You are on page 1of 18

1.

გაანალიზეთ ცნება ნიადაგის ნაყოფიერებაზე და მისი აღდგენის


ღონისძიებები (33-45)

ნაყოფიერება არ არის თავისთავადი მას იწვევს ყველა ის თვისება რაც ახასიათებს


ნიადაგს (სტრუქტურა, ტიპი და სხვ) ნაყოფიერი ნიადაგი უზრუნველყოფილია
მცენარისთვის ხელმისაწვდომი წყლით, საკვები ელემენტებით, ჟანგბადით,
სითბოთი და გამომდინარე აქედან ნიადაგს უნდა ჰქონდეს კარგად ჩამოყალიბებული
სტრუქტურა.

ნაყოფიერება არის ნიადაგის უნარი, ნიადაგის ფიზიკურ, ქიმიურ, ფიზიკურ-ქიმიურ


და ბიოლოგიურ თვისებებზე დაყრდნობით მოემსახუროს კულტურულ მცენარეებს,
როგორც ჰაბიტატს, წყაროს და შუამავალს მცენარეთა ცხოვრების მიწიერი
ფაქტორების მიწოდებაში თანამედროვე ტექნოლოგიური, გარემოსდაცვითი
და ეკონომიკური მოთხოვნების მკაცრი დაცვით.
● მცენარე უზრუნველყოს წყლის, ჰაერის და ტემპერატურის ოპტიმალური
პირობებით;
● შეიცავდეს მცენარისათვის საჭირო მოძრავი საკვები ნივთიერებების საჭირო
რაოდენობას;
● მოახდინოს ნიადაგის სამარაგო ნივთიერებების და გარედან შეტანილი
დამატებითი საკვების ტრანსფორმირება და დაგროვება;
● უნდა ხასიათდებოდეს მკვეთრად გამოხატული ფიტოსანიტარული
ეფექტით;
● გამძლე უნდა იყოს სხვადასხვა დამანგრეველი ფაქტორების მიმართ და
გამოსადეგი კულტურულ მცენარეთა მოსაყვანად გამოყენებული
ტექნოლოგიური პროცესის მიმართ.

ნიადაგის ნაყოფიერების გარდა მოსავლიანობა დამოკიდებულია მცენარეზე,


კლიმატზე, გავრცელების დროსა და მიწათმოქმედების კულტურაზე, მოხმარებულ
მიკრო/მაკრო ელემენტებზე რის გამოც საჭიროა აგროფიზიკური მაჩვენებლის
აღდგენა შემდეგი ღონისძიებებით :

● ნიადაგის გამდიდრება ორგანული მასით, ჰუმუსის წარმოქმნა და


მიკროფლორის გაუმჯობესებას;
● სასოფლო-სამეურნეო მძიმე ტექნიკის გამოყენების შემცირება,
ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების გამოყენება
● ნიადაგების დაცვა წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიისაგან და ქარების
წყლის ზემოქმედების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
● ნიადაგში ჟანგვა-აღდგენითი პროცესების გასაუმჯობესებლად ნიადაგის
დარღვეული სტრუქტურის აღდგენა, რომელიც გამოწვეულია არასწორი
რწყვით და გვალვით.
● ეკოლოგიური პირობების გათვალისწინებით ნიადაგის ზედაპირის
უსაფრთხოების დაცვა.

2. განსაზღვრეთ საქართველოში სარეველა მცენარეების გავრცელება,


კლასიფიკაცია და ბიოლოგიური თავისებურება (45-51)

სარეველებს უწოდებენ ყველა იმ მცენარეს, რომლებიც სასოფლო-


სამეურნეო კულტურების ნათესებში იზრდებიან და თავისი არსებობით
უარყოფით გავლენას ახდენენ მოსავალსა და პროდუქციის ხარისხზე.
საქართველოში სარეველა მცენარეთა მრავალფეროვნება დაკავშირებულია
მკვეთრად განსხვავებულ ბუნებრივ პირობებთან. რეგიონების მიხედვით, სახნავ-
სათესი მიწები ერთიმეორისაგან განსხვავდებიან როგორც დასარევლიანების
ხასიათით, ისე იქ გავრცელებული სახეობათა რაოდენობით. ძირითადად
ქართლისა და კახეთის რაიონებისათვის დამახასიათებელია სტეპის
მცენარეულობიდან შემოჭრილი სარეველები. თითქმის ყველგან გხვდება უფრო
გავრცელებული სარეველების ზოგიერთი სახეობა: შვრიუკა, ხვართქლა, თეთრი
ნარი, თერო, რძიანა... ძალზე გავრცელებული და ძნელად მოსასპობი
სარეველებია მხოხავი ჭავგა, ჯიჯილაყა, შვრიუკა, ქვაპურა, ამბროზია,
მრავალძარღვა, ბაია... გვხვდება ისეთი სარეველებიც, რომლებიც
დამახასიათებელია ამა თუ იმ ადგილისათვის (აბეზარი სარეველები). მაგ; ჭიოტა,
ლაშქარა, მწარა, ქინძარა, ველური კანაფი... სარეველა მცენარეებს ახასიათებთ
ბიოლოგიური თავისებურებანი, რომლითაც განსხვავდებიან კულტურული
მცენარეებისაგან:
1. ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობებისადმი, ახასიათებთ შედარებით
მეტი გვალვაგამძლეობა და ზამთარგამძლეობა;
2. სარეველა მცენარეები ასჯერ და ათასჯერ აღემატებიან ნაყოფიანობით.
(დასარევლიანებულ ნაკვეთში სარეველების თესლის რაოდენობამ
შეიძლება 1-2 მილიარდს მიაღწიოს);
3. სარეველას თესლები გამოირჩევიან აღმოცენების უნარიანობის
ხანგრძლივობით (მაგ; ნაცარქათამას თესლი აღმოცენების უნარს
ინარჩუნებს 38 წელს)
4. სარეველას თესლებს ახასიათებთ სხვადასხვა აღმოცენების პერიოდი. (მაგ;
ნაცარქათამას თესლის ერთი ნაწილი შეიძლება აღმოცენდეს იმავე წელს,
მეორე ნაწილი - გაზაფხულზე, მესამე მომდევნო წელს...)
5. სარეველას თესლები აღმოცენების უნარს არ კარგავენ წყალში, ნაკელში,
სილოსში, ცხოველთა და ფრინველთა მომნელებელ ორგანოებში. ეს
ართულებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას.

3.

