You are on page 1of 2

ღვარცოფი

ღვარცოფი გეოლოგიური მოვლენაა და ეწოდება მთის მდინარეებში და ხევებში


უხეშნატეხოვან, წყალქვიან და ქვატალახიან ნაკადს. გამომწვევია წვიმები, თოვლის ან
მყინვარის სწრაფი დნობა, ბუნებრივი ან ხელოვნური წყალსატევების გარღვევა და სხვა.
ღვარცოფური ნაკადები შეიძლება იყოს: გამოფიტვის და მეწყერულ-გრავიტაციული. იგი
უეცრად წარმოიქმნება მთის მცირე მდინარეების კალაპოტებსა და ხევებში. ღვარცოფის
ნაკადები შემადგენლობის მხრივ არის ქვატალახიანი ან წყალქვიშიანი.
ღვარცოფის შედეგად ხდება რელიეფის ძლიერი დანაწევრება, ფერდობებისა და
კალაპოტების ძლიერი დახრილობით, ეროზიული პროცესების ინტესიური განვითარებით.
ღვარცოფსაშიშ ადგილებში ინტენსიური ფიზიკური გამოფიტვის შედეგად წარმოქმნილი
დიდი მოცულობის ნაშალი მასალა წყლით გაჯერების და გათხევადების პირობებში
გადაიქცევა ტალახის, ქვატალახისა და წყალ ქვის ნაკადებად, რომელიც გამოირჩევა
მოძრაობის დიდი სიჩქარით, დიდი მოცულობით, მაღალი სიმკვრივითა და
განსაკუთრებული სიძლიერით.
ასეთ ნაკადს გამანადგურებელი ძალა გააჩნია და ძლიერ აზიანებს შენობებს, გზებს,
სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებს, იწვევს ადამიანთა მსხვერპლს.
ღვარცოფი მთისა და მთის წინა რეგიონებიდან დიდი რაოდენობით მთის ქანის ნანგრევებს
დაბლობში ჩამოიტანს, რაც იწვევს ნიადაგის გადარეცხვასა და ფართობის დარიყვას.
ღვარცოფი საშიშროებას წარმოადგენს ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს
საცხოვრებლისა და ასევე სტიქის ზონის დატოვება.
ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან არაერთი კატასტროფული ღვარცოფი მდინარე თერგის
ხეობაში. ერთ-ერთმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგი და საქართველოს სამხედრო გზა,
სადაც წარმოიქმნა ტბა, რომლის სიღრმე 100 მეტრს აღემატებოდა. ღვარცოფი ხშირია
კახეთში, განსაკუთრებით მდინარე დრუჯის ხეობაში. 1977 წელს ღვარცოფის შედეგად
ძლიერ დაზიანდა ქალაქი თელავი. ღვარცოფმა დაფარა ქალაქის ქუჩები, დააზიანა
სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ღვარცოფმა ასევე დიდი ზიანი მიაყენა რაჭას,
გუდაურს, ზარიალის ხეობას, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა,
ასევე დააზიანა „დარიალ ჰესის“ გვიარბი და დატბორა ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი.
დააზიანა ჩრდილოეთ-სამხრეთის 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი.
17 მაის დარიალის ხეობაში მომხდარმა 7 ადამიანი იმსხვერპლა, 5 გარდაიცვალა ხოლო 2
უგზოუკლოდ დაიკარგა.
ღვარცოფის პროგნოზირება დღეისათვის ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. ამჟამად
ღვარძოფები აღინიშნება საქართველოს ბევრ რაიონში, რის გამოც რესპუბლიკის ეკონომიკა
მნიშვნელობნად ზარალდება. ცნობილია, რომ იმ სახნავ ტერიტორიისთვის, რომლიც
მდებარეობს 30 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობებზე დამახასიათებელია ეროზული
პროცესები და მის წინააღმდეგაც საჭიროა კომპლექსური ნიადაგდაცვითი ღონისძიებების
ჩატარება.
როგორ მოვიქცეთ ღვარცოფის შემთხვევაში: ღვარხოფული ნაკადი მოახლოვების შესახებ
საგანგებო სიგნალის მიღებისთანავე ან რაიმე განსაკუთრებული ხმაურის გაგებისთანავე
აუცილებელად უნდა გადადგილდეთ დაბლობიდან 50-100 მეტრის მაღლობზე. ეცადეთ
განახორციელოთ ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ ღვარცოფში მოყოლილი
ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

You might also like