You are on page 1of 6

კაფე

ქიმერიონი
რუსთაველის თეატრის (მაშინ - არტისტული
საზოგადოების) შენობის ქვედა ფოიეს სართულზე
კაფე „ქიმერიონი“ იყო განთავსებული, სადაც თავს
იყრიდა ქალაქის მოწინავე ინტელიგენცია. 1915
წლიდან აქ იკრიბებოდნენ „ცისფერყანწელები“.
ტიციან ტაბიძე წერდა: „ალბათ მთელს ქვეყანაზე არ
არის კაფე, რომელიც იტევდეს იმდენ შთაგონებას და
შემოქმედებას, როგორც „ქიმერიონი“.
კაფეს კედლები მთლიანად მოხატული იყო. „ცისფერყანწელების“ ინიციატივით
კედლები მოხატეს გამოჩენილმა მხატვრებმა ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ,
მოსე თოიძემ, განთქმულმა რუსმა მხატვარმა სერგეი სუდეიკინმა, ასევე ცნობილმა
პოლონელმა ხელოვანმა სიგიზმუნდ ვალისევსკიმ. კაფე მოგვიანებით რუსთაველის
თეატრის ფოიედ და გარდერობად იქცა. კედლები არაერთგზის გადაიღება და
შესანიშნავი მხატვრობა დაიკარგა. სამოცდაათიანი წლების ბოლოს დაიწყო
სამუშაოები დაკარგული მოხატულობის გამოსამჟღავნებლად. გაიხსნა კედლის
მხატვრობის დიდი ნაწილი.
მაგიდებს შორის თავისუფლად დასეირნობდნენ ულამაზესი შვლები, რომლებიც პაოლოს ჩამოეყვანა
მთებიდან (იგი განთქმული მონადირეც იყო). ერთი სიტყვით, „ქიმერიონი“ რიტუალიზებულ-
თეატრალიზებული ფორმით ამკვიდრებდა ახალ ხელოვნებასა და მოდერნისტულ მსოფლმხედველობას.
სამწუხაროდ, კაფეს დიდხანს არ უარსებია, მან გასაბჭოებიდან მალევე შეწყვიტა არსებობა. მის მაგივრად კი
„წითელი რესტორანი“ გახსნეს. 30-იან წლებში კედლებიც გადაღებეს, ხოლო რუსთაველის თეატრის
რეკონსტრუქციის დროს ეს ტერიტორია თეატრის გარდერობად გადააკეთეს.
1980-იანი წლების დასაწყისში მას პირველი რესტავრაცია
ჩაუტარდა, საღებავის ფენის მოცილების შედეგად გაირკვა, რომ
მხატვრობის უდიდესი ნაწილი გადარჩენილი იყო, დღეისათვის
დაკარგულია მხოლოდ რამდენიმე კომპოზიცია. „ქიმერიონი“
უნიკალური შემთხვევაა არა მარტო ქართული, არამედ ევროპული
მოდერნიზმის ისტორიაში, რადგან დღეისათვის მხოლოდ მისი და
პარიზის „La Coupol“- ის მოხატულობაა შემორჩენილი თითქმის
სრული სახით.
1922 წელს, ,,წარმოების
ზარალის” გამო, ,,ქიმერიონი”
დაიხურა.

You might also like