განსაზღვრეთ ნიადაგის დამუშავების ხერხები და ამოცანები (88-95)

წლის განმავლობაში სახნავ ფენებში მრავალი გაურკვეველი ცვლილებები ხდება


რომლებიც სასიცოცხლო ფაქტორებზე უარყოფიდან მოქმედებენ. ნიადაგის ზედა
შრე ირღვევა ნიადაგის მრავალჯერად მექანიკური დამუშავებით ნალექებისა და
სხვა მიზეზებით, ნიადაგის სტრუქტურული ერთეულები იშლება სხვადასხვა
ნაწილაკებად, რომლებიც თანდათანობით კარგავენ გაფხვიერების უნარს.
ნიადაგის სწორი დამუშავებისთვის აუცილებელია ნიადაგის სახნავი ფენის
ყოველწლიური დამუშავება.
ნიადაგის დამუშავების ძირითადი ამოცანაა ხარჯების გაუზრდელად მოხდეს:

 ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება და გაუმჯობესება მაღალი და


მდგრადი მოსავლის მისაღებად,
 ნიადაგის გაფხვიერება სახნავი ფენის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად
 რომ მოწესრიგდეს წყლის ჰაერის და კვების რეჟიმი მოისპოს სარეველები
ხელი შეეწყოს ორგანული ნივთიერებების დაშლას სასუქების ნიადაგში
კარგად ჩაკეთებას და სხვა.

ნიადაგის დამუშავების მეთოდებია (ხვნის წესი)

1. კვალსაქცევებად ხვნა

ჩვეულებრივი ხვნის დროს მოსახნავი ფართობი წინასწარ იყოფა


კვალსაქცევებათ ანუ ერთი მეორის გასწვრივ მდებარე ნაკვეთებად. ხვნა
წარმოებს ნაღარად ან ნაზურგად, ამავე დროს ერთი კვლავსაქცევი თუ
ნაღარად იხვნება, მეორე ნაზურგად, მომდევნო წელს კი, ნაკვეთის
რელიეფის უსწორმასწორობის თავიდან აცილების მიზნით იხვნება
შებრუნებით.

2. ფიგურალური ხვნა, ხდება კვადრატულ ან მომრგვალო დიდ


ფართობზე, ტრაქტორი არ გამოდის ნაკვეთიდან, აგრეგატით
სპირალური მოძრაობით აწარმოებს ხვნას. ზოგიერთი ადგილი რჩება
დაუმუშავებელი, და მრავლდება სარეველები.

3. მარტივი ცალმხრივი ხვნა- ამ წესით ნიადაგი მუშავდება


გარდიგარდმო, იმ გუთნებით რომლებიც ერთ მხარეს ატრიალებენ
ბელტს.

4. ნიადაგის უფრთო გუთნით ხვნა- ნიადაგი მუშავდება ბელტის


გადაბრუნების გარეშე, ასე ნიადაგის ზედა ფენაში გროვდება
ორგანული ნივთიერებები მცენარის ნარჩენების ლპობის შედეგად.

5. ნიადაგის ბრტყლად მჭრელებით დამუშავება- იყენებენ სპეციალურ


ბრტყელმჭრელ ღრმად გამაფხვიერებელ იარაღებს, ამ დროს
ზედაპირზე დარჩენილი მცენარეთა ანარჩენები ხელს უწყობენ ქარის
სიჩქარის შენელებას, თოვლის დაგროვებას და ამცირებს ეროზიულ
პროცესებს

6. ნიადაგის კომბინირებული დამუშავება- ნიადაგის ფენების


სხვადასხვანაირი კომბინაცია, გრუნტის სტრუქტურის და მბრუნავი
დამუშავების მეთოდებით შესრულების დროს. გამოიყენება დამუშავების
კონკრეტული წესები, განისაზღვრება რიგი კრიტერიუმებით.

4. შეაფასეთ ნიადაგის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები (108-


113)

მოთხოვნისამებრ და დანიშნულებისამებრ შეილება ამ


ტექნოლოგიების დაყოფა, ისინი უზრუნველყოფს რომ კონკრეტული
სახის ნიადაგის პრობლემისთვის ყველაზე ხელსაყრელი და
ოპტიმალური დამუშავების ტექნოლოგია შეიქმნას მინიმალური
დანახარჯითდა მაქს მოგებით ხარისხსა და მოსავალში. მსოფლიო
პრაქტიკაში შემდეგი დამუშავების ტექნოლოგიებია

1. ტრადიციული ტექნოლოგია - ნიადაგის ფრთიანი გუთნით მოხვნას


გულისხმობს. ხვნა ბელტის გადაბრუნებას, ნიადაგის გაფხვიერებას და
არევას უზრუნველყოფს. უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, თუმცა ხშირი
ხვნა ნიადაგის დეგრადირებას, ჰუმუსის მინერალიზაციას და ეროზიას
იწვევს. so basically if I had to choose one I wouldn’t choose u ლუზერ.
2. ინტენსიური მეთოდი- ხელსაყრელია, რადგან ხელს უწყობს ჰერბიციდების,
პესტიციდების, თესლის, რადიაციის თანაბარ განაწილებას, მზირს
რადიაციის თანაბარ შთანთქვას good 4 u
3. ნიადაგდამცავი მეთოდი - ახდენს ინტენსიური ტექნოლოგიების
უარყოფითი გავლენის შემცირებას მოსავლის შემცირების გარეშე.
დატკეპნილი ფენის პერიოდული გაფხვიერება და ინფილტრაციული
თვისებების გაუმჯობესება ხდება. < 3
4. ზოლური დამუშავება და ვერტიკალური მულჩირებით დაღარვა -
წყლისმიერი ეროზიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთ-ერთი საუკეთესო
მეთოდია .
5. მინიმალური დამუშავება- ნიადაგდამცავი ტექნოლოგიაა. ენერგეტიკულ,
შრომით, მატერიალურ დანახარჯებთან ერთად, ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე
უარყოფით ზემოქმედებას ამცირებს But ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე ბევრი
უარყოფით მხარე აქვს: ზრდის ნიადაგის დანაგვიანებას შხამ-ქიმიკატებით,
მრავალწლიანი სარეველებით, ხელს უწყობს მცენარეების დაავადებების
განვითარებას, მცირე სიღრმეზე დამუშავებას თან ახლავს წყალ და
ჰაერგამტარობის შეზღუდვა
6. დამულჩვით დამუშავება- ასუსტებს ტემპერატურის დღე-ღამური და
სეზონური ცვალებადობის გავლენას, ნიადაგის გაყინვის სიღრმეს ,
გადახურებისგან იცავს და აძლიერებს მიკროორგანიზმების
ცხოველმყოფელობას.
7. „ნულოვანი“ ტექნოლოგია- ხდება სარეველების ქიმიურად განადგურება.
არახელსაყრელი მეთოდია რადგან ჰერბიციდების დიდი დოზებით
გამოყენება აბინძურებს ნიადაგს და ზოგიერთი სარეველის შეგუებას იწვევს.
8. ალტერნატიული ტექნოლოგია- გამორიცხავს სასუქების და პესტიციდების
გამოყენებას. მოსავლიანობა მცირდება , შრომის დანახარჯები იზრდება,
ორგანულ სასუქებთან ერთად ეფექტურია. only rich ppl can afford, FLEX.
9. დაბაზოება და დაკვალვა- მოსახერხებელია ზედმეტად დატენიანებული
და სარწყავი ზონებისთვის. ბაზოებს შორის მოთავსებული კვლები, კარგი
წყალგამტარები და წყალმიმღებები არიან. მაღალი ბაზოები გვალვისას
ნაკლებად შრება და უკეთ ნიავდება.

