You are on page 1of 45

ზოგიერთი მეტალის ბიორემედიაციული პროცესების შესწავლა

მიკროორგანიზმების მეშვეობით

შესავალი

გარემო, სადაც ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომ,


მუდმივად განიცდის უარყოფით ანთროპოგენურ ზემოქმედებას. უარყოფითი
ზეგავლენა უმეტესწილად გულისმობს ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების,
ჰაერის დაბინძურებას სახიფათო, ტოქსიკური ნარჩენებით.

წყალისა და ნიადაგის დაბინძურება წარმოშობს მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებს. ეს ის


რესურსებიაა, რომელთა სიჯანსაღეზეც დამოკიდებულია სიცოცხლე დედამიწაზე.
სუფთა, ჯანსაღი წყალი და ნიადაგი პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ ცხოვრებასთან.

ნიადაგისა და წყლის რესურსების მრავალ დამაბინძურებელ ნაერთთა შორისაა მძიმე


მეტალები. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ანთროპოგენური ზემოქმედების
შედეგად ძლიერ შეიცვალა ეკოლოგიური მდგომარეობა: გაიზარდა მძიმე მეტალებით
გარემოს დაბინძურების ხარისხი, რაც დღემდე ჯერ კიდევ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ
უმწვავეს პრობლემად. მეტალეთა ჭარბი კონცენტრაციები ცოცხალ ორგანიზმებზე
ავლენენ ტოქსიკურ, მუტაგენურ და კანცეროგენულ ეფექტს; უმრავლესი ორგანული
დამაბინძურებლებისგან განსხვავებით, არ ექვემდებარებიან ბიოდეგრადაციას, ამიტომ
ბუნებრივი რესურსების, აღნიშნულ შემთხვევაში წლისა და ნიადაგის გაწმენდა მძიმე
მეტალებისგან ერთ-ერთ პრიოიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

ნარჩენების მართვის ტენდენციები 70 -იანი წლებიდან მოყოლებული მათი მდგრადი


მართვის პრიციპით შეიცვალა, რაც გულისხმობს ყველა იმ ზომის გატარებას, რომელიც
უზრუნველყოფს ნარჩენების საზიანო ზეგავლენის შემცირებას ადამიანის
ჯანმრთელობასა და გარემოზე. მწვანე ინჟინერია კი გულიხმობს გარემოსადმი ნაკლებად
მავნე მიდგომების და პრინციპების გამოყენებას, რომელიც თანემდროვე
ტექნოლოგიებთან, ფუნდამენტურ მეცნიერებეთან და საიჟინრო პრაქტიკასთან

1
ერთობლივობაში მიმართულია ადგილობრივი და გლობალური გარემოს ხარისხის
გაუმჯობესებისაკენ.

ზემოთთქმულ, თანამედროვე გარემოსდაცვით ტენდენციებს შეესაბამება სწორად


რემედიაციული მიდგომები, კერძოდ ბიორემედიაცია - მიკროორგანიზმების
გამოყენებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიები.

ბიორემედიაცია მეტალებით დაბინძურებული გარემოს აღდგენის ერთ-ერთი


წარმატებული მეთოდია, სადაც დაბინძურებული გარემოს გასუფთავების პროცესი
ცოცხალი ორგანიზმების საშუალებით მიმდინარეობს. ეს ორგანიზმები პოლუტანტებს
შლიან, გარდაქმნიან ნაკლებად ტოქსიკურ ან არატოქსიკურ ფორმებად.

მიკროორგანიზმები ყველგან არიან წარმოდგენილნი, გასაკუთრებით კი დომინირებენ


მძიმე მეტალებით დაბნძურებულ ნიადაგში, სადაც გარდაქმნიან მეტალებს
არატოქსიკურ ფორმაში. [9]

ბაქტერიული ბიომასის მიერ მძიმე მეტალ იონებით დაბინძურებული ნარჩენი წყლების


გასუფთავება ინტენსიურად შეისწავლებოდა და დღესაც შეისწავლება (Hassan et al. 2009 ;
Kao W-C et al. 2008; Tuzen et al. 2008 ; Akhtar et al. 2007; Kadukova and Vircikova, 2005;
Chaisuksant, 2003; Leung et al. 2001; Veglio et al. 1997; Akthar and Mohan, 1995; Fourest et al.
1994; Volesky, 2003, 1994, 1990).

მეტალთა რემედიაციის ეფექტური, შდარებით დაბალი ღირებულებისა და მაღალი


ეფექტურობის მქონე მეთოდია ბიოსორბცია - მეტალებსა და ბიომასას შორის
ურთიერთქმდების პროცესი, სადაც სორბენტი ბიოლოგიური წარმოშობისაა.

მიკროორგანიზმთა, როგორც პერსპექტიული ბიოსორბენტების, მიმართ ინტერესს


ცხადყოფს დიაგრამა 1. სადაც მოცემულია 1995 -2014 წლებში გამოქვეყნებული
სამეცნიერო პუბლიკაციები.

2
დიაგრამა 1. სამეცნიერო პუბლიკაციები ბიორემედიაციაში გამოყენებული მიკროორგაზმების
შესახებ.

მოცემული კვლევის მიზანია მიკროორგანიზმთა, კერძოდ Arthrobacter და Spirulina


platensis, როგორც ბიოსორბენტების კვლევა, In vivo კონტროლირებად ლაბორატორიულ
პირობებში ადსორბცისა და დეტოქსიკაციის უნარის შესწავლა და შეფასება.

I.ლიტერატურის მიმოხლივა

I.1. ბიორემედიაცია

ბიორემედიაციის პროცესი საჭიროებს სამ აუცილებელ კომპონენტს, რაც ქმნის


ბიორემედიაციის სამკუთხეს: მიკროორგანზმები, საკვები და ნუტრიენტები.
მიკროორგანიზმები წაროდგენილნი არიან ყველგან, ისინი საკვებს ითვისებენ
ნიადაგიდან და წლიდან. მიკროორგანიზმებისათვის დამაბინძურებელი აგენტი
დამატებით საკვებს წარმაოდგენს : ნახშიბადის წაროს, რომელიც ზრდისთვის
ესაჭიროება და ასევე ენერგიის წყაროს, რომელიც მიიღება ქიმიური ბმების გაწყვეტისა
და ელექტონთა გადაცემის ხარჯზე (ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები). კონტამინანტი,
რომელიც კარგავს ელექტრონს იჟანდგება და ელექტრონის აქცეპტორი აღდგება.

3
მიკროორგანზიმები ელექტრონის აქცეპტორად ძირითადად იყენებს ჟანგბადს.
ბიორემდიაცია მიმდინარეობს, როგორც აერობულ ისე ანაერობულ პირობეში.[10]

ნიადაგისა და წყლის გასუფთავების მეთოდები, ჩვეულებრივ მოიცავს დაბინძურებული


ადგილიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების მოცილებას, რასაც უწოდებენ ex situ
ბიორემედიაციას, ან დაბინძურებული საიტის ადგილზე გასუფთავებას,
დამაბინძურებელი ნაერთების მოცილების გარეშე, რასაც in situ ბიორემედიაცია
ეწოდება. ამ უკანასკნელს ანიჭებენ უპირატესობას ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნაკლებად
ძვირადრირებულია, ვიდრე ex situ მიდგომები. არ არის საჭირო ნიადაგის გადატანა, ან
წყლის ამოტუმბვა, ამიტომ ერთდროულად შეიძლება დიდ ფართობზე რემედიაციის
ჩატარება. In situ მიდგომები ემყარება დაბინძურებულ ნიადაგსა და წყალში არსებული
მიკროორგანიზმების სტიმულირებას. [11] დაბინძურებულ გარემოში in situ
ბიორემედიაციული მეთოდებია: ავტოქტონური მიკროორგანიზმების მიერ ბუნებრივი
რემედიცია, ბიოაუგმენტაცია - მიკრობთა გამიზნული შეყვანა გარემოში, ეფექტის
ინტენსივობის გაზრდის მიზნით და ბიოსტიმულაცია, სადაც იგულისხმება მიკრობული
პოპულაციების სტიმულირება საკვები არაორგანული ნივთიერებების, ჟანგბადისა და
სხვათა დამატებით.

დამაბინძურებელებისგან გარემოს გასუფთავების მრავალი მეთოდი არსებობს:


პრეციპიტაცია, ჟანგვა, აღდგენა, აორთქლება, ფილტრაცია, იონთა ცვლა, მემბრანული
ტექნოლოგიები. ტოქსიკური მეტალებით დაბიძურებული ნიადაგის გადამუშავების
მეთოდებს მიეკუთვნება 1) ნიადაგის დამუშავება : ექსკავაცია, ტრანსპორტირება და
ნებადართულ სახიფათო ნარჩენებისათვის განკუთვნილ ადგელზე განთასება. 2)
ფიქსაცია: ნიადაგის ქიმიური გადამუშავება, მეტალების იმობილიზაციით, ძირითადად
ნიადაგის ზედაპირზე და 3) გამოტუტვა : მჟავა ხსნარების გამოყენება ადგილზე,
მეტალების დესორბციის მიზნით.

ხოლო მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყლის გაწმენდის მეთოდებია 1)


პრეციპიტაცია ან ფლოკულაცია, რომელსაც მოჰყვება სედიმენტაცია 2) იონთა ცვლა 3 )
უკუ ოსოსი 4) მიკროფილტრაცია 5 ) ელექტროდიალიზი 6) ევაპორაცია. მაგრამ

4
აღნიშნული მეთოდები არაეფექტური და ძვირია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძიმე
მეტალთა კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია დაბინძურებული
გარემოს აღდგენის პერსპექტიული და შედარებით იაფი მეთოდების გამოყენება,
როგორიცაა ბიორემედიაცია.

