You are on page 1of 3

3.

1095 წლის კლერმონის(საფრანგეთი) საეკლესიო კრებაზე ურბან II-მ მორწმუნეებს აღმოსავლეთში


გალაშქრებისკენ მოუწოდა.

4. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა 1096 წელს დაიწყო. ჯვაროსნები კონსტანტინოპოლში შეიკრიბნენ


და მათი რაოდენობა 300 000 აღემატებოდა.

ა) 1097 წლის აპრილში ჯვაროსნებმა გადალახეს ბოსფორის სრუტე


ბ) 1098 წელს, ხანგრძლივი ალყის შემდეგ, მათ აიღეს ქალაქი ანტიოქია და მალე იერუსალიმის კედლებს
მიადგნენ.
გ) 1099 წლის 15 ივლისს იერუსალიმი ჯვაროსანთა ხელში გადავიდა. ქალაქის მბრძანებელი გახდა
გრაფი ჯოფრუა ბულონელი, რომელმაც მიიღო „მაცხოვრის საფლავის მცველის“ ტიტული.

5. პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად ახლო აღმოსავლეთში ოთხი ქრისტიანული


პოლიტიკური ერთეული შეიქმნა:
ა) ედესის საგრაფო 1098 წელს დააფუძნა ბალდუინ I ბულონელმა. სამთავრომ იარსება 1146 წლამდე;
ბ) ანტიოქიის სამთავრო 1098 წელს დაარსა ბოემუნდ I ტარენტელმა. სამთავრომ 1268 წლამდე იარსება;
გ) იერუსალიმის სამეფომ იარსება 1291 წლამდე;
დ) ტრიპოლის საგრაფო 1105 წელს დაარსა ტულუზის გრაფმა რაიმონდ IV-მ. საგრაფომ 1289 წლამდე
იარსება.
6. მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობდა 1147-1149 წლებში. მას საფრანგეთის მეფე ლუი VII
და გერმანიის იმპერატორი კონრად III მეთაურობდნენ.

7. 1174 წელს ნიჭიერმა მუსლიმმა მხედარმთავარმა სალაჰ ად-დინმა დაიმორჩილა სირია და სულთნის
ტიტული მიიღო.

8. 1187 წელს სალადინმა ჰატინის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა ჯვაროსნები, ხოლო ამავე წლის 2
ოქტომბერს მუსლიმებმა ქალაქი აიღეს.

9. მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობას სათავეში გერმანიის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა,


საფრანგეთის მეფე ფილიპ II ავგუსტი და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგული ედგნენ. ფრიდრიხ
ბარბაროსა მცირე აზიაში, მდინარეში დაიხრჩო. ფილიპ ავგუსტმაც მალევე დატოვა ბრძოლა.

10. 1202-1204 წლებში მიმდინარეობდა IV ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც კონსტანტინოპოლში


დასრულდა. 1204 წლის 12 აპრილს მათ აიღეს კონსტანტინოპოლი და გაძარცვეს ქალაქი. ჯვაროსნებმა
აქ ლათინთა იმპერია შექმნეს, რომელმაც 1261 წლამდე იარსება.
11. უშედეგოდ დასრულდა წარმატებით დაწყებული V ჯვაროსნული ლაშქრობა 1217-1221 წლებში.

12. VI ჯვაროსნულ ლაშქრობა მიმდინარეობდა 1228-1229 წლებში, მას სათავეში ედგა რომის საღვთო
იმპერიის იმპერატორი ფრიდრიხ II ჰოჰენშტაუფენი. მან დიპლომატიით დაიბრუნა იერუსალიმი 1229
წელს, თუმცა მუსლიმებმა 1244 წელს ისევ დაიბრუნეს წმინდა ქალაქი.

13. ორი უკანასკნელი ჯვაროსნული ლაშქრობა 1248-1254 და 1270 წლებში მიმდინარეობდა. ისინი
დაკავშირებული არიან საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის სახელთან. მეშვიდე ლაშქრობის დროს ლუი IX
ტყვედ ჩავარდა და ის გამოსასყიდის გადახდის შემდეგ გაატავისუფლეს. მერვე ლაშქრობის დროს კი,
ჩრდილოეთ აფრიკაში ტუნისის აღების მცდელობისას, საფრანგეთის მეფე შავი ჭირის ეპიდემიის
მსხვერპლი გახდა.

You might also like