5. განსაზღვრეთ მცენარის სასიცოცხლო ფაქტორები და


მიწათმოქმედების კანონები (8-12)

მცენარეთა სასიცოცხლო ფაქტორები იყოფა ორ ჯგუფად: 1. კოსმიური ანუ


ენერგეტიკული (სინათლე და სითბო). 2. მიწიერი ანუ მატერიალური (წყალი,
საკვები, ჰაერი) ისინი განიცდიან რაოდენობრივ და თვისობრივ
ცვლილებებს. მნიშვნელოვანია გარემო პირობებიც რომლის შესაბამისად
ვლინდება სასიცოცხლო ფაქტორების მოქმედება. თუ გარემო ვერ
აკმაყოფილებს მცენარის ზრდა-განვითარებისთვის საჭირო
მოთხოვნილებებს იგი იღუპება.

მცენარეთა მოთხოვნილებების შესწავლა სასიცოცხლო ფაქტორების


მიმართ მიწათმოქმედების პირველი მეცნიერული საფუძველია და
საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ნათესების სტრუქტურა, თესლბრუნვის
განლაგება, კულტურათა მორიგეობა და სხვ. მოსავლიანობის
ნაყოფიერებისა და გაზრდისთვის (ხარისხიც :დ) , ამისთვის არსებობს
მიწათმოქმედების კანონები

მიწათმოქმედების კანონები - კანონზომიერებები, გამოხატავენ მცენარის


ზრდის დამოკიდებულებას მის სასიცოცხლო ფაქტორებთან.
აღიარებული და დამტკიცებულია შემდეგი კანონები:

პირველი კანონი- მცენარეთა სიცოცხლის ფაქტორების ექვივალენტობისა


და შეუცვლელობის: მცენარის სიცოცხლის არც ერთი ფაქტორი არ
შეიძლება შეიცვალოს სხვა ფაქტორით.

მეორე კანონი- მცენარის ყველა სასიცოცხლო ფაქტორი


ფიზიოლოგიურად ტოლფასია. არ არსებობს მთავარი და
მეორეხარისხოვანი.

მესამე კანონი- მინიმუმის, ოპტიმუმის და მაქსიმუმის. ყველაზე დიდი


მოსავალი მიიღება ფაქტორის ოპტიმალური რაოდენობის დროს. მის
შემცირებას ან მომატებას მივყავართ მოსავლიანობის შემცირებისკენ.

მეოთხე კანონი- უკან დაბრუნების. უნდა მოხდეს მოსავლიანობით


ნიადაგიდან გამოტანილი ელემენტების კონპესირება.

მეხუთე კანონი- ნაყოფთცვლის. ნებისმიერი აგროტექნიკური ღონისძიება


უფრო ეფექტურია კულტურათა მორიგეობის დროს, ვიდრე მუდმივად ერთი
და იგივე კულტურის მოყვანისას.

მეექვსე კანონი- ნიადაგის ნაყოფიერების ზრდა. მაგალითად ცოცხალი


ორგანიზმების დახმარებით. ამ კანონის მიხედვით ბუნებრივი პროცესების
მიმდინარეობისას, ბუნებრივი ფაქტორებით და მარტივი
მიკროორგანიზმებით ხდება ქანების ბუნებრივი დაშლა და წარმოიქნება
ადვილად გამოსაყენებელი საკვები ნივთიერებები. მცენარეების
სიკვდილის შემდეგ ორგანული ნივთიერებების ნაწილი დაფიქსირდა
ჰუმუსის სახით, რაც განაპირობებს მაღალნაყოფიერი ნიადაგების
წარმოქმნას.

6. გაანალიზეთ სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები (56-


61)

სარეველა მცენარეთა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემის


შესამუშავებლად საფუძვლად იღებენ სარეველა მცენარეთა ბიოლოგიურ
თავისებურებებს, სახეობრივ შედგენილობას, დასარეველიანების ხარისხს
და ხასიათს. ბრძოლა წარმატებული რომ იყოს ყოველწლიურად უნდა
მიმდინარეობდეს სარეველა მცენარეთა აღრიცხვა და ამის საფუძველზე
დასარეველიანების რუკის შედგენა.

დასარევლიანების წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძინებათა კომპლექსი


იყოფა ორ ჯგუფად: გამაფრთხილებელი და მოსპობითი.

გამაფრთხილებელი ღონისძიებებია:

1. სათესი მასალის გაწმენდა სარეველებისგან. გაწმენდილი და


კარგად დახარისხებული თესლი უნდა დაითესოს დადგენილი
ნორმებით ოპტიმალურ ვადებში (ოპტიმალურ ვადაში დათესილი
კულტურა კარგად განვითარდება და თვითონ ჩაახშობს
სარეველა მცენარეებს.), კულტურა მთლიანად აავსებს სათეს
ფართობს და თავისუფალი ადგილი აღარ დარჩება
სარეველებისთვის.
2. გზისპირების, ღობისძირების და სხვა მსგავსი ადგილების წესრიგში
მოყვანა-გაწმენდა სარეველებისაგან.

3. ნაკელის სწორი შენახვა, შეტანა.

ზოგიერთი სარეველა მცენარეთა თესლი საქონლის კუჭნაწლავში გავლის


შემდეგ ინარჩუნებს აღმოცენების უნარს. ნაკელის გადაწვის პროცესში კი
შესაძლებელია ყველა სარეველა მცენარის თესლმა დაკარგოს
აღმოცენების უნარი ტემპერატ გამ.

4. კარანტინი ორგვარია: შიდა და გარე. შიდა კარანტინი გზას უხშობს


ქვეყნის შიგნით სარეველების გადატანას. საგარეო კარანტინის ამოცანაა
არ დაუშვას საზღვარგარეთიდან სათესლე მასალის ნერგებისა და სხვა
მასალების შემოტანის დროს სარეველა მცენარეების შემოყოლა.

საკარანტინო ღონისძიებებია: საკარანტინო სარეველებით


დასარევლიანებული სათესლე მასალის დასათესად გამოყენების და
გატანის აკრძალვა. სათესლე მასალის პარტიის მოსპობა, (არაა
გაწმენდილ გასუფთავებული). მანქანა-იარაღები, ტარა, რომლებიც
გამოყენებული იყო საკარანტინო სარეველებით დასარევლიანებული
სათესლე მასალის გაწმენდის ან გადაზიდვის დროს, გულდასმით უნდა
გაიწმინდოს. ნარჩენები, რომელიც გამოიყო საკარანტინო სარეველებით
სათესლე მასალის გაწმენდის დროს უნდა დაიწვას.

