You are on page 1of 30

ზოგიერთი მეტალის ბიორემედიაციული პროცესების შესწავლა

მიკროორგანიზმების მეშვეობით

შესავალი
გარემო, სადაც ვცხოვრობთ, განსაკუთრებით ინდუსტრიული რევოლუციის შემდგომ,
მუდმივად განიცდის უარყოფით ანთროპოგენურ ზემოქმედებას. უარყოფითი
ზეგავლენა უმეტესწილად გულისმობს ნიადაგის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების,
ჰაერის დაბინძურებას სახიფათო, ტოქსიკური ნარჩენებით.

წყალისა და ნიადაგის დაბინძურება წარმოშობს მძიმე ეკოლოგიურ პრობლემებს. ეს ის


რესურსებიაა, რომელთა სიჯანსაღეზეც დამოკიდებულია სიცოცხლე დედამიწაზე.
სუფთა, ჯანსაღი წყალი და ნიადაგი პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ ცხოვრებასთან.

ნიადაგისა და წყლის რესურსების მრავალ დამაბინძურებელ ნაერთთა შორისაა მძიმე


მეტალები. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ანთროპოგენური ზემოქმედების
შედეგად ძლიერ შეიცვალა ეკოლოგიური მდგომარეობა: გაიზარდა მძიმე მეტალებით
გარემოს დაბინძურების ხარისხი, რაც დღემდე ჯერ კიდევ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ
უმწვავეს პრობლემად. მეტალეთა ჭარბი კონცენტრაციები ცოცხალ ორგანიზმებზე
ავლენენ ტოქსიკურ, მუტაგენურ და კანცეროგენულ ეფექტს; უმრავლესი ორგანული
დამაბინძურებლებისგან განსხვავებით, არ ექვემდებარებიან ბიოდეგრადაციას, ამიტომ
ბუნებრივი რესურსების, აღნიშნულ შემთხვევაში წლისა და ნიადაგის გაწმენდა მძიმე
მეტალებისგან ერთ-ერთ პრიოიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.

ნარჩენების მართვის ტენდენციები 70 -იანი წლებიდან მოყოლებული მათი მდგრადი


მართვის პრიციპით შეიცვალა, რაც გულისხმობს ყველა იმ ზომის გატარებას, რომელიც
უზრუნველყოფს ნარჩენების საზიანო ზეგავლენის შემცირებას ადამიანის
ჯანმრთელობასა და გარემოზე. მწვანე ინჟინერია კი გულიხმბს გარემოსადმი ნაკლებად
მავნე მიდგომების და პრინციპების გამოყენებას, რომელიც თანემდროვე
ტექნოლოგიებთან, ფუნდამენტურ მეცნიერებეთან და საიჟინრო პრაქტიკასთან
ერთობლივობაში მიმართულია ადგილობრივი და გლობალური გარემოს ხარისხის
გაუმჯობესებისაკენ.

ზემოთთქმულ, თანამედროვე გარემოსდაცვით ტენდენციებს სწორად შეესაბამება


რემედიაციული მიდგომები, კერძოდ ბიორემედიაცია - მიკროორგანიზმების
გამოყენებაზე დაფუძნებული ტექნოლოგიები. ბიორემედიაცია მეტალებით
დაბინძურებული გარემოს აღდგენის ერთ-ერთი წარმატებული მეთოდია, სადაც

1
დაბინძურებული გარემოს გასუფთავების პროცესი ცოცხალი ორგანიზმების
საშუალებით მიმდინარეობს. ეს ორგანიზმები პოლუტანტებს შლიან, გარდაქმნიან
ნაკლებად ტოქსიკურ ან არატოქსიკურ ფორმებად.

მიკროორგანიზმები ყველგან არიან წარმოდგენილნი, გასაკუთრებით კი დომინირებენ


მძიმე მეტალებით დაბნძურებულ ნიადაგში, სადაც გარდაქმნიან მეტალებს
არატოქსიკურ ფორმაში. (Ruchita Dixit , Wasiullah , Deepti Malaviya , Kuppusamy Pandiyan ,
Udai B. Singh , Asha Sahu , Renu Shukla , Bhanu P. Singh , Jai P. Rai , Pawan Kumar Sharma ,
Harshad Lade and Diby Paul 2014) [1]

ბაქტერიული ბიომასის მიერ მძიმე მეტალ იონებით დაბინძურებული ნარჩენი წყლების


გასუფთავება ინტენსიურად შეისწავლებოდა და დღესაც შეისწავლება (Hassan et al. 2009 ;
Kao W-C et al. 2008; Tuzen et al. 2008 ; Akhtar et al. 2007; Kadukova and Vircikova, 2005;
Chaisuksant, 2003; Leung et al. 2001; Veglio et al. 1997; Akthar and Mohan, 1995; Fourest et al.
1994; Volesky, 2003, 1994, 1990).

მეტალთა რემედიაციის ეფექტური, შდარებით დაბალი ღირებულებისა და მაღალი


ეფექტურობის მქონე მეთოდია ბიოსორბცია - მეტალებსა და ბიომასას შორის
ურთიერთქმდების პროცესი, სადაც სორბენტი ბიოლოგიური წარმოშობისაა.

მიკროორგანიზმთა, როგორც პერსპექტიული ბიოსორბენტების, მიმართ ინტერესს


ცხადყოფს დიაგრამა 1. სადაც მოცემულია 1995 -2014 წლებში გამოქვეყნებული
სამეცნიერო პუბლიკაციები.

დიაგრამა 1. სამეცნიერო პუბლიკაციები ბიორემედიაციაში გამოყენებული მიკროორგაზმების


შესახებ.

2
მოცემული კვლევის მიზანია მიკროორგანიზმთა, კერძოდ Arthrobacter და Spirulina
platensis, როგორც ბიოსორბენტების კვლევა, In vivo კონტროლირებად ლაბორატორიულ
პირობებში ადსორბცისა და დეტოქსიკაციის უნარის შესწავლა და შეფასება.

I.ლიტერატურის მიმოხლივა
I.1. ბიორემედიაცია

ბიორემედიაციის პროცესი საჭიროებს სამ აუცილებელ კომპონენტს, რაც ქმნის


ბიორემედიაციის სამკუთხეს: მიკროორგანზმები, საკვები და ნუტრიენტები.
მიკროორგანიზმები წაროდგენილნი არიან ყველგან, ისინი საკვებს ითვისებენ
ნიადაგიდან და წლიდან. მიკროორგანიზმებისათვის დამაბინძურებელი აგენტი
დამატებით საკვებს წარმაოდგენს : ნახშიბადის წაროს, რომელიც ზრდისთვის
ესაჭიროება და ასევე ენერგიის წყაროს, რომელიც მიიღება ქიმიური ბმების გაწყვეტისა
და ელექტონთა გადაცემის ხარჯზე (ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები). კონტამინანტი,
რომელიც კარგავს ელექტრონს იჟანდგება და ელექტრონის აქცეპტორი აღდგება.
მიკროორგანზიმები ელექტრონის აქცეპტორად ძირითადად იყენებს ჟანგბადს.
ბიორემდიაცია მიმდინარეობს, როგორც აერობულ ისე ანაერობულ პირობეში. (P.
Rajendran 2003)

ნიადაგისა და წყლის გასუფთავების მეთოდები, ჩვეულებრივ მოიცავს დაბინძურებული


ადგილიდან დამაბინძურებელი ნივთიერებების მოცილებას, რასაც უწოდებენ ex situ
ბიორემედიაციას, ან დაბინძურებული საიტის ადგილზე გასუფთავებას,
დამაბინძურებელი ნაერთების მოცილების გარეშე, რასაც in situ ბიორემედიაცია
ეწოდება. ამ უკანასკნელს ანიჭებენ უპირატესობას ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნაკლებად
ძვირადრირებულია, ვიდრე ex situ მიდგომები. არ არის საჭირო ნიადაგის გადატანა, ან
წყლის ამოტუმბვა, ამიტომ ერთდროულად შეიძლება დიდ ფართობზე რემედიაციის
ჩატარება. In situ მიდგომები ემყარება დაბინძურებულ ნიადაგსა და წყალში არსებული
მიკროორგანიზმების სტიმულირებას. (უილიამ თიმენი და მაიკლ პალადინო 2009)
დაბინძურებულ გარემოში in situ ბიორემედიაციული მეთოდებია: ავტოქტონური
მიკროორგანიზმების მიერ ბუნებრივი რემედიცია, ბიოაუგმენტაცია - მიკრობთა
გამიზნული შეყვანა გარემოში, ეფექტის ინტენსივობის გაზრდის მიზნით და
ბიოსტიმულაცია, სადაც იგულისხმება მიკრობული პოპულაციების სტიმულირება
საკვები არაორგანული ნივთიერებების, ჟანგბადისა და სხვათა დამატებით.

