You are on page 1of 57

ჰიდროსფერო

შიგა წყლები
წყალი, რომელიც გეოგრაფიული გარსის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია, დედამიწის
ზედაპირზე განთავსებულია არა მხოლოდ ზღვებისა და
ოკეანეების არამედ ე.წ. ხმელეთის (კონტინენტური)
წყლების სახითაც. დედამიწის წყლის მასის ოდენობას 1,5
მლრდ კმ3 ანგარიშობენ, საიდანაც 94% მოთავსებულია
მხოფლიო ოკეანეში, დანარჩენი 6% კი მოდის ხმელეთის
წყლებზე.
ხმელეთის წყლები შემდეგნაირადაა განაწილებული:

№ ხმელეთის წყლის სახეობა მოცულობა

1 მიწისქვეშა წყლები 23,4 მლნ კმ3

2 მყინვარები 24,1 მლნ კმ3

3 ტბები 176  400 კმ3

4 ნიადაგში (ტენის სახით) 16 500 კმ3

5 ატმოსფერო (ორთქლის სახით) 14 000 კმ3

6 მდინარეები 21 20 კმ3
წყალი დედამიწაზე წარმოდგენილია თხევად, მყარ და
გაზობრივ (აიროვან) მდგომარეობაში. დედამიწის სფეროს
ხმელეთოვან ნაწილზე არსებულ წყლებს კონტინენტური
ანუ ხმელეთის წყლები ეწოდება. კონტინენტურ წყლებში
განასხვავებენ ზედაპირულ (მდინარეები, ტბები, ჭაობები,
მყინვარები და ხელოვნური წყალსაცავები) და მიწისქვეშა
წყლებს. ხმელეთის წყლების წლიური ჯამური ჩამონადენი
შეადგენს 47 000 კმ3, მდინარეთა ჩამონადენზე მოდის 44 000
კმ3, მიწისქვეშაზე-3 000 კმ3.
მ დინ ა რე ები
ზედაპირული წყლებიდან აღსანიშნავია მდინარეები.
წყლის ნაკადს, რომელიც მიედინება რელიეფის
დახრილობის მიხედვით გამომუშავებულ ბუნებრივ
სადინარში და საზრდოობს ზედაპირული და მიწისქვეშა
წყლებით, მდინარე ეწოდება. ყველა მდინარეს გააჩნია
სათავე, ანუ ადგილი, საიდანაც იგი იწყება. მდინარის
სათავე შეიძლება იყოს წყარო, ტბა, ჭაობი ან მყინვარი.
ადგილი, სადაც მდინარე ერთვის მეორე მდინარეს, ტბას ან
ზღვას, შესართავი ეწოდება
სათავესა და შესართავს შორის გადაჭიმულ დადაბლებას
მდინარის ხეობას უწოდებენ, ხოლო ხეობის ყველაზე
დაბალ ნაწილს, რომელშიც წყალი მუდმივად მიედინება,
მდინარის კალაპოტი ჰქვია. კალაპოტის მიმდებარე ზოლს,
რომელიც წყლით მხოლოდ წყალდიდობისას იფარება,
მდინარის ჭალას უწოდებენ. მდინარის კალაპოტში
(შესაბამისად ხეობაში) განასხვავებენ ზემო, შუა და ქვემო
დინებას.
მდინარე ყველა თავის შენაკადებთან ერთად ქმნის
მდინარის სისტემას. ამ სისტემაში ყველაზე დიდსა და
წყალუხვ მდინარეს მთავარი მდინარე ეწოდება. მთავარ
მდინარეს გააჩნია შენაკადები, მათ, თავის მხრივ შეიძლება
ჰქონდეთ შენაკადები, რომელთაც მეორე რიგის შენაკადებს
უწოდებენ. მდინარეს ორი ნაპირი აქვს: მარჯვენა და
მარცხენა, რომელთა გამოცნობა შემდეგნაირად ხდება:
დავდგებით პირით მდინარის დინების მიმართულებით და
მარჯვენა ხელისაკენ იქნება მარჯვენა ნაპირი (მარჯვენა
შენაკადი), მარცხენა ხელისაკენ კი-მარცხენა (მარცხენა
შენაკადი).
Wala