გამაფრთხილებელ ღონისძებებს მიეკუთნება: თესლბრუნვაში


კულტურათა სწორი მორიგეობა, სათესლე მასალის გულდასმით
გაწმენდა თესვის ოპტიმალური ნორმების, ვადების და წესების დაცვა,
სარეველების თავის დროზე განადგურება მოსავლის თავის დროზე და
მაღალხარისხოვნად აღება, ნიადაგის განოყიერების მიზნით მხოლოდ
გადამწვარი ნაკელის გამოყენება, სარეველების საწინააღმდეგო
კარანტინის დაცვა.

mospoba აგროტექნიკური- მექანიკური წესით სარეველების მოსპობა


შეიძლება:

1. დამამუშავებელი მანქანების და იარაღების სამუშაო ორგანოებით.

დასარევიანებულ ნაკვეთზე კულტურულ მცენარეთაგან თავისუფალ


პერიოდში ხდება სარეველათა პროვოკაციული აღმოცენება და შემდეგ
მათი ჩახვნა ნიადაგში. სარეველა მცენარეთა მოსპობის ეს წესი გამოიყენება
ნიადაგის თესვისწინა და თესვის შემდგომი დამუშავების დროს.

2. ფესურების გამოფიტვის მეთოდი.

ხდება ნიადაგის ზედაპირზე გამოჩენილი ფესვნაყარიანი სარეველების


როზეტების მრავალჯერადი მოჭრა. ამასთან ჩქარდება კვირტების
გამოღვიძება და ახალი წამონაზარდის წარმოქმნა. ერთდროულად
სწრაფად იხარჯება საკვები ელემენტების მარაგი, რაც სარეველების
გამოფიტვას და დაღუპვას იწვევს. შესაძლებელია ფესურების ამოხუთვაც .

3. ფესურების გახმობა გვალვიან პერიოდში, მზეზე, დამუშავების


სპეციალური ხერხებით. ამოაქვთ ნიადაგის ზედაპირთან ახლოს, სადაც
15-20 დღის შემდეგ ფესურა ხმება.

ბიოლოგიური წესით სარეველების მოსპობა განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს


გარემოს პესტიციდებით დაბინძურების პრობლემასთან დაკავშირებით.
მწერების და ნემატოდების გამოყენება. ფიტოპათოგენური
მიკროორგანიზმები აზიანებენ სარეველების ვეგეტატიურ და გენერაციულ
ორგანოებს.

ბრძოლის ქიმიური მეთოდები მიეკუთვნება მოსპობით ღონისძიებებს.


ჰერბიციდებით, რომელიც იყოფა ორ ჯგუფად:

1. მთლიანი მოქმედების-სპობენ ყველა სახის მცენარეს


2. შერჩევითი მოქმედების- მომაკვდინებლად მოქმედებენ მცენარის ერთ
რომელიმე ჯგუფზე. ჰერბიციდების მოქმედება დამოკიდებულია
გამოყენების დოზაზე, სიძლიერე კი მცენარეში მის შეღწევაზე.

3. მოქმედების ხასიათის მიხედვით ჰერბიციდები იყოფიან ორ ჯგუფად:


სისტემურ ან მცენარეში გადანაცვლებად და კონტაქტურ ჰერბიციდებად.
სისტემურად მოქმედი ჰერბიციდები მგრძნობიარე მცენარის ფოთლებზე და
ფესვებზე მოხვედრისას შეიჭრებიან ქსოვილის შიგნით და მათი
გადანაცვლება ხდება ჭურჭელგამტარის სისტემის მეშვეობით. სისტემური
ჰერბიციდები თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფიან: ნიადაგში შესატანი
ჰერბიციდები და მიწისზედა ნაწილებზე შესატანი ჰერბიციდები. კონტაქტური
მოქმედების ჰერბიციდებით ზიანდება ფოთლის ან ღეროს ის ნაწილები,
რომლებსაც უშუალოდ შეეხება ჰერბიციდის ხსნარი.

7. შეაფასეთ ნიადაგის დამუშავების სპეციალური წესები და ხვნაზე


წაყენებული აგროტექნიკური მოთხოვნები (96-99)

ნიადაგის დამუშავების სპეციალური წესები:

პლანტაჟი- მრავალწლიანი ნარგაობის გაშენებისას ნიადაგის პირველადი


დამუშავებისას ხვნას ახორციელებენ 40-100 სმ სიღრმეზე. მისი საშუალებით
იქმნება ნიადაგის ღრმად გაფხვიერებული ფენა, ხელი ეწყობა ფესვთა
სისტემის განვითარებას, წყლით და საკვებით უზრუნველყოფას. პლანტაჟს
იყენებენ მაშინაც, როცა ძლიერაა გავრცელებული სარეველები.

ნიადაგის ფენობრივი წესით დამუშავება- ამ წესს მიმართავენ მაშინ,


როცა ნიადაგის ჰუმუსოვანი ფენა მცირეა ან ქვედა ჰორიზონტში მავნე
ნივთიერებებია ჩარეცხილი. იყენებენ წყლის ჟონვადობის
გასაძლიერებლად და ეროზიული პროცესების შესამცირებლად მცირე
დაქანების ფერდობებზე.

ორიარუსიანი და სამიარუსიანი დამუშავება- ორიარუსიანია, როდესაც


ხდება სახნავი ფენის ზედა ნაწილის ამობრუნება და ერთდროულად ქვედა
ნაწილის გაფხვიერება ან შესაძლებელია ქვედა და ზედა ნაწილების
ურთიერთ შენაცვლება. სამიარუსიანია, როდესაც ხდება სამი ფენის სრული
ან ნაწილობრივი გადაადგილება. ამ დროს ზედა რჩება თავის ადგილას,
ხოლო მეორე ჩადის მესამის ადგილას. ასეთი დამუშავება
რეკომენდირებულია დამარილებულ ნიადაგებზე.

ფრეზვა- ნიადაგის გაძლიერებულ გაფხვიერებას ახდენს 20-25 სმ სიღრმეზე.


მას იყენებენ ღრმად გაკორდებულ და ტორფიან ნიადაგებში
მინერალიზაციის და ქიმიური პროცესების დასაჩქარებლად. ფართოდ
გამოიყენება კოლხეთის დაბლობზე მძიმე მექანიკური შედგენილობის
ნიადაგებზე.

