმის თანამგზავრად შექმნეს, ხმიანებს.“
მას შენ უპასუხე, მეღორე ევმეოს: „იოლად მიხვდი ამას, რადგან გონება არ გაკლია არც ამაში
და არც სხვა საქმეებში. მაგრამ მოდი, დავფიქრდეთ, როგორ იქნება საქმე. ან შენ უნდა შეხვიდე
პირველი კეთილმოწყობილ სახლში და შეერიო სასიძოებს, მე კი აქ დავრჩები, ან, თუ გინდა, აქ
დარჩი და მე შევალ შენზე ადრე. მაგრამ დიდხანს არ უნდა დააყოვნო შენაც, რადგან ვიღაცა
შეგამჩნევს და დაგარტყამს ან გაგაძევებს. გირჩევ, დაფიქრდე ამაზე.“
[280] მაშინ მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა უპასუხა: „გასაგებია. მესმის. იმას
უბრძანებ, ვისაც გონება ჰყოფნის. მაშ, წინ წადი, მე აქ დავრჩები, რადგან მიჩვეული ვარ დარტყმასა
და გაგდებას. გული მაგარი მაქვს, რადგან ბევრი უბედურება გადამიტანია ტალღებსა და ომებში.
ესეც დაემატება იმას, რაც იყო. მსუნაგ მუცელს ვერავინ დაემალება, ეს წყეული რამაა, რომელსაც
კაცისთვის ათასი ბოროტება მოაქვს, რომელთა ხარჯზე იგება კეთილმერხიანი ხომალდები,
რომელთაც მტრისთვის განსაცდელი მოაქვთ უნაყოფო ზღვაში.“
[290] ასე საბრობდნენ ერთმანეთში. იქ ძაღლი იწვა, წამოწია თავი და დაცქვიტა ყურები; ეს
იყო სულით ძლიერი ოდისევსის არგოსი, რომელიც ოდესღაც თავად აღზარდა, მაგრამ მისით ვერ
გაიხარა, რადგან წმინდა ილიონში წასვლა მოუხდა. ადრე ყმაწვილ კაცებს დაჰყავდათ ჯიქზე,
ირემსა და ბოცვერზე სანადიროდ. ახლა უპატრონოდ ეგდო ჯორებისა და ძროხების უზარმაზარ
ნაკელში, რომელიც აქ გროვდებოდა, რომ შემდეგ სასუქად გაეტანათ ოდისევსის ვრცელ ნაკვეთში.
[300] ასე იწვა სიბინძურეში არგოსი, ძაღლის ტკიპებით სავსე. მაგრამ როგორც კი ოდისევსი
მიუახლოვდა, კუდი გააქიცინა და ორივე ყური დაცქვიტა, მაგრამ ძალა არ ეყო, რომ პატრონს
მიახლოებოდა. ოდისევსმა თავი მიაბრუნდა და ცრემლი მოიწმინდა, ევმეოსს ეს არ დაანახვა და
უთხრა: „ევმეოს, ძალიან უცნაურია, ეს ძაღლი რომ ნაკელში წევს, აგებულება მშვენიერი აქვს, მაგრამ
არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მყარად არ ვიცი, სწრაფი თუ იყო სირბილში, გარეგნობას თუ
შეეფერებოდა სისწრაფე, თუ უბრალოდ ქუჩის ძაღლებს ჰგავს, რომელიც [310] პატრონის
მაგიდასთან დაძუნძულებს და ფუფუნების საგანს წარმოადგენს?“
მას შენ ასე უპასუხე, მეღორე ევმეოს: „მართლაც ეს ძაღლი იმ კაცისაა, რომელიც აქედან შორს
მოკვდა. იმ იერისა და თვისებების რომ იყოს, როგორც მაშინ იყო, როდესაც ოდისევსმა დატოვა და
ტროას გაემგზავრა, გაგაოგნებდა თავისი სიჩქარითა და ძალით. ვერც ერთი ველური არება, ვისაც
დაედევნებოდა, ვერ გაექცეოდა უსიერი ტყის სიღრმეში, იმდენად კარგად ცნობდა მათ კვალს. ახლა
ამ დღეშია, პატრონი უცხოეთში მოუკვდა, ხოლო გულგრილი ქალები მასზე არ ზრუნავენ. [320]
მონები, როცა ბატონები ძალაუფლებას კარგავენ, ძველებურად პატიოსნად აღარ ირჯებიან.
შორსმხედველი ზევსი ადამიანს ნახევარ ღირსებას ართმევს, როდესაც მონობის დღე ჩაითრევს მას.“
ეს თქვა და შევიდა კეთილად ნაგებ სახლში, შემდეგ დარბაზში გადავიდა და შეერია
სახელოვან სასიძოებს. ამასობაში შავი სიკვდილის ბედისწერა ეწვია არგოსს, როგორც კი ოდისევსი
კვლავ იხილა ოცი წლის შემდეგ. ღვთისდარი ტელემაქოსი პირველი იყო, ვინც დაინახა მეღორე,
რომელმაც მთელი სახლი გაიარა და ამის შემდეგ ტელემაქოსმა თავი დაუქნია და თავისთან მოიხმო.
ევმეოსმა მიმოიხედა, სკამი აიღო, რომელზედაც მანამდე ხორცის მჭრელი იჯდა და ხორცს ჭრიდა
სასიძოებისთვის, რომლებიც სადილობდნენ სახლში, ტელემაქოსის მაგიდასთან დადგა და დაჯდა

122
მასზე. მაცნემ მაშინვე ხორცის ნაჭერი და პურის კალათი დაუდო წინ. მის შემდეგ მალევე შევიდა
სახლში ოდისევსი საბრალო ძონძებში ჩაცმული, ჯოხზე დაყრდნობილი ბინძური ბებერი
მათხოვრის სახით. იფნის კარის ზღურბლზე ჩამოჯდა, [340] კვიპაროსის წირთხლს მიეყრდნო,
რომელიც ოდესღაც ხუროს გამოუთლია და ლარივით გაუსწორებია. მაშინ ტელემაქოსმა მოიხმო
მეღორე, ლამაზი კალათიდან მთელი პური ამოიღო და ხორცი, რამდენიც ხელით შეეძლო დაეჭირა,
და უთხრა: „მიუტანე სტუმარს და უბრძანე, სასიძოებს დაუაროს და ყველასთან იმათხოვროს,
რადგან სირცხვილი ცუდი მეგობარია გაჭირვებული კაცისთვის.“
ასე თქვა და წავიდა მეღორე ბრძანების შესასრულებლად, როგორც კი მივიდა ოდისევსთან,
უთხრა ფრთოსანი სიტყვა: [350] „ტელემაქოსი, უცხოელო, გიგზავნის ამას და გიბრძანებს, დაუარო
სასიძოებს და ყველასთან იმათხოვრო, გეუბნება, სირცხვილი გაჭირვებულ კაცს არ გამოადგებაო.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „მბრძანებელო ზევს, დაე, ტელემაქოსი ნეტარად იქცეს
ადამიანთა შორის, დაე, ყველაფერი ჰქონდეს, რაც მის გულს სურს.“
ასე თქვა, ორივე ხელით აიღო ყველაფერი და ფეხების წინ, თავის უბადრუკ გუდაზე
დაიწყო. შემდეგ ჭამდა, სანამ აედოსი მღეროდა და მორჩა ჭამას, როცა აედოსმა სიმღერა დაასრულა.
[360] სასიძოებმა მთელ დარბაზში აურზაური ატეხეს. შემდეგ ათენა გვერდით დაუდგა
ლაერტიადეს ოდისევსს და აიძულა ხორბლის პური ემათხოვრა სასიძოებში, რომ გაერკვია,
რომლები იყვნენ სამართლიანები და რომლები – უკანონოები. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი არ
აპირებდა, რომელიმე მათგანი გადაერჩინა. ოდისევსმა დაიარა სასიძოები მარცხნიდან მარჯვნივ,
რომ ყველასთან ემათხოვრა, ხელი წინ ისე ჰქონდა გაშვერილი, თითქოს მთელი ცხოვრება
მათხოვარი იყო. შეიბრალეს, მისცეს, უკვირდათ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვინ არის და საიდან
არისო. მაშინ ხმა ამოიღო მელანთიოსმა, თხების მწყემსმა: [370] „მისმინეთ, სახელოვანი დედოფლის
სასიძოებო, ამ უცხოელზე, რადგან მე მართლაც მინახავს იგი ადრე. დიახ, მართლაც, მეღორემ
მოიყვანა აქ, მაგრამ მე არ ვიცი, რას ამბობს, სადაურია მისი მოდგმა.“
ასე თქვა და ანტინოოსმა გაკიცხა მეღორე: „სამარცხვინო მეღორევ, რატომ ჩამოიყვანე ეს კაცი
ქალაქში? გვაკლდნენ აქ მაწანწალები, აბეზარი მათხოვრები, რომლებიც ნადიმს სიხარულს
აკლებენ? ნუთუ შენთვის უმნიშვნელოა, რომ აქ შეკრებილები შენი ბატონის ქონებას ჭამენ, ესეც რომ
არ დაგემატებინა?“
[380] მეღორე ევმეოს, შენ მას უპასუხე: „ანტინოოს, თუმცა წარჩინებული ხარ, მაინც უშნოდ
ლაპარაკობ. თავად დაფიქრდი, ვინ მოიწვევს უცხო კაცს სტუმრად, თუკი იგი საქმისთვის
სასარგებლო არ არის? იწვევენ მისნებს, ექიმებს, მარჯვე ხუროებს, შთაგონებულ მომღერლებს, რომ
სიმღერით სიხარული მოიტანონ, ეს ხალხი მოკვდავთათვის უსაზღვრო მიწაზე ყველგან
სასურველია, მათხოვარს ვინ მოიწვევს, რომ ზარალი ნახოს? შენ პენელოპეს სასიძოთაგან
ოდისევსის მონების მიმართ ყველაზე უფრო დაუნდობელი ხარ, ჩემს მიმართ კი განსაკუთრებით.
სხვათა შორის, ეს მე დიდად [390] არ მადარდებს, სანამ გონიერი პენელოპე ცხოვრობს სასახლეში და
ღვთისდარი ტელემაქოსი.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „გაჩუმდი. გთხოვ, არ უპასუხო მრავალი სიტყვით.
ანტინოოსი მიჩვეულია მუდამ ხალხის სასტიკ გაღიზიანებას მკვეთრი სიტყვებით და ამისკენ
სხვებსაც მოუწოდებს.“
ასე თქვა და ანტინოოსს ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „ანტინოოს, დიახ, შენ კარგად
ზრუნავ ჩემზე, როგორც მამა შვილზე, რაკი მიბრძანებ, გავაძევო ეს უცხოელი იძულების წესით.
ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს. [400] არა, აიღე და ცოტა მაინც მიეცი. არ მენანება, თვითონ
გიბრძანებ, მისცე. ამ საქმეში ნურც დედაჩემს შეხედავ და ნურც მონაქალებს, რომლებიც
ღვთაებრივი ოდისევსის სახლში იმყოფებიან. მაგრამ ასეთი ფიქრი არ აღიძვრება შენს გულში, შენ
უფრო დიდი ხალისით თავად შეჭამ, ვიდრე სხვისთვის გაიმეტებ.“
მაშინ ანტინოოსმა უპასუხა: „ტელემაქოს, ბაქია, მრისხანებაში თავაწყვეტილო, ეს რანაირი
რაღაც ბრძანე?! სხვა სასიძოებსაც იმდენივე რომ მიეცათ, რაც მე მივეცი, ამ სახლს შეეძლო, სამი თვე
არ შემოეშვა.“
ასე თქვა და მაგიდის ქვეშ ხელი დაავლო საფერხე ჯორკოს, [410] რომელზეც ჩვეულებრივ
თავის მოქნილ ფეხებს მოათავსებდა ხოლმე ნადიმისას. დანარჩენები საჩუქრებს ჩუქნიდნენ და
გუდას პურითა და ხორცის ნაჭრებით უვსებდნენ. ოდისევსი აპირებდა ისევ ზღურბლთან
დაბრუნებასა და აქაველების დაუსჯელად გამოცდას აპირებდა, მაგრამ ანტინოოსთან დადგა და
უთხრა მას: „მეგობარო, მომეც რამე საჩუქრად, შენ მე აქაველთაგან ყველაზე უარესად არ მეჩვენები,
პირიქით, ყველაზე უკეთესად, რადგან მეფეს მიაგავხარ. ამიტომ შენ კიდევ უფრო უკეთესი საკვები

123
უნდა მომცე, ვიდრე დანარჩენებმა და მე შენს სახელს განვადიდებ მთელ უკიდეგანო დედამიწაზე.
რადგან ოდესღაც მეც სახლში ვცხოვრობდი ადამიანებს შორის, [420] მდიდარი ვიყავი და
ყოველთვის ვაძლევდი საჩუქრებს ჩემნაირ მწირს, ვინც უნდა ყოფილიყო და რა სათხოვნელითაც
უნდა მოსულიყო. უთვალავი მონა მყავდა, ყველაფერი უხვად მქონდა, რაც კი შეძლებულ ადამიანს
სჭირდება. მაგრამ ზევს კრონიონმა ყველაფერი მომისპო, ასე მოუნდა. მოხეტიალე მეკობრეებთან
ერთად ეგვიპტეში გამიშვა, შორეულ ნაოსნობაში, რომ იქ ჩემს დაღუპვას შევხვედროდი. იქ მდინარე
ეგვიპტოსში დავაყენე ჩემი ორმხრივ მოხრილი ხომალდები. მაშინ მე ვთხოვე ჩემს ერთგულ
მეგობრებს, იქ დარჩენილიყვნენ და დაეცვათ ხომალდები, [430] ხოლო მზვერავები გავგზავნე, რომ
ეპოვნათ უმაღლესი წერტილი. მაგრამ ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც გარყვნილებასა და საკუთარ
ძალას დაემორჩილნენ, ეგვიპტელების მშვენიერი ყანების გაჩანაგება დაიწყეს, ქალები და პატარა
ბავშვები მოიტაცეს, ხოლო კაცები ამოხოცეს; და კივილმა ქალაქს მიაღწია. ხმა რომ გაიგონეს, ხალხი
გამოვიდა განთიადისას, მთელი დაბლობი ქვითმა ჯარმა, ეტლებმა და მოელვარე ბრინჯაომ შეავსო.
ხალისით ელვისმტყორცნელმა ზევსმა მეხი დასცა, ჩემს მეგობრებს ბოროტი თავზარი დასცა,
აღარავის ეყო ვაჟკაცობა, დამდგარიყო და მტერს პირისპირ შეხვედროდა; ბოროტება ყოველი მხრივ
გვემუქრებოდა. [440] მაშინ ბევრი ჩვენგანი დაიღუპა ბასრი ბრინჯაოთი, ბევრიც თავის ქალაქში
ცოცხლად ჩაიყვანეს და მონებად აქციეს.
შემდეგ გადამცეს უცხოელს, რომელიც მათ შეხვდა და კვიპროსს მიემართებოდა, დმეტორ
იასიდესს, კვიპროსის მძლავრ მმართველს. და, ბოლოს და ბოლოს, ამდენი უბედურების შემდეგ
იქიდან მოვედი აქ.
ანტინოოსმა უპასუხა: „რომელმა ღვთაებამ მოიყვანა ეს უბედურება ჩვენს ნადიმზე? იქ
შუაგულში დადექი, შორს ჩემი მაგიდიდან, რომ მალე არ აღმოჩნდე მწარე ეგვიპტესა და კვიპროსში,
ისეთი თავხედი და უსინდისო მათხოვარი ხარ! [450] ყველასთან მიდიხარ მიყოლებით და ისინიც
უხვად გაძლევენ, რა ენაღვლებათ სხვისი ქონება, სინდისის ქენჯნა არ შეაწუხებთ, აქ ყველაფერი
ბლომადაა, აქ ყველაფერი სხვისია!“
მარჯვე ოდისევსმა უკან დაიხია და უპასუხა: „აჰ! თურმე შენი გონება შენს გარეგნობას არ
შეესატყვისება. საკუთარ სახლში მწიკვ მარილსაც არ გაიმეტებდი მათხოვრისადმი, თუკი აქ ზიხარ
და პურის ნაჭერი გენანება, რომელიც აქ, როგორც ვხედავ, ბლომად გიწყვია!“
ასე თქვა და ანტინოოსი კიდევ უფრო განრისხდა, მას წარბშეკვრით შეხედა და ფრთოსანი
სიტყვთ მიმართა: [460] „ახლა, ღირსეულად ვეღარ გახვალ გარეთ ამ დარბაზიდან, რაკი
საყვედურით ლაპარაკს ბედავ!“
ეს თქვა, ხელი დაავლო საფერხე ჯორკოს, ესროლა და ზურგში მოარტყა მარჯვენა ბეჭთან,
მაგრამ ოდისევსი კლდესავით მტკიცედ იდგა და ანტინოოსის ნასროლმა ვერ წააქცია. მხოლოდ
თავი გააქნია მდუმარედ, გულის სიღრმეში კი ბოროტებაზე დაფიქრდა. შემდეგ ზღურბლთან
დაბრუნდა, დაჯდა, დადო გადავსებული გუდა და სასიძოებს უთხრა: „მისმინეთ, სახელოვანი
დედოფლის სასიძოებო, უნდა გითხრათ, რასაც მკერდში გული მეუბნება. [470] ნამდვილად არც
ტკივილი, არც მწუხარება არ იცის გულმა, როდესაც ადამიანი თავისი ქონებისთვის იბრძვის, ან
თეთრი ცხვრისთვის ან საქონლისთვის. მაგრამ ანტინოოსმა დამარტყა ჩემი უბედური მუცლის გამო,
რომელსაც ადამიანისთვის მრავალი უბედურება მოაქვს. თუ სადმე არსებობენ მათხოვართა
ღმერთები და ერინისები, დაე, დაიღუპონ ანტინოოსი მის ქორწინებამდე!“
ანტინოოსმა, ევპითესის ძემ უპასუხა: „დაჯექი და მშვიდად ჭამე, უცხოელო, ან სხვაგან
წადი, ყმაწვილებმა რომ ხელ-ფეხით არ გითრიონ სახლში [480] და ტყავი არ გაგაძრონ ამ
ლაპარაკისთვის.“
ასე თქვა და ყველა თავხედურად აღელდა, მაშინ ერთმა უმიზეზოდ ქედმაღალმა ჭაბუკმა
ასე ბრძანა: „ანტინოოს, ამ უბედურ მწირს არაკეთილშობილურად დაარტყი. დაიწყევლები, თუ
რომელიმე ზეციური ღმერთი აღმოჩნდა! ღმერთები, უცხოელ მოგზაურებად გადაცმულები,
ნებისმიერ სახეს იღებენ, სტუმრობენ ქალაქებს, აკვირდებიან ადამიანთა სისასტიკეს ან კეთილ
მმართველობას.“
ასე თქვეს სასიძოებმა, მაგრამ ანტინოოსმა მათ არ მოუსმინა. ტელემაქოსი კი დიდად
დამწუხრდა [490] ამ დარტყმის გამო, მაგრამ მიწაზე ცრემლი არ დაუღვრია, უხმოდ გაიქნია თავი,
გულის სიღრმეში კი შურისძიებაზე ფიქრობდა. როდესაც კეთილგონიერმა პენელოპემ გაიგონა, რომ
მის დარბაზში ამ კაცს თავს დაესხნენ, თავის მონაქალებს მიმართა: „ვისურვებდი, სახელგანთქმულ
მშვილდოსან აპოლონს შენთვის მოერტყას ასე!“

124
დიასახლისმა ევრინომემ უპასუხა: „ჩვენი ლოცვა-მუდარა რომ აღსრულებულიყო, ვერც
ერთი მათგანი ვერ მიაღწევდა კეთილტახტოვან განთიადს!“
კეთილგონიერმა პენელოპემ მიუგო: „დედოფალო, ყველანი საძულველნი არიან, რადგან
ბოროტს განიზრახავენ, [500] მაგრამ ანტინოოსი ყველაზე მეტად წააგავს სიკვდილის შავ
რწმუნებულს. ჩვენს სახლში ვიღაც უბედური უცხოელი დადის, მათხოვრობს ყველასთან, ძალიან
გაჭირვებულია. ყველამ რაღაც მისცა და გუდა აუვსო, ამან კი საფერხე ჯორკო მოარტყა ბეჭში.“
სანამ იგი თავის მონაქალებს ესაუბრებოდა, სანამ თავის ოთახში იჯდა, ღვთაებრივი
ოდისევსი სადილობდა. მაშინ მოუხმო ღვთაებრივ მეღორეს და უთხრა: „წადი, ღვთაებრივო ევმეოს,
მიდი და უცხოელს უბრძანე, მოვიდეს, რომ მივესალმო და ვკითხო, [510] შემთხვევით რამე ხომ არ
სმენია სულით ძლიერ ოდისევსზე, ან ხომ არ უნახავს თავისი თვალით, რადგან იგი, როგორც ჩანს,
ბევრს დახეტიალობს.“
შენ მას უპასუხე, მეღორე ევმეოს: „ვისურვებდი, დადუმებულიყვნენ აქაველები, რადგან იგი
ისეთ სიტყვებს ამბობს, რომ შენს გულს მოიგებდა. ჩემთან მყავდა იგი სამი დღე და სამი ღამე ჩემს
ქოხში, რადგან პირველად ჩემთან მოირბინა, როდესაც ხომალდიდან ფარულად გაიქცა და ამდენი
ხნის განმავლობაში თავისი სატანჯველის თხრობა ბოლომდე ჯერაც არ მიუყვანია. როდესაც კაცი
აედოსს ხედავს, რომელმაც ღმერთებისგან ისწავლა და მოკვდავებს უმღერის სასურველ სიტყვებს,
რომელსაც მოუთმენლად ელიან [520] და სურთ არ შეჩერდეს, როდესაც მღერის, ასე ვუსმენდი მეც
სულგანაბული და მხიბლავდა საკუთარ სახლში. იგი ამბობს, რომ ოდისევსის ძველი მეგობარია და
რომ კრეტაზე ცხოვრობს, სადაც მინოსის მოდგმა ბატონობს. იქიდან აქ ჩამოვიდა მრავალი
განსაცდლის შემდეგ, ასე გადადის ადგილიდან ადგილამდე. აცხადებს, რომ ოდისევსი ცოცხალია
და სადღაც ახლოსაა, თესპროტიელების მიწაზე და რომ უამრავი საგანძური ჩამოაქვს სახლში.“
კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა მას: „მიდი, მოუხმე მას, რომ პირისპირ მომიყვეს
ყველაფერს. [530] ამ ხალხმა კი იმხიარულოს, კარებთან იქნებიან თუ სახლში, გული მათ მხიარული
აქვთ. მათი ქონება ხელუხლებლად უწყვიათ სახლში, პურიც და ტკბილი ღვინოც, მხოლოდ
შინაურები ჭამენ. თვითონ კი ყოველდღე, ჩვენს სახლში მობრძანდებიან, ჯოგები, ფარები, არვეები
გამიჩანაგეს, შუშხუნა ღვინო უთავბოლოდ გამომიწრუპეს. ნადგურდება ყველაფერი, რადგან
არავინაა ისეთი, ოდისევსი რომ იყო, რომ ეს წყეული ხალხი ჩვენს სახლს მოაშოროს. ოდისევსი რომ
ჩამოსულიყო თავის სამშობლოში, [540] იგი თავის ვაჟთან ერთად სწრაფად იძიებდა შურს ამ
ძალადობის გამო.“
ასე თქვა და ტელემაქოსს ხმამაღლა დააცემინა83 და მთელმა სახლმა ექოთი უპასუხა.
პენელოპეს გაეცინა და მაშინვე მიმართა ევმეოსს ფრთოსანი სიტყვით: „წადი და მიმხმე იმ
უცხოელს, მოვიდეს. ვერ დაინახე, ჩემმა ვაჟმა რომ დააცემინა ჩემს სიტყვებზე? ამიტომ სასიძოები
სიკვდილს ვერ გაექცევიან, ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩება. კიდევ რაღაცას გეტყვი და შენ
დაიმახსოვრე. თუ დავინახე, რომ სიმართლეს ამბობს, [550] მე მას ლამაზად შევმოსავ, ქიტონსა და
მოსასხამს მივცემ.“
ასე თქვა და მეღორე წავიდა, მისი სიტყვები რომ გაიგონა. ოდისევსს გვერდით დაუდგა და
უთხრა ფრთოსანი სიტყვა: „უცხოელო მამა, კეთილგონიერი პენელოპე, ტელემაქოსის დედა,
გეძახის, გული უბრძანებს, რამე გაიგოს მეუღლეზე, თუმცა ბევრი უბედურება გადაიტანა. თუ
დაინახა, რომ ლიმართლეს ლაპარაკობ, ჩაგაცმევს ქიტონსა და მოსასხამს, ყველაზე უფრო საჭირო
საგნებს. მთელ ქვეყანაში რომ საჭმელს ითხოვ, მას მიიღებ იმდენს, რამდენიც გინდა, მუცელს
ამოივსებ ბოლოს და ბოლოს.“
[560] მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა უპასუხა: „მე ახლავე უშეცდომოდ
მოვუყვებოდი ყველაფერს იკარიოსის ასულს, კეთილგონიერ პენელოპეს, რადგან ეს კარგად ვიცი
და ჩვენ ერთნაირი სირთულეები გვქონდა, მაგრამ მაშინებს სასიძოთა ბრბო, რომლის უაზრო
ქედმაღლობა და სისატიკე რკინის ზეცას აღწევს. ახლაც ხომ, სახლში უბრალოდ დავდიოდი,
არაფერს ვაშავებდი და ამ კაცმა დამარტყა და ტკივილი მომაყენა, თუმცა არც ტელემაქოსს და არც
ვინმე სხვას, არაფერი უქნია, ეს რომ აღეკვეთა. ამიტომ, დაარწმუნე პენელოპე, სასახლეში
დამელოდოს, [570] მიუხედავად მისი მოუთმენლობისა, სანამ მზე არ ჩაესვენება. მაშინ კი მკითხოს
ქმრის სახლში დაბრუნების დღეზე. ახლა დამსვი ცეცხლთან ახლოს, რადგან მართლაც გლახაკის
ძონძები მაცვია, თვითონაც იცი, რადგან მავედრებლად პირველად შენთან მოვედი.“

83 ტელემაქოსს... დააცემინა – ცხვირის დაცემინება ძველ ბერძნებსა და რომაელებში კარგ ნიშნად და კეთილი

სურვილის დადასტურებად ითვლებოდა.

125
ასე თქვა და მეღორე წავიდა, მისი სიტყვები რომ გაიგონა. როგორც კი ზღურბლს გადააბიჯა,
პენელოპემ უთხრა: „ისევ არ მოგიყვანია იგი, ევმეოს? რა ჩაუფიქრებია ამ მოგზაურს? იქნებ ვინმესი
მეტისმეტად ეშინია ან რატომღაც ჩვენს სახლში ყოფნა რცხვენია? მორცხვი მათხოვარი ცუდი კაცია.
მას შენ უპასუხე, მეღორე ევმეოს: [580] „სწორად ლაპარაკობს, სწორედ ისე, როგორც სხვაც
გაიფიქრებდა, უნდა თავი აარიდოს ამ კაცების ქედმაღლობას, რასაც ისინი ავლენენ. ამრიგად, ის
მოგიწოდებთ, დაელოდოთ, სანამ მზე არ ჩაესვენება, თვითონ შენთვისაც ეს გზა უკეთესია, ჩემო
დედოფალო, რომ დაელაპარაკოთ უცხოელს და მისი სიტყვები მოისმინოთ.“
კეთილგონიერმა პენელოპემ უთხრა მას: „უგუნური არ ჩანს ეს უცხოელი. ფიქრობს, რა
როგორ იქნება. რადგან არასოდეს არც ერთი მოკვდავი ადამიანი, თავისი უგუნურებით ისეთ
ბრიყვულ სიავეს არ ჩასდის, რასაც ესენი ჩასდიან.“
ასე თქვა და ღვთაებრივი მეღორე გაეშურა [590] სასიძოთა ბრბოში, მას შემდეგ, რაც
დედოფალს ყველაფერს მოუყვა. და მაშინვე ფრთოსანი სიტყვით მიმართა ტელემაქოსს, თავი
ახლოს მიუტანა, სხვებს რომ ვერ გაეგონათ: „მეგობარო, მე მივდივარ, ღორებსა და სხვა შენს და ჩემს
ქონებას მივხედო. აქაურობა კი შენს სინდისზე იყოს. უპირველეს ყოვლისა, თავს გაუფრთხილდი,
ყურადღებით იყავი, რაიმე არ მოგივიდეს. ბევრ აქაველს ბოროტება განუზრახავს. დაე, ზევსმა
სრულად გაანადგუროს ისინი, სანამ ჩვენ საფრთხეს შეგვიქმნიდნენ!“
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „ასე იქნება, მამა. წადი, როგორც ივახშმებ, [600]
დილით კი მოდი და კარგი სამსხვერპლოც მოაყოლე. მაშინ ყველაფერს დავინახავთ მეც და
უკვდავებიც.“
ასე თქვა და მეღორე ისევ დაჯდა გაკრიალებულ სკამზე, მაგრამ როდესაც ჭამა-სმით გული
იჯერა, გავიდა ეზოდან და დარბაზიდან, რომელიც სავსე იყო ხალხით; ისინი ერთობოდნენ ცეკვითა
და სიმღერით, რადგან უკვე საღამო დადგა.

126
მეთვრამეტე სიმღერა: მათხოვარი იროსი

1-49 მათხოვარი იროსი; 50-116 ოდისევსისა და იროსის ბრძოლა; 117-157 ოდისევსი აფრთხილებს
ამფინომოსს; 158-205 პენელოპე ემზადება სასიძოების წინაშე წარსადგენად; 206-283 პენელოპე
ესაუბრება ტელემაქოსსა და ევრიმაქოსს; 284-339 სასიძოებს საჩუქრები მოაქვთ; 340-393 ევრიმაქოსი
დასცინის ოდისევსს; 394-428 ტელემაქოსი ამშვიდებს სასიძოებს.

მოვიდა ყველასთვის ცნობილი მათხოვარი, რომელიც ითაკაში დიდიხანია მათხოვრობდა და


გამოირჩეოდა გაუმაძღარი მუცლით, გაუთავებლად ჭამდა და სვამდა. ძალ-ღონე აღარ ჰქონდა,
მაგრამ შესახედავად საკმაოდ მოსული იყო. არნეოსი ერქვა, რადგან დედა-ბატონმა დაარქვა ეს
სახელი დაბადებისას, თუმცა ყმაწვილი კაცები იროსს84 ეძახდნენ, რადგან დადიოდა და ყველას
ეგზავნებოდა, ვინაც უბრძანებდა. მოვიდა, რომ ეცადა, ოდისევსი საკუთარი სახლიდან გაედევნა და
სალანძღავად ფრთოსანი სიტყვით მიმართა: [10] „დამითმე ზღურბლი, ბერიკაცო, სანამ ფეხებით
გაუთრევიხარ ხალხს. ხომ ხედავ, ყველა თვალს მიკრავს და მთხოვს, გაგათრიო? და მაინც,
მრცხვენია ამის გაკეთება, ასე რომ, ადექი, სანამ ჩვენი კამათი ჩხუბში გადაზრდილა.“
მას წარბშეკვრით შეხედა მარჯვე ოდისევსმა და უთხრა: „წერას აუტანიხარ, ცუდი არ
მითქვამს შენთვის და არ გამიკეთებია, არ მშურს, თუ გაძლევენ, ბევრიც რომ მოგცენ. ეს ზღურბლი
ორივეს აგვიტანს, სხვისი ნუ შეგშურდება. როგორც ვხედავ, ჩემსავით მათხოვარი ხარ, ეს ბედი
გვარგუნეს ღმერთებმა ორივეს. [20] ხელებს ნუ იქნევ. არ გამაბრაზო! თორემ, მოხუცი კი ვარ, მაგრამ
მკერდისა და ტუჩების დასისხლიანება შემიძლია. ხვალ სიმშვიდე მჭირდება და არ მგონია, ხვალ
შენ აქ დაბრუნდე, ლაერტიადეს ოდისევსის დარბაზში.
მათხოვარმა იროსმა მრისხანედ უპასუხა: „აჰ! რა თამამად ლაპარაკობს ეს ბინძური
ღორმუცელა, მეღუმელე დედაბერივით. სიავე უნდა ვანანო, ორივე ხელით მივჟეჟო, ყბიდან
კბილები მიწაზე უნდა დავაყრევინო, როგორც ღორს, მოსავალს რომ ანადგურებს. ქამარი შეიკარი,
ყველამ დაინახოს, როგორ ვიომებთ. მაგრამ ბებერმა ახალგაზრდას რა უნდა უყო?“
ასე ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს მაღალი კარის გაპრიალებულ ზღურბლზე. ანტინოოსის
წმინდა სულმა გაიგონა ეს, ხმამაღლა გადაიხარხარა და სასიძოებს უთხრა: „ჩემო მეგობრებო, ასეთი
რამ არასოდეს არ მომხდარა, ღმერთმა ამ სახლში ასეთი გასართობი მოგვიტანა. იროსი და უცხოელი
ერთმანეთს შეასკდნენ და ბრძოლას აპირებენ. მოდით, სასწრაფოდ ვაომოთ!“
[40] ასე თქვა და ყველამ გაიცინა. შეიკრიბნენ ძონძებში გამოწყობილი მათხოვრების
ირგვლივ და ანტინოოსმა, ევპეითესის ძემ, უთხრა მათ: „მომისმინეთ, მამაცო სასიძოებო, რაღაც
უნდა გითხრათ. აქ ცეცხლთან გვიდევს თხის ქონითა და სისხლით სავსე ფაშვები, რომლებიც
ვახშმისთვის გადავინახეთ. ამ ორში ვინც გაიმარჯვებს და უკეთესი აღმოჩნდება, ადგეს და აიღოს,
რომელიც მოუნდება. ამის შემდეგ დაე, მუდმივად, ჩვენთან ერთად ისადილოს და ჩვენაც არ
დავუშვათ, რომ ვინმე სხვა მოვიდეს და მათხოვრობდეს ჩვენთან.“
[50] ასე თქვა ანტინოოსმა და მათ მოიწონეს მისი ნათქვამი. მაშინ ცბიერი გონებით
გამორჩეულმა, მარჯვე ოდისევსმა უთხრა მათ: „ჩემო მეგობრებო, არაფრით არ შეიძლება, რომ
უბედურებით გამწარებული ბერიკაცი შეებრძოლოს ახალგაზრდა კაცს, მაგრამ ოხერი მუცელი
მაიძულებს, ცემა-ტყეპა ავიტანო. მაშ, მოდით, ყველამ დაიფიცეთ დიდი ფიცით, რომ იროსს არავინ
დაეხმარება და უგუნურად მძიმე ხელს არ დამარტყამს, რომ მას მოაგებინოს.“
ასე თქვა და ყველამ დაიფიცა, როგორც მან მოითხოვა. მას შემდეგ, რაც ყველამ დაასრულა
ფიცის დადება, [60] ტელემაქოსის წმინდა ძალა ალაპარაკდა მათ შორის: „უცხოელო, თუ გული და
ვაჟკაცური სული გეძახის ამ კაცისგან თავი დაიცვა, არც ერთი აქაველის არ შეგეშინდეს, ვინაიდან,
ვინც შენ შეგეხება, იმას სხვებისგან კარგი დღე არ დაადგება. მე, შენი პატრონი და ორი მეფე,
ევრიმაქოსი და ანტინოოსი ვთანხმდებით ამაზე, ორივე კეთილგონიერი კაცია.“
ასე თქვა და ყველამ მოიწონა მისი სიტყვა. ოდისევსმა ჭინჭი შეიკრა ქამრად და გამოაჩინა
დიდი და მშვენიერი ბარძაყები, გამოჩნდა მისი ფართო მხრები, მკერდი და მძლავრი ხელები. ათენა
[70] ახლოს დაუდგა და კიდურები გაუმძლავრა ხალხის მწყემსს. გაოცდნენ მაშინ სრულიად
სასიძოები და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „მალე იროსი ვიროსივით გაიტყიპება და თავის თავს
დააბრალოს, არადა, ამ ბერიკაცს ძონძებში რა კუნთები დაუმალავს!“

84 იროსი – დამცინავად, ირისის, ღმერთების შიკრიკის სახელის მიბაძვით.

127
ასე თქვეს და იროსს გული წაუხდა, მაგრამ მსახურებმა ქამარი შეუკრეს და წინ გაიგდეს,
შემცბარი იყო და შიშისგან კანკალებდა. ანტინოოსმა გალანძღა, სახელით მიმართა და უთხრა:
„გერჩივნა, სულელო, ცოცხალი არ იყო და, საერთოდ, არ დაბადებულიყავი, [80] თუკი ცახცახებ და
საშინლად გეშინია ამ ბებრის, რომელსაც სიცოცხლე აქამდე სიმწრით მოუტანია. მე კი
გამოგიცხადებ და ასეც იქნება: თუ დაგამარცხებს და უკეთესი აღმოჩნდება, ყველაზე სწრაფ
ხომალდზე დაგსვამ და დიდ მიწაზე გაგიშვებ მეფე ექეტოსთან, მოკვდავთაგან ყველაზე უფრო
დამღუპველთან, რომელიც დაუნდობელი ბრინჯაოთი ცხვირსა და ყურებს დაგაჭრის, კვერცხებს
დაგაჭრის და უმად შეაჭმევს ძაღლებს.“85
ასე თქვა და კიდევ უფრო აუცახცახდა მთელი სხეული, მაგრამ მაინც გამოიყვანეს წრეში და
ორივემ შემართა ხელები. [90] სწორედ მაშინ მრავალტანჯული ღვთაებრივი ოდისევსი დაფიქრდა,
ისე დაერტყა, რომ სული ამოერთვა, თუ მსუბუქად შემოეკრა, რომ მხოლოდ წაქცეულიყო. ეს
მოეჩვენა უფრო სწორად, როდესაც დაფიქრდა, მსუბუქად დაეკრა, რომ აქაველებს
განსაკუთრებული ყურადღება არ მიექციათ. მაშინვე ასწიეს ხელები და იროსმა მარჯვენა მხარში
დაარტყა, მაგრამ მეტოქემ უპასუხა ყურის ქვეშ კისერში დარტყმით, ძვლები ჩაუმსხვრია და პირი
წითელი სისხლით გაუვსო, რწყევით დაეცა მტვერში, კბილები გააკრაჭუნა, მიწას ფეხებს ურტყამდა.
სახელოვანმა სასიძოებმა [100] ხელები აღმართეს და სიცილი აუტყდათ. მაშინ ოდისევსმა ფეხებში
ჩაავლო ხელი, ზღურბლზე გადაატარა და მთელი ეზო ათრია კარიბჭემდე. იქ დასვა, ეზოს გალავანს
მიაყუდა, ხელში ჯოხი ჩასჩარა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „აქ იჯექი, ღორები და ძაღლები
მოიგერიე, უცხოელებსა და მათხოვრებზე მბრძანებლობას თავი დაანებე, რომ სულ არ გაუბედურდე
და უარეს სიავეს არ წააწყდე.“
ასე თქვა და მხარზე გადაიკიდა თავისი გახვრეტილი გუდა, რომელიც გრეხილ მავთულზე
ეკიდა. [110] შემდეგ ზღურბლს დაუბრუნდა და დაჯდა; სასიძოები შინ შევიდნენ მხიარული
სიცილით, მიესალმნენ მას და უთხრეს: „დაე ზევსმა და სხვა უკვდავმა ღმერთებმა მოგცენ, რაც
ყველაზე მეტად გინდა და რაც ძვირფასია შენი გულისთვის, რადგან შეაჩერე ეს გაუმაძღარი
მათხოვრობა ჩვენს სამეფოში. ჩვენ მას ახლა დიდ მიწაზე გავაგზავნით, მეფე ექეტოსთან,
მოკვდავთაგან ყველაზე უფრო დამღუპველთან.“
ასე თქვეს მათ და ღვთაებრივმა ოდისევსმა გაიხარა ამ სიტყვებით. ანტინოოსმა წინ დაუდო
ქონითა და სისხლით სავსე დიდი ფაშვი, ხოლო ამფინომოსმა ორი გოგორა პური დაუდო
კალათიდან, ოქროს თასით დალოცა და უთხრა: „გაიხარე, უცხოელო მამა! ბედნიერება გენახოს
მომავალში, თუმცა ახლა მრავალი უბედურება გახლავს.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ამფინომოს, შენ მე გონიერ კაცად მეჩვენები, მამაშენიც
ასეთი იყო, მე მსმენია მის დიდებაზე, რომ ნისოს დულიქიელი კეთილი და მდიდარი კაცია.
ამბობენ, რომ შენ მისი შვილი ხარ და თავაზიან კაცად მიგიჩნევენ. ამიტომაც გეტყვი და შენ უნდა
მომისმინო და გამიგო. [130] იმათგან, ვისაც დედამიწა წარმოშობს სულიერსა და მოძრავს, ყველაზე
სუსტი ადამიანია. რადგან ადამიანი არასოდეს არ ფიქრობს, რომ განსაცდელი ელოდება, სანამ
მუხლი მაგარი აქვს და ღმერთები ვაჟკაცობას ანიჭებენ. მაგრამ როდესაც ნეტარი ღმერთები
უბედურებას მოუვლენენ, ამას გადაიტანს, თუნდაც უხალისოდ, ურყევი გულით. რადგან მიწიერი
ადამიანების გონება ზუსტად ისეთია, როგორც ის დღე, რომელიც მისთვის ადამიანებისა და
ღმერთების მამას მოაქვს. ოდესღაც მეც მელოდა კაცთა შორის სიმდიდრე და ბედნიერება, მაგრამ
ჩემმა ძალ-ღონემ გამიტაცა და უამრავი სიავე ჩავიდინე [140] მამისა და ძმების იმედით. ამიტომ, დაე,
ნურავინ ნურასოდეს ნუ იქნება ბიწიერი, ხოლო ღმერთების საჩუქრები დუმილით შეინახოს, რაც
უნდა მისცენ მას. ვხედავ, რა სიავეც აქვთ განზრახული სასიძოებს, როდესაც აჩანაგებენ ქონებას და
შეურაცხყოფენ მეუღლეს კაცისა, რომელიც დიდხანს აღარ დააყოვნებს თავის სამშობლოში
დაბრუნებას, რადგან უკვე ახლოსაა. მაგრამ დაე, ღვთაებამ სახლში წაგიყვანოს და აგარიდოს
საფრთხე, დაე, არ შეხვდე მას, როდესაც იგი თავის საყვარელ სამშობლოში დაბრუნდება. რადგან,
ასე მგონია, რომ ის და სასიძოები ერთმანეთს სისხლის დაუღვრელად ვერ გაეყრებიან, [150]
როდესაც ის თავის ჭერქვეშ აღმოჩნდება.“
ასე თქვა, ზედაშე დაღვარა და შესვა თაფლივით ტკბილი ღვინო და თასი დაუბრუნა ხალხთა
მეთაურს. მაშინ ანთინომოსმა სახლი გაიარა, გული დაუმწუხრდა, თავი დახარა, რადგან გულით
ხედავდა ბოროტებას, მაგრამ უბედურებას მაინც ვერ გაექცა; ათენამ ისიც შეკრა, რომ ტელემაქოსის
ხელითა და შუბით აღსრულებულიყო. ახლა კი ისევ დაჯდა იმ სკამზე, საიდანაც წამოდგა.

85 მეფე ექეტოსის სისასტიკის შესახებ ჩვენთვის მხოლოდ „ოდისეის“ მიხედვითაა ცნობილი.

