You are on page 1of 33

აბრეშუმის გზა

პროექტი ვირტუსი

პროექტის მონაწილეები
ნიკოლოზ გაბისონია;
დაჩი კაპანაძე;
სანდრო ასათიანი;
ელენე ბექაური.
სარჩევი

რა არის აბრეშუმის გზის სავაჭრო გზების


01 აბრეშუმის გზა 02 წარმოშობა 03 მნიშვნელობა

სავაჭრო გზების საქართველო და აბრეშუმის გზა


04 დანიშნულება 05 აბრეშუმის გზა: 06 თანამედროვე
პოლიტიკურად მითი თუ რეალობა დროში და
საქართველო
01
რა არის აბრეშუმის
გზა
რა არის აბრეშუმის გზა?
აბრეშუმის გზა , ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა,
რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან
აკავშირებდა. ძვ.წ II საუკუნის ბოლოს აბრეშუმმა ერთმანეთს
შეახვედრა დასავლეთი და აღმოსავლეთი დედამიწაზე.
თუმცა, არასწორი იქნებოდა ,აბრეშუმის გზის მნიშვნელობა
მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობამდე დაგვეყვანა , რადგან მისი
როლი ბევრად უფრო ფართო და მრავალფეროვანი იყო:
ქარავნებს არამარტო გასაყიდი საქონელი შემოჰქონდათ,
არამედ ხელს უწყობდნენ კულტურულ გაცვლას. ასე ხდებოდა
რელიგიური იდეებისა და სულიერი ფასეულობების გავრცელება.
აბრეშუმის გზამ ხელი შეუწყო ტექნოლოგიურ პროგრესსაც.
02
აბრეშუმის გზის
წარმოშობა
აბრეშუმის გზის წარმოშობა
ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა
იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა
დასავლეთისაკენ. ორივე გზა - პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ .
ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის
გავლით - ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის
ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და
ფასისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და რომს აღწევდა. მეორე გზა
კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ ,
იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა.
ჩინელებისთვის ამ გზის გახსნა ყოველთვის დაკავშირებული იქნება ჭანგ
ციენის სახელთან, რომელმაც იმპერატორ უ-ტის დროს, თავისი
მოგზაურობისას ,მიაღწია მდინარე სირდარიას და ბაქტრიის ოლქს, ხოლო
შემდეგ დაბრუნდა ჩინეთში ნეფრიტის გზით. ის პირველი მივიდა იმ
დასკვნამდე, რომ საჭიროა ჩინეთის ირგვლივ მცხოვრებ ხალხებთან
სავაჭრო და დიპლომატიური კავშირების დამყარება. ამ იდეით დაიბადა
აბრეშუმის გზა.
03
სავაჭრო გზების
მნიშვნელობა
სავაჭრო გზების
მნიშვნელობა
ჩინელებს, თავდაპირველად, საექსპორტოდ გაჰქონდათ უხარისხო
ქსოვილები, მოძველებული საყოფაცხოვრებო ნივთები და
სამკაულები. მოგვიანებით ვაჭრობაში აბრეშუმი შევიდა. იმპორტის
სახით შედიოდა ჩინელებისთვის უცნობი ნივთები , მაგალითად
ხალიჩები, ძვირფასი ჭურჭელი, სამკაულები, ეგზოტიკური
ცხოველები და მონები.მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი
ოფიციალურად აბრეშუმს და აბრეშუმხვევიებს არასდროს ჰყიდდა,
ეს ნაწარმი ქვეყნის გარეთ მაინც გადიოდა . სულ მალე მოთხოვნა
იმდენად გაიზარდა, რომ ჩინეთთმა გადაწყვიტა
ე.წ. ,,დიპლომატიური“ გაცვლა დაეწყო, თუმცა, მხოლოდ იმ
ქვეყნებთან , რომლებიც საკუთარ თავს ჩინეთის ვასალებად
აღიარებდნენ.
04
სავაჭრო გზების
დანიშნულება
პოლიტიკურად
სავაჭრო გზების დანიშნულება
პოლიტიკურად
ჩინელები აბრეშუმის გაყიდვის სანაცვლოდ იღებდნენ მშვიდობას და
ალიანსებს ქმნიდნენ. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული დიპლომატიური საელჩო
მიართმევდა იმპერატორს ძვირადღირებულ საჩუქრებს, ხოლო სანაცვლოდ
იღებდა აბრეშუმს, ჩაისა და ფაიფურს. აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად
გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი
მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. აბრეშუმის ექსპორტი რომში
