You are on page 1of 895

ჯონ სტეინბეკი

ედემის აღმოსავლეთით

მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი

***
პასკალ კოვიჩი
ძვირფასო პეტ, ერთხელ, როდესაც ხისგან პატარა ფიგურას ვთლი-
დი, შენ მოხვედი და მითხარი: „ჩემთვის რომ რამე გააკეთო, არ გინდა?“
მე გკითხე, კონკრეტულად რა გსურდა, შენ კი მიპასუხე: „ყუთი“
„რისთვის?“
„შიგნით რომ ნივთები ჩაიდოს“
„რა ნივთები?“
„ყველაფერი, რაც გაგაჩნია“
ჰოდა, აი, ყუთიც მზადაა. თითქმის ყველაფერი, რაც მაქვს, მასშია
თავმოყრილი, მაგრამ სავსე მაინც არ არის. აქ არის ტკივილი და სიხა-
რული, სასიამოვნო და უსიამოვნო გრძნობები, ბოროტი და კეთილი აზ-
რები, სიამოვნება, სასოწარკვეთილება და რაღაცის შექმნის ენით აუწე-
რელი სიხარული.
ამასთანავე, აქ არის ის მადლიერება და სიყვარული, რომელსაც შენს
მიმართ ვგრძნობ.
მაგრამ ყუთი მაინც არ არის სავსე.
ჯონი

1
ნაწილი პირველი
თავი პირველი
-1-
სალინასის ველი ჩრდილოეთ კალიფორნიაშია. მთათა ორ მა-
სივს შორის გადაჭიმული ამ გრძელი და ვიწრო, ჭაობიანი დაბლობის
შუაგულში მდინარე სალინასი მიედინება, დაკლაკნილ ზოლად მი-
უყვება ხეობას, ბოლოს კი მონტერეის ყურეს უერთდება.
კარგად მახსოვს, როგორი სახელები ერქვათ, ჩემი ბავშვობის
დროს, მცენარეებსა და ბალახებში დამალულ ყვავილებს; მახსოვს,
საიდან გამოძვრებოდა ხოლმე გომბეშო და რომელ საათზე იღვი-
ძებდნენ ჩიტები ზაფხულში; როგორი სურნელი ჰქონდა ხეებსა და
წელიწადის დროებს... ადამიანების სიარულის მანერა და გარეგნო-
ბაც თვალწინ მიდგას. თქვენ წარმოიდგინეთ, მათი სურნელებიც
კარგად დამამახსოვრდა – გონებაში ხომ უამრავი სურნელი ილექე-
ბა.
მახსოვს, ველის აღმოსავლეთით გადაჭიმული, მზითა და სიხა-
რულით მოფენილი, დედის კალთებივით ლამაზი და თბილი გაბი-
ლანის მთები, რომლებზეც ძალაუნებურად მოგინდებოდა მოკალა-
თება. მათი მუქი ყავისფერი ბალახი ნებისმიერს მიიზიდავდა. საპი-
რისპირო მხარეს კი სანტა ლუსიას მთები იდგა, ცივი და შავბნელი.
ყოველთვის, როდესაც დასავლეთით გავიხედავდი, შიში მეუფლე-
ბოდა, აღმოსავლეთის მიმართ კი მუდამ სიყვარულს განვიცდიდი.
სად და როდის გამიჩნდა ეს შეგრძნებები ნამდვილად ვერ ვიტყვი.
შესაძლოა, მიზეზი ისაა, რომ დილა გაბილანის მწვერვალებიდან
თენდებოდა, ხოლო სანტა ლუსიას ფერდობების მხარეს ყოველ-
თვის ღამდებოდა. ალბათ დღის დაბადება და სიკვდილია ერთ-ერ-
თი მიზეზი, რის გამოც ამ მთების მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკი-
დებულება ჩამომიყალიბდა.

2
ველის ორივე მხრიდან, მთის კანიონებიდან, პატარა მდინარეები
მოედინებოდა და სალინასს უერთდებოდა. წვიმიანი წელიწადის დროს,
ზამთარში, ეს ნაკადულები ნიაღვრებად იქცეოდა და მაშინ აბობოქრე-
ბული სალინასი თავის დამანგრეველ ძალას გარემოს დაატეხდა ხოლმე
თავს. ნაპირებიდან გადმოსული მდინარე ღობეებს ანგრევდა, ვენახებსა
და ეზოებს ტბორავდა. სალინასის გავეშებული ზვირთები თავლებსა და
ხის სახლებს შთანთქამდა; ძროხებს, ღორებსა და ცხვრებს თავის ყავის-
ფერ, ტალახიან წყალში ახრჩობდა და ოკეანისკენ მიაქანებდა. შემდეგ,
გვიან გაზაფხულზე, მდინარე უკან იხევდა და ქვიშიან ნაპირებს ტოვებ-
და, ზაფხულში კი მისი დინება თითქმის მთლიანად ჩერდებოდა და
მხოლოდ ღრმა, ძლიერი მორევის ადგილებში რჩებოდა პატარა გუბე-
ები. კვლავ იზრდებოდა ბალახი და წყალმცენარები, ჩნდებოდა ტირი-
ფები, რომელთა ტოტებზე წყალდიდობის შემდეგ დატოვებული ნაგავი
იყო შემორჩენილი. სალინასს მდინარეს მხოლოდ ნაწილობრივ თუ და-
არქმევდი. ზაფხულის მზე მას მიწის ქვეშ უწესებდა ადგილს. ეს სულაც
არ იყო საუკეთესო მდინარე, მაგრამ სხვა არ გაგვაჩნდა, ამიტომ, რაც
გვქონდა იმით ვტრაბახობდით – შეხედეთ როგორ ბობოქრობს წვიმიან
ზამთარში და როგორ შრება
ზაფხულში! ადამიანი ხომ ყოველთვის იმით ტრაბახობს, რაც აქვს.
ალბათ, ისიც მართალია, რომ, რაც უფრო ცოტა გაქვს, მით უფრო მეტად
ტრაბახობ.
სალინასის ველის ყველაზე დაბალი ადგილი, სანამ მთისწინეთი
დაიწყება, ვაკეა. ეს იმიტომ, რომ ადრე აქ ყურე იყო და ოკეანე ხმელე-
თის სიღრმეში ასი მილის მანძილზე შემოდიოდა. მდინარე სალინასის
შესართავი, მოს-ლენდინგთან ახლოს, სწორედ ამ ყურეში შემოსასვლე-
ლი კარიბჭე იყო. ერთხელ, მამაჩემმა, ოკეანიდან ორმოცდაათი მილის
მოშორებით, ჭის ბურღვა დაიწყო. თავდაპირველად ბურღმა შავ მიწაში
და ხრეშში გაიარა, შემდეგ კი ზღვის თეთრი ქვიშა წამოვიდა, სადაც ნი-
ჟარები და ვეშაპის ძვლების ნატეხებიც კი აღმოვაჩინეთ. ქვიშა ოცი ფუ-
ტის სიღრმისა იყო, შემდეგ ისევ შავი მიწა იწყებოდა და მოულოდნე-

3
ლად წითელი ხის ნატეხები დავინახეთ, სწორედ იმ მარადიული ხი-
სა, რომელიც არასოდეს ლპება. როგორ ჩანს, ყურემდე აქ ხმელეთი
და დიდი ტყე იყო. ყველაფერი ეს ჩვენს ფეხებქვეშ ხდებოდა და
ზოგჯერ, ღამით, როდესაც არაფერი ჩანდა, მეჩვენებოდა, რომ
წყლის სიახლოვესაც ვგრძნობდი და ტყის შრიალსაც.
მრავალ ათას ჰექტარზე გადაჭიმული ველის სქელი და საოცრად
ნოყიერი ნიადაგისთვის მხოლოდ ერთი წვიმიანი ზამთარიც საკმა-
რისი იყო, რათა გაზაფხულზე ყველაფერი ბალახით და ყვავილე-
ბით დაფარულიყო. ასეთ დროს, გარშემო სრულიად დაუჯერებელი
სილამაზე სუფევდა. მთელი ველი და მთისწინეთი ლუპინებითა და
ყაყაჩოებით იყო სავსე. ერთხელ, ერთმა ქალმა მითხრა, ფერადი
ყვავილები უფრო კარგად გამოჩნდება, თუ თაიგულში რამდენიმე
თეთრ ყვავილს დაუმატებო. ასეთ დროს ფერები უფრო ნათელი და
გამოკვეთილი ხდება. ლურჯ ლუპინს კიდეები თეთრი აქვს და სწო-
რედ ამიტომ, ამ ყვავილით დაფარული მინდვრების სილურჯე ყვე-
ლანაირ წარმოდგენას სცდება. მათთან ერთად, ალაგ-ალაგ, კალი-
ფორნიული ყაყაჩოები იყო მიმოფანტული. მათი ფერიც თვალის-
მომჭრელია – თითქოს ნარინჯისფერი ან ოქროსფერი, მაგრამ არც
ერთია და არც მეორე. ალბათ, სუფთა ოქრო რომ სითხე იყოს და ნა-
ღებს იკეთებდეს, სწორედ ასეთი ფერის იქნებოდა კალიფორნიული
ყაყაჩო. ლუპინებისა და ყაყაჩოების დრო რომ დამთავრდებოდა,
ყვითელი მდოგვის სეზონი იწყებოდა. ეს მცენარე იმსიმაღლე იზ-
რდებოდა, რომ, როდესაც აქ ჩემი ბაბუა ჩამოვიდა საცხოვრებლად,
ცხენზე ამხედრებულ ადამიანს ყვითელი ყვავილებიდან მხოლოდ
თავი თუ გამოუჩნდებოდა. მთისწინეთში, მინდორი ბაიებით, ფური-
სულებითა და შავგულა ყვითელი იებით იყო მოფენილი, უფრო გვი-
ან კი წითელ-ყვითელი კასტილეხა ჭრიდა თვალს. ყველა ეს ყვავილი
გაშლილ მინდორზე, მზის გულზე იზრდებოდა, მარადმწვანე მუხე-
ბის ჩრდილში ადიანტი ყვაოდა და სასიამოვნო სურნელს აფრქვევ-
და, ხოლო წყლის პირას, ხავსიან ნაპირებზე, გვიმრები და ოქროწ-

4
კეპლები გადაჰყურებდნენ მდინარეს. კიდევ იყო პატარა ზანზალაკების
მსგავსი ყვავილი, რძის ნაღების ფერი და თავდახრილი, ისეთი იშვიათი
და საოცარი, რომ ნებისმიერი ბავშვი, მისი პოვნის შემდეგ, მთელი დღე
თავაწეული და ამაყი დადიოდა, თითქოს რაღაც უიშვიათესი განძი აღ-
მოეჩინოს.
ივნისის მოსვლასთან ერთად, ბალახი ჭკნებოდა და მუქდებოდა,
ამიტომ, მთელი მთისწინეთიც ყავისფერი ხდებოდა, ოღონდ არა ჩვე-
ულებრივი ყავისფერი, არამედ, ერთდროულად, ოქროსფერი, ზაფრა-
ნისფერი და წითელი – შეუძლებელია ეს ფერი აღწერო. სწორედ ამ
დროიდან, წვიმების დაწყებამდე, მიწა შრებოდა და
ნაკადულების დინებაც ჩერდებოდა. ველის ყველაზე დაბალ ადგი-
ლებში ნაპრალები ჩნდებოდა, მდინარე სალინასი კი თავისივე ფსკერის
ქვეშ იძირებოდა. ქარი დილიდან იკრებდა ძალას, გზაში მტვერსა და
ხის ნამტვრევებს ხვეტდა და რაც უფრო მეტად მიქროდა სამხრეთისკენ,
მით უფრო ძლიერი და დაუნდობელი ხდებოდა; საღამოობით კი ჩადგე-
ბოდა ხოლმე. ეს იყო ძლიერი და გამჭოლი ქარი, რომელიც ძვალსა და
რბილში ატანდა, ხოლო მტვერი თვალებს წვავდა, ამიტომ მინდორში
მომუშავე ხალხს დამცავი სათვალეები ეკეთა და სახეზე ცხვირსახოცი
ჰქონდა შემოხვეული.
ველის ნიადაგი ღრმა და ნოყიერი იყო, თუმცა, როგორც კი მთა იწყე-
ბოდა, მიწის ზედა ფენაც უფრო თხელი – მხოლოდ ბალახის ამოსვლის-
თვის საკმარისი ხდებოდა. შემდეგ, რაც უფრო მაღლა ახვიდოდი, მიწაც
უფრო და უფრო თხელდებოდა, შემდეგ უკვე კლდეები ჩნდებოდა, ბო-
ლოს კი, უბრალოდ, ხრეში ეყარა, რომელიც მზის გულზე თვალისმომ-
ჭრელად ბრწყინავდა.
მე გიამბეთ ნოყიერ წლებზე, როდესაც წვიმა საკმარისად მოდი –
ოდა, მაგრამ იყო ასევე მშრალი წლებიც, რაც ველის მოსახლეობას თავ-
ზარს სცემდა. არსებობდა ოცდაათწლიანი ციკლი: ხუთი-ექვსი წელი
რომ არაჩვეულებრივად წვიმიანი გამოვიდოდა და ცხრამეტი-ოცდახუ-
თი დუიმი ნალექი მოვიდოდა, გაზაფხულზე ყველაფერი გადამწვანებუ-

5
ლი იყო. შემდეგ, ამას ექვსი-შვიდი ნაკლებად წვიმიანი, თუმცა არ-
ცთუ ბევრად უარესი წელიწადი მოჰყვებოდა. ნალექის რაოდენობა
ამ დროს დაახლოებით თორმეტი-თექვსმეტი დუიმი იყო. ამის შემ-
დეგ მშრალი წლები დგებოდა და ზოგჯერ ნალექის რაოდენობა
შვიდ-რვა დუიმს არ სცდებოდა. მიწა შრებოდა, ხოლო დამჭკნარი,
გახუნებული ბალახის ხილვა ნამდვილი საცოდაობა იყო. გამომშრა-
ლი იყო მუხებიც, მწარე აბზინდა კი ნაცრისფერი იზრდებოდა. მიწა-
ზე ნაპრალები ჩნდებოდა, წყაროები დამშრალი იყო, დასუსტებული
პირუტყვი ზანტად დაეხეტებოდა და ამაოდ ეძებდა დაგუბებულ ად-
გილებს. სწორედ ასეთ წლებში, ფერმერები სალინასის ველის მი-
მართ სიძულვილით ივსებოდნენ. ძროხებისგან ცარიელი ძვალი და
ტყავი რჩებოდა და ხშირად პირუტყვი, უბრალოდ, შიმშილისგან
იხოცებოდა. ხალხი დასალევ წყალს კასრებით, საკმაოდ შორიდან
ეზიდებოდა, ხოლო ზოგიერთი თითქმის მუქთად ყიდიდა საკუთარ
სახლს და სხვაგან გადადიოდა საცხოვრებლად. ყოველთვის ასე
იყო: მშრალ წლებში ხალხს წვიმიანი წლები ავიწყდებოდა, წვიმიან
წლებში კი გვალვა იშლებოდა მათი მეხსიერებიდან.
-2-
აი, ასეთი იყო მთებს შორის გაწელილი სალინასის ველი, რომ-
ლის ისტორია დანარჩენი შტატის წარსულისგან ბევრით არაფრით
განსხვავდება. თავდაპირველად, აქ ინდიელები იყვნენ – განუვითა-
რებელი ჯიშის ხალხი, რომელსაც არც ენერგია ჰქონდა, არც ფანტა-
ზია და არც კულტურა. ისინი ჭიებს, კალიებს და ხამანწკებს ჭამდნენ,
ნადირობა და თევზაობა კი, უბრალოდ, ეზარებოდათ; იკვებებოდ-
ნენ ყველაფრით, რისი მიწიდან აკრეფაც შეეძლოთ და სამაგიეროდ
არაფერს თესავდნენ; ფქვილის დასამზადებლად მწარე რკოს იყე-
ნებდნენ და არც ომის ხელოვნება ჰქონდათ დიდად გამორჩეული:
რასაც ისინი აკეთებდნენ, ეს უფრო პანტომიმა იყო, ვიდრე ომი.
შემდეგ, სასტიკმა და უჟმურმა ესპანელებმა დაიწყეს ამ მიწების
ათვისება. ძუნწი და მიწიერი კონკისტადორები ყველაზე ვნებიანად

6
ოქროსა და ღმერთს ეძებდნენ. ისინი ადამიანთა სულებსა და ძვირფას
ქვებზე ნადირობდნენ; ითვისებდნენ მთებსა და ველებს, მდინარეებსა
და უზარმაზარ, თვალუწვდენელ ტერიტორიებს – ზუსტად ისე, როგორც
დღეს ითვისებს ადამიანი სამშენებლო ნაკვეთს. ეს მტკიცე და მიზანმი-
მართული ხალხი დაუღალავად დადიოდა ზემოთ-ქვემოთ, სანაპიროს
გასწვრივ და ზოგიერთი მათგანი ესპანეთის მეფისგან საჩუქრად მიღე-
ბულ უზარმაზარ, ევროპული საზომებით ერთი მოზრდილი სამთავროს
სიდიდის ტერიტორიაზე რჩებოდა საცხოვრებლად. მეფეს, რა თქმა უნ-
და, ბუნდოვანი წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რას ნიშნავდა ასეთი საჩუ-
ქარი. ამ მიწის პირველი მეპატრონეები ღარიბ ფეოდალურ დასახლე-
ბებში ცხოვრობდნენ. მათი პირუტყვი საკუთარ ნებაზე იყო მიშვებული
და ასე მრავლდებოდა. დროდადრო, როდესაც მეპატრონეები ცხოველს
დაკლავდნენ, თავისთვის მხოლოდ ტყავსა და ქონს იტოვებდნენ,
ხორცს კი სვავებსა და კოიოტებს უგდებდნენ საჯიჯგნად.
პირველი სახელწოდებებიც სწორედ ესპანელებმა მოიგონეს. ეს ნე-
ბისმიერი მკვლევრის უპირველესი მოვალეობა და პრივილეგიაა – სანამ
ხელით დახაზულ რუკაზე რამეს აჩვენებ, მას ჯერ ხომ სახელი უნდა და-
არქვა? რა თქმა უნდა, ეს მორწმუნე ხალხი იყო, ხოლო ისინი, ვისაც წე-
რა-კითხვა, ჩანაწერების კეთება და რუკების ხაზვა შეეძლო, დაუღალავი
და მტკიცე ხასიათის მღვდლები იყვნენ, რომლებიც აქ ჯარისკაცებთან
ერთად მოგზაურობდნენ. სწორედ ამიტომ, ისინი ან წმინდანების სახე-
ლებს არქმევდნენ აქაურ ადგილებს, ან იმ რელიგიური დღესასწაულე-
ბის მიხედვით ნათლავდნენ, რომლებიც დაბანაკების დღეებში აღინიშ-
ნებოდა. წმინდანი უამრავი იყო, მაგრამ მათი სია ამოუწურავი არ არის.
ამიტომ, ყველაზე ადრეულ სახელებში გამეორებებიც ხშირია. აქ არის
სან-მიგელი – წმინდა მიხეილი, ასევე სან-არდო, სან-ბერნარდო, სან-ბე-
ნიტო, სან-ლორენსო, სან-კარლოსი, სან-ფრანსისკიტო. შემდეგ კი დღე-
სასწაულები: ნატივიდად (ქრისტეშობა), ნასიმიენტო (წმინდა მარიამის
დაბადება), სოლედად (მარტოობა). სახელების მიხედვით, ისიც შეგიძ-
ლია გამოიცნო, თუ როგორ ხასიათზე იყვნენ ექსპედიციის მონაწილენი:

7
ბუენა-ესპერანსა – კეთილი იმედი, ბუენა-ვისტა – როგორც ჩანს, ხე-
დი იყო ლამაზი, ჩუალარ – ძალიან ლამაზი ხედი იყო, პასო-დე-ლოს-
რობლეს – მუხების ხეივანი, ლოს-ლაურელეს – დაფნის ფოთლები,
ტულარსიტოს – ალბათ ჭაობში წყალმცენარეები ნახეს, სალინას –
ტუტე ნიადაგი იყო მარილივით თეთრი.
სხვადასხვა ადგილებში ნანახი ფრინველებისა და ცხოველების
სახელებიც გამოიყენეს: გაბილანეს – ქორები დაფრინავდნენ იმ
მთებში, ტოპო – თხუნელა, ლოს-გატოს – გარეული კატები. ზოგჯერ,
სახელებს იმის მიხედვით იგონებდნენ, თუ როგორ გამოიყურებოდა
ესა თუ ის ადგილი. მაგალითად, ტასახარა – ჭიქა და თეფში, ლაგუნა-
სეკა – მშრალი ტბა, კორალ-დე-ტიერა – მიწის ნაყარი, პარაისო – სა-
მოთხე.
შემდეგ, ამერიკელები მოვიდნენ – კიდევ უფრო ხარბები, რადგან
ისინი მეტნი იყვნენ. მათ მიწები მიითვისეს და კანონები გადააკე-
თეს, რათა საკუთრების უფლება განემტკიცებინათ. ამის შემდეგ, ამ
მიწაზე პატარა ფერმები მომრავლდა. თავდაპირველად – ველზე,
შემდეგ კი მთისწინეთშიც, სოკოებივით იზრდებოდა პატარა, სვეტე-
ბიანი ხის სახლები წითელი ხის სახურავებით. ყველგან, სადაც კი პა-
ტარა წყარო მოიძებნებოდა, ასეთი სახლი ჩნდებოდა და ოჯახიც
თვალის დახამხამებაში მრავლდებოდა.
ეზოებში წითელი ნემსიწვერები და ვარდები ირგებოდა; იქ, სა-
დაც ვიწრო ბილიკები იყო, საეტლე გზები გაიჭრა, ხოლო გარეული
მდოგვის ადგილას ხორბლის, ქერისა და სიმინდის მინდვრები გა-
იშალა. სამოგზაურო გზის ყოველ მეათე მილზე პატარა მაღაზია ან
სამჭედლო იდგა და სწორედ მათ დაუდეს საფუძველი ისეთ პატარა
ქალაქებს, როგორებიცაა ბრედლი, კინგ-სითი, გრინფილდი.
ესპანელებისგან განსხვავებით, ამერიკელები სახელებს ყოველ-
დღიური ცხოვრებიდან იგონებდნენ. მათი გამოჩენის შემდეგ, ადგი-
ლები სხვადასხვა დროს მომხდარი მოვლენების მიხედვით ინათ-
ლებოდა, ეს კი ჩემთვის გაცილებით უფრო საინტერესოა, რადგან

8
თითოეული სახელწოდება ერთგვარი მივიწყებული ისტორიაა. მაგალი-
თად „ბოლსა-ნუევა“ – ახალი საფულე; „მოროკოხო“ – კოჭლი მავრი (ვინ
იყო ის და საიდან გაჩნდა იქ?); „ველური ცხენის კანიონი“; „მუსტანგის
დაღმართი“ და კანიონი „პერანგის სარჩული“. ეს სახელები მათივე ავ-
ტორის ხასიათზე მოგვითხრობს და სრულებით არა აქვს მნიშვნელობა
როგორი სტილისაა – პატივსაცემი თუ დამცინავი, პოეტური თუ უბრა-
ლოდ ფაქტის აღმწერი. „სან-ლორენსო“ ნებისმიერ რამეს შეგიძლია და-
არქვა, აი, „პერანგის სარჩული“ და „კოჭლი მავრი“ კი სულ სხვა რამაა.
ნაშუადღევს, ამ დასახლებებში ძლიერი ქარი უბერავდა და იმისათ-
ვის, რომ ნათესები არ გაენადგურებინა, ფერმერებმა ევკალიპტების
დარგვა დაიწყეს. ეს ხელოვნურად შექმნილი კედელი ერთი მილის სიგ-
რძისა მაინც იქნებოდა. ასეთი იყო სალინასის ველი იმ დროს, როდესაც
ბაბუაჩემი და მისი ცოლი ჩამოვიდნენ აქ და კინგ-სითის აღმოსავლე-
თით დასახლდნენ.

თავი მეორე
-1-
იმისათვის, რომ ჰამილტონების ისტორია გიამბოთ, იძულებული
ვარ ვიხელმძღვანელო მოარული ხმებით, ძველი ფოტოებითა და სხვა-
დასხვა ადამიანების მონათხრობით, რაც, თავისთავად, ძალზედ ბუნ-
დოვანია და უფრო არაკებს ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ამბებს. ეს არ გახ-
ლდათ ცნობილი ხალხი, ამიტომ მათ შესახებ ძალიან ცოტა ოფიციალუ-
რი საბუთი მოიძებნება – მხოლოდ დაბადების, ქორწინების, მიწის სა-
კუთრებისა და გარდაცვალების მოწმობები.
ახალგაზრდა სამუელ ჰამილტონი, თავის მეუღლესთან ერთად, ირ-
ლანდიის ჩრდილოეთიდან ჩამოვიდა. მისი მშობლები ფერმერები იყ-
ვნენ – არც ღარიბები და არც მდიდრები. მათ ერთი პატარა მიწის ნაკვე-
თი და ქვის სახლი ჰქონდათ, სადაც მათი წინაპრები მრავალი ასეული
წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჰა-
მილტონები საკმაოდ განათლებული, ნაკითხი ხალხი იყო და ისევე, რო-
9
გორც ბევრი სხვა ირლანდიელი, მაღალი საზოგადოების ხალხსაც
ენათესავებოდნენ და დაბალი ფენის წარმომადგენლებსაც: მათი
ერთი ბიძაშვილი შეიძლებოდა ბარონი ყოფილიყო, მეორე კი – მათ-
ხოვარი. გარდა ამისა, ისევე როგორც ამ მწვანე ქვეყნის ნებისმიერი
სხვა წარმომადგენელი, ისინიც ძველი ირლანდიელი მეფეების შთა-
მომავლებად თვლიდნენ თავს.
რატომ მიატოვა სამუელმა თავისი წინაპრების ქვის სახლი და
მწვანე ველები, ნამდვილად არ ვიცი. ის პოლიტიკურად აქტიური
ადამიანი არ გახლდათ, რაც თავისთავად გამორიცხავს რაიმე სახის
აჯანყებაში მის მონაწილეობას. გარდა ამისა, სამუელი ზედმიწევ-
ნით პატიოსანი პიროვნება იყო და ვერც იმას ვიფიქრებთ, რომ პო-
ლიცია ეძებდა. ჩემს ოჯახში ხმები დადიოდა (ამას ჭორებსაც ვერ და-
ვარქმევ, რადგან ყველა უსიტყვოდ თანხმდებოდა), რომ სამუელი
ირლანდიიდან სიყვარულს გამოექცა, თან მისი ვნების ობიექტი სუ-
ლაც არ იყო ის, ვინც შემდეგ ცოლად მოიყვანა. ზედმეტად წარმატე-
ბული სიყვარული იყო ეს თუ პირიქით, წარუმატებელი, ვერც ამას
ვიტყვი, თუმცა ჩვენ ყოველთვის პირველ ვერსიას ვუჭერდით მხარს.
სამუელი სასიამოვნო გარეგნობის, საკმაოდ მხიარული და მიმზიდ-
ველი ადამიანი იყო, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ირლან-
დიის პატარა სოფელში მცხოვრები რომელიმე გოგონა მასთან ურ-
თიერთობაზე უარს იტყოდა.
სალინასის ველზე ის სიცოცხლით, ენერგიითა და ფანტაზიით
აღსავსე ჩამოვიდა. თვალები ცისფერი ჰქონდა და, როდესაც დაიღ-
ლებოდა, ერთ-ერთი მათგანი, თითქოს, ცოტათი გვერდით იხრებო-
და. სამუელი დიდი და ფიზიკურად ძლიერი ადამიანი იყო, თუმცა,
ამავე დროს, მასში ერთგვარი სისუსტე შეინიშნებოდა. ყოველთვის
სუფთა და მოწესრიგებული დადიოდა და მიწაზე მუშაობის შემდე-
გაც კი ასეთად რჩებოდა. ოქროს ხელები ჰქონდა – მჭედლობაც ეხერ-
ხებოდა, დურგლობაც და კალატოზობაც: აიღებდა ხის ან რკინის პა-

10
ტარა ნატეხს და ნებისმიერ რამეს გააკეთებდა, რაც კი თავში მოუვიდო-
და;
ათასჯერ გაკეთებულს ახლებურად შეხედავდა და უფრო სწრა-
ფად აკეთებდა. ერთადერთი, რისი გაკეთების ნიჭიც მას საერთოდ
არ ჰქონდა, ფული იყო. სხვები, ვისაც ოდნავ მაინც ჰქონდა ალღო,
მის იდეებს ისაკუთრებდნენ და მდიდრდებოდნენ, თავად სამუელს კი
არასოდეს უნახავს ხეირი.
ვერაფრით ვხვდები, რა ქარმა გადმოაგდო ის სალინასის ველზე.
ასეთი გადამწვანებული სამშობლოს პატრონს ცოტა უკეთესი ადგილის
მოძებნა მართებდა, მაგრამ, ასე იყო თუ ისე, მეოცე საუკუნის დადგომამ-
დე ოცდაათი წლით ადრე, სამუელ ჰამილტონი ამ მხარეში გამოჩნდა და
თან თავისი ტანმორჩილი ცოლი ჩამოიყვანა – მკაცრი და მტკიცე ხასია-
თის პატარა ირლანდიელი ქალი, რომელიც იუმორის გრძნობასთან საკ-
მაოდ მწყრალად იყო. მისი გონება პრესბიტერული დოგმებით იყო გა-
მოტენილი, ხოლო მორალური კოდექსი ისეთი ჰქონდა, რომ სიამოვნე-
ბის მიღების ნებისმიერ ფორმას კატეგორიულად უარყოფდა.
წარმოდგენა არა მაქვს, სად გაიცნო ის სამუელმა, როგორ მოხიბლა
და როგორ მოიყვანა ცოლად. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში
სხვა ქალი უყვარდა, რადგან მოსიყვარულე ადამიანი იყო. მისი ცოლი კი
სულაც არ მიეკუთვნებოდა ისეთ ქალბატონებს, რომლებმაც საკუთარი
გრძნობების გამოხატვა იციან. მიუხედავად ამისა, მთელი იმ პერიოდის
განმავლობაში, რაც სამუელმა სალინასის ველზე გაატარა, არავის არა-
სოდეს გასჩენია ეჭვი, რომ ის სხვა ქალთან დადიოდა.
როდესაც სამუელი და ლიზა ჩამოვიდნენ, დაბლობზე თავისუფალი
მიწის ერთი მტკაველიც კი არ იყო დარჩენილი. დაკავებული იყო შემაღ-
ლებული ადგილები და ტყეებიც, თავისუფალი კი მხოლოდ განაპირა
ნაკვეთები რჩებოდა. სწორედ იქ, ერთ მოშიშვლებულ გორაკზე, ახლან-
დელი კინგ-სითის აღმოსავლეთით დასახლდნენ ჰამილტონები.
საყოველთაოდ მიღებული წესის მიხედვით, ასსამოცი აკრი სამუელ-
მა საკუთარი თავისთვის აიღო, ერთი ამდენი – ცოლისთვის და იმის გა-

11
მო, რომ ლიზა ფეხმძიმედ იყო, ბავშვისთვისაც ამდენივე მიუმატა.
დროთა განმავლობაში, მათ ცხრა შვილი შეეძინათ – ოთხი ბიჭი და
ხუთი გოგო – და ყოველი ახალი ბავშვის დაბადებისას სამუელი სა-
კუთარ ნაკვეთს ასსამოც აკრს უმატებდა. საბოლოოდ, ჰამილტონე-
ბის რანჩოს ფართობი ათას შვიდას სამოცი აკრი გამოვიდა.
ეს მიწა ოდნავ მაინც რომ ყოფილიყო ვარგისი, ჰამილტონები ძა-
ლიან გამდიდრდებოდნენ, მაგრამ, ნიადაგი მშრალი და გამაგრებუ-
ლი იყო. ახლო-მახლო არც წყარო მოიძებნებოდა და არც ნაკადული,
მიწის თხელი ფენიდან კი ქვები იყო ამოშვერილი. მწარე აბზინდა-
საც კი დიდი ბრძოლა უწევდა, აქ რომ გაეხარა, ხოლო მუხები, უწ-
ყლობის გამო, ჯუჯა ხეებს უფრო ჰგავდნენ. ისეთ წლებშიც კი, როდე-
საც საკმარისი წვიმა მოვიდოდა, ჰამილტონების პირუტყვი მაინც
მშიერი რჩებოდა, სასოწარკვეთილი დაბარბაცებდა და ამაოდ ეძებ-
და საკვებს. თავიანთი მოშიშვლებული გორაკიდან, სამუელი და ლი-
ზა დასავლეთისკენ გაიხედავდნენ ხოლმე და მდინარე სალინასის
მახლობლად გაშლილ მწვანე ველებსა და დაბლობის ნოყიერ ნია-
დაგს შენატროდნენ.
სახლი სამუელმა საკუთარი ხელით ააშენა, მოგვიანებით კი სამ-
ჭედლო და თავლაც მიამატა მას. სულ მალე, მიხვდა, რომ ათიათასი
აკრიც რომ ჰქონოდა, ასეთ მიწაზე წყლის გარეშე ვერაფერს გახდე-
ბოდა. თავისი ყოვლისშემძლე ხელებით ჭის საბურღი დანადგარი
შექმნა და ვისაც ნაკვეთთან დაკავშირებით უფრო მეტად გაუმარ-
თლა, წყლის მოპოვებაში ეხმარებოდა. კიდევ ხორბლის სალეწი მან-
ქანა გამოიგონა და მოსავლის აღების დრო რომ მოვიდოდა, სხვის
მიწებზე ამუშავებდა ამ დანადგარს, რადგან მის ნაკვეთზე ხორბალი
უბრალოდ არ იზრდებოდა. თავის სამჭედლოში ის გუთანს ლესავ-
და, ფარცხებსა და ეტლების ბორბლებს არემონტებდა, ცხენებს ნა-
ლავდა. ყველას, ვინც გარშემო ცხოვრობდა, თავისი გაფუჭებული ინ-
სტრუმენტები სამუელთან დაჰქონდა შესაკეთებლად. სხვა ყველა-
ფერთან ერთად, მათ ძალიან მოსწონდათ, თუ როგორ საუბრობდა

12
სამუელი სამყაროს შესახებ, პოეზიაზე, ფილოსოფიაზე და ყველაფერ-
ზე, რაც სადღაც შორს, სალინასის ველის მიღმა ხდებოდა. ბოხი და ხა-
ვერდოვანი ხმა ჰქონდა, რომელიც სიმღერასაც უხდებოდა და საუბარ-
საც. პროვინციული აქცენტი სრულებით არ ეტყობოდა, თუმცა მის სა-
უბარში იგრძნობოდა რაღაც გალობისმაგვარი ინტონაცია, რაც საოც-
რად ტკბილად ხვდებოდა ქვედა მიწებიდან ამოსული მდუმარე ფერმე-
რების ყურს. არც თუ იშვიათად, ისინი ვისკის ბოთლსაც გამოაყოლებ-
დნენ ხოლმე ხელს, სამზარეულოს ფანჯრისა და მისის ჰამილტონის
მკაცრი მზერისგან შორს დასხდებოდნენ და პატარ-პატარა ყლუპებს ვე-
ლური ანისულის მწვანე ღეროებს აყოლებდნენ, ალკოჰოლის სუნი რომ
გადაეფარათ. იშვიათად თუ მოხდებოდა ისე, რომ სამჭედლოში სამი-
ოთხი ადამიანი არ იჯდა და სამუელ ჰამილტონის ჩაქუჩის კაკუნსა და
საუბარს არ უსმენდა. მას სასაცილო გენიოსს უწოდებდნენ და მისი ნა-
ამბობი სათუთად მიჰქონდათ სახლებში, შემდეგ კი ძალიან უკვირდათ,
რატომ კარგავდა გზაში სამუელის მიერ მოყოლილი ისტორიები ხიბლს
და რატომ ჟღერდა სულ სხვანაირად მათ სამზარეულოებში.
სალეწი მანქანის, ჭის საბურღი დანადგარისა და სამჭედლოს პატ-
რონი წესით მდიდარი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამუელს
ბიზნესის ნიჭი სრულებით არ ჰქონდა. მისი მეზობლები ყოველთვის
ფეხს ითრევდნენ, ფულის გადახდას ჯერ მოსავლის აღების შემდეგ პირ-
დებოდნენ მას, მერე შობა რომ ჩაივლიდა და მერე სულაც ავიწყდებო-
დათ; სამუელს კი შეხსენება ყოველთვის ერიდებოდა და ჰამილტონებიც
ღარიბებად რჩებოდნენ.
წელი არ გავიდოდა ისე, რომ ჰამილტონების ოჯახში ერთი ბავშვი
მაინც არ დაბადებულიყო. ახლომახლო სულ რამდენიმე ექიმი ცხოვ-
რობდა და ისინიც იმდენად დაკავებულები იყვნენ, რომ მშობიარობის-
თვის უბრალოდ არ ეცალათ. გამონაკლისი მხოლოდ ის შემთხვევები
იყო, როდესაც რომელიმე ოჯახის სიხარული კოშმარად იქცეოდა ხოლ-
მე და ბავშვის გაჩენა რამდენიმე დღით გაიწელებოდა. სამუელმა თავი-
სი ცოლი ცხრაჯერვე თავად ამშობიარა. ის მოხერხებულად ჭრიდა ჭიპ-

13
ლარს; თუ საჭირო იყო, ახალშობილს საჯდომზე მიარტყამდა ხოლ-
მე ხელს და მშობიარის ოთახსაც თავად ასუფთავებდა. ნაბოლარას
დაბადებას პატარა გართულება რომ მოჰყვა და ბავშვი თითქმის გა-
შავებული იყო, სამუელმა იქამდე უბერა ფილტვებში ჰაერი, სანამ პა-
ტარამ დამოუკიდებლად არ დაიწყო სუნთქვა. მას იმდენად ფაქიზი
ხელები ჰქონდა, რომ ოციოდე მილის მოშორებით მცხოვრები მე-
ზობლებიც კი ხშირად დაუძახებდნენ ხოლმე, როდესაც მშობიარო-
ბისას დახმარება დასჭირდებოდათ. ამ დროს, სულაც არ ჰქონდა
მნიშვნელობა, ადამიანი იქნებოდა ფეხმძიმედ, თუ რომელიმე ში-
ნაური ცხოველი.
ერთ-ერთ თაროზე, ხელმისაწვდომ ადგილას, სამუელს შავი ფე-
რის წიგნი ჰქონდა შენახული. მასზე ოქროსფერი ასოებით ეწერა:
„ექიმ განის საოჯახო მედიცინა“. ზოგიერთი ფურცელი უკვე გაცვე-
თილი იყო, ზოგიერთი გვერდი კი, საერთოდ არასოდეს გადაშლი-
ლა. ამ წიგნის დათვალიერებით, ჰამილტონების სამედიცინო ისტო-
რიას შეგვიძლია გავეცნოთ. ბევრჯერ წაკითხულ ნაწილებს შორისაა
მოტეხილობა, ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობა, სისხლჩაქცე-
ვა, ყბაყურა, წითელა, ზურგის ტკივილი, ქუნთრუშა, დიფტერია, რევ-
მატიზმი, ქალური დაავადებები, თიაქარი და, რა თქმა უნდა, ყველა-
ფერი ის, რაც მშობიარობას ეხება. როგორც ჩანს, ჰამილტონებს იღ-
ბალი სწყალობდათ ან, უბრალოდ, ზედმიწევნით ზნეობრივ ცხოვ-
რებას ეწეოდნენ, რადგან, ის გვერდები, სადაც გონორეისა და სიფი-
ლისის შესახებ ეწერა, საერთოდ გადაუშლელი იყო.
ისტერიკაში ჩავარდნილი ადამიანის ან შიშისგან გაფითრებული
ბავშვის დაწყნარებაში სამუელს ბადალი არ ჰყავდა. ყველაფრის თა-
ვი და თავი აქ მისი საუბრის საოცრად ტკბილი მანერა და სულის სიმ-
შვიდე იყო. ის ისეთივე სუფთა იყო შინაგანად, როგორც გარეგნუ-
ლად. მის სამჭედლოში სასაუბროდ მისული ადამიანები გინებასაც
კი ივიწყებდნენ და არა იმიტომ, რომ ვინმე უკრძალავდა. ეს რაღაც-

14
ნაირად თავისთავად ხდებოდა, თითქოს ყველა გრძნობდა, რომ იქ უწ-
მაწური სიტყვების ადგილი არ იყო.
სამუელს ყოველთვის უცხოელის იერი ჰქონდა და, ალბათ, ამის
უმთავრესი მიზეზი მისი საუბრის მანერა იყო. ამის გამო, ახლომახ-
ლო მცხოვრები მამაკაცები და ქალებიც კი, ისეთ საიდუმლოებებს
ანდობდნენ მას, რომლებსაც ახლო ნათესავებსა და მეგობრებსაც კი
უმალავდნენ. ოდნავი უცნაურობა სამუელს სხვებისგან საგრძნობლად
განასხვავებდა და ადამიანებიც უშიშრად უზიარებდნენ მას თავიანთ გუ-
ლისნადებს.
რაც შეეხება ლიზა ჰამილტონს, ის სულ სხვა ყაიდის ირლანდიელი
იყო. მას პატარა და მრგვალი თავი ჰქონდა, რომელიც საკმაოდ შეზღუ-
დული რაოდენობის დოგმებს ინახავდა; მისი ცხვირი ღილივით ბრტყე-
ლი და მრგვალი იყო, ნიკაპი – ოდნავ შეზნექილი, ქვედა ყბა კი, ღმერ-
თისა და მისი ანგელოზების შემწყნარებლური მოწოდებების მიუხედა-
ვად, მუქარისშემცველად გამოწეული.
ლიზა ძალიან კარგი მზარეული იყო და სახლიც მუდამ გაკრიალებუ-
ლი ჰქონდა. ის, ფეხმძიმობის დროსაც კი, ყოველთვის ბევრს მუშაობდა
და საკუთარ თავს დასვენების უფლებას მხოლოდ მაშინ აძლევდა, რო-
დესაც მშობიარობამდე ორიოდე კვირა რჩებოდა. ისეთი შთაბეჭდილე-
ბა იქმნებოდა, რომ ლიზას მენჯის თაღი ვეშაპის ძვლისა ჰქონდა, რად-
გან ერთიმეორის მიყოლებით საკმაოდ მოზრდილ ბავშვებს აჩენდა.
ცოდვის შესახებ მას საკუთარი, კარგად ჩამოყალიბებული შეხედუ-
ლებები ჰქონდა. უსაქმურობა მისთვის ერთ-ერთი სერიოზული ცოდვა
იყო. ბანქოს თამაშსაც კი უსაქმურობის ერთ-ერთ გამოხატულებად მი-
იჩნევდა. ლიზა ეჭვის თვალით უყურებდა ასევე გართობას და სულაც არ
ჰქონდა მნიშვნელობა ცეკვაში გამოიხატებოდა ეს, სიმღერაში თუ უბრა-
ლოდ სიცილში. ის თვლიდა, რომ თუ ადამიანი კარგ დროს ატარებს, ეშ-
მაკისთვის უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ეს კი ერთობ დასანანი იყო,
რადგან სამუელს სიცილი ძალიან უყვარდა. მისტერ ჰამილტონის სული

15
მართლაც ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი იყო ეშმაკისთვის და
ლიზაც ისე იცავდა თავის ქმარს, როგორც შეეძლო.
თმა მისის ჰამილტონს ყოველთვის უკან ჰქონდა გადაწეული და კე-
ფაზე მჭიდროდ შეკრული. როგორ ეცვა, ნამდვილად არ მახსოვს. შემიძ-
ლია ვივარაუდო, რომ მისი სამოსი ზუსტად ესადაგებოდა მისსავე ხასი-
ათს. იუმორის გრძნობის ნასახიც კი არ გააჩნდა, თუმცა, ზოგჯერ, საკ-
მაოდ მოსწრებულად და მწარედ წაკბენდა ხოლმე ვინმეს. შვილიშ-
ვილებს მისი ყოველთვის ეშინოდათ, რადგან სისუსტეს არასოდეს
ავლენდა. ლიზა ვაჟკაცურად და ზედმეტი წუწუნის გარეშე მიჰყვებო-
და მძიმე ცხოვრებას, რადგან სწამდა, რომ მის ღმერთს სწორედ ეს
სურდა. მისის ჰამილტონს სჯეროდა, რომ ზეციერი მას, მოგვიანე-
ბით, აუცილებლად დააჯილდოვებდა.
-2-
თავიანთ სამშობლოში, ევროპელებს მიწის თითოეული მტკავე-
ლისთვის უწევდათ ბრძოლა. ამიტომ, როდესაც ისინი პირველად ჩა-
მოვიდნენ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე და აღმოაჩინეს, რომ
ნაკვეთის მისაღებად აქ მხოლოდ საბუთებზე ხელის მოწერა და სა-
ძირკვლის ჩაყრა იყო საკმარისი, სიხარბისგან თითქოს თვალთ და-
უბნელდათ. მათ სულ უფრო და უფრო მეტი მიწა სურდათ – კარგი
მიწა, რა თქმა უნდა, მაგრამ, უკიდურეს შემთხვევაში, ნებისმიერიც
მისაღები იყო. შესაძლოა, ამის მიზეზი ის არის, რომ მათ ფეოდალუ-
რი ევროპის ხანა ახსენდებოდათ. მაშინდელი მდიდარი და წარმა-
ტებული ოჯახები ხომ სწორედ იმიტომ იყვნენ მდიდრები და წარმა-
ტებულები, რომ მიწებს ფლობდნენ. ამიტომ, პირველმა ევროპე-
ლებმა აქ იმდენი მიწა აიღეს, რამდენსაც ვერაფერში გამოიყენებ-
დნენ. საბოლოო ჯამში კი ყველანაირი ურთიერთკავშირი დაირღვა
და, თუ ევროპაში ათი აკრიც საკმარისი იყო ოჯახის კეთილდღეობის-
თვის, კალიფორნიაში შეიძლებოდა ორი ათასი აკრი გქონოდა და
მაინც გაღლეტილი ყოფილიყავი.

16
სულ მალე, კინგ-სითისა და სან-არდოს მახლობლად მდებარე მო-
შიშვლებულ მიწებზე თავისუფალი ადგილი საერთოდ აღარ დარჩა და
ღარიბი ოჯახები, რომლებიც აქ დასახლდნენ, წელის გაწყვეტამდე მუ-
შაობდნენ, რათა ლუკმაპური არ მოკლებოდათ. ეს ადამიანები, ისევე
როგორც კოიოტები, შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდნენ და გადასარჩე-
ნად ათასგვარ ხერხს მიმართავდნენ. ისინი აქ ფულის, აღჭურვილობის,
საჭირო ინსტრუმენტებისა და კრედიტის გარეშე ჩამოვიდნენ და, რაც
ყველაზე მთავარია, საერთოდ არ ჰქონდათ წარმოდგენა, როგორი იყო
ეს ახალი მიწა და როგორ უნდა გამოეყენებინათ ის. არც კი ვიცი, რა ძა-
ლამ უბიძგა მათ, ასე მოქცეულიყვნენ – რაღაც ღვთაებრივმა სიბრიყვემ,
თუ საკუთარ თავში განსაკუთრებულმა რწმენამ. ასეა თუ ისე, დანამდვი-
ლებით შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ავანტიურისტული სული დღე-
ვანდელ მსოფლიოში აღარ არსებობს. არადა, ოჯახები მართლაც ახერ-
ხებდნენ გადარჩენას და მრავლდებოდნენ კიდეც. მათ ჰქონდათ ის გან-
საკუთრებული იარაღი, რომელიც ასევე გამქრალია ან, შესაძლოა, უბრა-
ლოდ მიძინებულია და შესაფერის მომენტს ელის. არსებობს მოსაზრე-
ბა, რომ ამ ხალხს გულწრფელად სწამდა ღმერთის სამართლიანობისა
და სწორედ ამიტომ, მას ყველაზე ძვირფასს – საკუთარ რწმენას ანდობ-
და, სხვა ყველაფერი კი მათთვის მეორეხარისხოვანი იყო. თუმცა, მე
ვთვლი, რომ მათ ყველაზე მეტად საკუთარი თავისა სჯეროდათ,
საკუთარ თავს, როგორც პიროვნებებს, დიდ პატივს სცემდნენ და
ზუსტად იცოდნენ საკუთარი თავის ფასი. ამიტომ, ისინი ღმერთს თამა-
მად ანდობდნენ საკუთარ სიმამაცესა და ღირსებას, რათა მოგვიანებით
ეს ყველაფერი უკან დაბრუნებოდათ. ასეთი რამ დღეს აღარ არსებობს,
რადგან, ალბათ, ადამიანებს საკუთარი ძალების აღარ სჯერათ. მათ ურ-
ჩევნიათ ერთი ძლიერი პიროვნება იპოვონ, რომელსაც უკან გაჰყვებიან
და სულაც არ იფიქრებენ იმაზე, სწორი გზით მიდის ის თუ არა.
ბევრი, სალინასის ველზე, მართლაც უფულოდ ჩამოვიდა, მაგრამ
არსებობდნენ ისეთებიც, ვისაც ახალი ცხოვრების დასაწყებად გარკვეუ-
ლი თანხა ჰქონდა შემონახული. ასეთები ნაკვეთში ფულს იხდიდნენ და,

17
როგორც წესი, კარგ მიწებს ყიდულობდნენ, ხის სახლებს იშენებ-
დნენ, რომლებშიც ძვირფასი ხალიჩები ჰქონდათ დაფენილი, ფან-
ჯრებში კი ფერად შუშებს სვამდნენ. ასეთი ოჯახი ჩვენს შემოგარენ-
ში რამდენიმე იყო. ისინი უზარმაზარ ტერიტორიებს ფლობდნენ,
რომლებსაც გარეული ყვითელი მდოგვისგან ასუფთავებდნენ და
მის ადგილას ხორბალს თესავდნენ.
სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო ადამ ტრასკი.

თავი მესამე
-1-
ადამ ტრასკი კონექტიკუტის ერთი დიდი ქალაქის მახლობლად
მდებარე ერთი პატარა ქალაქის შემოგარენში, ერთ პატარა ფერმაში
დაიბადა. ის დედისერთა იყო. 1862 წელს, ექვსი თვით ადრე, სანამ
ადამი ამ ქვეყანას მოევლინებოდა, მამამისი კონექტიკუტის ქვეით-
თა ლეგიონში გაიწვიეს. ამ პერიოდში, ადამის დედა ფერმასაც უვ-
ლიდა, ბავშვსაც ატარებდა მუცლით და, ამ ყველაფერთან ერთად,
ელემენტარულ თეოსოფიასაც ეცნობოდა. ის დარწმუნებული იყო,
რომ მის მეუღლეს ბარბაროსი და ველური ამბოხებულები აუცილებ-
ლად მოკლავდნენ და, სწორედ ამიტომ, როგორც თავად ამბობდა,
მასთან „გაღმა შესახვედრად“ ემზადებოდა. მაგრამ, მამა სახლში
ადამის დაბადებიდან თვენახევრის შემდეგ დაბრუნდა. მარჯვენა
ფეხი მუხლამდე ჰქონდა მოკვეთილი და მის ადგილას საკუთარი ხე-
ლით გაკეთებული ჯოხი მიემაგრებინა. ეს სახელდახელო კიდური
უკვე გაბზარული იყო და არაფრად ვარგოდა. ასე კოჭლობით შევიდა
სახლში და პირველ რიგში მაგიდაზე ის ტყვია დადო, რომელიც ფე-
ხის ამპუტაციის დროს პირში ედო და სიმწრისგან ღეჭავდა.
ადამის მამას საირუსი ერქვა. ის თავზეხელაღებული, ცოტათი
შეშლილი კაცი იყო – გაშმაგებული დაქროდა თავისი ორთვალა ეტ-
ლით და ხის ფეხსაც მარჯვედ იყენებდა. ხანგრძლივი სამხედრო კა-
რიერა მას არ ჰქონია, მაგრამ, რაც მოასწრო, იმითაც კმაყოფილი
18
დარჩა. ბუნებით აზარტულ საირუსს ძალიან მოეწონა ეს ხანმოკლე მომ-
ზადების პერიოდი, რომელშიც უშუალოდ ვარჯიშის გარდა, ბანქოს თა-
მაში, სმა და ბოზებში სიარულიც შედიოდა. შემდეგ, შევსების ჯგუფის
სხვა წევრებთან ერთად, სამხრეთში გაემგზავრა და ეს ლაშქრობაც ძა-
ლიან მოეწონა – ქვეყანაც ნახა, სხვა ჯარისკაცებთან ერთად ქათმებსაც
იპარავდა და ამბოხებულების ქალიშვილებთან ერთადაც კოტრიალობ-
და თივის ზვინებში. ბრძოლებისა და სამხედრო მანევრების დამღლე-
ლი რეალობა საირუსს საერთოდ არ უგრძვნია. მტერთან პირისპირ მხო-
ლოდ ერთხელ, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, რვა საათზე აღმოჩ-
ნდა, ცხრის ნახევარზე კი მარჯვენა ფეხში ყუმბარა მოხვდა და ძვლები
ისე დაუმსხვრია, რომ აღდგენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. აქ მას ძა-
ლიან გაუმართლა: ამბოხებულებმა მალე დაიხიეს უკან და საველე ექი-
მებიც წამსვე საირუსის გვერდით გაჩნდნენ. მიუხედავად ამისა, ხუთწუ-
თიანი კოშმარი მაინც გადაიტანა, როდესაც დაფლეთილ ხორცს აჭრიდ-
ნენ, ძვალს უხერხავდნენ და ჭრილობებს უწვავდნენ. ტყვიაზე დარჩენი-
ლი ნაკბილარები სწორედ ამის დასტურია. გარდა ამისა, სანამ ჭრილო-
ბა მაშინდელი საავადმყოფოებისათვის ჩვეულ ანტისანიტარიულ პი-
რობებში შეხორცდებოდა, საირუსმა საკმაოდ ძლიერი ტკივილები გა-
დაიტანა. ის სიცოცხლისუნარიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული
ადამიანი იყო. ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ ყავარჯნებით დადიოდა
და ის-ის იყო საკუთარი ხელით დაიწყო ხელოვნური ფეხის გამოთლა,
ერთი უცნობი შავკანიანი გოგონასგან საკმაოდ სერიოზული ვენერიული
დაავადება აიკიდა. გოგონამ ღობის მეორე მხრიდან დაუძახა და მომსა-
ხურებაში ათი ცენტი გამოართვა. როდესაც საირუსმა ხის კიდურის დამ-
ზადება დაასრულა და ისიც იცოდა, თუ რით იყო დაავადებული, იმ გო-
გონას ძებნა დაიწყო. მან თავის
თანამებრძოლებს დაწვრილებით უამბო, რის გაკეთებას აპირებდა:
ცხვირი და ყურები ჯაყვით უნდა მოეჭრა იმ გოგოსთვის, შემდეგ კი თა-
ვისი ფული უკან დაებრუნებინა.

19
– როდესაც ჩემს საქმეს დავამთავრებ, ისეთი სასაცილო შესახე-
დავი იქნება ის ძუკნა, რომ მთვრალი ინდიელიც კი არასდროს გაეკა-
რება, – ამბობდა საირუსი.
როგორც ჩანს, ამ ხანმოკლე გართობის ობიექტს ყველაფერი წინას-
წარ ჰქონდა გათვლილი, რადგან საირუსმა მას ვერსად მიაგნო. რო-
დესაც საავადმყოფოდან გამოწერეს და ჯარიდანაც გაათავისუფ-
ლეს, გონორეა უკვე საგრძნობლად იყო შესუსტებული, მაგრამ ესეც
საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კონექტიკუტში დაბრუნებულ
საირუსს ცოლიც დაეავადებინა.
მისის ტრასკი ფერმკრთალი და საკუთარ თავში ჩაკეტილი ქალი
იყო. ვერც ცხელი მზე აწითლებდა მის ლოყებს და ვერც ყველაზე
ხმამაღალი და გადამდები სიცილი ცვლიდა მისი ბაგეების ფორმას.
რელიგია სამყაროში არსებული სიავის საპირწონედ და ადამიანების
საუკეთესო მკურნალად მიაჩნდა. როდესაც უბედურებათა ხასიათი
იცვლებოდა, რელიგიაშიც შეჰქონდა შესწორებები. როდესაც მისის
ტრასკმა აღმოაჩინა, რომ თეოსოფია, რომელსაც გარდაცვლილ
ქმართან შესახვედრად სწავლობდა, აღარაფერში სჭირდებოდა, ახა-
ლი უბედურების ძებნა დაიწყო. მისმა მონდომებამ ნაყოფი მალე გა-
მოიღო და ეს საირუსის მიერ ჯარიდან ჩამოტანილ ინფექციაში გა-
მოიხატა. როგორც კი მისის ტრასკმა დაავადება აღმოაჩინა, წამსვე
შეიმუშავა ახალი თეოლოგიური პრინციპი და ურთიერთობის ღმერ-
თი შურისძიების ღმერთად აქცია. მის მიერ შექმნილი ღვთაებები-
დან ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად აკმაყოფილებდა მის მოთხოვ-
ნილებებს და, როგორც საბოლოოდ გაირკვა, ის მისი უკანასკნელი
ქმნილება აღმოჩნდა. არც თუ ბევრი ფიქრის შემდეგ, მისის ტრასკი
იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დაავადება პირდაპირ კავშირში იყო
სიზმრებთან, რომლებსაც ქმრის არყოფნაში ნახულობდა. თუმცა, ეს
მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი ახალი ღმერთი ნამდვილი
ექსპერტი იყო სასჯელების მოფიქრებაში და მისის ტრასკისგან მან
მსხვერპლი მოითხოვა. ძალიან ბევრი იფიქრა საირუსის ცოლმა, თუ

20
რა შეიძლებოდა ყოფილიყო თვითგვემის ყველაზე სასიამოვნო ფორმა
და ძალიან ბედნიერად იგრძნო თავი, როდესაც გამოსავალს მიაგნო, –
მსხვერპლად მას საკუთარი თავი უნდა მიეტანა. ორი კვირა დასჭირდა
მისის ტრასკს, რათა უკანასკნელი წერილი დაეწერა და შემდეგ შესწო-
რებები შეეტანა მასში. ამ წერილში მან აღიარა ის ცოდვები, რომლებიც
ვერ ჩაიდინა და ისინიც, რომლების ჩადენაც მის ძალას აღემატებოდა.
ამის შემდეგ, მან მალულად შეკერილი სუდარა შემოიხვია ტანზე, ერთ
მთვარიან ღამეს გარეთ გავიდა და ისეთ მეჩხერ გუბეში დაიხრჩო თავი,
რომ წინასწარ მუხლებზე დადგომა და წყალში თავის ჩაყოფა დასჭირ-
და. რა თქმა უნდა, ეს უზარმაზარ ნებისყოფას მოითხოვდა. ის-ის იყო
მისის ტრასკს გონება უნდა დაეკარგა, რომ გაღიზიანებულმა გაიფიქრა
როგორ ამოიყვანდნენ დილით გუბიდან და როგორი დასვრილი იქნე-
ბოდა მისი ქათქათა კაბა. საბოლოოდ, ასეც მოხდა.
ცოლი საირუს ტრასკმა ვისკით სავსე პატარა კასრით გამოიგლოვა.
მასთან ერთად იყო მისი სამი ყოფილი თანამებრძოლი, რომლებიც მე-
ნის შტატში მიემგზავრებოდნენ და გზად მეგობრის მონახულება
გადაწყვიტეს. პატარა ადამმა ტრაგედიის პირველ დღეს ბევრი იტი-
რა, რადგან ჭირისუფლებმა ბავშვებთან მოპყრობა არ იცოდნენ და მისი
გამოკვება დაავიწყდათ. თუმცა, ეს პრობლემა საირუსმა მალე მოაგვარა
– პატარა ჩვარი ვისკიში ამოავლო და ბავშვს მიაწოდა. სამი თუ ოთხი
ამოვლების შემდეგ, ადამმა მშვიდად დაიძინა. გლოვის დღეებში მან კი-
დევ რამდენჯერმე გაიღვიძა და როგორც კი ტირილისმაგვარს ამოუშვებ-
და, ვისკიში ამოვლებულ ჩვარს აჩეჩებდნენ ხელში. ამის შემდეგ, ადამი
ისევ იძინებდა. ბავშვი ორდღენახევრის განმავლობაში იყო მთვრალი.
არავინ იცის, რა ზიანი მიაყენა სასმელმა მის განვითარებად ტვინს, მაგ-
რამ ნივთიერებათა ცვლაზე კი ნამდვილად დადებითად იმოქმედა. ამის
შემდეგ, ადამი რკინის ჯანმრთელობით გამოირჩეოდა. როდესაც სამი
დღის შემდეგ, საირუსმა საშველი დააყენა და თხა შეიძინა, ადამი გიჟი-
ვით ეცა რძეს და იმდენი დალია, რომ აღებინა. ამის შემდეგ, მან კიდევ

21
დალია და კიდევ აღებინა, მაგრამ მამამისს ოდნავაც არ უნერვი-
ულია, რადგან მასაც იგივე ემართებოდა.
ერთი თვეც არ გასულა და საირუს ტრასკმა არჩევანი მეზობლად
მცხოვრები ერთ-ერთი ფერმერის ჩვიდმეტი წლის ქალიშვილზე შეაჩე-
რა. მან ზუსტად იცოდა, რა სურდა და საქმესაც რეალისტურად მიუდგა.
საირუსის განზრახვები რომ ღირსეული და გონივრული იყო, ამაში
ერთი წუთითაც არავის შეპარვია ეჭვი. გოგონას მამა ამ ურთიერთო-
ბას ყველანაირად ხელს უწყობდა, რადგან კიდევ ორი ქალიშვილი
ჰყავდა დასაოჯახებელი, უფროსი კი, რომელსაც ელისი ერქვა, უკვე
ჩვიდმეტი წლის იყო და ხელი მას ცხოვრებაში პირველად სთხოვეს.
საირუსს სურდა, რომ ადამს მომვლელი ჰყოლოდა. მას ისეთი
ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც სახლსაც მიალაგებდა და საჭ-
მელსაც დაამზადებდა, მოსამსახურე კი ფული ღირდა. გარდა ამისა,
ის ენერგიული ადამიანი იყო და ქალის სხეულის აუცილებლობასაც
გრძნობდა, მაგრამ თუ არ დაქორწინდებოდი, ამაშიც ფულის გადახ-
და მოგიწევდა. საირუსს სულ ორი კვირა დასჭირდა, რომ ელისი მო-
ეხიბლა, ცოლად მოეყვანა, ლოგინში ჩაეწვინა და დაეფეხმძიმებინა.
მეზობლებს დაქვრივებული საირუსის ასეთი ნაჩქარევი ქორწინება
სულაც არ გაკვირვებიათ. იმ დროს, ერთი მამაკაცი ცხოვრებაში სამი-
ოთხი ცოლის გასტუმრებას ასწრებდა და ეს არავისთვის იყო გასაკ-
ვირი.
ელის ტრასკს საკმაოდ ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, სახლს ყო-
ველთვის განსაკუთრებული მონდომებით ალაგებდა და ყველა კუთ-
ხე-კუნჭულს აკრიალებდა. ის არ იყო ლამაზი, ამიტომ, ამ მხრივ ყუ-
რადღების მიქცევა სულაც არ სჭირდებოდა. მას მკრთალი თვალები,
მოყვითალო სახე და უსწორმასწორო კბილები ჰქონდა, მაგრამ, სა-
ოცრად ჯანმრთელი იყო და ფეხმძიმობის დროს ერთხელაც არ და-
უჩივლია. უყვარდა თუ არა ბავშვები, უცნობია. მისთვის ამის შესახებ
შეკითხვა არავის დაუსვამს, ელისი კი მხოლოდ მაშინ ამოიღებდა
ხოლმე ხმას, როდესაც რამეს ჰკითხავდნენ. საირუსის აზრით, ეს მი-

22
სი ყველაზე მთავარი დადებითი თვისება იყო. ის არასოდეს გამოთქვამ-
და საკუთარ აზრს, ხოლო, როდესაც მამაკაცი საუბრობდა, ისეთ სახეს
მიიღებდა ხოლმე, თითქოს ყურადღებით უსმენდა მას და თან საშინაო
საქმეებს წუთითაც არ წყდებოდა.
საირუსს თავისი ცოლის ახალგაზრდობა, გამოუცდელობა და სიტ-
ყვაძუნწობა ცხოვრებაში ძალიან
გამოადგა. ფერმაზე ის, თავისი მეზობლების მსგავსად, კვლავაც
გულმოდგინედ შრომობდა და ამის პარალელურად, ცხოვრების ახალ
ეტაპზე გადავიდა, რასაც ვეტერანის კარიერა ჰქვია. იმ ენერგიას, რო-
მელსაც ადრე გართობაში ხარჯავდა, ახლა აზროვნებაში იყენებდა. მი-
სი სამხედრო სამსახურის ხარისხისა და ხანგრძლივობის შესახებ მხო-
ლოდ თავდაცვის დეპარტამენტში იცოდნენ, ხის ფეხი კი ამის უტყუარი
დასტური და იმის გარანტია იყო, რომ ჯარში აღარასდროს გაიწვევდნენ.
თავდაპირველად ის საკმაოდ მორიდებულად უყვებოდა ელისს თავისი
სამხედრო წარსულის შესახებ, მაგრამ რაც დრო გადიოდა, საირუსის
თხრობის ტექნიკა სულ უფრო და უფრო უმჯობესდებოდა და, შესაბამი-
სად, მისი „ბრძოლებიც“ უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა. თუ ადრე შინა-
განად მაინც აღიარებდა, რომ ხშირად იტყუებოდა, დროთა განმავლო-
ბაში ესეც გადალახა და თხრობის დროს უკვე მტკიცედ სჯეროდა, რომ
მის მიერ მოყოლილი ისტორიები სრული სიმართლე იყო. სანამ საირუ-
სი ჯარში წავიდოდა, სამხედრო ხელოვნებით დიდად არ ინტერესდებო-
და. ახლა კი ომის შესახებ დაწერილ წიგნებს ყიდულობდა, ყველა რე-
პორტაჟს ეცნობოდა, ნიუ-იორკიდან გაზეთებს იწერდა, რუკებს სწავ-
ლობდა. ადრე, მისი გეოგრაფიული ცოდნა საკმაოდ მწირი იყო, ხოლო
ბრძოლის ტაქტიკის შესახებ ინფორმაციას საერთოდ არ ფლობდა; ახ-
ლა კი საირუსი ამაშიც ექსპერტად იქცა. მან ზეპირად იცოდა არა მხო-
ლოდ ყველა ბრძოლის, გადაადგილებებისა და კამპანიების შესახებ,
არამედ, ასევე, რომელ ბრძოლაში რომელი დანაყოფი მონაწილეობდა,
რომელი ლეგიონი იბრძოდა, რომელი პოლკოვნიკი ხელმძღვანელობ-
და ამა თუ იმ ოპერაციას და როგორ ან სად მოხდა თითოეული ლეგიო-

23
ნის ფორმირება. როდესაც ის ამ ყველაფრის შესახებ ყვებოდა, მტკი-
ცედ სჯეროდა, რომ ამ ბრძოლებში თავადაც მონაწილეობდა.
ეს ყველაფერი ეტაპობრივად მიმდინარეობდა, ამასობაში კი ადამი
და მისი უმცროსი ნახევარძმა ჩარლზიც წამოიზარდნენ. ბავშვები
მორჩილად ისხდნენ ხოლმე და ყურადღებით უსმენდნენ მამის მიერ
მოყოლილ ისტორიებს – როგორ გეგმავდნენ გენერლები ბრძო-
ლებს, როგორ უშვებდნენ შეცდომებს და რაში მდგომარეობდა ამ
შეცდომების არსი. საირუსს, რა თქმა უნდა, ყველაფერი წინასწარ
ჰქონდა გათვლილი. ერთხელ, ის მივიდა გრანტთან და მაკლელან-
თან, თავისი სათქმელი პირდაპირ უთხრა და შეეხვეწა, მის მიერ შე-
მუშავებული გეგმა გამოეყენებინათ. გენერლებმა მისი რჩევა ყურად
არ იღეს და მხოლოდ მოგვიანებით, ყველაფერი რომ დამთავრდა,
ყველა მიხვდა, რომ ტრასკი მართალი იყო.
უნდა ითქვას, რომ საირუსს, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერ-
თხელაც არ დაუწინაურებია საკუთარი თავი – რიგითი ტრასკი ბო-
ლომდე რიგითად დარჩა. ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც ის არ იტ-
ყუებოდა და ალბათ სწორადაც იქცეოდა. საბოლოოდ, მის მიერ მო-
ყოლილი ისტორიებიდან შესაძლებელია ერთი დასკვნა გამოვიტა-
ნოთ: მსოფლიო ომების ისტორიაში ასეთი მობილური და აქტიური
რიგითი მეორე არ არსებობდა. ზოგჯერ ის ოთხ სხვადასხვა ბრძო-
ლაში ერთდროულად მონაწილეობდა, მაგრამ, ალბათ ინსტინქტუ-
რად ხდებოდა, რომ ამ სხვადასხვა ბრძოლებს ის ერთსა და იმავე
დღეს არასოდეს აღწერდა. ელისსა და ბიჭებს მის შესახებ ნათელი
წარმოდგენა ჰქონდათ შექმნილი: საირუსი იყო ერთი რიგითი ჯა-
რისკაცი, რომელიც თავისი რიგითობით ძალიან ამაყობდა და არა
მხოლოდ ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას,
არამედ თავისუფლად შედიოდა შტაბის შეკრებებზე და ხან ეთან-
ხმებოდა, ხანაც ეწინააღმდეგებოდა გენერლების მიერ წარმოდგე-
ნილ გეგმებს.