დამაბინძურებელებისგან გარემოს გასუფთავების მრავალი მეთოდი არსებობს:


პრეციპიტაცია, ჟანგვა, აღდგენა, აორთქლება, ფილტრაცია, იონთა ცვლა, მემბრანული
ტექნოლოგიები. ტოქსიკური მეტალებით დაბიძურებული ნიადაგის გადამუშავების

3
მეთოდებს მიეკუთვნება 1) ნიადაგის დამუშავება : ექსკავაცია, ტრანსპორტირება და
ნებადართულ სახიფათო ნარჩენებისათვის განკუთვნილ ადგელზე განთასება. 2)
ფიქსაცია: ნიადაგის ქიმიური გადამუშავება, მეტალების იმობილიზაციით, ძირითადად
ნიადაგის ზედაპირზე და 3) გამოტუტვა : მჟავა ხსნარების გამოყენება ადგილზე,
მეტალების დესორბციის მიზნით.

ხოლო მძიმე მეტალებით დაბინძურებული წყლის გაწმენდის მეთოდებია 1)


პრეციპიტაცია ან ფლოკულაცია, რომელსაც მოჰყვება სედიმენტაცია 2) იონთა ცვლა 3 )
უკუ ოსოსი 4) მიკროფილტრაცია 5 ) ელექტროდიალიზი 6) ევაპორაცია. მაგრამ
აღნიშნული მეთოდები არაეფექტური და ძვირია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძიმე
მეტალთა კონცენტრაცია ძალიან მაღალია, ამიტომ მნიშვნელოვანია დაბინძურებული
გარემოს აღდგენის პერსპექტიული და შედარებით იაფი მეთოდების გამოყენება,
როგორიცაა ბიორემედიაცია.

ბიორემედიაცია მოიცავს ბიოსორბცის პროცესს, რომელიც შეგვიძლია განვმარტოთ,


როგორც ბოლოგიური მასალის უნარი მოახდინოს მძიმე მეტალების აკუმულაცია
მეტაბოლიზმზე დამოკიდებული პროცესის მეშვეობით, ან ფიზიკო-ქიმიური გზით.
(Volesky, 2003; Fourest and Roux, 1992).

მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ხდება მეტალთა იონების დაკავშირება უჯრედის


ზედაპირზე მოიცავს ელექტროსტატიკურ ურთიერთკავშირებს, ვანდერვაალსის ძალებს,
კოვალენტურ კავშირებს, ჟანგვა-აღდგენით რეაქციებს და გარეუჯრედულ
პრეციპიტაციას, ან ჩამოთვლილ პროცესთა კომბინაციას. ბაქტერიულ უჯრედის
კედელზე უარყოფითად დამუხტული ჯგუფები (კარბოქსილი, ჰიდროქსილი,
ფოსფორილი) იკავშირებენ მეტალთა კათიონებს.

მეტალთა ბიოსორბციის უნარის მქონე მიროორგანზიმები მოყვანილია ცხრილი 1. ში,


სადაც მოცემულია Cr, Cu, Zn ათვისების უნარის მქონე მიკრორგანზმები.

4
ცხრილი 1. მეტალთა ათვისება ბაქტერიული ბიომასის მიერ
მეტალ მეტალთა
ბიომასის ტიპი
ი ათვისება მგ/გ

(Rajesh Dhankhar1 2011)

5
მიკროორგანიზმები ორი პროცესის საშუალებით ახდენენ მძიმე მეტალების მოცილებას
გარემოდან. 1- ბიოსორბცია „უჯრედის კედლზე ენერგო დამოუკიდებელი დაკავშრება“
და 2- „ბიოაკუმულაცია - უჯრედების მიერ მეტალთა შეთვისება, რომელიც ენერგიის
გამოყენების გარეშე მიმდინარეობს“.

ბიოსორბციის მექანიზმი
ბიოსორბცია შეიძლება იყოს მეტაბოლიზმზე დამოკიდებული და/ან მისგან
დამოუკიდებელი, ხოლო სორბენტის ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ: გარე
უჯრედულ აკუმულაციას-პრეციპიტაცია, უჯრედის ზედაპირზე სორბციას-ადსორბციას
და შიდა უჯედულ აკუმულაციას-აბსორბციას.

ადსორბცია მეტაბოლიზმზე დამოუკიდებელი პროცესია და გულისხმობს უჯრედის


ზედაპირზე არსებული ფუნქციური ჯგუფების პასიურ დაკავშირებას მეტალთა
იონებთან. (SEDKY H. A. HASSAN, YASSER MAHMOUD AWAD, MOHAMMAD HUMAYUN KABIR, SANG EUN OH
AND JIN HO JOO 2010)

ბიოსორბცია მოიცავს ორ საფეხურს: პასიურ და აქტიურ სორბციას. პირველი საფეხური-


მეტალთა უჯრედის კედლის ზედაპირზე ადსორბცია. მეორე საფეხური: მეტალ იონების
შეღწევა უჯრედის მებრანაში- შიდა უჯრედული დაკავშირება.

სურათი 1. ზე მოცემულია ბიოსორბციის გზები. მეტალები უჯრედის შიგნით


შესაძლებელია მოხდეს დიფუზიის გზით, ასევე დაკავშირება ხდება იონთა ცვლით,
ზედაპირული ადსორბციის გზით, პრეციპიტაციით, კომპლექსების წარმოქმნით.

6
სურათი 1. მძიმე მეტალების ბიოსორბციის პროცესი (Arti Hansda, Vipin kumar and Anshumali 2015)

ბიოსორბციის ძირითადი მექანიზმები :

ა. მეტალთა კათიონები შეიძლება დაუკავშირდეს უჯრედის ზედაპირს (ბიოსორბცია)/


დაგროვდეს უჯრედის კედლის შიგნით (ბიოაკუმულაცია) და ასევე
მიკროპრეციპიტაციის გზით;

ბ.მეტალთა იონები შესაძლებელია აქტიური ტრანსლოკაცით უჯრედის შიგნით


დაუკავშირდებს მეტალის დამაკავშირებელ ცილას ;

გ. მეტალთა პრეციპიტაცია, როდესაც მძიმე მეტალები ურთიერთქმედებენ


გარეუჯრედულ ანიონებთან (სულფატი, ან ფოსფატი);

დ. ფერმენტთა მეშეობით ბიოტრანსფორმაცია- აორთქლება;

ბიოსორბციის მექანიზმი პროცესთა კომპლექსია, რომელიც ასახულია სურათი 1. და 2. -


ზე;

სურათი 2. ასახავს მეტალთა იონების აბსორბციის მექანიზმს, რომლის მიხედვით


მეტალები უჯრედის შიგნით ხვდებიან დიფუზიის გზით, ასევე აქტიური

7
ტრანსპორტით, რის შედეგადაც ციტოპლაზმაში ფორმირდება თავისუფალ მეტალ
იონთა კომპლექსები სხვა და სხვა ორგანულ თუ არაორგანულ კომპნენტებთან, რომელიც
საბოლოო ჯამში შენახვის მიზნით გადაიტანება უჯრედის ვაკუოლში თავისუფალი ან
კომპლექსების სახით.