128
მაშინ თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ გონებაში ჩაუდო იკარიოსის ასულს,
კეთილგონიერ პენელოპეს, აზრი, [160] წარმდგარიყო სასიძოების წინაშე, რომ რაც შეიძლება მეტად
აეღელვებინა მათი გული და უფრო დასაფასებელი გამხდარიყო მეუღლისა და შვილის თვალში,
ვიდრე ადრე იყო. ძალით გაიცინა, სახელით უხმო და მიმართა ძიძას: „ევრინომე, გულს ისეთი რამ
სურს, ადრე რომ არასოდეს ნდომებია, – წარვუდგე სასიძოებს, რა საძაგელიც უნდა იყვნენ ჩემთვის;
ასევე მინდა შვილს ვუთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ გაეკაროს ქედმაღალ სასიძოებს,
რომლებიც კარგს ლაპარაკობენ, მაგრამ ცუდს ფიქრობენ სამომავლოდ.“
დიასახლისმა ევრინომემ უპასუხა: [170] „დიახ, შვილო, ყველაფერი სწორად ბრძანე. მაშ
წადი და უთხარი სიტყვა შენს ვაჟს, არ დაუმალო, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტანს დაიბან და
ყვრიმალებზე ნელსაცხებს წაისვამ. ნუ გაიფუჭებ სახეს ცრემლით, ცუდია უსასრულო და მუდმივი
გლოვა. რადგან უკვე იმ ასაკშია შენი ვაჟი, რასაც ყველაზე მეტად ევედრებოდი უკვდავებს, რომ
წვეროსანი გეხილა იგი.“
კეთილგონიერმა პენელოპემ მიუგო: „ევრინომე, ვიცი, რომ გიყვარვარ, მაგრამ ნუ მაიძულებ,
ტანი დავიბანო და ნელსაცხებლით დავიზილო, [180] რადგან ღმერთებმა, რომელთაც ოლიმპოსი
უპყრიათ, მოსპეს ჩემი სილამაზე იმ წამიდან, როდესაც იგი წავიდა თავისი ღრმამუცლიანი
ხომალდებით. მაგრამ, გთხოვ, მომიყვანო ჰიპოდამია და ავტონოე, რომ გვერდით დამიდგნენ
სასახლეში. მარტო ვერ წავალ კაცებთან, რადგან მრცხვენია.“
ასე თქვა და დედაბერმა დარბაზი გაიარა და გავიდა, რომ მოეძებნა და მოეყვანა ქალები. აქ
თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ ახალი რამ მოიფიქრა. ტკბილი ძილი დააღვარა იკარიოსის
ასულს, მთელი სხეული მოეთენთა, თავი გადახარა [190] და ჩაეძინა თავის ტახტზე. ამასობაში
ზეციურმა ქალღმერთმა უკვდავი საჩუქრები აჩუქა, რომ აქაველებს გაოცებით შეეხედათ.
თავდაპირველად მისი ლამაზი სახე მშვენიერების ამბროსიული მალამოთი გაუწმინდა, რომელსაც
კეთილგვირგვინოსანი კითერეა ისვამს, როდესაც ქარისების მომხიბვლელ ცეკვას უერთდება.
შემდეგ იგი აამაღლა და კიდევ უფრო დიდებული გახადა, შემდეგ სპილოს ძვალზე უფრო თეთრად
აქცია. ზეციურმა ქალღმერთმა ეს გააკეთა და წავიდა და თეთრხელება მოახლეები გამოვიდნენ
ოთახიდან და ხმამაღალი ლაპარაკით მიუახლოვდნენ. ტკბილმა ძილმა მიატოვა, [200] თვალები
მოიფშვნიტა და ბრძანა: „სასტიკად ვიტანჯები, მაგრამ ნაზი რული მაინც მომერია! ნეტავ ქალწულმა
არტემისმა ასეთი ნაზი სიკვდილით მომკლას, რომ არ ვატარებდე მთელ ცხოვრებას მწუხარე
გულით და არ მივტიროდე ჩემი საყვარელი მეულის, აქაველთაგან საუკეთესო ვაჟკაცის
მრავალსახოვან ღირსებას.“
ასე თქვა და ჩამოვიდა თავისი ნათელი საწოლი ოთახიდან. მარტო არ იყო, ორი მოახლე
ახლდა. როდესაც ღვთაებრივი ქალი სასიძოებს მიუახლოვდა, მშვენიერი დარბაზის სვეტთან
დადგა, [210] ყვრიმალებს ელვარე პირბადე უფარავდა დაორივე მხარეს ერთგული მოახლე ედგა.
მუხლები მოეშვათ სასიძოებს, გულები მოეხიბლათ სიყვარულით და ყველა ნატრობდა მის
გვერდით დაწოლას. მან კი მიმართა ტელემაქოსს, საყვარელ შვილს: „ტელემაქოს, არც გონება აღარ
გაქვს მტკიცე და არც ფიქრები. როცა ჯერაც ბავშვი იყავი, საკმაოდ ცბიერი ფიქრები გქონდა თავში.
ახლა კი, როდესაც დიდი ხარ და სიჭაბუკის ასაკს მიაღწიე, რომელიმე კაცი საიდანმე იტყოდა, რომ
მდიდარი კაცის შვილი ხარ, შენს სიმაღლესა და სილამაზეს რომ დაინახავს, [220] აღარც გონება და
არც ფიქრები აღარ გაქვს ძველებური. ასეთი რაღაც მოხდა ჩვენს სასახლეში და შენ დაუშვი, რომ
უცხოელს შეურაცხყოფა მიაყენეს. რა უნდა ვქნათ ახლა, როცა სახლში ზის უცხოელი და იტანჯება
სასტიკი მოპყრობის გამო? შერცხვენა და თავის მოჭრაა შენთვის მთელ ხალხში.“
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „დედაჩემო, არ მწყინს, რომ ბრაზობ; მაგრამ გულით ვიცი
და ყველაფერს აღვნიშნავ, კარგსაც და ცუდსაც. მანამდე მხოლოდ ბავშვი ვიყავი. [230] მაგრამ მე არ
შემიძლია, ყველაფერი გონივრულად გავითვალისწინო, ვინაიდან გვერდით სხედან და ხელს
მიშლიან, ბოროტს იზრახვიან, მე კი არავინ მყავს, რომ დამეხმაროს. რა თქმა უნდა, ბრძოლა
უცხოელსა და იროსს შორის არც შემდგარა, სასიძოების აზრით, მაგრამ უცხოელი მაინც უფრო
ძლიერი აღმოჩნდა. მამა ზევს, ათენა და აპოლონ, ნეტავ სასიძოებიც ჩვენს სახლში იმ დღეში იყვნენ,
თავს იქნევდნენ ზოგი ეზოში და ზოგი სახლში, და მთელი სხეულით იყვნენ მოშვებულნი, როგორც
იროსი ზის იქ, ეზოს კარიბჭესთან, [240] თავჩაქინდრულია მთვრალივით, ვერც ფეხზე დგება, ვერც
დადის, სახლშიც ვერ მიდის, ისეა მოსავათებული.“
ასე საუბრობდნენ ერთმანეთში. ევრიმაქოსმა უთხრა პენელოპეს: „იკარიოსის ასულო,
კეთილგონიერო პენელოპე, ყველა აქაველი იასოსურ არგოსში რომ გხედავდეს, კიდევ უფრო მეტი

129
სასიძო ისაუზმებდა შენს სასახლეში ხვალ დილიდანვე, რადგან ყველა ქალს აღემატები სილამაზით,
აღნაგობითა და გაწონასწორებული გონებით.“
[250] მას უპასუხა კეთილგონიერმა პენელოპემ: „ევრიმაქოს, უკვდავებმა გაანადგურეს ჩემი
ყველაფერი, სილამაზეცა და აღნაგობაც, როდესაც არგოსელები წავიდნენ ილიონში და ჩემი
მეუღლეც წავიდა მათთან ერთად. რომ ჩამოსულიყო და ჩემს სიცოცხლეზე ეზრუნა, ჩემი სახელი
კიდევ უფრო დიდი და მშვენიერი იქნებოდა. ახლა ვგლოვობ, რადგან რომელიღაც ღვთაებამ ბევრი
ბოროტება მომიგზავნა. დიახ, როდესაც მიდიოდა და თავის სამშობლოს ტოვებდა, მარჯვენაში
ჩამავლო ხელი და მითხრა: «ჩემო მეუღლევ, არ მგონია, რომ ყველა ლამაზსაბარკულიანი აქაველი
[260] დაბრუნდება უვნებლად ტროიდან, რადგან ამბობენ, რომ ტროელები ნამდვილი ვაჟკაცები
არიან, შუბის მტყორცნელები, ისრის მსროლელები, ფეხმარდი ცხენების მხედრები, რომლებიც
სწრაფად წყვეტენ გაჭიანურებული ომის საკითხებს. ამიტომ არ ვიცი, დამაბრუნებს ღმერთი, თუ იქ,
ტროის მიწაზე, სიკვდილი მიწერია. აქაურობაზე შენ უნდა იზრუნო. მიმიხედე ჩემ მშობლებს ჩვენს
სასახლეში, როგორც ახლა, ან უფრო მეტადაც, რადგან მე შორს ვიქნები. ხოლო როდესაც დაინახავ,
რომ ჩვენს შვილს წვერი ამოუვიდა, [270] ვისზედაც გსურს, გათხოვდი და ეს სახლი დატოვე.» ასე
მითხრა. ახლა სწორედ ეს ყველაფერი ხდება. დადგება ღამე, როდესაც საძაგელი ქორწინება ჩემს
ბედისწერად იქცევა, დამღუპა ზევსმა, როდესაც ბედნიერება წამართვა. ამის ნაცვლად, ეს საზარელი
მწუხარება შემოიჭრა ჩემს გულსა და სულში. სასიძოთა ჩვეულებაც სულ სხვანაირი იყო ადრე. ვისაც
კარგი ქალის გულის მოგება სურდა და ვინც სხვას ეჯიბრებოდა მდიდარი კაცის ასულისათვის, მას
თავად ჩამოჰყავდა ნასუქი ცხვრები და ძროხების ჯოგი, რომ დრესასწაული მოეწყო პატარძლის
ნათესავებისათვის და ძვირფასი საჩუქრებიც ჩამოეტანა [280] და სხვისი ქონება მუქთად არ
გაეჩანაგებინა.“
ასე თქვა და გაიხარა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა, რადგან ქალმა საჩუქრები
გამოსტყუა და მათი გული მოიგო ვითომდა მათი სასარგებლო სიტყვებით, თუმცა სულ სხვა იყო
მისი ჩანაფიქრი.
ევპეითესის ძემ, ანტინოოსმა, ქალს უპასუხა: „იკარიოსის ასულო, კეთილგონიერო
პენელოპე, თუკი რომელიმე აქაველი მოინდომებს, საჩუქრები მოგიტანოს, მიიღე ისინი, რადგან
არაკეთილშობილურია საჩუქარზე უარის თქმა, ჩვენ კიდევ აღარ დავბრუნდებით არც ჩვენს
მინდვრებში, არც სადმე სხვაგან, სანამ ცოლად არ გაჰყვები საუკეთესო აქაველს.“
[290] ასე თქვა ალკინოოსმა, მისი ნათქვამი ყველას მოეწონა და ყველამ გაგზავნა
საჩუქრებიანი მაცნე. ერთმა ალკინოოსს მოუტანა დიდი და მშვენიერი კაბა, ძვირფასად ნაქარგი,
მასზე ოქროს თორმეტი გულსაბნევი იყო, მოხრილი სამაგრებით. მეორემ ევრიმაქოსს მოუტანა
მდიდრულად დამუშავებული ძეწკვი, ოქროსგან ნატიფად ნაკეთი, ქარვით მორთული და მზესავით
მოელვარე. ევრიდამასს ორმა მსახურმა მოუტანა საყურე, სამწვეთიანი, რომლებიც მადლს
ასხივებდნენ. მბრძანებელ პისანდროს პოლიქტორიდესის სახლიდან [300] მსახურმა ყელსაბამი
მოიტანა, დიდების ბრწყინვალე საჩუქარი. ყველა სხვა აქაველმა სხვადასხვა მშენიერი საჩუქარი
მოიტანა. შემდეგ ღვთაებრივი ქალი ზედა ოთახში ავიდა, მის მოახლეებს კი მიჰქონდათ ძვვირფასი
საჩუქრები. სასიძოებმა მხიარულ სიმღერასა და ცეკვას მიმართეს, მხიარულობდნენ და საღამოს
ელოდნენ და სანამ ერთობოდნენ, ბნელი საღამოც მოვიდა. დარბაზში სინათლისათვის სამი
ლამპარი დადგეს, ირგვლივ ბრინჯაოთი დაჩეხილი კარგად გამომშრალი ნაფოტები შემოუწყვეს,
[310] მათ შორის კი ჩირაღდნები განალაგეს. სულით ძლიერი ოდისევსის მოახლეებმა მიყოლებით
დაანთეს ცეცხლი. მაშინ თავად მარჯვე ოდისევსმა უთხრა მათ: „დიდი ხნის წინათ წასული
ბატონის, ოდისევსის მონაქალებო, შედით ოთახში, სადაც თქვენი ღირსეული დედოფალია,
გვერდით მიუჯექით, გული გაუხარეთ, ნართი დაურთეთ ან ხელით მატყლი დაუჩეჩეთ. სინათლეს
კი მე მივცემ ამ კაცებს, რადგან, თუკი უნდათ დაელოდონ ლამაზტახტიან ეოსს, მე ვერ მაჯობებენ.
დიდი მოთმინება მაქვს.“
[320] ასე თქვა, მოახლეებმა ერთმანეთს გადახედეს და გაიცინეს. ლამაზყვრიმალიანმა
მელანთომ სამარცხვინოდ გამოლანძღა იგი; დოლიოსის ასული იყო, პენელოპე ზრუნავდა მასზე,
საკუთარივით შვილივით აღზარდა, სათამაშოებს არ აკლებდა, ამის მიუხედავად, არაფრად
აგდებდა პენელოპეს, ევრიმაქოსი უყვარდა და მისი ხარჭა იყო. უსაყვედურა და მკაცრად დატუქსა
ოდისევსი: „უბედურო უცხოელო, შენ, ეტყობა, ჭკუაზე არ ხარ, მჭედლის სახლში ან ვინმეს ქოხში
წადი, გამოიძინე, პირი რომ დაგიღია, [330] ამდენ ხალხში ლაყბობ და არაფერს ერიდები. ეტყობა,
ღვინო აგივარდა თავში, ან ასეთი ხარ ისედაც და ამიტომ ყბედობ. დიდ გულზე ხარ, რაკი მათხოვარ

130
იროსს მოერიე? ფრთხილად იყავი, ვინმე, იროსზე მაგარი არ შეგხვდეს და ერთი კარგად არ
მიგბეგვოს, თავი გაგიხეთქოს, დაგასისხლიანოს და სახლიდან გაგაგდოს!“
წარბშეკვრით შეხედა და უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ტელემაქოსს ვეტყვი ახლავე, რასაც
როშავ, ძუკნა დედაკაცო, ასო-ასო ავაქნევინებ შენ თავს!“
[340] ასე თქვა და ამ სიტყვებით დაზაფრა ქალები. მთელი სახლი გაიარეს, მუხლები
უთრთოდა თითოეულს, შიშისგან ცახცახებდნენ, რადგან ეგონათ, სიმართლეს ამბობსო. იგი კი
დადგა სინათლის მომცემ ანთებულ ლამპრებთან, მათ მიხედა, თუმცა გულში სულ სხვას
ფიქრობდა, ამბებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოსვლოდა. მაგრამ ათენა არ დაუშვებდა,
რომ სასიძოებს მრისხანება დაეოკებინათ, რათა ტკივილს რაც შეიძლება ღრმად შეეღწია
ლაერტიადეს ოდისევსის გულში. ევრიმაქოსმა, პოლიბოსის ძემ, დაიწყო ლაპარაკი. [350] ოდისევსს
დასცინოდა და მეგობრებსაც აცინებდა: „მისმინეთ, სახელოვანი დედოფლის სასიძოებო, სანამ იმას
ვლაპარაკობ, რასაც მკერდში გული მიბრძანებს. ეს კაცი ოდისევსის სახლში ღვთის შემწეობის
გარეშე არაა მოსული. ყოველ შემთხვევაში, თავი ჩირაღდანივით უნათებს, რადგან მასზე ერთი ღერი
თმის კვალიც არაა დარჩენილი!“
ასე თქვა და ამავე დროს მიმართა ოდისევსს, ქალაქთმმუსვრელს: „უცხოელო,
დათანხმდებოდი ქირით მუშაობას, მე რომ აგიყვანო, ხელფასი რომ დაგინიშნო და ჩემს მიწაზე
გამუშავო, მაღალი ხეები მოგაშენებინო და გალავნისთვის ლოდები შეგაკრებინო? [360] იქ მთელი
წელი საჭმელს არ მოგაკლებდი, ტანსაცმელს მოგცემდი, სანდლებს ჩაგაცმევდი. მაგრამ რაკი ბოროტ
რამეებს ხარ დაჩვეული, შენ არ მოინდომებ, საქმე გააკეთო, გირჩევნია სულ იმათხოვრო მთელ
სამეფოში, რომ ეგ შენი გაუმაძღარი მუცელი ამოიყორო.“
მაშინ მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „რატომ, ევრიმაქოს, ვისურვებდი, რომ ერთმანეთს
გავჯიბრებოდით, გაზაფხულზე, როდესაც დღე დაგრძელებას იწყებს, ბალახში. მე მექნებოდა
კარგად მოხრილი ჩემი ცელი, შენ – შენი, ბალახს მოვთიბავდით და [370] შევამოწმებდით
ერთმანეთის ნამუშევარს, საღამომდე მშივრები. ან, მაგალითად, ორი საუკეთესო ხარი მოგვერეკა,
მოყავისფრო-ყვითელი, დიდ-დიდი, ნასუქი, ერთი ასაკისა, კარგი გამწევი, დაუღლელი, და ოთხი
აკრი მიწა აგვეღო, გუთანს რომ ემორჩილება. მაშინ მნახავდი, შევძლებდი თუ არა, ბოლომდე
უწყვეტი კვლები გამეყვანა. ასევე ვისურვებდი, კრონიონს სადმეიდან ახალი ომი წამოეწყო დღეს,
ფარი და ორი შუბი მქონოდა, მთლიანი ბრინჯაოს მუზარადი, საფეთქლებზე ჩამოცმული. იქ
ნახავდი, როგორ შევერეოდი პირველი რიგის მეომრებს [380] და ამ მუცლისთვის საყვედურს ვერ
მეტყოდი. შენ კი ისე ქედმაღლობ და ისე სასტიკი ხარ, ასე მგონია, თავი დიდ და მძლავრ ვინმედ
წარმოგიდგენია, რადგან მაგრებთან კი არა, წვრილფეხობასთან გაქვს საქმე. ოდისევსი რომ მოვიდეს
და სამშობლოში რომ ჩამოაღწიოს, აი ეს კარი ხომ ძალიან ფართოა, ვიწრო იქნება იმათთვის, ვინც
გარეთ გაქცევას შეეცდება.“
ასე თქვა და ევრიმაქოსი კიდევ უფრო განრისხდა გულში, წარბშეკვრით შეხედა და
ფრთოსანი სიტყვა უთხრა: „შე საცოდავო! ახლავე შეგამთხვევ უბედურებას, [390] ასე თამამად რომ
ყბედობ ამდენ ხალხში და არაფრის გეშინია! ეტყობა, ღვინო აგივარდა თავში ან, თავიდანვე ასეთი
ხარ და ამდენს იმიტომ ლაყბობ. დიდ გულზე ხარ, რაკი მათხოვარ იროსს მოერიე?“
ასე თქვა, ხელი დაავლო საფერხე ჯორკოს, მაგრამ ოდისევსი დულიქიელი ამფინომოსის
მუხლების წინ ჩამოჯდა ევრიმაქოსის შიშით, რომლის ნასროლი მერიქიფეს მოხვდა მარჯვენაში,
ღვინის დოქი ზათქით მიწაზე დაეცა, მერიქიფე კი ყვირილით გულაღმა დაემხო მტვერში.
სასიძოები ახმაურდნენ მთელ ბნელ დარბაზში. [400] ამრიგად, ვინმე მეზობელს გადახედავდა და
იტყოდა: „ნეტავ ეს უცხოელი მათხოვარი ვინმეს სხვა ადგილას მოეკლა აქ მოსვლამდე, ასეთ ხმაურს
ვერ დააყენებდა. ახლა კი ვჩხუბობთ მათხოვრების გამო და ამ მშვენიერ ნადიმსაც სიამოვნება არ
მოაქვს, რადგან საზიზღრობა ჭარბობს.“
ტელემაქოსის წმინდა ძალამ ბრძანა მათ შორის: „უგუნურნო, გაგიჟდით და გულში აღარ
მალავთ, რაც ჭამეთ და სვით; რომელიღაც ღმერთი არ გასვენებთ. ახლა, როცა კარგად ივახშმეთ,
სახლში წაბრძანდით და მოისვენეთ, როცა გული გეტყვით, მე არავის არ ვაგდებ.“
[410] ასე თქვა და ყველამ ტუჩები მოიკვნიტა, უკვირდათ, ტელემაქოსმა ასე თამამად რომ
ილაპარაკა. მათ მიმართა ამფინომოსმა, ნისოსის, მბრძანებელ არეტიადესის სახელგანთქმულმა
შვილმა: „მეგობრებო, არავინ არ უნდა განრისხდეს და თავს დაეცეს ვინმეს საკამათო სიტყვით,
როდესაც რაიმე სამართლიანად ითქვა. ნუღარ შეურაცხყოფთ ამ უცხოელს ან ვინმე სხვა მონას, ვინც
კი ღვთაებრივი ოდისევსის სახლში იმყოფება. დაე, მერიქიფემ ჩამოგვისხას თასებში ზედაშე, რომ

131
მსხვერპლი შევწიროთ, შინ წავიდეთ და დავიძინოთ. [420] ეს უცხოელი ოდისევსის დარბაზში
დავტოვოთ, ტელემაქოსს მოუტანოს უსიამოვნება, ხომ მის საყვარელ სახლშია მოსული.“
ასე თქვა და მისი ნათქვამი ყველას მოეწონა. გმირმა მულიოსმა, დულიქიონელმა მაცნემ,
ამფინომოსის მსახურმა, კრატერში ღვინო გააზავა. ერთმანეთის მიყოლებით ყველას ჩამოუსხა და
მათ ზედაშე დაუღვარეს ნეტარ ღმერთებს და დალიეს თაფლივით ტკბილი ღვინო. მას შემდეგ, რაც
ზედაშე დაღვარეს და სმით გული იჯერეს, ყველა საკუთარ სახლში წავიდა მოსასვენებლად.

132
მეცხრამეტე სიმღერა: ოდისევსი და ევრიკლეა

1-52 ოდისევსი და ტელემაქოსი იარაღს მალავენ; 53-99 პენელოპე აპირებს უცხოელის დაკითხვას;
100-163 პენელოპესა და ოდისევსის საუბარი; 164-219 ოდისევსი ყალბ ამბავს ჰყვება; 220-307
ოდისევსი წინასწარმეტყველებს საკუთარ დაბრუნებას; 308-360 პენელოპე სტუმართმოყვარეობას
სთავაზობს; 361-475 ევრიკლეა იცნობს ოდისევსს; 476-507 ოდისევსი თხოვს ევრიკლეას, არ გათქვას;
508-553 პენელოპეს სიზმარი; 554-604 პენელოპე სასიძოებს გამოწვევას სთავაზობს.

მაგრამ ღვთაებრივი ოდისევსი დარბაზში დარჩა და ათენას დახმარებით სასიძოების დახოცვაზე


ფიქრობდა. უეცრად მან უთხრა ტელემაქოსს ფრთოსანი სიტყვა: „ტელემაქოს, საბრძოლო
აღჭურვილობა შიგნით უნდა შევინახოთ, სასიძოები კი ნაზი სიტყვებით დააშოშმინე, თუ
მოისაკლისეს და მოიკითხეს: მჭვარტლს მოვაშორე-თქო, რადგან უკვე ისეთი აღარაა, როგორც
ყოფილა-თქო, როგორიც ოდისევსმა დატოვა, ტროას რომ მიდიოდა-თქო, გამურულია, რადგან
კვამლის სუნთქვა შეეხო, [10] გარდა ამისა, ღვთაებამ შთამაგონა დიდი შიში, რომ შემთხვევით ღვინო
არ მოგეკიდოთ, ერთმანეთში არ იჩხუბოთ, ერთმანეთს არ დაერიოთ და თქვენი ნადიმი არ
წაახდინოთ. რკინა ხომ თვითონ იზიდავს ადამიანს.“
ასე თქვა და ტელემაქოსი დაემორჩილა თავის საყვარელ მამას, უხმო ძიძა ევრიკლეას და
უთხრა: „მოდი, ძიძა, გთხოვ, ჩაკეტე ქალები სასახლეში, რომ საკუჭნაოში შევიტანო მამაჩემის
ბრწყინვალე იარაღი, რომელიც უპატრონოდ იმჭვარტლება მას შემდეგ, რაც მამაჩემი წავიდა, როცა
მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. [20] ახლა ვფიქრობ დავალაგო იქ, სადაც ცეცხლის სული არ შეეხება.“
მას უპასუხა საყვარელმა ძიძა ევრიკლეამ: „შვილო, მე მინდა, რომ ოდესმე ყურადღება
მიაქციო სახლის მოვლასა და ქონების შენახვას. მაგრამ ვინ მიხედავს სინათლეს, თუკი ნებას არ
დართავ ქალებს, რომელთაც ეს შეუძლიათ, რომ შენ წინ წავიდნენ?“
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „ეს უცხოელი, აქ რომაა. მე ნებას არ დავრთავ,
უსაქმურად იყოს, ვინც ჩვენი ულუფით იკვებება, თუნდაც შორიდან იყოს ჩამოსული.“
ასე თქვა და მას არავინ შედავებია [30] და ქალმა ჩარაზა კეთილმოწყობილი სასახლის კარი.
მაშინ წამოდგნენ ოდისევსი და მისი საყვარელი ძე, დაიწყეს მუზარადების, გამოზნექილი ფარებისა
და ბასრი შუბების გატანა. წინ მიუძღოდათ ათენა პალასი, რომელსაც ოქროს ლამპარი ეჭირა და
სააუცხოო სინათლეს ასხივებდა. მაშინ ტელემაქოსმა უეცრად უთხრა მამამისს: „მამა, დიახ, ეს დიდი
საოცრებაა, რასაც ახლა საკუთარი თვალით ვუჭვრეტ. რა თქმა უნდა, სახლის კედლები, ნაძვის
მშვენიერი ძელები, გვერდითა და საყრდენი კოჭები, ჭერს რომ წვდებიან, ელვარებენ ჩემს თვალში,
როგორც ანთებული კოცონის ენები. [40] ეჭვი არ არის, რომელიღაც ღმერთია შიგნით, ერთ-ერთი
იმათგან, ვისაც ვრცელი ზეცა უპყრია.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „გაჩუმდი, გონება დაიოკე და კითხვებს ნუ სვამ. ეს
მართლაც ღმერთების გზაა, რომელთაც ოლიმპოსი უპყრიათ. მაშ შენ დაწექი, მე აქ დავრჩები. რომ
კიდევ უფრო აღვძრა ქალები და დედაშენი, რომელიც მე დამიტირებს და ყველაფერს
გამომკითხავს.“
ასე თქვა და ტელემაქოსმა დარბაზი გაიარა სინათლის მომცემი ჩირაღდნების ქვეშ და
გავიდა თავის ოთახში დასაწოლად, სადაც ეწვეოდა ხოლმე ტკბილი ძილი. [50] ახლაც დაწვა და
დაელოდა ღვთაებრივ ეოსს. ღვთაებრივი ოდისევსი კი დარბაზში დარჩა და ათენას შემწეობით
სასიძოთა მკვლელობაზე ფიქრობდა. კეთილგონიერი პენელოპე გამოვიდა თავისი ოთახიდან,
როგორც არტემისი ან ოქროს აფროდიტე. სავარძელი ცეცხლთან დაუდგეს, სადაც ჩვეულებრივ
იჯდა ხოლმე, სპილოს ძვლითა და ვერცხლით გაწყობილი; იგი ოსტატმა იკმალიოსმა დაუმზადა,
ქვემოდან კი საფერხე ჯორკო გამოდიოდა, რომელზედაც ცხვრის დიდი მატყლი იყო
გადაფარებული. მაშინ კეთილგონიერი პენელოპე იქ დაბრძანდა. [60] დარბაზიდან გამოვიდნენ
თეთრხელება მონაქალები, წაიღეს კერძები, მაგიდები და თასები, რომლიდანაც სვამდნენ ძალიან
ძლიერი კაცები. ნახშირს ლამპრებიდან იატაკზე ყრიდნენ და ხის ნაფოტებს აყრიდნენ ცეცხლს, რომ
სინათლეც მოეტანა და გათბობაც. მაშინ მელანთომ მეორედ დაიწყო ოდისევსის ლანძღვა:
„უცხოელო, ისევ მთელი ღამე უნდა გაგვაწამო, იწრიალო მთელ სახლში და ქალებს თვალთვალო?
ამის ნაცვლად, ქუჩაში გადი, უბედურო, იქ მიირთვი სადილი ან არადა, მალე მაინც იქ აღმოჩნდები,
ჩირაღდანი მოგხვდება თავში!“

133
[70] წარბშეკვრით შეხედა მას და უთხრა მარჯვე ოდისევსმა: „შეჩვენებულო, რას მერჩი
მრისხანე სულით? იმიტომ, რომ ბინძური ვარ და ძონძები მაცვია და მთელ სამეფოში ვმათხოვრობ?
ხომ გაჭირვება მაიძულებს ამას! მათხოვრები და უპოვრები ასეთი ხალხია. მეც ვცხოვრობდი
ოდესღაც სახლში ადამიანებს შორის, განთქმული ვიყავი სიმდიდრით, და ყოველთვის ვაძლევდი
ჩემნაირ მათხოვარს, როგორიც უნდა ყოფილიყო და რა გაჭირვებითაც უნდა მოსულიყო. უთვალავი
მონა მყავდა, უამრავი რამ მქონდა, რაც ადამიანს მდიდარს ხდის. [80] მაგრამ ზევს კრონიონმა
დამღუპა, რადგან მას ასე სურდა. ამრიგად, მიფრთხილდი, დედაკაცო, ოდესმე არ დაკარგო მთელი
ის ბრწყინვალება, რითიც ახლა მონებში გამოირჩევი. ფრთხილად იყავი, დედოფალი არ
გაგიბრაზდეს და მკაცრად არ მოგექცეს, ან ოდისევსი არ დაბრუნდეს, ამის იმედი კი ჯერ კიდევ
არის. თუკი იგი დაიღუპა და შინ ვეღარ დაბრუნდება, მისი შვილი, აპოლონის წყალობით,
ტელემაქოსი ისეთია, რომ მას არ გამოეპარება, ვინმე მისი მონაქალი თუ გარყვნილებას ეწევა,
რადგან იგი უკვე ის ბავშვი აღარაა, როგორიც იყო.“
ასე თქვა და კეთილგონიერმა პენელოპემ გაიგონა, [90] თავისი მოახლე დატუქსა, სახელით
უხმო და უთხრა: „დარწმუნებული იყავი, თავხედო და უსირცხვილო ძუკნავ, არაფერი გამომპარვია,
რასაც ჩასდიხარ და პასუხს აგებ! ყველამ ხომ კარგად იცით, ჩემგან ხომ გსმენიათ, რომ მე ვაპირებ,
ჩემს სასახლეში გამოვკითხო ამ კაცს ჩემს მეუღლეზე, რომელსაც მუდმივად დავტირი.“
ეს თქვა და შემდეგ ევრინომეს მიმართა: „ევრინომე, მოიტანე სკამი და ზედ მატყლის საწმისი
გადააფარე, რომ ეს უცხოელი დაბრძანდეს და თავის ამბავს მოჰყვეს, მეც მომისმინოს. მე მინდა
გამოვკითხო მას.“
[100] ასე თქვა და მანაც სწრაფად მოიტანა და დადგა კარგად ნაკეთები სკამი და მატყლი
გადააფინა, ზედ დაბრძანდა ღვთაებრივი ოდისევსი. პირველმა ხმა დაძრა კეთილგონიერმა
პენელოპემ: „უცხოელო, ჯერ ერთი, მე თვითონ გკითხავ: რა კაცი ხარ და საიდან ხარ? სადაა შენი
ქალაქი, სად არიან შენი მშობლები?“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ქალბატონო, ვერც ერთი მოკვდავი უსაზღვრო მიწაზე ვერ
გეტყვის საყვედურს, რადგან შენი დიდება ზეცას აღწევს, როგორც კეთილშობილი და ღვთისმოშიში
მეფისა, [110] რომელიც მართავს მრავალრიცხოვან და მძლავრ ხალხს და იცავს სამართლიანობას.
შავ მიწას მოჰყავს ხორბალი და ქერი, ხეებს ნაყოფი ამძიმებს, ცხვრებს მუდმივი დოლი აქვთ, ზღვა
თევზს იძლევა მისი კეთილი მმართველობისას, ხოლო ადამიანები ყვავიან. შესაბამისად, მკითხე
შენს სახლში სხვა რამეზე, მაგრამ არ მკითხო ჩემს მოდგმასა და სამშობლოზე, რომ ჩემი გული არ
გაივსოს დიდი ტკივილით, როგორც კი ამას გავიხსენებ. ძალიან დამწუხრებული ვარ და არ
ივარგებს, სხვის სახლში ოხვრა და გოდება დავიწყო, [120] რადგან არ არის კარგი მარადიული და
დაუსრულებელი მწუხარება. არ მინდა ვაწყენინო რომელიმე შენს მონაქალს, ან თავად შენ,
თვალცრემლიანი ლაპარაკით, არ მინდა, გეგონოთ, რომ ღვინომ დამიმძიმა გონება.“
მას უპასუხა კეთილგონიერმა პენელოპემ: „უცხოელო, დიახ, მართლაც, მთელი ჩემი
ღირსება – სილამაზე და აღნაგობა უკვდავებმა მოსპეს იმ დღეს, როცა არგოსელები ილიონს
გაემგზავრნენ და მათ გაჰყვა ჩემი მეუღლე, ოდისევსი. რომ დაბრუნებულიყო და ჩემს ცხოვრებაზე
ეზრუნა, ჩემი დიდება ბევრად დიდი და მშვენიერი იქნებოდა. ახლა ვგლოვობ, რადგან ღვთაებამ
ამდენი უბედურება მომივლინა. [130] რადგან ყველა მბრძანებელი, ვინც კუნძულებს ფლობს,
დულიქიონს, სამესა და ტყიან ძაკინთოსს და ვინც შორიდან შესამჩნევ ითაკაში ცხოვრობს, ყველანი
ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩემს ხელს ითხოვენ და ჩემს სახლს ანადგურებენ. ამიტომ ყურადღებას
ვერ ვაქცევ ვერც უცხოელებს, ვერც მავედრებლებს, ვერც მაცნეებს, რომლებიც სამეფოს მუშაკები
არიან, არა, ოდისევსს დავტირი და გული მიდნება. ეს ხალხი მაჩქარებს, რომ გავთხოვდე, მე კი
ვეშმაკობ. ჯერ ღვთაებამ მიკარნახა და ეს აზრი ჩამიდო გულში: სახლში უზარმაზარი საქსოვი დაზგა
დავდგი და ვქსოვდი – [140] თხელი ძაფით ვქსოვდი ძალიან ფართო ნაჭერს; იმათ კი იმავე წამს
ვუთხარი: „ყმაწვილებო, რაკი კეთილი ოდისევსი აღესრულა, მოითმინეთ, მართალია, ჩემი ცოლად
შერთვა გეჩქარებათ, მაგრამ უნდა მადროვოთ, რომ დავასრულო ეს სამოსი, არ მინდა ქსოვამ ამაოდ
ჩაიაროს, სუდარა უნდა მოვუქსოვო ჩემს ბატონ ლაერტესს, როდესაც მას ეწვევა მძიმე სიკვდილის
საბედისწერო ხვედრი. რომ არ განმირისხდნენ აქაველი ქალები, რომლებიც უკვე ჰადესში არიან,
უსუდაროდ რომ არ დარჩეს იგი, ვინც ამოდენა სახელი მოიხვეჭა.“ ასე ვთქვი და მათი ვაჟკაცური
გულები დავარწმუნე. დღისით ვქსოვდი ვეებერთელა სუდარას, [150] ღამით კი ჩირაღდნების შუქზე
ვშლიდი ხოლმე. სამი წელი ვაკეთებდი ამას და ვერ ხვდებოდნენ აქაველები, მეოთხე წელს კი, როცა
წელიწადის დროები იცვალნენ, ბევრი დღე გავიდა, მრავალი თვე ჩაქრა, ჩემი მოახლეების
დახმარებით, ძუკნების დახმარებით, თავს დამადგნენ, გამომიჭირეს და დამემუქრნენ. ასე რომ,

134
დავამთავრე, უხალისოდ და იძულებით. ახლა ქორწინებას ვეღარ გავურბივარ, სხვა ეშმაკობა ვეღარ
მოვიფიქრე. ჩემი მშობლები ჯიუტად მომიწოდებენ, გავთხოვდე, შვილს გული უსკდება, რომ
ხედავს როგორ ანიავებენ მის ქონებას, [160] იცის, უკვე კაცია, უკვე იმ სახლზე ზრუნვა შეუძლია,
რომელსაც ზევსმა დიდება მიანიჭა. და მაინც, მითხარი შენს მოდგმაზე, საიდან ხარ, მუხისგან და
ქვისგან ხომ არ იქნები.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ლაერტიადეს ოდისევსის ღირსეულო მეუღლევ, რატომ არ
წყვეტ ამ ჩემს მოდგმაზე შეკითხვას? კარგი, მე გიპასუხებ, თუმცა, ეს მტანჯავს მე კიდევ უფრო
მეტად, ვიდრე ჩემი დღევანდელი მონური მდგომარეობაა. სულ ასე ხდება, როდესაც ადამიანი
შორსაა თავისი ქვეყნიდან იმდენ ხანს, როგორც მე ვარ ახლა, [170] როდესაც მრავალი მოკვდავის
ქალაქში ხეტიალობს და მწუხარებას ითმენს. ამ შემთხვევაშიც გეტყვი, რასაც ჩემგან ითხოვ. არის
ასეთი მიწა, კრეტა, ღვინისფერ ზღვაში, მშვენიერი და მდიდარი მიწა, ზღვით გარშემორტყმული,
მასში უამრავი ხალხია, უთვალავი ხალხი და ოთხმოცდაათი ქალაქია, როდესაც ერთი ენა მეორეს
შეერევა. იქ არიან: აქაველები, დიდსულოვანი მკვიდრი კრეტელები, კიდონები, სამ მუხლად
დაყოფილი დორიელები და ღვთაებრივი პელასგები. კნოსოსია მათ შორის უდიდესი ქალაქი, სადაც
მინოსი, დიდი ზევსის თანამოსაუბრე, მეფობდა ცხრა-ცხრა წელს, [180] მამაჩემის, დიდგულოვანი
დევკალიონის, მამა.86 დევკალიონმა მშვა მე და მბრძანებელი იდომენევსი, მაგრამ იდომენევსი
გაეშურა მოხრილი ხომალდებით ილიონში ატრეიდესებთან ერთად. მე სახელგანთქმული სახელი
აითონი მერქვა და უმცროსი ვიყავი. ის იყო უფროსი და უკეთესი. იქ ვნახე ოდისევსი და სასტუმრო
საჩუქრები მივართვი, რადგან ქარის ძალამ კრეტაზე მოიყვანა, გეზს ააცილა მალეასთან, როდესაც
ტროისკენ მიცურავდა. იგი ამნისოსში გაჩერდა, სადაც ილითიას მღვიმეა, ძნელ ნავსაყუდელში
დადგა და ძლივს გადაურჩა ქარიშხალს. [190] მაშინვე წავიდა ქალაქში და იკითხა იდომენევსი,
რადგან განაცხადა, მისი საპატიო და საყვარელი მეგობარი ვარო, მაგრამ უკვე მეათე ან მეთერთმეტე
განთიადი იყო მას შემდეგ, რაც იდომენევსი თავისი მოხრილი ხომალდებით ილიონს გაემგზავრა.
მე მივიღე იგი ჩვენს სახლში და გავუმასპინძლდი, სიყვარულით მივიღე და უხვად მივართვი
ყველაფერი, რაც სახლში გვქონდა. მისი მეგობრებსაც, რომლებიც ახლდა, ხალხში შევუკრიბე და
გადავეცი ქერი, შუშხუნა ღვინო, სამსხვერპლო ხარები87 – გულის გასახარად. თორმეტი დღის
განმავლობაში დაყოვნდნენ იქ ღვთაებრივი აქაველები, [200] ისეთი ბორეასი ქროდა, ფეხზე ვერ
იდგნენ, რომელიღაც მკაცრმა ღვთაებამ აღძრა იგი. მეცამეტე დღეს დაცხრა ქარი და ისინი ზღვაში
გავიდნენ.“
ბევრი ტყუილი, რაც თქვა, სიმართლეს დაამსგავსა. ქალი უსმენდა, ცრემლი სდიოდა, სახე
დნებოდა, როგორც თოვლი დნება მაღალ მთაში, როგორც ევროსი დნება, როდესაც ძეფიროსი
შეასკდება და როცა დნება, მდინარეები ივსება მისით, ასე დნებოდა მისი ყვრიმალები, როდესაც
ცრემლს ღვრიდა და დასტიროდა მეუღლეს, რომელიც გვერდით ეჯდა. მაშინ ოდისევსმა [210]
გულში შეიბრალა მგლოვიარე მეუღლე, მაგრამ მისი თვალები, თითქოს რქისა ან რკინისა იყო,
ბუდეში არ თრთოდა და ცრემლს ცბიერად მალავდა. როდესაც ქალმა ცრემლით გული იჯერა, ისევ
მიმართა მას: „ახლა, უცხოელო, ვფიქრობ, გამოგცადო. თუ მართალია, რომ შენ მასპინძლობდი ჩემს
მეუღლეს მის ღვთისდარ მეგობრებთან ერთად, როგორც ამბობ, მითხარი, რა ეცვა და როგორი იყო
თვითონ და როგორები იყვნენ მისი მეგობრები, თან რომ ახლდა.“
[220] მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ქალბატონო, ჩემთვის რთულია ამდენი ხნის შემდეგ,
გითხრა, რადგან ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, როცა იქიდან წავიდა და ჩემი სამშობლო დატოვა,
მაგრამ მე გეტყვი, გული როგორ მიხატავს მას. ღვთაებრივ ოდისევსს ჰქონდა მეწამული შალის
მოსასხამი, ორად მოკეცილი, გულსაბნევი ოქროსი იყო, ორმაგი შესაკრავით, პირი მოხატული
ჰქონდა: მწევარს წინა თათებით ხალებიანი ნუკრი ეჭირა, კბილები ჩაესო, ის კი იხრჩობოდა და
იბრძოდა. ყველას უკვირდა, [230] ოქროს მწევარს როგორ ეჭირა ნუკრი და ახრჩობდა, ისიც როგორ
იქნევდა ფეხებს და გაქცევას ლამობდა. ტანს უფარავდა ქიტონი, მშრალი ხახვის ფურცელივით

86 მინოსი ცხრა-ცხრა წელს მეფობდა. ყოველი ცხრა წლის ბოლოს იგი მიმართავდა თავის მამა ზევსს (ამიტომ
იწოდება იგი ზევსის თანამოსაუბრედ) და მისგან იღებს ახალ კანონებს თავისი სახელმწიფოსთვის. ამ მითოსში აისახა
პირველყოფილი წარმოდგენა იმაზე, რომ მეფე მაგიურ ძალას ფლობს, რაზედაც დამოკიდებულია მისი ქვეყნის კეთდღეობა.
დღოთა განმავლობაში ეს ძალა ამოიწურება, მეფეს კლავენ ან ცვლიან. მინოსი მიმართავს ღვთაებრივ მამას და ის მას მაგიურ
ძალას აძლევს და ყოველ ცხრა წელიწადში განაახლებს მას. ჰომეროსის დროს ეს წარმოდგენა დიდი ხნის აღმოფხვრილი იყო
და დარჩენილი იყო მხოლოდ მითოსი, რომელზეც მიანიშნებს პოეტი.
87 ხალხში შევუკრიბე და გადავეცი ქერი, შუშხუნა ღვინო, სამსხვერპლო ხარები – კიდევ ერთი ნიშანი, თუ როგორ

გადაჰქონდათ წარჩინებულებს თავიანთი ხარჯები ხალხის მხრებზე (იხ. ასევე, მეცამეტე სიმღერა, სტრ. 14-15).

135
ელვარე, რბილი და მზესავით კაშკაშა. ბევრი ქალი უყურებდა გაოცებული. კიდევ რაღაცას გეტყვი
და დაიმახსოვრე. არ ვიცი, ეცვა თუ არა ეს ყველაფერი სახლში, თუ ვინმე მეგობარმა აჩუქა
სწრაფმავალ ხომალდზე გზაში, იქნებ ვინმე სტუმარმა აჩუქა, რადგან ოდისევსი [240] ყველას
უყვარდა, მისნაირი აქაველი ხომ ბევრი არ იყო.
მე მას ვაჩუქე ბრინჯაოს ხმალი და ორმაგი მოსასხამი, ლამაზი, მეწამული და ფოჩიანი
ქიტონი და პატივისცემით გავისტუმრე თავის კეთილნაგებ ხომალდზე. შიკრიკი, მასზე ოდნავ
უფროსი, წავიდა მასთან ერთად. იმასაც გეტყვი, როგორი იყო. მრგვალი მხრებით, შავგვრემანი,
ბანჯგვლიანი, ევრიბატესი ერქვა, ოდისევსი მას სხვებზე მეტ პატივს სცემდა, რადგან საკუთარი
ჭკუა ჰქონდა.“
ასე თქვა და ქალში ტირილის სურვილი კიდევ უფრო გაიზარდა, [250] რადგან ეცნო ნიშნები,
რომლებიც ოდისევსმა აღწერა. როდესაც ცრემლიანი კვნესისგან დაიღალა, მაშინვე უთხრა:
„ჭეშმარიტად, უცხოელო, აქამდეც ებრალებოდი ვიღაცებს, მაგრამ ახლა ჩემთვის იქნები საყვარელი
და დაგაფასებენ ჩემს დარბაზში, რადგან მე თვითონ მივეცი ის სამოსი, შენ რომ თქვი, ჩემი
ოთახიდან, მე დავუკეცე, მე გავუკეთე ელვარე გულსაბნევი, მისთვის სასახელო რომ ყოფილიყო, ვაი,
რომ მეტად ვეღარ მივესალმები შინ მობრუნებულს, საყვარელ სამშობლოში! შემდეგ, ბოროტი
ბედისწერით, ღრმამუცლიანი ხომალდით [260] წავიდა ბოროტი ილიონის სანახავად, რომლის
სახელიც არ ითქმის!“
მაშინ მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ლაერტიადეს ოდისევსის ღირსეულო მეუღლევ,
ნუღარ გაიფუჭებ მშვენიერ სახეს და გულს ნუ დაიდნობ მეუღლეზე დარდით. შენ არაფერში არ ხარ
დამნაშავე. ნებისმიერი ქალი დასტირის დაღუპულ მეუღლეს, რომელსაც შვილები უშვა, თუნდაც
იგი ოდისევსი არ ყოფილიყო, რომელზეც ამბობენ, რომ ღმერთებს ედრებოდა. მაგრამ შეწყვიტე
ქვითინი და მოუსმინე ჩემს სიტყვებს, რადგან უტყუარ რამეს გეტყვი და არ დაგიმალავ, რომ [270]
ყური მოვკარი მისი დაბრუნების ამბავს, რომ სადღაც აქვეა, თესპროტების მდიდარ სამეფოში,
ცოცხალია, მოაქვს საგანძური, ძვირფასი და მრავალრიცხოვანი, რომელიც საჩუქრად მიუღია.
მეგობრები და ღრმამუცლიანი ხომალდი დაკარგა ღვინისფერ ზღვაში თრინაკიიდან წამოსვლისას,
რადგან ზევსმა და ჰელიოსმა არ აპატიეს, რომ მისმა მეგობრებმა ჰელიოსის ძროხები დახოცეს.
ყველანი ბობოქარ ზღვაში დაიღუპნენ, მაგრამ იგი ხომალდის ნარჩენებთან ერთად ღმერთებთან
დაახლოებულ ფეაკების მიწაზე ისროლა ტალღამ; [280] მათ მას ღმერთივით დიდი პატივი სცეს,
საჩუქრებით აავსეს და უნდოდათ, აქ ჩამოეყვანათ სახლში მთელი და უვნებელი. ოდისევსი აქ დიდი
ხნის წინ იქნებოდა, მაგრამ მის გულს უკეთესად მოეჩვენა, კიდევ უფრო მეტი ქონება დაეგროვებინა,
სანამ დიდ მიწას გადალახავდა. ოდისევსი ყველა მოკვდავს აღემატება, იმდენი სასარგებლო რამ
იცის, რომ ვერც ერთი მოკვდავი მას ვერ შეეჯიბრება. ასე რომ, თესპროტების მეფე ფეიდონმა
მითხრა, ფიცი დადო ჩემი თანდასწრებით, ზედაშე დაღვარა მის სახლში იმაზე, რომ ხომალდი
წყალში ჩაშვებულია და მეგობრები მზად არიან, [290] საყვარელ სამშობლოში ჩაიყვანონ ოდისევსი.
მაგრამ მე პირველი გამომგზავნა, რადგან თესპროტელთა ხომალდი ხორბლით მდიდარ
დულიქიონში გაეშურა. და მან მაჩვენა მთელი ქონება, რომელიც ოდისევსს შეუგროვებია. მეათე
თაობამდე გაწვდება, იმდენი განძი იდო ფეიდონის სასახლეში. მან მითხრა, რომ ოდისევსი
დოდონეში წავიდა, რომ ღვთაებრივი მაღალი და ფოთლოვანი მუხისგან მოუსმინოს ზევსის ნება,
თუ როგორ დაბრუნდეს მშობლიურ ქვეყანაში, ღიად თუ ფარულად, რადგან დიდი ხანი არ ყოფილა
და ამგვარად, [300] იგი უსაფრთხოდაა და უკვე ძალიან ახლოსაა, იგი ჩამოვა, შორს არაა თავისი
სამშობლოდან. და მაინც, ფიცს გაძლევ. დაე ახლა ზევსი დამემოწმოს პირველი, მაღალი და
საუკეთესო ღმერთი და კეთილშობილი ოდისევსის მშობლიური კერა, რომელთანაც მოვედი. დიახ,
მართლაც, ყველაფერი ისე კეთდება, როგორც მე ვთქვი. ოდისევსი აქ მოვა წელსვე, როგორც ერთი
თვე მთავრდება და მეორე იწყება.“
მას უპასუხა კეთილგონიერმა პენელოპემ: „ნეტავ კი ახდეს ეს სიტყვა, უცხოელო, [310]
სწრაფად გაიგებდი, იმდენ საჩუქარსა და სითბოს მიიღებდი ჩემგან, რომ ყველა, ვინც შეგხვდებოდა,
ნეტარად მიგიჩნევდა. მაგრამ გულში ეჭვი მაქვს, რომ ასე არ იქნება. ვერც ოდისევსი დაბრუნდება
შინ, ვერც შენ გაგაცილებს ვინმე სამშობლოში, რადგან აქ ასეთი ხელმძღვანელები აღარ არიან,
როგორც ოდისევსი იყო ადამიანებში, აი, ვინ იცოდა სტუმრის მიღება და შინ გაცილება! მაგრამ
მონებო, ფეხები დაბანეთ და ლოგინში ჩააწვინეთ, საწოლის თეთრეული, მოსასხამი, ელვარე საბანი,
– რომ მოხერხებულად და თბილად შეხვდეს ოქროსტახტიანი ეოსის ამოსვლას. [320] დილით,
ძალიან ადრე, დაბანეთ და ნელსაცხები წაუსვით, რომ შიგნით, ტელემაქოსის გვერდით, საუზმეს
დაესწროს, დაბრძანდეს ჩვენს დარბაზში. კარგი არაფერი მოელის იმას, ვინც ამ კაცს აწყენინებს, რა

