You are on page 1of 73

ნიადაგმცოდნეობის საფუძვლები

მე-8 გამოცემა
ავტორი: ჰენრი დ. ფოთი
მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტი

Library of Congress Cataloging In Publication Data:


Foth, H. D.
Fundamentals of soil science / Henry D. Foth.-8th ed.
p. cm.
I ncludes bibliographical references.
ISBN 0-471-52279-1
1. Soil science. I. Title.
S591.F68 1990
631.4-dc20
90-33890
CIP

ინგლისურიდან თარგმნა: თამარ მაჭავარიანმა

0
სარჩევი
თავი 1. ნიადაგი, როგორც მცენარის ზრდის არე ........................ 2
მცენარის ფესვებისა და ნიადაგის ურთიერთქმედება.............. 7
ნიადაგის ნაყოფიერება და პროდუქტიულობა........................ 14
თავი2. ნიადაგი, როგორც ბუნებრივი სხეული ......................... 16
ნიადაგის წყარომასალა ................................................................ 18
ნიადაგის წარმოქმნა ..................................................................... 20
ნიადაგები, როგორც ბუნებრივი სხეულები ............................ 28
თავი 3. ნიადაგის ფიზიკური თვისებები ................................. 33
ნიადაგის ტექსტურა (მექანიკური აგებულება,
გრანულომეტრიული
შედგენილობა) ....................................... 34
ნიადაგის სტრუქტურა ................................................................. 43
ნიადაგის კონსისტენცია............................................................... 47
ნიადაგის წყარომასალა ................................................................ 48
ნიადაგის ფორული სივრცე და ფორიანობა.............................. 51
ნიადგის ფერი ............................................................................... 54
ნიადაგის ტემპერატურა ............................................................... 57
თავი 4. ნიადაგის დამუშავება და ტრანსპორტი ....................... 62
თავი 5. ნიადაგური წყალი (ნიადაგის ტენი) ......................... .. 64
ნიადგური წყლის რეჟიმი ............................................................ 69
თავი 6. ნიადაგური წყლის მართვა ............................................. 71

1
თავი 1

ნიადაგი, როგორც მცენარის ზრდის არე


კაცობრიობის არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მიწა, ნიადაგი,
უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა ადამიანის ცხოვრებაში. უძველესი ცივილიზაციების
მჭიდრო კავშირი მიწასთან ფიქსირდება ლიტერატურულ წყაროებშიც, მაგალითად,
ბიბლიაში ნათქვამია: „და გამოსახა ღმერთმა კაცი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის პირს
სიცოცხლის სული, და შეიქმნა კაცი ცოცხალ სულად". მიწის მიმართ მოწიწებაა გამოხატული
ერთი ავტორის სიტყვებშიც: „ადამიანის ცხოვრება ქსოვილია, რომელიც თიხის დაზგაზე
იქსოვებაო; მას ყველგან თიხის (მიწის) სუნი დაჰყვებაო". დღესაც, მსოფლიოს ადამიანთა
უმეტესობა მიწას ამუშავებს და საკვების მოსაპოვებლად მარტივ იარაღებს იყენებს. ამრიგად,
ნიადაგის, როგორც მცენარეთა ზრდის არის ცნება უძველეს ხანაში წარმოიშვა და დღესაც
ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცნებად გვევლინება (იხ. სურათი 1.1).

სურათი 1.1 მკა ინდოეთ-ნეპალის საზღვარზე. დადამიწის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი


ფერმერებია, რომელთაც მჭიდრო კავშირი აქვთ მიწასთან და თავის სარჩენად მოსავალი მოჰყავთ
მარტივი იარაღების გამოყენებით.

მცენარეთა ზრდის ფაქტორები

მცენარეთა ზრდასთან მიმართებაში ნიადაგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც


სხვადასხვა ზომისა და შედგენილობის მინერალური და ორგანული ნაწილაკების ნარევი.
ნიადაგის მოცულობის დაახლოებით 50 პროცენტი ამ ნაწილაკებისგან შედგება, ხოლო
დანარჩენი - სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფორებისგან შემდგარი სივრცეა, რომელშიც
ჰაერი და წყალი მოძრაობს. ამ ფორების სივრცეებში მცირე ზომის ცხოველებიც მოძრაობენ
და მცენარეთა ფესვებიც იზრდებიან და ვითარდებიან. ნიადაგში გადგმული ფესვები
მცენარის საყრდენს ქმნიან და, ამავე დროს, ნიადაგიდან წყალსა და საკვებს ითვისებენ.

2
მცენარის კარგი ზრდისთვის საჭიროა, რომ გარემო, რომელსაც ფესვები და ნიადაგი ქმნიან
არ განიცდიდეს შემანელებელი ფაქტორების გავლენას. სამი უმნიშვნელოვანესი რამ, რასაც
მცენარეები ნიადაგიდან ითვისებენ და იყენებენ, არის: 1) წყალი, რომელიც ძირითადად
მცენარის ფოთლების საშუალებით ორთქლდება, 2) მაკვები ნივთიერებები და 3) ფესვების
სუნთქვისათვის საჭირო ჟანგბადი.
ნიადაგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციაა მცენარისთვის საყრდენის
უზრუნველყოფა. მიწაში ჩამაგრებული ფესვები მზარდ მცენარეს ვერტიკალურად იჭერენ.
ჰიდროპონულ კულტურებს, ანუ უნიადაგოდ მზარდ მცენარეებს, საყრდენად მავთულის
კარკასს უკეთებენ, ხოლო თვით მცენარე მინერალიზირებულ მკვებავ ხსნარში ტივტივებს.
ზოგიერთი ძლიერ ქვიშიანი ნიადაგი, რომელიც წყალს ვერ იჭერს და უნაყოფოა, ძირითადად
მცენარის საყრდენს ქმნის, თუმცა, ამგვარი ნიადაგები საკმაოდ მაღალმოსავლიანი შეიძლება
იყოს მათში სასუქის შეტანისა და ხშირი მორწყვის პირობებში. არსებობს ნიადაგები,
რომლებშიც ქვენიადაგის წყალგაუმტარობა ან მიწის ზედაპირთან ახლოს მდებარე
წყალგაჯერებული ნიადაგის არსებობა იწვევს მცენარის ფესვთა სისტემის ზედაპირულ
ფენაში განლაგებას, რის გამოც ქარმა შეიძლება ადვილად წააქციოს ან ფესვიანად
ამოგლიჯოს ხე.

მნიშვნელოვანი საკვები ელემენტები

თავისი სასიცოცხლო ციკლის შესასრულებლად მცენარეს ესაჭიროება გარკვეული


მნიშვნელოვანი მკვებავი ელემენტები, რომელთაც მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს ვერც ერთი
სხვა ელემენტი. ამჟამად ითვლება, რომ ძარღვოვან მცენარეთა არსებობისათვის
აუცილებელია 16 ელემენტი. ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის კომბინირება ხდება
ფოტოსინთეზური რეაქციების შედეგად და ისინი მიიღებიან ჰაერიდან და წყლიდან. ეს სამი
ელემენტი შეადგენს მცენარეთა მშრალი ნივთიერების 90 პროცენტს ან მეტს. დანარჩენი 13
ელემენტი ძირითადად ნიადაგიდან მიიღება. აზოტი (N), ფოსფორი (P), კალიუმი (K),
კალციუმი (Ca), მაგნიუმი (Mg) და გოგირდი (S) შედარებით დიდი რაოდენობითაა საჭირო
და მათ უწოდებენ მაკრონუტრიენტებს. ელემენტებს, რომელთა შედარებით მცირე
რაოდენობაა საჭირო მიკრონუტრიენტები ეწოდებათ. მათ მიეკუთვნებიან: ბორი (B), ქლორი
(Cl), სპილენძი (Cu), რკინა (Fe), მანგანუმი (Mn), მოლიბდენი (Mo) და თუთია (Zn). კობალტი
(Co) არის მიკრონუტრიენტი, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ მცენარეს ესაჭიროება.
მცენარეები, რომელთაც აკლიათ ძირითადი მკვებავი ელემენტები ავლენენ ამ ელემენტის
დეფიციტისათვის დამახასიათებელ უნიკალურ სიმპტომებს, მაგალითად როგორც სურათი
1.2-ზეა ნაჩვენები.

3
სურათი 1.2 მარგანეცის დეფიციტის სიმპტომები ლობიოზე. ყველაზე ახალგაზრდა, ანუ ზედა
ფოთლებზე, აღინიშნება ღია მწვანე ან ყვითელი ძარღვთაშორისი არეები და მუქი მწვანე ძარღვები.

მცენარეებში აღმოჩენილია 40-ზე მეტი სხვა ელემენტიც. ზოგი მცენარე ისეთ


ელემენტებს აგროვებს, რომლებიც მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არაა, მაგრამ
აუმჯობესებენ მათ ზრდასა და ხარისხს. ასე, მაგალითად, ნიახური ნიადაგიდან ითვისებს
ნატრიუმს და ამით უფრო სურნელოვანი ხდება. ზოგიერთი მცენარის შემთხვევაში, თუ მას
ნიადაგიდან კალიუმი საკმარისი რაოდენობით არ მიეწოდება, ეს დანაკლისი შეიძლება
ნაწილობრივ ჩაანაცვლოს ნატრიუმმა. სილიციუმის (Si) ათვისაბამ შეიძლება გააძლიეროს
ბალახოვანი მცენარეების ღერო, დაავადებებისადმი მათი მედეგობა და ზრდა.
ნიადაგში არსებული საკვები ნივთიერებების უმეტესობას შეიცავენ მინერალები და
ორგანული ნივთიერებები. მინერალები არაორგანული ნივთიერებებია, რომლებიც მიწაში
ბუნებრივად არსებობენ. მათ აქვთ მდგრადი და გამორჩეული მთელი რიგი ფიზიკური
თვისებები, ასევე ქიმიური შემადგენლობა, რომელიც შეიძლება გამოიხატოს ფორმულით.
კვარცი (SiO2), მინერალი, რომელიც შედგება სილიციუმისა და ჟანგბადისაგან, ჩვეულებრივი
ქვიშის მთავარი შემადგენელია. კალციტი (CaCO3) კირქვისა და ცარცის მთავარი
შემადგენელი მინერალია და დიდი რაოდენობით მოიპოვება მრავალ ნიადაგში.
ორთოკლაზი (KAlSi3O8) ნიადაგში ფართოდ გავრცელებული მინერალია, რომელიც კალიუმს
შეიცავს. ნიადაგებში სხვა მრავალი მინერალიც არსებობს, რადგან ნიადაგები წარმოშობილია
ქანებისაგან ან ისეთი მასალებისგან, რომლებიც შეიცავენ მინერალების დიდ
მრავალფეროვნებას. გამოფიტვის შედეგად ხდება მინერალების დაშლა და იონების
წარმოქმნა, რომლებიც ხვდებიან ნიადაგის ტენში. რადგანაც სილიციუმი ძირითადი
ელემენტი არ არის, კვარცის დაშლის შედეგად ნიადაგს არ მიეწოდება მნიშვნელოვანი
მკვებავი ნივთიერება, მათთვის საჭირო ჟანგბადის მისაღებად მცენარეებია მ მინერალებზე
არ არიან დამოკიდებულნი. კალციტის გამოფიტვის შედეგად ნიადაგს მიეწოდება კალციუმი

4
Ca2+ იონის სახით, ხოლო ორთოკლაზის გამოფიტვის შედეგად ნიადაგში ხვდება კალიუმი K+
იონის სახით.
ნიადაგში არსებული ორგანული ბუნებაში მცენარეებს შეგუება უწევთ ნუტრიენტების
მიწოდების დონესთან. ძალიან იშვიათად ან თითქმის არასდროს ხდება ისე, რომ ბუნებრივი
მიწის ან ყამირის სახნავ მიწად გადაკეთებიდან გარკვეული გონივრული ვადის
განმავლობაში ნიადაგმა შეძლოს მცენარისთვის აუცილებელი მნიშვნელოვანი
ნუტრიენტების საკმარისი რაოდენობით მიწოდება და ამით მისი მაღალმოსავლიანობის
უზრუნველყოფა. ამიტომ, უძველესი დროიდან არსებობს ნიადაგის მოვლის პრაქტიკა,
რომელიც ითვალისწინებს ცხოველების ნაკელის გამოყენებასა და ნიადაგის ნაყოფიერების
გასაუმჯობესებელი სხვა მელიორაციული ღონისძიებების (მკვებავი იონების რაოდენობის
გაზრდა) გამოყენებას.
მცენარის მოთხოვნილება წყალზე. 1 გრამი მშრალი მცენარეული მასალის
საწარმოებლად რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათას გრამამდე წყალია საჭირო. ამ წყლის
დაახლოებით ერთი პროცენტი ხდება მცენარის განუყოფელი ნაწილი. დანარჩენი წყალი
იკარგება ტრანსპორტირების ანუ ფოთლებიდან წყლის აორთქლების პროცესში. წყლის
ტრანსპორტირების სისწრაფეს ძირითადად განსაზღვრავენ ისეთი ატმოსფერული პირობები,
როგორიცაა ფარდობითი ტენიანობა და ტემპერატურა.
ინტენსიური კულტურების უმეტესობის ზრდას წყლის ნაკლებობა აფერხებს მაშიანაც
კი, თუ ეს მდგომარეობა დროებითია. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნიადაგის უნარს,
არასაკმარისი წვიმების ან მორწყვის პირობებში გარკვეული დროის განმავლობაში
გრავიტაციის საწინააღმდეგოდ შეინარჩუნოს წყალი. და პირიქით, როდესაც ნიადაგები
წყლით გაჯერებულია, წყალი ფორებიდან დევნის ჰაერს და იქმნება ჟანგბადის დეფიციტი.
ზედმეტი წყლის ნიადაგიდან მოცილების საჭიროება უკავშირდება მოთხოვნილებას
ჟანგბადზე.
მცენარის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ფესვებში არსებული სიცარიელეები ხელს
უწყობენ აირების მიმოცვლას. ატმოსფეროდან ნიადაგში მოხვედრილ ჟანგბადს ფესვების
უჯრედები სუნთქვისთვის იყენებენ. ფესვებისა და მიკრობების სუნთქვის შედეგად
წარმოქმნილი ნახშირორჟანგი ვრცელდება ნიადაგის ფორებში და გადის ატმოსფეროში.
სუნთქვის ანუ რესპირაციის შედეგად გამოიყოფა ენერგია, რომელსაც მცენარე იყენებს
ზრდისთვის საჭირო ორგანული ნაერთების სინთეზისა და ტრანსლოკაციისათვის
(ნივთიერების გადაადგილება მცენარეში). ხშირად მკვებავი იონების კონცენტრაცია
ნიადაგის თხევად ფაზაში უფრო ნაკლებია ვიდრე ფესვთა უჯრედებში. ამ სხვაობის
(კონცენტრაციის გრადიენტის) დასაბალანსებლად საჭირო მკვებავი იონების აქტიური
დაგროვებისათვის აქტიურად გამოიყენება რესპირაციის ანუ სუნთქვის ენერგიაც.
ზოგ მცენარეს, მაგალითად, დუმფარასა და ბრინჯს, შეუძლიათ წყალგაჯერებულ
ნიადაგში ზრდა, რადგან მათი მორფოლოგიური სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ
ატმოსფეროდან ჟანმგბადმა ფესვებამდე ჩააღწიოს. წყლის კულტურაში უმეტესი მცენარეების
წარმატებული მოყვანა მოითხოვს ხსნარის აერაციას. აერობულ მიკროორგანიზმებს

5
ესაჭიროებათ მოლეკულური ჟანგბადი (O2) და ნიადაგის ატმოსფეროდან იღებენ ჟანგბადს
ორგანული ნივთიერების დასაშელლად და შემდეგ ორგანული მასალიდან მათთვის საჭირო
ნუტრიენტების იონურ ფორმებად გარდასაქმნელად, რომელთა გამოყენებასაც ისევ
შეძლებენ მცენარეები (ნუტრიენტების ციკლური მიმოცვლა).
მცენარეები ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდებიან მათი უნარით, გაუმკლავდნენ
ჟანგბადის დაბალ დონეს ნიადაგებში. მგრძნობიარე მცენარეები შეიძლება დაჭკნენ და/ან
მოკვდნენ ნიადაგის რამდენიმე საათის განმავლობაში წყლით გაჯერების შედეგად, როგორც
ეს ნაჩვენებია სურათი 1.3-ზე. ჭკნობის მიზეზად მიიჩნევა ფესვების წყალშეღწევადობის
კლება მეტაბოლური პროცესების დარღვევის გამო, რომელიც გამოწვეულია ჟანგბადის
დეფიციტით.

სურათი 1.3 ნიადაგი, რომელშიც პომიდვრის ეს მცენარეები იზრდებოდნენ წყლით გააჯერეს.


მარცხენა კონტეინერის ძირში საცობი მაშინათვე მოხსნეს და ზედმეტი წყალი სწრაფად გამოუშვეს.
მარჯვენა კონტეინერი წყლით გაჯერებული დატოვეს და ერთ დღე-ღამეში მცენარე საშინლად დაჭკნა
ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

მცენარის ენერგიულ ზრდას ესაჭიროება ნიადაგის გარემო, რომელიც თავისუფალი


იქნება ისეთი შემაკავებელი ფაქტორებისაგან, როგორიცაა ტოქსიკური ნივთიერებები,
დაავადებების გამომწვევი ორგანიზმები, წყალშეუღწევადი შრეები, ექსტრემალური
ტემპერატურები და მჟავიანობა ან ტუტიანობა, ან მარილების ჭარბი შემცველობა, როგორც
ეს ნაჩვენებია სურათი 1.4-ზე.

6
სურათი 1.4 წინა პლანზე კარგად ჩანს, თუ რა დიდი გავლენა იქონია შაქრის ჭარხლის
ზრდაზე ნიადაგის დამლაშებამ (ხსნადმა მარილებმა)

მცენარის ფესვებისა და ნიადაგის ურთიერთქმედება

მცენარეები ნიადაგში მათი ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს იყენებენ ფესვების


საშუალებით. ფესვების სიმჭიდროვე და გავრცელებაგავლენას ახდენს მათ მერ ნიადაგიდან
ათვისებული მკვებავი ნივთიერებების რაოდენობაზე. მრავალწლიანი მცენარეები,
როგორიცაა მუხა და იონჯა ყოველ წელს თავიდან არ ივითარებენ ფესვთა სისტემას, რაც მათ
აშკარა უპირატესობას ანიჭებს ისეთ ერთწლიან მცენარეებთან შედარებით, როგორიცაა,
მაგალითად, ბამბა ან ხორბალი. ფესვთა ზრდაზე ასევე მოქმედებს ნიადაგის გარემო;
შესაბამისად, ფესვთა გავრცელება და სიმჭიდროვე როგორც მცენარის ტიპის, ისე ფესვის
გარემოს ხასიათის ფუნქციაა.
ფესვების განვითარება ნიადაგებში. თესლი მძინარე მცენარეა. როდესაც ის ხვდება
ტენიან, თბილ მიწაში, თესლი ოსმოსის მეშვეობით იწოვს წყალს და იბერება. ენზიმები
აქტიურდებიან და მეორად ენდოსპერმში არსებული საკვები რეზერვები გადაინაცვლებენ
ჩანასახისკენ, რათა მოხდეს გაღივება. როგორც კი საკვები რეზერვები ამოიწურება,
ვითარდება მწვანე ფოთლები და იწყება ფოტოსინთეზი. ახლა მცენარე მთლიანად
დამოკიდებულია მზეზე, როგორც ენერგიის წყაროზე და ატმოსფეროზე, როგორც საკვები
ნივთიერებებისა და წყლის მიმწოდებელზე. ეს მცენარის ცხოვრებაში ერთგვარი კრიტიკული
პერიოდია, რადგანაც ფესვთა სისტემა პატარაა. მცენარის უწყვეტ განვითარებას ესაჭიროება:
1) საკვების (ნახშირწყლებისა და ა. შ.) წარმოება, 2) ფესვების საშუალებით წყლისა და საკვები
ნივთიერებების შეწოვა და მათი აღმავალი მიმართულებით მიწოდება ყლორტისათვის, რათა
ის გაიზარდოს.
ფესვის თესლიდან გამოსვლის შემდეგ, ფესვის წვერი სიგრძეში იზრდება უჯრედების
გაყოფითა და სიგრძეში მატებით ფესვის შალითის მერისტემულ ზონაში. მას შემდეგ, რაც
ფესვის შალითა ჩააღწევს მიწაში, ის კვლავაც გრძელდება და მიწაში ჩადის უჯრედების
მუდმივი გაყოფისა და დაგრძელების საშუალებით. როდესაც ფესვის წვერი მიწაში იკვლევს
გზას, მის უკან რჩება ისეთი მონაკვეთები, რომლებიც მომწიფდებიან და "პერმანენტულად"
მკვიდრდებიან მიწაში.
მცენარის ზრდასა და ფესვების დაგრძელებას ნიადაგის მთელს ნაყოფიერ ფენაში
მოსალოდნელია, მოყვეს ფესვების გავრცელება ნიადაგის ნაყოფიერი ფენის ქვევითაც, სადაც
გარემო განსხვავებული იქნება წყლის, ნუტრიენტების, ჟანგბადისა და ზრდის სხვა
ფაქტორების თვალსაზრისით. ამის შედეგად ფესვები სხვადასხვა ადგილმდებარეობის
(ნაყოფიერი ფენა თუ მის ქვევით მდებარე ჰორიზონტი) მიხედვით სხვადასხვა ხარსიხით
ასრულებენ განსხვავებულ ან ერთნაირ ფუნქციებს. მაგალითად, აზოტის უმეტეს ნაწილს
ფესვები, ალბათ, ნაყოფიერი ზედა ფენიდან შეითვისებენ, რადგან ორგანული მასალის
უდიდესი ნაწილი იქაა კონცენტრირებული, ხოლო ნიტრატული აზოტი ორგანული
მატერიის ლპობის შედეგად წარმოიქმნება. ამის საპირისპიროდ, ისეთ ნიადაგებში,

7
რომელთაც ნაყოფიერი ფენის რეაქცია მჟავური აქვთ, ხოლო მისი ქვედა ფენის რეაქცია
ტუტოვანი, ღრმად ჩამავალ ფესვებს ქვედა ფენაში კალციუმის სიუხვე ხვდება. ასეთ
პირობებში ფესვებმა შეიძლება უფრო მეტი კალციუმი აითვისონ ტუტე ქვედა ფენიდან,
ვიდრე ნაყოფიერი მჟავე ფენიდან. მშრალ პერიოდებში ნაყოფიერი ფენა ხშირად წყლის
ნაკლებობას განიცდის, ხოლო მის ქვედა ფენაში კვლავაც წყლის სიუხვე აღინიშნება. ეს
ზრდის მცენარის დამოკიდებულებას ქვედა ფენაზე წყლისა და საკვები ნივთიერებების
მოპოვების თვალსაზრისით. როდესაც წვიმების შედეგად ნიადაგის ნაყოფიერ ფენაში კვლავ
გაჩნდება წყალი, მცენარე წყალსა და საკვებ ნივთიერებებს უფრო მეტად ზედა ფენიდან
მიიღებს. ამრიგად, მცენარეთა ზრდას კომპლექსური ხასიათი აქვს და ზრდის სეზონში ის
მუდმივად ცვალებადობს. ამ თვალსაზრისით მცენარე შეიძლება განიმარტოს, როგორც
კომპლექსური და მარადცვლადი გარემო პირობების გამაერთიანებელი.
ზოგიერთი ფართოდ გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურის ფესვთა
სისტემებიდან ნიმუშები აიღეს, რისთვისაც ლითონის ჩარჩოს საშუალებით ორმოს
კედლიდან მოჭრეს 10 სანტიმეტრი სისქის მქონე ნიადაგის ფილა. ნიადაგის ეს ფილა
დაჭრეს მცირე ბლოკებად, ხოლო ფესვებს ნიადაგი მოაშორეს გამდინარე წყლის ნაკადით.
აღმოჩნდა, რომ სოიოს აქვს ფესვის ღერო, რომელიც გაღივების შემდეგ იზრდება პირდაპირ
დაღმავალი მიმართულებით (სურათი 1.5), ახალგაზრდა სოიოს მცენარის ფესვის ღეროს
სიგრძე რამდენჯერმე აღემატება ყლორტების წვერების სიგრძეს. გვერდითა ფესვები
ვითარდებიან ფესვის ღეროს მთელ სიგრძეზე და ერთგვაროვნად ნაწილდებიან დაკავებულ
ფართობზე. სიმწიფის მომენტისთვის სოიოს ფესვის ღერო 1 მეტრ სიღრმეზეა ჩაზრდილი
წყალშეღწევად ნიადაგებში და ფესვები კარგადაა განაწილებულია მთელ ნაყოფიერ ფენასა
და ქვენიადაგში. იონჯასაც აქვს ფესვის ღერო, რომელიც, ჩვეულებრივ, 2-3 მ სიღრმეს აღწევს.
ცნობილია შემთხვევები, როდესაც მათ 7 მ სიღრმემდეც ჩაუღწევიათ.

8
სურათი 1.5 სოიოს ორკვირიანი მცენარეების ფესვის ღეროვანი სისტემები. ყურადღება
მიაქციეთ ფესვის ღეროდან გამომავალ და ნიადაგში განტოტვილ უამრავ წვრილ ფესვს. (მარჯვნივ
მასშტაბი ნაჩვენებია დუიმებში).
ზრდის სეზონის განმავლობაში სიმინდის (Zea maize) ფესვთა სისტემებისა და
ყლორტების ნიმუშების პერიოდული აღებით გამოვლინდა ფესვისა და ყლორტის ზრდას
შორის არსებული სინქრონულობა. აღმოჩნდა, რომ არსებობს განვითარების ოთხი მთავარი
ეტაპი. სიმინდს აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა, რომლის ზრდა თავდაპირველად
მიმდინარეობს ძირითადად მცენარის ღეროს ქვედა ნაწილიდან ფესვების გამოსვლით
მცენარის ძირიდან დაღმავალი და დიაგონალური მიმართულებით (პირველი ეტაპი. იხ.
სურათი 1.6). ფესვის ზრდის მეორე ეტაპი ემთხვევა იმ დროს, როდესაც ვითარდება
ფოთლების უმეტესობა და ჩნდებიან გვერდითა ფესვები, რომლებიც მათ გარშემო არსებულ
სივრცეს ერთგვაროვნად ავსებენ ნიადაგის ზედა 30-40 სანტიმეტრში. მესამე ეტაპს
ახასიათებს მცენარის ღეროს სწრაფი დაგრძელება და ფესვების გავრცელება ნიადაგში 1-დან
2 მეტრამდე სირღმეზე. საბოლოოდ, მეოთხე ეტაპზე, წარმოიქმნება ტარო. ამის შემდეგ,
მცენარის ღეროს ქვედა კვანძებიდან ვითარდება საყრდენი ფესვები, რომლებიც ნიადაგში
ამაგრებენ მცენარეს, რათა ის ქარმა არ მოგლიჯოს. საყრდენი ფესვები ნიადაგში
მოხვედრისთანავე ინტენსიურად იტოტვებიან და ასევე მათი საშუალებით ხდება წყლისა და
საკვების შეთვისება.

სურათი 1.6 სიმინდის (Zea maize) ყლორტებისა და ფესვების განვითარების ოთხი ეტაპი.