სურათი 2. მეტალთა იონების ათვისებისა და დეტოქსიკაციის პროცესი (აბსორბცია) უჯრედის შიგნით


(Drora Kaplan 2013)

I.2. მეტალები, მეტალთა ტოქსიკურობა


მეტალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ცოცხალი ორგანიზმებისათვის
დამახასათებელი სასიცოცხლო პროცესების მიმდინარეობაში. ჩართულნი არიან
ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და მეტაბოლურ პროცესში, ასრულებენ კო-ფაქტორების
ფუნქციას ზოგიერთი ფერმენტისათვის, ასევე წარმოადგენენ მიკრონუტრიენტებს,
ოსმოსური წნევის რეგულატორესს, მოლეკულათა სტაბილიზატორებს, მათი ტოქსიკური
ეფექტი კი გამოწვეულია ფიზიოლოგიური დოზის გადაჭარბებით.

მეტალები შეგვიძლია გავაერთიანოთ სამ ჯგუფში, მათ ბიოლოგირი ფუნქციებსა და


მოქმედების მიხედვით:

8
1. ბიოელემენტები, ორგანიზმსათვის აუცილებელი, შეუცვლელი ელემენტები (Na, K, Mg,
V, Mn, Fe, Co, Ni, Zn, Mo, W) ;

2. ტოქსიკური მეტალები (Ag, Cd, Sn, Au, Hg, Ti, Pb, Al; Ge, As, Sb, Se)

3.არაბიოგენური, არატოქსიკური მეტალები, რომელთა ბიოლოგიური ფუნქცია


ცნობილია არაა (Rb, Cs, Sr, T) (P. Rajendran 2003)

70 კგ წონის ადამიანი შიცავს 5 გ Fe, 2 გ Zn, 100 მგ Cu, 12–20 მგ Mn, 5 მგ Mo, 2 მგ Cr და Co.

ადამიანისათვის აუცილებელი ელემენტების რაოდენობა დღეს დღეობით სულ 21-ის


ტოლია, აქედან 11 მეტალი და 10 არამეტალი (სურათი 3.)

სურათი 3. ბიოლოგიური პერიოდული სისტემის ელემენტები, რომლებიც მოიცავს ბიოგენურ


ელემენტებს, ისინი ნაჩვენებია შავი ფერით (ქრომის გამოკლებით); ის აუცილებელი ელემენტები
რომლებიც შეზუდულია სახეობების მიხედვით მოცემულია ნაცრისფერად. არ არის მოყვანილი
ლანთანოიდებისა და აქტინოიდებს ჯგუფი (მითითებულია ვარსკვლავით) (Wolfgang Maret 2016)

მძიმე მეტალები
ტერმინი მძიმე მეტალები აერთიანებს მეტალთა გჯუფს, რომელთა ატომური სიმეკვრივე
მეტია 5 გ/სმ3 ზე და ატომური ნომერი მეტია 20 ზე. მძიმე მეტალები მიეკუთვნება
ფართოდ გავრცელებულ პოლუტანტებს, განსაკუთებით შემაშფოთებელია
არადეგრადირებადობისა და მდგრადი ბუნების გამო. მძიმე მეტალები გამოიყენება
უამრავ წარმოებაში, საიდანაც ისინი პირდაპირ ხვდებიან გარემოში. ზოგიეთი მძიმე
მეტალი აუცილებელ ბიოგენურ ელემნტს წარმოადგენს, დაბალი კონცენტრაციით
მოითხოვება ორგანიზმისმის მიერ, ფიზიოლოგიურ კონცენტაციაზე მაღლი დოზით კი
იწვევს შესაძლო ტოქსიკურ ეფექტს, როგორც ადამიანებში ისე ცხოველებსა და
მიკროორგანზიემბში. (Gupta Mahendra K.*1, Kumari Kiran, Shrivastava Amita and Gauri
Shikha2 2014)

9
მენდელეევის პერიოდული სისტემის 90 ელემენტიდან 53 ელემენტი მძიმე მეტალებს
ეკუთვნს.

 V -დან As- მდე : V ,Cr, Mn, Fe, Co, Ni, Cu, Zn, Ga, Ge, As ( Sc დაTi გამოკლებით),
 Zr- დან Sb-მდე : Zr, Nb, Mo, Tc, Ru, Rh, Pd, Ag, Cd, In, Sn, Sb ( Y გამოკლებით ) La -
Po და ლანთანოიდები და აქტინოიდები.
მეტალთა ტოქსიკურობა არის მეტალების უნარი, გამოიწვიონ ორგანიზმისთვის
არასაურველი შედეგი, ეს კი დამოკიდებულია მძიმე მეტალის ბიოათვისებადობასა და
დოზაზე.

ტოქსიკურობა გამოიხატება ფერმენტთა სტრუქტურისა და ფუნქციების მოშლაში,


თიოლურ და ცილოვან ჯგუფებთან დაკავშირებით, ან ფერმენტთა კო-ფაქტორების
შცვლით. (Ayansina Segun Ayangbenro and Olubukola Oluranti Babalola 2017) მეტალთა
კათიონებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ამინომშავებში არსებულ SH ჯგუფებს, რაც
იწვევს ფერმენტთა ინჰიბირებას. მეტალთა კათიონები ძალიან ჰგავს ზომით ერმანეთს,
რის საშუალებითაც ხვდებიან ისინი უჯრედის შიგნით. მძიმე მეტალების იონები
ადვილად ენაცვლებიან ბიომოლეკულების მეტალებს მაგ. Cd2+ Zn2+-ის, ან Ca2+-ის
ნაცვლად; Ni2+ და Co2+, Fe2+-ის ნაცვლად, Zn2+ Mg2+-ის ნაცვლად და ამგვარად
იწვევენ ფიზიოლოგიური კათიონის ფუნქციათა ინჰიბირებას. ცხრილი 1. - ში მოყვანილია
ზოგირთი მძიმე მეტალის ტოქსიკური ეფექტი და ბუნებაში მოხვედრის წყაროები.

ცხრილი 2. ზოგიერთი მძიმე მეტალის წყარო და ტოქსიკური ეფექტი

ზემოქმედება
ზემოქმედება
მეტალი წყარო ზემოქმედება ადამიანზე მიკრო
მცენარეებზე
ორგანიზმებზე
ბრონქოპნევმონია,
ქრონიკული ბრონქიტი,
გალვანიზაცია, დიარეა, თავის ტკივილი, ლაგ ფაზის
საღებავების კანის გაღიზიანება, გაგრძელება,
წარმოება, სასუნთქი გზების ქავილი, ქლოროზი, ზრდის
ქრომი ფოლადის ღვიძლის დაავადებები, შეფერხებული ზრდა, ინჰიბირება,
ფაბრიკაცია, ფილტვის კიბო, ოქსიდაციური სტრესი ჟანგბადის
ტექსტილის გულისრევა, ათვისებსი
წარმოება თირკმლისუკმარისობა, ინჰიბირება
რეპროდუქციული
ტოქსიურობა,
სპილენძის უჯრედული
მუცლის ტკივილი, ანემია,
გაპრიალება, ფუნქციების
დიარეა, თავის ტკივილი, ქლოროზი,
სამთო მოპოვება, განადგურება
სპილენძი ღვიძლის და თირკმლის ოქსიდაციური სტრესი,
სარებავები, ფერმენტთა
დაზიანება, მეტაბოლური ზრდის ჩამორჩენა
ბეჭვდითი ფუნქციის
დარღვევები, გულისრევა
ოპერაციები ინჰიბირება

