You are on page 1of 919

1 მკითხველთა ლიგა

kalevala

finur kareliuri eposi

თარგმანი
მუხრან მაჭავარიანის
შოთა ჩანტლაძის და
გივი ძნელაძისა

2 მკითხველთა ლიგა
1
წინასიტყვაობა

ეპოსი კალევალა და მისი შემქმნელები

ას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კარელურ-ფინური


ხალხური ეპოსი –„კალევალა“ – მსოფლიო ლიტერატურას
მოევლინა.
ხალხური პოეზიის ეს განძი მთლიანი ეპიური ნაწარმოების
სახით ჩვენამდე მოვიდა ელიას ლიონროტის (1802– 1884)
მრავალი წლის შრომის წყალობით. ლიონროტმა ამ ეპოსს
მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა.
თავმდაბალ სოფლის ექიმს, სოფლის თერძის შვილს,
ღრმად ესმოდა და უყვარდა ხალხური პოეზია. ჯერ კიდევ
1828-1834 წლებში მან რამდენიმეჯერ იმოგზაურა შიდა კარე-
ლიაში რუნების შესაგროვებლად და ჩაიწერა ასობით ეპიური
რუნა, ლირიული ლექსი და შელოცვა. ლიონროტმა მათგან
შეარჩია საუკეთესონი, მიუმატა მათ ადრე ჩაწერილი ზოგი-
ერთი ხალხური რუნა და 1835 წელს გამოაქვეყნა ეპოსის

1წინასიტყვაობა აღებულია1977 წლის გამოცემიდან. სერია – მსოფლიო


ლიტერატურის ბიბლიოთეკა.
3 მკითხველთა ლიგა
პირველი გამოცემა სახელწოდებით –„კალევალა, ანუ კარე-
ლიის ძველი რუნები ფინელი ხალხის გარდასულ დროზე“.
ლიონროტი არ დაკმაყოფილდა ამ არასრული კრებულით,
რომელშიც 12078 ლექსი შევიდა, და მოუღალავი ენერგიით
განაგრძო რუნების ძებნა თეთრი ზღვისპირეთის კარელიაში
(1835-1837), აგრეთვე მაშინდელი ფინეთის კარელიაში და
ოლონცში (1841 –1842). მას შეეძლო ესარგებლა აგრეთვე
რუნების სხვა შემგროვებლების ჩანაწერებითაც, რომლებიც
წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი გროვდებოდა. ლიონრტმა
უამრავი ვარიანტიდან და მზა ციკლიდან შეარჩია და შეაერთა
საუკეთესოები, ამასთან იგი ითვალისწინებდა ხალხური მომ-
ღერლების ტრადიციებსა და ზოგიერთ მითითებას. ასე შედგა
„კალევალას“ საბოლოო ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა
1849 წელს და შეიცავდა ორმოცდაათ რუნას (22795 ლექსს).
„ამ პოემების სამშობლო, – წერდა ლიონროტი, – არის
ფინეთისა და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ორთავ მხა-
რეს მდებარე კარელია“. თითქმის ყველა ხალხური პოემა,
რომელთაგანაც არის შედგენილი „კალევალა“, ჩაწერილია
ტერიტორიაზე, რომელიც ახლა კარელიის ავტონომიურ საბ-
ჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას ეკუთვნის.
„რუნების საუკეთესო და ყველაზე უფრო მდიდარ აკვნად,
– წერდა ლიონროტი „კალევალას“ წინასიტყვაობაში, – ით-
ვლება, ყოველ შემთხვევისათვის, ვუოკინიემის მოსვლა
თეთრ ზღვისპირეთში (ანუ არხანგელსკის გუბერნიაში)“. რუ-
ნების ეს საუკეთესო და ყველაზე მდიდარი აკვანი ამჟამად კა-
ლევალას რაიონის სახელს ატარებს.

4 მკითხველთა ლიგა
2

ის გარემოება, რომ „კალევალა“ საბოლოო სახით ლიონ-


როტმა შეადგინა, საფუძველს არ გვაძლევს უარვყოთ ეპოსის
ხალხური ხასიათი: ლიონროტმა „კალევალა“ შეადგინა ნამ-
დვილი ხალხური რუნებიდან და მათი შეერთებისას კარელი-
ის ხალხური პოეზიის სულის ერთგული დარჩა.
„კალევალაში“ შესული რუნები ნამდვილად ხალხის შე-
მოქმედებაა. ეს მტკიცდება, უპირველეს ყოვლისა, იმ ფაქ-
ტით, რომ რუნების მომღერლები პროფესიონალები კი არ იყ-
ვნენ, არამედ ხალხიდან გამოსული უბრალო ადამიანები,
რომლებიც ამ რუნებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ და
მღეროდნენ მძიმე შრომის შემდეგ, დასვენების დროს. ამას
გარდა, რუნები იქმნებოდა და სრულდებოდა არა გაბატონე-
ბული კლასების დასატკბობად, არამედ მშრომელი ხალხი-
სათვის. „კალევალას“ რუნები მოგვითხრობენ საზოგადოება-
ზე, რომელშიც არ იყო არისტოკრატია, გმირებზე, რომლებიც
მშრომელი ადამიანები იყვნენ. ამრიგად, „კალევალა“ წარ-
მოადგენს ნამდვილ ხალხურ პოეზიას როგორც შინაარსით,
ისე ფორმით.
ამ თვალსაზრისით „კალევალა“ განსხვავდება წარსულის
მრავალი ეპიური ნაწარმოებისაგან. ფეოდალიზმის ეპოქის
ისეთი ეპოსები, როგორიცაა გერმანული „თქმულება ნიბე-
ლუნგებზე“ და სკანდინავური „ედა“, შედგენილია პროფესიო-
ნალი მომღერლების მიერ, რომლებიც უმღეროდნენ ლეგენ-
დარულ გმირებს თავადების ნადიმებზე. მართალია, ამ პრო-

5 მკითხველთა ლიგა
ფესიონალმა მომღერლებმაც მასალად გამოიყენეს ხალხური
გადმოცემები, ზღაპრები ან რუნები, მაგრამ ისინი მათ ამუშა-
ვებდნენ თავისი არისტოკრატი მფარველების გემოვნებისა
და სურვილების მიხედვით. ამ ნაწარმოებთა საბოლოო შედ-
გენა ერთი ან რამდენიმე პირის საქმე იყო, მაგრამ სასიმღე-
რო მასალა, რომლიდანაც ისინი იქმნებოდა, გადამუშავებუ-
ლი იყო გაბატონებული კლასების მოთხოვნათა მიხედვით.
ფინეთში იყო ცდები „კალევალას“ პოეზიაც აეხსნათ, რო-
გორც არისტოკრატიის პოეზია. მაგრამ რამდენადაც კარელი-
აში, სადაც ეს რუნები იპოვეს, არასოდეს არ არსებობდა არც
ფინური და არც სხვა რომელიმე არისტოკრატია, ამიტომ
ფოლკლორის ზოგიერთმა მკვლევარმა შექმნა რაღაც „დამ-
ხმარე“ თეორია, რომლის მიხედვითაც „კალევალას“ რუნები
პირველად თითქოს ფინეთის დასავლეთში ჩაისახა, მოგვია-
ნებით, საუკუნეების შემდეგ, აღმოსავლეთით გავრცელდა და,
ბოლოს, კარელიის მთვლემარე ტყეებში დამკვიდრდა.
ელიას ლიონროტსა და მის თანამედროვეებს უცილობ-
ლად მიაჩნდათ, რომ „კალევალას“ რუნები არა მარტო შე-
მორჩა, არამედ ჩაისახა კიდეც კარელიელ ხალხში. მაგრამ
ლიონროტის სიკვდილის შემდეგ ზოგიერთი ნაციონალისტუ-
რად განწყობილი ფოლკლორისტი, განსაკუთრებით კი კ.
კრონა და მისი სკოლა სისტემატურად ცდილობდნენ უარე-
ყოთ ეს თვალსაზრისი. მათი აზრით, პოეტური შემოქმედების
ასეთი ნაწარმოები, რომელიც ყველაზე ძვირფასია მათ შო-
რის, რაც კი ფინურ ენაზე შექმნილა, არ შეიძლებოდა ჩასახუ-
ლიყო ღატაკ და გაუნათლებელ კარელიელ ხალხში.
მაგრამ კრონისა და მისი სკოლის მრავალი წლის ცდა
ამაო აღმოჩნდა, რადგან შეუძლებელია დაამტკიცო დაუმტკი-

6 მკითხველთა ლიგა
ცებელი. დასავლეთ ფინეთში მათ ვერ იპოვეს „კალევალას“
თემატიკის მონათესავე რუნები, ისევე როგორც ვერ იპოვეს
გმირულ-ჰეროიკული სიმღერები, თუმცა ბევრს ეძებდნენ ჯერ
კიდევ მიქაელ აგრიკოლას დროიდან, ესე იგი XVI საუკუნი-
დან მოყოლებული. იქ ნაპოვნია, ძირითადად, პოეტურ ღირე-
ბულებას მოკლებული კათოლიკური ლეგენდები და ნახევ-
რად რელიგიური შელოცვები. მიუხედავად ამისა, კრონმა ვა-
რაუდების მთელ ჯაჭვზე დაყრდნობით შეთხზა თეორია, რომ-
ლის თანახმადაც „კალევალას“ გმირული სიმღერები ჩაისახა
დასავლეთ ფინეთში გვიან შუასაუკუნეებში და მათ მღეროდ-
ნენ იმჟამინდელი ფინური არისტოკრატიის სახლებში და
ვრცელდებოდა მოხეტიალე პროფესიონალი მომღერლების
საშუალებით (რომლებიც სინამდვილეში სრულიად სხვა სა-
ხის სიმღერებს მღეროდნენ).
1918 წელს კრონმა გადაწყვიტა ხელი აეღო ამ თეორიაზე
და შეეცვალა იგი ახალი –„გაუმჯობესებული“ თეორიით: მან
„კალევალას“ რუნების ჩასახვის დრო დაწია დაახლოებით ნა-
ხევარი ათასწლეულით უკან, ესე იგი გვიანი შუასაუკუნეები-
დან გადაანაცვლა სკანდინავიელ ვიკინგ-ვარიაგების პერიო-
დის დასასრულთან. რამ აიძულა კრონი ასე შეეცვალა თავი-
სი მეცნიერული პოზიცია? „კალევალას“ ეპიური სიმღერების
სახელმძღვანელოში მან მოგვცა ასეთი „ფსიქოლოგიური“
ახსნა:
„ჩვენი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დროს (ესე
იგი, ფინეთში 1918 წლის სამოქალაქო ომის დროს. – ო. კ.)
თვალწინ დამიდგა სკანდინავიელი ვიკინგების პერიოდის
შემდეგდროინდელი ეპოქა, როცა ფინელები თავის მხრივ
დამოუკიდებლად ლაშქრობდნენ შვედეთის სანაპიროებზე“.

7 მკითხველთა ლიგა
როგორ ჩასახა პოლიტიკურმა სიტუაციამ –1918 წლის ფი-
ნეთში კლასობრივი ომის ქუხილმა –პროფესორ კრონის
თავში სრულიად ანტიისტორიული ფანტაზია? მან გამოიგონა
ფინელი მეზღვაურ-მეკობრეების მთელი გმირული ეპოქა, რა-
თა მერე ამ ეპოქისათვის მიეკოწიწებინა „კალევალას“ რუნე-
ბის ჩასახვის სასწაულიც.
ამ ვარიაგული თეორიით გატაცებული ზოგიერთი ფინელი
მკვლევარი (ი. იააკოლა, უუნო ხარვა) ლეგენდებს თხზავდა
ფინელი ვიკინგების პერიოდებზე და „კალევალას“ გმირებს
დასავლეთფინელ მეზღვაურ-მეკობრეთა ნიღაბს აცმევდა. ეს
„მეცნიერული“ მოღვაწეობა განსაკუთრებით გაიშალა იმ
დროიდან, რაც გერმანელმა ფაშისტებმა მოდად აქციეს ვო-
ტანის წარმართული კულტი. ამრიგად, ეს მეცნიერები ცდი-
ლობდნენ „კალევალას“ რუნები წარმოედგინათ როგორც
არისტოკრატიის პოეზია (რადგან ფინელი მეკობრეების ბე-
ლადები – თუ ასეთები მართლაც არსებობდნენ ფინეთში –
უკვე თავისებური არისტოკრატიის წარმომადგენლები იყვნენ
ბარბაროსობის პერიოდისა) და, ბოლოს, „კალევალას“ უძვე-
ლესი შემსრულებლები ექციათ ისეთივე მომღერალ-ვიკინგე-
ბად, როგორებიც იყვნენ სკანდინავიელი სკალდები.
სრულიად ნათელია, რომ ყველაფერი ეს ისეთივე გამონა-
გონია, როგორც კ. კრონის ზემოხსენებული „თეორია“. ცნო-
ბილია ბევრი სკანდინავიელი სკალდის სახელი და ბიოგრა-
ფია, მაგრამ არავინ იცნობს არც ერთ ფინელ სკალდს, ანდა
ფინურ ენაზე მომღერალ სხვა რომელიმე მომღერალ ვი-
კინგს. მაგრამ თუ ჩვენ ერთი წუთით მაინც წარმოვიდგენთ
ასეთი მომღერლის არსებობას, მაშინ უმალვე იბადება კით-
ხვა: რა სახის პოეზიით შეეძლო მას წარმდგარიყო მსმენელე-

8 მკითხველთა ლიგა
ბის წინაშე? უეჭველია, რომ მის სიმღერებში რაღაც ფორმით
უნდა ასახულიყო გვაროვნული წყობის დაშლის პერიოდის
საზოგადოებრივი პირობები, როცა სკანდინავიის ქვეყნებში
უკვე არსებობდა ვარიაგული არისტოკრატია. მაგრამ „კალე-
ვალას“ რუნებში მსგავსი არაფერი არ არის. ისინი ასახავენ
სრულიად სხვა საზოგადოებრივ პირობებს, რომელიც მასა-
ლად არ გამოადგებოდა მომღერალ-ვიკინგს, ხოლო თუ მა-
ინც გამოიყენებდა, არა გვგონია ამას ვარიაგი მხედართმთავ-
რების მოწონება დაემსახურებინა.
კ. კრონის სკოლის წარმომადგენლებმა არ გაითვალისწი-
ნეს ეს გარემოება, მათ არ მოისურვეს ძირფესვიანად შეეს-
წავლათ საკითხი, თუ როგორ საზოგადოებრივ პირობებში
შეიძლებოდა ჩასახულიყო და განვითარებულიყო „კალევა-
ლას“ პოეზია. მათ გამოკვლევებს არ გააჩნია რეალური მეც-
ნიერული საფუძველი.
თუ ვივარაუდებთ, რომ წარსულში დასავლეთ ფინეთში
მართლაც იყო ეპიური ხალხური პოეზიის ჩანასახი, მაშინ მი-
სი ზრდა და განვითარება უნდა შეწყვეტილიყო, ყოველ შემ-
თხვევისათვის, XVI საუკუნემდე მაინც, შეცვლილი საზოგა-
დოებრივი პირობების შედეგად. არავითარი ფაქტი არ მიგვი-
თითებს, რომ რუნების ჩანასახებმა მაშინ – ან საერთოდ
ოდესმე – თანდათანობით დასავლეთიდან აღმოსავლეთისა-
კენ გადაინაცვლეს. ეს ვარაუდი სრულიად არაბუნებრივია.
რა ძალას, რა მაგნიტს შეეძლო ეს რუნები განუწყვეტლივ მი-
ეზიდა ერთი და იმავე მიმართულებით? იმ რაიონებში, სადაც
ხალხური პოეზიისადმი ცოცხალი ინტერესი არსებობდა, კი-
დევაც იბადებოდა რუნები და ვითარდებოდა, ფართოდ
ვრცელდებოდა ერთი ადგილიდან მეორეში, სოფლიდან

9 მკითხველთა ლიგა
სოფლად. იმ რაიონებში კი, სადაც ამ პოეზიისადმი ინტერესი
სუსტდებოდა, რუნებიც აღარ ვითარდებოდა და აღარ შეეძ-
ლოთ სადმე გადაენაცვლათ. უკვე მარტო ამ უბრალო მიზე-
ზით, კ. კრონის რუნების ხეტიალის ხელოვნური თეორია, რო-
მელსაც ხშირად ადიდებდნენ საზღვარგარეთ, დროა არამეც-
ნიერული „აღმოჩენების“ არქივს ჩაბარდეს.
კრონის თეორიას ვერ უშველის ვერც კარელიის რუნების
თემატიკისა და ენობრივი მასალის დაწვრილებითი შედარება
სხვა ადგილების რუნების თემატიკასა და ენასთან. თუ
გვერდს ავუვლით მოჩვენებით მსგავსებებს და მიუკერძოებ-
ლად შევაფასებთ ნამდვილ მსგავსებებს, მაშინ ასეთი დამ-
თხვევები უმეტეს შემთხვევაში ადვილად აიხსნება სხვა, უფ-
რო ბუნებრივი მიზეზით, ვიდრე ამას გვთავაზობს კრონი თა-
ვისი რუნების ხეტიალის თეორიით.
ძველი კარელიელების ხალხურმა პოეზიამ მასალის სა-
ხით უდავოდ გამოიყენა სხვა მხარეებიდან შემოსული სიუჟე-
ტური მოტივები და ენობრივი ელემენტები. ასეთი მასალა ნა-
სესხები იქნა არა მარტო დასავლეთიდან, არამედ სამხრეთი-
დან და აღმოსავლეთიდანაც (სლავური გავლენები). მაგრამ
არ უნდა დავივიწყოთ, რომ მასალა რჩება მასალად, ხოლო
პოეზია არის პოეზია, ისე როგორც ხე რჩება ხედ, ხოლო ხეზე
ჭრა არის ხელოვნება. სწორედ კარელიის ნაყოფიერ მიწაზე –
როგორც ადგილობრივი, ასევე გარედან მიღებული – უბრა-
ლო სიუჟეტური მასალიდან ჩაისახა და გაიფურჩქნა შინაარ-
სით და ფორმით მაღალმხატვრული ნამდვილი ეპიური პო-
ეზია.

10 მკითხველთა ლიგა
3

კარელიაში შეგროვებულია მრავალი ათასი ხალხური რუ-


ნა. მარტო რუსეთის ჩრდილოეთ კარელიაში XIX საუკუნეში
შეგროვილ იქნა რუნების თითქმის ხუთი ათასი ვარიანტი,
რომელიც ჩაიწერეს შვიდასი ხალხური მომღერლისგან. მაგ-
რამ ამ რუნების მხოლოდ ნაწილი მიეკუთვნება „კალევალას“
თემატიკას. ჰელსინკში 1908 წელს გამოცემული ხალხური
რუნების კრებულში შესულია 1027 ეპიური რუნა „კალევა-
ლას“ თემაზე, ჩაწერილი თეთრი ზღვისპირეთის კარელიის ას
ორი მომღერლისაგან. ამ რუნებიდან ე. ლიონროტისათვის
ცნობილი იყო დაახლოებით 450 ვარიანტი (ნახევარზე მეტი
მის მიერვე იყო შეგროვებული). ამათ გარდა, „კალევალას“
შედგენის დროს მის განკარგულებაში იყო ეპიური რუნების
გარკვეული რაოდენობა, შეგროვილი იმდროინდელი ფინე-
თის კარელიასა და ინგერმანლანდიაში,2 აგრეთვე მრავალი
ლირიული სიმღერა, საქორწინო ჰანგი, შელოცვა და გამო-
ლოცვა, ნაპოვნი როგორც რუსეთის, ისე ფინეთის კარელი-
აში.
ამრიგად, კარელიაში არსებობდა უამრავი რუნა და მრავა-
ლი მომღერალი. გასული საუკუნის თითქმის ყველა მომღე-
რალი ღარიბი გლეხი, მონადირე ან მებადური იყო. ეპიური
რუნების მომღერლების უმეტესობა მამაკაცები იყვნენ, ლი-
რიულ სიმღერებსა და საქორწილო ჰანგებს, ჩვეულებრივ ქა-

2ინგერმანლანდია – მდინარე ნევის მიდამოებში და ფინეთის ყურის სამ-


ხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მიწები.
11 მკითხველთა ლიგა
ლები ასრულებდნენ. ჩრდილოეთ კარელიაში რუნების ყვე-
ლაზე უფრო ნიჭიერი შემსრულებელი იყო არხიპ პერტუნენი
– ღარიბი გლეხი დაბა ლატვაიარვიდან. მისგან ჩაიწერეს სა-
მოცი რუნა, რომლებიც საუკეთესოა მხატვრული ღირსებებით
და მოცულობითაც საკმაოდ დიდია. მამამისიც გამოჩენილი
მომღერალი იყო. მისმა დამაც ბევრი სიმღერა იცოდა. არხი-
პის შვილი – მიხაილი – შემდგომში შესანიშნავი მომღერალი
დადგა; მისგან ჩაიწერეს სამოცდაათი რუნა. ჩრდილოეთ კა-
რელიაში, დაბა ვოინიცში, ცხოვრობდნენ ნიჭიერი მომღერ-
ლები ანდრეი მალინენი და ვასილ კიელევიაინენი. მაშინდე-
ლი ფინეთის კარელიის ყველაზე უფრო სახელგანთქმული
მომღერლები იყვნენ სიმანა სისონენი და მიხაილ შემეიკა. ამ
უკანასკნელის გვარში იყო კიდევ რამდენიმე კარგი მომღე-
რალი.
კარელიის ხალხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის დასაწყისში
ცხოველ ინტერესს იჩენდა პოეზიისადმი. კარგი მომღერლები
პატივისცემით სარგებლობდნენ. სახალხო დღესასწაულებსა
და თავყრილობებზე მუდამ სრულდებოდა ძველი რუნები და
ხშირად სპეციალურად იწვევდნენ საუკეთესო მომღერლებს.
ორი მომღერალი –სიმღერის დამწყები და დამხმარე – ჯდე-
ბოდა ხელიხელჩაკიდებული ერთმანეთის პირდაპირ, ანდა
ერთმანეთის გვერდით. ისინი მღეროდნენ სიმღერას და რიტ-
მულად ირწეოდნენ სიმღერის ტაქტზე. სიმღერის დამწყები
ყოველ კუპლეტს მარტო იწყებდა, ხოლო კუპლეტის ბოლოს
მას უერთდებოდა დამხმარე, რომელიც შემდეგ მთელ კუპ-
ლეტს იმეორებდა. ზოგჯერ რუნების მღერას თან ახლდა კან-
ტელეზე დაკვრა.

12 მკითხველთა ლიგა
ვისგან სწავლობდნენ ეს მომღერლები ამ რუნებს? უფრო
ხშირად თავიანთი მშობლებისაგან, რომლებიც მეხსიერებაში
ინახავდნენ ამ რუნებს როგორც წინაპრების პოეტურ მემ-
კვიდრეობას. ბევრი მათგანი მათ ისმენდა თავიანთი მამები-
საგან ნადირობისა და თევზაობის დროს. ასე, მაგალითად,
მოხუცი არხიპ პერტუნენი ე. ლიონროტს უამბობდა თავის
ახალგაზრდობაზე, როცა იგი თან ახლდა მამამისს სათევზა-
ოდ:
„როცა ჩვენ ვთევზაობდით, ტბა ლაპუკას ნაპირზე, კოცონ-
თან ვისვენებდი ხოლმე – აი, იქ უნდა გენახათ მაშინ! ჩვენ
დამხმარედ გვყავდა ერთი იქაური მცხოვრები, კარგი მომღე-
რალი, თუმცა ნეტარხსენებულ მამაჩემს ვერ შეედრებოდა.
ისინი მთელი ღამეები მღეროდნენ კოცონთან ხელიხელჩაკი-
დებული, და ერთ ღამეში ორჯერ არასოდეს არ გაიმეორებ-
დნენ ერთ რუნას. მე, პატარა ბიჭი, ვიჯექი და ვუსმენდი მათ,
ასე შევისწავლე ჩემი საუკეთესო სიმღერები.“
ბავშვები თაობიდან თაობაში იმახსოვრებდნენ რუნებს თა-
ვიანთი მშობლებისაგან და ძველი რუნები საკმაოდ კარგად
ინახებოდა. მაგრამ, ამასთან ერთად, რუნების ერთი ადგილი-
დან მეორეში გადანაცვლებისას მათი ტექსტი ცვლილებებს
განიცდიდა. ეს პროცესი ლიონროტმა „კალევალას“ წინასიტ-
ყვაობაში შემდეგნაირად აგვიწერა: „დღესასწაულებზე ანდა
სოფლის თავყრილობაზე ვიღაცა ხომ ისმენს ახალ სიმღერას
და ცდილობს მის დამახსოვრებას. როცა იგი ამ სიმღერას
ახალ მსმენელებთან მღერის, მას უფრო ზუსტად ახსოვს მისი
შინაარსი, ვიდრე მისი სიტყვიერი კონსტრუქცია. იმ ადგი-
ლებს, რომელიც სიტყვა-სიტყვათ აღარ ახსოვს, იგი საკუთა-
რი სიტყვებით ყვება, ზოგჯერ შეიძლება უფრო ლამაზადაც,

13 მკითხველთა ლიგა
და თუ ავიწყდება რაღაც წვრილმანი, რა თქმა უნდა, რაღაცით
ავსებს ამ წვრილმანს. ასევე ექცევიან სიმღერას შემდგომი
მომღერლებიც და სიმღერაც თანდათანობით იცვლება, თუმ-
ცა ეს ცვლილება უფრო ცალკეულ გამოთქმებსა და ფრაზებს
ეხება, ვიდრე თვით შინაარსს“.
მაშასადამე, ის ხალხური პოეზია, რომელიც ლიონროტმა
კარელიაში ჩაიწერა, ხანგრძლივი შემოქმედებითი პროცესის
შედეგი იყო. ეს იყო ნაყოფი „პოეტური ნათესებისა“, რომლე-
ბიც, ლიონროტის სიტყვებით რომ ვთქვათ, „აღმოცენდნენ და
გამრავლდნენ ასეული და შეიძლება ათასეული წლების გან-
მავლობაში“. კარელიელი ხალხი ოდითგან გრძნობდა სული-
ერ მოთხოვნილებას „ესმინა სიხარული მარადიული სიმღე-
რებისა“, და ეს საზოგადოებრივი მოთხოვნილება შთააგო-
ნებდა მრავალრიცხოვან ნიჭიერ სახალხო მომღერლებს კა-
რელიის სასიმღერო კულტურის შემდგომი განვითარებისათ-
ვის.
მაგრამ, როგორც ჩანს, როცა ლიონროტმა კარელიის მინ-
დვრებზე რუნების მოსავალი მოიმკა, ჰეროიკულ-ეპიური რუ-
ნების უმაღლესი გაფურჩქვნის პერიოდი უკვე წარსულს ბარ-
დებოდა. რუნების თითქმის ყველა ხნიერი მომღერალი ირ-
წმუნებოდა, რომ მათ ახალგაზრდობაში იმღერებოდა უფრო
მეტი და ლამაზი რუნა, და სინანულს გამოთქვამდა, დიდი ნა-
წილი უკვე დაგვავიწყდაო. არხიპ პერტუნენმა მღელვარები-
საგან კინაღამ იტირა, როცა ლიონროტს მოუთხრობდა (1834
წელს) ეპოსისადმი ინტერესის ჩაკვდომასა და რუნების სიმ-
დიდრის შემცირებაზე:
„ძველი სიმღერები ისე აღარ უყვართ, როგორც ჩემს ბავ-
შვობაში უყვარდათ (XVIII საუკუნეში – ო. კ.), როცა მათ ას-

14 მკითხველთა ლიგა
რულებდნენ შრომისა და დასვენებისას... მაშინ ვინმეს თქვენ-
სავით რომ ეგროვებინა ეს რუნები, იგი ორი კვირის განმავ-
ლობაშიც ვერ ჩაიწერდა თუნდაც იმას, რაც მარტო მამაჩემმა
იცოდა“.
როგორც ჩანს, იმ წლებში, როცა ლიონროტმა რუნების შე-
საგროვებლად კარელიაში იმოგზაურა, ჯერ კიდევ შეიძლე-
ბოდა ხალხის მახსოვრობაში შემონახული ამ მეტად მნიშვნე-
ლოვანი უძველესი რუნების გადარჩენა, რადგან საზოგადო-
ებრივი პირობები უკვე იცვლებოდა კარელიის თვით შორე-
ულ კუთხეებშიც კი და სიმღერების შინაარსშიც ხდებოდა
ცვლილებები, იბადებოდა ახალი თემები, რომლებიც დევ-
ნიდნენ უძველეს პოეზიას. საქონლური მეურნეობის განვითა-
რებამ ქვეყნის ყველაზე მიყრუებულ კუთხეებში სათავე და-
უდო ფართო გლეხური მასების გაღატაკებას. ამას ხელს უწ-
ყობდა ცარიზმის მჩაგვრელური პოლიტიკაც. ამავე დროს ეკ-
ლესია, სამღვდელოება და რელიგიური სექტები ხალხში თე-
სავდნენ რელიგიურ ცრუ შეხედულებებს, რომელთა გვერდი-
თაც არსებობას განაგრძობდა ყოველგვარი ცრუმორწმუნე-
ობა.
კარელიის მშრომელი ხალხის მდგომარეობა სულ უფრო
უარესდებოდა. აუტანელი გაჭირვება და სიღატაკე, გაძლიე-
რებული ექსპლოატაცია და კლასობრივი ჩაგვრა, როგორც
ფინეთის, ასევე რუსეთის კარელიაშიც, დევნიდა ეპიური სიმ-
ღერის ტრადიციებს. ძველა ჰეროიკულ-ეპიური რუნების
კულტურა ჩაკვდა.

15 მკითხველთა ლიგა
4

ვინც ყურადღებით კითხულობს „კალევალას“ რუნებს, არ


შეიძლება არ შეამჩნიოს, რომ მათში ასახულია სხვა უფრო
ადრეული საზოგადოებრივი ფორმაცია, ვიდრე ის, რომელიც
კარელიაში არსებობდა რუნების შეგროვებას პერიოდში. გა-
სული საუკუნის 30-იან წლებში, როცა ლიონროტმა მოინახუ-
ლა კარელიის ცალკეული კუთხეები, იქ უკვე ჩამოყალიბებუ-
ლი იყო ადრეული კაპიტალიზმის პერიოდის კლასობრივი სა-
ზოგადოება, მაგრამ ხალხური მომღერლები მღეროდნენ
ოდითგან შთამომავლობით მიღებულ რუნებს, რომლებშიც
ჩანს ძველი, პირველყოფილი გვაროვნული საზოგადოების
სახე.
მეცნიერული ეთნოგრაფია დამტკიცებულად თვლის, რო-
გორც ეს ცნობილია ჯერ კიდევ ლ. გ. მორგანის დროიდან
(1870), რომ კაცობრიობამ თავის განვითარებაში გაიარა სა-
ზოგადოების გვაროვნული ორგანიზაციის საფეხური.
ფინელი ხალხის უძველესი წინაპრები უეჭველად წარმო-
ადგენდნენ გვაროვნულ თემებად მცხოვრებ ტომებს, როცა
ისინი ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში, როგორც
ამას ისტორიკოსთა გამოკვლევები ლაპარაკობენ, მოვიდნენ
კარელიის ყელში და დაიძრნენ ჩრდილოეთით და ჩრდილო-
დასავლეთით. თუ სახელდობრ როდის დამკვიდრდნენ ისინი
დღევანდელი კალევალას რაიონის ტერიტორიაზე, ამის შესა-
ხებ ჯერ კიდევ არ მოიპოვება სავსებით დამაჯერებელი ცნო-
ბები. ნათელია მხოლოდ ერთი რამ: კარელიაში რომ მეორე

16 მკითხველთა ლიგა
ათასწლეულის დასაწყისში ან შუა პერიოდში გვაროვნულ სა-
ზოგადოებას ადგილი დაეთმო ფეოდალური საზოგადოები-
სათვის, მაშინ ეს შეცვლიდა ხალხური ეპიური სიმღერების ხა-
სიათსა და შინაარსს. ამის მსგავსი რამ მოხდა ესტონეთში,
სადაც ხალხი მრავალი საუკუნის მანძილზე მოძალადე რაინ-
დების უღელქვეშ მოექცა, ფეოდალურ-ქრისტიანული იდეო-
ლოგია აქ ყოველნაირად ახშობდა ეპიურ პოეზიას. XIX სა-
უკუნეში, ანტიფეოდალური და ეროვნულ-განმათავისუფლე-
ბელი მოძრაობის პერიოდში, ეპიური პოეზია გზას იკაფავს იმ
უძრავი მდგომარეობიდან, რომელშიც შემოინახა იგი ხალ-
ხის მეხსიერებამ, მაგრამ ფეოდალურამდელი ეპოსისაგან
განსხვავებით იგი იღებს ანტიბატონყმურ მიმართულებას. ეს-
ტონელი დემოკრატ-განმანათლებლები ფ. რ. ფელმანი და ფ.
რ. კრეიცვალდი, რომლებმაც ხალხური გადმოცემების, ზღაპ-
რებისა და სიმღერების მასალებზე შექმნეს ეპოსი „კალევი-
პოეგი“, „კალევალას“ პოეზიასაც მიმართავენ და მონათესავე
ფინელი ხალხის საგანძურიდან სარგებლობენ რიგი მოტივე-
ბით, მისი ხატოვანი წყობით... სამხრეთ კარელიაში, ოლონ-
ცის რაიონში და კარელიის ყელში ფეოდალურმა ურთიერ-
თობებმა ასევე შეუშალა ხელი იმ ეპიური პოეზიის განვითა-
რებას, რომელიც „კალევალას“ თემატიკას ეხება.
ჩრდილოეთ რაიონებში მცხოვრებ კარელიელ ხალხს კი
ასცდა ფეოდალური ჩაგვრა. მიუხედავად იმისა, კარელიელე-
ბი დასავლეთით სახლობდნენ თუ აღმოსავლეთით, ისინი
ცხოვრობდნენ ისეთ მიუვალ ტყის ტევრებში, რომ ამ რაიონე-
ბს არ განუცდია მემამულეთა ძალადობა და აქ კიდევ დიდ-
ხანს იარსება გვაროვნულმა წყობამ თავისი ნატურალური მე-
ურნეობით. ეს მთვლემარე, გაუვალი ტაიგის შორეული კუთ-

17 მკითხველთა ლიგა
ხეები თითქოს ოაზისივით შემორჩა, სადაც ხალხი დიდხანს
არ იცნობდა კლასობრივ ჩაგვრას, მაშინ როცა მთელ რუსეთ-
სა და ფინეთში (რომელიც XVII–XVIII საუკუნეებში შვედეთს
ემორჩილებოდა) ბატონობდა ფეოდალიზმი და ვითარდებო-
და კაპიტალიზმი.
ჩრდილოეთ კარელიაში თემურ-გვაროვნული წყობის დაშ-
ლა და გაქრობა ხდებოდა კაპიტალისტური ურთიერთობების
ზემოქმედებით, რომლებიც აქ ვრცელდებოდა და მკვიდრდე-
ბოდა ძალიან ნელა და გაცილებით გვიან, ვიდრე ფინეთის
დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში. თემურ-გვაროვნული
წყობის დაშლის შემდეგაც კი იმ კარელიელთა შორის, რომ-
ლებიც რუსეთის კარელიის სიღრმეში ცხოვრობდნენ, შემორ-
ჩა გვაროვნული თემის აშკარა გადმონაშთები, რაც ხელს უწ-
ყობდა რუნების მღერის საუკუნოვანი ტრადიციების შენარჩუ-
ნებას.
ამ გარემოების წყალობით თეთრი, ზღვისპირეთის კარე-
ლიაში ჯერ კიდევ XIX საუკუნის პირველ ნახევარში აღმოჩ-
ნდა „კალევალას“ ეპიური პოეზიის მდიდარი მარაგი. ეს პო-
ეზია შეიძლებოდა ჩასახულიყო მხოლოდ შორეულ წარსულ-
ში. თუ როდის აღმოცენდა იგი, ამის თქმა შეუძლებელია, მაგ-
რამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ საკითხს კი არა აქვს, არა-
მედ იმ გარემოებას, რომ ამ პოეზიის არსებობისათვის ხელ-
შემწყობი საზოგადოებრივი პირობები კარელიაში არსებობ-
და ისეთ გვიანდელ დროსაც კი, როგორიცაა XVI–XVII საუკუ-
ნეები.
„კალევალას“ ენა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ იცნობს
ისეთ ცნებას, როგორიცაა „საზოგადოება“. იგი არ იცნობს აგ-
რეთვე ცნება „სახელმწიფოს“. „ტომი“ და, აგრეთვე, „ოჯახი“

18 მკითხველთა ლიგა
„კალევალაში“ ძალიან იშვიათად მოიხსენიება, მაგრამ გა-
მუდმებით იხმარება „გვარის“ ცნება.
„კალევალაში“ ზოგჯერ „გვარი“ ვიწრო გაგებით იხმარება,
როცა ამ სიტყვებში იგულისხმება მხოლოდ ნათესაობა, მაგ-
რამ ცნება „გვარი“ ხშირად იხმარება ფართო აზრით, როგო-
რიცაა, მაგალითად, მესამე რუნაში, სადაც იოუკახაინენის
დედა ლაპარაკობს, რომ მას ყოველთვის სურდა სიძედ მი-
ეღო „თავის გვარში დიდი ვაჟკაცი ვეინემეინენი“, აგრეთვე,
მეთერთმეტე რუნაში, სადაც ლემინკაინენის დედა ეუბნება
შვილს: „იმ სახელგანთქმულ საარის გვარში ღატაკს არავინ
მიგიღებს სიძედ“. „კალევის გვარი“ და „ვეინელის კაცნი“ იხ-
მარება როგორც სინონიმები. ბევრ ადგილას ცნება „გვარი“
უთანაბრდება ისეთ ფართო ცნებას, როგორიცაა „ხალხი“.
ასე, მაგალითად, ორმოცდამესამე რუნაში ლოუხი ემუქრება
ვეინემეინენს: „ხალხს გაგიჟუჟავ ჭირით და ჟამით, მთელ
შენს გვარს ისე აღმოვფხვრი ქვეყნად“, ორმოცდამეხუთერუ-
ნაში კი ლოუხი ღაღადებს:

ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო!


გაანადგურე კალევის ხალხი...
მთლად ამოსწყვიტე იმათი გვარი!

ოცდამეთექვსმეტე რუნაში კულერვო თავის მშობლებს


რამდენჯერმე უმეორებს კითხვას:

შვილს თუ იტირებ, მითხარი მაშინ,


თუ შენ სიკვდილი გაიგე ჩემი.
თუ გამოვაკლდი მშობელ ხალხს უცებ,

19 მკითხველთა ლიგა
და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?

ამრიგად, სიკვდილი უთანაბრდებოდა „გვარიდან“ ამო-


ვარდნას. ნათლად ჩანს, რომ გვარის წევრობა კალევალას
ხალხის ყოფა-ცხოვრების საფუძველი იყო, სწორედ გვარი ან-
და გვართა ჯგუფი შეადგენდა იმდროინდელ საზოგადოებას.
გვარის გარეშე არ არსებობდა საზოგადოებრივი ცხოვრება.
დამახასიათებელია ისიც, რომ „კალევალაში“ ეპიურ რუნას
უწოდებენ „გვაროვნულ ჰანგს“.
„კალევალაში“, როგორც სხვა ხალხების ეპოსებში, შეიძ-
ლება აღმოვაჩინოთ დანაშრევები, რომლებიც ასახავენ სა-
ზოგადოებრივი განვითარების სხვადასხვა საფეხურებს. უფ-
რო ადრინდელ პერიოდს მიეკუთვნება ალბათ „კალევალას“
მითოლოგიური კუპლეტები და მატრიარქატის ამსახველი
ზოგიერთი ნიშანი, მაგრამ „კალევალაში“ ესოდენ უძველესი
ელემენტები გამონაკლისი სახით გვხვდება, ისევე როგორც
ზოგიერთი უცხო ელემენტი, რომლებიც „კალევალას“ რუნებს
ჩაერთო უფრო გვიანდელ პერიოდში. ძირითადად, „კალევა-
ლას“ ეპიკა თავისი შინაარსით ასახავს პირველყოფილ საზო-
გადოებას ბარბაროსობის მესამე ანდა უმაღლეს საფეხურზე.
ფრიდრიხ ენგელსი, როდესაც ახასიათებს საზოგადოებას
ბარბაროსობის, მესამე საფეხურზე, ამბობს, რომ ეს იყო,
უპირველეს ყოვლისა, „რკინის მახვილის, აგრეთვე, რკინის
სახნისისა და ნაჯახის ეპოქა“. ამ ნიშნებს ჩვენ ვპოულობთ კა-
ლევალას საზოგადოებაში.
მახვილი – „კალევალას“ გმირის საბრძოლო იარაღია.
მის გვერდით, მართალია, შემორჩენილია ძველი იარაღიც –

20 მკითხველთა ლიგა
მშვილდ-ისარი და შუბი, მაგრამ რუნებში უმღერიან სწორედ
მახვილს.
„კალევალას“ საზოგადოებაში ქვის შრომის იარაღს უკვე
აღარ ხმარობენ. არ იყენებენ არც ბრინჯაოს ბრძოლისა და
შრომის იარაღს. არამედ „კალევალაში“ გვხვდება რკინისა-
გან ნაკეთები მრავალი შრომის იარაღი და სხვა საგანი. რკი-
ნისადმი კალევალელები ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენენ,
რაც ალბათ იმით აიხსნება, რომ რკინის გამოყენება, რკინის
შრომის იარაღების ეფექტურობა იმ დროს სიახლედ აღიქმე-
ბოდა.
ამასთან დაკავშირებით, საჭიროა აღინიშნოს აგრეთვე
შრომის საზოგადოებრივი დანაწილების განვითარების
თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გარემოება: სოფლის
მეურნეობიდან პირველი ხელობის გამოყოფა დამოუკიდებე-
ლი პროფესიის სახით. ეს არის მჭედლის ხელობა.
კალევალას საზოგადოებაში საწარმოო ძალების განვითა-
რება უკვე სხვა მხრივაც უფრო მაღალ საფეხურზე დგას, ვიდ-
რე ქვის ხანაში, მართალია, კალევალელები მარტო მიწათ-
მოქმედები კი არა, ჯერაც ისევ მონადირეები და მეთევზეები
არიან, ამასთან, თვით მიწათმოქმედებაც მათში ვერ გასცდე-
ნია საახოე სისტემას, მაგრამ მიწათმოქმედება და ქალების
მოვალეობაში შემავალი მესაქონლეობა გვარის წევრებს უკ-
ვე აძლევდა იმდენ კვების პროდუქტს, რომ კალევალელები,
ჩვეულებრივ, გაჭირვებას არ უჩივიან (მხოლოდ ლემინკაინე-
ნის სახლი იწოდება „ღარიბ სოფლად“, სადაც იგრძნობოდა
„უპურობა და უთევზობა“).
თუ შევადარებთ „კალევალაში“ ასახულ საზოგადოებრივ
პირობებს, მაგალითად, იმ საზოგადოებას, რომელიც ასახუ-

21 მკითხველთა ლიგა
ლია ჰომეროსის ეპოსებში, მაშინ ნათლად ჩანს, რომ უკანას-
კნელი წარმოგვიდგენს გვაროვნულ-თემური წყობის დაშლის
გაცილებით უფრო განვითარებულ სტადიას. „კალევალას“
ყოველი გმირი და მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული –
„მამაცი მომღერალი“ ვეინემეინენი – თავად ეწევიან ფიზი-
კურ შრომას. „კალევალას“ გვაროვნული საზოგადოება ჯერ
კიდევ არ იყო დაყოფილი მდიდრებად და ღარიბებად. ცალკე-
ულ გვარებს შორის (მაგრამ არა ერთი გვარის წევრებს შო-
რის) შეიძლებოდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი განსხვავებაც.
რუნაში ხაზგასმულია, მაგალითად, რომ ვეინემეინენი, ისევე
როგორც კულიკი, იყო „დიდი გვარიდან“, მაშინ როცა ლემინ-
კაინენი თვითონ აღიარებს, რომ მისი გვარი დიდი არ არის.
მხოლოდ საქორწინო ჰანგებში, რომლებიც, როგორც ჩანს,
გვაროვნული წყობის პერიოდს კი არ მიეკუთვნებიან, არამედ
უფრო გვიანდელ დროს, მოიხსენიება ღატაკები, აგრეთვე
„მოხეტიალე ქალი“, რომელიც „სოფელში ყველა ზღურბლს
იცნობდა“.
მართალია, „კალევალაშიც არის ლაპარაკი სიმდიდრისა
და მბრძანებლობისაკენ მისწრაფებაზე, მაგრამ ეს თვისებები
გააჩნია არა „კალევალას“ გმირებს, არამედ მათ მთავარ
მტერს – ლოუხს – პოხელის მკაცრ დიასახლისს, რომელიც
თავისი ანგარებიანი მიზნებისათვის ბრძოლაში სრულ
მარცხს განიცდის.
როგორც „ილიადაში“, ასევე „კალევალაში“ ლაპარაკია
საზოგადოებაზე, რომელშიც იყვნენ მონები, მაგრამ ჰომერო-
სის ძველ საბერძნეთში მონობა წარმოადგენს საზოგადოებ-
რივი სისტემის არსებით შემადგენელ ნაწილს, მის კლასობ-

22 მკითხველთა ლიგა
რივ საფუძველს, რომელზედაც ეკონომიურად ეყრდნობა თა-
ვისუფალ ადამიანთა საზოგადოება.
„კალევალას“ საზოგადოებაში კი არ არის მონათა კლასი,
თუმცა, ლაპარაკია ცალკეულ მონათა არსებობაზე. მონობა
აქ გვევლინება მხოლოდ სპორადულად, როგორც ამას თავ-
დაპირველად სხვა ხალხებშიც ჰქონდა ადგილი ბარბაროსო-
ბის ეპოქის მეორე საფეხურზე. ვეინემეინენს არც ერთი მონა
არა ჰყავს, მჭედელ ილმარინენს რამდენიმე მონა ჰყავს სა-
ბერველის ჩასაბერად, ლემინკაინენს ერთი მონა ჰყავს, პო-
ხელის დიასახლისს ჰყავს მონა ქალი, „რომელიც ჭურჭელს
რეცხავდა ცუდად“. მონა ყოველთვის თანაშემწეა შრომაში,
მაგრამ იგი იმდენადაა დამოკიდებული პატრონზე, რომ მისი
გაყიდვაც კი შეუძლიათ. ამ დაწყებითი სტადიის იქით ჩრდი-
ლოეთ კარელიაში მონობა არც განვითარებულა.
დამახასიათებელია, რომ „კალევალაში“ სახელწოდება
„მონის“ გვერდით გვხვდება უფრო გვიანდელი ცნება –„მოჯა-
მაგირე“. ასე, მაგალითად, ილმარინენის მონები მოჯამაგი-
რეებადაც იწოდებიან. მონა კულერვოს განსაკუთრებულ
მდგომარეობაზე ქვემოთ გვექნება ლაპარაკი.
იმ პერიოდის საბერძნეთში, რომელიც აისახა ჰომეროსის
პოემებში, გვაროვნული წყობის ჩარჩოებში ბატონობდა სამ-
ხედრო დემოკრატია და უკვე ჩამოყალიბებული იყო მხედარ-
თმთავრების არისტოკრატია.
„კალევალაში“ არ არსებობს არავითარი სამხედრო ორგა-
ნიზაცია, და კალევალას გმირები არ წარმოადგენენ არც მხე-
დარმთავრებს და არც არისტოკრატებს. „კალევალას“ რუნებ-
ში უმთავრესად აისახა თემურ-გვაროვნული საზოგადოება,
რომელსაც მარქსი და ენგელსი ახასიათებდნენ როგორც

23 მკითხველთა ლიგა
„პირველყოფილ კომუნიზმს“. მაშასადამე, „კალევალა“ წარ-
მოადგენს საზოგადოებრივი განვითარების უფრო ადრეულ
პერიოდს, ვიდრე „ილიადა“ . ორივე ეპოსი ასახავს პერიოდს,
რომელიც შეესაბამება ბარბაროსობის მესამე საფეხურს, რო-
ცა, ენგელსის, თქმით, „ყველა კულტურულ ხალხს გააჩნია
თავისი გმირული ეპოქა“, მაგრამ „კალევალაში“ ეს ეპოქა
დასაწყის სტადიაში იმყოფება, „ილიადაში“ კი მან უკვე სრულ
განვითარებას მიაღწია, და თუმცა „კალევალა“ „ილიადაზე“
გაცილებით გვიან წარმოიშვა, მაგრამ თავისი სოციალური
ასაკით, თუ ასეც შეიძლება ითქვას, იგი უფრო ძველი ეპოსია.
ძველ საბერძნეთში სამხედრო არისტოკრატიის გარეგნუ-
ლი კულტურა, როგორც ეს ასახული აქვს ჰომეროსს, ბუნებ-
რივია, გაცილებით განვითარებულ ხასიათს ატარებდა, ვიდ-
რე „კალევალაში“ ასახული გვაროვნული საზოგადოების მა-
ტერიალური კულტურა. მაგრამ ამ საზოგადოებასაც საკმაოდ
განვითარებული და თავისებური კულტურა გააჩნდა. უკვე
ისეთ გვიანდელ დროს, როგორიცაა XIX საუკუნე, ელიას ლი-
ონროტმა რუსეთის კარელიაში შეამჩნია „ოდითგან შთამო-
მავლობით მიღებული გარეგნული კულტურის თვისებები და
კოლექტიური ცხოვრების თავისებური ნიშნები“. „ამაზე მიგ-
ვანიშნებენ ლამაზი საქორწინო ტანსაცმელი, ქალების სა-
ალერსო სახელები, სილამაზის გარკვეული გრძნობა, შეღე-
ბილი ნავმისადგომები, გარეცხილი იატაკები, კარგად მოვ-
ლილი და ცირცელებით დამშვენებული კარმიდამოები და ა.
შ.“, – წერდა ლიონროტი. სულიერი კულტურის უმნიშვნელო-
ვანესი გამოვლინება იყო ეპიური რუნების განვითარება,
რომლებსაც კარელიელი ხალხი საუკუნეობით ქმნიდა და

24 მკითხველთა ლიგა
თავს ევლებოდა, და რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია ისეთი
შესანიშნავი ძეგლის სახით, როგორიცაა „კალევალა“.

ფინური ფოლკლორისა და ძველი ისტორიის ზოგიერთი


მკვლევარი – კ. კრონი, ი. იააკოლა, უუნო ხარვა, რომელთაც
არ სურდათ მხედველობაში მიეღოთ „კალევალას“ რუნებში
ასახული საზოგადოებრივ-ისტორიული პირობები, დაეხეტე-
ბოდნენ ზღვებსა და ოკეანეებზე და დაეძებდნენ (უსათუოდ
სადღაც შვედეთში ან გერმანიაში) „კალევალას“ ცალკეული
ეპიზოდების ახსნას. მაგრამ ამ ძიებამ ისინი მხოლოდ ხე-
ლოვნურ, მეცნიერულ ღირებულებას მოკლებულ ფანტაზიე-
ბამდე მიიყვანა. ასე, მაგალითად, ისინი ამტკიცებდნენ, თით-
ქოს ვეინემეინენმა მეკობრული თავდასხმები მოახდინა კუნ-
ძულ გოტლანდზე ანდა შვედეთის სანაპიროებზე. არც იქ და
არც სხვა ადგილებში არ შემონახულა ისტორიული ცნობები,
რომელთა საფუძველზედაც შესაძლებელი იყოს „კალევა-
ლას“ მნიშვნელოვანი ეპიზოდების (სამპოზე ლაშქრობა და
სხვ.) მიჩნევა განსაზღვრული მოვლენების აღწერად, თუმცა
შეიძლება, და ალბათ ასეც არის, რომ თავდაპირველად ამ
ეპიზოდებს გააჩნდათ ესა თუ ის ისტორიული საფუძველი.
„კალევალა“ წარმოადგენს არა ისტორიულ ქრონიკას,
არამედ პოეზიას. იგი ძველი კარელიელი ხალხის პოეტური
შემოქმედების ნაყოფია და, უპირველეს ყოვლისა, ამ თვალ-
საზრისით უნდა განვიხილოთ და შევაფასოთ.

25 მკითხველთა ლიგა
კალევალასა და პოხელის ხალხებს შორის წინააღმდეგო-
ბისა და ბრძოლის თემა „კალევალას“ რუნების ძირითადი
თემაა.
ნათელ, მზიან კალევალას უპირისპირდება პირქუში, ცივი
პოხელი, რომელსაც, ჩვეულებრივ, წყვდიადის ქვეყანას („პი-
მენტოლა“) უწოდებენ. პოხელა წარმოადგენს საზარელ
მტარვალთა სამკვიდროს. იქ მოხვედრილი ადამიანი
გრძნობს, რომ იგი მოვიდა „კაციჭამიებისა“ და „ბოროტმოქ-
მედთა“ მხარეში. პოხელის ეზოში –

ცად აღმართულა ასამდე ბოძი...


ასობით თავი ასვია სარებს.

კალევალას მკვიდრნი დიდად აფასებენ შრომას და შრო-


მისმოყვარეობას. ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენაა, რო-
მელიც აშკარად გამომდინარეობს თემურ-გვაროვნულ საზო-
გადოებაში შრომის კოლექტიური ხასიათიდან. პოხელის
მკვიდრთა შორის შრომა პატივში არ არის. პოხელის მკაცრი
დიასახლისი –ცბიერი დედაბერი ლოუხი ზიზღით ეპყრობა
თვით ისეთ ხელმარჯვე მჭედელსაც კი, როგორიცაა ილმარი-
ნენი, რომელიც დღედაღამ ოფლში იღვრება, და უწოდებს მას
„შუბლოფლიანს“.
კალევალას მკვიდრნი პატივს სცემენ ცოდნას, სიმღერას,
მუსიკასა და სილამაზეს. ხოლო პოხელი წყვდიადის ქვეყანას
წარმოადგენს სულიერი აზრითაც. იგი ბოროტი ჯადოქრებისა
და ალქაჯების ბუდეა. ლოუხი ყველაზე ბოროტი და საშიში
ალქაჯია. იგი ხელმძღვანელობს ანგარებიანი ზრახვებით –
შურით, სიხარბითა და ძალაუფლების სიყვარულით.

26 მკითხველთა ლიგა
კალევალას გმირთა ბრძოლა ლოუხისა და პოზელის ანგა-
რებიანი სურვილების წინააღმდეგ, როგორც ეპოსის ძირითა-
დი თემა, მთელი სიმკვეთრით მხოლოდ ეპოსის ბოლოში, 39-
ე და 49-ე რუნებში ვლინდება. ლემინკაინენის ცალკეული
ლაშქრობები პოხელში თავისთავად გაბედული და მამაცუ-
რია, მაგრამ მათ აღწერაში პირველ პლანზე ნაჩვენებია პირა-
დი ხასიათის მოტივები. როდესაც ეპოსის შუა ნაწილს კითხუ-
ლობ, სადაც „კალევალას“ მთავარი გმირები გამოდიან ერ-
თმანეთის მოცილებად პოხელის მშვენიერი ასულისათვის,
რომელიც ბოლოს ილმარინენს ერგება, შეიძლება იფიქრო,
რომ პოხელსა და კალევალას შორის მშვიდობა და თანხმობა
ჩამოვარდნილაო. მაგამ მთავარი ბრძოლა მათ შორის ჯერ
კიდევ წინაა.
პოხელის გამდიდრების ძირითად წყაროს და ლოუხის ბა-
ტონობის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს ჯადო-წის-
ქვილი სამპო, რომელიც განუწყვეტლივ აწარმოებს სხვადას-
ხვა ფასეულობას:

გამთენიიდან ფქვავს სამპო სამყოფს,


ფქვავს სამპო სამყოფს, საკმარისს ჭამად,
მეორედ იმდენს – გაყიდონ კიდეც,
მესამედ კიდევ – რომ გაწვდეს ნადიმთ.

სამპო არის კალევალელი ოსტატის, სახელგანთქმული


მჭედლის – ილმარინენის შემოქმედება. პოხელის დიასახ-
ლისმა, ლოუხმა, რომელმაც თავის დროზე ისარგებლა ვეინე-
მეინენის გაჭირვებული მდგომარეობით, აიძულა იგი სამპოს
შესაქმნელად პოხელში გამოეგზავნა ილმარინენი. სწორედ

27 მკითხველთა ლიგა
ილმარინენის ხელმა შექმნა ეს გასაოცარი მექანიზმი, რომე-
ლიც თვით მისმა შემქმნელმაც ვეღარ გააკეთა ხელმეორედ.
შექმნისთანავე ლოუხმა სასწრაფოდ გადამალა სამპო პოხე-
ლის გამოქვაბულში – ცხრაკლიტულში.
კალევალას გმირები უსამართლობად თვლიან, რომ ლო-
უხი ფლობს ხალხის კეთილდღეობის წყაროს. ისინი მიდიან
პოხელში და მოითხოვენ სამპოს „განაწილებას“, რათა მის
მიერ შექმნილი სიმდიდრის ნახევარს იღებდეს კალევალას
ხალხი, სწორედ ხალხი მთლიანად და არა ცალკეული პი-
როვნებები. ლოუხი უარყოფს მათ მოთხოვნას და დამცინა-
ვად პასუხობს:

არ გაუყვიათ ჯერ ციყვი სამად,


მე მგონი სამად არ ყოფენ გნოლსაც,
აქ საუცხოოდ ტრიალებს სამპო
და სახურავი სამპოსი ჭრელი,
აქ, პოხიოლის ორწოხთა შორის,
სპილენძის კლდეთა წიაღთა შინა.
მეც ბედნიერი ქალი ვარ, რადგან
საკუთრებაა ეს სამპო ჩემი“.

ლოუხმა უკვე მოუხმო თავის მხედრობას, მაგრამ ვეინე-


მეინენი ხელში იღებს კანტელეს და ჯადოსნური ჰანგებით პო-
ხელის ხალხს ძილქუშს მოგვრის. ამის შემდეგ კალევალას
გმირებს პოხელის გამოქვაბულიდან გამოაქვთ სამპო და გა-
დააქვთ იგი თავიანთ ხომალდზე, რათა წაიღონ კალევალაში,
დადგან მშობლიურ ნაპირზე და მთელ ხალხს მოემსახუროს.

28 მკითხველთა ლიგა
მაგრამ ვიდრე გმირები მშობლიურ ნაპირამდე მიაღწევენ,
ლოუხი იღვიძებს, აღვიძებს პოხელის მხედრობას და გამო-
უდგება კალევალელებს. ლოუხი მიიღებს სასწაულებრივი
არწივის სახეს და ზღვაზე წამოეწევა გმირებს. იწყება სასტიკი
ბრძოლა, რომლის დროსაც სამპო ზღვაში გორდება და ნამ-
სხვრევებად იქცევა. განრისხებული ლოუხი ღაღადებს:

ეჰ, ჩემი საქმე წასული არის,


სიმძლავრე ჩემი სუსტდება უკვე;
წყალქვეშ აგდია საუნჯე ჩემი,
ზღვის სიღრმეშია ძვირფასი სამპო.

ვეინემეინენი ზღვის ნაპირზე აგროვებს ტალღების მიერ


გამორიყულ სამპოს ნამსხვრევებს, იმ იმედით, რომ ისინი
რაღაცით მაინც გამოდგეს ხალხის საკეთილდღეოდ. ასეც
მოხდა. ხალხის კეთილდღეობა იზრდება, რაც ლოუხს საში-
ნელ შურს აღუძრავს. იგი ათასგვარ ხრიკებს მიმართავს,
ცდილობს დაღუპოს „კალევალას ხალხი“.
თავდაპირველად ლოუხი მათ მოარულ სნებებს მოუვ-
ლენს, მაგრამ ვეინემეინენი ებრძვის მათ და ბოლოსდაბო-
ლოს კურნავს სნეულებს. შემდეგ ლოუხი ტყიდან აღძრავს
დათვს კალევალას ჯოგების გასანადგურებლად. მაშინ ვეინე-
მეინენი ხელში იღებს ილმარინენის გამოჭედილ შუბს, მიდის
ტყეში და კლავს დათვს. ბოლოს ლოუხი იტაცებს მზეს და
მთვარეს და პოხელის მთაში ამწყვდევს, რათა კალევალელე-
ბი წყვდიადსა და სიცივეში დაღუპოს. იგი მათი სახლებიდან
ცეცხლსაც კი იპარავს.

29 მკითხველთა ლიგა
იწყება ბრძოლა სინათლისათვის. ვეინემეინენი და ილმა-
რინენი, უპირველეს ყოვლისა, მიემგზავრებიან ცეცხლის
მორგვის საძებნელად, რომელმაც ელვასავით გაიბრწყინა
ცაზე, ძირს ჩამოვარდა, ტყე გადაწვა და კიდევ ბევრი უბედუ-
რება მოუტანა ხალხს. მრავალი ხიფათისა და დაბრკოლების
შემდეგ ვეინემეინენი ეუფლება ცეცხლს და მოაქვს იგი კალე-
ვალელების სახლებში.
ვეინემეინენი პოხელში მიეშურება მზის გასათავისუფლებ-
ლად. იქ ჩაღდება ბრძოლა და ვეინემეინენი ამარცხებს პოხე-
ლის მხედრობას. იგი პოულობს გამოქვაბულს, სადაც დამ-
წყვდეულია მზე და მთვარე, მაგრამ ვერ ახერხებს ურდულის
ხელით გაღებას და ბრუნდება სახლში, რათა ილმარინენს
დაუკვეთოს შრომის აუცილებელი იარაღები – წერაქვები, ძა-
ლაყინები და გასაღებები.
როცა ილმარინენი ამ იარაღებს ჭედს ვეინემეინენისათ-
ვის, სამჭედლოს სარკმელს მოადგება ლოუხი, რომელსაც
ნაცრისფერი ქორის სახე აქვს მიღებული, და ეკითხება, რას
აკეთებო. ილმარინენი პასუხობს, რომ საყელოს ჭედს პოხე-
ლის დიასახლისისათვის, რათა „დედაბერი სალ კლდეზე მი-
აჯაჭვოს“. ლოუხი შეშინდება, მისი საბრძოლო სული უკვე გა-
ტეხილია და იგი მიფრინავს პოხელში, რათა გამოქვაბული-
დან გაათავისუფლოს მზე და მთვარე. ლოუხი იძულებულია
გადაიტანოს კიდევ ერთი დამცირებაც – იგი თავად მიფრინ-
დება ილმარინენთან, ამჯერად უწყინარი მტრედის სახით, და
ამცნობს მას, რომ მზე და მთვარე უკვე გათავისუფლებული
არიან. ისინი მართლაც გამოჩნდებიან ზეცის ტატნობზე, რათა
ანათონ ხალხის სასიხარულოდ და საბედნიეროდ.

30 მკითხველთა ლიგა
ამით მთავრდება ბრძოლა კალევალასა და პოხელს შო-
რის, რაც თავისთავად ეპოსის კომპოზიციის ძირითად ღერძს
წარმოადგენს. ამ ჩარჩოში ჩაქსოვილია „კალევალას“ და-
ნარჩენი სიუჟეტები და ეპიზოდები; ეპოსის იდეებისა და შინა-
არსის მთელი სიმდიდრე დაკავშირებულია სწორედ ამ თე-
მასთან.

„კალევალას“ გმირები ღმერთები კი არა, ადამიანები


არიან. ეპოსში მოქმედი მითიური არსებები და სხვადასხვა
„სულები“ ბუნების ძალების მხოლოდ გაურკვეველ განსახიე-
რებად გვევლინებიან. ეპოსის გმირები კი პირიქით –სის-
ხლსავსედ მცხოვრები ადამიანები არიან. თუმცა მათ სახეებ-
ში შეიძლება შევნიშნოთ შორეული ეპოქების მითოლოგიური
გადმოცემებისა და მაგიური თვალსაზრისისაგან შემორჩენი-
ლი რაღაც კვალი. მითოლოგიური თქმულებების საბურველი
განსაკუთრებით შესამჩნევია „კალევალას“ პირველ ორ თავ-
ში, სადაც აღწერილია ვეინემეინენის დაბადება და თავდა-
პირველი საქმიანობა. მესამე რუნიდან დაწყებული ამბავი
უფრო რეალისტურ ხასიათს იღებს.
თუმცა „კალევალას“ გმირები ადამიანები არიან, მაგრამ
ისინი მაინც განსაკუთრებულ ადამიანებად უნდა მივიჩნიოთ.
ხალხის პოეტურმა შემოქმედებამ, რომელიც საუკუნეთა გან-
მავლობაში ქმნიდა ამ გმირულ ტიპებს, უსათუოდ განასახიე-
რა მათში სინამდვილეში არსებულ, ჩვენთვის უცნობ პიროვ-
ნებათა თვისებები, ამავე დროს, ხალხის ფანტაზიამ გმირებს
იმდენი ძალა, ენერგია და უნარი მიანიჭა, რომელიც სინამ-

31 მკითხველთა ლიგა
დვილეში არ შეიძლებოდა ჰქონოდა არც ერთ მათ პირველ-
სახეს. ყოველ მათგანში არის რაღაც არაჩვეულებრივი, რაც
აოცებდა და რაც ხიბლავდა ხალხს, სწორედ ამიტომ უმღერო-
და ხალხი მათ და მათ გმირობას თავის უკვდავ სიმღერებში.
ვეინემეინენი არის სახელგანთქმული მომღერალი, რომე-
ლიც ხდება თავისი ხალხის ძლევამოსილი წინამძღოლი პო-
ხელის ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.
რუნებში იგი დახატულია მშრომელ ადამიანად, რომელ-
საც მინიჭებული აქვს მრავალმხრივი უნარი. იგია მხვნელი,
მონადირე, მებადური, კანტელეს შემქმნელი, სნეულთა მკურ-
ნალი, ნავის მშენებელი და გამოცდილი მეზღვაური, მაგრამ,
უპირველეს ყოვლისა, იგი შეუდარებელი მომღერალია.
სიმღერის შეჯიბრში, სადაც ვეინემეინენი მისი ხელოვნე-
ბის მოშურნემ, იოუკახაინენმა მიიწვია, ვეინემეინენის სიმღე-
რა ისე მძლავრად გაისმა, რომ:

...ფართო ტბები აღელდნენ ერთობ,


სპილენძიანი შეინძრნენ მთები
და ატკრციალდნენ ლოდები მძიმე,
გადმოეკიდნენ კლდეები კლდეებს
და დაილეწნენ ნაპირნი კლდეთა.

ვეინემეინენი სახელგანთქმულია არა მარტო იმიტომ, რომ


უბადლო მომღერალია, არამედ იმიტომაც, რომ ბრძენი და
ბევრისმცოდნეა. ხალხი მას მიიჩნევს „წინასწარმეტყველად“,
რომელსაც უნარი შესწევს გადაიხედოს წარსულშიც და მომა-
ვალშიც. რუნების მომღერლები მოგვითხრობენ შესანიშნავ
ამბებს ცოდნის საძებნელად მის მოგზაურობებზე. „საგანთა

32 მკითხველთა ლიგა
წარმოშობის“ ამხსნელი სიტყვებისათვის იგი დადიოდა მი-
წისქვეშა სამეფოში, მძინარე გოლიათ ანტერო ვიპუნენთან
და სტყუებდა მას უძველეს რუნებსა და შელოცვებს.
ერთობ კოლორიტულია ვეინემეინენის ხასიათიც. ჩვენ
ვხედავთ, თუ როგორ ატირებს მას, ზღვის ტალღებით განაწა-
მებს, საკუთარი უძლურება, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ მას
ნავის კიჩოზე მტკიცედ მდგარს მრისხანე ღელვის დროს.
ზოგჯერ ჩვენ მას ვხედავთ გატაცებულ საქმროდ, სხვა შემ-
თხვევაში კი – ხალხის მოძღვრად. იგი ხან თავისი კანტელეს
ნაზი მელოდიის ტყვეობაშია, ხან კი უშიშარი გმირივით მიი-
წევს ბრძოლისაკენ.
ვეინემეინენში სიმამაცე და გამბედაობა ერწყმის დინჯ წინ-
დახედულობას. იგი სიბრძნის განსახიერებაა. მას გამჭრიახი
თვალი აქვს ადამიანებთან ურთიერთობის დროს. იგი პირ-
ველ შემხვედრს არ უმჟღავნებს თავის ნამდვილ მიზნებს და
ზოგჯერ, შეპარვით მომღიმარი, სასხვათაშორისო ამბებზე
უბამს საუბარს. დიდ საქმეს რომ ჩაიფიქრებს, ვეინემეინენი
გულმოდგინედ ემზადება მის აღსასრულებლად. საფრთხის
ჟამს იგი სწრაფად და გაბედულად მოქმედებს და მაშინ
მჟღავნდება, რომ ეს მოხუცი გმირი ვაჟკაცობით სხვა გმირებს
აღემატება.
იგი კალევალას გმირების სამპოზე ლაშქრობის ინიციატო-
რი და ხელმძღვანელია. მის სიბრძნესა და გმირობას გადამ-
წყვეტი მნიშვნელობა აქვს ლაშქრობის როგორც სხვადასხვა
ეტაპზე, ასევე ყველა შემდგომ ბრძოლაში, კალევალელი
ხალხი ლოუხის ბოროტების წინააღმდეგ რომ აწარმოებდა.
ეპოსის უკანასკნელი რუნის თანახმად ვეინემეინენი ასპა-
რეზიდან მიდის მას შემდეგ, როცა დაიბადა მარიატას (მარია-

33 მკითხველთა ლიგა
მის –კათოლიკური ლეგენდის მიხედვით) შვილი, რომელიც
მარიატას მიერ ჩაყლაპული მოცვის მარცვლისაგან იშვა. რო-
ცა მარიატას ძე „კარელიის ხელმწიფედ, მთელი ძალაუფლე-
ბის მპყრობელად“ მონათლეს, ღრმად შეურაცხყოფილი ვე-
ინემეინენი სპილენძის ნავით მისცურავს შორს და უტოვებს
„ხალხს მარადიულ სიხარულს, შთამომავლობას დიად სიმ-
ღერებს“.
წასვლისას იგი წინასწარმეტყველებს, რომ მომავალში
კვლავ დაბრუნდება:

აი, გაივლის ეს დრო და ჟამი,


დღეები წავლენ, დღეები მოვლენ,
აქ კვლავ საჭირო გავხდები, ვიცი,
კვლავ დამიწყებენ ძებნას და ლოდინს,
რომ გავაკეთო ხელახლა სამპო,
ხოკერი მუღნის გავთალო რათა,
ცაზე ხელახლა ავუშვა მთვარე,
მზე დავუბრუნო კოჭიმელს მნათი,
რადგან სიამე არ არის ქვეყნად,
თუ მზე და მთვარე არ არის ცაზე.

ილმარინენი – კალევალას სახელგანთქმული მჭედელია.


ეს ტანადი კაცი ჯან-ღონითაა სავსე. იგი ჩუმი, მშვიდი და მუ-
დამ სერიოზულია. ილმარინენი ნელია მოქმედებაში და ძნე-
ლად ეკიდება ახალ საქმეს, თუ ეს საქმე სამჭედლო ოსტატო-
ბას არ ეხება.
მაგრამ სამჭედლოში იგი თავის სტიქიაშია. იგი ჭედავს
მთელი დღეების განმავლობაში, ხშირად დიდი ხნითაც კი

34 მკითხველთა ლიგა
ავიწყდება გარე-სამყარო. იგი ჭედს მახვილებს, შუბებს, სახ-
ნისებს, ცელებს, დანებს და, თუ საჭირო იქნა, ბეჭდებს და ქა-
ლის სხვა სამკაულებს. თავის ხელობაში იგი ჭეშმარიტი ვირ-
ტუოზია, რომელიც საუკეთესო ქმნილებებზე მუშაობის დროს
შემოქმედებითი შთაგონებით არის შეპყრობილი. ერთხელ
ილმარინენმა ოქროსა და ვერცხლისაგან შექმნა ნამდვილი
სკულპტურა – უმშვენიერესი ასული, რომლის მაყურებელი
თვითონაც აღტაცებას ვერ მალავდა.

ქალს ვინ ნახავდა უკეთესს სადმე,


ლაპარაკი რომ ძალუძდეს ამას,
ხმა რომ ჰქონდეს და რომ ედგას სული!

ილმარინენის უდიდეს შემოქმედებად ითვლება სამპო,


სწორედ ამიტომ კარელიელი ხალხი თავის რუნებში საუკუნე-
თა მანძილზე ადიდებდა მჭედელ ილმარინენს. „კალევალა-
ში“ ლაპარაკია ილმარინენის სხვა გმირობაზეც. რმელთა
წყალობითაც მან მოიპოვა პოხელის ასულის ხელი; კერძოდ
იმაზე, თუ როგორ დახნა მან გველებიანი ველი, აღვირი
ამოსდო საზარელ დათვს და რკინისაგან გამოჭედილი ცეც-
ხლოვანი არწივის დახმარებით შეიპყრო სიკვდილის მდინა-
რეში სასწაულებრივი ქარიყლაპია (მეცხრამეტე რუნა). სამ-
პოზე ლაშქრობის დროს, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში,
ილმარინენი ვეინემეინენის უახლოესი თანამებრძოლია, მი-
სი ნამდვილი ამხანაგია ბრძოლაში. იგი არაა დაჯილდოებუ-
ლი ბელადის თვისებებით, მაგრამ მამაცი და ურყევი მებრძო-
ლია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ შეუცვლელია, რო-

35 მკითხველთა ლიგა
გორც კალევალელთა საბრძოლო იარაღების შესანიშნავი
ოსტატი.
ლემინკაინენი – ახალგაზრდა ყოჩაღი მებრძოლია. რო-
გორც ჩანს, დედა ბავშვობაში ანებივრებდა, და იგი უდარ-
დელ და ქარაფშუტა ყმაწვილად გაიზარდა. ლემინკაინენი გა-
ტაცებულია მოცეკვავე ასულებით, ამავე დროს შესანიშნავი
მოთხილამურეა და ოსტატურად ფლობს მახვილს, იგი უშიშა-
რი ვაჟკაცია და წარბშეუხრელად ეგებება ფათერაკებს, მაგ-
რამ მას არ გააჩნია ვეინემეინენის წინდახედულება და ილმა-
რინენის სერიოზულობა; თანაც მას თავის ქება უყვარს. მაგ-
რამ ლემინკაინენს გააჩნია სიმკვირცხლე და იუმორის
გრძნობა, თვისება, რომელიც აკლია ილმარინენს.
მიუხედავად ლემინკაინენის ხასიათის სისუსტისა და მან-
კიერებისა, ხალხი აშკარად მოწყალე თვალით უყურებს მას
და ტკბება მისით. რატომ? იმიტომ, რომ იგი დაჯილდოებუ-
ლია სიმამაცით და თავისი გმირობისა და მოელვარე მახვი-
ლის იმედით მუდამ მზადაა დაიძრას პოხელის ბნელი ძალე-
ბის წინააღმდეგ. ლემინკაინენისადმი მიძღვნილ რუნებში კა-
რელიელმა ხალხმა შექმნა თავზეხელაღებული და ყოჩაღი
მებრძოლის უჩვეულო სახე.
ამავე დროს, ხალხს სრულიადაც არ მოსწონს ლემინკაი-
ნენის წინდაუხედაობა და გაუფრთხილებლობა, მისი ბაქია-
ობა. ეპოსი პირდაპირ არ საყვედურობს მას ამის გამო, მაგ-
რამ გვიჩვენებს, თუ ლემინკაინენის მოუფიქრებელ ნაბიჯებს
როგორ მიჰყავს იგი სამწუხარო შედეგებამდე. ეს აღიქმება
როგორც მისი საქციელის გაკიცხვა.
ასე, მაგალითად, პოხელში პირველი ლაშქრობის დროს,
როცა ლემინკაინენი ლოუხის მუხანათური წინადადებით

36 მკითხველთა ლიგა
„სიკვდილის გედზე“ სანადიროდ მიდის, იგი ხაფანგში ხვდება
და კინაღამ არ ეთხოვება სიცოცხლეს. მხოლოდ დედის თავ-
განწირული მოქმედების წყალობით უბრუნდება იგი სიცოც-
ხლეს. მისი მეორე ლაშქრობის შედეგს წარმოადგენს პოხე-
ლის მხედრობის დიდი საპასუხო თავდასხმა, რომლის დრო-
საც უმოწყალოდ ანადგურებენ მის მშობლიურ სახლს. მესამე
ლაშქრობაში იგი ყინვიანი ამინდებისათვის მოუმზადებელი
მიდის და ნავი ყინულიან ზღვაში ჩაეყინება, თვითონ კი
ძლივს გადარჩება, სამპოზე ლაშქრობიდან მობრუნებულმა
ლემინკაინენმა, მიუხედავად ვეინემეინენის გაფრთხილები-
სა, ხმამაღალი სიმღერა შემოსძახა, რის გამოც ნაპირზე
მდგარი წერო დაფრთხა, ყივილით გაფრინდა პოხელისაკენ
და გააღვიძა დაძინებული ლოუხი, რომელიც თავისი მხედრე-
ბით კალევალას გმირებს დაედევნა. მართალია, ლოუხის
თავდასხმის დროს ლემინკაინენი ვაჟკაცურად იბრძვის, მაგ-
რამ სამპო ზღვაში იძირება. ბაქიაობისათვის ხალხი მას სჯის
იმით, რომ ხშირად აყენებს სასაცილო მდგომარეობაში. მი-
უხედავად ამისა, ლემინკაინენის ნაკლზე და სისუსტეებზე „კა-
ლევალაში“ ლაპარაკობენ კეთილი იუმორით – რაც არ უნდა
იყოს, იგი „შესანიშნავი ვაჟკაცია“, როცა პოხელის მხედრო-
ბასთან ბრძოლაა საჭირო.
ეპოსში განსაკუთრებული ადგილი უკავია კულერვოს, კა-
ლერვოს ძეს. იგი შურისმაძიებელი მონის ძლიერი ტიპია. მის
ხასიათში ერთმანეთს ერწყმის ბედისაგან განაწყენებული
ყმაწვილის მგრძნობიარობა და ბუნტარული თვისებები.
კულერვო დაბადებიდანვე თავისი ბიძის – მამის ძმის –
უნტამოს მონაა. უნტამომ შეიარაღებული ხალხით დაარბია
მისი მშობლების სახლი და მოკლა, როგორც ფიქრობდნენ,

37 მკითხველთა ლიგა
ყველა მისი ახლობელი (შემდგომში ირკვევა, კულერვოს
მშობლებმა მოახერხეს გაქცევა და დაიმალნენ უსიერ ტყეში),
უნტამო შეშინებულია იმით, რომ კულერვოსაგან შეიძლება
გაიზარდოს თავისი გვარისათვის შურისმაძიებელი და ცდი-
ლობს მოკლას იგი ჯერ კიდევ ბავშვი, მაგრამ ვერასგზით ვერ
ახერხებს. უძველესი ზღაპრები მოგვითხრობენ ბავშვის სას-
წაულებრივ გადარჩენაზე ზღვაში, ცეცხლში და თვით სახრჩო-
ბელაზედაც კი.
მალე კულერვო დავაჟკაცდა და გასაოცარი ძალის პატ-
რონი გახდა. უნტამო ფიქრობს, რომ მისი სახით ძლიერი მო-
ნა გაიჩინა, მაგრამ კულერვო მუშაობისას განზრახ იყენებს
მთელ თავის გოლიათურ ძალას და ყველაფე აფუჭებს – ასე
თამამად მჟღავნდება მისი პროტესტი მონობის წინააღმდეგ.
ყოვლად აუტანელი მონისაგან რომ განთავისუფლებული-
ყო, უნტამომ იგი მჭედელ ილმარინენს მიჰყიდა.
რიგი ფათერაკებიანი თავგადასავლების შემდეგ კულერ-
ვო უნტამოს წინააღმდეგ სალაშქროდ მიემგზავრება. გზაზე
იგი შეიტყობს მისი ახლობლების სიკვდილის ამბავს. მას აწუ-
ხებს მხოლოდ დედის სიკვდილი, მაგრამ არც ამას შეუძლია
აიძულოს იგი დაბრუნდეს საკუთარ სახლში. იგი გააფთრებით
მიიწევს წინ და ბოლოსდაბოლოს აღწევს მიზანს: ანადგურებს
უნტამოს სამყოფელს და ყველაფერს, რაც იქ არის.
მაშინ კულერვო მიხვდა, რომ მიაღწია მიზანს, რომელსაც
ბავშვობიდან ესწრაფოდა. რაღა დარჩენოდა მას კიდევ ცხოვ-
რებაში? იგი საზოგადოების მიღმა აღმოჩნდა. სრულიად მარ-
ტოდმარტოა ამ ქვეყნად. ერთადერთი ადამიანი, რომელიც
გაუგებდა, დედაა, მაგრამ იგი უკვე აღარაა ცოცხალი. ერთა-
დერთი სულიერი არსება, რომელიც მასთან დარჩა, ესაა შავი

38 მკითხველთა ლიგა
ქოფაკი. კულერვოს გზა მიყრუებულ ტაიგაზე ძევს. იქ, ტყის
სიღრმეში, იგი იძრობს მახვილს, ტარით ჩაარჭობს მიწაში და
მისი მოკლე და მკაცრი საუბარი მახვილთან მთავრდება
იმით, რომ მკერდით ეხევა მასზე.
ასე მთავრდება კულერვოს ტრაგიკული ბედი. ხალხს აღ-
ტაცებას გვრიდა მისი ბობოქარი ძალა და შურისძიების სა-
მართლიანი წყურვილი, მაგრამ კულერვო მხოლოდ შურის-
მაძიებელი მონა იყო და არა თავისუფლებისათვის მებრძო-
ლი. ადამიანთა საზოგადოების გარიჟრაჟზე, როცა გვაროვ-
ნულ-თემური წყობის წყალში გაჩნდა მიტრიარქალური მო-
ნობა, ჩაგრულ ადამიანებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ დაესახათ
თავის მიზნად ერთობლივი ბრძოლა მჩაგვრელთა წინააღ-
მდეგ, მაგრამ ხალხმა, რომელმაც შექმნა მეამბოხე მონის შე-
სანიშნავი სახე, თათქოს დაინახა, რომ ცდა – მარტო ებრძო-
ლო საზოგადოებრივ უსამართლობას, განწირულია დასდა-
ღუპავად.

ვისაც სურს „კალევალას“ ჭეშმარიტ სულს ჩაწვდეს, რუნე-


ბის კითხვისას, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოს
იმას, თუ მატერიალური და სულიერი კულტურის რა ფასეუ-
ლობებს, წამოსწევს წინ ეპოსი, როგორც განსაკუთრებული
ყურადღებისა და აღტაცების ობიექტს. ამოსავალ პუნქტად
ავიღოთ „კალევალას“ რუნების დამოკიდებულება ტექნიკური
კულტურისადმი.
ლითონების დამუშავება, განსაკუთრებით კი რკინისა, და
მისი პრაქტიკაში გამოყენება თავის დროზე კაცობრიობის უმ-

39 მკითხველთა ლიგა
ნიშვნელოვანესი კულტურული მიღწევა იყო, რამაც ღრმა
კვალი დატოვა მრავალი ხალხის მითოლოგიაშიც ძველი
ბერძნების ლეგენდარული მჭედელი იყო ჰეფესტო, ებრაელე-
ბისა – თუბალ-კაინი, რომაელებისა – ვულკანი, სკანდინა-
ვიელებისა კი – ტორი, ასეთსავე მითოლოგიურ სახეებს მი-
ეკუთვნება ილმარინენიც, რომელმაც

ნათელი ზეცა გასჭედა უცხოდ,


ჰაერის ჭერი გასჭედა მტკიცედ,
და თანაც ისე, რომ კვალი ჭედვის
და შენადუღი არა ჩანს არსად.

რუნაში, რომელიც „რკინის წარმოშობაზე“ მოგვითხრობს,


მითოლოგიური ელემენტი უკვე უკანა პლანზეა გადაწეული,
და ილმარინენი ნამდვილი მჭედლისა და მსხმელის როლში
გვევლინება. ამ რუნაში საკმაოდ რეალისტურად, პრაქტიკუ-
ლი გამოცდილების შესატყვისად, აღწერილია, როგორ მო-
იპოვეს რკინა ჭაობიდან და მოიტანეს სამჭედლოში, სადაც
მჭედელმა იგი ქურაში ჩააგდო; როგორ აჩაღებდა მჭედელი
ცეცხლს და აწრთობდა რკინას, როგორ ამოიღო იგი ცეცხლი-
დან, დასდო გრდემლზე და დაიწყო ჭედვა. ამავე რუნაში და-
სახელებულია რკინის სამი ძირითადი სახეობა: ჭედადი რკი-
ნა, თუჯი და ფოლადი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა
ფოლადის წრთობის პროცესს, ამრიგად, ეპოსში მოცემულია
რკინის დამუშავების მართალი სურათი.
აქ მთელი სიცხადით მჟღავნდება ის ფაქტი, რომ რკინის
კულტურა კალევალას რუნების გაფურჩქვნის პერიოდში ჯერ
კიდევ სიახლის ხასიათს ატარებდა. ბრინჯაოს კულტურას არ

40 მკითხველთა ლიგა
შეეძლო საგრძნობი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონოდა კა-
რელიელი ხალხის წინაპართა ცხოვრებაში, ისინი სინამდვი-
ლეში ქვის ნაჯახის ხმარებიდან პირდაპირ რკინის ნაჯახის
ხმარებაზე გადავიდნენ. ეს იყო უდიდესი პროგრესი, რომლის
გავლენაც საწარმოო ძალების განვითარებაზე პირველყოფი-
ლი საზოგადოების ყველა წევრის ცხოვრებაში იგრძნობოდა.
მაგრამ მრავალი მიზეზის გამო ეს ტექნიკური გადატრიალება
აქ უფრო გვიან მოხდა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ამიტომ სრუ-
ლიად გასაგებია, რომ იმ დროს, როცა „კალევალას“ გმი-
რულ-ჰეროიკული რუნები იქნებოდა, ხალხში ჯერ კიდევ ახა-
ლი იყო შეგნება იმისა, თუ რა უზარმაზარი საზოგადოებრივი
მნიშვნელობა აქვს რკინის შრომის იარაღებზე და საბრძოლო
იარაღებზე გადასვლას.
მაქსიმ გორკის, მოჰყავდა რა დამახასიათებელი მაგალი-
თები უძველესი ხალხური თქმულებებიდან, არა ერთხელ მი-
უქცევია განსაკუთრებული ყურადღება „პირველყოფილი
ადამიანების შორსმჭვრეტელ ხატოვან, ჰიპოთეზურ, მაგრამ
უკვე ტექნოლოგიური აზროვნებისათვის“. ამ მაგალითებს შე-
იძლება „კალევალადანაც“ მივუმატოთ ილმარინენის ისეთი
შენაქმნი, როგორიცაა ცეცხლისმფრქვეველი არწივი და სამ-
პო.
ცეცხლისმფრქვეველი არწივის აღწერიდან ისეთი შთაბეჭ-
დილება გვრჩება, თითქოს ხალხის ფანტაზიამ პოეტურ ფორ-
მაში განსჭვრიტა თვითმფრინავის შექმნის შესაძლებლობა.
ამაზე ლაპარაკია მეცხრამეტე რუნაში.

ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,


მჭედელი დიდი, უკვდავი მარად!

41 მკითხველთა ლიგა
უცებ გასჭედავს ცეცხლიდან ფრინველს,
ცეცხლიდან არწივს გააჩენს იგი.
თითები მისი – მაგარი რკინა,
კლანჭები მისი – ფოლადი მტკიცე,
და ფრთები მისი – ნავები დიდი,
თვითონ არწივი ვეება ერთობ.
ილმარინენი ავიდა ფრთებზე,
ფრინველის ზურგზე მოექცა იგი.

ილმარინენი დაფრინავს ჰაერში მის მიერვე გაჭედილი


არწივით და ეს ფრენა ასეა აღწერილი:

იგი ფრთით ერთით შეეხო ტალღებს,


ხოლო მეორით ზეცამდე მიწვდა,
ფოლადის ბრჭყალით მოთხარა ფსკერი,
ნისკარტი მძლავრი წამოსდო ტინებს.

ილმარინენის მიერ შექმნილი სამპო უმნიშვნელოვანესი


ობიექტია, რომლის ხელში ჩასაგდებადაც მიმდინარეობს
ბრძოლა კალევალას ხალხსა და პოხელის ძალებს შორის.
ბევრი გამოკვლევა დაიწერა იმ საკითხზე, თუ რა არის სამ-
პო. ზოგიერთი ფინელი მეცნიერი არ კმაყოფილდებოდა სამ-
პოს იმ გაგებით, რომელიც „კალევალას“ რუნებშია მოცემუ-
ლი; მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ლიონროტის განმარტე-
ბაც. იგი, როგორც ჩანს, ერთობ მატერიალისტური და, ალ-
ბათ, ერთობ პროგრესულიც კი ეჩვენებათ.
იმისათვის, რომ ხალხის გონებიდან განედევნათ ნამდვი-
ლი წარმოდგენა სამპოზე, ეს ფინელი მკვლევარები ათეული

42 მკითხველთა ლიგა
წლების განმავლობაში რუნების დამახინჯებულ ვარიანტებში
დაეძებდნენ დამადასტურებელ სტრიქონებს ამ სახის მითო-
ლოგიური და მისტიური განმარტებისათვის. ისინი მას გან-
მარტავენ ხან როგორც ცისკრის ვარსკვლავს ანდა სვეტს,
რომელიც იჭერდა ზეცის თაღს, ხან როგორც ღვთაების ტა-
ძარს, ანდა ჯადოქართა ჟღარუნას და ა.შ. ამ მიკიბულ-მოკი-
ბულ განმარტებებს არაფერი საერთო არა აქვთ იმ სამპოს-
თან, რომელიც „კალევალაშია“ მოცემული.
ლიონროტი სამპოში ხედავდა ყველა დარგის სიმბოლოს.
ძველი ხალხის ენაში ჯერ კიდევ არ არსებობდა ისეთი საერ-
თო ცნებები, როგორიცაა „წარმოება“ ანდა „საწარმოო მექა-
ნიზმი“, მაგრამ უკეთესი ცხოვრებისაკენ მიმსწრაფ ხალხს უკ-
ვე შეეძლო ეოცნება ტექნიკის მომავალ მიღწევებზე. ხალხი,
რომელიც საკუთარი გამოცდილებით დარწმუნდა, რამდენად
გაიზრდა შრომის შედეგი რკინის იარაღების გამოყენებით,
უკვე იმედიანად ოცნებობდა იმაზე, რომ ვინმე ყოჩაღი ოტატი
უფრო გასაოცარ იარაღებსა და მექანიზმებს დაამზადებდა.
ხალხის პოეტურმა ფანტაზიამ ეს ოცნება განყენებული აზრე-
ბის ფორმით კი არ შემოსა, არამედ სამპოს კონკრეტული სა-
ხით გვიჩვენა.
„კალევალას“ რუნების თანახმად, ილმარინენმა სამპო და-
ამზადა, როგორც ჩანს, სრულიად უმნიშვნელო მასალებისა-
გან, მაგრამ მათ გააჩნიათ, როგორც ლიონროტმა აღნიშნა,
სიმბოლური მნიშვნელობა. ეს არის მიწათმოქმედების, მესა-
ქონლეობისა და ნადირობის ზოგიერთი ელემენტი. შესაბამი-
სი სახეები რუნებში მეორდება მაშინაც, როცა ილმარნენი ას-
ხამს სამპოს: დასაწყისში ქურიდან ამოდის ნადირობის იარა-
ღი მშვილდი, შემდეგ თევზსაჭერი საგანი – ნავი, რომელსაც

43 მკითხველთა ლიგა
მოყვება, როგორც მესაქონლეობის სიმბოლო, – ხბო, და
ამის შემდეგ კი მიწათმოქმედებას მნიშვნელოვანი იარაღი
სახნისი, მაგრამ მჭედელი ილმარინენი არ კმაყოფილდება
ამით და ბოლოსდაბოლოს ქმნის სამპოს, რომელშიც ყველა
რეალიის თვისებებია შერწყმული.
ეს გასაოცარი მექანიზმი წარმოდგენილია, როგორც რა-
ღაც კომბინაცია წისქვილებისა (მასში გაერთიანებულია სამი
წისქველი, რომლებიც იძლევიან ფქვილს, მარილს და
ფულს.) სამპო მრისხანე საზღვაო ბრძოლის დროს ზღვაში
გორდება და პატარპატარა ნამსხვრევებად იქცევა, მაგრამ
თვით ამ ნამსხვრევებსაც კი სასწაულებრივი თვისებები გააჩ-
ნიათ. ზღვის ტალღები მათ ნაპირზე გამორიყავს და გახარე-
ბული ვეინემეინენი აგროვებს ამ ძვირფას ნაწილებს, რომ-
ლებიც ზრდიან შრომის ეფექტს, და გამოსთქვამს რწმენას:

ეს ნაფოტები თესლია უცხო,


სიკეთის ყლორტებს ამოყრის იგი,
განეფინება ქვეყანას ხნულად,
აღმოაცენებს მცენარეს ურიცხვს!

თუ სამპოს პოეტური სახის აზრი „კალევალაში“ მთლად


ნათლად არ არის გამოხატული, ეს იმის შედეგია, რომ იმ შო-
რეული საუკუნეების ადამიანებს უნარი არ გააჩნდათ გამოე-
ხატათ თავიანთი გულისნადები უფრო განვითარებული ლო-
გიკური ფორმით. აქ გაოცებას იწვევს არა სამპოს „იდუმალე-
ბა“, რომელიც რეაქციულმა მეცნიერებმა მოიგონეს, არამედ
ის ჭეშმარიტად გასაკვირველი ფაქტი, რომ ეპოქაში, როცა
ადამიანები არავითარ მექანიზმებს არ იცნობდნენ, ისინი უკ-

44 მკითხველთა ლიგა
ვე ქმნიდნენ რუნებს ახალ იარაღებზე, რომლებიც ადამიანებს
უკიდურესად მძიმე შრომისაგან გაათავისუფლებდნენ და სა-
შუალებას მისცემდნენ შეექმნათ ყველაფერი, რაც ხალხის კე-
თილდღეობისათვის არის საჭირო.
საერთოდ, „კალევალას“ რუნებში მნიშვნელოვანი ადგი-
ლი უკავია ხალხის სულისკვეთების გამოხატვას. ვეინემეინე-
ნისა და ილმარინენის პოეტურ სახეებს ხალხის ბრძენი და მა-
მაცი მსახურების თვისებები აქვთ მინიჭებული. ლოუხისა და
პოხელის სხვა მკვიდრთა სახეებში კი, პირიქით, თავმოყრი-
ლია უარყოფითი თვისებები, ანგარებიანი მისწრაფებები. გა-
მოდიან რა ლოუხის შურიანობის, სიხარბისა და პატივმოყვა-
რეობის წინააღმდეგ, „კალევალას“ გმირები იბრძვიან ხალ-
ხის საერთო ბედნიერებისათვის, ისწრაფვიან იმისაკენ, რომ
სამპოს შესანიშნავი შემოქმედებითი უნარი ხალხის საკე-
თილდღეოდ გამოიყენონ. გამოსათხოვარ სიმღერაში ვეინე-
მეინენი წინასწარმეტყველებს, რომ დადგება დრო და იგი
დასჭირდება ხალხს, რათა შექმნას ახალი სამპო; აქ სამპო
აშკარად წარმოდგენილია როგორც „მარადი ბედნიერების
სათავე“, როგორც მომავლის უძვირფასესი შრომის იარაღი.
ბედნიერ მომავალზე ოცნება გამოხატულია აგრეთვე რუ-
ნების იმ ციკლში, რომელთა სიუჟეტს შეადგენს „სინათლი-
სათვის ბრძოლა“. ჩრდილოეთში, სადაც ძველი კარელიელე-
ბი სახლობდნენ, მზე ზოგჯერ მრავალი კვირის განმავლობაში
იკარგება ადამიანის თვალთაგან. ამ გარემოებას, აგრეთვე
ბუნების ისეთ მოვლენებს, როგორიცაა მზისა და მთვარის
დაბნელება, პირველყოფილი ადამიანის გონებაში შეიძლე-
ბოდა ჩაესახა მიამიტური წარმოდგენები ბოროტ ძალებზე,
რომელთაც შეეძლოთ მოეტაცნათ მნათობი.

45 მკითხველთა ლიგა
მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თანამედროვე მკითხვე-
ლი მოხსენიებული რუნების შინაარსს აღიქვამს როგორც
მხოლოდ ხატოვან თხრობას: კალევალელები, სინათლის
ხალხი, ებრძვიან ბნელეთის ძალებს. ლოუხი მზეს იტაცებს
არა იმიტომ, რომ პოხელმა მეტი სინათლე მიიღოს, არამედ
იმიტომ, რომ კალევალას შვილებს მოუვლინოს წყვდიადი,
შიმშილი და ტანჯვა. ბოლოსდაბოლოს, ვეინემეინენის სიმა-
მაცე იმარჯვებს ბოროტ ძალებზე, მზე ისევ მოევლინება ზეცის
ტატნობს, და მას ხალხი ესალმება, როგორც ბედნიერების,
ჯანმრთელობისა და შრომითი წარმატებების საწინდარს.
იმ მორალურ ფასეულობათაგან, რომელსაც პატივს სცე-
მენ კალევალელები, ეპოსის მრავალ ეპიზოდში განსაკუთრე-
ბული აღტაცების საგანს წარმოადგენს დედობრივი სიყვარუ-
ლი და შვილის პატივისცემა დედისადმი. „კალევალას“ ეპიუ-
რი რუნები გვიჩვენებენ, რომ ქალს კარელიის პირველყო-
ფილ საზოგადოებაში საერთოდ საპატიო ადგილი ეკავა. გან-
საკუთრებით შესანიშნავია ამ მხრივ ლემინკაინენის დედის
სახე.
იგი განსახიერებაა უსაზღვრო დედობრივი სიყვარულისა.
იმ მომენტიდან დაწყებული, როცა გაიგებს, რომ მის შვილს
სიკვდილის საშიშროება ემუქრება (რუნა მეთხუთმეტე), იგი
მიეშურება თავისი „ოქროს ვაშლის“ საძებნელად, შემოივ-
ლის ტაიგას და ნიჩბებით ჩხრეკს სიკვდილის მდინარის სიღ-
რმეებს, სანამ არ იპოვის მკვდარი შვილის სხეულის ნაწი-
ლებს. იგი ცხარედ დასტირის შვილს, მხურვალე დედური სიყ-
ვარული შთააგონებს შეაგროვოს ეს ნაწილები, შეაერთოს
„ძვალი ძვალთან და ძარღვი კი ძარღვთან“. იგი უსაზღვრო
სიფრთხილით ადებს გამამრთელებულ მალამოს უსიცოც-

46 მკითხველთა ლიგა
ხლო შვილის დაჩეხილ სხეულს, მთელ თავის სულიერ ძალას
აქსოვს ერთადერთ წადილში, დაუბრუნოს შვილს სიცოცხლე.
მკვდრეთით აღდგომის სისწულებრივ ეპიზოდს, რომელიც
ძველი ადამიანის ფანტასტურმა წარმოდგენებმა შექმნა, ჩვენ
აღვიქვამთ როგორც მხოლოდ სახეს, რომლის პოეტური აზ-
რიც არის, – გამოხატოს ძალა დედობრივი სიყვარულისა,
რომელიც იმდენად დიდია, რომ სიკვდილსაც კი ამარცხებს.
ამნაირად გაგებული ეს რუნა, მიუხედავად თავისი ფანტასტუ-
რი ფორმისა, დედობრივი სიყვარულის ჰიმნად ჟღერს.
„კალევალა“ მრავალმხრივ წარმოდგენას იძლევა ძველი
კარელიელების ცხოვრებაზე, შეხედულებებსა და იდეალებზე.
კერძოდ, ეპოსში აისახა კულტურის ისეთი გამოვლინებებიც,
როგორიცაა სხეულის სისუფთავე, მხნეობა, ხასიათის წრთო-
ბა, რუნები უმღერიან აბანოში ბანაობას, იალქნებით ცურვას,
მეცამეტე რუნაში მიმზიდველადაა აღწერილი თხილამურე-
ბით სრბოლა. მაგრამ „კალევალას“ პოეზიაში კულმინაციუ-
რად ითვლება რუნები, რომლებიც გვიჩვენებენ კალევალე-
ლებზე მუსიკისა და სიმღერის ესთეტიკურ ზემოქმედებას. ვე-
ინემეინენისა და ვიპუნენის სიმღერის აღწერისას (მესამე და
მეჩვიდმეტე რუნა) „კალევალას“ სტილი ამაღლებული და სა-
ზეიმოა. მშვენიერია ლემინკაინენის სიმღერა, რომელსაც იგი
კუნძულელი ასულების დასატკბობად ასრულებს (ოცდამეც-
ხრე რუნა).
როგორც ცნობილია, მრავალი ხალხის უძველესი პოეზია
მოგვითხრობს შესანიშნავ მუსიკოსებზე, რომლებიც თავიანთ
ოსტატობით აჯადოებენ ბუნებას, „კალევალას“ ის რუნები,
რომლებშიც აღწერილია, რა ოსტატურად უკრავს და მღერის
ვეინემეინენი კანტელეზე, მსოფლიო ეპიური პოეზიის საუკე-

47 მკითხველთა ლიგა
თესო ქმნილებათა გვერდით დგანან. სიხარულის გრძნობა
ეუფლება ყველას, ვინც კი უსმენს ვეინემეინენის დაკვრას.
როდესაც იგი არყის ხისგან ქმნის კანტელეს, ტყუილად როდი
ეუბნება ატირებულ ხეს:

ნუ სტირი, ჩემო ლამაზო არყო,


ნუ სწუხხარ, ჩემო ძმობილო მწვანევ,
თეთრქამრიანო, მოეშვი ტირილს,
ბედნიერება მოგადგა კარზე,
ახალ ცხოვრებას დაიწყებ აწი
და ატირდები სიამის ცრემლით,
და ნეტარებით დაიწყებ ჟღერას.

ვეინემეინენის დაკვრა და სიმღერა წუხილს სიხარულად


აქცევს, სიხარული კი ავსებს მსმენელთა გულებს და თვალ-
თაგან უნებურ ცრემლებს აღვრევინებს. ვეინემეინენი თვი-
თონაც ღვრის წმინდა ცრემლებს, რომლებიც უერთდებიან
„ლურჯი ზღვის ნაპირებს, ანკარა წყლის სიღრმეს“. ცისფერ
იხვს ამოაქვს ზღვიდან ვეინემეინენის ცრემლები, და მაშინ
ყველა ხედავს, რომ ისინი მარგალიტებად, მომხიბლავი მე-
ლოდიების კრისტალებად გადაქცეულან.
ყოველივე ეს, ჩვენი აზრით, ერთობ მკაფიოდ გვიჩვენებს,
თუ რა სულითაა გაჟღენთილი „კალევალას“ პოეზია. ამაოა
ფსევდომეცნიერული ცდები, რომ ვიკინგებს მიაწერონ პროგ-
რესისა და კულტურისაკენ სწრაფვით გაჟღენთილი ეს ჰუმა-
ნისტური ეპოსი. „კალევალაში“ ბრძოლების უშუალო აღწერა
ზოგჯერ ისე მოკლე და ზერელეა, რომ იქმნება შთაბეჭდილე-
ბა, თითქოს რუნების მომღერლები განგებ ცდილან არ შეეჩე-

48 მკითხველთა ლიგა
რებინათ მსმენელთა ყურადღება მკაცრ და სისხლიან ბრძო-
ლებზე. „კალევალას“ გმირები უდავოდ ამჟღავნებენ განსა-
კუთრებულ ვაჟკაცობას და სიმამაცეს, მაგრამ ისინი არასო-
დეს არ მიმართავენ სიმკაცრეს, ამასთანავე არც ერთი მათგა-
ნი არ ცდილობს ძარცვით მოიპოვოს სიმდიდრე და ქონება.
პირიქით, კალევალელი ხალხის ბრძოლა მიმართულია ანგა-
რებიანი, დამპყრობლური სურვილების წინააღმდეგ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „კალევალაში“ ასახული თე-
მურ-გვაროვნული საზოგადოების გამარჯვება პოხელის
მძარცველურ მისწრაფებათა წინააღმდეგ ბრძოლაში ეწინა-
აღმდეგება ისტორიის განვითარების კანონზომიერ ტენდენ-
ციებს. პირველყოფილი თემის დაშლა ისტორიული აუცილებ-
ლობა იყო, თუმცა ეს მოვლენა, როგორც ფრიდრიხ ენგელ-
სმა გვიჩვენა იროკეზული ტომების მაგალითზე, „ჩვენ იმთა-
ვითვე დაქვეითებად გვეჩვენება, ცოდვაში ჩავარდნად ძველი
გვაროვნული საზოგადოების ზნეობრივი სიმაღლიდან“.
„უდიდესი გაუმაძღრობა, ტლანქი სიამოვნების წყურვილი,
ჭუჭყიანი სიძუნწე, საზოგადო ქონების ეგოისტური დატაცება
იმ უმდაბლეს ინტერესებს წარმოადგენენ, რომელთაც ახალ,
განათლებულ, კლასობრივ საზოგადოებაში შევყავართ“.3
ამრიგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კალევალელების გა-
მარჯვება მხოლოდ დროებითი წარმატება იყო... მაგრამ სურ-
ვილები და იდეალები, რომლებიც გამოხატულია წყვდიადის
ძალთა წინააღმდეგ კალევალის ხალხის ბრძოლის ამსახველ
გმირულ სიმღერებში, იმდენად შორს იყო გამიზნული, რომ
თანამედროვე მკითხველს შეუძლია მათში დაინახოს ოცნება,

3
ფ. ენგელსი. ოჯახის, კერძო საკუთრებისა და სახელმწიფოს წარმო-
შობა“.
49 მკითხველთა ლიგა
– ყოველ შემთხვევაში, ბუნდოვანი ოცნება მაინც – კაცობ-
რიობის შორეულ, ბედნიერ მომავალზე.
ამ შთაგონებულმა სწრაფვამ უკეთესისადმი, ამაღლებუ-
ლისადმი, რომელიც ასეთი ძალითაა გამოხატული „კალევა-
ლას“ პოეტურ სახეებში, არ შეიძლება არ მიიზიდოს მოწინავე
ადამიანები ჩვენს დროშიც.

8.

ამ წერილში შეუძლებელია სრულად განვიხილოთ ის სა-


კითხი, თუ როგორ აისახა პირველყოფილი აზროვნება „კა-
ლევალას“ რუნებში. ჩვენ მას შევეხებით იმდენად, რამდენა-
დაც ეს აუცილებელია ამ ეპოსის ზოგიერთი მხარის მართებუ-
ლი გაგებისათვის.
ბევრი რეალისტური წვრილმანი „კალევალას“ აღწერი-
ლობებში გვიჩვენებს, რომ რუნების შემქმნელები და მომ-
ღერლები ისწრაფვოდნენ სიმართლისა და უტყუარობისაკენ.
ამავე დროს „კალევალას“ სტილი და ენა ასახავს ლოგიკური
და აბსტრაქტული აზროვნების ჯერ კიდევ საკმაოდ განვითა-
რებულ დონეს. ეს შეიძლება დავინახოთ რიცხვითი სახელე-
ბის არაზუსტ ხმარებაში, როცა, მაგალითად, ლაპარაკია,
რომ რომელიღაც საგანი იყო ექვსი, მაგრამ შემდეგ უეცრად
გვამცნობენ, რომ ის იყო ცხრა, და ა. შ. მოცულობა, სიდიდე
რომელიმე მოვლენისა ანდა რაიმეს რაოდენობა ზოგჯერ გა-
მოიხატება არარეალური ჰიპერბოლებით, ზოგჯერ ერთსა და
იმავე ხეს უწოდებენ მუხასაც და არყის ხესაც, ერთსა და იმავე
ჩიტს – წიწკანასაც და შაშვსაც.

50 მკითხველთა ლიგა
„კალევალას“ ენა ღარიბია აბსტრაქტული ცნებებით, მაგ-
რამ ძალიან მდიდარია ხატოვანი გამოთქმებით. არა მარტო
ყოველი წინადადება, არამედ, ჩვეულებრივ, წინადადებების
ყოველი ნაწილი გადმოცემულია ორტაეპედით, რომელიც
შეიცავს ორ პარალელურ სახეს ანდა სახის ორ თვისებას.
ამასთანავე, განმეორებითი ტაეპი, ჩვეულებრივ, გვაცნობს
აზრის ახალ ელფერს ანდა სრულიად ახალ სახეს. „კალევა-
ლაში“ თითქმის ყოველი აზრი საფეხურობით მოდის ჩვენამ-
დე, იგი თანდათან იჭრება ჩვენი მხედველობის არეში, თით-
ქოსდა ოთხ, ხუთ, ექვსფერად ტალღად. ამის გამო ყველა ახა-
ლი ვარიაცია, სახეების განვითარების ხერხები, შინაარსი
იძენს ფერადოვნებას, და ყოველივე ეს აძლიერებს რუნის პო-
ეტურ ხმოვანებას.
ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ „კალევალაში“
უხვად არის წარმოდგენილი ზღაპრული ფანტასტიკა.
პირველყოფილი საზოგადოების მომღერლები, თუმცა
ცდილობდნენ მოვლენა უტყუარად გადმოეცათ, მაგრამ თავი-
ანთ სიუჟეტებს მაინც არ იღებდნენ ყოველდღიური ცხოვრე-
ბიდან. ისინი მოგვითხრობდნენ უფრო დიდმნიშვნელოვან
მოვლენებზე, გმირობებზე, რომლებიც მარტო გოლიათებს
ძალუძთ მოახდინონ. რუნათმომღერლების მასალას წარმო-
ადგენდა ხალხური თქმულებები ვეინემეინენის, ილმარინე-
ნის, ლემინკაინენისა და კულერვოს გასაოცარ საქმეებზე.
პირველყოფილ ადამიანებს, მათ შორის რუნათმომღერ-
ლებს, არ შეეძლოთ, თანამედროვე ადამიანის მსგავსად,
კრიტიკულად და შეგნებულად განვსხვავებინათ ერთმანეთი-
საგან სინამდვილე და ფანტასტიკა. იმ ხანებში ადამიანებს
ერთობ მცირე ცოდნა და გამოცდილება, თვით ბუნების ელე-

51 მკითხველთა ლიგა
მენტარელი კანონების ერთობ ბუნდოვანი გაგება ჰქონდათ,
რომ დაეოკებინათ ფანტაზიის ლაღი სწრაფვა, რომელიც
ზოგჯერ სინამდვილის საზღვრებს უკიდურესად შორდებოდა.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს „კალევა-
ლას“ ფანტასტური და ზღაპრული სურათების პოეტურ ღირე-
ბულებას. სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ხალხის ბევრმა
პოეტმა გამოიყენა ძველ გადმოცემათა ასევე ფანტასტური სი-
უჟეტები და მათ საფუძველზე შექმნა პოემები, რომელთაც უჭ-
კნობი სიცოცხლე უწერიათ,
„კალევალაში“ აისახა ძველი ადამიანებისათვის დამახა-
სიათებელი თაყვანისცემა სიტყვის ძალისადმი, ადამიანებს
ჯერ კიდევ არ შესწევდათ უნარი გაეგოთ ენის განვითარების
რთული პროცესი, მანამდე უცნობი სიტყვებისა და შესიტყვე-
ბების გაჩენა, – და ამას სასწაულებრივი მიზეზებით ხსნიდნენ.
განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელებზე
მომღერლების ეფექტური პოეტური მეტყველება, რომელიც
მღერის შემოქმედებით პროცესში მოულოდნელ სიახლეს,
ფერებს, ელფერს იძენდა. ყველაზე ძლიერ მოქმედებდნენ
სიტყვები, რომლებიც ვნებებსა და მღელვარებას გამოხატავ-
დნენ.
რუნების მსმენელები ზოგჯერ თითქოს ცხადად ხედავდნენ
მომღერლის ფანტაზიით შექმნილ უცნაურ საგნებსა და მოვ-
ლენებს. აქედან მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა რჩებოდა იმ წარ-
მოდგენამდე, რომ თითქოს გმირებს შეეძლოთ სიტყვის ძა-
ლით გამოეწვიათ რუნებში აღწერილი საოცარი გარდაქმნე-
ბი. ასე, მაგალითად, ვეინემეინენი პოხელში სიმღერის ძა-
ლით აღებს ქვის სიმაგრის კარებს, სადაც გადამალულია სამ-
პო.

52 მკითხველთა ლიგა
„კალევალაში“ გამოვლენილი რწმენა სიტყვისა და სიმღე-
რის მძლავრი ზემოქმედებისადმი არავითარ შემთხვევაში არ
უნდა გავაზვიადოთ. ალაგ-ალაგ თვით ეპოსშიც კი არის რა-
ღაც მინიშნებისდაგვარი იმაზე, რომ მოთხრობილი სასწაუ-
ლები არ უნდა გავიგოთ ზედმიწევნით სიტყვა-სიტყვით. ასე,
მაგალითად, მეათე რუნაში, რომელშიც ვეინემეინენმა სიმ-
ღერით ნაძვის ხეზე დასვა მთვარე და დიდი დათვის თანავარ-
სკვლავედი, ხოლო შემდეგ კი ცბიერად შესთავაზა ილმარი-
ნენს ამძვრალიყო ხეზე მათ ჩამოსატანად, ეპოსი ნაძვს აიძუ-
ლებს გამოთქვას თავისი გაკვირვება ილმარინესის გულუბ-
რყვილობის გამო:

შენ გულუბრყვილო კაცი ხარ მეტად,


არ გაგაჩნია მიხვედრა მცირე,
დაუფიქრებლად მიძვრები ზევით,
ბრიყვი ბალღივით მიძვრები მაღლა,
რომ წვერზე მჯდარი ის ვითომ მთვარე,
ტოტებზე მჯდარი ვარსკვლავნი დათვის,
ჩამოიტანო ნაძვიდან დაბლა,
რათა არღარა ნათობდნენ ნაძვზე.

მხოლოდ „კალევალას“ პოეტური აზრისა და ენის ხატოვ-


ნების გაუგებლობას თუ შეეძლო მიეყვანა ზოგიერთი ეთნოგ-
რაფი იქამდე, რომ „კალევალაში“ დაენახა მხოლოდ მაგია
და ჯადოქრობა.
„კალევალას“ რუნები უნდა წაიკითხო როგორც პოეზია,
რომელშიც პირველყოფილი აზროვნების შესაბამისი პოეტუ-
რი სახეები ხშირად მხოლოდ პირობითად გამოხატავენ რუ-

53 მკითხველთა ლიგა
ნის ძირითად აზრს. მაგალითად, როცა ორმოცდამეერთე რუ-
ნაში ლაპარაკია იმაზე, რომ ვეინემეინენის მუსიკამ მოაჯადო-
ვა თვით მხეცები და ფრინველები, ეს არ უნდა მივიჩნიოთ რა-
ღაც ჯადოქრობად. იგი ხომ მხოლოდ სახეა, რომელიც გვაგ-
რძნობინებს მუსიკის სილამაზესა და მხატვრულ ზემოქმედე-
ბას. ოცდამეცამეტე რუნაში ჩვენ ვკითხულობთ, თუ როგორ
ახდა კულერვოს წყევლა და ძროხები, იგი რომ მწყემსავდა,
გადაიქცნენ მხეცებად, რომლებიც შემდეგ თითქოს თავს და-
ესხნენ მჭედლის ცოლს. მაგრამ ძნელი არ არის იმის მიხვედ-
რა, რომ ეს მაგიური გარდასახვა მოყვანილია არა იმისათ-
ვის, რომ დაგვანახოს, თუ რა გასაოცარი ჯადოქარი იყო უბე-
დური მონა, არამედ იმისათვის, რათა გამოხატოს მისი ტან-
ჯვის სიღრმე და რისხვის ძალა. პირველყოფილი ადამიანის
რწმენა პოეტური სიტყვის ძალისადმი სასურველ ფსიქოლო-
გიურ საფუძველს ქმნიდა ეპიური სიმღერის განვითარებისათ-
ვის. მაგრამ, ამავე დროს, ეს მოვლენა უეჭველად უწყობდა
ხელს შელოცვების მაგიური ძალისადმი რწმენის განვითარე-
ბასაც.
მართალია, ლიონროტმა „კალევალაში“ შეიტანა ბევრი
შელოცვა და გამოლოცვა, მაგრამ მან, რა თქმა უნდა, შეგრო-
ვილი უამრავი შელოცვიდან აირჩია მხოლოდ ისეთები, რომ-
ლებიც მომღერლების მიერ იყო დამუშავებული და გარკვეუ-
ლი პოეტური ღირსებები გააჩნდათ. აქედან გამომდინარე,
„კალევალას“ ეს ელემენტებიც აუცილებელია განვიხილოთ
როგორც პოეზია და არ ავურიოთ ისინი შამანების უაზრო
ბურტყუნსა და ფორმულებში.
ჯადოქრები და შამანები რუნებში გამოდიან როგორც უარ-
ყოფითი პერსონაჟები, როგორც კალევალელი ხალხის მტრე-

54 მკითხველთა ლიგა
ბი. დიდი შეცდომა იქნებოდა მათ რიცხვში მიგვეთვალა ვე-
ინემეინენიც, რომელიც ბრძენი უხუცესი და გვარის ბელადია.
„კალევალაში“ ჯადოქრები და ალქაჯები პოხელის მკვიდრნი
არიან, ტანჯვის, სნეულებებისა და სტიქიური უბედურებების
მიზეზად „კალევალა“ ხშირად მიიჩნევს ბოროტ შელოცვებს
და წყევლა-კრულვას, რომლებსაც წყვდიადის ქვეყნის მყრა-
ლი ძალები გზავნიან.
ეპოსიდან ჩანს, რომ კალევალელებს ჯადოქრობის ეშინო-
დათ. რა თქმა უნდა, ასეთი შიში თავისთავად უკვე ცრუმორ-
წმუნეობა იყო, მაგრამ რუნები გვიდასტურებენ, რომ კალევა-
ლას ხალხი ისწრაფოდა განთავისუფლებულიყო ამგვარი ში-
შისაგან.
ხალხმა თავის პოეზიაში შექმნა ისეთ გმირთა სახეები,
რომელთაც არასოდეს არ ეშინიათ არც ჯადოქრებისა და არც
ალქაჯების, სწორედ მათი უშიშარობა იყო ხალხის განსაკუთ-
რებული აღტაცების საბაბი, ამიტომ ადიდებს ხალხი ვეინე-
მეინენსა და „კალევალას“ სხვა გმირებს.
კალევალელები შრომისა და გასაჭირის დროს ხშირად მი-
მართავენ დახმარებისათვის „სულებს“ და მითოლოგიურ არ-
სებებს. გრძნობდნენ რა თავიანთ უძლურებას ბუნების უცნო-
ბი ძალების წინაშე, იმ ძველი საუკუნეების ადამიანებს ეს ძა-
ლები წარმოედგინათ რაღაც მოჩვენებით არსებებად და ცდი-
ლობდნენ ემოქმედათ მათზე თავიანთი ვედრებით, თხოვნით
და ზოგჯერ მუქარითაც კი.
„კალევალაში“ ასეთ სულებად ითვლება, მაგალითად, ტა-
პიო –ტყის ბატონი, მიელიკი – ტყის დედოფალი, ველამო, –
წყლის დედოფალი, ახტი, – ტალღების მეუფე, აგრეთვე, „ყვე-
ლა ღრუბლების განმგებელი“ უკო (მოხუცი), რომელსაც აგ-

55 მკითხველთა ლიგა
რეთვე „უზენაეს ღმერთსაც“ უწოდებენ. წარმართული რწმე-
ნის ეს სახეები ჯერ კიდევ ძალზე გაურკვეველნი და პასიურე-
ბი არიან, და არ შეიძლება ისინი შევადაროთ ძველი ბერძნე-
ბისა და რომაელების ღმერთებს, თუმცა შესაძლოა, ისინი კი-
დევაც ასახავდნენ მითოლოგიური რწმენის დასაწყისს. დამა-
ხასიათებელია, რომ „კალევალაში“ არ უმღერიან რელიგიურ
კულტსა და მის მსახურებს; რუნებში არ არის ასახული წინა-
პართა თაყვანისცემის წეს-ჩვეულება და რელიგიური აკ-
რძალვების სისტემა, ფეტიშიზმი და ტრადიციული მაგიური
ცერემონიები, თუ არ ჩავთვლით მათზე მინიშნებას ეპოსის
ორ-სამ ადგილას.
„კალევალას“ პოეზიაში აშკარად ჩანს ანტროფომორფიზ-
მი - ბუნებისათვის ადამიანის თვისებების მინიჭება. რუნებში
გვხვდება ეპიზოდები, როცა, მაგალითად, ფრინველები და
თევზები საჭირო რჩევას აძლევენ ადამიანებს, კურდღელს
მოაქვს სამწუხარო ამბავი, მზე, მთვარე და ვარსკვლავები სა-
უბრობენ, ნავი ტირის, გზა და არყის ხე ჩივიან მწარე ხვედ-
რზე, ხეები იკბინებიან, რკინა ფიცს დებს, მახვილი წინასწარ-
მეტყველებს სისხლისღვრას და ა. შ.
სამწუხაროდ, „კალევალას“ კომპოზიციაში შეაღწია გვიან-
დელი წარმოშობის ზოგიერთმა ელემენტმა, რაც უცხოა მისი
საერთო ხასიათისათვის – კერძოდ, ქრისტიანულ-რელიგიუ-
რი ხასიათის რამდენიმე ათეულმა ლექსმა და მიმართვამ. შე-
იძლება, ამით ლიონროტს სურდა შეერბილებინა ფინეთის
სამღვდელოების წინააღმდეგობა ეპოსის გამოცემისა და გავ-
რცელების საქმეში. ასე, მაგალითად, მეთექვსმეტე რუნის ბო-
ლოში, სადაც აღწერილია მიცვალებულთა სამკვიდროში ვე-
ინემეინენის ჩასვლა, ლიონროტმა დაუმატა ქრისტიანულად

56 მკითხველთა ლიგა
შეფერადებული აღწერა ჯოჯოხეთისა, რომელიც ძლიერ გან-
სხვავდება მიცვალებულთა სამკვიდროზე ძველი კარელიე-
ლების წარმოდგენისაგან, რაც ამავე რუნაშია აღწერილი.
ასეთ გვიანდელ დაშრევებებს, რომლებიც „კალევალაში“
არც ისე ბევრია, მკითხველი თვითონაც იოლად აღმოაჩენს.
მათ ეპოსში გარკვეული დისჰარმონია შეაქვთ. მხოლოდ
კლერიკალურად განწყობილ მკვლევარებს შეეძლოთ „კალე-
ვალას“ შინაარსი მისტიურ-რელიგიურ წარმოდგენათა სუ-
ლისკვეთებით განემარტათ. თავის დროზე კ. კრონის ტენდენ-
ციური გაგება უკრიტიკოდ მიიღო პროფესორმა დ. ბუბრიხმა,
რომელიც 1933 წელს ამ ეპოსის რუსული გამოცემის შესა-
ვალ სტატიაში ამტკიცებდა, რომ „კალევალას“ რუნები თით-
ქოს „გაჟღენთილია კათოლიციზმის სულით“ და რომ „კათო-
ლიციზმი იყო ის წრე, რომელშიც რუნებმა... მიაღწიეს თავის
ყველაზე დიდ განვითარებას“. მოგვიანებით პროფ. ბუბრიხმა
განაცხადა, რომ იგი დარწმუნდა ამ თეორიის მცდარობაში.
ქრისტიანობა თავისი ისტორიული როლით არის იდეო-
ლოგია, რომელიც გაბატონებულ კლასებს ემსახურება. ეკ-
ლესია საუკუნეების განმავლობაში ასწავლიდა ხალხს უარე-
ყო მიწიერი ცხოვრება, შიში ჰქონოდა ღვთისა და ეშმაკის,
უსიტყვოდ დამორჩილებოდა უფლებამოსილთ.
„კალევალას“ პოეზია თავისუფალია კლასობრივი საზოგა-
დოების მიერ ნაზარდი და თავსმოხვეული მონური სულისკვე-
თებისაგან. პირველყოფილ საზოგადოებაში, როდესაც ესო-
დენ განუვითარებელი იყო ცხოვრების პირობები და სამყა-
როზე წარმოდგენა, „კალევალას“ შემქმნელ ხალხს გააჩნდა
ოპტიმისტური შეხედულებები, თამამად და რწმენით იყურე-
ბოდა თავისი მომავლისაკენ.

57 მკითხველთა ლიგა
9

„კალევალა“ მარტო წარსულის შესანიშნავი ლიტერატუ-


რული ძეგლი როდია. მისი მნიშვნელობა თანამედროვე მო-
წინავე კულტურისათვის მხოლოდ შემეცნებითი თვისებებით
როდი ამოიწურება.
ალექსანდრე მაქსიმეს ძე გორკის არაერთხელ მიუქცევია
ყურადღება „კალევალას“ შინაარსიანობისა და პოეტური
ღირსებებისათვის. ძველი ხალხური პოეზიის გაცნობის და მი-
სი შინაგანი მიზანსწრაფვის გაგებას იგი მნიშვნელოვან ფაქ-
ტორად თვლიდა სოციალისტური კულტურისა და, ნაწილობ-
რივ, თანამედროვე პოეზიის განვითარების საქმეში.
„კალევალას“ რომ ეცნობა, თანამედროვე მკითხველს შე-
უძლია შეაფასოს ოპტიმიზმი კარელია-ფინელი ხალხის შო-
რეული წინაპრებისა, რომლებიც, ძლევდნენ რა აუტანელ
სიძნელეებს, ებრძოდნენ რა გარსმოხვეულ მტრულ ძალებს,
მაღალმხატვრულ რუნებში გამოხატავდნენ. ბნელეთის ძა-
ლებზე ადამიანის საბოლოო გამარჯვების რწმენას.
თემურ-გვაროვნული წყობის სისუსტე საწარმოო ძალების
უკიდურეს განუვითარებლობაში, მისი მატერიალური საფუძ-
ვლის შეზღუდულობაში მდგომარეობდა. მაგრამ საზოგადოე-
ბის სასიცოცხლო ძალის წყარო გვარის წევრთა კოლექტიუ-
რი შრომა იყო. ამ წყაროდან იღებდა მაცოცხლებელ წვენს
პირველყოფილი ხალხის პოეზიაც. ხოლო როცა საზოგადო-
ებრივმა განვითარებამ ისტორიის ხვეულ გზებზე თავის მოძ-
რაობაში გაიარა კლასობრივი საზოგადოების ყველა წინააღ-
მდეგობა და ჩვენს საბჭოთა ქვეყანაში სრულიად ახალ, საზო-

58 მკითხველთა ლიგა
გადოების კოლექტიური ორგანიზაციის სტადიამდე მიაღწია,
შეიქმნა ისეთი არნახული შესაძლებლობები ადამიანთა მატე-
რიალური და კულტურული მოთხოვნილებების დასაკმაყო-
ფილებლად, რომელზედაც ოცნებაც არ შეეძლოთ წარსულის
ხალხურ მომღერლებს.

ო.კუუსინენი

59 მკითხველთა ლიგა
runa pirveli

შესავალი. ჰაერის ასული ზღვაში ეშვება, სადაც ქარისა


და წყლისაგან ორსულდება და ხდება წყლის დედა. იხვი ბუ-
დეს წნავს წყლის დედის მუხლზე და დებს კვერცხებს. კვერ-
ცხები გადმოგორდება ბუდიდან, იმსხვრევა და ნამსხვრევები
იქცევა მიწად, ზეცად, მზე, მთვარედ და ღრუბლებად. წყლის
დედა ზღვაში ქმნის კონცხებს, ყურეებს, ნაპირებს, სიღრმეებს
და მეჩეჩებს. ვეინემეინენი იბადება წყლის დედისაგან და
დიდხანს ეხეტება ზღვაზე, სანამ ბოლოს და ბოლოსხმელეთს
არ მიაღწევს.

60 მკითხველთა ლიგა
მე აღმიტანა სურვილმა ერთმა,
მე ფიქრი ერთი აღარ მასვენებს, –
მინდა მზად ვიყო ასამღერებლად,
მინდა ძლიერი დავიწყო სიტყვა,
რათა ვიმღერო სიმღერა ძველი,
ჩემივე გვარის ჰანგები ვჭექო.
აჰა, სიტყვები ბაგეზე დნება,
სიტყვები ენას მოადგნენ აგერ,
აგერ ბაგენიც განახვნეს ჩემი
და ლაგდებიან დიდებულ ამბად.
შე ოქროკაცო, ძმობილო ჩემო!
სწორფერო ჩემთა ბავშვობის დღეთა!
სიმღერებს ერთად ვიმღერებთ ორნი,
ამოვაშუქებთ გულიდან სიტყვებს.
ერთმანეთს ვხვდებით ძალიან ძვირად,
ასე გავიდა მრავალი წელი.
ახლა კი ორი დავტოვეთ მხარე
და ერთმანეთი ვიხილეთ ბოლოს,
სადაც გაშლილან სივრცენი მწირნი,
ყინულის მხარე გაშლილა სადაც.
მომეცი მძლავრი ხელები შენი,
მაგრად ჩავჭიდოთ თითები თითებს!4
სახელგანთქმული ჰანგები ვჭექოთ,
მოდი, დავიწყოთ ყველაზე კარგით.

4
ძველი რუნების მომღერლები პირისპირ სხდებოდნენ, ხელებს
ერთმანეთს ჩაჰკიდებდნენ, წინ და უკან ირწეოდნენ და ისე მღეროდნენ.
61 მკითხველთა ლიგა
ჩვენი სიმღერის გაგონებაზე,
დე, მეგობრები გადიქცნენ სმენად,
დე, ყმაწვილებმაც მიაპყრონ ყური,
დაე, ისწავლონ უბირთა ყრმათა.
აქ, კალევალის სივრცეთა შენა,
სადაც მრავალი გაშლილა მდელო,
მე მოვუყარე თავი იმ სიტყვებს
და შევაგროვე ჰანგები იგი,
ვეინემეინენს რომ ჰქონდა წელზე,
ილმარინენს კი ქურაში ცხელში,
კაუკომელის ნაჯახსა ზედა,
იოუკახაინენს ისრების პირზე.
მათ მამაჩემი მღეროდა, მახსოვს,
ტარს ნაჯახისას რანდავდა ოდეს,
მათ მასწავლიდა მშობელი დედა,
ძაფს თითისტარზე ართავდა ოდეს.
მე მათ ფეხებთან ვფორთხავდი მაშინ
და ვეჩვეოდი სიარულს ფრთხილად,
რამეთუ ბავშვი ვიყავი მცირე
და ჩემი საზრდო რძე იყო მხოლოდ.
სამპოზე მღერდნენ მშობლები ჩემი,
ცბიერ ლოუხის ჯადოზე მღერდნენ
და ბერდებოდა ამბებში სამპო,
ხოლო ლოუხის ღუპავდა გრძნება,
ვიპუნენს კლავდა სიმღერა მძიმე,
ლემინკაინენს ისარი მჭრელი.
შემომინახავს სიტყვები ბრძნული,
შემომინახავს საკმაო ცოდნა:

62 მკითხველთა ლიგა
მე ბილიკებზე მოვკრიფე ზოგი
და მანანაზეც მოვკრიფე ბლომად,
და მოვამტვრიე პატარა ბუჩქებს
და შევაგროვე რტოებზე იგი,
ზოგი კი დიდხანს ვაგროვე ველად,
ზოგი შემთხვევით ვიპოვე გზაზე.
ეს მოხდა მაშინ, როს ვიყავ ბავშვი,
როცა პატარა მეჯოგედ ვიყავ
და ფეხშიშველი მივსდევდი ხოლმე
დამშეულ ძროხებს – მურიკის, კიმოს,
სადაც გაშლილან ველები თაფლის,
ოქროსფერია ველები სადაც.
ყინვამ მომითხრო სიმღერა ბევრი,
ჩამომიტანა ზეციდან წვიმამ,
ქარმა მომბერა ჰანგები უცხო,
ზღვათა ზვირთებმა მოიღეს ზათქით,
ჩიტებმა ლექსი გამიწყვეს უცებ,
სიმღერის ნიჭი მომმადლეს ხეთა.
ეს სიმღერები ერთ მთლიან კონად,
ერთ ურღვევ მორგვად შევკარი მტკიცედ
და შევაგროვე მარხილზე მორგვი,
მარხილზე დავდე სიმღერის კონა.
იგი სახლისკენ წავიღე შემდეგ
და მივიტანე არდგმულთან იგი,
სპილენძის ყუთში ჩავჭედე მაგრად,
დავმალე ბეღლის იდუმალ ბანზე.
ეს სიმღერები უქმად და უხმოდ
ზამთრის ყინვაზე ეყარა დიდხანს.

63 მკითხველთა ლიგა
არ განვარიდო სიმღერა ყინვებს?
არ მოვარიდო სიცივე ზამთრის?
ხომ არ აჯობებს, ჰანგების ყუთი
წავიღო სახლში და დავდო სკამზე,
სახლში, რომელსაც კარგი აქვს ერდო,
და მშვენიერი უხდება ჭერი.
აწ ყუთის გახსნა ჯობია იქნებ,
ჯობია სკივრი ავხადო სწრაფად
და მორგვის გორაკს გამოვკრა ხელი
და მორგვი იგი დავშალო ისევ?!
თუ მომიტანეს ახალი ლუდი
და შავი პურის ნატეხი მცირე,
გრძნეულ სიმღერებს ვიმღერებ მაშინ
და ყველა მსმენელს სიამეს მოვგვრი.
თუ არ მომართვეს სასმელი რამე,
არ მიწილადეს ნატეხიც პურის,
გამშრალი ყელით ვიმღერებ მაშინ,
ანდა გადვივლი მარტოდენ წყალზე,
რათა საღამო სიამეს გვგვრიდეს,
რათა დღე ჩვენი ბრწყინავდეს ირგვლივ,
და ხვალინდელი ლამაზი დილა
მხიარულებით დაიწყოს ისევ.

მომისმენია მრავალი ლექსი,


სიმღერის შექმნის ვყოფილვარ მოწმე.

64 მკითხველთა ლიგა
ცალად მოდიან ღამენი ჩვენთან,
აქ თითო-თითოდ მოდიან დღენი.
ვეინემენიც, გრძნეული უცხო,
მომღერალი და მძნობელი ბრძენი,
ამ ქვეყანაზე მოვიდა ცალად,
მარტო მოვიდა ამ ქვეყნად იგიც.
ის გამორიყა მუცლიდან დედამ,
ის ალმატარმა დაბადა ზღვაზე.
ზეციურ სივრცის ასული კოხტა,
შემოქმედების ტანადი შვილი,
წმინდა ქალწულად ცხოვრობდა დიდხანს,
დიდხანს რჩებოდა ქალწულად იგი.
სადაც უსაზღვრო სივრცეა მხოლოდ,
უკიდეგანო გაშლილა სივრცე.
ბოლოს მოსწყინდა ამგვარი ყოფა,
უცნაურობად ჩასთვალა ბოლოს –
განმარტოებით ცხოვრება მძიმე,
წმინდა ქალწულად დარჩენა მარად.
სადაც გაშლილა საუფლო ზეცის,
სადაც დუმილი მეუფობს ოდენ.
დაბლა დაეშვა ასული მაშინ
და გადაეშვა ტალღებში ზღვისა,
ლამაზი ტანი მიანდო ტალღებს,
მაღლა აზიდულ ტალღებზე გაწვა.
უცებ სასტიკმა დაბერა ქარმა,
აღმოსავლეთით დაბერა უცებ,
ზღვა მოკამკამე აიმღვრა ქაფით,
ცად აღიმართნენ ტალღები მღვრიე.

65 მკითხველთა ლიგა
მაგრად ანჯღრია ასული ქარმა,
გაუტყლაშუნა ტალღები ტანზე,
დააქანებდა მღელვარე ზღვაში
და ქაფშერეულ ტალღათა ზედა.
ქარმა შთაბერა ნაყოფი ასულს,
მისცა სისავსე ზღვამ ბორგნეულმა.
შემოქმედების ასული სათნო
დაატარებდა სისავსეს ტანჯვით,
დაატარებდა წელიწადს შვიდასს –
ცხოვრებას ცხრასა ადამიანის,
მშობიარობის არ დადგა ჟამი,
ჩაუსახავი არ დაიბადა.
ეხეტებოდა წყლის დედა დიდხანს,
უსაზღვრო წყლების ოთხივე მხარეს,
შემოიარა კიდენი ზეცის,
ნახა ციური ქვეყანა ყველა.
უმძიმეს საშოს სისავსის გამო
მას ტკივილები სტანჯავდა დიდი,
მშობიარობის არ დადგა ჟამი,
ჩაუსახავი არ დაიბადა.
მწარედ ატირდა ასული მაშინ,
ჩუმად ატირდა ასული ბოლოს:
„ვაი, მე – დევნილს სასტიკი ბედით,
მოხეტიალეს მღელვარე ზღვაზე!
განა რაიმე მოვიგე იმით,
ჰაერიდან რომ გამოველ წყალში?!
რომ მძიმედ მანჯღრევს ტალღები მღვრიე,
და გრიგალები მდევნიან მძლავრად,

66 მკითხველთა ლიგა
ასე უსაზღვროდ გადაშლილ წყლებზე,
უკიდეგანო მღელვარე ზღვაში.
არა, დარჩენა ნამდვილად ჯობდა
ჰაერის ტურფა ასულად ცაში,
ვიდრე ამ ცივ და უსაზღვრო წყლებზე
ამავე წყლების უბედურ დედად.
აქ სიცივე და ტენია მხოლოდ,
ზღვაზე გაძლება ძნელია ძლიერ.
ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო!
ვინაც ატარებ ამხელა ზეცას!
მღელვარე ზღვაზე დაეშვი წამით
და განაწამებს ნუგეშად მექმენ!
შენ განარიდე ტკივილი ასულს,
ტანჯვებისაგან იხსენი ცოლი,
ნუღა აყოვნებ, მოვედ, ო, მოვედ,
ო, მოვედ, მოვედ მეოხად ჩემდა!“
ამ ლოცვის შემდეგ სულ მცირე ხანი,
სულ ერთი წამი გავიდა ალბათ, –
ლამაზი იხვი გამოჩნდა ცაზე,
მოარღვევს ჰაერს ლამაზი ფრთებით
და ზღვაზე ადგილს დაეძებს ყველგან,
სურს გაიკეთოს ტალღებზე ბუდე.
ზღვის ზედაპირზე დაფრინავს სწრაფად,
მოივლის ზღვების ოთხივე მხარეს
და ვერ პოულობს შესაფერ ადგილს,
მცირე ადგილსაც პოულობს ვერსად,
რომ გაიკეთოს ლამაზი ბუდე,
რომ აიშენოს პატარა სახლი.

67 მკითხველთა ლიგა
გაფრინდა, თვალი მოავლო ირგვლივ,
დაფიქრდა წამით, წარმოთქვა ასე:
„თუ ქარიშხალში დავიდგი ბინა,
თუ მცირე ბუდე დავწანი ზღვაში,
მას ქარიშხალი გაჰფანტავს უცებ,
უმალ წაიღებს მოძრავი ტალღა“.
დედას მოესმა სიტყვები მისი
და ილმატარმა, ასულმა ნაზმა,
სიღრმიდან მუხლი ამოყო ზღვაზე
და ცალი მხარი ასწია ზევით,
რათა ფრინველმა დაიდგას ბინა,
ლამაზმა იხვმა დაიწნას ბუდე.
შემდეგ გაფრინდა ლამაზი ჩიტი
და საოცრება იხილა შემდეგ:
ცისფერ ტალღებში მღელვარე ზღვისა
წყლის დედის მკვეთრი მოჩანდა მუხლი.
მუხლი კოლბოხად მიიღო უცებ,
ამწვანებულად ჩასთვალა კორდად.
მიმოიხედა, მიფრინდა ახლოს,
კოხტად ჩამოჯდა ასულის მუხლზე,
იწყო კეთება ლამაზი ბუდის,
და უმცირესი კვერცხების დება,
მან ექვსი კვერცხი ოქროსი დადო
და რკინის დადო მეშვიდე კვერცხი,
ის დიდხანს იჯდა კვერცხებზე კრუხად
და მონდომებით ათბობდა კვერცხებს,
იჯდა დღე ერთი, იჯდა დღე ორი,
ჰა, მესამე დღეც საცაა გავა

68 მკითხველთა ლიგა
და ილმატარმა შეიგრძნო უცებ
სასტიკი წვა და ხურვება მუხლში,
თითქოსდა მუხლი მოიცვა ალმა
და უმალ გალღვა ყოველი ძარღვი.
წყლის დედამ მუხლი გაწია განზე
და შეარხია სხეული მთელი
და მოიტაცა კვერცხები ტალღამ
და მიიზიდა კვერცხები სიღრმემ,
მიმოიფანტნენ მღელვარე ზღვაში
და ნამსხვრევებად გარდიქცნენ უმალ.
არ დაღუპულან კვერცხები შლამში,
არც ნამსხვრევები ტალღებში ზღვისა,
მაგრამ თანდათან გამოიცვალნენ
და გარდაიქცნენ უცნაურ რამედ:
ლამაზი კვერცხის ქვედა ნაწილი –
იქცა სოველ და მორბილო მიწად,
ლამაზი კვერცხის ზედა ნაწილი –
წამოიმართა თაღებად ზეცის,
და კვერცხის გულის ზედა ნაწილი –
გამოგვეცხადა დიდებულ მზედა,
და კვერცხის ცილის ზედა ნაწილი –
მიმოიფანტა მთიებად ცაში,
ლამაზი კვერცხის ბნელი ნაწილი –
გამოგვეცხადა ზეცაში ღრუბლად.
და წელიწადი წელიწადს მისდევს
და ქვეყნად ასე გადიან დრონი,
მზე ახალგაზრდა ანათებს ქვეყნად,
ანათებს ქვეყნად ქალწული მთვარე.

69 მკითხველთა ლიგა
წყლის დედა ცურავს უსაზღვრო ზღვაში,
ნაზი ასული ცივ წყლებში ცურავს,
რომლებიც მარად დგანან და თვლემენ,
შემოხვევიათ რომელთაც ნისლი.
ასულს ტალღები უგია დაბლა
და ლურჯი ზეცა ახურავს თავზე.
ბოლოს და ბოლოს, წელიწადს მეცხრეს,
როცა მეათე ზაფხულიც დადგა,
ასულმა თავი აზიდა ზღვიდან,
ამოიტანა სიღრმიდან სახე,
და ქმნილებათა შეუდგა შექმნას,
არსთა წარმოქმნას შეუდგა იგი.
იგი იღვწოდა მღელვარე ზღვაზე,
მღვრიე ტალღებზე იღვწოდა დიდხანს.
ასულმა ხელი აღმართა მაღლა –
და აღიმართნენ კონცხები უცხო;
სადაც დაადგა ასულმა ფეხი,
იქ დაიბადა დარანი თევზთა;
და სადაც ფეხით შეეხო სიღრმეს,
იქ გააღრმავა ასულმა ფსკერი.
სადაც კი ფერდით შეეხო მიწას,
იქ დაიბადა ნაპირი სწორი;
სადაც კი მიწას შეეხო ფეხით,
იქ გააჩინა თევზების სარჩო;
სადაც კი თავი დახარა დაბლა,
ზღვის ყურეები წარმოქმნა მცირე.
ასული ნაპირს განშორდა სწრაფად,
ცისფერ ტალღებზე შეჩერდა შემდეგ,

70 მკითხველთა ლიგა
კლდეების შექმნას შეუდგა ზღვაში,
წყალქვეშა კლდეთა შეუდგა შექმნას,
შეეხეთქება რომელთაც გემი
და მეზღვაურნი პოვებენ სიკვდილს.
აი, შეიქმნენ კლდეები ბლომად,
ზღვაშიც დამკვიდრდნენ კლდეები უკვე,
ქართა სვეტები ავარდნენ ცაში,
უკვე შეიქმნა ქვეყანა ყველა,
თვალისმომჭრელად აჭრელდნენ ქვები
და წყალთა ქვეშე კლდეები იშვნენ,
არ იბადება ამ ქვეყნად მხოლოდ
ვეინემეინენ, გრძნეული დიდი.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
ეხეტებოდა საშოში დიდხანს,
იქ ოცდაათი ზაფხული დაჰყო
და ამდენივე ზამთარი კიდევ,
ზღვა ბობოქარი გაშლილა ირგვლივ,
შემოხვევია ნისლები ჯარად.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მოიღრუბლა და დაფიქრდა ასე:
რა ვიღონო და ვიცხოვრო როგორ,
ამ გამოკეტილ წყვდიადში ნეტავ?
სადაც ვერ ატანს ნათელი მთვარის.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დაღონებული იტყოდა ასე:
„მანათობელო მთვარეო, მზეო,
დათვის ვარსკვლავო, მბრწყინავო ცაში,
გამოსავალი მიჩვენეთ ჩქარა,

71 მკითხველთა ლიგა
ჩქარა გამიღეთ დახშული კარი!
თავისუფლება მომეცით მოხუცს,
ბავშვსაც მომეცით თავისუფლება,
რათა ნათელი ვიხილო მთვარე,
მზე დიდებული ვიხილო რათა,
და დიდი დათვის თანავარსკვლავედს
გაოცებული მივაპყრო მზერა!“
თავისუფლება არ მისცა მთვარემ,
არ გამოუშვა ბრწყინვალე მზემაც,
ტანჯვად გარდიქცა ცხოვრება მისთვის,
მას გაუჭირდა გაძლება ძლიერ:
ციხის ალაყაფს შეეხო იგი
და არათითით გასწია მაგრად,
დიდი წვალებით გააღო ბოლოს
მარცხენა ფეხის მოქნილი ნეკით,
იგი ხელებით მოფორთხავს ზღურბლზე,
იგი მუხლებით მოყვება ერდოს.
იგი უეცრად ჩავარდა ზღვაში
და ჩააფრინდა თითებით ტალღებს,
წყლის მოწყალებას მიენდო იგი,
ვაჟკაცი ტალღის იმედად დარჩა.
ზღვაზე მან ხუთი გალია წელი,
მეექვსე წელიც არწია ტალღამ,
შემდეგ მეშვიდე და მერვეც შემდეგ
და მოაშურა ნაპირებს ბოლოს.
უცნობ მეჩეჩზე გავიდა იგი,
უდაბურ ნაპირს მიადგა უმალ.
ნაპირს მუხლებით დაეყრდნო მაგრად,

72 მკითხველთა ლიგა
ხელებით მძლავრად დაეყრდნო ნაპირს,
წამოდგა, რათა იხილოს მთვარე,
მზე დიდებული იხილოს რათა,
რომ დიდი დათვის თანავარსკვლავედს5
გაოცებული მოაპყროს მზერა.
ასე მოვიდა ვეინე ქვეყნად,
ბრძენ მომღერალთა გვარტომის კაცი,
სახელოვან პაპათა პაპა,
იმ ილმატარის ნაყოფი მძიმე.

5„კალევალას“ რუნებში დათვის ვარსკვლავედი არა მარტო


თანავარსკვლავედია, არამედ დიდი გასულიერებული არსებაც,
რომლისგანაც შეიძლება სიბრძნის სწავლა.
73 მკითხველთა ლიგა
runa meore

ვეინემეინენი გამოდის უკაცრიელ ნაპირზე და სამპსა პე-


ლერვოინენს უბრძანებს დათესოს ხეები. თავდაპირველად
მუხა არ ამოდის, მაგრამ ხელახლა დათესილი, იგი იზრდება,
ეფინება მთელ ქვეყანას და ფოთლებით ფარავს მზესა და
მთვარეს. ზღვიდან ამოდის პატარა კაცი და ჭრის მუხას. მზე
და მთვარე კვლავ გამოჩნდება ზეცაზე. ხეებზე ფრინველები
გალობენ; მიწაზე იზრდება ბალახები, ყვავილები და კენკრო-
ვანები; მხოლოდ ქერი არ იზრდება ჯერჯერობით. ვეინემეინე-
ნი ზღვის ნაპირას პოულობს ქერის რამდენიმე მარცვალს,
ტყეს გაჩეხავს სახნავად, ხელუხლებელს დატოვებს მხოლოდ
ერთადერთ არყის ხეს ფრინველების ჩამოსაჯდომად. ამით
გახარებული არწივი, რომ ხე დაუტოვეს ჩამოსაჯდომად, ვე-
ინემეინენს გამოუკვესავს ცეცხლს, და იგი ამ ცეცხლით წვავს
თავის ახოს. ვეინემეინენი თესავს ქერს, ღმერთს ევედრება
მის გახარებას და გამოთქვამს იმედს, რომ მოსავალი კარგი
იქნება .
74 მკითხველთა ლიგა
აი, წამოდგა ვეინე ფეხზე,
ფეხებით მტკიცედ დაეყრდნო ნაპირს,
დაეყრდნო კუნძულს, განბანილს ზღვისგან,
ის უკაცრიელს დაეყრდნო კუნძულს.
იმ უკაცრიელ კუნძულზე თურმე,
სადაც ნიშანიც არ იყო ტყვეთა,
დიდხანს ცხოვრობდა ვეინე მარტო,
სიმარტოვეში გავიდა წლები.
დიდად ჩაფიქრდა ვეინე ერთხელ,
ერთ საზრუნავზე იმტვრია თავი:
ვინ დაუთესავს დაუფხვნელ მიწას,
ვის შეუძლია გაფანტვა თესლის?
პელერვოინენ, ველების შვილი,
პატარა ბიჭი, პატარა სამპსა,
მას დაუთესავს დაუფხვნელ მიწას,
მას შეუძლია გაფანტვა თესლის.
დაიწყო თესვა პატარა სამპსამ,
თესა ჭაობზე, ქედებზე, მთებზე,
გაშლილ მდელოზე გაფანტა თესლი,
ქვიან ვაკეზეც გაფანტა უხვად.
ფიჭვები თესა აზიდულ მთებზე,
ლამაზ ქედებზე ნაძვები თესა,
მწვანე ველებზე – მანანა უცხო,
გაშლილ ველებზე – ბუჩქები მწვანე.
თხრილებში თესა ხეები არყის,

75 მკითხველთა ლიგა
ალქატ მიწაში მურყანი თესა,
შოთხვი კი თესა ტენიან ხევში,
ხოლო დაბლობში ტირიფი მწვანე,
წმინდა ადგილზე – ჭნავები უცხო,
ჭაობიანზე – ხეები წნორის,
ქვიშნარიანზე – დათესა ღვია,
მდინარის პირას – მუხები ჯმუხი.
სწრაფად იზარდნენ ხეები მაღლა,
ცად აიზიდნენ ლერწმები მწვანე,
ჭრელი კენწერო იზარდა ნაძვის,
იზარდა ფიჭვის ტოტები ხშირი.
წამოიზარდნენ არყები მურყნის,
თავი ამოყო ტენიდან შოთხვმა
და აღმოცენდნენ ღვიები უცებ;
ღვიის ნაყოფი კარგია ერთობ,
მშვენიერია ნაყოფი შოთხვის.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
წამოდგა, რათა შეავლოს თვალი,
როგორ დათესა პატარა სამპსამ,
პელერვოინენ იშრომა როგორ.
ვეინემეინემ გახედა ველებს,
იხილა ხეთა ლერწები ლაღი:
ვერ აღმოზრდილა მარტოდენ მუხა,
ხე ღვთაებისა არა ჩანს მხოლოდ.
თავისუფლება აჩუქა ჯიუტს,
დაე, შეიგრძნოს სიამე თვისი;
ზედიზედ სამი ელოდა ღამე
და დღეც ელოდა ზედიზედ სამი.

76 მკითხველთა ლიგა
ასე გავიდა ლოდინის კვირა,
ხეს მიეახლა მოხუცი ბოლოს:
ვერ წამოზრდილა ვეება მუხა,
ხე ღვთაებისა არა ჩანს მაინც.
ჰა, გამოვიდა ასული ოთხი,
ასული ხუთი მოვიდა ზღვიდან
და ბნელით მოცულ პატარა კონცხზე
და კუნძულაკზე, მოცულზე ნისლით,
მყის შეესივნენ ასულნი მდელოს
და მონდომებით შეესივნენ თიბვას,
ველები ვრცელი გათიბეს ცელით,
დიდი ზვინები აზიდეს ცამდე.
ამ დროს ტურსასი მოვიდა ზღვიდან,
მძლე გოლიათი ეწვია კუნძულს
და გააჩაღა თივაში ცეცხლი
და თივა მძლავრად აენთო უცებ
და გარდაიქცა უეცრად ნაცრად
და ბოლოს ღრუბლად წავიდა ზევით.
აი, ნაცარი გაცივდა გროვად
და მშრალ მთასავით დაგროვდა ფერფლი;
მან ფერფლში დაფლა ფოთოლი ლორთქო,
ფოთოლთან ერთად მუხის რკო დაფლა,
მათგან ბალახად იზარდა მუხა,
ბალახმა ლერწი გაუშვა ზევით
და, რტოხშირი და ტანაშოლტილი,
ნოყიერ მიწას დაეყრდნო მუხა.
მუხამ განზიდა ტოტები ფართე,
ფართე ფოთლებმაც იფეთქეს სწრაფად,

77 მკითხველთა ლიგა
ზეცამდე მიწვდა კენწერო მუხის,
გადაეხლართნენ ტოტები ღრუბლებს.
ღრუბლებს სარბენი დაუხშო მუხამ,
გადაურაზა სავალი გზები,
მზე დიდებული დაჩრდილა ცაზე,
ნათელი მთვარე დახორგა ერთობ.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დამწუხრებული ფიქრობდა ასე:
„ვის გააჩნია იმდენი ღონე,
დაბლა რონ დასცეს ვეება მუხა?
მოსაწყენია ცხოვრება ძლიერ,
უხერხულია თევზისთვის ცურვაც,
მზე დიდებული თუ არ ჩანს ცაზე,
ნეთელი დისკო თუ არ ჩანს მთვარის“.
მაგრამ არ სჩანდა ვაჟკაცი მძლავრი,
არ გამოცხადდა დევგმირი უცხო,
რომელიც დაბლა დასცემდა მუხას,
გადაუმსხვრევდა აშოლტილ ტოტებს.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მაღალ ღვთაებას ღაღადყო ასე:
„შემოქმედების ასულო, კავევ,
უსაყვარლესო დედაო ჩემო!
გვედრებ, წყლებიდან მომგვარო ძალა,
რემეთუ წყლებში ძალაა დიდი,
რათა დავამხო ვეება მუხა,
დავაყირავო ბოროტი ტანი,
რათა ნათობდეს მთოვარე ისე,
მზე დიდებული ნათობდეს რათა! “

78 მკითხველთა ლიგა
ჰა, გამოვიდა დევგმირი ზევით.
იგი ვეება არ არის ტანად,
არც ტანად მცირე არ არის იგი.
ვაჟკაცის თითის სიგრძეა ალბათ,
ვერ აღემატოს დიაცის მტკაველს.
სპილენძის ქუდი ახურავს თავზე,
სპილენძისავე აცვია ჩექმა,
ხელთათმენები სპილენძისავე
დაფარული აქვს სპილენძის ქიცვით,
შვენის სპილენძის ქამარი წელზე,
სპილენძის ცული კიდია ვაჟკაცს,
თითის ტოლაა ნაჯახის ტარი,
პირი კი ბრჩხილის სიგრძეა მხოლოდ.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
გაკვირვებული ფიქრობდა ასე:
„ის გარეგნულად წააგავს ვაჟკაცს,
ვაჟკაცს აღსავსეს ღონით და ჯანით,
ხოლო ტანი აქვს თითისა სიგრძე,
სიმაღლით ჩლიქის ტოლაა მხოლოდ!“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დაეჭვებული იტყოდა ასე:
„ვერ გავარკვიე ერთი რამ მაინც,
რა დევგმირი ხარ ისეთი ნეტავ?
ხარ გარდაცვლილზე ლამაზი ოდნავ
და ძალით ოდნავ მეტი ხარ მკვდარზე!“
ზღვის ქონდრისკაცმა მიუგო მოხუცს,
ტალღების გმირმა მიუგო ასე:
„ნამდვილად ვარ მე ვაჟკაცი სრული,

79 მკითხველთა ლიგა
ვარ გოლიათი, მოსული ზღვიდან,
რათა ვეება დავამხო მუხა,
დავაყირავო ამაყი ტანი“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
უცნაურ ვაჟკაცს მიუგო ასე:
„გატყობ, არა ხარ ვაჟკაცი სრული
და გოლიათი, მოსული ზღვიდან,
რათა ვეება დაამხო მუხა,
დააყირავო ბოროტი ტანი“.
მაგრამ ის იყო წარმოთქვა სიტყვა,
უცნაურ ვაჟკაცს შეავლი თვალი:
გამოიცვალა ერთიან კაცი,
პატარა კაცი დევგმირად იქცა.
დაეყრდნო მიწას ფეხების ღონით,
თავით კი ყომრალს აეყრდნო ღრუბლებს,
მუხლამდე მიწვდა ველური წვერი,
ველური თმები ტერფამდე მიწვდა,
თვალთა შუაა საჟენი ორი,
ერთნახევარი საჟენი მუხლთან,
ტერფთან კი ერთი საჟენი მხოლოდ.
ნაჯახის ლესვას შეუდგა იგი,
რათა გაუჭრას ნაჯახმა უფრო,
ის ექვსზე ლესავს ნატეხზე კაჟის,
ის შვიდზე ლესავს სალესავ ქვაზე.
შემდეგ ბაჯბაჯით წავიდა იგი,
გრძელი ლაჯები გაადგა ფართედ,
ვეებერთელა და ფართე შარვალს
აფრიალებდა ძლიერი ქარი.

80 მკითხველთა ლიგა
პირველი ბიჯი გადადგა ოდეს,
ქვიშიან მიწას დაადგა ფეხი,
მეორე ბიჯი გადადგა ოდეს,
მიწაზე შავზე აღმოჩნდა უმალ,
მესამე ბიჯი გადადგა ოდეს,
მუხის ფესვებთან აღმოჩნდა იგი.
შემოუქნია ნაჯახი მუხას,
დაუწყო ჩეხვა ნაჯახით მჭრელით,
შემოჰკრა ერთხელ, შემოჰკრა ორჯერ
და როს მესამედ შემოჰკრა ბოლოს,
პირიდან ცეცხლი გასცვივდა ნაჯახს,
ხოლო მუხიდან აღმოხდა ალი;
ჰა, გოლიათმა იწივლა მწარედ,
გადმოსახრელად შეირხა მუხა.
ასე, ამგვარად, მესამე ცდაზე,
მან მოახერხა დამხობა მუხის,
გიგანტი მუხა დაამხო დაბლა,
დაუწყო ჩეხვა ვეება ტოტებს.
აღმოსავლეთით ისროლა ტანი,
დასავლეთისკენ კენწერო სტყორცნა,
სამხრეთისაკენ ფოთლები მწვანე,
ჩრდილოეთისკენ ტოტები ხშირი.
ვინაც აიღო ნასროლი ტოტი,
ბედნიერებას ეწია მარად,
ვინაც აიღო კენწერო მწვანე,
ის ჯადოქარი შეიქმნა დიდი,
ვინაც აიღო ფოთოლი ლორთქო,
გადაეფინა ხალისი გულზე.

81 მკითხველთა ლიგა
მღვრიე ტალღებზე მღელვარე ზღვისა,
იქ, ზედაპირზე გაშლილი წყლების,
თუ სადმე დარჩა ნაფოტი მცირე,
ნამსხვრევი მცირე თუ სადმე დარჩა,
ძლიერმა ქარმა არწია იგი,
მძლავრმა გრიგალმა ანჯღრია ზღვაზე,
როგორც ტალღებზე ინჯღრევა კანჯო,
ზღვაზე ხომალდი ირწევა როგორც,
ბოლოს კი ქარმა წაიღო პოხელს
და გამორიყა ნაპირზე ქარმა.
პოხელის მხარის ასული ერთი
ფართე თავსაფარს რეცხავდა ზღვაზე,
წყალში ავლებდა მშვენიერ კაბას
და კლდის ლოდებზე აშრობდა შემდეგ.
უცებ ნაფოტი შენიშნა ზღვაში,
იგი ქისაში ჩაუშვა წამსვე
და ქისა თასმით გაძაგრა მაგრად,
და გამოსწია სახლისკენ შემდეგ,
რათა ჯადეგმა იხმაროს ჯადო
და მონუსხული ისრები შექმნას.
წყვდიადით მოცულ პატარა კონცხზე
და კუნძულაკზე, მოცულზე ნისლით,
როს გოლიათი დაემხო დაბლა,
ოდეს ამაყი დაემხო ტანი,
მზე დიდებული აენთო ცაზე,
გამოანათა მთოვარემ კვალად,
კვლავ ერთნაირად გაიხსნა სივრცე,
ცად განიშალნენ ღრუბელნი ბნელნი.

82 მკითხველთა ლიგა
ამოიზარდნენ ჭალები მიჯნით
და გაეშურნენ ტყეები მაღლა,
ამოიშალნენ ფოთლები ლორთქო,
აჟრიამულდნენ ჩიტები ლაღი,
შაშვებმა ტკბილი გააბეს ძილი,
და გუგულებმა ძახილი მძიმე.
კვირტიდან იშვა ნაყოფი კარგი,
ამოიზიდა ყვავილი ოქროს,
ამოიზარდა ბალახი მწვანე,
გამოერია ყვავილი ბალახს.
მხოლოდ ესაა, არ ხარობს ქერი,
ლამაზი პური არ ხარობს მხოლოდ.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დაფიქრებული მივიდა ზღვასთან,
და ზღვის ნაპირთან იფიქრა დიდხანს,
დაუფლებოდა გოლიათს ფიქრი.
უცებ შენიშნა მარცვალი ექვსი,
მარცვალი შვიდი შენიშნა უცებ,
მარცვლები ხელში აიღო სწრაფად,
ციყვის ჩანთაში ჩაყარა იგი.
გზაზე დაადგა პატარა სამპსა,
წავიდა, რათა გაფანტოს თესლი,
სადაც მთავრდება ველები ოსმოს,
კალევის დიდი მდინარე მიდის.
აი, წიწკანა ამღერდა რტოზე:
„არა, არ მოვა ოსმოში ქერი,
არ გაიხარებს კალევში შვრია,
არ გამოჩეხეს სახნავად ტყენი,

83 მკითხველთა ლიგა
არ გამოცეცხლეს ტყეები კარგად“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
უმალ გამართა ნაჯახი ბასრი
და გამოჩეხა ტყეები მწვანე
და მიმოფანტა ხეები ველად.
მან გულმოდგინედ გასჩეხა ტყენი,
ერთი არყის ხე დასტოვა მხოლოდ,
რათა ჩამოჯდნენ ჩიტები ტოტზე
და იგალობოს გუგულმა რათა.
აი, არწივი მოფრინდა ციდან,
გადმოიფრინა მანძილი შორი,
რათა იხილოს შთენილი არყი:
„რატომ დატოვეს არყის ხე მარტო,
ხელუხლებელი რად არის არყი,
რად არ მოჩეხეს ხე იგი ნეტავ?“
ვეინემეინენ მიუგებს ასე:
„მიტომ დავტოვეთ არყის ხე მარტო,
რათა ჩიტები ჩამოსხდნენ ტოტზე,
რათა არწივი ეწვიოს ციდან“.
ასე მიუგებს არწივი ლაღი:
„ძალიან კარგი გიქნია, ბრძენო,
რომ არ შეახე არყის ხეს ხელი,
რომ არ დაამხე ხე იგი დაბლა,
რათა მე თავად ვეწვიო ციდან!“
არწივმა ცეცხლი მოიღო უცებ,
ნისკარტის დარტყმით აღაგზნო ალი,
ჩრდილოეთიდან დაბერა ქარმა,
აღმოსავლიდან დაბერა კიდევ;

84 მკითხველთა ლიგა
ნაცრად აქცია ჭალები ხშირი,
ტყეები ხშირი აქცია კვამლად.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მყის ამოიღო მარცვალი ექვსი,
შვიდი მარცვალი იპოვა უცებ.
ციყვის ტოპრაკში იპოვა იგი,
ყვითელი ციყვის პატარა თათში,
ყარყუმის ტყავში მიაგნო მარცვლებს.
აი, ისწრაფვის დათესოს ყანა,
რათა მიწაში გაფანტოს თესლი.
იგი ბეჯითად შეუდგა საქმეს,
იქმოდა საქმეს, იტყოდა სიტყვას:
„აი, მე ვფანტავ, ვფანტავ და ვთესავ,
ვაპნევ და ვთესავ, ვთესავ და ვაპნევ,
მე ვთესავ უფლის მოწყალე ხელით,
იმ შემოქმედის მარჯვენით ვთესავ,
რათა ამ თესლმა იხაროს ველზე,
ლამაზი პური იზარდოს რათა.
უსაზღვრო ველთა დედაო დიდო,
ო, განმგებელო დიადი მიწის!
გამოზრდის ძალა მიეცი მიწას,
ნეშომპალისგან საფარი მიეც!
ნიადაგს ძალა ექნება დიდი
და გამოიღებს მშვენიერ ნაყოფს,
თუ მას ნიადაგ იფარავს ხოლმე,
შემოქმედების ასულთა გუნდი.
გამოიღვიძე, აღსდექი, მიწავ,
სიღრმენო ღვთისავ, გეყოფათ თვლემა!

85 მკითხველთა ლიგა
აღმოაცენეთ რტოები ნორჩი,
გამოაჩინეთ მორჩები რტოზე!
სადაც დავხან და დავთესე სადაც,
სადაც დავღვარე ალალი ოფლი,
აღმოცენდება რტოები მწვანე,
რტოები თავთავს მოისხამს უხვად.
ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო,
ო, ზეციერო მამაო ჩვენო,
რომელიც ღრუბლებს განაგებ მეხით,
ჭექა-ქუხილით განაგებ ღრუბლებს!
ღრუბელთა შინა გამართე ბჭობა,
შენ ცათა შინა სიმართლე წარსთქვი!
აღმოსავლიდან ღრუბელი მოგვეც,
ჩრდილოიდანაც მოგვეცი იგი,
დასავლიდანაც მოგვეცი ბარემ,
სამხრეთიდანაც მოგვეცი ჩქარა!
ზეციდან წვიმა მოიღე ღმერთო,
ღმერთო, ღრუბლიდან მოიღე თაფლი,
რათა იზარდოს თავთუხი მაღლა,
გაუდიოდეს შრიალი ყანებს!“
ო, უკო, ღმერთი უზენაესი,
მამა სიბრძნით და ძალ-ღონით სავსე,
ღრუბელთა შინა გამართავს ბჭობას,
სიმართლეს წარსთქვამს ზეცაში იგი.
აღმოსავლიდან აგზავნის ღრუბლებს,
ჩრდილოეთიდანც აგზავნის სწრაფად,
დასავლეთიდან მოდენის ძალით,
სამხრეთიდანაც მოიღებს ბოლოს.

86 მკითხველთა ლიგა
ღრუბელს ღრუბელზე შემოჰკრავს ზათქით
და დაიღვრება ქუხილი მძიმე.
ზეციდან წვიმას დაუშვებს უკო,
ღრუბლიდან ჟონვას დაიწყებს თაფლი,
რათა თავთუხი იზარდოს მაღლა,
გაუდიოდეს შრიალი ყანებს.
ვეინემეინეს ერთგული შრომით
ამოიზარდა ნაყოფი უმალ,
ნაყოფმა თავი აზიდა ცამდე,
უკვე დამწიფდა თავთუხი მსხვილი.
დღე ახლობელი გავიდა უკვე,
ღამეც გავიდა ორი და სამი,
ასე გავიდა ლოდინის კვირა,
და გამოვიდა ვეინე გარეთ,
რათა მოსავალს შეავლოს თვალი,
რათა გახედოს მშვენიერ ყანას:
ხედავს, რომ ქერი მწიფეა უკვე,
უხეირია ექვსწილად თავთუხს,
თვითეულ წველზე მუხლია სამი,
და მოსავალი კარგია ფრიად.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მიმოიხედა ბეჯითად ირგვლივ.
ჰა, გაზაფხულის გუგული უცხო,
გაოცებული არყის ხეს უცქერს:
„რატომ დაინდეს არყის ხე ნეტავ,
რად არ შეახეს არყის ხეს ხელი?“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მშვენიერ ფრინველს მიუგო ასე:

87 მკითხველთა ლიგა
„მიტომ დავინდეთ არყის ხე მხოლოდ,
მად არ შევახეთ არყის ხეს ხელი,
რათა ნებივრად ჩამოჯდე ტოტზე
და იგალობო, გუგულო, ტკბილად.
ო, იგალობე, გუგულო ჩემო,
შენ, ქვიშისგულავ, დაგვატკბე ხმებით,
გულვერცხლა ჩიტო, იმღერე ჩქარა,
შენ, კალისგულავ, იმღერე დროზე.
იმღერე დილით, იმღერე ღამით
და იგუგუნე შუადღის ჟამსაც,
რათა შეამკო სიმღერით მდელო,
გაალამაზო ტყეები ხშირი,
რათა გამდიდრდეს ნაპირი ზღვისა,
რათა ხორბალით აივსოს მხარე!“

88 მკითხველთა ლიგა
runa mesame

ვეინემეინენი ეუფლება სიბრძნეს და საქვეყნოდ ცნობილი


ხდება. იოუკახაინენი მიდის მასთან ცოდნაში გასაჯიბრებ-
ლად, მაგრამ მარცხდება და ხმალში იწვევს მას; განრისხებუ-
ლი ვეინემეინენი მას ჭაობში ჩაფლავს თავისი სიმღერით, გა-
საჭირში მოხვედრილი იოუკახაინენი, ბოლოს და ბოლოს, ვე-
ინემეინენს ცოლად აღუთქვამს თავის დას. ვეინემეინენი მოწ-
ყალებას მოიღებს და ამოუშვებს მას ჭაობიდან. შეწუხებული
იოუკახაინენი შინ ბრუნდება და დედას მოუთხრობს თავის
დამარცხების ამბავს. დედას უხარია, რომ ვეინემეინენი მისი
სიძე უნდა გახდეს, მაგრამ ასული წუხს და ტირის.

89 მკითხველთა ლიგა
იმ ვეინელის მდელოთა შორის,
იმ კალევალის მუხნართა შინა,
ვეინემეინენ ცხოვრობდა მარტო,
მშვიდად ცხოვრობდა მოხუცი ბრძენი
და ღაღადებდა სიმღერებს ლაღად
და მოგვითხრობდა უძველეს სიბრძნეს.
იგი სიმღერებს მღეროდა მუდამ,
არ ისვენებდა ღამითაც იგი,
მღეროდა იგი გარდასულ დროზე,
წარმოშობაზე საგანთა ძველთა,
რომელიც ეხლა არავის ესმის,
აღარც ყმაწვილებს და აღარც გმირებს,
რადაგან გვეწვია სიავე ჟამთა
და მოსავალი არ არის პურის.
შორეთს დაიძრა ამბავი დიდი,
ზღაპრული ხმები გავრცელდა ყველგან,
რომ მძლავრად მღერის მოხუცი ვინმე,
ჯერ გაუგონარ სიმღერებს მღერის;
ჩრდილოეთს მიწვდა ამბავი იგი,
ზღაპრული ხმები ეწვია სამხრეთს.
ლაფლანდიელი ჭაბუკი მლივი,
იოუკახაინენ სახლობდა პოხელს.
ერთხელ ის სტუმრად წავიდა სადღაც,
და იქ შეტყო ამბავი იგი, –
ვეინელისა მდელოთა შორის,
იმ კალევალის მუხნართა შინა,
რომ შეიძლება სიმღერა უკეთ

90 მკითხველთა ლიგა
და უმჯობესი სიმღერის შექმნა,
ვიდრე ჭაბუკი მღეროდა თავად,
მისი მშობელი მღეროდა ვიდრე.
იოუკახაინენ შეიპყრო ბრაზმა,
ლაფლანდიელი აღივსო შურით
ვეინემეინეს სიმღერის ქებამ,
მის სიმღერებს რომ სჯობნიდა სიბრძნით.
მოხუც დედასთან მივიდა წამსვე –
გვარის წინამძღოლს ეწვია უმალ
და განუცხადა, რომ ტოვებს სახლ-კარს,
რომ უნდა გრძელი გალიოს გზები,
სურს ვეინელის ეწვიოს სოფლებს,
სურს ვეინესთან მოსინჯოს ძალა.
არც მამა და არც მშობელი დედა
მას არ ურჩევენ დაადგეს გზაზე,
რომ ვეინელის ეწვიოს სოფლებს,
რომ ვეინესთან მოსინჯოს ძალა.
„ნუ წახვალ, შვილო, იხმარენ გრძნებას,
ჯადოს იხმარენ, ძვირფასო ჩემო,
თავს მიაგდებენ თოვლის ზვინებში,
ხოლო ხელებს კი ყინულზე ცივზე,
რომ ძვრა ვერ უყო შენსავე ხელსა,
რათა ფეხებით ვერ წარსდგა ბიჯი.“
ლაფლანდიელი ჭაბუკი მლივი,
იოუკახაინენ იტყოდა ასე:
„ბევრი რამ იცის ძვირფასმა მამამ,
დედამ კი იცის მამაზე მეტი,
მათზე მეტი კი მე ვიცი თვითონ,

91 მკითხველთა ლიგა
ვარ გაცილებით ჭკვიანი მათზე.
თუ ჩავუდექი ვაჟკაცებს ჯიბრში,
თუ გავუმართე მომღერლებს დავა,
ყველა მომღერალს შევარცხვენ ვიცი,
ყველა ჯადოქარს მოვუვლენ ჯადოს;
მე ჩემს სიმღერებს ვიმღერებ გრძნებით,
ბოლოდ გარდვაქცევ მომღერალს
პირველს,
მომღერალს ქვაში მოვაქცევ უმალ,
ხოლო ფეხებს კი ჩავუჭედ ხეში,
მკერდზე დავაწყობ უმძიმეს ლოდებს,
ზურგს დავუმშვენებ ლოდების რკალით,
ხელზე ჩავაცმევ ხელთათმანს ქვისას,
ქვისავ მუზარადს დავადგამ თავზე!“
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
გამოიყვანა მერანი გარეთ:
ნესტოებიდან იფრქვევა ცეცხლი
და ფლოქვებიდან ენთება ელვა,
მან ბედაური შეკაზმა წამსვე,
ოქროს მარხილში შეაბა იგი,
ოქროს მარხილზე ავიდა თავად,
მოიკალათა მარხილის თავზე.
გადაუჭირა მათრახი მერანს,
მარგალიტის რომ შვენოდა ტარი,
გზაზე გავარდა მერანი უმალ,
მუხლადი ცხენი გაიჭრა გზაზე.
დღე ერთ იარა, იარა ორი
და დღე მესამე დასრულდა ოდეს,

92 მკითხველთა ლიგა
ის ვეინელის მიადგა მდელოს,
კალევის სივრცეს მიადგა იგი.
ვეინემენინენ, მოხუცი ბრძენი,
დიდი მისანი, უკვდავი მარად,
მიისწრაფოდა იმავე გზაზე,
სწორედ იმ გზაზე ვიდოდა იგიც.
ლაფლანდიელმა ჭაბუკმა შლეგმა,
ვეღარ ალაგმა მერანი დროზე,
და შეეჯახა ვეინეს მარხილს
და გამოედო ხელნაზე ხელნა,
გადაეხლართა ჭაპანი ჭაპანს,
უცებ შეასკდნენ ერთმანეთს რკალნი,
და აჭრიალდა საკისრე მწარე.
მაშინ ისინი დაცხრნენ და დადგნენ
და ასე იდგნენ წასულნი ფიქრში...
ორივე რკალზე ჟონავდა ცვარი,
სდიოდა ორთქლი ორივე ხელნას.
ვეინემეინენ იტყოდა ასე:
„რომელი გვარის კაცი ხარ, ნეტავ,
შეშლილივით რომ აჭენებ ცხენებს,
მოულოდნელად რომ მესხმი თავზე?
რად გამიტეხე საკისრე ცხენის,
რად დამიმსხვრიე რკალები ნეტავ,
ან რას ერჩოდი მშვენიერ კავებს,
რად დამილეწე მარხილი ჩემი?“
იოუკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,
ვეინემეინენს მიუგებს ასე:
„იოუკახაინენ გახლავარ თავად.