136
მძვინვარეც უნდა იყოს მისი მრისხანება. როგორღა უნდა გაიგო, უცხოელო, რომ მე სხვა ქალებს
აღვემატები გონებითა და რჩევა-დარიგებით, თუკი შენ ჩემს სასახლეში უბადრუკად გაცვია?
ადამიანი მარადიული არაა. თუკი ადამიანი სასტიკია და სასტიკი გული აქვს, [330] მას სხვა
მოკვდავები თავს დაატეხენ უამრავ განსაცდელს, სანამ ცოცხალია და, როცა მოკვდება, ყველა
დასცინის მას. მაგრამ თუ კაცი გაურყვნელია და ასეთივე გული აქვს, უცხოელებს მისი სახელი შორს
გააქვს ადამიანებში და ბევრი უწოდებს მას ჭეშმარიტ ადამიანს.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ლაერტიადეს ოდისევსის ღირსეულო მეუღლევ!
მოსასხამები და ელვარე საბნები მას შემდეგ შემძულდა, რაც პირველად დავტოვე კრეტის თოვლიანი
მთები და გავცურე ჩემი გრძელნიჩნბიანი ხომალდით. [340] არა, ვცრუობ, როგორც ყველა, უძილო
ღამით ხშირად ვწოლილვარ ბინძურ საწოლში და ველოდებოდი ოქროსტახტიანი ეოსის ამოსვლას.
არც ფეხის დაბანა მომიტანს რამე სიამოვნებას. ვერც ერთი მონაქალი ვერ შეეხება ჩემს ფეხებს, თუ
არ მოიძებნა ვინმე ერთგული დედაბერი, რომლის გულს იმდენივე მწუხარება უნახავს, რამდენიც
ჩემსას. მის წინააღმდეგ ხმას არ ამოვიღებდი.“
მას უპასუხა კეთილგონიერმა პენელოპემ: [350] „ძვირფასო უცხოელო, არასოდეს უფრო
გონიერი კაცი არ ჩამოსულა ჩვენთან შორეული ქვეყნიდან და არ ყოფილა ჩვენს სასახლეში უფრო
სასურველი სტუმარი. შენ ისე გონივრულად ლაპარაკობ და ისე ცხადად. მე მყავს დედაბერი,
რომელსაც მშვენივრად უჭრის გონება, რომელმაც შესანიშნავად აღზარდა ჩემი უბედური მეუღლე,
და გადაყოლილი იყო მასზე, ხელში აიყვანა, როგორც კი დედამ შობა, ის დაგბანს ფეხებს, მართალია,
ხელში დიდი ძალა აღარ აქვს. მაშ მოდი, კეთილგონიერო ევრიკლეა, ფეხი დაბანე შენი ბატონის
თანატოლ კაცს. ალბათ ოდისევსის ხელ-ფეხიც ასეთია, [360] უბედურებაში ხომ მოკვდავები
უეცრად ბერდებიან.“
ასე თქვა და დედაბერმა სახე ხელებით დაიფარა, ცხარე ცრემლი დაღვარა და გოდების
სიტყვები წარმოთქვა: „ო, ჩემო შვილო, არ შემიძლია დახმარება, უეჭველად ზევსმა ყველაზე უფრო
დაგჩაგრა, თუმცა ღვთისმოშიში გული გაქვს. არც ერთ მოკვდავს იმდენი მსუქანი ბარკალი არ
დაუწვავს და იმდენი რჩეული ჰეკატომბე არ შეუწირავს ელვისმტყორცნელი ზევსისთვის, რამდენიც
შენ, ლოცვით, რომ მიგეღწია მშვიდი სიბერისთვის და აღგეზარდა ბრწყინვალე ვაჟი. ახლა კი
მხოლოდ შენ გაქვს სრულად წართმეული შინ დაბრუნების დღე. [370] როგორც ამ კაცს, მე
ვვარაუდობ. ქალები იცინიან, როდესაც მიაღწია შესანიშნავ სახლს ვიღაც უცნობისას, ეს ბოზები
დაგცინიან, თითოეული, რომ არ გაგიბედონ დაცინვა, შენ არ რთავ ნებას, ფეხები დაგბანონ, მაგრამ
მე, ვისაც ზიზღი არ მაქვს, მიბრძანა იკარიოსის ასულმა, კეთილგონიერმა პენელოპემ, ფეხები
დაგბანო. ახლა მე ფეხებს დაგბან როგორც პენელოპეს ხათრით, ისე შენი ხათრით, რადგან გული
მითრთის მწუხარებით. მოდი და უსმინე ყველა სიტყვას, რასაც ვიტყვი, აქ ბევრი უცხოელი ყოფილა,
განსაცდელგადატანილი, [380] მაგრამ ვამბობ, არავის არავინ უნახავს, ასე რომ ჰგავდეს მას, როგორც
შენ ჰგავხარ მას, რადგან შენ გავხარ ოდისევსს აღნაგობით, ხმითა და ფეხებით.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „დედაბერო, ასე ამბობს ყველა, ვისაც ორივე ვუნახივართ
საკუთარი თვალით, რომ ერთმანეთს ძალიან ვგავართ, როგორც შენ ამჩნევ და ამბობ.“
ასე თქვა მან, დედაბერმა აიღო ელვარე ტაშტი, ფეხები დაბანა, ბევრი წყალი დაასხა, ცივი
წყალი, შემდეგ დაამატა ცხელი. შემდეგ ოდისევსი დაჯდა კერასთან, მაგრამ უეცრად მიბრუნდა
სიბნელისკენ, [390] მაშინვე, რადგან სულით ეჭვიანი იყო, რომ არ გამოეჭირათ, რომ არ შეემჩნიათ
მისი ჭრილობა და არ გამჟღავნებულიყო ყველაფერი. ქალი მივიდა და დაბანა თავისი ბატონი.
მაშინვე იცნო ნაწიბური, ჭრილობა, რომელიც თეთრი ეშვით ტახმა მიაყენა, როდესაც
ავტოლიკოსთან და მის ვაჟებთან გაემგზავრა პარნასოსზე, დედის კეთილშობილ მამასთან,
რომელიც აღემატებოდა ყველა ადამიანს ქურდობასა და ფიცში. თვით ღმერთმა ჰერმესმა მისცა ეს
ნიჭი, რადგან მას უწვავდა ბატკნისა და ციკნის ბარკლებს, ამიტომ ჰერმესი დაუახლოვდა მას და
მფარველობდა. ავტოლიკოსი ჩამოვიდა ითაკის მდიდარ სამეფოში [400] და შეხვდა ქალიშვილის
ახალშობილ ვაჟს. ევრიკლეამ იგი ძვირფას მუხლებზე დაისვა, როდესაც ვახშამს ასრულებდა,
სახელით მიმართა და უთხრა: „ავტოლიკოს, იპოვე სახელი, რომელიც შეგიძლია მისცე ჩვენი
შვილის შვილს. მასზე ალბათ დიდი ხანია ლოცულობენ.“
ავტოლიკოსმა უპასუხა მას: „სიძე და ქალიშვილო, მიეცით ის სახელი, რასაც მე გეტყვით.
რაკი მე აქამდე მოვედი, როგორც კაცი, რომელიც ბევრს გაუბრაზდა, კაცებსა და ქალებს მთელ

137
დედამიწაზე, რომელიც ბევრს კვებავს, დაე, სახელად დაერქვას ოდისევსი,88 მაშინ მე, [410] როდესაც
მიაღწევს სიმწიფეს და მოვა დედამისის ნათესავების დიდ სახლში პარნასოსზე, სადაც ჩემი ქონებაა,
მას საჩუქრებს მივცემ და უკან გამოვაგზავნი გახარებულს.“ ამიტომ მივიდა ოდისევსი, რომ
ავტოლიკოსს შეძლებოდა, ძვირფასი საჩუქრები მიერთვა. ავტოლიკოსმაც და მისმა შვილებმაც
ხელი ჩამოართვეს და თბილი სიტყვებით მიიღეს და ამფითეამ, დედამისის დედამ, ხელი მოჰკიდა,
შუბლი და მშვენიერი თვალები დაუკოცნა. მაგრამ ავტოლიკოსმა მოუხმო თავის სახელოვან ვაჟებს,
რომ მათ სუფრა მოემზადებინათ და მათ უსმინეს მის მოწოდებას. [420] იმავე წამს მოიყვანეს
ხუთწლიანი ხარი, რომელსაც ტყავი გააძრეს, ასო-ასო აქნეს და კიდურები მოკვეთეს. შემდეგ
მარჯვედ დაჭრეს და შამფურებზე ააგეს, ოსტატურად შეწვეს და ულუფებად ჩამოარიგეს. ამრიგად,
მთელი დღე მზის ჩასვენებამდე ნადიმობდნენ, გულს არ უგრძვნია უკმარისობა თანაბარ ქეიფში.
მაგრამ როდესაც მზე ჩაესვენა და წყვდიადი ჩამოწვა, დასასვენებლად წამოწვნენ და ძილის მადლი
მოიპოვეს.
როდესაც გამოჩნდა ადრეშობილი ვარდისფერთითებიანი ეოსი, სანადიროდ გაემართნენ,
ძაღლები და [430] ავტოლიკოსის შვილები და მათთან ერთად ღვთაებრივი ოდისევსი. მიადგნენ
ტყით დაფარული პარნასოსის ციცაბო მთას და მალე მიაღწიეს ქარიან ღრმულებს. მზე აშუქებდა
მინდვრებს, როდესაც იგი რბილი მრავალწყლიანი ოკეანოსიდან ამოდიოდა, როდესაც
მონადირეები დაბლობზე გავიდნენ. წინ ძაღლები გარბოდნენ, კვალს მიუყვებოდნენ, მათ
მიჰყვებოდნენ ავტოლიკოსის შვილები და ღვთაებრივი ოდისევსი, რომელიც დიდ შუბს არხევდა.
იქ იწვა დიდი ტახი მსხვილ ბუნაგში, [440] რომელსაც ნესტიანი ქარის ძალა ვერ უბერავდა, ხოლო
კაშკაშა მზის სხივები ვერ აღწევდნენ, ვერც წვიმა აღწევდა, იმდენად დაბურული იყო, ჩამოცვენილი
ფოთლები კი ჭარბად იყო. როდესაც ტახს ადამიანებისა და ძაღლების ხმა მოესმა, როდესაც მათ
დევნა წამოიწყეს, გამოვიდა თავისი ბუნაგიდან, ზურგზე ბალანი აეშალა და თვალებში ცეცხლი
აენთო და მიუახლოვდა მათ. ოდისევსი პირველი იყო, რომ თავს დასცემოდა, მძლავრი ხელით
გრძელი შუბი ეჭირა, დაჭრას უპირებდა, მაგრამ ტახი უფრო სწრაფი აღმოჩნდა და დაარტყა, [450]
მუხლს ზემოთ, ეშვით გაგლიჯა ხორცი, გვერდით გაიწია, მაგრამ კაცის ძვლამდე ვერ მიაღწია.
ოდისევსმა დაჭრა იგი, მარჯვენა მხარში დაარტყა და წვერმახმა შუბისპირმა პირდაპირ მხარში
გაიარა, ტახი ჭყვიტინით დაეცა მტვერში და სული მისი გაფრინდა. მაშინ ავტოლიკოსის ძვირფასმა
ვაჟებმა ხორცის დამუშავება დაიწყეს, ხოლო კეთილშობილი ღვთისდარი ოდისევსის ჭრილობა
ოსტატურად შეახვიეს, შელოცვით გააჩერეს შავი სისხლი და მაშინვე დაბრუნდნენ თავისი ძვირფასი
მამის სახლში. და როდესაც ავტოლიკოსმა და მისმა ძეებმა [460] სრულად განკურნეს იგი და
სახელოვანი საჩუქრებით აავსეს, სწრაფად და სიხარულით გაამგზავრეს მშობლიურ მიწაზე,
ითაკაში. მისმა მამამ და ღირსეულმა დედამ გაიხარეს, რომ დაბრუნდა და გამოკითხეს ყველაფერი,
თუ როგორ მიიღო ეს ჭრილობა. ისიც სრულ სიმართლეს მოუყვა. სად და როდის ნადირობდა,
როგორ გაჰკრა ეშვმა თავისი ეშვი, როდესაც ავტოლიკოსის ვაჟებთან ერთად პარნასოსზე წავიდა.
მოხუცმა ქალმა ფეხი დაუჭირა, ხელი ჭრილობაზე მოუხვდა, შეხებით იგრძნო და ფეხი დაუვარდა.
ფეხი თასში დავარდა და სპილენძის ჭურჭელმა გაიჟღარუნა. [470] ოდისევსი დაიხარა და წყალი
მიწაზე დაიღვარა. მაშინ დედაბერს სიხარული და მწუხარება ერთად ეწვია, ორივე თვალი ცრემლით
აევსო და ხმა ჩაუწყდა. ოდისევსის ნიკაპს შეეხო89 და თქვა: „ჭეშმარიტად ოდისევსი ხარ შენ, შვილო,
არ ვიცოდი, სანამ ჩემი ბატონის მთელ სხეულს არ შევეხე.“
იგი ლაპარაკობდა და პენელოპეს გადახედავდა ხოლმე, უნდოდა, ეჩვენებინა, რომ მისი
ძვირფასი მეუღლე სახლშია. მაგრამ პენელოპეს არ შეეძლო მისი მზერის დაჭერა და გაგება, რადგან
ათენამ სხვაგან გადაიტანა მისი ფიქრი. ოდისევსმა ყელზე შეავლო ხელი ქალს, [480] მარჯვენათი
დაუჭირა, მეორე ხელით დაიახლოვა და უთხრა: „დედი, რატომ გინდა, რომ დამღუპო? ამ შენი
ძუძუთი გამზარდე და ახლა, ამდენი ტანჯვის გადატანის შემდეგ, მეოცე წელს ჩამოვედი
სამშობლოში. რაკი შენ მიცანი და ღმერთმა შენს გულში ჩადო ეს, დადუმდი, სასახლეში ვინმემ არ
გაიგოს. ასე გეტყვი შენ და აუცილებლად ახდება: თუკი ღმერთი სახელგანთქმულ სასიძოებს
დამახოცვინებს, შენაც კი არ დაგინდობ, თუმცა ჩემი ძიძა ხარ, [490] როდესაც ორგულ მონაქალებზე
გადავალ.“

88 დაე, სახელად დაერქვას ოდისევსი... – ჰომეროსს სახელი „ოდისევსი“ გამოჰყავს ზმნიდან ὀδύσσομαι „ვბრაზობ,

ვმრისხანებ“. თუმცა ამ შემთხვევაში ყურადღება მხოლოდ ჟღერადობის მსგავსებას ენიჭება.


89 ნიკაპს შეეხო – ნიკაპზე შეხება ბერძნებისთვის თხოვნას ან სიყვარულს გამოხატავდა.

138
კეთილგონიერმა ევრიკლეამ უპასუხა: „შვილო ჩემო, რა სიტყვა დასცდა შენ კბილთა
ზღუდეს? შენ იცი, რომ ჩემი სული მტკიცე და ურყევია, საიდუმლოს შენახვაში ქვა და რკინა ვარ.
კიდევ ერთს გეტყვი და შენ გულში ჩაიდე. თუ ღმერთი დაგახოცვინებს ავხორც სასიძოებს, მე
ჩამოგითვლი ქალებს შენს სასახლეში, რომლებმა შეგარცხვინეს და რომლები არიან
უდანაშაულონი.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: [500] „დედი, რატომ გინდა მათზე ლაპარაკი? სულ არ
გჭირდება! თვითონაც დავინახავ და დავაკვირდები. არა, შენთვის შეინახე ამბავი და საბოლოო
შედეგი დაუტოვე ღმერთებს.“
ასე თქვა, დედაბერმა მთელი დარბაზი გაიარა და გავიდა, ფეხის განსაბანი წყალი რომ აეღო,
რადგან წინა დაიღვარა. შემდეგ, როდესაც განბანა და ფეხები ზეითუნის ზეთით კარგად დაუზილა,
ოდისევსმა სკამი ცეცხლთან მიდგა, რომ გამთბარიყო, ჭრილობა კი ძონძებით დამალა.
პირველმა ხმა ამოიღო კეთილგონიერმა პენელოპემ: „უცხოელო, ცოტა რამეს კიდევ გკითხავ
თვითონ, [510] რადგან მალე დადგება საამური დასვენების საათი, იმისთვის, ვისაც მოერევა ტკბილი
ძილი, თუნდაც მოუსვენრად იყოს. მე კი ღმერთმა მომცა უზომო წუხილი, რადგან დღითიდღე
სიხარულს მწუხარებასა და გოდებაში ვპოულობ, როდესაც ვაკვირდები საკუთარ საქმეებს და ჩემს
მოახლეებს ჩემს სახლში. შემდეგ დგება ღამე და ძილი ეუფლება ყველას, მე საწოლში ვწევარ, გული
მიფეთქავს და მძიმე საფიქრალი მაღელვებს ჩემს გლოვაში. როგორც პანდარევსის ასული, მწვანე
ტყეების ბულბული ტკბილად გალობს, როდესაც გაზაფხული დგება, [520] იგი ზის ხეების ხშირ
ფოთლებში და ხმის მრავალრიცხოვანი ცახცახით დასტირის თავის შვილს, ძვირფას იტილოსს,
რომელიც ოდესღაც ხმლით შემოაკვდა, იტილოსი, მეფე ძეთოსის ძე. ასე თრთის ჩემს გულში,
დავრჩე ჩემს შვილთან და ყველაფერი შევინახო, ჩემი ქონება, ჩემი მონები, ჩემი მაღალჭერიანი
დიდი სახლი, პატივი ვცე ჩემი ქმრის სარეცელს და მისი ხალხის ხმას, თუ ცოლად გავყვე საუკეთესო
აქაველს, რომელიც ჩემს ხელს ითხოვს სასახლეში და, როგორც პატარძალს, უამრავ საჩუქარს
მაძლევს. [530] გარდა ამისა, სანამ ჩემი შვილი ბავშვი და გულუბრყვილო იყო, ვერ დავტოვებდი ჩემი
ქმრის სახლს და ვერ გავთხოვდებოდი, თუმცა ახლა, როცა იგი გაიზარდა და მამაკაცობის ზღვარს
მიაღწია, ლოცულობს, რომ გამოვიდე ჩვენი დარბაზიდან და ენანება ჩვენი ქონება, რომელსაც
ანადგურებენ აქაველები. მაგრამ მოდი, მოისმინე და განმარტე ჩემი სიზმარი. ოცი ბატი წყლიდან
ამოდის, და ხორბალს ჭამს და ჩემი გული სიხარულით თბება, მათ რომ ვუყურებ. მაგრამ მთიდან
გამოდის დიდი არწივი მოხრილი ნისკარტით, დაერია, კისერი მოტეხა და დახოცა ყველა. [540]
ისინი ჩემთან ზვინივით დადგა სასახლეში, თვითონ კი აფრინდა ზეცაში. ძილში ვტიროდი,
ვკნესოდი, ჩემს ირგვლივ კი თავს იყრიდნენ ქერა აქაველი ქალები, ხოლო მე დავტიროდი ბატებს,
რომელიც არწივმა დამიხოცა. არწივი დაბრუნდა და სახურავის გამოშვერილ ძელზე დაჯდა,
მოკვდავის ხმით შეაჩერა ჩემი ქვითინი და თქვა: «გამაგრდი, სახელოვანი იკარიოსის ასულო! ეს
სიზმარი არ არის, ეს კეთილი ხილვაა, რომელიც აგისრულდება. ბატები სასიძოებია, ხოლო მე, შენი
არწივი, ადრე ფრინველი, ახლა შენი მეუღლე ვარ, რომელიც დაბრუნდა, [550] რომელიც მოუტანს
სასიძოებს სასტიკ აღსასრულს.» ასე თქვა და თაფლივით ტკბილმა ძილმა გამათავისუფლა და
მიმოვიხედე ირგვლივ და დავინახე ბატები ჩემს სასახლეში, ვარცლიდან ხორბალს კენკავდნენ,
როგორც ადრე.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ქალბატონო, შეუძლებელია ამ სიზმრის სხვაგვარი
განმარტება, მხოლოდ ისე, როგორც თავად ოდისევსმა გაჩვენა, როგორ აღასრულებს და სასიძოთა
დაღუპვა სახეზეა, ყველა მათგანი დაიღუპება, სიკვდილსა და ბედისწერას ვერავინ ვერ გაექცევა.“
მას უპასუხა კეთილგონიერმა პენელოპემ: [560] „უცხოელო, სიზმარი მართლაც იდუმალი
და გაურკვეველი შინაარსისაა და ხშირად ადამიანებს არ აუხდებათ ხოლმე. რადგან ორი კარიბჭეა
წარმავალი სიზმრებისთვის: ერთი რქისაა, მეორე კი სპილოს ძვლისა. ის სიზმრები, რომლებიც
მოდიან გახერხილი სპილოს ძვლის კარიბჭიდან, ეს ისინია, რომლებიც ცრუობენ და მოაქვთ
სიტყვები, რომლებიც არ ახდება. მაგრამ რომლებიც მოდიან გაპრიალებული რქის მეშვეობით,
ისინია, რომლებიც ჭეშმარიტებას ცხადჰყოფს, როცა მას რომელიმე მოკვდავი ხედავს. მაგრამ მე არ
მგონია, რომ ჩემი პირქუში სიზმარი იქიდან მოვიდა. აჰ, ეს იქნებოდა სასურველი მოვლენა ჩემთვის
და ჩემი შვილისთვის. [570] კიდევ რაღაცას გეტყვი და შენ გულში ჩაიდე. ეს ავისმომასწავებელი
დილა ბოლოს და ბოლოს დგება, რომელიც მაიძულებს, ოდისევსის სახლიდან წავიდე, რადგან
მოვაწყობ ასპარეზობას იმ ცულების რიგით, მას რომ სასახლეში უდევს, რომელსაც ხომალდის
საყრდენებად ხმარობდა, სულ თორმეტია, ოდნავ მოშორდებოდა და ისარს მათში ატარებდა. ახლა
მოვაწყობ ამას, როგორც სასიძოების ასპარეზობას: ვინც იოლად მოზიდავს მშვილდს და ისარს

139
თორმეტივე ცულისპირში გაატარებს, იმას გავყვები და დავტოვებ ჩემი საოჯახო ცხოვრების ამ
სახლს, [580] ყველაზე ლამაზ, ყველაზე კეთილმოწყობილ და საარსებოდ უნაკლო სახლს, რომელიც,
მგონი, სულ მემახსოვრება, სიზმარშიც კი.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ლაერტიადეს ოდისევსის ღირსეულო მეუღლევ, აღარ
გადადო ეს ასპარეზობა შენს სასახლეში, რადგან მარჯვე ოდისევსი აქ მოვა მანამდე, სანამ ისინი
მოჭიმავენ ამ ოსტატურად ნაკეთებ მშვილდს, ლარსაც მოზიდავენ და ისარსაც რკინაში გაატარებენ.“
კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა: „შენ რომ ისურვო, უცხოელო, ჩემს სასახლეში
გვერდით მომიჯდე [590] და გამართო, ძილი ჩემს თვალს არასოდეს მიეკარებოდა. მაგრამ არ
შეიძლება, რომ ხალხი სულ უძილოდ იყოს, რადგან უკვდავებმა ყველაფერს თავისი დრო
დაუნიშნეს პურისმომცემ დედამიწაზე. მაგრამ ახლა მართლაც წავალ ჩემს ზედა ოთახში, დავწვები
საწოლზე, რომელიც მუდამ კვნესას იწვევს და მუდმივად ცრემლითაა სველი, მას შემდეგ, რაც
ოდისევსი გაეშურა ბოროტ ილიონში, რომლის სახელი არ უნდა ითქვას. მე იქ დავწვები და შენ აქ
დაწექი სახლში, ან მიწაზე დაიგე ან მონაქალებმა გაგიშალონ საწოლი.“
[600] ასე თქვა და ავიდა ელვარე ზედა სართულზე, მარტო არ იყო, მსახური ქალები
მიაცილებდნენ. როდესაც ავიდა ზედა სართულზე თავის მოახლეებთან ერთად, დასტიროდა
ოდისევსს, თავის საყვარელ მეუღლეს, სანამ თვალსხივოსანმა ათენამ არ მოუვლინა ტკბილი ძილი
მის ქუთუთოებს.

140
მეოცე სიმღერა: მზადება შურისძიებისთვის

1-55 ათენა ეწვევა ოდისევსს; 56-119 ზევსი კეთილ ნიშნებს აგზავნის; 120-171 მსახურები სახლს
ამზადებენ; 172-239 ფილეტიოსი, ერთგული მწყემსი; 240-298 ოდისევსი სასიძოებში; 299-344
ტელემაქოსი ქტესიპოსს უსაყვედურებს; 345-394 თეოკლიმენოსის ხილვა.

შემდეგ ოდისევსი ღვთაებრივ პარმაღზე დაწვა. ხარის ტყავი გაიფინა, შემდეგ მასზე აქაველების
მიერ დახოცილი ცხვრის საწმისები გაიფინა; დაწვა და ევრინომემ ზემოდან მოსასხამი გადაახურა.
ოდისევსი სასიძოებზე შურისძიებაზე ფიქრობდა, უძილოდ იწვა, სანამ ქალები დარბაზიდან
გადიოდნენ, ისინი, ვინც სასიძოებს სარეცელს უყოფდნენ, სიცილსა და მხიარულებას ჩუქნიდნენ.
გული შეეკუმშა ძვირფას მკერდში [10] და ღრმად დაფიქრდა, ღირს თუ არა, თავს დაეცეს და
თითოეული სიცოცხლეს გამოასალმოს, თუ მიუშვას, იყვნენ ქედმაღალ სასიძოებთან, სულ
უკანასკნელად და გულმა დაიღრინა მის მკერდში. როგორც ძუკნა დასტრიალებს თავს თავის ნაზ
ლეკვებს და უღრენს კაცს, რომელსაც არ იცნობს და ჩხუბი წყურია, ასე იღრენდა გული, მათი სიავით
აღშფოთებული, შემდეგ გულში ხელს იცემდა და აგინებდა თავს: „ჯერ მოითმინე, ჩემო გულო. ამაზე
უარესი მოგითმენია, იმ დღეს, როდესაც კიკლოფსმა, მძვინვარებისგან დაუდეგარმა, [20] შენი
მძლავრი მეგობრები შეჭამა. შენ მოითმინე და ცბიერებით გამოხვედი მისი მღვიმიდან, თუმცა
გეგონა, რომ ვერ გადარჩებოდი.“
ასე თქვა, როდესაც მკერდში ძვირფას გულს მიმართავდა, იგი მკაცრად ემორჩილებოდა და
მუდმივად მედგრად რჩებოდა, თუმცა თვითონ აქეთ-იქით აწყდებოდა. როგორც ადამიანი
აგიზგიზებულ დიდ კოცონთან წინდაუკან წრიალებს სისხლითა და ქონით სავსე ფაშვით და
ცდილობს, რაც შეიძლება, სწრაფად შეიწვას, ისე წრიალებდა აქეთ-იქით და ფიქრობდა, როგორ
მოეღო ბოლო უსინდისო სასიძოებისთვის მარტოს [30] მრავლისთვის. ათენა ჩამოვიდა ზეციდან და
ახლოს დაუდგა. ქალის სახით გამოეცხადა. თავთან დაუდგა და უთხრა: „რატომ გღვიძავს ისევ,
კაცთაგან ყველაზე უბედურო? ეს შენი სახლია, ეს შენი ცოლია შენს სახლში, ეს შენი შვილია, მგონი
ისეთია, ყველა რომ ინატრებდა.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „დიახ, ქალღმერთო, ეს ყველაფერი სწორად ბრძანე. მაგრამ
სული ჩემს გულში ამაზე ფიქრობს, როგორ შემიძლია ბოლო მოვუღო უსინდისო სასიძოებს, [40]
როცა მარტო ვარ, ისინი კი სულ ერთად არიან ხოლმე. შემდეგ იმასაც ვფიქრობ, რაც კიდევ უფრო
მნიშვნელოვანია. თუკი მართლა დავხოცავ მათ შენი და ზევსის წყალობით, მერე სად გავიქცე?
მოგიწოდებ, იფიქრო ამაზე.“
მას უპასუხა თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ: „უგუნურო, ყველა ენდობოდა უფრო
სუსტ მეგობარსაც, რომელიც მოკვდავია და ბევრი სიბრძნე, მაგრამ მე ღმერთი ვარ, რომელიც გიცავს
შენ ყველაფერში, ყველა შენს საქმეში და გულწრფელად გეტყვი, მოკვდავი კაცების ორმოცდაათი
ჯგუფიც რომ [50] დამდგარიყო ჩვენს ირგვლივ, არესისთვის თავდადებული, შენ მაშინაც გარეკავდი
მათ ნახირსა და ფარას. მაგრამ დაე, ძილი დაგეუფლოს. ძალიან დამღლელია მთელი ღამის
უძილობა, მაგრამ ახლაც გადაურჩები განსაცდელს.“
ასე თქვა და ძილი დაუღვარა ქუთუთოებზე, შემდეგ კი ზეციური ქალღმერთი უკან
დაბრუნდა ოლიმპოსზე. როდესაც კაცს დაეუფლა ძილი, რომელიც სხეულის ნაწილებს მოადუნებს
და გულს მოასვენებს, მისმა მზრუნველმა მეუღლემ გაიღვიძა, წამოჯდა რბილ საწოლზე და ტირილი
დაიწყო. შემდეგ, როდესაც ქვითინით გული იჯერა, [60] უპირველეს ყოვლისა, არტემისს მიმართა
ლოცვით: „არტემის, ქალბატონო ქალღმერთო, ზევსის ასულო, მინდა, რომ მკერდში მომარტყა
ისარი და წაიღო ჩემი სიცოცხლე ახლავე, ან დამაცხრეს ქარიშხალი და ბნელი გზებით წამიყვანოს
და ჩამაგდოს ოკეანოსის უკუღმა დინებაში, როგორც ოდესღაც გრიგალმა გაიტაცა პანდარევსის
ასულები. ღმერთებმა მშობლები დაუხოცეს და ისინი ობლები დარჩნენ თავის სასახლეში, მაგრამ
ღვთაებრივი აფროდიტე ზრუნავდა მათზე, ყველით, ტკბილი თაფლითა და საამო ღვინით. [70]
ჰერამ აჩუქა ყველა ქალზე აღმატებული მზერა და გრძნობა, ქალწულმა არტემისმა მისცა სიმაღლე,
ხოლო ათენამ სახელგანთქმული ხელსაქმე შეასწავლა. სანამ ღვთაებრივი აფროდიტე მაღალი
ოლიმპოსისკენ მიდიოდა, რომ გოგონების წარმატებულად გათხოვების ნებართვა მიეღო
ელვისმტყორცნელი ზევსისგან, ვინაიდან მან ყველაფერი კარგად იცის, ადამიანის ბედნიერებაცა და
უბედურებაც, მომტაცებლებმა გააქანეს ქალიშვილები და საძულველ ერინისებს ჩააბარეს
მოახლეებად. დაე იმათ, ვისაც სასახლეები აქვთ ოლიმპოსზე, გამაქრონ მე, [80] ან ოქროსთმიანმა

141
არტემისმა მესროლოს, რომ მეც ჩავიდე საზარელ მიწაში და ვიხილო ოდისევსი და არასოდეს
გავუხარო გული უფრო ნაკლებ ადამიანს. როდესაც ადამიანი ქვითინებს მწუხარე გულით, მაგრამ
ღამით იგი ძილს ჰყავს შეპყრობილი, ამას მოაქვს იოლად გადასატანი ბოროტება, რადგან ძილი
გვავიწყებს ყველაფერს, ბოროტებასა და სიკეთეს, როცა ქუთუთოებს გვიმძიმებს, მაგრამ სიზმრებიც,
რომლებიც ღვთაებამ გამომიგზავნა, ბოროტია. რადგან ამაღამ ისევ ჩემს გვერდით იწვა ისეთი,
როგორიც მაშინ იყო, ლაშქართან ერთად რომ წავიდა და გულმა გაიხარა, [90] რადგან მეგონა, რომ
ეს სიზმარი კი არა, ცხადი იყო, ბოლოს და ბოლოს.“
ასე თქვა და ოქროსტახტიანი ეოსიც მაშინვე მოვიდა. ღვთაებრივმა ოდისევსმა მისი ხმა
გაიგონა, როდესაც ტიროდა და ფიქრობდა ამის შემდეგ და მის სულს მოეჩვენა, რომ მეუღლემ იცნო
და მის თავთან დგას. შემდეგ აიღო მოსასხამი და მატყლი, რომელზეც იწვა და სკამზე დააწყო
დარბაზში, ხოლო ხარის ტყავი გარეთ გაიტანა და იქ დადო, შემდეგ ხელები აღმართა და ლოცვით
მიმართა ზევსს: „მამა ზევს, თუკი თქვენ, ღმერთებმა, კეთილი ნებით ხმელეთსა და ზღვაზე მატარეთ
და ჩემს სამშობლოში ჩამომიყვანეთ, თუმცა უამრავ უბედურებასაც გადამყარეთ, [100] დაე ვინმემ,
ვისაც ღვიძავს, წინასწარმეტყველების სიტყვა მითხრას შიგნიდან და სხვა ნიშანი ზევსისა
გამოვლინდეს გარედან.“
ასე თქვა ლოცვისას და ბრძენმა ზევსმა გაუგონა. დაიგრგვინა გასხივოსნებული
ოლიმპოსიდან, ღრუბელთა სიმაღლიდან და გაიხარა ღვთაებრივმა ოდისევსმა. ხოლო მეწისქვილე
ქალმა წარმოთქვა მომასწავებელი სიტყვები გვერდით სახლიდან, სადაც ხალხის მწყემსის
წისქვილები იდგა. ამ წისქვილებს ჩვეულებრივ თორმეტი ქალი ემსახურებოდა და ფქვავდნენ
ქერისა და ხორბლის ფქვილს – კაცთა ძალას. დანარჩენებს ეძინათ, რადგან თავისი ხორბალი უკვე
დაეფქვათ. [110] მაგრამ ერთი ჯერ არ გაჩერებულა, რადგან ყველაზე სუსტი იყო. მან გააჩერა თავისი
წისქვილი და თქვა სიტყვა, ნიშანი თავისი პატრონისთვის: „მამა ზევს, რომელიც მბრძანებლობ
ღმერთებსა და ადამიანებზე, ხმამაღლა დაიქუხე შენ ვარსკვლავიანი ციდან, მაგრამ ღრუბელი არსად
არ არის. თქვენ ეს ვიღაცას აჩვენეთ, როგორც მომასწავებელი ნიშანი. ახლა კი ისე მოაწყვე, რომ
სიტყვა, მე რომ უნდა ვთქვა, ახდეს, თუნდაც ჩემნაირი უბადრუკის ნათქვამი იყოს. დაე, სასიძოებმა
დღეს უკანასკნელად მოილხინონ მშვენიერ ნადიმზე ოდისევსის სასახლეში, ვინც მუხლები
მომიხარა მძიმე შრომით, როცა ქერის კერძს ვამზადებდი, იმათ ახლა უკანასკნელად ივახშმონ!“
[120] ასე თქვა და მისმა ნიშანმა გაახარა ღვთაებრივი ოდისევსი, როგორც ზევსის ქუხილმა,
რადგან იფიქრა, რომ ცოდვილებს გადაახდევინებდა. დანარჩენი მოახლეები შეიკრიბნენ ოდისევსის
მშვენიერ სახლში და აანთეს დაუოკებელი ცეცხლი კერასთან. ტელემაქოსი წამოდგა საწოლიდან,
ღვთის სწორი კაცი, ჩაიცვა, მხარზე ბასრი ხმალი გადაიკიდა, მშვენიერი სანდლები პრიალა ფეხზე
ჩაიცვა, ხელი ჩაავლო ბასრ შუბს, ბრინჯაოთი მოჭედილს, წავიდა, ზღურბლზე დადგა და უთხრა
ევრიკლეას: „საყვარელო დედი, როგორ ეცით პატივი ჩვენს სახლში უცხოელს, [130] საწოლითა და
პურით, თუ უპატრონოდ წევს, როგორც იყო? რადგან ასეთია დედაჩემი, რა გონიერიც უნდა იყოს.
პატივს სცემს ერთ მოკვდავ ადამიანს, უარესს და პატივს არ სცემს საუკეთესოს და აძევებს მას.“
მას უპასუხა კეთილგონიერმა ევრიკლეამ: „არ უნდა დასდო ახლა ბრალი, შვილო, იგი
უდანაშაულოა, რადგან კაცი აქ იჯდა და ღვინოს სვამდა, რამდენიც უნდოდა, და განაცხადა, მეტი
ჭამა აღარ მინდაო, თუმცა დედაშენი თხოვდა. შემდეგ, როცა საწოლსა და ძილზე მიდგა საქმე,
დედოფალმა მოახლეებს უბრძანა, საწოლი დაეგოთ, [140] თუმცა მან, როგორც უბადრუკმა და
უბედურმა, არ მოინდომა საწოლსა და ქვეშაგებში დაწოლა, დაუთრიმლავი ხარის ტყავი და ცხვრის
მატყლი არჩია, პარმაღზე დაწვა, ჩვენ კი მოსასხამი გადავაფარეთ.“
ასე თქვა, ტელემაქოსმა გაიარა დარბაზი და გავიდა, შუბი ეპყრა ხელთ და ორი მეძებარი
ძაღლი მისდევდა. გაემართა ლამაზსაბარკულიანი აქაველების შეკრების ადგილას, ხოლო ამ
ღვთაებრივმა ქალმა, ევრიკლეამ, ოფს პისანორიდესის ასულმა, ისევ მოუხმო თავის მონაქალებს:
„აბა, ზოგიერთებმა საქმეს მიხედეთ, დაგავეთ სახლი, [150] წყალი მოასხურეთ, კარგად ნაკეთებ
სკამებზე დააწყვეთ მეწამული ნოხები. სხვებმა ღრუბლებით გააპრიალონ მაგიდები, გარეცხონ
ღვინის შესაზავებელი კრატერები და კეთილნაკეთები ორმაგი თასები, დანარჩენები წყაროზე
წავიდნენ წყლისთვის და სწრაფად მობრუნდნენ უკან, რადგან სასიძოები მოსვლას არ დააგვიანებენ
და მალე მობრუნდებიან, რადგან ყველასთვის დღესასწაულია.“
ასე თქვა, მათ ყურადღებით მოუსმინეს და დაემორჩილნენ. ოცი ქალი მუქი წყლის წყაროზე
წავიდა, დანარჩენები სახლში საქმიანად ფუსფუსებდნენ. [160] შემდეგ გამოცხადნენ მსახურები,
რომელთაც ოსტატურად დაჩეხეს შეშა, ხოლო ქალები დაბრუნდენ წყაროდან. მათ მოჰყვა მეღორე,
რომელმაც მთელ კოლტში საუკეთესო სამი მსუქანი ტახი მოიყვანა. საკვებად გაუშვა მშვენიერ

142
ეზოში და ოდისევსს მიმართა, მისი გული რომ მოეგო: „უცხოელო, აქაველებმა უფრო დაგაფასეს,
თუ ძველებურად ცუდად გეპყრობიან?“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „მე ვისურვებდი, ევმეოს, რომ ღმერთებმა შური იძიონ იმ
უკანონობისთვის, [170] რასაც ეს ადამიანები უპასუხისმგებლოდ ჩასდიან სხვის სახლში და არც
რცხვენიათ.“
ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და მათთან მივიდა მწყემსი მელანთიოსი, რომელიც
სასიძოებისთვის საუკეთესო თხებს მოერეკებოდა, რაც კი არვეებში ჰყავდა, ორი მწყემსიც ახლდა
თან. თხები ხმაურიან კარიბჭესთან მიაბა, შემდეგ კი დამცინავი სიტყვებით მიმართ ოდისევსს:
„უცხოელო, ახლა აქ შეგვაწუხებ შენი მათხოვრობით მთელ სახლში და ქუჩაში არ გასვლით? [180]
არა მგონია, რომ ისე დავშორდეთ, სანამ ერთმანეთს მუშტი-კრივში არ გამოვცდით, რადგან აქ
მათხოვრობა დაუშვებელია. სხვაგანაც ხომ ქეიფობენ აქაველები.“
ასე თქვა და მარჯვე ოდისევსმა არ უპასუხა, მდუმარედ გააქნია თავი, ღრმად ფიქრობდა
შურისძიებაზე. მათ გარდა მოვიდა მესამე, ფილოიტიოსი, კაცთა მეთაური, მსუქანი თხები და
უშობელი მოჰყავდა. მებორნეებმა ჩამოიყვანეს ისინი, რომლებსაც სხვებიც ჩამოუყვანიათ. საქონელი
ყურადღებიანად მიაბა ხმაურიან კარიბჭესთან, [190] შემდეგ მეღორეს მიუახლოვდა და ჰკითხა: „ვინ
არის ეს უცხოელი, მეღორევ, ახლახან რომ მოსულა ჩვენს სახლში? ვინ ვარო, რას ამბობს? საიდანაა
მოდგმით, სადაა მამამისის მიწა? უბედურია. არადა, აღნაგობით მეფესავითაა. ღმერთები
მათხოვრებად აქცევენ მოხეტიალე ხალხს, მეფეებსაც კი შეიძლება უბედურების ძაფი დაურთონ.“
ასე თქვა, ახლოს დაუდგა, მიესალმა, მარჯვენა გაუწოდა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა:
„სალამი, უცხოელო მამა. ღმერთმა ბედნიერება [200] მოგიტანოს, თუმცა ახლა დიდ განსაცდელში
ხარ. მამა ზევს, არ არსებობს შენზე უფრო დამღუპველი ღმერთი. არ დაინდობ კაცს, თუმცა თავად
გააჩინე, და ისინიც გაეხვევიან ათასგვარ უბედურებასა და საზარელ მწუხარებაში. ოფლმა დამასხა,
რომ დაგინახე, თვალი ცრემლით ამევსო, რადგან მახსოვს ოდისევსი და ასე მგონია, ისიც ასე
ძონძებში იქნება გამოწყობილი და დახეტიალობს მთელ მსოფლიოში, თუკი ცოცხალია და მზის
შუქს თუკი ხედავს. ხოლო თუკი მოკვდა და ჰადესის სახლშია, მაშინ ვაი უზადო ოდისევსს,
რომელმაც მეჯოგედ დამნიშნა, [210] ჯერაც ბიჭი რომ ვიყავი, კეფალენების სამეფოში. ახლა ისინი
უღმერთოდ ბევრია, სხვაგვარად ეს ფართოშუბლიანი ჯიში ადამიანს ამდენ რძეს ვერ მისცემდა,
მაგრამ ესენი დასაკლავად ითხოვენ, ჯოგზე, პატრონსა და მის შვილზე არ ზრუნავენ, ღმერთების
მრისხანების წინ იმაზე ზრუნავენ, რომ დიდი ხნის წინ დაკარგული პატრონის ქონება
გადაინაწილონ. მე რაც შემეხება, გულში სულ ამას ვფიქრობ: ძალიან ცუდია, სანამ შვილი
ცოცხალია, ჯოგს ხელი დავავლო და სხვა ქვეყანაში წავიდე, [220] თუნდაც სხვა ხალხთან. მაგრამ
კიდევ უფრო ცუდია აქ დარჩენა და ტანჯვა, რომ იმ ჯოგს მოუარო, რომელიც სხვებს ემსახურება.
დიახ, დიდი ხნის წინ გავიქცეოდი რომელიმე სხვა ამაყ მეფესთან, რადგან უკვე მოთმენა
შეუძლებელია; და მაინც ვფიქრობ იმ უბედურზე, იქნებ დაბრუნდეს, არ ვიცი საიდან და გაფანტოს
სასიძოები საკუთარ სახლში.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „მეჯოგევ, რაკი არც უგუნურ და არც ცუდ კაცს არ ჰგავხარ,
თვითონაც ვხედავ, რომ სიბრძნე გწვევია გონებაში, ამიტომ გეტყვი და დიდი ფიცითაც დავიფიცებ.
[230] დაე, ახლა ზევსი დამემოწმოს და ღმერთების სასტუმრო მაგიდა და უზადო ოდისევსის კერა,
რომელთანაც მოვედი, რომ ჭეშმარიტად ოდისევსი შინ დაბრუნდება შენს აქ ყოფნაში, შეგიძლია
შენი თვალებით ნახო, თუკი სურვილი გაქვს, ეს სასიძოები, აქ პატრონებივით რომ იქცევიან,
დაიხოცებიან.“
კაცმა, მეჯორემ, უპასუხა: „დაე, კრონიონმა აღასრულოს ეს სიტყვა, გეცოდინებოდა, რა ძალა
მაქვს და რა შეუძლიათ ჩემს ხელებს.“
ასევე ევედრებოდა ყველა ღმერთს ევმეოსი, რომ ბრძენი ოდისევსი შინ დაბრუნებულიყო.
[240] ასე საუბრობდნენ ერთმანეთში, ხოლო სასიძოები ტელემაქოსის სიკვდილსა და დაღუპვას
განიზრახავდნენ. მარცხნიდან მოფრინდა ფრინველი, მაღლა მფრენი არწივი, ბრჭყალებში მხდალი
ქედანი ჰყავდა. მაშინ ამფინომოსი გამოვიდა და თქვა: „მეგობრებო, ტელემაქოსის მოკვლის
ჩვენეული გეგმა იოლად ვერ გამოგვივა. ამის სანაცვლოდ, მოდი, ლხინზე ვიფიქროთ!“
ასე თქვა ამფინომოსმა და მისი ნათქვამი მოიწონეს. შემდეგ ისინი შევიდნენ ღვთაებრივი
ოდისევსის სახლში და თავიანთი მოსასხამები სკამებსა და მაღალ სავარძლებზე გადააფინეს. [250]
დახოცეს დიდი ცხვრები და მსუქანი თხები, შემდეგ ნასუქი ტახები და ჯოგიდან ძროხა. შიგნეული
შეწვეს და ჩამოარიგეს, შემდეგ კრატერებში შეაზავეს ღვინო, ხოლო მეღორემ ჩამოარიგა თასები.
ადამიანთა მეთაურმა, ფილოიტიოსმა მათ პური დაურიგა ლამაზი კალათებით, მელანთევსმა კი