10
ატაქსია, დეპრესია,
ნაწლავის გაღიზიანება,
თითბერის ჰემატურია, სიყვითლე, გავლება სიკვდილი,
წარმოება, სამთო იმპოტენცია, თირკმლის ფოტოსინთეზზე, ზრდის ბიომასის
თუთია მოპოვება, და ღვიძლის უკმარისობა, ინჰიბირება, შემცირება,
ნავთობის ლეთარგია, მაკულარული ქლოროფილის ზრდის
რაფინირება დეგენერაცია, პროსტატის შემცველობს შემცირება ინჰიბირება
კიბო, კრუნჩხვები,
ღებინება
ელემენტები, ატაქსია, ყურადღების
ნახშირის წვა, დეფიციტი, სიბრმავე,
გავლენას ახდენს
გეოქიმიური სიყრუე, ნაყოფიერების
ანტიოქსიდანტურ პოპულაციის
აქტიურობა, სამთო პროცენტული შემცირება,
სისტემაზე, ზომის შემცირება,
მოპოვება, დემენცია,
ფოტოსინთეზზე, ზარდის ცილების
ვერცხლის- საღებავების თავბრუსხვევა,დისპლაზი,
ლიპიდების დენატურაცია,
წყალი წარმოება, ნაწლავის გაღიზიანება,
პეროქსიდაციურ ზეჟანგვას, ფერმენტთა
ქაღალდის გინგივიტი, თირკმლის
გენოტოქსიკური ეფექტი, ფუნქციის
წარმოება, პრობლემა, მეხსიერების
ზღუდავს მცენარეთა ზრდას, ინჰიბირება
ვულკანის დაკარგვა, ფილტვების
ოქსიდაციური სტრესი
ამოფრქვევა, შეშუპება, დაქვეითებული
ქანების გამოფიტვა იმუნიტეტი, სკლეროზი
ანორექსია, ქრონიკული
გავლენას ახდენს
ნახშირის წვა, ნეფროპათიის, ნეირონების ამინომჟავებისა
ფოტოსინთეზსა და
ელემენტების დაზიანება, მაღალი წნევა, და ცილების
ზრდაზე, იქვევს ქლოროზს,
წარმოება, სამთო ჰიპერაქტიურობა, უძილობა, დენატურაცია,
ფერმენტთა აქტივობის
ტყვია მოპოვება, დასწავლის დეფიციტი, ფერმენტტა
ინჰიბირებას და ასევე
საღებავები, ნაყოფიერების შემცირება, აქტივობისა და
თესლის გერმინაციის
პიგმენტები, თირკმლის დაზიანება, რისკ ტრანკრიპციის
ინჰიბირებას, ოქსიდაციურ
გალვანიზაცია ფაქტორი ალცჰეიმერის ინჰიბირება
სტრესს
დაავადებისას
(Ayansina Segun Ayangbenro and Olubukola Oluranti Babalola 2017)

ორგანიზმები მძიმე მეტალებისგან გამოწვეული სტრესის საპასუხოდ იყენებენ


თავდაცვის სხვა და სხვა მექანიზმს, როგორიცაა გამოძევება, კომპატრმენტალიზაცია,
კომპლექსების წარმოქმნა და ცილების სინთეზი (მეტალოთიონები და
ფიტოხელათინები).

ტოქსიკურობის მექანიზმს ყოფენ სამ კატეგორიად 1. აუცილებელ ბიოლოგიურ


ფუნქციური ჯგუფების ბლოკირება, როოგრიცაა ცილები და ენზიმები. 2.
ბიომოლოეკულებში ბიოგენური მეტალ იონების ადგილის დაკავება და 3.
ბიომოლეკულათა კონფორმაციის ცვლელება, რის შედეგადაც იკარგება სპეციფიკური
აქტიურობა.

11
სურათი.1 მძიმე მეტალების ტოქსიკური გავლენა მიკროორგანიზმებზე (P. Rajendran 2003)

ფუნქციონალური ჯგუფების დონორული ატომების მიხედვით მეტალთა კათიონები


შეიძლება დავყოთ 3 ძირითად კლასად (წარმოდგენილია სურათი 5. ზე ), ესენია:
კლასი A, დემარკაციელ მეტალთა იონები და კლასი B, რომელთაც შეესაბამება
ბიოლოგიურ სისტემებში არსებული შემდეგი ლიგანდები:

სურათი 5. მეტალთა და ბიოლოგიურ ლიგანდთა სამი კლასი (Jianlong Wang 2009)

12
ქრომი (Cr(VI) და Cr(III))
ქრომი მენდელეევის ელემენტთა პერიოდულობის სისტემის ქიმიური ელემენტი,
ატომური ნომრით 24.

ელემენტის კატეგორია გარდამავალი მეტალი


ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი 6, 4, d
ატომური მასა 51.9961(6) გ მოლი-1

ქრომისათვის დამახასიათებელია შემდეგი ჟანგვის რიცხვები: +2, +3 და +6.

ქრომი მნიშვნელოვანი ბიოგენური ელემენტია, რომელიც აუცილებლად შედის


მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის ქსოვილის შემადგენლობაში. ქრომი
მონაწილეობს ლიპიდების, ცილების (შედის ფერმენტ ტრიპსინის შემადგენლობაში),
ნახშირწყლების (წარმოადგენს გლუკოზამედეგი ფაქტორის სტრუქტურულ კომპონენტს)
მიმოცვლაში. ეს ფაქტორი განაპირობებს უჯრედის რეცეპტორების ურთიერთქმედებას
ინსულინთან, ამავდროულად ამცირებს მასზე ორგანიზმის მოთხოვნილებას. გარდა
ამისა ქრომი ღებულობს მონაწილეობას ქოლესტერინის მიმოცვლის რეგულაციაში და
წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტის აქტივატორს.

ქრომის ტოქსიკურობის ხარისხი დამოკიდებულია მისი ნაერთების ქიმიურ


სტრუქტურაზე. შედარებით ტოქსიკურია ქრომ(VI) ოქსიდი CrO3, ის მიეკუთვნება
საშიშროების მიხედვით I კლასს. ადამიანისთვის სასიკვდილო დოზაა 0.6გ.

Cr(III) სტაბილური ფომაა და ბუნებრივად არსებობს კლდის ქანებსა, თუ სხვა და სხვა


ორგანიზმებში, რაც შეეხება Cr(VI) გარემოში მისი მოხვედრა ძირითადად
ანთროპოგენური აქტივობებითაა განპირობებული.

ქრომი არის მეშვიდე ყველაზე გავრცელებული ელემენტი, დედამიწის ქერქში ასევე


გავრცელების მიხედვით კი 21-ე. საშუალო კონცენტრაციით 100 მგ/კგ-ზე. მაქსიმალური
დასაშვები კონცენტრაცია სასმელ წყალში 0.10 მგ/ლ, რაც განპირობებეულია Cr(VI)- ის
ტოქსიკური ეფექტისა და Cr(III)-ის Cr(VI)-ად დაჟანგვის პოტენციური შესაძლებლობის
გამო.

ბიორემედიაცია Cr(VI)- ის Cr(III)-ში დეტოქსიკაციის ეფექტური შესაძლებლობაა, რის


შედეგადაც წარმოიქმნება ხსნადი ორგანო Cr(III) კომპლექსები (ციტრატ-Cr (III)> მალატ-
Cr (III)> ჰისტიდინ-Cr (III)). ცნობილია რომ, ძუძუმწოვრების უჯრედებში ფორმირდება
სტაბილური DNA-Cr(III) კომპლექსი, რომელიც აფერხებს დნმ ის რეპლიკაციას და

13
იწვევს მუტაციებს, რაც ქრომის ორგანული ლიგანდების მიმართ აფინურობის
მტკიცებულებაა. (Badal Kumar Mandal, Raviraj Vankayala, and L. Uday Kumar 2011).

თუთია (Zn)
თუთია – მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეორე ჯგუფის,
მეოთხე პერიოდის ელემენტი, ატომური ნომერია 30.

ელემენტის კატეგორია გარდამავალი მეტალი; განიხილება


ასევე როგორც პოსტ-გარდამავალი
მეტალის ალტერნატივა
ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი 12, 4, d
ატომური მასა 65.38(4) გ მოლი-1

თუთია ბუნებაში, როგორც თვითნაბადი მეტალი არ გვხვდება. თუთიას მოიპოვებენ


პოლიმეტალური საბადოებიდან, რომელიც შეიცავს 1-4% Zn-იას სულფიდის სახით,
ასევე Cu, Pb, Ag, Au, Cd, Bi.

