You are on page 1of 5

გერგეთის მყინვარი

მეწყერი
გიორგი ჯუღელი
მდებარეობა და აღწერა
• გერგეთი— ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-
მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
მდებარეობს მწვერვალ მყინვარწვერის სამხრეთ-
აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა
შენაკადის — ჩხერის სათავეში. მდინარე ჩხერის აუზში
ფართობით ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი 6,00
კმ², ხოლო სიგრძე 8,92 კილომეტრია. მაღალი თოვლიანი
ქედებით გარშემორტყმული ფირნის აუზი მდებარეობს
დაახლოებით 3900 მ-ზე. მყინვარებს გერგეთსა და
დევდორაკს გააჩნიათ საერთო ყინულგამყოფი.
მეწყერი
• მეწყერი — მიწის მასების ან ქანების ფენის მოწყვეტა და გადაადგილება
მთის კალთაზე ან ფერდობზე სიმძიმის ძალის გავლენით. მეწყერი
უფრო ხშირად იქ წარმოიქმნება, სადაც წყალშემკავებელი (თიხოვანი )
და წყლიანი (მაგ., ქვიშა-ხრეშიანი) ქანები ერთმანეთს ენაცვლება და
შრეთა დაქანება კალთის დაქანების თანხვედრილია . მეწყერის მიზეზია
ქანების წონასწორობის დარღვევა, რასაც იწვევს ფერდობის ძირის
გამორეცხვა, გამოფიტვის ან გადამეტტენიანების გამო ქანების
სიმტკიცის შესუსტება, სეისმური ბიძგები, ადამიანის სამეურნეო
საქმიანობა ადგილის გეოლოგიური პირობების გაუთვალისწინებლად
და სხვ. მეწყერი დიდ ზიანს აყენებს სახალხო მეურნეობას . მასთან
ბრძოლის ეფექტიანი საშუალებაა მთის კალთების გატყიანება ,
საინჟინრო ნაგებობებით გამაგრება და სხვა.
• მეწყერი ხშირად ვითარდება მდინარის ხეობის ფერდობებზე, ზღვების, ტბების,
წყალსაცავების სანაპიროზე. მეწყერი აქტიურად მონაწილეობს ღვარცოფების
ფორმირების პროცესში. სიღრმული მეწყერი ხერგავს მდინარის ხეობას, ხელს უწყობს
ტბების შემდგომ გარღვევას და ღვარცოფების წარმოქმნას. ზედაპირული მეწყერი
უზრუნველყოფს ღვარცოფების მყარ შემადგენელს, ხოლო დიდი სიჩქარეების
შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ღვარცოფულ ნაკადად გადაქცევა .
• მეწყერი, რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული ნალექებითა და მიწის ზედაპირზე
არსებული, სუსტად შეკავშირებული ქანებით ზედაპირული მეწყერი ეწოდება, ხოლო
მეწყერი, რომელიც გამოწვეულია ატმოსფერული ნალექებისა და გრუნტის წყლების
თანადროული მოქმედებით, ხასიათდება კატასტროფული დამანგრეველი ძალით −
კომბინირებული მეწყერი.
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like