You are on page 1of 8

XIX საუკუნის თბილისის სტილისტური მრავალფენოვნება და XIX საუკუნის I ნახევრის

კლასიცისტური ნაგებობები

XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში ისტორიულ-პოლიტიკური, სოციალური და


ეკონომიკური განვითარების ძირეული გარდაქმნის პროცესი მიმდინარეობდა. რუსეთის
იმპერიის ფარგლებში მოქცევამ სრულიად შეცვალა სიტუაცია. ცვლილება განიცადა როგორც
პოლიტიკურმა, ასევე კულტურულმა კონტექსტმა. თბილისმა, რომელიც აღა-მაჰმად-ხანის
1795 წლის შემოსევის შედეგად საფუძვლიანად დაინგრა და განადგურდა, ნელნელა დაიწყო
შენება. თანდათანობით შემოვიდა ჯერ სავაჭრო, შემდგომ კი სამრეწველო კაპიტალი, რამაც
ხელი შეუწყო ნატურალური მეურნეობის და ძველი ეკონომიკური ურთიერთობების
რღვევას. თბილისი, რომელიც რუსული კაპიტალის ინტერესის არეალში აღმოჩნდა, სულ
უფრო აფართოვებდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან და ევროპასთან. შუა
საუკუნეების თბილისის კაპიტალისტურ ქალაქად გადაქცევის კვალდაკვალ მიმდინარეობდა
ქალაქის ევროპეიზაციის პროცესი, რაც მის ურბანულ სახესა და არქიტექტურული
ნაგებობების ხასიათზეც აისახა. XVIII საუკუნეში ქალაქში დომინანტური აღმოსავლური,
განსაკუთრებით ირანული, ფენომენი იყო. აღმოსავლური გავლენა იგრძნობოდა, როგორც
მოსახლეობაში მათი (ირანელები, სომხები, ქურთები და სხვ.) სიმრავლის, ასევე
აღმოსავლური ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელი გარემოს შექმნით, რასაც საგრძნობი
წილი შეჰქონდა ქალაქის იერის ფორმირებაში. აღსანიშნავია, ისიც, რომ ირანული გავლენით
აგურის მასალის, შეისრული თაღებისა და სხვა მოტივების ფართოდ გავრცელება, ზოგადად
დამახასიათებელი გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს ხუროთმოძღვრებისათვის,
თბილისშიც საკმაოდ ძლიერად იგრძნობოდა. ამ ვითარებაში XIX საუკუნეში ახალი, რუსი
და ევროპელი (განსაკუთრებით გერმანელი) მოსახლეობის გამოჩენამ, მათთვის სახასიათო
წეს-ჩვეულებების, ურბანული გარემოს შექმნამ სრულიად განსხვავებული სახე მისცა
თბილისს. აღსანიშნავია, რომ საუკუნეების განმავლობაში არსებული აღმოსავლური
ტრადიციები კიდევ დიდხანს შენარჩუნდა, ხოლო დაწყებული ევროპეიზაციის პროცესი
ნელნელა გაძლიერდა. ამიტომ თანამედროვეთა მოსწრებული შედარებით თბილისი
დაემსგავსა მითიურ იანუს, რომელიც ერთი სახით აზიისაკენ იყურებოდა, მეორით კი
ევროპისაკენ. ეს ორბუნოვნება მჟღავნდებოდა თითქმის ყველაფერში – სამოსში, ყოფით
ნივთებსა და ცხოვრების წესში, გემოვნებაში, ხელოვნებასა და არქიტექტურაში. ფრაკი და
ჩოხა, ჩიხტიკოპი და შლაპა, აქლემების ქარავანი და ეტლი, იტალიური არია და
აღმოსავლური ბაიათი, ფორტპიანო და დუდუკი, ევროპული მაღაზია და ხალხმრავალი
ბაზარი,კლასიკური ორდერი და ბანიანი სახურავი – ეს ყველაფერი ერთდროულად ქმნიდა
თბილისის სახეს. რუსი მწერალი პ.ზუბოვი, 1833 წელს თბილისში ყოფნისას აღნიშნავს
–“ტიფლისი წარმოადგენს აზიური და ევროპული ნაგებობების შერევით შექმნილ
ორგინალურ სურათს, რომელიც თვალს სტაცებს მხილველს....არის რა სამხრეთი კავკასიის
რუსეთთან ვაჭრობის ცენტრი, ტიფლისი აზიისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს

