You are on page 1of 3

ავსტრალია

აღმოჩენა : ვარაუდი სამხრეთ ნახევარსფეროში ხმელეთის არსებობის შესახებ უძველესი


დროიდან არსებობდა , მიუხედავად ამისა ავსტრალია კონტინენტებს შორის ყველაზე გვიან
აღმოაჩინეს . კონტინენტის აღმოჩენის თარიღად მიჩნეულია 1606 წელი , როცა ჰოლანდიელმა
იანსზონმა აღმოაჩინა კეიპ-იორკის ნახ.კ-ის ჩრ ნაწილი . ამავე დროს ევროპელმა მეზღვაურმა
ტორესმა გაიარა სრუტე რომელიც ავსტრალიას ახალი გვინეისგან გამოყოფს. 1611-27 წლებში
სხვა მეზღვაურებმა აღმოაჩინეს კონტინენტის მნიშვნელოვანი ნაწილი და თავიდან მას ახალი
ჰოლანდია უწოდეს . 1670 წელს ჯ.კუკმა აღმოაჩინა კონტინენტის აღ. სანაპირო და მარჯნის
ზღვიდან ტორესის სრუტის გავლით გადავიდა არაფურის ზღვაში.1798-1803 წლებში დერსმა
თითქმის მთლიანად შემოუარა კონტინენტს , გამოიკვლია დიდი ბარიერული რიფი და
კორპენტარიის სრუტე . მასვე ეკუთვნის მოსაზრება კონტინენტის ,,ავსტრალიად’’ წოდების
შესახებ. მე-18 საუკუნის ბოლოსკენ ინგლისმა დაიწყო კონტინენტის კოლონიზაცია , რომელმაც
დასაბამი დაუდო შიდა რაიონების შესწავლას.

ზოგადი დახასიათება : ავსტრალია კონტინენტებს შორის ყველაზე პატარაა და მთელი


კონტინენტი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს. იგი მთლიანად მდებარეობს სამხრეთ
ნახ.სფეროში . სამხრეთ ტროპიკი მას თითქმის ნახევრად კვეთს. აღმოსავლეთიდან აკრავს
წყნარი ოკეანე, დანარჩენი სამი მხრიდან კი- ინდოეთის ოკეანე. ავსტრალია თითქმის თანაბრად
ვრცელდება განედისა და გრძედის მიმართულებით. სანაპირო ხაზი სუსტადაა დანაწევრებული
. უფრო დიდი დანაწევრებით ხასიათდდება ჩრ. ნაწილი ,სადაც ვხვდებით კეიპ-იორკისა და არმ-
ლენდის ნახ.კ-ებს , რომელთა შორის ღრმად იჭრება კარპენტარიის ყურე. მეორე მნიშვნელოვანი
ყურეა - ავსტრალიის დიდი ყურე. დიდი კუნძული კი მხოლოდ ტასმანიაა. ავსტრალია აფრიკის
შემდეგ ყველაზე ცხელი კონტინენტია

რელიეფი: ავტრალიის რელიეფი ერთფეროვანია , რაც მარტივი ტექტონიკური აგებულებითაა


განპირობებული. 1) ძირითადი ნაწილი უკავია ძველ ბაქანს , რომლის ფარგლებშიც
ჩამოყალიბდა რელიეფის ორი ძირითადი ტიპი : დას. ნაწილში ვრცელი ანტეკლიზა ( ზეგნები ,
ალაგ-ალაგ კრისტალური მასივები) ხოლო აღ. ნაწილში ვრცელი სინეკლიზა ( ვაკე-დაბლობები
მაგ: მურეი-დარლინგი, ცენტრალური ავსტრალიის) . 2) კონტინენტის აღ. პერიფერია უკავია
ჰერცინული ასაკის ნაოჭა-ლოდა სტრუქტურებს. მასთან დაკავშირებულია ავსტრალიის დიდი
წყალგამყოფი ქედი, რომელიც მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს ავსტრალიის ალპებში. აქ
მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო.
ავსტრალიას ჩრ-აღ-ით 2000კმ მანძილზე გაუყვება დიდი ბარიერული რიფი, რომელსაც
მსოფლიოში ანალოგი არ ყავს .
თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესებიდან განვითარებულია ფიზიკური გამოფიტვა და
ეოლური პროცესები ( ქვიშიანი უდაბნო, სანაპირო დიუნური სერები და ა.შ) . რაც შეეხება
ვულკანიზმს და მიწისძვრებს , ნეოტექტონიკური მოძრაობის სისუსტის გამო , ისინი აქ ცუდად