93 მკითხველთა ლიგა
აწ, შენ გამეცი პასუხი სწორი:
რომელ უმგვანო გვარის ხარ თითონ,
მამცნე უჯიშო ოჯახი შენი!“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
საკუთარ სახელს წარმოსთქვამს დინჯად
და შემდეგ ასე მიუგებს ჭაბუკს:
„მაშ შენ ხარ იგი იოუკახაინენ?
დავრდომილ მოხუცს გზა მომეც, შვილო.
შენ ხომ ასაკით მცირე ხარ ჩემზე!“
იოუკახაინენ მიუგებს ასე:
„აქ გადმწყვეტი როდია ეხლა,
სიყმაწვილე თუ სიბერე ჩვენი,
გადამწყვეტია ღირსება მხოლოდ,
გადამწყვეტია ჭკუა და სიბრძნე,
გზა უნდა მისცეს სულელმა ჭკვიანს,
უნდა მიუზღას პატივი მეტი.
ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
მაშ მოვემზადოთ სიმღერისათვის,
ჩვენ სიმღერები ვიმღეროთ ჩვენი
და მოვუსმინოთ ერთმანეთს დინჯად,
და შეჯიბრება დავიწყოთ ჩქარა“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
იოუკახაინენს მიუგებს ასე:
„ვარ მომღერალი, უცნობი ერთობ,
მოკლედ, ოსტატი ვერა ვარ საქმის.
რადგან ვიზარდე მშობლიურ ველზე
და იქ გუგულებს ვუსმენდი მხოლოდ.
მაგრამ აღსრულდეს სურვილი შენი,

94 მკითხველთა ლიგა
შენ სიღერები დაიწყე ჩქარა.
მითხარ რა იცი შენ სხვაზე მეტი,
სხვის უმჯობესი რითა ხარ ნეტავ?“
იუოკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,
დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე;
„მე გამაჩნია საკმაო სიბრძნე,
მაგრამ ერთი რამ შევიგნე ნათლად.
სახურავშია სარკმელი კვამლის,
ხოლო კერია ღუმელის ახლოს.
მშვენიერი აქვს ცხოვრება სელაპს,
ძაღლი ზღვებისა ნეტარებს ზღვაში,
იგი ორაგულს იოლად იჭერს,
პატარა სიგებს მუსრს ავლებს იგი.
პატარა სიგი ბრტყელ ფსკერზე ცხოვრობს,
ორაგული კი ადგილზე სწორზე,
ქარიყლაპიას ქვირითის დაყრა
ძალუძს ზამთარში, მძვინვარე ქარში,
ხოლო ქორჭილა მხდალია ძლიერ,
შემოდგომაზე ესწრაფვის ორმოს,
ზაფხულში დაყრის მშვენიერ ქვირითს
და ნაპირებზე თქაფუნებს ლაღად.
თუ ჩემი ცოდნა გაეჭვებს ოდნავ,
მე შემიძლია მოგითხრო კიდევ,
როგორ შრომობენ ჩრდილოეთელნი,
როგორ აბამენ გუთნებში ირმებს,
გამძლე ფაშატებს – სამხრეთის მკვიდრნი,
ლაფლანდილენი – მუხლმაგარ ხარებს.
პისეზე ტყეებს მშვენივრად ვიცნობ,

95 მკითხველთა ლიგა
ფიჭვებსაც ვიცნობ კლდეებზე ხორნის,
ტყენი მაღალნი იზრდება პისეს,
ხორნაზე ფიჭვნი ტანადნი მეტად.
მძლავრი ჩანჩქერი მეგულვის სამი,
სამი დიდი ტბა მეგულვის ქვეყნად,
და მთაც მაღალი სამია მხოლოდ,
ამ უსასრულო გადაშლილ ცისქვეშ.
ხალაპურია – ხიამელთ მთაა,
კატრაკოსკი კი კარელიელთა,
ვუოსკა არის დაუცხრომელი
და უძლეველი არის იმატრა“.
ვეინემეინენ მიუგებს ასე:
„ბავშვის გონება და ქალის სიბრძნე,
როდი შეჰფერის წვეროსან ვაჟკაცს,
ცოლიან ვაჟკაცს შეჰფერის როდი.
თუ ძალგიძს, მამცნე საგანთ საწყისი,
მიჩვენე სიღრმე მარად ქმნილების!“
იოუკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,
დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:
„მე ჩიტ წიწკანას მშვენივრად ვიცნობ,
ვიცი, რომ ჩიტთა ეკუთვნის მოდგმას,
გველების მოდგმას ეკუთვნის ძლოკვი,
ხოლო ჩიქვი კი ეკუთვნის თევზებს.
ვიცი, რომ რკინა რბილდება ერთობ,
რომ ჯამთა სვლაში მტუტდება მიწა,
რომ დამწველია მდუღარე წყალი,
რომ ცეცხლი ცხელი მავნეა ძლიერ.
ყველა წამალზე ძველია წყალი,

96 მკითხველთა ლიგა
ხოლო ქაფიდან მზადდება ჯადო,
პირველ ჯადოქრად იტყვიან უფალს,
პირველ მკურნალად იტყვიან მასვე.
ჩვენ მოგვევლინა მთებიდან წყალი,
მგზნებარე ცეცხლი დაეშვა ციდან
და ჟანგი რკინად გარდიქცა თურმე
და დაიბადა სპილენძის კლდეში.
არის ჭაობი მიწებზე ძველი
და ყოველ ხეზე ხნიერი ძეწნა,
ფიჭვია კაცთა პირველი ბინა,
კაცთა პირველი ჭურჭელი – ქვები“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
იუოკახაინენს მიუგო ასე:
„იქნება იტყვი რაიმე ახალს,
თუ უკვე დაფქვი სიბრიყვე მთელი?“
იოუკახაინენ მიუგებს ასე:
„არა, ცოტა რამ ჯერ კიდევ მახსოვს,
მახსოვს ჭაღარა წარსული ქვეყნის,
ზღვა უსასრულო გადავხან როგორ,
ვით ამოვთხარე სიღრმენი ზღვათა,
ვით გავუჩინე დარნები თევზებს,
როგორ დავწიე ზღვის ფსკერი დაბლა,
და დავადგინე უსაზღვრო ტბები,
მაღალი მთები აღვმართე ცამდე,
მივყარ-მოვყარე კლდეები ირგვლივ.
მეექვსე ვიყავ ძლიერთა შორის,
მე გოლიათი მეშვიდე ვიყავ
და დედამიწა შევქმენი თავად,

97 მკითხველთა ლიგა
და სამანები დავუდე ჰაერს,
ჰაეროვანი ავღმართე სვეტი,
და ზეციერი თაღები შევქმენ,
ცაზე გავუშვი ნათელი მთვარე.
და დავადგინე ზეცაზე მზეცა
და დიდი დათვის თანავარსკვლევედს
ფართო ადგილი დავუთმე ცაზე“.
ასე მიუგებს ვეინე ბრძენი:
„ზომაზე მეტად ტყუიხარ ეხლა.
შენ არასოდეს გიხილავს იგი,
ზღვა დიდებული გადახნეს როგორ,
ვით ამოთხარეს სიღრმენი ზღვათა,
ვით გაუჩინეს დარნები თევზებს,
როგორ დაწიეს ზღვის ფსკერი დაბლა
და დაადგინეს უსაზღვრო ტბები,
მაღალი მთები აღმართეს ცამდე,
მიყარ-მოყარეს კლდეები ირგვლივ.
მას არ უნახავს სახება შენი,
მას არ სმენია არსდროს შენზე,
ვინც დედამიწა წარმოქმნა თავად
და სამანები დაუდო ჰაერს,
ჰაეროვანი აღმართა სვეტი
და ზეციერი თაღები შექმნა,
ცაზე გაუშვა ნათელი მთვარე
და დაადგინა ზეცაზე მზეცა,
და დიდი დათვის თანავარსკვლავედს
ფართო ადგილი დაუთმო ცაზე“.
იოუკახაინენ, ჭაბუკი მლევი,

98 მკითხველთა ლიგა
დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:
„დამიკარგია რადგანაც გონი,
მე მას მახივლით მივაგნებ, მჯერა!
ვეინემეინენ, მოხუცი ბრიყვო,
შენ, მომღერალო პირმორღვეულო,
მო, გავეჯიბროთ ერთმანეთს ხმალში,
მოდი, მოვსინჯოთ მახვილთა ძალა!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ასე მიუგო თავგასულ ჭაბუკს:
„მე არ მაშინებს მახვილი ბასრი,
არც სიცბიერე, არც სიბრძნე შენი,
აღსრულდეს ისე, როგორც გენებოს.
დაიმახსოვრე ერთი რამ მხოლოდ,
მე არ ვიბრძოლებ ხმალდახმალ შენთან:
ხარ უმგვანი და მომგვრელი ზიზღის!“
იოუკახაინენ აენთო ერთობ,
მრისხანებისგან მოექცა ყბები,
აუცახცახდა მახინჯი კეფა,
გაცეცხლებულმა იყვირა ასე:
„ვისაც აშინებს შეჯიბრი ხმალში,
ხმლების მოსინჯვა აშინებს ვისაც,
მე მას სიმღერით ვაჩვენებ ძალას
და ღორის დინგად გარდავქმნი უცებ,
ერთიან დავფლავ ნაკელის ხვავში,
ბოსლის კუნჭულში მივკუჭავ უმალ!“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მოიღრუბლა და განრისხდა დიდად
და წამოიწყო სიმღერა უცხო,

99 მკითხველთა ლიგა
გამოადევნა სიტყვები სიტყვებს.
როდი მღეროდა სიმღერებს ბალღურს,
დიაცურ ჰანგებს მღეროდა როდი,
არამედ გმირულს მღეროდა ჰანგებს,
რომელსაც ბალღნი არ მღერენ სულაც,
ყრმანი ნახევრად მღერიან მხოლოდ
და მესამედად საცოლე კაცნი,
რადგან გვეწვია სიავე ჟამთა
და მოსავალი არაა პურის.
ვეინემეინემ იმღერა მძლავრად
და ფართე ტბები აღელდნენ ერთობ,
სპილენძიანი შეიძრნენ მთები
და ატკრციალდნენ ლოდები მძიმე,
გადმოეკიდნენ კლდეები კლდეებს
და დაილეწნენ ნაპირნი კლდეთა.
იგი მღერდა და მარხილის რკალზე
მყის აღმოცენდა რტოები უცხო,
საკისრეებზე ჩამოჯდა ძეწნა,
საძუეზე კი ბზა დაჯდა მწვანე,
მოოქროვილთა მარხილთა წყება
მდინარის პირის ტირიფად იქცა,
და მარგალიტის მათხრახი იგი,
ტბისპირა ლერწმად გარდიქცა უცებ,
ლაფლანდიელის საღარი ცხენი
მყის გარდაიქცა ჩანჩქერის ტინად.
მოოქროვილი ელვარე ხმალი
ღრუბლიან ცაზე განერთხო ელვად,
ფერად-ფერადი გარდიქმნა მშვილდი

100 მკითხველთა ლიგა


ცისარტყელადა ფერად-ფერადად,
მიდამომფრენი ისარნი მისნი
შევარდნებად მიდამომფრენად
და ძაღლი მისი, ბრიყვულ სიფათის,
წამოიზარდა ვეება ზვირთად.
ლაფლანდიელი ჭაბუკის ქუდი
ვეებერთელად გარდიქცა ღრუბლად,
ხელთათმანები ჩაცვივდა ზღვაში,
წყალმცენარებად გარდიქცა უცებ,
და შალის ქურქი მიმოდის ზეცად,
ზეცაში ღრუბლად მიმოდის იგი,
ლაფლანდიელის ქამარი ფართე
ცაზე მთიებად გარდიქცა უმალ.
იგი მღერდა და ჭაბუკი შლეგი
დამპალ ჭაობში ჩაუშვა მძლავრად,
იგი თანდათან დაუშვა ფსკერზე,
ქვიშამ მხრებამდე დაფარა იგი.
იოუკახაინენ შეშინდა მეტად
და მან გონებით შეიგნო ბოლოს,
რომ გზაზე მცდარზე დაადგა იგი
და რომ ამაოდ იარა გზაზე,
რადგან ვეინეს – დიდებულ მოხუცს,
გამოუცხადა უაზრო ბრძოლა.
სურს ამოსწიოს ფეხები ზევით,
მაგრამ განძრევა არ ძალუძს ოდნავ,
რადგან ფეხები, ჩაფლული მძიმედ,
ჩაკირულია უძრავად ქვაში.
იოუკახაინენ შეშინდა ერთობ,

101 მკითხველთა ლიგა


უბედურებას შეხედა ნათლად,
დარდმა შეიპყრო ჭაბუკი ბრიყვი
და შეევედრა ვეინეს ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
მისანო დიდო, უკვდავო მარად!
უკან წარიღე სიტყვები შენი,
უკან წარიღე გრძნეული სიბრძნე!
მძიმე შლამიდან ამიშვი ჩქარა
და ამაშორე საშიში ბედი,
გამოსასყიდველს მოგართმევ ისეთს,
მსგავსი არავის უნახავს ქვეყნად!“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
იოუკახაინენს მიუგებს ასე:
„როგორ საჩუქარს მპირდები ნეტავ,
გამოსასყიდველს მპირდები როგორს,
რომ დავიბრუნო სიტყვები ჩემი,
უკან წარვიღო გრძნეული სიბრძნე,
რომ ამოგიშვა შლამიდან ჩქარა,
რომ აგაშორო მუხთალი ბედი?“
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:
„სწორუპოვარი მშვილდი მაქვს ორი,
წყვილი მაქვს მშვილდი გადასარევი,
ერთი მათგანი ერჭობა მძლავრად,
და ზუსტად სტყორცნის მეორე ისრებს.
ამოირჩიე ორიდან ერთი,
ამოირჩიე ერთ-ერთ მათგანი!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

102 მკითხველთა ლიგა


საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:
„არა, არ მინდა მშვილდები შენი,
რად მინდა შენი მშვილდები, ბრიყვო?
მშვილდები სახლში მაქვს მე იმდენი,
ვეღარ ეტევა მშვილდები სახლში,
ისინი ტყეში მიდიან თავად,
ისინი თავად ისვრიან ისრებს.“
ისევ ამღერდა მოხუცი ბრძენი,
ჭაბუკი მლევი ჩაეფლო უფრო.
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:
„სწორუპოვარი ნავი მაქვს ორი,
წყვილი მაქვს ნავი გადასარევი,
ერთი მათგანი ჩიტივით ფრინავს,
მეორე ტვირთით დაცურავს მძიმედ.
ამოირჩიე ორიდან ერთი,
ამოირჩიე ერთ-ერთ მათგანი!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:
„არა, არ მინდა ნავები შენი,
რად მინდა შენი ნავები, ბრიყვო?
მომეპოვება ნავები ბლომად,
დაფარული აქვს ნაპირი ნავებს,
ქარებთან ერთად დაქრიან ერთნი,
მეორენი კი – პირიქით ქართა“.
ვეინემეინენ ამღერდა ისევ,
იოუკახაინენ ჩაეფლო უფრო.
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

103 მკითხველთა ლიგა


დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:
„თავლაში კვიცი მიბია ორი,
წყვილი მყავს კვიცი გადასარევი,
ერთი მათგანი ქარივით ფრინავს,
მძლავრად ეწევა მეორე უღელს.
ამოირჩიე ორიდან ერთი,
ამოირჩიე ერთ-ერთი მათგან!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:
„არა, არ მინდა ცხენები შენი,
რად მინდა შენი კვიცები, ბრიყვო?
მომეპოვება ცხენები ბლომად,
ყოველ ბაგაზე მიბია ცხენი,
ანკარა წყალი გადასდით ზურგზე,
გავსებული აქვთ ქონისგან გავა“.
ისევ ამღერდა მოხუცი ბრძენი,
ჭაბუკი მლევი ჩაეფლო უფრო.
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
მისანო დიდო, უკვდავო მარად!
უკან წარიღე სიტყვები წმინდა,
უკან წარიღე გრძნეული სიბრძნე!
ქუდით მოგართმევ ბაჯაღლო ოქროს,
ბაჯაღლო ვერცხლსაც მოგართმევ ქუდით,
ის სისხლის ფასად დაუჯდა მამას,
ის მოიპოვა ბრძოლების ველზე“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

104 მკითხველთა ლიგა


საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:
„ოქრო და ვერცხლი არ მინდა შენი,
რად მინდა შენი ქონება, ბრიყვო?
მომეპოვება ქონება თავად,
მაქვს სათავსონი პირამდე სავსე,
მთვარის ფერია ყოველი ოქრო,
ყოველი ვერცხლი მზე არის ფერად“.
ისევ ამღერდა მოხუცი ბრძენი,
იოუკახაინენ ჩაეფლო უფრო.
იოუკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,
ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
მძიმე შლამიდან ამიშვი ჩქარა!
რომ განვერიდო სატანჯველს მძიმეს,
რომ ავიშორო საშიში ბედი.
გამოსასყიდლად მოგართმევ ხორბალს,
გაჩუქებ პურის უამრავ ველებს!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
საბრალო ჭაბუკს მიუგო ასე:
„არა, მე ხორბლის არა ვარ ხარბი,
რად მინდა შენი ველები, ბრიყვო?
მომეპოვება ველები თავად,
მომეპოვება ველებზე ძნები.
ველები ჩემი ჯობია შენსას,
მე ძნები ჩემი მახარებს უფრო“.
ისევ ამღერდა მოხუცი ბრძენი,
ჭაბუკი შლეგი ჩაეფლო ისევ.
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,

105 მკითხველთა ლიგა


სასტიკი შიში შეიგრძნო ბოლოს,
იგი პირამდე ჩაეშვა შლამში,
შლამში წვერებით ჩაეშვა იგი,
პირი აევსო მიწით და ხავსით
და გაეხლართა კბილებში ბუჩქი.
იოუკახაინენ, ჭაბუკი მლევი,
დიდებულ მოხუცს ევედრა ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
მისანო დიდო, უკვდავო მარად!
უკან წარიღე შელოცვა შენი,
უკან წარიღე გრძნეული სიბრძნე
და განმიტევე ჭაობით ჩქარა,
შემინარჩუნე სიცოცხლე ტკბილი!
ჩაკირული ვარ ფეხებით ფსკერზე
და ქვიშისაგან თვალები მტკივა.
თუ შენ უკანვე წარიღებ სიტყვებს,
თუ განმარიდებ შელოცვას ბოროტს,
ცოლად გაგატან ჩემს დას აინოს,
სულს ურჩევნიათ რომელიც მშობლებს.
დაე, დაგავოს სახლი და ეზო,
იატაკები დაგავოს შენი,
კარგად გარეცხოს ქვაბები მძიმე,
შენი სამოსი გარეცხოს კარგად,
კოხტად მოქსოვოს საბანი თბილი,
თაფლის კვერები დააცხოს უცებ“.
გამხიარულდა მოხუცი ერთობ,
ოდეს გაიგო ამბავი იგი,
რომ პირდებიან მშვენიერ ასულს,

106 მკითხველთა ლიგა


ლამაზ აინოს აძლევენ ცოლად.
მაშინ ჩამოჯდა მოხუცი კლდეზე
და წამოიწყო სიმღერა ლაღი,
ორჯერ იმღერა სიმღერა მძლავრად
და მესამედაც იმღერა ოდეს,
უკან წარიღო სიტყვები თვისი,
გრძნეული სიბრძნე წარიღო უკან.
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
მყის წაიგრძელა კისერი მოკლე,
ამოათრია წვალებით წვერი
და ამოვიდა შლამიდან ბოლოს.
კვლავ გარდაიქმნა ყოველი სწრაფად,
კლდე გარდაიქცს ფაშატად ისევ,
ისევ მარხილად გარდიქცნენ რტონი,
კვლავ მათრახობა მოწყურდა ლერწამს.
იოუკახაინენ, ჭაბუკმა ბრიყვმა,
მოიკალათა მარხილის ტავზე,
დამძიმებული დაიძრა გულით,
თან წარიტანა ბოღმა და სევდა.
დედასთან შეყრა სწყურია ჭაბუკს,
ნახვა სწყურია მშობელი მამის.
გამოეშურა ხმაურით იგი
და შეშლილივით მიიჭრა სახლთან,
და მიამსხვრია მარხილი არდგმულს,
და მიამსხვრია ხელნები კარებს.
ვერაფერს მიხვდა მშობელი დედა,
მამამ კი ჭაბუკს მიუგო ასე:
„რად ჩაიდინე სიბრიყვე, შვილო,

107 მკითხველთა ლიგა


რად მიამსხვრიე მარხილი არდგმულს!
რატომ დაქრიხარ ვითარცა შლეგი,
ცოფიანივით გვეცემი თავზე?“
იოუკახაინენ, ჭაბუკმა ბრიყვმა,
გადმოაფრქვია მდუღარე ცრემლი,
თავი მწუხარედ დახარა დაბლა,
ქუდი ვაგლახად მოექცა გვერდზე
და გაუფითრდა ბაგენი ფრიად
და ჩამოუშვა მწუხარედ ცხვირი.
დედამ არ იცის რაშია საქმე,
ამბის გაგება სწყურია დედას:
„რატომ ტირიხარ, ძვირფასო ჩემო,
რატომ ქვითინებ, ჭაბუკო, მწარედ.
გაგფითრებია ბაგენი ფრიად,
ჩამოგიშვია მწუხარედ ცხვირი?“
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
ჭაღარა დედას მიუგო ასე:
„უძვირფასესო დედაო ჩემო,
მე უმიზეზოდ ვტირივარ როდი,
გადავეყარე საშინელ ამბავს,
უბედურება დამატყდა თავზე!
უნდა ვიდარდო ცხოვრება მთელი,
უნდა ვაფრქვიო ცრემლები ღვარად,
რადგანაც შენი ასული სათნო, –
ნაზი აინო – დაიკო ჩემი,
ვეინემეინენს დავპირდი ცოლად,
ცნობილ მომღერალს აღვუთქვი უკვე,
რათა შეიქმნეს საყრდენი მისი,

108 მკითხველთა ლიგა


რათა მწედ ექმნეს დანგრეულ ოჯახს“.
უეცრად ტაში შემოჰკრა დედამ,
გახარებულმა წარმოსთქვა ასე:
„ო, ნუ ტირიხარ, ძვირფასო ჩემო,
არ გაგაჩნია მიზეზი ცრემლის,
რადგან მხურვალედ მწყუროდა მუდამ
და ჩემი ნატვრა ის იყო მხოლოდ,
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მომღერალი და გმირების რისხვა,
რომ გამხდარიყო ძვირფასი სიძე,
ჩვენი ლამაზი აინოს ქმარი“.
ოდეს გაიგო სიტყვები დედის,
ნაზი აინო ატირდა მწარედ,
სახლის კიბეზე იტირა დიდხანს,
ორი დღე-ღამე აფრქვია ცრემლი.
ახლოს მივიდა მშობელი დედა,
სევდიან ასულს მიუგო ასე:
„ტყუილად ტირი, ასულო ჩემო,
დიდებულ ვაჟკაცს მიყვები ცოლად,
რათა მშვენიერს მიუჯდე სარკმელს,
რათა ლაყბობით იჯერო გული!“
დედას მიუგებს ასული ნაზი,
ნაზი აინო მიუგებს ასე:
„უძვირფასესო დედაო ჩემო,
მე სატირალი ბევრი მაქვს მეტად,
მე მენანება ნაწნავი გრძელი,
არ მემეტება დალალი მოკლე;
მათ თავსაფარით შეკრავენ მაგრად,

109 მკითხველთა ლიგა


მათ თავსაფარი დაფარავს სქელი.
მე სანანებლად დამრჩება მუდამ
მზე სანუკვარი – მშობლიურ სოფლის,
მანათობელი პირბადრი მთვარე,
ლაჟვარდოვანი თაღები ცისა,
ძმა მშობლიური – ჩარხთან დამდგარი,
მამა კი მდგარი სარკმელთან ახლოს,
თუ მომიხდება ცხოვრება სხვაგან,
თუ მომიხდება დათმობა მათი“.
ასე მიუგებს მშობელი დედა,
სევდიან ასულს მიუგებს ასე:
„ნუ მისცემიხარ, სულელო, დარდებს,
ნუ მისცემიხარ ოხვრას და სევდას!
დარდას მისცემიხარ მიზეზის გარე
და უსაფუძვლოდ მოსთქვამ და სტირი.
მზე დიდებული, მოძღვნილი ღვთისგან,
მთელ დედამიწას უგზავნის სხივებს
და არა მარტო ფანჯარას მამის,
ან ძვირფასი ძმის სავარძელს მარტო.
წითელი მარწყვიც იზრდება ყველგან,
ყველაგან იზრდება ნაყოფი იგი,
და უტკბილესი ნაყოფი იგი,
შენ შეგიძლია მოკრიფო ქმართან
და არა მარტო მშობლიურ ტყეში
ან ძვირფასი ძმის უსაზღვრო ველზე“.

110 მკითხველთა ლიგა


runa meoTxe

ვეინემეინენი ტყეში შეეყრება იოუკახაინენის დას და


სთხოვს ცოლად გაჰყვეს მას. ასული ატირებული გარბის სახ-
ლში და დედამისს უყვება ამ ამბავს. დედა ასულს ტირილს უკ-
რძალავს, უბრძანებს იმხიარულოს და კარგად მოირთოს.
ასული ტირილს განაგრძობს და ამბობს, რომ არ უნდა ცო-
ლად გაჰყვეს მოხუცებულ კაცს. დადარდიანებული ასული
ტყეში მიდის, გზა ებნევა და უკაცრიელ ზღვის ნაპირზე მოხ-
ვდება, ზღვაში საბანაოდ შედის და იხრჩობა. დედა დასტირის
დაღუპულ ასულს.

111 მკითხველთა ლიგა


ნაზი აინო, ასული სათნო,
კეთილი დაი ბოროტი ძმისა,
რტოებისათვის წავიდა ტყეში,
რათა დაეწნა ცოცხები მწვანე.
მან ერთი ცოცხი დაუწნა მამას,
დედას დაუწნა მეორე ცოცხი,
პატარა ძმასაც დაუწნა ბოლოს
და გამოსწია სახლისკენ სწრაფად.
მოეშურება ასული ტყიდან,
მოეშურება მურყანთა შორის.
აი, ვეინეც გამოჩნდა გზაზე
და შეამჩნია ასული უმალ,
ასულთან როდი მივიდა იგი,
მშვენიერ ასულს მიუგო ასე:
„მარგალიტების ყესაბამს ლამაზს
და ჯვარს, მშვენიერს, მკერდზე რომ გშვენის,
ნუ დაატარებ, ასულო, სხვისთვის,
ასულო, ჩემთვის ატარე მხოლოდ,
ჩემთვის დაიწან ნაწნავი კოხტა,
წითელი ბაფთით შეიკარ იგი.“
გაგვინაწყენდა ასული ნაზი,
დიდებულ მოხუცს მიუგო ასე:
„მარგალიტების ყელსაბამს ლამაზს,
და ჯვარს, მშვენიერს, მკერდზე რომ მშვენის,
როდი ვატარებ, მოხუცო, სხვისთვის,
არამედ ჩემთვის ვატარებ მხოლოდ.

112 მკითხველთა ლიგა


როდი მიტაცებს ლამაზი კაბა,
ან თეთრი პურის როდი ვარ ხარბი,
უბრალო კაბა მაცვია ტანზე
და შავი პურის ვჯერდები ყუას.
და მშვიდად ვცხოვრობ მშობლიურ სახლში,
ძვირფას მშობლებთან უწყინრად ვცხოვრობ“.
ნაზი ასული აენთო უცებ,
სათნო ასული განრისხდა მეტად,
ჩამოიგლიჯა მკერდიდან ჯვარი,
ტყეში ისროლა ბეჭდები ოქროს,
მარგალიტები გაჰფანტა გზაზე,
გადაისროლა წითელი ბაბთა,
რათა უძღებმა ჩაყლაპოს მიწამ,
რათა მიიღოს წყვდიადმა სიღრმემ.
გამოეშურა მშობლიურ სახლში,
გადმოაფრქვია ცრემლები ცხარე.
მამა სარკმელთან შრომობდა მშვიდად,
ტარს ნაჯახისას რანდავდა იგი:
„რატომ ტირიხარ, ასულო ჩემო,
რა გაქვითინებს ესოდენ ცხარედ? “
„არის მიზეზი, მამაო ჩემო,
არის მიზეზი ცრემლის და მოთქმის.
აი, მიზეზი, მამო ჩემო,
აი, მიზეზი ცრემლის და მოთქმის:
მამაო, ჯვარი დავკარგე უკვე,
საკინძეებიც დავკარგე, მამავ,
და იყო ჯვარი ხალასი ვერცხლი,
საკინძეები სპილენძი ნაღდი“.

113 მკითხველთა ლიგა


ძმა კუტიკართან შრომობდა მშვიდად,
რკალს ოსტატურად რანდავდა იგი:
„რატომ ტირიხარ, დაიკო ჩემო,
რა გაქვითინებს ესოდენ ცხარედ?“
„არის მიზეზი, ძვირფასო ძმაო,
არის მიზეზი ცრემლის და მოთქმის.
აი, მიზეზი, ძვირფასო ძმაო,
აი, მიზეზი ცრემლის და მოთქმის:
ყველა ბეჭედი დავკარგე უკვე
და მარგალიტიც დავკარგე ყველა,
ბეჭდები იყო ბაჯაღლო ოქრო,
მარგალიტი კი ვერცხლისა ფერის“.
დაიკო კართან შრომობდა მშვიდად,
და ოქროს ძაფით იქსოვდა ქამარს:
„რატომ ტირიხარ, დაიკო ჩემო,
რა გაქვითინებს ესოდენ ცხარედ?“
„არის მიზეზი, ძვირფასო დაო,
არის მიზეზი ცრემლის და მოთქმის.
აი მიზეზი, ძვირფასო დაო,
აი მიზეზი, ცრემლის და მოთქმის:
საყურეები დავკარგე ოქროს,
და კოკოშნიკი დავკარგე ვერცხლის,
და აბრეშუმის საშუბლე ლურჯი,
აბრეშუმისვე წითელი ბაფთა“.
საკუჭნაოში შრომობდა დედა,
ქაფქირით ნაღებს იღებდა იგი:
„რატომ ტირიხარ, ასულო ჩემო,
რა გაქვითინებს ესოდენ ცხარედ?“

114 მკითხველთა ლიგა


„ჰოი დედაო, მშობელო ჩემო!
შენ მაწოვებდი პატარას ძუძუს,
დედაო, მტანჯავს დარდები მძიმე,
დედაო, დიდი მატირებს სევდა.
ტოტებისათვის წავედი ტყეში,
რათა ცოცხები დამეწნა მწვანე,
მე ერთი ცოცხი დავუწან მამას,
დედას დავუწან მეორე ცოცხი,
პატარა ძმასაც დავუწან ბოლოს
და გამოვწიე სახლისკენ სწრაფად.
გამოვეშურე ასული ტყიდან,
მოვისწრაფოდი მუხნართა შორის,
ოსმოინენი შემომხვდა ბედკრულს,
კალევეინენ მეტყოდა ასე:
„მარგალიტების ყელსაბამს, ლამაზს,
და ჯვარს, მშვენიერს, მკერდზე რომ გშვენის,
ნუ დაატარებ, ასულო სხვისთვის,
ასულო, ჩემთვის ატარე მხოლოდ,
ჩემთვის დაიწან ნაწნავი კოხტა,
წითელი ბაფთით შეიკარ იგი!“
ჩამოვიგლიჯე მკერდიდან ჯვარი,
ტყეში ვისროლე ბეჭდები ოქროს,
მარგალიტები გავფანტე გზაზე,
გადავისროლე წითელი ბაფთა,
რათა უძღებმა ჩაყლაპოს მიწამ,
რათა მიიღოს წყვდიადმა სიღრმემ,
გავანაწყენე მოხუცი ბრძენი,
დიდებულ მოხუცს მივუგე ასე:

115 მკითხველთა ლიგა


„მარგალიტების ყელსაბამს, ლამაზს,
და ჯვარს, მშვენიერს, მკერდზე რომ მშვენის,
როდი ვატარებ, მოხუცო სხვისთვის,
არამედ ჩემთვის ვატარებ მხოლოდ.
როდი მიტაცებს ლამაზი კაბა,
ან თეთრი პურის როდი ვარ ხარბი,
უბრალო კაბა მაცვია ტანზე
და შავი პურის ვჯერდები ყუას,
და მშვიდად ვცხოვრობ მშობლიურ სახლში,
ძვირფას მშობლებთან უწყინრად ვცხოვრობ“.
ასულს პასუხობს მოხუცი დედა,
ქალწულს მიუგებს მოხუცი ქალი:
„უძვირფასესო ასულო ჩემო,
ჩამოიცილე ბედშავი კვნესა!
შენ ერთ წელიწადს კარაქი ჭამე
და შეიქმნები ლამაზი უფრო,
შემდეგ წელს ხორცი მიირთვი ღორის
და შეიქმნები ტანადი უფრო,
მესამე წელს კი ახალი პური
და შეიქმნები ლამაზი უფრო.
ერთი საწყობი მეგულვის მაღლა,
აღმართულია საწყობი მთაზე,
შიგ უამრავი აწყვია ყუთი,
მძიმედ ეყრდნობა კოლოფი კოლოფს.
შენ უკეთესი მონახე უმალ,
თავსახურავი ახადე ჭრელი,
ექვს ოქროს ქამარს იპოვი ყუთში,
იქვე იპოვი შვიდ ცისფერ კაბას.

116 მკითხველთა ლიგა


მთვარის ასულმა მოქსოვა იგი,
იგი მოქარგა ასულმა მზისამ.
მე ახალგაზრდა ვიყავი ოდეს,
ოდეს ყმაწვილი ვიყავი ქალი,
ტყეებში ვკრეფდი გემრიელ ჟოლოს,
გემრიელ ჟოლოს ვეძებდი ველად,
ველებზე თვალი მოვკარი მაშინ,
მწვანე ჭალაში შევნიშნე უცებ,
პირმშვენიერი ასული მზისა,
ასული მთვარის, დაზგასთან მდგარი.
მე ასულებთან მივედი ბოლოს
და შორიახლო დავდექი რიდით,
და მოკრძალებით დავძარი სიტყვა
და შევევედრე ასულებს ასე:
„ჰოი, ასულნო მზისა და მთვარის!
უპოვარ ასულს მომხედეთ ჩქარა,
უხვად მიბოძეთ ვერცხლი და ოქრო.
არ დაიშუროთ ოქრო და ვერცხლი!“
ოქრო მიბოძა ასულმა მთვარის,
ვერცხლი მიბოძა ასულმა მზისამ
და კოკოშნიკად გარდიქცა ოქრო,
და გარდაიქცა საშუბლედ ვერცხლი,
და მოვიკაზმე ყვავილის დარად,
გახარებული დავადექ გზაზე.
მე მეორე დღეს ვიარე სოფლად
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,
მე კოკოშნიკი მოვიხსენ ოქროს,
ჩამოვიხსენი საშუბლე ვერცხლის

117 მკითხველთა ლიგა


და ავიტანე ისინი მთაზე,
და მაგარ ყუთში ჩავკეტე მაგრად,
და ინახება დღემდე იმ ყუთში,
მე არ მინახავს ისინი შემდეგ.
შენ აბრეშუმი შეიბი ბაბთა,
შუბლზე აიკარ საშუბლე ოქროს,
მარგალიტები დაისხი მკერდზე,
ჩამოიკიდე ოქროსვე ჯვარი,
ტილოს პერანგი ჩაიცვი ჩქარა,
ჩაიცვი კაბა უწმინდეს შალის,
შენ აბრეშუმი შეირტყი წელზე,
აბრეშუმისვე ჩაიცვი წინდა
აიღე ტყავის ჩექმები თხელი,
კარგად მოირგე ჩექმები ფეხზე.
შენ ნაწნავები დაიწან კოხტად,
და აბრეშუმის შეიკარ ბაფთით,
არ დაგავიწყდეს ბეჭდები ოქროს,
სამაჯურები შეიბი ხელზე.
მოიკაზმები ასული კოხტად,
გამოცხადდები მშობლიურ სახლში.
გულს გაუხარებ საყვარელ მშობლებს,
გაახალისებ ასული ყველას.
გზაზე გაივლი, ყვავილის დარი,
ჟოლოთა დარი გაივლი გზაზე,
და გამოჩნდები ტანადი უფრო,
და გამოჩნდები უფრორე მშვენი“.
ასე ურჩია ძვირფასმა დედამ,
საყვარელ ასულს ურჩია ასე.

118 მკითხველთა ლიგა


არ მოუსმინა ასულმა მშობელს,
არ მოუსმინა საყვარელ დედას.
ასულმა სწრაფად დატოვა სახლი,
გადაიარა ლამაზი ეზო,
გადმოაფრქვია ცრემლები ღვარად
და სევდიანი მოთქვამდა ასე:
„ნეტავ რა არის ნეტართა აზრი,
ნეტართა ფიქრი რა არის ნეტავ?
იქნებ ის არის ნეტართა აზრი,
ნეტართა ფიქრი ის არის იქნებ,
რაც არის წყალი, მერხევი ოდნავ,
ოდეს ვედროში ირხევა იგი.
ნეტავ რა არის მწუხართა აზრი,
მწუხართა ფიქრი რა არის ნეტავ?
იქნებ ის არის მწუხართა აზრი,
მწუხართა ფიქრი ის არის იქნებ,
რაც გაზაფხულის თოვლია ხევში
და წყვდიად ჭაში მწყვდეული წყალი.
ჰოი, რა ხშირად ასულის აზრი,
ქალწული ქალის ფიქრები მწარე,
შეშინებული მიმოდის ველად,
მიიპარება ფარულად ტყეში,
მწვანე ბალახზე დაცოცავს მძიმედ,
ხავსზე და ბუჩქზე დაცოცავს ჩუმად.
ასეთი ფიქრი შავია უფრო,
ვიდრე კუპრი და ნახშირი ვიდრე.
მე ვიცი, ჩემთვის ნამდვილად ჯობდა,
არ გავეჩინე უბედურ მშობლებს,

119 მკითხველთა ლიგა


არ გავზრდილიყავ ესოდენ ლაღი,
მცირედი ხანი მეცხოვრა ქვეყნად.
რომ მომკვდარიყავ მეექვსე ღამეს,
რომ მერვე ღამეს გამეცხო სული,
დამჭირდებოდა ძალიან ცოტა,
დამჭირდებოდა ძალიან მცირე:
გაიმეტებდნენ ხალათზე სიდონს,
პატარა ადგილს მომცემდნენ კორდში.
წაიტირებდა დედიკო ოდნავ,
წაიტირებდა მამიკო მოკლედ,
ხოლო პატარა ძამიკო ჩემი
არ მიტირებდა დაიკოს სულაც“.
დადარდიანდა მშობელი დედა,
სევდიან ასულს კითხავდა იგი:
„რატომ ტირიხარ, ასულო ჩემო,
რატომ ჩამოგდის ცრემლები ცხარე?“
„მიტომ ვტირივარ, დედაო ჩემო,
მიტომ ჩამომდის ცრემლები ცხარე,
რომ შენ ძვირფასი ასული შენი
ვეინემეინენს დაპირდი ცოლად,
რათა მიხედოს დავრდომილ მოხუცს,
მიხრწნილ ბერიკაცს საყრდენად ექმნეს
ნამდვილად ჯობდა, დედაო ჩემო,
ზღვაში ჩაგეგდო ასული შენი,
რათა ჰყოლოდათ დობილად სიგებს,
თევზებს მეგობრად ჰყოლოდათ იგი.
მე მირჩევნია ვიცხოვრო ზღვაში,
იქ გავატარო სიცოცხლე მთელი,

120 მკითხველთა ლიგა


რათა ვეყოლო დობილად სიგებს,
რათა მეგობრად ვეყოლო თევზებს,
ვიდრე მივხედო დავრდომილ მოხუცს,
მიხრწნილ ბერიკაცს საყრდენად ვექმნე.
დვირეზე წინდით გადივლის იგი
და დავრდომილი ფეხის წვერს წაკრავს“.
აი, ავიდა ასული მთაზე,
იგი საწყობში შევიდა სწრაფად,
ამოარჩია ლამაზი ყუთი,
ყუთს თავსახური ახადა მძიმე,
იხილა ექვსი ქამარი ოქროს,
ცისფერი კაბაც იხილა შვიდი.
ამოარჩია ძვირფასი კაბა
და შეიმოსა მშვენიერ ტანზე,
აიღო ოქროს საყურე წყვილი
და კოკოშნიკი აიღო კოხტა,
ლურჯი საშუბლე აიკრა შუბლზე
და გაიკეთა ნაწნავზე ბაბთა.
ბნელი საწყობი დასტოვა ბოლოს,
გადაიარა ველები ვრცელი,მ
გადაიარა ჭაობი მდორე,
უღრანი ტევრი ჩამორჩა უკან.
ასული მღერის ნაღვლიან ჰანგებს,
გზადაგზა მძიმე სიმღერებს მღერის:
„დარდები ჩემი მძიმეა მეტად,
ერთობ მძიმეა ნაღველი ჩემი,
მძიმე დარდები მძიმდება უფრო,
უფრო დამძიმდეს ნაღველი მძიმე.

121 მკითხველთა ლიგა


ვიცი, ნაღველს და საშინელ ტანჯვას
უფალი ბოლოს მოუღებს მაშინ,
როცა სიკვდილი მეწვევა კარზე,
რომ მომეღება უბედურს ბოლო.
დიაღ, დღეს უკვე დამიდგა ჟამი,
სამარადისოდ დავეხსნა მიწას,
დროა, დავეშვა მანალის ფსკერზე,
დროა, ტუონში დავეშვა ბნელში.
ჩემთვის არ ტირის მშობელი მამა,
მშობელი დედა არ აფრქვევს ცრემლებს,
ჩემთვის არ ტირის დაიკო ჩემი,
ძმას ცრემლებია არ ჩამოსდის ოდნავ.
ეს მაშინ, წყალში ვეშვები ოდეს,
ოდეს ვეშვები მღელვარე ზღვაში,
თევზებისაკენ მივდივარ სწრაფად,
მივექანები შლამიან ფსკერზე“.
დღე ერთ იარა, იარა ორი,
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,
ზღვის სანაპიროს მიადგა იგი,
სადაც ლამაზი ყვაოდა მდელო.
საღამოს ბინდი დგებოდა უკვე,
ცას შერჩენოდა ნათელი ოდნავ.
ფართო ყურესთან მივიდა იგი,
და სევდიანი ჩამოჯდა ლოდზე,
და იქ იტირა საღამო მთელი,
შემოათენდა ტირილში რამეც.
ოდეს გამოჩნდა ქვეყანა ნათლად,
მან დაინახა ასული სამი:

122 მკითხველთა ლიგა


მოისწრაფვოდნენ ისინი ზღვაზე,
მოისწრაფვოდნენ ზვირთებთან ერთად.
და გაეშურა აინო მათკენ,
სურს გახდეს მათი მეხუთე ტოტი.
სწრაფად გაიძრო ხალათი ტანზე,
ვერხვზე დაკიდა ცისფერი კაბა,
ნაზი წინდები მიწაზე დასდო,
ლოდებზე დასდო ჩექმები თხელი,
მარგალიტებით მოჰფინა ქვიშა,
მიმოაპნია ბეჭდები ქვაზე.
შორს გაბზარული კლდე იდგა ზღვაში,
კლდე იგი უცხოდ ბრწყინავდა შორით,
ასულმა ცურვით გასწია კლდისკენ,
უნდა როგორმე მივიდეს კლდესთან.
ასული კლდეზე ავიდა უკვე,
ასულმა კლდეზე დაადგა ფეხი
და დაიშალა კლდე იგი სწრაფად,
მძიმე გრუხუნით დაეშვა გსკერზე,
თან ჩაიტანა ასული ნაზი
და გაურია ლამსა და ქვიშას.
ასე ჩავარდა ასული ზღვაში
და სიკვდილის წინ იტყოდა ასე:
„სულელი ბავშვი მოვედი ზღვასთან,
რომ მენანავა ტალღებზე ამოდ,
მაგრამ უეცრად ჩავვარდი ზღვაში,
მოულოდნელად დავეშვი ფსკერზე.
უძვირფასესო მამაო ჩემო,
ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,

123 მკითხველთა ლიგა


არ დაიჭირო თევზები ზღვაში,
აღარ მოხვიდე ამ წყეულ ზღვასთან!
მე საბანაოდ მოვედი ზღვასთან,
რომ მენანავა ტალღებზე ამოდ,
მაგარმ უეცრად ჩავვარდი ზღვაში,
მოულოდნელად დავეშვი ფსკერზე.
უსაყვარლესო დედაო ჩემო,
ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,
არ ამოზიდო ამ ზღვიდან წყალი,
შინ პურის ფქვილი მოზილო რათა!
მე საბანაოდ მოვედი ზღვასთან,
რომ მენანავა ტალღებზე ამოდ,
მაგრამ უეცრად ჩავვარდი ზღვაში,
მოულოდნელად დავეშვი ფსკერზე.
უსაყვარლესო ძამიკო ჩემო,
ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,
წყალი ბედაურს არ ასვა ზღვაში,
არ მოიყვანო ამ წყეულ ზღვასთან!
მე საბანაოდ მოვედი ზღვასთან,
რომ მენანავა ტალრებზე ამოდ,
მაგრამ უეცრად ჩავვარდი ზღვაში,
მოულოდნელად დავეშვი ფსკერზე.
უსაყვარლესო დაიკო ჩემო,
ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,
არ დაიბანო პირი ამ ზღვაში,
აღარ მოხვიდე ამ წყეულ ზღვასთან!
რადგან ამ ზღვაში ყოველი ტალღა,
ჩემი წითელი სისხლია მხოლოდ,

124 მკითხველთა ლიგა


რადგან ამ ზღვაში ყოველი თევზი,
ჩემი სხეულის ხორცია მხოლოდ,
რადგან ნაპირის ბუჩქები მწვანე,
ჩემი საბრალო ძვლებია მხოლოდ,
რადგან ნაპირის ბალახი ლაღი,
ჩემი ლამაზი თმებია მხოლოდ“.
ასე დაეშვა ასული ფსკერზე,
ასე მოეღო უბედურს ბოლო...
ულამაზესი ასულის სახლში,
სადაც მშობლები ელიან ასულს,
ვის შეუძლია წარმოთქვას სიტყვა
და მოიტანოს ამბავი მძიმე?
სიტყვას ვერასდროს მიიტანს დათვი,
ის ვერ მიიტანს საზარელ ამბავს:
იგი თავს ესხმის საბრალო ძროხებს,
დაბნეულ ხბორებს იბრიყვებს მხოლოდ.
ულამაზესი ასულის სახლში,
სადაც მშობლები ელიან ასულს,
ვის შეუძლია წარმოთქვას სიტყვა
და მიიტანოს ამბავი მძიმე?
სიტყვას ვერასდროს მიიტანს მგელი,
ის ვერ მიიტანს საზარელ ამბავს:
იგი ცხვრის ფარას ეცემა თავზე,
საბრალო ბატკნებს იბრიყვებს მხოლოდ.
ულამაზესი ასულის სახლში,
სადაც მშობლები ელიან ასულს,
ვის შეუძლია წარმოთქვას სიტყვა
და მიიტანოს ამბავი მძიმე?

125 მკითხველთა ლიგა


სიტყვას ვერასდროს მიიტანს მელა,
ის ვერ მიიტანს საზარელ ამბავს:
იგი დარაჯობს საბრალო ბატებს,
უტვინო ბატებს იბრიყვებს მხოლოდ.
ულამაზესი ასულის სახლში,
სადაც მშობლები ელიან ასულს,
ვის შეუძლია წარმოთქვას სიტყვა
და მიიტანოს ამბავი მძიმე?
სიტყვას კურდღელი მიიტანს მხოლოდ,
მხოლოდ კურდღელი მიიტანს ამბავს.
ასედაც ამბობს კურდღელი იგი,
იგი ამაყად პასუხობს ასე:
„დიდი ამბავი არ უნდა იმას,
რომ მიიტანოს ამბავი სახლში“.
აი, მოკურცხლა კურდღელმა უმალ,
ყურგრძელი სწრაფად გავარდა გზაზე,
ფეხმოქცეული მირბის და მიქრის,
პირმოღრეცილი ვეღარ გრძნობს დაღლას.
იგი ესწრაფვის ასულის ეზოს,
ასულის სახლ-კარს ესწრაფვის იგი.
აბანოს კარებს მიასკდა უცებ
და აიტუზა აბანოს ზღურბლთან.
იქ ნებივრობდნენ ასულნი ამოდ
და ყველას ცოცხი ეჭირა ხელში:
„ამ სახელგანთქმულ ოჯახის ქვაბთან
შენ მოსახარშად მოხვედი იქნებ,
ამ სახელგანთქმულ ოჯახის პატრონს
გემრიელ ვახშმად მოუხველ იქნებ,

126 მკითხველთა ლიგა


ამ სახელგანთქმულ ოჯახის ვაჟკაცს
მსუყე სადილად მოუხველ იქნებ?“
ასე მიუგებს კურდღელი იგი,
თვალდაყვლეპილი მიუგებს ასე:
„დე, აქ მოვიდეს ბოროტი ლემპო
და ჩაიხარშოს მდუღარე ქვაბში!
მე კი იმისთვის მოვედი თქვენთან,
რომ მოგახსენოთ ამბავი მძიმე:
აღარ არსებობს ასული ნაზი,
ვეღარ იხილოთ ასული კოხტა,
ვისაც ქამარი შვენოდა ფართე,
სამკაულები შვენოდა კალის.
იგი ზღვის ფსკერზე დაეშვა სწრაფად,
უსიერ ფსკერზე დაეშვა იგი,
რათა გაუხდეს დობილად სიგებს,
თევზებს მეგობრად გაუხდეს რათა“.
დედას რა ესმა სიტყვები ესე,
როს მოისმინა ამბავი შვილის,
მწუხარებისგან ატირდა დედა,
გადმოაფრქვია ცრემლები ცხარე:
„ჰოი, დედებო _ ძვირფასო დებო!
ამ ქვეყანაზე იცოცხლებთ ვიდრე,
არ გააჩინოთ არასდროს ბავშვი,
რა მიეკაროთ ასულის აკვანს,
არ გაათხოვოთ ასული ძალით,
თორემ ჩემსავით ინანებთ ბოლოს!“
საბრალო დედა მოსთქვამს და ტირის,
და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,

127 მკითხველთა ლიგა


და ეშვებიან თვალთაგან დაბლა,
და ეწვევიან მწუხარე ღაწვებს.
მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,
და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,
და ეშვებიან ღაწვთაგან დაბლა,
საბრალო დედის მკერდამდე ვიდრე.
მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,
და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,
და ეშვებიან მკერდიდან დაბლა,
ლამაზი კაბის კალთამდე ვიდრე.
მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,
და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,
და ეშვებიან კალთიდან დაბლა
წითელზოლიან წინდამდე ვიდრე.
მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,
და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,
და ეშვებიან წინდიდან დაბლა,
ოქროთი შემკულ ჩექმამდე ვიდრე.
მძიმე თვალთაგან წვეთავენ ცრემლნი,
და იღვრებიან ცრემლები უღვთოდ,
და ეშვებიან ჩექმიდან დაბლა,
იმავე ჩექმის ძირამდე ვიდრე.
აპოხიერებს ნიადაგს ცრემლი
აღავსებს ცრემლი დამშრალთა ტბათა.
ოდეს დაეცა ცრემლები მიწას,
ცრემლებმა სამი წარმოშვეს წყარო;
ცხარე ცრემლები მწუხარე დედის
გადმოედინა მდინარედ სამად.

128 მკითხველთა ლიგა


სამი მდინარე დიოდა თვალებს,
საფეთქლებს მოსწყდა მდინარე სამი.
შემდეგ წარმოქმნა მდინარემ თითომ
წყალვარდნილები, მფრქვეველი ცეცხლის,
და წყალვარდნილთა ზვირთებში შემდეგ
ამოიზარდა სამი კლდე სალი
და თითო კლდეზე უეცრად გაჩნდა
თითო ლამაზი ბექობი ოქროს.
თითო ბექობზე იზარდა შემდეგ
თითო მწვანე და ლამაზი არყი
და თითო არყზე გალობდა ტკბილად
თითო ლამაზი გუგული ოქროს.
„სიყვარულიო“,– გუგუნებს ერთი,
„საქმროო“ – მოსთქვამს მეორე მწარედ,
„სიხარულიო“, – მესამე გალობს
და გუგუნებენ სამივე ერთად.
„სიყვარულიო“, – რომ ამბობს ერთი,
იგი თვე სამი ეძახის ასულს,
ასულს, რომელიც ტალღებმა შთანთქა,
უსიყვარულოდ დაეშვა ფსკერზე.
„საქმროო“, – მოსთქვამს რომელიც
მწარედ,
იგი თვე ექვსი ეძახის საქმროს,
საქმროს, რომელსაც არა აქვს ბედი,
დაეხეტება რომელიც ცალად.
„სიხარულოო“,– რომელიც გალობს,
მთელი სიცოცხლე ეძახის დედას,
რომელიც შვილზე ქვითინებს მწარედ

129 მკითხველთა ლიგა


და ეგებება ყოველ დღე ცრემლით.
ოდეს მოესმა გუგულთა ხმობა,
საბრალო დედამ წარმოსთქვა ასე:
„ჰოი, დედებო – ძვირფასო დებო!
გუგულის ხმობას ნუ უსმენთ დიდხანს!
გუგულთა ხმობა გაისმის ოდეს,
ამითრთოლდება საბრალო გული,
გადმომეღვრება ცრემლები უხვად,
და მისველებენ ცრემლები ღაწვებს,
ცრემლები მცვივა, ვითარცა ცერცვი,
მოგორავს ცრემლი, ვითარცა ბარდა.
გუგულის ხმობა მომესმის ოდეს,
მაშინ წყრთით ერთით ვბერდები უფრო,
ერთი ჩარექით ვდაბლდები მაშინ
და მიცახცახებს სხეული მწარედ“.

130 მკითხველთა ლიგა


runa mexuTe

ვეინემეინენი ზღვასთან მიდის იოუკახაინენის დის დასაჭე-


რად, იჭერს კიდეც მას თევზად გადაქცეულს. ვეინემეინენი
ცდილობს ნაჭრებად აქნას თევზი, მაგრამ იგი ხელიდან უს-
ხლტება, ზღვაში ხტება და აგებინებს ვეინემეინენს, ვინც არის
იგი. ამაოდ ცდილობს ვეინემეინენი კვლავ დაიჭიროს თევზი
სიტყვებით და ბადეებით. ვეინემეინენი დამწუხრებული ბრუნ-
დება სახლში, დედა მას ურჩევს წავიდეს პოხელში და ხელი
სთხოვოს პოხელის ასულს.

131 მკითხველთა ლიგა


აი, სახლამდე მოვიდა ხმები,
სახლში მოვიდა ამბავი მძიმე,
რომ მწარე ბედი ეწვია ასულს,
რომ დაიღუპა ყმაწვილი ქალი.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ოდეს შეიტყო ამბავი მძიმე,
იგი ტიროდა დღისით და ღამით,
ასულის გამო ტიროდა იგი,
რომელსაც ზღვაში მოეღო ბოლო
და დაიძრა უსიერ ფსკერზე.
დამწუხრებული მტანჯველი ფიქრით,
დამძიმებული დარდებით ერთობ,
ზღვასთან მივიდა მოხუცი ბრძენი
და ზღვის ნაპირზე ღაღადყო ასე:
„უნტამოვ, ძილში ჩაფლულო მძიმედ,
ო, განმიცხადე სიზმრები შენი:
თქვი, სად ცხოვრობენ მშობლები ახტოს,
ველლამოს ასულთ სადა აქვთ ბინა?“
უნტამომ, ძილში ჩაფლულმა მძიმედ,
მას განუცხადა სიზმრები თვისი:
„აი, სად ცხოვრობს მშობლები ახტოს,
ველლამოს ასულთ სადა აქვთ ბინა:
წყვდიადით მოცულ პატარა კონცხზე
და კუნძულაკზე, მოცულზე ნისლით,
უსიერ ფსკერზე უძირო ზღვათა,
მრისხანე ზღვათა შლამიან ფსკერზე.

132 მკითხველთა ლიგა


იქ ბინადრობენ მშობლები ახტოს,
ვილლამოს ასულთ იქა აქვთ ბინა,
ისინი სხედან პატარა ქოხში,
მათ გააჩნიათ სენაკი მცირე,
კლდე ზოლიანი დაჰყურებს სენაკს,
სენაკს შიშველი დაჰყურებს ტინი“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
გახარებული ავიდა ნავზე
და ამოიღო ანკესი ფრთხილად,
და გაუსინჯა ანკესებს მკედი
და ტომარაში ჩაყარა შემდეგ,
და ჯიბეებში დამალა უმალ.
აამოძრავა ვეინემ ნავი,
კუნძულისაკენ დაიძრა მძიმედ,
წყვდიადით მოცულს მიადგა კუნძულს,
ნისლიან კონცხზე დაადგა ფეხი,
იგი მზადებას შეუდგა კონცხზე,
ანკესის გრძელი გამართა მკედი,
ანკესი წყალში ისროლა ბოლოს
და თევზაობას შეუდგა დინჯად:
იძვრის სპილენძის ანკესის ჯოხის
და მკედში ვერცხლი შრიალებს მძიმედ,
ხოლო ზონარში ხმაურობს ოქრო
და ნადავლს ელის ვეინე ბრძენი.
იჟიჟრიბანდა ზეცაზე ოდეს,
როს დაფიონი განერთხო ზეცას,
უეცრად ანკესს მოედო თევზი,
თვით ორაგული მოედო ანკესს.

133 მკითხველთა ლიგა


ვეინემ თევზი მოზიდა მძლავრად,
ამოათრია კანჯოზე იგი.
მოხუცმა თევზი გასინჯა დინჯად,
გაოცებულმა წარმოთქვა ასე:
„გასაოცარი ვიხილე თევზი,
არ შემხვედრია მსგავსი რამ არსად,
სიგი ხომ ბრტყელი არ არის ესდენ,
არც კალმახია ესოდენ ჭრელი.
ქარუყლაპიას სითეთრით არ ჰგავს,
რადგან ეს თევზი თეთრია უფრო,
მამალს ნაკლები ამშვენებს ქერცლი,
უფრო მეტი კი ამშვენებს დედალს.
ასულებს ბაბთა უხდებათ თმაზე,
წყლის და ტყის ნიმფებს სარტყელი წელის,
ქათმებს უხდებათ ყურები კოხტა,
მცირე ყურები ამშვენებს ქათმებს.
ეს კი ორაგულს მიაგავს ერთობ,
ერთობ მიაგავს ქორჭილას იგი.“
მოხუცს ქამარზე ეკიდა დანა,
და დანას ვერცხლის გააჩნდა ბუდე,
ქამრიდან ბუდე მოიხსნა ვერცხლის,
ბუდიდან დანა დააძრო დინჯად.
თევზის დაკეპვა მოუნდა მოხუცს,
წვრილ-წვრილ ნაჭრებად დაკუჭვა მისი,
რომ შეამზადოს საუზმე მსუყე,
რომ ალიონზე დანაყრდეს ოდნავ,
რომ გაიკეთოს სადილი კარგი,
რომ შეინახოს ვახშამზე კიდევ.

134 მკითხველთა ლიგა


აი, დაიწყო დაპობა თევზის,
ფაშვის გაფატვრას შეუდგა დინჯად,
თევზი ხელიდან გაუსხლტა უცებ
და გადაეშვა მღელვარე ზღვაში.
ამოიზიდა სიღრმიდან ზევით,
მარჯვენა ფერდით იელვა ისევ,
სადაც მეხუთე გრგვინავდა ტალღა,
იდგა მეექვსე საბელი ბადის.
მარჯვენა ხელით გასწია შემდეგ,
მარცხენა ფეხით იელვა უმალ,
სადაც მეშვიდე გაშლილი ზოლი,
სადაც მრისხანე ტალღაა მეცხრე.
უეცრად ენა აიდგა თევზმა
და მოახსენა დიდებულ მოხუცს,:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო!
ზღვაში იმისთვის გამოველ განა,
ორაგულივით დამაპო სიგრძივ,
წვრიი-წვრილ ნაჭრებად დამკუწო შემდეგ,
რომ შეამზადო საუზმე მსუყე,
რომ ალიონზე დანაყრდე ოდნავ,
რომ გაიკეთო სადილი კარგი,
რომ შეინახო ვახშამზე კიდევ“.
ვეინემეინენ მიუგებს ასე:
„რისთვის გამოხველ ნეტავი ზღვაში?“ –
„მისთვის გამოველ, მოხუცო ზღვაში,
რომ უმორჩილეს ფრინველის დარად
ჩამოვმჯდარიყავ შენ ძლიერ ხელზე
და გავმხდარიყავ მეუღლე შენი,

135 მკითხველთა ლიგა


რომ გამეშალა ლოგინი უმალ,
რომ ამეშალა ბალიში შემდეგ,
იატაკები მეწმინდა სახლის,
გამომეგავა ლამაზი ბინა,
შემომეტანა მორები მძიმე,
ღუმელში ცეცხლი დამენთო დიდი,
დიდი პურები დამეცხო სწრაფად,
თაფლის კვერები დამეცხო კიდევ,
შემომეტანა ტოლჩებით ლუდი
და მომერთმია საჭმელი ბლომად.
მე ორაგული არა ვარ ზღვისა
და არც ქორჭილა, მცურავი ფსკერზე:
მე ვარ ასული ნაზი და სათნო,
იოუკახაინენ ძმა არის ჩემი;
იგი ვარ, ვისაც ელოდი დიდხანს,
ვისთვისაც ღვარე ცრემლები ცხარე.
ვეინემეინენ, მოხუცო ბრიყვო!
დაგიკარგია გონება მთელი;
მე ველლამოსთან ნიმფა ვარ ტურფა,
მე ვარ ახტოსთან ლამაზი სხვებზე“.
ვეინემეიენენ, მოხუცი ბრძენი,
დამწუხრებული იტყოდა ასე:
„ნუთუ, შენ უკოს დაი ხარ მართლა?
ო, დამიბრუნდი, სიცოცხლევ ჩემო!“
არ დაბრუნდება ასული ნაზი,
არ მოიხედავს არასდროს უკან.
იგი დაეშვა უსიერ ფსკერზე,
მღელვარე ზღვაში დაეშვა იგი,

136 მკითხველთა ლიგა


მან დაიბუდა ზოლიან ქვებთან,
ის გრანიტოვანს შთავიდა უფსკრულს.
ვეინემეიენემ, მოხუცმა ბრძენმა,
დაღონებულმა იფიქრა ასე:
რა ვიღონო და ვიცხოვრო როგორ,
ვით დავაღწიო სატანჯველს თავი?
მან ბადეები გაშალა სწრაფად,
ზღვის ზედაპირი დაფარა ფართე,
გადმოატარა მორევი ბევრი,
გადმოატარა მრავალი ტალღა,
გადაუარა კალევის რიფებს,
და ვეინელის გალია წყლები,
იოუკოლი ჩამორჩა უკან
და ლაფლანდიის ვეება ყურე.
მან დაიჭირა მრავალი თევზი,
მაგრამ ის თევზი შეიპყრო ვერსად,
ვისთვისაც დიდხაბს იარა ზღვაზე,
გადმოიარა მრისხანე წყლები,
ვინაც ველლამოს ნიმფაა ტურფა,
დიდებულ ახტოს ახარებს ვინაც.
მოხუცს მოაწვა დარდები მძიმე,
თავი მწუხარედ დახარა დაბლა,
გვერდზე ვაგლახად მოექცა ქუდი
და სევდიამა წარმოთქვა ასე:
„ვაი, შენ ჩემო სულელო თავო,
დაგიკარგია გონება მთელი!
წინათ გაგაჩნდა ფრიადი სიბრძნე,
მგრძნობელი გული გაგაჩნდა წინათ.

137 მკითხველთა ლიგა


მაგრამ წარვიდა ცხოვრება ძველი
და, დღეს ყველაფერს მოუღო ბოლო
სიბერემ ჩემმა, წუხილით სავსემ,
დაცემულობამ ძალების ჩემის.
გამჭრიახობა გაფრინდა სადღაც,
გაფრინდა ჩემი ფრიადი სიბრძნე,
თითქოს სრულიად დავკარგე გონი,
ვეღარაფერში ვერკვევი თითქოს.
ვისაც ვნატრობდი სიცოცხლე მთელი
და დავეძებდი ცხოვრების გზაზე,
ის ველლემოსთან ყოფილა ნიმფა,
ტალღის ასული ყოფილა იგი.
იგი ანკესით შევიპყარ ფსკერზე
და ამოვზიდე ფსკერიდან მაღლა,
რომ გამხდარიყო ერთგული ცოლი
და თანამგზავრი ცხოვრების გზაზე;
მაგრამ არ მერგო უბედურს ცოლად,
ვეღარ შევიძელ შებოჭვა მისი,
იგი ხელიდან გამისხლტა უცებ
და მიიმალა სიღრმეში უმალ!“
ვეინემეინენ დაღონდა მწარედ
და სახლისაკენ აიღო გეზი,
პირდაპირი გზით ვიდოდა დიდხანს,
გულამოსკვნილი მოსთქვამდა ასე:
„მე მიგალობდნენ გუგულნი ამოდ,
„სიხარულიო“,– მღეროდნენ ტკბილად,
მღეროდნენ ღამით, მღეროდნენ დილით,
შუადღის ჟამსაც მიმიღერდნენ ერთხელ.

138 მკითხველთა ლიგა


რამ დაადუმა ისინი ეხლა,
ნეტავ რამ ჩაკლა ძვირფასი ხმები?
ნაღველმა ჩაკლა ჰანგები უცხო
და საგანგებო გალობა – სევდამ.
მზე მთების მიღმა ეშვება ოდეს
და ოდეს ისევ ამოდის დილით,
აღარ გაისმის გუგულთა ხმობა
და მე დარდები მამონებს მძიმე.
ვერ გამიგია ვერასგზით ეხლა,
რა ვიღონო და მოვიქცე როგორ?
როგორ განვლიო ცხოვრება ჩემი,
როგორ განვლიო უცნობი მხარე?
ეხლა ცოცხალი რომ მყავდეს დედა,
რომ მიყურებდეს მშობელი ბრძენი,
უბედურ მოხუცს მირჩევდა რამეს,
დამარიგებდა უგუნურს ჭკუას,
ამგვარ ყოფაში მოვიქცე როგორ,
როგორ განვლიო ცხოვრება ჩემი,
რომ არ დამაწვეს ნაღველი გულზე,
არ დამიმონოს დარდმა და სევდამ!“
გამოეღვიძა საფლავში მშობელს
და ზღვის სიღრმიდან ღაღადაყო ასე:
„ო, არ მომკვდარა მშობელი შენი,
კვლავ ცოცხალია იმედად შენდა,
იგი მოგაწვდის საჭირო სიბრძნეს,
იგი მოგაწვდის საჭირო რჩევას,
ამგვარ ყოფაში მოიქცე როგორ,
როგორ განვლიო ცხოვრების გზები,

139 მკითხველთა ლიგა


რომ არ დაგაწვეს ნაღველი მძიმე,
არ დაგიმონოს დარდმა და სევდამ:
პოხელში სახლობს ასული ბევრი,
ბევრი ასული ბინადრობს პოხელს,
მშვენიერია რომელიც ტანად,
უფრო სწრაფი და ლაღია უფრო,
იოუკოლის ასულნი ვიდრე,
ვიდრე ლაფლანდთა ასულნი ზანტი.
ვეინემეინენ, ძვირფასო ჩემო,
ასული იგი შეირთე ცოლად,
რომელსაც შვენის ლამაზი სახე,
ლამაზი ტანი რომელსაც შვენის,
რომელიც ველად მიმოდის სწრაფად
და ქურციკივით ნავარდობს გზაზე“.

140 მკითხველთა ლიგა


runa meeqvse

იოუკახაინენმა გულში ჩაიდო ვეინემეინენის მტრობა და


უდარაჯებს მას პოხელისაკენ მიმავალ გზაზე. იგი დაინახავს,
რომ ვეინემეინენი ამხედრებული გადადის მდინარეს და ეს-
ვრის ისარს, მაგრამ ახვედრებს ცხენს. ვეინემეინენი ცხენი-
დან ზღვაში ვარდება და ქარიშხალი გაიტაცებს, იოუკახაინე-
ნი კი ხარობს, რადგან ჰგონია, რომ ვეინემეინენი თავის უკა-
ნასკნელ სიმღერას მღერის.

141 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
გასამგზავრებლად მზად არის უკვე,
პოხელის ყინვა მოელის მოხუცს,
მოხუცს პოხელის მოელის ნისლი.
ვერცხლის აღვირი ამოსდო მერანს
და გარდააცვა ავშარა ოქროს,
ელვის უსწრაფეს მოექცა ზურგზე
და გააჭენა შარაზე ცხენი,
რომელიც ბარდას მსგავსია ფერად,
რომელიც ჩალას წააგავს ძლიერ.
მან ვეინელის გალია ველი,
მან კალევალის გალია მდელო,
გადაუქროლა მრისხანე ტალღებს,
უკიდეგანო გასცურა წყლები.
არ უსველდება ჩლიქები მერანს,
არ ეკარება სისველე მცირეც.
უკვე შორს დარჩა ძვირფასი სახლი,
უახლოვდება თანდათან პოხელს.
იოუკახაინენ, ჭაბუკი შლეგი,
ლაფლანდიელი, ბოროტი მეტად,
შურისგებისთვის იკრებდა ღონეს,
გაუგონარი ტანჯავდა შური,
გადაემტერა დიდებულ მოხუცს,
გადაემტერა ჩინებულ მძნობელს.
მან ცეცხლოვანი გამართა მშვილდი

142 მკითხველთა ლიგა


და ღუნი მშვილდის შეამკო უცხოდ;
მან მშვილდისათვის იხმარა რკინა
და ჩამოასხა სპილენძით ღუნით,
მაჯაღლო ოქრო მოავლო ღუნზე
და შეურია ოქროში ვერცხლიც.
როგორ იშოვა ბაწარი ნეტავ,
ლარი მშვილდისთვის იშოვა როგორ?
ხიისიმ მისცა ძარღვები დომბის
და ლემპომ სელის ძაფები მტკიცე.
უკვე მზად არის მაგარი ღუნი
და ბოლოებიც მზად არის უკვე,
მშვილდი შეიქნა ლამაზი ერთობ,
ფასის უთქმელი შეიქმნა მშვილდი,
პატარა ცხენი შემდგარა მაღლა,
პატარა კვიცი კუნტრუშობს რკალზე,
დათვის ბელს ღუნზე გაუტკბა ძილი,
ხოლო ჭდეზე კი ბაჭიას ზარმაცს.
იგი კვლავ შრომას შეუდგა შემდეგ,
ისრების გათლას შეუდგა იგი,
ტარისთვის რკინას ხმარობდა მხოლოდ,
ხოლო წვერისთვის ფისოვან რტოებს.
შეუსვენებლად იშრომა დიდხანს,
და გამოსთალა ისრები კარგი,
მერცხლების ფრთები მიაკრა ისრებს
და დაამშვენა ბეღურის ფრთებით.
მან გამოაწრთო ისრები სწრაფად,
ისრების წვერი გაჟღინთა შემდეგ,
გაჟღინთა წვერი შხამიან წვენით,

143 მკითხველთა ლიგა


გველის სისხლში რომ იპოვეს ბლომად.
მან დაამზადა ისრები ასე
და მშვილდი მაგრად მოზიდა ბოლოს:
ზღვების მეგობარს დარაჯობს ფრთხილად,
ვეინემეინენს მოელის იგი.
აღამებს დილას, ათენებს ღამეს
და უთვალთვალებს შუადღის ჟამსაც.
ვეინემეინენს მოელის იგი,
ერთი კვირაა მოელის უკვე,
სარკმელთან მდგარი მოელის მოხუცს,
მოელის მესრის კუთხესთან მდგარი,
იგი ხშირ-ხშირად გახედავს შარას,
ის ხამუშ-ხამუშ გახედავს ველებს.
ზურგზე ჰკიდია კაპარჭი ისრის,
ხელთ მშვენიერი უპყრია მშვილდი.
გამოიცვალა ადგილი ბოლოს
და სხვა სახლიდან დაიწყო ცქერა:
ცეცხლის კონცხიდან უცქერდა იგი,
ის უყურებდა ყურედან ყოველს,
წყალვარდნილიდან ფარულად ჭვრეტდა
და მდინარიდან ზვერავდა მალვით.
ბოლოს კი ერთხელ, ადრიან დილით,
ბრწყინვალე მზისკემ მიმართა ხედვა:
რაღაც ცისფერი შენიშნა ზღვაზე,
შორით შენიშნა საგანი ბნელი:
„იქნებ ღრუბელი მოცურავს შავად,
იქნებ ცისფერად თენდება უკვე?“
როდი მოცურავს ღრუბელი შავად,

144 მკითხველთა ლიგა


როდი თენდება ცისფერად უკვე –
არამედ ცხენით ისწრაფვის ბრძენი,
უახლოვდება სანატრელ საზღვარს.
მიეშურება ნისლიან პოხელს,
პიმენტოლისკენ უჭირავს გეზი,
მერანი ბარდას მსგავსია ფერად,
ჩალისფერია მერანი იგი.
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
ლაფლანდიელმა, ბოროტმა ერთობ,
ოდეს შენიშნა მისანი ბრძენი,
ისარი გრძელი მიმართა მისკენ,
რათა მოესრა მისანი სწრაფად,
ზღვის მეგობარი მოესრა ისრით.
ასე მიუგო მშობელმა ჭაბუკს,
ჭაღარა დედამ მიუგო ასე:
„ვისთვის შექმენი მაგარი მშვილდი,
რკინით რატომღა გამართე ნეტავ?“
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
ჭაღარა დედას მიუგო ასე:
„მისთვის შევქმენი მაგარი მშვილდი,
მაგარი რკინით გავმართე მიტომ,
რომ ბეჭის თავზე ამოყოს თავი,
რომ გულ-ღვიძლში ვცე ისარი ვაჟკაცს,
რომ გარდიცვალოს ვეინე უცებ,
რომ ზღვის მეგობარს მოეღოს ბოლო“.
ნებას არ აძლევს მშობელი დედა,
ჭაღარა დედა მიუგებს ასე:
„შვილო, ვეინეს არ ახლო ხელი,

145 მკითხველთა ლიგა


არ მოაკვდინო ვეინე, შვილო,
ის სახელგანთქმულს ეკუთვნის მოდგმას,
ნათესავადაც გვეკუთვნის იგი.
თუ მოკვდა ბრძენი, უკვდავი მარად,
თუ მიიცვალა გრძნეული ბრძენი,
ქვეყნად სიმღერაც მოკვდება წამსვე
და სიხარულიც მოკვდება ქვეყნად.
ქვეყნად ჯობია სიმღერა ლაღი,
აქ სიხარულიც ჯობია, ვიდრე
ბნელი ქვესკნელის მდელოთა შინა,
და ტუონელის სამყოფში ბნელში!“
იოუკახაინენ, ჭაბული შლეგი,
ლაფლანდიელი, ბოროტი მეტად,
დედის სიტყვებზე შეჩერდა უცებ,
მწარე ეჭვები მოაწვა ჭაბუკს.
ესროლე – ურჩევს მარჯვენა ხელი,
არ ესროლოო – მარცხენა ურჩევს.
იოუკახაინენ, ჭაბუკმა შლეგმა,
ჭაღარა დედას მიუგო ბოლოს:
„დე, მოკვდეს ქვეყნად სიმღერა ლაღი,
დე, სიხარულიც მოისრას ქვეყნად –
ფიქრის გარეშე გავისვრი ისრებს,
მე ვისვრი ისრებს გარეშე შიშის“.
იგი სამზადისს შეუდგა შემდეგ
და გულმოდგინედ განეწყო ბრძოლად,
მარცხენა მუხლზე დაიყრდნო მშვილდი,
თითონ დაეყრდნო მარჯვენა მუხლზე.
მან ამოიღო ისარი მშვიდად,

146 მკითხველთა ლიგა


რომელსაც მერცხლის შვენოდა ფრთები,
რომელიც იყო მძლავრი და მტკიცე,
რომელსაც რკინა შვენოდა ტანად,
და სელის ძაფზე მიადგა იგი,
მიასადაგა ისარი ლარზე.
მან მძიმე მშვილდი აზიდა ზევით,
მარჯვენა მხარზე მიიჭდო მშვილდი
და გასროლის წინ, ჭაბუკმა შლეგმა,
მომართულ სიკვდილს მიმართა ასე:
„სწრაფად გასწიე, არყისა წვერო,
ფიჭვისა ტარო, იყავი სწორი,
ძაფო, ასხლიტე ისარი მძაფრად,
მძაფრად ასხლიტე, სელისა ძაფო.
თუ ოდნავ დაბლა მივმართე იგი,
ისარი მაღლა გაუშვი ოდნავ,
თუ ძლიერ მაღლა მივმართე იგი,
ისარი დაბლა დაუშვი მაშინ“.
ჭაბუკმა ლარი მოსხლიტა ბოლოს,
ლარიდან გასხლტა ისარი სწრაფად,
გადაუქროლა დიდებულ მოხუცს,
ელვის უსწრაფეს გაიჭრა ცაში,
გაერჭო ღრუბლებს ჭრელსა და ჭრელსა,
ჭრელს და მჭმუნვარეს გაერჭო ღრუბლებს.
ჭაბუკმა ლარი მოსხლიტა ისევ,
ლარიდან გასხლტა ისარი სწრაფად,
ჩაუშხუილა დიდებულ მოხუცს
და უხილავი იხილა სიღრმე,
იგი ეწვია მანალის მიწას,

147 მკითხველთა ლიგა


ქვიშიან ქედში ჩაეშვა იგი.
მესამედ ტყორცნა ისარი ბოლოს
და ის ბეჭის და იღლიის გავლით,
ვეინემეინეს დიდებულ მერანს,
პირდაპირ ღვიძლში გაერჭო უცებ.
მყის შეტორტმანდა მერანი მისი,
მუხლი მოეჭრა ვეინეს ირემს,
რომელიც ბარდას მსგავსია ფერად.
რომელიც ფერად მსგავსია ჩალის.
ვეინემეინენ შეინძრა ცხენზე,
შეინძრა ზურგზე ფიცხელი დომბის
და გადაეშვა ტალღებში სწრაფად
და ჩააფრინდა თითებით ტალღებს,
მთელი სხეულით ჩაეშვა ზღვაში,
მდუღარე ქაფში ჩაეფლო იგი.
უცებ დაბერა სასტიკმა ქარმა
და ააბორგა ტალღები მშვიდი,
ვეინემეინენ მოსწყვიტა ხმელეთს,
ზღვის დინებაზე გასტყორცნა მძლავრად.
გამხიარულდა ჭაბუკი ბრიყვი,
მყის ატრაბახდა ჭაბუკი ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო კაცო,
ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,
ვეღარ იხილავ საკუთარ თავლით,
დიდებულ მთვარეს, მოარულს მაღლა,
ვერც ვეინელის გადაშლილ ველებს,
ვერც კალევალის უსაზღვრო სივრცეს!
შენ ექვსი წელი იცურე ზღვაზე,

148 მკითხველთა ლიგა


რვა წელიწადი გარწიოს ტალღამ,
წყლების სივრცეზე გატაროს წლობით,
ზღვის დინებაზე გათრიოს მძიმედ:
ექვს წელს გატაროს ფიჭვების მსგავსად,
შვის წელს გატაროს ვითარცა ნაძვი,
ვით მერქნის ქაფი გატაროს რვა წელს
რომ ზღვის სიღრმეში დაეშვა ბოლოს!“
ოდეს დაბრუნდა ჭაბუკი სახლში,
ჭაღარა დედა კითხავდა ასე:
„ნუთუ მოჰკალი ვეინე მართლა,
ნუთუ კალევის მოჰკალი შვილი?“
იოუკახაინენ, ჭაბუკი ბრიყვი,
ჭაღარა დედას პასუხობს ასე:
„ვეინემეინენ მოვკალი მართლა,
უკვე მოვკალი კალევის შვილი.
იგი სხეულით განერთხო ზღვაზე,
ტალღებს თითებით დაეყრდნო მძლავრად,
ზღვაზე ნიდაყვით დაეცა იგი,
მარცხენა ფერდით მოექცა უცებ,
მერე კი ზურგით განერთხო ტალღას
და ბნელ მორევში ჩაეშვა ბოლოს.
დაე, გახვეტოს ტალღები მღვრიე,
დაე, მორევის გაგაოს შლამი“.
ჭაბუკს მიუგო ჭაღარა დედამ,
საყვარელ პირმშოს მიუგო ასე:
„ჩაგიდენია სიბრიყვე, შვილო,
ვერ მოქცეულხარ, ჭაბუკო, კარგად,
ისრით მოგიკლავს მოხუცი ბრძენი,

149 მკითხველთა ლიგა


კალევის შვილი მოგიკლავს უკვე,
მოგიკლავს ჩანგი სუვანტოლისა,
მშვენიერება კალევის მხარის“.

150 მკითხველთა ლიგა


runa meSvide

ვეინემეინენმა დიდხანს იცურა გაშლილ ზღვაში; მას ხვდე-


ბა არწივი და, იმით მადლიერი, რომ ვეინემეინენმა ტყის ამო-
ძირკვის დროს არყის ხე დატოვა მისთვის, ზურგზე შემოის-
ვამს მას და პოხელის ნაპირზე მიიყვანს. პოზელის დიასახ-
ლისს იგი სახლში მიჰყავს და კარგად უმასპინძლდება. მაგ-
რამ ვეინემეინენს ენატრება მშობლიური ადგილები, და პოხე-
ლის დიასახლისი პირდება არა მარტო სახლში გაშვებას,
არამედ თავის ასულის ხელსაც, თუ იგი პოხელისათვის გას-
ჭედავს სამპოს. ვეინემეინენი აღუთქვამს, რომ სახლში დაბ-
რუნების შემდეგ პოხელში გამოგზავნის მჭედელ ილმარინენს
სამპოს გამოსაჭედად, და პოხელის დიასახლისი მარხილებს
და ცხენს აძლევს მას.

151 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მიექანება მრისხანე ზღვაზე,
ფიჭვის ტოტივით მიჰყვება ტალღას,
მიცურავს ვითარ ნაფოტი ნაძვის.
ექვსი დღე არის მიცურავს უკვე,
მტანჯველი ღამეც გასულა ექვსი,
მრისხანე ტალღებს მიარღვევს იგი,
ნათელი ზეცა დაჰყურებს თავზე.
ორიოდ ღამე იცურა კიდევ,
დღე მომქანცველი იცურა ორი
და ოდეს რვა დღე შესრულდა სრულად,
და მეცხრე ღამე დაიწყო ოდეს,
ვეინემ დაღლა შეიგრძნო დიდი,
ბრძენმა სასტიკი შეიგრძნო ტკენა:
ტალღებმა თითზე მოგლიჯა ფრჩხილი,
ხრტილიც მოგლიჯა ტალღებმა თითზე.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დამწუხრებული იტყოდა ასე:
„ვაი, შენ ჩემო საბრალო თავო,
ვაი, მოხუცო, ტანჯულო ბედით!
შენ მიატოვე სამშობლო მხარე,
შენ მშობლიური დასტოვე სახლი,
რომ დამორჩილდე დინების ნებას,
ეხეტებოდე მრისხანე ზღვაზე,
გათამაშებდეს გრიგალი მძაფრი,
გაბურთავებდეს მრისხანე ტალღა.

152 მკითხველთა ლიგა


ზღვაში ცხოვრება ძნელია ერთობ,
ძალზე ძნელია გაძლება ზღვაში.
ვერ გამიგია, ვიცხოვრო როგორ,
როგორ გავჩერდე მღელვარე ზღვაზე,
ოდეს სიავე მეწვია ჟამთა,
როს აღსასრული დამიდგა ჟამი.
ნეტავი სახლი ავაგო ქარზე,
თუ ავიშენო ტალღებზე ბინა?
ო, მე თუ ქარზე ავაგე სახლი,
სახლი ქარზე ვერ იპოვის საყრდენს;
თუ ავაშენე ტალღებზე ბინა,
ბინას დაანგრევს ტალღები მძლავრი“.
ლაფლანდიიდან მიფრინავს ჩიტი,
ლაღი არწივი მიარღვევს წყვდიადს,
არწივი დიდი როდია ტანად,
მაგრამ პატარაც როდია იგი:
ცალი ფრთით მძლავრად მიაპობს ტალღებს,
მეორით მძაფრად მოკაწრავს ზეცას,
მრისხანე ტალღებს მოიხვეტს კუდით,
ნისკარტით კორტნის მრისხანე კლდეებს.
ლაღი არწივი შეჩერდა წამით,
უსაზღვრო სივრცეს გახედა დინჯად,
და დაინახა მრისხანე ზღვაზე
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი:
„ო,გოლიათო, რა გინდა ზღვაში,
ცისფერ ტალღებზე რა გინდა ნეტავ?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
საოცარ ფრინველს მიუგებს ასე:

153 მკითხველთა ლიგა


„პოხელისაკენ ვიდოდი სწრაფად,
პიმენტოლისკენ მივქროდი ცხენით,
რათა უცნობი მეხილა მხარე,
რათა ასული შემერთო ცოლად.
სწორედ ამიტომ დავცურავ ზღვაში,
სწორედ ამიტომ მივარღვევ ტალღებს.
მე მივყვებოდი მრისხანე ნაპირს,
ტალღების გასწვრივ მივქროდი სწრაფად
და ლოუტოლის მივადექ მხარეს,
იოუკოლუს მივადექ ბოლოს.
იქ ჩემი ცხენი დაეცა მკვდარი,
იქ ჩემი მოკლვლაც სწყუროდათ ძლიერ.
მე გადავეშვი მღელვარე ზღვაში
და ჩავაფრინდი თითებით ტალღებს,
რათა მათრევდეს გრიგალი მძლავრად,
მაბურთავებდეს ზვირთები დიდი.
აღმოსავლეთის დაბერა ქარმა,
მოვარდა ქარი ჩრდილოთა მხარის,
დასავლის ქარიც მოვარდა ბოლოს
და გოლიათი მომწყვიტა ხმელეთს,
და გამიტაცა ტალღებზე უმალ
მდინარებაზე სასტიკი წყლების,
და დღე მრავალი განვლიე ზღვაზე,
მდინარებაზე ვიცურე დიდხანს.
მე ვერ შევძელი გაგება იმის,
ვერ გავარკვიე ვერაფრით დღემდე,
როგორ ვიცხოვრებ ამ წყეულ ქვეყნად,
ან დავამთავრებ სიცოცხლეს როგორ:

154 მკითხველთა ლიგა


ალბათ დამღუპავს შიმშილი დიდი,
წყვდიადი სიღრმე მიმიღებს ალბათ“.
წამით ჩაფიქრდა არწივი ლაღი,
ვეინემეინენს მიუგო მშვიდად:
„ნუ დაღონდები, მოხუცო ბრძენო,
შემომაჯექი სასწრაფოდ ზურგზე,
იქ, სადაც ბოლოს იწყება ძვალი,
მაგარი ძვალი იწყება სადაც,
და აღგიტაცებ ზღვებიდან ზევით,
და გაგაქანებ საითაც ბრძანებ.
დამამახსოვრდა დღე იგი კარგად,
არ დამავიწყდა დღე იგი დღემდე,
როს გამოცეცხლე ტყეები ოსმოს,
დასწვი კალევის ჭალები ვრცელი,
ხოლო არყის ხე დასტოვე ველად,
აღარ აღმართე ნაჯახი არყზე,
რათა ტოტებზე ჩამოსხდნენ ჩიტნი,
რათა ტოტებზე ჩამოვჯდე თავად“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
არწივისაკენ გასწია მყისვე,
ამოიწია წყლებიდან ზევით
და აღიმართა ტალღათა მაღლა.
არწივს უეცრად მოექცა ზურგზე,
იქ, სადაც ბოლოს იწყება ძვალი.
გაინავარდა არწივმა ლაღმა,
თან წარიტანა ვეინე ბრძენი,
დიდხანს ატარა ქარების გზებზე,
ქარებთან ერთად ატარა დიდხანს,

155 მკითხველთა ლიგა


ჩრდილოეთისკენ ეჭირა გეზი,
რომ სარიოლას სწვეოდა მხარეს;
დაბლა ჩამოსვა ვეინე მოლოს,
თავად კვლავ ქარებს გაენთო იგი.
უცხო ნაპირზე უსაზღვრო ზღვათა,
უცხო კიდეზე უცნობი კონცხის,
ვეინემეინენ ატირდა მწარედ,
ატირდა ბრძენი, შთენილი ობლად.
ფერდში გააჩნდა ჭრილობა ასი
და უამრავი იარა ქართა,
არ შერჩენოდა ლაზათი წვერებს,
შემორჩენოდა აქა-იქ თმები.
მან სამი რამე იტირა კონცხთან,
დღეც ამდენივე იტირა შემდეგ,
მაგრამ ვერაფრით იპოვა გზები,
მცირე ბილიკიც იპოვა ვერსად,
რომ კვლავ ეხილა სამშობლო მხარე,
რომ იმ მიწაზე დაედგა ფეხი,
სადაც იშვა და ხარობდა სადაც,
სადაც ნებივრად ცხოვრობდა ადრე.
ერთხელ პოხელის მხევალმა ერთმა,
ქერათმიანმა ასულმა ერთხელ,
ნაძლევი დასდო დიდებულ მზესთან,
დაენაძლევა დიდებულ მნათობს,
რომ მასთანნ ერთად ადგება დილით,
რომ ვერ დაასწრებს ადგომას მთვარეც.
მაგრამ დაასწრო ასულმა ყველას,
თვით მზეზე ადრე წამოდგა იგი;

156 მკითხველთა ლიგა


ჯერ არ წიოდნენ წიწილნი ცხარედ,
არ მოუხმობდა მამალი პატრონს.
მან ხუთი ცხვარი გაკრიჭა სწრაფად,
სწრაფად გაკრიჭა ბატკანი ექვსი,
კარგი მაუდი მოქსოვა შემდეგ,
კაბისთვის მატყლი არჩია დიდხანს,
ამოარჩია ნათელზე დილის,
ამოვიდოდა მნათობი ვიდრე.
მან მაგიდები გარეცხა შემდეგ,
ხის იატაკი გახვეტა კარგად,
იგი ახალით გახვეტა ცოცხით,
ფოთლოვან ცოცხით გახვეტა იგი
და მოუყარა მან თავი ნაგავს,
და მოათავსა ნიჩაბზე ბოლოს,
და გაიტანა ნიჩაბი გარეთ,
და მიიტანა ნაგავი ხნულთან,
გადაუძახა გადაღმა ღობის,
სადაც ნაგავის იცოდა კუთხე;
იგი ცოტა ხანს ნაგავთან იდგა,
უცებ მოესმა ხმაური უცხო:
ზღვიდან მოესმა ქვითინი მწარე
ნაპირებიდან მოესმა კვნესა.
მან სახლისაკენ გასწია უცებ,
მცირე ოთახში შევიდა სწრაფად,
და როს იხილა მშობელი თვისი,
ასე მიუგო საყვარელ მშობელს:
„ზღვიდან მომესმა ქვითინი მწარე,
ნაპირებიდან მომესმა კვნესა“.

157 მკითხველთა ლიგა


დიასახლისი პოხელის მხარის,
კბილჩაცვენილი, ბოროტი მეტად,
გამოეშურა სახლიდან მყისვე
და კუტუკართან მივიდა იგი,
შორით მოესმა საბრალო მოთქმა,
მწარე ტირილი მოესმა შორით:
„ასე არასდროს ტირიან ბალღნი,
არც ასულები ტირიან ასე,
ასე გმირები ტირიან მხოლოდ,
მამაკაცები, მოსილნი წვერით“.
აი, ჩაეშვა ლოუხი ნავში,
სამფიცრიანში ჩაეშვა სწრაფად
და გამალებით მოუსვა ნიჩბებს,
და ნაპირისკენ აიღო გეზი,
სადაც მოსთქვამდა მოხუცი ბრძენი,
უბედურებას ტიროდა მწარედ.
ვეინემეინენ შთენილი მარტო,
უვატოლაინენ დაკარგავს იმედს,
ტირიფნარევში მოსთქვამს და ტირის,
ხეშავთა შორის ტირის და მოსთქვამს
და უცახცახებს წვერი და სახე,
დახშულ არიან ბაგენი მხოლოდ.
დიასახლისი პოხელის მხარის
დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:
„ჰოი, საწყალო მოხუცო კაცო,
შენ უცხო უცხო მიწაზე მოხვდი!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მაღლა ასწია ჭაღარა თავი,

158 მკითხველთა ლიგა


გაეპასუხა საზარელ ლოუხს,
ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:
„დიასახლისო პოხელის მხარის,
მე უშენოდაც მშვენივრად ვხედავ,
რომ უცხო ქვეყნად მოვსულვარ უცხო,
რომ უცხო უცხო მიწაზე მოვხვდი;
მე სამშობლოში მიცნობდა ყველა,
კარებს მიღებდა ყოველი სახლი“.
დიასახლისი პოხელის მხარის
საბრალო მოხუცს მიუგებს ასე:
„მაინტერეებს ერთი რამ დიდად,
უნდა შევიტყო ამბავი ერთი:
მოეკუთვნები ვაჟკაცებს რომელს,
რომელი ქვეყნის გმირი ხარ ნეტავ?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:
„მაღიარებდა სუყველა ერთხმად,
დიად მომღერლად მშობლიურ მხარის,
სად ვეინელის გაშლილა სივრცე,
სად კალევალის გაშლილა მდელო.
ეხლა, როს გულზე მაწვება დარდი,
ვეღარ ვცნობილობ საკუთარ თავსაც“.
დიასახლისი პოხელის მხარის,
დიდებულ მოხუცს ეტყოდა ასე:
„ცივი ადგილი დასტოვე ჩქარა,
ამოიარე ბილიკი ვიწრო,
წვრილად მიამბე ამბავი შენი –
უბედურება, დამტყდარი თავზე“.

159 მკითხველთა ლიგა


დიასახლისმა პოხელის მხარის,
უცხო კონცხისკენ გასწია სწრაფად,
სადაც ვეინე ტიროდა მწარედ,
სადაც მოსთქვამდა მოხუცი ბრძენი.
იგი მოხუცთან მივიდა ახლოს,
კიჩოსთან დასვა მოხუცი ფრთხილად
და გამალებით მოუსვა ნიჩბებს,
და მიიყვანა სტუმარი სახლში.
სტუმარს საჭმელი აჭამა ბლომად,
კარგად გაუშრო ხალათი სველი,
ერთ კვირას რეცხა ხალათი შემდეგ,
ერთ კვირას ათბო ხალათი სუფთა.
გამოჯანმრთელდა ვეინე ოდეს,
ოდეს მოხუცი აღივსო ჯანით,
მას დედაბერმა დაუსვა კითხვა,
მას შეეკითხა ლოუხი ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
უვანტოლაინენ, უკვდავო მარად!
რატომ დაღვარე ზღვისპირას ცრემლი,
რატომ მოსთქვამდი ესოდენ მწარედ?“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:
„ნამდვილად არის მიზეზეი ცრემლის,
ცრემლის მიზეზი დიდია ერთობ.
ვეხეტებოდი უსაზღვრო ზღვებზე,
მრისხანე წყალთა დინებას ვდევდი,
მღვრიე ტალღებზე ვცხოვრობდი დიდხანს
და გააფთრებით ვებრძოდი ტალღებს.

160 მკითხველთა ლიგა


მიტომ ვტირივარ ბედკრული ეხლა,
მიტომ ვიტირებ სიკვდილის დღემდე,
რომ მივატოვე სამშობლო მხარე,
უცხო მხარეში დავდივარ მარტო,
აქ საშიშია ყოველი არყი,
ყოველი თხმელა მაწამებს მწარედ,
ხე თვითეული მე მჩეხავს თითქოს,
თითქოსდა მებრძვის ყოველი ტოტი.
ამ უცხო მხარის მთაში თუ ბარად,
უცნობი სახლის დაგმანულ კართან,
მხოლოდ ქარია ნაცნობი ძველი,
მეგობარი კი მზე არის მხოლოდ“.
დიასახლისი პოხელის მხარის,
საბრალო მოხუცს მიუგებს ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
უვანტოლაინენ, უკვდავო მარად!
ჩამოიშორე ბედშავი დარდი,
ჩამოიცილე ცრემლები ცხარე,
ჩვენთან დარჩი და იცხოვრე ჩვენთან,
აქ გაატარე სიცოცხლე მთელი,
აქ ორაგულებს მოგართმევთ თეფშზე,
აქ ღორის ხორცსაც მოგართმევთ ბლომად“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
ცბიერ დედაბერს მიუგეს ასე:
„კარგიც რომ იყოს ოჯახი უცხო,
მე იქ არასდროს მოვითხოვ საჭმელს,
კაცს საკუთარი იზიდავს სახლი,
სახლში მეტ პატივს მიუზღვენ მუდამ.

161 მკითხველთა ლიგა


ჰოი, მისმინე კეთილო ღმერთო,
და ყურად იღე ვედრება ჩემი,
სამშობლო მხარე მაჩვენე ისევ,
კვლავ მშობლიური მაჩვენე ბინა.
უმჯობესია, საკუთარ სახლში
ჩექმიდან წყალი დალიო მწარე,
ვიდრე უცხო და შორეულ ქვეყნად
ოქროს ჭურჭლიდან დალიო თაფლი“.
დიასახლისი პოხელის მხარის,
საბრალო მოხუცს მიუგებს ასე.
„ნეტავ საჩუქარს მპირდები როგორს,
რას გაიმეტებ საჩუქრად ნეტავ?
რომ მიგიყვანო მშობლიურ სახლში,
რომ მიგაყენო აბანოს კარზე?“
ვეინემეიმეინენ, მოხუცი ბრძენი,
ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:
„კვლავ რომ მაჩვენო მშობელი მიწა,
რომ მიმიყვანო მშობლიურ სახლში,
რათა ვუსმინო მგალობელ გუგულს,
ფრინველთა ძახილს ვუსმინო რათა,
ამისთვის ოქროს ინებებ იქნებ,
იქნება ვერცხლსაც ინებებ ქუდით?“
დიასახლისი პოხელის მხარის,
საბრალო მოხუცს მიუგებს ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
შენ, მომღერალო, უკვდავო მარად!
მე ოქრო-ვერცხლის როდი ვარ ხარბი,
მაქვს სათავსონი პირამდე სავსე,

162 მკითხველთა ლიგა


ოქროა მხოლოდ ყვავილი ბალღთა,
ხოლო ვერცხლი კი _ სართავი ცხენის;
შენ გედის რთათა აიღე ბოლო
და რძე უშობლის იხმარე ოდნავ,
აიღე მატყლი ლამაზი ბატკნის,
აიღე ქერის მარცვალი მცირე,
ან ნაერთისგან შექმენი სამპო,
თავსახურავით დახურე ჭრელით.
მაშინ ქალიშვულს გაგატან ცოლად,
დაუბრუნდები სამშობლო მხარეს,
რათა მგალობელს უსმინო გუგულს,
ფრინველთა ხმობას უსმინო რათა,
სადაც უსაზღვრო გაშლილა მდელო,
სად მშობლიური გაშლილა არე“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:
„არ შემიძლია გავჭედო სამპო,
თავსახურავით დავხურო ჭრელით,
მაგრამ სამშობლოს ვეწვევი ოდეს,
მე ილმარინენს მოვგზავნი თქვენთან.
დაე, მან თქვენთვის გაჭედოს სამპო,
თავსახურავით დახუროს ჭრელით,
ასული შენი შეირთოს ცოლად,
შეიმსუბუქოს უღელი მძიმე.
დიდებულ მჭედლად ითვლება იგი,
ყველაზე უწინ მჭედლობდა ქვეყნად,
ნეთელი ზეცა გასჭედა უცხოდ,
ჰაერის ჭერი გასჭედა მტკიცედ

163 მკითხველთა ლიგა


და თანაც ისე, რომ კვალი ჭედის
და შენადუღი არა ჩანს არსად“.
დისახლისი პოხელის მხარის,
დიდებულ მოხუცს ეტყოდა ასე:
„ვინც გედის ფრთათა აიღებს ბოლოს,
უშობლის რძესაც მოიხმარს ოდნავ,
აიღებს მატყლსაც ლამაზი ბატკნის,
აიღებს ქერის მარცვალსაც მცირეს,
და ამ ნაერთით გაჭედავს სამპოს,
თავსახურავით დახურავს ჭრელით,
მე მას გავატან მშვენიერ ასულს,
ძვირფას ქალიშვილს გავატან ცოლად“.
ლოუხიმ კვიცი შეკაზმა უმალ
და მარხილებში შეაბა ცხენი,
დასვა ვეინე მარხილის თავზე
და დაარიგა მოხუცი დინჯად:
„ნუ აიხედავ მოხუცო ზევით,
ნუ მიაშტერებ ზეცაზე თვალებს,
ვიდრემდე ცხენი არ იგრძნობს დაღლას,
არ დაეცემა ქვეყანას ბინდი.
თუ აიხედავ მოხუცო ზევით,
თუ მიაშტერებ ზეცაზე თვალებს,
უბედურება გეწვევა უმალ
და მოგვეღება საბრალოს ბოლო“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
გადაუჭირა მათრახი ქურანს,
თავის ნებაზე მიუშვა კვიცი,
გაინავარდა მერანმა გზაზე;

164 მკითხველთა ლიგა


პოხელის ნისლი დატოვა ბოლოს,
სარიოლიდან დაიძრა ბრძენი.

165 მკითხველთა ლიგა


runa merve

გზაზე ვეინემეინენი ხვდება ლამაზად მორთულ პოხელის


ასულს და სთხოვს ცოლად გაჰყვეს მას. ასული ბოლოს და
ბოლოს თანხმდება სურვილის ასრულებას, იმ პირობით, თუ
იგი თითისტარის ნამსხვრევებისაგან ააგებს ნავს და ისე გა-
უშვებს წყალში, რომ არც კი შეეხოს. ვეინემეინენი შეუდგება
ფიცრების თლას, ნაჯახით იჩეხავს მუხლს და ვერაფრით ვერ
აჩერებს სისხლის დენას. იგი მიდის ისეთი ვინმეს საძებნე-
ლად, სისხლის შელოცვა რომ იცოდეს, და პოულობს ერთ
მოხუცს, რომელიც აღუთქვამს შეუჩეროს სისხლის დენა.

166 მკითხველთა ლიგა


ტურფა სული პოხელის მხარის,
მშვენიერება მიწის და ზღვისა,
ჰაეროვანი დამჯდარა რკალზე,
ზეციერ რკალზე დამჯდარა კრძალვით,
ტანზე ქათქათა აცვია კაბა,
ნაქსოვი თეთრი აცვია ტანზე;
ოქროს ტანსაცმელს ამზადებს იგი,
ხალასი ვერცხლით შეამკობს კოხტად,
სწრაფად ატარებს ოქროსვე მაქოს,
ატარებს ვერცხლის მშვენიერ დგიმზე.
და მიისწრაფვის ბზრიალით მაქო,
სწრაფად სრიალებს პატარა კოჭი,
გაბმული ქსელიც მიმოდის სწრაფად,
სწრაფად მოძრაობს ვერცხლისა დგიმი,
ოდეს ქსოვს ვერცხლით მშვენიერ სამოსს,
ოქროს ტანსაცმელს ამზადებს ოდეს.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მოეშურება ხმაურით გზაზე,
მოეშურება პოხელის მხრიდან,
სარიოლიდან მოილტვის იგი.
ცოტა რომ გასცდა ნისლიან პოხელს,
როს სარიოლას დაშორდა ოდნავ,
ქსელზე მქროლავმა იმ ოქროს მაქომ,
გადუბზრიალა უეცრად თავზე.
მოხუცმა თავი ასწია ზევით

167 მკითხველთა ლიგა


და მიაშტერა თვალები ზეცას,
ხედავს – დამდგარა ზეცაში რკალი,
ასული მშვიდად დამჯდარა რკალზე,
ოქროს ტანსაცმელს ამზადებს იგი,
ხალასი ვერცხლით შეამკობს კოხტად.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მყის შეაჩერა ქურანი ცხენი
და შეესიტყვა მშვენიერ ასულს,
ზეციერ ასულს მიმართა მშვიდად:
„ო, მოვედ ჩემთან, ასულო ნაზო,
ზეცის ასულო, დამიჯექ გვერდით“.
ასე მიუგებს ასული ნაზი,
ზეცის ასული მიუგებს ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
რატომ დავეშვა მარხილში ნეტავ?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:
„მისთვის დაეშვი, ასულო ნაზო,
ასულო, მისთვის დამიჯექ გვერდით,
რომ გამომიცხო პურები ბლომად,
რომ კარგი ლუდი მოხარშო დროზე,
რომ სკამზე მჯდარმა იმღერო ჩემთვის,
რომ მხიარული მიუჯდე სარკმელს,
სად ვეინელის გაშლილა მდელო,
სად კალეველის ფუნდუკნი დგანან“.
ულამაზესი ასული ზეცის,
ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს:
„ეს მოხდა წუხელ, ეს მოხდა მწუხრზე,

168 მკითხველთა ლიგა


როს ჩაესვენა სხივები მზისა,
ყვავილოვანი ვიხილე ველი,
ყვავილოვანზე ვიარე ველზე,
უცებ მომესმა გალობა ჩიტის,
შაშვი ტოტებზე გალობდა ტკბილად,
იგი ასულის გალობდა ფიქრებს,
ასულის ზრახვებს გალობდა იგი.
გავესაუბრე ჩიტუნას კეთილს,
მე შევეკითხე ჩიტუნას ასე:
„ო, მიპასუხე, ძვირფასო ჩიტო,
პასუხი შენი გამეცი სტვენით;
როდის ვიქნები ასულო კარგად,
როდის ვიცხოვრებ ასულო უკეთ:
როცა დავრჩები მშობლიურ სახლში,
თუ, როცა ვაჟკაცს გავყვები ცოლად?“
გამეპასუხა წიწკანა მშვიდი,
შაშვმა გალობით მომიგო ასე:
„ზაფხულში დღენი თბილია ფრიად,
ასულის ყოფა თბილია უფრო,
ზამთარში რკინას სცივა და ყინავს,
ცოლს უფრო ყინავს მეუღლის სახლში.
გოგო მშობლებთან ნებივრად ცხოვრობს,
როგორც ველური ნაყოფი ველად,
ხოლო ცოლი კი ისეა ქმართან,
როგორც ქოფაკი დაბმული ჯაჭვით,
მონას ერგება ალერსი მცირე,
ცოლს არ ერგება ალერსი სულაც“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

169 მკითხველთა ლიგა


მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:
„ეგ იყო ჩიტის გალობა მხოლოდ,
იყო ბრიყვული გალობა შაშვის:
ქალწული სახლში ბავშვია მუდამ,
ხოლო პატივს კი მიუზღვენ ცოლებს.
დაბლა დაეშვი, ასულო ნაზო,
ასულო ნაზო, დამიჯექ გვერდით;
არ გამაჩნია მცირედი ნაკლიც,
ვარ გოლიათი უმჯობეს სხვათა!“
ასე ეტყოდა ასული ნაზი,
ზეცის ასული ეტყოდა ასე:
„მე მხოლოდ მაშინ მიგიჩნევ გმირად
და გაღიარებ საკუთარ საქმროს,
თუ დანით ბეწვის გაკვეთას შესძლებ,
ისე, რომ პირი არ სჭრიდეს დანის,
ანდა თუ შესძლებ შენ კვერცხის შეკვრას,
ისე, რომ ნასკვი არ აჩნდეს შეკრულს“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მისანმა დიდმა, უკვდავმა მარად,
დაჟანგებული და ბლაგვი დანით
თმის წვრილი ბეწვი გაჰკვეთა წამსვე
და ისე შეკრა ლამაზი კვერცხი,
რომ ნასკვი არსად არ აჩნდა შეკრულს.
ზეციერ ასულს შესთხოვა ისევ,
დაშვებულიყო ზეციდან დაბლა.
ასე ეტყოდა ასული ნაზი,
„მიწაზე მაშინ ჩამოვალ მხოლოდ,
თუ ქვას მშვენიერს გაჩარხავ ისე,

170 მკითხველთა ლიგა


ისე ჩამოჭრი ყინულზე ლატანს,
რომ არ დასცვივდეს ნამსხვრევი ყინულს,
ქვას არ ასდინდეს მცირედი მტვერიც“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
ამაზე არც კი დაფიქრდა ოდნავ,
ქვა მშვენიერი გაჩარხა ისე ისე,
ისე ჩამოსჭრა ლატანი ყინულს,
რომ არ დასცვივდა ნამსხვრევი მცირე,
ქვას არ ასდინდა მცირედი მტვერიც,
ისევ ევედრა მშვენიერ ასულს,
დაშვებულიყო ზეციდან დაბლა.
ასე ეტყოდა ასული ნაზი,
ზეცის ასული ეტყოდა ასე:
„მე მივთხოვდები იმნაირ ვაჟკაცს,
ვინც თითისტარის ნამსხვრევით მხოლოდ,
მხოლოდ ნამსხვრევით ჩემივე კოჭის,
დაუყოვნებლივ გამოსთლის სანდალს
და სანდალს ზღვაში გაუშვებს ისე,
ისე შეაგდებს ტალღებზე კანჯოს,
რომ არ უბიძგებს მაგარი მუხლით,
ხელს არ შეახებს მშვენიერ ნავზე,
არ ატრიალებს ხელებით სანდალს,
არ გაიშლება ვაჟკაცი მხრებში“.
ვეინემიენენ, მოხუცი ბრძენი,
მშვენიერ ასულს ეტყოდა ასე:
„არ არის ქვეყნად ისეთი ვინმე,
ისეთს ვერავის იპოვი ქვეყნად,
ჩემზე უკეთ რომ გასთალოს კანჯო,

171 მკითხველთა ლიგა


ნავის კეთება შეეძლოს უკეთ“.
ხელში აიღო ნამსხვრევი კოჭის,
და თითისტარის ნატეხი მცირე
და კანჯოს შექმნას შეუდგა უმალ,
უმალ დაიწყო კეთება ნავის.
და უზარმაზარ ფოლადის მთაზე,
და რკინის კლდეზე იმავე მთისა,
მყის შეაერთა ფიცარი ასი,
მიასადაგა ფიცრები ფიცრებს.
იგი მუშაობს ძალიან დინჯად,
ის გულმოდგინედ იღწვის და შრომობს.
დღე ერთ იშრომა, იშრომა ორი,
აი, მესამე დღე გადის უკვე,
იგი ლოდებზე არ ურტყამს ნაჯახს,
არ აპობს კლდეებს ნაჯახის პირით.
და დღე მესამე დამთავრდა ოდეს,
ხიისიმ ხელი დაავლო ნაჯახს,
ხელი დაავლო ბოროტმა ლემპომ
და საოცარით აღივსო ძალით,
მიექანება ნაჯახი კლდისკენ,
ნაჯახი ქვისკენ ისწრაფის მძლავრად;
ლოდიდან ასხლტა ნაჯახი ბასრი,
მოხუცს სხეულში შეერჭო უცებ,
მუხლში შეერჭო ნაჯახი ვაჟკაცს,
ნაჯახი ფეხის შეერჭო თითში,
სხეულს უფატრავს ბოროტი ლემპო,
ხიისი მძლავრი უფლითავს ძარღვებს;
სისხლმა ხორციდან იხუვლა ღვარად,

172 მკითხველთა ლიგა


გადმოიღვარა მიწაზე სისხლი.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დიდი მისანი, უკვდავი მარად,
ასე იტყოდა, აღვსილი დარდით,
დამწუხრებული იტყოდა ასე:
“ჰოი, პირბასრო ნაჯახო ჩემო,
ტყელპირიანო ნაჯახო რკინის!
ალბათ გეგონა ებრძოდი ხეებს,
გეგონა ნაძვებს ჩეხავდი ალბათ,
ალბათ გეგონა ფიჭვნარებს ჭრიდი
და გულმოსული ამხობდი არყებს, –
ოდეს ძვალმაგარს ეკვეთე სხეულს,
მძლავრი ძარღვები დაფლითე ოდეს“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
გრძნეულ შელოცვებს შეუდგა შემდეგ,
და გაიხსენა მრავალი ჯადო
და სიავეთა წარმოქმნა ქვეყნად.
მაგრამ შელოცვა არ ახსოვს ერთი,
არ ახსენდება შელოცვა მძიმე,
რომელიც მძლავრად ეხება რკინას,
რომელიც კურნავს ჭრილობას რკინის,
რომლითაც ქმნიან არტახებს მტკიცეს
და აკეთებენ საკეტებს მაგარს,
რათა დაკეტონ ჭრილობა დიდი,
რათა დაფარონ იარა ფართე.
მოედინება მუხლიდან სისხლი,
მოედინება თითიდან გარეთ.
მოედინება მდინარის დარად,

173 მკითხველთა ლიგა


მოედინება ზათქით და ზარით.
სისხლმა გაშლილი დაფარა მდელო,
გადაუარა უსაზღვრო ველებს,
წითლად შეღება მაღალი ხენი,
ირგვლივ ყოველი შეღება წითლად.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ჩამოაგლიჯა ლიქენი ლოდებს,
ჭაობებიდან მოთხარა ხავსი,
მდელოებიდან ბალახი მწვანე,
რათა დაფაროს ჭრილობა დიდი,
მძიმე იარა დაფაროს რათა.
მაგრამ საშველი არა ჩანს მაინც,
მოედინება ნაკადი ისევ.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მძიმე ჭრილობამ გატანჯა დიდად,
გადმოაფრქვია ცრემლები ცხარე,
მწარე დარდებით აღევსო გული.
ფეხმარდი ცხენი შეკაზმა სწრაფად,
ცხენი მარხილში შეაბა შემდეგ,
ოქროს მარხილზე დაადგა ფეხი,
მარხილის თავზე ავიდა თავად.
გადაუჭირა მათრახი ქურანს,
გადაუტყლაშუნა ფერდებზე შოლტი,
ცხენმა დასტოვა ადგილი უცხო
და გაეშურა ჭენებით გზაზე;
უეცრად სოფელს მიადგა ცხენი,
რომელშიც სამი ვიდოდა შარა.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

174 მკითხველთა ლიგა


შარას ქვემავალს დაადგა უმალ,
უმალ მიადგა შენობას ქვემოს
და ზღურბლთან მდგარი იტყოდა ასე:
„ამ უცხო სახლში თუ არის კაცი,
რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,
სნეულის სენი შეიტყოს უცებ,
უცებ შეიძლოს განკურნვა მისი?“
ოთახში იჯდა პატარა ბავშვი,
პატარა ბალღი ღუმელთან იჯდა,
როს დაინახა სტუმარი უცხო,
დაუყოვნებლივ მიუგო ასე:
„ამ უცხო სახლში არ არის კაცი,
რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,
რომ დაგიამოს ტკივილი მძიმე,
რომ მძიმე ტანჯვას მოუღოს ბოლო.
სხვა სახლისაკენ გასწიე სწრაფად,
სხვა შენობაში გიშველონ იქნებ“.
ვეინემეინემ დიდებულ ქურანს
გადაუჭირა მათრახი ფერდზე,
შუა შარაზე გავარდა ცხენი,
მერანი სწრაფი გავარდა სწრაფად;
მან შუა შარა გალია მალე,
შუა შენობას მიადგა ახლოს,
ასე იტყოდა დირესთან მდგარი,
სარკმელთან მდგარი იტყოდა ასე:
„ამ უცხო სახლში თუ არის კაცი,
რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,
რომ შეაკავოს ნაკადი უცებ,

175 მკითხველთა ლიგა


სისხლის დენას რომ მოუღოს ბოლო?“
მოფარებოდა დიაცი ღუმელს,
მიმალულიყო მოხუცი ჩუმად,
გაარაკუნა სამიოდ კბილი
და უპასუხა ვეინეს ასე:
„ამ უცხო სახლში არ არის კაცი,
რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,
რომ დაგიამოს ტკივილი მძიმე,
რომ წარმოშობა იცოდეს სისხლის
სხვა სახლისაკენ გასწიე სწრაფად,
სხვა შენობაში გიშველონ იქნებ“.
ვეინემეინემ დიდებულ ქურანს
გადაუჭირა მათრახი ფერდზე,
ზემო შარაზე გავარდა ცხენი.
მერანი სწრაფი გავარდა სწრაფად.
მან ზემო შარა გალია მალე,
უმალ მიადგა შენობას ზემოს,
ასე იტყოდა დირესღან მდგარი,
ფარდულთან მდგარი იყტოდა ისე:
„ამ უცხო სახლში თუ არის კაცი,
რკინის კვალი რომ განკურნოს კარგად,
რომ დამიამოს ტკივილი მძიმე,
რომ სისხლის დენას მოუღოს ბოლო?“
თეთრწვერიანი მოხუცი კაცი,
მაღალ ღუმელზე თბებოდა ამოდ,
დაიბურტყუნა მაღლიდან მძლავრად,
დაიღრიალა მოხუცმა ასე:
„უფალმა უწყის შელოცვა ბრძნული,

176 მკითხველთა ლიგა


უფალმა უწყის სამიოდ სიტყვა,
რომელიც გვამცნობს საგანთა საწყისს,
რომელიც გვამცნობს ყოველგვარ საგნებს.
მათ წყალვარდნილი დააცხრეს თურმე,
მდინარეები დააცხრეს მძაფრი,
მშფოთვარე ყურე დააცხრეს კონცხთან,
დააშოშმინეს მრისხანე სრუტე“.

177 მკითხველთა ლიგა


runa mecxre

ვეინემეინენი მოხუცს რკინის წარმოშობის ამბავს უყვება.


მოხუცი აძაგებს რკინას და შელოცვას წარმოთქვამს. სის-
ხლის დენა შედგება. მოხუცი თავის ვაჟს დაამზადებინებს მა-
ლამოს, ვეინემეინენს წაუსვამს მუხლზე და ჭრილობას შეუხ-
ვევს; ვეინემეინენი რჩება და ღმერთს მადლობას სწირავს
შემწეობისათვის

178 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
წამოიმართა მარხილის თავზე
და, თუმცა სისხლი სდიოდა ღვარად,
დაუხმარებლად გადმოდგა ფეხი;
და სახლისაკენ გასწია შემდეგ,
მცირე ოთახში შევიდა იგი.
ვეინეს ვერცხლის მოართვა ჯამი,
შემოუტანეს ფიალა ოქროს,
მაგრამ ის იტევს ძალიან ცოტას,
რამ უმნიშვნელო ნაწილს თუ იტევს
ვეინემეინეს წითელი სისხლის,
რომელიც ირგვლივ იღვრება ღვარად.
დაიღრიალა მოხუცმა უცებ,
გადმოაფრქვია სიტყვები მძალვრი:
„ნეტავ ეკუთვნი ვაჟკაცებს რომელს,
რომელ დევგმირებს ეკუთვნი ნეტავ?
შენ რომ დაგდინდა მუხლიდან სისხლი,
რომ დაიღვარა დიდებულ ველზე,
შვიდს აავსებდა მშვენიერ კანჯოს,
რვას აავსებდა უძირო ქვაბსა!
მე ხომ უამრავს ვინახავ სიტყვებს,
მაგარამ ერთი რამ არ ვიცი მაინც:
როგორ შექმნა მიწაში რკინა,
ანდა ფოლადი იზარდა როგორ.“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,

179 მკითხველთა ლიგა


დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:
„რკინის საწყისი გავიგე კარგად,
მივხვდი, ფოლადი იზარდა როგორ.
ჰაერი ქვეყნად დედაა ყოვლის,
უფროს ძმად წყალი ითვლება დღემდე,
წყლის უმრწმეს ძმად კი ითვლება რკინა,
შუათანად კი მხურვალე ცეცხლი.
უზენაესმა უფალმა ჩვენმა,
ყოვლისშემქმნელმა კეთილმა უკომ,
განაცალკევა ზეციდან წყალი,
განაცალკევა ხმელეთი წყლიდან.
მრავალი წელი გავიდა შემდეგ,
გავიდნენ თვენი, ღამენი, დღენი,
არ წარმოიქმნა რატომღაც რკინა,
არ დაიბადა ფოლადი მტკიცე.
ყოვლისშემქმნელმა კეთილმა უკომ,
უზენაესმა უფალმა ჩვენმა,
აამოძრავა ხელები მძლავრი
და გადაისვა მარცხენა მუხლზე.
სამი ასული შეიქმნა სწრაფად,
შემოქმედების ასული სამი,
რომელთაც წინათ წარმოშვეს რკინა,
რომელთაც შექმნეს ფოლადი მტკიცე.
ისინი ცში გაფრინდნენ სწრაფად
და შეერივნენ ამღვრეულ ღრუბლებს,
რძით აღვსებულან მკერდები მათი,
დამძიმებულან ძუძუნი რძითა,
ძუძუებიდან წვეთები წვეთენ

180 მკითხველთა ლიგა


და მიწას რწყავენ მოწყალე წვეთნი,
ანოყივრებენ ჭაობებს დამპალს,
მთვლემარე ტბებს და მდინარეს მდორეს.
ყველაზე უფროს ქალწულის მკერდით
შავ წვეთად წვეთენ წვეთები რძისა,
და შუათანა ქლწულის მკერდით
თეთრ წვეთად წვეთენ წვეთები რძისა,
ხოლო უმრწმესი ქალწულის მკერდით
წითლად წვეთევენ წვეთები რძისა.
იქ, სადაც შავი დაეცა წვეთი,
ძალიან რბილი შეიქმნა რკინა;
იქ, სადაც თეთრი დაეცა წვეთი,
გამოგვეცხადა ფოლადი მტკიცე;
სადაც წითელი დაეცა წვეთი,
მორბილო რკინა შეიქმნა მხოლოდ.
ერთხელ ძალიან მოსწყინდა რკინას,
მოწყენილ რკინას მოსწყურდა ერთხელ,
ძმა შუათანა ეხილა ახლოს,
რომ უფრო ახლოს გაეცნო იგი.
მაგრამ ძმა მისი იზარადა მძლავრად,
მხურვალე ცეცხლი გავრცელდა უცებ,
რომ ძვირფას ძმასთან მივიდეს ახლოს
და რკინას ახლოს მხურვალე ხელი.
მაგრამ სასწრაფოდ გაიქცა რკინა,
რათა ძმისაგან დაეხსნა თავი,
განრიდებოდა მხურვალე ხელებს
და ცეცხლის ხახას ესოდენ მაცდურს.
ძმისაგან გარბის საბრალო რკინა,

181 მკითხველთა ლიგა


მიუვალ სადგომს დაეძებს იგი,
სადგომს დაეძებს წაობის ფსკერზე,
მდინარის ფსკერზე დაეძებს სადგომს,
ის თავშესაფარს დაეძებს ყველგან
მოინახულებს ჯურღმულებს მთების,
სადაც ბატები ასხედან კვერცხებს
და კვერცხებს დებენ გედები სადაც.
ბოლოს კი რკინამ იპოვა ბინა,
სასურველ სადგომს მიაგნო ბოლოს,
დაისადგურა მდინარის ფსკერზე
და ხისა ორის ორ ძირკვთა შორის.
იქ ორი წელი იცხოვრა რკინამ,
მესამე წელიც იცხოვრა შემდეგ,
მაგრამ მაინც ვერ გაექცა იგი
მხურვალე ცეცხლის ხელებს და ხვევნას
და მოუწია ეხილა ისევ
გახურებული სამყოფი ცეცხლის,
რათა მახვილი შეექმნათ მისგან,
რათა ძლიერი შეექმნათ შუბი.
მოეშურება ჭაობზე მგელი,
გამოდის დათვი დაბურულ ტყიდან,
და არხევს მგელი ლიამპალს მდორეს,
და თელავს დათვი ჭაობებს თათით.
ამოიზარდა მაგარი რკინა,
ამოიზარდა ფოლადი მტკიცე,
იქ, სადაც მგელმა დაადგა ფეხი,
იქ, სადაც თათი დაადგა დათვმა.
ჰო, დაიბადა მჭედელი ბრძენი,

182 მკითხველთა ლიგა


ილმარინენი მოვიდა ქვეყნად,
ის დაიბადა ნახშირის მთაზე,
ნახშირის ველზე იზარადა იგი,
ხელში ვეება უჭირავს ურო,
მარწუხს მუჭავს და ძალუმად უჭერს.
ის დაიბადა გვიანი ღამით,
ხოლო დილით კი წამოდგა ფეხზე,
სამჭედლო ადგილს დაუწყო ძებნა,
ვერსად იპოვა ადგილი იგი.
შორით ჭაობი შენიშნა ბოლოს,
ხოლო ჭაობში კლდეები მრუმე,
ჭაობისაკენ გასწია ლაღად,
ახლოს იხილა ჭაობი ვრცელი.
სამჭედლო ქურა გამართა კლდეზე,
საბერველებიც გამართა უმალ.
მგლის ნაფეხურებს გაუყვა სწრაფად,
სწრაფად გაუყვა ნაკვალევს დათვის
და დიდი დათვის ვეება კვალზე
და ნაფეხურზე მშიერი მგლისა,
ამონაყარი შენიშნა რკინის,
წააწყდა ცისფერ ფოლადის წნელებს.
ასე იტყოდა მჭედელი მაშინ,
ოსტატი დიდი იტყოდა ასე:
„ო, საცოდავო, საბრალო რკინავ!
აგირჩევია ადგილი ცუდი,
ხარ ჩაფლობილი წაობში ერთობ,
ხარ განფენილი სიღრმეში ფრიად,
ხან რუხი მგელი გაბიჯებს თავზე,

183 მკითხველთა ლიგა


ხან გტორავს თათით ვეება დათვი!“
ასე იფიქრა მჭედელმა ბოლოს,
მჭედელმა დიდმა წარმოთქვა ასე:
„რკინა რომ ჩავდო ქურაში ცხელში,
რა შეიქმნება ქურაში ნეტავ?“
რკინას რა ესმა სიტყვები ესე,
შიშით აღივსო საბრალო რკინა,
რადგანაც ქურა ელოდა ცხელი,
რადგან გიჟური ელოდა სიცხე.
მაშინ ჩაფიქრდა მჭედელი დინჯად,
ოსტატი ბრძენი იტყოდა მაშინ:
„არა, არასდროს მოხდება იგი,
იგი არასდროს მოხდება, მჯერა:
ცეცხლმა ხელი რომ აღმართოს ძმაზე,
ძვირფას თვისტომზე აღმართოს ხელი,
შენ ცეცხლის ბინას ეწვევი რკინავ,
მოგათავსებენ მხურვალე ფსკერზე,
და გაიზრდები, რკინაო, ცეცხლით,
მოგემატება ძალ-ღონე რკინავ,
კაცის მახვილად იქცევი გრდემლზე,
საკინძეებად იქცევი ქალის!“
როს დედამიწას დაეცა ბინდი,
ჭაობებიდან მოთხარეს რკინა
და მოუტანეს დიდებულ მჭედელს
და მოათავსეს ქურასთან იგი.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
საბრალო რკინა ჩააგდო ცეცხლში,
საბერველებით ჩაბერა სამჯერ,

184 მკითხველთა ლიგა


საბერველებით ჩაბერა მძლავრად.
მხურვალე ქურის მხურვალე ალში,
მხურვალე ქურის მხურვალე ფსკერზე,
რკინამ თანდათან დაიწყო დნობა,
საბერველის ქვეშ დარბილდა რკინა,
ხორბლის ცომივით დარბილდა იგი,
შავი ცომივით გაშავდა უცებ.
შეშინებულმა იკივლა რკინამ
და შეევედრა დიდებულ მჭედელს:
„ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
ო, განმარინე აქედან ჩქარა,
მე აქ მძიძგნის და მაწამებს ცეცხლი,
ვეღარ ვისვენებ მხურვალე ფსკერზე!“
ილმარინენო, მჭედელი ბრძენი,
საბრალო რკინას მიუგებს ასე:
„მე რომ აქედან გაგიშვა, რკინავ,
რომ განგარიდო მხურვალე ცეცხლი,
შენ საზარელი შეიქნე იქნებ,
იქნებ საშიში შეიქნე მეტად
დაძმას საკუთარს მოუღო ბოლო,
უბედურ დედას მოუკლა შვილი“.
წინაშე ქურის, წინაშე გრდემლის,
მჭედლის ვეება უროს წინაშე,
სასტიკი ფიცით იფიცა რკინამ,
რკინამ მაღალით იფიცა ფიცით,
ცბიერმა რკინამ იფიცა ასე,
ასე იფიცა ბოროტმა რკინამ:
„მე ძმას აროდეს მოვუღებ ბოლოს,

185 მკითხველთა ლიგა


დედას აროდეს მოვუკლავ შვილებს,
რადგან ამ ქვეყნად არიან ხენი
და ქვანი ბლომად არიან ქვეყნად.
თუკი შემეხო მშრომელი მარჯვე,
თუ გამრჯე კაცის ჩავვარდი ხელში,
მე ბედნიერი ვიქნები უფრო,
თავისუფალიც ვიქნები ხშირად,
ვიდრე საყვარელ თვისტომის მოკვლით
და ახლობლების აჩეხვით ვიდრე.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
მჭედელმა დიდმა, უკვდავმა მარად,
რკინა ცეცხლიდან მოიღო უცებ
და ფართე გრდემლზე დააგდო იგი.
აამუშავა ვეება ურო,
საგანთა შექმნას შეუდგა სწრაფად,
და დაამზადა ნაჯახი მჭრელი,
და გამოსჭედა ლახვარი მტკიცე.
მაგრამ ჯერ ბევრი აკლია რკინას,
წრთობა ჭირდება საბრალოს კიდევ,
ჯერ კიდევ ენა არა ჩანს რკინის,
ფოლადის პირიც არა ჩანს ჯერაც.
რკინას ხომ ვერვინ გააწრთობს ისე,
თუ არ ასხურა რკინაზე წყალი.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
გამოსავალი იპოვა უცებ:
ფოლადის საწრთობ სითხეში ცხელში,
წვენში, რომელიც ამაგრებს რკინას,
მან ჩაუმატა ნაცარი მცირე

186 მკითხველთა ლიგა


და ნაცარტუტაც ჩაყარა ცივი.
ნაერთი ენით მოსინჯა ოდნავ
და დაადგინა მჭედელმა ბოლოს:
„არა და არა, ნაერთი იგი,
არ გარდიქმნება იმნაირ სითხედ,
რომ გამოაწრთოს საბრალო რკინა,
რომ გაამაგროს ფოლადი რბილი“.
უცებ ფუტკარი აფრინდა ველზე,
ცისფერფრთიანი აფრინდა მაღლა,
ჰაერში დაჰყო სულ რაღაც წამი
და მჭედლის ქურას ეწვია ბოლოს.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
პატარა ფუტკარს მიუგო ასე:
„ჰოი, ფუტკარო, კაცუნავ სწრაფო!
მოხეტიალევ ჰაერში ლაღად,
ცისფერი ფრთებით მოიღე თაფლი,
მაცოცხლებელი მოიღე სითხე,
ექვსი ყვავილი მოწოვე ფრთხილად,
შვიდი ბალახის მოწოვე სიტკბო,
რომ შევამზადო ფოლადი მტკიცე,
რომ გავამაგრო საბრალო რკინა!“
ცისფერფრთიანმა ხიისის ჩიტმა,
კარგად გაიგო სიტყვები მჭედლის:
სამჭედლოს თავზე მჯდარიყო თურმე
და უყურებდა ყველაფერს დაბლა,
რკინა ქურაში დნებოდა როგორ,
ვით მზადდებოდა ფოლადი ფსკერზე.
სწრაფად გაფრინდა პატარა ჩიტი

187 მკითხველთა ლიგა


და უფრო სწრაფად მოფრინდა უკან,
შიშით აივსო ხიისის მხარე,
მთელი ქვეყანა აივსო შიშით,
უნასის შხამი მოიღო ბლომად,
მოიღო გველის სისინი მძიმე,
ჭინჭველის შხამი მოზიდა ფრთებით,
ფარული შხამი მოზიდა მყვართა,
რომ გამოაწრთოს საბრალო რკინა,
რომ გამოაწრთოს ფოლადი რბილი.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,
გახარებული, ამრიგად გონებს,
გალაღებული, ამრიგად ფიქრობს,
რომ მოუტანა ფიტკარმა თაფლი,
რომ მოუზიდა ნუგბარი სითხე,
აღტაცებული მიუგებს ფუტკარს,
პატარა ფრინველს მიუგებს იგი:
„ჰოი, ფუტკარო, კაცუნავ სწრაფო!
ვიცი ნუგბარი მოიღე სითხე,
რომ გამოვაწრთო საბრალო რკინა,
რომ გავამაგრო ფოლადი რბილი“.
მან შიგ ჩაუშვა ფოლადი რბილი,
საბრალო რკინაც ჩაუშვა შემდეგ,
მან ამოიღო ცეცხლიდან რკინა,
ამოიტანა ფოლადი ზევით.
როს ამოვიდა ფოლადი ზევით,
როს ამოვიდა ცეცხლიდან რკინა,
ფოლადმა ფიცი გატეხა მტკიცე,

188 მკითხველთა ლიგა


ვითარცა ძაღლმა შეჭამა ფიცი.
და დაერია საყვარელ თვისტომს,
არ მოერიდა უბედურ მშობლებს,
სისხლს აიძულა ედინა ღვარად
და მიდის ღვარად წითელი სისხლი“.
თეთრწვერიანი მოხუცი კაცი,
მაღალ ღუმლიდან იტყოდა ასე:
„რკინის საწყისი გავიგე კარგად,
ბოროტი არსი შევიცან რკინის“.
ჰოი, საბრალოვ, ბოროტო რკინავ,
უბრალო ნამწვი იყავი მხოლოდ,
გარდიქცეოდი ფოლადად ვიდრე!
რკინავ, როგორღაც იზარდე ქვეყნად,
რკინავ, როგორღაც საშიში გახდი,
წამოგეზარდა სხეული მცირე
და გოლიათად გარდიქმენ, რკინავ!
რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,
არ იყავ დიდი და არცა მცირე,
რკინავ, არ იყავ ლამაზი წინათ,
რკინავ, შენ წინათ არ იყავ მძლავრი.
რკინავ, წინათ რძე იყო მხოლოდ
და ულამაზეს ასულის მკერდით
ძირს იღვრებოდი ნაზად და მშვიდად,
ეფინებოდი მშვენიერ არეს.
რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,
არ იყავ დიდი და არცა მცირე,
შენ თითქოს ზეცის იყავი ცვარი,
წყაროს ნაკადი იყავი თითქოს.

189 მკითხველთა ლიგა


ბნელ ჯურღმულებში, ხვეულთა კლდეთა,
დიდთა ჭაობთა მშვენიერ ქედზე,
იწექი, ვითარ მტვერი წევს ჟანგის,
იწექი, ვითარ დამწვარი მიწა.
რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,
არ იყავ დიდი და არცა მცირე,
ოდეს საზარელ ჭაობთა შორის
ფლოქვით გთელავდა ველური დომბა
და გჭყლეტდა მგელთა ფეხები მწარე,
ვეება დათვი გკაწრავდა თათით.
რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,
არ იყავ დიდი და არცა მცირე,
ოდეს გიპოვა მჭედელმა დიდმა
და ბნელ სიღრმიდან მოგიღო ზევით,
და მოგათრია ქურასთან ახლოს
და მოგათავსა მხურვალე ფსკერზე.
რკინავ, შენ დიდი არ იყავ წინათ,
არ იყავ დიდი და არცა მცირე,
ოდეს იწოდი ქურაში ცხელში,
ოდეს ქურაში ლღვებოდი სწრაფად
და ნამწვის დარად წიოდი მწარედ,
და წყალის დარად ხმაურით დუღდი,
ოდეს ძლიერად იფიცე, რკინავ,
ოდეს იფიცე, რკინაო, მტკიცედ,
წინაშე გრდემლის, წინაშე უროს,
წინაშე ქურის მხურვალე ფსკერის,
სადაც მჭედელი გჭედავდა დიდხანს,
ოსტატი დიდი გჭედავდა გრდემლზე.

190 მკითხველთა ლიგა


შენ ეხლა დიდი შეიქენ, რკინავ,
შეიქენ, რკინავ, მძაფრი და მძიმე,
გატეხე ფიცი და როგორც ძაღლმა
შენ შთანთქე წმინდა სინდისი შენი
და აღარ ინდობს საყვარელ თვისტომს,
და ანადგურებს საკუთარ მოდგმას.
ვინ გაიძულა ბოროტი საქმე,
ვინ შთაგაგონა ზრახვანი ცუდნი?
იქნება მამამ და შენმა დედამ,
ან უხუცესმა ძამიკომ შენმა,
შენმა უმრწმესმა დაიკომ იქნებ,
ანდა სხვა კაცმა შენივე მოდგმის?
არც დედამ და არც მშობელმა მამამ,
არც უხუცესმა ძამიკომ შენმა
და არც უმრწმესმა დაიკომ კიდევ,
და არც სხვა კაცმა შენივე მოდგმის,
არ შთაგაგონა ბოროტი საქმე,
უბედურების წყარო ხარ თავად.
აი, შეხედე საქმეთა შენთა
და მოვედ, რათა გაფანტო ჭირი,
თორემ დედაშენს შეხვდები სადმე
და მოვუყვები საზარელ ამბავს.
დედას ბევრი აქვს ზრუნვა და დარდი,
მშობელი დედა განიცდის მძიმედ,
თუ ცუდი საქმე იკადრა შვილმა,
თუ თავხედურად მოიქცა შვილი.
შესდექი, სისხლო, გეყოფა დენა,
ნუღარ იღვრები, ნაკადო ილო,

191 მკითხველთა ლიგა


ნუ მეშხეფები დამაშვრალ შუბლზე,
ნუ დამისველე ძლიერი მკერდი.
უძრავად დადექ, კედელი ვითარ,
ვითარ მესერი, უძრავად დადექ,
ვითარ დგა ხმალი, ნასროლი ზღვაში,
ვითარცა ხავსი ნისლი დგა ველად,
ვითარცა გზაზე ლოდი დგა მძიმე
და წყალვარდნილში – ვეება კლდენი.
ხოლო სხვა გზა თუ არ არის შენთვის
და უსათუოდ გჭირდება დენა,
მაშინ შენ ხორცში იდინე მხოლოდ,
მაშინ შენ ძვლებში იდინე ისევ.
სხეულში ყოფნა ჯობია შენთვის,
შენთვის ჯობია სხეულში ღელვა
და მოძრაობა ძარღვებში მძიმედ
და მიმოქცევა დახლართულ ძვლებში,
ვიდრე მიწაზე გადმოღვრა წითლად,
საზიზღარ მტვერში აღერევა ვიდრე.
ნუღარ იღვრები მიწაზე, რძეო,
ნუღარ იღვრები უსაზღვრო ველზე,
ნურცა ბუსნოზე, მშვენებავ კაცთა,
ნუცა ქედებზე, გმირების ოქროვ:
შენ უნდა გულში შეხვიდე ისევ,
უნდა იდინო ფილტვებში ქშენით,
ამიტომ სწრაფად დაბრუნდი უკან
და დაუბრუნდი საკუთარ სხეულს.
საჭიროება არ არის იმის,
რომ განეფინო მდინარედ მიწას,

192 მკითხველთა ლიგა


რომ ჭაობიდან დიოდე წყაროდ,
ამდა მინდორზე დაგროვდე გუბედ.
სისხლო წითელო, იღვრები ნუღარ,
სისხლო წითელო, დამშვიდდი, დადექ,
შენივე თავი შებოჭე თავად,
თავდა დათრგუნე შენივე თავი.
ოდეს ზაფხულში გაგვტანჯა გვალვამ,
სასტიკი სიცხე ვიგემეთ ოდეს,
ტურიის მთაზე ხომ დაცხრნენ მაშინ
წყალვარდნილები, მხტომელნი მძაფრად,
ამოშრა ზეცის უსაზღვრო სივრცე,
უკიდეგანო ამოშრნენ ზღვები.
თუ არ შეისმენ გონივრულ რჩევას,
სხვა საშუალებას მივმართავ მაშინ:
მე გამოვართმევ ხიისის ჭურჭელს,
სისხლის ღვარი რომ ადუღდეს სწრაფად,
რომ გამოიწრთოს ჭურჭელში სისხლი
და არ გადმოცდეს ჭურჭელი კიდეს,
რომ სტვენით აღარ გაიჭრას ველად.
არ გადმოსდინდეს დარღვეულ სხეულს.
იქნებ მე უკვე აღარ ვარ გმირი,
მე გოლიათი აღარ ვარ იქნებ,
სისხლის დენას რომ მოვუღო ბოლო,
რომ შევაჩერო დინება სისხლის?
მაშინ დიდებულს მოვუხმობ უფალს,
რომელიც მაღლა განაგებს ღრუბლებს;
უძლეველია უფალი იგი,
ყოვლისშემძლეა უფალი ქვეყნად,

193 მკითხველთა ლიგა


იგი ჭრილობებს ჩაკეტავს მტკიცედ,
იგი დაახშობს დინებს სისხლის.
ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო,
ო, ზეციერო მამაო ჩვენო!
ო, მოვედ, მოვედ საშველად ჩემდა,
იმედად ჩემდა მოვედ, ო, მოვედ!
ძლიერი ხელით დაახშე მძლავრად,
დაკეტე მტკიცედ ძლიერი თითით
ხვრელი ფართე და ბოროტი ერთობ,
განუკურნელი ჭრილობა ღია,
გადააფარე ფოთლები ნორჩი,
ოქროს ყვავილით დაფარე უცებ,
რათა დაახშო ნაკადი მძლავრად,
გადაუკეტო სავალი გზები,
რომ არ დიოდეს ჭაღარა წვერზე,
არ მისველებდეს მშვენიერ კაბას!
ნაკადის დენა შეწყვიტა ასე,
ასე დაუხშო სავალი გზები
და შემდეგ შვილი მოიხმო სწრაფად,
სამჭედლოსაკენ გაგზავნა შემდეგ,
რომ მოიტანოს ბალახის ბოჭკო,
მელაკუდა და წვეთები თაფლის,
რომ შეაზავოს მალამო კარგად,
რომ შეამზადოს ნაერთი მტკიცე.
სამჭედლოსაკენ წავიდა ბავშვი,
რომ შეამზადოს მალამო უცხო,
უეცრად მუხა შემოხვდა გზაზე
და შეეკითხა ყმაწვილი მუხას:

194 მკითხველთა ლიგა


„მუხაო, თუ გაქვს ტოტებში თაფლი,
ან გოლეული თუ დაგრჩა კიდევ?“
გაესაუბრა გიგანტი ყმაწვილს,
ასე მიუგო პატარას მუხამ:
„მჭექარ ღრუბლებს რომ დასდინდა სიტკბო,
წამიერ ცხვრებს რომ დასდინდა თაფლი,
განა გუშინ არ დამდინდა თავზე,
არ დამეკიდა ტოტებზე განა?“
მუხას მოსტეხა ნაწილი მცირე,
ჩამოაცალა ნამცეცი რბილი,
მერე ბალახი მოკრიფა ბლომად,
ველად მოკრიფა ბალახი მწვანე,
რომელთაც არვინ არ იცნობს ჩვენში,
რომელთა მსგავსი სმენიათ არსად.
მან მუხის ქერქის ნაფოტი რბილი,
ნაირნაირი ბალახი მწვანე,
მდუღარე ქვაბში ჩაყარა სწრაფად
და შეამზადა ნაერთი მძლავრი.
აი, ხმაურობს მდუღარე ქვაბი,
მდუღარე კასრი ხმაურობს ლაღად,
სამი ღამეა ხმაურობს უკვე,
ხმაურობს ლაღად დღე არის სამი.
ასე იფიქრა პატარამ ბოლოს,
დაეჭვებულმა წარმოსთქვა ასე:
„მასალა იგი მზად არის იქნებ,
იქნებ მზად არის მალამო იგი“.
მაგრამ მალამოს აკლია რაღაც,
ჯერ მზად არ არის ნაერთი იგი,

195 მკითხველთა ლიგა


სწორედ ამიტომ, ჩაყარა ქვაბში
ნაირნაირი ბალახი ბლომად,
რომელსაც კრეფდნენ გრძნეულნი ცხრანი
და ჯადოქარნი რვანი რომ კრეფდნენ,
იმ მხარეებში, რომელიც ჩვენგან
დაშორებულან ათასი მილით.
სამიოდ ღამე ადუღა კიდევ,
ცხრა ღამე ხარშა მალამო უცხო,
ბოლოს ცეცხლიდან ჩამოდგა ქვაბი,
მდურარე ქვაბი ჩამოდგა დაბლა
და დააკვირდა მალამოს შემდეგ,
მდუღარე ნაერთს დახედა ეჭვით:
ხომ არ დამზადდა მალამო ნეტავ,
ხომ არ შექიმნა ნაერთი იგი?
სადაც ლამაზი გაშლილა მდელო,
ტოტებმრავალი ხარობდა ვერხვი,
დამსხვრეულიყო საწყალი ძალზე,
გადმოხრილიყო ძალიან დაბლა.
ბავშვმა წაუსვა მალამო რბილი,
სხეულოზე წასცხო გრძნეული სითხე,
და შემდეგ წარსთქვა სიტყვები ბავშმა,
ასე იტყოდა პატარა ბავშვი:
„იმის გამო, რომ დიდებულ ნაერთს,
მე გადავუსვამ სიმრუდეს ხისას,
იმის გამო, რომ მალამოს უცხოს,
მე წავცხებ ვერხვის ჭრილობებს მძიმეს,
უნდა გამრთელდეს ხე იგი უმალ,
უნდა შეიქნეს ლაღი და მძლავრი“.

196 მკითხველთა ლიგა


ხე იგი წელში გასწორდა შემდეგ,
უფრო მაგარი შეიქნა ვერხვი,
მწვანე კენწერო წავიდა მაღლა,
მაღალი ტანი შეიქნა მტკიცე.
დამსხვრეულ ლოდებს, დარღველ
კლდეებს,
უცხო მალამო წაუსვა ბლომად
და კვლავ შეერთდნენ ვეება ლოდნი,
ვეება კლდენი შეერთდნენ ისევ.
როს შეამზადა მალამო უცხო,
უმალ დასტოვა სამჭედლო ბავშვმა,
დიდებულ ბრძენთან მივიდა იგი,
და მოახსენა ვეინეს ასე:
„აი, ნაერთი ძლიერი ერთობ
და საშვალება ნაცადი ყველაგან,
დარღვეულ კლდეებს აერთებს იგი,
აერთებს იგი დამსხვრეულ ლოდებს“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
უმალ მოსინჯა ნაერთი ენით
და მოეწონა ნაერთი ძლიერ,
და გაიხარა მოხუცმა დიდად.
ბიჭმა აიღო ნაერთი იგი,
ვეინეს წასცხო გრძნეული სითხე,
წასცხო მალამო მაღლა და დაბლა,
შუაშიც წასცხო მალამო უცხო;
დაფიქრებული იტყოდა შემდეგ,
იგი უცნაურს იტყოდა სიტყვას:
„ჩემი სხეულით მოვდივარ როდი,

197 მკითხველთა ლიგა


მე შემოქმედის სხეულით მოვალ;
საკუთარ ძალით მოვდივარ როდი,
ყოვლადძლიერის მოვყავარ ძალას;
საკუთარ ბაგით ვმეტყველებ როდი,
უზენაესის მეტყველებს ბაგე;
თუმცა აქვთ მადლი ბაგეთა ჩემთა,
მაგრამ უფლისას მეტი აქვს უფრო;
აქვთ სილამზე საკუთარ ხელებს,
უმჯობესია ხელები უფლის!“
ოდეს წაუსვა მალამო ბიჭმა,
როდესაც წასცხო გრძნეული სითხე,
ტკივილმა დიდმა შეიპყრო ბრძენი,
დაიკლაკნა და განერთხო მიწას.
ხან იქით ეცა და ხანაც აქეთ,
ვერსად იპოვა საშველი მაინც.
მოხუცი დევნის ტანიდან ტკივილს,
ტანიდან დევნის საშინელ ტანჯვას,
გზავნის ტკივილებს ტკივილთა მთაზე
და ტნჯვებს ტანჯვის ქედებზე გზავნის,
რათა გახადოს ლოდები ავად,
რათა ტანჯვები აგემოს კლდეებს.
მან აბრეშუმის აიღო ბაბთა,
აიღო ბაბთა გრძელი და ფართე,
და იგი სიგრძივ გახია სწრაფად
და შექმნა მათგან არტახი ორი.
შემოახვია არტახი მუხლზე,
თითი არტახით გაძაგრა მძლავრად.
ასე იტყოდა ყმაწვილი შემდეგ,

198 მკითხველთა ლიგა


ასე იტყოდა კეთილი ბავშვი:
„გაპობილ მუხლზე, დიდებულ ვაჟკაცს,
დიდებულ ვაჟკაცს გაჩეხილ თითზე
ღვთის აბრეშუმი არტახად შვენის,
არტახად შვენის ბაბთები ღვთისა.
ჰოი, მოგვხედე, მამო ჩვენო,
მამაო ბრძენო, ნუგეშად გვექმენ,
რათა დაგვიცხრეს ტკივილი მძლავრი,
სასტიკი ტანჯვა მოგვშორდეს რათა“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მისანი დიდი, უკვდავი მარად,
მაგრად დაეყრდნო ორივე ფეხზე,
კვლავ ძველებურად აღივსო ჯანით,
დაბლა შეიკრა ჭრილობა ღია,
სხეული შიგნით შეიქნა მტკიცე,
უმალ გამრთელდა ორივე ფერდი,
არსად დააჩნდა ჭრილობა სხეულს.
იგი შეიქნა ლამაზი უფრო,
ლამაზი, ვიდრე ყოფილა ადრე.
უკვე შეეძლო გადადგმა ფეხის,
უკვე შეეძლო მუხლების მოხრა,
ისე რომ ტკენა არ ეგრძნო მცირე,
არც დაბრკოლება არ ეჰრძნო დიდი.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
წამოიმართა, წამოდგა ფეხზე,
და უმალ ხედვა მიაპყრო მაღლა
და დაეუფლა სილაღე დიდი,
და უფლის მიმართ ღაღადყო ასე,

199 მკითხველთა ლიგა


სამადლობელი აღმოსთქვა სიტყვა:
„ზეციდან მოდის წყალობა უხვი,
ნიადაგ ზრუნავს უფალი ჩვენზე,
რათა ტკივილებს მოეღოს ბოლო,
ბოლო მოეღოს საზარელ ტანჯვას.
დაე, იდიდოს უფალი ჩვენი,
უზენაესი იდიდოს მარად!
დიდი იარა მტანჯავდა ოდეს,
ოდეს მტანჯავდა ჭრილობა დიდი,
მაშინ დაუშვა წყალობა დაბლა,
მაშინ დამიხსნა ტანჯვისგან სწორედ!“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დაფიქრებული იტყოდა ასე:
„ხალხნო, რომელიც შემდეგშო მოხვალ,
შენ, მომავალო თაობავ ჩვენო!
არ დაიკვეხო კეთება ნავის,
არვის დაუდო ნაძლევი ნავზე,
რადგანაც საქმეს, დაწყებულს თქვენგან,
ამთავრებს მხოლოდ უფალი ბრძენი,
უმისოდ ძალა არა აქვთ გმირებს,
უმისოდ ხელებს არა აქვთ ძალა!“

200 მკითხველთა ლიგა


runa meaTe

ვეინემეინენი შინ ბრუნდება და ილმარინენს ურჩევს წავი-


დეს პოხელში და დანიშნოს იქაური ასული, რომელსაც იმ
შემთხვევაში მისცემენ, თუ სამპოს გასჭედავს. ილმარინენს
არ სურს პოხელში წასვლა. მაშინ ვეინემეინენი მისი სურვი-
ლის წინააღმდეგ აგზავნის მას პოხელში. ილმარინენი პო-
ხელში ჩადის, იქ კარგად ხვდებიან და წინადადებას აძლევენ
გაჭედოს სამპო. ილმარინენი ჭედავს სამპოს და პოხელის
დიასახლისი მას პოხელის ქვიან მთაზე დგამს. ილმარინენი
შრომის ჯილდოდ ასულის ხელს მოითხოვს; ასული ჭირვეუ-
ლობს და ეუბნება, არ შემიძლია სახლის მიტოვებაო. პოხე-
ლის დიასახლისი ილმარინენს აძლევს ნავს, იგი შინ ბრუნდე-
ბა და ეუბნება ვეინემეინენს, უკვე გავჭედე სამპოო.

201 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
გამოიყვანა მერანი გარეთ,
და გულმოდგინედ შეკაზმა ცხენი
და მარხილებში შეაბა სწრაფად.
მოიკალთა მარხილის თავზე,
დაუხმარებლად ავიდა ზევით.
გადაუჭირა მათრახი ქურანს,
სცა მარგალიტის მათრახი ტანზე,
ელვის უსწრაფეს გაიჭრა ცხენი,
თვალისმომჭრელად იელვეს გზებმა.
და ახმაურდნენ კავები მძიმე,
და აჭრიალდნენ რკალები ხმელი.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
გადაუქროლა უსაზღვრო ველებს,
გადაუქროლა მშვენიერ მდელოს,
ულევი სივრცე გალია უმალ;
დღე ერთ იარა, იარა ორი
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,
ის კალევის მიადგა საზღავარს,
ოსმოს მისადგომს მიადგა იგი.
ასე იტყოდა მოხუცი ბრძენი,
ვეინემეინენ იტყოდა ასე:
„ის ძილისგუდა დაფლითე, მგელო!
სენო, დაფლითე ლაფლანდიელი!
მან საშინელი იკისრა საქმე,
მან საზრელი ისროლა სიტყვა,

202 მკითხველთა ლიგა


რომ ვიდრე მთვარე ანათებს ცაში
და ქვეყანაზე დავდივარ ვიდრე,
ვეღარ ვიხილავ ვეინელს ლამაზს,
ვერც კალევალას ვიხილავ თვალით.“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
დააგუგუნა სიმღერა მძლავრი
და ოქროს ნაძვი წარმოქმნა უცებ,
და წამოზიდა კენწერო ნაძვმა,
ღრუბლებში გაძვრა კენწერო ნაძვის,
გადაიწვართნენ ტოტები ცაზე.
მძლავრი სიმღერა იმღერა ბრძენმა
და კენწეროზე წამოჯდა მთვარე,
ბრძენმა შელოცვა იმღერა მძლავრი
და დასხა დათვის ვარსკვლავნი ჯგუფად.
გამოეშურა ვეინე შემდეგ,
სამშობლოსაკენ აიღო გეზი,
შემოსევია დარდები მძიმე,
დაუფლებია უსაზღვრო სევდა,
რადგან აღუთქვა უმადურ ლოუხს,
რადგან დედაბერს აღუთქვა ცბიერს,
ილმარინენი, მჭედელი მძლავრი,
მჭედელი ბრძენი, უკვდავი მარად,
რათა უსიერ ნისლიან პოხელს
და სარიოლას, დაფარულს ბნელით,
განრიდებოდა ვეინე თავად,
დაბრუნებოდა სამშობლოს ისევ.
ბოლოს ოსმოში მივიდა იგი
და შეაჩერა მერანი უცებ;

203 მკითხველთა ლიგა


აჭრელებული მარხილი დასთმო,
ფეხებით მტკიცედ დაეყრდნო მიწას.
უროს ხმაური მოესმა გრდემლზე,
ჩაქუჩის ცემის მოესმა ხმები.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
სამჭედლოსაკენ გასწია სწრაფად,
და სამჭედლოში შევიდა ოდეს,
უმალ შენიშნა მჭედელი დიდი.
ილმარინენი შრომობდა მშვიდად,
ვეება ურო ეჭირა ხელში.
ილმარინენი იტყოდა ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
სად დააყოვნე ამდენი ხანი,
რომელ მხარეში ცხოვრობდი ნეტავ?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„წყვდიად პოხელში ვცხოვრობდი დიდხანს,
სარიოლაში ვცხოვრობდი ბნელში,
ლაფლანდიაში ვცხოვრობდი დღემდე,
გრძნეულნი ბრძენნი ცხოვრობენ სადაც;
აი, სად დავყავ ამდენი ხანი,
სად გავატარე ცხოვრება მძიმე“.
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
მისანო დიდო, უკვდავო მარად!
როგორ ვიდოდა ცხოვრება შენი,
ან სამშობლოში დაბრუნდი როგორ?“

204 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ, მოხუცმა ბრძენმა,
დიდებულ მჭედელს მიუგო მშვიდად:
„ჩრდილოეთშია ასული ერთი,
ტურფა სული ამშვენებს სოფელს,
და ასულს არ სურს ლამაზი საქმრო,
არ სიამოვნებს ხსენებაც კაცის,
და ნახევარი პოხელის მხარე
ხოტბას ასხამს და ადიდებს ასულს:
საფეთქლებიდან სჩქეფს მთვარის შუქი,
სავსე მკერდიდან მზის სხივი მოსჩქეფს,
დათვის ვარსკვლავნი ასხედან მხრებზე,
შვიდვარსკვლავედი ბეჭებზე უზის.
ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!
წამოიყვანე ასული იგი
და გაახარე სამშობლო მხარე.
თუ გამოსჭედავ ჯადოსნურ სამპოს,
თუ თავსახურით დახურავ ჭრელით,
მშვენიერ ასულს შეგრთავენ ცოლად,
შენ გასამრჯელოდ მიიღებ ასულს».
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო!
წყვდიადით მოცულ პოხელში ალბათ
შენ თავი ჩემი დაპირდი ვინმეს,
რომ თავი შენი დაგეხსნა ამით.
იცოდე, ვიდრე დავდივარ ქვეყნად,
ზეცაზე მთვარე ანათებს ვიდრე,

205 მკითხველთა ლიგა


არ ვნახავ ქოხებს პოხელის მხარის,
სარიოლასაც არ ვნახავ, არა.
იქ ცოცხლად ჭამენ გულმამაც გმირებს,
უცხო ვაჟკაცებს აღრჩობენ ზღვაში“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„სხვა სასწაულიც მეგულვის ქვეყნად.
ნაძვი მაღალი იზრდება ოსმოს,
ოქროსრტოება იზრდება ველზე,
ყვავილოვანით იზრდება წვერით,
წვერზე უხდება მთოვარე კოხტა,
დათვის ვარსკვლავნი უსხედან მხრებზე“.
ასე ეტყოდა მჭედელი დიდი:
„არ დავიჯერებ შენ სიტყვებს მანამ,
სანამ თავად არ ვიხილავ თვალით,
საკუთარ თვალით არ ვნახავ ვიდრე“.
ასე ეტყოდა მოხუცი ბრძენი:
„თუ დაგაეჭვა ნათქვამმა ჩემმა,
მაშინ ნაძვისკენ გავწიოთ ბარემ
და შევამოწმოთ სიმართლე სიტყვის“.
მიდიან, ახლოს იხილონ რათა,
ყვავილოვანი ზღაპრული ნაძვი,
წინ მიუძღვება მოხუცი ჭაბუკს,
ჭაბუკი მოხუცს მიჰყვება უკან.
ოდეს მიადგნენ დანიშულ ადგილს
და ოსმოს საზღვარს მიადგნენ ოდეს,
ნაძვთან მიიჭრა მჭედელი ბძენი,
ხე იგი ახლოს იხილოს რათა,

206 მკითხველთა ლიგა


წვერზე რომ აზის ნათელი მთვარე,
ვარსკვლავი დათვის ტოტზე რომ აზის.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„ხეზე აძვერი ძმობილო ჩემო,
ძმობილო, ნაძვზე აძვერი ჩქარა,
რომ წვერზე მჯდარი ნათელი მთვარე
და ტოტზე მჯდარი ვარსკვლავი დათვის,
ჩამოიტანო ნაძვიდან დაბლა,
რათა არღარა ნათობდნენ ნაძვზე!“
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
ჯადოსნურ ნაძვზე მიძვრება ფრთხილად,
რომ წვერზე მჯდარი ნათელი მთვარე
და ტოტზე მჯდარი ვარსკვლავი დათვის,
ჩამოიტანოს ნაძვიდან დაბლა,
რათა არღარა ნათობდნენ ნაძვზე.
მაგრამ ნაძვის ხე აფრთხილებს ჭაბუკს,
დიდებულ მჭედელს მიუგებს იგი:
„შენ გულუბრყვილო კაცი ხარ მეტად,
არ გაგაჩნია მიხვედრა მცირე,
დაუფიქრებლად მიძვრები ზევით,
ბრიყვი ბალღივით მიძვრები მაღლა,
რომ წვერზე მჯდარი ის ყალბი მთვარე,
ტოტებზე მჯდარი ვარსკვლავი დათვის,
ჩამოიტანოს ნაძვიდან დაბლა,
რათა არღარა ნათობდნენ ნაძვზე“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
დააგუგუნა სიმღერა მძლავრი

207 მკითხველთა ლიგა


და ამოვარდა გრიგალი უცებ,
და ატორტმანდა ჰაერი მძლავრად.
ასე მღეროდა მოხუცი ბრძენი,
მისანი დიდი იტყოდა ასე:
„ჭაბუკი იგი წარიღე ქარო,
შენივე ნავით წარიღე სწრაფად,
პოხელისაკენ წარიღე იგი,
მიაგდე იგი ნისლიან პოხელს!“
დაიღრიალა გრიგალმა მძლავრმა
და გაარღვია ჰაერი სქელი,
და აღიტაცა ჭაბუკი უცებ,
პოხელისაკენ წარიღო სწრაფად.
ასე გაფრინდა ილმარინენი,
მჭედელი დიდი გაფრინდა ასე,
ქარების გზებით გაფრინდა სწრაფად,
უმძაფრეს გრიგალს მოება იგი,
დიდხანს იფრინა მჭედელმა ბრძენმა
მზეზე დაბლა და მთვარეზე მაღლა,
გადაიარა ვარსკვლავი დათვის,
შეუსვენებლივ იფრინა ცაზე.
იგი პოხელში დაეშვა ბოლოს,
აბანოს კარებს მიადგა იგი,
და მისი მისვლა ვერ იგრძნეს ძაღლთა,
ვერ მიეგებნენ მყეფარნი ყეფით.
დიასახლისი პოხელის მხარის,
მოხუცი ქალი, ბოროტი ერთობ,
ამ დროს ეზოში მდგრაიყო თურმე
და ილმარინენს მიმართავს იგი:

208 მკითხველთა ლიგა


„რომელ ვაჟკაცებს ეკუთვნი ნეტავ,
ნეტავ ეკუთვნი დევგმირებს რომელს?
რომ მოფრენილხარ ქარების გზებით,
გივლია ქართა მარხილის კვალზე,
რომ შენი მოსვლა ვერ იგრძნეს ძაღლთა,
ვერ მოგეგებნენ მყეფარნი ყეფით“.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
ბოროტ დედაბერს მიუგებს მშვიდად:
„მე აქ ამისთვის მოვსულვარ როდი,
როდი მოგადექ იმისთვის კარზე,
რომ გავხდე ლუკმა მშიერთა ძაღლთა,
რომ მომესიონ მყეფარნი ყეფით“.
დიასახლისი პოხელის მხარის,
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„ილმარინენი არსებობს ქვეყნად,
ქვეყნად არსებობს მჭედელი დიდი,
კარგახანია მოველით აქეთ,
დიდიხანია გვწყურია ხილვა,
რომ გამოსჭედოს ზღაპრული სამპო,
თავსახურავით დახუროს ჭრელით.
ხომ არ გსმენია რაიმე მასზე,
ან პირადად ხომ არ იცნობ ნეტავ?“
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
ცბიერ დედაბერს მიუგებს მშვიდად:
„მე ილმარინენს მშვენივრად ვიცნობ,
ნამდვილად ვიცნობ დიდებულ მჭედელს,
ილმარინენი გახლავართ თავად,
თავად გახლავარ მჭედელი იგი“.

209 მკითხველთა ლიგა


დიასახლისი პოხელის მხარის,
მოხუცი ქალი, ბოროტი მეტად,
სწრაფად შევიდა საკუთარ სახლში,
საკუთარ ასულს ეტყოდა ასე:
„ჰოი, ურწმესო ასულო ჩემო,
ულამაზესო ასულთა შორის!
ლამაზი კაბა ჩაიცვი ჩქარა,
მარგალიტები დაისხი მკერდზე,
გაიფერადე ლამაზი ყელი,
ააფერადე ლოყები წითლად,
მშვენიერ თვალებს შემატე ეშხი
და ოთახიდან გამოდი გარეთ!
რადგან გვეწვია მჭედელი დიდი,
ილმარინენი გვეწვია რადგან,
რათა ზღაპრული გასჭედოს სამპო,
თავსახურავით დახუროს ჭრელით“.
ნაზი ასული პოხელის მხარის,
მშვენიერება მიწის და ზღვისა,
ამოალაგებს სკივრიდან კაბებს,
რომ აარჩიოს კარგებში კარგი.
ის გარდაიცვამს კაბაზე კაბას,
ქუდა დაიხურავს მშვენიერ თავზე,
საკინძეებსაც აიღებს იგი,
წელს დაუმშვენებს სარტყელი ოქროს.
მან საკუჭნაო დასტოვა სწრაფად,
ეზოზე გავლით შევიდა ქოხში,
უციმციმებდნენ თვალები უცხოდ,
მომხიბლავია ასული მეტად.

210 მკითხველთა ლიგა


გაბრწყინებია ერთიან სახე,
სავსე ლოყაზე უნთია ალი,
სავსე გულმკერდზე უელავს ოქრო,
ცინცხალი ვერცხლი უბრყწინავს თმებზე.
დიასახლისი პოხელის მხარის,
წინ წარუძღვება დიდებულ მჭედელს,
პოხელის სახლში შეიყვანს სწრაფად,
მას სარიოლას შეიყვანს სახლში,
ძღომამდე აჭმევს გემრიელ საჭმელს,
მშვენიერ სასმელს თრობამდე ასმევს,
სტუმარს არნახულს მიუზღავს პატივს,
მხოლოდ შეკითხვას დაუსვამს ბოლოს:
“ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
მჭედელო დიდო, უკვადვო მარად,
გედის ფრთის წვერი იშოვე სადმე,
რძე უშობლისა იხმარე ოდნავ,
აიღე მატყლი ლამაზი ბატკნის,
აიღე ქერის მარცვალი მცირე,
და ამ ნაერთით შექმენი სამპო,
თავსახურავით დახურე ჭრელით.
მაშინ ჩემს ასულს გაგატან ცოლად,
შენ შრომის ფასად მიიღებ ასულს“.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:
„მე გედის ფრთის წვერს ავიღებ ხელში,
რძეს უშობლისას მოვიხმარ ოდნავ,
ავიღებ მატყლსაც ლამაზი ბატკნის,
ავიღებ ქერის მარცვალსაც მცირეს,

211 მკითხველთა ლიგა


ამ ნაერთისგან გავჭედავ სამპოს,
თავსახურავით დავხურავ ჭრელით.
მე ხომ თვით ზეცა გავჭედე წინათ
და სახურავი დავხურე ჰაერს,
ესე ვქმენ ყოველ საწყისთა უწინ,
ესე ვქმენ უწინ ყოველთა ქმნილთა“.
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
მჭედელი ბრძენი, უკვდავი მარად,
წავიდა, რათა გასჭედოს სამპო,
თავსახურავით დახუროს ჭრელით.
სამჭედლო ადგილს დაუწყო ძებნა,
დაუწყო ძებნა სამჭედლო საგნებს,
ვერსად იპოვა ადგილი იგი,
საგნები იგი იპოვა ვერსად,
ვერსად იპოვა ქურა და ურო,
ვერსად იპოვა მჭედელმა გრდემლი.
მაშინ წარმოთქვა მჭდელმა ბრძენმა,
ილმარინენმა წარმოთქვა მაშინ:
„ეჭვი ქალების საქმეა მხოლოდ,
ვერ ამთავრებენ დიაცნი საქმეს,
და არა მამრნი, უბრალო თუნდაც,
თუნდაც უძლური და სუსტი გმირი!“
მთლად მოიარა პოხელის მხარე,
დაეხეტებს მთაში თუ ბარად,
ის ქურისათვის დაეძებს ადგილს,
საბერვლებისთვის ადგილებს არჩევს.
დღე ერთ იარა, იარა ორი,
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,

212 მკითხველთა ლიგა


ვეება ტინი შენიშნა ველად,
ველად შენიშნა საჭირო ლოდი.
და იგი ლოდთან მივიდა ახლოს
და გააჩაღა კოცონი მძლავრად,
საბერველები გამართა იქვე.
მეორე დღეს კი გამართა გრდემლი.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
მჭედელმა დიდმა, უკვდავმა მარად,
საჭირო საგნებს მოკიდა ხელი
და ცხელ ქურაში ჩაუშვა უცებ;
საბერველებთან მონანი იხმო,
მონათა მძლავრად შთაბერონ რათა.
საბერველებით მონანი ბერვენ
და აღვივებენ ნაკვერჩხლებს მძლავრად,
სამი იშრომეს ზაფხულის დღენი,
ზაფხულის სამი იშრომეს ღამე,
წამოეზარდათ თითებზე თიხა,
წამოეზარდათ ქუსლებზე ქვები.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
გავარვარებულს ჩახედავს ქურას,
ჩახედავს, ახლოს იხილოს რათა,
რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე,
რა დაიბადა ანთებულ ალში,
რა ამოზიდა მგზნებარე ცეცხლმა.
გამოეცხადა ცეცხლიდან მშვილდი,
მანათობელი ვითარცა მთვარე,
ვერცხლით ანათებს ორივე ბოლო,
სახელური კი სპილენძით ჭრელით.

213 მკითხველთა ლიგა


შესახედავად შვენოდა მშვილდი,
მას ერთი ნაკლი გააჩნდა მხოლოდ:
მსხვერპლს მოითხოვდა ყოველდღე იგი,
დღესასწაულზე ითხოვდა ორმაგს.
და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,
არ მოეწონა ასეთი მშვილდი,
გადაამტვრია მან მშვილდი შუა
და ნამსხვრევები ჩაუშვა ალში,
მერე დამაშვრალს უბრძანა მონებს,
საბერველებით შთაბერონ მძლავრად.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მეორე დღესაც ჩახედავს ქურას,
ჩახედავს, ახლოს იხილოს რათა,
რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე;
გამოეცხადა ცეცხლიდან ნავი,
ნავზე წითელი ფრიალებს აფრა,
ოქრო ყვითელი ანთია ქიმზე,
ნიჩბის პალოზე სპილენძი მკვეთრი.
შესახედავად შვენოდა ნავი,
მას ერთი ნაკლი გააჩნდა მხოლოდ:
ეტანებოდა საზარელ ბრძოლებს,
არ ჭირდებოდა ბრძანება სხვისი.
და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,
არ მოეწონა ასეთი კანჯო
და ნაფოტებად აქცია უმალ,
და ნაფოტები ჩაუშვა ალში,
მერე დამაშვრალს უბრძანა მონებს,
საბერველებით შთაბერონ მძლავრად.