1
იზიდავს. მათი სამოსი და გარეგნობა უცნაური მრავალგვარობით გამოირჩევა –თურქი,
ირანელი, ინდოელი, თათარი, გერმანელი, ინგლისელი, მთიელები, სომეხი, ქართველი,
რუსი და სხვა მრავალი ნაციონალურ სამოსში, მუნდირსა და ფრაკშია გამოწყობილი.” ეს
ჩანაწერიც ნათლად ხატავს იმდროიდელი ქალაქის მრავალსახოვან სურათს. ახალ
პოლიტიკურ ვითარებაში, როცა არც ირანელების შემოსევა ემუქრებოდა და არც ლეკებისგან
აწიოკება, ქალაქმა გაფართოვება დაიწყო. თანდათან ქრება შუა საუკუნეების ქალაქისათვის
სახასიათო საფორტიფიკაციო ნაგებობები – კოშკები, გალავანი. შეიცვალა ნაგებობათა
მასშტაბი და ხასიათი. ორბუნოვნება ქალაქისა, ცხადია, არქიტექტურაშიც გამოვლინდა,
რამაც თავისებური ხიბლი შესძინა მის ურბანულ იერს. აღსანიშნავია, რომ
მრავალფეროვნებას არა მხოლოდ ევროპულისა და აღმოსავლურის არსებობა
განსაზღვრავდა, არამედ თითოეული მათგანის სტილური მრავალფეროვნება.
ამავდროულად წამყვან როლს ადგილობრივი ტრადიციები და ქალაქის ლანდშაფტის თუ
კლიმატის თავისებურებები თამაშობდა. უპირატესად სწორედ ისინი აპირობებდნენ
თბილისის მომხიბვლელობას. აღმოსავლური იერი ძირითადად ძველ უბან კალაში
შენარჩუნდა, რასაც რელიეფიც უწყობდა ხელს. ფერდზე შეფენილი სახლები თავისებურ
კოლორიტს ქმნიდა. ქუჩები ეშვებოდა მთავარი მოედნისაკენ, რომელიც ბაზრის მთავარი
არეს წარმოადგენდა. ახალი უბნების მშენებლობა რუსეთისაკენ მიმავალი გზის
მიმართულებით წარიმართა. ასე გაშენდა გოლოვინის პროსპექტი. შემდგომ გზა
გრძელდებოდა ვერის ხიდით ე.წ. “ზასტავამდე” ანუ საგუშაგომდე, რომელიც დღევანდელი
ჭავჭავაძის პროსპექტის და კავსაძის ქუჩების კვეთის მახლობლად მდებარეობდა. ახალი
უბნები სოლოლაკისა და გოლოვინის გასწვრივ, კალასაგან განსხვავებით პარალელური და
პერპენდიკულარული ქუჩების სწორი კუთხით კვეთის პრინციპზე იყო დაგეგმარებული. ამან
მთაწმინდიდან ჩამომავალი ხევების ამოვსების საჭიროება შექმნა. ახალ უბნებში ნაგებობი
უმეტესად ევროპულ სტილში იგებოდა, თუმცა გვხვდებოდა აღმოსავლური ტიპის
შენობებიც. მაგალითად, ჭონქაძის ქუჩაზე ირანული სტილის ნაგებობა დღესაც არის
შემორჩენილი. ამ შემთხვევაში აღმოსავლური და დასავლური არსებობდა გვერდიგვერდ.
ზოგჯერ კი აღმოსავლურ-ევროპულის შერწყმა ერთ ნაგებობაშიც ხდებოდა, როგორც ეს
თამამშევის ქარვასლის შემთხვევაში იყო განხორციელებული. ეს ნაგებობა თანამედროვეთა
აღფრთოვანებას სწორედ კონტრასტით შექმნილი მხატვრული ეფექტის იწვევდა, რაზეც
მოგზაურთა ჩანაწერებიც მეტყველებს. ერევანსკის (დღევანდელი თავისუფლების) მოედნის
ეს ერთ-ერთი დომინანტური ნაგებობა არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის მიერ იყო აგებული.
მისი, როგორც ქალაქის თეატრის, მშენებლობას საფუძველი 1847 წელს ჩაეყარა და გაიხსნა
1851 წლის 12 აპრილს. ნაგებობის ხასიათი მშენებლობისას წარმოშობილმა პრობლემებმა
განსაზღვრა. ვინაიდან ხაზინა თეატრის ასაგებად თანხას არ იძლეოდა, მეფისნაცვალმა მ.
ვორონცოვმა კერძო პირებს ფულადი სახსრების სანაცვლოდ სავაჭრო ფართის გამოყოფა
შესთავაზა. დაფინანსება ითავა ვაჭარმა გაბრიელ თამამშევმა. ამიტომ ნაგებობას თამამშევის
ქარვასლად მოიხსენიებდნენ. თეატრი კი ქალაქის საკუთრებად დარჩა. გეგმაში ნაგებობა
სწორკუთხა იყო (47X78). ოთხი სართულიდან სამხრეთი მხარის ორი სართული მიწის ქვეშ
იყო განლაგებული და აქ საწყობები მდებარეობდა. მესამე- მეოთხე სართულებზე

