You are on page 1of 4

1.

ნიადაგის წყლოვან-ფიზიკური თვისებები:

ნიადაგის უმთავრეს წყლოვან-ფიზიკურ თვისებებს მიეკუთვნება: წყალშემკავებლობითი,


წყალამწევი და წყალგამტარობითი უნარი.

წყალშემკავებლობითი -ესაა ნიადაგის მყარი ფაზის უნარი, სორბციული და კაპილარული


ძალების მონაწილეობით დააკავოს ნიადაგური წყალი ჩამონადენიდან. წყლის ყველაზე დიდი
რაოდენობა, რასაც აკავებს ნიადაგი სხვადასხვა ძალების მოქმედებით, წყალტევადობაა. იგი
დამოკიდებულია ჰუმუსის შემცველობაზე, მექანიკურ შედგენილობაზე.

ნიადაგის წყალამწევი უნარი - ესაა უნარი გამოიწვიოს კაპილარებით ტენის აწევა. ნიადაგის
წყალამწევი უნარი დამოკიდებულია გრანულომეტრულ შედგენილობაზე.

ნიადაგის წყალგამტარობა - ნიადაგის უნარი გაატაროს გრავიტაციული ტენი ზედა ფენებიდან


ქვედა ფენებისკენ. წყალგამტარობა დამოკიდებულია გრანულომეტრულ შედგენილობაზე,
სტრუქტურულ მდგომარეობაზე და არაკაპილარული ღრულის სიდიდეზზე.

2. რა არის ნიადაგის სტრუქტურა:

ნიადაგის სტრუქტურა არის ნიადაგის მყარი ფაზის ისეთი წყობა, როდესაც იგი
დაყოფილია მექანიკური ელემენტების შეწებების შედეგად წარმოქმნილ სტრუქტურულ
ერთეულებად ანუ აგრეგატებად. სტრუქტურა ქმნის ჰაერის, საკვები ნივთიერებების და
წყლის საუკეთესო თანაფარდობას. იგი ხასიათდება სიმაგრისა და სიმტკიცის
თვისებებით, ასევე განსხვავდება ფორმებით: კუბური, პრიზმული, ფიქალოვანი.

3. რას წარმოადგენს ნიადაგის სტრუქტურიანობა:

ესაა ნიადაგის უნარი, დაიშალოს სხვადასხვა ფორმისა და ზომის სტრუქტურულ ერთეულებად


ანუ აგრეგატებად.

4. რა არის აგრეგატი ანუ სტრუქტურული ერთეული:

აგრეგატი იგივე პედი, წარმოიქმნება ბუნებრივად მექანიკური ელემენტებისგან ფიზიკური,


ქიმიური, ბიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური პროცესების გავლენით ორგანული და
არაორგანული კოლოიდური ნივთიერებების შეწებების შედეგად. აგრეგატები დიამეტრის
მიხედვით სამ ტიპად იყოფა. ესენია:

მაკროაგრეგატები(>0,25მმ)

მეზოაგრეგატები(0,25-7(10)მმ)

მიკროაგრეგატები(<0.25მმ)
5. რომელია აგრონომიულად ყველაზე მაღალი ღირსების აგრეგატები:

სტრუქტურა დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის აგრონომიულ თვისებებზე და მის


ნაყოფიერებაზე.აგრონომიულად მაღალი ღირსების აგრეგატებს წარმოადგენენ:
მეზოაგრეგატები 0.25-7(10) მმ, რომელთა ფორმაა კოშტოვან-მარცვლოვანი.

6. რას ეწოდება ნიადაგის ფიზიკური თვისებები:

ნიადაგის ფიზიკური თვისებები ესაა ნიადაგის თვისებების ერთობლიობა, რომელიც


ახასიათებს ნიადაგის ფიზიკურ მდგომარეობას და მის დამოკიდებულებას სხვადასხვა
ფიზიკური ზემოქმედების მიმართ. ფიზიკური თვისებებია: საერთო/ზოგადი ფიზიკური
თვისებები; ფიზიკურ-მექანიკური თვისებები; თბური თვისებები; ჰაეროვანი თვისებები;
წყლოვანი თვისებები; სტრუქტურა.