ხვნაზე წაყენებული ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნები:

1. ბელტის გადაბრუნება და დაშლა, მცენარეული ნარჩენების, კორდის,


სარეველების, სასუქების სრულად ჩაკეთება. ნიადაგის მოხვნა
წვიმის დროს დაუშვებელია. უნდა გავითვალისწინოთ დასათესი
კულტურის თავისებურება, ამინდის პირობები
2. ხვნა უნდა ჩატარდეს მკაცრად განსაზღვრულ ვადასა და სიღრმეზე
ნიადაგური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით.
3. ხვნა უნდა ტარდებოდეს უხარვეზოდ, გუთნის ყველა კორპუსი
თანაბარი სიგრძის და სიგანის სწორ კვალს უნდა ავლებდეს. ხვნის
დამთავრებისთანავე კვლის თავი და ბოლო უნდა მოიხსნას.
4. ხნულის სიღრმე და თხემიანობა თანაბარი უნდა იყოს. ხვნის სიღრმის
გადახრა მხოლოდ დასაშვებია 1სმ-ს ფარგლებში.

8. განსაზღვრეთ მიწათმოქმედების მიზანი და ამოცანები (3-6)

ადამიანის საკვები პროდუქტების, ცხოველთა საკვების და წარმოებისათვის


ნედლეულის წარმოება დღემდე მიწათმოქმედების ძირითადი ამოცანაა.
მიწათმოქმედება სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგია. მისი წარმოების
ძირითადი საშუალება ნიადაგი და მწვანე მცენარეა. ადამიანი მიწათმოქმედების
სისტემებით (ნიადაგის დამუშავება, წინამორბედების და ტექნოლოგიების შერჩევა,
მავნებლებისგან დაცვა და სხვ.) ქმნის ოპტიმალურ პირობებს მცენარეთა
სიცოცხლისათვის. თანამედროვე მიწათმოქმედება არის სოფლის მეურნეობის
ყველაზე რაციონალური, ეკოლოგიური, ტექნოლოგიური და ეკონომიური
საფუძველი ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების, კულტურათა
გავრცელების ინდიკატორების, მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღებისა.
ასევე მისი ამოცანაა სარეველებთან და მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა
სხვადასხვა მეთოდით, ტექნოლოგიური მეთოდების დახვეწა და ეკოლოგიური
პრობლემების თავიდან აცილება. მიწათმოქმედება დაფუძნებულია ისეთ
ფუნდამენტალურ მეცნიერებებზე, როგორებიცაა ნიადაგმცოდნეობა, მცენარეთა
ფიზიოლოგია, მიწათმოწყობა, ბიოტექნოლოგია, აგრომეტეოროლოგია,
აგრომელიორაცია, ეკოლოგია, ეკონომიკა და სხვ.

9. განსაზღვრეთ მცენარის სასიცოცხლო ფაქტორების ოპტიმიზაცია (13-24)

შედგენილობის მიხედვით ნიადაგი ჰომოგენური სისტემაა, რომელიც შედგება


მყარი, თხევადი და გაზისებრი ფაზისგან. მინერალური და ორგანული ნაწილი
არის ჩონჩხი. მასში ფორებია, რომელიც წყლით და ჰაერითაა ავსებული. იმისდა
მიხედვით თუ როგორი შეფარდებაა ფაზებს შორის, განისაზღვრება მცენარის
უზრუნველყოფა მიწიერი სასიცოცხლო ფაქტორებით. ოპტიმალური კვების
პირობები მიიღწევა სინათლის, სითბოს, ჰაერაციის, წყლისა და კვების რეჟიმის,
ნიადაგის სუსტი მჟავე ან ნეიტრალური არეს რეაქციის შეთანაწყობით.

მცენარე მით უფრო აქტიურად გამოიყენებს მინიმუმში მყოფ ფაქტორს, რაც უფრო
მეტია ოპტიმუმში მყოფ ფაქტორთა რაოდენობა. შესწავლილ იქნა სამი ფაქტორის-
სინათლის, ტენიანობისა და განოყიერების ერთდროული მოქმედება მცენარის
მოსავლიანობაზე. ფაქტორების ერთობლივი მოქმედების დროს მოსავლიანობის
ნამატი მეტია, ვიდრე მათი ცალ-ცალკე მოქმედების შედეგად მიღებული ნამატების
ჯამი. ფაქტორთა უარყოფით ურთიერთგავლენას ინტერფერენცია ეწოდება.
დადებით ურთიერთგავლენას - სინერგია. სასოფლო-სამეურნეო კულტურების
მაღალი მოსავლის მიღებისთვის აუცილებელია ყველა სასიცოცხლო ფაქტორის
ოპტიმალური რაოდენობა, ფაქტორთა შეთანაწყობა, რომელიც იცვლება
მცენარეთა ზრდა-განვითარების, ამინდისა და ნიადაგობრივი პირობებიდან
გამომდინარე. ის სპეციფიკურია თითოეული კულტურის, სახეობასა და ჯიშთან
დაკავშირებით.

სინათლე - გავლენას ახდენს მცენარის ფორმირებაზე, ზრდასა და მოძრაობაზე,


ანატომიურ აგებულებაზე და სხვ. სინათლესთან დამოკიდებულებით მცენარეები
იყოფიან : სინათლის მომთხოვნ, ნახევრად ჩრდილის ამტან და ჩრდილის ამტან
მცენარეებად.

ნიადაგის სინათლის რეჟიმი რეგულირდება მზის სხივების დაცემით და შთანთქმის


უნარით. ზედაპირზე მოხვედრილი მზის სხივები სხვადასხვანაირად ნაწილდებიან
ნიადაგის ფენებში და განსხვავებულად მოქმედებენ ნაყოფიერებაზე.

მიწათმოქმედებაში სინათლის რეგულირებას ახდენენ:

1) მცენარეთა თესვის ნორმის რეგულირებით


2) სხვადასხვა აგროტექნიკური ღონისძიებებით ( სარეველებით ბრძოლით,
კულტივაციით, მწვანე ოპერაციებით, ჩაწოლისადმი გამძლე ჯიშებით და
სხვა)
3) სინათლის რეგულირება შეიძლება მოვახდინოთ სასათბურე მეურნეობაში.

სითბოს მცენარის ზრდა-განვითარებისას და ცხოველქმედებისათვის დიდი


მნიშვნელობა აქვს. რადიაქტიული პროცესების შედეგად ნიადაგში წარმოიქმნება
სითბო, და მის მომატებასთან ერთად ჩქარდება მცენარის ზრდა-განვითარება.
ფესვთა განვითარებაც , დამოკიდებულია ნიადაგის ტემპერატურაზე, უკეთესად
მიმდინარეობს დაბალ ტემპერატურაზე, სტრუქტურული ნიადაგები მეტად
მდგრადია ყინვებისადმი, ნიადაგის სითბურ რეჟიმში მნიშვნელოვანია
თბოტევადობა და თბოგამტარობა.