2
განთავსებული იყო მაღაზიები (44 ერთეული) და სავაჭრო კანტორები. თეატრი ნაგებობის
შუა ნაწილში მდებარეობდა და 700 მაყურებელზე იყო გათვლილი.აქ იყო პარტერი, ლოჟების
ორი იარუსი და ქანდარა. ნაგებობის შიდა სივრცის მხატვრული გაფორმება გ.გაგარინის
ესკიზების მიხედვით განხორციელდა და აბსოლიტურად განსხვავდებოდა
ექსტერიერისაგან. ჯ.სკუდიერიმ ფასადების გადაწყვეტისას კლასიკური მოტივები, კერძოდ
რენესანსული, პილასტრებით დანაწევრებული “პალადინისებური” სარკმელები გამოიყენა.
ინტერიერი კი აღმოსავლურ, ეგზოტიკურ სტილში გადაწყდა ე.წ. სტალაქტიტებითა და
არაბესკებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოგზაურობის შესახებ ჩანაწერებში
ალექსანდრე დიუმა (მამა) 1859 წელს ამ თეატრის ნახვის შემდეგ წერდა – “მთელი ჩემი
ცხოვრების მანძილზე არა ერთი თეატრი მინახავს, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება
ტიფლისის თეატრს”. ამ შესანიშნავმა თეატრმა 23 წელი იარსება. ის 1874 წლის 11
ოქტომბერს ოპერა “ნორმას” წარმოდგენისას გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა. ნაგებობა
გადაკეთების შემდეგ მხოლოდ ქარვასლის ფუნქციას ასრულებდა და 1934 წელს მოედნის
რეკონსტრუქციისას დაანგრიეს. როგორც აღვნიშნეთ, აღმოსავლური იერი ძირითადად
ქალაქის ძველ უბნებს ახასიათებდა. მეჩეთების არსებობა ამ განწყობას კიდევ უფრო
აძლიერებდა. ერთი დღესაც შემორჩა, ხოლო მეტეხის ხიდთან მდგარი შიიტური მეჩეთი
ლამაზი მინარეთით საბჭოთა პერიოდში, 1940-იან წლებში, დაანგრიეს. ფერადი ჭიქურით
მოპირკეთებული შეისრულთაღიანი ფასადით ასევე აღმოსავლურ განწყობას ქმნიდა ჭრელი
აბანო, რომელიც დღესაც აბანოთუბნის დომინანტურ ნაგებობას წარმოადგენს. ცნობილია,
რომ თბილისის დაარსების ლეგენდა სწორედ გოგირდის წყლების არსებობას უკავშირდება.
ამდენად, აქ აბანოები, სავარაუდოდ, ძველი დროიდან იყო. კონკრეტულად ჭრელი ანუ
ორბელიანების აბანო XVIII საუკუნეს განეკუთვნება. ზოგი ცნობით 1762 წელს თურქების
მიერაა აგებული, რომელთაც მასალა აქლემებით არაბეთიდან ჩამოჰქონდათ. აღა-მაჰმად-
ხანის შემოსევის დროს აბანო განსაკუთრებული გამეტებით დაანგრიეს, რადგან
დამპყრობელის იმედი მისი წყალობით განკურნებისა ფუჭი აღმოჩნდა. ქართველებმა აბანო
მალევე აღადგინეს. აქ როგორც ჩანს ორბელიანების წვლილიც იყო, რადგან აბანო მათი
საკუთრება გახდა და შემდგომ ორბელიანების აბანოს სახელით მოიხსენიებოდა. XIX
საუკუნეში ის ძალზე პოპულარული იყო მოგზაურებშიც, ქალაქის ერთ-ერთ
ღირშესანიშნავობას წარმოადგენდა, რაზეც მათი ჩანაწერები მეტყველებს. თბილისში
აღმოსავლური, კერძოდ, მავრიტანული სტილის ნაგებობები XIX საუკუნეში საგანგებოდ
აიგო. ასეთი იყო თვითმმართველობის შენობა (არქ. მ.შტერნი, 1883) ერევანსკის მოედანზე და
ოპერის თეატრი (არქ. ვ.შრეტერი, 1896წ.) გოლოვინზე. გოლოვინის პროსპექტზე, ღუნიბის
მოედანზე მდებარეობდა სტილისტურად გამორჩეული ნაგებობა ე.წ. სობორო – ალექსანდრე
ნეველის სახელობის ტფილისის სამხედრო ტაძარი, რომელიც თავისებურ ნეობიზანტიურ
სტილში იყო გადაწყვეტილი. ის რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან
გამარჯვების აღსანიშნავად ააგეს. 1866 წელს გამოცხადებულ კონკურსში , სადაც 16 პროექტი
მონაწილეობდა, პირველი ადგილი ერგო აკადემიკოს შრეტერს და მხატვარ ღუნის. თუმცა
შენობა მეორე პრემიის მფლობელი პროფ. დ.გრიმმისა და გედიკეს პროექტით ააგეს, რადგან
უფრო იაფი ჯდებოდა. ტაძარი გეგმაში ტოლმკლავა ჯვარს წარმოადგენდა, ცენტრში განიერი