ახლო აღმოსავლეთის დიდი სახელმწიფოების - პართიისა და მოგვიანებით
სასანიანთა ირანის - შუამავლობით ხორციელდებოდა. ჩინური აბრეშუმის
შეტანა რომს ყოველწლიურად 100 ათასი სესტერციუსი უჯდებოდა.
ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო. აბრეშუმის დიდი გზის იმ
მონაკვეთისათვის, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე გადიოდა, რომსა და
ბიზანტიას საუკუნოვანი ომები ჰქონდათ ჯერ პართიასთან, შემდეგ სასანიანთა
ირანთან. VII-IX საუკუნებში ამ გზით შემოტანილი საქონლით ვაჭრობას
არაბთა სახალიფო უწევდა კონტროლს. შემდეგ მასზე მონღოლებმა
დაამყარეს მონოპოლია.
05
საქართველო და
აბრეშუმის გზა:
მითი თუ რეალობა
საქართველო და აბრეშუმის გზა:
მითი თუ რეალობა
საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ქვეყანა
ძველ დროს თუ შუა საუკუნეებში ყოველთვის იყო აბრეშუმის სავაჭრო გზის
განუყოფელი ნაწილი. ეს ისწავლება სკოლებში , ხშირად საუნივერსიტეტო
დონეზეც, თუმცა ამ მოსაზრების არგუმენტირება არ ხდება. ისტორიული
რეალობა კი უფრო რთული იყო. რობლემა კი ის არის, რომ ჩვენ ხშირად
აბრეშუმის სავაჭრო ისტორია ლოგისტიკა გზა ერთ უცვლელ მარშრუტად
წარმოგვიდგენია, როცა სინამდვილეში ეს იყო არსებული მრავალი გზის
გაერთიანება. შესაბამისად, საქართველოში გავრცელებული მოსაზრების
საპირისპიროდ, საჭიროა ითქვას, რომ ქვეყანაში მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა
მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, როდესაც ძირითადი გზები იბლოკებოდა
პოლიტიკური მოვლენებისა თუ ეკონომიკური პრობლემების შედეგად .
ხშირად საქართველოზე გადიოდა ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი
სავაჭრო გზა, რომელიც საქართველოს ირანთან, ასევე მახლობელი
აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან აკავშირებდა.გადიოდა თუ არა სავაჭრო
გზები საქართველოზე, ასევე იყო დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი ძალები
იკრიბებოდა ჩვენ გარშემო.
06
აბრეშუმის გზა
თანამედროვე
დროში და
საქართველო
აბრეშუმის გზა თანამედროვე დროში და
საქართველო
აბრეშუმის დიდმა გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულს, როდესაც
ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით . აბრეშუმის
სავაჭრო გზის იდეა ისევ გამოცოცხლდა 2013 წელს ჩინეთის მიერ პროექტ “ერთი
სარტყლისა და ერთი გზის ინიციატივის” წამოყენებით. გადაჭარბებული არ იქნება იმის
თქმა, რომ, მაგალითად, თამარის ეპოქიდან მოყოლებული, საქართველოს არასდროს
გასჩენია მსგავსი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება , აღმოსავლეთსა და
დასავლეთს შორის სავაჭრო ტრანზიტულ ქვეყანად ქცეულიყო. ვაჭრობის გარდა,
მრავალი საუკუნის განმავლობაში პირველად , საქართველოს აქვს შესაძლებლობა ,
გახდეს ენერგეტიკული ტრანზიტული დერეფანი კასპიის რეგიონიდან და ცენტრალური
აზიიდან ევროპამდე მიმავალ გზაზე. მართალია ისიც, რომ, გლობალურად ,
საქართველოზე ცოტა რამ არის დამოკიდებული. თანამედროვე ეპოქაში
უმნიშვნელოვანესია ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო ზრდა და ამით გამოწვეული
პოტენციური შეჯახება აშშ- სა და ჩინეთს შორის. ჩინეთი უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ნავთობისა და გაზის რესურსებით, რომლებიც ამჟამად ძირითადად მალაკის სრუტის
გავლით შედის ქვეყანაში. აშშ-ის საზღვაო დომინირების დროს, ეს ჩინეთს საფრთხეს
უქმნის. დღემდე გამოქვეყნებულ არც ერთ სიაში არც საქართველო და არც სამხრეთი
კავკასია არ შედიან “ერთი სარტყლისა და ერთი გზის ინიციატივაში”. ეს დიდ კითხვებს
იწვევს ანალიტიკოსებში, თუ რა როლს შეასრულებს საქართველო ჩინეთის ამ გლობალურ
პროექტში.

You might also like