ბიორემედიაცია მოიცავს ბიოსორბცის პროცესს, რომელიც შეგვიძლია განვმარტოთ,


როგორც ბოლოგიური მასალის უნარი მოახდინოს მძიმე მეტალების აკუმულაცია
მეტაბოლიზმზე დამოკიდებული პროცესის მეშვეობით, ან ფიზიკო-ქიმიური გზით.
(Volesky, 2003; Fourest and Roux, 1992).

მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ხდება მეტალთა იონების დაკავშირება უჯრედის


ზედაპირზე მოიცავს ელექტროსტატიკურ ურთიერთკავშირებს, ვანდერვაალსის ძალებს,
კოვალენტურ კავშირებს, ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს და გარეუჯრედულ
პრეციპიტაციას, ან ჩამოთვლილ პროცესთა კომბინაციას. ბაქტერიულ უჯრედის
კედელზე უარყოფითად დამუხტული ჯგუფები (კარბოქსილი, ჰიდროქსილი,
ფოსფორილი) იკავშირებენ მეტალთა კათიონებს.

მეტალთა ბიოსორბციის უნარის მქონე მიროორგანზიმები მოყვანილია ცხრილი 1. ში,


სადაც მოცემულია Cr, Cu, Zn ათვისების უნარის მქონე მიკრორგანზმები.

ცხრილი 1. მეტალთა ათვისება ბაქტერიული ბიომასის მიერ

5
მეტალთა ათვისება
მეტალი ბიომასის ტიპი
მგ/გ

[ CITATION Raj11 \l 1079 ]

6
მიკროორგანიზმები ორი პროცესის საშუალებით ახდენენ მძიმე მეტალების მოცილებას
გარემოდან. 1- ბიოსორბცია „უჯრედის კედლზე ენერგო დამოუკიდებელი დაკავშრება“
და 2- „ბიოაკუმულაცია - უჯრედების მიერ მეტალთა შეთვისება, რომელიც ენერგიის
გამოყენების გარეშე მიმდინარეობს“.

ბიოსორბციის მექანიზმი

ბიოსორბცია შეიძლება იყოს მეტაბოლიზმზე დამოკიდებული და/ან მისგან


დამოუკიდებელი, ხოლო სორბენტის ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ: გარე
უჯრედულ აკუმულაციას-პრეციპიტაცია, უჯრედის ზედაპირზე სორბციას-ადსორბციას
და შიდა უჯედულ აკუმულაციას-აბსორბციას.

ადსორბცია მეტაბოლიზმზე დამოუკიდებელი პროცესია და გულისხმობს უჯრედის


ზედაპირზე არსებული ფუნქციური ჯგუფების პასიურ დაკავშირებას მეტალთა
იონებთან. [ CITATION SED10 \l 1033 ]

ბიოსორბცია მოიცავს ორ საფეხურს: პასიურ და აქტიურ სორბციას. პირველი საფეხური-


მეტალთა უჯრედის კედლის ზედაპირზე ადსორბცია. მეორე საფეხური: მეტალ იონების
შეღწევა უჯრედის მებრანაში- შიდა უჯრედული დაკავშირება.

სურათი 1. ზე მოცემულია ბიოსორბციის გზები. მეტალები უჯრედის შიგნით


შესაძლებელია მოხდეს დიფუზიის გზით, ასევე დაკავშირება ხდება იონთა ცვლით,
ზედაპირული ადსორბციის გზით, პრეციპიტაციით, კომპლექსების წარმოქმნით.

7
სურათი 1. მძიმე მეტალების ბიოსორბციის პროცესი [ CITATION Art15 \l 1033 ]

ბიოსორბციის ძირითადი მექანიზმები :

ა. მეტალთა კათიონები შეიძლება დაუკავშირდეს უჯრედის ზედაპირს (ბიოსორბცია)/


დაგროვდეს უჯრედის კედლის შიგნით (ბიოაკუმულაცია) და ასევე
მიკროპრეციპიტაციის გზით;

ბ.მეტალთა იონები შესაძლებელია აქტიური ტრანსლოკაცით უჯრედის შიგნით


დაუკავშირდებს მეტალის დამაკავშირებელ ცილას ;

გ. მეტალთა პრეციპიტაცია, როდესაც მძიმე მეტალები ურთიერთქმედებენ


გარეუჯრედულ ანიონებთან (სულფატი, ან ფოსფატი);

დ. ფერმენტთა მეშეობით ბიოტრანსფორმაცია- აორთქლება;

8
ბიოსორბციის მექანიზმი პროცესთა კომპლექსია, რომელიც ასახულია სურათი 1. და 2. -
ზე;

სურათი 2. ასახავს მეტალთა იონების აბსორბციის მექანიზმს, რომლის მიხედვით


მეტალები უჯრედის შიგნით ხვდებიან დიფუზიის გზით, ასევე აქტიური
ტრანსპორტით, რის შედეგადაც ციტოპლაზმაში ფორმირდება თავისუფალ მეტალ
იონთა კომპლექსები სხვა და სხვა ორგანულ თუ არაორგანულ კომპნენტებთან, რომელიც
საბოლოო ჯამში შენახვის მიზნით გადაიტანება უჯრედის ვაკუოლში თავისუფალი ან
კომპლექსების სახით.

სურათი 2. მეტალთა იონების ათვისებისა და დეტოქსიკაციის პროცესი (აბსორბცია) უჯრედის შიგნით

[ CITATION Dro13 \l 1079 ]

9
I.2. მეტალები, მეტალთა ტოქსიკურობა

მეტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცოცხალი ორგანიზმებისათვის


დამახასათებელი სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობაში. ჩართულნი არიან
ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და მეტაბოლურ პროცესში, ასრულებენ კო-ფაქტორების
ფუნქციას ზოგიერთი ფერმენტისათვის, ასევე წარმოადგენენ მიკრონუტრიენტებს,
ოსმოსური წნევის რეგულატორესს, მოლეკულათა სტაბილიზატორებს, მათი ტოქსიკური
ეფექტი კი გამოწვეულია ფიზიოლოგიური დოზის გადაჭარბებით.

მეტალები შეგვიძლია გავაერთიანოთ სამ ჯგუფში, მათ ბიოლოგირი ფუნქციებსა და


მოქმედების მიხედვით:

1. ბიოელემენტები, ორგანიზმსათვის აუცილებელი, შეუცვლელი ელემენტები (Na, K, Mg,


V, Mn, Fe, Co, Ni, Zn, Mo, W) ;

2. ტოქსიკური მეტალები (Ag, Cd, Sn, Au, Hg, Ti, Pb, Al; Ge, As, Sb, Se)

3.არაბიოგენური, არატოქსიკური მეტალები, რომელთა ბიოლოგიური ფუნქცია


ცნობილია არაა (Rb, Cs, Sr, T) [CITATION PRa03 \l 1033 ]

70 კგ წონის ადამიანი შიცავს 5 გ Fe, 2 გ Zn, 100 მგ Cu, 12–20 მგ Mn, 5 მგ Mo, 2 მგ Cr და Co.

ადამიანისათვის აუცილებელი ელემენტების რაოდენობა დღეს დღეობით სულ 21-ის


ტოლია, აქედან 11 მეტალი და 10 არამეტალი (სურათი 3.)

10
სურათი 3. ბიოლოგიური პერიოდული სისტემის ელემენტები, რომლებიც მოიცავს ბიოგენურ
ელემენტებს, ისინი ნაჩვენებია შავი ფერით (ქრომის გამოკლებით); ის აუცილებელი ელემენტები
რომლებიც შეზუდულია სახეობების მიხედვით მოცემულია ნაცრისფერად. არ არის მოყვანილი

ლანთანოიდებისა და აქტინოიდებს ჯგუფი (მითითებულია ვარსკვლავით) [ CITATION Wol16 \l 1033 ]

მძიმე მეტალები

ტერმინი მძიმე მეტალები აერთიანებს მეტალთა გჯუფს, რომელთა ატომური სიმეკვრივე


მეტია 5 გ/სმ3 ზე და ატომური ნომერი მეტია 20 ზე. მძიმე მეტალები მიეკუთვნება
ფართოდ გავრცელებულ პოლუტანტებს, განსაკუთებით შემაშფოთებელია
არადეგრადირებადობისა და მდგრადი ბუნების გამო. მძიმე მეტალები გამოიყენება
უამრავ წარმოებაში, საიდანაც ისინი პირდაპირ ხვდებიან გარემოში. ზოგიეთი მძიმე
მეტალი აუცილებელ ბიოგენურ ელემნტს წარმოადგენს, დაბალი კონცენტრაციით
მოითხოვება ორგანიზმისმის მიერ, ფიზიოლოგიურ კონცენტაციაზე მაღლი დოზით კი
იწვევს შესაძლო ტოქსიკურ ეფექტს, როგორც ადამიანებში ისე ცხოველებსა და
მიკროორგანზიემბში. [ CITATION Gup14 \l 1079 ]

მენდელეევის პერიოდული სისტემის 90 ელემენტიდან 53 ელემენტი მძიმე მეტალებს


ეკუთვნს.