24
ლინკოლნის მკვლელობამ საირუსს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა.
ის ყოველთვის ემოციურად იხსენებდა იმ დღეს, როდესაც ეს საშინელი
ამბავი შეიტყო და როგორც კი ამის შესახებ სიტყვა ჩამოვარდებოდა,
თვალებზე ცრემლები ადგებოდა. იქმნებოდა ნათელი შთაბეჭდილება,
რომ რიგითი საირუს ტრასკი ლინკოლნის უახლოესი, უსაყვარლესი და
უდიდესი ნდობით აღჭურვილი მეგობარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ
თავად საირუსს ეს არასდროს უთქვამს. თუ მისტერ ლინკოლნს ჯარის
შესახებ ინფორმაციის მიღება სურდა (ნამდვილი ჯარის და არა იმ
თვითკმაყოფილი იდიოტების შესახებ, რომლებმაც მხოლოდ ის იციან,
რომ თავიანთი ოქროსფერი ქამრებით ამაყობენ), რიგით ტრასკს უკავ-
შირდებოდა. როგორ ახერხებდა საირუსი, რომ ამის შესახებ არაფერი
ეთქვა და მაინც ყველა დაერწმუნებინა რომ ასე იყო, გაუგებარია. ამას
თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ირიბი მინიშნებების ტრიუმფი. მატ-
ყუარას ვერავინ უწოდებდა, რადგან ტყუილი მას უკვე ძვალსა და რბილ-
ში ჰქონდა გამჯდარი და მისი პირიდან ამოსულ სიმართლესაც კი სიც-
რუის ელფერი დაჰკრავდა.
საირუსი ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა იყო, როდესაც საომარი
სტრატეგიის შესახებ ჯერ წერილების, შემდეგ კი სტატიების წერა დაიწ-
ყო. მისი დასკვნები ჭკვიანური და დამაჯერებელი იყო. მას მართლაც შე-
სანიშნავი სამხედრო ტაქტიკოსის გონება განუვითარდა. ერთნაირად
აკრიტიკებდა როგორც უკანასკნელი ომის მიმდინარეობას, ასევე ჯარში
არსებულ უცვლელ ვითარებას და ეს კრიტიკა ყოვლისმომცველი იყო.
მისი სტატიები სხვადასხვა ჟურნალებში ქვეყნდებოდა და ყურადღებას
იქცევდა, ხოლო სამხედრო დეპარტამენტში გაგზავნილი წერილები,
რომლებიც პარალელურად გაზეთებშიც იბეჭდებოდა, მართლაც ახდენ-
და გავლენას ჯარში გადაწყვეტილებების მიღებაზე. „რესპუბლიკის დი-
დი არმია“ პოლიტიკურ ძალად რომ არ გადაქცეულიყო, შესაძლოა სა-
ირუსის მოსაზრებები ვაშინგტონში ვერავის გაეგო, მაგრამ საქმე იმაში
გახლდათ, რომ ტრასკი მილიონობით ჯარისკაცის სახელით საუბრობ-
და და ამ გარემოებას ძალაუნებურად უწევდნენ ანგარიშს. საქმე იქამ-

25
დეც მივიდა, რომ საირუსს რჩევას ეკითხებოდნენ როგორც ჯარის
სტრუქტურის, ასევე ოფიცერთა შორის ურთიერთობების, პირადი შე-
მადგენლობისა და შეიარაღების საკითხებში. ნებისმიერი, ვინც კი მოუს-
მენდა, წამსვე რწმუნდებოდა, მის წინაშე ნამდვილი ექსპერტი რომ იდ-
გა. სამხედრო საკითხებში მას მართლაც განსაკუთრებული ნიჭი
ჰქონდა. მეტიც, მან ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა „რეს-
პუბლიკის დიდი არმიის“ შეკრულ, ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყა-
ლიბებაში, რამაც ქვეყნის ცხოვრებაში შესამჩნევი კვალი დატოვა. ამ
გაერთიანებაში რამდენიმე უხელფასო თანამდებობაზე მუშაობის
შემდეგ, მდივნობა შესთავაზეს და გასამრჯელოც დაუნიშნეს, რაც სი-
ცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. საირუსი ქვეყნის ერთი ბოლოდან
მეორეში მოგზაურობდა, ესწრებოდა შეკრებებს, ყრილობებსა და
სხვა მსგავს ღონისძიებებს. ასეთი იყო მისი საზოგადოებრივი ცხოვ-
რება.
საირუსის პირადი ცხოვრებაც მისივე ახალი პროფესიით იყო გაჟ-
ღენთილი. ის თავდადებული ადამიანი იყო და საკუთარ ფერმაში
ნამდვილი სამხედრო წესრიგი დაამყარა – მოითხოვდა, ოჯახური ამ-
ბების შესახებ პატაკები მომზადებულიყო. სავსებით შესაძლებე-
ლია, რომ ელისს ასეთი ცხოვრება ძალიანაც მოსწონდა. ბევრი სა-
უბარი ისედაც არ უყვარდა და მოკლე მოხსენების გაკეთება მისთვის
გაცილებით ადვილი უნდა ყოფილიყო, რადგან მუდამ ბავშვების აღ-
ზრდით, სახლის დალაგებითა და სარეცხის
რეცხვით იყო დაკავებული. გარდა ამისა, ახლა ენერგიის დაზოგ-
ვა სჭირდებოდა, თუმცა ამის შესახებ არც ერთ მოხსენებაში სიტყვა
არ დაუძრავს. იყო მომენტები, როდესაც ძალა სრულიად მოულოდ-
ნელად და მთლიანად გამოეცლებოდა და ცოტას თუ არ დაისვენებ-
და, მუშაობას ვერ აგრძელებდა. ღამ-ღამობით ოფლისგან იწურებო-
და. მან მშვენივრად იცოდა, რომ ამ დაავადებას ჭლექი ერქვა. ძლი-
ერი, მომქანცველი ხველა ამის დამატებითი დასტური იყო. ელისმა
არ იცოდა, კიდევ რამდენი ხნის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი,

26
რადგან ყველასათვის ერთნაირად დადგენილი ვადა არ არსებობდა.
ზოგიერთი წლების განმავლობაში იტანჯებოდა, ზოგი კი ძალიან მა-
ლე კვდებოდა. როგორც ჩანს, ელისი ამას თავის ქმარს ვერ უმხელ-
და. საირუსს ავადმყოფობასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდი ჰქონ-
და შემუშავებული, რომელიც სასჯელს უფრო ჰგავდა, ვიდრე მკურნალო-
ბას. თუ ვინმე მუცლის ტკივილზე დაიჩივლებდა, კუჭის ამორეცხვას უტა-
რებდნენ და თან ისეთ ძლიერს, რომ გასაკვირი იყო, როგორ რჩებოდა
ავადმყოფი ამის შემდეგ ცოცხალი. ელისი, ალბათ, თვლიდა, რომ თავი-
სი დაავადების შესახებ ხმა რომ ამოეღო, საირუსი ისეთ რამეს გაუკე-
თებდა, რაც აუცილებლად მოუსწრაფებდა სიცოცხლეს. გარდა ამისა,
რაც უფრო მეტად მილიტარისტული ხასიათისა ხდებოდა საირუსი, მით
უფრო მეტს სწავლობდა ელისიც. ის მიხვდა, რომ ჯარისკაცისთვის გა-
დარჩენის ერთადერთი საშუალება არსებობდა: ისე უნდა მოიქცე, რომ
მეთაურს თვალებში არ გაეჩხირო. ელისი არასოდეს საუბრობდა, თუ
არაფერს ჰკითხავდნენ, აკეთებდა მხოლოდ იმას, რასაც მისგან მოით-
ხოვდნენ და დაწინაურების პრეტენზიასაც არასდროს გამოთქვამდა.
დროთა განმავლობაში, ის ყველაზე დაბალი რანგის რიგითად იქცა და
ასე მისთვისაც უფრო იოლი გახდა ცხოვრება. ნელ-ნელა კიდევ უფრო
უკანა პლანზე გადავიდა, საბოლოოდ კი იმდენს მიაღწია, რომ საირუსი
მას საერთოდ ვეღარ ამჩნევდა.
ყველაზე მეტად ბიჭები ზარალდებოდნენ. საირუსის აზრით, მიუხე-
დავად იმისა, რომ ჯარი სრულყოფილი არ იყო, მამაკაცისთვის ჯარის-
კაცობაზე უფრო ღირსეული პროფესია არ არსებობდა. ძალიან განიცდი-
და, რომ ფეხის ამპუტაციის გამო სამხედრო კარიერას ვეღარ აგრძელებ-
და და ვერც თავისი შვილებისთვის წარმოედგინა სხვა საქმიანობა, გარ-
და ჯარისა. ის თვლიდა, რომ ადამიანი სამხედრო საქმეს მხოლოდ ისე
ისწავლის, როგორც თავად ისწავლა – ჯარში ყოფნით. „მხოლოდ ასე,
გამოცდილებით შეიძლება აითვისო რა როგორ არის და არა სახელ-
მძღვანელოებითა და სქემებით“, – ამბობდა საირუსი. ბავშვებს ფეხი
სულ ახალი ადგმული ჰქონდათ, როდესაც მამა მათ უკვე იარაღის ჭერას

27
ასწავლიდა, ხოლო, როდესაც ბიჭები დაწყებით სკოლაში შევიდნენ,
მწყობრში სიარული მათ ისევე ჰქონდათ შესისხლხორცებული, როგორც
სუნთქვა. ვარჯიშის დროს, საირუსი შვილებს მოსვენებას არ აძლევდა
და მარშირებისას თავის ხის ფეხს აკაკუნებდა მიწაზე; შემდეგ, ბავშვებს
ქვით გატენილ ზურგჯანთებს ჩამოჰკიდებდა ხოლმე და რამდენიმე
მილის გავლას აიძულებდა – თვლიდა, რომ მათი მხრები ასე უფრო
ძლიერი გახდებოდა. სროლას კი სახლის უკან, პატარა ტყეში ასწავ-
ლიდა.
-2-
როდესაც ბავშვი ხვდება, რომ უფროსები ანგელოზები არ არიან,
როდესაც მის პატარა თავში ნელ-ნელა
შედის აზრი, რომ მათ სულაც არა აქვთ ღვთაებრივი ჭკუა, რომ
მათი მსჯელობები არ არის ყოველთვის ბრძნული, ფიქრები – ყო-
ველთვის უტყუარი, ხოლო განაჩენი – ყოველთვის სამართლიანი,
მის სამყაროში ყველაფერი თავდაყირა დგება. ღმერთები ეცემიან
და მათ ადგილს დაუცველობის შეგრძნება იკავებს; აქ ერთი რამ აუ-
ცილებლად უნდა ითქვას: ღმერთების დაცემა ცოტათი არასოდეს
ხდება. მათი ვარდნა ნიშნავს მსხვრევას, განადგურებას და ჭაობში
ჩაძირვას; კვლავ აღდგენა კი სრულებით უსარგებლო საქმეა. ღმერ-
თების ძველი ბრწყინვალება მთლიანად განადგურებულია, ბავშვის
სამყარო კი სრულებით აღარ არის ისეთი სავსე, როგორიც ადრე იყო.
ზრდის პროცესი, ასეთ დროს, ძალიან მტკივნეულია.
ადამი საკმაოდ მალე მიხვდა, რას წარმოადგენდა მამამისი. ეს
მოხდა არა იმიტომ, რომ საირუსი შეიცვალა, არამედ იმიტომ, რომ
თავად ადამმა აღმოაჩინა საკუთარ თავში რაღაც ახალი. ისევე, რო-
გორც ყველა ნორმალურ არსებას, მასაც ყოველთვის სძულდა დის-
ციპლინა, მაგრამ წესრიგი აუცილებელი და სამართლიანი რამაა და
მისი თავიდან აცილება ისევე ძნელია, როგორც წითელასგან თავის
დაღწევა. მას ვერ უარყოფ და ვერც დასწყევლი, ის შეიძლება უბრა-
ლოდ გძულდეს. გარდა ამისა, ადამის ტვინში თითქოს უცბად, სრუ-

28
ლიად მოულოდნელად, რაღაცა გადაირთო. ის მიხვდა, რომ მამამისის
მეთოდები მხოლოდ მამამისისთვისვე იყო მნიშვნელოვანი; რომ ეს
უსასრულო და მომქანცველი ვარჯიშები მხოლოდ ერთ მიზანს ემსახუ-
რებოდა: თავად საირუსი ექცია დიდ ადამიანად. შვილები საერთოდ არ
ანაღვლებდა. გონების წამიერმა განათებამ ასევე უკარნახა ადამს, რომ
საირუსი სულაც არ იყო დიდი ადამიანი, რომ საკმაოდ ძლიერი ნების-
ყოფის მქონე და მიზანმიმართული კაცის შთაბეჭდილებას ნამდვილად
ტოვებდა, მაგრამ მაინც პატარა იყო და საკუთარი სიდიდისთვის ხაზის
გასასმელად ატარებდა უზარმაზარ სამხედრო ქუდს. არავინ იცის რა
არის ამის მიზეზი – შესაძლოა ერთი გამოხედვა, ერთი ტყუილი ან სუ-
ლაც წამიერი ყოყმანი. ასეა თუ ისე, ღმერთები ეცემიან, იმსხვრევიან და
ბავშვის გონებაც თავდაყირა დგება.
პატარა ადამი მორჩილი ბავშვი იყო. ძალადობას, დავა-კამათსა და
ნებისმიერი სახის დაძაბულობას, რომელიც სახლს შიგნიდან ანგრევდა,
ის ყოველთვის გაურბოდა, სასურველ სიმშვიდეს კი იმით პოულობდა,
რომ თავად არასდროს იწყებდა ჩხუბსა და კამათს. ზოგჯერ, სადმე და-
იმალებოდა ხოლმე, რადგან შინაგანი ძალადობა ყველა ადამიანშია.
თავის გრძნობებს ის საგულდაგულოდ აშენებული კედლის მეშვეობით
მალავდა, მაგრამ ამ კედლისა და ადამის მშვიდი თვალების მიღმა ნამ-
დვილი ცხოვრება დუღდა, რაც მას თავდასხმებისგან ვერ იცავდა, თუმცა
შეუვალობის გრძნობას ნამდვილად უტოვებდა.
რაც შეეხება ჩარლზს, რომელიც ადამზე ერთი წლითა და ოდნავ მე-
ტით იყო უმცროსი, ის ხასიათის სიმტკიცით მამას დაემსგავსა. ათლეტუ-
რობა მას დაბადებიდან გამოჰყვა, საოცარი კოორდინაცია ჰქონდა, ძა-
ლიან სხარტი იყო და ყოველთვის გამარჯვებისკენ ისწრაფოდა, რაც თა-
ნამედროვე სამყაროში ძალიან სასარგებლო თვისებაა.
პატარა ჩარლზი ადამს ყველაფერში სჯობნიდა, იქნებოდა ეს უნარე-
ბი, ძალისმიერი ვარჯიში თუ სწრაფი
აზროვნება და ეს ყველაფერი ისე იოლად გამოსდიოდა, რომ მალე
ინტერესი დაკარგა და მოწინააღმდეგის ძებნას სხვა ბავშვებს შორის შე-

29
უდგა. ალბათ, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ საირუსის შვილებს შო-
რის არა კონკურენცია, არამედ საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჩამო-
ყალიბდა, რომელიც და-ძმურ კავშირს უფრო ჰგავდა. ადამს რომ ვინ-
მე აწყენინებდა ან რამეს დაუშავებდა, ჩარლზი წამსვე ადგილზე
ჩნდებოდა, თავის ძმას მუშტებით იცავდა და როგორც წესი, გამარ-
ჯვებული გამოდიოდა. გარდა ამისა, ჩარლზი ადამს ხშირად მამამი-
სის რისხვასაც არიდებდა და ამისათვის ზოგჯერ ტყუილებს იშველი-
ებდა, ზოგჯერ კი ბრალს საკუთარ თავზე იღებდა. ჩარლზს ადამის
მიმართ სიბრალულის გრძნობა ჩამოუყალიბდა – ზუსტად ისეთი,
როგორიც ადამიანებს უსუსური არსებების, მაგალითად, ახალშობი-
ლი ბავშვის ან ლეკვის მიმართ აქვთ.
ადამი გარე სამყაროს და მასში მცხოვრებ ადამიანებს თავისი
სქელი კედლის შიგნიდან, თავისი თვალების გრძელი გვირაბიდან
უყურებდა. მამამისი, მაგალითად, თავდაპირველად მრისხანე ძა-
ლას წარმოადგენდა და ისე იქცეოდა, რომ პატარა ბიჭები კიდევ უფ-
რო პატარებად გრძნობდნენ თავს, სულელებმა კი კარგად იცოდნენ,
რომ სულელები იყვნენ. შემდეგ კი, როდესაც ღმერთები დაეცნენ,
ადამისთვის საირუსი გახდა პოლიციელი, რომელიც მას დაბადები-
დან მიუჩინეს, რომელსაც შეგიძლია ჭკუაში აჯობო ან თავი აარიდო,
მაგრამ მასთან კამათი გეკრძალება. თავისი თვალების გრძელი გვი-
რაბიდან ადამი საკუთარ ნახევარძმასაც უყურებდა და მასში განსა-
კუთრებული ჯიშის, სულ სხვანაირ, ნათელ სახეობას ხედავდა, რო-
მელიც ღმერთმა ძლიერი კუნთებითა და ძვლებით, სისწრაფითა და
სიმკვირცხლით დააჯილდოვა. ის სულ სხვა განზომილებიდან იყო.
მას ეთაყვანებოდნენ და, ამავე დროს, უფრთხოდნენ ზუსტად ისე,
როგორც ეთაყვანებიან და უფრთხიან ზანტად მოძრავ შავ ლეო-
პარდს, მაგრამ, ამავე დროს, საკუთარ თავს არავითარ შემთხვევაში
არ ადარებენ. ადამს წამითაც არ უფიქრია თავისი ძმისთვის გაენდო
ის ფიქრები, ნაცრისფერი ოცნებები, გეგმები და სურვილები, რომ-
ლებიც მისი კედლის მიღმა იმალებოდა. ეს ისეთივე უაზრობა იყო,

30
როგორც ლამაზი ხისთვის ან აფრენილი ხოხბისთვის გულის გადაშლა.
ადამს უხაროდა ჩარლზი რომ მის გვერდით იყო და ეს იმ შეგრძნებას
ჰგავდა, ქალს რომ ბრილიანტის ბეჭედი უხარია. გარდა ამისა, ადამი
ზუსტად ისევე იყო დამოკიდებული თავის ძმაზე, როგორც ქალი არის
დამოკიდებული თავისი ბრილიანტის ბეჭდის სილამაზეზე, რადგან
სწორედ მასში პოულობს თავდაჯერებულობას. სიყვარულს, მეგობრო-
ბას ან სულიერ სიახლოვეს რაც შეეხება, ამაზე საუბარიც კი ზედმეტი
იყო.
ელის ტრასკის მიმართ ადამს რაღაცნაირი თბილი სიმორცხვის
მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა. მან იცოდა, რომ ის მისი დედა არ
იყო, რადგან ამის შესახებ ბევრჯერ უთხრეს. გარდა ამისა, იმ ინტონაცი-
ის მიხედვით, რომლითაც უფროსები საუბრობდნენ, ადამს გამოჰქონდა
დასკვნა, რომ მას ოდესღაც ჰყავდა ნამდვილი დედა და რომ მან რაღაც
სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა – ალბათ ქათმების გამოკვება დაავიწ-
ყდა ან სროლაში ვარჯიშის დროს მიზანს ააცილა და სწორედ ამიტომ
გააგდეს სახლიდან. ზოგჯერ ადამი იმაზეც კი ფიქრობდა, რომ რამენაი-
რად გაერკვია ასეთი რა ცოდვა ჩაიდინა დედამისმა, რადგან შემდეგ თა-
ვადაც სიამოვნებით შესცოდავდა, ოღონდ ამ წყეული ადგილიდან გამ-
ქრალიყო.
ელისი საირუსის ორივე შვილს ერთნაირად ექცეოდა, აჭმევდა და
აბანავებდა მათ, სხვა ყველაფერს კი
თავის ქმარს უტოვებდა: საირუსმა ნათლად და კატეგორიულად დას-
ვა ოჯახში საკითხი, რომ შვილების ფიზიკურ და გონებრივ განვითარე-
ბას საკუთარ თავზე იღებდა. მათი შექება ან დატუქსვაც კი მისი ერთპი-
როვნული უფლება იყო. ელისი არასდროს გამოთქვამდა პრეტენზიას,
არასდროს ჩხუბობდა, იცინოდა ან ტიროდა. მისი ტუჩების ფორმა მუ-
დამ გულგრილ დამოკიდებულებას გამოხატავდა – არაფერს უარყოფდა
და არაფერს ამტკიცებდა.
ერთხელ, როდესაც ჯერ კიდევ საკმაოდ პატარა ადამი უხმაუროდ შე-
ბოდიალდა სამზარეულოში, ელისი დაინახა, რომელიც წინდებს ფენდა

31
და იღიმოდა. ბავშვი შეშინებული გაიქცა სახლიდან და ტყეში, ერთი
დიდი კუნძის უკან, თავის საყვარელ სამალავში შეძვრა. ის იმდენად
იყო შეძრული, თითქოს ელისს შიშველს გადააწყდა. ადამს სული
ეხუთებოდა, მან ხომ მართლაც შიშველი ელისი ნახა – ის იღიმოდა!
ადამი ვერაფრით ხვდებოდა, როგორ მისცა ელისმა ასეთი გარყვნი-
ლების უფლება საკუთარ თავს და ამავე დროს, მის მიმართ ტკივილ-
ნარევ ვნებას გრძნობდა. მან არ იცოდა რა იყო ეს, მაგრამ ამ გრძნო-
ბაში იყო ჩახუტება, მოფერება, დედის რძის წყურვილი, მისი კალთე-
ბის სირბილე, სიყვარულისა და თანაგრძნობის გამომხატველი ხმა –
ყველაფერი, რისი არსებობის შესახებაც ადამს საერთოდ არაფერი
სმენოდა. როგორ შეიძლება გენატრებოდეს ის, რაც არასდროს გა-
მოგიცდია?
რა თქმა უნდა, მან ისიც გაიფიქრა, რომ შესაძლოა შეცდა; რომ იმ
მომენტში სინათლისა და ჩრდილების რაღაც უცნაურმა შეხამებამ
მოატყუა. ადამმა კვლავ აღიდგინა ის ნათელი სურათი და დაინახა,
რომ ელისს თვალებიც უღიმოდა. არა, შესაძლოა მას მხოლოდ ტუ-
ჩების ან მხოლოდ თვალების ღიმილი მოჩვენებოდა. ორივე ერთად
შეუძლებელი იყო.
ამის შემდეგ, ადამმა ელისს თვალთვალი დაუწყო, თამაშ-თამაშ,
ზუსტად ისე, როგორც ზაზუნებს უთვალთვალებდა ხოლმე, როდე-
საც შეუმჩნევლად ჩასაფრდებოდა სადმე და ინტერესით უყურებდა
როგორ გამოჰყავდათ ამ პატარა ცხოველებს თავიანთი ნაშიერები
მზეზე გასათბობად. ის ხან სადმე დაიმალებოდა და ხანაც შეუმჩნევ-
ლად, ცალი თვალით შეხედავდა თავის დედინაცვალს და ყოველ
ჯერზე რწმუნდებოდა, რომ არ შემცდარა: ზოგჯერ, როდესაც ელისი
მარტო იყო და იცოდა, რომ არავინ უყურებდა, გონებით სადღაც
შორს მიდიოდა და იღიმოდა. შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად
და სწრაფად მოიშორებდა ხოლმე სახიდან ღიმილს, ზუსტად ისე,
როგორც ზაზუნები აშორებენ თავიანთ შვილებს უცხო თვალს.

32
ადამი თავის აღმოჩენას საგულდაგულოდ ინახავდა თავისივე აშენე-
ბული კედლის მიღმა, მაგრამ, ამავე დროს, სურდა რაღაცით გადაეხადა
მადლობა იმ სიამოვნებისთვის, რომელსაც იღებდა. ელისი საჩუქრებს
ყველგან პოულობდა – საკერავი ნივთების ყუთში, გაცვეთილ ჩანთაში,
ბალიშის ქვეშ – ეს იყო ორი ცალი ვარდისფერი კარამელი, ცისფერი ჩი-
ტის ბუმბული, სანთელი, სადღაც მოპარული ცხვირსახოცი. თავდაპირ-
ველად ელისს ძალიან უკვირდა, მაგრამ შემდეგ მიეჩვია და ყოველთვის,
როდესაც რაიმე საჩუქარს აღმოაჩენდა, მის სახეზე წამიერი ღიმილი აი-
სახებოდა ხოლმე და ისევე სწრაფად ქრებოდა, როგორც წყლიდან ამომ-
ხტარი კალმახი. შეკითხვებს ელისი არასდროს სვამდა და არც არავის
უყვებოდა ამ საჩუქრების შესახებ.
ღამით ის უკვე ძალიან ცუდად ახველებდა, იმდენად ხმამაღლა და
შემაწუხებლად, რომ საირუსი იძულებული გახდა სხვა ოთახში გადაეყ-
ვანა, რათა თავად დაძინების საშუალება ჰქონოდა. ამავე დროს, ის
ცოლს ყურადღებას არ აკლებდა, წამოხტებოდა ხოლმე ლოგინიდან და
ასკინკილით მიექანებოდა ელისის ოთახისკენ, თან ცალი ხელით კე-
დელს ეყრდნობოდა. ბიჭებს არა მხოლოდ ესმოდათ, არამედ მთელი
სხეულით გრძნობდნენ როგორ ზანზარებდა სახლი, როდესაც საირუსი
ელისის ლოგინზე შეხტებოდა ხოლმე, შემდეგ კი უკან ჩამოხტებოდა.
ადამს ასაკი ემატებოდა და, რაც დრო გადიოდა, სულ უფრო და უფ-
რო ეშინოდა ერთი რამის – იმ დღის, როდესაც ჯარში წაიყვანდნენ. მა-
მამისი მუდამ ახსენებდა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა. ის ძა-
ლიან ხშირად საუბრობდა ამაზე და თვლიდა, რომ ჯარი სწორედ ადამს
სჭირდებოდა, რადგან ჩარლზი, მისგან განსხვავებით, უკვე თითქმის
შემდგარი მამაკაცი იყო. ის მართლაც საკმაოდ მოძლიერდა და თხუთ-
მეტი წლის ასაკშიც კი უკვე ძალიან სახიფათო გახდა. ადამი კი უკვე თექ-
ვსმეტისა იყო.
-3-
დროთა განმავლობაში, ბიჭებს შორის თბილი ურთიერთობა ჩამო-
ყალიბდა. შესაძლოა ჩარლზს თავისი ძმის მიმართ ოდნავ აგდებული

33
დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ყოველთვის გრძნობდა, ადამი
რომ მისი დასაცავი იყო. ისე მოხდა, რომ ერთ დღეს, ბიჭები ეზოში
იყვნენ და ახალ თამაშს – „პივის“ თამაშობდნენ. მიწაზე პატარა ჯო-
ხი იდებოდა, შემდეგ, მოთამაშეს კეტის ერთი დარტყმით ჰაერში უნ-
და აეგდო ის და სანამ მიწაზე დაეცემოდა, მეორე დარტყმით რაც შე-
იძლება შორს უნდა გადაეგდო.
ადამი თამაშებში დიდად არ გამოირჩეოდა, მაგრამ ამ დღეს რა-
ღაც საოცარი კოორდინაცია და სისხარტე გამოავლინა და ჩარლზი
დაამარცხა – ოთხჯერ ზედიზედ გადააგდო ჯოხი უფრო შორს, ვიდრე
მისმა ძმამ. ეს ადამისთვის სრულიად ახალი შეგრძნება იყო და იმ-
დენად ძლიერი, რომ ეიფორიაში ჩავარდა და ჩარლზის რეაქციას სა-
ერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. მეხუთე ჯერზე მან ისე ძლი-
ერად მოიქნია კეტი, რომ ჯოხი ფუთკარივით გაფრინდა ეზოდან
შორს. გახარებულმა ადამმა ძმას შეხედა, მაგრამ ღიმილი წამსვე სა-
ხეზე შეაშრა. ჩარლზის გამოხედვაში იმხელა ზიზღი იყო, რომ ადა-
მს, ცოტა არ იყოს, შეეშინდა.
– ეს შემთხვევითობა იყო, – თავი იმართლა მან, – მეორედ ასე არ
გამომივა.
ჩარლზმა ჯოხი მიწაზე დადო, კეტის ერთი დარტყმით ჰაერში
ააგდო, მეორე დარტყმა კი საერთოდ ააცილა. გაბრაზებული ჩარ-
ლზი ადამისკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა. მის თვალებში სიცივე და სი-
ცარიელე იკითხებოდა. ადამი შეშინებული უყურებდა ძმას, მაგრამ
გაქცევა არც კი უცდია, რადგან იცოდა, ჩარლზი მაინც ადვილად და-
ეწეოდა. ამის მაგივრად, მან რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და იგ-
რძნო რომ შიშისგან პირი გაუშრა. ჩარლზმა კეტი ძლიერად მოიქნია
და ადამს სახეში დაარტყა. ადამმა დასისხლიანებულ ცხვირზე ხელი
მიიფარა, ჩარლზმა კი მეორე დარტყმა მას ნეკნებში მიაყენა და ისე
ძლიერად, რომ კინაღამ
სული ამოხადა. ადამი მიწაზე დაეცა, ამის შემდეგ ჩარლზმა მას
კიდევ ორჯერ ჩაარტყა კეტი თავში და გონებადაკარგულს კიდევ

34
რამდენიმე წიხლი უთავაზა. შემდეგ კეტი დააგდო და სახლისკენ დაიძ-
რა.
ცოტა ხანში, ადამს გონება დაუბრუნდა. ის მძიმედ სუნთქავდა,
რადგან მკერდში ძლიერ ტკივილს გრძნობდა. შეეცადა წამომჯდარიყო,
მაგრამ ვერ შეძლო და ისევ ზურგზე დაეცა. ფანჯარაში მან ელისს მოჰ-
კრა თვალი. მას ისეთი გამოხედვა ჰქონდა, როგორიც ადამს ადრე არას-
დროს უნახავს. ეს არც სიბრალული იყო და არც შიში. ალბათ უფრო
ზიზღს ჰგავდა. ელისი ადამს უყურებდა, შემდეგ კი ფარდები დადო და
სახლის სიბნელეში გაუჩინარდა. როდესაც ადამი, როგორც იქნა, წამოდ-
გა და ტკივილისგან წელში მოხრილმა მიაღწია სახლამდე, სამზარეუ-
ლოში ცხელი წყლით სავსე აბაზანა დაინახა, რომლის გვერდით სუფთა
პირსახოცი ეკიდა. მეორე ოთახიდან ელისის ხველა ისმოდა.
ჩარლზს ერთი განსაკუთრებული თვისება ჰქონდა: ის არასდროს
თვლიდა თავს დამნაშავედ. ცემის ფაქტი მას აღარასდროს უხსენებია
და, როგორც ჩანს, საერთოდაც დაივიწყა ეს ინციდენტი. ადამი კი, ამის
შემდეგ, ყოველთვის ცდილობდა, ყველაფერში დამარცხებულიყო. თა-
ვისი ძმისგან საშიშროებას მუდამ გრძნობდა, ახლა კი გადაწყვიტა, სა-
ნამ მის მოსაკლავად მზად არ იქნებოდა, გამარჯვებული არასდროს გა-
მოსულიყო. ჩარლზი კი საერთოდ არ ნერვიულობდა. მან მშვენივრად
მოიოხა გული.
ჩარლზს მამამისისთვის არაფერი უთქვამს, არც ადამს დასცდენია
სიტყვა და ელისი ხომ ისედაც ყოველთვის ჩუმად იყო. მიუხედავად ამი-
სა, საირუსმა თითქოს რაღაცა იცოდა. მომდევნო თვეებში ის ადამის მი-
მართ უფრო კეთილი გახდა, მასთან საუბრისას ხმას არასდროს უწევდა
და მისი დასჯისგანაც თავს იკავებდა. ყოველ საღამოს დაუჯდებოდა
ხოლმე უფროს ვაჟს და ჭკუას ასწავლიდა, თუმცა – მშვიდად და აუღელ-
ვებლად. ადამს ამ სიმშვიდისა უფრო ეშინოდა, ვიდრე ძალადობის,
რადგან ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მსხვერპლად ამზადებდნენ,
თითქოს სიკვდილის წინ მის მიმართ ყველას სიბრალულის გრძნობა გა-
უჩნდა. ღმერთებისთვის შესაწირად გამზადებულ ადამიანს ხომ განსა-

35
კუთრებით უვლიან და ეალერსებიან, რათა ის სამსხვერპლოზე ბედ-
ნიერი ავიდეს და ღმერთები თავისი შეშინებული სახით არ განარის-
ხოს.
საირუსი მშვიდად უხსნიდა ადამს ჯარისკაცის ბუნებას და, მიუხედა-
ვად იმისა, რომ თავად ამის შესახებ არა საკუთარი გამოცდილებით,
არამედ კვლევების შედეგად იცოდა, მაინც ზუსტად აღწერდა ყველა-
ფერს. მან უამბო ადამს იმ მწარე, მაგრამ ღირსეული ბედის შესახებ,
რომელიც ჯარისკაცს ერგება; უთხრა, რომ ჩვენს არასრულყოფილ
სამყაროში ჯარისკაცის არსებობა აუცილებელია, რადგან ის წარმო-
ადგენს იმ სასჯელის განსახიერებას, რომელიც კაცობრიობას თავი-
სი სისუსტის გამო ხვდა წილად. შესაძლოა, საირუსმა ეს ყველაფერი
საკუთარ თავში აღმოაჩინა და ახლა შვილს უზიარებდა. ასეა თუ ისე,
ეს იყო სრულიად სხვა რამ იმასთან შედარებით, რასაც საირუსი
ახალგაზრდობაში წარმოადგენდა.
– ჯარისკაცს დამცირება ვერასოდეს ასცდება, – ამბობდა საირუ-
სი, – რადგან ის ყოველთვის მზად უნდა იყოს ყველაზე მთავარი დამ-
ცირებისთვის, რასაც უაზრო და ბინძური სიკვდილი ჰქვია.
საირუსი ამ ყველაფერს მხოლოდ ადამს ეუბნებოდა და ჩარლზს
მოსმენის უფლებას არ აძლევდა.
ერთ საღამოს, საირუსმა ადამი სასეირნოდ წაიყვანა და ყველა ის
შავბნელი დასკვნა, რომელიც კვლევებისა და ფიქრების შედეგად გა-
აკეთა, ერთბაშად გადააყარა შვილს თავზე.
– შენ უნდა შეიგნო, რომ ჯარისკაცი ყველაზე წმინდაა ადამიანებს
შორის, – თქვა საირუსმა, – მას ყველაზე მძიმე გამოცდების გავლა
უწევს. შევეცდები აგიხსნა. მთელი ისტორიის მანძილზე, ადამიანებს
ასწავლიდნენ, რომ სხვა ადამიანის მოკვლა ყველაზე დიდი ცოდვაა,
რომელსაც გამართლება არა აქვს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც
სხვა ადამიანს მოკლავს, უნდა განადგურდეს, რადგან ეს უდიდესი
ცოდვაა – შესაძლოა, ყველაზე დიდი ცოდვა, რომელიც ჩვენთვის
არის ცნობილი. მაგრამ, ამის შემდეგ, ჩვენ ვიღებთ ჯარისკაცს, ვაძ-

36
ლევთ მკვლელობის უფლებას და ვეუბნებით: „გამოიყენე ისე, როგორც
საჭიროდ ჩათვლი“. სამაგიეროდ, ჩვენ მას არაფერს ვთხოვთ. „მიდი და
მოკალი შენი ძმების ესა და ეს სახეობა, თან იმდენი, რამდენსაც შეძ-
ლებ, ჩვენ კი ამის შემდეგ შენ დაგაჯილდოვებთ, რადგან შენ დაარღვიე
ის მცნება, რომელსაც ბავშვობიდან გასწავლიდნენ“.
ადამმა გამშრალი ტუჩები ენით დაისველა, რაღაცის თქმა უნდოდა,
მაგრამ პირველ ჯერზე ვერ შეძლო. შემდეგ კი როგორც იქნა ხმა ამოიღო:
– რატომ აკეთებენ ამას? რატომ ხდება ასე?
საირუსს ეს შეკითხვა გულზე მოხვდა და ისე ილაპარაკა, როგორც ად-
რე არასდროს უსაუბრია.
– არ ვიცი, – თქვა მან, – მე ბევრი რამ ვისწავლე და ბევრი წიგნი წავი-
კითხე. მე ვიცი რა როგორ ხდება, მაგრამ რატომ ხდება, არ ვიცი. ადამია-
ნისგან არასდროს უნდა ელოდო, რომ ის რამეს გააზრებულად გააკე-
თებს. ამ სამყაროში ძალიან ბევრი რამ კეთდება ინსტინქტურად. მაგა-
ლითად, ფუტკარი ამზადებს თაფლს ან მელია ასველებს თათებს მდი-
ნარეში, ძაღლებს რომ გზა აუბნიოს. განა მელიას შეუძლია აგიხსნას რა-
ტომ აკეთებს ამას? სად ნახავ ფუტკარს, რომელსაც გასული ზამთარი ახ-
სოვს ან იცის, რომ ზამთარი ისევ მოვა? თავიდან, როდესაც შენი ჯარში
გაგზავნა გადავწყვიტე, ვიფიქრე, რომ ჯობდა საკუთარი თვალით გენახა
ყველაფერი. თუმცა, შემდეგ, უფრო სწორად ჩავთვალე, გამეზიარებინა
შენთვის ის მცირეოდენი, რაც ვიცი. ჯარში შენ ახლა უკვე მალე წახვალ,
ასაკმაც მოგიწია.
– არ მინდა წასვლა, – თქვა ადამმა სწრაფად.
– მალე წახვალ, – განაგრძო საირუსმა ისე, თითქოს შვილის ნათქვა-
მი არც კი გაუგონია, – მე კი ახლავე გეტყვი ბევრ რამეს, რათა შემდეგ
არაფერი გაგიკვირდეს. ჯერ ბოლომდე გაგაშიშვლებენ, მაგრამ საქმე
ამით არ დასრულდება. შენ წაგართმევენ ყველაფერს, რაც მიგაჩნია,
რომ შენი პირადი უფლებაა. შენ
წაგართმევენ ცხოვრებას და იმის უფლებას, რომ საკუთარი ცხოვრე-
ბით იცხოვრო. შენ გაიძულებენ, რომ იცხოვრო, ჭამო, დაიძინო და მო-

37
ისაქმო უამრავ სხვა ადამიანთან ერთად. შემდეგ კი, როდესაც ისევ
ჩაგაცმევენ, სხვებისგან საკუთარ თავს ვეღარ გაარჩევ. შენ იმის უფ-
ლებაც კი არ გექნება, რომ პერანგზე წარწერა მიიკერო: „ეს მე ვარ.
სხვებისგან განსხვავებული“.
– მე ასე არ მინდა, – თქვა ადამმა.
– ცოტა ხანში, – განაგრძო საირუსმა, – შენ სხვებისგან განსხვავე-
ბულად ფიქრიც კი აღარ შეგეძლება. შენ ვერ იტყვი ვერაფერს, რასაც
სხვები ვერ ამბობენ და გააკეთებ იმას, რასაც სხვები აკეთებენ. ნე-
ბისმიერი სახის განსხვავებულობაში შენ საშიშროებას დაინახავ –
საფრთხეს, რომელიც ამ ერთნაირად მოაზროვნე და ერთნაირად
მოქმედ ფარას ემუქრება.
– თუ არ გავაკეთებ? – იკითხა ადამმა.
– ჰო, – თქვა საირუსმა, – ზოგჯერ ასეც ხდება. გამოჩნდება ხოლმე
ვინმე, ვისაც არ სურს აკეთოს ის, რასაც სხვები აკეთებენ და იცი, ამ
დროს რა ხდება? მთელი ეს უზარმაზარი მანქანა ცივსისხლიანად
იწყებს მუშაობას იმაზე, რომ ეს განსხვავებულობა გააცამტვეროს.
ისინი რკინის მათრახებით შეუტევენ შენ სულსა და ნერვებს, შენს
სხეულსა და გონებას, რათა ყველა ის სახიფათო ნიშანი გააქრონ,
რომელიც სხვებისგან განგასხვავებს. თუ მაინც არ დაემორჩილები,
შენ გადაგაგდებენ, როგორც ნარწყევს და იქნები ასე, აყროლებული,
არც ჯარის ნაწილი და არც თავისუფალი. შენთვისაც უკეთესი იქნება,
თუ დათმობ. ისინი ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ საკუთარი
თავი დაიცვან. ისეთი ტრიუმფალურად არალოგიკური და საოცრად
უაზრო მანქანა, როგორიც ჯარია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ და-
უშვებს, რომ ის რაღაც ეჭვებმა დაასუსტოს. ღრმად თუ ჩაწვდები, შე-
დარებებსა და დაცინვებს თუ გვერდით გადადებ, ნელ-ნელა, რა
თქმა უნდა, მაგრამ ნამდვილად აღმოაჩენ ამაში აზრსაც, ლოგიკასაც
და რაღაცნაირ მრისხანე სილამაზესაც კი. ადამიანი, რომელიც ამ
ყველაფერს ეგუება, აუცილებელი არ არის ცუდი ადამიანი იყოს.
ზოგჯერ ის საუკეთესო ადამიანი გამოდის. დაიჯერე, რასაც გეუბნე-

38
ბი, რადგან ამაზე ძალიან ბევრი მიფიქრია. არიან ადამიანები, რომლე-
ბიც ბოლომდე ეფლობიან ჯარის ჭაობში, ნებდებიან და საბოლოოდ სა-
კუთარ სახეს კარგავენ. მაგრამ ასეთებს არც თავდაპირველად ჰქონიათ
საკუთარი სახე. შესაძლოა შენც ასეთი ხარ. მაგრამ არიან ისეთებიც,
რომლებიც ეფლობიან საერთო წუმპეში, შემდეგ კი კვლავ აღზევდებიან
ხოლმე და უფრო მეტად იძენენ საკუთარ სახეს, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ
ცხოვრებაში, რადგან... რადგან ისინი კარგავენ წვრილმან პატივმოყვა-
რეობას და ეზიარებიან იმ ოქროს, რომელსაც ლეგიონის ერთიანობა
ჰქვია. თუ შენ შეძლებ და ასე დაბლა დაეცემი, შემდეგ გაცილებით უფრო
ამაღლდები, ვიდრე ეს წარმოგიდგენია და გაიგებ ნამდვილ სიხარულს,
ისეთივე წმინდას, როგორიც ანგელოზების გარემოცვაში ყოფნაა. მხო-
ლოდ ამის შემდეგ ჩაწვდები ნებისმიერი ადამიანის სულს, იმ შემთხვე-
ვაშიც კი, თუ მას თავადაც არ ძალუძს საკუთარი აზრების გამოთქმა. მაგ-
რამ სანამ ძალიან დაბლა არ დაეცემი, ამას ვერ გაიგებ.
სახლისკენ რომ ბრუნდებოდნენ, უკვე ღამდებოდა. საირუსმა მარ-
ცხნივ შეუხვია და პატარა ტყისკენ დაიძრა. მოულოდნელად, ადამმა უთ-
ხრა:
– აი იმ კუნძს ხედავთ? ადრე მის უკანა მხარეს ვიმალებოდი ხოლმე.
როდესაც დამსჯიდით ან, თუ უბრალოდ ცუდად ვიყავი, ყოველთვის იქ
ვძვრებოდი.
– წამოდი, ვნახოთ, – თქვა საირუსმა.
ადამმა მამამისი თავისი ძველი სამალავისკენ წაიყვანა და, როდე-
საც საირუსმა ჩიტის ბუდის მსგავსი პატარა ორმო დაინახა, თქვა:
– მე ამის შესახებ დიდი ხნის წინ ვიცოდი, ადამ. ერთხელ, დიდი ხანი
რომ არ გამოჩნდი, ძებნა დაგიწყე და აქ მოვედი. ვიცოდი, რომ რაღაც
მსგავსი ადგილი აუცილებლად უნდა გქონოდა. ნახე როგორი დატკეპნი-
ლია მიწა და ბალახიც როგორი ამოგლეჯილია. აქ რომ იჯექი, ტოტები-
დან ფოთლებს წყვეტდი და მერე ნაფლეთებად აქცევდი. პირველად
რომ ვნახე ეს ადგილი, მივხვდი, რომ აქ იმალებოდი.
ადამი მამამისს გაკვირვებული უყურებდა.

39
– აქ თქვენთვის თვალიც არასდროს მომიკრავს, – თქვა მან.
– რატომ უნდა მოვსულიყავი? ადამიანი შეიძლება ძალიან შორს გან-
დევნო, მე კი ამის გაკეთება არ მსურდა. მიმწყვდეულს ერთი გასაქცევი
მაინც უნდა დაუტოვო, დაიმახსოვრე ეს. მე თავადაც ვიცოდი, რომ ზედ-
მეტად მკაცრად გექცეოდი და არ მსურდა, უკიდურეს მდგომარეობა-
ში ჩავარდნილიყავი.
ხეებს შორის ისინი შეუჩერებლად დადიოდნენ.
– ძალიან ბევრი რამის მოყოლა მინდა, – თქვა საირუსმა, – მერე
დამავიწყდება. ჯარისკაცს ბევრი რამის გაღება უწევს იმისათვის,
რომ რამე მაინც მიიღოს სანაცვლოდ. ბავშვი დაბადებიდან სწავ-
ლობს, რომ ყველანაირი ხერხით და საშუალებით უნდა დაიცვას სა-
კუთარი სიცოცხლე. ის ამ მთავარი ინსტინქტით იწყებს ცხოვრებას
და ყველაფერი, რაც შემდეგ ხდება, ამის დადასტურებაა. მაგრამ შემ-
დეგ ის ჯარისკაცი ხდება და სწავლობს, რომ ის, რაც დაბადებიდან
ისწავლა, უნდა დაივიწყოს – სწავლობს, რომ მზად უნდა იყოს სრუ-
ლიად საღ გონებაზე მყოფმა საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე
დადოს. თუ ამას ისწავლი – და, წარმოიდგინე, რომ ეს ყველას არ შე-
უძლია – მაშინ უდიდესი ჯილდო გელის. მისმინე, შვილო, – საირუს-
მა ადამს თვალებში შეხედა, – თითქმის ყველა ადამიანი განიცდის
შიშს და მათ არც კი იციან, რა იწვევს ამ შეგრძნებას – აჩრდილები,
დაბრკოლებები, ურიცხვი საშიშროებები თუ უჩინარი სიკვდილის
მოლოდინი. თუ შენ თავს ხელში აიყვან და შეძლებ, რომ თვალებში
შეხედო არა აჩრდილს, არამედ
ნამდვილ სიკვდილს, მრავალჯერ აღწერილს და ნაცნობს, იქნება
ეს ტყვიით თუ ხმლით, ისრით თუ შუბით, მაშინ შიში აღარ გეწვევა.
ყოველ შემთხვევაში, ეს არ იქნება ის შიში, რომელსაც მანამდე გა-
ნიცდიდი. ასეთ შემთხვევაში, შენ სხვა ადამიანებისგან განცალკევე-
ბით იდგები და მშვიდად იგრძნობ თავს იქ, სადაც სხვები შიშისგან
კანკალებენ. ეს უდიდესი ჯილდოა. შესაძლოა ერთადერთიც – იმდე-
ნად წმინდა, რომ მას ვერანაირი სიბინძურე ვერ მოერევა. უკვე თით-

40
ქმის ბნელა. ხვალ საღამოს მინდა კიდევ დაგელაპარაკო, მანამდე კი
ორივემ ვიფიქროთ იმაზე, რაც დღეს გითხარი.
– ჩემს ძმას რატომ არ გინდათ დაელაპარაკოთ? – თქვა ადამმა
მოულოდნელად, – ჩარლზი სიამოვნებით წავა და კარგადაც გამოუვა
ყველაფერი, გაცილებით უკეთესად, ვიდრე მე.
– ჩარლზი არ წავა, – უპასუხა საირუსმა, – ამას აზრი არა აქვს.
– მაგრამ ის ხომ ჩემზე უკეთესი ჯარისკაცი იქნება.
– მხოლოდ გარეგნულად, მაგრამ არა შინაგანად. ჩარლზს არაფრის
ეშინია, ამიტომ მას სიმამაცეს ვერ ასწავლი. გარდა ამისა, მას საკუთარი
თავის მიღმა არაფერი აინტერესებს, ამიტომ, საერთოდ ვერ გაიგებს
იმას, რაზეც მე შენ გელაპარაკე. ჩარლზის ჯარში გაშვება ნიშნავს, რომ
გარეთ უნდა გამოუშვა, თავისუფლება უნდა მისცე ყველაფერს, რისი
განთავისუფლებაც არ შეიძლება და რაც მასში პირიქით, აუცილებლად
უნდა ჩაახშო. არა, ასეთ ნაბიჯს მე ვერ გადავდგამ.
– თქვენ მას არასდროს სჯიდით, თავისი ცხოვრებით აცხოვრებდით,
აქებდით, არასდროს უბრაზდებოდით, ახლა კი არც ჯარში უშვებთ, –
თქვა ადამმა და მოულოდნელად გაჩერდა, რადგან საკუთარი სიტყვე-
ბის შეეშინდა.
საირუსს ხმა არ ამოუღია და ნელი ნაბიჯით, თავდახრილი გაემართა
სახლისკენ. სიარულის დროს მისი წელი მონოტონურად მოძრაობდა
ზევით-ქვევით, ხოლო ხის ფეხი, სანამ მიწას შეეხებოდა, ჰაერში ნახე-
ვარწრეს ხაზავდა.
უკვე ბნელოდა და სამზარეულოს ღია ფანჯრიდან ოქროსფერი სი-
ნათლე ანათებდა. ელისმა კარებში გამოიხედა და თვალებით რაღაცის
ძებნა დაიწყო, ხოლო, როდესაც საირუსის არათანაბარი ნაბიჯის ხმა შე-
მოესმა, სახლში შეტრიალდა. საირუსი სამზარეულოს მიუახლოვდა,
უკან მოიხედა და იკითხა:
– სად ხარ?
– აქ ვარ, უკან მოგყვებით, – გაისმა ადამის ხმა.

41
– შენ შეკითხვა დამისვი და აუცილებლად უნდა გიპასუხო. არ ვი-
ცი, გარგებს ეს თუ არა, მაგრამ პასუხი აუცილებლად უნდა გაგცე. შენ
უტვინო ხარ. შენ თავადაც არ იცი, რა გსურს. შენში ის აუცილებელი
სიბრაზე არ არის, რაც ყველა მამაკაცს სჭირდება. შენ ყველას აძლევ
უფლებას, რომ ზედ გადაგიარონ. ზოგჯერ მგონია, რომ ქალაჩუნა
ხარ და მთელი ცხოვრება ასეთად დარჩები. გაკმაყოფილებს ეს პა-
სუხი? მე შენ უფრო მიყვარხარ. ყოველთვის ასე იყო. შესაძლოა ამას
არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ასეა. უფრო მიყვარხარ. ასე რომ არ
იყოს, რატომ შევიწუხებდი თავს შენთან ბრძოლით? ახლა ხმა ჩაიგ-
დე და მიდი, ივახშმე. ხვალ საღამოს დაგელაპარაკები. ფეხი ამტკივ-
და“.
-4-
ვახშმისას ხმა არავის ამოუღია. სიჩუმეს მხოლოდ წვნიანის ხრუპ-
ვისა და ხორცის ღეჭვის ხმა არღვევდა. კიდევ, საირუსი აიქნევდა
ხოლმე ხელს, ნავთის ლამფას დახვეული ქინქლები რომ დაეფ-
რთხო. ადამს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ძმა ჩუმად უთვალ-
თვალებდა. რომ აიხედა, წამიერად ელისის მზერას მოკრა თვალი
და ჭამა რომ დაასრულა, სკამიანად უკან ჩაიწია.
– ცოტას გავივლი, – თქვა მან.
ჩარლზიც წამსვე წამოხტა.
– მეც მოვდივარ.
ელისმა და საირუსმა შვილები მზერით გააცილეს, შემდეგ კი
ელისმა თავისი ერთ-ერთი უიშვიათესი შეკითხვა დაუსვა ქმარს. მის
ხმაში ნერვიულობა იგრძნობოდა.
– რა ქენი?
– არაფერი, – უპასუხა საირუსმა.
– მაინც უშვებ?
– ჰო
– თავად იცის?
საირუსი ღია კარის მიღმა, სიბნელეში იყურებოდა.

42
– ჰო, იცის
– არ ვარგა ასე. ჯარი მისთვის არ არის.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – თქვა საირუსმა და რამდენიმე წამ-
ში ხმამაღლა გაიმეორა: – ამას რა მნიშვნელობა აქვს?!.
მის ინტონაციაში ნათლად იკითხებოდა: „ხმა გაიკმინდე. ეს შენი
საქმე არ არის“. რამდენიმე წუთი ისევ სიჩუმე იყო, შემდეგ კი საირუსმა
შერბილებული ტონით დაამატა:
– ის ხომ შენი შვილი არ არის.
ელისმა არაფერი უპასუხა.
ბიჭები სიბნელეში მიუყვებოდნენ ეტლის ბორბლებით გაკვალულ
გზას. მათ წინ სოფელი მოჩანდა და რამდენიმე ფანჯარაში შუქი მკრთა-
ლად ანათებდა.
– სასტუმროში გინდა შეიარო და რამეს ხელი გამოკრა? – ჰკითხა ჩარ-
ლზმა.
– არც მიფიქრია, – თქვა ადამმა.
– აბა რა ჯანდაბამ გამოგიყვანა გარეთ ამ სიბნელეში?
– შენ არავინ გექაჩებოდა.
ჩარლზი ძმას მიუახლოვდა.
– რაზე საუბრობდით ამ საღამოს? დავინახე როგორ გელაპარაკებო-
და. რა გითხრა?
– ჯარზე მიყვებოდა, როგორც ყოველთვის.
– რაღაც არა მგონია, – თქვა ჩარლზმა ეჭვნარევი ხმით. – კარგად და-
ვინახე როგორ გელაპარაკებოდა. შენკენ იყო გადმოხრილი, ზუსტად
ისე, როგორც სხვა მამაკაცთან საუბრისას. კი არ გიყვებოდა, გესაუბრე-
ბოდა.
– მიყვებოდა, – თქვა ადამმა მშვიდად, თუმცა ოდნავი შიში მოერია
და სუნთქვა შეეკრა. მან ღრმად შეისუნთქა, ნერვიულობა რომ განედევ-
ნა.
– რა გითხრა მეთქი, – გაიმეორა ჩარლზმა.
– ჯარზე მიამბო და ჯარისკაცის ცხოვრებაზე.

43
– არ მჯერა, – თქვა ჩარლზმა, – მშიშარა ხარ და მატყუარა. რა
გაქვს ჩაფიქრებული?
– არაფერი.
ჩარლზი კიდევ უფრო გამწარდა:
– შენმა გადარეულმა დედამ თავი დაიხრჩო. ალბათ, შენ რომ შე-
მოგხედა იმიტომ. ჰო, ნამდვილად ეს იქნებოდა მიზეზი.
ადამმა შესუნთქული ჰაერი უხმაუროდ გამოუშვა ფილტვებიდან.
ის კვლავ ცდილობდა ჩაეხშო გულს მოწოლილი შიში და ხმა არ
ამოუღია. ჩარლზი კი უკვე ყვირილზე გადავიდა.
– შენ გინდა რომ ის წამართვა! არ ვიცი, როგორ ახერხებ ამას! რა
გაქვს ჩაფიქრებული?!
– არაფერი, – გაიმეორა ადამმა.
ჩარლზი, ერთი ნახტომით, ადამის წინ აღმოჩნდა, თან ისე ახ-
ლოს, რომ ძმების მკერდები ერთმანეთს ეხებოდა. ადამმა ფრთხი-
ლად დაიხია უკან, მოულოდნელად გამოჩენილ გველს რომ მოერი-
დებიან, ზუსტად ისე.
– მისი დაბადების დღე ხომ გახსოვს? – ყვიროდა ჩარლზი, – სა-
მოცი ცენტი შევაგროვე და გერმანული ჯაყვა ვუყიდე. სამი დანა აქვს
და ერთი სახრახნისი, თან პერლამუტრის სახელურითაა. სად არის
ახლა ის ჯაყვა? გინახავს, რომ ოდესმე ხელში სჭეროდა? იქნებ შენ
მოგცა? ერთხელაც არ გაულესავს. ჯიბეში ხომ არ გიდევს? სად წა-
იღო? ერთი ზერელე მადლობა მომიგდო და მას შემდეგ ის ჯაყვა არ-
სად მინახავს. არადა, გერმანული იყო, პერლამუტრის სახელურით.
მის ხმაში გააფთრება ჩანდა და ადამი გრძნობდა, რომ შიში ნელ-
ნელა ემატებოდა. თუმცა, ისიც იცოდა, რომ გარკვეული დრო კიდევ
ჰქონდა დარჩენილი. ძალიან ბევრჯერ უნახავს ეს დამანგრეველი
მანქანა, რომელიც საკუთარ გზაზე ყველაფერს ნამსხვრევებად აქ-
ცევდა. თავდაპირველად რისხვა იყო, შემდეგ კი, ეს ცივსისხლიანმა
თავდაჭერამ შეცვალა – ცარიელმა თვალებმა, კმაყოფილმა ღიმილ-
მა და ჩურჩულმა. როდესაც ეს მოხდებოდა, მკვლელობას წინ ვეღა-

44
რაფერი დაუდგებოდა. ეს იყო გულგრილი, კარგად გათვლილი მკვლე-
ლობა – ხელები საოცარი სიზუსტით და მოხდენილობით იწყებდა მუშა-
ობას. ადამმა
ნერწყვი გადაყლაპა, გამშრალი ყელი რომ დაესველებინა. მან იცო-
და, რომ სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, რადგან როდესაც მისი ძმა გან-
რისხდებოდა, უბრალოდ არაფერი ესმოდა. ჩარლზი გაუნძრევლად იდ-
გა და ადამს მოეჩვენა, რომ ის ჩვეულებრივზე უფრო დაბალი, განიერი
და მსუქანი იყო. მაგრამ ის ჯერ წელში არ მოხრილა და დარტყმისთვის
არ მომზადებულა. ვარსკვლავების შუქზე მისი სველი ტუჩები ბრწყინავ-
და, მაგრამ ირონიული ღიმილი ჯერ არ ჩანდა და ხმაში კვლავ იგრძნო-
ბოდა რისხვა.
– შენ რა გააკეთე მისი დაბადების დღეზე?! გეგონა ვერ შევამჩნიე?
სამოცი კი არა, ექვსი ცენტიც კი არ დაგიხარჯავს! ტყეში ნაპოვნი უპატ-
რონო ლეკვი მიუყვანე. თან იცინოდი და ამბობდი, რომ მისგან კარგი
მონადირე დადგებოდა. ახლა ამ ძაღლს ის თავის ოთახში აძინებს, თავ-
ზე ეფერება კითხვის დროს და სულ ავარჯიშებს. ჯაყვა კი სად არის?
„მადლობა“ – მხოლოდ ეს მითხრა. „მადლობა“ და მორჩა.
ჩარლზი უკვე ჩურჩულებდა. მოულოდნელად, ის მხრებში მოიხარა.
ადამმა ერთი ნახტომი გააკეთა უკან და ხელებით სახე დაიფარა, მი-
სი ძმა კი საოცარი სიზუსტით მოძრაობდა და ფეხზეც მყარად იდგა. ჯერ
ერთი მუშტი მოიქნია, კარგად რომ მოეზომა მანძილი, ამის შემდეგ კი
ცივსისხლიანი მუშაობა დაიწყო – ძლიერი დარტყმა მუცელში და ადამ-
მა ხელები ჩამოსწია, ამას ოთხი ძლიერი დარტყმა მოჰყვა სახეში. ადამ-
მა იგრძნო როგორ დაიმსხვრა მისი ცხვირი და ისევ ასწია ხელები, მაგ-
რამ წამსვე მიიღო ძლიერი დარტყმა მკერდში. მთელი ამ დროის განმავ-
ლობაში, ჩარლზს ის დაბნეული სახით უყურებდა, ზუსტად ისე, სიკ-
ვდილმისჯილი რომ ჯალათს უყურებს.
მოულოდნელად, ისე რომ თავადაც გაუკვირდა, ადამმა ხელი მოიქ-
ნია, მაგრამ მის მუშტს არც მიმართულება ჰქონდა და არც ძალა. ჩარ-
ლზმა თავი დახარა და ადამის უმისამართოდ მოქნეული ხელი მას კი-

45
სერზე შემოეხვია. ადამმა მეორე ხელიც მოხვია თავის ძმას და კი-
სერზე ჩამოეკიდა, თან ქვითინებდა. ის ახლა მუცელში გრძნობდა
ძლიერ დარტყმებს და თავბრუ ესხმოდა, თუმცა ჯერ ფეხზე იდგა.
თითქოს დრო შენელდა. ადამი კვლავ ჩარლზის კისერზე იყო ჩამო-
კიდებული და გრძნობდა, რომ მისმა ძმამ გვერდზე გადადგა ნაბიჯი
– სურდა, რომ მსხვერპლს ფეხები გაეშალა. მოულოდნელად, ჩარ-
ლზის მუხლი ადამის მუხლებს შორის აღმოჩნდა, ზემოთ, საზარდუ-
ლამდე აიწია და უცბად, – ძლიერი დარტყმა წელს ქვემოთ. ადამს
ტკივილმა მთელ სხეულში დაუარა, მან ჩარლზს ხელები გაუშვა, წინ
გადაიხარა და აღებინა. ცივსისხლიანი განადგურება კი გრძელდე-
ბოდა.
ადამი ახლა უკვე საფეთქლებში, ყვრიმალებში, თვალებში
გრძნობდა ძლიერ დარტყმებს და ისიც იცოდა, რომ ტუჩი გახეთქი-
ლი ჰქონდა, მაგრამ მისი კანი თითქოს გასქელებული იყო, თითქოს
ვიღაცამ რეზინი შემოახვია. ადამი ვერაფრით ხვდებოდა, რატომ არ
ეკეცებოდა ფეხები, რატომ არ ეცემოდა და არ კარგავდა გონებას.
მუშტების ქნევა კი უსასრულოდ გრძელდებოდა. მას ჩარლზის მძიმე
და არათანაბარი სუნთქვა ესმოდა, თითქოს ურო ეჭირა ხელში და შე-
უსვენებლად მუშაობდა, სისხლიანი ცრემლების მიღმა კი მის სახეს
ხედავდა – უცოდველ თვალებსა და სველ ტუჩებზე ოდნავ გამოსა-
ხულ ღიმილს. მოულოდნელად კი, ერთი გაელვება და შემდეგ ყვე-
ლაფერი ჩაბნელდა.
ჩარლზი მიწაზე დავარდნილ ძმას თავზე ედგა და დაქანცული
ძაღლივით, ხარბად ყლაპავდა ჰაერს. შემდეგ გატრიალდა და წავი-
და, გზაში კი გადაყვლეფილ მუშტებს იზილავდა.
გონება ადამს სწრაფად დაუბრუნდა. ის საშინლად გრძნობდა
თავს: მთელი სხეული სტკიოდა, გონება კი ბურუსით ჰქონდა მოცუ-
ლი. მოულოდნელად, ტკივილი მას სრულებით დაავიწყდა, რადგან
გზაზე ნაბიჯების ხმა შემოესმა. მას ინსტინქტური, ცხოველური შიში
დაეუფლა, თავს ძალა დაატანა, მუხლებზე დადგა და გზის პირას,

46
წყლით სავსე თხრილში ჩაწვა. წყლის სიღრმე ერთი ფუტი მაინც იქნე-
ბოდა, თხრილის ნაპირზე კი საკმაოდ მაღალი ბალახი იყო ამოსული.
ადამი ფრთხილად ჩაწვა წყალში, ისე, რომ ხმაური არ გამოეწვია.
ნაბიჯების ხმა ახლა უფრო ახლოს ისმოდა, შემდეგ შენელდა და
ისევ აჩქარდა. თავისი სამალავიდან ადამი მხოლოდ სიბნელეს ხედავ-
და. მოულოდნელად, ასანთის გაჩხაკუნების ხმა გაისმა და პატარა, ცის-
ფერმა ალმა ჩარლზის სახე გაანათა. ჩარლზმა ასანთი მაღლა ასწია და
მიიხედ-მოიხედა. მის მარჯვენა ხელში ადამმა ცული შეამჩნია.
როდესაც ალი ჩაქრა, კვლავ სრული სიბნელე ჩამოწვა. ჩარლზი ნე-
ლა მოძრაობდა, მან კიდევ ერთი ასანთი აანთო, შემდეგ კიდევ ერთი და
კიდევ ერთი. გზაზე ნაკვალევს ეძებდა. საბოლოოდ მან ხელი ჩაიქნია,
ცული შორს, მინდორში გადააგდო და ჩქარი ნაბიჯით გაემართა სოფ-
ლისკენ.
ცივ წყალში, ადამი საკმაოდ დიდი ხანი იწვა. მას ერთი აზრი არ ას-
ვენებდა: რას გრძნობდა ახლა მისი ძმა. განრისხებამ ჩაიარა და იქნებ
ის შეშინებული იყო ან სინანულს განიცდიდა, ან სინდისის ქენჯნას, ან,
შესაძლოა, არც არაფერს. ადამი ცდილობდა ჩარლზის მდგომარეობაში
შესულიყო. მისი გონება ძმის გონებასთან იყო გადაჯაჭვული და ისევე
იღებდა საკუთარ თავზე მის ტკივილს, როგორც ადრე იღებდა საკუთარ
თავზე მისი საშინაო დავალებების მომზადებას.
ადამი წყლიდან ამოძვრა და ფეხზე დადგა. სხეულში ის კვლავ
გრძნობდა ყრუ ტკივილს, სახეზე კი სისხლი უკვე შემშრალი ჰქონდა. გა-
დაწყვიტა, სანამ ელისი და მამა არ დაიძინებდნენ, სახლში არ მისული-
ყო, რადგან პასუხები არ ჰქონდა და მისი გადაღლილი გონებისთვის ახ-
ლა კითხვების დასმა უაზრობა იქნებოდა. თავბრუსხვევა კვლავ გაძლი-
ერდა და ადამმა იგრძნო, რომ მალე ისევ დაკარგავდა გონებას.
ის გზას ნელ-ნელა გაუყვა, თან ფეხები ფართოდ ჰქონდა გაშლილი.
სახლის შესასვლელთან რომ გაჩერდა და ფრთხილად შეიხედა, ჭერზე
ჯაჭვით დაკიდებული ლამფა დაინახა, შემდეგ კი ელისს მოჰკრა თვალი.
ის მაგიდასთან იჯდა, წინ კი საკერავი ნივთებით სავსე კალათა ედო. იქ-

47
ვე, ახლოს, მამამისი იყო მოკალათებული, ხის კალამს ღეჭავდა,
დროდადრო მელანში აწობდა და თავის ბლოკნოტში ჩანაწერებს
აკეთებდა.
ელისმა გარეთ გაიხედა და ადამის დასისხლიანებული სახე რომ და-
ინახა, შეშინებულმა პირზე ხელი მიიფარა.
ადამმა ძლივს აიარა ერთი საფეხური, შემდეგ მეორე და კოჭლო-
ბით შევიდა სახლში.
საირუსმა თავი ასწია და ადამს თავშეკავებული ცნობისმოყვა-
რეობის გამომეტყველებით შეხედა. თავდაპირველად ის ვერც კი
მიხვდა ვინ იყო ეს დასახიჩრებული ახალგაზრდა, თუმცა, შემდეგ ეს
ცნობისმოყვარეობა დაბნეულობით შეეცვალა. საირუსი ფეხზე წა-
მოდგა, კალამი სამელნეში ჩადო და ხელები შარვალზე გაიწმინდა.
– რატომ ჩაიდინა ეს? – იკითხა მან მშვიდად.
ადამმა პასუხის გაცემა სცადა, მაგრამ პირი გამშრალი ჰქონდა.
ტუჩები რომ ენით დაისველა, იგრძნო, რომ ისევ სისხლი წამოუვიდა.
– არ ვიცი, – თქვა მან.
საირუსი შვილს მიუახლოვდა და ისე მაგრად ჩაავლო მკლავში
ხელი, რომ ადამი ტკივილისგან შეხტა.
– ნუ მატყუებ! რატომ გააკეთა ეს? მითხარი! იკამათეთ რამეზე?
– არა.
საირუსმა კიდევ უფრო მაგრად მოქაჩა ადამს.
– ახლავე მითხარი! მე უნდა ვიცოდე! მითხარი-მეთქი, გესმის?!
მაინც გათქმევინებ! შენ სულ იცავ მას, გგონია ვერ ვხვდები?! გეგონა
ჭკუაში მატყუებდი? ახლავე მითხარი ყველაფერი, თორემ გეფიცები
მთელი ღამე ასე იდგები აქ!
ადამი დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– თვლის, რომ თქვენ ის არ გიყვართ.
საირუსმა მას ხელი გაუშვა, თავის სკამთან მივიდა და დაჯდა.
შემდეგ მან კალამი აიღო ხელში, მელანში ჩააწო და თავის ბლოკ-
ნოტში ბრმად ჩაიხედა.

48
– ელის, – უთხრა მან ცოლს, – დაეხმარე ადამს დაწოლაში. მისი პე-
რანგის გაჭრა მოგიწევს, ისე ვერ გახდი.
შემდეგ ის ისევ წამოდგა, კუთხეში, სადაც ტანსაცმელი ეკიდა, ხე-
ლი შეყო და თოფი გამოიღო; გადახსნა, შეამოწმა დატენილი იყო თუ
არა და სახლიდან გავიდა.
ელისმა ხელი აიქნია, თითქოს რაღაც უჩინარი თოკით აპირებდა
ქმრის შეჩერებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მის სახეზე ვერაფერს
ამოიკითხავდი.
– შედი ოთახში, – უთხრა მან ადამს, – აბაზანას იქ შემოგიტან.
ადამი საწოლში იწვა, საბანი წელამდე ჰქონდა გადაფარებული,
ელისი კი ჭრილობებს თბილ წყალში დასველებული ცხვირსახოცით უწ-
მენდდა. საკმაოდ დიდხანს, ჩუმად იჯდა, შემდეგ კი, თითქოს ადამის
ნათქვამი გააგრძელაო, აუჩქარებლად დაიწყო:
– ის ფიქრობს, რომ მამამისს ის არ უყვარს, მაგრამ მე ვიცი, რომ შენ
გიყვარს. შენ ის ყოველთვის გიყვარდა.
ადამმა არაფერი უპასუხა, ელისმა კი განაგრძო:
– ის უცნაური ბიჭია. მას უნდა იცნობდე. სანამ კარგად გაიცნობ, გგო-
ნია, რომ უსულო და უგულოა.
მან პაუზა გააკეთა და დაახველა, შემდეგ წინ გადაიხარა და კიდევ
უფრო ძლიერი ხველა ამოუშვა. შეტევამ რომ გადაუარა, ლოყები გაწით-
ლებული ჰქონდა, ძალა კი გამოლეული.
– უნდა იცნობდე, – გაიმეორა მან, – უკვე რამდენი ხანია პატარა სა-
ჩუქრებს მიკეთებს, ისეთ ლამაზ ნივთებს მჩუქნის, რომ ვერც კი იფიქრებ
ასეთი სილამაზის დანახვა თუ შეუძლია. თან, პირდაპირ კი არ მაძლევს,
ისეთ ადგილებში დებს, სადაც, იცის, რომ აუცილებლად აღმოვაჩენ. შემ-
დეგ კი, ერთი საათი რომ უყურო თვალებში, ოდნავაც არ მოგცემს ნი-
შანს, რომ ეს მისი გაკეთებულია. მას უნდა იცნობდე.
ელისმა გაიღიმა და ადამმა თვალები დახუჭა.

თავი მეოთხე
49
-1-
ჩარლზი სოფლის პატარა სასტუმროში, ბართან იდგა და გულიანად
იცინოდა ანეკდოტებზე, რომლებსაც ამ პატარა დასახლებაში ერთი
ღამით გაჩერებული კომივოიაჟერები ყვებოდნენ. საუბრის ხალისი
რომ არ განელებოდათ, ჩარლზმა ჯიბიდან ვერცხლის მონეტებით
სავსე თამბაქოს პატარა კოლოფი ამოიღო და სტუმრებისთვის დასა-
ლევი შეუკვეთა. ის კარგ ხასიათზე იყო, ფეხზე იდგა, იღიმოდა და
თან მუშტებს იზილავდა. როდესაც კომივოიაჟერებმა მისი საჩუქარი
მიიღეს, ჭიქები ასწიეს და წარმოთქვეს „თქვენ გაგიმარჯოთ“,
ჩარლზს ისე გაუხარდა, რომ თავისი ახალი მეგობრებისთვის კიდევ
თითო ჭიქა შეუკვეთა, შემდეგ კი მათთან ერთად დროის გასატარებ-
ლად უფრო მხიარული ადგილისკენ დაიძრა.
როდესაც საირუსი სახლიდან გავიდა, ისეთი განრისხებული იყო,
რომ თავს ძლივს აკონტროლებდა. ჩარლზი ჯერ გზაზე ეძება, შემ-
დეგ კი სასტუმროში შეიხედა, მაგრამ შვილი ვერც იქ ნახა. იმავე ღა-
მეს რომ აღმოეჩინა სადმე, აუცილებლად მოკლავდა. შეეცდებოდა
მაინც. დიდი საქმეები ისტორიის მიმდინარეობას ცვლის. საერთოდ,
ნებისმიერი პატარა ინციდენტი ასე თუ ისე მოქმედებს ცხოვრებაზე
და სრულებით არა აქვს მნიშვნელობა რა იქნება ეს – ქვაზე ფეხის
დაბიჯება, ლამაზი გოგონას დანახვისას სული რომ შეგეკვრება, თუ
მიწაზე მუშაობისას ფრჩხილს რომ მოიტეხ.
ბუნებრივია, ჩარლზმა ძალიან მალე შეიტყო, მამამისი რომ თო-
ფით ხელში ეძებდა. ის ორი კვირის განმავლობაში იმალებოდა და,
როდესაც ბოლოს და ბოლოს სახლში დაბრუნდა, საირუსის უკიდუ-
რესი განრისხება უბრალო გაბრაზებით შეიცვალა და თავისი დანა-
შაულისთვის ჩარლზმა დამატებითი მძიმე მუშაობითა და მოჩვენე-
ბითი მორჩილებით გადაიხადა საფასური.
ადამი კი ოთხი დღე იწვა ლოგინში და ისეთი ტკივილები ჰქონდა,
რომ ყოველი გადატრიალებისას კვნესოდა. მესამე დღეს, მამამისმა
კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამხედროებს შორის პატივისცემით

50
სარგებლობს. საირუსს სურდა საკუთარი პატივმოყვარეობა დაეკმაყო-
ფილებინა და უფროსი შვილის ტანჯვაც შეემსუბუქებინა. ადამის საძი-
ნებელში, სრულიად მოულოდნელად, საზეიმო ლურჯ უნიფორმაში ჩაც-
მული კავალერიის კაპიტანი და ორი სერჟანტი შევიდნენ, ცხენებს კი
სახლის ეზოში ორი რიგითი დარაჯობდა. ადამი ლოგინიდანაც კი არ ამ-
დგარა, ისე იქნა ჩარიცხული ჯარში. კავალერიის რიგითის წოდება რომ
მიიღო, მამისა და ელისის თვალწინ, სამხედრო კოდექსს მოაწერა ხელი
და ფიციც დადო. ამის შემხედვარე საირუსს თვალებზე ცრემლები მო-
ადგა.
როდესაც ჯარისკაცები წავიდნენ, საირუსი კიდევ დიდხანს იჯდა
ადამის გვერდით.
– კავალერია ტყუილად არ შემირჩევია, – თქვა მან, – ყაზარმაში
ცხოვრება გარკვეული დროითაც
საკმარისია, კავალერისტებს კი სამუშაო ბევრი აქვთ. ინდიელთა მი-
წებზე ლაშქრობები აუცილებლად მოგეწონება. საიდან ვიცი, ვერ გეტ-
ყვი, მაგრამ, ძალიან მალე მოგიწევს ბრძოლაში ჩართვა.
– დიახ, სერ, – თქვა ადამმა.
-2-
ყოველთვის უცნაურად მეჩვენებოდა, ჯარისკაცებად რომ სწორედ
ისეთი ადამიანები მიჰყავდათ, როგორიც ადამია. ბრძოლა და ჩხუბი მას
თავიდანვე არ ეხატებოდა გულზე და დროთა განმავლობაში, არათუ
ვერ მიეჩვია ამას, არამედ კიდევ უფრო შესძულდა ძალადობა. ოფიც-
რებმა რამდენჯერმე აიღეს ეჭვი, რომ ის სიმულიანტობდა, მაგრამ სას-
ჯელი მაინც არ გამოუტანიათ. ხუთი წლის განმავლობაში, მან გაცილე-
ბით უფრო მეტი ივარჯიშა, ვიდრე მისი ესკადრონის რომელიმე სხვა
წევრმა, მაგრამ, თუ მისი გასროლილი ოდესმე მოხვედრია მტერს, ეს
მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობის ან რიკოშეტის ბრალი იყო.
ადამი არაჩვეულებრივი მსროლელი, ნამდვილი სნაიპერი იყო და, ამის
გათვალისწინებით, საეჭვოდ ხშირად აცილებდა მიზანს. ეს ის დრო იყო,
როდესაც ინდიელებთან ბრძოლა პირუტყვის სახიფათო გადარბენას

51
წააგავდა. ტომები იძულებულნი იყვნენ აჯანყებები მოეწყოთ, რის
გამოც, მათ დევნიდნენ და ხოცავდნენ, ხოლო ისინი, ვინც ცოცხალი
რჩებოდა, უვარგის მიწებზე სახლდებოდნენ და შიმშილობდნენ. სა-
სიამოვნო ეს სულაც არ გახლდათ, მაგრამ, იმ მოდელის გათვალის-
წინებით, რომელიც ქვეყანას ჰქონდა არჩეული, ამის გაკეთება აუცი-
ლებელი იყო.
ადამს კი, რომელიც ამ ყველაფერში მხოლოდ ერთ რიგით ინ-
სტრუმენტს წარმოადგენდა და რომელიც ხედავდა არა მომავალ
დიდ ფერმებს, არამედ ჯანმრთელი ადამიანების გაფატრულ მუც-
ლებს, ეს ბრძოლა უაზრობად მიაჩნდა. ყოველთვის, როდესაც ის
შეგნებულად აცილებდა მიზანს, საკუთარი რაზმის წინააღმდეგ სე-
რიოზულ ღალატს სჩადიოდა, მაგრამ ეს მას სრულებით არ ანაღ-
ვლებდა. ძალადობის მიმართ მის გონებაში არსებული პროტესტი,
ნელ-ნელა აკვიატებულ აზრად გადაიქცა და ისევე, როგორც ნების-
მიერი სხვა მსგავსი აკვიატებული აზრი, აზროვნებას უზღუდავდა.
ვინმესთვის რაიმე სახის ან რაიმე მიზეზით ზიანის მიყენება ადამის-
თვის სრულიად მიუღებელი გახდა. ეს ემოცია (სხვა რა შეიძლება
ამას დაერქვას, თუ არა ემოცია) იმდენად ძლიერი იყო, რომ მას უკვე
ლოგიკური აზროვნებაც კი აღარ შეეძლო. მიუხედავად ამისა, მთელი
იმ ხნის განმავლობაში, რაც მან ჯარში გაატარა, ერთხელაც არავის
გასჩენია ეჭვი, რომ ის ლაჩარი იყო. მეტიც, ადამ ტრასკს სამჯერ გა-
მოუცხადეს მადლობა და ერთხელ მედალიც კი გადასცეს სიმამაცის-
თვის.
რაც უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა ადამი ძალადობას, მით
უფრო მეტად ვარდებოდა მეორე უკიდურესობაში. მან რამდენჯერმე
ჩაიგდო თავი საფრთხეში, როდესაც დაჭრილები ბრძოლის ველი-
დან გამოჰყავდა. გარდა ამისა, მაშინაც კი, როდესაც დაღლილობის-
გან მოძრაობაც კი აღარ შეეძლო, საველე ჰოსპიტალებში მოხალი-
სედ მუშაობდა. თანამებრძოლებს ეს ცოტათი უცნაურად ეჩვენებო-
დათ, მაგრამ

52
მაინც სიყვარულით ეპყრობოდნენ ადამს – ერთგვარ შიშსაც კი გა-
ნიცდიდნენ მის მიმართ, რადგან ასეთი უჩვეულო იმპულსები მათთვის
სრულიად გაუგებარი იყო.
ჩარლზი ადამს ხშირად წერდა წერილებს – ძმას ფერმასა და სოფ-
ლის ცხოვრებაზე უყვებოდა: როგორ დაავადდა ძროხა და როგორ იმშო-
ბიარა ფაშატმა, როგორ გაიზარდა მიწის ფართობი და როგორ დაეცა
ბოსელს მეხი, როგორ გარდაიცვალა ელისი ჭლექით და როგორ მიიღო
მამამ ხელფასიანი სამსახური „რესპუბლიკის დიდ არმიაში“, ვაშინ-
გტონში. ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, ჩარლზი საკუთარ აზრებს წე-
რით უფრო გარგად გადმოსცემდა, ვიდრე საუბრით. ქაღალდზე მას თა-
ვისი სიმარტოვე და მღელვარება გადაჰქონდა – გრძნობები, რომელთა
არსებობის შესახებ თავადაც არ იცოდა.
იმ დროის განმავლობაში, რაც ადამმა სახლიდან შორს გაატარა, თა-
ვისი ძმა გაცილებით უკეთ გაიცნო, ვიდრე მანამდე ან მას შემდეგ. წერი-
ლების საშუალებით ძმებს შორის ისეთი სიახლოვე ჩამოყალიბდა, რო-
მელსაც ვერც ერთი მათგანი ვერასოდეს წარმოიდგენდა.
ერთ-ერთი წერილი ადამმა საგულდაგულოდ შეინახა და არა მხო-
ლოდ იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი გასაგებად ეწერა,
არამედ იმის გამოც, რომ სტრიქონებს შორის, მისი აზრით, კიდევ რაღა-
ცა იმალებოდა, რისი გამოცნობაც მან ვერ შეძლო. „ძვირფასო ძმაო
ადამ“, ასე იწყებოდა წერილი, „ხელში ვიღებ კალამს და იმედი მაქვს,
რომ ჯანმრთელად ხარ. ჩემს ბოლო წერილზე შენი პასუხი ჯერ არ მიმი-
ღია. ალბათ, შენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს, ჰა
ჰა ჰა... წვიმა უდროო დროს მოვიდა და ვაშლის მოსავალი გააფუჭა. ზამ-
თარში ბევრი ვაშლი ალბათ არ გვექნება, მაგრამ რასაც შევძლებ შევი-
ნახავ. დღეს სახლი დავალაგე და იატაკი გავრეცხე. ყველაფერი სველი
და საპნიანია, მაგრამ სისუფთავე არ ეტყობა. ხომ არ იცი, როგორ ახერ-
ხებდა დედა, რომ სახლი სულ გაკრიალებული ყოფილიყო? ახლა ყვე-
ლაფერი სულ სხვანაირად გამოიყურება. იატაკზე რაღაცა ილექება. არც

53
კი ვიცი რა არის. ვერაფრით მოვაშორე. ასეა თუ ისე, მტვერი სხვა
ოთახებში გადავანაწილე და ახლა ნაკლებად მხვდება თვალში, ჰა ჰა
ჰა...“
„მამას რამე ხომ არ მოუწერია შენთვის თავისი მოგზაურობის შესა-
ხებ? ცოტა ხნის წინ, კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში გაემგზავრა „დი-
დი არმიის“ შეკრებაზე. თავდაცვის მინისტრი უნდა ჩავიდეს იქ და მამამ
უნდა წარადგინოს ის. მისთვის ახლა ეს ერთი გადაფურთხებასავი-
თაა. ის პრეზიდენტსაც შეხვედრია სამ-ოთხჯერ და თეთრ სახლშიც
კი ყოფილა ვახშამზე. ძალიან მინდა თეთრი სახლის ნახვა. შენ რომ
დაბრუნდები, იქნებ ერთად წავიდეთ. ვფიქრობ მამა დაგვეხმარება,
შენი ნახვა ხომ ისედაც მოუნდება“.
„ვფიქრობ, ცოლის მოძებნა მომიწევს. ჩვენ კარგი ფერმა გვაქვს.
განსაკუთრებულ საჩუქრად არავისთვის გამოვდგები, სამაგიეროდ
ასეთ კარგ მეურნეობაზე ბევრი გოგო ოცნებობს. შენ რას ფიქრობ?
შენ არც ის მოგიწერია, აპირებ თუ არა ისევ ამ სახლში ცხოვრებას,
ჯარიდან რომ დაბრუნდები. იმედი მაქვს, ასე იქნება. მენატრები.“
ამის შემდეგ, ნაწერი წყდებოდა, ქაღალდი გაჩხაპნილი იყო, ამას
მელნის მოზრდილი ლაქა მოსდევდა და შემდეგ წერილი ფანქრით
გრძელდებოდა, თუმცა სულ სხვანაირად.
„ცოტა მოგვიანებით გწერ. აქ კალამმა მიღალატა, წვერი მოტ-
ყდა. სოფელში უნდა გავიდე და ახალი კალამი ვიყიდო, ეს ისედაც
სულ დაჟანგდა“.
სიტყვები კვლავ რბილად მოედინებოდა: „ვფიქრობ ახალ კა-
ლამს უნდა დაველოდო, ფანქრით წერას აზრი არ აქვს. სამზარეუ-
ლოში ვიჯექი, ლამფას მივაშტერდი და ჩავფიქრდი. ვერც კი გავიგე
როგორ დაღამდა, მე მგონი უკვე პირველი დაიწყო, მაგრამ საათის-
თვის არ შემიხედავს. საქათმეში მოულოდნელად შავი ჯო აყივლდა
და მერე დედას სკამმა ისე დაიჭრიალა, თითქოს მასში ვიღაცა იჯდა.
მე მსგავსი სისულელეების არ მჯერა, მაგრამ უცბად რაღაცეები გა-

54
მახსენდა, ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე? ალბათ ამ წერილს დავხევ.
რა აზრი აქვს ამ სისულელეების წერას?“
ამის შემდეგ, სიტყვები ისეთი სისწრაფით წამოვიდა, თითქოს
ჩარლზი მათ დაწერას ვერ ასწრებდა: „დახევას ყოველთვის მოვას-
წრებ. უკეთესი იქნება, თუ ჯერ ბოლომდე დავწერ ყველაფერს. ისე-
თი გრძნობა მაქვს, რომ მთელი სახლი გაცოცხლდა და ყველა მხრიდან
ვიღაცის თვალები მიყურებს; თითქოს ხალხი დგას კარების მეორე მხა-
რეს და როგორც კი გვერდით გავიხედავ, სახლში შემოლაგდებიან. ტან-
ში ჟრუანტელი მივლის. მინდა გითხრა... მინდა გითხრა, რომ დღემდე
არ მესმის, რატომ მოიქცა მამა ასე. რატომ არ მოეწონა მას ის დანა, რო-
მელიც დაბადების დღეზე ვაჩუქე. რატომ? ძალიან კარგი დანა იყო, ზუს-
ტად ისეთი, მას რომ სჭირდებოდა. თუ არ გამოიყენებდა, უბრალოდ გა-
ელესა ან ზოგჯერ ამოეღო ჯიბიდან და დაეხედა, ესეც საკმარისი იქნე-
ბოდა ჩემთვის. ეს რომ გაეკეთებინა, შენზე არ ვიყრიდი ჯავრს. ისე კი
სხვა გამოსავალი არ მქონდა. მეჩვენება, რომ დედას სკამი ქანაობს. არა,
ეს ჩრდილია. მე ასეთი სისულელეების არ მჯერა. მგონია, რომ რაღაცა
დაუსრულებელია. თითქოს საქმე სანახევროდ გავაკეთე, მაგრამ რა საქ-
მეა ეს, არ ვიცი. მე აქ არ უნდა ვიყო. მე ქვეყანას უნდა ვნახულობდე. არა,
რაღაცა ნამდვილად დაუსრულებელია, რაღაცა არასწორად წავიდა, რა-
ღაცა დარჩა გასაკეთებელი. მე უნდა ვიყო იქ, სადაც შენ ხარ, შენ კი აქ
უნდა იჯდე. ამაზე ადრე არასდროს მიფიქრია. ალბათ იმიტომ, რომ უკვე
გვიანაა, გაცილებით გვიან, ვიდრე მგონია. ფანჯარაში გავიხედე და უკვე
გათენებულა. საერთოდ არ მიძინია და როგორ გავიდა ღამე ასე სწრა-
ფად? ახლა დაწოლას აზრი აღარ აქვს, მაინც არ დამეძინება“.
ნაწერი აქ მთავრდებოდა და არც ხელმოწერა იყო ბოლოში. ალბათ
ჩარლზს დაავიწყდა წერილის დახევას რომ აპირებდა და შეცდომით გა-
აგზავნა. ასე იყო თუ ისე, ადამმა ის შეინახა და ყოველთვის, როდესაც
გადაიკითხავდა, რატომღაც ტანში ჟრუანტელი უვლიდა.