3
16 წახნაგა გუმბათით. მოპირკეთებული იყო ქუთაისის ვარდისფერი და ძეგამის თეთრი
ქვით. ამ ორი ფერის მონაცვლეობა ფასადებს ბიზანტიისთვის სახასიათო იერს
ანიჭებდა.ტაძარში შესასვლელი კიბეები, რელიეფური ორნამენტები, შესრულებულდა
ქუთაისის ქვაში. გუმბათი აეწყო შბედლერის გეგმის მიხედვით. ჯვრები ტაძარზე იყო
მოოქროვილი ბრინჯაოსი. ოთხიარუსიანი სამრეკლო რამდენიმე ზარისაგან შედგებოდა.
ტაძარი რკინის ჯებირით იყო შემოფარგლული, რომელსაც სამი შესასვლელი ჰქონდა.
ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს ტაძარზე აღმართული იყო ალექსანდერე
ნეველის ხატი, რომლის წინაც მუდამ ბჟუტავდა მოოქროვილი ბრინჯაოს კანდელი,
რომელსაც სამეფო გვირგვინის ფორმა ჰქონდა. ტაძარს ერთი მთავარი შესასვლელი ჰქონდა,
სადაც იდგა მუხის მასიური ხისგან გამოჭრილი კარი, რომელსაც ამშვენებდა ხეზე ნაკვეთი
ჩუქურთმები და ბრინჯაოსორნამენტები. ამის გარდა იყო კიდევ ორი შესასვლელი: ერთი
საკურთხეველში და მეორე სამკვეთლოში. ტაძარს ასევე ჰქონდა სარდაფი რომლისთვისაც
ცალკე შესასვლელი იყო განკუთვნილი. ტაძარი ნათდებოდა 81 სარკმელით. ტაძარი
მოხატული იყო მხატ. კოლჩინისა და ლონგოს მიერ. მარმარილოთი მოწყობილი კანკელი
ერთიარუისანი იყო, შიგადაშიგ მოოქროვილი. მარმარილოს ამშვენებდა ზედვე ამოკვეთილი
ჩუქურთმები. ბიზანტიურ სტილში შესრულებული მასიური ბრინჯაოს აღსავლის კარი
მოოქროვილი იყო.[2] ტაძარს ოთხივე მხარეს, ინტერიერში რუსული წარწერა ჰქონია, სადაც
მოხსენიებული იყვნენ იმპერატორი ალექსანდრე II და სამხედრო გენერლები. ტაძრის
ინტერიერში იყო სპეციალური ფარები (სტენდი), რომელზეც ეწერა თუ რამდენი ჯარისკაცი
და არმიის ქვეგანაყოფი მონაწილეობდა კავკასიის დაპყრობაში. ტაძრის ირგვლივ
ჩამწკრივებული იყო ქვემეხები, რომლებიც ომების დროს დამარცხებულ მხარეებს (ირანი,
თურქეთი, შამილი) ჩამოართვეს.