 V -დან As- მდე : V ,Cr, Mn, Fe, Co, Ni, Cu, Zn, Ga, Ge, As ( Sc დაTi გამოკლებით),
 Zr- დან Sb-მდე : Zr, Nb, Mo, Tc, Ru, Rh, Pd, Ag, Cd, In, Sn, Sb ( Y გამოკლებით ) La -
Po და ლანთანოიდები და აქტინოიდები.
მეტალთა ტოქსიკურობა არის მეტალების უნარი, გამოიწვიონ ორგანიზმისთვის
არასაურველი შედეგი, ეს კი დამოკიდებულია მძიმე მეტალის ბიოათვისებადობასა და
დოზაზე.

ტოქსიკურობა გამოიხატება ფერმენტთა სტრუქტურისა და ფუნქციების მოშლაში,


თიოლურ და ცილოვან ჯგუფებთან დაკავშირებით, ან ფერმენტთა კო-ფაქტორების
შცვლით. [ CITATION Aya17 \l 1033 ] მეტალთა კათიონებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ

ამინომშავებში არსებულ SH ჯგუფებს, რაც იწვევს ფერმენტთა ინჰიბირებას. მეტალთა


კათიონები ძალიან ჰგავს ზომით ერმანეთს, რის საშუალებითაც ხვდებიან ისინი

11
უჯრედის შიგნით. მძიმე მეტალების იონები ადვილად ენაცვლებიან ბიომოლეკულების
მეტალებს მაგ. Cd2+ Zn2+-ის, ან Ca2+-ის ნაცვლად; Ni2+ და Co2+, Fe2+-ის ნაცვლად,
Zn2+ Mg2+-ის ნაცვლად და ამგვარად იწვევენ ფიზიოლოგიური კათიონის ფუნქციათა
ინჰიბირებას. ცხრილი 1. - ში მოყვანილია ზოგირთი მძიმე მეტალის ტოქსიკური ეფექტი
და ბუნებაში მოხვედრის წყაროები.

ცხრილი 2. ზოგიერთი მძიმე მეტალის წყარო და ტოქსიკური ეფექტი

ზემოქმედება
ზემოქმედება
მეტალი წყარო ზემოქმედება ადამიანზე მიკრო
მცენარეებზე
ორგანიზმებზე
ბრონქოპნევმონია,
ქრონიკული ბრონქიტი,
გალვანიზაცია, დიარეა, თავის ტკივილი, ლაგ ფაზის
საღებავების კანის გაღიზიანება, გაგრძელება,
წარმოება, სასუნთქი გზების ქავილი, ქლოროზი, ზრდის
ქრომი ფოლადის ღვიძლის დაავადებები, შეფერხებული ზრდა, ინჰიბირება,
ფაბრიკაცია, ფილტვის კიბო, ოქსიდაციური სტრესი ჟანგბადის
ტექსტილის გულისრევა, ათვისებსი
წარმოება თირკმლისუკმარისობა, ინჰიბირება
რეპროდუქციული
ტოქსიურობა,
სპილენძის უჯრედული
მუცლის ტკივილი, ანემია,
გაპრიალება, ფუნქციების
დიარეა, თავის ტკივილი, ქლოროზი,
სამთო მოპოვება, განადგურება
სპილენძი ღვიძლის და თირკმლის ოქსიდაციური სტრესი,
სარებავები, ფერმენტთა
დაზიანება, მეტაბოლური ზრდის ჩამორჩენა
ბეჭვდითი ფუნქციის
დარღვევები, გულისრევა
ოპერაციები ინჰიბირება
ატაქსია, დეპრესია,
ნაწლავის გაღიზიანება,
თითბერის ჰემატურია, სიყვითლე, გავლება სიკვდილი,
წარმოება, სამთო იმპოტენცია, თირკმლის ფოტოსინთეზზე, ზრდის ბიომასის
თუთია მოპოვება, და ღვიძლის უკმარისობა, ინჰიბირება, შემცირება,
ნავთობის ლეთარგია, მაკულარული ქლოროფილის ზრდის
რაფინირება დეგენერაცია, პროსტატის შემცველობს შემცირება ინჰიბირება
კიბო, კრუნჩხვები,
ღებინება
ვერცხლის- ელემენტები, ატაქსია, ყურადღების გავლენას ახდენს პოპულაციის

12
ნახშირის წვა, დეფიციტი, სიბრმავე,
გეოქიმიური სიყრუე, ნაყოფიერების
ანტიოქსიდანტურ
აქტიურობა, სამთო პროცენტული შემცირება, ზომის
სისტემაზე,
მოპოვება, დემენცია, შემცირება,
ფოტოსინთეზზე, ზარდის
საღებავების თავბრუსხვევა,დისპლაზი, ცილების
ლიპიდების
წყალი წარმოება, ნაწლავის გაღიზიანება, დენატურაცია,
პეროქსიდაციურ ზეჟანგვას,
ქაღალდის გინგივიტი, თირკმლის ფერმენტთა
გენოტოქსიკური ეფექტი,
წარმოება, პრობლემა, მეხსიერების ფუნქციის
ზღუდავს მცენარეთა ზრდას,
ვულკანის დაკარგვა, ფილტვების ინჰიბირება
ოქსიდაციური სტრესი
ამოფრქვევა, შეშუპება, დაქვეითებული
ქანების გამოფიტვა იმუნიტეტი, სკლეროზი
ანორექსია, ქრონიკული
გავლენას ახდენს
ნახშირის წვა, ნეფროპათიის, ნეირონების ამინომჟავებისა
ფოტოსინთეზსა და
ელემენტების დაზიანება, მაღალი წნევა, და ცილების
ზრდაზე, იქვევს ქლოროზს,
წარმოება, სამთო ჰიპერაქტიურობა, უძილობა, დენატურაცია,
ფერმენტთა აქტივობის
ტყვია მოპოვება, დასწავლის დეფიციტი, ფერმენტტა
ინჰიბირებას და ასევე
საღებავები, ნაყოფიერების შემცირება, აქტივობისა და
თესლის გერმინაციის
პიგმენტები, თირკმლის დაზიანება, რისკ ტრანკრიპციის
ინჰიბირებას, ოქსიდაციურ
გალვანიზაცია ფაქტორი ალცჰეიმერის ინჰიბირება
სტრესს
დაავადებისას
[ CITATION Aya17 \l 1079 ]

ორგანიზმები მძიმე მეტალებისგან გამოწვეული სტრესის საპასუხოდ იყენებენ


თავდაცვის სხვა და სხვა მექანიზმს, როგორიცაა გამოძევება, კომპატრმენტალიზაცია,
კომპლექსების წარმოქმნა და ცილების სინთეზი (მეტალოთიონები და
ფიტოხელათინები).

ტოქსიკურობის მექანიზმს ყოფენ სამ კატეგორიად 1. აუცილებელ ბიოლოგიურ


ფუნქციური ჯგუფების ბლოკირება, როოგრიცაა ცილები და ენზიმები. 2.
ბიომოლოეკულებში ბიოგენური მეტალ იონების ადგილის დაკავება და 3.
ბიომოლეკულათა კონფორმაციის ცვლელება, რის შედეგადაც იკარგება სპეციფიკური
აქტიურობა.

13
სურათი.1 მძიმე მეტალების ტოქსიკური გავლენა მიკროორგანიზმებზე [CITATION PRa03 \l 1033 ]

ფუნქციონალური ჯგუფების დონორული ატომების მიხედვით მეტალთა კათიონები


შეიძლება დავყოთ 3 ძირითად კლასად (წარმოდგენილია სურათი 5. ზე ), ესენია:
კლასი A, დემარკაციელ მეტალთა იონები და კლასი B, რომელთაც შეესაბამება
ბიოლოგიურ სისტემებში არსებული შემდეგი ლიგანდები:

სურათი 5. მეტალთა და ბიოლოგიურ ლიგანდთა სამი კლასი [ CITATION Jia09 \l 1033 ]

14
ქრომი (Cr(VI) და Cr(III))

ქრომი მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის სისტემის ქიმიური ელემენტი,


ატომური ნომრით 24.

ელემენტის კატეგორია გარდამავალი მეტალი


ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი 6, 4, d
ატომური მასა 51.9961(6) გ მოლი-1

ქრომისათვის დამახასიათებელია შემდეგი ჟანგვის რიცხვები: +2, +3 და +6.

ქრომი მნიშვნელოვანი ბიოგენური ელემენტია, რომელიც აუცილებლად შედის


მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის ქსოვილის შემადგენლობაში. ქრომი
მონაწილეობს ლიპიდების, ცილების (შედის ფერმენტ ტრიპსინის შემადგენლობაში),
ნახშირწყლების (წარმოადგენს გლუკოზამედეგი ფაქტორის სტრუქტურულ კომპონენტს)
მიმოცვლაში. ეს ფაქტორი განაპირობებს უჯრედის რეცეპტორების ურთიერთქმედებას
ინსულინთან, ამავდროულად ამცირებს მასზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. გარდა
ამისა ქრომი ღებულობს მონაწილეობას ქოლესტერინის მიმოცვლის რეგულაციაში და
წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტის აქტივატორს.

ქრომის ტოქსიკურობის ხარისხი დამოკიდებულია მისი ნაერთების ქიმიურ


სტრუქტურაზე. შედარებით ტოქსიკურია ქრომ(VI) ოქსიდი CrO3, ის მიეკუთვნება
საშიშროების მიხედვით I კლასს. ადამიანისთვის სასიკვდილო დოზაა 0.6გ.