214 მკითხველთა ლიგა


ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მესამე დღესაც ჩახედავს ქურას,
ჩეხედავს, ახლოს იხილოს რათა,
რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე;
გამოეცხადა ცეცხლიდან ძროხა,
რომელსაც ოქროს შვენოდა რქანი,
ვარსკვლავთა ხომლი შვენოდა შუბლზე
და რქათა შორის მნათობი დიდი.
შესახედავად შვენოდა ძროხა
მას ერთი ნაკლი გააჩნდა მხოლოდ:
გამუდმებულად ეძინა ტყეში,
რძით განაძღებდა ნიადაგს უძღებს.
და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,
არ მოეწონა ასეთი ძროხა,
და აქნა ძროხა მან ასო-ასოდ
და ასოები ჩაუშვა ალში,
მერე დამაშვრალს უბრძანა მონებს,
საბერველებით შთაბერონ მძლავრად.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მესამე დღესაც ჩახედავს ქურას,
ჩახედავს, ახლოს იხილოს რათა,
რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე;
გამოეცხადა გუთანი მძლავრი,
ოქროს სახნისი შვენოდა გუთანს,
ჯოხს უხდებოდა სპილენძი მტკიცე,
ხოლო სახელურს ხალასი ვერცხლი.
შესახედავად შვენოდა ძლიერ,
მას ერთი ნაკლი გააჩნდა მხოლოდ:

215 მკითხველთა ლიგა


სხვის მინდვრებს ხნავდა გუთანი მუდამ,
მეზობლის ველებს კვალავდა იგი.
და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,
არ მოეწონა გუთანი ერთობ,
და ნამსხვრევებად აქცია უმალ
და ნამსხვრევები ჩაუშვა ალში,
მერე დამაშვრალს უბრძანა მონებს,
საბერველებით თშაბერონ მძლავრად.
უცხო ქარები მოვარდნენ უცებ,
მძაფრი ქარები მოვარდნენ ერთად,
ოთხივე მხარის უბერვენ ქარნი
და აყრუებენ ხმაურით მხარეს.
დღე ერთს უბერეს, უბერეს ორი,
მესამე დღეა უბერვენ ფრიად,
ცეცხლი სარკმლიდან გამოდის გარეთ,
აწყდება კარებს ენები ცეცხლის,
ბოლის ღრუბლები მიიწევს მაღლა
და უერთდება ამღვრეულ ღრუბლებს.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
იმ დღეს მეორედ ჩახედავს ქურას,
ჩახედავს, ახლოს იხილოს რათა,
რა წარმოიქმნა მხურვალე ფსკერზე;
ხედავს ფსკერიდან ამოდის სამპო,
თავსახურავი მოიწევს ჭრელი.
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
მჭედელი ბრძენი, უკვდავი მარად,
გულდაჯერებით შეუდგა საქმეს,
აამოძრავა ჩაქუჩი მძლავრი.

216 მკითხველთა ლიგა


ჯადოსნურ სამპოს აკეთებს სწრაფად,
რომ ფერდით ფქვილი ჩამოფქვას სამპომ,
მეორე ფერდით მარილი მლაშე,
და ბევრი ფული – მესამე ფერდით.
ჰა, ამუშავდა წისქვილი უკვე
და სახურავიც ტრიალებს ჭრელი:
გამთენიიდან ფქვავს სამპო სამყოფს,
ფქვავს სამპო სამყოფს, საკმარისს ჭამად,
მეორედ იმდენს, გაყიდონ კიდეც,
მესამედ კიდევ, რომ გაწვდეს ნადიმთ.
აღაფრთოვანა ლოუხი სამპომ,
ცხრა ციხის მიღმა წარიღო იგი
და აიტანა პოხელის მთაზე,
სპილენძის ტინში დამალა ჩუმად.
წამოეზარდა ფესვები სამპოს
და ცხრა საჟენი გაბურღა სიღრმე,
მიემართება მიწაში ერთი,
ხოლო მეორე _ ნაპირზე ზღვისა,
მესამე ტინში შეიჭრა მტკიცედ,
ამოირჩია სავალი ძნელი.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
როს დაამთავრა თავისი საქმე,
მოხუცს მოსთხოვა ასული ნაზი,
ცბიერ დედაბერს მიმართა მშვიდად:
„ზღაპრული სამპო მზად არის უკვე
და თავსახურიც მზად არის ჭრელი.
მშვენიერ ასულს თუ მომცემ ცოლად,
თუ გაიმეტებ საყვარელ ასულს?“

217 მკითხველთა ლიგა


ნაზი ასული პოხელის მხარის,
დამწუხრებული იტყოდა ასე:
„გაისად ამ დროს, მჭედელო ბრძენო,
მომავალ ზაფხულს, ძვირფასო დედავ,
ვინ აამღეროს ჩიტები ლაღი,
ვინ აგალობოს გუგული ისევ,
თუ კი მარგუნეს ქვეყანა უცხო,
ხე ალუბლისა გადამრგეს სხვაგან?
თუ დაიკარგა ქათამი სადმე,
თუ ბატის ჭუჭულს დაებნა გზები,
ხე ალუბლისა წავიდა სხვაგან,
თუ აირჩია უცნობი მხარე,
დაე სუყველამ იცოდეთ მაშინ,
რომ პატარა და მშობლიურ მთიდან,
გაფრინდებიან გუგულნი უცებ,
გადაფრინდება ჩიტების გუნდი.
ამ ქვეყანაზე დავდივარ ვიდრე,
წმინდა ქალწულად დავრჩები მარად,
კვლავ ვიტრიალებ მშობლიურ სახლში,
არ მივატოვებ ზაფხულის ალოს.
რომ არ ვიარო ჭალაში ისევ,
ხელუხლებელი დარჩება ხილი
და უსიმღერო ნაპირი წყალთა,
და გაუვლელი ტყეები მწვანე“.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
მჭედელმა დიდმა, უკვდავმა მარად,
დამწუხრებულმა ჩაკიდა თავი,
ქუდი ვაგლახად მოექცა გვერდზე,

218 მკითხველთა ლიგა


მას ერთი ფიქრი აწუხებს ერთობ,
მას მწარე ფიქრი აწუხებს დიდად,
როგორ მოსცილდეს ნისლიან პოხელს,
ამ სარიოლას, შემოსილს ბნელით,
რომ დაუბრუნდეს მშობლიურ სახლ-კარს,
რომ დაუბრუნდეს სამშობლოს ისევ.
დიასახლისი პოხელის მხარის,
ასე მიუგებს დიდებულ მჭედელს:
„ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!
რატომ ჩაკიდე მწუხარედ თავი
და ქუდი რატომ მოგექცა გვერდზე?
ასეთი ფიქრი გაწვალებს იქნებ,
ვით დავუბრუნდე მშობლიურ სახლ-კარს?“
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:
„ასეთი ფიქრი მაწვალებს ერთობ,
აღარ მასვენებს მტანჯველი ფიქრი:
ვით დავუბრუნდე მშობლიურ სახლ-კარს,
როგორ ვიხილო სამშობლო მხარე“.
დიასახლისმა პოხელის მხარის,
ბლომად ასვა და აჭამა მჭედელს,
ნავის კიჩოზე ჩამოსვა კოხტად,
სპილენძის ნიჩბებს მიუსვა იგი.
ჩრდილოეთიდან მოუხმო ქარებს,
უბრძანა ქარებს დაჰბერონ მძლავრად.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

219 მკითხველთა ლიგა


დამწუხრებული მისცურავს ზღვაზე,
მიჰყვება ჩქერალს, მისცურავს, ჩქარობს.
დღე ერთ იარა, იარა ორი,
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,
მშობლიურ ნაპირს მიადგა იგი,
სადაც იშვა და იზარდა სადაც.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„ილმარინენო, ძმობილო ჩემო,
მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!
ზღაპრული სამპო თუ შექმენ უკვე,
თავსახური თუ დახურე ჭრელი?“
ასე მიუგებს ჭაბუკი მოხუცს,
მჭედელი დიდი მიუგებს ასე:
„ზღაპრული სამპო მზადაა უკვე,
და თავსახურიც მზადაა ჭრელი,
გამთენიიდან ფქვავს სამპო სამყოფს,
ფქვავს სამპო სამყოფს, საკმარისს ჭამად,
მეორედ იმდენს, გაყიდონ კიდეც,
მესამედ კიდევ რომ გაწვდეს ნადიმთ“.

220 მკითხველთა ლიგა


runa meTerTmete

ლემინკაინენი საარის ცნობილი გვარის ასულზე ჯვარის


დასაწერად მიემგზავრება. პირველად საარის ასულები დას-
ცინიან ლემინკაინენს, მაგრამ მალე ახლოს ეცნობიან მას.
მხოლოდ ერთადერთი ასულის, კულიკის, სწორედ იმის,
რომლის გულისთვისაც წამოვიდა საარში, დამორჩილება
ვერ შეძლო ლემინკაინენმა და, ბოლოს და ბოლოს, იტაცებს
მას, მარხილში სვამს და გზას გაუდგება. კულიკი გზაში ტი-
რის, ყველაზე მეტად მას აწუხებს ლემინკაინენის მეომრული
ხასიათი; ლემინკაინენი აღუთქვამს, რომ არასოდეს არ წავა
სალაშქროდ, თუ კულიკიც შეჰპირდება, რომ არასოდეს არ
იხეტიალოს სოფლად, და ორივენი ჰფიცავენ ერთმანეთს,
რომ აღასრულებენ თავიანთ აღთქმას. ლემინკაინენის დედა
აღფრთოვანდება ახალგაზრდა რძლით.

221 მკითხველთა ლიგა


დროა, ახტიზე დავიწყოთ სიტყვა,
იმ ვაჟბატონზე ვიმღეროთ, დროა.
ახტი კუნძულის მცხოვრები გახლდათ
ის იყო ლემპის ყოჩაღი შვილი
და იზრდებოდა კაუკო კონცხზე,
და არ იცოდა რა იყო სევდა.
ჭერმაღალ სახლში ცხოვრობდა იგი
და ევლებოდნენ მშობლები თავზე.
თევზები იყო კაუკოს სარჩო,
ბიჭი ქორჭილებს იჭერდა ზღვაში.
შემდეგ კაუკო გარდიქცა კაცად,
ფერი და ხორცი შეისხა შემდეგ,
გასაოცარით აღივსო ღონით,
თანაც ლამაზი შეიქნა ტანად,
მაგრამ მას ნაკლიც გააჩნდა მცირე,
ზოგჯერ შეცდომებს უშვებდა იგი:
იყო ქალების მსუნაგი დიდად
და ღამღამობით უვლიდა ველებს,
სადაც ქალები მართავდნენ ფერხულს,
ყმაწვილკაცებთან თვრებოდნენ ცეკვით.
ყოჩაღმა ახტიმ გაიგო ერთხელ,
რომ საარშია ასული ერთი,
რომელიც სახლში იზრდება ისე,
ვითარ იზრდება ყვავილი ველად.
სკამზე იზრდება ასული იგი,

222 მკითხველთა ლიგა


მზრუნველი მამა ადგია თავზე.
ყველგან გაითქვა სახელი მისი,
დაიძრა ხალხი ყოველი მხრიდან,
გახელებულნი მოაწყდნენ ეზოს,
მოწყურებულნი ეწვივნენ კარებს.
სარძლოდ სურდაო ასული მზესა,
მაგრამ მზის რძლობა არ სურდა ასულს,
არც მზესთან ერთად ნათება ქვეყნის,
ზაფხულში რბენა ცხელი მზის უკან.
სარძლოდ სურდაო ასული მთვარეს.
მთვარის რძლობა კი არ სურდა ასულს,
მთვარესთან ერთად ნათება ქვეყნის,
ზეცაში სრბოლა მთვარესთან ერთად.
სარძლოდ სურდაო ასული ვარსკვლავს,
ვარსკვლავის რძლობა არ სურდა ასულს,
არც მასთან ერთად ნათება ღამის
და ცივ ზამთარში ციმციმი ცაზე.
ვირადან უცხო ესტუმრნენ ვაჟნი,
ინგრიიდანაც ესტუმრნენ ბლომად,
მაგრამ იქ წასვლა არ სურდა ასულს,
ყველას ერთ პასუხს აძლევდა იგი:
„ტყუილად ფანტავთ ოქროებს უხვად,
ბრწყინვალე ვერცხლსაც ტყუილად გასცემთ,
მე არ გავხდები ესტონთა რძალი,
არ მივთხოვდები ესტონელს ცოლად,
რადგან არ მინდა წუმპეან წყლებში
ვიბანავო და ტალღები ვზომო,
ვიგემო მათი თევზები მდარე,

223 მკითხველთა ლიგა


ან თუნდაც უხა ვიგემო მათი.
მე არც ინგრიის ვეწვევი მხარეს,
არ მივაშურებ მწუხარე ნაპირს,
იქ შიმშილი და ყინვაა მხოლოდ,
არ იშოვება კვარი და შეშა,
არ იშოვება სასმელი წყალი,
შავ პურსაც ვერსად იშოვი თურმე“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,
მაინც გადაწყვეტს ეწვიოს ასულს,
ცოლად შეირთოს ასული იგი,
ვისაც შეხარის მშობელი მხარე,
ვისაც უხდება ნაწნავი კოხტა.
ლემინკაინენს არიგებს დედა,
კაუკომელის აფრთხილებს ასე:
„ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,
არ გამოგყვება ასული ცოლად:
იმ სახელგანთქმულ საარის სახლში,
ღატაკს არავინ მიგიღებს სიძედ“.
ლემინკაინენ პასუხობს დედას,
კაუკომელი მიუგებს მშობელს:
„თუმც დიდებული არა ვარ გვარით,
ჩემს ღარიბ სახლ-კარს არავინ იცნობს,
მაგრამ ვერავინ გაუძლებს ფანდებს,
ვერ გადურჩება მარჯვენას მაგარს“.
მშობელი დედა არ ურჩევს ჭაბუკს,
არ ეთანხმება ძვირფასი დედა,
საარის მოდგმას ეწვიოს სიძედ

224 მკითხველთა ლიგა


და დაიწეროს ასულზე ჯვარი:
„შენ დაგცინებენ ასულნი, შვილო,
და აგიგდებენ ქალები მასხრად“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
საყვარელ დედას მიუგებს ასე:
„ბოლოს მოვუღებ ქალების ხარხარს,
ასულთა ხითხითს მოვუღებ ბოლოს:
მათ სადარდებელს გავუჩენ საქმეს,
დავაყრევინებ ნაბუშრებს ბლომად;
ასე ჩაკვდება ხარხარი მათი,
სიცილი მათი ჩაკვდება ასე“.
ოდეს გაიგო სიტყვები შვილის,
ლემინკაინენს ეტყოდა დედა:
„უსაყვარლესო ვაჟკაცო ჩემო!
თუ აწყენინებ საარის ქალებს,
სასტიკი ბრძოლის დადგება ჟამი,
წამოენთება სასტიკი დავა,
საარის მხარე დადგება ფეხზე
და ხმალასხმული ჭაბუკნი მათნი
მოგესევიან საბრალო ჭაბუკს
და მათთან მარტო გახდები ვერას“.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
არ შეისმინა სიტყვები დედის,
გამოიყვანა ქურანი გარეთ
და ზურგზე მარდად მოექცა მერანს.
გამოეშურა წაბუკი ლაღი
და მიაშურა საარის სოფლებს,
რათა ეწვიოს მშვენიერ ასულს,

225 მკითხველთა ლიგა


ნორჩი ყვავილი შეირთოს ცოლად.
სიცილით მოკვდნენ საარის ქალნი
და ასულებიც სიცილით მოკვდნენ,
ოდეს ჭაბუკმა ფეხმარდი კვიცი,
ღია ჭიშკარში შეაგდო უშნოდ,
და დაბარბაცდა მარხილი უცებ,
და აყირავდა მარხილი იგი.
მარხილებიდან ამოძვრა სწრაფად,
დაიღრიჯა და ჩაკიდა თავი,
დაუწყო მწარედ წვალება წვერებს,
დამწუხრებული იტყოდა ბოლოს:
„არსად მინახავს ამბავი მსგავსი,
ამბავი მსგავსი მსმენია არსად,
რომ ასულებს და მშვენიერ ქალებს
მასხრად აგდება ეცადოთ ჩემი“.
ოდნავ ჩაფიქრდა ჭაბუკი ლაღი,
მერე თამამად ისროლა სიტყვა:
„თუა საარში ადგილი სადმე,
თუა ველებზე ადგილი სწორი,
რათა ვიცეკვო ჭაბუკმა ლაღმა
და სიხარულო მოვგვარო ქალებს?“
ასე ეტყვიან ასულნი ვაჟკაცს,
ლამაზ კონცხიდან ესვრიან პასუხს:
„არის ადგილი საარის ველზე,
ველად ბევრია ადგილი სწორი,
სადაც იცეკვებ, ჭაბუკო, ლაღად,
არ მოისვენებ არც ერთი წამით.
შენთვის გვეგულვის ადგილი მწყემსის,

226 მკითხველთა ლიგა


ნაქერალზე რომ მიხედო რემას,
ჩვენში ბალღები მჭლე არის ძალზე,
ხოლო ცხენები სავსენი ქონით“.
არც კი დაფიქრდა ამაზე ახტი,
და ნაქერალზე წავიდა მწყემსად
და დღისით რემას დარაჯობს ველზე,
ხოლო ასულებს დარაჯობს ღამით,
ხალისით ცეკვავს ქალებთან ერთად,
ამხიარულებს მშვენიერ ქალებს.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,
ქალების ხარხარს მოუღებს ბოლოს,
ბოლოს მოუღებს ასულთა სიცილს:
არ დარჩენილა ასული საარს,
არ დარჩენილა ასული სადმე,
რომ არ ეკოცნა კაუკოს მისთვის,
რომ არ ეთია კაუკოს მასთან.
ერთი ასული გადურჩა მხოლოდ,
მაინც გადურჩა ასული ერთი,
რომ ეკუთვნოდა საარის მოდგმას
და ისტუმრებდა უარით მძახლებს;
კულიკი გახლდათ ყვავილი იგი,
სილამაზით რომ ჩაგრავდა ყველას.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
კაუკომელიმ, ყოჩაღმა ერთობ,
გასცვითა ჩექმა ასიოდ წყვილი
და ათასამდე ნიჩაბთა წყება,
იგი კულიკის დაყვება კვალზე,

227 მკითხველთა ლიგა


კვალდაკვალ დასდევს კულიკის იგი.
ხოლო კულიკი, ყვავილის დარი,
ლემინკაინენს მიუგებს ასე:
„რად არ მასვენებ ჭაბუკო ბრიყვო!
ნაპირს ხმაურით რად იკლებ ნეტავ,
იმ გოგოს შერთვა რად გიდევს გულში,
რომელსაც ამკობს საკინძე კალის?
არვის გავყვები მანამდე ცოლად,
ქვას როდინისას სანამ არ გავცვეთ,
ქვას ცემისაგან არ დავფხვნი სანამ
და არ დავამსხვრევ სანამდე როდინს.
მე არ წავყვები უპოვარს ცოლად,
მე შენისთანა არ მინდა ჩვარი;
მე ქმარი მინდა კენარი ერთობ:
მეც ხომ კენარი გახლავარ თავად;
მე ქმარი მინდა ტანადი ერთობ:
მეც ხომ ტანადი გახლავარ თავად;
მე ქმარი მინდა ლამაზი ერთობ:
მეც ხომ ლამაზი გახლავარ თავად“.
სულ ცოტა ხანი გავიდა შემდეგ,
ნახევარი თვე გავიდა მხოლოდ
და ერთხელ, მზე რომ დაქანდა დაბლა
და შეეპარა ქვეყანას ბინდი,
გამოეფინენ ასულნი ველზე,
გადაათეთრეს ხასხასა მდელო
და წამოიწყეს სიმღერა ლაღი
და გააჩაღეს ფიცხელი ცეკვა.
წინ მიუძღოდა კულიკი ფერხულს,

228 მკითხველთა ლიგა


ნაზი ყვავილი საარის მხარის.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,
ასულებს კვიცით მიეჭრა უცებ,
შუა ფერხულში შევარდა ჯიქურ,
ხელი დაავლო კულიკის მძლავრად
და შემოიგდო მარხილის თავზე,
მტკიცედ დააკრა თასმებით მარხილს,
შემოიხვია თოკები მსხვილი.
გადაუჭირა მათრახი ქურანს,
სწრაფად გავარდა ქურანი გზაზე,
გაჭენებულმა გასძახა ასულთ,
ასულთ ფრთამალა ესროლა სიტყვა:
„ჰეი, ასულნო, არავინ გამცეთ,
არავის დაგცდეთ სახელი ჩემი,
არ წამოროშოთ არასდროს, არსად,
რომ უტურფესი მოვტაცე სოფელს!
თუ არ ისმინეთ სიტყვები ჩემი,
ჰოი, ასულნო, ინანებთ დიდად:
მე შევამზადებ საშინელ ჯადოს,
მე წარმოვგზავნი საზარელ ომებს
და ვეღარც დღისით და ვეღარც ღამით,
ვერ გაიგონებთ კაცის ხმას ვერსად,
ვერ გაივლიან ისინი გზაზე,
ვერ გადივლიან მარხილით მდელოს!“
ემუდარება ქალწული ვაჟკაცს,
ემუდარება ყვავილის დარი:
„ლემინაკინენ, ჭაბუკო ლაღო!

229 მკითხველთა ლიგა


ძვირფას დედასთან გამიშვი ჩქარა,
ის მოუთმენლად მომელის სახლში,
ცხარე ცრემლები ჩამოსდის მშობელს.
თუ არ დამინდობ საბრალო ასულს,
თუ არ გამიშვებ მშობლებთან ჩქარა,
ძმანი მისხედან ოჯახში ხუთნი,
შვიდნი მისხედან ბიძისა ძენი,
კვალზე პოვებენ ისინი კურდღელს,
დაიბრუნებენ კულიკის უკან“.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
აღარ გაუშვა ასული იგი
და აქვითინდა ასული მწარედ,
თვალცრემლიანი იტყოდა ასე:
„ნუთუ იმისთვის მოვედი ქვეყნად,
ამ წყეულ ქვეყნად იმისთვის გავჩნდი,
მისთვის მაწოვეს პატარას ძუძუ,
ნუთუ ძიძებმა იმისთვის მზარდეს,
რომ ქმარს უსაქმურს ვრგებოდი ცოლად,
რომ საშინელი მრგებოდა ქმარი,
რომელიც მუდამ ესწრაფვის ომებს,
რომელსაც ბრძოლა სწყურია მუდამ“.
ასე მიუგო ჭაბუკმა ლაღმა,
კაუკომელიმ მიუგო ასე:
„ჰოი, კულიკივ, ყვავილო ჩემო,
ჩემო თაფლო და ლამაზო ჩემო,
ნუ გადმოაფრქვევ მდუღარე ცრემლებს,
ნუ მიეცემი უსაზღვრო სევდას!
არ მოგაყენებ არასდროს ტკივილს,

230 მკითხველთა ლიგა


გულზე აროდეს მოგასევ ნაღველს,
გემრიელ საჭმელს მოგიტან ბლომად,
უგემრიელესს გაგემებ ამბორს,
გაგიყოლიებ ხელკავით გვერდზე,
გვერდით დაგიწვენ, ასულო, ღამით.
ნეტავი რატომ მოსთქვამ და დარდობ,
რატომ ოხრავ და ქვითინებ მწარედ?
იქნებ იმიტომ მოსთქვამ და დარდობ,
მიტომ ოხრავ და ქვითინებ მწარედ,
რომ არ მივიან ჯოგები ძროხის,
არ გამაჩნია მარაგი ბლომად?
ო, ნუ იდარდებ, ძვირფასო ჩემო,
ბლომად მივიან ჯოგები ძროხის,
ძროხებს რძითა აქვთ ცურები სავსე,
იწველებიან ძროხების უხვად.
გაფანტულია ძროხების ჯოგი,
დადის ყუმაშა ჭაობის ველზე,
სერიდან სერზე სეირნობს მარწყვა,
ხოლო მდელოზე ძლიერი შტოში.
მათ არ აბამენ ღამითაც საბელს
და არ ჭირდებათ ამიტომ ახსნა,
საჭმელს არავინ არ აჭმევს დილით,
არავინ უყრის ქვამარილს ვარცლზე,
რადგან ლამაზნი არიან მეტად,
საჭმლის გარეშეც არიან კარგნი.
ნუთუ შენ მიტომ მოსთქვამ და დარდობ,
მიტომ ოხრავ და ქვითინებ მწარედ,
რომ არ ვეკუთვნი უმაღლეს მოდგმას,

231 მკითხველთა ლიგა


არ ვარ შობილი დიდებულ სახლში?
მე არ ვეკუთვნი უმაღლეს მოდგმას,
არ ვარ შობილი დიდებულ სახლში,
მაგრამ მახვილი მიხდება ჭაბუკს,
მახვილს ალები უხდება ფხაზე.
იგი ეკუთვნის უმაღლეს მოდგმას,
არის შობილი დიდებულ სახლში,
იგი ხიისიმ დახვეწა ძლიერ.
ნათლად გათრაშეს ღმერთებმა იგი;
მოდგმას მახვილით მოვუხვეჭ სახელს,
ხოლო სახლს ცნობილს მახვილით გავხდი“.
ამოიოხრა ასულმა სევდით,
შეშინებული იტყოდა ასე:
„ო, ახტი! ლემპის მამაცო შვილო!
თუ გსურს შეირთო ასული ცოლად,
რომ გაგიწიოს უღელი მძიმე
და იყოს მარად ერთგული შენი,
მაშინ მარადი დამიდე აღთქმა,
რომ არასოდეს დაიწყებ ომებს,
თუნდაც გწყუროდეს ბრწყინვალე ოქრო,
მიისწაფოდე ვერცხლისკენ თუნდაც!“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ასე მიუგებს მშვენიერ ასულს:
„ასულო, მარადს დაგიდებ აღთქმას,
რომ არასოდეს დავიწყებ ომებს,
თუნდაც ბრწყინვალე მწყუროდეს ოქრო,
მივისწრაფოდე ვერცხლისკენ თუნდაც!
მაგრამ შენც უნდა დამიდო ფიცი,

232 მკითხველთა ლიგა


რომ არასოდეს ეწვევი სოფელს,
თუნდაც გართობა გწყუროდეს დიდად,
არ გასვენებდეს სურვილი ცეკვის!“
იმ ყოვლისშემძლე ღვთაების მმართ,
წინაშე ყოვლისმხედველი უფლის,
ისინი აღთქმას დასდებენ მტკიცეს,
მხურვალე გულით დასდებენ აღთქმას.
აღარ იომებს ჭაბუკი ლაღი,
აღარ ეწვევა ასული სოფელს.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
გადაუჭირა მათრახი ქურანს,
მაგრად მოსწია სადავე ცხენის
და სევდიანმა წარმოთქვა ასე:
„გემშვიდობებით საარის ველნო,
საარის ტევრნო, მშვიდობა თქვენდა,
სადაც ზაფხულში ვიწოდი სიცხით
და სადაც მთელი ზამთარი ვთელე,
სადაც უწყვეტი მტანჯავდა წვიმა,
სადაც მტანჯავდა სასტიკი ქარი,
ოდეს ვეძებდი მშვენიერ ასულს,
ოდეს კულიკის დავდევდი უკან“.
გაინავარდა კაუკოს კვიცმა,
მიუახლოვდა კაუკოს სოფელს,
კაუკოს სახლის გაიღო კარი
და უცაბედად აღმოხდა ასულს:
„გომური ბნელი გამოჩნდა აგერ,
აგერ მშიერი გამოჩნდა სორო
და, რა თქმა უნდა, ეკუთვნის იგი

233 მკითხველთა ლიგა


კაცს, წარმოშობილს დაბალი წრიდან?“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
სევდიან ასულს მიუგებს ასე:
„ნუ მიეცემი, ასულო, სევდას,
გულს ნუ გაგიტეხს ღარიბი ქოხი,
მე ავაშენებ არნახულ სახლებს,
მე სასახლეებს აღვმართავ მაღლა,
მათ ავაშენებ მორებით დიდით,
ჩალანგარებით მაგარით უფრო“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
კვლავ დაუბრუნდა მშობლიურ კერას,
გულმხიარული ეწვია მშობელს,
ჭაღარა დედას წარუდგა იგი.
გადაეხვია მოხუცი დედა,
საყვარელ ვაჟკაცს მიუგო ასე:
„ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,
სად დაახანე ამდენი ხანი?“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
საყვარელ დედას მიუგებს ასე:
„დე იხარხარონ ქალებმა ეხლა
და ასულებმაც რამდენიც სურდეთ,
მე მათ მოვტაცე ყველაზე კარგი
და შემოვიგდე მარხილზე უმალ,
მე იგი დავსვი მშვენიერ ნოხზე,
ბეწვიან ტყავში შევაგდე იგი,
შური მივაგე მშვენიერ ასულთ,
გადავუქციე სიცილი ცრემლად.
დამატარებდი, დედაო, დიდხანს

234 მკითხველთა ლიგა


და მაწოვებდი პატარას ძუძუს!
მე მივაღწიე საწადელს უკვე,
უკვე აღსრულდა სურვილი ჩემი.
თავსასთუმალი მომეცი ეხლა,
მომეც ბალიში რბილი და ფართე,
რომ ულამაზესს მივუწვე ასულს
და უდრტვინველით ვიძინო ძილით!“
ასე იტყოდა მშობელი მაშინ,
ჭაღარა დედა იტყოდა ასე:
„დიდება შენდა, უფალო ჩვენო,
უზენაესო, დიდება შენდა!
შენ მომივლინე ლამაზი რძალი,
რომელიც კარგად დამინთებს ღუმელს,
რომელიც მოქსოვს მშვენიერ ქსოვილს,
გააქათქათებს მშვენიერ ტილოს,
და ტანსაცმელსაც გარეცხავს მარჯვედ,
ძაფს თითისტარზე დაახვევს უმალ.
მადლი შესწირე, ძვირფასო, უფალს,
იმ უზენაესს შესწირე მადლი,
რადგან წყალობა მოიღო შენზე,
ასეთი ცოლი გარგუნა ბედად.
მრავალძარღვა ხომ სუფთაა თოვლში –
მისი კბილები სუფთაა უფრო;
ზღვის თავზე ქაფი თეთრია თუმცა –
მის გვარში ლაქაც არ არის ერთიც;
ხომ ტანადია ზღვის თავზე იხვი –
მეუღლე შენი ტანადი უფრო;
ხომ ნათელია ვარსკვლავი ცაზე –

235 მკითხველთა ლიგა


მეუღლე შენი ნათელი უფრო.
ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,
ჩქარა მიჰხედე საკუთარ ოჯახს,
შენ იატაკი დააგე დიდი
და გამოსთალე სარკმლები ბლომად,
კედლები ახლად აღმართე მაღლა,
ცამდე აზიდე პალატნი ვრცელნი;
ოთახს მიადგი ზღუდენი მტკიცე,
კარი ზღუდეზე დაკიდე კოხტად,
რადგანაც გერგო მეუღლე კარგი,
რადგანაც ცოლად ყვავილი გერგო,
რომელიც გვარით მეტია შენზე,
რომელიც გახლავს მაღალი წრიდან!“

236 მკითხველთა ლიგა


runa meTormete

კულიკი ივიწყებს თავის ფიცს და სოფელში გაისეირნებს.


განრისხებული ლემინკაინენი გადაწყვეტს მაშინვე მიატოვოს
იგი და გაემგზავროს პოხელის ასულზე ჯვარის დასაწერად.
დედა ყოველნაირად ცდილობს გადაათქმევინოს შვილს პო-
ხელში წასვლა და ეუბნება, უეჭველი დაღუპვა გელის იქო;
ლემინკაინენი, რომელიც ამ დროს თმებს ივარცხნის, ბრაზით
ისვრის ჯაგრისს და ამბობს, როცა ჩემი სხეულიდან გამოჟო-
ნავს სისხლი, მაშინ ამ ჯაგრისიდანაც გამოჟონავსო. იგი სა-
ომრად აღიჭურვება, დაადგება გზას, ჩადის პოხელში და სახ-
ლებიდან სიმღერით გამოჰყავს პოხელის ყველა მამაკაცი,
მხოლოდ ერთ ბოროტ მეჯოგეს დატოვებს უსიმღეროდ

237 მკითხველთა ლიგა


ლემინკაინენ, ყმაწვილი ახტი,
კაუკოლაინენ, ყოჩაღი მეტად,
სვებედნიერად ცხოვრობდა შემდეგ,
ასულთან ერთად ცხოვრობდა იგი.
არ მიდიოდა კაუკო ბრძოლად,
ერიდებოდა კულიკი სოფელს.
ერთხელ კი ახტიმ დატოვა სახლი,
დილაადრიან გავიდა გარეთ,
გულდარდიანი მივიდა წყალთან,
და არ დაბრუნდა საღამოს იგი.
ხოლო როდესაც მოვიდა ღამე,
მეუღლე მისი წავიდა სოფლად,
სადაც ასულნი თვრებიან ცეკვით,
სადაც ფერხული გაუბამთ ქალებს.
ვინ განაცხადებს საშინელ საქმეს,
ამბავს რომელი მიიტანს ნეტავ?
ო, აინიკიმ, ახტისა დამან,
აღარ დამალა ამბავი იგი,
ძმას საშინელი უამბო საქმე,
მძიმე ამბავი აცნობა ოჯახს:
„ო, ახტი! ჩემო ძვირფასო ძმაო,
მეუღლე შენი წავიდა სოფლად,
სადაც თვრებიან ასულნი ცეკვით,
სადაც ფერხული გაუბამთ ქალებს“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
კაუკოლაინენ, ყოჩაღი მეტად,

238 მკითხველთა ლიგა


სასტიკმა სევდამ მოიცვა უცებ,
რისხვით აღივსო არსება მისი.
ის ერთი კვირა ბორგავდა შმაგად,
გაცოფებული იტყოდა ბოლოს:
„უძვირფასესო დედაო ჩემო,
შავი უნასის საზარელ შხამში
ხალათი ჩემი გარეცხე ჩქარა,
ჩქარა გააშრე ხალათი ჩემი,
რათა პოხელის დავამხო მხარე
და ლაფლანდია გაშლილი ლაღად.
უძვირფასესო დედაო ჩემო,
მეუღლე ჩემი წავიდა სოფლად,
სადაც თვრებიან ასულნი ცეკვით,
სადაც ფერხული გაუბამთ ქალებს“.
ასე მიუგებს ასული ჭაბუკს,
კულიკი ახტის მიუგებს ასე:
„ჰოი, ძვირფასო მეუღლევ ჩემო,
არ მოიცვალო სახლიდან ფეხი!
წუხელი, ღამით ჩამთვლიმა ოდეს,
ვნახე სიზმარი, საშიში მეტად:
თითქოს ქურიდან ილტვოდა ცეცხლი,
მოისწრაფოდა ქურიდან თითქოს,
ეხეთქებოდა ოთახის ფანჯრებს
და კედლებიდან ვიდოდა მაღლა.
ვით წყალვარდნილი ხმაურით დიდით,
იგი პალატში შევარდა ბოლოს,
იატაკიდან აიჭრა ჭერზე,
ფანჯრიდან ფანჯრებს მიასკდა ზათქით.“

239 მკითხველთა ლიგა


ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
ტურფა კულიკის მიუგო ასე:
„არა, არ მჯერა სიზმრები ქალის,
როგორც დიაცის არ მჯერა ფიცი.
დედაო, შენ ხომ სიმწარით მშობე
და უტკბილესი მაწოვე მკერდი,
მომეც საბრძოლო ხალათი ჩქარა,
დედავ, საბრძოლო ხიფთანი მომეც;
მე სიხარულით მივდივარ ომში,
მივდივარ ნებით, მივყავარ ვნებას,
რათა შევხვრიპო ბრძოლების ლუდი,
ბრძოლების თაფლი გავსინჯო რათა“.
ლემინკაინენ მიუგებს დედა,
მოხუცი დედა მიუგებს ასე:
„ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,
არ მიაშურო სისხლიან პოხელს!
ნაძვის კასრებში ლუდია ბლომად,
მუხის მილებში მიმოდის ლუდი.
ვინ დაგიკავებს გემრიელ სასმელს,
კასრების ახსნა გვიბრძანე მხოლოდ“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ჭაღარა დედას მიუგებს ასე:
„მე სახლის ლუდი არ მინდა სულაც,
არა, არ მინდა ოჯახის ლუდი!
ჯობია წყალი დავლიო მლაშე,
გაფისულ ხოფით დავლიო წყალი,
სასმელი ესე ტკბილია უფრო,
ამ ლუდით მთელი მარაგი ვიდრე.

240 მკითხველთა ლიგა


მომეც საბრძოლო ხალათი ჩქარა,
მომეც მაგარი ხიფთანი ბრძოლის!
უნდა დავამხო პოხელის მხარე
და ლაფლანდია გაშლილი ლაღად,
რათა ხალასი ვიშოვო ოქრო,
რათა ცინცხალი ვიშოვო ვერცხლი“.
ლემინკაინენს მიუგო დედამ,
კაუკომელის მიუგო ასე:
„ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო!
გაქვს განძეული საკუთარ სახლში,
ოქრო და ვერცხლი გიყრია ბლომად,
მოგეპოვება მარაგი კიდევ:
გამთენიისას – ადრიან დილით,
ქვეწარმავალთა ველს ხნავდა მონა,
უეცრად მოხნა გველების ბუდე,
სახნისით ახსნა სარქველი მისი;
ბუდეში სკივრი შინიშნა უმალ,
ნახა ზანდუკი ფულებით სავსე,
მონამ ნაპოვნი შემატა საწყობს,
ჩალანგარის ქვეშ დამალა სკივრი“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
საყვარელ დედას მიუგებს ასე:
„არა, არ მინდა საწყობი თქვენი,
ფულები თქვენი არ მინდა, არა!
რადგან საწყობის უწმინდეს ვერცხლზე,
სახნისით ნაპოვნ ოქროზე უფრო,
არის ძვირფასი დღეს ვერცხლი იგი,
რომელიც მოაქვს საშინელ ომებს.

241 მკითხველთა ლიგა


მომეც საბრძოლო ხალათი ჩქარა,
მომეც მაგარი ხიფთანი ბრძოლის,
რათა დავამხო პოხელის მხარე
და ლაფლანდია გაშლილი ლაღად.
მე აღმიტანა სურვილმა ერთმა,
აღარ მასვენებს სურვილი ერთი:
მინდა ნისლიანს ვეწვიო პოხელს,
პიმენტოლაში მწყურია მისვლა,
რათა ახლოდან შევავლო თვალი,
საკუთარ ფეხით მივადგე კარზე
ასულს, რომელსაც არა სურს საქმრო,
ასულს, რომელსაც მეუღლე არ სურს“.
ასე მიუგებს მშობელი ვაჟკაცს,
კაუკომელის მიუგებს ასე:
„ო, ახტი, ჩემო ძვირფასო შვილო,
გთხოვ, დამიჯერო უბედურს დედას!
უმჯობესია კულიკი შენი,
სხვა ქვეყნის მკვიდრნი ასულნი ვიდრე.
სად გაგიგია შენ ორი ცოლის
მხოლოდ ერთი ქმრის საწოლში წოლა“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ჭაღარა დედას მიუგებს ასე:
„უძვირფასესო დედაო ჩემო!
დაიარება კულიკი სოფლად,
სადაც ასულნი თვრებიან ცეკვით,
სადაც ფერხული გაუბამთ ქალებს;
დე, კულიკიმაც იცეკვოს მათთან,
მეზობლის სახლში ათიოს ღამე!“

242 მკითხველთა ლიგა


ასე მიუგებს ჭაღარ დედა,
მშობელი დედა აფრთხილებს ასე:
„ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო!
არ მოიცვალო სახლიდან ფეხი,
თუ არ წაიღე საჭირო სიბრძნე,
არ წარიტანე ძლიერი გრძნება.
ლაფლანდიელი გიმღერებს მძლავრი,
ტურიანელი მოგივლენს ჯადოს,
შენს ტუჩებს ცხელზე დადებენ ღველფზე,
შენს თავს და ბეჭებს – მგზნებარე ალში,
ნაცარში ცხელში – მარჯვენას მაგარს,
დაღველფილ ქვებზე – მარცხენას მარჯვეს“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ჭაღარა დედას მიუგებს ასე:
„მათ არაერთხელ მოსინჯეს ძალა,
მათ არაერთხელ იხმარეს ჯადო.
ერთხელ, ზაფხულის მოწყენილ ღამეს,
სამ ლაფლანდიელს მოვკარი თვალი,
ტანთ არ ემოსათ სამოსი სრულად,
ტიტველი ტანით ეყუდნენ ტინზე.
მათ ჩემგან იგი აიღეს მაშინ,
მაშინ მათ იგი მიიღეს ჩემგან,
რასაც ნაჯახი აიღებს ქვაზე,
რასაც ყინულზე აიღებს ქუსლი,
რასაც ქარბუქი მიიღებს კლდისგან,
რასაც სიკვდილი ცარიელ სახლში.
ხოლო მეორედ სხვაგვარად მოხდა
და უკეთესად წავიდა საქმე.

243 მკითხველთა ლიგა


მემუქრებოდა შელოცვა მათი,
მემუქრებოდა ძლიერი გრძნება,
რომ დავდიოდი ჭაობის ფსკერზე,
მომეღებოდა უბედურს ბოლო.
მათ მუხლებამდე ჩამიშვეს ლამში,
მერე წვერამდე ჩამიშვეს სწრაფად,
ჭაობში თითქმის მთლიანად დამფლეს,
ერთიან დამფლეს ჭაობში თითქმის.
მაგრამ არ შევკრთი ვაჟკაცი ოდნავ,
რადგან ნაკლები არა ვარ სხვაზე
და ჯადოქარად ვიქეცი თითონ,
და შელოცვები დავიწყე მძლავრი
და მოისარნი ისრებით თვისით,
და ჯადოქარნი მახვილით წელზე
წყალვარდნილებად ვაქციე უმალ,
მათგან შევქმენი მორევი ბნელი.
შემობრძანდება ზაფხული ოდეს
და დამკვიდრდება სიმწვანე ყველგან,
წყლით გაიხრწნება სხეული მათი,
მათი ცხედარი დალპება ფსკერზე,
გადეხლართება სხეული ბალახს
და შეიჭრება ბალახი ძვლებში“.
დადარდიანდა მშობელი დედა
და დაარიგა ვაჟკაცი ასე:
„ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,
არ მოიცვალო აქედან ფეხი,
არ გაემგზავრო ნისლიან პოხელს,
ყინვა და თოვლი მეუფობს სადაც!

244 მკითხველთა ლიგა


პოხელს გაძლება ყოფილა ძნელი,
მუდამ ხიფათი მოგელის გზაზე,
რადგან ხიფათი პოხელში სახლობს
და არ გცილდება გვერდიდან იგი.
თუნდაც ათასი გაგაჩნდეს ენა,
რაც არ სმენია არავის დღემდე,
მაინც ვერ შესძლო დაძლევა მათი
და ბნელ მორევში დაშვება სწრაფად,
რადგან ვერასგზით შეასმენ სიტყვებს
მათი ენებიც უცხოა შენთვის“.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
კაუკომელიმ, ყოჩაღმა მეტად,
ტანთ გარდაიცვა ხიფთანი ომის,
ჯაგრისით ვარცხნა დაუწყო ქოჩორს
და გაისწორა ქოჩორი ოდეს,
ღუმელს ესროლა ჯაგრისი იგი.
მერე ასეთი ისროლა სიტყვა,
ცოლსა და დედას მიუგო ბოლოს:
„როს ჯაგრისიდან წამოვა სისხლი,
წითელი სისხლი წამოვა ოდეს,
უბედურება მეწვევა ჭაბუკს,
ლემინკაინენს მიმტყუნებს ბედი“.
ტანზე მოირგო ხალათი რკინის,
წელზე ფოლადის სარტყელი მტკიცე,
მოკაზმულობა დაშვენდა ვაჟკაცს
და გაიმაგრა გუნება სიტყვით:
„კაპარჭში კაცი მძლავრია უფრო
ჯავშანში კაცი მტკიცეა მეტად

245 მკითხველთა ლიგა


და თუ სარტყელიც არტყია წელზე,
ვერას დააკლებს გრძნეული ბრძენი.
მისთვის ერთია – შეხვდება ლაჩარს
თუ ძლიერ ვაჟკაცს შეხვდება სადმე“.
ალესილ ხმალზე გაივლო ხელი,
ხიისის მიერ ალესილ ხმალზე,
ხმალზე, რომელიც გათრაშა ღმერთმა,
რომელიც ჰკვეთდა ვითარცა ცეცხლი;
ხმალი ქარქაშში ჩააგო უცებ,
მერე სარტყელზე შეირტყა იგი.
არ შეისმინა მუდარა დედის,
არ შეისმინა მშობელის თხოვნა,
ამწვანებული ველები დასთმო
და მიაშურა ნისლიან პოხელს.
სად შეაფარა ჭაბუკმა თავი,
სად მიიმალა ვაჟკაცი ნეტავ?
იგი შევარდა ეზოში უცებ,
ბოლო კუტიკარს მიადგა იგი
და მიიმალა ოთახის ზღურბლთან,
ჩალანგარის ქვეშ მიეყრდნო კარებს.
ის მიიმალა სწრაფად და ფრთხილად,
სოფლის ქალებმა ვერ მოკრეს თვალი,
მაგრამ ასეთი სიფრთხილე ჭაბუკს
ძალიან ძვირად დაუჯდა ბოლოს:
რომ დამალვოდა ვაჟკაცთა გუნდებს,
უნდა ეძებნა საფარი სხვაგან,
იქ, სადაც სოფლის იყრება გზები,
სადაც ლოდები აწყვია ლოდებს,

246 მკითხველთა ლიგა


სადაც უძრავნი ჭაობნი დგანან,
სადაც მრისხანებს ნაკადი მძლავრი,
სადაც ჩქერალნი გარბიან ქვებზე,
მიედინება მდინარე მრუდედ.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
ომახიანად იძახა ასე:
„მარადი მიწის გულადნო გმირნო,
გამომეცხადეთ ჯადოსნურ ხმლებით,
თქვენც, მოისარნო, მოგროვდით ჩემთან,
მდინარეების დასტოვეთ სიღრმე!
ო, მოვედ, ტყეო, გმირებით შენით,
ბრბოებით შენით, მოვედინ ტევრნო,
მოვედ, მოხუცო ბუმბერაზ მთათა,
ო, საშინელო ხიისივ მოვედ,
მოვედ, ძალებით დედაო წყლების,
მოვედ, ბრბოებით მოხუცო წყალთა;
ნაზო ნიმფებო, მიშველეთ ჭაბუკს,
უანკარესი ნაკადით მთვრალნო,
ჰე, ბუმბერაზნო, მოგროვდით ჩქარა,
სვეგანაწამებს მექმენით შემწედ,
თქვენ დამიფარეთ ძლიერი ხელით,
გადამაფარეთ მოწყალე კალთა,
რომ არ შემეხოს მახვილი მტკიცე,
რომ არ შემეხოს ისრები ბასრი.
თუ ეს ყოველი ცოტაა, მაშინ
სხვა საშუალებს მეგულვის კიდევ:
ოხვრით და კვნესით მივმართავ ზენარს,
უფალს მივმართავ ოხვრით და კვნესით,

247 მკითხველთა ლიგა


ვინაც ქუხილით განაგებს ღრუბლებს,
საუბრობს ვინაც ღრუბელთა შინა.
ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო,
ო, ზეციერო მამაო ჩვენო,
საუბრობ ვინაც ღრუბელთა შინა,
ჰაერთა შინა იშლები შვებით!
ალმოდებული მახვილი მომეც,
მომეც მახვილი, ქცეული ცეცხლად,
რათა განვდევნო სასტიკი ბედი
და ავიცდინო ხიფათი გზაზე,
რათა ჯადოქრებს მოვგვარო ჯადო,
სიღრმეებიდან მოსულებს ჩემთან,
რათა ვამსხვრიო მახვილი მათი
და ავუბნიო გზა-კვალი ისრებს,
როდესაც ჩემზე იხმარენ გრძნებას,
დამიდგებიან როდესაც გვერდით,
შემეყრებიან პირისპირ ოდეს,
მომადგებიან მალულად უკან,
მომეხვევიან მზაკვრულად ირგვლივ,
დამადგებიან უეცრად თავზე“.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
კაუკომელიმ, ყოჩაღმა ერთობ,
უმალ მოიხმო ტევრიდან ცხენი,
ველიდან ცხენი მოიხმო უმალ;
წითელფაფარა შეკაზმა შემდეგ,
სწრაფად შეაბა ხელნაში კვიცი,
მარხილის თავზე შემოჯდა თავად,
გადაუჭირა მათრახი ზერდაგს.

248 მკითხველთა ლიგა


უეცრად მოწყდა ფეხმარდი ცხენი
და აჭრიალდნენ კავები მწარედ
და ვერცხლისფერი აშხუვლდა ქვისა
და ოქროსფერი აგრგვინდა ველი.
დღე ერთ იარა, იარა ორი
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,
წინ შეეფეთა სოფელი უცხო,
უცხო სოფელში შევიდა იგი.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
მიეშურება ჭენებით გზაზე,
ის ქვემო ქუჩას მიჰყვება სწრაფად,
უნდა შენობას მიადგეს ქვემოს.
უეცრად ბოძთან შეჩერდა იგი
და ზღურბლთან მდგარი იძახდა ასე:
„ამ ქოხში თუა ვაჟკაცი ნეტავ,
რომ შეასუსტოს ჭაპანი ცხენის,
მძიმე ხელნები დაუშვას მძიმედ,
საკისრეები ჩამოხსნას მერანს?“
ჯდა იატაკზე პატარა ბალღი
და უპასუხა ზღურბლიდან ასე:
„ამ უცხო ქოხში ვერ ნახავ ვაჟკაცს,
რომ შეასუსტოს ჭაპანი ცხენის,
მძიმე ხელნები დაუშვას მძიმედ,
საკისრეები ჩამოხსნას მერანს“.
ეს არ წყენია მხიარულ ვაჟკაცს,
გადაუჭირა მათრახი წითურს,
მიეშურება ჭენებით გზაზე,
უნდა შენობას მიადგეს შუას.

249 მკითხველთა ლიგა


უცებ ჩარდახთან შეჩერდა იგი
და ზღურბლთან მდგარი იძახდა ასე:
„ამ ქოხში თუა ვაჟკაცი ნეტავ,
რომ დაიჭიროს ლაგამი ცხენის,
თავიდან თასმა ჩამოხსნას უცებ,
მერანს მკერდიდან ჩამოხსნას თასმა?“
ღუმელზე იჯდა მოხუცი ქალი
და დაიყვირა ღუმლიდან ასე:
„შენ აქ უამრავს იპოვი ვაჟკაცს,
რომ დაგიჭიროს ლაგამი ცხენის,
მძიმე ჭაპანი დაუშვას მძიმედ,
რომ მძიმე ხელნა ჩამოხსნას ხელად,
რომ გაგისტუმროს, თაღლითო, სახლში,
გამოგატანოს ცხენები გზაზე,
რათა იხილო მშობელი მიწა,
საბრალო მამის იხილო სკამი,
რათა ეწვიო დედიკოს ისევ,
ძმის კუტიკარი იხილო რათა,
იატაკებზე იხილო დები,
ტოლ-მეგობრები იხილო ახლოს.
ეს ყოველივე მოხდება მანამ,
საღამო ჟამი დადგება ვიდრე“.
არ მისცემია ჭაბუკი სევდას,
ორიოდ სიტყვას იტყოდა მხოლოდ:
„უნდა დაისრო ავსული ესე,
უნდა დაისრო ბებერი ყბედი“.
გამოეშურა ვაჟკაცი სწრაფად,
გაბრაზებული დაადგა გზაზე,

250 მკითხველთა ლიგა


მიეშურება ზევითა ქუჩით,
უნდა შენობას მიადგეს ზედას.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
თამაშ-თამაშით მიადგა ეზოს,
კარებთან ფიცხლად ისროლა სიტყვა,
ასე იტყოდა ჭაბუკი იგი:
„ხიისივ! პირი აუკარ ძაღლებს,
ქოფაკებს პირი აუკარ ლემპო,
ჩაუკალ ძაღლებს სურვილი ყეფის
და შეუკარი კბილები მტკიცედ,
რომ არ გავარდეთ პირიდან ყეფა,
ოდეს ჭაბუკი ჩაუვლით გვერდით!“
იგი ეზოში შევარდა შემდეგ,
გადაუჭირა მათრახი მიწას,
წამოიზარდა მიწიდან ნისლი,
ნისლიდან კაცი ამოძვრა უცებ,
და იმა კაცმა ცხენს ახსნა თასმა,
ცხენიდან ხელნა ჩამოხსნა ხელად.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
სახლის კარებთან გარდიქცა სმენად,
ქუჩიდან ხმები მოესმა უცებ,
ჭუჭრუტანიდან მოესმა ხმები;
ლაღად მღეროდნენ კედლების მიღმა,
აზანზარებდა სიმღერა კედლებს.
მან შეიხედა იდუმალ ქოხში,
მან შეიჭვრიტა ოთახში ფრთხილად,
ოთახში ხალხი შენიშნა უცებ,
იდუმალ სახლში შენიშნა ხალხი.

251 მკითხველთა ლიგა


კედლებთან ისხდნენ ქადაგნი ბრძენნი,
მისანნი ბრძენნი ეყუდნენ კართან,
ექიმბაშები სკამებზე ისხდენენ,
შემლოცველები ღუმელთა თავზე,
ხიისის ჰანგებს მღეროდნენ მძლავრად,
გასაოცარი ისმოდა ხმები.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
კაუკომელიმ, ყოჩაღმა ერთობ,
გამოიცვალა უეცრად სახე
და მოცულობაც გარდაქმნა თვისი,
ნახვრეტში გაძვრა კაუკო სწრაფად
და შენობაში აღმოჩნდა უცებ,
და ოდეს ახლოს იხილა ბრძენნი,
კაუკომელიმ წარმოთქვა მშვიდად:
„საამო არის სიმღერა მოკლე,
კარგია თუ აქვს სიმღერას ბოლო,
კარგია სიბრძნე გახსოვდეს სრულად,
ვიდრე გახსოვდეს ნაწილი სიბრძნის“.
დიასახლისი პოხელის მხარის
აფორიაქდა, აღელდა მეტად
და გამოეყო გრძნეულთა გუნდებს
და გრძნეულ სიტყვას იტყოდა იგი:
„ერთგულად მედგა აქამდე ძაღლი
და რკინისფერი ნიადაგ ყეფდა,
რომელიც სახსრებს ერთიან ამსხვრევს
და უყვარს ხვრეპა ორთქლიან სისხლის.
რომელ ვაჟკაცებს ეკუთვნი ნეტავ,
ნეტავ ეკუთვნი დევ-გმირებს რომელს?

252 მკითხველთა ლიგა


რომ ისე მოხველ პოხელის სახლში,
ისე ეწვიე პოხელის ბინას,
რომ ვერ შეგნიშნა მყეფარმა უცებ,
ვერ მოგეგება მყეფარი ყეფით?“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ცბიერ დედაბერს მიუგებს ასე:
„როდი მოვსულვარ, ბოროტო სულო,
გარეშე ცოდნის, გარეშე ხერხის,
მე წინაპართა თან მომაქვს სიბრძნე,
თან მომაქვს მათი გრძნება და ცოდნა,
რათა გავფანტო ძაღლების გუნდი,
ბოროტი პირი ავუკრა ძაღლებს.
ზაფხულში სამჯერ – ყოველი ღამით
და შემოდგომის ღამეში ცხრაჯერ,
მაბანავებდა მშობელი დედა
წმინდა მდინარის ანკარა წყალში,
რომ მიმავალი საეჭვო გზაზე
ავრიდებოდი სიმღერით ხიფათს,
რომ მეგალობა მშობლიურ სახლში,
ხოლო სხვაგან კი მეხმარა ჯადო“.
ლემინკაინენ, ჭაბუკკი ლაღი,
კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,
დააგუგუნებს მრისხანე ჰანგებს,
ჰანგები იგი სავსეა გრძნებით.
ქურქიდან ალი იფეთქებს უმალ
და ნაპერწკლები გასცვივა თვალებს.
იმ სახელგანთქმულ გრძნეულთა
კრებულს,

253 მკითხველთა ლიგა


დიად მომღერლებს, აღვსილებს
სიბრძნით,
პირში ჩაჭედა ლოდები მძიმე,
ხორხში კლდეები შეტენა მძლავრად.
უპირველესნი მომღერალთ შორის,
ბოლო მომღერლად აქცია უცებ.
მოაჯადოვა ამაყი კაცნი,
მიმოაბნია სხვადასხვა მხარეს,
ზოგი გაჰფანტა უდაბურ ველად,
ყამირ მინდვრებზე გაჰფანტა ზოგიც.
ზიგი კი ტბათა დაუშვა ფსკერზე,
სად ქორჭილასაც უჭირდა ცურვა.
ზოგი ცაუშვა ჩქერალში რუტის
და არნახული ანახა სიღრმე,
მიყარ-მოყარა ლოდების გროვად
და დააყუდა ვითარცა ქვები,
რათა მაგარი იგემონ სიცხე,
რათა იწივლონ ნაპერწკლის დარად.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
მოაჯადოვა ხმლიანი კაცნი,
მარადი ძილი მოჰგვარა გმირებს,
მოაჯადოვა ასაკი ყველა.
მაგრამ დაინდო მოხუცი ერთი,
თვალდაშრეტილი მეჯოგე ვინმე.
სველქუდიანი მოხუცი იგი,
ლემინკაინენს მიუგებს ასე:
„ლემინკაინენ, ჭაბუკო ლაღო,
მოაჯადოვე ასაკი ყველა,

254 მკითხველთა ლიგა


მე კი რატომღაც არ მახლე ხელი,
გამაგებინე რაშია საქმე?“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ღვარძლიან მოხუცს მიუგებს ასე:
„მიტომ დაგინდე, მოხუცო კაცო,
მიტომ არ გახლე ვაჟკაცმა ხელი,
რომ შენ ისედაც გულს ურევ მნახველს,
ხარ უსუსური, საბრალო მეტად.
ოდეს იყავი ყმაწვილი კაცი,
ველად მეჯოგე იყავი ოდეს,
ბავშვებს ნამუსი ახადე ძალად,
აღარ დაინდე შენივე დებიც.
უწყალოდ სცემდი საბრალო ცხენებს,
ბედაურების გასწყვიტე რემა“.
სველქუდიანი მეჯოგე იგი
განაწყენდა და განრისხდა ფრიად,
და გამოვიდა კარიდან გარეთ,
ველზე გავიდა ეზოზე გავლით,
ტუონელისკენ გასწია სწრაფად,
სწრაფად დაეშვა უსიერ ფსკერზე.
კაუკომელის ელოდა იგი,
ლემინკაინენს ელოდა დიდხანს,
იცოდა, სახლში გასწევდა ოდეს,
აქ ჩაივლიდა ჭაბუკი ლაღი.

255 მკითხველთა ლიგა


runa mecamete

ლემინკაინენი ასულის ხელსა სთხოვს პოხელის დიასახ-


ლისს, რომელიც ეუბნება, ჯერ ხიისის დომბა შეიპყარიო. ლე-
მინკაინენი ტრაბახით მიდის დომბის შესაპყრობად, მისდა
სამწუხაროდ, მალე რწმუნდება, რომ ტრაბახით დომბას ვერ
დაიჭერდა

256 მკითხველთა ლიგა


ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ბოროტ დედაბერს მიუგებს ასე:
„ჰოი, ლოუხი, მოხუცო ბრძენო,
ცოლად მომეცი ასული შენი,
ულამაზესი მომეცი ცოლად,
უტანადესი მეუღლე მომეც“.
დიასახლისი პოხელის მხარის
ლემინკაინენს მიუგებს ასე:
„ლემინკაინენ, ჭაბუკო ლაღო,
არ გამოგყვება ასული, რადგან
არც უფრო კარგი, არც უფრო ცუდი,
არც უფრო გრძელი, არც უფრო მოკლე,
საკუთარ სახლში მეუღლე გიზის,
რომ მოიყვანე შორეულ მხრიდან“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ბოროტ დედაბერს მიუგებს ასე:
„ჰოი, ლოუხი, მოხუცო ბრძენო,
გარეთ გავაგდე მეუღლე ჩემი,
რათა მეზობელს მიადგეს კარზე,
სხვის კუტიკართან ათიოს რათა.
მე სხვა მეუღლეს დავეძებ ეხლა,
მინდა ერთგული ვიპოვო ცოლი,
მომეც ასული, მოხუცო ბრძენო,
ულამაზესი მეუღლე მომეც“.
დიასახლისი პოხელის მხარის
ლემინკაინენს მიუგებს ასე:

257 მკითხველთა ლიგა


„მე შენისთანა ბოგანო ჭაბუკს
როდი გავატან ქალიშვილს ცოლად,
ასული ცოლად მომთხოვე მაშინ,
ხიისის დომბას შეიპყრობ ოდეს,
სადაც ხიისის გაშლილა მდელო,
ხიისის ველი გაშლილა სადაც“.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
ხელშუბს მახვილი მოარგო წვერი,
მიასადაგა ისარი ლარზე,
უძლიერესად მოზიდა მშვილდი,
უძლიერესი ისროლა სიტყვა,
ასე იტყოდა ჭაბუკი ბოლოს:
„ხელშუბს მახვილი მოვარგე წვერი,
მივასადაგე ისარი ლარზე,
უძლიერესად მოვზიდე მშვილდი,
აწ საზრუნავი ერთი მაქვს მხოლოდ –
თხილამურები ვიშოვო სადმე,
რომ გავირბინო მანძილი გრძელი“.
მაშინ ჩაფიქრდა, ჭაბუკი ლაღი,
ლემინკაინენ, იფიქრა ასე:
თხილამურები გავჭედო როგორ,
რით გამოვთალო ისინი ნეტავ?
იგი კაუპის მიადგა კარებს,
ლულიკის ქურას ეწვია იგი:
„ო, ლაფლანდიის მჭედელო დიდო,
ვუოლაინენ, განთქმულო ყველგან!
თხულამურები გასჭედე მტკიცე,
თხილამურები გასთალე გლუვი,

258 მკითხველთა ლიგა


რათა შევიპყრა ხიისის დომბა,
მოულოდნელად დავატყდე თავზე“.
ასე ეტყოდა ლულიკი ვაჟკაცს,
კაუპი ვაჟკაცს მიახლის ასე:
„ლემინკაინენ, ჭაბუკო ლაღო,
ამაოდ ცდილობ შეპყრობას დომბის,
იმ უკაცრიელ ხიისის ველზე,
გამომპალ მორებს მიიღებ მხოლოდ“.
როდი შეიპყრო ჭაბუკი სევდამ,
ლემინკაინენ იტყოდა ასე:
„ჰოი, კაუპი, ოსტატო ბრძენო,
თხილამურები შექმენი კარგი,
დავედევნები ხიისის დომბას,
წამოვეწევი ხიისის ველზე“.
ლულიკი გახლდათ ოსტატი ბრძენი,
კაუპი დიდი ოსტატი გახლდათ,
და შემოდგომა დგებოდა ოდეს,
ბეჯოთად თლიდა თხილამურს იგი.
ხოლო ზამთარი დგებოდა როცა,
იგი თხილამურს რანდავდა მარჯვედ,
იგი ჯოხს თლიდა დღე-ღამე მთელი,
შემდეგ კი რგოლებს ჩორკნიდა მხოლოდ.
მან თხილამური გასთალა ცალი,
მეორეც სწრაფად გასთალა შემდეგ,
შემდეგ ჯოხებიც გასთალა სწრაფად,
ჯოხებს მიადგა ორივე რგოლი,
ჯოხები წავის ბეწვად თუ ფასობს,
რგოლები ფასობს მელიის ბეწვად.

259 მკითხველთა ლიგა


თხილამურებზე წაუსვა ქონი,
ირმისა ქონი წაუსვა ბლომად,
და გონებაში იფიქრა ასე
და განაცხადა ხმამაღლა ფიქრი:
„ჭაბუკთა შორის თუ არის ვინმე,
თუ არის ვინმე ყმაწვილთა შორის,
რომ თხილამური მარცხენა დასძრას,
მარჯვენაც დასძრას მარცხენის შემდეგ?“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
დიდებულ ოსტატს მიეგებს დინჯად:
„არის ამ ქვეყნად ჭაბუკი ვინმე,
არის ამ ქვეყნად ვაჟკაცი ერთი,
ვინაც თხილამურს მარცხენას დაძრავს,
მარჯვენას დაძრავს მარცხენის შემდეგ“.
ზურგზე მოიგდო კაპარჭი ისრის,
მხრებზე კი მშვილდი გაიგდო უმალ,
თხილამურები მოირგო ფეხზე,
ჯოხებს ჩასჭიდა ხელები მძლავრი;
მან თხილამური მარცხენა დასძრა,
მარჯვენაც დასძრა მარცხენის შემდეგ;
ასე იტყოდა ჭაბუკი ლაღი,
უმისამართოდ ისროდა სიტყვას:
„ვერვინ იპოვოთ ნადირი სადმე,
ვერსად იპოვოთ ოთხფეხი ერთიც,
რომ მე, მამაცმა კალევის შვილმა,
თხილამურებზე შემდგარმა მარჯვედ,
ვერ მოვახერხო დაწევა მისი
და მისი ხელში ჩაგდება ხელად“.

260 მკითხველთა ლიგა


ისმენდა სიტყვებს ხიისის ხალხი,
თვით იუტასი ისმენდა სიტყვებს
და იუტასმა, გრძნეულმა ბრძენმა,
სასწრაფოდ შექმნა ირემი დიდი:
ჯირკისგან თავი გასთალა მძიმე,
ტირიფის ტოტი დაადგა რქებად,
ლერწმისგან შექმნა ფეხები წვრილი,
ბალახებისგან მუხლები მტკიცე,
ლატანით ზურგი, ამტანი მეტად,
ხმელი ჩალისგან ძარღვები მძლავრი,
წყლის ყვავილებით თვალები სათნო,
ტბის ყვავილებით ყურები კოხტა,
ფიჭვის ქერქისგან მაგარი ტყავი,
ხოლო მორისგან სხეული მძიმე.
და იუტასი, გრძნეული ბრძენი,
ხიისის დომბას ავალებს ასე:
„ხიისის დომბავ, ძვირფასო ჩემო,
კეთილშობილო, ლამაზო დომბავ,
ლაფლანდიელთა ეწვიე ველებს,
სადაც დომბების ბინადრობს ჯოგი.
დაე, მოგსდიოს ჭაბუკმა ლაღმა,
დაე, დევნაში ამაოდ დაშვრეს!“
მაშინ გაფრინდა ხიისის დომბა,
ლაღი ირემი გაფრინდა მაშინ,
ჩამოუქროლა პოხელის ბეღლებს,
ლაფლანდიელთა ეწვია მდელოს,
ააყირავა პატარა კასრი,
რომელიც დიდზე შხიოდა ცეცხლზე,

261 მკითხველთა ლიგა


კერძი კასრიდან დაცვივდა დაბლა,
ცეცხლსა და ნაცარს შთაცვივდა ხორცი.
და ლაფლანდიის მდუმარე ველზე
უცებ ავარდა ხმაური დიდი,
ძაღლებმა ცხარე ასტეხეს ყეფა,
მცირე ბალღები აბღავლდნენ ცხარედ,
სიცილით მოკვდნენ დედები მათი,
მამები მათი მოიცვა რისხვამ.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,
დაედევნება ხიისის ირემს,
უკიდეგანოს გადიფრენს მდელოს:
თხილამურთაგან იფრქვევა ცეცხლი,
და ასდის ბოლი ჯოხების რგოლებს;
გადაიკარგა თვალთაგან დომბა,
აღარსად ისმის ფეხის ხმა მისი.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
გადაუქროლა ჭაობებს თავზე,
განვლო ციხენი, ტყენი და ტევრნი,
გალია კალმის ველები ყველა,
ჩამოუქროლა კალმელთა სახლებს,
ჩამოუქროლა საზარელ სიკვდილს,
სიკვდილმა ხახა დააღო მძლავრად
და კალმამა თავი დაღუნა მძიმედ,
რათა შეიპყროს მამაცი გმირი,
კაუკომელი ჩაყლაპოს რათა,
მაგრამ ბოროტნი ამაოდ დაშვრნენ,
მაინც ვერ შესძლეს შეპყრობა მისი.

262 მკითხველთა ლიგა


შემოიარა ქვეყანა მთელი,
ერთი ადგილი გამორჩა მხოლოდ:
ვრცელი პოხელის უცნობი კუთხე,
ლაფლანდიელთა მიწაზე მყოფი.
ამ კუთხისაკენ გასწია ლაღად,
უცნობ მიდამოს მიადგა უცებ.
როს კუთხის კიდეს ეწვია იგი,
მაშინ პოხელის შორეულ მხრიდან,
ლაფლანდიელთა საზღვრო ველზე,
მას საზარელი მოესმა ხმები,
ისმოდა ცხარე წკმუტუნი ძაღლთა,
მცირე ბალღების ბღავილი ცხარე,
მათი დედების ხარხარი დიდი,
მამების მათის უსაზღვრო რისხვა.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
უმალ შესცვალა თავისი გეზი,
ლაფლანდიელთა გაუყვა ველებს,
სადაც ძაღლების ისმოდა ყეფა.
ჭაბუკი ახლოს მივიდა ოდეს,
ასე იტყოდა ჭაბუკი იგი:
„რატომ გაისმის ძაღლების ყეფა,
მცირე ბალღების ბღავილი ცხარე,
მათი დედების ხარხარი დიდი,
მამების მათის უსაზღვრო რისხვა?“
„მიტომ გაისმის ძაღლების ყეფა,
მცირე ბალღების ბღავილი ცხარე,
მათი დედების ხარხარი დიდი,
მამების მათის უსაზღვრო რისხვა,

263 მკითხველთა ლიგა


რომ დიდი დომბა მოვარდა უცებ,
გადითქარუნა ფლოქვებით ბრტყელით,
აგვიყირავა პატარა კასრი,
რომელიც დიდზე შხიოდა ცეცხლზე,
კასრიდან კერძი ჩაიქცა დაბლა,
ცეცხლსა და ნაცარს შთაცვივდა ხორცი“.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
რომ მოისმინა სიტყვები მათი,
თხილამურებით დაიძრა ისე,
ისე გაცურდა ვაჟკაცი ველად,
ვით ნაქერალზე ასპიტი სხარტი,
ვით გველი გლუვი გაყინულ თოვლზე.
თხილამურებზე მსრბოლავმა ლაღად,
თამამი სიტყვა ისროლა ხალხში:
„დღეს ყველა კაცი – ლაფლანდიელი,
მე გატყვავებულს მომიტანს დომბას;
დღეს ყველა ქალი – ლაფლანდიელი,
გაასუფთავებს შვენიერ კასრებს;
დღეს ყველა ბალღი – ლაფლანდიელი,
ჩემთვის მოიტანს უამრავ ნაფოტს;
დღეს ყველა კასრი – ლაფლანდიური,
ჩემთვის მოხარშავს ჩინებულ დომბას!“
მან თხილამური მოსხლიტა ერთხელ,
და დაიკარგა თავლთაგან უმალ;
ხოლო მეორედ მოსხლიტა ოდეს,
აღარ ისმოდა ხმაური მისი,
როცა მესამედ მოსხლიტა ბოლოს,
გაფრენილ ზურგზე მოექცა დომბას.

264 მკითხველთა ლიგა


ბოკვის მარგილი მოიგდო ხელში,
მოიგდო არყის ჯაგანი მტკიცე,
რომ გაეძაგრა ნადირი მაგრად,
გადაეთრია გადაღმა ღობის:
„აქ შეიცადე, ირემო ლაღო,
შენ, ცოფიანო მხტუნავო, დადექ!“
ზურგზე მზრუნველად გადუსვა ხელი,
კისერზე ხელი გადუსვა ნაზად:
„დაქადნებული გასრულდა საქმე
რომ მოვიპოვე უფლება იმის,
რომ მოვისვენო ასულთან ერთად,
რომ ნეტარება მოვგვარო ასულს!“
მაგრამ აენთო ხიისის დომბა
და მოინდომა აშვება თავის,
გაცეცხლებულმა იყვირა უცებ:
„დე, დაგეხმაროს ბოროტი ლემპო,
რომ მოისვენო ასულთან ერთად,
რომ ნეტარება მოგვარო ასულს!“
და დაიძაბა ხიისის დომბა,
დაგლიჯა არყის ჯაგანი მტკიცე,
გადაამსხვრია მარგილი ბოკვის
და მუხის ღობე დაამხო დაბლა.
ელვის უსწრაფეს გავარდა ველზე,
გადაიფრინა ჭაობი ვრცელი,
გადაიკარგა თვალთაგან უმალ,
აღარ ისმოდა ფეხის ხმა მისი.
ლემინკაინენ დაღონდა ფრიად,
აუცახცახდა სხეული მთელი,

265 მკითხველთა ლიგა


სასტიკი ბოღმით აივსო უცებ,
გამოედევნა ხიისის დომბას.
როცა პირველად მოსინჯა ბიძგი,
საშინელ თხრილში აღმოჩნდა მყისვე,
თხილამურებზე გადასკდა თასმა,
მეორე თასმა გადასკდა ქუსლზე,
უცებ გადატყდა ხელშუბის ხელი,
მაგარი ჯოხის გადიმსხვრა ბოლო.
წინ გაექანა ხიისის დომბა,
გადაიკარგა თვალთაგან ისევ.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
დაბლა მწუხარედ ჩაკიდა თავი,
დიდხანს უყურა დამსხვრეულ საგნებს
და სევდიანი იტყოდა ბოლოს:
„შენ, მომავალო თაობავ, ჩვენო,
ამ ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,
არ გაეშურო არასდროს ტყეში,
არ დაედევნო ხიისის დომბას.
რადგან მე თავად მოვიქეც ასე,
დიდხანს ვეძებე ნადირის კვალი
და გადამიტყდა ჯოხები ვაჟკაცს,
გადამეღუნა ხელშუბი მტკიცე!“

266 მკითხველთა ლიგა


runa meToTxmete

ლემინკაინენი მონადირული შელოცვებითა და მუდარით


ბოლოს და ბოლოს შეიპყრობს დომბას და პოხელში ჩაიყ-
ვანს. ახლა მას ავალებს აასრულოს მეორე პირობა –
დაიმორჩილოს ხიისის ცეცხლისმფრქვეველი ცხენი, რომელ-
საც იგი ლაგამამოდებულს მოდენის პოხელში. ბოლოს მესა-
მე პირობაც გამოუჩხრიკეს – მოკლას გედი მდინარე ტუონზე.
ლემინკაინენი მიდის მდინარე ტუონთან, სადაც მას უდარა-
ჯებს სიმღერაში განაწყენებული მეჯოგე, კლავს მას და ტუ-
ონის ჭოროხებში აგდებს. ტუონის შვილი ნაჭრებად აქნის
ლემინკაინენის სხეულს.

267 მკითხველთა ლიგა


ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
მოიღრუბლა და იფიქრა ასე:
„აწ რომელ გზაზე დაგადგე ნეტავ,
ნეტავ საითკენ ავიღო გეზი,
კვლავ დავუბრუნდე მშობლიურ მხარეს
და სამუდამოდ მოვეშვა დომბას,
თუ აქ დავრჩე და უსიერ ტყეში
წყეული დომბის ვიარო კვალზე,
რათა ტყის დედას მოვგვარო ლხენა,
წიწვნართა ასულთ სიამე სრული“.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
დიდებულ უფალს ღაღადყო ასე:
„ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო!
ო, ზეციერო მამაო ჩვენო!
თხილამურები გასთალე სწრაფად
და მიანიჭე სისწრაფე დიდი,
რომ გადუქროლოს ჭაობებს თავზე,
გადაიფრინოს უსაზღვრო მიწა,
რათა ხიისში დავადგა ფეხი,
რათა პოხელის ვეწვიო მხარეს,
რათა გავენთო ხიისის დომბას,
დიდებულ ირემს ჩავუდგე კვალში.
მე ტაპიოლის მივდივარ გზაზე,
მივალ ტაპიოს ქოხების გასწვრივ,
მთვლემარე ტყეში მივფრინავ ლაღად,
არ მომყვებიან გმირები შემწედ.
სალამი თქვენდა, მაღალო მთებო,

268 მკითხველთა ლიგა


სალამი თქვენდა, ტყეებო ნაძვის,
ჭალებო ვერხვთა, სალამი თქვენდა,
თქვენდა სალმიანს სალამი ჩემი!
გზა! გზა მომეცით, ტყენო და ველნო,
ტაპიოვ ბრძენო, მიშველე ვაჟკაცს,
გადამატარე მაღალი მთები,
გამიშვი ვთელო ჭაობი მდორე,
რათა ხიისის შევიპყრო დომბა,
რათა ნანატრი მივიღო ძღვენი!
ჰოი, ნურიკივ, ტაპიოს შვილო,
ვისაც წითელი გიხდება ქუდი!
მკვეთრად აღბეჭდე ნიშნები გზაზე,
მთებზეც აღბეჭდე ნიშნები მკვეთრად,
რომ ავირჩიო სავალი სწორი,
რომ არ დავიბნე საბრალო სადმე,
დავედევნები როდესაც დომბას,
როდესაც ირემს მივყვები კვალში.
ო, მიელიკივ, დედაო ბრძენო,
ო, განმგებელო უსიერ ტყეთა,
მიმოაფრქვიე ცინცხალი ვერცხლი,
მიმოაფრქვიე ხალასი ოქრო,
გზაზე, რომელზეც მივდივარ ეხლა,
რომელსაც ბრიყვი მივყვები კაცი!
წელზე დაკიდულ პატარა რგოლებს
ოქროს კლიტენი ჩამოხსენ სწრაფად,
გეხსენი ტყეთა პალატნი ვრცელნი,
ტაპიოვ, გახსენ ბეღლები სავსე,
გახსენი, სანამ ხიისის დომბას

269 მკითხველთა ლიგა


გულდაჯერებით ვდარაჯობ ტყეში!
თუკი შენ წასვლა არ გინდა თავად,
მაშინ მოიხმე მხევალნი შენნი
და ნება შენი აუწყე წამსვე
და გამგზავრება უბრძანე მხევალთ!
თუ არა გყვანან მხევალნი ბევრნი,
თუ არა გყვანან მონანი შემწედ,
შენ მბრძანებელი იქნები როგორ,
რა მბრძანებელი იქნები მაშინ,
ვინღა მიხედავს ნადირთა ჯოგებს,
ვინ დაიფარავს ირმების რემას?
დიდი ტაპიოს ერთგულო მონავ,
ამოხმიანო მხევალო, ნაზო,
შენ უტკბილესით გასწიე სტვირით,
შენ სალამურით გასწიე სწრაფად,
და მიდი, სადაც ტყეების ქალღმერთს
აურჩევია ადგილი კარგი
და სადაც ტკბილად სძინავს და ფშვინავს
და უნეტარესს უყურებს სიზმრებს.
შენ ააკვნესე საკრავი ტკბილი
და გაუფანტე სიზმრების გროვა.
ამოხმიანო მხევალო, გვედრებ,
გთხოვ, აღასრულო სურვილი ჩემი!“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ასე ევედრა ტაპიოს მხევალს
და ტყე უღრანი გალია მერე,
გადაიარა ველები ვრცელი;
ნახშირის მწვერვალთ ესწრაფვის ლაღად,

270 მკითხველთა ლიგა


ხიისის მდელოს ესწრაფვის იგი.
დღე ერთ იარა, იარა ორი,
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,
იგი უმაღლესს მიადგა მწვერვალს,
უმაღლეს კლდეზე ავიდა იგი.
ჩრდილოეთისკენ მიიქცა უცებ,
ჭაობისაკენ ისროლა მზერა:
შორით შენიშნა ტაპიოს სახლი,
სახლს უხდებოდა კარები ოქროს
და ოქროს ნათელს აფრქვევდა უხვად,
ეფინებოდა ნათელი არეს.
მან მიატოვა ადგილი თვისი
და სახლისაკენ გასწია სწრაფად,
ტაპიოს სახლთან მივიდა ახლოს,
მიუახლოვდა ტაპიოს სარკმელს,
მეექვსე სარკმელს აეკრა იგი
და შეიჭვრიტა ოთახში ჩუმად:
ოთახში ხედავს მოწყალე დედებს –
მარცვლოვანების მშვენიერ ასულთ,
რომელთაც მოსავთ სამოსი უშნო,
ძონძები ძველი აცვიათ ტანზე.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ტყეთა მბრძანებელს ეტყოდა ასე:
„ბრძენო დედაო, დედაო ტყეთა,
ვის უსიერნი გმონებენ ტევრნი!
რატომ გაცვია ძონძები ტანზე,
ნეტავ რად გმოსავს სამოსი უშნო?
როდი გიხდება სამოსი იგი,

271 მკითხველთა ლიგა


ხარ უხეში და ბინძური ერთობ,
ისე სხვა არის სხეული შენი,
ვეღარ გისწორებ სირცხვილით თვალებს.
ვეხეტებოდი ტყეებში ოდეს,
სამი ვიხილე სასახლე დიდი:
სასახლე ძვლისა, სასხლე ხისა
და ქვის სასახლეც ვიხილე ბოლოს.
იმ ქვის სასახლის თვითეულ კედელს,
ოქროს სარკმელი შვენოდა ექვსი.
სარკმლიდან სახლში დავიწყე ჭვრეტა
და იმ სახლში ვიხილე უცებ
ტაპიო – ტყეთა მეუფე ბრძენი,
ტურფა ტელევრო – მეუღლე მისი,
მისი ასულიც შევნიშნე იქვე,
უსიერ ტყეთა ვიხილე ხალხი:
აჟღარუნებდნენ ოქროებს ლაღად,
აწკრიალებდნენ უწმინდეს ვერცხლებს.
და დედოფალი ტყეების ვრცელის
ოთახში იჯდა ნაზად და მშვიდად,
ოქროს სამკლავე ეკეთა მკლავზე,
თითებს უმკობდა ბეჭდები ოქროს,
თავზე შვენოდა ოქროსვე ქუდი,
ოქროს ბაბთები შვენოდა თმებზე,
ოქროს საყურე ეკიდა კოხტად,
მკერდს მარგალიტი შვენოდა მსხვილი.
უსათნოესო დედაო ტყეთა,
თაფლივით ტკბილო, მოხუცი ქალო!
ფეხსაცმელები გაიძვრე ჩალის,

272 მკითხველთა ლიგა


არყის ბანდული გაიძვრე ჩქარა,
ჩამოიცილე ძონძები ტანზე,
ჩამოიცილე ხალათი ძველი;
სანამ ტყეებში დავდივარ მარტო,
საჩუქარს ნანატრს დავეძებ სანამ,
შენ შეიმოსე ლამაზი კაბით,
კარგი ხალათი ჩაიცვი ტანზე!
მე არ მასვენებს სასტიკი სევდა,
აღარ მცილდება მტანჯველი დარდი,
რადგანაც ნადირს ამაოდ ვეძებ,
ამაოდ ვეძებ ხიისის დომბას!
ჰოი, ისმინე ვედრება ჩემი,
ხიისის დომბას შემყარე სადმე,
რომ არ გადვიქცე ვაჟკაცი ლანდად,
რომ დავიბრუნო სიმშვიდე სულის.
გრძლად მეჩვენება დღეცა და ღამეც,
ხელმოცარული დავდივარ როცა.
ყური მომაპყარ, მოხუცო ბრძენო,
თეთრწვერიანო პაპაო ტყეთა,
რომელსაც გმოსავს ახალი ხავსი
და თავზე გხურავს ეკლები მწვანე!
ტყეებზე ტილო მოჭიმე მაგრად,
თბილად შემოსე ჭალები ვრცელი,
შემოახვიე საბანი ვერხვებს,
ჩააცვი თხმელებს მსუბუქი კაბა,
ვერცხლით დაფარე ფიჭვების ჯარი,
ქამრად მოავლე სპილენძი მტკიცე,
მწვანე ნაძვნარში გაჰფანტე ოქრო,

273 მკითხველთა ლიგა


ტყის ხეებზეც დაჰკიდე იგი,
ვრცელი ტყეები შემოსე ისე,
როგორც მოსავდი, უფალო, წინათ.
წინათ მზესავით ბრწყინავდა ნაძვი,
ფიჭვი ნათობდა ვითარცა მთვარე,
ტაფლის სურნელი იძვროდა ტყიდან,
წალებს დიოდათ სურნელი თაფლის,
ველებს სურნელი დიოდათ ცხარე,
ჭაობით ერბო ჟონავდა უხვად!
ბრძენი ტაპიოს ასულო ბრძენო,
ტურფა ტულიკივ, ქალღმერთო ტყეთა,
ტყიდან მოიხმე ნადირთა ჯოგი,
გამომიდენე ნადირი ველზე.
თუკი ნადირი ჯიუტად დადგა,
ანდა დაიძრა ნადირი დუნედ,
ბუჩქებზე წკეპლა მოტეხე ველად
არყისა შოლტი მოტეხე ველად
და გადუჭირე გავსებულ ფერდზე
და შეუხურე ორივე გვერდი,
რათა დაიძრას აქეთკენ სწრაფად,
რათა მოედოს უსაზღვრო ველებს,
სადაც ვაჟკაცი მოველი ნადირს,
ჩავსაფრებულვარ ვაჟკაცი სადაც.
თუკი დაადგა ნადირი ბილიკს,
დაე, ბილიკზე ირბინოს სწრაფად,
შენ გაიშვირე ხელები მისკენ.
შენ დაიგრძელე ორივე ხელი,
რომ არ გაიქცეს ნადირი არსად,

274 მკითხველთა ლიგა


არ მოატოვოს ბილიკი ვიწრო;
თუ ბილიკიდან გაიქცა მაინც,
თუ გადუხვია ნადირმა გზიდან,
ხელი ყურებში ჩაავლე უცებ,
გადმოათრიე ბილიკზე რქებით!
თუ ბილიკებზე შენიშნო ფიჩხი,
გადაისროლე ბილიკის მიღმა,
თუ თვალი მოჰკრა ბილიზე მორებს,
ნაჭრებად დასჭერ მორები იგი.
თუ გზაზე ღობეს მოჰკარი თვალი,
ხელი მოჰკიდე, დალეწე უცებ,
შენ ხუთი შეკვრა დალეწე ერთად,
მოთხარე ერთად საყრდენი ხუთი.
თუკი მდინარე დაგიხვდა გზაზე,
თუ ბილიკებზე შემოგვხდა წყარო,
შენ თავსაფარი გაშალე მაშინ,
ააფრიალე ჰაერში წითლად,
გადააფინე სრუტეთა თავზე,
გადაუსროლე გადაღმა წყლების,
წყალვარდნილებზე გაჭიმე ხიდად,
მდინარეები დაფარე ფართე.
ტაპიოვ, ტყეთა მეუფევ დიდო,
შენც მიმერიკივ, ქალღმერთო ტყეთა,
ტყეთა პაპაო, ჭაღაროსანო,
რომელივ მწვანეს განაგებ წალებს!
ო, უსიერი ტყეების დედავ, –
ტყეთა ქალღმერთო, მომცემო შვების,
ვისაც გიხდება სამოსი მწვანე,

275 მკითხველთა ლიგა


ვისაც წითელი გიხდება წინდა!
მოდი, გავცვალოთ ოქროზე ოქრო,
ვერცხლზე კი ვერცხლი გავცვალოთ, მოდი,
ჩემი ოქრო ხომ მსგავსია მთვარის,
ხოლო ვერცხლი კი მსგავსია მზისა.
ვერცხლი მოხვეტეს ბრძოლებს ველზე,
სისხლიან ველზე იშოვეს ოქრო.
ეხლა უბრალოდ ამძიმებს ჩანთას,
უხმარად ყრია ქისაში იგი.
ოქროს გადაცვლა ვერაფრით შევძელ,
ვერ გავუცვალე ვერავის ვერცხლი“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ეწვია ტყეებს, ეწვია ჭალებს
და სიმღერები იმღერა უხვად
გადმოაფრქვია ჰანგები ტკბილი,
გადმოიბირა ჭაბუკმა ასე,
ტყეთა ღმერთი და ქალღმერთი ტყეთა
და ტყის ასულნი, მშვენებით სრულნი,
მოწყალე თვალით უმზერენ უკვე.
მათ შეაშინეს ველური დომბა,
ჯიუტი დომბა დააფრთხეს უცებ,
ტაპიოს მთიდან განდენეს იგი,
ველად ჩადენეს ტაპიოს მთიდან,
რომ დახვედროდა ვაჟკაცი გზაზე,
რომ დაეძაგრა ირემი მძავრი.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
ხელში მოიგდო ქამანდი გრძელი,
ხიისის დომბას წამოსდო მხრებზე,

276 მკითხველთა ლიგა


წამოსდო ყელზე ხიისის დომბას,
ქამანდით მაგრად გაძაგრა იგი,
რომ არ ეყარა წიხლები შემდეგ.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
გახარებულმა ღაღადყო ასე:
„ტყისა და ქვეყნის მეუფევ ბრძენო,
მშვენიერებავ ველების ვრცელის –
შენც მიელიკივ, დედაო ტყეთა,
რომ გვევლინები ნიადაგ შემწედ!
მოდი და წმინდა წაიღე ვერცხლი,
მოდი და ოქრო წაიღე წმინდა.
შენ თავსაფარი გაშალე ფართე
და განაფინე მიწაზე რიდით,
რათა ზედ წმინდა დავყარო ვერცხლი,
რათა ზედ ოქრო დავყარო წმინდა,
რომ არ განიბნეს საუნჯე ველზე,
რომ არ შთაცვივდეს ტალახში იგი!“
შემდეგ პოხელში მივიდა იგი,
ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:
„ჰოი, ლოუხი, მოხუცი ბრძენო,
უკვე შევიპყარ ხიისის დომბა!
ცოლად მომეცი ასული შენი,
ულამაზესი მეუღლედ მომეც!“
დიასახლისი პოხელის მხარის,
ლემინკაინენს მიუგებს ასე:
„მაშინ გაგატან ქალიშვილს ცოლად,
მშვენიერ ასულს გაგატან მაშინ,
ხიისის მერანს შეიპყრობ ოდეს,

277 მკითხველთა ლიგა


ოდეს ლაგამსაც ამოსდებ მერანს,
მერანს, რომელიც ველებზე დაქრის,
რომელსაც ქაფი გადასდის ტანზე“.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
ოქროს ლაგამი აიღო ხელში,
ვერცხლის ავშარაც აიღო შემდეგ
და გაეშურა ველებზე უმალ,
ხიისის მერანს დაეძებს იგი,
გრძელფაფარიანს დაეძებს ველზე.
მან უგრძელესი გალია გზები,
უძნელეს გზებზე იარა დიდხანს.
იგი უწმინდესს ესწრაფვის ველებს,
წმინდა მდელოებს ესწრაფვის იგი;
გულმოდგინებით დაეძებს მერანს,
თვალს არ აცილებს წამითაც გზაზე;
მხარზე ჰკიდია მათრახი მსხვილი,
ლაგამი მსხვილი უმშვენებს ქამარს.
დღე ერთ ეძება, ეძება ორი
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,
მაღალ გორაკზე ავიდა უმალ,
ფრიალო კლდეზე ავიდა იგი.
აღმოსავლეთით მიიქცა მყისვე,
დიდებულ მზისკენ მიმართა მზეარ;
მწვანე ნაძვებთან შენიშნა ცხენი,
ნახა მერანი ქვიშიან ველზე;
ბეწვიდან ცეცხლი სცვიოდა მერანს,
გრძელი ფაფრიდან სდიოდა კვამლი.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,

278 მკითხველთა ლიგა


გახარებული იტყოდა ასე:
„ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო,
ო, ზეციერო მამაო ჩვენო!
შენ ხომ ქუხილით მბრძანებლობ
ღრუბლებს,
ამღვრეულ ღრუბლებს განაგებ მეხით!
ზეცის თაღები გახსენი ჩქარა,
ჰაეროვანი გახსენი ციხე,
დაბლა დაუშვი ნაჭრები რკინის,
სეტყვა რკინისა დაუშვი დაბლა,
რათა დაეცეს ბედაურს ზურგზე,
რათა მოეშვას საღარი ცხენი!“
უკომ, უფალმა უზენაესმა,
რომელმაც შექმნა სამყარო მთელი,
შუა გადახსნა ჰაერი მძლავრად,
ჩამოანგრია თაღები მძიმე,
დაბლა დაუშვა ნაჭრები რკინის,
სეტყვა რკინისა დაუშვა დაბლა,
ოდნავ უფროსი ვაჟკაცის თავზე
და ცხენის თავზე მოზრდილი ოდნავ.
მერანს დაეცა ნაჭრები მსხვილი,
თეთრშუბლა ცხენი მოდუნდა უცებ!
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ველურ მერანთან მივიდა უმალ,
თეთრშუბლა ცხენთან მივიდა ახლოს,
გადმოაფრქვია სიტყვები ტკბილი:
„კეთილო ცხენო ხიისის ველთა,
მაღალთა მთათა კეთილო კვიცო,

279 მკითხველთა ლიგა


ოქროთ შემკული დახარე სახე,
დახარე თავი, შემკული ვერცხლით,
ოქროს აღვირი ამოგდო რათა,
ამოგდო ვერცხლის რგოლები მტკიცე!
არ გაწყენინებ, მერანო ლაღო,
არ გაგაქროლებ, მერანო სწრაფად,
გზაზე, რომელიც მოკლეა ძლიერ,
გზაზე, რომელიც პოხელში მიდის,
არ გადაგიჭერ, მერანო, თასმას,
არ შეგიხურებ შოლტებით ფერდებს,
პოხელისაკენ წაგიყვან ბაბთით,
ნაზი ზონარით წაგიყვან ზანტად“.
ხიისის მხარის ზანგელა კვიცი
მსწრაფლ მოეშვა და დაეშვა დაბლა,
ოქროთ შემკული დახარა სახე,
დახარა თავი, შემკული ვერცხლით,
ოქროს აღვირი ამოსდო რათა,
ამოსდონ ვერცხლის რგოლები მტკიცე.
მერანს აღვირი ამოსდო სწრაფად
და გადააცვა ავშარა ვერცხლის,
ელვის უსწრაფეს მოექცა ზურგზე,
ის კუსუბოზე მოექცა მერანს;
ასე შეიპყრო ჭაბუკმა ცხენი,
დაიმორჩილა მერანი ასე.
გადაუჭირა მათრახი მძლავრად,
გადუტყლაშუნა ტირიფის შოლტი
და გაეშურა სასწრაფოდ გზაზე
და მიაშურა თოვლიან მწვერვალს.

280 მკითხველთა ლიგა


აი, პოხელში მივიდა იგი,
აი, ეწვია ნისლიან პოხელს,
ლოუხის სახლში შევიდა სწრაფად
და ამეტყველდა ჭაბუკი ლაღი:
„შემოვიარე ხიისის მხარე,
სადაც გაშლილან ველები წმინდა,
ველზე ირემი შევიპყარ მძლავრი,
ველური კვიცი შევიპყარ ველზე,
ასული შენი მომეცი ცოლად,
ულამაზესი მეუღლედ მომეც“.
დიასახლისი პოხელის მხარის,
ლემინკაინენს მიუგებს მშვიდად:
„ტუონელისა მორევში ბნელში,
წმინდა მდინარის უსიერ ფსკერზე,
გიგანტურ ფრინველს თუ მოკლავ სწრაფად,
გედს ულამაზესს თუ მოკლავ ისრით,
ისე, რომ ერთხელ ესროლო მხოლოდ,
ისე, რომ სტყორცნო ისარი ერთხელ,
მშვენიერ ასულს გაგატან მაშინ,
ძვირფას ქალიშვილს გაგატან ცოლად“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
კაუკომელი, ყოჩაღი მეტად,
წმინდა მდინარის უსიერ ფსკერზე,
ტუონელისა მორევში ბნელში,
აპირებს ნახოს ფრინველი ახლოს,
აპირებს თვალი შეავლოს ფრინველს.
ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
ტუონელისკენ აიღო გეზი,

281 მკითხველთა ლიგა


ჰა, ტუონელში მივიდა უკვე,
წმინდა მორევთან მივიდა უმალ.
მხრებზე ჰკიდია ვეება მშვილდი,
ისრის კაპარჭი ჰკიდია ზურგზე.
სველქუდიანი მეჯოგე იგი,
უსინათლო და მოხუცი მეტად,
ჩასაფრებულა მდინარის ახლოს,
სადაც მრისხანებს მორევი შავი,
თვალს არ აცილებს მოხუცი გზაზე,
ლემინკაინენს დარაჯობს ფრთხილად.
სველქუდიანმა, მოხუცმა კაცმა,
მაშინ შეასწრო კაუკოს თვალი,
ოდეს ჭაბუკი მიადგა მორევს
და ჩაიარა ჩქერალის კლდესთან.
მოხუცმა გველი აიღო ზღვიდან,
ლარწამის მსგავსად აიღო გველი
და გველი გულში გაურჭო ჭაბუკს,
და გველი ღვიძლში გავარდა სწრაფად,
და იღლიაში შეიჭრა შემდეგ,
მარჯვენა ბეჭზე ამოყო თავი.
ლემინკაინენ იკივლა მწარედ,
თვალთ დაუბნელდა, დაეხშო ხედვა,
დაუდევრობა ინანა თვისი,
დაღონებული იტყოდა ბოლოს:
„ბედის ძებნაში ამაოდ დავშვერ,
ცუდად მოვიქეც ჭაბუკი ბრიყვი,
ორი სიტყვა რომ არ ვკითხე დედას,
არ შევეკითხე საყვარელ მშობელს,

282 მკითხველთა ლიგა


როგორ განვკურნო ნაკბენი გველის,
გამოვიყენო რომელი სიტყვა,
ხომ არის სიტყვა, რომელიც არჩენს
სხეულს მოწამლულს უნასის შხამით.
დედაო, დიდხანს მატარე მუცლით
და მერე კაცად მაქციე, დედავ!
შენ შეგიძლია გუმანით მიხვდე,
სად არის შენი ძვირფასი შვილი.
გამოეშურე აქეთკენ სწრაფად,
უბედურ ვაჟკაცს მექმენი შემწედ,
რათა ამცილდეს სასტიკი ბედი,
რათა ცოცხალმა ვიარო ქვეყნად,
წამოვიმართო ცოცხალი ისევ,
ისევ შევიქმნე ჭაბუკი ლაღი!“
სველქუდიანმა მოხუცმა კაცმა,
ხედვადახშულმა, ბოროტმა გულით,
ასე დაუშვა კაუკო ფსკერზე,
ტუონის ფსკერზე დაუშვა უმალ.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
მღვრიე მორევში ვარდება მძიმედ,
მიექანება ჩანჩქერთან ერთად,
საზარელ კლდიდან ეშვება იგი.
პირსისხლიანმა ტუონის შვილმა
გადაუჭირა მახვილი ჭაბუკს,
მახვილი ბასრი გადაჰკრა ისე,
რომ ნაპერწკლები გასცვივდა მახვილს,
მერე ჭაბუკი ხუთ ნაჭრად დაჭრა,
რვა ნაჭრად დაჭრა ჭაბუკი შემდეგ

283 მკითხველთა ლიგა


და ტუონელში ისროლა იგი,
მანალის ფსკერზე დაუშვა უმალ:
„შენი მშვილდით და კაპარჭით შენით,
ასე იწექი უსიერ ფსკერზე!
მაგარი მშვილდი მოზიდე მძლავრად,
მდინარის გედი განგმირე ისრით“.
ასე დაეცა ჭაბუკი ლაღი,
ლემინკაინენ გათავდა ასე;
მან ტუონელში იპოვა ბინა,
მას მშვიდად სძინავს მანალში ბნელში.

284 მკითხველთა ლიგა


runa meTxuTmete

ლემინკაინენის ჯაგრისიდან სისხლი დაიწყებს ჟონვას; დე-


და მიხვდება შვილის სიკვდილს, სწრაფად გაეშურება პოხე-
ლისაკენ და პოხელის დიასახლისს ეკითხება - რა უყო ლე-
მინკაინენს. პოხელის დიასახლისი უმხელს, რაც დაავალა
ლემინკაინენს, ხოლო მანათობელი მზე კი უჩვენებს ადგილს,
სადაც დაღუპული ლემინკაინენი იმყოფება. ლემინკაინენის
დედა გრძელი ფოცხით ხელში გასწევს ტუონის ჩანჩქერისა-
კენ, დიდხანს ჩხრეკს წყალს ფოცხით, სანამ არ იპოვის შვი-
ლის სხეულის ყველა ნაწილს, აერთებს ამ ნაწილებს და შე-
ლოცვებითა და მალამოებით სიცოცხლეს უბრუნებს ლე-
მინკაინენს. გონს მოსული ლემინკაინენი დედას უამბობს,
როგორ მოკლეს მდინარე ტუონზე, და დედა-შვილი სახლში
ბრუნდებიან.

285 მკითხველთა ლიგა


ჭაბუკი ახტის ჭაღარა მშობელს
აღარ ასვენებს ფიქრები მწარე:
„ნეტავ სად არის კაუკო ჩემი,
ლემინკაინენ სად არის ნეტავ?
არავის უთქვამს წასვილადან დღემდე,
რომ სამშობლოში დაბრუნდა იგი“.
საწყალმა დედამ უწყოდა როდი,
როდი იცოდა ბედკრულმა დედამ,
სად იყო მისი ძვირფასი პირმშო,
ხორცი და სისხლი სად იყო მისი:
ფიჭვნარიანსა მაღალსა მთაზე,
უკაცრიელ და უდაბურ ველად,
მრისხანე ზღვების ზვირთების ზევით,
მიექანება რომელიც თავქვე,
თუ ბრძოლის ველზე ნავარდობს ლაღად
და მტარვალს მუსრავს ზათქით და ზარით,
წელამდე წვდება წითელი სისხლი,
წითელი სისხლი მუხლამდე წვდება.
კულიკი, ახტის ლამაზი ცოლი,
დარაჯად ედგა მეუღლის მამულს,
არ შორდებოდა კაუკოს სახლ-კარს,
იხედებოდა ნიადაგ ირგვლივ;
უთვალთვალებდა საღამოს ჯაგრისს,
დილითაც მასზე ეჭირა თვალი.
ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა
და შეაშფოთა კულიკი ძლიერ:

286 მკითხველთა ლიგა


ჯაგრისში წვეთმა იჩინა თავი,
წითელმა სისხლმა დაიწყო წვეთა.
კულიკი, ახტის ლამაზი ცოლი,
შეშფოთებული იტყოდა უმალ:
„სრულიად უცნობ, მივარდნილ გზაზე,
სადაც არავის დაუდგამს ფეხი,
ჩემი ლამაზი კაუკო გაჰქრა,
ლემინკაინენს მოეღო ბოლო:
ჯაგრისში წვეთმა იჩინა თავი,
წითელმა სისხლმა დაიწყო წვეთა!“
დედამ კი სისხლი იხილა ოდეს,
გულამოსკვნილად ატირდა იგი:
„უბედურება დამატყდა თავზე,
ცრემლთა დენათა დამიდგა ჟამი!
უბედურება სწვევია ვაჟკაცს,
მას განსაცდელი სწვევია მძიმე:
ჯაგრისში წვეთმა იჩინა თავი,
წითელმა სისხლმა დაიწყო წვეთა!“
მან კაბის კალთა მოიგდო ხელში,
და აიკალთა საბრალომ კაბა
და გაეშურა სასრაფოდ გზაზე
და მოიკრიბა ძალები მთელი:
ნაბიჯით მთები ირყევა ერთობ,
ზვიადი მთები დაბლდება ვაკედ,
ხოლო ვაკე და სიღრმენი მიწის
იმართებიან, დგებიან მთებად.
იგი პოხელის მიადგა სახლებს,
შვილის ამბავი იკითხა უმალ:

287 მკითხველთა ლიგა


„პოხელის მხარის მპყრობელო დიდო,
საით გაგზავნე კაუკო ჩემი?“
დიასახლისი პოხელის მხარის
საბრალო დედას მიუგებს ასე:
„მე არაფერი არ ვიცი, დაო,
სად დაიკარგა კაუკო შენი;
მე ის შემოვსვი ცეცხლოვან ცხენზე,
გამოვამგზავრე სახლისკენ სწრაფად;
იქნებ ყინულში ჩავარდა იგი,
ზღვამ გაყინულმა გაჰყინა იქნებ,
იქნება ტყეში ჩაყლაპა მგელმა,
ან დიდმა დათვმა დატორა თათით?“
კაუკომელის მოხუცმა დედამ
ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:
„რატომ კადრულობ მოხუცო ტყუილს,
რატომ არ იტყვი სიმართლეს ნეტავ?
მგელი ჩვენს მოდგმას ვერ ჩაგრავს ოდნავ,
ოდნავ ვერ ჩაგრავს ჩვენს მოდგმას დათვი:
ახტი მგლის ხროვას თითებით აქცევს,
ხელებით ფანტავს დათვების ჯოგებს.
თუ ისევ მეტყვი მოხუცო ტყუილს,
თუ დამიმალავ სიმართლეს ისევ,
არდგმულის კარებს დავანგრევ უმალ,
დავანგრევ სამპოს ჯადოსნურ კარებს“.
დიასახლისი პოხელის მხარის
საბრალო დედას მიუგებს ასე:
„მე გაძღომამდე ვაჭამე ჭაბუკს,
კარგი სასმელიც ვასმიე ბლომად,

288 მკითხველთა ლიგა


მოკლედ, ყელამდე ავავსე ყოვლით
და ნავში ჩავსვი ჭაბუკი შემდეგ,
რომ ჭორომებზე ეარა ამოდ,
მღელვარე ზღვაზე ეარა მშვიდად.
არ ვიცი საით წავიდა იგი,
როგორ იარა მღელვარე ზღვაზე,
იქნებ დაახრჩო ჩანჩქერმა მძლავრმა,
ან მიიზიდა მორევმა იქნებ“.
კაუკომელის მოხუცმა დედამ
ცბიერ დედაბერს მიუგო ასე:
„შენ მართალივით მიყვები ტყუილს,
და არ მიყვები მოხუცო მართალს!
გიჯობს ტყუილებს მოუღო ბოლო
და მომახსენო სიმართლე მოკლედ.
მითხარ საითკენ გაგზავნე ახტი,
კალევაინენ სად არის ეხლა,
თორემ სიკვდილი გეწვევა მწარე
და მოგეღება უბედურს ბოლო“.
დიასახლისი პოხელის მხარის
უბედურ დედას მიუგებს ასე:
„ეხლა ტყუილებს მოვუღებ ბოლოს,
მე მოგახსენებ სიმართლეს ეხლა:
დომბის შეპყრობად გავგზავნე იგი,
კვიცის შეპყრობად გავგზავნე შემდეგ,
გედის შეპყრობად გავგზავნე გვიან,
რათა გიგანტი შეეპყრო გედი.
იქნებ რაიმე შეემთხვა ჭაბუკს,
იქნებ უბრალოდ დაყოვნდა გზაზე,

289 მკითხველთა ლიგა


რადგან არვისგან მსმენია ჯერაც,
რომ ჩვენს მხარეში დაბრუნდა იგი,
სადაც ასული მოელის ისევ,
ნაზი ასული ეგულვის სადაც“.
შიშმა შეიპყრო საბრალო დედა,
და შეშლილივით გავარდა გზებზე,
უნდა იპოვოს ძვირფასი შვილი,
საბრალო შვილთან წყურია შეყრა.
ვითარცა მგელი, გადირბენს ჭაობს,
ღრიალებს ტევრში, ვითარცა დათვი,
ვითარცა წავი, მიცურავს წყალზე,
მაჩვის მაგვარად მიფრინავს ველად,
კონცხებზე დარბის, ვითარცა ზღარბი
და კურდღელივით ნაპირებს მისდევს.
ქვებს, გზაზე დაყრილს გადაყრის განზე,
ჭაობში ამხობს გიგანტურ ხეებს.
ხეთა ნამსხვრევებს ჭაობში ისვრის
და წნელბოგირას გაიდებს ხიდად.
უკვე შვიდი დღე შესრულდა შემდეგ,
დღე საშინელი შესრულდა შვიდი,
გზაზე ხეები შემოხვდა დედას,
შვილის შესახებ ჰკითხავდა ხეებს.
ასე მიუგებს პასუხად ფიჭვი,
ამაყი მუხა მიუგებს ასე:
„მე შენი შვილის არა მაქვს დარდი,
საკუთარ თავზე ვზრუნავარ მხოლოდ,
ღმერთებმა ბედი მარგუნეს მძიმე,
სასტიკი ტანჯვა მარგუნა ბედმა:

290 მკითხველთა ლიგა


ჩემგან მანიაკს ჩარხავენ კაცნი,
ჩემგანვე თლიან ვეება კომბლებს,
ბასრი ნაჯახით მაქცევენ შეშად,
ასე, თანდათან მეღება ბოლო“.
უკვე შვიდი დღე შესრულდა შემდეგ,
დღე საშინელი შესრულდა შვიდი,
გზა მშვენიერი შემოხვდა დედას
და შეეიკითხა მშობელი ასე:
„ღვთით მოცემულო ლამაზო გზაო,
გადაიკარგა კაუკო ჩემი,
ის ოქროს ვაშლი თუ ნახე სადმე,
ის ვეცხლის წკეპლა თუ შეგხვდა ნეტავ?“
გზამ სევდიანმა მიუგო მშობელს,
საბრალო დედას მიუგო ასე:
„მე შენი შვილის არა მაქვს დარდი,
საკუთარ თავზე ვზრუნავარ მხოლოდ,
ღმერთებმა ბედი მარგუნეს მძიმე,
სასტიკი ტანჯვა მარგუნა ბედმა:
გადამირბენენ ძაღლები ყეფით,
გადმითქარუნებს ცხენები თავზე,
ზოგჯერ ფლოქვები მთელავენ მძლავრად
და მწარედ მჭყლეტენ ფლოქვები ბრტყელი“.
უკვე შვიდი დღე შესრულდა შემდეგ,
დღე საშინელი შესრულდა შვიდი,
ნათელი მთვარე შემოხვდა დედას
და შეეკითხა დიდებულ მთვარეს:
„ღვის მოცემულო მნათობო ბრძენო,
გადაიკარგა კაუკო ჩემი,

291 მკითხველთა ლიგა


ის ოქროს ვაშლი თუ ნახე სადმე,
ის ვერცხლის წკეპლა თუ შეგხვდა ნეტავ?“
ნათელმა მთვარემ მიუგო დედას,
საბრალო მშობელს მიუგო ასე:
„მე შენი შვილის არა მაქვს დარდი,
საკუთარ თავზე ვზრუნავარ მხოლოდ,
ღმერთებმა ბედი მარგუნეს მძიმე,
სასტიკი ტანჯვა მარგუნა ბედმა:
მე მარტოდმარტო დავდივარ ღამით
და მონდომებით ვანათებ მხარეს,
ზამთარში ზეცას ვდარაჯობ დინჯად,
ზეცის საუფლოს ზაფხულში ვტოვებ“.
უკვე შვიდი დღე შესრულდა შემდეგ,
დღე საშინელი შესრულდა შვიდი,
მზე დიდებული შენიშნა დედამ
და შეეკითხა დიდებულ მნათობს:
„ღვთისგან შექმნილო მნათობო ბრძენო,
გადაიკარგა კაუკო ჩემი,
ის ოქროს ვაშლი თუ ნახე სადმე,
ის ვეცხლის წკეპლა თუ შეგხვდა ნეტავ?“
მზემან უწყოდა კაუკოს ბედი
და საწყალ დედას მიუგო ასე:
„მას წყალვარდნილში უბიძგეს მძლავრად
და ჭორომიდან ჭორომზე ხტომით,
იგი ტუონის დაეშვა ფსკერზე,
მანალის ფსკერზე დაეშვა ბოლოს.
იქ განუტევა საბრალომ სული,
იქ განისვენებს საბრალო ეხლაც“.

292 მკითხველთა ლიგა


კაუკომელის ჭაღარა მშობელს,
გულზე მოაწვა საზარი სევდა
და ილმარინენს ეწვია იგი
და შეევედრა დიდებულ მჭედელს:
„ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
შენ გულმოდგინედ ჭედავდი გუშინ,
ჭედავდი გუშინ და უფრო ადრეც,
გთხოვ ერთი რამე გაჭედო დღესაც.
გაჭედე ფოცხი სპილენძის ტარით,
რკინის კბილები მიადგი მტკიცედ,
დაე, ას საჟენს უდრიდეს კბილი,
ხოლო ტარი კი უდრიდეს ხუთასს“.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
მჭდელმა დიდმა, უკვდავმა მარად,
გაჭედა ფოცხი სპილენძის ტარით,
რკინის კბილები მიადგა მტკიცედ,
კბილები მისი – საჟენი ასი,
ხოლო ტარი კი უდრიდა ხუთასს.
კაუკომელის მოხუცმა დედამ
ფოცხს წამოავლო უეცრად ხელი,
ტუონელისკენ დაეშვა უცებ
და შეევედრა დი დებულ მნათობს:
„მზევ დიდებულო, შექმნილო ღვთისგან,
თვით ქვეყნის შემქმნელს უნათებ, ვიცი!
გამოანათე პირველად ისე,
რომ გაანათო ქვეყანა კარგად,
გამოანათე მეორედ ისე,
რომ დედამიწას ავარდეს ბოლი,

293 მკითხველთა ლიგა


გამოანათე მესამედ ისე,
როგორც არასდროს, დიადო მზეო.
ბოროტი ტომი განაწყვე ძილად,
მანალის გრძნეულთ მიუღე ძალი,
მიუღე ძალი ტუონის გრძნეულთ,
დაუძლურე ბოროტი მხარე!“
მზე დიდებული, შექმნილი ღვთისგან,
ვინაც თვით უფალს უგზავნის ნათელს,
არყის ფუღუროს გააჯდა ამოდ,
მურყანის ღუნთან დახარა თავი,
გამოანათა პირველად ისე,
რომ გაანათა ქვეყანა კარაგდ,
გამოანათა მეორედ ისე,
რომ დედამიწას ავარდა ბოლი,
გამოანათა მესამედ ისე,
არ უნათია არასდროს როგორც:
ბოროტი ტომი განაწყო ძილად,
მანალის გრძნეულთ მიუღო ძალი,
მიუღო ძალი ტუონის გრძნეულთ,
დააუძლურა ბოროტი მხარე,
სიცხით გათანგა ხმლიანი ვაჟნი
და კომბლიანი მოხუცი ყველა,
შუა ასაკიც დათენთა ერთობ –
ძილი მოჰგვარა შუბოსან გმირებს,
და ზეცისაკენ გასწია სწრაფად
და გაიყოლა მიწიდან კვამლი,
თავის საუფლოს ეწვია ისევ,
საკუთარ ტახტზე დაბრძანდა დინჯად.

294 მკითხველთა ლიგა


კაუკომელის მოხუცმა დედამ
მსწრაფლ მოიმარჯვა მაგარი ფოცხი
და წყალვარდნილში ჩაუშვა შემდეგ
და გაატარა სიღრმეში სწრაფად –
ამაოდ დაშვრა მოხუცი ქალი,
ამაოდ ძებნა ჭაბუკი ფსკერზე.
მოხუცი დედა შევიდა წყალში,
წყალში შევიდა საწყალი დედა,
ფოცხით მოსინჯა მდინარის სიღრმე,
დიდხანს ეძება საბრალო შვილი.
მღვრიე ნაკადში ატარა ფოცხი,
იგი მდინარეს დაუყვა დაბლა,
მდინარეს აღმა აუყვა მერე
და შვილის გზა-კვალს მიაგნო ბოლოს:
მან დაიჭირა ხალათი შვილის
და შემოაწვა დარდები გულზე,
მერე იპოვა ქუდი და წინდა
და კვლავ ნაღველით აღივსო იგი.
მერე მანალის ეწვია სიღრმეს,
მანალის ფსკერზე დაიწყო ძებნა,
მდინარის სიგრძივ ატარა ფოცხი,
მისი სიგანე გადასჭრა შემდეგ,
შემდეგ ატარა ირიბად ოდნავ
და რაღაც საგანს მიაგნო ბოლოს:
მაგარი ფოცხის ვეება კბილებს
ძნა მოსდებოდა მძიმე და გრძელი.
ძნას დააკვირდა მოხუცი შემდეგ,
მაგრამ ძნა როდი აღმოჩნდა იგი,

295 მკითხველთა ლიგა


ლემინკაინენ აღმოჩნდა თვითონ,
კაუკომელი აღმოჩნდა თავად,
მას მოსდებოდა კბილები მტკიცე
და ისიც ნეკზე მარცხენა ფეხის.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
კალევაინენ, ყოჩაღი მეტად,
ამოიზიდა სპილენძის ფოცხით,
ჭირვალ ტალღებზე გამოჩნდა იგი;
გამოჩნდა, როგორც ნაჭრების გროვა,
რომელსაც აკლდა ნაწილნი მცირე,
აკლდა ხელი და ნაჭერი თავის,
და ჯერ სიცოცხლე არ ახლდა სხეულს.
ჭაღარა დედა აღივსო დარდით
და ცრემლიანმა წარმოსთქვა ასე:
„ამ მიმოფანტულ ხორცთაგან ნეტავ,
თუ შეიქმნება ცოცხალი გმირი?“
ყორანს მოესმა სიტყვები დედის,
დაიყრანტალა ყორანმა ასე:
ვინც გარდიცვალა, ვერ იქცეს კაცად,
ვეღარ გაცოცხლდეს ვერასდროს მკვდარი:
ის ხომ თევზებმა დაფლითეს ფსკერზე,
ორაგულების შეიქმნა ლუკმა,
ჯობია ისროლო წყალში,
კვლავ დაუბრუნო ტუონის მორევს,
დაე, გარდიქცეს მორევში თევზად,
დაე, ვეშაპად გარდიქცეს იგი“.
კაუკომელის მოხუცმა დედამ
არ გადააგდო კაუკო წყალში,

296 მკითხველთა ლიგა


ფოცხი მორევში ჩაუშვა ისევ,
მორევის ფსკერზე მოესვა მძლავრად.
იგი მდინარეს დაუყვა სიგრძივ,
მისი სიგანე გადაჭრა შემდეგ,
ფოცხი მორევში ატარა დიდხანს
და დაიჭირა ნაჭერი ბევრი,
თავის და ხელის ნაჭრები მცირე,
მცირე ნამსხვრევნი ხერხემლის ძვალთა
და ნაწილები დაფლეთილ ტანის
მიმოფანტული მდინარის ფსკერზე.
შვილის შედგენა დაიწყო დედამ,
ხელახლა შექმნა დაიწყო შვილის.
მან მიუყენა ნაჭრები ნაჭრებს,
ძვლებს მიუყენა ნაჭრები ზუსტად,
სწრაფად მიასკვნა ნაწილი ნაწილს,
გამშრალნი ძარღვნი დაძაგრა მტკიცედ.
მტკიცედ დაასკვნა ძარღვები ძარღვებს
და გადააბა ბოლოზე ბოლო,
ძარღვების ძაფთა დაიწყო დათვლა,
თანაც მუდარა დაიწყო ასე:
„სუონეტარო, დედაო ბრძენო,
ულამაზესო ქალღმერთო ძარღვთა,
ძარღვთა დართვა ხომ საქმეა შენი,
ხელთ თითისტარი გიპყრია მტკიცედ,
სპილენძის ჩონჩხით აბრუნებ ჯარას,
და ჯარას რკინის უხდება თვლები!
სუონეტარო მოვედ, ო, მოვედ,
მოვედ, ო, მოვედ, დედაო ჩემთან

297 მკითხველთა ლიგა


და ძარღვთა შეკვრა მიბოძე ბედკრულს
და ტყავის კონა მოიღე კალთით,
რათა ძარღვები შევკონო მაგრად,
მაგრად მივაბა ბოლოზე ბოლო,
სადაც ჭრილობას გახსნია პირი
და დარჩენილა ჭრილობა ღია.
გასაკურნავად თვე თუ არ კმარა,
სხვა საშვალებას მივმართავ მაშინ:
ასული ერთი ბინადრობს ცაზე,
ზეცაში ცხოვრობს ასული ერთი,
იგი კანჯოში დამჯდარა მშვიდად,
რომელსაც შვენის წითელი კიჩო.
ჰოი, ასულო, მოწყალევ გულით,
შუა ზეციდან დაეშვი დაბლა
და ძარღვთა შორის გასცურე შემდეგ,
გაინავარდე ნაწილთა შორის,
ცარიელ ძვლებში იცურე ლაღად
და გადახლართულ ხვრელებში გაძვერ.
ყოველი ძარღვი დასდევი იქვე,
სადაც ელაგნენ ისინი წინათ,
კარგად გაკერე ძარღვები გრძელი
და მიანიჭე ცახცახი ძრღვებს,
ძარღვნი ერთმანეთს მიაბი მაგრად,
ერთურთს მიაბი პატარა ძარღვნი!
აიღე ნემსი ძალიან წმინდა
და ყუნწში ძაფი გაურჭვე უცებ,
მსუბუქი ნემსით გაკერე ძარღვნი
და კალის ნემსით დაკემსე სწრაფად,

298 მკითხველთა ლიგა


ნემსით დაჭიმე ძარღვების ბოლო
და აბრეშუმის გაკვანძე ძაფით!
განსაკურნავად თუ ეს არ კმარა,
მოვედ უფალო, შემქმნელო ქვეყნის,
სწრაფად მოუხმე ყორნისფერ მერნებს,
სწრაფი მერნები შეკაზმე სწრაფად!
და უმოწყალოდ დაფლეთილ სხეულს,
ამ მოცახცახე ძვლებსა და ძარღვებს,
გადაუქროლე მარხილით ჭრელით
და აგრძნობინე დიადი ძალა!
ძვლებზე ნაჭრები მიაბი მტკიცედ,
ერთურთს მიაბი ძარღვების ბოლო,
ძარღვების კონას დაადე ვერცხლი,
დაადე ოქრო ჭრილობას ღიას!
გადამსკდარია ტყავები სადაც,
ახალი ტყავი დაადე ისევ;
დაფლეთილიაძარღვები სადაც,
იქ შეაერთე ძარღვები ისევ;
და სხეულს სისხლი აკლია სადაც,
ახალი სისხლი ჩაუსხი ისევ;
დამსხვრეულია სახსრები სადაც,
იქ შეაერთე სახსრები ისევ;
დაფლეთილია სხეული სადაც,
იქ შეაერთე სხეული ისევ;
ადგილზე დადე ყოველი ხორცი
და ძველი სახე მიეცი სხეულს:
ძვალი ძვალთან და ხორცი კი ხორცთან
და მიამაგრე ნაწილი ნაწილს!“

299 მკითხველთა ლიგა


დიდებულ ვაჟკაცს აერთებს დედა,
აერთებს დედა უბედურ ჭაბუკს,
რათა გაცოცხლდეს ჭაბუკი ისევ,
და იარსებოს ადრინდელ სახით.
უკვე მიაბა ძარღვები ძარღვებს,
უკვე მიაბა ბოლოზე ბოლო,
მაგრამ ვერ წარსთქვა ვაჟკაცმა სიტყვა,
ვერ ამეტყველდა საბრალო შვილი.
ჭაღარა დედას აწვალებს ფიქრი,
საბრალო დედა წარმოთქვამს ასე:
„სადღა ვიშოვო მალამო ნეტავ,
სადღა ვიშოვო წვეთები თაფლის,
რათა წავუსვა დარღვეულ სხეულს,
და გავაცოცხლო სხეული ისევ,
რომ ისევ წარსთქვას ვაჟკაცმა სიტყვა
რომ აგალობდეს საბრალო შვილი?
ჩიტო თაფლისავ, ფუტკარო ღვთისავ,
ტყის ყვავილების ფერიავ ნაზო!
წადი, ეწვიე მეტსოლის მხარეს,
წადი, ტაპიოლს ეწვიე ლამაზს,
ყვავილებიდან მოწოვე წვენი,
ბალახებიდან მოწოვე სითხე,
და იგი ფრთებით მოიღე სწრაფად,
ლამაზი ფრთებით მოიღე იგი,
რათა ტკივილი დავაცხრო მწარე,
რათა წამებას მოვუღო ბოლო!“
ჩიტი თაფლისა, ფუტკარი ღვთისა,
შეფრთხიალდა და გაფრინდა სწრაფად,

300 მკითხველთა ლიგა


იგი მეტსოლის ეწვია მხარეს,
ტაპიოლაში მიფრინდა იგი.
მან ყვავილები იპოვა ველად,
მან ბალახები იპოვა მწვანე
და ამოწოვა ყვავილებს სიტკბო,
და მერე თაფლად აქცია ნექტრით.
გამოეშურა ხმაურით უკან
და იმავ ველზე დაეშვა ისევ,
ლამაზი ფრთებით მოიღო თაფლი
და გოლეულიც მოიღო ბლომად.
კაუკომელის მოხუცმა დედამ
ფუტკრის ფრთებიდან აიღო თაფლი
და წასცხო თაფლი დარღვეულ სხეულს,
წაუსვა სხეულს ნაერთი მტკიცე;
მაინც ვერ წარსთქვა ვაჟკაცმა სიტყვა,
ვერ ამეტყველდა ჭაბუკი მაინც.
კაუკომელის ჭაღარა დედამ
მშვენიერ ფუტკარს მიუგო ასე:
„ფუტკარო, ჩემო ფრთამალო ჩიტო!
სხვა მხარისაკენ გასწიე ფრენით,
გადაიარე, ფუტკარო, ცხრა ზღვა,
მეათე ზღვაში ეწვიე კუნძულს
და თაფლოვანზე დაეშვი ველზე,
მწვანე მინდორზე დაკეცე ფრთები.
ეწვიე ტურის უახლეს ბინას,
პალვოინენის მიადქ კარებს!
იქ არის თაფლი ნუგბარი ერთობ
და ჯადოსნური მალამო ტკბილი,

301 მკითხველთა ლიგა


იგი აერთებს ყოველგვარ ძარღვებს
და ყოველ ნაწილს სასწარაფოდ კურნავს.
ჩემთან მოიღე მალამო იგი,
აქ მომიტანე ნაერთი მტკიცე,
რათა დარღვეულს წავუსვა სხეულს,
რათა წამებას მოვუღო ბოლო!“
ფუტკარი ღვთისა, კაცუნა სწრაფი,
შეფრთხიალდა და აფრინდა უცებ,
გადაიარა მრისხანე ცხრა ზღვა
და ზღვას მეათეს ეწვია ბოლოს.
სამი დღე არის მიფრინავს უკვე,
მიფრნავს სწრაფად, არა გრძნობს
დაღლას,
არ ჩამოჯდება ლერწამზე წამით,
არ დაისვენებს ფოთოლზე ოდნავ,
ზღვაში აზიდულს ესწრაფვის კუნძულს,
ესწრაფვის იგი თაფლოვან ველებს,
ნაპერწკლის მფრქვეველს ესწრაფვის
ჩქერალს,
წმინდა მორევებს ესწრაფვის იგი.
ნუგბარი თაფლი მზად არის უკვე
უკვე მზად არის მალამო უცხო,
თიხის ჭურჭელში ჩაუსხამს უფალს,
ამშვენებს იგი მშვენიერ კასრებს,
თითის ტოლაა ნაერთი სიგრძით,
სიფართით ფრჩხილის ტოლაა მხოლოდ.
ფუტკარმა ღვთისამ, კაცუნამ სწრაფმა,
მსწრაფლ შეაგროვა მალამო ტკბილი

302 მკითხველთა ლიგა


და არ გასულა დიდი დრო შემდეგ,
სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ,
გამოეშურა ფუტკარი უკან,
ტკბილი ბზუილით მოარღვევს ჰაერს,
ბრჭყალებით მოაქვს ექვსიოდ ჯამი,
შვიდიოდ ჯამი სხეულით მოაქვს,
არის ჯამებში ნაერთი მტკიცე,
არის ჯამებში ნაერთი ტკბილი.
კაუკომელის ჭაღარა დედა
გამოცოცხლებას შეუდგა შვილის;
მას ცხრანაირი მალამო წასცხო
და რვანაირი მკურნავი სითხე:
მაინც ვერ წარსთქვა ვაჟკაცმა სიტყვა,
ვერ ამეტყველდა ჭაბუკი მაინც.
კაუკომელის ჭაღარა დედა
პატარა ფრინველს მიუგებს ასე:
„ცაში მფრინავო პატარა ჩიტო!
მოდი მესამედ გაფრინდი ცაში,
შეუსვენებლივ ისწრაფე მაღლა
და ეხლა ზეცას ეწვიე მეცხრეს!
იქ მეგულება ნუგბარი თაფლი,
იქ მეგულება მალამო უცხო,
რომლის პატრონიც ღმერთია თავად,
რომლითაც კურნავს საკუთარ შვილებს.
თაფლში ჩააწე პატარა ფრთები
და კასრის ფსკერზე მოუსვი კარგად
და ფრთებით თაფლი მოიღე უცებ,
ნანატრი სიტკბო მოიღე ზურგით,

303 მკითხველთა ლიგა


რათა წავუსვა დარღვეულ სხეულს,
რათა სატანჯველს მოეღოს ბოლო!..“
ასე ეტყოდა ჭკვიანი ჩიტი,
საბრალო დედას ეტყოდა ასე:
„ვით ავაღწიო ზეცაში ნეტავ,
მე ხომ კაცუნა გახლავართ მხოლოდ?“
კაუკომელის ჭაღარა დედა
პატარა ფრინველს მიუგებს ასე:
„ცაში მფრინავო პატარა ჩიტო!
შენ გაფრინდები აქედან სწრაფად
და გადაუფრენ დიდებულ მთვარეს
და შეერევი ვარსკვლავთა კრებულს
და დღე პირველი გაივლის როცა,
შენ შეეხები საფეთქელს მთვარის
და დღე მეორე გაივლის ოდეს,
დათვის ვარსკვლავებს ჩაუვლი ბეჭთან,
როს მესამე დღე დადგება ბოლოს,
შენ შვიდვარსკვლავედს გადუფრენ ზურგზე.
მერე მოკლეა სავალი გზები,
საფრენი გზები მოკლეა მეტად,
აქედან, უფლის ტახტამდე ვიდრე,
აქედან, ვიდრე სახლამდე უფლის!“
სწრაფად აფრინდა ფუტკარი მაღლა,
ლამაზ კორდიდან აფრინდა იგი
და ზეცისაკენ გასწია ისევ,
აამოძრავა მარაო უცხო,
გადაუარა მიდამოს მთვარის,
მზეს საფეთქელზე შეეხო ნაზად,

304 მკითხველთა ლიგა


დათვის ვარსკვლავებს შეეხო ბეჭზე,
შვიდვარსკვლავედის გაკაწრა ზურგი
და სარდაფებში ეწვია უფალს,
საკუჭნაოში შეფრინდა შემდეგ
და იქ იხილა კასრები ვერცხლის,
და იქ იხილა ქვაბები ოქროს,
ნუგბარი თაფლი შხიოდა ფსკერზე,
ხოლო გვერდებზე მალამო ლბილი;
თაფლს ამზადებდნენ სხივებზე მზისა,
იხარშებოდა მალამო ღამით.
ცაში მფრინავმა ფიტკარმა ლაღმა,
სარდაფებიდან მოიღო თაფლი
და არ გასულა დიდი დრო შემდეგ,
სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ,
გამოეშურა ფუტკარი უკან,
გამოეშურა ბზუილით იგი;
ასი კოტოში მოიღო უცებ,
ათასი ქვაბი მოიღო უცებ,
ათასი ქვაბი მოიღო სწრაფად,
ყველა მათგანში ასხია თაფლი
და უამრავი მკურნავი სითხე.
კაუკომელის მოხუცმა დედამ
ენით მოსინჯა მალამო თაფლის
და მოეწონა მალამო ერთობ
და მხიარულმა წარმოსთქვა ასე:
„ეს არის სითხე, როგორიც მსურდა,
რომელსაც დიდხანს ვნატრობდი გულით,
ეს არის ყოვლის მკურნავი სითხე,

305 მკითხველთა ლიგა


რომლითაც თავად უფალი კურნავს“.
კაუკომელის მოხუცმა დედამ,
სადაც შენიშნა ჭრილობა მძიმე,
სადაც შენიშნა ბზარები ძვლების,
სასწრაფოდ წასცხო მალამო უცხო,
წასცხო მალამო მაღლა და დაბლა,
შუაშიც წასცხო მალამო ტკბილი.
ასე იტყოდა მშობელი შემდეგ,
ასე იტყოდა ბედკრული დედა:
„მიდამოებში სასტიკი წყლების,
ამ ამწვანებულ უსაზღვრო ველზე,
გამოერკვიე, საბრალო შვილო,
და მიატოვე მარადი თვლემა!“
გამოერკვია საბრალო შვილი
და მიატოვა მარადი თვლემა
და ბაგეები განახვნა უცებ
და ბაგეთაგან აღმოხდა ჭაბუკს:
„მე მძიმე ძილით მეძინა დიდხანს,
ცისქვეშ მეძინა მაგარი ძილით,
გამოვიძინე მშვენივრად უკვე
და მივატოვე მარადი თვლემა“.
კაუკომელის მოხუცმა დედამ
საყვარელ პირმშოს მიუგო ასე:
„ლემინკაინენ, ძვირფასო ჩემო,
შენ იძინებდი აქ უფრო დიდხანს,
რომ არ ეზრუნა საყვარელ მშობელს,
ვინაც ნიადაგ ზრუნავდა შენზე.
ო, მიპასუხე, ძვირფასო შვილო,

306 მკითხველთა ლიგა


დახშული ბაგე გახსენი ჩქარა:
ვინ გაგაგზავნა საზარელ მანში,
ვინ დაგაძინა ტუონის ფსკერზე?“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ჭაღარა დედას მიუგებს ასე:
„სველქუდიანმა მეჯოგემ ერთმა,
ხედვადახშულმა, ბოროტმა გულით,
გველი საზარი აართვა ზვირთებს
და გამიყარა სხეულში მძლავრად,
გონდაკარგული ჩამიშვა მანში,
დამაბინავა ტუონის ფსკერზე;
მე არ ვიცოდი მელოცნა როგორ,
ვით განმეკურნა ნაკბენი გველის“.
კაუკომელის ჭაღარა დედამ,
საყვარელ ჭაბუკს მიუგო ასე:
„ჰოი, უგნურო, ყმაწვილო კაცო,
შენ ჯადოქართა ისურვე მოსრა
და არ უწყოდი საწყისი გველის,
როგორ არჩენენ უნასის ნაკბენს.
გველი მრისხანე მორევში იშვა,
იშვა ტვინიდან ლამაზი იხვის,
თოლიის ტვინმა წარმოქმნა ზღვაზე,
სუოეტარის დაბადა დორბლმა.
ერთხელ მან დორბლი ისროლა წყალში
და იგი ტალღამ გაწელა შემდეგ,
თავზე დაადგა სხივები მზისა
და ანანავა ნიავმა ფრთებით,
მიუახლოვა თანდათან ხმელეთს

307 მკითხველთა ლიგა


და ამოაგდო ნაპირზე ტალღამ“.
კაუკომელის ჭაღარა დედამ
გამოცოცხლება დაიწყო შვილის
და შეანჯღრია სხეული ძლიერ,
რომ დაუბრუნდეს სიცოცხლე სხეულს,
რომ უფრო მძლავრი შეიქმნეს იგი
და ადრინდელზე ლამაზი უფრო.
ბოლოს კი ჰკითხა საყვარელ ჭაბუკს,
რას ისურვებდა ჭაბუკი იგი.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ჭაღარა დედას მიუგებს ასე:
„მე აწი მინდა ძალიან ცოტა,
ეხლა ნამდვილად არ მინდა ბევრი,
ასული ერთი ბინადრობს პოხელს
და იმ ასულთან მწყურია შეყრა.
დიასახლისი პოხელის მხარის
არ გამომატანს მშვენიერ ასულს,
თუ ტუონელის მორევში ბნელში,
წმინდა მდინარის უსიერ ფსკერზე,
ლამაზი ჩიტი არ ვიგდე ხელად,
არ შევიპყარი მდინარის გედი“.
ჭაღარა დედა მიუგებს ჭაბუკს,
კაუკომელის მიუგებს დედა:
„იმ ტუონელის მორევში ბნელში,
წმინდა მდინარის უსიერ ფსკერზე
ლამაზი გედი ცურავდეს მშვიდად,
მშვიდად ცხოვრობდეს იხვების გუნდი!
შენ კი პოხელის დასტოვე მხარე,

308 მკითხველთა ლიგა


შინ გაეშურე დედასთან ერთად!
დიდებულ უფალს მიაგე მადლი,
მადლი მიაგე სამყაროს შემქმნელს,
რომ მანალიდან მოგიღო მაღლა,
რომ განგარიდა ტუონი ბნელი
და დაგიბრუნა სიცოცხლე ისევ
და მოგანიჭა ხელახლა სუნთქვა.
რომ არ მყოლოდა დამხმარედ ღმერთი,
რომ არ მყოლოდა უფალი შემწედ,
ვერ მივაღწევდი ვერაფერს მარტო
და იძინებდი მანალში დღესაც“.
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
გახარებული წამოდგა ფეხზე
და უძვირფასეს დედასთან ერთად
სამშობლოსაკენ აიღო გეზი.
მე ამ ადგილზე დავტოვებ ჭაბუკს,
აქ დავშორდები დიდებულ ვაჟკაცს,
სხვა გზით წარვმართავ მე ლექსის სიტყვებს,
ვამოგზაურებ უცნობი გზებით
და სხვა საგნებთან მივიყვან ეხლა
და კვლავ მოგითხრობთ დიდებულ ამბებს.

309 მკითხველთა ლიგა


runa meTeqvsmete

ვეინემეინენი ტყეში გზავნის სამპსა პელერვოინენს, რომ


ხე მოუტანოს ნავის გასაკეთებლად, ამ ხისგან ბრძენი მოხუცი
შელოცვებით აკეთებს ნავს, მაგრამ მის დასამთავრებლად
ვერ პოულობს სამ სიტყვას. ამ სიტყვების საძებრად იგი მიდის
ტუონში, სადაც მას შეიპყრობენ. ვეინემეინენი თავისი ძლი-
ერების წყალობით თავისუფლდება ტუონიდან, ბრუნდება თა-
ვის ქვეყანაში, აფრთხილებს ხალხს, რომ არავინ არ წავიდეს
ტუონში თავისი ნებით და მოუთხრობს მათ, რა საშინლად
ცხოვრობენ იქ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში ბორო-
ტები იყვნენ.

310 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მისანმა დიდმა, უკვდავმა მარად,
ნავის გამოთლა გაივლო გულში
და გულმოდგინებით შეუდგა საქმეს.
სად უდაბურა კონცხია უცხო
და კუნძულაკი, მოცული ნისლით,
ის გულმოდგინეთ ჩორკნიდა სანდალს,
ის მონდომებით რანდავდა ფიცრებს,
მაგრამ ფიცრები დააკლდა მოხუცს,
რადგან ხენი არ ხარობდნენ ირგვლივ.
ნეტავ რომელი იშოვის ხეებს,
მუხებს რომელი მოიტანს ნეტავ,
რომ გამოსთალოს ვეინემ კანჯო,
რომ გაუკეთოს მაგარი ფსკერი?
ყოჩაღი ბიჭი, პატარა სამპსა,
პელერვოინენ, ველების შვილი,
ვეინემეინენს უშოვის ხეებს,
ვეება მუხებს მოიტანს უხვად,
რომ გამოსთალოს ვეინემ კანჯო,
რომ გაუკეთოს ლამაზი ფსკერი.
აი, წავიდა პატარა სამპსა,
აღმოსავლეთის დაადგა ველებს,
ხელში უპყრია ნაჯახი ოქროს,
რომელსაც ვერცხლის უხდება ტარი.
მთას ერთს მიადგა, მეორეს შემდეგ,
მესამე მთასთან შეჩერდა ბოლოს:

311 მკითხველთა ლიგა


ვერხვი მაღალი იხილა მთაზე,
სამი საჟენი რომ იყო სიგრძით.
მან დააპირა მოჩეხვა ვერხვის,
ნაჯახის დაკვრით დაცემა დაბლა,
ხე აშოლტილი შეტოკდა უცებ
და ამეტყველდა ცახცახით იგი:
„ნეტავ რა გინდა, პატარა ბიჭო,
ნეტავი რა გსურს მიიღო ჩემგან? “
ასე მიუგებს ყოჩაღი სამპსა,
პელერვოინენ მიუგებს ასე:
„აი, რა მინდა, ლამაზო ვერხვო,
რამ მომიყვანა, ძვირფასო, შენთან:
მე მონდომებით დავეძებ ფიცრებს,
რიმ გავაკეთო ლამაზი ნავი“.
პელერვოინენს მიუგო ვერხვმა,
მრავალტოტებამ მიუგო ასე:
„თუ ვერხვისაგან გაკეთდა ნავი,
ჩაიძირება ტალღებში უმალ,
რადგან ფუყეა სხეული ჩემი,
სიცარიელით ყელამდე სავსე:
მატლმა, რომელიც მაწვალებს მწარედ,
ამ წელიწადსაც გამტანჯა დიდად,
სამჯერ დამიღრღნა მაგარი გული,
ფესვებში ჩაძვრა წყეული სამჯერ“.
რა მოისმინა სიტყვები სამპსამ,
პელერვოინენ დაადგა გზაზე
და წარემართა ნაბიჯით ნელით,
ჩრდილოეთისკენ დაიძრა დინჯად.

312 მკითხველთა ლიგა


მაღალი ფიჭვი შემოხვდა გზაზე,
ექვსი საჟენი იყო სიგრძით,
არ დააყოვნა პატარა სამპსამ,
შემოუქნია ნაჯახი უცებ,
ტანზე დაუშვა წერაქვი მძლავრი
დათანაც ასე ჰკითხავდა მშვიდად:
„ტანაშოლილო, ლამაზო ფიჭვო,
თუ გამოდგები ფიცრებად ნავის?“
ასე მიუგებს ლამაზი ფიჭვი,
ფიჭვი ხმამაღლა მიუგებს ასე:
„ექვსფიცრიანი ლამაზი კანჯო
აწი არასდროს გამოვა ჩემგან,
რადგან წელს სამჯერ მეწვია ყვავი
და გამოჩეკა ბახლები სამჯერ“.
რა მოისმინა სიტყვები ესე,
პატარა სამპსამ განაგრძო გზები,
და გაეშურა შარაზე დინჯად,
სამხრეთის მხარეს ეწვია ბოლოს:
ამაყი მუხა შემოხვდა გზაზე,
ცხრა საჟენია ბერმუხა ირგვლივ.
პელერვოინენ – პატარა სამპსა,
ახოვან მუხას ჰკითხავდა ასე:
„დედაო ხეო, საბრალო ნავი
თუ გაკეთდება ნეტავი შენგან?“
ასე მიუგებს ამაყი მუხა:
მუხა პასუხად მიუგებს ასე:
„უამრავ ფიცარს შევიცავ ტანში,
რომ კარგი კილი გაკეთდეს ჩემგან,

313 მკითხველთა ლიგა


სიცარიელე არა მაქვს მცირეც,
ტანაც გახლავარ ტანადი ერთობ.
ოდეს ზაფხულის ჩამოწვა ხვატი,
მზე შემოიჭრა სხეულში სამჯერ,
მთვარე კი წვერზე შემოჯდა კოხტად,
ხოლო რტოებზე ჩიტების გუნდი“.
ასე რა ესმა პატარა სამპსას,
მყის მოიმარჯვა ნაჯახი ხელში
და მუხის ტანზე დაუშვა მძიმედ,
ტანმაგარ მუხას დაუწყო ჩეხვა
და გადაზნიქა ბერმუხა მძლავრი,
დედამიწაზე დაამხო უცებ.
გრძელი კენწერო მოაჭრა მუხას,
შუა გააპო ამაყი თავი,
ტანი ფიცრებად დაჩეხა შემდეგ,
ნავის ფიცრები დაჩეხა ბლომად,
რომ მშვენიერი გასთალოს კანჯო,
ულამაზესი აშენოს ნავი.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მისანი დიდი, უკვდავი მარად,
ვეება მუხის აიღებს ნამტვრევს,
აიღებს ფიცრებს ამაყი მუხის
და შელოცვებით აკეთებს კანჯოს,
და სიმღერებით აშენებს სანდალს.
იმღერა ერთხელ – მზადაა ფსკერი,
იმღერა კიდევ – გვერდები შექმნა,
და მესამედაც იმღერა ოდეს,
შექმნა ნიჩბების ყოველი პალო;

314 მკითხველთა ლიგა


მან გაამაგრა ფერდების წვერნი
და შეამტკიცა გვერდები მაგრად.
არის შეკრული ფერდები უკვე,
არის შეკრული ორივე ფერდი,
სამიოდ სიტყვა აკლია მხოლოდ,
რომ ძელაკები გამართოს ნავზე,
რომ დაამთავროს კილებზე ძელი,
რომ ნავზე ქიმი დაადგას სწრაფად.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დამწუხრებული იტყოდა ასე:
„ვხედავ, მიმტყუნა მიხთალმა ბედმა,
ვეღარ გავუშვებ ტალღებზე კანჯოს!“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
უმალ შეიპყრო იმაზე ფიქრმა,
თუ სამი სიტყვა ეშოვა როგორ,
თუ სად ეპოვა შელოცვა სამი;
მერცხლის ტვინშია სიტყვები იქნებ,
გედის ან ბატის ფრთებშია იგი;
იგი წავიდა სიტყვების ძებნად,
გზაში გედების გასწყვიტა გუნდი,
გაავლო მუსრი საცოდავ ბატებს,
უბედურ მერცხლებს მოუღო ბოლო,
ვერსად იპოვა სიტყვები მაინც,
ნახევარი ვერ იპოვა სიტყვა.
ასე იფიქრა მოხუცმა ბრძენმა,
ვეინემეინემ იფიქრა ასე:
ციყვის პირში და ხახაში ირმის
ხომ არ იქნება ასამდე სიტყვა?

315 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ დადდგა გზაზე,
უნდა შელოცვა იპოვოს სამი,
გზადაგზა მოსპო ირმების რემა,
ციყვების გროვას მოუღო ბოლო,
მან შეაგროვა სიტყვები ბევრი,
არ გამოადგა არც ერთი სიტყვა.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
გაიფიქრა და დაასკვნა ასე:
„იმ ტუონელის სამყოფში ბნელში,
იმ მიწისქვეშა მანალში, ალბათ,
მე წავაწყდები საჭირო სიტყვებს,
იქ ინახება შელოცვა სამი“.
მანალისაკენ გასწია სწრაფად,
რათა იპოვოს შელოცვა სამი.
მან ერთ კვირაში ჯაგნარი განვლო,
მისდევდა ბარდნარს მეორე კვირას,
მესამე კვირას ღვიათა ველებს,
ბოლოს კი კუნძულს მიადგა იგი,
ბნელი მანალის მიადგა კუნძულს,
ტუონის ქედი იხილა ბოლოს.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მდინარის პირას იძახა ასე:
„ო, ტუონელის ასულო ნაზო,
ულამაზესო ასულო მანის,
მომეც სანდალი, შეკრული მაგრად,
და საიმედო ბორანი მომეც,
რომ გადმოვცურო მდინარე ვრცელი,
სრუტეზე გავლით მოვიდე შენთან“.

316 მკითხველთა ლიგა


ბნელი ტუონის ასული უცხო
ტანად პატარა ასული მანის,
ტუონელისა მდინარის პირას,
შავი მანალის მორევთან თურმე,
იყო გართული სარეცხის რეცხვით
და გულმოდგინედ რეცხავდა კაბას.
შორი ძახილი მოესმა ოდეს,
გაეხმაურა შორიდან იგიც:
„მშვენიერ კანჯოს მოვიტან შენთვის,
მოვიტან ერთი პირობით მხოლოდ,
თუ მეტყვი მიზეზს, რომლითაც შესძელ,
მოსულიყავი ჯადოსნურ წყლებთან,
ისე, რომ გზაზე არ შეგხვდა სენი,
არ შეგეფეთა სიკვდილი გზაზე“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მშვენიერ ასულს ეტყოდა ასე:
„აქ მომიყვანა ტუონმა თვითონ,
აქ მომიყვანა ქვეყნიდან მანამ“.
ბნელი ტუონის ასული უცხო,
ტანად პატარა ასული მანის,
ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს,
დიდებულ მისანს მიუგებს ასე:
„რომ მოეყვანე დიდებულ ტუონს,
რომ მოეყვანე ქვეყნიდან მანას,
თვით მოგიყვანდა ტუონი მაშინ,
თვით მოგიყვანდა ქვეყნიდან მანა.
ქუდს გიბოძებდა ტუონი მოხუცს,
მანა მოგცემდა ხელთათმანს მტკიცეს.

317 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ, მოხუცო ყბედო,
რისთვის მოსულხარ მანალში ნეტავ?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:
„მე მომიყვანა მაგარმა რკინამ,
თქვენსკენ მიბიძგა ფოლადმა მტკიცემ“.
ბნელი ტუონის ასული უცხო,
ტანად პატარა ასული მანის,
ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს,
დიდებულ მისანს მიუგებს ასე:
„რომ მოეყვანე შენ მაგარ რკინას,
მტკიცე ფოლადს რომ ებიძგა შენთვის,
მაშინ იდენდა ხალათზე სისხლი,
წითელი სისხლი იდენდა ღვარად.
ვეინემეი ნენ, მოხუცო ყბედო,
მითხარ სიმართლე ბოლოს და ბოლოს!“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
პატარა ასულს მიუგებს პასუხს:
„ძლიერმა წყალმა მომაგდო მანალს,
ტალღამ ძლიერმა მომაგდო ტუონს“.
ბნელი ტუონის ასული უცხო,
ტანად პატარა ასული მანის,
ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს,
დიდებულ მისანს მიუგებს ასე:
„თუკი შენ წყალმა მოგაგდო მანალს,
ტალღამ ძლიერმა მოგაგდო ტუონს,
წყალი ხალათზე იდენდა მაშინ,
ანკარა წყალი იდენდა ღვარად.

318 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ, მოხუცო ყბედო,
თქვი, რისთვის მოხვედ მანალის მხარეს?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:
„მე მძლავრმა ცეცხლმა მომაგდო ტუონს,
მე ცეცხლთან ერთად ვეწვიე მანალს“.
ბნელი ტუონის ასული უცხო,
ტანად პატარა ასული მანის,
ასე მიუგებს დიდებულ მოხუცს,
დიდებულ მისანს მიუგებს ასე:
„თუ მძლავრმა ცეცხლმა მოგაგდო ტუონს,
თუ ალთან ერთად ეწვიე მანალს,
შეგიტრუსავდა კულულებს ცეცხლი,
შეგიტრუსავდა ჭაღარ წვერებს.
ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
თუ გსურს მიიღო საჭირო ნავი,
უნდა მომითხრო სიმართლე ჩქარა,
უნდა მოუღო ტყუილებს ბოლო:
როგორ მოხვედი მანალში ისე,
რომ არ შეგიპყრო საზარმა სენმა,
არ გადეყარე რაიმე ხიფათს,
არ შეგეფეთა სიკვდილი გზაზე?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
პატარა ასულს მიუგებს ასე:
„მე მოგატყვილე, ასულო ნაზო,
მე დაგიმალე სიმართლე საქმის,
მაგრამ ეხლა კი მოგითხრობ მართალს,
თავგადასავალს მოგითხრობ მოკლედ.

319 მკითხველთა ლიგა


ერთ დღეს ვიმღერე სიმღერა ლაღი,
მეორე დღესაც ვიმღერე მძლავრად
და სიმღერისგან შევქმენი კანჯო.
შელოცვებისგან შევქმენი ნავი
და დღე მესამე დამიდგა ოდეს,
მაშინ მუხთალმა მიმტყუნა ბედმა,
რადგან შელოცვის მარხილი უცხო,
უცხო სიმღერის კავები მძლავრი,
უვიცობისგან დამემსხვრა წამსვე
და ცარიელი იმედი დამრჩა.
მანალის ფსკერზე დავეშვი მაშინ,
რომ მცირე ბურღი მეშოვა სადმე,
რომ აღმედგინა მარხილი სწრაფად,
რომ აღმედგინა მარხილი უცხო.
ეხლა მომეცი, ასულო, ნავი,
ასულო, შენი ბორანი მომეც,
რომ გადმოვცურო მდინარე სწრაფად,
გამოგეცხადო სრუტეზე გავლით!“
მანის ასული აენთო უცებ,
მოხუცს უკმეხი ესროლა სიტყვა:
„ჰოი, ჩერჩეტო მოხუცო კაცო,
გონდაკარგულო, საბრალოვ ჭკუით!
როგორ გაბედე ტუონში მოსვლა,
სნეულების და მიზეზის გარე,
ხომ აჯობებდა, ნამდვილად შენთვის,
დაბრუნებოდი მშობლიურ მამულს,
რადგან მრავალი ისწრაფვის აქეთ,
თითო-ოროლა ბრუნდება უკან“.

320 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:
„ეჭვი ქალების საქმეა მხოლოდ,
დედაკაცების საქმეა ეჭვი,
და არა კაცთა, უძლურთა თუნდაც,
თუნდაც ნაკლებად მამაცთა გმირთა!
მომეც ბორანი, ასულო, ნაზო,
ასულო მანის, სანდალი მომეც“.
მანის ასულმა, ასულმა ნაზმა,
გადმოატარა ვეინეს სრუტე,
გადაატარა მდინარე ნავით
და მოახსენა მორჩილად ბოლოს:
„ცოცხალი დახვედ ტუონის ფსკერზე,
მოუკვდინებლად დაეშვი მანში!“
დიასახლისმა ტუონის მხარის,
ბოროტი მანის მოხუცმა ქალმა,
ძვირფასი ლუდი მიართვა მოხუცს
და მხიარულად მიუგო ასე:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
უძვირფასესი მიირთვი ლუდი!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ეჭვით ჩახედა საეჭვო ჭურჭელს,
ხედავს, ჭურჭელში ყვირიან მყვარნი
და ტივტივებენ მატლები გროვად.
ვეინემეინენ აენთო ერთობ
და გულმოსული ეტყოდა იგი:
„მე აქ იმისთვის მოვსულვარ როდი,
შევსვა ლუდი და უგონოდ დავთვრე,

321 მკითხველთა ლიგა


ვინც ლუდით სკდება, ის ხშირად თვრება,
ვინც ხშირად თვრება, ის კვდება ხშირად“.
დიასახლისი ტუონის მხარის
დიდებულ მისანს ეტყოდა ასე:
„რისთვის ეწვიე მანალის მხარეს,
რისთვის ეწვიე სამეფოს მანის,
შენ მანას რისთვის ეწვიე მანამ,
სანამ თავად არ მოგიხმო მანამ?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მშვენიერ ასულს ეტყოდა ასე:
„მე ვაკეთებდი მშვენიერ კანჯოს,
მე ვაკეთებდი მშვენიერ სანდალს,
სამიოდ სიტყვა დამაკლდა უცებ,
უცებ დამაკლდა შელოცვა სამი,
რომ ბოლოები შემეკრა მაგრად,
რომ დამეხურა ბოლომდე კიჩო.
შემოვიარე ქვეყანა მთელი,
მაგრამ სიტყვები ვიპოვე ვერსად,
ბოლოს ტუონის ვეწვიე მხარეს,
მანალის მხარეს ვეწვიე ბოლოს,
რათა მეპოვა სამიოდ სიტყვა,
რათა შელოცვა მეპოვა სამი“.
დიასახლისი ტუონის მხარის
დიდებულ მისანს ეტყოდა ასე:
„შენ არ გაღირსებს ტუონი სიტყვებს,
არ გიწილადებს შენ ძალას მანა
და ვიდრე ქვეყნად გიდგია სული,
ამ ქვეყანაზე დადიხარ ვიდრე,

322 მკითხველთა ლიგა


ვეღარ იხილავ მშობლიურ მიწას,
ვერ დაბრუნდები მშობლიურ სახლში“.
დიასახლისმა ტუონის მხარის
ვეინემეინენ განაწყო ძილად
და დაასვენა ლოგინზე ამოდ,
გადააფარა საბანი ლბილი.
ასე ეძინა დიდებულ ვაჟკაცს,
მაგრამ ფხიზლობდა სამოსი მისი.
იქ დედაბერი ცხოვრობდა თურმე,
ძირს დაშვებული მახვილი ყბებით,
ის რკინის ძაფებს ართავდა ბლომად,
ხანაც ართავდა სპილენძის ძაფებს;
ერთხელ ზაფხულის მშვენიერ ღამით,
წყალში აღმართულ ლოდებზე მჯდარმა,
მან ასიოდე მოქსოვა ბადე,
მოქსოვა ბადე ათასზე მეტი.
აქვე ცხოვრობდა მოხუცი კაცი,
მას სამი თითი გააჩნდა მხოლოდ
და რკინის ძაფებს ართავდა ბლომად,
ხანაც ართავდა სპილენძის ძაფებს:
მოხუცმა კაცმა, იმავე ღამით,
სწორედ იმავე ლოდებზე მჯდარმა,
სწრაფად მოქსოვა ასიოდ ბადე,
მოქსოვა ბადე ათასზე მეტი.
იქ ძე მანისა ცხოვრობდა ფსკერზე,
თითებად ჰქონდა ნესკავი რკინის,
მან ბადეები გააბა სწრაფად,
სრუტეში ასე გააბა ბადე,

323 მკითხველთა ლიგა


გააბა განზე, გააბა სიგრძივ,
ბადე ირიბად გააბა ბოლოს,
რომ ვერ გაიქცეს ვეინე სხვაგან,
რომ ვერ დასტოვოს ვეინემ სრუტე,
რომ მანამ დარჩეს ვეინე ბრძენი,
მანალის ფსკერზე იძინოს მანამ,
სანამდე სული უდგია მოხუცს,
სანამ ზეცაზე ანათებს მთვარე.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
შეშფოთებულმა წარმოთქვა ასე:
„ტუონის შავ-ბნელ ბინათა შინა,
ვრცელ სამეფოში მანალის ბნელის,
ხომ არ მიმტყუნა მუხთალმა ბედმა,
ხომ არ მეღება უბედურს ბოლო“.
გამოიცვალა ვეინე ფრიად,
ახალი სახე მიიღო უცებ,
მთლად შავი სახით მისცურავს ზღვაში,
მიძვრება შლამში ლერწამის დარად,
ვით რკინის ჭია, მიცოცავს ისე
და მისრიალებს ვით შავი გველი,
გადაიქროლა ტუონზე უმალ
და გადაევლო ასივე ბადეს.
შვილმა თითები ასწია მაღლა,
თითები იგი, ნემსკავი რკინის,
და უთენია წამოდგა ფეხზე
და მიაშურა ბადეებს უმალ.
ბადეში ნახა კალმახი ბევრი
და უამრავი თევზები მცირე,

324 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ვეინე იხილა ვერსად,
ვერსად მიაგნო ვეინეს მხოლოდ.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
ტუონელიდან ამოძვრა სწრაფად
და უფლის მიმართ ღაღადყო ასე,
ევედრა უფალს მხურვალე გულით:
„უსათნოესო უფალო ჩემო,
არავის მისცე იმისი ნება,
რომ თვითნებურად დაეშვას მანში,
ნებით დაეშვას ტუონის ფსკერზე,
რადგან ამ ფსკერზე ჩასულან ბევრნი
თითო-ოროლა წასულა უკან“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
ასე ეტყოდა ყმაწვილებს შემდეგ,
ასე ეტყოდა თაობას ახალს,
რომელიც ეხლა იზრდება მხოლოდ:
„თქვენ, ბედნიერო შვილებო მიწის,
მშობელ მიწაზე დადიხართ ვიდრე,
არ მიაყენოთ უცოდველს წყენა
და არ მოუკლათ მგრძნობელი გული,
რომ ტუონელის მორევის ფსკერზე,
სამაგიერო არ გიზღათ ღმერთმა!
იქ დამნაშავეთ ძირავენ მხოლოდ,
იქ მხოლოდ ცოდვილთ უგებენ ლოგინს,
უგებენ ლოგინს ცხელ ქვათა ქვეშე
და ჯურღმულებში საზარელ კლდეთა,
მერე ხურავენ საზარელ საბნებს
მატლებითა და გველებით ნაქსოვს“.

325 მკითხველთა ლიგა


runa meCvidmete

ვეინემეინენი ანტერო ვიპუნენთან მიემგზავრება სიტყვე-


ბის გასაგებად და აღვიძებს მას მიწისქვეშეთში ხანგრძლივი
ძილიდან. ვიპუნენი ჩაყლაპავს ვეინემეინენს, მაგრამ მის მუ-
ცელში მოქცეული ვეინემეინენი სასტიკ ტკივილებს აყენებს
მას. ვიპუნენი ცდილობს ციფრებით, შელოცვებითა და მუქა-
რით თავიდან მოიცილოს ვეინემეინენი, მაგრამ იგი, თავის
მხრივ, ემუქრება მას, რომ მანამ არ ამოვა მუცლიდან, სანამ
არ გაიგებს ნავის გასაკეთებლად აუცილებელ სამ სიტყვას.
ვიპუნენი მას ასწავლის მთელ სიბრძნეს და ვეინემეინენი ბო-
ლოს და ბოლოს გამოდის მუცლიდან, ბრუნდება სახლში და
ამთავრებს ნავს.