143
ღვინო ჩამოასხა. ხელები გაიწვდინეს ნუგბარეულისკენ. ტელემაქოსმა იეშმაკა და ოდისევსი
კეთილმოწყობილ დარბაზში ქვის ზღურბლთან დასვა, წინ პატარა მაგიდა და ძველი სკამი მიუდგა.
[260] წინ დაიწყო შიგნეულის ულუფა და ღვინო დაისხა ოქროს თასში და მას უთხრა: „აქ იჯექი
ხალხში და სვი შენი ღვინო, სასიძოთა მხრიდან შეურაცხყოფასა და ლანძღვა-გინებას ჩემს თავზე
ვიღებ, რადგან ეს სახლი საჯარო შენობა კი არ არის, არამედ ოდისევსის სახლია, და მან იგი ჩემთვის
შეიძინა. თქვენ კი, სასიძოებო, სისასტიკეს თავი აარიდეთ, რათა განხეთქილება და ჩხუბი არ
აღიძრას.“
ასე თქვა და ყველამ ტუჩზე იკბინა და გაიკვირვა, რომ ტელემაქოსმა უშიშრად ილაპარაკა.
[270] მაშინ ანტინოოსმა, ევპეითესის ძემ მათ უთხრა: „თუმცა მძიმედ და მუქარით დაგველაპარაკა,
მაინც მივიღოთ, აქაველებო, ტელემაქოსის სიტყვა, რადგან ზევსმა, კრონიონმა, არ დაგვანება მისი
დადუმება მისივე სასახლეში, თუმცა იგი ცხადი მჭევრმეტყველია.“
ასე თქვა ანტინოოსმა, მაგრამ ტელემაქოსმა მის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია. ამასობაში
შიკრიკები ქალაქში ღმერთების წმინდა ჰეკატომბეს მიერეკებოდნენ, ხოლო გრძელთმიანი
აქაველები თავს იყრიდნენ შორსმიმწვდომი აპოლონის ჩრდილოვან ჭალაში. ხოლო როდესაც
გარეთა ხორცი შეიწვა და შამფურიდან ჩამოყარეს, [280] ულუფები გადაანაწილეს და მშვენიერ
ნადიმზე მიირთვეს. ისინი, ვინც იმუშავა, ოდისევსის გვერდით აღმოჩნდნენ, და მათ თანაბარი
ულუფა მოუწიათ, რადგან ტელემაქოსმა, ღვთაებრივი ოდისევსის საყვარელმა ვაჟმა, ბრძანა ასე.
მაგრამ ათენამ არ დაუშვა, რომ მამაც სასიძოებს თავი შეეკავებინათ სულისშემძვრელი
თავხედობისგან, რათა სიმწარეს უფრო მეტად შეეღწია ლაერტიადეს ოდისევსის გულში. სასიძოებს
შორის იყო უკანონო განწყობის ადამიანი, ქტესიპოსი ერქვა, სამეში ჰქონდა სახლი; მეტისმეტად
დიდი ქონების პატრონი იყო და ამის იმედით [290] დიდი ხნის წასული ოდისევსის ცოლის ხელს
ითხოვდა. მაშინ მან მიმართა ქედმაღალ სასიძოებს: „მისმინეთ, ვაჟკაცო სასიძოებო, შემიძლია რაღაც
გითხრათ. უცხოელმა დიდი ხანია მიიღო წილი, თანაბარი, როგორც წესია, რადგან ეს ასეც უნდა
იყოს, ტელემაქოსის სტუმრისთვის, რაკი მოვიდა ამ სახლში. ახლა მოდი, მეც მივცემ მას სასტუმრო
საჩუქარს, რომ თვითონაც შეძლოს ჯილდო მისცეს მექისეს ან ვინმე სხვა მონას, რომელიც
ოდისევსის ღვთაებრივ სახლში იმყოფება.“
ეს თქვა და ხარის ფეხი, [300] რომელიც კალათიდან ამოიღო, სადაც იდო, ესროლა, მაგრამ
ოდისევსმა ოდნავ მოაბრუნდა თავი და იგი აიცილა, სულში კი საკმაოდ გესლიანად გაეღიმა,
ნასროლი კი კარგად ნაშენებ კედელს მიეხეთქა. ტელემაქოსმა გაკიცხა ქტესიპოსი და უთხრა:
„ქტესიპოს, დიახ, ეს გაცილებით უკეთესი იყო შენი სულისთვის. ვერ მოარტყი უცხოელს, რადგან
თვითონ აირიდა თავი შენი ნასროლისგან. მე ჩემს შუბს არ აგაცილებდი და ქორწილის სანაცვლოდ
მამაშენი აქ შენს ქელეხს ჩაატარებდა. ამიტომ, დაე, ნურავინ ჩაიდენს უღირს საქციელს ჩემს სახლში,
რადგან ყველაფერი ვიცი და ყველაფერს ვამჩნევ, [310] კარგსაც და ცუდსაც. ადრე ჯერაც ბავშვი
ვიყავი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამასაც ვხედავთ და ამასაც ვითმენთ, ცხვრებს რომ ყელს ჭრიან,
ღვინოს რომ სვამენ, რომ ჭამენ და რომ ძნელია ერთმა კაცმა ამდენი ვინმე შეინახოს. მაშ მოდი, ნუ
მემტერები და ნუ მაზიანებ. თუ ახლა ბრინჯაოთი გინდა სული ამომართვა, კარგიც იქნება, რადგან
ბევრად უკეთესია მოკვდე, ვიდრე უყურო ან სამარცხვინო ამბებს მუდმივად: უცხოელებს ცუდად
ექცევიან, კაცები სამარცხვინოდ დაათრევენ მონაქალებს მთელ სასახლეში.“
[320] ასე თქვა და ყველა დადუმდა. ბოლოს ხმა ამოიღო დამასტორიდეს აგელაოსმა:
„მეგობრებო, არავინ არ უნდა გაბრაზდეს და არ უნდა გაიწიოს საჩხუბრად საკამათო სიტყვებით,
როდესაც რამე სამართლიანად ითქმება. არავითარ შემთხვევაში არ შეურაცხყოთ ეს უცხოელი და
ნებისმიერი სხვა ვინმე მონათაგან, ვინც აქ, ღვთაებრივი ოდისევსის სახლში იმყოფება. ტელემაქოსს
და დედამისს კი თბილ სიტყვას ვეტყოდი, იმ იმედით, რომ ორივეს ჭკუაში დაუჯდება. სანამ გულში
იმედი გქონდათ, რომ ბრძენი ოდისევსი შინ დაბრუნდებოდა, [330] არ იყო გაბრაზების საბაბი, თქვენ
მას ელოდით და სასიძოებს თავიანთ სახლებში აკავებდით; რადგან უკეთესი იქნებოდა, თუკი
ოდისევსი შინ დაბრუნდებოდა. მაგრამ ახლა ცხადია, რომ იგი აწი აღარ დაბრუნდება. მაშ მიდი,
გვერდით დაუჯექი დედაშენს და უთხარი, რომ იგი ცოლად უნდა გაჰყვეს იმას, ვინც უკეთესია, ვინც
მეტ საჩუქარს სთავაზობს; რომ შენც ბედნიერი იყო და ისარგებლო შენი მემკვიდრეობით, ჭამო და
სვა, სანამ დედაშენი სხვის სახლში დიასახლისობს.“
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „არა, აგელაოს, ზევსის სახელით და მამაჩემის
მწუხარების სახელით, [340] რომელიც ითაკიდან შორს დახეტიალობს, ან უკვე მკვდარია, მე სულაც
არ გადავდებ დედაჩემის ქორწინებას, მე მას ვთავაზობ, ცოლად გაჰყვეს, ვისაც უნდა, მე მივცემდი

144
უთვალავ საჩუქარს, მაგრამ მრცხვენია, მისი ნების წინააღმდეგ ვაიძულო და გავაგდო სახლიდან.
ღმერთმა არ ქნას, რომ ეს მოხდეს.“
ასე თქვა ტელემაქოსმა და ათენა პალასმა აღძრა შეუკავებელი სიცილი სასიძოებს შორის და
თავგზა აურია მათ. სხვისი ბაგეებით იცინოდნენ ისინი, სისხლით მოთხვრილ ხორცს
მიირთმევდნენ, თვალები ცრემლით სავსე ჰქონდათ და გული ქვითინისკენ იყო მიდრეკილი. [350]
მაშინ მათ შორის თქვა ღვთისდარმა თეოკლიმენოსმა: „აჰ, უბედურებო, რა ბოოროტებისგან
იტანჯებით? თქვენი თავები, სახეები და თქვენს ქვემოთ მუხლები ღამეს მოუცავს. გოდება აენთო,
ცრემლი გდით ყვრიმალებზე, რადგან კედლები და მშვენიერი საძირკველი სისხლითაა
მოთხვრილი. სადარბაზო აჩრდილებითაა სავსე, შიდა ეზოც სავსეა აჩრდილებით, რომლებიც
წყვდიადში ერებოსში მიისწრაფვიან. მზე მთლიანად გაქრა ზეციდან და ბოროტი ბურუსი
ვრცელდება ირგვლივ.“
ასე თქვა და ყველამ ტკბილად გაიცინა მასზე. შემდეგ პირველმა პოლიბოსის ძემ,
ევრიმაქოსმა ამოიღო ხმა: [360] „უცხოელი, ახლახან ჩამოსული სხვა ადგილიდან, შეიშალა, ასე რომ,
ყმაწვილო კაცებო, დაუყოვნებლივ გაიყვანეთ იგი სახლიდან გარეთ, შეკრებაზე წავიდეს, რადგან ეს
ამბები ღამის მსგავსად მიაჩნია.“
მაშინ ღვთისდარმა თეოკლიმენოსმა უპასუხა: „ევრიმაქოს, მე სულ არ მითხოვია, რომ ამალა
გამომაყოლო, თვალებიც მაქვს, ყურებიც და ორი ფეხიც, კარგად ჩამოყალიბებულ გონებასაც
სამარცხვინო არაფერი სჭირს. მათთან ერთად გავალ გარეთ, რადგან ვხედავ, რომ შენ ბოროტება
მოგყვება, რომ ვერც ერთი სასიძო ვერ აიცილებს და ვერ გაექცევა, ვინც კი ღვთისდარი ოდისევსის
სახლშია, [370] ხალხის უაზრო შეურაცხყოფასა და უზნეობას.“
ამ სიტყვებით იგი გავიდა კეთილმოწყობილი სახლიდან და წავიდა პირეოსთან, რომელმაც
კეთილად მიიღო იგი. ყველა სასიძომ ერთმანეთს გადახედა და შეეცადა, ტელემაქოსი გამოეწვია
მისი სტუმრების დაცინვით. ერთ-ერთმა უმიზეზოდ თავხედმა ყმაწვილმა ასე თქვა: „ტელემაქოს,
ისეთი უიღბლო სტუმრებში არავინაა, როგორიც შენ ხარ, რაკი ასეთი ვინმე გყავს, როგორიც ეს
მათხოვარია, რომ მოგიყვანია. სულ შია, სულ წყურია, არაფერი არ იცის, არც ომი, არც მეურნეობა.
[380] ამ მეორემ წინასწარმეტყველება დაიწყო! არა, მე თუ მომისმენ, ბევრად უკეთესი იქნება, თუ ამ
უცხოელებს მრავალნიჩბიან ხომალდზე დავსვამთ და სიცილიელებს გავუგზავნით, საიდანაც
ღირსეულ შემოსავალს მიიღებ.“
ასე თქვეს სასიძოებმა, მაგრამ მან მათ ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია. ამის ნაცვლად
მდუმარედ აკვირდებოდა მამას, სულ ელოდა, რომ იგი ხელს აღმართავდა უსინდისო სასიძოებზე.
იკარიოსის ასულმა, კეთილგონიერმა პენელოპემ უმშვენიერესი სკამი დადგა კარის
პირისპირ და დარბაზში ყველა მამაკაცის ხმა გაიგონა. [390] რადგან, სანამ ისინი იცინოდნენ, საკვები
მზადდებოდა, ტკბილი და გემრიელი, რაკი ძალიან ბევრი დაიკლა, მაგრამ ამაზე უსიამო სუფრა ვერ
იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც ქალღმერთი და მძლავრი კაცი ამზადებდნენ. საშინელებას ამზადებდნენ
ისინი.

145
ოცდამეერთე სიმღერა: შეჯიბრება მშვილდოსნობაში

1-79 პენელოპე აცხადებს შეჯიბრებას; 80-135 ტელემაქოსი განალაგებს ცულისპირებს; 136-185


სასიძოები მშვილდს მოსინჯავენ; 186-244 ოდისევსი გამოუტყდება ევმეოსს; 245-310 ოდისევსს
მშვილდის მოსინჯვა უნდა; 311-358 ტელემაქოსი თავის ძალაუფლებას ამყარებს; 359-403 ოდისევსი
მშვილდს იღებს.

თვალსხივოსანმა ქალღმერთმა ათენამ გონებაში ჩაუდო იკარიოსის ასულს, კეთილგონიერ


პენელოპეს, დაედო ოდისევსის სასახლეში სასიძოების წინ მშვილდი და ნაცრისფერი რკინა,
როგორც შეჯიბრებისა და მკვლელობის დასაწყისი. ავიდა თავისი სახლის მაღალი კიბით. ძლიერი
ხელით აიღო მოხრილი გასაღები, ლამაზი, ბრინჯაოსი, სპილოს ძვლის სახელურიანი.
მოახლეებთან ერთად შევიდა ყველაზე შორეულ ოთახში. იქ ელაგა მისი ბატონის განძეული: [10]
ბრინჯაო, ოქრო, ნაჭედი რკინა, მოხრილი მშვილდი, ისრებიანი კაპარჭი, ბევრი ისარი იყო, კვნესის
მომგვრელი, საჩუქრები, რომელიც მეგობარმა მასპინძელმა აჩუქა ლაკედემონში რომ შეხვდა, ერთ-
ერთმა თითქმის უკვდავმა, იფიტოს ევრიტიდესმა. ეს ორი მესენეში შეხვდა ერთმანეთს,
მოხერხებული ორტილოქოსის სახლში. დიახ, მართლაც, ოდისევსი იქ გაემგზავრა ვალის გამო, რა
ვალიც მთელ სამეფოს ჰქონდა, რადგან მესენეელებმა ითაკიდან მრავალნიჩბიანი ხომალდებით
სამასი ცხვარი მოიტაცეს და მწყემსებიც მიაყოლეს. [20] მათ გამო ოდისევსმა გრძელი გზა გაიარა,
ელჩობით, თუმცა ჯერ კიდევ ბიჭი იყო, რადგან მამა და სხვა უხუცესებმა გაგზავნეს იგი. იფიტოსი
დაკარგულ ცხენებს ეძებდა, თორმეტ ფაშატს, რომელთაც ძუძუს წოვდნენ ჯორები, რამაც
საბოლოოდ მისი მკვლელობა და დაღუპვა გამოიწვია, როდესაც ზევსის ძესთან მივიდა, ვაჟკაც
კაცთან, ჰერაკლესთან, საზარელ საქმეთა შემოქმედთან, რომელმაც საკუთარ სახლში მოჰკლა, თუმცა
კი სტუმარი იყო; უგუნური არც ღმერთების შურისძიებას მოერიდა, არც მაგიდას, რომელიც გაშალა
იფიტოსისთვის. [30] შემდეგ მოკლა და მაგარქუსლიანი ცხენები თავის სასახლეში თავისთვის
დაიტოვა. იგი ოდისევსს შეხვდა, როცა ფაშატებს ეძებდა და მას მშვილდი აჩუქა, რომელსაც ადრე
დიდი ევრიტოსი ატარებდა, ხოლო შემდეგ შვილს დაუტოვა, როდესაც თავის მაღალ სახლში
გარდაიცვალა. ოდისევსმა მას ბასრი ხმალი და მძლავრი შუბი აჩუქა, ახლო სასტუმრო მეგობრობის
დასაწყისი. მაგრამ ამ ორმა სუფრასთან ვერ გაიცნო ერთმანეთი, რადგან მანამდე ზევსის ძემ
უკვდავთა მაგვარი იფიტოს ევრიტიდესი მოკლა, რომელმაც ოდისევსს მშვილდი მისცა. ეს
მშვილდი ღვთაებრივ ოდისევსს არ წაუღია, როდესაც ომში წავიდა თავისი შავი ხომალდებით, [40]
იგი იდო, როგორც მოგონება საყვარელ მასპინძელ-მეგომარზე სასახლეში, მაგრამ ოდისევსმა იგი
თავის მიწაზე ჩამოიტანა. ახლა, როდესაც ღვთაებრივი ქალი ამ ოთახს მიადგა და მიუახლოვდა
მუხის ზღურბლს, რომელიც ხურომ ოდესღაც ოსტატურად გარანდა და სისწორე მისცა, შემდეგ
მასზე ჩარჩო დადგეს და დაკიდეს ბრწყინვალე კარი, მაშინვე სწრაფად გახსნა სახელურის თასმა და
შეჰყო გასაღები და კარის საკეტები გადაწია. და როგორც ბღავის ხარი, [50] რომელიც ძოვს
მინდორში, ასე აბღავლდა მშვენიერი კარი, გასაღების დარტყმის შემდეგ; და სწრაფად გაიღო ქალის
წინაშე. ავიდა მაღალ ბაქანზე, სადაც ეწყო ზანდუკები, რომლებშიც ინახებოდა სურნელოვანი
სამოსი. იქედან ხელი გაიწვდინა და კაუჭიდან ჩამოხსნა მშვილდი ელვარე ბუდეთი, რომელიც გარს
ერტყმოდა. დაჯდა ქალი, ბუდე მუხლებზე დაიდო და ხმამაღლა ატირდა და ამოიღო თავისი
ბატონის მშვილდი. ქვითინით რომ გული იჯერა, დარბაზში წავიდა, სახელგანთქმული სასიძოების
გუნდთან, ხელში ეჭირა უკან მოხრილი მშვილდი და კაპარჭი, [60] ისრებით სავსე, ბევრი ისარი იყო,
კვნესის მომგვრელი. მის გვერდით მოახლეებს მოჰქონდათ ზანდუკი, რომელშიც უამრავი რკინა და
ბრინჯაო ეწყო, მისი ბატონის საბრძოლო აღჭურვილობა. როდესაც ღვთაებრივი ქალი სასიძოებს
მიუახლოვდა, იგი შეჩერდა ლამაზი დარბაზის კარის ჩარჩოსთან, ყვრიმალებზე იჭერდა ელვარე
პირბადეს; აქეთ-იქით ერთგული მოახლეები იდგნენ. სასიძოებს მიმართა და თქვა: „მომისმინეთ,
ვაჟკაცო სასიძოებო, რომლებიც ავიწროვებთ ამ სახლს თქვენი მუდმივი ჭამა-სმით, [70] რადგან მისი
პატრონი, დიდი ხანია, რაც წავიდა და თქვენც თავს ვერაფრით იმართლებდით, გარდა იმისა, რომ
ჩემი ცოლად მოყვანა გსურდათ. მაშ, მოდით, სასიძოებო, მოიპოვეთ ჯილდო, რადგან მე წინ
დაგიდებთ ღვთაებრივი ოდისევსის დიდ მშვილდს. ვინც კი ყველაზე იოლად მოჭიმავს ამ მშვილდს
და ისარს თორმეტ ცულისპირში გაატარებს, მე მას გავყვები, მივატოვებ ჩემი ქორწინების სახლს,
სავსეს საარსებო წყაროებით, რომელიც, მგონი, მემახსოვრება სიზმარშიაც კი.“
ასე თქვა და უბრძანა ევმეოსს, ღვთაებრივ მეღორეს, დაედგა სასიძოების წინ მშვილდი და
ნაცრისფერი რკინა. თვალცრემლიანმა ევმეოსმა აიღო და დადგა, მეორე ადგილას კი ატირდა

146
მწყემსი, თავისი პატრონის მშვილდი რომ დაინახა. ანტინოოსმა გალანძღა ისინი, სახელებით
მიმართა და თქვა: „ბრიყვი გლეხები, რომლებიც მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრობენ! აჰ, ორო
უბედურო, რას ღვრით ცრემლს და გულს უწუხებთ ქალბატონს? მისი გული ხომ უთქვენოდაც
მწუხარეა, რადგან თავისი ძვირფასი მეუღლე დაკარგა! ასე რომ, დასხედით და მდუმარედ
მიირთვით, ან წადით და [90] გარეთ იტირეთ, მშვილდი კი დაგვიტოვეთ, ესაა სასიძოების
გადამწყვეტი ჯილდო და არა მგონია, ეს კეთილნაკეთი მშვილდი იოლი მოსაჭიმი იყოს. ვინაიდან
აქ მყოფთა შორის არავინ არ არის ოდისევსის სადარი. მე თვითონ მინახავს იგი და ეს კარგად
მახსოვს, თუმცა ბავშვი ვიყავი მაშინ.“
ასე თქვა, თუმცა გულში იმედოვნებდა, რომ მშვილდს მოჭიმავდა, ლარს ჩამოაცმევდა, ისარს
გაუშვებდა და რკინაში გაატარებდა. დიახ, ნამდვილად, პირველს მას ეკუთვნოდა უზადო
ოდისევსის ხელიდან ნასროლი ისარი, რომელსაც ახლა შეურაცხყოფდა, [100] როდესაც მის
დარბაზში იჯდა და თავის მეგობრებს აქეზებდა. მათ შორის ხმა ამოიღო ტელემაქოსის წმინდა
ძალამ: „აჰ! ზევს კრონიონმა ძალიან ბრიყვად შემქმნა მე. ჩემი საყვარელი დედა ამბობს, რომ თუმცა
გონიერია, სხვას გაჰყვება და ამ სახლს დატოვებს, მე კი ვიცინი და ვტკბები ამ ჩემი უტვინო გულით.
აბა, მოდით, სასიძოებო, ესაა თქვენი ჯილდო, ქალი, რომელსაც ბადალი არ ჰყავს მთელ აქაიურ
მიწაზე, არც წმინდა პილოსში, არც არგოსში, არც მიკენეში, არც თვით ითაკაში და არც შავ
ხმელეთზე,[110] და ეს თქვენ თვითონაც იცით. რატომ ვაქო დედაჩემი? მაშ, მოდით, არ გინდათ
თავის მართლება და არც მობრუნდეთ, რომ დავინახოთ, როგორ ჩამოაცვამთ ლარს. მე თვითონაც
გამოვცდიდი თავს მშვილდთან. თუკი მშვილდს მოვჭიმავ და ისარს რკინაში გავატარებ, აღარ
დამწყდება გული, რომ ჩემი ღირსეული დედა ამ სახლს დატოვებს და სხვას გაჰყვება, რადგან მე აქ
დავრჩები და შემეძლება ჩავიბარო მამაჩემის მშვენიერი ჯილდო.“90
ასე თქვა და წამოხტა და აიღო თავისი მეწამული მოსასხამი, შემდეგ მხრიდან მოიხსნა ბასრი
ხმალი. [120] ჯერ გააწყო ცულისპირები. ამისთვის თხრილი გათხარა, ერთი გრძელი თხრილი ყველა
ცულისპირისთვის, ხაზივით სწორი და ირგვლივ მიწა დატკეპნა. გაკვირვებამ მოიცვა ყველა, როცა
ლამაზად დაალაგა ცულისპირები, თუმცა ადრე ეს არც უნახავს. ზღურბლს მიუახლოვდა, დადგა და
მოსინჯა მშვილდი. სამჯერ ააკანკალა იგი, უნდოდა, გაემართა, სამგზის მოდუნდა, იმედი ჰქონდა,
რომ ჩამოაცვამდა ლარს და გაისროდა ისარს ცულისპირების გავლით. როცა მეოთხეჯერ სცადა,
ალბათ ძალა ეყოფოდა, მაგრამ ოდისევსმა ანიშნა და გააჩერა, მისი სურვილის მიუხედავად. [130]
მაშინ ტელემაქოსის წმინდა ძალა ისევ ამეტყველდა მათ შორის: „აჰ! ან მხდალი და სუსტი ვიქნები
ამის შემდეგაც, ან ახალბედა ვარ და ჯერ ვერ ვენდობი საკუთარ ხელებს და ვერ დავიცავ თავს, როცა
ვიღაც თავს მესხმის, მადგამ, მოდით, თქვენ ხომ ჩემზე ძლიერები ხართ, გამოსცადეთ მშვილდი და
დავასრულოთ ასპარეზობა!“
ასე თქვა და დადო მშვილდი თავისგან მოშორებით, მიაყრდნო გაპრიალებულ კარებს,
შემდეგ ბასრი ისარი მშვილდის ბოლოს მიადო და ისევ დაჯდა სკამზე, საიდანაც წამოდგა. [140]
ევპეითესის ძემ, ანტინოოსმა თქვა მაშინ: „წამოდექით, მეგობრებო, ყველანი მიყოლებით
მარცხნიდან მარჯვნივ, იქიდან დაწყებული, სადაც ღვინოს ასხამენ.“
ასე თქვა ანტინოოსმა და ყველას მოეწონა ნათქვამი. მაშინ პირველი წამოდგა ლეიოდესი
ენოფსის ძე, რომელიც მისანი იყო და მუდამ შორეულ კუთხეში იჯდა ლამაზი კრატერის გვერდით.
მას ერთადერთს სძულდა ავი საქმეები და თვალში არ მოსდიოდა არც ერთი სასიძო. იგი იყო
პირველი, ვინც აიღო ბასრი ისარი და მშვილდი. მიუახლოვდა ზღურბლს და სცადა, გაემართა
მშვილდი. [150] ვერ წამოაცვა ლარი. დაეღალა ნაზი, მიუჩვეველი ხელები და უთხრა სასიძოებს:
„მეგობრებო, მე ამას ვერ ჩამოვაცმევ, დაე, სხვა ვინმემ სცადოს. რადგან ბევრ თავადს სულს და
სიცოცხლეს წაართმევს ეს მშვილდი, მართლაცდა, ჯობია მოკვდე, ვიდრე იცოცხლო და თავი
მოგეჭრას იმ საქმეში, რისთვისაც აქ ვართ თავმოყრილი და ველოდებით ყოველდღე. ახლა უამრავ
ვაჟკაცს აქვს გულში იმედი, რომ პენელოპეზე, ოდისევსის ცოლზე, დაქორწინდება; მაგრამ როგორც
კი მშვილდს გამოცდის და შედეგს დაინახავს, ცოლად რომელიმე [160] სხვა ლამაზსამოსიანი
აქაველი ქალი მოიყვანოს, იმას მიართვას საჩუქრები და იმის დაუფლება სცადოს. ხოლო პენელოპე
უნდა გაჰყვეს იმას, ვინც ყველაზე მეტს შესთავაზებს და ვისაც მისი ბატონობა უწერია.“
ასე თქვა და დადო მშვილდი, მიაყრდნო კარგად გაპრიალებულ კარს, ხოლო ისარი
მშვილდის კუთხეს მიადო და დაჯდა სკამზე, რომლიდანაც ადგა.

90 აღარ დამწყდება გული, რომ ჩემი ღირსეული დედა ამ სახლს დატოვებს და სხვას გაჰყვება... – იგულისხმება,
ტელემაოსი თუ მოჭიმავს მშვილდს და ისარს შუბისპირებში გაატარებს, პენელოპე ქმრის სახლში დარჩება.

147
ანტინოოსმა გაკიცხა ისინი, სახელებით მოიხმო და თქვა: „ლეიოდეს, რა სიტყვა დასცდა
შენს კბილთა ზღუდეს? საზარელი და უსიამოვნოა! მწყინს, რომ მესმის. [170] საწყენია, თუ ბევრ
თავადს სულსა და სიცოცხლეს წაართმევს ეს მშვილდი, რადგან მასზე ლარის წამოცმა არ
შეუძლიათ. თუკი შენმა ღირსეულმა დედამ არ დაგანათლა იმოდენა ძალა, რომ ეს მშვილდი
გამართო და ისარი ისროლო, სხვა სასიძოები შეძლებენ ამას.“
ასე თქვა და უბრძანა თხების მწყემს მელანთიოსს: „მიდი, მელანთიოს, ცეცხლი დაანთე
დარბაზში, შემდეგ გვერდით დადგი დიდი სკამი, ზედ საწმისი დააფინე, შემდეგ მოიტანეთ გუდით
ცხიმიანი კვერი, რომ წავუსვათ ცხიმი მშვილდს, [180] ასე გავმართოთ იგი და დავასრულოთ
ასპარეზობა.“
ასე თქვა, მელანთიოსმა მაშინვე აანთო დაუღალავი ცეცხლი, მოიტანა და გვერდით დადგა
დიდი სკამი, ცხვრის მატყლით საჯდომზე, გუდით მოიტანა დიდი ცხიმიანი კვერი. ამგვარად
ყმაწვილებმა გაათბეს მშვილდი და მოსინჯეს, მაგრამ მასზე ლარის ჩამოცმა ვერ შეძლეს, რადგან
საამისო ძალა არ აღმოაჩნდათ. ანტინოოსსა და ღვთისდარ ევრიმაქოსს ჯერ კიდევ ეჭირათ
მშვილდი, მეთაურ სასიძოებს, მაგრამ სიმამაცეში საუკეთესონი ისინი ვერ იყვნენ.
ორნი გავიდნენ სახლიდან, ერთად მიდიოდნენ, ღვთაებრივი ოდისევსის მეჯოგე და მეღორე
[190] და თავად ღვთაებრივი ოდისევსიც გამოვიდა სახლიდან მათ შემდეგ. როცა კარებსა და ეზოსაც
გასცდნენ, გულის მოსაგები სიტყვებით მიმართა მათ: „მეჯოგე და შენ, მეღორე, უნდა ვთქვა სიტყვა,
თუ ჩემთვის შევინახო? გული მეუბნება, ილაპარაკეო. რას იზამ ოდისევსის დასახმარებლად, თუ
სადმეიდან მოულოდნელად ჩამოვა და რომელიმე ღმერთი მოიყვანს? სასიძოებს დაეხმარებით თუ
ოდისევსს? თქვი, რასაც გული და სული გიბრძანებს.“
მეჯოგემ მას უპასუხა: [200] „მამა ზევს, ნეტავ აასრულებდე ამ სურვილს! დაე, მოვიდეს კაცი,
დაე, მოიყვანოს რომელიმე ღვთაებამ, მაშინ ნახავდი, რა ძალა მაქვს და ჩემს ხელებს რა შეუძლიათ!“
ასევე ყველა ღმერთს ლოცვით მიმართავდა ევმეოსი, რომ ბრძენი ოდისევსი დაბრუნებულიყო
თავის სახლში.
როდესაც დარწმუნდა მათ განზრახვაში, კიდევ ერთხელ მიუბრუნდა მათ და უთხრა: „ეს მე
ვარ, სახლში მოვედი ბოლოს და ბოლოს. მრავალი ტანჯვის გადატანის შემდეგ დავბრუნდი, მეოცე
წელს ჩემს სამშობლოში. ვიცი, რომ მხოლოდ თქვენ ორნი ხართ ჩემი მონებიდან, ვისაც ეს სურდა.
[210] სხვებისგან ერთი ლოცვაც არ გამიგონია, რომ ჩემი დაბრუნება ეთხოვათ. თქვენ ორს გეტყვით
სიმართლეს, როგორიც იქნება. თუკი ღმერთი დამამარცხებინებს სახელოვან სასიძოებს, ორივეს
ცოლებს მოგაყვანინებთ, მამულებს გაჩუქებთ, სახლებს აგიშენებთ ჩემი სასახლის გვერდით.
ჩემთვის ამის შემდეგ იქნებით ტელემაქოსის მეგობრები და ძმები. აბა, კიდევ რაღაცას გაჩვენებთ,
ნიშანს, ძალიან ცხადს, რომ დარწმუნდეთ და გულით მომენდოთ, ეს ჭრილობაა, სწორედ ის, ტახმა
რომ მომაყენა თეთრი ეშვით, [220] როდესაც პარნასოსზე წავედი ავტოლიკოსის შვილებთან ერთად.“
ასე თქვა, ძონძები გადაწია და დიდი ნაიარევი გამოაჩინა, მას შემდეგ, რაც ორმა დაინახა და
გაიაზრა, ჩაეხუტნენ უნარიან ოდისევსს და ატირდნენ, შუბლი და მხრები დაუკოცნეს და
ოდისევსმაც მათ შუბლი და ხელები დაუკოცნა. და მზის შუქიც ჩაესვენებოდა მათთვის, სანამ
ტიროდნენ, თავად ოდისევსს რომ არ გაეჩერებინა ისინი და არ ეთქვა: „შეწყვიტეთ ტირილი და
ოხვრა, დარბაზიდან გამოსულმა ვინმემ არ დაგვინახოს და ამბავი არ მიიტანოს. [230] მაშ,
რიგრიგობით შევიდეთ, ყველა ერთად არა. მე პირველი შევალ, შენ მომყევი. და ეს იყოს ჩვენი ნიშანი:
რადგან დანარჩენები, სახელგანთქმული სასიძოები არ დაუშვენებ, რომ მე მომცენ მშვილდი და
კაპარჭი. მაშინ შენ, ღვთაებრივო ევმეოს, მთელი სახლი გამოატარე მშვილდს და მე მომეცი ხელში
და უთხარი ქალებს, მჭიდროდ ჩარაზონ დარბაზის კარები და თუ ვინმეს კვნესის ან ადამიანთა
ყვირილის ხმა მოესმა შიგნიდან, ნუ გაიქცევა, ადგილზე დარჩეს და ჩუმად აკეთოს თავისი საქმე.
[240] შენ, ღვთაებრივო ფილოიტიოს, გიბრძანებ, ჩაკეტო ეზოს კარიბჭე ურდულზე და სწრაფად
გადაწიო რაზა.“
ასე თქვა და შევიდა კეთილმოწყობილ სახლში, შემდეგ დაჯდა სკამზე, საიდანაც ახლახან
ადგა. შემდეგ შემოვიდნენ ღვთაებრივი ოიდისევსის მონები.
ახლა მშვილდი ევრიმაქოსს ეჭირა ხელში, ათბობდა მას აქეთ-იქიდან კოცონის ალით,
მაგრამ ვერც ასე ვერ ახერხებდა, ჩამოეცვა მასზე ლარი და მისი სახელგანთქმული გულით ძლიერ
ამოიოხრა. მრისხანედ ახსენა სახელი და თქვა: „ვაიმე! ეს ჩემი და ყველა ჩვენგანის სადარდებელია!
[250] ქორწინებას არ მივტირი, მიუხედავად ჩემი მწუხარებისა. ხომ უამრავი სხვა აქაველი ქალია
როგორც ზღვით გარშემორტყმულ ითაკაზე, ასევე სხვა ქალაქებში. მაგრამ თუკი სინამდვილეში ასე

148
ჩამოვრჩებით ღვთაებრივ ოდისევსს ძალაში, რომ მის მშვილდზე ლარის ჩამოცმაც არ შეგვიძლია, ეს
საშვილიშვილოდ თავის მოჭრაა!“
ანტინოოსმა, ევპეითესის ძემ, უპასუხა: „ევრიმაქოს, ასე არ იქნება, შენ თვითონაც იცი ეს. ჯერ
მთელ სამეფოში უფლის დღესასწაული და სადღესასწაულო სუფრაა. რა დროს მშვილდის მოჭიმვაა?
არა, ჩუმად [260] გადადე იგი; რაც შეეხება ცულისპირებს, რა მოხდება, რომ დავტოვოთ, როგორცაა?
არავინ არ მოვა, ასე მგონია, ოდისევსის ლაერტესის ძის სასახლეში და არ მოიტაცებს მათ. არა, მოდი,
დაე, მერიქიფემ ჩამოასხას ღვინო თასებში, რომ შევძლოთ და ზედაშე დავღვაროთ და მოხრილი
მშვილდი გვერდით გადავდოთ. დილას კი ვუბრძანოთ მწყემს მელანთიოსს მთელ არვეში
საუკეთესო თხები მორეკოს, რომ აპოლონის საკურთხეველზე, სახელგანთქმული მშვილდოსანი
ღმერთის საკურთხეველზე ბარკლები დავაწყოთ. შემდეგ გავმართოთ მშვილდი და დავასრულოთ
ასპარეზობა.“
ასე თქვა ანტინოოსმა და მისი ნათქვამი ყველას მოეწონა. [270] მაშინ მაცნეებმა ხელი
დაიბანეს, ყმაწვილებმა თასებში სასმელი ჩამოასხეს და ყველას ჩამოურიგეს, რომ ზედაშე შეეწირათ.
მას შემდეგ, რაც მათ ზედაშე დაღვარეს და სმით გული იჯერეს, მარჯვე ოდისევსმა ცბიერი გონებით
მიმართა მათ: „მისმინეთ, სახელგანთქმული დედოფლის სასიძოებო, გეუბნებით, რასაც მკერდში
გული მიბრძანებს. განსაკუთრებით ვთხოვ ევრიმაქოსსა და ღვთისდარ ანტინოოსს, რომელმაც
სწორად თქვა თავისი სიტყვა, შევეშვათ ახლა მშვილდს და ღმერთებს დავუტოვოთ იგი, [280] ხოლო
დილით ღმერთი იმას მისცემს გამარჯვებას, ვისაც ისურვებს. მაგრამ მოდი, მომეცით
კეთილნაკეთები მშვილდი, რომ თქვენს შორის, შევძლო, შევამოწმო ჩემი ხელები და ძალა, დამრჩა
თუ არა ის შეძლება, რაც ადრე მქონდა ჩემს მოქნილ კიდურებში, თუ ხეტიალმა და უჭმელობამ
დამღუპა.“
ასე თქვა და ყველა აღშფოთდა ქედმაღლურად, შეშინდნენ, არ ჩამოაცვას კეთილნაკეთებ
მშვილდს ლარიო. ანტინოოსმა გაკიცხა იგი, სახელით ახსენა და თქვა: „აჰ, უბედურო უცხოელო,
ტვინის ნასახიც არ გაგაჩნია! ნუთუ არ გყოფნის, რომ ჩვენთან, ამოდენა ხალხთან ერთად სადილობ,
[290] არაფერი არ გაკლია სუფრაზე და ჩვენი სიტყვები და გამოსვლები გესმის? არც ერთ სხვა
უცხოელსა და მათხოვარს არ ესმის ჩვენი სიტყვები. თაფლივით ტკბილი ღვინო აგივარდა თავში,
სხვებსაც მოსვლიათ ასე, ასე იცის დიდი ყლუპებით უზომოდ სმამ. ღვინომ დაათრო კენტავრიც,
ძალიან ცნობილი ევრიტიონი დიდგულოვანი პირითოოსის დარბაზში, როცა ლაპითებთან წავიდა.
მას შემდეგ, რაც ღვინომ გონება აუმღვრია, უგუნურებამ პირითოოსის სახლში ბოროტება ჩაადენინა.
გამწარდნენ მაშინ გმირები, წამოხტნენ და გამოათრიეს იგი [300] გარეთ კარების გავლით, დააჭრეს
ყურები და ნესტოები დაუნდობელი ბრინჯაოთი და იგი წავიდა და თან წაიღო თავისი სისულელე
უგუნური გულით. ასე წარმოიშვა მტრობა კენტავრებსა და ადამიანებს შორის, მაგრამ თავიდან
უბედურებას თავისთვის ღვინით დამძიმებული გადააწყდა. ამრიგად, დიდ განსაცდელს
გიწინასწარმეტყველებ, თუკი ამ მშვილდს მოჭიმავ, რადგან არანაირი სიკეთე არ გელის ამ ქვეყანაში,
ჩვენ დაუყოვნებლივ გაგაგზავნით შავი ხომალდით მეფე ექეტოსთან, მოკვდავთაგან ყველაზე
სასტიკთან, რომელსაც ვერაფრით ვერ გადაურჩები. ასე რომ, სვი მშვიდად [310] და ნუ
დაუპირისპირდები შენზე ახალგაზრდებს.“
კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა მას: „ანტინოოს, უსამართლო და
არაკეთილშობილურია პატივი არ სცე ტელემაქოსის სტუმარს, ვინც ამ სახლში მოდის. როგორ
გგონია, თუკი უცხოელი მოჭიმავს ოდისევსის დიდ მშვილდს, საკუთარ ხელებსა და ძალას
მინდობილი, თავის სახლში წამიყვანს და ცოლად მომიყვანს? თვითონ მასაც, ვფიქრობ, არ აქვს ეს
იმედი მკერდში. დაე, ნურც ერთი თქვენგანი ნუ სადილობს აქ, ამის გამო გულს ნუ იტკენს, ეს
მართლაც მიუღებელია.“
[320] ევრიმაქოსმა, პოლიბოსის ძემ, უპასუხა: „იკარიოსის ასულო, კეთილგონიერო
პენელოპე, ჩვენ არ გვგონია, რომ ცოლად მოგიყვანთ, ეს მართლაც უწესობა იქნებოდა. ამის ნაცვლად
გვეშინია კაცებისა და ქალების ლაპარაკისა, რომ შემდეგ ვინმე მდაბალმა აქაველმა არ თქვას:
„უარესი კაცები უზადო კაცის მეუღლის მოყვანას აპირებენ, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებენ
კეთილნაკეთი მშვილდის გამართვას, მაგრამ მოდის სხვა, მათხოვარი, მოხეტიალე, იოლად
ჩამოაცმევს მშვილდს ლარს და ისარსაც გააძვრენს რკინაში.“ ასე იტყვის და ჩვენ თავი მოგვეჭრება.“
[330] მაშინ კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა: „ევრიმაქოს, რა კარგი სახელი უნდა
ჰქონდეს იმ ხალხს, რომლებიც შეურაცხყოფენ და აჩანაგებენ ღირსეული კაცის სახლს?! ისედაც თავი
არ გაქვთ მოჭრილი?! ეს უცხოელი ძალიან დიდია და კარგი აღნაგობისაა და ამბობს, რომ კარგი მამის
შვილია. მაგრამ მიდი, მიეცი მას კეთილნაკეთები მშვილდი, რომ ვნახოთ. რადგან ასე გეტყვი და ეს

149
სიტყვა ჭეშმარიტად ასრულდება. თუ იგი ლარს ჩამოაცვამს მშვილდს და აპოლონი მას სახელს
მოუტანს, მე მას მოსასხამსა და ქიტონს ჩავაცმევ, მშვენიერ სამოსს, [340] და მივცემ მას ბასრ შუბს,
რომ ხალხი და ძაღლები მოიგერიოს და ორლესულ ხმალს; მე მას მივცემ სანდლებს, რომ ფეხი
შეიმოსოს და იქ გავაგზავნი, სადაც გული და სული მოუხმობს.“
მას უპასუხა გონიერმა ტელემაქოსმა: „არც ერთ აქაველს არ გააჩნია ჩემზე მეტი უფლება ამ
მშვილდზე. მე შემიძლია, მივცე, ან არ მივცე, ვისაც მინდა, და არა იმათ, ვინც ბატონობს კლდოვან
ითაკაზე ან კუნძულებზე ან ცხენთა საძოვრებიან ელისში. ვერც ერთი მათგანი ვერ ამიკრძალავს
ჩემი ნების წინააღმდეგ, თუ მოვინდომე, ეს მშვილდი საერთოდ რომ ვაჩუქო სატარებლად ამ
უცხოელს. [350] ასე რომ, წადი სახლში და შენს საქმეს მიხედე, საქსოვ დაზგასა და მაქოს და უბრძანე
შენს მონაქალებს, თავიანთ საქმეებს მიხედონ. მშვილდი კი კაცების საქმეა, განსაკუთრებით ჩემი,
რადგან ძალაუფლება ამ სახლში მე მეკუთვნის.“
გაოცებული პენელოპე სახლში დაბრუნდა, გულში ჩაიდო თავისი შვილის გონივრული
სიტყვები. როდესაც თავის მოახლეებთან ერთად ზედა სართულზე ავიდა, ისევ ოდისევსზე ატირდა,
საყვარელ ქმარზე, სანამ თვალსხივოსანმა ათენამ ქუთუთოები ტკბილი ძილით არ დაუმძიმა.
მაშინ ღვთაებრივმა მეღორემ აიღო მოხრილი მშვილდი და მოიტანა [360] და სასახლეში
ყველა სასიძომ ყვირილი დაიწყო. რომელიმე უმიზეზოდ თავხედი ყმაწვილი კაცი იტყოდა: „სად
მიგაქვს მოხრილი მშვილდი, უბადრუკო მეღორე, უგუნურო კაცო? მალე შენი ღორებიანად მარტო
დარჩენილს, ადამიანებისგან შორს დაგჭამენ სწრაფი მაძებარი ძაღლები, რომლებიც თავად
აღზარდე, თუკი აპოლონი სხვა უკვდავი ღმერთები ჩვენდამი მოწყალე იქნებიან.“
ასე ლაპარაკობდნენ და მანაც დადო მშვილდი, საიდანაც აიღო, შიშით, რადგან სასახლეში
ყველა უყვიროდა. მაგრამ ტელემაქოსმა მეორე მხრიდან მუქარით დაუძახა: „მამა, წამოიღე
მშვილდი, მალე ინანებ, ყველას რომ უჯერებ. [370] ახალგაზრდა კი ვარ, მაგრამ მიფრთხილდი,
მინდორში არ გაგაძევო და იქ არ ჩაგქოლო, ძალა კი მერჩის. ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტი ძალა
მქონოდა, ვიდრე ყველა ამ სასიძოს აქვს, სახლში რომ მომადგნენ; მაშინ სასწრაფოდ სიძულვილით
გავუშვებდი ბევრს ჩემი სახლიდან თავის გზაზე, რადგან კარგი არაფერი აქვთ ჩაფიქრებული.“
ასე თქვა, სასიძოებმა კი ტკბილად დასცინეს მას და საბოლოოდ დააცხრეს ტელემაქოსზე
მრისხანება. მეღორემ მშვილდი მთელ სახლში გამოატარა, დადგა უნარიანი ოდისევსის გვერდით
და ხელში ჩაუდო მშვილდი. [380] მაშინ მან მოუხმო ძიძა ევრიკლეას და უთხრა მას:
„კეთილგონიერო ევრიკლეა, ტელემაქოსი გიბრძანებს, მჭიდროდ დაკეტო დარბაზის კარები; თუკი
ვინმე ჩვენს კედლებში მყოფი კაცების კვნესის ან მსხვრევის ხმას გაიგონებს, იქ დარჩეს, სადაცაა და
ჩუმად მიხედოს თავის საქმეს.“
ასე თქვა და სიტყვამ მიზანს მიაღწია, და ქალმა დაკეტა კეთილმოწყობილი დარბაზის
კარები. სახლიდან ჩუმად გამოირბინა ფილიოტიოსმა და დაკეტა ეზოს კეთილნაგები გალავნის
კარიბჭეც. [390] კარიბჭესთან იდო მოხრილი ხომალდის ბაგირი, პაპირუსისგან დაგრეხილი,
რომლითაც ჩარაზა კარები. თვითონ დარბაზში დაბრუნდა და იქ დაჯდა, საიდანაც ახლახან ადგა
და შეხედა ოდისევსს. მას უკვე მშვილდი ეჭირა და აქეთ-იქით ატრიალებდა, უყურებდა, ჭიებმა ხომ
არ შეჭამეს რქა, სანამ ბატონი შინ არ იყო. ასე რომ, შეგეძლო გვერდით ვინმესთვის შეგეხედა და
გეთქვა: „მართლაცდა მახვილი თვალი აქვს და ცბიერად უყურებს ამ მშვილდს. შეიძლება, სახლში
ასეთივე მშვილდი აქვს ან ასეთის გაკეთებას ფიქრობს, ისე ატრიალებს [400] აქეთ-იქით ამ მშვილდს
ბოროტი ჩანაფიქრით სავსე ეს მათხოვარი.“ და ისევ ალაპარაკდა უმიზეზოდ გათავხედებული
ყმაწვილი კაცი: „იშვიათია, ასე გაუმართლოს კაცს, მაგრამ დღეს, ეტყობა, ამ მშვილდს ლარს იგი
მართლა ჩამოაცმევს.“
ასე ამბობდნენ სასიძოები. მაშინ მარჯვე ოდისევსმა ასწია დიდი მშვილდი, მთლიანად
დაათვალიერა და მაშინვე, როგორც ფორმინქსსა და სიმღერაში გამოცდილი კაცი იოლად ამაგრებს
ხრახნზე ახალ ცხვრის ორმხრივ დაწნულ ნაწლავს, ასე უმტკივნეულოდ გამართა ოდისევსმაც დიდი
მშვილდი. [410] მარჯვენათი დაიჭირა, ლარს თითი გამოჰკრა და ისიც ტკბილად აჟღერდა შეხებისას,
მერცხლის ჭიკჭიკივით. ღრმა მწუხარება დაეუფლათ სასიძოებს, ფერი ეცვალათ, ზევსმა ძლიერად
დაიქუხა და ამით ნიშანი გამოაჩინა. გაიხარა მაშინ მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა, რომ
მრუდედ მრჩეველი კრონოსის ძემ ნიშანი მისცა. აიღო სწრაფი ისარი, რომელიც მის გვერდით
მაგიდაზე იდო ეულად, დანარჩენები ღრუ კაპარჭში ეწყო, აქაველებმა მალე ისინიც გამოსცადეს
საკუთარ თავზე. აიღო იგი, კილოთი მოსდო ლარს, მოქაჩა [420] და იქვე, სკამიდან, რომელზეც
იჯდა, დაუმიზნა და ტყორცნა ისარი და არ ააცილა არც ერთ ცულისპირს, ბრინჯაოთი
დამძიმებულმა ისარმა ყველა ნახვრეტი გაიარა და ბოლოში გავიდა. მაშინ ოდისევსმა უთხრა

150
ტელემაქოსს: „ტელემაქოს, უცხოელმა, რომელიც შენს სასახლეში ზის, არ შეგარცხვინა.
არაფრისთვის ამიცილებია და დიდხანსაც არ მიწვალია, რომ მშვილდი გამემართა. შემრჩენია რაღაც
ძალა, ისე არ ყოფილა საქმე, როგორც სასიძოებს ეგონათ, როცა დამცინოდნენ. დადგა დრო, ვახშამი
მოვუმზადოთ აქაველებს, სანამ დღის სინათლეა, შემდეგ კი სხვა ხერხითაც გავართობთ, [430]
ცეკვითა და ფორმინქსით, რადგან ეს ნადიმის შემადგენელი ნაწილია.“
ასე თქვა და წარბით ნიშანი მისცა. ტელემაქოსმა, ღვთაებრივი ოდისევსის საყვარელმა ძემ
ბასრი ხმალი გადაიკიდა, საყვარელი ხელი შუბს ჩაავლო და გვერდით დაუდგა
სავარძელთან, მოელვარე ბრინჯაოთი შეიარაღებული.