ფესვთა განფენა ნიადაგში. სიმწიფის ფაზაში შესული მარცვლოვანი კულტურების,


მაგალითად, სიმინდის, ხორბლისა და შვრიის ფესვები მცენარის მთლიანი მასის

9
დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენენ. სურათი 1.7-ზე ნაჩვენებმა შვრიის ფესვებმა აიწონა
1979 კგ/ჰა და მცენარის მთლიანი წონის 13 პროცენტი შეადგინა. ხეების შემთხვევაში
ფესვების მასა შედარებით მეტია, ვიდრე მცენარის მიწისზედა ნაწილის მასა და,
ჩვეულებრივ, მთლიანი ხის მასის 15-დან 25-მდე პროცენტის ფარგლებშია.
ბევრი სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის დამახასიათებელია ფესვების
გვერდულად განვითარების მნიშვნელოვანი ერთგვაროვნება (იხ. სურათი 1.7). ეს ორი
ფაქტორით აიხსნება. პირველია ფორების შემთხვევითი განაწილება. ეს სივრცეები
საკმარისად დიდია, რომ მათში ფესვები განვითრდნენ, რადგან მათში არის ნაპრალები, მიწის
ჭიების მიერ გაყვანილი ან წინა ფესვთა სისტემის ზრდის შედეგად დატოვებული არხები.
მეორეა ის, რომ ფესვების სიგრძის მატებასთან ერთად, ისინი ნიადაგიდან იღებენ წყალსა და
საკვებ ნივთიერებებს, რაც ფესვების მიმდებარედ არსებულ ნიადაგს სამომავლოდ ნაკლებად
ვარგისს ხდის მათში ფესვების ზრდისათვის. გარდა ამისა, ფესვები უმეტესად ნიადაგის
ისეთ უბნებზე იზრდებიან, სადაც არ არის სხვა ფესვები და სადაც წყლისა და საკვები
ნივთიერებების მიწოდება ფესვთა ზრდისთვის უფრო ხელსაყრელად მიმდინარეობს. ამის
შედეგად ფესვები უფრო თანაბრად ნაწილდებიან ფესვთა ზონაში თუკი ამას არ აფერხებს
რაიმე ბარიერი ან შეუფერებელი გარემო.
უმეტეს მცენარეთა ფესვები არ ვითარდებიან მშრალ, საკვებდეფიციტურ, უკიდურესად
მარილიან ან წყლით გაჯერებულ და ჟანგბადით ღარიბ ნიადაგებში. სურათი 1.8-ზე
ნაჩვენებია, თუ როგორ ვითარდებიან ყვითელი არყის ხის ფესვები უფრო უკეთ თიხნარ
ნიადაგში, ვიდრე ქვიშაში, რადგან თიხნარში წყლისა და ნუტრიენტების უკეთესი
კომბინაციაა.

10
სურათი 1.7 18 სმ-იანი დაშორებით რიგებად დათესილი ზრდასრული შვრიის კულტურის
ფესვები. ფესვებმა შეადგინა მცენარის მთლიანი წონის 13 პროცენტამდე. ყურადღება მიაქციეთ
ფესვების ერთგვაროვან, გვერდულ გავრცელებას 3-დან 24 დუიმამდე (8-დან 60 სმ-მდე) შუალედში.
მარცხნივ მასშტაბი ნაჩვენებია დუიმებში.

სურათი 1.8 ყვითელი არყის ხის ნერგის ფესვთა სისტემის განვითარება ქვიშასა და თიხნარ
ნიადაგში. ორივე ნიადაგს სათანადოდ მიეწოდებოდა წყალი და ჟანგბადი, მაგრამ თიხნარი ბევრად
უფრო ნაყოფიერი იყო.

ფესვისა და ნიადაგის კონტაქტის ხარისხი. აიოვას უნივერსიტეტში, მეცნიერმა დიტმერმა


4 თვის განმავლობაში 1 კუბ. დუიმ (2.83 კუბ. სმ) ნიადაგის ფართობზე გამოზარდა ჭვავი.
ფესვთა სისტემა ნიადაგიდან ფრთხილად ამოიღო გამდინარე წყლის ჭავლის გამოყენებით,
დაითვალა ფესვები და გაზომა მათი სიგრძე და სიგანე. მცენარეს აღმოაჩნდა ასობით
კილომეტრი ფესვი. ნიადაგის ზედაპირის სავარაუდო მნიშვნელობის მიხედვით
გამოანგარიშებულ იქნა, რომ ნიადაგის ზედაპირის 1 პროცენტი ან ნაკლები პირდაპირ
კონტაქტში იყო ფესვებთან. ფესვის ზონის უმეტეს ნაწილში ფესვთა შორის მანძილი
დაახლოებით 1 სანტიმეტრია. ამრიგად, წყლისა და მკვებავი ნივთიერებების ეფექტური
შეთვისების უზრუნველსაყოფად, წყალსა და მკვებავ იონებს მცირე მანძილის გავლა
უხდებათ ფესვების ზედაპირებამდე. წყლისა და ნუტრიენტების უმეტესობის შეზღუდული
მობილობა ტენიან და კარგი აერაციის მქონე ნიადაგში ნიშნავს იმას, რომ მცენარის ზრდას
ხელს უწყობს მხოლოდ ის ნიადაგი, რომელშიც შესულია ფესვები.

წყლისა და მკვებავი იონების ფესვებით შეწოვის, მყარი ნაწილაკების გადაადგილებისა და


დიფუზიის როლი
წყლისა და მკვებავი ნივთეირებების შეთვისება ხდება ისეთ უბნებზე, რომლებიც
ფესვების ზედაპირზე ან მათ სიახლოვესაა განლაგებული. სიგრძეში მიმავალი ფესვები
პირდაპირ ეხებიან ან იწოვენ intercept ფესვების ზედაპირთან შესათვისებლად ხელსაყრელ

11
პოზიციაში არსებულ წყალსა და მკვებავ იონებს. ამას ეწოდება ფესვით შეწოვა და მის წილად
მოდის შეთვისებულ მკვებავ ნივთიერებათა დაახლოებით 1 პროცენტი ან ნაკლები.
შეწოვილი ნივთიერებების რაოდენობა პროპორციულია ფესვისა და ნიადაგის პირდაპირი
კონტაქტისა, რომელიც ძალიან შეზღუდულია.
ფესვების მიმდებარედ წყლის უწყვეტი შეთვისება ქმნის უფრო დაბალ წყლის
შემცველობას ნიადაგში ფესვის ზედაპირთან ახლოს, ვიდრე მისგან ოდნავ მოშორებით.
წყლის განსხვავებული შემცველობა ამ ორ წერტილს შორის ქმნის წყლის შემცველობის
გრადიენტს (სხვაობას) water content gradient , რომელიც წყალს აიძულებს, ნელა
იმოძრაოს ფესვისაკენ. წყალში არსებული ყველა მკვებავი იონი წყლის ნაკადს თან მიაქვს
ფესვისაკენ, სადაც წყალიც და მკვებავი ნივთიერებებიც შეთვისებად მდგომარეობაში არიან.
მკვებავი ნივთიერებების ამგვარ გადაადგილებას ეწოდება მკვრივი ნაწილაკების
გადაადგილება mass flow.
რაც უფრო დიდია ნუტრიენტის კონცენტრაცია ნიადაგის თხევად ფაზაში, მით მეტია
მკვრივი ნაწილაკების გადაადგილებით ფესვებისკენ წაღებული ნუტრიენტის რაოდენობა.
კონცენტრაციის დიაპაზონი ნიადაგის ტენში არსებული ზოგიერთი ნუტრიენტისთვის
მოცემულია ცხრილი 1.2-ში. კალციუმის კონცენტრაცია (ცხრილი 1.2) ცვალებადობს 8-დან
450 პრომილემდე. იმისათვის, რომ მიღწეულ იქნეს კალციუმის კონცენტარცია ნიადაგის
ტენში სულ რაღაც 8 პრომილესა და მცენარეში 2200 პრომილეს ოდენობით, მცენარეს
მოუწევდა მის მშრალ წონასთან შედარებით 275-ჯერ (2200/8) მეტი წყლის შეთვისება, რათა
მკვრივი ნაწილაკების გადაადგილებით მომხდარიყო ფესვებისთვის საჭირო კალციუმის
ტრანსპორტირება. სხვა სიტყვებით, თუ ტრანსპორტირების კოეფიციენტი არის 275
(შეთვისებული წყალი გრამებში გაყოფილი მცენარის ზრდის გრამებზე), ხოლო ნიადაგის
თხევად ფაზაში კალციუმის კონცენტრაცია არის 8 პრომილე, მოხდება საკმარისი კალციუმის
გადატანა ფესვების ზედაპირებისაკენ, რათა დაკმაყოფილდეს მცენარის მოთხოვნილება
კალციუმზე. ვინაიდან 8 პრომილე კალციუმის ძალიან მცირე კონცენტრაციაა ნიადაგის
თხევად ფაზებში, ხოლო ტრანსპორტირების კოეფიციენტები ჩვეულებრივ აღემატება 275-ს,
მკვრივი ნაწილაკების გადაადგილებით, ზოგადად უფრო მეტი კალციუმი გადადის ფესვების
ზედაპირისაკენ, ვიდრე მცენარეს ესაჭიროება. ფაქტობრივად, კალციუმი ხშირად გროვდება
ფესვების მთელ ზედაპირზე, რადგან ფესვებისკენ წასული რაოდენობა აღემატება ფესვების
მიერ შეთვისებული კალციუმის რაოდენობას.
სხვა ნუტრიენტები, რომელთა უფრო მაღალი კონცენტრაციების ტენდენცია
აღინიშნება ნიადაგის თხევად ფაზებში, ვიდრე მცენარეში, არის: აზოტი, მაგნიუმი და
გოგირდი(იხ. ცხრილი 1.2). ეს მიუთითებს იმაზე, რომ მკვრივი ნაწილაკების
გადაადგილებით ხდება უფრო მეტი ნუტრიენტების გადატანა ფესვებში, ვიდრე ეს მცენარეს
ესაჭიროება. ზოგადად, მკვრივი ნაწილაკების გადაადგილებით ხდება მხოლოდ მცირე
რაოდენობის ფოსფორის გადატანა ფესვებში. ნიადაგის თხევად ფაზაში ფოსფორის
კონცენტრაცია, ჩვეულებრივ, ძალიან დაბალია. იმისათვის, რომ მისმა კონცენტრაციამ

12
ნიადაგის თხევად ფაზაში შეადგინოს 0.03 პრომილე, ხოლო მცენარეში 2 000 პრომილე,
საჭირო იქნებოდა 60 000-ზე მეტი სიდიდის ტრანსპორტირების კოეფიციენტი.

.ცხრილი 1.2 ნიადაგის თხევად ფაზისა და მცენარეში იონების კონცენტრაციების


ურთიერთდამოკიდებულება სიმინდის მაგალითზე

სიმინდში არსებული
კონცენტრაცია, პრომილე შემცველობის შეფარდება
ნიადაგის თხევად ფაზაში
ნიადაგის თხევადი ფაზა სიმინდი* არსებულ უმცირეს და უდიდეს
კონცენტრაციებთან
დაბალი მაღალი საშუალო დაბალი მაღალი
კალციუმი 8 450 2 200 275 4,9
აზოტი 6 1 700 15 000 2 500 8,8
მაგნიუმი 3 204 1 800 600 8,8
გოგირდი 118 655 1 700 155 2,6
ფოსფორი 0,03 7.2 2 000 66 666 278,0
კალიუმი 3 156 20 000 6 666 128.0

*
მშრალ წონაზე

ეს და სხვა მაგალითები, რომელთა გამოყვანა შეიძელბა ცხრილი 1.2-დან, მიუთითებს იმაზე,


რომ საჭიროა რაღაც სხვა მექანიზმი, რომლის საშუალებითაც აიხსნებოდა ნუტრიენტების
გადაადგილება ფესვების ზედაპირისკენ. ეს მექანიზმი ანუ პროცესი ცნიბილია დიფუზიის
სახელით. დიფუზია არის კონცენტრაციის სხვაობის შედეგად ნიადაგის ტენში
ნუტრიენტების მოძრაობა. დიფუზია ხდება მიუხედავად იმისა, წყალი მოძრაობს თუ არა.
დიფუზია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როდესაც მკვრივი ნაწილაკების გადაადგილებით
mass flow ფესვის ზედაპირისკენ ნუტრიენტების არასაკმარისი რაოდენობა მოძრაობს. ის,
თუ რამდენად საკმარისად მიეწოდება მცენარეს საკვები ნივთიერება, დამოკიდებულია
იმაზე, თუ როგორია მისი მოთხოვნილება ამ ნივთიერებაზე. ზრდის პროცესში მცენარე
იშვიათად განიცდის კალციუმის დეფიციტს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მცენარის
მოთხოვნილება ამ ელემენტზე დაბალია. აქედან გამომდინარე, ამ მოთხოვნილების
დაკმაყოფილება, ჩვეულებრივ, კარგად ხდება კალციუმის გადატანით ფესვებში მკვრივი
ნაწილაკების გადაადგილების მექანიზმით . იგივე ითქმის მაგნიუმსა და გოგირდზე.
ნიადაგის თხევად ფაზაში აზოტის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე კალციუმისა,
მაგრამ ამის მიზეზია მცენარის მაღალი მოთხოვნილება აზოტზე. მცენარეების მიერ
შეთვისებული აზოტის დაახლოებით 20% დიფუზიის საშუალებით ხვდება ფესვების
ზედაპირზე. დიფუზია ფესვთა ზედაპირისაკენ ფოსფორისა და კალიუმის გადატანის
ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა, რადგან მოქმედებს ამ ელემენტების ნიადაგის თხევად
ფაზაში კონცენტრაციისა და მათზე მცენარის მოთხოვნილების კომბინირებული ეფექტი.
მკვრივი ნაწილაკების გადაადგილებით ნუტრიენტების დიდი რაოდენობა სწრაფად
გადადის მცენარის ფესვებში, ხოლო დიფუზიით მცირე რაოდენობა გადადის და ნელა.

13
მკვრივი ნაწილაკების გადაადგილებითა და დიფუზიით ფოსფორი და კალიუმი
შეზღუდული რაოდენობით ხვდება მცენარის ფესვებში და, ნაწილობრივ, ამით აიხსნება, თუ
რატომ არის საჭირო ნიადაგში შესატან სასუქებში ამ ელემენტების დიდი რაოდენობით
დამატება, ხოლო მაგალითად, კალციუმსა და მაგნიუმზე მცენარეების დაბალი
მოთხოვნილების გამო, სასუქებში მათი მცირე რაოდენობით დამატება.

დასკვნა
ათვისებადი ანუ ხელმისაწვდომი ნუტრიენტები (მკვებავი ნივთიერებები) და წყალი ეს
ის ნუტრიენტები და წყალია, რომელთა შეწოვასაც ფესვები შეძლებენ. ნუტრიენტებისა და
წყლის შეწოვა ფესვების საშუალებით დამოკიდებულია ფესვების ზედაპირის ფართობსა და
სიხშირეზე (სმ2/სმ3). მათემატიკურად:
მოხმარება = ხელმისაწვდომობა x ზედაპირის ფართობი-სიხშირე

ნიადაგის ნაყოფიერება და ნიადაგის პროდუქტიულობა

ნიადაგის ნაყოფიერება არის ნიადაგის უნარი,რომელიმე ელემენტის ტოქსიკური


კონცენტრაციის გარეშე მცენარეს მიაწოდოს მისი ზრდისთვის საჭირო უმთავრესი
ელემენტები. ნიადაგის ნაყოფიერება მცენარის ზრდის მხოლოდ ერთ ასპექტთანაა
დაკავშირებული, ესაა მცენარის საკვები ნივთიერებების ადეკვატურობა, ტოქსიკურობა და
ბალანსი. ნიადაგის ნაყოფიერების შეფასება შესაძლებელია მთელი რიგი ქიმიური
ანალიზების საშუალებით.
ნიადაგის პროდუქტიულობა არის მისი შესაძლებლობები, რომ ოპტიმალური
მენეჯმენტის პირობებში უზრუნველყოს მარცვლეულის ან სხვა მცენარეების გარკვეული
მოსავლიანობა. მაგალითად, ნიადაგის პროდუქტიულობა ბამბის მოყვანის საქმეში,
ჩვეულებრივ, გამოიხატება თითოეულ აკრზე ან ჰექტარზე აღებული კოლოგრამებით ან
ბამბის ბარდანებით, ოპტიმალური მენეჯმენტის სისტემის გამოყენების პირობებში.
ოპტიმალური მენეჯმენტის სისტემა განსაზღვრავს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა დარგვის
თარიღი, სასუქების შეტანა, მორწყვის გრაფიკი, ნიადაგის მომზადება, სასოფლო-სამეურნეო
კულტურების მონაცვლეობა და მავნებლებთან ბრძოლა.
ნიადაგმცოდნე აგრონომები თითოეული კულტურისთვის ადგენენ ნიადაგის
პროდუქტიულობის ნორმებს soil productivity ratings, რისთვისაც ახდენენ გამოსავლის (მათ
შორის ხის ზრდის ან მერქნის წარმოების) გაზომვას გარკვეულ დროში მოცემული
მომენტისთვის შესაფერისი დანიშნულებით. გაზომვებით დგინდება აგრეთვე ამინდის
გავლენა, დაფერდების ტიპი და ასპექტი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს წყლის
ჩამონადენსა და ეროზიაზე. ამრიგად, ნიადაგის პროდუქტიულობა ყველა იმ ფაქტორის
გამოხატულებაა, რომელიც გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე.
ნიადაგის მაღალპროდუქტიულობისათვის საჭიროა, რომ იგი მასზე მზარდი
კულტურისთვის ნაყოფიერი იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ნაყოფიერი ნიადაგი

14
აუცილებლად მაღალ მოსავალს მოგვცემს. მაღალმოსავლიანობა ანუ ნიადაგის
მაღალპროდუქტიულობა დამოკიდებულია მართვის ოპტიმალურ სისტემებზე. ბევრი
ნაყოფიერი ნიადაგი არსებობს არიდულ რეგიონებში, მაგრამ თუ მენეჯმენტის სისტემა არ
ითვალისწინებს ირიგაციას, ეს ნიადაგები არაპროდუქტიული იქნება სიმინდის ან
ბრინჯისათვის.

რეზიუმე

ნიადაგის, როგორც მცენარეთა ზრდის არის ცნება უძველესია და უკავშირდება,


როგორც მინიმუმ, მიწათმოქმედების დასაწყისს. იგი ხაზს უსვამს ნიადაგის როლს
მცენარეთა მოყვანის საქმეში. ნიადაგის, როგორც მცენარეთა ზრდის არის მნიშვნელოვანი
ასპექტებია: 1) ნიადაგის როლი მცენარეთა ზრდის განმაპირობებელი ფაქტორების შექმნაში,
2) ფესვთა განვითარება და გავრცელება ნიადაგებში, და 3) საკვები ნივთიერებების მოძრაობა
ფესვების ზედაპირისაკენ, რათა მცენარემ აითვისოს წყალი და ჰაერი. ნიადაგების
პროდუქტიულობას განაპირობებს ის, თუ რამდენად შესაძლებელია მათზე მცენარეების
მოყვანა.
ნიადაგის, როგორც მცენარეთა ზრდის არის ცნება გულისხმობს, რომ ნიადაგები
საკმაოდ ერთგვაროვანი შემადგენლობის მასალაა. ეს სავსებით დამაკმაყოფილებელია იმ
შემთხვევაში, თუ მცენარეების მოყვანა ხდება ნიადაგების ნარევით შევსებულ
კონტეინერებში. მინდვრებსა და ტყეებში მცენარეები იზრდებიან არაერთგვაროვან
ნიადაგებში. ნიადაგის ზედა ნაყოფიერ ფენასა და ქვენიადაგს შორის განსხვავება გავლენას
ახდენს წყლისა და მკვებავი ნივთიერებების ათვისებაზე. მინდვრებისა და ტყეების
ნიადაგებისათვის ბუნებრივია, რომ ისინი შედგებოდნენ სხვადასხვა თვისებების მქონე
ჰორიზონტალური ფენებისგან, ამიტომ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მიწათმოქმედი
აგრონომები და მეტყევეები ნიადაგებს განიხილავდნენ, როგორც ბუნებრივ სხეულებს. ეს
ცნება ასევე გამოსადეგია იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც მუშაობენ სასოფლო-
სამეურბნეო ნაგებობების მშენებლობის სფეროში და ემსახურებიან ისეთი ეკოლოგიური
პრობლემების გადაჭრას, როგორიცაა გრუნტის წყლების ნიტრატებით დაბინძურება და
ნიადაგის გამოყენება ნაგავსაყრელებად. ნიადაგის, როგორც ბუნებრივი სხეულის საკითხს
განვიხილავთ მომდევნო თავში.

ლიტერატურა
Barber, S. A. 1962. "A Diffusion and Mass Flow Concept of Soil Nutrient Availability."Soil Sci. 93:39-
49.
Dittmer, H. J. 1937. "A Quantitative Study of the Roots and Root Hairs of a Winter Rye Plant."Am. Jour.
Bot.24:417-420.
Foth, H. D. 1962. "Root and Top Growth of Corn."Agron. Jour. 54:49-52.
Foth, H. D., L. S. Robertson, and H. M. Brown. 1964."Effect of Row Spacing Distance on Oat
Performance." Agron. Jour. 56:70-73.
Foth, H. D. and B. G. Ellis. 1988. Soil Fertility. John Wiley, New York.

15
Redmond, D. R. 1954. "Variations in Development of Yellow Birch Roots in Two Soil Types."Forestry
Chronicle.30:401-406.
Simonson, R. W. 1968. "Concept of Soil."Adv .in Agron.20:1-47. Academic Press, New York.
Wadleigh, C. H. 1957. "Growth of Plants," in Soil, USDA Yearbook of Agriculture. Washington, D.C.

თავი 2

ნიადაგი, როგორც ბუნებრივი სხეული


ერთხელ ჩემმა კოლეგამ მკითხა, თუ რატომ იზრდებოდა ასე ცუდად იონჯა ზოგ
საცდელ ნაკვეთზე. ამის დასადგენად მინდორში ამოითხარა ორმო და ნიადაგის
ვერტიკალური ჭრილიდან ლითონის ჩარჩოს საშუალებით აღებულ იქნა სინჯი. ნიადაგის
აღებული ნიმუშის სისქე იყო 5 სმ, სიგანე 15 სმ და სიგრძე 75 სმ. ნიადაგი დაეკრა დაფას და
მტვერსასრუტის საშუალებით მას მოსცილდა ფხვიერი ნიადაგის ნამსხვრევები, რის
შედეგადაც გამოჩნდა ბუნებრივი ნიადაგის ფენა და ფესვები. გულდასმით დათვალიერებით
გამოვლინდა ნიადაგის ოთხი ფენა (იხ. სურათი 2.1).
ზედა ფენა, 9 დუიმის (22 სმ) სისქის, არის სახნავი ფენა. ის მუქი ფერისაა და მასში
ორგანული მასალის შემცველობა უფრო დიდია სხვა ფენებთან შედარებით. მე-2 ფენა, 9-დან
14 დუიმამდე (22-დან 35 სმ-მდე) სისქის, განსხვავდება პირველი ფენისგან იმით, რომ ღია
ნაცრისფერია და უფრო ნაკლები ორგანული შემცველობა აქვს. ორივე ფენა ფოროვანია და
წყალშეღწევადი, რაც ხელს უწყობს მათში ჰაერისა და წყლის მოძრაობას, აგრეთვე ფესვების
სიგრძეში ზრდას. მესამე ფენაში, 14-დან 23 დუიმამდე (35-დან 58 სმ-მდე) სიღრმეზე
ნიადაგის ბევრი ნაწილაკი გაერთიანებული იყო ბლოკისებურ სტრუქტურულ ერთეულებად.
მესამე ფენიდან აღებული ტენიანი ნიადაგის თითებით გასრესის შედეგად გამოვლინდა, რომ
იგი წინა ორ ფენასთან შედარებით უფრო წებვადი იყო, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მესამე ფენა
ზედა ორთან შედარებით უფრო მეტ თიხას შეიცავდა, თუმცა, ფესვებმა ამ ფენაში
ყოველგვარი სიძნელის გარეშე ჩააღწიეს. მესამე ფენის ქვეშ იონჯის ფესვის ღეროს შეხვდა
მეოთხე ფენა, რომელიც გაუმტარი (ზედმეტად კომპაქტური) იყო და ფესვი აქ მის თავზე
გვერდულად წავიდა სიგრძეში. ამ დაკვირვებებით დადგინდა, რომ იონჯის ფესვი ცუდად
იზრდებოდა იმის გამო, რომ 58 სმ-ზე მეტ სიღრმეში ნიადაგი გარკვეულ ხელისშემშლელ
პირობებს ქმნიდა, კერძოდ: 1) ბარიერს უქმნიდა ფესვების სიღრმეში ჩასვლას, რის გამოც
ზაფხულში მცენარეს წყალი იმაზე ნაკლები რაოდენობით მიეწოდებოდა, ვიდრე მის ზრდას
ესაჭიროებოდა და 2) შექმნა წყალგაჯერებული გარემო მესამე ფენის თავზე, რომელიც
ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდა გაზაფხულზე, ნალექიან პერიოდში. ის ფაქტი, რომ
ნიადაგი ბუნებრივ პირობებში იყო მინდორში, რამდენიმე კითხვას ჰბადებს: 1) როგორი
ფენები აქვთ ნიადაგებს ბუნებრივ პირობებში? როგორ წარმოიქმნება ეს ფენები? რა

16
თვისებები გააჩნიათ მათ? რა გავლენას ახდენენ ეს ფენები ნიადაგების გამოყენებაზე? ამ
კითხვებზე პასუხი მოითხოვს იმის ცოდნას, რომ ლანდშაფტებს ქმნიან სამგანზომილებიანი
სხეულები (მასივები), რომლებიც უნიკალური ჰორიზონტალური ფენებისგან შედგებიან. ეს
ბუნებრივად არსებული სხეულები (მასივები) ნიადაგებია. საჭიროა, ვიცნობდეთ ნიადაგის
ფენებსა და მათ თვისებებს, რათა მოხდეს მათი ეფექტური გამოყენება სხვადასხვა მიზნით.

სურათი 2.1 იონჯის ფესვის ეს ღერო იზრდებოდა ვერტიკალურად ქვევით ზედა სამ ფენაში. 23
დუიმის (58 სმ) სიღრმეზე ფესვის ღეროს შეხვდა გაუმტარი ფენა (ფენა 4) და მან განაგრძო ზრდა ამ
ფენის თავზე გვერდულად, ჰორიზონტალური მიმართულებით .

17
ნიადაგის წყარომასალა

ნიადაგების წარმოქმნა, ანუ ნიადაგების, როგორც ბუნებრივი სხეულიების განვითარება


მოიცავს ორ ფართომასშტაბიან პროცესს. პირველია ნიადაგწარმომქმნელი ქანის parent material
ფორმირება, რომლიდანაც ნიადაგი წარმოიქმნება, და მეორეა ნიადაგის ფენების წარმოქმნა,
როგორც ეს ნაჩვენებია სურათი 2.1-ზე. დედამიწაზე არსებული ნიადაგების დაახლოებით
99% ვითარდება მინერალურ ნიადაგწარმომქმნელ ქანში, რომელიც წარმოიშვა ან იქმნება
საგები ქანის bedrock გამოფიტვის შედეგად, ხოლო დანარჩენები ვითარდებიან მცენარეთა
ზრდის პროცესში წარმოქმნილი ორგანული ნივთიერებებიდან და შედგებიან ჰუმუსის ან
ტორფისგან.

ნიადაგწარმომქმნელი ქანის გამოფიტვა და წყარომასალის წარმოქმნა

ნიადაგწარმომქმნელი ქანი არ მიიჩნევა ნიადაგის წყარომასალად, რადგან ნიადაგის ფენები


მასში არ წარმოიქმნება. ნიადაგის წყარომასალაა ნიადაგწარმომქმნელიქანის გამოფიტვის
შედეგად წარმოქმნილი შეუკავშირებელი ნამსხვრევები. როდესაც ნიადაგწარმომქმნელიქანი
გამოდის მიწის ზედაპირზე ან მის სიახლოვეს, ნიადაგწარმომქმნელიქანის გამოფიტვა და
წყარომასალის წარმოქმნა შეიძლება ნიადაგის ფენების ფორმირების პარალელურად
წარიმართოს. ეს ნაჩვენებია სურათი 2.2-ზე, სადაც ნიადაგის ერთიანი ჰორიზონტი, ზედა
ნაყოფიერი ფენა განლაგებულიაR ფენის, ანუ ნიადაგწარმომქმნელიქანის, თავზე. ნიადაგის
ზედა ნაყოფიერი ფენის სისქე 12 დუიმია (30 სმ) და ნელ-ნელა, ქვის გამოფიტვის
სიჩქარითააწარმოქმნილი. ამ მაგალითის შესაბამისი სიჩქარეა ასობით წლის მანძილზე ერთი
სანტიმეტრი ნიადაგის წამოქმნა.