326 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ვეღარ იშოვა შელოცვა სამი
ვერც ტუონელის საზარელ ფსკერზე,
ვეღარც მანის ბინათა შინა.
მან მონდომებით დაძაბა გონი
და სევდიანი ფიქრობდა ასე:
ის სამი სიტყვა ვიპოვო როგორ,
როგორ ვიპოვო შელოცვა სამი?
გზაზე შემოხვდა მეჯოგე ერთი,
მეჯოგე იგი ეტყოდა ასე:
„შენ აქ იპოვი უამრავ სიტყვას,
შენ აქ უამრავს იპოვი ჰანგებს:
მას ვიპუნენი გაჩუქებს ბრძენი,
მათ ვიპუნენის მუცელში პოვებ.
ვიპუნენისკენ გზა მიდის კოხტა,
მიედინება ბილიკი ვიწრო,
საუკეთესო არ არის იგი,
მაგრამ არც ცუდი არ არის ძლიერ:
ვიცი, პირველი ნაწილი გზისა,
უნდა გალიო ნემსებზე გავლით,
ვიცი, მეორე ნაწილი გზისა,
უნდა გალიო მახვილზე გავლით,
ხოლო მესამე ნაწილი გზისა
უნდა გალიო ცულებზე გავლით“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

327 მკითხველთა ლიგა


გზების სირთულე გაზომა ჭკუით
და ილმარინენს ეწვია შემდეგ
და მოახსენა დიდებულ ოსტატს:
„ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
ჩქარა შექმენი ჩექმები რკინის,
ფეხსაცმელები ფოლადის შექმენ,
რკინის ხალათიც შექმენი ჩქარა,
შექმენი რკინის ბერკეტი მძლავრი,
და ოწინარი შექმენი მტკიცე,
რომ იყოს იგი ფოლადი წმინდა,
რომ თხელი რკინა ეხვიოს ირგვლივ.
მსურს სამი სიტყვა ვიპოვო სადმე,
მინდა შელოცვა ვიპოვო სამი:
მათ ვიპუნენი მაჩუქებს მხოლოდ,
მათ ვიპუნენის მუცელში ვპოვებ“.
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
დიდებულ მისანს მიუგებს ასე:
„ო, ვიპუნენი მკვდარია უკვე,
უკვე მკვდარია ანტერო ჩვენი,
ის ვეღარ აბამს ფაცერკოდს ეხლა,
ის ვეღარ აბამს სრუტეზე ბადეს.
მან ვერ გაჩუქოს შელოცვა სამი,
ვერც ნახევარი გაჩუქოს სიტყვა“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მაინც დაადგა არჩეულ გზაზე
და პირველ დღესვე გალია სწრაფად
გზა მოფენილი ნემსებით წვრილით,
მეორე დღეს კი წვალებით განვლო

328 მკითხველთა ლიგა


მახვილი ხმლებით ფენილი შარა,
მესამე დღეს კი ვიდოდა იგი
ბასრი ცულებით მოფენილ გზაზე.
ო, ვიპუნენი, მოხუცი ბრძენი,
მომღერალი და გრძნეული უცხო,
სიმღერებით და გრძნებებით თვისით
ჩაკირულია მიწაში მაგრად;
მაღალი ვერხვი ეზრდება მხრებზე
და საფეთქელზე მაღალი არყი,
დაკიდებია წვერებზე ძეწნა,
მსუქან ღაბაბზე ვეება თხმელა,
შუბლზე ეზრდება ლამაზი ნაძვი,
მეჩხერ კბილებში ფიჭვები მწვანე.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მიუახლოვდა ვიპუნენს დინჯად
და გააშიშვლა მახვილი ბასრი,
შემოუქნია დიდებულ მოხუცს,
მაღალი ვერხვი მოაჭრა მხრებზე
და საფეთქელზე მაღალი არყი,
მწითურ წვერებზე მოაჭრა ძეწნა,
მსუქან ღაბაბზე ვეება თხმელა,
შუბლზე ლამაზი მოაჭრა ნაძვნი,
კბილთა შორის კი ფიჭვები მწვანე.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ღაწვებზე დასცა ბერკეტი რკინის
და გაატანა ბერკეტმა ღაწვებს,
ბინძურ ღრძილებში ჩაერჭო მძლავრად.
ვეინემ ყურში ჩასძახა მოხუცს,

329 მკითხველთა ლიგა


საზარელ მოხუცს ჩასძახა რიხით:
„აღსდეგინ! კაცო, მზრუნველო კაცზე,
რომ გაწოლილხარ მიწაში უქმად,
ჩაძირული ხარ რომელიც ძილში,
რომელიც ხედავ საოცარ სიზმრებს!“
და ვიპუნენმა, გრძნეულმა ბრძენმა,
სასტიკი ტკენა შეიგრძნო უცებ
და მიატოვა მარადი ძილი,
გამოახილა თვალები ბოლოს:
რკინის ბერკეტი მოსინჯა კბილით,
მან კბილით რბილი მოსინჯა რკინა,
მაგრამ ფოლადი რომ იყო შემდეგ,
ვეღარ გადაღრღნა ვერასგზით იგი.
ვეინემეინეს – დიდებულ მოხუცს,
იმ ვიპუნენის ქონიან ტუჩზე
მოულოდნელად დაუცდა ფეხი,
ვეება პირში ჩაცურდა სწრაფად,
ხორხში გზა-შარა იხილა ფართე,
ძვლებში სავალი იხილა ძნელი.
და ვიპუნენმა, გრძნეულმა ბრძენმა,
ვეებერთელა განაღო პირი
და ფართე ყელი განზიდა განზე
და გაატარა ვეინე ყელში,
ვეინე დაბლა დაეშვა სწრაფად
და ბნელ მუცელში აღმოჩნდა ბოლოს.
და ვიპუნენი, გრძნეული ბრძენი,
გაოცებული იტყოდა ასე:
„მე თხა და ცხვარი შთამინთქავს ერთად,

330 მკითხველთა ლიგა


მე უშობელიც შთამინთქავს მთელი,
ველური ტახის ჩაყლაპვაც შევძელ,
მე გავუსინჯე ყველაფერს გემო,
მაგრამ ნაჭერი ასეთი დიდი,
არ მიგემია ნამდვილად დღემდე!“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დამწუხრებული იტყოდა ასე:
„ბნელ აკლდამაში ბოროტი კალმის,
ბოროტ ხიისის ზღუდეთა მიღმა,
ბედმა მიმტყუნა საბრალო მოხუცს,
უბედურება დამატყდა თავზე“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დადარდიანდა, დაღონდა მწარედ,
თავის დახსნაზე იფიქრა დიდხანს,
გამოსავალი იპოვა ბოლოს:
ვეინეს დანა ეკიდა წელზე,
რომელსაც ტარი შვენოდა არყის
და მოიხმარა ვეინემ დანა
და გამოსთალა სანდალი უცებ,
მუცელში ცურვა დაიწყო სანდლით,
ფართე სხეულში დაიწყო ცურვა,
და ნაწლავებში დაიძრა მძიმედ
და კუნჭულებში გაცურა მუცლის.
ვიპუნენმა კი, გრძნეულმა ბრძენმა,
ვერც კი შეიგრძნა მიმოსვლა სანდლის,
ვეინემეინენ შეუდგა საქმეს,
მან გადასწყვიტა სამჭედლოს შექმნა, –
სამჭედლოც იქცა ხალათი მისი,

331 მკითხველთა ლიგა


საბერველებად სახელო ფართე,
და საბურველად გარდიქცა ჯუბა,
ხოლო მილებად შარვალი გრძელი,
მარჯვენა ხელი იხმარა უროდ,
გრდემლად იხმარა მარცხენა მუხლი,
რკინის გაჭედვას შეუდგა სწრაფად,
ვეენა ურო დაუშვა გრდემლზე.
ტიტანის კუჭში ხმაურით ჭედდა,
ფართე მუცელში იღწვოდა მტკიცედ,
დაუღალავად შრომობდა იგი
და გუგუნებდა ვეება ურო,
ასე გავიდა შრომაში ღამე
და მერცხალივით გაფრინდა დილაც.
ვიპუნენი კი, გრძნეული ბრძენი,
შეწუხებული იტყოდა ასე:
„რომელ დევ-გმირს ეკუთვნი ნეტავ,
ხარ გოლიათი რომელი ქვეყნის?
ასამდე გმირი ჩავყლაპე უკვე,
და ათასამდეც ჩავყლაპე ალბათ,
და, გეფიცები, მე შენი მსგავსი
არ ჩამიყლაპავს არასდროს დღემდე:
მე მუგუზალი მომაწვა ყელში,
ენა დამიწვა გამდნარმა რკინამ!
ჰოი, მტარვალო, განვედი ჩემგან,
ო, განვედ ჩემგან, მტანჯველო ჩემო,
თორემ შენს დედას შევხვდები სადმე
და მოვუყვები საზარელ ამბავს
და დამწუხრდება მშობელი შენი,

332 მკითხველთა ლიგა


რომ შენ უკადრისს კადრულობ საქმეს.
მე ვერ შევძელი გაგება იმის,
ვერ შევიგენი ვერასგზით დღემდე,
მუცელში უცებ აღმოჩნდი როგორ,
როგორ აღავსე მუცელი ჩემი,
რომ დამკბინო და მაგემო გვემა,
რომ ტკივილები მაგემო მწარე.
იქნება ხარ შენ რაიმე სენი,
მოვლინებული უფლისგან ჩემთან,
იქნებ სულაც არ არის ასე
და გბრძანებლობენ ბოროტნი სულნი.
იქნებ ფულისთვის მეწვიე მხოლოდ,
სასყიდელისთვის მაწვალებ იქნებ?
თუ შენ ხარ მართლა რაიმე სენი,
მოვლინებული უფლისგან ჩემთან,
მაშინ ზენაარს მივანდობ სვე-ბედს,
მის ნება-სურვილს ვენდობი მაშინ:
არ მიატოვებს უფალი ვაჟკაცს
და გასაჭირში ექმნება შემწედ.
თუკი ნამდვილად არ არის ასე
და გმბრძანებლობენ ბოროტნი სულნი,
მე საწყისს შენსას ვიპოვი მაშინ,
მე წარმოშობას მოვაგნებ შენსას.
საბრძანებელში ბოროტთა სულთა,
გაშლილ ველებზე სიკვდილის ღმერთის,
უბედურება დაგვატყდა თავზე
და მოგვევლინა სასტიკი ტანჯვა.
და მოგვევლინა ჩვენ ტანჯვა იგი,

333 მკითხველთა ლიგა


გრძნეულთა გუნდის გრძნებათა გამო,
და მოგვევლინა ჩვენ ტანჯვა იგი
სამყოფელთაგან გარდაცვლილ კაცთა,
და მოგვევლინა ჩვენ ტანჯვა იგი
იმ მიწებიდან, რომაა მწირი,
იმ კაჟებიდან, ქარი რომ ფანტავს,
იმ ქვიშებიდან, რომ აბნევს ქარი,
ველ-მინდვრებიდან, დაბლა რომ მიდის,
ჭაობებიდან, რომლებიც დგანან,
ზღვებიდან, ხმაურობს რომელიც ერთობ,
მუხნარებიდან ხიისის მხარის,
ექვს ნაპრალიდან, ბნელი რომ ფარავს,
ხუთ ხეობიდან, მაღალი მთების,
მთებიდან, სადაც სპილენძი ბუდობს,
მწვერვალებიდან, რომ მალვენ მადნებს,
ნაძვთაგან, ფერი რომ ადევთ ნაცრის,
რომ შეჰპარვიათ მჭამელი ჭია,
ფიჭვიდან, ქარი მძლავრად რომ არხევს,
ფიჭვთაგან, ჭამენ რომელთაც წლები,
სოროდან, სადაც ბინადრობს მელა,
მდელოდან, სადაც ირმები ძოვენ,
ბუნაგებიდან დათვების ჯოგის,
ნისლით დაბურულ პოხელის მხრიდან,
ლაფლანდიიდან, რომ არის ვრცელი,
მუხნარებიდან, მატლი რომ ალპობს,
ველიდან, სადაც იბრძოდნენ გმირნი,
ბალახებიდან, ომში რომ თელეს,
გმირთა სისხლიდან, ორთქლი რომ ასდის,

334 მკითხველთა ლიგა


შორი ქედიდან მრისხანე ზღვისა,
სივციდან, რომლის არა ცანს კიდე,
სიღრმეებიდან, რომ ფარავს შლამი,
ნაკადებიდან, ზათქით რომ დიან,
მორევებიდან, ცეცხლებს რომ აფრქვევს,
ჭორომებიდან მრისხანე სრუტის,
წყალვარდნილების მაღალი კლდიდან,
ბნელ ნახევრიდან უსაზღვრო ზეცის,
ცაში გაბნეულ თხელ ღრუბლებიდან,
ნაფეხურთაგან კეთილთა ქართა,
ადგილებიდან, სად თვლემენ წარნი.
ო, მიპასუხე, მტანჯველო ჩემო,
ნუთუ იქიდან მოხვედი ჩემთან
და ჩამიძვერი უცოდველ გულში,
უცოდველ მუცელს ეწვიე უცებ,
რომ დამიფლითო სხეული მაგრად,
დამიქუცმაცო შიგანი გრდემლით?
ო, განვედ ჩემგან, ხიისის ძაღლო,
ძაღლო მანალის, განვედ ო, განვედ,
ჩქარა დასტოვე მუცელი ჩემი,
მტკივანი ღვიძლი დასტოვე ჩქარა!
საბრალო გულ-მკერდს ნუ მიფლეთ ცხარედ,
ნუ მიზიანებ ელენთას სნეულს,
ნუ დამირღვიე ზანზარით კუჭი,
ნუ მიტრიალბე ღონიერ ფილტვებს,
ჭიპს ნუ მიბურღავ, შეჩერდი, კმარა,
საფეთქლებს ნუ ეხები ხელით,
ზურგის ხერხემალს ნუ ტანჯავ მწარედ,

335 მკითხველთა ლიგა


ფერდებს ნუ ალღობ, ხიისის ძაღლო!
თუ მე არა ვარ ვაჟკაცი მძლავრი,
მაშინ უკეთესს მოვგზავნი ვაჟკაცს,
რომ განვერიდო სატანჯველს მძიმეს,
რომ ბოროტ მტარავალს მოვუღო ბოლო.
სწრაფად მოვუხმობ ასულებს მიწის,
ველთა მეუფეთ მოვუხმობ სწრაფად,
მიწის სიღრმიდან მოვუხმობ გმირებს,
ქვიშიდან მხედრებს მოვუხმობ ბოლოს,
მოსაშველებლად მოვუხმობ ყველას,
ყველა გოლიათს მოვუხმობ შემწედ,
ოდეს ტკივილი მაწამებს მსძაფრი,
ოდეს სასტიკი მაწამებს ტანჯვა.
თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,
და მაინც არ გსურს გამოსვლა მუცლით,
მოვუხმობ ტყეს და ტყის მამაც გმირებს,
მოვუხმობ ღვიას და ღვიის მსახურთ,
მოვუხმობ ნაძვნარს ერთგული ხალხით,
მოვუხმობ ტბას და მის გულად შვილებს,
ასამდე ხმლიანს მოვუხმობ ვაჟკაცს
და ათასამდე უშიშარ დევგმირს,
რათა სატანას მოვუღო ბოლო,
რათა დავაცხრო ტკივილი მძიმე.
თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,
და მაინც არ გსურს გამოსვლა მუცლით,
მაშინ ო, დიდო დედაო წყალთა,
ჭირვალი კაბით გაუსხლტი ტალღებს,
ცისფერ მანდილით ამოდი ზევით,

336 მკითხველთა ლიგა


შლამიდან წმინდას ეწვიე ალაგს,
სვეგანაწამებს ნუგეშად მექმენ
და დამიფარე საბრალო კაცი,
რომ არ მომიღოს ტკივილმა ბოლო,
რომ კვლავ ცოცხალმა ვიარო ქვეყნად!
თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,
და მაინც არ გსურს გამოსვლა მუცლით,
მაშინ ო, მოვედ, ასულო ტურფავ,
შემოქმედების ასულო, მოვედ,
მოვედ ო, მოვედ, დედაო ჩვენო,
უპირველესო დედაო ქვეყნად,
მოვედ, დახედე იარებს მძიმეს
და განმარიდე ტკივილი მწველი
და განმარიდე სასტიკი ტანჯვა,
სატანას ბოროტს მოუღე ბოლო.
თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,
და მაინც არ გსურს გამოსვლა მუცლით,
მაშინ მოვმართავ დიდებულ უფალს,
დიდებულ უკოს მივმართავ მაშინ.
ო, უკოვ, ღმერთო ეზენაესო,
რომელიც ზიხარ ღრუბელთა ზედა,
გემუდარები დაეშვა ქვევით
და მომევლონო უბედურს შემწედ,
და ხმლით, რომელიც მოქმედებს მძლავრად,
რომელიც ირგვლივ ნაპერწკლებს ისვრის,
მწარე ტკივილებს მოუღე ბოლო
და განმარიდე სასტიკი ტანჯვა!
ჰოი, მტანჯველო, განვედი ჩემგან,

337 მკითხველთა ლიგა


განვედი ჩემგან, მტანჯველო ჩემო,
ბინა როდია მუცელი ჩემი,
ო, იგი შენი როდია ბინა,
ღამის სათევად ბინას თუ ეძებ,
მაშინ სხვა მხარეს ეძიე იგი,
სად მშობლიური გეგულვის მიწა,
მეუღლე შენი გეგულვის სადაც.
ოდეს ეწვიო მშობლიურ მიწას,
სამშობლო მხარეს ეწვიო ოდეს,
შენი ჯოგები იხილო ახლოს,
ახლოს იხილო მშობლების სახლი,
ნიშანი მიეც საყვარელ მშობლებს,
მათ დაბრუნება ანიშნე შენი,
დააბრახუნე მეხივით კარზე,
გამოაშუქე ვითარცა ელვამ!
დახშულ ჭიშკარზე შემოჰკარ მუშტი,
ფანჯრის ფიცარი დაუშვი უცებ,
სახლში შევარდი ელვაზე უმალ,
ჭექა-ქუხილით შევარდი სახლში!
სახლის პატრონი გამოჩნდეს ოდეს,
დიასახლისიც შენიშნო კართან,
ქეჩოში სტაცე ორივეს ხელი,
ორივე ხელი კანჭებში სტაცე,
ორივე თვალი დასთხარე პატრონს,
დიასახლისს კი უმტვრიე ქალა.
მათ გადუგრიხე თითები მწარედ,
დაახრევინე მორჩილად თავი!
თუ არ გაშინებს სასჯელი ესე,

338 მკითხველთა ლიგა


მაშინ შენ მამლად გარდიქეც უმალ,
შემოურბინე წიწილად ეზოს,
მოიკალათე ნაკელზე მკერდით.
შენ მოაცილე ცხენები თავლას,
შენ მოაცილე რქოსანი ვარცლებს,
რომ მძალვრად რქებით ჩაერჭონ ნეხვში,
კუდით ტლაპოში ჩაეფლონ რათა.
დააყრევინე თვალები წამზე,
მოახრევინე სუყველას ქედი!
თუ შენ ხარ სენი მოსული ქარით,
თუ გაზაფხულის მოგაგდო ყინვამ,
მაშინ დაადექ ქარების გზაზე,
ქარების კვალზე იარე მაშინ,
არ დაისვენო ხეებზე არსად,
არ დაისვენო მურყანის ტოტზე,
არამედ სწრაფად აფრინდი ზევით
და მიაშურე სპილენძის მთათა,
რათა ქარებმა გარწიონ მძიმედ,
მიმოგაბნიოს გრიგალმა ირგვლივ.
შენ თუ ზეციდან დაეშვი დაბლა,
თუ ღრუბლებიდან დაეშვი ქვევით,
მაშინ შენ მაღლა გასწიე ისევ,
კვლავ დაუბრუნდი მშობლიურ ზეცას,
ღრუბლებში შედი, სად თვლემენ წვეთნი,
ვარსკვლავზე ადი, ნათელს რომ აფრქვევს,
რათა ვრცელ გზაზე დიდებულ მზისა,
სამოსახლოში ნათელი მთვარის,
ვითარცა ალი აენთო უცებ,

339 მკითხველთა ლიგა


აღეგზნო მძლავრად, ვითარცა ცეცხლი!
თუ ნაკადებმა მოგაგდეს ჩემთან,
თუ წყალმა მძაფრმა მოგაგდო უცებ,
იმავე წყლისკენ იარე მაშინ,
იმავე ნაკადს ეწვიე სწრაფად,
რომელიც გვერდით ჩაუდის ციხეს,
ჩაუდის მწვერვალს წყალქვეშა მთების,
ეწვიე, რათა მრისხანე ტალღამ
გათამაშოს და გარწიოს ზღვაზე.
თუ მომევლინე მდელოდან კალმის,
სამყოფელიდან გარდაცვლილ კაცთა,
მაშინ უკანვე დაბრუნდი ისევ,
ისევ კალმაში დაეშვი მაშინ,
ისევ ეწვიე ამოთხრილ მიწას,
ისევ ეწვიე საფლავის სიღრმეს,
სადაც ჩაღრმავდა ცოდვილი ხალხი,
ბნელი ბრბოები ჩაღრმავდნენ სადაც!
თუ მომევლინე ხიისის მხრიდან,
თუ მიატოვე ტყეები მწვანე,
თუ მიატოვე ნაძვნარი ვრცელი,
თუ მიატოვე ფიჭვნარის ჭალა,
მაშინ უკანვე გაგაგდებ ისევ,
ისევ იმ ტყეებს გაჩვენებ მაშინ,
ისევ გაჩვენებ მშვენიერ ნაძვნარს,
ფიჭვნარის ჭალას გაჩვენებ ისევ,
რომ იქ მანამდე იცხოვრო სახლში,
იატაკი არ ჩატყდება სანამ,
სანამ ობი არ დაფარავს კედლებს,

340 მკითხველთა ლიგა


არ დაინგრევა სანამდე ჭერი.
გამოგაძევებ აქედან ბრიყვო,
დათვის ბუნაგში შეგაგდებ სწრაფად,
ჭაობიანზე გაგადებ ველზე
და ნაკადებში ჩაგიშვებ თავით,
უთევზო ტბაში ჩაგაგდებ მოხუცს,
მცირე ქორჭილაც ვერ ცურავს სადაც.
თუ იქ ვერ ნახე ადგილი შენთვის,
მაშინ, მტარვალო, გაგდებ სხვაგან,
უმალ მიგიყვან ნისლიან პოხელს,
ლაფლანდიაში მიგათრევ ძალით,
გადამჭკნარ ველზე მიგათრევ უმალ,
დაგაგდებ უხვნელ-უთესველ ველზე,
სადაც არც მზეა, არც მთვარის შუქი
და დღის სინათლე არ არის სადაც.
შენ იქ იცხოვრებ ტკბილად და ამოდ,
შენ იქ ცხოვრება გექნება კარგი,
იქ ყოველ ტოტზე ჰკიდია დომბა,
სათნო ირმებიც ჰკიდია ტოტზე,
რათა მოიკლა შიმშილი დიდი,
წყურვილი დიდი დაიცხრო რათა.
მე შენ გწყევლი და გაძევებ, ბრიყვო,
ჭორომებისკენ სასტიკი რუტის,
სადაც ზვირთები ასკდება ხეებს,
თხრის ძირიანად ნაძვების წყებას!
დე, იქ იცურე, უკუღმართ ენით,
გადაეხლართე საზარელ ზვირთებს.
თუ იქ ვერ ნახე ადგილი შენთვის,

341 მკითხველთა ლიგა


მაშინ, მტარვალო, გაგადებ სხვაგან,
მყის ტუონელის დაგიშვებ ფსკერზე,
გაჩვენებ სიღრმეს საზარელ მანის,
რომ მანამ გცემდნენ ტალღები მოხუცს,
მანამ განჯღრევდნენ ზვირთები დიდი,
სანამდე ცხრა ცხვარს არ მომცემ ქრთამად,
ერთი ცხვრის კრავი რომ იყოს ცხრავე,
სანამდე ცხრა ხარს არ მომცემ ქრთამად,
ერთი ძროხის ხბო რომ იყოს ცხრავე,
სანამდე ცხრა ცხენს არ მომცემ ქრთამად,
ერთი ჭაკისა რომ იყოს ცხრავე.
თუ დაგჭირდება ცხენები გზაზე,
შეკაზმულ ცხენებს მოგართმევ უმალ:
ხიისში ცხოვრობს ყოჩაღი ცხენი,
წითელფაფარა მწვერვალზე ცხოვრობს,
იგი პირიდან ნაპერწკლებს აფრქვევს,
ნესტოებს უწვავს წვერები ალის,
ჩლიქები მისი რკინაა მტკიცე,
ფეხები მისი აელვებს ფოლადს:
ის მთიდან მთაზე ყოჩაღად დახტის,
უფრო სწრაფად კი მოძრაობს ველზე,
ცხადია, მაშინ, როდესაც მხედარს
ძალუძს ყოჩაღად ტარება მისი.
თუ კმაყოფილი არა ხარ ამით,
თხილამურები მოსთხოვე ხიისს,
ჩექმები თხმელის მოსთხოვე ლემპოს,
მტკიცე ჯოხები მოსთხოვე მასვე,
რათა აღმოჩნდე ხიისის ველზე,

342 მკითხველთა ლიგა


ლემპოს ჭალაზე დაადგა ფეხი,
ხიისის ველი დაფარო სწრაფად,
ბოროტი ლემპოს გალიო მხარე.
ლოდების გროვა შეგხვდება გზაში,
ლოდები იგი გააპე ორად,
ტოტების გროვა შეგხვდება კიდევ
და ნამსხვრევებად აქციე იგი,
გზაზე შეხვდები დიდებულ ვაჟკაცს,
ვაჟკაცი იგი გასწიე განზე.
მაშ ასე, განვედ, მტარვალო ჩემგან,
ჩქარა დასტოვე სხეული ჩემი,
ვიდრე დაჩნდება მზის სხივი ცაზე,
ვიდრე მამალი შეჰყივლებს უფალს,
ვიდრე გვეწვევა ნათელი დილის,
ზეცაზე მთავრე ამოვა ვიდრე.
თუ აღარ წახვალ, მტარვალო, ჩემგან,
თუ არ დამტოვებ, ბოროტო ძაღლო,
მაშინ არწივის ავიღებ ბრჭყალებს,
რომელსაც თბილი სწყურია სისხლი,
მაშინ ქორისას ავიღებ ნისკარტს,
რომელსაც ლეში სწყურია მლაშე,
რათა მოგიღო, მტარვალო, ბოლო,
მტარვალს სიცოცხლე მოგისპო რათა,
რომ თავში შეწყდეს ხმაური მძიმე,
რომ დავიბრუნო სიმშვიდე სულის.
გახსოვს, გამექცა სასტიკი ლემპო,
ძვირფას დედიკოს ძვირფასი შვილი,
რამეთუ დიდმა მიშველა ღმერთმა,

343 მკითხველთა ლიგა


რამეთუ ღმერთმა მომმადლა ღონე.
შენ კი, რომელიც არ იცნობ პატრონს,
რომელიც ვერ ცნობ საკუთარ დედას,
წახვალ თუ არა აქედან ნებით,
ვიდრე ზეცაზე ანათებს მთვარე?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
უცხო გოლიათს მიუგებს ასე:
„მე აქ დავრჩები ძალიან დიდხანს,
რადგან სხეულში მშვენივრად ვცხოვრობ.
პურის მაგივრად ღვიძლი მაქვს შენი,
ხოლო ქონი კი გემრიელ კერძად,
ფილტვები კარგად იხარშვის თურმე,
არც ქონი გახლავთ საჭმელი ცუდი.
მე ამ სამჭედლოს ღრმად ჩავჭედ გულში,
მტკივან ადგილზე დავუშვებ უროს
და ქვეყანაზე იცოცხლებ ვიდრე,
ვიდრე იცოცხლებ ამ წყეულ ქვეყნად
არ ეღირსები სიბრალულს, ბრიყვო,
ვეღარ გამოხვალ, სულელო გარეთ,
თუ არ მაჩუქე შელოცვა სამი,
არ მიწილადე სამიოდ სიტყვა.
უნდა გამოჩნდეს სიტყვები ყველგან
და ქარაგმები გამოჩნდეს რთული,
რომ ჯადოქართა სიკვდილის შემდეგ
მათ ქვეყანაზე იცოცხლონ მარად!“
იმ ვიპუნენმა, გრძნეულმა დიდმა,
გრძნეულმა ბრძენმა, აღვსილმა ძალით,
ამოიტანა ჰანგები უცხო,

344 მკითხველთა ლიგა


გადმოატარა სიტყვები ბაგეს,
მან სიმღერების სალარო გახსნა,
მან სიმღერების ახადა სკივრი,
რათა ემღერა სიმღერა კარგი,
რომელიც გვაძლევს საჭირო ცოდნას:
ყოველთა ნივთთა დასაბამს პირველს
და წარმოშობას ყოველი ნივთის,
რომელსაც არვინ არ მღერის უკვე,
აღარც ბალღნი და აღარცა გმირნი,
რადგან გვეწვია სიავე ჟამთა,
და მოსავალი არ არის პურის.
მღერდა საწყისი ყოველთა ნივთთა,
ყოველთა ნივთთა დასაბამს პორველს,
და მასზე კიდევ, თუ უფლის მიერ,
იმ ყოვლისშემძლის ძლიერი ნებით,
უსაზღვრო სივრცე გაირღვა როგორ,
ვით გამოჟონა სივრციდან წყალმა,
ვით აიზიდა წყლებიდან მიწა,
ვით აღმოცენდა მცენარე მწვანე!
იმღერა, როგორ შეიქმნა მთვარე,
მზე დიდებული შეიქმნა როგორ,
ვით აღიმართნენ სვეტები ქართა,
ვით წარმოიქმნენ ვარსკვლავნი ცაში.
ის ვიპუნენი, მოხუცი ბრძენი,
მღეროდა დიდხანს, მღეროდა
მძლავრად,
არ უმღერია არავის მისებრ,
სხვა უკეთესი უნახავს არვის,

345 მკითხველთა ლიგა


ისე მორბოდა ენიდან სიტყვა,
ისე წყდებოდა სიტყვები ბაგეთ,
ვითარცა მორბის ქურანი ჩორთით,
ვითარცა წყდება მერანი მიწას.
მღეროდა დღისით, მღეროდა ღამით,
და მზე უსმენდა სიმღერას მისას,
შეჩერდა, დადგა ზეცაზე მთვარე
და გაიყინა ტალღები ზღვაში,
მრისხანე წყლებმა შეწყვიტეს სრბოლა,
ყურეს მიეყრდნო მორევი სრუტის,
დადგა ვუოკსის ხმაური მძიმე
და იორდანეს შეჩერდა დენა.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ოდეს გაიგო სიმღერის აზრი,
ბლომად ისწავლა ჰანგები ოდეს,
და არაკებიც ისწავლა ბლომად,
მან გადაწყვიტა გამოსვლა მუცლით,
მან დააპირა გამოსვლა გარეთ.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მოხუც ვიპუნენს მიუგო ასე:
„ო, ვიპუნენო, განაღე პირი,
გახსენი სწრაფად დახშული ხახა,
რომ მოვახერხო გამოსვლა გარეთ,
რომ კვლავ ვიხილო სამშობლო ჩემი!“
ვიპუნენი კი, გრძნეული ბრძენი,
ვეინემეინენს მიუგებს ასე:
„მე ბევრი რამე მინახავს ქვეყნად,
შემიჭამია საჭმელი ბევრი,

346 მკითხველთა ლიგა


მაგრამ ნაჭერი ასეთი მწარე,
არ მიჭამია არასდროს ალბათ.
შენ ეშმაკობით შემოხვედ ჩემში
და რომ მიდიხარ მიხარის ძალზე“.
აქ ვიპუნენმა განზიდა ყბები
და ფართე პირი განაღო ფართეთ
და ამოვიდა ვეინე სწრაფად,
და მიატოვა ტიტანის ტანი
და ბაგეთაგან ისკუპა ველზე,
ვითარცა ოქროს ციყვმა და კვერნამ.
ვეინემეინენ დაადგა გზაზე
და სამჭედლოსთან მივიდა უმალ,
ქურასთან დახვდა მჭედელი დიდი,
ილმარინენი ეტყოდა ასე:
„თუ მოიპოვე სამიოდ სიტყვა,
თუ მოიტანე შელოცვა სამი,
რომ გააკეთო სანდალის კიდე,
რომ მტკიცედ შეკრა სანდალის კიჩო,
რომ შეამტკიცო ფერდები ნავის,
რომ დაამთავრო შენება სწრაფად?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„მე შევისწავლე ასამდე სიტყვა
და ათასამდე შელოცვა მძლავრი,
არვინ იცნობდა რომელთაც დღემდე,
რომელთაც ეხლა გაიცნობს ყველა“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
დაწყებულ ნავთან მივიდა სწრაფად;

347 მკითხველთა ლიგა


და სანდლის კიჩო მან შეკრა მტკიცედ,
მტკიცედ მოსალტა ფერდები ნავის
და აშიებით შეამკო კოხტად
და დაასრულა მოხუცმა საქმე:
აუშენებლად შეიქმნა კანჯო,
არ დახარჯულა ნაფოტი ერთიც.

348 მკითხველთა ლიგა


runa meTvramete

ვეინემეინენი თავისი ახალი ნავით მიცურავს პოხელის


ასულთან, რათა ცოლად შეირთოს იგი. ილმარინენის და და-
ინახავს ვეინემინენს და ნაპირიდან გამოელაპარაკება მას,
გაიგებს მის განზრახვას და ჩქარობს აცნობოს თავის ძმას,
რომ მან შეიძლება დაკარგოს მისი კუთვნილი პოხელის ასუ-
ლი. ილმარინენი აღიჭურვება და თვითონაც გასწევს ზღვის
ნაპირით პოხელისაკენ. პოხელის დიასახლისი შორიდან შე-
ნიშნავს სასიძოებს და ურჩევს თავის ასულს ვეინემეინენს
გაჰყვეს ცოლად. მაგრამ ქალიშვილი პირობას აძლევს სამ-
პოს გამომჭედ ილმარინენს, და უარს ეუბნება ვეინემეინენს,
რომელიც პირველი მივიდა მათ სახლში.

349 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინემ იფიქრა დიდხანს
და გადაწყვიტა მოხუცმა ასე:
რომ სილამაზე პოხელის მხარის,
იმ სარიოლას მშვენება უცხო,
ვისაც ნაწნავი უხდება კოხტა,
ვისაც უხდება ნაწნავი გრძელი,
ჩამოაცილოს მშობლიურ მხარეს,
მოიყვანოს და შეირთოს ცოლად.
ვეინემ ნავი შეღება წითლად
და თავსახურით დახურა ლურჯით,
ნავის ქიმზე კი მოავლო ოქრო,
შემდეგ კი დილით, ადრიან დილით,
ვეინე ფეხზე წამოდგა სწრაფად
და ნავი იგი მიანდო ტალღებს,
მდინარებაზე მიუშვა ნავი,
ნავი, რომელსაც არ ჰქონდა არსად,
არც ნაძვის ქერქი და არცა კორძი.
მან დაამაგრა ანძები მაგრად,
სწრაფად მოაბა აფრები ანძებს,
წითელი აფრა აუშვა ცაში,
ცისკენ გაუშვა ცისფერი აფრა.
ვეინე ნავზე ავიდა უცებ,
მცირე ხომლადზე დაადგა ფეხი,
ლურჯი ტალღები გააპო რათა,
იმოგზაუროს უსაზღვრო ზღვებზე.
ასე იტყოდა მოხუცი ბრძენი.

350 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინენ იტყოდა ასე:
„უზენაესო, ეწვიე კანჯოს,
ღმერთო, მოხედე პატარა ხომალდს,
რათა უძლური დაიხსნა გმირი,
რათა ნიადაგ მფარველად ექმნე,
სადაც სივრცენი გაშლილან ზღვათა,
მოედინება დინება მძლავრი!
სანდალი ჩემი არწიე ქარო,
ტალღავ, განდევნე ხომალდი ჩემი,
რომ არ შევეხო ხელებით ნიჩბებს,
ზღვას არ შევეხო ნიჩბებით ოდნავ,
სად აზიდულა ტალღები დიდი
და გადახსნილა დინება ფართე“.
ულამაზესი ასული ღამის,
ვისაც ანიკის უხმობენ სოფლად,
დილაადრიან წამოდგა ფეხზე,
გამოღვიძება დაასწრო მნათობს
და კუნძულაკზე, მოსილზე ნისლით,
წყვდიადით მოცულ უსიერ კონცხზე,
სადაც ხიდია წითელი ფრიად,
სადაც ხიდია ფართე და დიდი,
ასული იგი მივიდა ადრე,
და კაბის რეცხვას შეუდგა უმალ.
ასულმა თავლი მოავლო ირგვლივ,
თვალმიუწვდენელს გახედა სივრცეს,
მერე მოწმენდილს ახედა ზეცას,
უძირო ზღვასაც ჩახედა ბოლოს:
მზე დიდებული ნათობდა ცაზე,

351 მკითხველთა ლიგა


ზღვაზე ბრწყინავდნენ ტალღები ლაღი.
მზისკენ მიიქცა ასული ღამის,
ხელმოჩრდილებით გახედა ტალღებს:
და სუომელში, ნაპირზე ზღვისა,
სად ვიაინე ვარდება ზათქით,
შავი საგანი შენიშნა უცებ,
რაღაც ცისფერი შენიშნა უმალ.
ასე იტყოდა ასული მაშინ,
ნაზი ასული იტყოდა ასე:
„იქ შავი ფერის რა მოსჩანს ნეტავ,
ნეტავ რა მოსჩანს იქ ლურჯი ფერის?
იხვების გუნდი მოცურავ იქნებ,
იქნებ ბატების მოცურავ გუნდი?
თუ ეს ასეა, გაფრინდით სწარაფად
და დაუბრუნდით ზეციერ სივრცეს!
ორაგულების ტანი ხარ იქნებ,
იქნება შენ ხარ თევზების გუნდი?
თუ ეს ასეა, გაფრინდით სწრაფად
და მიაშურეთ მშობლიურ სიღრმეს!
იქნება შენ ხარ წყალქვეშა ლოდი,
ანდა უბრალოდ, ტოტი ხარ მწვანე?
თუ ეს ასეა, დაგფაროს ტალღამ
და ჩაგითრიოს მღელვარე ზღვაში!“
მაგრამ თანდათან მოცურავს ნავი,
უახლოვდება თანდათან კანჯო,
გვერდით ჩაუვლის უსიერ კლდეებს,
ნისლიან კუნძულს ჩაუვლის გვერდით.
ღამის ასულმა, ასულმა ნაზმა,

352 მკითხველთა ლიგა


ლამაზი კანჯო შენიშნა უკვე,
ფიცრით ნაშენი შენიშნა გემი
და ფიქრიანმა წარმოთქვა დინჯად:
„შენ ძვირფასი ძმის გემი ხარ იქნებ,
იქნებ ნავი ხარ ძვირფასი მამის?
თუ ეს ასეა, მოცურდი სწრაფად
და მოადექი მშობლიურ მხარეს,
სამშობლოსაკენ დადექი ცხვირით,
უცხო ქვეყნებს კი უჩვენე კიჩო
და თუ ეკუთვნი შორეულ ქვეყნებს,
მაშინ გასწიე აქედან სწრაფად,
უცხო ქვეყნისკენ მიიქეც ცხვირით,
ხოლო ამ მხარეს უჩვენე კიჩო!“
ის როდი იყო სამშობლოს ნავი,
თუმცა არ იყო ძალიან უცხოც:
მათკენ ვიდოდა ვეინე თავად,
მიისწრაფვოდა მოხუცი ბრძენი.
აი, მიადგა ვეიენე ნაპირს
და საუბარი გააბა დინჯად,
თქვა ერთი სიტყვა, მეორე შემდეგ,
უკეთესი რომ მესამედ ეთქვა.
ულამაზესმა ღამის ასულმა
ვეინემეინენს მიუგო ასე:
„საით მიდიხარ, მოხუცო ბრძენო,
ქვეყნის მშვენებავ, ისწრაფვი საით?“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ასე მიუგო მშვენიერ ასულს:
„ტუონელისკენ მივდივარ ნავით,

353 მკითხველთა ლიგა


უნდა დავეშვა მანალის ფსკერზე,
რათა თევზები შევიპყრო ბლომად,
ორაგულების შევიპყრო გუნდი“.
ულამაზესმა ღამის ასულმა
ვეინემეინენს მიუგო ასე:
„ტყუილს რად იტყვი, მოხუცო ბრძენო,
ამ დროს ხომ ქვირითს არა ყრის თევზი?
აქ დადიოდა მშობელი მამა,
ჭაღაროსანი მოსულა ბევრჯერ,
რომ ორაგული შეეპყრო ბევრი,
რომ კალმახები შეეპყრო ბლომად.
ნავით მოჰქონდა მრავალი ბადე,
ბადეებს ჰქონდა ბაწრები გრძელი,
სათხეველებიც მოჰქონდათ ბლომად,
ტევა არ ჰქონდა კანჯოზე კეტებს,
სკამებზე იდო ბარჯები დიდი,
ჯოხები დიდი საჭესთან იდო.
შენ კი საითკენ მიდიხარ ეხლა,
უვანტოლაინენ, ისწრაფვი საით?“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ასე მიუგო მშვენიერ ასულს:
„საქსონიისკენ მოვდივარ ნავით,
რომ საქსონიის ვეწვიო სრუტეს,
რათა ბატები შევიპყრო ბლომად,
დორბლიანების შევიპყრო გუნდი“.
ულამაზესმა ღამის ასულმა
ასე მიუგო დიდებულ მოხუცს:
„მთქმელს სიმართლისას შევიცნობ უცებ,

354 მკითხველთა ლიგა


უცებ შევიცნობ სიცრუის მთქმელსაც:
აქ დადიოდა მშობელი ჩემი,
ჭაღაროსანი მოსულა ბევრჯერ,
რათა შეეპყრო ბატები ბლომად,
წითელნისკარტას მოესრა გუნდი;
მუდამ მზად იყო ისარი მშვილდზე,
ლარი სასროლად მზად იყო მუდამ;
მშვილდებზე ება ძაღლების ჯოგი,
აჟღარუნებდნენ ძაღლები ჯაჭვებს,
ნაპირზე რბოდა ძაღლების ხროვა,
ძაღლები რბოდნენ წვეტიან ქვებზე.
საით ისწრაფვი, მოხუცო ბრძენო,
სუვანტოლაინენ, მიდიხარ საით?“
ვეინემეინე მიუგებს ასე:
„დავუშვათ მივალ, ასულო, ბრძოლად,
სადაც გმირები გმირავენ ერთურთს,
სადაც იბრძვიან მუხლამდე სისხლში?“
ასე მიუგო ასულმა ნაზმა,
ღამის ასულმა მიუგო ასე:
„საომრად როგორ მიდიან, ვიცი,
როგორ მიდიან გმირები ბრძოლად,
ბრძოლაში მამაც ვიდოდა ადრე,
ჭაღაროსანი მამიკო ჩემი,
სადაც გმირები გმირავენ ერთურთს,
სადაც იბრძვიან მუხლამდე სისხლში.
ნიჩბებთან იჯდა ვაჟკაცი ასი,
ხოლო ათასი ეყუდა ფეხზე,
ნავზე მშვილდები ეკიდა ბლომად,

355 მკითხველთა ლიგა


ნავის სკამებზე ეკიდა ხმლები.
მითხარ სიმართლე, მოხუცო ბრძენო,
არ გაურიო ტყუილი მცირე,
რომელ მხარეში მიდიხარ ეხლა,
სუვანტოლაინენ, ისწრაფვი საით?
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მშვენიერ ასულს მიუგო ასე:
„ნავში მეწვიე, ასულო ნაზო,
ღამის ასულო, მეწვიე ნავში
და მოგიყვები სიმართლეს მოკლედ
და არ გავურევ სიცრუეს ოდნავ“.
ასე მიუგო ასულმა ნაზმა,
რომ უხდებოდა სამოსი სელის:
„დაე, სანდალში გეწვიოს ქარი,
დაე, გრიგალმა დაიდოს ბინა!
კვლავ თუ იცრუე, მოხუცო ბრძენო,
არ მომიყევი სიმართლე მოკლედ,
შევატრიალებ მშვენიერ სანდალს,
ავატრიალებ ჩემივე ხელით“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მშვენიერ ასულს მიუგო ასე:
„მე შენ გაცდუნე, ასულო ნაზო,
მაგრამ ახლა კი სიმართლეს გეტყვი:
მე მოვაშურე პოხელის მხარეს,
სარიოლაში მოვედი უმალ,
სადაც ველური ბინადრობს ხალხი,
სადაც ტალღებში ახრჩობენ გმირებს,
მოვედი, რათა შემერთო ცოლად,

356 მკითხველთა ლიგა


ულამაზესი ასული ერთი“.
ღამის ასულმა, ასულმა ნაზმა,
ოდეს შეიტყო სიმართლე სრული,
სარეცხის რეცხვას შეეშვა უცებ,
უცებ შეეშვა კაბების რეცხვას,
და აიკალთა კალთები კაბის,
შეშფოთებული სახლისკენ გასწევს,
და მიირბინა მჭედელთან უმალ,
მჭედლის ქურასთან მივიდა იგი.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,
მხურვალ ქურასთან შრომობდა მარჯვედ,
სკამს აკეთებდა რკინისგან იგი.
წვერებზე მჭვარტლი დაყროდა ბლომად,
ხოლო საჟენი ნახშირი მხრებზე.
კართან მივიდა ასული იგი
და ილმარინენს მიმართა ასე:
„ილმარინენო, ძვირფასო ძმაო,
მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!
გამომიჭედე სანდალი უცხო,
გამომიჭედე ბეჭდები კარგი,
ორი ან სამი საყურე კოხტა,
ხუთი ან ექვსი ქამარი ფართე,
სამაგიეროდ, სიმართლეს გეტყვი
და არ გავურევ სიცრუეს ოდნავ!“
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
ძვირფას დაიკოს მიუგებს ასე:
„თუ გასახარელს მომიტან ამბავს,

357 მკითხველთა ლიგა


გამოგიჭედავ მშვენიერ კანჯოს,
გამომიჭედავ მე კოხტა ბეჭდებს,
გამოგიჭედავ მშვენიერ ჯვარსაც.
თუ მომიტანე ამბავი ცუდი,
მე სამკაულებს დავამსხვრევ უცებ,
იმ სამკაულებს ქურაში ჩავყრი
და მივცემ უცებ ცეცხლსა და ნაცარს“.
ტურფა ანიკი, ასული ღამის,
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„ილმარინენო, მჭედელო ბრძენო!
ხომ ძლიერ გინდა შეირთო ცოლად
თვალად ლამაზი ასული იგი,
დანიშნული გყავს რომელიც უკვე.
შენ განუწყვეტლივ ჭედავ და ჭედავ
და ახმაურებ ვეება ურს,
ზაფხულში ჭედავ მშვენიერ ნალებს,
ზამთარში ჭედავ უამრავ რკინას,
მშვენიერ მარხილს აკეთებ ღამით,
დღისითაც მარხილს აკეთებ ხოლმე.
რათა ეწვიო სანატრელ ასულს,
რათა პოხელში მიხვიდე სწრაფად.
იცოდე კარგად, ნისლიან პოხელს
ესწრაფვის შენზე ეშმაკი კაცი,
რომელიც უმალ წაიყვანს იმას,
ვინც გეკუთვნის და ვინც გიყვარს ასე,
ვისაც ელოდი შენ ორი წელი
და სამი წელი ნატრობდი ცოლად.
ვეინემეინენ ესწრაფვის პოხელს,

358 მკითხველთა ლიგა


ის მოიჩქარის აქეთკენ ნავით,
ოქროს ჩუქურთმა უმშვენებს კიჩოს,
სპილენძის საჭეს აბრუნებს სწრაფად“.
ილმარინენი აენთო უცებ,
სევდამ მოიცვა ვაჟკაცი რკინის
და გაუვარდა ხელიდან ურო
და დაუვარდა მარწუხი დაბლა.
ასე იტყოდა მჭედელი დიდი:
„ჰოი, ანიკი, დაიკოვ ჩემო!
შენთვის მშვენიერს გამოვჭედ სანდალს,
შენთვის გამოვჭედ მშვენიერ ბეჭდებს,
პატარა ჯვარსაც გამოვჭედ შენთვის
და ასე ორ-სამ საყურეს კოხტას
და ასე ხუთ-ექვს ქამარსაც ფართეს,
ოღონდ გაათბე აბანო ცივი,
ისე, რომ ბოლი ავარდეს ბლომად,
მსხვილი მორები შეუნთე ღუმელს,
ღუმელს შეუნთე ნაფოტი ბევრი
და მიუმატე ნაცარი ცოტა
და ნაცარტუტიც მიეცი მცირე,
რომ დავიბანო მე თავი კარგად,
რომ დავიბანო სხეული ნაცრით,
რომ მოვიცილო მშვენიერ ტანზე
ამ ცივი ზამთრის ბინძური წიდა!“
ულამაზესმა ასულმა ღამის,
დიდი მორები შეუნთო ღუმელს,
რომელიც მძლავრმა დახეთქა მეხმა,
და გააჩაღა ღუმელი დიდი.

359 მკითხველთა ლიგა


წყლიდან მოიღო ლოდები მძიმე,
მერე მშვენიერს ეწვია წყაროს
და წყალი წმინდა წყაროდან ზიდა
და წყალი იგი დაასხა ლოდებს
და ლოდებიდან ავარდა ბოლი,
ცისფერი ბოლი ავარდა ბლომად.
ბუჩქზე მოსტეხა ტოტები მომცრო,
ხოლო ჭალაში ტოტები დიდი
და გახურებულ თაფლიან ლოდზე
თაფლისვე ცოცხი დამდუღრა მაგრად.
ტვინს შეურია მაწონი თეთრი
და შეამზადა საპონი უცხო
და შეამზადა საპონი ისე,
რომ შუქოვანი ავარდეს ქაფი,
რათა განწმინდოს სასიძო კარგად,
ჩამოაცილოს ტალახი ტანზე.
ულამაზესი ღამის ასული
მის განბანვაზე ზრუნავდა ოდეს,
ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,
ყველა საგანი გასჭედა მისთვის,
მერე საგნები უბოძა ასულს,
დაიკოს მისცა საგანი ყველა.
ასე მიუგო ასულმა მჭედელს,
ასე ეტყოდა ღამის ასული:
„უკვე გავათბე აბანო კარგად
და ტკბილი კვამლიც ავუშვი უკვე
და თაფლოვანი დავმდუღრე ცოცხი
და დავაყენე სურნელი ამო.

360 მკითხველთა ლიგა


აწ იბანავე რამდენიც გსურდეს
და თბილი წყალი ისხურე უხვად,
რათა სელივით გათეთრდეს თავი,
რათა თვალები ბრწყინავდეს თოვლებრ!“
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
აბანოსაკენ აიღო გეზი
და აბანოში შევიდა ოდეს,
მკვრივი სხეული იბანა დიდხანს,
თვალებში ენთო ნათელი დიდი,
საფეთქლებზედაც ალმური ენთო,
ყელი თეთრობდა ვითარცა კვერცხი,
სხეული მთელი ელავდა თეთრად.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
მშვენიერ ასულს მიუგო ასე:
„ნაზო ანიკი, დაიკო ჩემო,
გამომატანე ხალათი კარგი,
ტილოს ხალათი მომეცი ჩქარა,
რომ შევიმოსო მშვენიერ ტანზე!“
ნაზმა ანიკმა, ღამის ასულმა,
გამოუტანა ხალათი ჭაბუკს,
რომ შეიმოსოს ჭაბუკი სწრაფად,
რომ დაიფაროს შიშველი ტანი.
გამოუტანა შარვალიც შემდეგ,
რომელიც ღვიძლმა შეკერა დედამ,
რომ ბარძაყები დაფაროს შარვლით,
სხვა ნაწილებიც დაფაროს კიდევ.
შემოუტანა წინდები ლბილი,
რომელიც დედამ მოქსოვა წინათ,

361 მკითხველთა ლიგა


რათა ჩაიცვას ძამიკომ ფეხზე,
რათა დაფაროს კანჭები გრძელი;
შემოუტანა ჩექმები სწრაფად,
რომ შეიძინა ჭაბუკმა თითონ,
რათა წინდების დაფაროს წვერი,
რომ მოუქსოვა ოდესღაც დედამ;
ლურჯი ქურთუკიც მოიღო უცებ,
ქურთუკი ღვიძლის შინაგან ფერის,
რომ გარდაიცვას ხალათზე სწრაფად,
რომელიც გახლავთ სელის ქსოვილი;
მერე ხიფთანი მოიღო მტკიცე,
რომელიც გახლდათ მაუდი თხელი,
რათა ქურთუკზე გარდეცვა ჭაბუკს,
რომელიც გახლდათ ახალი მეტად;
მერე კი ქურქი მოიღო კარგი,
რომელიც გახლდათ მორთული ერთობ,
რომ გარდაიცვას ხიფთანზე სწრაფად,
რომელიც არის მაუდი თხელი;
გამოუტანა ქამარი ფართე,
მიმოქარგული ძვირფასი ძაფით,
რომელსაც ღამით კერავდა დედა,
როდესაც გახლდათ ქალწული იგი;
ხელთათმანებიც მოიღო ჭრელი,
რომელსაც ოქროს შვენოდა ქობა,
ლაფლანდიაში დიდხანს რომ კერეს,
შესამოსავად ლამაზი ხელის;
შემოუტანა მან ქუდი სწრაფად,
შესამკობელად ლამაზი თავის,

362 მკითხველთა ლიგა


რომელიც მამამ იყიდა ადრე,
ოდეს ქორწილზე ზრუნავდა იგი.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
შეიმოსა და უბრძანა მონას:
„ფეხმარდი კვიცი შეუბი მარხილს,
მარხილი კარგი ლამაზად მორთე,
მივემართები პოხელში მარტო,
რათა სასიძოდ ვეწვიო პოხელს“.
მონა პასუხად ეტყოდა ასე:
„ექვსი გვიბია თავლაში ცხენი,
გულმოდგინებით ღეჭავენ შვრიას.
ცხენი რომელი შევკაზმო, ბრძანეთ!“
ილმარინენი უბრძანებს ასე:
„ჩქარა მომგვარე ზერდაგი კვიცი,
მარხილში იგი შეაბი ჩქარა
და მოოქროვილი მარხილის რკალზე,
მაგრად დაჭიმულ თასმებზე უღლის,
ექვსი გუგული ჩამოსვი კოხტად
და შვიდი ჩიტი, მხმობარი ამოდ,
რათა ასულნი გალობით დატკბნენ,
რათა ვიხილო ღიმილი მათი.
ტყავი დათვისა მოიღე სწრაფად,
რათა მოვირთხა მშვენიერ ტყავზე,
სწრაფად მოიღე ძაღლთევზას ტყავი,
გადავაფარო მარხილებს მაღლა!“
მონამ, რომელიც დღიურად შრომობს,
გულმოდგინებით შეკაზმა კვიცი,
კვიცი მარხილში შეაბა უმალ,

363 მკითხველთა ლიგა


ქედზე დაადგა უღელი მძიმე
და მოოქროვილ მარხილის რკალზე,
მაგრად დაჭიმულ თასმებზე უღლის,
ექვსი გუგული ჩამოსვა კოხტად
და შვიდი ჩიტი, მხმობარი ამოდ.
სწრაფად მოიღო დათვისა ტყავი,
რათა პატრონმა მოირთხას ტყავზე,
ძაღლთევზას ტყავიც მოიღო სწრაფად,
ფეხსაბურად რომ იხმაროს იგი.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,
შეემუდარა დიდებულ უკოს,
მქუხარე უფალს ევედრა ასე:
უფალო, თოვლი მოიღე ზეცით,
მსუბუქი ბამბა მოიღე, ღმერთო,
რათა გაცურდეს მარხილი თოვლზე,
გაიშრიალოს მარხილმა ლაღად!“
და უკომ თოვლი მოიღო ზეცით,
მსუბუქი ბამბა მოიღო უკომ,
გადააფანტა უსაზღვრო ველებს,
გადაათეთრა კენწერო ხეთა.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,
მარხილის თავზე მოექცა უცებ,
გახარებული იტყოდა იგი:
„უზენაესო უფალო ჩვენო,
თუ შენ მარხილებს ექმენი შემწედ,
მაშინ ვერაფერს დამაკლებს ეშმა,

364 მკითხველთა ლიგა


ვეღარაფერი დამიმსხვრევს მარხილს!“
მან წამოავლო სადავეს ხელი,
ხელში მოიგდო მათრახი უცებ,
გადუტყლაშუნა ფერდებზე ზერდაგს
და მხიარული იტყოდა იგი:
„გაინავარდე, საღარო ჩემო,
სელისფაფარავ, გაფრინდი სწრაფად“.
სწრაფად გავარდა ზედაგი გზაზე,
ჭენებით მიჰყვა ქვიშიან ნაპირს,
სპილენძის ყურეს ჭენებით მიჰყვა,
და ჩაუარა თხმელნარის ქედებს,
ქვიშით ევსება თვალები მერანს,
მკერდზე ეხლება ზვირთები დიდი.
დღე ერთ იარა, იარა ორი,
და დღე მესამე დაიწყო ოდეს,
წამოეწია დიდებულ მოხუცს
და მოახსენა სიტყვები ტკბილი:
„ვეინემეინენ, მოხუცო ბრძენო,
მოდი, შევთანხმდეთ ორივე ეხლავ,
რომ ოდეს ასულს ვეწვევით სახლში,
სადაო ასულს ვეწვევით ოდეს,
ძალით არც ერთმა შევირთოთ ცოლად,
თვით აირჩიოს ასულმა ქმარი“.
ვეინემეინენ იტყოდა ასე:
„მე ძლიერ მაწყობს პირობა შენი.
არ შეიძლება შეირთო ძალით,
თუ არ ისურვა ასულმა თავად.
დე, იმას დარჩეს ასული უცხო,

365 მკითხველთა ლიგა


ვისაც აირჩევს ასული იგი.
მე არ დავრჩები ნაწყენი შენზე,
გულს ნუ გავივლებთ ნურასდროს
მტრობას“.
მათ გააგრძელეს თავისი გზები
და გაეშურნენ სხვადასხვა გზებზე,
ნაპირის გასწვრივ მოცურავს კანჯო,
მიექანება ნაპირზე კვიცი.
სულ მცირე ხანი გავიდა შემდეგ,
სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ,
რომ ერთ სოფელში პოხელის მხარის,
იმ სარიოლას ნისლიან სოფლად,
ძაღლმა, რომელიც უტევდა მომხდურს,
რომელიც სახლ-კარს იცავდა მარჯვედ,
რომელიც იჯდა ხნულის ბოლოში
და აქანებდა ბანჯგვლიან ბოლოს,
დიდი ხმაური ასტეხა უცებ
და უწყვეტელი გააბა ყეფა,
შემდეგ კი დაცხრა ქოფაკი ავი
და ძვირად ყეფდა მყეფარი შემდეგ.
მკაცრი პოხელის პატრონი დიდი
ასე ეტყოდა საყვარელ ასულს:
„გარეთ გახედე, ასულო ჩემო,
ასულო ნაზო, გახედე გარეთ,
მწარედ წკავწკავებს მყეფარი რუხი,
სჩანს, ნაცემია საწყალი ყურშა!“
გაეპასუხა ასული მამას,
გაეპასუხა ასული ურჩი:

366 მკითხველთა ლიგა


„ვერ ავუდივარ საკუთარ საქმეს,
ოჯახში საქმე ბევრია ფრიად:
საქონლის მოვლა, ფარეხის დაგვა,
დატრიალება დოლაბის დიდის,
რომ რბილად დავფქვა მარცვალი მცირე
და გავატარო საცერში სუფთად.
დოლაბით შრომა ძნელია მარტო,
მარტო ამისთვის არ მყოფნის ძალა“.
აღარ ჩერდება ერთგული ყურშა,
ერთგული ყურშა ვიღაცას უყეფს,
მკაცრი პოხელის პატრონი დიდი
ძვირფას მეუღლეს მიუგებს მშვიდად:
„გარეთ გახედე, მეუღლევ ჩემო,
ერთგულო ჩემო, გახედე გარეთ,
მწარედ წკავწკავებს მყეფარი რუხი,
ჩანს, ნაცემია საწყალი ყურშა!“
გაეპასუხა მოხუცი მოხუცს,
გაეპასუხა მეუღლე ურჩი:
„ვერ ავუდივარ საკუთარ საქმეს,
ოჯახში საქმე ბევრია ერთობ:
სადილისათვის ვზრუნავარ ეხლა,
სასწრაფოდ უნდა დაცხობა პურებს,
მსხვილია პური, ფქვილი კი წვრილი,
ერთი ქალისთვის ეს საქმეც კმარა“.
პატრონი დიდი იტყოდა ასე:
„მუდამ ფუსფუსებს მოხუცი ქალი,
ქალიშვილებსაც საქმე აქვთ მუდამ:
მიუჯდებიან მხურვალე ღუმელს,

367 მკითხველთა ლიგა


ან ეწვევიან სანუკვარ ლოგინს.
შენ გაიხედე, ვაჟკაცო ჩემო!“
გაეპასუხა ვაჟკაცი მამას,
ჭაბუკმა მოხუცს მიუგო ასე:
„მე არ მცალია არც ერთი წუთით,
უნდა გავლესო ნაჯახი სწრაფად,
უნდა დავაპო მორები მძიმე
და დავამზადო წვრილი ნაპობი,
სქელია მორი – ნაპობი წვრილი,
ერთი კაცისთვის ეს საქმეც კმარა“.
დასკუპებული მინდვრის ბოლოში,
მოუსვენრად რომ აქანებს ბოლოს,
მყეფარი იგი არ იშლის ყეფას,
სულ იღრინება მყეფარი იგი,
მყეფარი ავი წკმუტუნებს ცხარედ,
ეზოს დარაჯი წკმუტუნებს მძაფრად.
ასე იტყოდა პატრონი დიდი:
„ალბათ არსებობს მიზეზი რამე,
რამე საბაბი არსებობს ალბათ,
რომ იღრინება ქოფაკი რუხი
და რაღაც იჭვით უყურებს ფიჭვებს“.
მან გადიარა ლამაზი ეზო,
მინდვრის ბოლოში გავიდა იგი,
იგი მიადგა საკუთარ ყანას,
სურს გაარკვიოს რაშია საქმე.
პოხელის მხარის პატრონმა დიდმა
მინდვრის ბოლოში შენიშნა ძაღლი,
მისჩერევბოდა მყეფარი ქედებს

368 მკითხველთა ლიგა


და მურყნარიან გორების მწვერვალთ.
მიხვდა პოხელის პატრონი დიდი,
რატომ აქნევდა მყეფარი ბოლოს,
რად წკმუტუნებდა ესოდენ ცხარედ,
რომელსაც ტოლი არა ჰყავს ქვეყნად.
ხედავს, მოცურავს წითელი ნავი,
ლემპოს ყურეზე მოარხევს აფრებს,
ხედავს, მარხილიც მოფრინავს ლაღად,
თაფლის ნაპირებს მოჰყვება იგი.
დიდი პატრონი პოხელის მხარის
მაშინ სასწრაფოდ დაბრუნდა სახლში
და, შეაღწია ოთახში ოდეს,
შეშფოთებული იტყოდა იგი:
„გვიახლოვდება ლამაზი კანჯო,
ლემპოს ყურეზე მოარხევს აფრებს,
აქეთ მარხილიც მოფრინავს ლაღად,
ის თაფლით მდიდარს მოჰყვება ნაპირს“.
დიასახლისი პოხელის მხარის
შეშფოთებული იტყოდა ასე:
„საქმე ის არის, გავიგოთ როგორ,
თუ რა განზრახვით მოსულან ჩვენთან?
ასულო, ჭნავის აიღე მორი
და შეუკეთე სასწრაფოდ ღუმელს,
ხეთა მშვენება აქციე ცეცხლად
და გააჩაღე ღუმელში ცეცხლი.
თუ სისხლის წვეთი გამოჩნდა ჭნავზე,
მაშინ საომრად მოდიან ჩვენთან
და თუ გამოჩნდა მარტოდენ წყალი,

369 მკითხველთა ლიგა


მაშინ მშვიდობა გვეწვია მხოლოდ“.
პოხელის მხარის ასულმა ნაზმა,
სათნო ასულმა, პოხელის მხარის,
ლამაზი ჭნავი შეუნთო ღუმელს,
ცეცხლად აქცია მშვენება ხეთა,
მაგრამ ზედ წყალი გამოჩნდა როდი,
ან ცხელი სისხლის წვეთები მძიმე,
ხედავს, რომ წვეთა დაიწყო თაფლმა,
ტოტიდან წვეთენ წვეთები ტკბილი.
აქ სუოვაკო იტყოდა ასე,
ის საწოლიდან იტყოდა ჩუმად:
„თუ ტოტებიდან მოჟონავს თაფლი,
თუ თაფლის ტკბილი წვეთები წვეთენ,
მაშინ გვეწვევა სტუმრები უცხო,
სასიძოების გვწვევია გუნდი“.
დიასახლისი პოხელის მხარის
ასულთან ერთად გავიდა გარეთ,
გადაიარა სასწრაფოდ ეზო
და კუტუკარიც დასტოვა უკან.
მერე მზისაკენ მიიქცნენ სახით
და უსასრულოს გახედეს სივრცეს,
ლემპოს ყურეზე შენიშნეს აფრა,
ასფიცრიანი შეიცნეს კანჯო,
ნაცრისფერი რომ შვენოდა ქვევით,
წითელი ფერი შვენოდა მაღლა.
ვაჟკაცი მძლავრი მართავდა საჭეს,
ნიჩბებთან იჯდა მოხუცი მძლავრი.
ზერდაგი კვიციც შენიშნეს უმალ

370 მკითხველთა ლიგა


და მარხილები, მორთული ერთობ,
ზერდაგი ზათქით აყრუებს ნაპირს,
ის თაფლით მდიდარს მოჰყვება ყურეს,
ექვსი გუგული რკალზე ზიხ კოხტად,
შვიდი ცისფერი ღუღუნებს ჩიტი,
ზის მარხილებზე ჭაბუკი ვინმე,
ხელში სადავე უჭირავს მაგრად.
დიასახლისი პოხელის მხარის
მშვენიერ ასულს ეტყოდა ასე:
„ულამაზესო ასულო ჩემო,
თუ საქორწილოდ მოდიან ჩვენთან,
ხომ მისთხოვდები ორიდან ერთ-ერთს,
რომ გაუწიო ცოლობა კარგი?
იგი, რომელიც მოცურავს ნავით,
წითელი ნავით ისწრაფვის აქეთ,
მღელვარე ყურეს მოჰყვება სწრაფად,
ვეინემეინენ ბრძანდება იგი.
მას ულაგია მარაგი ფსკერზე,
ნავში სიმდიდრე უყრია უხვად.
იგი, რომელიც ხმელეთით მოდის,
ჭრელი მარხილით ისწრაფვის აქეთ,
თაფლიან ყურეს მოჰყვება სწრაფად,
ილომარინენი ბრძანდება იგი.
იგია გმირი ღატაკი ფრიად,
მარხილით მოაქვს აღთქმები მხოლოდ.
ოდეს შევიდნენ ისინი სახლში,
დიდებულ სახლში შევიდნენ ოდეს,
შენ ჭიქით თაფლი მოიღე სწრაფად

371 მკითხველთა ლიგა


და მიაწოდე ერთ მათგანს იგი,
რომელსაც გულით აირჩევ საქმროდ,
რომელსაც გინდა მისთხოვდე ცოლად.
გიჯობს ვეინეს მიართვა თაფლი,
ნავით რომ მოაქვს საუნჯე მძიმე!“
მშვენირება პოხელის მხარის
საყვარელ დედას მიუგებს ასე:
„უძვირფასესო დედაო ჩემო,
არ მივთხოვდები ვეინეს ცოლად,
არ დავხარბდები საუნჯეს მძიმეს,
არაფრად მინდა სიმდიდრე მისი.
ცოლად გავყვები მშვენიერ ჭაბუკს,
იმ ილმარინენს გავყვები ცოლად,
რომელმაც ჩვენთვის გასჭედა სამპო,
თავსახურავით დახურა ჭრელით.
დედაო, შენ ხომ მატარე დიდხანს
და ქვეყანაზე წვალებით მშობე,
არ გაგონილა არასდროს იგი,
რომ გაეყიდოს ასული დედას“.
დიასახლისი პოხელის მხარის
საყვარელ ასულს მიუგებს ასე:
„ნამდვილად ბრიყვი კრავი ხარ, შვილო,
დაგიკარგია გონება მთელი,
შენ ილმარინენს მიყვები ცოლად,
ცოლად მიყვები უპოვარ ჭაბუკს,
რათა გარეცხო ხალათი მისი
და ცხელი ოფლი მოწმინდო ტანზე!“
მშვენიერება პოხელის მხარის

372 მკითხველთა ლიგა


საყვარე დედას მიუგებს ასე:
„უძვირფასესო დედაო ჩემო,
არ მივთხოვდები ვეინეს ცოლად,
მოსაწყენია მოხუცი კაცი,
მასთან გაძლება ძნელია ძალზე“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
ვადაზე ადრე ეწია მიზანს
და დამაშვრალმა წითელი კანჯო
რკინის სატკეცზე შეადგო უცებ,
რომ ურევია სპილენძი ბლომად.
სწრაფად შევიდა ოჯახში იგი
და იატაკზე დამდგარმა მტკიცედ,
კარის დირესთან დამდგარმა მყარად,
ასე მიუგო მშვენიერ ასულს,
სანატრელ ასულს მიუგო ასე:
„მკაცრო პოხელის ასულო ნაზო,
თუ გამომყვები ნეტავი ცოლად,
რომ ჩემთან დაჰყო სიცოცხლე მთელი,
გაინაწილო ტკბილიც და მწარეც?“
ნაზი ასული პოხელის მხარის
დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:
„თუ გააკეთე ლამაზი კანჯო,
თუ ააშენე სანდალი კოხტა,
ნამსხვრევებისგან თითისტარისა
და ჩემი კოჭის ნაჭრებისაგან?“
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:
„მე დიდებული შევქმენი კანჯო,

373 მკითხველთა ლიგა


მცირე ხომალდი შევკარი მაგრად,
არ დაიშლება ხომალდი ქარში,
მედგრად დახვდება მოვარდნილ
ავდრებს;
ოდეს შევაგდებ ტალღებზე სანდალს,
იგი ტალღებზე იცურებს ამოდ
და ამაღლდება ვითარცა ბუშტი
და შეირხევა ყვავილის დარად“.
მშვენიერება პოხელის მხარის
დიდებულ მოხუცს მიუგებს ასე:
„არ მინდა ქმარი, მოსული ზღვიდან,
რომელიც მუდამ ტალღებზე ცხოვრობს,
მას ხომ ქარები ურტყამენ ტვინში,
გონება მისი მიყვება ქარებს.
ვერ წამოგყვები, მოხუცო, ცოლად,
მე ვერ გავხდები მეუღლე შენი,
რათა დაგიგო ლოგინი დროზე,
თავსასთუმალი დაგიგო თავთან“.

374 მკითხველთა ლიგა


runa mecxramete

ილმარინენი შედის პოხელის სახლში და ნიშნავს პოხე-


ლის ასულს, მაგრამ მას საშიშ დავალებებს აძლევენ. პოხე-
ლის ასულის რჩევა-დარიგებით იგი საღ-სალამათი გამოვა
ყველა გასაჭირიდან, გადახნავს გველებიან ველს, იჭერს ტუ-
ონის დათვს, მანალის მგელს და ვეებერთელა თევზს. პოხე-
ლის დიასახლისი ილმარინენს ცოლად ატანს თავის ასულს.
დანაღვლიანებული ბრუნდება პოხელიდან ვეინემეინენი და
არავის არ ურჩევს ახალგაზრდებთან გაჯიბრებას ცოლის
შერთვაში.

375 მკითხველთა ლიგა


ილმარინენიც, მჭედელი ბრძენი,
გახარებული მოადგა ეზოს,
სახლის კარები შეაღო სწრაფად,
შეუჩერებლივ შევიდა სახლში.
და ილმარინენს, დიდებულ მჭედელს,
შესვლისთანავე მიართვეს თაფლი,
მაგრამ აენთო ჭაბუკი ერთობ,
მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:
„ვიდრე ანათებს ზეცაზე მთვარე,
ამ ქვეყანაზე დავდივარ სანამ,
არაფერს შევსვამ პოხელის სახლში,
არ შევეხები პოხელში სასმელს,
თუ არ არ აპირებს გამომყვეს ცოლად,
ტურფა ასული პოხელის მხარის“.
დიასახლისი პოხელის მხარის
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„მაშინ იგულვე ასული ცოლად,
ასული ცოლად მომთხოვე მაშინ,
გველების მინდორს გადახნავ ოდეს,
ისე გადახნავ გველების მინდორს,
რომ ძვრას არ იზამს სახნისი შენი,
არ შეირხევა გუთანი ოდნავ.
ლემპომ გადახნა მინდორი ადრე,
ძველად ხიისიმ გადახნა იგი.
ერთხელ სპილენძის მაგარი გუთნით,
ცეცხლოვან რკინის სახნისით ერთხელ,

376 მკითხველთა ლიგა


იქ ვაჟმა ჩემმა იშრომა დიდხანს
და ნახევარიც ვერ დახნა ველი“.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვადვი მარად,
სწრაფად ეწვია ოთახში ქალწულს
და სევდიანმა მიუგო ასე:
„ულამაზესო ასულო ღამის!
დრო გარდასული თუ გახსოვს ნეტავ,
ოდეს ლამაზი გავჭედე სამპო,
თავსახურავით დავხურე ჭრელით?
მაშინ უბრძნესი ღვთაების მიმართ,
დიდებულ უფლის სახის წინაშე,
შენ ფიცი ფიცე წმინდა და მტკიცე,
შენ უწმინდესი დასდევი აღთქმა,
რომ გახდებოდი ვაჟკაცის ცოლი
და თანამგზავრი ცხოვრების გზაზე.
მაგრამ ჯიუტობს მოხუცი დედა,
შენ თავს არ მანდობს მშობელი შენი,
თუ არ გადავხნავ გველების მინდორს,
თუ არ დავფარცხავ გველების ველებს“.
ასული ბინდის, ასული ღამის,
დიდებულ მჭედელს არიგებს ასე:
„ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
მჭედელო დიდო, უკვდავო მარად!
ოქროს სახნისი გასჭედე უცებ,
ლამაზი ვერცხლით შეამკე იგი
და იმ სახნისით გადახნავ მინდორს,
უმალ გადახნავ გველების ველებს“.

377 მკითხველთა ლიგა


ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
სწრაფად ჩაყარა ქურაში ოქრო
და მიუმატა ოდნავი ვერცხლიც
და შეამზადა სახნისი უცებ.
რკინისგან შექმნა ჩექმები მყარი,
სპილენძისაგან დანები ბასრი;
მერე ჩექმები ჩაიცვა ფეხზე
და დაიფარა კანჭები კარგად.
სწრაფად ჩაიცვა ხალათი რკინის,
წელზე შეირტყა ფოლადი მტკიცე,
რკინის თათმანი მოირგო ხელად,
ხელად მოირგო ხელჯაგი ქვების,
ცეცხლის მერანი გასჭედა შემდეგ
და იგი ეტლში შეაბა სწრაფად
და მიაშურა გველების მინდორს,
გველების ველებს ეწვია იგი.
ხედავს, წივიან გველები მწარედ,
იგრიხებიან თავები გველთა,
და უდიდესი მჭედელი, ბრძენი,
უნასთა მიმართ ღაღადყოფს ასე:
„ო, უფლის მიერ შექმნილნო გველნო!
აქ თქვენი ხახა ვინ ახსნა ნეტავ,
ნეტა ვინ შექმნა თავები თქვენი,
ესოდენ სწორი, ასეთი ვიწრო,
ვინ აგახედათ ესოდენ მაღლა,
ვინ აგიზიდათ კისრები ასე?
ჰოი, განვედით, ბოროტნო, გზიდან,
ნაქერალისკენ აიღეთ გეზი,

378 მკითხველთა ლიგა


გადაუქროლეთ ტყეების ტევრებს,
გადაუქროლეთ ბალახებს სწრაფად.
თუ ხელმეორედ ეწვიეთ მინდორს,
მაღალი უკო გაგიჭეჭყთ თავებს,
შუა გაგაპობთ ფოლადის ისრით,
რკინის წვიმებით გაგემებთ გვემას“.
გადაუარა გველების მინდორს,
გადაუარა გველების ველებს,
ოქროს სახნისით გადახნა გველნი,
მაგარი გუთნით აგემა გვემა
და დედაბერთან დაბრუნდა ოდეს,
ასე ეტყოდა დედაბერს იგი:
„გადავუარე გველების მინდორს,
„გადავუარე გველების ველებს,
ოქროს სახნისით გადავხან გველნი,
მაგარი გუთნით ვაგემე გვემა.
მომეც ასული, მოხუცო ბრძენო,
ულამაზესი მეუღლედ მომეც!“
დიასახლისი პოხელის მხარის
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„მაშინ მომთხოვე ასული ცოლად,
ნაზი ასული მომთხოვე მაშინ,
ტუონის დათვი შეიპყრო ოდეს,
ბნელი მანალის შეიპყრო მგელი,
მათ შესაპყრობად წასულა ხალხი,
მაგრამ არავინ მოსულა უკან“.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,

379 მკითხველთა ლიგა


სწრაფად ეწვია ოთახში ქალწულს
და სევდიანი ეტყოდა ასე:
„მე დავალება მივიღე ერთიც,
ის ადრინდელზე ძნელია უფრო:
უნდა ვეწვიო სამეფოს სულთა,
უნდა ვეწვიო უსიერ ტევრებს,
რათა ტუონის შევიპყრო დათვი,
ძველი მანალის შევიპყრო მგელი“.
მწუხრის და ღამის ასული ნაზი
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
მჭედელო დიდო, უკვდავო, მარად!
წყალში აღმართულ ვეება ლოდზე,
რომელსაც რეცხავს ნაკადი სამი,
შექმენ ფოლადის სადავე სწრაფად,
და რკინის მტკიცე ქამარი შექმენ,
რათა ტუონის შეიპყრო დათვი,
ძველი მანალის შეიპყრო მგელი“.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვდავი მარად,
წყალში აღმართულ ვეება ლოდზე,
რომელსაც რეცხავს ნაკადი სამი,
შექმნის ფოლადის სადავეს სწრაფად
და რკინის ქამარს გაჭედავს მტკიცედ.
მძვინვარე მხეცნი დაეცხრო რათა,
მჭედელი დიდი იტყოდა ასე:
„ტერხე, ნეტარო, ასულო ღრუბლის!
ჭალაში, სადაც ნადირნი ვლიან,

380 მკითხველთა ლიგა


ღრუბლებში საცრით გასცარი უცებ
და მიმოფანტე ღრუბლებით ჩრდილი,
რათა ნაბიჯებს ყური არ მოკრას,
არ განმერიდოს ნადირი გზაზე!“
ბნელი მანალის უსიერ ტევრში,
ნისლით დაბურულ ტუონის ველზე,
მგელს ხარბი პირი აუკრა სწრაფად
და ჯაჭვით მძლავრად გაძაგრა დათვი
და დედაბერთან დაბრუნდა ოდეს,
ასე მიუგო დედაბერს მშვიდად:
„მე ტუონელის შევიპყარ მგელი,
ძველი მანალის შევიპყარ მგელი,
ეხლა მომეცი ასული ცოლად,
ულამაზესი მეუღლედ მომეც!“
დიასახლისი პოხელის მხარის
ასე მიუგებს დიდებულ მჭედელს:
„ცოლად გაგატან მშვენიერ ასულს,
მტრედს ლაჟვარდოვანს გაგტან ცოლად,
თუ ტუონელის ნაკადში ბნელში,
სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე
ქარიყლაპიას შეიპყრობ მსუქანს,
თუ მსუქან სულელს ჩაიგდებ ხელში
ისე, რომ წყალზე ბადე არ გადო,
არც ფაცერკოდი არ გადო წყალზე.
მის დასაჭერად წასულა ბევრი,
მაგრამ არავინ მოსულა უკან“.
სევდამ მოიცვა ჭაბუკი ლაღი,
ილმარინენი მოიცვა სევდამ,

381 მკითხველთა ლიგა


გამოეცხადა მშვენიერ ასულს,
დამწუხრებული მიუგებს ასე:
„მე დავალება მივიღე კიდევ,
ის ადრინდელზე ძნელია უფრო:
ტუონელისა ამღვრეულ წყალში,
სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე,
ქარიყლაპია შევიპყრო უნდა,
უნდა შევიპყრო მსუქანი თევზი
ისე, რომ წყალზე ბადე არ გავდო,
არც ფაცერკოდი არ გავდო წყალზე“.
ასული ბინდის, ასული ღამის
ასე მიუგებს დიდებულ მჭედელს:
„ილმარინენო, მჭედელო ბრძენო,
ნუ დაეცემი ნურასდროს სულით!
ცეცხლიდან ჩიტი გასჭედე მტკიცედ,
ლაღი არწივი გასჭედე სწრაფად!
და ტუონელის ნაკადში ბნელში,
სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე,
ქარიყლაპიას გაძაგრავს მძლავრად,
იმ მსუქან სულელს შეიპყრობს იგი“.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მჭედელი დიდი, უკვდავი მარად!
უცებ გასჭედავს ცეცხლიდან ფრინველს,
ცეცხლიდან არწივს გააჩენს იგი.
თითები მისი – მაგარი რკინა,
კლანჭები მისი – ფოლადი მტკიცე
და ფრთები მისი ნავები დიდი,
თვითონ არწივი ვეება ერთობ.

382 მკითხველთა ლიგა


ილმარინენი ავიდა ფრთებზე,
ფრინველის ზურგზე მოექცა იგი.
მან გააფრთხილა არწივი ლაღი,
მან ამაყ ფრინველს ურჩია ასე:
„უძვირფასესო ფრინველო ჩემო!
კარგად ისმინე ბრძანება ჩემი:
ტუონელისკენ გაფრინდი სწრაფად,
სწრაფად დაეშვი მანალის ფსკერზე,
იქ შეიპყარი მსუქანი თევზი,
ქარიყლაპიას მოუღე ბოლო“.
ლაღი არწივი გაიჭრა უცებ,
გაინავარდა არწივმა ლაღმა,
რომ ტუონელის ამღვრეულ წყალში,
სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე,
ქარიყლაპია შეიპყროს სწრაფად,
კბილწამახული შეიპყროს თევზი.
იგი ფრთით ერთით შეეხო ტალღებს,
ხოლო მეორით ზეცამდე მიწვდა,
ფოლადის ბრჭყალით მოთხარა ფსკერი,
ნისკარტი მძლავრი წამოდო ტინებს.
ილმარინენი მოფრინდა სწრაფად,
დარაჯად ახლავს არწივი ლაღი
და ტუონელის უსიერ ფსკერზე
ქარიყლაპიას დაუწყო ძებნა.
ამ დროს უეცრად რაღაცა მხეცი
თავზე დააცხრა დიდებულ მჭედელს,
მაგრამ იმარჯვა არწივმა ლაღმა
და მოუგრიხა კისერი მძლავრი,

383 მკითხველთა ლიგა


უსიერ ფსკერზე დაუსვა შემდეგ
და მსუყე შლამში ჩაჭედა ბოლოს.
ქარიყლაპია ამოძვრა მაინც,
მდინარის ძაღლი ამოსხლტა ისევ,
იგი გიგანტი როდია ტანად,
მაგრამ პატარაც როდია იგი:
ენა აბია ნაჯახის სიგრძე,
ფოცხის ოდენა აბია ყბები,
პირის სიფართე – მდინარე სამი,
სიფართე ზურგის – შვიდიოდ კანჯო.
ცდილობს დააცხრეს დიდებულ ვაჟკაცს,
მჭედელის შთანთქმა სწყურია ძლიერ.
ისევ დაეშვა არწივი ლაღი,
ზეცის ფრინველი დაეშვა ისევ;
იგი გიგანტი როდია ტანად,
მაგრამ პატარაც როდია იგი:
ნისკარტი მისი – საჟენი ასი,
პირი ექვსიოდ მდინარის იტევს,
ექვსიოდ შუბის სიგრძეა ენა,
ხუთიოდ ცელის ტოლაა ბრჭყალი.
მან მიაშურა საშინელ მორევს,
ქარიყლაპიას გაენთო უკან,
რათა შეიპყროს საშიში თევზი,
მტკიცე კლანჭებში მოიგდოს უცებ.
უზომოდ დიდმა საზარმა თევზმა,
მოხერხებულად მცურავმა ფსკერზე,
მაგრად შეუკრა ბრჭყალები არწივს,
რკინის თათები შეუკრა მაგრად.

384 მკითხველთა ლიგა


მაღლა ამოსხლტა არწივი უცებ,
ამოიზიდა არწივი ზევით,
ფოლადის ბრჭყალებს მოათრევს წყლიდან,
შავი შლამიდან მოათრევს ბრჭყალებს.
შეითამაშა ჰაერში ლაღად,
მერე მეორედ მოსინჯა ბედი,
ქარიყლაპიას დააცხრა თავზე,
გამოუფატრა ფერდები მძლავრად,
მაგრამ აუცდა მეორე ბრჭყალი
და რკინის კლდეზე შემოჰკრა უცებ
და რკინის ბრჭყალი რკინაზე ასხლტა,
ბრჭყალიდან გასხლტა მსუქანი თევზი.
თევზი არწივის გაექცა ბრჭყალებს
და მიაშურა სიღრმეებს სწრაფად,
ფერდზე ჭრილობის აჩნია ხვრელი,
ღარები გრძელი აჩნია მხრებზე.
ლაღი არწივი, რკინის ბრჭყალებით,
ისევ დააცხრა უეცრად თავზე,
სასტიკი ცეცხლით იელვეს ფრთებმა,
ნაპერწკლებს ისვრის თვალები მისი.
არწივმა მხეცი შიპყრო უცებ
და მოიმწყვდია მარწუხში მძლავრად,
ამოათრია სიღრმიდან ზევით
და გამძაფრებით მოათრევს ზღვაზე.
იმ ტუონელის ამღვრეულ წყალში,
სასტიკი მანის უსიერ ფსკერზე,
ასე შეიძლო არწივმა მძლავრმა,
გადაეძლია მსუქანი თევზი,

385 მკითხველთა ლიგა


გადაეძლია მესამე ცდაზე,
ამოეთრია სიღრმიდან მაღლა.
მდინარე გახდა საცნობი ძნელი,
იმდენი ქერცლი ცურავდა წყალზე,
ძნელი საცნობი შეიქნა ზეცაც,
ზეცაშიც ფრენდა იმდენი ფრთები.
სწრაფად წაიღო არწივმა ლაღმა
თევზი, მოსილი მაგარი ქიცვით,
და აიტანა მუხისა ტოტზე
და ნაძვის წვერზე აზიდა უმალ.
მერე მან გემო მოსინჯა თევზის,
გამოუფატრა ფერდები ფართე,
მკერდი ბრჭყალებით გაუპო ორად,
განაცალკევა ტანიდან თავი.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
დამწუხრებული იტყოდა ასე:
„ეს რა იკადრა არწივმა ლაღმა,
ცუდი დამხმარე ყოფილა იგი,
ქარიყლაპიას გასინჯა გემო,
გამოუფატრა ფერდები ფართე,
მკერდი ბრჭყალებით გაუპო ორად,
განაცალკევა ტანიდან თავი!“
სწრაფად გაფრინდა არწივი ლაღი
და მოაშურა შორეულ სივრცეს,
იარა მაღლა არწივმა ლაღმა,
ღრუბელთა მიღმა ამაღლდა ბოლოს.
იღუნებიან ღრუბლები მღვრიე,
გადმოიღუნა ცარგვალი ზეცის,

386 მკითხველთა ლიგა


მშვილდი გარდუტყდა დიდებულ უფალს,
დიდებულ მთვარეს დაემსხვრა რქები,
ზეცას აღმოხდა ქვითინი მწარე,
ჩვილი ბალღივით ატირდა ზეცა.
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
მოიღო თავი მსუქანი თევზის
და როგორც ძღვენი მიართვა მოხუცს,
მომავალ სიდედრს მიუგო ასე:
„ქარიყლაპიას მაგარი თავი,
დაე, მაგიდად გამოდგეს თქვენთან“.
ილმარინენმა განაგრძო შემდეგ,
ასე მოუგებს დედაბერს იგი:
„გველებით სავსე გადავხან მდელო,
გავანადგურე გველების მხარე,
ძველი მანალის შევკარი მგელი,
ტუონის დათვიც ავძაგრე მძლავრად.
ქარიყლაპიაც შევიპყარ უკვე,
ტუონის ფსკერზე შევიპყარ იგი.
მშვენიერ ასულს თუ მომცემ ეხლა,
თუ გაიმეტებ მშვენიერ ასულს?“
დიასახლისი პოხელის მხარის
ასე მიუგებს დიდებულ მჭედელს:
„შენ მოქცეულხარ ძალიან ცუდად,
რომ მოგიჭრია თევზისთვის თავი,
გამოგიფატრავს ფერდები ფართე,
რომ გაგიპია გულმკერდი ორად“.
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
მომავალ სიდედრს მიუგებს ასე:

387 მკითხველთა ლიგა


„ადგილი კარგიც რომ იყოს ფრიად,
მცირე ნადავლსაც ვერ იგდებ ხელში,
თუ არ შეგემთხვა ფარსაგი რამე,
არ განიცადე ზარალი ოდნავ,
მე ხომ ტუონში შევიპყარ იგი,
სასტიკი მანის შევიპყარ ფსკერზე.
მშვენიერ ასულს თუ მომცემ ეხლა,
თუ გაიმეტებ მშვენიერ ასულს?“
დიასახლისი პოხელის მხარის
დიდებულ მჭედელს ეტყოდა ასე:
„დიახ, მზად არის ასული ეხლა,
უკვე მზად არის ასული ჩემი!
ამ პატარა და უნაზეს ფრინველს
მე ილმარინენს გავატან ცოლად,
რომ გაუწიოს ცოლობა კარგი,
რომ გაუწიოს უღელი მძიმე“.
მიწაზე იჯდა პატარა ბიჭი,
პატარა ბიჭი ამღერდა ასე:
„აღმოსავლიდან არწივი მოქრის,
ამაყი ქორი მოფრინავს ციდან,
მან შენობასთან იელვა უცებ,
შორეულ სახლთან მიფრინდა იგი,
ცალი ფრთა ღრუბლებს წამოსდო
მძლავრად,
ხოლო მეორე მრისხანე ტალღებს,
ნაკადებს აპობს ძლიერი ბოლო,
ამაყი თავით ეხლება ზეცას,
იგი თვალს ავლებს ბეჯითად არეს,

388 მკითხველთა ლიგა


გაფრინდება და შედგება წამით,
და პალატებში ეწვევა კაცთა
და უკაკუნებს ნისკარტით კარებს,
მაგრამ არ ძალუძს შეღწევა არწივს,
რკინა არტყია პალატებს ირგვლივ.
იგი თვალს ავლებს ბეჯითად არეს,
გაფრინდება და შედგება წამით
და პალატებში ეწვევა ასულთ
და უკაკუნებს ნისკარტით კარებს,
მაგრამ არ ძალუძს შეღწევა არწივს,
სპილენძისაა პალატი ირგვლივ.
იგი თვალს ავლებს ბეჯითად არეს,
გაფრინდება და შედგება წამით,
ასულთა ბინას ეწვევა სწრაფად
და უკაკუნებს ნისკარტით კარებს,
მაგრამ არ ძალუძს შეღწევა არწივს,
ტილოს ყოფილა პალატი ირგვლივ.
საკვამურისკენ გაფრინდა იგი
და სახურავზე დაეშვა სწრაფად,
ჩამოაფხრიწა მან რაფა სარკმელს,
ჩამოისვენა სარკმელზე წამით,
წამით კედელზე ჩამოჯდა დინჯად,
ჩალანგარებზე ჩამოჯდა შემდეგ.
მიმოიხედა არწივმა ირგვლივ
და შეამჩნია ასული უცებ,
სილამაზით რომ ჩაგრავდა ყველას,
ნაწნავები რომ შვენოდა გრძელი.
არწივმა ბრჭყალი ჩაავლო მტკიცედ,

389 მკითხველთა ლიგა


მაგრად ჩაავლო ბრჭყალები ქორმა
და გაიტაცა ასული ნაზი
და გაუკაწრა სხეული ასულს,
მერე ბოლოზე შეისვა სწრაფად,
ნაზი ბუმბულით მოსილ ბოლოზე,
და გააქროლა ასული იგი,
სილამაზით რომ ჩაგრავდა ყველას,
რომელიც გახლდათ ძვირფასი ძალზე,
რომელიც გახლდათ თეთრი და სხარტი,
და ჰქონდა ტანი ლამაზი მეტად,
მომოარხევდა მშვენიერ სხეულს“.
დიასახლისი პოხელის მხარის
გაოცებული იტყოდა ასე:
„როგორ გაიგე, ძვირფასო ჩემო,
როგორ შეიტყვე ამბავი იგი,
რომ იმყოფება ასული პოხელს,
რომელსაც შვენის ნაწნავი სელის?
იქნებ იელვა ასულის ვერცხლმა,
ასულის ოქრომ იელვა იქნებ,
იქნებ მოგფინათ მთოვარემ შუქი,
ან მოგევლინათ ნათელი მზისა?!“
მიწაზე მჯდარი პატარა ბიჭი,
ბოროტ დედაბერს მიუგებს ასე:
„მე თქვენ გიამბობთ, ჭაბუკმა ლაღმა
როგორ იპოვა საჭირო გზები,
როგორ მიაგნო ასულის სახლი,
როგორ მოადგა ასულის კარებს.
მან შეიტყო, რომ ასულის მამამ

390 მკითხველთა ლიგა


ზღვით წარმოგზავნა ხომალდი დიდი,
მან შეიტყო, რომ დაგრეხილ პურებს
ნიადაგ აცხობს ასულის დედა,
რომ პური იგი კარგია ერთობ,
რომ მხოლოდ სტუმრებს მასპინძლობს იმით.
მე კიდევ გეტყვით ორიოდ სიტყვას,
როგორ გაიგო ჭაბუკმა იგი,
რომ გაიზარდა ასული პოხელს,
რომ აიზიდა ასული მაღლა.
ერთხელ ჭაბუკმა ადრიან დილით
გაიღვიძა და წამოდგა ფეხზე,
გადაიარა სასწრაფოდ ეზო,
არდგმულთან ახლოს მივიდა იგი.
უცებ შენიშნა ასულის ბინა,
ასულის ეზო შენიშნა უვებ,
საკვამურიდან დიოდა ჭვარტლი,
ბოლის ბილქვები ვიდოდა მაღლა.
ეზოში იდგა ასული უცხო,
ასული ლესდა დოლაბზე ქასურს,
ქასურნი მღერდნენ გუგულის დარად,
ნახვრეტნი მღერდნენ ვითარცა იხვნი,
ჭრიჭინასავით ხმობდა საცერი,
მარგალიტივით წკრიალებს ქვები.
მეორე დღესაც გავიდა გარეთ,
ჩაფიქრებულმა იარა დიდხანს,
უცებ იხილა ასული ნაზი,
ყვავილოვანზე იხილა ველზე,
ასული ქვაბებს ღებავდა წითლად,

391 მკითხველთა ლიგა


ყვითელს საღებავს ხარშავდა იგი.
მესამე დღესაც გავიდა გარეთ
და ფანჯარაზე მიადგა ასულს:
ესმის, რომ აქსოვს ასული იგი
და ლაფათინი მოძრაობს სწორად:
ხალისიანად სრიალებს მაქო,
თითქოს სრიალებს ყარყუმი ქვაზე,
ლაფათინზე კი რეკავენ კბილნი,
თითქოს კოდალა ურტყამდეს ნისკარტს,
საქსელე ლილვი მიმოდის ისე,
თითქოს ტოტებზე დახტოდეს ციყვი“.
დიასახლისი პოხელის მხარის
საყვარელ ასულს მიუგებს ასე:
„უძვირფასესო ასულო ჩემო!
რამდენჯერ მითქვამს ასეთი სიტყვა:
ნუ იმღერებთქო ნაძვნართა შორის,
ნუ ალაღებთქო სიმღერით ველებს,
ყელმოღერებით ნუ ივლი სოფლად,
ნუ გაიელვებ მკლავებით თეთრით,
ნუ გამოაჩენ თოვლივით გულ-მკერდს,
ნუ იამაყებ კენარი ტანით!
შემოდგომაზე რამდენჯერ მითქვამს,
რამდენჯერ მითქვამს ზაფხულის ჟამად,
გაზაფხულზედაც გეტყოდი ზოგჯერ,
როცა მეორედ ვიწყებდით თესვას.
რომ ავაშენოთ ისეთი სახლი,
რომ ოდეს სარკმელს მოადგეს ვინმე,
თვალი ვერასგზით ვერ მოკრას ასულს,

392 მკითხველთა ლიგა


ასულის შრომას ვერ მოკრას თვალი,
რომ ვერ წაიღოს ამბავი სხვაგან,
რომ ვერ უამბოს სუომის მძახლებს“.
მიწაზე იჯდა პატარა ბიჭი,
ორი კვირისა იტყოდა ასე:
„სახლში ბედაურს დამალავ მხოლოდ,
მშვენიერ მერანს დამალავ სახლში,
მაგრამ, მოხუცო, მშვენიერ ასულს
სახლში ვერასდროს დამალავ, მჯერა,
თუნდ ციხე-კოშკი ააგე ქვებით,
შიგ შუა ზღვაში აღაგე ციხე
და შიგ ასული ჩაკეტე მაგრად,
შიგ დაამწყვდიე ასული იგი,
მრავალი წელი გაივლის ასე
და დასრულდება ასული ტანად,
და ბოლოს მაინც მოაგნებს საქმრო,
გამიჯნურდება ასული მაინც.
მძახალი მოვა, სასიძოც მოვა,
დარახტულ მერანს მოაგდებს კარზე“.
ვეინემეინენ დამწუხრდა ერთობ
და მგლოვიარედ ჩაკიდა თავი,
სამშობლოსაკენ გასწია დინჯად,
გულამოსკვნილი იტყოდა ასე:
„ვაი, დავრდომილ, საბრალო მოხუცს!
ვეღარ შევიგნე ერთი რამ მაინც,
რომ საჭიროა ოჯახის შექმნა,
ახალგაზრდობა გაივლის ვიდრე.
მხოლოდ ბუნებით უჟმური კაცი

393 მკითხველთა ლიგა


ნიადაგ ნანობს იმისა გამო,
რომ მოეკიდა ადრევე ოჯხას,
სიჭაბუკეში შეირთო ცოლი“.
ნება არ მისცა ვეინემ მოხუცს,
სუვანტოლაინენ არ დართო ნება,
რომ იგი ქალწულს ეწვიოს ნავით,
უნდა ხმელეთით მიადგეს კარზე
და მოითხოვოს ასული ცოლად,
თუ ყავს მეტოქედ ყმაწვილი კაცი.

394 მკითხველთა ლიგა


runa meoce

პოხელში ქორწილისათვის კლავენ უზარმაზარ ხარს. ადუ-


ღებენ ლუდს და ამზადებენ საჭმელს. სტუმრების მოსაპატი-
ჟებლად გზავნიან მოციქულებს, მხოლოდ ლემინკაინენს არ
იწვევენ ქორწილში.

395 მკითხველთა ლიგა


დღეს რის შესახებ ვიმღეროთ,
ძმებო,
დღეს რა ამბები მოვუთხროთ
მსმენელს?
მოდი ამჯერად ვიმღეროთ, ძმებო,
მოდი ამჯერად მოვუთხროთ მსმენელს
სარიოლაში გამართულ ლხინზე,
დიდ ღრეობაზე ჯადოქარ კაცთა.
საცხოვრებელში პოხელის მხარის
და სარიოლას ოთახთა შინა,
დიდი ხანია ზიდავენ ხორაგს,
არის მზადება ქორწილის დიდის.
დასანაყრებლად მოწვეულ ბრბოთა,
გამოსათრობლად მწყურვალე ხალხის,
რომ მოათრიეს ნისლიან პოხელს,
რა მოამზადეს ისეთი ნეტავ?
კარელიელებს ყოლიათ ხარი,
უსუქებიათ სუომში შემდეგ,
იგი ვეება არ იყო ტანად,
როგორც ყველა ხბო, ხბო იყო ისიც.
ცხრა ზღვის გადაღმა აღწევდა კუდი,
ხოლო თავი კი მდინარე კემთან,
რქა იყო მისი – საჟენი ასი,
ასორმოცდაათს უდრიდა სახე.
სინდიოფალას უნდოდა კვირა
შემოერბინა კისრისთვის ირგვლივ;

396 მკითხველთა ლიგა


მერცხალს უნდოდა დღეცა და ღამეც,
მიფრენილიყო მეორე რქასთან,
თანაც ისე თუ იფრენდა იგი,
არ შედგებოდა წამითაც გზაზე;
ციყვს ჭირდებოდა ერთი თვე მაინც,
რომ გასულიყო მხრებიდან კუდზე:
ვერ მივიდოდა კუდამდე ანამ,
არ გავიდოდა ერთი თვე ვიდრე.
კარელიიდან მოჰყავდათ მცველებს,
პოხელისაკენ მოჰყავდათ ფრთხილად,
ხბო თავისნება, ლაღი და უცხო,
ძლიერი ხარი, სუომის მხარის,
რქები ეჭირა ასამდე ვაჟკაცს,
ეზიდებოდა ათასი სახეს.
საკუთარი გზით ვიდოდა იგი,
ის სარიოლას მოსდევდა სრუტეს,
ახრამუნებდა ჭაობის ბალახს,
ზურგის შეხებით ამღვრევდა ღრუბლებს,
მაგრამ ვერ პოვეს ისეთი ვინმე,
კარგი ყასაბი ვერ პოვეს ვერსად,
რომელიც დაკვლას შეძლებდა ხარის,
რომელიც დაბლა დასცემდა მყისვე,
ჭაბუკთა შორის ეძებეს დიდხანს,
ვერც მოხუცებში იპოვეს იგი.
კარელიიდან მოვიდა კაცი,
ვიროკანასი მოვიდა ბოლოს
და ქედმაღლურად მოვიდა ხართან,
და დაქადნებით იტყოდა ასე:

397 მკითხველთა ლიგა


„დამაცა ხარო, სუომის მხარის,
ვეებერთელას მოვიტან კომბალს
და მთელი ძალით დაგიშვებ თავზე,
კეფაში დაგკრავ სასტიკი ძალით,
და მომავალი წელი რომ მოვა
და ამწვანდება ქვეყანა ისევ,
ვერ გაანძრიო საბრალო თავი,
ვეღარ დახარო ლამაზი სახე,
სად სარიოლას გაშლილი მდელო,
სადაც მძვინვარებს მრისხანე სრუტე!“
ვიროკანასი დაადგა გზაზე,
პალვოინენმა გასწია სწრაფად,
რათა იხილოს სუომის ხარი,
დანა დასცეს და მოუღოს ბოლო.
მოატრიალა კისერი ხარმა,
შემოანათა თავლები შავი,
მოხუცი დაფრთხა, შეახტა ფიჭვებს,
ძეწნებს ჩაეწნა ვიროკანასი.
კარელიაში – მთაში თუ ბარად,
ფართე ველებზე სუომის მხარის,
და ალერსიან რუსეთის ველზე,
მაგარ მიწაზე მამაცთა შვედთა,
უსაზღვროდ გაშლილ ლაფლანდიაში,
ტურიანელთა მიწაზე მძლავრზე,
და ტუონელის ნისლიან ველად
და დაბლობებში შორეულ მანის,
დიდებულ ყასაბს ეძებენ ასე,
თავგამოდებით ეძებენ ყასაბს,

398 მკითხველთა ლიგა


ვერსად იპოვეს ვაჟკაცი იგი
და მის ძებნაში ამაოდ დაშვრნენ.
ვერსად იპოვეს ვაჟკაცი მძლავრი,
თუმც გულმოდგინედ ეძებეს ყველგან,
ეძებეს იგი უსაზღვრო გზებზე,
მრისხანე ზღვებზე ეძებეს იგი.
ამოიზიდა ვაჟკაცი ზღვიდან,
შავი ვაჟკაცი გამოჩნდა ზღვაზე,
მაღალ ტალღებზე გამოჩნდა იგი,
თავზე მოექცა აზიდულ ტალღას.
არ იყო ტანად ძალიან მცირე,
მაგრამ არ იყო ძალიან დიდიც,
ჯამის ქვეშ ძილი ძალუძდა ტკბილად,
დაეტეოდა საცერში იგი.
თუმცაღა ჩანდა მოხუცი ერთობ,
მაგრამ მას მუშტი გააჩნდა მძიმე,
კლდე საზარელი ეხურა ჩაჩქნად,
ჩექმებად ეცვა წყალქვეშა კლდენი,
ოქროს მახვილი ეჭირა მტკიცედ,
სპილენში ტარი შვენოდა მახვილს.
ასე იპოვეს ყასაბი იგი,
ყასაბი მძლავრი იპოვეს ასე,
რომელიც ფინურს დაკლავდა გიგანტს,
რომელიც პირუტყვს დასცემდა დანით.
ყასაბმა დავლა იხილა ოდეს,
ხელი დაავლო, ჩაუშვა დანა
და დააჩოქა მუხლებზე ხარი
და დაანარცხა მიწაზე მძიმედ.

399 მკითხველთა ლიგა


განა ბევრი რამ მიიღეს ამით?
ამით მიიღეს ძალიან ცოტა:
ასი ლანგვინი მიიღეს ხორცი,
ძეხვი მიიღეს საჟენი ასი,
სისხლი მიიღეს შვიდიოდ კანჯო,
ექვსიოდ კასრი მიიღეს ქონი,
რომ სარიოლას ქორწილზე, ლხინზე,
ჩამოსულ სტუმრებს მიართვან ბლომად.
სარიოლაში ცხოვრობდა კაცი,
რომელიც გახლდათ ტანადი მეტად,
სიგრძით ცხრა საჟენს უდრიდა
მხოლოდ,
სიფართე ჰქონდა საჟენი შვიდი,
როცა მამალი ყიოდა სხვენზე,
მას არ ესმოდა ყივილი დაბლა,
როცა ოთახში ყმუოდა ლეკვი,
მას არ ესმოდა ყმუილი გარეთ.
დიასახლისი პოხელის მხარის
ეხეტებოდა ოჯახში დიდხანს,
გონდაკარგული იკრებდა აზრებს,
დაღონებული ფიქრობდა ასე:
„როგორ ვიშოვო სასმელი ნეტავ,
როგორ ვიშოვო ახალი ლუდი,
ოდეს ნიადაგ ვზრუნავარ ლხინზე,
ოდეს ნიადაგ ქორწილზე ვზრუნავ?
მე წარმოშობაც არ ვიცი ლუდის
და მის მოხარშვას როგორღა შევძლებ?“
ღუმელზე იჯდა მოხუცი კაცი,

400 მკითხველთა ლიგა


იგი ღუმლიდან იტყოდა ასე:
„საჭირო არის ლუდისთვის სვია,
არის საჭირო ქერი და წყალი,
ლუდს მძლავრი ცეცხლიც ჭირდება
დროზე,
რომ წამოდუღდეს ნაერთი სწრაფად.
თვით რემუნენმა დაბადა სვია,
პატარა სვია ჩააგდო ხნულში
და სადაც ოსმოს გაშლილა მდელო,
კალევის წყარო ხმაურობს სადაც,
მიწაში ჩაძვრა ვითარცა გველი,
ვითარ ჭინჭველი ეწვია სიღრმეს,
მერე იზარდა პატარა მორჩად,
იქ მწვანე წკეპლად იზარდა იგი
და შეუმჩნევლდა აცოცდა ხეზე
და მოისურვა წვერამდე ასვლა.
ხოლო მოხუცმა აიღო ქერი,
ქერი მიწაში ჩააგდო შემდეგ
და სადაც ოსმოს გაშლილა მდელო,
კალევის მდელო გაშლილა სადაც,
ამოიზარდა მიწიდან ქერი
და აიზიდა უეცრად ცამდე.
მცირედი ხანი გავიდა შემდეგ,
ალაპარაკდა ხეებზე სვია,
ალაპარაკდა ველებზე ქერი,
ალაპარაკდა კალევის წყარო:
„როდის შევხვდებით ერთმანეთს ნეტავ,
ერთმანეთს ახლოს მივუვალთ როდის?

401 მკითხველთა ლიგა


მარტო ცხოვრება ძნელია ძლიერ,
უმჯებისია ცხოვრება ერთად“.
იმ ოსმოტარმა, ოსტატმა ლუდის,
სვიის მოხარშვის ოსტატმა კაპომ,
ქერს ააცალა მარცვლები მცირე,
ქერს ააცალა მარცვალი ექვსი,
შვიდიოდ წვერი წაგლიჯა სვიას,
რვა ჭიქა წყალი მოიღო შემდეგ,
შემოდგა ცეცხლზე ვეება ქვაბი,
რათა ადუღდეს ნაერთი კარგად.
მან ბნელით მოცულ უსიერ კონცხზე
და კუნძულაკზე, მოცულზე ნისლით,
ახლად გაჭედილ ჭურჭელთა შინა,
არყის ხეების ლანგვინთა ფსკერზე,
ფრთხილად ჩაუშვა ნაერთი იგი
და მოათავსა ჭურჭელში ფრთხილად.
მოხუცმა ლუდი ადუღა დიდხანს,
არ წამოფუვდა ნაერთი მაინც.
მოხუცი დარდმა შეიპყრო ერთობ
და სევდიანი იტყოდა ასე:
„რა მივუმატო ისეთი ნეტავ,
რა ჩავუმატო მდუღარე ქვაბში,
რომ წამოფუვდეს ნაერთი უცებ,
რომ გარდაიქმნეს ნაერთი ლუდად?“
ნაზმა ასულმა კალევის მხარის,
რომელსაც შვენის ხელები კოხტა,
მსუბუქად იცვამს რომელიც ფეხზე,
რომელიც ყველგან მსუბუქად დადის,

402 მკითხველთა ლიგა


ხან იატაკის მიყვება კიდეს,
ხან იატაკის შუაში დავალს,
ხან ერთ რაღაცას ჩაუშვებს კასრში,
მერე სხვა რამეს ჩაუშვებს ფრთხილად, –
უცებ შენიშნა ნაფოტი ველზე,
სწრაფად აიღო ნაფოტი იგი.
შეატრიალა ნაფოტი ხელში,
დაფიქრებული წარმოთქვამს ასე:
„თუ კაპოს მივეც ნაფოტი მცირე,
თუ თითებს შორის ჩავუდე იგი,
ნაფოტისაგან რას შექმნის კაპო,
რას გააკეთებს ოსტატი ნეტავ?“
მან მიუტანა ნაფოტი კაპოს
და თითებ შორის ჩაუდო იგი.
კაპომ შეისვა ორივე ხელი,
მაგრად შეისვა ორივე ფერდზე
და გაჩნდა ციყვი თოვლივით თეთრი
და გაახილა თვალები ციყვმა.
და ციყვს მიუგო ასულმა ასე,
ასე მიუგო საყვარელ ასულს:
„სიმაღლეების ხალასო ოქროვ,
ყვავილო ბორცვთა, ხალისო მიწის!
გასწიე იქით, საითაც ვბრძანებ,
სადაც გიბრძანებ, გაფრინდი იქით.
წადი, ეწვიე მშობლიურ მეტსოლს,
შენ მიაშურე ტაპიოს მხარეს
და იქ ხეებზე აძვერი ფრთხილად,
მოხერხებულად აძვერი ნაძვზე,

403 მკითხველთა ლიგა


რათა არწივმა არ მოგკრას თვალი,
რომ არ შეგიპყროს ფრინველმა ლაღმა.
თან წამოიღე კორძები ნაძვის,
ფიჭვის კვირტებიც, ნორჩი და მწვანე,
და მიუტანე მშვენიერ კაპოს,
რომ გემრიელი მოხარშოს ლუდი!“
სწრაფად გაიქცა ლამაზი ციყვი,
ფაფუკი კუდის დაიწყო ქნევა,
გადაუქროლა უსაზღვრო სივრცეს,
ჩამოიტოვა უსაზღვრო გზები.
სიგრძე და განი გალია ტყეთა,
ტყენი ირიბად გადაჭრა მერე,
გადაურბინა მშობლიურ მეტსოლდ,
გადაუქროლა ტაპიოლს სწრაფად.
მან სამი ნაძვი შენიშნა უცებ,
შენიშნა ოთხი მაღალი ფიჭვი,
ის ნაძვის ქვედა ტოტებში შეძვრა,
ფიჭვს კი მოექცა ზევითა ტოტზე,
ვერ შეამჩნია არწივმა იგი,
ვეღარ შეიპყრო ფრინველმა ლაღმა.
მან შეაგროვა წიწვები ფიჭვის,
ნაძვის ხორკლებიც მოკრიფა ბლომად,
იგი ბრჭყალებში დამალა შემდეგ,
შემდეგ თათებში დამალა იგი
და მიუტანა მშვენიერ კაპოს
და თითებს შორის ჩაიდო ფრთხილად.
კაპომ წიწვები ჩაყარა ლუდში,
ნაძვის ხორკლებით აავსო სვია

404 მკითხველთა ლიგა


და არ დაეტყო დუღილი ნაერთს,
არ წამოფუვდა ნაერთი მაინც.
და ოსმოტარი, ოსტატი ლუდის,
სვიის მოხარშვის ოსტატი კაპო,
დაღონებული ფიქრობდა დიდხანს
და სევდიანი ამბობდა ასე:
„რა ჩავუმატო მდუღარე ქვაბში,
რა მივუმატო ისეთი ნეტავ,
რომ წამოფუვდეს ნაერთი უცებ,
რომ მოიხარშოს ახალი ლუდი?“
კალევატარმა, ასულმა ნაზმა,
რომელსაც შვენის ხელები კოხტა,
მსუბუქად იცვამს რომელიც ფეხზე,
რომელიც ყველგან მსუბუქად დადის.
ხან იატაკის მიყვება კიდეს,
ხან იატაკის შუაში დავალს,
ხან ერთ რაღაცას ჩაუშვებს კასრში,
მერე სხვა რამეს ჩაუშვებს ფრთხილად –
უეცრად კვარი შენიშნა ველზე,
სწრაფად აიღო ლამაზი კვარი.
შეატრიალა ნაპოვნი ხელში,
დაფიქრებული იტყოდა ასე:
„თუ კაპოს კვარი მივეცი მცირე,
თუ თითებს შორის ჩავუდე იგი,
ამ კვარისაგან რას შექმნის კაპო,
რას გააკეთებს ოსტატი ნეტა?“
მან მიტანა ნაპოვნი კაპოს
და თითებს შორის ჩაიდო კვარი.

405 მკითხველთა ლიგა


კაპომ შეისვა ორივე ხელი,
მაგრად შეისვა ორივე ფერდზე
და გაჩნდა კვერნა ყვითელი ფერის
და გაახილა თვალები კვერნამ.
ასე ურჩია ასულმა კვერნას,
საყვარელ ასულს ურჩია ასე:
„კვერნაო, ჩემო ყვითელო ჩიტო,
კვერნავ, მოსილო ძვირფასი ბეწვით!
გიბრძანებ სადაც, იარე იქით,
იქით იარე – გიბრძანებ სადაც!
კვერნაო, სწრაფად გასწიე ტყეში,
სწრაფად აძვერი მიუვალ კლდეზე,
მშიერ დათვების მიადექ ბუნაგს,
მოძებნე მათი მშიერი სორო,
სადაც დათვები ლოკავენ თათებს,
სადაც ცხოვრება მკაცრი აქვთ მეტად.
იქ საფუარი აიღე ბევრი,
თათებით ქაფი მოხადე უცებ,
და მიუტანე მშვენიერ კაპოს,
ის ოსმოს ასულს დაუდე ხელზე“.
სწრაფად გაფრინდა ლამაზი კვერნა,
ის გულყვითელა გაფრინდა სწრაფად,
ჩამოიტოვა უსაზღვრო გზები,
გადაიფრინა უსაზღვრო სივრცე
და მშიერ დათვთა მიადგა ბუნაგს,
მოძებნა მათი მშიერი სორო,
სადაც ზამთარში ლოკავენ თათებს,
სადაც ცხოვრება მკაცრი აქვთ მეტად,

406 მკითხველთა ლიგა


იქ, რკინით მდიდარ ქარაფთა შინა,
ფოლადით მდიდარ უსიერ მთებში.
დათვის ტუჩებზე მოჟონავს ქაფი,
საფუარი კი პირიდან ჟონავს,
მან თითით ქაფი აიღო უცებ,
საფუარი კი აიღო ბრჭყალით,
მერე წაუღო მშვენიერ კაპოს,
მშვენიერ ასულს დაუდო ხელზე;
ის მიუმატა ასულმა სვიას,
ის ოსმოტარმა ჩაუშვა ლუდში.
კვლავ არაფერი ეშველა ნაერთს,
არ წამოფუვდა სასმელი კაცთა.
ის ოსმოტარი, ოსტატი ლუდის,
სვიის მოხარშვის ოსტატი კაპო,
დაღონებული ფიქრობდა ასე:
„რა ჩავუმატო ნაერთში ნეტავ,
რომ წამოფუვდეს ახალი ლუდი,
რომ ადუღდება დაეტყოს ნაერთს?“
ნაზმა ასულმა კალევის მხარის,
რომელსაც შვენის ხელები კოხტა,
მსუბუქად იცვამს რომელიც ფეხზე,
რომელიც ყველგან მსუბუქად დადის
ხან იატაკის მიყვება კიდეს,
ხან იატაკის შუაში დავალს,
ხან ერთ რაღაცას უშვებდა კასრში,
მერე სხვა რამეს უშვებდა ფრთხილად.
მან ბარდა-ცერცვი შენიშნა უვებ,
იატაკიდან აიღო იგი.

407 მკითხველთა ლიგა


შეატრიალა ნაპოვნი ხელში,
დაფიქრებული იტყოდა ასე:
„თუ კაპოს ცერცვი მივეცი მცირე,
თუ თითებს შორის ჩავუდე ცერცვი,
ბარდა-ცერცვისგან რას შექმნის კაპო,
რას გააკეთებს ოსტატი ნეტავ?“
მან ბარდა-ცერცვა წაუღო კაპოს
და თითებს შორის ჩაუდო ცერცვი.
კაპომ შეისვა ორივე ხელი,
მაგრად შეისვა ორივე ფერდზე
და დაიბადა ფუტკარი სწრაფი,
და დაიბადა ფუტკარი სწრაფად.
ასე მოიგებს ასული ფუტკარს,
მშვენიერ ფრინველს მიუგებს ასე:
„ფუტკარო, ჩემო ფრთამალო ჩიტო,
შენ, დედოფალო ვრცელის ველების,
გასწიე იქით საითაც ვბრძანებ,
სადაც გიბრძანებ – გაფრინდი იქით.
გასწი, ზღვებისკენ აიღე გეზი,
წადი, წყალქვეშას ეწვიე ტინებს,
ზღვაში აღმართულს ეწვიე კუნძულს,
წყალქვეშა კლდეებს ეწვიე სწრაფად.
იქ იმყოფება ასული ერთი,
მას არ არტყია ქამარი წელზე,
თაფლის ბალახი ფერდებზე აკრავს,
კალთაზე აკრავს ბალახი ტკბილი,
კაბიდან წოვე ბალახი მწვანე,
ყვავილის წვენი მოწოვე ბლომად

408 მკითხველთა ლიგა


და ფრთებით სწრაფად მოიღე სიტკბო,
მოიღე სიტკბო შენივე ხუფით
და ულამაზესს მიართვი ასულს,
ის ოსმოს ასულს დაუდე ხელზე!“
ნაზი ფუტკარი, ფრთამალი ჩიტი,
აიწია და გაფრინდა სწრაფად,
სულმოუთქმელად იფრინა გზაზე
და შეამოკლა სავალი გრძელი,
უსაზღვრო ზღვებზე იფრინა დიდხანს,
წყალვარდნილების მიადგა კლდეებს,
ზღვაში უსიერს მიადგა კუნძულს,
წყალქვეშა ტინებს ეწვია სწრაფად.
და სადაც მწვანე გაშლილა მდელო,
სადაც ველები გაშლილა მწვანე,
მან დაინახა ასული ერთი,
კალის მძივები შვენოდა ასულს,
ნებივრად თვლემდა ასული ველზე,
დაუფლებოდა ანგელოზს ძილი,
ფერდებზე ეკრა ბალახი ოქროს,
ხოლო ვერცხლისა შვენოდა წელზე.
ფუტკარმა ფრთები ყვავილებს მოსდო,
ბალახში დაფლა ფუტკარმა ფრთები,
ფრთამალში ფრთები სიტკბოში დაფლა,
ფრთამალმა თაფლი წაისვა ფრთებზე,
მოართვა თაფლი მშვენიერ ასულს,
მას თითებს შორის ჩაუდო თაფლი.
თაფლი სვიაში ჩააგდო კაპომ,
ის ოსმოტარმა ჩააგდო ლუდში

409 მკითხველთა ლიგა


და ახალთახალ ჭურჭელის ფსკერზე
ახალი ლუდი აფუვდა სწრაფად.
სახელურამდე აქაფდა იგი,
შემდეგ კი ქვაბის მიადგა კიდეს,
გადმოიღვარა ქვაბიდან ბოლოს
და იატაკზე წავიდა ღვარად.
მცირედი ხანი გავიდა შემდეგ,
სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ,
და ლუდისაკენ დაიძრა ხალხი,
ლემინკაინენ გაასწრო ყველას,
ოსმოს ასულის მიაძღა სასმელს,
ზომაზე მეტად მიირთვა ლუდი,
გამოამჟღავნა სასმელმა ძალა
და გამოათრო ჭაბუკი ერთობ.
იმ ოსმოტარმა, ოსტატმა ლუდის,
სვიის მოხარვშის ოსტატმა კაპომ,
დაღონებულმა ჩაჰკიდა თავი
და სევდიანმა წარმოსთქვა ასე:
„მე ალბათ ლუდი მოვხარშე ცუდად,
მე ალბათ ცუდი მოვხარშე ლუდი,
სწორედ ამიტომ გადმოსცდა კიდეს,
სწორედ ამიტომ იღვრება დაბლა“.
ტოტებზე შაშვი მჯდარიყო ჩუმად
ის წითელკუდა ამღერდა ასე:
„ო, არა, ლუდი არ არის ცუდი,
ახალი ლუდი კარგია ერთობ,
უნდა მოიღო კასრები მძიმე,
სპილენძის სალტე რომ აკრავს ირგვლივ,

410 მკითხველთა ლიგა


რათა შიგ ლუდი ჩაასხათ ჩქარა
და შეინახოთ სარდაფში შემდეგ“.
სვიანი ლუდი შეიქმნა ასე,
ასე შეიქმნა კალევის ლუდი,
ასე გაითქვა სახელი ლუდმა
და კაცთა მოდგმა ადიდებს დღემდე,
რადგან ვაჟკაცებს ალაღებს იგი,
ხოლო ასულებს აცინებს ერთობ,
სასიხარულოდ განაწყობს გულადს,
ჩხუბის სურვილს კი აღუძრავს რეგვენს“.
დიასახლისმა პოხელის მხარის,
ლუდის საწყისი გაიგო ოდეს,
ლანგვინში წყალი ჩაასხა სწრაფად
და ნახევრამდე აავსო წყალით,
ქერის მარცვლები ჩაყარა შემდეგ,
სვიის თავთავიც ჩაყარა ბლომად
და დამზადებას შეუდგა ლუდის
და მოურია ლანგვინის გსკერზე.
შეშა დაჭირდათ – ხეები მოჭრეს,
წყალი დაჭირდათ – მოზიდეს ჭიდან
და გამეჩხერდნენ ტყეები ხშირი
და დაიწურა წყლებისგან წყარო.
რაც მოაგროვეს წყალი და შეშა,
გამოიყენეს ლუდისთვის შემდეგ,
რომ არ დააკლდეს სასმელი ქორწილს,
რომ დაიღვაროს ქორწილში უხვად.
შეშა საკმაოდ შეუნთეს ღუმელს,
მთელი ზაფხული ადუღეს წყალი,

411 მკითხველთა ლიგა


კუნძულზე ცეცხლი ავარდა მძლავრად,
ბოლი ყომრალი ავარდა კონცხზე,
ზეცას ბოლქვებად ეწვია ბოლი,
ბოლი ღრუბლებად ეწვია ზეცას,
გადაეხურა ნახევარ პოხელს
და კარელია დაფარა მთელი.
გაბოლილ ზეცას გაჰყურებს ხალხი,
შეშინებული კითხულობს ასე:
„ბოლი საიდან ავარდა ნეტავ,
ზეცას საიდან ეწვია ბოლი?
ბრძოლების ბოლი მეტია ვგონებ,
მეცხვარის ცეცხლი ნაკლები უფრო“.
კაუკომელის მოხუცი დედა
დილაადრიან ეწვია წყაროს
და ნისლიანი პოხელის თავზე
იხილა შავი ღრუბლები ბოლის.
მოხუცი დედა შეშინდა მეტად
და სევდიანი იტყოდა ასე:
„ის, რა თქმა უნდა, ბოლია ომის,
ბრძოლების ველზე ავარდა იგი“.
ახტიმ, რომელიც კუნძულზე სახლობს,
ლემინკაინენ, ყოჩაღმა მეტად,
გაბოლილ ზეცას მოავლო თვალი
და იჭვნეულმა დაასკვნა ასე:
„მინდა, რომ ახლოს ვიხილო თავად
მსურს საკუთარით ვიხილო თვალით,
ბოლი დასაბამს საიდან იღებს,
საიდან ადის ესოდენ მაღლა,

412 მკითხველთა ლიგა


ალბათ ბრძოლების ბოლია იგი,
ალბათ სიხლიანს ავარდა ველებს“.
ბრძოლების ბოლი არ იყო იგი,
არ ასდიოდა სისხლიან ველებს,
არამედ იგი აუშვა ცეცხლმა,
იხარშებოდა რომელზეც ლუდი,
სად სარიოლას გაშლილა სრუტე,
კლდე საზარელი დამდგარა სადაც.
კვლავ ცალი თვალით გახედა სივრცეს,
მერე გახედა მეორე თვალით
და მან მეხივით იჭექა ბოლოს,
და სრუტის გაღმა იზახა ასე:
„დიდო სიდედრო, პოხელის მხარის,
დიასახლისო, ჭკვიანო მეტად!
ლუდის ქვაბები შემოდგი ცეცხლზე,
კარგად მოხარშე სვიანი ლუდი,
რომ ჩვენს ქორწილზე მიირთვან უხვად,
სხვაზე მეტი კი მივირთვა თავად“.
უკვე მოხარშეს სასმელი კარგი,
კაცთა სასმელი მოხარშეს უკვე,
შემდეგ სასწრაფოდ წაიღეს სადღაც,
სადღაც დამალეს წითელი ლუდი,
რათა აღავსონ კასრები მძიმე
და შეიტანონ სარდაფში სწრაფად.
რათა მიწაში ჩამარხონ იგი,
რათა სიღრმეში გამაგრდეს უფრო.
დიასახლისი პოხელის მხარის
საჭმლის მზადებას შეუდგა უკვე

413 მკითხველთა ლიგა


და ათუხთუხდნენ კასრები მძლავრად
და აშიშინდნენ ტაფები ბრტყელი,
დიდი პურები დააცხო უცებ,
კარგი ქუმელი მოხარშა ბლომად,
რათა ქორწილზე პოხელის მხარის
იმ სარიოლას მხიარულ ლხინზე,
გაუმასპინძლდეს მოსულებს კარგად,
და დაანაყროს კეთილი ხალხი.
დიდი პურები დააცხო უკვე,
კარგი ქუმელი მოხარშა ბლომად.
მცირედი ხანი გავიდა შემდეგ,
სულ რაღაც წამი გავიდა მხოლოდ
და ამოძრავდა კასრებში ლუდი
და აბუტბუტდა სასმელი ასე:
„თქვენ ხომ შეგეძლოთ დალევა ლუდის,
შეგეძლოთ ჩემი აქამდე შესმა,
რომ სიმღერები გემღერათ ჩემზე,
ყველგან გაგეთქვათ სახელი ჩემი!“
აი, მომღერალს ეძებენ ყველგან,
რომელმაც იცის სიმღერა ბევრი,
რომელიც ქებას შესხამს სტუმრებს,
მეფე-დედოფალს შესხამს ხოტბას.
მათ ორაგულის მოიხმეს შვილი,
ქარიყლაპიაც მოიხმეს უკვე,
მაგრამ არ ძალუძთ სიმღერის წართქმა,
რადგან არ ძალუძთ წარმოთქმა სიტყვის,
ორაგულს შვენის ლაყუჩი მრუდე,
ქარიყლაპიას კბილები უშნო.

414 მკითხველთა ლიგა


აი, მომღერალს ეძებენ ყველგან,
რომელმაც იცის სიმღერა ბევრი,
რომელიც ქებას შეასხამს სტუმრებს,
მეფე-დედოფალს შეასხამს ხოტბას.
მათ მოიყვანეს პატარა ბიჭი,
პატარა ბალღი მოიხმეს ბოლოს,
მაგრამ არ ძალუძთ სიმღერა ბალღებს,
რადგანაც ძირი მრუდე აქვთ ენის.
ლუდი სარდაფში აენთო უცებ,
უცებ აენთო კასრებში ლუდი
და საშინელი იკადრა წყევლა
და ბრაზიანმა იჭექა ასე:
„თუ ვერ იპოვით მომღერალს ვერსად,
რომელმაც იცის სიმღერა ბევრი,
რომელიც ქებას შეასხამს სტუმრებს,
მეფე-დედოფალს შესხამს ხოტბას.
მე ყველა სალტეს გავარღვევ მაშინ,
მე გულმოსული დავამსხვრევ კასრებს!“
დიასახლისმა პოხელის მხარის
დიდი ელჩები დაგზავნა ყველგან,
რათა სტუმრები მოიხმონ ლხინზე,
გარდაიხადოს ქორწილი დიდი.
ასე ეტყოდა პატარა მხევალს,
პატარა მონას ეტყოდა ასე:
„უსაყვარლესო მხევალო ჩემო,
უერთგულესო, პატარა მონავ!
მხიარულ ლხინზე მოიხმე ხალხი,
ყველა მოიხმე მხარულ ლხინზე,

415 მკითხველთა ლიგა


მოიხმე ყველა გლეხი და გლახა,
მოიხმე ბლომად საბრალო ბრმები,
ხეიბრები და კოჭლები კიდევ,
ყველა მოიხმე, მხევალო ჩემო.
საბრალო ბრმები ნავებზე დასვი,
ცხენებზე შესვი კოჭლები ყველა,
ხეიბრები კი მარხილთა ძირზე,
რომ დაამშვენონ ქორწილი ჩვენი.
ლხინზე მოიხმე პოხელის ხალხი,
კალევის შვილნი მოიხმე ლხინზე,
ვეინემეინენ მოიხმე ჩქარა,
რათა იმღეროს სიმღერა მძლავრი,
კაუკომელის არ უხმო მხოლოდ,
მხოლოდ ახტის არ მიადგე კარზე“.
ასე მოუგო პატარა მონამ,
ერთგულმა მონამ მიუგო ასე:
„რად არ მოვიხმო მამაცი ახტი,
რად არ მოვიხმო კაუკო ნეტავ?“
დიასახლისი პოხელის მხარის
პატარა მხევალს მიუგებს ასე:
„ჩხუბის თავია ჭაბუკი იგი
და უმიზეზოდ დაეძებს დავას;
და იგი ლხინზე იპოვის მიზეზს
და უმიზეზოდ ატყდება ჩხუბი;
იგი ასულებს აიგდებს მასხრად
და გააწითლებს უწყინარ ქალებს“.
ასე მიუგო პატარა მონამ,
ერთგულმა მონამ მიუგო ასე:

416 მკითხველთა ლიგა


„როგორ შევცინო კაუკომელი,
რათა ქორწილზე არ მოვიწვიო?
მე როდი ვიცი სახლ-კარი ახტის,
კაუკომელის არ ვიცი ბინა“.
დიასახლისმა პოხელის მხარის,
მშვენიერ ასულს მიუგო ასე:
„კაუკომელის შეიცნონ უმალ,
მოხვდები, სადაც ბინადრობს ახტი:
კაუკომელი კუნძულზე სახლობს,
ახტი ბინადრობს კაუკოს კონცხზე,
უსაზღვრო სრუტე გაშლილა სადაც,
და თამაშობენ ტალღები ლაღი“.
გზაზე დაადგა ერთგული მონა,
დღიური მონა დაადგა გზაზე,
გზა უდიდესი გალია ექვსი,
რვა უგრძესი გზა გალია ბოლოს,
სადაც კი ნახა გლეხი და გლახა,
სადაც კი ნახა კაზაკთა გუნდი,
ყველა მოიხმო დიდებულ ლხინზე,
პოხელისაკენ გაუძღვა ყველას,
არ ინახულა მარტოდენ ახტი,
არ მოიწვია კაუკო მხოლოდ.

417 მკითხველთა ლიგა


runa ocdameerTe

სასიძოსა და მისი მაყრების მიღება პოხელში. სტუმრებს


უხვად უმასპინძლდებიან საჭმელ-სასმელით. ვეინემეინენი
მღერის და მადლობას უხდის მასპინძლებს.

418 მკითხველთა ლიგა


დიასახლისი პოხელის მხარის,
სარიოლელი ბებერი უშნო,
გულხელდაკრეფით როდი ზის ჭერქვეშ,
არის გართული სასწრაფო საქმით.
ნიჩბის დგაფუნი მოესმა წყლიდან,
ნაპირებიდან მარხილთა ხმები,
მახინჯი სახით მიიქცა მზისკენ,
დასავლეთისკენ მიმართა ხედვა,
იხედებოდა მოხუცი ირგვლივ,
შეშფოთებული ფიქრობდა ასე:
„რა ხალხი მოდის მარხილით ნეტავ,
ნუთუ ვერაგი დაგვესხა მტერი?“
აი, ნაპირთან მივიდა ახლოს,
რათა ახლოდან იხილოს ნათლად.
იგი არ იყო ვერაგი მტერი –
მაყართა ჯარი წვეოდა მხარეს,
მარხილზე იდგა სასიძო თავად,
რჩეული ხალხი ეხვია ირგვლივ.
დიასახლისმა პოხელის მხარის,
სარიოლელმა მოხუცმა ქალმა,
ბრწყინვალე სიძე იხილა ოდეს,
დამშვიდებულმა წარმოთქვა ბოლოს:
„მეგონა, მოდის გრიგალი მძლავრი,
მოდის და ამხობს გიგანტურ ხეებს,
მეგონა, ტალღა ღმუის და ბორგავს,
ნაპირზე ხვნეშის ქვიშა და ხრეში.

419 მკითხველთა ლიგა


მაგრამ მივედი ნაპირთან ახლოს,
რათა ახლოდან მეხილა ნათლად;
როდი დაქროდა გრიგალი მძლავრი,
როდი ამხობდა გიგანტურ ხეებს,
როდი ღმუოდა ნაპირზე ტალღა,
როდი ხვნეშოდა ქვიშა და ხრეში –
არამედ მარხილს მოჰყავდა სიძე,
ორასი კაცი მოჰყავდა მარხილს.
როგორ შევიცნობ დიდებულ სიძეს,
ამ მილეთ ხალხში შევიცნობ როგორ!
შესამჩნევია მაყრებში სიძე,
ვითარცა ტყეში ტანადი შოთხვი,
როგორც ჭალაში ვეება მუხა
და ვარსკვლავებში ნათელი მთვარე.
ფერად შავია მერანი სიძის,
მერანი სიძის ფიცხია მგლურებ,
როგორც ყორანი, გასული ველად,
როგორც ტოროლა, მფრინავი ცაში.
ექვსიოდ ჩიტი დამჯდარა რკალზე
და ჟღურტულებენ ჩიტები ამოდ,
თასმაზე შვიდი დამჯდარა ჩიტი,
ცისფერ ფრთოსანთა გაისმის სტვენა“.
ხელნის ტკაცანი გავარდა გზაზე,
ქუჩას ავარდა ხმაური დიდი,
სიძე მაყრებით მოადგა ეზოს
და გაეშურა სახლისკენ სწრაფად.
მაყართა შორის ჩამდგარა სიძე,
რჩეული ხალხი არტყია ირგვლივ,

420 მკითხველთა ლიგა


უეცრად შედგა მარხილი ყველა,
უცებ გაქვავდნენ ცხენები თითქოს.
„ჰეი, ბალღნო და უებრო გმირნო.
ჰეი, მაღალნო, მოვედით ჩემთან,
ცხენებს დახსენით თასმები უღლის,
მტკიცე თასმები დახსენით ცხენებს,
ჩქარა დაუშვით ხელნები დაბლა.
რჩეულ სასიძოს ეახლეთ ჩქარა!“
უეცრად მოსწყდა სასიძოს ცხენი
და გაიყოლა მარხილი უკან,
გადაუქროლა სიდედრის ეზოს,
აამეტყველა სიდედრი ასე:
„ჰოი, ერთგულო, დღიურო მონავ,
უმამაცესო, იმედო სოფლის!
შენ ჩამოართვი ქურანი სიძეს
და ჩამოხსენი თეთრშუბლა ქურანს
მძიმე სპილენძის პალდუმი მძიმე,
ზედ მოვლებული ვერცხლი რომ შვენის,
უძვირფასესი დახსენი თასმა,
დახსენ დათლილი რკალები წნორის!
სწრაფად შეაბი თასმები ვერცხლის
და აბრეშუმის სადავე მოსდე
და წაიყვანე ქურანი დინჯად,
სადაც ლამაზი გაშლილა მდელო,
სადაც გაშლილა ქათქათა თოვლი
და მეუფობენ ფურები რძისა!
შეასვი წყალი დამაშვრალ მერანს,
სადაც ხმაურობს ახლორე წყარო

421 მკითხველთა ლიგა


და, ვით მაწონი თეთრი და მჟავე,
თავდაღმა ჩარბის ხტომით და ჩქამით
და ფიჭვის ფესვებს ჩაურბენს ლაღად,
ჩაურბენს ნაძვთა დაბინდულ ფესვებს!
ოქროს დაზგიდან აჭამე მერანს,
აჭამე მერანს სპილენძის გობით,
აჭამე ქერის მარცვლები უცხო,
აჭამე ფეტვი, აჭამე ჭვავი!
იქ წაიყვანე ქურანი სიძის,
უკეთესია თავლები სადაც,
აღმართულია რომლებიც მთაზე,
სადაც მთავრდება მესერი ბოლო!
მაგრად მიაბი ქურანი სიძის,
მიაბი მაგრად ოქროვან რგოლებს
და რკინის რაზას მიაბი მაგრად,
არყის სვეტებზე მიაბი იგი.
ნუ დაიშურებ ცხენისთვის საკვებს,
პირველად გობით მიართვი სვია,
მერე ალერდი მიართვი გობით,
ხოლო მესამედ მიუშვი ბზებზე.
და ლომვეშაპას ძვლის ჯაგრით შემდეგ,
სიძის მერანი გაწმინდე კარგად,
ისე, რომ ბეწვი არ აძვრეს ტანზე,
არ გაუფუჭდეს ლამაზი კუდი.
მერანი სიძის დაბურე ნაზად,
გადააფარე საბური ვერცხლის,
სპილენძიანი მაუდი მძიმე.
ჰეი, ბალღებო, ბღარტებო ჩემო,

422 მკითხველთა ლიგა


შემოიყვანეთ სასიძო ჩქარა,
ისე, რომ თავზე არ ჰქონდეს ქუდი,
ხელთათმანები არ ეცვას ხელზე!
ძლიერ მინდოდა მეხილა თავად,
თუ შევიდოდა სასიძო სახლში,
არ ჩამოეხსნა ოთახის კარი,
არ გაეწია ამყოლი გვერდზე,
არ აეწია მას წირთხლი მაღლა,
არ დაეწია მას ზღურბლი ქვევით,
არ დაემტვრია კედლების კუთხე,
კარის კოჭები არ გაეწია!
რადგან არს სიძე უმაღლეს სხვათა,
ის მთელი თავით მაღლა დგას სხვებზე“.
ოდეს სასიძო მოვიდა ახლოს,
სასიძო სახლთან მოვიდა ოდეს,
მაღლა აწიეს კადონი ყველა,
სასიძომ ქუდის არ წაკრას წვერი,
ოთახის ზღურბლი დაწიეს წამსვე,
არ წაიმტვრიოს ქუსლები რათა,
ფართეთ გასწიეს ამყოლი კარის,
პირველი კარი მთლიანად მოხსნეს!
დიდება უფალს, გვეღირსა ბოლოს
და შემობრძანდა სასიძო სახლში!
მინდა ოთახში შევვარდე უცებ
და ხელმეორედ დავხედო ოთახს,
იქნება სუფთა არ არის სკამი,
მაგიდა სუფთა არ არის იქნებ,
იქნებ ცალფიცარს აკლია რეცხვა,

423 მკითხველთა ლიგა


იქნებ ფიცრებსაც აჩნიათ მტვერი.
მე შევიხედე საკუთარ ქოხში,
იმის დადგენა ვერასგზით შევძელ,
როგორ მიაგნეს საკედლე ფიცარს,
ან ცალფიცარი იშოვეს როგორ,
რა ხისგანაა ნაშენი სახლი,
ან სახურავი რომელი ხისგან,
ნაწიბურები – ძვალია ზღარბის,
ირმის ძვალია ნაწილი ქვედა,
კარი სამურის ძვალია მტკიცე,
ამყოლი კარის – ძვალია კრავის.
ვაშლის ხისაა ნივნივი ყველა,
ჯავარის არის ყოველი ბოძი,
ნაზი დუმფარა ამშვენებს ღუმელს,
ხოლო სახურავს უხდება გვიმრა.
ყოველი სკამი რკინაა მტკიცე,
გერმანულია თამასა ყველა,
ყველა მაგიდა აშუქებს ოქროს,
ძირს აბრეშუმის გაშლილა ხალი.
ღუმელი არის სპილენძი მტკიცე,
მთლიანად კერა ქვისაა მხოლოდ,
არის ღუმელი წყალქვეშა ქვისა,
კალევის ხისა – კედლები ქოხის!
აი, სასიძო შევიდა სახლში
და უფლის მიმართ ღაღადყო ასე:
„ო, დღეგრძელობა მოჰფინე უკოვ,
ამ სახელგანთქმულ, დიდებულ სახლ-კარს!“
დიასახლისი პოხელის მხარის

424 მკითხველთა ლიგა


რჩეულ სასიძოს მიუგებს ასე:
„იყავ დღეგრძელი, კეთილო კაცო,
სიძევ, დღეგრძელი იყავი მარად,
რამეთუ ქოხში დაადგი ფეხი,
შემოიხედე პატარა ჭერ-ქვეშ,
რომელიც ნაძვის ააგეს ხისგან,
რომელიც შექმნეს ხისაგან ფიჭვის.
ჰეი, ერთგულო მხევალო ჩემო,
სოფლელო გოგოვ, დღიურო მონავ!
მოიღე ცეცხლი არყისა ტოტზე,
ფიჭვისა ტოტზე მოიღე ცეცხლი,
რათა სასიძოს შევხედო კარგად,
რომ დავაკვირდე სასიძოს თვალებს,
თაფლისფერია თუ არის ლურჯი,
თუ არის თეთრი სელისა დარად!“
გოგონამ ცეცხლი მოიღო უცებ,
მოიღო ცეცხლი დღიურმა მონამ,
არყისა ტოტზე მოიღო ცეცხლი,
მოიღო ცეცხლი ფიჭვის ნაფოტზე.
„არა, არყის ხე არ მინდა, არა,
წივის და შავი აუშვა ბოლი,
ცრემლი მოჰგვარა სასიძოს თვალზე,
თეთრი სასიძო შეფერა შავად,
ჩქარა სანთელზე მოიღე ცეცხლი,
ცვილის სანთელზე მოიღე იგი“.
გოგონამ ცეცხლი მოიღო უცებ,
მოიღო ცეცხლი დღიურმა მონამ,
უგრძეს სანთელზე მოიღო ცეცხლი,

425 მკითხველთა ლიგა


ცვილის სანთელზე მოიღო იგი.
უცებ ავარდა ცეცხლიდან ბოლი,
უცებ სანთელზე იფეთქა ალმა,
შუქი მოჰფინა სასიძოს თვალებს,
სასიძოს ლოყებს მოჰფინა შუქი.
„ახლოს ვიხილე თვალები მისი,
თვალები სიძის ვიხილე ახლოს,
ვხედავ, არ არის თვალები ლურჯი,
არც თაფლისფერი არ არის, ვხედავ.
თვალები მისი თეთრია ისე,
ვითარცა ქაფი მრისხანე ზღვების,
თაფლისფერია თვალები, ვითარ
ზღვის ბალახები უსიერ ფსკერზე,
საყვარელია თვალები მისი,
ვით უნაზესი ყვავილი ველთა!
ჰეი, ბალღებო, ბღარტებო ჩემო!
დასდეთ სასიძოს პატივი დიდი,
ყველაზე მაღალ ადგილზე დასვით
და დააბრძანეთ უმაღლეს სკამზე,
რომ ცისფერ კედელს მიეყრდნოს ზურგით,
სახით მიიქცეს სტუმართა მიმართ,
მაგარი მკერდი უჩვენოს სტუმრებს,
მთელი სხეულით დაესწროს ქორწილს!“
დიასახლისმა პოხელის მხარის
რბილი კარაქი აჭამა სტუმრებს,
ყველას მიართვა საჭმელი ბლომად,
ხოლო სასიძოს – ყველაზე მეტი.
ჰა, ორაგულიც მოიღეს უკვე,

426 მკითხველთა ლიგა


და დადეს ღორის მოხრაკულ ხორცთან,
აღვსებულიყო საჭმელით ქვაბი,
გადადიოდა საჭმელი თავზე,
რომ ძვირფას სტუმრებს მიართვან უხვად,
ხოლო სასიძოს – ყველაზე უწინ.
დიასახლისი პოხელის მხარის
გახარებული იტყოდა ასე:
„ჰოი, ერთგულო მხევალო ჩემო!
ტოლჩებით ლუდი მოიღე ჩქარა,
რომ უმასპინძლო საყვარელ სტუმრებს,
ხოლო სასიძოს – ყველაზე უწინ!“
ჯამი მოიღო დღიურმა მინამ,
მოიღო ჯამი პატარა გოგომ,
რომ ქაფმორეულ ახალი ლუდით,
ჩამოუაროს მაგიდას ტოლჩამ,
რომ ჩამოსდინდეს სტუმრების წვერებს,
სასიძოს წვერებს – ყველაზე უწინ.
რა დაემართა ნეტავ ლუდს მაშინ,
აქაფებულმა რა წარსთქვა ლუდმა,
მომღერლის ხელში ჩავარდა ოდეს,
ოდეს ვეინეს ჩავარდა ხელში?
ვეინე გახლდათ მღერალი უცხო,
ყველა ცნობილი სიმღერის მცოდნე,
თავისი საქმის ოსტატი დიდი
და ჯადოქარი უმჯობეს სხვათა.
მან სხვებზე ადრე აწია ტოლჩა
და ლუდის მიმართ იტყოდა ასე:
„ეჰეი, ლუდო, სასმელო ქველო,

427 მკითხველთა ლიგა


შენ არ ისმები აროდეს ჩუმად,
კაცებს სიმღერის მოეცი ძალი,
ბაგეს სიმღერის სურვილი მოეც!“
სახლის პატრონი გაოცდა ფრიად,
ხოლო მეუღლე იტყოდა ასე:
„რატომღაც ჩაქრა სიმღერა ლაღი,
მახვილი ენა დაჩლუნგდა ერთობ,
ნუთუ მე ლუდი მოვხარშე ცუდად,
ნუთუ მე ცუდი დაგისხით ლუდი,
რომ არ იხვეჭენ სიმღერით სახელს,
რომ არ მღერიან სიმღერებს ლაღად,
არ მოგვილხენენ წკრიალა ხმებით,
არ გუგუნებენ გუგულნი ამოდ?
დიად ქორწილზე პოხელის მხარის,
სარიოლასა დიდებულ ლხინზე,
რომელს შეჰფერის ყველაზე მეტად,
რომ წამოიწყოს სიმღერა ლაღი?
არ შეუძლიათ სიმღერა სკამებს,
გარეშე მათზე მჯდომარე კაცთა,
ვერც იატაკი ხმაურობს ჩვენი,
თუ იატაკზე არ დადის ვინმე,
არ მხიარულობს სარკმელი არსად,
თუ არ ეახლა პატრონი სახლის,
ვერ იხმაურებს მაგიდის ძგიდე,
თუ არ უსხედან სტუმრები ირგვლივ,
ვერ იგუგუნებს სარკმელი ლაღად,
თუ არ დაანთებს პატრონი ღუმელს“.
იქ იატაკზე ყრმა იჯდა მცირე,

428 მკითხველთა ლიგა


ზის ღუმლის სკამზე პატარა ბავშვი,
იატაკიდან იტყოდა სიტყვას,
ღუმლის სკამიდან იტყოდა ასე:
„ვარ უწლოვანი პატარა ბალღი,
ტანად სუსტი და გამხდარი ფრიად,
და რადგან ხმები ჩაუწყდათ დიდებს,
რადგან არ მღერენ სიმღერებს სქელნი,
მაშინ სიმღერებს ვიმღერებ თავად,
ვიმღერებ ბალღი სუსტი და მცირე,
რათა მოვფინო ხალისი ქორწილს,
საღამოს სევდა გავფანტო რათა“.
ღუმელზე იწვა მოხუცი კაცი,
მოხუცი იგი იტყოდა ასე:
„არ უნდა მღერდნენ სიმღერებს ბალღნი,
არ უნდა ფქვავდნენ სიბრიყვეს უქმად,
მათ სინამდვილე აკლიათ ერთობ,
ხოლო ასულებს აკლიათ სიბრძნე!
დაე, სიმღერა იმღეროს ბრძენმა,
ვისიც ადგილი მაღალ სკამზეა!“
ვეინემეინენ, მიხუცი ბრძენი,
ასე იტყოდა სტუმართა მიმართ:
„ახალგაზრდებში თუ არის ვინმე,
თუა სტუმრებში ვაჟკაცი ერთი,
რომ ხელი ხელში ჩამჭიდოს მძლავრად,
გადაახლართოს თითები თითებს
და წამოიწყოს სიმღერა ლაღი,
შეუსვენებლივ იმღეროს დიდხანს,
მხიარულება მოჰფინოს სტუმრებს,

429 მკითხველთა ლიგა


ააფერადოს საღამო ჩვენი?“
ღუმელზე მწოლი მოხუცი კაცი
ვეინემეინენს ეტყოდა ასე:
„მას შემდეგ, რაც რომ ავიდგი ენა
და წამოვიწყე სიმღერა ლაღი,
ვმღერდი სიმღერებს საამო ხმაზე,
გრძნეულ სიმღერებს ვმღეროდი მძლავრად,
ვმღეროდი, სადაც გაშლილა ველი,
სადაც დამდგარან ფიჭვები მწვანე,
სადაც ჭალები დამდგარან შავად,
ცად აზიდულან ტყეები ხშირი.
არსად უნახავთ ისეთი ვინმე,
ისეთი კაცი სმენია არვის,
ჩემზე მძლავრი რომ გააჩნდა გრძნება,
და უკეთესად მღეროდა ჰანგებს.
მე ხმა გამაჩნდა ძლიერი მეტად,
მე სიმღერებიც ვიცოდი კარგი
და იღვრებოდა ჰანგები უცხო,
ვითარ იღვრება მდინარე ველზე,
და ხმაურობდა ჰანგები მძლავრი,
ვითარ ხმაურობს ტალღები ზღვათა,
და სრიალებდა ჰანგები ისე,
ვით თხილამური სრიალებს თოვლში,
და მოცურავდა ჰანგები ისე,
ვით აფრიანი ხომალდი ზღვაზე.
ახლა ამის თქმა ძნელია ჩემთვის,
იმის მოსმენა ძნელია მეტად,
რომ ხმა ძლიერი დასუსტდა უკვე,

430 მკითხველთა ლიგა


რომ უკვე ჩაკვდა ჰანგები ტკბილი.
იგი მდინარეს აღარ გავს ეხლა,
აღარ გავს იგი მრისხანე ტალღებს,
ეხლა იმ ფოცხის მსგავსია იგი,
რომელიც გდია გამომპალ ჯირკვთან,
ეხლა ხმა ჩემი წააგავს ფიჭვებს,
რომლებიც ობლად დამდგარან ტოვლში,
ეხლა მარხილებს წააგავს ალბათ,
რომელიც გდია ქვიშიან ველზე,
ეხლა იმ კანჯოს წააგავს იგი,
მშრალ ლოდებზე რომ დამდგარა ობლად“.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
ასე იტყოდა სტუმართა მიმართ:
„თუ არ აღმოჩნდა ისეთი ვინმე,
ვინაც იმღერებს სიმღერებს ჩემთან,
თავად ვიმღერებ სიმღერებს მაშინ,
უძველეს სიბრძნეს ვიმღერებ მარტო.
ვით მომღერალი ღმერთებმა შემქმნეს,
მუცლიდან დამყვა სიმღერის ნიჭი,
სიმღერის გზებს და სიმღერის მიზანს,
აროდეს ვკითხავ ნაცნობს და უცნობს“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
მძლავრი ჰანგების საყრდენმა მტკიცემ,
დინჯად დაიწყო სიმღერა მძლავრი,
სიმღერა დიდი დაიწყო მძლავრად,
ირგვლივ დაირხა ჰანგები უცხო,
დაიგრიალა სიტყვებმა რიხით.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,

431 მკითხველთა ლიგა


ხალხს მოასმინა უკვდავი სიბრძნე,
რადგან უწყოდა სიტყვები კარგი
და სიმღერები უწყოდა უცხო,
მრავალი, ვითარ ლოდები კლდეთა,
ვითარ ყვავილი მდინარის ფსკერზე.
ვეინემეინენ, მოხუცი ბრძენი,
მხიარულ ჰანგებს მღეროდა ლაღად,
რომ ეკისკისათ მშვენიერ ქალებს,
რომ ეხარხარათ ვაჟკაცებს გულით,
რომ ჯადოსნური ჰანგების სიტკბოს
დაეტკბო ხალხის უხეში სმენა.
და დაასრულა სიმღერა ოდეს,
ასე იტყოდა მოხუცი იგი:
„ვარ მომღერალი უცნობი ერთობ,
არც ჯადოქარი გახლავართ მძლავრი,
არც საკმარისად არ ვიცნობ ჰანგებს,
ცუდად ვმღერივარ სიმღერებს ლამაზს.
აქ რომ ემღერა სიმღერა უფალს,
რომ მოგესმინათ დიადი სიბრძნე,
გაგარინდებდათ სიმღერა მისი
და მოგნუსხავდათ გრძნეული სიტყვა.
ზღვას გარდაქმნიდა უფალი თაფლად.
ქვიშას კი ცერცვად აქცევდა უცებ,
ზღვის ხვინჭაკს ხორბლად აქცევდა იგი,
წყალქვეშა ქვებს კი მარილის ქვებად,
საყანე მიწად აქცევდა ჭალებს,
უსიერ ტყეებს – ხორბლის ველებად,
მთებს ღვეზელებად აქცევდა უმალ,

432 მკითხველთა ლიგა


ხოლო კვერცხებად უდიდეს ლოდებს.
ის იმღერებდა საოცრად მძლავრად,
შელოცვის სიტყვებს წარსთქვამდა იგი
და გააჩენდა ეზოში ჯოგებს,
და აავსებდა ძროხებით ახურს,
ძროხების ჯოგებს მოჰფენდა ველად,
რძით ექნებოდათ ჯიქნები სავსე.
ის იმღერებდა საოცრად მძლავრად
და პატრონისათვის პოხელის მხარის
ფოცხვერის შუბას შექმნიდა უცებ,
მისი ცოლისთვის შექმნიდა ხიფთანს,
მშვენიერ ხალათს უძღვნიდა ასულს,
ჭაბუკს კი ხალათს უძღვნიდა წითელს.
ო, უკოვ, ღმერთო უზენაესო,
ო, ზეციერო მამო ჩვენო,
სიამტკბილობა მოეცი ოჯახს,
კმაყოფილება ისეთი მოეც,
როგორსაც გრძნიბენ მაგიდის ირგვლივ
და განიცდიან ქორწილზე ეხლა.
დაე, პოხელის მშვენიერ ქოხებს
არ დალეოდეს აროდეს ლუდი,
დე, ლუდი მარად დიოდეს ღვარად
და იღვრებოდეს სასმელი უცხო,
რათა აქ ტკბილად მღეროდნენ დღისით,
ხოლო საღამოს მღეროდნენ მშვიდად,
სახლის პატრონი ცოცხალი არს ვიდრე,
ვიდრე ცოცხალ არს მეუღლე მისი.
ოჯახს წყალობა მოჰფინე, უკოვ,

433 მკითხველთა ლიგა


კუთვნილი ძღვენი იპოვოს ყველამ –
სახლის უფროსმა სუფრასთან ჰპოვოს,
დიასახლისმა – კუთხეში ბეღლის,
ვაჟიშვილებმა – ბადეთა შინა,
ქალიშვილებმა – ჩარხებთან ახლოს.
შემდეგი წელი დადგება ოდეს,
ამ სტუმართაგან ინანოს არვინ,
რომ მოილხინა ქორწილზე თქვენთან,
რომ ჩვენთან იჯდა მხიარულ ლხინზე!“

434 მკითხველთა ლიგა


runa ocdameore

პატარძალს გასამგზავრებლად ამზადებენ და უმღერიან


მის წარსულ ცხოვრებაზე და იმაზე, თუ რა მოელის მომავალ-
ში. პატარძალი შეწუხებულია. მას ტირილი ერევა. პატარძა-
ლი ტირის. პატარძალს ამშვიდებენ .

435 მკითხველთა ლიგა


სარიოლას იმ დიდებულ ლხინზე,
დიდებულ ლხინზე პოხელის მხარის,
ქორწილი დიდი დამთავრდა ოდეს,
ოდეს დამთავრდა ღრეობა დიდი,
დიასახლისმა ისროლა სიტყვა,
რჩეულ სასიძოს მიუგო ასე:
„დიდგვაროვანო სასიძოვ ჩემო,
მშვენიერებავ მშობლიურ მხარის!
რატომღა ზიხარ ნეტავი სკამზე,
რად არ დაწვები საწოლში ნეტავ?
იქნება ზიხარ იმედად მამის,
ან დედის გულის სალხენად იქნებ,
იქნება სახლის მშვენებად ზიხარ,
იქნება ზიხარ მშვენებად ხალხის?
არა, არ ზიხარ იმედად მამის,
არც დედის ლხენად არ ზიხარ სკამზე,
არა, არც სახლის მშვენებად ზიხარ
და არცა ზიხარ მშვენებად ხალხის.
შენ სანუგეშოდ უზიხარ ასულს,
შენ სკამზე ზიხარ ასულის ლხენად.
სიძეო, ჩემო ძვირფასო ძმაო,
გიცდია კვირა – იცადე კიდევ:
ჯერ მზად არ არის ასული ჩემი,
არ შემოსილა ასული სრულად:
ერთი ნაწნავი დაუწნეს ასულს,
დაუწნელია ნაწნავი ერთი.

436 მკითხველთა ლიგა


სიძეო, ჩემო ძვირფასო ძმაო,
გიცდია კვირა – იცადე კიდევ:
ჯერ მზად არ არის ასული ჩემი,
არ შემოსილა ასული სრულად:
მხოლოდ ერთ ხელზე ჩააცვეს ასულს,
ცარიელია სახელო ერთი.
სიძეო, ჩემო ძვირფასო ძამო,
გიცდია კვირა – იცადე კიდევ:
ჯერ მზად არ არის ასული ჩემი,
არ შემოსილა ასული სრულად:
მხოლოდ ერთ ფეხზე ჩააცვეს ასულს,
ჩაუცმელია მეორე ფეხზე.
სიძეო, ჩემო ძვირფასო ძმაო,
გიცდია კვირა – იცადე კიდევ:
ჯერ მზად არ არის ასული ჩემი,
არ შემოსილა ასული სრულად:
ცალი თათმანი მოარგეს ასულს,
ცარიელია თათმანი ცალი.
სიძეო, ჩემო ძვირფასო ძმაო,
გიცდია კვირა, მხნედა ხარ მაინც:
ასული ჩემი მზად არის უკვე,
შემოსილია ასული სრულად.
ჩქარა გამოდი, ასულო, გარეთ,
ო, გაყიდულო ასულო, გამო!
რამაც დაგაბა მშობლებთან დღემდე,
დღეს მშობლებისგან იგივე გთიშავს
აი, ის არის მეუღლე შენი,
ვინაც შენს შემდეგ გაივლის კარებს,

437 მკითხველთა ლიგა


ქურანი მისი აწვალებს ლაგამს,
ასულს გელიან მარხილნი მისნი.
შენ ფულის ხარბი იყავი მუდამ,
მიტომ მიეცი სასწრაფოდ ხელი,
მიტომ მოირგე ბეჭედი თითზე,
ძვირფასი ძღვენი მიიღე მიტომ.
მაშ შეიყვარე მარხილი იგი,
მოიკალათე მარხილის თავზე,
გადაიარე სოფელი სწრაფად.
უცხო მხარისკენ აიღე გეზი.
უძვირფასესო ასულო ჩემო,
მშვენიერებავ მშობლიურ მხარის!
შენ გიცქერია ცოტა ხნით გვერდზე,
არ გიცქერია დიდი ხნით მაღლაც.
იცოდე, გულით ინანებ ბოლოს
და გადმოაფრქვევ მწუხარე ცრემლებს,
რომ ეთხოვები მშობლიურ სახლ-კარს,
რომ ეთხოვები საყვარელ მამულს,
რომ ეშურები შორეულ მხარეს
და სამშობლოზე არ გწყდება გული.
ცხოვრება მძიმე არ გქონდა სულაც,
განებივრებდნენ მშობლები შენი
და იზრდებოდი ასული ისე,
ვითარ ყვავილი იზრდება ველად.
რძე გქონდა დილით საღი და თბილი,
დილით გაჭმევდნენ კარაქის ნაჭრებს,
და თუ კარაქი არ ჰქონდა ოჯახს,
შეექცეოდი ღორის ხორცს მაშინ.

438 მკითხველთა ლიგა


შენ არ გაგჩნდა რაიმე დარდი,
შენ არ გაგჩნდა ფიქრების გროვა,
შენ დარდი შენი მიეცი ფიჭვებს,
მცენარეთ მიეც ფიქრები შენი,
ეხეტებოდი ფოთოლთა დარად,
პეპელას დარად დაფრენდი ბუჩქებს
და ოდეს სირბილს შეწყვეტდი წამით,
მოსაწყვეტ მარწყვად შვენოდი მდელოს.
მამის სახლიდან მიდიხარ ეხლა,
მიეშურები მეუღლის სახლში,
სადაც დაგხვდება გარემო უცხო,
სადაც ახალი დაგხვდება დედა.
იქ შეიცვლება ცხოვრება შენი
და გასაჭირი გეწვევა მძიმე:
სხვაგვარად უკრავს ნაღარა სხვაგან,
სხვაგან სხვაგვარად ჭრიალებს კარი,
იქ კუტიკარიც არ დადის ისე,
სხვაგვარად წივის ანჯამაც ალბათ.
იქ ვერ მიაგნებ ადვილად კარებს
და ვერ გააღებ კუტიკარს სწრაფად,
როგორც აგნებენ ასულნი მათნი,
ასულნი მათნი აღებენ როგორც.
ვერ გააჩაღებ ნაღვერდალს ისე,
ვერ გააჩაღებ შენ ისე სწრაფად,
როგორც ითხოვენ კაცები მათი,
ასულნი მათნი ანთებენ როგორც.
ეს იქნებ არც კი იცოდი მაშინ
და საცოდავი ფიქრობდი ასე:

439 მკითხველთა ლიგა


რომ მხოლოდ ღამეს დაჰყოფდი
ქმართან,
დაბრუნდებოდი დედასთან დილით.
შენ ქმართან დაჰყოფ განა ერთ ღამეს,
განა ორ ღამეს იძინებ მასთან,
იქ უნდა დაჰყო თვენი და წელნი,
სიცოცხლე მთელი იქ უნდა დაჰყო,
შენ უნდა დასთმო მამაც და დედაც,
ვეღარ იხილო მშობლები შენი.
თუ დაუბრუნდი სამშობლოს ისევ,
თუ მოაკითხე მშობლიურ სახლ-კარს,
სიხარულისგან გაიწევს ეზო,
კარების ზღურბლი აიწევს ზევით“.
ამოიოხრა ასულმა მძიმედ,
ასულმა მძიმედ დაიწყო სუნთქვა,
გულზე ვეება დააწვა დარდი,
თვალცრემლიანი იტყოდა ასე:
„როცა ვიყავი პატარა გოგო,
საკუთარ გულში ვფიქრობდი მაშინ:
რას წარმოადგენ, ასულო ნეტავ,
ოდეს მშობლები ზრუნავენ შენზე,
პატივცემული გახდები უფრო,
ოდეს ვაჟკაცის გახდები ცოლი,
როდესაც ცალ ფეხს დირეზე შედგამ,
ხოლო მეორეს მარხილის თავზე,
შენ მთელი თავით ამაღლდე მაშინ
და დადგე თავით თავებზე მაღლა!
ერთი სურვილი მტანჯავდა მუდამ,

440 მკითხველთა ლიგა


არ მასვენებდა სურვილი ერთი,
მინდოდა სწრაფად გაევლოთ თვეებს,
მომვლინებოდა რჩეული საქმრო.
აი, აღსრულდა ოცნება ჩემი
და მე სახლიდან მივდივარ ეხლა,
ჰა, ცალი ფეხი დავადგი დირეს,
მარხილს დავაგდი მეორე ფეხი,
მაგრამ მე მაინც არ მესმის კარგად,
რამ შემიცვალა გუნება ასე:
მე სიხარული არა მაქვს გულში,
არ გამაჩნია ხალისი ოდნავ,
ოდეს ვშორდები მშობლიურ ფუძეს,
ოდეს მშობლიურს ვშორდები ეზოს,
სადაც რბიოდა ბავშვობა ჩემი,
სადაც ვიშვი და ვიზარდე სადაც.
შემომესია ფიქრები მძიმე,
გულს უმძიმესი დამაწვა დარდი,
შემოდგომის დღეს შევერთვი თითქოს,
თითქოს მივდივარ ჯერ უვალ თოვლზე,
რომელზეც კაცის არა ჩანს კვალი,
კვალის ნასახიც არა სჩანს არსად.
ზოგი ასულის ფიქრი და აზრი
მსუბუქია და სუსტია მეტად!
მათ არ აწვალებთ ნაღველი მწარე,
გულს არ აწვებათ ისეთი დარდი,
როგორიც მწარედ მაწვალებს ბედკრულს,
როგორიც ბედშავს მაწვება გულზე.
გულს მილაგია ლოდები თითქოს,

441 მკითხველთა ლიგა


თითქოს გულია ნახშირი შავი.
ხომ არ წააგავს ფიქრები მათი,
რომელთაც უკვე მოხედა ბედმა,
გაზაფხულისა დღეების ნათელს,
მზეს ამომავალს ადრიან დილით?
მე კი ისეთი ფიქრები მაწევს,
ვით უსწორესი ნაპირი ზღვისა,
ვით ბნელი კიდე ყომრალი ღრუბლის,
ვით შემოდგომის წყვდიადი ღამე;
დღე მწუხარეა ზამთარში მეტად,
შემოდგომაზე ღამეა ბნელი,
ხოლო ფიქრები, რომელიც მაწევს,
მწუხარეა და ბნელია უფრო“.
ქალი, რომელიც შრომობდა მათთან,
რომელიც მათთან ცხოვრობდა სახლში,
ალაპარაკდა, აყბედდა უცებ,
და მოახსენა სევდიან ასულს:
„აი, ხომ ხედავ, ასულო ჩემო,
თუ გახსენდება ნათქვამი ჩემი,
გაგიმეორე რომელიც ასჯერ,
გაგიმეორებ რომელსაც ეხლაც:
„თვალს ნუ მოგტაცებს ლამაზი საქმრო,
ნუ აჩერდები ვაჟკაცის ტუჩებს,
ნუ დაუჯერებ თვალების აღთქმას,
ნუ გაგიტაცებს სიმაგრე მუხლის!
ვთქვათ, ლამაზი აქვს ტუჩები ჭაბუკს,
მისი თვალებიც აფრქვევენ ელვას –
იცოდე, ბუდობს ტუჩებზე ლემპო,

442 მკითხველთა ლიგა


ხოლო ნიკაპზე სიკვდილი მკაცრი“.
ასე ვურჩიე მშვენიერ ასულს,
ასე ვუთხარი ნათესავს ერთხელ:
„ასულო, მოვა მრავალი საქმრო
და მაჭანკალიც მრავალი მოვა,
შენ მათ პასუხი გაეცი მტკიცე,
პასუხად ასე მიუგე მოსულთ:
„მე არ გავყვები არავის ცოლად,
მე არ გავხდები არასდროს რძალი,
რადგან არ მინდა შევება უღელს,
მონის ბორკილი არ მინდა რადგან,
ასულს მონობა შეჰფერის როდი,
და მით უმეტეს ჩემნაირ ასულს.
თუკი ცუდ სიტყვას მაკადრებს ვინმე,
მე მას უარესს ვაკადრებ სიტყვას,
თუ შემეხება ნაწნავზე ხელით,
მე მას სასწრაფოდ ვეცემი თმებზე“.
ყურს არ უგდებდი ჭკვიანურ რჩევას
და არ უსმენდი გონივრულ სიტყვებს,
და ეხლა ცეცხლში მიდიხარ შენით,
შენ თხევად ჭვარტლში მიდიხარ თავად.
გინდა შემოჯდე მარხილის თავზე,
გინდა ჩამოჯდე მელიის გვერდით,
რათა თათებით დაგტოროს დათვმა,
რათა მიგიყრდნოს ოფლიან მკერდზე.
შენ გაგაქანებს მარხილი იგი
და დათვი იგი წაგიყვანს სხვაგან,
სად მამამთილი დაგადებს უღელს

443 მკითხველთა ლიგა


და მონად გაქცევს მეუღლე მისი.
შენ შენი ნებით შორდები მშობლებს
და ოჯახიდან სკოლაში მიხვალ;
ო, სკოლა იგი მძიმეა ერთობ,
გაიტანჯები საწყალი სწავლით:
იქ ნაყიდია სადავე უკვე,
გაჭედილია ბორკილი მაგრად,
და არა სხვა რამ და არა სხვისთვის,
არამედ შენთვის, ასულო ჩემო.
იქ სიუხეშეს შეიგრძნობ მალე,
დრო საშინელი გეწვევა ბედკრულს,
ძვლის ბაგე ადგას მამამთილს რადგან,
რადგან დედამთილს ენა აქვს ცივი,
მაზლი კი ესვრის ყინულის სიტყვებს,
მულს კი ამაყი ამშვენებს კეფა.
ასულო, რჩევა ისმინე ჩემი,
ისიმინე ჩემი, ასულო ჩემო,
მშობლიურ სახლში ყვავილად იყავ,
ხალისად იყავ მამის ეზოში,
ძვირფასი დედა გიხმობდა მზედა,
ძვირფასი მამა გიხმობდა მთვარედ,
წყალთა ციმციმად – ძამიკო შენი,
დაიკო შენი – თავსაფრად ცისფრად.
ეხლა მშობლიურს შორდები მხარეს,
ეხლა მიდიხარ მეუღლის სახლში
და შენ იქ დედაც დაგხვდება უცხო,
არა ისეთი, ვით შენი დედა:
იგი კარგს როდი მოგანდობს საქმეს,

444 მკითხველთა ლიგა


კარგ რჩევას როდი მოგაწვდის იგი,
შენ დედამთლი მიგიჩნევს ძონძად,
მამამთილი კი ძველმანად გიხმობს,
შენ საფრთხობელას დაგარქმევს მული,
ბოროტი მაზლი მოგნათლავს
ზღურბლად.
შენ მხოლოდ მაშინ ჩაგთვლიდნენ
კარგად,
დაგაფასებდნენ შენ მხოლოდ მაშინ,
ბოლის დარად თუ იდენდი ცაზე,
თუ კვამლის დარად იდენდი მაღლა,
თუ აჯობებდი ფრენაში ფოთოლს,
თუ გაასწრებდი ნაპერწკალს გარეთ.
მაგრამ ვერ დაფრენ ვითარცა ჩიტი
და ვერ ჯობიხარ ფრენაში ფოთოლს,
შენ ნაპერწკალსაც ვერ ასწრებ გარეთ
და კვამლის დარად ვერ დიხარ მაღლა.
უძვირფასესო დობილო ჩემო,
შენ ცხოვრებაში ინანებ მწარედ,
კეთილი მამა – მშობელი შენი
ავ მამამთლზე გასცვალე რადგან,
კეთილი დედა – მშობელი შენი
ანჩხლ დედამთილზე გასცვალე რადგან,
უსაყვარლესი და ღვიძლი ძმები
სასტიკ მაზლებზე გასცვალე რადგან,
უწყინარი და ძვირფასი დები
მქირდავ მულებზე გასცვალე რადგან,
და უწმინდესი ლოგინი შენი

445 მკითხველთა ლიგა


მტვრიან კერაზე გასცვალე რადგან,
ჩვენი ცივი და ანკარა წყალი
ბინძურ წუმპეზე გასცვალე რადგან,
და ნაპირები უწმინდეს ქვიშით
შავ ჭაობებზე გასცვალე რადგან,
უსაყვარლესი ჭალები ჩვენი
უდაბნოებზე გასცვალე რადგან,
ხეხილიანი ქედები ჩვენი
სათიბ ველებზე გასცვალე რადგან.
იქნებ ფიქრობდი, ასულო ნაზო,
ასე ფიქრობდი, ასულო, იქნებ,
მიუწვებოდი მეუღლეს გვერდით
და იძინებდი საწოლში ტკბილად,
არ გექნებოდა ოჯახში საქმე,
მოგშორდებოდა სევდა და დარდი?
დასაძინებლად მიდიხარ როდი,
არ დაგაძინებს არავინ ტკბილად,
არ დაგელევა ოჯახში საქმე,
ოჯახში ტანჯვა მოგელის მხოლოდ,
მოგელის მხოლოდ დარდები ხშირი,
მხოლოდ ნაღველი მოგელის მძიმე.
არ ატარებდი თავსაფარს სახლში,
არ ატარებდი ასევე სევდას;
არ გქონდა სახლში საბანი თბილი,
სამაგიეროდ არ გქონდა საქმეც:
კარგად იცოდე, ასულო ნაზო,
ასულო ნაზო, შეიგნე კარგად,
რომ ასულისთვის საქმე და დარდი,

446 მკითხველთა ლიგა


იცოდე მოაქვს თავსაფარს მხოლოდ,
სელს მოაქვს მხოლოდ დარდები მძიმე,
სელს შენთვის მხოლოდ წუხილი მოაქვს.
რაა ასული მეუღლის სახლში,
თუ არ ციხეში მცხოვრები მეფე,
მით განსხვავდება მეფისგან იგი,
რომ მას მახვილი აკლია მხოლოდ!
რაა ასული მეუღლის სახლში,
თუ არ ტუსაღი შორეულ მხარეს.
მით განსხვავდება ასული მისგან,
რომ მას დარაჯი არ უდგას მხოლოდ!
ვთქვათ, პატარძალმა იშრომა
დიდხანს,
აღარ დაზოგა საბრალომ თავი,
და დაასრულა თავისი საქმე,
და დაიღვარა საწყალი ოფლად.
ვთქვათ, შესვენების ჩამოდგა ჟამიც
და დასვენებას აპირებს უკვე,
არ მოასვენებს არავინ ასულს,
გააგზავნიან ღუმელში უმალ.
უნდა იშოვოს ასულმა მაშინ
ქარიყლაპიას ცოცხალი ჭკუა,
ჩიქვების ენაც იშოვოს სადმე
და ქორჭილების აზრები მჭრელი,
ნაფოტა თევზის ფაშვი და ხახა,
შავი იხვების ნაცადი სიბრძნე.
ვერა, ვერაფრით ვერ მივხვდი თვითონ
და არ მასწავლა ძვირფასმა დედამ,

447 მკითხველთა ლიგა


არც ჩემმა ცხრა დამ არ მითხრა რამე,
არ გამიმჟღავნეს მე სიბრძნე იგი,
თუ სად იშვა და საითკენ ცხოვრობს
ის ღორმუცელა, მცურავი სხრატად,
რომელიც სახსრებს წურავს და ამსხვრევს,
ხოლო კულულებს გრიგალებს ატანს.
მაგრად იტირე, ასულო ნაზო,
თუ ტირილია, იტირე მაგრად!
პეშვებში ღვარე ცრემლები ცხარე,
ეზოში ღვარე ცრემლების ღვარი,
იატაკზედაც გაღვარე უხვად,
რომ გაატანოს ცრემლებმა ფიცრებს!
შენ ეხლა მაგრად ტირიხარ როდი,
მაგრად ტირილი მაშინღა ნახე,
როს მოადგები მშობლიურ ეზოს,
როს დაბრუნდები შობლიურ სახლში.
ოდეს იხილავ საყვარელ მამას,
გარდაცვლილ მამას იხილავ ოდეს,
რომელიც გდია აბანოს კვამლში
და ხელში ცოცხი უჭირავს მაგრად.
მაგრად იტირე, ასულო ნაზო,
თუ ტირილია, იტირე მაგრად!
შენ ეხლა მაგრად ტირიხარ როდი,
მაგრად ტირილი მაშინღა ნახე,
როს მოადგები მშობლიურ ეზოს,
როს დაბრუნდებო მშობლიურ სახლში,
ოდეს იხილავ საყვარელ დედას,
გარდაცვლილ დედას იხილავ ოდეს,

448 მკითხველთა ლიგა


რომელიც გდია სარდაფში ბნელში
და ხელში თივის უჭირავს კონა.
მაგრად იტირე, ასულო ნაზო,
თუ ტირილია, იტირე მაგრად!
შენ ეხლა მაგრად ტირიხარ როდი,
მაგრად ტირილი მაშინღა ნახე,
როს მოადგები მშობლიურ ეზოს,
როს დაბრუნდები მშობლიურ სახლში,
ოდეს იხილავ საყვარელ ძმასაც,
გარდაცვლილ ძმასაც იხილავ ოდეს,
რომელიც გდია ქუჩაში, მტვერში,
და მიყრდნობია საკუთარ ჭიშკარს.
მაგრად იტირე, ასულო ნაზო,
თუ ტირილია, იტირე მაგრად!
შენ ეხლა მაგრად ტირიხარ როდი,
მაგრად ტირილი მაშინღა ნახე,
როს მოადგები მშობლიურ ეზოს,
როს დაბრუნდები მშობლიურ სახლში,
ოდეს იხილავ საყვარელ დებსაც,
გარდაცვლილ დებსაც იხილავ ოდეს,
რომლებიც წვანან შარაზე, მტვერში,
ხელში საბელი უჭირავთ მაგრად“.
ამოიოხრა ასულმა მძიმედ
და გაახშირა ბედკრულმა სუნთქვა,
გადმოაფრქვია ცრემლების ღვარი,
ცრემლები უხვად დაღვარა უხმოდ.
პეშვებში ღვარა ცრემლები მწარე
და დაისველა ორივე ხელი,

449 მკითხველთა ლიგა


გადააპკურა ცრემლები ეზოს,
იატაკზედაც ადინა ღვარად.
ასე იტყოდა ასული ნაზი,
ასე იტყოდა ასული შემდეგ:
„ჩემო ღვიძლო და ძვირფასო დებო,
თანაზიარნო ბავშვობის დღეთა!
გთხოვთ, სასმენელნი მომაპყართ ყურნი
და მომისმინოთ საბრალო ასულს.
ვერ გამიგია ერთი რამ თავად,
ვერ შემიგნია ამბავი ერთი:
რატომ მაწვალებს ნაღველი მწარე,
რატომ მაწვება ვეება სევდა.
მე ამას როდი ვფიქრობდი წინათ,
სხვას მოველოდი ცხოვრების გზაზე,
მსურდა გუგულად მეფრინა ცაში,
მსურდა ქედებზე მემღერა ლაღად.
ეხლა, როდესაც მოვმწიფდი უკვე,
როს საამური დამიდგა წლები,
როდიღა ვგვავარ მგალობელ გუგულს,
როდი ვალაღებ სიმღერით ქედებს,
გარდავქცეულვარ საცოდავ იხვად,
რომელიც ცურავს შორეულ წყლებში,
რომელსაც ტალღა ეხლება ტამზე,
რომელსაც ყინავს მრისხანე ტალღა.
უსაყვარლესო მშობლებო ჩემო!
უსათნოესო ჭაღარა დედავ!
საით მაგზავნით უბედურ ასულს,
საბრალო ასულს მაგზავნით საით,

450 მკითხველთა ლიგა


რომ გარდავიქეც ტირილად მხოლოდ,
რომ გარდავიქეც მარტოდენ ცრემლად!
უსაყვარლესო დედაო ჩემო,
რომელმაც მუცლით მატარე დიდხანს,
რომელმაც სავსე მაწოვე მკერდი,
რომელმაც ტკბილი მაწოვე ძუძუ –
განა უმძიმესს მარწევდი ნამორს,
მაბანავებდი მდინარის კენჭებს,
რომ მომასიე სასტიკი ტანჯვა,
რომ დამიბედე ვეება დარდი?
იქნება ასე იფიქროს ვინმემ,
იქნებ ასეთი მესროლოს სიტყვა,
რომ, მე სულელ და უდარდელ ასულს.
არ გამაჩნია ნასახი სევდის!
კეთილნო კაცნო, იყავით ჩუმად,
ხმა გაიკმინდეთ, კეთილნი კაცნო,
რადგან მაწვალებს ნაღველი მეტი
ვიდრე აწვალებს მდინარის ლოდებს,
ვიდრე ჭაობში ჩაგდებულ ნიჩაბს,
ვიდრე მანანას ფიჭვების ტყეში.
მე დარდი დამაქვს ისეთი მძიმე,
მე ისე მძიმეს ვატარებ სევდას,
რომ ვერ წაიღებს ძლიერი ცხენი
და ვერ მიიტანს ადგილზე ისე,
რომ გზაში რხევა არ იგრძნოს რკალმა,
არ იჭრიალოს საკისრემ გზაში“.
ჯდა იატაკზე პატარა ბალღი,
ბალღი ღუმელთან იმღერდა ასე:

451 მკითხველთა ლიგა


„რატომ ტირიხარ, ასულო ნაზო,
რად შეუპყრიხარ, ასულო, სევდას?
შენ სევდა შენი მიეცი ცხენებს,
მიეცი ქურანს ნაღველი შენი,
რადგანაც თავი დიდი აქვთ უფრო,
მათი სახსრებიც უფროა მტკიცე,
უფრო მეტს იტევს კისერი მათი
და მათ სხეულშიც მეტია ძალა.
რატომ ტირიხარ, ასულო ნაზო,
რად შეუპყეიხარ, ასულო, სევდას?
შენ ჭაობებში მიდიხარ როდი,
როდი მიდიხარ მდინარის პირზე:
შენ მდიდარ მდელოს შორდები ეხლა,
რომ უფრო მდიდარს ეწვიო მდელოს;
შენ ლუდით მდიდარს შორდები ბინას
და მიხვალ სადაც მეტია ლუდი.
ო, გაიხედე, ასულო მარჯვნივ,
ასულო, მარჯვნივ მიმართე ხედვა:
დაგმდგარა შენი საყრდენი მტკიცე,
მეუღლე შენი – მფარველი შენი;
დიდებული ყავს მერანი ვაჟკაცს,
შეკაზმულია მერანი მერჯვედ,
რკალზე ქათმების ფრთხიალებს გუნდი,
თასმებში შაშვნი გალობენ ტკბილად,
ექვსი გუგული უხდება უღელს,
მარხილზე შვიდი იმღერის ჩიტი.
ნუღარ იდარდებ, ასული ნაზო,
ნუ მიეცემი, ასული, სევდას:

452 მკითხველთა ლიგა


როდი მოგელის ცხოვრება მძიმე,
ვიცი, ცხოვრება მოგელის ტკბილი,
მიწათმოქმედის ესწრაფვი სახლ-კარს,
შენ მხვნენ-მთესველის ესწარფვი ტუჩებს,
გსურს ჩაუვარდე მებადურს ხელში,
და დათვის კვალზე მოარულ ვაჟკაცს.
არის მეუღლე გულადი ერთობ,
მოგიძებნია ნამდვილი გმირი,
მას მშვილდისარი მზადა აქვს მუდამ,
როდი კიდია საისრე კედელს,
როდი უწვანან ძაღლები სახლში,
როდი ყვინთავენ საგებში ამოდ.
ამ გაზაფხულზე, ადიან დილით,
გამოიღვიძა ვაჟკაცმა სამჯერ,
გამოიღვიძა ძაღლებთან ერთად,
ერთად წამოდგნენ ცეცხლი და იგი.
ოდეს ვაჟკაცი ეწვია ეზოს,
სამჯერ დაეცა მანანა თვალზე,
ჯაგრისის მსგავსად გაწმინდა ტოტმა,
ფიჭვის კორძებმა დავარცხნეს თმები.
მას გააჩნია ჯოგები დიდი
და დიადდება სიმრავლე ჯოგთა,
ჯოგებს იტაცებს ტყეები მწვანე,
ჯოგებს მაღალი იზიდავს მთები,
ჯოგის ნაწილი ბალახობს ველად,
რძე მოწოლილი აწუხებს ჯიქნებს.
მინდვრის ყანები ამშვენებს პურის,
ბეღლებში ყრია ხორბალი უხვად,

453 მკითხველთა ლიგა


თხმელნარის ტყეში იხილავ ხნულებს,
იხილავ სვიას წყაროთა გასწვრივ,
კლდეთა შუაში იხილავ შვრიას,
მდინარის პირას იხილავ ყანებს,
აღმართულია გორები ფულის.
მონეტა ყრია ვითარცა ღორღი“.

