You are on page 1of 2

რიწის ტბა

დღეს ჩვენი სალაპარაკო თემა არის ტბები კერძოდ რიწის ტბა მოდი დვიწყოთ იმით თუ რა
არის ტბა ტბა — ხმელეთის ქვაბულში მოქცეული შენელებული წყალცვლის ბუნებრივი
წყალსატევი. დედამიწის ტბების საერთო ფართობი 2,7 მლნ. კმ² (ხმელეთის ფართობის
დაახლოებით 1,8%)

წარმოშობის ტიპები:

 ტექტონიკური
 ვულკანური
 მყინვარული
 მდინარეული
 ზღვიური

ტექტონიკური ტბა — ბუნებრივი წარმოშობის ტბა რომელიც მოქცეულია ტექტონიკურ


ღრმულში წარმოიქმნება დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგად ღრმულებსა და
ტექტონიკურ ჩადაბლებებში

ვულკანური წარმოშობი-ტბა, წარმოქმნილი ვულკანური


კრატერის, კალდერის, მაარის ან დარტყმითი კრატერის წყლით შევსების გზით. რადგანაც
კრატერს, როგორც წესი, აქვს წრის ფორმა და მაღალი კედლები, კრატერულ ტბას აქვს
ცოტა შენაკადი და თითქმის არ აქვს მდინარეული ჩამონადენი.

მყინვარული ტბა — წყლის ობიექტი, რომელიც წარმოიქმნება მყინვარის მიერ


გაჩენილი ქვაბულის მდნარი წყლით ამოვსების შედეგად, რაც მყინვარულ ეროზიასთან არის
დაკავშირებული, თუმცა, ბოლო მორენებითა და ყინულით წარმოქმნილი ბუნებრივი კაშხალიც
შეიძლება გახდეს მყინვარული ტბის წარმომქმნელი.

მდინარეული წარმოშობის-მდინარეული წარმოშობის ტბა ხდება როდესაც მდინარე ისე


დაიკლაკლნება რომ ერტმანეტს შეეხება რის გამოც წყალი შეიცვლის ტრაექტორიას და გამოიყოფა
რკალიდან რის მერეც რჩება ტბა

ზღვიური წარმოშობის-წარმოიქმნება როცა ზღვა ძალიან შეიჭრება ხმელეთზე და შემდეგ


გამოეყოფა მას

მოკლე აღწერა: რიწის ტბა, ასევე დიდი რიწა (აფხ. Риҵа) — ტბა, აფხაზეთში,
საქართველოში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ, სარკის ფართობი 1,49
კმ², აუზის ფართობი 154 კმ², მოცულობა 94 მლნ/მ³, მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ქვაბული
წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული
კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად. 1946 წელს შეიქმნა რიწის
დაცული ტერიტორია (16.289 ჰა) ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად.
ზღვიდან ამომავალი სატრანსპორტო გზა 1936 წელს დაიგო. ტბა მნიშვნელოვანი
ტურისტული ღირსშესანიშნაობა იყო საბჭოთა პერიოდში და მის დასათვალიერებლად
დღეში 1000-მდე ტურისტი ამოდიოდა. იოსებ სტალინს ტბის მიდამოებში საზაფხულო
აგარაკი ჰქონდა.

დამატებითი ინფორმაცია: რიწის დონეების რეჟიმი განისაზღვრება მისი შენაკადების


რეჟიმით. ერთვის 6 მდინარე, ყველაზე დიდია ლაშიფსე. ტბიდან გაედინება იუფშარა.
უდიდესი დონე მაისშია, უმცირესი — თებერვალში. სექტემბერში დონის მეორეული
მინიმუმია, ოქტომბერში მეორეული მაქსიმუმი. დონეების წლიური რყევის საშუალო
ამპლიტუდა 166 სმ-ია, მაქსიმალური 234 სმ, მინიმალური 108 სმ. წყლის ტემპერატურა
თებერვალში — 3,8°C, აგვისტოში — 17.8°C. საშუალო წლიური ნალექი დაახლოებით
2000-2200 მმ-ია. ზამთარი დროგამოშვებით თოვლიანია.

ავტორი:საბა დარჩიძე

You might also like