Cr(III) სტაბილური ფომაა და ბუნებრივად არსებობს კლდის ქანებსა, თუ სხვა და სხვა


ორგანიზმებში, რაც შეეხება Cr(VI) გარემოში მისი მოხვედრა ძირითადად
ანთროპოგენური აქტივობებითაა განპირობებული.

ქრომი არის მეშვიდე ყველაზე გავრცელებული ელემენტი, დედამიწის ქერქში ასევე


გავრცელების მიხედვით კი 21-ე. საშუალო კონცენტრაციით 100 მგ/კგ-ზე. მაქსიმალური
დასაშვები კონცენტრაცია სასმელ წყალში 0.10 მგ/ლ, რაც განპირობებეულია Cr(VI)- ის

15
ტოქსიკური ეფექტისა და Cr(III)-ის Cr(VI)-ად დაჟანგვის პოტენციური შესაძლებლობის
გამო.

ბიორემედიაცია Cr(VI)- ის Cr(III)-ში დეტოქსიკაციის ეფექტური შესაძლებლობაა, რის


შედეგადაც წარმოიქმნება ხსნადი ორგანო Cr(III) კომპლექსები (ციტრატ-Cr (III)> მალატ-
Cr (III)> ჰისტიდინ-Cr (III)). ცნობილია რომ, ძუძუმწოვრების უჯრედებში ფორმირდება
სტაბილური DNA-Cr(III) კომპლექსი, რომელიც აფერხებს დნმ ის რეპლიკაციას და
იწვევს მუტაციებს, რაც ქრომის ორგანული ლიგანდების მიმართ აფინურობის
მტკიცებულებაა.[ CITATION Bad11 \l 1033 ].

თუთია (Zn)

თუთია – მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეორე ჯგუფის,


მეოთხე პერიოდის ელემენტი, ატომური ნომერია 30.

ელემენტის კატეგორია გარდამავალი მეტალი; განიხილება


ასევე როგორც პოსტ-გარდამავალი
მეტალის ალტერნატივა
ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი 12, 4, d
ატომური მასა 65.38(4) გ მოლი-1

თუთია ბუნებაში, როგორც თვითნაბადი მეტალი არ გვხვდება. თუთიას მოიპოვებენ


პოლიმეტალური საბადოებიდან, რომელიც შეიცავს 1-4% Zn-იას სულფიდის სახით,
ასევე Cu, Pb, Ag, Au, Cd, Bi.

თუთია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ელემენტია.


თუთია ფერმენტების შემადგენლობაში შედის, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით
პროცესებში. ის ნერვული და შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
იგი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ჰორმონულ ფუნქციათა რეალიზებაში. თუთია
ის მიკროელემენტია, რომელსაც შეიცავს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზის

16
გადამწყვეტ რეაქციაში მონაწილე ფერმენტი, აგრეთვე სუპეროქსიდდისმუტაზა -
მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტი. ის უშუალოდ ახდენს გავლენას
ინსულინის პროდუქციასა და ფუნქციობაზე და ამით ინსულინდამოკიდებული
პროცესების მთელ სპექტრზე. თუთია შედის ასობით მეტალოფერმენტის აქტიური
ცენტრის სტრუქტურულ შემადგენლობაში. ის აუცილებელია დნმ და რნმ-
პოლიმერაზების ფუნქციობისთვის, რომლებიც ახორციელებენ მემკვიდრეობითი
ინფორმაციის გადაცემას, ცილების ბიოსინთეზს (წარმოქმნას) და ორგანიზმის
რეპარაციულ (განახლების) პროცესებს აკონტროლებენ.

1გრ თუთიის სულფატს ZnSO4 შეუძლია გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. ქლორიდები,


სულფატები და თუთიის ჟანგი შეიძლება წარმოიქმნას საკვები პროდუქტების თუთიის
ან მოთუთიებულ ჭურჭლში შენახვისას. თუთიის სულფატით ZnSO4 მოწამვლა იძლევა
ანემიის ნათელ სურათს, ზრდის შეფერხებას.

სპილენძი (Cu)

სპილენძი ქიმიური ელემენტია (ლათ. cuprum). მისი ატომური ნომერია - 29.

ელემენტის კატეგორია გარდამავალი მეტალი


ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი 11, 4, d
ატომური მასა 63.546(3) გ მოლი-1

სპილენძი ბუნებაში გვხვდება როგორც ნაერთების ისე თვითნაბადი სახით.

ნაერთებში სპილენძი ავლენს ორ ჟანგვით ხარისხს: ნაკლებად სტაბილური ჟანგვის


ხარისხი Cu+ და შედარებით უფრო სტაბილური Cu2+, რომელიც იძლევა ლურჯ და
მოლურჯო-მომწვანო ფერის მარილებს. უჩვეულო პირობებში შესაძლებელია მიღებულ
იქნას ნაერთი ჟანგვის ხარისხით +3 და +5.

სპილენძისა და მისი შენადნობების ბაქტერიციდული თვისება ადამინისთვის ცნობილია


უძველესი დროიდან. ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლისათვის სპილენძი

17
აუცილებელი და მუდმივი ელემენტია. მას ადამიანის ორგანოებიდან ყველაზე დიდი
რაოდენობით ლულოვანი ძვლები და ღვიძლი შეიცავს. 100 მლ სისხლში 0.1 მგ
სპილენძია. სპილენძი შედის დამჟანგავი ფერმენტების (ტიროზინაზა, ლაქტაზა,
ასკორბინოქსიდაზა) შედგენილობაში და აჩქარებს ატმოსფერული ჟანგბადით შესაბამისი
სუბსტრატის ჟანგვას, თუმცა სპილენძის, როგორც დამჟანგავის, ბიოლოგიური აქტივობა
ყველაზე მეტად ცილოვან ნაერთებში მჟღავნდება.

სპილენძი(Cu+2) აუცილებელი მძიმე მეტალია. 0.1ppm ზე მაღალი კონცენტრაციით


სპილენძი ტოქსიკურ ეფექტს ავლენს.

I.3. მიკროორგანიზმები, როგორც ბიოსორბენტი

ცნობილია ბაქტერების, სოკოების, წყალმცენარეებისა და მცენარეების მიერ მძიმე


მეტალების ადსორბციის პოტენციალი (Kratochvil and Volesky, 1998; Chang and Hong, 1994).

ბაქტერიები არიან ყველაზე მეტად მდიდარი და მრავალფეროვანი მიკროორგანიზმები.


ბაქტერიების ბიოსოერბენტად გამოყენება ხდება მცირე ზომისა და გარემო პირობების
მიმართ რეზისტენტობის გამო. ბევრი სახეობის ბაქტერია (Bacillus, Pseudomonas,
Streptomyces, Escherichia, Micrococcus), ტესტირებულია სადაც მეტალთა ათვისების
სიმძლავრე მეყეობს 568- დ ან 0.70 mg g-1.მდე.

ბაქტერიის უჯრედის კედელი, როგორს ხელატური აგენტი (ხელაცია- მეტალთა იონების


მოცილების ქიმიური პროცესი) ეფექტურია. ბაქტერიების უჯრედის კედელი შეიცავს
პოლისაქარიებს, რომელებიც ადვილად აკავშირებს ამინო, კარბოქსილის, ფოსფატის,
სულფატის ჯგუფებს მეტალებთან.

I.3.1. ციანობაქტერია (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე)

18
ციანობაქტერია (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე) ბაქტერიათა ერთ-ერთი ტიპის
წარმომადგენელი, რომელიც ენერგიას იღებს ფოტოზინთეზის მეშვეობით და
წარმოადგენს ერთადერთ პროკარიოტს, რომელსაც შეუძლია აწარმოოს ჟანგბადი.

სახელი ციანობაქტერია ბერძნული წარმოშობისაა და დაკავშირებულია მის


შეფერილობასთან, κυανός (kyanós) ნიშნავს ლურჯს. ციანობაქტერია ასევე ცნობილია
როგორც ლურჯ-მწვანე წყალმცენარე. იგი პროკარიოტების მსგავსად არ შეიცავს
მემბრანით დაფარულ ორგანელებს.

ციანობაქტერია აერთიანებს მაფოტოსინთეზირებელ, აზოტმაფიქსირებელ ბაქტერიებს,


რომელბიც ცხოვრობენ მრავალფეროვან ჰაბიტატებში, როგორიცაა ტენიანი ნიადაგი და
წყალი. თავისუფლად მცოვრები ან სიმბიოზში მცენარეებთან, ან ლიქენებთან.
ციანიბაქტერიები გვხვდება თითქმის ყველა ნიადაგისა და წყლის გარემოში- ოკეანეეში,
მტკნარ წყალში, ტენიან ნიადაგში, უდაბნოში, ანტარქტიკულ ყინულში.

წყალში მცხოვრები ციანობაქტერიებიები ცნობილია თვალსაჩინო ყვავილობით, მტკნარ


ისე ზღვის წყალში, ლურჯ-მწვანე შეფერილობით.

ციანობაქტერია (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე), როგორც პროკარიოტი, არ შიცავს ბირთვს.


ფოტოსინთზი მიმდინარეობს უჯრდის გარე მემბრანაზე - თილაკოიდებში.
ციანობაქტერიის შეფერილობას განაპირობებს ფიკობილიბროტეინები, პიგმენტი
ფიკოციანინი. კაროტინოიდებისა და ფიკოერითრინის შემცველობა კი განაპირობებს
წითელ-მურა შეფერილობას.

ფოტოსინთზეის პროცესში ციანობაქტერია წყალს იყენებს, როგროც ელეტრონების


დონორს და წარმოქმნის ჟანგბადს.