ნიადაგის სითბოს რეგულირების გზებია:

⦁ ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური გაუმჯობესება

⦁ ნიადაგის მორწყვა შედარებით თბილი წყლით, დახურულ გრუნტში-


სათბურებში ხშირად მიმართავენ ბიოსათბობს, როგორიცაა ცხენის ან
მსხვილფეხა მცოხნაი საქონლის ჩალაშერეული ნაკელი. აგრეთვე გაზს ,
ელექტროენერგიას , ბუნებრივ ცხელ წყალს

⦁ საშემოდგომო ნათესებისთვის სიცივისაგან დაცვის შესანიშნავი საშუალებაა


თოვლმელიორაცია

⦁ მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენება და სხვ.

ნიადაგის სითბური რეჟიმის რეგულირებისათვის მნიშვნელოვანია: სითბოს


ძირითადი და დამატებითი წყაროების უკეთესად გამოყენება, ნიადაგის სითბოს
დაზოგვა და შენარჩუნება, ნიადაგის დაცვა გადახურებისაგან.

ჰაერი ნიადაგში ჰაერი შეიძლება იყოს თავისუფალი სახით, ადსორბციული და


წყალში ხსნადი სახით. ნიადაგის ჰაერით უზრუნველყოფა დამოკიდებულია წყლის,
სითბოს და კვების რეჟიმზე. ნიადაგში ჰაერის რეჟიმის რეგულირება გამოიხატება
იმით, რომ უნდა შეიქმნას ჰაერგამტარობისა და ჰაერტევადობის ხელსაყრელი
პირობები, რათა ნიადაგში წყლის და ჰაერის რაოდენობა ანაბარი იყოს.

ნიადაგში ჰაერის რეგულირებას ახდენენ

⦁ ნიადაგში მტკიცე წვრილი კოშტოვანი სტრუქტურის შექმნით

⦁ ღრმა კულტურული სახნავი ფენის შექმნით


⦁ საჭიროების შემთხვევაში ქიმიური მელიორაციის ჩატარებით

⦁ ჭარბტენიანი ნიადაგებში წყლის გაყვანით( დრენაჟი) და სხვ.

მცენარე წყალს ნიადაგიდან დიდი რაოდენობით ითვისებს, რომლის უმეტესი


ნაწილიც ორთქლდება ( ტრანსპირაცია) , ხოლო მცირე ნაწილი რჩება მცენარეში
რაც უზრუნველყოფს მის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. ფაზას, როდესაც წყლის
მაქსიმუმია საჭირო და წყლის დანაკლისის მიმართ მცენარე მგრძნობიარეა
კრიტიკული პერიოდი ეწოდება.

ნიადაგის ტენიანობა ეწოდება ნიადაგში არსებული წყლის რაოდენობას,


გამოხატულს პროცენტობით აბსოლუტურად მშრალი ნიადაგის მიმართ.

ნიადაგის მდგომარეობას , როდესაც ყველა ფორი ამოვსებულია წყლით , სრული


ტენტევადობა ეწოდება. (სტ) ის იანგარიშება % ით ან მილიმეტრობით
აბსოლუტურად მშრალ ნიადაგში.
10. შეაფასეთ ნიადაგის დამუშავების სისტემები (102-108)

ნიადაგის დამუშავების სისტემა არის ერთობლივი


ურთიერთდაკავშირებული აგროტექნიკური ღონისძიებები, რომელიც
უზრუნველყოფს კულტურის ბიოლოგიური თავისებურების
დაკმაყოფილებას. ნიადაგის დამუშავების ნებისმიერი სისტემა
ხორციელდება ბიოლოგიური მახასიათებლებისა და როტაციაში
გაშენებული კულტურების ალტერნატიული წესის გათვალისწინებით.
ნიადაგის დამუშავების სისტემა უნდა იყოს შემუშავებული ენერგიის
შენარჩუნების გათვალისწინებით და უნდა ჰქონდეს ნიადაგის დაცვის უნარი.
ნიადაგის დამუშავების სისტემას ყოფენ შემდეგ ჯგუფებად :

1 . ნიადაგის მზრალად ანუ საგაზაფხულო კულტურებისთვის


დამუშავების სისტემა

ხდება ძირითადად ზაფხულში და შემოდგომაზე. იგი ყველაზე კარგად


აწესრიგებს მცენარის ზრდა-განვითარების პირობებს. უმჯობესდება ხნულის
ფიზიკური თვისებები, ტენის და საკვები ელემენტების დაგროვების პროცესი.

2. ნიადაგის დამუშავების სისტემა საშემოდგომო კულტურებისთვის

საშემოდგომო კულტურების თესვა ხდება ანეულზე 1ან არასაანეულო


წინამორბედზე. ნიადაგის დამუშავების სისტემაც თესვის წინ
დამოკიდებულია წინამორბედის თავისებურებაზე. სუფთა ანეულზე

1
ზაფხულის ნახნავი 
თესვისას შენარჩუნებული უნდა იყოს სარეველებისგან სუფთა
მდგომარეობა. შავ ანეულზე ნიადაგის ძირითადი დამუშავება იწყება
შემოდგომაზე, წინამორბედის აღებისთანავე, ყოველთვის
გასათვალისწინებელია ზონისთვის დამახასიათებელი ნიადაგური და
კლიმატური პირობები.

3. ნიადაგის თესვისწინა და თესვის შემდგომი დამუშავების სისტემა

თესვის ან რგვის წინ ნიადაგის დასათესად მომზადება ითვალისწინებს


გარკვეული თანმიმდევრული სამუშაოების ჩატარებას. ნიადაგის
დამუშავების კონკრეტული წესი დამოკიდებულია: ხვნის ხარისხიან
ჩატარებაზე, დასათესი კულტურის ბიოლოგიურ თავისებურებაზე,
განოყიერების სისტემაზე, ნიადაგის ტიპსა და მეტეოროლოგიურ
პირობებზე. თესვიწინა სამუშაოები ( კულტივაცია, ფარცხვა, მოტკეპნა)
უმჯობესია ჩატარდეს თესვის დღეს. ამით იზრდება სარეველების მოსპობის
შესაძლებლობა, ან დათრგუნულ სარეველების წინააღმდეგ კულტურული
მცენარე ადვილად იზრდება.

თესვის შემდგომი დამუშავება მიზნად ისახავს სარეველების განადგურებას,


ნიადაგის ზედაპირის გაფხვიერებას, თესლის გაღივების და აღმოცენების
პირობების გაუმჯობესებას. სამუშაოთა ჩატარების გრაფიკი
დამოკიდებულია ნიადაგურ და კლიმატურ პირობებზე. სწორად უნდა
შეირჩეს სამუშაო იარაღები და დამუშავების სიღრმე.