151
ოცდამეორე სიმღერა: ბრძოლა სასახლეში

1-67 ანტინოოსის სიკვდილი; 68-115 ბრძოლა იწყება; 116-159 მელანთიოსი საკუჭნაოს ეცემა თავს;
160-199 მელანთიოსის დატყვევება; 200-240 ათენას ჩარევა; 241-309 ბრძოლა გრძელდება; 310-377
ლეიოდესი და ფემიოსი; 378-432 ევრიკლეა კიცხავს მოღალატე ქალებს; 433-501 ტელემაქოსი სჯის
მოახლეებს.

ძონძები მოიცილა მაშინ მარჯვე ოდისევსმა, დიდ ზღურბლზე შეხტა ხელში მშვილდითა და
ისრებით სავსე კაპარჭით. ისრები ფეხებთან დაიყარა და უთხრა სასიძოებს: „ეს ასპარეზობა,
გადამწყვეტი, ბოლოს და ბოლოს დასრულებულია. ახლა კიდევ ერთი სამიზნე, რომლისთვისაც
არავის არ ასოდეს მოურტყამს, შევხედავ, მე თუ შევძლებ, მოვახვედრო და აპოლონმა დიდება
მომანიჭოს!“
ეს თქვა და ბასრი ისარი პირდაპირ ანტინოოსს დაუმიზნა. ის ამასობაში მშვენიერი
ორყურიანი [10] ოქროს თასის აწევას აპირებდა, ამწუთასაც ხელში ეჭირა იგი, ღვინო უნდა შეესვა
და სიკვდილზე არ ფიქრობდა. იმ ხალხიდან, ვინც იქ სადილობდა, ვინ იფიქრებდა, რომ ვიღაც ერთი
ამდენ ხალხში, თუნდაც ძალიან მძლავრი, მას სიკვდილსა და შავ ბედისწერას გადაუწყვეტდა?!
ოდისევსმა დაუმიზნა და კისერში მოარტყა ისარი და ნაზ ყელში გაიარა ისრისპირმა. გვერდით
გადაიხარა, თასი ხელიდან გაუვარდა, როგორც კი დაიჭრა, ნესტოებიდან იხუვლა ადამიანის
სისხლის სქელმა ნაკადმა. ფეხი მაგიდას მიარტყა, [20] გადააყირავა და კერძები მიწაზე დაიფანტა,
პური და შემწვარი ხორცი წახდა. სასიძოები ახმაურდნენ მთელ დარბაზში, როცა დაინახეს, კაცი რომ
წაიქცა, სკამებიდან წამოხტნენ, დაბნეულები გაიქცნენ, ყოველ მხარე კედლებს უყურებდნენ, მაგრამ
არც ფარი, არც მაგარი შუბი არ იყო, ხელი რომ ჩაევლოთ. ოდისევსს კიცხავდნენ მრისხანე
სიტყვებით: „ხალხს ბოროტად რომ ესვრი ისრებს, სხვა ასპარეზობებს ვერ მოესწრები, შენი სრული
დაღუპვა ახლა გარდაუვალია. შენ ახლახან სიცოცხლეს გამოასალმე [30] ითაკის საუკეთესო
ყმაწვილი კაცი, ამისთვის სვავების საკბილო გახდები!“
ყველა დაბნეული იყო, მათ, რა თქმა უნდა, არ ეგონათ, რომ კაცი განზრახ მოკლეს,
უგუნურებმა ვერ გაიგეს, რომ, ბოლოს და ბოლოს, მათ თავზე, ყველას თავზე, დაღუპვის წუთი
ჩამოწვა. მაშინ წარბშეკვრით შეხედა და თქვა მარჯვე ოდისევსმა: „ძაღლებო! არასოდეს არ გეგონათ,
რომ შინ დავბრუნდებოდი ტროელთა სამეფოდან, სახლს მიჩანაგებდით, მონაქალებს მიბახებდით,
ცოცხალი კაცის ცოლზე უკანონოდ დაქორწინებას აპირებდით, არც ღმერთების გეშინოდათ,
რომელთაც ვრცელი ზეცა უპყრიათ, [40] და არც მომავალი ადამიანური შურისძიებისა. ახლა
ყოველი თქვენგანის თავზე დაღუპვის ღრუბელი ჩამოწვა!“
ასე თქვა და მწვანე თავზარი დაეცა ყველას, მიმოიხედეს, ეძებდნენ სრული
განადგურებისგან გადარჩენის გზას, მაგრამ პასუხი მხოლოდ ევრიმაქოსმა გასცა: „თუ შენ მართლაც
ოდისევს ითაკელი ხარ და სახლში დაბრუნდი, ეს სამართლიანია იმის გათვალისწინებით, რაც
აქაველებმა ჩაიდინეს, ბევრი ბოროტება შენს სასახლეში და ბევრი შენს მინდვრებში. მაგრამ უკვე
მკვდარი წევს ის, ვინც ყველაფერში დამნაშავეა, ანტინოოსი, რადგან სწორედ მისი წამოწყებულია ეს
ყველაფერი, [50] არა იმდენად ქორწინების სურვილითა და აუცილებლობით, რამდენადაც სხვა
მიზნით, რომელიც მისთვის არ განახორციელა კრონიონმა, – მას უნდოდა კეთილსაცხოვრებელი
ითაკის სამეფოში მეფე გამხდარიყო, შენს შვილისთვის კი ჩასაფრება მოეწყო და მოეკლა. ახლა,
როდესაც იგი სწორად გამოესალმა წუთისოფელს, შენ შენი ხალხი უნდა დაინდო. ჩვენ შემდეგ მთელ
სამეფოში სიკეთეს მოვემსახურებით, იმისთვის კი, რაც შეიჭამა და შეისვა შენს სასახლეში, ცალკე
გადავიხდით სამაგიეროს, ოც ხარს თითოეული, გადავიხდით ოქროთი და ბრინჯაოთი, სანამ გულს
არ გაგითბობთ. მანამ ვერავინ გისაყვედურებს შენს მრისხანებას.“
[60] მას წარბშეკვრით შეხედა მარჯვე ოდისევსმა და უთხრა: „ევრიმაქოს, მთელი შენი ქონება
რომ გადამიხადო, ყველაფერი, რაც გაქვს და კიდევ რომ დაამატო რამე, შურისძიებაზე ხელს ვერ
ამაღებინებ, სანამ სასიძოები საკუთარი სიცოცხლით არ ზღავენ თავიანთი დანაშაულებისთვის.
ახლა მოგიწევთ ან ღიად იომოთ ან გაიქცეთ, თუ ვინმეს შეუძლია, გაექცეს სიკვდილსა და
ბედისწერას, თუმცა, მგონია, ბევრი ვერ გადაურჩება სრულ განადგურებას.“
ასე თქვა, მუხლები მოუდუნდათ და გულები დაეწურათ, მაგრამ ევრიმაქოსმა მეორედ
ამოიღო ხმა: [70] „მეგობრებო, ეს კაცი ახლა აღარ გაჩერდება, კარგად გამართული მშვილდი ჩაიგდო
ხელთ და კაპარჭი, გაპრიალებული ზღურბლიდან დაგვიშენს ისრებს, სანამ ერთიანად არ

152
ამოგვხოცავს! ამიტომ, ბრძოლაზე ვიფიქროთ! ხმლები გააშიშვლეთ და მაგიდები აიფარეთ
ისრებისგან თავდასაცავად, მერე ერთიანად დავესხათ თავს, რომ ზღურბლიდან გადავაგდოთ,
კარებში გავაღწიოთ და ქალაქს მივადგეთ, იქ კი საბრძოლო ყიჟინა დავცეთ. მაშინ ეს კაცი ბოლო
ისარს გაისვრის.“
ასე თქვა და თავისი ბასრი, ბრინჯაოს [80] ორლესული ხმალი გააშიშვლა და ოდისევსისკენ
გაიწია საზარელი ყვირილით. იმავე წამს ღვთაებრივმა ოდისევსმა ისარი ესროლა, მკერდში
ძუძუსთავთან მოარტყა და სწრაფმა ისარმა ღვიძლი მოუნახა. ხმალი მიწაზე დაუვარდა ხელიდან,
წელში მოიხარა, დაეცა, საჭმელ-სასმელი და ორყურიანი თასი ზემოდან დაეყარა. შუბლი დაარტყა
მიწას, სული შეუწუხდა, ორივე ფეხი ჰკრა სკამს, ამოატრიალა და თვალი დაენისლა. ამფინომოსმა
გაიწია სახელოვან ოდისევსზე, [90] ბასრი ხმალი გააშიშვლა, იმედოვნებდა, ოდისევსს
ზღურბლიდან გააძევებდა. ტელემაქოსმა იჩქარა, უკნიდან, ბეჭებშუა ჩასცა ბრინჯაოს შუბისპირი და
მკერდში გამოუტარა. ყრუ ხმა გამოსცა, როდესაც თავით დაეცა მიწაზე. ტელემაქოსი უკან გადახტა,
გრძელი შუბი იქ დატოვა, სადაც იყო, ამფინომოსში ჩარჭობილი, რადგან შეშინდა, შუბის ამოძრობის
მცდელობისას ხმლით არ დაცემოდა თავს რომელიმე აქაველი, ან მაშინ არ აეჩეხა, როდესაც
ცხედართან დაიხრებოდა. იგი გაიქცა და სწრაფად აღმოჩნდა საყვარელი მამის გვერდით [100] და
მას ფრთოსანი სიტყვით მიმართა: „მამა, მოგიტან ფარს, ორ შუბს და მტკიცე ბრინჯაოს მუზარადს,
საფეთქლებზე მჭიდროდ მომდგარს; შემდეგ მეც აღვიჭურვები და სხვას მივცემ მეღორესა და იმ
მეჯოგეს, უკეთესია, აღვიჭურვოთ.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „გაიქეცი და მოიტანე, ჯერ ისრები მაქვს, რომ მოვიგერიო
ისინი, რომ ამ კარიდან ძვრა ვერ მიყონ, თუმცა კი მარტო ვარ.“
ასე თქვა და ტელემაქოსი დაემორჩილა საყვარელ მამას და საკუჭნაოსკენ გაიქცა, სადაც
ბრწყინვალე აღჭურვილობა ეგულებოდა. იქიდან წამოიღო ოთხი ფარი, რვა შუბი და ბრინჯაოს
ოთხი მუზარადი, ცხენის ძუის ჯიღით. წამოიღო ეს ყველაფერი და სწრაფად მიიტანა მამამისთან.
შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, თვითონაც შეიმოსა ბრინჯაოს აბჯრით, ორმა მონამაც აღჭურვილობა
მასავით მოირგო და დაუდგა გვერდით ბრძენ და ცბიერ ოდისევსს. მაგრამ ოდისევსს, სანამ ისრები
ამოეწურებოდა, სასიძოები ჰყავდა მიზანში ამოღებული და ერთმანეთის მიყოლებით ანადგურებდა
მათ საკუთარ სახლში. სასიძოების მთელი ზვინი დადგა. როდესაც ისრები დაუმთავრდა, [120]
მშვილდით კეთილმოწყობილი დარბაზის კარის ჩარჩოს მიებჯინა, შესასვლელი კედლის
საპირისპიროდ, მხარზე ტყავის ოთხფენიანი ფარი გადაიკიდა, მძლავრ თავზე ცხენის ძუის ჯიღიანი
კეთილნაკეთი მუზარადი დაიხურა, ჯიღა საზარლად ირხეოდა მის თავზე. შემდეგ ხელი დაავლო
ბრინჯაოსპირიან ორ მძლავრ შუბს. კეთილნაგებ კედელში იყო რაღაც გვერდითა კარი,
კეთილმოწყობილი დარბაზის ზღურბლს ზემოთ და ეს იყო გასასვლელი, რომელსაც
ორსაგდულიანი კარი კეტავდა. ოდისევსმა უბრძანა ღვთაებრივ მეღორეს, გვერდით დამდგარიყო
[130] და გასასვლელი დაეცვა, რადგან მხოლოდ ეს ერთი გზა არსებობდა. მაშინ აგელაოსმა მიმართა
სასიძოებს და ყველას გამოუცხადა: „მეგობრებო, იქნებ ვინმე ავიდეს და გააღწიოს გვერდითა კარით
გარეთ, ხალხს მიმართოს და საბრძოლო ყიჟინა დასცეს?! მაშინ ეს კაციც უკანასკნელად გაისვრის
ისარს.“ თხების მწყემსმა, მელანთიოსმა ასე უპასუხა: „შეუძლებელია, ზევსის აღზრდილო აგელაოს,
ძალიან ახლოსაა ეზოს მშვენიერი კარი, მაგრამ ვიწრო გასასვლელია და ერთი კაციც კი გზას
გადაუღობავს ყველას, თუ მტკიცედ დადგება. მაგრამ, ნება მომეცით, მე მოგიტანოთ [140]
საკუჭნაოდან აღჭურვილობა, რომ შეიარაღდეთ. ეჭვი მაქვს, რომ სწორედ იქ და არა სხვაგან
შეინახავდა ოდისევსი ჩვენს აღჭურვილობას.“
ასე თქვა და თხების მწყემსი მელანთიოსი დარბაზის კიბით ავიდა ოდისევსის ოთახში.
იქიდან გამოიტანა თორმეტი ფარი, ამდენივე შუბი და ცხენის ძუის ჯიღიანი მუზარადი, უკან
დაბრუნდა და ძალიან სწრაფად დაურიგა სასიძოებს. სწორედ მაშინ მოუდუნდა მუხლები ოდისევსს
და გული დაეწურა, როდესაც დაინახა, როგორ იმაგრებდნენ აბჯარს და არხევდნენ გრძელ შუბებს
სასიძოები. ეს მას საშინელებად მოეჩვენა. [150] მაშინვე უთხრა ტელემაქოსს ფრთოსანი სიტყვა:
„ტელემაქოს, რომელიღაც მონაქალი ან მელანთიოსი ჩვენს წინააღმდეგ ბოროტ ომს აჩაღებს!“ მაშინ
გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „მამა, ეს შეცდომა მე მომივიდა, სხვას ნუ გაკიცხავ, საკუჭნაოს
კარგად დასაკეტი კარი მე დამრჩა ღია, მათმა დაზვერვამ მაჯობა. მაგრამ ახლა წადი, ღვთაებრივო
ევმეოს, დაკეტე საკუჭნაოს კარი და ნახე, ვინ აკეთებს ამას, რომელიმე მონაქალი თუ დოლიოსის ძე
მელანთიოსი, რომელზეც ეჭვი მაქვს.“ [160] სანამ ისინი ასე ლაპარაკობდნენ, თხების მწყემსი
მელანთიოსი დაბრუნდა საკუჭნაოში ახალი აღჭურვილობის გამოსატანად. ღვთაებრივმა მეღორემ
დაინახა იგი და უთხრა გვერდით მყოფ ოდისევსს: „ზევსის შობილო ლაერტიადეს, მახვილგონიერო

153
ოდისევს, ის საზარელი კაცი, რომელზეც ეჭვი გვქონდა, ისევ საკუჭნაოში მიდის. უნდა მითხრა
უტყუარად, მოვკლა თუ შევიპყრო და აქ მოგიყვანო, რომ შენ სახლში ჩადენილი მრავალი
ცოდვისთვის პასუხი აგოს?“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „დიახ, მართლაც, ტელემაქოსი და მე სახელგანთქმულ
სასიძოებს დარბაზში დავაკავებთ, თუმცა კი ძალიან მედგრად გვიტევენ. თქვენ ორმა კი ხელ-ფეხი
შეუკარით დაწნული თოკით, მაღალ სვეტზე აზიდეთ და სახურავის ძელზე გააკარით, რომ
დიდხანს იცოცხლოს და მძიმედ დაიტანჯოს.“
ასე. თქვა, მათ ხალისით უსმინეს და დაემორჩილნენ. შემდეგ ჩუმად შეიპარნენ საკუჭნაოში,
ის ვერ ხედავდა, ვინც შიგნით იყო. [180] და მართლაც, საკუჭნაოს კუთხეში აღჭურვილობას ეძებდა,
ორნი ელოდებოდნენ კარის ორივე მხარეს. როდესაც თხების მწყემსმა მელანთიოსმა ზღურბლს
გადმოაბიჯა, ერთი ხელით ლამაზი მუზარადი მოჰქონდა, მეორეთი კი ფართო ფარი, ძველი, ობის
წინწკლებით, გმირ ლაერტესის ფარი, რომელსაც იგი სიჭაბუკეში ატარებდა. მას შემდეგ, რაც იქ
იდო, ღვედი დაიშალა. ორნი თავს დაესხნენ, შეიპყრეს, თმებით ითრიეს და უკან შეაბრუნეს. მიწაზე
დააგდეს, გული შეუწუხდა; შემდეგ ხელ-ფეხი შეუკრეს მტკივნეული ხუნდებით, [190] ძალიან
მაგრად გაკოჭეს როგორც მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა უბრძანათ, შემდეგ მაღალ
სვეტით ზემოთ აზიდეს და სახურავის ძელზე გააკრეს. მეღორე ევმეოს, შენ მას დაცინვით უთხარი:
„ახლა, მელანთიოს, მთელ ღამეს გაათენებ შენს ახალ რბილ საწოლში, როგორც შეგეფერება.
ადრეული ოქროსტახტიანი ეოსი შენ არ გამოგეპარება, როდესაც ოკეანოსის მდინარებიდან ამოვა იმ
დროს, როდესაც შენ ჩვეულებრივ თხებს მოერეკებოდი სასიძოებისთვის, რომ დარბაზში მათთვის
ნადიმი მოგემზადებინა.“
[200] და იგი დარჩა იქ, გაჭიმული საზარელი ხუნდებით. ორივემ დაიმაგრა აბჯარი, დაკეტა
ელვარე კარი და გაემართა გაწაფულ და ცბიერ ოდისევსთან. ისინი იქ იდგნენ, მძვინვარებით
სუნთქავდნენ. ოთხნი იყვნენ ზღურბლთან, ხოლო დარბაზში ბევრნი და მამაცნი. ზევსის ასული
ათენა მივიდა მათთან, აღნაგობითა და ხმით მენტორს მიმსგავსებული; მისი დანახვა გაეხარდა
ოდისევსს და უთხრა: „მენტორ, დამეხმარე, გახსოვდე საყვარელი მეგობარი, ვისაც შენთვის სიკეთე
გამიკეთებია, ჩვენ ხომ ტოლები ვართ.“
[210] ასე თქვა, მაგრამ ეჭვი ჰქონდა, რომ ეს ათენა იყო, ხალხთა აღმძვრელი. სასახლეში კი
მეორე მხარეს მას სასიძოები უყვიროდნენ. პირველმა გაკიცხა იგი დამასტორიდეს აგელაოსმა:
„მენტორ, სიტყვებით ოდისევსს თავს ნუ მოატყუებინებ, სასიძოებს ნუ შეებრძოლები და მას ნუ
დაიცავ. რადგან მე ვფიქრობ, ჩვენი ნება ასე აღსრულდება: როგორც კი ამ მამა-შვილს დავხოცავთ,
ამის შემდეგ შენც მოგკლავთ იმისთვის, რის გაკეთებასაც ამ დარბაზში აპირებ. საკუთარი
სიცოცხლით აგებ პასუხს! იმის შემდეგ, რაც ბრინჯაოთი სულს ამოგართმევთ, [220] შენს ქონებას,
რაც გაქვს შინ და გარეთ, ოდისევსისას შევურევთ. შენს შვილებს არ ვაცხოვრებთ შენს სასახლეში,
შენს ქალიშვილებსაც გავაძევეთ და შენს ერთგულ მეუღლესაც – ითაკის ქუჩებში ივლიან
უსახლკარონი.“
ასე თქვა და ათენა კიდევ უფრო გაგულისდა და უსაყვედურა ოდისევსს მრისხანე
სიტყვებით: „შენში, ოდისევს, აღარაა მედგარი მძვინვარება და არანაირი სიმამაცე. თეთრხელება
ჰელენესთვის, სახელგანთქმული მამის ასულისთვის შენ მუდმივად იბრძოდი ცხრა წელი
ტროელთა წინააღმდეგ და უამრავი ხალხი დახოცე სასტიკ ბრძოლებში, [230] პრიამოსის ფართო
ქალაქიც შენი რჩევის მიხედვით აიღეს ბერძნებმა. მაშ ახლა, როდესაც შენს სახლსა და მამულში
დაბრუნდი, რა გატირებს სასიძოებთან ომში?! მოდი აქ, ძმაო, გვერდით დამიდექი და უყურე ჩემს
გარჯას, ნახე, რა კაცია მტრების გარემოცვაში მენტორ ალკიმიდესი, როგორ იცის სიკეთისთვის
ვალის დაბრუნება!“
ასე თქვა, მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვება არ მიანიჭა, რადგან ოდისევსისა და მისი
სახელგანთქმული ვაჟის გამძლეობისა და ხასიათის გამოცდა სურდა. თავად კი აფრინდა კვამლიანი
დარბაზიდან და სახურავის ძელზე დაჯდა [240] მერცხლის სახით, რომ ბრძოლას დაკვირვებოდა.
აგელაოს დამასტორიდესი აქეზებდა სასიძოებს: ევრინომოსს, ამფიმედონს, დემოპტოლემოსს,
პისანდროს პოლიქტორიდესს და გამოცდილ პოლიბოსს, ესენი იყვნენ სიმამაცით გამორჩეული
სასიძოები, რომლებიც ჯერაც ცოცხლები იყვნენ და იბრძოდნენ სიცოცხლისათვის, ხოლო
დანარჩენები უკვე მიაძინა მშვილდმა და სქელმა ისრებმა. შემდეგ გამოვიდა აგელაოსი და სასიძოებს
განუცხადა: „მეგობრებო, ახლა კი ეს კაცი დაასვენებს თავის მიზანს აუცდენელ ხელებს. მეტიც,
მენტორი, რომელიც ბევრს ბაქიბუქობდა, გაექცა, [250] ისინი მარტონი არიან შემოსასვლელ კართან.
ერთდროულად არ ესროლოთ გრძელი შუბები, მოდით, პირველმა ესროლეთ შუბი იმ იმედით, რომ

154
ზევსი ნებას დაგრთავთ, მოარტყათ ოდისევსს და დიდება მოიპოვოთ. ეგ რომ დაეცემა, სხვებისგან
თავსატეხი აღარ გვექნება.“
ასე თქვა და ყველამ ისროლა შუბი, როგორც უბრძანეს, მაგრამ ათენამ ყველაფერი ამაო
გახადა. ერთმა კეთილნაგები დარბაზის კარის ჩარჩოს მოარტყა, მეორემ – კარგად დახურულ კარს,
კიდევ ერთი, ბრინჯაოს პირით დამძიმებული იფნის შუბი კედელს შეასკდა. [260] როდესაც
სასიძოთა შუბებს გადაურჩნენ, მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა პირველმა თქვა:
„მეგობრებო, დროა, მე ვიტყოდი, ჩვენც ვისროლოთ შუბები სასიძოთა ბრბოში, რომელთაც ძველი
ცოდვები არ ჰყოფნით და ჩვენი დახოცვაც წყურიათ.“
ასე თქვა, ყველამ დაუმიზნა და სტყორცნა თავისი ბასრი შუბი პირდაპირ სასიძოებს.
ოდისევსმა მოკლა დემოპტოლემოსი; ტელემაქოსმა – ევრიდამოსი; მეღორემ – ელატოსი; მეჯოგემ –
პისანდროსი. ესენი ყველანი კბილებით ჩაებღაუჭნენ ვრცელ მიწას, [270] როდესაც სხვა სასიძოები
დარბაზის ყველაზე შორეულ კუთხეში მიიყუჟნენ. შემდეგ წინ გაიქცნენ და ცხედრებს შუბები
ამოაძვრეს. კვლავ ისროლეს თავიანთი ბასრი შუბები და კვლავ უშედეგოდ აქცია სროლა ათენამ.
ერთი კეთილნაგებ ჩარჩოს მოხვდა, კიდევ ერთი კარის ფრთას, კიდევ ერთი, იფნის შუბი, ბრინჯაოს
წვერით დამძიმებული, კედელში გაიჭედა. ამფიმედონმა ტელემაქოსს ხელში მოარტყა მაჯასთან
დქა ბრინჯაომ კანი გაგლიჯა. ქტესიპოსმა გრძელიო შუბით [280] ევმეოსს მხარზე გაჰკრა ფარს
ზემოთ, მაგრამ შუბი გადაფრინდა და მიწაზე დაეცა. მაშინ ოდისევსმა ბრძენმა და ცბიერმა და მისმა
გუნდმა ისევ ესროლა ბასრი შუბები სასიძოების ბრბოს; შემდეგ ქალაქთა მაოხრებელმა ოდისევსმა
შეიწირა ევრიდამასი, ტელემაქოსმა – ამფიმედონი, მეღორემ — პოლიბოსი. ამის შემდეგ მეჯოგე
მისწვდა ქტესიპოსს მკერდში და ტრაბახით უთხრა მას: „პოლითერსეიდეს, ავსიტყვაობის
მოყვარულო, მეტად ვეღარ ილაპარაკებ ქედმაღლურად სისულელეს და დიდ-დიდ რამეებს, ეს საქმე
ღმერთებს მიანდე, ისინი ხომ ბევრად უფრო ძლიერები არიან. [290] ეს შენ სასტუმრო საჩუქრად
გეძლევა იმ ფეხის სანაცვლოდ, ღვთისდარ ოდისევსს რომ ესროლე, როცა ის სახლში
დახეტიალობდა.“
ასე ლაპარაკობდა რქადაგრეხილი ხარების მეჯოგე. შემდეგ ოდისევსმა ხელჩართულ
ბრძოლაში დაჭრა დამასტორიდესი გრძელი შუბით, ხოლო ტელემაქოსმა დაჭრა ლაოკრიტოს
ევენორიდესი, ბრინჯაო შიგ მუცელში ჩასცა, იგი წაიქცა და შუბლით დაასკდა მიწას. სწორედ მაშინ
ათენამ ასწია სიკვდილისმომტანი ეგისი ჭერიდან ზემოთ და ისინი დაიზაფრნენ. სასიძოები
თავზარდაცემულები დარბოდნენ დარბაზში, როგორც ჯოგს არბენინებს საძოვარზე [300]
კრაზანების გუნდი, რომელიც თავს ესხმის ძროხებს გაზაფხულზე, როცა დღე იმატებს. სხვები,
როგორც მოხრილკლანჭებიანი და მოღუნულნისკარტიანი სვავები თავს ესხმიან ჩიტების გუნდებს,
რომლებიც ღრუბლებს ქვემოთ ფრინავენ, დაუნდობლად ესხმიან თავს, ხოცავენ ისინი კი თავს ვერ
იცავენ და გასაქცევიც არ გაჩნიათ, ხალხი ამას უყურებს და ერთობა, ზუსტად ასე დაესხნენ თავს
სასიძოებს და დაუნდობლად ხოცავდნენ აქეთ-იქით მთელ დარბაზში. გაისმა საზარელი გოდება,
როდესაც დაეცნენ მოკლულები და იატაკი სისხლით მოითხვარა. [310] ლეიოდესი მიიჭრა
ოდისევსთან, მუხლებზე წაავლო ხელი, ფრთოსანი სიტყვით მიმართა და სთხოვა: „მუხლმოყრილი
გევედრები, ოდისევს, პატივი მეცი და შემინდე, რადგან არასოდეს მითქვამს რამე ცუდი და არ
დამიშავებია არაფერი არც ერთი ქალისთვის ამ დარბაზში. პირიქით, ვცდილობდი სხვა სასიძოები
გამეჩერებინა, როდესაც ასეთ რამეს აკეთებდნენ. მაგრამ მე არ დამიჯერეს და ხელი არ აიღეს
ბოროტებაზე. ამიტომაც საკუთარი უგუნურების გამო შეხვდნენ თავიანთ სამარცხვინო დაღუპვას.
მაშინ მე, მისანი მათ შორის, ვისაც ბოროტება არ ჩამიდენია, უნდა დავეცე, როგორც ისინი;
სიკეთისათვის თურმე მადლობას არავინ გეტყვის.“
[320] წარბშეკვრით შეხედა მას და უთხრა მარჯვე ოდისევსმა: „თუკი ამტკიცებ, რომ მისანი
ხარ მათ შორის, მაშინ, ეტყობა, ხშირად უნდა გელოცა ჩემს სასახლეში, რომ მე ვერასოდეს
დავბრუნებულიყავი ტკბილად ჩემს სამშობლოში, ხოლო შენ ჩემი საყვარელი ცოლი მოგეყვანა და
ბავშვები გაგეჩინა. ამიტომ მძიმე სიკვდილს ვერსად გაექცევი.“
ასე თქვა, მძლავრი ხელი დაავლო ხმალს, რომელიც იქ იდო, აგელაოსს დაუვარდა
სიკვდილის წინ და ყელში ჩასცა, თავი ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როცა მტვერში ჩავარდა.
[330] აოდოსი ფემიოს ტერპიადესი, რომელიც სასიძოებს იძულებით უმღეროდა, ჯერ კიდევ
ცდილობდა, სიკვდილს გადარჩენოდა. იგი იდგა გვერდითა კარის მახლობლად, ხელთ ეპყრა
თავისი მჟღერხმიანი ფორმინქსი. გონებაში ორ გზაზე ფიქრობდა: ხომ არ გამოსულიყო დარბაზიდან
და დამჯდარიყო საოჯახო კერის მფარველი დიდი ზევსის საკურთხეველთან, სადაც ლაერტესსა და
ოდისევსს ხშირად დაუწვავთ ხარის ბარკლები, თუ ოდისევსთან მიჭრილიყო და მუხლმოდრეკილი

155
შევედრებოდა. ეს გზა მოეჩვენა უკეთესად, როცა დაფიქრდა – მუხლზე ჩაევლო ხელი ოდისევს
ლაერტიადესისთვის. [340] მართლაც, მიწაზე დადო თავისი ღრუ ფორმინქსი, ვერცხლით გაწყობილ
ტახტსა და შესაზავებელ კრატერს შორის, მიიჭრა ოდისევსთან, მუხლებზე მოეხვია, ფრთოსანი
სიტყვით მიმართა და თხოვა: „შენი მუხლების სახელით გევედრები, ოდისევს! პატივი მეცი და
შემინდე! სიმწარეს ნახავ, თუ მოკლავ ღმერთებისა და ადამიანებისთვის მომღერალ კაცს.
თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ღმერთი მკარნახობს ყველანაირ სიმღერას, მზად ვარ გიმღერო, როგორც
ღმერთს, არ იჩქარო და ყელი არ გამომჭრა! [350] ტელემაქოსიც, შენი საყვარელი ძე, გეტყოდა ამას,
რომ ხშირად ხშირად შენს სახლში საკუთარი ნებით არ მოვდიოდი, რომ სასიძოებისთვის მემღერა
ვახშმის შემდეგ, ისინი ბევრნი იყვნენ, ძლიერები იყვნენ და იძულებით მოვყავდი.“
ასე თქვა, მას უსმინა ტელემაქოსის წმინდა ძალამ და მაშინვე უთხრა მამას, რომელიც
გვერდით ედგა: „შეჩერდი, არ დაჭრა ეს უდანაშაულო კაცი ბრინჯაოთი, გადავარჩინოთ მაცნე
მედონიც, რომელიც მუდამ ზრუნავდა ჩემზე ჩვენს სახლში, ბავშვი რომ ვიყავი, თუკი
ფილოიტიოსმა ან მეღორემ უკვე არ მოკლეს, [360] ან შენ არ შეგეჩეხა, როცა მთელ სახლში
მძვინვარებდი.“
ასე თქვა და გულით ბრძენმა მედონმა გაიგონა, რადგან მოკუნტული იწვა სკამის ქვეშ და
ახლახან დამზადებული ხარის ტყავი ჰქონდა მოხურული, რომ შავ სიკვდილს გაქცეოდა. უცებ
წამოიჭრაა სკამის ქვემოდან, მიეჭრა ტელემაქოსს, მუხლებზე მოეხვია, ფრთოსანი სიტყვით მიმართა
და თხოვა: „მეგობარო, აქ ვარ! შეჩერდი, მამასაც უთხარი, თავისი სიძლიერის სიდიადით
ბრინჯაოთი არ შემეხოს, სასიძოებზე განრისხებული, რომელთაც გააჩანაგეს მისი ქონება [370]
მისივე სასახლეში, უგუნურები, რომლებიც შენ არაფრად მიგიჩნევდნენ.“
მარჯვე ოდისევსმა გაუღიმა და უთხრა: „გამაგრდი, რადგან გადაგარჩინა მან, რომ გულით
იცოდე და სხვასაც მოუყვე, რამდენად ჯობს სიკეთის კეთება ბოროტების კეთებას. მაშ გადით
დარბაზიდან ეზოში, ჩამოჯექით გარეთ, შორს სისხლისღვიდან, შენც და მრავალხმიანი აედოსი,
რომ მე თავისუფლად ვაკეთო სახლში, რაც საჭიროა!“
ასე თქვა და ორნი გავიდნენ გარეთ და დასხდნენ დიდი ზევსის საკურთხევლის წინ, [380]
აქეთ-იქით იხედებოდნენ, მუდამ სიკვდილის მოლოდინში. ოდისევსმაც მთელ სახლში მიმოიხედა,
ვინმე ცოცხალი ხომ არ დარჩა და არ იმალებაო, შავ სიკვდილს რომ გაექცესო. ცხადად ხედავდა
ყველას, სისხლსა და მტვერში, ბევრი ეცემოდა თევზივით, რომელიც მეთევზეებმა ნაცრისფერი
ზღვიდან კარგად გაშლილი ბადეებით ამოათრიეს ჩაღრმავებულ ნაპირზე, ყველა
ზღვამონატრებული თევზი ზვინად ეყარა ქვიშაზე, სანამ კაშკაშა მზე სულს არ ამოართმევდა. ასე
დაეყარნენ ერთმანეთს მაშინ სასიძოები. [390] მაშინ ტელემაქოსს უთხრა მარჯვე ოდისევსმა:
„ტელემაქოს, დაუძახე ძიძა ევრიკლეას, სიტყვა ვუთხრა, თავში რომ მომივიდა.“
ასე თქვა და ტელემაქოსმა უსმინა საყვარელ მამას, კარი გამოაღო და უთხრა ძიძა ევრიკლეას:
„ამოდი აქ, დიდი ხნის წინ შობილო დედაბერო, მთელ სასახლეში მონაქალების ზედამხედველო.
მოდი, მამაჩემი გიხმობს, რაღაც უნდა გითხრას.“
ასე თქვა და სიტყვამ გვერდით არ გაიფრინა და ქალმა გააღო კეთილმოწყობილი სასახლის
კარი, შემდეგ [400] წინ დაიძრა, ტელემაქოსი უკან მოჰყვებოდა. შემდეგ დედაბერი ოდისევსს
წააწყდა, მკვდრებში იდგა, ლომივით სისხლით მოთხვრილი, რომელმაც ახლახან მინდორში
მცხოვრები ხარი დაგლიჯა, იდგა სისხლიანი მკერდითა და ყვრიმალებით, საშინელი სანახავი იყო.
ოდისევსი ხელფეხიანად სისხლით შებილწული იყო. როდესაც მოხუცმა ქალმა ცხედრები და
სისხლის უზარმაზარი მორევი დაინახა, სიხარულის ყიჟინა დასცა, საზარელი სურათი რომ ნახა.
მაგრამ ოდისევსმა შეაჩერა იგი, მიუხედავად მისი მზადყოფნისა, [410] ფრთოსანი სიტყვით მიმართა
და უთხრა: „გულში გაიხარე, დედაბერო, მაგრამ თავი შეიკავე და ყიჟინა არ დასცე. ღვთის ნება არაა
მკვდრებით ტრაბახი. ღმერთების ბედისწერამ და საკუთარმა უგუნურმა მოქმედებამ შეიწირა ისინი,
რადგან დედამიწაზე არავის აღიარებდნენ, კარგი იქნებოდა თუ ცუდი, ვინც კი მოვიდოდა, ამრიგად,
საკუთარი უგუნურებით გამოიწვიეს თავიანთი სამარცხვინო დაღუპვა. მაგრამ მოდი და მომიყევი
ქალებზე ჩემს სასახლეში, ვინ შემარცხვინა და ვინაა უდანაშაულო.“
საყვარელმა ძიძა ევრიკლეამ მიუგო: [420] „მაშ კარგი, შვილო, სიმართლეს გეტყვი.
ორმოცდაათი ქალი გყავს სასახლეში, მონები, რომლებსაც სამუშაოს შესრულება ვასწავლეთ,
მატყლის ჩეჩვა და მონობის გადატანა. თორმეტი მათგანი ხელიდან წავიდა, არც მე მერიდებოდნენ
და არც პენელოპეს. ტელემაქოსი დავაჟკაცდა, მაგრამ დედა ნებას არ აძლევდა, მონაქალებზე
ებატონა. მაგრამ მოდი, ნება მომეცი, ავიდე ბნათელ საწოლ ოთახში და რაღაც ვუთხრა შენს
მეუღლეს, რომელსაც რომელიღაც ღმერთმა სიზმარი გამოუგზავნა.“

156
[430] მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ჯერ არ გააღვიძო, მაგრამ აქ მოუხმე ქალებს,
რომლებსაც სამარცხვინო საქციელი აქვთ ჩადენილი.“
ასე თქვა, დედაბერმა გაიარა დარბაზი და გავიდა, რომ გადაეცა ქალებისთვის და მოსვლა
ებრძანებინა. მაშინ ოდისევსმა იხმო თავისთან ტელემაქოსი, მეჯოგე და მეღორე და მიმართა
ფრთოსანი სიტყვით: „ცხედრები გავიტანოთ ახლა, ქალებს ვუბრძანოთ, მერე გავწმინდოთ
მშვენიერი სკამები და მაგიდები წყლითა და დახვრეტილი ღრუბლებით. [440] როდესაც მთელ
სახლს წესრიგში მოიყვანთ, გაიყვანე ქალები მშვენიერი დარბაზიდან ადგილას თაღსა და ეზოს
ლამაზ გალავანს შორის და იქ აკუწეთ გრძელი ხმლებით, სანამ არ ამოართმევ სულს სუყველას და
სანამ არ დაივიწყებენ აფროდიტეს, რომლის სახელითაც საიდუმლოდ უწვებოდნენ და
ნებდებოდნენ სასიძოებს.“
ასე თქვა და მოვიდნენ ქალები, ყველანი ერთად, საშინლად მოთქვამდნენ, ცხარე ცრემლს
ღვრიდნენ. ჯერ მოცვალებულთა ცხედრები გაიტანეს და კარგად შემოღობილი კარიბჭის ქვეშ
დაასვენეს, [450] ერთმანეთზე დააწყვეს. ოდისევსი თავად მოუწოდებდა ამისკენ, უბრძანა და ისინი
ასრულებდნენ, ოღონდ იძულებით. შემდეგ გაწმინდეს მშვენიერი სკამები და მაგიდები წყლითა და
ნახვრეტიანი ფორებიანი ღრუბლებით. შემდეგ ტელემაქოსმა, მეჯოგემ და მეღორემ თოხებით
მოწმინდეს იატაკი კეთილნაგებ სასახლეში, ხოლო ქალებს მონაფხეკი გაჰქონდათ გარეთ და იქ
ყრიდნენ. როდესაც მთელი დარბაზი მოაწესრიგეს, მონაქალები გაიყვანეს კეთილმოწყობილი
დარბაზიდან, და [460] დაამწყვდიეს თაღსა და ეზოს გალავანს შორის ვიწრო სივრცეში, რომელსაც
გასაქცევი არ ჰქონდა. მაშინ ბრძანა გონიერმა ტელემაქოსმა: „სუფთა სიკვდილით ვერ გამოვასალმებ
სიცოცხლეს იმათ, ვინც შეგვარცხვინა მე და დედაჩემი და სარეცელი გაუყო სასიძოებს.“
ასე თქვა და მუქცხვირიანი ხომალდის ბაგირი მიამაგრასს მაღალ ბოძს და შემოავლო თაღს,
მჭიდროდ დაჭიმა, მაღლა, რომ ვინმე ფეხით მიწას ვერ მიწვდომოდა. როგორც მტრედები და
გრძელფრთიანი შაშვები გაებმებიან ბარდებში დაგებულ მახეში, [470] როდესაც ჩიტები ქანდარაზე
დასაბუდებლად მიფრინავენ და საზარელი სარეცელი მიესალმებათ, ასე ქალებს თავი ხელებით
ეჭირათ და ყელზე ყველას ყულფი ჩამოაცვეს, რომ ყველაზე საძაგელი სიკვდილით
მომკვდარიყვნენ. იხრჩობოდნენ და ფეხებს იქნევდნენ, სულ ცოტა ხანს. წინკარით გამოიყვანეს
მელანთიოსი ეზოში, დაუნდობელი ბრინჯაოთი მოკვეთეს ცხვირი და ყურები, საზარდული
დააჭრეს და უმ საჭმელად მიუგდეს ძაღლებს, მძვინვარე მრისხანებით დააჭრეს ხელ-ფეხი. შემდეგ
კი თავად დაიბანეს ხელ-ფეხი. და შევიდნენ სახლში ოდისევსთან. საქმე გაკეთდა. [480] მაშინ
ოდისევსმა უთხრა საყვარელ ძიძა ევრიკლეას: „მომიტანე გოგირდი, მოხუცო ქალო, სიბილწე რომ
გავწმინდო და მომიტანე ცეცხლი, რომ შევახრჩოლო დარბაზი. და შესთავაზეთ პენელოპეს, აქ
მოვიდეს თავის მოახლეებთან ერთად, ასევე უბრძანეთ ყველა მონაქალს, აქ გამოცხადდეს.“
მას უპასუხა საყვარელმა ძიძა ევრიკლეამ: „ჭეშმარიტად, შვილო, შენ ეს ყველაფერი სწორად
ბრძანე. მაგრამ მოდი, მე მოგიტან სამოსელს, მოსასხამსა და ქიტონს, რომ არ იდგე შენს სასახლეში
და ფართო მხრებს რომ არ მალავდე ძონძებში. არ გეკადრება.“
[490] მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „უპირველეს ყოვლისა, ცეცხლს დავანთებ ჩემს
სასახლეში.“
ასე თქვა და საყვარელი ძიძა ევრიკლეა დაემორჩილა, მოუტანა ცეცხლი და გოგირდი.
შემდეგ ოდისევსმა საგულდაგულოდ შეახრჩოლა დარბაზი, სახლი და ეზო. დედაბერი ისევ წავიდა
ოდისევსის მშვენიერი სახლის გავლით, რომ გადაეცა ქალებისათვის ამბავი და ეთხოვა,
მოსულიყვნენ და ისინი გამოვიდნენ თავიანთი დარბაზიდან ჩირაღდნებით ხელში. როდესაც
ოდისევსს შემოეხვივნენ და თბილად ჩაიკრეს გულში, შუბლსა და მხრებზე კოცნიდნენ [500] და
ხელს ართმევდნენ, ქვითინისა და კვნესის ტკბილმა სურვილმა მოიცვა, რადგან გულით იცნო ყველა
მათგანი.

157
ოცდამესამე სიმღერა: ოდისევსი და პენელოპე
1-84 ევრიკლეა ახალ ამბებს ატყობინებს პენელოპეს; 85-140 პენელოპე ვერ იჯერებს; 141-204
საქორწინო სარეცელი; 205-246 პენელოპე რწმუნდება; 247-299 ოდისევსი ხელახლა ჰყვება
ტირესიასის წინასწარმეტყველებას; 300-372 ოდისევსი პენელოპეს თავის ამბავს უყვება.