55
თავი მეხუთე
-1-
ამასობაში კი სალინასის ველის რანჩოზე პატარა ჰამილტონები
იზრდებოდნენ და წელი არ გავიდოდა ისე, რომ ოჯახში კიდევ ერთი
ბავშვი არ გაჩენილიყო. ჯორჯი მაღალი და სასიამოვნო გარეგნობის
ბიჭი იყო, კეთილი და მოსიყვარულე, რომელსაც დაბადებიდან მოჰ-
ყვებოდა ერთგვარი კეთილშობილება. სულ პატარაობაშიც კი ის სა-
ოცრად თავაზიანი და, როგორც უფროსები ამბობდნენ, „უპრობლე-
მო“ ბავშვი იყო. მამამისს ის დახვეწილობით დაემსგავსა – ყოველ-
თვის სუფთა და მოწესრიგებული დადიოდა, მაშინაც კი, როდესაც
ცუდად ეცვა. ჯორჯი უცოდველი ბავშვი იყო და მთელი ცხოვრება
ასეთად დარჩა. შეგნებული დანაშაული არასდროს ჩაუდენია, შეუგ-
ნებელი კი მხოლოდ და მხოლოდ უწყინარ ბავშვურ შეცდომებად შე-
იძლება ჩაითვალოს. დაახლოებით საშუალო ასაკში მას ავთვისე-
ბიანი ანემია დაუდგინეს (იმ დროს, ამ დაავადების არსებობის შესა-
ხებ უკვე იცოდნენ). სავსებით შესაძლებელია, რომ ჯორჯის ყველა
დადებითი თვისება სწორედ ენერგიის ნაკლებობიდან მომდინარე-
ობდა.
მასზე ერთი წლით უმცროსი ვილი ძლიერი და კუნთმაგარი ბიჭი
იყო. ფანტაზიით ის დიდად არ ბრწყინავდა, თუმცა ენერგია აუარე-
ბელი ჰქონდა. ვილი ბავშვობიდან შრომისმოყვარეობით გამოირ-
ჩეოდა და საკმარისი იყო რამე დავალება მიეღო, რომ წამსვე მუხ-
ლჩაუხრელად იწყებდა მუშაობას. ის კონსერვატორი იყო, არა მხო-
ლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ცხოვრებაშიც. ნების-
მიერ ახალ და ორიგინალურ იდეას, რევოლუციურად თვლიდა, ამი-
ტომ ეჭვითა და ერთგვარი ზიზღით უყურებდა მას. ვილის სურდა ეც-
ხოვრა ისე, რომ მის მიმართ არავის გასჩენოდა რაიმე პრეტენზია.
სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობდა, ქცევის საყოველთა-
ოდ მიღებულ წესებში ჩამჯდარიყო.

56
შესაძლოა, ცვლილებებისა და სიახლეების მიმართ შიში, ვილის მა-
მამისის გამო ჩამოუყალიბდა. ის იმ დროს იზრდებოდა, როდესაც სა-
მუელი სალინასის ველზე სულ ცოტა ხნის ჩამოსული იყო და ამიტომ
აქაურები ძირძველ მოსახლედ არ თვლიდნენ. მეტიც, მას ყოველთვის
უცხოელად და ირლანდიელად აღიქვამდნენ, იმ დროს კი ირლანდიე-
ლების მიმართ ამერიკაში არცთუ კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ.
განსაკუთრებით ეს აღმოსავლეთ სანაპიროზე ითქმის, მაგრამ სავსებით
შესაძლებელია, ამ სტერეოტიპს გარკვეულწილად დასავლეთამდეც მი-
ეღწია. სამუელი მოაზროვნე და მოქნილი ადამიანი იყო. ის მუდამ ახა-
ლი იდეებით გამოდიოდა, პატარა და გარე სამყაროსგან განცალკევე-
ბით მდებარე თემებში კი ასეთ ადამიანებს ყოველთვის ეჭვის თვალით
შესცქერიან მანამ, სანამ ის თავად არ დაამტკიცებს, რომ საშიშროებას
არავისთვის წარმოადგენს. ისეთი ნათელი გონების ადამიანს, როგორიც
სამუელი იყო, მართლაც შეეძლო და ყოველთვის შეუძლია საკუთარ
თავს პრობლემები შეუქმნას. მაგალითად, ის შესაძლოა ზედმეტად მომ-
ხიბვლელი გახდეს მეზობელი მამაკაცების ცოლებისთვის და აქ საქმეს
ისიც ართულებს, რომ ამ მამაკაცებმა თავადაც მშვენივრად იციან, ცო-
ლებს რომ ვერაფრით ართობენ. ამას დაუმატეთ ისიც, რომ სამუელი გა-
ნათლებული და ნაკითხი იყო, მუდამ წიგნებს ყიდულობდა, თავი
ჰქონდა მათში ჩარგული, ისეთი რაღაცეები იცოდა, რასაც ვერ შეჭამ,
ვერ ჩაიცვამ და სახლში ვერ დადგამ, პოეზია უყვარდა და წიგნიერებას
პატივს სცემდა. სამუელი რომ ისეთივე მდიდარი ყოფილიყო, როგორიც
თორნსები ან დელმარები იყვნენ, მათსავით დიდი და ნაყოფიერი მიწა
რომ ჰქონოდა, აუცილებლად მოაწყობდა სახლში დიდ ბიბლიოთეკას.
დელმარებს ბიბლიოთეკა ცალკე ოთახში ჰქონდათ განთავსებული.
თაროები სულ წიგნებით იყო სავსე, კედლები კი მუხით იყო მოპირკეთე-
ბული. სამუელი ხშირად გამოართმევდა ხოლმე მათ რამეს და საბოლო-
ოდ გაცილებით მეტი წიგნი წაიკითხა დელმარების ბიბლიოთეკიდან,
ვიდრე თავად დელმარებს ჰქონდათ წაკითხული. იმ დროს მდიდარი
ადამიანი განათლებულიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მას შეეძლო უპ-

57
რობლემოდ გაეშვა საკუთარი შვილები კოლეჯში, სამუშაო დღეს
თეთრი პერანგით, პიჯაკით, ჰალსტუხითა და ხელთათმანებით ევ-
ლო, ფრჩხილები კი მუდამ მოწესრიგებული ჰქონოდა. მდიდრების
ცხოვრება სხვებისთვის იდუმალებითაა მოცული და რას გაიგებ, რა
შეიძლება დასჭირდეთ და რა არა? ღარიბს კი, რატომ უნდა აინტე-
რესებდეს პოეზია, მხატვრობა ან მუსიკა? მით უმეტეს, თუ მას ვერც
სიმღერით აჰყვები და ვერც ცეკვით? ეს ყველაფერი ხომ მას ვერც მო-
სავალს მოუყვანს და ვერც შვილებს გამოუკვებავს? და თუ, მიუხედა-
ვად ყველაფრისა, ის მაინც არ იშლის თავისას, როგორც ჩანს, რაღაც
განსაკუთრებული მიზეზი აქვს, ეს კი ძალზედ საეჭვოა.
ავიღოთ, მაგალითად, სამუელი. რკინაზე ან ხეზე რაიმე სამუშაოს
დაწყებამდე, ჯერ ნახაზებს აკეთებდა და ეს სავსებით მისაღები, მო-
საწონიც კი იყო. მაგრამ, ამასთან ერთად, ის ზოგჯერ ხეებს, მწერე-
ბისა და ცხოველების სახეებს ხატავდა, ხანდახან კი ისეთ რამეს გა-
მოსახავდა, საერთოდ რომ ვერ გაარჩევდი რა იყო. ამის შემხედვარე
მეზობელ მამაკაცებს მორიდებულად ეღიმებოდათ. ამასაც რომ თა-
ვი დავანებოთ, არასდროს არავინ იცოდა რას გაიფიქრებდა, იტყო-
და ან გააკეთებდა სამუელი. მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნე-
ლი.
როდესაც ის სალინასის ველზე ჩამოვიდა, პირველი რამდენიმე
წელიწადი ყველა ეჭვის თვალით უყურებდა. შესაძლოა, პატარა ვი-
ლიმ სან-ლუკასის მაღაზიაში ჭორაობასაც კი მოჰკრა ყური. მოზარ-
დებს არ უყვართ, როდესაც მათი მამა სხვა მამებისგან განსხვავებუ-
ლია და, როგორც ჩანს, ვილის გონებაში კონსერვატიზმმა სწორედ
მაშინ გაიდგა პირველი ფესვები. მოგვიანებით, როდესაც ჰამილტო-
ნებს კიდევ გაუჩნდათ შვილები, სამუელი სალინასის ველზე უკვე უც-
ხოდ აღარ აღიქმებოდა. აქაურები ზუსტად ისე ამაყობდნენ მისით,
როგორც ზოგიერთი ადამიანი ამაყობს იმით, რომ ეზოში ფარშევან-
გი ჰყავს. მათ აღარ ეშინოდათ სამუელის, რადგან მიხვდნენ, რომ ის
არც მათი ცოლების შეცდენას და არც სხვების ჩვეული, მონოტონური

58
და უპრობლემო ცხოვრების დარღვევას ცდილობდა. სალინასის ველს
სამუელი შეუყვარდა, მაგრამ ვილი ამ დროს უკვე შემდგარი პიროვნება
იყო.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც, დამსახურებულად თუ დაუმსა-
ხურებლად, ღმერთებს განსაკუთრებით უყვართ. მათ ყველაფერი, ზედ-
მეტი მონდომებისა და წინასწარი დაგეგმვის გარეშე, თავისით უვარდე-
ბათ ხელში. ვილი ჰამილტონი სწორედ ასეთი პიროვნება იყო. განგება
მას საკმაოდ სერიოზულ საჩუქრებს
აძლევდა. ბედი ვილის ახალგაზრდობიდანვე სწყალობდა და, გან-
სხვავებით მამამისისგან, რომელიც ფულს ვერასოდეს შოულობდა, ის
თავისდაუნებურად მდიდრდებოდა. როდესაც მისმა ქათმებმა პირველი
კვერცხები დადეს, კვერცხის ფასმა სწორედ მაშინ მოიმატა; მოგვიანე-
ბით, როდესაც მისი ორი მეგობრის პატარა მაღაზია გაკოტრების პირას
იყო მისული, ვილის ფული სთხოვეს, ვალები რომ დაეფარათ, სანაც-
ვლოდ კი მაღაზიის თანამფლობელობა შესთავაზეს. ვილი ძუნწი არ
იყო და მეგობრებს თხოვნა შეუსრულა. მაღაზია სულ რაღაც ერთ წელი-
წადში დადგა ფეხზე, ორ წელიწადში გაფართოვდა, სამში – რამდენიმე
ფილიალი გახსნა, დღეს კი, იმ ბიჭების შთამომავლობა უზარმაზარ სა-
ვაჭრო სისტემას ფლობს და რეგიონის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
ვილიმ ვალებიდან ველოსიპედების სახელოსნოც ამოათრია, სულ
ცოტა ხანში კი სალინასის ველზე მცხოვრებმა რამდენიმე მდიდარმა
ოჯახმა ავტომობილები შეიძინა და ამ სახელოსნოსაც სამუშაო ერთბა-
შად მოემატა. გარდა ამისა, ვილის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში
აწუხებდა ერთი მიზანმიმართული რომანტიკოსი, რომელსაც თავისი
ოცნებები თითბერად, თუჯად და რეზინად სურდა ექცია. ამ რომანტი-
კოსის სახელი ჰენრი ფორდი იყო და მისი გეგმები, უკანონო თუ არა, რო-
გორც მინიმუმ, სასაცილო იყო. ვილი არც თუ სიამოვნებით, მაგრამ მა-
ინც დათანხმდა ველის სამხრეთი ნაწილი მისი ექსკლუზიური ტერიტო-
რია ყოფილიყო და თხუთმეტ წელიწადში რეგიონი „ფორდებით“ გაივ-

59
სო, თავად ვილი ჰამილტონი კი ისე გამდიდრდა, რომ „მარმონი“ შე-
იძინა.
მესამე ვაჟი, ტომი, მთლიანად მამას დაემსგავსა. მისი დაბადება მე-
ხის გავარდნას ჰგავდა, ცხოვრება კი ელვასავით კაშკაშა იყო. ტომი უკან-
მოუხედავად გადახტა ცხოვრების მორევში. სიხარულსა და ენთუზიაზ-
მში მან ზომა-წონა არ იცოდა. სამყაროსა და მასში მცხოვრებ ხალხს
ის თავად ქმნიდა და, როდესაც მამამისის წიგნებს კითხულობდა,
იცოდა, რომ ამაშიც პირველი იყო. ის ახალ და ნათელ სამყაროში
ცხოვრობდა – ისეთივე გაუკვალავში, როგორიც ედემი იყო მეექვსე
დღეს. მისი გონება კვიცივით დაქროდა უსაზღვრო პრერიებში და,
როდესაც ცხოვრებამ ღობეები აღუმართა, ტომმა ისინი საკუთარი
სხეულით გაარღვია ისე, რომ მავთულები სულ ნაფლეთებად აქცია;
უფრო მოგვიანებით კი, როდესაც მის გარშემო სქელი კედლები შე-
იკრა, ისინიც დაანგრია და სიხარულით გაიჭრა თავისუფლებისკენ.
რამდენადაც ძლიერი იყო მისი სიხარული, იმდენად ძლიერი იყო მი-
სი სევდა. როდესაც ტომს საყვარელი ძაღლი მოუკვდა, მისთვის
თითქოს სამყარო დასრულდა.
ტომი ისეთივე ფანტაზიით აღსავსე იყო, როგორიც მამამისი,
თუმცა გამბედაობა მას მეტი ჰქონდა – ისეთ რამეს მოჰკიდებდა
ხელს, რაზეც სამუელი აუცილებლად თავს შეიკავებდა. გარდა ამისა,
ტომს ხორციელი სიამოვნების მიღების ძლიერი სურვილი ამოძრა-
ვებდა, სამუელი კი ამ მხრივაც უფრო დინჯი იყო. ალბათ, სწორედ ამ
თვისების გამოა, რომ ტომი ბოლომდე უცოლო დარჩა. ის მაღალ-
ზნეობრივ ოჯახში დაიბადა, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ
თავისი სურვილები და ის მეთოდები, რომლებითაც ამ სურვილებს
იკმაყოფილებდა, უდიდეს ცოდვად მიაჩნდა, საკუთარ თავს უღირ-
სად თვლიდა და გულის მოსაოხებლად სლუკუნით გარბოდა ხოლმე
მთებში. მასში საოცრად იყო შეხამებული ველურობა და სიკეთე. ხში-
რად, მუშაობით იქანცავდა თავს, რათა ამ პროცესში თავისი ცხოვე-
ლური იმპულსები ჩაეხშო.

60
ირლანდიელები მართლაც არიან მიდრეკილნი გადამეტებული მხი-
არულებისკენ, მაგრამ, ამავე დროს, ისინი მხრებით ატარებენ მკაცრ და
საშინელ აჩრდილს, რომელიც მათ ფიქრებს აკონტროლებს. საკმარი-
სია ირლანდიელმა ხმამაღლა გაიცინოს, რომ ამ აჩრდილის გრძელი
თითი წამსვე ყელში გაეჩხირება. ირლანდიელს საკუთარი თავისთვის
თავად გამოაქვს განაჩენი მანამ, სანამ ამას სხვა გააკეთებს და სწორედ
ამის გამოა, რომ მუდამ თავდაცვით მდგომარეობაში იმყოფება.
როდესაც ტომი ცხრა წლისა იყო, ძალიან ნერვიულობდა იმაზე, რომ
მის პატარა და ლამაზ დაიკოს, მოლის, შეზღუდული მეტყველება ჰქონ-
და. ერთხელ მან მოლის პირი გააღებინა და დაინახა, რომ საუბარში
ბავშვს ხელს ენის ქვეშ არსებული პატარა აპკი უშლიდა. „მე ამას გამო-
ვასწორებ“, თქვა ტომმა, თავისი და სახლიდან შორს, მყუდრო ადგილას
წაიყვანა, შემდეგ ჯაყვა საგულდაგულოდ გალესა და აპკი გადაჭრა. ეს
რომ გააკეთა, ცუდად გახდა და გული აერია.
რაც უფრო იზრდებოდა ჰამილტონების ოჯახი, მით უფრო ფართოვ-
დებოდა მათი სახლი. ის თავიდანვე დაუმთავრებელი სახით იყო ჩაფიქ-
რებული, რათა საჭიროების შემთხვევაში მიშენების საშუალება ჰქონო-
დათ. ამიტომ, ის ერთი ოთახი და სამზარეულო, რომლებიც სამუელმა
თავდაპირველად ააშენა, სულ მალე სხვა ოთახებს შეერწყა.
ამასობაში კი სამუელს ფული არა და არ ემატებოდა. მას პატენტის
დაავადება დაემართა – სენი, რომელიც ბევრ მამაკაცს უნგრევს ცხოვრე-
ბას. მან ისეთი დანადგარი მოიგონა, რომლის საშუალებითაც ხორბლის
სალეწი მანქანა უფრო უკეთესად და პროდუქტიულად მუშაობდა, მაგ-
რამ პატენტების იურისტის მომსახურებამ მისი ოჯახის ერთი წლის შე-
მოსავალი მთლიანად წაიღო. ამის შემდეგ, სამუელმა თავისი ნახაზები
ერთ-ერთ მწარმოებელს გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა წინადადებაზე უა-
რი თქვა, თუმცა იდეა სათავისოდ გამოიყენა. მომდევნო რამდენიმე წე-
ლი სამუელმა სასამართლოს განაჩენის მოლოდინში გაატარა და ფუ-
ლის გადინება ოჯახიდან მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც ჰამილტო-
ნებმა პროცესი წააგეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამუელი

61
ერთ ჭეშმარიტებას მიხვდა: ფულის გარეშე ფულისთვის ვერ იბრძო-
ლებ. მიუხედავად ამისა, ის უკვე სერიოზულად იყო დაავადებული პა-
ტენტის ციებ-ცხელებით, რომელიც უმოწყალოდ ართმევდა იმ მცი-
რეოდენს, რასაც ის თავისი სალეწი დანადგარითა და სახელოსნოს სა-
შუალებით შოულობდა. ბავშვები ფეხშიშველა დადიოდნენ, მათი
ტანსაცმელი უფრო ძონძებს ჰგავდა და სახლში ხშირად საჭმელიც
არაფერი იყო, მაგრამ სხვანაირად აბა, როგორ უნდა გადაეხადა სა-
მუელს ფული თავისი ნახაზებისთვის?
ზოგიერთი ადამიანი ფართოდ აზროვნებს, ზოგიერთი კი ვიწ-
როდ. სამუელი, ტომი და ჯო ფართოდ აზროვნებდნენ, ჯორჯი და ვი-
ლი კი ვიწროდ. ჯო, იგივე ჯოზეფი, ჰამილტონების მეოთხე ვაჟი, მე-
ოცნებე ბავშვი იყო და მთელ ოჯახს ძალიან უყვარდა. ის ჯერ კიდევ
ბავშვობაში მიხვდა, რომ უმწეო ღიმილი საუკეთესო საშუალებაა სა-
მუშაოსგან თავის ასარიდებლად. მისი ყველა ძმა საოცრად შრომის-
მოყვარე იყო. მათ ერჩივნათ თავად ემუშავათ ჯოს მაგივრად, ვიდრე
მისთვის რამე დაეძალებინათ. სამუელი და ლიზა თვლიდნენ, რომ
ის პოეტი იყო, რადგან სხვა არაფერში ვარგოდა. დროთა განმავლო-
ბაში, ჯომ მართლაც
დაიჯერა ეს და პატარა, უწყინარი ლექსების წერა დაიწყო. ჯო ფი-
ზიკურადაც ზარმაცი იყო და, როგორც ჩანს, არც გონებრივად გამო-
ირჩეოდა დიდი მონდომებით – მთელი დღეები ღრუბლებში დაფ-
რინავდა. ლიზას კი ის მაინც ყველაზე მეტად უყვარდა, რადგან
თვლიდა, რომ უმწეო იყო. სინამდვილეში, უსუსურობისა მას არაფე-
რი ეცხო. ჯო ყოველთვის აღწევდა იმას, რაც სურდა და ამას ძალდა-
ტანების გარეშე აკეთებდა. ჯოზეფი ოჯახის ნებიერა იყო.
ფეოდალურ ხანაში, თუ ახალგაზრდა მამაკაცი ხმალსა და ფარს
სათანადოდ ვერ იქნევდა, მისი ერთადერთი გზა ეკლესიისკენ მიდი-
ოდა. ჰამილტონების ოჯახში კი ჯოს უუნარობამ რაიმე სახის საქმია-
ნობისთვის მაინც მოეკიდა ხელი, მას უმაღლესი განათლებისკენ გა-
უხსნა გზა. ის არც ავადმყოფი იყო და არც ფიზიკურად სუსტი, თუმცა

62
სიმძიმეებს საერთოდ ვერ სწევდა; არც ჭენება ეხერხებოდა და ცხენები
საერთოდ სძულდა. მთელი ოჯახი სიცილით იხსენებდა ხოლმე, როგორ
სწავლობდა ჯო მიწის მოხვნას: გუთნის პირველი კვალი მდინარესავით
მიიკლაკნებოდა, მეორე კი პირველს მხოლოდ ერთხელ ეხებოდა, შემ-
დეგ მას კვეთდა და ღმერთმა იცის საით მიდიოდა.
ნელ-ნელა ჯომ ოჯახში ყველა სახის საქმიანობას დაანება თავი. დე-
დამისი ყველანაირად იცავდა მას და ამბობდა, რომ ბავშვის გონება
ღრუბლებში დაფრინავს, გეგონება ეს რაღაც განსაკუთრებული და უიშ-
ვიათესი თვისება ყოფილიყო.
როდესაც ჯომ ყველაფერში ჩაისვარა, სასოწარკვეთილმა მამამისმა
მას ცხვრის ფარა მიაბარა. ეს არის კლასიკური მაგალითი საქმიანობისა,
რომელსაც ოსტატობა საერთოდ არ სჭირდება. ჯოს მხოლოდ ცხვრებ-
თან ახლოს ყოფნა, მათთვის ყურადღების მიქცევა ევალებოდა. მიუხე-
დავად ამისა, მან ფარა დაკარგა – სამოცივე ცხვარი თვალსა ხელს შუა
გაუქრა. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ცხოველები ერთი ხევის ძირში,
ჩრდილში იყვნენ შექუჩულნი და მზეს აფარებდნენ თავს. გადმოცემის
თანახმად, სამუელმა, ერთ მშვენიერ, დღეს მთელი ოჯახი შეკრიბა და
ყველასგან სათითაოდ მოითხოვა ფიცის დადება, რომ მისი სიკვდილის
შემდეგ, უმცროს ძმას უყურადღებოდ არ დატოვებდნენ. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ჯო აუცილებლად მოკვდებოდა შიმშილით.
ოთხ ბიჭთან ერთად, ჰამილტონების ოჯახში ხუთი გოგო იზრდებო-
და. უფროსს უნა ერქვა. ის მოაზროვნე, ბეჯითი და მზრუნველი ბავშვი
იყო; შემდეგ ლიზი მოდიოდა. ვფიქრობ, სწორედ ის უნდა ყოფილიყო
უფროსი, დედის სახელი რადგან ერქვა. მის შესახებ ბევრი არაფერი ვი-
ცი. როგორც ამბობენ, მას ყოველთვის რცხვენოდა საკუთარი ოჯახისა,
ამიტომ ადრე გათხოვდა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. ამის
შემდეგ, მას მხოლოდ პანაშვიდებზე ნახულობდნენ. ლიზი ჰამილტონე-
ბისთვის უჩვეულო ღვარძლიანობითაც გამოირჩეოდა. მისი ერთადერ-
თი ვაჟი რომ გაიზარდა და დაქორწინდა, მას რძალი არ მოეწონა და ამის
გამო შვილს მრავალი წელი არ ელაპარაკებოდა.

63
შემდეგ დესი მოდიოდა. მას იმდენად გადამდები სიცილი ჰქონ-
და, რომ ყველას მის გვერდით ყოფნა სურდა.
შემდეგ იყო ოლივია, ანუ დედაჩემი, ბოლოს კი მოლი – ულამაზე-სი
ბავშვი ოქროსფერი თმებითა და იისფერი თვალებით.
აი, ასეთები იყვნენ პატარა ჰამილტონები და საოცარია როგორ
შეძლო ლიზამ, ამ ტანმორჩილმა და გამხდარმა ქალბატონმა, ცხრა-
ვე მათგანი გაეჩინა, გამოეკვება, თან პური ეცხო, ტანსაცმელი ეკერა
და, ამასთან ერთად, შვილებისთვის კარგი მანერები და რკინის მო-
რალი ესწავლებინა.
ლიზამ საკუთარ შვილებზე უზარმაზარი გავლენა იქონია, მიუხე-
დავად იმისა, რომ საკმაოდ შეზღუდული მსოფლმხედველობა ჰქონ-
და – სრულიად უწიგნური იყო და ირლანდიიდან ერთ ხანგრძლივ
მგზავრობას თუ არ ჩავთვლით, გარე სამყაროც არასდროს უნახავს.
ლიზას არც მამაკაცებთან სიახლოვის მხრივ ჰქონია გამოცდილება
და საერთოდ, ამ საქმის კეთება საკუთარ ქმართანაც კი მომაბეზრებ-
ლად და მომქანცველად ეჩვენებოდა. მისი ცხოვრების უდიდესმა ნა-
წილმა ბავშვების მუცლით ტარებასა და მათ აღზრდაში გაიარა. მისი
ერთადერთი და სრული ინტელექტუალური წყარო ბიბლია იყო, კი-
დევ – სამუელისა და შვილების საუბარი, თუმცა მათ ლიზა საერთოდ
არ უსმენდა. ბიბლია კი მისთვის ისტორიაც იყო და პოეზიაც, ადამია-
ნებისა და ბუნების გაცნობის წყაროც, ეთიკაც, მორალიც და სულის
გადარჩენაც. ის არასდროს სწავლობდა ან აკვირდებოდა ბიბლიას,
უბრალოდ კითხულობდა მას და საერთოდ ვერ ამჩნევდა იმ მრავალ-
რიცხოვან ურთიერთგამომრიცხავ ფაქტებს, რომლებიც მასში შეიძ-
ლება აღმოაჩინო. საბოლოოდ, მან ისე დაიზეპირა თითოეული სიტ-
ყვა, რომ აღარც კი უფიქრდებოდა რას კითხულობდა.
ლიზას ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა, რადგან თავადაც ძა-
ლიან კარგი ქალი იყო და კარგი შვილებიც გაზარდა. ის ყველგან თა-
ვაწეული დადიოდა. პატივს სცემდნენ მას სამუელიც, შვილებიც და
შვილიშვილებიც. მისი ძლიერი ნებისყოფა გარშემომყოფთა აღ-

64
ფრთოვანებას იწვევდა, მაგრამ არა სიყვარულს. ის არასდროს მიდიოდა
კომპრომისზე და საკუთარ სიმართლეს ყოველთვის ბოლომდე იცავდა.
ალკოჰოლური სასმელები ლიზას განსაკუთრებული სიძულვილით
სძულდა – თვლიდა, რომ მათი ნებისმიერი სახითა და საბაბით მიღება,
ისედაც განრისხებული ღვთაების წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა.
თავად ხომ არასდროს ეკარებოდა სასმელს და სხვებსაც სასტიკად უშ-
ლიდა დალევას. ალბათ სწორედ ამის შედეგი იყო, რომ როგორც სამუ-
ელი, ასევე მისი შვილები, სიამოვნებით გადაჰკრავდნენ ხოლმე ერთ-
ორ ჭიქას.
ერთხელ, როდესაც სამუელი ავად იყო, ლიზას ჰკითხა:
– ლიზა, რატომ არ შეიძლება, ერთი ჭიქა ვისკი მაინც დავლიო? ცო-
ტათი უკეთესად ვიგრძნობდი თავს.
ლიზამ თავისი პატარა ნიკაპი გამოსწია და უპასუხა:
– შენ რა, გინდა, რომ ღმერთის წინაშე ალკოჰოლის სუნით გაჟღენ-
თილი წარდგე? არავითარ შემთხვევაში!
სამუელი ბედს შეეგუა, მეორე მხარეს გადაბრუნდა და ავადმყოფო-
ბასთან ბრძოლა საკუთარი ძალებით განაგრძო.
როდესაც ლიზა სამოცდაათი წლის იყო, კლიმაქსური მოვლენები შე-
უმცირდა. ამიტომ, ექიმმა მას დღეში თითო სუფრის ჭიქა პორტვეინის
დალევა ურჩია. პირველი კოვზი მან დიდი გაჭირვებით გადაყლაპა, მაგ-
რამ წამსვე მიხვდა, რომ ღვინო არც თუ უსიამოვნო დასალევი ყოფილა.
მას შემდეგ, ლიზას მუდამ ღვინის სუნი ასდიოდა, მაგრამ დღეში თითო
სუფრის კოვზზე მეტს არასდროს სვამდა. ეს მისთვის მხოლოდ და მხო-
ლოდ წამალი იყო. მოგვიანებით კი უფრო გათამამდა და მისმა ულუფამ
დღეში თითო ჭიქას გადააჭარბა. ამის შემდეგ, ლიზა გაცილებით მხი-
არულად და ბედნიერად გრძნობდა თავს.
სანამ მეოცე საუკუნე დადგებოდა, სამუელისა და ლიზას შვილები უკ-
ვე წამოიზარდნენ და სრულწლოვანებამდეც მიაღწიეს. კინგ-სითის აღ-
მოსავლეთით, ერთ რანჩოზე, ჰამილტონების მთელი რაზმი ცხოვრობ-
და. ყველა მათგანი, პატარა თუ დიდი, უკვე ამერიკელი იყო. სამუელი

65
ირლანდიაში არასდროს დაბრუნებულა და ნელ-ნელა მას თავისი
ისტორიული სამშობლო სრულებით დაავიწყდა. ის საქმიანი კაცი
იყო და ნოსტალგიის დრო უბრალოდ არ ჰქონდა. მისთვის სალინა-
სის ველი იყო მთელი მსოფლიო და წელიწადში ერთი სამოცმილია-
ნი მოგზაურობაც კი საკმარისად მიაჩნდა. რანჩოზე შეუსვენებლად
მუშაობასა და თავის დიდ ოჯახზე ზრუნვას ძალიან დიდ დროს უთ-
მობდა, მაგრამ სხვა საქმეებისთვის მაინც იცლიდა. მას ამოუწურავი
ენერგია ჰქონდა.
მისი უფროსი ქალიშვილი, ბეჯითი და მოაზროვნე უნა, სტუდენ-
ტი გახდა. სამუელი ძალიან ამაყობდა მისი ნათელი გონებით. ოლი-
ვია სალინასის საშუალო სკოლის მოკლე კურსს ამთავრებდა და სა-
ოლქო გამოცდებისთვის ემზადებოდა. ის მასწავლებელი უნდა გამ-
ხდარიყო, რაც ისეთივე პატივია ამერიკაში, როგორიც ირლანდიაში
ოჯახის წევრი რომ მღვდელი იყოს; ჯოს კოლეჯში აგზავნიდნენ,
რადგან სხვა არაფერში ვარგოდა ეს ოხერი; ვილი ნელ-ნელა უახ-
ლოვდებოდა თავის შემთხვევით სიმდიდრეს; ტომი ცხოვრების
ბასრ კუთხეებზე ფეხებს იყვლეფდა და ნაიარევს იშუშებდა; დესი
მკერავის ხელობას სწავლობდა; მოლი კი, ლამაზი მოლი, აუცილებ-
ლად წარმატებულ მამაკაცს გაჰყვებოდა ცოლად.
ჰამილტონების რანჩო მართალია დიდი იყო, მაგრამ იმდენად
ღარიბი, რომ მემკვიდრეობაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა. სამუ-
ელს თავის მიწაზე ერთი გაუბურღავი ადგილიც კი არ დაუტოვებია,
მაგრამ წყალს მაინც ვერსად მიაგნო. არადა ეს სრულიად შეცვლიდა
ვითარებას და ოჯახსაც შედარებით გაამდიდრებდა. ერთადერ-
თხელ მოხდა, რომ სახლთან ახლოს, ღრმად, მცირე რაოდენობის
წყალი იპოვეს, მაგრამ მისი დონე ძალიან დაბლა იწევდა ხოლმე,
ორჯერ კი საერთოდ დაშრა. პირუტყვს რანჩოს მეორე ბოლოდან მო-
ერეკებოდნენ, წყალს ასმევდნენ და შემდეგ ისევ უკან მიერეკებოდ-
ნენ, ძოვა რომ გაეგრძელებინათ.

66
ასე იყო თუ ისე, მთლიანობაში, ჰამილტონებს საკმაოდ კარგი, მყარი
ოჯახი ჰყავდათ, რომელიც
საბოლოოდ და უკანმოუხედავად დამკვიდრდა სალინასის ველ-
ზე. ის აქ მცხოვრები უმრავლესობისგან არც განსაკუთრებული სიღა-
რიბით გამოირჩეოდა და არც სიმდიდრით. ეს კარგად დაბალანსე-
ბული ოჯახი იყო – თავისი კონსერვატორებითა და რადიკალებით, მე-
ოცნებეებითა და რეალისტებით. სამუელი თავისი შთამომავლობით
კმაყოფილი იყო.

თავი მეექვსე
-1-
როდესაც ადამი ჯარში გაიწვიეს, ხოლო საირუსი ვაშინგტონში გაემ-
გზავრა, ჩარლზი მარტო დარჩა. ის ბევრს საუბრობდა ცოლის მოყვანა-
ზე, მაგრამ ამისათვის ფართოდ გავრცელებული მეთოდები, როგორი-
ცაა პაემანზე სიარული, გოგონას სადმე დაპატიჟება, მასთან საუბარი და
მისი პატიოსნების გარკვევა, რაც ლოგიკურად სრულდება ხოლმე ქორ-
წინებით, რატომღაც არ გამოუყენებია. სიმართლე რომ ითქვას, გასაკვი-
რი ამაში არც არაფერია, რადგან ჩარლზი გოგონებთან ურთიერთობაში
კატასტროფულად მორცხვი იყო. ამიტომ, ისევე, როგორც მსგავს მამა-
კაცთა უმრავლესობა, საკუთარ ხორციელ სურვილებს ისიც მეძავებთან
იკმაყოფილებდა. მორცხვი მამაკაცი მეძავთან გაცილებით თავდაჯერე-
ბულად გრძნობს თავს. ის ფულს იხდის, თან წინასწარ და, სწორედ ამი-
ტომ, მეძავი მისთვის უბრალო ნივთი ხდება – მამაკაცს თავისუფლად
შეუძლია იყოს მხიარული და ზოგჯერ სასტიკიც კი; ამასთანავე, მას სრუ-
ლებით არ ეშინია იმისა, რომ ქალი დაიწუნებს და სიახლოვეზე უარს ეტ-
ყვის. მორცხვი მამაკაცები ხომ ყველაზე მეტად სწორედ ამას უფრთხიან.
ყველაფერი მარტივად და მაქსიმალურად საიდუმლოდ ხდებოდა.
სოფლის პატარა სასტუმროს მეპატრონე ბოლო სართულის სამ ნომერს
ადგილობრივებზე არასდროს აქირავებდა. ეს ოთახები მას ორი კვირით
ჩამოსული მეძავებისთვის ჰქონდა გათვალისწინებული. ამ ვადის გას-
67
ვლის შემდეგ, სოფელში გოგონების ახალი პარტია ჩადიოდა. თავად
სასტუმროს მეპატრონე, რომელსაც მისტერ ჰელემი ერქვა, ამ ყველა-
ფერში უშუალო მონაწილეობას არ იღებდა, ამიტომ, ყოველთვის თავი-
სუფლად შეეძლო ეთქვა, რომ მისთვის საერთოდ არაფერი იყო ცნო-
ბილი. სამაგიეროდ, ამ ოთახებში მას ხუთჯერ უფრო მეტს უხდიდ-
ნენ, ვიდრე ჩვეულებრივ ნომრებში. რაც შეეხებათ გოგონებს, მათ
შეკრებაზე, მორჯულებასა და მგზავრობაზე ვინმე ბოსტონელი მის-
ტერ ედვარდსი ზრუნავდა და მათი გასამრჯელოს დიდ ნაწილსაც
სწორედ ის იღებდა. ედვარდსის ქვეშევრდომები აუჩქარებლად და
უხმაუროდ დაეხეტებოდნენ პატარა ქალაქებში და ორ კვირაზე მეტი
ხნით არსად ჩერდებოდნენ. ეს სისტემა საოცრად ეფექტური იყო.
თავიანთი ხანმოკლე ვიზიტებით, მეძავები არასდროს იპყრობდნენ
ქალაქის მერის ან რომელიმე მოქალაქის ყურადღებას. გარდა ამისა,
ძირითად დროს ისინი სასტუმროს ნომრებში ატარებდნენ, საზოგა-
დოებრივი თავშეყრის ადგილებს კი საერთოდ ერიდებოდნენ. დათ-
რობა, ხმაური და ვინმეს შეყვარება მათ სასტიკად ეკრძალებოდათ.
ამისი თავადაც ეშინოდათ, რადგან წესების დარღვევისთვის მათ ცე-
მით ემუქრებოდნენ. საჭმელი მათთვის პირდაპირ სასტუმროს ნომ-
რებში მიჰქონდათ, კლიენტებს კი საგულდაგულოდ ამოწმებდნენ.
ნასვამი მამაკაცისთვის მეძავებთან გზა დაკეტილი იყო, თავად გო-
გონებს კი ყოველი ექვსი თვის შემდეგ ერთთვიან შვებულებას აძ-
ლევდნენ, რათა თავისუფლად გაეტარებინათ დრო, თუ მოუნდებო-
დათ, დამთვრალიყვნენ და ყირაზეც გადასულიყვნენ. სამუშაო სა-
ათებში, თუ რომელიმე მათგანი წესებს დაარღვევდა, მისტერ ედ-
ვარდსი საკუთარი ხელით შემოახევდა ხოლმე კაბას, პირს აუკრავდა
და იმდენს ურტყამდა, სანამ სიკვდილის პირამდე არ მიიყვანდა. იმ
შემთხვევაში კი, თუ იგივე
მეძავი კიდევ ერთხელ დააშავებდა რამეს, მას მაწანწალობისა
და პროსტიტუციის ბრალდებით აკავებდნენ და ციხეში სვამდნენ.

68
მეძავების ასეთი ხანმოკლე ვიზიტების კიდევ ერთი დადებითი მხა-
რე ის გახლდათ, რომ, სანამ რომელიმე კლიენტი საკუთარ ორგანიზმში
ვენერიული დაავადების სიმპტომებს შეამჩნევდა, გოგონები უკვე სხვა
ქალაქში მუშაობდნენ. პრეტენზიას კი სხვას ვერავის წაუყენებდი, რად-
გან მისტერ ჰელემმა არაფერი იცოდა, ხოლო მისტერ ედვარდსი თავისი
ქვეშევრდომების სამუშაო ადგილებში ძალიან იშვიათად ჩნდებოდა.
მისთვის ეს საკმაოდ სარფიანი საქმე იყო.
გოგონები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს – ყველა მათგანი მაღალი,
ჯან-ღონით აღსავსე, ზარმაცი და შტერი იყო. განსხვავებას მათ შორის
მამაკაცი თითქმის ვერ გრძნობდა. ჩარლზ ტრასკი ამ პატარა სასტუმრო-
ში, როგორც წესი, ორ კვირაში ერთხელ დადიოდა. ჩუმად აიპარებოდა
ხოლმე ბოლო სართულზე, თავის საქმეს სწრაფად მოამთავრებდა, შემ-
დეგ კი ბარში ჯდებოდა, რათა ერთი-ორი ჭიქა გადაეკრა.
ტრასკების ოჯახი მხიარულებით არასოდეს გამოირჩეოდა, ხოლო
როდესაც ჩარლზი მარტო დარჩა, სახლი კიდევ უფრო ჩაბნელდა – რა-
ღაცნაირი პირქუში გახდა, თითქოს ძირში ლპებოდა. ფარდები უკვე ნაც-
რისფერი იყო, ხოლო იატაკი, მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზი მას სის-
ტემატიურად ასუფთავებდა, წებოვანი და ნესტიანი. სამზარეულოს კედ-
ლები, ფანჯრები და ჭერი, ტაფებიდან აორთქლებული ცხიმით იყო და-
ფარული.
საირუსის ორივე ცოლი ჭუჭყსა და მტვერს სისტემატური, დაუღალა-
ვი შრომით ებრძოდა. ორ კვირაში ერთხელ ისინი კედლებსა და იატაკზე
დალექილ მტვერს დანებით ფხეკდნენ, ჩარლზი კი გამოხვეტის მეტს
არაფერს აკეთებდა. ზეწარს ის თავის ლოგინზე საერთოდ აღარ აფა-
რებდა და პირდაპირ ლეიბზე ეძინა. რა საჭიროა სახლის დასუფთავება,
თუ სტუმრად მაინც არავინ მოდის? ჩარლზი თავადაც მხოლოდ იმ დღე-
ებში ბანაობდა, როდესაც სასტუმროს ეწვეოდა ხოლმე და ახალ ტანსაც-
მელსაც ორ კვირაში ერთხელ იცვამდა.
დროთა განმავლობაში, ჩალზი რაღაცნაირი მოუსვენარი გახდა –
ყოველი დილით მზის ამოსვლასთან ერთად დგებოდა და სიმარტოვე

69
რომ დაევიწყებინა, ხარივით მუშაობდა. საღამოს კი სახლში შევი-
დოდა, რამეს შეიწვავდა და, მუცელს კარგად რომ ამოივსებდა, დასა-
ძინებლად წვებოდა.
მისმა მოღუშულმა სახემ კიდევ უფრო მეტად მიიღო ის არაფრის-
მთქმელი გამომეტყველება, რომელიც სიმარტოვეში მცხოვრებ მა-
მაკაცებს აქვთ. ძმა მას ახლა გაცილებით უფრო ენატრებოდა, ვიდრე
დედა ან მამა. იმ პერიოდს, როდესაც ადამი ჯერ კიდევ მის გვერდით
ცხოვრობდა, ჩარლზი ბედნიერ დროდ მიიჩნევდა.
მომდევნო განმავლობაში, ის ავად არასდროს გამხდარა, თუ, რა
თქმა უნდა, კუჭის ქრონიკულ აშლილობას
არ ჩავთვლით, მაგრამ ეს უნივერსალური დაავადება იყო. ის
დღესაც აწუხებს მამაკაცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, საჭ-
მელს საკუთარი ხელით იმზადებენ და ჭამის დროსაც არავინ ჰყავთ
დამლაპარაკებელი. საკუთარ თავს ჩარლზი კუჭის ძლიერი გამორეც-
ხვით მკურნალობდა. წამალს „მამა ჯორჯის სიცოცხლის ელექსირი“
ერქვა.
მარტო ცხოვრების მესამე წელს, ჩარლზს ერთი უსიამოვნო ინცი-
დენტი შეემთხვა: ეზოში ქვის დიდ ლოდებს თხრიდა, ურიკაში აწ-
ყობდა და რამდენიმე მეტრის მოშორებით, კედელთან ახლოს ალა-
გებდა. ერთ-ერთი ლოდი მან ვერა და ვერ დაძრა. რამდენჯერმე ჩა-
არჭო რკინის ძელი და მეორე ბოლოდან ძლიერად დააწვა, მაგრამ
ქვა ოდნავ რომ ამოიწეოდა, მერე ისევ თავის ადგილზე ბრუნდებო-
და. მოულოდნელად ჩარლზმა მოთმინება დაკარგა, სახეზე ჩვეული
ირონიული ღიმილი გამოესახა და ისეთი გავეშებული ეცა ლოდს,
თითქოს ქვა კი არა, ადამიანი ყოფილიყო. რკინის ძელი მან მაქსიმა-
ლურად ღრმად ჩაარჭო და მეორე მხრიდან მთელი სხეულით დააწ-
ვა. ამ მომენტში, რაღაც გაუთვალისწინებელი მოხდა, ძელი ლოდის
ქვეშიდან ამოვარდა, ჰაერში დატრიალდა და მისი ერთი ბოლო
ჩარლზს პირდაპირ შუბლში მოხვდა. რამდენიმე წუთის განმავლო-
ბაში, ის უგონოდ ეგდო ეზოში, შემდეგ კი, ტკივილისგან დაბრმავე-

70
ბული, სახლისკენ ფორთხვით წავიდა, – შუბლი ჩარლზს ვერტიკალუ-
რად ჰქონდა გადახლეჩილი. დაახლოებით ორი კვირა დადიოდა ჩარ-
ლზი თავშეხვეული. ჭრილობა დაჩირქებული იყო, მაგრამ მას ეს სრუ-
ლებით არ ანაღვლებდა. იმ დროს თვლიდნენ, თუ ჩირქია, ესე იგი ყვე-
ლაფერი კარგად მიდის და ჭრილობაც მალე შეხორცდებაო. როდესაც
ყველაფერმა მართლაც კარგად ჩაიარა, ჩარლზს შუბლზე საკმაოდ დი-
დი ნაიარევი დარჩა. როგორც წესი ის უფრო მკრთალი უნდა ყოფილიყო,
მაგრამ ამ შემთხვევაში (ალბათ ჟანგი, რომელიც რკინის ძელზე იყო,
ჩარლზს კანქვეშ შეეჭრა) ნაიარევს მუქი ყავისფერი უფრო ერქვა და სვი-
რინგს წააგავდა.
უსიამოვნო ინციდენტი ჩარლზს ძალიან მალე დაავიწყდა, მაგრამ
ნაიარევი მოსვენებას მაინც არ აძლევდა – ისეთი ფორმის იყო, თითქოს
ვიღაცამ შუბლზე ცერა თითი მიაჭირაო. ჩარლზი ხშირად იდგა ბუხრის
გვერდით და სარკეში იყურებოდა, ცდილობდა თმებით დაეფარა ლაქა,
მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ნელ-ნელა მას სირცხვილის გრძნობა გა-
უჩნდა და შუბლზე გამოსახულ უცნაური ფორმის დაღს სიძულვილით
უყურებდა, ნერვები ეშლებოდა, როდესაც ვინმე შუბლზე შეხედავდა,
ხოლო შეკითხვას თუ დაუსვამდნენ, საერთოდ კარგავდა წონასწორო-
ბას. თავისი გრძნობების შესახებ მან ძმასაც მისწერა.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცამ ძროხასავით დამდა-
ღა. თან, რაც დრო გადის, ეს წყეული კიდევ უფრო მუქდება. შენ რომ დაბ-
რუნდები ალბათ უკვე შავი იქნება. ერთი ჰორიზონტალური ზოლი აკ-
ლია და ჯვარიც მზადაა: შემიძლია პაპისტებთან ერთად მონანიების
დღეც აღვნიშნო. სხვა უამრავი ნაიარევი მაქვს და მაინცდამაინც ამაზე
რატომ ვნერვიულობ ასე, არ ვიცი. არა, ნამდვილად დაღდასმულს ვგა-
ვარ. სოფელში რომ მივდივარ და სასტუმროში შევივლი, ხალხი სულ
შუბლზე მიყურებს. მერე მიტრიალდებიან და ჩემზე საუბრობენ, გეგო-
ნება სხვა სალაპარაკო თემა არ არსებობდეს. საშინლად ვარ, საერთოდ
აღარ მაქვს ხალხში გამოჩენის სურვილი“.
-2-

71
ადამმა სამხედრო სამსახური 1885 წელს დაასრულა და სახლის-
კენ დაიძრა. გარეგნულად დიდად არ შეცვლილა. ჯარისკაცული მიხ-
რა-მოხრა მას საერთოდ არ ჰქონდა, რადგან კავალერია განსხვავე-
ბული რამაა. ზოგიერთ ესკადრონში ამაყობდნენ კიდეც თავიანთი
ზერელე ნაბიჯებით.
ადამს თავი სიზმარში ეგონა. როდესაც ცხოვრების გარკვეული
წესი, თუნდაც შენთვის საძულველი, ძვალსა და რბილში გაქვს გამ-
ჯდარი და შემდეგ ის მოულოდნელად წყდება, ახალ რეალობასთან
შეგუება საკმაოდ ძნელია. ყოველ დილას ის ზუსტად ერთ და იმავე
დროს იღვიძებდა და ქვეცნობიერად ადგომის სიგნალს ელოდა. მი-
სი ფეხები მყარად შემოჭერილ ჩექმებს შენატროდნენ, კისერი კი
ვიწრო საყელოს გარეშე თითქოს შიშველი ჰქონდა. თავდაპირვე-
ლად, ადამი ჩიკაგოში ჩავიდა და ისე, უბრალოდ, განსაკუთრებული
მიზეზის გარეშე, კარგად მოწყობილი ოთახი იქირავა ერთი კვირით.
ორი დღის შემდეგ, ბაფალოში გაემგზავრა, თუმცა შუაგზაზე გადაი-
ფიქრა და ნიაგარის ჩანჩქერისკენ აიღო გეზი. ადამს სახლში დაბრუ-
ნება არ სურდა და მაქსიმალურად იხანგრძლივებდა სიამოვნებას.
მშობლიური ფერმაც ცუდად ახსენდებოდა – ძველი გრძნობები მას-
ში უკვე მკვდარი იყო და მათი გაცოცხლებისგან თავს იკავებდა. ჩან-
ჩქერს ადამმა ერთი საათი უყურა. წყლის ხმაურმა მასზე ჰიპნოზი-
ვით იმოქმედა.
ერთ საღამოს, იგრძნო, რომ ყაზარმებისა და კარვების ხმაური,
სხვა ჯარისკაცებთან სიახლოვე მოენატრა. შინაგანი იმპულსი მას
ხალხმრავალი ადგილისკენ უბიძგებდა და რა ადგილი იქნებოდა ეს,
მისთვის სრულებით არ ჰქონდა მნიშვნელობა. ადამი პირველივე
შემხვედრ, ხალხით სავსე და თამბაქოს კვამლით გაჟღენთილ ბარში
შევიდა და შვებით ამოისუნთქა. მან ზუსტად ისეთი სიმყუდროვე იგ-
რძნო ადამიანებთან სიახლოვით, როგორსაც მორებს შორის შემ-
ძვრალი და კოხტად მოკალათებული კატა გრძნობს. ვისკი რომ შეუკ-
ვეთა და დალია, სითბომ მთელ სხეულში დაუარა. კარგ გუნებაზე

72
იყო, არავის უყურებდა და არავის უსმენდა. უბრალოდ მთელი სხეულით
ისრუტავდა ხალხთან კონტაქტს.
დრო გადიოდა და ბარიც ხალხისგან ნელ-ნელა იცლებოდა. ადა-
მს გაახსენდა, რომ სახლში უნდა დაბრუნებულიყო და შიში დაეუფლა.
რამდენიმე წუთში, ბარში მის გარდა აღარავინ იყო, ბარმენი კი დაუსრუ-
ლებლად აპრიალებდა დახლს და მთელი სხეულით ცდილობდა ეგ-
რძნობინებინა ადამისთვის, რომ მისი წასვლის დრო იყო.
– კიდევ ერთს დავლევ, – თქვა ადამმა.
ბარმენმა ბოთლი გადმოდგა. ადამმა მას პირველად შეხედა სახე-ზე
და შეამჩნია, რომ შუბლზე მარწყვის ფორმის ლაქა ჰქონდა.
– მე აქაური არა ვარ.
– ჩანჩქერების სანახავად, როგორც წესი, ადგილობრივები არ დადი-
ან, – უპასუხა ბარმენმა.
– ჯარში ვიყავი, კავალერიაში.
– მაგარია.
ადამს მოუნდა, რომ ამ კაცზე შთაბეჭდილება მოეხდინა, რამენაი-
რად გაერღვია მისი გულგრილობა.
– ინდიელებს ვებრძოდით. მაგარი დრო ვატარეთ.
ბარმენმა არაფერი უპასუხა.
– ჩემს ძმასაც აქვს თავზე ლაქა, – განაგრძო ადამმა.
ბარმენმა შუბლზე ხელი მოიკიდა.
– ეს ხალია, – თქვა მან, – დაბადებიდან მაქვს. რაც დრო გადის, სულ
უფრო იზრდება. შენს ძმასაც ხალი აქვს?
– არა, ნაიარევი. წერილში მიამბო.
– ჩემი ხალი კატას ჰგავს, შეამჩნიე?
– ჰო, მართლა ჰგავს.
– მეც კატას მეძახიან. მთელი ცხოვრება ასე მეძახდნენ. ამბობენ,
რომ დედაჩემი ფეხმძიმობის დროს კატამ შეაშინა.
– ახლა სახლში მივდივარ. დიდი ხანია, რაც იქ არ ვყოფილვარ. და-
ლევა არ გინდა?

73
– გმადლობთ. სად ხარ გაჩერებული?
– მისის მეის სასტუმროში.
– ვიცნობ. ამბობენ, თავის მდგმურებს განგებ აჭმევს ბევრ წვნიანს,
ხორცი რომ ნაკლები ჭამონო.
– ყველა პროფესიას აქვს თავისი ეშმაკობები.
– ჰო, მართალია. ჩემ პროფესიაშიც უამრავია.
– მჯერა, – თქვა ადამმა.
– თუმცა, ერთი ფოკუსი მაინც ვერაფრით ვისწავლე. არადა, ძა-
ლიან გამომადგებოდა.
– რა ფოკუსია ამისთანა?
– როგორ გაიძულო, რომ წახვიდე და ბარი მშვიდად დავკეტო.
ადამი მას სახეზე მიაშტერდა და არაფერი უპასუხა.
– ვიხუმრე, – თავი იმართლა ბარმენმა.
– დილას წავალ სახლში. ჩემს ნამდვილ სახლს ვგულისხმობ.
– კეთილი მგზავრობა, – თქვა ბარმენმა.
ადამი ბნელ ქუჩებს მიუყვებოდა და ნაბიჯს ისე უჩქარებდა, თით-
ქოს უკან მისივე სიმარტოვე მისდევდა. სასტუმროში რომ შედიოდა,
მის ფეხებქვეშ კიბემ გამაფრთხილებლად დაიჭრიალა. შესასვლელ-
ში ნავთის ლამფა თითქმის შეუმჩნევლად ენთო, ალი კი კრუნჩხვებ-
ში ჩავარდნილი ადამიანივით ფართხალებდა.
სასტუმროს მეპატრონე ქალი თავისი ოთახის კარებში იდგა, შუქი
კი მის სახეს ისე ეცემოდა, რომ ცხვირის გრძელი ჩრდილი მისივე ნი-
კაპის ბოლომდე აღწევდა. მისმა თვალებმა ანფასში დახატული
პორტრეტივით გააცილა ადამი, ცხვირი კი გაფაციცებით ეძებდა ვის-
კის სუნს.
– ღამე მშვიდობისა, – თქვა ადამმა.
დიასახლისმა არაფერი უპასუხა.
რამდენიმე საფეხური რომ აიარა, ადამმა უკან მოიხედა. ახლა ქა-
ლი უკვე შესასვლელში იდგა, თავი აწეული ჰქონდა, ჩრდილი კი უფ-

74
რო დაბლა, თითქმის მკერდზე ეცემოდა. თვალის გუგები საერთოდ არ
უჩანდა.
ადამის ოთახში დანესტიანებული და გამშრალი მტვერის სუნი
იდგა. მან ასანთი ამოიღო, კოლოფს გაჰკრა, შავი ფერის გაპრიალე-
ბულ შანდალში ჩარჭობილი სანთელი აანთო და მიმოიხედა. ჰამაკი-
ვით ჩაზნექილ საწოლზე გადაფარებული ჭუჭყიანი საბნის გვერდები-
დან ბამბის ნაგლეჯები იყო გამოშვერილი.
ქუჩიდან ისევ გაისმა კიბის ჭრიალი და ადამი მიხვდა, რომ დიასახ-
ლისი კვლავ თავისი ოთახის კარებში იდგებოდა, რათა მორიგ მდგმურ-
ზე გადაენთხია თავისი ღვარძლი. ადამი სკამზე დაჯდა, ოდნავ წინ გა-
დაიხარა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო, ნიკაპით კი ხელებს. ღამის
სიჩუმეში, ქვედა ოთახიდან ერთ-ერთი მდგმურის ძლიერი ხველა გაის-
მა.
ადამი მიხვდა, რომ სახლში წასვლა არ შეეძლო. მან იცოდა რაც უნდა
გაეკეთებინა – ზუსტად ის, რასაც ბევრი ძველი ჯარისკაცი ყვებოდა: „უბ-
რალოდ ვერ გავძელი. წასასვლელი არსად მქონდა. არავის ვიცნობდი.
ბევრი ვიხეტიალე და ბოლოს პატარა ბავშვივით ჩავვარდი პანიკაში;
სერჟანტთან მივედი და ჯარში დამაბრუნეთ-მეთქი ისე ვეხვეწებოდი,
თითქოს მოწყალების გაღებას ვთხოვდი“.
ჩიკაგოში დაბრუნებული ადამი კვლავ ჩაეწერა ჯარში და ძველ ეს-
კადრონში ჩარიცხვა ითხოვა. დასავლეთისკენ მიმავალ მატარებელში
მჯდომი, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორი სიყვარულით შეხვდებო-
და თავის თანამებრძოლებს. მაგრამ როდესაც ადამი კანზას-სიტის სად-
გურში ახალ მატარებელს ელოდა, მოულოდნელად საკუთარი გვარი შე-
მოესმა და ვიღაცამ ხელში დეპეშა მიაჩეჩა – სასწრაფოდ ვაშინგტონში,
თავდაცვის მინისტრთან გამოცხადების ბრძანება. ხუთწლიანი სამხედ-
რო სამსახურის პერიოდში, ადამმა მთელი თავისი სხეულით შეისრუტა,
რომ ჯარისკაცს არასდროს არაფერი უნდა უკვირდეს. რიგითი სამხედ-
როებისთვის შორეულ ვაშინგტონში მცხოვრები ღმერთები სრულ ჭკუ-

75
აზე არ იყვნენ და თუ ჯარისკაცს სურდა თავადაც არ შეშლილიყო, გე-
ნერლების შესახებ ნაკლები უნდა ეფიქრა.
რამდენიმე დღის შემდეგ, ადამი უკვე ვაშინგტონში იყო. მდივანს
რომ საკუთარი გვარი დაუსახელა, მისაღებში დაჯდა. მამამისი მას სწო-
რედ იქ შეხვდა. ადამმა საირუსი ძლივს იცნო, მასთან შეგუება კი გაცი-
ლებით უფრო მეტად გაუჭირდა. საირუს ტრასკი ახლა უკვე დიდი კა-
ცი იყო და შესაბამისადაც ეცვა – შავი ფერის, მაუდის ძვირფასი პი-
ჯაკი და შარვალი, დიდი შავი ქუდი და ველვეტის პალტო. ებანოზის
ხის ჯოხი კი მის ხელში ხმალს უფრო ჰგავდა. გარდა ამისა, საირუსმა
დიდი კაცის მანერებიც გაითავისა. აუჩქარებლად და ხმადაბლა სა-
უბრობდა, ყველა მისი სიტყვა აწონ-დაწონილი იყო, ახალი კბილები
კი მის ღიმილს ოდნავ ეშმაკურს ხდიდა.
ადამმა იცნო მამამისი, მაგრამ ამის შემდეგაც ცოტათი დაბნეუ-
ლი იყო. მოულოდნელად, მან დაბლა დაიხედა და ხის ფეხი ვეღარ
დაინახა. მარჯვენა კიდური საირუსს ჩვეულებრივად ჰქონდა მუხლში
მოხლილი, ფეხზე კი გაპრიალებული შავი ფეხსაცმელი ეცვა. მოძ-
რაობისას, ისევ კოჭლობდა, მაგრამ ეს სულ სხვანაირი, ოდნავ შესამ-
ჩნევი კოჭლობა იყო და არა ისეთი, როგორსაც ადამი ბავშვობიდან
მიეჩვია.
საირუსმა შვილის გამომეტყველება შეამჩნია.
– მექანიკურია, – თქვა მან. – ხელოვნურ სახსარზე მუშაობს. თუ
მოვინდომებ, კოჭლობა საერთოდ არ მეტყობა. მერე მოვიხსნი და
გაჩვენებ. წამოდი.
– ბრძანება მაქვს შესასრულებელი, სერ, – უპასუხა ადამმა. –
პოლკოვნიკ უელსთან უნდა გამოვცხადდე.
– ვიცი. მე ვთხოვე უელსს შენი გამოძახება. წამოდი.
– თუ წინააღმდეგი არ იქნებით, მაინც მივალ და ბრძანებას ბო-
ლომდე შევასრულებ, სერ, – თქვა ადამმა მორიდებით.
საირუსმა ტაქტიკა ერთბაშად შეცვალა.

76
– შეგამოწმე, – თქვა მან და წელში ამაყად გაიმართა, – მაინტერესებ-
და, კიდევ თუ შემორჩა ჯარში ნამდვილი დისციპლინა. ყოჩაღ. ვიცოდი,
რომ სამხედრო სამსახური შენზე კარგად იმოქმედებდა. შენ ნამდვილი
მამაკაცი და ჯარისკაცი ხარ.
– ბრძანება მაქვს მიღებული, სერ, – გაიმეორა ადამმა.
ის მიხვდა, რომ საირუსი ახლა სრულიად უცხო ადამიანი იყო და მცი-
რე დოზით ზიზღის გრძნობაც კი გაუჩნდა მის მიმართ. რაღაცნაირი
ყალბი იყო ეს ყველაფერი. ამ გრძნობამ მაშინაც კი არ მიატოვა ადამი,
როდესაც საირუსის წინ კარები სწრაფად გაიღო და იქ მდგარმა ოფიცერ-
მა პატივისცემით წარმოთქვა:
– მინისტრი ახლავე მიგიღებთ, სერ.
– ეს ჩემი ვაჟია, რიგითი ჯარისკაცი, ბატონო მინისტრო. შეერთებუ-
ლი შტატების არმიის რიგითი ჯარისკაცი, მე როგორიც ვიყავი თავის
დროზე, – თქვა საირუსმა.
– პირველი ვადა კაპრალის წოდებით დავასრულე, სერ, – თქვა ადამ-
მა.
კომპლიმენტების გაცვლა-გამოცვლას ის თითქმის არ უსმენდა და
ფიქრობდა: „ეს ხომ თავდაცვის მინისტრია? ნუთუ ვერ ხედავს, რომ მა-
მაჩემი ასეთი სულაც არ არის? ის ხომ თამაშობს, როგორც მსახიობი. რა-
ტომ ვერ ამჩნევს მინისტრი ამას?“
მოგვიანებით, ისინი იმ სასტუმროსკენ გაემართნენ, სადაც საირუსი
ცხოვრობდა. გზაში ადამს მამამისი ისტორიულ შენობებს აჩვენებდა და
მასწავლებელი რომ ლექციას კითხულობს, ისე საუბრობდა.
– მე სასტუმროში ვცხოვრობ, – თქვა მან, – სახლის ყიდვას ვაპირებ-
დი, მაგრამ იმდენს ვმოგზაურობ, რომ ეს ფულის წყალში გადაყრა იქნე-
ბოდა. ერთ ადგილას არასდროს ვჩერდები.
სასტუმროში რომ შევიდნენ, მისაღებში მათ პორტიე შეეგება. ისიც
ვერაფერს ამჩნევდა, საირუსს სენატორს უწოდებდა და სრულიად ნათ-
ლად მიანიშნებდა, რომ ოთახს მისთვის იმ შემთხვევაშიც გამონახავდა,
თუ ვინმეს ქუჩაში გაგდება მოუწევდა.

77
– ერთი ბოთლი ვისკი გამომიგზავნეთ ნომერში, გეთაყვა, – უთ-
ხრა მას საირუსმა.
– თუ გნებავთ, ყინულსაც გამოვაყოლებ, – უპასუხა პორტიემ.
– ყინულს?! – აღშფოთდა საირუსი. – ჩემი შვილი ჯარისკაცია. მეც
ჯარისკაცი ვიყავი. რიგითი ჯარისკაცი. რაში გვჭირდება ყინული?!
ნომერში რომ შევიდნენ, ადამი გაკვირვებული დარჩა. იქ არა
მხოლოდ საძინებელი იყო, საიდანაც პირდაპირ შედიოდი ტუალეტ-
ში, არამედ მისაღები ოთახიც.
საირუსი სავარძელში ჩაჯდა და ამოიოხრა, შემდეგ კი შარვლის
მარჯვენა ტოტი აიწია. ადამმა რკინის, ტყავისა და ხისგან შექმნილი
მოწყობილობა დაინახა. საირუსმა ზონრები შეიხსნა და პროტეზი
რომ გვერდით გადადო, კარიკატურას დაემსგავსა.
– საშინლად მიჭერს, – თქვა მან.
ცალი ფეხის გარეშე ის ისევ ნამდვილ საირუსად იქცა, ზუსტად
ისეთად, ადამს რომ ახსოვდა. სულ ცოტა ხნის წინ, მას მამამისი სა-
შინლად სძულდა, მაგრამ ახლა ისევ დაუბრუნდა ბავშვობის შეგ-
რძნებები – შიში, პატივისცემა, მტრობა. ის ისევ ის პატარა ბიჭი იყო,
რომელიც ცდილობს მამის ხასიათი გამოიცნოს და ასე აიცილოს თა-
ვიდან სასჯელი.
საირუსი მოხერხებულად მოკალათდა სავარძელში, ვისკი მოსვა
და საყელო შეიხსნა.
– აბა, დაიწყე, – თქვა მან.
– რა, მამა?
– რატომ მიბრუნდი ჯარში?
– არ ვიცი... არ ვიცი, მამა. უბრალოდ, ასე მინდოდა.
– შენ არ მოგწონს ჯარი, ადამ.
– დიახ, ასეა
– მაშინ, რატომ დაბრუნდი?
– სახლში წასვლა არ მინდოდა

78
საირუსმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა და სავარძლის სამკლავურზე
თითებით დააკაკუნა.
– ჯარში დარჩენას აპირებ?
– არ ვიცი, მამა.
– შემიძლია ვესტ-პოინტში ჩაგრიცხო. გავლენა საკმარისი მაქვს.
– არ მინდა.
– არ მიჯერებ? – მშვიდად ჰკითხა საირუსმა.
ადამი რამდენიმე წამით გაჩუმდა. გამოსავალს ეძებდა, შემდეგ კი
უპასუხა:
– არა.
– ცოტა კიდევ დამისხი, შვილო, – თქვა საირუსმა და ვისკი მოსვა. – მე
მგონი, შენ საერთოდ ვერ წარმოგიდგენია, რამხელა გავლენა მაქვს.
„რესპუბლიკის დიდი არმიის“ საშუალებით მე ნებისმიერი კანდიდატი
შემიძლია გავაცამტვერო. ჩემი მოსაზრებები თვით პრეზიდენტსაც კი
აინტერესებს. ნებისმიერი სენატორი შემიძლია მოვხსნა და მის მაგივ-
რად ჩემთვის სასურველი ადამიანი დავნიშნო. მე შემიძლია ადამიანი
შევქმნა და შემიძლია გავანადგურო. ცნობილია ეს ყველაფერი შენ-
თვის?
ადამისთვის ახლა გაცილებით მეტი იყო ცნობილი. მან იცოდა, რომ
საირუსი ამ მუქარებით საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობდა.
– დიახ, სერ. გაგონილი მაქვს.
– მე შემიძლია ვაშინგტონში გადმოგიყვანო, ჩემთან გამუშაო და ბევ-
რი რამ გასწავლო, – თქვა საირუსმა.
– ჯარში დაბრუნება მირჩევნია.
საირუსის სახეზე იმედგაცრუება გამოისახა.
– ალბათ შეცდომა დავუშვი. შენ ჯარისკაცის უაზრო სიჯიუტე გისწავ-
ლია. კარგი, გაგიშვებ ისევ ჯარში და შეგიძლია დალპე იმ შენს ყაზარმა-
ში.
– მადლობა, სერ.
ადამმა პაუზა გააკეთა და შემდეგ ჰკითხა:

79
– ჩარლზი რატომ არ ჩამოგყავთ აქ?
– იმიტომ რომ... არა, ჩარლზი უმჯობესია იქ იყოს, სადაც არის... იქ
იყოს, სადაც არის.
მოგვიანებით, ადამი ხშირად იხსენებდა მამამისის ამ სიტყვებს
და ინტონაციას. მას საკმარისი დრო ჰქონდა, რადგან მართლაც ლპე-
ბოდა ყაზარმაში. ის მიხვდა, რომ საირუსს გვერდით არავინ ჰყავდა,
რომ მარტოსულად გრძნობდა თავს... და ამის შესახებ თავადაც კარ-
გად იცოდა.
-3-
ხუთი წელი რომ გავიდა, ჩარლზმა ძმის დაბრუნებისთვის დაიწ-
ყო მზადება. პირველ რიგში სახლი და ფარდული შეღება, მოგვიანე-
ბით კი ერთი ქალი დაიქირავა, რომელსაც სახლი შიგნიდან უნდა გა-
ეკრიალებინა. ეს იყო სუფთა, მაგრამ ბრაზიანი მოხუცი. პირველ
რიგში, მან გაშავებული და ძირში გამომპალი ფარდები ჩამოხსნა და
ახალი დაკიდა; შემდეგ, ღუმელი, რომელიც ჩარლზის დედის გარ-
დაცვალების შემდეგ არ გასუფთავებულიყო, შიგნიდან და გარედან
მთლიანად გაწმინდა; გააკრიალა სამზარეულოს კედლები, ფანჯრე-
ბი და ჭერი, რომლებიც ტაფებიდან აორთქლებული ქონის სქელი
ფენით იყო დაფარული; იატაკს კირით ხეხავდა, ზეწრებს სოდიან
წყალში ავლებდა და თან თავისთვის ჯაჯღანებდა:
– ბინძურები ხართ ეს კაცები. ღორები გჯობნიან სისუფთავეში.
ნაგავში ცხოვრობთ მთელი ცხოვრება. თქვენნაირს საერთოდ რო-
გორ მიჰყვება ქალი ცოლად, არ ვიცი. გული წაგივა ისეთი აყროლე-
ბულია ყველაფერი. აი, შეხედე ღუმელს, საუკუნეებია არ გაწმენდი-
ლა.
კირის, სოდის, ნიშადურისა და მათეთრებლების საშინელი სუნი
სისუფთავის განწყობას კი ქმნიდა, მაგრამ ჩარლზმა მაინც გადაწყვი-
ტა თავის ნესტოებს გაფრთხილებოდა და ფარდულში გადასახლდა.
ამავე დროს, ის მიხვდა, რომ მოხუცი მისი დიასახლისობით უკმაყო-
ფილო იყო. საბოლოოდ, როდესაც ქალმა საშველი

80
დააყენა წასვლას და სახლიც სულ კრიალებდა, ჩარლზი კიდევ რამ-
დენიმე დღე ცხოვრობდა ფარდულში. მას სურდა, რომ ადამს სისუფთა-
ვე დახვედროდა. იქ, სადაც ჩარლზს ეძინა, სამუშაო იარაღები და მათი
შეკეთებისთვის საჭირო ინსტრუმენტები ელაგა. მოულოდნელად, მან
აღმოაჩინა, რომ სამჭედლო ღუმელზე გაცილებით სწრაფად და ეფექ-
ტურად შეეძლო საკვების მომზადება, ვიდრე სახლში. საბერველით,
კოქსი წამსვე ცხელდებოდა, ლოდინი სრულებით არ იყო საჭირო. სა-
ოცარია, როგორ არ მოაფიქრდა ეს აქამდე.
ჩარლზი ამაოდ ელოდა ადამის დაბრუნებას. თავად ადამს ალბათ
მოერიდა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მიეწერა ძმისთვის და ჩარ-
ლზმა ეს საირუსისგან შეიტყო. მამა გაბრაზებული იტყობინებოდა, რომ
ადამმა მისი რჩევები ყურად არ იღო და ჯარში დარჩენა გადაწყვიტა.
გარდა ამისა, საირუსმა ისიც მისწერა ჩარლზს, რომ ერთ მშვენიერ დღეს
მას ვაშინგტონში დაპატიჟებდა, მაგრამ პირობა პირობად დარჩა და მას
შემდეგ საირუსს მსგავსი არაფერი დასცდენია.
ჩარლზი კვლავ დაბრუნდა სახლში და გარეული ცხოველივით, სი-
ბინძურეში ცხოვრება განაგრძო. ის ერთგვარ სიამოვნებას იღებდა, რო-
დესაც მოხუცი და ჯაჯღანა ქალის მიერ დამყარებულ წესრიგს სულ ყი-
რაზე აყენებდა.
წელიწადზე მეტი იყო გასული, როდესაც ჩარლზმა ძმისგან წერილი
მიიღო. თავდაპირველად ადამი უმნიშვნელო ახალი ამბების შესახებ
იწერებოდა, თითქოს მთავარის სათქმელად გამბედაობა არ ჰყოფნიდა,
ბოლოს კი მორიდებულად აღიარა: „არც კი ვიცი, რატომ დავბრუნდი
ჯარში. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს ჩემ მაგივრად სხვამ გააკეთა.
მალე მომწერე. შემატყობინე, როგორა ხარ და რას აკეთებ“.
სანამ ჩარლზმა კიდევ ოთხი მშფოთვარე წერილი არ მიიღო ადამის-
გან, პასუხის მიწერა არც უფიქრია. შემდეგ კი მშვიდად დაჯდა და დაწე-
რა: „არა უშავს, დიდად არც გელოდი“ და ფერმის წვრილმანი სიახლეე-
ბის დეტალური აღწერა დაიწყო.

81
დრომ თავისი გასაკეთებელი გააკეთა. შემდეგი წერილი ჩარ-
ლზმა ადამს ნაახალწლევს მისწერა და პასუხადაც ახალი წლის ღა-
მეს დაწერილი წერილი მიიღო. ძმებს შორის ახლა უკვე იმხელა უფ-
სკრული იყო, რომ მათ თითქმის აღარაფერი აერთიანებდა. შეკით-
ხვების დასმასაც კი არ ჰქონდა აზრი.
ჩარლზმა სახლში გაუგებარი წარმომავლობის და ფეთხუმი ქა-
ლების მიყვანა დაიწყო. როდესაც ისინი მის ნერვებზე იწყებდნენ
თამაშს, ერთი ხელის მოსმით, ღორივით აგდებდა სახლიდან და
სხვა, ზუსტად ასეთივე გაუგებარი წარმომავლობის და ფეთხუმ ქალს
პოულობდა. თავად ისინი გულზე სრულებით არ ეხატებოდა და, შე-
საბამისად, არც მათი გრძნობები ანაღვლებდა. დროთა განმავლო-
ბაში, ჩარლზი სოფელსაც საგრძნობლად დაშორდა. იშვიათი კონ-
ტაქტი მხოლოდ სასტუმროსთან და ფოსტასთან შეინარჩუნა. თანა-
სოფლელებს შესაძლოა სულაც არ მოსწონდათ მისი ცხოვრების ასე-
თი წესი, მაგრამ ჩარლზს ერთი თვისება ჰქონდა, რომელიც ამ ყვე-
ლაფერს კარგად აბალანსებდა: მის ფერმას ასეთი კარგი
პატრონი არასდროს ჰყოლია. ჩარლზი მიწას ასუფთავებდა, კედ-
ლებს აშენებდა, დრენაჟი გააუმჯობესა და თავის სამფლობელოს კი-
დევ ასი აკრი დაუმატა. მეტიც, თამბაქოს მოყვანა დაიწყო და სახლის
უკან კიდევ ერთი დიდი ფარდული წამოჭიმა. სწორედ ამის გამო იყო,
რომ ის მეზობლების მხრიდან პატივისცემას ინარჩუნებდა. ფერმე-
რის თვალში სხვა ფერმერი ცუდი არასდროს იქნება, თუ მას თავის
ნაკვეთზე წესრიგი აქვს დამყარებული. ჩარლზი თავისი ფულისა და
ენერგიის დიდ ნაწილს საკუთარ პატარა სამფლობელოს ახმარდა.

თავი მეშვიდე
-1-
შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში, ადამი აკეთებდა იმას, რასაც
ჯარისკაცებს ახვევენ ხოლმე თავს, რათა ისინი ჭკუიდან არ შეიშა-
ლონ: ლითონისა და ტყავის გაპრიალება, აღლუმები, სწავლებები
82
და ესკორტი; დროშის აწევის საზეიმო ცერემონიები... მოკლედ, ყველა-
ფერი ის, რითაც უსაქმოდ დარჩენილი ადამიანები არიან დაკავებულნი.
1886 წელს, ჩიკაგოს საკონსერვო ქარხნებში დიდი გაფიცვა დაიწყო და
ადამის რაზმი სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს. თუმცა, პრობლემა მანამ
მოგვარდა, სანამ ჯარისკაცების საქმეში ჩართვა გახდებოდა საჭირო.
1888 წელს, სემინოლებმა, რომლებსაც სამშვიდობო ხელშეკრულების-
თვის ხელი არასდროს მოუწერიათ, საეჭვო მანევრები დაიწყეს და კავა-
ლერია ისევ განგაშის მდგომარეობაში იქნა მოყვანილი. თუმცა, ცოტა
ხანში, ინდიელებმა კვლავ თავიანთ ჭაობიან ადგილებში გადაინაცვლეს
და ჯარიც თავის მოსაწყენ და უაზრო ყოველდღიურობას დაუბრუნდა.
ადამიანის გონება დროს საკმაოდ უცნაურად და წინააღმდეგობრი-
ვად აღიქვამს. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უსახური, განსაკუთრე-
ბულ მოვლენებს მოკლებული ცხოვრება დაუსრულებლად იწელება. წე-
სით ასე უნდა იყოს, მაგრამ ასე სულაც არ არის. სწორედ მოსაწყენი, მო-
ნოტონურობით აღსავსე დრო გარბის შეუმჩნევლად, ხოლო საინტერე-
სო, ტრაგედიებით ან სიხარულით გაჟღენთილი ცხოვრება მეხსიერება-
ში ისე რჩება, თითქოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებო-
და. თუ კარგად დაფიქრდები, ეს მართლაც ასეა. მნიშვნელოვან მოვლე-
ნებს მოკლებულ ცხოვრებას ვერ გაზომავ, რადგან მასში საწყისი და ბო-
ლო წერტილები არ არსებობს. არაფრიდან არაფრამდე მანძილი ისევ
არაფერია.
ადამის მეორე ხუთწლიანი ვადა ისე დასრულდა, რომ მან თვალის
დახამხამებაც კი ვერ მოასწრო. 1890 წელი იყო და სამხედრო სამსახუ-
რიდან ის სან-ფრანცისკოში, სერჟანტის წოდებით დაითხოვეს. ამ დრო-
ისთვის ჩარლზსა და მას შორის მიმოწერა საკმაოდ იშვიათი რამ გახდა.
ადამმა თავის ძმას დემობილიზაციამდე რამდენიმე დღით ადრე მისწე-
რა: „ამჯერად, ნამდვილად ვბრუნდები სახლში“, მაგრამ მას შემდეგ სა-
მი წელი გავიდა ისე, რომ ჩარლზს მისგან ერთი პატარა შეტყობინებაც
კი არ მიუღია.

