You are on page 1of 7

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

• აგრარული ფაკულტეტი
• პროგრამა "აგრონომია"
• I კურსის 9B 112-ა ჯგუფის
• სტუდენტის გიორგი დარახველიძის პრეზენტაცია
• საგანში - ზოგადი ნიადაგმცოდნეობა
• თემა:"ნიადაგის მორფოლოგიური ნიშნები"

ქუთაისი
2023წ

• მორფოლოგია ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ნიადაგის


შედგენილობასა და თვისებებზე. მაგ. მუქი ფერით ვსაზღვრავთ, რომ
ჰუმუსის შემცველობა ჭარბობს, მოწითალო ფერით - რკინის ჟანგის
რაოდენობა.
• ვინაიდან ცალკე ფენებში ნიადაგის შედგენილობა და თვისებები
სხვადასხვაა, მორფოლოგიური აღწერა ხდება ნიადაგის ცალკე
ფენების (ჰორიზონტების) მიხედვით. აღირიცხება:
• 1.ნიადაგის შენება და სისქე;
• 2.ნიადაგის შეფერილობა;
• 3.ნიადაგის სტრუქტურა;
• 4.ნიადაგის აგებულება;
• 5.ნიადაგის ხირხატი, ჩანართები, ახალქმნილები.
ნიადაგის შენება და სისქე
• ნიადაგის შენება ეწოდება მის დანაწილებას ცალკე გენეზისურ ჰორიზონტებად.
განვიხილოთ განვითარებული ნიადაგის პროფილი:
A - ჰუმუსიანი;
B(E) - გამორეცხვის (გარდამავალი), ელუვიური;
C(i) - ჩარეცხვის, ილუვიური;
D - დედაქანი.
სუსტად განვითარებულ, გდარეცხილ ნიადაგებზე ან ძლიერ
დაქანებულ ფერდობებზე გვხვდება A ან A და B.
ძლიერ ჩამორეცხილ ნიადაგებს შეიძლება არც ეს ჰორიზონტები
ქონდეს და ზედაპირზე იყოს გაშიშვლებული, თითქმის
დაუშლელი ქანი.
ნიადაგის სისქე მეტია ვაკე ადგილებზე, ნაკლებია ფერდობებზე.
საშუალოდ ნიადაგის სისქე (სამ ჰორიზონტზე) 80-120 სმ-ია. სუსტად
განვითარებულ ნიადაგში ეს სისქე ნაკლებია და 20-30 სმ შეადგენს,
ხოლო ჰუმუსიანი ჰორიზონტის სისქე - 15-20 სმ. მეტია შავმიწებში,
მცირეა -ფერდობებზე.
ნიადააის შეფერილობა
• ნიადაგის შეფერილობა - შეფერილობა დამოკიდებულია ქიმიურ
შედგენილობაზე, სტრუქტურასა და ტენიანობაზე.
• მაგ. კირით(CaCo3) მდიდარ ნიადაგს ახასიათებს მოთეთრო ამ ბაცი ფერი;
• რკინის ჟანგით მდიდარ ნიადაგს - მოწითალო ფერი;
• ჰუმუსით მდიდარს - მოშავო ფერი.
• შეფერილობა სხვადასხვაა ფენების მიხედვითაც:
• ზედა ფენებში ნიადაგი ჰუმუსის გამო მოშავო ან მუქი ფერია;
• მეორე ფენა არათანაბარია, გარდამავალია;
• მესამე ფენაში ფერი ჭრელია, უახლოვდება ქანის ფერს.
• ტენიანი ნიადაგი უფრო მუქი ფერია, ვიდრე იგივე - მშრალი. ამიტომ
მინდვრად შესწავლის შემდეგ საჭიროა ლაბორატორიაში გადამოწმება.
ნიადაგის სტრუქტურა
• ნიადაგის სტრუქტურა. სტრუქტურა არის ნიადაგის თვისება,
დაიშალოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის აგრეგატებად.
სტრუქტურა ახასიათებს უმთვრესად ნიადაგის ზედა
ჰუმუსიან ჰორიზონტებს, სადაც ჭარბობს კოშტოვანი,
მარცვლოვანი და სხვა ფორმები.
• ქვედა ფენებში სტრუქტურა სუსტად არის გამოსახული. ზოგ
ნიადაგს, მაგ. წაბლა ნიადაგს ქვედა ფენებშიც აქვს კარგად
გამოსახული პრიზმოვანი სტრუქტურა. შეიძლება ნიადაგს არ
ქონდეს სტრუქტურა და იყოს უსტრუქტურო - მტვერი, ქვიშა.
• Ზომების მიხედვით არჩევენ ფორმებს:მიკრო, მაკრო და მეზო/
ნიადაგის უნარს, შეინარჩუნოს სტრუქტურული აგრეგატების
ფორმა და სიდიდე მასზე მექანიკური ძალის ზემოქმედებით -
სიმაგრის თვისება ეწოდება.
აგრეგატის გამძლეობის უნარს წყლის დამშლელი
მოქმედებისადმი სიმტკიცის თვისება ეწოდება.
ნიადაგის აგებულება
• ნიადაგის აგებულება. ნიადაგის აგებულებაში გამოიყოფა
ნიადაგის ფორიანობა და სიმკვრივე.
• ფორიანობა ნიშნავს ნიადაგის შემადგენელ ნაწილაკებსა და
სტრუქტურულ აგრეგატებს შორის არსებულ სიცარიელეთა
ჯამს. რაც მეტია აგრეგატი, ნაკლებია მათ შორის არსებული
ფორები.
• ფორმის მიხედვით არჩევენ მომრგვალო და მოგრძო ფორებს.
ზომის მიხედვით - მსხვილი, საშუალო და წვრილი ფორები.
ფორიანობა ემჩნევა მშრალ ნიადაგს, ვიდრე ტენიანს.
• რაც შეეხება სიმკვრივეს - რაც მეტია უწვრილესი ნაწილაკები
(თიხა, ლამი), მეტია ნიადაგის მასის შეჭიდულობა და
სიმკვრივე. მეტი სიმკვრივე ახასიათებს თიხა ნიადაგებს,
მცირე - ქვიშებს. სიმკვრივის მიხედვით არის ძალიან
მკვრივი, მკვრივი, მომკვრივო, ფხვიერი, ფხვნადი.
• ზედა ფენები უფრო ფხვიერია, ქვედა - მკვრივი.
ნიადაგის ხირხატი, ჩანართები ახალქმნილები

• ხირხატი ეწოდება ქანებისა და მინერალების ყველა იმ ნატეხს,


რომელიც 1 მმ-ზე მეტია. ხირხატი უფრო ახასიათებს მაღალმთიან
მხარეებს, სადაც ჭარბობს ქანების მექანიკური გამოფიტვა და
ფერდობებს, სადაც ადგილი აქვს ნიადაგის ზედა ფხვიერი ფენების
ჩამორეცხვას.
• ჩანართების სახით ნიადაგში გვხვდება ძვლები, აგურის ნატეხები,
ნახშირი, აგრეთვე მცენარეული ნარჩენები - ჭაობის ტორფი, ტყის
მკვდარი საფარი, ფესვების ნარჩენები.
• ახალქმნილები ეწოდება ყველა იმ ძარღვებს, მარცვლებსა და სხვა
კონკრეციებს, რომლებიც ახასიათებს ნიადაგის მესამე (ჩარეცხვის)
ჰორიზონტს, გამორეცხვის ჰორიზონტის შედეგად.

You might also like