სურათი 2.2 ქანების გამოფიტვისა და ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენის წარმოქმნის ერთდროული
პროცესი. მასშტაბი მოცემულია ფუტებში.
წარწერები სურათზე: topsoil - ნიადაგის ზედა ნაყოფიერი ფენა - R ფენა

18
ნიადაგწარმომქმნელი ქანის პირდაპირი გამოფიტვით წყარომასალის წარმოშობის
ინტენსივობა ძალიან სხვადასხვაგვარია. სუსტად შეცემენტებული ქვიშაქვა ტენიან გარემოში
შეიძლება დაიშალოს 10 წელიწადში ერთი სანტიმეტრის სიჩქარით და დატოვოს 1 სმ სისქის
ნიადაგი. პირიქით, იქვე ახლოს მდებარე კვარციტი (მეტამორფიზებული ქვიშაქვა) შეიძლება
ისე ნელა გამოიფიტოს, რომ ამ პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი მასალა ადვილად
წაიღოს წყლის ან ქარის ეროზიამ. წყალში ხსნადი მასალების გატანა და წყალში უხსნადი
მასალის ნარჩენის დატოვება ხდება კირქვის გამოფიტვის პროცესში. გამოთვლებით
დგინდება, რომ 100 000 წელია საჭირო ტენიან რეგიონში კირქვის გამოფიტვის შედეგად
ნარჩენის საგების წარმოსაქმნელად. სადაც არაღრმა ადგილებში ნიადაგების ქვეშ
ნიადაგწარმომქმნელი ქანია განლაგებული, ეროზიის შედეგად ნიადაგის კარგვა სერიოზულ
პრობლემებს ქმნის მიწის სამომავლო მართვის კუთხით.

დანალექი წყარომასალა

გამოფიტვა და ეროზია ორი ერთმანეთის თანმხლები და ურთიერთსაპირისპირო


პროცესია. ნიადაგიდან ეროზიის შედეგად დაკარგული მასალის დიდი ნაწილი დაბლა
ეშვება ფერდობზე და იქ არსებულ ნიადაგებზე ზემოდან ილექება ან ემატება ლანდშაფტის
უფრო ქვედა ნიშნულზე განლაგებულ სედიმენტს. ეს შეიძლება იყოს ალუვიური
სედიმენტები ხევებისა და მდინარეების გაყოლებაზე ან ზღვიური სედიმენტები ოკეანის
სანაპიროებზე. გამყინვარების შედეგად წარმოიშვა დიდ ფართობებზე გავრცელებული
სედიმენტები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ჩრდილოეთ ნაწილში.
სურათი 2.3-ზე ნაჩვენებია წყარომასალისა და ნიადაგის გარემოს მონაწილეობის ოთხი
ურთიერთსაპირისპირო მაგალითი. შიშველი ქანი ჩანს ციცაბო ფერდობებზე მთის
მწვერვალებთან ახლოს. აქ ნებისმიერი გამოფიტვის მასალა იკარგება ეროზიის გავლენით და
წყარომასალის ან ნიადაგის დაგროვება არ ხდება. ძალიან დიდი სისქის ალუვიური
სედიმენტებია ხეობაში. ძალიან დიდი სისქის გლაციალური (მყინვარული) სედიმენტებია
ხეობის ძირის მიმდებარე ხეებით დაფარულ გვერდითა მორენაზე მარცხენა მხარის
გაყოლებაზე. საშუალო სისქის დედამასალაა იქ, სადაც ხეები იზრდება შიშველი მთის
მწვერვალების ქვევით და ალუვიური და მყინვარული სედიმენტების სქელი ფენის თავზე.
დედამიწაზე არსებული ნიადაგების უმეტესობა წარმოქმნილია ერთ ადგილზე საგები ქანის
გამოფიტვით და შემდეგ გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი მასალის მეორე ადგილზე
ტრანსპორტირებითა და დალექვით. დიდი სისქის მქონე სედიმენტებში ან წყარომასალებში
ნიადაგის ფენების ფორმირება არ შემოიფარგლება ქანების გამოფიტვის სიჩქარით და
შეიძლება, ერთდროულად რამდენიმე ნიადაგის ფენის წარმოქმნა მიმდინარეობდეს.

19
სურათი 2.3 ნიადაგწარმოქმნის ოთხი განსხვავებული გარემოა გამოყოფილი აშშ-ის
კლდოვანი მთების ქედის (ჩრდ. ამერიკის კორდილიერების სისტემის მთავარი ქედი) ამ
ლანდშაფტში. ყველაზე მაღალ და ყველაზე ციცაბო ფერდობებზე კლდე გაშიშვლებულია, რადგან
გამოფიტვის შედეგად მიღებულ მასალას მისი წარმოქმნისთანავე მთლიანად ეროზია აცილებს.
ალუვიური სედიმენტების სქელი ფენაა განლაგებული ხეობის ძირზე და მის მიმდებარე გატყიანებულ
გვერდითა მორენაზე მარცხენა მხარის გაყოლებაზე. კლდოვანი ქანის თავზე მდებარე სხვადასხვა
სისქის გლაციალური სედიმენტებია განლაგებული საშუალო სიმაღლეებზე, გატყიანებულ მთის
ფერდობებზე.

ნიადაგის წარმოქმნა

ნიადაგის ფენები მიწის ზედაპირის თითქმის პარალელურია და დროთა განმავლობაში


ერთდროულად რამდენიმე ფენა შეიძლება წარმოიშვას. ნიადაგში არსებული ფენები
ერთმანეთთან გენეტიკურ კავშირშია, თუმცა ამ ფენებს ერთმანეთისაგან განსხვავებული
ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებები აქვთ. ნიადაგმცოდნეობითი
ტერმინოლოგიით, ამ ფენებს ჰორიზონტები ეწოდებათ. რადგანაც ნიადაგებს, როგორც
ბუნებრივ სხეულებს აქვთ გენეტიკურად განვითარებული ჰორიზონტები, ნიადაგწარმოქმნა
მოიცავს ნიადაგის ჰორიზონტების წარმოქმნას. ჰორიზონტებისგან შემდგარი ნიადაგის
ვერტიკალურ წარმოდგენას ნიადაგის პროფილი ეწოდება.

ნიადაგწარმოქმნის პროცესები. ნიადაგის ჰორიზონტების წარმოქმნა წყარომასალის


ვერტიკალური ჭრილის სხვადასხვა ნაწილში დროთა განმავლობაში მომხდარი
სხვადასხვაგვარი მატების, კლების, ტრანსფორმაციებისა და ტრანსლოკაციების
შედეგია.ჰორიზონტების წარმომქმნელი მთავარი ცვლილებების მაგალითებია: 1) მცენარეთა
ზრდის შედეგად ორგანული მასალის შემატება ძირითადად ნიადაგის ნაყოფიერი
ფენისათვის; 2) ტრანსფორმაცია ქვებისა და მინერალების გამოფიტვისა და ორგანული
მასალის დაშლის სახით; 3) წყალში ხსნადი კომპონენტების კარგვა ნიადაგში დაღმავალი

20
მიმართულებით მოძრავი წყლის მიერ ხსნადი მარილების გამოცლის სახით; და 4)
შეტივტივებულ მდგომარეობაში მყოფი მინერალური და ორგანული ნაწილაკების
ტრანსლოკაცია ნიადაგის ნაყოფიერი ფენიდან ქვენიადაგში.

A და C ჰორიზონტების წარმოქმნა. ბევრი ისეთი მოვლენა, როგორიცაა ვულკანური


ფერფლის დალექვა, გრუნტის ყრილების წარმოქმნა რკინიგზის მშენებლობის პროცესში,
მყინვარების დნობა და მყინვარული სედიმენტების წარმოქმნა ან კატასტროფული
წყალდიდობები და ამის შედეგად სედიმენტების წრმოქმნა, საკმაოდ ზუსტადაა
დათარიღებული. სხვადასხვა ასაკის ნიადაგების შესწავლით, ნიადაგმცოდნეებმა აღადგინეს
იმ ცვლილებების სახეები და თანმიმდევრობა, რომელთა შედეგადაც ნიადაგები წარმოიქმნა.
კონტინენტური და ალპური გლაციაციით წარმოქმნილი მყინვარული სედიმენტები
ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და მათი წარმოშობის
მიახლოებითი თარიღები ცნობილია. ყინულის ფრონტების უკანდახევის ადგილების
სიახლოვეს სედიმენტების წარმოქმნის შემდეგ შეიძლება შეიქმნას მცენარეების
დასამკვიდრებლად შესაფერისი ტემპერატურა.მცენარეთა ზრდას თან ახლავს ორგანული
მასალის შემატება, განსაკუთრებით ნიადაგის ზედაპირზე ან მის სიახლოვეს. მცენარეული
წარმოშობის ორგანული მასალით იკვებებიან ცხოველები, ბაქტერიები და სოკოები, რის
შედეგადაც ნახშირორჟანგის სახით იკარგება ბევრი ნახშირბადი. ახალი ორგანული მასალის
მონელების ან დაშლის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი ორგანული ფრაქცია, რომელიც
შემდგომი ცვლილებისადმი მედეგია და გროვდება ნიადაგში. ამ რეზისტენტულ ორგანიკას
ეწოდება ჰუმუსი, ხოლო პროცესს - ჰუმუსის წარმოქმნა. მიკროორგანიზმები და ცხოველები,
რომლებიც ორგანული ნარჩენებით იკვებებიან, საბოლოოდ კვდებიან და ამით ხელს უწყობენ
ჰუმუსის წარმოქმნას. ჰუმუსი არის შავი ან მუქი ყავისფერი, რაც დიდ გავლენას ახდენს A
ჰორიზონტების ფერზე. უხვი მცენარეული საფარის მქონე ტერიტორიებზე სულ რაღაც
რამდენიმე ათეული წელია საჭირო, რომ ზედაპირულმა ფენამ მუქი ფერი მიიღოს ჰუმუსის
წარმოქმნისა და A ჰორიზონტის წარმომქმნელი ორგანიკის დაგროვების შედეგად.
სულ ზედა ჰორიზონტები, რომლებიც ნაჩვენებია სურათებზე 2.1 და 2.2, არის A
ჰორიზონტები. სურათი 2.1-ზე ნაჩვენები A ჰორიზონტი, ხშირი ხვნისა და დამუშავების
შედეგად გადაიქცა სახნავ ფენად. ამგვარ A ჰორიზონტებს ეწოდებათ Ap ჰორიზონტები,
სადაც pაღნიშნავს ხვნას ან ზედაპირულ ფენაზე რაიმე სხვა ზემოქმედებას კულტივაციის,
საძოვრად გამოყენების ან სხვა ანალოგიური მიზნით. კონკრეტული დანიშნულებით,
სასოფლო-სამეურნეო მინდვრებსა და ბაღებში არსებული ნიადაგის ნაყოფიერი ფენის
სინონიმია Ap ჰორიზონტი. ნიადაგის ევოლუციის ამ ეტაპზე სავარაუდოა, რომ ამ ფენის ქვეშ
განლაგებული წყარომასალის ზედა ნაწილი ოდნავ შეიცვალა. წყარომასალის ეს ოდნავ
შეცვლილი ზედა ნაწილი არის C ჰორიზონტი. ევოლუციის ამ ეტაპზე ნიადაგს აქვს ორი
ჰორიზონტი: A ჰორიზონტი და მის ქვეშ მდებარე C ჰორიზონტი. ასეთ ნიადაგებს ეწოდებათ
AC ნიადაგები; AC ნიადაგის განვითარება ნაჩვენებია სურათი 2.4-ზე.

21
სურათი 2.4 ზოგიერთი ნიადაგის ჰორიზონტის თანმიმდევრული წარმოქმნა დანალექ
წყარომასალაში

B ჰორიზონტების წარმოქმნა. ACნიადაგში არსებული ქვენიადაგი შედგება C


ჰორიზონტისაგან და, შესაძლოა, წყარომასალის ზედა ნაწილისგან. ხელსაყრელ პირობებში
ქვენიადაგის ეს ფენა საბოლოოდ იძენს გარკვევით გამოხატულ ფერსა და ზოგიერთ სხვა
თვისებას, რომლებიც განასხვავებენ მას A ჰორიზონტისაგან და მის ქვეშ მდებარე
წყარომასალისგან, რომელიც, როგორც წესი, 60-დან 75 სმ სიღრმეზეა განლაგებული. ეს
სახეშეცვლილი ქვენიადაგის ფენა ხდება B ჰორიზონტი და ყალიბდება A ჰორიზონტსა და
ახალ უფრო ღრმად განლაგებულ C ჰორიზონტს შორის მდებარე შუაფენად. ნიადაგის
ევოლუციის ამ ეტაპზე არასაკმარისი დროა გასული, რომ B ჰორიზონტი მნიშვნელოვნად
გამდიდრებულიყო წვრილმარცვლოვანი (კოლოიდური) ნაწილაკებით, რომელთა
ტრანსლოკაცია (გადანაცვლება) მოხდა A ჰორიზონტიდან ქვევით ფილტრაციული წყლის
საშუალებით. ასე სუსტად განვითარებულ B ჰორიზონტს მიენიჭა აღნიშვნა w (როგორც Bw
სიმბოლოში), რაც მის სუსტად განვითარებულობას ნიშნავს. Bw ჰორიზონტის Aდა B
ჰორიზონტებისაგან გარჩევა შეიძლება უპირველეს ყოვლისა ფერით, ნიადაგის ნაწილაკების
წყობითა და ორგანიკის საშუალო შემცველობით. A,B და C ჰორიზონტების მქონე ნიადაგი
ნაჩვენებია სურათი 2.5-ზე.

ნიადაგწარმოქმნის ადრეულ ფაზებში ნიადაგწარმომქმნელი პროცესები სულ უფრო


მეტად ახდენენ წყარომასალის ნიადაგად გარდაქმნას და ნიადაგი სისქეში იზრდება. თხელი
AC ნიადაგის გარდაქმნა სქელ ABwC ნიადაგად ნაჩვენებია სურათი 2.4-ზე.

22
სურათი 2.5 ნიადაგმცოდნე მეცნიერი აკვირდება ნიადაგის თვისებებს A და B ჰორიზონტების
საზღვართან A, B და C ჰორიზონტების მქონე ნიადაგში. დაღმავალი მიმართულებით მზარდი
ფესვები, ასევე ზევიდან ქვევით ჩამდინარე ფილტრაციული წყალი სხვადასხვა გარემოს გაივლის A, B
და C ჰორიზონტებში.
წარწერები სურათზე: A ჰორიზონტი - ორგანული ნივთიერებების დაგროვების ზონა
B ჰორიზონტი - კოლოიდური ნივთიერებების დაგროვების ზონა
C ჰორიზონტი - მინიმალური გამოფიტვის ზონა

Bt ჰორიზონტი. ნიადაგის წყარომასალები ხშირად შეიცავენ კალციუმის კარბონატს (CaCO3),


ანუ კირქვას და აქვთ ტუტე რეაქცია. მყინვარული წყარომასალის შემთხვევაში, როდესაც
მყინვარები გადაეფარნენ კირქვის ქანებს, კირი მოექცა ყინულის შიგნით. შემდგომში,
ყინულის დნობის შედეგად დარჩა ნალექი, რომელიც კირქვის ნაწილაკებს შეიცავს. ტენიან
რეგიონებში კირი იხსნება ფილტრაციულ წყალში და გამოდის ნიადაგიდან. ამ პროცესს
ეწოდება გამოტუტვა. გამოტუტვის პროცესები მიმდნარეობს დაღმავალი მიმართულებით,
ზედაპირიდან ქვევით. ჯერ ზედაპირზე არსებული ნიადაგი ხდება მჟავე, ხოლო შემდეგ,
გამოტუტვის შედეგად იქმნება მჟავე ქვენიადაგი. მჟავე ნიადაგის არე დიდად ასტიმულირებს
მინერალების გამოფიტვას mineral weatheringანუ მინერალების დაშლას და მრავალი იონის
წარმოქმნას. ორთოკლაზის (KAISiO3) წყალთან და H+-თან რეაქცია შემდეგნაირია:
2 KAISiO3 + 9H2O + 2H+= H4AI2 Si2O9 + 2K+ + 4H4 SiO4
(ორთოკლაზი) (კაოლინიტი)(სილიციუმის მჟავა)

23
გამოფიტვის რეაქცია გვიჩვენებს მინერალის გამოფიტვის სამ მნიშვნელოვან შედეგს.
პირველი, წარმოიქმნებიან თიხის ნაწილაკები (წვრილმარცვლოვანი ნაწილაკები), მოყვანილ
მაგალითში - კაოლონიტი. არსებითად, ნიადაგები „თიხის მწარმოებელი ქარხნებია“. მეორე,
ნიადაგის თხევად ფაზაში გამოიყოფა იონები, მათ შორის მკვებავი იონები, როგორიცაა K+.
მესამე, წარმოიქმნება სხვადასხვა ხსნადობის რთული ნაერთები (სილიციუმის მჟავა),
რომელთა გამოტუტვის შედეგადაც ხდება მათი ნიადაგიდან მოცილება. თიხის წარმოქმნა
ძირითადად ქიმიური გამოფიტვის შედეგია. გამოანგარიშებულია, რომ 1% თიხის
წარმოქმნას წყარომასალაში ესაჭიროება 500-დან 10 000-მდე წელი. სურათი 2.6-ზე ნაჩვენებია
მცირე ფართობის მქონე რამდენიმე გამოფიტული ქანი, რომლებშიც მიმდინარეობს
მინერალების თიხად გარდაქმნის პროცესი.

სურათი 2.6 გამოფიტვის შედეგად ქანში გამოიყოფა მინერალების მარცვლები და წარმოიქმნება


ძალიან წვრილფრაქციული თიხის ნაწილაკები, ამ შემთხვევაში - კაოლინიტი.

ბევრი სახის წყარომასალა, როგორც წესი, გარკვეული რაოდენობის თიხას შეიცავს. ამ


თიხის რაღაც ნაწილი, ნიადაგწარმოქმნის პროცესში გამოფიტვით წარმოქმნილ თიხასთან
ერთად, ფილტრაციულ წყალს ნელ-ნელა გადააქვს დაბლა A ჰორიზონტიდან B
ჰორიზონტში. როდესაც თიხის ტრანსლოკაციის შედეგად Bw ჰორიზონტში თიხის

24
შემცველობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, Bw ჰორიზონტი გადაიქცევა Bt ჰორიზონტად.
თიხის თხელი ფენები, ჩვეულებრივ, ნაპრალების გაყოლებაზე და ფორების სივრცეებში
შეიძლება 10-ჯერადი გადიდების უნარის მქონე ლუპით დავინახოთ. სხვა ჰორიზონტებიდან
გამოტანით ნიადაგის მასალის დაგროვების პროცესს ილუვიაცია ანუ გამორეცხვა ეწოდება.
სიმბოლო t (როგორც, მაგალითად, Bt სიმბოლოში) ნიშნავს თიხის ილუვიალურ დაგროვებას.
Btჰორიზონტი შეიძლება შეგვხვდეს ბოძებისთვის ორმოების ან მიწისქვეშა მილების
ჩასადები ტრანშეების თხრის დროს.
თიხის ტრანსლოკაციისათვის, როგორც ჩანს, საჭიროა დასველებისა და გაშრობის
პერიოდების მონაცვლეობა. ითვლება, რომ თიხის ზოგიერთი ნაწილაკი დისპერსიას
განიცდის, ანუ იფანტება, მშრალი ნიადაგის დასველების დროს უნალექო პერიოდის ბოლოს
და წვიმიან სეზონზე ხდება თიხის ნაწილაკების მიგრაცია ქვევით, ფილტრაციულ წყალში.
როდესაც ზევიდან ქვევით მოძრავი ფილტრაციული წყალი ხვდება მშრალ ნიადაგს, წყალი
გადის გარშემო არსებულ მშრალ ნიადაგში, რის შედეგადაც ხდება თიხის დალექვა ფორების
კედლებზე. დასველებისა და გაშრობის ციკლების განმეორებით გროვდება
ორიენტირებული თიხის ნაწილაკების ფენები, რომელთაც ეწოდებათ თიხის აპკები clay skins.
თიხის ილუვიაციის შესწავლა არაერთხელ ჩატარებულა. კვლევებით მიღებულია
მტკიცებულებები, რომ ათასობით წელია საჭირო, რომ B ჰორიზონტებში მნიშვნელოვნად
გაიზარდოს თიხის შემცველობა. ამის მაგალითია კალიფორნიის ცენტრალურ ხეობაში
ალუვიური ჭალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგების კვლევა. აქ მიწის
ზედაპირების სიმაღლის ნიშნულების ზრდა უკავშირდება ასაკის მატებას. შესწავლილი
ნიადაგის ასაკი ცვალებადობდა 1 000-დან 100 000-ზე მეტ წლამდე.
კვლევის შედეგები მოცემულია სურათი 2.7-ზე. მდინარის ჭალაზე განვითარებული
ჰენფორდის ნიადაგი 1 000 წლისაა; მას თიხის ილუვიაციის აშკარა ნიშნები არ აღენიშნება.
10000 წლოვანი გრინფილდის ნიადაგს დაახლოებით 1,4-ჯერ მეტი თიხა აქვს ნიადაგქვეშა
ფენაში (Bt ჰორიზონტი), ვიდრე A ჰორიზონტში. სან-ხოაკინის ნიადაგი 140 000 წლისაა და A
ჰორიზონტთან შედარებით, თიხის მაქსიმალური დაგროვების ჰორიზონტში 3.4-ჯერ მეტ
თიხას შეცავს.
სამი ყველაზე ახალგაზრდა ნიადაგი (ჰენფორდის, გრინფილდისა და სნელინგის)
საუკეთესოდ გამოდგება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისათვის, რადგან ნიადაგქვეშა
ჰორიზონტები წყლისა და ჰაერის გამტარია, ხოლო მცენარის ფესვები A და B ჰორიზონტების
გავლით C ჰორიზონტებში ღწევენ. ამის საპირისპიროდ, წყალგაუმტარი ნიადაგქვეშა
ჰორიზონტი სან-ხოაკინის გრუნტში იწვევს ფესვთა სისტემის ზედაპირულ ფენებში
განლაგებას. წყალგაუმტარი ჰორიზონტის თავზე ფესვთა სისტემის განლაგების ზონა
წვიმიან სეზონზე წყალგაჯერებული ხდება, ხოლო მშრალ პერიოდში - გვალვიანი.
წყლის ჰორიზონტები განლაგებულია გრუნტებისა და სხვადასხვა სისქის
წყარომასალებისა და კლდოვანი ქანების ფენების ქვეშ. ტენიან რეგიონებში ატმოსფერული
ნალექების ნაწილი სრულად გაივლის გრუნტს და ხელახლა ავსებს მის ქვეშ მდებარე წყლის
ჰორიზონტებს. დიდ ფართობიან რეგიონებში წყალშეუღწევადი კლეიპენების (თიხის

25
ქერქების) განვითარება იწვევს წყლით შევსების შემცირებას და წყლის ჩამონადენის
გაზრდას. ეს მოხდა არკანზასის შტატში შტუტგარტის მახლობლად, სადაც ბრინჯის სარწყავი
ჭები დაშრა წყლოვანი ჰორიზონტის შეზღუდული შევსების გამო.

სურათი 2.7 თიხის გავრცელება როგორც კალიფორნიის ცენტრალური ხეობის გრანიტული


წარმოშობის წყარომასალიდან განვითრებული ნიადაგების დროის ფუნქცია. ჰარტფორდის ნიადაგი,
რომელიც მხოლოდ 1000 წლის ასაკისაა, არ შეიცავს Bt ჰორიზონტს. დანარჩენი სამი გრუნტი შეიცავს
Bt ჰორიზონტს. სან-ხოაკინის Bt ჰორიზონტი წარმოადგენს კლეიპენს, რომელიც აკავებს წყლის
ფილტრაციას.

Bhs ჰორიზონტი. ქვიშის მრავალი წყარომასალა ძალიან ცოტა თიხას შეიცავს და მათში
თითქმის არ წარმოიქმნება თიხა როგორც გამოფიტვის პროდუქტი. ამის შედეგად, თიხის
ილუვიაცია უმნიშვნელოა და არ იქმნება Bt ჰორიზონტები. ჰუმუსი კი რეაქციაში შედის
ალუმინისა და/ან რკინის ოქსიდებთან და ქმნის კომპლექსებს ნიადაგის ზედა ნაწილში. იქ,
სადაც გამოტუტვისთვის (ფილტრაციისთვის) აუცილებელი წყალი უხვადაა, მაგალითად
ტენიან რეგიონებში, ხდება ამ კომპლექსების ტრანსლოკაცია ზევიდან ქვევით. ფილტრაციის
წყალში და B ჰორიზონტში იქმნება ილუვიალური დანაგროვები. B ჰორიზონტში ჰუმუსისა
და ალუმინის და /ან რკინის ოქსიდების ილუვიალური დაგროვება ქმნის Bhs ჰორიზონტებს.
h აღნიშნავს ჰუმუსის ილუვიალური დაგროვების არსებობას, ხოლო s - ალუმინისა და/ან
რკინის ილუვიალური ოქსიდების არსებობას. Bhs ჰორიზონტები ჩვეულებრივ
გავრცელებულია ძალიან ქვიშიან ნიადაგებში, რომლებიც გვხვდება აშშ-ის გატყიანებულ
ტერიტორიებზე მენის შტატიდან ფლორიდის შტატამდე.გრუნტებში ქვიშის მაღალი
შემცველობა იწვევს ნიადაგების დაბალ ნაყოფიერებას და წყლის შეკავების დაბალ უნარს
(სიმშრალესdroughtiness).

26
E ჰორიზონტების წარმოქმნა. A ჰორიზონტიდან კოლოიდური ნაწილაკების ტრანსლოკაციას
შეიძლება მოჰყვეს ქვიშის, კვარცისა და სხვა რეზისტენტული მინერალების მტვროვანი
ნაწილაკების (თიხის ნაწილაკებზე დიდი ზომის ნაწილაკების) კონცენტრაცია ბევრი
ნიადაგის ზედა ნაწილში. ისეთ ნიადაგებში, რომელთაც თხელი A და B ჰორიზონტები აქვთ,
A და B ჰორიზონტების საზღვარზე შეიძლება განვითარდეს ღია ფერის ჰორიზონტი (იხ.
სურათი 2.4). ეს ჰორიზონტი, ჩვეულებრივ მონაცრისფრო, არის E ჰორიზონტი. სიმბოლო E
წარმოდგება სიტყვიდან ‘ელუვიაცია’, რაც ნიშნავს ‘გამორეცხვას’. მოცემულ ნიადაგში როგრც
A, ისე E ჰორიზონტი, ორივე ელუვიურია. A ჰორიზონტის მთავარი დამახასიათებელი
ნიშანია მასში ორგანიკის არსებობა და მუქი ფერი, ხოლო E ჰორიზონტისა - ღია ნაცრისფერი
შეფერილობა და ორგანიკის დაბალი შემცველობა, ასევე კვარცისა და სხვა რეზისტენტული
მინერალების მტვროვანი და ქვიშის ზომის ნაწილაკების შემცველობა.
E ჰორიზონტები უფრო ადვილად ვითარდებიან ტყის ნიადაგებში, ვიდრე ბალახით
დაფარული ტერიტორიების ნიადაგებში, რადგან ელუვიაცია, ჩვეულებრივ, ტყის ნიადაგებში
უფრო მეტია და A ჰორიზონტი, როგორც წესი, ბევრად უფრო ნაკლები სისქისაა. E
ჰორიზონტები ადვილად ვითარდებიან Bhs ჰორიზონტებიან ტყის ნიადაგებში, ხოლო E
ჰორიზონტების ფერი შეიძლება თეთრი იყოს (იხ. ნიადაგი წიგნის ყდაზე). ნიადაგი,
რომელსაც აქვს A, E, Bt, და C ჰორიზონტები, ნაჩვენებია სურათი 2.8-ზე.