83
ადამმა გადაწყვიტა, ზამთარი გადაეგორებინა, მდინარეს ზემოთ
აუყვა და საკრამენტომდე მივიდა. შემდეგ, სან-ხოაკინის ველებზე იბო-
დიალა და გაზაფხული რომ დადგა, აღმოაჩინა, რომ ფული აღარ ჰქონ-
და. თავისი ნივთები ზეწარში გაახვია და აღმოსავლეთისკენ აიღო გეზი.
ხან ფეხით მიდიოდა, ხან კი სატვირთო მატარებელს შეახტებოდა ხოლ-
მე და, სხვა ადამიანებთან ერთად, ვაგონის ქვეშ, რკინის ძელებს ჩაბ-
ღაუჭებული, ნელი სვლით აგრძელებდა გზას. ღამეებს ადამი ქალა-
ქების გარეუბნებში, მაწანწალების გარემოცვაში ატარებდა. ნელ-ნე-
ლა მათხოვრობაც ისწავლა, თუმცა ძირითადად არა ფულს, არამედ
საჭმელს ითხოვდა. სულ მალე, ისე, რომ აზრზე მოსვლაც ვერ მოას-
წრო, თავადაც ნამდვილ მაწანწალად იქცა.
ასეთი ადამიანები დღეს დიდი იშვიათობაა, მაგრამ მაშინ, მეც-
ხრამეტე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, ისინი ბევრნი იყვნენ –
მარტოხელები, მოხეტიალეები, რომლებსაც სწორედ ასეთი ცხოვ-
რება მოსწონდათ. ზოგიერთი მათგანი პასუხისმგებლობას გაექცა,
ზოგიერთი კი, როგორც თავად თვლიდა, სოციალურ უსამართლო-
ბას. ზოგჯერ ისინი მუშაობდნენ კიდეც, მაგრამ ძალიან ცოტას, ხო-
ლო თუ იპარავდნენ, მხოლოდ საკვებს. თუმცა, ზოგჯერ ისეც ხდებო-
და, რომ სადმე გაფენილ სარეცხს რომ დაინახავდნენ, მოულოდნე-
ლად გაახსენდებოდათ, რომ ახალი ტანსაცმელი სჭირდებოდათ.
ისინი სხვადასხვანაირები იყვნენ – განათლებულები და უწიგნურე-
ბი, სუფთები და ბინძურები, მაგრამ ყველა მათგანს ერთი რამ აერ-
თიანებდა – მოუსვენრობა. ისინი სითბოს ეძებდნენ და თავს არი-
დებდნენ როგორც ძლიერ სიცხეს, ასევე ძლიერ სიცივეს; გაზაფხულს
აღმოსავლეთისკენ მიჰყვებოდნენ, ხოლო, როდესაც აცივდებოდა,
გეზს სამხრეთისკენ ან დასავლეთისკენ იღებდნენ. როგორც კოი-
ოტები, რომლებიც გარეული ცხოველები არიან და ადამიანებთან
და მათ საქათმეებთან ახლოს ცხოვრობენ, ისინიც ქალაქებთან ახ-
ლოს დაეხეტებოდნენ, მაგრამ თავად ქალაქებში არასოდეს შედი-
ოდნენ. თუ ოდესმე დაუმეგობრდებოდნენ ვინმეს, მხოლოდ ერთი

84
დღით ან ერთი კვირით, შემდეგ კი კვლავ საკუთარ გზას მიუყვებოდნენ.
პატარა კოცონებთან, სანამ ცეცხლზე საერთო კერძი იხარშებო-
და, ეს ადამიანები უამრავ თემაზე საუბრობდნენ, პირად ცხოვრებაზე კი
არასოდეს დასცდებოდათ სიტყვა. ამ საუბრებიდან ადამმა პირველად
გაიგო „მსოფლიოს ინდუსტრიული მშრომელებისა“ და მისი განრისხე-
ბული ანგელოზების შესახებ. ის უსმენდა ფილოსოფიურ დისკუსიებს,
მსჯელობებს მეტაფიზიკაზე, ესთეტიკასა და ზოგად გამოცდილებაზე.
მისი ღამის კომპანიონი შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელი, მღვდელი,
რომელიც ეკლესიიდან მოკვეთეს ან რომელმაც საკუთარი თავი თავად
მოიკვეთა, პროფესორი, რომელიც თავის მყუდრო კაბინეტს უფროსების
სიშტერის გამო დაემშვიდობა, ადამიანი, რომელიც თავის მოგონებებს
გაექცა, ზნედაცემული ანგელოზი ან ეშმაკი, რომელიც პირველ ნაბიჯებს
დგამს. თითოეულ მათგანს საკუთარი წვლილი შეჰქონდა ამ საუბრებში
და ასევე იმ საერთო კერძში, რომელიც ცეცხლზე იდგა: ზოგს სტაფილო
მოჰქონდა, ზოგს კარტოფილი, ხახვი ან ხორცი. ადამმა გატეხილი შუ-
შით პირის გაპარსვის ტექნიკაც აითვისა და ისიც ზედმიწევნით კარგად
ისწავლა, თუ როგორ უნდა გამოიცნო, სანამ კარზე დააკაკუნებ, გაიღებს
თუ არა სახლის პატრონი მოწყალებას. ასევე, ისწავლა, თუ როგორ უნდა
აარიდოს თავი ან შეძლებისდაგვარად დაუახლოვდეს ბოროტ პოლი-
ციელებს, როგორ უნდა დააფასოს ქალის კეთილი გული და ასე შემდეგ.
ადამს მოსწონდა ცხოვრების ეს ახალი წესი. როდესაც ხეების ტო-
ტებმა შემოდგომის მოახლოვება იგრძნეს, მან იმდენი იარა, რომ ომა-
ჰამდე მივიდა, შემდეგ კი, ყოველგვარი ფიქრისა თუ შეკითხვების დას-
მის გარეშე გაემართა სამხრეთ-დასავლეთისკენ, მთები გადაიარა და
სულ მალე შვებით ამოისუნთქა, რადგან ისევ სამხრეთ კალიფორნიაში
აღმოჩნდა. ის ზღვის ნაპირს გაუყვა, საზღვრიდან ჩრდილოეთის მიმარ-
თულებით წავიდა და სან-ლუის-ობისპოში აღმოჩნდა, გზად კი, მოქცე-
ვის დროს შექმნილ პატარა ყურეებში გველთევზებსა და ქორჭილებს
იჭერდა, მიდიები ამოჰქონდა წყლიდან, ქვიშაში მოლუსკებს ეძებდა და
ასევე ისწავლა, როგორ უნდა დაიჭიროს კურდღელი სათევზაო ბადით.

85
როდესაც საკეთებელი არაფერი ჰქონდა, სანაპიროზე დაწვებოდა
ხოლმე და ტალღებს ითვლიდა.
გაზაფხულმა ისევ აღმოსავლეთისკენ უბიძგა, მაგრამ ამჯერად ადა-
მი უფრო ნელი სვლით მიდიოდა. მთებში გრილი ზაფხული იცის და
ამასთან ერთად, მთის ხალხი, ისევე როგორც ნებისმიერი მარტოხე-
ლა ადამიანი, კეთილი და გულისხმიერია. დენვერთან ახლოს, ერთ
ქვრივ ქალთან, ადამმა პატარა სამუშაო იშოვა და რამდენიმე თვე
ცხოვრობდა მასთან, სანამ სიცივემ ისევ სამხრეთისკენ არ ააღებინა
გეზი. მდინარე რიო-გრანდეს გაუყვა, ალბუკერკე და ელ-პასო გაი-
არა, ბიგ-ბენდსა და ლარედოში შეიარა და ბრაუნსვილში აღმოჩნდა.
რამდენიმე ესპანური სიტყვა ისწავლა, ძირითადად საკვებისა და სი-
ამოვნების აღმნიშვნელი და ისიც შეიტყო, რომ, რაც არ უნდა ღარიბი
იყოს ადამიანი, მაინც შეუძლია სხვასაც გაუყოს და ამას სიამოვნე-
ბით აკეთებს. ადამს ძალიან შეუყვარდა ღარიბი ხალხი და ეს, ალ-
ბათ, იმიტომ მოხდა, რომ სიღარიბე თავადაც გამოსცადა. ახლა, რო-
დესაც ის უკვე გამოცდილი მაწანწალა იყო, თავის საქმეში თავმდაბ-
ლობასაც ოსტატურად იყენებდა. უკვე ძალიან გამხდარ და მზის
გულზე ხეტიალისგან გაშავებულ ადამს შეეძლო საერთოდ ნულამდე
დაეყვანა პირადი გრძნობები, ოღონდ ვინმეს გაღიზიანება, გაბრა-
ზება ან შური არ გამოეწვია. მისი ხმა უფრო რბილი გახდა. გარდა
ამისა, სხვადასხვა აქცენტები ისწავლა და სადაც არ უნდა ჩასულიყო,
უცხოდ არსად თვლიდნენ. ასეთი თვისებები მაწანწალას სათანა-
დოდ იცავდა, ეს მათი ერთგვარი დამცავი საფარველი იყო. მატარებ-
ლებს ადამი ახლა სულ უფრო და უფრო იშვიათად დასდევდა, რად-
გან საზოგადოებაში მაწანწალების მიმართ ცუდი დამოკიდებულება
მატულობდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ „მსოფლიო ინსდუსტრიულ
მუშათა“ წარმომადგენლები ხშირად ძალადობას მიმართავდნენ,
საპასუხოდ კი ასეთივე ძალადობრივ და სასტიკ სასჯელს იღებდნენ.
ერთხელ ადამი დააპატიმრეს კიდეც მაწანწალობისთვის. პოლიციე-
ლებისა და თანამესაკნეების სისასტიკის გამო ადამს შიში გაუჩნდა

86
და ამ შემთხვევის შემდეგ მაწანწალების შეკრებებში აღარ მონაწილე-
ობდა. ახლა ის უკვე სულ მარტო დადიოდა და ცდილობდა მუდამ გაპარ-
სული და სუფთა ყოფილიყო.
როდესაც ისევ მოვიდა გაზაფხული, ადამი ჩრდილოეთისკენ გაემარ-
თა. მან გადაწყვიტა, რომ საკმარისად იბოდიალა და ახლა უკვე სახლში
დაბრუნების დრო იყო. ის ჩარლზისა და თავისი თითქმის დავიწყებული
ბავშვობისკენ მიდიოდა.
ადამმა სწრაფად გაიარა აღმოსავლეთ ტეხასის უსაზღვრო ველები,
გადაკვეთა ლუიზიანა, მისისიპი, ალაბამა და ფლორიდამდე მიაღწია. ის
გრძნობდა, რომ კიდევ უფრო სწრაფად უნდა ევლო. შავკანიანები, რო-
გორც წესი, ღარიბები და გულისხმიერები იყვნენ, მაგრამ თეთრკანიანე-
ბს, თუნდაც მათსავით ღარიბებს, არასდროს ენდობოდნენ. ხოლო, რაც
შეეხებათ ამ მხარეში მცხოვრებ თეთრებს, მათ ნებისმიერი უცხო ადა-
მიანის ეშინოდათ.
ქალაქ ტალაჰასის მახლობლად, ადამი შერიფის ხალხმა დააკავა,
მაწანწალობაში დამნაშავედ სცნო და გზის მშენებელთა რაზმში მუშაო-
ბა მიუსაჯა. იმ დროს, გზებს სწორედ ასე, პატიმრების ხელით აშენებ-
დნენ. ადამის სასჯელი ექვსთვიანი იყო და როგორც კი ეს ვადა ამოიწუ-
რა, ხელახლა დააკავეს და ისევ ექვსი თვე მიუსაჯეს. ამ დროისათვის,
მან უკვე კარგად გაითავისა, რომ ზოგიერთი ადამიანი სხვა ადამიანს
ცხოველად მიიჩნევს და ასეთ ხალხთან ურთიერთობის საუკეთესო სა-
შუალება ის არის, რომ მართლაც ცხოველად იქცე. სახლის გამოჩენა და
თვალის თვალში გაყრაც კი საკმარისია იმისათვის, რომ
ყურადღება მიიქციო და, შესაბამისად, სასჯელიც მიიღო. ადამი
თვლიდა, რომ ცუდი და სასტიკი საქციელის ჩამდენი ადამიანი ტკივილს
გრძნობს და შემდეგ ამ ტკივილისთვის სხვაზე იყრის ჯავრს. მუშაობის
დროს რომ იარაღიანი ხალხი გყარაულობს, ხოლო ღამით ყველა პატი-
მარს ერთი ჯაჭვით აბამენ, ეს უბრალოდ უსაფრთხოების ზომებია, მაგ-
რამ საკმარისი იყო ტუსაღს სულ პატარა ნებისყოფა, ღირსება ან წინა-
აღმდეგობა გამოევლინა, რომ ამას წამსვე მათრახით ახშობდნენ. ეს

87
იმის მანიშნებელი იყო, რომ ბადრაგს პატიმრების ეშინოდა, შეშინე-
ბული ადამიანი კი, როგორც ადამმა ჯერ კიდევ ჯარში ყოფნის დროს
ისწავლა, სახიფათო ცხოველი ხდება. ადამს, ისევე, როგორც ნების-
მიერ სხვას, ძალიან ეშინოდა იმ ზიანისა, რასაც მათრახი მის სულსა
და სხეულს მიაყენებდა, ამიტომ მან საკუთარი თავის გარშემო ფარ-
და ჩამოაფარა, საკუთარი სახიდან ყველანაირი გამომეტყველება წა-
შალა, თვალებში სინათლე ჩააქრო, ხოლო ენა საერთოდ გააჩერა.
მოგვიანებით, როდესაც ამ პერიოდმა ჩაიარა, ის გაკვირვებული იყო
არა იმით, რომ მას ეს ყველაფერი შეემთხვა, არამედ იმით, რომ ამას
გაუძლო და თან მინიმალური ტანჯვით. ამ საშინელი დროის გახსე-
ნება ადამისთვის გაცილებით უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე თავად
პატიმრობა. უდიდესი თავშეკავება უნდა გქონდეს, რომ მშვიდად, აუ-
ღელვებლად და უემოციოდ უყურო როგორ ურტყამენ ვიღაცას მათ-
რახს, სანამ მის ზურგზე გაჩენილი ჭრილობებიდან თეთრი ფერის
კუნთები არ გამოჩნდება. ადამმა ესეც აითვისა.
ადამიანის გაცნობიდან სულ ცოტა ხანში, სხვა ადამიანები მას კი
არ ხედავენ, არამედ გრძნობენ. მეორე ექვსთვიანი ვადის პერიოდში,
ადამმა იმდენი მოახერხა, რომ საკუთარი პიროვნება არათუ ნულამ-
დე დასცა, არამედ უკვე მინუსებში გადაიყვანა. მისგან არანაირი იმ-
პულსი, არანაირი ვიბრაცია არ მოდიოდა და საერთოდ, ის თითქმის
უხილავი გახდა. ამიტომ, იმის გამო, რომ ბადრაგი მის არსებობას
ვერ გრძნობდა, მის მიმართ არც შიში უჩნდებოდა. მას უკვე შედარე-
ბით მარტივ სამუშაოს ავალებდნენ – ბანაკის დასუფთავებას, სხვა
პატიმრებისთვის საკვების დარიგებას და წყლის მოგროვებას.
ერთხელ, ნაშუადღევს, როდესაც მეორე ვადის დასრულებამდე
სულ რაღაც სამი დღე რჩებოდა, ადამი წყალზე ჩავიდა, ორი სავსე
ვედრო ამოიტანა და ისევ დაბრუნდა მდინარესთან. შემდეგ, ვედ-
როები რომ ქვებით გაავსო და წყალში ჩაძირა, თავადაც შეცურა და
დინებას გაჰყვა. ცოტა ხანში, დაისვენა და ისევ ცურვით განაგრძო
გზა. როდესაც უკვე მზე ჩადიოდა, მდინარის ნაპირთან ახლოს მაღა-

88
ლი მცენარეები შენიშნა და ისე დაიმალა, რომ წყლიდან არ ამოსულა.
გვიან ღამით, მას მეძებარი ძაღლების სირბილისა და ყეფის ხმა
შემოესმა. ცხოველები მდინარის ორივე ნაპირს მიუყვებოდნენ. ამ დრო-
ისათვის, ადამმა თმების ფოთლებით დაზელვა მოასწრო, ძაღლებს
რომ სუნი არ აეღოთ. ის მთლიანად ჩაწვა წყალში, ისე, რომ ზედაპირზე
მხოლოდ თვალები და ცხვირი მოუჩანდა. დილით ძაღლები ისევ დაბ-
რუნდნენ, უკან მოუყვებოდნენ ნაპირებს, მაგრამ ინტერესი უკვე დაკარ-
გული ჰქონდათ, მათ პატრონებს კი დაღლილობისგან ფეხები ეკეცებო-
დათ. როდესაც ისინი თვალს მიეფარნენ, ადამმა ჯიბიდან წყლით გაჟ-
ღენთილი შემწვარი თევზის ნაჭერი ამოიღო და შეჭამა.
მან საკუთარ თავს სიჩქარე მკაცრად აუკრძალა. გაქცეულ პატიმართა
უმეტესობა ხომ სწორედ
მოუსვენრობის გამო იქნა დაჭერილი. ჯორჯიამდე სულ მცირე მანძი-
ლის დაფარვას ხუთი დღე მოანდომა. ადამი რისკზე არასდროს მიდიო-
და და თავის მოუთმენლობას რკინის ნებისყოფით ახშობდა. საკუთარი
შესაძლებლობებით ის თავადაც გაკვირვებული იყო.
ჯორჯიის ქალაქ ვალდოსტას მისადგომებთან, ადამი ბუჩქებში და-
იმალა და იქ რამდენიმე საათი გაატარა. შუაღამე რომ გადავიდა, ის ჩუ-
მად, აჩრდილივით შევიდა ქალაქში, ერთ პატარა მაღაზიას უკნიდან
მოუარა, ფრთხილად, ისე რომ ხმაური არ გამოეწვია, ფანჯრები სიცხის-
გან გაცვეთილი ხის ჩარჩოდან ამოიღო და შემდეგ ისევ ჩასვა, ოღონდ
ისე, რომ ფანჯარა ღია ყოფილიყო. საქმეში მხოლოდ მთვარის შუქი ეხ-
მარებოდა. მაღაზიაში შესულმა ორი წყვილი იაფფასიანი შარვალი,
თეთრი პერანგი, შავი ფეხსაცმელები, შავი ქუდი და პოლიეთილენის
საწვიმარი მოიპარა, თან წინასწარ ყველაფერი საგულდაგულოდ მი-
იზომა. სანამ მაღაზიიდან ისევ გარეთ გადაძვრებოდა, კიდევ ერთხელ
დაათვალიერა ყველაფერი და დარწმუნდა, რომ წესრიგს ტოვებდა.
ადამმა მხოლოდ ის ნივთები მოიპარა, რომლებიც მაღაზიაში დიდი რა-
ოდენობით ჰქონდათ, სალაროში კი საერთოდ არ ჩაუხედავს. კვლავ ქუ-
ჩაში რომ აღმოჩნდა, შეუმჩნევლად და ფრთხილად განაგრძო გზა.

89
დღისით ადამი ბუჩქებში იმალებოდა, საჭმლის საძებნელად კი
ღამით დადიოდა. იპარავდა მხოლოდ ისეთ რამეს, რაც განსაკუთრე-
ბულ ზიანს არავის მიაყენებდა – თალგამებს, სამ-ოთხ ცალ სიმინ-
დის ტაროს და ხიდან ჩამოვარდნილ ვაშლებს. მაღაზიიდან წამოღე-
ბული ახალი ნივთები თვალში რომ არავის მოხვედროდა, ფეხსაცმე-
ლები მან მტვერში ამოსვარა, საწვიმარი კი სათანადოდ დაჭმუჭნა.
წვიმა, რომელიც მას ასე ძალიან სჭირდებოდა, ან, უბრალოდ, ზედ-
მეტი სიფრთხილის გამო თვლიდა, რომ სჭირდებოდა, მესამე დღეს
წამოვიდა.
პირველი წვეთები მიწაზე საღამოსკენ დაეცა. ადამმა თავისი საწ-
ვიმარი გადაიცვა, დაღამებას დაელოდა და სველი ქალაქის ქუჩებში
დაიწყო ხეტიალი. შავი ქუდი მას თვალებზე ჰქონდა ჩამოფხატული,
საწვიმარი კი კისერზე საგულდაგულოდ მოჭერილი. რკინიგზის სად-
გურამდე რომ მიაღწია, წვიმის წვეთებით დასველებულ და დაორ-
თქლილ ფანჯარას დააკვირდა. სადგურის მორიგეს, რომელსაც
მწვანე კეპი ეხურა და შავი სამკლავურები ეკეთა, სალაროს ფანჯრი-
დან ჰქონდა თავი გადმოყოფილი. ის მეგობარს ესაუბრებოდა. ადა-
მი ოცი წუთი ელოდა სანამ მეგობარი წავიდოდა, შემდეგ კი, როდე-
საც ის თვალს მოეფარა, ღრმად შეისუნთქა და სადგურის შენობაში
შეაბიჯა.
-2-
ჩარლზი წერილებით განებივრებული არ იყო. ზოგჯერ რამდენი-
მე კვირა ისე გავიდოდა, რომ საერთოდ არ მიაკითხავდა ფოსტას.
1894 წელს, როდესაც მის სოფელში ვაშინგტონის ერთი იურიდიული
ფირმიდან საკმაოდ სქელი წერილი მივიდა, ფოსტის გამგემ ჩათვა-
ლა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა ეს საქ-
მე საკუთარ თავზე აეღო, ტრასკების ფერმისკენ ფეხით იარა, ჩარ-
ლზი იპოვა (ის ამ დროს

90
შეშას ჩეხავდა) და წერილი საკუთარი ხელით გადასცა. შემდეგ კი,
რადგან ამხელა საქმე გააკეთა, გადაწყვიტა, ცოტა ხნით გაჩერებუ-
ლიყო და გაეგო, რა ხდებოდა.
ჩარლზმა ფოსტის გამგეს დალოდების ნება დართო, შემდეგ კი
წერილი გახსნა და კითხვა დაიწყო. ხუთივე ფურცელი საგულდაგუ-
ლოდ წაიკითხა, შემდეგ ისევ თავიდან დაიწყო, თან კითხვისას ტუჩე-
ბით თითოეულ სიტყვას უხმოდ იმეორებდა. რომ დაამთავრა, ფურცლე-
ბი დაკეცა და სახლისკენ გაემართა.
– რა მოხდა, მისტერ ტრასკ? – იკითხა ფოსტის გამგემ.
– მამა გარდამეცვალა, – უპასუხა ჩარლზმა, სახლში შევიდა და კარი
მიიხურა.
– ძალიან განიცადა, – ყვებოდა შემდეგ ფოსტის გამგე სოფელში, –
ძალიან განიცადა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
სახლში რომ შევიდა, ჩარლზმა ლამფა აანთო, მიუხედავად იმისა,
რომ ჯერ საკმარისად არ ბნელოდა. წერილი მაგიდაზე დადო, აბაზანაში
გავიდა, ხელები დაიბანა და კითხვა ხელახლა დაიწყო.
ვაშინგტონში არავინ იყო ისეთი, ვინც მას დეპეშას გაუგზავნიდა. იუ-
რისტებმა ჩარლზის მისამართი მამამისის საბუთებში აღმოაჩინეს. წე-
რილში ღრმა მწუხარება იყო გამოთქმული და ამასთან ერთად, ერთგვა-
რი აღელვებაც იგრძნობოდა. როდესაც იურისტები საირუს ტრასკის ან-
დერძს ადგენდნენ, ისინი თვლიდნენ, რომ მას შვილებისთვის რამდენი-
მე ასეული დოლარი თუ ექნებოდა შემონახული, მაგრამ მოგვიანებით,
უფროსი ტრასკის საბანკო ანგარიშების შემოწმების შემდეგ, გაირკვა,
რომ საირუსს დაახლოებით ოთხმოცდაცამეტი ათასი დოლარი ჰქონდა
და გარდა ამისა, ათი ათასამდე დოლარი ფასიანი ქაღალდების სახით.
ამის შემდეგ, იურისტებს მისტერ ტრასკის მიმართ დამოკიდებულება
შეეცვალათ. ის, ვისაც ამდენი ფული ჰქონდა, ძალიან მდიდარი იყო. მას
შეეძლო მთელი ცხოვრება უდარდელად გაეტარებინა და ახალი დინას-
ტიისთვისაც კი ჩაეყარა საფუძველი. წერილში იურისტები ჩარლზსა და
ადამს ულოცავდნენ და ატყობინებდნენ, რომ ანდერძის მიხედვით, ფუ-

91
ლი მათ შორის თანაბრად უნდა გაყოფილიყო. ამის შემდეგ, იურის-
ტებს საირუსის პირადი ნივთები ჰქონდათ ჩამოთვლილი: ხუთი ცა-
ლი ხანჯალი, რომელიც მას „რესპუბლიკის დიდი არმიის“ შეკრებებ-
ზე საზეიმოდ გადასცეს; კრების თავმჯდომარის პატარა ჩაქუჩი, რო-
მელიც ზეთის ხილის ხისგან იყო გამოთლილი და ზედ ორქოს ფირ-
ფიტა ჰქონდა მიკრული; მასონური, ბრილიანტებით მოპირკეთებუ-
ლი, ფარგალის ფორმის ავგაროზი; კბილების ოქროს გვირგვინები,
რომლებიც გარდაცვლილმა მაშინ ამოიღო, როდესაც მოსახსნელ
პროტეზზე გადავიდა; ვერცხლის საათი; ხელის ჯოხი (ოქროს თა-
ვით) და ასე შემდეგ.
ჩარლზმა წერილი კიდევ ორჯერ წაიკითხა და შუბლი მოიფხანა.
ის ადამზე ფიქრობდა და მისი სასწრაფოდ დაბრუნება სურდა.
ჩარლზი დაბნეული იყო და თავს უცნაურად გრძნობდა. მან ცეც-
ხლი აანთო, ტაფა დადგა და ზედ ღორის ხორცის სქელი ნაჭრები და-
ყარა, შემდეგ ისევ წერილს მიუბრუნდა და ბრმად მიაშტერდა. რამ-
დენიმე წუთი იჯდა ასე, გაუნძრევლად, შემდეგ კი სამზარეულოს კა-
რადის უჯრა გამოაღო და წერილი შეინახა – გადაწყვიტა ყურადღება
სხვა რამეზე გადაეტანა.
რა თქმა უნდა, ჩარლზს სხვა რამეზე ფიქრი ძალიან უჭირდა. მას
სულ ერთი კითხვა უტრიალებდა თავში: საიდან მოიტანა მამამისმა
ამდენი ფული?
როდესაც ორი სხვადასხვა მოვლენა, თავისი ბუნებით, დროისა
ან ადგილის გარემოებით, ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ჩვენ გვიხარია
და ვთვლით, რომ ეს ორი რამ ერთმანეთთან არის კავშირში, შემდეგ
კი მითებს ვქმნით და ყველას ვუყვებით საოცარი დამთხვევის შესა-
ხებ. ჩარლზისთვის სახლში წერილი ცხოვრებაში არასდროს მიუტა-
ნიათ, ახლა კი ასეთი რამ ორჯერ ზედიზედ მოხდა. სულ რამდენიმე
კვირა იყო გასული ვაშინგტონიდან მიღებული წერილის შემდეგ,
როდესაც ტრასკების ფერმაზე პატარა ბიჭმა მიირბინა. ხელში მას
დეპეშა ეჭირა. მოგვიანებით, ჩარლზი ისე აკავშირებდა ერთმანეთ-

92
თან ამ წერილსა და დეპეშას, როგორც ჩვენ ვაკავშირებთ ერთმანეთთან
ორ სიკვდილს და მესამეს ველოდებით. დეპეშით ხელში, მან სასწრა-
ფოდ მიირბინა სოფელში და რკინიგზის სადგურზე შევიდა.
– მომისმინე, რა უნდა წაგიკითხო, – უთხრა მან ოპერატორს.
– უკვე წაკითხული მაქვს
– მართლა?
– ჰო, ჩვენთან ხომ ტელეგრაფით მოდის. თავად ავკრიფე.
– ა, ჰო. „სასწრაფოდ გამომიგზავნე ტელეგრაფით ასი დოლარი. სახ-
ლში მოვდივარ. ადამი.“
– სამოცი ცენტი უნდა გადამიხადო, – უთხრა ოპერატორმა.
– ვალდოსტა, ჯორჯია. საერთოდ არ გამიგია ასეთი ქალაქი.
– არც მე. როგორც ჩანს, არსებობს.
– მისმინე, კარლტონ, როგორ უნდა გავაგზავნო ფული ტელეგრა-
ფით?
– შენ მოგაქვს ასორი დოლარი და სამოცი ცენტი, მერე მე ვუგზავნი
შეტყობინებას ოპერატორს ვალდოსტას რკინიგზის სადგურზე და ის
ადამს აძლევს ფულს. მაგრამ შენ კიდევ სამოცი ცენტი უნდა გადამიხა-
დო.
– გადაგიხდი. მისმინე, როგორ უნდა გავიგო, რომ ეს ნამდვილად
ადამია. იქნებ ვიღაც სხვა არის.
ოპერატორმა გაიღიმა.
– მარტივია. შენ მეუბნები შეკითხვას, რომელზე პასუხიც მხოლოდ
ადამმა იცის. მერე მე ორივეს გავაგზავნი, შეკითხვასაც და პასუხსაც.
იქაური ოპერატორი ამ შეკითხვას დაუსვამს და თუ ის ვერ უპასუხებს
სწორად, ფულსაც ვერ მიიღებს“.
– მაგარია. მაშინ, კარგ შეკითხვას მოვიფიქრებ.
– გირჩევნია ასი დოლარი სასწრაფოდ მოიტანო, თორემ ბებერი
ბრინი მალე სადგურს დაკეტავს.
ჩარლზი კმაყოფილი იყო. ის სასწრაფოდ გაიქცა სახლში და ცოტა
ხანში ისევ დაბრუნდა. ხელში მას ფული ეჭირა.

93
– შეკითხვა მოვიფიქრე.
– იმედი მაქვს, დედათქვენის მეორე სახელს არ ჰკითხავ. ბევრს ავიწ-
ყდება.
– არა, სულ სხვა რამეა. აი, მისმინე: „რა აჩუქე მამას დაბადების
დღეზე, სანამ ჯარში წახვიდოდი?““
– კარგი შეკითხვაა, მაგრამ გრძელია. ხუთ სიტყვამდე რომ შეამ-
ცირო არ გინდა?
– ფულს ხომ მე ვიხდი, რა განერვიულებს? პასუხია „ლეკვი“.
– ამას ვერავინ ვერასდროს გამოიცნობს. კარგი, მოკლედ შენი
საქმეა.
– ბევრს ვიცინებ, რომ ვერ გაიხსენოს. სახლში ვერასდროს დაბ-
რუნდება, – თქვა ჩარლზმა.
-3-
სოფელში ჩასული ადამი ფერმამდე ფეხით მივიდა. მისი თეთრი
პერანგი უკვე თითქმის გაშავებული იყო, მოპარული ტანსაცმელი და
საწვიმარი კი სისტემატიური ტარებისგან დაჭმუჭნილი და დალაქა-
ვებული. ადამი სახლსა და ფარდულს შორის გაჩერდა. მან თვალე-
ბით ჩარლზის ძებნა დაიწყო. ცოტა ხანში, მას კაკუნი შემოესმა და
მიხვდა, რომ მისი ძმა საგანგებოდ თამბაქოს ფოთლებისთვის აშე-
ნებულ ახალ ფარდულში იყო და რაღაცას აჭედებდა.
– ჰეი, ჩარლზ! – დაიძახა ადამმა
ჩაქუჩის ხმა შეწყდა და ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ადამს მო-
ეჩვენა, რომ ჩარლზი ფარდულის შიგნიდან იყურებოდა და კედლის
ღრიჭოებს შორის ცდილობდა გაერჩია მისი სახე. შემდეგ ის სწრაფი
ნაბიჯით გამოვიდა ეზოდან, ადამთან მივიდა და ხელი ჩამოართვა.
– როგორა ხარ?
– კარგად, – უპასუხა ადამმა.
– ღმერთო ჩემო, როგორ გამხდარხარ!
– ჰო, მაგრად. წლებიც მომემატა.
ჩარლზმა მას კიდევ ერთხელ შეხედა.

94
– მდიდრულად ნამდვილად არ გამოიყურები.
– ჰო.
– შენი ჩემოდანი სად არის?
– არ მაქვს ჩემოდანი
– გამაგიჟებ შენ. სად იყავი ამდენ ხანს?
– ძირითადად, წინ და უკან დავეხეტებოდი.
– მაწანწალასავით?
– ჰო, მაწანწალასავით.
ამდენი წლის შემდეგ, ჩარლზს სახე დანაოჭებოდა, თვალები კი ჩა-
წითლებოდა. მიუხედავად ამისა, ადამი ძველი გამოცდილებით ხვდე-
ბოდა, რომ მისი ძმა, ამ შეკითხვების გარდა, კიდევ რაღაცაზე ფიქრობ-
და.
– რატომ თავის დროზე არ ჩამოხვედი?
– არ ვიცი. უბრალოდ დავეხეტებოდი. მიჩვევა იცის. რამხელა ნაი-
არევი გქონია.
– ჰო, ეს ის არის, წერილში რომ გიამბე. სულ უფრო და უფრო შავდე-
ბა. რატომ არ მწერდი? მშიერი ხარ?“
ჩარლზი ხელებს ხან ჯიბეებში იწყობდა, ხან ისევ იღებდა, მერე ნი-
კაპს იფხანდა, მერე თავს.
– შეიძლება გაგიაროს, – უთხრა მას ადამმა, – ერთი ბარმენი გავიცა-
ნი, შუბლზე კატის ფორმის ხალი ჰქონდა. ტიპს კატას ეძახდნენ ამის გა-
მო.
– მშიერი ხარ?
– ჰო, მგონი ვარ.
– ახლა რას აპირებ? დარჩები სახლში?
– ჰო, ალბათ. შევიდეთ?
– ჰო, ალბათ, – ექოსავით გაიმეორა ჩარლზმა, – მამა გარდაიცვალა.
– ვიცი.
– საიდან იცი? – გაოგნდა ჩარლზი.
– სადგურის დირექტორმა მითხრა. რამდენი ხნის წინ მოკვდა?

95
– ერთი თვე იქნება.
– რითი?
– ფილტვების ანთებით.
– აქ დაასაფლავეს?
– არა, ვაშინგტონში. წერილი და გაზეთები გამომიგზავნეს. კუ-
ბოს დროშა ჰქონდა გადაფარებული. ვიცე-პრეზიდენტიც ყოფილა
დასაფლავებაზე და პრეზიდენტს გვირგვინი გაუგზავნია. ყველაფე-
რი გაზეთებში წერია და ფოტოებიცაა. გაჩვენებ, შენახული მაქვს.
ადამი ძმის სახეს დააკვირდა. ჩარლზმა მას თვალები აარიდა.
– გაბრაზებული ხარ? – ჰკითხა ადამმა.
– რაზე უნდა ვიყო გაბრაზებული?
– რა ვიცი, მომეჩვენა რომ...
– არა ვარ გაბრაზებული. წამოდი, რამეს გაჭმევ.
– კარგი. დიდი ხანი იავადმყოფა?
– არა, ყველაფერი სწრაფად მოხდა, რამდენიმე დღეში.
ადამი ხვდებოდა, რომ ჩარლზი რაღაცას მალავდა – სურდა ერ-
თბაშად ეთქვა, მაგრამ არ იცოდა, როგორ დაეწყო. ის ახლა ყველა-
ფერზე საუბრობდა, მთავარი თემის გარდა. ადამი გაჩუმდა. შესაძ-
ლოა, ასე უკეთესიც იყო, რადგან ჩარლზი დამშვიდდებოდა, თავს
ხელში აიყვანდა და ბოლოს და ბოლოს იტყოდა სათქმელს.
– შენ ხომ იცი, რომ მე იმქვეყნიური ხილვების არ მჯერა? – თქვა
ჩარლზმა. – მაგრამ, რა ვიცი? ზოგიერთი ამტკიცებს, რომ რაღაცა და-
ინახა. აი, მაგალითად, ბებერი სარა ვიტბერნი. იფიცება, რომ ხილვა
ჰქონდა. რას არ იფიქრებს ადამიანი ამის შემდეგ. შენ გქონია ხილვე-
ბი? რას გაჩუმებულხარ?
– ვფიქრობდი, – უპასუხა ადამმა.
ახლა მას თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა: „რატომ არ
მეშინია მისი? ადრე ხომ სულ დამფრთხალი ვიყავი და ახლა ეს
გრძნობა სადღაც გაქრა. რატომ? იქნებ ჯარის დამსახურებაა, ან პა-
ტიმრობის, ან იქნებ მამის სიკვდილის? შეიძლება, მაგრამ მაინც არ

96
მესმის“. ახლა ადამს ნებისმიერი რამ შეეძლო ეთქვა ჩარლზისთვის, ად-
რე კი ის სიტყვებს საგულდაგულოდ არჩევდა, პრობლემები რომ აეცი-
ლებინა თავიდან. რაღაცნაირი სასიამოვნო შეგრძნება იყო ეს. ადამს ეჩ-
ვენებოდა, თითქოს ხელახლა დაიბადა.
ძმები სამზარეულოში შევიდნენ. ადამისთვის აქ ყველაფერი ნაცნო-
ბი და ამავე დროს უცნობი იყო. სახლი უფრო პატარა და ჭუჭყიანი ჩანდა.
ადამმა ღიმილით უთხრა ძმას:
– ჩარლზ, აი გისმენ და მეჩვენება, რომ რაღაცის თქმა გინდა, მაგრამ
ფეხს ითრევ. მიდი, გადმოალაგე.
ჩარლზის თვალებში სიბრაზემ გაიელვა. მან თავი ასწია, იგრძნო,
რომ ძალა გამოლეული ჰქონდა და სინანულით გაიფიქრა: „არა, მე მას
ვეღარ დავარტყამ“.
ადამმა მას თვალი ჩაუკრა.
– შეიძლება არასწორია ასეთ კარგ ხასიათზე რომ ვარ ახლა, მამა
რომ აღარ გვყავს, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს ვუხერხებ. ახლა ისე
მიხარია, როგორც არასდროს. მიდი, ჩარლზ, მითხარი. ნუ იტანჯავ
თავს.
– მამა გიყვარდა? – ჰკითხა ჩარლზმა.
– არ გიპასუხებ, სანამ არ მეტყვი, რას უმიზნებ.
– გიყვარდა თუ არა? – გაიმეორა ჩარლზმა.
– ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
– მითხარი.
თავისუფლების შეგრძნება ადამს ახლა ძვალსა და რბილში ჰქონდა
გამჯდარი.
– კარგი, გეტყვი. არა, არ მიყვარდა. ზოგჯერ მეშინოდა მისი, ზოგჯერ
კი, სიმართლე უნდა ითქვას, ვაღმერთებდი, მაგრამ უმეტეს შემთხვევა-
ში მძულდა. ახლა კი მითხარი რისი თქმა გსურს.
ჩარლზმა ხელებზე დაიხედა.
– არ ვიცი და არ მესმის. ვერაფრით გადამიხარშავს ეს ყველაფერი.
მას ხომ შენ ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად უყვარდი.

97
– არ მჯერა.
– ნუ დაიჯერებ, თუ არ გინდა, მაგრამ ასეა. მას მოსწონდა ყველაფე-
რი, რასაც შენ ჩუქნიდი. მე კი მას არ ვუყვარდი და ჩემი ნაჩუქარი არაფე-
რი ეხატებოდა გულზე. გახსოვს ის ჯაყვა, დაბადების დღეზე რომ ვაჩუ-
ქე? ის რომ მეყიდა, უამრავი შეშა დავჩეხე და გავყიდე. ჰოდა, ვაშინ-
გტონში რომ წავიდა აქ დატოვა, უჯრაში. შენ კი მას ლეკვი მიუყვანე,
რომელშიც ერთი ცენტიც არ გადაგიხდია. ის ძაღლი მის დასაფლა-
ვებაზე იყო, ფოტოც შემიძლია გაჩვენო. ისეთი ბებერი იყო, რომ ვე-
ღარ დადიოდა. ვიღაც პოლკოვნიკს ეჭირა ხელში. მამა რომ დაასაფ-
ლავეს, ისიც მოკლეს.
ადამი დაბნეული უსმენდა თავის ძმას.
– არ ვიცი, – თქვა მან. – არ ვიცი, ამით რისი თქმა გინდა.
– მე ის მიყვარდა, – განაგრძო ჩარლზმა და ადამმა პირველად
დაინახა როგორ ტიროდა მისი ძმა. ჩარლზს ხელები სახეზე აეფარე-
ბინა და ქვითინებდა.
ადამი წამოდგა და ძმასთან მიახლოვება დააპირა, მაგრამ ძველი
შიში ისევ დაუბრუნდა. „არა“, გაიფიქრა მან. „ახლა რომ შევეხო, ალ-
ბათ მომკლავს“. ის კარებთან მივიდა და გარეთ გაიხედა, ზურგსუკან
კი ჩარლზის ქვითინი ესმოდა.
ფერმის ის ნაწილი, რომელიც სახლთან ახლოს იყო, თვალს ცუ-
დად ხვდებოდა – ყოველთვის ასე იყო. ყველგან ნაგავი ეყარა, მოუვ-
ლელი იყო და დაუგეგმავი; არც ყვავილები დაურგავს არასდროს
არავის, გარშემო კი სულ ქაღალდის ნაგლეჯები და ხის ნამტვრევები
იყო მიმოფანტული. არც სახლი გამოირჩეოდა სილამაზით. ერთი
ჩვეულებრივი პატარა ქოხი იყო, რომელშიც მხოლოდ სძინავთ და
ჭამენ. ეს იყო შავბნელი, უსახური სახლი, რომელიც არავის უყვარდა
და არც თავად ასხივებდა სიყვარულს. ეს არ იყო ის ადგილი, სადაც
ადამიანს ცხოვრება მოუნდებოდა ან დაბრუნება გაუხარდებოდა.
მოულოდნელად, ადამს დედინაცვალი გაახსენდა – ისეთივე უცხო,
როგორიც ეს ფერმა. ის თავისებურად სუფთა და მოწესრიგებული

98
იყო, საკუთარ საქმეს მშვენივრად ასრულებდა, მაგრამ მას ისევე ვერ და-
არქმევდი ცოლს, როგორც ამ სახლს ვერ დაარქმევდი თბილ კერას.
ჩარლზის ქვითინი რომ შეწყდა, ადამი შეტრიალდა და დაინახა რომ
მისი ძმა არაფრისმთქმელი თვალებით იყურებოდა წინ.
– დედაზე მითხარი რამე, – უთხრა ადამმა.
– გარდაიცვალა. ხომ მოგწერე?
– მომიყევი რამე.
– ხომ გითხარი, გარდაიცვალა-მეთქი, თან ძალიან დიდი ხნის წინ.
ის დედაშენი არ იყო.
უცბად, ადამს ის ღიმილი გაახსენდა, რომელსაც ბავშვობაში მოჰკრა
თვალი. ელისის სახე მის თვალწინ დაიხატა, მაგრამ ჩარლზმა ისევ
ამოიღო ხმა და სურათიც გაქრა.
– ერთ რაღაცას გკითხავ და პასუხი არ იჩქარო. კარგად დაფიქრდი
და არაფერი თქვა, სანამ ზუსტად არ გეცოდინება, რომ სიმართლეს მე-
უბნები.
შეკითხვის დასმამდე ჩარლზმა საკუთარი თავი კარგად შეამზადა და
ტუჩები უცნაურად აამოძრავა.
– როგორ ფიქრობ, შესაძლებელია, რომ მამა უპატიოსნო ყოფილი-
ყო?
– რას გულისხმობ? – კითხვა დაუბრუნა ადამმა.
– რას უნდა ვგულისხმობდე, შენი აზრით? მე მგონი სიტყვა „უპატი-
ოსნოს“ მხოლოდ ერთი მნიშვნელობა აქვს, – გაღიზიანდა ჩარლზი.
– არ ვიცი, – თქვა ადამმა. – არ ვიცი... ეს არავის არასდროს უთქვამს.
თავად განსაჯე: ღამით ის თეთრ სახლში რჩებოდა ხოლმე, მის დასაფ-
ლავებაზე ვიცე-პრეზიდენტი მივიდა. უპატიოსნო ადამიანს ასეთ პატივს
ვინ სცემს? მოდი რა, ჩარლზ, მითხარი ყველაფერი, რისი თქმაც თავი-
დანვე გინდოდა.
ჩარლზმა ტუჩები დაისველა. ის გაფითრებული იყო, თითქოს ძალაც
წართმეული ჰქონდა და მონოტონურად ლაპარაკობდა.
– მამამ ყველაფერი მე და შენ გვიანდერძა. თანაბრად“.

99
ადამს გაეცინა.
– ჰოდა, შეგვიძლია აქ ერთად ვიცხოვროთ. ვფიქრობ, შიმშილით არ
მოვკვდებით.
– ასი ათას დოლარზე მეტია, – განაგრძო ჩარლზმა უემოციო
ხმით.
– გაგიჟდი?! რაღაცა გეშლება. ალბათ ასი დოლარია. ამდენი ფუ-
ლი საიდან უნდა ჰქონოდა?
– არაფერი მეშლება, ნამდვილად ასეა. მისი ხელფასი თვეში
ასოცდათხუთმეტი დოლარი იყო, სასტუმროს ნომერში თავად იხდი-
და ფულს და საკუთარი ხარჯებით ჭამდა. მხოლოდ მივლინების
დროს აძლევდნენ ცოტას – ერთი მილი ხუთი ცენტი უჯდებოდათ და
სასტუმროს ხარჯებსაც უნაზღაურებდნენ.
– შეიძლება მას ეს ფული ადრეც ჰქონდა და ჩვენ არ ვიცოდით.
– არა, ნამდვილად ვიცი, რომ არ ჰქონდა.
– მაშინ წერილი მივწეროთ „რესპუბლიკის დიდ არმიას“ და ვკით-
ხოთ. ვინმეს აუცილებლად ეცოდინება იქ.
– მე არ გავრისკავდი.
– მისმინე, ნუ ჩავარდები პანიკაში. არსებობს გამდიდრების უამ-
რავი გზა. ის დიდ ადამიანებს იცნობდა და შეიძლება რამე საქმეში
იყო, გაუმართლა. გაიხსენე, ოქროს ციებ-ცხელების დროს რამდენი
ადამიანი დაბრუნდა კალიფორნიიდან გამდიდრებული.
ჩარლზის სახე სასოწარკვეთილებას გამოხატავდა. მისი ხმა უკვე
თითქმის არ ისმოდა და ადამი იძულებული იყო ახლოს მისულიყო,
სიტყვები რომ გაერჩია.
– მამა ჯარში 1862 წლის ივნისში გაიწვიეს, – ისმოდა ჩარლზის
უემოციო ხმა. – აქვე, კონექტიკუტში მსახურობდა ზუსტად სამი თვე,
ანუ სექტემბრამდე. მერე ის სამხრეთში წაიყვანეს, თორმეტ ოქტომ-
ბერს ფეხში ყუმბარა მოხვდა, საავადმყოფოში იწვა და სახლში იან-
ვარში დაბრუნდა.
– არ მესმის, რას გულისხმობ.

100
– ის არც ჩენსელორსვილში ყოფილა, არც გეტისბურგში, არც უილ-
დერნესში, არც რიჩმონდში და არც აპომატოქსში.
– საიდან იცი?
– მისი სამხედრო ბილეთიდან. ვაშინგტონიდან გამომიგზავნეს სხვა
საბუთებთან ერთად.
ადამმა ძლიერად ამოიოხრა. ის მთელ სხეულში გრძნობდა სიხა-
რულს, მაგრამ მოჩვენებითი გაწბილება მაინც გამოხატა და თავი გააქ-
ნია. ჩარლზი კი განაგრძობდა:
– როგორ მოახერხა? როგორ მოატყუა ყველა, შეგიძლია ამიხსნა?
არავის არასდროს შეპარვია ეჭვი. შენ დაგისვამს შეკითხვა ოდესმე? ან
მე? ან დედაჩემს? არავის! არც ვაშინგტონში დაეჭვებულა ვინმე.
ადამი ადგა.
– საჭმელი რა გვაქვს? გავიცხელებ
– გუშინ ქათამი დავკალი. თუ დაიცდი, შევწვავ.
– უფრო სწრაფად არ გამოვა რამე?
– დამარილებული ღორის ხორცი გვაქვს და კვერცხიც ბლომადაა.
– ჰო, ეგ კარგია.
შეკითხვა პასუხგაუცემელი დარჩა და ძმებს ის თითქოს ყელში ჰქონ-
დათ გაჩხერილი. ისინი სხვა თემებზე საუბრობდნენ, მაგრამ გონებით
ისევ იქ იყვნენ. მათ სურდათ ისევ დაბრუნებოდნენ მამის საკითხს, მაგ-
რამ ამას ვერ ახერხებდნენ. ჩარლზმა ღორის ხორცი და კვერცხი შეწვა,
მერე ბარდა გააცხელა.
– საძოვარი მოვხანი. ჭვავისთვის გავამზადე.
– როგორი მიწაა?
– არა უშავს. ერთხელ ქვები ამოვთხარე, – ჩარლზმა ხელი შუბლზე
მიიდო, – ეს ოხრობაც მაშინ დამემართა. ერთი ლოდი გამიჯიუტდა და...
– ჰო, ეგ წერილში მომწერე. არ ვიცი, მითქვამს თუ არა ოდესმე, მაგ-
რამ შენი წერილები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა.
– სამაგიეროდ, შენ იწერებოდი იშვიათად.

101
– ჰო, ალბათ ჯარზე ფიქრი არ მინდოდა. უმეტეს შემთხვევაში აუ-
ტანელი იყო.
– იმ კამპანიებზე გაზეთებში ვკითხულობდი. შენც იყავი?
– ჰო. ცუდად მახსენდება და ახლაც არ მინდა მაგაზე ფიქრი.
– ინდიელებს კლავდით?
– ჰო, ვკლავდით.
– საზიზღარი ხალხია, არა?
– ჰო, ალბათ.
– თუ არ გინდა, ნუ ვილაპარაკებთ ამაზე.
– ჰო, არ გვინდა.
საჭმელს ლამფის შუქზე ჭამდნენ.
– ლამფის გაწმენდას თავი ვერ მოვაბი, თორემ უფრო კარგად გა-
ანათებდა, – თქვა ჩარლზმა.
– მე გავასუფთავებ. ყველაფერზე ერთი კაცი ვერ იფიქრებს.
– კარგია რომ ჩამოხვედი. რას იტყვი სოფელში რომ გავისეირ-
ნოთ ვახშმის მერე. სასტუმროში შევიაროთ.
– ვნახოთ. შეიძლება სახლში დავრჩე, ცოტა დავისვენო.
– გოგოები ჰყავთ სასტუმროში. ეს შენთვის არასდროს მომიწე-
რია. არ ვიცი, იქნებ ერთად წავიდეთ მერე. ყოველ ორ კვირაში ცვლი-
ან და ვიფიქრე, რომ შენც გესიამოვნებოდა.
– გოგოები?
– ჰო, ბოლო სართულზე არიან. საკმაოდ მოსახერხებელია. დიდი
ხანია სახლში არ ყოფილხარ და ვიფიქრე, რომ...
– დღეს არა. ალბათ სხვა დროს. რა ღირს?
– ერთი დოლარი. ძირითადად, მშვენიერი გოგოები მოჰყავთ.
– სხვა დროს იყოს. ისე, უცნაურია, ამის უფლებას რომ აძლევენ.
– მეც მეუცნაურა თავიდან, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჭკვიანური
სისტემა აქვთ შემუშავებული.
– ხშირად დადიხარ?

102
– ორ-სამ კვირაში ერთხელ. კაცისთვის მარტო ცხოვრება ძნელია,
ხომ იცი?
– ერთხელ მომწერე, რომ ცოლის მოყვანას აპირებდი.
– ვაპირებდი, მაგრამ შესაფერისი ვერავინ ვიპოვე.
ძმები ყველა მხრიდან უვლიდნენ ძირითად თემას. ზოგჯერ ისინი
ძალიან მიუახლოვდებოდნენ ხოლმე მას, მაგრამ წამსვე სხვა საკითხებ-
ზე გადადიოდნენ – მოსავალზე და ადგილობრივ ჭორებზე, პოლიტიკა-
სა და ჯანმრთელობაზე. ამავე დროს, მათ იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან
კვლავ მოუწევდათ მამის ანდერძზე საუბარი. ჩარლზი უფრო მეტად იყო
მონდომებული და სურდა, რომ ამ საქმეს ბოლომდე ჩაჰყოლოდა,
მაგრამ მას მოსაფიქრებელი დროც მეტი ჰქონდა. ადამისთვის კი ეს
სრულიად ახალი შეგრძნება იყო. მას სურდა ეს საკითხი მეორე დღის-
თვის გადაედო, მაგრამ ფიქრობდა, რომ ჩარლზი ამის წინააღმდეგი იქ-
ნებოდა. ბოლოს მან პირდაპირ თქვა:
– მოდი იმ საკითხზე დილას ვისაუბროთ.
– კარგი, თუ ასე გინდა, ასე იყოს.
საუბრის თემა ნელ-ნელა ამოიწურა. მათ უკვე ყველა საერთო ნაცნო-
ბი და ყველა ამბავი განიხილეს. დრო მიდიოდა და ძმები უკვე ერთ ად-
გილს ტკეპნიდნენ.
– დავიძინოთ? – ჰკითხა ჩარლზმა.
– ჯერ არა.
რამდენიმე წუთი ისინი ჩუმად ისხდნენ, ღამემ კი უკვე სახლში შემოა-
ბიჯა და ძმებს ძილისკენ უბიძგებდა.
– სიამოვნებით დავესწრებოდი დასაფლავებას, – თქვა ჩარლზმა
– ჰო, ალბათ კარგი სანახავი იქნებოდა.
– თუ გინდა, ფოტოებს გაჩვენებ. გაზეთებიდან ამოვჭერი და შენახუ-
ლი მაქვს.
– არა, ახლა არ მინდა.
ჩარლზმა სკამი შეატრიალა და იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო.

103
– ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, – თქვა მან ანერ-
ვიულებული ხმით, – ამას მაინც ვერსად გავექცევით. ბოლოს და ბო-
ლოს ერთ აზრამდე უნდა მივიდეთ.
– ვიცი, – უპასუხა ადამმა, – უბრალოდ გარკვეული დრო მჭირდება
ყველაფრის მოსაფიქრებლად.
– ეს რამეს მოიტანს? მე უამრავი დრო მქონდა და სულ წრეზე
დავდიოდი. მერე ვცდილობდი საერთოდ არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ
მაინც წრეზე დავდიოდი. შენ გგონია, რომ დრო რამით დაგეხმარე-
ბა?
– ალბათ არა. კარგი, რაზე გინდა საუბარი? მოდი ვილაპარაკოთ.
თავში მაინც სულ ეგ გვიტრიალებს.
– ფულზე. ასი ათას დოლარზე მეტია. ეს ხომ მთელი ქონებაა?
– ჰო, მერე რა?
– საიდან მოიტანა ამდენი ფული?
– მე რა ვიცი? ხომ გითხარი, შეიძლება რამე საქმეში ჩადო და იქ,
ვაშინგტონში ვინმე დაეხმარა.
– შენ მაგის გჯერა?
– მე არაფრის არ მჯერა. არაფერი ვიცი და როგორ უნდა მჯერო-
დეს?
– ეს ძალიან დიდი ფულია. მთელი ქონებაა, რომელიც ჩვენ დაგ-
ვრჩა. ჩვენ შეგვიძლია მთელი ცხოვრება არაფერი ვაკეთოთ და შეგ-
ვიძლია ძალიან დიდი მიწა ვიყიდოთ. შეიძლება შენ ვერ აცნობი-
ერებ, მაგრამ ჩვენ მდიდრები ვართ. გაცილებით მდიდრები, ვიდრე
აქ მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი.
– ისე ლაპარაკობ, გეგონება რაღაც საშინელი განაჩენი გამოგვი-
ტანეს, – გაეცინა ადამს.
– საიდან არის ეს ფული?
– რაში გაინტერესებს და რატომ განაღვლებს ეს? ხომ შეიძლება,
რომ უბრალოდ მოვდუნდეთ და ვისიამოვნოთ?“

104
– ის გეტისბურგში არ ყოფილა და საერთოდ, ერთ ბრძოლაშიც კი არ
მიუღია მონაწილეობა. პატარა შეტაკება იყო და იქ დაიჭრა. სულ ტყუი-
ლებს ყვებოდა.
– ამით რისი თქმა გსურს?
– მე მგონი, მან ეს ფული მოიპარა, – თქვა ჩარლზმა სასოწარკვეთი-
ლი ხმით. – შენ მკითხე და მეც გიპასუხე, რასაც ვფიქრობ.
– სად მოიპარა, ისიც გეცოდინება.
– არ ვიცი.
– აბა, რატომ ფიქრობ, რომ მოიპარა?
– ომის შესახებ სულ ტყუილებს ლაპარაკობდა.
– მერე, რა?
– რა და, თუ ასეთი ტყუილების თქმა შეეძლო, ესე იგი მოპარვაც შე-
ეძლო.
– როგორ?
– მას თანამდებობები ეკავა „რესპუბლიკის დიდ არმიაში“. მნიშვნე-
ლოვანი თანამდებობები. შეიძლება ხაზინაში შეძვრა და ანგარიშები გა-
აყალბა.
ადამმა ამოიოხრა.
– თუ შენ მართლა ასე ფიქრობ, მიდი და მისწერე წერილი „რესპუბ-
ლიკის დიდ არმიას“. უთხარი, რომ შეამოწმონ ანგარიშები და, თუ მარ-
თლა მოპარულია ეს ფული, დავაბრუნოთ და დამთავრდება ამით ყვე-
ლაფერი.
ჩარლზს სახე მოეღრიცა და მისი ნაიარევი უფრო გაშავდა.
– ვიცე-პრეზიდენტი იყო დასაფლავებაზე. პრეზიდენტმა გვირგვინი
გააგზავნა. პროცესიას უზარმაზარი ესკორტი მიჰყვებოდა და კიდევ ასო-
ბით ადამიანი ფეხზე იდგა. საპატიო ყარაულში იცი ვინ იყო?
– ვერ ვხვდები რას უმიზნებ, – თქვა ადამმა.
– დავუშვათ აღმოვაჩინეთ, რომ ის ქურდი იყო. ამის შემდეგ ისიც გა-
ირკვევა, რომ არც გეტისბურგში იბრძოდა და არც სხვაგან. ამის შემდეგ
ყველა გაიგებს, რომ ის თავადაც იტყუებოდა და მისი მთელი ცხოვრებაც

105
ერთი დიდი ტყუილი იყო. შემდეგ კი, არც ერთ სიტყვას აღარ დაიჯე-
რებენ, რაც მას ოდესმე უთქვამს, თუნდაც წმინდა წყლის სიმართლე
ყოფილიყო.
ადამი ჩუმად იჯდა. მის თვალებში სიმშვიდე ჩანდა, მაგრამ, ამა-
ვე დროს, ძმას ყურადღებით აკვირდებოდა.
– მე მეგონა შენ ის გიყვარდა, – თქვა მან
– მიყვარდა და ახლაც მიყვარს. სწორედ ამიტომ განვიცდი ამ ყვე-
ლაფერს. მისი მთელი ცხოვრება მიწასთან გასწორდა, ყველაფერი
დაინგრა. შეიძლება ის საერთოდ ამოთხარონ და გვამი სადმე მოის-
როლონ.
ჩარლზის სიტყვები ემოციით იყო გაჟღენთილი.
– ნუთუ შენ ის ოდნავაც არ გიყვარდა? – დაუყვირა მან ადამს.
– აქამდე დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი,
– უპასუხა ადამმა, – არა, არ მიყვარდა.
– ჰოდა, ესე იგი, არც ის გაღელვებს, მის ცხოვრებას რომ ხაზი გა-
დაესმება და მის გვამს რომ ამოთხრიან და... ღმერთო რა საშინელე-
ბაა!
ადამის ტვინი საჭირო სიტყვებს ეძებდა.
– მე ეს არც უნდა მაღელვებდეს.
– ჰო, არა, – თქვა ჩარლზმა მწარედ, – თუ არ გიყვარდა, არც უნდა
გაღელვებდეს. შეიძლება დაეხმარო კიდეც მათ გვამის ამოთხრაში.
ადამმა იცოდა, რომ მისი ძმა სახიფათო აღარ იყო, რადგან ის ახ-
ლა აღარ ეჭვიანობდა. მამა მთლიანად მისი იყო, მხოლოდ მისი.
მთელი სიმძიმე მას დააწვა კისერზე, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ
მამას მას უკვე ვერავინ წაართმევდა.
– როგორ უნდა გაიარო სოფელში, ყველა რომ გაიგებს ამას? –
ჰკითხა მან ადამს, – როგორ უნდა შეხედო ხალხს თვალებში?
– ხომ გითხარი, არ მანაღვლებს-მეთქი. რატომ უნდა მანაღვლებ-
დეს ის, რისიც არ მჯერა?
– რისი არ გჯერა?

106
– არ მჯერა, რომ მან ფული მოიპარა და მჯერა, რომ ის ყველგან იყო,
სადაც ამბობდა რომ იყო.
– დამამტკიცებელ საბუთს რას უშვრები? სამხედრო ბილეთს?
– შენ არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არა გაქვს იმისა, რომ მან
რამე მოიპარა. შენ უბრალოდ თავად მოიგონე ეს ისტორია, რადგან არ
იცი საიდან გაჩნდა ეს ფული.
– მისი სამხედრო ბილეთი...
– შეიძლება შეცდომაა, – თქვა ადამმა, – დარწმუნებული ვარ, შეცდო-
მაა. მე მჯერა მამაჩემის.
– რატომ გჯერა? როგორ გჯერა?
– მისმინე, დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ღმერთი არ არსე-
ბობს, საკმაოდ ძლიერია, მაგრამ არის ხალხი, რომლებისთვისაც ღმერ-
თი არსებობს და მათთვის არანაირ საპირისპირო აზრს მნიშვნელობა
არა აქვს.
– მაგრამ შენ ამბობ, რომ მამა არ გიყვარდა. როგორ შეიძლება გჯე-
როდეს ადამიანისა, რომელიც არ გიყვარს?
– შესაძლოა სწორედ ეს არის მიზეზი, – ადამი აუჩქარებლად,
ფრთხილად საუბრობდა. – მე რომ ის მყვარებოდა, ვიეჭვიანებდი კიდეც.
ზუსტად ისე, როგორც შენ ეჭვიანობ. სიყვარული ყოველთვის იწვევს ეჭ-
ვიანობას. როდესაც ქალი გიყვარს, მასზე ეჭვიანობ, რადგან საკუთარ
თავშიც არა ხარ ბოლომდე დარწმუნებული, ხომ ასეა? ახლა ეს ზუსტად
ვიცი. მე ვხედავ როგორ გიყვარდა შენ მამა და რა გიქნა ამ სიყვარულმა.
მე კი ის არ მიყვარდა. შესაძლოა მას ვუყვარდი, არ ვიცი. ის მე მცდიდა,
მსჯიდა, ტკივილს მაყენებდა და ბოლოს ჯარში გამიშვა, გამწირა. ალ-
ბათ, რაღაცა უნდოდა ამით დაემტკიცებინა საკუთარი თავისთვის. ამავე
დროს, შენ მას არ უყვარდი და სწორედ ამიტომ სჯეროდა შენი. შეიძლე-
ბა... შეიძლება ყველაფერი პირიქითაა ამ ცხოვრებაში.
ჩარლზი გაკვირვებული უყურებდა ადამს.
– ვერაფერი გავიგე, – თქვა მან.

107
– მე არ მჯერა, რომ მამა ქურდი იყო, ვერ ხვდები ამას? და არც
იმის მჯერა, რომ ის იტყუებოდა.
– მაგრამ საბუთები...
– მე არ მაინტერესებს საბუთები. ვერანაირი საბუთი ვერ შეცვლის
ჩემს რწმენას მამაჩემის მიმართ.
ჩარლზი მძიმედ სუნთქავდა.
– ესე იგი შენ ამ ფულს აიღებ?
– რა თქმა უნდა.
– თუნდაც ის მოპარული იყოს?
– ის არ არის მოპარული. ის ვერ მოიპარავდა ამ ფულს.
– არ ვიცი, ვერაფერი გავიგე.
– ვერ გაიგე? შესაძლოა სწორედ ამაშია მთელი ამ ამბის საიდუმ-
ლო. მისმინე, ეს არასდროს მიხსენებია, მაგრამ გახსოვს რომ მცემე?
აი მაშინ, სანამ ჯარში წავიდოდი.
– ჰო.
– ისიც გემახსოვრება, ცოტა ხანში რომ ცულით ხელში დაბრუნდი
ჩემს მოსაკლავად.
– ეგ კარგად არ მახსოვს. ალბათ ტვინი მქონდა გადაკეტილი.
– მაშინ ეს არ მესმოდა, ახლა კი ნამდვილად ვიცი – შენ შენი სიყ-
ვარულისთვის იბრძოდი.
– სიყვარულისთვის?
– ჰო. ჩვენ ამ ფულს მშვენივრად გამოვიყენებთ. შეიძლება აქ დავ-
რჩეთ, შეიძლება სადმე წავიდეთ – მაგალითად, კალიფორნიაში.
კარგად მოვიფიქროთ ყველაფერი და, რა თქმა უნდა, მამის პატივსა-
ცემად ერთი დიდი ძეგლიც უნდა დავდგათ.
– მე აქედან ვერასდროს ვერსად ვერ წავალ, – თქვა ჩარლზმა.
– კარგი, ვნახოთ, როგორ წავა საქმე. არსად გვეჩქარება. ყველა-
ფერს მოვიფიქრებთ.

თავი მერვე
108
-1-
მე მჯერა, რომ სავსებით ჩვეულებრივი ადამიანების ოჯახში შე-
საძლოა ურჩხული დაიბადოს. ზოგიერთი მათგანი თქვენ, ალბათ, გინა-
ხავთ კიდეც – უცნაური და საშინელი ქმნილებები ძალიან დიდი თავით
ან ძალიან პატარა ტანით; ზოგიერთ მათგანს ხელები ან ფეხები არა
აქვს, ზოგს სამი ხელი აქვს, ზოგი კუდით იბადება, ზოგს კი პირი აქვს უჩ-
ვეულო ადგილას. ეს სრული შემთხვევითობაა, ვერავის დააბრალებ,
თუმცა ადრე თვლიდნენ, რომ მსგავსი რამ მშობლების მიერ ჩადენილი
ცოდვების გამო ხდებოდა.
ჰოდა, თუ შესაძლებელია, რომ ადამიანი გარეგნულად იყოს ურჩხუ-
ლი, ალბათ, ისიც შესაძლებელია, რომ ის გონებრივ ან ფსიქიკურ მონ-
სტრად დაიბადოს. ასეთ შემთხვევაში, სახე და სხეული შესაძლოა
სრულყოფილი იყოს, მაგრამ, თუ გენების უკუღმართ ქმედებას ან კვერ-
ცხუჯრედის დეფორმაციას შეუძლია სხეულით მახინჯი ადამიანის და-
ბადება გამოიწვიოს, რატომ არ შეიძლება, იმავე პროცესებმა, სულით
მახინჯი პიროვნება შვას?
სიმახინჯე საყოველთაოდ გავრცელებული და მიღებული ნორმები-
დან მეტ-ნაკლებად გადახრას ნიშნავს. შესაძლოა, ბავშვი ერთი კიდუ-
რის გარეშე დაიბადოს და ზუსტად ასევეა შესაძლებელი, რომ ის ამ ქვე-
ყანას სიკეთის ან სინდისის გარეშე მოევლინოს. ადამიანს, რომელიც ხე-
ლებს უბედური შემთხვევის შედეგად კარგავს, შემდეგ ამ დანაკარგთან
შესაგუებლად საკმაოდ მძიმე ბრძოლა უწევს, მაგრამ მას, ვინც ხელების
გარეშე იბადება, მხოლოდ ის პრობლემა აქვს, რომ სხვა ადამიანები უც-
ნაურ არსებად თვლიან. მას არ შეუძლია განიცადოს და ინერვიულოს
იმის გამო, რომ ხელები არა აქვს, რადგან ის ყოველთვის ასეთი იყო. ბავ-
შვობაში ჩვენ ხშირად გვინატრია, რომ ფრთები გვქონოდა, მაგრამ სრუ-
ლიად შეუძლებელია ეს იმ გრძნობას შევადაროთ, რომელსაც ჩიტები
განიცდიან ფრენის დროს. მახინჯ ადამიანს სწორედ სიმახინჯე მიაჩნია
ნორმად, რადგან საკუთარ თავს ყველა ნორმალურ არსებად თვლის. ში-
ნაგანად მახინჯი პიროვნებისთვის კი, ეს საკითხი კიდევ უფრო დიდი

109
იდუმალებით არის მოცული, რადგან გარეგნულად სხვებისგან
არაფრით განსხვავდება. ის, ვინც სინდისის გარეშე დაიბადა,
მგრძნობიარე პიროვნებას სასაცილოდ თვლის, დამნაშავისთვის კი
პატიოსნება იგივეა, რაც სიშტერე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიმა-
ხინჯე მხოლოდ ნორმიდან გადახრას ნიშნავს და დაბადებით მახინ-
ჯი ადამიანისთვის სწორედ სიმახინჯეა ნორმა.
ჩემი ღრმა რწმენით, ქეთი ეიმსს ყოველთვის ჰქონდა (ან არ ჰქონ-
და) გარკვეული სახის მიდრეკილებები, რამაც მის ცხოვრებას საკმა-
ოდ ძლიერი დაღი დაასვა. შესაძლოა, მას რომელიღაცა ჭანჭიკი
ჰქონდა ამოვარდნილი ან ქანქარა არ ჰქონდა კარგად დაბალანსებუ-
ლი, მაგრამ ფაქტია, რომ იმ დღიდან, როდესაც ამ ქვეყანას მოევლი-
ნა, ის სხვა ადამიანებისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. ხში-
რად ხდება ისე, რომ კოჭლი ადამიანი საკუთარ ნაკლს ოსტატურად
იყენებს და საქმიანობის რაღაც შეზღუდულ სფეროში
უფრო დიდ წარმატებას აღწევს, ვიდრე ჯანმრთელი პიროვნება.
ქეთი კი თავის განსხვავებულობას იმაში იყენებდა, რომ გარშემომ-
ყოფთა ცხოვრებაში რაღაც აუხსნელი, არაჯანსაღი აურზაური შეჰ-
ქონდა.
იყო დრო, როდესაც ქეთის მსგავს ადამიანებზე იტყოდნენ ხოლ-
მე, ეშმაკი ჩაუსახლდაო. მას აუცილებლად დაიჭერდნენ, ბოროტი
ძალის განდევნის რიტუალს ჩაუტარებდნენ და, თუ ესეც არ უშველი-
და, კოცონზე დაწვავდნენ, როგორც კუდიანს, რათა საზოგადოებას
მშვიდად ეცხოვრა. არსებობს ერთი თვისება, რასაც ასეთ ადამიანს
არ აპატიებდნენ და ეს არის სხვა ადამიანებში შფოთვის, უხერხუ-
ლობისა და შურის გამოწვევა.
თითქოს ბუნებამ ხაფანგი სათანადოდ დამალაო, ქეთის პატა-
რაობიდან უცოდველი სახე ჰქონდა. მისი თმა ოქროსფერი და საოც-
რად ლამაზი იყო; ფართოდ განლაგებული, წაბლისფერი თვალების
ზედა ქუთუთოები კი – ჩამოწეული, რაც მას რაღაცნაირ იდუმალ,
მძინარე გამომეტყველებას სძენდა. ცხვირი თხელი და დახვეწილი

110
ჰქონდა, მაღალი და განიერი ყვრიმალები კი ნიკაპისკენ წვრილდებოდა,
რის გამოც, სახე გულის ფორმას წააგავდა. პირი და ტუჩებიც ლამაზი
ჰქონდა, მაგრამ არაბუნებრივად პატარა, რასაც მაშინ ვარდის კოკორს
უწოდებდნენ; ასეთივე პატარა ყურები კი ისე მყარად მიბჯენოდა თავზე,
რომ საერთოდ არ ჩანდა, მაშინაც კი, როდესაც ქეთი თმას უკან გადაი-
წევდა.
ქეთის ყოველთვის ბავშვის აღნაგობა ჰქონდა, მაშინაც კი, როდესაც
გაიზარდა. მისი მკლავები და ხელები თხელი და საოცრად ნაზი იყო,
მკერდი კი ბოლომდე არა და არ განუვითარდა. სანამ სრულწლოვანებას
მიაღწევდა, მისი კერტები თითქოს შიგნით შეიზნიქა და, როდესაც ქეთი
ათი წლის იყო და მკერდი ასტკივდა, დედამისს საკმაოდ დიდი შრომა
დასჭირდა იმისათვის, რომ ისინი ისევ გარეთ გამოეწია. ტანით ქეთი
ბიჭს უფრო ჰგავდა – თხელი ბარძაყებით, სწორი ფეხებით, თხელი,
თუმცა არც თუ დახვეწილი კოჭებით; ტერფებიც პატარა ჰქონდა, მაგრამ,
ამავე დროს, ცოტათი მომრგვალებული და მსხვილი, რის გამოც, ჩლი-
ქებს წააგავდა. ქეთი ლამაზი ბავშვი იყო და ლამაზ ქალადაც იქცა. მისი
ხმა ცოტათი ხრინწიანი, მაგრამ საოცრად ნაზი და ტკბილი იყო, თუმცა,
როგორც ჩანს, ქეთის რკინის იოგები ჰქონდა, რადგან, საკმარისი იყო
მოესურვებინა, რომ ისეთს დასჭექდა, ხერხივით გადაგივლიდა.
ჯერ კიდევ პატარაობიდან, ქეთის ერთი უცნაური თვისება გამოჰყვა:
ადამიანი რომ შეხედავდა, წამსვე მოარიდებდა ხოლმე თვალს და
კვლავ შეხედავდა, ამჯერად ოდნავ აფორიაქებული გამომეტყველებით.
ქეთის თვალებიდან რაღაცა უცხო იყურებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ
რომ შეხედავდი, ის რაღაცა იქ უკვე აღარ იყო. ქეთი მშვიდად მოძრაობ-
და და ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ საკმარისი იყო ხალხში გამოჩენი-
ლიყო, რომ ყველა მას უყურებდა.
ის ხალხში შფოთვას იწვევდა, მაგრამ არა ისეთს, რომლის გამოც
ადამიანს გაერიდები. პირიქით, ყველას სურდა, რომ მასთან ახლოს ყო-
ფილიყო, კარგად დაკვირვებოდა მას და გაერკვია, ამისთანა რა იდუმა-

111
ლებას აფრქვევდა ეს ბავშვი. თავად ქეთი ამას იმდენად იყო მიჩვე-
ული, რომ გარშემომყოფთა ასეთი ქცევა უცნაურად სულაც არ ეჩვე-
ნებოდა.
ქეთი სხვა ბავშვებისგან ბევრი რამით გამოირჩეოდა, მაგრამ განსა-
კუთრებით გამორჩეული ერთი თვისების გამო იყო. როგორც წესი, მო-
ზარდებს განსხვავებულობა არ უყვართ. მათ სურთ ჩაიცვან, ისაუბრონ,
მოიქცნენ ზუსტად ისე, როგორც ამას მათი თანატოლები აკეთებენ.
თუ მოდაში რაღაც სულელური სამოსია, მაშინ ყველას ასეთი სისუ-
ლელე აცვია, ხოლო ბავშვი, რომელსაც ეს სისულელე არ აქვს, და-
დარდიანებულია. ღორის ხორცის ნაჭრებისგან გაკეთებული ყელსა-
ბამი რომ შემოვიდეს მოდაში, ყველა ბავშვი ასე ივლის და საცოდაო-
ბა იქნება იმ ბავშვის ხილვა, რომელსაც ამის საშუალება არ ექნება.
უმრავლესობისთვის მისაღები ნორმებისადმი ასეთი მონური მორ-
ჩილება ბავშვების ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება, იქნება
ეს თამაში, ვარჯიში, სკოლა თუ სხვა. ეს მათთვის ერთგვარი დამცავი
საფარველია.
ქეთის კი ეს საერთოდ არ ანაღვლებდა. ის არც ქცევით ბაძავდა
ვინმეს და არც ჩაცმულობით – იცვამდა იმას, რაც მხოლოდ თავად
სურდა. საბოლოოდ კი საქმე იქამდე მივიდა, რომ თავად გახდა მი-
საბაძი სხვა ბავშვებისთვის.
როდესაც წამოიზარდა, მისმა ჯგუფმა (ანუ ფარამ, რადგან ბავ-
შვების ნებისმიერი გაერთიანება ფარაა) იგრძნო იგივე, რასაც უფ-
როსები მანამდეც გრძნობდნენ, კერძოდ კი ის, რომ ქეთი რაღაც უც-
ხო, უცნაურ ემოციას ასხივებდა. მალე მასთან ბავშვებმა მხოლოდ
თითო-თითოდ დაიწყეს ურთიერთობა, ბევრი კი საერთოდ არიდებ-
და თავს, თითქოს მისგან რაღაც უხილავი საფრთხე მოდიოდა.
ქეთი მატყუარა იყო, მაგრამ სხვა ბავშვებისგან განსხვავებულად
იტყუებოდა. ეს არ იყო ის უწყინარი ფანტაზია, რომელსაც ბავშვი
თავად წარმოიდგენს ხოლმე და იმისათვის, რომ ყველა დააჯეროს,
ისე ყვება, თითქოს სრული სიმართლე იყოს. ასეთი ტყუილი, უბრა-

112
ლოდ, რეალობისგან წამიერი გადახვევა, მისი ცოტა ხნით დავიწყებაა
და მეტი არაფერი. ვფიქრობ, გამოგონილ ამბავსა და ტყუილს შორის ის
სხვაობაა, რომ გამოგონილი ამბავი მოჩვენებით სიმართლეს შეიცავს
და ეს მოჩვენებითი სიმართლე მსმენელისა და თავად მთხრობელის ინ-
ტერესებში შედის. ასეთ დროს არავინ იგებს, მაგრამ არც არავინ აგებს.
ტყუილი კი სარგებლის მიღების ან სასჯელისგან თავის არიდების სა-
შუალებაა. ჩემი აზრით, თუ ასეთ განსაზღვრებას მკაცრად მივყვებით,
გამოდის, რომ მწერალიც მატყუარაა, განსაკუთრებით თუ ის თავისი
საქმიანობით ფულს შოულობს.
ქეთის ტყუილები უწყინარი არასდროს ყოფილა. მათი მიზანი ყო-
ველთვის სასჯელისგან, სამუშაოსგან ან პასუხისმგებლობისგან თავის
დაღწევა იყო და, გარდა ამისა, თავის ტყუილებს ის სარგებლის მიღე-
ბისთვის იყენებდა. ტყუილს, უმეტეს შემთხვევაში, მოკლე ფეხი აქვს,
რადგან მის მთქმელს ზოგჯერ ავიწყდება ის, რაც ცოტა ხნის წინ თქვა,
ან მის წინაშე, სრულიად მოულოდნელად, უდავო სიმართლე წამოჰ-
ყოფს ხოლმე თავს. ქეთის კი საკუთარი ტყუილები არასდროს ავიწყდე-
ბოდა და, საერთოდ, მან საკმაოდ ეფექტური მეთოდი შეიმუშავა. ის ყო-
ველთვის ცდილობდა, მისი ტყუილი მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო
სიმართლესთან, რათა მსმენელს ეჭვი არ გასჩენოდა. გარდა ამისა, მას
კიდევ ორი ხერხი ჰქონდა მოგონილი: თავის ტყუილს სიმართლესაც
ურევდა ხოლმე, ზოგჯერ კი სიმართლეს განგებ
იტყოდა ისე, თითქოს ის ტყუილი ყოფილიყო. როდესაც ადამიანს
სიცრუეში სდებენ ბრალს, შემდეგ კი ირკვევა, რომ ის სიმართლეს ამ-
ბობდა, ეს ერთგვარი გრძელვადიანი ალიბია: ასეთ ადამიანს შეუძლია
კიდევ რამდენიმე ტყუილი თქვას ისე, რომ ვერავინ გაბედავს მასში ეჭ-
ვის შეტანას.
ქეთი დედისერთა იყო, ამიტომ დედამისს შედარების საშუალება არ
ჰქონდა. ის თვლიდა, რომ ყველა ბავშვი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც
მისი შვილი. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ნერვიულობა ყვე-

113
ლა მშობელს ახასიათებს, ქეთის დედის აზრით, სხვებსაც მსგავსი
საფიქრალი ჰქონდა.
ქეთის მამა კი ამ აზრებს სულაც არ იზიარებდა. მას პატარა ტყავის
სახელოსნო ჰქონდა მასაჩუსეტსის ერთ-ერთ ქალაქში და იცოდა, რომ
თუ კარგად იმუშავებდა, მის ოჯახს საჭმელ-სასმელი არ მოაკლდებოდა.
მისტერ ეიმსს სხვა ბავშვებთანაც ჰქონდა ურთიერთობა და შინაგა-
ნად გრძნობდა, რომ მისი შვილი მათგან განსხვავებული იყო. ქეთი-
ზე ის ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ ამის მიზეზი რომ გეკითხა, ალ-
ბათ ვერ გიპასუხებდა.
ამ სამყაროში თითქმის ყველას აქვს მალული სურვილები და
ემოციები, უხილავი და ეგოისტური გატაცებები. ადამიანების უმეტე-
სობა ასეთ თვისებებს ან საგულდაგულოდ მალავს, ან იშვიათად,
თითქმის შეუმჩნევლად ავლენს. ქეთის შეეძლო არა მხოლოდ და-
ენახა სხვისი ასეთი იმპულსები, არამედ ისიც იცოდა, თუ როგორ გა-
მოეყენებინა ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ. სავსებით შესაძ-
ლებელია, რომ მას ადამიანებში მხოლოდ ასეთი ტენდენციების არ-
სებობისა სჯეროდა, რადგან განჭვრეტის საოცარი უნარი მხოლოდ
ერთი მიმართულებით ჰქონდა, სხვა თვისებებს კი საერთოდ ვერ ამ-
ჩნევდა.
ქეთი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც ერთ რამეს
მიხვდა: სექსი, თავისი ყველა თანმდევი გრძნობით, როგორებიცაა
ლტოლვა და ტკივილი, ეჭვიანობა და აკრძალვები, ადამიანის ყვე-
ლაზე ძლიერი იმპულსია. იმ დროს კი ის გაცილებით უფრო აღელ-
ვებდა ხალხს, ვიდრე დღეს, რადგან ამ თემაზე საუბარი სრულიად
მიუღებლად მიიჩნეოდა. ამ პატარა ჯოჯოხეთს ყველა საგულდაგუ-
ლოდ მალავდა და გარეგნულად ისე იქცეოდა, თითქოს მის ცხოვრე-
ბაში სექსი საერთოდ არ არსებობდა. ხოლო, როდესაც გრძნობები
უნებურად ამოხეთქავდა, ადამიანი სრულიად უმწეოდ გრძნობდა
თავს. ქეთიმ ზედმიწევნით კარგად ისწავლა, როგორ უნდა დაემორ-
ჩილებინა ნებისმიერი ადამიანი ამ ერთი იმპულსის სწორი მანიპუ-

114
ლირებით. ეს იყო იარაღიც და შანტაჟის საშუალებაც, რომლითაც ნე-
ბისმიერს დაამარცხებდი. თავად ქეთი ამ გრძნობის უსუსური მსხვერ-
პლი არასდროს ყოფილა. სწორედ ამიტომ, სავსებით ლოგიკურია ვივა-
რაუდოთ, რომ მასში ეს იმპულსი საერთოდ არ არსებობდა. მეტიც, ის
ქედმაღლურად უყურებდა იმ ხალხს, ვისთვისაც სექსი მნიშვნელოვანი
იყო. სხვათა შორის, გარკვეული თვალსაზრისით, შესაძლოა ამაში და-
ეთანხმო კიდეც.
რაოდენ დიდ თავისუფლებას მოიპოვებდა ადამიანი, სისტემატუ-
რად რომ არ ხდებოდეს სექსის მიერ დაგებული ხაფანგის მსხვერპლი,
რასაც გაუსაძლისი ტანჯვა და ტკივილი მოჰყვება ხოლმე! ასეთი თავი-
სუფლების ერთადერთი უარყოფითი მხარე ის არის, რომ სექსუალური
ლტოლვის გარეშე ჩვენ არა ადამიანები, არამედ ურჩხულები ვიქნებო-
დით.
ათი წლისა იყო ქეთი, როდესაც ამ ფენომენის შესახებ ცოტა რამ ის-
წავლა და ექსპერიმენტების ჩატარებაც დაიწყო. მან ყველაფერი საგულ-
დაგულოდ დაგეგმა, სირთულეებიც განჭვრიტა და მათ დასაძლევად მო-
ემზადა.
სექსუალური თამაშები ყოველთვის იყო და იქნება ბავშვობის განუ-
ყოფელი ნაწილი. ნებისმიერი ბიჭი, თუ ის არანორმალური არ არის, ხში-
რად მიყუჩებულა რომელიმე გოგონასთან ერთად ბუჩქებში, ტირიფის
ქვეშ, თივის ზვინში ან სულაც გზის პირას გადებულ დიდ მილში. ადრე
თუ გვიან ნებისმიერი მშობელი აწყდება ამ პრობლემას და, თუ მას საკუ-
თარი ბავშვობა კარგად ახსოვს, შვილს ზედმეტად მკაცრად არ დასჯის.
ქეთის ბავშვობის დროს კი საქმე გაცილებით რთულად იყო. მშობლები
სექსუალურობას საკუთარ თავშიც უარყოფდნენ და შვილებში თუ აღ-
მოაჩენდნენ ასეთ ინტერესს, ბუნებრივია, მათ აღშფოთებას საზღვარი
არ ჰქონდა.
-2-
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას, როდესაც ცვრიანი ბალახი მზის
შუქზე ბრწყინავდა, ხოლო სითბო მიწაში აღწევდა და ყვითელ ბაბუაწ-

115
ვერებს ზევით ექაჩებოდა, ქეთის დედა სარეცხის გაფენას ამთავრებ-
და. ეიმსები ქალაქის განაპირას ცხოვრობდნენ. მათი სახლის უკან
ფარდული და ეტლების სადგომი იყო, ასევე – ბოსტანი და შემოღო-
ბილი საძოვარი ორი ცხენისთვის.
მოულოდნელად, მისის ეიმსს გაახსენდა, რომ ცოტა ხნის წინ ქე-
თი ფარდულისკენ გაიქცა. მან შვილს დაუძახა და პასუხი რომ არავინ
გასცა, იფიქრა, მომეჩვენაო. ის-ის იყო მისის ეიმსი სახლში უნდა შე-
სულიყო, რომ ეტლების სადგომიდან ვიღაცის კისკისი შემოესმა.
– ქეთი! – დაიძახა მან.
პასუხი ისევ არავინ გასცა. მისის ეიმსი ანერვიულდა და შეეცადა
წამების წინ გაგონილი სიცილი გონებაში აღედგინა. არა, ეს ქეთის
ხმა არ იყო. მისი ქალიშვილი ასე არასდროს კისკისებდა.
არავინ იცის, რატომ და საიდან იღებს სათავეს ის უსიამოვნო წი-
ნათგრძნობა, რომელიც მშობელს ეწვევა ხოლმე. ხშირ შემთხვევაში
ხომ მას ნერვიულობის არანაირი საფუძველი არ გააჩნია. აღსანიშნა-
ვია, რომ მსგავსი რამ, როგორც წესი, იმ ადამიანებს მოსდით, რომ-
ლებსაც ერთადერთი შვილი ჰყავთ. მისი დაკარგვის შიში მათ გონე-
ბას უბნელებს.
მისის ეიმსი გაირინდა. ამჯერად მას ხმადაბალი საუბარი შემო-
ესმა, ამიტომ არც დაფიქრებულა, ისე დაიძრა სადგომისკენ. ხის ორ-
მაგი კარი დაკეტილი იყო. ჩურჩული ნამდვილად სადგომიდან ისმო-
და,
მაგრამ მისის ეიმსმა ქეთის ხმა ვერა და ვერ გაარჩია. ბოლოს მან
ერთი სწრაფი ნაბიჯი გადადგა წინ და კარებს რაც ძალი და ღონე
ჰქონდა მიაწვა. სადგომში მზის შუქი ერთბაშად შეიჭრა და იქაურობა
გაანათა. მისის ეიმსი ადგილზე გაშეშდა. ის პირდაღებული იყურე-
ბოდა და თვალებს არ უჯერებდა. ქეთი მიწაზე იწვა, ქვედაბოლო
ჰქონდა აწეული და წელს ზემოთ შიშველი იყო, მის გვერდით კი და-
ახლოებით თოთხმეტი წლის ორი ბიჭი იყო ჩაცუცქული. მოულოდ-
ნელობისგან ისინიც გაშეშდნენ. ქეთის შიშისგან თვალები ჰქონდა

116
დაჭყეტილი. მისის ეიმსი ორივე ბიჭს და მათ მშობლებს კარგად იცნობ-
და.
უცბად, ერთ-ერთი მოზარდი წამოხტა, ქეთის დედას გვერდით
ჩაურბინა და თვალს მიეფარა, მეორე კი ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა
კარს და ყვირილით გავარდა გარეთ. მისის ეიმსმა მას ხელი კი ჩაავლო,
მაგრამ ბიჭი მაინც დაუსხლტა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა თავისი
სახლისკენ.
მისის ეიმსმა ქეთის შეხედა.
– ადექი ფეხზე, – თქვა ჩურჩულით, რადგან ნერვიულობისგან ხმა
ჰქონდა დაკარგული.
ქეთი არ განძრეულა. დედამისს ის არაფრისმთქმელი თვალებით
უყურებდა. მოულოდნელად, მისის ეიმსმა შენიშნა, რომ მის შვილს ხე-
ლები სქელი თოკით ჰქონდა შეკრული. მან დაიკივლა, ბავშვთან მივარ-
და და აკანკალებულმა კვანძები გახსნა, შემდეგ კი ქეთი სახლში შეიყვა-
ნა და საწოლში ჩააწვინა.
ოჯახის ექიმმა საგულდაგულოდ გასინჯა ბავშვი, მაგრამ ძალადო-
ბის კვალი ვერ აღმოაჩინა.
– ღმერთს მადლობა უთხარით, რომ დროზე მიუსწარით, – რამდენ-
ჯერმე გაიმეორა მან.
ქეთი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩუმად. ექიმის თქმით,
ამას შოკური მდგომარეობა ერქვა, თუმცა მოგვიანებით, როდესაც ამ
მდგომარეობამ გაიარა, გოგონა მაინც არ იღებდა ხმას. როდესაც რამეს
ჰკითხავდნენ მომხდარის შესახებ, თვალები ისე უფართოვდებოდა, გე-
გონებოდა სადაც არის გადმოუცვივდებაო, სუნთქვას წყვეტდა, სხეული
თითქოს უქვავდებოდა, სახე კი უწითლდებოდა.
ბიჭების მშობლებთან საუბარს ექიმი უილიამსიც ესწრებოდა. მის-
ტერ ეიმსი, უმეტესწილად, ჩუმად იყო და სხვებს უსმენდა. ხელში ის თო-
კი ეჭირა, რომლითაც ქეთი იყო გაკოჭილი, თვალებში კი დაბნეულობა
ეტყობოდა. მას ბევრი რამ არ ესმოდა, მაგრამ ეჭვები არავისთვის გა-
უზიარებია.