1871 წლის 16 აპრილს ალექსანდრეს ბაღის ზემონაწილში ღუნიბის მოედანზე (მოგვიანებით


„სობორნი“ მოედანი დაერქვა, ამჟამად რუსთაველის გამზირის ნაწილი), კათედრალის
მშენებლობისათვის გაჭრეს საძირკველი, თუმცაღა ტაძრის თავდაპირველი სახეთავიდანვე
შეიცვალა. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომთან დაკავშირებულმა ფინანსურმა პრობლემებმა
გამოიწვია ტაძრის მშენებლობის შეჩერება, რომელიც მოგვიანებით 1890 წელს განახლდა,
ხოლო განახლებასთან ერთად ასევე შეირჩა ტაძრის მშენებლობისათვის ახალი ადგილი იმავე
ტე რიტორიაზე და 1891წლის 13 აპრილს ჩაეყარა ტაძრის საბოლოო ვარიანტს საფუძველი
1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაასაფლავეს საქართველოს სამხედრო სკოლის
სტუდენტები (იუნკერები), რომლებიც წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ. 1930
წელის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ დაიწყო ტაძრის დემოტაჟი. საქართველოს
სსრ-ის მთავრობის სახლის ასაშენებლად ადგილის გასათავისუფლებლად.

ევროპული სტილის ნაგებობები როგორც აღვნიშნეთ, ძირითადად, გარეთუბნის


(დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ნაწილი), სოლოლაკსა და გოლოვინის
გასწვრივ შენდებოდა. ასევე გამოკვეთილად ევროპული იერი გააჩნდა მტკვრის მარცხენა
სანაპიროს გერმანელებით დასახლებულ უბანს. აქ დაგეგმარებაც სწორხაზოვანი იყო,