4. ნიადაგის ანეულად დამუშავების სისტემა

თესლბრუნვის სისტემაში სასოფლო-სამეურნეო კულტურებისგან


გათავისუფლებულ მინდორს, რომელიც სუფთა მდგომარეობაშია ანეულს
უწოდებენ. დასვენების პერიოდში იგი სისტემატურად მუშავდება, რათა
გაუმჯობესდეს ნიადაგის ნაყოფიერება და სტრუქტურა. უკეთ მომარაგდეს
წყლითა და საკვები ნივთიერებებით. ანეული არის: სუფთა, როცა მინდორი
თავისუფალია ს/ს კულტურებისგან, მაგრამ მუშავდება მთელ სავეგეტაციო
პერიოდში. შავი, როცა სუფთა ანეულის დამუშავება იწყება და ტარდება წინა
წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე; ადრეული , როცა სუფთა ანეულის
დამუშავება იწყება გაზაფხულზე და სხვ.

ანეულების ყველა ფორმა მნიშვნელოვანია და კულტურულ მცენარეთა


წინამორბედების განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოდგენს, რომელიც გავლენას
ახდენს ნიადაგის ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებზე, ამცირებს სარეველებს ,
დაავადებებს და მავნებლებს.
ანეულების ფორმები: მოთესილი ანეულები, სიდერალური ანეულები..

5. ყამირი მიწების დამუშავების სისტემა

მრავალწლიანი ბალახებით დაფარულ, აუთვისებელ, მოუხნავ მიწის


ნაკვეთს ყამირი ეწოდება. ხასიათდებიან მაღალი ნაყოფიერებით და მათ
ათვისებას დიდი მნიშვნელობა აქვს ინტენსიურ მიწათმოქმედებაში. ყამირი
და ნასვენი მიწები საჭიროებენ ისეთი სამუშაოების ჩატარებას, რომელიც
უზრუნველყოფს მცენარისთვის საჭირო ყველა საკვები ელემენტების
შესათვისებელ ფორმაში გადაყვანას. ამისთვის საჭიროა გააქტიურდეს
მინერალიზაციის (დაშლა) პროცესი. დამუშავების პროცესში ხდება
აერობული პროცესების გააქტიურება და იზრდება ბაქტერიუების
ცხოველმყოფელობა.

ყამირი ან ნასვები მიწები უნდა მოიხნას აუცილებლად ღრმად ( 25-30 ან 40


სმ-ზე ზევით) კულტურების გათვალისწინებით.

6. ბუჩქნარების და დაჭაობებული ნიადაგების დამუშავების სისტემა და


სხვ.

ნიადაგის დამუშავების სისტემები ზონალობის მიხედვით მკვეთრად


იცვლება.

11. გაანალიზეთ ნიადაგის კვების რეჟიმი და მისი რეგულირება (24-32) ანუ


ისე აქ მოკლედ შემილია ვთვქა რო ყველა ელემნტს თავისი ფუნქცია და
მნიშვნელობა აქ რაც განაპირობებს მოსავლის რაოდენობას ხარისხს და
მათი დარღვევით კონკრეტული ფუნქციები ფერხდება მცენარეში და
აუცილებელია მისი აღდგენა და მაგ ამაში და ამაში გამოიხატებათქო:

მწვანე მცენარე მთელი სიცოცხლის განმავლობაში ორგანულ ნივთიერებათა


დაგროვებაშია. იგი ფესვების მეშვეობით ნიადაგიდან იწოვს წყალს და მასში
გახსნილ მინერალურ მარილებს, ხოლო ჰაერიდან ფოთლებით ითვისებს
სხვადასხვა ნივთიერებას. მცენარის კვების პირობებზეა დამოკიდებული
მოსავლის რაოდენობა და ქიმიური შედგენილობა.
არჩევენ მცენარის ჰაერიდან, ფესვურ და ფესვგარეშე გამოკვებას.
მცენარის ფესვთა სისტემის მიერ ნიადაგიდან წყლისა და საკვები ელემენტების -
აზოტის, ფოსფორის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, გოგირდის და სხვათა
შეთვისების პროცესს ფესვური კვება ეწოდება.
მცენარის ფესვგარეშე კვება ხორციელდება ფოთლების მეშვეობით, რომლებიც
შთანთქავენ წვიმის წყლით ფოთლებზე მოხვედრილ ამიაკს, გოგირდის ორჟანგს
და ზოგიერთი მეტალის მარილებს.
მცენარის კვებაში ცალკეული საკვები ელემენტების ფიზიოლოგიური როლი
განსხვავებულია. მოსავლიანობის მოთხოვნილების მიხედვით ელემენტები
დაყოფილია მაკროელემენტებად ( აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, რკინა,
გოგირდი) და მიკროელემენტებად (ბორი, კობალტი, სპილენძი, თუთია, იოდი)
აზოტი - აზოტის სიმცირის დროს ფერხდება მიწისზედა ორგანოების და ფესვთა
სისტემის ზრდა განვითარება. მცენარის ქვედა ფოთლები ავადდება ქლოროზით .
თითქმის ჩერდება ზრდა-განვითარება. აზოტით ჭარბი კვება ხელს უწყობს
მძლავრი სავეგეტაციო მასის წარმოქმნას, მცენარეულ პროდუქტებში გროვდება
დიდი რაოდენობით ცილოვანი და არაცილოვანი შენაერთები, განსაკუთრებით
ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია ნიტრატები.
ფოსფორი - სიმცირე აფერხებს მცენარის მიწისზედა ორგანოების და ფესვთა
სისტემის ზრდა-განვითარებას. ჩერდება რეპროდუქციული ორგანოების
წარმოქმნის, ყვავილობის და მომწიფების პროცესი. სიჭარბის დროს
ფოთლები ნაადრევად ჭკნება და ხმება, მთავრდება ვეგეტაცია. ჩქარდება
განვითარების ფაზები.
კალიუმი სიმცირის დროს ჩერდება უჯრედის დაყოფა(not enough energy is produced),
ზრდა-განვითარება. მცირდება მოსავლიანობა და სოკოვან დაავადებათა მიმართ
გამძლეობა.
კალციუმი სიმცირის დროს ზიანდება ფესვები და მიწისზედა ორგანოების ზრდის
წერტილები და კვირტები. ჩერდება ფესვების ზრდა. კალციუმით შიმშილის დროს
ფოთლის ფირფიტის ძარღვთშორისებში წარმოიქმნება ღია თეთრი
შეფერილობის ლაქები. უჯრედის კედლის გათხელება. სიჭარბე = მცენარის
ნაადრევ დაბერებას.
მაგნიუმისიმცირე იწვევს ქლოროზს, რომლის დროსაც მცენარის ქვედა
ფოთლების ძარღვთაშორისები იწყებენ აჭრელებას.
გოგირდი გოგირდის სიმცირის სიმპტომები ძალიან წააგავს აზოტის სიმცირის
სიმპტომებს. ქვედა ფოთლების ღია მწვანე შეფერილობა, ადგილი აქვს ასევე
ყლორტების გახევებას.
ბორი - სიმცირის დროს ირღვევა რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნისა და
განაყოფიერების პროცესები. ბორის სიჭარბე აპირობებს მახინჯი თავთავების,
ტაროების და ნაყოფების წარმოქმნას.
თუთია - სიმცირის დროს მკვეთრად მუხრუჭდება მცენარის ზრდა, ირღვევა
ფოტოსინთეზის, ნახშირწყლების და ცილების სინთეზი. სიჭარბის დროს
მცენარე ივითარებს მცირე ზომის ძარღვთშორისი ქლოროზიტ დაავადებულ
ფოთოლს.
მანგანუმი - შიმშილი - წინწკლოვანი ქლოროზი, ძარღვთაშორისებში
წარმოიქმნება პატარა ქლოროზული ლაქები, რომლებიც შემდგომში ხმებიან და
იღებენ მორუხო-მოშავო ფერს.
მოლიბდენი - მოლიბდენის სიმცირის ნიშნები წააგავს აზოტით შიმშილის
სიმპტომებს. + ძარღვთაშორისი ქსოვილები დაწინწკლულია და ამობურცული.
რკინა - სიმცირის დროს ქლოროფილის წარმოქმნა ირღვევა, რის გამოც
ფოთლები კარგავენ მწვანე შეფერილობას, ვითარდება ქლოროზი, კიდეების და
წვერების ხმობა.
სპილენძი - ადიდებს მცენარის სოკოვანი დაავადების მიმართ გამძლეობას.
შიმშილი იწვევს ქლოროზს, მათი ტურგორის დაკარგვას და ჭკნობას.
მიწათმოქმედებაში მნიშვნელოვანია ნიადაგების სწორი კვების რეჟიმის
დაცვა. საკვები ელემენტების არასწორი გამოყენებით ხშირად უარყოფით
შედეგებს ვიღებთ. მაგ. მჟავე და ბიცობ ნიადაგებს. მჟავე ნიადაგების ქიმიური
მელიორაციისთვის აწარმოებენ მოკირიანებას, ხოლო ბიცობისთვის
მოთაბაშირებას.
მოკირიანებაში იგუმისხმება ნიადაგში კირის, დოლომიტის ან კირის
შემცველი ქანების შეტანა, რომელიც უზრუნველყოფს მჟავე ნიადაგის არეს
განეიტრალებას. მოკირიანებით აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას,
წყალგამტარობას, აერაციას, ადიდებენ წყალტევადობას, აიოლებენ
ნიადაგის დამუშავებას. ადიდებენ ნიადაგში ფოსფორის, კალიუმის და
მოლიბდენის შესათვისებელი ფორმების შემცველობას.
თაბაშირის შეტანით სწორდება ყველა ის პრობლემა რაც ბიცობ ნიადაგებს
ახასიათებთ: ცუდი სტრუქტურა, არახელსაყრელი წყლისა და ჰაერაციის
რეჟიმი. წყლის ცუდი გამტარი და წებოვანი, ხასიათდებიან შთანთქმული
ნატრიუმის მაღალი შემცველობით. გვალვაში იმდენად მკვრივდებიან რომ
მათი დამუშავება შეუძლებელია.
ანუ დასკვნა : რო კვების რეჟიმისთვის მოწესრიგებული უნდა იყოს ნიადაგის
მთლიანი სისტემა და თუ მოხდა ისე რო ნიადაგი ან ავამლაშე ან დავამჟავე და
გავხადე ბიცობიანი ან სხვ დაირღვევა ელემენტების მოძრაობა და ა.შ
ტრალალლა შით.