თუთია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ელემენტია.


თუთია ფერმენტების შემადგენლობაში შედის, მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით
პროცესებში. ის ნერვული და შემაერთებელი ქსოვილის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
იგი დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ჰორმონულ ფუნქციათა რეალიზებაში. თუთია
ის მიკროელემენტია, რომელსაც შეიცავს ჰემოგლობინში შემავალი ჰემის ბიოსინთეზის
გადამწყვეტ რეაქციაში მონაწილე ფერმენტი, აგრეთვე სუპეროქსიდდისმუტაზა -
მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ფერმენტი. ის უშუალოდ ახდენს გავლენას
ინსულინის პროდუქციასა და ფუნქციობაზე და ამით ინსულინდამოკიდებული
პროცესების მთელ სპექტრზე. თუთია შედის ასობით მეტალოფერმენტის აქტიური
ცენტრის სტრუქტურულ შემადგენლობაში. ის აუცილებელია დნმ და რნმ-
პოლიმერაზების ფუნქციობისთვის, რომლებიც ახორციელებენ მემკვიდრეობითი
ინფორმაციის გადაცემას, ცილების ბიოსინთეზს (წარმოქმნას) და ორგანიზმის
რეპარაციულ (განახლების) პროცესებს აკონტროლებენ.

1გრ თუთიის სულფატს ZnSO4 შეუძლია გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა. ქლორიდები,


სულფატები და თუთიის ჟანგი შეიძლება წარმოიქმნას საკვები პროდუქტების თუთიის
ან მოთუთიებულ ჭურჭლში შენახვისას. თუთიის სულფატით ZnSO4 მოწამვლა იძლევა
ანემიის ნათელ სურათს, ზრდის შეფერხებას.

14
სპილენძი (Cu)
სპილენძი ქიმიური ელემენტია (ლათ. cuprum). მისი ატომური ნომერია - 29.

ელემენტის კატეგორია გარდამავალი მეტალი


ჯგუფი, პერიოდი, ბლოკი 11, 4, d
ატომური მასა 63.546(3) გ მოლი-1

სპილენძი ბუნებაში გვხვდება როგორც ნაერთების ისე თვითნაბადი სახით.

ნაერთებში სპილენძი ავლენს ორ ჟანგვით ხარისხს: ნაკლებად სტაბილური ჟანგვის


ხარისხი Cu+ და შედარებით უფრო სტაბილური Cu2+, რომელიც იძლევა ლურჯ და
მოლურჯო-მომწვანო ფერის მარილებს. უჩვეულო პირობებში შესაძლებელია მიღებულ
იქნას ნაერთი ჟანგვის ხარისხით +3 და +5.

სპილენძისა და მისი შენადნობების ბაქტერიციდული თვისება ადამინისთვის ცნობილია


უძველესი დროიდან. ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლისათვის სპილენძი
აუცილებელი და მუდმივი ელემენტია. მას ადამიანის ორგანოებიდან ყველაზე დიდი
რაოდენობით ლულოვანი ძვლები და ღვიძლი შეიცავს. 100 მლ სისხლში 0.1 მგ
სპილენძია. სპილენძი შედის დამჟანგავი ფერმენტების (ტიროზინაზა, ლაქტაზა,
ასკორბინოქსიდაზა) შედგენილობაში და აჩქარებს ატმოსფერული ჟანგბადით შესაბამისი
სუბსტრატის ჟანგვას, თუმცა სპილენძის, როგორც დამჟანგავის, ბიოლოგიური აქტივობა
ყველაზე მეტად ცილოვან ნაერთებში მჟღავნდება.

სპილენძი(Cu+2) აუცილებელი მძიმე მეტალია. 0.1ppm ზე მაღალი კონცენტრაციით


სპილენძი ტოქსიკურ ეფექტს ავლენს.

I.3. მიკროორგანიზმები, როგორც ბიოსორბენტი


ცნობილია ბაქტერების, სოკოების, წყალმცენარეებისა და მცენარეების მიერ მძიმე
მეტალების ადსორბციის პოტენციალი (Kratochvil and Volesky, 1998; Chang and Hong, 1994).

ბაქტერიები არიან ყველაზე მეტად მდიდარი და მრავალფეროვანი მიკროორგანიზმები.


ბაქტერიების ბიოსოერბენტად გამოყენება ხდება მცირე ზომისა და გარემო პირობების
მიმართ რეზისტენტობის გამო. ბევრი სახეობის ბაქტერია (Bacillus, Pseudomonas,

15
Streptomyces, Escherichia, Micrococcus), ტესტირებულია სადაც მეტალთა ათვისების
სიმძლავრე მეყეობს 568- დ ან 0.70 mg g-1.მდე.

ბაქტერიის უჯრედის კედელი, როგორს ხელატური აგენტი (ხელაცია- მეტალთა იონების


მოცილების ქიმიური პროცესი) ეფექტურია. ბაქტერიების უჯრედის კედელი შეიცავს
პოლისაქარიებს, რომელებიც ადვილად აკავშირებს ამინო, კარბოქსილის, ფოსფატის,
სულფატის ჯგუფებს მეტალებთან.

I.3.1. ციანობაქტერია (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე)

ციანობაქტერია (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე) ბაქტერიათა ერთ-ერთი ტიპის


წარმომადგენელი, რომელიც ენერგიას იღებს ფოტოზინთეზის მეშვეობით და
წარმოადგენს ერთადერთ პროკარიოტს, რომელსაც შეუძლია აწარმოოს ჟანგბადი.

სახელი ციანობაქტერია ბერძნული წარმოშობისაა და დაკავშირებულია მის


შეფერილობასთან, κυανός (kyanós) ნიშნავს ლურჯს. ციანობაქტერია ასევე ცნობილია
როგორც ლურჯ-მწვანე წყალმცენარე. იგი პროკარიოტების მსგავსად არ შეიცავს
მემბრანით დაფარულ ორგანელებს.

ციანობაქტერია აერთიანებს მაფოტოსინთეზირებელ, აზოტმაფიქსირებელ ბაქტერიებს,


რომელბიც ცხოვრობენ მრავალფეროვან ჰაბიტატებში, როგორიცაა ტენიანი ნიადაგი და
წყალი. თავისუფლად მცოვრები ან სიმბიოზში მცენარეებთან, ან ლიქენებთან.
ციანიბაქტერიები გვხვდება თითქმის ყველა ნიადაგისა და წყლის გარემოში- ოკეანეეში,
მტკნარ წყალში, ტენიან ნიადაგში, უდაბნოში, ანტარქტიკულ ყინულში.

წყალში მცხოვრები ციანობაქტერიებიები ცნობილია თვალსაჩინო ყვავილობით, მტკნარ


ისე ზღვის წყალში, ლურჯ-მწვანე შეფერილობით.

ციანობაქტერია (ლურჯ-მწვანე წყალმცენარე), როგორც პროკარიოტი, არ შიცავს ბირთვს.


ფოტოსინთზი მიმდინარეობს უჯრდის გარე მემბრანაზე - თილაკოიდებში.
ციანობაქტერიის შეფერილობას განაპირობებს ფიკობილიბროტეინები, პიგმენტი
ფიკოციანინი. კაროტინოიდებისა და ფიკოერითრინის შემცველობა კი განაპირობებს
წითელ-მურა შეფერილობას.

ფოტოსინთზეის პროცესში ციანობაქტერია წყალს იყენებს, როგროც ელეტრონების


დონორს და წარმოქმნის ჟანგბადს.

16
სურათი 5. ციანობაქტერია(ლურჯ-მწვანე წყალმცენარე)

ცნობილია ციანობაქტერიების 2,000 მდე სახეობა, რომელბიც ფართოდაა გავცელებული


როგორც მტკნარ ისე ზღვის წყლებში.