7. რას ეწოდება საერთო ფიზიკური თვისებები და რა არის მისი განზომილება:

საერთო ფიზიკურ თვისებებს სამი მონაცემი განსაზღვრავს. ესენია: ხვედრითი წონა,


მოცულობითი წონა და ფორიანობა.

ა)ხვედრითი წონა - ესაა ნიადაგის მყარი ფაზის წონის შეფარდება იმავე მოცულობის წყლის
წონასთან, მისი განზომილებაა გ/სმ3 და ძირითადად მერყეობს 2,2-2,8გ/სმ3 მონაცემში.

ბ)მოცულობითი წონა - ესაა 1სმ3 მოცულობის სტრუქტურადაურღვეველი ნიადაგის წონა, მისი


განზმომილებაც გ/სმ3ია და მერყეობს 0,95-1,15გ/სმ3ის ფარგლებში. იგი დამოკიდებულია
ჰუმუსის შემცველობაზე, სტრუქტურასა და აგებულებაზე.

გ)ფორიანობა - ესაა ნიადაგის მექანიკურ ელემენტებსა და სტრუქტურულ აგრეგატებს შორის


არსებული სიცარიელეების ჯამური რაოდენობა. იგი განსაზღვრავს ნიადაგის წყლოვან და
ჰაეროვან თვისებებს. მისი განზომილებაა პროცენტი.

8. რას ეწოდება ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, ჩამოთვალეთ:

ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ერთიანობა გამოხატავს ნიადაგის დავარგებულობას,


რომლის დროსაც ხნულს გააჩნია ყველაზე კარგი მაჩვენებლები და ნიადაგს ახასიათებს ნაკლები
წევითი წინააღმდეგობა. ფიზიკურ-მექანიკური თვისებებია: პლასტიკურობა, წებოვნება,
თქვირება, დაჯდომა, ბმულობა, სიმაგრე, ხვედრითი წინაამდეგობა.

პლასტიკურობა-უნარი, გარე ძალის მოქმედებით ნიდაგმა მიიღოს ნებისმიერი ფორმა და


შეინარჩუნოს იგი ამ ძალის მოხსნის შემდეგ;

წებოვნება-ნიადაგის თვისება, მიეწებოს ან მიეკრას გარეშე სხეულებს;

თქვირება/გაჯირჯვება-ნიადაგის უნარი, წყლით დასველების შემდგომ მოიმატოს მოცულობაში;


დაჯდომა-თქვირების საწინააღმდეგო პროცესი, ნიადაგის უნარი, წყლით დასველების შემდგომ
დაიკლოს მოცულობაში;

ბმულობა-ნიადაგის უნარი, წინააღმდეგბა გაუწიოს გარეშე ზემოქმედებას, რომელიც


მიმართულია ნიადაგების მექანიკური ელემენტების განსაცალკევებლად;

სიმაგრე/სიმკვრივე-ნიადაგის უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს უცხო სხეულებს მასში


შეღწევისას, შეგვიძლია ველზე გავარკვიოთ დანის შერჭობით;

ხვედრითი წინააღმდეგობა-წინააღმდეგობა იმ ძალისადმი, რომელიც იხარჯება ნიადაგის ფენის


გადატრიალებისას.

9. რას ეწოდება ეროზია:

ეროზია ესაა წყლის დინებითა და ქარით ნიადაგების დაშლის, გადაადგილებისა და დალექვის


პროცესების ერთობლიობა

10. რამდენი სახისაა ეროზია:

ეროზია 3 სახისაა. წყლისმიერი – ამ დროს ხდება ზედაპირზე ჩამომდინარე წყლის ნაკადის,


წვიმების და თოვლის ნადნობი წყლების მიერ ნიადაგის ზედაპირული ფენის ჩამორეცხვა.
ირიგაციული – განპირობეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვისას ნიადაგის
ზედაპირის ჩამორეცხვით. ქარისმიერი (დეფლაცია) – განპირობებულია ქარის მიერ ნიადაგისა
და ნიადაგწარმომქმნელი ქანების ზედა ფენის დაშლით და ახვეტით.