12. შეაფასეთ ნიადაგის ზედაპირული დამუშავების წესები (100-102)

ნიადაგის ზედაპირის დამუშავება ძირითადად მიმდინარეობს 12-14 სმ სიღრმეზე.


მისი მიზანია: ნიადაგის ქერქის მოსპობა, სარეველების მოჭრა, მინერალური
სასუქების ჩაკეთება.

ნიადაგის ზედაპირულ დამუშავებას ეკუთვნის შემდეგი სამუშაოები: ნაწვერალის


აჩეჩვა, აოშვა, კულტივაცია, ფარცხვა, მოშლეიფება, მოტკეპნა.
აჩეჩვა- ტარდება ნაწვერალის აღებისთანავე, მოხვნის წინ, ის ახდენს ნიადაგის
ნაწილობრივ გაფხვიერებას, გადარევას, სარეველების მოჭრას.

აოშვა- ხდება ხნულის გაფხვიერება, ანეულის დროგამოშვებით გაფხვიერება,


უმჯობესდება ნიადაგის შემდგომი ღრმა დამუშავება და მცირდება ენერგიის
ხარჯები ხვნაზე.

კულტივაცია- ტარდება ნიადაგის გასაფხვიერებლად, დასაფშვნელად და


ნაწილობრივ შესარევად. მიზანია ნიადაგში სარეველების სრული მოჭრა და
ზედაპირის მოსწორება. კულტივაცია გამოიყენება მთლიან ანეულებში თესვამდე
და სათოხნი კულტურების ნათესების მწკრივთაშორისებში.

ფარცხვა- ხდება ნიადაგის ზედაპირული გაფხვიერება, შერევა და მოსწორება.


ხდება სარეველების გაღივებული თესლების და ნაწილობრივ
აღმოცენებულის განადგურება. დიდი ბელტების დაშლა და ნიადაგის ზედაპირზე
წვრილ-კოშტოვანი სტრუქტურის წარმოქმნა. ეხმარება ნიადაგს წყლის
შენარჩუნებაში.

დაშლეიფება- ხნული ზედაპირი სწორდება, ხდება უფრო ადრე გაზაფხულზე,


დაფარცხვამდე. ამ ხერხს იყენებენ ხშირად წვრილმარცვლიანი კულტურების
თესვის წინ. ხდება ტენის აორთქლების შემცირება.

მოტკეპნა- ხდება ნიადაგის გამკვრივება, ბელტის დაშლა და ზედაპირის


მოსწორება ნაწილობრივ. მოტკეპნა ხდება ორჯერ: თესვამდე, რომელიც ახდენს
ნიადაგის გამკვრივება , რათა მოხდეს თესლის თანაბარ სიღრმეზე ჩათესვა.
შემდგომი მოტკეპნა აუმჯობესებს კავშირს თესლსა და ნიადაგის ნაწილაკებს
შორის, (ხელსაყრელი პირობები თესლის აღმოსაცენებლად) ადიდებს წყლის
მიწოდებას.

მიწის შემოყრა- ახდენენ ძირითადად სათოხნი კულტურების ნათესებში, ხდება


ნიადაგის გაფხვიერება, ნაწილობრივ შერევა და მიყრა. მიწის შემოყრის შედეგად
ვითარდება ღეროს და ფესვის დამატებითი წამონაზარდები, რომელზეც
წარმოიქმნება ტუბერები და ფესვები, იზრდება მოსავალი.

You might also like