თანამედროვე რელიეფის მნიშვნელოვანი ელემენტია რელიქტური შრობადი მდინარეთა


ხეობები - კრიკები და ტბიური ქვაბულები.

წიაღისეული: ავსტრალია მდიდარია სხვადასხვა სახის წიაღისეული რესურსებით. აღსანიშნავია


ოქროს , ურსანის , ბოქსიტების, პოლილითონური მადნების და სხვ. დიდი მარაგი. ნავთობ-
გაზის დიდი შემცველობით ხასიათდება სამხ-აღმ და დას ავსტრალიის სანაპირო ღრმულები და
შელფური ზონა. აღსანიშნავია, რომ მთისწინა ღრმულებში ქვანახშირისა და მურანახშირის
საბადოებია.

ჰავა: საშუალო წლიური ტემპერატურა 13-31C-ია . ხოლო ნალექების რაოდენობა 250მმ-ზე


ნაკლები. ავსტრალიის ჰავაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ორივე ნახევარსფეროს
სუბტროპიკული წნევის მაქსიმუმები და ეკვატორული ბარიერული დისპერსია. ასევე
მნიშვნელოვანი კლიმატწარმომქნელი ფაქტორია რელიეფის ხასიათი. ავსტრალიის
წყალგამყოფი ქედის გავლენითაა ჩამოყალიბებული კონტინენტური და ოკეანური სექტორები.
ავსტრალია სამხ. ნახევარსფეროს სუბეკვატორულ, ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებშია
მოქცეული:

 სუბეკვატორული მუსონების კლიმატური სარტყელი- მოიცავს ჩრ. ნახ-კუნძულოვან


ნაწილს. ხასიათდება მუდმივად მაღალი და თანაბარი ტემპერატურით , ასევე ნალექების
მკვეთრად გამოხატული სეზონურობით.
 ტროპიკული სარტყელი- ძირითად ნაწილზე ნალექების რაოდენობა 250მმ-ზე დაბალია.
კონტინენტურ სექტორში ტემპერატურის დღე-ღამური ამპლიტუდა 40+ და მეტია.
ტროპოკულ სარტყელში გამოიყოფა აღ. ოკეანური სექტორი , ნალექების არათანაბარი
განაწილებით. თხემურ ნაწილში და დასავლეთ კალთებზე ჰავა გარდამავალია მუსონურ-
ტროპიკულიდან , მშრალ ტროპიკულამდე , ნალექები 500-1000მმ.
 სუბტროპიკული სარტყელი- აქ მოქცეულია კონტინენტის სამხრეთი ნაწილი . სადაც
გამოიყოფა სუბტროპიკული ჰავის 3 ტიპი : აღ. ოკეანურ-მუსონური , დას. ოკეანურ-
ხმელთაშუაზღვის ტიპის და მათ შორის მდებარე კონტინენტური . ზაფხული ცხელია ,
ზამთარი გრილი , ნალექების რაოდენობა 250მმ-ზე ნაკლებია.
 ზომიერი სარტყელი- მოიცავს კუნძულ ტასმანიას , სადაც მთელი წელი გაბატონებულია
ზღვიური ზომიერი ჰაერის მასები. ნალექები საკმაოდ თანაბრადაა განაწილებული.

შიდა წყლები: ავსტრალია კლიმატური თავისებურებების გამო ყველაზე უწყლო კონტინენტია.