454 მკითხველთა ლიგა


runa ocdamesame

პატარძალს ასწავლიან და არიგებენ, როგორ იცხოვროს


ქმართან. მოხუცი მათხოვარი ქალი მას მოუთხრობს თავის
ამბავს, როგორ ნებივრობდა გათხოვებამდე, როგორ ცხოვ-
რობდა ქმართან და როგორ წავიდა მისგან.

455 მკითხველთა ლიგა


საჭირო რჩევა ჭირდება ასულს,
ასულს სწავლება ჭირდება ჭკუის,
ვინ არის იგი, რომელიც შესძლებს,
მისცეს რჩევა და ასწავლოს ჭკუა?
ო, ოსმოტარი, ასული ტურფა,
ნაზი ასული კალევის მხარის,
საჭირო რჩევას მიაწვდის ასულს,
მშვენიერ ასულს ასწავლის ჭკუას,
ასწავლის, როგორ მოიქცეს ქმართან,
როგორ იცხოვროს მეუღლის სახლში,
რათა ცხოვრება არ ექნეს მძიმე
და დედამთილმაც შეასხას ქება.
ნაზი ასული კალევის მხარის,
მშვენიერ ასულს მიუგებს ასე:
„დობილო ჩემო, მისმინე კარგად,
მისმინე მორჩო, ნაზო და ნორჩო!
დაიმახსოვრე სიტყვები ჩემი,
გაგიმეორებ თვითეულ სიტყვას!
მიემგზავრები, ყვავილო ნაზო,
ველურო ხილო, მიდიხარ სხვაგან,
თავშალო ჭრელო, მიხვალ და გვტოვებ,
გვემშვიდობები, ხავერდის ბეწვო,
ახლა მშობლიურს შორდები ბინას.
ახლა შორდები მშობლიურ ფუძეს,
მოიმგზავრები მეუღლის სახლში,
სრულიად უცხოს ესწრაფი ოჯახს!

456 მკითხველთა ლიგა


შენ იქ სხვაგვარად წაგივა საქმე,
სხვანაირია ცხოვრება მათი,
საქმის წინ კარგად დაფიქრდი მუდამ,
გაზომე, საქმეს იქმოდე ვიდრე,
და არა ისე, ვით მშობლიურ სახლში,
ანდა საყვარელ მშობლიურ ველად,
იქ სიმღერები ავსებდა სივრცეს,
გზად დადიოდა ხალისი დიდი.
ახლა მშობლიურს შორდები მხარეს,
უნდა დასტოვო მშობლების სახლი
და რაც კი გსურდეს წაიღე სხვაგან,
სახლში სამი რამ დასტოვე მხოლოდ:
სახლში დასტოვე სიზმრები ტკბილი,
რომელიც დღისით გეზმანა მზეზე,
სახლში დასტოვე დედიკოს რჩევა,
კარაქით სავსე დასტოვე ქვაბი!
რაც მოისურვო, წაიღე სხვაგან,
მაგრამ ტომარა დასტოვე ძილის,
ტომარა დასდე ღუმელის თავზე
და ისახსოვრე მშვენიერ ასულთ!
სიმღერის სკამის კიდეზე დასდე,
სიმღერა ლაღი ესროლე სარკმელს,
მხიარულება დააგდე ცოცხთან,
საბანს აჩუქე ხმაური შენი,
სიანცე შენი ესროლე ღუმელს,
სიზარმაცე კი იატაკს მაგარს!
ანდა მეგობარს მიეცი იგი,
კაბის კალთაში ჩაუგდე უცებ,

457 მკითხველთა ლიგა


დაე, მშვენიერს ჭალაში დაფლას,
დაე, დამალოს დაბურულ ტყეში!
ძველი რჩევები სასწრაფოდ დასთმე
და შეითვისე ჩვევები უცხო:
გადაივიწყე ალერსი მამის,
რომ მამამთილის ეღირსო ალერსს;
თავი მორჩილად დახარე დაბლა,
გადმოაფრქვიე სიტყვები ტკბილი!
ძველი ჩვევები სასწრაფოდ დასთმე
და შეითვისე ჩვევები უცხო:
გადაივიწყე ალერსი დედის,
რომ დედამთილის ეღირსო ალერსს;
თავი მორჩილად დახარე დაბლა,
გადმოაფრქვიე სიტყვები ტკბილი!
ძველი ჩვევები სასწრაფოდ დასთმე
და შეითვისე ჩვევები უცხო:
გადაივიწყე ალერსი ძმების,
რათა მაზლების ეღირსო ალერსს;
თავი მორჩილად დახარე დაბლა,
გადმოაფრქვიე სიტყვები ტკბილი!
ძველი ჩვევები სასაწრაფოდ დასთმე
და შეითვისე ჩვევები უცხო:
გადაივიწყე ალერსი დების,
რათა მულების ეღირსო ალერსს;
თავი მორჩილად დახარე დაბლა,
გადმოაფრქვიე სიტყვები ტკბილი!
ვიდრე ხარ მკვიდრი დიდებულ ქვეყნის
და ვიდრე მთვარე ანათებს ცაზე,

458 მკითხველთა ლიგა


შენ უწმინდურთა ერიდე ზნეთა,
მტკიცედ დაიცავ სიწმინდე შენი
რადგან სიწმინდე ოჯახში ფასობს,
რადგან სიწმინდე ამშვენებს ოჯახს,
რადგან მეუღლეს ამოწმებს ქმარი,
დაეძებს მასში ღირსეულ ჩვევებს;
თუ არ ეტყობა წესრიგი სახლ-კარს,
მაშინ მთავარი ცოდნაა საქმის,
რადგანაც გარჯა იქ უნდა დიდი,
სადაც მეუღლეს არ უყვარს გარჯა!
მოხუცი კაცი მგელს გავდეს თუნდაც,
თუნდაც დათვს გავდეს მოხუცი ქალი,
ბოროტი მაზლი უნასად იქცეს,
ბოროტი მული გარდიქცეს ხიჭვად,
მით უფრო მდაბლად დაუკარ თავი,
საყვარელ მშობლებს უკრავდი ვიდრე.
შენ დაგჭირდება ჭკუა და სიბრძნე,
შენ დაგჭირდება საჭირო ცოდნა,
რომ არ დაგჭირდეს მრავალი ფიქრი,
რომ საზრიანად აკეთო საქმე,
თვალი გიჭრიდეს საღამო ხანად,
ჭრაქის გარეშეც გიჭრიდეს თვალი,
მახვილი სმენა გჭირდება ძლიერ,
რომ მამლის ყივილს მიაპყრო სმენა!
ვთქვათ, დაიყივლა მამალმა ღამით,
აღარ იყივლა მამალმა შემდეგ –
უნდა წამოდგე ასულო უმალ,
დაე, მოხუცებს გაუტკბეთ ძილი.

459 მკითხველთა ლიგა


ვთქვათ, არ იყივლა მამალმა ღამით,
ვთქვათ, არ მოუხმო მამალმა პატრონს,
მაშინ შენ მთვარე იგულვე მამლად,
დათვის ვარსკვლავით გაიგე ჟამი!
ხშირად მოგიწევს გამოსვლა გარეთ,
ანთებულ მთვარეს შეხედო რათა,
დათვის ვარსკვლავით გაიგო ჟამი,
და გამოსტყუო ვარსკვლავებს სიბრძნე!
დათვის ვარსკვლავი ლამაზი თავით
სამხრეთისაკენ თუ დადგა სწორად,
ხოლო კუდით კი მიიქცა ცისკენ,
ჩრდილოეთისკენ მიმართა კუდი, –
ეს ნიშნავს იმას, რომ დაჰკრა ჟამმა,
გამოეთხოვო მეუღლის საწოლს,
რომ ფერფლში თბილში ეძებო ცეცხლი
და ყუთში კაჟის ნამცეცი მცირე
და გააღვივო ღუმელი ფრთხილად,
ისე, რომ შორს არ წავიდეს ალი.
თუ ვერ იპოვე ღუმელში ცეცხლი
და ყუთში კაჟის ნამცეცი მცირე,
მაშინ მეუღლეს შეეხე ფრთხილად,
ლამაზ მეუღლეს უთხარი მაშინ:
„ო, საყვარელო მეუღლევ ჩემო,
კაჟის ნამცეცი მომეცი თუნდაც!“
შენ კაჟის ნამცეცს იშოვი ოდეს,
ოდეს აბედსაც იშოვი ცოტას,
შენ გამოკვესე კაჟიდან ცეცხლი
და წაუკიდე მოცემულა ბედს,

460 მკითხველთა ლიგა


კვარს მოუკიდე აბედი სწრაფად
და კვარი მაგრად ჩაარჭე ნალში,
ბოსელს და თავლას ეწვიე შემდეგ,
რომ დაანაყრო პირუტყვი კარგად!
დედამთილის ხბო ბღავილით გიხმობს
და მამამთილის ჭიხვინებს ცხენი,
იქ მაზლის ძროხა მოგელის უკვე,
უკვე მოზვერიც მოგელის მულის,
რათა სასწაფოს მიართვა თივა,
რათა მოართვა სამყურა მწვანე.
წელში მოხრილი შეძვერი ბაკში,
მიუახლოვდი ეზოში პირუტყვს,
ნაზი ალერსით აჭამე ძროხებს,
კარგად გააძღე მშიერი ცხვრები!
ძროხების ჯოგებს ბზა მიეც ბლომად,
წყალი მიართვი საცოდავ ხბორებს,
კვიცებს რტოები მიართვი ნორჩი,
ბატკნებს მიართვი ალერდი თოთო!
შენ მაკე ღორებს არ გაკრა გვერდი,
არ წაკრა ფეხი მხიარულ გოჭებს,
ღორებს საჭმელი მიეცი ბლომად,
გოჭებს დაუდგი საჭმელი გობით!
არ დაისვენო არასდროს ბაკში,
ერთი წამითაც არ დაწვე ძილად
თუ მოიარე ბაკები უკვე,
თუკი მოავლე საქონელს თვალი,
მაშინ წამოდი თოვლივით სწრაფად,
გამოეშურე სახლისკენ მყისვე!

461 მკითხველთა ლიგა


ვინ იცის, სახლში ატირდა ბავშვი,
საბრალო ბალღმა ჩხავილი მორთო,
რადგან არ ძალუძს წარმოთქმა სიტყვის,
არ შეუძლია მშობელს რომ გითხრას,
გაიყინა თუ მოშივდა უკვე,
თუ დაასველა ზეწარი თეთრი,
მას შემდეგ, რაც რომ დასტოვა დედამ,
მას შემდეგ, რაც რომ ვერ გხედავს ახლოს.
მეუღლის ოთახს ეწვევი ოდეს,
შენ ერთი-ოთხად ეწვევი ოთახს,
ხელში გექნება წყლიანი ვედრო
და იღლიაში სოველი ცოცხი,
პირში კი კვარის ნამსხვრევი მცირე –
ამრიგად ოთხი იქნებით ერთად!
იატაკები გახვეტე კარგად,
კარგად გახვეტე ოთახის მტვერი,
იატაკებზე დაღვარე წყალი
და არა ბავშვის მშვენიერ თავზე!
თუ იატაკზე შენიშნო ბავშვი
და იგი მულის რომ იყოს თუნდაც,
შენ იგი ფრთხილად ჩამოსვი სკამზე,
და თვალზე ფრთხილად მოწმინდე ცრემლი.
პურზე კარაქი წაუცხე ბლომად,
ხელში მიეცი ნაჭერი დიდი!
და თუ შენ პური არა გაქვს სახლში,
თუნდაც ნაფოტი მიეცი ხელად!
იცოდე, ყოველ კვირისა ბოლოს,
როცა დაიწყებ მაგიდის რეცხვას,

462 მკითხველთა ლიგა


გარეცხე მისი თავი და გვერდი,
ნუ დაივიწყებ მაგიდის ფეხებს!
და ჩამორეცხე სკამებზე წყალი
და ჩამორეცხე კედლები სწრაფად,
სველი ნაჭერი გადუსვი სკამებს,
ყველა კედელი გაწმინდე სიგრძივ!
მაგიდაზე რომ დაყრილა მტვერი,
რომ აკრობია ოთახის სარკმლებს,
ფრთით გადაწმინდე კარგად და სწრაფად,
გაასუფთავე სოველი ჭინჭით,
რომ არ ავარდეს ოთახის ჭერზე,
რომ მტვერმა ირგვლივ არ იწყოს დენა!
შენ ჩამოსწმინდე ჭერიდან მჭვარტლი,
გაასუფთავე ღუმელი კარგად,
გაუსუფთავე სვეტები ღუმელს,
გაუსუფთავე პატარა კარი,
რომ დაემგვანოს ოთახი ოთახს,
რომ ბინას გავდეს შენობა შემდეგ.
კარგად ისმინე, ასულო ნაზო,
სიტყვები ჩემი ისმინე კარგად!
არ გამოხვიდე უკაბოდ გარეთ,
უთავსაფაროდ არ ეჩვენო უცხოს,
უცხვირსახოცოდ არსად წახვიდე,
უფეხსაცმელოდ არ გნახოს ვინმემ!
თორემ გაწყრება მეუღლე შენი,
ძვირფასი ქმარი დაიწყებს ბუზღუნს!
ეზოში რგული ხეები ჭნავის
შენ მონდომებით დაიცავ მუდამ,

463 მკითხველთა ლიგა


ხეები ჭნავის კარგია ერთობ,
ერთობ კარგი აქვთ ტოტები მწვანე,
ფოთლები მისი კარგია მეტად,
მაგრამ ნაყოფი ჯობია მაინც,
კარგად გახსოვდეს, ასულო ნაზო,
რომ ხეებიდან შეიტყობ უმალ,
როგორ გიყურებს მეუღლე შენი,
ხომ არ მობეზრდი მეუღლეს უკვე.
შენ როგორც თაგვმა ისმინე ყურით,
როგორც კურდღელმა გასწიე სწრაფად!
დაბლა დახარე ლამაზი თავი,
ლამაზი თავი დახარე ერთობ,
ვითარ იხრება მოზარდი ღვია,
ვითარ კენწერო იხრება ძეწნის!
იყავი მუდამ ბრძენი და ფრთხილი,
შენ ყურადღებით იყავი მუდამ,
რომ არ დაეცე უეცრად სადმე,
რომ არ დაგიცდეს ღუმელთან ფეხი,
არ გაგეხლართოს ფეხებში კაბა,
არ დაეჯახო უეცრად საწოლს.
როდესაც მაზლი ყანიდან მოვა,
როდესაც არდგმულს დასტოვებს მული,
დაღლილი ქმარი გეწვევა ოდეს,
როს დაბრუნდება მეუღლე ხვნიდან,
მაშინ ტარკოშით მოიღე წყალი,
და პირსახოციც მოიღე მაშინ,
ლამაზი თავი დახარე დაბლა,
გადმოაფრქვიე სიტყვები ტკბილი!

464 მკითხველთა ლიგა


როს დაბრუნდება მოხუცი ქალი,
როცა მოიტანს პურის ფქვილს ბლომად,
მის შესახვედარდ გავარდი გარეთ
და მორჩილებით დაუკარ თავი,
მსწრაფლ ჩამოართვი ტომარა მოხუცს
და შეიტანე ოთახში სწრაფად!
თუ ვერ გაიგე, ასულო, თავად,
თუ რომელ საქმეს მოკიდო ხელი,
მაშინ შეკითხვა შეჰკადრე მოხუცს,
ბოროტ დედაბერს მიუგე ასე:
„ო, დედამთილო, დედაო ჩემო,
აწ რომელ საქმეს მოვკიდო ხელი?“
მაშინ მოგიგებს მოხუცი პასუხს,
ასე მოგიგებს მოხუცი მაშინ:
„ახლა ხორბალი აფქვიე უხვად,
აამოძრავე დილაბი დიდი,
მერე წყაროსკენ გასწიე წყალზე
და პურის ფქვილი მოზილე სწრაფად,
შემოიტანე მორები ქოხში,
მორები დიდი შეუნთე ღუმელს.
მერე კი პური დააცხვე კოხტად,
მერე დააცხვე ღვეზელი სქელი,
დაასუფთავე ქვაბები უცებ,
დაასუფთავე სასმისი ყველა“.
როცა მოისმენ ასულო ამას,
როცა მიიღებ საჭირო საქმეს,
მაშინ მარცვლები აიღე ხორბლის,
საკუჭნაოსკენ გასწიე უხმოდ!

465 მკითხველთა ლიგა


საკუჭნაოში იშრომეს ოდეს,
იქ არ წამოგცდეს სიმღერა ასულს:
დაე, დოლაბის იმღეროს ხელმა
და იხამურონ ხვრელებმა ხვნეშით!
იქ არ დაიწყო შენ ოხვრა მძიმედ,
შენ არ წამოგცდეს შრომის დროს კვნესა,
რომ არ ეგონოს მამამთილს ბოროტს,
რომ არ ეგონოს დედამთილს კაპასს,
რომ სიმწრისაგან კვნესიხარ ასე,
სიბრაზის გამო ოხრავ და ხვნეში!
შენ კარგი ფქვილი გასცერი სწრაფად
და აიტანე ოთახის სხვენზე,
და მონდომებით მოზილე იგი
და გამოაცხვე პურები კოხტა,
იცოდე, ცომი მოზილე ისე,
რომ პურში ვერსად იპოვონ ფქვილი!
დამრეცზე მდგარი თუ ნახო ვედრო,
შენ ტოლჩა ხელში აიღე ხელად
და ამოხაპე ვედროდან წყალი
და მერე სამხრე შეიდგი მხარზე,
ვედრო სახლისკენ წაიღე სამხრით,
ვედრო სახლისკენ წაიღე კოხტად!
გადაუქროლე ქარივით ველებს,
გამოეშურე სახლისკენ სწრაფად,
არ შეისვენო მდინარის ახლოს,
არ შეისვენო წყაროსთან წამით,
რომ არ ეგონოს მამამთილს ბოროტს,
რომ არ ეგონოს დედამთილს კაპასს,

466 მკითხველთა ლიგა


რომ შენ გატყვევებს მშვენება შენი,
რომ შენ გატყვევებს შენივე სახე,
აღმომშუქარი უძირო ჭიდან,
გადახატული ანკარა წყალში!
ოდეს შეშისათვის შეივლი ტყეში,
რომ ნაპობები იპოვო ბლომად,
შენ არ დაუწყო არჩევა ხეებას,
არ დაიწუნო იცოდე ვერხვიც.
შენ შეაგროვე ნაპობი ჩუმად
და წამოიღე სახლისკენ უხმოდ,
რომ არ ეგონოს მამამთილს წამით,
რომ არ ეგონოს დედამთილსკაპასს,
რომ ისვრი ნაპობს ბრაზისა გამო,
დაღლილობისგან ოხრავ და ხვნეში.
სავსე ბეღელში შეივლი ოდეს,
წამოიყოლე ბეღლიდან ფქვილი,
არ შეისვენო ბეღელში ოდნავ,
არ დააყოვნო დიდი ხნით გზაზე,
რომ არ ეგონოს მამამთილს ბოროტს,
რომ არ ეგონოს დედამთილს კაპასს,
რომ შენ პურის ფქვილს ურიგებ სოფელს,
რომ გაახარე ქალები სოფლის.
ჭურჭლის საწმენდად წახვიდე ოდეს,
ჭურჭელი კარგი გარეცხე კარგად,
კარგად გარეცხე ყურები ქოთნის,
კარგად გარეცხე ლამბაქის კიდე!
ლამბაქის გვერდიც გარეცხე სუფთად,
სუფთად გარეცხე კოვზების ტარიც!

467 მკითხველთა ლიგა


კარგად დამალე კოვზები იგი
და გაუფრთხილდი მშვენიერ ქოთნებს,
რომ არ მოგტაცოს ქოფაკმა ავმა,
უზნეო კატამ არ გაკრას ბრჭყალი,
არ დაამსხვრიოს ფრინველმა უცებ,
არ მოიპარონ ბავშვებმა ჩუმად!
ხომ არის სოფლად ისეთი ბავშვი,
რომელიც სოფლად ნიადაგ ქურდობს,
სწორედ ის ბავშვი მოგპარავს ქოთნებს,
თან გაიყოლებს კოვზებსაც იგი.
აბანოს ჯერი დადგება ოდეს,
წყალი და ცოცხი მოიღე სწრაფად,
თუ აბანოში არ იყოს კვამლი,
ცოცხი ცხელ წყალში დამდუღრე უცებ;
შენ აბანოში არ დარჩე დიდხანს,
შენ იქ არ დაჰყო მრავალი ხანი,
რომ არ ეგონოს მამამთილს ბოროტს,
რომ არ ეგონოს დედამთილს კაპასს
რომ აბანოში ნებივრობ ისევ,
გაშხვართული ხარ თაროზე სიგრძივ.
როს აბანოდან დაბრუნდე სახლში,
ბოროტ მამამთილს უთხარი ასე:
„ო, მამამთილო, მამაო ჩემო!
უკვე მზადაა აბანოს წყალი,
აბანოს ცოცხი მზადაა უკვე,
გავასუფთავე აბანოს თაროც,
რამდენიც გსურდეს მიიღე ორთქლი,
გადისხი წყალი რამდენიც გსურდეს!

468 მკითხველთა ლიგა


თაროთა ქვეშე დავდგები თავად,
აბანოს სითბოს შევმატებ თვითონ!“
ოდეს დადგება დრო-ჟამი ქსოვის,
დრო-ჟამი ქსოვის დადგება ოდეს,
მოეშვი სოფლად თითების ძებნას
და ოსტატობას ნუ მოსთხოვ წყაროს,
ნუ ეძებ რჩევას კარიდან კარად.
კარიდან კარად ნუ ეძებ დგიმებს!
შენივე ხელით დაართე ძაფი,
შენივე ხელით აკეთე საქმე,
მატყლის ძაფები დაძაბე სუსტად,
მძლავრად დაძაბე ძაფები სელის!
ძაფები მორგვად შეკარი შემდეგ,
საშულოვოზე დახვიე მაგრად,
იქიდან ხუფზე ახვიე ღუმლის,
ხოლო ქსელი კი – საქსელე ლილვზე!
აამოძრავე დგიმები მძლავრად,
აამოძრავე დაზგები მდგარი
და სახიფთანე მაუდი ქსოვე
და კარგი შალის მოქსოვე კაბა,
იმ მატყლის ძენძით მოქსოვე იგი,
რომელიც პარსეს ნაზამთრალ ბატკნებს.
კარგად მისმინე, ძვირფასო ჩემო,
ასულო ნაზო, მისმინე კარგად!
ქერის მარცვლები ლუდისთვის ხარშე,
ხარშე დამბალი მარცვლები პურის,
მცირედი ნაკლიც არ ქონდეს მარცვალს,
შეშა ნაკლები დახარჯე მხოლოდ!

469 მკითხველთა ლიგა


კარგად გასინჯე ალაო პურის
ქერის ალაო გასინჯე კარგად,
არ დააბრუნო შიგ დანა ფართე,
არ დააბრუნო მარცვლები ნიჩბით:
არამედ ხელით აბრუნე მხოლოდ,
აატრიალე ხელებით კარგად.
შენ აბანოში ხშირ-ხშირად შედი,
დახედე ვარცლზე მიმოყრილ მარცვლებს,
რომ არ დააჯდეს მსუნაგი კატა,
არ მოისურვოს მარცვლებზე ძილი!
აბანოსაკენ წახვიდე ოდეს,
არ შეგეშინდეს მშიერი მგლების,
არ მოგელანდოს ნადირი ტყისა,
თუნდაც წყვდიადი მეფობდეს ღამე!
თუკი მოგადგეს სტუმარი კარზე,
თავაზიანად მოეპყარ სტუმარს!
მუდამ ინახავს ოჯახი კარგი
სტუმრებისათვის ათასგვარ საჭმელს,
ხორცის ზედმეტი ნაჭრების გროვას,
უგემრიელესს ინახავს ღვეზლებს.
შენ დააბრძანე სტუმარი უცხო
და მეგობრული უთხარი სიტყვა,
გაუმასპინძლდი სიტყვებით ტკბილით,
უმასპინძლებდე საჭმელით ვიდრე!
როდესაც წავა სტუმარი უცხო,
ოდეს სტუმარი დატოვებს ბინას,
არ გააცილო სტუმარი გარეთ,
სტუმარს კარამდე მიყევი მხოლოდ,

470 მკითხველთა ლიგა


რომ არ გაიგოს ძვირფასმა ქმარმა,
რომ არ განრისხდეს მეუღლე შენი!
თუ დაგებადა სურვილი ასულს,
გაისეირნო საღამოს სოფლად,
სახლში ნებართვა აიღე მაშინ,
ნებართვის გარე ნუ გახვალ გარეთ!
სოფლის შარაზე იარე მშვიდად,
გადმოაფრქვიე სიტყვები ბრძნული,
არ გამოლანძღო ოჯახი უცხო,
დედამთილზედაც ნუ იტყვი აუგს!
ასე გკითხავენ სოფელში რძლები
და სხვა ქალებიც გკითხავენ ასე:
შენ დედამთილი თუ გაჭმევს კარაქს,
როგორც გაჭმევდა დედიკო შენი?
შენ არ წამოგცდეს ცეტური უცებ:
„მე აქ კარაქი არა მაქვს სულაც“.
არამედ უთხარ, რომ ყოველ დილით
შენ ერთ კოვზ კარაქს გაძლევენ მუდამ,
თუნდაც გაჭამონ ზაფხულში ერთხელ,
თუნდაც გაჭამონ კარაქი ძველი!
კარგად მისმინე, ასულო ნაზო,
ძვირფასო ჩემო, მისმინე კარგად!
ახლა მშობლიურს შორდები მხარეს,
მიეშურები მეუღლის სახლში,
არ დაივიწყო მშობელი დედა,
არ მოასიო დარდები მძიმე!
მან მოგანიჭა სიცოცხლე ტკბილი
და მადლიანი გაწოვა ძუძუ,

471 მკითხველთა ლიგა


შენ მან სხეულით სხეული მოგცა,
აღვსილი მკერდით აღგივსო მკერდი;
ოდეს გირწევდა დედიკო აკვანს,
აკვანთან ნანას გიმღერდა ოდეს,
აღარ ახსოვდა საბრალოს ძილი,
ავიწყდებოდა სადილი ხშირად.
ვინც დაივიწყებს საყვარელ დედას,
და მძიმე დარდებს მოასევს გულზე, –
არ დაეშვება კეთილად მანში,
არ დაეშვება ტუონში მშვიდად.
იქ ცოდვებისთვის მოსთხოვენ პასუხს,
იქ დაედება სასჯელი მკაცრი,
რომ დაივიწყა მშობელი დედა,
რომ მოასია დარდები მძიმე,
მკაცრად მოხედავს ასული მანის
და ასე კითხავს უმადურ ასულს:
„ვით დაივიწყეს მშობელი დედა,
რომ მოასია დარდები მძიმე,
დედა ხომ დიდად დარდობდა შენთვის
და განიცდიდა საშინელ ტანჯვას,
როს აბანოში ათევდა მარტო,
თავის საწოლზე გმინავდა მწარედ,
როს განიჭებდა სიცოცხლეს ქვეყნად,
როს ულამაზეს გბადებდა ასულს!“
ჯდა იატაკზე მოხუცი ერთი,
ჯდა მათხოვარი ძონძებით ტანზე,
დაეხეტება კარდაკარ ვინაც,
სოფელში ყველა კარები იცის.

472 მკითხველთა ლიგა


ასე ეტყოდა მთხოვარი ასულს,
ასულს ღატაკი ეტყოდა ასე:
„კოხტა მამალი უმღერის დედალს,
დედალს უმღერის ყვინჩილა ნორჩი,
წამოიმღერებს ყორანი ზოგჯერ,
გაზაფხულის ჟამს იმღერებს მხოლოდ.
ჩემს სიმღერას კი მოისმენს ვერვინ,
ვერვინ მოისმენს მხიარულ ჰანგებს,
რადგან ისინი დავტოვე სახლში,
მოყვასთა გულში დავტოვე რადგან,
მე კი ამ ქვეყნად დავდივარ მარტო,
სიყვარულის და სიმდიდრის გარე.
კარგად მისმინე, დობილო ჩემო,
ძვირფასო ჩემო, მისმინე კარგად!
მშობლიურ მხარეს შორდები ახლა,
მიეშურები მეუღლის სახლში,
გირჩევ, სურვილებს არ აყვე ქმრისას,
არ დაემსგავსო უბედურ ასულს,
რომელმაც ქმრისა შევიცან გული,
შევიცან მისი ბუნება მძიმე!
მე ვიზრდებოდი ყვავილის დარად.
მანანას დარად ვყვაოდი ტყეში.
ღეროთა დარად ვიდოდი ცისკენ,
მშვენიერ ქალად ვიქეცი ბოლოს.
სოფელში კენკრა დამარქვეს მაშინ,
ხალასი ოქრო მიწოდეს სოფლად,
იხვად მიხმობდა ძვირფასი მამა,
ბატად მიხმობდა დედიკო ჩემი,

473 მკითხველთა ლიგა


ძამიკო ჩემი – ფრინველად წყლებზე,
დაიკო ჩემი – პატარა სკვინჩად.
გზაზე ვიდოდი ყვავილის დარი,
ჟოლოთა დარი ვიდოდი ხნულზე,
ვმხიარულობდი ნაპირზე ლაღად,
ყვავილთა შორის ვსუნთქავდი შვებით.
ვახმაურებდი სიმღერით ველებს,
ქედებზე ვმღერდი გუგულის დარად,
უსიერ ტყეებს ვიკლებდი ცეკვით,
ნაზი სიცელქით ვიკლებდი ჭალებს.
მელია ყნოსვას ხაფანგთან მიყავს,
სათაგურს მოყავს თავისკენ თაგვი,
მე კი ოცნებას მივყავდი ქმრისკენ
და მიმიყვანა ადგილზე ბოლოს.
მისთვის შობილა ასული ქვეყნად,
მისთვის ურწიეს აკვანი ასულს,
რათა ვაჟკაცის შეიქნეს ცოლი,
რათა დედამთილს დაუდგეს მონად.
მივისწრაფოდი ქმრისაკენ ჟოლო
და ალუბალი შორეულ წყლისკენ,
დამცირებისკენ ვიდოდი მოცვი,
ვიდოდი მარწყვი სიკვდილის პირად.
ძლიერი მუხა მიჭერდა გზაზე,
მირტყამდნენ ტოტებს ხეები არყის,
თხმელები ხელებს მავლებდნენ თითქოს,
იკბინებოდნენ ტოტები მწარედ.
ქმართან ვიდოდი ასული ოდეს,
ასე მიამბეს საბრალო ასულს,

474 მკითხველთა ლიგა


ქმარს გააჩნია ოთახი ექვსი,
საკუჭნაო კი ორია მხოლოდ.
ტყის ბოლოშია ბეღლები სავსე,
ქუჩების გასწვრივ ყვავილთა ჯარი,
წყაროსთან ქერის ყანები ბლომად,
შვრიის ყანები მშვენიერ ველზე,
მოფენილია მწვანეზე მროწლე,
ზოგი მეწველი, ბერწები ზოგი,
ფულის მარაგი ბევრი აქვს ოჯახს
და ასჯერ მეტი ექნება შემდეგ.
მე დავიჯერე ნათქვამი ქმართან,
და საცხოვრებლად წავედი ქმართან,
ვერ დავუჯერე საკუთარ თვალებს,
ოდეს ვიხილე მეუღლის სახლი,
ექვსიოდ ბიჯგი უდგია ბინას.
შვიდი მარგილი უდგია ღობეს,
უმოწყალოა ტყეები მუხის,
ყოველი ბუჩქი გიყურებს მტრულად,
გელის ხიფათი ყოველგვარ გზაზე,
უსიერ ტყეში სიკვდილი გელის,
ბეღლებში არის მარაგი ცოტა,
მთლად ცარიელსაც იპოვი ბეღლებს,
მწარე სიტყვები მესროლეს ბევრი,
აწ უფრო მწარეს მოველი მათგან.
არ დავემდურე ამისთვის ოჯახს,
ქმართან ცხოვრება განვაგრძე მაინც.
ქებას ველოდი სიწმინდის გამო,
კეთილ საქმეებს ველოდი მათგან.

475 მკითხველთა ლიგა


შემომიყვანეს ოთახში ოდეს,
ნაფოტის ძებნას შევუდექ მაშინ,
წავიფორხილე კარებთან მძლავრად,
უეცრად შუბლი მივარტყი კარებს,
კართან შევნიშნე თვალები უცხო,
ხოლო კედლებთან თვალები ბნელი,
იატაკიდან ელამი მეტად,
უფრო ბოროტი თვალები გარეთ;
იქ მამამთილის პირიდან ქშენით
და დედამთილის პირიდან მძლავრად,
ამოდიოდა ძალუმი სიცხე,
მოისწრაფოდა ძლიერი ცეცხლი.
არ დავემდურე ამისთვის ოჯახს,
მსურდა როგორმე მეცხოვრა მაინც,
მეკეთებინა კეთილი საქმე
და თავი მდაბლად მჭეროდა მუდამ.
მე კურდღელივით დავრბოდი სახლში,
მე ყარყუმივით დავრბოდი გარეთ,
ღამით ლოგინში ვწვებოდი გვიან,
მაგრამ ვდგებოდი ადრიან დილით.
არ იდარდებდა არავინ ჩემზე,
პატივს არ მცემდა არავინ ოდნავ,
თუნდაც შუაზე გამეპო კლდენი,
მაღალი მთები დამედგა მთებზე.
წვალებით ვფქვავდი წისქვილში
ხორბალს,
მე უხეშ მარცვლებს წვალებით ვფქვავდი,
რათა დედამთილს შთაენთქა უცებ,

476 მკითხველთა ლიგა


უმალ შთაენთქა დედამთილს ამაყს.
მე კი, უტყვი და მორჩილი რძალი,
ქვით სავსე პურებს ვცოხნიდი მხოლოდ,
მაგიდად მქონდა ღუმელი ხშირად
ტოლჩა კი კოვზად მეჭირა ხელში.
ულამაზეს და უნაზეს ასულს,
ჭაობის ხავსი მომქონდა ხშირად,
და პურს ვაცხობდი ბინძური ხავსით,
გეახლებოდით ამნაირ კერძებს,
წყაროდან წყალი მომქონდა წმინდა
და წმინდა წყაროს ჩამჩიდან ვსვამდი,
მაქანავებდა საბრალო კანჯო
და ვიხრებოდი ბადისკენ საწყლად,
ბადიდან ვჭამდი პატარა თევზებს,
საწყალ ცქიმურებს ვაგლახად ვჭამდი:
მე არასოდეს არ მახსოვს დღემდე,
რომ მოერთმია მამათილს თევზი.
ზაფხულის ჟამად თავთავებს ვმკიდი,
ხოლო ზამთარში ვზიდავდი ნაკელს,
ვშრომობდი, როგორც დღიური მონა,
ვშრომობდი, როგორც მდაბიო ქალი,
მაძლევდნენ ჯაჭვებს გრძელსა და მძიმეს,
მძიმე საჩეჩელს მაძლევდნენ ხშირად,
ხშირად დიდი ფიწლებს მაძლევდნენ სახლში
და საჯანდრავებს დიდსა და ფართეს.
არვინ ფიქრობდა ოჯახში იმას,
რომ მძიმე შრომა დამღლიდა ასულს, –
გმირი რომაა – იღლება თურმე,

477 მკითხველთა ლიგა


კვიცი რომაა – სუსტდება კვიციც.
ასე ვშრომობდი ასული ნაზი
და ვასრულებდი ყოველგვარ საქმეს,
სახეზე ოფლი მდიოდა ღვარად,
ვიწურებოდი საბრალო ოფლში.
მე დასვენება მინდოდა ოდეს,
ოდეს ჩამუხვლა მინდოდა ოდნავ,
ცეცხლის დანთების დგებოდა ჟამი
და მონდომებით ვანთებდი ღუმელს.
სუყველა გმობდა სილაღეს ჩემსას,
ავი ენები მომდგნენ და მლანძღეს,
განსაჯეს ჩემი სახელი წმინდა,
კეთილი ზნენი განსაჯეს ჩემი,
ვითარცა წვიმებს, მაღვრიდნენ სიტყვებს,
თავზე დამიშვეს სიტყვები ღვარად,
თითქოსდა მცემდნენ მგზნებარე ცეცხლით
და რკინის სეტყვას მაყრიდნენ თითქოს.
არ დავემდურე ამისთვის ოჯახს,
მსურდა როგორმე მეცხოვრა მაინც,
მამამთილისთვის მომევლო ისევ,
ისევ მეცხოვრა საზარელ კაცთან,
მაგრამ მგლად იქცა მეუღლე ჩემი,
მიიღო დათვის სასტიკი სახე,
მეუღლემ ზურგი მაქცია სწრაფად,
ვით ვიგინდარას მაქცია ზურგი,
გულზე ვარამი დამაწვა მძიმე,
სხეულში სული ჩამიკლა სევდამ.
მაშინ ავტირდი ასული ნაზი,

478 მკითხველთა ლიგა


არდგმულში თავი მივეცი ფიქრებს
და ვიგონებდი გარდასულ დროთა,
ოდეს ცხოვრება გამაჩნდა ტკბილი,
ოდეს მშობლიურს ვუვლიდი ეზოს,
მშობლებთან ახლოს ვცხოვრობდი ოდეს.
ხმა ამოვიღე ასულმა ბოლოს,
ორიოდ სიტყვა გავბედე მაშინ:
„ზრდიდა მშობელი მშვენიერ ასულს,
ქალიშვილს ზრდიდა მშობელი დედა,
მან ქალიშვილი გაზარდა ბოლოს,
მაგრამ დანერგვა ვერ შესძლო მისი.
ხე უნაყოფო ყამირზე დარგა,
სადაც გაუდგამთ ფესვები არყებს –
დაე, იქ დარჩეს მცენარე იგი,
დაე, ცრემლები დაღვაროს უხვად.
მე მეკუთვნოდა ადგილი კარგი,
უფრო დიდი და ლამაზი ეზო,
და იატაკი უფრორე ფართე,
უფრო მძლავრი და გამგები ქმარი.
ქალამანს მიმცეს ასული ცოლად,
ცოლად მარგუნეს ასული ბანდულს,
რომელსაც შვენის სხეული ყორნის
და ყორნის ნისკარტს ატარებს ცხვირად,
მგლის ფართე პირი უმშვენებს სახეს,
ხოლო სხვაფრივ კი ბრანგვია უშნო.
მე რომ ასეთი მდომოდა ქმარი,
ავცოცდებოდი პატარა მთაზე,
გზაზე მოვჭრიდი ნაძვის ხეს მაღალს,

479 მკითხველთა ლიგა


ვეება მურყანს მოვჭრიდი ტყეში,
და ბუსნოსაგან შევქმნიდი სახეს,
წიწვებით წვერებს შევქმნიდი ხელად,
უმსგავსო გოგრას შევქმნიდი თიხით,
შავი ნახშირით შევქმნიდი თვალებს,
ხეთა კორძებით შევქმნიდი ყურებს,
წნორის ტოტებით შევქმნიდი ფეხებს“.
ასეთ სიმღერას ვმღეროდი მაშინ,
მწუხარებისგან ვოხრავდი მწარედ;
ეს გაიგონა ძვირფასმა ქმარმა,
არდგმულის უკან მდგარიყო იგი!
ქმარმა ადგილი დასტოვა უცებ
და შემოვარდა არდგმულში მედგრად.
მე სიარულზე ვიცანი ქმარი,
ვიცანი მისი ნაბიჯი მძიმე:
ქოჩორი მისი იწევდა მაღლა,
არა ქარებით, არამედ ბოღმით,
აღჭრიალებდა საზარლად კბილებს,
საბრალო ასულს თვალებით მხვრეტდა.
მას იფნის შოლტი ეჭირა ხელში,
მუხის კომბალი ეჭირა მძიმე,
მუხის კომბალი აღმართა მაღლა
და დაბლა დამცა ძლიერი დარტყმით.
სოფლად საღამო მოვიდა ოდეს,
ძილისთვის იწყო მზადება ქმარმა,
ნამსხლევი ტოტი აიღო ხელში,
თასმის მათრახი ჩამოხსნა კედელს,
განა სხვისათვის ჩამოხსნა იგი,

480 მკითხველთა ლიგა


არამედ ჩემთვის ჩამოხსნა მხოლოდ.
გადავიღალე ამდენი ტანჯვით
საბრალოს ძილი მომინდა ძლიერ,
დასაძინებლად წავედი ბოლოს
და მივუწექი მეუღლეს გვერდით;
მან დამიშინა მუშტები მძაფრად,
მძლავრი მუშტებით მიმსხვრევდა ფერდებს,
გადამიჭირა მათრახი თასმის,
გადამამსხვრია ძვლის ტარი ტანზე.
ბოროტ მეუღლეს გავექეც მაშინ,
უცებ გავუსხლტი ხელიდან ბოროტს,
მაგრამ უმალვე მომახტა უკან,
მერეკებოდა კარამდე ცემით!
თმებში ჩამავლო ხელები მტკიცედ,
გამწარებული მიწეწდა ნაწნავს,
მომიაბნია დალალნი ქარში,
გამოედევნენ დალალნი ქარებს...
ვისთვის მეკითხა ნეტავი რჩევა,
ვისთვის მომეხმო დამხმარედ ნეტავ?
ფოლადის ჩექმა ჩამაცვეს ფეხზე,
წელზე სარტყელი შემარტყეს რკინის
და ოთახიდან გამაგდეს უმალ
და დამაყენეს ყინვაში გარეთ.
ქმრის დამშვიდებას ვუცდიდი ცოლი,
მხეცის დაცხრომას ვუცდიდი დიდხანს,
მაგრამ საზარლად ბრდღვინავდა ისევ,
რადგან დაცხრომა არ სურდა ბოროტს!
საბრალო დიდხანს ვიჯექი თოვლში,

481 მკითხველთა ლიგა


კარების უკან ვიჯექი დიდხანს,
ბოლოს კი ყინვამ იმძლავრა ერთობ
და ავეკარი კანკალით კარებს,
მაშინ მომიცვა ფიქრებმა ბნელმა,
დამწუხრებული ვფიქრობდი მაშინ:
ნეტავ სანამდე ვიცხოვრო ასე,
ეს დამცირება ვითმინო სანამ,
საბრძანებელში ბოროტი სულის,
სადაც დამპალი ბინადრობს ლემპო.
მეუღლის სახლი დავტოვე მაშინ,
გამოვეთხოვე საყვარელ ოჯახს,
გადავუარე მთებსა და ველებს
და ძმის ველებზე გავედი ბოლოს.
იქ მე ვიხილე ნაძვები ხმელი
და მოშრიალე ფიჭვებიც ვნახე.
თავზე დამჩხავლა ყორანმა შავმა
და აჭრიალდა კაჭკაჭთა გუნდი:
„რისთვის მოსულხარ, საბრალო ქალო,
აღარ არიან მშობლები შენი!“
მე არ ვათხოვე ფრინველებს ყური
და მივაშურე მშობლიურ ეზოს.
მე კუტიკარმა მომიგო ასე,
შემომღაღადეს ველებმა ერთხმად:
„რისთვის დაბრუნდი ასულო სახლში,
რისთვის ეწვიე მშობლიურ მხარეს?
უკვე ცოცხალი აღარ გყავს მამა,
საბრალო დედამ დალია სული,
შენი ძმა შენთვის უცხოა უკვე,

482 მკითხველთა ლიგა


მისი მეუღლეც უცხოა შენთვის!“
მე არც ამ სიტყვებს ვათხოვე ყური,
ოთახისაკენ წავედი ჯიქურ,
და სახელურზე შევეხე ოდეს,
ძალიან ცივი მეჩვენა იგი.
ოთახის კარი შევაღე უცებ
და დავეყუდე კარებში უხმოდ.
არ მომესალმა ამაყი რძალი,
ჩემგანც ტყუილად ელოდა სალამს;
მე ხელით ოდნავ შევეხე ღუმელს,
იყო ღუმელი ძალიან ცივი;
მე ხელით ნახშირს შევეხე შემდეგ,
მას არ გააჩნდა ოდნავი სითბო.
ღუმელთან იწვა ძამიკო ჩემი,
ძამიკო ჩემი გრძელ სკამზე იწვა:
საჟენი მჭვარტლი ეყარა მხრებზე,
სხვა ნაწილებზე ერთი მტკაველი,
თავზე ნაცარი წყრთა იყო ალბათ,
ხოლო ტალახი ჩარექი ერთი.
ძმა შემესიტყვა, ვითარცა უცხო,
ვითარცა სტუმარს მომიგო ასე:
„ზღვის გადაღმელო, საიდან მოხვალ,
სთქვი, რომელია სამშობლო შენი“.
მაშინ მომაწვა ნაღველი გულზე
და ვუპასუხე ძამიკოს მშვიდად:
„ნუთუ ვერ იცან დაიკო შენი,
რომელიც წინათ გიყვარდა ძლიერ?
ჩვენ ერთმა დედამ დაგვბადა ქვეყნად,

483 მკითხველთა ლიგა


ვართ მართვეები ჩვენ ერთი ჩიტის,
დავტოვეთ ერთი თავშავას ბუდე,
ჩვენ ერთი ბატის დავტოვეთ ბინა!“
ამის გამგონე ატირდა კაცი
წასკდა თვალთაგან ცრემლები ცხარე...
მაშინ მიუგო მეუღლეს ქმარმა,
წაუჩურჩულა მეუღლეს ასე:
„ძვირფას დაიკოს აჭამე რამე,
გამოუტანე საჭმელი კარგი!“
ზიზღით გახედა მეუღლეს ცოლმა,
შჩი მომიტანა ძალიან მცირე, –
ქოფაკს ეჭამა ჯამიდან ქონი,
ამოეტლიკა მარილი მლაშე.
ასე მიუგო მეუღლეს ქმარმა,
წაუჩურჩულა მეუღლეს ასე:
„სტუმარს ჯამებით მოართვი ლუდი,
ახალი ლუდი მოართვი სტუმარს!“
ცერად გახედა მეუღლეს ცოლმა
და მომიტანა ბინძური წყალი,
რომელშიც დიდხანს ებანა სახე,
რომელშიც ხელი ებანა დიდხანს.
ძვირფასი სახლი დავტოვე მაშინ,
მე მშობლიური დავტოვე ეზოც
და ხეტიალი დავიწყე ქვეყნად,
გადავუარე ზღვებსა და ხმელეთს,
ვიარებოდი საწყალი ქალი,
ვეხეტებოდი სოფლიდან სოფლად,
ვაკაკუნებდი დახურულ კარზე

484 მკითხველთა ლიგა


და მოწყალებს ვითხოვდი ცრემლით,
თან მომყვებოდნენ ბალღები უკან,
ციოდათ ბალღებს, შიოდათ ბალღებს....
ცოტა როდია ისეთი ქვეყნად,
ისეთი კაცი ბევრია ერთობ,
რომელმაც სიტყვით მომიკლა გული,
ვინც გამკილავი მაკადრა სიტყვა.
ისეთი ვინმე ცოტაა ძლიერ,
ვინაც სიკეთე მიჩვენა საქმით,
ტკბილი სიტყვებით მომმართა ვინაც,
ვინაც ღუმელთან მიმიშვა ახლოს,
ოდეს დავსველდი წვიმების თქეშით,
ოდეს სასტიკმა დამძალა ყინვამ,
კაბაზე ჭირხლი მეფინა ოდეს,
ხოლო ქურქზე კი ყინვა და თოვლი.
მახსოვს, ქალწული ვიყავი როცა,
ვერ ვირწმუნებდი მე ერთი წამით,
თუნდაც ათასებს ეამბნათ ასჯერ,
თუნდაც ათასებს ათასჯერ ეთქვათ,
რომ მექნებოდა სასტიკი ბედი,
დამაწვებოდა დარდები მძიმე,
როგორიც უკვე ვიგრძენი ქმართან,
რომელმაც ბოლოს მომიღო ბოლო“.

485 მკითხველთა ლიგა


runa ocdameoTxe

სასიძოს აძლევენ დარიგებას, როგორ მოექცეს ცოლს, და


ავალებენ ცუდი არასოდეს შეამთხვიოს მას. ერთი მოხუცი
მათხოვარი უამბობს, როგორ მოაჭკვიანა ერთ დროს თავისი
ცოლი. პატარძალი თვალცრემლიანი ფიქრობს იმაზე, რომ
ახლა სამუდამოდ უნდა მიატოვოს მშობლიური სახლი, და
ეთხოვება თავისიანებს. ილმარინენი მარხილში სვამს საცო-
ლეს, გზას გაუდგება და მშობლიურ სახლში მიდის.

486 მკითხველთა ლიგა


ტურფა ასული დამოძღვრეს უკვე,
სასძლოს ასწავლეს – მოიქცეს როგორ;
ახლა მე რჩევით მივმართავ საქმროს,
მე მინდა ახლა სასიძოს ვუთხრა:
„ჰეი, სასიძოვ, ძმობილო ჩემო,
შენ – უკეთესო ძმათაგან ძმაო,
შენ – უნაზესო ბავშვთაგან ბავშვო,
უსათნოესო შვილთაგან შვილო,
ყური დამიგდე, მისმინე კარგად,
დაიმახსოვრე, მე რასაც გეტყვი,
უმშვენიერეს საპატარძლოზე –
მტრედზე, რომელიც შენ იგდე ხელში!
ადიდე, საქმროვ, შენ შენი ბედი
და შეიშნოე, რაც გიძღვნა ზენამ.
და თუ ადიდებ – ადიდე გულით,
და თუ ილოცებ – ილოცე ცხოვლად,
შენ შემოქმედმა გიბოძა ბედი,
მადლი მიაგე მოწყალე უფალს;
მადლობა უთხარ ასულის დედას,
ასულის მამას მადლობა უთხარ,
რომ გამოზარდეს საცოლე შენი,
ესდენ უზადო, უბიწო, სათნო!
გახალისდება ასული შენთან,
გაუბრწყინდება უფრორე სული,
თოვლის ფიფქივით თეთრია იგი,
გაათბობს შენი მხურვალე სუნთქვა;

487 მკითხველთა ლიგა


შეიშმუშნება ასული ნაზად,
როს გაშმაგებით მიიკრავ მკერდზე...
მას ეხერხება კერვა და ქსოვა,
რეცხვა და ქარგვა, ჩეხვა და თიბვა,
ენით ვერაფერს ვერ იტყვის კაცი,
რომ არ შეიძლოს ასულის ხელმა;
რაც მთავარია, ნახელავს მისას
შნო და ლაზათი ყოველთვის ახლავს.
მის ხელში დგიმი თახთახებს ისე,
როგორც გუგული მომაღლო ბორცვზე,
გარბი-გამორბის ქაქანით მაქო,
ტოტზე ყარყუმი ცოცავსო თითქოს.
მას როცა კოჭი უჭირავს ხელში,
ციყვს თითქოს პირში ეჩაროს გირჩა.
ღამით მთელ სოფელს არა აქვს ძილი,
ირგვლივ არავის არ სძინავს ღამით,
ისე დგრიალებს ასულის დგიმი,
ისე გაბმულად ტიკტიკებს მაქო.
ჰე, ყრმაო საქმროვ, დამოგდე ყური,
შენ – ნაშიერო ძალოვან მამრთა!
გასჭედე ცელი – ფხიანი, ბასრი,
გამოუნახე მაგარი სატრე –
ფალანგის კართან მოსჭერი იგი,
გამოუკვერე ცელს პირი კარგად.
მზე აღმოხდება ცარგვალზე როცა,
ნოღა-მდელოზე პატარძალს ჩაჰყე,
მიაპყარ მზერა სათიბის ლივლივს,
ყური დაუგდე ბალახის შრიალს;

488 მკითხველთა ლიგა


იელვებს ცელი, იწივლებს ლელი,
გაითიბება ბალახი ხელად,
ფენებ-ფენებად დაფარავს მიწას
მწვანე მჟაუნა, ღოლო და ღვალო.
მეორე დილით დაუდგი ასულს
ლამაზი დგიმი, მიეცი მაქო,
საქუსალი და ყოველი რამე –
მოწყობილობა საქსოვი სრულად.
და მიუჯდება ასული დაზგას,
ახმაურდება საქსოვი დგიმი,
და გაიგონებს სოფელი მთელი,
და დაიწყებენ ქალები კითხვას:
„საქსოვ დაზგასთან ვინ არის ნეტა?“
შენ უნდა უთხრა პასუხი ყველას:
„ვინ და – ჩემი მზე. გუგუნი გესმით?
ღუღუნი გესმით? გულია ჩემი.
რა? საქუსალი მოხსნას ლაფათინს?
თავი ანებოს დაზგაზე ქსოვას?“
არ გააჩეროს ასულმა დაზგა,
არ მიატოვოს არაფრით ქსოვა, –
ასე ხომ მარტო მზის ასულს ძალუძს,
მთვარის ასული თუ შეძლებს მხოლოდ,
თუ ეხერხებათ ვარსკვლავთა ასულთ,
ასე ხელმარჯვედ იხმარონ დაზგა;
ჰეი, სასიძოვ, დამიგდე ყური,
ულამაზესო ძეთაგან ძეო!
შენ ამ ადგილებს გაშორდე უნდა,
თან წაიყვანო საცოლე შენი, –

489 მკითხველთა ლიგა


ეს მომხიბლავი, ლამაზი ჭვინტა!
არ გააწამოს ასული გზაზე,
არ შეაწუხო ეს ჩვენი ღაჟო,
არ არონინო თხრილებში იგი,
არ მიახალო ღობეს ან ყორეს,
ან არ დავარდეს მოლიპულ ქვებზე, –
მას მამამისს მშობლიურ სახლში
უფრთხილდებოდნენ, ვით სავსე ჭიქას,
მას არ უვლია აროდეს თხრილში.
არცა ოდესმე ღობეს და ყორეს
მიხეთქებია, არც რიყის ქვებზე
არ გაუვლია აროდეს ქალწულს.
ყრმაო, სასიძოვ, დამიგდე ყური,
ულამაზესო ძეთაგან ძეო!
არ არონინო ასული ქვებზე,
უნდა არიდო წყვდიადს და წკვარამს,
არ დაუცურდეს სიპებზე ფეხი,
არ შეაწუხო საცოლე შენი, –
მას მამამისის მშობლიურ სახლში
უფრთხილდებოდნენ, ვით სავსე ჭიქას.
არ შეცდე, საქმროვ, მეუღლეს შენსას
არ ანაყვინო ფილაში ჩალა,
არც ქერეჭინი, არც ბზე, არც ხრალი, –
არ აცხობინო იმისგან პური.
მას არასოდეს მშობლიურ სახლში
არ დაუნაყავს ჩალა და ბულა,
ბალახ-ბულახის ცომისგან პური
არ დაუცხვია არასდროს ასულს.

490 მკითხველთა ლიგა


შენ შენი გვრიტი გაიყვა მინდვრად,
ჩაბაზებული აჩვენე ყანა,
დაე, ჩაყაროს ბეღელში ჭვავი,
აიღოს ქერი, თავთუხი, ფეტვი,
რომ მერე ცომი მოზილოს ხელად
და გამოაცხოს ფუნთუშა პური;
რომ მერე ქვაბი დაადგას დიდი
და გამოხადოს მზისფერი ლუდი.
ჰეი, სასიძოვ, ძმობილო ჩემო!
არ დააღონო ეს ჩვენი გვრიტი,
არ მიაკარო ნიავი ცივი,
მის თვალზე არვინ არ ნახოს ცრემლი.
და თუკი გულზე ნაღველი რამე
შემოაწვება ოდესმე ასულს, –
მარხილში ცხენი შეაბი თეთრი,
არ დააყოვნო არც ერთი წუთი,
ქალი მაშინვე მიჰგვარე მამას,
დედასთან ჰპოვებს ასული შვებას!
„ო, არ გაგიწყრეს, იცოდე, ღმერთი
და არ მოექცე არასდროს ასულს,
ვითარცა მსახურს, ვითარცა მხევალს, –
შენ არ გაბედო ასეთი რამე;
სულ ღია გქონდეს არდგმულის კარი,
არც საკუჭნაოს დაადო კლიტე –
ასულს ყოველთვის შეეძლოს შესვლა
სადაც უნდა და როდესაც უნდა.
მას არასოდეს მშობლიურ სახლში
არ ექცეოდნენ, ვითარცა მხევალს,

491 მკითხველთა ლიგა


მისთვის ყოველთვის ყველაფრის კარი
ღია იყო და ასული თვითონ
რეცხავდა სარეცხს, წველიდა ძროხას,
უვლიდა ქათმებს, ფერავდა ჭურჭელს,
საღამოს ბოქლომს ადებდა ბეღელს,
ალიონზე კი აღებდა თვითვე,
მოკლედ, ის იყო გამძღოლი საქმის
და მეოჯახე – ჭკვიანი ფრიად.
ჰეი, სასიძოვ, ძმობილო ჩემო,
შენ, ნაშიერო გულოვან მამრთა,
ხამს – ღირსეულად მოეპყრა ასულს,
შენც შესაფერისს დაგდებენ პატივს:
სიმამრს როდესაც ეწვევი სტუმრად,
როდესაც სიდედრს ეწვევი სახლში,
ყველა გულღიად შეგხვდება სიძეს
და გაგიშლიან მაშინვე სუფრას,
დიდი პატივით შეგხვდება ყველა,
დაგანაყრებენ, გასმევენ კარგად,
ის კი არა და, გახვითქულ ცხენსაც
გამოხსნიან და დააურვებენ,
და შეიყვანენ თავლაში მერე,
და მიართმევენ გეჯათი შვრიას.
არ შეურაცხყო ასული იგი,
არ შეახვედრო საწყენი რამე;
მას, – აქაოდა არ აქვსო გვარი
ღირსეულიო, – შენ ამის გამო
არ შეახვედრო საწყენი რამე,
ნუ მოექცევი უღირსად უღირსად ასულს,

492 მკითხველთა ლიგა


არც ის იფიქრო, თითქოსდა ირგვლივ
ნათესაობა არ ჰყავდეს ბლომად:
კარგად იცოდე, მას გვარიც მოსდგამს
და ნათესავიც ბევრი ჰყავს ძლიერ:
ერთ ქცევაზე რომ დათესო ცერცვი –
თითო მარცვალი შეხვდება თითოს,
ერთ ქცევაზე რომ დათესო სელი –
თითოს შეხვდება თითო წყრთა ძაფი.
ან არ გაგიწყრეს ღმერთი და ასულს
არ გააგონო უშვერი სიტყვა,
არც გულმოსულმა დააწო თითი,
ჭკუის სწავლება არ დაუწყო ქამრით,
არ აიძულო – არდგმულში შეძვრეს
და იქ მარტოკამ დაღვაროს ცრემლი.
შენ დაიცავი მეუღლე შენი,
ვითარ შეშვენის მეუღლეს ერთგულს,
არც მის დედამთილს არ მისცე ნება,
არც მის მამამთილს არ მისცე ნება
ლანძღონ, აგინონ, სცემონ და ჰკიცხონ,
არც მეზობლებმა აკადრონ რამე;
თუ წაგაქეზოს უტიფრად ვინმემ –
ცემეო, ყური დაიხშო უნდა,
არ გაგაბრიყვონ, დაფიქრდი კარგად,
არ დაგავიწყდეს, – შენ ხომ სამი წლის
განმავლობაში, დღითა და ღამით,
ეხვეწებოდი ცოლობას ასულს!
უნდა მოეპყრა, ვით ვაჟკაცს შეჰფერს;
მეუღლეს შენსას მიეცი რჩევა,

493 მკითხველთა ლიგა


როგორ მოიქცეს სახლში და გარეთ,
პირველ წელიწადს ასწავლე სიტყვით,
მეორე წელს კი შეხედე მკაცრად,
დაუბრიალე მრისხანედ თვალი,
მესამე წელს კი, ურჩსა და ჯიუტს,
დაუბაკუნე მუქარით ფეხი!
და სიტყვა თუ არ ისმინოს შენი,
თუ არ მოვიდეს ჭკუაზე მაინც,
თუ არც ეს ეყოს – მინდორში გადი,
მოსჭერ შხვართალა ლერწამი ერთი,
ან შვიტის ჯოხი, ან შინდის წკეპლა
და დაემუქრე მეუღლეს იმით,
ჯერ არ იხმარო წკეპლა და ჯოხი
და არცა ქამრით აუწვა კანი!
თუ ვერ ისწავლოს ამითაც ჭკუა,
თუკი ამანაც არ გაჭრას, მაშინ
წადი ტყეში და მონახე ერთი
კაი მოზრდილი არყის ხის შხვერთი,
ამოიდევი ჯუბის ქვეშ მალულ,
რომ მეზობლებმა არ მოჰკრან თვალი,
სახლში რომ მიხვალ – დააძრე ჯოხი
და დაემუქრე მეუღლეს იმით!
ცემით არ ცემო – ეგების შერცხვეს
და იმყოფინოს ეგება სიტყვა.
და თუ ვერ გაჭრას ამდენმა ხერხმა –
ე, მაშინ წკეპლას დაავლე ხელი,
ფარეზი რამე ადგილი ნახე
და ურჩ მეუღლეს უცხუნე მაგრა.

494 მკითხველთა ლიგა


ტრიალ მინდორში არ სცემო ოღონდ,
თორემ ხომ იცი, – თვალი აქვს მინდორს,
არ დაგინახოს უცაბედ ვინმემ,
არ გაიგონოს ღრიალი ხალხმა!
სათუთ ადგილას არ უნდა ურტყა,
თეძოზე სცემე, ბეჭებზე სცემე,
განსაკუთრებით ერიდე თვალებს
და არც ყურებში წაავლო ხელი, –
თორემ, თუ შუბლზე დააჯდა კოპი,
თუ ჩაულურჯდა უპენი თვალთა,
აბა, დედამთილს რა უნდა მეტი, –
რა არის ესო, დაუწყებს კითხვას,
მამამთილი კი უარესს იზამს,
თუ დაუნახა კოპები შუბლზე...
ახლა ქალები? შენს მტერს, ქალებმა
დღე დააყარონ მეუღლეს შენსას,
მთელ სოფელს ჭორებს მოსდებენ ხელად
და იშოვნიან გაჭორვის მიზეზს:
„ომში ყოფილა, შეხედეთ ერთი,
გადაუხდია მაგარი ბრძოლა,
იქნება მგელმა დაგლიჯა, ხალხნო,
ან იქნებ დათვმა ათრია ტყეში?
არა, როგორც ჩანს, ქმარი ჰყავს დათვი,
ანდა ქმრად, საწყალს, მგელი ჰყავს ალბათ.“
იქვე, ღუმელზე, მოხუცი იწვა,
ღარიბ-ღატაკი, მოხუცი ერთი,
წამოიწია ღატაკმა ოდნავ
და ამეტყველდა მოხუცი ასე:

495 მკითხველთა ლიგა


„შენ არასოდეს ათხოვო ყური,
საბრალო საქმროვ, მეუღლეს შენსას,
მეუღლის შენის მოთაფლულ ენას,
დაიმახსოვრე ნათქვამი ჩემი;
მე ცოლისათვის მომქონდა ბლომად
ხორცი და პური, ერბო და ლუდი,
მე ვყიდულობდი თევზეულს ხშირად
და ათასნაირ საჭმელს და სასმელს.
ლუდს ახლო-მახლო ვიყიდდი ხოლმე,
ვეზიდებოდი შორიდან ხორბალს.
სულ ბუზღუნებდა მეუღლე ჩემი,
მაინც არ გაძღა იმისი გული;
აი, შემოდის ოთახში იგი
თვალთა ბრიალით, შეშლილი სახით,
მომვარდა, თმებში ჩამავლო ხელი,
გიჟივით ყვირის, მაგინებს, მლანძღავს,
სულმთლად კინაღამ გამცალა თმისგან
და, თვითონ შტერმა, მიწოდა შტერი.
გავმწარდი კაცი, ვიფიქრე გულში:
მე ვიცი შენი წამალი-მეთქი,
ხელში ავიღე არყოს ხის ტოტი –
და „შტერი“ ხელად „სულიკოდ“ ვიქეც,
როცა ღვიის ღვლერჭს დავავლე ხელი –
„ჩემო ოქროო“, დამიტკბა ცოლი.
ტირიფის წნელი ვუცხუნე წელზე –
და ბოდიშების დაიწყო მოხდა“.
ამოიოხრა ქალწულმა მწარედ,
მოუწყლიანდა თვალები უცებ,

496 მკითხველთა ლიგა


მერე ღვარ-ღვარად დადინდა ცრემლი
და ნიავივით ჩურჩულით წარსთქვა:
„აჰა, კარზეა მომდგარი უკვე
გამოთხოვების წუთები მძიმე,
ო, როგორ მიმძიმს,
დავემშვიდობო ჩემს ლამაზ სოფელს,
სად ავახილე პირველად თვალი,
სადაც დაირწა აკვანი ჩემი,
სად ამოვიდგი პირველად ენა,
სადაც ავიდგი პირველად ფეხი,
სად გავატარე ბავშვობა მთელი,
სადაც ვიზარდე, დავქალდი სადაც.
ფიქრადაც კი არ მომსვლია თავში
თუ ჩემს მშობლიურ სახლსა და ეზოს,
ან ამ მთას მაღალს, ამ ლამაზ მინდვრებს
შეველეოდი ოდესმე წუთით,
ახლა კი მჯერა, ახლა კი ვიცი:
უნდა დავტოვო სამშობლო მხარე,
გამოთხოვების ჩამოჰკრა ზარმა,
და, აჰა, ჩემი წასვლის დროც დგება:
უკანასკნელი დასცალეს კათხა,
გზას მილოცავენ ქაფქაფა ლუდით
და მარხილებიც მზადაა უკვე,
პირით ისინი გზისაკენ დგანან,
შეუქცევიათ თავლისთვის ზურგი,
გვერდით კი ჩვენი გომური მოჩანს.
განშორებისას მადლობა რითი
გადავუხადო მე შესაბრალმა

497 მკითხველთა ლიგა


დედას, რომელმაც მაწოვა ძუძუ,
მამას, რომელმაც ამაგი დამდო,
სიყვარულის წილ რა უნდა ვუზღო
ჩემს თავზე უფრო საყვარელ და-ძმას?!
გამოიღებდა პირიდან ლუკმას
და მე მაძლევდა მამილო ჩემი,
ასე გამზარდა ამხელა ქალი,
აბა, რა მეთქმის მადლობის მეტი!
დედილომ ცხრა თვე მატარა მუცლით,
მერე მშობა და მაწოვა ძუძუ,
ძილგატეხილი მირწევდა აკვანს, –
ჩემს დედილოსაც მადლობა დიდი!
მადლობა – ჩემო კეთილო ძმაო,
მადლობა – დაო, მადლობა ყველას,
ოჯახის წევრებს, ტოლ-სწორთა ჩემთა,
ვისთანაც ველზე ხალისით ვრბოდი,
ვინც და-ძმანივით მიყვარდა მუდამ,
თქვენ – ყველას, ყველას მადლობა ჩემი!
მინდა არ მინდა, – დაგტოვოთ უნდა,
მე ხომ ქვეყანა მიმელის უცხო.
თვითონ არ ვიცი – მივდივარ საით,
რა მხარესაა ქვეყანა იგი.
ჩემო დედილო, მამილო ჩემო,
შენ – ჩემო ღვიძლო მოდგმავ და ჯიშო,
თქვენ, ვისაც გწყდებათ ამ წუთში გული,
გთხოვთ, არ იჯავროთ ძალიან ჩემზე!
ეს მზე ხომ ყველგან ანთია დღისით,
ღამით ხომ ყველგან ანათებს მთვარე,

498 მკითხველთა ლიგა


ეს ვარსკვლავები იბრწყინებს იქაც,
იქ დიდი რვილიც იქნება ცაზე
და შეწევნითა ღვთისათა, ალბათ,
არ დაიჩრდილვის სიცოცხლე ჩემი.
გამოვეთხოვო ყველაფერს უნდა,
ეზოს და წყაროს, ტყესა და ღელეს,
სახლსა და ბეღელს, თავლას და გომურს,
ვეება მთებს და სილურჯეს ცათა;
უნდა დავტოვო ეს მწვანე ბუსნო,
დაქანებული მთებიდან წყალნი,
დე, შიგ ქალებმა იბანონ ტანი,
იჭყუმპალაონ პაწია მწყემსთა.
მთესველს ვუტოვებ პოხიერ მინდვრებს,
სიმშვიდის მძებნელთ – ტყეები რჩებათ,
შეყვარებულებს – არყების ჩრდილი,
დიდრონ ეზოებს ვუტოვებ ბავშვებს,
ბუჩქნი – ჩიტებს, ჭანჭრობი – იხვებს,
და, ვინ ჩამოთვლის: ვის – რა და რას – რა.
თუ დაბრუნება მეღირსა უკან,
კვლავ თუ ვიხილავ მშობლიურ მთა-ველს,
ვერ გაიგონებს ჩემს ქვითინს დედა,
ვერ გაიგონებს ჩემს მოთქმას მამა,
მათ საფლავებზე ამოსულ ღვიას
მწარე გოდებით დავაფრქვევ ცრემლებს.
თუკი დავბრუნდი ოდესმე უკან,
არ შემომხვდება არავინ, ვიცი,
მე ჩვენი ძროხა შემიცნობს მარტო,
ჩვენი ლამაზა დამხვდება გზაზე:

499 მკითხველთა ლიგა


როცა კუნტრუშა ხბო იყო იგი –
ვასმევდი წყალს და ვაჭმევდი ბალახს,
ახლა კი, აგერ – ჭირხლიან მინდორს
გაჰყურებს, ბღავის და ითხოვს საჭმელს...
მე ამ ოჯახში გაზრდილი რომ ვარ,
მიხვდება იგი და მიცნობს, ვიცი.
მე მამაჩემის შემიცნობის ცხენი,
ჩვენი თეთრუა დამხვდება გზაზე:
მე მაძღრად მყავდა ყოველთვის იგი,
ოდეს პატარა ვიყავი გოგო,
ახლა კი აგერ – ჭირხლიან ველზე
თავაწეული ჭიხვინებს მჭახედ...
მე ამ ოჯახში გაზრდილი რომ ვარ,
მიხვდება ისიც და მიცნობს, ვიცი.
ჩემი ძმის ძაღლიც შემიცნობს, მჯერა,
ჩვენი მურიკა დამხვდება გზაზე:
როს იგი იყო პაწაწა ლეკვი –
ვასმევდი რძეს და ვაჭმევდი ფაფას,
ახლა კი აგერ – რაღაცას ეძებს
და ყეფა-ყეფით ეზოში დარბის...
მე ამ ოჯახში გაზრდილი რომ ვარ,
დამყნოსავს ერთს და... მიხვდება ისიც.
თუკი დავბრუნდი ოდესმე უკან,
თავის ადგილას დამხვდება სახლი,
ყურეც და ფონიც, მთებიც და გზებიც –
თავის ადგილზე დამხვდება ყველა,
მაგრამ ვერც ერთი მათგანი ჩემში
ვერ დაინახავს თავის ძველ ნაცნობს.

500 მკითხველთა ლიგა


გემშვიდობები შენ – ჩემო სახლო,
გადახურულო კრიალა ყავრით,
ნეტაი ერთხელ გიხილო კიდევ,
გულს შენი ნახვა სიამეს მოჰფენს!
ნახვამდე, ჩემო გაშლილო ეზოვ,
გადაჩრდილულო ტოტებით ჭნავის,
ნეტაი ერთხელ გიხილო კიდევ,
გულს შვებას მოჰფენს დანახვა შენი!
ტყეო და ხევო, ბორცვო და მარწყვო,
იალაღებო, მთებო და გზებო,
ყვავილოვანო, გაშლილო ველო,
ჩემო ნაძვებო, ლივლივა ტბებო,
განშორებისას, ჰა, კიდევ ერთხელ
მიიღეთ ჩემი სალამი წრფელი!“
ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,
ტურფა ასული მარხილში ჩასვა;
რა შეახურა მარხილით ცხენი,
ირგვლივ ყველაფერს მიმართა ასე:
„მშვიდობით ზღვაო, ნაპირო ზღვისა,
მინდვრებიანო მხარეო კარგო,
ბაღნარის ხენო და მინდვრის მარწყვო,
ნაძვებო, ჭნავო, მურყანო, თხმელავ,
ნაკადის ახლო – ონტკოფავ, ღვიავ,
სახლის ახლორე დამდგარო შოთხვო,
მარწყვის ყუნწო და ბალახის ღეროვ,
ნაძვის ფესვებო, ბუჩქებო, ქვებო,
მურყნის ფოთლებო, არყის ხის ქერქო, –
გემშვიდობებით, გშორდებით ყველას!“

501 მკითხველთა ლიგა


ილმარინენი სარიოლს ტოვებს,
მარხილი ეზოს გასცილდა უკვე.
ეზოში მხოლოდ ბავშვები ჩანდნენ,
ბავშვების გუნდი მღეროდა ასე:
„შავი ფრინველი ილტვოდა აქეთ,
ჩვენი მხარისკენ ეჭირა გეზი,
გადმოიფრინა ტყეები უცებ,
ჩამოიქროლა, კამარა შეჰკრა,
თავზე დააცხრა, ვითარცა ელვა,
და გაიტაცა წიწილა ჩვენი.
მან ჩვენი მარწყვი წაიღო ცაში,
ტყეში წაიღო მან ჩვენი თევზი,
ჩაავლო ბრჭყალი და ვაშლი ჩვენი
ზე აიტაცა ფრინველმა შავმა.
გადაიხადა სულ ცოტა ფული,
მოინადირა, მოხიბლა ვერცხლით...
ვინ მიგვასწავლის მდინარის ბილიკს,
ან საბანაოდ წაგვიყვანს ვიღა!
სულ დაუგველი იქნება ეზო,
სულ დასახვეტი იქნება სახლი,
ჭურჭლეულობა, ტოლჩა და კათხა
დაურეცხავი იქნება მუდამ!“
ილმარინენი მიჰქროდა ამ დროს
და თან მიჰყავდა თავისი ტურფა,
ჰა, სარიოლას სანახებს გასცდნენ,
თაფლის ყურესაც გაშორდნენ უკვე,
გადაირბინეს ველები სწრაფად,
გადაუქროლეს ქვიშოვან ქედებს;

502 მკითხველთა ლიგა


მიჰქრის მარხილი, მღერიან ქვები
და საკავები ლაპლაპებს არყის,
მაგარი შოთხვის ძაგძაგებს ხელნა
და იწელება ტირიფის წნული.
ასე მიჰქროდა მარხილი გზაზე,
წინ მიიწევდა საღარი ჩორთით.
დღე გადის ერთი, ორი დღე გადის,
მესამე დღესაც მიჰქროდა ცხენი.
ილმას ერთ ხელში სადავე ეპყრა,
მეორეში კი – ასულის ხელი.
ფეხი – ჰაერში ეკიდა ერთი,
მეორე ფეხი – ქეჩაზე ედო.
ცხენი შურდულის სისწრაფით მიჰქრის,
მცირე რამ რჩება მანძილი უკვე;
ჰა, მესამე დღე ილევა გზაში, _
მზე გადავიდა, დაცხრომა იწყო
და მჭედლის სახლიც გამოჩნდა აგერ,
ილმარინენის გამოჩნდა ბინა:
კვამლი ბოლქვებად ამოდის ზევით,
გასახარისად მიიწევს ცისკენ,
ილმას ქოხიდან ამოდის ბოლი
და ზოზინ-ზოზინით მიილტვის მაღლა.

503 მკითხველთა ლიგა


runa ocdamexuTe

სიძეს, პატარძალს და მათ მაყრებს ილმარინენის სახლში


იღებენ. სტუმრებს გულუხვად უმასპინძლდებიან სასმელ-საჭ-
მელით; ვეინემეინენი სიმღერებს მღერის და მადლობას უხ-
დის ოჯახის მამას, დიასახლისს, მძახალს და სხვა მხლებ-
ლებს. ქორწილიდან მობრუნებულ ვეინემეინენს მარხილი ემ-
ტვრევა, შეაკეთებს მას შინ ბრუნდება.

504 მკითხველთა ლიგა


გაასავათა ლოდინმა ხალხი,
თვალი ეჭირა სუყველას გზისკენ, –
რად აგვიანებს, რად არ ჩანს ნეტა,
ხომ არ შეემთხვა ხიფათი რამე?
შარას ფანჯრიდან გაჰყურებს ჭმუნვით
და მოხუც დედას თვალები ეწვის,
ახალგაზრდები ჩამოწყდნენ ფეხზე
ფალანგის კართან ყინვაში დგომით.
მთლად წაეყინათ თითები ფეხის –
გომურის გვერდით ატუზულ ბავშვებს.
გარბი-გამორბის ნაპირთან ხალხი,
წაღები სულმთლად დაცვითონ ლამის.
ერთ მშვენიერ დღეს, ადრიან დილით,
ტყიდან ხმაური მოისმა უცე,
და ეცნაურა მაშინვე ყველას:
გაუდიოდა ჭრიალი მარხილს.
დიასახლისი, კეთილი ლოკა,
გახედავს ტყეს და ღიმილით იტყვის:
„ეს კი – ნამდვილად შვილია ჩემი!
აჰა, გამოჩნდა, აქეთკენ მოჰქრის;
ვაჟიშვილს ჩემსას პოხელის მხრიდან
მარხილით მოჰყავს საცოლე თვისი!
მობრძანდი, შვილო, მოგელის ეზო,
სამშობლო მხარე მოგელის შენი,
ქოხი, რომელიც მამაშენს დარჩა
წინაპართაგან, მოგელის, მოდი!“

505 მკითხველთა ლიგა


ეს თქვა თუ არა კეთილმა ლოკამ,
ილმარინენი – იმისი ვაჟი –
მალი მარხილით მოადგა ეზოს
და გააჩერა მარხილი უცებ
ქოხთან, რომელიც წინაპართაგან
მემკვიდრეობით მამამისს დარჩა.
დაკინკილობენ მარხილის ირგვლივ,
დაკრიახობენ ქათმები ტყისა,
დიდ საქმეშია გუგული იქვე –
ხალისიანად იძახის „გუ-გუს,“
უცებ მოწყვეტით ისკუპა ციყვმა
და ზედ შეახტა ნეკერჩხლის ხელნას.
კალევის ქალი, კეთილი ლოკა,
დიასახლისი – ლამაზი ერთობ –
ასეთი სიტყვით მიმართავს ყველას,
დედამ ასეთი წარმოთქვა სიტყვა:
„ოჯახის უფროსს ახალი მთვარის
ამონათება უხარის დიდად,
კენკრის მწიფობით ხარობენ ბალღნი,
წყალი მიელის გაფისულ კანჯოს;
მე კი არც მზეს და არც ახალ მთვარეს
არ მოველოდი, – ვფიქრობდი შვილზე,
ვაჟზე, რომელიც პოხელის მხრიდან
მოჰყავდა ტურფა მეუღლე თვისი.
ლოდინში გზისკენ მეჭირა თვალი
და ასნაირი გამიჩნდა იჭვი:
ვაი, თუ დარჩა პოხელის მხარეს,
ვინ იცის, იქნებ შვილიც ჰყავს უკვე

506 მკითხველთა ლიგა


და აღარც უნდა წამოსვლა სახლში,
გამობრუნებას არ ფიქრობს-მეთქი...
სულ ჩამესმოდა პირობა მისი:
დავბრუნდებიო ძალიან მალე.
მთელი დღე გზისკენ მეჭირა თვალი,
მელანდებოდა მარხილი გზაზე,
ჰა, თითქოს ჭიშკარს მოადგა კიდეც,
ჰა, თითქოს კიდეც გაჩერდა ქოხთან...
გინდ ჯოხი იყოს – მაგივრად ცხენის,
მარხილის ნაცვლად ფიცარი ორი,
მე იმ ორ ფიცარს მარხილად ჩავთვლი,
ჯოხსაც მივიჩნევ მე ნამდვილ ცხენად,
ოღონდ კი შვილი მომგვაროს ჩემი,
ოღონდ დანახვა მეღირსოს მისი.
დღეცა და ღამეც ვფიქრობდი ასე
და მელეოდა ლოდინით გული,
შიშისგან სულმთლად მბურძგლავდა ტანში,
აღარ ვიცოდი, რა მექნა ბეჩავს.
თუ ჩამესმოდა ხმაური რამე –
მეგონა: შვილი მოადგა ეზოს,
გამოვხედავდი, – არავინ ჩანდა,
არყის ხეებში ბრუნავდა ქარი...
ჰა, როგორც იქნა, გამოჩნდა ახლა,
ჩემი ვაჟკაცი დაბრუნდა სახლში;
მას გვერდით უზის მტრედივით გოგო,
ტურფა ასული პოხელის მხარის!“
აბა, სასიძოვ, ძმობილო ჩემო!
რაღას უდგახარ, დროს რატომ ჰკარგავ,

507 მკითხველთა ლიგა


გამოხსენ შენი ქურანი ჩქარა,
შეახრამუნოს ჩალა და შვრია.
მერე ამბავი იკითხე ჩვენი,
სალამი უთხარ ნაცნობს და უცნობს,
არ დაუკავო სალამი ბავშვებს, –
შენ ხომ სოფელი გელოდა მთელი!
ჩვენს ამბავს როცა იკითხავ, მერე –
თვით რა გარდაგხდა, მოჰყევი წვრილად:
ხომ არ შეგემთხვა ხიფათი გზაში,
შეუძლოდ ხომ არ გამხდარხარ გზაზე,
როგორ მიგიღო სიმამრმა შენმა,
სიდედრმა შენმა მიგიღო როგორ?
ეგებ შემტვრევა დაგჭირდა კარის,
იქაურობა დალეწე იქნებ,
იქნებ სასიძოს არ შეგხვდნენ კარგად,
იქნებ ყველაფერს ადინე ბდღვირი,
გაჭირდა იქნებ საქმე და ბრძოლით
ჩაიგდე ხელში საცოლე შენი?!
მაგრამ მე რაღა სხვისი თქმა მინდა,
მე თვითონ ვხედავ, მე თვითონ ვატყობ:
მოუარია მთელი გზა კარგად,
კმაყოფილია ნადავლით იგი:
შეუმტვრევია კარები ბრძოლით,
შეუნგრევია კედლები ცაცხვის,
დაულეწია ფიცრული ციხე –
ისე შესულა სიმამრის სახლში,
გადახვევია საცოლეს თვისას,
მოუმწყვდევია მკლავებში გვრიტი:

508 მკითხველთა ლიგა


ახლა კი აგერ – მოუსვამს გვერდით
მზესავით გოგო, სათნო და ნაზი.
ვინ გაავრცელა სოფელში ჭორი,
ვის მოუბრუნდა სათქმელად ენა, –
სირცხვილნაჭამი მოდისო უკან,
ხელცარიელი მოდისო საქმრო!
თითქოს ტყუილა ამხელა გზაზე
სირბილით მოკლა საწყალი ცხენი?!
არ უჭამია სირცხვილი ვაჟკაცს,
ნანადირევით დაბრუნდა იგი:
განა ტყუილად ირბინა ცხენმა! –
ქურანი განა ამაოდ დაშვრა! –
მან მოგვიყვანა კაკაბი სახლში,
მკერდზეც ამიტომ გადასდის ხვითქი.
აბა, გადმოხტი, ლამაზო, ჩქარა,
აღარ მოგწყინდა მარხილში ჯდომა?
მოახლე ხომ არ აგიყვანს ხელით.
ხომ არ გადმოგსვამს მაქედან ვინმე!
ფეხაუდგამი ხომ არ ხარ ჩვილი,
ამპარტავანი ხომ არ ხარ, კარგო!
ადე, მიწაზე გადმოდი შენით,
ფეხი დაადგი ზანგელა მიწას,
რომ გადაუხნავთ დინგებით ღორებს,
აუზელიათ ღრუტუნებს დრუნჩით,
დაუზერგნია ჩლიქებით ხვასტაგს,
ფაფართა ქარით უხვეტავთ ცხენთა!
შენ ჭუჭულივით გაგოდი გზაზე,
იხვის ნაბიჯით გაჰყევი ბილიკს,

509 მკითხველთა ლიგა


შემოიარე გოგმანით ეზო,
ყოველი კუთხე-კუნჭული ნახე,
მიდი მერე და ცოტა ხანს დადექ
პარმაღში, სადაც ყოველთვის გრილა.
ბოლოს, ოთახის შეაღე კარი
და გაახარე მაღალი ჭერი!
ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფხულს –
ძვლის იატაკი იდუმალ გრძნობდა,
რომ შეხვიდოდი ოთახში მალე,
ფეხს დაადგამდი იატაკს ძვლისას;
არც სახურავი შემცდარა სახლის,
მასაც სჯეროდა აქ მოსვლა შენი;
ფანჯრებსაც შენსკენ ეჭირათ თვალი,
იყურებოდნენ ყოველდღე გზისკენ.
ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფხულს –
კარის სახელურს სულ თვალწინ ედგა
ბეჭდებიანი თითები შენი
და ხელთა შენთა შეხებას გრძნობდა
არც თუ იმდენად მაღალი ზღურბლი
შენს მოლოდინში თავს ხრიდა მდაბლად;
ეჩვენებოდა: გამოჩნდი ვითომ,
და იღებოდა თავისით კარი.
ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფხულს –
შენს ცოცხს ელოდა ეს ჩვენი ეზო,
შენს ლამაზ თითებს ელოდა ნემსი,
შენს ხელს ელოდა, რაც კია ირგვლივ:
იატაკს მტვერში უწუხდა გული,
ჭრიალ-ჭრიალით უხმობდა მშველელს,

510 მკითხველთა ლიგა


არდგმულსაც ერთი ამბავი ჰქონდა –
შენს გამოჩენას ელოდა ისიც.
ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფხულს –
თვალს აცეცებდა შარისკენ ეზო,
გაიღებოდა ჭიშკარი ფართოდ,
ელოდებოდა მარხილის მოსვლას.
დაბლა იწევდა სარეცხის თოკი,
რომ გაგეკიდა ლამაზი კაბა.
ამ ბოლო ზამთარს და ბოლო ზაფხულს –
გზა შესახვედრად მორბოდა შენსკენ,
შენ მოგელოდა ახორი, გომი,
შენ მოგელოდა ფარეხი, თავლა,
გამოსაცხობად გიცდიდა ცომი,
გამოსაგველი გელოდა სახლი.
ამ ბოლო დროს კი, – გუშინწინ, გუშინ,
საყოლსაც ერთი ამბავი ჰქონდა.
ბღაოდა ძროხა – ითხოვდა ბალახს;
შენგან დაყრილი უნდოდა თივა;
დაჭიხვინობდა ეზოში კვიცი,
შენგან უნდოდა ჩალა და ქერი;
დაპეტელობდა საწყალი კრავი,
ელოდა – როდის აჭმევდი ნეკერს.
ბოლო დღეებში, – გუშინწინ... გუშინ,
ქალიც და კაციც – ღელავდა ყველა:
ხანში შესულნი – ჭიშკართან იდგნენ,
უფრო მოხუცნი – გომურის გვერდით;
მარდი ბიჭები – ზღვის პირას რბოდნენ,
დედაკაცები – ვალანის ახლო,

511 მკითხველთა ლიგა


პატარძლის ხილვას – პატარაც, დიდიც,
მოუთმენლად ელოდა ყველა.
იდიდე, ეზოვ, შენ შენი ხალხით,
კაცნო, გულადნო, – იდიდეთ მარად,
ქება-დიდება ქალებს და ბავშვებს,
დიდება – ვინც დღეს გვეწვია სტუმრად,
დიდება შენდა – ნათელო სახლო,
იხაროს შენმა მაღალმა ჭერმა,
დიდება ნეფეს, პატარძალს – ვაშა,
მექორწილენო, დიდება თქვენდა!
არ ახსოვს დღემდე ამ ფართო ეზოს,
ამ სახლის ჭერსაც არ ახსოვს დღემდე
ამდენი ხალხი – შეყრილი ერთად,
ხალხი და მერე როგორი ხალხი!
აბა, საქმაროვ, ძმობილო ჩემო!
გამოაჩინე საცოლე შენი,
ბაღდადი თავზე მოხსენი ხელად
და დაგვანახე ეგ შენი კვერნა,
რომელსაც ხუთ წელს ცოლობას სთხოვდი,
ბარე რვა წელი რომელიც გიყვარს!
ვინც შენ მოგწონდა, ეტრფოდი ვისაც,
ხომ არ შეგშლია – ის არი მართლა?
ვინ იცის, იქნებ სხვა არი ვინმე,
ვაჰ, თუ ტყუილა დალახე გზები!..
მაგრამ პასუხი არც მინდა შენი,
შენ რომ არ მითხრა – მე თვითონ ვიცი,
არ შემიხედავს და მაინც ვხედავ:
შენ მოგვიყვანე გუგული კოხტა,

512 მკითხველთა ლიგა


გვერდით რომ გიზის ცისფერი იხვი,
მწვანე ბუჩქიდან, სათნო და ნაზი
მოგიწყვეტია რძიანი ყლორტი,
შეგირჩევია სათუთი ხელით
ტოტი შოთხვისა – ყველაზე ქორფა“.
დაყუნცულიყო პატარა ბიჭი
იატაკზე და ასე თქვა ბალღმა:
„სად გიშოვია ეს კუპრის კასრი,
სად მიაგენი ამ ხალას ოქროს,
ამ ჯირკისათვის პოხელის მხარეს
რას მიდიოდი, შენ კაი კაცო!
ეჰ, შე საწყალო, სად გაჰყევ თავი?!
მთელი ცხოვრება იმედი გქონდა,
რომ იპოვიდი შესაფერს შენსას,
რომ შეგხვდებოდა ასული ტურფა,
ხელში კი შეგრჩა ჭაობის ყვავი,
ცოლად კაჭკაჭი გარგუნა ბედმა,
შე უბედურო, სად გქონდა ჭკუა,
ეს საფრთხობელა რად გინდა სახლში!
ის გასულ ზაფხულს უსაქმოდ იყო,
ეზარებოდა განძრევა ხელის:
არც უფიქრია რეცხვა და კერვა,
არც დაუძახავს წინდისთვის ძაფი.
ხელცარიელი გამოჰყვა საქმროს,
არ წამოუღო დედამთილს ძღვენი,
ალბათ ბელტებით გატენა სკივრი,
ვირთხები მოჰყავს ზარდახშით ალბათ!“
რა მოუსმინა კეთილმა ლოკამ

513 მკითხველთა ლიგა


ბოროტი ბავშვის გესლიან როშვას,
წამოუწითლდა ბრაზისგან სახე
და ავად მბობარს მიუგო ასე:
„ბოროტო ბავშვო, რად გესლავ სიტყვას,
რატომ გადმოგდის პირიდან შხამი?
ვისზეც გინდა და რამდენიც გინდა,
რაც გინდა თქვი და რაც გინდა როშე, –
ოღონდ ამაზე ნუ იტყვი აუგს,
ასულის ლანძღვის არ მოგცემ ნებას,
ის ჩვენი ახლა რძალია უკვე,
პატარძალია ის ახლა ჩვენი!
ვით მოგიბრუნდა შენ პირში ენა,
მის გასაჭორად – ბოროტო ბავშვო!
შენი ნათქვამი უდღეურ ლეკვის
ანუ ხევრია ხბოს ნათქვამს ჰგავდა!
რისი ჯირკი და რა კუპრის კასრი –
ალვის ხესა ჰგავს ეს ჩემი სარძლო,
ქალი კი არა – მარწყვია, მარწყვი!
მაყვალია და სულშავი მწიფე!
რის საფრთხობელა და რისი ყვავი –
უწყინარია, გუგული როგორც!
ტოტზე შემომჯდარ ჩიტუნას ვადრი,
ტკბილი ჟღურტულით სმენას რომ ატკბობს.
გერმანულ მიწას, ესტონურ მიწას
არ ძალუძს ჰშობოს ქმნილება მსგავსი –
შესახედავად ესოდენ ტურფა,
ბატასინივით მოქნილი ესდენ;
ასე რხეული კენარი ტანი,

514 მკითხველთა ლიგა


თითები – თითქოს ბროლისგან თლილი,
გედის ყელივით მაღალი ყელი, –
არ შეიძლება სხვას ჰქონდეს ვინმეს.
დედიშობილა მოსულა როდი:
მოჰყვა მაუდის ნაჭრები ბლომად,
მოჰყვა ტოლომა, კაბები, ქურქი
და ვინ ჩამოთვლის – რამდენი რამე.
ეს ჩვენი სარძლო ზაფხული მთელი
უსაქმოდ ერთიც არ მჯდარა წუთი:
ხან სანასრელა ეჭირა ხელში,
აბზრიალებდა ჩერიას ხანაც...
რომ გამოჰფენდა ტანსაცმელს გარეთ,
ერთ რამედ ღირდა შეხედვა მარტო;
მის ლამაზ კაბებს არ აკლდა პეწი,
რომ გაჰკიდებდა ზაფხულში მზეზე...
ზეწრები – თეთრი, თოვლივით თეთრი,
ბალიშები კი – მუშკივით ლბილი,
ჩითმერდინი და თავშალი უცხო
მზისებრ ბრწყინავდა ნეკერჩხლის ტოტზე.
ჰე, პატარძალო, მტრედივით ნაზო!
ამიერიდან ხარ ჩვენი რძალი...
და თუ აქამდე გაქებდა ყველა,
თუ მამის ოჯახს უვლიდი კარგად, –
დღეის შემდეგაც ივარგო უნდა
და გაახარო ოჯახი ჩვენი!
დარდსა და წუხილს არ მისცე თავი,
არ ჩაიგუბო ნაღველი გულში,
შენ აქ პატივით მიგიღებს ყველა,

515 მკითხველთა ლიგა


არ მოგექცევა არავინ ცუდად,
იქ თუ მდიდარი დასტოვე მხარე –
უმდიდრესია ქვეყანა ჩვენი,
თქვენ ბევრი გქონდათ ოჯახში ლუდი,
მაგრამ ჩვენ ლუდი ბევრი გვაქვს უფრო..
ერთ რამეს გკითხავ, კეთილო ჩემო,
მინდა ეს ერთი შეკითხვა მოგცე:
შენ აქეთობას თვალი თუ მოჰკარ
ჩერგილებს, ანდა მთასავით ზვინებს?.
ეს ყველაფერი ჩვენია, კარგო,
წელს პირთამდეა ბეღლები სავსე:
ამ შენმა ქმარმა ივარგა მართლა –
ბევრი მოხნა და დათესა ბევრი.
შენ, ჩემო რძალო, ღუღუნა მტრედო,
აი, რას გეტყვი – დამიგდე ყური:
დღეიდან უნდა მოიქცე ისე,
როგორც შეჰფერის ამხელა ოჯახს;
შენ არ მოგაკლებს ჩიტის რძეს ქმარი,
თუ გამოიჩენ მოხმარის უნარს,
ინებე თევზი, ნაღები, ერბო,
სულო და გულო – რამდენიც გინდა!
შენ იცოდე და ქალობამ შენმა,
ვით გაუძღვები ოჯახის საქმეს;
აგერ აბანო! ოღონდაც შედი –
და ვერც იფიქრო გამოსვლა მერე;
აგერ სამზადი! დაანთე ცეცხლი
და პური აცხვე, რამდენიც გინდა.
მამად იგულე შენ ჩემი ქმარი,

516 მკითხველთა ლიგა


მე კი შენ ჩაგთვლი საკუთარ შვილად,
შენი ქმრის ძმები შენც იძმო უნდა
მისი დაი კი – დაია შენი.
ვთქვათ, მოგენატრა შენ ნედლი თევზი,
ანდა ფრინველის მოგინდა ხორცი,
როგორსაც მამა იჭერდა შენი,
როგორიც შენს ძმებს მოჰქონდათ ტყიდან, –
არ გაუმხილო მაზლებს ეს ნატვრა,
არც შენს მამამთილს გაანდო იგი, –
მეუღლეს შენსას მოთხოვო უნდა
ფრინველის ხორციც და თევზიც ნედლი!
მხეცი არ იცის ისეთი ტყეში,
თევზი არ იცის ისეთი წყალში,
მისი დაჭრის ან მისი მოკვლის
შნო რომ არ ჰქონდეს მეუღლეს შენსას.
შენ არ მოგაკლებს ჩიტის რძეს ქმარი,
თუ გამოიჩენ მოხმარის უნარს;
არ დაგჭირდება წისქვილი ხელის,
არც გაგაწვალებს ჯამ-ჭურჭლის რეცხვა,
აქ დოლაბი ფქვავს ქერსა და ხორბალს,
ჭურჭელს ზღვა რეცხავს და ფერავს ქაფი.
მარჩენალია ეს მიწა ჩვენი,
აქ მოგვყავს ჩვენი არსობის პური;
ზევით – ბექობი, ქვევით კი ჭალა,
იქით – მთებია, მინდვრები – აქეთ,
შუაში – კოხტა სოფელი ჩვენი,
სოფლის ბოლოზე – ნაპირი ზღვისა,
ზღვასთან – ანკარა მდინარე ერთი;

517 მკითხველთა ლიგა


იმ მდინარეში ბატნი და იხვნი
ჭყუმპალაობენ შუადღის მზეზე.“
რა დაამთავრა კეთილმა ლოკამ
თავისი სიტყვა – გაშალეს უსფრა,
გახურდა სმა და გაჩაღდა ჭამა,
ეს – თევზეული, ეს – ცხელი მწვადი,
თაფლის კვერი და ათასი რამე;
გემო და ფერი მოსწონდათ ლუდის,
ბოლომდე სცლიდნენ კაცები კათხებს.
ვერ ამოაშვრეს ლუდის ზღვა მაინც,
ვერც ხორცეულის გააქრეს მთები…
წითელ სინებზე ელაგა დუმა.
ბროლის ნავებზე ღვეზელი ეწყო,
უხვად ეყარა ხახალზე სიგა,
არც ორაგული ჰკლებია სუფრას,
თითო კაცის წინ ლამაზად იდო
პირბასრი დანა ოქროს და ვერცხლის.
და იღვრებოდა ზღვასავით ლუდი,
მდინარესავით დიოდა თაფლი...
ხომ არ გგონიათ – იყიდეს რამე
ან გამოართვეს მეზობელს სესხად?!
ლუდიც და თაფლიც, პურიც და ხორციც –
სუყველაფერი ოჯახში ჰქონდათ.
ვის უნდა ეთქვა სიმღერა ტკბილი,
ვინ დასძახებდა უკეთეს ჰანგებს,
ვინ მოილხენდა ქორწილის სუფრას
სახელგანთქმული ვეინეს გარდა?!
აი, წამოდგა ვეინე ფეხზე,

518 მკითხველთა ლიგა


მექორწილენი გადიქცნენ სმენად,
ამოიმღერა მოხუცმა ტკბილად,
ვეინემეინე სიმღერით ამბობს:
„ძმებო და დებო – თქვე კაი ხალხო,
თქვენ, – ვისაც სიტყვა ხმალივით გიჭრით,
თქვენ, – სიტყვის ყადრი რომლებმაც იცით,
ყური დამიგდეთ, მისმინეთ კარგად!
გუგული უნდა იძახდეს „გუ-გუს“,
მღებავი ქალის საქმე – ღებვა,
მქსოველი ქალის საქმეა _ ქსოვა,
მომღერალი კი – მღეროდეს უნდა!
ლაფლანდიელებს, – თქვენც კარგად იცით,
შიმშილისაგან უხმებათ კუჭი;
ფეხთ ქალამნები აცვიათ მუდამ,
მუდამ ძონძები აცვიათ ტანზე
და უსიმღეროდ მაინც ვერ სძლებენ –
ხალისიანად მღერიან მაინც;
ჩვენ კი... ამხელა სუფრა გვაქვს აგერ,
აუარება ხორაგით სავსე,
ვიმღეროთ უნდა, ვიმღეროთ ყველამ,
უსიმღერობა არ ჰშვენის ქორწილს!
აკი გითხარით: ლაფლანდიელებს
შიმშილისაგან უხმებათ კუჭი;
თუ დომბის ხორცი ჩაიგდეს ხელში,
პურს ვიღა ჩივა – ხის ქერქსაც ჭამენ,
ამოიძღებენ იმითი სტომაქს
და დასძახებენ სიმღერას რიხით.
ჩვენ კი, ბატონო, ვქეიფობთ აგერ,

519 მკითხველთა ლიგა


თავზესაყრელად გვაქვს ხორციც, ლუდიც...
რატომ არ უნდა ვიმღეროთ ყველამ?
უსიმღერობა არ ჰშვენის ქორწილს!
თუნდაც შიმშილით ეწვოდეთ კუჭი,
ლაფლანდიელნი მღერიან მაინც:
მიუსხდებიან გიზგიზა კოცონს,
აგუგუნებენ ხმამაღლა ჰანგებს...
ჩვენ კი... ღმერთივით სუფრა გვაქვს აგერ,
არრა გვაკლია – ენისგან თქმული;
ვიმღეროთ ყველამ – კაცმაც და ქალმაც,
უსიმღერობა არ ჰშვენის ქორწილს!
საერთო არი ყველასთვის სუფრა,
ვისაც რა უნდა – დალიოს, ჭამოს...
დიდრონ კასრებში ასხია ლუდი,
მცირეთაში კი ასხია თაფლი.
კმაყოფილია პატარაც, დიდიც:
რამდენი ლუდი! რამდენი თევზი!
რამდენი ხორცი...ამდენი ხარჯი
ბარე ორ ქორწილს ეყოფა კიდევ!
ეს ყველაფერი ოჯახის უფროსს
მოურთმევია სუფრაზე ჩვენთვის,
დიასახლისმა, აქ რასაც ხედავთ,
კეთილი გულით მოართვა სტუმრებს.
არ ამადლიან არაფერს არვის,
არ ჩამოსტირით დარდისგან სახე,
რაც უფრო მეტს ჭამთ, უფრო მეტს
დალევთ,
მით უფრო ხარობს გულები მათი.

520 მკითხველთა ლიგა


მაშ, რომელს ვუთხრა პირველი
სიტყვა –
დიასახლისს თუ მეუღლეს მისას?!
პირველი გმირი კაცია მაინც,
ოჯახის უფროსს – პირველი ქება!
მან მოიტანა ხეები ტყიდან –
მაღალ-მაღალი ნაძვი და ფიჭვი,
მერე ხეები მორებად დასჭრა,
დააქორთუხა მორები კოხტად,
იმ ქორთუხებზე დაარტყა ლარი
და მხერხევებმა დაიწყეს ხერხვა..
ბარე სამი დღე ეძია თავხე,
ბარე ხუთი დღე მოუნდა მოჭრას;
იშრომა დღე და იშრომა ღამეც, –
ასე აშენდა ამხელა სახლი.
მოიხმარია ასამდე კაცი
და აიტანა კავები მაღლა;
მოიხმარია ორასი კაცი
და გადახურა ორიოდ დღეში;
ასე აშენდა ამხელა სახლი,
რომლის ჭერქვეშაც ჩვენ ვზივართ ახლა!
მშენებლობისთვის საჭირო ხე-ტყეს
ცოტ-ცოტაობით უყარა თავი;
გამოსადეგი ხეების ძებნას
კაცი კინაღამ გადაჰყვა ბევრჯერ.
დაუბერავდა უეცრად ქარი,
წამოვიდოდა მაგარი ზღველა;
დაუცდებოდა კბოდეზე ფეხი

521 მკითხველთა ლიგა


და წავიდოდა ხრიალით ხევში...
კარავი ჰქონდა მინდორში ერთი
და იმ კარავში ეძინა ღამით,
უთენიაზე დგებოდა ზეზე –
ვერ დაასწრებდა ადგომას ვერვინ;
პირს ყოველ დილით იბანდა ცვარით,
თმას ივარცხნიდა ნეკერჩხლის ტოტით.
ესდენ მყარი და ესოდენ კოხტა,
ასე ააგო ამხელა სახლი!
ახლა კი, აგერ, დიდ ქორწილს იხდის,
მოიპატიჟა სტუმრები ბლომად,
მოსიმღერალნი ცალ მხარეს დასვა,
რჩეული ხალხი – ფანჯრების ახლოს.
ცალკე ოთახში ბავშვები სხედან,
ტევა არ არი ამხელა სახლში;
ზოგი ჰაერზე გასულა გარეთ,
მესერთან სხედან, ღობესთან დგანან,
განიგრილებენ შუბლსა და მერე
თავ-თავის ადგილს იკავებს ყველა.
ოჯახის უფროსს ვუთხარით ქება,
დიასახლისი შევაქოთ ახლა,
ვინც მოუმზადა საჭმელი სტუმრებს,
ვინც მშვენიერი გააწყო სუფრა.
დააცხო ბევრი ფუნთუშა პური
და დაგვახვედრა ქუმელი უხვად,
საქმიანობდა დღე და ღამ მისი
ორივე ხელი, ათივე თითი.
არაჟნიანი ღვეზელი გინდა,

522 მკითხველთა ლიგა


ხაბიზგინები თუ ღორის ხორცი,
ქარიყლაპია თუ ირმის მწვადი,
ორაგული თუ ნაზუქი მსუყე, –
რაც კი ამშვენებს დიდებულ სუფრას
მან მოამზადა თავისი ხელით.
მამალს არ ჰქონდა ნაყივლი კიდევ,
დიასახლისი ფეხზე რომ იყო,
უთენიაზე იწყებდა საქმეს:
რეცხავდა, ხვეტდა, კერავდა, ჭრიდა...
დააკრიალა სახლი და ეზო,
დააწკრიალა ფანჯრები ხელად.
მზის ამოსვლამდე დგებოდა დილას
და ამზადებდა ალაოს, რათა
ლუდი საკმაო, და უფრო მეტიც,
მზად ყოფილიყო ქორწილის დღისთვის.
დიასახლისმა, კეთილმა ლოკამ,
შესანიშნავი მოგვართვა ლუდი,
ალბათ თქვენც ატყობთ: მას მოტკბო გემო
დაჰკრავს და ყელშიც მსუბუქად ჩადის, –
ეს იმიტომ, რომ ალაოდ ლუდში
ხორბლის სურნელი იგრძნობა მძაფრი;
დიასახლისმა ხის დიდი სუთი
არც კი იხმარა – ურია ხელით,
ზილა და ზილა, ზილა და ზილა,
ადუღა კარგად, ზომაზე ხარშა,
ურია, ზილა, ადუღა, ხარშა,
და... გამოვიდა მზისფერი ლუდი!
დიასახლისი შევაქე უკვე,

523 მკითხველთა ლიგა


ახლა მაშვალი შევაქო უნდა,
ვინაც საქმაროს პოხელის მხარეს
გამოუძებნა საცოლე კარგი.
მაშვალი ჩვენგან ღირსია ქების,
მას სოფლისათვის სიკეთე მოაქვს.
რა ჩაცმულია – შეხედეთ ერთი,
გამოწყობილა ხიფთანში კოხტად,
ამ ჩვენს მართლაცდა დიდებულ ქორწილს –
არ ექნებოდა უმისოდ ეშხი.
როგორ აცვია – უყურეთ ერთი,
შემოსხლეტია ხიფთანი ტანზე,
ისე უყურებს სუფრაზე ყველას –
მე ვარ, რაც ვარო, ფიქრობდეს თითქოს.
ახლა მის ხალათს შეავლეთ თვალი,
ოქროსფრად ბრწყინავს, ვერცხლისფრად
ელავს,
მოქსოვა იგი ასულმა მთვარის,
სხივები მზისა იხმარა ძაფად,
მაშინ მოქსოვა – ამ ქვეყნად როცა
სახსენებელიც არ იყო ცეცხლის!
როგორ აცვია – შეხედეთ ერთი,
მატყლის ქამარი არტყია წელზე,
მოუქსოვია მზის ასულს თითქოს,
თითქოს მოქსოვა სხივებით მთვარის!.
როგორ მორთულა – უყურეთ, ხალხო!
ფეხთ ჭიჭნაურის აცვია წინდა,
მუხლისთავებთან ბანტები შვენის,
ლეკვერთხებს ფერი ოქროსი დაჰკრავს.

524 მკითხველთა ლიგა


მაჭანკალს ჩვენსას აცვია კოხტად:
ერთი ფეხსაცმელს შეხედეთ მისას –
გერმანულია! უბრალო რამეს
არ ჩაიცვამდა ქორწილში იგი.
ფეხსაცმელები, დახედეთ ფეხზე,
ტბაზე გარინდულ გედებსა გვანან.
თმა ოქროსფერი უხდება ძლიერ,
ოქროსფერივე უელავს წვერი,
ეტყობა, თმა-წვერს ფაქიზად უვლის;
იბან-ივარცხნის, ეტყობა, ხშირად.
თავზე ვეება ახურავს ქუდი
და ქუდი წვერით ეხება ზეცას,
რომ გაიმეტოს – მდიდარი ვინმე
ასობით მარკას მისცემდა ალბათ!..
მე მაჭანკალი შევაქე უკვე,
ხელისმომკიდე შევაქოთ ახლა!
სადაურია ნეტაი იგი,
საიდან გაჩნდა ჩვენს შორის, ნეტა?!
გაგეგონებათ ტანიკის ციხე?
თუ გაგიგიათ – აი, იმ ციხის
შემოგარენში იპოვეს თურმე
ეს ვარსკვლავივით ციმციმა გოგო.
რისი ციხე და რომელი ციხე!
ის იქაური არ არის სულაც:
არის ასეთი ადგილი ერთი,
სადაც მინდორზე ფართოდ და მდორედ
მოედინება მდინარე დვინა –
იქაურია ასული იგი.

525 მკითხველთა ლიგა


რა მდინარე და რომელი დვინა!
ის იქაური არ არის სულაც:
ის სელშავია – გაზრდილი მზეში,
მოუწყვეტელი მარწყვია მწიფე,
ოქროს ყვავილი – ცვრიანი დილის
ზე აღერილი ბალახი ქორფა!
ხელისმომკიდეს პაწაწა პირი
და სიფრიფანა ტუჩები ამკობს;
მოსიყვარულე თვალები შვენის,
თითქოს ვარსკვლავი ციმციმებს წყვილად,
და შეფაკვლია ყვრიმალი ისე,
თითქოს ტალღებზე შუქს ღვრიდეს მთვარე.
ჩაყურსულია ოქროში სულმთლად:
ოქროს ფარღულა უელავს ყელზე,
თმები მოურთავს ოქრონა ბაფთით,
სამაჯურები – ბაჯაღლო ოქრო!
ბეჭდები – ოქრო! საყურე – ოქრო!
ღილები – ოქრო! მაქმანი – ოქრო!
ოქროსი თითქოს აცვია კაბაც –
ისე უელავს მთლიანად ტანი.
მგონია, თითქოს ანთებს მთვარე,
ისეთნაირად უბრწყინავს მკერდი,
მზე გამოვიდა ღრუბლიდან თითქოს,
ისე საამოდ უცინის სახე,
ვარსკვლავიანი შეირხა ზეცა,
როცა თავშალი მოიძრო ჭრელი!..
ხელისმომკიდე შევაქე უკვე,
თვალს გადავავლებ წვეულებს ახლა:

526 მკითხველთა ლიგა


ხომ კარგი ხალხი გვეწვია სტუმრად,
ყველა ხომ იცავს ქორწილის წესებს,
მოხუცებს ხომ აქვთ ჭამა-სმის მადა,
ხომ არ აჭარბებს რამეში ვინმე!
აი, მე უკვე გავხედე სუფრას:
თითქოს აქამდე ვიცნობდი ყველას,
მე ამ ოჯახში არასდროს ერთად
ჯერ არ მინახავს ამდენი ხალხი, –
და ვერც კარგა ხანს იხილავს, ალბათ,
ერთად ესოდენ სასურველ სტუმრებს!
დარბაისლურად მოხუცნი სხედან,
ჭაბუკთაც კარგად უჭირავთ თავი,
გამოწყობილა თეთრებში ყველა,
თითქოს ტყეშიო მოსულა თოვლი;
განათებულა დარბაზი ისე,
დათოვლილ ტყეში მზეაო თითქოს!
გულდაწყვეტილი არვინ არ დარჩეს:
საკამარისია ოქროც და ვერცხლიც,
მინდორზე ფული ბზესავით ჰყრია,
ჩეჩქივით ჰყრია ქუჩებში ფული,
უკმაყოფილო არ დარჩეს არვინ, –
ყველას ეყოფა ვერცხლიც და ოქროც!“
რა დაამთავრა სიმღერით ქება,
ხოტბა-დიდებას როდესაც მორჩა,
ვეინემეინე მარხილში ჩაჯდა
და შინისაკენ აიღო გეზი;
მიიმღეროდა ხმამაღლა გზა-გზა
და სულსა და გულს ატანდა ჰანგებს…

527 მკითხველთა ლიგა


პირველ სიმღერას – მეორე მოჰყვა,
როცა მესამე დაიწყო, – უცებ
გაიხრჭიალა მარხილის კავმა,
სულ დაიჩეჩქვა კავები ქვებზე,
დაირღვა წნული, დაიმსხვრა ხელნა
და შუა გზაზე მარხილი დადგა.
დაღონებული ვეინე ირგვლივ
მიმოიხედავს და ასე ამბობს:
„ხომ არ იქნება აქაურ ხალხში
ჭაბუკი ანდა მოხუცი ვინმე,
რომ ტუონელში ჩაღწევა შეძლოს,
მანის სამეფოს გაიგნოს გზები,
რომ ინათხოვროს მანისგან ბურღი,
რომ გამოართვას ტრაპანი ტუონს, –
ამომიტანოს ორივე ერთად
და შევაკეთო მარხილი უცებ!“
რა მოისმინეს მოხუცის თხოვნა,
ვეინემეინენს მიუგეს ერთხმად:
„არც ახალგაზრდას და არცა მოხუცს, –
აქაურთაგან არავის ძალუძს,
თუმც დიდებული მოგვდგამს ჩვენ ჯიში, –
ჩვენი გვარისა ვერავინ შესძლებს,
რომ ტუონელის გაიგნოს გზები,
რომ ჩააღწიოს სამყოფელს მანის,
რომ ინათხოვროს მანისგან ბურღი,
რომ გამოსტყუოს ტრაპანი ტუონს, –
ამოგიტანოს ორივე ერთად
და შეაკეთო მარხილი უცებ!“

528 მკითხველთა ლიგა


მაშინ ვეინე, მოხუცი ტკბილი,
სიმღერამთქმელი – უკვადავი მარად,
ტუონელაში ჩავიდა თვითონ,
თვითონ მიადგა სამყოფელს მანის, –
რა ინათხოვრა ტრაპანიც, ბურღიც,
გახარებული დაბრუნდა უკან...
ვეინემეინემ დაიწყო მღერა,
დააგუგუნა ხმატკბილი ჰანგი
და ლურჯ ჭალაში მაშინვე გაჩნდა
ტყე უსიერი – ცირცელის, მუხის...
გათალა ხელად ჭნავისგან ხელნა,
გამოუცვალა საჯდომი მარხილს,
მარჯვედ ხმარობდა ბურღსა და ტრაპანს,
ოდრიკალებიც შეცვალა უცებ.
და ახალივით აქცია როცა –
მყისვე შეაბა მარხილში ცხენი;
ავიდა, ახალ საჯდომზე დაჯდა
და შეუძახა ბედაურს ერთი!
საღარიც, თითქოს ელოდა ნიშანს,
მოსწყდა ადგილს და გაჰკურცხლა მარდად...
აღარც კი ხმარობს ვეინე მათრახს –
საღარი ისეც ქარივით მიჰქრის,
იქითკენ – სადაც ეგულვის თივა,
სადაც ბალახიც დახვდება ქორფა.
ვეინემეინე, მოხუცი ტკბილი,
სიმღერამთქმელი – უკვდავი მარად,
აი, მიადგა საკუთარ ეზოს –
უკვე მივიდა საკუთარ სახლში.

529 მკითხველთა ლიგა


runa ocdameeqvse

ლემინკაინენი, იმით განაწყენებული, რომ ქორწილზე არ


მიიწვიეს, მაინც გადაწყვეტს პოხელში წასვლას, მას ვერ აკა-
ვებს ვერც დედის ვედრება და ვერც მისი წინასწარმეტყველე-
ბა, რომ გზაში სიკვდილი ელის. იგი დაადგება გზას და თავი-
სი ცოდნის წყალობით მშვიდობიანად გასცდება გზად შეხვედ-
რილ ყველა ხიფათს

530 მკითხველთა ლიგა


ახტი ცხოვრობდა კაუკოს კონცხთან,
ერთ-ერთ კუნძულზე ცხოვრობდა იგი;
ამუშავებდა საყანედ მინდორს –
ჯერ ხნავდა, მერე ფარცხავდა ნახნავს;
მას, სხვათაშორის, სმენა რომ ჰქონდა –
ნუ დაიკვეხნის ტყუილა ნურვინ.
და აი, ერთხელ სოფლიდან ახტის
კუნძულზე ესმის თქარუნი ფლოქვთა, –
მიჰქრის მარხილი მოლიპულ გზაზე,
ჭრიალი ისმის წიწვოვან ტყიდან.
მიუგდო ყური, ჩაფიქრდა ახტი
და გაუელვა ასეთმა აზრმა:
პოხელში ალბათ იხდიან ქორწილს,
ფარულად ღრეობს პოხელის ხალხი.
თავჩაღუნული ფიქრობდა დიდხანს,
ჩამოეშალა შავი თმა შუბლზე,
ბრაზისგან სისხლი ავარდა თავში
და შემოენთო სახეზე ცეცხლი.
უცებ, გუთანი მიაგდო გვერდზე,
აღარ დაუდგა მინდორში გული,
ზურგზე ქარივით მოახტა ქურანს
და სახლისკენ გაჰკურცხლა მყისვე, –
იქ მიელოდა მშობელი მისი –
მოხუცი დედა ელოდა სახლში.
შეაჯირითა ეზოში ცხენი,
ჩამოხტა, დედას მუდარით სთხოვა:

531 მკითხველთა ლიგა


„დედილო! აბა, საჭმელი ჩქარა!
დრო აღარ ითმენს, მაჭამე რამე,
უნდა გემოზე გამოვძღე ერთი,
რომ ვეღარ ვიგრძნო შიმშილი დიდხანს.
ძალიან მინდა დაბანაც ტანის
და გამიხურო აბანო უნდა,
რომ მიბრწყინავდეს თმაცა და სახეც,
რომ ღირსეულად მეჭიროს თავი!“
მყის დაფაცურდა მშობელი დედა –
წინ დაულაგა საჭმელი ბლომად,
რომ ამოევსო მაძღრისად კუჭი,
რომ ვეღარ ეგრძნო შიმშილი დიდხანს...
მერე ცოტა ხნით დატოვა შვილი
და გაახურა აბანო ხელად.
ლემინკაინენს დრო ცოტა ჰქონდა –
სწრაფად შეჭამა ულუფა მთელი,
შეჭამა უცებ, დანაყრდა კარგად
და მიაშურა აბანოს მერე,
და გამოშუშდა ცხელი წყლის ორთქლში, –
იბანა თავი, იზილა ტანი,
თმა უბრწყინავდა, ვითარცა სელი,
უქათქათებდა ბროლივით სახე.
როს აბანოდან შევიდა სახლში,
საყვარელ დედას მიმართა ასე:
„შენ – საყვარელო დედილო ჩემო!
გამომიტანე, რაც კი მაქვს კარგი:
უნდა ჩავიცვა ძალიან კოხტად,
რომ ყველას ჩემზე რჩებოდეს თვალი!“

532 მკითხველთა ლიგა


უცებ, შვილისკენ მიბრუნდა დედა,
მივიდა შვილთან და ასე ჰკითხა:
„კი მაგრამ, შვილო, მითხარი მაინც,
სად მიდიხარ და რა მიზნით, რა ხნით,
იქნებ ფოცხვერის, ან იქნებ დომბის,
ან იქნებ ციყვის, მოგინდა მოკვლა?!“
კაუკომელიმ, მამაცმა გმირმა,
საყვარელ მშობელს მიუგო ასე:
„არა, დედილო, ძვირფასო ჩემო,
რა შუაშია დომბა და ციყვი:
არცა ფოცხვერის და არცა ციყვის
და არცა დომბის არ მინდა მოკვლა;
უნდა ვეწვიო პოხელის მხარეს,
ფარულ ღრეობას დავესწრო უნდა.
გამომიტანე ხიფთანი მალე,
ამომირჩიე ხალათი ჩქარა,
რომ გამოვეწყო ყველაზე კარგად –
გამოვიჩინო ქორწილში თავი!“
ლემინკაინენს დედაც და ცოლიც, –
ბუნების უცხო ქმნილება ორთავ
და შემოქმედის ასული ორივ, –
არ ურჩევს წასვლას პოხელის მხარეს.
დედამ თქვა: „შვილო, ნუგეშო ჩემო,
გვედრი, ნუ წახვალ პოხელის მხარეს,
ნუ გამოჩნდები ქორწილში, შვილო,
ნუ დაესწრები ღრეობად ფარულს.
შენ მიწვეული ნადიმზე არ ხარ
და არცა გეკუთვნის ქორწილში წასვლა!“

533 მკითხველთა ლიგა


კაუკომელი არ იშლის მაინც,
თავისი გააქვს და ამბობს ასე:
„მიპატიჟებას ჯაბანი უცდის,
ხოლო გულადი – თავისით მიდის;
თქვენ ფიქრი ნუ გაქვთ, დედავ და ცოლო,
მიწვეულია ქორწილში ახტი:
ამის თავდები ხმალია ჩემი,
მე წასასვლელად მაქეზებს იგი!“
დაღონდა დედა, არ იცის რა ჰქნას,
ჯიუტ ვაჟიშვილს მუდარით შესთხოვს:
„ნუ წახვალ შვილო, პოხელის მხარეს,
ნუ დაესწრები პოხელთა ნადიმს!
მე გული მიგრძნობს, წინასწარ ვიცი –
გადაეყრები უთუოდ ხიფათს:
ჩასაფრებულა სიკვდილი გზაზე,
შენ სამ ადგილას დაღუპვა გელის!“
კაუკომელი, მამაცი გმირი,
დედის ვედრებას პასუხობს ასე:
„სიკვდილის შიში სჩვევიათ უძლურთ,
მხდალთა წესია დახევა უკან,
გულადს არაფრის არა აქვს შიში,
არ ეშინია ხიფათის ვაჟკაცს.
ჰა, ჩემი ხმალი ნაპერწკლებს ისვრის
და გულმა ჩემმა მოიბა ქეზი,
მაგრამ, დედილო, მითხარი მაინც:
ხიფათი სად და რა სახით მელის?“
კაუკომელი მოელის პასუხს.
მოხუცი დედაც პასუხობს ასე:

534 მკითხველთა ლიგა


„გაგიძნელდება მოსმენა, ვიცი,
მაგრამ მე მაინც სიმართლეს გეტყვი:
საკმაოს როცა გაივლი მანძილს, –
დაახლოებით ერთი დღის შემდეგ, –
გზაზე შეგხვდება ცეცხლივით ცხელი,
ადუღებული მდინარე ერთი;
იმ მდინარეში გაბმულად ღმუის,
დუღს და ღურღურებს მორევი დიდი,
მორევში ერთი მაღალი კლდეა,
იმა კლდის თავზე ელვარებს ბორცვი,
ხოლო იმ ბორცვზე არწივი ელავს,
მზადებაშია არწივი ღამით:
იფხავებს კლანჭებს, იმახავს ნისკარტს,
რომ დღისით უცებ დააცხრეს თავზე,
ვინც კი გაბედავს ახლორე ჩავლას!.
შენ იქ შეხვდები პირველად ხიფათს,
აი, სად გიცდის სიკვდილი, შვილო!“
კაუკომელი, გულადი გმირი,
ასე პასუხობს საყვარელ დედას:
„დედაკაცს ჰქონდეს არწივის შიში,
ვერ შეაშინებს არწივი ვაჟკაცს!
მე მოვისაზრებ რაიმე საშველს
და გამოსავალს უთუოდ ვნახავ.
მე ცხენს გავაჩენ მაშინვე გრძნებით
და ზედ შევაჯენ ფიტულის მხედარს,
რომ ჩაიქროლოს არწივის გვერდით
და მტაცებელი დააცხრეს თავზე;
მე კი მაშინვე ვიქცევი იხვად

535 მკითხველთა ლიგა


და მდინარეში შევცურავ მყისვე,
ჩავყვინთავ ღრმად და ვიცურებ
წყალ-წყალ, –
ასე გავცდები არწივის კლანჭებს...
შენ ის მითხარი, დედილო ჩემო,
სად შევეყრები მეორე ხიფათს!“
მამაცი გმირი მოელის პასუხს,
მშობელი დედაც პასუხობს ასე:
„არწივს როგორმე თუ გასცდი, შვილო,
შენ გზაზე თხრილი შეგხვდება ერთი,
თხრილი სავსეა თაკარა ქვებით,
თხრილში საშიშად გიზგიზებს ცეცხლი,
ყრია იმდენი გოხი და ლოდი,
გაუჭირდება ეშმაკსაც გავლა;
ცეცხლში ჩანთქმულა ასობით გმირი
და ათასობით მამაცი მოყმე,
ასივეს ხელში სჭერია ხმალი,
და ათასივეს ჰყოლია ცხენი!
შენ იქ შეხვდები მეორე ხიფათს,
აი, სად გელის დაღუპვა, შვილო!“
საყვარელ დედას მამაცი გმირი,
კაუკომელი პასუხობს ასე:
„ვერ შემაშინებს გიზგიზა ცეცხლი,
ვერ შემაჩერებს ხორგი და ლოდი, –
მე მოვისაზრებ რაიმე საშველს
და გამოსავალს უთუოდ ვნახავ:
თოვლს გარდავსახავ უშიშარ გმირად,
ყინვისგან შევქმნი უბადლო მოყმეს,

536 მკითხველთა ლიგა


სპილენძის მაგარ ცოცხს მივცემ ხელში,
წინ წავიმძღვარებ, გავყვები უკან,
მივხერგ-მოვხერგავ თაკარა ლოდებს,
წავა და სწრაფად მივყვები კვალში,
ისე გავივლი გიზგიზა კოცონს –
არ შემეტრუსოს თმა – ერთი ღერიც!
შენ ის მითხარი, დედილო ჩემო,
სად შევეყრები მესამე ხიფათს!“
რა მოისმინა პასუხი შვილის,
ლემინკაინენს მშობელმა უთხრა:
„როგორმე თხრილს თუ გაცდები, შვილო,
თუ გადაურჩი მეორე ხიფათს,
ზედ მიადგები ერთ ვიწრო კარებს, –
შესასვლელია პოხელში იგი.
ლუსკუმ ღამეში იქ მგელი დაძრწის,
იქ დაბაჯბაჯებს ვეება დათვი.
იმ ვიწრო კარებს პოხელის მხარის –
ზედ შეკვდომია ასობით გმირი.
შენც მათი ბედი მოგელის ალბათ,
მგელის და დათვის გახდები ლუკმა“.
კაუკომელი, მამაცი გმირი,
საყვარელ დედას პასუხობს ასე:
„მოერევიან მხეცები ბატკანს
და ძვლებიანა შთანთქავენ წამში,
მაგრამ, თუ მკვდარი არა ხარ კაცი,
ვერრას დაგაკლებს დათვი და მგელი...
მე ხომ კაცი ვარ და მხურავს ქუდი,
მუხლში მაქვს ძალა და მკლავში ღონე,

537 მკითხველთა ლიგა


ვერ მომერევა მე მგელი უნტო, –
უნტოს საქმეა ბატკანთან ბრძოლა.
მგელს არაფერი გაუვა ჩემთან,
გავუსწორდები ადვილად დათვსაც:
ჯერ გრძნებით შევკრავ, მოვნუსხავ
მხეცებს,
გავჯაჭვავ დათვს და გავთოკავ უნტოს,
გვერდი-გვერდ დავყრი ორივეს ერთად
მერე კი – ავქნი სულ ასო-ასო;
განვაგრძობ ჩემს გზას და მდიონ კუდში
იმ შენმა დათვმაც და შენმა მგელმაც...
ჩემი გზით წავალ, ვივლი და ვივლი
და დამთავრდება მგზავრობაც ჩემი.“
ლემინკაინენს აფრთხილებს დედა:
„მე ყველაფერი გითხარი როდი;
ჩამოგითვალე ხიფათი სამი,
მაგრამ ხიფათი შეგხვდება კიდევ.
თუ გადაურჩი როგორმე მხეცებს,
შენ მიადგები საშინელ ადგილს,
უფრორე საშიშს, საზარელს უფრო,
ვიდრე ის სამი ხიფათი იყო;
მხეცებს გასცდები თუ არა ცოტას,
შენ მიადგები პოხელის ეზოს, –
ირგვლივ მესერი არტყია რკინის,
თვალს ვერ შეაწვდენ ფოლადის კედლებს,
არბიან მაღლა, ადიან ცამდე
და ჩამოდიან მიწაზე ციდან.
ბოძების ნაცვლად – შუბები დგანან,

538 მკითხველთა ლიგა


წნელის მაგივრად – გველები ჭრელი.
იქვე საზარლად სივიან ხვლიკნი,
აუღერიათ კისერი მაღლა,
დატინტილობენ მხურვალე ქვებზე,
გრძელი კუდები მიწაზე მისთრევთ.
დახვანხვალობენ გველები ზანტად,
დახვანცალობენ ხვლიკები ცქვიტად...
ერთი ყველაზე საშიში გველი
გადაწვართულა შესასვლელ კართან,
წევს, იზმორება, აცეცებს თვალებს –
კადონზე გრძელი, თავხეზე მსხვილი;
თავს აქიცინებს, სისინებს მწარედ –
შენ მისი მსხვერპლი არ გახდე, შვილო!“
კაუკომელი უსმენდა მშვიდად,
მერე კი დედას მიუგო ასე:
„ლაჩარი ვინმე იმსხვერპლოს იქნებ –
ვაჟკაცს რა უნდა დამაკლოს გველმა,
სხვა რომ არ იყოს, ეს მაინც ძალმიძს
შევულოცო და მოვნუსხო უცებ,
ის კი არა და, მე შემწევს ძალა,
თუ დამჭირდება, – გავყინავ ცეცხლსაც!..
აკი მიხნავს და მითესავს, სადაც
ქვეწარმავლების ბუდობდა დუდგა;
დავერიე და, ჭრელიც და შავიც,
შიშველი ხელით მოვახრჩე ყველა.
ხელზე მმჩნევია ასპიტთა სისხლი,
გველების ცმელი მცხებია ხელზე...
ასე ადვილი როდია, დედი,

539 მკითხველთა ლიგა


დამარცხება და სიკვდილი გმირის!..
ვინმე ბეჩავმა იკითხოს, თორემ
მე არ გავხდები გველების ლუკმა;
შიშველი ხელით კისერში ვწვდები
და უხსენებელს მოვახრჩობ თვითონ.
თუ გამიჭირდა – სხვა ხერხიც ვიცი:
შევულოცავ და გავჩხიბავ ხელად,
გადავალაჯებ უნასთა გროვას, –
ასე გავსცდები პოხელის ეზოს,
გავივლი ეზოს და შევალ სახლში,
მექორწილენი ღრეობენ სადაც“.
რაკი შეატყო – არ იშლის მისას,
ემუდარება კაუკოს დედა:
„ნუ წახვალ, შვილო, პოხელის მხარეს,
ნუ მიადგები სორელის ბინას!
რა უნდა გახდე შენ ერთი ასთან –
იარაღშია ჩანჯდარი ყველა.
გამობრუჟული არიან ალბათ
მამაკაცები ზედმეტი სმისგან,
მთვრალსა კი არა და, ფხიზელსაც ჭკუა
არ ეკითხებათ იქაურ კაცებს,
არ მოიხმარონ თილისმა რამე,
არ წამოგაგონ ხმლის წვერზე, შვილო!
შენზე მამაცნი რამდენი მოკლეს,
შენზე გულადნიც იმსხვერპლეს ბევრი!“
ყურად არ იღებს კაუკო რჩევას
და მოხუც დედას მიუგებს ასე:
„პირველად ხომ არ მივდივარ პოხელს,

540 მკითხველთა ლიგა


ბევრჯერ ვყოფილვარ პოხელის სახლშიც...
ლაფლანდიელი ვინ არის ჩემთან!
ტურიანელის გმირობა ვინ თქვა!
ცხვირ-პირს დავამტვრევ პირველად მუშტით,
გავუსწორდები მე ერთი ყველას!
თუ არ იკმარეს, – ვიშიშვლებ მახვილს
და სათითაოდ ავაგებ ხმალზე!“
ლამინკაინენს მოხუცი დედა
ემუდარება და ეტყვის ასე:
„ო, შვილო ჩემო, ცუდი დღე გელის,
ძველი გმირობით ნუ მოგაქვს თავი;
გადაგილახავს მღელვარე ტალღა,
გადაგიცურავს მორევი მღვრიე,
შენ მანალაშიც ყოფილხარ ბევრჯერ,
გადარჩენილხარ ათასგვარ ხიფათს,
მაგრამ გახსოვდეს: შენ ჩემი რჩევა
და დარიგება გშველოდა მუდამ.
როცა მიაღწევ პოხელის მხარეს
და შეჩერდები სორელის სახლთან,
იქ დაინახავ ვეება ღობეს,
რომელიც ირგვლივ არტყია ეზოს,
და თავის ქალა იმ ღობის სარზე
ჩამოცმულია თითოზე თითო, –
ცარიელია მარგილი ერთი
და ელოდება შენს თავის ქალას“.
კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,
საყვარელ დედას პასუხად უთხრა:
„მე მაგის შიში არა მაქვს სულაც,

541 მკითხველთა ლიგა


დე, ეშინოდეთ მხდალსა და ლაჩარს,
არ მიღალატებს მე ჩემი ხმალი,
გინდა წლობითაც გაგრძელდეს ბრძოლა;
ვაჟკაცი მუდამ აპარეზს ეძებს,
ლაჩარი მუდამ გაურბის მამაცს.
აღარ ჩავიცვამ, დედილო, ხიფთანს –
გამომიტანე საბრძოლო ჯუბა,
მამის ნაქონი მომიტა ხმალი,
ფხა გავუსინჯო, მოიტა ჩქარა!
ეყოფა ცივად კედელზე ყოფნა,
ბრძოლაში გასვლას ნატრულობს ალბათ,
მე თითქოს მესმის ჩივილი მისი,
მოწყენილია უსაქმოდ თითქოს!“
და გადაიცვა საბრძოლო ჯუბა,
აიღო ხმალი – ნაქონი მამის,
დაავლო ხელი წამახულ ჩუგლუგს
და გულმოსულად დაარჭო წვეტით;
და ბლაგვი თავით აარტყა თავხეს,
და ჩამოინგრა კინაღამ ჭერი,
შეათამაშა ჰაერში ხმალი
და თქვა ღიმილით: „პოხელის მხარეს
არა მგონია რომ ჰქონდეთ ვინმეს
ხმალი, რომელმაც აჯობოს ჩემსას,
და ვერც იკისრებს ვერავინ, ალბათ,
გაბედოს ჩემზე ხმალდახმალ მოსვლა!“
მერე კედლიდან ჩამოხსნა მშვილდი,
მორთხმა რომლისაც ძნელია ერთობ,
ჩამოხსნა მშვილდი და ამბობს ასე,

542 მკითხველთა ლიგა


მამაცი გმირი კაუკო ამბობს:
„თუ აღმოჩნდება პოხელში ვინმე,
რომ ჩემი მშვილდის მოდრეკა შეძლოს,
თუკი იქნება ისეთი ვინმე –
მოღუნოს, მერე დაძაგროს ლარი,
მე იმას ნამდვილ ვაჟკაცად ჩავთვლი,
მას ვაღიარებ უბადლო გმირად!“
შეიარაღდა კაუკო ხელად
და შეისწორა სარტყელი წელზე,
მერე მიიხმო ნაყიდი მონა,
თითით მიიხმო და უთხრა ასე:
„აბა, შეაბი მარხილში ცხენი,
ჩქარა! საომრად მივდივარ, გესმის?
უნდა მივუსწრო პოხელში ნადიმს,
იქ შევერკინო ალქაჯებს უნდა!“
და მოსწყდა მონა მაშინვე ადგილს,
შებრუნდა უკან, მივარდა თავლას,
გამოიყვანა იქიდან ცხენი
და გაამზადა მარხილი წუთში,
კაუკომელთან მიიჭრა მერე
და აღსრულება ბრძანების ამცნო.
დრო არის უკვე – გავიდეს გზაზე,
გზას რომ გაუდგეს – დრო არის უკვე;
მას ერთი გული ეძახის: „წადი!“
„დარჩი!“– ეძახის მეორე გული!
კაუკომ პირველს უსმინა ძახილს,
აი, სახლიდან გამოდის გარეთ,
თან მოაცილებს მოხუცი დედა,

543 მკითხველთა ლიგა


თვალთაგან ცხარე მოცვივა ცრემლი,
ეფერება და არიგებს ასე:
„შენს მეტი ვინ მყავს ამ ქვეყნად, შვილო,
ხარ ერთადერთი ნუგეში ჩემი;
და რაკი შენსას არ იშლი მაინც,
დაიმახსოვრე ეს რჩევა კარგად:
მოგაწოდებენ ქორწილში სასმურს,
არ გამოსცალო ბოლომდე კათხა,
გადააწოდე იქაურს ვინმეს,
ყველაზე ცუდს და ყველაზე ბოროტს:
მუხუნძელები იქნება ფსკერზე
და უამრავი წიწილი გველის!“
გამოაცილა ჭიშკრამდე შვილი
და ერთი რჩევაც ამგვარი მისცა:
„სახლში რომ შეხვალ – არ ენდო ინახს,
ნახევრად უნდა ჩამოჯდე სკამზე,
ნახევარი კი დაუთმე ვინმეს –
ყველაზე ცუდს და ყველაზე ბოროტს...
თუ შეასრულებ ორივე რჩევას,
გადაურჩები ყოველგვარ ხიფათს!“
რა მოისმინა დედისგან რჩევა,
კაუკომელი მარხილში ჩაჯდა,
გადაუჭირა მათრახი ქურანს
და ადგილს მოსწყდა სარია მყისვე,
კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,
პოხელისაკენ აიღო გეზი.
ნაცნობ სანახებს გასცდა თუ არა,
წინ აუფრინდა ფრინველთა გუნდი, –

544 მკითხველთა ლიგა


ფრთა დაიქნიეს იმდენად მძლავრად,
რომ ნაკრტენები დასცვივდათ გზაზე;
ნაკრტენებს ხელი დასტაცა უცებ
და შეინახა ჯიბეში ფრთხილად, –
ვინიცობაა ოდესმე სადმე
გამომადგესო, იფიქრა გულში.
მოულოდნელად კაუკო შეცბა
და რეჩხი უყო უეცრად გულმა,
დაიფრუტუნა შიშისგან ცხენმა
და შეანელა ნაბიჯი ჩქარი.
კაუკომელი, მამაცი გმირი;
წამოიწია ანაზდად ზეზე,
გადაიხარა წინ მთელი ტანით,
გაჰყურებს გზას და გარკვევით ხედავს:
სწორი გამოდგა ნათქვამი დედის,
მშობელმა დედამ მართალი უთხრა, –
გზაზე მდინარე ელვარებს ფართო,
იწვის და ბოლავს ჩანჩქერი ცეცხლის,
აყუდებულა კლდე წყალთა შუა,
იმ კლდეზე ბრწყინავს მომაღლო ბორცვი,
იმ ბორცვზე ელავს არწივი ცეცხლის,
და ცეცხლის ენებს პირიდან აფრქვევს,
ჰაერს აბრუნებს ცეცხლოვან ფრთებით
და ბღუჯა-ბღუჯა ნაპერწკლებს ისვრის.
მოჰკრა თუ არა კაუკოს თვალი,
იმ ცეცხლოვანმა არწივმა ჰკითხა:
„კაუკომელო! საითკენ ილტვი.
გაგიწევია, მითხარი, საით?!

545 მკითხველთა ლიგა


კაუკომელმა, უბადლო გმირმა,
ცეცხლოვან არწივს მიუგო ასე:
„პოხელის მხარეს მივადგე უნდა
და საიდუმლოს დავესწრო ქორწილს!..
კეთილ ინებე – შებრუნდი ცოტა,
მგზავრს გზა მომეცი, არწივო, ნებით,
მეც ჩაგიქროლებ მარხილით უცებ,
გაგშორდები და ჩემი გზით წავალ!“
მაგრამ არწივმა ცეცხლოვან ყრონტში
დაიყაშყაშა პასუხი მკვახედ:
„სიამოვნებით! გზა ხსნილი არის,
მობრძანდი, გელის შენ ხახა ჩემი,
აღარ დაგჭირდეს შორი გზის გავლა,
დროს ტარება და თუ გინდა ლხინი;
თუ გსურს დიდებულს დაესწრო ნადიმს –
აგერ, ჩემს კუჭში ჩაბრძანდე უნდა!“
რა იღონოს და მიმართოს რა ხერხს,
საგონებელში ჩავარდა ახტი;
ადგა, ჯიბეში ჩაიყო ხელი, –
ჯუზდანში ჰქონდა ნაკრტენთა კონა, –
ის ნაკრტენები დაციცქნა სწრაფად,
ხელისგულები უსვა და უსვა...
და გააპნია ჰაერში მერე,
თითქოს ჩაჰყარა ხნულშიო თესლი;
და ნაკრტენები გადიქცა უცებ
ყრუალებად და ქათმებად ტყისა...
მიუახლოვდა კაუკო არწივს
და ფრინველები ჩასჩარა პირში;

546 მკითხველთა ლიგა


ამასობაში მარხილიც დასძრა
და აუარა განსაცდელს გვერდი...
ასე დასძლია პირველი ზღუდე,
ასე გადარჩა პირველ დღეს სიკვდილს...
რა გაიარა მანძილი მცირე,
კვლავ დაიოჩნა აჯილღამ უცებ...
კაუკომელი, მამაცი გმირი,
ანაზდეულად წამოდგა ზეზე,
გადაიხარა წინ მთელი ტანით,
გახედა გზას და გარკვევით ხედავს:
სწორი გამოდგა ნათქვამი დედის,
მოხუცმა დედამ მართალი უთხრა, –
გზა გადაუჭრა უეცრად თხრილმა,
თხრილში თაკარა ლოდები ჰყრია,
დახორგილ ქვებში გიზგიზებს ცეცხლი,
ტკაცანი გააქვთ ვეება ლოდებს.
საგონებელში ჩავარდა ახტი
და მაღალ უკოს მიმართა თხოვნით:
„გემუდარები – მაღალო უკოვ,
ჭექა-ქუხილის ციურო მამავ!
ჩრდილოეთიდან ღრუბელი დასძარ,
დასძარ ღრუბელი დასავლის მხრიდან,
აღმოსავლითაც დასძარი ერთი,
ჩრდილო-აღსავლის მხრიდანაც სძარი,
და შეაჯახე ერთმანეთს მერე,
და გააჩაღე მაგარი თოვა,
თოვლი დაჰყარე ქვენზე
და ამოავსე ეს თხრილი თოვლით, –

547 მკითხველთა ლიგა


ექნეს სიმაღლე საჟენი ერთი,
თოვლს ჩემი შუბის სიმაღლე ჰქონდეს!“
და მაშინ უკომ, ქუხილის ღმერთმა,
რომელმა შექმნა სამყარო ცათა,
ჩრდილოეთიდან ღრუბელი დასძრა,
ასძრა ღრუბელი დასავლის მხრიდან,
აღმოსავლითაც დაიძრა ერთი,
ჩრდილო-აღსავლით მეოთხე მოდგა;
და შეაჯახა ერთმანეთს მერე,
და გააჩაღა მაგარი თოვა,
თოვლი დაჰყარა ელვარე ქვებზე
და ამოავსო ის თხრილი თოვლით;
ადუღდა თოვლი – ტბა გაჩნდა უცებ,
მთათაოდენი აგორდა ტალღა.
და გრძნეულობით მამაცმა ახტიმ
ყინულის ხიდი იმ ტბაზე გადო:
ასე დასძლია მეორე ზღუდე,
მეორედ ასე გადარჩა სიკვდილს.
რა გაიარა მანძილი მცირე,
კვლავ დაიოჩნა უეცრად ცხენმა,
შელოცვილივით გაშეშდა უცებ
და ადგილიდან არ იცვლის ნაბიჯს.
კაუკომელი, მამაცი მოყმე,
ანაზდეულად წამოდგა ზეზე,
გადაიწია წინ მთელი ტანით,
გაჰყურებს გზას და გარკვევით ხედავს:
შესასვლელ კართან დამდგარა მგელი,
დათვი ბურდღუნებს პოხელის კართან.

548 მკითხველთა ლიგა


რა მოიფიქროს, მიმართოს რა ხერხს?
საგონებელში ჩავარდა ახტი...
უცებ, ჯიბეში ჩაიყო ხელი
და ამოძურწა მან მატყლი ცხვრისა;
ხელისგულებით უსვა და უსვა,
მერე თითებით სრისა და სრისა,
შეუბერა და ცხვრის ფარა გაჩნდა,
და აპეტელდა ბატკნების არვე;
დათვმა ცხვარს დაჰკრა დუმაზე თათი,
მგელმა ბატკანი არჩია ქორფა.
ამასობაში იდროვა ახტიმ,
მესამედ ასე გადარჩა სიკვდილს.
აი, გამოჩნდა პოხელის ეზო,
შემოზღუდული მესერით რკინის;
თვალს ვერ ააწვდენ ფოლადის კედლებს –
მაინც იქნება საჟენი ასი!
კედლები ისე ზვიადად დგანან,
ვერ შეფრინდება ეზოში ჩიტიც:
ბოძთა მაგიერ – შუბები ჩანან,
წნელის მაგიერ – გველები ჭრელი,
დახვანცალობენ ეზოში ხვლიკნი,
გადახლართვიან უნასნი ერთურთს...
აუღერიათ თავები მაღლა,
იზლაზებიან, სივიან, სტვენენ,
მსვენნი კვალდაკვალ დასდევენ ასპიტთ,
მისთრევთ მიწაზე კუდები გრძელი...
რა მოისაზროს, მიმართოს რა ხერხს?
საგონებელში ჩავარდა ახტი,;

549 მკითხველთა ლიგა


უცებ – ქარქაშით დააძრო დაშნა,
ღობეს უწყალოდ დაუწყო ჩეხვა,
მიჩეხ-მოჩეხა ბოძები შუბის.
მერე სანგრევად მიადგა კედლებს,
კაფა და სხეპა, სხეპა და კაფა,
მილეწ-მოლეწა ყოველი ირგვლივ;
გაჰკაფა გზა და გადარჩა სიკვდილს, –
ასე მიადგა სორელის კარებს.
ვეება გველი ზედ კართან იწვა,
გადაწვართული გზის გარდიგარდმო,
სიმსხოთი იყო თავხეზე მსხვილი
და კარნაგელზე უგრძესი სიგრძით;
გველს ექნებოდა ათასი თვალი,
ნესტარი ჰქონდა ათასზე მეტი...
უელვარებდა იმხელა ზურგი,
პირქვე აგდია თითქოსო ნავი;
საცრისოდენა თვალები ჰქონდა,
გადმოეყარა კბილები ფოცხა,
უფსკრულის დარად დაეღო ხახა
და გადმოეგდო შუბივით ენა.
ზიზღით დახედა კაუკომ ასპიტს
და კბილებიდან გამოსცრა ასე:
„შენ უნდა იყო მიწის ქვეშ ახლა,
შენ ტუონელში დაძრწოდე უნდა,
შენი ბინაა ავსულთა მხარე
და მიწისქვეშა ხვრელები გრილი.
ვინ ამოგგზავნა მიწიდან მაღლა,
ვინ დაგავალა გაწოლა გზაზე, –

550 მკითხველთა ლიგა


მამამ თუ დედამ, ძმამა თუ დამა,
ვინ დაგაყენა დარაჯად, გველო!
ნუ დაგიღია საზარლად ხახა,
დაიღე თავი, დამუწე პირი;
დამალე ენა, იქეცი მორგვად,
დაიგორგლე და გაჩოჩდი გვერდზე, –
გზის ნახევარი დამითმე მაინც,
რომ გაიაროს მარხილმა ჩემმა;
მოიგუნებო ეგება, გველო,
სულ ჩამომეხსნა ეგების გზიდან:
შეძვერი ბუჩქში, ჩაძვერი ხვრელში,
გადასრიალდი ფერდობში სადმე,
ბალახბულახში შეჰყავი თავი
და დაქცეული წყალივით წადი...
შენი ადგილი ხვრელშია მხოლოდ,
ეკალ-ბარდშია ადგილი შენი.
იცოდე, თავს თუ წამოწევ მაღლა –
ისრით განგგმირავს მაღალი უკო!“
არ შეისმინა მუდარა გველმა,
სისინებს, სივის, შიშინებს, უსტვენს,
მიშტერებია თვალებში ახტის,
გადმოუგდია შუბივით ენა.
მაშინ კი ახტიმ, უბადლო გმირმა,
რაც ძველებისგან იცოდა გველზე,
რაც გაგონოლი დედისგან ჰქონდა,
გაიხსენა და ქადილით უთხრა:
„თუ არ შეისმენ მუდარას ჩემსას,
გზას თუ არ მიტევ, ბოროტო გველო,

551 მკითხველთა ლიგა


უკურნებელი შეგიპყრობს სენი,
გაიბერები – გაწყდები სამად!
შეჩვენებულის ვიცი მე ჯიში,
უხსენებელის ვიცი მე მოდგმა:
კაციჭამია დედა გყავს, ვიცი
დედა გყავს, ვიცი, სიღრმიდან ზღვათა!
ფურთხებ-ფურთხებით ცურავდა იგი
და ნერწყვს ბიწიერს ანთხევდა წყალში;
ექვს წელს არწევდა იმ ნანთხევს ტალღა,
ანანავებდა დინება ექვს წელს!..
იწურებოდა მეშვიდე წელიც, –
ატარა ნელა ის ნერწყვი წყალმა,
მზემ მოქნილობა სინსილას მისცა,
გამოირიყა ნაპირზე ტალღით.
და შემოქმედის ასული სამი
იმ ნერწყვს უეცრად წაადგა თავზე,
რა დაინახეს სილაზე ნერწყვი,
ასე წარმოთქვა სამივემ ერთად:
„რომ შემოქმედმა შთაჰბეროს სული,
და რომ აჩუქოს სმენა და ჩინი –
ნეტა, ნერწყვიდან გამოვა რამე?
რად გარდიქცევა ეს ნერწყვი, ნეტა?!“
შემოქმედს ესმა სიტყვები მათი
და ზენაარმა წარმოსთქვა ასე:
„რომც სისაძაგლეს შთავბერო სული,
და რომც ვაჩუქო სმენა და ჩინი, –
ბიწიერისგან არამც და არამც
არ განსახდება უბიწო არსი!“

552 მკითხველთა ლიგა


ამ სიტყვებს ყური ხიისიმ მოჰკრა,
მყისვე შეუდგა ბიწიერ საქმეს:
სუეტარის ნერწყვს შთაჰბერა სული
და ნერწყვისაგან განსახდა გველი.
სიცოცხლე ჭრელ გველს რომელმა
მისცა?
ვინ და ხიისიმ – ბოროტმა სულმა;
მკერდში რომელმა ჩაუდგა სული?
გული უბოძა წყეულმა დედამ;
იმ ჭრელ გველს ტვინი რისი აქვს თავში?
პერეულისა ჩაუდეს ტვინი.
გრძნობა ვინ მისცა? მორევმა მღვრიემ,
თავი რისი აქვს? დამპალი ცერცვის;
ყურები რისი? დამჭკნარი ფოთლის;
ვინ მისცა ანდა რისი აქვს ენა?
ბოროტმა სულმა დაუთმო შუბი;
კბილები ასპიტის რისი აქვს, ნეტა?
ტუონელური ხორბალის ფხათა;
უნასს ღრძილები რისი აქვს, ნეტა?
სიკვდილის ღმერთის ასულმა მისცა;
რის უნდა ჰქონდეს თვალები, ნეტა?
აქვს მას თვალებად მარცვლები სელის;
ზურგი – სატაცი ხიისის თუნის,
ბოროტი სულის კულული – კუდად!
ეს არის შენი ჯიში და მოდგმა,
ეს არის, გველო, მშვენება შენი!
შენ – ტუონელის ღორდათვავ შავო,
აჭრელებულო არყის ხის კანო,

553 მკითხველთა ლიგა


შენ – ცისარტყელის შვიდივე ფერო,
შენ – ბინადარო ხვრელების გრილის!
მგზავრს გზა დაუთმე, სიკეთე ჰქენი,
არ დააბრკოლო, მიდექი გვერდზე,
დიდ ღრეობაზე იჩქარის იგი,
პოხელში უნდა დაესწროს ქორწილს!“
გველმა მაშინვე დაიწყო ზლაზვნა,
დაეხვია და გადიქცა მორგვად,
იმ მორგვმა მერე იგორა ნელა
და ჩოჩვა-ჩოჩვით გადვიდა გზიდან...
მგზავრს გზა მიეცა, – დაიძრა მგზავრი,
ასე დასძლია მეოთხე ზღუდე...
მიეჩქარება პოხელის მხარეს,
უნდა მიუსწროს ღრეობას ფარულს!

554 მკითხველთა ლიგა


runa ocdameSvide

ლემინკაინენი პოხელში ჩადის და ძალიან ქედმაღლურად


ეპყრობა ყველას. პოხელის პატრონი გაჯავრდება და, რაკი
ჯადოქრობით ვერ აჯობებს ლემინკაინენს, ხმალში გამოიწ-
ვევს მას. ბრძოლაში ლემინკაინენი თავს წააცლის პოხელის
პატრონს, პოხელის დიასახლისი კი, ქმრის მოკვდინებისათ-
ვის შურისძიებით ანთებული, ჯარს აგროვებს ლემინკაინენის
წინააღმდეგ.

555 მკითხველთა ლიგა


ჩემი კაუკო, იგივე ახტი,
კაუკომელი, მამაცი გმირი,
უკვე გადარჩა უამრავ ხიფათს,
დამთავრდა მისი მგზავრობა ძნელი;
ასჯერ ელოდა სიკვდილის ხახა
ახტი ასჯერვე დაუძვრა სიკვდილს;
და აი იგი სახლშია უკვე,
სახლში – ფარულად ღრეობენ სადაც!
აქ ხომ ვერ შევწყვეტ მოყოლას ამბის!
საინტერესო არ არის განა,
როგორ მიიღეს ქორწილში იგი,
როგორ დაუხვდნენ უწვევარ სტუმარს?!
ლემინკაინენ, იგივე ახტი,
იგივ კაუკო, მამაცი გმირი,
შუა დარბაზში ამყად დადგა
და აზანზარდნენ კედლები სახლის.
და, როცა ხალხის ყაყანი შეწყდა,
მექორწილეებს მიმართა ასე:
„აი, მე აქ ვარ! სალამი ყველას,
ვინც მიპასუხებს სალამზე სალმით...
ჰე, მასპინძელო! ეგების ცოტა
მოგეძებნება ცხენისთვის ქერი,
ან, ეგებ გქონდეს სტუმრისთვის ლუდი! –
გზამ ორივენი დაგვღალა ძლიერ!“
ბატონ-პატრონმა პოხელის მხარის,
მაგიდის კუთხეს რომელიც უჯდა,

556 მკითხველთა ლიგა


არც კი იკადრა ადგომა ფეხზე,
კაუკოს ისე მიუგო სიტყვა:
„დავაურვებდით გაქაფულ ულაყს
და ვუშოვნიდით როგორმე ქერსაც,
მოგაწოდებდით ლუდიან კათხას
და შეგხვდებოდით პატივით სტუმარს,
რომ უკითხავად და ასე ჯიქურ
არ შემოგეღო ოთახის კარი,
დამდგარიყავი ეზოში, სადაც
სამფეხზე მდგარი დუღს ქვაბი ჩვენი!“
ეს რა მკადრაო, გაბრაზდა ახტი,
და ააქნია ამაყად თავი,
ჟანგაროსავით შავ-შავი თმები
გადაიყარა შუბლიდან უკან,
მერე ქოჩორზე გადისვა ხელი
და მიახალა პოხელის პატრონს:
„თუ კარგია და, – ის შენი ლემპო,
ბოროტი სული დადგეს იმ ქვაბთან,
იქ იყუნცულოს რამდენიც უნდა
და გაითხუპნოს აბლით და მურით!
არ კადრულობდა იქ დგომას მამა,
მას არ სჩვეოდა კარებთან მოცდა,
არ შედგებოდა აროდეს ზღურბლთან,
არ დადგებოდა ნივნივთა ქვეშე, –
მისთვის ყოველთვის მზად იყო სკამი,
მის ცხენსაც ქერი მზად ჰქონდა მუდამ,
თუ ვინმე ახლდა – იმასაც სახლში
შეუძღვებოდნენ მოხუცის ხათრით!

557 მკითხველთა ლიგა


მის ხელთათმანებს ელოდა კაკვი,
მის ფეხსაცმელებს – ლურსმანი დიდი,
ჩამოჰკიდებდა ყველაფერს ხელად
და მიჰკიდებდა კედელზე ხმალსაც!
და თუ მამაჩემს ხვდებოდნენ ასე,
მე რა? შვილი არა ვარ მისი?!“
მისწი-მოსწია კაუკომ ხალხი,
მაგიდის თავთან ჩამოჯდა მერე,
მერხის ბოლოზე ჩამოჯდა, რადგან
დანაბარები ახსოვდა დედის;
ჭრიალ-ჭრიალი დაიწყო მერხმა,
ახტის კინაღამ ჩაუტყდა სკამი.
ჩაიღურღურა თავისთვის ვითომ,
ისე კი – სხვათა თქვა გასაგონად:
„მე უდროო დროს მოვედი ალბათ,
რომ არ მაწვდიან საჭმელს და სასმელს!“
აქ ილპოტარმა პასუხად უთხრა,
დიასახლისმა პოხელის მხარის:
„არა, კაუკო, არ გავხარ სტუმარს,
არ ხარ მოსული სამოყვროდ ჩვენთან,
ვიცი, შენ ჩემი გწყურია სისხლი,
რამე რო იყოს – გამიპობ თავსაც...
ჯერ შენი წილი – ქერშია ლუდი
და ალაოდ დგას ის ქერი ჯერეთ;
არც საფუარი ბუყბუყებს ჩანში;
არც ხორცეული მეგულვის რამე!
რაღა დღეს მოდი, შე კაი კაცო,
მოსულიყავი ხვალ, ანდა – გუშინ!“

558 მკითხველთა ლიგა


კაუკომელი გაცოფდა უფრო,
სულ მოეღრიცა ბრაზისგან სახე,
ჩამოებურდა შუბლიდან თმები
და გულმოსულად ილპოტარს უთხრა:
„მაშ, ყველაფერი ჩახეთქეთ, არა?
სულ გამოწრუპეთ, რაც იყო ლუდი?
თაფლი არ დაგრჩათ არც ერთი წვეთი
და, თქვენი ჭკუით, ღრეობას მორჩით?!.
სად გაალაგეთ თუნგები ლუდის,
ან ცარიელი რად არის კათხა?!
დიასახლისო პოხელის მხარის,
შე წუწურაქო, დამიგდე ყური:
პური და ხორცი გქონია ბევრი,
გამოგიხდია ქვეყანა ლუდი,
გადაგიხდია ქორწილი, ვხედავ,
ნაყარნუყარა გყოლია ხალხი:
არ დაგვიწყნია ძაღლი და ყვავი,
ღარიბ-ღატაკი და არრას მქონე,
არ დაპატიჟე მარტოდენ ახტი,
მარტო მე ვაკლდი ღრეობას ფარულს!
ხორბალი ყველამ ცოტ-ცოტა გიძღვნათ,
მომიტანია მე მთელი კალო!
ყველას ჯამებით მოჰქონდა იგი,
მე ნაოთხალი დავყარე ხვავად,
ხორბალი – როგორც ბაჯაღლო ოქრო,
მე მოგიტანეთ ყველაზე მეტი.
თქვენც ღირსეულად მიმიღოთ უნდა,
ჩქარა მომართვით კამკამა ლუდი,

559 მკითხველთა ლიგა


ღორის ხორცზედაც ნუ მეტყვით უარს,
თუ მზად არ არის, მოხარშეთ უცებ, –
გამომივლია გზა მეტად ძნელი,
დაღლილი მგზავრი დავნაყრდე უნდა!“
დიასახლისმა პოხელის მხარის,
დაუყოვნებლივ ბრძანება გასცა:
„ჰეი, შენ – გოგო, მონაო ჩემო,
მანდ ნარჩენები მონახე რამე
და ლუდთან ერთად მიართვი სტუმარს –
უნდა დანაყრდეს დაღლილი მგზავრი!“
მოსამსახურემ, პატარა გოგომ,
ჭურჭელს რეცხავდა რომელიც ამ დროს,
ის ჯამ-ჭურჭელი მიჰყარა გვერდზე,
თავი ანება კოვზების რეცხვას,
მონახა თევზის ნაძიძგნი ძვლები,
ხმელი ქერქები მოძებნა პურის,
აკრიფა მჭკნარი ფოთლები ჭარხლის
და დიდი ქვაბით მიართვა სტუმარს,
დიდივე ჯამით დაუდგა ლუდი
და ასე უთხრა კაუკოს გოგომ:
„თუ ხარ ვაჟკაცი – ასწიე უცებ
და ერთი მოთქმით დასცალე ჯამი!“
კაუკომელი მიბრუნდა უკან
და ჩაიხედა ფარულად ჯამში:
მუხუნძელები ეყარა ფსკერზე
და უამრავი წიწილი გველის.
მაშინ გაბრაზდა ჭაბუკი ახტი
და დიასახლისს ახალა ასე:

560 მკითხველთა ლიგა


„ჯერ არათითით მარცხენა ხელის –
მთელ სიბინძურეს ამოვყრი ზემოთ,
ჯერ ამოვფხიკავ ფსკერიდან მატლებს,
მერე კი – დავლევ, ბოლომდე დავცლი!“
მოიფათურა ჯიბეში ხელი
და ამოიღო ანკესი დიდი
ანკესი იგი ჩაუშვა ჯამში
ამოსწია და – რას ხედავს ახტი:
ზედ ახინცლულა ათასი გველი,
ათასზე მეტი მსვენი და მატლი;
შეათამაშა ანკესი ხელში
და დაანარცხა იატაკს მყისვე,
დააძრო უცებ ჯიბიდან დანა
და წააცალა თავები გველებს,
მერე სასმური აიღო ხელში –
სულმოუთქმელად დასცალა ჯამი,
დასაცალა უცებ და ასე ამბობს:
„ალბათ, არ მთვლიან სასურველ სტუმრად, –
ლუდის მაგივრად პაწია ჯამში
აშმორებული ჩამისხეს წყალი,
არ გაიმეტეს ბატკანი ჩემთვის,
და არცა ხარი დამიკლეს სტუმარს!“
ბატონ-პატრონი პოხელის მხარის
მიუახლოვდა ახტის და უთხრა:
„ვინ მოგიწვია, ყმაწვილო, ლხინში,
ვინ დაგპატიჟა – მითხარი ერთი!“
განმგებელს მთელი პოხელის მხარის
კაუკომელი პასუხობს ასე:

561 მკითხველთა ლიგა


„მოწვეულ სტუმრებს თუ კარგად დახვდი,
მოუწვეველი რით არის ცუდი!
ყური დამიგდე, მისმინე კარგად,
შენ – განმგებელო პოხელის მხარის:
წყურვილისაგან მიშრება პირი,
ნაღდ ანგარიშზე მომყიდე ლუდი!“
ბატონ-პატრონი პოხელის მხარის
ამგვარ თხოვნაზე გაბრაზდა ძლიერ:
მისნური თვისი იხმარა ძალა –
ტბა გაუჩინა კაუკოს ფერხთით,
გაცეცხლებულმა გაშალა ხელი
და ლუდის მთხოვნელს დაცინვით უთხრა:
„თუ გწყურია და, – მდინარე აგერ,
მიდი, დალიე რამდენიც გინდა!“
დიდი ხნის ფიქრის დასჭირდა როდი
კაუკომ უცებ პასუხად უთხრა:
„ხბო ხომ არა ვარ, შე კაი კაცო,
ხარი ხომ არა ვარ, ხომ არ ვარ ცხენი,
მღვრიე მდინარის მივადგე ნაპირს
და ამოვხვრიპო იქიდან წყალი!“
ახლა კაუკოს დაუდგა ჯერი –
ამოიმღერა გრძნეული ჰანგი
და გააჩინა ვეება ხარი,
რქები რომელსაც ოქროსი ჰქონდა;
ხარმა ის წყალი მოძგნაფა ხარბად
და იმა ტბისგან არ დარჩა წვეთიც.
აქ განმგებელმა პოხელის მხარის
არ დააყოვნა არც ერთი წუთი,

562 მკითხველთა ლიგა


იმ ჯადოქარმა მისნობა იწყო
და გააჩინა თილისმით მგელი.
ჯერი კაუკოს დაუდგა ისევ
და გააჩინა კურდღელი თეთრი,
მგელი ცთუნებას შეეპყრო რათა,
ხარის მაგივრად სცემოდა კურდღელს.
იმ განმგებელმა პოხელის მხარის
გამოაცხადა ნაგაზი უცებ,
რომ დაეგლიჯა კურდღელი ქოფაკს,
მის ლამაზ ტყავზე გაეკრა კბილი.
ისევ კაუკოს დაუდგა ჯერი –
და გააჩინა კაუკომ ციყვი –
ჩალანგარებზე ეხტუნა რათა
და ყურადღება მიეპყრო ძაღლის.
ბატონ-პატრონმა პოხელის მხარის
გამოაცხადა მაშინვე კვერნა,
ისკუპა კვერნამ, ისკუპა კიდევ
და დაიჭირა ნივნივზე ციყვი.
კაუკომელმა გრძნეული ჰანგით
გამოახტუნა ზანგელა მელა,
რათა კვერნისთვის გაეკრა კბილი
და დაეგლიჯა იმისი ტყავი.
მაშინ მეუფემ პოხელის მხარის
გამოაფრინა ქათამი ჭროღა,
რათა ცთუნებას შეეპყრო მელა,
კვერნის მაგივრად სცემოდა ქათამს.
მაგრამ არც ახლა დაიბნა ახტი
და გააჩინა მიმინო უცებ,

563 მკითხველთა ლიგა


რათა ჩაესო ქათმისთვის კლანჭი
და აეტაცნა ჰაერში ციმციმ.
ბატონ-პატრონი პოხელის მხარის
განრისხდა ძლიერ და ასე ამბობს:
„არ ეღირება არაფრად ლხინი,
თუ არ შემცირდა სტუმრების რიცხვი:
სიდანც მოსულხარ – მიბრძანდი იქით!
დასტოვე ჩემი ნადიმი, ჩქარა!
დაგვტოვე-მეთქი, ხიისის ლეკვო,
გვინდა ქეიფი, მოლხენა გვინდა,
ადექი, გადი, წადი და მიდი
იქ, სადაც შენი მიგელის სახლი!“
კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,
პოხელის პატრონს მიუგო ასე:
„მე კი არა და – ლაჩარი ვინმე,
მხდალიც არ მისცემს არავის ნებს,
ასე ძაღლივით გააგდონ გარეთ,
შეურაცხჰყონ და ისროლონ კარში!“
მაშინ მეუფემ პოხელის მხაროს
კედლიდან ხმალი ჩამოხსნა მარდად,
დაატრიალა მახვილი ხელში
და კაუკომელს შეჰბღვირა ასე:
„შენ – კუნძულელო, მამაცო ახტი,
თავი რომ მოგაქვს, კაუკო, გმირად,
მოდი, შევებათ ხმალდახმალ ერთურთს,
დე, ნაპერწკლები გაჰყარონ ხმლებმა,
ვნახოთ – რომელი აჯობებს რომელს,
ვისი ხმალია მაგარი, ვნახოთ!“

564 მკითხველთა ლიგა


მამაცი ახტი პასუხობს ასე:
„ჩემს ხმალს არც ისე ბასრი აქვს პირი, –
გზა-გზა იმდენი ვჩეხე და ვკაფე,
ცოტაც და – იქნებ გადატყდეს კიდეც!..
მაგრამ, თუ შენი სურვილი არი,
თუკი შენ ასე მასპინძლობ სტუმარს –
მოდი, მოვსინჯოთ ხმლები და ვნახოთ,
ჭრა უკეთესი რომელს აქვს უფრო!
მამაჩემს ხმალში უყვარდა გასვლა,
არ გაქცევია არასდროს ბრძოლას!
მე მამაჩემის ჯილაგი მომდგამს,
ძარღვებში მიჩქეფს მე სისხლი მისი!“
თქვა ეს თუ არა – დააძრო ხმალი
და ააწივლა ჰაერში რკინა,
და შეასწორა მეორე ხელით
შემოგრეხილი ქამარი წელზე.
ორივე დიდხანს ზომავდა თვალით
ერთმანეთსაც და სიგრძესაც ხმალთა;
ხმალი ოდნავად უგრძესი იყო
ბატონ-პატრონის პოხელის მხარის, –
უგრძესი – მხოლოდ ნახევრით გოჯის,
სულ ერთი წკანტით უგრძესი მხოლოდ.
კუნძულის მკვიდრმა, მამაცმა ახტიმ,
დუმილის შემდეგ გამოთქვა აზრი:
„შენი ხმალია ჩემს ხმალზე გრძელი,
პირველ ჩხვლეტასაც მე ვიწვნევ ალბათ“.
სახლის პატრონი ჯიქურად უტევს,
შეათამაშა ჰაერში ხმალი,

565 მკითხველთა ლიგა


მამაც კაუკოს უმიზნებს თავში –
კაუკო ცქაფად გახტება გვერდზე,
გაიზუილებს ჰაერში რკინა,
უცებ დაბასრავს ჩალანგარს წვერით,
დაღუნავს თავს და – გაჩეხავს ნივნივს,
გახტება განზე – გაჰკაწრავს კედელს...
კაუკომელი, ჭაბუკი ლაღი,
იმ სახლის პატრონს ღიმილით ეტყვის:
„რა დააშავა საწყალმა ჭერმა,
რა ცოდვა აძევს საცოდავ ნივნივს,
რომ ანაფოტებ ყველაფერს ირგვლივ,
ნაჯახი ხომ არ გიჭირავს ხელში?!
შენ, ჩრდილოელო, დამიგდე ყური,
მისმინე კარგად – რჩევა მაქვს ერთი:
ხომ ხედავ – სულმთლად დაჩეხე სახლი,
საასპარეზოდ არ გვყოფნის არე,
რას ერჩი კარებს, რას ერჩი კედლებს,
რა დაგიშავა მაგიდამ, სკამმა!
ვერ მოვიქნიე ხალვათად მკლავი,
წივილ-კივილიც ხელს გვიშლის ქალთა...
სხვა რომ არ იყოს – წამოვა თქეშად
და დააჩნდება იატაკს სისხლი...
გირჩევ, ძმობილო, გავიდეთ ველად
და გავაგრძელოთ ეზოში ბრძოლა, –
უფრორე ლამაზს ვერაფერს ნახავ,
ვიდრე სისხლს, დაღვრილს ქათქათა თოვლზე!“
გაჰყვა პოხელის მეუფე ახტის
და ორივენი გავიდნენ გარეთ,

566 მკითხველთა ლიგა


ეზოში ძროხის გაფინეს ტყავი,
პირისპირ დადგნენ იმ ტყავსა ზედა.
კაუკომელმა შესძახა რიხით:
„ჰე, განმგებელო პოხელის მხარის!
შენი ხმალი ხომ გრძელია უფრო
და ამიტომაც – საშიში მეტად,
თუ გიყვარს თავი – დამასწრო უნდა,
მე თუ დაგასწარ – ვაჰ, ბრალი შენი!
ჰა მეთქი! მიდი, გაბედე, სცადე!
არ გაგიცუდდეს მოქნევა ოღონდ,
არ მოიქნიო მახვილი უქმად,
თორემ ლელივით წაგაჭრი კისერს!“
კაუკომელის მქირდავმა კილომ
სულ გააცოფა პოხელის მკვიდრი:
მოქნევა ერთი, მოქნევა ორი,
მოქნევა სამი, მოქნევა ოთხი!
შენც არ მომიკვდე, არა და არა,
ვერ გაუკაწრა ოდნავად კანი!
მაშინ კაუკომ, მამაცმა გმირმა,
პოხელის პატრონს შესძახა რიხით:
„ახლა კი ჩემი ჯერია უკვე,
მოქნევა ჩემი იხილე ახლა!“
ხმლის ჩახაჩუხში პოხელის პატრონს
არც გაუგია მუქარა სტუმრის,
უთავბოლოდ იქნევდა მახვილს,
კაცის მაგივრად აპობდა ჰაერს.
ჰყრიდა ნაპერწკლებს კაუკოს ხმალი,
იკლაკნებოდა ალივით რკინა,

567 მკითხველთა ლიგა


ქედს ანათებდა პოხელის მკვიდრის,
ვითარცა ღამეს ანათებს ელვა!
ხმალს უთამაშებს კაუკო ცხვირწინ,
თან ეუბნება პოხელის პატრონს:
„მურდალ კისერზე რიჟრაჟის დარად
შემოგდგომია ჩინჩხალთა შუქი!“
და მიაბრუნა მაშინვე თავი
ბატონ-პატრონმა პოხელის მხარის:
ჰსურს შეხედოს საკუთარ კისერს,
საკუთარ კეფას შეხედოს უნდა,
რომ დაინახოს რიჟრაჟის დარად
შემოხვეული ნათელი ყელზე.
ვერც კი მოასწრო მოხედვა უკან,
კაუკომ ხმალი აელვა უცებ,
შემოუქნია ხრჭიალით კბილთა
და გოგრასავით წააძრო თავი, –
თალგამს წასხეპენ ფესვიდან ასე,
ასე თავთავის იციან წაჭრა;
რომ ეძგერება ისარი მწველი,
ტოტიდან ასე ვარდება როჭო.
ეზოში იდგა ათასი ბოძი,
ათასზე მეტი მარგილი იდგა;
თითო მარგილზე თავია თითო,
ცარიელია მარგილი ერთი.
იმხელა იყო სიმაღლით ახტი,
არც კი დასჭირდა შედგომა ცერზე,
ორივე ხელით ასწია მაღლა
და ჩამოაცვა მარგილზე თავი.