4
სახლებსაც სათანადო გადაწყვეტა ჰქონდა. აქვე იყო აგებული გერმანელების სალოცავი,
რომელსაც თბილისელები “კირხეს” სახელით მოიხსენიებდნენ. ევროპეიზაცია თბილისში
სხვადასხვა სტილის ნაგებობების გავრცელებით გამოიხატა და მხოლოდ ერთი რომელიმე
მიმართულებით არ შემოფარგლულა, რაც, ცხადია, სტილისტურ მრავალფეროვნებას
განაპირობებდა. იგებოდა ნეოკლასიცისტური ნაგებობები, ე.წ. რენესანსული მოტივებით
თუ ბაროკალური ელემენტებით გაფორმებული ფასადები, ნეოგუთურ სტილში
გააზრებული შენობები. ასევე გვხვდება რუსული არქიტექტურისათვის სახასიათო
ფორმებით ნაგები შენობები, უმეტესად ეკლესიები. ხშირ შემთხვევაში ნაგებობები
ეკლექტურ, სხვადასხვა სტილის (არა მხოლოდ ევროპულის) ნაზავს ქმნიდა, რაც ძალზე
თავისებურ მხატვრულ გადაწყვეტას განაპირობებდა. ეკლექტიზმი არა მხოლოდ
სხვადასხვა სტილისთვის სახასიათო ელემენტების შერწყმაში გამოიხატებოდა, არამედ ბევრ
შემთხვევაში ნაგებობის ფასადისა და შიდა ნაწილის სრულიად განსხვავებულ
გადაწყვეტაში. ასე მაგალითად, კლასიკურ სტილში გააზრებული ფასადის მიღმა ხშირად
ჩუქურთმებით შემკული აივნებით გარშემორტყმული შიდა ეზო ყოფილიყო მოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის განმავლობაში თბილისის ხუროთმოძღვრებამ შესძლო
ეპოქის ადეკვატური, თანამედროვე იდეების შეთვისება და გააზრება (ამაში დიდია
თბილისში მოღვაწე უცხოელი არქიტექტორებისა წვლილი). ამ პროცესის ლოგიკურ
გაგრძელებად იქცა საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისისთვის თბილისში
მოდერნის სტილის ისეთი ნაგებობების აგების ფაქტი, რომელთაც თავისებური ნიშნები
გამოარჩევს და თბილისური მოდერნის სახელით არის ცნობილი.ამდენად, ერთი საუკუნის
განმავლობაში ქართულ სინამდვილეში შესაძლებელი გახდა თანამედროვე ევროპული
არქიტექტურული რეპერტუარის ათვისება და დროის შესაბამის მოთხოვნებზე
სრულფასოვანი შემოქმედებითი აქტივობის განხორციელება. XIX საუკუნის პირველ
ნახევარშითბილისის ხუროთმოძღვრების პირველი მნიშვნელოვანი ნიმუშები ძირითადად
კლასიცისტურ სტილშია აგებული. ერთი-ერთი უადრესია სიონის სამრეკლო, რომელიც
ტაძრის დასავლეთით აშენდა. ეს ნაგებობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო იმ
ურბანული სივრცისაგან, რომელშიც აშენდა. ამ ადგილას იმგვარი სამრეკლოს აგებით,
რომელიც რუსეთის უზარმაზარ იმპერიის სხვადასხვა კუთხეში შენდებოდა, ერთგვარად
გაცხადდა იმპერიის სურვილი და მიზნები. სიონის ჩრდილოეთ მხარეს დგას XV
საუკუნის სამრეკლო, რომლის აგურით ნაგებ ქვედა ნაწილს ქვის სამრეკლო ფანჩატური
ადგას. სრულიად განსხვავებულია სიონის ახალი, მეორე 1812 წელს აგებული სამრეკლო.
მის ზუსტ თარიღზე წარწერა მიუთითებს – “დროსა. ალექსანდრე პირველისა,
იმპერატორისა ყოვლისა როსიისა აღშენდა უწმინდესი სინოდის ჩლენის მცხეთის
მიტროპოლიტისა, ქართლისა და კახეთისა და სრულიად საქართველოს ექზარხოსის,
ვარლამ ქსნის ერისთავის დავითი ძისგან წელსა ჩყ....” სამრეკლო, როგორც აღინიშნა,
კლასიცისტურ სტილშია გადაწყვეტილი. სამ სართულად გააზრებული ნაგებობა გეგმაში
კვადრატულია. პირველი სართულის მოცულობით ფორმას, მეორე უფრო მომცრო
მოცულობა ადგას. მესამე კიდევ უფრო მცირე ფორმა შპილით არის დაგვირგვინებული.
პირველი სართულის დონეზე შიდა სტრუქტურას გარშემო ტოსკანური სვეტები უვლის