შედარებით ხშირი და უხვწყლიანი მდინარეთა ქსელით გამოირჩევა წყნაროკეანური აუზი. მისი
მდინარეები მოკლე და მთის ტიპისაა. ინდოეთის ოკეანის და მთლიანად კონტინენტის
უდიდესი მდინარეული სისტემაა მურეი-დარლინგი.
ტბები რაოდენობრივად ბევრია , მაგრამ თითქმის ყველა გაუდინარი , მლაშე და წყალმარჩხი.
ყველაზე დიდი ტბიური ქვაბულები ცენტალურ დაბლობზეა, მათ შორის უდიდესია ტბა ეირი.
ავსტრალია მდიდარია მიწისქვეშა წყლებით . სიმლაშის გამო ასეთი წყლები ძირითადად
გამოიყენება მრეწველობაში და საძოვრების მოსარწყავად.

ბუნებრივი ზონები:

 სავანებისა და ნათელი ტყეების ზონა- უკავია სუბეკვატორული სარტყლის ძირითადი


ნაწილი. აქ არსებული ტყეშემქმნელი ჯიშებიდან აღსანიშნავია პანდანუსები. სეზონის
ხანგრძლივობის ცვალებადობის მიხედვით გამოიყოფა რამდენიმე სავანური
ლანდშაფტის ტიპი : ტენიანი სავანა და ნათელი ტყეები, ტიპიური სავანა ,
გაუდაბმოებული სავანა.
 ტროპიკულ უდაბნოთა ზონა- უკავია ტროპიკული სარტყლის ძირითადი ნაწილი . ყველა
მხრიდან აკრავს ნახევარუდაბნოთა ლანდშაფტი .
 მარადმწვანე და ფოთოლცვენია მუსონურ-პასატურ ტყეების ზონა- უკავია დიდი
წყალგამყოფი ქედის აღ. კალთები და გორაკ-ბორცვიანი სანაპირო ვაკე-დაბლობი, სადაც
გვალვიანი სეზონი გამოხატული არაა
 ნახევარუდაბნოს, უდაბნოს და სტეპის ლანდშაფტები-გავრცელებულია სუბტროპიკულ
სარტყელში . კარგადაა გამოხატული აღმოსავლეთ და დასავლეთ ოკეანური სექტორები.
აღმოსავლეთში განვითარებულია ტენიანი, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეების
ზონა.
 ტენიანი შერეული ტყეები-გავრცელებულია ტასმანიაზე . ტყეშემქმნელი ჯიშებიდან
მთავარია ევკალიპტი და მარადმწვანე სამხრეთული წიფელი. აღმოსავლეთ და ჩრდილო
ტასმანია მჭიდროდაა დასახლებული, რის გამოც ლანდშაფტის ბუნებრივი სახე
მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია.

ფლორა და ფაუნა: მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა ავსტრალია ხასიათდება ფლორისა და


ფაუნის მნიშვნელოვანი თავისებურებებით. კონტინენტის პერიფერიებიდან ცენტრისკენ ,
არიდულობის ზრდასთან ერთად , მცენარეების ქსეროფიტულობა იზრდება. კონტინენტის
ძირითად ნაწილზე სწორედ ქსეროფიტული მცენარეულობაა გაბატონებული. ავსტრალიის
ტყეშემქმნელი ჯიშებიდან მთავარია: ევკალიპტი, აკაცია, პალმა, კაზუარინი და სხვ. სამხ-აღმ
პერიფერიაზე აღინიშნება მცენარეთა ანტარქტიკული სახეობები , რომელთაგან აღსანიშნავია
მარადმწვანე წიფელი.
ცხოველთა სამყარო სახეობებით ღარიბია, თუმცა ხასიათდება მაღალი ენდემიზმით, სიძველით
და რელიქტურობით. თითქმის არ გვხვდება უმაღლესი ძუძუმწოვრები, გამონაკლისია ძაღლი
დინგო. ავტრალიაში გავრცელებულნი არიან ერთგასავლიანი და ჩანთოსანი ძუძუმწოვრები.
ძალიან მდიდარია ფრინველთა ფაუნა ( მაგ: ავსტრალიური სირაქლემა ემუ) . ავსტრალიის
კოლონიზაციის პერიოდში , ევროპელების მიერ შემოყვანილ იქნა შემდეგი ცხოველები-
ბოცვერი, მელა , ფრინველთა ბევრი სახეობა.

You might also like