568 მკითხველთა ლიგა


ჩემი კაუკო, მამაცი გმირი,
ხელების წმენდით შევიდა სახლში,
ხმლებით დაჩეხილ ოთახში მზერა
მიმოატარა და ამბობს ასე:
„მომირბენინე, გოგონა წყალი,
გადავიბანო ხელები უნდა
და მოვიცილო ბინძური სისხლი,
სისხლი, რომელიც ვადინე ბოროტს!“
დიასახლისი პოხელის მხარის
განრისხდა, ჰყარა პირიდან ცეცხლი,
თვისი ერთგული კაცები იხმო,
აღჭურვა ყველა ხმლითა და შუბით,
გამოიყვანა მებრძოლი ასი,
რატომ ასი და ათასი არა!
ლამინკაინენს დღე ელის ცუდი,
არ დაადგება კარგი დღე ახტის!
უნდა სახლისკენ აეღო გეზი,
იქაურობას გასცლოდა უნდა;
საშიშროება კაუკომ იგრძნო,
რას დააკლებდა უთვალავს ერთი!
დაასკვნა ახტიმ: სორელში მისი
არ იქნებოდა დარჩენა უკვე!
უნდა დაეგდო პოხელის მხარე –
უნდა გასცლოდა ღრეობას ფარულს!..

569 მკითხველთა ლიგა


runa ocdamerve

ლემინკაინენი სასწრაფოდ ტოვებს პოხელს, ბრუნდება


სახლში და ეკითხება დედას, სად შეიძლება დაემალოს პოხე-
ლელებს, რომლებიც, მისი სიტყვით, მალე გამოჩნდებოდნენ
და ყველანი ერთად დაესხმოდნენ თავს მარტოდმარტოს, დე-
და საყვედურობს, რისთვის წახვედი პოხელშიო, და სთავა-
ზობს სხვადასხვა ადგილს, სადაც შეეძლო დამალულიყო, ბო-
ლოს კი ურჩევს წავიდეს ზღვებსიქითურ კუნძულზე, სადაც წი-
ნათ, დიდი ომების დროს, მშვიდობიანად ცხოვრობდა მამამი-
სი.

570 მკითხველთა ლიგა


კაუკომელი, მამაცი გმირი,
კუნძულის მკვიდრი, ჭაბუკი ლაღი,
ტოვებს საჩქაროდ პოხელის მხარეს,
ნისლიან სორელს სასწრაფოდ ტოვებს,
რომ არ შეემთხვას ხიფათი რამე,
აქაურობას გაშორდეს უნდა!
ადგა და ფეთქა კარები უცებ,
და გამოვარდა კვამლივით გარეთ,
რომ შემოახტეს ეზოში მერანს,
შირისძიებას დაუსხლტეს ბოროტს.
მაგრამ ეზოში არ დახვდა ცხენი,
სად არის ცხენი, აღარ ჩანს არსად!..
მარტოდენ ქვები მინდორზე ჰყრია,
ტირიფებია ეზოში მარტო.
სადაა ვინმე, ვინაა შემწე,
ვინ დაარიგებს კაუკოს ახლა,
როგორ მოიქცეს – ვინ ურჩევს ახტის,
რომ არ წააგოს უბრალოდ თავი,
რომ თმები მისი, ვითარცა მატყლი,
არ გაიფანტოს საროლის ველზე!..
რაღაც საშიში გუგუნი ისმის,
მტვერი ღრუბლებში ავარდა ცაში!..
სარკმელში ორი ანთია თვალი –
რისხვით გიზგიზებს კოცონი ორი.
კაუკომელმა, – არ არის სხვა გზა, –
ახლავე უნდა იცვალოს სახე,

571 მკითხველთა ლიგა


ახლავე უნდა გარდიქცეს რამედ,
რომ უჩინარჰყოს არსება თვისი.
გარდაისახა არწივად იგი
და ელვასავით აიჭრა ცაში!
მზემ გაუხურა კინკრიხო, დასწვა,
და გაუნათა ყვრიმალნი მთვარემ.
და აღავლინა კაუკომ ლოცვა,
მამაცმა ახტიმ ღაღადჰყო ასე:
„ო, დიდო უკოვ, მაღალო ღმერთო,
ბრძენო, რომელი ხარ ცათა შინა,
ყოვლადძლიერო ქუხილის მეფევ,
სურვილისამებრ ღრუბელთა მძვრელო,
გამომიგზავნე ღრუბელი ერთი,
შემომახვიე ჯანღივით ტანზე,
რათა სივრცეში ვიფრინო ფარულ
და მივაღწიო სამშობლოს ჩემსას,
რომ მოვიხილო ნანატრი ხილვით
ჭაღარა დედა – მშობელი ჩემი!“
მიფრინავს ახტი, მიფრინავს სწრაფად,
შხუილ-შხუილით მიაპობს სივრცეს,
რა მიიხედა უეცრად უკან,
ლეგა ბურაულს შესწრო მზერა, –
ის ბურაული კაუკოს მისდევს
და აბრიალებს საზარლად თვალებს;
რისი ფრინველი – მოსდევსო თითქოს
თვით განმგებელი პოხელის მხარის!
ჩაუქროლა და გასძახა ახტის:
„ეი, შენ – ახტი, ძმობილო ჩემო!

572 მკითხველთა ლიგა


მინდორში ჩვენი ხომ გახსოვს ბრძოლა,
მეხსიერება გღალატობს იქნებ!“
კაუკომელმა, გულადმა მოყმემ,
პასუხად უთხრა ბურაულს ასე:
„შენ – უსუსურო ბღარტუნავ ჩემო,
გირჩევ, ახლავე გაბრუნდე უკან,
პოხელისაკენ იბრუნე პირი
და მიაშურე ნისლოვან სორელს;
როცა მიფრინდე, უთხარი ყველას,
თუ რა ძნელია არწივთან ომი,
შენ ხელს არ მოგცემს ჭიდილი ჩემთან,
ჩამომეცალე, გაბრუნდი უკან!“
ლეგა ბურაულს ენიშნა რჩევა,
პოხელისაკენ აიღო გეზი...
გზით პირდაპირით კაუკო მიჰქრის,
უახლოვდება სამშობლო მხარეს,
ერთი სული აქვს – მშობლიურ სახლ-კარს,
საყვარელ დედას იხილავს როდის!
ოღონდ ეგ არის – სახეზე მაინც
გადაჰფენია მწუხარე ჩრდილი.
აჰა, მიადგა კაუკო ჭიშკარს,
გამოეგება მშობელი დედა,
მოხუცმა გულში ჩაიკრა შვილი
და, უპირველეს ყოვლისა, ჰკითხა:
„ჩემო ყველაზე უმცროსო შვილო,
ჩემო იმედო, ნუგეშო ჩემო,
რამ ჩაგიბუდა ნაღველი გულში,
ეგზომ მწუხარე რატომ გაქვს სახე?!

573 მკითხველთა ლიგა


იქნებ ნადიმზე მიგიღეს ცუდად,
არ მოგაწოდეს ეგება კათხა!
ამაზე, შვილო, არ დაგწყდეს გული –
მამის ნაქონი აიღე ჯამი,
დავლად რომელიც ჩაიგდო ხელში,
მოძალადეებს ებრძოდე ოდეს!“
ლემინკაინე პასუხობს ასე:
„დედავ ძვირფასო, მშობელო ჩემო!
რომ დამხვედროდნენ პოხელში ცუდად,
არ მოერთმიათ ნადიმზე კათხა,
შავ დღეს ვაყრიდი ოჯახის პატრონს,
სტუმრებიანა ვისროდი კარში,
ავაცეკვებდი ჩემს ფხიან მახვილს,
მე ვეყოფოდი სუყველას – ერთი!“
არ ჩამოეხსნა კაუკოს დედა:
„აბა, მწუხარე რატომ გაქვს სახე?!
იქნება დოღში გაჯობა ვინმემ,
იქნებ იაბოს უმტყუნა მუხლმა!
თუ შეგარცხვინა იაბომ დოღში,
თუ მართლა მუხლმა უმტყუნა მერანს,
სხვა ცხენი უნდა იყიდო, შვილო,
მამის ქონებით იყიდო უნდა!“
ვაჟკაცმა მშობელს პასუხად უთხრა:
„აბა, რას ამბობ, დედილო ჩემო!
რომ შევერცხვინე იაბოს დოღში,
რომ ეღალატნა ახტისთვის ლურჯას,
დავიწვებოდი სირცხვილით ალბათ
და ჯავრს ვიყრიდი პატრონზე სახლის,

574 მკითხველთა ლიგა


ცხენ-კაციანა გავჟლეტდი ყველას,
ვინც დაჯაბნიდა კაუკოს ტაიჭს“.
კვლავ არ ეშვება კაუკოს დედა,
შეწუხებულმა კვლავ ჰკითხა ახტის:
„რატომ დაბრუნდი პოხელის მხრიდან
ნაღვლიანი და მწუხარე ეგზომ?!
ხომ არ დაგცინეს დიაცთა, შვილო,
ქალიშვილებმა დაგცინეს იქნებ!
და თუ დაგცინეს – პასუხი უნდა
შენც დაცინვითვე გაგეცა მათთვის!“
ამაყი ახტი პასუხობს ასე:
„ო, საყვარელო დედილო ჩემო!
მე რომ მრგებოდა დიაცთა ანდა
ქალიშვილების დაცინვა წილად,
შავ დღეს ვაყრიდი ოჯახის პატრონს,
მეც დავცინებდი დიაცებს მწარედ,
და, კაცმა რომ თქვას, რატომ და რისთვის,
მე დასაცინი რა მქონდა მათი!“
კვლავ არ ეშვება მოხუცი დედა:
„რა მოხდა მაინც – მითხარი, შვილო!
იქითობისას ეგება ხიფათს,
ფათერაკს რასმე წააწყდი გზაზე!
იქნება ჭამამ გაწყინა ბევრმა,
ზომაზე მეტი დალიე იქნებ?!
სხვის ჭერქვეშ ძილმა სიზმრები იცის –
ეგებ სიზმარი გეზმანა ავი!“
ლემინკაინენ, ჭაბუკი ლაღი,
ასე მიუგებს საყვარელ დედას:

575 მკითხველთა ლიგა


„ქალთა საქმეა სიზმრების ახსნა
და გამოტანა სიზმრიდან აზრის;
მე ზმანებების არა მაქვს შიში
სიზმრისა მარტო დიაცებს სჯერათ!
ჩქარა, დედილო! დრო აღარ ითმენს,
ხორაგეულით ამივსე აბგა,
გატენე ფქვილით, მარილით, თევზით,
კარგად დატენე ტომარა დიდი, –
უნდა გავშორდე მშობლიურ მხარეს,
გარდავიხვეწო აქედან ჩქარა,
დაგემშვიდობოთ, დედილო უნდა,
შენცა და ამ ჩემს საყვარელ სახლსაც,
ჩემზე მუქარით ლესავენ მახვილს
და ამახვებენ გინებით შუბებს!“
შეწუხდა ძლიერ საბრალო დედა:
„რა დააშავე ასეთი მაინც,
რატომ ლესავენ მუქარით მახვილს,
ვინ გემუქრება, მითხარი, შვილო!“
ალაპარაკდა მამაცი ახტი
და გამოუტყდა კაუკო დედას:
„იმ ნისლიანი სორელის ველზე
წავეკინკლავე მასპინძელს ჩემსას
და წავაცალე კვახივით თავი –
პოხელის მხარის განმგებელს ბოროტს,
ამად ლესავენ მუქარით მახვილს
და ამახვებენ ამიტომ შუბებს,
შურისძიებად მოდიან ჩემზე
და მე უბედურს დღე მელის ცუდი.

576 მკითხველთა ლიგა


მთელი პოხელი ფეხზე დგას ახლა,
მთელი სორელი საომრად მოდის, –
ვარ მოქანცული მგზავრობით ძნელით,
მე რას გავაწყობ მარტოკა ჯართან!“
დაღონდა ძლიერ მოხუცი დედა,
კაეშნიანი ხმით ახტის უთხრა:
„მე ხომ გეხვეწე, ნუ წახვალ-მეთქი
იმ დასაქცევი პოხელის მხარეს!
არ შეისმინე მუდარა, შვილო,
ყურად არ იღე შენ ჩემი რჩევა!
რა იქნებოდა – მშობლიურ ჭერქვეშ
დარჩენილიყავ, გეცხოვრა მშვიდად!
დაგიფარავდა შენ კალთა ჩემი,
ვერ მობედავდა ვერავინ სამტროდ!
არ იქნებოდა აღარც ეს ომი,
აღარც ეს ბრძოლა პოხელის ხალხთან!
ახლა რა უნდა იღონო, შვილო,
სად უნდა ნახო ადგილი მყუდრო,
რომ ვერ მოაგნოს ნაკვალევს მტერმა,
რომ გადაურჩე ბოროტის მახვილს,
ჩუგლუგი რომ არ გაძგერონ მკერდში,
რომ არ წაგაძრონ კვახივით თავი,
რომ თმები შენი, ვითარცა მატყლი,
არ გაატანონ ქარსა და ნიავს?“
კაუკომელი პასუხობს დედას:
„ვერ ავიგულე ადგილი რამე,
ვერ მოვისაზრე ისეთი კუთხე,
სადაც შეფარვა შემეძლოს თავის...

577 მკითხველთა ლიგა


იქნებ შენ მითხრა, შენ იცი იქნებ, –
მასწავლე რამე, დედილო ჩემო!
შურისძიება მომდგარა კარზე,
სად დავემალო, მირჩიე, ჩქარა!“
გულდათუთქულმა საბრალო დედამ,
ლემინკაინენს მიუგო ასე:
„რა მოვიფიქრო არ ვიცი, შვილო!
სად გადაგმალო, სად, რომელ მხარეს;
რომც გარდაიქცე ნაძვად ან ღვიად,
შე, სულერთია, დღე გელის ცუდი:
ნაძვს ტოტებს სჭრიან – ხმარობენ კვარად,
ბიჯგად ხმარობენ ტოტებსაც ღვიის.
არყად რომ იქცე, ან თუნდაც მურყნად,
დღე დაგადაგება მაშინაც ცუდი:
არყის ხეს სჭრიან, აპობენ შეშად,
ძალიან კარგი მან იცის ცეცხლი;
მურყანს ჩასჩეხენ და სწვავენ მერე,
ანოყივრებენ იმითი მიწას.
მარწყვად რომ იქცე, ან თუნდაც მოცვად,
ანდა – იქეცი თუ გინდა კენკრად,
სულერთი არის, – დღე გელის ცუდი,
უბედურება მოგაგნებს მაინც:
ქალიშვილები წამოვლენ მარწყვზე
და შენ იმათი გახდები ლუკმა.
ქარიყლაპიად რომ იქცე ზღვაში,
ან მდინარეში გადიქცე სიგად,
სულერთი არის, – დღე გელის ცუდი,
უბედურება მოგნახავს მაინც:

578 მკითხველთა ლიგა


ერთს სენთიანად მოიქნევს ბადეს
ჭაბუკი, გინდა მოხუცი ვინმე,
გადაგაფარებს სათხეველს თავზე –
ასხმარტალდები ღონეში ხელად.
უღრან ტყეში რომ წახვიდე დათვად,
ან მგლად რომ იქცე უსიერ ტყეში,
სულერთი არის, – დღე გელის შავი,
უბედურება მოგაგნებს იქაც:
შენ მონადირე მოგყვება კვალზე –
გამეტებულად ნატყორცნი შუბი
არ აგცილდება, – იყავი დათვი,
თუ გინდა მგელი – რომელიც გინდა!“
ლემინკაინე, მამაცი გმირი,
საყვარელ დედას მიუგებს ასე:
„აბა, რად მინდა სწავლება შენი,
ბევრი ადგილი მე თვითონ ვიცი,
ყოველ ნაბიჯზე ხიფათი რამე
მოსალოდნელი იქნება სადაც,
სადაც მომაგნებს ბოროტი სული,
სიკვდილი სადაც ჩამხედავს თვალში! –
მე შენ მაჩუქე სიცოცხლე, დედა.
შენ მაწოვებდი პატარას ძუძუს;
რა გზას დავადგე – მირჩიე ახლა,
სად შევაფარო ბედკრულმა თავი.
ვგრძნობ – ყელში მიჭერს სიკვდილი
ხელებს,
გალიგვულ თითებს სახეზე მახებს;
ხვალ ტანზე აღარ მექნება თავი,

579 მკითხველთა ლიგა


ხვალ აღსასრული დადგება ჩემი!“
წამწუთიერი დუმილის შემდეგ
აი რა უთხრა კაუკოს დედამ:
„მისმინე, შვილო, ერთ ადგილს გეტყვი,
ერთი ფარეზი ადგილი ვიცი,
იქ შეაფარე დროებით თავი,
დანაშაული მიგიძღვის რადაგან!
ეს არის ერთი კუნძული მცირე,
სადაც უცხოა დავა და ქიშპი,
სადაც არ ისმის ჩახუნი ხმალთა,
სადაც მარადი სიმშვიდე სუფევს.
ოღონდაც ჰფიცე მარადი ფიცით,
ოღონდაც მტკიცე მომეცი სიტყვა,
რომ წელი გავა ხუთიც და ექვსიც,
და რატომ ექვსი და არა ათი,
ისე, რომ ველზე არ გახვალ ბრძოლად,
არ ამოაგებ ბუდიდან მახვილს,
რომც მოგენატროს ოქროს და ვერცხლის
ხელში ჩაგდება მტრისაგან დავლად!“
პირობას აძლევს კაუკო დედას:
„ჭეშმარიტითა ვფიცავ მე ფიცით,
რომ პირველ ზაფხულს არ გავალ ბრძოლად,
არცა მეორე, მომდევნო ზაფხულს
არ ამოვაგო ბუდიდან ხმალი,
არ ავაელვო მახვილი ჩემი!
მე დასვენება არ მაწყენს ცოტა,
ქარქაშში, დაე, იძინოს ხმალმაც!
ამ ბოლოს ბევრი გარდამხდა ბრძოლა,

580 მკითხველთა ლიგა


ბევრი ჭრილობაც მივიღე მძიმე –
დაჩეხილი მაქვს საშინლად ბეჭი,
ტანზე ნახმლევი მექნება ასე!“
რა დაამთავრა კაუკომ სიტყვა,
ჩურჩულით უთხრა მოხუცმა დედამ:
„მამისეული ახსენი ნავი
და მიაშურე ახლავე კუნძულს,
გასცურავ ცხრა ზღვას... მეათე ზღვასთან
აყუდებული კლდე არის ერთი,
ძნელბედობისას იმ კლდესთან ჰქონდა
ამორჩეული მამაშენს ბინა:
იქ შეგიძლია იცხოვრო მშვიდად,
ეშმაკიც კი ვერ მოაგნებს შენს კვალს!
გავიდეს ერთი, გავიდეს ორი,
მესამე როცა დადაგება წელი –
შენ გაიხსენე მოხუცი დედა
და მოაშურე მშობლიურ მხარეს!“

581 მკითხველთა ლიგა


runa ocdamecxre

ლემინკაინენი ნავით გადაივლის ზღვებს და მშვიდობია-


ნად აღწევს კუნძულს. კუნძულზე იგი აცდუნებს მრავალ
ასულსა და ქალს, და გაბრაზებული მამაკაცები მის მოკვლას
განიზრახავენ. ლემინკაინენი სასწრაფოდ ტოვებს კუნძულს,
რის გამოც უზომო მწუხარებაში ვარდებიან ქალიშვილები.
ძლიერი ქარიშხალი ამსხვრევს ლემინკაინენის გემს, იგი
ცურვით აღწევს ნაპირამდე, შოულობს ახალ ნავს და სამშობ-
ლოში ბრუნდება. იგი ხედავს, რომ მისი სახლი დაუწვავთ და
მთელი კარ-მიდამო გაუვერანებიათ; ლემინკაინენი ტირის და
გოდებს, რადგან ჰგონია, რომ დედამისიც დაღუპულია. დედა
კი ცოცხალია, იგი უღრან ტყეში ცხოვრობს, და სწორედ იქ მი-
აგნებს გახარებული ლემინკაინენი მას. დედა უყვება, როგორ
მოვიდა პოხელის ხალხი და ნაცრად აქცია მათი ადგილსამ-
ყოფელი; ლემინკაინენი დედას პირდება, რომ ახალ, უფრო
კარგ სახლს ააშენებს, და შურსაც იძიებს პოხელზე, მერე კი
უყვება დედამისს კუნძულზე გატარებულ მხიარულ ცხოვრება-
ზე.

582 მკითხველთა ლიგა


ლემინკაინენ, ჭაბუკმა ლაღმა,
გაახაზირა საგზალი უცებ:
აბგაში ჩადო კარაქი, ერბო
ხოკერში ჩადო ბარკალი ღორის,
ორი წლის სარჩო მოიგდო ზურგზე,
გამოსაღებად მიადგა ჭიშკარს...
როცა ეზოდან გადადგა ფეხი,
მიმოიხედა ირგვლივ და ამბობს:
„უნდა დავტოვო მშობელი კუთხე,
სამშობლო მხარევ – სამი წლით გტოვებ!
მინდვრები რჩება საზიზღარ გველებს –
საშლიგინოდ და სანთხევად შხამის;
ფოცხვერებს რჩებათ ჭალები მწვანე;
გარეულ კატებს – ბუჩქნარი ხშირი;
ითარეშებენ დომბები ველზე,
იჭყუმპალებენ ბატები წყალში.
მშვიდობით, ჩემო ძვირფასო დედა!..
უკვე მოვიდა დრო ჩემი წასვლის;
თუ პოხელიდან მოგადგნენ კარზე,
თუ გკითხონ – შვილი სად არის შენი,
არასდიდებით არ დასძრა კრინტი
და არ წამოგცდეს ზედმეტი რამე;
მიწა მოხნა-თქო უთხარი მდევარს,
გადავიდა-თქო ეზოდან მერე...
საით წავიდა ან რომელ მხარეს –
მე არ ვიცი-თქო, უთხარი მშვიდად!“

583 მკითხველთა ლიგა


კაუკომელი მივიდა ნავთან,
საგორავებზე აგორა ნავი,
საბჯენ ლილვებზე აცურა ფრთხილად
და შეაცურა ღონივრად ზღვაში.
ანძაზე აფრა გაჭიმა მერე,
გადაატმასნა ქანდარნი ქათანს,
ნავის კიჩოზე წამოჯდა თვითონ,
მაგრად ჩაბღუჯა ხელებში საჭე.
წააგდო მკერდი, დაძაბა მზერა,
გახედა ზღვას და წარმოთქვა წყნარად:
„დაჰქროლე ქარო, დაბერე აფრა,
წინ გააქანე ეს ჩემი ნავი,
წინ გააქროლე ეს ფიჭვის ჩონჩხი
და უხიფათოდ არწიე ზღვაზე!“
უსმინა ქარმა, დაბერა აფრა
და გააქროლა ტალღებზე ნავი,
იცურა ერთ თვეს, იცურა ორ თვეს
და უსახელოს მიადგა კუნძულს.
ქალიშვილები კუნძულზე იდგნენ
და გაჰყურებდნენ სილურჯეს ზღვისას:
ერთი მათგანი ელოდა მამას,
მეორე – ძმას და მესამე – საქმროს;
საქმროს რომელიც ელოდა, იმას
ყველაზე მეტად უძგერდა გული!
ზღვაზე დალანდეს კაუკოს ნავი,
მზერა მიაპყრეს კაუკოს სანდალს;
ნავი ღრუბელი ეგონათ პირველ,
მბობღავი შუა ცისა და ზღვისა.

584 მკითხველთა ლიგა


ქალიშვილები გაოცდნენ ერთობ,
გადუჩურჩულეს ერთმანეთს ნაზად:
„რა უნდა იყოს ნეტავი ზღვაში?
თუ ნავი არის, ვისია ნეტა?!
იქნებ ნაცნობი აღმოჩნდეს ვინმე,
ზღვისპირა ხალხზე გვაუწყოს რამე –
როგორ ცხოვრობენ, ხომ არ აქვთ ომი,
ხომ არ ჩეხავენ ერთმანეთს ხმლებით“.
ავა ტალღა და – აჰყვება ნავი,
დავა ტალღა და – დაჰყვება დაბლა;
კაცმა შორიდან თვალი რომ მოჰკრას,
ასე იფიქრებს: არ იძვრის – დგასო!
მაგრამ კი არ დგას – მიაპობს ტალღებს,
აყუდებული კლდისაკენ მიდის...
აი, გამოჩნდა კუნძული უკვე,
მიმოკლაკნილი ნაპირნი კონცხის.
კაუკომელი მიადგა კუნძულს
და ქალიშვილებს გასძახა ასე:
„ადგილი თუა კუნძულზე ცოტა,
მიწა თუ არის კუნძულზე მშრალი, –
იმ მშრალ ადგილზე ნავი რომ დავდგა,
რომ დავისვენო მგზავრობის შემდეგ?!“
ქალიშვილებმა მიუგეს ასე,
ამ შეკითხვაზე პასუხად უთხრეს:
„შენ ამ კუნძულზე იპოვი ადგილს,
რომ დაასვენო ეგ შენი კანჯო.
საგორავები მზად არის უკვე,
ნავმისადგმი – რამდენიც გინდა!

585 მკითხველთა ლიგა


დაეტეოდა ნავები კონცხზე –
ერთი კი არა, რომ იყოს ასიც!“
გამხიარულდა, გალაღდა ახტი,
გადაათრია ნაპირზე კანჯო.
საგორავებზე შეაგდო მერე
და ქალიშვილებს მიმართა კითხვით:
„ადგილი თუა კუნძულზე სადმე,
რომ შევაფარო დროებით თავი?!
მე უსუსუსი კაცი ვარ ერთი,
გამოვერიდე ბრძოლების ხმაურს,
გამოვექეცი მოღერილ მახვილს,
ამ კონცხზე მინდა საფარი ვპოვო!“
ქალიშვილება პასუხად უთხრეს,
ამ შეკითხვაზე მიუგეს ასე:
„შენ ამ კუნძულზე იპოვი ადგილს,
რომ შეაფარო დროებით თავი,
შეგიფარებენ მხდალსა და ჯაბანს,
გამორიდებულს ბრძოლათა ხმაურს!.
ციხე-სიმაგრე ბევრია კონცხზე,
საცხოვრებელიც ბევრია ბინა,
კონცხს რომ ათასი მოადგეს კაცი
კუნძული ჩვენი დაიტევს ყველას!“
კაუკომელი, მამაცი გმირი,
ასეთი კითხვით მიმართავს ქალწულთ:
„ადგილი თა კუნძულზე სადმე;
თუ გეგულებათ ნაკვეთი მცირე,
რომ მივადგე და გადავხნა ახო –
საყანედ უყი ვაქციო მიწა?!“

586 მკითხველთა ლიგა


ქალიშვილებმა მიუგეს ასე,
ამ შეკითხვაზე პასუხად უთხრეს:
„გოჯი რა არი – არც ერთი გოჯი
ამ ჩვენს კუნძულზე არ არის მიწა,
რომ მითარჯული არ ჰქონდეს ვინმეს,
რომ შენ დათესვა შეგეძლოს მისი:
დაინაწილეს კუნძული უკვე,
აზომილია ყოველი ბროცვიც,
ტყეცა და ნოღაც, ჭალაც და ახოც, –
თავ-თავისი ჰყავს პატრონი ყველას“.
კაუკომელმა, ჭაბუკმა ლაღმა,
ამგვარი კითხვით მიმართა ქალწულთ:
„ადგილი თუა კუნძულზე სადმე,
რომ სიმღერათა შემეძლოს თქმანი,
რამე ისეთი ადგილი თუა,
სადაც სიმღერას ხალისით ვიტყვი?!
ვატყობ – სიტყვები იძვრიან პირში
და ბაგეებზე დნებიან თაფლებრ!“
ქალიშვილებმა მიუგეს ასე,
ამ შეკითხაზე პასუხად უთხრეს:
„მოინახება ადგილი კონცხზე,
სადაც სიმღერას ხალისით იტყვი,
ცეკვა თუ გინდა – ჩაბუქნავ კიდეც,
თამაშისთვისაც იპოვი ადგილს!“
კაუკომელმა, ჭაბუკმა ლაღმა,
მაშინვე გრძნებით დაიწყო მღერა, –
ჯადო-სიტყვებით ჭალაში უცებ
ტყე გააჩინა ჭნავის და მუხის.

587 მკითხველთა ლიგა


კვლავ შეუმღერა კაუკომ მუხებს
და გამოასხა ვეება რტონი,
ჯადო-სიმღერით, გრძნეული ჰანგით
რკონი დაჰკიდა გაფარჩხულ ტოტებს;
ერთიც და – ტოტთა დაიწყეს რკალვა,
და გაჩნდა ხეზე ათასი რგოლი,
და გუგულები რგოლებზე ხელად,
ჩამოაჯინა თითოზე თითო!
როცა გუგული დასძახებს „გუ-გუს“,
მუხიდან ცვივა ოქრო და ვერცხლი!
მღეროდა გზნებით, მღეროდა გრძნებით
და სასაწაულებს ახდენდა ახტი:
თუ სადმე იყო ქვიშა და ხრეში –
მარგალიტებად აქცია უცებ,
ქვებმა საამოდ დაიწყეს ოჭვა,
ხეებს ოქრონა მიეცათ ფერი,
ოქროს ბორცვებზე ლივლივებს ოქროდ
ოქროს ყვავილთა ყვითელი ჭავლი.
მღეროდა გრძნებით, მღეროდა დიდხანს:
ჭა გააჩინა ეზოში ერთი,
ჭაში ოქროსი ჩაჰკიდა ჯაჭვი,
ჯაჭვზე ოქროსი დაჰკიდა ვედრო,
წამიც და – ჯამიც ოქროსი გაჩნდა,
რომ გამვლელებმა დალიონ წყალი.
აადგაფუნა მინდვრებში ტბები,
ტბებში ბატები შეუშვა გროვად;
ბატასინები ცურავენ სწრაფად,
ნიჩბად ხმარობენ სპილენძის ფეხებს.

588 მკითხველთა ლიგა


ლამინკაინეს სიმღერის ჯადომ
მოინადირა ქალწულთა გული,
სასწაულებმა მოხიბლეს ისე,
ხმას ვერ იღებდნენ, ვერ სძრავდნენ ენას.
ლემინკაინემ, ჭაბუკმა ლაღმა,
კუნძულის ასულთ ღიმილით უთხრა:
„ვიმღერო ძალმიძს მე უფრო ტკბილად,
უფრო წარმტაცად ვიტყოდი ჰანგებს,
რომ სახლის ჭერი მეხუროს თავზე
და იქ გაწყობილს რომ ვუჯდე სუფრას!
თუ ამ კუნძულზე არ არის ქოხი,
თუ თავშესაფარს ვერ ვნახავ სადმე,
ჯადო-სიმღერებს გადავყრი ველზე,
ტყეში გავფანტავ სიმღერას ყველას“.
ქალიშვილებმა პასუხად უთხრეს,
მამაც კაუკოს მიუგეს ასე:
„არა, სიმღერა ცოდოა ცის ქვეშ,
აძიგძიგდება ყინვაში ჰანგი,
წამოდი სახლში, იქ თბილა უფრო,
სიტყვებს სითბოში მეტი აქვს ეშხი!“
შედგა თუ არა ოთახში ფეხი,
მყის შემოსძახა გრძნეული ჰანგი:
შუა ოთახში მაგიდა დადგა,
ჩამოარიგა ორ მწკრივად ჯამნი;
კათხებში ესხა კამკამა ლუდი,
თუნგებში თაფლი ლუდივით ესხა,
საჭმელ-სასმელი ეყარა უხვად –
ინებე, რაც გსურს სულო და გულო:

589 მკითხველთა ლიგა


ლუდი და თაფლი, ტკბილი თუ მწარე,
კარაქი გინდა თუ თაფლის კვერი!–
უნდა დანაყრდეს კაუკო კარგად,
აქვს გამოვლილი გზა მეტად შორი!
უკმაყოფილო მიიღო სახე:
დანა-ჩანგალი მაგიდას აკლდა!
და გააჩინა კაუკომ მყისვე
ოქროს დანა და ჩანგალი ვერცხლის.
მიუჯდა სუფრას, დაიწყო ჭამა
და მოიჯერა ლუდის სმით გული.
ადგა მერე და გავიდა გარეთ,
და სხვა ეზოში ამოჰყო თავი...
მერე სხვა სოფელს ეწვია სტუმრად,
შემოიარა სოფლები ასე;
მღეროდა ხშირად, ცეკვავდა ხანაც,
აიყოლია კუნძულის ხალხი, –
ასწითლებოდათ ქალწულებს სახე
და აწვალებდნენ ნაწნავებს ხელში.
კუნძულზე იყო სოფელი ბევრი,
ხოლო ასულებს – თვლა აღარ ჰქონდათ,
არ დარჩენილა ქალწული ერთიც,
რომ არ გაერთო რითიმე ახტის, –
გვიან ღამემდე ილხენდნენ ერთად,
კინაღამ კაცი დაახრჩვეს კოცნით.
კუნძულზე იყო ასობით ქვრივი,
ქალწული იყო ათასზე მეტი,
არ დარჩენილა არც ერთი თითქმის,
რომ არ გაერთოს როგორმე ახტის.

590 მკითხველთა ლიგა


დროსტარებაში ვიდოდნენ დღენი,
დრო გადიოდა ქეიფში, ლხინში.
ახალისებდა ქალწულებს ძლიერ
კაუკომელის კუნძულზე ყოფნა;
და არა მარტო ასულთა გული
მოინადირა მამაცმა ახტიმ, –
გარს ეხვეოდნენ კაუკოს მუდამ,
არ ასვენებდნენ ქალები ქვრივი!..
გავიდა წელი ერთი და ორი,
ასე გავიდა მესამე წელიც...
კაუკო სახლში დაბრუნდეს უნდა,
კვლავ დაუბრუნდეს მშობლიურ მხარეს!
და სწორედ ამ დროს – კუნძულის მკვიდრი
მას შინაბერა ეწვია ერთი,
ჩამოეკიდა კაუკოს ყელზე,
მუდარით, თანაც მუქარით უთხრა:
„კაუკომელო, ჭაბუკო ლაღო,
ამ ჩვენს კუნძულზე ჩემს გარდა ყველა, –
ყველა ქალწული და ყველა ქვრივი, –
კმაყოფილია გაცნობით შენით...
უკმაყოფილო მარტოკა მე ვარ;
და თუ წახვალ და დამტოვებ ასე,
გზას დაგიწყევლი და შენი კანჯო
ზედ შეასკდება ვეება ბრაგას!“
იმ შინაბერას – არა და არა,
არ გაუხარა კაუკომ გული,
არ მიაკითხა მეათე სოფელს,
საწყალი ქალი ცხოვრობდა სადაც!

591 მკითხველთა ლიგა


და აი, ერთხელ, – უმთვარო ღამით, –
მამლის ყივილის დრო იყო, როცა, –
ცხრა გაიარა სოფელი ახტიმ
და მიაღწია მეათე სოფელს, –
შინაბერასთან მხოლოდ და მხოლოდ
გართობის მიზნით უნდოდა მისვლა!
ნაშუაღამევს მიადგა იგი
კონცხის ბოლოზე მეათე სოფელს;
ყველა ეზოში სახლია სამი,
თვითეულ სახლში – სამ-სამი კაცი! –
სხედან უხმოდ და ლესავენ მახვილს
და უმზადებენ კაუკოს სიკვდილს.
კაუკომელი ყველაფერს მიხვდა,
ასწია თავი, წარმოთქვა ასე:
„დღეო, მაჩუქე სინათლე ჩქარა!
ამოანათე მაღალო მზეო!
რაც შეიძლება – ჩქარა და მალე
აქაურობას გავშორდე უნდა!“
ნავთან მიიჭრა კაუკო უცებ,
ნავის მაგივრად ნახშირი დახვდა;
კაუკომელი ყველაფერს ხვდება,
ლამის ცრემლები დაღვაროს გმირმა!
უნდა ახალი ააგოს ნავი,
მაგრამ ფიცარი არა აქვს ღერიც!
მიმოიხედა და მოჰკრა თვალი:
რაღაც იღბალზე ეყარა იქვე
ტიბჟირის ხელა ნამსხვრევი ხუთი,
ექვსი ნატეხი – ჩერიის ხელა!

592 მკითხველთა ლიგა


ნარჩენებისგან დამწვარი ფიცრის –
ააწყო ხელად ახალი ნავი;
დაჰკრა ერთი და – გამოჩნდა ჩონჩხი,
დაჰკრა მეორე – აღმართა ანძა,
მესამე დაკვრით კაუკოს თვალწინ
ახალთახალი მზად იყო ნავი!
უბიძგა ერთი, უბიძგა ორი,
და შეაცურა ტალღებში კანჯო,
წააგდო მკერდი, მოჭუტა თვალი,
გახედა ზღვას და წარმოთქვა ასე:
„არ მიღალატო, გამაგრდი ნავო
და ნაფოტივით დინებას მიჰყე.
არწივო, მომე სამი ფრთა შენი,
ყვანჩალავ, შენი ორი ფრთა მომე,
დაე ეს ფრთები, – ხუთივე ერთად, –
გადამეფაროს ჭერივით თავზე!“
კაუკომელი სანდალის ძროზე
მოიკეცა და ჩაღუნა თავი;
ჩამოეფხატა წარბებთან ქუდი,
დაღონებული მიეცა ფიქრებს;
გული სწყდებოდა, რომ ტურფა ასულთ,
ლამაზ ქალწულებს ტოვებდა კონცხზე.
ცოტა ხნის მერე მამაცმა ახტიმ
ნაღვლიან ხმაზე წარმოთქვა ასე:
ვიცი, – გოგოებს დასწყდებათ გული,
რომ გაიგებენ წამოსვლას ჩემსას, –
ქალწულებს ელდა ეცემათ, ვიცი,
და აევსებათ ნაღველით გული,

593 მკითხველთა ლიგა


მჯერა, კუნძული მოიწყენს მთელი,
დაისადგურებს სახლებში სევდა.“
ტურფა ასულებს კაუკოს წასვლამ
მართლაც ძალიან დასწყვიტა გული,
მოღრუბლულიყვნენ და წვიმის დარად
ჩამოსდიოდათ ლოყებზე ცრემლი:
„რა ვაწყენინეთ, დაგვტოვა რატომ,
ამნაირ საქმროს სად ვნახავთ აწი!
ხომ ვუსრულებდით ყოველგვარ სურვილს,
რაღა უნდოდა ნეტაი მეტი?!“
კაუკომელი, მამაცი გმირი,
იჯდა ნავში და ფიქრობდა ასე:
„ხომ ბევრი იყო ქალები კონცხზე,
ხომ არაფერი არ შურდათ ჩემთვის,
მე მაინც სამშობლო მხარის,
სახლ-კარის ჩემის მწყურია ნახვა;
მე მომენატრა სამშობლო ჩემი,
ერთი სული მაქვს – ვიხილავ როდის!
მე მენატრება ჩვენი ტყის მარწყვი,
რა შეედრება ჩვენებურ ჟოლოს!
ქალიშვილებზე თუ მიდგა საქმე –
ქალიშვილები ბევრია იქაც!“
სცილდება ნაპირს კაუკოს ნავი,
თავის ნებაზე მიარწევს ქარი, –
აგორებული მთასავით ტალღა
ნავს არწევს, როგორც ტაიჭი მხედარს!
იქ კი – ნაპირზე ქალწულნი დგანან
და გაჰყურებენ მოწყენით სივრცეს, –

594 მკითხველთა ლიგა


მოღრუბლულან და წვეთებად წვიმის
აღვარღვარებენ თვალთაგან ცრემლებს.
და, სისქითაც და სიგრძითაც, ანძა
ნემსისოდენა არ გახდა ვიდრე,
ვიდრე სრულიად არ გაჰქრა ნავი –
არ მოუცვლიათ ქალწულებს ფეხი;
არ მისტიროდნენ ისინი ანძას,
არ მისტიროდნენ ისინი კიჩოს, –
გულები მათი იმ მოყმეს გაჰყვა –
იჯდა რომელიც კიჩოზე ნავის!
კაუკომელიც ტიროდა მწარედ,
ახტიმაც ბევრი დაღვარა ცრემლი –
ვიდრე სრულიად არ გაჰქრა კონცხი,
კუნძულის მთები მოჩანდნენ ვიდრე.
მას არ სწყდებოდა იმ მთებზე გული,
არც იმ კუნძულის არ ჰქონდა დარდი –
იმისი გული გვრიტებთან დარჩა –
ლამაზმანებზე დარდობდა ძლიერ.
წყნარად მიცურავს კაუკოს ნავი,
ლურჯი ზღვის ტალღებს მიარღვევს
მშვიდად...
დღე გადის ერთი, გადის დღე ორი,
მესამე დღეს კი... ამინდი წახდა;
ამოგუგუნდა ძლიერი ქარი
და აადუღა წყნარი ზღვა ზენამ!
ჯიქურ ეძგერა ბორიო კანჯოს, –
მიგრიხ-მოგრიხა ანძები ჭნავის,
ოდრიკალები დაღვლარჭნა უღვთოდ

595 მკითხველთა ლიგა


და ჩაუმტვრია ნეკნები ფერდში!
ზე აიტაცა გრიგალმა ახტი
და გაატანა გულგრილად ტალღებს...
ხელებს კაუკო ნიჩბებად ხმარობს,
მიმართულებას ფეხებით იღებს.
დღე გადის ერთი, გადის დღე ორი,
გამოელია მკლავებში ღონე;
კაუკომელმა შეასწრო თვალი:
მოდგა ღრუბელი დასავლის მხრიდან,
მიწად გადიქცა ღრუბელი იგი,
ღრუბელი უცებ გადიქცა კონცხად!
ძლივსღა აბობღდა ნაპირზე ახტი
და ერთი სახლის შეაღო კარი,
სახლში ცომს ზელდა ასული ტურფა,
დიასახლისი აცხობდა პურებს!
„დიასახლისო! იცოდე ნეტა,
რას გადაურჩა სტუმარი შენი,..
ზღვაში გრიგალი მეძგერა უცებ
და ნასხვრევებად მიქცია ნავი...
გასამხნევებლად მიმღერდა ქარი
და აკვანივით მარწევდა ტალღა.
დიასახლისო, კეთილო ქალო,
ერთი ნაჭერი მომეცი პური,
ნუ დაინანებ ერთ კათხა ლუდსაც, –
პატივი მეცი, მოისხი მადლი!“
გაიქცა ხელად ასული ტურფა,
გამოიტანა ცხელ-ცხელი პური,
შეუწვა ხორცი, დაუსხა ლუდი

596 მკითხველთა ლიგა


და დაანაყრა მშიერი ახტი!
მერე ნაპირთან აჩვენა კანჯო,
ახალთახალი დაუთმეს ნავი, –
ჩაჯდა კაუკო, აუშვა აფრა, –
სამშობლოსაკენ აიღო გეზი!
აი, მიადგა მშობლიურ მხარეს,
შეჰხარის ახტი ადგილებს ნაცნობს:
ხეები ისევ ამაყად დგანან,
უძრავად დგანან სახლები ისევ, –
ყველაფერი და ყოველი ირგვლივ,
ისევე დახვდა. – დატოვა როგორც!
და როცა ეზოს მიადგა თვისას –
ელდა ეცა და დაესხა თავბრუ:
სახლის მაგივრად ნასახლარს ხედავს, –
სადღაა მისი ლამაზი სახლი!..
იმ ნასახლარზე შრიალებს შოთხვი,
იმ შოთხვის ირგვლივ ტყე არის ჭნავის,
გადაბადრულა მთლიანად ეზო,
ამოხეთქილა ბალახი ჭასთან!
და თქვა ასეთი კაუკომ სიტყვა,
ახტიმ ხმამაღლა წარმოთქვა ასე:
„მე ხომ აქ ვრბოდი შიშველი ფეხით,
ეს არის ჩემი გამზრდელი მიწა!
გავგორებულვარ ნახნავში მზეზე,
მიწის სურნელი მიგრძვნია მძაფრი!
ვინ, ვინ გადაწვა სახლ-კარი ჩემი,
ვინ გამიწამა მოხუცი დედა!
ფერფლად ქცეულა ამხელა სახლი

597 მკითხველთა ლიგა


და წაუღია ქარსა და ნიავს!“
ცრელმი მოადგა კაუკოს თვალზე,
მთელი ორი დღე ტიროდა ახტი;
სახლს ვიღა ჩივის – მახლობლებს სტირის,
იმ სახლის ჭერქვეშ ცხოვრობდა ვინაც!
უცებ არწივი შენიშნა ცაზე,
კაუკომელმა ასძახა არწივს:
„ეგება თვალი მოჰკარი სადმე,
ვერ მეტყვი – დედა სად არის ჩემი?
ცხრა თვე რომელმაც მატარა მუცლით,
პატარას ვინაც მაწოვა ძუძუ? ...“
სხვა არაფერი ახსოვდა არწივს,
სხვა არაფერი იცოდა მეტი –
იცოდა მხოლოდ, რომ ახტის დედა
და ნათესავნი სხვანი და სხვანი,
ვიღაცეებმა აკუწეს ხმლებით
და ჩუგლუგებით დაჩეხეს უღვთოდ!
კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,
ჩუმი ქვითინით წარმოთქვა ასე:
„შენ ცხრა თვეს მუცლით მატარე, დედა!
მშობე, პატარას მაწოვე ძუძუ!
დედილო ჩემო, სადა ხარ ახლა,
მარადიულით სად გძინავს ძილით!
შენს თავთან, ალბათ იზრდება ნაძვი,
ფეხებთან, ალბათ, იზრდება ღვია,
შენი საფლავის მიწაზე, ალბათ,
ნაძვებთან ერთად ტირიფიც ხარობს!
რად მივდიოდი იმ ოხერ პოხელს,

598 მკითხველთა ლიგა


არ დაგიჯერე, ვაიმე დედა!
რად წავეჩხუბე პოხელის პატრონს,
რად წავაცალე კვახივით თავი!
რატომ დავაგდე მშობელი მხარე,
რად მივაშურე ნისლიან სორელს!
მე სიჯიუტე დამიჯდა ძვირად, –
ოჯახი სრულად ამოწყდა ჩემი!“
მიმოიხედა კაუკომ ირგვლივ, –
ნუგეშის მომცემს ვერაფერს ხედავს...
უცებ შენიშნა: ვიღაცის ფეხით
გადაუქელავს ბალახი ქორფა;
მყის დააეჭვა ბილიკმა იგი
და წაიყვანა უღრანი ტყისკენ...
იარა ცოტა, იარა კიდევ, –
დაბურულ ტყეში მიჰყავდა ბილიკს...
მიჰყვა ნაკვალევს და კლდეთა შუა
უეცრად ქოხი გამოჩნდა ერთი;
ქოხის წინ იდგა ჭაღარა ქალი –
კაუკომელის მშობელი დედა!
მიიჭრა უცებ დედასთან ახტი –
გახარებულმა წარმოთქვა ასე:
„აქ როგორ მოხვდი, დედილო ჩემო,
ბედნიერი ვარ, ცოცხალს რომ გხედავ!
მეგონა, მკერდი გაგიპეს შუბით,
რა დაგიმალო, მეგონე მკვდარი!
ვიდექი დიდხანს, ვტიროდი მწარედ,
ტბად შემომადგა ცრემლები ირგვლივ!“
ასე მიუგო მშობელმა ვაჟკაცს,

599 მკითხველთა ლიგა


ლემინკაინენს აუხსნა დედამ:
„ხმალ-შუბოსანი პოხელის ხალხი
ლანძღვა-გინებით მომადგა კარზე,
ბოროტებს შენი სწყუროდათ სისხლი,
შენზე უნდოდათ ეძიათ შური;
რა ვერ გიპოვეს – ცეცხლს მისცეს სახლი,
გააპარტახეს მთლიანად ეზო!
ძლივს დავაღწიე მომხდურებს თავი –
გამოვეშურე უღრანი ტყისკენ,
ტანჯვა გარდამხდა, უთქმელი ენით,
თავშესაფარი ვიპოვე სანამ!“
კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,
საყვარელ დედას მიუგო ასე:
„რაც მოხდა, მოხდა, ღმერთია შემწე,
ოღონდაც წუხილს არ მისცე თავი!
სახლს აგიშენებ ძველ სახლზე ლამაზს,
უფრო დიდსა და მშვენიერს უფრო!
სორელის მხარეს მივდგები მერე
და ლემპოს ნაგრამს ერთიან გავჟლეტ!“
ისევ დაუსვა შეკითხვა ერთი,
მშობელმა დედამ კაუკოს ჰკითხა:
„ასე რამ უნდა მოხიბლოს კაცი,
რამ უნდა შეჰკრას, რომელმა ჯადომ,
რომ უსახელო კუნძულზე დარჩეს,
უცხო მხარეში დაყოვნდეს წლობით!
იმ უცხო ხალხში, უცხოთა ჭერქვეშ,
როგორ გასძელი ამდენ ხანს, შვილო!“
კაუკომელმა, ჭაბუკმა ლაღმა,

600 მკითხველთა ლიგა


საყვარელ დედას მიუგო ასე:
„იმ უსახელო კუნძულის მცხოვრებთ
მე შევეთვისე ძალიან ჩქარა;
იქ არა მარტო ხალხია კარგი,
მომხიბლავია ბუნებაც კონცხის:
იქ ოქროსფერი ხეები დგანან
და ვერცხლისფერად მინდვრები ბზინვენ;
ნაძვებს ტოტთაგან სდიოდათ თაფლი,
რძე მოჟონავდა ქათქათა არყებს.
ზეთი სწვეთავდა ცირცელის რტოებს,
მზისფერ ლუდს ღვრიდა წერწეტა ფიჭვი!
ამიტომ დავრჩი კუნძულზე დიდხანს,
წლობით ამიტომ დავყოვნდი კონცხზე!..
ბოლოს ასეთი დაჰყარეს ჭორი:
თითქოს მე ქალებს დავსდევდი უკან,
ამბობდნენ: ახტი არ არის სანდო,
გააბახებსო ქალწულებს ჩვენსას!
მე ქალებისთვის მეცალა როდი,
მე ჩემი მქონდა დარდი და ფიქრი;
და, როგორც ბატკანს გაურბის მგელი,
როგორც მიმინო გაურბის ქათამს, –
მეც გავურბოდი ქალწულებს ისე,
მეც ისე მქონდა ასულთა შიში“.

601 მკითხველთა ლიგა


runa ocdameaTe

ლემინკაინენი თავის ძველ ამხანაგთან ტიერასთან ერთად


მიდის პოხელის წინააღმდეგ საომრად. პოხელის დიასახლი-
სი მათ მოუვლენს საშინელ ყინვას, რომელიც ზღვაში ჩაჰყი-
ნავს მათ გემს და კინაღამ გმირებსაც იმსხვერპლებს, მაგრამ
ლემინკაინენი შელოცვებითა და წყევლით განდევნის ყინვას.
ლემინკაინენი თავისი ამხანაგებით გადაივლის ყინულებს და
ნაპირამდე აღწევს; დადარდიანებული დაეხეტება უღრან ტყე-
ებში და ბოლოს შინ ბრუნდება.

602 მკითხველთა ლიგა


ერთ მშვენიერ დღეს, ადრიან დილით,
ნავმისადგომთან მივიდა ახტი;
ჯერ ნანათლები არც იყო კარგად,
ნისლი ებურა კაუკოს კანჯოს.
რა დაინახა პატრონი თვისი,
ავადმყოფივით აკვნესდა ნავი;
აქეთ – ხრილები ხრიალებს მწარედ,
იქით – ქათანის გამირი გმინავს,
შეცბა კაუკო, მივიდა ახლოს,
მოთქმა-ტირილით შესჩივლა ნავმა:
„ვაგდივარ უქმად, მერევა თვლემა,
მომწყურდა წყალი, მიხმება ფერდი!..
არ ემზადება საომრად ახტი,
არ ეპარება კაუკოს ბრძოლას, –
რომ მოიხვეჭოს ვერცხლი და ოქრო,
ხელში ჩაიგდოს ნადავლი უხვი!“
კაუკომელი მივიდა ნავთან
და, როგორც მერანს, გადუსვა ხელი:
„შენ, ფიჭვისაო, ნუ სწუხარ ნავო,
არ გაგიხმება უწყლობით ფერდი,
მალე მოგიწევს ტალღებთან ომი,
ჩქარა მოგიწევს ბრძოლაში ხურვა!
დღეს თუ არა – ხვალ, ხვალ თუ არა – ზეგ
უნდა პოხელის მივადგე მხარეს!“
მერე დედასთან მივიდა ახტი
და ეუბნება საყვარელ დედას:

603 მკითხველთა ლიგა


„შენ არ იდარდო, მშობელო ჩემო,
არ გადმოღვარო ცრემლები ცხარე –
თუ შვილი შენი აიღებს მახვილს
და საბრძოლველად სორელში წავა;
ვერ მოისვენებს კაუკო, ვიდრე
არ მიუხტება ავსულთა ხროვას, –
სულ ერთიანად გავჟლიტო უნდა
მთელი პოხელის მოდგმა და ჯიში!“
დაღონდა ძლიერ მოხუცი დედა,
ხვეწნა მუდარით კაუკოს უთხრა:
„ნუ წახვალ, შვილო, პოხელის მხარეს,
ნუ მიადგები იმ ოხერ პოხელს,
შენ რას გახდები ათასთან ერთი –
იარაღშია ჩამჯდარი ყველა!“
მაგრამ თავისას არ იშლის ახტი,
თქვა და გათავდა – სალაშქროდ მიდის!
უცებ, რაღაცას მიხვდაო თითქოს,
ჩაფიქრდა წუთით და ამბობს ასე:
„სად ვნახო ერთი ისეთი მოყმე,
ისეთი გმირი ვინ არის კიდევ,
რომ ამომიდგეს ბრძოლაში გვერდით
და ჩემთან ერთად ჩეხოს და კაფოს?!
ერთი ასეთი გმირია კურა,
სხვა გზა არ არის, მას უნდა ვენდო!
არ მიღალატებს ტიერა, ვიცი, –
მას ღონეც ერჩის და ხმალიც უჭრის!..
ამომიდგება ბრძოლაში გვერდით
და ჩემთან ერთად კაფავს და ჩეხავს!“

604 მკითხველთა ლიგა


ადგა, მაშინვე გაიქცა ახტი,
და მიირბინა ტიერას სახლთან,
გასძახა ერთი, გასძახა ორი...
კაუკომელი ხმამაღლა ამბობს:
„შენ, მეგობარო ძვირფასო ჩემო,
ჩემო ტიერა, დამიგდე ყური:
ჩვენ ხომ ბრძოლებში ვყოფილვართ ერთად,
გადაგვიხდია ბრძოლები დიდი!
გახსოვს? ერთ სოფელს წავაწყდით ერთხელ,
სოფელში – სახლი ათასზე მეტი!..
იმ სახლებში კი – თითოში იყო
ჩასაფარებული ათ-ათი კაცი!
ვერ გადაურჩა იმათგან ერთიც –
ჩვენი ხმლის რისხვას და მკლავის ძალას!
ჩვენ ამის გარდაც რამდენჯერ ერთად
გადაგვიხდია ბრძოლები მძიმე!“
პარმაღში იჯდა ტიერას მამა
და შუბის ტარზე ჩუქურთმებს ჭრიდა;
უჯდა გეჯას და გომურის ზღურბლთან
ტიერას დედა დღვებავდა კარაქს;
ფალანგის კართან ტიერას ძმები
უკირკიტებდნენ თავიანთ მარხილს;
ტიერას დები ბოგირთან ისხდნენ
და გულმოდგინედ რეცხავდნენ სარეცხს.
ახტის ლაპარაკს რომ მოჰკრეს ყური,
მიხვდნენ: საომრად მიჰყავსო, ალბათ! –
და ყველამ ერთად, ერთპირად, ერთხმად
პასუხად ასე მიუგეს ახტის:

605 მკითხველთა ლიგა


„ვერ წამოგყვება ტიერა ომში,
კურას ბრძოლისთვის არ სცხელა ახლა:
მან ხომ ახლახან შეირთო ცოლი –
ჯერ არც გამძღარა ალერსით მასთან!..
სხვა წაიყვანე, კაუკო, ვინმე –
ვერ წამოგყვება ბრძოლაში კურა!“
ამ დროს ტიერა ღუმელზე იწვა –
იქიდან მოჰკრა ლაპარაკს ყური;
წამოჯდა, ფეხზე ჩაიცვა ცალზე,
ჩამოხტა ძირს და შიშველი ფეხის
ქუსლი დაადო ძელსკამის ძგიდეს,
მეორე ფეხზე ჩაიცვა ხელად,
ეზოში ირტყამს საჩქაროდ ქამარს,
ჭიშკართან იკრავს ხალათის ღილებს;
ტიერამ შუბი აიღო ხელში –
არც ისე მცირე, არც ისე დიდი,
იმ შუბის ტარზე ჭიხვინებს მჭახედ
ყალყზე შემდგარი ულაყი ერთი,
ხელჩასაკიდთან ყმუიან მგლები,
იქვე ბანძგვერა დათვები ბრდღვინვენ.
შეატრიალა ტიერამ ხელში,
მერე სამ ადლზე გასტყორცნა შუბი.
შუბი მიწაში ჩაესო წვერით –
წყრთათაოდენზე გააპო მიწა.
გამხნევდა ახტი, მოეცა გული –
მიხვდა: ტიერა თანახმა იყო,
რომ წაჰყოლოდა სორელის მხარეს,
ამოსაჟლეტად პოხელის გვარის.

606 მკითხველთა ლიგა


ნავმისადგომთან მივიდა ახტი
და შეაცურა ტალღებში კანჯო,
კამკამა წყალი განარა ნავმა
და ნებიერად დაიწყო რწევა, –
მწვანე ბალახში შრიალით ჩუმით
მისრიალებსო უნასი თითქოს!..
ჩრდილოეთისკენ აიღეს გეზი, –
უნდა მიადგნენ პოხელის მხარეს!
დიასახლისმა პოხელის მხარის –
გამოიძახა სასტიკი ყინვა
და, გამმყარებელს ვეება წყალთა,
დიასახლისი არიგებს ასე:
„შენ, ჩემო ყინვავ, ერთგულო ჩემო,
საითაც გითხრა – იჩქარე იქით!
გათანგე ზღვაში კაუკოს კანჯო,
პატრონთან ერთად ჩაჰყინე წყალში!
ნავს საძრაობა არ მისცე ოდნავ,
გაჰყინე მაგრად პატრონიც ნავის
და უძრავჰყავი, ყინვაო, ვიდრე
გაქვს მეუფება შენ წყალთა ზედა!
ვიდრე მე თვითონ არ მივცემ ნებას,
რომ დააღწიონ შენს მკლავებს თავი!“
ბოროტი მოდგმის ეს გულქვა შვილი,
ავადმზრახველი ჭაბუკი ყინვა,
გზა-გზა აზრობდა ბალახს და ბუჩქებს –
შეუბრალებლად გაძარცვა ხენი...
მიადგა მერე პოხელის ნაპირს, –
ღამით გაჰყინა ბოღაზი ყველა,

607 მკითხველთა ლიგა


ყინულით შეჰკრა ნაპირნი ზღვისა,
ხოლო შუაგულს ვერ ახლო ხელი:
ბოლოქანქალა იჯდა იქ ერთი,
კუდაბზუკუნა ტალღაზე იჯდა,
ვერ გაუყინა ვერასგზით თავი,
ვერ გაუფიჩხა ვერაფრით ფრთები,
რაც მთავარია, გარშემო ჩიტის,
ვერ მოქმედებდა ტალღებზე ყინვა.
მეორე ღამით იძალა ყინვამ
და მოიკიდა ტალღებზე ფეხი,
ზღვის ზედაპირი გასიპა სულმთლად,
ყინვას სიმაღლე საჟენი ჰქონდა,
აგორებული უძრავჰყო ტალღა
და გააქვავა ტალღაზე ნავიც.
მერე ჯიქურად მიუხტა ახტის, –
ყინულში მისი ჩაჭედვა სურდა,
წაეპოტინა თითებზე ხელის,
ფეხის თითებშიც წადგომა სცადა...
გაბრაზდა ახტი, უბიძგა ყინვას
და დაუპირა შეგდება ცეცხლში.
გაუსხლტა ყინვა, სახეში ეცა
და აუწითლდა ყური და ცხვირი.
იმარჯვა ახტიმ, დასტაცა ხელი
და მოიმწყვდია ავსული მუჭში,
უჭერს და უჭერს, უჭერს და უჭერს –
ხრჭიალებს მუჭში ავსულის ჩონჩხი:
„შენ – ჩრდილოეთის ქარბუქის შვილო,
შენ – ზამთრის ძეო, მსუსხავო ყინვავ,

608 მკითხველთა ლიგა


არ წამიყინო თითები ხელზე,
არ მიმიყინო ყური და ცხვირი!
შენ რა ხელი გაქვს ადამის ძესთან, –
შენ ხომ ისედაც ბევრი გაქვს საქმე:
გაჰყინე ტბები, გაძარცვე ხენი,
შეჭირხლე ვერხვნი, გალიგვე ქვები,
გაყვლიფე ფიჭვი, დააზრე ნაძვი,
რაც გინდა ჰქენი, ოღონდაც კაცთან _–
ადამის ძესთან არა გაქვს საქმე,
დედის ნაშობზე არ სცადო ძალა!
გეცოტავება იქნება საქმე,
რაც ჩამოვთვალე – ცოტაა იქნებ!
მაშინ: გაჰყინე თაკარა კლდენი
ცხელი ლოდები გაჰყინე მაშინ,
მიწისა წიაღ გაჰყინე რკინა,
ფოლადიანი გაჰყინე მთანი,
მიდი, ვუოსკას უბრძანე – დადგეს,
და გააჩუმე იმატრა ანჩხლი!
მე კარგად ვიცი წარსული შენი –
ამ ქვეყანაზე საიდან გაჩნდი;
სად დაიბადე, იზარდე როგორ,
სად იყო შენი პირველი ბუდე;
შენ უკეთურის ხარ მამის შვილი
და უსირცხვილო შენ გყავდა დედა,
ბნელი სორელის ხეებზე გაჩნდი,
ხეზე დაირწა აკვანი შენი,
მაგრამ დედაშენს არ ჰქონდა ძუძუ,
დედის მაგივრად გაწოვა გველმა,

609 მკითხველთა ლიგა


შენ ჩრდილოეთის გარწევდა ქარი –
ჭაობში, ხეზე, უწმინდურ წყლებზე,
ხარ ამიტომაც ესოდენ ავი,
ესდენ მკაცრი და ბოროტი ესდენ.
წინაპართაგან – ბოროტად შობილს –
მავნეზე მავნე გამოჰყვა ჩვევა!
ჯერ უსახელოდ იზარდა იგი,
ბოლოს და ბოლოს სახელის მისცეს:
დაარქვეს ყინვა! გაუშვეს მინდვრად,
ჩაუშვეს წყალში, აუშვეს ხეზე!..
მოურიდებლად მას შემდეგ დადის,
ყველაფერს სუსხავს მთაში და ბარად;
წყალს შეაჯდება უტიფრად ზურგზე
და არხეინად დაცურავს ასე,
დაჭახაჭუხობს ზამთრობით ტყეში,
შუაზე ხეთქავს ნაძვებს და ფიჭვებს,
ღრღნის, აჩანაგებს ყველაფერს ირგვლივ –
ქათქათა კბილებს ჩაასობს რასაც!
შენ, როგორც ვატყობ, აღარც კი ხუმრობ,
რას ჩამაცივდი, რა გინდა ჩემგან,
ლამის წამაძრო თითები ხელზე,
ფეხის თითები წამწყვიტო ლამის;
ფეხსაცმელებში მუგუზლებს ჩავდებ,
ალს შემოვიხვევ მთლიანად ტანზე –
მაშინ ვერაფერს დამაკლებ, რადგან
ხარ უსუსური წინაშე ცეცხლის.
დაგაუძლურებ, თილისმით შეგკრავ,
ჩრდილოეთისკენ აქედან გისვრი,

610 მკითხველთა ლიგა


აქ რომ დიდგულობ, – ვაჟკაცი თუ ხარ,
გამოიჩინე იქ ძალა შენი!
მიდი – ჩაჰყინე ქვაბებში წყალი,
მიდი – ჩააქრე კერაზე ცეცხლი,
კვიცი ჩაუკალ მუცელში ფაშატს,
მეწველ საქონელს გაუშრე ძუძუ!
თუ არ ინებებ – მოიქცე ასე,
თუ რჩევას ჩემსას არ იღებ ყურად,
მაშინ ხიისთან გაგაგდებ ძალით,
გადაგიძახებს ღუმელში ლემპო!
შენ იქ მჭედელი შეგაგდებს გრდემლზე,
გავარვარებულ ზინდანზე დაგსვამს,
გამეტებულად დაგიშენს უროს
და ნამსხვრევებად იქცევი ხელად!
თუ არ ისურვებ – მოიქცე ასე,
თუ რჩევას ჩემსას არ იღებ ყურად,
მაშინ გაგაგდებ ზაფხულის მზეზე
და ვერ იხილავ, იცოდე, ზამთარს –
სანამ მე თვითონ არ მოგცემ ნებას,
თუ არ იქნება სურვილი ჩემი!“
შეშინდა ყინვა – ქარბუქის შვილი,
მზის ხსენებაზე დაცეცხლა ტანში,
ახტის ყურებზე შეუშვა ხელი,
ცახცახ-ცახცახით წარმოთქვა ასე:
„მოდი, მე და შენ პირობა დავდოთ,
არ დავუშავოთ ერთმანეთს რამე,
მანამდე – სანამ ანათებს მთვარე,
მანამდე – ვიდრე ცა არის მაღლა.

611 მკითხველთა ლიგა


თუ ვუღალატო პირობას ოდნავ,
თუ გავიხსენო ხელობა ჩემი –
გადამისროლე გიზგიზა ცეცხლში,
ილმარინენის ქურაზე დამსვი, –
რომ სამუდამოდ ზაფხულში ჩავრჩე,
ვეღარასოდეს ვერ შევხვდე ზამთარს!“
ბოროტი ყინვა გაბრუნდა უკან,
ჩამოეცალა კაუკოს გზიდან.
კაუკომ ნავი დატოვა ზღვაში,
გაყინულ ზღვაში ჩატოვა კანჯო,
გზა გააგრძელა ყინულზე ფეხით,
უკან ერთგული ტიერა მოსდევს,
მხნედ მიაბიჯებს მამაცი ახტი,
მეგობარს კვალში მიჰყვება კურა!
დღე გადის ერთი, ორი დღე გადის –
არა და არ ჩნას ნაპირი რამე!..
ბევრი იარეს მესამე დღესაც,
ბოლოს – კუნძული გამოჩნდა ერთი,
კუნძულზე იყო სოფელი მცირე,
პატარა ციხე სოფელში იდგა...
ციხე-სიმაგრის შეაღო კარი
და დაიძახა კაუკომ ასე:
„არის თუ არა ციხეში ვინმე!
ეგება გქონდეთ ხორცი ან თევზი,
ან გეშოვებათ ეგება პური,
რომ დაგვანაყროთ დაღლილი მგზავრნი!“
რისი პური და რომელი ხორცი, –
ფინჩხალიც კი ვერ იშოვეს რამე!

612 მკითხველთა ლიგა


მიმოიხედა კაუკომ ირგვლივ,
გაბრაზებულმა წარმოთქვა ასე:
„აქაურობა წაიღოს წყალმა,
ცეცხლიმც ჩაყლაპავსა ამ ოხერ ციხეს!..“
ციხე-სიმაგრე დასტოვეს ცივად,
უღრანი ტყისკენ აიღეს გეზი...
ძე-ხორციელი არ ჩანდა ვინმე,
რომ გზა-სავალი ეკითხათ მაინც!
კაუკომელმა, მამაცმა გმირმა,
მობღოზა ხავსი კლდეზე და ქვებზე, –
ხავსის წინდები მზად იყო ხელად,
საბუხარები მზად იყო წამში, –
აღარ ციოდათ, დამარცხდა ყინვა,
ხელ-ფეხი ხელად გაუთბათ მგზავრებს...
გზა არ ილევა, არ უჩანს ბოლო,
აღარც იციან – მიდიან საით,
ერთგან დაბურულს მიადგნენ ადგილს, –
შუადღე იყო – დაღამდა უცებ,
წინ – ახტი მიდის, უკან – ტიერა...
და ეუბნება ტიერას ახტი:
„კარგად ვერ არის, ძმობილო საქმე, –
ეს რა უდაბურ ადგილას მოვხვდით...
სულ ერთიანად ამებნა თავგზა,
როდემდე უნდა ვიაროთ ასე?!“
ასე მიუგო ტიერამ ახტის,
კაუკოს ასე პასუხობს კურა:
„უცხო მხარეში დაღუპვა გველის,
სიკვდილი გვიცდის უდაბურ ტყეში!

613 მკითხველთა ლიგა


შური გვინდოდა გვეძია სხვაზე –
ხიფათში ჩვენივ ჩავიგდეთ თავი:
ხუმრობა საქმე ყოფილა როდი,
ამ ნისლოვანი პოხელის მხარეს
უკაცრიელთა ადგილთა გავლა,
სადაც მარტოდენ ყორანი ბუდობს.
ჩავიღუპებით უთუოდ სადმე
და ყვავ-ყორანი დაგვიწყებს ძიძგნას;
მოფრინდებიან უძღები სვავნი,
დაგვაცხრებიან ჩხავილით თავზე...
და უზარმაზარ კლდეებზე, მერე,
გაერთობიან ჭახუნით ძვალთა.
მთლად ჩამოხმება ლოდინით დედა,
გზისკენ ექნება საცოდავს თვალი!..
ბოლოს იფიქრებს, რომ შვილი მისი
მოკვდა ბრძოლაში პოხელის ხალხთან!
მოთქმა-გოდებას უმატებს დედა,
დაკარგულ შვილზე იტირებს ასე:
„იქ არის ახლა ვაჟკაცი ჩემი,
იქ – ტუონელში კაფავს და თესავს...
ისვენებს მისი მშვილდი და ხმალი,
ისვენებს ახლა იმისი შუბი.
დაგოგმანობენ კაკბები მშვიდად,
დათამაშობენ დომბები ველზე,
ტყეში დათვები თამამად ვლიან –
მათ ჩემი შვილის არა აქვთ შიში!“
დაღონდა ჩვენი მამამცი გმირი,
ჩაფიქრდა ახტი და ამბობს ასე:

614 მკითხველთა ლიგა


„ცხრა თვეს მატარე, დედილო, მუცლით,
ძილმონატრული მირწევდი აკვანს...
შენ უამრავი დაზარდე ბარტყი,
გადააფრინე ბუდიდან ყველა,
მაგრამ სასტიკი მოვარდა ქარი –
მიჰფანტ-მოჰფანტა ბარტყები ლემპომ...
ეჰ, მახსენდება ნათელი დღენი.
როს უზრუნველად დავრბოდი ველზე,
ოქროსფერ ჩიტებს დავსდევდი ლაღად
და არაფრისა არ მქონდა დარდი...
ვინც შემხედავდა – ლოცავდა მშობლებს,
დედას და მამას ლოცავდა ჩემსას,
ახლა კი, აგერ – სიკვდილის გზაზე
მივდივართ ორნი – მე და შენ კურა,
უდაბურ ტყეში მეგზური ჩვენი
და ხმის გამცემი – ქარია მხოლოდ...
მზე გვეგულება იმედად ცაზე, –
მასაც წვიმა და ღრუბელი ფარავს...
მაგრამ მე უფრო იმაზე ვწუხვარ,
იმაზე ვდარდობ მე ახლა უფრო,
რა ეშველებათ უჩვენოდ ქალებს,
ვინღა გაართობს ქალწულებს ლხინში,
იცინიან თუ ტირიან ახლა,
ცრემლებს ღვრიან თუ მღერიან, ნეტა?
ვინ იცის, იქნებ დარდობენ ჩვენზე,
იქნება ცრემლით ევსებათ თვალი?..
ჯერ ამ მხარეში არ არის გრძნება,
და არცა სახვრა, და არცა ჯადო –

615 მკითხველთა ლიგა


დაუძლურება რომ შეძლოს ჩვენი,
დამორჩილება რომ შეძლოს გმირთა.
თუ ჯადოქარი გამოჩნდა ვინმე,
თუ აქაურებს მისნობა ძალუძთ –
ჩვენზე ვერ გასჭრის იმათი ძალა,
ვერ იმოქმედებს თილისმა ჩვენზე!
რამეთუ გრძნებაც, მისნობაც, ჯადოც
დაუბრუნდებათ უკანვე მგრძნებელთ, –
მოაკვდინებენ საკუთარ მოდგმას,
ამოჟუჟავენ საკუთარ ჯილაგს!
არც მამაჩემზე არ სჭრიდა ჯადო,
არ მორჩილებდა მოხუცი გრძნებას,
არ მორჩილებდა აქაურ მისანთ –
ლაფლანდიელთა არ ჰქონდა შიში, –
მას მფარველობდა მაღალი უკო;
აი, მეც უკოს მოვუხმობ ახლა:
„ო, დიდო უკო, უფალო ცათა,
შენ დამიფარე, მორჩილი შენი,
მაშორე ყოველ ავსა და ბოროტს
და მარონინე კეთილად მგზავრი!
შენ – წვეროსანთა მარიდე სახვრა,
შენ – უწვერულთა მაშორე ჯადო!
მფარველად მექმენ, მაღალო უკოვ,
რომ გზა და კვალი გავიგნო სწორად!
რომ არ აცრემლდეს მოხუცი დედა,
რომ მივუვიდე უვნებლად სახლში!“
მაშინვე გაჩნდა კაუკოს თვალწინ
ორი პეგასი – მერანი ორი,

616 მკითხველთა ლიგა


ერთი – სარია, მეორე – შავრა,
ტაიჭნი – ერთიმეორის მჯობნნი!
მწუხარე ფიქრი – აქცია შავრად,
ხოლო სარიად – აქცია დარდი;
ლახტად აქცია – მწუხარე დღენი,
უნაგირად კი – ბედკრულად ყოფა!
პეგასებს სხარტად მოახტნენ ზურგზე –
ზღვის სანაპიროს გაუყვნენ ჩორთით...
გამოვეთხოვო დროებით უნდა –
კარგახანს აღარ ვუმღერებ ახტის;
ტიერაც უკვე გზაზეა მდგარი,
მიეშურება სახლისკენ კურაც!..
მიმართულებას შეიცვლის ახლა
და სხვა გზით წავა სიმღერაც ჩემი!

617 მკითხველთა ლიგა


runa ocdameTerTmete

უნტამო ომს იწყებს თავისი ძმის კალერვოს წინააღმდეგ,


კლავს კალერვოს და ანადგურებს მის ჯარს, მისი გვარიდან
ცოცხალს ტოვებს მხოლოდ ერთ ფეხმძიმე ქალს; მას თან
მიჰყავს იგი და უნტამოლაში ეს ქალი შობს ვაჟს – კულერ-
ვოს. კულერვო ჯერ კიდევ აკვანში ფიქრობს უნტამოზე შურის-
ძიებას, უნტამო კი ცდილობს რამენაირად მოკლას იგი, ათას
ხერხს მიმართავს ამისთვის, მაგრამ ვერასგზით ვერ ახერ-
ხებს. როცა კულერვო გაიზრდება, იგი აფუჭებს ყველა საქმეს,
რასაც კი დაავალებენ, და გაჯავრებული უნტამო მას მონად
მიჰყიდის ილმარინენს.

618 მკითხველთა ლიგა


გედმა ბჟიტების დაზარდა გუნდი,
ლაპები ტბასთან მიდენა ერთხელ;
უცებ – სად იყო, სადა არა, – ორბმა
გადაუქროლა ჭუჭულებს თავზე
და მიმოფანტა სხვადასხვა მხარეს:
კარიალაში წაიღო ერთი,
წააწიაქა მეორე რუსეთს,
ხოლო მესამე დატოვა ტბასთან.
იგი, რომელიც წაიღო რუსეთს –
გამოიჯანდრა ჩინებულ ვაჭრად,
კარიალაში რომელიც მოხვდა –
იმას კალერვო დაარქვეს თურმე,
რომელიც დარჩა დედასთან კენტად –
უნტამოინენ დაარქვეს იმას,
ის არაერთხელ მიზეზად იქცა
უბედურების დედ-მამის თვისის!
ერთხელ კალერვომ შეროხა წყალი,
თევზის დაჭერა ხოლიხით სურდა,
მაგრამ დაასწრო უნტამომ ხარბმა, –
ხოლიხი თვითონ ჩაუდგა თევზებს...
მივიდა ჩუმად კალერვო როხთან,
ამოაბრუნა ხოლიხი სწრაფად, –
არ დაუტოვა ძმას ერთი ცალიც –
თევზი მთლიანად წაიღო სახლში!
ყელში მოაწვა უნტამოს ბოღმა,
გაბრაზებული მივარდა ძმასთან

619 მკითხველთა ლიგა


და წაუშინა თავ-პირში ხელი.
ფრჩხილებით, მუშტით, წიხლებით, თავით, –
უწყალოდ სცემდნენ ერთმანეთს ძმები,
ამოარტყამდა უნტამო დრუნჩში
და ღებულობდა მაშინვე ხურდას!
მეორე დილას კალერვო ადგა
და უთენია შეუდგა საქმეს:
ძმამ ძმის ჯინაზე დაიწყო თესვა,
უნტამოს სახლთან დათესა შვრია!
გავიდა დრო და... უნტამოს ფარამ
მთლად გადაძოვა ნათესი იგი...
ცხვრებს გააკიდა კალერვომ ძაღლი, –
დააგლეჯინა უნტამოს ცხვრები.
მთლად გადარია უნტამო ამან
და დაემუქრა კალერვოს ასე:
გადაგიწვავო მთლიანად სახლ-კარს,
ამოგიწყვეტო ოჯახის წევრებს!
და შეაგროვა უნტამომ ხალხი, –
ხმალი დაჰკიდა სუყველას წელზე,
ხელში სუყველას მახვილი მისცა,
ჩამოურიგა ჩუგლუგი ყველას;
მერე დაიძრა საომრად ძმისკენ –
ამოსაჟლეტად კალერვოს მოდგმის!
ულამაზესი კალერვო-რძალი,
სარკმელთან ამ დროს რომელიც იჯდა,
გახედავს გზას და ჩურჩულით ამბობს,
გაოცებული წარმოთქვამს ასე:
„მინდვრის ბოლოში რა უნდა იყოს,

620 მკითხველთა ლიგა


აქეთ რომ მოდის – რა არის ნეტა,
რა მოზოზინობს, რა იძვრის უხმოდ –
ნისლი არის თუ ღრუბელი შავი?“
არცა ღრუბელი და არცა ნისლი –
წინ მოუძღვება უნტამო ლაშქარს,
ღვიძლ ძმაზე უნდა იძიოს შური –
უნდა გაჟლიტოს კალერვოს მოდგმა!
სახლში შეიჭრა უნტამო ჯიქურ,
ატყდა ჯახანი, გახურდა ბრძოლა, –
კალერვოს ოჯახს გაავლეს მუსრი,
ცეცხლს მისცეს მერე კალერვოს სახლი.
კალერვოს ცოლი ორსულად იყო
და, ბედზე, იგი გადარჩა მარტო...
როცა უნტამო გაბრუნდა უკან,
თან წაიყვანა კალერვოს ცოლიც. –
ფეხმძიმე ქალი რეცხავდა სარეცხს,
ჰგვიდა იატაკს, აპობდა შეშას…
საჭირო როცა გავიდა ხანი,
მოილოგინა, ეყოლა ვაჟი.
დედამ კულერვო დაარქვა პირმშოს,
ხოლო უნტამო ეძახის – მებრძოლს.
წევს და ღუღუნებს აკვანში ჩვილი,
დღე გადის ერთი... დღე გადის ორი…
მესამე დღეს კი – დაქანდა უცებ
და არტახები დასწყვიტა ხელად,
საგებ-საფენი დაფლითა მერე
და დაუშინა წიხლები აკვანს!
ბავშვი დღითიდღე ხდებოდა მძლავრი, –

621 მკითხველთა ლიგა


უნტამოლაში სჯეროდა ყველას,
რომ დადგებოდა სულ მალე მისგან
ღონიერი და ერთგული მონა!
და აი, როცა სამი თვის გახდა,
როცა უნტამოს წელადე მისწვდა,
თავში ასეთი გაუჩნდა აზრი,
ბავშვმა ხმამაღლა წარმოთქვა ასე:
„გავიზრდები და ვანანებ ყველას,
ვინც გააწამა მშობლები ჩემი:
ვინც ამოჟლიტა კულერვოს მოდგმა –
იმაზე უნდა ვიძიო შური!“
რა გაიგონა მუქარა ბავშვის,
გაოგნებული უნტამო ამბობს:
„აქედან ვატყობ – დღე მელის ცუდი,
თუ არ ვიღონე დროულად რამე!“
დაღონდა ყველა – ქალიც და კაციც,
ოჯახის წევრი ჩაფიქრდა ყველა:
როგორ მოუღონ კულერვოს ბოლო,
სად გადაკარგონ ან რომელ მხარეს...
და აი, ერთ დღეს, საწყალი ბიჭი,
საგომელაში ჩაჭედეს მაგრად,
ასწიეს მერე და წყევლა-კრულვით
გადაუძახეს მღელვარე ზღვაში.
სამი დღის შემდეგ მივიდნენ ზღვასთან, –
ცოცხალიაო! – შესძახეს ერთხმად.
დიდხანს უღირეს მუშტები ტალღებს,
გაოცებულნი გაბრუნდნენ უკან...
საგომელიდან გამოძვრა ბიჭი

622 მკითხველთა ლიგა


და არხეინად ტალღაზე დაჯდა;
დიდი ანკესი უჭირავს ხელში
და გულმოდგინედ ზღვის სიღრმეს
ზომავს;
ზღვაში წყალია ძალიან ცოტა,
კაცმა რომ დარწყოს – ზღვის წყალმა
ციცხვი
ერთი ან ორი აავსოს იქნებ,
ჰა, დიდი-დიდი – აავსოს სამი!
ხალხი ნაპირთან მიცვივდა ისევ,
გამოიყვანეს ნაპირზე ბავშვი,
უნტამომ ასე უბრძანა მონებს:
შეაგროვეთო ტოტები ნაძვის,
გააჩაღეთო კოცონი დიდი,
გადააგდეთო კულერვო ცეცხლში...
მონებმა მდაბლად დაუკრეს თავი
და აქეთ-იქით მიაწყდნენ ხელად –
ნაძვის ტოტები მოზიდეს ხმელი,
შიგ შეურიეს ტოტებიც ფიჭვის,
მოაქვთ და მოაქვთ საცოდავ მონებს
იფანი, ჭნავი, ცირცელი, თხმელა...
მოაქვთ მარხილით, თრაქავენ ზურგით, –
შეშა დაგროვდა საჟენი ასი!
დაანთეს ცეცხლი, ავარდა ალი,
დააგიზგიზეს კოცონი დიდი,
დაავლეს ხელი, ასწიეს ციმციმ
და შეისროლეს კულერვო ცეცხლში.
სამი დღის შემდეგ მოუნდათ ნახვა:

623 მკითხველთა ლიგა


ცოცხალიაო! – შესძახეს ერთხმად!...
ზედ ნაკვერჩხლებზე დამდგარა ბიჭი,
ცეცხლის ენები ეხვევა ტანზე;
ხელში უჭირავს ვეება როკი,
უფრო და უფრო აღვივებს კოცონს,
ცეცხლში კი არა – წყალშია თითქოს,
არ შეტრუსვია თმის ღერიც ერთი!
მაშინ უნტამო გაბრაზდა ძლიერ
და ჩამოკიდა კულერვო ხეზე...
გადის დღე ერთი, დღე გადის ორი,
მესამე დღეზე გაგაზავნა მონა,
ხესთან მსახური გაგაზავნა თვისი –
მომიტანეო ამბავი ჩქარა!..
მონა სასწრაფოდ დაბრუნდა უკან
და მოახსენა უნტამოს ასე:
„ბიჭს საჭრეთელი უჭირავს ხელში,
გამოუსახავს მებრძოლნი ხეზე, –
ზოგი ხმალს იქნევს, ზოგი შუბს სტყორცნის,
ზოგსაც თქრიალით გადმოსდის სისხლი...
ისე მშვიდი აქვს კულერვოს სახე –
კი არ ჰკიდია, ფეხზე დგას თითქოს!“
რა არ იღონეს, რა აღარ სცადეს.
არ გასჭრა ბიჭზე არარა ძალამ;
ვერ მოიშორეს თავიდან მაინც, –
მუდამ ცოცხალი გადარჩა ბიჭი.
ზღვაში ისროლეს – ტალღაზე დაჯდა,
ცეცხლში შეაგდეს – არ დასწვა ცეცხლმა,
ხეზე დაჰკიდეს – სკამზე ზის ვითომ,

624 მკითხველთა ლიგა


ვერ ეკარება სიკვდილი ახლოს!..
ვერ მოიგონა უნტამომ რამე
წამების ხერხი – სასტიკი უფრო,
მოდი, გავზრდიო, – იფიქრა ბოლოს,
მონისა შვილის იკისრა გაზრდა!
უნტამოს სხვა გზა არ ჰქონდა რადგან,
იხმო კულერვო და უთხრა ასე:
„მოსამსახურედ დადექი ჩემთან, –
იქნები ჩემი მორჩილი მონა,
საქმეს ერთგულად მოკიდე ხელი,
გასამრჯელოსაც მიიღებ კარაგად!
არა და – ქამრით აგიწვავ კანჭებს,
ზურგს აგიჭრელებ ცირცელის სახრით!“
კულერვოს ჩვილის მიანდეს მოვლა,
დასვეს აკვანთან და უთხრეს ასე:
„არ მოაცილო პატარას თვალი,
ასვი, აჭამე თავ-თავის დროზე...
საფენელებიც ურეცხო უნდა,
კაბებიც უნდა ურეცხო ხშირად!“
კულერვოც მალე შეუდგა საქმეს:
პირველად თვალში ატაკა თითი,
მერე – სხეულზე დაუწყო ჩქმეტა,
ააღრიალა საწყალი ბავშვი,
ამოიყვანა აკვნიდან ბოლოს
და დაუშინა წიხლები აკვანს,
ბავშვს ჩასაცმელი თუ რამე ჰქონდა –
ცეცხლში შეჰყარა აკვანთან ერთად...
მაშინ უნტამომ დაასკვნა ასე:

625 მკითხველთა ლიგა


„ვეღარ დავტოვებ კულერვოს შვილთან, –
კიდევ კარგი, რომ აკვანთან ერთად
არ შეუძახა პატარას ცეცხლში.
რა დავავალო, რა საქმე მივცე,
რა შეუძლია – ვიცოდე მაინც;
მოდი, გავგზავნი, ხეები მოჭრას“,
ასეც მოიქცა – გაგაზავნა ტყეში...
მიდის კულერვო, მიდის და ფიქრობს:
„მაშინ ნამდვილად მერქმევა კაცი,
მაშინ ვიქნები ნამდვილად გმირი –
როცა ნაჯახი მექნება ხელში,
თხუთმეტი კაცის მექნება ძალა,
ორჯერ თხუთმეტის და უფრო მეტის“.
გზად შეუარა კულერვომ მჭედელს
და დავალება ასეთი მისცა:
„ჰეი, მჭედელო, ძმობილო ჩემო,
გამომიკვეთე ნაჯახი ერთი,
შესაფერისი ნამდვილი გმირის,
ფოლადნაწრთობი, მაგარი რკინა!
ე მაგ ნაჯახით, ვითარცა ხმალით,
ხეების ჯარი ავკაფო უნდა!“
ჩაქუჩი დაჰკრა მჭედელმა რკინას
და გამოჭედა ნაჯახი ხელად;
ახედ-დახედა კულერვომ ნაჯახს –
კმაყოფილია კალერვოს შვილი!
ერთი დღე ლესა, ორი დღე ლესა,
მესამე დღეს კი გასწია ტყისკენ,
რათა ნაჯახით, ვითარცა ხმალით,

626 მკითხველთა ლიგა


ხეების ჯარი აჰკაფოს ტყეში.
მიდგა კულერვო, – კაფავს და კაფავს,
თითო ხეს ჰყოფნის მოქნევა თითო.
წაიქცა ერთი, წაიქცა ორი,
წაიქცა სამი, წაიქცა ოთხი, –
რვა როცა დასცა – ასწია თავი,
გახედა სივრცეს და ასე ამბობს:
„მე ჩემი წილი გავკაფე უკვე
თუ რამე დარჩა – გაკაფოს ლემპომ!“
ნაჯახი პირით დაასო მორზე,
მორთო ყვირილი, ატეხა სტვენა,
ყვირის და უსტვენს, უსტვენს და ყვირის,
შეჩერდა უცებ და ასე ამბობს:
„სანამდეც სტვენა მისწვდება ჩემი,
სანამდეც ჩემი ყვირილი მივა –
დაე, იქამდე არც ერთი ძირი
ნაძვი და ფიჭვი არ დარჩეს ფეხზე!
მერე კი, – ვიდრე ანათებს მთვარე,
არ გაიხაროს არც ერთმა ჩქოლამ,
აღარ გაიდგას მიწაში ფესვი
მუხამ და ნაძვმა, ფიჭვმა და არყმა,
ნუმც დაუწყია შრიალი ხეებს,
ჩემი ნაკაფი – ნაკაფად დარჩეს!
თუ აქ ოდესმე მოხნავენ მიწას,
აქ თუ ოდესმე დათესონ პური –
არ დათავთავდეს არასდროს ყანა,
დააზროს ყინვამ, მიწაში ჩალპეს!“
როცა გავიდა დღე ბარე ხუთი,

627 მკითხველთა ლიგა


უნტამომ გულში იფიქრა ასე:
„წავიდე ერთი, მივიდე, ვნახო,
როგორ მუშაობს კალერვოს შვილი –
კულერვო, ჩემი ახალი მონა,
ხომ არ ზარმაცობს, ხომ არ ზის უქმად!“
ადგა, წავიდა, მივიდა, ნახა,
შემოეყარა უნტამოს გულზე:
„არ შესძლებია შერჩევით კაფვა,
აუჩეხია პირწმინდად ხენი...
რა დავავალო, რა საქმე მივცე,
რა შეუძლია – ვიცოდე მაინც!“
შესაღობი აქვს უნტამოს ეზო,
ეზოს შეღობვა უბრძანა მონას!
კულერვოც მყისვე შეუდგა საქმეს,
კალერვოს შვილმა დაიწყო ღობვა:
ახოვან ნაძვებს სარებად ასობს,
აშოლტილ ფიჭვებს იყენებს წნელად,
გადის დღე ერთი, ორი დღე გადის;
და აი – ღობეც მზად არის უკვე,
მაგრამ, არ გინდა ეზოდან გასვლა?! –
არ გაუკეთა ჭიშკარი ღობეს!
თვითონ კულერვოს ხელობა მისი
ძალიან მოსწონს და ამბობს ასე:
„ვისაც ჩიტივით არ ძალუძს ფრენა,
მკლავების ნაცვლად არა აქვს ფრთები,
ის ვერ შემოყოფს ეზოში ცხვირსაც,
ვეღარ იხილავს უნტამოს ეზოს!“
როცა გავიდა დღე ბარე ათი,

628 მკითხველთა ლიგა


გამოიხედა უნტამომ გარეთ,
ხედავს: ტყრუშული არტყია ეზოს,
ღობე არტყია – ასული ცამდე!
შემოეყარა უნტამოს გულზე,
შეწუხდა ძლიერ და ასე ამბობს:
„ეს რა უქნია ამ სულელ მონას,
სად გაგონილა უჭიშკრო ეზო,
ან შიგნით როგორ შემოვა ვინმე,
ან გარეთ როგორ გავიდეს კაცი!
რა დავავალო, რა საქმე მივცე,
რა შეუძლია – ვიცოდე მაინც!
ჭვავი გალეწოს ჩერჩეტმა იქნებ?!“
და დაავალა გალეწვა ჭვავის.
კალერვოს შვილი შეუდგა საქმეს,
კულერვომ მყისვე დაიყო ლეწვა:
დასცხო კეტი და აქცია ხელად
მარცვალი – ხოტბოდ, ნამჯა კი
– ბრელოდ.
გამოიხედა უნტამომ გარეთ,
შემოეყარა მაშინვე გულზე.
მტვრად უქცევია მარცვალი მონას,
მიწაზე ჰყრია მარტოდენ ჩელხი.
ბოღმა მოაწვა უნტამოს ყელში,
გაბრაზდა ძლიერ და ამბობს ასე:
„არ გამომადგა კულერვო მონად,
მოსამსახურედ არ ვარგა იგი, –
ცეცხლში კინაღამ დამიწვა ბავშვი,
გამინადგურა ხეები ტყეში,

629 მკითხველთა ლიგა


ეზო დახუთა უჭიშკრო ღობით,
ქარს გაატანა მთელი წლის სარჩო!..
გავყიდი, მაგრამ... სად, რომელ მხარეს?!
იქნებ რუსეთში მივყიდო ვინმეს...
კარიალაში გავყიდი უფრო –
მჭედელი ილმა კაი ფასს მომცემს!..“
გაჰყიდა მართლაც კალერვოს შვილი,
ილმას მიჰყიდა – უბადლო მჭედელს;
რა მისცა ფასი? ო, ნუღა იტყვით,
ძვირი დაუჯდა კულერვო ილმას:
ძირგავარდნილი ორიოდ ქვაბი,
დაჟანგებული ანჯამა – ხუთი,
ერთი – წვიმაში ნაგდები ცელი,
სამიც – უყუო, უტარო თოხი...
აი, რა მისცა უნტამოს ბიჭში,
ილმარინენმა – მჭედელმა დიდმა.

630 მკითხველთა ლიგა


runa ocdameTormete

ილმარინენის ცოლი კულერვოს მეჯოგედ დაადგენს და სი-


ბოროტით პურში ქვას ჩაუცხობს მას. დიასახლისი საძოვარზე
ისტუმრებს ჯოგს და შესთხოვს ღვთიურ ძალებს, რომ კარგად
აძოვონ მისი ძროხები.

631 მკითხველთა ლიგა


კულერვოინენი, ჭაბუკი ლაღი,
წინდა რომელსაც აცვია ჭრელი,
კალერვოს შვილი, რომელსაც ფეხზე
წაღა აცვია ლამაზი ტყავის, –
ილმარინენის და მეუღლეს მისას
სთხოვს სამუშაოს – შესაფერს რასმე:
„მეც ჩემი საქმე ვიცოდე მინდა,
მოვალეობა ვიცოდე ჩემი!..“
დიასახლისმა დაიწყო ფიქრი,
იმაზე ფიქრობს მეუღლე მჭედლის –
რა დაავალოს, რა საქმე მისცეს...
ნახირის მწყემსვა უბრძანა მონას!
დისახლისი ამზადებს საგზალს:
ჭვავის ფქვილისგან მოზილა ცომი,
ცომში დიდი ქვა ჩაჰგულა ერთი
და გამოაცხო ვეება პური!
აქოთებული წაუსვა ქონი,
ერბო წაუსვა ძალიან ძველი...
და ეუბნება კულერვოს ასე, –
დიასახლისი აბარებს მონას:
„როდესაც ტყეში შეჰლალავ ნახირს –
ე, მაშინ ჭამე, იცოდე, პური,
მანამდე ნუ ჭამ, გახსოვდეს კარგად,
დანაბარები გახსოვდეს ჩემი!“
და გამოაღო ბოსელის კარი,
და გამორეკა ძროხები გარეთ;

632 მკითხველთა ლიგა


დიასახლისი მერძეულ ფურებს
ჭიშკრამდე მიჰყვა და ასე ამბობს:
„წადით, გალაღდით, შეისხით ხორცი,
არყნარში ძოვეთ ბალახი ქორფა,
ლაღი შუნივით იქროლეთ ტყეში,
ჩათქვირებულნი დაბრუნდით უკან –
მე არასოდეს საქონელს სახლში
არ გავიჩერებ ბერწსა და ჯანდაგს...
ო, დიდო უკო, კეთილო ღმერთო,
შენ დაიცავი ნახირი ჩემი!
ყოველი ავი, განგების ძალავ,
შენ აარიდე საქონელს ჩემსას! –
რათა შეისხან ფურებმა ხორცი,
რათა გალაღდეს მინდორში მროწლე,
ისე დასუქდნენ, რომ მათი ხილვით
თვალი დაუდგეს ავსა და ბოროტს!
თუ ჩვენი მწყემსი გოგო-ბიჭები
არ მოგეწონოს, მაღალო უკო,
ტირიფს უბრძანე მწყემსობა მაშინ,
ძეწნა დაუდგეს მორბედად ფურებს,
დე, გამორეკოს სახლისკენ შოთხვმა,
ვიდრე მე თვითონ საძებნად წავალ!..
არ დაუდგება ტირიფი მწყემსად,
არ გამორეკავს საქონელს შოთხვი?..
მაშინ ასულნი დასაქმე ცათა,
მათ დაიფარონ ხვასტაგი ჩემი...
შენ ხომ ასი გყავს ასული, უკო,
და რატომ ასი და არა მეტი, –

633 მკითხველთა ლიგა


მათ დაავალე, – მომწყემსონ ჯოგი,
მათ – შემოქმედის უბადლო ქმნულთა!
ო, მიელიკი, ტყის ნაზო სულო,
და შენც ტელერვო, ასულო ტყეთა,
როდესაც ტყეში იფეთქებს მწვანე,
შეიფოთლება როდესაც ხენი –
თქვენ დაუდექით მფარველად ხვადაგს,
თქვენ დაიფარეთ ფურები ჩემი!
ო, შენ – სამხრეთის ასულო ტურფავ,
ულამაზესო, ქმნილების დედავ –
გემუდარები – მფარველი კალთა
გადააფარე საქონელს ჩემსას,
არიდე ჭაობს, არიდე გრიგალს,
არიდე მეხს და არიდე მეწყერს!..
ო, დიდო უკო, მეუფევ ცათა,
შენ ზენაარში ჩაჰბერე საყვირს,
ჩაჰბერე მძლავრად, ჩაჰბერე ისე,
რომ ხმა დაირხეს თაფლივით ტკბილი!
აახასხასე მინდვრები ვრცელი,
რძე ჩაუყენე ღეროში ბალახს,
იალაღებზე დაღვარე თაფლი,
საქონელს მიე საკვები მსუყე,
არ დაუკავო ბალახი ლორთქო,
რძით დაუტიკნე ჯიქნები ფურებს,
რათა საღამოს მდინარე რძისა
თითო ცურიდან დიოდეს თითო.
ო, შენ – სამხრეთის ასულო ტურფავ,
ნუ დაუკავებ სუეტიკს ბალახს,

634 მკითხველთა ლიგა


ნუ დაუკავებ უოტიკს საკვებს,
ხერმიკსაც მწვანე უბოძე მოლი;
გაუმასპინძლდი ტუორიკს უხვად,
მაირიკსა და ომენას ჩემსას, –
ყვავილთა ასულს, ბალახთა ასულს,
ღრუბელთა ასულს მიეცი რჩევა –
ნუ მოაკლებენ საძოვარს ფურებს,
რძე წყაროსავით სდიოდეთ რათა!
ო, შენ – სამხრეთის ასულო ტურფავ,
ულამაზესო ასულთა შორის, –
შენ დაალაღე ფურები ჩემი,
შენ დაუყენე მწყემსები ხვასტაგს,
რომ არ გაიბნენ უსიერ ტყეში,
არ გადააწყდნენ რაიმე ხიფათს,
რომ იალაღზე ატარონ ლაღად
ღვთით ნაბოძები ზაფხულის დღენი!..
ტურფა ტელერვოვ – ასულო ტყეთა,
კაბა რომელსაც გაცვია ნისლის,
ტაპიოლაში აძოვე ჯოგი,
არ მოაცილო წუთითაც თვალი...
ზურგზე ლამაზი თითები შენი
სამურველივით დაუსვი ფურებს –
რომ უბრწყინავდეს სუყველას ბეწვი,
ვითაცა ფოცხვერს, ვითარცა სელაპს.
როს საღამოის დაწვება მწუხრი,
როს ძილისპირულს იტყვიან სირნი,
როცა დაღლილი მზე სახლში წავა,
შენ მაშინ ფურებს უთხარი ასე:

635 მკითხველთა ლიგა


„აბა, სახლისკენ მოუსვით მალე,
ხომ ხედავთ, ბინდი ჩამოწვა ტყეში!“
და გამორეკე ფურები ტყიდან,
ყველას სახლისკენ უქენი პირი.
შენ ნიურიკი, უღრანთა ძეო,
ლურჯი რომელსაც გაცვია ჯუბა,
წამოაქციე ნაძვები დიდნი
და ჭაობებზე გადევი ხიდად,
რომ არ ჩაეფლან ჭაობში ფურნი,
შეუფერხებლად გამოვლონ გზანი.
ო, შენ – სამხრეთის ასულო ტურფავ,
არ დაგიჯეროს ეგება ჯოგმა,
არ გამოვიდეს იქნება ტყიდან,
არ მოისურვოს წამოსვლა სახლში, –
მაშინ ცირცელის მოსჭერი შხვერთი
და ჯიუტ ფურებს უცხუნე წელზე,
არ შეიცოდო – უცხუნე მაგრად
და გამორეკე სახლისკენ ყველა!
ოტსო, ტყის დათვო, დამიგდე ყური,
თაფლოვან თათს რომ ლოკავ და ლოკავ,
მოდი, შევთანხმდეთ, პირობა დავდოთ –
არ დავუშავოთ ერთმანეთს რამე,
შენ ჩემს საქონელს არ ახლო ხელი,
ხელი არ ახლო მერძეულ პირუტყვს,
როცა ისინი მინდორში ძოვენ,
მუცელს იძღებენ ბალახით ნედლით!
ზარების წკარუნს თუ მოჰკარ ყური,
კისერზე რომ აქვთ შებმული ფურებს,

636 მკითხველთა ლიგა


შენ ხავარტაში ჩამალე თავი,
ან ფუღუროში შეძვერი სადმე,
იქაურობას გაშორდი სულაც
და აარიდე საქონელს პირი, –
არ გაიგონო წკარუნი ზართა,
არ მოუსმინო ფურების ბღავილს!
მისმინე, ჩემო ბანძგვერა ოტსო,
თაფლოვანთათავ, დამიგდე ყური;
თუ გინდა – კუდით შეეხე ფურებს,
მაგრამ ნუ იხმარ ღონიერ თათებს,
კბილი არ გაჰკრა უშობელს ფერდზე,
არ გადაივლო ღრძილებზე სისხლი!
არ ჩაუარო იალაღს ახლოს,
თუ მწყემსმა მაგრად ჩაჰბეროს ბუკში
და თუ შენამდე მოვიდეს ის ხმა –
სხვა მხარეს წადი, იცოდე, ოტსო!
მინდვრად თუ ძოვდეს საქონლის ჯოგი –
შენ ჭაობისკენ იბრუნე პირი,
თუ საქონელი ჭაობთან ძოვდეს –
შენ მაშინ, ოტსო, მაღლობზე გადი!
თუ საქონელი მაღლობზე ძოვდეს –
შენ მაშინ, ოტსო, ტაფობში ჩადი;
თუ საქონელი ტაფობში ძოვდეს –
მაშინ მაღლობზე ახვიდე უნდა!
ხარ უწყინარი გუგული ვითომ,
ხარ ვითომ მტრედი – სათნო და ნაზი,
პაწაწკინტელა ხარ ვითომ სიგი,
თევზი ხარ ვითომ, ბეწვი ხარ ირმის,

637 მკითხველთა ლიგა


შორს ჩაუარე ყოველთვის ფურებს,
არ დაანახვო კბილები შენი,
არ დაანახვო, იცოდე, თათი,
არ შეაშინო შენ ჩემი ჯოგი!
ტუონელაში ხომ გახსოვს, ოტსო,
ფიცი რომ დადე, ჩანჩქერის ახლოს, –
მთელი ზაფხულის განმავლობაში
დაერეოდი ჯოგს მხოლოდ სამჯერ!
უზენაესმა შენ დაგრთო ნება –
სამჯერ გაგეკრა ჯოგისთვის კბილი,
სამჯერ, და არა ხუთჯერ და ათჯერ,
ხომ გახსოვს, ოტსო, პირობა შენი?!
ვერ შეიკავო ეგება თავი,
ანდა აგქავდეს კბილები იქნებ, –
მაშინ მიდექი და ღეჭე ტოტი,
ნაძვის ტოტები დაღეჭე მაგრად,
ხავსიან ლოდებს დაუწყე ლოკვა
და დაგიცხრება მაშინვე ჟინი!
როცა შიმშილით აგეწვას კუჭი,
შენ სოკოები ჩათქვლიფე მაშინ,
ჭიანჭველების ჩაძვერი ხვრელში
და მცენარეთა დაძიძგნე ფესვნი, –
მიირთვი, რისი სურვილიც გქონდეს.
ოღონდ კი ჩემს ჯოგს არ ახლო ხელი!
ბორცვებზე, ფერად ყვავილთა შორის
ჩადგმულ გეჯებში ბევრია თაფლი, –
მიდი და სვლიპე, რამდენიც გინდა,
თაფლით მოიკალ წყურვილი სისხლის;

638 მკითხველთა ლიგა


მოდი, შევთანხმდეთ, პირობა
დავდოთ –
არ დავუშავოთ ერთმანეთს რამე,
შენ, ჩემო ოტსო, და ჯოგმა ჩემმა
იცხოვრეთ ერთად მინდვრად და ტყეში,
და გაატარეთ მშვიდად და ლაღად
ღვთით ბოძებული ზაფხულის დღენი! –
ჩვენ ხომ ერთი გვაქვს მიწა და წყალი,
საჭმელ-სასამელიც გვეყოფა ყველას!
თუკი თანახმა არა ხარ, ოტსო,
შფოთი და ჩხუბი თუ გინდა ჩემთან –
ვიბრძოლოთ, როცა ზამთარი მოვა,
თოვლს როცა დადებს – ვიჩხუბოთ მაშინ!
და როცა ზამთარს ზაფხული შეცვლის,
აბიბინდება მინდვრები როცა, –
აქაურობას გაშორდე უნდა,
გადაიკარგო უსიერ ტყეში!..
თუ დაბრუნდები უღრანი ტყიდან,
თუ იალაღებს ჩაუვლი ახლოს,
შენ არ აგცდება ისარი მწველი,
შენ არ აგცდება მწყემსების რისხვა!
თუ მოისარნი ვერ გკრავენ ბოძალს,
დიასახლისი აგიბნევს გზა-კვალს,
რომ ვერ მიაგნო ჭალაში ფურებს,
რომ ვერ დაგლიჯო კბილებით ჯოგი, –
მაღალი ღმერთი მფარველობს რომელს,
უზენაესი რომელსაც იცავს!
ო, უკო! გვედრი – მომაპყარ ყურნი,

639 მკითხველთა ლიგა


ცათამყოფელო, ისმინე თხოვნა:
თუ ის ურჩხული გამოჩნდეს სადმე,
თუ წაბურტყუნდეს ჯოგისკენ ოტსო,
ჰქმენ სიკეთე და იხმარე ჯადო –
გადააქციე ხეებად ფურნი!
მე, მაგალითად, დათვი რომ ვიყო
და თაფლიანი რომ მქონდეს თათი,
გადავივლიდი ცხრა მთას და ცხრა ზღვას,
მუსრს გავავლებდი იქაურ პირუტყვს,
გავეცლებოდი აქაურ ტყეებს,
აქაურ ველებს, აქაურ მინდვრებს,
იალაღებზე თვინიერ შიშის –
გალაღდებოდა დედაბრის ჯოგი!..
გადაბაჯბაჯდი ჩირგვებში, ოტსო,
ზღვის ნაპირ-ნაპირ იარე მერე,
პოხელისაკენ აიღე გეზი,
ლაფლანდიელთა ესტუმრე მხარეს,
იქ შენ იცხოვრე ძალიან კარგად
და არც იფიქრებ წამოსვლას აქეთ:
არ დაგჭირდება ზაფხულში წაღა,
შემოდგომაზე არ გინდა წინდა,
არ დაგესვრება თათები ლაფში,
აღარ მოგიწევს ჭაობში ბობღვა;
გზა თუ აგებნეს, ბილიკს თუ ასცდე,
ან თუ გაუვალს მიადგე უღრანს, –
ტუონელისკენ იჩქარე მაშინ,
მაშინვე უნდა ეწვიო კალმას,
კალმაში ფური დაგხვდება ბევრი,

640 მკითხველთა ლიგა


ფურებს კისერზე აბიათ ჯაჭვი,
ერთის მაგივრად – ათი და ოცი!..
ხორცს იმატებენ ჯანდაგნი ძვლებზე,
დაჩონჩხილ ფერდზე უჩნდებათ ქონი!
გემუდარებით, ტყეო და ჭალავ,
წყალობა თქვენი მოიღეთ უხვად!
არ დაუკავოთ ბალახი ძროხებს,
მაძღრისად გყავდეთ ყოველთვის ჯოგი,
მშვიდად ატარონ ზაფხულის დღენი –
ღვთით ბოძებული იმედად ჩვენდა!..
შენ – კუიპანა, დამიგდე ყური,
თეთრწვეროსანო მეუფევ ტყეთა,
არ გამოუშვა ძაღლები შენი,
არ მიუსიო ქოფაკნი ხვადაგს!
პირში შეჩურთე სუყველას კენკრა,
რომ ვერ აიღონ საქონლის გეში,
ჩამოაფარე თვალებზე ბლანდი
და დაუცავი ყურები მაგრად,
რომ ვერ შეხედონ მინდორში ფურებს,
ვერ გაიგონონ ბღავილი მათი!
დამორჩილება ვერ შესძლო იქნებ, –
მაშინ ნაგაზნი იფრინო უნდა,
გარეკო უნდა აქედან მაშინ,
სულ მოაცილო აქაურ ტყე-ველს!
თუ ვერ გარეკო – დააბი ჯაჭვით,
ოქროს საყელო შეაბი ყველას,
რომ არაფერი აწყინონ ფურებს,
არ ჩაიდინონ უღირსი საქმე!

641 მკითხველთა ლიგა


იქნებ საკმარი არ იყოს ესეც,
ეგებ ჯაჭვები დასწყვიტონ ძაღლთა,
ო, მაშინ უკო, მფარველო ჩემო,
განსაცდელისგან შენ უნდა მიხსნა:
ცირცელისაგან პირბადე დასწან
და სათითაოდ შეაბი ძაღლებს;
თუ არ გამოდგეს ცირცელის წნული,
მაშინ სპილენძის შეაბი ბადე;
სპილენძის ბადეც დაგლიჯონ იქნებ,
მაშინ სპილენძი შეცვალე რკინით;
თუ ვერ გაუძლოს რკინამაც, მაშინ
ოქროს ლურსმნები გასჭედე, უკო,
და გაუყარე ნაგაზებს ყბებში
ზევიდან ქვევით, ქვევიდან ზევით,
მოუკაუჭე ორივე ბოლო
და დააკარი ზედა ყბა ქვედას, –
ვეღარ დააღებს ქოფაკი ხახას,
ვერ გამოაჩენს საზარლად კბილებს!“
დიასახლისმა, მეუღლემ მჭედლის,
იალაღისკენ გარეკა ჯოგი...
ფურების მოვლა უბრძანა მონას, –
კულერვო გაჰყვა საქონელს მწყემსად!

642 მკითხველთა ლიგა


runa ocdamecamete

კულერვო აძოვებს ჯოგს, საღამო ხანს კი ჩანთიდან იღებს


პურს და ცდილობს დანით გაჭრას იგი, მაგრამ დანა პურში
ჩაცხობილ ქვაზე გადაემტერევა, კულერვოს განსაკუთრებით
აწუხებს ის, რომ ეს დანა ერთადერთი სახსოვარი იყო მისი
გვარისა, კულერვო გადაწყვეტს სამაგიერო გადაუხადოს უნ-
ტამოს ცოლს, ჯოგს ჭაობში შერეკავს, მათ მაგიერ კი მგლები-
სა და დათვების ჯოგს აგროვებს და საღამო ხანს მათ მორე-
კავს სახლში, დიასახლისი მოდის რძის მოსაწველად და იღუ-
პება, გარეული ნადირები მას ნაკუწებად დაგლეჯენ.

643 მკითხველთა ლიგა


კულერვომ ზურგზე მოიგდო აბგა,
კალერვოს შვილმა გადენა ჯოგი...
ხან ჭაობ-ჭაობ და ხანაც ტყე-ტყე
მორეკავს ფურებს და ამბობს ასე:
„ვაი ჩემს შავ დღეს, გაჩენას ჩემსას,
ჩემზე საბრალო თუ არის ვინმე!.
სანამდე მივყვე ამ ოხერ ძროხებს,
სანამდე უნდა მივსდიო კუდში...
ჭაობი უნდა გავტოპო ფეხით,
უნდა ვეთრიო აღმა და დაღმა!“
შემოუძახა კულერვომ ძროხას,
დარჩენილიყო რომელიც უკან...
მზიან კოლბოხზე ჩამოჯდა მერე
და შეუმღერა გაბადრულ მნათობს:
„მზეო მაღალო, მაჩუქე სითბო!
ჩარხო უფლისავ – მაშუქე შუქი!
მე ხომ მწყემსი ვარ, საბრალო მწყემსი,
მჭედლის საქონელს ვუდგევარ მწყემსად!..
არ გაიმეტო მჭედლისთვის სითბო,
არ გაუნათო მეუღლეს მისას, –
დიასახლისი არ ფიქრობს ჩემზე,
მას ჩემი სულაც არა აქვს დარდი, –
მე აქ პურს ვლოღნი ჭვავის ან ქერის,
ხორბალისას კი – მიირთმევს თვითონ!..
ხან არც ისა მაქვს და ქერქებს ვღეჭავ,
ხან ჩალის პურს ვჭამ საბრალო მწყემსი!

644 მკითხველთა ლიგა


შენი ჩასვლის დროც სულ მალე მოვა,
არ დააყოვნო, იჩქარე მზეო!
ჩახვალ თუ არა – მეც წავალ სახლში,
იქ მელოდება მუშკივით პური,
მე იქ დამხვდება ღვეზელი ცხელი,
ცხელი ღვეზელი ძალიან მიყვარს!“
ვიდრე კულერვო მღეროდა ასე,
ვიდრე საქონელს მწყემსავდა ტყეში –
დიასახლისმა შეჭამა სულმთლად,
სახლში საჭმელი თუ ჰქონდათ რამე!..
მწყემსი ბიჭისთვის ჭუჭყიან ქვაბში
მოათუხთუხა უბრალო წვენი,
და ამოსვლიპა ქვაბიდან ლეკვმა,
თუ რამე ჰქონდა ჭენჭი და გარო!
უცებ, კულერვოს ხმა ესმის ჩიტის,
პაწია ჩიტი გალობით ამბობს:
„სადილობის დრო მოვიდა უკვე,
დაჯექი, ჭამე, ობოლო მწყემსო!“
პატარა მწყემსმა ხეების ჩრდილი
გაზომა თვალით და ამბობს ასე:
„სადილობის დრო მოსულა უკვე,
ამოვალაგებ ახლავე საგზალს..“
დაწვნენ თუ არა ძროხები ჩრდილში,
თვალების ნაბვით დაიწყეს ცოხნა...
ბიჭმა ზურგიდან მოიხსნა აბგა,
თვითონაც იქვე წამოწვა მოლზე
და ამოიღო აბგიდან პური,
შეატრიალა ხელში და ამბობს:

645 მკითხველთა ლიგა


„ხშირად გარედან კარგია პური,
შესახედავად კარგია ხშირად,
გაჭრი და – შიგნით გული აქვს ჩალის,
შიგ ყრია ხოტბო, ჩელხი და ბრელო!“
ბიჭმა ქარქაშით დააძრო დანა,
პურს ჭრის იმ დანით პატარა მწყემსი:
დაუსვა მაგრად, დავიდა ქვამდე,
დანას მაშინვე წააწყდა წვერი,
დააწვა კიდევ – დაემსხვრა პირი,
სულ ბოლოს ხელში ტარიღა შერჩა!
რა დაინახა კალერვოს შვილმა,
რომ დანა მისი დაიმსხვრა ქვაზე,
მყის გადმოღვარა თვალთაგან ცრემლი,
პატარა მწყემსი ტირილით ამბობს:
„ეს დანა ჩემთვის ძვირფასი იყო,
საკუთარ თავზე მიყვარდა უფრო,
რადგან მოხუცის ეჭირა ხელებს,
მამაჩემისგან სახსოვრად დამრჩა.
დიასახლისმა ბოროტი ზრახვით
ჩაჰგულა ჩემთვის გამომცხვარ პურში
ქვა, რომელზედაც დაიმსხვრა დანა, –
ხელში მარტოდენ ტარიღა შემრჩა!
ვერ ვაპატიებ დედაკაცს ამას,
მასხრად აგდებას დავუჯენ ძვირად;
როგორმე შური ვიძიო უნდა,
სამაგიერო მივუზღა ბოროტს!“
უეცრად ყვავი ჩხავლდა ხეზე
და ჩამოსძახა კულერვოს ყვავმა:

646 მკითხველთა ლიგა


„რად დაღვრემილხარ, პატარა მწყემსო,
შენ – ერთადერთო კალერვოს ძეო!
რად ჩამოგტირის, საბრალოვ, სახე
რატომ გიბრწყინავს თვალებზე ცრემლი?!..
ვეება ჯოხი მონახე ერთი,
ხელში აიღე არყის ხის როკი,
უცხუნე ფურებს, გადენე ყველა
და მიურეკე მგლებსა და დათვებს.
დე, ნახევარი მიირთვან მგლებმა,
ნახევარი კი – დაგლიჯონ დათვთა!..
მერე მგელ-დათვი შეჰყარე ერთად –
ჯოგად აქციე ნადირთა ხროვა,
გადააქციე ფურებად დათვნი,
მეწველ ძროხებად აქციე მგელნი
და მიურეკე დედაკაცს სახლში
ტიღურ-ტიღურა მხეცების ჯოგი!..
ასე იძიე ბოროტზე შური,
არ შეარჩინო აგდება მასხრად!“
ისმინა რჩევა კალერვოს შვილმა,
პატარა მწყემსმა წარმოთქვა ასე:
„მჭედლის მეუღლევ, ავსულო ქალო,
დამაცა – მე შენ გიჩვენებ სეირს,
შენ დამიმსხვრიე ლამაზი დანა,
მაგრამ არც შენს ჯოგს დავაყრი კარგ დღეს!“
ვეება ჯოხი მონახა ერთი,
ხელში აიღო არყის ხის როკი, –
უცხუნა ფურებს, გადენა ყველა
და მიურეკა მგლებსა და დათვებს;

647 მკითხველთა ლიგა


მაშინვე ეცნენ მხეცები ძროხებს,
არ დარჩენილა ცოცხალი ერთიც!..
მერე, ძროხებად აქცია დათვნი,
დეკეულებად აქცია მგლები;
მოსაღამოვდა, მზე ჩადის უკვე,
მზე გადაგორდა ნაძვების თვაზე...
სახლში მიდენის კულერვო დათვებს,
მიძუნძულებენ სახლისკენ მგლები;
და როცა ეზოს მოადგა ჯოგი,
კულერვო მხეცებს არიგებს ასე:
„დიასახლისმა, მეუღლემ მჭედლის,
როგორც კი ხელი შეგავლოთ ცურზე,
ეცით მაშინვე, დაკბინეთ მაგრად,
სულ დაუფლითეთ ბარძაყი, თეძო!“
თან წამოეღო კულერვოს ტყიდან
ტიომიკის და კირიოს ძვლები:
ხმა თუ ერთ მათგანს საყვირის ჰქონდა,
მეორე ჰგავდა სალამურს ნამდვილს!
უკრავს სალამურს, ჩაჰბერა საყვირს,
უახლოვდება კულერვო ეზოს!..
მიადგა ჭიშკარს – ჩაჰბერა სამჯერ,
ექვსჯერ ჩაჰბერა კარებთან ბოსლის!
მჭედლის მეუღლემ კულერვოს ჰკითხა:
„სად გიშოვია საყვირი, ნეტა?
ან სალამური იშოვე როგორ?
ეგება ტყეში გაჩუქა ვინმემ!“
კალერვოს შვილმა მიუგო ასე:
„ვინ მაჩუქებდა სალამურს ტყეში, –

648 მკითხველთა ლიგა


საყვირს ჭაობში წავაწყდი უცებ,
სალამური კი – ვიპოვე გზაზე!..
აი, ხომ ხედავ, მოვრეკე ჯოგი,
საჩიხეშია ძროხები უკვე...
დაანთე ცეცხლი, დაიწყე წველა,
აქვთ დახეთქვაზე ცურები ფურებს!“
მჭედლის მეუღლემ მოიხმო დედა,
მოხუცი ქალი იხმო და უთხრა:
„დედა, შენ უნდა მიხედო ძროხებს,
მე არ მცალია მაგათთვის ახლა!
მე ვერ დავიწყებ ძროხების წველას,
მოსაზელი მაქვს სავახშმოდ ცომი!“
მჭედლის მეუღლეს კალერვოს შვილმა
შეხედა მწყრალად და უთხრა ასე:
„ვინც არის მართლა ოჯახის ქალი,
დიასახლისი ვინც არის კარგი,
ის არ მიანდობს სხვას თავის საქმეს,
მოწველის ძროხებს თავისი ხელით!“
დიასახლისმა დაანთო ცეცხლი
და მოემზადა საწველად ფურთა...
თვითეულ მათგანს შეავლო თვალი,
ახედ-დახედა და ამბობს ასე:
„ბეწვზე ეტყობათ – თავს კარგად გრძნობენ,
ჩათქვირებულან ფურები ზორბად...
ბალანი ყველას შუნისას უგავთ,
მთლად ფოცხვერისას მიუგავთ ბეწვი;
ვეღარ ატევენ ლაჯებში ჯიქნებს,
რძე ცურებიდან თავისით წვეთავს“.

649 მკითხველთა ლიგა


დიასახლისი ჩაცუცქდა უცებ,
უკვე დრო არის – შეუდგეს წველას...
თითო ცურს ხელი წაავლო თითო,
წაავლო ხელი, დაქაჩა მაგრად;
და ეცა მგელი, საცოდავს, მკერდზე,
ბარძაყზე ეცა, საბრალოს, დათვი, –
სულ დააფლითეს სხეულზე ხორცი,
სულ დაუჩეჩქვეს ტაბუხის ძვალი...
ასე იძია კულერვომ შური,
მჭედლის მეუღლე აწამა ასე,
არ აპატია აგდება მასხრად,
არ შეარჩინა დაცინვა ბოროტს.
მჭედლის მეუღლე, ამაყი ქალი,
ატირდა მწარედ და ამბობს ასე:
„ძროხების ნაცვლად, ბოროტო მწყემსო,
რად მომირეკე დათვი და მგელი?!“
მწყემსმა კულერვომ პასუხად უთხრა,
კალერვოს შვილმა მიუგო ასე:
„რატომ ჩაჰგულე სიპი ქვა პურში,
რატომ აიგდე კულერვო მასხრად?!
დავუსვი ერთი – დავიდა ქვამდე,
დანას მაშინვე წააწყდა წვერი,
დავუსვი კიდევ – დაემსხვრა პირი,
ბოლოს კი ხელში ტარიღა შემრჩა...
ის დანა ჩემთვის ძვირფასი იყო –
მამაჩემისგან სახსოვრად მქონდა!“
მჭედლის მეუღლე მაშინვე მოლბა:
„ო, ჩემო კარგო, კეთილო მწყემსო,

650 მკითხველთა ლიგა


ცუდ განზრახვაზე აიღე ხელი,
გადამარჩინე, კულერვო სიკვდილს!..
მე შენ ჩაგაცვამ მშვენიერ ხალათს,
მშვენიერ შარვალს, დიდებულ ხიფთანს,
პურს გამოგიცხობ, რა გინდა, ისეთს,
უკეთეს რამეს ვერაფერს შეჭამ!..
ერთ-ორ წელიწადს, რა გინდა, სულაც
ნუ გააკეთებ ნურაფერ საქმეს!
თუ ჩემს მუდარას არ იღებ ყურად,
თავისუფლებას თუკი არ მომცემ,
მე აღმომხდება ახლავე სული,
გადავიქცევი ახლავე მიწად!“
მწყემსმა კულერვომ პასუხად უთხრა,
კალერვოს შვილმა მიუგო ასე:
„თუ უნდა მოკვდე – ჰა, მოკვდი ბარემ,
რაღას უყურებ ან რაღას უცდი!
მოიძებნება, შენ ფიქრი ნუ გაქვს,
ტუონელაში ადგილი შენთვის!“
დიასახლისმა ღაღადჰყო მაშინ:
“ო, დიდო უკო, უფალო ცათა,
მოზიდე შენი ვეება მშვილდი,
სპილენძის ისრით გაუპე მკერდი,
ვინც მე ჩამაგდო ამნაირ დღეში,
ვინც მე მტანჯავს და მაწამებს უღვთოდ!
ო, ნუ დაინდობ კულერვოს, ღმერთო,
ცეცხლოვან ისრით გაუპე გული!“
მაშინ კულერვომ, კალერვოს შვილმა,
თვითონ წარმოთქვა ამგვარი სიტყვა:

651 მკითხველთა ლიგა


„ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,
არ გამოსტყორცნო ისარი ჩემსკენ,
მჭედლის მეუღლეს აძგერე მკერდში,
ქალს – ქალთა შორის ყველაზე ბოროტს!
სტყორცნე – ვიდრემდე არ არის გვიან,
არ გაპარულა აქდან ვიდრე!“
ამის თქმა იყო – და მჭედლის ცოლი
მოცელილივით დაეცა უცებ,
დავარდა იგი ბოსელის ახლოს,
როგორც ფოთოლი ვარდება ხიდან.
ასე განგმირა ისარმა მწველმა
ილმარინენის ლამაზი ცოლი:
მას კი... მჭედელი ელოდა ექვს წელს,
ექვს წელს ეძებდა მეუღლეს ილმა!..

652 მკითხველთა ლიგა


runa ocdameToTxmete

კულერვო გარბის ილმარინენისაგან, დანაღვლიანებული


ტყეში დაეხეტებია და ერთი მოხუცი ქალისაგან გაიგებს, რომ
მისი დედ-მამა და ძმა ცოცხლები არიან. ამ ქალის წყალობით
იგი ლაფლანდიის საზღვარზე პოულობს მათ. დედა ეუბნება
კულერვოს, რომ უკვე დიდი ხანია დაკარგული ეგონა იგი,
ისევე როგორც თავისი უფროსი ასული, რომელიც კენკრას
საკრეფად წავიდა ტყეში და უკან აღარ დაბრუნებულა.

653 მკითხველთა ლიგა


კულერვოინენ, კალერვოს შვილი,
ოქროსთმიანი, მამაცი მოყმე,
წინდა რომელსაც აცვია ლურჯი,
ჩექმა აცვია რომელსაც კოხტა, –
გარდაიხვეწოს სასწაფოდ უნდა,
რაც შეიძლება მალე და ჩქარა, –
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
მეუღლის სიკვდილს გაიგებს ვიდრე.
და განერიდა კულერვო ილმას, –
კალერვოს შვილი ვიდოდა ტყე-ტყე,
მიყიჟინობდა ხალისით ველზე
და აყრუებდა ქვეყანას ბუკით!..
რა გაიგონა მჭედელმა დიდმა
ხმა ბუკისა და ყიჟინა კაცის,
არ ეჭაშნიკა, მიუგდო ყური
და შეაცივდა ხელებში ურო!
გამოიხედა მჭედელმა გარეთ –
ხედავს: მკვდარია მეუღლე მისი!
წევს ბალახებზე წყნარად და მშვიდად,
კი არ მომკვდარა – სძინავსო თითქოს!..
უძრავად იდგა მჭედელი დიდხანს,
შემოსწოლოდა დარდები გულზე;
მან მთელი ღამე ცრემლები ღვარა
და მთელი ღამე მოსთქვამდა მწარედ...
იხეტიალა კულერვომ ბევრი,
ბევრი იარა ხიისის ტყეში...

654 მკითხველთა ლიგა


ხოლო როდესაც ჩამოდგა ღამე,
ჩამოჯდა ქვაზე და ასე ფიქრობს:
„რად გამაჩინე, მაღალო ღმერთო,
რატომ მარგუნე ამგვარი ბედი:
კლდეში და ღრეში, დღისით და ღამით,
უცნობი გზებით ვეხეტო უნდა!
ჭერის მაგივრად – ცა მხურავს თავზე,
კაცის მაგივრად – ვსაუბრობ ქართან,
ლოგინის ნაცვლად, ბალახი მწვანე.
აბანოს ნაცვლად – შხაპუნა წვიმა!..
ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,
არ დააობლო არც ერთი ბავშვი,
ნუ მოანატრებ მამას და დედას,
ნუ ჩააყენებ კულერვოს დღეში!
არავინაა კულერვოს შემწე,
ღვთის ანაბარა ვშთენილვარ ქვეყნად,
როგორც თოლია – უსაზღვრო ზღვაზე,
ვითარცა კლდეზე – უმწეო ბარტყი!
მზე გაუცინებს მოწყენილ მერცხალს,
მოუალერსებს დაღვრემილ ჩიტებს,
დღის მანათობელს სითბო და შუქი
არ ემეტება მარტოდენ ჩემთვის!
მე ვინაობა არ ვიცი მისი,
რომელმაც ცხრა თვე მატარა მუცლით!..
იქნება იხვმა მიპოვა ტბაზე
და შემაფარა კლდეების ხვრელში?!
მამა დავკარგე ძალიან ადრე,
ძალიან ადრე დავკარგე დედაც;

655 მკითხველთა ლიგა


მშობლებს სიკვდილმა დარია ხელი,
ჩვენი ჯილაგი ამოწყდა სრულად!
ყინულის ჩექმა ჩამაცვეს ფეხზე,
ფეხზე ჩამაცვეს წინდებიც თოვლის,
დამსვეს ბონდზე და დამტოვეს მარტო,
გადავარდესო ჭაობში იქნებ!..
მაგრამ, ღვთით, რაკი გადავრჩი მაშინ,
ახლა აღარ მსურს ჭაობში წოლა,
მაქვს ორი ხელი, თითი მაქვს ათი,
და ათივე თითს ვღუნავ და ვმართავ!“
კულერვოს აზრი გაუჩნდა ერთი,
უნდა მიუხტეს უნტამოს სახლში,
შური იძიოს დედის და მამის,
უნტამოს გვარზე იძიოს შური!
და იმუქრება კულერვო ასე,
კალერვოს შვილი მუქარით ამბობს:
„უნტამოინენ, დამაცა ცოტა,
შენ ამოჟლიტე ჯილაგი ჩემი;
მე საბრძოლველად მოვდივარ შენთან –
მშობლების უნდა ვიძიო შური,
დაგინგრევ სახლ-კარს, დაგიწვავ ბინას,
გაგიპარტახებ დიდებულ ეზოს“.
გზაზე ტყის ქალი გამოჩნდა უცებ,
ტანზე ცისფერი აცვია კაბა...
მიუახლოვდა კულერვოს იგი,
მივიდა ახლოს და ასე ჰკითხა:
„საით მიდიხარ, კულერვო, ნეტავ,
საით იჩქარი ან რომელ მხარეს?!“

656 მკითხველთა ლიგა


კულერვომ ტყის ქალს პასუხად უთხრა,
კალერვოს შვილმა მიუგო ასე:
„მე თავში აზრი გამიჩნდა ერთი,
ასეთი ფიქრი გამიჯდა თავში:
უცხო მხარეში გავსწიო უნდა,
უნდა მივუხდე უნტამოს სოფელს,
მთლიანად გავჟლეტ უნტამოს ჯილაგს, –
მშობლების უნდა ვიძიო შური!“
პასუხად უთხრა მოხუცმა ქალმა,
მას დედაბერმა მიუგო ასე:
„არ ამომწყდარა ჯილაგი შენი,
შენ ცოცხალი გყავს დედაც და მამაც!“
„ო, გევედრები, მოხუცო ქალო,
მიამბე ჩქარა, თუ იცი რამე,
მშობელი დედა სად არის ჩემი,
სად იმყოფება ძვირფასი მამა?!“
„ლაფლანდიაში ცხოვრობენ ახლა,
იქ არის შენი მამაც და დედაც,
სად სიგი იცის ძალიან ბევრი,
ტბები სავსეა თევზებით სადაც!“
„ჰოი, ძვირფასო, მოხუცო ქალო,
გემუდარები, მითხარი ჩქარა:
როგორ მივაგნო დედ-მამას ჩემსას,
როგორ გავიგნო იქითკენ გზები?!“
„რომ არ იცოდე სავალი გზები,
შენ ლაფლანდიას მიაგნებ მაინც:
უნდა იარო პირველად ტყე-ტყე,
მდინარის ნაპირს გაუყვე უნდა;

657 მკითხველთა ლიგა


ორი დღე უნდა იარო ასე,
ასე იარე მესამე დღესაც,
ჩრდილოეთისკენ იარე შემდეგ –
წინ შემოგხვდება ერთი მთა დიდი;
შემოუარე მარცხნიდან იმ მთას
და მიადგები მდინარეს ასე...
გაჰყევი მერე მდინარის ნაპირს
და აღმოჩნდები სულ მალე კონცხზე,
იქ დაინახავ უბრალო ქოხმახს,
მეთევზეების შეამჩნევ ბინას, –
იქ ცხოვრობს შენი ძვირფასი მამა,
ძვირფასი დედაც იქ ცხოვრობს შენი;
შენი ორი და, ორივე ტურფა,
მშობლებთან ერთად ცხოვრობენ ქოხში!“
გახარებულმა კალერვოს შვილმა
ლაფლანდიისკენ აიღო გეზი...
გადის დღე ერთი... გადის დღე ორი...
აი, მესამე დღეც გადის უკვე;
ჩრდილოეთისკენ იბრუნა პირი –
წინ აღემართა გორაკი ერთი,
შემოუარა მარცხნიდან გორაკს,
დიდი მდინარის მიადგა ნაპირს,
მდინარის ნაპირს მიჰყვა და მიჰყვა,
მიდის და მიდის, და აი, კონცხიც!
მან შეამჩნია ქოხმახი მცირე,
მეთევზეების შენიშნა ბინა!
შევიდა ქოხში, ვერ იცნეს იგი –
უცხო ეგონათ, სტუმარი ვიღაც:

658 მკითხველთა ლიგა


„სადაური ხარ, საიდან მოხველ,
ან ვისი ძე ხარ, მემკვიდრე ვისი?“
„ნუთუ საკუთარს ვეღარ სცნობთ
შვილსაც?
მე ვარ – კულერვო, შვილი ვარ თქვნი!
ძალიან ადრე, დიდი ხნის წინათ,
ხელში ჩამიგდო უნტამოს ხალხმა;
მაშინ მტკაველი სიმაღლე მქონდა,
ტიბჟირისხელა ვიყავი მაშინ!“
დედამ პირველად შეიცნო შვილი,
პირველად დედამ შესძახა ასე:
„უსაყვარლესო ვაჟკაცო ჩემო,
ოქროს აბზინდო, საიდან გაჩნდი?!
უფალო ღმერთო, მადლობას გწირავ,
რომ დამიბრუნე ტანჯული შვილი!
მე კი მკვდრად გთვლიდი, ვაფრქვევდი
ცრემლებს,
დღეცა და ღამეც მოვთქვამდი მწარედ!..
ო, ღმერთო, ორი ვაჟკაცი მყავდა,
მათ გარდა – ორი ასულიც ტურფა,
ერთი ვაჟკაცი დავკარგე ომში,
და სადღაცს გაჰქრა ასულიც ერთი.
დაბრუნდა ჩემი უფროსი ვაჟი,
ხოლო ასული – არა ჩენს ჯერაც!“
შეწუხდა ძლიერ კალერვოს შვილი
და შეეკითხა საყვარელ მშობელს:
„სად დაიკარგა დაიკო ჩემი,
რად აგვიანებს, სად არის ნეტა?!“

659 მკითხველთა ლიგა


ამის პასუხად საბრალო დედამ,
კულერვოინენს მიუგო ასე:
„იგი კენკრისთვის წავიდა ტყეში,
მარწყვის საკრეფად წავიდა ერთხელ,
იქ დაიკარგა უმანკო მტრედი,
რა მოუვიდა – არავინ იცის!
ყველაზე უფრო ვინ დარდობს ასულს?
არავინ – მშობელ დედაზე უფრო!
დავძუნძულებდი ბრანგვივით ტყეში,
დავწრიალობდი, ვითარცა წავი;
ერთ დღეს ვეძიე, ვეძიე ორ დღეს,
მესამე დღესაც ვეძებე შვილი;
დღეი მესამე გავიდა როცა,
ოდეს ძებნაში გავიდა კვირა,
მაშინ მაღალზე ავედი მთაზე,
ერთ მაღალ ქედზე შევდექი მაშინ,
და მოვუხმობდი დაკარგულ ასულს,
მთიდან ვუძახე საბრალოს დიდხანს:
„ჰეი, სადა ხარ, ასულო ჩემო,
ხმა გამე, შვილო, დაბრუნდი ჩქარა!“
ამის პასუხად მაღალმა მთებმა
და მუხიანმა მომიგო ასე:
„ნუღა მოუხმობ საყვარელ ასულს,
ასე ხმამაღლა ეძახი ნუღა:
არ დაბრუნდება ასული შენი,
ვეღარ იხილავს საყვარელ მშობლებს!“

660 მკითხველთა ლიგა


runa ocdameTxuTmete

კულერვო ცდილობს მშობლებთან იმუშაოს, მაგრამ ვერა-


ფერს ეხმარება მათ და მამამისი გადასახადის წასაღებად აგ-
ზავნის მას, გადასახადის მიტანის შემდეგ უკანვე მომავალი,
იგი თავის დაკარგულ დას ხვდება გზაზე, მაგრამ ვერ იცნობს
და შეაცდენს. როცა გაიგებენ, თუ ვინ არიან ისინი, და მდინა-
რეში ვარდება, კულერვო კი სახლისაკენ გამოეშურება, ყვე-
ლაფერს უამბობს დედას და თავის მოკვლას აპირებს. დედა
უკრძალავს მას თავის მოკვლას და ურჩევს შორს გადაიკარ-
გოს, იპოვოს სადმე მყუდრო ადგილი და მშვიდად გალიოს
ცხოვრება. კულერვო გადაწყვეტს შური იძიოს უნტამოზე.

661 მკითხველთა ლიგა


კულერვოინენ, კალერვოს შვილი,
ლურჯი რომელსაც აცვია წინდა,
ცხოვრობს მას შემდეგ პატარა ქოხში,
კუნძულზე ცხოვრობს – მშობლებთან
ერთად;
არ მოემატა კულერვოს გონი,
ისეთი დარჩა, როგორიც იყო!..
აკვნის დამრწევი ვერ ჰყავდა კარგი,
თავიდან იყო გაზრდილი ცუდად!
ხელი მოჰკიდა ათასგვარ საქმეს,
მაგრამ ვერაფერს დაუდო გული;
თევზის დაჭერა მოუნდა ბოლოს
და შეაცურა ტალღებში ნავი;
გავიდა ზღვაში, ხელები მაგრად
ჩასჭიდა ნიჩბებს და ამბობს ასე:
„ნიჩბებს ძალღონით მოვუსვა მთელით,
თუ ზომიერად მოვუსვა, ნეტა?!“
კულერვოინენს პასუხად უთხრა,
ასე მიუგო მესაჭემ ნავის:
„როგორც გენებოს მოუსვი ისე,
არ დაინჯღრევა ეგ შენი კანჯო!“
უსვამს და უსვამს კულერვო ნიჩბებს,
რაც კი აქვს მკლავში ძალა და ღონე...
მიგრიხ-მოგრიხა ხოფები ხელად,
დაააფრაკა ფიცრები ვერხვის!
კალერვოინენ მივიდა შვილთან

662 მკითხველთა ლიგა


და ასე უთხრა კულერვოს მამამ:
„არ შეგძლებია ნიჩბების მოსმა,
მიგრიხ-მოგრიხე ხოფები ხელად!
დაააფრაკე ფიცრები ვერხვის,
გადააბრუნე კინაღამ კანჯო;
წადი – ბადესთან მოლალე თევზი,
იქნებ ამ საქმეს მოაბა თავი!“
როცა მოლალვა დაიწყო თევზის,
კალერვოს შვილმა წარმოთქვა ასე:
„როგორ მოვლალო – მე როგორ
ძალმიძს,
თუ ზომიერად მოვლალო, ნეტა?!“
მეთევზემ ერთმა პასუხად უთხრა:
„შენ როგორც გსურდეს – მოლალე ისე,
გინდა – მოლალე ძალ-ღონით მთელით,
თევზებით უნდა აავსო ბადე!“
მთლად აადუღა კულერვომ წყალი,
სულმთლად დააფრთხო, სულელმა,
თევზი,
სულ ნაკუწებად აქცია ბადე, –
არც ამ საქმისთვის გამოდგა იგი!
კალერვოინენ მივიდა შვილთან
და ასე უთხრა კულერვოს მამამ:
„არ შეგძლებია მოლალვა თევზის,
მთლად აადუღე, სულელო, წყალი!
ადგილ-მამულის გადასახადის
გადახდა მაინც შეძლო იქნებ;
წადი, იარე, ეგება გზაში

663 მკითხველთა ლიგა


უფრო ჭკვიანად მოიქცე, შვილო!“
კულერვოინენ, კალერვოს შვილი,
ლურჯი რომელსაც აცვია წინდა,
გადასახადის გადასახდელად
მიდის, აბარებს შეწერილ ხორბალს!..
მარხილში ჩაჯდა კულერვო მერე,
გამოეშურა სახლისკენ სწრაფად;
აჰა, გამოსცდა ვეინეს მინდვრებს, –
გზაზე ასული შემოხვდა ერთი.
სალამი უთხრა კულერვომ ასულს,
მიიპატიჟა ასეთი სიტყვით:
„მოდი, ასულო, მარხილში ჩაჯექ,
ტყავზე ნებივრად მოირთხი ფეხი!»
ასულმა ასე მიუგო მწარედ,
ასეთი უთხრა კულერვოს სიტყვა:
“მაგ შენს მარხილში სიკვდილი ჩაჯდეს,
ავადმყოფობა მოგიჯდეს გვერდით!“
კულერვომ ქურანს უცხუნა მგრად
და გააქროლა მარხილი თოვლზე...
რა გაიარა მანძილი ცოტა,
შემოეყარა ასული უცხო!
კალერვოს შვილმა მოქაჩა აღვირს
და შეისწორა ქოჩორი ხელით:
„მოდი, ასულო, მარხილში ჩაჯექ,
ნუ გეხათრება, ამოდი ჩქარა!“
უცხო ასულმა მიუგო ასე,
ასეთი უთხრა კულერვოს სიტყვა:
„დაე, ტუონი მოგიჯდეს გვერდით,

664 მკითხველთა ლიგა


ის იყოს შენი მუდმივი მგზავრი!“
კულერვომ ქურანს უცხუნა მაგრად
და გააქროლა მარხილი თოვლზე...
აი მიადგა პოხელის მინდვრებს,
შემოეყარა ასული უცხო,
კალერვოს შვილმა მოქაჩა აღვირს
და შეისწორა ქოჩორი ხელით:
„მოდი, ასულო, მარხილში ჩაჯექ,
ნუ გეხათრება, ამოდი ჩქარა,
ამო, მარხილში ბლომად მაქვს ვაშლი,
თხილიც მაქვს ბევრი, დაჯექი, ჭამე!“
უცხო ასულმა მიუგო ასე,
ასეთი უთხრა კულერვოს სიტყვა:
„მე არ მჭირდება მარხილი შენი,
ჩამომეხსენი, შენი გზით წადი!“
გადმოიწია კულერვომ უცებ,
უცხო ქალიშვილს დაავლო ხელი
და შეითრია მარხილში იგი, –
და გაქროლა მარხილი თოვლზე.
მაშინ გაბრაზდა ასული უცხო
და მიახალა კულერვოს ასე:
„არ მომეკარო, არ მახლო ხელი,
არ გამაგონო უშვერი სიტყვა,
უღირსი რამე არ მკადრო ქალწულს,
თორემ, იცოდე, დაგიმსხვრევ მარხილს!“
მაშინ კულერვომ, კალერვოს შვილმა,
გახსნა სკივრი და აჩვენა ოქრო,
და, ოქროს გარდა, – კაბები კოხტა,

665 მკითხველთა ლიგა


კაბების გარდა – ათასი რამე!..
უცებ მოხიბლა ასული ოქრომ,
მყისვე მიენდო კულერვოს იგი;
ოქრო-ვერცხლს მისი დაღუპვა მოაქვს,
ფულის სიხარბე დაღუპავს ასულს!
ეალერსება კულერვო გზნებით,
ქალწულს აბრუებს სიტყვებით ტკბილით...
მას ერთი ხელით უჭირავს ლახტა,
მეორე ხელით – ქალწულის ძუძუ!..
მთლად მოიქანცა ასული ბოლოს,
მოეშვა, მოსხლტა, დაეშვა ტყავზე...
გავიდა ღამე. გათენდა დილა...
და ეკითხება კულერვოს ქალი:
„სადაური ხარ, გულადო მოყმევ,
დიდგვაროვანი კაცი ხარ, გატყობ!“
კალერვოს შვილმა პასუხად უთხრა,
იმ უცხო ასულს მიუგო ასე:
„დიდგვაროვანი არა ვარ სულაც,
საშუალო გვარის კაცი ვარ მხოლოდ;
თავქარიანი ვინმე ვარ ერთი,
კულერვოინენ სახელად მქვია.
შენ წარმოშობა იმგვარად მკითხე,
დიდგვაროვანი თვითონ ხარ, გატყობ!“
მაშინ ასული პასუხობს ასე:
„დიდგვაროვანი არა ვარ სულაც,
მამას სახელად კალერვო ჰქვია,
მე კი – ჩერჩეტი გოგო ვარ ერთი!
მარწყვის საკრეფად წავედი ერთხელ,

666 მკითხველთა ლიგა


კენკრის საკრეფად წავედი ტყეში;
ერთი დღე ვკრიფე, ორი დღე ვკრიფე,
მესამე დღეს კი დავბრუნდი უკან,
ასე მგონია – მივდივარ სახლში,
თურმე სხვა მხარეს მივყავარ ბილიკს!..
ერთ დღეს ვტიროდი, ვტიროდი ორ დღეს,
მესამე დღეს კი – ავედი მთაზე,
ქედზე ავედი და რაც ხმა მქონდა,
გავძახე ტყეს და გავძახე მინდორს!..
მაღალმა მთებმა გამოსცეს ეხო,
ტყემ და მინდორმა მომიგეს ასე:
„ვერ გაიგონებს ვერავინ შენს ხმას,
ამაოდ ყვირი – სულელო გოგო!“
ვიხეტიალე მარტოკამ ტყეში,
მთლად შემომაცვდა სამოსი ტანზე,
ვტიროდი მწარედ, ვნატრობდი სიკვდილს,
მაგრამ სიკვდილი არ ჩანდა არსად!
მოვმკვდარიყავი, ნეტაი, მაშინ,
ამოვიდოდი ბალახად ალბათ!
იქნებ ყვავილად, ან იქნებ მოცვად
ვქცეულიყავი მეორე ზაფხულს!..
ამშორდებოდა ეს მწარე ხვდერი,
ავცილდებოდი საშინელ ტანჯვას!
ახლა სიცოცხლე აღარ ღირს ჩემი,
რადგან საქვეყნოდ მომეჭრა თავი!“
თქვა ეს თუ არა, ისკუპა უცებ
და შეერია მდინარის ტალღებს...
ტუონელაში სავანე ჰპოვა,

667 მკითხველთა ლიგა


იქ მოისვენა ტანჯულმა სულმა!..
ასე დაიწყო კულერვომ მოთქმა,
კალერვოს შვილი ტირილით ამბობს:
„რა უბედური ვყოფილვარ, ღმერთო,
რა საშინელი მქონია ბედი!
ღვიძლ დას ავხადე ნამუსი ჩემსას,
ცოდვა კისერზე დავიდე მძიმე!
რას იტყვის ჩემი საწყალი მამა,
საწყალი დედა რას იტყვის ჩემი!
ო, რად მაწოვე დედილო ძუძუ,
რად არ ჩამაკალ აკვანში ჩვილი;
გულქვა ყოფილა სიკვდილი მართლაც,
ავადმყოფობაც ყოფილა გულქვა, –
არ მომისწრაფეს სიცოცხლე ბედკრულს,
დაბადებიდან მეორე დღესვე!“
დანით დააჭრა ღვედები ცალუღს
და მარხილიდან გამოხსნა ცხენი,
ზურგზე ჩიტივით მოახტა მერანს,
მიჰქრის მერანი – ვითარცა ქარი!..
და შეაჭენა ეზოში ცხენი,
შემოეგება მოხუცი დედა:
„ო, საყვარელო მშობელო ჩემო,
რად ჩაიდინე ამხელა ცოდვა,
დაბადებიდან მეორე დღესვე
რად არ შემაგდე აბანოს ბუღში!
მე უბედური გავჩნდი თუ არა,
გადაგესროლე ტალღებში უნდა!
რად არ დაიქცა ის დღე და წუთი,

668 მკითხველთა ლიგა


ამ ქვეყანაზე მე როცა გავჩნდი!..
დედილო ჩემო! – გუზგუზა ცეცხლზე
რატომ არ დაწვი აკვანი ჩემი!“
მოხუცმა დედამ კულერვოს ჰკითხა:
„ხომ არ შეგემთხვა ხიფათი რამე,
მკვდრისფერი გადევს სახეზე, შვილო,
რამ დაგაღონა, მითხარი – ჩქარა!“
მაშინ კულერვომ მიუგო ასე,
საბრალო დედას პასუხად უთხრა:
„კისერზე ცოდვა დავიდე მძიმე,
ღვიძლ დას ნამუსი ავხადე ჩემსას!
გადასახადი, თანახმად წესის,
გადავიხადე, დავბრუნდი უკან...
გზაზე ასული შემომხვდა უცხო,
მე ჩავიჯინე მარხილში იგი!
მივუალერსე, ვეფერე, ვკოცნე, –
თურმე... ღვიძლი და ყოფილა ჩემი!
როცა გაიგო – ძმა ვიყავ მისი,
და არა უცხო ჭაბუკი ვინმე,
მდინარეს მისცა, ცოდვილმა თავი,
მღვრიე მორევში შთაინთქა უცებ!..
როგორ მოვიქცე, რაღა ვქნა ახლა,
დღე აღსასრულის სად ვპოვო ჩემი?
მგლის ხახაში თუ ვეშაპის კუჭში?
როგორ მოვიქცე – მასწავლე რამე!“
დედამ კულერვოს პასუხად უთხრა:
„არ გინდა, შვილო, სიკვდილზე ფიქრი,
წადი! სუომის დიდია სივრცე,

669 მკითხველთა ლიგა


მოინანიებ სავოში ცოდვებს!
იქ შეაფარე, საბრალოვ, თავი,
გინდა ექვსი წლით, თუ გინდა – ცხრა
წლით!..
დრო მკურნალია დარდის და ჭმუნვის,
იქ მოგეშვება თანდათან გულზე!“
კალერვოს შვილმა პასუხად უთხრა,
კულერვომ დედას მიუგო ასე:
„ვერ გავექცევი ლაჩრულად სიკვდილს,
არ დავემალვი სამჯავროს ღვთისას:
მე მივაშურებ სიკვდილის ხახას,
მე კალმის კარებს ვეწვიო უნდა;
იქ ბრძოლის ველზე ყიჟინა ისმის,
ჯახანი გააქვს მამაცთა მახვილს!..
ჯერ ცოცხალია უნტამო ისევ,
ჯერ კიდევ მხრებზე აბია თავი;
ცრემლებს დედის და ჭრილობებს მამის,
მე ვერ შევარჩენ მტარვალს და ვერაგს!
ვინც გამამწარა, მაწამა, მტანჯა –
იმაზე უნდა ვიძიო შური!“

670 მკითხველთა ლიგა


runa ocdameTeqvsmete

კულერვო საომრად აღიჭურვება და ტოვებს მშობლებს;


მარტო დედისთვის არ არის სულ ერთი, საით წავა იგი, მოკ-
ვდება თუ ცოცხალი დარჩება. იგი უნტამოლაში მიდის, კლავს
ყველას და წვავს სახლებს. შემდეგ ბრუნდება სახლში, მაგ-
რამ სახლი ცარიელი დახვდება, ცოცხალია მხოლოდ ბებერი
შავი ძაღლი, რომელსაც თან გაიყოლებს ტყეში, რათა საჭმე-
ლი იშოვოს. გზად მიმავალი იმ ადგილას მოხვდება, სადაც
თავისი და შეაცდინა, და თავს იკლავს საკუთარი მახვილით.

671 მკითხველთა ლიგა


მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
ფეხთ რომ ცისფერი აცვია წინდა,
გადაწყდა: ლაშქრად აპირებს წასვლას,
ტანთ იარაღი აისხა უკვე,
ფხა მოუპირა ელვარე მახვილს,
კინენის წვრილად წამახვა წვერი.
ამაოდ შესთხოვს კულერვოს დედა:
„ნუ, შვილო ჩემო, მაგ საქმეს ნუ იქმ,
ნუ გამამწარებ, ნუ წახვალ ლაშქრად,
იქ, სადაც რკინის ხმალია ბევრი!
ვინც უმიზეზოდ აიღებს მახვილს
და ფიცხელ გულზე ჩაებმის ომში,
მზე უბნელდება ბრძოლაში იმას,
ის ბრძოლის ველზე ეცემა მკვდარი,
ორად იპობა ნაწრთობი რკინით,
ხდება ელვარე მახვილის წერა.
თუ თხაზე მჯდარი შეხვედი ომში,
თუ ვაცზე მჯდარმა დაიწყე ბრძოლა,
ის თხა მიწაზე მოიღებს ზღართანს,
დაენარცხება მიწაზე ვაცი,
და აქეთობას შეგსვამენ ძაღლზე,
გამოგიშვებენ ბაყაყზე შესმულს“.
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
საყვარელ დედას მიუგებს ასე:
„მე ვერ ჩამითრევს ჭაობის ლია,
არ დამისხლტება ქვიშაზე ფეხი,

672 მკითხველთა ლიგა


იქ, სადაც შავი ყორანი ბუდობს,
მძორს უდარაჯებს ყორანი სადაც.
მე ბრძოლის ველზე დაცემა მელის,
გმირის სიკვდილით მოვკვდები, მჯერა.
ომში სიკვდილი ტკბილია ერთობ,
ჩახაჩუხია გარშემო ხმალთა!
დიდებულია სიკვდილი ომში:
გმირი სიცოცხლეს ათავებს სწრაფად,
უმტკივნეულოდ მიწდება იგი,
დაუმჭლევლებლად საწუთროს ტოვებს“.
დედა პასუხად კულერვოს ეტყვის:
„შენ რომ მახვილმა გაგაპოს მტრისამ,
ვინღა მიხედავს შენს მშობელ მამას,
მაშინ ნუგეში ვიღამ სცეს მოხუცს?“
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი
დედას პასუხად მიუგებს ასე:
„ასემც უქნია, სახლიდან გარეთ,
სადმე შუკაში ჩამკვდარა იგი!“
„დედას, შენს დედას მოუვლის ვინღა,
შენს მოხუც დედას ვინღა სცემს ნუგეშს?“
„ასემც უქნია, ჩამძღვალა იგი
ყანაში, ანდა გომურში სადმე!“
„ძმას, შენს ძმას რაღას უპირებ, შვილო,
მას ვინღა მისცეს შავ დღეში მხარი?“
„ასემც უქნია, მარები ტყე-ტყე,
სადმე ჭაობში ჩამხრჩვალა იგი!“
„დას, დას, შენ ღვიძლ დას უშველის
ვინღა,

673 მკითხველთა ლიგა


ვინ გაამხნევებს უმწეო შენს დას?“
„ასემც უქნია, ეზოში ჭასთან
ამოხდომია რეცხვაში სული!“
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
ჩქარობს სახლიდან გავიდეს გარეთ
და ეუბნება ის მამას ასე:
„შვიდობით, ჩემო კეთილო მამა!
შვილს თუ იტირებ, მითხარი, მაშინ,
თუ შენ სიკვდილი გაიგე ჩემი,
თუ გამოვაკლდი ჯამაათს უცებ
და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?“
პასუხად მამამ წარმოთქვა ასე:
„არ გადმოვაგდებ მე შენზე კურცხალს,
როგორც კი სიკვდილს შევიტყობ შენსას,
მაშინვე ვინმეს ავიყვან შვილად,
ის შენზე კარგი იქნება უფრო,
მას შენზე მეტი ექნება ჭკუა“.
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
პასუხად მამას მიუგებს ასე:
„არც მე ვიტირებ მაინც და მაინც,
შენს სიკვდილს როცა გავიგებ, მამა;
მე თვითონ შევქმნი მამაჩემს ჩემთვის,
თავი ექნება მას დიდი ლოდის,
თვალები – შტოშის, ცხვირ-პირი – თიხის,
წვერები – მზეზე გამხმარი ჩალის,
ფეხები – ნუჟრით დაზღმურდლულ წნორის,
ხოლო სხეული – დამპალი ხისა“.
ძმას მიუბრუნდა კულერვო შემდეგ:

674 მკითხველთა ლიგა


„მშვიდობით, ჩემო ძვირფასო ძმაო,
შენ თუ იტირებ, მითხარი ერთი,
თუ შენ სიკვდილი გაიგე ჩემი,
თუ გამოვაკლდი ჯამაათს უცებ
და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?“
ძმამ ძმას პასუხად შემდეგი უთხრა:
„არ გადმოვაგდებ მე შენთვის კურცხალს,
როგორც კი სიკვდილს შევიტყობ შენსას,
მოვძებნი ვინმეს, გავიხდი ძმადა,
ის შენზე კარგი იქნება უფრო,
შენზე ლამაზი იქნება ორჯერ“.
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
არ უგვიანებს ძმას პასუხს ასეთს:
„არც მე ვიტირებ მაინც და მაინც,
შენს სიკვდილს როცა გავიგებ, ძმაო,
ძმას გავიკეთებ მე თვითონ ხელად;
თავი ექნება მას დიდი ლოდის,
თვალები შტოშის, ცხვირ-პირი – თიხის,
ქოჩორი – მზეზე გამხმარი ნამჯის,
ფეხები – ნუჟრით დაზღმურდლულ წნორის,
სხეული – ძალზე დამპალი ხისა“.
დას ეუბნება კულერვო ახლა:
„მშვიდობით, ჩემო ძვირფასო დაო,
შენ თუ იტირებ, მითხარი ერთი,
თუ შენ სიკვდილი გაიგე ჩემი,
თუ გამოვკლდი ჯამაათს უცებ
და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?“
დამ ძმას პასუხად მიუგო ასე:

675 მკითხველთა ლიგა


„არა, მე შენთვის არ დავღვრი ცრემლებს,
როგორც კი სიკვდილს შევიტყობ შენსას,
სამაგიერო ძმას ვნახავ ხელად,
ის შენზე კარგი იქნება უფრო,
მას შენზე მეტი ექნება ჭკუა“.
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
დას პირში სიტყვას მიახლის ასეთს:
„არც მე ვიტირებ მაინც და მაინც,
შენს სიკვდილს როცა გავიგებ, დაო,
დას გავიკეთებ მე თვითონ ხელად;
თავი ექნება მას დიდი ლოდის,
თვალები – შტოშის, ცხვირ-პირი – თიხის,
ზილფები – მზეზე დამჭკნარი ნამჯის,
ყურები – მყრალი ჭაობის მოლის,
ტანი კი, ტანი – ნეკერჩხლის ტოტის“.
ახლა კულერვომ მიმართა დედას:
„ძვირფასო დედა, კეთილო დედა,
მე ხომ შენ მუცლით მატარე ცხრა თვეს,
მე ხომ შენ აკვანს მირწევდი ხოლმე,
შენ ერთი მაინც ხომ დაღვრი ცრემლებს,
შენ თუ სიკვდილი გაიგე ჩემი,
თუ გამოვაკლდი ჯამაათს უცებ
და თუ კულერვო გამოვსხლტი გვარში?“
ალაპარაკდა კულერვოს დედა,
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„შენ ვერ გაიგებ მოხუცის ფიქრებს,
არ იცი დედის საწყალი გული!
მე ავტირდები ძალიან მწარედ,

676 მკითხველთა ლიგა


შენ რომ მომიკვდე, იმედო ჩემო,
შენ რომ დააკლდე ჯამაათს ურიცხვს,
შენ რომ ჩვენს გვარში გამოსხლტე, შვილო.
მე ჩემი ცრემლით ავავსებ ჩვენს ქოხს,
იატაკს ცრემლის ღვართქაფი მორწყავს,
მე შინ და გარეთ ვიტირებ მუდამ,
გომურში ჩემი ცრემლები მომხრის,
ყინულად აქცევს თოვლს ჩემი ცრემლი,
მზეზე ყინული იქცევა ლეღმად,
აღმოაცენებს ხმელეთი ბალახს,
დააჭკნობს ბალახს ცრემლები ჩემი.
თუ მოვიქანცე ცრემლების ფრქვევით,
სუყველას თვალწინ მტირალი შენზე,
მე აბანოში ვიტირებ ჩუმად,
ვიტირებ ისე, იქ რაც კი სუფევს,
ფიცრები, დირე, კედლები, ქვები, –
ყველაფერს ცრემლის წალეკავს ღვარი“.
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
ფეხთ რომ ცისფერი აცვია წინდა,
თამაშ-თამაშით წავიდა ლაშქრად,
ბრძოლად ყიჟინით ვიდოდა იგი,
ბუკს აყვირებდა ჭაობზე გავლით,
ტყეში შლიგინით მიჰქროდა მოყმე,
მინდვრად ხმამაღლა მღეროდა ერთობ,
მიგრიალებდა ჭალაში ზათქით.
წამოეწია ამბავი გზაში,
გმირის ყურამდე ამბავი მიდის:
„მამა მოკვდაო უეცრად შენი,

677 მკითხველთა ლიგა


მოუსვლელ გზაზე დაადგა იგი,
დაბრუნდი უკან, – იხილავ თვითონ,
თუ მიცვალებულს მარხავენ როგორ!“
მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,
პასუხად წარსთქვა ასეთი სიტყვა:
„რა გაეწყობა, მოკვდა და მოკვდა,
მოიძებნება იაბო სახლში,
რომ მიაბარონ სამარეს მკვდარი,
ჩაუშვან კალმის სამეფოს შიგნი!“
და ბუკის ცემით გადარბის ჭაობს,
და ნაპურალზე გრიალით მიდის,
ფეხდაფეხ მისდევს ამბავი კიდევ,
გმირის ყურამდე ამბავი აღწევს:
„ახლახან უცბად ძმა მოკვდა შენი,
გარდაგეცვალა დედმამიშვილი,
დაბრუნდი უკან, – იხილავ თვითონ,
თუ მიცვალებულს მარხავენ როგორ!“
მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,
პასუხად წართქვა ასეთი სიტყვა:
„რა გაეწყობა, მოკვდა და მოკვდა,
მოიძებნება ულაყი სახლში,
რომ მიაბარონ სამარეს მკვდარი,
ჩაუშვან კალმის სამეფოს შიგნი!“
და მიგრიალებს ჭაობზე გავლით,
უღრანს აყრუებს ხმა მისი ბუკის,
კვლავ დააწიეს ამბავი გზაში,
გმირის ყურამდე ამბავი მიდის:
„შენი და მოკვდა, ღვიძლი და შენი,

678 მკითხველთა ლიგა


გარდაგეცვალა დედმამიშვილი,
დაბრუნდი უკან, – იხილავ თვითონ,
თუ მიცვალებულს მარხავენ როგორ!“
მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,
პასუხად წართქვა ასეთი სიტყვა:
„რა გაეწყობა, მოკვდა და მოკვდა,
მოიძებნება ფაშატი სახლში,
რომ მიაბარონ სამარეს მკვდარი,
ჩაუშვან კალმის სამეფოს შიგნი!“
და ნაპურალზე მიფრინავს ლაღად,
და მინდორ-მინდორ გრიალით მიდის,
ხმა მიაწვდინეს ხელახლა გზაში,
გმირის ყურამდე ამბავი აღწევს:
„მოკვდაო შენი მშობელი დედა,
ყოვლად უმანკო, კეთილი ქალი.
დაბრუნდი უკან, იხილავ თვითონ,
თუ მიცვალებულს მარხავენ როგორ!“
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
ახლა კი სიტყვებს წარმოთქვამს ასეთს:
„ვაი, საბრალო ვაჟიშვილს მისას,
გამზრდელი დედა მომიკვდა უკვე,
ვინც მე ალერსით მიშლიდა ლოგინს,
ვინც მისწორებდა გადახდილ საბანს,
ატრიალებდა რომელიც ჯარას,
ვინც თითისტარით ართავდა ფთილას...
ვერ დავესწარი მე იმის სიკვდილს,
სულის ამოსვლა ვერ ვნახე მისი.
იქნებ სიცივემ იმსხვერპლა იგი,

679 მკითხველთა ლიგა


ანდა შიმშილმა მომიკლა იქნებ!
მიცვალებული დაბანეთ კარგად,
უძვირფასესით დაბანეთ საპნით,
აბრეშუმები ჩააცვით საწყალს,
გადააფარეთ ახალი ტილო,
სასაფლაოზე წაიღეთ მერე,
ჩაუშვით კალმის სამეფოს შიგნი,
გაჰყევით უკან მწუხარე ზარით,
მწარე ქვითინით დამარხეთ იგი.
მე დაბრუნება არ ძალმიძს უკან:
არ დამისჯია უნტამო ჯერეთ,
ჯერ არ მომიკლავს ბოროტი მტერი,
ჯერ დამნაშავე ცოცხალი არის“.
და ბუკის ცემით ის ლაშქრად მიდის,
რომ დაატეხოს უნტამოს მეხი,
და ასეთ სიტყვებს გზადაგზა ამბობს:
„ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,
სწორუპოვარი მიბოძე ხმალი,
პირი ექნება რომელსაც ბასრი,
რომ მას ზღვა ხალხთან შეეძლოს ბრძოლა,
რომ გაუმკლავდეს ის მტარვალს ურიცხვს!“
გმირმა ნანატრი იხელთა ხმალი,
ხმალი, რომელიც ყველაფერს კვეთდა,
კულერვო მტრის ჯარს უწყალოდ თიბავს,
მთლად ამოჟლიტა უნტამოს გვარი,
ირგვლივ ქოხები აქცია ნაცრად,
მიწაზე დარჩა მარტოდენ მტვერი,
კერაზე მარტო ქვებიღა დარჩა,

680 მკითხველთა ლიგა


ღობესთან დარჩა ცირცელი ერთი.
მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,
პირი იბრუნა მშობელი მხრისკენ.
მამის სახლისკენ იჩქარის იგი,
მოდის მამულის ველებზე გავლით.
მას ცარიელი დაუხვდა ქოხი,
მას უდაბნოში ეგონა თავი,
მის შესახვედრად არავინ არ ჩანს,
შინ დაბრუნებულს ხელს ართმევს არვინ.
მან მიუშვირა ნაკვერჩხლებს ხელი,
აღარ გააჩნდა ნაკვერჩხლებს სითბო,
და ამით მიხვდა, დარწმუნდა ამით,
რომ დედამისი მკვდარია უკვე.
კერიის ლოდებს შეახო ხელი:
ქვები ცივია ყინულზე უფრო.
და ამით მიხვდა, დარწმუნდა ამით,
რომ მამამისი მკვდარია უკვე.
ქოხის იატაკს მოავლო თვალი,
ხედავს: დაგვილი არაა იგი,
და ამით მიხვდა, დარწმუნდა ამით,
დაი აღარ ჰყავს, მკვდარია უკვე.
შემდეგ წყლის ნაპირს მიმართა მოყმემ,
საგორავებზე არ იდგა ნავი,
და ამით მიხვდა, დარწმუნდა ამით,
რომ ძმაი მისი მკვდარია უკვე.
აუვარდება ტირილი მოყმეს,
ერთი დღე ტირის, ორი დღე ტირის,
ქვითინით ამბობს კულერვო ასე:

681 მკითხველთა ლიგა


„ძვირფასო დედა, მოხუცო ტკბილო,
თქვი, ვის იმედად დატოვე შვილი,
ამ უკაცრიელ მიწაზე მყოფი?
მაგრამ შენ ჩემი არ გესმის, დედა:
მე შენს თვალებზე ვარ ახლა მდგარი,
მე შენს წარბებზე უმწეოდ ვწუხვარ,
შენს თხემის ძვალზე მდუღარედ ვტირი!“
გამოიღვიძა კუბოში დედამ
და ამოსძახა მიწიდან პირმშოს:
„შენ დაგრჩა მხოლოდ ქოფაკი შავი,
რომ მასთან ერთად იარო ტყე-ტყე,
შენ ახლა იმ ძაღლს მოუხმე შენთან
და გაემართე ძაღლითურთ ტყეში,
მუხნარი როა, იმ მხარეს წადი,
ტყის ასულების იხილავ ბინას,
ცისფერ ქალწულთა იქ ნახავ ფუნდუკს,
ტყის კოშკი როა, იმ კოშკის მიღმა;
იქ უნდა ჰპოვო შენ საზრდო შენი,
იქ მოწყალების შენ გმართებს თხოვნა!“
მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,
ძაღლუთურთ ტყისკენ გასწია ზანტად,
რა გაიარა მანძილი დიდი,
და როცა უკვე ხშირი ტყეც განვლო,
გადადგა კიდევ ნაბიჯი ორი,
სულ ორად-ორი ნაბიჯი მხოლოდ,
და იმ წვრილიანს მიადგა სწორედ,
იმ კრულ ადგილას აღმოჩნდა მდგარი,
სადაც ქალწულის დაიდო ცოდვა,

682 მკითხველთა ლიგა


ღვიძლ დას ნამუსი ახადა სადაც.
ამ ამაზრზენი ადგილის ირგვლივ,
იმ უბედური ქალწულის ცოდვით,
იმ საცოდავი ასულის გამო,
შესაბრალისად ქვითინებს მოლი,
გულამოსკვნილი წარაფი მოსთქვამს,
ფერად ყვავილებს წასვლიათ ფერი.
ხოლო იქ, სადაც ეს ცოდვა მოხდა,
ძმამ დას ნამუსი ახადა სადაც,
იმ უსაზარლეს ადგილას დღემდე
არ ამოსულა ბალახის ღერიც,
არ გაფურჩქნულა ყვავილი ლაღად,
მიწას ხავერდი არ მოსავს მწვანე.
მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,
გაიკრა ხელი, იშიშვლა ხმალი,
წრე შემოხაზა ჰაერში რკინით
და შეეკითხა კულერვო მახვილს:
„მინდა ვიცოდე მე შენი აზრი, –
ხომ არ ინებებ, პირბასრო ხმალო,
რათა ცოდვილის იგემო ხორცი
და საზიზღარი შეხვრიპო სისხლი?“
ხმალი უმალვე მიუხვდა პატრინს,
გუმანი მყისვე იყნოსა მამრის,
და უპასუხა კულერვოს ასე:
„ვითომდა რატომდა არ უნდა მსურდეს,
შევახრამუნო ცოდვილის ხორცი
და საზიზღარი შევხვრიპო სისხლი,
თუკი უცოდველს ვუჩეხავ თავპირს,

683 მკითხველთა ლიგა


უბრალო სისხლის ვარ როცა მსმელი?“
მოყმე კულერვომ, კალერვოს ვაჟმა,
ფეხთ რომ ცისფერი აცვია წინდა,
მიწისკენ უყო ხმალს მყისვე ტარი,
მიწაში ხმალი ჩაარჭო ვადით,
ხმლის წვერს მარცხენა უსწორა მკერდი,
მთელი სიმძიმით დაემხო მახვილს,
წინ შეეგება მომავალ სიკვდილს,
და თავს საკუთარს მოუღო ბოლო.
ასე გათავდა ეს ფიცხი მამრი,
მოყმე კულერვო, კალერვოს ვაჟი,
ასე აღმოხდა უბედურს სული,
კულერვოს ბოლო მოეღო ასე.
ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,
როს თვითმკვლელობა შეიტყო მოყმის,
ოდეს კულერვოს ამბავი უთხრეს,
ამეტყველდა და ღაღადჰყო ასე:
„მომავლის ხალხო, არ მისცე შვილი,
შენ გასაზრდელი ბრიყვსა და რეგვენს,
უცხომ არ უნდა აღზარდოს ბავშვი,
სხვას არ მიანდო დარწევა აკვნის!
თუ ბავშვს აღმზრდელი მოეპყრა ცუდად,
თუ დაურწია აკვანი უშნოდ,
გაულაყდება გონება ყმაწვილს,
ის ვერ შეიძენს საჭირო სიბრძნეს,
თუმცა ხანდაზმას დღითიდღე იგრძნობს,
დაუმსხვილდება თუმცაღა ძვლები“.