დედაბერი ზედა ოთახში ავიდა კრიახით, უნდა უთხრას დედოფალს, რომ მისი საყვარელი მეუღლე
შინაა. მუხლები სწრაფად მოძრაობდნენ, ფეხები მიცუნცულებდნენ. თავს დაადგა და სიტყვა უთხრა:
„გაიღვიძე, პენელოპე, საყვარელო შვილო, რომ საკუთარი თვალით ნახო, რასაც ელი მთელი ამდენი
ხანია! ოდისევსი ჩამოვიდა, თავის სახლს მიაღწია, მართალია გვიან, მაგრამ მაინც, ამოხოცა მამაცი
სასიძოები, რომლებიც მის სახლს აწუხებდნენ, ქონებას უჩანაგებნენ და მის შვილს ემუქრებოდნენ.
[10] მაშინ კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა: „საყვარელო დედა, ღმერთებმა ჭკუაზე შეგშალეს,
მათ შეუძლიათ ყველაზე აზრიანი ადამიანების ტვინის ამღვრევაც და ყველაზე
ტყვინამღვრეულების მოჭკვიანებაც; ეს მათ აგირიეს გონება, თუმცა აქამდე ჭკუა-გონებას არ
უჩიოდი. რატომ დასცინი იმას, ვისაც გული მწუხარებით აქვს სავსე, რომ ამ დაუჯერებელ ზღაპარს
მომიყვე, გამომაღვიძო ტკბილი ძილიდან, რომელმაც შემკრა და საყვარელი ქუთუთოები დამიხურა?
რადგან ასე გემრიელად არასოდეს მძინებია მას შემდეგ, რაც ოდისევსი წავიდა იმ ბოროტი ილიონის
სანახავად, რომლის სახელის ხსენებაც არ შეიძლება. [20] არა, წადი ახლა და ქალების დარბაზში
დაბრუნდი. რადგან რომელიმე სხვა ჩემი კუთვნილი მოახლე რომ მოსულიყო, ეს ამბავი გადმოეცა
და გავეღვიძებინე, ამისთვის სასწრაფოდ, სიძულვილით გავაგდებდი თავის დარბაზში. ეს
სარგებელი მაინც მოგიტანა შენმა სიბერემ.“
საყვარელმა ძიძა ევრიკლეამ უპასუხა: „მე სულაც არ დაგცინი, საყვარელო შვილო, ეს
მართლაც ასეა. ოდისევსი ჩამოვიდა, ჩამოაღწია თავის სახლში, როგორც გეუბნები, ის უცხოელია,
სასახლეში ყველა რომ შეურაცხყოფდა! ტელემაქოსმა დიდი ხანია იცის, რომ აქ იყო, [30] მაგრამ
ფრთხილად მალავდა მამამისის განზრახვებს, სანამ მან ვერ შეძლო ქედმაღალ ხალხზე შურისძიება.“
ასე თქვა, პენელოპემ გაიხარა და საწოლიდან წამოხტა. ჩაეხუტა დედაბერს, შემდეგ ცრემლმა
იხუვლა თვალებიდან და ფრთოსანი სიტყვები აღმოხდა: „მოდი, საყვარელო დედა, უტყუარად
მითხარი, თუ ეს სიმართლეა და სახლში ჩამოაღწია, როგორც ამბობ, როგორ დახოცა უსინდისო
სასიძოები მარტომ, თუკი ისინი მუდამ ერთად იყვნენ დარბაზში?“
საყვარელმა ძიძა ევრიკლეამ უპასუხა: [40] „არ მინახავს. არ მიკითხავს. ამის სანაცვლოდ
მხოლოდ მომაკვდავთა კვნესა მესმოდა. ჩვენ, ქალები, ვისხედით ჩვენი კეთილნაგები ოთახების
კუთხეში დაზაფრულები და კარგად მორგებული კარი არ გვიშვებდა მანამ, სანამ საბოლოოდ, შენმა
შვილმა ტელემაქოსმა არ მომიხმო დარბაზიდან, რადგან მამამ გამოგზავნა ჩემს დასაძახებლად.
მაშინ მე ვიპოვე ოდისევსი, დახოცილთა ცხედრებს შორის იდგა მყარ მიწაზე, ისინი კი ერთმანეთზე
იყვნენ ახოხრილი. სული გაგითბებოდა, იგი რომ დაგენახა, სისხლით მოთხვრილი, ლომივით. ახლა
ცხედრები ეზოს კარებთანაა გატანილი, [50] ის კი გოგირდით ახრჩოლებს თავის მშვენიერ სასახლეს,
დიდი ცეცხლი აქვს გაჩაღებული, მე კი შენთან გამომგზავნა. ასე რომ, წამობრძანდი, რომ ორივემ
გულები ბედნიერების გზას გაუყენოთ, რაკი ამდენი უბედურება გადაგიტანიათ. ახლა, როგორც
იქნა, ეს ძველი სურვილი ახდა: თავისით ჩამოვიდა, ცოცხალი, ჯანმრთელი და ორივენი, მისი ცოლ-
შვილი აქ დახვდით, სასახლეში; ვინც მას ბოროტება მიაყენა, სასიძოებზე, ყველაზე იძია შური
საკუთარ სახლში.“
მაშინ კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა: „საყვარელო დედა, ჯერ ნუ ტრაბახობ ასე
ძლიერ და ნუ კრიახობ, [60] რადგან შენ იცი, როგორ მიიღებენ მას, თუკი სასახლეში გამოჩნდება,
ყველა, განსაკუთრებით კი მე და შვილი, რომელიც ჩვენ ერთად გავაჩინეთ; მაგრამ ეს მონათხრობი
მართალი არაა, რასაც შენ ამბობ. სინამდვილეში რომელიღაც ღმერთმა დახოცა სახელგანთქმული
სასიძოები, მათ სამწუხარო ქედმაღლობასა და სულისშემხუთველ თავხედობაზე განრისხებულმა.
ვინაიდან ისინი არავის არ სცემდნენ პატივს დედამიწაზე, არც ცუდს და არც კარგს, ვინც უნდა
მოსულიყო, ამ უსინდისობისთვის პასუხი აგეს, მაგრამ ოდისევსმა თავისი დაბრუნება აქაიასგან
შორს დაკარგა და თავად დაიღუპა.“
მაშინ მას უპასუხა საყვარელმა ძიძა ევრიკლეამ: [70] „ჩემო შვილო, ეს რა სიტყვა დასცდა შენს
კბილთა ზღუდეს? ამბობ, რომ შენი მეუღლე, რომელიც უკვე აქ არის ახლა, თავის კერასთან,
აღარასოდეს დაბრუნდება! შენი გული სულ ურწმუნოა. მაგრამ წამოდი, შენ კიდევ გაქვს ნიშანი,

158
ძალიან ცხადი, რომელიც უნდა გითხრა, ნაჭრილობევი, ოდესღაც ტახმა რომ თეთრი ეშვი გაჰკრა, მე
დავუნახე, ფეხებს რომ ვბანდი და მინდოდა, შენთვის მეთქვა, მაგრამ ხელი დამაფარა პირზე და
ბრძენის გონებამ ლაპარაკის უფლება არ მომცა. ასე რომ, წამოდი. მე საკუთარ სიცოცხლეს
ჩამოვდივარ ფსონად, თუკი მოგატყუებ, ყველაზე უბადრუკი სიკვდილით გამოსტუმრე.
[80] მაშინ კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა: „საყვარელო დედა, ძნელია შენთვის
მარადიული ღმერთების რჩევების გაგება, თუმცა კი ძალიან ბრძენი ხარ. მაგრამ წავიდეთ, ჩემი ვაჟი
ვნახოთ, დავინახო, რომ სასიძოები მკვდრები არიან და წინ მოკლა ისინი.“
ასე თქვა და გამოვიდა საწოლი ოთახიდან და მისი გული მაგრად დაფიქრდა, შორიდან
გამოეკითხა საყვარელი მეუღლე, თუ ახლოს მისულიყო, შუბლზე ეკოცნა და ხელი ჩაეჭიდა.
როგორც კი შევიდა და ქვის ზღურბლი გადალახა, ოდისევსის პირისპირ დაჯდა, ცეცხლის ელვარე
სინათლეში, [90] შორეულ კედელთან. კაცი იჯდა მაღალ სვეტთან, ქვემოთ იყურებოდა,
ელოდებოდა მას, თავის მძლავრ მეუღლეს, ეტყოდა თუ არა რამეს, როდესაც ქალის თვალები
დაინახავდნენ. დიდხანს იჯდა ქალი მდუმარედ, გაოგნებამ მოიცვა იგი. ერთი პირობა სახეში
უყურებდა, შეიძლებოდა ვერც ეცნო, რადგან ძონძები ეცვა. ტელემაქოსმა გაკიცხა დედა, სახელით
მიმართა და უთხრა: „ცუდი დედა ხარ, დედაჩემო, სასტიკი გული გაქვს, რატომ ხარ
შემობრუნებული მამაჩემისგან, რატომ არ მიუჯდები და არ დაელაპარაკები და არ გამოჰკითხავ? არც
ერთ სხვა ქალს არ ექნებოდა შენსავით სასტიკი გული, ზურგს არ შეაქცევდა თავის ქმარს, რომელმაც
ათასი გასაჭირი გადაიტანა, მეოცე წელს ჩამოვიდა თავის სამშობლოში, მაგრამ შენი გული ქვაზე
უფრო მაგარია.“
კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა: „შვილო ჩემო, გული ჩემს მკერდში განცვიფრებულია.
საერთოდ, არც მასთან ლაპარაკი შემიძლია, არც მისი გამოკითხვა. სახეში პირდაპირ ყურება არ
შემიძლია. ეს თუ მართალია, ბოლოს და ბოლოს, თუ ეს ოდისევსია და შინ დაბრუნდა, ჩვენ ორნი
აუცილებლად ვიცნობთ ერთმანეთს, რადგან ჩვენ ჩვენი ნიშნები გვაქვს, [110] სხვებისგან ფარული,
რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით.“
ასე თქვა მან და მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა გაიღიმა და იმავე წამს მიმართა
ტელემაქოსს ფრთოსანი სიტყვით: „დიახ, ტელემაქოს, დაე, დედაშენმა გამომცადოს მე სასახლეში,
სწრაფად მიცნობს, უკეთესადაც კი. მაგრამ ახლა, როცა ბინძური ვარ და ბინძური სამოსი მაცვია, ჯერ
საპატიო ვინმედ არ მივჩნივარ და ვერ იტყვის, რომ მე ის ვარ. მოდი, განვიხილოთ, საუკეთესო რა
შეგვიძლია, დღეს გავაკეთოთ. რადგან თუკი ვინმე თუნდაც ერთ კაცს მოკლავს სამეფოში, უამრავ
შურისმაძიებელს გაიჩენს ამის შემდეგ. [120] ისიც გარბის და ტოვებს ახლობლებსა და სამშობლოს.
ჩვენ ქალაქის საძირკველი დავხოცეთ, საუკეთესო ჭაბუკები საუკეთესონი ითაკაში. გთავაზობთ,
ვიფიქროთ ამაზე.“
მაშინ გონიერმა ტელემაოქსმა უპასუხა: „შენ თვითონ შეხედე ამ საქმეს, საყვარელო მამა.
რადგან შენ საუკეთესო რჩევის მოცემა შეგიძლია ადამიანებს შორის და ვერავინ იქნება მოკვდავ
კაცთაგან, ვინც შეგეკამათება. ჩვენ სიამოვნებით მოგყვებით და მე სულ არ მგონია, რომ ძალამ არ
გვეყოფა, რადგან ძალა არის აქ.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: [130] „მაშასადამე, გეტყვი, რა მიჩანს საუკეთესოდ.
უპირველესად, დაიბანეთ და ქიტონი ჩაიცვით და თხოვე მონაქალებს, სამოსი შეირჩიონ. შემდეგ
დაე, ღვთაებრივი აედოსი ჟღერადი ფორმინქსით ხელში იყოს ჩვენი წინამძღოლი სათამაშო ცეკვაში,
ასე რომ, ყველამ იფიქროს, რომ ქორწილია, გარედან რომ გაიგონებს, ვინც გზაზე მიდის, ან ვინც
ახლოს ცხოვრობს. დაე, ხმა სასიძოების ამოხოცვაზე არ გავრცელდეს ფართოდ მთელ ქალაქში, სანამ
ჩვენ არ გავეშურებით ჩვენს ხეებით მდიდარ ნაკვეთში. იქ [140] განვიხილოთ ყველა უპირატესობა,
რომელიც ოლიმპოსელმა შეიძლება ხელში ჩაგვიგდოს.“
ასე თქვა, სხვებმა ყურადღებით მოუსმინეს და დაემორჩილნენ. ჯერ დაიბანეს და თავიანთი
ქიტონები ჩაიცვეს, ქალებმაც ჩაიცვეს, ღვთაებრივმა მომღერალმა აიღო ღრუ ფორმინქსი და აღძრა
მათში ტკბილი სიმღერისა და მშვენიერი ცეკვის სურვილი. დიდი დარბაზიდან გამოდიოდა
მშვენიერი ქამრებით შემკული მოცეკვავე კაცებისა და ქალების მოძრაობის ხმა; ვინც ამ ხმას სახლის
გარედან გაიგონებდა, იტყოდა: „როგორც ჩანს, ვიღაც მართლა დაქორწინდა ჩვენს დიდი ხნით
ნანატრ დედოფალზე, რომლის ხელს ბევრი მიელტვოდა. [150] სასტიკი ქალია, არ იზრუნა
საკუთარი ქმრის სახლზე, არ დაელოდა, როდის ჩამოვიდოდა.“ ასე იტყოდა ერთი მათგანი, მაგრამ
არ ეცოდინებოდათ, რა მოხდა. ამასობაში, საკუთარ სახლში დიასახლისმა ევრინომემ
დიდგულოვანი ოდისევსი განბანა, ზეითუნის ზეთით დაზილა, ქიტონი ჩააცვა და ლამაზი
მოსასხამი მოასხა. მაშინ ათენამ მას თავზე დააღვარა დიდი სილამაზე, რომ უფრო მაღალი და

159
განიერი გამოჩენილიყო, და თავზე აუყვავა ხუჭუჭი თმები, რომლებიც დაიყარნენ, როგორც
სუმბულის ყვავილები. როგორც ვინმე მოხერხებული პირი ვერცხლს ოქროს ასხამს, [160] ვისთვისაც
ეს ჰეფესტოსსა და ათენა პალასს უსწავლებიათ ყველანაირი ოსტატობა და მოსაწონი საქმიანობა, ასე
დააღვარა მადლი მას თავსა და მხრებზე და ისიც უკვდავის იერით გამოვიდა აბანოდან, დაბრძანდა
სკამზე, რომელზეც იჯდა, მეუღლის პირისპირ და უთხრა მას: „უცნაურო ქალო! ყველა ქალისაგან
განსხვავებით, ოლიმპოსზე სახლების მქონეებს, შენი გული ყველაზე უფრო ჯიუტი შეუქმნიათ. არც
ერთი სხვა ქალი ასე უგულოდ არ შეხვდებოდა კაცს, რომელმაც ამდენი განსაცდელი გამოიარა, [170]
სანამ მეოცე წელს შინ არ დაბრუნდებოდა საკუთარ სამშობლოში. მაგრამ მოდი, დედა, დამიგე
ლოგინი, რომ დავწვე ცალკე. რადგან ამ ქალს მკერდში რკინის გული აქვს.“
მაშინ კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა მას: „უცნაურო კაცო! არც თავი მომაქვს და არც
მძულხარ და არც ძალიან გაკვირვებული ვარ. მშვენივრად მახსოვს, როგორი იყავი, ითაკიდან რომ
გაემგზავრე შენი გრძელნიჩბიანი ხომალდით. მოდი, ევრიკლეა, ლოგინი დაუგე იმ მშვენიერ
საწოლზე, რომელიც თვითონ გააკეთა. იქაა გატანილი მყარი ლოგინი და მასზე დაუფინეთ [180]
საწმისი, მოსასხხამი და ელვარე საბნები.“
ასე თქვა, – ამოწმებდა თავის ქმარს. მაშინ ოდისევსმა მრისხანედ მიმართა თავის
გულწრფელ მეუღლეს: „ქალო, ამ სიტყვით, ახლა რომ ბრძანე, ძალიან მატკინე გული. ვინ გაიტანა
და სხვა ადგილას ვინ დადგა საწოლი? ერთ კაცს გაუჭირდებოდა ამის გაკეთება, რა მაგარიც უნდა
ყოფილიყო, ღმერთი თუ არ გამოცხადდა და იოლად თუ არ გადაიტანა სხვა ადგილზე. ადამიანთა
შორის არ მოიძებნება ცოცხალი მოკვდავი, რა ახალგაზრდა და მძლავრიც უნდა იყოს, რომელიც
იოლად დაძრავდა მას ადგილიდან, რადგან მასში განსაკუთრებული ნიშანია, ვინმე სხვამ ხომ არა,
მე თვითონ გავაკეთე იგი. [190] ეზოში იზრდებოდა ზეთისხილის ხე, მაგარი, მძლავრი, ტანი
სვეტივით ჰქონდა. მის ირგვლივ ავაშენე ჩემი ოთახი მჭიდროდ დაწყობილი ქვებით, სანამ არ
დავასრულე და არ გადავხურე სახურავით და დავკიდე საგდულებიანი კარი. ამის შემდეგ გავსხიპე
ზეთისხილის ხე, ბრინჯაოთი გადავჭერი მისი ტანი, კუნძი გავრანდე ზუსტად, ტყავით ვამოწმებდი
მთელი დრო და ამგვარად ოსტატურად მივეცი მას საწოლის სახე. ბურღით დავბურღე ყველაფერი,
სანამ არ დავასრულე საწოლი. [200] გავაწყვე იგი ოქროთი, ვერცხლითა და სპილოს ძვლით. მე
გადავჭიმე მასზე ხარის ტყავის ღვედი ელვარე მეწამული ფერისა. ამრიგად, გიცხადებ ამ ნიშანს,
მაგრამ არ ვიცი, მთელია თუ არა ის საწოლი, ქალო, თუ ვინმე კაცმა ძირში გადაჭრა ზეთისხილის ხე
და სხვაგან გადაიტანა.“
ასე თქვა, ქალს მუხლი მოეკვეთა და საყვარელი გული დაეწურა, როდესაც ეცნო ნიშნები,
რომელსაც მუდმივად აჩვენებდა ხოლმე ოდისევსი. თვალცრემლიანი მიეჭრა მას, ორივე ხელი
კისერზე შემოაჭდო ოდისევსს, შუბლზე აკოცა და უთხრა: „არ გამიბრაზდე, ოდისევს, [210] რადგან
ყველაფერში უბრძენესი ხარ კაცთა შორის. ღმერთებმა მოგვიტანეს უბედურება, მათ შეშურდათ,
რომ ჩვენ შეიძლება ერთად ვყოფილიყავით, სიყმაწვილით დავმტკბარიყავით და სიბერის
ზღურბლზე ერთად მივსულიყავით. ახლა ნუ გამიბრაზდები და ნუ აღშფოთდები, რადგან თავიდან,
როცა დაგინახე, წესიერად ვერ მოგესალმე. რადგან მკერდში ჩემი გული მუდამ სავსე იყო შიშით,
ვინმე არ მოსულიყო და არ ვეცდუნებინე თავისი სიტყვებით, რადგან ბევრი ვინმეა, ვინც ბოროტს
განიზრახავს. არგოსელი ჰელენეც კი, ზევსის ასული, არ დანებდებოდა სიყვარულით უცხოელს,
[220] რომ ცოდნოდა, რომ აქაველთა მეომარი შვილები მას საყვარელ სამშობლოსა და სახლში
დააბრუნებდნენ. დიახ, მართლაც, ღმერთმა აიძულა, სამარცხვინო საქციელი ჩაედინა, მაგრამ
მანამდე მას გულში ეს შეცდომა არ ჰქონია, უბადრუკი შეცდომა, რომელმაც პირველი მწუხარება
მოგვიტანა. ახლა, როდესაც შენ ჩვენი საწოლის ასეთ ცხად ნიშნებს მოჰყევი, რაც არც ერთ მოკვდავს
არ უნახავს ჩვენ ორისა და ერთადერთი მოახლის, აქტორისის გარდა, რომელიც მამამ გამომაყოლა,
აქ რომ მოვდიოდი, რომელიც იცავდა ჩვენი კეთილნაგები საწოლი ოთახის კარს, [230] შენ
დაარწმუნე ჩემი გული, თუმცა იგი მართლაც სასტიკია.“
ასე თქვა ქალმა და კიდევ უფრო გააძლიერა კაცში ქვითინის სურვილი. ხელთ ეპყრა
საკუთარი მეუღლე, თავისი ბრწყინვალე, გულწრფელი მეუღლე და ტიროდა. ასე სანატრელია
მეზღვაურებისთვის მიწა, რომელიც გამოჩნდა, როდესაც მათი კეთილნაგები ხომალდი პოსეიდონმა
დალეწა ზღვაში, ქარმა და მძლავრმა ტალღებმა შეიწირეს, და ზოგიერთებმა ცურვით მიაღწიეს
მიწას, ირგვლივ კი მათ სხეულს ფარავდა ზღვის ქაფი, გახარებულები ადგამენ ფეხს მიწას; სწორედ
ამ სიხარულით უხაროდა პენელოპეს, მეუღლე იყო მისი მიწა [240] და თეთრ ხელებს ვერ აშორებდა
მის კისერს. ამასობაში ვარდისფერთითებიანი ეოსი ამობრწყინდებოდა მათ ქვითინზე,
თვალსხივოსან ათენას რომ სხვა გადაწყვეტილება არ მიეღო. გრძელი ღამე დააყოვნა მან და შეაჩერა

160
ოქროსტახტიანი ეოსი ოკეანოსის ნაკადთან, არ შეაკაზმინა თავისი ფეხმარდი ცხენები, ხალხისთვის
სინათლის მომტანი ლამპოსი და ფაეთონი, გარიჟრაჟის მომტანი კვიცები. სწორედ მაშინ მარჯვე
ოდისევსმა უთხრა თავის მეუღლეს: „ჩემო მეუღლე, ჩვენი გამოცდა ჯერაც არ დამთავრებულა,
კიდევ იქნება უდიდესი გარჯა, [250] ხანგრძლივი და მძიმე, რომლითაც მე სრულად უნდა
გავისარჯო. რადგან ასე მიწინასწარმეტყველა მე ტირესიასის სულმა იმ დღეს, როდესაც ჰადესის
სახლს მივადექი და ჩემთვისა და ჩემი მეგობრებისთვის შინ დაბრუნების გზას ვეძებდი. მაგრამ
მოდი, წავიდეთ, ჩემო მეუღლე, და დავწვეთ, რომ ტკბილი ძილი მოგვეკიდოს და ჩვენი მოსვენებით
დავტკბეთ. მაშინ მას უთხრა კეთილგონიერმა პელენოპემ: „შენი საწოლი მზად დაგხვდება, როცა კი
მოისურვებ, რადგან ღმერთებმა გაიძულეს, ჩამოსულიყავი შენს კეთილმოწყობილ სახლში და შენს
სამშობლოში. [260] რაკი თქვი შენს თავგადასავალზე, რა ჩაგიდო ღმერთმა გულში, მოდი, მომიყევი
ამბავს, მერე ხომ მაინც გავიგებ და ახლა რომ მოჰყვე, უკეთესი იქნება.“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „შეპყრობილო! რატომ მიბრძანებ, ახლავე მოგითხრო?
კარგი, მოგიყვები, აღარ დავმალავ. არ მოეწონება ეს შენს გულს, ისე როგორც მეც არ მომწონს, რადგან
მიბრძანა მოკვდავთა ძალიან ბევრი ქალაქში წავსულიყავი, კარგად-გამოთლილი ნიჩბით ხელში,
სანამ იმათ არ მივაღწევ, ვინც ზღვა არ იცის და არ ჭამს მარილით შენელებულ საჭმელს, არ იციან
არც წითელფერდიანი გემები და არც კეთილნაკეთი ნიჩბები – ხომალდების ფრთები. მან ძალიან
ცხადად მითხრა ნიშანი და არც მე არ დაგიმალავ შენ. როდესაც სხვა მგზავრი შემხვდება და მეტყვის,
რომ თვალისმომჭრელ მხარზე სანიავებელი მაქვს, მიწაში უნდა ჩავარჭო კეთილნაკეთი ნიჩაბი და
ბრწყინვალე წმინდა მსხვერპლი შევწირო მბრძანებელ პოსეიდონს, – ცხვარი, ხარი და ღორების
მნერბავი ტახი, შემდეგ კი შინ უნდა დავბრუნდე და შევწირო წმინდა ჰეკატომბები [280]
ერთმანეთის მიყოლებით უკვდავ ღმერთებს, რომელთაც უპყრიათ ვრცელი ზეცა. სიკვდილი კი
ჩემთან ზღვიდან მოვა, შორიდან, ძალიან ნაზი სიკვდილი მომკლავს უზრუნველი სიბერით
გაბეზრებულს, მაგრამ ჩემი ხალხი ბედნიერი იქნება. მითხრა, რომ ასე მოხდება ყველაფერი.“
კეთილგონიერმა პენელოპემ უპასუხა: „თუკი ღმერთები მართლაც ბედნიერ სიბერეს
მოგიტანენ, მაშინ არის იმედი, რომ ბოროტებას გადაურჩები.“
ასე ეუბნებოდნენ ერთმანეთს ასეთ რამეებს. ამასობაში ევრინომემ და ძიძამ [290] რბილი
საბნებით ლოგინი მოამზადეს ანთებული ლამპრების შუქზე. შემდეგ, როცა მათ სახელდახელოდ
გაამზადეს მკვიდრადნაგები საწოლი, დედაბერი შინ დაბრუნდა მოსასვენებლად, ხოლო ცოლ-ქმარს
საწოლისკენ ხელში ჩირაღდნით გაუძღვა მოახლე ევრინომე. მას შემდეგ, როდესაც ოთახში შეუძღვა,
მოახლე დაბრუნდა. ცოლ-ქმარი სიხარულით მიადგა თავისი ძველი საწოლის ადგილს.
ტელემაქოსმა, მეჯოგემ და მეღორემ ცეკვისგან შეაჩერეს ფეხები, შემდეგ შეაჩერეს ქალებიც და
დაწვნენ მოსასვენებლად ბნელ დარბაზში. [300] როდესაც წყვილმა სიყვარულის სიამით გული
იჯერა, ტკბებოდნენ ამბებით, რომელთაც ერთმანეთს უყვებოდნენ. ღვთაებრივი ქალი ყვებოდა, თუ
რა გადაიტანა სასახლეში, როდესაც სასიძოთა სასიკვდილო ხროვას უყურებდა, რომელმაც მის გამო
მრავალ მსუქან ცხვარსა და ძროხას გამოღადრა ყელი და დოქებით უამრავი ღვინო შესვა. შემდეგ
ზევსის შობილი ოდისევსი ჰყვებოდა, რა სატკივარი გაუჩინა ადამიანებს და თვითონაც რა
განსაცდელი გამოიარა. ყველაფერს მოჰყვა, ცოლი სიამოვნებით უსმენდა და ძილი არ მიეკარა მის
თვალებს, სანამ ყველაზე ყველაფერს არ მოჰყვა. [310] დაიწყო იმით, რომ ჯერ კიკონები დაამარცხა,
შემდეგ მივიდა ლოტოფაგოსების მდიდარ ქვეყანაში და შემდეგ მოჰყვა ყველაფერს, რაც კიკლოფსმა
ჩაიდინა და როგორ აზღვევინა კიკლოფსს მისი მძლავრი მეგობრების დაღუპვა, რომლებიც
კიკლოფსმა დაუნდობლად გადასანსლა. შემდეგ, თუ როგორ მივიდა ეოლოსთან, რომელმაც იგი
გულითადად მიიღო და გზას გაუყენა; რომ ჯერ არ ეწერა საყვარელ სამშობლოში დაბრუნება, რომ
ქარიშხალმა მოიტაცა და მრავაწყლიან უფსკრულში გააქანა და მძიმედ აკვნესა. შემდეგ, როგორ
მივიდა ლესტრიგონელ ტელეპილოსთან, რომელმაც გაუნადგურა მისი ხომალდები და
ლამაზსაბარკულიანი თანამებრძოლები, [320] როგორ გადარჩა ოდისევსი თავისი შავი ხომალდით.
შემდეგ მოჰყვა კირკეს ყველა ცბიერებაზე და იმაზე, როგორ მიადგა თავისი მრავალნიჩბიანი
ხომალდით ჰადესის ხავსმოდებულ სახლს, რომ გასაუბრებოდა თებეელი ტირესიასის სულს და
როგორ ნახა თავისი ყველა მეგობარი და დედა, რომელმაც შვა და აღზარდა, პატარა რომ იყო. როგორ
გაიგონა მჟღერი სირენების ხმა, როგორ მივიდა მოძრავ კლდეებთან და საზარელ ქარიბდისთან,
სკილასთან, რომელსაც უვნებელი ვერავინ გადურჩებოდა. შემდეგ როგორ ამოხოცეს მისმა
თანამგზავრებმა ჰელიოსის ძროხები და როგორ დალეწა [330] მაღლითმჭექმა ზევსმა მისი სწრაფი
ხომალდი კვამლიანი ელვით და როგორ დაიღუპნენ მისი კეთილი მეგობრები და თვითონ როგორ
გადაურჩა სიკვდილის ბოროტ ამალას. როგორ მოხვდა კუნძულ ოგიგიაზე ნიმფა კალიფსოსთან,

161
რომელმაც დაატყვევა თავის ღრუ გამოქვაბულში და სურდა, მისი ქმარი ყოფილიყო, როგორ იყო
ნიმფა მასზე გადაყოლილი და როგორ ჰპირდებოდა მარადიულ უკვდავებასა და უბერებლობას და
რომ მაინც ვერასოდეს ვერ დაიყოლია მკერდში მისი გული. და შემდეგ მრავალი ტანჯვის
გადატანით როგორ მივიდა ფეაკებთან, რომლებმაც გულითადად მიიღეს იგი, როგორც ღმერთი,
[340] ხომალდით გამოაგზავნეს თავის საყვარელ სამშობლოში და აჩუქეს ბლომად ბრინჯაო, ოქრო
და სამოსი. ეს იყო ბოლო სიტყვა, რომელიც თქვა, როდესაც ტკბილი ძილი დაეცა თავს და გული
საზრუნავისგან გაუთავისუფლა.
თვალსხივოსანმა ათენამ ახლა სხვა რამ მოიფიქრა. როდესაც მან გადაწყვიტა, რომ
ოდისევსმა მეუღლესთან სასიყვარულო თამაშითა და ძილით გული იჯერა, დაუყოვნებლივ
ამოიყვანა ოკეანიდან ადრეშობილი ოქროსტახტიანი ეოსი, რომ ხალხისთვის სინათლე მოეტანა.
ოდისევსი წამოდგა თავისი რბილი საწოლიდან და უბრძანა ცოლს: „ჩემო მეუღლე, ჩვენ ორივემ
უამრავი სატანჯველი გადავიტანეთ, შენ აქ დარდობდი ჩემს დაბრუნებაზე, მე კი ზევსი და სხვა
უკვდავი ღმერთები მთელი ეს დრო, თუმცა სამშობლოდან შორს მყოფი მუდამ შინისკენ
მოვილტვოდი, ხელს მიშლიდნენ, სამშობლოში დავბრუნებულიყავი. მაგრამ ახლა, როდესაც ჩვენი
სურვილის სარეცლის გაზიარება გვეღირსა, შენ უნდა იზრუნო იმ სიმდიდრეზე, რაც სასახლეში
გვაქვს; რაც შეეხება ჯოგს, კოლტს, ფარასა და არვეს, რომლებიც თავხედმა სასიძოებმა გაგვიჩანაგეს,
მე მოვიპოვებ ნადავლად, დანარჩენს აქაველები მომცემენ, სანამ ჩემს ეზოებს არ გაავსებენ; ახლა კი
მივდივარ ჩემს მდიდარ მამულში, [360] რომ ჩემი კეთილი მამა ვნახო, რომელიც მუდმივად
დარდობს ჩემზე. ჩემო მეუღლე, შენ გაკისრებ, თუმცა ისეთაც გონიერი ხარ, როგორც კი მზე ამოვა,
ხმა გავარდება სასიძოებზე, მე რომ ამოვხოცე სასახლეში. ადი მოახლეებთან ერთად შენს საწოლ
ოთახში, იქ იჯექი და არავის უყურო და არავინ გამოკითხო.“
ასე თქვა და მხრებზე მოისხა ლამაზი აბჯარი, შემდეგ გააღვიძა ტელემაქოსი, მეჯოგე და
მეღორე და უბრძანა, ხელთ ეპყრათ საბრძოლო აღჭურვილობა. ისინი დაემორჩილნენ და ბრინჯაო
აისხეს, [370] კარი გააღო და გამოვიდა და წინ წაუძღვა მათ ოდისევსი. სინათლე უკვე იყო მიწაზე,
მაგრამ ათენამ ღამე გადააფარა მათ და სწრაფად გამოიყვანა ქალაქიდან.

162
ოცდამეოთხე სიმღერა: ათენა მშვიდობას ამყარებს

1-56 აგამემნონი მიწისქვეშეთში; 57-97 აგამემნონის აჩრდილი ჰყვება აქილევსის დაკრძალვის ამბავს;
98-204 ამფიმედონის აჩრდილი ჰყვება სასიძოების ბედზე; 205-301 ოდისევსი პოულობს ლაერტესს;
302-355 ოდისევსი თავს გაუმჟღავნებს ლაერტესს; 356-411 დოლიოსი იცნობს ოდისევსს; 412-462
ითაკელები თავს იყრიან; 463-501 ათენა ეკითხება ზევსს; 502-548 ათენა მშვიდობას ამყარებს.

ამასობაში კილენეელმა ჰერმესმა მოიხმო სასიძოთა სულები. ხელთ ეპყრა ოქროს ლამაზი კვერთხი,
რომლითაც ძილს გვრის თვალებს ან, პირიქით, აფხიზლებს. ხელი აიქნია და გაუძღვა მათ
ბუტბუტით, ისინიც გაჰყვნენ. როგორც ღამურები უზარმაზარი მღვიმის კუთხეში ბუზღუნით
მიფრინავენ მას შემდეგ, რაც თავიანთი გუნდიდან ერთი ჩამოუვარდათ კლდიდან, ისინი,
ერთმანეთს ჩაჭიდებულები, მიჰყვებოდენ მას და [10] მწყალობელი ჰერმესი მათ ობიან გზაზე
მიუძღვოდა. მათ ჩაუარეს ოკეანოსის ნაკადებსა და თეთრ კლდეს, მზის კარიბჭესა და სიზმართა
სამეფოს. ისინი სწრაფად ჩავიდნენ ასფოდელოსის ველზე, სადაც ბინადრობენ სულები, იმ
ადამიანთა აჩრდილები, რომლებიც გარჯას მორჩნენ. აქ იპოვეს სულები აქილევს პელეიადესისა,
პატროკლოსისა, კეთილშობილი ანტილოქოსისა და აიასისა, რომელიც სილამაზითა და აღნაგობით
ყველა დანაელს აღემატებოდა კეთილშობილი პელეიონის შემდეგ. ასე იყვნენ თავმოყრილი
აქილევსის ირგვლივ, მათ მიუახლოვდათ [20] ატრეიდეს აგამემნონის მწუხარე სული. მის ირგვლივ
შეჯგუფდნენ სხვებიც, ვინც მასთან ერთად მოკვდა ეგისთოსის სახლში. პელეიონის სული პირველი
გაესაუბრა მათ: „ატრეიდეს, ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ყველა გმირი კაცისგან განსხვავებით შენ
ყოველთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყავი ელვის ხალისით მტყორცნელი ზევსისთვის, რადგან
შენ მრავალ მძლავრ კაცს მართავდი ტროის სამეფოში, როდესაც ჩვენ, აქაველები, განსაცდელში
ვიყავით. მაგრამ საზარელი ბედისწერა მეტისმეტად მალე დაგიდგა გვერდით, თუმცა საბოლოოდ
მას თავს ვერავინ დააღწევს. [30] როგორ ვისურვებდი, იქ, ტროის სამეფოში გწვეოდა ეს ბედისწერა,
როდესაც ამოდენა პატივში იყავი, მაშინ ხომ პანაქაველები საფლავზე ყორღანს აღგიმართავდნენ და
შვილს უზარმაზარ სახელს დაუტოვებდი სამომავლოდ. ახლა კი ყველაზე საძაგელი ხვედრი
გერგუნა.“
ატრეიდესის სულმა უპასუხა: „პელევსის ბედნიერო ძეო, ღმერთების მსგავსო აქილევს,
რომელიც ტროაში მოკვდი, შორს არგოსიდან და სხვები, რომლებიც ასევე დაეცნენ, ტროელთა და
აქაველთა საუკეთესო შვილები, რომლებიც შენი ცხედრისთვის იბრძოდნენ, როდესაც მტვრის
კორიანტელში იწექი [40] მძლავრი და აღარ დარდობდი ცხენოსნობაზე. ჩვენ ვიბრძოდით მთელი
დღე და ბრძოლას არასოდეს შევწყვეტდით, ზევსს რომ არ შევეჩერებნეთ ქარიშხლით. ამის შემდეგ
ჩვენ შენი სხეული ბრძოლიდან ხომალდზე გადავიტანეთ, დაგაწვინეთ საკაცეზე, გავწმინდეთ
მშვენიერი სხეული თბილი წყლითა და ზეთით. დანაელებმა ცხარე ცრემლი ღვარეს და თმები
მოიკვეცეს. დედაშენი ზღვის უკვდავ ნიმფებთან ერთად ამოვიდა ზღვიდან, როდესაც ამბავი
მიუვიდა და საზარელი კივილის ხმა გაისმა და აცახცახდენ აქაველები. [50] ისინი მაშინვე
წამოიშალნენ და თავიანთ ღრმამუცლიან ხომალდებზე ავარდებოდნენ, რომ არ შეეჩერებინა კაცს,
რომელმაც ძველი და უამრავი სიბრძნე იცოდა, ნესტორს, რომლის რჩევა ადრეც საუკეთესოდ
ითვლებოდა. კეთილგანწყობით მიმართა მან ყველას და ბრძანა: „შეჩერდით, არგოსელებო, არ
გაიქცეთ, აქაველო ყმაწვილებო! ეს დედამისია, რომელიც უკვდავ საზღვაო ნიმფებთან ერთად
მოდის ზღვიდან თავის შვილთან, რომელიც მოკვდა.“საძ
ასე თქვა და დიდსულოვანი აქაველები გათავისუფლდნენ შიშისაგან. მაშინ შენს ირგვლივ
იდგნენ ზღვის ბერიკაცის ასულები, საბრალობლად ქვითინებდნენ და უკვდავ სამოსში გამოგაწყვეს.
[60] ცხრა მუზა მშვენიერი ხმით გიმღეროდა გამოსათხოვარ საგალობელს. ვერ იპოვიდი არგოსელს,
თვალი ცრემლით რომ არ ჰქონოდა სავსე, ისე ღრმად იმოქმედა მათზე ტკბილხმოვანმა მუზამ.
ჩვიდმეტ დღეს და ღამეს დაგტიროდით შენ უკვდავი ღმერთები და მოკვდავი ადამიანები,
მეთვრამეტე დღეს მიგეცით ცეცხლს და შენს ირგვლივ დავხოცეთ უამრავი ძალიან მსუქანი ცხვარი
და რქადაგრეხილი ძროხა. ასე დაგწვით ღვთაებრივი სამოსით, უამრავი საცხითა და ტკბილი
თაფლით დაზელილი და უთვალავი აქაველი საჭურვლიანი გოლიათი ტრიალებდა კოცონის
ირგვლივ, სანამ შენ იწვოდი, [70] როგორც ქვეითი, ისე მხედარი და დიდი ხმაური იდგა. მას შემდეგ,
რაც ჰეფესტოსის ალი გაგისწორდა, განთიადისას შენი თეთრი ძვლები ჩავდეთ, აქილევს,
მოსასვენებლად შეურეველ ღვინოსა და ზეთში. დედაშენმა მოგვცა ოქროს ორყურიანი ამფორა. მან

163
თქვა, რომ ეს სახელგანთქმული ჰეფესტოსის ნახელავი და დიონისოსის საჩუქარია. მასში
განისვენებენ შენი თეთრი ძვლები, ბრწყინვალე აქილევს, შერეული მკვდარი პატროკლოს
მენოიტიადესის ძვლებთან, ოღონს განცალკევებულად ანტიოქოსისა, რომელსაც ყველაზე მეტად
სცემდი პატივს, მას შემდეგ, რაც პატროკლოსი მოკვდა. [80] შემდეგ მათ დავადგით დიდი და
კეთილშობილი ყორღანი ჩვენ, აქაველ მეშუბეთა წმინდა ლაშქარმა, ფართო ჰელესპონტოსის ზღვაში
შეჭრილ კონცხზე, რომ შორიდან ჩანდეს ზღვიდან იმათთვის ვინც უკვე დაიბადა და იმათთვისაც,
ვინც მომავალში იქნება. დედაშენმა ღმერთებს სთხოვა ბრწყინვალე ჯილდოები და დააწყო ისინი
შეკრების ადგილზე საუკეთესო აქაველებისთვის. შენ მრავალი მეომარი ვაჟკაცის დასაკრძალავ
ასპარეზობაში ყოფილხარ: მეფე რომ კვდება, ყმაწვილები ქამარს იკეთებენ და ასპარეზობისთვის
ემზადებიან, [90] მაგრამ სწორედ ამ ასპარეზობას რომ შესწრებოდი, გულით გაგიკვირდებოდა,
ისეთი ბრწყინვალე ჯილდოები შეარჩია შენს სახელზე ფერცხლისფეხება ქალღმერთმა თეტისმა,
რადგან შენ განსაკუთრებით უყვარდი ღმერთებს. ასე რომ, არც სიკვდილის შემდეგ დაგიკარგავს
სახელი, აქილევს, შენი დიდება უკვდავია მთელი კაცობრიობისთვის სამუდამოდ. მაგრამ მე რა
მომიტანა იმან, რომ ომის კვანძი შევკარი? ზევსმა ხომ ჩაიფიქრა, დაბრუნებისთანავე დავეღუპე
უბადრუკი სიკვდილით ეგისთოსისა და ჩემი წყეული მეუღლის ხელით.“
ასე საუბრობდნენ ერთმანეთში, როდესაც არგოსის მკვლელი მაცნე მიუახლოვდა მათ,
რომელსაც [100] ოდისევსისგან დახოცილი სასიძოები ჩაჰყავდა ქვემოთ. ეს ორი, გაოცებული,
პირდაპირ მათკენ გაეშურა, როგორც კი დაინახეს. ატრეიდეს აგამემნონის სულმა იცნო მელანევსის
საყვარელი ძე, სახელოვანი ამფიმედონი, რადგან მან უმასპინძლა, როდესაც ითაკის სახლში
ცხოვრობდა. პირველი ატრეიდესის სული გაესაუბრა: „ამფიმედონ, რა მოგსვლიათ, ამ ბნელ მიწაში
რამ მოგიყვანათ, ამდენი რჩეული და თანატოლი? უკეთესად ვერც აარჩევდა ხალხს ვერავინ მთელ
ქალაქში. ნუთუ პოსეიდონმა მოგიღოთ ბოლო თქვენს ხომალდებზე, [110] როდესაც ძლიერი ქარი
და მაღალი ტალღები დაგაცხროთ თავს?! ან იქნებ ხმელეთზე ამოგხოცეს მტრებმა, რომლებსაც
ძროხების ჯოგი და ცხვრების ფარა გაუნადგურეთ, ან რომლებიც თავიანთ ქალაქსა და ქალებს
იცავდნენ? მიპასუხე, მე ხომ შენი სტუმარი და მეგობარი ვარ. ნუთუ არ გახსოვს, მე რომ შენს სახლში
გეწვიე ღვთისდარ მენელაოსთან ერთად, რომ დამერწმუნებინა ოდისევსი, კეთილგემბანიანი
ხომალდებით ილიონში წამოგვყოლოდა? მთელი თვე ვიცურეთ მაშინ ვრცელ ზღვაზე და ძლივს
დავარწმუნეთ ოდისევსი, ქალაქთმმუსვრელი.“
[120] ამფიმედონის სულმა უპასუხა: „სახელგანთქმულო ატრეიდეს, ხალხთა ბელადო
აგამემნონ, ეს ყველაფერი მახსოვს, ზევსის აღზრდილო, რასაც ამბობ. მე წვრილად მოგიყვები, თუ
როგორ შედგა ჩვენი სიკვდილის ბოროტი მოვლენა. ჩვენ დიდი ხნის წასული ოდისევსის მეუღლის
ცოლად მოყვანა გვსურდა, მას არც უარი უთქვამს და არც თანხმობა თავისთვის საძულველ
ქორწინებაზე, რადგან ჩვენს სიკვდილსა და დაღუპვაზე ფიქრობდა. კიდევ ერთი ხრიკი მოუვიდა
თავში: თავის დარბაზში უზარმაზარი, თხელი და გრძელი ქსელი გაშალა და [130] ქსოვა დაიწყო,
ჩვენ კი გვითხრა: «ყმაწვილო კაცებო, ჩემო სასიძოებო, მას შემდეგ, რაც მოკვდა ოდისევსი,
გეჩქარებათ ჩემთან ქორწინება, მაგრამ მოითმინეთ, დავასრულო ეს სამუშაო – რომ ჩემი გარჯა
უნაყოფოდ არ დასრულდეს, სუდარა უნდა შევუკერო გმირ ლაერტესს იმ დროისთვის, როდესაც
საბედისწერო სიკვდილი, რომელსაც ხანგრძლივი მწუხარება მოაქვს, წააქცევს მას. ვერ დავუშვებ,
რომ რომელიმე აქაველმა ქალმა საყვედურად წამომაძახოს, ამდენი გამარჯვების მომტანი ვაჟკაცი
სუდარის გარეშე დატოვაო.» ასე თქვა და ჩვენმა ვაჟკაცურმა სულმა დაუთმო. ასე რომ, დღისით
ქსოვდა ამ უზარმაზარ სუდარას, [140] მაგრამ ღამით, ლამპრების შუქზე, ხელახლა არღვევდა მას.
სამი წელი შეუმჩნეველი გვრჩებოდა აქაველებს ეს ხრიკი, მაგრამ როდესაც მეოთხე წელი დადგა,
წელიწადის დრო განმეორდა, ძალიან ბევრი დღე გავიდა და თვეები ამოიწურა, სწორედ მაშინ ერთმა
ქალმა, ვინც დანამდვილებით იცოდა ეს, გვითხრა და ჩვენ თავზე დავდექით, როდესაც ბრწყინვალე
სუდარას არღვევდა. ძალიან არ უნდოდა, მაგრამ იძულებით დაასრულა სუდარა. როდესაც გვაჩვენა
ნაქსოვი და დიდი სუდარა შეკერა, გარეცხადა მზე და მთვარესავით ააელვარა, სწორედ მაშინ
რომელიღაც ბოროტმა ღვთაებამ ოდისევსი მოიყვანა [150] მის ნაკვეთზე, სადაც მისი მეღორე
ცხოვრობს. მაშინ მისი საყვარელი ძეც ჩამოვიდა ქვიშიანი პილოსიდან შავი ხომალდით. ამ ორმა
ერთად ჩაიფიქრა სასიძოების ბოროტი სიკვდილი და სახელგანთქმულ ქალაქში შემოვიდნენ. დიახ,
ოდისევსი უკან მიჰყვებოდა, წინ ტელემაქოსი მოდიოდა. მეღორემ მოგვიყვანა ბინძურ ძონძებში
გამოწყობილი, უბადრუკ მათხოვარ ბერიკაცს ჰგავდა, ჯოხით ძლივს დადიოდა, ნივთებიც
საცოდავი ჰქონდა და ძონძებიც. ვერც ერთმა ჩვენგანმა, იმათაც კი, ვინც უფროსი იყო ასაკით, [160]
ვერ იცნო მასში ოდისევსი, როდესაც უეცრად გამოჩნდა, ჩვენც არ დავაკელით ავი სიტყვა და

164
მირტყმა-მორტყმა. ერთხანს უდრტვინველად იტანდა ცემასა და თავდასხმას საკუთარ სასახლეში,
გამაგრებული გულით. მაგრამ როდესაც ეგისისმპყრობელი ზევსის გონებამ აღძრა იგი,
ტელემაქოსის დახმარებით მშვენიერი საჭურველი საკუჭნაოში გადამალა და ჩარაზა იქაურობა.
შემდეგ მთელი თავისი ცბიერებით უბრძანა მეუღლეს, სასიძოებთან მშვილდი და ნაცრისფერი
რკინა გამოეტანა და მშვილდოსნობის ასპარეზობა გამორცხადებინა ჩვენთვის, უბედური
ხალხისთვის, რაც ჩვენი დაღუპვის დასაწყისი გამოდგა. [170] ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ შეძლო
ლარის ჩამოცმა მძლავრ მშვილდზე, – ძალიან სუსტები აღმოვჩნდით. მაგრამ როდესაც დიდი
მშვილდი ოდისევსს უნდა ჩავარდნოდა ხელში, ჩვენ ყვირილი მოვრთეთ, არ მიეცათ მისთვის,
რამდენიც უნდა ელაპარაკა; მაგრამ ტელემაქოსმა დაიყოლია და უბრძანა, აეღო. მაშინ ხელში აიღო
იგი მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა, იოლად გამართა და რკინაში გაატარა ისარი.
წავიდა, ზღრურბლზე დადგა, სწრაფი ისარი ამოიღო და მეფე ანტინოოსს მოარტყა. [180] შემდეგ
გამოუშვა ისრები, ააკვნესა სხვები, პირდაპირ უმიზნებდა და მოკლული სასიძოების ზვინი დადგა.
ცხადი გახდა, რომ რომელიღაც ღმერთი წყალობდა მათ და ეხმარებოდა, რადგან სწრაფად
გამოგეკიდნენ მთელ სასახლეში და მიყოლებით ამოგვხოცეს, დაჭრილები კვნესოდნენ და იატაკი
სისხლის ნიაღვარმა დაფარა. ასე დავიღუპეთ, აგამემნონ, ახლაც ჩვენი სხეულები უპატრონოდ ყრია
ოდისევსის სასახლეში. ჩვენმა ახლობლებმა ჩვენს სახლებში ჯერაც არაფერი არ იციან, იმათ, ვინც
საბოლოოდ განბანენ ჩვენს ცხედრებს, [190] საპატიოდ დაასვენებენ, დაიტირებენ, რაც
მიცვალებულისთვის საპატიო საჩუქარია.“
ატრეიდესის სულმა პასუხად ბრძანა: „ლაერტესის ბედნიერო ბიჭო, მარჯვე ოდისევს, დიახ,
შენ გერგო მეუღლე, დიდი ღირსებით შემკული, კეთილი სულით აღვსილი, უზადო პენელოპე,
იკარიოსის ასული, როგორ არ დაივიწყა ოდისევსი, თავისი მეუღლე. ამიტომაც მისი სიქველის
დიდება არასოდეს არ ჩაქრება და უკვდავები შექმნიან სიმღერას იმათთვის, ვინც მიწაზეა,
საგალობელს დახვეწილ და თავშეკავებულ პენელოპეზე. როგორ არ ჰგავს მას ტინდარეოსის ასული,
რომელმაც ბოროტი საქმე ჩაიფიქრა და [200] კანონიერი მეუღლე სიცოცხლეს გამოასალმა; მისი
სიმღერა ადამიანებისთვის ამაზრზენი იქნება და ბოროტი სიდიადით ჩირქს მოსცხებს ყველა ქალს,
იმათაც კი, რომლებიც ღირსეულად იქცევიან.“
ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, როდესაც ჰადესის სახლში იდგნენ, მიწისქვეშეთში.
მას შემდეგ, რაც დანარჩენები ჩამოვიდნენ ქალაქიდან, ისინი სწრაფად წავიდნენ ლაერტესის
მშვენიერ და კეთილმოწყობილ ნაკვეთში, რომელიც ძველ დროში თავისთვის მოიგო ლაერტესმა და
ბევრი იწვალა, რომ გაეუმჯობესებინა. იქ იყო მისი სახლი და მის ირგვლივ ქოხები, სადაც ჭამდნენ,
ისხდნენ და ღამეებს ათენებდნენ მისი [210] მონები, რომლებიც ხალისით ემსახურებოდნენ. მათ
შორის იყო სიცილიელი დედაბერი, რომელიც მოხუცს მზრუნველობით უვლიდა ამ ნაკვეთზე,
ქალაქიდან შორს. მაშინ ოდისევსმა უთხრა თავის მონებსა და შვილს: „ახლა კეთილმოწყობილ
სახლში შედიხართ, დაუყოვნებლივ დაკალით სადილისთვის საუკეთესო ღორი, მე კი წავალ,
მამაჩემს გამოვცდი, მიცნობს თუ ვერა, რომ დამინახავს, ამდენი ხანი რომ არ ვყოფილვარ.“
ასე თქვა და მონებს გადასცა თავისი საბრძოლო აღჭურვილობა. [220] შემდეგ ისინი სწრაფად
შევიდნენ სახლში, თავად ოდისევსი კი ნაყოფით მდიდარი ბაღისკენ დაიძრა. როდესაც დიდ ბაღში
შევიდა, ვერც დოლიოსი იპოვა, ვერც მისი მონები და ვერც მისი შვილები, ისინი წასულან ბაღის
გალავნისთვის ქვების მოსაგროვებლად და ბერიკაცი მათ მიუძღოდა. მამა მარტო იყო კარგად
დამუშავებულ ბაღში, მცენარეებთან ფუსფუსებდა. შელახული გაცვეთილი და დაკერებული
ქიტონი ეცვა და ხარის ტყავის შეკრული საბარკულები ეკეთა მუხლებზე, ფეხი რომ არ დაეკაწრა;
[230] ხელთათმანი ეკეთა, ეკლებისგან თავის დასაცავად. თავზე თხის ტყავის ქუდი ეხურა.
დამწუხრებული იყო ბერიკაცი. როდესაც მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა სიბერისგან
დასუსტებული და დაღვრემილი მამა დაინახა, მაღალი მსხლის ხის ქშეშ დადგა და ცრემლი წასკდა.
შემდეგ დაფიქრდა, ჩაეხვიოს და აკოცოს მამას, მოუყვეს ყველაფერს, თუ როგორ დაბრუნდა და
აღმოჩნდა სამშობლოში, თუ თავიდან გამოეკითხა და გამოეცადა ყველაფერში. ეს გზა მოეჩვენა
უკეთესად და გადაწყვიტა, [240] თავიდან დამცინავი სიტყვებით გამოეცადა მოხუცი. ამ ფიქრით
დაიძრა მისკენ ღვთაებრივი ოდისევსი. მოხუცი მცენარესთან ფუსფუსებდა თავდახრილი,
ბრწყინვალე შვილი გვერდით დაუდგა და გამოესაუბრა: „მოხუცო, მებაღეობაში დიდად
გამოცდილი კაცი ჩანხარ, ყველაფერი სრულ წესრიგში გაქვს: მცენარე, ლეღვი, ვაზი, ზეთისხილი,
მსხალი, მთელი ბაღი ყვავის. სხვა რამეს გეტყვი, ოღონდ არ გამიბრაზდე, შენ თვითონ არ ჩანხარ
მოვლილი, [250] ცუდი სიბერე გაქვს, ღარიბი ჩანხარ, სამარცხვინოდ და ბინძურად გაცვია. შენი
სიზარმაცის გამო არაა, რომ შენზე ბატონი არ ზრუნავს; რომ გიყურებ, მონას არც გავხარ, გარეგნობა