ცნობილია ციანობაქტერიების 2,000 მდე სახეობა, რომელბიც ფართოდაა გავცელებული


როგორც მტკნარ ისე ზღვის წყლებში.

სამეფო- ეუბაქტერია; ტიპი- ციანობაქტერია; რიგები- Nostocales, Oscillatoriales,


Pleurocapsales, Spirulinales ,Synechococcales ,Incertae sedis, Gunflintia

19
სურათი 5. 16D rRNA-ზე დაფუძნებული ფილოგენეტიკური ხე; (After Olsen et.al 1994)

I.3.3.1. Spirulina platensis (ციანობაქტერია)

ციანობქტერიები მიღებულია ჩავთვალოთ, როგორც მეტალთა ინდიკატორები


გარემომცველ გერემოში.

Spirulina platensis (ციანობაქტერია) ლურჯ-მწვანე წყალმცენარე, რომელიც უხსოვარი


დროიდან გამოიყენება საკვებად. ცხრილში 1 და 2 წარმოდგენილია მინერალებისა და
პიმენტების შემცველობა სპირულინას ფხვნილში [1].

ცხრილი1. მინერალების შემცველობა სპირულინას ფხვნილში

მინერალები მგ 100გ(-1)
Ca 700
Cr 0.28
Cu 1.2
Fe 100
Mg 400
Mn 5.0
P 800
Pottasium 1400
Na 900
Zn 3.0

20
ცხრილი 2. პიგმენტები სპირულინას ფხვნილში

პიგმენტები mg 100g(-1)
კაროტინოიდები 370
ქლოროფილი a 1000
ფიკოციანინი 14 000

ლურჯ-მწვანე წყალმცენარე, იგივე ციანობაქტერია Spirulina platensis უიშვიათეს


პროდუქტს მიეკუთვნება. მდიდარია ისეთი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით,
როგორიცაა: A(რეტინოლი), B1(თიამინი), B2(რიბოფლავინი), B6(პირიდოქსინი),
B12(ციანოკობალამინი), B5(პანტოთენის მჟავა), B9(ფოლიუმის მჟავა), E(ტოკოფეროლი),
H(ბიოტინი), Fe(რკინა), Mn(მანგანუმი), Cu(სპილენძი), Zn(თუთია), Mo(მოლიბდენი),
Se(სელენი). სპირულინა პლატენსის 70% ცილებიდან 14%-მისი ძირითადი ცილა C-
ფიკიციანინია, რომელიც გლობულარული ცილაა.

ლურჯ-მწვანე წყალმცენარის სპირულინა პლატენსი განსაკუთრებით საინტერესოა Cr3+,


Cd2+ and Cu2+ იონების ბიოსორბცის შესაძლებლობის გამო. მას ასევე გააჩნია შემდეგი
მეტალების K, Mg, Ca, Fe, Sr, Co, Cu, Mn, Ni, V, Zn, As, Cd, Mo, Pb, Se, Al ათვისების უნარი.

მითითებულ სამუშაოში [2,3] ნაჩვენებია რომ spirulina ხასიათდება კადმიუმის


ბიოსორბციის უნარით. S. Platensis შეიცავს Hg და Pb ,რომელიც აღებულია გარემოდან
[3], შემდგომმა შესწავლამ ცხადყო, რომ მას გარემოდან სხვა მეტალების ადსორბციაც
შეუძლია[4]. კარბოქსილური ჯგუფებიც იკავშირებს მატალთა იონებს ციანობაქტერიაში
[5], ნაჩვენები იქნა, რომ მძიმე მეტალთა Cd(II), Cu(II), Zn(II) ბიოსორბცია ზღვის
წყალმცენარის Sargassum fluitans მიერ დაკავშირებულია პროტონის
გამოთავისუფლებასთან[125]. ჩატარებულ ექსპერიმენტებში წონასწორობისას შეკავშრება
მეტალთა იონების და პროტონების ხდებოდა pH-ის მუდმივი კონტორლის ქვეშ.

სპირულინას შესწევს უნარი დაიკავშიროს მძიმე მეტალთა იონები (მიუხედავად მაღალი


კონცენტრაციისა) Cr+3, Cu+2 , Cd+2. [ CITATION Tri14 \l 1033 ]

21
ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მიკროწყალმცენარე (ციანობაქტერია) Spirulina platensis
გამოიყენება ბიოსორბენტად წყლხსნარებში, სპილენძისგან გასათავსიუფლების პროცესი
დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე, როგორიცაა pH, კონტაქტის დრო,
ტემპერატურა, ადსორბენტისა და მშრალი ბიომასის კონცენტრაცია.

მაფოტოსინთეზირებელი პიგმენტების დახასიათება

ცნობილია სამი კლასის მაფოტოსინთეზირებელი პიგმენტები 1. ქლოროფილი - მწვანე


პიგმნეტი, სტაბილური მრგვალი ფორმის მოლეკულა, სადაც ელექტრონები
თავისუფლად მიგრირებენ. რადგან ელექტრონთა გადაადგილება თავისუფალია მათი
დაკარგა იოლად ხდება და ენერგია გადაემცემა ერთი მოლეკულიდან სხვა მოლეკულებს.
ყველა მცენარე, წყალმცენარე და ციანობაქტერია შეიცავს მაფოტოსიენტეზირებელ
პიგმენტ chlorophyll "a"ს . მეორე ტიპის ქლოროფილი- chlorophyll "b" წარმოდგენილია
მწვანე წყალმცენარესა და მცენარეებში.

2.კაროტინოიდები, როგორც წესი არიან წითელი, სტაფილოსფერი, ან ყვითელი


პიგმენტები და შედიან კაროტინების ოჯახის შემადგენლობაში. აღნიშნული ნაერთები
შედგება ორი პატარა ექვს ნახშირბადიანი რგოლისგან. არ იხსნებიან წყალში და
ემაგრებიან უჯრედის მემრანას. კაროტინოიდები აბსორბირებულ ენერგიას გასასცემენ
ქლოროფილს, სწორედ ამიტომ იწოდენიან, როგორც დამატებითი პიგემტები.

3.ფიკოციანინი (ფიკობილიპროტეინი) - წყალში ხსნადი პიგნეტი, მდებარეობს


ციტოპლაზმაში ან ქლოროპლასტის სხეულში. იგი გვხვდება მხოლოდ
ციანობაქტერიებსა და როდოფიტებში. ფიკობილინები pycocyanin და phycoerythrin
ფლუორესცირებს კონკრეტულ ტალღის სიგრძეზე. ისინი შთანთქავენ სინათლის
ენერგიას და გამოასხივებენ სინათლეს მცირე დიაპაზონის ტალღის სიგრძეზე.

I.3.3.2 ართრობაქტერია (Arthrobacter)

22
სურათი 7. ართრობაქტერია, განვითარების ქრონოლოგიური ცვლილებები a- დან d- კენ;

Bars= 10um (Jones & Keddie, 2006)

Arthrobacter-ის სახეობები გრამ დადებითია, ჩხირისებრი ფორმისანი ექსპონენციალური


ზრდის ფაზაში, ხოლო სტაციონალურ ფაზაში კოკების სახით. მიეკუთვნება
აქტინომიცეტების რიგს, ძირითადად მოიცავს ნიადაგის ორგანიზმებებს (ნიადაგის
მიკროორგანიზმთა 60-90% ართრობაქტერიები შეადგენს). ობლიგატური აერობები და
ქემოორგანოტროფებია (Holt et al., 1994). სახელწოდება ბერძნული წარმომავლობისაა და
„პატარა შეერთებულ ჯოხს გულისმობს“.

Arthrobacter-ის სახეობები გამოყენებულია პესტიციდებითა და ჰერბიციდებით


დაბინძურებული მიწისქვეშა წყლების ბიორემედიაციაში (Mongodin et al., 2006). მათ
შესწევთ უნარი დშალონ ორგანული ნაერთები, როგორიცაა ფენოლები, ჰერბიციდები და
პესტიციდები. (Madigan, et al., 2012) ზოგიერთს კი შეუძლია გარდაქმნას გარკვეული
ტიპის მდგრადი დამაბინძურებლები, როგორიცაა ექვსვალენტიანი ქრომი. (Megharaj, et
al., 2003).

ცნობილია გარემოში ექვსვალენტიანი ქომის Cr(VI)სა და 4- ქლორფენოლის რაოდენობის


შემცირების უანრის მქონე სახეობები A. crystallopoietes და A. Chlorophenolicus, რაც
მიუთითებს მათ ბიორემედიაციულ როლზე. ასევე ერთ-ერთი შტამი Arthrobacter sp. R1

23
იზრდება გარემოში, რომელიც შეიცავს სხვა და სხვა არომატული ნაერთებს
(ჰიდორქსიბენზოატები ). რეზისტენტულნი არაიან მკაცრი გარემო პიროებების მიმართ,
როგორიცაა გაუწყლოვება და ნუტრიენტების ნაკლებობა, ან არარსებობა. (Madigan et al.,
2012)

სურათი 8. ზე არწერილია Cr VI ის აღდგენის პროცესი ნახშირის შემცველ ნიადაგში.


Cr(VI) აღდგება Cr(III) ში ჟანგვა აღდგენითი რეაქციების ხარჯზე. ხოლო Cr(III) ის
შემცირება აიხსნება მისი ადსორბციითა და პრეციპიტაციით Cr(OH) 3 ნაერთის
წარმოქმნით, რომლის მიღებაც დაკავშირებულია Cr(VI) ის აღდგენის დროს
გამოთავისუფლებულ OH- იონებთან.