სამეფო- ეუბაქტერია; ტიპი- ციანობაქტერია; რიგები- Nostocales, Oscillatoriales,


Pleurocapsales, Spirulinales ,Synechococcales ,Incertae sedis, Gunflintia

სურათი . 16D rRNA-ზე დაფუძნებული ფილოგენეტიკური ხე; (After Olsen et.al 1994)

I.3.3.1. Spirulina platensis (ციანობაქტერია)

ციანობქტერიები მიღებულია ჩავთვალოთ, როგორც მეტალთა ინდიკატორები


გარემომცველ გერემოში.

17
Spirulina platensis (ციანობაქტერია) ლურჯ-მწვანე წყალმცენარე, რომელიც უხსოვარი
დროიდან გამოიყენება საკვებად. ცხრილში 1 და 2 წარმოდგენილია მინერალებისა და
პიმენტების შემცველობა სპირულინას ფხვნილში [1].

ცხრილი1. მინერალების შემცველობა სპირულინას ფხვნილში

მინერალები მგ 100გ(-1)
Ca 700
Cr 0.28
Cu 1.2
Fe 100
Mg 400
Mn 5.0
P 800
Pottasium 1400
Na 900
Zn 3.0

ცხრილი 2. პიგმენტები სპირულინას ფხვნილში

პიგმენტები mg 100g(-1)
კაროტინოიდები 370
ქლოროფილი a 1000
ფიკოციანინი 14 000

მაფოტოსინთეზირებელი პიგმენტების დახასიათება

ცნობილია სამი კლასის მაფოტოსინთეზირებელი პიგმენტები 1. ქლოროფილი - მწვანე


პიგმნეტი, სტაბილური მრგვალი ფორმის მოლეკულა, სადაც ელექტრონები
თავისუფლად მიგრირებენ. რადგან ელექტრონთა გადაადგილება თავისუფალია მათი
დაკარგა იოლად ხდება და ენერგია გადაემცემა ერთი მოლეკულიდან სხვა მოლეკულებს.
ყველა მცენარე, წყალმცენარე და ციანობაქტერია შეიცავს მაფოტოსიენტეზირებელ
პიგმენტ chlorophyll "a"ს . მეორე ტიპის ქლოროფილი- chlorophyll "b" წარმოდგენილია
მწვანე წყალმცენარესა და მცენარეებში.

2.კაროტინოიდები, როგორც წესი არიან წითელი, სტაფილოსფერი, ან ყვითელი


პიგმენტები და შედიან კაროტინების ოჯახის შემადგენლობაში. აღნიშნული ნაერთები
შედგება ორი პატარა ექვს ნახშირბადიანი რგოლისგან. არ იხსნებიან წყალ ში და
ემაგრებიან უჯრედის მემრანას. კაროტინოიდები აბსორბირებულ ენერგიას გასასცემენ
ქლოროფილს, სწორედ ამიტომ იწოდენიან როგორც დამატებითი პიგემტები.

18
3.ფიკოციანინი (ფიკობილიპროტეინი) - წყალში ხსნადი პიგნეტი, მდებარეობს
ციტოპლაზმაში ან ქლოროპლასტის სხეულში. იგი გვხვდება მხოლოდ
ციანობაქტერიებსა და როდოფიტებში. ფიკობილინები pycocyanin და phycoerythrin
ფლუორესცირებს კონკრეტულ ტალღის სიგრძეზე. ისინი შთანთქავენ სინათლის
ენერგიას და გამოასხივებენ სინათლეს მცირე დიაპაზონის ტალღის სიგრძეზე.

ლურჯ-მწვანე წყალმცენარე, იგივე ციანობაქტერია Spirulina platensis უიშვიათეს


პროდუქტს მიეკუთვნება. მდიდარია ისეთი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით,
როგორიცაა: A(რეტინოლი), B1(თიამინი), B2(რიბოფლავინი), B6(პირიდოქსინი),
B12(ციანოკობალამინი), B5(პანტოთენის მჟავა), B9(ფოლიუმის მჟავა), E(ტოკოფეროლი),
H(ბიოტინი), Fe(რკინა), Mn(მანგანუმი), Cu(სპილენძი), Zn(თუთია), Mo(მოლიბდენი),
Se(სელენი). სპირულინა პლატენსის 70% ცილებიდან 14%-მისი ძირითადი ცილა C-
ფიკიციანინია, რომელიც გლობულარული ცილაა.

ლურჯ-მწვანე წყალმცენარის სპირულინა პლატენსი განსაკუთრებით საინტერესოა Cr3+,


Cd2+ and Cu2+ იონების ბიოსორბცის შესაძლებლობის გამო. მას ასევე გააჩნია შემდეგი
მეტალების K, Mg, Ca, Fe, Sr, Co, Cu, Mn, Ni, V, Zn, As, Cd, Mo, Pb, Se, Al ათვისების უნარი.

მითითებულ სამუშაოში [2,3] ნაჩვენებია რომ spirulina ხასიათდება კადმიუმის


ბიოსორბციის უნარით. S. Platensis შეიცავს Hg და Pb ,რომელიც აღებულია გარემოდან
[3], შემდგომმა შესწავლამ ცხადყო, რომ მას გარემოდან სხვა მეტალების ადსორბციაც
შეუძლია[4]. კარბოქსილური ჯგუფებიც იკავშირებს მატალთა იონებს ციანობაქტერიაში
[5], ნაჩვენები იქნა, რომ მძიმე მეტალთა Cd(II), Cu(II), Zn(II) ბიოსორბცია ზღვის
წყალმცენარის Sargassum fluitans მიერ დაკავშირებულია პროტონის
გამოთავისუფლებასთან[125]. ჩატარებულ ექსპერიმენტებში წონასწორობისას შეკავშრება
მეტალთა იონების და პროტონების ხდებოდა pH-ის მუდმივი კონტორლის ქვეშ.

სპირულინას შესწევს უნარი დაიკავშიროს მძიმე მეტალთა იონები (მიუხედავად მაღალი


კონცენტრაციისა) Cr+3, Cu+2 , Cd+2. (Tri Retnaningsih Soeprobowati, Riche Hariyati 2014)

ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მიკროწყალმცენარე (ციანობაქტერია) Spirulina platensis


გამოიყენება ბიოსორბენტად წყლხსნარებში, სპილენძისგან გასათავსიუფლების პროცესი
დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე, როგორიცაა pH, კონტაქტის დრო,
ტემპერატურა, ადსორბენტისა და მშრალი ბიომასის კონცენტრაცია.

19
I.3.3.2 ართრობაქტერია (Arthrobacter)

სურათი 7. ართრობაქტერია, განვითარების ქრონოლოგიური ცვლილებები a- დან d- კენ;

Bars= 10um (Jones & Keddie, 2006)

Arthrobacter-ის სახეობები გრამ დადებითია, ჩხირისებრი ფორმისანი ექსპონენციალური


ზრდის ფაზაში, ხოლო სტაციონალურ ფაზაში კოკების სახით. მიეკუთვნება
აქტინომიცეტების რიგს, ძირითადად მოიცავს ნიადაგის ორგანიზმებებს (ნიადაგის
მიკროორგანიზმთა 60-90% ართრობაქტერიები შეადგენს). ობლიგატური აერობები და
ქემოორგანოტროფებია (Holt et al., 1994). სახელწოდება ბერძნული წარმომავლობისაა და
„პატარა შეერთებულ ჯოხს გულისმობს“.

Arthrobacter-ის სახეობები გამოყენებულია პესტიციდებითა და ჰერბიციდებით


დაბინძურებული მიწისქვეშა წყლების ბიორემედიაციაში (Mongodin et al., 2006). მათ
შესწევთ უნარი დშალონ ორგანული ნაერთები, როგორიცაა ფენოლები, ჰერბიციდები და
პესტიციდები. (Madigan, et al., 2012) ზოგიერთს კი შეუძლია გარდაქმნას გარკვეული
ტიპის მდგრადი დამაბინძურებლები, როგორიცაა ექვსვალენტიანი ქრომი. (Megharaj, et
al., 2003).