5
გარს. სართულს მასიური ლავგარდანი ასრულებს, რომლის ქვეშ სქემატურად გამოსახული
ტრიგლიფებითა და მეტოპებით შედგენილი დორიული ფრიზია. მეორე სართულის
ფასადს იონური პილასტრები ამკობს, მესამე სართული ოთხი მხრით თაღებით გახსნილ
სამრეკლო-ფანჩატურს წარმოადგენს.სამრეკლოს ფასადებზე არსებული არქიტექტურული
ელემენტები დამახასიათებელია ნეოკლასიციზმისთვის და ნათლად მეტყველებს ნაგებობის
სტილისტურ კუთვნილებაზე. ეს ნაგებობა არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტის
მაღალი დონით არ გამოირჩევა, თუმცა ეპოქის შესაბამისი ტიპიური ნიმუშია. დღევანდელი
თავისუფლების მოედანზე დგას კიდევ ერთი კლასიცისტური ნაგებობა, რომელიც
სამწუხაროდ საკმაოდ სახეშეცვლილია. თავად ამ მოედნის ფორმირება XIX საუკუნის
პირველ ნახევარში მოხდა. XVIII საუკუნეში ეს ადგილი ქალაქის კედლებს გარეთ იყო
მოქცეული. კედელი გადიოდა პუშკინის ქუშის გაყოლებაზე. სოლოლაკის ადგილზე კი
ბაღები იყო გაშენებული. პლატონ იოსელიანის ცნობით მოედნის ჩრდილოეთ მხარეს,
დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის ადგილას XVII საუკუნის ბოლოსთვის მეფე ლევანის
ქარვასლა იყო, რომელსაც 80 ოთახი გააჩნდა. ის 1724 წელს თურქთა შემოსევისას
დაუნგრევიათ. რაც შეეხება მოედანს, მისი ფორმირების ხანის ნაგებობებიდან
შემორჩენილია კავკასიის არმიის შტაბის შენობა, რომელიც დღეს სასტუმრო მარიოტის
გვერდით მდებარეობს. ის აგებულია 1824 წელს რუსული კლასიციზმის სტილში.
ოთხსართულიანი ნაგებობის მთავარი ფასადი ხუთ არედ არის გააზრებული.
არქიტექტურული ფორმებით გამორჩეულია ცენტრალური ნაწილი, რომლის მნიშვნელობას
მის თავზე აღმართული ორნაწილიანი ფანჩატურიც აძლიერებს. ამ მონაკვეთის პირველი და
მეორე სართული კედლები რუსტირებულია. ამასთან პირველ სართულზე დაბალი
სწორკუთხა სარკმლები, ხოლო მათ თავზე ღია გალერეის ხუთი თაღია. ზედა ორი სართულის
დონეზე იონური სვეტებიფასადის მთავარ აქცენტს ქმნის. ცენტრალური ნაწილის გვერდითა
არეები უფრო სადადაა გადაწყვეტილი. კიდურა მონაკვეთებში მაღალი და განიერი თაღებია,
რომელთა საშუალებით ნაგებობის უკანა ეზოში შეიძლებოდა მოხვედრა. დღეს გახსნილი
მხოლოდ ერთი მათგანია. მოედნის მახლობლად, დღევანდელი პუშკინის სახელობის
სკვერის მოპირდაპირედ მდებარეობს კიდევ ერთი კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი
ნაგებობა, რომელიც დღეს ეროვნული მუზეუმის შ.ამირანაშვილის სახელობის
ხელოვნების მუზეუმს წარმოადგენს. 1825 წელს იაკობ ზუბალაშვილმა ამ ადგილას მიწა
თავად თურქესტანიშვილისაგან იყიდა და სასტუმროს აგება განიზრახა. ნაგებობა
არქიტექტორ ჯუზეპე ბერნარდოცის პროექტის მიხედვით აიგო. სასტუმრო 1838 წელს
იყიდა საეკლესიო უწყებამ სინოდისა და სემინარიის განთავსებით მიზნით. სასულიერო
სემინარია აქ ათწლეუების მანძილზე ფუნქციონირებდა. ნაგებობა სამსართულიანია.
პირველი სართული რუსტირებული წყობითაა გამოყოფილი. ზედა სართულებზე
ფასადებისადაა და სრულდება დორიული ფრიზით და ლავგარდანით. პირველი და მესამე
სართულის სარკმლები სწორკუთხაა, ხოლო მეორე სართულის თაღოვანი ფორმისაა და
უფრო მაღალია. ამ ნიშნით კლასიკური სტილისათვის სახასიათო სართულების
განსხვავებულად გადაწყვეტის წესია გამოყენებული, თუმცა ნაკლებად გამოხატული
სახით. სტილისტურად ყველაზე მეტყველი მთავარი, სამხრეთი ფასადია, რომელიც