სურათი 2.8 ნიადაგი, რომელიც შეიცავს 10 000-წლოვანი ტყის საფარში წარმოქმნილ A, E,Bt, და C
ჰორიზონტებს. Bt ჰორიზონტში თიხის რაოდენობა და ამ ჰორიზონტის წყალშეღწევადობა
განაპირობებენ ამ უბნის ვარგისიანობას სოფელ ადგილას სახლის მშენებლობისათვის, სადაც
სეპტიკტენკის ნარჩენი უნდა დაიცალოს ნიადაგში ფილტრაციის საშუალებით.

27
ამ სამშენებლო უბანზე, სეპტიკური ნარჩენების გადაცლის სისტემის წარმატებული
მუშაობისათვის საჭირო ნიადაგის სტაბილურობა დამოკიდებულია იმ სიჩქარეზე,
რომლითაც წყალს შეუძლია იმოძრაოს ყველაზე ნაკლები წალგამტარობის მქონე
ჰორიზონტში, ამ შემთხვევაში Btჰორიზონტში. ამრიგად, სოფლის მიწის ფასეულობა
სახლების მშენებლობისათვის მუნიციპალური საკანალიაზაციო სისტემების საზღვრებს
მიღმა დამოკიდებულია ნიადაგქვეშა ჰორიზონტების ხასიათზე და მათ უნარზე,
უზრუნველყონ გაწმენდილი ჩამონადენი წყლების ზევიდან ქვევით გატარება და დაცლა.
მშენებლობისათვის ვარგისი უბნების დადგენა შესაძლებელია იმ ჰორიზონტების
ფილტრაციული ტესტირებით, რომლებშიც უნდა მოხდეს ჩამონადენი წყლის დაცლა.

0 ჰორიზონტების წარმოქმნა. ტბებისა და საგუბარების არაღრმა წყლებში წარმოშობილი


მცენარეული საფარი შეიძლება დაგროვდეს ტორფისა და ჰუმუსის სედიმენტების სახით,
რადგან წყალში, რომელშიც მათი დაშლა მოხდა ჟანგბადის დეფიციტია. ეს სედიმენტები
წარმოადგენენ ორგანული ნიადაგების წყარომასალას. ორგანულ ნიადაგებს 0 ჰორიზონტი
აქვთ; 0 ჰორიზონტი აღნიშნავს ნიადაგის ფენებს, რომლებშიც ორგანიკა დომინირებს.
ზოგჯერ ნიადაგის ზედაპირზე უკიდურესი ტენიანობისა და მჟავიანოს გამო ორგანული
მასალის დაშლისათვის არახელსაყრელი პირობები იქმნება. ამის შედეგად, მინერალური
ნიადაგების ჰორიზონტის თავზე წარმოიქმნება 0 ჰორიზონტები. მიუხედავად იმისა, რომ 0
ჰორიზონტები დედამიწაზე არსებული ნიადაგების ძალიან მცირე ნაწილს შეადგენენ, ეს
ნიადაგები მთელ პლანეტაზე ფართოდაა გაბნეული.

ნიადაგები, როგორც ბუნებრივი სხეულები

ნიადაგების თვისებები მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მათგან ერთ-ერთი


ყველაზე ნათლად გამოხატული ფაქტორია წყარომასალა. თუმცა, ერთი და იგივე
წყარომასალიდან შეიძლება მრავალი სხვადასხვა სახის ნიადაგი წარმოიშვას. წყარომასალა
და ნიადაგის განვითარების განმაპირობებელი სხვა ფაქტორები წარმოადგენენ
ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორებს.

ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორები. ზოგადად აღიარებულია ხუთი ნიადაგწარმომქმნელი


ფაქტორის არსებობა: წყარომასალა, ბიოლოგიური ორგანიზმები, კლიმატი, ტოპოგრაფია და
დრო. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ Bt და Bhs ჰორიზონტების განვითარება დაკავშირებულია
წყარომასალაში თიხისა და ქვიშის შემცველობასთან და/ან ნიადაგის ევოლუციის პროცესში
წარმოქმნილი თიხის რაოდენობასთან. ბალახოვანი საფარი ხელს უწყობს ნიადაგების
მსხვილი A ჰორიზონტების შექმნას, რადგან ნიადაგის ზედა 30-40 სმ-ზე უხვად იზრდება
წვრილი ფესვები. ტყეებში ორგანული ნივთიერებები ნიადაგებს ემატება ძირითადად
ზედაპირზე დაცვენილი ფოთლებისა და მერქნის სახით. პატარა ცხოველების ქმედება ხელს
უწყობს ორგანული მასალის ნიადაგში შერევას. ამის შედეგად ტყის ნიადაგებში ორგანული
მატერია ნიადაგის მხოლოდ თხელ ფენაშია ჩართული და იქმნება თხელი A ჰორიზონტები.

28
ნიადაგის წარმოქმნაში კლიმატს წვლილი შეაქვს ტემპერატურისა და ნალექების
კომპონენტების სახით. თუ წყარომასალა მუდმივად გაყინული და მშრალია, ნიადაგების
განვითარება არ ხდება. მცენარეების ზრდისთვის, გამოფიტვის, გამოტუტვისა და თიხის
ტრანსლოკაციისთვის და ა. შ. სჭიროა წყალი. თბილი ტენიანი კლიმატი ხელს უწყობს
ნიადაგის წარმოქმნას, ხოლო მშრალი და/ან ცივი კლიმატი აფერხებს მას.
ტოპოგრაფიაში იგულისხმება მიწის ზედაპირის ზოგადი ხასიათი. ფერდობებზე წყლის
კარგვა ჩამონადენის სახით და ნიადაგის გატანა ეროზიის მოქმედებით ანელებს ნიადაგის
წარმოქმნას. ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩამონადენ წყალს იღებენ, შეიძლება უფრო
მეტი მცენარე იზრდებოდეს და ნიადაგებს მეტი ორგანული შემცველობა ჰქონდეთ, ასევე
უფრო მეტი წყლის ფილტრაცია ხდებოდეს ნიადაგში.
ის, თუ რა ხარისხით მოქმედებენ ეს ფაქტორები არის დროის ფუნქცია, რომელიც
დასჭირდა მათ მოქმედებას. ამრიგად, ნიადაგი შეიძლება განვმარტოთ როგორც: დედამიწის
ზედაპირზე არსებული შეუკავშირებელი მასალა, რომელმაც დროთა განმავლობაში განიცდა
წყარომასალის, კლიმატის, ორგანიზმებისა და ტოპოგრაფიის გენეტიკური და ეკოლოგიური
ფაქტორების ზემოქმედება და გავლენა.

ნიადაგის მასივები, როგორც ლანდშაფტის ნაწილები

ლანდშაფტის ნებისმიერ აღებულ ადგილზე განლაგებულია კონკრეტული ნიადაგი,


მისთვის დამახასიათებელი მთელი რიგი თვისებებით, რომლებიც მოიცავენ
ჰორიზონტების სახეებსა და მათ ხასიათს. ნიადაგის თვისებები რაღაც მანძილზე შეიძლება
თითქმის უცვლელი იყოს ამ ადგილიდან ყველა მიმართულებით. ფართობს, რომელზედაც
ნიადაგის თვისებები გარკვეულწილად უცვლელია ეწოდება ნიადაგის მასივი.საბოლოოდ,
ერთი ან მეტი ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორის მნიშვნელოვნად შეცვლის შედეგად მას
ჩაენაცვლება განსხვავებული ნიადაგი ან ნიადაგის მასივი.
წყარომასალის და / ან დაფერდების (ტოპოგრაფია) ცვლილება განაპირობებს ერთ
მინდორზე სხვადასხვა ნიადაგის მასივების არსებობას, როგორც ეს ნაჩვენებია სურათი 2.9-
ზე. წინა პლანზე მუქი ფერის ნიადაგი ღებულობს მიმდებარე ფერდობებიდან ჩამონადენ
წყალს. ფერდობებზე ღია ფერის ნიადაგი განვითარდა იქ სადაც ადგილი ჰქონდა წყლის
ჩამოდენასა და ეროზიას. წინა პლანზე ნაჩვენები ცუდი დრენაჟის მქონე ნიადაგისა და
ფერდობის ეროდირებული ნიადაგის ეფექტური გამოყენება სრულიად განსხვავებულ
მართვის პრაქტიკას მოითხოვს. ამ ორ სხვადასხვა ნიადაგს შორის საზღვარი კარგად ჩანს.
ბევრ შემთხვევაში აუცილებელი ხდება საზღვრებზე არსებული ნიადაგის დათვალიერება,
რისთვისაც საჭიროა ორმოს ამოთხრა ან მიწის ბურღის გამოყენება.

29
სურათი 2.9 მინდორი ანუ ლანდშაფტი, რომელიც შეიცავს შავი ფერის ნიადაგს ლანდშაფტის სულ
ქვედა ნაწილში. ეს ნიადაგი ღებულობს დაფერდებული ადგილებიდან ჩამონადენ წყალს და ღია
ფერის ნიადაგიდან ეროდირებულ ნალექს.

როგორ სწავლობენ მეცნიერები ნიადაგებს როგორც ბუნებრივ სხეულებს. კონკრეტულ


ნიადაგს ანუ ნიადაგის მასივს (სხეულს) უკავია ლანდშაფტის კონკრეტული ნაწილი. ასეთი
ნიადაგის შესასწავლად, ჩვეულებრივ ითხრება ორმო და ხდება ნიადაგის ჰორიზონტების
აღწერა და სინჯების აღება. თითოეული ჰორიზონტის დახასიათება ხდება მისი სისქის,
ფერის, ნაწილაკების წყობის, თიხის შემცველობის, ფესვების სიმრავლის, კირის
შემცველობის, pH-ისა და სხვა პარამეტრების მიხედვით. თითოეული ჰორიზონტიდან
აღებული ნიმუშები მიაქვთ ლაბორატორიაში და უტარებენ ქიმიური, ფიზიკური და
ბიოლოგიური თვისებების ანალიზს. შემდეგ ხდება ამ მონაცემების გრაფიკული სახით
წარმოდგენა იმის საჩვენებლად, თუ რამდენად უცვლელია ან შეცვლილი ნიადაგის
თვისებები სხვადასხვა ჰორიზონტებში (სურათი 2.7-ზე ეს ნაჩვენებია თიხის მაგალითზე).
სურათი 2.10-ზე ჩანს, თუ როგორ სწავლობენ ნიადაგმცოდნეები ნიადაგს საველე პირობებში.
სურათზე ნიადაგის შესახებ მონაცემებს მკვლევარი წარმოადგენს დიაგრამების
საშუალებით, ხოლო მკვლევარების ჯგუფი განიხილავს ნიადაგის თვისებებსა და გენეზისს.

30
სურათი 2.10 ნიადაგმცოდნეები იკვლევენ ნიადაგებს როგორც ბუნებრივ სხეულებს. ნიადაგები
გაშიშვლებულია ორმოში და ნიადაგების მონაცემები დათვალიერებისა და განხილვისათვის
მოცემულია რუკებზე charts.

ნიადაგის, როგორც ბუნებრივი სხეულის ცნების მნიშვნელობა. ნიადაგის ჰორიზონტების


ბუნება და თვისებები განაპირობებენ მის შესაფერისობას სხვადასხვა დანიშნულებით
გამოყენებისათვის. ნიადაგების გონივრულად გამოყენების მიზნით, საჭიროა ნიადაგის
თვისებების ჩამონათვალი, რომელიც შეასრულებს სხვადასხვა სიტუაციაში ნიადაგის
თავისებურებების პროგნოზირებისათვის საჭირო ბაზის როლს. ნიადაგის რუკები,
რომლებზედაც ნაჩვენებია ამა თუ იმ ფართობზე ნიადაგის მასივების განლაგება, ნიადაგის
დახასიათების წერილობითი ანგარიშების შედგენა და სხვადასხვა სიტუაციებისთვის
ნიადაგის თავისებურებების პროგნოზირება შშ-ში დაიწყო 1896 წელს. 1920-იანი წლებისთვის
ნიადაგის რუკებს იყენებდნენ მიჩიგანში საავტომობილო მაგისტრალების
ადგილმდებარეობის დაგეგმარებისა და მშენებლობისათვის. არასტაბილური ნიადაგის მასა
უნდა მოიხსნას და შეცვალოს ისეთი მასალით, რომელიც გაუძლებს საავტომობილო
მოძრაობის დატვირთვას. სურათი 2.11-ზე ნაჩვენებია გზის მონაკვეთი, რომელიც აიგო
ჰუმუსის ფენის აღების გარეშე. გზა არასტაბილური გახდა და საჭირო გახდა ჰუმუსის ფენის
აღება და მისი ჩანაცვლება ქვიშით.

31
სურათი 2.11 საავტომობილო გზის მიწის ვაკისის სტაბილურობის გაზრდის მიზნით, მიმდინარეობს
ჰუმუსის (ორგანიკის) ფენის შეცვლა ქვიშით
წარწერები სურათზე: ქვიშის ყრილი; - ჰუმუსის ფენა

რეზიუმე

ყველა მინერალური ნიადაგის წყარომასალა ქვების გამოფიტვით წარმოიშვა.


ზოგიერთი ნიადაგი მისი ამჟამინდელი განლაგების ადგილზევე წარმოიქმნა პირდაპირ
ქვების გამოფიტვის პროდუქტებში. ასეთ შემთხვევებში ჰორიზონტების ფორმირება
შეიძლება ქვების გამოფიტვის სიჩქარით იყოს შეზღუდული და ნიადაგის წარმოქმნა
შეიძლება ძალიან ნელა მიმდინარეობდეს. მაგრამ, ნიადაგების უმეტესობა ნალექებში
წარმოიშვა მყინვარების, წყლის, ქარისა და გრავიტაციის ზემოქმედებით მასალის ეროზიის,
გადაადგილებისა და სედიმენტაციის შედეგად. ორგანულ და სედიმენტებში წარმოქმნილ
ნიადაგებს ეწოდებათ ორგანული ნიადაგები.
ძირითად ნიადაგწარმომქმნელ ფაქტორებს განეკუთვნება: 1) ორგანული მასალის
ჰუმუსირება და აკუმულაცია, 2) ქვებისა და მინერალების გამოფიტვა, 3) ხსნადი
მინერალების გამოტუტვა და 4) კოლოიდური ნაწილაკების ელუვიაცია და ილუვიაცია.
დროთა განმავლობაში, ნიადაგწარმომქმნელი პროცესების მოქმედებით, ერთ რომელიმე

32
ფენაში მეორესთან შედარებით განსხვავებული ცვლილებების შედეგად, ჩნდება ნიადაგის
ჰორიზონტები.
ძირითად ნიადაგის ჰორიზონტებს ან ფენებს განეკუთვნება O, A, E, B, C, და R
ჰორიზონტები.
ნიადაგების სხვადასხვა ტიპები ჩნდებიან ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების
ურთიერთქმედების შედეგად, ესენია: წყარომასალა, ორგანიზმები, კლიმატი, ტოპოგრაფია
და დრო.
ლანდშაფტები შედგებიან სამგანზომილებიანი მასივებისაგან, რომლებისგანაც
ბუნებრივად (გენეტიკურად) განვითრდნენ ჰორიზონტები. ამ მასივებს ეწოდებათ ნიადაგები.
ნიადაგების გონივრული გამოყენება დამოკიდებულია ნიადაგების თვისებების
ცოდნაზე და იმ თავისებურებებზე, რომლებსაც ნიადაგები სხვადასხვა პირობებში ავლენენ.

ლიტერატურა
Arkley, R. J. 1964. Soil Survey of the Eastern StanislausArea, California.U.S.D.A. and Cal. Agr. Exp.
Sta.
Barshad, I. 1959. "Factors Affecting Clay Formation."Clays and Clay Minerals.E. Ingerson (ed.), Earth
Sciences Monograph 2.Pergamon, New York.
Jenny, H. 1941. Factors of Soil Formation.McGraw-Hill,New York.
Jenny, H. 1980. The Soil Resource.Springer-Verlag,New York.
Simonson, R. W. 1957. "What Soils Are." USDA AgriculturalYearbook, Washington, D. C.
Simmonson, R. W. 1959. "Outline of Generalized Theoryof Soil Genesis."Soil Sci. Soc. Am. Proc.
23:161-164.
Twenhofel, W, H. 1939. "The Cost of Soil in Rock andTime."Am J. Sci. 237:771-780.

თავი 3

ნიადაგის ფიზიკური თვისებები


ფიზიკური თვალსზრისით, ნიადაგები შედგებიან სხვადასხვა ზომის მინერალური და
ორგანული ნაწილაკებისაგან. ეს ნაწილაკები ჩალაგებულია გარკვეულ ჩომჩხში, რითაც
იქმნება ფორების სივრცეების დაახლოებით 50 პროცენტი, რომელიც შევსებულია წყლითა და
ჰაერით. ამის შედეგად იქმნება მყარი, თხევადი და აიროვანი ნივთიერებებისგან შემდგარი
სამფაზიანი სისტემა. არსებითად, ნიადაგების სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებას
დიდად განაპირობებენ მათი გარკვეული ფიზიკური თვისებები. ამ თავში განხილულია
ისეთი ფიზიკური მახასიათებლები, როგორიცაა: მექანიკური აგებულება (ტექსტურა),
სტრუქტურა (შედგენილობა), კონსისტენცია, ფორიანობა, სიმკვრივე, ფერი და ტემპერატურა.

33
ნიადაგის ტექსტურა (მექანიკური აგებულება, გრანულომეტრიული
შედგენილობა)

ქვებისა და მინერალების ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვის შედეგად წარმოიქმნება


ნაწილაკების დიდი მრავალფეროვნება ლოდების, ხრეშის, ქვიშის, ლამისა და თიხის
უმცირესი ნაწილაკების სახით. ნიადაგის გრანულომეტრიული შედგენილობა გამოხატავს
მის მსხვილმარცვლოვნებას ან წვრილმარცვლოვნებას ანუ მის ტექსტურას. უფრო ზუსტად,
ტექსტურა არის ქვიშის, მტვროვანი ფრაქციისა და თიხის პროპორცია ნიადაგში.

ნიადაგის ნაწილაკების ფრაქციების საზღვრები ზომის მიხედვით

ნიადაგის ნაწილაკების ფრაქციების საზღვრები ზომის მიხედვით ეს მინერალური


ნაწილაკების ჯგუფებია, რომლებიც შეიცავენ 2 მმ-ზე ნაკლები დიამეტრის მქონე ნაწილაკებს
ანუ ხრეშზე მცირე ზომის ნაწილაკებს. გარკვეული ფრაქციების საზღვრებში მოქცეული
ნაწილაკების დიამეტრი, რაოდენობა და ზედაპირის ფართობი ერთ გრამზე მოცემულია
ცხრილი 3.1-ში. ქვიშის ფრაქციის ნაწილაკების დიამეტრი 2,0-დან 0,05 მილიმეტრამდე
ზღვრებშია მოქცეული. აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის კლასიფიკაციით (USDA
სისტემა) ქვიშის ფრაქცია კიდევ იყოფა ძალიან წვრილმარცვლოვან, წვრილმარცვლოვან,
საშუალომარცვლოვან, მსხვილმარცვლოვან და ძალიან მსხვილმარცვლოვან ქვეფრაქციებად.
მტვრის ფრაქციის ნაწილაკების დიამეტრის ზღვრებია 0,05-დან 0,002 მილიმეტრამდე (2
მიკრონი. ქვიშასა და მტვერს შორის 0.05 მმ-იანი ნაწილაკების გამყოფ საზღვარზე ძნელია
ცალკეული ნაწილაკების ერთმანეთისგან ხელით გარჩევა. ზოგადად, თუ თითებს შორის
გასრესით იგრძნობა, რომ ნაწილაკები მსხვილია ან უხეში, ეს ნიშნავს, რომ მათი ზომა
მტვრის ნაწილაკებზე უფრო დიდია. მტვრის ნაწილაკები ხელით მოსინჯვისას ძალიან
გლუვია. არც ქვიშა და არც მტვერი (ლამი) სველ მდგომარეობაში არ არის წებვადი. ქვიშა და
მტვერი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ზომით და შეიძლება ერთი და იგივე
მინერალებისგან შედგებოდნენ. მაგალითად, თუ ქვიშის ნაწილაკებს ჩაქუჩით დავამსხვრევთ,
მივიღებთ 0,05 მმ-ზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს, რაც ნიშნავს, რომ ქვიშა მტვრად გადაიქცა.
ბევრ ნიადაგში ქვიშისა და მტვრის ფრაქციებში დომინირებს კვარცი. არსებობს ბევრი
ისეთი გამოფიტვადი მინერალი, როგორც მაგალითად, მინდვრის შპატი და ქარსი,
რომლებიც ნელა იფიტებიან და გამოყოფენ მნიშვნელოვანი რაოდენობის იონებს, რომლებიც
აკმაყოფილებენ მცენარეების მოთხოვნილებას და რეკომბინირებით ქმნიან მეორად
მინერალებს, როგორიცაა თიხა. რაც უფრო დიდია მტვრის კუთრი ზედაპირი (ზედაპირის
ფართობი ერთ გრამზე), მით უფრო სწრაფად იფიტება მტვერი ქვიშასთან შედარებით და მით
უფრო მეტი საკვები იონი გამოიყოფა. ამის შედეგად, ზოგადად, მტვრის მაღალი
შემცველობის მქონე ნიადაგის ნაყოფიერება უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ქვიშის მაღალი
შემცველობის ნიადაგებისა.

34
ცხრილი 3.1 ნიადაგის ფრაქციების ზოგიერთი მახასიათებლები

ფრაქცია დიამეტრი, დიამეტრი, ნაწილაკების ზედაპირის


მმa მმბ რაოდენობა ფართობი 1
ერთ გარამზე გრამზე, სმ2
ძალიან მსხვილმარცვლოვანი ქვიშა 2,00-1,00 90 11
მსხვილმარცვლოვანი ქვიშა 1,00-0,50 2,00-2,0 720 23
საშუალომარცვლოვანი ქვიშა 0,50-0,25 5 700 45
წვრილმარცვლოვანი ქვიშა 0,25-0,10 0.20-0.02 46 000 91
ძალიან წვრილმარცვლოვანი ქვიშა 0,10-0,05 722 000 227
მტვერი 0,05-0,002 0.02-0,002 5 776 000 454
თიხა 0,002-ზე 0,002-ზე 90 260 853 000 8 000 000c
ნაკლები ნაკლები
a
აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სისტემით.
b
ნიადაგმცოდნეობის საერთაშორისო საზოგადოების სისტემით
c
მონტმორინოლინიტის თიხის ფიქლებრივი ნაწილაკების ზედაპირის ფართობი, განსაზღვრული
გლიკოლის შეკავების მეთოდით სორისა და კემპერის მიერ. (იხ. Soil Science Society of America
Proceedings,ტ. 23, გვ. 106, 1959.) ნაწილაკების რაოდენობა თითოეულ გრამზე გადაანგარიშებით და
მტვრისა და სხვა ფრაქციების ზედაპირის ფართობი ემყარება იმ დაშვებას, რომ ნაწილაკები სფეროებს
წარმოადგენენ და აქვთ ფრაქციისთვის დასაშვები მაქსიმალური ზომა.

თიხის ნაწილაკების ეფექტური დიამეტრი 0,002 მილიმეტრზე ნაკლებია (2 მიკრონზე


ნაკლები). მათ უფრო მეტად ფირფიტოვანი ფორმა აქვთ, ვიდრე სფერული, უფრო მცირე
ზომისანი არიან და ზედაპირის ფართობი თითოეულ გრამზე დიდი აქვთ, როგორც ეს
ცხრილი 3.1-შია ნაჩვენია. ვინაიდან თიხის კუთრი ზედაპირი მრავალჯერ უფრო დიდია,
ვიდრე ქვიშის ან მტვრისა, ერთი გრამი თიხა უფრო მეტ წყალს იწოვს, ვიდრე ერთი გრამი
ქვიშა ან მტვერი, რადგან წყლის შეწოვა ზედაპირის ფართობის ფუნქციაა. სურათი 3.1-ზე
ნაჩვენები თიხის ნაწილაკები დაახლოებით 30.000-ჯერაა გადიდებული; რადგან მათი
ფირფიტოვანი ბუნების გამო კუთრი ზედაპირი ძალიან დიდია. ფირფიტოვან თიხის
ნაწილაკებს შორის წყლის თხელი ფენები საპოხის როლს ასრულებენ და პლასტიკურობას
სძენენ სველ მდგომარეობაში მყოფ თიხას. პირიქით, თიხის მაღალი შემცველობის მქონე
ნიადაგების გაშრობით, ფირფიტოვან ნაწილაკებს შორის იქმნება უზარმაზარი საკონტაქტო
ფართობი და მკვრივი ნიადაგების კოშტების წარმოქმნის მძლავრი ტენდენცია. მიუხედავად
იმისა, რომ ზემოაღნიშნული ვრცელდება ნიადაგების თიხების უმეტესობაზე, ზოგიერთი
თიხა ნაკლებ წებვადობას ავლენს და დასველების შემთხვევაში ფართოვდება. თიხის
ფრაქციას, ჩვეულებრივ, ჯამური უარყოფითი მუხტი აქვს. უარყოფითი მუხტი ითვისებს
საკვებ კათიონებს, მათ შორის Ca2+, Mg2+ და K+ და ინარჩუნებს მათ ამ ფორმით, ფესვებისა და
მიკრობების საკვებად.

35
სურათი 3.1 თიხის ნაწილაკების ელექტრონული მიკროგრაფი გადიდებული 35 000-ჯერ.
ნაწილაკების ფირფიტისებრი ანუ ბრტყელი ფორმის გამო კუთრი ზედაპირი ძალიან დიდია.

გრანულომეტრიული ანალიზი

ქვიშისა და მტვრის ფრაქციებიდან შედარებით დიდი ნაწილაკების გამოცალკევება და


მათი შემცველობის დადგენა შესაძლებელია საცრის გამოყენებით, თუმცა, საცრები არ
გამოდგება თიხის ნაწილაკების გამოსაცალკევებლად ქვიშისა და მტვრისგან.
ჰიდრომეტრიული (არეომეტრული) მეთოდი არის ემპირიული მეთოდი, რომელიც შეიქმნა
ნიადაგში ქვიშის მტვრისა და თიხის სწრაფი განსაზღვრისათვის.
ჰიდრომეტრული მეთოდი ითვალისწინებს დისპერსიის ხელშეწყობას ჰაერზე
გამომშრალი ნიმუშის (ჩვეულებრივ, 50 გრამიანი) რეაგენტ-დისპერგენტთან (მაგ.,
ნატრიუმის პიროფოსფატის ხსნართან) შერევის გზით დაახლოებით 12 საათის
განმავლობაში. ამის შემდეგ ნიადაგისა და წყლის სუსპენზიას ათავსებენ ლითონის ჯამში,
რომელსაც შიგნიდან ტიხრები აქვს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ურევენ მიქსერით,
რომ მოხდეს ქვიშის, მტვრისა და თიხის ნაწილაკების დაცალკევება. სუსპენზიას ასხამენ
სპეციალურად მომზადებულ ცილინდრში და მოცულობის შესავსებად უმატებენ გამოხდილ
წყალს.

36
სურათი 3.2 ჰიდრომეტრის ჩადგმა ჩვენების ასაღებად. 8-საათში ქვიშა და მტვერი დაილექა. 8-
საათიანი ინტერვალით ჩვენების აღებით იზომება, თუ რამდენი გრამი თიხაა სუსპენზიაში და
იანგარიშება თიხის პროცენტულობა.