ცნობილია გარემოში ექვსვალენტიანი ქომის Cr(VI)სა და 4- ქლორფენოლის რაოდენობის


შემცირების უანრის მქონე სახეობები A. crystallopoietes და A. Chlorophenolicus, რაც
მიუთითებს მათ ბიორემედიაციულ როლზე. ასევე ერთ-ერთი შტამი Arthrobacter sp. R1
იზრდება გარემოში, რომელიც შეიცავს სხვა და სხვა არომატული ნაერთებს
(ჰიდორქსიბენზოატები ). რეზისტენტულნი არაიან მკაცრი გარემო პიროებების მიმართ,

20
როგორიცაა გაუწყლოვება და ნუტრიენტების ნაკლებობა, ან არარსებობა. (Madigan et al.,
2012)

სურათი 8. ზე არწერილია Cr VI ის აღდგენის პროცესი ნახშირის შემცველ ნიადაგში.


CrVI აღდგება Cr III ში ჟანგვა აღდგენითი რეაქციების ხარჯზე. ხოლო Cr (III) ის
შემცირება აიხსნება მისი ადსორბციითა და პრეციპიტაციით Cr(OH) 3 ნაერთის
წარმოქმნით, რომლის მიღებაც დაკავშირებულია Cr(VI) ის აღდგენის დროს
გამოთავისუფლებულ OH- იონებთან.

სურათი 8. ქრომის ერთდროულად აღდგენა და იმობილიზაცია (biochar (ხის ნახშირი)) ნახშიბად


შემცველ ნიადაგში (fromBolan et al. 2013) (Xiaokai Zhang &Hailong Wang &Lizhi He &Kouping Lu
&Ajit Sarmah &Jianwu Li &Nanthi S. Bolan &Jianchuan Pei &Huagang Huang 2013)

II. ექსპერიმენტული ნაწილი

ექსპერიმენტებში გამოყენებული იქნა სპირულინა S. platensis და ართრობაქტერიები:


Arthrobacter spp. 61B, Arthtobacter globiformis 151B.

S. platensis IPPAS B-265 ტიპის, მიღებულ იქნა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კ.


ტიმირიაზევის სახელობის მცენარეთა ფიზიოლოგიის ინსტიტუტიდან. აღნიშნული
წყალმცენარის კულტივირება წარმოებს Zarrouk [1] მკვებავ გარემოში (pH 8) მუდმივი
განათებისას 30-40 0 C ტემპერატურის დაცვისას, ხოლო ართრობაქტერიები მცენარეთა
ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიების ინსტიტუტის კოლექციიდან.

21
ზარუხას საკვები გარემო :

1. NaCl- 5 გ
2. NaNo3- 12 გ
3. FeEDTA- 0.0657
4. K2SO4- 5 გ
5. MgSO4.7H2O- 1 გ
6. K2HPO4.H2O- 5 გ
7. NaHCO3- 84 გ
8. CaCl2- 1 მგ
9. EDTA- 0.4 გ

Arthrobacter ბაქტერიული Arthrobacter globiformis 151 B და Arthrobacter sp. 61 B.


წარმოადგენენ ქართულ შტამებს.

Arthrobacter მკვებავ გარემო: 10გ გლუკოზა, 10გ პეპტონი, 1გ საფუარის ექსტრაქტი, 2გ


კაზეინის მჟავის ჰიდროლიზატი, 5გ NaCl და 1ლ დისტილირებული წყალი.

შტამების (Arthrobacter globiformis 151B, Arthrobacter sp. 61B) კულტივირება ხდება


ნუტრიენტებით გამდიდრებულ საკვებ არეში. [7]. უჯრედების ცენტიფუგირება ხდება
12000 rpm f 10 წთ და ირეცხება სამჯერ ფოსფატ ბუფერში (pH 7.1). ცენტრიფუგირებული
უჯრედები შრება სუპერნატანტის გარეშე The centrifuged cells were dried without the
supernatant solution until constant weight. სედიმენტაციის შემდგომ (დეჰიდრირებული)
უჯრედთა (მშრალი წონა) ხსნარების მომზადება ხდება დიალიზისათვის ფოსფატ
ბუფერში. აღნიშნული ბუფერი გამოიყენება ყველა ექსპერიმენტში. Spirulina platensis
IPPAS B-256 შტამის კულტივირება ხდება ზარუზას სტანდარტულ alkaline water-salt
ნიადაგში, 34ºС-ზე, illumination ∼ 5000 lux, საწყისი рН 8.7 and at constant mixing [8].
K2CrO4 was Analytical grade.

ექსპერიმენტის წინ სადიალიზო კიუვეტები ირეცხება სარეცხი ფხვნილით, ბამბის


დახმარებით, შემდეგ 400 გ წყალში ვხსნით 2 გ EDTA – ს, ვტოვებთ შიგნით 1 დღის
განმავლობაში, შემდგე კარგად ვრეცხავთ დისტილატით. ექსპერიმენტამდე 1 დღე
ვტოვებთ ბიდისტილატში.

წონასწორული დიალიზის ექსპერიმენტები ტარდებოდა 5მლ მოცულობის ცილინდრულ


კიუვეტებში, რომლებიც დამზადებულია ორგანული მინისაგან. გამყოფად გამოყენებული
იქნა ცელოფანის მემბრანა სისქით 30მკმ ,,Visking” ტიპის ფირმა ,,Serva’’. დიალიზის
ხანგრძლივობაა 72სთ. ექსპერიმენტები ტარდებოდა 20-23 0 C ტემპერატურაზე.

წონასწორული დიალიზისას მაკრომოლეკულა იმყოფება მემბრანის ერთ მხარეს და


მისთვის მემბრანა გაუმჭვირია, ხოლო მეტალთა იონები თავისუფლად დიფუნდირებენ

22
მემბრანის ორივე მხარეს თუ ხსნარში გვხვდება არა მხოლოდ ერთი ტიპის კათიონები და
ანიონები, არამედ რამდენიმე, ცხადია ელექტრონეიტრალურობის განტოლებაში
გათვალისწინებული უნდა იქნას დანარჩენ იონთა კონცენტრაციებიც. თუმცა ამ
სირთულის დაძლევა შესაძლებელია, როდესაც ერთი ტიპის ანიონები და კათიონები
ჭარბადაა, ისე რომ წილი დანარჩენი იონების შესაძლოა უგულებელვყოთ, რასაც ჩვენს
შემთხვევაში აქვს ადგილი.

ანალიზი განხორციელდა ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრის ,,Analyst-900’’ (Perkin


Elmer) გამოყენებით. შემდეგ ტალღის სიგრძეებზე. Zn-213.8 ნმ, Cr-357.9 ნმ.

სურათი 9. სადიალზო კიუვეტები და მოწყობილობა, რომელშიც ისინი არის მოთავსებულული

დიალიზისათვის საჭირო მემებრანების მომზადება

მემბრანას ვრეცხავთ დისტილატში, ვადუღებთ 10 წთ NaHCO3- ის ხსნარში(2გ/100მლ


წყალში), ვადურებთ 10 წთ 1 მოლ EDTA- ში , შემდგომ ირეცხება წყალში, შემდგომ 10 წთ
დისტილატში, ექსპერიმენტამდე 1 დღე ვაჩერებთ ბიდისტილატში.სურათი 9. ზე
ვხედავთ სადიალიზო კიუვეტებსა და მოწყობილობას რომლეშიც თავსება
დიალიზისათვის გამზადებული კიუვეტები.

მონაცემთა ანალიზი. მიუხედავად კომპიუტერული პროგრამების გამოყენებისა ბმის


კონსტანტების განსასაზღვრავად, ამ უკანასკნელთა განსაზღვრა გაწრფივების მრუდებით

23
უფრო მიღებული ფორმაა, ალბათ მათი გამჭირვალობის გამო. აქედან გამომდინარე
მონაცემთა გრაფიკული ანალიზი განხორციელდა ფრეიდლიხის [7] განტოლების
დახმარებით.

