You are on page 1of 1

თბილისში მართლაც ბევრი მშვენიერი თავშესაყარი ადგილი იყო , რომელთაც

“კაფეებს“ ეძახდნენ. ყველაზე საინტერესო იყო “ქიმერიონი“, ეს კაფე მდებარეობდა


რუსთაველის თეატრის ახლანდელ ქვემოთა ფოიეში. მისი გახსნის ინიციატივა
“ცისფერყანწელთა“ ჯგუფს ეკუთვნოდა. ყველა იმ სატკივართა შორის, რომლებიც კი
ოდესმე ცხოვრების გზაზე შემხვედრია, ერთ-ერთი ისიცაა, რომ ხელოვნების ეს
შესანიშნავი ძეგლი (ვგულისხმობ “ქიმერიონის“ მოხატულ კედლებს) ყოვლად უაზროდ
გაქრა და დაიკარგა.

ლადო გუდიაშვილი წერდა: აქ ეწყობოდა ლიტერატურული შეხვედრები , მწერლები


კითხულობდნენ ახალ ნაწარმოებებს. შემდეგ გამოდიოდნენ იმ დროის გამოჩენილი
მომღერლები და მოცეკვავეები. საერთოდ, ეს კაფე ძალიან თვალწარმტაცი სანახავი იყო .
შადრევნების ირგვლივ, მაგიდებს შორის, თავისუფლად დასეირნობდნენ შვლები და
ხანდახან სუფრაზე მოტანილ მწვანილსაც წასწვდებოდნენ ხოლმე .

კაფესთვის რომ მეტი ეშხი და სილამაზე მიგვეცა, გადავწყვიტეთ მისი კედლები


ფრესკული პრინციპით მოგვეხატა. იმ ხანებში თბილისში იმყოფებოდა ცნობილი რუსი
მხატვარი სერგეი სუდეიკინი. მან რევოლუციამდე დასტოვა პეტერბურგი, შემდეგ
დაუახლოვდა ქართველ მწერლებსა და მხატრებს. ჩვენთან ერთად ატარებდა მთელ
დღეებს. გამოფენაც მოაწყო. ბევრი სურათი აქვს შექმნილი თბილისის და საერთოდ
საქართველოს თემებზე. ბოლოს პარიზში წავიდა.

იმართებოდა სურათების აუქციონიც. შემოსული თანხა მთლიანად კავშირის ფონდში


გადადიოდა. ძალზე საინტერესო იყო ექსპრომტული მეჯლისები, რომლის დედოფლად
მხოლოდ ლამაზ ქალებს ირჩევდნენ. ერთი შეხედვით, ყოველივე ამას, თითქოს მხოლოდ
გართობის ხასიათი ჰქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. “ქიმერიონის “
შეხვედრებმა და საღამოებმა უდიდესი როლი შეასრულეს იმდროინდელი მხატვრული
ინტელიგენციის ეროვნული სახის ჩამოყალიბებისა და მისი ეროვნული პოზიციის
განმტკიცების საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს ეს ერთადერთი ადგილი იყო ,
სადაც მწერლები და ხელოვნების მუშაკები ხვდებოდნენ ერთმანეთს . ახლაც ბევრჯერ
მენატრება ის განწყობილება და შთაგონება, რომელიც “ქიმერიონში“ სუფევდა.

You might also like