სურათი 8. ქრომის ერთდროულად აღდგენა და იმობილიზაცია (biochar (ხის ნახშირი)) ნახშიბად


შემცველ ნიადაგში (fromBolan et al. 2013)[ CITATION Xia13 \l 1079 ]

II. ექსპერიმენტული ნაწილი

ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა სპირულინა S. platensis და ართრობაქტერიები:


Arthrobacter spp. 61B, Arthtobacter globiformis 151B.

S. platensis IPPAS B-265 ტიპის, მიღებულ იქნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კ.


ტიმირიაზევის სახელობის მცენარეთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტიდან. აღნიშნული
წყალმცენარის კულტივირება წარმოებს Zarrouk [1] მკვებავ გარემოში (pH 8) მუდმივი

24
0
განათებისას 30-40 C ტემპერატურის დაცვისას, ხოლო ართრობაქტერიები მცენარეთა
ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის კოლექციიდან.

ცხრილი 3. S.platensis კულტივაციისათვის საჭირო საკვები არის მინერალური


შემცველობა :

N ქიმიური ნივთიერებების წყარო შემცველობა გ/ლ

მაკროელემენტების შემცველი რეაგენტები

1 NaHCO3 13.61

2 Na2CO3 4.03

3 K2HPO4 0.5

4 NaNO3 2.5

5 K2SO4 1.2

6 NaCl 2.0

7 MgSO4 0.2

8 CaCl2x2H2O 0.04

9 FeSO4x7H2O 0.01

10 Na EDT 0.008

მიკროელემენტების შემცველი რეაგენტები

1 H3BO3 2.86x10-3

2 MnCl2x4H2O 1.81x10-3

3 ZnSO4x7H2O 0.22x10-3

4 CuSO4x5H2O 8x10-5

5 MoO3 15x10-6

6 NH4VO3 23x10-6

7 K2Cr2(SO4)3x2H2O 96x10-6

8 NiSO4x7H2O 48x10-6

25
9 Na2WO4x2H2O 18x10-6

10 Ti2(SO4)3 40x10-6

11 Co(NO3)2x6H2O 44x10-6

(L. Mosulishvili, A.Belokobilsky, E.Gelautashvili, A.Rcheulishvili, N. Tsibakhashvili ; THE STUDY OF


THEMECHANISM OF CADMIUM ACCUMULATION DURING THE CULTIVATION OF SPIRULINA
PLATENSIS; 107 (1997) )

Arthrobacter ბაქტერიული Arthrobacter globiformis 151 B და Arthrobacter sp. 61 B.


წარმოადგენენ ქართულ შტამებს.

Arthrobacter მკვებავ გარემო: 10გ გლუკოზა, 10გ პეპტონი, 1გ საფუარის ექსტრაქტი, 2გ


კაზეინის მჟავის ჰიდროლიზატი, 5გ NaCl და 1ლ დისტილირებული წყალი.

შტამების (Arthrobacter globiformis 151B, Arthrobacter sp. 61B) კულტივირება ხდება


ნუტრიენტებით გამდიდრებულ საკვებ არეში. [7]. უჯრედების ცენტიფუგირება ხდება
12000 rpm f 10 წთ და ირეცხება სამჯერ ფოსფატ ბუფერში (pH 7.1). ცენტრიფუგირებული
უჯრედები შრება სუპერნატანტის გარეშე The centrifuged cells were dried without the
supernatant solution until constant weight. სედიმენტაციის შემდგომ (დეჰიდრირებული)
უჯრედთა (მშრალი წონა) ხსნარების მომზადება ხდება დიალიზისათვის ფოსფატ
ბუფერში. აღნიშნული ბუფერი გამოიყენება ყველა ექსპერიმენტში. Spirulina platensis
IPPAS B-256 შტამის კულტივირება ხდება ზარუზას სტანდარტულ alkaline water-salt
ნიადაგში, 34ºС-ზე, illumination ∼ 5000 lux, საწყისი рН 8.7 and at constant mixing [8].
K2CrO4 was Analytical grade.

ექსპერიმენტის წინ სადიალიზო კიუვეტები ირეცხება სარეცხი ფხვნილით, ბამბის


დახმარებით, შემდეგ 400 გ წყალში ვხსნით 2 გ EDTA – ს, ვტოვებთ შიგნით 1 დღის
განმავლობაში, შემდგე კარგად ვრეცხავთ დისტილატით. ექსპერიმენტამდე 1 დღე
ვტოვებთ ბიდისტილატში.

წონასწორული დიალიზის ექსპერიმენტები ტარდებოდა 5მლ მოცულობის ცილინდრულ


კიუვეტებში, რომლებიც დამზადებულია ორგანული მინისაგან. გამყოფად გამოყენებული

26
იქნა ცელოფანის მემბრანა სისქით 30მკმ ,,Visking” ტიპის ფირმა ,,Serva’’. დიალიზის
ხანგრძლივობაა 72სთ. ექსპერიმენტები ტარდებოდა 20-23 0 C ტემპერატურაზე.

წონასწორული დიალიზისას მაკრომოლეკულა იმყოფება მემბრანის ერთ მხარეს და


მისთვის მემბრანა გაუმჭვირია, ხოლო მეტალთა იონები თავისუფლად დიფუნდირებენ
მემბრანის ორივე მხარეს თუ ხსნარში გვხვდება არა მხოლოდ ერთი ტიპის კათიონები და
ანიონები, არამედ რამდენიმე, ცხადია ელექტრონეიტრალურობის განტოლებაში
გათვალისწინებული უნდა იქნას დანარჩენ იონთა კონცენტრაციებიც. თუმცა ამ
სირთულის დაძლევა შესაძლებელია, როდესაც ერთი ტიპის ანიონები და კათიონები
ჭარბადაა, ისე რომ წილი დანარჩენი იონების შესაძლოა უგულებელვყოთ, რასაც ჩვენს
შემთხვევაში აქვს ადგილი.

ანალიზი განხორციელდა ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრის ,,Analyst-900’’ (Perkin


Elmer) გამოყენებით. შემდეგ ტალღის სიგრძეებზე. Zn-213.8 ნმ, Cr-357.9 ნმ.

სურათი 9. სადიალზო კიუვეტები და მოწყობილობა, რომელშიც ისინი არის მოთავსებულული

27
დიალიზისათვის საჭირო მემბრანების მომზადება

მემბრანას ვრეცხავთ დისტილატში, ვადუღებთ 10 წთ NaHCO3- ის ხსნარში (2გ/100მლ


წყალში), ვადურებთ 10 წთ 1 მოლ EDTA- ში, შემდგომ ირეცხება წყალში, შემდგომ 10 წთ
დისტილატში, ექსპერიმენტამდე 1 დღე ვაჩერებთ ბიდისტილატში. სურათი 9. ზე
ვხედავთ სადიალიზო კიუვეტებსა და მოწყობილობას, რომლეშიც თავსება
დიალიზისათვის გამზადებული კიუვეტები.

სტანდარტები

ZnSO4 , M(ZnSO4)=161 მგ/მლ

Cr (VI) M(K2Cr2O7)=294 მგ/მლ

CrCl3 ?

Enative (ნატიური ექსტინქცია) ქრომოფორის გამოთვლილი Kufer da Sheer -ის მიერ

620 ნმ  99 000 სმ-1

Kufer ans Sheer, Noppe-Seylers. Z.physiol.Chem. 360, 934-956 (1979)

მონაცემთა ანალიზი

მიუხედავად კომპიუტერული პროგრამების გამოყენებისა ბმის კონსტანტების


განსასაზღვრავად, ამ უკანასკნელთა განსაზღვრა გაწრფივების მრუდებით უფრო
მიღებული ფორმაა, ალბათ მათი გამჭირვალობის გამო. აქედან გამომდინარე მონაცემთა
გრაფიკული ანალიზი განხორციელდა ფრეიდლიხის [7] განტოლების დახმარებით.

C b= K C t 1/n

28
სადაც C b მეტალის კონენტრაციაა ადსორბირებული ბაქტერიის ცოცხალი ან მკვდარი
უჯრედების მიერ მგ/გ მშრალ წონაზე.

Ct მეტალის წონასწორული კონცენტრაციაა ხსნარში (მგ/ლ). K ემპირიული მუდმივაა,


რომელიც გვიჩვენებს logC b როგორც log C t ფუნქციას.

1/n ასევე ემპირიული მუდმივაა და წარმოადგენს ადსორბციის ინტენსივობის


მაჩვენებელს. აბსორბციის იზოთერმები, დამუშავებული იქნა როგორც
დამოკიდებულება logC b -სა დ ა log C t შორის.

ორ ნაწილაკს შორის ურთიერთქმედების სიმტკიცე ხასიათდება შეკავშრების


კონსტანტით, რომელიც განისაზღვრება განტოლებით

X+P PX

K=[PX ] / [P] [X]

-
შეკავშირების კონსტანტა გამოსახება ლიტრი/მოლი , ან მოლ-1 . ის სიმტკიცის
პირდაპირი საზომია- რაც მეტია კონსტანტა , მით მეტია ურთიერთქმედება.

შეკავშირების კონსტანტებთან (ასოციაციის კონსტანტა) ერთად ხშირად გამოიყენება


დისოციაციის კონსტანტა K ასოციაცია = 1/ K დისოციაცი.

თუ შეკავშირების კონსტანტა 10-4 , ეს ნიშნავს რომ კომპლექსის შემადგენლობაში


იმყოფებოდა მოლეკულათა 38 %.