C b= K C t 1/n

სადაც C მეტალის კონენტრაციაა ადსორბირებული ბაქტერიის ცოცხალი ან მკვდარი


b

უჯრედების მიერ მგ/გ მშრალ წონაზე.

Ct მეტალის წონასწორული კონცენტრაციაა ხსნარში (მგ/ლ). K ემპირიული მუდმივაა,


რომელიც გვიჩვენებს logC b როგორც log C t ფუნქციას.

1/n ასევე ემპირიული მუდმივაა და წარმოადგენს ადსორბციის ინტენსივობის


მაჩვენებელს. აბსორბციის იზოთერმები, დამუშავებული იქნა როგორც
დამოკიდებულება logC b -სა დ ა log C t შორის.

III. შედეგები და მათი განხილვა

სურათი 10. Spirulina platensis მიკროსკოპული სურათი

24
სურათი 11. S. platensis შთანთქმის სპექტრები

სურათი 12. Spirulina platensis კომპონენტთა შთანთქმის სპექტრები ხილულ არეში

S.platensis კომპონეტების შთანქმის სპექტრები: ქლოროფილი- 681 ნმ, კაროტონოიდები -


490 ნმ და ფიკოციანინი- 621 ნმ.

25
სურათი 13. Zn(II)- S.platensis შთანთქმის სპექტრები

როგორც სურათზე ჩანს თუთიის დამატების შედეგად ფლუორესცენციის მნიშვნელობა


სამივე აღნიშნულ ტალღის სიგრძეზე მცირდება, ურთიერთქმმედება ხდება ზემოთ
აღნიშნულ სპირულინას ყველა კომპონენტთან.

26
მეტალის ადსორბცია 440 ნმ ტალღის
სიგრძეზე
100
90
ადსორბციის პროცენტულობა %

80
70
60
50
40
30
20
10
შთანთქმის პიკები
0
1 2 3 4 5 6

მეტალის ადსორბიცია 621 ნმ ტალღის


სიგრძეზე

100
ადსორბციის პროცენტულოაბ %

80

60

40

20

0
1 2 3 4 5 6

-20
შთანთქმის პიკები

27
მეტალის ადსობცია 681 ნმ ტალღის სიგრძეზე

100

80
ადსორბციის პროცენტულობა %

60

40

20

0
1 2 3 4 5 6

-20 შთანთქმის პიკები

ფლუორესცენციის მნიშვნელობა, მეტალის ზეგავლენით, მცირდება სამივე ტალღის


სიგრძეზე. მნიშვნელობის შემცირება მეტალთა კონცენტრაციის გაზრდის
პროპორციულად იზრდება.

28
References

1.Belay A. Mass culture of spirulina outdoors.- The Earthrise Farms experience. In: Vonshak, A., Ed. Spirulina
platensis (Arthrospira).Physiology, cell-biology and biotechnology. Taylor and Francis.London, 1997, pp. 131-
158.

2.Belokobyl'skii A.I., Tsibakhashvili N.I., Rcheulishvili A.N., Khizanishvili A.I., Mosulishvili L.M. Binding of Cd(II)
ions by C-phycocyanin during Spirulina platensis cell growth. Biofizika. 2001, 46(4),652-655.

3.Slotton D.G., Goldman C.R. and Frank A. Commercially Grown Spirulina Found to Contain Low Levels of
Mercury and Lead, Nutrition Reports International. 1989, 40(2),1165-1172.

4.Bender, J., Gould J.P., Vatcharapijarn Y., Young J.S. and Phillips P. Removal of Zinc and Manganese from
Contaminated Water with Cyanobacteria Mats,Water Environ. Research. 1994, 66(5), 679-683.

5. Gardea-Torresdey J.L., Becker-Hapak M.K., Hosea J.M. and Darnell D.W. Effect of Chemical
Modification of Algal Carboxyl Groups on Metal Ion Binding. Environ. Sci. Technol. 1990, 19, 1372-1379.

H., Freundlich, Adsorption in solutions,Phys.Chem. 1906, 57,384-410. [7]

Arti Hansda, Vipin kumar and Anshumali. 2015. "Biosorption of Copper by Bacterial Adsorbents: A Review."
Envinromental Toxicology 49.

Ayansina Segun Ayangbenro and Olubukola Oluranti Babalola. 2017. "A New Strategy for Heavy Metal
Polluted Environments: A Review of Microbial Biosorbents." Envirinmental Research ans Public Health.

Badal Kumar Mandal, Raviraj Vankayala, and L. Uday Kumar. 2011. "Speciation of Chromium in Soil and
Sludge in the Surrounding Tannery Region, Ranipet, Tamil Nadu." ISRN Toxicology 1-2.

Drora Kaplan. 2013. Absorption and Adsorption of Heavy Metals by Microalgae. Israel.

Gupta Mahendra K.*1, Kumari Kiran, Shrivastava Amita and Gauri Shikha2. 2014. "BIOREMEDIATION OF
HEAVY METAL POLLUTED ENVIRONMENT USING RESISTANT BACTERIA ." Journal of Environmental
Research And Development 883-884.

Joianlong Wang, Can Chen. 2009. "Biosrbents for heavy metals removal and their future." elsevier 2005.

Luciene M. Coelho, Helen C. Rezende, Luciana M. Coelho, Priscila A.R. de Sousa, Danielle F.O. Melo and Nívia
M.M. Coelho. 2015. Bioremediation of Polluted Waters Using Microorganisms.

P. Rajendran, J. Muthukrishnan, P. Gunasekaran. 2003. "Microbes in heavy metal remediation." Indian


Journal of Experimental biology 936-942.

Rajesh Dhankhar1. 2011. "Bacterial Biosorbents for Detoxification of Heavy." International Journal of
Advances in Science and Technology 121-122.

29
Ruchita Dixit , Wasiullah , Deepti Malaviya , Kuppusamy Pandiyan , Udai B. Singh , Asha Sahu , Renu Shukla ,
Bhanu P. Singh , Jai P. Rai , Pawan Kumar Sharma , Harshad Lade and Diby Paul . 2014.
"Bioremediation of Heavy Metals from Soil and Aquatic Environment: An Overview of Principles and
Criteria of Fundamental Processes ." sustainability 2190-2197. [1]

SEDKY H. A. HASSAN, YASSER MAHMOUD AWAD, MOHAMMAD HUMAYUN KABIR, SANG EUN OH AND JIN
HO JOO. 2010. BACTERIAL BIOSORPTION OF HEAVY METALS. january.

T.D. LUCKEY and B.VENUGOPAL. 1977. METAL TOXICTY IN MAMMALS.1 physiologic an chemical bases for
metal toxicity. New York: plenum press.

Tri Retnaningsih Soeprobowati, Riche Hariyati . 2014. "Phycoremediation of Pb+2, Cd+2, Cu+2, and Cr+3 by
Spirulina platensis (Gomont) Geitler ." science publishing group 165-167.

walter Mertz. 1981. "The Essential Trase Elements." science 1332-1338.

Wolfgang Maret . 2016. "The Metals in the Biological Periodic System of the Elements: Concepts and
Conjectures." Molecular Sciences 2-4.

Xiaokai Zhang &Hailong Wang &Lizhi He &Kouping Lu &Ajit Sarmah &Jianwu Li &Nanthi S. Bolan &Jianchuan
Pei &Huagang Huang. 2013. "Using biochar for remediation of soils contaminated with heavy metals
and organic pollutants." Environmental Science and Pollution Research.

უილიამ თიმენი და მაიკლ პალადინო. 2009. ბიოტექნოლოგიის შესავალი . ივ.ჯავახიშვილის


სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Zarrouk C: 1966. Contribution to the cyanophyceae study: influence various physical and chimical factors on
growth and photosynthesis of Spirulina maxima (Setch et Gardner) Geitler extract. Doctorate Thesis, Faculty
of Sciences. University of Paris, France. 146pp.

30

You might also like