ნიადაგის ნაწილაკები წყალში ილექება სიჩქარით, რომელიც პირდაპირპროპორციულია


ნაწილაკების დიამეტრის კვადრატისა და უკუპროპორციულია წყლის სიბლანტისა.
ნაწილაკების ძლიერ შესატივტივებლად იყენებენ ხელის სარევს და დაუყოვნებლივ
ინიშნავენ დროს. სპეციალურად მოწყობილ ჰიდრომეტრს ფრთხილად ჩაუშვებენ
სუსპენზიაში და იღებენ ჰიდრომეტრის ორ ჩვენებას. ქვიშა ილექება დაახლოებით 40 წამში,
ხოლო მე-40 წამზე აღებული ჰიდრომეტრის ჩვენება განსაზღვრავს სუსპენზიაში მტვრისა და
ქვიშის რაოდენობას გრამებში.მე-40 წამზე აღებული ჩვენებიდან ნიმუშის წონის გამოკლებით
მიიღება ქვიშის რაოდენობა გრამებში. დაახლოებით 8 საათის შემდეგ, ილექება მტვრის
უმეტესი ნაწილი და 8 საათის შემდეგ აღებული ჰიდრომეტრის ჩვენება მიუთითებს ნიმუშში
თიხის რაოდენობას გრამებში (იხ. სურათი 3.2). მტვრის რაოდენობა გამოიანგარიშება
სხვაობით: 100%-ს გამოკლებული ქვიშისა და თიხის პროცენტული რაოდენობების ჯამი.

ამოცანა: გამოიანგარიშეთ ქვიშის, თიხისა და მტვრის პროცენტული რაოდენობა თუ


ჰიდრომეტრის ჩვენებები მე-40 წამზე და 8 საათის გასვლის შემდეგ არის 30 და 12,
შესაბამისად. დაუშვით, რომ გამოყენებული ნიმუშის წონაა 50 გრამი.

37
ნიმუშისწონა−ჩ ვენებამე−40 წუთზე
×100=% ქვიშა
ნიმუშისწონა

50 გ−30 გ
×100=40 % ქვიშა
50 გ

ჩვენება 8საათის გასვლის სემდეგ


× 100=% თიხა
ნიმუშის წონა

12 გ
×100=24 % თიხა
50 გ
100% - (40% + 24%) = 36% მტვერი

ჰიდრომეტრის ჩვენებების აღების შემდეგ შეიძლება ნიადაგისა და წყლის დასხმა


საცერზე და ამგვარად ქვიშის მთლიანი ფრაქციის ამოღება. მისი გაშრობის შემდეგ შეიძლება
ქვიშის გაცრა და ცხრილი 3.1-ში მოყვანილი ქვიშის სხვადასხვა ზომის ჯგუფების მიღება.

ნიადაგის ტექსტურა

სურათი 3.3 გრანულომეტრიული შედგენილობის (ტექსტურის) სამკუთხედზე (ფერეს სამკუთხედი)


ნაჩვენებია ქვიშის, მტვრისა და თიხის შემცველობის ზღვრები ტექსტურის სხვადასხვა კლასისთვის. A

38
წერტილიაღნიშნავს ნიადაგს, რომელიც შეიცავს 65% ქვიშას, 15% თიხას და 20% მტვერს და
წარმოადგენს ქვიშიან თიხნარს (sandy loam)

ნიადაგის კლასიფიკაცია ტექსტურის მიხედვით. ქვიშის, მტვრისა და თიხის


პროცენტულობის განსაზღვრის შემდეგ, შეიძლება ნიადაგის მიკუთვნება 12 მთავარი
ტექსტურული ჯგუფიდან ერთ-ერთისთვის. ნიადაგის ამ ჯგუფების ჩამონათვალი
მოცემულია სურათი 3.3-ზე. სამკუთხედის ნებისმიერ წეტილში ქვიშის, მტვრისა და თიხის
პროცენტული რაოდენობის ჯამი 100%-ს შეადგენს. A წერტილი აღნიშნავს ნიადაგს,
რომელიც შეიცავს 65% ქვიშას, 15% თიხას და 20% მტვერს და მისი დასახელებაა ქვიშიანი
თიხნარი sandy loam. ნიადაგი, რომელიც შეიცავს თანაბარი რაოდენობის ქვიშას, მტვერსა და
თიხას არის თიხოვანი თიხნარი clay loam. სამკუთხედში მსხვილი ხაზებით მონიშნულია
კლასი. მაგალითად, თიხნარი შეიცავს 7-დან 27%-მდე თიხას, 28-50% მტვერს და 22-დან 52%-
მდე ქვიშას. თიხნარის კლასში შემავალი ნიადაგები ქვიშის, მტვრისა და თიხის თითქმის
ერთნაირ გავლენას განიცდიან. ქვიშიანი ნიადაგების (ქვიშა და ქვიშნარი) თვისებებსა და
გამოყენებაზე ძირითად გავლენას ახდენს ქვიშის შემცველობა. თიხების შემთხვევაში
(ქვიშიანი თიხა sandy clay, თიხა, მტვროვანი თიხა silty clay) ნიადაგის თვისებებსა და
გამოყენებაზე ძირითად გავლენას ახდენს თიხის მაღალი შემცველობა.

ნიადაგის ტექსტურის განსაზღვრა საველე მეთოდით. ნიადაგის რუკის შედგენისას ნიადაგის


ჰორიზონტების მექანიკური შედგენილობის (ტექსტურის) განსაზღვრის მიზნით, სხვადასხვა
ნიადაგების ერთმანეთისაგან გასარჩევად ნიადაგმცოდნე მეცნიერები იყენებენ საველე
მეთოდს. მიწის გამოყენების პრობლემის კვლევისას ადგილზე ნიადაგის ტექსტურის
შესწავლა საველე მეთოდის გამოყენებით ხელს უწყობს პრობლემის დიაგნოსტიკასა და
გადაწყვეტის გზის შემუშავებას. ეს მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: ნიადაგის მცირე
რაოდენობას ასველებენ წყლით და ზელენ საგოზავის კონსისტენციამდე, რათა დაადგინონ,
თუ რამდენად კარგად იძერწება მისგან ფორმები და ლენტები, ანუ როგორია მისი
პლასტიკურობა. ძერწვადობა დამოკიდებულია თიხის შემცველობაზე და გამოიყენება
ნიადაგების კლასიფიცირებისათვის თიხნარებად, მტვროვან თიხნარებად და თიხებად. ეს
ნაჩვენებია სურათი 3.4-ზე.

სურათი 3.4 ნიადაგის გრანულომეტრიული შედგენლობის (ტექსტურის) განსაზღვრა საველე


მეთოდით. მარცხნივ თიხნარისგან სველ მდგომარეობაში კარგად იძერწება ფორმა. ცენტრში ნაჩვენები

39
თიხოვანი თიხნარისგან clay loam ფორმირდება ლენტი, რომელიც გარკვეულწილად ადვილად
წყდება. მარჯვნივ თიხისგან ფორმირდება გრძელი, მოქნილი ლენტი.

თუ ნიადაგი არის თიხნარი და თითებს შორის მისი გასრესით შეიგრძნობა ქვიშა, მაშინ
ეს არის ქვიშოვანი თიხნარი. თიხნარები, რომლებიც ხელით მოსინჯვისას გლუვია, შეიცავენ
დიდი რაოდენობით მტვერს და ეწოდებათ მტვროვანი თიხნარები silt loams. საშუალო
სიგლუვის ნიმუშის შემთხვევაში ეს არის თიხნარი. იგივე ეხება თიხოვან თიხნარებსა clay
loam და თიხებს. ქვიშები ფხვიერია და შეუკავშირებელი და მათგან ლენტის ფორმირება
შეუძლებელია. უფრო დეტალური დახასიათება მოცემულია დანართი 1-ში.

მსხვილმარცვლოვანი ფრაგმენტების გავლენა ჯგუფების დასახელებაზე

ზოგიერთი ნიადაგები შეიცავენ მნიშვნელოვანი რაოდენობით ხრეშსა და ქვებს,


აგრეთვე სხვა მსხვილ ფრაგმენტებს, რომელთა ზომაც ქვიშის მარცვლებზე დიდია. ასეთ
შემთხვევაში ჯგუფის სახელს ემატება სათანადო ზედსართავი სახელი. მაგალითად,
ქვიშნარი sandy loam, რომლის მოცულობის 20-დან 50 პროცენტამდე შედგება ხრეშისგან, არის
ხრეშოვანი ქვიშნარი gravelly sandy loam. 7,5-დან 25 სმ-მდე და 25 სმ-ზე მეტი ზომის
ფრაგმენტების შემთხვევაში გამოიყენება სიტყვები ღორღოვანი და ქვიანი, შესაბამისად.
სიტყვა ქვიანობა გამოხატავს მიწის ზედაპირის რაოდენობას, რომელიც წარმოდგენილია
ძირითადი ქანით.

ტექსტურა და ნიადაგების გამოყენება

პლასტიკურობა, წყალშეღწევადობა, დამუშავების სიადვილე, სიმშრალე, ნაყოფიერება


და პროდუქტიულობა ახლო კავშირშია ნიადაგის ტექსტურასთან. ბევრი ნიადაგი
დასველებითა და გაშრობით ფართოვდება და იკუმშება, რაც იწვევს ბზარების გაჩენას
შენობების კედლებსა და საძირკვლებში, როგორც ეს ნაჩვენებია სურათი 3.5-ზე. პირიქით,
წითელი შეფერილობის მქონე ბევრი ტროპიკული ნიადაგი შეიცავს თიხის ნაწილაკებს,
რომლებიც ძირითადად კაოლინიტისა და რკინისა და ალუმინის ოქსიდებისგან შედგებიან.
ამ ნაწილაკების უნარი, განივითარონ წებვადობა და გაფართოვდნენ და შეიკუმშონ
დასველება-გაშრობის შემთხვევაში მცირეა. ასეთ ნიადაგებს შეიზლება ჰქონდეთ თიხის
მაღალი შემცველობა, მაგრამ სველ მდგომარეობაში ავლენდნენ ნაკლებ წებვადობას ან
დასველება-გაშრობის დროს ავლენდნენ უმნიშვნელო გაფართოება-შეკუმშვის უნარს.
მცენარეების ზრდისა და ნიადაგის ტექსტურის ურთიერთდამოკიდებულების მრავალი
სასარგებლო სახეა დადგენილი სხვადასხვა გეოგრაფიულ ტერიტორიაზე. მიჩიგანში
ნიადაგის მაქსიმალური პროდუქტიულობა წითელი ფიჭვის (Pinus resinosa) შემთხვევაში
უფრო მსხვილმარცვლოვანი ტექსტურის მქონე ნიადაგებში მიიღწევა, ვიდრე სიმინდის
შემთხვევაში (Zea maize). წითელი ფიჭვი ყველაზე მეტ ზრდას აღწევს ისეთ ნიადაგებზე,
რომლებსაც ქვიშიანი თიხნარის ტექსტურა აქვთ, სადაც საკვები ნივთიერებების, წყლისა და
აერაციის გაერთიანებული ეფექტი ყველაზე უფრო ხანგრძლივია. სიმინდისთვის ყველაზე
პროდუქტიულია თიხნარი ნიადაგები. თუმცა, ნიადაგების მორწყვითა და კარგი
განაყოფიერებით სიმინდის ყველაზე მაღალი მოსავლიანობა აღინიშნება ქვიშის ნიადაგებზე.

40
სიმინდის მსოფლიო რეკორდული მოსავალი, რომელიც 1977 წელს იქნა მიღებული, ქვიშიან
ნიადაგზე მოვიდა მისი სასუქით გამდიდრებისა და მორწყვის პირობებში.
ნიადაგის ტექსტურა სიღრმის ზდასთან ერთად ყოველთვის ერთგვაროვანი არაა.
წყალზე და საკვებზე უფრო მაღალი მოთხოვნის მქონე სახეობები შეიძლებადაირგას იქ,
სადაც ნიადაგის საგებ ჰორიზონტებს უფრო წვრილმარცვლოვანი მექანიკური შედგენილობა
ანუ ტექსტურა აქვთ. ზოგ შემთხვევაში, ნიადაგის საგები ჰორიზონტი აფერხებს ფესვების
სიღრმეში ჩასვლას, რითაც ქმნის არაღრმა ნიადაგს, რომელსაც წყალი და საკვები
ნივთიერებები შეზღუდულად მიეწოდება.

სურათი 3.5 თიხის მაღალი შემცველობის მქონე საძირკვლის ნიადაგი გაფართოვდა და შეიკუმშა
დასველებითა და გაშრობით, რის გამოც გაიბზარა კედელი.

ახალგაზრდა ნიადაგებს ახასიათებთ ყველა ჰორიზონტში ერთნაირი ტექსტურის


ტენდენცია. ნიადაგების ევოლუციისა და თიხის B ჰორიზონტში ტრანსლოკაციის დროს
იკლებს ქვენიადაგის წყალშეღწევადობა. თუმცა, სასურველია გარკვეული ხარისხით თიხის
რაოდენობის მომატება ქვენიადაგში, რადგან შეიძლება გაიზარდოს ამ ზონაში შენახული
წყლისა და ნუტრიენტების რაოდენობაც. ნიადაგში წყლის მოძრაობის ინტენსივობის ოდნავ
გაზრდით ნუტრიენტების უფრო მცირე რაოდენობა დაიკარგება გამოტუტვის შედეგად.
თიხის დაგროვაბა დროთა განმავლობაში შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს ჰაერისა და წყლის
მოძრაობისა და ქვენიადაგის Bt ჰორიზონტებში ფესვების ჩაღწევის ძლიერ შესამცირებლად.

41
ნალექიან პერიოდებში Bt ჰორიზონტების ზევით შეიძლება მოხდეს წყალგაჯერება.
ზედაპირული დაფესვიანება შეიძლება გახდეს უნალექო სეზონებზე წყლის ნაკლებობის
მიზეზი. თიხის მაღალი შემცველობისა და ძალიან დაბალი წყალშეღწევადობის მქონე Bt
ჰორიზონტს ეწოდება კლეიპენი. კლეიპენი არის მკვრივი, კომპაქტური ფენა ქვენიადაგში,
რომელსაც ბევრად უფრო მაღალი თიხის შემცველობა ახასიათებს, ვიდრე მის თავზე
არსებულ მასალას, რომლისგანაც ის გამოყოფილია მკვეთრად გამოხატული საზღვრით (იხ.
სურათი 3.6).

სურათი 3.6 ნიადაგი ძლიერგანვითარებული Bt ჰორიზონტით; კლეიპენი. გაშრობისას სტრუქტურულ


ელემენტებს შორის წარმოიქმნება ნაპრალები. დასველებისას ნიადაგი ფართოვდება, ნაპრალები
იხურება და კლეიპენი გაუმტარი ხდება წყლისა და ფესვებისთვის.

კლეიპენის ნიადაგები კარგად გამოდგება დატბორილ მინდვრებზე ბრინჯის


მოსაყვანად. კლეიპენი შსაძლებელს ხდის, წყლის მინიმალური რაოდენობის გამოყენებით
შენარჩუნდეს დატბორილი ნიადაგის პირობები ბრინჯის მოყვანის მთელი სეზონის
განმავლობაში. აშშ-ში წარმოებული ბრინჯის დიდი რაოდენობა კლეიპენებზეა მოყვანილი,
რომლებიც განლაგებულია არკანზასის, ლუიზიანასა და ტეხასის შტატების თითქმის ვაკე
მიწებზე. აშშ-ში ბრინჯის მოსაყვანი ნიადაგის მეორე დიდ სახეობას ახასიათებს ძალიან
შეზღუდული წყალშეღწევადობა, რადგან მისი ყველა ჰორიზონტი თიხის შემცველია.

42
ნიადაგის სტრუქტურა

ტერმინი ტექსტურა გამოიყენება ნიადაგის დასახასიათებლად მისი ნაწილაკების ზომის


მიხედვით, ხოლო სტრუქტურა გამოიყენება ნიადაგის ნაწილაკების წყობასთან მიმართებაში.
ქვიშის, მტვრისა და თიხის ნაწილაკები, როგორც წესი, ლაგდებიან მეორად ნაწილაკებად,
რომელთაც ეწოდებათ აგრეგატები. აგრეგატების ფორმა და ზომა განაპირობებს ნიადაგის
სტრუქტურას.

სტრუქტურის მნიშვნელობა

სტრუქტურა ცვლის ტექსტურის გავლენას წყლისა და ჰაერის ურთიერთმიმართებისა


და ფესვების სიღრმეში ჩასვლის სიადვილის თვალსაზრისით. აგრეგატების უმეტესობის
მიკროსკოპული ზომა იწვევს აგრეგატთაშორისი სივრცეების წარმოქმნას, რომლებიც ბევრად
უფრო დიდი ზომისაა, ვიდრე მიმდებარე ქვიშის, მტვრისა და თიხის ნაწილაკებს შორის
დაშორებები. დააკვირდით კლეიპენში (Bt ჰორიზონტი), სტრუქტურულ აგრეგატებს შორის
არსებულ დიდ ნაპრალებს სურათი 3.6-ზე. აგრეგატები დიდია და გაშრობისა და შეკუმშვის
შედეგად ბლოკების ან პრიზმების ფორმას ღებულობენ. როდესაც ნაპრალები ღიაა, მათში
მოძრაობს წყალი, მაგრამ როდესაც ეს ნიადაგი სველდება, თიხა ფართოვდება და აგრეგატებს
შორის ნაპრალები იხურება და შეუღწევადი ხდება. თუმცა, უმეტესი ნიადაგების B
ჰორიზონტებში ფესვების სიღრმეში ჩასვლა და წყლის მოძრაობა ზევიდან ქვევით არ
ფერხდება.

სტრუქტურის გენეზისი და ტიპი

აგრეგატების კლასიფიკაცია ეყრდნობა ფორმას. არსებობს ოთხი ძირითადი


სტრუქტურული ტიპი: გრანულარული, ფიქლებრივი, ბლოკური და პრიზმული.
სვეტისებრი სტრუქტურა ეს იგივე პრიზმული აგრეგატია, რომელსაც მომრგვალებული თავი
აქვს.
ნიადაგის სტრუქტურა, ზოგადად, არასტრუქტურირებული მასალისგან ვითარდება.
არსებობს არასტრუქტურირებული მდგომარეობის ორი სახე, რომელთაგან პირველის
მაგალითია ქვიშები, რომლებიც ფხვიერი და შეუკავშირებელნი რჩებიან. ასეთ სტრუქტურას
ცალკეულმარცვლიანი ეწოდება. მეორეა მნიშვნელოვანი რაოდენობით თიხის შემცველი
მასალები, რომელთაც არ გააჩნიათ განვითარებული სტრუქტურა. ისინი უფრო მასიურნი
არიან. მასიურ ნიადაგს არ აღენიშნება თვალით შესამჩნევი აგრეგაცია ან დასუსტების
ხაზების გამოკვეთილი და მოწესრიგებული წყობა. მასიური ნიადაგი იშლება არასწორი
ფორმის კოშტებად ან ნატეხებად. სურათი 3.7-ზე ნაჩვენებია სტრუქტურის ფორმირება.
ყურადღება მიაქციეთ, რომ სურათი 3.8-ზე ნიადაგის თითოეულ ჰორიზონტს
განსხვავებული სტრუქტურა აქვს. ამის მიზეზია ამ ჰორიზონტებში სტრუქტურის

43
წარმომქმნელი პირობების განსხვავებული ხასიათი. A ჰორიზონტში ყველაზე უხვად
მიმდინარეობს ფესვების ზრდა და პატარა ცხოველების აქტივობა და მისთვის
დამახასიათებელია დასველებისა და გაშრობის ხშირი ციკლები. სტრუქტურა უფრო მეტად
მარცვლოვანია (იხ, სურათი 3.8). Bt ჰორიზონტი უფრო მეტ თიხას შეიცავს, ახასიათებს
ნაკლები ბიოლოგიური აქტივობა, და მის თავზე განლაგებული ნიადაგის წონისაგან
გამუდმებულ ზეწოლას განიცდის. ეს ჰორიზონტი, სავარაუდოდ, უფრო აშკარად
დანაპრალდება გაშრობის შედეგად და განუვითარდება ბლოკური ან პრიზმული
სტრუქტურა. E ჰორიზონტში სტრუქტურის განვითარება ხშირად სუსტად მიმდინარეობს და
თვით სტრუქტურა ძნელი დასანახია. ზოგიერთ ნიადაგში E ჰორიზონტს სუსტად
განვითარებული ფიქლებრივი სტრუქტურა აქვს (იხ. სურათი 3.8).

სურათი 3.7 სხვადასხვა ტიპის ნიადაგის სტრუქტურების ფორმირება ერთმარცვლოვანი და მასიური


მდგომარეობიდან. სტრუქტური ტიპები ეფუძნება აგრეგატები ს ფორმას.

44
სურათი 3.8 ტყის ნიადაგების ჰორიზონტების სტრუქტურა, რომელიც Bt ჰორიზონტსაც მოიცავს.

45
სტრუქტურირების ხარისხი და კლასი

ნიადაგის სტრუქტურის სრული აღწერილობა მოიცავს: 1) ტიპს აგრეგატის ფორმისა და


წყობის მიხედვით, 2) კლასს აგრეგატის ზომის მიხედვით; და (3) აგრეგატების
სტრუქტურირების ხარისხს grade, რომელიც გამოხატავს აგრეგატის ინდივიდუალურ
გარჩევადობას. კლასის კატეგორიები დამოკიდებულია ტიპზე. ნიადაგის სტრუქტურის
ტიპებისა და კლასების ცხრილი მოცემულია დანართი 2-ში. სტრუქტურირების ხარისხის
ტერმინები შeმდეგია:
0. არასტრუქტურირებული - არ აღენიშნება თვალით შესამჩნევი აგრეგაცია ან
ბუნებრივი დასუსტების ხაზების განსაზღვრული და მოწესრიგებული წყობა.
მასიური (თუ შეკავშირებულია), მაგალითად, თიხები. ცალკეულმარცვლოვანი, თუ
შეუკავშირებელია, მაგალითად, ქვიშები.
1. სუსტად სტრუქტურირებული - ცუდად ფორმირებული, არამკვეთრად გამოხატული
აგრეგატები, ადგილზე სუსტად შესამჩნევი.
2. ზომიერად სტრუქტურირებული - კარგად ფორმირებული გამოკვეთილი
აგრეგატები, ზომიერად გამძლე და თვალით შესამჩნევი, მაგრამ არამკვეთრად
გამოხატული დაურღვეველი სტრუქტურის ნიადაგში.
3. კარგადსტრუქტურირებული - გამძლე აგრეგატები, რომლებიც საკმაოდ
გამოკვეთილად ჩანან დაურღვეველი სტრუქტურის ნიადაგში, სუსტად ეკვრიან
ერთმანეთს და ნიადაგის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ერთმანეთისგან
ცალკევდებიან.
ზემოაღნიშნული აღწერილობებში დასახელებულია ჯერ აგრეგატების
სტრუქტურირების ხარისხი, შემდეგ კლასი და ბოლოს ტიპი. ნიადაგის სტრუქტურული
დახასიათების მაგალითია: „კარგადსტრუქტურირებული, წვრილმარცვლოვანი,
ცალკეულმარცვლოვანი".

ნიადაგის სტრუქტურის მართვა

პრაქტიკაში ნიადაგის სტრუქტურის მართვა, მცენარეების მოსაყვანად ნიადაგების


გამოყენების თვალასზრისით, ზოგადად, შემოიფარგლება ნიადაგის ნაყოფიერი ფენით, ანუ
სახნავი ფენით. სტაბილური სტრუქტურა ნიადაგის ზედაპირთან ხელს უწყობს წყლის უფრო
სწრაფ ინფილტრაციას კოკისპირული წვიმების დროს, რის შედეგადაც წყლის ჩამოდენა და
ეროზია მცირდება, ხოლო ნიადაგში უფრო მეტი წყალი ინახება. აგრეგატების სტაბილურობა
დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ინარჩუნებენ ისინი ფორმას წვიმის ან მიწის
დამუშავების დროს მათზე მოქმედი დამშლელი ზემოქმედების მიუხედავად. გარდა ამისა,
იმისათვის, რომ აგრეგატები მდგრადი იყოს, მშრალი აგრეგატის დასველების დროს მის
შიგნით ნაწილაკები ერთმანეთს არ უნდა სცილდებოდნენ.
როდესაც მშრალი ნიადაგი უეცრად სველდება, წყალი ყველა მხრიდან ჩადის
აგრეგატებში და კუმშავს ფორების სივრცეებში არსებულ ჰაერს. აგრეგატები, რომლებიც ვერ

46
უძლებენ ფორებში მოქცეული ჰაერის ზეწოლას, მთლიანობას კარგავენ და ნაწილებად
იშლებიან. კულტივირებული მინდვრების ნიადაგის ზედაპირთან არსებული არამდგრადი
აგრეგატები იშლებიან მათზე წვიმის წვეთების დაცემის შედეგად. აგრეგატების მთლიანობის
დაღრვევით იქმნება უფრო მცირე ზომის ნატეხები და ცალკეული ნაწილაკები, რომლებიც
დაცურავენ ნიადაგის ზედაპირზე და ხელს უშლიან მათში წყლის კიდევ ჩასვლას. გაშრობის
შედეგად, უშუალოდ ზედაპირზე მდებარე ნიადაგმა შიძლება მიიღოს მასიური ან
არასტრუქტურირებული მდგომარეობა. მკვლევარებმა ვისკონსინის უნივერსიტეტიდან,
ჩაატარეს აგრეგატების განვითარების გაზომვები ოთხ ნიადაგში, რომლებშიც მათ ასევე
განსაზღვრეს იმ აგენტების შემცველობა, რომლებიც ნაწილაკებს ერთმანეთთან კრავენ და
აგრეგატს სტაბილურობას ანიჭებენ. ეს შემკვრელი აგენტები იყო: მიკრობული წებო,
ორგანული ნახშირბადი, რკინის ჟანგი და თიხა. ცხრილი 3.3-ში მოყვანილი მონაცემებიდან
ჩანს, რომ მიკრობული წებო ყველაზე მნიშვნელოვანი აგენტია, რომელიც ხელს უწყობს
აგრეგატის ფორმირებას. რკინის შემცველი მინერალების გამოფიტვის შედეგად
წარმოქმნილი რკინის ჟანგი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ერთ ნიადაგში და რიგით მეორე
თავისი მნიშვნელობით, როდესაც მოხდა ამ ოთხი ნიადაგის დაჯგუფება. ნიადაგის
რაციონალური გამოყენების პრაქტიკა, რომელიც ითვალისწინებს ორგანული მასალის
(მცენარეული ნარჩენების ან ნაკელის სახით) ხშირ შეტანას ნიადაგში, ხელს შეუწყობს უფრო
მეტი მიკრობული წებოს წარმოქმნას და გაზრდის აგრეგატების ფორმირებასა და
სტაბილურობას. მცენარეული საფარის შენარჩუნების პრაქტიკა ასევე ხელს შუწყობს წვიმის
წვეთების დამშლელ გავლენას აგრეგატებზე.

ცხრილი 3.3 ნიადაგის შემადგენელი ნაწილების რიგი 0,5 მმ-ზე მეტი დიამეტრის აგრეგატების
წარმოქმნაში მათი მნიშვნელობის მიხედვით ვისკონსინის შტატის ოთხი ტიპის ნიადაგის A
ჰორიზონტებისათვის
ნიადაგი ნიადაგის შემადგენლების რიგი მნიშვნელობის მიხედვით
პარის მტვროვანი თიხნარი მიკრობული წებო > თიხა > რკინის ჟანგი > ორგანული ნახშირბადი
ალმენას მტვროვანი თიხნარი მიკრობული წებო > რკინის ჟანგი
მაიამის მტვროვანი თიხნარი მიკრობული წებო > რკინის ჟანგი > ორგანული ნახშირბადი
კევაუნის მტვროვანი თიხნარი რკინის ჟანგი > თიხა > მიკრობული წებო
ყველა ნიადაგი მიკრობული წებო > რკინის ჟანგი > ორგანული ნახშირბადი > თიხა

ადაპტირებულია წყაროდან: Chesters, G., O. J., Attoe, and O. N., Allen, "Soil Aggregation in Relation to Various Soil
Constituents," Soil Science Society of America Proceedings Vol. 21, 1957, p.276, by permission of the Soil Science Society
of America.