ფიკოციანინის კონცენტრაცია შეიძლება განისაზღვროს შემდეგეი განტოლებიდან :

[PC]=[OD615-0.472xOD652] / 5.34

სადაც [PC] არის c ფიკოციანინის კონცენტრაცია (მგ/მლ),OD615 -ოპტიკური სიმკვრივე 651


ნმ-ზე და OD652 ასევე ოპტიკური სიმკვრივე 652 ნმ-ზე.

29
λ = 615 ნმ OD=2.68

λ = 652 ნმ OD=2.55

PC = 0.28 მგ/მლ

სპირულინაში ფიკოციანინის მაქსიმალური დაოდენობა არის 17,5% (w/w)

[A.Patel, S.Mishra, R.pawar, P.Ghosh. Protein Expression and Purification. 2005, 40, 248-255]

ზემოთთქმულის გათვალისწინებით სპირულინას კონცენტრაცია იყო 1.6 მგ/მლ.

III. შედეგები და მათი განხილვა

სურათი 10. Spirulina platensis მიკროსკოპული სურათი

30
440 nm
3.5

681 nm
3.0
A b s o rb a n c e

621nm

2.5

2.0

1.5 S.platensis

1.0
300 400 500 600 700 800 900
Wavelength (nm)

სურათი 11. S. platensis შთანთქმის სპექტრი

სურათზე წარმოდგენილია S.platensis შთანთქმის სპექტრი 380-850 ნმ ტალღის სიგრძეთა


დიაპაზონში. აბსცისატა ღერძზე გადაზომილია ტალღის სიგრძე, ხოლო ორდინატთა ღერძზე
შთნთქმის ინტენივობა. როგორც ნახაზიდან ჩანს შთანთქმის ინტენსივობის მაქსიმუმი
დაიკვირვება 440 ნმ, 621ნმ, 681 ნმ ტალღის სიგრძეებზე. ლიტერატურისდან ცნობილია და
ნურათი.12- დანაც ჩანს რომ ეს ინტენსივობები შეესაბება კაროტიონოიდებს , ფიკოციანინსა და
ქლოროფილს.

31
სურათი 12. Spirulina platensis კომპონენტთა შთანთქმის სპექტრები ხილულ არეში

4.0
440 nm

3.5
A b so rb a n ce

681 nm
3.0
1
621nm
2.5

8
2.0

1.5
Cr(III)-S.platensis
1.0
300 400 500 600 700 800 900
wavelength (nm)

32
სურათი 13. Cr(III) ის გავლენა სპირულინა პლატენსის შთანთქმის ინტენსივობაზე 1 8 0-:8 მლ
მოლი.

სურათი 13. ზე ნაჩვენებია სპირულინას უჯრედებზე სამვალენტიანი ქრომის იონების გავლენა.


როგორც ნახაზიდან ჩანს ქრომის იონების დამატებით მცირდება შთანთქმის ინტენსივობა 440ნმ,
621ნმ, 681 ნამ ტალღის სიგრძეზე. ეს ცვლილება არ ატარებს მკაფიო ხასიათს, ხოლო 440 ნმ ზე
ადილი აქვს სტრუქტურის რღვევას. 621 და 681 ნმ ზე შთანთქმის ინტენსივობის ცვილებები
ვიზულაურად ნაჩვენებია შემდეგ ნახაზებზე. აბსცისათა ღერძზე გადაზომილია მეტალის იონის
კონცენტრაცია, ხოლო ორდინატთა ღერძზე შთანთქმის პროცენტული წილი. აშკარაა 621 ნმ ზე
შთნთქმის ინტენსივობა ნელა ეცემა და 8 მლ მოლი კონცენტრაციისას გადის გაჯერებაზე. 681 ნმ
ზე (სურათი 15) მეტალის იონის კონცენტრაციის ზრდის უკუპროპორციულად მცირდება
შთანთქმის ინტენსივობა.

შთანთქმის ინტენსივობის ცვლილებები 621 ნმ ტალღის სიგრძეზე

100.00
100 94.12 95.22 93.75
90.44 89.71
შთანთქმის პროცწნტული იწლი %

90 87.50 84.56 85.66


80
70
60
50
40
30
20
10
0
0 1 2 3 4 5 6 7 8
მეტალის იონის კონცენტრაცია

სურათი 14. შთანთქმის ინტენსივობის ცვლელება 621 ნმ ტალღის სიგრძეზე Cr (III) ის


კონცენტრაციის ცვლილებისას (0:-8 მლ მოლი)

33
შთანთქმის ინტენსივობის ცვლილებები 681 ნმ ტალღის სიგრძეზე

შთანთქმის პროცენტული წილი % 120

100.00
100 93.27 92.26 88.89
84.51 83.16 79.80 77.10 76.77
80

60

40

20

0
0 1 2 3 4 5 6 7 8
მეტალის იონის კონცენტრაცია

სურათი 15. Cr (III) ის კონცენტრაციის ცვლილებისას (0 :- 8 მლ მოლი) შთანთქმის ინტენსივობის


ცვლელება 681 ნმ ტალღის სიგრძეზე

რაოდენობრივად სამვალენტიანი ქრომის ურთიერთქმედება სპირულინას უჯრედებთან


ხასიათდება შეკავშირების კონსტანტით, რომელიც ჩვენს მიერ გამოთვლილი იქნა
ფრეიდლიხის განტოლების დახმარებით. გრაფიკულად ეს დამოკიდებულია ნაჩვენებია
შემდეგ ნახაზზე. ნახაზზე ნაჩვენები წერტილები ექსპერიმენტულია, ხოლო ამ
წერტილებზე გავლებული წრფე მიღებულია ფრეიდლიხის განტოლების დახმარებით,
საიდანაც გამოთვლილი იქნა შეკავშირების კონსტანტა.

34
-4.92

-4.93

-4.94
logCb

-4.95 Cr(III)-S.platensis

-4.96 621 nm
y=-4.84+0.04x

-4.97 R 0.84

-3.0 -2.8 -2.6 -2.4 -2.2 -2.0


logCt

ნახატი 16. ბიოსორბციის იზოთერმა Cr(III)-S.platensis კომპლექსისათვის ფრეიდლიხის


კოორდინატებში

-4.88

-4.90

-4.92 Cr(III)-S.platensis
Log Cb

681 nm
-4.94
y=-4.912+0.0018x

-4.96 R= 0.61

-4.98
-30 -25 -20 -15 -10 -5 0
Log Ct

სურათი 17. ბიოსორბციის იზოთერმა Cr(III)-S.platensis კომპლექსისათვის ფრეიდლიხის


კოორდინატებში

35
6

A bsorbance 5

4
440 nm
681 nm
3 621nm
1

2
8
1 Cr(VI)-S.platensis

300 400 500 600 700 800 900


wavelength (nm)

სურათი 18. Cr(VI)ის გავლენა სპირულინა პლატენსის შთანთქმის ინტენსივობაზე 1 8 0-:8 მლ


მოლი.

სურათი 18. ასახავს სპირულინას უჯრედებზე ექვსვალენტიანი ქრომის იონების გავლენა.


ქრომის იონების დამატებით მცირდება შთანთქმის ინტენსივობა 440ნმ, 621ნმ, 681 ნმ ტალღის
სიგრძეზე. 440 ნმ ზე სტრუქტურის რღვევას აქვს ადგილი. 621 და 681 ნმ ზე შთანთქმის
ინტენსივობის ცვილებები მკაფიოა და ვიზულაურად ნაჩვენებია შემდეგ ნახაზებზე, სადაც
აბსცისათა ღერძზე გადაზომილია მეტალის იონის კონცენტრაცია, ხოლო ორდინატთა ღერძზე
შთანთქმის პროცენტული წილი. 621 და 681 ნმ ტალღის სიგრძეებზე 1-დან 8 მლ მოლ
კონცენტაციაზე (სურათები 18 და 19) აშკარაა შთანთქმის ინტენსივობის ნელ-ნელა დაცემის
ტენდენცია და საბოლოოდ ხდება გაჯერება.

36
შთანთქმის ინტენსივობის ცვლილებები 621 ნმ ტალღის სიგრძეზე
100.00
შთანთქმის პროცენტული წილი %

100
90 85.29
78.68 75.74
80 72.79
68.01
70 63.24 60.66 58.09
60 55.88
50
40
30
20
10
0
0 1 2 3 4 5 6 7 8 9
მეტალის იონის კონცენტრაცია

სურათი 19. Cr (VI) ის კონცენტრაციის ცვლილების (0 :- 9 მლ მოლი) შთანთქმის ინტენსივობის ცვლელება


621 ნმ ტალღის სიგრძეზე

შთანთქმის ინტენსივობის ცვლილებები 681 ნმ ტალღის სიგრძეზე


შთანთქმის პროცენტული წილი %

120
100.00
100
85.19
79.46
80 75.08 72.05
67.68 63.97 61.62 58.59
60 56.57

40

20

0
0 1 2 3 4 5 6 7 8 9
მეტალის იონის კონცენტრაცია

სურათი 20. Cr (VI) ის კონცენტრაციის ცვლილების (0 :- 9 მლ მოლი) ფონზე შთანთქმის ინტენსივობის


ცვლელება 681 ნმ ტალღის სიგრძეზე

როგორც სამვალენტიანი ქრომის შემთხვევაში, Cr(VI) ის ურთიერთქმედება სპირულინას

უჯრედებთან რაოდეობრივად ხასიათდება შეკავშირების კონსტანტით, რომელიც ჩვენს

მიერ გამოთვლილი იქნა ფრეიდლიხის განტოლების დახმარებით. გრაფიკულად ეს

37
დამოკიდებულია ნაჩვენებია შემდეგ ნახაზზე. ნახაზზე ნაჩვენები წერტილები
ექსპერიმენტულია, ხოლო ამ წერტილებზე გავლებული წრფე მიღებულია ფრეიდლიხის
განტოლების დახმარებით, საიდანაც გამოთვლილი იქნა შეკავშირების კონსტანტა.