რა ჰქვია მდინარის
შესართავს
რა
რაბუნებრივი
ჰქვია
ჰქვია
სადაც
ჩადაბლებას
ჩადაბლებას
მდინარე
რა ქვია
შეიძლება
ქვია
რაქვია
რა
რაჰქვია
ჰქვია
მდინარეს
შეიძლება
ადგილს
იყოს სადინარს,
მდინარის
ადგილსიყოს
მდინარის
რომელიც
სადაც
რომელიც
იტოტება
სადაცრომელშიცდა
მდინარეწყლით
წარმოშობს
მდინარე
იფარება
მიედინება?
მდინარე
სათავე?
უერთდება
მთავრდება
გაფართოებულ
მდინარის
იწყება?
მთავარ
მდინარე?
შესართავი?
შესართავს?
მდინარეს?
წყალდიდობისას?
სამკუთხედის
მიედინება? ფორმის
კუნძულებს?
მდინარე თავისი მექანიკური მოქმედებით ანგრევს
კალაპოტს, რეცხავს ნაპირებს და სახეს უცვლის მას.
ჩამორეცხილი ქანები მდინარის ფსკერზე ილექება, ნაწილი
მდინარის დინებას შესართავისაკენ მიაქვს. ზღვასთან
მდინარის დინება ნელდება და მის მიერ მოტანილი მასალა
შესართავის ახლოს და ზღვის ფსკერზე ილექება. მდინარე
წლითიწლობით შესართავში წყალმარჩხდება, მდინარის
მიერ მოტანილი ნაშალი მასალისაგან წარმოიქმნება მცირე
სიდიდის კუნძულები; შემდეგ კუნძულები ერთდება, ქმნის
ვაკეს, რომელზედაც მდინარე იტოტება, მარაოსებურად
იშლება.
მდინარის მიერ მოტანილი მასალების, მდინარის
შესართავთან დალექვით, წარმოიშობა ხმელეთის ნამატი,
რომელსაც დელტას უწოდებენ (სახელწოდება წარმოდგება
ბერძნული ასო დელტასაგან, რომელიც სამკუთხედის
ფორმისაა).
ზოგიერთ მდინარის დელტის ფართობი ათეულ ათას
კვ.კმ-ს აღწევს. ყველაზე დიდი დელტა აქვს მდ. ლენას.
დელტები გააჩნიათ ასევე ნილოსს, მისისიპს, ინდს, ვოლგას,
დუნაის და სხვ.
მდინარის კალაპოტი აგებულია სხვადასხვა სიმკვრივის
ქანებით. ფხვიერი ქანები ადვილად ირეცხება და მაგარი
ქანები კი რჩება; მდინარის ფსკერზე რჩება დაბალი
საფეხურები, ან საფეხურების წყება. საფეხურები ქვებისა და
ლოდების სახით წყლის ზედაპირზე ამოიჩრება. ასეთ
ადგილს ჭორომი ეწოდება. ჭორომიან ადგილებში მდინარე
დიდი სისწრაფით მიედინება. ჭორომიანი მდინარე
სანაოსნოდ გამოუსადეგარია. ყველაზე ჭორომიან
მდინარეებს მიეკუთვნება კონგო (აფრიკაში), დნეპრი
(აღმოსავლეთ ევროპაში). ზოგჯერ მდინარეში საფეხურები
მაღალია და ჩნდება ჩანაჩქერი.
მსოფლიოში ბევრი მაღალი ჩანქერია, მაგრამ მათ
შორის ყველაზე მაღალია ანხელი (1 054 მ) სამხრეთ
ამერიკაში - მდ. ჩურუნზე (მდ. ორინოკოს
შენაკადი). დიდი ჩანჩქერებია აგრეთვე ვიქტორია
(120 მ) აფრიკაში, მდ. ზამბეზზე, ნიაგარა (50 მ)
ჩრდილო ამერიკაში - მდ. ნიაგარაზე, იგუასუ (82 მ)
სამხრეთ ამერიკაში - მდ. იგუასუზე (მდ. პარანას
შენაკადი და სხვ.
ანჩქერი ანხელი (სამხრეთი ამერიკა)
ანჩქერი ვიქტორია (ჩრდილოეთი ამერიკა)
ჩანჩქერი იგუასუ (სამხრეთი ამერიკა)
ჩანჩქერი იგუასუ (სამხრეთი ამერიკა)
დედამიწის ზედაპირის ნაწილს, საიდანაც მდინარის
სისტემა ზედაპირულ და მიწისქვეშა წყალს იკრებს,
მდინარის აუზი ეწოდება. ყველა მდინარეს, ტბას,
წყალსაცავს, ზღვასა და ოკეანეს თავისი აუზი (ანუ
წყალშემკრები ხმელეთი) გააჩნია. თითოეული მდინარის
წყალშემკრები აუზი მეზობელი მდინარის აუზისაგან
გამოყოფილია საზღვრით, რომელსაც წყალგამყოფი