ნიადაგის კონსისტენცია

კონსისტენცია არის ნიადაგის წინააღმდეგობის უნარი ნიადაგის დეფორმაციისა და


დაშლისადმი. ის განისაზღვრება მთლიანი ნიადაგის მასივის კოჰეზიური (შეჭიდების) და
ადჰეზიური (წებვადობის) თვისებებით. თუ სტრუქტურის განმსაზღვრელია ნიადაგის
ბუნებრივი აგრეგატების ფორმა, ზომა და გამოკვეთილობა, კონსისტენციას განსაზღვრავს

47
ქვიშის, მტვრისა და თიხის ნაწილაკებს შორის მოქმედი ძალების სიძლიერე და ხასიათი.
კონსისტენციას მნიშვნელობა აქვს ნიადაგის დამუშავებისა და სატრანსპორტო ნაკადების
გაანგარიშებისათვის. დიუნების ქვიშა მინიმალურ კოჰეზიურ და ადჰეზიურ თვისებებს
ავლენს და რადგან იგი ადვილად დეფორმირდება, მანქანები შეიძლება ადვილად ჩარჩნენ
ქვიშაში. თიხოვანი ნიადაგები დასველების დროს შეიძლება წებვადი გახდეს და ამით
გაძნელდეს თოხნა და ხვნა.
კონსისტენციის დახასიათება კეთდება ტენიანობის სამი დონისათვის: სველი, ნოტიო
და მშრალი. ესა თუ ის ნიადაგი შეიძლება იყოს წებვადი სველ მდგომარეობაში და მკვრივი
მშრალ მდგომარეობაში. კონსისტენციის აღწერისათვის გამოყენებულ ტერმინთა არასრული
ჩამონათვალი მოიცავს:
1. სველი ნიადაგი - არაწებვადი, წებვადი, არაპლასტიკური, პლასტიკური.
2. ტენიანი ნიადაგი - შეუკავშირებელი, ფშვნადი, მყარი
3. მშრალი ნიადაგი - შეუკავშირებელი, ფხვიერი, მკვრივი
სველ მდგომარეობაში მყოფი პლასტიკური ნიადაგი შედარებით ზომიერი ზეწოლის
პირობებში ექვემდებარება ფორმირებას ან დეფორმირებას. ფშვნადი ნიადაგები ტენიან
მდგომარეობაში ადვილად დაშლადი და არაწებვადია.
განსაკუთრებულ შემთხვევებში კონსისტენციის დასახასიათებლად კიდევ ორი
ტერმინი გამოიყენება, ესენია: შეცემენტებული და შემკვრივებული. ცემენტაციას იწვევენ
ისეთი შემაკავშირებელი აგენტები, როგორიცაა კალციუმის კარბონატი, კაჟმიწა და რკინისა
და ალუმინის ოქსიდები. შეცემენტებულ ჰორიზონტებზე არ მოქმედებს წყლის შემცველობა
და ისინი ზღუდავენ ფესვების ნიადაგში ჩასვლას. როდესაც შეცემენტებული ჰორიზონტი
იმდენად მკვრივია, რომ მის დასამტვრევად ჩაქუჩის დარტყმაა საჭირო, ნიადაგი
შემკვრივებულად ითვლება.
კაჟმიწით შეცემენტებულ ნიადაგს ეწოდება დურიპენი. ნიადაგებში ფესვების ჩასვლის
სიღრმის გაზრდის მიზნით, დურიპენების დასამსხვრევად გამოიყენება ტრაქტორზე
ჩაბმული დიდი გამაფხვიერებლები. ზოგჯერ ფენა, რომელშიც კარბონატებია
აკუმულირებული (Ck ჰორიზონტი, მაგალითად) იმდენად ბევრი კალციუმის კარბონატს
აგროვებს, რომ ხდება შეცემენტებული ან შემკვრივებული და გადაიქცევა პეტროკალციუმიან
ჰორიზონტად ანუ შეცემენტებულ კარბონატულ ჰორიზონტად, რომელსაც ზოგჯერ კალიჩეს
უწოდებენ. შეცემენტებული და შემკვრივებული ჰორიზონტები უფრო მეტად გვხვდება
ასაკოვან ნიადაგებში.
ნიადაგის წყარომასალა

სიმკვრივისა და წონის ურთიერთმიმართებები. ნიადაგის სიმკვრივის


დასახასიათებლად გამოიყენება ორი ტერმინი. ნაწილაკების სიმკვრივე არის ნიადაგის
ნაწილაკების საშუალო სიმკვრივე, ხოლო მოცულობითი წონა - ნაყარი გრუნტის სიმკვრივე
ბუნებრივ მდგომარეობაში ნაწილაკებისა და ფოროვანი სივრცეების ჩათვლით.

48
ნაწილაკების სიმკვრივე და მოცულობითი წონა. ნიადაგი შედგება სხვადასხვა
შედგენილობისა და სიმკვრივის მინერალური და ორგანული ნაწილაკებისაგან. მინდვრის
შპატის მინერალები (ორთოკლაზის ჩათვლით) დედამიწის ქერქის ქანების შემადგენელი
ყველაზე ფართოდგავრცელებული მინერალებია და ძალიან ხშირად გვხვდება ნიადაგებში.
მათი სიმკვრივე 2.56 გ/სმ3-დან 2.76 გ/სმ3-მდე ფარგლებშია. კვარციც ერთ-ერთი
3
ფართოდგავრცელებული მინერალია; მისი სიმკვრივე 2.65 გ/სმ -ია. მინერალური ნიადაგების
უმეტესობა შედგება მინერალების დიდი მრავალფეროვნებისა და მცირე რაოდენობის
ორგანული მასალისგან. ნაწილაკების საშუალო სიმკვრივე, ჩვეულებრივ, 2.65 გ/სმ 3-ია.
ნიადაგის ჰორიზონტების მოცულობით ნიმუშებს ჩვეულებრივ საველე პირობებში იღებენ და
უტარებენ ქიმიური და ფიზიკური თვისებების ანალიზს. ნიადაგის ნაბურღი ნიმუშები
აიღება ნიადაგის მოცულობითი წონის დასადგენად. ნაბურღი ნიმუშები საჭიროა იმისათვის,
რომ არსებობდეს დაურღვეველი სიმკვრივისა და ფორების სივრცის მქონე საველე
პირობების წარმომადგენლობითი ნიმუში. დაახლოებით 10 სმ დიამეტრის მქონე ნიმუშების
1 მეტრ და მეტ სიღრმეზე ასაღებად გამოიყენება საბურღი დანადგარები. ნიმუშების ხელით
აღების ტექნიკა ნაჩვენებია სურათი 3.9-ზე.

სურათი 3.9 ნიადაგის ნიმუშების ამიოღება მოცულობითი წონის განსასაზღვრად. ღია ფერის
ლითონის სვეტი იდგმება მის მარცხნივ განთავსებულ ნიმუშის ამღებ დანადგარში. შემდეგ ამ
დანადგარს სახელურისა და გირის მეშვეობით ჩაუშვებენ ნიადაგში, ისე, როგორც სვეტის ამოღების
დროს.

49
სიფრთხილეა საჭირო ნიადაგის სვეტური ნიმუშების ამოღების დროს, რათა
შენარჩუნდეს ნიადაგის ნიმუშის ბუნებრივი სტრუქტურა. სტრუქტურის ნებისმიერი
ცვლილება ან ნიადაგის დატკეპნა შეცვლის ფორების სივრცის რაოდენობას და, შესაბამისად,
შეიცვლება მოცულობითი წონაც. მოცულობითი წონა არის ღუმელში გამომშრალი
ნიადაგის მასა მოცულობის ერთეულზე და იანგარიშება შემდეგნაირად:

მასაღუმელში გამომშრალი
მოცულობითი წონა=
მოცულობა

ნიადაგის მოცულობითი წონა ფორიანობის უკუპროპორციულია.


არასტრუქტურირებული, მაგალითად ერთმარცვლოვანი და მასიური ნიადაგების
3
მოცულობითი წონა დაახლოებით 1,6-დან 1,7 გ/სმ -მდეა. სტრუქტურის განვითარების
შედეგად წარმოქმნება ფორული სივრცეები აგრეგატებს შორის, რასაც მოყვება ფორიანობის
გაზრდა და მოცულობითი წონის კლება. მარცვლოვანი სტრუქტურის მქონე თიხნარი
ზედაპირული ნიადაგების სიმკვრივის ტიპურ სიდიდედ მიჩნეულია 1,3გ/სმ3. ზედაპირულ
ნიადაგებში თიხის შემცველობის ზრდასთან ერთად, იქმნება სტრუქტურული განვითარების
ზრდისა და მოცულობითი წონის კლების ტენდენცია. მაგრამ, B ჰორიზონტებში თიხის
დაგროვებასთან ერთად, თიხა ავსებს არსებულ ფორებს და ამით მცირდება ფორული
სივრცეების მოცულობა. ამის შედეგად, ჰორიზონტების ფორმირებას უკავშირდება
მოცულობითი წონის ზრდა.

სურათი 3.10 ნიადაგის ჰორიზონტის მოცულობითი წონა და ფორული სივრცე A, E, Bt, და C


ჰორიზონტებით.

50
სხვადასხვა ჰორიზონტების მოცულობითი წონები მოცემულია სურათი 3.10-ზე. C
ჰორიზონტს ყველაზე დიდი მოცულობითი წონა აქვს - 1,7 გ/სმ 3. ამ ნიადაგში C ჰორიზონტი
მასიურია, ანუ არასტრუქტურირებული და ამის მიზეზია დიდი მოცულობითი წონა და
დაბალი ფორიანობა. ყურადღება მიაქციეთ, რომ Bt ჰორიზონტი უფრო მკვრივია, ვიდრე A
ჰორიზონტი და მოცულობით წონასა და მთლიან ფორიანობას (მაკროფორებისა და
მიკროფორებსი სივრცეების ჯამი) შორის უკუპროპორციული დამოკიდებულებაა.
ორგანულ ნიადაგებს მინერალურ ნიადაგებთან შედარებით ძალიან დაბალი
მოცულობითი წონა აქვთ. ორგანული ნიადაგების მოცულობითი წონა, ჩვეულებრივ, 0,1-დან
0,6 გ/სმ3-მდეა.
როგორც წესი, დატკეპნის გამო ნიადაგის ფორიანობის ცვლილებებს აფასებენ
მოცულობითი წონის ცვლილებებთან მიმართებაში.

ნიადაგის ფორული სივრცე და ფორიანობა

ის ფაქტი, რომ მინერალური ნიადაგების ნაწილაეკბის სიმკვრივე და მოცულობითი


წონა შესაბამისად, 2,65 და 1,3 გ/სმ 3-ია, ნიშნავს იმას, რომ მთლიანი ფორული სივრცის
მოცულობა ანუ ფორიანობა დაახლოებით 50% -ია. მარტივად, რომ ავხსნათ, ფორული
სივრცეების არმქონე ქვების გამოფიტვით მიიღება მინერალური ნიადაგები, რომელთა
ფორიანობა 50%-ია. ფორული სივრცეების ზომა სხვადასხვაგვარია და თვითონ ფორული
სივრცის ზომა ისეთივე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, როგორც ფორული სივრცეების
საერთო რაოდენობა.
ფორიანობის განსაზღვრა. ღუმელში გამომშრალი ნიადაგის ნიმუშები, რომელთა
საშუალებითაც განისაზღვრა მოცულობითი წონა, შეიძლება მოთავსდეს წყლიან ქვაბში,
სადაც ისინი გაჯერდებიან წყლით და შემდეგ ხელახლა აიწონოს ნიადგის ფორიანობის
გამოსაანგარიშებლად საჭირო მონაცემების მიღების მიზნით. როდესაც ნიადაგი
გაჯერებულია წყლით, ფორების სივრცეები შევსებულია წყლით და მათში რჩება მხოლოდ
მცირე რაოდენობის მომწყვდეული ჰაერი. წყლის მოცულობა გაჯერებულ ნიადაგის ნიმუშში
დაახლოებით უტოლდება ფოროვანი სივრცის მოცულობას და გამოიყენება ნიადაგის
ფორიანობის მიახლოებით გამოსაანგარიშებლად. მაგალითად, თუ ნიადაგის 400 სმ 2 ნიმუშის
წონა ღუმელში გამომშრალ მდგომარეობაში იყო 600 გრამი, ზოლო წყლით გაჯერებულ
მდგომარებაში 800 გრამი, წყალგაჯერებული ნიადაგი შეიცავს 200 გრამ წყალს, რომელიც
იკავებს 200 კუბ. სმ სივრცეს (წყლის 1 გრამის მოცულობაა 1 სმ 3). ფორიანობა იანგარიშება
შემდეგნაირად:
სმ 3 ფორული სივრცე
ფორიანობ ა= ×100
სმ 3 ნიადაგისმოცულობა
200 სმ 3
×100=50 %
400 სმ 3

51
ნიადაგის ტექსტურისა და სტრუქტურის გავლენა ფორიანობაზე

სფეროების უკიდურესად მჭიდრო წყობის დროს ფორიანობა 26 %-ია, ხოლო


არამჭიდრო წყობისას კი 48%. სხვა სიტყვებით, ბურთი, რომელიც ზუსტად ეტევა ყუთში,
იკავებს ყუთის 52%-ს, ხოლო 48 % უბრალოდ ცარიელი სივრცეა. ეს ფაქტები ჭეშმარიტია,
მიუხედავად იმისა, თუ რა ზომისაა სფეროები ან ბურთები. ცალკეულმარცვლოვანი ქვიშების
ფორიანობა დაახლოებით 40%-ია. ეს ნიშნავს, რომ ქვიშის ნაწილაკები იდეალურ სფეროებს
არ წარმოადგენენ და არც იდეალურად მჭიდროდ არიან განლაგებულნი. ერთმარცვლოვანი
ქვიშების დაბალი ფორიანობის მიზეზია არასტრუქტურირებულობა (აგრეგატების) და,
შესაბამისად, აგრეგატთაშორისი სივრცეების არარსებობა.
წვრილმარცვლოვანი ტექსტურის მქონე A ჰორიზონტებს, ანუ ზედაპირულ ნიადაგებს,
ძალიან მრავალგვარი ზომა და ფორმა აქვთ და ნაწილაკებიც აგრეგატებად აქვთ დაწყობილი.
ამის შედეგად, აგრეგატების შიგნით და აგრეგატებს შორის იქმნება ფორული სივრცეები.
კარგად განვითარებული გრანულარული სტრუქტურის მქონე ამ A ჰორიზონტებს შეიძლება
ჰქონდეთ დიდი ფორიანობა, როგორიცაა 60%, ხოლო მოცულობითი წონა სულ რაღაც 1,0
გ/სმ3. წვრილმარცვლოვანი შედგენილობის Bt ჰორიზონტების სტრუქტურული მდგომარეობა
სხვაგვარია და მათი ფორიანობა უფრო ნაკლებია; შესაბამისად, ამ ჰორიზონტის
მოცულობითი წონა უფრო დიდია წვრილმარცვლოვანი A ჰორიზონტის მოცულობით
წონასთან შედარებით. ეს თავსებადია ფოროვანი სივრცის ტრანსპორტირებული თიხით
შევსებასთან და ზევიდან მდებარე ნიადაგის წონის გავლენასთან, რომელიც აწვება Bt
ჰორიზონტს. ფორების სივრცეები აგრეგატების შიგნით, ზოგადად, უფრო მცირე იქნება,
ვიდრე აგრეგატთაშორისი ფორების სივრცეები, რის შედეგადაც ფორები ზომების მიხედვით
ძალიან მრავალგვარია.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ქვიშისზედაპირიანი ნიადაგების ფორიანობა ნაკლებია
თიხისზედაპირიანი ნიადაგების ფორიანობასთან შედარებით. და მაინც, ყოველდღიური
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ წყალი ბევრად უფრო სწრაფად მოძრაობს ქვიშიან ნიადაგში.
ამ აშკარა პარადოქსის ახსნა მდგომარეობს ამ ორი ნიადაგის ფორების ზომის მიხედვით
განსხვავებულობაში. ქვიშები უმეტესად მაკროფორებს შეიცავენ, რომლებიც ჩვეულებრივ
ჰაერით არიან შევსებულნი. ამის გამო, მაკროფორებს ასევე აერაციის ფორებსაც უწოდებენ.
ვინაიდან ქვიშების ფორიანობა ძირითადად მაკროფორებითაა შექმნილი, ქვიშები წყალს
სწრაფად ატარებენ. ფორები, რომლებიც საკმარისად მცირე ზომისანი არიან იმისათვის, რომ
შეინარჩუნონ წყალი გრავიტაციის საწინააღმდეგოდ, წვიმის ან მორწყვის შემდეგ წყლით
შევსებულნი რჩებიან და მათ ეწოდებათ კაპილარული, ანუ მიკროფორები. ვინაიდან ქვიშებს
მიკროფორების მცირე სივრცე აქვთ, მათ არ შეუძლიათ ბევრი წყლის შენარჩუნება.
წვრილმარცვლოვანი წყობის ნიადაგები ძირითადად მიკროფორებს შეიცავენ და

52
შესაბამისად, შეუძლიათ ბევრი წყლის შენარჩუნება, მაგრამ წყლის სწრაფად გატარების
უნარი მცირე აქვთ.

ფორიანობა და აერაცია

ატმოსფერო მოცულობით თითქმის 79% აზოტს შეიცავს, 21%ჟანგბადს და 0.03%


ნახშირორჟანგს. ფესვები და სხვა ორგანიზმები სუნთქვისას მოიხმარენ ჟანგბადს და
გამოყოფენ ნახშირორჟანგს. ამის შედეგად, ნიადაგში არსებული ჰაერი ჩვეულებრივ შეიცავს
10-100-ჯერ მეტ ნახშირორჟანგს და ოდნავ ნაკლებ ჟანგბადს, ვიდრე ატმოსფერო (აზოტის
რაოდენობა დაახლოებით მუდმივია). ნიადაგსა და ატმოსფეროს შორის იქმნება ამ ორი
აირის განსხვავებული წნევები. ამის გამო, დიფუზიის საშუალებით ნახშირორჟანგი
გამოდის ნიადაგიდან, ხოლო ჟანგბადი ჩადის მასში. როგორც წესი, ეს დიფუზია საკმარისად
სწრაფად მიმდინარეობს და არ უშვებს ჟანგბადის დეფიციტს ან ნახშირორჟანგის
ტოქსიკურის ეფექტის განვითარებას ფესვებში.
მიუხედავად იმისა, რომ წყლის მოძრაობა ერთგვაროვნად ფოროვან არეში დიდადაა
დამოკიდებული ფორების ზომაზე, აირის მოძრაობა და დიფუზია მჭიდრო
ურთიერთკავშირშია საერთო ფორიანობასთან. თუმცა, აიროვანი დიფუზია ნიადაგში
დამოკიდებულია ფორული სივრცის უწყვეტობასთან. როდესაც ჟანგბადი დიფუზიის
გავლენით გადის მაკროფორებში და ხვდება წყლით შევსებულ მიკროფორს, ეს წყლით
გავსებული მიკროფორი ბარიერს უქმნის აირის შემდგომ მოძრაობას. ჟანგბადის დიფუზია
წყლის ბარიერში პრაქტიკულად ნულის ტოლია, რადგან ჟანგბადის დიფუზია 10 000-ჯერ
უფრო ნელა მიმდინარეობს წყალში, ვიდრე ჰაერში. თიხოვანი ნიადაგები სველ
მდგომარეობაში განსაკუთრებულად მიდრეკილნი არიან ნიადაგის ცუდი აერაციისკენ,
რადგან ფორული სივრცის უდიდესი ნაწილი შედგება მიკროფორებისაგან, რომლებიც
შეიძლება შეივსონ წყლით. ქვიშები უფრო უკეთესი აერაციის ან აიროვანი დიფუზიის
ტენდენციას ავლენენ, რადგან ფორიანობის უდიდესი ნაწილი მაკროფორების წილად მოდის.
ზოგადად, მცენარეების ზრდისთვის სასურველი ნიადაგის ფორიანობა 50%-ია, რომლის
ნახევარი მაკროფორული, ხოლო მეორე ნახევარი მიკროფორული ფორიანობის წილად
მოდის. ასეთ ნიადაგს კარგი ბალანსი აქვს მცენარის ზრდისთვის საჭირო წყლის შეკავებასა
და ფესვების სუნთქვისთვის საჭირო ჟანგბადის მიწოდებას შორის. ჟანგბადის დეფიციტი
წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ნიადაგები წყალგაჯერებულნი ხდებიან. სურათი 1.3-ზე
ნაჩვენებია წყალგაჯერებულ ნიადაგში პომიდვრის ჭკნობის მაგალითი. სხვადასხვა
მცენარეები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ჟანგბადის დეფიციტზე და შეიძლება დაიღუპონ
კიდეც, როდესაც ნიადაგები წყალგაჯერებულ მდგომარეობაშია რამდენიმე საათის (ერთ
დღეზე ნაკლები დროის) განმავლობაში. სურათი 3.11-ზე ნაჩვენებია სახლის გვერდზე
ერთდროულად დარგული ორი ურთხელი. მარჯვენა მცენარე დაიღუპა ჟანგბადის
ნაკლებობის გამო, რომელიც გამოიწვია სანიაღვრე მილიდან გადმოსული წყლით

53
დატბორილმა წყალგაჯერებულმა ნიადაგმა. ნიადაგი შეიცავდა დიდი რაოდენობით თიხას.
მილების გამოყენებით წყლის ასარინებლად ასევე მნიშვნელოვანია სახლის საძირკვლის
დაზიანების თავიდან აცილების საქმეში, როდესაც თიხის მაღალი შემცველობის მქონე
ნიადაგები ფართოვდებიან ან იკუმშებიან დასველებისა და გაშრობის ციკლების გამო.
როდესაც ნიადაგის აერაციაში ცვლილებები ნელა მიმდინარეობს, მცენარეები
ახერხებენ გარკვეულ შეგუებას. ყველა მცენარის ფესვებს სუნთქვისათვის აუცილებლად
ესაჭიროება ჟანგბადი და დატბორილ ან დაჭაობებულ ნიადაგებში მზარდ მცენარეებს
ჟანგბადის მიღების სპეციალური მექანიზმები გააჩნიათ.

სურათი 3.11 ეს ორივე მცენარე ერთდროულად დაირგო ახალი სახლის გვერდითა კედლის
გაყოლებაზე. მარჯვენა მხარეს ჩამონადენი წყლის ასარინებელი მილის არგაყვანის გამო ნიადგი
გაჯერდა წყლით, რამაც საბოლოო ჯამში მოკლა მცენარე.

ნიადგის ფერი
ფერი ნიადაგის ყველაზე აშკარა და ადვილად განსასაზღვრი მნიშვნელოვანი
მახასიათებელია, რადგან იგი სხვა ისეთი მახასიათებლების არაპირდაპირ საზომს
წარმოადგენს, როგორიცაა წყლის დერნაჟი, აერაცია და ორგანიკის შემცველობა.
ნიადაგის ფერის განსზღვრა. ნიადაგის ფერის განსაზღვრა ხდება მანსელის ფერთა
გამის წიგნში მოყვანილი შკალის არეებთან მისი შედარებით. წიგნის თითოეულ გვერდზე
მოცემულია ფერთა არეები, რომლებიც სისტემურადაა დალაგებული ფერის შემადგენელი
სამი ცვლადის მიხედვით: ტონი (hue), მნიშვნელობა (value) და ქრომა (chroma). ამ სისტემაში
ტონი აღნიშნავს სინათლის ტალღის დომინანტურ სიგრძეს, ანუ სინათლის ფერს. სიდიდე,

54
რომელსაც ზოგჯერ ფერის სიმკვეთრესაც ეძახიან, აღნიშნავს სინათლის რაოდენობას. იგი
იზრდება მუქიდან ღია ფერებამდე. ქრომა არის ტალღის დომინანტური სიგრძის
ფარდობითი სისუფთავე. ეს სამი მახასიათებელი ყოველთვის ასეთი თანმიმდევრობით
სახელდება: ტონი, მნიშვნელობა, ქრომა. ჩაწერის ამ სისტემაში 10YR 6/4 ნიშნავს შემდეგს:
10YR არის ტონი, ხოლო 4 არის ქრომა. ეს ფერი, ანუ 10YR 6/4, არის ღია-მოყვითალო
ყავისფერი. ფერთა ეს სისტემა საშუალებას იძლევა ზუსტად დასახელდეს ნიადაგის ფერი,
რომელიც მთელ დედამიწაზე ყველასათვის გასაგები იქნება.
ნიადაგის ფერზე მოქმედი ფაქტორები. ორგანული მასალა ყველაზე მთავარი
პიგმენტია, რომელიც თავისი ბუნებით, რაოდენობითა და ნიადაგის პროფილში
გავრცელებით გავლენას ახდენს ნიადაგის ფერზე. უხეში ტორფი, ჩვეულებრივ, ყავისფერია;
კარგად დაშლილი ორგანული მასა, როგორიცაა ჰუმუსი შავია ან თითქმის შავი. ბევრი
ორგანული ნიადაგი შავი ფერისაა.
მინერალური ნიადაგების უმეტესობაში ორგანული მასის შემცველობა, ჩვეულებრივ,
ყველაზე მაღალია ნიადაგის ზედაპირულ ჰორიზონტებში და ფერი მუქდება ორგანული
მასის შემცველობასთან ერთად. მიუხედავად ამისა, ბევრი A ჰორიზონტი შავი ფერის არაა.
თუმცა, შავი ფერის A ჰორიზონტები ჩვეულებრივ გვხვდება არგენტინის პამპასებსა და აშშ-
ის პრერიებში მაღალი ბალახის ქვეშ განვითარებულ ნიადაგებში. ფერის საინტერესო
ფენომენს აქვს ადგილი ტეხასის შავმიწა ნიადაგიანი რეგიონის თიხოვან ნიადაგებში. აქ A
ჰორიზონტი შავი ფერისაა, თუმცა შავი ფერი შეიძლება გავრცელდეს ერთი მეტრის
სიღრმემდე მაშინაც კი თუ სიღრმესთან მატებასთან ერთად ორგანიკის შემცველობა
მნიშვნელოვნად კლებულობს. ზოგი ნიადაგის შავ ფერს განაპირობებს წვრილდისპერსიული
მანგანუმის ოქსიდები.
ქვენიადაგის ჰორიზონტების უმეტესობის მთავარი პიგმენტებია ოქსიდაციისა და
ჰიდრატაციის სხვადასხვა დონეზე მყოფი რკინის ნაერთები. რკინის დაჟანგვა არის
ოქსიდაციის პროცესი, რომლის შედეგად წარმოიქმნება ჟანგისფერი ან მოწითალო რკინის
ოქსიდი. ბევრი ტროპიკული ნიადაგის კაშკაშა წითელი ფერის მიზეზია დეჰიდრირებული
და ოქსიდირებული რკინის ოქსიდი, ჰემატიტი (Fe2O3). ამ ნიადაგების A ჰორიზონტებში
ორგანული მასის დაგროვება განაპირობებს მათ მოყავისფრო-წითელ ანუ წითელი ხის ფერს.
ჰიდრატირებული და ოქსიდირებული რკინის, გეტიტის (FeOOH) ფერია ყვითელი ან
მოყვითალო-ყავისფერი, ხოლო აღდგენილი და ჰიდრატირებული რკინის ოქსიდი რუხია.
რკინის ოქსიდის სხვადასხვა კომბინაციები იძლევა ყავისფერ და ყვითელ-ყავისფერ ფერებს.
ამრიგად, რკინის ოქსიდების ფერი დაკავშირებულია აერაციისა და ჰიდრატაციის
პირობებთან, რომელთაც ნიადაგში წყლის არსებობა-არარსებობა განაპირობებს.
ფერდობებზე განლაგებულ ნიადაგებს, რომლებიც არასოდეს არ იჟღინთება წყლით, აქვთ
მოწითალო და მოყავისფრო ქვენიადაგები. ნიადაგები, რომლებიც განლაგებულია
წყალშემკრებ ჩაღრმავებებში და ცუდი დრენაჟის მქონე ადგილებში, სადაც ნიადაგები
უმეტესი დროის განმავლობაში წყლითაა გაჯერებული, უფრო მეტად ხასიათდებიან რუხი
ფერის B ჰორიზონტებით. თუ ნიადაგს რუხი B ჰორიზონტი აქვს, საავრაუდოდ ეს ნიადაგი

55
წყალგაჯერებულია გარკვეული დროის განმავლობაში მაინც, თუკი არ ხდება მისი
ხელოვნური დრენირება (იხ. სურათი 3.12).
E ჰორიზონტების ღია ფერისა და მორუხო შეფერილობები უკავშირდება რკინის
ოქსიდების ილუვიაციას და ორგანიკის დაბალ შემცველობას. ნიადაგების ზოგიერთი
ჰორიზონტი შეიძლება თეთრი ფერის იყოს ზედაპირებთან ხსნადი მარილების დაგროვების
ან ქვენიადაგებში კალციუმის კარბონატის დაგროვების გამო. ახალგაზრდა ნიადაგებში
არსებული ჰორიზონტები შეიძლება განიცდიდნენ ნიადაგის წყარომასალის ფერის ძლიერ
გავლენას.