165
და სიმაღლე მონას კი არა, მეფეს გამგვანებს, მხოლოდ კარგად დაბანა, გამოკვება და მშვიდი ძილი
გაკლია, რაც ყველა ბერიკაცს სჭირდება. მაგრამ მოდი, მითხარი გულწრფელად, ვისი მონა ხარ? ვის
ბაღს უვლი? სიმართლე მითხარი, კარგად გავიგო, მართლა ითაკაზე მოვედით, როგორც [260] ერთმა
კაცმა მითხრა, რომელიც ახლახან შემხვდა, აქეთ რომ მოვდიოდი, მთლად საღ ჭკუაზე არ იყო,
რადგან ყველაფერს არ მომიყვა და არ უსმენდა ჩემს სიტყვებს, როდესაც ვეკითხებოდი ჩემს სტუმარ
მეგობარზე, ცოცხალია თუ გადრაიცვალა და ჰადესშია უკვე. რადგან შენ გეტყვი და შენ უნდა
მომისმინო, ოდესღაც საყვარელ სამშობლოში მივიღე იგი სტუმრად, ჩემთან მოვიდა და
მოკვდავთაგან არავინ, ვინც კი ჩემთან შორიდან მოსულა, არ ყოფილა უფრო სასურველი სტუმარი.
ამტკიცებდა, ითაკაზე დავიბადე და [270] ლაერტეს არკესიადესი იყო მამაჩემიო. მე იგი სახლში
მივიყვანე და კარგად გავართე, ყველაფერი უხვად მივართვი, რაც სახლში გვქონდა. მე მას
საჩუქრები, სასტუმრე საჩუქრები მივართვი, როგორც წესი და რიგია. მივეცი შვიდი ტალანტი
კარგად დამუშავებული ოქრო, მთლიანად ვერცხლის კრატერი ყვავილებიანი, თორმეტი ცალფა
მოსასხამი და ამდენივე საბანი, ამდენივე ლამაზი ფართო მოსასხამი და ქიტონი და, გარდა ამისა,
კეთილშობილ საქმეთა მცოდნე ქალები, ოთხი ძალიან კარგი ქალი, რომელთა არჩევას თავად
აპირებდა.“
[280] მაშინ ცრემლები წასკდა მამას და უპასუხა: „დიახ, უცნობო, იმ მიწაზე ხარ, რომელიც
გინდოდა, მაგრამ იგი ახლა ბოროტი და გარყვნილი კაცების ხელშია. სულ ამაოდ გიჩუქნია
უსასრულო რაოდენობის საჩუქრები. რადგან ცოცხალი რომ გეპოვნა ითაკის ქვეყანაში, იგი
გაგისტუმრებდა კიდევ უფრო მეტი საჩუქრითა და კეთილი მასპინძლობით, რადგან ასე ეკუთვნის
იმას, ვინც წამოიწყებს ამ სტუმარ-მასპინძლობას. მაგრამ მოდი და სუსტად მომიყევი ყველაფერს.
რამდენი წლის წინ გაუმასპინძლდი [290] იმ კაცს, იმ უბედურს, ჩემს ვაჟს, ჩემს საბრალო შვილს? იგი
ხომ სამშობლოდან შორს ან თევზებმა შეჭამეს ზღვაში სადღაც, ან მტაცებელი ფრინველებისა და
ველური მხეცების საკბილო გახდა. ვერც მშობელმა დედამ დაიტირა იგი, ვერც მე, ვერც
მდიდარმზითვიანმა მეუღლემ, კეთილგონიერმა პენელოპემ ვერ დაიტირა წესისამებრ საკაცეზე
დასვენებული, ვერ დაუხუჭა თვალები, როგორც მიცვალებულს ეკადრება. და სიმართლე მითხარი,
კარგად რომ ვიცოდე. რა კაცი ხარ? საიდან ხარ? სადაა შენი ქალაქი? ვინ არიან შენი მშობლები? სად
დგას შენი სწრაფი ხომალდი, რომელმაც ჩამოგიყვანა, [300] სად არიან შენი ღვთისდარი მეგობრები?
ან იქნებ შენ სხვა ხომალდის მგზავრი იყავი, რომელმაც ჩამოგსვა ხმელეთზე და თავისი გზა
გააგრძელა?“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „მე ყველაფერს ზუსტად მოგიყვები. მე ალიბასიდან ვარ, იქ
მიდგას მშვენიერი სახლი, მბრძანებელ აფეიდას პოლიპემონიდესის ვაჟი, მაგრამ მე ეპერიტოსი
მქვია. ღვთაებამ მაიძულა, სიკანიიდან აქ ჩამოვსულიყავი, თუმცა არ მინდოდა, ხოლო ჩემი
ხომალდი იქ დგას, სოფლის იქით, ქალაქიდან შორს. რაც შეეხება ოდისევსს, უკვე მეხუთე წელია,
[310] რაც იქიდან წავიდა და ჩემი სამშობლო დატოვა, უბედურმა. რომ მიდიოდა, ფრინველების
კარგი ნიშნები ჰქონდა, მისგან მარჯვნივ, მე იგი გავამგზავრე, თავადაც გახარებული წავიდა და
ორივეს იმედი გვქონდა, რომ კიდევ შევხვდებოდით, როგორც სტუმარ-მასპინძელი და ერთმანეთს
სახელოვან საჩუქრებს მივუძღვნიდით.“
ასე თქვა და მწუხარების შავმა ღრუბელმა მოიცვა ლაერტესი, ორივე ხელით მჭვარტლიანი
ფერფლი მოაგროვა და ჭაღარა თავზე ძლიერი ოხვრით დაიყარა.
მაშინ გული აუცახცახდა ოდისევსს და მწარე მრისხანება გამოფრინდა მისი ნესტოებიდან,
როდესაც საყვარელი მამა დაინახა. [320] მიეჭრა მას, გულში ჩაიკრა, აკოცა და უთხრა: „აი,
დანამდვილებით ესაა კაცი, მამა, მე ვარ, ვისაც შენ ეძებ. მე დავბრუნდი მეოცე წელს სამშობლოში.
შეწყვიტე ტირილი და ცრემლიანი გოდება, რადგან ყველაფერს გეტყვი, თუმცა სიჩქარეა საჭირო. მე
ამოვხოცე სასიძოები ჩემს სასახლეში, შური ვიძიე მათი ბოროტებისა და სულისშემძვრელი
თავხედობისთვის.“
მაშინ ლაერტესმა უპასუხა: „თუ შენ მართლაც ოდისევსი ხარ, ჩემი შვილი და შენ აქ
მოხვედი, მითხარი ახლა რამე ცხადი ნიშანი, რომ მე დავიჯერო.“
[330] მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ჯერ ამ ნაჭრილობევს დახედე, იმ ჭრილობის კვალია,
ტახმა რომ თავისი თეთრი ეშვით დამიტოვა პარნასოსზე, როდესაც მე იქ გავემგზავრე. შენ და
ბატონმა დედამ გამგზავნეთ იქ, დედაჩემის საყვარელ მამასთან, ავტოლიკოსთან, რომ მიმეღო
ძვირფასი საჩუქრები, რომელთა გადმოცემას აქ ყოფნისას დამპირდა და თავი დამიკრა. ან მოდი,
მოგიყვები ხეებზე კეთილმოწყობილ ბაღში, რომლებიც ოდესღაც გადმომეცი და მე ყველაფერზე
გეკითხებოდი, რადგან ბავშვი ვიყავი და ბაღში ვსეირნობდით, შენ კი თითოეულ მათგანზე

166
მელაპარაკებოდი. [340] შენ მაჩუქე მსხლის ცამეტი, ათი ვაშლისა და ორმოცი ლეღვის ხე. შენ
დამპირდი, რომ მაჩუქებდი ვაზის ორმოცდაათ ძირს, რომლებსაც მიყოლებით დაუმწიფდებოდათ
სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, ზევსის მიერ შეცვლილი წელიწადის დროების მიხედვით.“
ასე თქვა, მუხლები მოეკვეთა და ძვირფასი გული შეუწუხდა პირდაპირ იქ, სადაც იყო,
რადგან კარგად ეცნო ის ნაღდი ნიშნები, ოდისევსმა რომ აჩვენა. ორივე ხელით ჩაეხუტა საყვარელ
შვილს და მრავალტანჯული ღვთაებრივი ოდისევსი გულში იკრავდა, სანამ მას გული მისდიოდა.
შემდეგ, როცა სული მოითქვა და გული გაუმაგრდა მკერდში [350] კიდევ ერთხელ უპასუხა: „მამა
ზევს და მაღალი ოლიმპოსის სხვა ღმერთებო, თუ ეს სიმართლეა, რომ სასიძოებმა პასუხი აგეს
უზნეო და უაზრო ქედმაღლობისთვის, მაგრამ ახლა საშინლად მეშინია, რომ ითაკელები მალე
მოცვივდებიან აქ და კეფალენეს ქალაქებში უმალ შიკრიკებს აფრენენ.“
მარჯვე ოდისევსმა უპასუხა: „გამაგრდი, არ დაუშვა, რომ ეს ამბები შენს გონებას შეეხოს. ამის
ნაცვლად, მოდი, სახლში შევიდეთ, რომელიც ბაღის ბოლოსაა. წინ გამოვუშვი ტელემაქოსი, მეჯოგე
და მეღორე, [360] რომ მათ ჩვენთვის ვახშამი მოემზადებინათ.“
ასე თქვა და ორნი წავიდნენ მშვენიერი სახლისკენ. როდესაც ისინი კეთილმოწყობილ სახლს
მიადგნენ, იქ იპოვეს ტელემაქოსი, მეჯოგე და მეღორე, რომელთაც დიდი რაოდენობით ხორცი
დაეჭრათ და შუშხუნა ღვინო შეეზავებინათ.
ამასობაში სიცილიელმა მოახლემ სახლში განბანა ლაერტესი და ზეითუნის ზეთი შეაზილა,
შემდეგ შესანიშნავი მოსასხამი მოასხა. შემდეგ კი ათენა გვერდით დაუდგა და სხეული გაუზარდა,
უფრო მაღალი და განიერი გამოაჩინა, ვიდრე მანამდე იყო. [370] შემდეგ აბანოდან გამოვიდა. მისი
საყვარელი შვილი აღფრთოვანებული იყო, როდესაც დაინახა, რომ უკვდავ ღმერთებს
დამსგავსებოდა. ფრთოსანი სიტყვები წარმოთქვა: „მამა, უეჭველად რომელიღაც მარადიულმა
ღმერთმა სიმაღლე და იერი უფრო მიმზიდველი გაგიხადა.“
გონიერმა ლაერტესმა უპასუხა: „მამა ზევს, ათენა და აპოლონ, მე რომ ისეთი ვყოფილიყავი,
როგორც მაშინ ვიყავი, ნერიკოსი რომ ავიღე, სანაპიროზე, მაღალ კონცხზე კეთილნაგები
ციხესიმაგრე, როდესაც კეფალენელებს ვმართავდი, აი, ასეთი რომ ვყოფილიყავი გუშინ შენს
გვერდით ჩვენს დარბაზში, [380] აღჭურვილობით მხრებზე, სასიძოების პირისპირ! ბევრს
დავულეწდი მუხლებს სასახლეში და გულს გაგიხარებდი.“
ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ. როდესაც დანარჩენები შრომას მორჩნენ და ვახშამი
მოამზადეს, დასხდნენ რიგებად სკამებსა და ტახტებზე. შემდეგ, როდესაც კერძებისკენ ხელი
გაიწვდინეს, მოხუცი დოლიოსი გამოჩნდა ვაჟებთან ერთად, დაღლილები იყვნენ შრომისგან, მათ
დედამ, სიცილიელმა მოხუცმა ქალმა, მოუხმო, მისი გაზრდილები იყვნენ, მან აღზარდა, ახლა კი
მოხუცზე [390] ნაზად ზრუნავდა მას შემდეგ, რაც სიბერემ ხელი მაგრად ჩასჭიდა. მათ დაინახეს
ოდისევსი, დაფიქრდნენ და გაოგნებუილები იდგნენ დარბაზში. შემდეგ მათ მიმართა ოდისევსმა
გულის მოსაგები სიტყვით: „ბერიკაცო, დაბრძანდი ვახშამზე და დაივიწყე შენი გაოგნება, რადგან
დიდი ხანია, ხელი კერძისკენ მიგვიწევს, მაგრამ მაინც გელოდებოდით.“
ასე თქვა და დოლიოსი გამოენთო მისკენ გაშლილი ხელებით, ოდისევს ხელი გამოართვა,
მაჯაზე აკოცა და ფრთოსანი სიტყვით მიმართა: [400] „საყვარელო, შენ დაგვიბრუნდი, ძალიან
გვინდოდა, მაგრამ აღარ გვჯეროდა, თუმცა თავად ღმერთებმა ჩამოგიყვანა, მოგესალმები, ყველანი
მოგესალმებიან, ღმერთმა ბედნიერება მოგცეს. მითხარი სიმართლე, კარგად რომ ვიცოდე,
პენელოპემ უკვე ცხადად იცის შენი ამბავი, თუ უნდა გავაგზავნო შიკრიკი?“
მას უპასუხა მარჯვე ოდისევსმა: „ბერიკაცო, მან უკვე იცის. რატომღა უნდა გააკეთო?“
ასე თქვა და დოლიოსი ისევ დაბრძანდა კეთილნაკეთებ სკამზე. ასე შეგროვდნენ დოლიოსის
ვაჟები სახელოვანი ოდისევსის ირგვლივ, [410] ესალმებოდნენ მას, ხელს ართმევდნენ. შემდეგ
თავიანთი მამის, დოლიოსის გვერდით დასხდნენ. ამრიგად, ისინი ვახშმობით იყვნენ დარბაზებში
დაკავებული. ამასობაში ხმა, როგორც შიკრიკი გავარდა მთელ ქალაქში და დაიწყო სასიძოების
საზარელი სიკვდილისა და ბედისწერის მოყოლა. ხალხმა ყველაფერი გაიგონა და ოხვრა-კვნესით
მოადგა ოდისევსის სასახლეს. ცხედრები გაიტანეს სახლიდან და დაკრძალეს ისინი; ვინც სხვა
ქალაქიდან იყო, ყველა სახლში გაგზავნეს სწრაფი ხომალდებით, რომ მეზღვაურებს წაეყვანათ. [420]
თავად კი წავიდნენ სახალხო კრებაზე, გულშეწუხებულები. ახლა, როდესაც ერთად მოიყარეს თავი,
ევპეითესი წამოდგა, რადგან სულში დაუვიწყარი მწუხარება ჰქონდა, გლოვობდა ვაჟს, ანტინოოსს,
რომელიც პირველი მოკლა ღვთაებრივმა ოდისევსმა. ცრემლი სდიოდა შვილზე ფიქრისას და ასე
ამბობდა: „ჩემო მეგობრებო, ამ კაცმა აქაველების წინააღმდეგ საზარელი საქმე ჩაიფიქრა! თავისი
ღრმამუცლიანი ხომალდებით ბევრი და საუკეთესო ვაჟკაცი წაიყვანა, მაგრამ ხომალდებიც

167
დაკარგა, თავისი ხალხიც დაკარგა, შემდეგ მოვიდა და სხვები დახოცა, უყოყმანოდ საუკეთესონი
კეფალენელებისგან. [430] მოდით, სანამ ეს კაცი პილოსში გაგვექცა, ან ღვთაებრივ ელისში, სადაც
ეპეიელები მბრძანებლობენ, წავიდეთ, თორემ შემდეგ საშვილიშვილოდ მოგვეჭრება თავი. ]ეს იმ
ხალხისთვისაც კი სირცხვილი იქნება, ვინც ჯერ არ დაბადებულა, თუკი ჩვენ ვერ ვიძიებთ შურს
ჩვენი შვილებისა და ჩვენი ძმებისათვის. ძმებო, ამას თუ ვერ მოვახერხებთ, სიცოცხლე საერთოდ არ
ღირს, მირჩევნია, მოვკდე და მიცვალებულებში ამოვყო თავი. წავიდეთ, არ მივცეთ საშუალება, რომ
ზღვა გადაცურონ!“
ასე თქვა თვალცრემლიანმა და აქაველები სიბრალულმა მოიცვა. ღვთაებრივი მომღერალი
და მედონი მიუახლოვდნენ მათ [440] ოდისევსის სასახლიდან, როგორც კი ძილმა გაუშვა ხელი.
ხალხის შუაგულში დადგნენ და განცვიფრებამ მოიცვა ყველა. მაშინ მედონმა, გულით ბრძენმა,
განაცხადა: „ მომისმინეთ ახლა, ითაკელებო, რადგან ოდისევსს ეს ყველაფერი უკვდავი ღმერთების
ნების წინააღმდეგ არ ჩაუდენია. არა, მე თვითონ დავინახე უკვდავი ღმერთი, რომელიც ოდისევსის
გვერდით იდგა და მენტორის იერი ჰქონდა. უკვდავი ღმერთი ხან ოდისევსის გვერდით იყო და მას
ამხნევებდა, ხან სასიძოების რიგებში აღმოჩნდებოდა და იქ შეჰქონდა არეულობა და ძრწოლა,
არბენინებდა დარბაზში მათ და ერთმანეთის მიყოლებით ეცემოდნენ.“
[450] ასე თქვა და ყველა მოიცვა მწვანე თავზარმა. მათ შორის ხმა ამოიღო ბერიკაცმა, გმირმა
ჰალითერსეს მასტორიდესმა, რადგან მხოლოდ იგი ხედავდა მომავალსა და წარსულს. კეთილი
განზრახვით მიმართა შეკრებილებს და თქვა: „მისმინეთ ახლა, ითაკელებო, რაც უნდა ვთქვა!
თქვენმა ბოროტებამ გამოიწვია ყველაფერი, მეგობრებო, რომ არ დაგვიჯერეთ არც მე, არც ხალხის
წინამძღოლ მენტორს, რომ ჩვენი შვილებისთვის სიბრიყვე დაგვეშალა. საზარელი რამ ჩაიდინეს
თავიანთ ბრმა და უაზრო ბოროტებაში, როდესაც ვაჟკაცი კაცის ქონების გაჩანგება დაიწყეს და
შეურაცხყვეს მისი მეუღლე, [460] დარწმუნებულებმა, რომ ოდისევსი არასოდეს არ დაბრუნდებოდა.
ახლა, დაე, ასე იყოს, დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით. არსად არ დავიძრათ, უარესი უბედურება არ
მოვიმკოთ!“
ასე თქვა და ხმამაღალი ყვირილით წამოიშალა იქ მყოფთა ნახევარზე მეტნი, სხვები კი თავის
სკამებზე ისხდნენ. არ მოეწონათ მისი ნათქვამი, ევპეითესს ენდნენ და აღჭურვილობისკენ
გავარდნენ. შემდეგ, როდესაც მოელვარე ბრინჯაო სხეულზე შემოირტყეს, ერთად შეიკრიბნენ
ვრცელი ქალაქის წინ და ევპეითესი წინ გაუძღვა მათ თავისნთ სიბრიყვეში. [470] ეგონა, შურს
იძიებდა შვილის მკვლელობისთვის, მაგრამ თვითონ ვერ დაბრუნდება, თავის დაღუპვას შეხვდება
ამის სანაცვლოდ. მაშინ ათენამ უთხრა ზევს კრონიონს: „ჩვენო მამა კრონიდეს, უზენაესო
მბრძანებელო, მიპასუხე კითხვაზე: რა მიზანს მალავს ახლა შენი გონება? ბოროტი ომი გსურს და
საზარელი ჩეხვის გაგრძელება, თუ გსურს ზავი ჩამოაგდო მხარეებს შორის?“
ღრუბელთშემკრებმა ზევსმაუპასუხა: „ჩემო შვილო, რატომ მეკითხები ამის თაობაზე? შენ
თვითონ არ მომაწოდე ეს გეგმა, [480] რომ მართლაც ჩამოვა ოდისევსი და შურს იძიებს იმ ხალხზე?
გააკეთე, რაც გინდა, თუმცა მე გეტყვი, რა იქნება სწორი. რაკი ღვთაებრივმა ოდისევსმა დასაჯა
სასიძოები, დაე, დაიფიცონ ერთგულების ფიცით, დაე, მეფე იყოს სამუდამოდ, ჩვენ კი,
ჩვენდათავად, დავავიწყოთ შვილებისა და ძმების სიკვდილი, შეიყვარონ ერთმანეთი, დაე იყოს
მშვიდობა და უხვი სიმდიდრე!“
ასე თქვა და აღძრა ისედაც შემართული ათენა და ისიც დაეშვა ოლიმპოსის სიმაღლიდან. მას
შემდეგ რაც თაფლივით ტკბილი საკვებით იჯერეს გული, [490] სიტყვა თქვა მრავალტანჯულმა
ღვთაებრივმა ოდისევსმა: „ვინმე გავიდეს და ნახოს, ხომ არ გვიახლოვდებიან ისინი ახლა.“
ასე თქვა და დოლიოსის ერთ-ერთი ვაჟი გავიდა, როგორც უბრძანა, გავიდა და დადგა
ზღურბლზე და დაინახა, რომ იქვე იდგნენ და მაშინვე ფრთოსანი სიტყვა უთხრა ოდისევსს: ახლოს
არიან, მოდი, შევიარაღდეთ!“
ასე თქვა და ყველამ აბჯარი აისხა: ოთხნი – ოდისევსი და მისი ამალა და დოლიოსის ექვსი
ვაჟი. თავის მხრივ, ლაერტესმა და დოლიოსმაც აისხეს აბჯარი, ორმა ჭაღაროსანმა, იძულებითმა
მეომარმა. [500] როგორც კი ტანს მოელვარე ბრინჯაო შეიმოსეს, კარი გააღეს და გავიდნენ და
ოდისევსი მიუძღოდათ მათ წინ. ზევსის ასული ათენა მიუახლოვდა მათ, ხმითა და იერით მენტორს
მიმსგავსებული. მრავალტანჯულმა, ღვთაებრივმა ოდისევსმა დაინახა იგი და გაიხარა, მაშინვე
მიმართა ტელემაქოსს, საყვარელ ვაჟს: „ტელემაქოს, ახლა შენ გაიგებ, ბრძოლის ველზე რომ გახვალ,
სად იღებენ საბრძოლო ნათლობას საუკეთესო მეომრები, რომ არ შეარცხვინონ თავიანთ მამათა
სახლი, რადგან ჩვენ ყოვეკთვის აღვემატებოდით ძალითა და ვაჟკაცობით დანარჩენებს
დედამიწაზე.“

168
[510] გონიერმა ტელემაქოსმა უპასუხა: „დაინახავ, თუკი მოინდომებ, საყვარელო მამა, რა
შეუძლია ამ გულს, რადგან მე არ ვაპირებ, როგორც შენ ამბობ, ჩვენი ხაზის გამრუდებას!“
ასე თქვა, ლაერტესმა გაიხარა და ბრძანა: „ძვირფასო ღმერთებო, ეს რა დღე გამითენდა! დიახ,
ძალიან ბედნიერი ვარ! ჩემს შვილი და შვილიშვილი ვაჟკაცობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს.
თვალსხივოსანი ათენა გვერდით დაუდგა და უთხრა: „არკეისიადეს, უსაყვარლესო ჩემს
მეგობართაგან, ილოცე ზევსსა და მის თვალსხივოსან ქალიშვილზე, შემდეგ გულდასმით
გააწონასწორე გრძელი შუბი და ტყორცნე!“
[520] ასე თქვა და ათენა პალასმა შთაბერა მას უდიდესი მძვინვარება. მანაც ილოცა მამა
ზევსსა და მის თვალსხივოსან ასულზე, შემდეგ სწრაფად გააწონასწორა თავისი გრძელი შუბი,
ტყორცნა იგი და ბრინჯაოს მუზარადში მოარტყა ევპეითესს, ვერ აისხლიტა მუზარადმა შუბი,
ბრინჯაო არ გაჩერდა, კაცი დაეცა ყრუ ბრაგვანით და ბრინჯაომ დაიგრიალა მასზე. ოდისევსი და
მისი ბრწყინვალე ვაჟი თავს დქაესხნენ მომხდურებს ხმლებითა და ორპირი შუბებით. და ყველას
დახოცავდნენ და შინ დაბრუნების გზას მოუჭრიდნენ, რომ არ ყოფილიყო ათენა, ეგისისმპყრობელი
ზევსის ასული; [530] ხმამაღლა დაიძახა და ხმით შეაჩერა მთელი ლაშქარი: „შეაჩერეთ მძიმე ომი,
ითაკელებო, რომ ერთმანეთს სისხლისღვრის გარეშე დაშორდეთ.“
ასე თქვა და მწვანე თავზარმა მოიცვა ისინი. საბრძოლო იარაღი დაუჩვივდა ყველას
ხელიდან, როდესაც ქალღმერთის ხმა მოესმათ, ქალაქისკენ მობრუნდნენ, სიცოცხლის ხსნა
მოუნდათ. საშინლად დაიბღავლა მრავალტანჯულმა ღვთაებრივმა ოდისევსმა, მტრისკენ გაიწია,
როგორც მაღლა მფრენმა არწივმა. სწორედ მაშინ კრონიდესმა სტყორცნა კვამლიანი ელვა [540] და
იგი დაეცა მძლავრი მამის თვალსხივოსან ასულთან. მაშინ, ბოლოს და ბოლოს, თვალსხივოსანმა
ათენამ უთხრა ოდისევსს: „ზევსის შობილო ლაერტიადეს, მარჯვე ოდისევს, შეჩერდი! შეწყვიტე
ყველასთვის საზარელი ომი, რომ შორსმხედველმა კრონიდესი არ განრისხდეს შენზე.“
ასე თქვა ათენამ, კაცი დამორჩილდა და გულით გაიხარა. ამის შემდეგ ქალღმერთმა
მხარეებს შორის ზავი ჩამოაგდო, ათენა პალასმა, ეგისისმპყრობელი ზევსის ასულმა, ხმითა და
იერით მენტორს მიმსგავსებულმა.

169
მითოლოგიურ და გეოგრაფიულ სახელთა ლექსიკონი

აგამემნონი – ატრევსისა და აეროპეს ძე, მენელაოსის ძმა, ატრეიდესი. მიკენის მეფე, ბერძენთა
მხედართმთავარი ტროის ომში. ირესტესის მამა.
აგამემნონიდესი – აგამემნონის ვაჟი, იხ. ორესტესი.
აგელაოსი – დამასტორის ძე, დამასტორიდესი. პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო.
ადრესტე – ჰელენეს ერთ-ერთი მოახლე.
აედონი – პანდარევსის ასული, ძეთოსის მეუღლე, ამფიონის მეუღლის, მრავალშვილიანი
ნიობეს შურით გადაწყვიტა, მოეკლა მისი უფროსი ვაჟი ისმენოსი, მაგრამ შეცდომით საკუთარი
შვილი, იტილოსი, შემოაკვდა. ღმერთებმა იგი ბულბულად გადააქციეს.
ავტოლიკოსი – ოდისევსის პაპა (დედის მამა); მეფე, რომელიც პარნასოსის მთასთან
ცხოვრობდა. როგორც ჰერმესის შვილს, ავტოლიკოსს მამისგან მემკვიდრეობით ერგო გასაოცარი
მოხერხებულობა, სიმარჯვე და ეშმაკობა. შეეძლო უხილავი გაეხადა ნებისმიერი მოპარული ნივთი
და ისე დაეფიცა, რომ ფიცი არ შეესრულებინა, თუმცა ფორმალურად მისი პირობები არ დაერღვია.
ავტონოე – პენელოპეს ერთ-ერთი მოახლე.
ათენა – სიბრძნის, ხელოვნების, ომის ქალწული ქალღმერთი, ზევსის ასული, ქალაქ ათენისა და
ოდისევსის მფარველი.
ათენი – ატიკის მთავარი ქალაქი, მიძღვნილი ათენა პალასისადმი.
აიაია – კირკეს ზღაპრული კუნძული.
აიაკიდესი – აქილევსი, აიაკოსის შვილიშვილი.
აიაკოსი – ზევსისა და ეგინას ძე, პელევსისა და ტელამონის მამა.
აიას ოილევსის ძე – ლოკრისის მეფე ოილევსის ძე, ლოკრისელების წინამძღოლი ტროის ომში.
დაიღუპა ხომალდის ჩაძირვისას გირეის კლდესთან, როდესაც ტროიდან შინ ბრუნდებოდა.
აიას ტელამონის ძე – სალამისის მეფე ტელამონის ძე, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული
ბერძენი გმირი, რომელიც ტროასთან იბრძოდა. ძალითა და ვაჟკაცობით ჩამორჩებოდა მხოლოდ
აქილევსს და აქილევსის სიკვდილის შემდეგ ოდისევსთან ერთად იბრძოდა აქილევსის
აღჭურვილობის მოსაპოვებლად. აღჭურვილობა ოდისევსს ერგო, აიასმა კი შეშლილობის შეტევისას
თავი მოიკლა.
აიეტესი – ჰელიოსისა და პერსეს ძე, კოლხეთის მეფე, მედეას მამა, პერსესის, კირკესა და
პასიფაეს ძმა.
აითონი – ოდისევსის ერთ-ერთი ყალბი ბიოგრაფიის მიხედვით, მინოსის შვილიშვილი,
დევკალიონის ძე, იდომენევსის ძმა.
აკასტოსი – დულიქიონის მეფე, „კრეტელი“ ოდისევსის მონათხრობში.
აკრონეოსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
ალექტორი – სპარტელი, არგევსისა და ჰეგესანდრას ძე, მეგაპენთესის საცოლის, იფილოქეს,
მამა.
ალიბასი – ქალაქი იტალიაში.
ალკანდრე – ეგვიპტის თებეს მეფის, პოლიბოსის მეუღლე.
ალკიმიდესი – ალკიმოსის ძე, მენტორი (იხ.)
ალკინოოსი – კუნძულ სქერიაზე მცხოვრები ფეაკების მეფე.
ალკიპე – ჰელენეს ერთ-ერთი მოახლე.
ალკმენე – ტყუპების, ჰერაკლესისა და იფიკლესის დედა, მიკენის მეფე ელექტრიონის ასული,
ტირინსის მეფე ამფიტრიონის მეუღლე. ქმრის არყოფნისას, ამფიტრიონის სახით მოვლენილ ზევსს
დაუწვა და უშვა ჰერაკლესი, ხოლო ამფიტრიონს – იფიკლესი.
ალკმეონი – ამფიარაოსისა და ერიფილეს ძე, თებეზე მეორე ლაშქრობის მეთაური. მამისთვის
შური იძია და დედა მოკლა, რის გამოც დასდევდნენ შურისძიების ქალღმერთი ერინისები.
ალოევსი – პოსეიდონისა და კანაკეს ძე. იფიმედეას მეუღლე. ალოადების – ოტოსისა და
ეფიალტესის – მამა.
ალფეოსი – 1) მდინარე პელოპონესოსში; 2) მდინარე ალფეოსის ღმერთი.

170
ამითაონი – ტიროსა და თესალიის მეფე კრეთევსის ძე, სახელგანთქმული მითოსური
წინასწარმეტყველის, მელამპუსის მამა.
ამნისოსი – ზღვისპირა ქალაქი კუნძულ კრეტაზე.
ამფიალოსი – ფეაკების ასპარეზობების მონაწილე, გამარჯვებული ხტომაში.
ამფიარაოსი – არგოსელი წინასწარმეტყველი, სახელოვანი მელამპუსის შვილთაშვილი.
პოლინიკესის მიერ მოსყიდული ცოლის გავლენით მონაწილეობდა შვიდთა ლაშქრობაში თებეს
წინააღმდეგ, თუმცა მისი წარუმატებლობა იწინასწარმეტყველა. დამარცხების შემდეგ გაქცევით
დააღწია თავი სიკვდილს, მაგრამ მოულოდნელად გაიხსნა მიწა და შთანთქა იგი ეტლიანად.
ამფითეა – ავტოლიკოსის მეუღლე, ოდისევსის ბებია (დედის დედა).
ამფილოქოსი – ამფიარაოსისა და ერიფილეს ძე, ალკმეონის ძმა. მონაწილეობდა თებეზე
ეპიგონების ლაშქრობაში. მამის მსგავსად, წინასწარმეტყველი იყო.
ამფიმედონი – პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო.
ამფინომოსი – ნისოსის ძე, კუნძულ დულიქიონიდან, პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო.
ამფიონი – 1) ზევსისა და ანტიოპეს ძე. ლირაზე დაკვრით კლდეებს ამოძრავებდა. ნიობეს
მეუღლე. 2) ბეოტიის ქალაქ ორქომენოსის მეფე, იასიოსის ძე, ქლორისის მამა.
ამფიტრიონი – ტირინსის მეფე ალკეოსის ძე, პერსევსის შვილიშვილი; ალკმენეს მეუღლე,
იფიკლესის მამა.
ამფიტრიტე – ზღვის ქალღმერთი, პოსეიდონის თანამეცხედრე.
ანაბესინეოსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
ანდრემონი – თოასის მამა.
ანტიკლეა – ავტოლიკოსის ასული, ოდისევსის დედა, შვილის ლოდინში ჩამოდნა და მოკვდა.
ანტიკლოსი – ბერძენი მეომარი ტროაში, იჯდა ტროის ცხენში.
ანტილოქოსი – პილოსის მეფე ნესტორის უფროსი ვაჟი, ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ბერძენი
მეომარი ტროაში; პატროკლოსის სიკვდილის შემდეგ აქილევსის უახლოესი მეგობარი. ომის ბოლოს
მემნონის ხელით დაეცა, როდესაც მოხუც მამას იცავდა.
ანტინოოსი – ევპეიტესის ძე, ითაკელი, პენელოპეს ყველაზე თავხედი სასიძო.
ანტიოპე – მდინარე ასოპოსის ქალიშვილი, ზევსს უშვა ტყუპები: ამფიონი და ძეთოსი.
ანტიფატესი – 1) მელამპუსის ძე, ოიკლესის მამა. 2) ლესტრიგონელი კაციჭამია.
ანტიფოსი – 1) ეგიპტიოსის ძე, ოდისევსის თანამებრძოლი ტროაში, შეიწირა კაციჭამია
პოლიფემოსმა; 2) ოდისევსის ერთ-ერთი ძველი მეგობარი, მენტორთან და ჰალითერსესთან ერთად.
ანქიალოსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
აპოლონი (ფოიბოსი, „სხივოსანი“) – ზევსისა და ლეტოს ძე, არტემისის ტყუპისცალი ძმა.
მუსიკისა და პოეზიის, ასევე წინასწარმეტყველებისა და მკურნალობის ღმერთი. ტროის ომში –
ბერძნების მოწინააღმდეგე, ტროელთა დამხმარე.
არგო – ხომალდი, რომლითაც იასონი და მისი თანამგზავრები კოლხეთში გაემართნენ ოქროს
საწმისის მოსაპოვებლად. მისი სახელიდან მომდინარეობს არგონავტების დასახელებაც.
არგოსელები – არგოსის მცხოვრებნი (პელოპონესოსი); ჰომეროსთან ხშირად აღნიშნავს
ბერძნებს, რომლებიც ტროის ომში მონაწილეობენ.
არგოსი – 1) არგოლისის მთავარი ქალაქი; 2) მთელი პელოპონესოსი, რომლის ჩრდილო-
აღმოსავლეთ ნაწილს, მთავარ ქალაქ მიკენესთან ერთად ფლობს აგამემნონი, ხოლო დანარჩენს –
დიომედესი; 3) პელასგური არგოსი – თესალიის დაბლობი, რომელსაც აქილევსი ფლობა; ხანდახან
აღნიშნავს მთელ თესალიას.
არგოსი – 1) ასთვალიანი ურჩხული, რომელიც ეჭვიანი ჰერას ბრძანებით იცავდა ზევსის
ძროხად ქცეულ საყვარელ იოს. მოჰკლა ჰერმესმა; 2) ოდისევსის ძაღლის მეტსახელი.
არგოსის მკვლელი – ჰერმესი.
არეთუსა – წყარო კუნძულ ითაკაზე.
არესი – ზაევსისა და ჰერას ძე, ომის მრისხანე ღმერთი
არეტე – ფეაკების მეფე ალკინოოსის მეუღლე
არეტიადესი – იხ. ნისოსი.
არეტროსი – ნესტორის ძე
არიადნე – კრეტის მეფე მინოსისა და პასიფაეს ასული. მან მისცა თესევსს გორგალი, რომლის
წყალობითაც გმირი გაუსწორდა მინოტავროსს, გამოაღწია ლაბირინთიდან და გაიქცა თესევსთან
ერთად. ყველაზე უფრო გავრცელებული მითის მიხედვით, თესევსმა მიატოვა არიადნე კუნძულ

171
ნაქსოსზე, სადაც იგი ცოლად მოიყვანა დიონისოსმა ან არტემისმა მოკლა თავისი ისრით თავად
დიონისოსის ბრძანებით.
არიბასი – მდიდარი სიდონელი, რომლის ქალიშვილმაც მოიტაცა ევმეოსი.
არკესიადესი – ლაერტესი.
არკესიოსი – ლაერტესის მამა.
არნეოსი – ცნობილი მათხოვარი, რომელსაც დაცინვით იროსს უწოდებდნენ (ღმერთების
შიკრიკი ირისის მიბაძვით). ორთაბრძოლაში დაამარცხა „მათხოვარმა“ ოდისევსმა.
არტემისი – აპოლონის ტყუპისცალი და. ქალწული ქალღმერთი-მონადირე.
ასოპოსი – მდინარე ბეოტიაში.
ასტერისი – კუნძული ითაკასა და სამოსს შორის.
ასფალიონი – მენელაოსის მსახური.
ასფოდელოსი, ასფოდელოსის მდელო – ადგილი ჰადესში.
ატლასი – ტიტანი, იაპეტოსის ძე, პრომეთევსის ძმა, ნიმფა კალიფსოს მამა. ჰომეროსის
მიხედვით, მას უჭირავს ზეცისა და დედამიწის გამყოფი სვეტები, სხვა ვერსიით – მხრებით უჭირავს
ცარგვალი.
ატრაკია – წყარო ლესტრიგონების კუნძულზე.
ატრევსი – მიკენეს მეფე, პელოფსის ძე, ღმერთებისგან დაწყევლილი მოდგმის მამამთავარი.
სასიკვდილოდ გადაემტერა ძმას, თიესტეს, და მოკლა ძმიშვილმა ეგისთოსმა, რომელმაც შემდგომში
აგამემნონიც მოკლა.
ატრეიდესები – ატრევსის შვილები, აგამემნონი და მენელაოსი.
ატრეიდესი – იხ. აგამემნონი ან მენელაოსი.
ატრიტონე – „დაუღალავი, უძლეველი“ ათენა.
აფეიდასი – აფეიდას პოლიპემონიდესი ქალაქ ალიბასიდან, ვინმე ეპერიტოსის მამა.
ეპერიტოსად ლაერტესთან თავს ასაღებს ოდისევსი.
აფროდიტე — ზევსის ასული, ჰეფესტოსის მეუღლე, სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთი.
გულშემატკივრობდა ტროელებს.
აქაველები – ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ბერძნული ტომი. ჰომეროსთან,
„არგოსელებისა“ და „დანაელების“ მსგავსად, ყველა ბერძენსაც აღნიშნავს.
აქაია – ჩრდილოეთ პელოპონესოსი, ჰომეროსთან მთელ საბერძნეთსაც აღნიშნავს.
აქერონი – მიწისქვეშეთის ერთ-ერთი მდინარე.
აქილევსი – ზღვის ქალღმერთ თეტისისა და მირმიდონელთა მეფე პელევსის ძე, აიაკოსის
შვილიშვილი, ზევსის შვილთაშვილი. გმირი, რომელსაც ღმერთებმა გმირობებით სავსე, მაგრამ
ხანმოკლე სიცოცხლე დაუდგინეს. „ილიადის“ მთავარი გმირი.
აქტორისი – პენელოპეს ძველი მოახლე.
ბოეთოიდესი – ეტეონევსი.
ბორეასი – ჩრდილოეთის ქარი.
გაია – გეა, დედამიწა.
გერენონი – აღნიშნავს ადგილს ან საპატიო ასაკს. გერენონელი იყო ნესტორი.
გერესტოსი – კონცხი და ქალაქი კუნძულ ევბეის სამხრეთით.
გიგასები – გაიას (დედამიწის) მიერ წარმოქმნილი გოლიათები, რომელთაც ფეხების ნაცვლად
გველები ჰქონდათ და უზარმაზარ ძალას ფლობდნენ. შეებრძოლნენ ოლიმპოსელ ღმერთებს. გაიამ
მათ ბალახი მისცა, რომელც მათ ოლიმპოსელებისგან იცავდა და მათ დახოცვა მხოლოდ მოკვდავს
შეეძლი,ბრძოლა („გიგანტომაქია“) დიდხანს გრძელდებოდა, სანამ ჰერაკლესმა არ ამოხოცა ყველა
გიგასი.
გირები – „მრგვალი კლდეები“, კლდოვანი მთაგრეხილი კაფარევსის კონცხთან.
გორგო – მედუსა ყველაზე ცნობილი იყო სამი გორგოდან, ფორკისის ქალიშვილებიდან. ამ
ფრთოსან ურჩხულს ჰქონდა ქალის სახე და თმის ნაცვლად გველები. მისი გამოხედვა ადამიანს ქვად
აქცევდა; დებს ერქვათ სთეინო და ევრიალე.
გორტისი – სამხრეთ კრეტის ძველი ქალაქი.
დამასტორიდესი – იხ. აგელაოსი.
დანაელები – არგოსის მკვიდრი ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ტომი, ჰომეროსის ეპოსში
გაამოიყენება „ბერძნების“ მნიშვნელობით.
დევკალიონი – მინოსისა და პასიფაეს ძე, იდომენევსის მამა.

172
დეიფობოსი – პრიამოსისა და ჰეკაბეს ძე, უდიდესი უფლისწული ჰექტორისა და პარისის
შემდეგ.
დელოსი – კუნძული ეგეოსის ზღვაში; აპოლონის დაბადებისა და მისი კულტის
უმნიშვნელოვანესი ადგილი.
დემეტერი – დედამიწის ნაყოფიერების ქალღმერთი, კრონოსისა და რეას ასული, და ზევსისა,
რომლისგანაც შვა ასული პერსეფონე.
დემოდოკოსი – აედოსი ფეაკების ქვეყანაში.
დემოპტოლემოსი – პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო.
დია – ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, მცირე კუნძული კრეტის მახლობლად, სხვა ვერსიის
მიხედვით, ეგეოსის ზღვის კუნძულ ნაქსოსის ძვლი პოეტური დასახელება.
დიდი დათვი – თანავარსკვლავედი.
დიმასი – ნავსიკაას მეგობრის მამა.
დიოკლესი – ორტილოქოსის ძე, ფერეს მეფე.
დიომედესი – ტიდევსის ძე, ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ბერძენი გმირი ტროის ომში.
დიონისოსი – ზევსისა და მოკვდავი ქალის, სემელეს ძე. ღვინისა და თეატრის ღმერთი.
დოდონე – ქალაქი ეპირეში, სადაც იმყოფებოდა ზევსის ტაძარი და სახელგანთქმული სამისნო.
დოლიოსი – 1) მელანთევსისა და მელანთოს მამა; 2) ლაერტესის მსახური.
დორიელები – ერთ-ერთი ბერძნული ტომი.
დულიქიონი – ჰომეროსის მიხედვით, კუნძული ითაკის მახლობლად იონიის ზღვაში.
ეგე – ქალაქი აქაიაში კორინთოსის ყურეში, სადაც დგას პოსეიდონის ტაძარი.
ეგვიპტიოსი – მამა ოდისევსის თანამგზავრი ანტიფოსისა, რომელიც გულმხეცმა პოლიფემოსმა
შეიწირა.
ეგვიპტოსი – 1) ქვეყანა, 2) მდინარე ნილოსი.
ეგისთოსი – თიესტესის ძე. ტროის ომის დროს, როდესაც აგამემნონმა ქვეყანა დატოვა, ქვეყანას
აგამემნონის მეუღლოე კლიტემნესტრასთან ერთად მართავდა. ტროიდან დაბრუნებიის შემდეგ
მზაკვრულად მოკლა აგამემნონი. შვიდი წლის შემდეგ დევნილობიდან ჩამოსულმა ორესტესმა
მამისთვის შური იძია და მოკლა ეგისთოსიც და საკუთარი დედაც.
ევბეა – დიდი კუნძული ეგეოსის ზღვაში, მატერიკის ახლოს.
ევენორიდესი – ლაოკრიტოს (იხ.) ევენორის ძე.
ევმელოსი – პენელოპეს სიძე – დის, იფთიმეს, ქმარი.
ევმეოსი – ქტესიოს ორმენიდესის ძე, კუნძულ სირიაზე უფლისწულად დაბადებული,
მოტაცებული და ითაკაზე მონად გაყიდული, ოდისევსის მთავარი მეღორე, იშვიათი მონა,
რომელმაც პატრონს ერთგულება შეუნახა.
ევპეითესი – ანტინოოსის მამა.
ევრიალოსი – ნავბოლიდესი, ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
ევრიბატესი – ოდისევსის მეგობარი მაცნე.
ევრიდამასი – პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო.
ევრიდიკე – კლიმენოსის ასული, ნესტორის მეუღლე.
ევრიკლეა – ოფს პეისენორიდესის ასული, მონაქალი, რომელიც ლაერტესმა შეიძინა;
ოდისევსის, ხოლო შემდგომში ტელემაქოსის, ძიძა.
ევრილოქოსი – ოდისევსის თანამგზავრი, რომელმაც შეაცდინა თავისი მეგობრები და
ჰელიოსის ძროხები დაახოცინა.
ევრიმაქოსი – ანტინოოსის შემდეგ პენელოპეს მთავარი სასიძო.
ევრიმედუსა – ალკინოოსის აპეირეელი მოახლე, ნავსიკაას ძიძა.
ევრიმიდონი – გიგასების მეფე, პერიბეას მამა.
ევრინომე – პენელოპესთან დაახლოებული მოახლე.
ევრინომოსი – პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო.
ევრიპილოსი – ტელეფოსისა და ასტიოქეს, პრიამოსის დის, ვაჟი. ომის ბოლოს მიეშველა
ტროელებს. მოკლა ნეოპტოლემოსმა.
ევრიტიდესი – ევრიტოსის ძე, იხ. იფიტოსი.
ევრიტიონი – კენტავრი, იქსიონისა და ნეფელეს ძე.
ევრიტოსი – იფიტოსის მამა. ოდისევსის სახელგანთქმული მშვილდის პირველი მფლობელი.
ევროსი – აღმოსავლეთის ქარი.