ეწოდება. წყალგამყოფი ორ მეზობელ აუზებს შორის
უმაღლესი წერტილების შემაერთებელ ხაზს გაუყვება.
მკაფიოდ გამოხატულ წყალგამყოფს წარმოადგენს ქედის
თხემი, მაგრამ წყალგამყოფი შეიძლება იყოს მაღლობი,
ბორცვი, ზოგან კი ვაკეც. მაგალითად ლიხის (სურამის) ქედი
მდ. მტკვრისა და მდ. რიონის აუზების ანუ შავი და კასპიის
ზღვების აუზების წყალგამყოფია.
მდინარე ამაზონის აუზი
მდინარის წყლით მომარაგება დამოკიდებულია მისი
კვების ანუ საზრდოობის წყაროებზე და რეჟიმზე. ჩვენ უკვე
აღვნიშნეთ, რომ მდინარე იწყება წყაროდან, ტბიდან,
ჭაობიდან, მყინვარიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მდინარე
იკვებება, საზრდოობს. მდინარის წყლით უზრუნველყოფას
მდინარის საზრდოობა ეწოდება. ატმოსფერული ნალექებისა
და ჰაერის ტემპერატურული რეჟიმი წლის განმავლობაში
იწვევს მდინარეთა საზრდოობის ცვალებადობას ცალკეული
სეზონების მიხედვით.
მდინარე წყალს ღებულობს წვიმის, თოვლის, ყინულების
დნობის, წყაროებისა და ტბების საშუალებით. ცხელ
სარტყელში, სადაც ნალექები მთლიანად წვიმების სახით
მოდის თითქმის ყოველდღე, მდინარეები ძირითადად
წვიმის წყლით იკვებება, ანუ ჭარბობს წვიმის წყლით
საზრდოობა (ამაზონი, კონგო, ზამბეზი და სხვ.). ზომიერი
სარტყელის მდინარეთა საზრდოობაში წვიმასთან ერთად
მონაწილეობს თოვლის ნადნობი წყლები, ხოლო ცივ
სარტყელში ჭარბობს თოვლის ნადნობი წყალი.
ეკვატორულ სარტყელში წვიმის წყლებით მკვებავ
მდინარეებზე დონე მატულობს უხვი წვიმების დროს
გაზაფხულზე და შემოდგომაზე;
მუსონური ჰავის რაიონებში მდინარეთა დონის
მაქსიმუმია ზაფხულში, ხოლო მინიმუმი-ზამთარში (მაგ.,
მდ. ამური).
კონტინენტური ჰავის რაიონების მდინარეთა ადიდება
ხდება გაზაფხულზე, თოვლის დნობისა და უხვი წვიმების
დროს. მაგ., მდ. მისისიპი, ვოლგა, დონი, დუნაი, ენისეი
მტკვარი და სხვ. წყალუხვია გაზაფხულზე.
მდინარეთა დონის მომატებას ყოველწლიურად ერთსა და
იმავე სეზონში წყალდიდობა ეწოდება.
ხანდახან თავსხმა წვიმების, თოვლის ინტენსიური
დნობის ან სხვა მიზეზებით ადგილი აქვს მდინარის
არარეგულარულ ადიდებას, უეცარ მოვარდნას, ამ დროს
მდინარე კალაპოტს გადმოლახავს ხოლმე და მიმდებარე
ტერიტორიის დატბორვას იწვევს. ამ მოვლენას
წყალმოვარდნას უწოდებენ.
მდინარეში წყლის მინიმალურ დონეს წყალმცირობას
უწოდებენ.
წყალდიდობა
წყალდიდობა
მდინარის სამეურნეო-გამოყენებითი შეფასებისათვის
საჭიროა ვიცოდეთ ისეთი მნიშვნელოვანი მაჩველებლები,
როგორიცაა: მდინარის ვარდნა, მდინარის დახრილობა,
მდინარის ხარჯი, მდინარის წლიური ჩამონადენი და სხვ.
მდინარის ვარდნა ეწოდება მისი სათავისა და შესართავის
აბსოლუტურ სიმაღლეებს შორის სხვაობას.
მდინარის დახრილობის გასაგებად მდინარის ვარდნის
სიდიდეს ყოფენ მდინარის სიგრძეზე.
მდინარის წყლის ხარჯი არის წყლის მოცულობა,
რომელიც გაედინება მდინარის განივკვეთში, ანუ ცოცხალ
კვეთში, დროის ერთეულში.
დიდ მდინარეებში იგი იზომება კუბურიმეტრი წამში
(მ3/წმ), ხოლო პატარა ნაკადებზე-ლიტრი წამში (ლ/წმ).