სურათი 3.12 მინერალური ნიადაგები, რომლებიც ვითარდებიან ნიადაგის ძლიერი სისველის


გავლენის პირობებში ხასიათდებიან მუქი შეფერილობის ქვენიადაგებით. A ჰორიზონტის სისქე
დაახლოებით 40 სანტიმეტრია.

ხშირად შავი ფერის ნიადაგებს აიგივებენ ნაყოფიერ და პროდუქტიულ ნიადაგებთან.


ნიადაგის ფერისა და მისი ნაყოფიერების ურთიერთდამოკიდებულების ფართო
განზოგადებები ყოველთვის სწორი არ არის. ადგილობრივი რეგიონის ფარგლებში
ზედაპირის ნიადაგებში ორგანიკის შემცველობის მატება შეიძლება უკავშირდებოდეს
ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას, რადგან ორგანული ნივთიერებების მასა აზოტის
მნიშვნელოვან რეზერვუარს წარმოადგენს.
ქვენიადაგის ფერები ძალიან გვეხმარება ქვენიადაგის წყალგაჯერებისა და ცუდი
აერაციის პროგნოზირებაში. ქვენიადაგის რუხი ფერი მიუთითებს მის შედარებით მუდმივ
წყალგაჯერებულ მდგომარეობაზე. ასეთი ნიადაგები არ გამოდგება მათზე მშენებლობის
განსახორციელებლად, რადგან ასეთ ადგილებში აშენებული სახლების სარდაფები სველდება
და წყალგაჯერებულ ნიადაგებში ცუდად მუშაობს სეპტიკტენკებიდან გამდინარე წყლების

56
ფილტრაციის ველები. მშენებლობისათვის ვარგისი რომ გახდეს ასეთი ნიადაგი,
აუცილებელია მაში სადრენაჟო სისტემის მოწყობა. ქვენიადაგების კაშკაშა ყავისფერი და
წითელი შეფერილობა მიუთითებს მათ კარგ აერაციასა და დრენაჟზე. ასეთი უბნები კარგია
შენობების დასაფუძნებლად და ხეხილის მოსაშენებლად. ლანდშაფტური მცენარეების ბევრ
სახეობას თავისი სპეციფიკური მოთხოვნილება აქვს წყალზე და ამ კუთხით აერაციასა და
ფერს მნიშვნელობა აქვს მცენარის სახეობების შერჩევისას. ქვენიადაგის წყლით გაჯერებისა
და გაშრობის მონაცვლეობამ წვიმიანი და მშრალი პერიოდების მიხედვით შეიძლება შექმნას
გარდამავალი ფერების სიტუაცია. ნალექიან სეზონზე რკინის ჰიდრატირება და აღდგენა
მიმდინარეობს, ხოლო მშრალ სეზონზე კი ხდება მისი დეჰიდრატაცია და ოქსიდაცია. ამის
შედეგად იქმნება ნიადგის ფერების შერეული სურათი, ანუ სიჭრელე. ჭრელი B
ჰორიზონტები დამახასიათებელია ისეთი ნიადაგებისათვის, რომლებიც გარდამავალია
ხშირი წყალგაჯერებისა და მუდმივი კარგი დრენირების პირობებში არსებულ ნიადაგებს
შორის.
ნიადაგის ტემპერატურა
გაყინვის ტემპერატურის ქვევით ბიოლოგიური აქტიურობა უკიდურესად
შეზღუდულად მიმდინარეობს. წყალი ნიადაგში სითხის სახით არ მოძრაობს და თუ არ
ხდება ყინვის გამო ნიადაგის ამობურცვა, სხვა მხრივ ნიადაგისთვის დრო გაჩერებულია.
ნიადაგის ჰორიზონტი, რომლის ტემპერატურა 5° C-ია, მოქმედებს როგორც ფესვების
სიგრძეში ზრდის შემაკავებელი. ქიმიური პროცესები და მიკროორგანიზმების აქტივობა
ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ნიადაგების მონაცვლეობით გაყინვა-გალღობა იწვევს
მათ მონაცვლეობით გაფართოვება-შეკუმშავს. ეს გავლენას ახდენს ქვების გამოფიტვაზე,
სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და მცენარეთა ფესვების ამობურცვაზე. ასე რომ,
ტემპერატურა ნიადაგის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

ნიადაგების სითბური ბალანსი

ნიადაგის სითბური ბალანსი მოიცავს სითბური ენერგიის შეძენა-კარგვას. მზის


რადიაცია, რომელსაც ნიადაგის ზედაპირი ღებულობს, ნაწილობრივ აირეკლება და კვლავ
ატმოსფეროს უბრუნდება, ხოლო მის ნაწილს ნიადაგის ზედაპირი ითვისებს. მუქი ფერის
ნიადაგს შუძლია აითვისოს შემომავალი მზის რადიაციის დაახლოებით 80%, ხოლო ღია
ფერის კვარცის ქვიშას კი 30%. დედამიწაზე მოხვედრილი მთლიანი მზის რადიაციის
დაახლოებით 34% აირეკლება და კვლავ კოსმოსურ სივრცეში ბრუნდება, 19%-ს ითვისებს
ატმოსფერო, ხოლო 47%-ს - მიწა. ნიადაგიდან სითბოს კარგვა ხდება რამდენიმე გზით: 1)
წყლის აორთქლებით, 2) უკურადიაციით ატმოსფეროში, 3) ნიადაგის თავზე არსებული
ჰაერის გათბობით და 4) ნიადაგის გათბობით. უმეტეს შემთხვევებში სითბოს მიღება და
კარგვა ერთმანეთს აბალანსებს. მაგრამ დღის განმავლობაში ან ზაფხულში შეძენა ჭარბობს
კარგვას, ხოლო ზამთარში - პირიქით. ნიადაგის ტემპერატურის გასაზრდელად საჭირო
სითბოს რაოდენობა დიდად უკავშირდება წყლის შემცველობას. თბური ენერგიის მხოლოდ

57
0,2 კალორიაა საჭირო 1 გრამი მშრალი ნიადაგის ტემპერატურის 1° C -ით გასაზრდელად;
წყლის შემთხვევაში 1 გრამის ერთი გრადუსით გასათბობად საჭიროა 1,0 კალორია სითბო. ეს
მნიშვნელოვანია საშუალო განედების რეგიონებში, სადაც ნიადაგების ტემპერატურა ძალიან
დაბლა იწევს, ხოლო გაზაფხულზე დარგვის თარიღები დამოკიდებულია ნიადაგის
ტემპერატურის ძლიერ მომატებაზე. ზოგადად, ქვიშიანი ნიადაგები უფრო სწრაფად თბებიან,
უფრო ადრეული რგვის საშუალებას იძლევიან, ვიდრე წვრილმარცვლოვანი ნიადაგები,
რადგან ქვიშები უფრო ნაკლებ წყალს იჭერენ და უფრო სწრაფად თბებიან.

ადგილმდებარეობა და ტემპერატურა

ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, სამხრეთ ფერდობებზე განლაგებული ნიადაგებისთვის


უფრო მაღალი ტემპერატურაა დამახასიათებელი, ვიდრე ჩრდილოეთისაკენ მიქცეული
ფერდობების ნიადაგებისთვის. სამხრეთი ფერდობების ნიადაგები მზის სხივების მიმართ
უფრო მეტად პერპენდიკულარულია და უფრო მეტ სითბურ ენერგიას ითვისებენ, ვიდრე
ჩრდილოეთის ფერდობების ნიადაგები. ეს ძალიან კარგად შეიმჩნევა ტუნდრის რეგიონებში,
სადაც ჩრდილოეთ ფერდობებზე ნიადაგს შეიძლება მუდმივად გაყინული ქვენიადაგი
ჰქონდეს იმ სიღრმეებზე, რომლებიც ჩვეულებრივ, ხის ფესვების განვითარების სიღრმის
ფარგლებშია, ხოლო სამხრეთ ფერდობებზე ასე არ არის. ხეები უფრო მეტად იზრდებიან
სამხრეთ ფერდობებზე, სადაც ქვენიადაგი მუდმივად გაყინული არაა. მცენარეებისთვის
შეიძლება ძალიან მრავალფეროვანი მიკროგარემო არსებობდეს შენობის გარშემო. სამხრეთის
მხარე უფრო თბილი, მშრალი და ნათელია ჩრდილოეთ მხარესთან შედარებით.
წყლის დიდი მასივები ასრულებენ სითბოს შთანმთქმელის როლს და ბუფერული
ტემპერატურა იცვლება მათ სიახლოვეს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტემპერატურა უფრო
ნელა და თანდათანობით იცვლება ჩრდ. ამერიკის 'დიდი ტბების' მიმდებარე
ტერირორიებზე, ვიდრე კონტინენტის უფრო ცენტრალურ რეგიონებში. ამ ტბების
სიახლოვეს გაზაფხულზე ჰაერისა და ნიადაგის ტემპერატურა ნელა იზრდება, რაც აყოვნებს
ხეხილის ყვავილობას და ამით ამცირებს გვიანი ყინვებისგან ზარალის მიყენების
საშიშროებას. მომაკვდინებელი ყინვები გვიანდება შემოდგომაზე და ამის შედეგად იზრდება
ზრდის სეზონი. ამიტომაა, რომ ვაზისა და ხეხილი მოშენება თავმოყრილია დიდი ტბების
მიმდებარე ტერიტორიებზე. ეირის ტბიდან დაშორების გავლენა ბოლო მომაკვდინებელი
ყინვების თარიღებზე ნაჩვენებია სურათი 3.13-ზე.

ნიადაგის ტემპერატურის კონტროლი

ნიადგის ტემპერატურის შეცვლა შეიძლება ორი პრაქტიკული ღონისძიებით. შეიძლება


გაკეთდეს სველი ნიადაგების დრენირება ნიადაგიდან წყლის მოცილების მიზნით და
ნიადაგის ზედაპირის მულჩირება ენერგიის ბალანსის შესაცვლელად. სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულებით გამოყენებისას, ტარდება სველი ნიადაგების დრენაჟი, რათა შეიქმნას
აერირებული ფესვების ზონა. წყლის მოცილება ასევე იწვევს ნიადაგის უფრო მეტად

58
გათბობას გაზაფხულზე. ღია ფერის ორგანული მულჩი, მაგალითად ჩალის ფენა, დაბლა
დასწევს ნიადაგის ტემპერატურას, რადგან 1) მოხდება მზის ენერგიის უფრო მეტი არეკვლა
და უფრო ნაკლები შთანთქმა, და 2) ნიადაგის წყლის შემცველობა უფრო მეტად გამოავლენს
ზრდის ტენდენციას, რადგან მოხდება მასში უფრო მეტი წყლის ჩაჟონვა (ინფილტრაცია).
თუმცა, მულჩი უფრო მეტად მოახდენს ნიადაგის ტემპერატურის გაზრდას, რადგან მულჩი
ამცირებს: 1) რადაციით სითბოს კარგვას, და 2) ნიადაგის ზედაპირიდან წყლის აორთქლებას,
რაც მოითხოვს ენერგიას. მთლიანი ეფექტი ამ ღონისძიებებისა კი არის ნიადაგის
ტემპერატურის შემცირება გაზაფხულზე. აშშ-ის ჩრდილოეთის სიმინდის სარტყელში,
მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე დარჩენილი მცენარეული ნარჩენების გამო
ნიადაგების ტემპერატურა გაზაფხულზე უფრო გრილია და ამის შედეგად ვლინდება
სიმინდის ოდნავ ნაკლები მოსავლის ტენდენცია. შავი პლასტიკური მულჩი კი ზრდის
ნიადაგის ტემპერატურას, რადგან ის ზრდის მზის რადიაციის შთანთქმას, ამცირებს სითბოს
კარგვას რადიაციის გამო და ამცირებს ნიადაგის ზედაპირიდან წყლის აორთქლებას.
ადრეული ბოსტნეულისა და ნესვის მოყვანის მიზნით, ნიადაგის ტემპერატურის
გასაზრდელად გამოიყენება შავი მულჩები.

სურათი 3.13 პენსილვანიის შტატის ეირის ოლქში გაზაფხულის ბოლო და შემოდგომის პირველი
მომაკვდინებელი ყინვის თარიღები მარჯვნივ და მარცხნივ, შესაბამისად. უფრო გრძელი
ვეგეტაციური პერიოდი ეირის ტბის გაყოლებაზე ხელს უწყობს ამ მიწის გამოყენებას ხეხილისა და
ბოსტნეულის მოსაყვანად.

მრავალწლოვანი მზრალობა

როდესაც ნიადაგის საშუალო წლიური ტემპერატურა 0°C- ზე დაბალია, ზამთრის


გაყინვის სიღრმე შეიძლება მეტი იყოს ზაფხულის ყინულის ლღობის სიღრმესთან
შედარებით. ამის შედეგად, შსაძლოა განვითარდეს მუდმივად გაყინული ნიადაგის ფენა,
რომელსაც მუდმივი მზრალობა ეწოდება. მუდმივი მზრალობა სხვადასხვაგვარი შეიძლება
იყოს, დაწყებული არსებითად მთლიანად ყინულისგან შემდგარი მასით და დამთავრებული
გაყინული ნიადაგით, რომელიც თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ სინამდვილში გაყინული და
მაგარია. ზედაპირული ფენა, რომელიც ზაფხულში ლღვება, ხოლო ზამთარში იყინება, არის
აქტიური ფენა. ამ აქტიურ ფენას იყენებენ მცენარეები. მუდმივი მზრალობა ფართოდაა

59
გავრცელებული ტუნდრის რეგიონებში და იქ, სადაც ეს ფენა გვხვდება, ზოგადად, ხეები არ
არის. დაბალტანიანი ბუჩქნარი და ბალახეული მცენარეები იზრდებიან მუდმივი
მზრალობის მქონე ნიადაგებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზაფხულის ტემპერატურა
გაყინვის ტემპერატურაზე მაღალია.

სურათი 3.14 მუდმივი მზრალობა, რომლის თავზე განლაგებულია წყალგაჯერებული ფენა.


ზაფხულშიც კი, როდესაც ნალექიანობა დაბალია, ნიადაგები სველია. ყინვით გამოწვეული
ამობურცვის შედეგად ნიადაგის ზედაპირი არაერთგვაროვანია და აქვს მომრგვალებული ბორცვები.

აქტიური ფენის საფუძველი არის მუდმივი მზრალობის ზედა ფენა, ანუ ე. წ. მუდმივი
მზრალობის დონე. გაყინული ნიადაგის ყინულის დნობას ზაფხულში მოაქვს
წყალგაჯერებული ნიადაგის პირობები, მიუხედავად წვიმის მცირე რაოდენობისა ან
საერთოდ არარსებობისა, რადგან მუდმივი მზრალობა აფერხებს ნიადაგიდან წყლის
დაღმავალი მიმართულებით გადაადგილებას. მუდმივი მზრალობის თავზე სველი ნიადაგის
გაყინვისა და ლღობის მონაცვლეობა იწვევს კრიოტურბაციას (გაყინვისა და ლღობის
შედეგად ნიადაგის მოძრაობა და შერევა). ყინულის დნობით გამოწვეული ნიადაგის სისველე
და კრიოტურბაცით გამოწვეული ნიადაგის ზედაპირის არაერთგვაროვნება ნაჩვენებია
სურათი 3.14-ზე. ნიადაგის ჭარბი გადაადგილება საჭიროს ხდის წყალმომარაგების, გათბობა-
კანალიზაციისა და სხვა კომუნალური მომსახურებების მიყვანას შენობებამდე
უტილიდორული სისტემების (მიწის ზევით განლაგებული თბოიზოლაციის მქონე მილების
სისტემების) მეშვეობით (იხ, სურათი 3.15).

60
სურათი 3.15 კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი თბოიზოლირებული მიწისზედა მილების
სისტემა (უტილიდორულის სისტემა) კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე. წყლისა და
კანალიზაციის ხაზები უტილიდორში სპეციალურადაა დაცული მუდმივი მზრალობის მქონე
ნიადაგის გაყინვა-გალღობასთან დაკავშირებული მოძრაობით გამოწვეული დაზიანებისგან.
უტილიდორი ასევე ათბობს წყლისა და კანალიზაციის მილებს გაყინვისგან მათი დაცვის მიზნით.

როდესაც მცენარეული საფარი ირღვევა საგზაო მოძრაობის ან მშენებლობის გამო,


უფრო მეტი სითბო აღწევს ნიადაგში და უფრო მეტი ყინული დნება. ზოგჯერ იმდენად
დიდი რაოდენობის ყინული დნება, რომ მოხდეს ნიადაგის ჯდენა. შენობები შენდება
ხიმიჯებზე, რათა ზაფხულში მინიმალური იყოს სითბოს გადაცემა შენობებიდან
ნიადაგებზე, ხოლო ზამთარში ნიადაგებს მაქსიმალური გაგრილებისა და გაყინვის
საშუალება ჰქონდეთ.

რეზიუმე
ფიზიკური თვისებები გავლენას ახდენენ ნიადაგების პრაქტიკულად ყველა
დანიშნულებით გამოყენებაზე.
ნიადაგის ტექსტურა დაკავშირებულია ნიადაგში ქვიშის, მტვრისა და თიხის
რაოდენობასთან, ხოლო სტრუქტურა - ქვიშის, მტვრისა და თიხის აგრეგატებად
დაწყობასთან. ტექსტურა და სტრუქტურა დიდ გავლენას ახდენენ მცენარის ზრდაზე, რადგან
მოქმედებენ წყლისა და ჰაერის ურთიერთმიმართებაზე. ნიადაგები, დასველებისა და
გაშრობის შედეგად მოცულობაში მატულობენ და კლებულობენ და, შესაბამისად, გავლენას
ახდენენ შენობების საძირკვლების სტაბილურობაზე.
მინერალური ნიადაგების მოცულობის დაახლოებით ნახევარი მოდის ფორული
სივრცეების წილად. ამგვარი ნიადაგების მოცულობითი წონა დაახლოებით 1,2 გ/სმ 3-ია,

61
ხოლო ფორიანობა 50%. წყლის შეკავებისა და აერაციის კარგი უნარის მქონე ნიადაგებში
ფორების სივრცე დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის (50/50) მაკროფორებისა და
მიკროფორებისგან შედგება.
ნიადაგის ფერი კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ როგორია ნიადაგში ორგანული მასალის
შემცველობა, დრენაჟი და აერაცია.
ნიადაგის ტემპერატურა გავლენას ახდენს მცენარეთა ზრდაზე. თავად მასზე კი დიდ
გავლენას ახდენს ნიადაგის ფერი, წყლის შემცველობა და ისეთი ზედაპირული მასალების
გამოყენება, როგორიცაა მულჩები. მუდმივი მზრალობა გვხვდება ისეთ ნიადაგებში,
რომელთა საშუალო ტემპერატურა გაყინვის ტემპერატურაზე დაბალია.

ლიტერატურა
Chesters, G. 0., 0. J. Attoe, and 0. N. Allen. 1957. "SoilAggregation in Relation to Various Soil
Constituents."Soil Sci. Soc. Am. Proc. 21:272-277.
Day, P. R. 1953. "Experimental Confirmation of HydrometerTheory."Soil Sci. 75:181-186.
Foth, H. D. 1983. "Permafrost in Soils."J Agron. Educ.12:77-79.
Soil Survey Staff. 1951. Soil Survey Manual. U.S.D.A.Handbook 18. Washington, D.C.
Taylor, D. C. 1960. Soil Survey of Erie County, Pennsylvania.U.S.D.A. and Pennsylvania State
University
Tedrow, J. C. F. 1977. Soils of Polar Landscapes.RutgersUniversity Press, New Brunswick, N.J.
Wascher, H. L. 1960. "Characteristics of Soils Associatedwith Glacial Tills in Northeastern Illinois."
Univ.Illinois Agr.pp. Sta. But. 665.
Wilde, S. A. 1935. "The Significance of Texture in Forestryand Its Determination by a Rapid Field
Method."Jour. For. 33:503-508.

თავი 4

ნიადაგის დამუშავება და ტრანსპორტი


მიწათმოქმედების დასაწყისი ნიადაგის დამუშავების პირველ ნაბიჯებთანაა
დაკავშირებული. სავარაუდოდ, გაუთლელი ჯოხი იყო მიწის დასამუშავებელი პირველი
იარაღი, რომლის დახმარებითაც დაიწყეს მცენარეების ვეგეტატიური ნაწილების, მათ შორის
ფესვებისა და ბოლქვების მიწაში ჩარგვა. 5 000 წლის წინანდელი უძველესი ეგვიპტური
აკლდამების კედლებზე შემონახულ ნახატებზე გამოსახულია უღელში შებმული წყვილი
კამეჩისა და დატოტვილი ხის ფრაგმენტისგან გაკეთებული გუთნის საშუალებით მიწის
დამუშავების სცენები. ძველ რომში უკვე იმდენად დახვეწილი იყო მიწის დამუშავების
კულტურა და იარაღები, რომ მოსავლის მისაღებად იყენებდნენ ნიადაგის გულდასმით
დამუშავების პრაქტიკას. მე-20 საუკუნეში გამოთქმული ერთ-ერთი მეცნიერული
მოსაზრების მიხედვით, ცივილიზაციის განვითრების ხელშემწყობ 19 ყველაზე
მნიშვნელოვან აღმოჩენათა შორის გუთნის შექმნა და განვითარებაა.

62
ნიადაგის დამუშავება (tillage) არის მექანიკური მანიპულაცია, რომლის მიზანია
ნიადაგის პირობების შეცვლა მასზე მცენარეული კულტურების მოყვანის მიზნით. იგი
გამოიყენება მიწის მოსამზადებლად თესვის, სარეველებთან ბრძოლისა და მოსავლის
ნარჩენების მართვისათვის. ნიადაგის დამუშავება მოიცავს ნიადაგზე მექანიკური
მანიპულაციების ჩატარებას და სათანადო სატრანსპორტო საშუალებების (მანქანებისა და
ცხოველების) გამოყენებას, რაც იწვევს ნიადაგის დატკეპნას.
ნიადაგის ნებისმიერი სახით დატკეპნის შედეგად იზრდება მისი მოცულობითი წონა
და მცირდება ფორიანობა. მაკროფორების მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება
მიკროფორების რაოდენობის ზრდის ხარჯზე. ნიადაგის ფენები, რომელთა მოცულობითი
წონა აღემატება 1,6-1,8 გ/სმ3, ბარიერს უქმნიან ფესვების სიღრმეში განვითრებას.
ნიადაგის დამუშავების პროცესს თან ახლავს ხნულების ძირში, განსაკუთრებით
ქვიშიანი ნიადაგების დამუშავებისას, კომპაქტური ფენის წარმოქმნა, რომელსაც
დასველებისა და დაშრობის დროს გაფართოვებისა და შეკუმშვის მინიმალური უნარი აქვს.
ნიადაგის დამუშავებისა და მასზე მომუშავე ტექნიკის მიზეზით ნიადგის დატკეპნის ამ
უარყოფითი ეფექტის შესამცირებლად შემუშავებულია მინიმალური და ნულოვანი
დამუშავების სისტემები. პირველი მეთოდი ითვალისწინებს ნათესი კულტურისა და
კლიმატური პირობებისათვის აუცილებელ მინიმალურ დამუშავებას. ნულოვანი
დამუშავების დროს კი კულტურები პირდაპირ წინა მოსავლის ნარჩენებში ითესება ნიადგის
ყოველგვარი წინასწარი დამუშავების გარეშე. ასეთ დროს თესლი თავსდება სპეციალურად
გაკეთებულ ღარში ან ფოსოში. მინიმალური და ნულოვანი დამუშავების მეთოდის
გამოყენების შემთხვევაში, მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგის ზედაპირზე უფრო მეტი
ნარჩენები რჩება, ვიდრე ტრადიციული დამუშავებისას, რაც ამცირებს წყლის ჩამოდენასა და
ეროზიას, ამიტომაც ამ სისტემებს ეროზიის საწინააღმდეგო დამუშავების ღონისძიებებად
განიხილავენ.
ლიტერატურა
Childe, V. E. 1951. Man Makes Himself. Mentor, New York.
Cook, R. L., J. F. Davis, and M. G. Frakes. 1959. "An Analysis of Production Practices of Sugar Beet Farmers in
Michigan." Mi. Agr. Exp. Sta. Quart. Bul. 42:401-420.
Dickerson, B. P. 1976. "Soil Changes Resulting from Tree-Length Skidding." Soil Sci. Soc. Am. Proc. 40:965-966.
Dotzenko, A. D., N. T. Papamichos, and D. S. Romine. 1967. "Effect of Recreational Use on Soil and Moisture
Conditions in Rocky Mountain National Park." J. Soil and Water Con. 22:196-197.
Froehlich, H. A. 1979. "Soil Compaction from Logging Equipment: Effects on Growth of Young Ponderosa Pine." J. Soil and
Water Con. 34:276-278.
Griffith, D. R., J. V. Mannering, and W. C. Moldenhauer. 1977. "Conservation Tillage in the Eastern Corn Belt." J. Soil and Water Con.
32:20-28.
Grimes, D. W. and J. C. Bishop. 1971. "The Influence of Some Soil Physical Properties on Potato Yields and Grade Distribution." Am.
Potato 1 48:414- 422.
Iverson, R. M., B. S. Hinckley, and R. M. Webb. 1981. "Physical Effects of Vehicular Disturbances on Arid Landscapes." Science.
212:915-916.
Laws, W. D. and D. D. Evans. 1949. "The Effects of Long-Time Cutltivation on Some Physical and Chemical Properties of Two
Rendzina Soils." Soil Sci. Soc.Am. Proc. 14:15-19.
Meek, B. D., E. A. Rechel, L. M. Carter, and W. R. DeTar. 1988. "Soil Compaction and its Effect on Alfalfa in Zone Production
Systems." Soil Sci. Soc. Am. J. 52:232-236.
Moormann, F. R. and N. van Breemen. 1978. Rice: Soil, Water and Land. Int. Rice Res. Inst., Manila.
Phillips, R. E., R. L. Blevins, G. W. Thomas, W. R. Frye, and S. H. Phillips. 1980. "No-Tillage Agriculture." Science. 208:1108-1113.

63
Steinbrenner, E. C. and S. P. Gessel. 1955. "The Effect of Tractor Logging on Physical Properties of Some Forest Soils in Southwestern
Washington." Soil Sci. Soc.A. Proc. 19:372-376.
Taylor, J. H. 1986. "Controlled Traffic: A Soil Compaction Management Concept." SAE Tech. Paper Series 860731. Soc. Auto. Eng.
Inc., Warrendale, Pa.
Voorhees, W. B. and M. J. Lindstrom. 1984. "Long-Term Effects of Tillage Method on Soil Tilth Independent of Wheel Traffic
Compaction." Soil Sci. Soc. Am. J. 48:152-156.
Walejko, R. N., J. W. Pendleton, W. H. Paulson, R. E. Rand, G. H. Tenpas, and D. A. Schlough. 1973. "Effect of Snowmobile Traffic on
Alfalfa." J. Soil and Water Con. 28:272-273.
Youngberg, C. T. 1959. "The Influence of Soil Conditions Following Tractor Logging on the Growth of Planted Douglas-Fir Seedlings."
Soil Sci. Soc. Am.Proc. 23:76-78.

