You are on page 1of 5

შოთა

რუსთაველის
გამზირი
• რუსთაველის გამზირი — მთავარი პროსპექტი თბილისის
 ცენტრში, რომელსაც სახელი შუასაუკუნეების ქართველი
პოეტი შოთა რუსთაველის პატივსაცემად დაერქვა. გამზირი
იწყება თავისუფლების მოედნიდან , გრძელდება დაახ. 1,5 კმ-
ს, და უერთდება კოსტავას ქუჩას მეტრო რუსთაველთან.
რუსთაველი ხშირად ქალაქის ცენტრად მოიხსენიება, აქ
მდებარე სახელმწიფო, საზოგადოებრივი, კულტურული და
ბიზნესის დაწესებულებების სიმრავლის გამო. 
საქართველოს პარლამენტი, უზენაესი სასამართლო, 
ქაშვეთის ეკლესია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი , 
რუსთაველის აკადემიური თეატრი.
• საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ (1918 წ.)
გოლოვინის პროსპექტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა.
საბჭოთა პერიოდში რუსთაველის პროსპექტმა მნიშვნელოვანი
ცვლილებები განიცადა. ამის შედეგად პროსპექტი უშუალოდ
შეუერთდა მოედანს. ქუჩიდან აიღეს ტრამვაის ხაზები,
კეთილმოწყობისა და გამწვანების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი
სამუშაოები ჩატარდა 1965 წელს. აიგო საბჭოთა
მონუმენტალიზმისათვის ტიპური შენობები, როგორიცაა მთავრობის
სახლი (ახლანდ. პარლამენტის შენობა), ტელეგრაფი, ყოფ.
კავშირგაბმულობის სახლი.
• 9 აპრილის ტრაგედია — 1989 წლის 9 აპრილს, 
თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები,
რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტი-
საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის
მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი
დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც
დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.
• ქართველი ხალხი ვერასდროს დაივიწყებს დღეს რომელიც
საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს
გადაიტანა. ბევრს ჯერ კიდევ ცხადად ახსოვს ხეებზე გაკრული
ლექსები, დენთის სუნი, უსინათლო მომღერლების ნამღერი:
"დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს", პატრიარქის
მიწოდება და დაჩოქილი ხალხი, რომელიც "მამაო ჩვენოს"
ამბობდა და ღვთის განაჩენს ელოდა.

You might also like