-4.70

-4.75

-4.80
Cr(VI)-S.platensis
Log Cb

-4.85
621 nm
y=-4.35+0.2x
-4.90
R=0.956

-4.95
-3.0 -2.8 -2.6 -2.4 -2.2 -2.0
Log Ct

სურათი21. ბიოსორბციის იზოთერმა Cr(VI)-S.platensis კომპლექსისათვის ფრეიდლიხის


კოორდინატებში

38
-4.74
-4.76
-4.78
-4.80
-4.82 Cr(VI)-S.platensis
Log Cb

-4.84
-4.86 681 nm

-4.88
y=-4.378+0.19x
-4.90
-4.92 R=0.97
-4.94
-3.0 -2.8 -2.6 -2.4 -2.2 -2.0
Log Ct

სურათი22. ბიოსორბციის იზოთერმა Cr(VI)-S.platensis კომპლექსისათვის ფრეიდლიხის


კოორდინატებში

39
440 nm
3.5
681 nm
621nm
3.0
2.5
1
A b s o rb a n c e

2.0
1.5
1.0
0.5 2

0.0
-0.5 6
Zn(II)-S.platensis
-1.0
300 400 500 600 700 800 900
Wavelength (nm)

სუ
რათი 23. Zn(II) ის გავლენა S.platensis შთანთქმის ინტენსივობაზე 1->6; 0:-მლ მოლი

სურათი 23. ასახავს Zn(II) იონების გავლენას S.platensis უჯრედებზე, თუთიის იონების
დამატებით მცირდება შთანთქმის ინტენსივობა 440ნმ, 621ნმ, 681ნმ ტალღის სიგრძეებზე,
რაც თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ნახაზებზეც (სურათი 24.,25.,26), სადაც აბსცისათა
ღერძზე გადაზომილია მეტალის იონის კონცენტრაცია, ხოლო ორდინატთა ღერძზე
შთანთქმის პროცენტული წილი. მეტალის ზეგავლენით, სამივე ტალღის სიგრძეზე
შთანთქმის მნიშვნელობები მცირდება, 6 მლ მოლ კონცენტაციაზე კი სრულ გაჯერებას
აქვს ადგილი.

40
შთანთქმის ინტენსივობის ცვლიელბა 440 ნმ -ზე
100
შთანთქმის პროცენტული წილი 100
90
80
70
60
50
40
30 24.7
19.39 18.26
20 11.79
10 7.86

0
0 1 2 3 4 5
მეტალის იონის კონცენტრაცია

სურათი 24. შთანთქმის ინტენსივობის ცვლელება 440 ნმ ტალღის სიგრძეზე Zn(II) ის კონცენტრაციის
ცვლილებისას (0 :- 6 მლ მოლი)

შთანთქმის ინტენსივობის ცვლილება 621 ნმ-ზე

100
100.000
შთანთქმის პროცენტული წილი %

80

60

40

20

0 5.510 3.309
0 1 2 1.103
3 -7.353
4 -10.662
5

-20
მეტალის იონის კონცენტრაცია

სურათი 25. შთანთქმის ინტენსივობის ცვლელება 621ნმ ტალღის სიგრძეზე Zn(II) ის კონცენტრაციის
ცვლილებისას (0 :- 6 მლ მოლი)

41
შთანთქმის ისნტენსივობის ცვლიელბა 681 ნმ-ზე
100.000
შთანთქმის პროცენტული წილი % 100

80

60

40

20 15.152
10.774 8.418
2.020 -2.357
0
0 1 2 3 4 5
-20
მეტალის იონის კონცენტრაცია

სურათი 26. შთანთქმის ინტენსივობის ცვლელება 681 ნმ ტალღის სიგრძეზე Zn(II) ის კონცენტრაციის
ცვლილებისას (0 :- 6 მლ მოლი)

References

42
1.Belay A. Mass culture of spirulina outdoors.- The Earthrise Farms experience. In: Vonshak, A., Ed. Spirulina
platensis (Arthrospira).Physiology, cell-biology and biotechnology. Taylor and Francis.London, 1997, pp. 131-
158.

2.Belokobyl'skii A.I., Tsibakhashvili N.I., Rcheulishvili A.N., Khizanishvili A.I., Mosulishvili L.M. Binding of Cd(II)
ions by C-phycocyanin during Spirulina platensis cell growth. Biofizika. 2001, 46(4),652-655.

3.Slotton D.G., Goldman C.R. and Frank A. Commercially Grown Spirulina Found to Contain Low Levels of
Mercury and Lead, Nutrition Reports International. 1989, 40(2),1165-1172.

4.Bender, J., Gould J.P., Vatcharapijarn Y., Young J.S. and Phillips P. Removal of Zinc and Manganese from
Contaminated Water with Cyanobacteria Mats,Water Environ. Research. 1994, 66(5), 679-683.

5. Gardea-Torresdey J.L., Becker-Hapak M.K., Hosea J.M. and Darnell D.W. Effect of Chemical
Modification of Algal Carboxyl Groups on Metal Ion Binding. Environ. Sci. Technol. 1990, 19, 1372-1379.

H., Freundlich, Adsorption in solutions,Phys.Chem. 1906, 57,384-410. [7]

Arti Hansda, Vipin kumar and Anshumali. 2015. "Biosorption of Copper by Bacterial Adsorbents: A Review."
Envinromental Toxicology 49.

Ayansina Segun Ayangbenro and Olubukola Oluranti Babalola. 2017. "A New Strategy for Heavy Metal
Polluted Environments: A Review of Microbial Biosorbents." Envirinmental Research ans Public Health.

Badal Kumar Mandal, Raviraj Vankayala, and L. Uday Kumar. 2011. "Speciation of Chromium in Soil and
Sludge in the Surrounding Tannery Region, Ranipet, Tamil Nadu." ISRN Toxicology 1-2.

Drora Kaplan. 2013. Absorption and Adsorption of Heavy Metals by Microalgae. Israel.

Gupta Mahendra K.*1, Kumari Kiran, Shrivastava Amita and Gauri Shikha2. 2014. "BIOREMEDIATION OF
HEAVY METAL POLLUTED ENVIRONMENT USING RESISTANT BACTERIA ." Journal of Environmental
Research And Development 883-884.

Jianlong Wang, Can Chen. 2009. "Biosorbents for heavy metals removal and their future." elsevier 2005.

Luciene M. Coelho, Helen C. Rezende, Luciana M. Coelho, Priscila A.R. de Sousa, Danielle F.O. Melo and Nívia
M.M. Coelho. 2015. Bioremediation of Polluted Waters Using Microorganisms.

43
P. Rajendran, J. Muthukrishnan, P. Gunasekaran. 2003. "Microbes in heavy metal remediation." Indian
Journal of Experimental biology 936-942.

Rajesh Dhankhar1. 2011. "Bacterial Biosorbents for Detoxification of Heavy." International Journal of
Advances in Science and Technology 121-122.

Ruchita Dixit , Wasiullah , Deepti Malaviya , Kuppusamy Pandiyan , Udai B. Singh , Asha Sahu , Renu Shukla ,
Bhanu P. Singh , Jai P. Rai , Pawan Kumar Sharma , Harshad Lade and Diby Paul . 2014.
"Bioremediation of Heavy Metals from Soil and Aquatic Environment: An Overview of Principles and
Criteria of Fundamental Processes ." sustainability 2190-2197. [1]

SEDKY H. A. HASSAN, YASSER MAHMOUD AWAD, MOHAMMAD HUMAYUN KABIR, SANG EUN OH AND JIN
HO JOO. 2010. BACTERIAL BIOSORPTION OF HEAVY METALS. january.

T.D. LUCKEY and B.VENUGOPAL. 1977. METAL TOXICTY IN MAMMALS.1 physiologic an chemical bases for
metal toxicity. New York: plenum press.

Tri Retnaningsih Soeprobowati, Riche Hariyati . 2014. "Phycoremediation of Pb+2, Cd+2, Cu+2, and Cr+3 by
Spirulina platensis (Gomont) Geitler ." science publishing group 165-167.

walter Mertz. 1981. "The Essential Trase Elements." science 1332-1338.

Wolfgang Maret . 2016. "The Metals in the Biological Periodic System of the Elements: Concepts and
Conjectures." Molecular Sciences 2-4.

Xiaokai Zhang &Hailong Wang &Lizhi He &Kouping Lu &Ajit Sarmah &Jianwu Li &Nanthi S. Bolan &Jianchuan
Pei &Huagang Huang. 2013. "Using biochar for remediation of soils contaminated with heavy metals
and organic pollutants." Environmental Science and Pollution Research.

უილიამ თიმენი და მაიკლ პალადინო. 2009. ბიოტექნოლოგიის შესავალი . ივ.ჯავახიშვილის


სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Zarrouk C: 1966. Contribution to the cyanophyceae study: influence various physical and chimical factors on
growth and photosynthesis of Spirulina maxima (Setch et Gardner) Geitler extract. Doctorate Thesis, Faculty
of Sciences. University of Paris, France. 146pp.

44
45

You might also like