117
მისის ეიმსი კი ამ დროს სრულ ისტერიკაში იყო ჩავარდნილი. მან
საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი და სწორედ ამიტომ, საბოლოო
სიტყვა მასვე ეკუთვნოდა. სხვათა შორის, მის ხმაში სადისტური ნო-
ტებიც ისმოდა. სისხლი სწყუროდა და, როდესაც ბიჭების დასჯას ით-
ხოვდა, ერთგვარ სიამოვნებას განიცდიდა. ქალაქი, ქვეყანა უნდა იქ-
ნეს დაცული – ეს იყო მისი მთავარი არგუმენტი. ამჯერად მან დროზე
მიუსწრო,
მაგრამ სხვა დროს? სხვა დროს რომ დაიგვიანოს, მერე რას შვრე-
ბით? ახლა კიდევ სხვა მშობლების მდგომარეობა წარმოიდგინეთ.
ქეთი კი, არ დაგავიწყდეთ, ჯერ სულ რაღაც ათი წლისაა.
ადრე ბავშვებს გაცილებით უფრო მკაცრად და სასტიკად სჯიდ-
ნენ, ვიდრე ახლა. ადამიანებს სწამდათ, რომ როზგი აღზრდის ძალი-
ან ეფექტური საშუალება იყო. ბიჭები ჯერ ერთად, შემდეგ კი ცალ-
ცალკე გაროზგეს, ისე, რომ სულ დაასისხლიანეს.
მათი დანაშაული ისედაც დიდი იყო და ამას კიდევ ტყუილიც და-
ემატა, რომელსაც ვერანაირი როზგით ვერ გამოასწორებდი. მათი
არგუმენტები თავიდანვე სასაცილოდ ეჩვენებოდა ხალხს. ბიჭები ამ-
ბობდნენ, რომ ეს ყველაფერი თავად ქეთიმ წამოიწყო და რომ ამი-
სათვის მათ გოგონას ხუთ-ხუთი ცენტი გადაუხადეს. გარდა ამისა,
ისინი ამბობდნენ, რომ ქეთი არ გაუკოჭავთ და რომ, თოკს ის თავად
ათამაშებდა ხელში.
პასუხი ამას ჯერ მისის ეიმსმა გასცა და შემდეგ მთელი ქალაქი
იგივეს იმეორებდა:
– მათ სურთ თქვან, რომ ქეთიმ თავად გაიკოჭა თავი? ათი წლის
ბავშვმა?
ბიჭებს რომ დანაშაული ეღიარებინათ, ალბათ უფრო ნაკლებ
სასჯელს მიიღებდნენ, მაგრამ მათმა სიჯიუტემ არა მხოლოდ მათი-
ვე მამების რისხვა გამოიწვია (გაროზგვა სწორედ მათ აიღეს საკუთარ
თავზე), არამედ მთელი თემი აღაშფოთა. საბოლოოდ, დამნაშავე-

118
ები, მათივე მშობლების თანხმობით, გამოსასწორებელ სახლში გაუშ-
ვეს.
– ჯერ კიდევ ვერ გამოსულა მდგომარეობიდან, – უყვებოდა მისის
ეიმსი თავის მეზობლებს, – საუბარი რომ შეეძლოს, გაცილებით
უკეთ იგრძნობდა თავს, მაგრამ საკმარისია რაიმე შეკითხვა დავუსვა,
რომ გონებით ისევ იქ ბრუნდება და შოკურ მდგომარეობაში ვარდება.
ჩემი საბრალო გოგონა.
ამის შემდეგ, ეიმსები საკუთარ შვილს მომხდარზე საერთოდ აღარ
ელაპარაკებოდნენ. თემა დაიხურა და აღარც მისტერ ეიმსს აწუხებდა ეჭ-
ვები. მართლაც მძიმეა, როდესაც სულ იმაზე ფიქრობ, რომ შესაძლოა
ბიჭები სრულიად უდანაშაულოდ მოხვდნენ გამოსასწორებელ სახლში.
როდესაც ქეთი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, ბავშვები ჯერ შორი-
დან უთვალთვალებდნენ და მასთან მიახლოვებას მხოლოდ გარკვეუ-
ლი დროის გასვლის შემდეგ ბედავდნენ. თორმეტი-ცამეტი წლის გოგო-
ნები, როგორც წესი, სენტიმენტალურები არიან, ქეთი კი ასეთი სრულე-
ბით არ იყო. მას არავინ მოსწონდა, არავინ უყვარდა და საერთოდ ვერა-
ვინ ურღვევდა სიმშვიდეს. ბიჭებს არ სურდათ თანატოლების დასაცინი
გამხდარიყვნენ, ამიტომ, ქეთის სკოლიდან სახლში გაცილებას ვერც ერ-
თი მათგანი ვერ ბედავდა. მიუხედავად ამისა, ქეთის ძალიან დიდი გავ-
ლენა ჰქონდა როგორც ბიჭებზე ასევე
გოგონებზე და თუ რომელიმე ბიჭი მას შემთხვევით გადაეყრებოდა
სადმე, წამსვე გრძნობდა რაღაც აუხსნელ მიზიდულობის ძალას, რო-
მელსაც ვერანაირად აღწევდა თავს.
ქეთი საოცრად დახვეწილი, ფაქიზი ბავშვი იყო და ნაზი ხმით საუბ-
რობდა. ის ხშირად და საკმაოდ დიდხანს სეირნობდა ხოლმე სრულიად
მარტო და, როგორც წესი, ნებისმიერი ეს სეირნობა იმით მთავრდებო-
და, რომ სრულიად შემთხვევით, რომელიმე ბიჭი გადაეყრებოდა. ჭორე-
ბი უამრავი დადიოდა, თუმცა რას აკეთებდა ქეთი, ეს არავინ იცოდა. თუ
რამე მოხდებოდა, ამას მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნებები მოჰყვებოდა
და ესეც საკმაოდ უცნაური იყო. რა თქმა უნდა, ასეთ ასაკში ბავშვებს ბევ-

119
რი საიდუმლო აქვთ, მაგრამ ვერც ერთი ეს საიდუმლო, როგორც წე-
სი, დიდხანს ვერ ძლებს.
ქეთი შეუმჩნევლად გაიღიმებდა ხოლმე, უბრალოდ ერთი წამით
შეცვლიდა ტუჩების ფორმას და სულ ეს იყო. მას კიდევ ერთი თვისე-
ბა ჰქონდა: ოდნავ გვერდით და სადღაც ქვემოთ გაიხედავდა, რითაც
უსიტყვოდ მიანიშნებდა მასთან ერთად მყოფ ბიჭს, რომ მზად იყო
მისი საიდუმლო მოესმინა.
მისტერ ეიმსს კიდევ ერთი რამ არ აძლევდა მოსვენებას, მაგრამ
ამაზე ფიქრს ყოველთვის გაურბოდა. მეტიც, ის თავადვე გრძნობდა
თავს უხერხულად იმის გამო, რომ ასეთმა სისულელემ გაუელვა თავ-
ში. ქეთი ძალიან ხშირად პოულობდა საკმაოდ ძვირფას ნივთებს.
ამაში მას საოცარი იღბალი ჰქონდა. ეს იყო ოქროს ავგაროზი, ფული,
პატარა აბრეშუმის საფულე და ვერცხლის ჯვარი, რომელიც ლალის
მსგავსი წითელი ქვებით იყო მორთული. გოგონა კიდევ ბევრ რამეს
პოულობდა, მაგრამ, როდესაც მამამისმა ვერცხლის ჯვრის შესახებ
გაზეთში განცხადება გამოაქვეყნა, პატრონი არ გამოჩენილა.
უილიამ ეიმსი, ქეთის მამა, გულჩათხრობილი ადამიანი იყო. თა-
ვის ფიქრებს ის იშვიათად უზიარებდა სხვებს, რადგან არ სურდა,
ოჯახის საქმეები მეზობლების სალაპარაკო გამხდარიყო. ამ პატარა
ეჭვებს გულში ინახავდა. საერთოდ, გაცილებით უკეთესი, უსაფ-
რთხო და მოსახერხებელია, როდესაც არაფერი იცი და არაფერი გა-
ინტერესებს. რაც შეეხება მისის ეიმსს, ის იმდენად მყარად იყო გაბ-
მული შვილის მიერ გამოგონილი ისტორიების, სიმართლის მსგავსი
ტყუილების, დამახინჯებული ფაქტებისა და ირიბი მინიშნებების
ქსელში, რომ საკუთარი თვალით დანახულ სიმართლესაც კი არ და-
იჯერებდა.
-3-
რაც დრო გადიოდა, ქეთი სულ უფრო და უფრო ლამაზდებოდა.
მისი ყვავილივით ნაზი სახე, ოქროსფერი თმა, მორცხვი და საოც-
რად მიმზიდველი თვალები, პატარა და სასიამოვნო ტუჩები, ყველ-

120
გან ყურადღებას იპყრობდა. საშუალო სკოლის რვა კლასი მან ისეთი
კარგი ნიშნებით დაამთავრა, რომ მშობლებმა ერთ პატარა კერძო
სასწავლებელში გაუშვეს. ეს საკმაოდ უჩვეულო იყო, რადგან იმ
დროს გოგონები, როგორც წესი, რვაწლიანი განათლებით კმაყო-
ფილდებოდნენ. მიუხედავად ამისა, თავად ქეთის სურდა მასწავლებე-
ლი გამოსულიყო და მისმა ამ გადაწყვეტილებამ მისტერ და მისის ეიმ-
სები ძალიან გაახარა. არც
თუ მდიდარი, მაგრამ კარგი ოჯახიდან გამოსული გოგონასთვის ამა-
ზე უფრო ღირსეული პროფესია არ არსებობდა. პედაგოგი შვილით ყვე-
ლა ამაყობდა.
ქეთი თოთხმეტი წლისა იყო, როდესაც კერძო კოლეჯში დაიწყო
სწავლა. მშობლები მას მანამდეც აღმერთებდნენ, მაგრამ ახლა, როცა
ის უკვე ალგებრისა და ლათინურის საიდუმლოებებს ეზიარებოდა, ისეთ
სიმაღლეებამდე ავიდა, სადაც მისტერ და მისის ეიმსებისთვის გზა და-
კეტილი იყო. მათ შვილი დაკარგეს – იგრძნეს, რომ ქეთიმ გაცილებით
მაღალ საფეხურზე გადაინაცვლა.
ლათინურის მასწავლებელი ფერმკრთალი, მაგრამ საკმაოდ აქტიუ-
რი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც ღვთისმეტყველების სკოლი-
დან გარიცხეს, მაგრამ მაინც საკმარისი ცოდნა ჰქონდა საიმისოდ, რომ
გრამატიკის საფუძვლები – კეისრისა და ციცერონის ტექსტები ესწავლე-
ბინა ბავშვებისთვის. ეს იყო საკმაოდ წყნარი, საკუთარ ბედს შეგუებული
პიროვნება. გულის სიღრმეში, მას სჯეროდა, რომ ღმერთისგან საკადრი-
სად დაისაჯა.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, როგორც ბევრმა შეამჩნია, ჯე-
იმს გრუ ერთბაშად გამოცოცხლდა, მის გულში თითქოს ცეცხლი აგიზ-
გიზდა, თვალებში კი ნაპერწკალი გაუჩნდა. ქეთისთან ერთად ის არას-
დროს უნახავთ და არც არავის გასჩენია ეჭვი, რომ მათ შორის რაღაცა
ხდებოდა.
ჯეიმს გრუ ერთბაშად დაკაცდა. ის თითქოს დაფრინავდა და სიარუ-
ლის დროს მუდამ რაღაცას ღიღინებდა. საკუთარ თავში რწმენაც დაუბ-

121
რუნდა და ისეთი დამაჯერებელი წერილების წერა დაიწყო, რომ
ღვთისმეტყველების სკოლის უფროსობამ გადაწყვიტა მისთვის კი-
დევ ერთი შანსი მიეცა.
შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, ცეცხლი ისევ ჩაქრა. მისი
მხრები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ამაყად იყო გაშლილი, საცო-
დავად დაიხარა. თვალებს ნერვიულად აცეცებდა აქეთ-იქით, ხელე-
ბი კი უკანკალებდა. ღამით მას ხშირად ხედავდნენ ეკლესიაში, რო-
დესაც მუხლებზე იდგა და ჩურჩულით ლოცულობდა. სკოლის გაც-
დენაც დაიწყო და დირექტორს შეატყობინა, ავად ვარო, თუმცა ყვე-
ლამ იცოდა, რომ მთელი დღეები სრულიად მარტო დაეხეტებოდა
ქალაქის შემოგარენში.
ერთხელ, გვიან ღამით, მან ეიმსების სახლის კარზე დააკაკუნა.
მისტერ ეიმსი ბუზღუნით წამოდგა ლოგინიდან, სანთელი აანთო,
ღამის პერანგზე ქურთუკი გადაიცვა და კარი გააღო. მის წინაშე,
აღელვებული და ცოტათი შეშლილი გამომეტყველებით, ჯეიმს გრუ
იდგა, თვალები დაეჭყიტა და მთელი სხეულით კანკალებდა.
– უნდა დაგელაპარაკოთ, – უთხრა მან მისტერ ეიმსს ჩახლეჩილი
ხმით.
– უკვე პირველი დაიწყო, – უპასუხა მისტერ ეიმსმა მკაცრად.
– თქვენი ნახვა მინდა. გადაიცვით რამე და გამობრძანდით გა-
რეთ. სალაპარაკო მაქვს.
– ახალგაზრდავ, მე მგონი თქვენ ან ნასვამი ბრძანდებით, ან ჭკუ-
იდან შეიშალეთ. წაბრძანდით სახლში და დაიძინეთ, უკვე ძალიან
გვიან არის.
– არა, დილამდე ვერ დავიცდი. უნდა დაგელაპარაკოთ.
– შეგიძლიათ ხვალ სახელოსნოში მობრძანდეთ, – უთხრა მას
მისტერ ეიმსმა, კარი მიხურა და ურდული გადაკეტა.
შემდეგ, ცოტა ხნით შეყოვნდა და სმენად იქცა. გრუმ კიდევ რამ-
დენჯერმე გაიმეორა: „ვერ დავიცდი, ვერ დავიცდი“, შემდეგ კი ნელი
ნაბიჯით ჩაუყვა კიბეს.

122
მისტერ ეიმსმა სანთელს ხელი ააფარა და საძინებელში დაბრუნდა.
წამიერად, მას მოეჩვენა, რომ ქეთის ოთახის კარი ჩუმად დაიკეტა, მაგ-
რამ იფიქრა, კედლებზე მოძრავმა ჩრდილებმა მომატყუაო.
– რა ხდება? – იკითხა მისის ეიმსმა, როდესაც მისი ქმარი საწოლში
ჩაწვა.
მისტერ ეიმსი თავადაც ვერ მიხვდა, რატომ მოიტყუა. ალბათ, ლაპა-
რაკის თავი არ ჰქონდა:
– ვიღაც მთვრალი ტიპი იყო, – უპასუხა მან, – სახლი აერია.
– არ ვიცი, რა ეშველება ამ ხალხს, – ჩაილაპარაკა მისის ეიმსმა.
მისტერ ეიმსი სიბნელეში იწვა და თვალებში სანთლის შუქის მიერ
დატოვებულ მწვანე ლაქებს უყურებდა. მოულოდნელად, ისევ ჯეიმს
გრუს შეშლილი, ხვეწნა-მუდარით აღსავსე თვალები გამოესახა. დაძინე-
ბა მან კიდევ დიდხანს ვერ შეძლო.
ქალაქში ჭორი დილიდან აგორდა, ჯერ ცოტათი დამახინჯებულად,
მაგრამ, შემდეგ, ამას წვრილმანი დეტალებიც დაემატა და შუადღის-
თვის უკვე ყველაფერი ნათელი იყო. საკურთხევლის წინ, იატაკზე გაშო-
ტილი ჯეიმს გრუ ეკლესიის დარაჯმა აღმოაჩინა, – თავის ქალის ზედა
ნაწილი თითქმის აღარ ჰქონდა, ცხედრის გვერდით კი თოფი ეგდო, ასე-
ვე ჯოხი, რომლითაც მიცვალებულმა გასროლა მოახდინა. ცოტათი მო-
შორებით, იატაკზე, საკურთხევლიდან ჩამოღებული შანდალი იდო.
ერთ-ერთი სანთელი ჯერ კიდევ ენთო, დანარჩენი ორი კი, როგორც
ჩანს, არავის აუნთია. გარდა ამისა, იატაკზე, ერთი მეორეზე დაწყობილი
ორი წიგნი იდო – „ფსალმუნები“ და „ლოცვანი“. როგორც დარაჯმა ივა-
რაუდა, გრუმ წიგნები განგებ დაალაგა ასე, რათა მათზე თოფის კონდახი
დაედო, წინააღმდეგ შემთხვევაში ლულა მის საფეთქელს ვერ მისწვდე-
ბოდა; გასროლის შემდეგ, უკუცემამ თოფი ცოტათი მოშორებით გადა-
აგდო.
დილით ადრე, სანამ გათენდებოდა, სროლის ხმა რამდენიმე ადამი-
ანმა გაიგონა. ჯეიმს გრუს წერილი არ დაუტოვებია. რატომ ჩაიდინა
თვითმკვლელობა, არავინ იცოდა.

123
პირველი, რაც მისტერ ეიმსმა გაიფიქრა, ის იყო, რომ გამომძიე-
ბელთან მისულიყო და გრუს ღამის ვიზიტის შესახებ ეთქვა. თუმცა,
შემდეგ იფიქრა, რომ ეს მაინც არაფერს გამოასწორებდა. „რამე რომ
მცოდნოდა, სხვანაირად მოვიქცეოდი“, ფიქრობდა მისტერ ეიმსი.
გულის სიღრმეში მას რაღაცა აწუხებდა და ცდილობდა საკუთარი
თავი დაერწმუნებინა, რომ ეს ყველაფერი მისი ბრალი არ იყო: „რა
უნდა მექნა? მე ხომ ისიც კი არ ვიცი, რა უნდოდა“. მისტერ ეიმსი თავს
დამნაშავედ და უბედურად გრძნობდა.
სადილის დროს, ქეთის დედა გაუთავებლად საუბრობდა თვით-
მკვლელობაზე და მისტერ ეიმსს მადა სრულიად დაეკარგა. ქეთი,
როგორც ყოველთვის, ჩუმად იყო. ის უხმაუროდ, პატარა ლუკმებით
ჭამდა და მალ-მალე ხელსახოცით იწმენდდა ტუჩებს.
მისის ეიმსი ცხედრისა და თოფის შესახებ დაწვრილებით ლაპა-
რაკობდა.
– ერთი რაღაცა მაინტერესებს, – თქვა მან, – ის მთვრალი, ღამით
რომ ჩვენთან მოვიდა, მისტერ გრუ ხომ არ იყო?
– არა, – სწრაფად უპასუხა ქმარმა.
– დარწმუნებული ხარ? იქნებ სიბნელეში კარგად ვერ დაინახე?
– სანთელი მქონდა, – თქვა მისტერ ეიმსმა გაღიზიანებული ტო-
ნით, – სრულებით არ ჰგავდა მას, გრძელი წვერი ჰქონდა.
– ნუ მეჩხუბები. უბრალოდ ვიკითხე.
ქეთიმ კიდევ ერთხელ მოიწმინდა ტუჩები და ხელსახოცი რომ
დადო, მის სახეზე ღიმილმა გაიელვა. მისის ეიმსი ახლა შვილს მი-
უბრუნდა.
– ქეთი, შენ ყოველ დღე ხედავდი მას სკოლაში. დამწუხრებული
არ მოგეჩვენა? იქნებ რამე შეამჩნიე?
ქეთიმ თავის თეფშს დახედა და შემდეგ თავი ასწია.
– ჰო, აშკარად ცუდად გამოიყურებოდა. დღეს სკოლაში ყველა
მასზე ლაპარაკობდა. ვინ მითხრა, არ მახსოვს, მაგრამ თურმე ბოს-
ტონში რაღაც პრობლემები ჰქონია. კონკრეტულად რა პრობლემა

124
იყო, არავის უთქვამს. მისტერ გრუ ყველას გვიყვარდა, – თქვა მან და ტუ-
ჩები ნაზად მოიწმინდა.
ეს მისი მეთოდი იყო: მომდევნო დღეს, ქალაქში ყველა იმაზე სა-
უბრობდა, რომ ჯეიმს გრუს ბოსტონში პრობლემები ჰქონდა და აზრა-
დაც არავის მოსვლია, რომ მთელი ეს ისტორია ქეთიმ გამოიგონა. მისის
ეიმსს ისიც კი დაავიწყდა, სად მოისმინა ამის შესახებ.
-4-
ის-ის იყო ქეთი თექვსმეტი წლის გახდა, რომ მასში რაღაცა შეიცვა-
ლა. ერთ დილას სკოლის გაცდენა გადაწყვიტა, გაუნძრევლად იწვა ლო-
გინში და ჭერში იყურებოდა. ეს რომ დედამისმა დაინახა, ძალიან გაუკ-
ვირდა.
– დროზე ადექი, დაგაგვიანდება. უკვე, თითქმის, ცხრა საათია, – უთ-
ხრა მან შვილს.
– არ მივდივარ, – გულგრილად უპასუხა ქეთიმ.
– ავად ხარ?
– არა.
– მაშინ ადექი.
– არ მივდივარ.
– ესე იგი ავად ხარ. სკოლა არასდროს გაგიცდენია.
– არ მივდივარ სკოლაში, – თქვა ქეთიმ მშვიდად, – საერთოდ აღარ
წავალ იქ.
მისის ეიმსმა გაკვირვებისგან პირი დააღო.
– რას გულისხმობ?
– აღარ წავალ მეთქი, – გაიმეორა ქეთიმ და კვლავ ჭერს მიაშტერდა.
– კარგი, მოდი მამას დაველოდოთ და ვნახოთ, რას იტყვის. ამდენი
მუშაობა და ხარჯები სულ წყალში იყრება, თან, დიპლომის აღებამდე,
სულ რაღაც ორი წელი გრჩება.
მერე მისის ეიმსი ქეთისთან ახლოს მივიდა და თითქმის ჩურჩულით
ჰკითხა:
– გათხოვებას ხომ არ აპირებ?

125
– არა.
– რა წიგნს მალავ მანდ?
– არ ვმალავ. აი, ნახე, თუ გინდა.
– „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“? მე მეგონა უკვე დიდი იყავი.
– მე შემიძლია ისე დავპატარავდე, რომ საერთოდ ვერ დამინახო.
– გამაგიჟებ შენ! რაზე ლაპარაკობ, არ მესმის.
– ვერავინ მიპოვის.
მისის ეიმსი გაბრაზდა.
– სისულელეებს თავი დაანებე! აზრზე არა ვარ, რა გიტრიალებს
თავში! იქნებ მითხრათ, როგორ აპირებს თქვენი უდიდებულესობა
ცხოვრების გაგრძელებას.
– ჯერ არ ვიცი, – უპასუხა ქეთიმ, – ალბათ, საერთოდ წავალ აქე-
დან.
– მოდი ასე მოვიქცეთ, თქვენო უდიდებულესობავ: ფეხი არ მოიც-
ვალოთ ამ ოთახიდან და მამათქვენი რომ დაბრუნდება, ვფიქრობ,
ერთ-ორ სიტყვას გეტყვით.
ქეთიმ ნელა მიატრიალა თავი და დედამისს ცივი, ცარიელი თვა-
ლებით შეხედა. სრულიად მოულოდნელად, მისის ეიმსს საკუთარი
შვილის შეეშინდა. ის ადგა, მშვიდად გავიდა ოთახიდან და კარი და-
კეტა. სამზარეულოში რომ შევიდა, სკამზე დაჯდა, ხელები კალთაზე
დაიწყო და ფანჯარაში გაიხედა. ეტლების სადგომი უკვე საკმაოდ
მოძველებული ჩანდა.
ქეთი სრულიად გაუცხოვებული იყო. ადრე თუ გვიან, ამ პრობლე-
მას ნებისმიერი მშობელი აწყდება და მისის ეიმსიც გრძნობდა, რომ
სადავეები ხელიდან ეცლებოდა -შვილს საერთოდ ვეღარ აკონტრო-
ლებდა. ის ვერ ხვდებოდა, რომ ქეთიზე გავლენა არც არასოდეს ჰქო-
ნია და გოგონა მას ყოველთვის საკუთარი ინტერესებისთვის იყენებ-
და. მისის ეიმსმა ქუდი დაიხურა და სახელოსნოში წავიდა, სურდა
ქმარს სახლიდან მოშორებით დალაპარაკებოდა.

126
ნაშუადღევს, ქეთი, როგორც იქნა, ლოგინიდან წამოდგა და სარკეს
მიუჯდა.
იმ საღამოს, მისტერ ეიმსმა თავს ძალა დაატანა და შვილს საკმა-
ოდ გრძელი ლექცია ჩაუტარა – მის ვალდებულებებზე, მოვალეო-
ბებზე და მშობლების პატივისცემის აუცილებლობაზე ესაუბრა. ლა-
პარაკს რომ ამთავრებდა, შეამჩნია, რომ ქეთი არ უსმენდა, ამიტომ გაბ-
რაზდა და მუქარაზე გადავიდა. მან თქვა, რომ ბავშვზე ძალაუფლება
მშობელს ღმერთისგან აქვს მინიჭებული და რომ, ეს ძალაუფლება სა-
ხელმწიფომ შესაბამისი კანონებით გაამყარა. ამჯერად, ქეთი მამას ყუ-
რადღებით უსმენდა და პირდაპირ თვალებში შესცქეროდა. გოგონა ოდ-
ნავ შესამჩნევად იღიმოდა, თვალებს კი თითქოს საერთოდ არ ახამხა-
მებდა. საბოლოოდ, მისტერ ეიმსმა შვილის მზერას ვერ გაუძლო და
თვალები მოარიდა, რამაც კიდევ უფრო განარისხა. მან ქეთის მბრძანებ-
ლური ტონით მიანიშნა, რომ თუ სისულელეებს თავს არ დაანებებდა და
მშობლებს არ დაემორჩილებოდა, გაროზგვა არ ასცდებოდა. ბოლოს,
მისტერ ეიმსმა მაინც შერბილებულად დაასრულა:
– შემპირდი, რომ ხვალ სკოლაში დაბრუნდები და ცუდად აღარ მო-
იქცევი.
ქეთის სახე და ტუჩები არანაირ ემოციას არ გამოხატავდა.
– კარგი, – უპასუხა მან.
მოგვიანებით, მისტერ ეიმსი შეეცადა დამაჯერებელი ყოფილიყო
და თავის ცოლს უთხრა:
– ზოგჯერ ოდნავი ძალაუფლების გამოჩენაა საჭირო. შეიძლება ჩვენ
ზედმეტად რბილად ვექცეოდით მას. არა, ის სულაც არ არის ცუდი ბავ-
შვი, მაგრამ ვფიქრობ დაავიწყდა, ვინ არის ოჯახში უფროსი. სიმკაცრე
არასდროსაა საზიანო.
ნეტა მართლა ისეთი დარწმუნებული ყოფილიყო საკუთარ თავში,
როგორც ამას სიტყვებით გადმოსცემდა.
დილით კი ქეთი გაუჩინარდა. ოთახში ვეღარც მისი ჩალის სამგზავ-
რო ჩანთა იპოვეს და ვეღარც მისი საუკეთესო ტანსაცმელი. საწოლი სა-

127
გულდაგულოდ იყო გასწორებული და ოთახს საერთოდ არ ეტყობო-
და, რომ აქ ერთ დროს ბავშვი იზრდებოდა. კედლებიდან ყველა სუ-
რათი იყო ჩამოხსნილი, აღარც სამახსოვრო პატარა ნივთები ჩანდა
სადმე და აღარც არაფერი, რაც ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებას
სდევს თან. თოჯინებით ქეთის არასდროს უთამაშია. მისი არსებობა
ოთახს საერთოდ არ ეტყობოდა.
მისტერ ეიმსი ძალზე თავისებური, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი კაცი
იყო. მან სასწრაფოდ დაიხურა ქუდი და რკინიგზის სადგურისკენ გა-
იქცა. იქ მას დარწმუნებით უთხრეს, რომ ქეთი ბოსტონის პირველ მა-
ტარებელს გაჰყვა. სადგურის გამგის დახმარებით, მისტერ ეიმსმა
ბოსტონის პოლიციაში დეპეშა გააგზავნა, შემდეგ
ბილეთი შეიძინა და ცხრას რომ ათი წუთი აკლდა, უკვე მატარე-
ბელში იჯდა. კრიზისული მდგომარეობის დროს, ის ყოველთვის
მტკიცედ და გაბედულად მოქმედებდა.
იმ საღამოს, მისის ეიმსი სამზარეულოში ჩაიკეტა, გაფითრებუ-
ლი იყო და ხელებით კი მაგიდას ჩაბღაუჭებოდა, რადგან მთელი
სხეული საშინლად უკანკალებდა. დაკეტილი კარის მიღმა ჯერ რამ-
დენიმე დარტყმის, შემდეგ კი კივილის ხმა შემოესმა.
მისტერ ეიმსი გაროზგვაში დახელოვნებული არ იყო, რადგან ეს
ადრეც არასდროს უცდია. პირველად მან ქეთის ფეხებზე შემოსცხო
და, როდესაც დაინახა, რომ გოგონა გაუნძრევლად და უემოციოდ
უყურებდა, მოთმინება დაკარგა. პირველი, საცდელი ხასიათის დარ-
ტყმები, საკმაოდ სუსტი იყო და, იმის გამო, რომ ქეთის ტირილი არ
დაუწყია, მისტერ ეიმსმა ახლა გვერდებზე და მხრებზე შემოარტყა.
როზგი გოგონას სხეულს საკმაოდ მწარედ ხვდებოდა. რამდენიმე
დარტყმა მისტერ ეიმსმა ააცილა, ზოგჯერ კი მანძილს კარგად ვერ
ზომავდა და ზედმეტად ახლოდან იქნევდა ხელს. ასეთ დროს, როზ-
გი ქეთის ტანზე ეხვეოდა.
ქეთიმ ამ ყველაფერს სულ მალე აუღო ალღო. ის ზუსტად მიხ-
ვდა, რას ელოდა მისგან მამამისი, ამიტომ, კივილ-წივილსა და ხვეწ-

128
ნა-მუდარაზე გადავიდა. როგორც კი მან ეს გააკეთა, წამსვე სასიამოვნო
განცდა დაეუფლა, რადგან იგრძნო, რომ დარტყმები საგრძნობლად შე-
სუსტდა.
მისტერ ეიმსს თავად შეეშინდა ამ ყვირილის და ასევე ტკივილის,
რომელსაც ის შვილს აყენებდა. ის გაჩერდა, ქეთი კი საწოლზე დაეცა და
ტირილი განაგრძო. მამა კარგად რომ დაკვირვებოდა, აუცილებლად და-
ინახავდა, რომ ქეთის ერთი ცრემლიც კი არ გადმოუგდია. მას თვალები
მაგრად ჰქონდა დახუჭული, რის გამოც საფეთქლებთან ახლოს ნაოჭები
უჩანდა, ყელზე კი ძარღვები ჰქონდა დაჭიმული.
– კიდევ იზამ ამას?!
– არა, არ ვიზამ, მაპატიე! – ყვიროდა ქეთი.
ის მონდომებით მალავდა სახეს, მამას რომ მისი ცივი და უემოციო
გამომეტყველება არ დაენახა.
– ჰოდა, კარგად დაიმახსოვრე, ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე, – დაამატა
მისტერ ეიმსმა.
ქეთის ხმა ჩაუწყდა. მან კიდევ ერთი სლუკუნი ამოუშვა და თქვა:
– დავიმახსოვრებ.
მისის ეიმსი კი ამ დროს სამზარეულოში იჯდა და ხელებს იგრეხდა.
ქმარმა მას მხარზე ხელი დაადო.
– სულაც არ მსიამოვნებდა, – თქვა მან, – მაგრამ, საჭირო იყო. ვფიქ-
რობ, ჭკუას ისწავლის. ბოლო დროს ის ძალიან შეიცვალა. ალბათ, საკ-
მარისად მკაცრად არ მივუდექით და ამის ბრალია. ზედმეტად ვუფ-
რთხილდებოდით. როგორც ჩანს, ეს შეცდომა იყო.
ქეთის ასეთი სახით დასჯა მას ცოლმა დააძალა, სწორედ მისის ეიმ-
სმა აიძულა თავისი ქმარი, რომ ხელში როზგი აეღო. მიუხედავად ამისა,
მისტერ ეიმსი გრძნობდა, რომ მეუღლისთვის ის ახლა საძულველ ადა-
მიანად იქცა და, ამის გამო, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა.
-5-
ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ სასჯელმა მართლაც არგო ქე-
თის. როგორც მისტერ ეიმსი ამბობდა, ამან გოგონა საგრძნობლად და-

129
აჭკვიანა. ის ყოველთვის დამჯერი ბავშვი იყო, ახლა კი მზრუნველიც
გახდა. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქეთი მუდამ სამზა-
რეულოში იდგა და დედას ეხმარებოდა. მეტიც, სულ სთავაზობდა დახ-
მარებას, მაშინაც კი, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. მისის ეიმსის-
თვის მან მატყლის მოსასხამის ქსოვა დაიწყო და ამისათვის ისეთი
რთული მეთოდი აირჩია, რომ საქმე, ალბათ, რამდენიმე თვეს გას-
ტანდა.
– ფერის არაჩვეულებრივი შეგრძნება აქვს, – უყვებოდა მისის
ეიმსი მეზობლებს, – მოწითალო-მოყავისფრო და ყვითელი აირჩია.
უკვე სამი კვადრატი მოქსოვა.
მამას ქეთი ყოველთვის ღიმილით ხვდებოდა. როდესაც მისტერ
ეიმსი სახლში შემოვიდოდა, გოგონა წამსვე მიირბენდა ხოლმე მას-
თან, ქუდს გამოართმევდა და თავის ადგილზე დებდა, შემდეგ კი მის
სკამს ისე შეატრიალებდა სინათლისკენ, რომ ჯდომის დროს კითხვა
უფრო გაადვილებოდა.
ქეთი სკოლაშიც სულ სხვანაირად იქცეოდა. ის ყოველთვის კარგი
მოსწავლე იყო, მაგრამ ახლა მომავალზე ფიქრიც დაიწყო. დირექ-
ტორს ელაპარაკა და ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ მასწავლებ-
ლის დიპლომის ასაღებად გამოცდები ერთი წლით ადრე ჩაებარები-
ნა. დირექტორი მის ნიშნებს გაეცნო და უთხრა, ასეთი ბეჯითი მოს-
წავლისთვის შეუძლებელი არაფერიაო. მან მისტერ ეიმსთან სახე-
ლოსნოშიც კი შეიარა და ყველაფერი უამბო.
– ჩვენთვის არაფერი უთქვამს, – ამაყად უპასუხა მისტერ ეიმსმა.
– ნეტა ვინ მექაჩებოდა ენაზე, – სინანულით თქვა დირექტორმა,
– ალბათ, რა სასიამოვნო სიურპრიზი ჩავშალე.
მისტერ და მისის ეიმსებს სჯეროდათ, რომ რაღაც საოცრებას მი-
აგნეს, რამაც ყველა პრობლემა მოაგვარა. ამას კი იმ გაუცნობიერე-
ბელ სიბრძნეს აბრალებდნენ, რომელიც მშობელს მოულოდნელად
ეწვევა ხოლმე.

130
– ადამიანში ასეთი ცვლილება ჯერ არასდროს მინახავს, – ამბობდა
მისტერ ეიმსი.
– ის ყოველთვის კარგი ბავშვი იყო, – პასუხობდა ცოლი, – სხვათა
შორის, შეამჩნიე, როგორ გალამაზდა? ნამდვილი მზეთუნახავია, წი-
თელი ლოყებით.
– ასეთი გარეგნობით, ვფიქრობ, ის მასწავლებლად დიდხანს ვერ
იმუშავებს, – ასკვნიდა მისტერ ეიმსი.
ქეთი მართლაც ბრწყინავდა. ყოველთვის, როდესაც რამით იყო და-
კავებული, სახეზე ოდნავ შესამჩნევი, ბავშვური ღიმილი დაჰკრავდა.
დრო აუარებელი ჰქონდა. გოგონამ სარდაფი დაასუფთავა და ყველა
ხვრელი, საიდანაც ჰაერი უბერავდა, ქაღალდებით ამოქოლა. როდესაც
სამზარეულოს კარმა დაიწყო ჭრიალი, ანჯამები დაზეთა, შემდეგ კლი-
ტესაც სათანადოდ მოუარა და, რადგან ზეთით სავსე ქილა ხელში ეჭი-
რა, ბარემ შემოსასვლელ კარსაც მიხედა. ქეთიმ ლამფების ნავთით ავ-
სება და შუშის თავსახურების გაწმენდაც საკუთარ თავზე აიღო. ამისათ-
ვის მას თავისი მეთოდი ჰქონდა შემუშავებული: სარდაფში ნავთით სავ-
სე დიდი ბიდონები ეწყო და ლამფის გაშავებულ თავსახურებს სწორედ
მათში აწობდა.
– საკუთარი თვალით რომ არ ვხედავდე, არ დავიჯერებდი, – ამბობ-
და მისტერ ეიმსი.
ქეთი მხოლოდ სახლის საქმეებით არ კმაყოფილდებოდა. ის ტყავის
სახელოსნოს აუტანელ სუნსაც კი უძლებდა, რათა ზოგჯერ მამამისი მო-
ენახულებინა. გოგონა ჯერ ჩვიდმეტი წლისაც არ იყო და მისტერ ეიმსი,
რა თქმა უნდა, ისევ ბავშვად თვლიდა. მამას ძალიან უკვირდა, როდესაც
შვილი მისი საქმიანობის შესახებ უსვამდა შეკითხვებს.
– ის ზოგიერთ მამაკაცზე უფრო ჭკვიანია, – ეუბნებოდა მისტერ ეიმსი
თავის თანამშრომლებს, – ერთ მშვენიერ დღეს, ალბათ, საკუთარ ბიზ-
ნესს დაიწყებს.
ქეთის არა მხოლოდ ტყავის დამუშავების პროცესი, არამედ საქმის
ფინანსური მხარეც აინტერესებდა. მამა კი ყველაფერს დიდი სიამოვ-

131
ნებთ უხსნიდა, ესაუბრებოდა სესხების, გადასახადების, ბუღალტე-
რიისა და სახელფასო ხარჯების შესახებ. ერთხელ, მან გოგონას სე-
იფის გახსნაც ასწავლა და საოცრად ბედნიერი იყო, როდესაც ქეთიმ
ციფრების კომბინაცია პირველივე ცდის შემდეგ დაიმახსოვრა.
– მე ამას ასე ვუყურებ, – ეუბნებოდა მისტერ ეიმსი ცოლს, – ეშმა-
კობა ყველა ადამიანშია. რაში მჭირდება ისეთი შვილი, რომელიც
ცოტათი ცელქი არ არის? უბრალოდ, მის ამ სიცელქეს მუდამ უნდა
აკონტროლებდე. თუ შეცდომებს არ დაუშვებ და ამ თვისებას სწორ
მიმართულებას მისცემ, ყველაფერი კარგად იქნება.
ქეთი საკუთარ ტანსაცმელს თავად უვლიდა და ოთახიც მუდამ
წესრიგში ჰქონდა.
მაისის ერთ მშვენიერ დღეს, ის სკოლიდან დაბრუნდა და წამსვე
ქსოვას შეუდგა. დედამისი ჩაცმული იყო და გასასვლელად ემზადე-
ბოდა.
– ეკლესიის კრებაზე მივდივარ, – უთხრა შვილს, – მომავალ კვი-
რას ნამცხვრების აუქციონს ვატარებთ და კრების თავმჯდომარეობა
დამავალეს. მამაშენმა გთხოვა, რომ ბანკში გაიარო, ფული აიღო და
სახელოსნოში მიუტანო. მუშებისთვის ხელფასები აქვს დასარიგებე-
ლი. მე უკვე ვუთხარი კრების შესახებ და იცის, რომ არ მცალია.
– სიამოვნებით წავალ, – თქვა ქეთიმ.
– ბანკში ფული უკვე გამზადებული აქვთ. პატარა ტომრით გამო-
გატანენ, – თქვა მისის ეიმსმა და სახლიდან გავიდა.
ქეთიმ სწრაფად, მაგრამ აუჩქარებლად დაიწყო საქმის კეთება.
მან ერთი ძველი წინსაფარი იპოვა და კაბაზე აიფარა, შემდეგ სარ-
დაფში ჩავიდა, მურაბის ცარიელი ქილა აიღო და ეტლების სადგო-
მისკენ გაემართა. იქ მას სამუშაო იარაღები ეგულებოდა. საქათმეში
ერთი პატარა წიწილა დაიჭირა, თავი კუნძზე დაადებინა და ნაჯახი
დაჰკრა; შემდეგ მურაბის ქილა სანახევროდ გაავსო სისხლით,
მკვდარი ქათამი კი ცოტათი მოშორებით, ნაკელში ჩამარხა. სამზა-
რეულოში დაბრუნებულმა, წინსაფარი მოიხსნა, ღუმელში შეაგდო

132
და დაიცადა, სანამ მთლიანად დაიწვებოდა; შემდეგ ხელები დაიბანა,
ფეხსაცმელები და წინდები შეამოწმა, მუხლიდან შავი ლაქა მოიწმინდა
და სარკეში ჩაიხედა. მის ლოყებს სიწითლე დაჰკრავდა, თვალებში ნა-
პერწკალი ენთო, პირზე კი ჩვეული ბავშვური ღიმილი ჰქონდა გამოსახუ-
ლი. სახლიდან გასვლამდე, სისხლით სავსე ქილა სამზარეულოს კიბეე-
ბის ქვეშ დამალა. დედამისის წასვლიდან ამ მომენტამდე სულ რაღაც
ათი წუთი იყო გასული.
ქეთი მსუბუქად, თითქმის ცეკვა-ცეკვით გავიდა ეზოში და ქუჩას გა-
უყვა. ხეებზე პირველი ფოთლები ჩნდებოდა, მინდვრებზე კი უკვე რამ-
დენიმე ყვითელი ბაბუაწვერა ამოსულიყო. ქეთი მხიარულად მიუყვებო-
და გზას და ქალაქის ცენტრში მდებარე ბანკისკენ მიემართებოდა. ის იმ-
დენად მოხდენილად, ლამაზად მოძრაობდა, რომ გამვლელები თვალს
ვერ აშორებდნენ.
-6-
ხანძარი დაახლოებით ღამის სამ საათზე გაჩნდა და სანამ ვინმე შე-
ამჩნევდა, ცეცხლი აგიზგიზდა, ახმაურდა, ცაში აიჭრა, შემდეგ კვლავ მი-
წაზე დაეშვა და დაიფანტა. თავდაპირველად, ქუჩაში
მოხალისეების რაზმი გამოვიდა, მაგრამ ამ დროისთვის ისინი დამ-
წვარ სახლს უკვე ვერაფერს უშველიდნენ, ამიტომ შლანგი მეზობელ შე-
ნობებს მიუშვირეს, ხანძარი რომ მათზე არ გადასულიყო.
ეიმსების სახლი თვალის დახამხამებაში გაცამტვერდა. მოხალისეე-
ბი და ქუჩაში გამოსული ხალხი ყურადღებით აკვირდებოდნენ ცეც-
ხლით განათებულ სახეებს, რათა მათ შორის ცოლ-ქმარი ეიმსები და მა-
თი ქალიშვილი ამოეცნოთ. თუმცა, ყველა ძალიან მალე მიხვდა, რომ
არც ერთი მათგანი იქ არ იყო. ადამიანები გაფართოვებული თვალებით
შესცქეროდნენ უკვე თითქმის ჩამქრალ ცეცხლს და სახლის ნანგრევებ-
ში საკუთარ თავს ან შვილებს რომ წარმოიდგენდნენ, გული ეკუმშებო-
დათ და თვალებზე ცრემლები ადგებოდათ. მეხანძრეები კი ისე ჯიუტად
ასხამდნენ წყალს უკვე დაფერფლილ შენობას, თითქოს იქ ჯერ კიდევ
ყოფილიყო შესაძლებელი ვინმეს გადარჩენა. უკვე ისმოდა ქალაქის

133
მაცხოვრებელთა შიშნარევი საუბარი იმის თაობაზე, რომ ეიმსების
ოჯახის ყველა წევრი დაიღუპა.
როდესაც გათენდა, დანახშირებულ ხის გროვას კვამლიღა ასდიოდა.
იქვე ახლოს, უამრავი ხალხი იყო შეკრებილი და ყველაზე წინ ვინც
იდგა, სიმხურვალისგან სახეზე ხელს იფარებდა და ამით იცავდა
თავს. მოხალისეები კვლავ აგრძელებდნენ წყლის ტუმბვას, რათა გა-
ვარვარებული ნანგრევები ოდნავ მაინც გაგრილებულიყო. ნაშუად-
ღევს, გამომძიებელმა რამდენიმე სველი ხის ნატეხი დააფინა მიწა-
ზე და რკინის ძელით შეუდგა ადგილის გასუფთავებას. მისტერ და
მისის ეიმსების დაფერფლილი გვამები საკმაოდ ადვილად იქნა აღ-
მოჩენილი, რითაც გამომძიებელმა დაადგინა, რომ გარდაცვლილი,
სულ ცოტა, ორი ადამიანი იყო. ამის შემდეგ, მეზობლად მცხოვრებმა
რამდენიმე პიროვნებამ, მას ქეთი ეიმსის ოთახის მიახლოებითი ად-
გილმდებარეობა აჩვენა, მაგრამ მოხალისეების გულმოდგინე მუ-
შაობის მიუხედავად, ნანგრევებში ერთი პატარა ძვალი ან კბილიც კი
ვერ აღმოაჩინეს.
ამასობაში კი მეხანძრეთა მეთაურმა სამზარეულოს კარის სახე-
ლური და ორი ბოქლომი იპოვა და გაშავებულ ლითონს დაბნეული
სახით დაჰყურებდა, თუმცა რა იყო მასში უცნაური, ბოლომდე ვერ
ხვდებოდა. გამომძიებელს მან ძელი გამოართვა და გავეშებული შე-
უდგა ნანგრევებში რაღაცის ძებნას. ცოტა ხანში, იმ ადგილამდე მი-
აღწია, სადაც ადრე მთავარი შესასვლელი იყო და სწორედ იქ აღმოა-
ჩინა უკვე თითქმის დამდნარი და დეფორმირებული საკეტი. მის
გარშემო უკვე ადამიანების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი იყო შეკრე-
ბილი. შეკითხვები დაუსრულებლად ისმოდა: „რას ეძებ, ჯორჯ? რა
იპოვე, ჯორჯ?“
შემდეგ, მეხანძრესთან გამომძიებელი მივიდა.
– რა ხდება, ჯორჯ?
– არც ერთ საკეტში გასაღები არ არის, – უპასუხა მან.
– იქნებ გამოვარდა?

134
– როგორ?
– შეიძლება დადნა
– საკეტები რატომ არ დადნა?
– იქნებ ბილ ეიმსმა თვითონ გამოიღო?
– შიგნიდან?
მეხანძრეთა მეთაურმა საკუთარი აღმოჩენები მაღლა ასწია და ყვე-
ლას დაანახა, საკეტების ენები რომ გარეთ იყო გამოწეული.
იმის გამო, რომ სახელოსნოს მეპატრონის სახლი დაიწვა და თავად
მეპატრონეც, როგორც ჩანს, დაიღუპა, მისმა თანამშრომლებმა გადაწ-
ყვიტეს გლოვისა და პატივისცემის ნიშნად, სამსახურში არ გასულიყ-
ვნენ. ამის მაგივრად, ისინი დამწვარი სახლის მახლობლად საქმიანად
დაეხეტებოდნენ და დახმარების გაწევას ცდილობდნენ, თუმცა, სინამ-
დვილეში, ყველას ფეხებში ებლანდებოდნენ.
ერთ-ერთმა მათგანმა, ჯოელ რობინსონმა, სამსახურში ნაშუადღევს
შეიარა და აღმოაჩინა, რომ სეიფი ღია ოყო, ქაღალდები კი იატაკზე ეყა-
რა. ჩამტვრეული ფანჯარა ნათლად მიანიშნებდა იმაზე, თუ როგორ შე-
აღწია მძარცველმა სახელოსნოში.
ამ მომენტიდან, ყველაფერი შეიცვალა. გამოდის, რომ ეს სულაც არ
იყო უბედური შემთხვევა. აღელვებისა და მწუხარების ადგილი ახლა უკ-
ვე შიშმა დაიკავა, მასთან ერთად კი ხალხის გულებში მისმა განუყრელ-
მა თანამგზავრმა – რისხვამ შეაღწია. ყველამ სამხილების ძებნა დაიწ-
ყო.
შორს წასვლა მათ სულაც არ დასჭირვებიათ. ეტლების სადგომში აღ-
მოჩენილ იქნა ის, რასაც „ბრძოლის ნიშნებს“ უწოდებენ – დამტვრეული
ყუთი, გატეხილი ლამფა, კედლებზე დარჩენილი რამდენიმე ნაკაწრი
და იატაკზე მიმოფანტული ხის ნამტვრევები. ეს ყველაფერი შესაძლოა
არც არავის მოჩვენებოდა ბრძოლის ნიშნებად, რომ არა კიდევ ერთი
რამ – სისხლის კვალი.

135
ამ საქმის გამოძიება საკუთარ თავზე პოლიციის სერჟანტმა აიღო.
ეს მისი საქმიანობის სფერო იყო, ამიტომ, სასწრაფოდ მივიდა ეტ-
ლების სადგომზე და იქიდან ხალხის გამოდევნა დაიწყო.
– თქვენ რა, გინდათ ყველა სამხილი წაშალოთ? ეხლავე გადით გა-
რეთ, ჩქარა! – დაიყვირა მან.
სერჟანტი წამსვე შეუდგა საქმეს, რაღაცა აიღო ხელში და ცოტა-
თი მოშორებით, კუთხეში, კიდევ რაღაცა იპოვა. შემდეგ, კარებთან
მივიდა და სისხლის ლაქებით დასვრილი ლურჯი თმის სამაგრი,
ასევე წითელი ქვებით მორთული ჯვარი მაღლა ასწია.
– ვინმეს ეცნობა ეს ნივთები? – ჰკითხა მან შეკრებილებს.
პატარა ქალაქში, სადაც ყველა ყველას იცნობს, შეუძლებელია
ადამიანმა დაიჯეროს, რომ მისმა ერთმა ნაცნობმა მეორე მოკლა.
სწორედ ამიტომ, თუ სამხილებს რაიმე კონკრეტული მიმართულე-
ბით არ მივყავართ, ყველა იწყებს ფიქრს იმაზე, რომ დანაშაული ვი-
ღაც უცხო და შავბნელმა ადამიანმა ჩაიდინა – პიროვნებამ, რომე-
ლიც ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც მსგავსი მკვლელობები ხში-
რად ხდება. სწორედ ამიტომ იწყება ხოლმე მაწანწალათა ბანაკების
დარბევა, შემდეგ ამ მოხეტიალე ადამიანებს პოლიციაში მიათრევენ,
სასტუმროებს კი სათანადოდ და საგულდაგულოდ ამოწმებენ. ნე-
ბისმიერი ადამიანი, რომელსაც ქალაქში არავინ იცნობს, ავტომატუ-
რად ხდება ეჭვმიტანილი. ამასთანავე, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყვე-
ლაფერი მაისში ხდება, როდესაც მაწანწალები ქუჩებში ახალი გამო-
სულები არიან და შეუძლიათ თავიანთი ზეწრები ნებისმიერი პატა-
რა მდინარის პირას გაშალონ. გარდა ამისა, ბოშებიც ბევრნი იყვნენ
და მათი ბანაკი ქალაქიდან სულ რაღაც ხუთი მილის მოშორებით
იდგა. ღმერთო, რა საშინელ დღეში ჩააგდეს ის საცოდავები!
ქალაქის გარშემო, რამდენიმე მილის რადიუსში, ახლად ამოთ-
ხრილ მიწას ამოწმებდნენ და ყველა პატარა ტბაში თუ დაგუბებულ
ადგილას ქეთის ცხედარს ეძებდნენ. „რა ლამაზი იყო, საცოდავი!“, –
მოთქვამდნენ მეზობლები და ამით იმას გულისხმობდნენ, რომ გო-

136
გონას შესაძლო მოტაცების მიზეზი მათთვის სავსებით გასაგები იყო.
რამდენიმე ხნის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ერთი გრძელწვე-
რა და ცოტათი გამოშტერებული მაწანწალა მიიყვანეს. ეშაფოტზე ასაყ-
ვანად ის საკმაოდ კარგი კანდიდატურა იყო, რადგან, ჯერ ერთი, წონადი
ალიბი არ გააჩნდა და, გარდა ამისა, საერთოდ არ ახსოვდა არაფერი,
რაც კი ოდესმე მომხდარა მის ცხოვრებაში. თავისი არცთუ სხარტი გო-
ნებით, ის მიხვდა, რომ ეს ხალხი მისგან რაღაცას ითხოვდა და რადგან
თავად ბუნებით კეთილი ადამიანი იყო, ყველანაირად ცდილობდა, მათ
რაღაცაში გამოსდგომოდა. როდესაც მას ცოტათი ჩახლართული შეკით-
ხვა დაუსვეს, დიდი სიამოვნებით შეაბიჯა ამ ხაფანგში და სერჟანტის
კმაყოფილი გამომეტყველების დანახვა თავადაც ძალიან გაუხარდა. ის
ყველანაირად ცდილობდა ამ ზებუნებრივად ბრძენ ადამიანებს დახმა-
რებოდა, ოღონდ მის აღიარებებს ერთი ნაკლი ჰქონდა: ის ადასტურებ-
და ყველაფერს და აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, რის გამოც,
მას სისტემატურად ახსენებდნენ, რაში ედებოდა ბრალი. მრისხანე და
ცოტათი შეშინებული ნაფიცი მსაჯულების წინაშე რომ აღმოჩნდა, საოც-
რად გაუხარდა – ჩათვალა, რომ, როგორც იქნა, ცხოვრებაში რაღაცას მი-
აღწია.
ყოველთვის იყვნენ და დღესაც არიან ისეთი მოსამართლეები, რო-
მელთა კანონისა და სამართლის სიყვარული, თავისუფლად შეიძლება
ქალის სიყვარულს შევადაროთ. ზუსტად ასეთი ადამიანი ასამართლებ-
და იმ მაწანწალას. მისი სული იმდენად წმინდა და შეულახავი იყო, რომ
თავისი უნაკლო
ცხოვრებით არაერთი ბოროტება დათრგუნა და გააცამტვერა. პრო-
ცესის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ კარნახისა და შესწორებების შე-
ტანის გარეშე, ბრალდებულის აღიარებები სრული სისულელე იყო. მო-
სამართლემ რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ეჭვმიტანილს და მიხვდა, რომ
ის ძალიან მონდომებული იყო, ცდილობდა ყველა ინსტრუქცია ზუსტად
შეესრულებინა, თუმცა თავად საერთოდ არ იცოდა რა ჩაიდინა, ვინ მოკ-
ლა, როგორ მოკლა ან რატომ მოკლა. მოსამართლემ ამოიოხრა, ბრალ-

137
დებულის დარბაზიდან გაყვანა ითხოვა, შემდეგ კი პოლიციის სერ-
ჟანტს მიმართა.
– მისმინე, მაიკ, შენ არასწორად იქცევი. ეს საცოდავი კაცი ოდნავ უფ-
რო ჭკვიანი რომ ყოფილიყო, შენს გამო ეშაფოტზე აღმოჩნდებოდა.
– მან თავად აღიარა ყველაფერი, – ეწყინა სერჟანტს, რადგან თა-
ვის მოვალეობებს ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა.
– მან შეიძლება ისიც სიამოვნებით აღიაროს, რომ ოქროს კიბე აი-
არა და ბოულინგის ბურთით წმინდა პეტრეს ყელი გამოჭრა. ცოტა
მეტი სიფრთხილე გმართებს, მაიკ. კანონი იმისთვისაა, რომ ადამია-
ნები დაიცვას და არა – გაანადგუროს.
ასეთი ლოკალური ტრაგედიების შემდეგ, დრო ისე მოქმედებს,
როგორც სველი ფუნჯი – აკვარელზე: მკვეთრი კონტურები ბუნდოვა-
ნი ხდება, კარგავს სიმძაფრეს, ფერები ერთმანეთში ირევა და ამ ყვე-
ლაფრისგან ერთი ნაცრისფერი ლაქა რჩება. ერთი თვის შემდეგ,
ვინმეს ჩამოხრჩობის აუცილებლობა ქალაქში სრულებით აღარ იგ-
რძნობოდა, ორი თვის შემდეგ კი თითქმის ყველამ აღმოაჩინა, რომ
რეალური ეჭვმიტანილი საერთოდ არ არსებობდა. ქეთის მკვლელო-
ბა რომ არა, ხანძარი და სახელოსნოს ძარცვა შეიძლება დამთხვევაც
ყოფილიყო; სულ მალე, ხალხი იმასაც მიხვდა, რომ სანამ ბავშვის
ცხედარი ნაპოვნი არ არის, რაიმეს მტკიცება შეუძლებელია.
ქეთიმ ქალაქში სასიამოვნო სურნელი დატოვა.

თავი მეცხრე
-1-
მისტერ ედვარდსი მეძავების მიმწოდებლის ფუნქციას საქმია-
ნად და ემოციების გარეშე ასრულებდა. თავის მეუღლესთან და ორ
უკიდურესად ზრდილობიან შვილთან ერთად, ის ბოსტონის ერთ-
ერთ რესპექტაბელურ უბანში, საკმაოდ კარგ ბინაში ცხოვრობდა.
შვილები (ორი ბიჭი) ჯერ კიდევ სულ პატარები იყვნენ, როდესაც მა-
მამ მათ გროტონის სამხედრო სასწავლებელში დაუბევა ადგილი.
138
მისის ედვარდსი სახლს საგულდაგულოდ უვლიდა და ყველა თავის
მოსამსახურეს პირადად აკონტროლებდა. რა თქმა უნდა, მისტერ ედ-
ვარდსს ხშირად უწევდა საქმიან მივლინებებში სიარული, მაგრამ მაინც
საოცრად ოჯახურ ცხოვრებას ეწეოდა და გაცილებით მეტ დროს ატა-
რებდა ცოლ-შვილთან ერთად, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩან-
დეს. თავის საქმეში მას ბუღალტრისთვის ჩვეული სიზუსტე და აკურატუ-
ლობა ახასიათებდა. ის საკმაოდ მაღალი და ძლიერი ადამიანი იყო, ბო-
ლო წლებში წონაში ოდნავ მოიმატა, მაგრამ ორმოცდაათს მიღწეული
იმ მამაკაცებისგან განსხვავებით, რომლებიც საკუთარი წარმატებულო-
ბის დასამტკიცებლად სუქდებიან, მაინც მშვენიერ ფორმას ინარჩუნებ-
და.
მისტერ ედვარდსმა თავად შექმნა საკუთარი ბიზნესი – ჩვეული მარ-
შრუტი პატარა ქალაქებში, თითოეულ მათგანში ცოტა ხანს გაჩერება,
დისციპლინა, შემოსავლის განაწილების პრინციპი. ის საკუთარ ინტუ-
იციას მიჰყვებოდა და შეცდომებს იშვიათად უშვებდა, თავის ქვეშევ-
რდომებს დიდ ქალაქებში არასდროს ამუშავებდა, სოფლების მშიერ
კონსტებლებთან საერთო ენას ადვილად პოულობდა, დიდი ქალაქების
გამოცდილი და ხარბი პოლიცია კი მასში პატივისცემის გრძნობას იწვევ-
და. იდეალურ ვარიანტად პატარა და მიუდგომელ ქალაქებს თვლიდა,
სადაც მხოლოდ ერთი სასტუმროა და ისიც დაგირავებული. გარდა ამი-
სა, ასეთ ადგილებში მის გოგოებს კონკურენციას მხოლოდ მოქალაქეე-
ბის ცოლები ან შემთხვევით გამოჩენილი თითო-ოროლა გამოუცდელი
არასრულწლოვანი თუ გაუწევდნენ. თავდაპირველად, მისტერ ედ-
ვარდსს მეძავების ათი ჯგუფი ჰყავდა, ხოლო როდესაც სამოცდაშვიდი
წლის ასაკში ის ქათმის ძვლის ყელში გაჩხერის შედეგად გარდაიცვალა,
ოთხ-ოთხი მეძავისგან შემდგარი მისი ბრიგადები ნიუ-ინგლენდის ოც-
დაცამეტ პატარა ქალაქში ერთდროულად მუშაობდნენ. მისტერ ედვარ-
დსი არათუ კარგად უზრუნველყოფილი, არამედ ძალიან მდიდარი კაცი
იყო. მისი გარდაცვალების ფორმა, გარკვეულწილად, სწორედ წარმატე-
ბისა და კეთილდღეობის სიმბოლოა.

139
ჩვენს დროში, როგორც ჩანს, ბორდელების ინსტიტუტი თავის
უკანასკნელ დღეებს ითვლის. მცოდნე ხალხი ამაში რამდენიმე მი-
ზეზს ხედავს. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ საროსკიპოებს სასიკ-
ვდილო დარტყმა თანამედროვე გოგონებში ზნეობრიობის დაქვეი-
თებამ მიაყენა; სხვები კი უფრო იდეალისტურად უდგებიან საკითხს
და აცხადებენ, რომ ამ საქმეში მთავარ როლს პოლიციის გამკაცრე-
ბული კონტროლი ასრულებს. გასული საუკუნის ბოლოს და მიმდი-
ნარეს დასაწყისში, საროსკიპოებზე ღიად არავინ
საუბრობდა, თუმცა საზოგადოებისთვის ეს სავსებით მისაღები
ინსტიტუტი იყო. ითვლებოდა, რომ მათი არსებობა პატიოსან ქა-
ლებს იცავდა. უცოლო მამაკაცს შეეძლო მისულიყო ერთ-ერთ ასეთ
დაწესებულებაში, საკუთარი სექსუალური ენერგია გამოეთავისუფ-
ლებინა და, ამავე დროს, შეენარჩუნებინა საყოველთაოდ მიღებული
აზრი ქალის სიწმინდისა და პატიოსნების შესახებ. ლოგიკა ამაში
რთული დასანახია, მაგრამ ჩვენს აზროვნებაში ხომ ისედაც უამრავი
ალოგიკური რამ იმალება.
საროსკიპოები სულ ნაირ-ნაირი არსებობდა. ზოგიერთი მათგანი
მოოქროვილი და ხავერდით მოპირკეთებული კედლებით ჭრიდა
თვალს, ზოგიერთი კი უღიმღამო, ბინძურ პატარა შენობებში იყო
განთავსებული და ისე ყარდა, რომ შიგნით ღორიც კი ვერ გაჩერდე-
ბოდა. ხალხში ხშირად დადიოდა ხმები იმის თაობაზე, თუ როგორ
იტაცებდნენ ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალგაზრდა გო-
გონებს და, ზოგჯერ მსგავსი ისტორია სრული სიმართლე იყო. მი-
უხედავად ამისა, ქალების უმეტესობა ამ საქმიანობას საკუთარი სი-
ზარმაცის ან სიშტერის გამო იწყებდა. საროსკიპოებში მათ არანაირი
პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ. აჭმევდნენ, აცმევდნენ და სა-
გულდაგულოდ უვლიდნენ მანამ, სანამ ასაკი უწყობდათ ხელს, ხო-
ლო როდესაც დაბერდებოდნენ, ქუჩაში უკრავდნენ ხოლმე თავს.
ასეთი დასასრული, როგორც წესი, არავის აშინებდა, რადგან არ არ-

140
სებობს ახალგაზრდა, რომელიც აცნობიერებს, რომ ერთ მშვენიერ
დღეს დაბერდება.
ზოგჯერ, შედარებით ჭკვიანი გოგოც გამოჩნდებოდა ხოლმე, მაგ-
რამ ასეთები, როგორც წესი, უკეთეს ცხოვრებას იწყობდნენ. ზოგიერ-
თი მათგანი საკუთარ დაწესებულებას ხსნიდა, ზოგიერთი შანტაჟით
შოულობდა ფულს, ზოგიერთი კი სარფიანად თხოვდებოდა. ასეთ მეძა-
ვებს განსაკუთრებული სახელიც კი შეარქვეს. მათ კურტიზანებს უწო-
დებდნენ.
მისტერ ედვარდსი გოგონების პოვნას, დაყოლიებასა და მართვას
ადვილად ახერხებდა. თუ რომელიმე მათგანი საკმარისად შტერი არ
იყო, წამსვე უარით ისტუმრებდა. მას არც ზედმეტად ლამაზი გოგონები
ეხატებოდა გულზე, რადგან შეიძლებოდა ის რომელიმე ახალგაზრდა
ყმაწვილს შეყვარებოდა და მერე გაუთვალისწინებელ ხარჯებს ვერ აუხ-
ვიდოდი. თუ მეძავი დაორსულდებოდა, არჩევანის წინაშე აყენებდნენ:
ან წადი, ან აბორტი გაიკეთე. ამასთანავე, ნაყოფის მოცილება ისეთი სა-
შინელი მეთოდებით ხდებოდა, რომ ბევრი ამას ვერ უძლებდა და კვდე-
ბოდა. მიუხედავად ამისა, უმეტესობა მაინც აბორტს ირჩევდა.
მისტერ ედვარდსის ცხოვრება სულაც არ იყო უდარდელი, რადგან
ზოგჯერ საკმაოდ სერიოზული პრობლემები იჩენდა ხოლმე თავს. იმ პე-
რიოდში, რომელზეც ახლა მაქვს საუბარი, ზედიზედ რამდენიმე უიღ-
ბლო შემთხვევა მოხდა. ჯერ იყო და მატარებლების შეჯახებას მეძავე-
ბის ორი ჯგუფი ემსხვერპლა, შემდეგ კი ედვარდსმა კიდევ ოთხი გოგონა
დაკარგა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთ-ერთი პატარა ქალაქის
მღვდელმა მოულოდნელად გულში აგიზგიზებული ცეცხლი იგრძნო და
თავისი ქადაგებებით მთელი მოსახლეობა აიყოლია. შეკრებილი ხალ-
ხი ეკლესიამ ვერ დაიტია და მრევლმა გაშლილ მინდვრებზე გადაინაც-
ვლა. სწორედ ამ დროს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მღვდელმა თა-
ვისი კოზირი ამოიღო და
მთავარი სვლა გააკეთა: სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი გა-
მოაცხადა. ეს იყო და, პატარა ქალაქის ეკლესიას მთელი ოლქის მოსახ-

141
ლეობა მიაწყდა. მისტერ ედვარდსი მშვიდად ჩავიდა იქ, თავისი ჩან-
თიდან საკმაოდ მოზრდილი როზგი ამოიღო და გოგონებს უმოწყა-
ლოდ დაუწყო ცემა. თუმცა საქმეს ამან ვერ უშველა. პირიქით, გოგო-
ნები მისგან უფრო მეტ გაროზგვას ითხოვდნენ, რადგან სურდათ ასე
მაინც გამოესყიდათ თავიანთი ცოდვები. ედვარდსმა ხელი ჩაიქნია,
გოგონების ტანისამოსი შეაგროვა და ბოსტონში დაბრუნდა, თავად
გოგონებმა კი იმ პატარა ქალაქში საკმაოდ დიდი პოპულარობა მო-
იპოვეს, როდესაც სრულიად შიშვლები გაემართნენ ეკლესიის ერთ-
ერთ შეკრებაზე და ცოდვები საჯაროდ მოინანიეს. სწორედ ამიტომ
მოხდა, რომ მისტერ ედვარდსი იძულებული გახდა სასწრაფოდ მო-
ეძებნა მათი შემცვლელები, რათა სამი ჯგუფი ხელახლა დაეკომ-
პლექტებინა. ამისათვის მან ჩვეულ სისტემაზე უარი თქვა და არც
ერთ ახალწვეულთან დეტალური საუბარი არ გაუმართავს.
ნამდვილად ვერ გეტყვით, საიდან და როგორ შეიტყო ქეთი ეიმ-
სმა მისტერ ედვარდსის არსებობის შესახებ. შესაძლოა შემთხვევით-
მა ნაცნობმა უამბო. ასეა თუ ისე, თუ რომელიმე გოგონა სერიოზუ-
ლად დაინტერესდებოდა ამ საქმიანობით, ხმები ძალიან სწრაფად
ვრცელდებოდა. იმ დღეს, როდესაც ქეთი ეიმსი ოფისში შევიდა, მის-
ტერ ედვარდსი არცთუ სასიამოვნო გუნებაზე იყო – მუცელი სტკი-
ოდა და ამას წინა დღით ნაჭამ პალტუსის სუპს აბრალებდა; მთელი
ღამე თვალი არ მოუხუჭავს და ახლაც საშინელი შეგრძნება ჰქონდა –
პალტუსი მისი ორგანიზმიდან ორივე მიმართულებით ცდილობდა
გამოსვლას.
ალბათ სწორედ ამის ბრალი იყო, რომ მისტერ ედვარდსი თავ-
დაპირველად საერთოდ ვერ მიხვდა, რას წარმოადგენდა გოგონა,
რომელიც საკუთარ თავს კეტრინ ეიმსბერის უწოდებდა. არადა, ამ
საქმიანობისთვის ის ზედმეტად ლამაზი იყო – დაბალი და ნაზი ხმა,
თხელი და დახვეწილი სხეული, საოცრად ფაქიზი კანი. ერთი სიტ-
ყვით, ეს იყო კანდიდატურა, რომელიც მისტერ ედვარდსის სტილში
სრულებით არ ჯდებოდა და, რომ არა პალტუსის სუპი, გოგონა აუცი-

142
ლებლად უარს მიიღებდა. ედვარდსი ჩვეულ შეკითხვებს სვამდა (ძირი-
თადად, ნათესავების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა პრობლემები შექ-
მნან) და ამავე დროს, ახალწვეულს არცთუ დიდი ყურადღებით აკვირ-
დებოდა. თუმცა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მას მთელ სხეულ-
ში უცნაურმა შეგრძნებამ დაუარა. მისტერ ედვარდსი სერიოზული და
დინჯი ადამიანი იყო. თავის საქმიანობას პირად სიამოვნებასთან არას-
დროს აიგივებდა. ახლა კი საკუთარმა რეაქციამ სახტად დატოვა. მან
თავი ასწია და გოგონას გაკვირვებული სახით შეხედა – კეტრინ ეიმსბე-
რი თვალებს ნაზად და იდუმალად ახამხამებდა. მისი თხელი, ჰაერივით
მსუბუქი ბარძაყები ოდნავ შესამჩნევად შეირხა, პატარა ტუჩებზე კი კა-
ტის ღიმილი გამოისახა. მისტერ ედვარდსი ოდნავ წინ გადაიხარა და მა-
გიდას დაეყრდნო. მიხვდა, რომ ეს გოგონა თავისთვის უნდოდა.
– არ მესმის, შენნაირი გოგონა..., – დაიწყო მისტერ ედვარდსმა და
წამსვე იქცა ადამიანებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სტერეო-
ტიპის მსხვერპლად: ქალი, რომელიც გიყვარს, შეუძლებელია იყოს უპა-
ტიოსნო ან გაიძვერა.
– მამაჩემი ცოცხალი აღარ არის, – თქვა კეტრინმა მორიდებულად და
თვალები აუცრემლიანდა. –
სიკვდილის წინ მან მთელი მეურნეობა გაანადგურა. ჩვენთვის არ
უთქვამს, რომ ბანკიდან სესხი ჰქონდა აღებული. მე ვერ დავუშვებ, რომ
დედაჩემს ფერმა წაართვან. ვერ გადაიტანს ამას. ჰოდა, ვიფიქრე, პრო-
ცენტების გადახდის ფულს მაინც გავაკეთებ-მეთქი.
მისტერ ედვარდსს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი. მის ტვინში გამაფ-
რთხილებელი სიგნალიც გაისმა, მაგრამ ზარი საკმარისად ხმამაღალი
არ აღმოჩნდა. დაახლოებით ოთხმოც პროცენტს იმ გოგონებისა, რომ-
ლებიც მასთან მიდიოდნენ, ბანკის ვალის გასასტუმრებელი ფული
სჭირდებოდა, მაგრამ ედვარდსს საკუთარი თავისთვის მკაცრი წესი
ჰქონდა დადგენილი: არ უნდა დაიჯერო არაფერი, რასაც მეძავები გეუბ-
ნებიან, გარდა იმისა, თუ რა ჭამეს დილით (სხვათა შორის, ზოგჯერ ისი-
ნი ამ საკითხშიც იტყუებოდნენ). ახლა კი, ამ დიდ, მსუქან, მომწიფებულ

143
და გამოცდილ მამაკაცს ღიპი მაგიდაზე ედო, სახეზე სისხლი ჰქონდა
მოწოლილი და მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.
მისტერ ედვარდსი თავადაც ვერ მიხვდა, როგორ დაიწყო საუბარი.
– კეთილი, ჩემო კარგო. მოდი, ეს საკითხი განვიხილოთ და შესაძ-
ლოა შენთვის ვალის გასასტუმრებელი თანხა სადმე გამოვნახოთ.
ეს ყველაფერი მან უთხრა გოგონას, რომელმაც მხოლოდ და მხო-
ლოდ მეძავად მუშაობა მოინდომა. ან მოინდომა კი?
-2-
მისის ედვარდსი ღრმად თუ არა, შეუპოვრად რელიგიური ქალი
ნამდვილად იყო. საკუთარი ცხოვრების ძირითად დროს ეკლესიის
ტექნიკური მხარის გაუმჯობესებაზე ზრუნვას უთმობდა, ამიტომ, რე-
ლიგიის წარმოშობისა და ადამიანებზე ზეგავლენის შესასწავლად
დრო უბრალოდ არ რჩებოდა. ის თვლიდა, რომ მისტერ ედვარდსი
იმპორტის ბიზნესში იყო და მისი ნამდვილი საქმიანობის შესახებ
არაფერი იცოდა. სხვათა შორის, რომც სცოდნოდა, მაინც არ დაიჯე-
რებდა. ამაშიც ძალიან ძნელია ლოგიკის დანახვა. მისტერ ედვარ-
დსი მის მიმართ საკმაოდ მზრუნველი, თუმცა გულგრილი იყო და
ცოლ-ქმრული მოვალეობების შესრულებით დიდად თავს არ იწუ-
ხებდა. თბილ მეუღლეს მას ნამდვილად ვერ უწოდებდი, მაგრამ
ვერც სისასტიკეს დააბრალებდი. რაც შეეხება მისის ედვარდსს, მისი
ემოციები და ნერვიულობა დაკავშირებული იყო მხოლოდ და მხო-
ლოდ ბიჭების აღზრდასთან, მრევლთა კრების საქმიანობასთან და
სამზარეულოსთან. ის კმაყოფილი იყო საკუთარი ცხოვრებით და
ღმერთს ამისთვის მადლობას სწირავდა. ერთ მშვენიერ დღეს, მისი
ქმრის ჩვეული გაწონასწორებულობა თვალსა და ხელს შუა გაქრა.
მისტერ ედვარდსი მოუსვენარი და მყვირალა გახდა. ის ხან ჩუმად
იჯდა და სადღაც სიცარიელეში იყურებოდა, ხან კი წამოხტებოდა და
განრისხებული გავარდებოდა სახლიდან. თავდაპირველად მისის
ედვარდსი ამას კუჭის აშლილობას აბრალებდა, შემდეგ კი დაასკვნა,
რომ მეუღლეს სამსახურში ჰქონდა პრობლემები.