173
ეთიოპია – სახელი, რომლითაც ბერძნები აღნიშნავდნენ საბერძნეთიდან ყველაზე უფრო
დაშორებულ ადგილს, საიდანაც მზე ამოდის და სადაც მზე ჩადის, ოკეანოსის მიჯნა.
ეიდოთეა – ზღვის ბერიკაცის, პროტევსის, ასული, ღვთაება.
ელატოსი – პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო; მოკლა ევმეოსმა.
ელატრევსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
ელისი – მხარე პელოპონესოსის ჩრდილო-დასავლეთით.
ელისიონის მინდვრები (Ἠλύσιον πεδίον) – საიქიოს ნაწილი, სადაც მეფობს გაზაფხული და
რჩეული გმირები დროს უდრტვინველად და უქმად ატარებენ. უპირისპირდება ტარტაროსს.
ჰომეროსისთვის ელესიონი სამყაროს დასავლეთ კიდეშია, მდინარე ოკეანოსის ნაოირებთან.
ოდისეაში ნათქვამია, რომ ელისიონი ის ადგილია, „სადაც უიოლესია კაცთა ცხოვრება, არც
თოვლია, არც ქარი, არასოდეს არ წვიმს, არამედ მუდამ საამოდ უბერავს ძეფიროსი და აგრილებს
იქაურებს...“
ელპენორი – ოდისევსის თანამგზავრი, რომელიც უბედურმა შემთხვევამ იომსხვერპლა კირკეს
სასახლეში.
ენიპევსი – ულამაზესი მდინარე თესალიაში.
ენოფსი – ლეიოდესის მამა.
ეოლია – ეოლოსის კუნძული.
ეოლიდესი – ეოლოსის ძე.
ეოლოსი – ქარების ღმერთი; ოჯახთან ერთად ცხოვრობს მცურავ კუნძულ ეოლიაზე.
ეოსი – ჰელიოსისა და სელენეს და, განთიადის ქალღმერთი.
ეპეიელები – ტომი ჩრდ. ელისში.
ეპეიოსი – ტროის ომის ერთ-ერთ მონაწილე, სახელგანთქმული ხის ცხენის შემქმნელი.
აქაველებმა ხისგან ააგეს უზარმაზარი ზომის ხის ცხენი, რომლის მუცელში ჩასვეს განსაკუთრებით
ვაჟკაცი მეომრები, ხოლო დანარჩენებმა თითქოსდა ვეღარ ირწმუნეს გამარჯვება და სამშობლოში
გაცურეს.გაოგნებულმა ტროელებმა ცხენი ქალაქში შეიყვანეს, აქაველები კი ღამით გამოვიდნენ
ცხენიდან, კარი გაუღეს თავისიანებს და აიღეს ქალაქი.
ეპერიტოსი – ოდისევსის ყალბი ბიოგრაფიიდან: აფეიდასის ვაჟი ქალაქ ალიბასიდან.
ეპიკასტე – ოიდიპოსის დედა და მეუღლე, რომელმაც, როგორც კი შეიტყო, რომ შვილის
მეუღლე იყო, თავი მოიკლა (ჰომეროსის მიხედვით, მას და ოიდიპოსს საერთო შვილები არ
ჰყოლიათ). შემდეგ ავტორებთან – იოკასტე.
ერებოსი – მკვდართა სამეფო.
ერემბოსები – ერთ-ერთი აფრიკული ტომია.
ერეტმევსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
ერექთევსი – ათენის ლეგენდარული მეფე, გაიას ძე.
ერინისები – სისხლის ნათესავებს შორის დანაშაულის გამო შურისმაძიებელი ქალღმერთები.
ერიფილე – ამფიარაოსის მეუღე, რომელმაც მეუღლე შეიწირა და შემდეგ თავადაც დაიღუპა
შვილის, ალკმეონის ხელით. იგი მოისყიდა პოლინიკესმა, ოიდიპოსის ვაჟმა და დაითანხმა მეუღლე,
მონაწილეობა მიეღო შვიდთა ლაშქრობაში თებეს წინააღმდეგ. ამფიარაოსმა იცოდა, რომ ლაშქრობა
წარუმატებელი იქნებოდა, მაგრამ მაინც გაემგზავრა და იქ დაირუპა.
ესონი – კრეთევსისა და ტიროს ძე, იასონის მამა.
ეტეონევსი – მენელაოსის მსახური.
ეფიალტესი – გოლიათი, პოსეიდონისა და იფიმედეას ძე, ოტოსის ტყუპისცალი ძმა.
ეფირე – 1) კორინთოსის ძველი დასახელება; 2) პელასგების ძველი ქალაქი ჩრდ. ელისში; 3)
თესალიის ქალაქი, შემდგომში კრანონი; 4) თესპროტიის ქალაქი.
ექალია – ქალაქი თესალიაში.
ექენეოსი – ყველაზე ხნიერი ფეაკი.
ექეტოსი – სასტიკი კაციჭამია, მისი სამეფო ეპიროსში იყო. ჰომეროსამდელ მითოლოგიაში
სიკვდილის ერთ-ერთი ღვთაება იყო.
ექეფრონი – ნესტორის ერთ-ერთი ვაჟი.
ზევსი – კრონოსისა და რეას ძე, ბერძნების უზენაესი ღმერთი. ზეცის, მეხისა და ელვის ღმერთი.
თემისი – ურანოსისა და გაიას ასული, სამართლის ქალღმერთი, ტიტანისი, სიბრძნის
ქალღმერთ მეტისის შემდეგ ზევსის მეორე მეუღლე.
თეოკლიმენოსი – პოლიფეიდესის ძე, მისანი.

174
თესევსი – ათენის მეფე ეგევსის ვაჟი, უდიდესი გმირი, რომელმაც უამრავი და განსხვავებული
გმირობა ჩაიდინა: მონაწილეობდა ჰერაკლეს ბრძოლაში ამორძალებთან, არგონავტების
ლაშქრობაში, კალიდონის ნადირობაში. როგორც ათენელმა გმირიმა, თესევსმა განსაკუთრებული
სახელი მოიხვეჭა პასიფაეს მიერ პოსეიდონისგან შობილი ნახევრადკაც, ნახევრადხარ
მინოტავროსის დამარცხებით. ათენელებს ყოველწლიურად ამ მხეცისთვის შვიდი ყმაწვილი და
შვიდი ასული უნდა ჩაეყვანათ ლაბირინთში, საიდანაც გამოსვლას ვერავინ ახერხებდა. თესევსმა
მოკლა მინოტავროსი და გამოვიდა მინოსის ასული არიადნეს მიერ მიცემული ძაფის მეშვეობით და
გაიქცა კრეტიდან. ეგევსის სიკვდილის შემდეგ გამეფდა ათენში.
თესპროტები – ეპიროსის ოთხიდან ერთ-ერთი მთავარი ტომი.
თიესტესი – პელოფსისა და ჰიპოდამიას ძე, ატრევსის ძმა, ეგისთოსის მამა.
თოასი – ანდრემონისა და გორგეს ძე, კალიდონისა და პლევრონის მეფე, ორმოცი ხომალდით
ჩავიდა ტროაში.
თოონი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
თოოსა – ფორკისის ასული, ნიმფა თოოსა, რომელმაც პოსეიდონისგან შვა კიკლოფსი
პოლიფემოსი.
თრაკია – ვრცელი მხარე მაკედონიის აღმოსავლეთით, ჰელესპონტოსისა და პროპონტისის
სანაპიროზე.
თრასიმედესი – ნესტორის ერთ-ერთი ვაჟი.
თრინაკია – კუნძულ სიცილიის ძველი ბერძნული დასახელება; მითოსური კუნძული,
რომელზეც ჰელიოსის ჯოგები და ფარები ძოვდნენ.
იარდანოსი – მდინარე კუნძულ კრეტაზე.
იასიდესი – იასოსის ძე, ამფიონი.
იასიონი – ზევსისა და პლეიას ელექტრას ძე, დემეტერის საყვარელი, რომელიც ზევსმა ელვით
გაანადგურა.
იასონი – არგონავტების წინამძღოლი კოლხეთის ლაშქრობაში. მედეას დახმარებით მოიპოვა
ოქროს საწმისი. მედეა მისი ცოლი გახდა, თუმცა შემდგომში მიატოვა. რის გამოც მედეამ სასტიკად
იძია შური.
იასოსი – ამფიონის მამა, მინიების მეფე.
იდომენევსი – დევკალიონისა და კლეოპატრას ძე, მინოსისა და პასიფაეს შვილიშვილი, კრეტის
მეფე, კრეტელთა წინამძღოლი ტროის ომში. ტროაში იგი ჩავიდა ოთხმოცი შავი ხომალდით.
ითაკა – კუნძული იონიის ზღვაში, აკარნანიის სანაპიროს მახლობლად.
ითაკოსი – ნერიტოსთან და პოლიქტორთან ერთად მოუწყვია წყარო.
იკარიოსი – ტინდარეოსის ძმა, გაძევებული სპარტიდან და დასახლებული აკარნანიაში.
პენელოპესა და იფთიმეს მამა.
იკმალიოსი – ოსტატი, რომელმაც პენელოპეს სავარძელი დაუმზადა.
ილითია – მშობიარეთა დამხმარე ქალღმერთი.
ილიონი – ტროის მეორე სახელი (ილოსის, ტროის დამფუძნებელი ტროსის ძის, სახელის
მიხედვით).
ილოსი – 1) ტროის ლეგენდარული დამფუძნებელი ტროსის ძე; 2) მერმეროსის ძე, ქალაქ ეფირეს
მეფე (პელოპონესოსში).
ინო – იხ. ლევკოთეა.
იოლკოსი – ქალაქი თესალიაში.
იროსი – მათხოვარ არნეოსის მეტსახელი (ღმერთების შიკრიკის, ირისის, მიბაძვით).
ისმაროსი – კიკონების დედაქალაქი, განლაგებული იყო თრაკიის სანაპიროზე, მთელ
საბერძნეთში სახელგანთქმული იყო თავისი ღვინით.
იტილოსი – ძეთოსისა და აედონის ძე, შეცდომის შემოაკვდა დედას.
იფთიმე – პენელოპეს და.
იფიკლესი – ალკმენესა და ამფიტრონის ძე, ჰერაკლესის დედით ერთი ნახევარძმა, მისი
მრავალი გმირობის თანამონაწილე; 2) თესალიელი, ფილაკოსისა და კლიმენეს ძე, ფლობდა ხარების
ბრწყინვალე ჯოგს, რომელიც მოიტაცა მელამპოსმა.
იფიმედეა – ალოევსის მეუღლე, ოტოსისა და ეფიალტესის დედა.
იფიტოსი – ევრიტოსისა და ანტიოპეს ძე, ევრიტიდესი. მესენეში შეხვდა ოდისევსს და აჩუქა
სახელგანთქმული მშვილდი, რომლითაც ოდისევსმა პენელოპეს სასიძოები ამოხოცა.

175
კადმოსი – სიდონელი მეფე აგენორის ძე, ზევსის მიერ მოტაცებული ევროპეს ძმა. მამა გაგზავნა
დის მოსაძებნად. საბოლოოდ დელფოსის სამისნოს მიმართა, რომელმაც უბრძანა ძროხას
გაჰყოლოდა და იქ, სადაც საქონელი წამოწვებოდა, ქალაქი დაეარსებიანა. კადმოსმა დააარსა ახალი
ქალაქი, კადმეია, შემდგომში თებე. ღმერთებმა კადმოსს ცოლად მისცეს არესისა და აფროდიტეს
ასული ჰარმონია. ამ ქორწინების შედეგად იშვნენ: ავტონოოსი, ინო (ლევკოთეა), სემელე, აგავე და
პოლიდორი. სიცოცხლის ბოლოს კადმოსი და ჰარმონია დრაკონებად იქცნენ.
კავკონები – პელოპონესოსში მცხოვრები ერთ-ერთი უძველესი ბერძნული ტომი.
კალიფსო – ატლასის ასული; კუნძულ ოგიგიის ნიმფა.
კასანდრა – ტროის მეფე პრიამოსის ასული, პარისისა და ჰექტორის და. მასზე შეყვარებულმა
აპოლონმა მომავლის წინასწარმეტყველების ნიჭი აჩუქა, მაგრამ როდესაც კასანდრამ ღმერთის
სიყვარული უარყო, აპოლონმა იგი დასაჯა იმით, რომ მისი წინასწარმეტყველებისა არავის
სჯეროდა. ტროის აღების შემდეგ კასანდრა ჯილდოდ ერგო აგამემნონს და კლიტემნესტრამ და
ეგისთოსმა ქალი აგამემნონთან ერთად მოკლეს.
კასტორი – მეღორე ევმეოსთან ოდისევსი თავს კრეტელად, მდიდარი კრეტელის, კასტორ
ჰილაკიდესის ვაჟად ასაღებს თავს.
კასტორი – კასტორი და პოლიდევკესი, ძმები, ლედას შვილები: კასტორი – ტინდარეოსისგან,
პოლიდევკესი კი – ზევსისგან. კასტორის სიკვდილის შემდეგ პოლიდევკესმა ზევს ძმასთან
უკვდავების გაყოფა სთხოვა. ამის შემდეგ ძმები ერთ დღეს მკვდართა სამეფოში ატარებენ და მეორეს
– ოლიმპოსზე.
კენტავრები – მითოსური ნახევრად ადამიანები, ნახევრად ცხენები, ცხოვრობდნენ,
ძირითადად, თესალიაში. იხ. ევრიტიონი.
კერა – ხშირად „სიკვდილის“ სინონიმია.
კერები – სიკვდილის ფრთოსანი დემონი ქალები, რომლებიც იმ მომენტში იჭერენ სულებს,
ხორცს რომ ეყრებიან.
კეტიოსები – მისიის ტომი.
კვიპროსი – კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, კილიკიისა და სირიის ნაპირებთან, აფროდიტეს
კულტის უძველესი ცენტრი.
კიდონები – კრეტის ერტ-ერთი მთავარი ტომი.
კითერა – კუნძული კვიპროსის მახლობლად, აფროდიტეს კულტის ერთ-ერთი მთავარი
ადგილი.
კითერეა – აფროდიტე.
კიკლოფსები – ცალთვალა გოლიათების ზღაპრული ხალხი.
კიკონები – თრაკიული ტომი.
კილენე – ქედი არკადიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ჰერმესის დაბადებისა და კულტის
ადგილი.
კიმერიელები – ხალხი, რომლებიც, ბერძნების წარმოდგენით, უკიდურეს ჩრდილოეთში
ცხოვრობს, სადაც მზის სინათლე ვერ აღწევს.
კირკე – ჰელიოსისა და ოკეანის პერსეს ასული, აიეტესის, პერსესისა და პასიფაეს და. ჯადოქარი,
რომელიც ცხოვრობს განმარტოებულ კუნძულ აიაიაზე და ცხოველებად აქცევს ყველას, ვინც ხელში
მოხვდება.
კლეიტოსი – მანტიოსის ძე, მოიტაცა ეოსმა მისი სილამაზის გამო.
კლიმენე – ოკეანისი, ოკეანოსისა და ტეთისის ასული, იაპეტოსის მეუღლე, პრომეთევსის,
ეპიმეთევსის, მენეტიოსისა და ატლასის დედა.
კლიმენოსი – ნესტორის მეუღლის, ევრიდიკეს, მამა.
კლიტემნესტრა – ლედასა და ტინდარეოსის ასული, აგამემნონის მეუღლე, ორესტესისა და
ელექტრას დედა; სანამ აგამემნონი ტროაში იბრძოდა, უღალატა ქმარს და ეგისთოსის საყვარელი
გახდა. საყვარელთან ერთად გაუსწორდა შინ დაბრუნებულ აგამემნონს.
კლიტიდესი – პირეოსი.
კლიტონევსი – ფეაკთა მეფის, ალკინოოსის ერთ-ერთი ვაჟი.
კნოსოსი – ქალაქი კრეტაზე, რომლის მეფეც იყო მინოსი.
კოკიტოსი – საიქიოს ერთ-ერთი მდინარე, სტიქსის შენაკადი.
კორაქსი – კლდე კუნძულ ითაკაზე.
კრეთევსი – ეოლოსის ძე, იოლკოსის დამფუძნებელი და მეფე.

176
კრეონი – თებეს მეფე. ჰერაკლესის მეუღლის, მეგარას, მამა.
კრეტა – ხმელთაშუა ზღვის დიდი კუნძული, უძველესი წინაბერძნული კულტურის ცენტრი.
კრონიდესი – კრონოსის ძე, ზევსი.
კრონიონი – კრონოსის ძე, ზევსი.
კრონოსი – ურანოსისა და გაიას ძე,
კრუნოსები – ადგილი ელისში.
ლაერკესი – ნესტორის ოქრომჭედელი.
ლაერტესი – არკესიოსისა და ქალკომედუსას ძე, ოდისევსის მამა.
ლაერტიადესი – ლაერტესის ძე, ოდისევსი.
ლაკედემონი – ლაკონიკა, პელოპონესოსის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი; ჰომეროსი ამ
სიტყვით ხშირად ლაკედემონის მთავარ ქალაქს, სპარტასაც აღნიშნავს.
ლამოსი – ლესტრიგონების ძველი მეფე.
ლამპეტია – ნიმფა, რომელიც ფაეთუსასთან ერთად უვლიდა ჰელიოსის ჯოგს კუნძულ
თრინაკიაზე.
ლამპოსი – ფაეთონთან ერთად კვიცი, რომელიც ეოსის ეტლშია შებმული და განთიადი
მოჰყავს.
ლაოდამასი – ფეაკთა მეფის, ალკინოოსის ერთ-ერთი ვაჟი.
ლაოკრიტოსი – ევენორიდესი, პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო, მოკლა ტელემაქოსმა.
ლაპითები – ნახევრადმითოსური-ნახევრადისტორიული ტომი თესალიის ჩრდილოეთში.
ლედა – ეტოლიის მეფე თესტიოსის ასული, მეფე ტინდარეოსის მეუღლე, ორი ვაჟის, კასტორისა
და პოლიდევკესისა და ორი ასულის, ჰელენესა და კლიტემნესტრა დედა. კასტორი და
კლიტემნესტრა მას ტინდარეოსისგან ჰყავს, ხოლო პოლიდევკესი და ჰელენე – ზევსისგან. ზევსი მას
გედად გარდაქმნილი ეწვია.
ლევკოთეა – ზღვის ღვთაება, თავდაპირველად მოკვდავი ქალი იყო, სახელად ინო, რომელიც
ცოლად გაჰყვა ორქომენოსის მეფე ატლასს, რომლისგანაც ჰყავდა ორი ვაჟი — ლეარქოსი და
მელიკერტოსი. მამას შეშლილობის შეტევისას შემოაკვდა ლეარქოსი; ინო მეორე შვილთან ერთად
წყალში გადაეშვა და, ღმერთების ნებით, გახდა ზღვის ქალღმერთი, რომელიც ზღვაში განსაცდელში
ჩავარდნილებს მხსნელად მოევლინება ხოლმე.
ლეიოდესი – ენოფსის ძე, მისანი, რომელსაც თვალში არ მოსდიოდა არც ერთი სასიძო.
ლემნოსი – კუნძული ეგეოსის ზღვაზე.
ლეოკრიტოსი – პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო; მოკლა ტელემაქოსმა.
ლესბოსი – დიდი კუნძული ეგეოსის ზღვაში.
ლესტრიგონები – კაციჭამია გოლიათების ხალხი ბერძნულ მითოლოგიაში.
ლეტო – ტიტანისი, კოიოსისა და ფოიბეს ასული. ზევსის სატრფო, უშვა მას არტემისი და
აპოლონი.
ლიბია – მხარე ჩრდილოეთ აფრიკაში.
მალეა – კონცხი საბერძნეთში, ლაკონიკოსის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში ელოსის
ნახევარკუნძულზე.
მარათონი – მცირე ქალაქი საბერძნეთში, ათენიოდან 32 კილომეტრში.
მასტორიდესი – იხ. ჰალითერსესი.
მეგაპენთესი – მენელაოსის ვაჟი, რომელიც მას მონაქალისგან გაუჩნდა.
მეგარა – თებეს მეფე კრეონის ასული, ჰერაკლესის მეუღლე.
მედონი – ითაკელი ბრძენი.
მეეტლე – თანავარსკვლავედი.
მელამპუსი – იოლკოსის მეფე ამითაონისა და იდომენეს ძე, ბიასის ძმა. წინასწარმეტყველების
ნიჭით დაჯილდოებული პირველი მოკვდავი იყო, პირველმა დაიწყო ტაძრების აგება და ღვინი
წყლით გაზავება.
მელანთიოსი – დოლიოსის ძე, ოდისევსის თხების მწყემსი, რომელმაც პატრონის ერთგულება
არ შეინახა.
მელანთო – დოლიოსის ასული, პენელოპეს ორგული მოახლე.
მემნონი – ტითონოსისა და ეოსის ძე, ეთიოპიის მეფე.
მენახირე – ჩრდილოეთ ნახევარსფეროს თანავარსკვლავედი.

177
მენელაოსი – ატრევსისა და აეროპეს ძე, ატრეიდესი, აგამემნონის ძმა. სპარტის მეფე, ჰელენეს
პირველი და უკანასკნელი მეუღლე.
მენოიტიადესი – იხ. პატროკლოსი.
მენტესი – ანქიალოსის ძე, ტაფოსელების მეფე, ოდისევსის მეგობარი.
მენტორი – ალკიმოსის ძე, ალკიმიდესი. ითაკელი, ოდისევსის თანატოლი და მეგობარი,
გამოირჩევა დიდი გონებითა და გამჭრიახობით. მისი სახით ტელემაქოსს ხშირად ევლინება ათენა.
მაირა – არტემისის მოახლე, მოკლა ქალღმერთმა ზევსთან ურთიერთობის გამო.
მერმეროსი – ეფირეს მეფე ილოსის მამა.
მესავლიოსი – მონა, რომელიც ევმეოსს შეუძენია და სუფრას ემსახურება.
მესენე – ტერიტორია ფერეს ირგვლივ.
მიკენე – 1) უძველესი ქალაქი არგოლიდში, ბერძნული ცივილიზაციის ერთ-ერთი ცენტრი ძვ.
წ. II ათასწლეულში. მდებარეობს ათენიდან 90 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით. ამჟამად ნანგრევებია.
გადმოცემით ქალაქი პერსევსმა ააგო. 2) არგოსის მეფე ინაქოსისა და ოკეანის მელიას ასული.
მინიები – თებეს მეზობელი ორქომენოსის მკვიდრნი, რომლებიც ოდესღაც თებეზე
მბრძანებლობდნენ. ჰერაკლესი მათ თავს დაეცა და ამგვარად გაათავისუფლა თებე მათი
მონობისგან.
მინოსი – კუნძულ კრეტის მეფე, ზევსისა და ევროპეს ძე. ძლიერი საზღვაო სახელმწიფოს
შემქმნელი და კანონმდებლობის დამფუძნებელი. უძველესი თქმულებების მიხედვით, სამართლიან
და ბრძენ მეფედ გვევლინება, ხოლო მოგვიანებით, თესევსის ატიკური მითების გავლენით
უსამართლო და მკაცრ ტირანად.
მირმიდონელები – თესალიელების ერთ-ერთი ტომი.
მუზები – ზევსისა და ტიტანის მნემოსინეს (მეხსიერების ქალღმერთი) ქალიშვილები.
მულიოსი – დულიქიონელი მაცნე, ამფინომოსის მსახური.
ნავბოლიდესი – ევრიალოსის (იხ.) მამა.
ნავსითოოსი – ფეაკების ლეგენდარული წინამძღოლი.
ნავსიკაა – ფეაკთა მეფე-დედოფლის, ალკინოოსისა და არეტეს ასული.
ნავტევსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
ნაიასები – წყლის (მდინარის, ნაკადულის, წყაროს) ნიმფები, ზევსის ქალიშვილები, წყლის
სტიქიის ნიმფები, ნერეისების ნათესავნი.
ნეარა – ჰიპერიონ ჰელიოსს უშვა ფაეთუსა და ლამპეტია.
ნეიონი – ტყიანი მთა კუნძულ ითაკაზე.
ნელევსი – პოსეიდონისა და ტიროს ძე, პილოსის მეფე, ნესტორის მამა.
ნელეიდესი – ნელევსის ძე, ნესტორი.
ნეოპტოლემოსი – აქილევსისა და დეიდამიას ძე, ტროის ომის გმირი.
ნერიკოსი – აკარნანიის ძლერად გამაგრებული ქალაქი.
ნერიტონი – მთა კუნძულ ითაკაზე.
ნერიტოსი – ითაკელი, რომელსაც ითაკოსთან და პოლიქტორთან ერთად მოუწყვია წყარო.
ნესტორი – ნელევსისა და ქლორისის ძე, პილოსის მეფე. უხუცესი ბერძენი მხედართმთავარი
ტროის ომში.
ნესტორიდესი – ნესტორის ძე, მაგალითად, პისისტრატოსი.
ნისოსი – არეტოსის ძე, არეტიადესი, ამფინომოსის მამა.
ნოემონი – ფრონიოსის მამა.
ნოტოსი – სამხრეთის ქარის ღმერთი.
ოგიგია – ნიმფა კალიფსოს კუნძული.
ოდისევსი – ლაერტესისა და ანტიკლეას ძე, პენელოპეს მეუღლე, ტელემაქოსის მამა.
ოიდიპოსი – თებეს მეფე ლაიოსისა და იოკასტეს (ჰომეროსთან ეპიკასტეს) ძე. ლაიოსს
აპოლონმა უწინასწარმეტყველა, რომ საკუთარი შვილი მოკლავდა და იოკასტეს ცოლად მოიყვანდა.
ოიკლესი – ამფიარაოსის მამა.
ოკეანოსი – მდინარე, რომელიც გარს ერტყმის მთელ დედამიწას. პერსონიფიცირებულია,
როგორც ზღვის მეფე, დედამიწისა და ჰაერის ძე, ტეთისის მეუღლე და ძმა.
ოკიალოსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
ოლიმპოსი – მთა ჩრდილოეთ თესალიაში, ღმერთების სამკვიდრო.
ონეტორიდესი – ფრონტისი, მენელაოსის მესაჭე.

178
ორესტესი – აგამემნონისა და კლიტემნესტრას ვაჟი, აგამემნონიდესი. გადასახლებიდან
დაბრუნდა მამის მკვლელობისთვის შურის საძიებლად.
ორიონი – ზეციური ეკვატორის თანავარსკვლავედი.
ორმენიდესი – ქტესიოსი, ევმეოსის მამა.
ორსილოქოსი – იდომენევსის ძე.
ორტიგია – მცირე კუნძული სირაკუზის მახლობლად.
ორტილოქოსი – დიოკლესის მამა.
ორქომენოსი – მინიების დედაქალაქი.
ოსა – მთა თესალიაში.
ოფსი – ევრიკლეას მამა.
პაიეონი – მკურნალობის ღმერთი.
პალასი – „ქალწული“, ათენას ყველაზე ხშირი ეპითეტი.
პანდარევსი — ეფესოსის მეფე, აედონის, მეროპესა და კლეოდორას (კლეოთერას) მამა.
პანოპევსი – ადგილი დელფოსის მახლობლად.
პანტონოოსი – ფეაკი მერიქიფე.
პარნასოსი – მთა ფოკისში, რომლის ფერდობზე მდებარეობს დელფოსი (აპოლონის ცნობილი
თაზარი და სამისნო).
პატროკლოსი – მენოიტიოსის ძე, მენოიტიადესი. აქილევსის უახლოესი მეგობარი, მასთან
ერთად აღზრდილი პელევსის სახლში. ტროის ომში დაიღუპა ჰექტორის ხელით.
პაფოსი – კვიპროსის მხარე, სადაც აფროდიტეს მამული და სურნელოვანი საკურთხეველი
ჰქონდა.
პელასგები – კრეტაზე მცხოვრები ტომი.
პელევსი – აიაკოსის ძე, ტელამონის ძმა, თესალიაში მცხოვრებ მირმიდონელთა მეფე მას
მიათხოვეს ზღვის ბერიკაცის, ნერევსის ასული, უმშვენიერესი ნერეისი – თეტისი. ამ ქორწიუნებაში
იშვა საბერძნეთის უდიდესი გმირი, აქილევსი.
პელეიონი – პელევსის ძე, აქილევსი.
პელიასი – პოსეიდონისა და ტიროს ძე, ნელევსის ტყუპისცალი ძმა. ხელისუფლება ჩამოართვა
ნახევარძმა ესონს, ტიროსა და კრეთევსის ვაჟს და გამეფდა თესალიის ქალაქ იოლკოსში. ესონის ვაჟს,
იასონს, მან დაავალა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანა და სანაცვლოდ ხელისუფლების
გადაცემას დაჰპირდა. ეს პირობა მან არ დაიცვა და იასონის მეუღლემ, მედეამ, ფაქტობრივად
მოაკვლევინა იგი საკუთარ ქალიშვილებს.
პელიონი – მთა თესალიაში, ოსასა და ოლიმპოსის მახლობლად.
პენელოპე – სპარტის მეფე იკარიოსისა და ნაიას პერიბეას ასული, ოდისევსის მეუღლე,
ტელემაქოსის დედა.
პერიმედესი – ოდისევსის ერთ-ერთი თანამგზავრი.
პერსევსი – ნესტორის ერთ-ერთი ვაჟი.
პერსესი – კირკეს დედა.
პერსეფონე (კორა) – ზევსისა და დემეტერის ასული, ნაყოფიერებისა და ბუნების საგაზაფხულო
აყვავების ქალღმერთი. მოიტაცა ჰადესმა (პლუტონმა) და თავის მეუღლედ აქცია. დემეტერი ეძებდა
ქალიშვილს მთელ დედამიწაზე. მისი მრისხანების დასაცხრობად ზევსმა დაუდგინა პერსეფონეს
გაზაფხულზე დედამიწაზე ამოსვლა, ხოლო შემოდგომაზე მეუღლესთან დაბრუნება.
პიერია – მხარე მაკედონიაში.
პითო – იგივე დელფოსი.
პილოსი – მესენიის ქალაქი, ნესტორის სამკვიდრო.
პირეოსი – ტელემაქოსის თანამგზავრი პილოსსა და ლაკედემონში.
პირითოოსი – ლაპითების მეფე. ლეოდამიასთან მის ქორწილში კენტავრები თავს დაესხნენ
ლაპით ქალებს, რამაც გამოიწვია კენტავრებისა და ლაპითების ომი.
პირიფლეგეთონი – საიქიოს მდინარე, უერთდება აქერონს.
პისანდროსი – პოლიქტორის ძე, პოლიქტორიდესი, პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო.
პისენერი – მაცნე ითაკელების სახალსო კრებაზე.
პისენორიდესი – ოფსი, ევრიკლეას მამა.
პისისტრატოსი – ნესტორის უმცროსი ვაჟი.
პლანქტები – მოძრავი კლდეები სირენების კუნძულიდან სკილასა და ქარიბდისამდე.

179
პლეიასები – ტიტან ატლასის შვიდი ასული, ვარსკვლავების ღია გროვა.
პოლიბოსი – პენელოპეს ერთ-ერთი სასიძო.
პოლიდამნა – ეგვიპტელი, თონის მეუღლე.
პოლიდევკესი – პოლიდევკესი, ერთ-ერთი დიოსკუროსი, კასტორის ძმა.
პოლითერსეიდესი – ქტესიფოსი.
პოლიკასტე – ნესტორის ასული
პოლინევსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
პოლიპემონიდასი – აფეიდასი, ეპერიტოსის მამა. ოდისევსი თავს ეპერიტოსად ასაღებდა.
პოლიტესი – ოდისევსის ერთ-ერთი თანამგზავრი, რომელიც ღორად გააქცია კირკემ.
პოლიფეიდესი – მანტიოსის ძე, წინასწარმეტყველი.
პოლიფემოსი – კიკლოფსი, პოსეიდონისა და ნიმფა თოოსას ძე, დააბრმავა ოდისევსმა.
პოლიქტორი – ითაკოსთან და ნერიტოსთან ერთად მოუწყვია წყარო.
პოლიქტორიდესი – იხ. პისანდროსი.
პონტევსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
პოსეიდონი – კრონოსისა და რეას ძე, ზევსისა და ჰადესის ძმა, წყლის სტიქიის ღმერთი. ტროის
ომში ბერძნების მხარე ეჭირა. ომის დამთავრების შემდეგ ჯიუტად დევნიდა ოდისევსს, რომელსაც
გადაემტერა მას შემდეგ, რაც ოდისევსმა ღერთის ძეს, კიკლოფს პოლიფემოსს თვალისჩინი წააღთვა.
პრამნე – ქალაქი სმირნის მახლობლად, სახელგანთქმულია თავისი ღვინით.
პრიამოსი – ლაომედონის ძე, ტროის მეფე.
პრიმნევსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
პროირევსი – ფეაკთა ასპარეზობის მონაწილე.
პროკრისი – ერექთევსისა და პრაქსითეას ასული, რომლის სულიც ოდისევსმა ჰადესში ნახა.
პროტევსი – ზღვის ერთ-ერთი ღვთაება, ზღვის ბერიკაცი.
რადამანთისი – ზევსისა და ევროპეს ძე, მინოსის ძმა; სიკვდილის შემდეგ ღმერთებმა მას და
მინოსს მიცვალებულთა მოსამართლეობა დაავალეს.
რეითრონი – ითაკის ერთ-ერთი ნავსადგური.
რექსენორი – ფეაკების მეფის, ნავსითოოსის ძე, არეტეს მამა, ძმა ალკინოოსისა, რომელმაც
არეტე ცოლად მოიყვანა.
სალმონევსი – სალმონეს დამფუძნებელი და მეფე.
სამე – მცირე კუნძული.
სიდონი – ქალაქი ფინიკიაში.
სიდონია – ფინიკია (ქალაქ სიდონის სახელის მხედვით).
სიკანია – სიცილია.
სინტიები – უძველესი ტომი, რომელიც ასახლებდა კუნძულ ლემნოსს.
სირენები – ქალის თავიანი ორი ჩიტი, თავისი სიმღერით იზიდავდნენ მათ კუნძულის ახლოს
გამვლელი ხომალდების მგზავრებს და ღუპავდნენ მათ.
სირია – ზღაპრული კუნძული, მეღორე ევმეოსის სამშობლო.
სისიფოსი – ეოლოსის ვაჟი, კორინთოსის დამფუძნებელი და მეფე, ცნობილი თავისი
სიბრძნითა და ცბიერებით. ტანტალოსის მსგავსად, ადამიანებს ღმერთების რამდენიმე საიდუმლო
გააცნო, რის გამოც დაისაჯა და საიქიოში მწვერვალზე ეზიდება უზარმაზარ ლოდს, რომელიც
მუდმივად დაუგორდება ხოლმე. „სისიფოსის შრომა“ ანდაზად და მძიმე და უშედეგო შრომის
სიმბოლოდ იქცა.
სკილა – ექვსი ძაღლისთავიანი საზარელი ზღვის ურჩხული.
სკიროსი – კუნძული ეგეოსის ზღვაში.
სოლიმოსები – მთები სქერიის მახლობლად.
სპარტა – ლაკონიკის მთავარი ქალაქი, სადაც მეფობდა მენელაოოსი.
სტასიოსი – ნესტორის ერთ-ერთი ვაჟი.
სტიქსი – საიქიოს მთავარი მდინარე.
სტრატიოსი – ნესტორის ერთ-ერთი ვაჟი.
სუნიონი – კონცხი ატიკის სამხრეთში.
სქერია – ფეაკების ზღაპრული კუნძული. აიგივებენ დღევანდელ კორკირასთან (კორფუსთან).
ტანტალოსი – ზევსის ძე, ფრიგიის ერთ-ერთ მეფე; დაახლოებული იყო ღმერთებთან. მრავალი
დანაშაული ცაიდინა ზევსის წინააღმდეგ: იპარავდა ღმერთების საკვებს – ნექტარსა და ამბროსიას,

180
გათქვა ღმერთების რამდენიმე საიიდუმლო. საბოლოოდ სასტიკად დაისაჯა: მშიერ-მწყურვალი
მუდამ იმის შიშშია, რომ უზარმაზარი ლოდი დაეცემა და გასრესს.
ტაფოსი – კუნძული იონიის ზღცაში აკარნანიის ნაპირებთან.
ტელამონი – ეაკოსის ვაჟი, პელევსის ძმა, კუნძულ სალამისის მეფე, კალიდონის ნადირობისა
და არგონავტების ლაშქრობის მონაწილე, აიასისა და ტევკროსის მამა.
ტელემაქოსი – ოდისევსისა და პენელოპეს ვაჟი.
ტელემოსი – ევრიმოსის ძე, წინასწარმეტყველი.
ტელეპილოსი – ქალაქი ლესტრიგონების ქვეყანაში.
ტელეფიდესი – ტროელი, რომელიც ნეოპტოლემოსმა გამოსალმა სიცოცხლეს.
ტემესე – ბერძნული ქალაქი იტალიაში.
ტენედოსი – კუნძული ეგეოსის ზღვაში.
ტერპიადესი – ფემიოსი, სახელგანთქმული აედოსი.
ტექტონიდესი – პოლინევსის (იხ.) მამა.
ტიდევსი – კალიდონის მეფე ოინევსის ძე, არგოსის მეფე, დიომედესის მამა.
ტიდეიდესი – ტიდევსის ძე, იხ. დიომედესი.
ტინდარეოსი – სპარტის მეფე, ლედას მეუღლე, კლიტემნესტრას მამა, ჰელენესა და
დიოსკურების (კასტორისა და პოლიდევკესის) აღმზრდელი მამა.
ტირესიასი – ბრმა მისანი თებეში.
ტირო – სალმონევსის ასული, თესალიის მეფე კრეთევსის მეუღლე. ქმრისგან ჰყავდა ვაჟები:
ესონი, ფერესი და ამითაონი, პოსეიდონისგან კი ტყუპები: პელიასი და ნელევსი.
ტიტიოსი – გაიას ძე, ევბეელი გიგასი, ჰადესში გადააგზავნეს აპოლონმა და არტემისმა.
ტითონოსი – პრიამოსის ძმა, რომელიც მოიტაცა ქალღმერთმა ეოსმა და ქმრად დაისვა. ამ
ქორწინებიდან იშვა ეთიოპების მეფე მემნონი. ეოსის თხოვნით, ღმერთებმა ტიფონს უკვდავება
აჩუქეს.
ტრიტოგენეია – ქალღმერთ ათენას ეპითეტი, რომლის მნიშვნელობაც ბუნდოვანია. ერთ-ერთი
ვერსიით, იგი ათენას ზღვიურ წარმომავლობაზე მიუთითებს; მეორე ვერსიით, ათენა არის „სამგზის
შობილი“ ან „მესამედ შობილი“. ამ უკანასკნელ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ათენა ზევსის მესამე
შვილია არტემისის და აპოლონის შემდეგ. „სამგზის შობილს“ კი განმარტავენ როგორც მეტისისგან,
ზევსისგან და საკუთარი თავიდან შობილს.
ტროა – ქალაქი მცირე აზიაში, მდინარე სკამანდროსის ხეობაში. პარისის მიერ მოტაცებული
ჰელენეს დასაბრუნებლად ბერძნებმა ალყაში მოაქციეს და ათწლიანი ომის შედეგად გაანადგურეს.
ფაეთონი – ლამპოსთან ერთად კვიცი, რომელიც ეოსის ეტლშია შებმული და განთიადი
მოჰყავს.
ფაეთუსა – ნიმფა, რომელიც კიდევ ერთ ნიმფა ლამპეტიასთან ერთად უვლიდა ჰელიიოსის
ჯოგს კუნძულ თრინაკიაზე.
ფაროსი – კუნძული ეგვიპტის მახლობლად.
ფეაკები – კუნძულ სქერიის მკვიდრი მეზღვაური ხალხი, რომლებიც სტუმრებს შინ
მიაცილებდნენ ხოლმე.
ფედიმოსი – სიდონის მეფე.
ფედრა – მინოსისა და პასიფაეს ასული, ათენის მეფე თესევსის მეუღლე, რომელსაც თავისი
გერი, ჰიპოლიტოსი, შეუყვარდა. ყმაწვილმა დედინაცვლის სიყვარული უარყო, მაგრამ თესევსთან
მას ცილი დასწამეს და თესევსის თხოვნით, იგი პოსეიდონმა მოკლა. ფედრამ თავი მოიკლა.
ფეე – პორტი ელისის დასავლეთ სანაპიროზე.
ფეიდონი – თერსპროტების მეფე.
ფემიდოსი – სიდონის მეფე.
ფემიოსი – აედოსი, რომელიც სასიძოებს ართობდა.
ფერე – ქალაქი აღმოსავლეთ თესალიაში.
ფერესი – ქალაქ ფერეს დამფუძნებელი.
ფესტოსი – უძველესი ქალაქი კრეტის სამხრეთით.
ფთია – მირმიდონელების მთავარი ქალაქი თესალიაში, აქილევსის სამშობლო.
ფილაკე – ძველი ბერძნული ქალაქი არკადიაში.
ფილაკოსი – ქალაქ ფილაკეს დამფუძნებელი.
ფილო – ჰელენეს ერთ-ერთი მოახლე.

181
ფილოიტიოსი – ითაკელი მწყემსი.
ფილომიდესი – მოჭიდავე, რომელიც ლესბოსში მიწას გააკრა ოდისევსმა.
ფილოქტეტესი – პოიასის ძე. ჰელენეს ერთ-ერთი სასიძო, არგონავტი, ჰერაკლესის მეგობარი.
მან დაანთო ჰერაკლესის კოცონი, როდესაც გმირმა სიცოცხლესთან გამომშვიდობება გადაწყვიტა.
საჩუქრად მიიღო ჰერაკლესის მშვილდი მოწამლული, მიზანს აუცდენელი ისრებით. კუნძულ
ლემნოსზე გველმა უკბინა და, ოდისევსის რჩევით, იქვე დატოვეს. ბოლოს ოდისევსმა თავის
მშვილდ-ისრიანად ჩაიყვანა ტროაში.
ფინიკია – დღევანდელი სირიისა და პალესტინის ზღვისპირა ნაწილი, მისი მცხოვრებლები
ძველი დროიდან ცნობილი იყვნენ, როგორც გამოცდილი მეზღვაურები და საზღვაო ვაჭრები.
ფორკისი – პონტოსისა და გაიას ძე, ზღვის ღვთაება.
ფრონიოსი – ნოემონის მამა, ითაკელი.
ფრონტისი – მენელაოსის მესაჭე.
ქალკისი – კუნძულ ევბეის მთავარი ქალაქი.
ქარიბდისი – ზღვის ურჩხული, ჯერ თქქავს და შემდეგ ამოანთხევს ზღვის წყალს
ხომელდებიანად.
ქარისები – სილამაზისა და სიხარულის სამი ქალღმერთი: აგლაია („კაშკაშა“), ეფროსინე
(„სიხარული“) და თალია („აყვავებული“).
ქიოსი – კუნძული ეგეოსის ზღვაში.
ქლორისი – ამფიონის ასული, ნელევსის მეუღლე და ნესტორის დედა.
ქტიმენე – ლაერტესის ასული, ოდისევსის და.
ძაკინთოსი – კუნძული იონიის ზღვაში,ითაკის სამხრეთით.
ძეთოსი – ზევსისა და ანტიოპეს ძე, ამფიონის ძმა.
ძეფიროსი – დასავლეთის ქარი.
ჰადესი – კრონოსისა და რეას ძე, ზევსისა და პოსეიდონის ძმა, მიწისქვეშეთის მეფე. „ჰადესი“
ხშირად „მკვდართა სამეფოსაც“ აღნიშნავს.
ჰალითერსესი – მასტორის ძე, მასტორიდესი. ითაკელი წინასწარმეტყველი.
ჰალიოსი – ფეაკთა მეფის, ალკინოოსის ერთ-ერთი ვაჟი.
ჰალოსიდნე – „ზღვის შობილი“ აფროდიტესა და თეტისის ეპითეტია.
ჰარპიები — крылатые женские гении, богини вихря.
ჰებე – ქალღმერთი, სიყმაწვილის პერსონიფიკაცია, ზევსისა და ჰერას ასული, ღმერთების
მერიქიფე.
ჰელასი – საბერძნეთი, სპეციფიკურად: ჩრდილოეთ საბერძნეთი.
ჰელენე – ზევსისა და ტინდარეოსის მეუღლის, ლედას, ასული; კლიტემნესტრასა და
დიოსკუროსების, კასტორისა და პოლუქსის (პოლიდევკესის) და, მენელაოსის მეუღლე;
საბერძნეთის ყველაზე ლამაზი ქალი. მოიტაცა და ტროაში წაიყვანა პარისმა.
ჰელესპონტოსი – სრუტე ისტორიული ტროის მახლობლად, რომელიც ეგეოსის ზღვას
მარმარილოს ზღვასთან აერთებს (ამჟამად დარდანელი). სახელი მიეცა ათამასისა და ნეფელეს
ქალიშვილის, ჰელეს, ფრიქსოსის დის, მიხედვით; როდესაც ბავშვები ინოს კოლხეთში გაექცნენ
ოქროს ვერძით, ჰელე მფრინავი ცხვრიდან ზღვაში ჩავარდა.
ჰელიოსი – მზის ღმერთი, სელენეს (მთვარე) და ეოსის (განთიადის), ტიტან ჰიპერიონის ძე.
ჰერა – კრონოსისა და რეას ასული, ზევსის და და მეუღლე. ქორწინების მფარველი ქალღმერთი.
ჰერაკლესი – უდიდესინ ბერძენი გმირი, ზევსისა და მოქკვდავი ალკმენეს ძე. დაბადებიდანვე
დევნიდა ჰერა, რომლის ხრიკებითაც მიკენის მეფე ევრისთევსის მონა გახდა და მისი ბრძანებით
თორმეტი სახელგანთქმული გმირობა ჩაიდინა.
ჰერმესი – მაცნე ღმერთი, ზევსისა და ატლასის ქალიშვილის, ნიმფა მაიას ძე.
ჰერმიონე – მენელაოსისა და ჰელენეს ასული, ნეოპტოლემოსის მეუღლე.
ჰეფესტოსი – ზევსისა და ჰერას ძე, ღმერთების მთავარი მჭედელი და ხელოსანი, აფროდიტეს
მეუღლე; ცხოვრობდა კუნძულ ლემნოსზე.
ჰილაკიდესი – იხ. კასტორი.
ჰიპერეია – ქალაქი კიკლოფსების მახლობლად, სადაც ოდესღაც ცხოვრობდნენ ფეაკები.
ჰიპერესია – ქალაქი არგოსში.
ჰიპერიონი – ტიტანი, ჰელიოსის (მზის), სელენესა (მთვარის) და ეოსის (განთიადის) მამა
ჰიპერიონიდესი – ჰიპერიონის ძე, ჰელიოსი.

182
ჰიპოდამია – პენელოპეს ერთ-ერთი მოახლე.
ჰიპოტადესი – ჰიპოტესის ძე, ეოლოსი.

183

You might also like