თავი 5

ნიადაგური წყალი (ნიადაგის ტენი)


წყალი დედამიწაზე არსებული ყველაზე ფართოდგავრცელებული ნივთიერებაა; ის
საჭიროა სიცოცხლის ყველა ფორმისათვის. მტკნარი წყლის რეგულარული მიწოდება
ატმოსფერული ნალექების წლიურ რაოდენობას უტოლდება, რაც საშუალოდ 66 სანტიმეტრს
შეადგენს დედამიწის ხმელეთის ზედაპირის მასშტაბით. ატმოსფერო-ლითოსფეროს
კონტაქტის ადგილას განლაგებული ნიადაგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნალექების იმ
რაოდენობის განსაზღვრაში, რომელიც ხმელეთზე ჩამოედინება ან კიდევ ნიადაგში ჩადის,
მასში ინახება და მოგვიანებით გამოიყენება. აშშ-ში ატმოსფერული ნალექების დაახლოებით
70 პროცენტი მცენარეებიდან და ნიადგებიდან ორთქლდება და ატმოსფეროს უბრუნდება
ანაორთქლის სახით, ხოლო ნიადაგი გადამწყვეტ როლს ასრულებს წყლის შეკავებასა და
შენახვაში. ნალექების დანარჩენი 30% მოდის საოჯახო, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულებისათვის მტკნარი წყლის გრძელვადიანი მოხმარების წილად. ამ თავში
განვიხილავთ მნიშვნელოვან ცნებებსა და პრინციპებს, რომლებიც აუცილებელია
ჰიდროლოგიურ ციკლისა და წყლის რესურსების რაციონალურ მართვაში ნიადაგის როლის
გასაცნობიერებლად.

ნიადაგებში არსებულ წყალს აქვს ენერგია, რომლის დონე ცვალებადობს იმისდა


მიხედვით, თუ როგორია ნიადაგში წყლის შემცველობა. ნიადაგური წყლის ენერგიის დონე
მაღლა ან დაბლა იწევს წყლის შემცველობის მატებისა და კლების პარალელურად. ამით
ნიადაგში იქმნება წყლისა ენერგიის დონეების კონტინუუმი.
ნიადაგური წყლის ენერგიის დონის ცვლილებაზე, წყლის მობილურობასა და
მცენარეებისთვის ხელმისაწვდომობაზე მოქმედებს ადჰეზიის, კოჰეზიისა და გრავიტაციის
ძალები.

ადჰეზიური წყალი. თვითონ წყლის მოლეკულები (H2O) ელექტრულად ნეიტრალურია,


მაგრამ მოლეკულის შიგნით მუხტი ასიმეტრიულადაა განაწილებული. ამის შედეგად,
წყლის მოლეკულები ძლიერ პოლარულია და H ბმის საშუალებით ერთმანეთს იზიდავენ.

64
ნიადგის ნაწილაკებს აქვთ ისეთი უბნები, რომლებიც ერთდროულად ელექტრულად
უარყოფითიცაა და დადებითიც. მაგალითად, ჟანგბადის ბევრი ატომი გაშიშვლებულია
ნიადაგის ნაწილაკების ზედაპირებთან. ჟანგბადის ეს ატომები უარყოფითი მუხტის უბნებია,
რომლებიც იზიდავენ წყლის მოლეკულების დადებით პოლუსებს. წყლის მოლეკულებისა და
ნიადაგის ნაწილაკების ზედაპირების ურთიერთმიზიდულობა ქმნის ძლიერ ადჰეზიურ
ძალებს. როდესაც წყლის წვეთი ეცემა ღუმელში გამომშრალ ნიადაგს, ხდება ნიადაგის
ნაწილაკებთან შეხებაში მოსული მოლეკულების ძლიერი ადსორბცია და მოლეკულები
ნაწილდებიან ნიადაგის ნაწილაკების ზედაპირზე, რითაც ქმნიან წყლის ძალიან თხელ ფენას
(აპკს). ამ ფენას, რომელიც სულ რამდენიმე მოლეკულის სისქისაა, ეწოდება ადჰეზიური
წყალი (იხ, სურათი 5.1).

სურათი 5.1 ნიადაგური წყლის სხვადასხვა ფორმების ურთიერთდამოკიდებულების სქემა.


ადჰეზიური წყალი დიდი ძალით შთაინთქმება, ძალიან არამობილურია და მცენარეებისთვის
მიუწვდომელია. გრავიტაციული წყალი, პირიქით, კოჰეზიური ძალების მოქმედების სფეროს მიღმაა
და გრავიტაცია (დედამიწის მიზიდულობის ძალა) აიძულებს, რომ სწრაფად ჩავიდეს ნიადაგში და
გაედინოს (თუკი ზევიდან ქვევით მოძრავ ნაკადს არაფერი აფერხებს). კოჰეზიური წყალი
შუალედური თვისებებით ხასიათდება და მცენარის ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

65
ადჰეზიური წყალი იმდენად ძლიერად ადსორბირდება, რომ იგი ცოტას მოძრაობს, ან
საერთოდ არ მოძრაობს და, როგორც ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, წყლის მოლეკულის
შიგნით ჩნდება შიდა ფენა, რომელიც ყინულის სტრუქტურის მსგავს კრისტალურ
მდგომარეობაშია. ადჰეზიური წყალი ყოველთვის არის მინდვრის ნიადაგებში და ჰაერში
არსებულ მტვრის ნაწილაკებზე, მაგრამ წყლის მოცილება შეიძლება ღუმელში ნიადაგის
გაშრობით. ადჰეზიური წყლის ენერგიის დონე ყველაზე დაბალია; ეს ნიადაგში ყველაზე
ნაკლებ მოძრავი წყალია და, ზოგადად, მცენარეების ფესვებისა და
მიკროორგანიზმებისათვის მიუწვდომელია.

კოჰეზიური წყალი. ნიადაგის ნაწილაკების ზედაპირზე წყლის მოლეკულების


მიზიდულობის ძალები მცირდება ნაწილაკის ზედაპირიდან მანძილის უკუპროპორციულად
და ლოგარითმულად. ამრიგად, მიზიდულობის ძალა წყლის მოლეკულებზე ბევრად
ნაკლებად მოქმედებს მეორე ფენაში, ვიდრე უფრო შიგნით მდებარე ადჰეზიური წყლის
ფენაში. ადჰეზიური წყლის ფენის მოლეკულებზე ნიადაგის ნაწილაკების მხრიდან მოქმედი
ძლიერი მიზიდულობის სფეროს მიღმა, წყლის მოლეკულებს შორის არსებობს წყალბადური
ბმები, რომელთა გამო მოქმედებენ კოჰეზიური ძალები. ეს აიძულებს წყლის მოლეკულებს,
მიუერთდნენ ადჰეზიურ წყალს, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო სქელი, კოჰეზიური
წყლის ფენა და იგი ნაჩვენებია სურათი 5.1-ზე. ნიადაგის ნაწილაკების ზედაპირზე,
ჩვეულებრივ, მაქსიმუმ 15-დან 20-მდე მოლეკულური ფენა ადსორბირდება. ნიადაგის
ნაწილაკების ზედაპირიდან წყლის აფსკის გარე ნაპირების მიმართულებით მანძილის
ზრდასთან ერთად, წყლის შემკავებელი ძალების სიძლიერე კლებულობს და იზრდება წყლის
ენერგია და მობილურობა. ადჰეზიური წყლის შეკავება იმდენად ძლიერია, რომ იგი
არსებითად უმოძრაოა და, შესაბამისად მცენარისთვის მიუწვდომელი. კოჰეზიური წყალი კი
ოდნავ მობილურია და ზოგადად მცენარეებისთვის ხელმისაწვდომი. წყლის აფსკებში
არსებობს გრადიენტი წყალსა და ენერგიას შორის და ყველაზე გარეთ განლაგებულ
მოლეკულებს ყველაზე დიდი ენერგია გააჩნიათ, ანუ მოძრაობის ყველაზე დიდი ტენდენცია
ახასიათებთ, რითაც წყალი მაქსიმალურად მისაწვდომია ფესვებისთვის. ვინაიდან ფესვები
დროთა განმავლობაში წყალს ითვისებენ, ნიადაგური წყლის შემცველობა მცირდება, ხოლო
წყლის აფსკები თხელდება; ფესვებს ეხებიან წყალს, რომლის ენერგიის შემცველობა ანუნ
მობილურობს კლებულობს. გარკვეულ ეტაპზე, წყალი შეიძლება ისე ნელა მოძრაობდეს
ფესვებისკენ, რომ მცენარეების დაჭკნენ წყლის უქონლობის გამო. თუ დამჭკნარ მცენარე-
ინდიკატორებს მოვათავსებთ ტენიან კამერაში, და ისისნი არ გამოცოვცლდნენ, ეს ნიშნავს,
რომ ნიადაგი არის მდგრადი ჭკნობის წერტილზე (იხ. სურათი 5.2). ეს ხდება მაშინ, როდესაც
კოჰეზიური წყალი ათვისებულია.

66
სურათი 5.2 დამჭკნარი მცენარე მარჯვნივ. თუ მცენარე არ გამოცოცხლდება ტენიან კამერაში
მოთავსების შედეგად, მაშინ ნიადაგი ამ მცენარის მიმართ მდგრადი ჭკნობის წერტილზეა.

როდესაც ნიადაგის ნაწილაკები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არიან განლაგებულნი, ან


ეხებიან მეზობელი ნაწილაკებს, წყლის აფსკები ერთმანეთ გადაფარავენ ხოლმე. მცირე
შუალედები და ფორები ივსება წყლით. ზოგადად, მინდვრის ნიადაგში არსებული ფორები,
რომლებიც საკმარისად მცირე ზომისანი არიან და წყლით შვსებულნი რჩებიან ნიადაგის
დასველებისა და ზევიდან ქვევით მიმართული ზედმეტი წყლის დრენაჟის შემდეგ,
კაპილარული ფორები ანუ მიკროფორები არიან. ამ დროს ნიადაგი მთელ შესაძლებელ
წყალს ინარჩუნებს გრავიტაციის (ადჰეზიურს პლუს კოჰეზიური წყალი) საწინააღმდეგოდ
და ნიადაგი არის ნორმალური ტენშემცველობის მდგომარეობაში. აერაციული ანუ
მაკროფორები ნორმალური ტენშემცველობის პირობებში ჰაერითაა შევსებული. ტიპური
თიხნარი ნიადაგის ზედაპირის მოცულობა ნორმალური ტენშემცველობის მდგომარეობაში
შეიცავს დაახლოებით 50% მყარ ნივთიერებებს, 25% წყალსა და 25% ჰაერს.

გრავიტაციული წყალი. კლეიპენებიან ნიადაგებში, ქვენიადაგის ძალიან თხელი ფენა


საშუალებას იძლევა, რომ ზედმეტი წყალი, რომელიც ნორმალური ტენშემცველობის
უზრუნველყოფისათვის საჭირო რაოდენობას აღემატება, გადაადგილდეს ზევიდან ქვევით
და გავიდეს ნიადაგიდან. ხანგრძლივი წვიმების შემდეგ, ამ ნიადაგებში წყალი გროვდება
კლეიპენების ზევით. წვიმიანი პერიოდის გაგრძელებასთან ერთად, კლეიპენის თავზე
განლაგებული ნიადაგი წყლით ჯერდება აღმავალი მიმართულებით. მთელი A ჰორიზონტი,
ანუ ფესვების ზონა შეიძლება წყლით გაჯერებული გახდეს. ნიადაგური წყალი, რომელიც

67
აერაციის ფორებში არსებობს და რომელიც, ჩვეულებრივ, გრავიტაციის ძალის
ზემოქმედებით დრენირდება, არის გრავიტაციული წყალი. როდესაც ნიადაგები წყლით
იჟღინთებიან, ნიადაგური წყლის შემადგენლობაში არის დაახლოებით 50% მყარი
ნივთიერებები და 50% წყალი. გრავიტაციული წყალი ნიადგისთვის ზიანის მომტანია,
როდესაც ის ქმნის ჟანგბადის დეფიციტს. ითვლება, რომ გრავიტაციული წყალი
მცენარეებისთვის მიუწვდომელია, რადგან იგი, როგორც წესი, გაედინება ნიადაგებიდან
მათი ძლიერი დასველებიდან ერთ-ორ დღეში (იხ. სურათი 5.1).
სურათი 5.3-ზე, ჩაღრმავებაში განლაგებული ნიადაგი წყალგაჯერებულია, რადგან მის
ქვეშ მდებარე ფენაში წყლის შეღწევა ძალიან ნელა ხდება. ყურადღება მიაქციეთ, რომ
სიმინდი ძალიან ცუდად იზრდება ნიადაგში, რომელიც წვიმის შემდეგ წყალგაჯერებული
რჩება. მარჯვენა მხარის გაყოლებაზე ნიადაგი არ არის წყალგაჯერებული. გრავიტაციული
წყალი გასულია, აერაციის ფორები ჰაერითა შევსებული და ნიადაგი ნორმალურადა
გაჯერებული წყლით. აქ სიმინდი კარგად იზრდება.

სურათი 5.3 ჩაღრმავებაში, სადაც სიმინდი ცუდად იზრდება ნიადაგი წყალგაჯერებულია

მაკროფორების ფარგლებში, მათ შორის გრავიტაციულ წყალში, არის ენერგიის


გრადიენტი. როდესაც წყლით შევსებულ მაკროფორებს დრენირების საშუალება ეძლევათ,
მიკროფორების ცენტრში მყოფ წყალს ყველაზე მეტი ენერგია და მობილურობა აქვს. ეს
წყალი ფორებს პირველი ტოვებს და ყველაზე სწრაფად. ამის შემდეგ წყლის სხვა
მოლეკულების ჯერი დგება, რომლებიც ფორების კიდეებთან ყველაზე ახლოს არიან
განლაგებულნი, სანამ გრავიტაციული წყალი მთლიანად არ გავა ნიადაგიდან და კოჰეზიური
და ადჰეზიური წყალი აპკი სახით დარჩება მაკროფორის პერიფერიაზე.
წყალგაჯერებულ ნიადაგში წყალს სხვადასხვაგვარი პოტენცია აქვს, რის შედეგადაც
ღუმელში გამომშრალ მდგომარეობასა და წყალგაჯერებას შორის ენერგიის კონტინუუმი
არსებობს.
ნიადაგური წყლის ენერგიის დონე გამოიხატება როგორც ნიადაგური წყლის
პოტენციალი და მისი საზომი ერთეულია ბარი ან კილოპასკალი.

68
წყალი მოძრაობს ნიადაგში და ნიადაგიდან ფესვებისკენ, იმისდა მიხედვით, თუ
როგორია წყლის პოტენციური სხვაობები. წყლის მოძრაობა პირდაპიროპროპორციულია
წყლის პოტენციური სხვაობებისა და უკუპროპორციულია დინების სიგრძისა.
მცენარის მოხმარებისთვის საჭირო წყლის ხელმისაწვდომობა ენერგიის კონტინუუმის
პარალელურად ვითარდება. როდესაც მშრალი ნიადაგი დროთა განმავლობაში სველდება,
იზრდება ნიადაგური წყლის ენერგია, მობილურობა და მცენარისთვის მისაწვდომობა, ხოლო
სველი ნიადაგის გაშრობასთან ერთად, მასში დაჩენილი წყლის ენერგია, მობილურობა და
მცენარისთვის მისაწვდომობა კლებულობს.
წყლის ნაკადის ინტენსივობა პირდაპირპროპორციულია ნიადაგის ჰიდროგამტარობისა
(ფილტრაციის კოეფიციენტის). ჰიდროგამტარობა სწრაფად კლებულობს ნიადაგების
გამოშრობასთან ერთად.
მცენარის მიერ წყლის ათვისება ამცირებს წყლის შემცველობას ნიადაგში და ზოგადად
ამცირებს მის ჰიდროგამტარობას. ამრიგად, ნიადაგის გაშრობასთან ერთად, ფესვებისკენ
წყლის მოძრაობა ნელდება. მცენარე ჭკნება, თუ წყლის მოძრაობა ფესვებისკენ ძალზე ნელა
ხდება და მცენარის მოთხოვნილება წყალზე ვერ კმაყოფილდება.
წლის განმავლობაში ნიადაგში წყლის შემცველობის რამდენიმე მთავარი ცვლილება
ხდება, ესენია: მშრალი ნიადაგის წყლით შევსება, წყლის ზედმეტობის წარმოქმნა და
გამოტუტვა, ნიადაგში წყლის მარაგის ამოწურვა. წყლის დეფიციტი ჩნდება მაშინ, როდესაც
ნიადაგიდან აორთქლების შედეგად წყლის კარგვა აღემატება ატმოსფერული ნალექებისა და
ნიადაგში დაგროვილი წყლის ჯამს.

ნიადგური წყლის რეჟიმი


ნიადაგური წყლის რეჟიმი გამოხატავს ნიადაგის წყლის შემცველობის ეტაპობრივ
ცვლას. მაგალითად, ტენიანი რეგიონის ნიადაგს წელიწადის გარკვეულ პერიოდში შეიძლება
აღენიშნებოდეს წყლის სიჭარბე, რაც იწვევს ნიადაგის გამორეცხვას, სხვა დროს ეს შეიძლება
იყოს ნიადაგური წყლის ამოწურვა მცენარეების მიერ წყლის ათვისების მიზეზით, ან კიდევ
მშრალი ნიადაგის წყლით ხელახალი შევსება. ეს მდგომარეობები მოცემულია სურათი 5.15-
ზე ნიადაგისთვის, რომელაც საშუალო წყლის დაგროვების უნარი გააჩნია ტენიან რეგიონში
ქ. მემფისის მახლობლად, ტენესის შტატი.
წყლის დასაწყისისათვის (იანვარიდან მაისამდე) დამახასიათებელია წყლის ნამატი
(წყლის სიჭარბე) (იხ. სურათი 5.15). ნიადაგი შეივსო წყლით წინა წლის შემოდგომის
წვიმების ხარჯზე, როდესაც ნიადაგი მივიდა ნორმალური ტენშემცველობის
მდგომარეობამდე. წლის დასაწყისში მოსული ატმოსფერული ნალექები ბევრად მეტია,
ვიდრე წყლის აორთქლების პოტენციალი (პოტენციური ევაპოტრანსპირაცია ანუ
პოტენციური აორთქლებისა და ტრანსპირაციის ჯამი) და ამის შედეგად წარმოიქმნება ჭარბი
წყალი ანუ წყლის სიჭარბე. ეს წყალი (გრავიტაციული წყალი) ვერ შენარჩუნდება ნიადაგში
ნორმალური ტენშემცველობის პირობებში და ის იწყებს ნიადაგში გადაადგილდებას, რაც
იწვევს მის გამოტუტვას. ზაფხულის თვეებში პოტენციური აორთქლება ბევრად იკლებს და

69
ჩადის ატმოსფერული ნალექებისა დონეზე დაბლა და მშრალი ნიადაგი კვლავ იწყებს წყლით
შევსებას, რაც მთავრდება შემოდგომაზე და დამატებითი ნალექები ძირითადად ჭარბი
(გრავიტაციული) წყლის გაჩენას და გამოტუტვას უწყობენ ხელს.

სურათი 5.15 ტენესის შტატის ქ. მემფისის მახლობლად არსებული ნიადგური წყლის რეჟიმი აგებულია
კლიმატურ მონაცემებსა და საშუალო სიძლიერის ნიადაგური წყლის დაგროვების უნარზე დაყრდნობით.
წარწერები სურათზე: Precipitation - ატმოსფერული ნალექები; Potential evaporation - პოტენციური
აორთქლება; Actual evaporation - რეალური აორთქლება; Deficit - დეფიcიტი; Stored water depletion -
შეგროვილი წყლის ამოწურვა; Water surplus - ჭარბი წყალი; Water recharge - წყლის ხელახალი შევსება;
Months of the year - თვეები.

70
წყლის რეჟიმი უდაბნოს კლიმატში ხასიათდება წყლის მცირე შენახვით, ნიადაგური
წყლის ძალიან მცირე ხარჯვით, ძალიან დიდი დეფიციტითა და გამოტუტვის გამომწვევი
ჭარბი წყლის არარსებობით.

ლიტერატურა
Classen, M. M. and R. H. Shaw. 1970. "Water Deficit
Effects on Corn:II Grain Components." Agron. J.62:652-655.
Dittmer, H. J. 1937. "A Quantative Study of the Roots and Root Hairs of a Winter Rye Plant." Am. J. Bot.
24:417-420.
Erie, L. J., 0. F. French, and K. Harris. 1965. "Consumptive Use of Water by Crops in Arizona." Arizona Agr. Exp. Sta. Tech.
Bull. 169.
Gardner, W. H. 1968. "How Water Moves in the Soil." Crops and Soils. November, pp. 7-12.
Hanks, R. J. 1965. "Estimating Infiltration from Soil Moisture Properties." J Soil Water Conserv. 20:49-51.
Hanks, R. J. and G. L. Ashcroft. 1980. Applied Soil Physics. Springer-Verlag, New York.
Slayter, R. 0. 1967. Plant-water Relationships. Academic Press, New York.
Taylor, S. A. 1957. "Use of Moisture by Plants." Soil,USDA Yearbook. Washington, D.C.
Thornthwaite, C. W. and J. R. Mather. 1955. "Climatology and Irrigation Scheduling." Weekly Weather and Crop Bulletin.
National Summary of June 27, 1955.

თავი 6

ნიადაგური წყლის მართვა


წყლის ისტორია, ფაქტობრივად, კაცობრიობის ისტორიაა. ახლო აღმოსავლეთის
ტერიტორიაზე ცივილიზაციები და ქალაქები ჩნდებოდნენ მდინარეების ნაპირებზე.
მსოფლიოს ყველაზე ძველი კაშხალი, რომელიც ეგვიპტეშია, 5000 წლისაა. იგი
გამოიყენებოდა სასმელად და სარწყავად და, შესაძლოა, წყალდიდობების
რეგულირებისთვისაც. დედამიწის მოსახლეობის ზრდასა და მასთან ერთად საკვებსა და
ბოჭკოზე მოთხოვნის მატებასთან ერთად, წყლის მართვა უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა.
ახლა სწრაფად მზარდი ურბანული განვითარებისა და წყლის შეზღუდული მიწოდების
ზოგიერთ ადგილებში წარმოიშვა წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული კონკურენცია
სოფლისა და ქალაქის მომხმარებლებს შორის. არსებობს წყლის მართვისადმი სამი მიდგომა:
1) ბუნებრივი ნალექების კონსერვაცია ნახევრადტენიან და გვალგვიან ტერიტორიებზე, 2)
ჭაობების დაშრობა (დრენაჟი), 3) ბუნებრივი ნალექების რაოდენობის გაზრდა წყლის
დამატებით (ირიგაცია). ურბანულ ტერიტორიებზე წყლის მართვის ორი აუცილებელი
მიმართულებაა: საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების მიწაში ჩაღვრა და ბუნებრივი ბალახის
საფარის წარმოება სპორტული მოედნებისათვის.
მცენარეული საფარისა და მცენარეების ნარჩენების საშუალებით მიწის ზედაპირის
დაცვა გულისხმობს წვიმის წვეთებით ნიადაგის დაზიანების შემსუბუქებას და ნიადაგის
წყალშეღწევადობის გაზრდას. ნიადაგის ზფხულის სეზონზე დასვენებით იზრდება გვიანი
მოსავლის მოსაყვანად საჭირო წყლის მარაგი. სასუქების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს
მცენარეების მიერ წყლის ათვისების ეფექტურობა, რომელიც გამოიხატება სასოფლო-
სამეურნეო კულტურების ზრდის ტემპის გაზრდაში.

71
წყლის დაშრობა დრენაჟის გამოყენებით ქმნის წყლის აერირებული ნაწილის ზონას
ნათესებისთვის და მშრალ გრუნტს საძირკვლების მშენებლობისათვის. წყალგაჯერებული
ნიადაგური ფენის ზედაპირიდან აღმავალი მიმართულებით ნიადაგში ჰაერის შემცველობა
იზრდება, იკლებს წყლის შემცველობა და იკლებს წყლის შეწოვის პოტენციალი. სარწყავი
წყალი შეცავს ხსნად მარილებს, ამიტომ გასარწყავებული მიწების მუდმივი
პროდუქტიულობის უზრუნველყოფა მოითხოვს თადარიგის დაჭერას (მაგ., დრენაჟის
ჩატარება) ნიადაგში მარილების სასურველი ბალანსის შენარჩუნების მიზნით. მარილის
დაგროვება იწვევს დამლაშებული ნიადაგების წარმოქმნას. გაცვლითი ნატრიუმის
დაგროვება ადსორბირებული კათიონების 15%-ზე მეტი ოდენობით იწვევს ბიცობი ნიადაგის
წარმოქმნას. ნატრიუმით მაღალ გაჯერებას მოსდევს ნიადაგის სტრუქტურის გაუარესება და
ნიადაგის წყალშეღწევადობის დაკარგვა. ბიცობი ნიადაგების გაუმჯობესება შეიძლება
ნიადაგში თაბაშირის შეტანით და შემდეგომ მისი გამოტუტვით.
მიწაში ჩამდინარე (კანალიზაციის) წყლის ჩაღვრა იწვევს საკვები იონების გამოტანას და
წყლის მოცილებასა და მის დაბრუნებას წყლის ქვედა ჰორიზონტებში.
სპორტული მოედნებისთვის სპეციალური ცოცხალი ბალახის საფარის შექმნა მთელი
სისტემაა, რომელიც მუშაობს წყლის, აერაციის, დრენაჟის, მარილიანობისა და საკვების
ზუსტი მიწოდების პრინციპზე.

ლიტერატურა
Baker, K. F., ed. 1957. "The U. C. System for Producing Healthy Container-Grown Plants." Ca. Agr. Exp. Sta.
Manual 23. Berkeley. Bender, W. H. 1961. "Soils Suitable for Septic Tank Filter Fields." Agr. Information Bull. 243. USDA,
Washington, D.C.
Bernstein, L. 1964. "Salt Tolerance of Plants." Agr Information Bull. 283. USDA, Washington, D.C.
Bernstein, L. 1965. "Salt Tolerance of Fruit Trees." Agr.Information Bull. 292. USDA, Washington, D.C.
Bower, C. A., 1974. "Salinity of Drainage Waters." Drainage in Agriculture. Am. Soc. Agron. Madison. pp. 471-487.
Edminister, T. W. and R. C. Reeve. 1957. "Drainage Problems and Methods." Soil. USDA Yearbook of Agriculture. Washington, D.C.,
pp. 379-385.
Evans, C. E. and E. R. Lemon. 1957. "Conserving Soil Moisture." Soil. USDA Yearbook of Agriculture. Washington, D.C.
Hanks, R. J. and C. B. Tanner. 1952. "Water Consumption by Plants as Influenced by Soil Fertility. "Agron. J. 44:99.
Jacobsen, T. and R. M. Adams. 1958. "Salt and Silt in Ancient Mesopotamian Agriculture." Science 128:1251-1258.
Kardos, L. T. 1967. "Waste Water Renovation by the Land-A Living Filter." in Agriculture and the Qual- ity of Our Environment.
AAAS Pub. 85, Washington, D.C.
Kemper, W. D., T. J. Trout, A. Segeren, and M. Bullock. 1987. "Worms and Water." J. Soil and Water Conservation.42:401-404.
Mathews, O. R. 1951. "Place of Summer Fallow in the Agriculture of the Western States." USDA Cir. 886. Washington, D.C.
Miller, D. E. and Richard O. Gifford. 1974. "Modification of Soil Crusts for Plant Growth," in Arizona Agr. Exp.Sta. Tech. Bull. 214.
Soil Improvement Comm. Calif. Fert. Assoc. 1985. Western Fertilizer Handbook. 7th ed. Interstate, Danville, Ill.
Terry, T. A. and J. H. Hughes. 1975. "The Effects of Intensive Management on Planted Loblolly Pine Growth on the Poorly Drained
Soils of the Atlantic Coastal Plain." Proc. Fourth North Am. Forest Soils Conf. Univ. Laval, Quebec. United States Salinity Laboratory
Staff, 1969. "Diagnosis and Improvement of Saline and Alkali Soils." USDA Agr. Handbook 60. Washington, D.C.
Woodwell, G. M. 1977. "Recycling Sewage through Plant Communities." Am. Scientist 65:556-562.

72

You might also like