პრაქტიკულად მისი გამოთვლა ხდება შემდეგნაირად:
გავზომავთ მდინარის ცოცხალი კვეთის ფართობს და
საშუალო სიჩქარეს, რომელთა ნამრავლი გვაძლევს მდინარის
ხარჯს.
მდინარე ამაზონი
მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარეა ამაზონი,
რომლის მაქსიმალური ხარჯი 200 000 მ3/წმ აღემატება.
საქართველოში ყველაზე წყალუხვია მდ. რიონი (419
მ3/წმ).
წყლის იმ რაოდენობას, რომელიც გაივლის მდინარის
ცოცხალ კვეთში (ანუ განივკვეთში) ერთი წლის
განმავლობაში, ეწოდება წლიური ჩამონადენი. იგი იზომება
კმ3-ში.
მსოფლიო მდინარეთა წლიური ჩამონადების თითქმის
15% მდ. ამაზონზე მოდის (6 930 კმ3). მდ. რიონის წლიური
ჩამონადენია 13,6 კმ3.
მდინარე რიონი
მდინარეთა ჩამონადენი დამოკიდებულია საზრდოობის
წყაროებზე და ჰიდროლოგიურ რეჟიმზე, რასაც თავის
მხრივ განსაზღვრავს ჰავისა და რელიეფის პირობები.
საზრდოობის წყაროთა შეთანწყობის შესატყვისად
ყალიბდება მდინარის „ქცევის“ ანუ ჰიდროლოგიური
რეჟიმის ხასიათი (დონეების რყევა, გაყინვისა და
ყინულძვრის ვადები, წყლის ხარჯის ცვალებადობა და ა. შ.).
მდინარის რეჟიმზე ჰავის გარდა დიდ გავლენას ახდენს
რელიეფი გეოლოგიური აგებულებით, მცენარეულობა და
სხვ. ქვეყნის ნაწილების უმთავრესი მდინარეები, არხები,
წყალსაცავები, ტბები, ჭაობები, მყინვარები.
მდინარე ამაზონი
აუზის ფართობითა და წყალუხვობით მსოფლიოში
უდიდესია სამხრეთ ამერიკის მდინარე ამაზონი. მისი
სიგრძე მდ. უკაიალის (ამაზონის ერთ-ერთი სათავეთაგანი)
სათავედან 6 570 კმ აღემატება. ხოლო აუზის ფართობი 7 მლნ
კმ2 -ზე მეტია. მდინარის სიგანე შუა წელში 5 კმ-ია, სიღრმე-
70 მეტრი, ხოლო ქვემო დინებაში-სიგანე 20 კმ და სიღრმე-
100 მ აღემატება.
სამხრეთ ამერიკის სხვა დიდი მდინარეებიდან
აღსანიშნავია პარანა პარაგვაით, ურუგვაი, სან-ფრანცისკუ,
ორინოკო.
ჩრდილო ამერიკის მთავრი მდინარეებია მისისიპი
მისურით (სიგრძე 6420 კმ აღწევს და მესამე ადგილზეა
ნილოსისა და ამაზონის შემდეგ), იუკონი, მაკენზი, წმინდა
ლავრენტი, რიო-გრანდე და კოლორადო (რომელსაც
მსოფლიოში უდიდესი კანიონი აქვს გამომუშავებული).
მდინარე მისისიპი
მდინარე კოლორადო
აფრიკის მდინარეებიდან აღსანიშნავია ნილოსი
(მსოფლიოში უგრძესი 6673 კმ), კონგო (წყალუხვობით
მსოფლიოში მეორე ადგილზეა), ნიგერი, ზამბეზი, ორანჟი,
სენეგალი და სხვ.
აზიის მდინარეებიდან სიგრძით, აუზის ფართობითა და
წყალუხვობით ვერცერთი ეტოლება ამერიკისა და აფრიკის
მდინარეებს. მათგან მთავარია იანძი, განგი, ინდი
ბრაჰმაპუტრათი, მეკონგი, ობი ირტიშით, ენისეი, ლენა,
ხუანხე, ამური და სხვ.
მდინარე ნილოსი
მდინარე იანძი
ევროპის მდინარეებიდან უდიდესია ვოლგა, დუნაი,
დნეპრი, დონი, ვისლა, ოდერი, ელბა, რაინი, სენა, ტახო და
სხვ.
ავსტრალიაში ყველაზე წყალუხვი მდინარეა მურეი-
დარლინგით.
ამიერკავკასიაში - მტკვარი, რიონი, ალაზანი, ენგური და
სხვ. საქართველოში უგრძესი მდინარეა ალაზანი - 406 კმ.
წყალუხვობით გამოირჩევა მდ. რიონი.
მდინარე ვოლგა
მდინარე მურეი
მდინარე მტკვარი
ობი ენისეი ლენა ამური
ამუდარი