144
მაგრამ, როდესაც, ერთ საღამოს, საპირფარეშოში შევიდა და დაინა-
ხა, რომ ქმარი უნიტაზზე იჯდა და თავისთვის ჩუმად ტიროდა, მიხვდა,
რომ პრობლემა გაცილებით სერიოზული იყო. მისტერ ედვარდსმა ჩა-
წითლებულ თვალებზე სასწრაფოდ მიიფარა ხელები, მაგრამ ცოლმა ამ
მომენტისთვის უკვე ყველაფერი დაინახა. მერე, როცა ვერც ბალახების
ნაყენმა და ვერც წამლებმა უშველა საქმეს, მისის ედვარდსი სასოწარ-
კვეთილებაში ჩავარდა.
მისტერ ედვარდსი მთელი თავისი ცხოვრება დასცინოდა იმ ადა-
მიანებს, რომლებიც ასეთ დღეში ვარდებოდნენ, ახლა კი, საროსკიპოე-
ბის ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცივსისხლიანი წარმომადგენელი თა-
ვად იყო დათრგუნული და გასაცოდავებული, რადგან სრულიად უიმე-
დოდ და უკანმოუხედავად შეუყვარდა კეტრინ ეიმსბერი. გოგონას მან
ჯერ უქირავა, შემდეგ კი სრულ მფლობელობაში გადასცა ძალიან ლამა-
ზი აგურის სახლი, უყიდა სრულიად წარმოუდგენელი რაოდენობის
ძვირფასეულობები, ბინის მოწყობაზეც იზრუნა და მის გათბობაზეც.
ოთახებში სქელი ხალიჩები იყო დაფენილი, კედლებზე კი დიდ და მძი-
მე ჩარჩოებში ჩასმული სურათები ეკიდა.
მისტერ ედვარდსი ასეთი გაუბედურებული არასდროს ყოფილა. თა-
ვისი ბიზნესის წყალობით, იმდენი რამ ისწავლა ქალების შესახებ, რომ
მათი ერთი სიტყვისაც კი არ სჯეროდა. კეტრინი კი მას თავდავიწყებით
უყვარდა და იმის გამო, რომ სიყვარული ნდობასაც მოითხოვს, გული გა-
ხეთქვაზე ჰქონდა. მას კეტრინის სჯეროდა და თან არ სჯეროდა. მისი
სიყვარულის ყიდვას საჩუქრებითა და ფულით ცდილობდა, ხოლო, რო-
დესაც სადმე შორს იყო წასული, დღედაღამ თავს იტანჯავდა იმაზე ფიქ-
რით, რომ კეტრინთან სახლში სხვა მამაკაცები დადიოდნენ. დროთა
განმავლობაში ედვარდსმა საკუთარ ბიზნესს ყურადღება საგრძნობ-
ლად მოაკლო, რადგან ბოსტონში კეტრინის მარტო დატოვება არ სურ-
და. მსგავსი სიყვარული მისტერ ედვარდსს ცხოვრებაში პირველად ეწ-
ვია და კინაღამ ბოლო მოუღო.

145
მისტერ ედვარდსმა ერთი რამ არ იცოდა და ვერც ეცოდინებოდა,
რადგან კეტრინი ამას არ დაუშვებდა: ის არასდროს სტუმრობდა და არც
არასდროს პატიჟებდა სხვა მამაკაცებს. ერთი სიტყვით, კეტრინ ეიმსბე-
რი მისტერ ედვარდსის ერთგული იყო, მაგრამ ის ზუსტად ისეთი პრაგ-
მატულობით უდგებოდა თავის მფარველს, როგორი პრაგმატულობი-
თაც თავად ეს მფარველი უდგებოდა საროსკიპოების ბიზნესს. ორი-
ვე მათგანს საქმის წარმოების საკუთარი სტილი ჰქონდა. როგორც კი
კეტრინმა თავისას მიაღწია, რაც საკმაოდ ადვილად და სწრაფად
მოხდა, გადაწყვიტა მუდამ ცოტათი უკმაყოფილო ყოფილიყო. მის-
ტერ ედვარდსს ის მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა, რადგან ისე
იქცეოდა, თითქოს ნებისმიერ დროს შეეძლო მისი მიტოვება. როდე-
საც ედვარდსი მის მონახულებას დააპირებდა, კეტრინი განგებ გა-
დიოდა სახლიდან და შემდეგ ისეთი ბედნიერი სახით ბრუნდებოდა,
თითქოს სულ ცოტა ხნის წინ რაღაც განსაკუთრებული შეგრძნებები
განიცადა. ის მუდამ წუწუნებდა, თითქოს ქუჩაში მამაკაცები გვერდი-
დან არ შორდებიან და თავს აბეზრებენ. რამდენჯერმე, შეშინებული
სახით შეირბინა სახლში და დაიჩივლა, რომ ძლივს გაექცა მამაკაცს,
რომელიც კუდში დაჰყვებოდა. როდესაც კეტრინი სახლში ოდნავ
გვიან დაბრუნდებოდა და იქ მისტერ ედვარდსს დაინახავდა, ეუბნე-
ბოდა: „საყიდლებზე ვიყავი. არა მაქვს უფლება?“ და ამას განგებ ამ-
ბობდა ისე, თითქოს ტყუილი ყოფილიყო.
სექსუალური ურთიერთობის დროს, ის მუდამ ისე იქცეოდა, თით-
ქოს შედეგი მისთვის არცთუ დამაკმაყოფილებელი იყო და უკეთესი
მამაკაცი, მისი აზრით, გაცილებით ხარისხიანად გააკეთებდა ყვე-
ლაფერს. მისი მეთოდი იმაში მდგომარეობდა, რომ მისტერ ედვარ-
დსი საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებული არ ყოფილიყო. ის
სიამოვნებას განიცდიდა, როდესაც ატყობდა, რომ ედვარდსმა წონა-
ში დაიკლო, რომ ხელები უკანკალებდა, ნერვები ადვილად ეშლებო-
და და თვალებში რაღაცნაირი შეშლილი გამომეტყველება ჰქონდა.
ამავე დროს, როგორც კი კეტრინი იგრძნობდა, რომ მისტერ ედვარ-

146
დსი ის-ის იყო აფეთქდებოდა, წამსვე კალთაში უჯდებოდა, ამშვიდებ-
და, ეფერებოდა და რამდენიმე წუთით თავის უცოდველობაში არწმუ-
ნებდა. როგორც წესი, ეს საკმაოდ კარგად გამოსდიოდა.
კეტრინს ფული უნდოდა და ცდილობდა მაქსიმალურად სწრაფად
და იოლად მიეღო ის. როგორც კი მისტერ ედვარდსს წარმატებით მოუგ-
რიხა კისერი და იგრძნო, რომ შესაფერისი დრო დადგა, წამსვე მისი ძარ-
ცვა დაიწყო – მის ჯიბეებში იქექებოდა და ყველაზე დიდ კუპიურებს იპა-
რავდა, მისტერ ედვარდსი კი ვერაფერს აბრალებდა, რადგან ეშინოდა,
კეტრინი გაბრაზდება და მიმატოვებსო. მისი ნაჩუქარი ძვირფასეულო-
ბები თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. კეტრინი ამბობდა, დავკარგეო,
მაგრამ მისტერ ედვარდსი მშვენივრად ხვდებოდა, რომ სინამდვილეში
მას ეს ყველაფერი გაყიდული ჰქონდა. მაღაზიის ჩეკებზე დაწერილ ფა-
სებს ის ნულებს ამატებდა და ტანსაცმლის ფასებსაც ხელოვნურად
ზრდიდა, მისტერ ედვარდსი კი ამას ვერაფერს უხერხებდა. ერთადერ-
თი, რაც კეტრინს არ გაუყიდია, სახლი იყო, თუმცა მისი ბანკში ჩადება
მაინც მოახერხა.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მისტერ ედვარდსი კეტრინთან მივი-
და, მისი გასაღები საკეტს არ მოერგო. მან დიდხანს აკაკუნა და როდესაც
ბოლოს და ბოლოს კეტრინმა კარი გააღო, ვითომც აქ არაფერიო, ისე
უთხრა:
– ჰო, საკეტი გამოვცვალე. გასაღები დავკარგე და შემეშინდა. მარტო
ვცხოვრობ და ვინმე რომ შემოვიდეს, რა უნდა ვქნა? შენთვისაც შევუკვე-
თავ ერთ ცალს.
ეს პირობა მან არ შეასრულა და მისტერ ედვარდსი იძულებული იყო
ყოველი მისვლისას ზარი დაერეკა. კეტრინი ხან რამდენიმე წუთის შემ-
დეგ უღებდა კარს, ხან საერთოდ არ უღებდა, მისტერ ედვარდსი კი იდგა
და მარჩიელობდა, სახლში იყო ის თუ არა. ბოლოს და ბოლოს, ვეღარ
მოითმინა და კეტრინს თვალთვალი დაუწყო. ამისთვის რამდენიმე ადა-
მიანი დაიქირავა. თავად კეტრინმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა.

147
ზოგადად, მისტერ ედვარდსი უბრალო ადამიანი იყო, მაგრამ
ასეთ მამაკაცებსაც აქვთ სირთულეები, რომლებიც იმდენად ჩახ-
ლართული და დაბურულია, რომ ადვილად ვერ ჩასწვდები. კეტრინი
ჭკვიანი ქალი კი იყო, მაგრამ ჭკვიან ქალებსაც უჭირთ მამაკაცის ბუ-
ნების ბოლომდე ამოცნობა.
კეტრინმა ერთი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. მას სურდა ის
თავიდან აეცილებინა, მაგრამ ვერ შეძლო.
როგორც მოსალოდნელი იყო, მისტერ ედვარდსს, ამ პატარა და
მყუდრო ბინაში, შამპანური ჰქონდა შემონახული. კეტრინი თავი-
დანვე ერიდებოდა ალკოჰოლს და ღვინისთვის პირი არ დაუკარებია.
– ცუდად მხდის, – უთხრა მან ედვარდსს, – გავსინჯე და არ მომე-
წონა.
– სისულელეა, – უპასუხა ედვარდსმა, – მხოლოდ ერთი ჭიქა და-
ლიე, არაფერს გიზამს.
– არა, გმადლობთ. არა, ვერ დავლევ.
მისტერ ედვარდსმა გადაწყვიტა, რომ ეს ჩვეულებრივი ქალური
სიჯიუტე იყო და აღარ დაუძალებია. რამდენიმე ხნის შემდეგ კი მას
ერთი არაჩვეულებრივი აზრი მოუვიდა თავში. ის მიხვდა, რომ კეტ-
რინის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა და რომ გოგონას სწორედ ღვი-
ნო აალაპარაკებდა. რაც უფრო მეტს ფიქრობდა ამაზე მისტერ ედ-
ვარდსი, მით უფრო მოსწონდა საკუთარი იდეა.
– ძალიან არამეგობრულად იქცევი, ჩემთან ერთად რომ არ სვამ,
– უთხრა მან კეტრინს.
– ცუდად გავხდები, დამიჯერე.
– სისულელეა.
– მართლა არ მინდა.
– უაზროდ იქცევი. გინდა რომ გავბრაზდე?
– არა.
– მაშინ დალიე. ერთი ჭიქა მაინც.
– არ მინდა.

148
– დალიე, – გაუწოდა ჭიქა მისტერ ედვარდსმა, მაგრამ ქეთიმ უკან და-
იხია.
– შენ არ გესმის. ჩემზე ეს ცუდად იმოქმედებს.
– დალიე-მეთქი.
კეტრინმა ჭიქა გამოართვა, დაცალა, შემდეგ კანკალი დაიწყო და ცო-
ტა ხნით გაირინდა, თითქოს რაღაცას უსმენდა. სახეზე სისხლი მოაწვა.
მან კიდევ ერთი ჭიქა დალია და შემდეგ კიდევ ერთი. მის თვალებში სი-
ცივე და სიცარიელე იყო. მისტერ ედვარდსს უცნაური, შიშნარევი გრძნო-
ბა დაეუფლა. რაღაცა ხდებოდა კეტრინის სხეულში, რასაც ვერც ერთი
მათგანი ვერ აკონტროლებდა.
– მე ეს არ მინდოდა, ხომ გაგაფრთხილე?
– კარგი, მეტს ნუღარ დალევ.
კეტრინმა გადაიხარხარა და კიდევ ერთი ჭიქა გაავსო.
– ახლა უკვე სულ ერთია, – თქვა მან, – ერთით მეტი იქნება თუ ნაკ-
ლები, რა მნიშვნელობა აქვს?
– ერთი-ორი ჭიქაც საკმარისია, – მორიდებულად ჩაილაპარაკა მის-
ტერ ედვარდსმა.
კეტრინმა საუბარი მშვიდად დაიწყო:
– შე გასიებულო, აზრზე რომ არა ხარ, ვინ ვარ და რას წარმოვადგენ,
გგონია შენი დამპალი აზრების გამოცნობა არ შემიძლია? გაინტერე-
სებს, საიდან ისწავლა ჩემნაირმა ნაზმა და ნარნარმა გოგონამ ასეთი
ფოკუსები? ჰოდა, ყურადღებით მომისმინე. ბუნაგებში ვისწავლე, ბუნა-
გებში, გაიგე? ოთხი წელი ისეთ ადგილებში ვიმუშავე, შენ რომ საერთოდ
არ გსმენია. მეზღვაურებს პორტ-საიდიდან ჩემთვის პატარა საჩუქრები
ჩამოჰქონდათ. მაგ გასიებულ სხეულში ყველა ნერვი ვიცი და მათი გამო-
ყენებაც არ გამიჭირდება.
– კეტრინ, შენ თავადაც ვერ ხვდები რას ამბობ, – ჩაილაპარაკა მის-
ტერ ედვარდსმა.
– მე გაფრთხილებდი. შენ გინდოდა, რომ ლაპარაკი დამეწყო, ხომ
ასეა? ჰოდა მიიღე კიდეც.

149
მისტერ ედვარდსმა დაინახა, რომ კეტრინი მისკენ ნელი ნაბი-
ჯით დაიძრა. მისი პირველი რეაქცია ის იყო, რომ გვერდზე გამდგა-
რიყო, მაგრამ თავს ძალა დაატანა და არ განძრეულა. მას შიში დაე-
უფლა, მაგრამ ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. კეტრინმა ერთიც
დალია, შემდეგ ჭიქა მაგიდაზე გადატეხა და ხელში დარჩენილი ნამ-
ტვრევი მისტერ ედვარდსს პირდაპირ ლოყაში შეარჭო.
ახლა კი ედვარდსი უკანმოუხედავად გავარდა სახლიდან. ზურ-
გსუკან მას კეტრინის ხარხარი ესმოდა.
-3-
მისტერ ედვარდსის მსგავს ადამიანებზე სიყვარული გამანადგუ-
რებლად მოქმედებს. ამ გრძნობამ მას საღად აზროვნების უნარი წა-
ართვა, დაასუსტა, ხაზი გადაუსვა მის მიერ დაგროვილ ცოდნას. ედ-
ვარდსი ცდილობდა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ კეტრინს,
უბრალოდ, ნერვებმა უმტყუნა. ამაში თავად კეტრინიც ეხმარებოდა.
ის შეძრწუნებული იყო თავისი საქციელით და ყველაფერს აკეთებდა
იმისათვის, რომ მისტერ ედვარდსის თვალში ძველი სახე აღედგინა.
ასე თავდავიწყებით შეყვარებულ მამაკაცს წარმოუდგენელი ტან-
ჯვა-წამების ატანის უნარი აქვს. მისტერ ედვარდსი მთელი გულით
ცდილობდა დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ კეტრინი კარგი
ადამიანი იყო, მაგრამ მის სხეულში ჩასახლებული ეშმაკი და ცოტა
ხნის წინანდელი ინციდენტი მოსვენებას არ აძლევდა. ზოგჯერ,
თითქმის ინსტინქტურად ჩასწვდებოდა ხოლმე სიმართლეს, მაგრამ
თავადაც არ სჯეროდა იმის, რასაც ნათლად ხედავდა. მაგალითად,
მან შეიტყო, რომ კეტრინს ბანკში ფული საერთოდ არ შეჰქონდა. ამა-
ში ერთ-ერთი დაქირავებული ჯაშუში დაეხმარა, რომელმაც სარკეე-
ბის რთული სისტემა გამოიყენა და დაადგინა, რომ გოგონა ფულს
თავისი პატარა სახლის სარდაფში, ერთ-ერთ სამალავში ინახავდა.
გარდა ამისა, მისტერ ედვარდსს ერთ-ერთი საგამოძიებო სააგენ-
ტო ჰყავდა დაქირავებული და ერთ მშვენიერ დღეს მას ძველი პრო-
ვინციული გაზეთის ამონაჭერი გაუგზავნეს. სტატიაში საუბარი იყო

150
ხანძარზე, რომელიც ერთ პატარა ქალაქში მოხდა. ედვარდსმა ყურად-
ღებით წაიკითხა სტატია და იგრძნო, რომ სახეზე სისხლი მოაწვა, მკერ-
დი და მუცელი კი თითქოს დამდნარ ლითონად გადაექცა. მის სიყვა-
რულში შიშმა შეაღწია და ასეთი რეაქციის დროს, როგორც წესი, ზედა-
პირზე სისასტიკე ამოდის ხოლმე. ის ბარბაცით მივიდა კაბინეტში
მდგარ ტახტთან, მუცელზე დაწვა და სახე გრილ ტყავს მიადო. რამდე-
ნიმე წუთი, თითქოს ჰაერში იყო გამოკიდებული და მხოლოდ ოდნავ
სუნთქავდა. ნელ-ნელა, მისი გონება კვლავ განათდა. ტუჩებზე მარილის
გემოს გრძნობდა, სიბრაზისგან კი მხრები სტკიოდა. მიუხედავად ამისა,
მისტერ ედვარდსი მშვიდად იყო, რადგან მისმა ჩანაფიქრმა დრო ისე
გაჭრა, როგორც ფარნის შუქი ჭრის ხოლმე სიბნელეს. ძველებურად აუჩ-
ქარებლად და საგულდაგულოდ შეამოწმა საკუთარი სამგზავრო ჩანთა
– სუფთა პერანგები და საცვლები, ასევე ღამის პერანგი და ფლოსტები,
ძირში კი – გველივით დახვეული, საკმაოდ მოზრდილი როზგი.
მისტერ ედვარდსი აგურის პატარა სახლის ეზოში შევიდა, კიბე-ები
აიარა და ზარი დარეკა.
კეტრინმა წამსვე გააღო კარი. მას ქურთუკი ეცვა და ქუდი ეხურა.
– უი, რა ცუდია, – თქვა მან, – ცოტა ხნით უნდა გავიდე.
მისტერ ედვარდსმა ჩანთა იატაკზე დადო.
– არა, – თქვა მან.
კეტრინმა გამომცდელი თვალებით შეხედა მას და წამსვე შეამჩნია,
რომ რაღაცა შეიცვალა. მისტერ ედვარდსს ამისთვის ყურადღება არ მი-
უქცევია და აუჩქარებლად გაემართა სარდაფისკენ.
– სად მიდიხარ? – შეშინებული ხმით დაიძახა კეტრინმა, მაგრამ პა-
სუხი ვერ მიიღო.
რამდენიმე წუთში, ედვარდსი ხელში პატარა ზარდახშით დაბრუნ-
და, მერე ჩანთა გახსნა და ზარდახშა შიგ ჩადო.
– ეს ჩემია, – თქვა კეტრინმა შერბილებული ტონით.
– ვიცი.
– რა გაქვს ჩაფიქრებული?

151
– ვიფიქრე, რომ ცოტა ხნით ერთად გავემგზავრებოდით.
– სად? მე ვერ წამოვალ.
– კონექტიკუტის ერთ პატარა ქალაქში. საქმე მაქვს. შენ ერთხელ
მითხარი, რომ მუშაობა გინდოდა. ჰოდა იქ იმუშავებ.
– ახლა აღარ მინდა და ვერც დამაძალებ. პოლიციას გამოვიძა-
ხებ.
მისტერ ედვარდსს საფეთქლები უცემდა. მან ისე ბოროტად გა-
იღიმა, რომ კეტრინმა უკან დაიხია.
– იქნებ შენს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება გირჩევნია? რამდე-
ნიმე წლის წინ იქ დიდი ხანძარი იყო. გემახსოვრება.
კეტრინმა მის სახეზე სუსტი ადგილების ძებნა დაიწყო, მაგრამ
ამაოდ. მისტერ ედვარდსს მტკიცე გამოხედვა ჰქონდა.
– რა გინდა, რომ გავაკეთო? – ჰკითხა მან მშვიდად.
– უბრალოდ წამომყევი. მუშაობა ხომ გინდოდა?
კეტრინს, ახლა, გონებაში მხოლოდ ერთი გეგმა უტრიალებდა:
უნდა წაჰყოლოდა და გზაში შესაფერის
დროს დალოდებოდა – მომენტს, როდესაც ედვარდსი ყურადღე-
ბას მოადუნებდა. ახლა წინააღმდეგობის გაწევა სახიფათო იყო.
მოთმინება ყოველთვის ამართლებს. ყოველ შემთხვევაში, აქამდე
ყოველთვის ამართლებდა. კეტრინი სერიოზულად იყო შეშინებუ-
ლი.
პატარა ქალაქში ისინი საღამოს ჩავიდნენ. უკვე ბინდდებოდა და
ერთადერთი ქუჩის ბოლოს რომ მიაღწიეს, მინდვრებზე გადაინაც-
ვლეს. კეტრინი დაღლილი იყო, მაგრამ ყურადღებას არ ადუნებდა.
მან ვერა და ვერ მოახერხა მისტერ ედვარდსის გეგმები გაერკვია.
ჩანთაში კეტრინს თხელი და ბასრი დანა ედო.
მისტერ ედვარდსი თვლიდა, რომ ყველაფერი კარგად დაგეგმა.
მას ჯერ უნდა გაეროზგა კეტრინი, შემდეგ კი სასტუმროს ბოლო სარ-
თულზე აეყვანა; მეორე დღეს ისევ უნდა გაეროზგა და სხვა ქალაქში
წაეყვანა და ასე მანამ, სანამ საბოლოოდ არ დააბეჩავებდა, ბოლოს

152
კი ჩვარივით მოისროდა. ადგილობრივი კონსტებლი ყურადღებას მიაქ-
ცევდა რომ არ გაქცეულიყო, დანა კი მისტერ ედვარდსს საერთოდ არ
ანაღვლებდა. მან მშვენივრად იცოდა რა ედო კეტრინს ჩანთაში.
როდესაც ისინი ქვის დიდ კედელსა და კედრებს შორის, ერთ მიყუჩე-
ბულ ადგილას აღმოჩნდნენ, მისტერ ედვარდსი გაჩერდა, კეტრინს ხე-
ლიდან ჩანთა გამოგლიჯა და კედლის მეორე მხარეს მოისროლა. დანის
საკითხი მოგვარებული იყო, თუმცა, საკუთარი თავზე მისტერ ედვარ-
დსმა, როგორც ჩანს, არაფერი იცოდა. მას ხომ ცხოვრებაში ჯერ არც ერ-
თი ქალი არ ყვარებია. მას ეგონა, რომ კეტრინს მხოლოდ ცოტათი დას-
ჯიდა, თუმცა, როზგის ორი შემოკვრისთანავე მიხვდა, რომ ეს არ აკმაყო-
ფილებდა და მუშტებზე გადავიდა. მისი მძიმე სუნთქვა ყმუილივით ის-
მოდა.
კეტრინი მთელი ძალით ცდილობდა, პანიკაში არ ჩავარდნილიყო.
თავდაპირველად, სახეზე ხელებს იფარებდა, თუმცა, მოგვიანებით, ში-
ში დასძლია და გაიქცა. მისტერ ედვარდსი მას მალე დაეწია და მიწაზე
დააგდო. ახლა მისთვის აღარც მუშტები იყო საკმარისი. გააფთრებულ-
მა, მან ხელით ქვის ძებნა დაიწყო და როდესაც იპოვა, რისხვამ მის სხე-
ულს ერთბაშად, უზარმაზარი ტალღასავით გადაუარა.
მოგვიანებით, ედვარდსმა კეტრინის დასახიჩრებულ სახეს შეხედა,
შეეცადა მისი გულისცემა შეემოწმებინა, მაგრამ თავად გული ისე უცემ-
და, რომ არაფერი ესმოდა. მისტერ ედვარდსის გონებაში ორმა ერთმა-
ნეთისგან განსხვავებულმა აზრმა გაიელვა. ერთი ამბობდა: „უნდა დავ-
მარხო. დიდი ორმო უნდა ამოვთხარო და შიგნით ჩავაგდო“, მეორე კი
საცოდავად, ბავშვურად კვნესოდა: „არა, მე ამას ვერ გადავიტან. მე მას
ვერ შევეხები“. შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, რისხვა გუ-
ლისრევის შეგრძნებამ შეცვალა. ის მოულოდნელად გაიქცა ისე, რომ
ყველაფერი დატოვა, თავისი ჩანთაც, როზგიც და ფულით სავსე მუხის
ზარდახშაც. რამდენიმე წუთი, სიბნელეში დაეხეტებოდა და ცდილობ-
და თავისი საშინელი შეგრძნება სადმე დაემალა.

153
ერთი შეკითხვაც კი არავის დაუსვამს მისთვის. ცოლმა სათანა-
დოდ მოუარა და გარკვეული დროის
შემდეგ, როდესაც ყველაფერმა ჩაიარა, მისტერ ედვარდსი მშვიდად
დაუბრუნდა თავის საქმიანობას. ის ახლა თავს მკაცრად აკონტროლებ-
და, რათა მსგავსი სიყვარულის მსხვერპლი აღარასოდეს გამხდარიყო.
„მხოლოდ სულელი ვერ სწავლობს გამოცდილებით“, ფიქრობდა ის.
ამ შემთხვევის შემდეგ, ედვარდსს საკუთარი თავის მიმართ ერთგვა-
რი შიშნარევი პატივისცემის გრძნობა გაუჩნდა, რადგან ვერასდროს
წარმოიდგენდა, რომ მასში მკვლელობის ჩადენის იმპულსი შეიძლე-
ბოდა ყოფილიყო.
კეტრინ ეიმსბერი რომ არ გარდაიცვალა, ეს შემთხვევითობის
ბრალია. მისტერ ედვარდსის თითოეული დარტყმის მიზანი ხომ მი-
სი განადგურება იყო. ის საკმაოდ დიდხანს ეგდო უგონოდ. დროდად-
რო, გონება უბრუნდებოდა, მაგრამ მხოლოდ სანახევროდ. ბოლოს
მან გააცნობიერა, რომ ხელი მოტეხილი ჰქონდა და, თუ ცოცხლად
დარჩენა სურდა, საკუთარი თავისთვის უნდა ეშველა. სიცოცხლის
სიყვარულმა ძალა შემატა და კეტრინი ფორთხვით გაემართა დახმა-
რების საძებნელად. ჭიშკარი რომ დაინახა, ეზოში შეუხვია და როდე-
საც სახლის კიბეებზე მიხოხავდა, გონება ისევ დაკარგა. საქათმეში
მამლები ყიოდნენ, აღმოსავლეთით კი განთიადის ნაცრისფერი რკა-
ლი ჩნდებოდა.

თავი მეათე
-1-
როდესაც ორი მამაკაცი ერთად ცხოვრობს, ისინი, როგორც წესი,
ერთგვარ ზერელე წესრიგს ინარჩუნებენ სახლში და ძალიან სწრა-
ფად იწყებენ ერთმანეთისთვის ნერვების მოშლას. მარტო მცხოვრე-
ბი ორი მამაკაცი, მუდამ ჩხუბის ზღვარზეა და ეს თავადაც მშვენივ-
რად იციან. ადამ ტრასკი სახლში უკვე საკმაოდ დიდი ხნის დაბრუნე-
ბული იყო და დაძაბულობა ოჯახში აშკარად იგრძნობოდა. ძმები
154
ზედმეტად ბევრ დროს ატარებდნენ ერთად და სხვა ადამიანებს იშვია-
თად ხედავდნენ.
პირველი ორი-სამი თვე, ისინი მემკვიდრეობის გადაფორმებით იყ-
ვნენ დაკავებულნი: საირუსის მიერ დატოვებული ფული, თავისი პრო-
ცენტებიანად, მთლიანად გამოიტანეს და ვაშინგტონში გაემგზავრნენ.
იქ ძმებმა მამის საფლავი მოინახულეს – საკმაოდ კარგი ხარისხის ქვის
მემორიალი, რომელზეც რკინის ვარსკვლავი იყო მიმაგრებული, ზედა
კუთხეში კი დროშის დასამაგრებელი პატარა ნახვრეტი მოჩანდა. ადამი
და ჩარლზი საფლავთან საკმაოდ დიდხანს და ჩუმად იდგნენ, შემდეგ კი
ისე წავიდნენ, რომ საირუსზე სიტყვაც არ დასცდენიათ.
საირუსი თუ მართლა თაღლითი იყო, ეს საქმე ძალიან კარგად სცოდ-
ნია: ფულის შესახებ შეკითხვა ძმებისთვის არავის დაუსვამს. მიუხედა-
ვად ამისა, ეს თემა ჩარლზს მაინც არ აძლევდა მოსვენებას.
სახლში რომ დაბრუნდნენ, ადამმა ჰკითხა:
– რატომ არ ყიდულობ ახალ ტანსაცმელს? ამდენი ფული გაქვს და
ისე იქცევი, თითქოს ერთი ცენტის დახარჯვისაც კი გეშინია.
– ნამდვილად ასეა. მეშინია, – უპასუხა ჩარლზმა.
– რისი?
– იმის, რომ შეიძლება, მთელი თანხა უკან დამაბრუნებინონ.
– მაინც არ იშლი შენსას, ხომ? რამე რომ ყოფილიყო, აქამდე ხომ აუ-
ცილებლად შეგვატყობინებდნენ?
– არ ვიცი. მირჩევნია, ამაზე საერთოდ არ ვილაპარაკო.
მიუხედავად ამისა, იმავე საღამოს, ჩარლზმა ეს თემა კვლავ წამოს-
წია.
– ერთი რაღაცა მაღელვებს, – თქვა მან.
– ფულის თაობაზე?
– ჰო, ფულის თაობაზე. ამხელა თანხას რომ შოულობ, ფაქტები ხომ
უნდა დარჩეს?
– რა ფაქტები?

155
– აი, მაგალითად, ქვითრები, ჩანაწერები, ჩეკები, საბუთები. მა-
მის ნივთები რომ დაგვიბრუნეს, მსგავსი ვერაფერი ვიპოვე.
– შეიძლება გადაყარა ან დაწვა.
– შეიძლება.
ძმები ჩარლზის მიერ დადგენილი დღის წესრიგით ცხოვრობ-
დნენ, ის კი თავის განრიგს არასოდეს ცვლიდა: ყოველ დილას, ზუს-
ტად ხუთის ნახევარზე იღვიძებდა და ამას ისე უცბად აკეთებდა,
თითქოს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩარლზი
ხუთის ნახევრამდე ერთი წამით ადრე ახელდა თვალებს, კიდევ ერთ
დახამხამებას ასწრებდა და საათიც სწორედ ამ დროს ჩამოჰკრავდა
ხოლმე. რამდენიმე წუთი, გაუნძრევლად იწვა, სიბნელეში იყურებო-
და და მუცელს იფხანდა; შემდეგ კი გვერდით, მაგიდისკენ გაიწევდა
და მისი გაშლილი ხელი ზუსტად ასანთის კოლოფზე ეცემოდა. იმ
დღეს, მან კოლოფი გახსნა, ერთი ღერი ამოიღო და გაჰკრა. გოგირდი
ცისფრად აალდა, შემდეგ კი ცეცხლმა ხის ღეროზე გადაინაცვლა.
ჩარლზმა სანთელი აანთო, ხელის ერთი მოძრაობით გადაიხადა სა-
ბანი და ადგა. მას გრძელი ნიფხავი ეცვა, რომელიც მუხლებთან ოდ-
ნავ მოტკეცილი იყო, კოჭებთან კი განიერი. ჩარლზი მთქნარებით
მივიდა ადამის ოთახთან, კარი გააღო და დაიძახა:
– ხუთის ნახევარია! ადგომის დროა, ადამ, გაიღვიძე!
– რატომ არ შეიძლება, რომ ერთხელ მაინც დაგავიწყდეს? – გა-
ისმა ადამის მოგუდული ხმა.
– ადგომის დროა, – გაიმეორა ჩარლზმა, შარვალი ამოიცვა და შე-
იკრა, – თუმცა, შეგიძლია იწვე. შენ ახლა მდიდარი კაცი ხარ და თუ
გინდა, საერთოდ ნუ ადგები.
– შენც მდიდარი ხარ, მაგრამ მაინც დილაუთენია დგები.
– იწექი. მაგრამ, თუ მიწა გაქვს, სასურველია, რომ ამუშავო.
– ჰო, მერე კიდევ უფრო მეტი მიწა უნდა ვიყიდოთ და უფრო მეტი
ვიმუშავოთ.
– კარგი, გეყოფა წუწუნი. იწექი, არავინ გიშლის.

156
– შენ, ახლა, რომც დაწვე, მაინც არ დაგეძინება. თუ გინდა, გეტყვი,
რატომ დგები ასე ადრე. იმიტომ, რომ უბრალოდ ასე გსურს და შემდეგ
თავი მოგაქვს, გეგონება რამე იყოს ამაში საამაყო.
ჩარლზი სამზარეულოში გავიდა და ლამფა აანთო.
– ლოგინში წოლით ფერმას ვერ ამუშავებ, – თქვა მან, ქურის ზედაპი-
რი გაასუფთავა, შემდეგ ქაღალდები დააწყო ზედ და იმდენი ხანი უბე-
რა, სანამ ცეცხლი არ აგიზგიზდა. ადამი მას მეორე ოთახიდან უყურებ-
და.
– ასანთის გამოყენება არ იცი?, – ჰკითხა მან.
– შენს საქმეს მიხედე. ნუ გამიწყალე გული, – გაბრაზდა ჩარლზი.
– კარგი, მივხედავ. ვატყობ, ჩემი საქმე აქ საერთოდ არ არის.
– როგორც გინდა. თუ წასვლას მოისურვებ, კარი ღიაა.
სისულელეზე კინკლაობდნენ, მაგრამ ადამი ვერ ჩერდებოდა. საკუ-
თარ სიტყვებს ის უკვე ვეღარ აკონტროლებდა და გაღიზიანებული ტო-
ნით საუბრობდა.
– მართალი ხარ. როცა მოვისურვებ, მაშინ წავალ. ეს ჩემი სახლიცაა.
– თუ შენიცაა, მაშინ რატომ არასდროს მუშაობ?
– კარგი რა, – დანებდა ადამი, – რაზე ვჩხუბობთ საერთოდ?
– მე სულაც არ მინდოდა ჩხუბი, – უპასუხა ჩარლზმა, ოდნავ შემთბა-
რი ფაფა თეფშებზე გადაიტანა და მაგიდაზე დააწყო.
ძმები ჩუმად საუზმობდნენ. ჩარლზმა პურის ნაჭერს კარაქი წაუსვა,
შემდეგ დანა ჯემის ქილაში ჩაყო, ისიც გადაუსვა პურს, ისევ კარაქს მი-
უბრუნდა და ზედ ჯემის მოზრდილი ლაქა დატოვა.
– კარგი რა, ჩარლზ. გაწმინდე ხოლმე დანა. ნახე კარაქი რას ჰგავს, –
გაღიზიანდა ადამი.
ჩარლზმა დანა და პური მაგიდაზე დააწყო.
– ახლავე გადი აქედან, – უთხრა მან ადამს.
ადამი წამოდგა.
– მირჩევნია საღორეში ვიცხოვრო, – მიაძახა მან ძმას და სახლიდან
გავიდა.

157
-2-
ამის შემდეგ, ძმებს ერთმანეთი რვა თვის განმავლობაში არ უნა-
ხავთ. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ჩარლზი სამუშაოდან დაბრუნდა,
სამზარეულოში მას ადამი დახვდა. სიცხისგან გათანგული, ის სახეზე და
თავზე წყალს ისხამდა.
– გაუმარჯოს, – თქვა ჩარლზმა. – როგორა ხარ?
– მშვენივრად.
– სად იყავი?
– ბოსტონში.
– მეტი არსად?
– არა, უბრალოდ ქალაქი დავათვალიერე.
ძმებმა ძველებურად განაგრძეს ცხოვრება, თუმცა ამჯერად ორი-
ვე მათგანი ფრთხილობდა და კამათს გაურბოდა. შეიძლება ითქვას,
რომ ისინი ერთმანეთს და, შესაბამისად, საკუთარ თავსაც უფ-
რთხილდებოდნენ. ჩარლზი ყოველთვის ადრე დგებოდა და ადამის
გაღვიძებამდე ამზადებდა საუზმეს, ადამი კი ცდილობდა, სახლი ყო-
ველთვის სუფთა და მოწესრიგებული ყოფილიყო. აი ასე, სიმშვიდე-
სა და თანხმობაში გაატარეს მათ ორი წელი, შემდეგ კი გაღიზიანე-
ბამ კვლავ იჩინა თავი.
ერთ საღამოს, ზამთარში, როდესაც ძმები სახლში ისხდნენ, ადა-
მი თავის საქმეს წუთით მოსწყდა.
– კალიფორნია ძალიან კარგია, – თქვა მან, – ზამთარიც თბილია
იქ და თან ყველაფერს მოიყვან, რასაც მოისურვებ.
– მოყვანით კი მოიყვან, მაგრამ რა უნდა უყო მერე ამდენ მოსა-
ვალს?
– ხორბალზე რას იტყვი? იქ ყველას ხორბალი მოჰყავს.
– გუდაფშუტა შეჭამს მაგ შენს ხორბალს.
– რატომ გგონია? მისმინე, ჩარლზ, კალიფორნიაში ყველაფერი
როგორ სწრაფად იზრდება იცი? აი, რომ დარგავ ან დათესავ, წამსვე
უნდა მოშორდე იმ ადგილს, თორემ წაგაქცევს.

158
– ჰოდა, თუ ასე ძალიან მოგწონს, ადექი და წადი. შენს ნახევარს, თუ
გინდა, ახლავე გამოვისყიდი.
ადამი გაჩუმდა, მაგრამ, მეორე დღეს, როდესაც პატარა სარკეში
იყურებოდა და თმას ივარცხნიდა, ისევ დაიწყო:
– კალიფორნიაში ზამთარი არ არსებობს. მთელი წელი გაზაფხული-
ვითაა.
– მე მიყვარს ზამთარი, – უპასუხა ჩარლზმა.
ადამი ღუმელთან მივიდა.
– ნუ ბრაზდები.
– ჰოდა, შენც ნუ გამიწყალე გული. რამდენი კვერცხი გინდა?
– ოთხი.
ჩარლზმა შვიდი ცალი კვერცხი ოდნავ შემთბარ ღუმელზე დადო და
გავარვარებულ ნახშირზე ხის პატარა ნატეხები დაალაგა. ცეცხლი რომ
აგიზგიზდა, ტაფა გამოიღო და ზედ ბეკონი დააგდო. ცოტა ხანში, მას გა-
ღიზიანებამაც გადაუარა.
– მისმინე, ადამ, შენ შესაძლოა თავად ვერ ამჩნევ, მაგრამ დღე და
ღამ კალიფორნიაზე ლაპარაკობ. მართლა ასე ძალიან გინდა იქ წას-
ვლა?
ადამმა ჩაიცინა.
– არ ვიცი. ახლა ვცდილობ გავერკვე. როგორი შეგრძნება მაქვს, იცი?
აი, საწოლში რომ წევხარ და ადგომა გეზარება, მაგრამ წოლაც აღარ გინ-
და.
– ზედმეტად ართულებ ყველაფერს.
– ჯარში რომ ვიყავი, – განაგრძო ადამმა, – ყოველ დილით ის წყეული
საყვირი მაღვიძებდა და სულ სახლში დაბრუნებას ვნატრობდი, ჩემს გე-
მოზე რომ გამომეძინა. აქ კი ნახევარი საათით უფრო ადრე ვიღვიძებ,
ვიდრე იქ და აზრზე არა ვარ, რატომ ვმუშაობ ამდენს. რა საჭიროა საერ-
თოდ ეს ყველაფერი?
– ლოგინში წოლით ფერმას ვერ ამუშავებ, – თქვა ჩარლზმა და ტა-
ფაზე აშიშხინებული ბეკონი ჩანგლით გაასწორა.

159
– მისმინე ჩარლს, – კიდევ უფრო დასერიოზულდა ადამი, – ჩვენ
არც საყვარლები გვყავს, არც შვილები და ცოლებზე ხომ საერთოდ
აღარაფერს ვამბობ. თუ ასე გაგრძელდა, ვერც ვერასოდეს გვეყოლე-
ბა, რადგან ვინმეს ასარჩევად უბრალოდ დრო არ გვრჩება. ახლა კი
კლარკის ნაკვეთის ყიდვაც გადავწყვიტეთ, თუ ფასი დაგვაკმაყოფი-
ლებს. რა ჯანდაბად ვაკეთებთ ამას?
– ძალიან მაგარი მიწა აქვს კლარკს. ორივე ერთად კი ისეთი მაგა-
რი იქნება, რომ მთელ ამ ოლქში ასეთ ფერმას მეორეს ვერ იპოვი.
მოიცა, რაო? შენ ცოლის მოყვანა ხომ არ გადაწყვიტე?
– არა და სწორედ ამაშია საქმე. გავა რამდენიმე წელი და ამ ოლ-
ქში საუკეთესო ფერმა გვექნება, თავად კი ორ მარტოხელა და ბებერ
კუანად გადავიქცევით, რომლებიც წელის გაწყვეტამდე მუშაობენ.
მერე ერთ-ერთი ჩვენგანი მოკვდება და მთელი ეს გადასარევი ფერ-
მა ერთ მარტოხელა და ბებერ კუანას დარჩება. მერე ისიც მოკვდე-
ბა...
– რაზე ლაპარაკობ, საერთოდ არ მესმის, – ანერვიულდა ჩარ-
ლზი, – ვერ ისვენებ და მეც არ მასვენებ. მიდი, გადმოალაგე, რა გაქვს
ჩაფიქრებული.
– იმაზე ვლაპარაკობ, რომ ასეთი ცხოვრება არ მომწონს. ვერ
ვგრძნობ იმ სიხარულს, რომელსაც უნდა ვგრძნობდე. ძალიან ბევრს
ვმუშაობ და სანაცვლოდ ძალიან ცოტას ვიღებ. არადა, შემიძლია სა-
ერთოდ არ ვიმუშავო.
– ჰოდა, შეეშვი მერე! – დაიყვირა ჩარლზმა. – ადექი და წადი! მე
მგონი აქ არავინ გაკავებს. წამოწექი სამხრეთის რომელიმე კუნძულ-
ზე, ჰამაკში, და იყავი ასე მთელი ცხოვრება.
– ნუ ბრაზდები, – მშვიდად უთხრა ადამმა, – ხომ გითხარი უკვე,
ეს დილით ადგომას ჰგავს. ლოგინში წოლაც მომბეზრდა, მაგრამ ად-
გომაც მეზარება. აქ დარჩენაც აღარ მინდა, მაგრამ არც წასვლა
მსურს.
– დამღალე უკვე.

160
– აბა დაფიქრდი და მიპასუხე, ჩარლზ. მოგწონს აქ ცხოვრება?
– მომწონს.
– გინდა რომ დარჩენილი დღეები ამ ფერმაზე გაატარო?
– ჰო.
– ღმერთო, რა მარტივია. ნეტა მე ვიყო ასე. რა მჭირს ამისთანა, იქნებ
შენ იცოდე.
– მე მგონი, უბრალოდ, აღგზნებული ხარ. შეიარე დღეს სასტუმროში
და უცბად გამოჯანმრთელდები.
– შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ მეძავებთან განსაკუთრებულ სიამოვ-
ნებას ვერასდროს ვიღებდი.
– ყველა ქალი ერთნაირია. თვალები რომ დახუჭო, განსხვავებას სა-
ერთოდ ვერ იგრძნობ.
– ჯარში, ბიჭებს ინდიელი ქალები ჰყავდათ. მეც გავიარე ერთთან.
ჩარლზმა ძმას ინტერესით შეხედა.
– მამა ალბათ საფლავში ბრუნავს, – თქვა მან, – როგორები არიან ინ-
დიელი ქალები?
– მშვენიერი. ტანსაცმელს მირეცხავდა, მივლიდა და საჭმელსაც მი-
კეთებდა.
– არა, მე იმაზე ვლაპარაკობ. აი იმაზე...
– ჰო, კარგი იყო. რაღაცნაირი თბილი და რბილი. ნაზიც.
– გაგიმართლა, ძილში რომ ყელი არ გამოგჭრა.
– არა, ამას არ იზამდა. კარგი გოგო იყო.
– რაღაცნაირად იყურები. მე მგონი გიყვარდა კიდეც, არა?
– ჰო, ალბათ.
– ახლა სად არის?
– ყვავილით დაავადდა და გარდაიცვალა.
– სხვა ვერ ნახე ვინმე?
ადამის თვალებში ტკივილი ჩანდა.

161
– ორასამდე ადამიანი ხის მორებივით დავალაგეთ ერთმანეთზე.
ხელები და ფეხები იყო გამოშვერილი ყველა მხრიდან. მერე თივა
დავაყარეთ, ნავთი დავასხით და დავწვით.
– ჰო, გამიგია, რომ ინდიელებს ყვავილის გადატანა უჭირთ.
– მათთვის ეს სასიკვდილო დაავადებაა, – თქვა ადამმა. – ბეკონი და-
გეწვება.
ჩარლზი წამოხტა და ღუმელთან მიირბინა.
– ცოტათი შებრაწული იქნება, მე რომ მიყვარს, ზუსტად ისეთი, –
თქვა მან, ბეკონი თეფშებზე გადმოიღო და გავარვარებულ ზეთზე
კვერცხები დაახალა. ტაფიდან შიშხინის ხმა წამოვიდა. – ერთი მას-
წავლებელი იყო აქ. ასეთი სილამაზე არსად მინახავს. პატარა ფეხე-
ბი ჰქონდა და ტანსაცმელს ნიუ-იორკში ყიდულობდა. წარმოიდგინე,
ყვითელი თმა და ისეთი პაწაწინა ფეხები, რომ გაგეცინებოდა. გუნ-
დშიც მღეროდა და იმდენი ხალხი მიაწყდა ეკლესიას, რომ კინაღამ
ჭყლეტა მოხდა. კარგა ხნის წინ იყო.
– ცოლის მოყვანა მინდაო, იმ დროს მომწერე?
ჩარლზს გაეღიმა.
– მგონი, ჰო. მთელი ოლქის ახალგაზრდა ბიჭებმა გადაწყვიტეს
მაშინ დაქორწინება.
– მერე, სად წავიდა ის ქალი?
– ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე? აქაურმა ქალებმა ნერვიულო-
ბა დაიწყეს, მოუსვენრობა დასჩემდათ. მერე ერთად შეიკრიბნენ და
გადაწყვიტეს აქედან გაეგდოთ. ამბობენ, აბრეშუმის საცვლები ეც-
ვაო. რაღაცნაირი ქედმაღალი და მედიდური ქალი იყო. სკოლის საბ-
ჭომ ჯერ კიდევ პირველი სემესტრის დამთავრებამდე გაუშვა. ფეხები
კი აი, ასეთი პატარა ჰქონდა და კოჭებსაც ხშირად აჩენდა, ვითომ
შემთხვევით.
– გაიცანი?

162
– არა. მხოლოდ ეკლესიაში მივედი ერთხელ. ძლივს შევაღწიე, იმდე-
ნი ხალხი იყო. ლამაზ გოგოს პატარა სოფელში არავინ გაახარებს.
პრობლემებს ქმნის, ხომ გესმის? ხალხს აღიზიანებს.
– სამუელსების გოგო გახსოვს? – თქვა ადამმა, – ისიც ძალიან ლა-
მაზი იყო. სად არის ახლა?
– იგივე ისტორიაა. პრობლემებს ქმნიდა და რომ მიხვდა, თავად წა-
ვიდა. ამბობენ, ფილადელფიაში ცხოვრობსო. კაბებს კერავს. ვიღაცამ
თქვა, მხოლოდ ერთი კაბის შეკერვაში ათ დოლარს უხდიანო.
– ალბათ, ჩვენც უნდა წავიდეთ აქედან.
– ისევ კალიფორნიაზე ფიქრობ?
– ჰო.
ჩარლზმა მოთმინება საბოლოოდ დაკარგა.
– ახლავე გაეთრიე აქედან! – დაიყვირა მან, – ადექი და წადი! გამო-
ვისყიდი შენს ნახევარს ან გავყიდი ან არ ვიცი, რას ვიზამ! გაეთრიე, შე
ნაბიჭვარო... – აქ ის მოულოდნელად გაჩერდა, – ბოლოს რაც ვთქვი,
ზედმეტი მომივიდა. ჭკუიდან გადამიყვანე უკვე.
– წავალ, – მშვიდად უპასუხა ადამმა და წამოდგა.
-3-
სამი თვე რომ გავიდა, ჩარლზმა ფერადი ბარათი მიიღო. მასზე რიო-
დე-ჟანეიროს სანაპირო იყო გამოსახული, უკანა მხარეს კი ეწერა: „შენ-
თან ზამთარია, აქ კი ცხელა. იქნებ ჩამოსულიყავი?“
ექვსი თვის შემდეგ, კიდევ ერთი ბარათი მოვიდა, ამჯერად ბუენოს-
აირესიდან: „ძვირფასო ჩარლზ, უზარმაზარი ქალაქია. აქ ფრანგულად
და ესპანურად ლაპარაკობენ. გიგზავნი წიგნს“.
მაგრამ, ჩარლზს წიგნი არ მიუღია. ის მთელი ზამთარი და გაზაფხუ-
ლი ელოდა და ბოლოს, წიგნის მაგივრად, თავად ადამი ჩამოვიდა. ის
გარუჯული იყო და უცნაურად ეცვა – უცხოელს ჰგავდა.
– როგორა ხარ? – ჰკითხა მას ჩარლზმა.
– კარგად. წიგნი მიიღე?
– არა.

163
– სად დაიკარგა ნეტავი? სულ ფოტოებით იყო სავსე.
– დარჩენას აპირებ?
– ჰო. უცხო ქვეყნებზე მოგიყვები.
– არ მაინტერესებს.
– ძალიან უხეში ხარ, ჩარლზ.
– არა, უბრალოდ, ზუსტად ვიცი, რაც მოხდება. შენ აქ ერთი წელი
ან ცოტა მეტი იცხოვრებ, მერე ისევ აწრიალდები და მეც ამაწრი-
ალებ. მერე ვიჩხუბებთ, ისევ შევრიგდებით და თავაზიანები გავხდე-
ბით, ეს კი უარესია. მერე ისევ ავფეთქდები და შენ ისევ წახვალ, მერე
ისევ დაბრუნდები და ყველაფერი თავიდან დაიწყება.
– არ გინდა რომ დავრჩე? – ჰკითხა ადამმა.
– როგორ არ მინდა? მოწყენილი ვარ უშენოდ, უბრალოდ ზუსტად
ვიცი, რომ ისევ იგივე მოხდება.
ჩარლზი მართალი იყო. ჯერ მათ ძველი დრო გაიხსენეს, შემდეგ
ცალ-ცალკე ცხოვრების დროს მომხდარ ამბებზე ისაუბრეს, ბოლოს
კი ისევ ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოვარდა. ისინი უხმოდ მუშაობდნენ,
თითქოს თავაზიანები იყვნენ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ დრო-
დადრო აფეთქებებიც ხდებოდა. მოვლენებს მოკლებული, მონოტო-
ნური ცხოვრება საშინლად იწელებოდა.
ერთ საღამოს, ადამმა თქვა:
– მალე ოცდაჩვიდმეტის გავხდები. ნახევარი ცხოვრება უკვე გავ-
ლიე.
– აი, დაიწყო, – თქვა ჩარლზმა. – საუკეთესო წლებს კარგავ, არა?
მისმინე, ადამ. მოდი, ამჯერად ნუ ვიჩხუბებთ.
– რას გულისხმობ, არ მესმის?
– იმას, რომ თუ ყველაფერი ჩვეული ფორმით წარიმართა, ჩვენ
ჯერ სამ-ოთხ კვირას კინკლაობაში
გავატარებთ, შემდეგ კი შენ ადგები და წახვალ. ჰოდა, თუ ეკლებ-
ზე ზიხარ, ახლავე წადი და უსიამოვნებებსაც ავიცილებთ თავიდან.
ადამს გაეცინა და სიტუაცია ოდნავ განიმუხტა.

164
– სხვათა შორის, არც თუ უჭკუო ძმა მყოლია, – თქვა მან. – რა თქმა
უნდა, თუ ძალიან მომბეზრდება, ისე წავალ, რომ ხმას არ ამოვიღებ.
ჰო, ასე უკეთესია. შენ კი ნელ-ნელა მდიდრდები, ასე არ არის,
ჩარლზ?
– გამდიდრებაზე რა გითხრა და ისე, ნამდვილად არ მიჭირს.
– ვერც იმას იტყვი, რომ სოფელში ოთხი სახლი და სასტუმრო იყი-
დე?
– ვერა.
– მე ხომ ვიცი, რომ იყიდე. ჩარლზ, შენი წყალობით ჩვენ ერთ-ერთი
საუკეთესო ფერმა გვაქვს და ახალი სახლიც ხომ არ აგვეშენებინა? თავი-
სი აბაზანით, კანალიზაციით და ტუალეტით? რას იტყვი? ჩვენ ღარიბე-
ბი აღარ ვართ, ჩარლზ. ხალხი ამბობს, რომ ამ ოლქში ყველაზე მდიდა-
რი ხარ.
– არაფერში გვჭირდება ახალი სახლი, – უპასუხა ჩარლზმა უხეშად. –
მოაშორე აქედან შენი ფანტაზიები.
– რატომ? ტუალეტში სასიარულოდ გარეთ გასვლა რომ აღარ მოგვი-
წევს, ცუდია?
– მოაშორე შენი ფანტაზიები-მეთქი.
ადამი გამხიარულდა.
– იქნებ თავად ავიშენო ერთი პატარა სახლი აქვე, ტყის პირას. რას
ფიქრობ? ცალ-ცალკე ვიქნებით და აღარ ვიჩხუბებთ.
– ჩემს ეზოში მეორე სახლი არ მჭირდება, – უპასუხა ჩარლზმა.
– ეს ეზო ჩემიცაა, ჩარლზ.
– გამოვისყიდი.
– და, ვინ გითხრა, რომ გაყიდვას ვაპირებ?
ჩარლზის თვალებში ნაპერწკალი გაჩნდა.
– ერთი გაბედე და ააშენე, მეორე დღესვე დავწვავ, – თქვა მან.
– ჰო, მჯერა, – ადამი მოულოდნელად დასერიოზულდა, – ნამდვი-
ლად ხარ ამის გამკეთებელი. რატომ მიყურებ ასე?
ჩარლზმა საუბარი ნელა დაიწყო:

165
– მე ამაზე დიდი ხანია ვფიქრობ და მეგონა თავად გაგახსენდე-
ბოდა. ახლა ვხვდები, რომ საბოლოოდ დაგავიწყდა.
– რას გულისხმობ?
– დეპეშა რომ გამომიგზავნე და ასი დოლარი მთხოვე, გახსოვს?
– როგორ არ მახსოვს? შენ მაშინ სიკვდილს გადამარჩინე, შეიძ-
ლება ითქვას. რატომ მეკითხები?
– ის ფული არ დაგიბრუნებია.
– მე მახსოვს, რომ დაგიბრუნე.
– არა, არ დაგიბრუნებია.
ადამმა ძველ მაგიდას შეავლო თვალი. აქ საირუსს უყვარდა
ჯდომა. სკამის ზურგს მიეყუდებოდა ხოლმე და თავის ხის ფეხზე ჯო-
ხით აკაკუნებდა; მაგიდის თავზე ჩამოკიდებული ძველი ლამფა ისევ
ყვითლად ანათებდა.
– დილით დაგიბრუნებ, – თქვა მან აუჩქარებლად.
– მგონი, საკმარისი დრო მოგეცი.
– ვიცი, ჩარლზ. თავად უნდა გამხსენებოდა, – თქვა ადამმა და ჩა-
ფიქრდა. – შენ ისიც არ იცი, რაში მჭირდებოდა ის ფული.
– არც მიკითხავს.
– მეც არასდროს მითქვამს. ალბათ მრცხვენოდა. მე ციხეში ვიყა-
ვი და გამოვიქეცი.
ჩარლზმა პირი დააღო.
– რას მელაპარაკები? მართლა?
– მოგიყვები. მაწანწალობისთვის დამაკავეს და გზის მშენებელ-
თა რაზმში ჩამრიცხეს. ღამით ფეხებზე რკინის ბორკილებს გვიკე-
თებდნენ. ექვსი თვის შემდეგ გამათავისუფლეს და მეორე დღეს ისევ
დამიჭირეს. გზებს სწორედ ასე აშენებენ. სამი დღე რომ მრჩებოდა,
გამოვიქეცი, ჯორჯიაში გადავედი, მაღაზიაში ტანსაცმელი მოვიპარე
და დეპეშაც მაშინ გამოგიგზავნე.

166
– არ მჯერა, – თქვა ჩარლზმა, მაგრამ იქვე დაამატა: – არა, მჯერა. შენ
ტყუილები არ გჩვევია. რა თქმა უნდა, მჯერა. ადრე რატომ არ მითხარი?
– ალბათ მრცხვენოდა, მაგრამ ახლა უფრო მეტად მრცხვენია
შენთვის ფულის დაბრუნება რომ დამავიწყდა.
– კარგი, დაივიწყე. არც კი ვიცი რატომ გამახსენდა.
– არა, არა. დილით აუცილებლად დაგიბრუნებ.
– ღმერთო, მომკალი! ჩემი ძმა ციხიდან გაიქცა!
– რა გიხარია?
– არ ვიცი, მაგრამ რაღაცნაირად მეამაყება. ჩემი ძმა ციხიდან გაიქცა!
მომისმინე, ადამ, გამოშვებამდე სამი დღით ადრე რატომ გამოიპარე?
რატომ არ დაელოდე განთავისუფლებას?
ადამს გაეღიმა.
– ორი-სამი მიზეზია. ჯერ ერთი, მეშინოდა, რომ განთავისუფლების
დღესვე ისევ დამიჭერდნენ. მერე ვიფიქრე, რომ თუ ბოლომდე დავიც-
დიდი, ისინი ყურადღებას მოადუნებდნენ, რადგან ადამიანი, რომელ-
საც რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი, როგორც წესი, არ იპარება ხოლმე.
– ჭკვიანურია, – თქვა ჩარლზმა, – კიდევ ერთი მიზეზი რა იყო?
– ჰო, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და რთული ასახსნელიც. მე
ვთვლიდი, რომ სახელმწიფოს ვალი მქონდა და ეს ვალი ექვსთვიანი პა-
ტიმრობა იყო. ჰოდა, თაღლითი არ მინდოდა გამოვსულიყავი. მხოლოდ
სამი დღე მოვიტყუე.
ჩარლზმა გულიანად გადაიხარხარა.
– არანორმალური ხარ, შე ვირისთავო, – თქვა მან ღიმილით, – მაღა-
ზია რომ გაქურდე, ეგ როგორღა გავიგოთ?
– ფული გავუგზავნე და, ზარალის ანაზღაურების სახით, ათი პრო-
ცენტიც დავუმატე.
ჩარლზი ძმისკენ გადაიხარა.
– პატიმრობა როგორი იყო, მომიყვები?
– აუცილებლად, ჩარლზ, აუცილებლად, – უპასუხა ადამმა.

167
თავი მეთერთმეტე
-1-
პატიმრობის შესახებ რომ შეიტყო, ჩარლზს ძმის მიმართ პატი-
ვისცემის გრძნობა გაუჩნდა. ეს იყო ერთგვარი თბილი დამოკიდებუ-
ლება, როდესაც ხვდები, რომ ადამიანი სრულყოფილი არ არის და,
შესაბამისად, არც შენს სიძულვილს იმსახურებს. თავად ადამი ამ
ყველაფერს სათავისოდ იყენებდა და ცდილობდა ჩარლზი დაეყო-
ლიებინა.
– ჩარლზ, ოდესმე გიფიქრია, რომ ამხელა ფულის პატრონებს
ყველაფერი შეგვიძლია გავაკეთოთ, რასაც მოვისურვებთ?
– მაგალითად რა?
– მაგალითად, შეგვიძლია ევროპაში წავიდეთ და პარიზის ქუჩებ-
ში ვისეირნოთ.
– ეს რა არის?
– რა?
– მგონი, კარებთან ვიღაცამ გაიარა.
– ალბათ კატა იყო.
– ალბათ. დავხოცავ ერთ მშვენიერ დღეს და დამთავრდება ამით
ყველაფერი.
– ჩარლზ, ჩვენ შეგვიძლია ეგვიპტეში წავიდეთ და სფინქსი ვნა-
ხოთ.
– ასევე, შეგვიძლია ადგილზე დავეტიოთ და ფული უკეთ გამოვი-
ყენოთ. კიდევ შეგვიძლია, ახლავე ავდგეთ და მუშაობა დავიწყოთ,
რომ დღე არ დაიკარგოს. ამ კატებმა ტვინი წაიღეს უკვე!
ჩარლზი წამოხტა, კარებთან მივარდა, გამოაღო და დაიყვირა:
„აცხა!“, მაგრამ წამსვე ადგილზე გაშეშდა. ადამმა დაინახა, რომ მისი
168
ძმა რაღაცას გაკვირვებული სახით უყურებდა და ისიც მიუახლოვდა
კარს. კიბეებზე, დიდი გაჭირვებით, ძონძებისა და ტალახის უცნაური
ერთობლიობა მოცოცავდა. ერთი წვრილი ხელით ის საფეხურს ჩაბ-
ღაუჭებოდა, მეორეს კი უმწეოდ მოათრევდა უკან; სახე მას დამახინჯე-
ბული ჰქონდა, ტუჩები – დახეთქილი, თვალები კი ჩაშავებული. აჩეჩი-
ლი თმა გახეთქილი შუბლიდან წამოსული
სისხლით იყო გაჟღენთილი. ადამმა სწრაფად ჩაიარა რამდენიმე სა-
ფეხური და დასახიჩრებულ სხეულთან მუხლებზე დადგა.
– მომეხმარე, – უთხრა მან ჩარლზს. – მოდი, სახლში შევიყვანოთ. ამ
ხელს არ შეეხო, მოტეხილი ჩანს.
სახლში რომ შეჰყავდათ, უცნობს გული წაუვიდა.
– ჩემს ლოგინზე დავაწვინოთ, – უთხრა ადამმა ძმას, – შენ კი ექიმთან
გავარდი.
– უკეთესი ხომ არ იქნება, რომ იქით წავუყვანოთ ექიმს?
– არა, გაგიჟდი? ამის განძრევა ახლა არ შეიძლება.
– მე მგონი შენ უფრო გაგიჟდი. დაფიქრდი ცოტა.
– რას გულისხმობ?
– ორი მამაკაცი მარტო ცხოვრობს და უცბად სახლში ერთი ქალი
ჩნდება.
ადამმა ძმას გაკვირვებული სახით შეხედა.
– ამას სერიოზულად ამბობ?
– სრულიად სერიოზულად. უმჯობესია წავიყვანოთ, თორემ ამ ამ-
ბავს ერთ-ორ საათში მთელი ოლქი გაიგებს. ჩვენ არ ვიცით ვინ არის ის,
როგორ აღმოჩნდა აქ ან რა შეემთხვა. ადამ, შენ ძალიან დიდ რისკზე მი-
დიხარ.
– თუ ახლავე არ წახვალ, თავად წავალ, შენ კი აქ დაგტოვებ.
– მე ვთვლი, რომ შეცდომას უშვებ. წავალ, მაგრამ იცოდე, ამას ორივე
ვინანებთ.
– მე არ ვინანებ, – თქვა ადამმა, – დროზე წადი.

169
ჩარლზი რომ გავიდა, ადამი სამზარეულოში შევიდა და ჩაიდნი-
დან ცხელი წყალი ტაშტში ჩაასხა. შემდეგ ოთახში შევიდა, ცხვირსა-
ხოცი დაასველა და უცნობს სახიდან სისხლი და ტალახი მოწმინდა.
გოგონას გონება დაუბრუნდა და ადამმა მისი ცისფერი თვალები და-
ინახა. მოულოდნელად, ის წარსულში გადაეშვა.
ეს სწორედ ამ ოთახში, ამ საწოლზე ხდებოდა: თავად იწვა ლო-
გინზე, დედინაცვალი კი ზუსტად ასე, თბილ წყალში დასველებულ
ცხვირსახოცს უსვამდა ჭრილობებზე. თან რაღაცას ეუბნებოდა.
ადამმა გონება დაძაბა, მაგრამ რა სიტყვები იყო ეს, ვერაფრით გაიხ-
სენა.
– ყველაფერი კარგად იქნება, – უთხრა გოგონას. – ექიმი უკვე გზა-
შია.
გოგონამ ტუჩები აამოძრავა.
– ნუ ილაპარაკებ, დამშვიდდი, – უთხრა მას ადამმა და მოულოდ-
ნელად მთელ სხეულში სითბომ დაუარა. – შეგიძლია აქ დარჩე. რამ-
დენი ხანიც გინდა, იყავი. მე მოგივლი.
შემდეგ, მან ცხვირსახოცი გაწურა და გოგონას თმა გაუწმინდა.
ადამს საკუთარი ხმა ისე ჩაესმოდა, თითქოს სულ სხვა ადამიანი
საუბრობდა, თავად კი ამ ყველაფერს გვერდიდან უსმენდა.
– ასე გტკივა? რა დღეში გქონია თვალები. ახლა ყავისფერ ქა-
ღალდს გადაგაფარებ სახეზე და დაასვენე. ყველაფერი კარგად იქ-
ნება. შუბლზე ძალიან ცუდი ჭრილობა გაქვს. ვწუხვარ, მაგრამ ალ-
ბათ ნაიარევი დაგრჩება. რა გქვია, შეგიძლია მითხრა? არა, არა, გა-
ჩუმდი, არ ილაპარაკო. დრო უამრავი გაქვს. ყველაფერს მოასწრებ.
აი, გესმის? ეს ექიმის ხმა იყო. რა სწრაფად მოვიდა, არა?
ადამი კარებთან მივიდა.
– აქეთ, ექიმო. აქ არის, – გაისმა მისი ხმა.
-2-
გოგონა ძალიან მძიმედ იყო დაშავებული. იმ დროს რომ რენტგე-
ნი ჰქონოდათ, ექიმი გაცილებით უფრო მეტ დაზიანებას იპოვიდა,

170
თუმცა, რაც ნახა, ისიც საკმარისი აღმოჩნდა: მარცხენა ხელი და სამი
ნეკნი ჰქონდა მოტეხილი, ხოლო ქვედა ყბა – გაბზარული; ბზარი
იყო, ასევე, თავის ქალაზე, მარცხენა მხარეს კი რამდენიმე კბილი
იყო ჩამტვრეული. თავზე გოგონას უამრავი ჭრილობა ჰქონდა, ხო-
ლო შუბლი ისეთი გახეთქილი იყო, რომ ძვალი მოჩანდა. ეს ყველაფერი
ექიმმა დანამდვილებით დაადგინა. მოტეხილ ხელზე მან არტაშანი და-
ადო, ნეკნები საგულდაგულოდ შეუხვია და შუბლზე ჭრილობა გაუკერა.
შემდეგ, სპირტქურაზე შუშის პატარა მილი გააცხელა, პინცეტით გადა-
ღუნა ის და პირის ღრუში იმ ადგილას ჩადო, სადაც კბილები აღარ იყო,
რათა გოგონას სითხეები ისე მიეღო, რომ ყბა არ გაემოძრავებინა. ასევე,
მან
პაციენტს მორფინის საკმაოდ დიდი დოზა გაუკეთა, მაგიდაზე ოპიუ-
მის აბები დატოვა, ხელები დაიბანა და ქურთუკი ჩაიცვა. ოთახიდან რომ
გადიოდა, გოგონას უკვე ეძინა.
სამზარეულოში ის მაგიდას მიუჯდა და ჩარლზის გაკეთებული ცხე-
ლი ყავა მოსვა.
– კეთილი. რა მოხდა? – იკითხა მან.
– საიდან უნდა ვიცოდეთ? – გაღიზიანდა ჩარლზი, – ჩვენ ის კარებ-
თან აღმოვაჩინეთ. თუ გნებავთ, გაბრძანდით და ნახეთ, გზაზე ნაკვალე-
ვიც ჩანს.
– ის მაინც თუ იცით, ვინ არის?
– რა თქმა უნდა, არა.
– შენ ხშირად დადიხარ სასტუმროში. ერთ-ერთი მათგანი ხომ არ
არის?
– ბოლო დროს არ შემივლია, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში მას მა-
ინც ვერ ვიცნობდი.
ექიმი ახლა ადამს მიუტრიალდა.
– არც შენ გეცნობა?
ადამმა თავი გააქნია, ჩარლზი კი კიდევ უფრო გაბრაზდა.

171
– პირდაპირ გვითხარით ყველაფერი! რას მიედ-მოედებით? –
უხეშად მიმართა მან ექიმს.
– გეტყვი, რადგან ასე გაინტერესებს. ერთი შეხედვით ის ფარცხის
ქვეშ მოყოლილს შეიძლება ჰგავდეს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ
არის. ის ვიღაცამ დაასახიჩრა. როგორც ჩანს, ძალიან არ უყვარდა და
იმიტომ. თუ სიმართლე გინდა, ვიღაცას მისი მოკვლა სურდა.
– ჰოდა, თავად გითხრათ მაშინ. რატომ არ ეკითხებით?
– ის კარგა ხანს ვერ ილაპარაკებს. გარდა ამისა, მას თავის ქალა
აქვს გაბზარული და ღმერთმა იცის, ეს რას გამოიწვევს. იმის თქმა
მინდა, რომ... იქნებ შერიფის მოყვანა ღირდეს?
– არა! – ისეთი ხმით დაიყვირა ადამმა, რომ ორივემ გაკვირვებუ-
ლი სახით შეხედა მას. – დაანებეთ თავი, დაასვენეთ!
– ყურადღებას ვინ მიაქცევს?
– მე.
– ახლა, შენ ცოტა აზრზე მოდი... – დაიწყო ჩარლზმა.
– შენ ეს საერთოდ არ გეხება! – მოუჭრა ადამმა.
– როგორ არ მეხება? ეს ჩემი სახლიცაა.
– გინდა, რომ წავიდე?
– ეს არ მიგულისხმია.
– თუ გოგონას წაიყვანთ, მეც წავალ.
– დაწყნარდი, – თქვა ექიმმა. – რატომ ნერვიულობ?
– იმიტომ, რომ სახლიდან დაშავებულ ძაღლსაც კი არ გავაგდებ,
არათუ ადამიანს.
– ჰო, მაგრამ ამის გამო ასე არ გაცოფდებოდი. რამეს ხომ არ მა-
ლავ? ღამით სადმე იყავი გასული? შენი ნახელავი ხომ არ არის?
– არა, მთელი ღამე ეძინა, – თქვა ჩარლზმა. – ისე ხვრინავდა, რომ
თვალი არ მომიხუჭავს.
– რატომ არ შეიძლება, რომ თავი დავანებოთ და გამოკეთება ვა-
ცადოთ? – იკითხა ადამმა.
ექიმი წამოდგა და ხელები გაიბერტყა.