11. რა იწვევს ნიადაგის ეროზიას:

ნიადაგის ეროზიას იწვევს ანთროპოგენული ფაქტორები და ნიადაგის თვისებები.


ანთროპოგენულ ფაქტორებია: მცენარეული საფარის განადგურება(გადაწვა,
გაჩეხვა,გადაძოვება), კულტივირების ცუდი მეთოდები და მშენებლობა.

ნიადაგის თვისებები: მექანიკური შედგენილობა, სტრუქტურა, სიმკვრივე, ტენიანობა,


წყალგამტარობა.

12. როგორ დავიცავთ თავი ეროზიისგან:

ეროზიის ასარიდებლად სხვადასხვა ხერხები არსებობს:

საორგანიზაციო-სამეურნეო საქმიანობა-ტერიტორიის აღრიცხვა, ღონისძიებების დაგემვა,


მცენარეების რაციონალური განლაგება;
აგროტექნიკური საქმიანობა-ფიტომელიორაცია, ნიადაგის მექანიკური დამუშავება,
მრავალწლიანი ნარგავების გაშენება,ფერდობების დატერასება,კონტურული მეურნეობა,
მულჩირება, ნულოვანი ხვნა, წვეთოვანი ირიგაცია;

სატყეო-მელიორაციული საქმიანობა: ქარსაფარი ტყის ზოლი, მდინარის ნაპირების და ხრამების


სანაპირო ზოლების გატყევება, დაქანებული ფერდობების გატყევება;

ჰიდრომელიორაციული ღონისძიებები-ჩამონადენის შეკავება, რეგულირება, წყალდამჭერი


მოწყობილობები, კაშხლები, ჯებირები.

13. რას ეწოდება ნიადაგის ნაყოფიერება:

ეს არის ნიადაგის უნარი, უზრუნველყოს მცენარეები საკვებით, წყლით, ჰაერითა და სითბოთი.

14. დაახასიათეთ ნიადაგის ნაყოფიერების სახეები:

ბუნებრივი ნაყოფიერება ახასიათებს ნიადაგის საწყის პოტენციურ შესაძლებლობებს. იგი


დამახასიათებელია ყამირებისთვის და ვარკვევთ არსებული ცენოზების პროდუქტიულობით.

ხელოვნური ნაყოფიერება არის ნიადაგის თვისებებსა და რეჟიმებში ადამიანის ზემოქმედებით


გამოწვეული ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები.

ეფექტური ნაყოფიერება არის ბუნებრივი ნაყოფიერების ქვესახე, იგი ახასიათებს ნიადაგის


პოტენციური ნაყოფიერების გამოყენების ხარისხს.

ეკონომიკური ნაყოფიერება ესაა იგივე ეფექტური ნაყოფიერება, ოღონდ გამოსახული


ეკონომიკურ მაჩვენებლებში.

15. ჩამოთვალეთ ეფექტური ნაყოფიერების განმსაზღვრელი ფაქტორები:

ნიადაგის ეფექტურ ნაყოფიერებასა და მოსავალს განსაზღვრავს 5 მნიშვნელოვანი ფაქტორი და


ესენია: ნიადაგი, კლიმატი, მცენარე, ფიტოსანიტარული პირობები, ანთროპოგენული
ზემოქმედება.

16. ჩამოთვალეთ პოტენციური/ბუნებრივი ნაყოფიერების დონის განმსაზღვრელი


ფაქტორები:

10 ძირითადი ფაქტორი არსებობს და ესენია: ჰუმუსის შემცველობა და ხარისხი, საკვები


ნივთიერებების შემცველობა, გრანულომეტრული შედგენილობა, გაცვლითი კატიონების
შედგენილობა, მიკრობიოლოგიური და ფერმენტული აქტივობები, საერთო ქიმიურ-
მინერალური შედგენილობა, ნიადაგური ხსნარის რეაქცია, მარილების, ფიტოტოქსინების
შემცველობა, ნიადაგური პროფილის სიმძლავრე, შენება, სტრუქტურული მდგომარეობა, მაქს.
ჰიგროსკოპიულობის სიდიდე, გრუნტის წყლების დონე და მათი მინერალიზაცია.

You might also like