684 მკითხველთა ლიგა


runa ocdameCvidmete

ილმარინენი დიდხანს დასტირის თავის ცოლს, შემდეგ დი-


დი წვალებით გამოსჭედავს ახალ ცოლს, უსულოს, ოქროსა
და ვერცხლისაგან. იგი ღამეს ათევს მასთან, მაგრამ სხეულის
ის მხარე, რომლითაც ოქროს ცოლს ეხება, ყინულივით ცივ-
დება. ილმარინენი ოქროს ცოლს ვეინემეინენს სთავაზობს,
მაგრამ იგი უარს ამბობს მასზე და ურჩევს სხვა საგნები გა-
მოსჭედოს მისგან, ან არადა სხვა ქვეყანაში წაიღოს და ოქ-
როსმაძიებელ საქმროებს აჩუქოს.

685 მკითხველთა ლიგა


ილმარინენი, დღეა თუ მწუხრი,
ზლუქუნებს თავის გარდაცვლილ ცოლზე.
თეთრად ათენებს ის ყოველ ღამეს,
ყოველ დღეს უზმად აღამებს იგი.
მუდამდღე მოთქმით უხვდება ცისკარს,
რა გათენდება, უფრორე მოსთქვამს,
გვერდით რომ აღარ ეგულვის ცოლი,
მეუღლე რადგან მოუკვდა ტურფა;
ამოიძულა ბედკრულმა ურო,
სპილენძისტარა შესძულდა კვერი,
აგერ, ერთი თვე გახდება სრული,
რაც სამჭედლოდან არ ისმის ჩქამი.
– „ვაგლახ, რა მამრი დამიგდო დარდმა! –
საკუთარ თავთან საუბრობს ქვრივი, –
აღარაფერზე არ ძალმიძს ფიქრი,
მაქვს ყველაფერზე აყრილი გული,
რა მოვიფიქრო, არ ვიცი რა ვქნა,
დამაძაბუნა ამდენმა ჯავრმა.
საღამოა და, გულს მიჭამს სევდა,
გათენდება და, მტანჯავს ვარამი,
თუ ღამეა და, მით უარესი,
გამოვიღვიძებ – მიკვდება გული.
აღარ მახარებს დადგომა ღამის,
აღარ ვიზარებ ადგომას დილით,
დღეა თუ ღამე, ერთია ჩემთვის –
იმ მშვენიერზე წუხილის გამო,

686 მკითხველთა ლიგა


იმ სასურველზე ვაების გამო,
იმ შავთმიანზე გოდების გამო.
ღამით, როდესაც ბუმბულში ვწევარ
და იშვიათად როდესაც მძინავს,
ცოლისას ვხედავ სიზმარში სახეს,
ამაოდ ვიწვდი იმისკენ ხელებს,
ამაოდ ვცდილობ შეხებას მისას,
ხელებს ამაოდ ვაცეცებ ირგვლივ“.
დაქვრივებული მჭედელი დარდობს,
დაჩაჩანაკდა უცოლოდ იგი,
ორი-სამი თვე ცხარე ცრემლს ღვრიდა,
ხოლო მეოთხე თვე დადგა როცა,
ამოათრია მან ზღვიდან ოქრო,
ზღვის დინებიდან მოიღო ვერცხლი,
მოზიდა შეშა, ხორებად დადგა,
გზა გააკეთა ცამეტი მაინც,
დაანახშირა მორები შეშის
და შეუძახა ქურაში ნახშირს.
მოქუჩებული აიღო ოქრო,
ვერცხლის ნატეხი აიღო ხელში,
ნატეხი – ზამთრის ბაჭიის ხელა,
ან შემოდგომის ტარიგის ტოლი.
ბრძმედში ჩაჰყარა ოქრო და ვერცხლი,
რათა ქურაში შეადნოს ერთად,
და დააყენა მონები მერე
საბერველებთან დღიური ქირით.
საბერველებმა გაბერვა იწყეს,
მთელი ძალ-ღონით ქაჩავენ ჰაერს

687 მკითხველთა ლიგა


მძლავრი მონები შიშველი ხელით,
სულმთლად შიშველნი წელზევით ყველა
კვერითხურო კი ტრიალებს იქვე
და უჩუჩხურებს ნაკვერჩხლებს ასტამს,
ოქროსი შეჰქმნას ქანდაკი რათა
და გამოადნოს საცოლე ვერცხლის.
მაგრამ წაუხდათ ხელობა მონებს,
საბერველები უბერვენ სუსტად,
თვითობ მჭედელი შორდება ქურას
და საბერველთან სასწრაფოდ მიდის.
დაქაჩა ერთხელ, მეორედ ქაჩავს,
მერე, მესამე დაქაჩვის შემდეგ,
ცნობისმოყვარედ ჩახედა ქურას,
მგზნებარე ბრძმედის იხილა ფსკერი, –
რა გამოდნება ქურიდან ნეტა,
ნეტა რა ხდება მხურვალე ბრძმედში?
აი, ისკუპა ბრძმედიდან ნერბმა,
გამობაკუნდა ქურიდან ცხვარი,
ტანზე ოქროსი ასხია მატყლი,
ასხია მატყლი ხალასი ვერცხლის.
მოხიბლულია სუყველა ცხვარით,
მოღუშულია მჭედელი მხოლოდ.
და კვერითხურო ბუზღუნებს ასე:
„მგელს უხაროდეს ეგ მრგვალი ცხვარი,
მე კი ოქროსი მინდოდა ცოლი,
მსურდა მეუღლე მყოლოდა ვერცხლის“.
და კვერითხურო ცხვარს დაწვდა ხელად,
ისევ ქურაში შეაგდო იგი;

688 მკითხველთა ლიგა


ბრძმედს კიდევ უფრო უმატებს ოქროს,
ვერცხლის ნატეხებს უმატებს კიდევ,
საბერველებთან აყენებს მონებს,
ჯამაგირს აძლევს რომლებსაც დღიურს.
საბერველებმა გაბერვა იწყეს,
მთელი ძალღონით ქაჩავენ ჰაერს
მძლავრი მონები შიშველი ხელით,
სულმთლად შიშველნი წელზევით ყველა.
კვერითხურო კი ტრიალებს იქვე
და უჩუჩხურებს ნაკვერჩხლებს ასტამს,
ოქროსი შეჰქმნას ქანდაკი რათა
და გამოადნოს საცოლე ვერცხლის.
მაგრამ წაუხდათ ხელობა მონებს,
საბერველებიც უბერვენ სუსტად.
თვითონ მჭედელი შორდება ქურას
და საბერველთან საჩქაროდ მიდის.
დაქაჩა ერთხელ, დაქაჩა კიდევ,
მერე, მესამე დაქაჩვის შემდეგ,
ცნობისმოყვარედ ჩახედა ქურას,
მგზნებარე ბრძმედის იხილა ფსკერი, –
რა გამოდნება ქურიდან ნეტა,
ნეტა რა ხდება მხურვალე ბრძმედში?
უცებ ცეცხლიდან გამოხტა ცხენი
და საბერველთან თქარუნით გაჩნდა,
ოქროსი შვენის ფაფარი ულაყს,
სცემს სოხანეზე სპილენძის ფლოქვებს.
მოხიბლულია ულაყით ყველა,
წარბეშეკრულია მჭედელი მხოლოდ.

689 მკითხველთა ლიგა


და გულმოსული ბუზღუნებს იგი:
„ეს სამგლე ნეტა მე რაში მინდა,
მე ხომ ოქროსი მინდოდა ცოლი,
მსურდა მეუღლე მყოლოდა ვერცხლის“.
და სწვდა ფაფარში მჭედელი ულაყს,
და კვლავ ქურაში უდურთა თავი,
ბრძმედს კიდევ უფრო უმატებს ოქროს,
ვერცხლის ნატეხებს უმატებს კიდევ,
საბერველებთან აყენებს მონებს,
ჯამაგირს აძლევს რომლებსაც დღიურს.
საბერველებმა დაიწყეს ქშენა,
მთელი ძალ-ღონით ქაჩავენ ჰაერს
მძლავრი მონები შიშველი ხელით,
სულმთლად შიშველნი წელზევით ყველა.
უხათარიკებს მჭედელი ქურას,
ასტამით ჩხრიკნის ნაკვერჩხლებს იგი,
ოქროსი შეჰქმნას ქანდაკი რათა,
და გამოადნოს საცოლე ვერცხლის.
მაგრამ წაუხდათ ხელობა მონებს,
საბერველებმაც მოუკლეს ქლოშინს,
და თვით მჭედელი შორდება ქურას
და საბერველთან საჩქაროდ მიდის.
დაქაჩა ერთხელ, დაქაჩა კიდევ,
მერე, მესამე დაქაჩვის შემდეგ,
ცნობისმოყვარედ ჩახედა ქურას,
მგზნებარე ბრძმედის იხილა ფსკერი, –
რა გამოდნება ქურიდან ნეტა,
ნეტა რა ხდება მხურვალე ბრძმედში?

690 მკითხველთა ლიგა


ამოიმართა ბრძმედიდან ქალი,
ზურგზე ოქროსი აყრია თმები,
ხალასი ვერცხლის უბრწყინავს სახე,
აქვს ლერწამივით წერწეტა ტანი;
ყველას ცახცახი აუტყდა შიშით,
გაბადრულია მჭედელი მხოლოდ.
და მოიმარჯვა მჭედელმა კვერი,
თვით კვერითხურო შეუდგა საქმეს,
არ სძინებია, ჭედავდა ღამით,
თავაუღებლად ჭედავდა დღისით,
გამოუჭედა ფეხები ქალწულს,
გამოუკვერა ხელები თეთრი,
მაგრამ რა, – ფეხი ვერ ადგამს ნაბიჯს,
მაგრამ რა, – ხელებს არ ძალუძთ ხვევნა.
მჭედელი ქალწულს უკეთებს ყურებს,
მაგრამ რა, – ყურებს არა აქვთ სმენა.
ტუჩებს უკეთებს მჭედელი ქალწულს,
მაგრამ რა, – სითბო არა აქვთ ტუჩებს.
არ დავიწყნია თვალების ჩადგმაც,
მაგრამ რა, – თვალებს არა აქვთ ცეცხლი.
და სინანულით მჭედელი ასკვნის:
„ქალს ვინ ნახავდა უკეთესს სადმე,
ლაპარაკი რომ ძალუძდეს ამას,
ხმა რომ ჰქონდეს და რომ ედგას სული!“
მჭედელმა ქალი ლოგინზე დასვა,
ქალს ბალიშები დაუწყო ირგვლივ,
ფეხთით მუთაქა დაუდო გერმის,
გაყინულ მხრებზე მოასხა შალი.

691 მკითხველთა ლიგა


გააღუღუნა ღუმელი ხელად,
ამოაღამა აბანო ბუღით,
დადო საპონი სავარცხლის გვერდით,
ნეშოსი მაგრად შეკონა ცოცხი,
წყალი მოთრაქა მან სამი კასრი,
რომ მიჩენჩხოს მცივანამ თავი,
და ერთი კარგა ლაზათიანად,
რომ გაიღვრიჭნოს სხეული ვერცხლის.
სიქა გაიძრო მჭედელმა თვითონ,
იცოცხლე, იმან იბანა ღდინზე,
და შეუგორდა ლოგინში ტურფას,
ბუმბულში უხმოდ რომელიც იწვა, –
ფართო და მაგარ ფოლადის ტახტზე,
რკინის ფეხებზე რომაა მდგარი.
იმ ღამეს იმათ ეხურათ ტანზე
საბანი, მჭედელს რაც ჰქონდა, ყველა,
მჭედელს კი ბევრი საბანი ჰქონდა;
საბნებმა რომ ვერ გაუთბო ცოლი,
რომ არ იკმარა საბანმა ექვსმა,
მოარბენინა შალების დასტა;
ვეღარც რომ შალმა უშველა – მაშინ
დათვის ტყავები მოძებნა ქვრივმა.
მჭედელს ის გვერდი გაუთბა მხოლოდ,
რაზეც საბნები ეხურა სქელი...
გვერდი, რომლითაც ოქროს ცოლს უწვა,
კი არ გაუთბა, ყინულად ექცა,
და აიტანა სიცივემ კაცი,
მარცხენა მხარი წაერთვა საწყალს.

692 მკითხველთა ლიგა


და აბურტყუნდა მჭედელი ასე:
„არ გამოდგება ასეთი ცოლად,
ასეთი ქალი არ ვარგა ქალად,
მოდი მე ამას ვეინეს მივგვრი,
ვაჩუქებ, დაე, სულ მისი იყოს,
გაეხარდება, ცხადია, მოხუცს,
მადლობას მეტყვის მოხუცი ალბათ,
ამგვარი გვრიტის ჩუქების გამო“.
და მან ვეინეს მიართვა ქალი,
და რა მიართვა – ვეინეს უთხრა:
„ამ ქალს შენ გიძღვნი, ვეინე ჩემო,
ამიერიდან, დე, იყოს შენი,
რა ლამაზია, შეხედე კარგად,
ხომ ხედავ – ტანი მიუგავს ლერწამს,
ინებე, გჩუქნი კეთილი გულით,
და მოიხმარე, გენებოს როგორც“.
ძღვენს ერთხელ კიდევ შეავლო თვალი,
ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,
შემდეგ მას ოდნავ შეეხო ხელით
და კვერითხუროს მიუგო ასე:
„გაიმეორე, გარკვევით მითხარ,
რად მოიყვანე ეს ჯოჯო ჩემთან?“
ილმარინენი პასუხობს მოხუცს:
„შენთვის პატივი მინდოდა მეცა,
სიამოვნება მინდოდა შენი,
გვრიტი ამიტომ მოგგვარე ცოლად“.
მაშინ ვეინემ წარმოთქვა სიტყვა:
„მჭედელო, ჩემო ძვირფასო ძმაო,

693 მკითხველთა ლიგა


ცეცხლში უდურთე შენ მაგას თავი
და გამოადნე სხვადასხვა ნივთი,
ან გერმანელებს მიგვარე, მოდი,
იქ მაგისთანა თოჯინა მოსწონთ,
ან, ვით უცხო რამ, წაიღე რუსეთს,
დიდგვაროვანი შეირთავს მაგას!
ჯერ არ ყოფილა ჩვენს გვარში წესად
და აწიც, ვნატრი, რომ ღმერთმა ნუ ჰქნას,
ვინმეს ოქროსი შეერთოს ქალი,
ან ვერცხლის ქალი ენატროს ცოლად“.
და ამეტყველდა ვეინე ბრძენი,
და აქ სუვანტომ აკრძალა მკაცრად,
ქედის მოდრეკა წინაშე ვერცხლის,
ოქროს წინაშე დათმობა მცირეც
და უანდერძა მოხუცმა მყოფადს,
ყველა მომავალ თაობებს ერთად,
ვინც მოვიდოდა ხვალ, ზეგ და მაზეგ,
ეს გულითადი სიტყვები საგზლად:
„თქვენ, მომავალო გმირებო ქვეყნის,
ხოლო ამჟამად აკვნების მდგმურნო,
დიდ ცხოვრებაში ფეხს როცა შედგამთ
და ჩაებმებით ცხოვრების წრეში,
გექნებათ მაშინ ქონება ბევრი,
თუ არასმქონე იქნებით მაშინ, –
შორს დაიჭირეთ ასული ვერცხლის,
ოქროსი ცოლად ნუ გინდათ ქალი!
ყინულით სუნთქავს ყოველთვის ვერცხლი,
ოქროსი ძალზე ცივია სხივი“.

694 მკითხველთა ლიგა


runa ocdameTvramete

ილმარინენი პოხელში მიემგზავრება ყოფილი ცოლის უმ-


ცროს დაზე დასაქორწინებლად, მაგრამ პასუხად ლანძღვას
გაიგონებს; გაბრაზებული ილმარინენი იტაცებს ასულს და
შინ მოემგზავრება თავისი ნადავლით. გზაში ასული შეურაც-
ხჰყოფს ილმარინენს და განრისხებული მჭედელი შეურაც-
ხყოფის სამაგიეროდ თოლიად გადააქცევს მას. შემდეგ იგი
ბრუნდება შინ და უყვება ვეინემეინენს სამპოს მფლობელი
პოხელის უზრუნველ ცხოვრებაზე, აგრეთვე იმაზე, რაც შეემ-
თხვა ასულთან.

695 მკითხველთა ლიგა


ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,
ამ კვერითხურომ, უკვდავმა მარად,
ოქროსი გვერდით მიაგდო ცოლი,
შორს მოისროლა დიაცი ვერცხლის.
ქურანს ლაგამი ამოსდო პირში,
ხელად მარხილში შეაბა ცხენი;
ახლა მჭედელი მარხილში ჯდება,
აი, კოფოზე მოთავსდა უკვე.
იგი პოხელში აპირებს წასვლას,
იქ ქალის შერთვა აქვს მჭედელს მიზნად,
სურს კვლავაც გახდეს ლოუხის სიძე,
მისი მეორე ასულის ქმარი.
ერთი დღე უკვე გავიდა გზაში,
მეორე დღეა მარხილით მიჰქრის,
და, აი, ბოლოს, მესამე დღეზე
სიდედრის ეზოს მიადგა სიძე.
დიასახლისი პოხელის მხარის,
სახლის წინ თავის ეზოში იდგა
და დააყარა კითხვები სიძეს,
და დაწვრილებით გაიგოს უნდა:
მჭედლის ბავშვები არიან როგორ,
ხომ კარგად არის ასული მისი,
დიასახლისობს ხომ იგი კარგად,
რძალს დედამთილთან ხომ არა აქვს ჩხუბი?
რა უპასუხოს, არ იცის სიძემ,
და მწუხარებით ჩაღუნა თავი,

696 მკითხველთა ლიგა


გვერდზე მოექცა უბედურს ქუდი,
ბოლოს გაბედა და უთხრა ასე:
„ეჰ, აღარ მკითხო, სიდედრო ჩემო,
თუ როგორ არის ასული შენი,
არ მკითხო, ჩემი რასა იქმს ცოლი!
იგი სიკვდილმა მომტაცა უკვე,
მოულოდნელად გათავდა იგი,
მიწაში ჩაფლეს ის, როგორც კენკრა,
გადაეფარა მას მიწის ბელტი,
იმას თმებს აღარ უბურდავს ქარი,
დღეს მის საფლავზე ბალახი ხარობს.
მე კი იმიტომ გეახელ ახლა,
მეორე ქალის მსურს გთხოვო ხელი,
ცოლისდა მინდა შევირთო ცოლად;
ნუ მეტყვი უარს, მომეცი ქალი,
თან გამატანე ასული სახლში,
და უპრიანიც იქნება მგონი,
დამ დაიკავოს ადგილი დისა!“
ლოუხი, ვინაც განაგებს პოხელს,
მჭედელს პასუხად მიუგებს ასე:
„თავს შევცდი, შენ რომ მოგეცი ქალი,
მგელს რომ ჩაგიგდე ქალწული პირში,
დათვს რომ მოგიგდე საჯიჯგნად იგი,
რომ გაგატანე ნაზი და ნორჩი
და მოგიკიდე მე ბრიყვმა სიძედ.
მოსაკლავი ვარ! როგორ ვერ მივხვდი,
კარგი დღე რომ არ ელოდა ჩემს შვილს,
ჩემს ტურფა ასულს შენს ხელში, მხეცო!

697 მკითხველთა ლიგა


რა პირითა მთხოვ მეორე ასულს,
იქნება ფიქრობ გავბრიყვდე ახლაც,
შენ არ აგიდგა გვერდები მანამ,
სანამ მე ცოლად არ მოგცე იგი.
გადავუძახებ უფსკრულში უმალ,
უმალ მე იმას ჩანჩქერში ვისვრი,
ძირს რომ ვარდება ზემოდან ზათქით,
მძვინვარ მორევში ჩავგდებ კლდიდან,
მანის ღლაბუტას ჩავუგდებ პირში,
ვისვრი ხახაში ტუონის წერის“.
მჭედელს სახეში მოაწვა სისხლი,
ერთბაშად გვერდზე მოექცა სახე,
მთლად აებურძგნა ხუჭუჭა თმები,
გააკრაჭუნა კბილები მწარედ
და შურდულივით შევარდა ქოხში,
მოითქვა სული, დაიცხრო წყრომა,
და დაყვავებით მიმართა ქალწულს:
„წამოდი ჩემთან, ლამაზო ქალო!
შეცვალე ჩემი პირველი ცოლი,
შენ დაიკავე შენი დის სკამი
და თაფლიანი პურები მიცხვე,
სპილენძის ქვაბში მიდუღე ლუდი!“
აჩხავლდა ბავშვი – მფორთხავი
ზღურბლზე,
გადაბჟირდა და რატრატებს ასე:
„ვინ დაგპატიჟა, შენ აქ რა გინდა!
აქედან მოწყდი, გაბრუნდი უკან,
არ ვნახო აწი აქ შენი ფეხი,

698 მკითხველთა ლიგა


რაც მოგვაყენე ზიანი, კმარა,
რა შავ დღეშიაც ჩაგვყარე, კმარა,
იმ დღიდან – ჩვენი რაც გახდი სიძე.
ჩემო კარგო და ლამაზო დაო!
არ მოგივიდეს სასიძო თვალში,
არ შეგაცდინოს წვივებმა მისმა,
კაცის ბაგემ არ მოგტაცოს თვალი,
მგლის კბილები აქვს, იცოდე, საქმროს,
კლანჭებს არ აჩენს მელისას იგი,
აქვს დამალული თათები დათვის,
მის დანას სისხლი სწყურია მხოლოდ,
იმ დანით იგი თავებს სჭრის ყველას,
ზურგი გაფატრა იმ დანამ ბევრის“.
ქალმა მრისხანედ აზნიქა წარბი
და მოხსნა პირი და მოდგა მჭედელს:
„რა გამაყოლებს, შე ყოვლად გლახა,
მე შენისთანა ავაზაკს ცოლად!
შენ თუკი ცოლი მოკალი შენი,
გახდა ჩემი და თუ შენი წერა,
არც მე დამაყრი, ცხადია, კარგ დღეს,
მეც, რა თქმა უნდა, მომიღებ ბოლოს.
განა ქალწული არ არის ღირსი,
საუკეთესო რომ ჰყავდეს ქმარი,
ტანი ექნება რომელსაც ნაძვის,
ფართო ექნება რომელსაც სახლი,
მარხილი ვისაც ექნება კოხტა,
ნეკი ექნება შენხელა ვისაც,
ვინც არ იქნება შენსავით ხეპრე

699 მკითხველთა ლიგა


და მოთხუპნული სამჭედლოს მურით“.
ილმარინენი გაბრაზდა ფრიად,
მოედო ცეცხლი, აენთო სახე,
მთლად აებურძგნა ხუჭუჭა თმები,
გამწარებულმა იკბინა ტუჩზე,
გაქანდა, ჯიქურ ეძგერა ქალწულს,
დაავლო ხელი, ჩაბღუჯა მაგრად,
გამოამტვრია კარები ქოხის,
ქალითურთ მყისვე მარხილთან გაჩნდა;
ქალი მარხილზე შეაგდო სწრაფად,
სადავეები მიუშვა ულაყს,
ერთხელ თუ ორჯერ მათრახიც სწყვიტა,
და ადგილიდან ქარივით მოწყდა,
და ცალი ხელით ის იჭერს აღვირს,
ქალის მკერდში აქვს მეორე ხელი.
მარხილში მწარედ სლუკუნებს ქალი
და გაიძახის ის ასეთ სიტყვებს:
„მე ჭაობებში მივდივარ შტოშთან,
დამპალ ლაქაშთა მივდივარ მხარეს,
იქ მე აშკარა დაღუპვა მელის,
იქ ამომძვრება ჩიტივით სული.
ო, ილმარინენ, გამიშვი თორემ,
რაც დაგემართოს, მოკითხე შენ თავს,
სულ დაგილეწავ ამ ოხერ მარხილს,
სულ ნაფოტებად, იცოდე ვაქცევ,
წუთში მუხლებით დაგიმსხვრევ ამას,
მარხილს ფეხებით დაგირღვევ ხელად“.
ილმარინენი ვერ მალავს ღიმილს,

700 მკითხველთა ლიგა


და კვერითხურო ღიმილით ამბობს:
„მარხილის ოდნავ არა მაქვს შიში,
იგი მთლიანად რკინაა წმინდა,
ასე რომ, იმას ვერაფერს ავნებ,
ათასიც ჰყაროს ტლინკები ტურფამ“.
ქალწული კვლავაც განაგრძობს
ტირილს,
იკაწრავს სახეს, თავში ხელს იშენს,
სიმწრისგან იმტვრევს მშვენიერ თითებს,
უშენს მარხილის ძგიდეზე მჯიღებს
და კვერითხუროს მიმართავს ასე:
„თუ არ გამიშვებ, ვიქცევი სიგად,
აგერ, ახლავე ვისკუპებ წყალში,
გავსრიალდები ტალღებში მარდად“.
ილმარინენი, უკვდავი მარად,
სრული სიმშვიდით მიუგებს ქალწულს:
„და მაინც ჩემგან ვერ წახვალ ვერსად,
ქარიყლაპიად მოგყვები უკან“.
ქალწული კვლავაც განაგრძობს ტირილს,
იკაწრავს სახეს, თავში ხელს იშენს,
სიმწრისგან იმტვრევს მშვენიერ თითებს,
უშენს მარხილის ძგიდეზე მჯიღებს
და კვერითხუროს მიმართავს ასე:
„მე შემიძლია ყარყუმად ვიქცე,
თუ არ გამიშვებ, ვიქცევი კიდეც,
და ვიხტუნავებ ფრიალო კლდეზე“.
ილმარინენი, უკვდავი მარად,
სრული სიმშვიდით მიუგებს ქალწულს:

701 მკითხველთა ლიგა


„ჩემგან შენ მაინც ვერ წახვალ ვერსად,
დაგედევნები კვალდაკვალ წავად“.
ქალწული კვლავაც განაგრძობს
ტირილს,
იკაწრავს სახეს, თავში ხელს იშენს,
სიმწრისგან იმტვრევს მშვენიერ თითებს,
უშენს მარხილის ძგიდეზე მჯიღებს
და კვერითხუროს მიმართავს ასე:
„მე შემიძლია ტოროლად ვიქცე,
თუ არ გამიშვებ, ვიქცევი კიდეც,
და შენ ღრუბლებში მიპოვნი ვეღარ“.
ილმარინენი, უკვდავი მარად,
სრული სიმშვიდით მიუგებს ქალწულს:
„შენ ჩემგან მაინც ვერ წახვალ ვერსად,
გამოგენთები არწივად უკან“.
რა გაიარეს პატარა კიდევ,
გზა გაიარეს რა კიდევ ცოტა,
დაიფრუტუნა ულაყმა უცებ,
დაფრთხა ანაზდად რატომღაც ცხენი.
ფრუტუნზე თავი აიღო ქალმა,
თოვლზე რაღაცის შენიშნა კვალი,
და თქვა, მჭედელს რომ გაეგო, ისე:
„რამ გაირბინა ამ გზაზე ნეტა?“
ილმარინენმა მიუგო ქალწულს:
„გაურბენია ამ გზაზე კურდღელს“.
ამოიოხრა ქალწულმა მძიმედ,
ამოაყოლა თან გული ლამის,
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:

702 მკითხველთა ლიგა


„ვაჰმე, რა ცუდი მქონია ბედი!
რა უბედური ვყოფილვარ ქალი!
ჩემს საბედოსთან მუდამდღე ყოფნას
და მის გაცრეცილ საბანქვეშ გდებას,
არ ჯობდა კურდღელს შევერთე ცოლად,
ფეხმოჩორთვილი მყოლოდა ქმარი?!
არ ჯობდა?! ჯობდა! ღმერთმანი, ჯობდა!
კურდღელს ქოჩორი აქვს უფრო კარგი,
უფრორე კარგი აქვს კურდღელს სახე“.
მჭედელს სახეზე ალმური ასდის,
ჩასცქერის მიწას, იკვნიტავს ტუჩებს,
გზაზე მარხილი ხმაურით მიჰქრის.
რა გაიარეს მანძილი ცოტა,
კვლავ აფრუტუნდა ულაყი უცებ,
დაფრთხა ანაზდად რატომღაც ცხენი.
ფრუტუნზე თავი აიღო ქალმა,
თოვლზე რაღაცის შენიშნა კვალი,
და თქვა, მჭედელს რომ გაეგო, ისე:
„რამ გაირბინა ამ გზაზე ნეტა?“
ილმარინენი მიუგებს ქალწულს:
„გაურბენია ამ გზაზე მელას“.
ამოიოხრა ქალწულმა მძიმედ,
ამოაყოლა თან გული ლამის,
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ვაჰმე, რა ცუდი მქონია ბედი,
რა უბედური ვყოფილვარ ქალი!
ჩემს საბედოსთან მუდამდღე ყოფნას
და მის გაცრეცილ საბანქვეშ გდებას,

703 მკითხველთა ლიგა


არ ჯობდა მელას შევერთე ცოლად,
ვყოფილიყავი ნადირის ცოლი?!
არ ჯობდა?! ჯობდა! ღმერთმანი, ჯობდა!
აქვს უფრო კარგი ქოჩორი მელას,
უფრორე კარგი აქვს მელას სახე“.
მჭედელს სახეზე ალმური ასდის,
ჩასცქერის მიწას, კბილს აჭერს ბაგეს,
გზაზე მარხილი ხმაურით მიჰქრის.
რა გაიარეს მანძილი მცირე,
კვლავ აფრუტუნდა ულაყი უცებ,
დაფრთხა ანაზდად რატომღაც ცხენი.
ფრუტუნზე თავი აიღო ქალმა,
თოვლზე რაღაცის შენიშნა კვალი,
და თქვა, მჭედელს რომ გაეგო, ისე:
„რამ გაირბინა ამ გზაზე ნეტა?“
ილმარინენმა მიუგო ქალწულს:
„გადაირბინა, ეტყობა, მგელმა“.
ამოიოხრა ქალწულმა მძიმედ,
ამოაყოლა თან გული ლამის,
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ვაჰმე, რა ცუდი მქონია ბედი,
რა უბედური ვყოფილვარ ქალი!
ჩემს საბედოსთან მუდამდღე ყოფნას
და მის გაცრეცილ საბანქვეშ გდებას,
არ ჯობდა მგელს რომ შევერთე ცოლად
და ქედუძრავი მყოლოდა ქმარი?!
არ ჯობდა?! ჯობდა! ღმერთმანი, ჯობდა!
უფრო კარგია ქოჩორი მგლისა,

704 მკითხველთა ლიგა


არის ლამაზი მგლის სახე უფრო“.
მჭედელს სახეზე ალმური ასდის,
ჩასცქერის მიწას, კბილს აჭერს ბაგეს,
გზაზე მარხილი შხუილით მიჰქრის!..
უცებ – გარშემო სოფელი უცხო!
აქ – მგზავრობისგან დაღლილი ერთობ,
ილმარინენი მიეგდო ძილად,
ცოლმა კი სხვასთან ტკარცალი მორთო,
ისიც, მძინარი მეუღლის თავზე.
ილმარინენმა, როდესაც დილით
გამოიღვიძა და ადგა ზეზე,
დამანჭა სახე, დაღუნა თავი,
მთლად აებურძგნა ხუჭუჭა თმები,
და კვერითხურომ წარმოთქვა სიტყვა,
ასეთი სიტყვა ღაღადჰყო ბრძენმა:
„ვჭექო თუ არა სიმღერა გზნებით,
ვთქვა, თუ არა ვთქვა შელოცვა მძლავრი,
არის თუ არა ამ ქალზე ახი
ტყის მხეცად ან ზღვის მხეცად ქცევა?
თუ მე ეს ქალი შევუშვი ტყეში,
ტყეს თავდაყირა დაამხობს ხელად,
წყალში რომ მივცე მუდმივი ბინა,
წყლიდან იმ წამსვე დაიფრენს თევზებს:
ყველაფერ ამას ჯობია ისევ,
ვიძრო ხმალი და წავაძრო თავი“...
ფიქრებს მიუხვდა მახვილი პატრონს,
გაიგო ხმალმა სურვილი მჭედლის,
და ეუბნება ის მჭედელს ასე:

705 მკითხველთა ლიგა


„მე გამომჭედეს იმისთვის როდი,
რომ უძლურ ქალთა დავიდო ცოდვა
და უმწეოთა დავღვარო სისხლი!“
ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
მძლავრი შელოცვა დაიწყო უცებ,
ხმამაღლა სჭექა შელოცვა მძლავრი:
ცოლი თოლიად აქცია ხელად,
რომ იგოგმანოს ფრიალო კლდეზე,
რომ კლდეთა შორის იჭყივლოს ხოლმე,
რომ უტრიალოს ზღვის ნაპირს მიწყივ
და ქარიშხალში დროდადრო მოჰყვეს.
მერე მობრუნდა მჭედელი ბრძენი,
აიწია და მარხილზე დაჯდა.
ხმაურით მიჰქრის მარხილი გზაზე,
ილმარინენი თავს არ სწევს ზევით,
იგი მამულში ბრუნდება უკან,
უახლოვდება მიდამოს ნაცნობს.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
შემოეყარა დაღვრემილს გზაზე,
და კვერითხუროს მიმართა ბრძენმა:
„ძმაო, მჭედელო, განთქმულო ქვეყნად,
რამ დაგაღონა, შე კაცო, აგრე,
რატომ გაქვს ქუდი ქცეული გვერდზე?
მითხარ, რასა იქმს პოხელის მხარე?“
ილმარინენი ვეინეს ეტყვის:
„ცხოვრება დუღს და გადმოდის პოხელს,
იქ სახურავი ტრიალებს ჭრელი,
მუდამდღე უხვად ფქვავს და და ფქვავს

706 მკითხველთა ლიგა


სამპო;
დღეს რომ საკმარისს ჩამოფქვავს
მდღევარს,
ხვალ მთელ დღეს იგი ბაზრისთვის ბრუნავს,
ზეგ სანადიმოდ ახვავებს ხორაგს;
არის სიმართლე მე რასაც ვამბობ,
მე ამას კვლავაც ვიტყვი და ვიტყვი:
საამურია პოხელში ყოფა,
რადგან პოხელში სამპოა უხვი!
ბევრია ხნული, ნათესიც ბევრი,
საძოვრები ხომ არის და არის,
მოკლედ: დიდია დოვლათი პოხელს“.
კვლავ ეკითხება ვეინე მჭედელს:
„ძმაო, მჭედელო, განთქმულო ქვეყნად.
რატომ შენ ცოლი არ გახლავს შენი,
დიდად ცნობილი ქალწული ტურფა,
რატომ დაბრუნდი უცოლოდ უკან,
შინ მარტოხელა დაბრუნდი რატომ?“
ილმარინენი, მჭედელი ბრძენი,
ვეინეს სიტყვას მიუგებს ასეთს:
„მე ზღვის თოლიად ვაქციე ცოლი,
ის საძაგელი მეუღლე ჩემი,
და იგი ახლა დაფრინავს ზღვაზე
და ჭყივის მწარედ და ჩხავის მუდამ,
ხმა ტინთა შორის არ ცხრება მისი,
ხმით ამაზრზენით აყრუებს კლდეთა“.

707 მკითხველთა ლიგა


runa ocdamecxramete

ვეინემეინენი ურჩევს ილმარინენს წაჰყვეს პოხელში სამ-


პოს მოსაპოვებლად; ილმარინენი თანხმდება და გმირები ნა-
ვით დაადგებიან გზას. გზაში ხვდებათ ლემინკაინენი და, რომ
გაიგებს, სადაც მიდიან, სთხოვს მეც წამიყვანეთო, რაზეც ისი-
ნი სიამოვნებით თანხმდებიან.

708 მკითხველთა ლიგა


მოხუცი ბრძენი, მართალი ცამდე,
ხვაშიადს უმხელს ვეინე მჭედელს:
„ილმარინენო, მჭედელო დიდო,
მოდი მე და შენ წავიდეთ პოხელს,
გამოვიტაცოთ იქიდან სამპო
და სახურავი სამპოსი ჭრელი“.
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
მხცოვანს პასუხად მიუგებს ასე:
„იმ ჯანღიანი პოხელის მხრიდან,
იმ მოქუფრული საროლის მიწით,
გამოტაცება სამპოსი, ძმაო,
და სახურავის მოპარვა ჭრელის –
ეგრე ადვილი საქმეა როდი.
იქ გულმოდგინედ დამალეს სამპო
და სახურავი სამპოსი ჭრელი –
ვეებერთელა პიტალო კლდეში,
პოხელის რვალის ორწოხთა შორის,
და ცხრაკლიტულში ჩაჰკეტეს იგი;
და სამი ფესვი გაუჩნდა სამპოს
და ცხრა საჟენზე ჩაუშვა თითო,
ერთი მათგანი მიწაში გადის,
ზღვის ნაპირს აღწევს მეორე ფესვი,
მესამე შედის, სახლის წინ, მთაში“.
კვლავ არ ეშვება ვეინე მჭედელს:
„არა, ჩვენ უნდა ჩავიგდოთ სამპო,
ჩვენ ცხრაკლიტული შევლეწოთ უნდა

709 მკითხველთა ლიგა


და ჯანღიანი პოხელის მხრიდან,
მთებიდან, სადაც ბევრია რვალი,
გამოვიტაცოთ როგორმე სამპო
და სახურავი სამპოსი ჭრელი!
დროა დრომონი ავაგოთ უკვე,
ზედ რომ ხალვათად მოთავსდეს სამპო!“
ვეინეს ეტყვის მჭედელი ასე:
„არ გამოდგება ზღვით წასვლა ჩვენი,
ზღვაზე მძვინვარე მიმოქრის ლემპო,
გადი-გამოდის სიკვდილი ზღვაზე;
იქ ხელით მოსმა მოგვიწევს ხოფის,
ბრუნვა იდაყვთა, ვითარცა საჭის;
იქ შეიძლება მოგვისწროს ქარმა,
გადაგვიბრუნოს დრომონი დიდი,
უხიფათოა ხმელეთი უფრო,
ხმელეთით წასვლა ვარჩიოთ, მოდი!“
ვეინემ ასე მიუგო მჭედელს:
„ხარ სწორზე სწორი, ხმელეთით წასვლა
უხიფათოა ნამდვილად, მაგრამ,
სამაგიეროდ, გზა არის შორი;
რა შეედრება მგზავრობას გემით,
ზღვაში ხომალდით გაცურვას რა ჯობს,
ზღვის ზედაპირზე ქარივით მიჰქრი,
წინ მიგაქანებს დინება სწრაფი,
მიაქროლებენ ქარები ხომალდს,
ატორტმანებენ ტალღები დრომონს,
ხომალდს ლიონტო აქანებს მძლავრი,
დრომონს არგესტი აწვება უკან;

710 მკითხველთა ლიგა


მაგრამ შენ შენსას არ იშლი რადგან,
ხმელეთით წასვლა გსურს ასე რაკი,
დე, იყოს ნება ამჯერად შენი,
ზღვის ნაპირ-ნაპირ გავუყვეთ მაშინ!
გამომიჭედე შენ ოღონდ ხმალი,
ცეცხლისმფრქვეველი მახვილი მკვეთრი,
რომ მე ძაღლები ვიფრინო მითი,
მივფანტ-მოვფანტო პოხელის ხალხი.
მე ხომ პოხელი დავლაშქრო უნდა,
ყინულით სავსე სოფლები მისი
და მოღუშული საროლი ქუფრი, –
რომ წამოვიღო იქიდან სამპო“.
ქურასთან დადგა მჭედელი დიდი,
ილმარინენი, უკვდავი მარად,
რკინის ნაჭერი დააგდო ცეცხლზე,
ცეცხლზე ფოლადის დააგდო ზოდი,
პეშვით ჩაყარა ქურაში ოქრო,
ქურაში ვერცხლი ჩაყარა პეშვით,
ცეცხლის შებერვა უბრძანა მონებს,
ქირას იღებენ რომლებიც დღიურს.
მონები მყისვე შეუდგნენ საქმეს,
საბერველებმა ასტეხეს ქშენა,
ცომივით დალბა ფოლადი მტკიცე,
ფაფად გადიქცა მაგარი რკინა,
წყალივით გახდა ბრწყინვალე ვერცხლი,
ოქრომ ჭავლივით დაიწყო წმაწვნა.
და დაიხარა მჭედელი ბრძმედთან,
მჭედელი ბრძენი, უკვდავი მარად,

711 მკითხველთა ლიგა


და ჩაიხედა მჭედელმა ბრძმედში
და ბრძმედის ფსკერზე მჭედელი ხედავს:
მოსაპირავი კრიალებს ხმალი,
მახვილს ოქროსი უხდება ვადა.
მარწუხით დაწვდა მჭედელი ნაერთს
და მოლაპლაპე ლითონი ცხელი
გადაიტანა ქურიდან გრდემლზე
და ახლა ოქროს გაუჩნდა საქმე.
როგორიც სურდა, გაჭედა ხმალი;
ჯერარნახული ფხა ჰქონდა მახვილს,
მოასევადა მახვილი ვერცხლით,
მოაზარნიშა ოქროთი იგი.
ხმლის სანახავად ვეინე მოდის,
მოხუცი ბრძენი, მართალი ყოვლად.
მან ცეცხლოვანი აიღო ხმალი,
ის მახვილს იჭერს მარჯვენა ხელში,
ფხაზე ხმალს ცერი აუსვა ფრთხილად
და კვერითხუროს მიმართა ასე:
„დაშვენდება კი ეს ხმალი მოყმეს?!
მოუხდება კი მახვილი სპათარს?!“
იცოცხლე, ხმალი მოუხდა სპათარს,
გაგიხარია, დაშვენდა მოყმეს.
მახვილის წვერზე ქათქათებს მთვარე,
ხმლის შუაწელზე კაშკაშა მზეა,
ცოტა უფრო ძირს ულაყი ხვივის,
ცოტათი ზემოთ გაჩხავის კატა,
უფრო ქვემორე ყეფს და ყეფს ძაღლი.
აქეთ და იქით ის იქნევს მახვილს,

712 მკითხველთა ლიგა


და რკინის კლდეებს ჩეხავს და აპობს
და ლაპარაკობს თან სიტყვებს ასეთს:
„მე ამ მახვილით ხალვათად ძალმიძს
ნაკუწ-ნაკუწად ვაქციო ტინი,
დავანაფოტო პიტალო კლდენი“.
ამ დროს მჭედელი, უკვდავი მარად,
თავისთვის დგას და ხმამაღლა ფიქრობს:
„მე უბედურმა, რაღა ვქნა ახლა,
ბედშავმა, თავი დავიცვა რითი,
ვით განვერიდო, გადვურჩე როგორ
ზღვისა და მიწის უამრავ ხიფათს?!
ბეგთარი ხომ არ მოვირგო ტანზე,
ხომ არ ჩავიცვა პერანგი რკინის,
სარტყელი ხომ არ შევირტყა ბასრის?
აბჯარში უფრო მძლავრია გმირი,
თორში მედგარი უფროა მოყმე,
უფრო მხნე, – წელზე ფოლადის ქამრით“.
და, აი, დადგა დრო მათი წასვლის,
გზაზე დადგომის დრო დადგა უკვე.
უნდა წავიდეს ვეინე პოხელს,
იმასთან ერთად – მჭედელი დიდი.
მოსართავები მოიგდეს ზურგზე,
აღვირ-ავშარა აიღეს ხელში
და გაემართნენ საძებრად ცხენის,
სურთ ბედაური იპოვნონ სადმე.
თვალმოუწყვეტლად უმზერენ უღრანს,
იყურებიან დაბურულ ტყეში,
რომ ეგებ სადმე გამოჩნდეს უცებ

713 მკითხველთა ლიგა


დიდ ხეთა შორის ულაყის დრუნჩი.
ბოლოს მუხნარში იპოვნეს ცხენი,
ყვითელფაფარა მერანი მკვირცხლი.
ცამდე მართალმა, ვეინე ბრძენმა
და მასთან ერთად მჭედელმა დიდმა
შემოუჭირეს ღვედები ულაყს,
ყბებში ლაგამი ამოსდეს ხელად.
და თქარათქურით მიდიან გზაზე,
ზღვის ნაპირ-ნაპირ მიდიან ორნი:
უცებ შორიდან მოესმათ კვნესა,
ნავმისადგომთან კვნესოდა ვიღაც.
ბრძენმა ვეინემ, მართალმა ცამდე,
დააყურა და მიმართა მჭედელს:
„ეს რომ ქვითინებს – ქალია ალბათ,
ასე რომ ტირის – გვრიტია მგონი,
ხომ არ მივიდეთ, რას იტყვი, ახლოს,
ხომ არ გავიგოთ, რაშია საქმე?!“
ვეინე სწრაფად წავიდა იქით,
ხმა საიდანაც ისმოდა კვნესის,
და, ქალი კი არ წუწუნებს თურმე,
და, გვრიტი კი არ ღვარღვალებს ტურფა, –
გულამომჯდარი ქვითინებს ნავი,
კვნესის და მოთქვამს დრომონი დიდი.
ასე მიმართა მოტირალ დრომონს
ვეინემ, მდგარმა დრომონის გვერდით:
„რა გაქვითინებს, ხომალდო ფიცრის,
ლამაზო ნავო, შემკულო კავით,
იქნება ნავსემ გაგთალა ტლანქად,

714 მკითხველთა ლიგა


იქნებ კავები გაწუხებს ნიჩბის?“
ალაპარაკდა ხომალდი ფიცრის,
კავებით უთხრა ვეინეს გემმა:
„ამ საგორავზე როდემდე ვეგდო,
გაზუზნულია რომელიც ფისით...
ზღვაში შეცურვა მწყურია ხომალდს,
ვითარცა ქმარი – მოწიფულ ქალწულს.
იმიტომ ვტირი, იმიტომ ვკვნესი
და მეთუთქება იმიტომ გული, –
არ გაჩნდა კაცი, მიბიძგოს ხელი
და შემაცუროს სანატრელ ზღვაში.
მაგებდნენ ოდეს, მეტყოდნენ ხოლმე,
მკრავდნენ როდესაც, მიმღერდნენ ასე:
შენ საომარი იქნები გემი,
შენ იქნებიო დრომონი დიდი,
ფსკერის სიმდიდრის მოგელის ზიდვა,
ცურვა მოგიწევს უზომო განძით:
მე კი, ჯერ ომში ვყოფილვარ არც კი,
ჯერ მე ნადავლის არც ვიცი გემო.
უარესია რამდენი ჩემზე
და მაინც დაჰყავთ რატომღაც ომში.
ხშირად არიან ისინი ლაშქრად,
ერთ ზაფხულს სამჯერ გადიან ზღვაში,
შინ ბრუნდებიან უზომო ფულით,
ფსკერით უზღვავი საუნჯე მოაქვთ.
მე კი, ნაგები ესოდენ ტურფად,
მოხრილი ფიცრით, აფრაკით ბევრით,
ამ ნაფოტებზე ვაგდივარ მიწყვივ,

715 მკითხველთა ლიგა


საგორავებზე – მოთხვრილზე ფისით.
და ჭიაღუა მეხვევა მიწის,
ჩემს ქვეშ ლაშქარი ფუსფუსებს მათი,
ზღვის საძაგელი ფრინველი მოდის
და ჩემს ანძაზე იკეთებს ბუდეს,
მეწვევა ხოლმე ბაყაყი ურცხვი
და ჩემს კიჩოზე სკუპდება მყვარი.
მე ორჯერ მეტად მერჩია ამას,
სამჯერ მეტადაც მერჩია, მგონი,
ვყოფილიყავი მაღალ მთის ნაძვი,
ან ატყორცნილი ზღვისპირა ფიჭვი,
იქ ციყვი მაინც ირბენდა ჩემზე,
ძირს გამირბენდა მწევარი მაინც“.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
გემს დაყვავებით ამ სიტყვას ეტყვის:
„ნუ იცრემლები, ხომალდო ფიცრის,
ნავო – კავებით შემკულო ტურფად,
ძალიან მალე შენ წახვალ ომში,
შენ ლაშქრად წახვალ ძალიან მალე.
ოღონდ მითხარი, ოსტატი შენი
იყო თუ არა ხელფურჩი კაცი?
ძალგიძს თუ არა გაცურო ცერად
იქით, საითაც დინება მიჰქრის,
ისე, რომ ხელი არ გახლოს კაცმა,
თითითაც რომ არ შეგეხოს, ისე,
უკნიდან რომ არ მოგაწვეს ბეჭით“
და ხელით რომ არ გათრიოს წყალზე?
ალპარაკდა ხომალდი ფიცრის,

716 მკითხველთა ლიგა


კავებით უთხრა ვეინეს ასე:
„ჩვენი ჯილაგის ვერცერთი წევრი
დედამიწაზე ვერცერთი ნავი
ვერ წავა, თუ არ ჩაუშვეს წყალში,
თუ არ შეაგდეს ზვირთებზე ნერჩით,
თუ ადგილიდან არ დაძრეს ძალით,
ღონივრად თუ არ უბიძგეს ხელი“.
კვლავ ეუბნება ვეინე ბრძენი:
„ვთქვათ და ზვირთებზე შეგაგდე, მაშინ
შეძლებ ნიჩბების გარეშე ცურვას?
ნიჩაბი რომ არ იძვროდეს, ისე,
ტიმონმა რომ არ აიღოს გეზი,
იალქნებს რომ არ დაჰბეროს ქარმა?“
ალაპარაკდა ხომალდი ფიცრის,
კავებით უთხრა ვეინეს ასე:
„ჩემი ჯილაგის ვერცერთი წევრი,
რაც ნავებია, ვერცერთი ნავი
ვერ წავა, თუ არ მოუსვეს ნიჩაბებს,
თითებმა თუ არ ჩაბღუჯა ხოფი,
ტიმონმა თუ არ აუღო გეზი,
იალქნებს თუ არ დაჰბერა ქარმა“.
ვეიენემეინე, მოხუცი ბრძენი,
კვლავ ეუბნება გემს სიტყვას ასეთს:
„თუ მაგალითად, მოუსვეს ნიჩბებს,
თუ ამოძრავდა ცირცელის ხოფი,
თუ დაგაყენა ტიმონმა გზაზე,
თუ დაუბერა იალქნებს, მაშინ?!“
ალაპარაკდა ხომალდი ფიცრის,

717 მკითხველთა ლიგა


კავებით უთხრა ვეინეს ასე:
„ჩემი ჯილაგის ყოველი წევრი,
რაც ნავებია, ყოველი ნავი,
მიჰქრის, თუ ხელებს უჭირავს ხოფი,
თუ ეხმარება ნიჩაბი სვლაში,
თუკი ტიმონი აყენებს გზაზე,
იალქნებს თუკი უბერავს ქარი“.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ნაპირზე ტოვებს შეკაზმულ ულაყს,
ხეს გამოაბა ავშარა ხელად,
ცხენი ავშარით მიაბა ხეზე,
და დააგორა ხომალდი ზღვისკენ,
ზღვაში სიმღერით შეაგდო გემი,
თან ეკითხება გზადაგზა ხომალდს,
გემს ეკითხება ვეინე ასე:
„გემო, მოხრილო, მართლაცდა, კოხტად,
კავებით ტურფად შემკულო ნავო,
ისეთი კარგი თუ იცი ცურვაც,
ვითარცა თვითონ შენა ხარ კარგი?“
ალაპარაკდა ხომალდი ფიცრის,
კავებით უთხრა ვეინეს ასე:
„ცურვით მე ცურვა ბრწყინვალე ვიცი,
დატევით ფსკერზე ხალვათად ძალმიძს
დატევა ასი მენიჩბე მოყმის
და, ამათ გარდა, ათასი მგზავრის“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ნელა დაიწყო სიმღერა ლაღი,
და იმ ხომალდის ერთ მხარეს მყისვე

718 მკითხველთა ლიგა


ჩამოეპწკარნენ მოყმენი ბრგენი,
ღონით სავსეა მკლავები მათი,
ფეხზე ჩექმები აცვია ყველას;
ხოლო ხომალდის მეორე მხარეს
ბეჭდებიანი ასულნი დასხდნენ,
სამკაულები ჰკიდიათ კალის,
რვალის ქამრები არტყიათ წელზე.
ბრძენმა სიმღერას უმატა უფრო,
ხომალდში უფრო იმატა ხალხმა,
ჭაბუკნი ჩასხდნენ ადრე და მჭიდროდ,
თავისუფალი არ დარჩა სკამი,
ფსკერზე ხნიერი მოთავსდა ხალხი,
რომ იქ მსხდარიყვნენ სიცოცხლე მთელი.
თვითონ ვეინე კიჩოზე დაჯდა,
არყის კიჩოზე ჩამოჯდა ბრძენი,
გზაზე აყენებს ვეინე ხომალდს,
აზართიანებს ორჩხომელს ასე:
„გავარდი, გასწი, გაქანდი, გაშპი,
გააპე ზვირთნი უხეო სივრცის,
გაფრინდი, როგორც ერცახე ბუშტი,
როგორც ყვავილი დინებით სწრაფით!“
ჭაბუკთ ნიჩაბთა უბრძანა მოსმა,
უსაქმოდ სხდომა უბრძანა ქალწულთ;
ამაოდ უსმენ ჭაბუკნი ნიჩბებს –
ვერ დაატანეს ბარაქა მანძილს.
ქალწულთ ნიჩაბთა უბრძანა მოსმა,
უსაქმოდ სხდომა უბრძანა ჭაბუკთ;
ამაოდ უსმენ ქალწულნი ნიჩბებს –

719 მკითხველთა ლიგა


ვერ დაატანეს ბარაქა მანძილს.
მოხუცთ ნიჩაბთა უბრძანა მოსმა,
უსაქმოდ სხდომა უბრძანა ქალ-ვაჟთ,
ამაოდ უსმენ მოხუცნი ნიჩბებს, –
ვერ დაატანეს ბარაქა მანძილს.
ნიჩბებს თვითონვე მიუჯდა ბოლოს;
მოუსვა ერთი, მოუსვა ორი,
ერთიც და... უცებ გაქანდა გემი
და დაატანა ბარაქა მანძილს.
ისმის ნიჩბების დგაფუნი წყალში,
ჟღარუნი გააქვთ ხომალდის კავთა.
ის საშინელი ხმაურით უსვამს,
და ირწევიან სკამები გემზე,
საწყლად ოხრავენ ცირცელის ხოფნი,
ხოფის პირები, ვითარცა გედნი,
სახელურები, ვითარცა გნოლნი,
ხმობს, როგორც გედი, ხომალდი ცხვირით,
როგორც ყორანი – ხროტინებს კიჩო
და ქოთქოთებენ ხომალდის კავნი.
წითელ კიჩოზე ზის თვითონ ბრძენი,
ხელში ხომალდის უჭირავს საჭე,
მიმართულებას ის აძლევს ხომალდს,
ზღვაში ხომალდი დგაფუნით უხვევს;
უცებ პატარა გამოჩნდა კონცხი,
კონცხზე სოფელი გამოჩნდა მცირე.
კაუკო არის ამ სოფლის მკვიდრი,
აქ, ამ ყურეში ბინადრობს ახტი,
წუწუნებს ახტი, გაწყვაო თევზი,

720 მკითხველთა ლიგა


არ გააჩნია საძღომად პური,
ძალზე ვიწროა კაუკოს ქოხი,
ცხოვრობს კაუკო ხელვიწროდ ერთობ.
ამ დაწყევლილ და დამშეულ კონცხზე,
ამ უპოვარის უბედურ ქოხთან,
ძრო შეუკეთა ვეინემ ხომალდს,
გამოუზნიქა შეხრილი გვერდი.
აქვს იშვიათი კაუკოს სმენა,
კაუკოს თვალიც საოცრად უჭრის,
მან გამჭრიახად გახედა შორეთს,
მახვილი მზერა მიმართა მზისკენ,
შორს ცისარტყელა შენიშნა ჭრელი,
უფრო შორს თვალი შეასწრო ღრუბელს.
მაგრამ ეს არის ღრუბელი როდი,
ეს ცისარტყელა როდია ჭრელი,
არა! ეს ზვირთებაზნექილ ზღვაზე,
ღია და სწრაფი დინების გულში
ტალღებს მოაპობს ხომალდი ფიცრის,
ეს დრომონია, ეს არის ნავი.
დრომონის საჭეს მამაცი უზის,
ნიჩბებს მაგარი ვაჟკაცი უსვამს.
ამბობს ჭაბუკი ლემინკაინე:
„ჯერ არ მინახავს ასეთი ნავი,
ორჩხომელს ამგვარს პირველად ვხედავ,
აქეთ მოცურავს სუომით იგი,
აღმოსავლეთით წყალს უშენს ხოფი,
დასავლეთისკენ უჭირავს გეზი“.
და კონცხის თავზე შემდგარი მოყმე,

721 მკითხველთა ლიგა


რაც შეუძლია ხმამაღლა ჰყვირის,
შორს, შორს გაისმის ძახილი მისი,
ტალღათა მიღმა გასძახის ბოხად:
„ვისი არისო ეგ ნავი უცხო,
ამ წყლებში ვისი ხომალდი დადის?“
ნავიდან ვაჟნი ეტყვიან მოყმეს,
მოყმის ნავიდან ეტყვიან ქალნი:
„შენ თვითონ ვინ ხარ, მაგ ტყეში მყოფი,
მაგ კონცხზე მდგარი თვით ხარ რა კაცი, –
უკეთუ ნავი არ იცი ჩვენი,
ვეინელისა დრომონი ფიცრის,
თუ არ გეცნობა მესაჭე მარჯვე,
მენიჩბე თუ არ გეცნობა სხარტი?“
ქალ-ვაჟთ ჭაბუკი პასუხად ეტყვის:
„მენიჩბეც ვიცი, მხერვალიც ვიცი,
ორივეს ვიცნობ ძალიან ახლო;
ტიმონს აბრუნებს ვეინე ბრძენი,
კიჩოზე მჯდარი ის მართავს საჭეს,
მენიჩბე არის მჭედელი მძლავრი,
ილმარინენი, უკვდავი მარად.
ოღონდ არ ვიცი, იჩქარით საით?“
მოყმეს ვეინე მიუგებს ასე:
„ჩრდილოეთისკენ გვიჭირავს გეზი,
მძლავრი დინების პირისპირ მივქრით,
ქაფიან ტალღებს მივაპობთ ჯიქურ:
რათა ჯანღიან პოხელის მხრიდან,
და წიაღიდან სპილენძის კლდეთა,
გამოვიტაცოთ ძვირფასი სამპო

722 მკითხველთა ლიგა


და სახურავი სამპოსი ჭრელი“.
მაშინ ვეინეს მიმართა მოყმემ:
„რაკი თქვენ სამპო გსურთ იგდოთ ხელში
და სახურავი სამპოსი ჭრელი, –
სამსახურს ჩემსას იკადრებთ თუკი,
მესამე გმირად წამოვალ თქვენთან,
არ გაჭმევთ სირცხვილს, პირობას გაძლევთ.
გახდებით მოწმე: ვარ მე რა ბიჭიც!
საქმე საქმეზე მიდგება როცა:
დატრიალებას ვუბრძანებ ხელებს,
მხრებს ერთხელ კიდევ ვასწავლი ჭკუას“.
ვეინემეინემ, უკვდავმა მარად,
მოყმეს წაყოლის ნებართვა მისცა, –
ლაშქრად წაყვანა ითავა მისი;
სიამით სახე უბრწყინავს ჭაბუკს,
აი, ხომალდზე ამოდის უკვე,
სწრაფად ამოდის ჭაბუკი გემზე,
მხრებზე მორები გაუდევს დიდი,
გემისთვის მოაქვს მორები მოყმეს.
ღიმილით ეტყვის ვეინე ჭაბუკს:
„რა არის გემზე მორების მეტი,
თავზე საყრელად გვაქვს ძელი ნავში,
ვართ მოწყობილი, ვითარცა ჯერარს;
რაში გინდოდა მაგდენი მორი,
რატომ ამოგაქვს მორები გემზე?!“
მოყმე პასუხად მიუგებს ასე:
„სიფრთხილეს თავი ასტკივა როდი,
ვინ იცის, გზაში რა ბედი გველის!

723 მკითხველთა ლიგა


პოხელის წყლებში, ძალიან ხშირად,
გემიდან ქარი იტაცებს მორებს,
ხომალდის ფიცრებს აგლეჯენ ქარნი“.
ბრძენი ვეინე პასუხად ამბობს:
„გამონაღუნი საომარ ხომალდს
სწორედ იმიტომ აქვს სქელი რკინის,
იმიტომ აკრავს ფოლადი მტკიცე,
რომ ვერაფერი დააკლოს ქარმა,
რომ ვერ დალეწოს გრიგალმა გემი“.

724 მკითხველთა ლიგა


runa meormoce

სამპოზე მონადირენი ჩანჩქერთან მიცურდებიან და იქ მა-


თი ნავი დიდ ქარიყლაპიას დაეჯახება. ისინი ქარიყლაპიას
კლავენ, ნავზე ამოათრევენ, ხარშავენ და ჭამენ. ვეინემეინენი
ქარიყლაპიას ყბებიდან აკეთებს კანტელეს, რომელზედაც
დაკვრას ბევრი ვინმე ცდილობს, მაგრამ არავის არ ყოფნის
უნარი.

725 მკითხველთა ლიგა


კონცხის ნაპირი დატოვა გემმა,
უკან დატოვა სოფელი მწირი,
წინ მიისწრაფის ვეინეს ნავი,
ჩრდილოეთისკენ უჭირავს გეზი.
სიმღერით მართავს ვეინე ხომალდს,
ზღვის შემხედვარე სავსეა ლხინით.
ხელს იჩრდილებენ ქალწულნი თვალზე,
ზღვის პირას მდგარნი ამბობენ ერთხმად:
„ეს რა სიმღერა მოისმის ზღვიდან,
ნეტა ვინ არის, ასე რომ მღერის,
რომ გაახუნა სიმღერა ყველა,
ყველა სიმღერა, – ნამღერი დღემდე!“
ხმაურით მიდის ვეინეს გემი,
მდინარით მიდის პირველ დღეს იგი,
ის მეორე დღეს ჭაობში შედის,
მესამე დღეს კი მიარღვევს ჭორომს.
ლემინკაინე იგონებს წარსულს,
იგონებს იმ დროს, როდესაც იგი
აქ, ამ ცეცხლოვან ნაკადთა ახლოს,
სწორედ ამ ნაკურთხ მორევის პირას,
ისმენდა სიტყვებს, სიპ ქვაზე მჯდარი.
ყველაფერ ამას იგონებს მოყმე
და იგი ჭორომს მიმართავს ასე:
„ნუ ჰყრი პირიდან, ჭორომო, დორბლებს,
შეწყვიტე მტრული თქორთქორი, წყალო,
მდინარის შვილო, ასულო ქაფის,

726 მკითხველთა ლიგა


დაჯექ მორევის შუაში ქვაზე,
კლდეზე დაჯექი შხუილის შუა,
ტალღები მაგრად ჩაბღუჯე ხელში,
არ გამოუშვა მჯიღიდან ზვირთი,
ქაფს მოუჭირე ძლიერად მუჭი,
რომ აღარ გვცემდეს სახეში შხეფი,
აღარ გაჰქონდეს შხუილი მორევს.
შენ, ბებრუხანავ, ზღვის სიღრმის
მკვიდრო,
შენსობას რომ ხარ მცხოვრები ქაფში,
ამოტივტივდი სიღრმიდან ზემოთ,
მიწი-მოწიე ხელებით ლოპრი,
ქაფი მობოჭე, შებოჭე მაგრად,
დააშოშმინე მძვინვარე ზვირთნი,
რათა არ გახდეს ჭორომის წერა,
ვიზეც დაღუპვა არ არის ახი!
თქვენ, მდინარეში ჩასულო ქვებო.
პირქაფიანო წყალქვეშა კლდენო,
წყალში უფრო ღრმად ჩაწიეთ შუბლი,
დაბლა დახრეთ სუყველამ თავი,
გზა დაუცალეთ მეწამულ ხომალდს,
წინ გაფისული გაუშვით ნავი!
ეს საკმარისი არ არის თუკი,
შენ, კივო-კიმო, კამოის ძეო,
გააკეთევი ნახვრეტი ბურღით,
რაც შეიძლება გაბურღე მსხვილად,
ნაკადებში რომ ტინია, იგი,
გახვრიტე ავი პიტალო კლდენი,

727 მკითხველთა ლიგა


არ გაიჩხიროს ხომალდი რათა,
რათა უვნებლად გაცურდეს გემი.
ეს საკმარისი არ არის თუკი:
შენ, მეუფეო მდინართა წყალთა,
წყალქვეშა ქვები აქციე ხავსად,
ქარიყლაპიად აქციე გემი,
ასე გაივლის ის ზვირთთა შორის,
მთასავით ტალღებს გაცურავს ასე.
ო, შენ, ჩანჩქერის ასულო, ტურფავ,
ცივ მდინარეში გაქვს ვისაც ბინა,
გთხოვ, უფრო ნელა დაძახე ძაფი
მაგ სელის ნართის შულოდან ახლა
და მდინარეში გაჭიმე ხეზი,
ცისფერ ნაკადთა გაჭიმე სისწვრივ,
რომ გაფისული თავისი ნერჩით
ზედ გასრიალდეს ხომალდი ჩემი...
გაჭიმე ისე, შემდგომად ჩემსა,
იმ ძაფით გზა რომ გაიგნოს ხამმაც.
მელეტარ, ყოვლად კეთილო ქალო,
კეთილად შენი მიმართე საჭე,
რად მიაქანებ მეწამულ ხომალდს
მოჯადოებულ ნაკადთა სისწვრივ, –
იქითკენ, გასწვრივ ნაძრახი ბინის,
იქ, გრძნეულების წინარე ლანძვთა.
ეს საკმარისი არ არის თუკი,
ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,
წინ გაუძეხი შენ ხომალდს ხმალით,
შენ დააყენე ის ხმალით გზაზე,

728 მკითხველთა ლიგა


რათა იქროლოს ხომალდმა ფიცრის,
ფიჭვის ხომალდი მიჰქროდეს რათა!“
ვეინემეინე, უკვდავი მარად,
ხელმარჯვედ მართავს ხომალდის ტიმონს,
გემმა ტალღების გააპო ზღუდე,
წყალქვეშა სწრაფად გაცურა კლდენი,
არ გაკაწრულა ხომალდი არსად,
არ მოსდებია არაფერს იგი.
მაგრამ, როდესაც ხომალდი ფიცრის
შეცურდა ღია დინების გულში,
უცებ შეწყვიტა ხომალდმა წინსვლა,
ვეღარ მიცურავს წითელი ნავი,
ერთ ადგილზეა ხესავით იგი,
ვეღარც წინ მიდის, ვერც იხევს უკან.
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
ლემინკაინე, იმასთან ერთად,
ღრმად ყოფენ ზღვაში ცირცელის ხოკებს,
მყის მოიმარჯვეს ლატანიც ნაძვის,
არ იშურებენ ძალას და ღონეს,
დაძრან როგორმე სწადიათ გემი.
ძვრაც კი ვერ უქნეს მეწამულ ხომალდს,
არასდიდებით არ იძვრის ნავი.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
ლემინკაინეს მიმართავს ასე:
„ლემინაკაინე, ჭაბუკო ლაღო,
დაიხარე და ჩახედე ერთი:
რა ჯანდაბაა, რომ იჭერს ხომალდს,
რამ გააჩერა ხომალდი მარდი

729 მკითხველთა ლიგა


ამ, რომ ინატრებ, მისთანა წყლებში,
ამ დაწყნარებულ და გაშლილ ზღვაზე...
რა ოხრობაა, კუნძი თუ ლოდი,
რას შევაჯექით, თუ ძმა ხარ ნახე!“
გადაეკიდა ჭაბუკი გემბანს,
რათა გაიგოს, რაშია საქმე,
სწრაფად შეავლო გემის ძირს თვალი
და მოახსენებს ვეინეს იგი:
„ეს არც კუნძია, არც ლოდი მძიმე,
არც ლოდზე ზის და არც კუნძზე ნავი,
ქარიყლაპიას ვაზივართ ზურგზე,
ზღვის ძაღლის მენჯზე ზის გემი ჩვენი!“
მაშინ ვეინე, მოხუცი ბრძენი,
მხიარულ ჭაბუკს მიმართავს ასე:
„რას არ შეხვდება ხომალდი ზღვაში,
ქარიყლაპიას, კუნძებს თუ ლოდებს,
ქარიყლაპიას ვაზივართ ზურგზე?!
ზღვის ძაღლის მენჯზე ზის გემი ჩვენი?!
რაღას უდგეხარ, აიღე ხმალი
და თევზი იგი გაჰკვეთე ორად!“
ჭაბუკმა ლაღმა, ცქვიტმა და მარდმა,
ამასთან ერთად, ჯან-ღონით სავსემ,
ქამრიდან იძრო მახვილი ხელად,
მახვილი, ძვლის რომ არ უჭირს გაჭრა,
იძრო და მყისვე წყალს პირით თხლიშა,
თხლიშა და წყალში ჩავარდა თვითონ,
ზღვაში მოიღო ზღართანი მოყმემ,
ხმალს ხელი უშვა, ზვირთს სტაცა ხელი.

730 მკითხველთა ლიგა


ილმარინენმა, მჭედელმა ბრძენმა,
მოყმეს ქოჩორში ჩაავლო ხელი,
ამოათრია ჭაბუკი ზღვიდან
და სინანულით ის ამბობს ასე:
„ყველა ვაჟკაცი გამიხდა, რაღა!
ვისაც სახეზე ასხია წვერი,
და რამდენია ასეთი მერე –
რამდენია და, რამდენიც გინდა!“
მჭედელმა ხელი წაივლო ფერდზე,
ამოაფრინა ქარქაშით ხმალი,
მტაცებელს ბოლო მოუღოს რათა,
მაგრამ მახვილის მოქნევა ერთი
და ნატეხებად მახვილი იქცა, –
ქარიყლაპიამ ვერ იგრძნო, ისე.
გულმოსულია ვეინე ბრძენი
და გულისწყრომით ის ამბობს ასე:
„კაცები ვართო! – თქვენც იტყვით, რაღა!
რამ გაგაკაცათ, რა გცხიათ კაცის.
საქმე საქმეზე მიდგება როცა,
ჭკუა-გონება როდესაც გმართებთ,
გონება მაშინ არ გიჭრით სწორედ,
იბნევით ხოლმე, ვითარცა ბრინჯი“.
და თვითონ იძრო ვეინემ ხმალი,
ამოამღერა მახვილი მკვეთრი,
ზღვას მოუქნია ელვარე რკინა,
ხმალმა შხუილით გააპო წყალი,
შემდეგ წყალივით გააპო თევზი;
ვერ გაუმაგრდა ზღვის ძაღლის ძვლები.

731 მკითხველთა ლიგა


ეს კია, ხმალი თევზს ჩარჩა ტანში,
იმ თევზის ზურგში ჩაერჭო რკინა,
დაიკარწახა ხელები ბრძენმა,
ამოათრია ხომალდზე თევზი,
და როს გემბანზე დააგდო იგი,
ქარიყლაპია შუაზე გაწყდა;
აქეთ ვეება დავარდა კუდი,
იქით როფანა გაგორდა თავი.
ახლა კი წინსვლა ძალუძდა ხომალდს,
მყის ადგილიდან დაიძრა ნავი,
ვეინემეინემ, უკვდავმა მარად,
დრომონს ტინისკენ უბრუნა პირი
და ნაპირისკენ აიღო გეზი,
შემოტრიალდა უკან და ხედავს:
ხომალდში თევზის დაგორავს თავი,
ხედავს და მოყმეთ მიმართა ასე:
„რომელი არის უფროსი თქვენში,
მე რომ ეს თევზი დამიჭრას სიგრძივ,
კარგად რომ დაჭრას ამ თევზის თავი,
ვითარცა ჯერარს, რომ აქნას ისე?“
ერთხმად შესძახეს ვაჟებმა მხერვალს,
მხერვალს ქალებმა შესძახეს ერთხმად:
„უკარგესია მეთევზის ხელი,
უწმინდესია თითები მისი“.
ბრძენმა ვეინემ, მართალმა ცამდე,
ამოახტუნა ქარქაშით დანა,
გვერდიდან იძრო ფოლადი ცივი,
ეს დიდი თევზი რომ დაჭრას სიგრძივ,

732 მკითხველთა ლიგა


ქარიყლაპია აკუწოს რათა,
და ქალთა მიმართ ის ამბობს ასე:
„რომელი არის უმცროსი თქვენში,
რომ მომიხარშოს ეს თევზი კარგად,
რომ გამიმზადოს საუზმე იგი,
რომ გამიკეთოს სადილი მისგან?“
ერთი კი არა, ასული ათი,
საქმეს ხელიდან ტაცებდნენ ერთურთს;
ქარიყლაპია მოხარშეს ხელად,
მყის გაამზადეს საუზმე ზორბა;
კლდეზე დიდრონი დახვავდა ძვლები,
დიდრონი ფხები ვეება თევზის.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ძვლებს დააკვირდა, მიმოყრილს კლდეზე,
ის ყოველ მათგანს გულდასმით სინჯავს
და უცებ იტყვის ვეინე ასე:
„რა გამოდნება ამისგან ნეტა,
ქარიყლაპიას ეს ფართო ყბები,
ეს, ხმალზე გრძელი კბილები მისი,
რომ აიღო და ქურაში დურთო;
ისეთ გამოცდილს რომ მისცე მჭედელს,
ილმარინენი როგორიც არის?“
ილმარინენი ვეინეს ეტყვის:
„ეგ ძვლები ვისაც არ უნდა მისცე,
ვინც უნდა იყოს მჭედელი იგი,
მაგ ძვლებს თუ ბრძმედში უდურთა თავი, –
შენ არაფერი გეტკინოს მანამ,
სანამ მანდედან გამოდნეს რამე!“

733 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინე, მართალი ცამდე,
პასუხად ასე მიუგებს მჭედელს:
„მე კი მგონია, თევზის ამ ჩონჩხით
გაკეთდებოდა კანტელე კარგი,
და დაატკბობდა ყოველგვარ სულდგმულს
ლარებიანი ხოკერი მჟღერი“.
ვინ არის კაცი, სად არის კაცი,
გამლაღებელი რომ შეჰქმნას მუღნი,
ლარებიანი ხოკერი მჟღერი?
თვითონ ვეინე შეუდგა საქმეს,
შეკოწიწება დაიწყო ძვლების,
სირცხვილი ყველა უკეთეს ოსტატს!
თვით გააკეთა კანტელე ბრძენმა –
მარად სიამის მომგვრელი ნივთი.
რა გაუკეთა კანტელეს ბოყვად?
ქარიყლაპიას ღრანჭები ფართო!
რა გაუკეთა ხრახნებად ბარბითს?
ქარიყლაპიას ღოჯები დიდი!
რა გაუკეთა სიმებად ბარბითს?
ხიისის ცხენის მაგარი ძუა!
უკვე გაკეთდა კანტელე კარგი,
დიდიხანია მზად არის უკვე,
კანტელეს ბოყვი აქვს თევზის ჩონჩხის,
თევზის ფარფლებით გაკეთდა იგი.
უცოლოები მოგროვდნენ ხელად,
ცოლიანებიც მოდიან აგერ,
გაჩნდნენ ბიჭები – ჯერ კიდევ ნორჩნი,
მათ გოგონები მოსდევენ ქორფა,

734 მკითხველთა ლიგა


მოხუცებული გამოჩნდა ბევრი,
გასათხოვარი, – რამდენიც გინდა,
რათა კანტელე იხილონ თვალით
და მოისმინონ კანტელეს ჟღერა.
კანტელეს აწვდის ვეინე ყველას,
აწოდებს ყმაწვილს, აწოდებს მოხუცს,
ნებას რთავს იგი შუახნის ხალხსაც –
თავისი ხელით დაუკრას მუღნი, –
ეს თევზის ჩონჩხით შექმნილი ნივთი –
სიამის მფენი ყველგან და მარად.
მოხუცმაც სცადა, ჭაბუკმაც სცადა,
შუახნის ხალხიც ეცადა დაკვრას,
მთლად დაექლითათ თითები ჭაბუკთ,
მოხუცებულებს დაესხათ რეტი;
სიხარულს მაინც არ უჩანს პირი,
ძნობას ვერავინ მოაბა თავი.
ლემინკაინე ქადილით ამბობს:
„არც მცირეს, არც დიდს, არც ქალს და
არც კაცს
ნატამალიც კი არა გაქვთ ნიჭის,
ხართ უვარგისი თქვენ ხალხი ყოვლად!
სად შეგიძლიათ თქვენ ამის დაკვრა
და გამოძერწვა თითებით ჰანგის!
აქ მომიტანეთ კანტელე ჩქარა,
ტურფა კანტელე მომეცით ხელში,
ჩქარა მუხლებზე დამიდეთ მუღნი,
ამ ათი თითის ქვეშ დადეთ იგი!“
ლემინკაინემ, ჭაბუკმა ლაღმა,

735 მკითხველთა ლიგა


უცებ კანტელეს წაავლო ხელი,
მუხლზე დაიდვა ხოკერი მუღნის,
თითებით ფრთხილად შეეხო სიმებს;
ჩამოჰკრა ერთხელ, ჩამოჰკრა კიდევ,
და მუღნი ცივად გადადო გვერდზე,
კრინტს არა ძრავენ სიმები ძუის,
ვერ გამოტყუეს კანტელეს ჰანგი.
ბრძენმა ვეინემ წარმოთქვა სიტყვა:
„აქ რაკი ვერვინ დაუკრა მუღნი,
ვერც ახალგაზრდამ, ვერც ბერიკაცმა,
აქ რაკი არვინ გამოჩნდა კაცი,
რომ შესძლებოდა კანტელეს დაკვრა,
ამ კანტელესი – სიამის მფენი,
იქნებ პოხელში აღმოჩნდეს ვინმე,
ვინც კანტელეზე შეიძლებს დაკვრას,
ვინც გამოწიწკნის მას ძვირფას ჰანგებს...
პოხელს გავგზავნი კანტელეს, მოდი!“
პოხელს გაგზავნა ბარბითი ბრძენმა,
ვეინემ მუღნი გაგზავნა პოხელს;
იქ მისი დაკვრა ჭაბუკმა სცადა,
იქ ცოლიანიც ეცადა დაკვრას;
კანტელეს ხარბად წაავლო ხელი
დიასახლისმაც – პოხელის მხარის,
მაგრად ჩაბღუჯა თითებით მუღნი,
ლარებს ქარდებით დაუწყო პოტვნა.
თუმცა პოხელში ბარბითის დაკვრა,
დიდმა თუ მცირემ, – სუყველამ სცადა,
მხიარულება არ იშვა მაინც,

736 მკითხველთა ლიგა


არ მოეწონა არავის ძნობა.
სულ დაიბურდნენ ლარები მუღნის,
ფაშატის საწყლად გმინავდა ძუა,
გულს აწყალებდა ჰანგები ტლანქი,
ჟღერდა კანტელე საზიზღრად ერთობ.
ღრმა ძილში იყო ბრმა კაცი ერთი,
ღუმელზე იწვა მოხუცი ვიღაც;
გამოეღვიძა ხმაურზე ბედკრულს,
ლოგინში ლანძღვით წამოჯდა იგი,
იგინებოდა კუთხეში მაგრად.
და ბუზღუნებდა ღუმელზე მჯდარი:
„იწამეთ ღმერთი, ღრიანცელს მორჩით,
აუტანელი შეწყვიტეთ ძნობა!
მე მაგ ხმაურით გამისკდა თავი
და გამეხვრიტა ყურები ლამის,
შიგ თმის ბეწვებში შემიძვრა ხმები
და სამუდამოდ გამიფრთხო ძილი.
დაკვრა ამდენი ფინელის თუკი,
შვების მომცემი არ არის ჩვენთვის,
თუ არის მხოლოდ გამფრთხობი ძილის,
თუკი, პირიქით, ძილს გვიტეხს იგი, –
შორს მოისროლეთ მაშინ ეგ მუღნი,
გადაუძახეთ კანტელეს ზღვაში,
ან მიუტანეთ უკანვე იმას,
იმის ხელებზე დადევით ჩქარა,
იმ კაცის თითებს მიართვით მალე,
ვისმა ხელებმაც ეგ მუღნი შეჰქმნა“.
ხმა ამოიღო ბარბითმა ხელად,

737 მკითხველთა ლიგა


ბრმას უპასუხა კანტელემ ასე:
„არ გადამაგდო, მიშველე, წყალში!
მე ზღვის სიღრმეში არ მინდა ყოფნა!
ვინც გამაკეთა, წამიღეთ მასთან,
დაუკრას ჩემზე შემქმნელმა ჩემმა!“
ბარბითი ნელა აიღეს მაშინ,
და დაასვენეს კანტელე ფრთხილად,
იმის ხელებზე, ვინც ხვეწა იგი,
იმის მუხლებზე, ვინც იგი რანდა.

738 მკითხველთა ლიგა


runa ormocdameerTe

ვეინემეინენი კანტელეზე უკრავს და მის მოსასმენად ყოვე-


ლი მხრიდან გროვდებიან ჰაერის, მიწისა და ზღვის ბინადრე-
ბი. მისი დაკვრა სულში წვდება მსმენელებს და ცრემლით უს-
ველებს თვალებს, თვითონ ვეინემეინენსაც მსხვილი ცრემ-
ლები გადმოსჩქეფს, მიწაზე ცვივა, წყალში მიგორავს და ცის-
ფერ მარგალიტებად იქცევა.

739 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
მგალობელი და მძნობელი დიდი,
თითების ფშვნეტას შეუდგა დინჯად,
ორ თითს ვეინე ისველებს ნერწყვით
და მხიარულად ის კლდეზე ადის;
საძნობო ქვაზე მოიფრთხნა ბრძენმა,
ვერცხლის კორტოხზე დაბრძანდა იგი,
ინახით დაჯდა ოფაზის სერზე.
მერე კანტელე აიღო ხელში,
მუხლზე ხოკერით დაიდგა მუღნი,
შეახო თითი ბარბითის ლარებს
და შემოგარენს გასძახა ირგვლივ:
„იჩქარეთ აქეთ, მოგროვდით, მოდით,
და ყურადღების დამარტყით ალყა,
თუ გსურთ რუნათა იგემოთ სიტკბო,
ტურფა კანტელეს თანხლებით თქმულთა“.
მოხუცის ხელში აჟღერდა მუღნი;
გარშემო ტკბილი გაფანტა ხმები...
ხმა ადის-დადის ბარბითის დიდის,
შექმნილის თევზის ვეება ყბებით.
კოხტად აცეკვებს ვეინე თითებს,
სალოკი მაღლა ასწია თითი.
მოდის და მოდის, ხმა ხმაზე მოდის,
მოდის და მოაქვს შვებაზე შვება!..
რა გალობაა! აი, ეს მესმის!
ვეინე მღერის, ბანს აძლევს ლარი;

740 მკითხველთა ლიგა


თევზის ღრანჭები ამბობენ პირველს,
ხმას უწყობს ღრანჭებს კბილები თევზის,
მზახრს გამოსცემენ სიმები მსხვილი,
ხმობს და ხმობს ბოხად ფაშატის ძუა.
ბრძენი ვეინეს სიმღერის ხმაზე, –
არ დარჩენილა ნადირი ტყეში,
რაც სადმე რამე ოთხფეხი იყო,
ვისაც კი რბენა შეეძლო, ყველა
თავქუდმოგლეჯით მორბოდა აქეთ
და აღტაცებით უსმენდა ბარბათს.
გახარებული ცმუკავდა ციყვი,
ტოტიდან ტოტზე ხტოდა და ხტოდა,
მყის საიდანღაც ყარყუმიც გაჩნდა,
მოიკალათა მესერზე კოხტად.
შეიკუნტრუშა მინდორში დომბამ,
ფოცხვერმაც ვეღარ დამალა ლხენა.
გამოიღვიძა ჭაობთან მგელმა,
ფეხზე წამოხტა უძღები ხელად.
ფიჭვებში დათვმა აიღო თავი,
ზანტმა ნაძვნარში ყურები სცქვიტა.
ფართო მინდორით გამორბის მგელი.
ტყიდან ძუნძულით მოიჭრა დათვი,
მესერის ძირას მოწყვეტით დაჯდა,
ზურგით მიეყრდნო მსუნაგი ღობეს,
ვერ უძლო ღობემ, იხუვლა ერთი
და მოეფინა მესერი მიწას...
ფიჭვზე აფორთხდა დათუჩა მაშინ,
დათვი სასწარაფოდ აცოცდა ნაძვზე, –

741 მკითხველთა ლიგა


უკეთ ისმინოს გალობა რათა
და საოცარით რომ დატკბეს ძნობით.
ტაპიოლელი მოხუცი მტკიცე,
მეპატრონეა მეტსოლის ვინაც,
და მასთან მთელი ტაპიოს ხალხი,
დიდი და მცირე, ქალი და კაცი,
თავაყრილები ავიდნენ მთაზე, –
კარგად ისმინონ ეს ძნობა რათა.
თვით დედაბერი, პატრონი ტყეთა,
ეს გულმაგარი მოხუცი ქალი,
ფეხთ რომ ცისფერი აცვია წინდა,
ლურჯი წინდები – წითელი ბაბთით,
დაბრძანდა არყის ნუჟრიან ტანზე,
მოხრილ მურყანზე ჩამოჯდა იგი,
ხმა კანტელესი ისმინოს რათა
და გაიგონოს გალობა მუღნის.
ყველა ორფეხი – ჰაერში მფრენი,
ორი ფრთის მქონე ფრთოსანი ყველა,
წამოფრთხიალდა, მოფრინდა გუნდად,
დაჯდა და სმენად გადიქცა, რათა
უკვდავ სიმღერას გაუგოს გემო, –
ტურფა კანტელეს თანხლებით ნამღერს.
ბუდეში მოჰკრა არწივმა ყური
ამ საუცხოო სუომის შვებას;
დედამ ბარტყები დატოვა მარტო,
თვითონ სუომში გაფრინდა, რათა
ახლოს ისმინოს სიმღერა გმირის,
ხმა ვეინესი, უკვდავის მარად.

742 მკითხველთა ლიგა


არწივი დაბლა დაეშვა ციდან,
ლეგა ღრუბლებში დატოვა ქორმა,
ნაკადებიდან ამოხტნენ იხვნი,
წამოიშალნენ გედები ტბაზე,
გაჩნდნენ მცივანა ჭივჭავნიც უმალ,
მოჟივჟივენი ესოდენ ლაღად,
მათ ტოროლათა თან მოჰყვა გუნდი,
ცაში წკრიალებს ტოროლა ზოგი,
ზოგი ვეინეს დააჯდა მხარზე...
ვეინეს მუღნი უჭირავს ხელში,
ვეინე უკრავს, ვეინე მღერის,
შეფრფინვით შემზერს ვეინეს ყველა.
ასე გასინჯე, თვით ქმნულის შვილნი,
თეთრი ჰაერის ასულნი ტურფა,
ვეღარ მალავენ სიხარულს გულში,
სიამით აღარ იციან რა ჰქნან;
ერთი მათგანი ცის ტარის ქვემოთ,
ცისარტყელაზე ჩამოჯდა ხელად,
მეორე – ღრუბლის ქულაზე დაჯდა,
წითელი ჰქონდა რომელსაც გვერდი.
ასულმა მთვარის, ქალწულმა ნაზმა
და უტურფესმა ასულმა მზისამ
ხელად შეუშვეს ლაფათინს ხელი
და გააჩერეს დაზგები ხელად;
შეწყვიტეს ოქროს ქსოვილის ქსოვა
ვერცხლის ქსოვილის შეწყვიტეს ბეჭვა, –
იქ, მეწამული ღრუბლების მიღმა,
იქ, ლურჯი თაღის მომწვანო ბაკთან.

743 მკითხველთა ლიგა


მაგრამ, როგორც კი მიესმათ კარგად
ხმა კანტელესი, ესოდენ ტკბილი,
ხელებში უვებ წაერთვათ ძალა,
უცებ ხელიდან გაუსხლტათ მაქო,
ოქროსი გაწყდა უეცრად ძაფი,
ძაფი ვერცხლისა უეცრად გაწყდა.
წყალში არავინ არ დარჩა, ვისაც
თევზის სხეულზე ფარფლი აქვს ექვსი,
თევზი არც ერთი არ დარჩა ზღვაში,
ხმელეთს თევზების მოაწყდა ჯოგი,
ხმა კანტელესი ისმინონ რათა
და სიტკბოება შეიგრძნონ დიდი.
ქარიყლაპია მოცურდა ქშენით –
მოუხეშავი ქოფაკი ზღვათა,
ცქიმურა ჯოგად მოადგა ნაპირს,
ტალღიდან თავი ამოჰყო სიგმა,
წითელთვალება ქორჭილაც მოქრის,
არ მოუთმინა ორაგულს გულმა
და ყველამ თავი ლერწმებში დურთა,
და იქ ისინი დაეწყვნენ რიგად,
ხმა ვეინესი ისმინონ რათა –
ტურფა კანტელეს თანხლებით თქმული.
ახტო, მეუფე მდინართა წყალთა,
მწვანე ბალახის გაშლილი წვერით
ამოტივტივდა სასწრაფოდ ზღვიდან,
ფსკერიდან ზღვისა ამოჰყვა ყვავილს;
ესმის ეს ფრიად ხმატკბილი ძნობა
და გაოცებით ის ამბობს ასე:

744 მკითხველთა ლიგა


„საოცრად უკრავს ვეინე ბრძენი,
საოცრად უკრავს, უკრავს და მღერის,
ჩემს სიცოცხლეში პირველად მესმის,
ხმა ამისთანა, ასეთი ძნობა“.
ცისფერი იხვის ასულნი ტურფა,
მწვანე ლაქაშთა ლამაზი დანი,
ზღვის პირას მჯდარნი პატარა ქვებზე,
თმებს ივარცხნიდნენ სავარცხლით ნელა,
ზილფთა სწორება დაეწყოთ ქუჯით,
სავარცხელს ოქროს ვარაყი ჰქონდა,
ჯაგრისი თეთრად ბზინავდა ვერცხლის...
სიმღარას მოჰკრეს ანაზდად ყური:
წყალში ტყაპანი მოიღო ქუჯმა,
ერთბაშად ზღვაში შეცვივდა ყველა,
დაუვაცხნელი დაურჩათ თმები,
ცალი დალალის მოასწრეს დაწვნა.
დაბოლოს ქალი – პატრონი წყალთა,
თხემით ტერფამდე მოსილი მოლით,
ამოიზარდა ცისფერი ზღვიდან,
ტალღიდან ფრთხილად ამოჰყო კეფა,
ლაქაშებისკენ გახოხდა მერე
და გადაემხო ბრაგანზე ტანით, –
ხმა ვეინესი ისმინოს რათა,
ტურფა კანტელეს თანხლებით თქმული.
საოცრად ჟღერდა ვეინეს მუღნი,
ზღაპრული იყო გალობა მართლა.
თვლემა დაიწყო დიაცმა მწვანემ,
თანდათან თავი წაართვა ძილმა,

745 მკითხველთა ლიგა


მოეშვა, მოწყდა, მოდუნდა, მოტყდა,
ვეება ლოდის კიდეზე დაწვა.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ერთ დღეს უკრავდა, უკრავდა ორ დღეს.
არ დარჩენილა არც ერთი გმირი,
ლომგულთა შორის არც ერთი ლომი,
არ დარჩენილა არც ერთი ქმარი,
არც ერთი ცოლი, ნაწნავთა მქონე,
რომ არ ეტიროს ვეინეს ხმაზე,
რომ არ შეძვროდეს ამ ხმაზე გული.
ტირის მოხუცი, ჭაბუკი ტირის,
ცრემლად იღვრება უცოლო ხალხი,
ცოლიანები ტირიან მწარედ,
წამოჩიტულნი ტირიან ყრმანი,
მოთქმით ტირიან ქალწულნი ნაზნი,
ცრემლი ასველებთ გოგონებს ქორფას,
ისე მძლავრია სიმღერა ბრძენის,
ისე აჟღერებს ვეინე ბარბითს.
თვითონაც ტირის ვეინე ბრძენი,
მას ღაპაღუპით ცრემლები მოსდის,
თვალთაგან დიდნი ცვივიან წვეთნი,
წვეთენ და წვეთენ ქვემოთ და ქვემოთ;
თითო ცრემლია უმსხოსი მოცვზე,
ბარდის მარცვალზე დიდია თითო,
მასთან მცირეა ნამგალას თავი,
ის მემატლიას კვერცხზეა დიდი.
ჩქარ-ჩქარა წვეთავს თვა;თაგან წყალი,
ფეხმარდად რბუან ცრემლები მსხვილი,

746 მკითხველთა ლიგა


მიიჩქარიან ყბებისკენ თავქვე,
რბიან და რბიან ღაწვების გავლით,
უკან ტოვებენ მოხუცის ღაწვებს,
მიადგებიან განიერ ნიკაპს,
განიერ ნიკაპს ტოვებენ უკან,
მიცუნცულებენ ვეინეს მკერდზე,
უკან ტოვებენ ვეინეს გულმკერდს,
მაგარ მუხლებზე მიქრიან ახლა,
უკან ტოვებენ ამ მაგარ მუხლებს,
ფეხის ზურგებზე გარბიან მკვირცხლად.
მერე კი, ფეხის ზურგების შემდეგ,
როს გავლილია ქურთუკი ხუთი,
მოოქროვილი სარტყელი ათი,
ღიაცისფერი ხიფთანი შვიდი,
და რვა – წელამდე მწდომელი კაბა, –
ვეინეს ფერხთით ეცემა ყველა.
ასხამს ვეინეს თვალთაგან თქეში,
ტირის ვეინე, კბოდეზე მჯდარი,
ცრემლი ზღვის პირზე ეცემა ქვისას,
ზღვის ნაპირიდან იჩქარის ზღვისკენ,
ჩადის ანკარა ზღვის ცისფერ წყალში,
შავად მზირალზე გროვდება შლამზე.
მჯიღებით იწმენდს ვეინე თვალებს
და შემდეგ იგი წარმოთქვამს ასე:
„თუ არის ვინმე ამ ხალხის ჯგროში,
მოყმეთა შორის, თუ არის მოყმე,
თუ არის კაცი, თუნდ ერთი კაცი
ამ დიდი ტომის მამაცთა შორის,

747 მკითხველთა ლიგა


რომ ჩახტეს ზღვაში და შესძლოს
ზღვიდან
მან ამოღება ცრემლების ჩემის?!
ვეინეს პასუხს აძლევენ ყრმანი,
ეუბნებიან მოხუცნი ასე:
„კაცი არაა ამ ხალხთა ჯგროში,
მოყმეთა შორის არაა მოყმე,
არ არის კაცი, არც ერთი კაცი
ამ დიდი ტომის მამაცთა შორის,
რომ ჩახტეს ზღვაში და შესძლოს ზღვიდან
მან ამოღება ცრემლების შენის“.
ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,
იყუჩა ერთხანს, წარმოთქვა მერე:
„წყალს ვინც წყლის წვეთებს წაართმევს
დიდრონს,
შლამზე ვინც კურცხალს იპოვნის ჩემსას,
ვინც ამოიღებს ზღვიდან ჩემს ცრემლებს,
ნაკრტენის კაბას ვუბოძებ იმას“.
ყრანტალით გაჩნდა ყორანი შავი,
ვეინემ ყორანს მიმართა ასე:
„ყორანო, წადი, ჩაყვინთე ზღვაში
და ამოიღე ცრემლები ჩემი, –
ნაკრტენის კაბა თუ გინდა კარგი!“
ვერ ამოიღო ყორანმა ცრემლი.
ლაპარაკს მოჰკრა უეცრად ყური
და მობაჯბაჯდა ცისფერი იხვი;
ახლა იხვს ეტყვის ვეინე ბრძენი:
„შენ წყალში ყვინთვის არა ხარ ხამი,

748 მკითხველთა ლიგა


ნისკარტით ხშირად ეშვები ზღვაში,
ცინცხალი გიყვარს ძალიან წყალი...
ჰქმენ მოწყალება, ჩაყვინთე ახლაც
და ამოიღე ცრემლები ჩემი!
გასამრჯელოზე გულს დაგწყვეტ როდი,
ნაკრტენის კაბას გიბოძებ მყისვე!“
ზღვაში შეცურდა ცისფერი იხვი,
რომ გამჭვირვალე და წმინდა წყლიდან
ამოიტანოს ცრემლები ბრძენის.
იქ, შავად მზირალ საფლობში, იხვმა
მყის მოაგროვა ცრემლები მსხვილი
და მოუტანა ვეინეს ხელად.
ცრემლებს სრულიად ეცვალა სახე,
შეცვლილი იყო საოცრად ყველა,
მარგალიტებად ბრწყინავდნენ ტურფად,
ირგვლივ მტრედისფერს ისროდნენ სხივებს,
იყვნენ ყველანი საშვენნი მეფის
და თვალთა მისთა სიამის მფენნი.

749 მკითხველთა ლიგა


runa ormocdameore

გმირები პოხელში ჩადიან და ვეინემეინენი აცხადებს, რომ


სამპოს გასაყოფად ვართ მოსულნიო. თუ სამპოს ნახევარს
ნებით არ მოგვცემთ, მაშინ ძალით წავიღებთ სულ მთლადო.
პოხელის დიასახლისი უარს ამბობს სამპოს მიცემაზე და პო-
ხელის მთელ ხალხს აამხედრებს მათ წინიაღმდეგ. ვეინემეი-
ნენი კანტელეს იმარჯვებს და თავისი დაკვრით ძილქუშს მოგ-
ვრის მთელ პოხელს; შემდეგ ამხანაგებთან ერთად ეძებს სამ-
პოს, ქვის მთაში მიაკვლევს მას, წამოიღებს იქიდან და ნავში
ჩადგამს. სამპოს ნავში ჩატვირთვას რომ მორჩებიან, გმირე-
ბი პოხელის ნაპირს გაშორდებიან და ბედნიერად მიცურავენ.
მესამე დღეს პოხელის დიასახლისი იღვიძებს, ხედავს, რომ
სამპო მოტაცებულია, და აღძრავს სქელ ნისლს, დიდ ქარიშ-
ხალს და სხვა დაბრკოლებებს, რათა შეაფერხოს სამპოს გამ-
ტაცებლები მანამდე, სანამ თვითონ წამოეწეოდეს მათ; ქა-
რიშხლის დროს ვეინემეინენი ზღვაში კარგავს თავის ახალ
კანტელეს.

750 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინე, უკვდავი მარად,
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
ლემინკაინე, ამ ორთან ერთად,
კაუკომელი, ყოჩაღი მოყმე,
ზღვაზე ხომალდით მიდიან მშვიდად,
წყნარ ზღვას ხალვათად მიარღვევს გემი,
წყვდიადით მოცულს მიდიან საროლს,
იმ ცივ სოფელში მიდიან, სადაც
გმირებს უღმერთოდ ახრჩობენ ზღვაში
და მუსრს ავლებენ მოლაშქრე ჭაბუკთ.
მენიჩბეებად ვინა ჰყავთ გემზე?
ილმარინენი – მჭედელი დიდი,
გახლავთ პირველი მენიჩბე გემის,
იგია ნიჩაბს რომ უსვამს პირველს,
მეორე გახლავთ ლემინკაინე –
მას აბარია ნიჩაბი ბოლო.
ბრძენი ვეინე, უკვდავი მარად,
კიჩოზე ზის და უჭირავს საჭე,
მიმართულებას ის აძლევს ხომალდს,
გაჰყავს დრომონი ნაკადებს შორის,
ქაფმოდებული ზვირთების გავლით,
აპობს მძვინვარე დინებას სწრაფად...
უახლოვდება საროლის მიწას,
აგერ, ნაცნობი ჩქერებიც ჩანან.
და გატანჯული მგზავრობის შემდეგ,
აი, მისადგომს მიადგა გემი.

751 მკითხველთა ლიგა


მყის აათრიეს ხმელეთზე ნავი,
საგორავებზე საჩქაროდ დგამენ,
აკრავთ რომელთაც ფოლადი სქელი,
სქელი სპილენძი რომელთაც აკრავთ;
ადგილზე დადგეს ხომალდი როცა,
ნავი ადგილზე როდესაც დადგეს,
ჯიქურ შეაღეს კარები ქოხის,
სწრაფი ნაბიჯით შედიან ქოხში;
დიასახლისმა პოხელის მხარის
ფეხზე ადგომით მიმართა მოსულთ:
„რის სანახავად მოსულხართ გმირნო!
რისთვის გარჯილხართ, რას იტყვით
ახალს?“
ვეინემეინე, უკვდავი მარად,
პასუხად ასე მიუგებს ლოუხს:
„აქ ლაპარაკი სამპოზე გახლავთ,
ჭრელ სახურავზე გვაქვს სიტყვა კაცებს,
მოვსულვართ, რათა გავიყოთ სამპო
და სახურავი ვიხილოთ ჭრელი“.
დიასახლისი პოხელის მხარის
ვეინეს ეტყვის პასუხად ასე:
„არ გაუყვიათ ჯერ ციყვი სამად,
მე მგონი სამად არ ყოფენ გნოლსაც.
აქ საუცხოო ტრიალებს სამპო
და სახურავი სამპოსი ჭრელი,
აქ, პოხიოლის ორწოხთა შორის,
სპილენძის კლდეთა წიაღთა შინა.
მეც ბედნიერი ქალი ვარ, რადგან

752 მკითხველთა ლიგა


საკუთრებაა ეს სამპო ჩემი“.
ვეინემეინე, უკვდავი მარად,
პასუხად ასე მიუგებს კოუხს:
„თუ არ გაგვიყოფ შუაზე სამპოს,
ნახევარს თუ არ გვარგუნებ მისას,
სამპოს ნახევარს არ მოგვცემ თუკი,
სულ წაგართმევთ და დაგტოვებთ
მშრალზე“.
დიასახლისი პოხელის მხარის
ამ სიტყვის გამო გამწარდა ძალზე,
ლაშქარი იხმო როკაპმა ხელად,
ყველა ვაჟკაცი – აბჯარში მჯდარი,
რომ უკუაგდონ მოსულნი მტრულად,
ქვა ასროლინონ ვეინეს კუდით.
ვეინემეინე, უკვდავი მარად,
ჩქარი ნაბიჯით ბარბითთან მიდის;
იგი კანტელეს იმარჯვებს ხელში,
მან კანტელესი დაიწყო დაკვრა;
სმენად გადიქცა გარშემო ხალხი,
გრძნეული ჰანგით განცვიფრდა ყველა;
გამხიარულდნენ მოყმენი ბრგენი,
ქალებს ღიმილმა გაუპო ბაგე,
მოუწყლიანდათ თვალები გმირებს,
მუხლზე დაეცნენ ბავშვები ირგვლივ.
დააძაბუნა ვეინემ ჯარი,
დაღლილი ხალხი განერთხო მიწას;
ის, ვინც უსმენდა, – ღრმად სძინავს უკვე,
ვინც არ უსმენდა, – იძინებს ახლა.

753 მკითხველთა ლიგა


დიდსა და მცირეს, ჭაბუკს და მოხუცს,
ვეინემ ძნობით მოგვარა ძილი.
იმავე წუთას ვეინე ბრძენმა,
ამ შემლოცველმა, უკვდავმა მარად,
სწრაფად ჯიბეზე გაიკრა ხელი,
ტყავის აბგაში რაღაცას ეძებს,
და ამოიღო ისრები ძილის;
ძილმა დაძალა უპენი თვალთა,
მაგრად დაკეტა წამწამნი ხელად,
ქუთუთოებზე ის ადებს ბოქლომს
ადამიანებს – მიწაზე გართხმულთ,
ღრმა ძილში ჩაფლულ გულმაგარ გმირებს.
მაგარი ძილი მოგვარა ყველას,
რომ ხალხმა ასე იძინოს დიდხანს,
იძინოს მთელი პოხელის ხალხმა,
ყოველი სოფლის ყოველმა კაცმა.
მერე სამპოსკენ წავიდა იგი,
რომ სახურავი იხილოს ჭრელი
პოხელის მრუმე ორწოხთა შორის,
სპილენძის კლდეთა წიაღთა შინა,
ცხრა ბოქლომია ცხრა კარზე სადაც,
სადაც ურდული ეგულვის ათი.
მიდის ვეინე სპილენძის კლდესთან;
პოხელის მრუმე ორწოხთა მიღმა,
კლდოვანი კოშკის წინარე დადგა
და წამოიწყო სიმღერა კრინით,
და მყის ჯიხურის შეირყა ბჭენი,
და აჭრიალდნენ კავები კართა.

754 მკითხველთა ლიგა


ცხიმი წააცხო ვეინემ ბოქლომს,
ანჯამებს ზიპით ქონავენ სხვები,
რომ არ დაიწყოს ჭრიალი კარმა,
არ მორთონ კავთა წკავწკავი რათა.
გასაღებივით მოარგო ბრძენმა
ბოქლომის ნახვრეტს სალოკი თითი,
ურდული ხელად ასწია ხელით...
ყველა ბოქლომი გააღო უცბად,
მოაღლიავა კარები ცხრავე.
ვეინემეინე, უკვდავი მარად,
შემობრუნდა და წარმოთქვა ასე:
„ლემინკაინე, ჭაბუკო ლაღო,
ყველა ჩემს ძმაზე შენ დგახარ მაღლა.
წადი, მოთხარე ძვირფასი სამპო
და სახურავი მოიღე ჭრელი“.
ლამინკაინე, ჭაბუკი ლაღი,
კაუკომელი, ყოჩაღი მოყმე,
ვინც უხვეწნელად მზად არის მუდამ,
წაუქეზებლად ვინც არის მარდი,
გაქანდა, რათა მოთხაროს სამპო
და სახურავი მოიღოს ჭრელი.
მიდის და ასე იქადის იგი,
ყოჩაღი მოყმე თავს იქებს ასე:
„ჩემში მაგარი მეტყველებს კაცი,
უკოს შექმნილი დევგმირი ჰყვირის;
ერთი რომ ჩავცხო მე სამპოს წიხლი,
მხოლოდ ერთხელ რომ ვაძგერო წიხლი,
მხოლოდ ერთხელ რომ ვაძგერო ქუსლი, –

755 მკითხველთა ლიგა


აყირავდება იმ წუთში სამპო
და სახურავი მოძვრება ჭრელი“.
ეჯაჯგურება ჭაბუკი სამპოს,
ბარე ორჯერაც აძგერა წიხლი,
მოხვია წისქვილის ხელები მძლავრი,
დაჩოქილია მიწაზე მუხლით, –
ვერ იქნა, სამპო ვერ დაძრა მაინც
და სახურავიც არ მოძვრა ჭრელი,
ღრმად აქვს გადგმული ფესვები სამპოს,
მას ცხრა საჟენზე გაუდგამს ფესვნი.
პოხელში იყო მოზვერი ერთი,
ის დიდი იყო და მძლავრი ერთობ,
მოზვერს მაგარი ბეჭები ჰქონდა,
მყესები ჰქონდა ძალიან კარგი;
თითო რქა ჰქონდა საჟენი სიგრძით,
დრუნჩი – ნახევარ საჟენზე მეტი.
მყის მოიყვანა მინდვრიდან ხარი,
მოყმემ ერქვანიც მოიღო მყისვე:
სამპოს ფესვები მოუხნა გუთნით,
გამოუთხარა სახურავს ძირი,
და, როგორც იქნა, მოირყა სამპო
და სახურავი შეიძრა ჭრელი.
ვეინემეინემ, უკვდავმა მარად,
ილმარინენმა, მჭდელმა დიდმა,
ლემინკაინემ, ამ ორთან ერთად,
ხელით ასწიეს წისქვილი ციმციმ,
გამოიტანეს პოხელის კლდიდან,
კლდეთაგან, სადაც რვალია ბევრი,

756 მკითხველთა ლიგა


და აიტანეს ხომალდზე ხვნეშით
და დიდ დრომონზე დამალეს იგი.
ახლა, როდესაც გემზეა სამპო
და სახურავიც გემზეა ჭრელი,
მხრებით მიაწვნენ გმირები ხომალდს –
საგორავებზე დაგორდა კანჯო,
წყალში დგაფუნით ჩაეშვა იგი,
ზღვის დინებაში ამოჰყო თავი.
ილმარინენმა იკითხა უცებ,
უცებ მჭედელმა იკითხა დიდმა:
„კი, მაგრამ საით წავიღოთ სამპო,
სად მივიტანოთ წისქვილი უხვი,
სადა გადავმალოთ ნადავლი ჩვენი,
რომ ის შორს იყოს საროლის მხრიდან?“
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
დიდებულ მჭედელს მიუგებს ასე:
„ჯერ კიდევ არის ადგილი მცირე,
ჯერ კიდევ არის ნაჭერი მიწის,
მტერს არ დაუდგამს რომელზეც ფეხი,
არ შეხებია რომელსაც ხმალი,
და ჩვენ იქ უნდა დავმალოთ სამპო
და სახურავი სამპოსი ჭრელი;
იქ, იმ შორეულ, ნისლიან კონცხზე,
წყვდიადით მოცულ კუნძულის გულში;
სრული სიმშვიდე იქ სუფევს მხოლოდ,
იქ შეიძლება დამალვა ამის“.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
მრუმე პოხელის ქვეყნიდან მოდის,

757 მკითხველთა ლიგა


დაწყნარებული ის მოდის გულით,
სამშობლოსაკენ იჩქარის ლაღი,
მხიარულია და ამბობს ასე:
„ხომალდო, სწრაფად გაშორდი პოხელს,
სამშობლოსაკენ იბრუნე პირი
და მიუქციე სარიოლს ზურგი!
ქარო, ძალუმად დაჰბერე აფრებს,
წინ გააქანე ხომალდი, წყალო,
ხელი შეუწყვე ხომალდის ნიჩბებს,
ნიჩაბთა პირებს მიეცი შვება,
რათა ქარივით მიჰქროდეს გემი
ამ გაშლილ ზღვაზე, ამ ღია წყლებში.
გემის ნიჩბები თუ არის მოკლე,
და მენიჩბენი არიან სუსტნი,
უძლური თუა მხერვალი გემის,
თუ ძუძუთანი მართავენ ხომალდს, –
ახტო, ნიჩაბი გვიბოძე შენი,
უფალო, შენი გვათხოვე ნავი,
საუკეთესო მოგვეცი ხოფნი,
საუკეთესო მოგვეცი საჭე,
გემის ნიჩბები ჩაჰბღუჯე თვითონ,
მოვედინ, თვითონ გაუძეხ დრომონს;
დაე ხომალდმა იქროლოს სწრაფად,
დაე, ქოთქოთი ასტეხონ კავთა,
მოღრიანცელე ტალღათა შორის,
გაჯიუტებულ ნაკადთა ზედა“.
გემს მიაქროლებს ვეინე ბრძენი,
სულ წინ, წინ მიჰქრის ხომალდი ტურფა,

758 მკითხველთა ლიგა


თავს არ იზოგავს მენიჩბე ორი:
მოყმე ლაღი და მჭედელი დიდი,
უსვამს და უსვამს მჭედელი ნიჩბებს,
ლემინკაინეც უსვამს და უსვამს,
კი არ მიცურავს, მიფრინავს გემი,
ანკარა ზვირთებს მიაპობს სწრაფად.
ლემინკაინემ წარმოთქვა ასე:
„სადაც მენიჩბედ ვყოფილვარ, ყველაგან:
მენიჩბეები უსვამდნენ ნიჩბებს,
მომღერლები კი მღეროდნენ ხოლმე.
ვერ გამიგია, ამ გემზე რატომ
არაფერია ამისი მსგავსი:
რატომ არავინ არ მღერის გემში,
სიმღერა რატომ არ ისმის, ტკბილი?“
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
მოყმეს პასუხად მიუგებს ასე:
„უადგილოა სიმღერა ზღვაში,
კაცმა არ უნდა იმღეროს გემზე,
იგი მენიჩბეს ხელს უშლის მხოლოდ,
ცონვას გვრის ხოლმე მენიჩბეს იგი.
ჩვენ კი ამჯერად სიჩქარე გვმართებს,
თანდათან ჰქრება ოქროს დღის შუქი,
თუ არ ვიჩქარეთ, მოგვისწრებს ღამე,
დაგვიღამდება ამ გაშლილ წყლებში“.
ლემინკაინე, ჭაბუკი ლაღი,
ვეინემეინეს ეტყოდა ასე:
„გინდა იმღერო და გინდა არა,
შენს სიცოცხლეში ხმაც რომ არ დასძრა;

759 მკითხველთა ლიგა


დრო მაინც გავა, გაჰქრება შუქი,
დღეს მაინც შესცვლის უკუნი ღამე...
აი, სიბნელე მოიწევს უკვე,
ზღვაზე თანდათან ეშვება ბინდი“.
მართავს ვეინე ხომალდის ტიმონს,
ცისფერ ტალღებში მიცურავს გემი;
ერთ დღეს იცურა, იცურა ორ დღეს,
დაბოლოს, დღე რომ დასრულდა სამი,
ლემინკაინე წამოდგა ფეხზე
და მან ვეინეს მიმართა ასე:
„ვეინე ბრძენო, უებრო გმირო,
რატომ არ მღერი, რაშია საქმე?
სამპო გსურდა და შენია სამპო,
სახლშიც მიდიხარ, რაღა გსურს მეტი?“
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
მოყმეს გონივრულს მიუგებს პასუხს:
„ნაადრევია სიმღერის თქმანი,
მხიარულება ჯერ არის ადრე;
მხიარულება მაშინ ხამს მოყმეს,
ხამს შემოსძახოს სიმღერა მაშინ,
ოდეს სახლისას თვალს მოჰკრავს კარებს,
კუტიკარს ჭრიალით შეაღებს ოდეს“.
ყოჩაღი მაინც არ ცხრება მოყმე:
„აფსუს, მე ვიყო მეპრორე ახლა, –
შემოვძახებდი სიმღერას ხელად,
აღმოვიტყოდი გალობას ხორხით,
სრულიად რომ არ მცოდნოდა მაინც
და რაც არ უნდა საძაგლად მეთქვა.

760 მკითხველთა ლიგა


არასდიდებით არ მღერი რაკი, –
სიმღერას მაშინ მე თვითონ ვიტყვი“.
ლემინკაინემ, ჭაბუკმა ლაღმა,
კაუკომელმა, ყოჩაღმა მოყმემ,
მომართა პირი, ვით ითხოვს წესი,
ხმების დაწყობას შეუდგა სწრაფად;
ხმა ამოუშვა ხორხიდან ბოხი –
გამოუვიდა ხრიალი მხოლოდ:
მას ხრინწიანი ხმა ჰქონდა ერთობ,
უხეში ყელით მღეროდა იგი.
ხმას აუწია მან კიდევ უფრო,
ბღავილს უმატა ჭაბუკმა ლაღმა,
აუცახცახდა წვერი და პირი,
რხევა დაიწყო ნიკაპმა მისმა,
შორს, შორს გაისმა ბღავილი მოყმის,
მიჰქრის ღრიალი ტალღათა ზედა,
ხმამ მიაღწია მეექვსე სოფელს,
ზღვა გადალახა ხროტინმა შვიდი.
შორით კორტოხი შენიშნა მცირე,
კორტოხის წვერზე დასკუპდა წერო;
ფეხის თითებით ძვლებს ითვლის იგი,
ფეხს წამდაუწუმ წევს წერო მაღლა;
ხმა გაიგონა სიმღერის უცებ,
გადმოუბრუნდა შიშისგან გული.
ატეხა ერთი ვაი და ვიში,
მორთო საზარლად კივილი წერომ;
მყის წამოფრინდა კუნძიდან მერე
და მიაშურა პოხელის მხარეს.

761 მკითხველთა ლიგა


იგი ჩრდილოეთს მიფრინდა ოდეს
და იქ ჭაობში როდესაც ჩაჯდა, –
უფრო უმატა საზარლად კივილს,
მთელი ძალღონით ჩხაოდა იგი;
გამოაღვიძა პოხელში ხალხი,
წამოახტუნა ყველანი ფეხზე.
წამოიზმორა თვალების ფშვნეტით
დიასახლისი პოხელის მხარის;
ჯერ გომურისკენ გაქანდა იგი,
მერე ბეღელში შეიჭრა სწრაფად;
გომურში თვალით დათვალა მროწლე,
არდგმულში თვალი შეავლო ხორბალს;
ნახირს არც ერთი არ აკლდა ძროხა,
ერთი მარცვალიც არ აკლდა მარცვალთ.
კლდისკენ გაიქცა ლოუხი მერე,
სპილენძის ტინთა სიღრმეში შერბის,
მიირბინა და აღმოხდა ოხვრით:
„ვაიმე ჩემს თავს, ამას რას ვხედავ:
უფოთარია აქ ვიღაც უცხოს,
დალეწილია ბოქლომი ყველა,
დამტვრეულია კავები კართა,
მოგლეჯილია ჯიხურის კარი:
ნუთუ ძვირფასი მომტაცეს სამპო,
ძალით წამგლიჯეს ქონება დიდი?“
დიახ! პოხელის ორწოხთა შორის,
სპილენძის კლდეთა წიაღთა შინა,
ცხრა-ცხრა ეკიდა ბოქლომი სადაც,
სადაც ათ-ათი ურდული ედო, –

762 მკითხველთა ლიგა


დაუცხრომელი აღარ ჩანს სამპო,
არც სახურავი სამპოსი ჭრელი.
დიასახლისი პოხელის მხარის
გამოსულია ჭკუიდან ბრაზით,
ხედავს: დიდება უქრება უკვე,
ძალაუფლება იმსხვრევა მისი,
და გულმხურვალედ უტარტუს შესთხოვს:
„ქალწულო ღამის, ასულო ღრუბლის,
ჯანღი სიმტკიცით გამტკიცე ჩქარა,
ზღვას დაასუნთქე წყვდიადი მრუმე,
ცით გადმოუშვი ჰაერი სქელი,
საპობი ორთქლი ქუფრი და ხშირი
მიფინ-მოფინე ხერხემალს ზღვისას,
ჯანღით ჩახერგე დინება ღია, –
გზა ვერ გაიგნოს ვეინემ რათა
და გაეჩხიროს სუვანტო გზაში.
ეს საკმარისი არ არის თუკი,
ო, იკუ-ტურსო, მოხუცის ძეო,
ზღვის ზედაპირზე ამოჰყავ თავი,
ამოაძვრინე ტალღიდან კეფა,
გააცამტვერე კალევის გმირნი,
ზღვაში ჩააღრჩვე ნაკადთა ძმანი.
დაე, ეს ყოვლად ბოროტი ხალხი
დიდმა ზღვამ შთანთქას ერთობლივ ყველა:
გემიდან ჩემი აიხვენ სამპო
და მომიტანე პოხელში უკან!
ეს საკმარისი არ არის თუკი,
ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,

763 მკითხველთა ლიგა


შენ, ოქროვ ჩემო, ჰაერის მეფევ,
შენ, ვერცხლო ჩემო, მფლობელო ცათა!
შეჰქმენ გრიგალი, ავდარი შეჰქმენ,
გამოიყვანე ჰაერთა ძალნი,
მოაგდე ქარი, ატეხე ფრთონა,
ზღვა აამხედრე ხომალდზე რისხვით,
რომ წამოედოს ვეინე რამეს
და გაეჩხიროს სუვანტო გზაში!“
ამოისუნთქა წყვდიადმა ჯანღი;
მყის შეადედა სიბნელე ზღვაზე,
ბინდით გაჟღინთა ჰაერი თეთრი,
რათა ვეინე, მოხუცი ბრძენი,
ზედიზედ სამი მდგარიყო ღამე
წყვდიადით მოცულ შუაში ზღვათა;
გზა არსაიდან არ ჩანდა ირგვლივ,
ვერ მიდიოდა ხომალდი ვერსად.
სამი როდესაც გავიდა ღამე
წყვდიადით მოცულ შუაში ზღვათა,
ლაპარაკს იწყებს ვეინე ბრძენი,
და მან ასეთი წარმოთქვა სიტყვა:
„თვით უვარგისი ჭაბუკი ყოვლად,
მოყმეთა შორის ყველაზე გლახაც, –
არ შეიძლება დაიხრჩოს ჯანღში,
არ ამოხდება მას ბუღში სული“.
მერე მახვილით გააპო წყალი,
ხმალი დაარტყა ვეინემ ტალღას;
თაფლი წურწურით ჩამოდის ხმლიდან,
გაზუნზლულია მახვილი თაფლით;

764 მკითხველთა ლიგა


და ორთქლი ცისკენ წავიდა ხელად,
ზლაზვნით წამოდგა ყომრალი ჯანღი;
სულმალე წყალი ანკარა გახდა;
ყველა ნაკადი განათდა უცბად,
თანმიმდევრობით გაიხსნენ წყლები,
და ყველაფერი გამოჩნდა ირგვლივ.
დრო რომ გავიდა ძალიან მცირე,
დაახლოებით სულ ერთი წამი,
ხმა საშინელი გაისმა უცებ
ზედ გემის ქიმთან, ტალღათა ზედა;
და წყლის შხეფებმა აასხა გემზე,
თხემით ტერფამდე გალუმპა ხალხი.
ერთობ შეშინდა მჭედელი დიდი,
ილმარინენი – უკვდავი მარად;
ლოყები მისი დაცალა სისხლმა,
ჩამოირბინა სახიდან ქვემოთ;
მჭედელმა თავი ხელებში ჩარგო,
თითნი ყურებში იტაკა მყისვე,
ხელის გულებში ჩამალა სახე
და ხუჭავს თვალებს, რაც შესწევს ძალა.
ვეინე ბრძენი მიბრუნდა ზღვისკენ,
გადაიხედა გემიდან ზღვაში;
ზღვას გამჭრიახი ესროლა მზერა
და ხედავს იგი სასწაულს მცირეს:
თვით იკუ-ტურსო – მოხუცის ვაჟი,
ამოზიდულა ზედ გემის გვერდით,
ამოუყვია ტალღიდან თავი.
ზღვის ზედაპირზე მოუჩანს კეფა.

765 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა
ხელები ტურსოს ყურებში სტაცა,
ამოათრია ყურებით წყლიდან
და შეეკითხა ვეინე ტურსოს,
და იკუ-ტოურსოს მან ასე უთხრა:
„შენ, იკუ-ტურსო, მოხუცის ვაჟო,
როგორ გაბედე ამოსვლა ზემოთ,
ზღვის ზედაპირზე, მითხარი, რატომ
ადამიანის გამოჩნდი თვალწინ,
თვალწინ კალევის უშიშარ შვილთა?“
იმ იკუ-ტურსომ, მოხუცის ვაჟმა,
არც გახარება დაიტყო დიდი,
არც შეშინება დაიტყო მცირე,
მაგრამ პასუხი მაინც არ გასცა.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ტურსოს შეკითხვა მეორედ მისცა,
მესამედ უკვე შესძახა მკაცრად:
„შენ, იკუ-ტურსო, მოხუცის ძეო,
რად ამოხვედი ცისფერი ზღვიდან,
ზღვის ზედაპირზე გამოჩნდი რატომ?“
იმ იკუ-ტურსომ, მოხუცის ვაჟმა,
ხმის ამოღება იკადრა უკვე
და მან ვეინეს პასუხად უთხრა:
„ზღვიდან ამოსვლა გავბედე მიტომ,
ზღვის ზედაპირზე გამოვჩნდი, რადგან
გაჟლეტა მსურდა კალევის შვილთა,
სამპო პოხელში წამეღო მსურდა.
ახლა თუ იმდენ სიკეთეს მიზამ,

766 მკითხველთა ლიგა


რომ ისევ ისე უკანვე ჩამსვავ,
თუ არ მომისპობ სიცოცხლეს ცოდვილს,
არ გამოვჩნდები ჩემს დღეში, გრწმენინ,
ადამიანის არასდროს თვალწინ“.
ვეინე ბრძენმა იმ წუთში ტურსოს
გადაუძახა უკანვე ზღვაში
და მიადევნა ეს სიტყვა უკან:
„შენ, იკუ-ტურსო, მოხუცის ვაჟო,
აღარ გაბედო ამოსვლა ზღვიდან,
არ დაენახო არავის თვალით,
ზღვის ზედაპირზე დღეის დღის შემდეგ
კაცისამ აღარ გიხილოს თვალმა!“
ის დღე არის და ის დღეა, ტურსო
არ ამოსულა ცისფერი ზღვიდან,
არ ჩვენებია კაცთაგან არვის,
და ვერც ამოვა, ვიდრე ჩვენ მთვარე
და მზე, რომელიც ათეთრებს წყვდიადს,
გვაძლევს დღის შუქს და სიხარულს ამდენს.
მართავს ვეინე დრომონის ტიმონს,
შორს და შორს მიდის ხომალდი ფიცრის;
დრო რომ გავიდა ძალიან მცირე,
დაახლოებით სულ ერთი წამი,
ცით გადმოუშვა მფლობელმა ცათა,
თვით დიდმა უკომ, ჰაერის მეფემ,
მძლავრი ქარი და გრიგალი მძაფრი
საპირისპიროდ ვეინეს გემის.
ატყდა ხეთქება გარშემო ქართა,
ზღვამ წამოყარა დიდრონი ზვირთნი;

767 მკითხველთა ლიგა


აქეთ გრიგალი გაუდის არავს,
იქით თრასკესი მძვინვარებს მძაფრი,
ხომალდს წინიდან ასკდება ლიფსი,
არგესტი ურტყამს უკნიდან ხომალდს,
აღმოსავლეთით კირკიდო ბრდღვინავს,
ჩრდილოეთიდან ლიონტო მოჰქრის.
არ შეარჩინეს ფოთოლი ხეთა,
ფიჭვნი წიწვთაგან გაცალეს სწრაფად,
მინდვრად ყვავილნი დაწყვიტეს ნაზნი,
გადაულეწეს მარცვლოვანთ წელნი,
წამოაყენეს სვეტებად ქვისა,
ზღვას მიახვეტეს დომხალი ცხვირში.
საშინლად ქროდნენ გრიგალნი
შლეგნი,
წყალმა პირამდე აავსო ნავი,
ზვირთთა წაიღეს ვეინეს მუღნი,
ქარიყლაპიას კანტელე ტურფა, –
და გაიხარა ველამოს ხალხმა,
დიდმა და მცირემ ახტოსთან მყოფმა;
კანტელეს ხელი წაავლო ახტომ,
ახტოს ბავშვებმა ჩაბღუჯეს მუღნი, –
ბარბითით ხელში ჩაეშვნენ წყალში, –
გაუჩინარდნენ სიღრმეში ზღვათა.
მწარედ ატირდა ვეინე ბრძენი,
მოხუცს თვალებზე უბრწყინავს ცვარი,
და ნაღვლიანად ის ამბობს ასე:
„აი, გამიქრა, რაც შრომით შევქმენ,
სიამე წყალმა ჩაყლაპა სულის,

768 მკითხველთა ლიგა


მოხუცის შვებას ზღვამ უყო პირი.
დღეის დღის შემდგომ, არასდროს, აწი,
არასდროს, სანამ ვიქნები ქვეყნად,
აღარ დამატკბობს მე ჩემი მუღნი,
ღრანჭები აღარ მომალხენს თევზის“.
შიშს ვეღარ მალავს მჭედელი დიდი,
ილმარინენი, უკვდავი მარად,
და სინანულით ის ამბობს ასე:
„რას მოვდიოდი, ნეტა, მე შტერი!
აქ სად მოვედი, რა მინდა აქ მე!
აქ, ამ უსაზღვროდ განფენილ ზღვაში,
ამ ამოლუმპულ ფიცართა ზედა,
მოთახთახეზე ტოტებზე სველზე.
აქვს გამოცდილი აქამდეც ჩემს თმას
ქარიშხალი და გრიგალი ბევრი,
ჩემს წვერს უწინაც უნახავს ხშირად
განფენილ წყლებში დღეები ქუფრი,
ჯერ არ მქონია შემთხვევა ოღონდ –
მენახოს რამე ამისი მსგავსი:
ხომალდს ნაკადი ასკდება შლეგი,
ქაფმორეული ღმუიან ზვირთნი.
გრიგალმა მაინც დამინდოს ნეტა,
შემიბრალებდნენ ზვირთები მაინც“.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
აზრი გამოთქვა ასეთი დინჯი:
„მოთქმა-გოდება არ ვარგა გემზე,
კაცმა არ უნდა იტიროს ნავში;
არ ეშველება ტირილით საქმეს,

769 მკითხველთა ლიგა


გაჭირვებოდან ვერ გიხსნის ცრემლი“.
იყუჩა ერთხანს, აზრახდა მერე
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ზღვაო, პირმშონი ალაგმე ზღვათა,
უკუიყარეთ, ტალღანო, ბუღი,
ველამო, დაბლა დაქაჩე ზვირთნი,
ახტო, დათრგუნე მოყმენი შენნი,
რათა დაეხსნან ჩემს ხომალდს ტურფას,
არ დამიმსხვრიონ ნეკნები ნავის.
ქარო, მოგვეშვი, ზეცაში ადი,
გამოეხვიე ღრუბლების ქურქში,
გაეშურევი იქ, სადაც იშვი,
სადაც შნიშნი და დედაა შენი!
ნუ ატორტმანებ უღმერთოდ ხომალდს,
არ დამირღვიო დრომონი ფიჭვის,
რას ჩაგვაცივდი, შევარდი ტყეში
და დაითრიე ნაძვები ქოჩრით!“
ლემინკაინე, ჭაბუკი ლაღი,
კაუკომელი, ყოჩაღი მოყმე,
ალაპარაკდა და ამბობს ასე:
„ტურიანელო არწივო, ფრინდი,
ფრინდი და ფრინდი, მოფრინდი გემზე,
თან მომიტანე ნაკრტენი სამი,
ყორანო, ორი ნაკრტენი მომე,
ვიხსნა როგორმე ხომალდი რათა“.
გემს მიაჭდა ძელები მოყმემ,
წამოამაღლა ფიცრები გვერდის,
ის ახლა გვერდებს უკეთებს ხომალდს, –

770 მკითხველთა ლიგა


არის საჟენი სიმაღლე მათი;
ვერ გადმოლახონ ტალღებმა რათა,
რომ არ დაგუბდეს ხომალდში წყალი.
ხომალდი ისე გაკეთდა ხელად,
ისე მოეწყო გვერდები გემის,
რომ რაც არ უნდა იღელვონ ზღვათა
და რაც არ უნდა ეცადონ ზვირთნი, –
გარჯა ამაო იქნება მათი,
ვერ დააკლებენ ვერაფერს ხომალდს.

771 მკითხველთა ლიგა


runa ormocdamesame

პოხელის დიასახლისი საომარი ხომალდით უკან დაედევ-


ნება სამპოს გამტაცებლებს. როცა წამოეწევა, პოხელსა და
კალევალას შორის ხდება დიდი საზღვაო ბრძოლა, რომელ-
შიც კალევალა იმარჯვებს, მაგრამ პოხელის დიასახლისი
ახერხებს სამპოს ნავიდან გადმოთრევას, იგი ზღვაში ვარდე-
ბა და ნამსხვრევებად იქცევა. მსხვილი ნამსხვრევები ზღვაში
იძირება, მაგრამ პატარებს ტალღები ნაპირზე გამორიყავს
ვეინემეინენისათვის დიდად გასახარებლად, რადგან ამ ნამ-
სხვრევებში იგი მომავალი კეთილდღეობის საფუძველს ხე-
დავს. პოხელის დიასახლისი კალევალას მთელი ბედნიერე-
ბის მოსპობით იმუქრება, მაგრამ ვეინემეინენს არ ეშინია მი-
სი მუქარის და თავისი ძალაუფლების დაკარგვით დამწუხრე-
ბული პოხელის დიასახლისი, რომელსაც მთელი სამპოდან
მხოლოდ თავსახური შერჩა ხელში, შინ ბრუნდება. ვეინემეი-
ნენი გულმოდგინედ აგროვებს ნაპირზე სამპოს ნამსხვრე-
ვებს, ამთელებს მათ თავის ქვეყანას მარადიულ ბედნიერებას
უსურვებს .

772 მკითხველთა ლიგა


ლოუხმა, ვინაც განაგებს პოხელს,
ჩრდილოეთისა მოიხმო ხალხი;
ჩამოურიგა მსხირპანე შვილდნი,
მახვილოსანთა აგროვებს ლაშქარს,
საჩქაროდ აწყობს საომარ ხომალდს,
მზადებაშია პოხელის გემის.
სხამს ორჩხომელში მეომარ მოყმეთ,
სალაშქროდ კარგად მოკაზმა ყველა,
ვით გამოიყვანს ჭუჭულებს იხვი
და პატარები წესრიგში მოჰყავს:
დრომონში ასი სპათარი ჩასხა,
ჩუბინი ჩასხა ათასი გემში.
ანძას ამაგრებს ხომალდზე იგი,
ხელად გამართა წვეტები ანძის,
აფრა მიაბა ანძაზე სწრაფად,
ანძის წვეტებზე გაჰკიდა ტილო,
თითქოს ღრუბელი დაეშვა ციდან,
ანდა ზემოდან ჩამოწვა ჯანღი,
და გადასწყვიტა საომრად წასვლა
და გაემართა ჩქარა და ჩქარა,
წისქვილი უკან მოიღოს რათა,
გატაცებული ვეინეს გემით.
ვეინეს საჭე უჭირავს გემის,
ზღვას არღვევს ცისფერს ხომალდი მისი;
ბოლო მენიჩბეს გასძახის ასე,
მხერვალი – გემის კიჩოზე მდგარი:

773 მკითხველთა ლიგა


„ჭაბუკო ლაღო, მემკვიდრევ ლემპის,
ჩემს მეგობრებში ყველაზე კარგო,
თუ ძმა ხარ, ერთი ანძაზე ადი,
ანძის წვეტებზე ავარდი მარდად;
წინ გაიხედე, – განჭვრიტე სივრცე,
უკუიხედე, – გახედე ზეცას:
ნათელი თუა ჰაერის ზღვარნი,
ღრუბლიანია თუ არის წმინდა!“
ანძაზე ხელად აიჭრა მოყმე, –
მოხერხებული, ჯანსაღი, მკვირცხლი,
ვინც უხვეწნელად მზად არის მუდამ,
წაუქეზებლად ვინც არის მარდი.
უფრო და უფრო მიიწევს მაღლა,
ზედ ანძის წვერზე მოექცა უკვე.
მიმოატარა გარშემო მზერა,
კარგად დაზვერა ყოველი მხარე,
მრუმე პოხელსაც გახედა ერთხელ
და ჩამოსძახა ანძიდან მხერვალს:
„წინ ჰაერია სრულიად სუფთა,
უკნიდან რაღაც, მე მგონი, ჯანღი,
გამალებული იჩქარის ჩვენსკენ,
ჩრდილოეთიდან ღრუბელი მოჰქრის“.
მხიარულ ჭაბუკს ვეინე ეტყვის:
„გატყუებს თვალი, არა ხარ სწორი!
ღრუბელიაო?! რა უგავს ღრუბელს!
ჯანღი?! რის ჯანღი, რომელი ჯანღი! –
იალქნიანი გემია დიდი!
რამ დაგიყენა თვალები ნეტა!“

774 მკითხველთა ლიგა


მოყმემ ხელახლა გახედა სივრცეს
და ჩამოსძახა ანძიდან მხერვალს:
„შორს ზღვაში თითქოს კუნძული მოჩანს,
კი, უეჭველად კუნძული არის:
ვერხვთ შესევია შევარდენთ გუნდი,
ყრუანჩელანი არყებზე სხედან“.
მოთმინებიდან გამოდის ბრძენი:
„რამ მოგალანდა შევარდენთ გუნდი!
რის ყრუანჩელა, სადა გაქვს თვალი!
გემში პოხელის მოყმენი სხედან!
გამოახილე თვალები კარგად!“
მოყმემ მესამედ გახედა სივრცეს,
მზერა უფრორე დაძაბა ახლა,
უმზირა ერთხანს, უყურა ერთხანს,
და ჩამოსძახა ანძიდან მხერვალს:
„სწორია, მართლა გემია დიდი,
ზღვას უტყლაშუნებს ნიჩაბი ასი,
ნიჩბებს ასი ბრგე ვაჟკაცი უზის,
სულ ათას ასი კაცია გემში!“
ახლა კი, როცა ვეინე ბრძენმა
ჭეშმარიტება შეიტყო სრული,
სჭექა და სჭექა მხერვალმა რიხით:
„აბა, თქვენ იცით, ბიჭებო, ახლა!
ჭაბუკო ლაღო, მჭედელო დიდო,
ხოფების მოსმას უხშირეთ, ხალხო! –
წინ-წინ გაქროლდეს ხომალდი რათა,
შორს მოიტოვოს მდევარი გემმა!.
თავს არ იზოგავს ჭაბუკი ლაღი,

775 მკითხველთა ლიგა


ილმარინენიც უსვამს და უსვამს,
ვაჟკაცი ნიჩაბს წააწვა ყველა;
ჭრიჭინით ბრუნავს ტიმონი ნაძვის,
მორთეს ქოთქოთი ხომალდის კავთა,
თახთახი შექნა დრომონმა ხისამ, –
ცხვირით სელაპზე საშინლად ჭყვირის,
როგორც მორევი უღმუის კიჩო,
დუღს და თუხთუხებს გარშემო წყალი,
ტალღათა ქაფი ბოლქვებად იძვრის.
არ დაუზოგავს არავის თავი,
გასკდა მენიჩბე ყოველი ოფლად,
მაგრამ ამაო გამოდგა ჯაფა;
შორს ვერ გაუსწრებს ვერაფრით
მდევარს, –
აფრებდაბერილ ვეება ხომალდს, –
მუქარით მომქროლს პოხელის მხრიდან.
ხედავს მოხუცი ვეინე კარგად,
უბედურება ახლოა უკვე,
დღე არ მოელის სულ მალე კარგი.
ჩაფიქრდა ბრძენი, დაიწყო ფიქრი, –
რა გააკეთოს, მოიქცეს როგორ!
ანაზედეულად წარმოთქვა ასე:
„გამოსავალი ნაპოვნი არის,
ხელად სასწაულს მოვახდენ მცირეს!“
აბგაში ჩაჰყო სასწრაფოდ ხელი,
სადაც კაჟი და აბედი ჰქონდა;
და ამოიღო ნატეხი ტალის,
და ამოიღო აბედი მცირე;

776 მკითხველთა ლიგა


და გადისროლა ნატეხი წყალში,
მხარს იქით, მარცხნივ ისროლა იგი,
და ლაპარაკი დაიწყო ბრძენმა
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„კაჟიდან გაჩნდი მეჩეჩო ჩქარა,
წამოიზარდე წყალქვეშა კლდეო,
დაანაფოტე ხომალდი დიდი,
ასკავიანი დაღუპე ნავი,
მილეწ-მოლეწე პიტალო კლდეზე –
ზღვის უზარმაზარ ტალღათა შორის!“
წამოიზარდა მეჩეჩი ზღვაში,
ის გარდიგარდმო იზრდება წყალქვეშ, –
აღმოსავლეთით მიიწევს სიგრძით,
დასავლეთისკენ სიგანით მიდის.
ქარივით მოქრის პოხელის გემი,
ტალღათა ზედა ქათქათებს აფრა,
უცებ ჭახანი გაისმა მჭახე, –
ტინს შეენარცხა ხომალდი ნერჩით,
ფიცრებად იქცა დრომონი ფიჭვის,
ასნეკიანი დაირღვა ნავი.
ანძა დგაფუნით ჩავარდა წყალში,
გადაეფოფრნენ აფრები ტალღებს, –
შორს გაიტაცა ისინი ქარმა –
ფრიალ-ფრიალით აღმა და დაღმა.
დიასახლისი პოხელის მხარის,
გადახტა, ჩადგა მუხლამდე წყალში;
სურს ადგილიდან ხომალდის დაძვრა,
ცდილობს, როგორმე ასწიოს გემი,

777 მკითხველთა ლიგა


მაგრამ აწევა ვერ შესძლო მისი,
ვერც წინ გასწია როგორმე ნავი;
მთლად დალეწოდა ნეკნები ხომალდს,
ჩამოცვენოდა კავები ყველა.
იმარჩიელა, იფიქრა დიდხანს
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ამგვარს:
„ვინ უნდა მიხსნას ამ დღეში მყოფი,
ვის შეუძლია მირჩიოს რამე?“
უცებ როკაპმა იცვალა სახე,
ის გარეგნობას ღებულობს ახალს;
მყის ხუთი ძველი მოიღო ცელი
და ექვსი თოხი – შეჭმული ჟანგით:
მათ იგი ხმარობს, ვითარცა თითებს,
კლანჭებად მუჭავს ცელებს და თოხებს,
ნახევარ ხომალდს დაავლო ხელი,
მუხლების ქვემოთ მიიბა ხელად,
ფრთებად იკეთებს ხომალდის ფერდებს,
კუდად ხომალდის მოიბა საჭე;
ფრთებზე ვაჟკაცი შეისვა ასი,
კუდზე ათასი დაისვა მოყმე,
ასი სპათარი მოთავდა ფრთებზე,
კუდზე ათასი ჩუბინი დაჯდა.
სწრაფად გაშალა ლოუხმა ფრთები,
მყისვე არწივად აიჭრა ცაში,
მიფრინავს სწრაფად, ფრთებს იქნევს
მძლავრად,
წამოეწიოს ვეინეს რათა:
ცალ ფრთას ლოუხი ღრუბელზე ურტყამს,

778 მკითხველთა ლიგა


ზღვადაზღვა მიაქვს მეორე თრევით.
დედა წყალთანი, დიაცი ტურფა,
ეტყვის უეცრად ვეინეს ასე:
„ვეინემეინე, მოხუცო ბრძენო!
სასწრაფოდ მზისკენ იბრუნე პირი,
სწრაფად ესროლე დასავლეთს მზერა,
უკუიხედე, გახედე სივრცეს!“
მყისვე ვეინემ, უკვდავმა მარად,
სასწრაფოდ მზისკენ იბრუნა პირი,
სწრაფად ესროლა დასავლეთს მზერა,
უკუიხედა, გახედა სივრცეს:
ხედავს ჰაერში პოხელის როკაპს,
რაღაც უცნაურ, საშინელ ფრინველს;
იმ ფრინველს თავი ქორისას უგავს,
ტანი ცოტათი მოუგავს არწივს.
გემს გაუსწორდა როკაპი უკვე,
გადაუქროლა ვეინეს ქორად,
ჩაებღაუჭა კლენჭებით ანძას,
ანძის წვეროზე დაეშვა მძიმედ;
გადაბრუნდება საცაა გემი,
გადაიხარა ხომალდი გვერდზე.
ილმარინენი ღმერთს უწყებს ხვეწნას,
მჭედელი უფალს მიმართავს აჯით,
ემუდარება მხურვალედ უკოს,
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„უკო, მიშველე, ძლიერო ყოვლად,
ღმერთო მაღალო, ჭირთაგან მიხსენ,
გადამარჩინე დაღუპვას ბოროტს,

779 მკითხველთა ლიგა


მხოლოდშობილი არ მიმცე სიკვდილს,
ნამოღვაწარი დაიცავ შენი,
ხიფათს აშორე შექმნილი შენგან!
ო, დიდო უკო, ღმერთების ღმერთო,
ძლევამოსილო ყველგან და მარად!
ცეცხლისბეწვება მიბოძე ქურქი,
კვართი მიბოძე მხურვალე ცეცხლის;
რათა უშიშრად ვიბრძოლო უფრო,
შეჯავშნულ შუბის არ მქონდეს შიში,
რომ ვერ წამაძროს მახვილით თავი,
რომ არ დავკარგო თმა ერთი ბეწვიც,
როს გახურდება ჯახანი რკინის,
შეხლა-შემოხლა ფოლადის გლისპის!“
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
შემარიგებელს წარმოთქვამს სიტყვას:
„დიასახლისო პოხელის მხარის,
მოდი, შუაზე გავიყოთ სამპო,
იქ, ჩრდილოვანი კუნძულის თხემზე,
კბოდეა სადაც, მოცული ჯანღით“.
მხერვალს ლოუხი პასუხად ეტყვის:
„რად მინდა რამე ზიარი შენთან!
ნაფოტის არ ხარ სამპოსი ღირსი!
ვერც ეღირსები სამპოის წკირსაც!“
თქვა და მყის სამპოს დაავლო ხელი,
წისქვილის ცაში ათრევა უნდა.
აქ კი, წამოხტა ჭაბუკი ლაღი,
ქამრიდან იძრო მახვილი ხელად,
ამოაფრინა ქარქაშით რკინა,

780 მკითხველთა ლიგა


მარცხენა მხრიდან იშიშვლა ხმალი
და გამეტებით უცხუნა არწივს,
დასცხო და დასცხო მტაცებლის კლანჭებს.
ჭოლაურს იქნევს ჭაბუკი ლაღი,
იქნევს მახვილს და იზახის ასე:
“ჩამოეთრიეთ ყველანი დაბლა,
ძირს მახვილები, ძირს გმირი ყველა!
ფრთებიდან ჩქარა ჩამოხტით ასნო,
ათ-ათნო სკუპდით ფრჩხილთაგან ჩქარა!“
დიასახლისი პოხელის მხარის,
ჩამოსძახოდა ანძიდან მოყმეს:
„ლემინკაინენ, ჭაბუკო ლაღო,
შე, უბადრუკო, კაუკო ცრუო,
შენ არ იყავი, დედას რომ უთხარ,
მოხუცებულს რომ მიეცი ფიცი,
რომ წელი ექვსი, ექვსი თუ ათი,
არ წახვიდოდი სალაშქროდ არსად,
რომ გაგჩენოდა ოფაზის ჭყურტი,
მოგწყურებოდა თუნდ ვერცხლი ფრიად!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
და შემლოცველმა, უკვდავმა მარად,
იფიქრა: ახლა დროაო უკვე,
ხელსაყრელიო დადგაო წუთი;
მყის დაითრია ტიმონი ზღვიდან,
ზღვას გამოსტაცა ტიმონი მუხის,
მოუნიავა ძალუმად ურჩხულს,
არწივს კლანჭები მოჩეხა ხელად,
არ შეარჩინა არც ერთი კლანჭი,

781 მკითხველთა ლიგა


კლანჭის – ძალიან ერცახის გარდა.
ფრთებიდან ჯგუფად იხუვლეს გმირთა,
ერთბაშად ზღვაში ჩაცვინდა ყველა;
წყალში ფრთებიდან ჩავარდა ასი,
ათასი კაცი ტანიდან მოწყდა.
მწარედ შეჰკივლა არწივმა თვითონ,
ზედ გემის გვერდით ჩაეცა იგი,
ვითარცა ხიდან ვარდება როჭო,
როგორც ვარდება ნაძვიდან თრია.
ებღაუჭება ლოუხი სამპოს,
ის არათითით მიათრევს წისქვილს,
მიათრევს სამპოს პირდაპირ წყალში;
და სახურავი გადაძვრა უცებ,
და ხომალდიდან დაცურდა იგი
და ცისფერ ზღვაში ჩავარდა ზათქით;
ასე დაიმსხვრა ძვირფასი სამპო
და სახურავი სამპოსი ჭრელი.
სამპოს ნამსხვრევებს ზღვამ უყო პირი,
ისინი მძიმედ ჩაეშვნენ ზღვაში,
ცისფერ ნაკადთა წიაღთა შინა,
და მოკალათდნენ მოშაო შლამზე.
ახტოის უნჯნი, სიუხვე ზღვათა
მეოხებაა იმ დღიდან მათი,
და ვიდრე გარბის სოფელი წუთის
და ვიდრე ცაზე ქათქათებს მთვარე, –
არ დაილევა სიმდიდრე ზღვათა,
საუნჯე მუდამ ექნება ახტოს.
სხვა ნამსხვრევები სამპოსი უხვის,

782 მკითხველთა ლიგა


ნამსხვრევნი მისნი, – მცირენი უფრო.
მიმოეფინნენ ხერხემალს ზღვისას,
ზღვის ფართო-ფართო ტალღებზე შერჩნენ,
ქარმა არწიოს ისინი რათა
და იტივტივონ ნებივრად ზღვაზე.
და ტივტივებენ ისინი უკვე, –
მიმოფენილნი ხერხემალს ზღვისას,
და ირწევიან ისინი ქარით, –
ზღვის ფართო-ფართო ტალღებზე მწოლნი;
ქარს ნაპირისკენ ისინი მიაქვს,
მიწისკენ მიაქვს ისინი ტალღებს.
ვეინემეინე, უკვდავი მარად,
ზვირთთა კბოდეზე ხეთქებას ხედავს,
ხედავს: ტალღანი ზღვისანი როგორ
მიაქანებენ მიწისკენ ნამსხვრევთ
და როგორ ჰყრია ნაპირზე უკვე
სახურავისა ნაფოტნი ჭრელის.
ზღვის საქციელნი ახარებს მხერვალს
და სიხარულით ვეინე ამბობს:
„ეს ნაფოტები თესლია უცხო,
სიკეთის ყლორტებს ამოჰყრის იგი,
განეფინება ქვეყანას ხნულად,
აღმოაცენებს მცენარეს ურიცხვს,
ნათელს შეჰმატებს ქათქათა მთვარეს,
შუქს გახდის მზისას უფრორე კეთილს,
ააღორძინებს სუომის მიწას,
გულს რომ ახარებს, იმ ტურფა კუთხეს“.
დიასახლისი პოხელის მხარის

783 მკითხველთა ლიგა


გაბოროტებით იძახის ასე:
„ვერ მოესწრები განფენას ხნულთა,
ვერ მოესწრები ჯეჯილის ხილვას,
ვერ მოესწრები მინდორთა ბიბინს,
ვერ მოესწრები ყანების ღელვას,
მთვარისას ვეღარ იხილავ არილს,
სხივებსაც ვეღარ იხილავ მზისას;
გამოქვაბულში შევაგდებ მთვარეს,
მზეს მოვიტაცებ, დავამწყვდევ კლდეში.
რასაც მოხნავ და დათესავ რასაც,
ნახნავსაც შენსას, მარაგსაც შენსას,
გავანადგურებ ყველაფერს ტეხვრით,
გაღიებამდე დავაზრობ ხნულში.
შენს ველებს მწვანეს, შენს მინდვრებს ტურფას,
საძოვრებს, ხნულებს, რაც კია შენი,
ციდან რკინისას დავუშენ სეტყვას,
ფოლადის სეტყვას დავუშენ ციდან.
დათვს შემოგიჩენ უღრანი ტყიდან,
ან მოგიგზავნი ტევრიდან კატას,
ულაყებს შენსას რომ გაჰკრას კბილი,
რათა ფაშატნი დაფატროს შენი,
გამოუღადროს მუცლები ძროხებს,
მუსრი გაავლოს შენს ხვასტაგს რათა;
ხალხს გაგიჟუჟავ ჭირით და ჟამით,
მთელ შენს გვარს ისე აღმოვფხვრი ქვეყნად,
რომ ვიდრე მთვარე ქათქათებს ცაზე,
ჭაჭანებაც კი არ იყოს მისი“.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,

784 მკითხველთა ლიგა


ლოუხს პასუხად მიუგებს ასე:
„ლაფლანდიური რას მიზამს გრძნება,
ტურიანული რას მავნებს ჯადო;
ამინდი უკოს მორჩილებს ოდეს,
ბედის გასაღებს უკო ფლობს როცა;
აქვს გასაღები გველეშაპს როდი,
მტარვალის იგი როდია ხელში.
თუ განვუცხადებ შემოქმედს ნდობას,
ბედს ჩემსას თუკი მივანდობ კეთილს,
მყის ჭიაღუას ხნულიდან გაჰყრის,
არ დააყენებს სამკალში მატლებს,
არ გააოხრონ ნათესნი რათა,
არ გააფუჭონ რამეთუ თესლი,
ციცქნა კბილებით არ მოსჭრან წველნი,
თესლის არ დაღრღნან კბილებით ყლორტნი.
დიასახლისო პოხელის მხარის,
დილეგში მთვარის ნუკი გსურს ჩასმა,
მზის ნუკი გინდა დამწყვდევა კლდეში,
უბედურება მოისვი გვერდით,
წინ ბოროტება დაიდგი გობით,
ტანჯვა ჩაჰკეტე ორწოხთა შინა.
შენ თვითონ ხნულში დათესავ რასაც,
რასაც შენ თვითონ მიწაში ჩაჰყრი,
იგი გაყინე შენ შენი ყინვით,
იგი დააზრე შენ შენი სუსხით.
ხნავენ პოხელის გუთნები სადაც,
სადაც სახნავი მიწაა შენი,
იქ დაუშინე შენ სეტყვა რკინის,

785 მკითხველთა ლიგა


იქ დაუშინე ფოლადის კოხი.
რომ გამოუშვებ ტევრიდან კატას,
როს უღრანიდან გამოვა დათვი,
ფეხმოჩორთვილი ძალიან ერთი
და კბილებგრძელი მეორე ერთობ, –
დაე, მათი შენი გასწყვიტონ ჯოგნი,
რისხვად დაატყდნენ საძოვრებს შენსას!“
ლოუხმა, ვინაც განაგებს პოხელს,
ღრმა მწუხარებით წარმოთქვა ასე:
„ეჰ, ჩემი საქმე წასული არის,
სიმძლავრე ჩემი სუსტდება უკვე;
წყალქვეშ აგდია საუნჯე ჩემი,
ზღვის სიღრმეშია ძვირფასი სამპო“.
ტირილით მიდის ლოუხი სახლში,
დამწუხრებული ის მიდის პოხელს;
ისეთი, რასაც გააჩნდა ფასი,
ვერა რა იგდო სამპოსი ხელში,
უვარგის წკივრებს არათითს ჰკიდებს,
ის ამ წკივრების ამარა მიდის,
ჭერის ნაჭერი პოხელში მიაქვს,
სარიოლს მიაქვს ნაფოტი მცირე,
სიღატაკეა ამიტომ პოხელს,
არ ჰყოფნით ხოლმე ამიტომ პური.
ვინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ნაპირსა ზღვისა გავიდა ხელად,
იქ ნამსხვრევები სამპოსი ნახა,
სახურავისა ნაფოტნი ჭრელის.
მან ნაფოტები მობოჭა მყისვე,

786 მკითხველთა ლიგა


მიყრილ-მოყრილი ქვიშათა ზედა.
წყვდიადით მოცულ ხერთვისის თხემზე
დაბუდნა სამპოს ნამსხვრევნი ბრძენმა,
სახურავისა ნაფოტნი ჭრელის;
მიწა ჯეჯილმა ამოჭრას რათა,
რომ აღმოცენდეს მიწიდან ჭვავი,
პურად იქცევა რომელიც მერე,
რომ აღმოცენდეს მიწიდან ქერი,
მერე რომელიც იქცევა ლუდად.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ღვთისადმი აჯას აღავლენს ზეცად:
„ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,
ბედნიერება მოგვეცი უხვად,
რომ გავატაროთ სიცოცხლე ლხენით
და პატიოსნად გავლიოთ იგი
სუომის ტურფა მინდორთა ზედა.
ო, დიდო უკო, ძლიერო ყოვლად,
უკარგესო და უებრო ღმერთო,
შენ დაიფარე კალევის შვილნი
კაცთაგან – ავი განზრახვით გულში,
ქალთაგან – გულში ბოროტი ფიქრით.
დათრგუნე ქვეყნის სულები ავნი,
დალახვრე ძალნი ბოროტნი წყალთა.
შექმნილთა შენთა ექმენი მფარველ,
შვილების შენის იყავი შემწე,
იყავი მათი იმედი ღამით,
მცველი იყავი იმათი დღისით;
არ იკიაფოს დე, ცუდად მთვარემ,

787 მკითხველთა ლიგა


არ გაანათოს მზემ, დაე, ცუდად.
არა დაჰქროლონ ბოროტთა ქართა,
არ ჩამოიქცეს ცაერა მავნე.
არ შეგვაწუხოს სასტიკმა ყინვამ,
არ გაგვაწვალოს ტაროსმა ცუდმა!
დე, ყოველივეს, რაც არის ჩემი,
და ორი მხრიდან სამშობლოს ჩემსას
შენ ქვითკირისა მოავლე ზღუდე,
ის უნდა იყოს მაღალი ისე,
რომ ადიოდეს მიწიდან ცამდე.
ჩამოდიოდეს მიწამდე ციდან;
ზედ ვერ გადმოხტეს მომხდური რათა,
ჩვენი ხის ნაყოფს ვერ ახლოს ხელი,
რათა ამ ზღუდემ დაიცვას მუდამ
საცხოვრებელი ადგილი ფინთა;
გვიცავდეს იგი, მანამდე სანამ
ოქროსი ცაზე ანათებს მთვარე.

788 მკითხველთა ლიგა


runa ormocdameoTxe

ვეინემეინენი ზღვაში გადის დაკარგული კანტელეს საძებ-


ნელად, მაგრამ ვერ პოულობს, შემდეგ იგი არყის ხისგან აკე-
თებს ახალ კანტელეს და მასზე დაკვრით აღაფრთოვანებს
ყველაფერს, რაც კი ბუნებაშია.

789 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
იფიქრა ერთხანს და უცებ ამბობს:
„ჩემს ახალ სახლში რომ დამსვა ახლა,
მანახა ჩემი ლამაზი ეზო,
დამაჭერინა ბარბითი ხელში,
და მომალხინა, აჯობებს რამე?!
მაგრამ გავერთო რითი და როგორ,
ოდეს კანტელე დავკარგე ტურფა,
სიამე ჩემი ზღვამ შთანთქა ოდეს;
სასიხარულოდ ველამოს ხალხის,
ზღვის სიღრმეშია ძვირფასი მუღნი,
იქ, სადაც თევზთა ჭყუმპალობს ჯოგი,
ორაგულები ცურავენ სადაც.
კანტელეს უკან არ მომცემს ახტო.
ო, ილმარინენ, მჭედელო დიდო,
შენ მუშაობდი მთელი დღე გუშინ,
დღესაც გააღე სამჭედლო, მოდი,
და გამიკეთე მე ფოცხი რკინის,
ფოცხი – თითები რომ ჰქონდეს ბევრი,
გრძელი რომ ჰქონდეს ძალიან ტარი,
რომ შევძლო მითი ნაკადთა ხვეტა,
რომ მოვაქუჩო იმითი ზვირთნი,
ზღვის ნაპირ-ნაპირ რაც კია ლელი,
რომ მოვაგროვო ის ლელი ერთგან;
სიამეს ჩემსას მივაგნო რათა,
და ამოვიღო კანტელე ზღვიდან,

790 მკითხველთა ლიგა


იქ, სადაც თევზთა ჭყუმპალობს ჯოგი,
ორაგულები ცურავენ სადაც.
ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,
ამ კვერითხურომ უკვდავმა მარად,
გამოუკვერა ბრძენს ფოცხი რკინის,
ფოცხს სპილენძისა უგია ტარი,
ექვს თითთა სიგრძე საჟენი ასი,
ტარი თითებზე გრძელია ხუთჯერ.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ეს დიდი ფოცხი აიღო ხელში,
გზა გაიარა ძალიან ცოტა,
მანძილი განვლო ძალიან მცირე
და საგორავებს მიადგა იგი, –
აკრავთ რომელთაც რკინა და რვალი.
საგორავებზე – ჭედილზე რკინით,
საგორავბზე – ჭედილზე რვალით,
ორი დაუხვდა ხომალდი მხერვალს,
გემი მზადმყოფი დაუხვდა ორი;
ერთი სრულიად ცინცხალი იყო,
მეორე იყო ცოტათი ძველი.
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
იმ ახალ ხომალდს მიმართა ასე:
“ხომალდო, ზღვაში ჩაეშვი ჩქარა,
ნავო, საჩქაროდ შეგორდი წყალში,
გაქროლდი ისე, არ გახლო ხელი,
გაცურე ისე, არ გახლო თითი!“
ხომალდი მყისვე ჩაეშვა ზღვაში,
დინებას მისცა იმ წუთას თავი,

791 მკითხველთა ლიგა


ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
ხელად ხომალდის კიჩოზე დაჯდა
და გაეშურა საწმენდად ზღვისა,
ამოსახვეტად ნაკადთა სიღრმის,
კარგად გაჩხრიკა ყვავილნი ზღვათა,
სანაპიროზე ნაგავი ჩხრიკა,
გაუჩხრეკავი არ დარჩა ჩირგვი,
არც პაწაწინა ღერები ლერწმის,
არც ზღვის მცენარის არც ერთი მწიკვი;
მიწი-მოწია ყოველი ღერი,
ებღაუჭება ის ბრაგებს ფოცხით,
მაგრამ ვერაფრით იპოვა ვერსად
ქარიყლაპიას კანტელე ტურფა.
ბარბითი – დიდი სიამის მგვრელი,
სამარადჟამოდ გაჰქრა და გაჰქრა.
ვეინემეინე, უკვდავი მარად,
ხელმოცარული ბრუნდება უკან,
ჩაუღუნია ვეინეს თავი
და მოქცევია მას ქუდი გვერდზე;
ის სინანულით იძახის ასე:
„ვეღარ მოვისმენ ვერასდროს აწი
თევზის ძვალთაგან უწინდელ ხმათა,
აღარ მაღირსებს თევზის ყბა შვებას!“
აი, ვეინე ტყის პირას მიდის,
ხმა შემოესმა ტირილის ტყიდან,
ხედავს: წარაფში ქვითინებს არყი,
ტოტებიანი უმწეოდ მოსთქვამს,
არყისკენ სწრაფად წავიდა ბრძენი,

792 მკითხველთა ლიგა


ახლოს მივიდა ვეინე არყთან.
ალერსიანად მიმართა მტირალს:
„არყო ლამაზო, რად მოგდის ცრემლი?
რამ აგატირა, მოსილო მწვანით?
თეთრქამრიანო, ქვითინებ რატომ?
რაო? არავის მიყავხარ ლაშქრად?
ომში წაყვანა არ უნდათ შენი?“
ალაპარაკდა მტირალი არყი,
ვეინეს არყმა მიუგო ასე:
„დაიჭარტალოს იქნება ბევრმა,
ბევრმა ლაყბობა დაიწყოს იქნებ,
მე მხიარულად ვცხოვრობდე თითქოს
და ვიცინოდე ფოთლებით მუდამ.
მე კი, ბედშავი, ჩამოვხმი დარდით,
მხოლოდ დარდია – სილაღე ჩემი,
უბედურების წუთებში მყოფი
საკუთარ თავზე მოვთქვამ და ვტირი.
მე უმწეობა მატირებს ჩემი
და უიღბლობა მაღონებს ასე;
ჩემი ვარამი არავინ იცის,
ქვითინი ჩემი არავის ესმის,
აქ, ამ საძაგელ საძოვრის პირას,
გულდათუთქული ვდგავარ და ვტირი.
ვერ აუდიან სიხარულს სხვები
იმ დიდი, ტკბილი იმედის გამო,
რომ სიხარული მოჰყვება ზაფხულს,
მალე დღეები დადგება თბილი.
მე კი ზაფხულის არც მინდა ხილვა,

793 მკითხველთა ლიგა


ან კი რად უნდა მინდოდეს, როცა
სწორედ ზაფხულზე მლოპრავენ უღვთოდ,
შეუბრალებლად მაჭრიან ტოტებს.
ძალიან ხშირად უბედურ არყთან,
გაზაფხულია როდესაც მოკლე,
მოიჭრებიან ბავშვები ხელად,
ხელში დანები უჭირავთ ბავშვებს,
გალესილ დანას მარჭობენ ტანში
და ჩემი წვენით იკლავენ წყურვილს.
მთელი ზაფხულის მანძილზე მწყემსი
მაცლის და მაცლის თეთრ ქამარს ტანზე,
ჯამებს და ქარქაშს წნავს მისგან იგი,
მისგან კენკრისთვის წნავს იგი ხოკერს.
ხშირად ჩეროში თეთრის და ნაზის,
უმწეო არყის ჩეროში ხშირად,
ქალიშვილები მოდიან ტურფა,
არყის გარშემო დარბიან ლხენით,
სიცილ-კისკისით მაწყვეტენ ფოთლებს,
რტოებს მჭრიან და ტოტებად კრავენ.
იშვიათია შემთხვევა როდი,
კაფავენ ხოლმე როდესაც უღრანს,
ნაჯახის წერა გახდება არყიც,
და უმოწყალოდ აპობენ საწყალს.
ერთხელ კი არა, ამ ზაფხულს სამჯერ,
აგერ ვიღაცა კაცები იდგნენ,
ხელში ცულები ეჭირათ კაცებს,
პირს უფხავებდნენ კაცები ცულებს;
იმ კაცებს ჩემი უნდოდათ მოჭრა,

794 მკითხველთა ლიგა


სიკვდილი სურდათ იმ კაცებს ჩემი.
აი, რა არის ზაფხული ჩემთვის,
მზის სხივებს ჩემთვის აი, რა მოაქვს,
კარგი დღე მე არც ზამთარში მადგას,
ჩემთვის არც თოვლი უქნია გამჩენს;
შემომიჩნდება ქარბუქი მძაფრი,
ჩამაცივდება სასტიკი ჭირხლი,
ქურქის სიმწვანეს ქარბუქი მტაცებს,
ჭირხლს მიაქვს ხოლმე მთლიანად ქურქი
და მე, ბედკრულზე ბედკრული არყი
და უბედური ყველაზე უფრო,
ტყეში სრულიად შიშველი ვრჩები,
დედიშობილად ვცახცახებ ქარში,
უღმერთოდ მყინავს სასტიკი ყინვა,
ხელფეხდამზრალი უმწეოდ ვტირი“.
ვეინე ბრძენი არყს ეტყვის ასე:
„ნუ ტირი, ჩემო ლამაზო არყო,
ნუ სწუხარ, ჩემო ძმობილო მწვანევ
თეთრქამრიანო, მოეშვი ტირილს;
ბედნიერება მოგადგა კარზე,
ახალ ცხოვრებას დაიწყებ აწი
და ატირდები სიამის ცრემლით,
და ნეტარებით დაიწყებ ჟღერას“.
ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,
სიამე იგი არყისგან შეჰქმნა,
დღე მოანდომა ზაფხულის ერთი
და გააკეთა კანტელე ტურფა;
წყვდიადით მოცულ კუნძულის თხემზე,

795 მკითხველთა ლიგა


ჯანღით დაფარულ შუაში კონცხის
ხვეწავს ვეინე კანტელის ხოკერს,
მოთხეს აკეთებს სიამის წყაროდ;
გამძლე გამოდის ხოკერი მუღნის,
გაძაგრულია ძარღვებით მოთხე.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
დაფიქრებული იძახის ასე:
„ხოკერი უკვე მზად არის მუღნის,
სიამის წყარო გაკეთდა მოთხე,
მხოლოდ ხრახნები აკლია ბარბითს,
სად გამოვძებნო მანები კარგი?!“
მყის აღმოცენდა მიწიდან მუხა,
თვალის უმალეს ავარდა ცაში,
მუხას ტოტები აქვს სწორზე სწორი,
ტოტებზე მუხას აქვს რკონი დიდნი,
თითო ბურთია თვითეულ რკოზე,
თითო ბურთზეა გუგული თითო.
და აგუგუნდა გუგული იგი,
ხმა გაისმოდა ერთბაშად ხუთი;
და ნისკარტიდან იღვრება ოქრო,
და ნისკარტიდან იღვრება ვერცხლი,
ოქრო ოფაზის იღვრება სერზე,
ვერცხლი კორტოხზე იღვრება ვერცხლის;
აქედან მიაქვს ვეინეს ხრახნი,
მან აქ იშოვნა მანები შვების.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
კვლავ დაფიქრებით იძახის ასე:
„აქვს უკვე ბარბითს ხრახნები კარგი,

796 მკითხველთა ლიგა


ნაშოვნი არის მანები შვების,
კანტელე მაინც არ არის სრული,
კანტელეს სიმი აკლია ხუთი;
და სად ვიშოვნო ეს ხუთი სიმი,
სად გამოვძებნო საამოდ მჟღერნი?“
მიდის სიმები საძებრად იგი,
ვეინე ბრძენი მინდორში გადის;
ხედავს: ვიღაცა გოგოა ტყეში,
ხედავს მინდორში გოგოა ვიღაც.
ეს ქალიშვილი ქვითინებს როდი,
გახარებულიც როდია დიდად,
უბრალოდ, ისე, სიმღერას ამბობს:
ნეტავი ჩქარა მოვიდეს მწუხრი,
ნეტავი ჩქარა მოვიდეს ისიც,
გულის მოვიდეს რჩეული ჩქარა.
იმ ქალწულისკენ გაქანდა ბრძენი,
უჩექმოდ გარბის ვეინე მისკენ,
უწინდოდ გარბის მოხუცი იქით,
მყის მიირბინა ქალწულთან ბრძენმა,
თმის ბეწვი თხოვა ვეინემ ქალწულს,
მოხუცმა ქალწულს მიმართა ასე:
„ქალწულო, მომე მე თმები შენი,
ეგ ნაწნავები დამითმე ნაზი,
რათა სიმებად გავჭიმო ქნარზე,
მარადის შვებად ვაქციო რათა“.
ვეინეს მისცა ქალწულმა თმები,
მისცა ბეწვები მას წვრილზე წვრილი,
ბრძენს აბრეშუმის თმა მისცა ხუთი,

797 მკითხველთა ლიგა


უბოძა ბეწვი ექვსი და შვიდი;
კანტელეს უკვე სიმებიც ჰქონდა,
სამარადჟამოდ სიამის ხმანი.
ახლა კანტელე მზად იყო უკვე,
ქვაზე ჩამოჯდა ვეინე ბრძენი,
ქვაზე, ყველაზე ძირაზე, დაჯდა,
ქვის საფეხურზე დაჯდა ზედ კართან.
კანტელეს ხელი მოჰკიდა ბრძენმა,
სიამის მგვრელი აიღო ხელში,
ზეცვისკენ უქნა კანტელეს ღუნი,
მუხლზე დაიდო ბარბითის ძირი,
მუღნისას მართავს მოხუცი სიმებს,
მომართა უკვე, ვით არის წესი.
აი, სიმები მომართა უკვე,
მოაწესრიგა სათავე ძნობის,
კანტელეს ისევ შეახო ხელი,
ის გარდიგარდმო დაიდვა მუხლზე.
აი, სიმებზე როკავენ თითნი,
თითი მოძრაობს ბარბითზე ხუთი,
ხტიან სიმებზე თითები ლხენით,
ხტიან და ხტიან სიმიდან სიმზე.
დაკვრას შეუდგა ვეინე ბრძენი,
მუხლზე ხელახლა მოირგო მუღნი,
თითები წვრილი მოღუნა ხელად,
მაღლა ასწია თითები დიდი;
დაიწკრიალა უეცრად არყმა,
წკრიალ-წკრიალი დაიწყო მწვანემ,
ოქროს გუგული ამღერდა ტურფა,

798 მკითხველთა ლიგა


ქალწულის ნაზად მღეროდა ზილფი.
უფრო ძლიერად დაუკრა ბრძენმა,
გამხიარულდნენ სიმები მუღნის,
მოირღვნენ მთები, დაიძრნენ ქვანი,
დაიგრუხუნეს კლდეებმა ერთხმად,
ზღვაში ბრაგები შეირყნენ მძლავრად,
ზღვის ზედაპირზე ბზრიალებს ხვინჭა,
გახარებულნი ბუქნავენ ფიჭვნი,
მდელოზე კუნძნი უვლიან ფერხულს.
დიდი კალევის დიაცმა ყველამ
ხელიდან ხელად გააგდო საქმე;
ვით მდინარენი, ხმათაკენ რბიან,
როგორც ნაკადი, მიჰქრიან ხმისკენ.
ახალგაზრდები მოდიან ლხენით,
დიასახლისნი მოდიან ლაღად,
რომ უფრო ახლო იხილონ მუღნი,
და სიხარულით იხარონ დიდით.
და ახლომახლო ვინც იყო კაცი,
იდგა და ხელში ეჭირა ქუდი,
და ახლომახლო ვინც იყო ქალი,
ლოყებით ხელებს დაეყრდნო ყველა;
მოუწყლიანდათ თვალები ქალწულთ,
ჭაბუკნი მიწას დაეყრდნენ მუხლით,
კანტელეს ჰანგებს უსმენენ ხარბად, –
განცვიფრებულნი გრძნეული ჰანგით.
ვით ერთმა კაცმა, ვით ერთმა პირმა,
ერთხმად შესძახა ამდენმა ხალხმა:
„რაც თავი გვახსოვს, რაც გავჩნდით ქვეყნად,

799 მკითხველთა ლიგა


რაც ცაზე თეთრი ანათებს მთვარე,
ჯერ არ გვსმენია ასეთი ძნობა,
ამგვარი დაკვრის არა ვართ მომსწრე!“
შორს და შორს მიჰქრის გრძნეული
ჰანგი,
გადაიქროლა სოფელი ექვსი,
არც ერთ სოფელში არ დარჩა კაცი, –
არ მოერბინა სასმენად მუღნის,
არ მოეზიდა კანტელეს იგი,
არ მოეხიბლა საოცარ ბარბითს.
ვითარცა წესი, ნადირნი ტყეთა,
კლანჭებმოკეცვით მიწაზე დასხდნენ,
რომ მოისმინონ გალობა ბრძენის
და გაიხარონ ბარბითის ძნობით.
რაც კი ფრინველი დაფრინავს ცაში,
ხეთა ტოტებზე ჩამოჯდა ყველა.
აურაცხელი მოსახლე ზღვათა –
თევზნი სასწრაფოდ მოაწყდნენ
ხმელეთს,
არ მოუთმინათ მატლებსაც გულმა, –
მიწიდან ყველა ამოძვრა ჭია, –
კლაკვნით დაეხვა, სასმენად დაჯდა,
რომ კანტელესი ისმინოს ჟღერა,
სიამოვნება შეიტკბოს დიდი
და ხელოვნება იხილოს ბრძენის.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
განსაცვიფრებლად უკრავს და უკრავს,
ირგვლივ გრძნეული განისმის ხმანი.