172
– ადამ, – დაიწყო მან. – მამაშენი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობა-
რი იყო. შენს ოჯახსაც კარგად ვიცნობ და ისიც ვიცი, თავად რას წარმო-
ადგენ. ვიცი, რომ სულელი არა ხარ და არ მესმის, რატომ ვერ ხვდები
იმას, რაც ძალიან მარტივია. პატარა ბავშვივით იქცევი. ამ გოგონას თავს
დაესხნენ, გესმის? დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას მისი მოკვლა სურ-
და. თუ მე ამის შესახებ შერიფს არაფერს ვეტყვი, კანონს დავარღვევ. ვა-
ღიარებ, რომ რამდენჯერმე წავსულვარ კანონის წინააღმდეგ, მაგრამ ამ
შემთხვევაში ამას ვერ გავაკეთებ.
– კარგი, შეატყობინეთ, მაგრამ ისიც უთხარით, რომ სანამ არ გამო-
კეთდება, არ შეაწუხონ, – თქვა ადამმა.
– ჩემი პაციენტების შეწუხების უფლებას არასდროს არავის ვაძლევ,
– უპასუხა ექიმმა. – შენ ჯერ კიდევ თვლი, რომ გოგონა აქ უნდა დარჩეს?
– დიახ.
– შენი პრობლემაა. ხვალ შემოვივლი. ჯერ არ გაიღვიძებს. თუ მოინ-
დომა, წყალი და თბილი სუპი მიეცით მილის საშუალებით.
ექიმი გავიდა, ჩარლზი კი ადამს მიუბრუნდა.
– ადამ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– თავი დამანებე.
– რა გჭირს, გამაგებინე.
– თავი დამანებე-მეთქი, არ გესმის? შემეშვი.
– ფუ, შენი! – თქვა ჩარლზმა, იატაკზე დააფურთხა და გაბრაზებული
გავიდა სახლიდან.
ადამს ხასიათი გამოუკეთდა. ის სამზარეულოში შევიდა, თეფშები
გარეცხა და იატაკი მოწმინდა. ეს საქმე რომ დაამთავრა, ოთახში შევიდა
და საწოლთან ახლოს, სკამზე ჩამოჯდა. გოგონა ისევ მორფინის ზემოქ-
მედების ქვეშ იყო, ღრმად ეძინა და თან ოდნავ შესამჩნევად ხვრინავდა.
მისი სახე უკვე საგრძნობლად იყო ჩამცხრალი, თუმცა თვალები ისევ ჩა-
შავებული და დასიებული ჰქონდა. ადამი გაუნძრევლად იჯდა და გოგო-
ნას აკვირდებოდა. არტაშანდადებული მარცხენა ხელი მას საბნის ქვეშ,
მუცელზე ედო, მარჯვენა კი ზემოდან ესვენა. თითები ისე ჰქონდა მოხ-

173
რილი, რომ ხელი ჩიტის ბუდეს წააგავდა. ეს ბავშვის ხელი იყო, სულ
პატარა, ჩვილი ბავშვის ხელი. ადამი მის მაჯას ერთი თითით შეეხო
და გოგონას თითებიც რეფლექსურად ამოძრავდა. ხელი თბილი
ჰქონდა. ამის შემდეგ, ძალიან ფრთხილად, თითქოს ეშინოდა, რომ
ვინმე შეამჩნევდა, ადამმა გოგონას ხელი გაუშალა და ფრჩხილებ-
თან ახლოს, თითების წვერებზე შეეხო. გოგონას საოცრად რბილი
და მოვარდისფრო თითები ჰქონდა, ხელის მეორე მხარეს კი კანი
თითქოს შიგნიდან ანათებდა, როგორც მარგალიტი. ადამს ჩაეცინა.
მოულოდნელად, გოგონას სუნთქვა შეწყდა და ადამი გაირინდა, მაგ-
რამ შემდეგ, მის ყელში უცნაური ხმა გაისმა და რითმული ხვრინვა
კვლავ გაგრძელდა. ადამმა ძალიან ფრთხილად დააბრუნა გოგონას
ხელი თავის ადგილას, საბანი გაასწორა და ფეხის წვერებზე გავიდა
ოთახიდან.
რამდენიმე დღის განმავლობაში, ქეთი შოკურ მდგომარეობაში
და ოპიუმის ზემოქმედების ქვეშ იყო. მისი
სხეული თითქოს ტყვიასავით დამძიმდა, ტკივილი კი მოძრაობა-
ში უშლიდა ხელს. მიუხედავად ამისა, კარგად აცნობიერებდა, თუ რა
ხდებოდა მის გარშემო. ნელ-ნელა, გონებაც გაეწმინდა და მხედვე-
ლობაც გაუუმჯობესდა – მიხვდა, რომ მას ორი მამაკაცი სტუმრობდა.
ერთ-ერთი მათგანი იშვიათად, მეორე კი სისტემატიურად. გარდა
ამისა, მან ექიმიც ამოიცნო, თუმცა მეორე, მაღალი და გამხდარი, გა-
ცილებით უფრო აინტერესებდა და ამ ინტერესის მიღმა შიშისმაგვა-
რი გრძნობა იმალებოდა. შესაძლოა, ნარკოტიკების ზემოქმედების
ქვეშ, მისმა გონებამ რაღაცას მიაგნო, რასაც თავად ვერ აცნობიერებ-
და.
ძალიან ნელა, გოგონამ ბოლო დღეების მოვლენები აღიდგინა
და ქრონოლოგიურად დაალაგა. მან მისტერ ედვარდსიც გაიხსენა
და კიდევ ერთხელ წარმოუდგა თვალწინ, როგორ კარგავს ის ჩვეულ
თვითკმაყოფილებას და როგორ იღებს მკვლელის გამომეტყველე-
ბას. ასეთი შეშინებული, ქეთი ცხოვრებაში არასდროს ყოფილა,

174
თუმცა ეს გრძნობა უკვე საკმაოდ კარგად შეისწავლა. მისი გონება ახლა
კუთხეში მიმწყვდეული ვირთხასავით ეძებდა გამოსავალს. მისტერ ედ-
ვარდსმა ხანძრის შესახებ იცოდა და, შესაძლოა, ვინმეს უამბო კიდეც.
საიდან გაიგო? როდესაც ქეთი ამაზე ფიქრობდა, შიშისგან გულისრევის
შეგრძნება ეუფლებოდა.
იმ ყველაფრის მიხედვით, რაც მის გარშემო ხდებოდა, ქეთი მიხვდა,
რომ მაღალ მამაკაცს მისი დაკითხვა სურდა და რომ, ის შერიფი იყო. მე-
ორე კი, რომელსაც ადამი ერქვა, ამას თავგამოდებით ეწინააღმდეგებო-
და. რატომ? იქნებ შერიფმა ხანძრის შესახებ შეიტყო?
საუბარი რომ მოისმინა, გამოსავლის პოვნაც გაუადვილდა.
– სახელი ხომ უნდა ჰქონდეს? – თქვა შერიფმა, – ვიღაცა მაინც უნდა
იცნობდეს მას.
– ვერ გიპასუხებთ, ყბა აქვს გატეხილი, – გაისმა ადამის ხმა.
– თუ ცაცია არ არის, შეუძლია ფურცელზე დაწეროს პასუხები. მისმი-
ნე, ადამ, თუ ვინმე მის მოკვლას ცდილობდა, სანამ დროა, უნდა დავაკა-
ვო. მომიტანე ფანქარი და მომეცი საშუალება, რომ დაველაპარაკო.
– ექიმმა თქვა, თავის ქალა აქვს გაბზარულიო. თქვენ ფიქრობთ, რომ
რამე ემახსოვრება?
– შენ ფურცელი და ფანქარი მომიტანე. ყველაფერს გავარკვევთ.
– არ მინდა, რომ შეაწუხოთ.
– ჯანდაბა, ადამ! შენ რა გინდა და რა – არა, ამას მნიშვნელობა სრუ-
ლებით არ აქვს. მომიტანე ფურცელი და ფანქარი.
შემდეგ, კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცის ხმა გაისმა:
– რა დაგემართა? ისე ლაპარაკობ, გეგონება შენი ნაცემი იყოს. მიეცი
ფანქარი.
როდესაც ოთახში სამი მამაკაცი შევიდა, ქეთის თვალები დახუჭული
ჰქონდა.
– სძინავს, – ჩურჩულით თქვა ადამმა.
ამ დროს, ქეთიმ თვალები გაახილა და სტუმრებს შეხედა. მაღალი
მამაკაცი საწოლს მიუახლოვდა.

175
– თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მის, – თქვა მან. – მე შერიფი ვარ.
რამდენიმე შეკითხვა მაქვს თქვენთან. ვიცი, რომ საუბარი არ შეგიძლი-
ათ, მაგრამ, იქნებ ფურცელზე დაწეროთ პასუხები.
ქეთიმ თავის დაქნევა მოინდომა, მაგრამ ძლიერი ტკივილი იგ-
რძნო. ამიტომ, თანხმობის ნიშნად, მხოლოდ თვალები დაახამხამა.
– კარგი გოგო ხარ! – გაუხარდა შერიფს, – აი, ხომ ხედავთ? თანახ-
მაა.
თავისი ბლოკნოტი ქეთისთან ახლოს დადო და ხელში ფანქარი
დააჭერინა.
– აი, ასე. მოდი დავიწყოთ. რა გქვიათ?
სამივე მამაკაცი ქეთის სახეზე უყურებდა. მან ტუჩები ერთმანეთს
ძლიერად მიაჭირა და თვალები დახუჭა. რამდენიმე წამში, ფანქარი
ამოძრავდა და ქაღალდზე დიდი ასოებით გამოისახა: „არ ვიცი“.
– კარგი, აი ახალი ფურცელი. რა გახსოვთ?
„ყველაფერი ჩაბნელებულია. ვერაფერს ვიხსენებ“, – ფანქარი
ბლოკნოტს გასცდა და ქეთის ხელი საწოლზე დაეცა.
– ვინ ბრძანდებით და საიდან ჩამოხვედით? არაფერი გახსოვთ?
კარგად დაფიქრდით, – არ ეშვებოდა შერიფი.
ქეთის სახეზე ძლიერი მონდომება გამოისახა, შემდეგ კი ის თით-
ქოს დანებდა და დანაღვლიანდა.
„არა. ყველაფერი არეულია. დამეხმარეთ“.
– საცოდავი ბავშვი, – თქვა შერიფმა. – მაინც დიდი მადლობა,
რომ მოინდომეთ. უკეთესად რომ იქნებით, კიდევ ვცადოთ. არა, წერა
საჭირო აღარ არის.
ფანქარი კიდევ ერთხელ ამოძრავდა. „გმადლობთ“, გამოისახა
ფურცელზე.
ქეთიმ შერიფის გულიც მოიგო. ის ახლა ადამის თანამოაზრე გახ-
და, მაგრამ ჩარლზი ისევ შეუვალი იყო. როდესაც ძმები მის ოთახში
შედიოდნენ და ლოგინს უსწორებდნენ, ქეთი მის მკაცრ სახეს ყურად-
ღებით აკვირდებოდა. ჩარლზის გამომეტყველებაში რაღაც საოც-

176
რად ნაცნობი და, ამავე დროს, შემაშფოთებელი ჩანდა. ქეთიმ რამდენ-
ჯერმე დაინახა როგორ შეეხო ის თავის შუბლს და თითებით ნაიარევი
მოისინჯა. ერთხელ, როდესაც ჩარლზი მიხვდა, რომ გოგონა პირდაპირ
შუბლზე უყურებდა, უხეშად უთხრა:
– ნუ ნერვიულობ. შენც გექნება ზუსტად ასეთი. შეიძლება უკეთესიც.
ქეთიმ გაიღიმა, ჩარლზმა კი სახე მიატრიალა. ამ დროს, ოთახში
ადამი შემოვიდა. ხელში თბილი სუპით სავსე თეფში ეჭირა.
– სოფელში გავივლი, ლუდს დავლევ, – თქვა ჩარლზმა და სახლიდან
გავიდა.
-3-
ადამი ასეთი ბედნიერი არასდროს ყოფილა. თავისი ახალი მეგობ-
რის ნამდვილი სახელი ჯერ არ იცოდა, მაგრამ ეს სრულებით არ ანაღ-
ვლებდა. გოგონამ მხოლოდ ერთხელ უთხრა, ქეთი დამიძახეო და მის-
თვის ეს სავსებით საკმარისი იყო. ქეთისთვის ადამი ნაირ-ნაირ საჭმე-
ლებს ამზადებდა და ამისათვის თავისი დედისა და დედინაცვლის რე-
ცეპტების რვეულს იყენებდა.
ქეთიმ საოცარი სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინა და ძალიან
სწრაფად გამოჯანმრთელდა. სახე საბოლოოდ ჩაუცხრა, რამაც ძველი
სილამაზე და მიმზიდველობა დაუბრუნა. ძალიან მოკლე დროში, მარ-
თალია სხვების დახმარებით, მაგრამ, მაინც საკმაოდ ადვილად შეძლო
წამოჯდომა. შემდეგ, პირიც აამოძრავა, თუმცა ძალიან ფრთხილად და
უკვე ისეთ საჭმელსაც ჭამდა, რომელიც ღეჭვას მოითხოვდა. შუბლი ისევ
შეხვეული ჰქონდა, თუმცა სახეზე თითქმის აღარაფერი ეტყობოდა, გარ-
და მარცხენა ლოყაზე ოდნავ შეზნექილი ადგილისა.
ქეთიმ იცოდა, რომ არცთუ სასიამოვნო რამ შეემთხვა და მისი გონება
გამოსავალს ეძებდა. ის მაშინაც კი ცოტას საუბრობდა, როდესაც ლაპა-
რაკი საერთოდ აღარ უჭირდა.
ერთ საღამოს, მას სამზარეულოდან ხმები შემოესმა.
– ადამ, შენ ხარ? – დაიძახა მან.
– არა, მე ვარ, – გაისმა ჩარლზის ხმა.

177
– ერთი წუთით შემოდი, თუ შეიძლება.
ჩარლზი ოთახს მიუახლოვდა და შესასვლელში დაღვრემილი გამო-
მეტყველებით დადგა.
– იშვიათად მნახულობ, – თქვა ქეთიმ.
– ნამდვილად ასეა.
– და არ მოგწონვარ.
– ამაშიც მართალი ხარ.
– იქნებ მითხრა, რატომ.
ჩარლზი დაფიქრდა და უპასუხა:
– შენი არ მჯერა. არ გენდობი.
– რატომ?
– არ ვიცი. არც ის მჯერა, რომ არაფერი გახსოვს.
– ტყუილი რაში უნდა მჭირდებოდეს?
– არ ვიცი და სწორედ ამიტომ არ გენდობი. არის შენში რაღაც...
ნაცნობი.
– ცხოვრებაში პირველად მხედავ და რა უნდა იყოს ჩემში ასეთი
ნაცნობი?
– არ ვიცი. არის რაღაცა შენში, რაც არ მომწონს და რაც აუცილებ-
ლად უნდა გავარკვიო. ისე, რა იცი, რომ პირველად გხედავ? შენ ხომ
არაფერი გახსოვს?
ქეთი გაჩუმდა და ჩარლზიც გატრიალდა.
– მოიცადე, – თქვა ქეთიმ, – რას აპირებ?
– რასთან დაკავშირებით?
– ჩემთან დაკავშირებით.
ჩარლზმა მას ინტერესით შეხედა.
– სიმართლე გინდა? – ჰკითხა მან.
– აბა, რატომ გკითხავდი?
– არ მინდოდა, მაგრამ გეტყვი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც
შეიძლება მალე მოგისროლო აქედან. ჩემი ძმა გამოშტერდა, მაგრამ

178
აუცილებლად მოვიყვან ჭკუაზე, თუნდაც ამისთვის მისი ცემა დამჭირ-
დეს.
– ცემა? მოერევი? საკმაოდ დიდი კაცია.
– მოვერევი.
ქეთიმ ყურადღებით შეხედა ჩარლზს.
– ადამი სად არის? – ჰკითხა მან.
– სოფელში წავიდა, შენთვის წამალი თუ რაღაც ოხრობა უნდა მო-
იტანოს.
– ცუდი კაცი ხარ შენ, უხეში.
– იცი რა? შენ მხოლოდ გარეგნულად ჩანხარ სასიამოვნო გოგონა,
თორემ შინაგანად ჩემზე ბევრად უარესი ხარ. გინდა, სიმართლე გით-
ხრა? მე ვთვლი, რომ შენ ნამდვილი ეშმაკი ხარ.
ქეთის გაეცინა.
– ესე იგი ერთნაირები ვყოფილვართ, – თქვა მან. – ჩარლზ, რამდენი
დამრჩა?
– რა?
– რამდენ ხანში აპირებ ჩემ გაგდებას? სიმართლე მითხარი.
– კარგი, გეტყვი. ერთ კვირაში ან მაქსიმუმ ათ დღეში. როგორც კი სია-
რულს შეძლებ.
– რომ არ წავიდე?
ჩარლზმა მას ეშმაკურად შეხედა და გაიღიმა, რადგან იცოდა, რომ ამ
ბრძოლას აუცილებლად მოიგებდა.
– არ ვაპირებდი, მაგრამ ჯანდაბას, გეტყვი. აი მთელი ეს ნარკოტიკე-
ბი რომ დაცალე, ძილში ძალიან ბევრს ლაპარაკობდი.
– არ მჯერა.
ჩარლზს გულიანად გაეცინა, რადგან შეამჩნია, რომ ქეთი შეცბა და
დაიძაბა.
– ნუ გჯერა. თუ მალე მოუსვამ აქედან, არავის არაფერს ვეტყვი და თუ
გაჯიუტდები, მერე საკუთარ თავს დააბრალე. შერიფიც ბევრ რამეს შე-
იტყობს.

179
– არ მჯერა, რომ რამე ცუდი ვთქვი. რა უნდა მეთქვა?
– კამათს არ ვაპირებ. უამრავი საქმე მაქვს. შენ მკითხე და მეც გიპა-
სუხე, – თქვა ჩარლზმა და სახლიდან გავიდა.
საქათმესთან რომ შეუხვია, ის წელში მოიხარა, ფეხზე ხელი და-
ირტყა და გულიანად გადაიხარხარა. „მე უფრო ჭკვიანი მეგონა“, გა-
იფიქრა მან და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პირველად
იგრძნო შვება.
-4-
ქეთი გვარიანად იყო შეშინებული. ჩარლზმა მართლაც დაინახა
მასში რაღაც ნაცნობი, თუმცა ქეთიმაც შეამჩნია ჩარლზში ის, რაც
აქამდე არც ერთ სხვა ადამიანში არ შეუნიშნავს: ეს კაცი მის თამაშს
თამაშობდა. ქეთი ჩარლზის ფიქრებს ზუსტად მიჰყვებოდა, თუმცა
ამან მას შვება ვერ მოჰგვარა. ის მიხვდა, რომ თავისი ჩვეული ფოკუ-
სები მასთან არ გაუვიდოდა, არადა ახლა ყველაზე მეტად დასვენება
და სიმშვიდე სჭირდებოდა. ფული მას საერთოდ აღარ ჰქონდა, თავ-
შესაფარი კი აუცილებლად უნდა ეპოვა, თან დიდი ხნით. ქეთი დაღ-
ლილი და დაუძლურებული იყო, თუმცა მისი გონება აქტიურად მუ-
შაობდა და სხვადასხვა შესაძლებლობებს განიხილავდა.
ამასობაში ადამი სოფლიდან დაბრუნდა და ტკივილგამაყუჩებე-
ლი მოიტანა, მერე წამალი სუფრის კოვზზე დაასხა და ქეთის მიაწო-
და.
– საშინელი გემო აქვს, – თქვა მან, – მაგრამ ძალიან კარგი რამეა.
ქეთიმ მორჩილად დალია მიქსტურა და ოდნავ დაიმანჭა.
– ძალიან კეთილი ხარ, – უთხრა მან ადამს. – რით დავიმსახურე
შენი ასეთი დამოკიდებულება? პრობლემების მეტი ხომ არაფერი
მომიტანია.
– რა პრობლემები, გაგიჟდი? პირიქით, სახლი თითქოს განათდა.
თან არასდროს წუწუნებ, არადა, ალბათ, საშინელი ტკივილები
გაქვს.
– ძალიან კეთილი ხარ, – გაიმეორა ქეთიმ.

180
– ვცდილობ.
– გეჩქარება? ცოტა ხნით დარჩი და დამელაპარაკე, თუ შეგიძ-
ლია.
– რა თქმა უნდა, შემიძლია. საქმე მაინც არა მაქვს.
– მოაჩოჩე სკამი და ჩამოჯექი.
ქეთიმ ადამს მარჯვენა ხელი გაუწოდა და ადამმა მას ორივე ხელი
ჩაჰკიდა.
– ძალიან კეთილი ხარ, – კიდევ ერთხელ გაიმეორა ქეთიმ. – ადამ,
დანაპირებს ხომ ყოველთვის ასრულებ?
– შეძლებისდაგვარად. რატომ მეკითხები?
– მე სრულიად მარტო ვარ და მეშინია, – წამოიტირა ქეთიმ. – ძალიან
მეშინია.
– მე ვერ დაგეხმარები?
– ახლა მე უკვე ვერავინ დამეხმარება.
– მითხარი და იქნებ ვცადო.
– აი სწორედ ეს არის ყველაზე რთული. თქმაც კი არ შემიძლია.
– რატომ? თუ საიდუმლოა, არავის ვეტყვი.
– ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო არ არის, ნუთუ ვერ ხვდები?
– ვერა.
ქეთი ადამის ხელებს მაგრად ჩაეჭიდა.
– ადამ, მე მეხსიერება არ დამიკარგავს.
– არა? მაშინ რატომ თქვი, რომ...
– სწორედ ეს მინდა აგიხსნა. ადამ, მამა გიყვარდა?
– უფრო ვეთაყვანებოდი, ვიდრე მიყვარდა.
– ჰოდა, თუ ვინმეს ეთაყვანები, ნუთუ არ გააკეთებ ყველაფერს, რომ
ის განადგურებისგან დაიცვა?
– რა თქმა უნდა, გავაკეთებ. ყველაფერს გავაკეთებ.
– ჰოდა, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვარ ახლა.
– და ასე საშინლად ვინ დაგასახიჩრა?
– ეს მთელი ამ ისტორიის ნაწილია და სწორედ ამიტომ ვერ გეტყვი.

181
– მამაშენმა?
– არა, რას ამბობ? მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა გადაჯაჭ-
ვული.
– ესე იგი, თუ შენ მე ყველაფერს მეტყვი, მამაშენს პრობლემები
შეექმნება?
ქეთიმ ამოიოხრა. დანარჩენს ადამი თავად შეთხზავდა.
– ადამ, შეგიძლია უსიტყვოდ მენდო?
– რა თქმა უნდა.
– ძალიან მეუხერხულება ამას რომ გთხოვ.
– არაფერია მოსარიდებელი. შენ ხომ მამაშენის გადარჩენას
ცდილობ.
– ეს მხოლოდ ჩემი საიდუმლო არ არის, ხომ გესმის? ასე რომ
იყოს, წამში გეტყოდი ყველაფერს.
– რა თქმა უნდა, მესმის. მეც ასე მოვიქცეოდი.
– როგორი გულისხმიერი ხარ, – თქვა ქეთიმ და თვალები ცრემ-
ლებით აევსო. ადამი წინ გადაიხარა და ქეთიმ მას ლოყაზე აკოცა.
– ნუ ნერვიულობ, – უთხრა ადამმა. – შენს თავს არავის დავაჩაგ-
ვრინებ.
ქეთიმ თავი ბალიშზე დადო.
– შენ ვერაფერს გახდები, – თქვა მან.
– რატომ გგონია?
– შენს ძმას არ მოვწონვარ და უნდა რომ აქედან მალე წავიდე.
– ეს თავად გითხრა?
– არა, მაგრამ ვგრძნობ. ის შენსავით გულისხმიერი არ არის.
– მას კეთილი გული აქვს.
– ვიცი, მაგრამ შენ მაინც არა გგავს. მე რომ აქედან წავიდე, შერი-
ფი შეკითხვებით ამავსებს, მე კი სრულიად მარტო ვიქნები.
ადამი გაუნძრევლად იჯდა და წინ იყურებოდა.
– ჩემი ძმა აქედან ვერ გაგაგდებს. ამ სახლის ნახევარი ჩემია და
საკუთარი ფულიც მაქვს.

182
– ჰო, მაგრამ ცხოვრებას ვერ გაგიფუჭებთ. თუ მას ჩემი წასვლა უნდა,
იძულებული ვიქნები წავიდე.
ადამი ადგა და ოთახიდან გავიდა. შემდეგ, უკანა კართან მივიდა
და გარეთ გაიხედა. შორს, მინდვრის ბოლოში, ჩარლზი ურიკიდან ლო-
დებს იღებდა და ქვის კედელთან აწყობდა. ადამმა ცაში აიხედა.
აღმოსავლეთიდან თეთრი ღრუბლების ზღვა მოედინებოდა. ჰაერი
ღრმად ჩაისუნთქა და იგრძნო, რომ მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუ-
არა. სრულიად მოულოდნელად, მას ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თით-
ქოს ყურებიდან ბამბა ამოაცალეს. საქათმიდან კაკანი ისმოდა და აღმო-
სავლეთის ქარი სულ უფრო ძლიერად უბერავდა. სადღაც მოშორებით,
გზაზე, ვიღაცა ცხენს მიაჭენებდა, უფრო ახლოს კი ერთ-ერთი მეზობე-
ლი სახურავზე იჯდა და ჩაქუჩით რაღაცას აჭედებდა. ყველა ეს ხმა ადა-
მის ტვინში გაერთიანდა და მუსიკად გადაიქცა. მერე თვალებშიც გამოი-
ხედა: ღობეები, კედლები, ფარდულები, ყველაფერი ეს კვლავ მყარად
იდგა შუადღის ყვითელი მზის ქვეშ, მაგრამ თან თითქოს შეცვლილიც
იყო. გარშემო ყველაფერი გარდაისახა. ბეღურების გუნდი მტვერივით
ჩამოიყარა ციდან, საკენკს დაესია და შემდეგ ისევ აფრინდა ცაში, რო-
გორც ნაცრისფერი შარფი. ადამმა კვლავ ძმისკენ გაიხედა. მან დროის
შეგრძნება დაკარგა და არ იცოდა, რამდენი ხანი იდგა ასე.
აღმოჩნდა, რომ დრო სრულებით არ გასულა. ჩარლზი ისევ იმავე
ლოდს ეჭიდავებოდა და თავად ადამსაც ჯერ ბოლომდე არ გამოეშვა ის
ჰაერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაისუნთქა.
მოულოდნელად, ადამმა იგრძნო, რომ სიხარული და სევდა ერთ
მთლიან მატერიად გადაიქცა. ასევე გაერთიანდა სიმამაცე და შიში, თა-
ვად ადამმა კი, თავისდაუნებურად დაიწყო რაღაც უცნაური მელოდიის
ღიღინი. სახლში შეტრიალდა, სამზარეულო გაიარა, ოთახის კართან გა-
ჩერდა და ქეთის შეხედა. გოგონამ ჩვეული, ოდნავ შესამჩნევი ღიმილი
შეაგება და ადამმა გაიფიქრა: „როგორი პატარა ბავშვია. პატარა და უმ-
წეო“. მოულოდნელად, მან ძლიერი სიყვარული იგრძნო.
– ცოლად გამომყვები?

183
ქეთის სახე დაეძაბა და ხელები აუკანკალდა.
– არსად გვეჩქარება, – გააგრძელა ადამმა. – ახლა ნურაფერს მეტყვი.
დაფიქრდი, მაგრამ იცოდე, რომ თუ გამომყვები, მე შენს დაცვას შევ-
ძლებ. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.
ქეთი სწრაფად მოვიდა გონს.
– მოდი, აქ დაჯექი. აი, ასე, – უთხრა მან ადამს, შემდეგ მისი ხელი
აიღო და ლოყაზე მიიდო, – ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო, – გა-
აგრძელა მან აკანკალებული ხმით, – ახლა ვხედავ, რომ მენდობი და
ერთი თხოვნა უნდა შემისრულო. შემპირდი, რომ შენს ძმას არ ეტყვი.
– რას? ხელი რომ გთხოვე? რატომ? – გაუკვირდა ადამს.
– მე უნდა ვიფიქრო, ადამ. ერთი ღამე მაინც მჭირდება და შესაძ-
ლოა მეტიც დამჭირდეს, – უპასუხა ქეთიმ
და მისი ხელი კიდევ უფრო მაგრად მიიდო სახეზე. – ასე პირდა-
პირ ვერაფერს გადავწყვეტ. მინდა, რომ საკუთარ თავში ბოლომდე
ვიყო დარწმუნებული.
– როგორ ფიქრობ, შეიძლება რომ გამომყვე?
– გეხვეწები, ადამ, მომეცი საშუალება, რომ ვიფიქრო. გთხოვ, ჩე-
მო ძვირფასო.
ადამმა გაიღიმა და აღელვებული ხმით თქვა:
– დიდხანს ნუ მალოდინებ. მე ახლა კატას ვგავარ, რომელიც ხე-
ზეა ამძვრალი და ვეღარ ჩამოდის.
– უნდა ვიფიქრო, ადამ. შემ ძალიან კეთილი ხარ.
ადამი სახლიდან გავიდა და პირდაპირ ჩარლზისკენ გაემართა.
ქეთი წამოდგა და ბარბაცით მივიდა კომოდთან. სარკესთან ის
წინ გადაიხარა და ყურადღებით დააკვირდა საკუთარ სახეს. შუბლი
მას ისევ შეხვეული ჰქონდა და, როდესაც ბინტი ოდნავ ასწია, დაინა-
ხა, რომ სიწითლე ჯერ კიდევ არ გამქრალიყო. ახლა მას არათუ გა-
დაწყვეტილი ჰქონდა ადამზე დაქორწინება, არამედ ამაზე ჯერ კი-
დევ მანამ ფიქრობდა, სანამ მისგან შეთავაზებას მიიღებდა. ქეთის
ეშინოდა და ახლა მხოლოდ ორი რამ ესაჭიროებოდა: დაცვა და ფუ-

184
ლი. ადამს ორივეს გაცემა შეეძლო და გარდა ამისა, ქეთიმ იცოდა, რომ
მას ადვილად მართავდა. დაქორწინება მის გეგმებში არ შედიოდა, მაგ-
რამ ახლა სხვა გამოსავალი არ იყო. ქეთის მხოლოდ ერთი რამ ადარ-
დებდა. კერძოდ კი ის, რომ ადამი მის მიმართ სითბოს გრძნობდა, თა-
ვად ქეთის კი მსგავსი გრძნობა ჯერ არავის მიმართ არ ჰქონია. მისტერ
ედვარდსმა ძალიან შეაშინა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მის ცხოვ-
რებაში, როდესაც სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა და ახლა საკუთარ
თავს პირობა მისცა, რომ მსგავს შეცდომას აღარასოდეს დაუშვებდა.
ჩარლზის რეაქცია რომ წარმოიდგინა, გაეღიმა. მის მიმართ ქეთი ერ-
თგვარ სიახლოვეს გრძნობდა და სულაც არ ანაღვლებდა, მასში თუ ეჭ-
ვებს იწვევდა.
-5-
ადამი რომ დაინახა, ჩარლზი წელში გაიმართა და მარჯვენა ხე-ლით
ზურგი დაიზილა.
– სულ ქვებით არის სავსე ეს ოხერი, – თქვა მან.
– ჯარში რომ ვიყავი, ერთმა ტიპმა მითხრა, კალიფორნიაში, ზოგი-
ერთ ადგილას, რამდენიმე მილს ისე გაივლი, რომ ერთი კენჭიც კი არ-
სად შეგხვდებაო.
– სამაგიეროდ, სხვა რამე იქნება. არა მგონია სრულიად უპრობლემო
ფერმა არსებობდეს სადმე. შუა დასავლეთში კალიებია, სხვაგან – ტორ-
ნადო. ქვები რაღა პრობლემაა?
– ჰო, ალბათ მართალი ხარ, – თქვა ადამმა. – ვიფიქრე დავეხმარები-
მეთქი და ამიტომ მოვედი.
– გმადლობთ. მე კი ვიფიქრე, რომ მთელი დღე ასე ხელჩაკიდებული
იჯდებოდი იმასთან. კიდევ დიდხანს აპირებს დარჩენას?
ადამს ძალიან უნდოდა ეთქვა, რომ ქეთის ხელი სთხოვა, მაგრამ
ჩარლზის ინტონაციამ გადააფიქრებინა.
– მისმინე, – განაგრძო ჩარლზმა, – ალექს პლატმა შემოიარა ცოტა
ხნის წინ. გაგიჟდები, ისეთი რაღაცა შეემთხვა: ფული იპოვა.
– როგორ?

185
– როგორ და მის ნაკვეთზე კედრები რომ დგას, ხომ იცი? აი, ზუს-
ტად მთავარი გზის გვერდით.
– ჰო, ვიცი. მერე?
– აი იმ კედრებს და კედელს შორის კურდღლებს დასდევდა და
უცბად ვიღაცის ნივთებს გადააწყდა. ერთი პატარა ჩემოდანი იყო,
რომელშიც მამაკაცის ტანისამოსი ეწყო – უკვე საშინლად დასველე-
ბული, ალბათ, წვიმის გამო. როგორც ჩანს, საკმაოდ დიდი ხნის გან-
მავლობაში ეგდო იქ. იქვე ხის ზარდახშაც ნახა. პატარა კლიტე ედო
და რომ გატეხა, შიგნით ოთხი ათასი დოლარი აღმოაჩინა. კიდევ, ქა-
ლის ჩანთა იპოვა, მაგრამ, იმაში არაფერი იყო.
– სახელი ან გვარი არსად ეწერა?
– ყველაზე უცნაური სწორედ ეს არის. არსად არაფერი ეწერა. ეტ-
ყობა, ის ტიპი ვიღაცას ემალებოდა და არ უნდოდა, კვალი დაეტოვე-
ბინა.
– ახლა რას აპირებს? დაიტოვებს ყველაფერს?
– შერიფს მიუტანა. ახლა ის განცხადებას გამოაქვეყნებს. თუ პატ-
რონი გამოჩნდა, ხომ კარგი, თუ არადა, ყველაფერი ალექსს დარჩე-
ბა.
– ვინმე აუცილებლად გამოჩნდება.
– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ ალექსისთვის ეს არ მითქვამს. ძალი-
ან არის გახარებული და არ მინდოდა მისთვის ხასიათი გამეფუჭები-
ნა. ისე, ძალიან უცნაურია. ტანსაცმელზე იარლიყების კვალიც კი არ
არის. ისიც კი არ ეტყობა, რომ ვინმემ მოაჭრა.
– საკმაოდ დიდი თანხაა. პატრონი აუცილებლად გამოჩნდება.
– ალექსი კიდევ რამდენიმე წუთით გაჩერდა. ბევრი ვისაუბრეთ.
მისი ცოლი სოფელში ხშირად დადის, ხომ იცი?
ჩარლზი ცოტა ხნით გაჩუმდა.
– ადამ, – განაგრძო მან, – აუცილებლად უნდა დავილაპარაკოთ.
მთელ ოლქს საჭორაო მიეცა.
– რა საჭორაო?

186
– ვერ ხვდები? იმ გოგოზე მაქვს საუბარი. ორ მამაკაცთან არ შეიძლე-
ბა ერთი ქალი ცხოვრობდეს. ალექსი ამბობს, რომ სოფელში ქალები უკ-
ვე დაქოქილები არიან. ადამ, ჩვენ საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მივ-
ცემთ. ჩვენ აქ ვცხოვრობთ და კარგი სახელი გვაქვს.
– გინდა, რომ გავაგდო? გამოჯანმრთელება არ ვაცადოთ?
– მე მინდა, რომ ის თავიდან რაც შეიძლება სწრაფად მოიშორო. მე
ის არ მომწონს.
– თავიდანვე არ მოგწონდა.
– ვიცი. არ ვენდობი და იმიტომ. რაღაცა არის მასში ისეთი, რაც არ
მომწონს. არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მომწონს. როდის მოაშორებ აქე-
დან?
– მოდი ასე ვქნათ, – თქვა ადამმა, – კიდევ ერთი კვირა მიეცი და შემ-
დეგ რამეს მოვიფიქრებ.
– მპირდები?
– გპირდები.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი. ალექსის ცოლს ჩავუგდებ სიტყვას, სოფელ-
ში რომ გაავრცელოს ხმა. ღმერთო, რა კარგი იქნება ისევ მარტო რომ
დავრჩებით. მეხსიერება ხომ არ დაბრუნებია?
– არა.
-6-
ხუთი დღის შემდეგ, როდესაც ჩარლზი ძროხებისთვის საკვების სა-
ყიდლად იყო წასული, ადამმა სამზარეულოსთან ურემი მიაყენა, ქეთი
დასვა, ფეხებზე და მხრებზე პლედები შემოახვია და სოფლისკენ წაიყ-
ვანა. საოლქო ცენტრში, ისინი მომრიგებელ მოსამართლესთან მივიდ-
ნენ და დაქორწინდნენ.
სახლში რომ დაბრუნდნენ, ჩარლზი სამზარეულოში იჯდა. ქეთის
დანახვაზე მას სახე შეეცვალა.
– მე მეგონა სადგურში წაიყვანე და მატარებელზე დასვი, – უთხრა
მან ადამს.

187
– ჩვენ დავქორწინდით, – მოკლედ მოუჭრა ადამმა, ქეთიმ კი გა-
იღიმა.
– რატომ? რატომ გააკეთეთ ეს?
– რატომაც არა? ცოლის მოყვანის უფლება არა მაქვს?
ქეთი სწრაფად გავიდა საძინებელში და კარი დახურა.
– საშინელი ვიღაცაა, გეუბნები მე შენ! ბოზია! – გაბრაზდა ჩარ-
ლზი.
– ჩარლზ!
– ძუკნაა მეთქი, იაფფასიანი ბოზია! მისი ნდობა როგორ შეიძლე-
ბა? ნაგავი ეგ, გომბიო!
– ჩარლზს ხმა გაიკმინდე! გაჩერდი-მეთქი და შენი ბინძური ენა
გააჩუმე. ჩემს ცოლზე ასე ნუ ლაპარაკობ!
– ცოლი?! ცოლი კი არა, ორღობის ძუკნაა ნამდვილი!
– მე მგონი შენ ეჭვიანობ, ჩარლზ, – მშვიდად თქვა ადამმა, – თა-
ვად გინდოდა მისი ცოლად მოყვანა და იმიტომ.
– შენ, მე მგონი, სულ გაგიჟდი. ვეჭვიანობ კი არა, მასთან ერთად
ერთ სახლში ცხოვრებაც კი არ მინდა!
– არავინ გაძალებს. მე მივდივარ. შეგიძლია ჩემი ნახევარი გამო-
ისყიდო და ეს ფერმაც დაგრჩება. ხომ გინდოდა აქ ცხოვრება და იც-
ხოვრე, დალპი.
– მოიშორე თავიდან, – დაუწია ხმას ჩარლზმა. – გააგდე აქედან,
გთხოვ. ის შენ გაგანადგურებს, ცხოვრებას დაგინგრევს, ადამ.
– რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ადრეც იცნობდი?
– არა, არ ვიცნობდი, – სევდიანად თქვა ჩარლზმა და გაჩუმდა.
ადამს ქეთისთვის არ უკითხავს, უნდოდა თუ არა სამზარეულოში
გამოსვლა. ამის მაგივრად, მან ორი თეფში შეიტანა საძინებელში და
მის გვერდით, საწოლზე ჩამოჯდა.
– ჩვენ აქედან წავალთ, – თქვა მან.

188
– მე წავალ, ადამ. მარტო წავალ აქედან. არ მინდა, რომ ძმებმა ერ-
თმანეთი შეიძულოთ. რატომ არ ვუყვარვარ ჩარლზს ასე, არ მესმის.
– ვფიქრობ, ის ეჭვიანობს.
– ეჭვიანობს? – თვალები დაჭყიტა ქეთიმ.
– ასე მეჩვენება, მაგრამ შენ არ ინერვიულო. ჩვენ აქედან წავალთ. კა-
ლიფორნიაში გადავსახლდებით.
– მე არ მინდა კალიფორნიაში, – მშვიდად თქვა ქეთიმ.
– რა სისულელეა. ძალიან მოგეწონება იქ, დამიჯერე. სულ მზეა და
თბილა.
– მე არ მინდა კალიფორნიაში, – გაიმეორა ქეთიმ.
– შენ ჩემი ცოლი ხარ, – მშვიდად უთხრა ადამმა. – მე კი მინდა, რომ
ჩემთან ერთად წამოხვიდე.
ქეთი გაჩუმდა და ამ თემაზე ხმა აღარ ამოუღია. მოულოდნელად კა-
რის გაჯახუნების ხმა გაისმა.
– არა უშავს, – თქვა ადამმა. – ცოტას დალევს, დათვრება და გულზე
მოეშვება.
ქეთიმ მორცხვად დახარა თვალები.
– ადამ, მე ვერ ვიქნები შენი ნამდვილი ცოლი, სანამ ბოლომდე არ
გამოვჯანმრთელდები.
– ვიცი, – უპასუხა ადამმა, – მოვითმენ.
– მაგრამ შენ მაინც აქ დარჩი. ჩარლზის მეშინია, ხომ გესმის?
– კარგი, გასაშლელ საწოლს შემოვიტან. თუ გაგეღვიძა და შეგეშინ-
და, შეგიძლია ხელი მკრა.
– ძალიან კეთილი ხარ. მოდი, ჩაი დავლიოთ.
– ძალიან კარგი, სიამოვნებით დავლევ, – თქვა ადამმა.
ცოტა ხანში, ის სამზარეულოდან ცხელი ჩაით სავსე ორი ჭიქით დაბ-
რუნდა და შაქრის მოსატანად გატრიალდა. ისევ რომ დაბრუნდა, საწო-
ლის გვერდით, სკამზე ჩამოჯდა და ჩაი მოსვა.
– ცოტა მაგარია, არ გეჩვენება?
– მე მიყვარს მაგარი ჩაი, – უპასუხა ქეთიმ.

189
ადამმა ჭიქა გამოცალა და ქეთის შეხედა.
– რაღაც უცნაური გემო აქვს, არა?
ქეთიმ ხელი პირზე მიიფარა.
– გამასინჯე, – თქვა მან და ჭიქის ძირში დარჩენილი წვეთები
მოსვა. – ადამ! ეს ხომ ჩემი ჭიქაა! წამალი იყო შიგნით!
– იმედი მაქვს, არაფერს მიზამს, – თქვა ადამმა და ტუჩები მო-
ილოკა.
– არა, ნუ გეშინია, – მსუბუქად გაიცინა ქეთიმ, – მაგრამ, ღამით
შენი გაღვიძება გამიჭირდება.
– რას გულისხმობ?
– შენ ჩემი ძილის წამალი დალიე, ადამ.
ადამი მთელი ძალით ცდილობდა ფხიზლად ყოფილიყო, მაგ-
რამ ძილი უკვე საკმარისად მოერია.
– ძალიან დიდი დოზა დაუნიშნია ექიმს.
– შენ, უბრალოდ, მიჩვეული არ ხარ.
ჩარლზი სახლში თერთმეტ საათზე დაბრუნდა, ბარბაცით შევი-
და თავის საძინებელში, ტანსაცმელი სწრაფად გაიხადა, იატაკზე
დაყარა და საწოლში ჩაწვა. რამდენიმე წუთი მოუსვენრად ტრიალებ-
და, შემდეგ კი თვალები გაახილა. საწოლთან ქეთი იდგა.
– რა გინდა?
– შენ როგორ ფიქრობ? ჩაიწიე ცოტა, – უპასუხა ქეთიმ.
– ადამი სად არის?
– ჩემი ძილის წამალი დალია შემთხვევით. ჩაიწიე.
ჩარლზი მძიმედ სუნთქავდა.
– უკვე ვიყავი ერთ ბოზთან, – თქვა მან.
– არა უშავს, შენ ძლიერი ბიჭი ხარ. ჩაიწიე-მეთქი.
– ხელი რომ მოტეხილი გაქვს?
– ეს ჩემი პრობლემაა, შენ ნუ ნერვიულობ.
მოულოდნელად, ჩარლზმა გულიანად გადაიხარხარა.

190
– რა საცოდავია, ის უბედური, – თქვა მან, საბანი გადაიხადა და ქეთი
ლოგინში ჩაიწვინა.

ნაწილი მეორე
თავი მეთორმეტე
-1-
ალბათ შეამჩნიეთ, როგორ მიაღწია ამ წიგნმა იმ დიდ ზღვარს, რო-
მელსაც 1900 წელი ჰქვია. მორიგმა ასმა წელიწადმა გაიარა ისტორიის
საცერში და წარსულს ყველა ადამიანი ისე ხედავდა, როგორც თავად
სურდა. რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო შინაარსიანი და მდიდარი
ეჩვენებოდა ყველას გასული საუკუნე. ზოგიერთი ადამიანის მოგონე-
ბებს თუ დავუჯერებთ, ეს იყო საუკეთესო პერიოდი, რომელიც კი ოდეს-
მე ყოფილა დედამიწის ზურგზე – ძველი, მხიარული დღეები, ისეთი
ტკბილი და უბრალო, თითქოს თავად დრო იყო ახალგაზრდა და უშიშა-
რი. მოხუცები, რომლებმაც არ იცოდნენ, გადააბიჯებდნენ თუ არა ამ
დიდ ზღვარს, ახალ საუკუნეს სიძულვილით შესცქეროდნენ. დრო იც-
ვლებოდა, აღარც სიკეთე იყო და აღარც სათნოება. სამყაროს ჟანგი მო-
ედო და ხალხში მღელვარებამ იჩინა თავი, რადგან უკანმოუხედავად წა-
ვიდა თავაზიანობა, სილაღე და სილამაზე. ქალური კეთილშობილებაც
გამქრალი იყო და აღარც ნამდვილი მამაკაცის სიტყვა ფასობდა.
მოვიდა დრო, როდესაც ხალხი შარვალზე ყველა ღილს საგულდაგუ-
ლოდ იკრავდა და ადამიანის თავისუფლებაც სადღაც აორთქლდა. ბავ-
შვობაც კი აღარ იყო ისეთი, როგორიც ადრე. ძველად, პატარებს მხო-
ლოდ ერთი სადარდებელი ჰქონდათ – სად ეპოვათ კარგი ქვა თავიანთი
შურდულებისთვის, ისეთი, რომ მრგვალი კი არა, ბრტყელი ყოფილიყო,
რათა ტყავის ძველი ფეხსაცმლიდან მოჭრილ პატარა ნაგლეჯში ადვი-
ლად ჩატეულიყო. სადღაა ახლა კარგი ქვები, სადღაა ის ძველი უბრა-
ლოება.

191
ადამიანის გონებაც ოდნავ შეიცვალა. სიამოვნების, ტკივილის ან
სულის შეხუთვის შეგრძნებები შეიძლება სულაც არ გახსოვდეს, მაგ-
რამ კაცმა ის მაინც არ უნდა დაივიწყოს, რომ ასეთი შეგრძნებები
ოდესღაც ჰქონდა. ხნიერი მამაკაცები ბუნდოვნად, მაგრამ მაინც იხ-
სენებენ, როგორ ეთამაშებოდნენ ექიმობანას პატარა გოგონებს და
როგორ დელიკატურად ეხებოდნენ სხეულზე, მაგრამ მათ არ ახსოვთ
და არც სურთ რომ ახსოვდეთ ის მწარე შეგრძნება, რომელიც მთელს
სხეულში დაუვლის ხოლმე პატარა ბიჭს და ისიც დაემხობა ბალახზე,
მუშტებს მიწას ურტყამს და კვნენსის „ღმერთო! ღმერთო!“. ასეთი
სურათის დანახვისას, ხნიერი მამაკაცი ალბათ იტყვის და ამბობს კი-
დეც: „რას აკეთებს ეს ოხერი ბავშვი? რატომ კოტრიალობს ბალახ-
ზე? გაცივდება“.
ეჰ, აღარც მარწყვსა აქვს ის ძველი გემო და აღარც ქალის ალერსი
ფასობს.
ამის გამო, ზოგიერთი ისე თავისუფლად და მშვიდად ეშვებოდა
სასიკვდილო სარეცელზე, როგორც კრუხი – თავის კვერცხებზე.
წარსულის შესახებ მილიონობით ისტორიკოსმა ისაუბრა. მოვი-
შოროთ თავიდან ეს დამახინჯებული
საუკუნე, ამბობდა ზოგიერთი, ჩვენ უნდა გამოვძვრეთ ამ სიცრუ-
ით, აჯანყებებითა და იდუმალი მკვლელობებით სავსე ეპოქიდან,
რომელშიც საზოგადოებრივი მიწებისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო
ბრძოლა მიდის და მათი დაუფლებისთვის ნებისმიერ საშუალებას
მიმართავენ.
გაიხედეთ უკან, გაიხსენეთ წარსული, როდესაც ჩვენი ახალგაზ-
რდა ერი ოკეანეებში ახალ გზებს კვალავდა და ისეთ სირთულეებს
აწყდებოდა, რომლებისთვისაც ჯერ სრულებით არ იყო მზად. შემ-
დეგ, ის-ის იყო მოვძლიერდით, რომ ინგლისი ისევ თავს დაგვესხა.
ჩვენ ისინი დავამარცხეთ, მაგრამ თავადაც ბევრი დავკარგეთ. მივი-
ღეთ გადამწვარი თეთრი სახლი და ათიათასობით ქვრივი ქალი,
რომლებიც პენსიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდნენ.

192
შემდეგ, ჩვენი ჯარისკაცები მექსიკაში წავიდნენ და ეს ლაშქრობა
უსიამოვნო პიკნიკს დაემსგავსა. არავინ იცის, რატომ უნდა წახვიდე
პიკნიკზე და აიტანო უხერხულობები, როდესაც შეგიძლია სახლში
დარჩე და მოხერხებულად ჭამო. მიუხედავად ამისა, მექსიკის ომმა
ორი კარგი რამ მოგვიტანა: ჯერ ერთი, დასავლეთის მიწები შემოვიერ-
თეთ, რამაც ჩვენი ტერიტორია თითქმის გააორმაგა. გარდა ამისა, ჩვენ-
მა გენერლებმა იქ სათანადო გამოცდილება მიიღეს და, როდესაც ერ-
თმანეთის ხოცვის სურვილმა შემოგვიტია, ლიდერებმა ყველაფერი გა-
აკეთეს იმისათვის, რომ ეს ომი მაქსიმალურად აუტანელი ყოფილიყო.
შემდეგ წამოვიდა დავა-კამათი:
– შეუძლია თუ არა ადამიანს, ჰყავდეს მონა?
– თუ კანონიერი გზით ყიდულობს, რატომაც არა?
– ჰო, მერე იტყვიან, ადამიანს ცხენის ყოლის უფლებაც არა აქვსო.
ვის უნდა ჩემი საკუთრების წართმევა? აბა, დამენახვეთ!
აი, სწორედ ასე მოხდა, თითქოს ადამიანმა საკუთარ სახეზე თავად
დაისვა დანა და სისხლისგან იცლებოდა.
კარგი, ესეც დასრულდა, როგორც იქნა წამოვდექით სისხლით გაჟ-
ღენთილი მიწიდან და დასავლეთის ასათვისებლად გავემართეთ.
შემდეგ იყო ბუმი, ვარდნა, დეპრესია, გაკოტრება და დიდი თაღლი-
თებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც საგულდაგულოდ დაუცარიელეს ჯი-
ბეები ყველას, ვისაც ჯერ კიდევ ჰქონდა რაღაცა შემორჩენილი.
ჯანდაბამდეც გზა ჰქონია იმ დამპალ საუკუნეს! საბოლოოდ გამოვი-
დეთ იქიდან და კარიც ჩავრაზოთ! გადავშალოთ ისტორიის ეს ფურცე-
ლი და გავაგრძელოთ კითხვა! ახალი თავი, ახალი ცხოვრება. ყველას
სუფთა ხელები გვექნება, როდესაც ამ აყროლებულ წარსულს უკან მო-
ვიტოვებთ. წინ სამართლიანობა გველის. ახალ ასწლეულს ჯერ ჟანგი არ
მოსდებია, ის სუფთაა, კრიალა. წლების ეს ახალი დასტა ჯერ ხელუხლე-
ბელია და აბა, გაბედოს რომელიმე ნაძირალამ თაღლითობა, ჩვენ მას
ჯვარს ვაცვამთ და თავით ჩავუშვებთ საპირფარეშოში.

193
მაგრამ, აღარც მარწყვსა აქვს ის ძველი გემო და აღარც ქალის
ალერსი ფასობს.

თავი მეცამეტე
-1-
ზოგჯერ, ადამიანის გონება სრულიად მოულოდნელად ნათდე-
ბა. მსგავსი რამ თითქმის ყველას ემართება. შენ გრძნობ, როგორ ახ-
ლოვდება რაღაც განსაკუთრებული, ზუსტად ისე, როგორც პატრუქზე
მოკიდებული ცეცხლი უახლოვდება დინამიტს. ეს ემოცია მუცლიდან
იწყება, შემდეგ ყველა ნერვი გრძნობს რაღაც განსაკუთრებულ სი-
ამოვნებას და ჟრუანტელი მთელ სხეულში გივლის; კანი ჰაერს ისრუ-
ტავს და თითოეული შესუნთქვა სიხარულს განიჭებს. ამ შეგრძნების
დასაწყისი ისეთივე ტკბილია, როგორც ძლიერი გაზმორება და დამ-
თქნარება: ტვინში რაღაცა გაგიელვებს და თვალწინ მთელი სამყა-
რო გაბრწყინებული წარმოგიდგება ხოლმე. შესაძლოა ადამიანმა
მთელი თავისი ცხოვრება ნაცრისფრად გაატარა და ყველაფერი, რა-
საც ის უყურებდა, ბნელი და მოღუშული იყო; შესაძლოა მას ყველაზე
მნიშვნელოვანი მოვლენებიც კი უმნიშვნელოდ და უფერულად ეჩვე-
ნებოდა. მაგრამ შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, რაღაცა ნათდე-
ბა და აი, უკვე ჭრიჭინების ხმაც ტკბილად ხვდება ყურს, მიწის სურნე-
ლიც გეალერსება და ხის ფოთლებზე არეკლილი მზის სხივიც ახა-
რებს თვალს. ამის შემდეგ, ყველაფერი, რაც სხეულში დაგროვდა, ნი-
აღვარივით გადმოედინება გარეთ, მაგრამ ამის გამო, ადამიანი სრუ-
ლებითაც არ იცლება. მე ვთვლი, რომ თითოეული პიროვნების მნიშ-
ვნელობა ამ სამყაროში, სწორედ ასეთი გაცისკროვნებების ხარისხი-
თა და რაოდენობით იზომება. ეს შეგრძნება იმ დროს გეწვევა ხოლ-
მე, როდესაც სრულიად მარტო ხარ, მაგრამ სწორედ ასეთი გაცის-
კროვნება გაერთიანებს გარე სამყაროსთან, სწორედ ის არის ყველა-
ნაირი შემოქმედების დასაწყისი და სწორედ ის ანიჭებს ადამიანს ინ-
დივიდუალურობას.
194
მე არ ვიცი, რა გველის წინ. მსოფლიოში უზარმაზარი ცვლილებები
ხდება და ჩვენთვის უცნობია, როგორი იქნება მომავალი, რომელსაც
ახალი ძალები ქმნიან. ზოგიერთი ეს ძალა იქნებ ბოროტებადაც გვეჩვე-
ნებოდეს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ასე სულაც არ იყოს. უბრა-
ლოდ, ისინი ცდილობენ შეცვალონ ყველაფერი, რაც მათთვის მიუღებე-
ლია, ჩვენთვის კი მისაღები. რა თქმა უნდა, მართალია, რომ ორ მამა-
კაცს უფრო დიდი ქვის აწევა შეუძლია, ვიდრე ერთს და ადამიანთა ჯგუ-
ფი ავტომობილს ერთ ადამიანზე უფრო სწრაფად და ხარისხიანად შექ-
მნის, ხოლო ქარხანაში გამომცხვარი პური უფრო იაფი და ერთგვაროვა-
ნი იქნება. ჩვენი საკვები, ტანსაცმელი და საცხოვრებელი უკვე მასობრი-
ვი წარმოების ნაყოფია, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, მსგავსი რამ
ჩვენს გონებაშიც გაჩნდეს და ინდივიდუალურ აზროვნებას ბოლო მო-
ეღოს. ჩვენს დროში, მასობრივმა, ანუ კოლექტიურმა აზროვნებამ ეკო-
ნომიკაში, პოლიტიკასა და რელიგიაში შეაღწია. საქმე იქამდეც კი მივი-
და, რომ ზოგიერთ ქვეყანაში კოლექტივის იდეამ ღმერთის იდეა შეცვა-
ლა. სწორედ ეს არის დღეს ძალზე სახიფათო. მსოფლიოში დაძაბულო-
ბა მატულობს, ის კრიტიკულ წერტილს უახლოვდება და ადამიანებიც
უკმაყოფილონი, დაბნეულნი არიან.
ამიტომ, სავსებით ბუნებრივად და სასარგებლოდ მიმაჩნია საკუთარ
თავს შემდეგი შეკითხვები დავუსვა: რისი მწამს? რისთვის და რის წინა-
აღმდეგ უნდა ვიბრძოლო?
ჩვენ ვართ ერთადერთი სახეობა დედამიწაზე, რომელიც ქმნადობის
ნიჭით არის დაჯილდოვებული და ამისათვის მხოლოდ ერთი ინსტრუ-
მენტი გვაქვს – ინდივიდუალური გონება და სულისკვეთება. რამდენიმე
პიროვნების თანამშრომლობით, სერიოზული შედეგი არასოდეს მიიღ-
წევა, იქნება ეს მუსიკის, სახვითი ხელოვნების, მათემატიკისა თუ ფილო-
სოფიის სფეროში. როდესაც საოცრება ხდება და რაღაც ახალი იქმნება,
ადამიანთა ჯგუფმა შეიძლება ეს ქმნილება განავრცოს და განავითაროს,
მაგრამ შექმნა ჯგუფს არ შეუძლია. საგანძური მხოლოდ ერთი ადამია-
ნის გონებაში ინახება.

195
დღეს კი, ჯგუფური კონცეფციის მომხრეებმა სამკვდრო-სასიცოც-
ხლო ბრძოლა გამოუცხადეს ამ საგანძურს – ადამიანის გონებას. დამცი-
რებით, შიმშილით, რეპრესიებით, დიქტატითა და გაუთავებელი შეზ-
ღუდვებით ცდილობენ ჩაახშონ, დააჩლუნგონ, გააბრუონ თავისუფალი,
მოხეტიალე აზროვნება. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი სახეობის
ზოგიერთმა წარმომადგენელმა თვითმკვლელობის გზა აირჩია.
მე კი, აი რისი მჯერა: ინდივიდის დამოუკიდებელი, ცნობისმოყ-
ვარე გონება ყველაზე ძვირფასი რამ არის დედამიწის ზურგზე. სწო-
რედ ამიტომ, ყოველთვის ვიბრძოლებ იმისათვის, რომ მას თავი-
სუფლად, სხვების კარნახის გარეშე შეეძლოს საკუთარი გზის არჩევა.
ხოლო, თუ რაიმეს წინააღმდეგ მსურს ბრძოლა, ეს არის ნებისმიერი
იდეა, რელიგია ან მთავრობა, რომელიც ზღუდავს ან ანადგურებს
ადამიანის ინდივიდუალობას. სწორედ ასეთი ვარ მე და ასეთია ჩემი
მრწამსი. მე კარგად მესმის, რატომ ცდილობს შაბლონური სისტემა
გაანადგუროს თავისუფალი აზროვნება. იმიტომ, რომ სწორედ თავი-
სუფალ აზროვნებას შეუძლია ამ სისტემის არსს ჩასწვდეს და თავად
გაანადგუროს ის. დიახ, მე ეს კარგად მესმის და სწორედ ამიტომ
მძულს ასეთი სისტემა. სწორედ ამიტომ ვიბრძოლებ მის წინააღ-
მდეგ, რათა დავიცვა ის ერთადერთი, რაც ჩვენ არაშემოქმედებითი
ცხოველებისგან განგვასხვავებს. თუ ჩვენში გაცისკროვნების ნაპერ-
წკალი ჩააქრეს, აუცილებლად დავიღუპებით.
-2-
ადამ ტრასკი ნაცრისფერ სამყაროში გაიზარდა და მისი ცხოვრე-
ბა თითქოს აბლაბუდებით იყო დაფარული. სიხარულსა და სიამოვ-
ნებას მოკლებული დღეები ნელა, მონოტონურად მიიზლაზნებოდა,
მაგრამ შემდეგ ქეთი გამოჩნდა და ადამსაც გონება გაუნათდა.
მართალია მე ქეთის ურჩხული ვუწოდე, მაგრამ ამას რა მნიშვნე-
ლობა აქვს? შესაძლოა ჩვენ მისი, უბრალოდ, არ გვესმის და, გარდა
ამისა, განა თითოეულ ჩვენთაგანს არ შეუძლია როგორც კეთილი,

196
ისე ბოროტი საქციელის ჩადენა? განა არსებობს ადამიანი, რომელსაც
აკრძალულის გასინჯვა არ უნატრია?
შესაძლოა ყველა ჩვენგანში არსებობს რაღაც შავბნელი ორმო,
რომელშიც ბოროტება და სხვადასხვაგვარი მახინჯი აზრები აღმო-
ცენდება, შემდეგ კი მრავლდება. მაგრამ ეს ორმო საიმედოდ არის
შემოღობილი და საკმარისია რომელიმე ბოროტებამ ამოძრომა სცა-
დოს, რომ წამსვე ფეხი დაუცდება ხოლმე და კვლავ უკან
ვარდება. მიუხედავად ამისა, განა არ შეიძლება, რომ რომელიმე
ადამიანის სულში ერთ-ერთი ასეთი ბოროტება საკმარისად მოძლიერ-
დეს და სამშვიდობოზე გამოაღწიოს? სწორედ ასეთ ადამიანს ვუწო-
დებთ ჩვენ ურჩხულს და, ამავე დროს, ჩვენ ყველანი ვგავართ მას, რად-
გან მსგავსი შავბნელი ორმო ჩვენშიც არსებობს. აბსურდულია ვიფიქ-
როთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავუგოთ როგორც ანგელოზებს, ასევე ეშ-
მაკებს, რადგან ერთნიც და მეორენიც ჩვენივე შექმნილნი არიან.
ვინც არ უნდა ყოფილიყო ქეთი, ერთი რამ ცხადია, – მან ადამს გონე-
ბა გაუნათა. მისი სული ახლა უკვე თავისუფლად დანავარდობდა, ხოლო
შიში, სევდა და მწარე მოგონებები თვალსა და ხელს შუა იყო გამქრალი.
გონების გაცისკროვნება სამყაროსაც ანათებს, ზუსტად ისე, როგორც რა-
კეტის გაშვება ანათებს ხოლმე ბრძოლის ველს. შესაძლოა, სინათლე
იმდენად თვალისმომჭრელი იყო, რომ ადამი საერთოდ ვერ ხედავდა
ქეთის. მის გონებაში შემორჩენილი იყო სინაზისა და სილამაზის, სიწ-
მინდისა და უცოდველობის განსახიერება. ქეთი მისთვის იყო ყველაზე
ძვირფასი რამ, რაც კი დედამიწაზე არსებობდა და ამას ვერავინ და ვე-
რაფერი შეცვლიდა.
ქეთის არ სურდა კალიფორნიაში წასვლა, მაგრამ ადამი მას არ უს-
მენდა, რადგან სწორედ მისმა ქეთიმ დაიწყო ყველაფერი, ხელი როცა
გაუწოდა. იმდენად თვალისმომჭრელი იყო ნათება, რომ ადამი ვერც კი
ამჩნევდა, რამდენად დაღონებული იყო მისი ძმა, ვერ ხედავდა იმ სევ-
დას, რომელიც ჩარლზის თვალებში ჩასახლდა. მან დაუფიქრებლად გა-
ყიდა საკუთარი წილი, – ძმას საკმაოდ იაფად დაუთმო და შემდეგ ეს ფუ-

197
ლი საირუსის მიერ დატოვებული თანხის ნახევარს დაუმატა. ადამი
უზომოდ ბედნიერად გრძნობდა თავს, რადგან მშვენივრად ესმოდა, თა-
ვისუფალი და საკმაოდ მდიდარი რომ იყო.
ძმებს ახლა აღარაფერი აერთიანებდა. რკინიგზის სადგურზე
მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, შემდეგ კი, როდესაც მატარებე-
ლი დაიძრა, ჩარლზი კიდევ დიდხანს იდგა ბაქანზე და ხელით ნაი-
არევს იზილავდა. მოგვიანებით, ის სასტუმროში მივიდა, ოთხი ჭიქა
ვისკი სწრაფად დალია, ბოლო სართულზე ავიდა, მეძავს ფული წი-
ნასწარ გადაუხადა, მაგრამ თავისი საქმე ვერ შეასრულა. მხოლოდ
თავი ჩარგო მის მკლავებში და იქამდე იტირა, სანამ ქალმა ოთახი-
დან არ გააძევა. ჩარლზი სახლში დაბრუნდა და მთელი თავისი რის-
ხვა ფერმას დაატეხა თავს: მან ყველაფერი გამოწოვა ამ მიწიდან,
ნაკვეთები შეიერთა, ჭები ბურღა და მეურნეობა იდეალურ მდგომა-
რეობაში მოიყვანა. ტრასკების სამფლობელო ფართოვდებოდა,
მაგრამ ჩარლზი არასდროს ისვენებდა, ამოსუნთქვის საშუალებას
არ აძლევდა საკუთარ თავს. მდიდრდებოდა, მაგრამ ამაში ბედნიე-
რებას ვერ პოულობდა; მას ყველა პატივს სცემდა, მაგრამ მეგობრები
არ ჰყავდა.
საკუთარი თავისთვის და ქეთისთვის ახალი ტანსაცმელი რომ
ეყიდა, ადამი ნიუ-იორკში გაჩერდა და, როგორც კი ეს საქმე მოითავა,
ცოლთან ერთად მატარებელში დაჯდა და კონტინენტის მეორე ბო-
ლოსკენ დაიძრა. როგორ აღმოჩნდნენ ისინი სალინასის ველზე, ამის
გამოცნობა რთული სულაც არ არის.
ეს ის დრო იყო, როდესაც რკინიგზის კომპანიები ძალებს იკრებ-
დნენ, ერთმანეთში კინკლაობდნენ,
დომინირებისკენ მიისწრაფოდნენ და ყველა ღონეს მიმართავ-
დნენ, რათა მგზავრთა რაოდენობა გაეზარდათ. ისინი არა მხოლოდ
გაზეთებში ათავსებდნენ რეკლამებს, არამედ უშვებდნენ ბუკლეტებ-
სა და პლაკატებს, რომელთა საშუალებით დასავლეთ სანაპიროს სი-
ლამაზესა და სიმდიდრეს აღწერდნენ. ამ რეკლამების ექსტრავაგან-

198
ტულობას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან დასავლეთის სიმდიდრე მარ-
თლაც უსაზღვრო იყო. კომპანია „სამხრეთ-დასავლეთის რკინიგზა“,
რომელსაც ამოუწურავი ენერგიის მქონე ლელანდ სტენფორდი ხელ-
მძღვანელობდა, წყნარი ოკეანის სანაპიროზე არა მხოლოდ ტრასნპორ-
ტის, არამედ პოლიტიკის სფეროშიც დომინირებდა. მისი გზები უკვე ვე-
ლების მიმართულებითაც ფართოვდებოდა; ჩნდებოდა ახალი ქალაქე-
ბი, იზრდებოდა მოსახლეობის და, შესაბამისად, სარკინიგზო კომპანი-
ის მგზავრთა რაოდენობაც.
ამ დიდი პროექტის ერთ-ერთი ნაწილი სალინასის ველიც იყო. ადა-
მი საკმაოდ დიდხანს აკვირდებოდა ერთ ფერად პლაკატს და, მასზე გა-
მოსახულ სურათებს თუ დაუჯერებდი, ეს რეგიონი თავისი სილამაზით
სამოთხესაც კი დაჩრდილავდა; შემდეგ კი, როდესაც შესაბამის ლიტე-
რატურას წაიკითხავდი, არანორმალური უნდა ყოფილიყავი, სალინასში
დასახლებაზე რომ უარი გეთქვა.
მიუხედავად ამისა, ადამი არ ჩქარობდა. მან პატარა ეტლი შეიძინა
და მთელი ველი მოიარა, მცხოვრებლებს შეხვდა, გამოკითხა ნიადაგისა
და წყლის, კლიმატის, მოსავლის რაოდენობისა და ფასების ამბები. მი-
სი მხრიდან ეს უბრალო ინტერესი არ იყო. ადამს სურდა, ყველაფერი
საფუძვლიანად სცოდნოდა, რადგან სალინასის ველზე სამუდამოდ და-
სახლებას, ოჯახის შექმნასა და, შესაძლოა, დინასტიისთვის საძირ-
კვლის ჩაყრასაც კი გეგმავდა.
ადამმა უამრავი ფერმა მოიარა. ის გახარებული და ენერგიით აღსავ-
სე იყო, საკუთარი ხელით ამოწმებდა მიწას, ხალხს ესაუბრებოდა, გეგ-
მებს აწყობდა და ოცნებობდა. ველის მცხოვრებლებს ის ძალიან მოეწო-
ნათ, რადგან წამსვე ამოიცნეს მასში ღირსეული და მიზანმიმართული
მამაკაცი.
ახლა ადამს მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა და ეს მისი მეუღლის
მდგომარეობა იყო. ქეთი თავს ცუდად გრძნობდა და მიუხედავად იმისა,
რომ ქმართან ერთად თითქმის მთელი სალინასის ველი მოიარა, სიხა-
რული ან ინტერესი ერთხელაც არ გამოუხატავს. ერთ დილას, მან სას-

199
ტუმროში დარჩენა მოინდომა, ამიტომ ადამი ნაკვეთების დასათვა-
ლიერებლად მარტო გაემართა. როდესაც საღამოს ხუთი საათის-
თვის ის კინგ-სითიში დაბრუნდა და ნომერში შევიდა, ქეთი ძალიან
ცუდ დღეში დახვდა, – იმდენი სისხლი დაეკარგა, რომ სიკვდილის
პირას იყო მისული. საბედნიეროდ, ადამმა ძალიან მალე იპოვა ექი-
მი ტილსონი, ვახშამს მოსწყვიტა და ქეთისთან გააქანა. ექიმმა პაცი-
ენტი გასინჯა, შემდეგ კი ადამს მიუბრუნდა.
– ქვემოთ დამელოდეთ, თუ შეიძლება.
– როგორ არის? გამოკეთდება? – ჰკითხა ადამმა
– დიახ. ძალიან მალე დაგიძახებთ
ადამმა ქეთის მხარზე ხელი მოუსვა. ქეთიმ კი პასუხად ღიმილი
დაუბრუნა.
ადამი რომ გავიდა, ექიმმა ტილსონმა კარი დახურა და ქეთისთან
მივიდა. სიბრაზისგან სახეზე სისხლი ჰქონდა მოწოლილი.
– რატომ ჩაიდინეთ ეს? თქვენმა მეუღლემ თუ იცის, ფეხმძიმედ
რომ ხართ?
ქეთიმ თავი ნელა გააქნია.
– რითი გააკეთეთ?
პასუხი რომ ვერ მიიღო, ექიმმა თვალი შეავლო ოთახს, შემდეგ
იქვე, მაგიდასთან მივიდა, უჯრა გამოაღო და შიგნით საქსოვი ჩხირი
იპოვა.
– ასეც ვიცოდი, – თქვა მან. – ჩვენი ძველი ნაცნობი, ძველი დამ-
ნაშავე. თქვენ სულელი ხართ. კინაღამ თავი მოიკალით, ნაყოფს კი
ვერაფერი დააკელით. ალბათ უამრავი ნაგავიც ყლაპეთ – ქაფური,
ნავთი, წითელი წიწაკა. ღმერთო ჩემო, რას არ ჩაიდენთ ხოლმე ეს
ქალები.
ქეთი ექიმს სრულიად უემოციო თვალებით უყურებდა. ტილსონ-
მა საწოლის გვერდით სკამი დადგა და ჩამოჯდა.
– რატომ არ გინდათ ბავშვის გაჩენა? – ჰკითხა მან შერბილებული
ტონით. – თქვენ ძალიან კარგი ქმარი გყავთ. ნუთუ სრულებით არ

200
გიყვართ ის? ხმა ამოიღეთ! რამე მაინც მითხარით, რატომ გაჯიუტდით
ასე?
ქეთი ხმას არ იღებდა და გაშტერებული თვალებით შესცქეროდა
ექიმ ტილსონს.
– ჩემო კარგო, – განაგრძო ექიმმა, – ნუთუ არ გესმით, რომ სიცოც-
ხლის მოსპობა არ შეიძლება? ყველაზე მეტად სწორედ თქვენნაირი ქა-
ლები მამწარებენ. ღმერთია მოწმე, ზოგიერთ პაციენტს მხოლოდ იმი-
ტომ ვკარგავ, რომ მისი გადარჩენა ჩემს ძალებს აღემატება. მაგრამ მე
ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ სიცოც-
ხლე შენარჩუნდეს. ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ, სრულიად გაცნობიე-
რებულ მკვლელობას ვაწყდები.
ექიმი სწრაფად საუბრობდა, ცდილობდა წინადადებებს შორის რაც
შეიძლება მოკლე პაუზები გაეკეთებინა, რადგან ქეთის უაზრო, გაუგება-
რი დუმილი აშინებდა. ის დაბნეული იყო, რადგან ამ ქალის თვალებში
რაღაც არაადამიანურს ხედავდა.
– მისის ლორელს იცნობთ? – განაგრძო ტილსონმა, – მას ისე უნდა
ბავშვი, რომ უკვე სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. ყველაფერს გას-
ცემს და დათმობს, რაც კი გააჩნია, ოღონდ შვილის გაჩენა შეეძლოს.
თქვენ კი... თქვენ კი გინდათ, რომ თქვენი პატარა საქსოვი ჩხირით მოკ-
ლათ.
ქეთი ისევ დუმდა და ექიმმა მოთმინება დაკარგა.
– კარგი! – დაიყვირა მან, – თუ არ გსურთ ლაპარაკი, ნუ ილაპარა-
კებთ! მე კი მაინც გეტყვით ჩემს სათქმელს. ნაყოფი არ დაზიანებულა,
ბავშვი კარგად არის. თქვენი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და
თქვენ ამ ბავშვს აუცილებლად გააჩენთ! იცით თუ არა, რას ამბობს ამ
შტატის კანონი აბორტების შესახებ? ნუ მიპასუხებთ, მაგრამ ყურადღე-
ბით მისმინეთ. თუ ეს კვლავ განმეორდა და თქვენ ბავშვი დაკარგეთ, მე
მაქვს სრული უფლება, თქვენში ეჭვი შევიტანო. მე თქვენ გიჩივლებთ!
ჩვენებას მივცემ თქვენს წინააღმდეგ და თქვენ აუცილებლად დაისჯე-

201
ბით! იმედი მაქვს, საკმარისად აზროვნებთ და მიხვდებით, რომ არ
ვხუმრობ!
ქეთიმ ენით ტუჩები ოდნავ დაისველა. მისი ცივი გამოხედვა თვალსა
და ხელს შუა გაქრა და, ამჯერად, თვალებში სევდამ დაისადგურა.
– მაპატიეთ, – თქვა მან, – ვწუხვარ, მაგრამ თქვენ უბრალოდ არ
გესმით.
– ამიხსენით, ჩემო კარგო, იქნებ გავიგო, – ერთბაშად შეარბილა
ტონი ექიმმა.
– ჩემთვის რთულია ამაზე საუბარი. ადამი ძალიან კარგი და ძლი-
ერი მამაკაცია, მე კი... მე არც თუ კარგი მემკვიდრეობა მერგო – ეპი-
ლეფსია.
– თქვენ?!
– არა, მე არა. მაგრამ მამასაც ჰქონდა, ბაბუასაც და ძმასაც. – ქე-
თიმ სახეზე ხელები მიიფარა. – ჩემს ქმარს ამას ვერ ვეუბნები.
– ჩემო კარგო, – თქვა ექიმმა, – ჩემო ლამაზო, სრულებით არ არის
აუცილებელი, რომ თქვენს შვილზეც გადავიდეს. იმედია, ბავშვი
სრულიად ჯანმრთელი დაიბადება. ახლა პირობა უნდა მომცეთ,
რომ ასეთ სისულელეს აღარ ჩაიდენთ. მპირდებით?
– დიახ.
– ძალიან კარგი. თქვენს მეუღლეს არაფერს ვეტყვი თქვენი საქ-
ციელის შესახებ. ახლა კი კარგად დაწექით ზურგზე და ვნახოთ სის-
ხლდენა თუ შეწყდა.
რამდენიმე წუთში, ექიმმა თავისი ჩანთა დახურა, ჩხირი კი ჯიბე-
ში ჩაიდო.
– ხვალ დილით შემოგივლით, – თქვა მან და ოთახიდან გავიდა.
როდესაც ექიმმა ვიწრო კიბეები ჩაიარა და სასტუმროს ვესტიბი-
ულში გამოჩნდა, ადამი მასთან მივარდა და შეკითხვები დააყარა:
– როგორ არის? გამოჯანმრთელდება? რა დაემართა? შემიძლია
ავიდე?

202
– კარგი, კარგი, დაწყნარდით, – უპასუხა ექიმმა და თავისი ჩვეული
ფანდი გამოიყენა, – თქვენი მეუღლე ავად არის.
– ექიმო...
– მას დედამიწაზე ერთადერთი კარგი სენი შეეყარა.
– ექიმო...
– ის ბავშვს ელოდება.
ეს იყო და ექიმი ტილსონი სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას,
ადამს კი თვალები ჰქონდა დაჭყეტილი და კიდევ რამდენიმე წამი გაუნ-
ძრევლად იდგა. იქვე ახლოს, ღუმელთან, სამი მამაკაცი იჯდა. ერთ-ერ-
თმა მათგანმა ადამის გასაგონად თქვა:
– ახლა, ეს რომ ჩემთვის ეთქვათ, აუცილებლად დავპატიჟებდი ორ-
სამ ადამიანს სადმე.
ეს მინიშნება უყურადღებოდ დარჩა, რადგან ადამი უკვე კიბეზე არ-
ბოდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ, ადამის ყურადღება კინგ-სითის სამხრე-
თით მდებარე ბორდონის რანჩომ მიიპყრო. შეიძლება ითქვას, რომ ეს
ნაკვეთი კინგ-სითისა და სან ლუკასს შორის, ზუსტად შუა გზაზე მდება-
რეობდა.
იმ ათი ათასი აკრიდან, რომელიც მისის ბორდონის დიდმა ბაბუამ
ესპანეთის მეფისგან საჩუქრად მიიღო, ოჯახს ცხრაასი აკრიღა ჰქონდა
დარჩენილი. თავად მისტერ ბორდონი შვეიცარიული წარმოშობისა
იყო, ხოლო მისი მეუღლე – იმ ესპანელების შთამომავალი, რომლებიც
სალინასის ველზე მრავალი წლის წინ დასახლდნენ. დროთა განმავლო-
ბაში, სხვა ძირძველი ოჯახების მსგავსად, სანჩესების მიწაც თვალსა და
ხელს შუა შემცირდა – ვიღაცამ ბანქოში წააგო, ვიღაცამ გადასახა-
დებში გაუშვა, ვიღაცამ კი ფუფუნების საგნები შეიძინა, მაგალითად,
ცხენი, ძვირფასეულობა ან ლამაზი ქალის სიყვარული. დარჩენილი
ცხრაასი აკრი სანჩესების თავდაპირველი მიწის შუაგული და საუკეთესო
ნაწილი იყო. მდინარის ორივე მხარეს მდებარე რანჩო მთებს შორის
იყო მოქცეული, რადგან სალინასის ველი ამ ადგილას ვიწროვდება, შემ-

203
დეგ კი ისევ ფართოვდება. გამოუწვავი აგურის სახლი, რომელიც ჯერ
კიდევ მისის ბორდონის წინაპრებმა ააშენეს, სავსებით გამოსადეგი
იყო საცხოვრებლად. ის მთისწინეთში, ერთ პატარა ველზე იდგა,
გვერდით კი, წელიწადის ნებისმიერ დროს, ულამაზესი პატარა ნაკა-
დული მოედინებოდა. რა თქმა უნდა, სწორედ ამის გამო ააშენა აქ
თავისი საცხოვრებელი პირველმა სანჩესმა. ამ მინიატურულ ველს
უზარმაზარი მუხები იცავდა მზისგან, მიწა კი ქვეყნის ამ ნაწილის-
თვის უჩვეულოდ გადამწვანებული და ნოყიერი იყო. სახლს ოთხი
ფუტის სისქის კედლები ჰქონდა, ხის მორები კი მოქნილი ტყავისგან
დამზადებული და წინასწარ დასველებული თოკებით იყო შეკრული.
როდესაც ასეთი თოკი შრება, ის მყარად ეკვრება ხის მორებს, თავა-
დაც რკინასავით მაგრდება და დროსაც უძლებს. მშენებლობის ამ
ხერხს მხოლოდ ერთი მინუსი აქვს: თუ სახლში ვირთხა გაჩნდა, ის
თოკებს აუცილებლად გადაღრღნის.
ეს ძველი სახლი ისე იდგა, თითქოს მიწიდან ამოსულაო, რაც მას
ერთგვარ ხიბლს სძენდა. თუმცა, მისტერ ბორდონიმ ის ბოსლად გა-
დააკეთა. ბორდონი შვეიცარიელი იმიგრანტი იყო, ამ ერს კი სიკოხ-
ტავის სიყვარული ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი. ქვისა და თი-
ხისგან აშენებული სახლი ბორდონის თავიდანვე არ მოეწონა, ამი-
ტომ, ცოტათი მოშორებით, მეორე სახლი ააშენა. სანჩესების საგვა-
რეულო რეზიდენციის ფანჯრებიდან კი ძროხები იყურებოდნენ.
მისტერ ბორდონის შვილები არ ჰყავდა და როდესაც მისი მეუღ-
ლე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა,
მშობლიური ალპები მოენატრა, ამიტომ, გადაწყვიტა სასწრაფოდ
გაეყიდა რანჩო და შვეიცარიაში დაბრუნებულიყო. ადამ ტრასკი არ
ჩქარობდა, რადგან ბორდონი საკმაოდ დიდ თანხას ითხოვდა და
თან ძველ, გამოცდილ მეთოდს იყენებდა: ისე იქცეოდა, თითქოს
მისთვის სულერთი იყო, გაიყიდებოდა თუ არა მისი ნაკვეთი. მისტერ
ბორდონი მალევე მიხვდა, ადამი რომ მისი რანჩოს მყიდველი იყო.