იუკონი ვოლგა

მაკენზი დნეპრი
სირდარი

დუნაი ხუანხე
ევფრატ
იანძი

ნილოსი მეკონგი
კოლორად
ო ნიგერი

მისისიპი
წმ.
ლავრენტი
კონგო
ტიგროსი
ამაზონი ზამბეზი
ინდი
განგი
პარანა მურეი

სსიპ სენაკის მუნიციპალიტეტის


სოფელ ძველი სენაკის საჯარო 50
სკოლა
ბრაჰმაპუტრა
1. იანძი 4. განგი ა
2. ხუანხე 5. ინდი
3. მეკონგი 6. ბრაჰმაპუტრ

7. სირდარია 10. ევფრატე 13. ირტიში


8. ამურდარია 11. ობი 14. ლენა
9. ტიგროსი 12. ენისეი 15. ამური
1. ვოლგა 3. დნეპრი 5. ელბა 7. მტკვარი 9. ლუარა
2. დონი 4. რაინი 6. პო 8. დუნაი 10. ვისლა
იმპოპო

1. ნიგერი
2. ნილოსი
3. კონგო
4. ზამბეზი
5. ლიმპოპო
6. ორანჟი
კოლორადო

1. მისისიპი
2. მისური
3. კოლორადო
4. წმინდა ლავრენტი
5. მაკენზი
6. იუკონი
რინოკო

1. ამაზონი
2. ორინოკო
3. პარანა
4. პარაგვაი
5. ურუგვაი
1. მურეი
2. დარლინგი
გისურვებთ წარმატებებს!

You might also like