800 მკითხველთა ლიგა


ერთ დღეს უკრავდა, უკრავდა ორ დღეს,
შეუსვენებლად უკრავდა იგი;
გუშინწინ დილით მან რაც არ ჭამა,
არ უჭამია მას შემდეგ ხემსი,
გუშინწინ დილით რომელიც ეცვა,
ტანზე იგივე აცვია კვართი.
თავის ბინაში ძნობს კაცი ბრძენი,
ბანს ეუბნება ბრძენს სახლი ფიჭვის;
და სახურავი ხმაურობს სახლის
და იატაკი თახთახებს სუფთა,
გუგუნებს ჭერი, მღერიან კარნი,
მოძახილს ამბობს ფანჯარა ყველა,
ამღერებულან ამყოლნი კართა,
ხტუნავს და ხტუნავს ღუმელი ქვისა.
გავლა ისურვა ნაძვნარში ბრძენმა,
მიდის მოხუცი ფიჭვნარის გასწვრივ,
ნაძვი ყოველი თავს უკრავს მოხუცს,
თაყვანისცემით ხვდებიან ფიჭვნი;
ძირს დაუცვინდათ გირჩები ფიჭვებს,
წიწვნი ფესვებთან დაყრილთა ნაძვთა.
სითაც არ უნდა წავიდეს იგი,
წვრილიანში თუ უღრანში შევა;
მოლხენით ფერხულს უვლიან ხენი,
გახარებულნი ხტუნავენ ჩირგვნი,
შეფრფინვით სჭვრეტენ ყვავილნი ველთა,
ძირს იხრებიან ხეები რტოთი.

801 მკითხველთა ლიგა


runa ormocdamexuTe

პოხელის დიასახლისი საშინელ სნეულებებს მოუვლენს


კალევალას. ვეინემეინენი კურნავს ხალხს მძლავრი შელოც-
ვებითა და მალამოებით.

802 მკითხველთა ლიგა


ერთ დღეს პოხელში ამბავი მოდის,
ლოუხსაც უთხრეს ამბავი მწარე,
იმ ნაფოტებით სამპოის უხვის
და სახურავის ნაჭრებით ჭრელის, –
დუღს და გადმოდის ცხოვრება კალევს,
ვეინელისა ჰყვავისო კუთხე.
ლოუხის გული აღივსო შურით,
მყისვე იმაზე დაიწყო ზრუნვა,
თუ რას და როგორ მიმართოს ძალას,
რა გამოძებნოს ისეთი ხერხი,
ვეინელისა გაჟლიტოს ხალხი,
მთელ კალევალას გაავლოს მუსრი.
ლოუხმა უკოს მიმართა თხოვნით,
ემუდარება ქუხილის უფალს:
„ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო!
გაანადგურე კალევის ხალხი,
რკინის დაარტყი ვეინელს სეტყვა,
უკურნებელი შეჰყარე სენი,
ფოლადისპირა ისრები დასცხე,
მთლად ამოსწყვიტე იმათი გვარი,
მინდვრად მძორები დაჰყარე კაცთა,
ქალთა გვამებით გაავსე გომნი!“
თვალდავსებული ტუონის ქალი,
ლევიატარი, როკაპი გლისპი,
მანის შვილთაგან ყველაზე გონჯი,
უსაძაგლესი ყველაზე მეტად, –

803 მკითხველთა ლიგა


სახე რომ ჰქონდა მრუმეზე მრუმე
და ბაჯგვლიანი რომ ჰქონდა ტანი, –
მიზეზი გახდა ყოველგვარ ჭირის,
ყოველგვარ ბიწის საბაბი გახდა.
თვალებდამდგარმა ტუონის ქალმა,
სახე რომ ჰქონდა მრუმეზე მრუმე,
ლოგინი თურმე დაიგო გზაზე,
შუა შარაში გაშალა ნატი,
დაწვა უხერხულ ადგილზე ქარში,
ამინდი იყო როდესაც ცუდი,
ორპირი ქროდა როდესაც ქარი,
ქარი რომ ქროდა ძალიან ცივი.
წამოუქროლა გრიგალმა თურმე,
აღმოსავლეთის მოიჭრა ქარი,
თესლი შთაბერა უგუნურ ქალწულს,
გამოუბერა ნაყოფით ფაშვი;
იქ, სადაც ერთიც არ იდგა ბუჩქი,
ბალახის ერთიც არ იყო ღერი.
დაეთრეოდა ვეება მუცლით,
კვნესით დაჰქონდა სისავსე თვისი;
თვემ გაიაგარ ორმა და სამმა,
მეშვიდეც გადის, მერვეა უკვე,
ბოლოს და ბოლოს გავიდა მერვეც,
ქალი მეცხრეში გადადგა თვეში,
ხოლო დედაბერს რომ ჰკითხოს კაცმა,
მეათეშია ის უკვე მდგარი.
აი, თვე უკვე გათავდა მეცხრეც,
მოულოდნელად მეათის დამდეგს, –

804 მკითხველთა ლიგა


მაგარი გახდა მუცელი უფრო,
შიგანი უფრო ატკივდა ქალწულს,
მაგრამ ვერა და ვერ შობა მრუშმა;
არ დაიბადა – ნაყოფი ქართა.
ვეღარ პოულობს ქალწული ადგილს,
დაწვება სადმე, – ადგება მყისვე,
უცებ ხრამისკენ წავიდა მრუში,
იქ მოიშოროს ნაყოფი რათა;
წამოიპლაკა ორი კლდის შუა,
ხრამში, მთა სადაც ერთდება ხუთი,
მაგრამ ვერა და ვერ შობა მრუშმა:
არ დაიბადა – ნაყოფი ქართა.
აი, ხელახლა ის ეძებს ადგილს;
ახლა მღელვარეს მიადგა ჭაობს,
დგას მოღრიალე ჭორომის პირას,
შეიმსუბუქოს მუცელი ცდილობს:
მაგრამ ადგილი ვერ ნახა ვერსად,
მოლოგინებას შესძლებდა სადაც.
სურს ჩანასახი ისროლოს წყალში,
სურს მოიშოროს მტანჯველი ტვირთი,
გადაუძახოს მორევში ნაყოფს,
სადაც ტრიალით ქაფდება ტალღა,
სამი ჭორომის სიღრმეთა შინა,
მიხრილ და მოხრილ ცხრა ჩქერთა შორის...
მაგრამ ვერა და ვერ შობა მრუშმა;
არ დაიბადა – ნაყოფი ქართა.
და გამოხტენამ ღრიალი მორთო:
ხმა საშინელი აღმოხდა ურჩხულს;

805 მკითხველთა ლიგა


საით წავიდეს – მიმხვდარა ვეღარ,
ვეღარ გაიგო – დაადგეს რა გზას,
რომ მოიშოროს თავიდან ტვირთი,
შვილები შობოს როგორმე ჩქარა.
ყოვლადმაღალმა ხმა უყო ღრუბლით,
ბრმას ჩამოსძახა მაღლიდან ღმერთმა:
„სარიოლს, ზღვასთან დგას ერთი ქოხი,
ჯანღიან პოხელს ქოხია ერთი,
ერთი სამკუთხა ქოხია ქუფრი,
სამკუთხა ქოხი, – ზედ ზღვასთან მდგარი:
წადი, იქ წადი, იმ ქოხთან მიდი,
იქ მოიშორებ შენ ნაყოფს შენსას,
იქ მოუთმენლად გელიან ახლა,
იქ ენატრებათ შვილები შენი!“
თვალებდამდგარი ტუონის ქალი,
ასული მანის, შობიდან ბილწი,
ლახლახით მიდის პოხელის ქოხთან,
აბანოს კართან ჩერდება იგი,
აქ გააჩინოს შვილები რათა,
შთამომავალნი დაჰყაროს მუცლით.
ლოუხი, ვინაც განაგებს პოხელს,
კბილებმეჩხერი როკაპი ანჩხლი,
მყის აბანოში შეუძღვა ქალწულს,
ფრთხილად შეაღო აბანოს კარი,
სოფელმა რომ არ გაიგოს ისე,
რომ არ დაირხეს სოფელში ჭორი.
ხელად აბანოს ახურებს ანჩხლი,
წინდახედულად თადარიგს იჭერს:

806 მკითხველთა ლიგა


კართა ანჯამებს წააცხო ლუდი,
ლუდით გაფერა საკვალთი ხელად,
რომ არ დაიწყოს ჭრილი კარმა,
საკვალთმა რო არ გაიღოს ჩქამი.
თან ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს,
ლოუხი ასე მიმართავს ღმერთქალს:
„ყოველთა ქალთა წინარე ქმნილო,
ოქროსი გამკობს ციაგნი რომელს,
უხნიერესო დიაცთა შორის,
დედაო, ქვეყნად ყველაზე ძველო!
ზღვაში მუხლამდე ჩადექი ახლა,
ისურვე შესვლა წელამდე წყალში,
სასწრაფოდ ჩიქვის მოიღე ნერწყვი,
ლორწო მოიხვენ საჩქაროდ ღლავის,
წააცხე იგი სახსრებზე ქალწულს,
ლორწოთი ქალის დაზილე ფერდნი,
ტკივილებისგან უძლები იხსენ,
მეოხად ექმენ უმწეოს დროზე,
უძლურს ტანჯვანი დაუცხრე დიდნი,
შეუმსუბუქე გვრემანი მუცლის.
ეს საკმარისი არ არის თუკი,
ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო!
დატოვე ზეცა, დაეშვი დაბლა,
იჩქარე, დაგვრჩა იმედი შენი,
აქ ტანჯვაშია უძლები ერთი,
მუცელი სტკივა სასტიკად ქალწულს,
ის იტანჯება აბანოს ბუღში,
აბანოშია ქალწული სოფლის.

807 მკითხველთა ლიგა


აიღე კვერთხი მარჯვენა ხელით,
ოქროცურვილი აიღე კვერთხი,
ჩამოაქციე ზღუდენი მტკიცე,
მიწას დაამხვე სვეტები ბჭეთა,
შემოქმედისა გააღე ციხე,
მილეწ-მოლეწე საკვალთი კართა,
რომ გაეტიოს დიდი და მცირე,
რომ გამოძრომა უძლურმაც შეძლოს!“
თვალებდამდგარმა ტუონის ქალმა,
ამ საძაგელმა დიაცმა ყოვლად,
სისავსე კვნესით დაცალა მუცლის,
შობა თავისი ბოროტი შვილნი,
თოთო ბავშვებით მოთხვარა ფარდა,
გასისხლიანდა ჯეჯიმი ჭრელი.
განმავლობაში ზაფხულის ღამის,
მხურვალე იყო აბანო ვიდრე,
ვიდრე ცხელ წყალში ბორგავდა მრუში,
ცხრა შვილი შობა ზედიზედ ბილწმა,
შობა ისინი შიგანის ძალით,
გამობერილი დაცალა ფაშვი.
ახლა სახელებს უძებნის შვილებს,
გამოუძებნა სახელი ყველას;
ეკეთებინა უნდა რა საქმეც,
იმ საქმის სეხნა სახელი მისცა:
ერთ-ერთს სახელად უწოდა წყლული,
მეორეს ჭვალი დაარქვა სიბის,
მესამე ბილწმა მონათლა ჭუჭყად,
მეოთხეს იგი სიმჭლევეს არქმევს,

808 მკითხველთა ლიგა


მეხუთეს არქმევს სახსრების ტეხვას,
მეექვსეს შავი დაარქვა ჭირი,
მეშვიდეს ჩირქი დაარქვა წყლულთა,
მერვეს სახელად წყალმანკი მისცა.
მეცხრეს არ ჰქონდა სახელი მხოლოდ,
ყველაზე ბოლოს რომელიც გაჩნდა,
და დედამ იგი გაგზავნა ზღვაზე,
იქ დააყენა მჩხიბავად ზღვისა,
რათა კიდენი გაჩხიბოს ზღვათა,
შურის რომ იყოს მთესველი ყველგან.
წყვდიადით მოცულ შუაში კონცხის,
ჯანღით დაფარულ კუნძულის თხემზე,
სასწრაფოდ ერთად თავს უყრის ცხრავეს
დიასახლისი პოხელის მხარის
და მათ კალევის აგზავნის მხარეს,
ვეინელისა მხარეში გზავნის,
რომ დასნეულდეს კალევში ყველა,
მთელ ვეინელსა გაევლოს მუსრი.
კალევში ხალხი შეიქმნა ავად,
სენმა ლოგინად ჩააგდო ყველა,
გაჩნდა რაღაცა კვიმატი სენი,
იქ არყოფილი არასდროს წინათ;
იატაკები დაჩირქდა სახლის,
ქოხთა ჭერთაგან ბალღამი წვეთავს.
გამოდის გარეთ ვეინე ბრძენი,
წინასწარმთქმელი, უკვდავი მარად,
რათა სენისგან დაიხსნას ხალხი,
გადაარჩინოს კალევი სიკვდილს;

809 მკითხველთა ლიგა


იგი საჩხუბრად ტუონში მიდის,
რომ შეერკინოს საზიზღარ სენთა.
აბანო ხელად გაათბო მაგრად,
ქვებს სიწითლემდე ახურებს იგი,
მან სუფთა შეშით დაანთო ცეცხლი,
გამორიყული შეუნთო შეშა.
თავდახურულად მოიღო წყალი,
მოარბენინა ცოცხები სუფთა,
იგი ამ ცოცხებს ხელამოდ მდუღრავს, –
ხშირფოთლოვანებს არბილებს
ორთქლით.
თაფლად აქცია აბანოს ორთქლი,
დაისადგურა ჰაერში ბუღმა,
მხურვალე ქვებმა აუშვეს ხვატი,
ნატეხნი წითლად ღვივიან ქვათა.
ალაპარაკდა მოხუცი უცებ,
ვეინემ ასე მიმართა უფალს:
„ამ უნჯუფაში ჩამოდი, ღმერთო!
აქ ზეციერო ჩამოდი მამა,
ჯანი ხელახლა მოგვეცი მრთელი,
კვლავ დაგვიბრუნე სიმშვიდე სრული!
ეს ნაპერწკლები მოთქერე გლისპი,
ბოროტი სწრაფად დაშრიტე ბჟუტვა,
ზომაზე მეტი ჩაქოლე სიცხე,
ავადმყოფური გვაშორე ხვატი,
მან შვილნი შენი არ დაწვას რათა,
ქმნილება რომ არ იმსხვერპლოს შენი.
აი, მე ქვებზე ვასხურებ წვეთებს,

810 მკითხველთა ლიგა


ცხელ ქვებზე წვეთებს ვაპკურებ
წყლისას,
დაე, ეს წყალი გადიქცეს თაფლად,
დაე, ტკბილ წვენად გადიქცეს იგი,
თაფლის მდინარე დაიძრას უცებ,
თაფლმა აბანო აავსოს მთელი,
თაფლისა დადგეს ღუმელზე ტბანი
ამ დახავსებულ აბანოს შუა.
დაე, ეს ყოვლად მართალი ხალხი, –
ნუა სნეული, უნებოდ ღმრთისა,
ნურცა რაიმე იმსხვერპლებს სენი,
თვინიერ ღმრთისა მოვლენილ სენთა.
ის, ვისაც ჩვენი დაღუპვა უნდა,
დაე, თავისმა დაღუპოს სიტყვამ,
აქვს ვისაც ჩვენი მოსპობა აზრად,
თავისი აზრის თვით გახდეს წერა.
თუ მე იმდენი არ შემწევს ძალა,
ისეთი მძლავრი თუ ვერ ვარ გმირი,
გასაჭირიდან დავიხსნა ხალხი,
უბედურება ვაშორო მოძმეთ,
თვით დიდი უკო მოვიდეს მაშინ,
მიმართულებას ვინც აძლევს ღრუბლებს,
მორჭმით რომელიც ცაშია მჯდარი,
ღრუბლები დაჰყავს რომელსაც ცაზე.
ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,
შენ, თვით ღრუბელთა ზემორე მდგარო,
დატოვე ზეცა, დაეშვი დაბლა,
იჩქარე, გხადი შექმნილი შენი.

811 მკითხველთა ლიგა


მოვედინ! დიდი ტანჯვისგან გვიხსენ,
შორს მოისროლე ეს მძიმე ჭირნი,
უბედურება გვაშორე შავი,
გაანადგურე კვიმატი სენი.
პირცეცხლოვანი მიბოძე ხმალი,
გადმომაწოდე მახვილი ცეცხლის,
ეს ბოროტება ავკუწო რათა,
აქედან სწრაფად ვიფრინო ბილწნი,
ქარის გზა მივცე – ყოველი სენი,
უშორეს მინდვრებს – კირთება მძიმე.
ტანჯვას კინწისკვრით შევაგდებ მთებში,
მთებში, რომელიც სავსეა რკინით,
ავადმყოფობას, რაც კია, ყველას,
გადავუძახებ ორწოხთა შორის,
რათა შეუძლოდ შეიქნას ტინი,
ტანჯვა რომ იგრძნონ პიტალო კლდეთა;
არ იტირებენ ტანჯვისგან ლოდნი,
არ იკვნესებენ სენთაგან კლდენი,
ჰქონდეთ როგორიც არ უნდა სნება,
ადგეთ როგორიც არ უნდა ტანჯვა.
ტუონის ქალო, დიაცო სენთა!
სნეულებათა მცხოვრებო მთაში,
სადაც ნაკადი მდინარებს სამი,
სამი იყრება დინება სადაც,
სნეულებისას შენ მართავ დოლაბს,
სენთანი შენგნით ბრუნავენ კლდენი!
მოვედინ! ჭირნი აღიხვენ უხვნი,
ხახაში დურთე ცისფერი ლოდის,

812 მკითხველთა ლიგა


ანდა მოხვეტე ისინი ხელით
და ჩაუძახე სიღრმეში ზღვათა,
ვერ დაუქროლებს მათ სადაც ქარი,
ციაგიც რომ ვერ ჩააღწევს მზისა.
ეს საკმარისი არ არის თუკი,
დიაცნო სენთა, უფალო სულთა,
ასულო წყლულთა, უბადლო ქალო,
გამოგვეცხადე, ფეხმარდად იარ!
ჯანი ხელახლა მოგვეცი საღი,
კვლავ დაგვიბრუნე სიმშვიდე სრული!
დააძაბუნე სიმძლავრე სენთა,
ვაივაგლახი აოტე დიდი,
ავადმყოფს ძილი უბოძე წყნარი,
უმწეოს ბოლო მოუღე ზრუნვას,
მოამჯობინე სენთაგან მჭლენი,
წამოაყენე სნეულნი ფეხზე!
კასრში სნებანი ჩაჩურთე ავნი,
ვაივაგლახნი სპილენძის ყუთში,
წამოიკიდე ტანჯვანი ზურგზე,
ზურგზე მოიგდე სნებანი ჩვენი
და აიტანე ჭიუხთა ზედა,
სენთა კლდე-ღრეში ჩაზიდე ზურგით;
იქ, ორივენი, სნებაც და ტანჯვაც,
ჩაადგი ისეთ პაწია ქვაბში,
რომ ნეკზე დიდი არ იყოს ქვაბი,
ძლივს ეტეოდეს იმ ქვაბში ფრჩხილი.
ერთი ლოდია შუაში მთათა,
შუაში ლოდის ხვრელია ერთი,

813 მკითხველთა ლიგა


ბურღმა გახვრიტა შუაში ლოდი,
ლოდში ხრაშუნით გავიდა რკინა:
შენ იქ ჩაჰყარე სნებანი ჩვენი,
იქ ჩაუძახე ყოველგვარ ტანჯვას,
წიხლით ჩატენე კირთება ხვრელში,
ისე ჩაჩურთე იმ ხვრელში ყველა, –
ვეღარ ამოძვრეს იქიდან ღამით,
დღისითაც ვეღარ გამოჩნდეს სადმე!“
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
წინასწარმთქმელი, უკვდავი მარად.
მტკივან ადგილებს მალამოს აცხებს
დაბუდებულა იქ სადაც სნება;
ცხრა მალამოთი მკურნალობს სნეულთ,
რვით ჯადოქრულით მკურნალობს ხერხით;
ალაპარაკდა მოხუცი უცებ,
ვეინემ ასე მიმართა უფალს;
„ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო!
უუძველესო მცხოვრებო ზეცის,
აღმოსავლეთით ღრუბელი დასძარ,
ჩრდილოეთიდან ლაშქარი ღრუბლის,
დასავლეთიდან ღრუბელთა სპანი,
გვაწვეთე თაფლი, გვაწვეთე ტენი,
შეგვიმსუბუქე უძლები ჭირნი,
შვებად გვიქციე ტანჯვანი მძიმე!
მე რას გავაწყობ იმათთან მარტო,
არ შემეწევა უკუთუ ღმერთი!
შემქნელო, შვებად მოვედინ ჩქარა!
ხარ თანამდები – გვიშველო შვილთა;

814 მკითხველთა ლიგა


რათა ვიხილო, ხილვა ხამს რისაც,
შევეხო იმას, შეხებად რაც ღირს,
წარმოვთქვა იგი, ხამს რისი თქმანიც,
და სუნთქვით საქმე ვისაქმო რათა.
იქ, სადაც ხელი ვერ მისწვდეს ჩემი,
მუნ, დაე, ხელი მიცაწვდეს უფლის,
იქ, სადაც ჩემი ვერ მისწვდეს თითი,
მუნ, დაე, თითნი მიცაწვდეს ღმერთის!
თითნი უფლისა უფროა ნაზნი
და ხელნი მისნი უფრორე მძლენი.
მოვედინ! ღმერთო, შელოცვად მოდი,
გამოგვეცხადე შელოცვად დიდო,
დაბლა ჩამოდი, მაღალო ხილვად!
დე, განიკურნოს ამაღამ ყველა,
ხვალ ლოგინიდან წამოდგეს საღად;
აღარ სტკიოდეს არავის თავი,
აღარ სტეხავდეს არავის ტანში,
გულში არავის არ ჰქონდეს შიში,
არ აწუხებდეს ტკივილი მცირეც,
არ წამოსტკივდეს არავის თითიც, –
არასდროს, ვიდრე კრიალა ცაზე
ოქროსი ბადრი ანათებს მთვარე!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
წინასწარმთქმელმა, უკვდავმა მარად,
უბედურება განდევნა ასე,
სნეულებანი გაჰყარა გარეთ;
ხალხს განაშორა ნაღველი მძიმე,
მან ულმობელი განკურნა სენი,

815 მკითხველთა ლიგა


დაღუპვისაგან კალევი იხსნა
და გამოსტაცა ხელიდან სიკვდილს.

816 მკითხველთა ლიგა


runa ormocdameeqvse

პოხელის დიასახლისი დათვს მიუსევს კალევალას ჯო-


გებს. ვეინემეინენი კლავს დათვს და, ძველი ადათის თანახ-
მად, კალევალაში დიდი დღესასწაული იმართება. ვეინემეი-
ნენი მღერის, კანტელეზე უკრავს და ბედნიერ მომავალს
უსურვებს კალევალას

817 მკითხველთა ლიგა


სარიოლს მოდის ამბავი ცხელი,
ხმები დაირხა ახალი სოფლად:
განიკურნაო ვეინელს ყველა,
გადაურჩაო კალევის ხალხი
უმაგალითო კირთებას მძიმეს,
უბედურებას – შეჩენილს გრძნებით.
დიასახლისი პოხელის მხარის,
კბილებმეჩხერი როკაპი გლისპი,
გამოიყვანა ჭკუიდან ამან,
და მან მუქარით წარმოთქვა ასე:
„საშუალება კიდევ მაქვს ერთი,
შურისძიების სხვა გზებიც ვიცი:
დათვს გამოვაგდებ ტევრიდან ახლა,
ფეხებმოჩორთვილს გავაგდებ ტყიდან,
რათა ვეინელს დაჭამოს ჯოგნი,
თავზარი დასცეს კალევის მხარეს“.
და გამოაგდო ტევრიდან დათვი,
ფეხმოჩორთვილი გააგდო ტყიდან,
რათა ვეინელს დაჭამოს ჯოგი,
რისხვად დაატყდეს კალევის მხარეს.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
მჭედელთან მივა და ეტყვის ასე:
„გამომიჭედე ბუნგრძელი შუბი,
ახალთახალი ლახვარი რკინის,
შუბს გაუკეთე წახნაგი სამი,
ტარი სპილენძის დაუგე ლახვარს,

818 მკითხველთა ლიგა


შემოჩენილი რომ მოვკლა დათვი,
ძვირფასი ტყავით მოსილი მხეცი.
რათა ჩემს ძროხებს არ გაკრას კბილი,
ულაყნი რომ არ დაგლიჯოს ჩემი,
არ დამიჭამოს ფაშატნი რათა,
არ გამიოხროს ხვასტაგი მხეცმა“.
და გამოჭედა მჭედელმა შუბი,
არც ისე გრძელი, არც ისე მოკლე,
საშუალოსი შუბია სიგრძის;
შუბის ნაჭდევზე დამჯდარა მგელი,
დათვი დამჯდარა ბუნგრძელის წვეტზე,
შუბის შუაზე მიმორბის დომბა,
ბუნზე ულაყი ჭიხვინებს ფიცხი,
ბუნის ბოლოზე ირემი დაჯდა.
იმ დილით თოვლი მოვიდა ნაზი,
დაედო თოვლი სუომის გზათა,
ქათქათა, როგორც კურდღელი ზამთრის,
შემოდგომისა ვითარცა თოხლი.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:
„მძაფრი სურვილი გამიჩნდა ერთი,
სურვილი იგი მაჩქარის მეტსოლს;
ასულნი უნდა ვიხილო ტყეთა,
ცისფერ ქალწულებს მივადგე კარზე.
შორს მოყმეთაგან მივდივარ ტყეში,
გმირთა შორერე მივყავარ საქმეს;
ტყეო, მიმიღე ვითარცა კაცი,
როგორც წესია, ტაპიო, დამხვდი,

819 მკითხველთა ლიგა


შემიწყვე ხელი, პატრონო ტყისა,
მშვენება ტყეთა ვიხელთო რათა!
შენ, მიელიკი, უღრანთა უსოვ!
ტელერვო, ტყეთა პატრონის ქალო,
ქაფაკნი მაგრად დააბი ჯაჭვით,
არ გამოუშვა ძაღლები შენი
ხეთა ტოტებით დაბურულ გზაზე,
იქ, სადაც არის ფარდული მუხის.
ოტსო, უღრანის ლამაზო ვაშლო,
ჰაეროვნებავ თაფლიან თათით,
გესმის თუ არა ფეხისხმა ჩემი,
ხომ ხედავ, რა მხნედ მოვდივარ შენთან.
ბეწვში დამალე ბრჭყალები ბასრი,
გადაიფარე კბილებზე ღრძილნი,
არ დამემუქრონ ისინი რათა,
განძრევაც კი ვერ გაბედონ ოდნავ!
მიჯნურო ჩემო, ლამაზო ოტსო,
ჰაეროვნებავ თაფლიან თათით,
წამოიდღლარძე მაგ მწვანე მოლზე,
ფრიალო კლდეზე ისურვე ძილი,
რომ ირწეოდნენ შენს თავზე ნაძვნი,
ჭრიალ-ჭრიალი გესმოდეს ფიჭვთა.
და იგორავე ბალახში, ოტსო,
იკოტრიალე თაფლიან თათით,
ვით მაგრობალმა ბუდეში გნოლმა,
ვით დედაბატმა, კვერცხებზე მჯდარმა!“
უცებ ვეინემ ყურები სცქვიტა:
ესმის თავისი მეძებრის ყეფა,

820 მკითხველთა ლიგა


თათებით პოტნის მყეფარი მიწას
ბლაგვდრუნჩიანის ბუნაგის ახლოს,
იქ, სადაც ბრანგვი ბრძანდება ჭრუტა,
და ლაპარაკობს ვეინე ასე:
„მეგონა, ტურფა გუგული ხმობდა,
გუ-გუს იძახდა, მეგონა, იგი.
რა გუგული და გუგული რისი,
რისი ჩიტი და რომელი ჩიტი,
თურმე, ნუ იტყვი, ძაღლია ჩემი,
გამონაცადი, ერთგული მხეცი,
კარზე მიადგა რომელიც ოტსოს,
კოპწია კაცის მიაგნო ქოხი!“
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
დათვის ბუნაგში ჯიქურად შედის,
ააყირავა ლოგინი ბრანგვის,
ტახტი ოქროსი მიაგდო იქით,
ალაპარაკდა მოხუცი უცებ
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„დაილოცოსო მაღალი ყოვლად,
ქებათაქება შემოქმედს დიდი,
რამეთუ დათვი მიბოძა ტურფა,
ოქრო მიბოძა რამეთუ ტყეთა!“
დასჩერებია ოქროსას ბრძენი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„მიჯნურო ჩემო, ლამაზო ოტსო,
ჰაეროვნებავ თაფლიან თათით!
სიფათი ნუ გაქვს ტყუილა მწყრალი –
მე თითიც კი არ მიხლია შენთვის,

821 მკითხველთა ლიგა


შენ თვითონ მოწყდი მაღალი ხიდან,
ხისა შენ თვითონ მოგიტყდა ტოტი,
ტყავი შენ თვითონ დაფხრიწე შენი
ხეთა და ჩირგვთა ეკალთა ზედა:
შემოდგომაზე ასეა მუდამ,
სრიალებს ფეხი, დღენია ქუფრი.
უკეკლუცესო გუგულო ტყეთა,
რას გახვანხვალდი ღუნღულა ბეწვით!
საცხოვრებელი დააგდე ცივი,
ქოხი უშენოდ დატოვე შენი,
ქოხი – ტირიფთა ტოტებით წნული,
კორომი – წნული ტოტებით არყის:
სანდომიანო, წამოდი ჩემთან,
ტყიდან დაიძარ მშვენებავ ტყისა,
ჩაიცვი შენი წინდები ლურჯი,
მოირგე შენი მსუბუქი ხამლი,
ცივად დააგდე არენი მცირე,
დათმე ბილიკნი ვიწროზე ვიწრო
და მივაშუროთ გმირების მხარეს,
იქ, სადაც ხალხი ხორხოცებს ბევრი!
იქ მიგიღებენ შენ ცუდად როდი,
იქ ცხოვრებაზე ვერ იტყვი აუგს,
იქ ვინც ოდესმე მისულა სტუმრად,
მიუწვეველს და მიწვეულს, ყველას, –
არ დაჰკლებია სასმელად თაფლი,
დასაყოლებლად სასმელზე ფიჭა.
აქაურობას გაშორდი, წადი,
ეს საძაგელი დააგდე ბუდე,

822 მკითხველთა ლიგა


მოიკალათე ჩინებულ სახლში,
იქ მხართეძოზე დაწექი ჭერქვეშ;
თოვლიან ველზე გაქროლდი სწრაფად,
ვით არხში მიჰქრის ყვავილი მცირე,
წადი ტოტებზე შენ ხტუნვა-ხტუნვით,
როგორც ხტის ციყვი ტოტიდან ტოტზე!“
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ეს მგალობელი, უკვდავი მარად,
თამაშ-თამაშით მინდვრებზე მიჰქრის,
ხალისიანად ქვიშნარზე მღერის,
იგი სტუმრითურთ ეშვება ქვემოთ,
ბეწვისქურქიან სტუმართან ერთად;
ხმა სიმღერისა სახლამდე აღწევს,
უკვე გალობა გაისმა ქოხთან.
ქოხში ერთბაშად შესძახა ხალხმა,
წამოიძახა სუყველამ ერთხმად:
„სულ ახლოს რაღაც ხმაური ისმის,
ხმა მუხნარიდან გამოდის ტკბილი,
ნაძვნარში ალბათ მარწუხა გალობს,
ან ტყის ასული აყვირებს საყვირს“.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
სრიალ-სრიალით ეზოში შედის,
გამოეგება ქოხიდან ხალხი,
კეთილმა ხალხმა მიმართა ასე:
„ეს ოქრო ხომ არ მოსულა ჩვენთან,
აქ ვერცხლმა ხომ არ ისურვა მოსვლა,
ძვირფასი ხომ არ გვეწვია ბეწვი,
ოქროსი ხომ არ გვესტუმრა ფული?

823 მკითხველთა ლიგა


ხომ არ გვიბოძა ტყემ წუწკი თაფლის,
ფოცხვერი ხომ არ გვაჩუქა ტევრმა,
ასე რომ ხარობთ, ასე რომ მღერით,
თხილამურებით რომ მოჰქრით ლაღად?“
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
პასუხად ასე მიუგებს ყველას:
„წავი მომყავს და ამიტომ ვმღერი,
ღვთისგანბოძებულს ვუმღერ და ვაქებ,
სიმღერ-სიმღერით ამიტომ მოვქრი,
თხილამურებით მოვქრივარ ლაღად.
ოღონდ, აქ სულაც არ არის წავი,
ეს მართლა წავი როდია ჩემთან,
სახელგანთქმული ვაჟკაცი მახლავს,
აქ გამოცხადდა მშვენება ტყისა,
თავისი ფეხით მობრძანდა ძველი, –
გამოწყობილი ხიფთანში კოხტად.
ეზოსი ჩქარა გააღეთ კარი,
თქვენ თუკი უცხო სტუმარი გიყვართ,
არ გეჭაშნიკათ სტუმარი თუკი,
ფალანგის კარი მოხურეთ ჩქარა!“
ხალხმა პასუხად მიუგო ასე,
ხალხის ასეთი გაისმა სიტყვა:
„ვახლავართ სტუმარს – თაფლიან თათას,
მობრძანდი დათვო, დათუჩა მოდი,
სუფთა ეზოში შემოდგი ფეხი,
ვერ დაიწუნებ მასპინძლის ეზოს!
ერთი იმედით ვცოცხლობდი ქვეყნად,
მე ბავშვობიდან ველოდი ნატვრით, –

824 მკითხველთა ლიგა


ხმა გამეგონა ტაპიოს ბუკის,
ტყეთა ხმატკბილი მესმინა სტვირი,
რომ დამენახა ბლიკზე მინდვრის,
ამ ჩემს ეზოში მეხილა ერთხელ,
ტყეთა ესოდენ ძვირფასი ოქრო,
ვერცხლი – ესოდენ ძვირფასი ტყეთა.
ველოდი, როგორც მოსავალს, ისე,
ველოდი ისე, ვითარცა ზაფხულს,
ვით თხილამური – დაშვებას პირველს,
როგორც მარხილი – სწორ გზაზე გასვლას,
ვით საპატარძლო მოელის საქმროს,
ლოყაწითელა ქმარს ელის როგორც.
მე ფანჯარასთან ვიჯექი ღამით,
დილით ჭიშკართან ვიჯექი ხოლმე,
კუტკართან ვიჯექ კვირემდე კვირით,
შემოსასვლელთან თვეობით ვიდექ,
ზამთრობით ვიდექ მე კალოს სახლთან,
არდგმულთან ვიდექ გაყინულ თოვლზე,
ვიდექ, როდესაც დნებოდა თოვლი,
მიწა რომ ჩანდა აქა-იქ შავად,
თოვლის ბელტებს რომ ფარავდა მტვერი
და მერე ტვერი ხდებოდა მწვანე.
ყოველ დილაზე ვფიქრობდი ხოლმე,
ტვინს მიბურღავდა მე ფიქრი ერთი:
სად დაძრწის ნეტა ამდენხანს დათვი,
სად გაიჭედა მიჯნური ტყისა,
ესტონეთს ხომ არ წავიდა ნეტა,
სუომის ხომ არ დააგდო მხარე?“

825 მკითხველთა ლიგა


ვეინე ბრძენი. უკვდავი მარად,
ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:
„სად მოვუსვენოთ სასურველ სტუმარს,
სად დავაწვინოთ ოქროსი, ხალხო?
არდგმულის ხომ არ გავუღოთ კარი,
ლოგინი ხომ არ დავუგოთ თივის?“
მოხუცს პასუხად მიუგო ხალხმა,
კეთილმა ხალხმა მიუგო ასე:
„გამოუძეხი მაგ სტუმარს უცხოს,
შემოაცილე ოქროსი ჩვენთან,
შემოაბრძანე ჩვენს განთქმულ ჭერქვეშ,
შემოიყვანე ჩვენს ლამაზ სახლში:
იქ საჭმელები მზად არის უკვე,
დგას მაგიდაზე სასმელიც ბევრი,
გაწმენდილია ფიცრები კარგად.
კრიალი გააქვს ცალფიცარს სუფთას:
გამოწყობილან ქალებიც უკვე,
ქალებს კაბები აცვიათ კარგი,
სამკაულები აუსხამთ თავზე
და თავსაფრები ახურავთ თეთრი“.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ოტსო, შენ ჩემო ჭიკჭიკა ჩიტო,
ჰაეროვნებავ თაფლიან თათით,
ფეხზე რომ შავი გაცვია წინდა,
როპანაგი რომ გაცვია რუხი,
ნუ გეშინია, გიშოვნით ალაგს,
სასიარულოდ გიშოვნით მიწას

826 მკითხველთა ლიგა


და იცუნცულე შენ, ჩემო ოქრო,
და გაბაჯბაჯდი შენ, ჩემო ტურფა,
იქ, სადაც არის ნივნივი გრძელი,
იქ, სადაც ექვსი დირეა დიდი,
იქ, სადაც დახტის ბეღურა მცირე,
სადაც წიწკანას ბილიკი გადის.
ქალებო, ახლა საქმეა თქვენზე,
თქვენ იცით, როგორ იმარჯვებთ ახლა,
რომ არ შეშინდეს რქოსანი მროწლე,
არ გაიფანტოს წვრილფეხა ჯოგი,
ქოხში როდესაც შეძვრება დათვი,
იქ როცა შეჰყოფს ბანჯგვლიან ნიკველს.
ემანდ, საბურველს მოშორდით, ვაჟნო,
გზა დაგვიცალეთ, ასულნო, დროზე,
განა ვერ ხედავთ, რა ბიჭი მოდის,
რა გმირი შედის, ვერ ხედავთ ქოხში?!
ოტსო, უღრანის ლამაზო ვაშლო,
ჰაეროვნებავ თაფლიან თათით,
არ შეგაშინოს ქალწულთა ჯარმა,
არ შეუშინდე ზილფიან ქალწულთ,
ნურც ამ ქალების გექნება შიში,
ფეხზე რომ წინდა აცვიათ, მათი.
დედაკაცებო, აბა, ჰე, ჩქარა,
ჩქარა ყველანი მესერის იქით,
ხომ ხედავთ ქოხში შედიან კაცნი,
მოალაჯუნებს ამაყი მოყმე“.
შემდეგ ვეინემ შესძახა უფალს:
„კეთილდღეობა გვიბოძე ღმერთო,

827 მკითხველთა ლიგა


სიკეთით ჩვენი აავსე სახლი,
ჭერქვეშ მშვიდობა ამყოფე მუდამ!
მაგრამ ე მიჯნურს რა ვუყო ჩემსას,
სად მოვუსვენო ბანჯგვლიანს ახლა?“
ხალხმა პასუხად მიუგო მოხუცს:
„პატივი დაგვდეთ, მობრძანდით ჩვენსა!
წინ გამოუშვი ეგ შენი ჩიტი,
შემოაცილე ოქროსი ქოხში
და ფიჭვის სკამზე ძვირფასი დასვი,
და სავარძელი მიართვი რკინის,
ბეწვს რომ შევახოთ მაგისას ხელი,
ოტსოსი კარგად გავსინჯოთ ქურქი!
ოტსო! შენ კი არ გეწყინოს ოღონდ,
არც გაგვიბრაზდე, იცოდე, ტურფავ,
შენს ბეწვს როდესაც გავსინჯავთ ხელით,
შენს ქურქს როდესაც გავსინჯავთ კარგად,
ქურქს გაგიფუჭებთ, ლამაზო, როდი,
ტყავს როდი მივცემთ, ჩიტუნავ, შენსას
ტანისამოსად უპოვარს ვინმეს,
რომ დაიფაროს ძონძებით ტანი!“
ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ბანჯგვლიანს ხელად გახადა ქურქი,
საოსტიგნეში დამალა ტყავი.
ქვაბში მსუქანი ჩააწყო ხორცი,
ოქროს ჭურჭელში ჩაადგა კერძი,
ხორცი სიავის ჩააწყო ფსკერზე,
ღუზღუზა ცეცხლზე სიავი შედგა,
ღუმელში შედგა სპილენძის ქვაბი,

828 მკითხველთა ლიგა


ქვებია ხორცით პირამდე სავსე,
ქვაბში ნაჭრები აწყვია დიდი,
ხორცს ზომიერად მარილი უქნა,
მარილი, – მოაქვთ რომელიც შორით,
გერმანიიდან რომელიც მოდის,
დვინას იქით რომ ზღვა არის, იმ ზღვით,
მლაშე სრუტეში გამოსვლის შემდეგ,
შემოაქვთ ხოლმე რომელიც გემით.
და მოიხარშა როდესაც ხორცი,
ცეცხლიდან ქვაბი გადმოდგეს როცა,
ნანადირები წაიღეს ქვაბით
და გადაიღეს ჩიტუნა ცხელი
ოქორთი ფერილ ჭურჭელში ხელად, –
ეწყო რომელიც სუფრაზე ნაძვის,
რომ გოლეული კათხებით ხუხონ,
ნოღრათოებით რომ ყლურწონ ლუდი.
მაგიდა იყო მთლიანად ნაძვის,
ჭურჭელი იყო სპილენძის წმინდა,
კოვზები იყო ხალასი ვერცხლის,
დანები იყო ბაჯაღლო ოქრო,
კათხები იყო პირთამდე სავსე,
თეფშებზე ტევა არ იყო კერძის, –
ტყის ბოძებული ელაგა ძღვენი,
ნანადირევი ოქროსი ეწყო.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„ოფაზისმკერდა პეპერავ სერთა,
შენ, ტაპიოლის პატრონო დიდო,

829 მკითხველთა ლიგა


ტაპიოს ცოლო, მეტსოლის ტურფავ,
კეთილო უსოვ უღრანი ტყისა!
ტაპიოს ვაჟო, მაგარო მოყმე, –
ქუდი რომ გხურავს წითელი თავზე,
ტელერვო, ტყეთა პატრონის ქალო,
ყველანო, ვინც ხართ მეტსოლის მკვიდრნი, –
მობრძანდით ჩვენსა, ნადიმზე გიწვევთ,
ბანჯგვლიანს ვუხდით დიდებულ ქორწილს;
საჭმელ-სასმელი იმდენი გახლავთ,
არამც თუ სტუმრებს ეყოფა ძღომად,
საკმაო ბლომად დარჩება კიდეც,
რომ დავურიგოთ სოფელში ყველას“.
აქ ხალხმა უცებ წარმოთქვა სიტყვა,
ასეთი სიტყვა წარმოთქვა ხალხმა:
„ვით გაჩნდა ნეტა ამ ქვეყნად დათვი,
ვინ მისცა ტყავი – ესოდენ ტურფა?
თივაზე ხომ არ შობილა იგი,
ხომ არ გაზრდილა აბანოს ბუღში?“
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„არ გაჩენილა თივაზე იგი,
არც კარაპანში შობილა ბზეზე,
მზისა და მთვარის ის გაჩნდა ახლოს,
ის იშვა ახლოს ციური დათვის,
გაჩნდა ჰაერის ასულის თვალწინ,
ქმნულის ქალწულთა წინარე იშვა,
აი, სად გაჩნდა დათუჩა ჩვენი,
აი, სად იშვა თაფლიანთათა.

830 მკითხველთა ლიგა


ცათა შუაში ვიდოდა ქალი,
ცაზე ქალწული ვიდოდა ცისა,
ქალწული ღრუბლის კიდეზე მჯდარა,
ზედ ცის საზღვარზე უვლია მწყაზარს,
ასულს ცისფერი წინდები სცმია,
ფეხთ ხამლი სცმია იმ ასულს ჭრელი,
ხელთ მატყლიანი სჭერია ყუთი,
ხოკერი – მატყლით პირამდე სავსე,
მატყლი ქალწულმა ჩაყარა წყალში,
თურმე ტალღებში ჩაყარა მატყლი,
მატყლს დაუქროლა ძლიერმა ქარმა,
საწმისი წყალმა წაიღო ნაზი,
მატყლი დინებამ წაიღო თურმე,
ერეკებიან მიწისკენ ზვირთნი,
იქ, სადაც ტკბილი კონცხია ერთი,
იმ კონცხზე, სადაც ტევრია თაფლის.
აქ, მიელიკი, უღრანის უსო,
ეს გონიერი მეუღლე ტყისა,
მატყლის დაჭერას შეუდგა წყალში,
ტალღებს ფთილები წაართვა მატყლის.
შეაგუნდავა მან ხელად მატყლი,
დაასორსალა საწმისი წუთში,
ნეკერჩხლის ქერქის ხოკერში აწყობს,
ჩადო უკარგეს აკვანში იგი,
შემდეგ ოქროსი მოიღო ხეზი.
მკედით აკვანი დაკიდა ხეზე,
მწვანით დაფარულ ტოტებზე ჰკიდებს,
მკვრივსა და მაგარ ტოტებზე ხეთა.

831 მკითხველთა ლიგა


ტოტებგაბარჯღულ ნაძვების ძირას,
ყვავილად გამსკდარ ფიჭვების რტოზე,
ეს ლამაზმანი ეკიდა აკვნით,
იქ უმღეროდნენ პატარას ნანას,
და შუაგულში თაფლიან ტყეთა,
და შუაგულში თაფლიან ტევრის,
წამოიჩიტა ამგვარად დათვი,
ემოსა ბეწვი ლამაზი ფრიად.
ტყეში ცხოვრობდა ის ერთობ კარგად,
კარგ ცხოვრებაში დაკაცდა იგი;
ფეხები ჰქონდა მოკლე და მრუდე,
ცხვირპირი ჰქონდა ძალიან ბლაგვი,
ვეება ება კისერზე გოგრა,
ტანთ მშვენიერი ემოსა ბეწვი,
არ მოუჩანდა კბილები ოღონდ
და ჯერ არც ბასრი ბრჭყალები ჰქონდა.
და მიელიკიმ, უღრანის უსომ,
ერთხელ ასეთი გამოთქვა აზრი:
კლანჭებსაც მივცემ მე მაგას მახვილს,
ხელად კბილებსაც ჩავუდგამ მაგარს,
თუკი ბოროტად არ იხმარს იმათ,
არ მიაყენებს არავის ვნებას.
უღრანის უსოს ფეხებთან დათვი
დაემხო მიწას და დასდო ფიცი,
ყოვლადძლიერი მოიხმო მოწმედ,
გულთამხილავის წინაშე ჰფიცა:
არ ჩავიდენო ურიგო საქმეს,
არ მივაყენებ არავის ზიანს.

832 მკითხველთა ლიგა


მყის მიელიკიმ, უღრანის უსომ,
ამ გონიერმა მეუღლემ ტყისამ,
სადათვე კბილთა დაიწყო ძებნა,
კლანჭების შოვნაც ძალიან უნდა.
ხედავს: დგას აგერ ცირცელი მკვრივი,
იქვეა, ხედავს, მაგარი ღვია,
დაძარღვულია ფესვები მათი,
აქვს უმკვრივესი ორთავეს ტანი,
მაგრამ კბილები მან აქ ვერ ნახა,
მან აქ კლანჭებიც ვერ ნახა ბასრი.
ხე იდგა ფიჭვის უღრანში ერთი,
ბორცვზე წერწეტა ხარობდა ნაძვი,
ვერცხლი ბრწყინავდა ტოტებზე ფიჭვის,
ნაძვის ტოტებზე ბრწყინავდა ოქრო.
ესენი მიაქვს მეუღლეს ტყისას,
დათვს იგი კლანჭებს უკეთებს ხელად,
ყბებში კბილები ჩაუდგა ბასრი,
კბილებს პირდაპირ ღრძილებში უდგამს.
მერე უღრანში გაუშვა ტურფა,
მარჯვე და კოხტა გააგდო ველად,
რათა ერბინა ჭაობთა გასწვრივ.
ეხეტიალა წარაფთა შორის,
ეკოტრიალა ტყის პირას მოლზე
და ეხტუნავა მინდორში ლაღად.
ოღონდ წესრიგი დაეცვა უნდა,
არ ჩაედინა რაიმე ცუდი.
და ასე ლაღად ცხოვრობდა იგი,
ოქროსი ჰქონდა დათუნას დღენი;

833 მკითხველთა ლიგა


ჭაობში რბოდა, უღრანში ხტოდა,
გადადიოდა ყირაზე ტყეში.
არ ჭირდებოდა ზაფხულში ხამლი,
შემოდგომაზე წინდები ღაზლის,
არ გადიოდა ავდარში გარეთ,
შოთხვის საფარქვეშ ზამთარში იწვა,
იქ, სადაც მწვანე ციხეა წიწვის,
იმ ეკლიანი ჯიხურის ახლოს,
იწვა ფესვებთან ლამაზი ნაძვის,
მკლავებში უწვა ძარღვმაგარ ღვიას,
მატყლის ეხურა ხალიჩა ხუთი
და რვა ლამაზი მოესხა ღართი.
მეც იგი სწორედ იქ ვიგდე ხელში,
იქ გამიღიმა მეც სწორედ ბედმა“.
ახალგაზრდები ეტყვიან ერთხამდ,
მოხუცნიც ერთხმად ეტყვიან მოხუცს:
„კეთილი გახდა ტყე როდის აქეთ,
ეგრე გულუხვი ვით გახდა ტევრი,
რამ გამოცვალა პატრონი ტყეთა,
ასე მოწყალე არ იყო წინათ!
როგორ გასწირა მიჯნური ტურფა,
ვით გაიმეტა ტყემ წუწკი თაფლის,
გამოუდექით თქვენ ალბათ შუბით,
დააშინებდით ბოძალით ალბათ?“
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
პასუხად სიტყვას წარმოთქვამს ასეთს:
„ტყე მე ძალიან კეთილად შემხვდა,
ძალიან კარგად მიმიღო ტევრმა,

834 მკითხველთა ლიგა


დიდად გალაღდა იქ ჩემი მისვლით
ტაპიო – დიდი პატრონი ტყეთა,
და მიელიკი – უღრანის უსო,
ტელერვო – ტყეთა პატრონის ქალი,
პაწაწკინტელა ასული ტყისა,
ყველა ცდილობდა პატივი ეცა
და მაყენებდნენ ისინი გზაზე.
გზას მიკაფავდნენ უსიერ ტყეში
და აკეთებდნენ გზადაგზა ნიშნებს,
რათა მე გეზი ამეღო სწორი;
ნიშნებს ისინი ბორცვებზეც დებდნენ,
ტყე-ტყე ჭდეებით ნიშნავდნენ ხეებს,
ბინა ოქროსი მეპოვნა რათა,
რათა ბუნაგი მეპოვნა დათვის.
და როცა უკვე ადგილზე ვიდექ,
გმირისას როცა მივადექ საზღვარს,
არ მისროლია მე მისთვის შუბი,
იმისთვის მე არც ისარი მიკრავს,
თვითონ დაცურდა მაღლიდან იგი,
დაუსრიალდა მას ფეხი ტოტზე,
გადაახია ეკალზე მკერდი,
გამოუფატრა ტოტებმა ფაშვი“.
კვლავ ამეტყველდა ვეინე ბრძენი,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„მიჯნურო ჩემო, ლამაზო ოტსო,
ჭიკჭიკა ჩემო, ტურფაზე ტურფავ,
შემოიშვლიპე სამოსი ტანზე,
არვის ჩაავლო მტაცებლის პირი,

835 მკითხველთა ლიგა


უბადლო კბილნი მოგვეცი ჩქარა,
გვაჩუქე შენი მაგარი ღრანჭი!
არ გაგვიბრაზდე, იცოდე, ოღონდ,
ჩვენ თუ უხეშად მოგეპყრათ ცოტა,
ისე რომ თავზე დაგესხას რეტი,
კბილებს კრაჭუნი გაჰქონდეთ შენსას.
აი, მე ცხვირი ავიღე დათვის,
რომ დავუმატო აღებულს წეღან,
საბასრობელად ავიღე როდი,
და ცხვირი როდი ავიღე მარტო.
აი, მე ყური ავიღე დათვის,
რომ დავუმატო აღებულს წეღან,
საბასრობელად ავიღე როდი,
და ყური როდი ავიღე მარტო.
აი, მე თვალი ავიღე დათვის,
რომ დავუმატო აღებულს წეღან,
საბასრობელად ავიღე როდი,
და თვალი როდი ავიღე მარტო.
აი, მე შუბლი ავიღე დათვის,
რომ დავუმატო აღებულს წეღან,
საბასრობელად ავიღე როდი,
და შუბლი როდი ავიღე მარტო.
აი, მე დრუნჩი ავიღე დათვის,
რომ დავუმატო აღებულს წეღან,
საბასრობელად ავიღე როდი,
და დრუნჩი როდი ავიღე მარტო.
აი, მე ენა ავიღე დათვის,
რომ დავუმატო აღებულს წეღან,

836 მკითხველთა ლიგა


საბასრობელად ავიღე როდი,
და ენა როდი ავიღე მარტო.
მე კაცურ კაცად იმ ვაჟკაცს ჩავთვლი
და გმირთაგმირად იმ მოყმეს ვიტყვი,
ვინც დათვლის დათვის ამ მაგარ კბილებს,
და ძარღვიანი, შიშველი ხელით
ვინც ამოაძრობს კბილების წყებას
ამ რკინასავით მაგარი ყბიდან“.
წინ არ წამოდგა არც ერთი გმირი,
ვერ ივაჟკაცა ვერც ერთმა მოყმემ;
კბილების დათვლას თვით იწყებს ახლა,
კბილებს ყბებიდან რიგებად იღებს;
მაგარი ხელებით დააძრო ყველა
მუხლით შემდგარმა ვეიენემ დათვზე.
დათვს რომ კბილები დააძრო ბასრი,
ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:
„ოტსო, უღრანის ლამაზო ვაშლო,
ბურთო, მგორავო უსიერ ტყეში,
გაიცუნცულე ცოტაზე კიდევ,
გაიხმაურე ხელახლა ცოტაც,
დააგდე ბუდე, ესოდენ ვიწრო,
ეს მოცუცქნული დატოვე ქოხი,
ჭერმაღალ სახლში გადადი ახლა,
იქ მოილხინე ფართოდ და მშვიდად.
წამოდი, ოქრო, გამოდგი ფეხი,
ლამაზო ქურქო, ადე და წამო,
იქ, სადაც დგანან დიდრონი ფიჭვნი,
ბილიკზე ღორის მიმოდის კოლტი,

837 მკითხველთა ლიგა


დაღრუტუნებენ გოჭები სადაც,
და რტოუთვალავ ფიჭვნარში გადი,
კორტოხზე ადი, ფარულზე ტევრით,
მოიკალათე გორაკის თხემზე;
იქ ზანზალაკის წკრიალი ისმის,
იქ ჟღარაჟღური გაისმის ეჟვნის,
იქ არაფერი ჯობია ყოფნას,
იქ ცხოვრებაზე ვერ იტყვი აუგს“.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
იქიდან მიდის, შინ არის უკვე;
ახალგაზრდობა მიადგა კარზე,
თავმომწონენი ეტყვიან მოხუცს:
„სად წაიღეო ნადავლი შენი,
სად მიიტანე ოქროსი მერე?
ყინულზე ხომ არ დატოვე ტყეში.
ან თოვლში ხომ არ ჩაფალი სადმე.
იქნებ ჭაობის ლიაში ჩაფალ,
ანდა ქვიშაში ჩამარხე იქნებ?“
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
იმ ახალგაზრდებს მიუგებს ასე:
„მე რომ ყინულზე დამეგდო იგი,
ანდა თოვლში რომ ჩამეფლო სადმე;
მყისვე ძაღლები დაფლეთდნენ იმას
და გათითხნიდნენ ჩიტები ხელად.
თუ დავაყრიდი ზემოდან ქვიშას,
ან თუ ჭაობის ჩავფლავდი შლამში,
იქ ჭიაღუა დაღრღნიდა მყისვე,
ჭიანჭველათა შეჭამდა ჯარი.

838 მკითხველთა ლიგა


სად მივიტანე – ახლავე გეტყვით,
ეს, დიდი ტევრის პატარა ძღვენი:
სერი შევნიშნე ოქროსი იქვე,
თხემზე ავედი სპილენძის ბორცვის,
იქ ჩამოვკიდე მე იგი ხეზე,
ფიჭვზე, რომელსაც აქვს ტოტი ასი,
მაგარ ტოტებზე დავკიდე ხელად,
მყის კენწეროზე დავკიდე ფიჭვის,
შვების მიმცემად ყოველი კაცის,
მოგზაურთათვის მიმცემად ლხენის.
აღმოსავლეთით ვუქენი ხახა,
დასავლეთისკენ თვალები წვრილი.
ძალიან მაღლა ავწიე როდი:
ძალიან მაღლა ავწევდი თუკი,
გააფუჭებდა მაშინვე ქარი,
მიაყენებდა გრიგალი ზიანს;
ის მიწასთანაც არ იყო ახლოს:
რომ შეხებოდა ცოტათიც მიწას,
ძირს დაითრევდნენ ღორები მყისვე,
დაერეოდნენ ბინძური დინგით“.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
მყის შემოსძახებს სიმღერას ზორბას,
ეშხი რომ მისცეს საღამოს მეტი,
დღე მხიარულად დამთვარდეს რათა.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ჩემი სიმღერის ჯერია უკვე,
სიმღერა ჰმართებთ ბაგეთა ჩემტა,

839 მკითხველთა ლიგა


უფრო და უფრო გაშუქდი კვარო,
რომ სიმღერისას ვხედავდე კარგად“.
მღეროდა იგი, მღეროდა დიდხანს,
ბინდს რომ სილაღე ხლებოდა უხვი,
და, როცა იგი სიმღერას მორჩა,
სიმღერის ბოლოს ღაღადჰყო ასე:
„დღეის დღის მიღმა, მაღალო ღმერთო,
მერმის და მერმის, მიწყივ და მიწყივ,
არ მოგვიშალო ზეიმი ლაღი,
შეგვაძლებინე, ძლიერო ხშირად
გადაგვეხადოს ქორწილი მოყმის,
ბანჯგვლიანისთვის მოგვეწყოს ლხინი.
იმ ხალხის თვალწინ, ვინც არის გმირი,
მოყმეთა თვალწინ, გმირულად მხნეთა,
არ დაიშურო არასდროს, ღმერთო,
არ გამოლიო, სიკეთის წყაროვ,
გზადაგზა – გზათა გამკვლევი თარჯნი,
ტყედატყე – ხენი ნაჭდევნი კარგად.
დასტური დაგვეც, მაღალო ყოვლად,
სიკეთის წყაროვ, თანახმა იყავ,
ეზოში, არის რომელიც მცირე,
ადგილზე, სადაც ვიღწვით და ვცხოვრობთ,
ისმოდეს ხოლმე ნაღარა ტყეთა.
ხმა განისმოდეს უღრანთა სტვირის.
მინდორთა ზედა, კორტოხთა ზედა,
არემარეზე სუომის მთელის,
აქაურ მოზარდ მოყმეთა შორის,
შორის და შორის მერმისის ხალხის,

840 მკითხველთა ლიგა


დაე, მთელი დღე უკრავდეს სტვირი,
ყოველ საღამოს ლაღობა იყოს!

841 მკითხველთა ლიგა


runa ormocdameSvide

მზე და მთვარე ციდან ჩამოდიან ვეინემეინენის დაკვრის


მოსასმენად; პოხელის დიასახლისი ატყვევებს მათ, მთაში მა-
ლავს და ცეცხლსაც კი იპარავს კალევალელთა კერებიდან.
უზენაეს ღმერთს უკოს უმძიმს უსინათლოდ ყოფნა და ცეცხლს
გამოკვესავს ახალი მზისა და მთვარისათვის. ცეცხლი დედა-
მიწაზე ვარდება და ვეინემეინენი ილმარინენთან ერთად მი-
ემგზავრება მის საძებნელად. ჰაერის ასული მოუთხრობს
მათ, რომ ცეცხლი ალუეს ტბაში ჩავარდა და თევზმა ჩაყლა-
პაო, ვეინემეინენი და ილმარინენი თევზის დასაჭერად მიდი-
ან ხრალის ბადით, მაგრამ ვერაფერს ხდებიან.

842 მკითხველთა ლიგა


ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
ისევ და ისევ კანტელეს უკრავს,
უკრავს და მღერის, უებროდ მღერის,
სიმღერით ლხენას აღვიძებს იგი.
ხმა ჭირანომდე ავიდა მუღნის,
კოჭიმელს აღწევს, ორი ცის შემდეგ;
და გამოვიდა ქოხიდან მთვარე,
მოიკალათა მოღრეცილ არყზე,
მზემ დიდებული დატოვა კოშკი
და ფიჭვის ტოტზე დაბრძანდა მნათი,
ხმა კანტელესი ისმინოს რათა
და სიხარულით იხაროს დიდით.
დიასახლისმა პოხელის მხარის,
კბილებმეჩხერმა როკაპმა გისპმა,
სხივებში სტაცა მზეს ხელად ხელი,
ჩამოაბრძანა ფიჭვიდან მყისვე;
ელვის სისწრაფით სწვდა მერე მთვარეს,
ჩამოათრია არყიდან ისიც, –
და გააქანა ორთავე სახლში,
წყვდიადით მოცულს მიმართა პოხელს.
გამოქვაბულში ჩაჰკეტა მთვარე,
ჭრელი კლდის ეხში შეაგდო ხელად,
მზე რკინის მთათა ჯურღმულში ჩასვა,
რომ ვეღარავინ იხილოს აწი,
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ვერ გამისხლტება ხელიდან მთვარე,

843 მკითხველთა ლიგა


არ ეღირსება ქვეყანას შუქი,
თავს ვეღარ დააღწევს მზე რკინის მთათა,
თუკი სურვილი არ იქნა ჩემი,
თავისუფლება მე თუ არ მივეც,
არ მიშოვნია ცხრა კვიცი სანამ,
ცხრანივე ერთის ნაშობი ჭაკის!“
და როცა ეხში შეაგდო მთვარე,
გამოქვაბულში დამალა როცა,
და მზე როდესაც ჯურღმულში ჩასვა,
ოდეს მღვიმეში ჩაჰკეტა იგი,
ეცა ლოუხი ვეინელს ხელად
და ხალხს კერიის მოსტაცა ცეცხლი,
რომ იცახცახოს უცეცხლოდ ხალხმა
და იბრატუნოს უშუქოდ ქოხში.
და ჩამობნელდა გარშემო უცებ,
ჩამოწვა ღამე მრუმე და სქელი;
მთელი კალევი მოუცავს წყვდიადს,
ჩაბნელებულა ფანჯრები ქოხთა,
ასე გასინჯე, ცაშიაც ბნელა,
უკოს ქოხშიც კი არ ბჟუტავს შუქი.
უშუქოდ ყოფნა ძნელია ერთობ,
უცეცხლოდ ყოფნა – უფრორე ძნელი.
აჩოჩქოლდა და შეშფოთდა ხალხი,
ხალხი კი არა, უკოც კი შფოთავს, –
თვით დიდი უკო, მაღალი ღმერთი,
რომელმან შეჰქმნა სიმყარე ცათა, –
გაოცებული დგას ცათა შინა
და ფიქრობს, ფიქრობს, ფიქრობს და

844 მკითხველთა ლიგა


ფიქრობს:
რა დაემართა ნეტავი მთვარეს,
ან მზე სად არის ამდენხანს ნეტა,
რომ ჩამიჩუმი არ ისმის მთვარის
და მზე, საერთოდ რომ არ ჩანს არსად?
ღრუბლის კიდეზე უფალი შედგა,
უზენაესი დგას ზეცის ზღვართან,
ფეხზე წინდები აცვია ლურჯი
და ჭრელი ხამლი აცვია უფალს.
იგი თვალებით დაეძებს მთვარეს,
სხივი, თუნდ ერთი, სურს ჰპოვოს მზისა,
მაგრამ ნასახიც ვერ ნახა მთვარის,
მზის ერთ ციაგსაც ვერ ჰკიდა მზერა.
და გამოჭედა უფალმა ალი,
მყის გააჩინა ცინცხალი ცეცხლი,
ცეცხლი მახვილით დაჰკვესა ხელად,
ცხადჰყო ჩახჩახა მახვილის პირით;
მან ნაპერწკალი ფრჩხილთაგან შობა
და თითებიდან გაუშვა ცაში,
ზემო სარტყელში გაუშვა ცისა,
მიღმა გაუშვა ვარსკვლავთა ზღუდის.
და ოდეს ცეცხლი დაჰკვესა უკომ,
მან ნაპერწკალი ცეცხლისა ცხელი
მყის ოქრომკერდის ხალთაში დურთა,
ჩადო მოვერცხლილ მოთხეში ხელად
და დასარწევად გადასცა ქალწულს,
ჰაერის ასულს გადასცა მოთხე,
რომ გაეზარდა ახალი მთვარე,

845 მკითხველთა ლიგა


მზე გაეზარდა ახალი რათა.
ქალწული დაჯდა კიდეზე ღურბლის,
მაღალი ღრუბლის ქულაზე დაჯდა,
ნაპერწკალს აკვანს იქ ურწევს იგი,
ნანას დამღერის ნაპერწკალს ცინცხალს,
ოქროს აკვანში წევს ცეცხლი მცირე
და არტახები არტყია ვერცხლის.
იღუნებიან არტახნი ვერცხლის,
გადად-გადმოდის აკვანი მძლავრად,
ღრუბელი იძვრის, ხმაურობს ზეცა,
გადაიზნიქა გუმბათი ცისა:
არწევს და არწევს ქალწული აკვანს,
ცეცხლის აკვანი ირწევა ცაში.
აი, ქალწული კვლავ არწევს აკვანს,
ნაპერწკალს ნანას დამღერის ტკბილად,
ეალერსება თითებით წითელს,
გადაიწვინა აკვნიდან ხელზე
და გაუცურდა ხელიდან უცებ,
გადაუვარდა უგუნურს ცეცხლი,
და ცეცხლი ხელებს გაუსხლტა მრეწველს,
მოალერსენი უარჰყო თითნი.
შეზანზარდა და გაიხსნა ზეცა,
მყის მოღლიავდნენ ჰაერის კარნი,
გიზგიზა ცეცხლი მოქშუის ციდან,
სწრაფად მოფრინავს წითელი წვეთი,
ზეცის გუმბათზე სრიალით მიჰქრის,
ღრუბლის სისქეში შიშხინით გადის,
ცხრა გაიარა ცა ხელად ალმა

846 მკითხველთა ლიგა


და სახურავი ფერადი ექვსი.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი:
„ილმარინენო, ძმობილო ჩემო,
წამოდი ერთი, მივიდეთ, ვნახოთ,
გამოვარკვიოთ, გავიგოთ კარგად,
რამ გაიელვა ჰაერში წეღან,
ასე წითელი ცარგვალს რა მოწყდა,
რა გამოეყო ცის ზემო სარტყელს,
ციდან რა ცეცხლი დაეცა მიწას,
ვინ იცის, იქნებ რკალია მთვარის,
ან შეიძლება მზის არის ბურთი!“
და გზას გაუდგა ვაჟკაცი ორი,
მიაბიჯებენ, ფიქრობენ გზაში:
რა გზით წავიდნენ, იქ როგორ მოხვდნენ,
იქით გზა მიდის რომელი ნეტა,
სადაც მიწაზე დავარდა ალი,
ცეცხლი დაასკდა ქვეყანას ციდან.
აგერ წყალია წინარე გმირთა,
მოდიდებულა ზღვასავით წყალი,
ვეინე ნავის კეთებას იწყებს,
ნავის კეთება დაიწყო ტყეში,
წამოაქცია ხეები ხელად;
ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,
ნავისთვის ნაძვის გათალა საჭე.
და გააკეთა ნიჩბები ფიჭვის.
ყოველმხრივ კარგი გაკეთდა ნავი,
არ აკლდა კავი, ნიჩბები ჰქონდა,
სანდალი წყალში ჩაუშვეს სწრაფად,

847 მკითხველთა ლიგა


ხელად ზვირთებზე შეაგდეს კანჯო,
ცინცხალი ნავი აპობდა ნევას,
ვიდოდნენ ნევით, უღრანის ირგვლივ.
გამოეცხადათ უეცრად თვალწინ
თვით ილმატარი, – ასული ტურფა,
მძლავრი ქმნილების მწყაზარი პირმშო,
და მან მენავეთ მიმართა ასე:
„რომელ კაცთაგან ხართ კაცნო ორნი,
რა და რა სახელთ გეტყვიან კაცნი?“
ქალწულს ვეინე მიუგებს ასე:
„ჩვენ, ორივენი, კაცნი ვართ ზღვისა,
ვეინე გახლავს სახელი ჩემი,
ილმარინენი – ვეინეს მახლავს,
შენ თვითონ ვინ ხარ, ხარ შვილი ვისი,
რას გეძახიან სახელად, მითხარ!“
მზეთუნახავი ვეინეს ეტყვის:
„ვარ ქალთა შორის უხნესი ქალი,
უპირველესი ასული ცათა,
უუძველესი ამქვეყნად დედა,
ღირსებით ხუთი დიაცის ტოლი,
სიტურფით ტოლი პატარძლის ექვსის.
თქვენ საით, კაცნი, მიცურავთ საით,
გეზი საითკენ გიჭირავთ გმირნო?“
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„აქ სადღაც წეღან იელვა წითლად,
მიწას ცეცხლივით დააცხრა რაღაც,
უცეცხლოდ ვცხოვრობთ დღე არის შვიდი,

848 მკითხველთა ლიგა


არ გაგვაჩნია ნასახიც შუქის;
გამოვეშურეთ ამიტომ აქეთ,
აქ სადმე იმ ალს წავაწყდეთ ეგებ,
დამხეს დაასკდა რომელიც ციდან,
ღრუბლისას მოწყდა რომელიც კიდეს“.
ალაპარაკდა ქალწული ტურფა
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„იმ ცეცხლის პოვნა ძნელია ერთობ,
იმ ალის ხილვა – ძალიან ძნელი.
ის ტურის ქოხში ჩავარდა ციდან,
უბედურება დაჰმართა დიდი.
ეს ნაპერწკალი მიწისკენ ჰქროდა,
ჰქროდა ვითარცა წითელი წვეთი,
იგი ზეციდან მოჰქროდა ქვემოთ,
ძირს მოილტვოდა იქიდან, სადაც
თვით დიდმა უკომ დაჰკვესა იგი
და ცათა შორის გაუშვა მერე;
ჰოდა, საკვამურს უსწორა ცეცხლმა,
გახვრიტა ხელად ნივნივი ხმელი
და სოხანეზე გაიღო ზათქი,
პალვოინენის აგებულ ქოხში.
როგორც კი ქოხში ჩავარდა იგი,
ახალ ბინაში ბედკრული ტურის,
უსაქციელოდ მოიქცა ერთობ,
მყის ხელი მიჰყო ურიგო საქმეს:
ქალწულს უტიფრად ეძგერა მკერდზე,
გადაუღეღა უმანკო მკერდი,
დაუწვა მუხლი პატარა ყმაწვილს,

849 მკითხველთა ლიგა


ოჯახის პატრონს სწვდა წვერში ხელად.
შვილს აწოვებდა მშობელი ძუძუს,
პაწია ბავშვი აკვანში უწვა,
ცეცხლი მხეცურად გაქანდა იქით
და სჩადის იგი საქციელს ბოროტს:
აკვანში ჩვილი ჩახრუკა ბავშვი,
ზედ შემოენთო ძუძუზე დედას,
გამოასალმა სიცოცხლეს ნორჩი,
მანის სამეფოს აწვია უცებ;
ყმაწვილს სიკვდილი ეწერა ცეცხლში,
ბავშვი თავისას ვერ ასცდა წერას
და დაიღუპა საშინელ ტანჯვით,
წითელმა ალმა აქცია ნაცრად.
გამოცდილებამ უშველა დედას,
ის არ სწვევია სამეფოს მანის,
ცეცხლის შელოცვა იცოდა კარგად,
ძალიან კარგად იცოდა იმან,
როგორ უნდოდა გაძვრენა ცეცხლის
წვრილ ნემსის ყუნწში, ძალიან წვრილში,
ანდა ნაჯახის ყუაში, ანდა
თოხის ყუაში, მახლობლად ხნულის“.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
მყის შეეკითხა მშვენიერ ქალწულს:
„ის ნაპერწკალი სად გაჰქრა მერე,
სად გადიხვეწა ის ცეცხლის ალი,
მწვანეში ხომ არ შეჭრილა ტყეში,
ზღვაში ჩაეცა ცისფერში იქნებ?“
ალპარაკდა ქალწული ტურფა

850 მკითხველთა ლიგა


და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„იქიდან ცეცხლმა მოჰკურცხლა მყისვე,
შორს, შორს გავრცელდა უეცრად იგი,
ჯერ გადაბუგა მინდორში ყველა,
მერე ჭაობთა გადაწვა ლელი,
მერე შიშხინით ჩავარდა წყალში,
წითლად მოენთო ალუეს ტალღებს,
ტბა ათუხთუხდა, ადუღდა წყალი,
ზვირთნი ტბისანი ბრწყინავდნენ წითლად.
ზაფხულის ღამით ზედიზედ სამჯერ,
შემოდგომაზე ცხრა-ცხრაჯერ ღამით,
ტბა ადიოდა პირდაპირ ცაში,
ეხეთქებოდა ნაპირის ნაძვებს,
ტბაში სასტიკად ბრდღვინავდა ცეცხლი,
ნაპერწკლის ქოთქოთს არ ჰქონდა ბოლო.
თუხთუხა ზვირთნი ისროდნენ თევზებს,
კლდეზე შეჰყარეს ქორჭილა ყველა.
საგონებელში ჩავარდნენ თევზნი
და ქორჭილები შეუდგნენ ბჭობას:
რა იღონონ და მოიქცნენ როგორ!
იყო თევზების მოთქმა და გმინვა;
ქორჭილა თავის სახლ-კარზე წუხდა,
ბრაგები იყო წუხილი ჩიქვის.
კლდიდან ისკუპა ქორჭილამ ერთმა,
ცეცხლს გამოუდგა მოღრეცილ კისრით,
მაგრამ ვერაფრით ვერ იგდო ხელში;
ახლა ცისფერი წამოხტა სიგი,
გამოეკიდა ნაპერწკალს უკან,

851 მკითხველთა ლიგა


დაიჭირა და ჩაყლაპა კიდეც.
და დაიხია ალუემ უკან,
ტბა კალაპოტში მაშინვე ჩადგა,
დაჯერდა მისთვის მიზომილ ადგილს,
ზაფხულის ღამით დაოკდა იგი.
დრომ გაიარა ძალიან ცოტამ
და სიგს მუცელმა დაუწყო გვრემა,
იმ სიგს, რომელმაც ჩაყლაპა ალი,
და ადგილს ვეღარ პოულობს სიგი.
მოცურდა აქეთ, მიცურდა იქით,
დღე ცურავს ერთი, დღე ცურავს ორი,
მიცურავს სიგთა კუნძულის გასწვრივ,
იქ, ორაგულთა კლდენია სადაც,
მიცურავს ცხვირწინ ათასი კონცხის,
ასი კუნძულის მიცურავს ცხვირწინ;
და გაიძახის ყოველი კონცხი,
და გაიძახის კუნძული ყველა:
ნუთუ არავინ არ არის ტბაში,
ამ წყლებში ნუთუ ჭაჭანებს არვინ,
ეს უბედური რომ მოჰკლას სიგი,
ჩაყლაპოს იგი, იწამოს რამე,
ტკივილი მწველი დაუცხროს ხელად,
გაუქროს ტანჯვა – გატანჯულს ცეცხლით!
ამ სიტყვებს მოჰკრა კალმახმა ყური
და ყლუპ! ჩაყლაპა მან შენი სიგი;
დრომ გაიარა ძალიან ცოტამ,
კალმახს მუცელმა დაუწყო გვრემა,
კალმახს, რომელმაც ჩაყლაპა სიგი,

852 მკითხველთა ლიგა


და იტანჯება საწყალი ერთობ.
მოცურდა აქეთ, მიცურდა იქით,
დღე ცურავს ერთი, დღე ცურავს ორი,
იქ, ორაგულთა კლდენია სადაც,
სადაც მღვიმენი არიან წერთა;
მიცურავს გასწვრივ ათასი კონცხის,
ასი კუნძულის მისცურავს გასწვრივ;
და გაიძახის ყოველი კონცხი,
და გაიძახის კუნძული ყველა:
ნუთუ არავინ არ არის ტბაში,
ამ წყლებში ნუთუ ჭაჭანებს არვინ,
ეს უბედური რომ მოჰკლას თევზი,
ჩაყლაპოს იგი, იწამოს რამე,
ტკივილი მწველი დაუცხროს ხელად,
გაუქროს ტანჯვა – გატანჯულს ცეცხლით!
ქარიყლაპიას ეს სიტყვა ესმის
და ყლუპ! ჩაყლაპა კალმახი ხელად.
დრომ გაიარა ძალიან ცოტამ:
ქარიყლაპია შეუძლოდ გახდა,
შიგნიდან ცეცხლი უთუთქავს შიგანს,
ტანჯავს სასტიკი ტკივილი მუცლის.
ტალღებს ხმაურით ასკდება იგი,
დღე ცურავს ერთი, დღე ცურავს ორი,
იქ, სადაც ცხოვრობს ყორანი ზღვისა,
იქ, თოლიების კლდენია სადაც;
დგაფუნობს გასწვრივ ათასი კონცხის,
ასი კუნძულის ჭყუმპალობს გასწვრივ;
და გაიძახის ყოველი კონცხი,

853 მკითხველთა ლიგა


და გაიძახის კუნძული ყველა:
ნუთუ არავინ არ არის ტბაში,
ამ წყლებში ნუთუ ჭაჭანებს არვინ,
ეს უბედური რომ მოჰკლას თევზი,
ჩაყლაპოს იგი, იწამოს რამე,
ტკივილი მწველი დაუცხროს ხელად,
გაუქროს ტანჯვა – გატანჯულს ცეცხლით!“
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
იმასთან ერთად, მჭედელი დიდი,
ძარღვიან ღვიას მაშინვე სჭრიან,
ხრალისას ქსოვენ სასწრაფოდ ბადეს,
ბადეს ღებავენ ტირიფის წყალით
და ტირიფისას აწნავენ ფესვებს.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ბადესთან ქალებს აყენებს ხელად,
მანდილოსნები ბადესთან დადგნენ
და ეწევიან სათრომელს უკვე,
ნიჩბების მოსმას შეუდგა თვითონ,
და მისცურავენ კუნძულთა გასწვრივ,
იქ, ორაგულთა კლდენია სადაც,
წინ გაუარეს სიგების კუნძულს,
სადაც ნაცრისფრად გამოჩანს ლელი
და ატყორცნილა ლერწამი ცამდე.
წინ ჭერა-ჭერით მიდიან თევზის,
ქაჩავენ ბადეს, უშვებენ წყალში,
უჭირავთ ხოლმე ხანდახან გეზად,
ბადე მოხრილებს ამოაქვთ ნავზე;
გარჯა ამაო გამოდგა მათი,

854 მკითხველთა ლიგა


ქარიყლაპია არ მოჰყვა ბადეს.
უეცრად წყალში შემოდის ხალხი,
მამაკაცები მოადგნენ ბადეს,
სწევს და ატოკებს სათრომელს ყველა,
ექაჩებიან სათხეველს წყლიდან,
ბრაგათა ახლოს, ყურეთა გასწვრივ,
შორიახლორე კალევის კლდეთა:
მაგრამ დაჭერა ვერ შესძლეს თევზის,
იმ თევზის, ასე რომელიც უნდათ;
ქარიყლაპია არ ტოვებს ყურეს,
გაზოდვილია ყურეში ლეგა,
არ მოინება ამოსვლა ზემოთ;
წვრილი თევზისთვის – მსხვილია თვლები.
ალაპარაკდნენ თევზები წყალში,
წერს ეუბნება მეორე წერი,
სიგს ეკითხება მეორე სიგი
და ორაგულმა ორაგულს ჰკითხა:
„სჩანს დაიხოცნენ გმირები უკვე,
ამოწყვეტილან მოყმენი კალევს,
რომლებიც ბადეს სელისგან ქსოვდნენ,
ქსოვა სათხევლის იცოდნენ ხეზით,
თევზის თავზარათ ეჭირათ ბარჯი,
გრძელის უყვარდათ ძგერება ჭვილთის“.
ესმის ვეინეს ლაყაფი მათი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ამგვარს:
„ჯერ კიდევ ბევრი მოძრაობს გმირი,
არ ამომწყდარან მოყმენი კალევს,
მოკვდება ერთი, გაჩნდება ორი,

855 მკითხველთა ლიგა


უკეთესია იმათი ბარჯი,
კარგია უფრო, უფროა გრძელი,
აქვთ სათხეველი საშიში უფრო“.

856 მკითხველთა ლიგა


runa ormocdamerve

კალევის შვილები სელის ბადეს ქსოვენ, ცეცხლის ჩამ-


ყლაპავი თევზის დასაჭერად მიდიან და იჭერენ მას. ცეცხლს
თევზის ფაშვში პოულობენ, მაგრამ იგი უცებ გამოსხლტება
იქიდან და ლოყებსა და ხელებს დაწვავს ილმარინენს. ცეც-
ხლი ტყეს მოედება, გადაწვავს მიწებს და უფრო და უფრო
შორს მიიწევს, ბოლოს მას იჭერენ და ჩაბნელებულ კალევა-
ლაში მოაქვთ. ილმარინენს გაუვლის სიდამწვრე.

857 მკითხველთა ლიგა


ვეინემეინემ, მოხუცმა ბრძენმა,
ამ შემლოცველმა, უკვდავმა მარად,
აწონ-დაწონა ხელახლა საქმე
და ახლა იგი იმაზე ფიქრობს:
როგორ მოქსოვოს ღრიპონი სელის
და ასჯერ დიდი ვით დაწნას ბადე.
ალაპარაკდა ვეიენე ბოლოს
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„მოინახება, ცხადია, კაცი,
მიწა რომ დახნას, დათესოს სელი,
რათა მე სელის მოვქსოვო ბადე,
ასი ექნება რომელსაც თვალი,
და ჩავაძაღლო ის გლისპი თევზი,
ღრიპონით ხელად ვიხელთო იგი!“
იქ, სადაც ორი ლპებოდა კუნძი,
ჭაობთა ზედა, იმ კუნძებს შორის,
გამოიძებნა პატარა მიწა,
დაუთესავი ფიორი მიწის.
და ამოთხარეს ფესვები ხელად;
მიწაში თესლი იპოვნეს სელის,
იქ შეენახა ტუონის ჭიას,
მღილს დაემალა მიწაში იგი.
გემის, – დამწვარის როგორღაც წინათ,
ფერფლად ქცეულის ხომალდის დიდის,
დარჩენილიყო ნაცარი მცირე,
მიწაზე ბღუჯად ეყარა ფერფლი

858 მკითხველთა ლიგა


და ამ ადგილზე დათესეს სელი,
მყისვე ნაცარში უდურთეს თავი,
დათესეს იგი ალუეს ახლოს,
თიხნარი მიწის ჩაყარეს ხნულში.
ძალიან კარგად იხარა სელმა,
მყის აღმოცენდა მიწიდან იგი
და აიყარა უეცრად ტანი,
სულ ერთ ღამეში, ზაფხულის ცხელის.
მიხნულ-მოხნული მთვარიან ღამით
და მთვარის შუქზე ჩაყრილი ხნულში,
გამოარჩიეს, გაწმინდეს კარგად,
გამორჩნეს ხელად, სასწრაფოდ გაბდღვნეს,
ძალიან მაგრად დაძონძეს მერე,
დაძონძის შემდეგ, დაძენძეს უცებ.
ფთილები ხელად ჩაყარეს წყალში,
გაახანხალეს, გარეცხეს ხელად,
წყლიდან სასწრაფოდ იღებენ ახლა,
ძალიან სწრაფად გააშრეს მზეზე.
შემოიტანეს ოთახში ჩქარა
და გულმოდგინედ მოდგნენ და მოდგნენ,
და მონდომებით მოთელეს იგი,
და ბოჭკოებით გაწეწეს მყისვე.
ელვის სისწრაფით დაჩეჩეს მერე,
ადრიან დილით დაჩეჩეს იგი,
და გალა-გალად დააწყვეს ხელად;
ახლა თითისტარს გაუჩნდა საქმე,
დაძახეს ძაფი, ზაფხულის ღამით,
ღამეში ერთში, ორი დღის შუა.

859 მკითხველთა ლიგა


და მუყაითად ართავენ დები,
ძაფის ძახვაში არიან შვილნი,
ძმა ძმას ხელს უწყობს ქსოვაში ბადის,
გრეხენ და გრეხენ მამები მაზმანს.
და წინ და უკან ბრუნავენ ჩხირნი
და გულისყურით გამოჰყავთ თვლები,
და მოიქსოვა ნანატრი ბადე,
სელის ღრიპონი მოიწნა კარგი.
სულ ერთ ღამეში, ზაფხულის ცხელის,
არა! ნახევარ ღამეში ზუსტად.
ბოლოს და ბოლოს მზად არის ბადე,
უკვე მოიწნა ღრიპონი სელის,
სიგრძეა ბადის საჟენი ასი
და შვიდასია კიდენი ირგვლივ,
სათრომელს ქვები დაჰკიდეს მძიმე
და მიამაგრეს ფიცრები ღრიპონს.
ბადესთან მარჯვე მოყმენი დადგნენ,
სახლში მოხუცნი შეუდგნენ ბჭობას:
„მოხერხდება კი ამ ბადით ნეტა,
იმ დიდი თევზის დაჭერა წყალში?“
მყის მიათრიეს ღრიპონი ტბამდე,
და ბადე ტბაში ჩაუშვეს უკვე,
ტბის გაყოლებით ჭიმავენ ღრიპონს,
წყალში განდაგან შედიან ფრთხილად;
ურიცხვი თევზი იხელთეს წვრილი,
უხვად იჭერენ საცოდავ ჩიქვებს,
ბლომად იჭერენ ქორჭილას ფხიანს,
ნაღველით სავსე ნაფოტაც ხვდებათ,

860 მკითხველთა ლიგა


ვერ დაიჭირეს ის თევზი ოღონდ,
რომლისათვისაც მოქსოვეს ბადე.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი:
„ილმარინენო, მჭედელო დიდო,
მე და შენ დავდგეთ ღრიპონთან, მოდი!
წყალზე ჩვენ თვითონ გავჭიმოთ ბადე!“
და გაემართა ვაჟკაცი ორი,
ისინი მარჯვედ ჭიმავენ ბადეს,
ერთი ბოლოთი სათრომელს ხელად
კალევისაკენ უბრუნეს პირი.
ნავმისადგომის წაიღეს კალიბ,
მეორე ბოლო კონცხისკენ უქნეს,
ხოლო ბაწარი გაშლილი ბადის,
ვეინელისა გაჭიმეს მხარეს.
და წევენ ბადეს, აგდებენ უკან,
და კვლავ ამოაქვთ ღრიპონი მძიმე,
იხელთეს თევზი საკმაოდ ბევრი:
არის ბადეში ქორჭილა ბლომად.
ორაგულია, კალმახიც არის,
კაპარჭანია, რამდენიც გინდა;
ყოველნაირი შეიპყრეს თევზი,
ვერ დაიჭირეს ის თევზი ოღონდ,
რომლისათვისაც მოქსოვეს ბადე
და სათრომელი ჩაუშვეს წყალში.
ადგა და, ახლა, ვეინე ბრძენმა,
ბადეს მეორე მიაბა ბადე;
მყის მიუყენა ნაპირი ნაპირს,
ბადე ხუთასი საჟენი გახდა,

861 მკითხველთა ლიგა


თოკითურთ გახდა შვიდასი უკვე.
მერე ვეინემ გამოთქვა აზრი:
„უფრო ღრმად გვმართებს შეთრევა
ბადის,
ხამს შევიტანოთ უფრო შორს იგი
და მერე წყალზე გავჭიმოთ თოკი
და ამოვქაჩოთ ღრიპონი წყლიდან!“
და შეიტანეს უფრო ღრმად ბადე,
შორს მოისროლეს ტალღებზე თრევით
და ნელ-ნელა ჩაუშვეს წყალში,
ექაჩებიან ხელახლა უკან.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„დიასახლისო მდინართა წყალთა,
ველამო, რომელს გაქვს მკერდი
ლერწმის,
ჩქარა გაიძვრე შენ შენი ჯუბა,
ხიფთანი შენი გაიძვრე სწრაფად,
შენი ჯუბა ხომ ლელია ზღვისა,
ხოლო საბანი – ტალღათა ქაფი,
ისინი მოგცა შენ შვილმა ქართა,
ზღვათა ასულმა გიბოძა ერთხელ;
მე კი შენ სელის კვართს მოგცემ
ცინცხალს,
ტილოსას გიძღვნი ახლავე პერანგს,
იგი დაართა ასულმა მთვარის,
ასულმა მზისამ მოქსოვა იგი.
ახტო, სიღრმეთა პატრონო დიდო,

862 მკითხველთა ლიგა


ასი ცალუღის მფლობელო ერთად,
წაავლე ხელი შვიდკაპა ხარდანს,
სიგრძით რომ იყოს საჟენი ხუთი,
მიწი-მოწიე ტალღები ზღვისა,
მითხარ-მოთხარე ჭიგოთი ფსკერი,
შეუჩუჩხურე ლაქაშებს ჯოხი,
თევზების ჯოგი მორეკე ჩვენსკენ,
აქეთ, საითაც მოვათრევთ ბადეს
და ფარფლი მოგვაქვს წყლალდაწყალ ასე.
არ დაგრჩეს თევზი ყურეში არსად,
არც ორაგულის ორმოთა შიგნით,
ზღვის მორევიდან მორეკე ყველა,
მოდენე ზღვათა უძირო ძროდან,
სადაც ციაგი ვერ აღწევს მზისა,
სადაც ქვიშაზე არავინ დადის.
ზღვიდან ერცახე ამოდის მოყმე,
უზარმაზარი ამოდის გმირი,
ფეხებით იგი ტალღებზე დადგა
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„გამოგიდენოთ გსურთ თევზი ვინმემ?
ჭიგო აიღოს გსურთ ვინმემ ხელში?“
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
პასუხად ასე მიუგებს მოყმეს:
„გამოგვიდენოს გვსურს თევზი ვინმემ,
ჭიგო აიღოს გვსურს ვინმემ ხელში!“
ერცახე-კაცმა, პაწაწა გმირმა,
წამოაქცია ვეება ნაძვი,
ტყიდან ხარდანი გამოაქვს გრძელი,

863 მკითხველთა ლიგა


კლდე მიამაგრა ხარდანის წვერზე.
შემობრუნდა და ვეინეს ჰკითხა:
„თევზი მოვრეკო მე მთელი ძალით,
ვითარცა ძალმიძს მოვრეკო ისე,
თუ რამდენადაც საჭირო არის?“
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„მორეკე როგორც საჭირო არის
და საკმარისი იქნება ისიც!“
ერცახე-კაცი, პაწაწა გმირი,
მყისვე თავისას შეუდგა საქმეს;
ვით საჭიროა, მოდენის თევზებს,
აურაცხელი მოდენა თევზი
იქ, სადაც წყალზე ათრევენ ღრიპონს
და ასი ფარფლი ტივტივებს წყალში.
ნიჩბებს მიუჯდა მჭედელი დიდი,
ხოლო ვეინე, უკვდავი მარად,
თვით ექაჩება სათრომელს წყლიდან,
მთელი ძალ-ღონით ეწევა ღრიპონს;
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი:
„აი, ბადე რომ ავწიე ზემოთ
და ძირს ჩავუშვი ფიცრები ბადის,
რამდენი თევზი გაება უცებ!“
და ეწევიან სათრომელს მძლავრად
და ამიღეს ღრიპონი წყლიდან,
დაბერტყეს ბადე ვეინეს ნავში:
დაჭერილია, ხედავენ თევზი,
რომლისათვისაც მოქსოვეს ბადე

864 მკითხველთა ლიგა


და დაამზადეს ღრიპონი სელის.
ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,
ნავს ნაპირისკენ უბრუნა პირი,
ლურჯი კონცხისკენ აიღო გეზი,
წითელ მისადგომს უსწორა საჭე.
იღებს ნავიდან თევზების დასტას,
ფხიანი თევზი აიღო მუჭით,
ქარიყლაპიას ჩასჭიდა ხელი,
რომლის დაჭრაც ესოდენ სურდა.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„ქვის საბუხარი ჩავიცვა ხელზე,
თუ ხელთათმანი მოვირგო რკინის,
თუ წამოვიცვა ხელჯაგი რვალის,
თუ ხელშიშველმა ავიღო თევზი?“
მზის შვილმა მოჰკრა ამ სიტყვებს ყური
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„მე მაგას ხელად დავჭრიდი სიგრძივ,
მყის ავიღებდი შიშველი ხელით,
მამისეული რომ მქონდეს დანა,
ნაანდერძევი წინაპრის მიერ“.
უცებ ზეციდან იელვა რკინამ,
ოქროსი ჰქონდა იმ რკინას ტარი,
ვერცხლისა ჰქონდა იმ რკინას პირი,
და დაეკიდა მზის შვილს ზედ წელზე.
მზის ვაჟიშვილმა, მამაცმა ფრიად,
მყის მოიმარჯვა ფხიანი დანა,
ქარიყლაპიას უფატრავს მუცელს,

865 მკითხველთა ლიგა


რომელსაც პირი აქვს ერთობ ფართო:
ქარიყლაპიას შიგანის შიგნით
აღმოჩნდა ერთი კალმახი სხარტი,
კალმახი როცა შუაზე გაჭრეს,
იპოვნეს სიგი მცირე და სლიპა.
სიგი გაფატრა ახლა მზის შვილმა,
ამოაცალა ნაწლავი წვრილი
და იმ ნაწლავის მესამე შრედან
ამოათრია ცისფერი ბოლქვი.
ახლა ცისფერი გადახსნა ბოლქვი
და იმ ცისფერი ბოლქვიდან ხელად
გამოანათა წითელმა ბოლქვმა;
წითელი ბოლქვი გადახსნა ახლა
და იმ წითელი ბოლქვიდან უკვე
მან ამოიღო ის გლისპირი ცეცხლი,
მეცხრე ზეციდან რომელიც მოწყდა,
ღრუბლის გამოვლო რომელმაც სისქე,
რვანი გამოვლო რომელმაც ცანი,
მიწას დაასკდა რომელიც ციდან.
ვეინე ახლა იმაზე ფიქრობს,
სახლამდე როგორ წაიღოს ცეცხლი,
კვამლი რომ კვლავაც აუშვან ქოხთა,
ხალხმა ხელახლა იხილოს შუქი.
ამ ფიქრში როა, უეცრად, ხედავს,
ხელიდან ცეცხლი გაუსხლტა მზის შვილს
და შენს ვეინეს წვრებში ებდღვნა,
დღე უარესი დამართა მჭედელს:
მთლად დაუთუთქა ორივე ლოყა

866 მკითხველთა ლიგა


და გაურუჯა ხელები ძლიერ.
და გამოიქცა იქიდან ცეცხლი,
გადაუქროლა ალუეს ტალღებს,
ეძგერა ღვიას – აქცია ნაცრად,
თვალის უმალეს მოძოვა მოლი,
ხელად ნაძვებზე ავარდა იგი, –
ნაძვნარის ნაცვლად დატოვა ფერფლი...
და გარბის, გარბის, გარბის და გარბის,
ნახევარ პოხელს მოუღო ბოლო,
ზღვარნი სავოსი გადაწვა უკვე,
კარელიისას მიადგა საზღვრებს.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
გამოეკიდა ნაპერწკალს უკან,
ტყე გაიარა უღრანის უკვე,
ფეხდაფეხ მისდევს ნაპერწკალს იგი
და, როგორც იქნა, მიაგნო, ნახა,
ხის ფუღუროში იპოვნა ცეცხლი,
იქ, სადაც ორი ლპებოდა კუნძი,
იმ კუნძებს შორის, მურყნის ერთ კუნძში.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„ცეცხლო, შექმნილო ზეციერ მამის,
ჰეი, შენ, ცეცხლო, ქმნილებავ მნათო,
რა დაგრჩენია სიღრმეში ნეტა,
შორს რომ მიილტვი, რა ხეირს ნახავ,
არ გირჩევნია წამომყვე ქოხში
და დაუბრუნდე ხელახლა ღუმელს?!
იქ ქვეშაგები გეგება ნაცრის,

867 მკითხველთა ლიგა


თავზე შენივე გეყრება ღველფი,
გამოულევლად, ყოველდღე, მუდამ,
საჭმელად არყის გექნება შეშა,
ღამით ნაცარში გაგხვევენ ხოლმე,
შეგინახავენ მეორე დღისთვის“.
იღებს ვეინე ნაპერწკალს ფრთხილად,
მან ნაპერწკალი აბედზე დადო,
აბედი დადო ნაფოტზე არყის,
ნაფოტი ჩადო სპილენძის ქვაბში;
სპილენძის ქვაბით სახლისკენ მიდის,
ჯანღით მოცული გამოჩნდა კონცხი,
უახლოვდება ღრუბლიან კუნძულს,
იგი ქვაბითურთ სახლშია უკვე:
ნანატრი ცეცხლი ეღირსათ ქოხებს
და ფანჯრებიდან გამოდის შუქი.
ილმარინენი, მჭედელი დიდი,
ზღვის ნაპირ-ნაპირ ქლოშინით გარბის
და მიირბინა ფრიალო კლდესთან,
ამოისუნთქა, შეჩერდა კლდეზე.
დაწვარი სახე აწუხებს მჭედელს
და გარუჯული ხელები ტანჯავს.
ცდილობს როგორმე დააცხროს
ცეცხლი,
გამოაცალოს როგორმე ძალა.
ალაპარაკდა მჭედელი დიდი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ცეცხლო, შექმნილო ზეციერ მამის,
ციური მნათის წითურო ძეო!

868 მკითხველთა ლიგა


რამ გაგამწარა შენ ეგრე მაგრად,
რომ გამირუჯე ლოყები ასე
და დამითუთქე ორივე თეძო
და უმოწყალოდ დამიწვი ფერდი?
ნეტავი როგორ დავაცხრო ცეცხლი,
როგორ წავართვა ნაპერწკალს ძალა,
ვით გავანელო სიცხელე ალის
და თვინიერი გავხადო როგორ,
ასე უღმერთოდ რომ აღარ მწვავდეს,
რომ აღარ ვგრძნობდე კირთებას მძიმეს?
ეჰეი, მოდი ასულო ტურის,
ლაფლანდიიდან წამოდი ჩქარა,
მოდი, მოსილო ჭირხლით და თოშით,
გამოწყობილო გაყინულ კვართში.
შენ, ჭირხლით სავსე რომ დაგაქვს ქვაბი,
ყინულის ციცხვი გიჭირავს რომელს!
სახეზე წყალი მაპკურე ცივი
და, ყველგან, სადაც სიდამწვრე მაჩნდეს,
და, ყველგან, სადაც დამკბინა ცეცხლმა,
დამადე ბლომად ყინული ლურჯი.
ეს საკმარისი არ არის თუკი, –
პოხელის ძეო, შენ გხადი ახლა,
ლაფლანდიაში გაზრდილო მოყმევ,
ჯანღიან მიწის ჭაბუკო გრძელო,
ტანად რომელიც ხარ ფიჭვის ტოლა
და მოცულობით ხელა ხარ ნაძვის,
ფეხზე რომ თოვლის გაცვია ხამლი,
ხელთათმანები გაცვია თოვლის,

869 მკითხველთა ლიგა


კეფაზე თოვლის გახურავს ქუდი,
თოვლის გარტყია ქამარი წელზე, –
მთელი პოხელის მოხვეტე თოვლი,
სოფლის ყინულის მოთხარე კლდენი!
იცოცხლე! თოვლი იშოვნო პოხელს
სოფელში ყინულს იშოვნი უხვად;
იქ ჰაერია საჭრელი დანით,
იქ მხოლოდ თოვლის კურდღლები ხტიან,
იქ, მწვერვალებზე თოვლიან მთათა,
მთლიანად თოვლის დადიან დათვნი,
დაბაჯბაჯებენ ბრანგვები თოვლში;
იქ მარტო თოვლის გედები ფრენენ,
იქ უხვად ცხოვრობს ყინულის იხვი,
შეხიზნულები თოვლიან ღვარებს,
ხორგით მოფენილ ჭორომის ახლოს.
მწვერვალებიდან მაღალი მთების,
წიბოებიდან პიტალო კლდეთა,
აქ მარხილებით მოზიდე თოვლი,
ჩამოიტანე ურმებით ბლომად
და, ყველგან, სადაც სიდამწვრე მაჩნდეს,
და, ყველგან, სადაც დამკბინა ცეცხლმა,
არ დაიშურო დადება თოშის,
ნუ დამიკავებ, თუ ძმა ხარ, ყინტორს!
ეს საკმარისი არ არის თუკი, –
ო, დიდო უკო, მაღალო ღმერთო,
მიმართულებას რომ აძლევ ღრუბლებს –
საითაც გინდა და როგორც გინდა! –
აღმოსავლეთით ღრუბელი დასძარ

870 მკითხველთა ლიგა


და შეატაკე ღრუბელი იგი
მეორე ღრუბელს – დასავლით დაძრულს, –
არ ჩაეტიოს მათ შორის ნემსიც!
მიბოძე ტეხვრა, მიბუდე ხორგი
და, ყველგან, სადაც დამკბინა ცეცხლმა,
მტლე ღვთაებრივი დამადე მალე!“
ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,
მძვინვარე ცეცხლი დააცხრო ასე,
დააძაბუნა ძალუმი ალი.
გამოჯანმრთელდა ამგვარად იგი,
სხეულში ძველი სიმაგრე იგრძნო
და აღარ აჩნდა სიდამწვრე არსად.

871 მკითხველთა ლიგა


runa ormocdamecxre

ილმარინენი ახალ მთვარესა და მზეს გამოჭედავს, მაგრამ


ნათების უნარს ვერ ანიჭებს მათ. ვეინემეინენი მარჩიელო-
ბით გაიგებს, რომ მზე და მთვარე პოხელის კლდეშია დატყვე-
ვებული, იგი პოხელში მიდის, შეებრძოლება პოხელის ხალხს
და იმარჯვებს. მას სურს ნახოს მზე და მთვარე, მაგრამ ვერას-
გზით ვერ შედის კლდის სიღრმეში. ვეინემეინენი შინ ბრუნდე-
ბა, რომ კლდის გასაღები იარაღი გამოსჭედოს. როცა ილმა-
რინენი მის გამოჭედვას დაიწყებს, პოხელის დიასახლისი
იმის შიშით, რომ ცუდი დღე დაადგებოდა, კლდიდან ათავი-
სუფლებს მზესა და მთვარეს. როდესაც ვეინემეინენი მზესა და
მთვარეს დაინახავს, ესალმება მათ და უსურვებს მუდამ ამ-
შვენებდნენ ზეცას და ხალხისთვის ბედნიერება მოჰქონდეთ.

872 მკითხველთა ლიგა


ვეინელისა ნაღვლიან ქოხთა,
კალევის მინდვრებს – უსაზღვროდ
გაშლილს,
ოქროსი აღარ დაჰნათის მთვარე,
აღარ უგზავნის მზე სხივებს ციდან.
სახნავ-სათესი მოიცვა ტეხვრამ,
დააავადა ყინვებმა მროწლე,
შეშფოთებულნი არიან ჩიტნი,
მოწყენილია ძალიან ხალხი, –
ცარიელია ჭირანო რადგან
და კოჭიმულში არ ბჟუტავს შუქი.
არწივმა იცის საფრენი გზანი,
ქარიყლაპიამ თავისი ორმო,
გზანი ნავთანი უწყიან ქართა;
ხალხი კი ვეღარ გაერკვა უკვე
დღეა თუ ღამე, დილა თუ ბინდი,
ვერ გაუგია, რა დროა, მოკლედ,
აქ, ამ ისედაც ჯანღიან კონცხზე,
კუნძულზე, ცა რომ ახურავს ქუფრი.
ახალგაზრდებმა დაიწყეს ფიქრი,
მოხუცებულნი მსჯელობენ ცხარედ:
როგორ გაუძლონ უმზეოდ ყოფნას,
უმთვაროდ ყოფნას გაუძლონ როგორ
მხარეში, სადაც ჯანღია მარად,
აქ, ჩრდილოეთის არეთა ზედა.
ქალიშვილებიც შეუდგნენ ბჭობას,

873 მკითხველთა ლიგა


გაოგნებულნი არიან ერთობ.
და მიაშურა სამჭედლოს ხალხმა
და კვერითხუროს მიმართა ასე:
„რა დროს ძილია, ადექი ჩქარა,
მერეც მოასწრებ ღუმელზე წოლას!
გამოგვიჭედე ახალი მთვარე,
მზე გაგვიკეთე ცხელი და მრგვალი!–
უმთვაროდ ყოფნა ძნელია ფრიად,
უმზეოდ ყოფნა უფრორე ძნელი“.
და ღუმელიდან მჭედელი ადგა,
ღუმელზე ეგო ლოგინი მჭედელს,
და გამოიღო ნატეხი ვეცხლის,
ოქროსი დურთა ქურაში ზოდი,
რომ გამოჭედოს ოფაზის მთვარე
და მზე ვერცხლისა გაჭედოს რათა.
ვეინე ბრძენი გამოჩნდა ამდროს,
იგი სამჭედლოს კარებში ჩაჯდა
და ლაპარაკი დაუწყო მჭედელს:
„გამაგებინე, თუ ძმა ხარ, ერთი,
რას უკაკუნებ ნეტავი ამდენს,
თავაუღებლად რას ჭედავ ნეტა?“
ალაპარაკდა მჭედელი დიდი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ოფაზის მთვარეს ვაკეთებ ცინცხალს,
მზე გამოვჭედო ვაპირებ ვერცხლის,
რომ ჭირანოზე დავკიდო მთვარე,
მზე კოჭიმელზე დავკიდო რათა“.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,

874 მკითხველთა ლიგა


თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„ილმარინენო, მჭედელო დიდო,
სულ ტყუილია ეგ შენი შრომა! –
მზედ არ გახდება არასდროს ვერცხლი,
არ გაკეთდება ოქროთი მთვარე“.
და გამოჭედა მჭედელმა მთვარე,
მზეც გამოკვერა მჭედელმა ვერცხლის
და აიტანა ისინი ზემოთ,
მათ კვერითხურო მაღალზე ჰკიდებს;
ოფაზის მთვარე დაჰკიდა ფიჭვზე,
მზე ნაძვის ხეზე დაჰკიდა ხელად;
შუბლიდან ოფლი წურწურით მოსდის,
პირისახეზე გადასდის ხვითქი, -
ძალიან დიდი დაადგა ჯაფა,
ხეებზე ასვლა გამოდგა ძნელი.
აი, მან მთვარე დაჰკიდა უკვე,
მზესაც უპოვნა ადგილი თვისი,
ფიჭვის წვეროზე დაჰკიდა მთვარე,
მზე კენწეროზე დაჰკიდა ნაძვის:
მაგრამ რა მერე! – ვერც მთვარეს,
ვერც მზეს
ვერ გამოსტყუეს სხივი თუნდ ერთი!
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„ახლა კი უნდა მივმართოთ გრძნებას,
ნიშნებით უნდა გავიგოთ ახლა,
სად დაიკარგა ამდენხანს მთვარე,
მზე დამალული სად არის ვერცხლის“.

875 მკითხველთა ლიგა


თვითონ ვეინე, მოხუცი ბრძენი,
ეს შემლოცველი, უკვდავი მარად,
ბიკონებს აჭრის საჩქაროდ მურყანს,
ჯერ ბიკონები დააწყო მწყობრად,
შემდეგ ტრიალი დაუწყო ბიკონთ,
დაატრიალა თითებით მყისვე
და ამეტყველდა მოხუცი უცებ
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„შემოქმედისგან მოვითხოვ ნიშანს,
მე დაჟინებით მოველი პასუხს,
ნიშანო ღვთისა, ფარული გახსენ,
ყოვლად მაღალის ნიშანო, მარქვი:
სად დაიკარგა ოფაზის მთვარე,
მზე დამალული სად არის ვერცხლის –
განმავლობაში ამდენი დროის,
რატომ და რატომ ვერ ვხედავთ მნათობთ?
ნიშანო ღვთისა, ფარული გახსენ,
მითხარი არა გუმანი კაცის,
არამედ სწორი აღმოთქვი სიტყვა,
ჭეშმარიტება მიბოძე სრული!
თუ მომაყივნა ნიშანმა ამან,
ძირს დავანარცხებ ამ ნიშანს ხელად,
გადავუძახებ კოცონში მყისვე,
რომ იმ კოცონში ჩაიწვას იგი“.
ნიშანმა ხელად სიმართლე ცხადყო,
გამოუცხადა ნიშანმა მოყმეთ:
ის ვერცხლის მზე და ის ოქროს მთვარე,
ორთავე ერთად ჯურღმულში სხედან, –

876 მკითხველთა ლიგა


პოხელის ტინთა წიაღთა შინა,
სპილენძის კლდეთა ორწოხთა შორის.
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:
„თუ გავუყვები საროლის ბილიკს,
თუ შევუდგები პოხელის აღმართს,
ცაზე ხელახლა ამოვა მთვარე,
მზე გაბრწყინდება, ვითარცა წინათ“.
პოხელს წავიდა ვეინე ბრძენი,
პოხელის ბილიკს დაადგა იგი,
იარა ერთ დღეს, იარა ორ დღეს
და დღის მესამის დაწყების უმალ
უკვე პოხელის გამოჩნდა მიწა,
პიტალო კლდენი მკაფიოდ ჩანან.
დიდი მდინარის მიადგა კიდეს,
გამოღმით მდგარი გასძახის გაღმა:
„გაღმაურებო! მათხოვეთ ნავი,
რომ გადმოვლახო მდინარე ფართო!“
გაუგონარი დარჩა ხმა ბრძენის,
არ გამოგვარეს ვეინეს ნავი,
შეშის დაიწყო რიყეზე ძებნა,
მოძებნა ნაძვის გამხმარი ტოტნი;
დაანთო ცეცხლი მდინარის პირას,
კვამლი სვეტივით აიჭრა ცაში,
ცის კაბადონი გალოკა ალმა,
ჰაერი გახდა ბოლისგან ქუფრი.
დიასახლისი პოხელის მხარის
სახლისას თვითონ მოადგა სარკმელს,

877 მკითხველთა ლიგა


გახედა სრუტეს, დაზვერა კლდენი
და მან ასეთი წარმოთქვა სიტყვა:
„რა ცეცხლის ალი ბრიალებს ნეტა
იმ ვიწრო სრუტის ბაგეთა შორის?
ლაშქრისა თუა, რად არის მცირე,
დიდი რად არის, მეთევზე თუა?“
გამოდის გარეთ პოხელის მკვიდრი,
თავის ქოხის წინ, ეზოში დგება,
რაშია საქმე, – შეიტყოს რათა,
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„მდინარის გაღმა, ხელმარცხნივ ცეცხლის,
ტანახოვანი გმირი დგას ვიღაც“.
თვალი რომ ჰკიდა პოხელის მცხოვრებს,
ვეინემ უფრო ხმამაღლა სჭექა:
„პოხელის შვილო, მათხოვე ნავი,
ნუ დაუკავებ ვეინეს კანჯოს!“
გაეპასუხა პოხელის შვილი
და მან ასეთი წარმოთქვა სიტყვა:
„არ გვიცალია ახლა ნავს არც ერთს.
შენ საჭედ ხელი იხმარე შენი,
გააწევინე ნიჩბობა თითებს
და თავს უმალვე ამოჰყოფ პოხელს“.
შეფიქრიანდა ვეინე ბრძენი
და მან ასეთი გამოთქვა აზრი:
„კაცად არავინ ჩააგდებს იმ კაცს,
უკან დაიხევს რომელიც გზიდან!“
ქარიყლაპიად შევარდა წყალში,
ნაკადებს შორის სიგივით გაძვრა.

878 მკითხველთა ლიგა


მყის გადასცურა მოხუცმა სრუტე,
თავი ნაპირზე ამოჰყო ხელად,
ნაბიჯი ერთი, ნაბიჯი ორი,
და თიხნარ მიწას დაადგა ფეხი.
გამოეგებნენ პოხელის შვილნი,
ბრბო საძაგელი ეტყოდა ასე:
„კაცო, მობრძანდი პოხელის ქოხში!“
ვეინე ბრძენი ეზოში შედის.
შემოეხვივნენ პოხელის შვილნი,
ბრბო საძაგელი ეტყოდა ასე:
„პოხელის ქოხში მობრძანდი, კაცო!“
ვეინე ბრძენი შევიდა ქოხში;
ჯერ დერეფანში შეადგა ფეხი,
კარის სახელურს მოკიდა ხელი,
შეაღო კარი, შევიდა შიგნი,
პოხელის ქოხის დგას ახლა ჭერქვეშ.
თაფლს ასკდებიან კაცები ქოხში,
ტკბილ წვენს ისინი კათხებით ხვრეპენ,
აღჭურვილია უკლებლივ ყველა,
ჭოლაურები ჰკიდიათ წელზე, –
საჭირბოროტოდ ვეინე ბრძენის,
ცათამდე მართალ სუვანტოს ჭირად.
დამხვდურნი ასე ეტყვიან მოსულს,
სიტყვას იტყვიან ისინი ასეთს:
„რაო, ბედასლო, გარჯილხარ რისთვის,
გმირო მცურავო, რას იტყვი ახლას?“
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:

879 მკითხველთა ლიგა


„ოქროს მთვარეზე მაქვს ორი სიტყვა,
მსურს სასწაული გიამბოთ მზეზე:
სად დაიკარგა ჩვენი მთვარე,
მზე სად და რატომ გაგვექცა ნეტა?“
ალაპარაკდნენ პოხელის შვილნი,
ბრბო საძაგელი ეტყოდა ასე:
„აჰა! კეთილი, ახლავე გეტყვით:
ჭრელი ფრიალო კლდის მკერდის შიგნით,
იქ, რკინის მთათა წიაღთა შინა,
ორთავე ერთად მღვიმეში სხედან;
არც ეღირსებათ გამოსვლა გარეთ,
თუ არ გაუღო ლოუხმა კარი“.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი
და მან ასეთი წარმოთქვა სიტყვა:
„თუ არ გაუღეს მზეს მღვიმის კარი
და მთვარე თუ არ გამოვა გარეთ,
კი არ გვიხამებს დაწყება ომის,
ჭრა არ გვიკლია, ღვთის მადლით,
მახვილს!“
იშიშვლა ხმალი, მოიღო რკინა,
მყის ქარქაშიდან მახვილი იძრო,
მახვილის წვერზე ანათებს მთვარე,
სატევრის ტარზე მზის სხივი როკავს,
ღარზე ცხენია შემდგარი ყალყზე,
მახვილის თავზე კრუტუნებს კატა.
და დააზომეს ერთმანეთს ხმლები,
ცერი აუსვეს მახვილებს ფხაზე:
სუომს ნაწრთობი ვეინეს ხმალი

880 მკითხველთა ლიგა


სულ ერცახეთი გამოდგა გრძელი;
ნამჯის სიმსხოთი გრძელია იგი,
მარცვლის ოდენად გრძელია მხოლოდ.
და გამოვიდნენ სახლიდან კარში
და ამწვანებულ მდელოზე დადგნენ,
მახვილი ლეწა ვეინემ ისე,
რომ ნაპერწკლები ისროლა რკინამ,
უქნივა ერთი, უქნივა კიდევ:
თალგამებივით წათალა თავნი,
მიცელ-მოცელა სელივით უცებ,
თალხი პოხელის დიდგულა ძენი.
და გაეშურა ვეინე იქით,
ჭრელი ფრიალო ტინია სადაც,
იქითკენ, სადაც მთებია რკინის,
იქ, სადაც ბნელა ორწოხთა შორის,
სადაც მღვიმეში მნათობნი სხედან,
რომ მზე და მთვარე ნახოს და იხსნას.
რომ გაიარა მანძილი მცირე,
გზა, სულ პატარა, როგორც კი განვლო,
მწვანე კუნძული შენიშნა უცებ,
კუნძულზე თეთრი ირხევა არყი,
იმ არყის ძირას ლოდია ერთი,
იმ ლოდის იქით დგას ჭრელი ტინი,
იმ ტინს ცხრა კარი აბია მტკიცე,
იმ ცხრა კარს ადევს საკვალთი ასი.
ტინზე ვეინემ შენიშნა ბზარი,
კედელზე ზოლი შენიშნა ვიწრო.
და ხმალი იძრო ვეინემ მყისვე

881 მკითხველთა ლიგა


და კლდეს მახვილი აძგერა ბზარში,
დასცხო და დასცხო, თხლიშა და თხლიშა,
ძეძგვა და ძეძგვა მახვილი ლოდებს,
ისე, რომ ლოდმა იხუვლა ერთი
და უცებ სამად გაიპო ლოდი.
ვეინე ბრძენმა, უკვდავმა მარად,
გამსკდარ ლოდიდან ჩახედა მღვიმეს:
წყვდიადით სავსე ჯურღმულის შიგნით,
ჯიგრის გადაჰკრავს რომელსაც ფერი,
ხედავს: გველები ბადაგსა ხვრეპენ,
იჭყიპებიან ასპიტნი ლუდით.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„რა ლუდმა უნდა გაუძლოს ამათ!
ლუდს ასკდებიან ასპიტნი ჭრელნი...
თურმე ამიტომ არ ჰქონდა ხოლმე
საწყალ დედაბერს საკმაო ლუდი“.
მყის წაასხეპა თავები გველებს,
კისრები წაჭრა ასპიტებს ხელად.
ალაპარაკდა უეცრად იგი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„დღეის დღის შემდეგ, აწი და მარად,
სოფელი წუთის არსებობს ვიდრე,
აღარ დალიოს ასპიტმა ლუდი,
არ გაეკაროს წყეული ამბოხს“.
ძალიან ცდილობს ვეინე ბრძენი,
ეს შემლოცველი, მართალი ცამდე,
კარნი როგორმე გააღოს მღვიმის

882 მკითხველთა ლიგა


და სიტყვით ძალით საკვალთნი გახსნას:
მაგრამ მღვიმისა არ იძვრის კარნი,
არ ჭრის საკვალთზე ვეინეს სიტყვა.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„დედაკაცია – უაბჯროდ კაცი,
არ გაქვს ჩუგლუგი – ძალ-ღონე არ გაქვს!“
და გამობრიუნდა მაშინვე უკან,
თავჩაღუნული სახლისკენ მოდის,
მოდის და გული ევსება ნაღვლით,
ვერ გამოიხსნა მნათობნი რადგან.
ლემინკაინე ვეინეს ეტყვის:
„რატომ წახვედი უჩემოდ პოხელს,
რად არ ისურვე წაყვანა ჩემი, –
შელოცვა მეც რომ მეცადა ციხის?
მე ყველა ბოქლომს დავლეწდი უცბად,
გადაავმტვრევდი საკვალთებს ლანდზე,
გამოვიყვანდი მღვიმიდან მთვარეს,
მზეს კოჭიმელზე შევსვამდი ხელად“.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:
„არ იმოქმედა ბოქლომზე სიტყვამ,
რკინის საკვალთზე არ გაჭრა ჯადომ,
ვერ შევლეწავდი ცხრაკლიტულს მუშტით,
ვერ შევანგრევდი იდაყვით ციხეს“.
და სამჭედლოსკენ ვეინე მიდის
და ეუბნება ვეინე მჭედელს:
„ილმარინენო, მჭედელო დიდო,

883 მკითხველთა ლიგა


გამომიჭედე სამკაპი მტკიცე,
გამომიჭედე თორმეტი შუბი,
კლიტეთა დიდი მომეცი აცმა,
რომ გამოვიხსნა მღვიმიდან მთვარე,
მზე დავუბრუნო კოჭიმელს უკან!“
ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,
ამ კვერითხურომ, უკვდავმა მარად,
მყის შეასრულა ვეინეს თხოვნა:
გამოუჭედა სამკაპნი მტკიცე,
კლიტეთა დიდი აუსხა აცმა,
გამოუჭედა თორმეტი შუბი,
არც ისე გრძელი, არც ისე მოკლე,
საშუალოსი შუბია სიგრძის.
დიასახლისმა პოხელის მხარის,
კბილებმეჩხერმა როკაპმა გლისპმა,
მყის მიიმაგრა მენჯებზე ფრთები
და ელვასავით ავარდა ცაში,
გაიფრთხიალა სახლის წინ წამით
და ფრენა-ფრენით გასწია ცა-ცა,
ზღვა პოხელისა დატოვა უკან
და მიაშურა ლახლახით სუომს.
გამოიხედა ფანჯრიდან ილმამ,
მომქროლი შორით ჩათვალა ქარად;
რისი ქარი და რომელი ქარი,
თურმე, ნუ იტყვი, ქორია ლეგა.
ალაპარაკდა მჭედელი დიდი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„რა გესაქმება სუომში ქორო,

884 მკითხველთა ლიგა


ფანჯრის რაფაზე შემოჯექ რატომ?“
ხმა ამოიღო მაშინვე ქორმა
და ქორი ასე მიუგებს მჭედელს:
„ილმარინენო, მჭედელო დიდო,
რა საუცხოო ხელი გაქვს მაინც!
აი, ოსტატი შენებრი მესმის,
აი, შენა ხარ მჭედელი მართლა!“
გაეპასუხა მჭედელი ფრინველს,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„არის ამბავი ახალი როდი,
მე რომ მჭედელი ვარ მართლაც კარგი,
ჯერ კიდევ როდის გავჭედე ზეცა,
მოვაგუმბათე ჰაერის ხუფი“.
ხმა ამოიღო ხელახლა ქორმა,
ლეგა ფრინველმა წარმოთქვა ასე:
„ახლა რომ ჭედავ, რას ჭედავ ნეტა,
ალბათ იარაღს აკეთებ, არა?“
ალაპარაკდა მჭედელი დიდი,
პასუხად ასე მიუგო ფრინველს:
„ახლა საყელოს ვაკეთებ მაგარს,
რომ დედაბერი პოხელის მხარის,
ამ საყელოთი მივაბა კლდეზე,
კლდეს მივაჯაჭვო პიტალოს იგი“.
ლოუხი, ვინაც განაგებს პოხელს,
კბილებმეჩხერი როკაპი გლისპი,
გრძნობს, კარგს არაფერს უქადის ბედი,
არ დაადგება, ხედავს, დღე კარგი
და მყის გაფრინდა, მიარღვევს ჰაერს,

885 მკითხველთა ლიგა


საჩქაროდ პოხელს მიფრინდეს რათა.
ცხრაკლიტულიდან გაუშვა მთვარე,
მზეს ჯურღმულისა გაუღო კარი.
სახე იცვალა გრძნეულმა უცებ,
მტრედისას იღებს ამჯერად იერს;
ფრთა ფრთას შემოჰკრა, აიჭრა ცაში,
კვლავ სუომისკენ აიღო გეზი,
სამჭედლოს ახლოს დაეშვა ციდან,
მჭედელს მიადგა ხელახლა კარზე.
ალაპარაკდა მჭედელი დიდი,
თვით მან წარმოთქვა ასეთი სიტყვა:
„რამ მოგიყვანა სუომში, მტრედო,
რას დასკუპულხარ, ქედანო, ზღურბლზე?“
ხმა ამოიღო კარებში მჯდარმა,
ქედანი ასე მიუგებს მჭედელს:
„შემოგეჭერი იმიტომ სახლში,
ამბავი უნდა გახარო ერთი:
მზე გამოვიდა მღვიმიდან უკვე,
ბნელი ჯურღმული დატოვა მთვარემ!“
ილმარინენმა, მჭედელმა დიდმა,
უროს მაშინვე გაუშვა ხელი,
სამჭედლოს კართან მიიჭრა უცებ,
გულისფანცქალით გახედა ზეცას:
კვლავინდებურად ცაშია მთვარე,
მზე ძველებურად კაშკაშებს ცაში.
და ვეინესთან მჭედელი გარბის
და ეუბნება ვეინეს იგი:
„ვეინე ბრძენო, უკვდავო მარად,

886 მკითხველთა ლიგა


მგალობელო და მძნობელო დიდო,
გამოდი გარეთ, შეხედე ზეცას,
გამომზეურდი ქოხიდან დროზე;
დაბრუნებია ჭირანოს მთვარე,
კოჭიმელზეა მზე ისევ ისე“.
ვეინე ბრძენი, უკვდავი მარად,
თვით გამობრძანდა მაშინვე გარეთ,
ეზოში დადგა, ასწია თავი,
ზეცას მახვილი ესროლა მზერა:
ცაშია მთვარე, ვითარცა წინათ,
მზე ძველებურად კაშკაშებს ცაში.
თვალს არ აშორებს ვეინე ზეცას,
ვეინე ახლა ლაპარაკს იწყებს,
ალაპარაკდა ვეინე უკვე
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„სალამი შენდა, მთვარეო ვერცხლის,
რომ გამობრწყინდი, ვითარცა წინათ,
ოფაზის მზეო, სალამი შენდა,
ძველებურად რომ კაშკაშებ ცაში!
შენ გამოხვედი მღვიმიდან, მთვარევ,
შენ ჯურღმულიდან გამოხველ, მზეო,
ვითა გუგული ოქროსი, ისე,
ხალასი ვერცხლის ქედანი როგორც.
თქვენ-თქვენ ადგილზე ხართ უკვე ახლა,
თქვენ ისევ თქვენი გზა ჰპოვეთ ძველი.
დღეის დღის შემდეგ, აწი და მარად,
ყოველ დილაზე ადექი მზეო!
იყავ სიკეთის მომტანი მუდამ,

887 მკითხველთა ლიგა


რათა იბარტყოს სიმდიდრემ ჩვენმა,
ხელი ნადავლით აგევსოს რათა,
თევზმა დახუნძლოს ანკესი ჩვენი.
კეთილი იყოს მგზავრობა შენი,
ინეტარე და შენი გზით იარ,
ყოველ საღამოს ლამაზად ჩადი,
გამოიძინე დილამდე კარგად!“

888 მკითხველთა ლიგა


runa ormocdameaTe

წითელი მოცვისაგან მუცელღებული ასული მარიატა


შვილს ბადებს. ბავშვი სადღაც იკარგება და ბოლოს და ბო-
ლოს, მას ჭაობში პოულობენ. ბავშვის მოსანათლავად მოჰ-
ყავთ მოხუცი კაცი, მაგრამ იგი არ ნათლივს უმამო ბავშვს მა-
ნამ, სანამ არ გადაწყვეტენ, ცოცხალი დატოვონ ბავშვი თუ
არა. მოდის ვეინემეინენი, რათა ეს საქმე შეისწავლოს, და აც-
ხადებს, ეს უცნაური ბავშვი უნდა მოკვდესო, მაგრამ ბავშვი
საყვედურს ეუბნება ვეინემეინენს უსამართლო განაჩენისათ-
ვის. მოხუცი ნათლავს ახალშობილს, როგორც კარელიის მო-
მავალ ხელმწიფეს; განრისხებული ვეინემეინენი იქაურობას
გაეცლება, თან წინასწარმეტყველებს, რომ იგი ერთხელ კი-
დევ დასჭირდება თავის ხალხს ახალი სამპოს, კანტელესა და
სინათლისათვის. იგი თავისი სპილენძის ნავით მიცურავს
იქით,სადაც ცა და მიწა უერთდება ერთმანეთს, მაგრამ კანტე-
ლესა და თავის შესანიშნავ სიმღერებს იგი ხალხს უტოვებს
მემკვიდრეობად.

889 მკითხველთა ლიგა


ეს მარიატა, ქალწული ტურფა,
დიდგვაროვანის ასული მამის,
თვალწინ ძალიან საყვარელ დედის,
მამისეულში დაქალდა სახლში.
და ქალმა ძეწკვი გაცვითა ხუთი,
და ქალმა ექვსი გაცვითა რგოლი,
უციმციმებდა რომლებიც მკერდზე –
გასაღებების აცმასთან ერთად.
და ნახევარი გაცვითა ზღურბლის
ძვირფასი კაბის ნაქარგი კალთით;
და გადახეხა ნივნივი სხვენის
წმინდად ნაქსოვი თავსაფრის ფოჩით;
და ნახევარი გაცვითა წირთხლის
სახელოებით თავისი კაბის;
და ცალფიცარი გაცვითა სახლის
ფეხსაცმელები თავისის ლანჩით.
ეს მარიატა, ასული ტურფა,
პაწაწკინტელა, ლამაზი ქალი,
განსხვავდებოდა ყველასგან ერთობ,
თავდაჭერილი იყო და მორცხვი.
ქერქეჭანა და ახალი თევზი
იყო რჩეული საჭმელი მისი;
კვერცხის დანახვაც არ სურდა ქალწულს,
რადგან მამალი პეპლავდა ქათამს;
ქალწულს ცხვრის ხორცის არ სურდა
ხილვაც,

890 მკითხველთა ლიგა


ცხვარს ერკემალი ნერბავდა რადგან.
დედამ მოწველა უბრძანა ძროხის,
არასდიდებით არ მიდის იგი
და ეუბნება პასუხად დედას:
„არა, ჩემსავით უმანკო ქალი,
ძროხისას ხელს არ შეახებს ჯიქანს,
რადგან ძროხასთან იცხოვრა კურომ,
რძე ექნებოდა, ასე რომ არა,
დეკეულსაც და მოზვერსაც, მაშინ“.
მამამ ულაყი შეუბა ქალწულს,
ზედ არ შეხედა ქალწულმა მარხილს,
ძმამ გამოგვარა ფაშატი ხელად,
მაშინ ქალწულმა აღმოთქვა ასე:
„ფეხს არ გავადგამ ფაშატით არსად,
ეგ აჯილღასთან ბღლარძუნობს ხოლმე,
კვიცი შემიბით მარხილში ნორჩი,
კვიცი, ერთი თვის არ იყოს მხოლოდ“.
და მარიატა, ასული ტურფა,
ეს ლამაზმანი, მოსილი კდემით,
უწყინარი და ესოდენ წმინდა,
ვისაც ნატიფნი შვენოდა ზილფნი,
ერეკებოდა მინდორში ნახირს,
ყოველდღე ბატკნებს დასდევდა უკან.
ერთხელ, ბატკნები რომ იყვნენ სერზე,
ცხვრები კორტოხზე როდესაც ძოვდნენ,
თვითონ მინდორში დარბოდა როცა,
როს თამაშობდა მურყანთა შორის,
ტყეში გუგული აძრახდა ვერცხლის,

891 მკითხველთა ლიგა


ოქროსი ტყეში აძრახდა ჩიტი.
ყური მიუგდო გოგონამ გუგულს,
ფერდობზე დაჯდა მაშინვე იგი,
მოიკალათა მდელოზე ხელად,
იქ, სადაც ბევრი ჩირგვია კენკრის,
და ამეტყველდა ფერდობზე მჯდარი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„ოქროს გუგულო, იძახე ეგრე,
ვერცხლისავ, ეგრე იმღერე ჩიტო,
მკერდმოკალულო დასძახე – „გუ-გუ“,
ილაპარაკე, ლამაზო კენკრავ!
და თუ გიყვარდე, მითხარი ერთი:
უქმროდ რამდენხანს ვიქნები კიდევ,
კიდევ რამდენხანს მომიწევს რბენა
ამ საძოვრებზე ფეხდაფეხ ცხვართა!
ზაფხული ერთი, ერთი თუ ორი,
წელი რამდენი, ხუთი თუ ექვსი,
იქნება ათიც გავიდეს წელი,
იქნებ, ცდა სულაც არ მიწევს დიდხანს?“
ეს მარიატა, ასული ტურფა,
რაც მეცხვარეა, დღე არის შვიდი.
ცხოვრება ლაღი როდია მწყემსის,
მით უფრო მწყემსი ქალია როცა:
ყოველ ნაბიჯზე სრიალებს გველი,
ბალახში ცქვიტი ხვლიკები წვანან.
მაგრამ ეს სულაც არ არის გველი,
ეს არც ხვლიკია, ცხადია, ცქვიტი,
ბორცვიდან მოცვი ეძახის ქალწულს,

892 მკითხველთა ლიგა


ალაპარაკდა უეცრად მოცვი:
„მოდი, მომწყვიტე, ქალწულო ტურფავ,
ხელი შემახე, ასულო ნორჩო,
სამკაულები რომ გშვენის კალის,
ქამარი რვალის გარტყია რომელს!
თუ არ გინდა, რომ ჩამყლაპოს ჭიამ,
თუ ლოკოკინამ არ გინდა მშთანთქოს;
აქ მე შენამდე მიხილა ასმა,
აქ შენს მოსვლამდე ათასი იჯდა,
ათასი ქალი, ქალწული ასი
და ყმაწვილების მეხვია გუნდი,
მაგრამ არავის უხლია ხელი,
მოწყვეტა არც კი მოსვლია აზრად“.
ეს მარიატა, ასული ტურფა,
ვიწროთი მიდის ბილიკით მოცვთან,
რომ დაინახოს ახლოდან მოცვი,
ამოარჩიოს ნაყოფი მისი,
თითის წვერებით შეეხოს წითელს,
ხელებით ნაზით მოწყვიტოს რათა.
კორტოხზე ხედავს ქალწული კენკრას,
მოცვია, ხედავს, მინდორში ერთი,
კენკრის მსგავსია ყოველხვრივ მოცვი,
დგას უცნაურად ის რაღაც ოღონდ, –
ერთობ მაღლაა მიწიდან იგი
და ერთობ დაბლა ის არის ხიდან.
ქალწულმა ხელში აიღო სახრე,
ჩამოუძახა ძირს სახრით კენკრას,
მოცვი მიწაზე დახტა და ახტა

893 მკითხველთა ლიგა


და ფეხსაცმელზე შეახტა ქალწულს,
ფეხსაცმელიდან ისკუპა მერე
და შიშველ მუხლზე დასკუპდა ხელად,
შიშველი უმალ დატოვა მუხლი
და ფურჩალაზე მოექცა კაბის.
და ფურჩალიდან მიახტა ქამარს,
ქამრიდან ახტა ქალწულის მკერდზე,
მკერდიდან სწრაფად მიახტა ნიკაპს
და ნიკაპიდან მიახტა ტუჩებს,
და ტუჩებიდან მყის პირში შეხტა
და გასრიალდა ენაზე მარდად,
და გადაგორდა ენიდან ყელში
და ბოლოს კუჭში აღმოჩნდა იგი.
და მარიატა, ასული ტურფა,
ანაზდეულად დამძიმდა ფრიად,
დააუძლურა დიაცი მოცვმა,
ქალწულს მუცელი დაეტყო უკვე.
აღარ იკრავდა ყაითანს იგი,
სიბაზე აღარ ირტყავდა ქამარს,
ის აბანოში იბანდა ჩუმად,
იმალებოდა ღუმელთან ბნელში.
შეფიქრიანდა ქალწულის დედა,
მოხუცებულმა დაიწყო ფიქრი:
„ჩანს, მარიატას შეემთხვა რაღაც,
გამოცვლილია ჯუჯულა ჩემი,
აღარ ატარებს ბოლო დროს ზონარს,
ქამარსაც აღარ იკარებს წელზე,
აბანოშიაც მალულად იბანს,

894 მკითხველთა ლიგა


ბნელში დგას ხოლმე ღუმელთან იგი“.
ალაპარაკდა ყმაწვილი ერთი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„რაც მარიატას თავზეა ახლა,
ყველაფერია ეგ იმის ბრალი,
რომ ხელში დიდხანს ეჭირა სახრე,
დიდხანს ცხოვრობდა საწყალი ცხვარში“.
დაქონდა ქალწულს სიმძიმე მუცლის,
სისავსე კვნესით დაქონდა თვისი,
თვემ გაიარა ექვსმა და შვიდმა,
ქალი მეცხრეში გადადგა თვეში,
ხოლო დედაბრს რომ უგდო ყური, –
მეათეშია ის უკვე მდგარი.
და თვე როდესაც გთავდა მეცხრე,
მოულოდნელად მეათის დამდეგს,
მაგარი გახდა მუცელი უფრო
და ტკივილები აწუხებს ქალწულს.
და ცხელ აბანოს თხოვს იგი დედას:
„ძვირფასო დედავ, მშობელო ჩემო,
გახურებული მომეცი კუთხე,
ცხელი ადგილი მომეცი ერთი,
სიმხურვალეში ქალწულმა რათა
ტკივილებისგან დავიხსნა თავი!“
ალაპარაკდა პასუხად დედა,
მოხუცებულმა წარმოთქვა ასე:
„ხიისის მრუშო, აქედან მომწყდი!
ვისთან იცხოვრე, მითხარი ჩქარა?
ის ვიღაცაა, უცოლო არის,

895 მკითხველთა ლიგა


თუ ცოლიანი კაცია იგი?“
ეს მარიატა, ასული ტურფა,
დედას პასუხად მიუგებს ასე:
„არ მიცხოვრია ცოლიან კაცთან,
არც მარტოხელა მინახავს კაცი.
ფერდობზე მოცვი შევნიშნე მწიფე
და გადავწყვიტე მოწყვეტა მოცვის;
ჩვეულებრივი მოცვია, ვხედავ,
მეც ავიღე და შევიგდე პირში.
ყელში გადახტა პირიდან კენკრა,
უცებ ჩემს კუჭში ამოჰყო თავი;
და დამამძიმა მე სწორედ იმან,
დამაორსულა ქალწული მოცვმა“.
ახლა აბანოს თხოვს ქალი მამას:
„უსაყვარლესო მამილო ჩემო,
გახურებული მომეცი კუთხე,
ცხელი ადგილი მომეცი ერთი,
რომ უბედურმა სიმშვიდე ვპოვო.
გადავიტანო კირთება მძიმე“.
ალაპარაკდა პასუხად მამა,
თვით ბერიკაცმა წარმოთქვა ასე:
„არ დამენახო, ძუბახო, თვალით,
აქედან მომწყდი, ახლავე მრუშო,
დათვის სადგომი მონახე ეხი
და ბარდღუნასთან ბუნაგში მიდი.
იქ შეგიძლია შენ შობო ბუში,
სული, დაე, იქ ამოგძვრეს მეძავს!“
ამ მარიატამ, ასულმა ტურფამ,

896 მკითხველთა ლიგა


პასუხად ბრძნული წარმოთქვა სიტყვა:
„მე სრულიადაც არა ვარ მრუში,
მე ზიზღის ღირსი არა ვარ სულაც,
მე უნდა ვშობო ისეთი გმირი,
კეთილშობილი იმდენად კაცი,
თვით თქვენს ვეინეს, მხცოვანს და
ძლიერს,
ერთი შემოკვრით რომელიც დასცემს“.
ვეღარ მიმხვდარა საწყალი ქალი,
საშველად კარებს მიადგეს ვისას,
ვინ არ დაუჭერს აბანოს, ფიქრობს,
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„პაწაწკინტელა გოგონავ, პილტი,
მოახლეთაგან ყველაზე კარგო!
ჩამოითხოვე აბანო სოფლად,
ჩამოუარე სარასთან სახლებს,
რომ უბედურმა სიმშვიდე ვპოვო,
გადავიტანო კირთება მძიმე!
აბა, შენ იცი, გავარდი ჩქარა,
მომირბენინე პასუხი დროზე!“
პაწაწკინტელა გოგონა პილტი,
პასუხად ქალწულს მიუგებს ასე:
„კი, მაგრამ კარებს მივადგე ვისას,
ვის უნდა ვთხოვო მითხარი, შველა?“
ამეტყველდება ქალწული ტურფა
და ეუბნება მოახლეს იგი:
„რუოტუსისას მიადექ კარებს,
მდინარე სარას ნაპირზე როა!“

897 მკითხველთა ლიგა


პაწაწკინტელა გოგონა პილტიმ,
ვინც უხვეწნელად მზად არის მუდამ,
წაუქეზებლად ვინც არის მარდი,
კარგად გაიგო ქალწულის სიტყვა,
გაიჭრა გარეთ ვითარცა ორთქლი,
კვამლივით სწრაფად გასცილდა ეზოს;
გარბის გზადაგზა წინსაფრის კეცვით,
ხელით ზედაწელს ისწორებს კაბის,
სულმოუთქმელად გარბის და გარბის,
რომ რუოტუსის მიადგეს კარებს.
და ისე გარბის, ირყევა მთები,
კორდებს და ბირცვებს გაუდის რწევა
და ნაძვებიდან გირჩები ცვივა,
და ჭაობისკენ დაქანდა ღორღი;
და რუოტუსის გამოჩნდა სახლის,
გოგონა ქოხში შევიდა უკვე.
ეს რუოტუსი დიდგულობს ერთობ,
ის მედიდურად მიირთმევს საჭმელს,
პერანგით უზის მაგიდას იგი,
ტანზე პერანგი აცვია სელის.
იგი ამაყად დაეყრდნო სუფრას,
და პირში ლუკმით წარმოთქვა მკვახედ:
„რაო, ბედასლო, არს იტყვი ახალს?
ვინ დაგპატიჟა, საიდან გაჩნდი?“
პაწაწკინტელა გოგონა პილტი,
რუოტუსს მყისვე მიუგებს ასე:
„მე აქ აბანოს სათხოვრად მოველ,
სარას ნაპირზე აბანოს ვეძებ,

898 მკითხველთა ლიგა


რომ უბედურმა სიმშვიდე ჰპოვოს,
ცოტათი მაინც რომ იგრძნოს შვება“.
აქ, რუოტუსის გამოდის ცოლი,
დაბჯენილია ხელებით ფერდებს,
გადად-გადმოდის აქეთ და იქით
და იატაკის შუაში დგება.
და გამოკითხვას დაუწყებს გოგოს
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„მერე და, გინდა აბანო ვისთვის,
აღმოუჩინო ვის გინდა შველა?“
პაწაწა გოგო პასუხად ეტყვის:
„მსურს მარიატას ვუშველო რამე!“
ალაპარაკდა როკაპი მაშინ
და რუოტუსის წარმოთქვა ცოლმა:
„აქ არ არსებობს აბანო თქვენთვის,
აქ ჩვენ უცხოსთვის აბანო არ გვაქვს.
არის სათქვენო აბანო მინდვრად,
იქ, ფიჭვის ტყეში დგას ერთი თავლა,
მოილოგინოს, დაე, იქ მრუშმა,
სული, დაე, იქ ამოძვრეს მეძავს:
ორთქლს გამოუშვებს ნესტოდან ცხენი
და იბანავეთ იმ ორთქლში ლაღად“.
პაწაწკინტელა გოგონა პილტი
გამოეშურა სახლისკენ უმალ,
რაც შეუძლია გამორბის მარდად,
მოირბინა და წარმოთქვა ასე:
„ვერსად ვიპოვე აბანო შენთვის,
სარას ნაპირზე ტყუილად მიველ,

899 მკითხველთა ლიგა


იქ რუოტუსის კაპასმა ცოლმა,
ასეთი მითხრა პასუხად სიტყვა:
„აქ არ არსებობს აბანო თქვენთვის,
აქ ჩვენ უცხოსთვის აბანო არ გვაქვს,
არის სათქვენო აბანო მონდვრად,
იქ, ფიჭვის ტყეში დგას ერთი თავლა,
მოილოგინოს, დაე, იქ მრუშმა,
სული, დაე, იქ ამოძვრეს მეძავს:
„ორთქლს გამოუშვებს ცხვირიდან ცხენი
და იბანავეთ იმ ორთქლში ლაღად!“
ბოროტმა ასე მომიგო სწორედ,
გლისპმა ასეთი პასუხი გამცა“.
ეს მარიატა, ასული ტურფა,
გულამომჯდარი დაიწყებს ტირილს
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„აი, მე უნდა წავეთრე ახლა,
ვით მედღეური ღატაკი ვიღაც,
ვით აყვანილი მხევალი ქირით,
იმ გადატრუსულ მინდორში მარტო,
იმ ფიჭვის ტყეში წავშავდე უნდა!“
აი, მან ხელი მოკიდა კაბას,
და აიკეცა კალთები კაბის,
და დაიჭირა მან ცოცხი ხელში,
რბილფოთლიანი ცინცხალი ცოცხი,
და გამოვიდა სახლიდან გარეთ,
მუცლის აწუხებს ტკივილი ქალწულს
და ფიჭვის ტყისკენ იჩქარის იგი,
იქ, ტაპიოსი დგას სადაც ქოხი.

900 მკითხველთა ლიგა


ალაპარაკდა გზადაგზა ქალი
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„შველად ჩამოდი, შემქმნელო ციდან,
ნუგეშინს ველი მოწყალევ შენგნით,
აი აუტანელ ტანჯვაში მყოფი,
ამ ჩემთვის მძიმე წუთებში ერთობ!
ტკივილებისგან ქალწული იხსენ,
უძლებს გვრემანი გაუცხრე მუცლის,
რათა ტკივილთა არ გახდეს მსხვერპლი,
რომ არ გადაჰყვეს საწყალი მუცელს!“
და მიაღწია როდესაც ადგილს,
ამეტყველდა და წარმოთქვა ასე:
„ამოისუნთქე, გეთაყვა, ჰუნევ,
ამოისუნთქე, მერანო ჩემო,
აქ აბანოსი აუშვი ორთქლი,
მე სიმხურვალე მომეცი დიდი,
რომ უბედურმა სიმშვიდე ჰპოვოს,
ცოტათი მაინც ეშველოს საწყალს“.
სუნთქავს და სუნთქავს კეთილი ცხენი,
ამოისუნთქა ერთხელ და ორჯერ
და დაასუნთქა ზედ მტკივან მუცელს;
და ცხენი როცა სუნთქავდა ლურჯა,
აბანოსებრი უნჯუფა გადგა
და ცივ წვთებად გადიქცა ორთქლი.
ამ მარიატამ, ასულმა ტურფამ,
თავდაჭერილმა და ერთობ მორცხვმა,
დიდხანს და კარგად იბანა ორთქლში,
წყლით განიბანა მუცელი მძიმე,

901 მკითხველთა ლიგა


და გააჩინა ქალწულმა შვილი
და ხელში აჰყავს ყმაწვილი ქალწულს,
ყმაწვილს ქალწული თივაში აწვენს
და ჩასვა ცხენის ბაგაში ბავშვი.
შემდეგ მან შვილი დაბანა კარგად
და გაახვია ხელამოდ ჩვრებში,
და დაიწვინა მუხლებზე ჩვილი
და ჩაიხუტა უბეში ნორჩი.
თავს ადნებოდა ქალწული ყმაწვილს,
ძუძუს აჭმევდა აყვანილს ხელში,
ხელებზე ეწვა, არწევდა ისე.
პაწაწკინტელა ეს ოქროს ვაშლი,
ერთი მტკაველა ეს ვერცხლის წკეპლა,
მაძღარი ჰყავდა ყოველთვის ქალწულს.
დედამ მუხლებზე დაისვა ვაჟი,
მკერდში ჩაიკრა პატარა ბიჭი,
თითებით ვარცხნა დაუწყო ქოჩრის,
ეალერსება, უვარცხნის ქოჩორს.
უცებ ყმაწვილი მუხლიდან გაჰქრა
უბიდან გაჰქრა ყმაწვილი უცებ.
მყის მარიატამ, ასულმა ტურფამ,
თავდაჭერილმა და ერთობ მორცხვმა,
ძებნა დაუწყო გარშემო ყმაწვილს;
პაწაწკინტელა ეს ოქროს ვაშლი,
ერთი მტკაველა ეს ვერცხლის წკეპლა,
სუყველგან მიძებნ-მოძებნა ირგვლივ:
ქალწული ყმაწვილს გულდასმით ძებნის,
დოლაბქვეშ ეძებს, მარხილქვეშ ეძებს,

902 მკითხველთა ლიგა


დაძებნა ტყეში, დაძებნა ცხავქვეშ,
იქვე მდგარს ეჭვით ჩახედა გოვზას,
მარცვლოვანთ შორის ეძებდა დიდხანს,
მიწი-მოწია ბალახი ხშირი.
დაეძებს ყმაწვილს კვირაა ერთი,
ეძებს და ეძებს საყვარელ პირმშოს,
დაეძებს მთებში, წარაფში დაძრწის,
დასცქერის ქვიშას, ჩასცქერის მდელოს,
ათვალიერებს თვითეულ ყვავილს,
სწვს აქეთ-იქით ჩირგვებს და ბუჩქებს,
ძირფესვიანად თხრის იგი ღვიას,
ხეებს გზადაგზა ალეწავს ტოტებს.
ახლა უფრო შორს აპირებს ძებნას,
შორს გაეშურა საძებრად კიდეც,
შემოეყარა ვარსკვლავი გზაზე,
დაემხო ქალი წინაშე მნათის:
„ვარსკვლავო, ქმნილო ღვთაების მიერ!
ჩემს პატარაზე რა იცი, მითხარ,
პაწაწკინტელა სად არის ჩემი,
სად დამეკარგა ოქროსი ვაშლი?“
ქალწულს ვარსკვლავმა მიუგო ასე:
„მე რომ ვიცოდე, არ გეტყვი მაინც,
რადგან მე მისგან დღე მადგას ცუდი, –
სიცივეში რომ ვცახცახებ ხოლმე,
სიბნელეში რომ ვციმციმებ მიწყივ,
ეს შენი შვილის ღვაწლია მხოლოდ“.
ახლა უფრო შორს აპირებს ძებნას,
შორს გაეშურა საძებრად კიდეც,

903 მკითხველთა ლიგა


შემოეყარა მთოვარე გზაზე,
დაემხო ქალი წინაშე მთვარის:
“მთვარეო, ქმნილო ღვთაების მიერ,
ჩემს პატარაზე რა იცი, მითხარ,
პაწაწკინტელა სად არის ჩემი,
სად დამეკარგა ოქროსი ვაშლი?“
ქალწულს მთოვარემ მიუგო ასე:
„მე რომ ვიცოდე, არ გეტყვი მაინც,
რადგან მე მისგან დღე მადგას ცუდი,
ღამ-ღამობით რომ გუშაგად ვდგავარ,
მინდა თუ არა, რომ მძინავს დღისით,
ეს შენი შვილის ღვაწლია მხოლოდ“.
ახლა უფრო შორს აპირებს ძებნას,
შორს გაეშურა საძებრად კიდეც,
შემოეყარა მზე ქალწულს გზაზე,
დაემხო ქალი წინაშე მზისა:
„მზეო, შექმნილო ღვთაების მიერ,
ჩემს პატარაზე რა იცი, მითხარ,
პაწაწკინტელა სად არის ჩემი,
სად დამეკარგა ოქოროსი ვაშლი?“
მზემ ქალწულს ბრძნული პასუხი გასცა:
„ვიცი, ქალწულის სად არის შვილი!
დღისით რომ ლაღად დავდივარ ასე,
დედამიწას რომ ვადნები ოქროდ,
ყოველ დილით რომ ვერცხლივით ვბრწყინავ,
ეს შენი შვილის ღვაწლია მხოლოდ.
მე შენი შვილის ამბავი ვიცი,
ვიცი, საწყალი სად არის ახლა!

904 მკითხველთა ლიგა


ვიცი და კიდეც ახლავე გეტყვი:
პაწაწკინტელა ეს ვერცხლის წკეპლა,
წელამდე არის ჩაფლული შლამში,
ქვიშაში ნახავ ყელამდე ჩაფლულს“.
და მარიატა, ასული ტურფა,
ახლა ჭაობში დაეძებს პირმშოს,
ეძება დიდხანს, იპოვნა ბოლოს
და გამოიქცა ბავშვითურთ სახლში.
და მარიატამ გაზარდა ბიჭი,
მოაჩიჩქვინა ყმაწვილი უცებ.
ოღონდ სახელი არ ჰქვია ყმაწვილს
და უსახელოდ იზრდება ასე;
ყვავილს ეძახის ვაჟიშვილს დედა,
შარახვეტიას უხმობენ სხვები.
და გადაწყვიტეს მონათვლა მისი,
წყლით მომაგრება ისურვეს ბავშვის.
მოსანათლავად მოხუცი მოჰყავთ,
ვიროკანასი მობრძანდა უკვე.
ალაპარაკდა მოხუცი უცებ
და ლაპარაკობს ის სიტყვებს ასეთს:
„მონუსხულია საწყალი ბიჭი,
არ შეიძლება მონათვლა მაგის,
არ გაუსინჯავთ სანამდე კარგად,
მოწონებული არ არის ვიდრე“.
ვინ შეამოწმებს ნატავი ყმაწვილს,
მომწონებელი ვინ არის მისი?
ვეინემეინე, მოხუცი ბრძენი,
ეს შემლოცველი, უკვდავი მარად,

905 მკითხველთა ლიგა


შესამოწმებლად ყმაწვილის მოდის,
მოსაწონებლად მოვიდა ბავშვის.
ალაპარაკდა ვეინე ბრძენი
და განაჩენი გამოაქვს მოხუცს:
„ჭაობში არის ნაპოვნი რადგან,
და ნაყოფია რადგანაც კენკრის,
ან უნდა დავსვათ ეგ ბავშვი მინდვრად,
იქ, სადაც კენკრის ჩირგვია ბევრი,
ანდა ჭაობში ჩააგდეთ იგი
და გაუჩეჩქვეთ მას თავი ჯოხით!“
ნახევარი თვის აძრახდა ბავშვი,
ორი კვირისამ ღაღადჰყო ბალღმა:
„მოხუცო, მყოფო ჭკუაზე მწყრალად,
უგუნურო და უძლურო კაცო,
ეგ რა ბრიყვულად გამოთქვი აზრი,
რა ცრუდ იკადრე კანონთა ახსნა!
შენ უფრო დიდიც გქონია ცოდვა,
უფრო ბრიყვულიც გიქნია საქმე,
მაგრამ ჭაობში უსვრიხარ არვის,
არც გაუგდიათ ეგ გოგრა შენთვის,
და მერე როდის, ეს მაშინ, როცა
ბავშვნი შესწირე შენ დედას შენსას,
ძუძუმწოვარა უმსხვერპლე ბავშვნი,
რათა შენ გეხსნა სიცოცხლე შენი,
გადარჩენოდი ფათერაკს რათა,
ანდა, როდესაც ჭაბუკი იყავ,
დღე გაუმწარე შენ ქალწულს რამდენს,
თავი დაიხრჩო რამდენმა ზღვაში,

906 მკითხველთა ლიგა


შლამზე გაიხრწნა რამდენის ტანი,
მაგრამ ჭაობში გისროლეს როდი
და თავი როდი გაგიპეს რეგვენს“.
ვიროკანასი პატარას ნათლავს
და ცეროდენას ის ასე ლოცავს:
„დე, კარელიის ხელმწიფე იყავ,
ძალაუფლება შენ გეპყრას მისი!“
და განაწყენდა ვეინე ბრძენი,
იწყინა კიდეც და შერცხვა კიდეც
და მყის დატოვა ადგილი იგი,
და გაემართა მოხუცი ზღვისკენ.
გზადაგზა იგი ხმამაღლა მღერის,
შესძახა რიხით ზღვას კიდევ ერთხელ.
სიმღერით ხელად წარმოშვა ნავი,
ნავი, რომელსაც სპილენძი ერტყა.
ნავის კიჩოზე ჩამოჯდა ბრძენი,
ნავი ნელ-ნელა შეცურდა ზღვაში,
ალაპარაკდა მოხუცი უცებ,
წასვლის წინ ბრძენმა წარმოთქვა ასე:
„აი, გაივლის ეს დრო და ჟამი,
დღეები წავლენ, დღეები მოვლენ,
აქ კვლავ საჭირო გავხდები ვიცი,
კვლავ დამიწყებენ ძებნას და ლოდინს,
რომ გავაკეთო ხელახლა სამპო,
ხოკერი მუღნის გავთალო რათა,
ცაზე ხელახლა ავუშვა მთვარე,
მზე დავუბრუნო კოჭიმელს მნათი,
რადგან სიამე არ არის ქვეყნად,

907 მკითხველთა ლიგა


თუ მზე და მთვარე არ არის ცაზე“.
და მიდის ნავით ვენე ბრძენი,
ნავით, რვალი რომ არტყია მტკიცე,
ნავით, რომელსაც სპილენძი აკრავს;
მოტკაცუნეთი ის მიდის აფრით,
მიცურავს იქით, იჩქარის იქით,
სად ცა და მიწა ერთმანეთს ერთვის.
და მიაყენა ის ნავი ბრძენმა,
იქ შეაჩერა მოხუცმა კანჯო.
ხალხს დაუტოვა კანტელე ტურფა
და სიმღერები თავისი ბრძნული,
რომ სიხარული არ აკლდეს სუომს,
კალევის მხარის ხარობდეს ხალხი.

ახლა მე უკვე დავმუწავ ბაგეს,


ენას ამჯერად დავბაწრავ მაგრად,
მწუხრზე დაწყებულ სიმღერას შევწყვეტ,
ამაღამ აღარ ვიმღერებ, მორჩა.
თუ დასვენება სჭირდებათ ცხენებს,
როს გაირბენენ გარკვეულ მანძილს,
მაგარიც თუკი რბილდება რკინა,
ზაფხულის ბალახს მოცელავს ოდეს,
იქანცებიან უკეთუ წყალნიც,
მდინარედ რბიან ისინი როცა,
თუ უნდა ჩაქრეს გიზგიზა ცეცხლიც,

908 მკითხველთა ლიგა


უკეთუ იგი ანთია დიდხანს:
გასაკვირია, თუ ძმა ხარ, მაშინ,
რომ მოიქანცოს სიმღერაც ლაღი,
მთელი საღამო უკეთუ მღერი,
მზის ჩასვლის შემდეგ მღერიხარ თუკი?
მე არაერთხელ მსმენია, უთქვამთ,
იმეორებენ ძალიან ხშირად:
„თვით ჩანჩქერი რომ ჩანჩქერი არის,
ისიც კი არ ღვრის მთელ თავის მარაგს,
და მომღერალიც ასეა სწორედ,
ერთად სიმღერას არ იტყვის ყველას.
უკეთესია შესწყვიტოს იგი,
ხელად შუაზე გასწყვიტოს უნდა“.
ვამთავრებ ასე, დავაგდებ ასე,
ერთ შულოდ ვახვევ სიმღერას ყველას,
სიმღერას ყველას თავს ვუყრი ერთად,
ბეღელში ვკეტავ, ვითარცა მარაგს,
გარედან ძვლისას დავადებ ბოქლომს,
ვეღარ გამოვლენ ისინი გარეთ,
ვერ გამოტეხენ ისინი ბეღელს,
თუ არ გაიღო ბოქლომი ძვლისა,
თუ არ გაიხსნა მაგარი ციხე,
კბილები თუ არ გაიხსნა ბასრი,
არ ამოძრავდა უკეთუ ენა.
რა ბედენაა, ვიმღერო ბევრიც,
ყველგან და მარად ვიმღერო თუგინდ,
თუნდ ყოველ ტყეში სიმღერა ვჭექო,
მღერით ავავსო დაბლობი ყველა!

909 მკითხველთა ლიგა


დედა ამ ქვეყნად აღარ მყავს უკვე,
აღარ დამიდის მიწაზე იგი,
არ ესმის ჩემი სიმღერა მოხუცს,
ოქროსი აღარ უხარის გული:
აქ მე ფიჭვები მისმენენ მხოლოდ
და ყურს მიგდებენ ტოტები ნაძვთა,
და თაყვანს მცემენ ქათქათა არყნი,
ცირცელი მაძლევს აქა-იქ სალამს.
დედამ დამტოვა ჯე კიდევ ბავშვი,
აქ, ამ ადგილას დამტოვა დედამ,
წამოვიჩიტე ტოროლას დარად,
ვითარცა შაშვი დავხტოდი ქვებზე;
ტოროლასავით ვიწყებდი წკრიალს,
ვჭახჭახებდი და შაშვივით ვსტვენდი;
აქ გამოვცადე თვალყური მტრული
და დედინაცვლის ალერსი მწარე.
დედინაცვალმა დამიდო ბინა
კედელთან, ქარი რომელსაც სცემდა,
არ შემიცოდა უგულო ქარმა,
ჩრდილო კედლისკენ გამაგდო ქოხის,
დაღუპვა სურდა, ცხადია, ჩემი,
ჩემი სიკვდილი უნდოდა ბოროტს.
ტოროლასავით გამოველ გარეთ
ვხეტიალობდი, ვითარცა ჩიტი,
სად არ ვეთრიე და სად არ ვეგდე,
მოვლახლახებდი ჩემი გზით ნელა
და ყოველგვარი გავიცან ქარი,
გადავეყარე მრავალჯერ გრიგალს.

910 მკითხველთა ლიგა


ვარაკუნებდი ყინვაში კბილებს
და ღაპაღუპით მცვიოდა ცრემლი.
ახლა, ვინ დათვლის, ვაწყდები რამდენს,
ცოტანი როდი მხვდებიან ახლა,
მთათხავენ ხოლმე რომლებიც უღვთოდ,
რაც შეუძლიათ სიტყვებით მჩხვლეტენ,
სიმღერას ჩემსას ახშობენ ლანძღვით,
მიქილიკებენ გინებით ენას;
ამბობენ: თითქოს ვრატრატებ უშნოდ
რომ ზედმეტია სიმღერა ჩემი,
რომ ცუდად ვმღერი მე ძალზე ხშირად
და ხეირიანს ვერაფერს ვამბობ.
ნუ გაიკვირვებ, კეთილო ხალხო
ეს გულახდილი სიმღერა ჩემი
ბავშვისას რომ ჰგავს სიმღერას დასტურ,
ჩვილისას რომ ჰგავს მართლაცდა
ჭყლოპინს!
არ მისწავლია მე არსად სწავლით,
არ ვარ გაწვრთნილი ძალოვან კაცთა,
არ შემიტკბია სიტყვები უცხო
არ მომიღია ისინი შორით.
ვერ მოვახერხე სხვებივით სწავლა,
ვერ გავაღწიე სახლიდან გარეთ,
ვერ მივატოვე უჩემოდ დედა,
შინ ვერ დავაგდე მშობელი მარტო.
და, რაც ვისწავლე, ვისწავლე სახლში
მამაპაპური მესერის შიგნით,
სადაც ბზრიალი გაჰქონდა ტიბჟირს,

911 მკითხველთა ლიგა


ძმის შალაშინი მღეროდა სადაც,
სადაც ჯერ კიდევ სრულიად ნორჩი
ვრბოდი დაფლეთილ პერანგით ტანზე.
ეს იყო ასე, თუ იყო ისე,
მე გამოვწალდე შარაგზა ფართო,
მივწი-მოვწიე ხეთანი ტოტნი,
მე გავიყვანე ბილიკი ტყეში,
ეს მე გავდევი მერმისთან ხიდი,
მისთვის სავალი გავკაფე შარა,
ვისაც სიმღერას დაჰყვება მადლი,
ვინც ხვალ რიხიან სიმღერას იტყვის.

912 მკითხველთა ლიგა


საკუთარ სახელთა, სახელწოდებათა და ა.შ. საძიებელი

აინიკი – ლემინკაინენის და (XII რუნა).


აინო – იოუკახაინენის და (III, V რუნები).
ალუე – ტბა (XLVII, XLVIII რუნები).
ანიკი – ილმარინენის და (XVIII რუნა).
ანტერო – ვიპუნენის სხვა სახელი (XVII რუნა).
ახტი – ლემინკაინენის სხვა სახელი (XI, XII და სხვა რუნე-
ბი).
ახტო – ზღვის ღვთაება (V, XLI, XLII, XLIV, XLVIII რუნები).
გერმანული მიწა (XVIII, XXI, XXXVII, XLVI რუნები).
დვინა – მდინარე, ჩრდილოეთ დვინა (XLVI რუნა).
ესტონეთი (XI, XXV, XLVI რუნები).
ველამო – ზღვის დედოფალი (V, XLII, XLIV, XLVIII რუნე-
ბი).
ვიპუნენი – გოლიათი, შელოცვების საუკეთესო მცოდნე (I,
XVII რუნები).
ვიროკანასი – 1) ყასაბი, რომელმაც მოკლა ხარი (XX,
XXII რუნები);
2) მოხუცი, მოწვეული მარიატას შვილის მოსანათლად (L
რუნა).
ვირუ – ესტონეთის ერთ-ერთი მხარე და თვითონ ქვეყნის
ძველი სახელწოდება (XI რუნა).
ვოკსა – მდინარე (III, XVII, XXX რუნები).
ვუოია – ქვეყანა (XIII რუნა).
913 მკითხველთა ლიგა
ვეინელა – ვეინემეინენის ქვეყანა (III, V და სხვა რუნები).
ვეინემეინენი, ვეინე – „კალევალას“ რუნების მთავარი
გმირი (I, II და სხვა რუნები). იოუკახაინენი – ვეინემეინენის
მეტოქე სიმღერაში (I, III, VI რუნები).
იოუკოლა – იოუკახაინენის ადგილსამყოფელი (V, VII რუ-
ნები).
იკუ-ტურსო, ალბათ, იგივე ტურსასი – ზღვის ურჩხული
(XLII რუნა).
ილმარინენი, ილმა – შესანიშნავი მჭედელი (I, VII და სხვა
რუნები).
ილმატარი – ჰაერის ასული, ვეინემეინენის დედა (I, XLVII
რუნები).
ილპოტარი – ლოუხის სხვა სახელი (XXVII რუნა).
იმატრა – ჩანჩქერი (III, XXX რუნები).
ინგრია – ადგილი პეტერბურგთან (XI რუნა).
იორდანე – მდინარე პალესტინაში (XVII რუნა).
იუოტიკი – ძროხის სახელი (XXXII რუნა).
იუტასი – ავი სული (XIII, XVII რუნები).
კავე – ილმატარის სხვა სახელი (I რუნა).
კალევა – გმირების წინაპარი (II, VII და სხვა რუნები).
კალევაინენი – კალევის შვილი, აგრეთვე – კალევალე-
ლიც.
კალევალა – კალევის ქვეყანა (I, III და სხვა რუნები).
კალევატარი – კალევის ასული (XX და სხვა რუნები).
კალერვო, იგივე კალერვოინენი – კულერვოს მამა (XXXI,
XXXV რუნები).
კალმა – სიკვდილის ღვთაება (XIII, XVII და სხვა რუნები).
კამო – საშინელების ღვთაება (L რუნა).

914 მკითხველთა ლიგა


კაპო – კალევის ასული (XX რუნა).
კარიო – ძროხის სახელი (XXXII რუნა).
კარილა – კარელია (III, XX, XXX, XLIII, XLVIII, L რუნები).
კატრაკოსკი – ჩანჩქერი (III რუნა).
კაუკომელი, კაუკო, კაუკოლაინენი – ლემინკაინენის სხვა
სახელები (I, XI, XII და სხვა რუნები).
კაუპი – თხილამურების მკეთებელი (XIII რუნა).
კეიტოლაინენი – ავი სული (XXVI რუნა).
კემი – მდინარე ფინეთში (XX რუნა).
კივი-კიმო – წყალქვეშა კლდეების ღვთაება (L რუნა).
კიმო – ძროხის სახელი (I რუნა).
კირიო – ძროხის სახელი (XXII, XXIII რუნები).
კუიპანა – ტაპიოს სხვა სახელი (XXXII რუნა).
კულერვო, კულერვინენი – კალერვის ძე. ობოლი ტრაგი-
კული ბედით (XXXI, XXXVI რუნები).
კურა – ლემინკაინენის ამხანაგი (XXX რუნა).
კულიკი – ლემინკაინენის ცოლი (XI, XIII რუნები).
ლაფლანდია (III, V და სხვა რუნები).
ლემინკაინენი – „კალევალას“ ერთ-ერთი მთავარი გმირი
(XI, XII და სხვა რუნები).
ლემპი – ლემინკაინენის მამა (XI რუნა).
ლემპო – ხიისის სხვა სახელი (VI, VIII და სხვა რუნები).
ლოვიატარი – სული, სნეულებათა დედა (XLV რუნა).
ლოკა – ილმარინენის დედა (XXV რუნა).
ლოუხი – პოხელის დიასახლისი (I, VII და სხვა რუნები).
ლუოტოლა – იოკახაინენის საცხოვრებელი ადგილი (VII
რუნა).
ლულიკი – კაუპის სხვა სახელი (XIII რუნა).

915 მკითხველთა ლიგა


მაირიკი – ძროხის სახელი (XXXIII რუნა).
მანა, მანალაინენი – მიწისქვეშა სამყაროს ღვთაება (IV,
VI და სხვა რუნები).
მანალა – მიწისქვეშა სამყარო (VI, XIV და სხვა რუნები).
მარიატა – ასული, მოცვისაგან მუცელღებული (L რუნა).
მელატარი – ჩანჩქერების ღვთაება (XL რუნა).
მეტსოლა – ტაპიოლას სხვა სახელი, ტყეთა სამეფო (XV
და სხვა რუნები).
მიმერიკი – მიელიკის სხვა სახელი (XIV რუნა).
მიელიკი – სული, ტყის დედოფალი (XIV, XXXII, XLVI რუ-
ნები).
მურიკი – ძროხის სახელი (I რუნა).
ნევა – მდინარე (XLVII რუნა).
ნურიკი – ტყის მეფის ძე (XIV, XXXII რუნები).
ომენა – ძროხის სახელი (XXII რუნა).
ოსმო – კალევის სხვა სახელი (II, IV, X, XX რუნები).
ოსმოინენი – ოსმოს ძე, ვეინემეინენი (IV რუნა).
ოსმოტარი – ოსმოს ასული (XX, XXIII რუნები).
ოტსო – დათვის მეტსახელი (XXXII, XLVI რუნები).
პალვოინენი – 1) ტურის სხვა სახელი (XV, XLVII რუნები);
2) ვიროკანასის სხვა სახელი (XX რუნა).
პანუ – ცეცხლის ღვთაება (XLVIII რუნა).
პელერვოინენი – სამპსას სხვა სახელი (II, XVI რუნები).
პილტი – მარიატას მხევალი (L რუნა).
პიმენტოლა – პოხელის სხვა სახელწოდება, წყვდიადის
ქვეყანა (VI, VII და სხვა რუნები).
პირუ – ავი სული (XXIII რუნა).
პისა – მთა (III რუნა). 650

916 მკითხველთა ლიგა


პოხელი – ჩრდილოეთის ქვეყანა (I, II და სხვა რუნები).
რუსეთი (XX, XXII, XXXVII რუნები).
რუოტუსი – ბოროტი კაცი (L რუნა).
რუტია – ლაფლანდიის სხვა სახელწოდება (XII, XVII რუ-
ნები).
საარი – კულიკის ადგილსამყოფელი (XI რუნა).
სავო – აღმოსავლეთ ფინეთის ნაწილი (X XXV, XLVIII რუ-
ნები).
სამპო – ჯადოსნური წისქვილი (I, VII და სხვა რუნები).
სამპსა – ვეინემეინენის დამხმარე თესვაში, ნახ. პელერ-
ვოინენი (II, X VI რუნები).
სარა – მდინარე (L რუნა),
სარიოლა – პოხელის სხვა სახელწოდება (VII, VIII და სხვა
რუნები).
სუვანტოლა – ვეინემეინენის საცხოვრებელი ადგილი (VI
რუნა).
სუვანტოლაინენი – ვეინემეინენის სხვა სახელი (VI, XVIII,
XIX, XLIX რუნები).
სუოვაკო – მოხუცი ქალი პოხელში (XVIII რუნა).
სუომი – ფინეთი (XVIII, X1X და სხვა რუნები).
სუონეტარი – ღვთაება (X V რუნა).
სუეტარი – წყლის ავი სული (XV, XXVI რუნები),
ტაპიო – ტყის მეფე (XIV, XXXII, XLI, XLVI რუნები).
ტაპიოლა – ტაპიოს ქვეყანა, ტყე (XIV, XV, XX, XXXII, XLI,
XLVI რუნები).
ტელერვო – ტაპიოს ქალიშვილი, ტყის ასული (XIV, XXXII,
XLVI რუნები).
ტერხენეტარი – ნისლის ასული (XIX რუნა).

917 მკითხველთა ლიგა


ტიერა – კურას სხვა სახელი (XXX რუნა).
ტულიკი – ტაპიოს შვილი, ტყის ასული (XIV რუნა).
ტუომიკი – ძროხის სახელი (XXXIII რუნა).
ტუონელა – ტუონის ქვეყანა, მიწისქვეშა სამყარო (XI, XII
და სხვა რუნები).
ტუონეტარი – მიწისქვეშა სამყაროს ქალთა ღვთაება (XVI
რუნა).
ტუონი – მანას სხვა სახელი (XII, XIV და სხვა რუნები).
ტუორიკი – ძროხის სახელი (XXXII რუნა).
ტური – სახლის პატრონი შესანიშნავ ადგილას (XV, XLVII
რუნები).
ტურსასი – როგორც ჩანს, იგივე იკუ-ტურსო– ზღვის ურ-
ჩხული (II რუნა).
ტურია– როგორც ჩანს, ლაფლანდიის სხვა სახელწოდება
(XII, XX და სხვა რუნები).
უვანტოლაინენი – ვეინემეინენის სხვა სახელი (VII, XVI,
VXIII, XLII რუნები).
უდუტარი – ნისლის ასული (XLII რუნა).
უკო – ცის, მეხისა და ელვის ღმერთი (I, II და სხვა რუნები).
ულაპალა – მანალას სხვა სახელი (XLV რუნა).
უნტამო – 1) ძილის ღვთაება (V რუნა); 2) კალერვოს ძმა
(XXXI, XXXIV, XXXVI რუნები); 3) ჯადოსნური დათვის პატ-
რონი (XXVI რუნა).
უნტამოინენი – იგივე უნტამო 2. XXXI რუნა)
უნტამოლა – უნტამო 2-ის ქვეყანა (XXXI რუნა) .
შვედეთი (XX რუნა).
ციხე-ტანიკა – ტალინი (XXV რუნა).
ხალაპურია – ტბა (III რუნა).

918 მკითხველთა ლიგა


ხერმიკი – ძროხის სახელი (XXXII რუნა).
ხიისი – ავი სული (VI, VIII და სხვა რუნები).
ხორნა – მთა (III რუნა).
ხიამე – ქვეყანა (III რუ ნა).

919 მკითხველთა ლიგა

You might also like