6
ორსართულიანი პორტიკით არის გამოკვეთილი. პორტიკის ქვედა სართული თავად
შენობის მსგავსად რუსტირებულია და სამი მხრით თაღებით არის გახსნილი. წინა მხარეს
ხუთი, გვერდებზე კი თითო თაღია. მეორე სართულზე აივანს აქვს ექვსი იონური სვეტი,
რომელთა თავზე ფრონტონია. სხვა დეტალებთან ერთად სწორედ ეს კომპოზიცია ანიჭებს
ყველაზე მეტად ნაგებობას ნათლად გამოხატულ კლასიცისტურ იერს. ნაგებობის
ფასადებისაგან განსხვავებით ინტერიერი უფრო მეტად არის შეცვლილი, თუმცა
შემორჩენილია აივანზე გამომავალი დიდი დარბაზი და ნაწილობრივ ოთახების
ანფილადური განლაგება.ხელოვნებს მუზეუმის შენობა, როგორც კლასიცისტური სტილის
ერთ-ერთი ადრეული ნიმუში თბილისში ფრიად საყურადღებო ძეგლია. აღსანიშნავია, რომ
კლასიცისტურ სტილში იყო გადაწყვეტილი უმნიშვნელოვანესი სახელისუფლო ნაგებობა
თბილისში– მთავარმმართველის სასახლეც (დღევანდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლის ადგილზე), რაც ოფიციოზის არჩევანისას ამ სტილის პრიორიტეტულობას
ადასტურებს. XVIII საუკუნეში დღევანდელი რუსთაველის პროსპექტის ეს მონაკვეთი
ქალაქის ფარგლებს გარეთ მდებარე კალოუბანი იყო. აქ საცხოვრებელი სახლების გარდა
იყო სამი ეკლესია - ქაშვეთი, სომხური და კალოუბნის, რომელიც დღევანდელი კინოთეატრ
რუსთაველის ადგილზე მდებარეობდა. მათ მოპირდაპირე მხარეს მეფისწულ გიორგის
ბაღები იყო, რომელიც შემდგომში მთავარმმართველის სასახლის ანსამბლის ნაწილი
გახდა. აღა-მაჰმედ-ხანის შემოსევამ ეს უბანიც ძლიერ დააზარალა. თუმცა XIX საუკუნეში
სწორედ ეს ადგილი გახდა ქალაქის ახალი უბნის ცენტი.ჯერ კიდევ 1802 წელს აიგო აქ
სამთავრობო დაწესებულების “провительственные места“-ს ორი ნაგებობა, რომელიც
ამავდროულად მთავარმმართებლის რეზიდენცია იყო. ამდენად გასაგებია, რომ
უპირველესად მის ასაგებად იზრუნა რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ.ეს შენობები სწრაფ
ტემპში, რამოდენიმე თვეში აიგო.მათ ადგილას 1807 წელს ახალი სასახლის მშენებლობა
დაიწყეს მთავარმმართებლისთვის. მის მოპირდაპირედ კი გაუპვახტის და ტიპოგტაფიის
შენობები აშენდა. რეზიდენცია კიდევ რამდენჯერმე გადააკეთეს.შემორჩენილი ნახაზების
მიხედვით ის კლასიცისტურ სტილში იყო გადაწყვეტილი სვეტებიანი მთავარი ფასადით.
1845-47 წლებში არქიტექტორ აკადემიკოს სემენოვის ხელმძღვანელობით
მთავარმმართებლის ახალი სასახლე ასევე კლასიცისტურ სტილში აიგო. საკმაოდ მასშტაბურ
ნაგებობა ორსართულიანი იყო. მთავარ ფასადზე პირველ სართულზე ღია გალერეა იყო
თაღნარით, ხოლო მეორე სართულის აივანს არქიტრავული გადახურვა გააჩნდა, რომელიც
სვეტებს ეფუძნებოდა. ცენტრალური ნაწილი ამაღლებული იყო. აქ ხუთი, უფრო მაღალი
სვეტის თავზე ფრონტონი იყო აღმართული. 60-იან წლებში გამოცხადდა კონკურსი ახალი
სასახლის ასაგებად, რომელიც ძველის გვერდით არსენალის ადგილზე, ანუ დღევანდელი
პარლამენტის შენობის ადგილას უნდა აშენებულიყო. თუმცა მოგვიანებით გადაწყდა ძველი
სასახლის გადაკეთება, რაც განხორციელდა კიდეც 1864-69 წლებში და ნაგებობამ იმგვარი
სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს. გადაკეთება ოტტო სიმონსონის პროექტის მიხედვით
განხორციელდა. კლასიციზმი რენესანსული მოტივებით შეიცვალა. მოიხსნა ფრონტონი და
ფასადმა ორიარუსიანი თაღნარის სახე მიიღო. ინტერიერში ძირითადად ორდერული სისტემა
იყო გამოყენებული. გამონაკლისი იყო ე.წ. სარკეებიანი დარბაზი, რომელშიც ირანული

7
ელემენტები და „სტუკოს“ (მაღალი დონის შელესილობით სკუპტურული დეკორი
შესრულების ტექნიკა) ტექნიკა იყო გამოყენებული.

You might also like