204
ადამს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ სადაც ახლა დასახლდებოდა,
სწორედ იქ უნდა გაეტარებინა თავისი დარჩენილი ცხოვრება და მის მო-
მავალ შვილებსაც იქ უნდა ეცხოვრათ. მას არ სურდა, რომ ერთი რანჩო
ეყიდა და შემდეგ სხვა, გაცილებით უკეთესი აღმოეჩინა სადმე. თუმცა,
რაც დრო გადიოდა, სანჩესების ნაკვეთი სულ უფრო და უფრო მოსწონ-
და. ქეთის გამოჩენამ მასში ცხოვრების ინტერესი გააღვივა და ადამს
სწამდა, რომ მასთან ერთად დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდა. მი-
უხედავად ამისა, ძალიან ფრთხილობდა და ყველა წვრილმანს აკვირ-
დებოდა. ის ამ რანჩოს თითოეულ ფუტს საგულდაგულოდ ათვალიერებ-
და, მიწაში ხვრელებს აკეთებდა, რათა ნიადაგი და მისი სურნელი შე-
ემოწმებინა; ინტერესდებოდა გარეული მცენარეებით, რომლებიც მინ-
დორზე, მდინარის პირას და მთისწინეთში იზრდებოდა; ნესტიან ადგი-
ლებში, მუხლებზე დგებოდა და ცხოველების ნაკვალევს სწავლობდა: აი
პუმა, აი ირემი, კოიოტი, გარეული კატა, სკუნსი და ენოტი, სინდიოფალა
და კურდღელი... და ეს ყველაფერი,
მწყერის პატარა ნაფეხურების ქვეშ. ადამი ტირიფებისა და ჭადრე-
ბის ქვეშ სეირნობდა, მდინარის პირას ამოსულ მაყვალს ათვალიერებ-
და, მუხების, დაფნისა და მარწყვის ფოთლებს ეფერებოდა.
მისტერ ბორდონი ყურადღებით აკვირდებოდა ადამის ქცევას და
თან ჭიქებში თავისივე პატარა ვენახის მოსავლიდან დაწურულ ღვინოს
ასხამდა. მას ძალიან უყვარდა სმა და თითქმის ყოველ საღამოს მიირ-
თმევდა რამდენიმე ჭიქას. ადამს ღვინო ადრე არასოდეს გაესინჯა და
მისი გემო ძალიან მოეწონა.
მას ქეთის აზრიც აინტერესებდა და ხშირად უსვამდა კითხვებს: „რო-
გორ მოგწონს? როგორ ფიქრობ, ბედნიერი იქნები აქ?“. ქეთი, როგორც
წესი, ინტერესს საერთოდ არ იჩენდა და მხოლოდ იშვიათად გასცემდა
ხოლმე ზერელე პასუხს. მიუხედავად ამისა, ადამს მტკიცედ სწამდა, რომ
ცოლი მის ენთუზიაზმს იზიარებდა.

205
კინგ-სითის სასტუმროს ვესტიბიულში, ადამი რამდენიმე პიროვ-
ნებას გამოელაპარაკა. ისინი ღუმელთან ისხდნენ და სან-ფრანცის-
კოდან გამოგზავნილ გაზეთებს კითხულობდნენ.
– ახლა მხოლოდ წყალზე ვფიქრობ, – თქვა ადამმა, – საინტერესოა,
ძალიან ღრმად მომიწევს გაბურღვა?
ერთ-ერთმა მოსაუბრემ ფეხი ფეხზე გადაიდო და გაზეთი დაკე-
ცა.
– სემ ჰამილტონი უნდა ნახო, – უთხრა მან ადამს, – ყველაზე კარ-
გად ის ერკვევა ამ საკითხში. თავად ბურღავს ჭებს და წყალსაც პოუ-
ლობს. ყველაფერს აგიხსნის. ამ რეგიონში ჭების ნახევარი მისი გა-
ბურღულია.
საუბარში კიდევ ერთი მამაკაცი ჩაერთო.
– ისე, სულაც არ არის გასაკვირი, სემი რომ ასე ინტერესდება
წყლით. მის რანჩოზე ერთი წვეთის პოვნაც კი შეუძლებელია.
– სად ცხოვრობს? – იკითხა ადამმა.
– მე გეტყვით კარგ რამეს: ხვალ თავად მივდივარ მასთან, რკინის
კუთხოვანები უნდა დამიმზადოს და, თუ გნებავთ, წამომყევით. მის-
ტერ ჰამილტონი ძალიან კარგი კაცია. მოგეწონებათ.
– გენიალური იუმორი აქვს, – დაამატა მეორემ.
-3-
ჰამილტონების რანჩოსკენ ლუი ლიპო და ადამ ტრასკი ლუის ეტ-
ლით გაემართნენ. მათ ზურგს უკან, ხის ყუთში, რკინის ნაჭრები ეყა-
რა და სიარულის დროს საშინლად ხმაურობდა, ყუთზე კი, სველ ტო-
მარაში გახვეული ირმის ხორცი იდო. იმ დროს, ასეთი წესი იყო: რო-
დესაც ვინმესთან სტუმრად მიდიოდი, თან რაიმე საკვები უნდა წაგე-
ღო, რადგან მასპინძლები სადილად დარჩენას აუცილებლად შემოგ-
თავაზებდნენ და, თუ ოჯახისთვის შეურაცხყოფის მიყენება არ გინ-
დოდა, ამ შეთავაზებაზე უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გეთ-
ქვა. ამავე დროს, სტუმრების მიღება სურსათის ერთი კვირის მარაგს
მაინც ანადგურებდა და სწორედ ამიტომ იყო საჭირო იმ ზარალის

206
ანაზღაურება, რაც მასპინძლებს მიაყენე. ცოტაოდენი ღორის ან ძროხის
ხორცი სავსებით საკმარისი იყო. ლუიმ იმ დღეს ირმის ხორცი წააყოლა
ხელს, ადამმა კი ერთი ბოთლი ვისკი შეიძინა.
– ახლა აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ, – უთხრა ლუიმ ადამს,
– მისტერ ჰამილტონს თქვენი საჩუქარი ძალიან მოეწონება, მისის ჰა-
მილტონს კი ალკოჰოლის დანახვაც კი არ სურს. მე თქვენს ადგილას
ბოთლს სკამის ქვეშ დავმალავდი. როდესაც სახლს შემოვუვლით და სა-
ხელოსნოსთან გავჩერდებით, მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გამოაჩი-
ნოთ. ჩვენ სულ ასე ვიქცევით.
– ქმარს ერთი ჭიქის დალევასაც უკრძალავს?
– ბეღურასავით ქალია, მაგრამ ისეთი პრინციპები აქვს, ქვას გახეთ-
ქავს. ასე რომ, სჯობს ეგ ბოთლი სკამის ქვეშ დამალოთ.
ცოტა ხანში, მათ ძირითადი გზიდან ხრიოკ ბორცვებზე გადაინაც-
ვლეს. ზამთრის წვიმებს ბორბლების ნაკვალევი კიდევ უფრო ჩაეღრმა-
ვებინა, რის გამოც ცხენებს სიარული უჭირდათ, ეტლი კი ხან ერთ, ხან
მეორე მხარეს იხრებოდა. ამ ადგილებისთვის საკმაოდ ცუდი წელიწადი
იდგა. ჯერ ივნისიც კი არ იყო გასული, მაგრამ მიწა უკვე გამომშრალიყო
და ბალახის თხელი საფარის ქვემოდან ქვები მოჩანდა. ველური შვრია
მხოლოდ ექვსიოდე დუიმით იყო ამოსული მიწიდან და თითქოს თავა-
დაც კარგად ესმოდა, რომ თავთავებს ახლა თუ არ გაიკეთებდა, მერე უკ-
ვე ძალიან გვიან იქნებოდა.
– არც თუ სასიამოვნო პეიზაჟია, – თქვა ადამმა.
– სასიამოვნო?! რას ამბობთ, მისტერ ტრასკ! ეს ადგილი ადამიანს
სულს ამოაცლის და დაასამარებს. მისტერ ჰამილტონს საკმაოდ მოზ-
რდილი ოჯახი ჰყავს და ყველა შიმშილით მოკვდებოდა, რომ არა მისი
გამჭრიახობა. მიწიდან ისინი ხეირს საერთოდ ვერ ნახულობენ. თავად
სემი ათასგვარ საქმეს აკეთებს და ბიჭებმაც დაიწყეს ცოტაოდენის შეტა-
ნა ოჯახში. ძალიან კარგი ხალხია.
ადამმა ჰორიზონტზე გამოჩენილი გამხმარი ხეების კენწეროებს შე-
ავლო თვალი.

207
– რა ჯანდაბამ მოიყვანა ამ საშინელ ადგილას? – ჩაილაპარაკა
მან.
ლუი ლიპოს, ისევე, როგორც ყველა სხვა ადამიანს, ძალიან უყვარდა
საკუთარი აზრების გამოთქმა. განსაკუთრებით მშვიდად კი მაშინ საუბ-
რობდა, როდესაც გვერდით არავინ იყო ისეთი, ვინც რამეში არ დაეთან-
ხმებოდა.
– შევეცდები აგიხსნათ, – უთხრა მან ადამს, – საკუთარი მაგალი-
თით დავიწყებ: მამაჩემი იტალიელი იყო. იქ რომ არეულობა დაიწ-
ყო, აქეთ წამოვიდა და გარკვეული თანხაც ჩამოიტანა. ჩემი რანჩო
დიდი არ არის, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. ის სწორედ მამაჩემმა იყი-
და და თან რამდენიმე ვარიანტი კიდევ ჰქონდა. მე არ ვიცი, როგორია
თქვენი ფინანსური მდგომარეობა და არც გკითხავთ, მაგრამ ამბო-
ბენ, რომ სანჩესების მიწის ყიდვას აპირებთ, ბორდონი კი იაფად
არაფერს იძლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი თანხის პატ-
რონი ხართ.
– ცხოვრებას არ ვუჩივი, – უპასუხა ადამმა მორიდებულად.
– საკმაოდ შორიდან მოვუარე, მაგრამ ახლა მთავარზე გადავალ,
– განაგრძო ლუიმ, – როდესაც აქ მისტერ და მისის ჰამილტონები ჩა-
მოვიდნენ, მათ საერთოდ არაფერი გააჩნდათ და იძულებულნი იყ-
ვნენ ის მიწა აეღოთ, რომელიც სხვას არავის სურდა. ასეთ ნაკვეთებს
სახელმწიფო უფასოდ გასცემდა. ოცდახუთი აკრით ერთ ძროხასაც
კი ვერ გამოკვებავ, თუნდაც ძალიან წვიმიანი წელი იყოს, გვალვის
დროს კი, როგორც ამბობენ, აქედან კოიოტებიც კი გარბიან. ხალხს
ძალიან უკვირს, როგორ არ დაიხოცა შიმშილით მთელი ოჯახი, ჩემ-
თვის კი აქ გაუგებარი არაფერია. მისტერ ჰამილტონი პირველივე
დღიდან შეუდგა საქმეს და ხარივით მუშაობდა სხვის მიწებზე, რო-
გორც დაქირავებული მუშა, შემდეგ კი მან თავისი ხორბლის სალეწი
მანქანა ააწყო.
– როგორც ჩანს, წარმატებასაც მიაღწია, – თქვა ადამმა, – ყველას
მისი სახელი აკერია პირზე.

208
– შეიძლება ასეც ითქვას. ცხრა შვილს რომ გაზრდი, ამას ნამდვილად
წარმატება ჰქვია. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ორი ცენტიც კი არა
აქვს გადანახული. როგორ უნდა გადაენახა?
ეტლის ცალი მხარე ერთბაშად აიწია, დიდ ქვას გადაუარა და კვლავ
ძირს დაეშვა. ცხენები უკვე ისე იყვნენ გაოფლიანებულები, რომ უნაგი-
რის ქვეშიდან ქაფი მოჩანდა.
– საინტერესო იქნება მასთან გასაუბრება, – თქვა ადამმა.
– შეიძლება ითქვას, რომ ერთი კარგი მოსავალი ნამდვილად მოიყ-
ვანა – საუკეთესო შვილები გაზარდა. ყველა საოცრად შრომისმოყვარეა,
ალბათ ჯოს გარდა. ჯო ნაბოლარაა და ამბობენ, რომ მისი კოლეჯში გაგ-
ზავნა უნდათ. ცუდი ბიჭი სულაც არ არის, მაგრამ ზარმაცია. დანარჩენე-
ბი დაუღალავად შრომობენ. მისტერ ჰამილტონს შეუძლია იამაყოს. აი,
მის სახლსაც მივუახლოვდით. შემდეგი ბორცვიც გადავიაროთ
და ადგილზე ვართ. ვისკის ბოთლზე რაც გითხარით, არ დაგავიწ-
ყდეთ, თორემ მისის ჰამილტონს ვერ გადაურჩებით.
გამომშრალ მიწაზე უკვე ნაპრალები იყო გაჩენილი და ირგვლივ
ჭრიჭინების ხმა ისმოდა.
– მართლაც ღმერთისგან დავიწყებული ადგილია, – ჩაილაპარაკა
ლუიმ.
– რაღაცნაირად, დამნაშავედ ვგრძნობ თავს, – თქვა ადამმა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ღარიბი არა ვარ და ასეთ ადგილას ცხოვრება არ მი-
წევს.
– არც მე, მაგრამ დამნაშავედ თავს ნამდვილად არ ვგრძნობ. პირი-
ქით, ძალიან ბედნიერი ვარ.
როდესაც ლუის ეტლი ბოლო აღმართზე ავიდა, ცოტათი მოშორე-
ბით რამდენიმე პატარა შენობა გამოჩნდა და ადამი მიხვდა, რომ სწო-
რედ ეს იყო ჰამილტონების საცხოვრებელი. სახლს რამდენიმე ოთახი
ჰქონდა მიშენებული, გვერდით კი ბოსელი, სახელოსნო და ეტლის ფა-
რეხი იდგა. ამ მშრალ და ხრიოკ ადგილას ერთ დიდ ხესაც კი ვერ დაინა-

209
ხავდი, პატარა ბოსტანს კი, როგორც ჩანს, წვიმის წვეთი იშვიათად
თუ დასცემია.
ლუი ადამს კიდევ ერთხელ მიუტრიალდა და ამჯერად მის საუბარს
ოდნავ მკაცრი ინტონაცია დაჰკრავდა.
– კიდევ ერთი-ორი სიტყვა უნდა გითხრათ, მისტერ ტრასკ. სამუ-
ელ ჰამილტონის გაცნობისას, ზოგიერთ ადამიანს შთაბეჭდილება
ექმნება, რომ ის ერთი უბრალო მოლაყბეა და მეტი არაფერი. ის სხვა
ადამიანებს არ ჰგავს. ირლანდიელია და სულ რაღაც გეგმებს აწყობს,
დღეში ალბათ ასამდე იდეა მოსდის თავში. გარდა ამისა, ის გამოუს-
წორებელი ოპტიმისტია. ამ მიწაზე ცხოვრობდე და კიდევ რაღაცის
იმედი გქონდეს, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, მაგრამ
თქვენ კარგად დაიმახსოვრეთ, მისტერ ტრასკ: სემ ჰამილტონი
მშრომელი კაცი და ძალიან კარგი მჭედელია. გარდა ამისა, მისი ზო-
გიერთი გეგმა სავსებით ამართლებს, ხოლო მისი პროგნოზები ძა-
ლიან ხშირად სრულდება. ამის მოწმე თავად გახლავართ.
ლუის საუბრის მანერამ ადამი ოდნავ დაძაბა.
– მე ის კაცი არა ვარ, რომ სხვა ადამიანს ზემოდან ვუყურო, – თქვა
მან და შეამჩნია, რომ მოულოდნელად ლუის გამოხედვა ოდნავ
მტრული გახდა.
– მე უბრალოდ მინდა, რომ ყველაფერი კარგად გაიგოთ. აღმო-
სავლეთიდან ჩამოსული ხალხი რატომღაც თვლის, რომ ვისაც ბევრი
ფული არა აქვს, ის კარგი კაცი არ არის.
– მე არც კი მიფიქრია, რომ...
– შესაძლოა მისტერ ჰამილტონს ოთხი ცენტიც კი არა აქვს გადა-
ნახული, მაგრამ ის ჩვენი კაცია, ჩვენ კი რაცა ვართ, ესა ვართ. გარდა
ამისა, მან ისეთი შვილები გაზარდა, როგორსაც იშვიათად თუ ნა-
ხავთ სადმე. მე მინდა, რომ თქვენ ეს კარგად დაიმახსოვროთ.
ადამმა ის-ის იყო თავის მართლება დააპირა, რომ მოულოდნე-
ლად გადაიფიქრა და თქვა:
– დავიმახსოვრებ. გმადლობთ, რომ გამაფრთხილეთ.

210
ლუიმ ჰამილტონების სახლისკენ მიატრიალა თავი.
– აი, ის არის, სახელოსნოსთან რომ დგას. ალბათ შეგვამჩნია კი-
დეც, – უთხრა მან ადამს.
– წვერებიანი? – იკითხა ადამმა და ცოტათი მოშორებით მდგომ მა-
მაკაცს დააკვირდა.
– ჰო, ლამაზი წვერი აქვს. ბოლო დროს ჭაღარაც შემოერია.
ადამმა და ლუიმ სახლს ჩაუარეს და შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან მი-
სის ჰამილტონმა გამოიხედა. სახელოსნოსთან რომ მივიდნენ, სამუელი
მათ უკვე ელოდა.
ადამის წინაშე იდგა მაღალი, წვერებიანი მამაკაცი, რომელიც პატ-
რიარქს ჰგავდა. მის ნაცრისფერ თმას ქარი მსუბუქად აფრიალებდა,
ქათქათა ირლანდიური ლოყები კი კალიფორნიულ მზეზე უკვე საგ-
რძნობლად გაწითლებულიყო. კომბინეზონის ქვეშ სამუელს სუფთა
ლურჯი პერანგი ეცვა, ხოლო ამ ყველაფრის ზემოდან ტყავის წინსაფა-
რი ეკეთა. სახელოები აკაპიწებული ჰქონდა და სუფთა, დაკუნთული
მკლავები უჩანდა, გაშავებული კი მხოლოდ მისი ხელები იყო. ადამმა
საგულდაგულოდ შეისწავლა მასპინძლის ჩაცმულობა და შემდეგ ისევ
მის სახეს დაუბრუნდა. სამუელის ცისფერ თვალებში ერთგვარი ახალ-
გაზრდული მხიარულება მოჩანდა და ამის დასტური მათ გარშემო გაჩე-
ნილი ნაოჭები იყო.
– ლუი, – თქვა მან, – რა კარგია, რომ მოხვედი. ამ ჩვენს პატარა სა-
მოთხეში სტუმრების გამოჩენა ყოველთვის სასიამოვნოა.
შემდეგ მან ადამს შეხედა და გაუღიმა.
– მისტერ ადამ ტრასკი მოგიყვანეთ, – უთხრა ლუიმ. – აღმოსავლე-
თიდან ჩამოვიდა და ჩვენთან დასახლებას აპირებს.
– ძალიან სასიამოვნოა, – თქვა სამუელმა, – ხელს მოგვიანებით ჩა-
მოგართმევთ, ახლა არ მინდა, რომ დაგსვაროთ.
– რკინის ნაჭრები მოგიტანეთ, მისტერ ჰამილტონ, – თქვა ლუიმ. –
კუთხოვანებს ხომ ვერ გამიკეთებდით? ჩემი საწოლი უკვე საშინელ დღე-
შია.

211
– რა თქმა უნდა, გაგიკეთებ. ჩამოტვირთეთ ყველაფერი და ცხე-
ნები ჩრდილში გადავიყვანოთ.
– აქ ირმის ხორცის ნაჭერია და მისტერ ტრასკმა კიდევ რაღაცა მო-
იტანა, – თქვა ლუიმ და ეშმაკურად გაიღიმა.
სამუელმა სახლისკენ გაიხედა.
– იმ რაღაცას ცოტათი მოგვიანებით მივხედავთ, – თქვა მან. –
ჯერ ეტლი ფარეხში შევიყვანოთ.
ადამმა წამსვე შენიშნა სამუელის საუბრის ერთგვარი მუსიკალუ-
რი მანერა, თუმცა, ერთი-ორი უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა,
უცნაურად წარმოთქმული სიტყვა მის ყურს არ მოხვედრია.
– ლუი, იქნებ ცხენები თავად გამოათავისუფლო, მე კი ამასობაში
ხორცს სახლში შევიტან. ლიზას გაუხარდება – ირმის მოშუშული ძა-
ლიან უყვარს.
– ახალგაზრდები სახლში არიან?
– არა. ჯორჯი და ვილი ჩამოვიდნენ ორი დღის წინ და ყველანი
წაიყვანეს. ვაილდ-ჰორსში წავიდნენ, ფიჩტრის სკოლაში რაღაც ცეკ-
ვებია. იმედია დაღამებამდე მოლაგდებიან. ამ ცეკვების გამო, სახ-
ლში ერთი ტახტი გაქრა, მერე მოგიყვებით. ლიზა შავ დღეს დააყ-
რის. ტომის წამოწყებულია ეს ყველაფერი, – თქვა სამუელმა, გაიცი-
ნა და ირმის ხორცით ხელში სახლისკენ გაემართა. – თქვენ ამასობა-
ში „ის რაღაცა“ სახელოსნოში შეიტანეთ, თორემ მზეზე ანათებს.
რამდენიმე წამში, ლუიმ და ადამმა სამუელის ხმა კიდევ ერთხელ
გაიგონეს:
– ლიზა, ვერასდროს გამოიცნობ, რა მოიტანა ლუიმ! ეს ირმის
ბარკალი შენზე დიდია.
ლუიმ ეტლი ფარდულის უკან დააყენა და ადამის დახმარებით
ცხენები ჩრდილში გადაიყვანა.
– ბოთლი მზეზე ანათებსო, რომ გვითხრა, სულაც არ უხუმრია, –
თქვა ლუიმ.
– როგორც ჩანს, მისი ცოლი თვით მრისხანებაა.

212
– ბეღურასავით პატარაა, მაგრამ რკინის პრინციპები აქვს.
– „ცხენები გამოათავისუფლე“, – ჩაილაპარაკა ადამმა. – მე მგონი
ასეთი ნათქვამი სადღაც მოსმენილი მაქვს, ან წაკითხული.
ცოტა ხანში, სამუელი სახელოსნოში დაბრუნდა.
– ლიზას ძალიან გაუხარდება, თუ სადილად დარჩებით.
– ასე მოულოდნელად რომ დაგადექით თავზე, ცოტათი უხერხულია,
– უთხრა ადამმა.
– ნუ ღელავთ, ხორცის რამდენიმე ნაჭერს დაამატებს ქვაბში და მორ-
ჩა, რა პრობლემაა? სტუმრების მოსვლა ყოველთვის გვიხარია. ლუი, აბა
მომეცი შენი რკინები და მითხარი როგორი კუთხოვანები გინდა.
სამუელმა ღუმელში ხის პატარა ნამტვრევები დააწყო, ცეცხლი მო-
უკიდა და შემდეგ სველი კოქსი მიაყარა. რკინა რომ გავარვარდა, მან
ლუის ხელში საბერველი მიაწოდა.
– მიდი, ლუი, დაუბერე. ცოტა ნელა და თანაბრად. აი ასე, – თქვა მან
და რკინის ნაჭრები გავარვარებულ კოქსზე დააწყო. – ასე რომ, ნუ ნერვი-
ულობთ, მისტერ ტრასკ. ლიზა ცხრა დამშეულ ბავშვს აჭმევდა და, ამი-
ტომ, მას ახლა ვერაფრით გააოცებ. სრული სიმშვიდით ხვდება ყველა-
ფერს.
სამუელმა ცეცხლი საჭირო დონეზე დააყენა და გაიცინა.
– არა, ბოლოს მაინც წმინდა ტყუილი ვთქვი. სიტყვები უკან მიმაქვს.
ჩემი ცოლი ახლა სიბრაზისგან ნაპერწკლებს ყრის. ამიტომ, ორივეს
გაფრთხილებთ, რომ მისი თანდასწრებით სიტყვა „ტახტი“ არ წამოგ-
ცდეთ.
– რაღაცის მოყოლას აპირებდით ამის შესახებ, – უთხრა ადამმა.
– ჩემს ტომს რომ იცნობდეთ, უკეთ გაიგებდით, მისტერ ტრასკ. აი,
ლუი მას კარგად იცნობს.
– რა თქმა უნდა, ვიცნობ, – თქვა ლუიმ.
– ტომი მოუსვენარი და ემოციური ბიჭია, – განაგრძო სამუელმა. – ყო-
ველთვის იმაზე მეტს ეჭიდავება, ვიდრე შეუძლია მოერიოს. სიხარულიც
გადამეტებული იცის და მოწყენაც. არიან ასეთი ადამიანები. ლიზა

213
თვლის, რომ მეც ასეთი ვარ. არ ვიცი, რა ელის ტომს. შესაძლოა დი-
დება და შესაძლოა ყელზე მოჭერილი მარყუჟი. ყველაფერია მოსა-
ლოდნელი, რადგან ჰამილტონების გვარში ეშაფოტზეც ბევრი ასუ-
ლა. სხვა დროს გიამბობთ ამის შესახებ.
– ტახტი, – შეახსენა ადამმა თავაზიანად.
– ჰო, ტახტი. ლიზა ამბობს, რომ ფიქრები სულ სადღაც გამირბის
და, ალბათ, მართალიცაა. მოკლედ, ფიჩთრის სკოლაში ცეკვების შე-
სახებ რომ შეიტყვეს, ჩემმა ბიჭებმა, ჯორჯმა, ვილიმ, ტომმა და ჯომ,
წასვლა გადაწყვიტეს. ჰოდა, მარტო ხომ არ წავიდოდნენ და გოგონე-
ბის ძებნა დაიწყეს. ჯორჯი, ვილი და ჯო უბრალო ბიჭები არიან და
ყველამ თითო ქალბატონი აირჩია, ტომმა კი, როგორც ყოველთვის,
ზედმეტი მოინდომა და უილიამსების ორივე ქალიშვილი, ჯენი და
ბელი დაპატიჟა. რამდენი ნახვრეტი გაგიკეთო, ლუი?
– ხუთი.
– კეთილი. უნდა გითხრათ, მისტერ ტრასკ, რომ ჩემი ტომი, ისევე,
როგორც ნებისმიერი სხვა, ვინც საკუთარ თავს უშნოდ თვლის, ძალი-
ან პატივმოყვარე და ეგოისტია. ჩვეულებრივ დღეებში ის საკუთარ
გარეგნობაზე საერთოდ არ ზრუნავს, მაგრამ საკმარისია რამე ზეიმი
იყოს, რომ ნაძვის ხესავით ირთვება და გაზაფხულის ყვავილივით
იფურჩქნება. ამაში საკმაოდ დიდი დრო ეხარჯება. ფარეხი რომ ცა-
რიელია, ალბათ შეამჩნიეთ. ჯორჯი, ჯო და ვილი დილიდან შეუდ-
გნენ საქმეს და მალე გაემზადნენ. ჯორჯმა ერთი ეტლი წაიყვანა, ვი-
ლიმ – მეორე და ჯოს ორთვლიანი მაზიდა შერჩა ხელში, მაგრამ ესეც
საქმე იყო, – სამუელს სიამოვნებისგან თვალები უბრწყინავდა. – ამ
დროს, სახლიდან კეისარივით მორთულ-მოკაზმული ტომი გამოვი-
და და დაინახა, რომ ფარეხში მხოლოდ ერთი ბორბლებიანი რამ
იყო დარჩენილი – ცხენზე გამოსაბმელი ფოცხი. მასზე კი ორს კი არა,
უილიამსების ერთ ქალიშვილსაც კი ვერ დასვამ. საბედნიეროდ თუ
საუბედუროდ, ლიზას ამ დროს ეძინა. ტომი სახლის კიბეზე ჩამოჯდა
და ჩაფიქრდა. ცოტა ხანში კი თავად დავინახე როგორ შევიდა ფა-

214
რეხში, ორი ცხენი გამოიყვანა და ფოცხს ბორბლები მოხსნა; შემდეგ
სახლში შევიდა, ტახტი გამოათრია და ბორბლებს შორის, ღერძზე
დადო. ლიზას ძალიან უყვარს ეს ტახტი, სხვათა შორის. ჯორჯზე
რომ იყო ფეხმძიმედ, მაშინ ვაჩუქე. ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს,
რომ ტომი ამ ტახტზე იჯდა და უილიამსების ქალიშვილებთან მიქრო-
და. ეჭვი მაქვს, უკან რომ მოიტანს, სულ დაგლეჯილი და გაუბედურებუ-
ლი იქნება.
სამუელმა იარაღები დადო და გემრიელად გადაიხარხარა.
– ლიზა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის, – თქვა მან. – საბრალო
ტომი.
– „იმ რაღაცას“ ხომ არ დალევთ? – ჰკითხა ადამმა ღიმილით.
– სიამოვნებით, – უპასუხა სამუელმა, ერთი ყლუპი მოსვა და ბოთლი
ისევ ადამს დაუბრუნა. – უისკებაუ. ეს ირლანდიური სიტყვაა და სიცოც-
ხლის წყალს ნიშნავს. მართლაც ასეა.
მერე რკინის ნაჭრები სათითაოდ დადო გრდემლზე, ნახვრეტები გა-
უკეთა და ჩაქუჩით სასურველი ფორმა მისცა. შემდეგ კი გავარვარებული
კუთხოვანები ცივ წყალში ჩადო, რამდენიმე წამი გააჩერა, ისევ ამოიღო
და მიწაზე დაყარა.
– მზად არის, – თქვა მან.
– დიდი მადლობა, – უთხრა ლუიმ. – რა დამიჯდება?
– შენი კარგად ყოფნა.
– აი, სულ ასეა, – ჩაილაპარაკა ლუიმ.
– რატომ? როდესაც შენთან ჭა გავბურღე, საკმარისი გამოგართვი,
ასე არ არის?.
– ჰო მართლა, – თქვა ლუიმ, – მისტერ ტრასკი ბორდონის რანჩოს
ყიდვას აპირებს, სანჩესების ძველი ნაკვეთი რომ არის, ხომ გახსოვთ?
– როგორ არ მახსოვს? მშვენიერი ადგილია.
– წყლის შესახებ მკითხა და მე ვუთხარი, სამუელზე უკეთ ამ საკით-
ხზე ვერავინ დაგელაპარაკება-მეთქი.

215
ადამმა მას კიდევ ერთხელ მიაწოდა ბოთლი. სამუელმა ერთი
ყლუპი მოსვა და პირი სახელოთი გაიწმინდა.
– ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, – თქვა ადამმა, – უბრალოდ, შეკით-
ხვებს ვსვამ.
– თქვენ უკვე საკმაოდ შეტოპეთ, მეგობარო, – უთხრა სამუელმა.
– ამბობენ, ირლანდიელისთვის შეკითხვის დასმა სახიფათოაო,
რადგან შემდეგ მას ვერავინ გააჩერებს. იმედი მაქვს, ყველაფერს
კარგად აცნობიერებთ, როდესაც საუბრის უფლებას მაძლევთ. ორ-
გვარი ანდაზა მომისმენია: ერთი ამბობს, რომ ჭკვიანი ის არის, ვინც
ცოტას ლაპარაკობს, მეორე კი გვიმტკიცებს, რომ უთქმელი ადამია-
ნის თავში არც აზრები ტრიალებს. მე, რა თქმა უნდა, მეორე უფრო
მომწონს და, ლიზას აზრით, ძალიანაც ვცდები. აბა მითხარით, რა
გაინტერესებთ.
– აი, მაგალითად, ბორდონის ნაკვეთზე ვთქვათ. რა სიღრმეზე შე-
იძლება იქ წყლის პოვნა?
– ადგილი უნდა ვნახო, ისე ვერ ვიტყვი. ზოგან ოცდაათი ფუტიც
საკმარისია, ზოგან – ასორმოცდაათია საჭირო, ზოგან კი დედამიწის
ცენტრამდე რომ ჩახვიდე, მაინც ვერაფერს იპოვი.
– მაგრამ თქვენ ხომ მაინც ყველგან პოულობთ წყალს?
– თითქმის ყველგან, ჩემი საკუთარი ნაკვეთის გარდა.
– ჰო, მსმენია, რომ აქ წყლის ნაკლებობაა.
– თქვენ კი არა, ალბათ ზეციერმაც კი გაიგონა ჩემი სასოწარკვე-
თილი ყვირილი.
– რანჩოს დიდი ნაწილი, ოთხასი აკრი, მდინარის პირასაა. წესით
იქ წყლის პოვნა არ უნდა ჭირდეს.
– უნდა შევხედო. სალინასის ველი საკმაოდ უჩვეულო ადგილია.
თუ მოთმინებას იქონიებთ, ყველაფერს აგიხსნით. მე ამ საქმეში უკვე
თითქმის ყველაფერი ვიცი. სწორი ნათქვამია – მშიერი ადამიანი
სიზმარშიც ხარბად ჭამსო.

216
– მისტერ ტრასკი ნიუ-ინგლენდიდან ჩამოვიდა და აქ დასახლებას
აპირებს. ის ადრეც იყო ჩვენს მხარეში, ჯარში მსახურობდა და ინდიე-
ლებს ებრძოდა.
– მართლა? გამოდის, რომ თქვენ უნდა ილაპარაკოთ და მე გის-
მინოთ, – თქვა სამუელმა.
– მე არ მსურს ამაზე საუბარი.
– რატომ? ჩემი ოჯახის წევრებსა და მეზობლებს ტვინს წავუღებდი
ლაპარაკით, ინდიელებთან რომ მებრძოლა.
– მე არ მსურდა მათთან ბრძოლა, სერ, – ეს ბოლო სიტყვა ადამს თა-
ვისდაუნებურად აღმოხდა.
– მესმის. ალბათ, ძალიან რთულია ისეთი ადამიანის მოკვლა, რო-
მელსაც არ იცნობ და არ გძულს.
– შესაძლოა პირიქითაც იყოს, – ჩაერთო საუბარში ლუი.
– შენს ნათქვამშიც არის ლოგიკა, ლუი, თუმცა დედამიწაზე ორი სა-
ხის ადამიანები არსებობენ. ერთნი,
გულის სიღრმეში, მთელ მსოფლიოსთან მეგობრობენ, მეორეებს კი
საკუთარი თავი სძულთ და ამ სიძულვილს გარშემომყოფებზე აფრქვე-
ვენ.
– იქნებ ისევ ძველ თემას დავუბრუნდეთ, – თქვა ადამმა, რადგან
თვალწინ დახოცილი ინდიელების ხის მორებივით დაწყობილი გვამები
წარმოუდგა.
– რომელი საათია? – იკითხა სამუელმა.
ლუიმ მზეს შეხედა და თქვა:
– ჯერ ათი არ იქნება.
– თუ დავიწყე, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებ. ვილი ხუმრობს
ხოლმე, როდესაც მოსაუბრე არ გყავს, ხეებს ელაპარაკებიო, – სამუელმა
ამოიოხრა და ლურსმნებით სავსე ყუთზე ჩამოჯდა. – ხომ გითხარით, ეს
ძალიან უჩვეულო ადგილია. თუმცა, შესაძლოა მე მეჩვენება, რადგან
მწვანე ქვეყანაში გავიზარდე. შენ როგორ ფიქრობ, ლუი?
– არ ვიცი, აქედან არასდროს არსად წავსულვარ.

217
– თითქმის მთელი ველი გადავთხარე და მივხვდი, რომ მიწის
ქვეშ რაღაცა ხდებოდა. შესაძლოა, ახლაც ხდება. იქ, ქვემოთ, ოკეა-
ნის ფსკერია, მის ქვეშ კი სრულიად სხვა სამყარო. თუმცა, ეს მიწაზე
მომუშავე კაცს არ უნდა ანაღვლებდეს, რადგან ზედაპირზე ახლა საკ-
მაოდ კარგი ნიადაგია, განსაკუთრებით კი, დაბლობებზე. ზედა ად-
გილებში უფრო ქვიშიანი მონაკვეთებია, მაგრამ ზამთრის წვიმა იქაც
თავისას აკეთებს. ჩრდილოეთისკენ თუ წახვალ, ველი უფრო განიე-
რი ხდება, ნიადაგი კი უფრო მუქი, მძიმე და ალბათ გაცილებით ნა-
ყოფიერიც. მე ვფიქრობ, იქ ადრე ჭაობები იყო, ამიტომ, ხეების ფეს-
ვები წლების განმავლობაში ლპებოდა. სწორედ ამიტომ გაშავდა ნი-
ადაგი და უფრო ნოყიერიც გახდა. თუ მიწას ამოატრიალებ, შეამჩნევ,
რომ ქვეშიდან ნიადაგს თიხის სქელი ფენა აკრავს. ასეთი მიწა გონ-
ზალესშია, მაგალითად, მდინარის შესართავიდან ჩრდილოეთით.
სალინასის, ბლანკოს, კასტროვილისა და მოს-ლენდინგის მახლობ-
ლად კი დღესაც ჭაობებია. ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ეს ჭაობები
დაშრება, ისეთი ნაყოფიერი მიწა გაჩნდება, როგორსაც სხვაგან ვერ-
სად ნახავ.
– აი, სულ ასეთ პროგნოზებს აკეთებს, – თქვა ლუიმ.
– სხეულისგან განსხვავებით, ადამიანის გონება დროს არასოდეს
მიჰყვება, – უპასუხა სამუელმა.
– თუ აქ დასახლებას გადავწყვეტ, ყველაფერი უნდა ვიცოდე, მათ
შორის ისიც, თუ რა იქნება მომავალში, – თქვა ადამმა. – ჩემმა შვი-
ლებმაც აქ უნდა იცხოვრონ.
სამუელმა თავისი მოსაუბრეების ზურგს უკან, ჰორიზონტისკენ
გაიხედა და თვალი ნარინჯისფერ მზეს შეავლო.
– მინდა გითხრათ, რომ ველის დიდი ნაწილის ქვეშ, ზოგან
ღრმად, ზოგან კი ზედაპირთან ძალიან ახლოს, არის ფენა, რომელ-
საც „ორტშტეინი“ ეწოდება. ეს არის საკმაოდ სქელი თიხა, გამაგრე-
ბული და ცოტათი ცხიმიანიც. ზოგიერთ ადგილას მისი სისქე მხო-
ლოდ ერთი ფუტია, სხვაგან კი, შესაძლოა, უფრო მეტიც იყოს. ჰოდა,

218
ეს „ორტშტეინი“ წყალს არ ატარებს. ის რომ არ არსებობდეს, ზამთრის
წვიმები მიწაში ღრმად ჩააღწევდა, ნიადაგს დაანესტიანებდა, ხოლო
ზაფხულში ისევ ზემოთ, ფესვებისკენ ამოვიდოდა. მაგრამ, როდესაც
წყალი ამ ფენის ზემოთ რჩება, მისი გარკვეული ნაწილი ზედაპირზე ნა-
კადულების სახით ამოდის, მეორე ნაწილი კი ხეების ფესვებს ალპობს.
სწორედ ეს არის ამ ველის ყველაზე მთავარი ნაკლი.
– მაგრამ აქ ცხოვრება მაინც სასიამოვნოა, ასე არ არის?
– ასეა, მაგრამ ადამიანი მაინც ვერ ისვენებს, როდესაც იცის, რომ მი-
წა გაცილებით უკეთესი შეიძლება იყოს. ათასობით ადგილას რომ გახ-
ვრიტო „ორტშტეინი“ და წყალი მის ქვეშ ჩაუშვა, ამ პრობლემას მოაგვა-
რებდი. ერთხელ, ერთი ნახვრეტი გავაკეთე, შემდეგ დინამიტი ჩავდე
შიგნით და ავაფეთქე. პატარა ღია ადგილი კი გაჩნდა, მაგრამ ეს საკმა-
რისი არ არის. წარმოიდგინეთ, რამდენი დინამიტია საჭირო. სადღაც წა-
ვიკითხე, რომ ერთმა შვედმა, აი სწორედ იმან, ვინც დინამიტი გამოიგო-
ნა, ახლა კიდევ სხვა სახის ასაფეთქებელი ნივთიერება შექმნა – უფრო
ძლიერი და უსაფრთხო. შესაძლოა ამან უშველოს საქმეს.
– სულ იმაზე ფიქრობს, როგორ შეცვალოს რაღაცა, – თქვა ლუიმ ოდ-
ნავ დამცინავად, მაგრამ მის ინსტონაციაში აღტაცებაც იგრძნობოდა, –
არასდროს კმაყოფილდება იმით, რაც არის.
– ამბობენ, ადამიანები ადრე ხეებზე ცხოვრობდნენო, – თქვა სამუ-
ელმა და ლუის გაუღიმა, – ჰოდა, რომელიმე მათგანს ტოტებზე ხტუნაო-
ბა რომ არ მობეზრებოდა, ახლა შენ მიწაზე არ ივლიდი, – სამუელმა ისევ
გულიანად გაიცინა. – ახლა წარმოვიდგინე, ვზივარ აქ და სამყაროს
ვქმნი, თითქოს ღმერთი ვიყო. თუმცა, ღმერთისგან განსხვავებით, მე
ჩემს ქმნილებას მხოლოდ ოცნებებში ვხედავ. ერთ მშვენიერ დღეს, ეს
ველი ძალიან მდიდარი გახდება, ისეთი მდიდარი, რომ მთელ მსოფლი-
ოს გამოკვებავს. ათასობით და ათასობით ბედნიერი ადამიანი იცხოვ-
რებს აქ...
მოულოდნელად, სამუელის თვალებში ენთუზიაზმი ჩაქრა და მისი
ადგილი სევდამ დაიკავა.

219
– ესე იგი, თქვენ თვლით, რომ აქ დასახლება ღირს? – ჰკითხა
ადამმა. – ასეთი მომავალი თუ გველის, უკეთეს ადგილს ჩემი შვილე-
ბისთვის ვერსად ვიპოვი.
– რაღაცა მაინც არ მესმის, – განაგრძო სამუელმა. – რაღაცა შავ-
ბნელი ხდება ამ ველზე. მე ამას ვერ ვხედავ,
მაგრამ ვგრძნობ. ჩვეულებრივ, მზიან დღეს, სრულიად მოულოდ-
ნელად, რაღაცა წურბელასავით ეკრობა მზეს და სინათლეს წოვს.
რაღაცნაირი ძალადობა იგრძნობა აქ. არ ვიცი... არ ვიცი... თითქოს
ერთი ბებერი აჩრდილი ამოვიდა ოკეანიდან და აქაურობა უბედურე-
ბით აავსო. რაღაც საიდუმლო იმალება. არ ვიცი, რა არის ეს, მაგრამ
ამ ყველაფერს ადამიანებში ვხედავ.
ადამი შეცბა.
– ახლა გამახსენდა, რომ სასტუმროში უნდა დავბრუნდე. ქეთი,
ჩემი მეუღლე, ბავშვს ელოდება.
– ლიზამ უკვე ყველაფერი გაამზადა.
– დარწმუნებული ვარ, ის გამიგებს, როდესაც ბავშვის შესახებ ეტ-
ყვით. ქეთი თავს ცუდად გრძნობს. დიდი მადლობა საინტერესო სა-
უბრისთვის.
– თავი მოგაბეზრეთ ჩემი ლაპარაკით?
– არა, სრულებითაც არა. უბრალოდ ეს ქეთისთვის პირველი ფეხ-
მძიმობაა და ძალიან ნერვიულობს.
ადამს მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს. მან ძალიან ბევრი
იფიქრა, მეორე დღეს კი სანჩესების ნაკვეთზე კიდევ ერთხელ მივი-
და და მისტერ ბორდონის ხელი ჩამოართვა. ეს რანჩო ახლა უკვე მი-
სი იყო.

თავი მეთოთხმეტე
-1-

220
ამერიკის იმდროინდელ დასავლეთზე იმდენი რამ არის მოსაყოლი,
რომ არც კი ვიცი საიდან დავიწყო. ერთ თემას ასობით სხვა თემა მოჰ-
ყვება და ყველაზე რთული სწორედ პირველის არჩევაა.
თუ გახსოვთ, სამუელ ჰამილტონმა ერთხელ თქვა, რომ ფიჩთრის
სკოლაში წვეულება იმართებოდა და მისი ყველა შვილი იქ წავიდა. სოფ-
ლის სკოლები იმ დროს კულტურული ცენტრების ფუნქციასაც ასრულებ-
და. პროტესტანტიზმი, რომელიც ქვეყნის ამ ნაწილში ახალი დამკვიდ-
რებული იყო, ჯერ კიდევ არსებობისთვის იბრძოდა, ხოლო კათოლიკურ
ეკლესიას უკვე მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები, რადგან სცენაზე ის
პირველი გამოჩნდა. კათოლიციზმი მყუდროდ იყო ჩაკეტილი საკუთარ
ტრადიციებში, ძველი მისიები კი თანდათანობით დაცარიელდა და გა-
ნადგურდა: სახურავები ინგრეოდა, ხოლო საკურთხევლებზე მტრედები
ბუდეებს იკეთებდნენ. სან-ანტონიოს მისიის ბიბლიოთეკას (ლათინური
და ესპანური ლიტერატურა) მარცვალსაცავში უკრეს თავი და უამრავი
წიგნი ვირთხების საჯიჯგნი გახდა. სოფლებში, ხელოვნებისა და მეცნიე-
რების კერა სწორედ სკოლა იყო, ხოლო მასწავლებელი – განათლებისა
და სილამაზის ჩირაღდნის მატარებელი. სკოლა ის ადგილი იყო, სადაც
მუსიკალური საღამოებიც იმართებოდა და დებატებიც; აქ დადიოდა
ხალხი არჩევნებზე ხმის მისაცემად და საზოგადოებრივი ცხოვრების
ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებიც, როგორიცაა სილამაზის დე-
დოფლის კორონაცია, პრეზიდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებუ-
ლი სამგლოვიარო საღამო ან უბრალოდ ცეკვები, აქ ეწყობოდა. რაც შე-
ეხება მასწავლებელს, ის არა მხოლოდ ინტელექტუალურობის განსა-
ხიერება და სოციალური ლიდერი, არამედ ყველაზე სასურველი რძა-
ლიც იყო. ნებისმიერი მშობელი წელში გამართული ივლიდა სოფელში,
თუ მისი ვაჟიშვილი სკოლის მასწავლებელს მოიყვანდა ცოლად, რად-
გან ითვლებოდა, რომ მისი შვილები არა მხოლოდ მემკვიდრეობით,
არამედ სწორი აღზრდის შედეგადაც, ყველა სხვა ბავშვზე გაცილებით
ჭკვიანები და განათლებულები იქნებოდნენ.

221
თავიდანვე ნათელი იყო, რომ სამუელ ჰამილტონის ქალიშვილე-
ბი ფერმერების ცოლები არ იქნებოდნენ და მთელ დარჩენილ ცხოვ-
რებას მძიმე შრომაში არ გაატარებდნენ. ყველა მათგანი ძალიან
კარგი გარეგნობისა იყო და, ამასთანავე, დაბადებიდანვე მოჰყვებო-
დათ ერთგვარი კეთილშობილება, რაც ირლანდიელი მეფეების შთა-
მომავლობით თუ აიხსნება. ისინი ყოველთვის სიღარიბეზე მაღლა
იდგნენ და არავის არასოდეს მოსვლია თავში, რომ მათ მიმართ სიბ-
რალულის გრძნობა გასჩენოდა. სამუელმა მართლაც განსხვავებუ-
ლი ჯიში გამოიყვანა, – მისი შვილები თავიანთ თანატოლებზე გაცი-
ლებით ნაკითხები და უკეთ აღზრდილები იყვნენ. სამუელმა მათ
სწავლის სიყვარული გადასცა და, სწორედ ამიტომ, იმ დროს გავრცე-
ლებული ამპარტავნული უცოდინრობის ფონზე, ისინი აშკარად გა-
მოირჩეოდნენ. ოლივია ჰამილტონი მასწავლებელი გახდა. მან
თხუთმეტი წლის ასაკში მიატოვა მშობლების სახლი და საცხოვრებ-
ლად ქალაქ სალინასში გადავიდა, სადაც საშუალო სკოლა დაამთავ-
რა. ჩვიდმეტი წლის ასაკში,
საოლქო გამოცდები ჩააბარა, რაც ყველა საბუნებისმეტყველო
და ჰუმანიტარულ საგანს მოიცავდა, ხოლო თვრამეტი წლისა უკვე
ფიჩტრის სკოლაში მუშაობდა.
ზოგიერთი მოსწავლე ოლივიაზე გაცილებით მაღალი და უფრო-
სიც კი იყო, ამიტომ, მასწავლებლის პროფესია უზარმაზარ ტაქტია-
ნობას მოითხოვდა. როდესაც შენ გარშემო დიდი და დაკუნთული
მოხულიგნო ელემენტები დარბიან, შენ კი ხელთ არც როზგი გაქვს
და არც პისტოლეტი, დისციპლინის დამყარება რთული და სახიფა-
თო საქმეა. მთებში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლეების მი-
ერ მასწავლებლის გაუპატიურების ფაქტიც კი მოხდა.
ოლივია ყველა საგანს უძღვებოდა და ყველა ასაკის მოსწავლეს
ასწავლიდა. იმ დროს, ბევრს რვა კლასის დამთავრებაც კი უჭირდა
და ამ საქმეს ზოგჯერ თოთხმეტ-თხუთმეტ წელს ანდომებდა, რად-
გან, სწავლის გარდა, ახალგაზრდებს ფერმაში მუშაობაც უწევდათ.

222
ყველაფერთან ერთად, ოლივიამ პირველი სამედიცინო დახმარების გა-
წევაც ისწავლა, რადგან მისი მოსწავლეები მუდამ ფათერაკებში ეხვე-
ოდნენ. სკოლის ეზოში მომხდარი ჩხუბის შემდეგ, მან დანით მიყენებუ-
ლი რამდენიმე ჭრილობა საკუთარი ხელით გაკერა, ხოლო, როდესაც
ერთ პირველკლასელს ფეხის თითზე ჩხრიალა გველმა უკბინა, შხამის
გამოწოვაც მისი ვალდებულება იყო.
პირველკლასელებს ოლივია კითხვას ასწავლიდა, ხოლო მერვეკლა-
სელებს – ალგებრას; ხელმძღვანელობდა სიმღერის კლასს და ლიტერა-
ტურული კრიტიკოსის როლსაც ასრულებდა. გარდა ამისა, სტატიებსაც
წერდა საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ და ეს სტატიები სალინა-
სის ერთ-ერთ გაზეთში ქვეყნდებოდა. სოფლის საზოგადოებრივი ცხოვ-
რება მის ხელში იყო: ხელმძღვანელობდა არა მხოლოდ გამოსაშვებ გა-
მოცდებს, არამედ ცეკვის საღამოებს, კრებებს, დებატებს, კონცერტებს,
საშობაო და საგაზაფხულო ზეიმებს, ომებში დაღუპულთა ხსოვნისა და
დამოუკიდებლობის დღეს გამართულ პატრიოტულ ღონისძიებებს.
ოლივია საარჩევნო კომისიის წევრიც იყო და საქველმოქმედო საქმია-
ნობასაც უძღვებოდა. ეს სულაც არ იყო მარტივი პროფესია და ოლივია-
საც წარმოუდგენელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა. გარდა ამისა, მას-
წავლებელს პირადი ცხოვრება საერთოდ არ ჰქონდა. მას ყველა ყურად-
ღებით აკვირდებოდა, რათა ერთი სისუსტე მაინც აღმოეჩინა. ერთსა და
იმავე სახლში ის მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში ცხოვრობ-
და, რათა ხალხში შური არ გამოეწვია: ოჯახი, რომელიც მას ოთახს მი-
აქირავებდა, საზოგადოებაში გარკვეულ წონას იძენდა. თუ ოჯახში, სა-
დაც მასწავლებელი ცხოვრობდა, უცოლო ახალგაზრდა იყო, დაქორწი-
ნების წინადადებაც ავტომატურად გაისმოდა ხოლმე, ხოლო თუ სასი-
ძოს კონკურენტი გამოუჩნდებოდა, მათ შორის სამკვდრო-სასიცოცხლო
ბრძოლა იმართებოდა. მსგავსი რამ მისტერ აგიტას ოჯახში მოხდა, რო-
დესაც მისმა სამმა ვაჟიშვილმა კინაღამ დახოცა ერთმანეთი ოლივია ჰა-
მილტონის გულისთვის. როგორც წესი, ახალგაზრდა მასწავლებლები
სოფლის სკოლებში დიდხანს არ ჩერდებოდნენ. მძიმე სამუშაოთი და

223
სასიძოების ჟინიანობით დაღლილები, ძალიან მალე ქორწინდე-
ბოდნენ.
ოლივიას მტკიცედ სწამდა, რომ მსგავსი გზით არ უნდა წასულიყო.
მართალია, მამამისის
ინტელექტუალურ ენთუზიაზმს სრულებით არ იზიარებდა, მაგ-
რამ სალინასში გატარებული დროის შემდეგ, არც ის სურდა, რომ
ფერმერს გაჰყოლოდა ცოლად. გული მას ქალაქისკენ მიუწევდა. შე-
საძლოა, ეს ქალაქი სულაც არ ყოფილიყო ისეთი დიდი, როგორიც
სალინასი იყო, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მიყრუებულ ადგილს
აჯობებდა. სალინასში ცხოვრებისას, ოლივიამ ქალაქის გემო შეიგ-
რძნო. ის მოიხიბლა საეკლესიო გალობითა და სამოსლით, ორღანი-
თა და ეპისკოპალური ეკლესიის მიერ მოწყობილი წვეულებებით. ის
ხელოვნებასაც ეზიარა, რადგან სალინასში გასტროლებზე თეატრა-
ლური და საოპერო დასები ჩადიოდა. მათი ცქერისას, ოლივიას გუ-
ლი სადღაც შორს, მისთვის ჯერ კიდევ უცნობი სამყაროსკენ მიუწევ-
და. ის წვეულებებზე დადიოდა, შარადას თამაშობდა, პოეზიის კონ-
კურსებში იღებდა მონაწილეობას, ვოკალურ და საორკესტრო გუნ-
დებში ჩაეწერა... ოლივიამ სალინასის ცდუნებას ვერ გაუძლო. იქ, მას
შეეძლო ცეკვებზე წასულიყო და შემდეგ, სახლში იმავე ტანისამო-
სით დაბრუნებულიყო, განსხვავებით სოფლისგან, სადაც კაბა ჯერ
საგულდაგულოდ უნდა დაკეცო, შემდეგ ათიოდე მილი გაიარო და
სახლში რომ მიხვალ, ისევ ამოიღო და დააუთოვო.
ოლივია სკოლის საქმეებით ძალიან დაკავებული იყო, თუმცა მას
ქალაქური ცხოვრება ენატრებოდა. ამიტომ, როდესაც ერთმა ახალ-
გაზრდამ, რომელმაც კინგ-სითიში საკუთარი წისქვილი ააშენა, ყვე-
ლა წესის დაცვით სთხოვა ხელი, ოლივია დათანხმდა. ამავე დროს,
მან მკაცრად გააფრთხილა თავისი საქმრო, რომ ნიშნობა საიდუმ-
ლოდ უნდა გამართულიყო. ასეთი კონფიდენციალურობა აუცილებე-
ლი იყო, რადგან ადგილობრივ ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ეს
ამბავი აუცილებლად გამოიწვევდა პრობლემებს.

224
ოლივიას მამამისის ელვარება არ გამოჰყოლია, თუმცა იუმორის
გრძნობა საკმარისი ჰქონდა და, ამასთანავე, დედამისს ძლიერი ნე-
ბისყოფით დაემსგავსა. თუკი რამე შედიოდა უხალისო და ზარმაცი
მოსწავლეების ტვინში, მხოლოდ ოლივიას მონდომებითა და მიზან-
მიმართულობით.
იმ დროს, განათლებას ალმაცერად უყურებდნენ. ითვლებოდა, რომ
შვილებისთის კითხვისა და მიმატება-გამოკლების ცოდნა სავსებით საკ-
მარისია და ამაზე მეტი მათზე ძალიან ცუდად მოქმედებს: ბავშვები
ცხოვრებით უკმაყოფილონი და თავქარიანები ხდებიან. უამრავ მაგა-
ლითს მოისმენდით, თუ როგორ მიატოვა ამა თუ იმ ახალგაზრდამ საკუ-
თარი ფერმა და ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, გეგონება მამაზე
უკეთესი ყოფილიყო რამით. ცოტაოდენი არითმეტიკა, მიწა ან ფიცრები
რომ გაზომოს და შემოსავალ-გასავალი დაითვალოს; ცოტაოდენი წერა,
სახლისთვის რომ სურსათი შეუკვეთოს და ნათესავებს წერილი მისწე-
როს; ცოტაოდენი კითხვა, ჟურნალ-გაზეთებს რომ გაეცნოს; ცოტაოდენი
მუსიკა, რელიგიური და პატრიოტული სიმღერები რომ ისწავლოს და
მორჩა – ბავშვიც კმაყოფილია და მშობელიც არ ნერვიულობს. ითვლე-
ბოდა, რომ განათლება მხოლოდ ექიმებს, იურისტებსა და მასწავლებ-
ლებს სჭირდებათ, ანუ ადამიანებს, რომლებსაც უბრალო ხალხთან სა-
ერთო არაფერი აქვთ. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობდნენ,
მაგალითად, სამუელ ჰამილტონი, რომელსაც ყველაფერს აპატიებდნენ
და უყვარდათ კიდეც, მაგრამ მას რომ ჭების ბურღვა, ცხენების დანალვა
და ხორბლის სალეწი მანქანის მართვა არ სცოდნოდა, ღმერთმა იცის,
რა სახელი ექნებოდა მის ოჯახს.
ოლივია თავის საქმროზე სულ მალე დაქორწინდა და ჯერ პასო-რობ-
ლესში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კინგ-სითიში გაატარა რამდე-
ნიმე თვე, ბოლოს კი სალინასში დასახლდა. მას კატის ინტუიცია ჰქონდა
და ცხოვრებაში უფრო თავისი გრძნობებით ხელმძღვანელობდა, ვიდრე
გონებით. გამოწეული ნიკაპითა და პატარა ცხვირით ის დედას დაემ-
სგავსა, ლამაზი თვალებით კი – მამას. ლიზას თუ არ ჩავთვლით, ჰამილ-

225
ტონების ოჯახში მასზე უფრო მიზანმიმართული ადამიანი არ არსე-
ბობდა. მისი თეოლოგიური მრწამსი ირლანდიური ფერიებისა და
ძველი აღთქმის იეჰოვას უცნაური ნაზავი იყო. ეს უკანასკნელი, ცხოვ-
რების ბოლო წლებში, მამამისში ერეოდა. სამოთხე მისთვის იყო
მშობლიური ფერმა, სადაც მისი ყველა გარდაცვლილი ნათესავი
ცხოვრობდა. ყველაფერ გულდასაწყვეტს, რაც კი შეიძლებოდა მის
გარშემო მომხდარიყო, ოლივია ერთი ხელის მოსმით იშორებდა გო-
ნებიდან. ის უბრალოდ არ იჯერებდა, რომ მსგავსი რამ შეიძლება არ-
სებობდეს, ხოლო თუკი ვინმე მის გადარწმუნებას შეეცდებოდა, სა-
შინლად ბრაზდებოდა. ამბობენ, ერთხელ მწარედ იტირა, როდესაც
მიხვდა, რომ ერთდროულად ორ მეჯლისზე ვერ წავიდოდაო. ერთ-
ერთი მათგანი გრინფილდში იმართებოდა, მეორე კი ოცი მილის მო-
შორებით – სან-ლუკასში. ოლივია რომ ორივე მათგანს დასწრებოდა
და შემდეგ სახლში დაბრუნებულიყო, ცხენით სამოცი მილი უნდა გა-
ევლო. საბოლოოდ, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს შეუძ-
ლებელი იყო, ამიტომ ბევრი იტირა და იმ საღამოს საერთოდ არსად
წასულა.
მომდევნო წლებში, მან უსიამოვნო შემთხვევებთან ბრძოლის სა-
კუთარი მეთოდი შეიმუშავა, რასაც მე ტყვიამფრქვევის მეთოდს და-
ვარქმევდი. როდესაც მე, მისი ერთადერთი ვაჟი, თექვსმეტი წლისა
ვიყავი, ორმხრივი ფილტვების ანთება დამემართა, იმ დროს კი ეს
სასიკვდილო დაავადებად ითვლებოდა. დღითიდღე ვსუსტდებოდი
და ბოლოს იმ მდგომარეობამდე მივედი, რომ თვალწინ უკვე ანგე-
ლოზების ფრთებს ვხედავდი. სწორედ მაშინ გამოიყენა ოლივიამ
თავისი ტყვიამფრქვევის მეთოდი და ამან სავსებით გაამართლა:
რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემ გვერდით და ჩემთან ერთად სა-
ეპისკოპო ეკლესიის მღვდელი ლოცულობდა; ჩვენი სახლის გვერ-
დით მდებარე დედათა მონასტრის წინამძღვარსა და ორ მონაზონს
დღეში ორჯერ ავყავდი ხელში, რათა ზეცასთან უფრო ახლოს ვყო-
ფილიყავი და ღმერთს შვება მოენიჭებინა ჩემთვის; ჩვენი ერთი შო-

226
რეული ნათესავი, რომელიც „ქრისტიანული მეცნიერების“ მიმდევარი
იყო, ასევე მხურვალედ მომიხსენიებდა თავის ლოცვებში; გამოყენებულ
იქნა ყველანაირი შელოცვა, ჯადო და ბალახის ნაყენი, რომელიც კი შე-
იძლება არსებობდეს და, გარდა ამისა, ოლივიამ ორი კარგი ექთანი და
ქალაქის საუკეთესო ექიმები ჩართო საქმეში. მისი მეთოდი ეფექტური
გამოდგა და მეც ნელ-ნელა გამოვჯანმრთელდი. ის ძალიან მოსიყვარუ-
ლე და მტკიცე ხასიათის დედა იყო. თავის შვილებს (მე და ჩემს სამ დას)
სახლის მოვლა, ჭურჭლისა და სარეცხის რეცხვა, ასევე კარგი მანერები
გვასწავლა. როდესაც რამეზე გაბრაზდებოდა, მხოლოდ ერთხელ შე-
მოგხედავდა და ისე მრისხანედ, რომ მოხარშული კარტოფილივით გაგ-
ფცქვნიდა.
როდესაც გამოვჯანმრთელდი, იძულებული გავხდი სიარული თავი-
დან მესწავლა, რადგან ლოგინში ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში
ვიწექი და ყველა კუნთი ატროფირებული მქონდა. როცა წამომსვეს,
მთელი სხეული საშინლად ამტკივდა და, გარდა ამისა, ის ჭრილობაც
ამეწვა, რომელიც ექიმებმა ჩირქის გამოსადენად გამიკეთეს. მახსოვს,
ისევ დავწექი ლოგინზე და ავქვითინდი: „ვერ ავდგები! ვერ ავდგები!“
სწორედ მაშინ ჩართო საქმეში ოლივიამ თავისი მრისხანე მზერა.
– ახლავე ადექი! მამაშენი მთელი დღეები ვირივით მუშაობს და რამ-
დენი ღამეა თვალი არ მოუხუჭავს! შენი გულისთვის ვალები აიღო! ახ-
ლავე წამოდექი! – მითხრა მან და მეც ავდექი.
ვალები. ეს იყო ყველაზე საშინელი სიტყვა, რაც კი ოლივიასთვის
დედამიწაზე არსებობდა. თუ თვის თხუთმეტი რიცხვისთვის გადასა-
ხადს ვერ გადაიხდიდი, ეს უკვე ვალს ნიშნავდა. ეს სიტყვა მისთვის სი-
ბინძურესთან, უწესრიგობასთან და უპატიოსნებასთან ასოცირდებოდა.
ოლივია გულწრფელად თვლიდა, რომ მისი ოჯახი მსოფლიოში საუკე-
თესო იყო და ერთგვარი სნობური შეხედულებების გამო მიაჩნდა, რომ
ასეთ ოჯახს ვალები არ უნდა ჰქონოდა. ეს გრძნობა მან იმდენად მყარად
ჩაუნერგა საკუთარ შვილებს, რომ დღესაც კი, როდესაც ეკონომიკური ვი-
თარება შეიცვალა და ვალები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ნაწი-

227
ლად იქცა, საკმარისია რომელიმე გადასახადის გადახდა სულ რა-
ღაც ორი დღით დამიგვიანდეს, რომ უკვე ნერვიულობას ვიწყებ.
ოლივიას არც განვადებით სარგებლობა უყვარდა, მიუხედავად იმი-
სა, რომ შესყიდვის ასეთი ფორმა ძალიან პოპულარული იყო. ის
თვლიდა, რომ ნივთი, რომელიც განვადებით გაქვს ნაყიდი, ჯერ შენი
არ არის, ესე იგი, ესეც ვალია. ოლივიას ერჩივნა წინასწარ შეეგროვე-
ბინა ფული და მხოლოდ შემდეგ ეყიდა ის, რაც სურდა. სწორედ ამის
გამო იყო, რომ ახალ ნივთებს ჩვენი მეზობლები ჩვენზე ორი წლით
ადრე იძენდნენ.
-2-
ოლივია სიმამაცით გამოირჩეოდა და ალბათ ეს თვისება აუცი-
ლებელიცაა იმისათვის, რომ ბავშვები აღზარდო. გარდა ამისა, აუცი-
ლებლად უნდა გიამბოთ, როგორ მოიქცა პირველი მსოფლიო ომის
დროს. ოლივიას გონებაში საერთაშორისო მასშტაბები არ არსებობ-
და. ყველაზე მთავარი მისთვის მისივე ოჯახის ტერიტორია იყო, შემ-
დეგ მოდიოდა ქალაქი სალინასი და ბოლოს არცთუ ნათლად ჩამო-
ყალიბებული პუნქტირი, რომელიც ოლქის ტერიტორიას აღნიშნავ-
და. სწორედ ამიტომ, მას ომის არასოდეს სჯეროდა, მაშინაც კი, რო-
დესაც ჩვენმა მოხალისეთა კავალერიამ ცხენები მატარებლებზე
აიყვანა და გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.
ჩვენ გვერდით სახლში, მარტინ ჰოპსი ცხოვრობდა. ეს იყო მსუქა-
ნი, ტანმორჩილი და წითური ახალგაზრდა, რომელსაც დიდი პირი
და რაღაცნაირი, მოწითალო თვალები ჰქონდა. მთელი სალინასი
რომ მოგევლო, ასეთ მორცხვ ბიჭს ვერსად იპოვიდი. „დილა მშვიდო-
ბისა“ რომ ეთქვა, ისიც კი საშინელი ტანჯვა იყო მისთვის. კავალე-
რისტებში კი იმიტომ ჩაეწერა, რომ ესკადრონს საკუთარი კალათ-
ბურთის მოედანი ჰქონდა.
გერმანელებს რომ ოლივიას ამბავი სცოდნოდათ და უფრო ჭკვი-
ანებიც ყოფილიყვნენ, ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ

228
ის არ გაებრაზებინათ. მაგრამ ისინი დედაჩემს არ იცნობდნენ და, ალ-
ბათ,
ცოტა სულელებიც იყვნენ. როდესაც მათ მარტინ ჰოპსი მოკლეს,
ომიც სწორედ მაშინ წააგეს, რადგან ოლივია განრისხდა და შურის-
ძიება გადაწყვიტა. მას ძალიან უყვარდა მარტინ ჰოპსი, რადგან ამ
ბიჭს არასოდეს არავისთვის ცუდი არ გაუკეთებია. როდესაც ის დაიღუპა,
დედაჩემმა გერმანიის იმპერიას ომი გამოუცხადა.
მან იარაღის ძებნა დაიწყო. თავდაპირველად თბილი ქუდებისა და
წინდების მოქსოვა გადაწყვიტა, მაგრამ ძალიან მალე მიხვდა, რომ ამით
გერმანელებს სასიკვდილო დარტყმას ვერ მიაყენებდა. შემდეგ, წითე-
ლი ჯვრის უნიფორმა ჩაიცვა და, ანალოგიურად გამოწყობილ სხვა ქალ-
ბატონებთან ერთად, სასწავლო მანეჟში დაიწყო სიარული, სადაც პირ-
ველადი დახმარების საფუძვლებს ითვისებდნენ და საკუთარ აზრებს
გამოთქვამდნენ. ამ საქმეს არა უშავდა, მაგრამ კაიზერს ამით სერიოზუ-
ლად ვერაფერს ავნებდი. მარტინ ჰოპსი ცოცხალი აღარ იყო და ოლივი-
ას სისხლი სწყუროდა. საბოლოოდ მან სასურველი იარაღი „ლიბერ-
თის“ ობლიგაციებში იპოვა. ცხოვრებაში მას არასდროს არაფერი ჰქონ-
და გაყიდული, გარდა ნამცხვრებისა, რომლებიც ეკლესიის სარდაფში,
საქველმოქმედო აუქციონებზე დაჰქონდა. ახლა კი, ამ ობლიგაციების
დასტებად გასაღება დაიწყო და ისეთი თავდავიწყებით მუშაობდა, რომ
ვფიქრობ, ხალხი მისთვის უარის თქმას უბრალოდ ვერ ბედავდა. ის,
ვინც ოლივიასგან ერთ ობლიგაციას მაინც შეიძენდა, ისეთი შეგრძნება
ჰქონდა, თითქოს ხანჯალი იყიდა, რომლითაც გერმანიის იმპერიის-
თვის ყელი უნდა გამოეჭრა.
გაყიდვების მაღალი დონე დიდხანს რომ შენარჩუნდა, ეს ახალი
ამორძალი ფინანსთა სამინისტრომაც კი შეამჩნია. თავდაპირველად
მათ სტანდარტული მადლობის წერილები გამოგზავნეს, შემდეგ კი ამ
წერილებს უკვე თადავ ფინანსთა მინისტრის ნამდვილი ხელმოწერები
ამშვენებდა. ჩვენ ძალიან ვამაყობდით ოლივიას ასეთი მიღწევებით,
მაგრამ ჩვენს სიამაყეს მართლაც საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სამი-

229
ნისტრომ საჩუქრები გამოგვიგზავნა – გერმანული ჩაფხუტი (ძალიან
პატარა იყო და ვერც ერთმა ვერ მოვირგეთ), ხანჯალი და შრაპნელის
ნამსხვრევი, რომელიც ებანოზის პატარა სადგამზე იყო მიმაგრებუ-
ლი. ჯარში ჩვენი ოჯახის არც ერთი წევრი არ გაუწვევიათ და ბავშვე-
ბი მხოლოდ ხისგან გამოთლილი თოფებით ვკმაყოფილდებოდით.
ამიტომ, ოლივიას წარმატებები ჩვენს ომში არმონაწილეობას სავსე-
ბით ამართლებდა. მოგვიანებით, ოლივიამ საკუთარ თავს კიდევ ერ-
თხელ აჯობა და უკვე ისედაც წარმოუდგენელი შედეგი გააოთხმაგა,
რისთვისაც ყველაზე სასიამოვნო პრიზი მიიღო, რაც კი შეიძლება
წარმოიდგინო: გასეირნება სამხედრო თვითმფრინავით.
ეს უკვე ნამეტანი იყო და ბედნიერებისგან სად წავსულიყავით არ
ვიცოდით. პრიზი მხოლოდ ოლივიას ეკუთვნოდა, თუმცა ჩვენ მაინც
ვამაყობდით, რადგან ამ წარმატების თუნდაც ირიბი, მაგრამ მაინც
მონაწილენი ვიყავით. საცოდავი დედაჩემი კი... უნდა გითხრათ, რომ
ამ ქვეყანაზე იყო რამდენიმე რამ, რისი არსებობისაც ოლივიას არ
სჯეროდა და აზრს ყველაზე აშკარა ფაქტებითაც კი ვერ შეაცვლევი-
ნებდი. მაგალითად, მას არ სჯეროდა, რომ შეიძლება არსებობდეს
ცუდი ჰამილტონი და ასევე არ სჯეროდა, რომ არსებობს თვითმფრი-
ნავი, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თვალით ის ძალიან ბევ-
რჯერ ენახა.
იმის გათვალისწინებით, თუ რა გააკეთა მან, ადვილად შემიძლია
წარმოვიდგინო რა შეგრძნებები ჰქონდა. ჯერ ერთი, შიშისგან კინა-
ღამ გული გაუსკდა, რადგან, როგორ შეიძლება იფრინო ისეთი რაღა-
ცით, რაც არ არსებობს? როგორც სასჯელი, ეს მისთვის ალბათ ყვე-
ლაზე სასტიკი და უჩვეულო რამ იქნებოდა, მაგრამ ეს იყო საჩუქარი,
პრიზი და უზარმაზარი პატივი. ჩვენი გაბრწყინებული თვალები რომ
დაინახა, ოლივია ალბათ მიხვდა, რომ ხაფანგში მოექცა, რადგან ამ
საჩუქარზე უარის თქმა ოჯახის ღალატს ნიშნავდა. მან მშვენივრად
იცოდა, რომ ამ სიტუაციიდან არანაირი ღირსეული გამოსავალი არ
არსებობდა, სიკვდილის გარდა. ჰოდა, რადგან გადაწყვიტა არარსე-

230
ბული ნივთით ცაში აფრენილიყო, როგორც ჩანს, არც იმის ილუზია
ჰქონდა, რომ იქიდან ცოცხალი დაბრუნდებოდა.
ოლივიამ ანდერძი დაწერა, საკმაოდ დიდი დრო დახარჯა ამაში
და ბოლოს, ყველაფერი რომ კანონიერად ყოფილიყო, იურისტს და-
ამოწმებინა. შემდეგ პალისანდრის ხის პატარა ზარდახშა გახსნა, რო-
მელშიც ქმრის წერილებს ინახავდა. სხვათა შორის, მე არც კი ვიცოდი,
რომ მამაჩემი მას ოდესღაც ლექსებს უძღვნიდა. ოლივიამ ბუხარში ცეც-
ხლი დაანთო და ყველა ეს წერილი დაწვა. მას არ სურდა, მსგავსი ინტი-
მური ნივთები ვინმეს ჩავარდნოდა ხელში. ამის შემდეგ, მაღაზიაში წა-
ვიდა და ახალი საცვლები შეიძინა, რადგან იმის წარმოდგენაც კი ზარავ-
და, სიკვდილის შემდეგ, ვინმე მის გაკერილ ან, კიდევ უარესი, გაუკერავ
საცვალს რომ დაინახავდა. ვფიქრობ, მას მარტინ ჰოპსის დიდი პირი და
მორიდებული გამოხედვაც წარმოუდგა თვალწინ და ისეთი შეგრძნება
ჰქონდა, თითქოს მას დაკარგული სიცოცხლისთვის ზარალს უნაზღაუ-
რებდა. იმ დღეებში, ოლივია ძალიან თბილად გვეპყრობოდა: ცუდად
გარეცხილ თეფშებსა და ჩაის ტილოზე დარჩენილ ცხიმის ლაქას ყუ-
რადღება საერთოდ არ მიაქცია.
ეს საზეიმო ღონისძიება სალინასის იპოდრომზე უნდა გამართული-
ყო. ადგილზე ჩვენ სამხედრო ავტომობილით მიგვიყვანეს. ასე საზე-
იმოდ, ალბათ, დიდ სამგლოვიარო ცერემონიალზეც კი ვერ ვიგრძნობ-
დით თავს. მამაჩემი ქალაქიდან ხუთი მილის მოშორებით, შაქრის ქარ-
ხანაში მუშაობდა და იმ დღეს სამსახური ვერ მიატოვა. ან, შესაძლოა,
უბრალოდ არ უნდოდა წამოსვლა, რადგან ეშინოდა, ნერვულ სტრესს
ვერ გავუძლებო. ამის გამო, ოლივია ძალიან გაბრაზდა და დაიმუქრა,
რომ საერთოდ უარს იტყოდა გაფრენაზე. თუმცა, ბოლოს, მფრინავს მო-
ელაპარაკა, რომ სანამ ჩამოვარდებოდნენ, როგორმე შაქრის ქარხანამ-
დე მიეღწიათ.
ახლაღა ვხვდები, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი იქ, უბრალოდ,
თვითმფრინავის სანახავად შეიკრიბა, მაშინ კი, მეგონა, რომ ყველა
მათგანი დედაჩემს მიაგებდა პატივს. ოლივია მაღალი ქალი არ იყო და,

231
გარდა ამისა, იმ პერიოდში ცოტათი წონაშიც მოიმატა. ამიტომ, ჩვენ
მას მანქანიდან გადმოსვლაში დავეხმარეთ. შიშისგან ის ალბათ ძა-
ლიან დაძაბული იყო, მაგრამ სახეზე არაფერი ეტყობოდა.
თვითმფრინავი იპოდრომის შუაგულში, მინდორში იდგა. ეს იყო
შემაძრწუნებლად პატარა და, ერთი შეხედვით, ძალიან თხელი ბიპ-
ლანი ღია კაბინითა და ხის საბჯენებით, რომელთა გარშემო მავთუ-
ლი იყო შემოხვეული, ფრთებზე კი ბრეზენტი გადაეფარებინათ.
ოლივიამ გაკვირვებისგან პირი დააღო და ისე დაიძრა თვითმფინა-
ვისკენ, როგორც დასაკლავად გამზადებული კრავი. საკუბოვედ გა-
მოწყობილ (როგორც
თავად თვლიდა) ოლივიას, ორმა სერჟანტმა ჯერ ერთი ქურთუკი
ჩააცვა, შემდეგ – მეორე, უფრო თბილი, ამ ყველაფრის ზემოდან კი
მფრინავის უნიფორმა გადააცვა და დედაჩემიც კიდევ უფრო დამ-
რგვალდა. თავზე ტყავის ჩაფხუტი დაახურეს და მფრინავის სათვა-
ლეებიც გაუკეთეს. თავისი პატარა ცხვირითა და ვარდისფერი ლოყე-
ბით ოლივია სათვალეებიან ბურთს დაემსგავსა. ამის შემდეგ, იმავე
სერჟანტებმა ოლივია თვითმფრინავზე აიყვანეს და კაბინაში დიდი
გაჭირვებით ჩატენეს. როდესაც ყველაფერი მზად იყო, ოლივია მო-
ულოდნელად გამოცოცხლდა და გააფთრებულად დაიწყო ხელების
ქნევა. ერთ-ერთი სერჟანტი ისევ წავიდა კაბინისკენ, ოლივიას მოუს-
მინა, შემდეგ ჩემს დასთან, მერისთან მოვიდა და თვითმფრინავთან
წაიყვანა. ამასობაში, ოლივიამ სწრაფად მოიხსნა ხელთათმანები,
მარცხენა ხელიდან მამაჩემის ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი მოიძ-
რო და მერის გაუწოდა, შემდეგ ოქროს საქორწინო ბეჭედი თითზე
კარგად მოიჭირა, ხელთათმანები ისევ ჩაიცვა და წინ გაიხედა. მფრი-
ნავი თავის კაბინაში რომ ჩაჯდა, ერთ-ერთი სერჟანტი მთელი სხე-
ულით დააწვა პროპელერს. პატარა თვითმფრინავი ნელი სვლით
დაიძრა, მინდვრის ბოლომდე მივიდა და შემოტრიალდა, შემდეგ კი
ღრიალით გაქანდა და ჰაერში აფრინდა. მთელი ამ დროის განმავ-

232
ლობაში, ოლივია წინ იყურებოდა და, ალბათ, თვალები დახუჭული
ჰქონდა.
ჩვენ თვალწინ, თვითმფრინავმა საკმაოდ დიდი სიმაღლე აკრი-
ფა და მინდორზე სევდიანი სიჩუმე დატოვა. არც ობლიგაციების კო-
მიტეტის წევრებს, არც მეგობრებსა და ნათესავებს, არც უბრალო მა-
ყურებლებს იპოდრომის დატოვება არ უფიქრიათ. ამასობაში კი ბიპლა-
ნი შაქრის ქარხნისკენ გაფრინდა, წერტილს დაემსგავსა და ბოლოს გა-
უჩინარდა. თხუთმეტი წუთის შემდეგ, ისევ გამოჩნდა – ძალიან მაღლა
და მშვიდად მოფრინავდა. მოულოდნელად, ყველას განგაშის გრძნობა
დაგვეუფლა, რადგან თვითმფრინავი თითქოს შეჯანჯღარდა და ერთბა-
შად დაეშვა მიწისკენ. ვარდნა დაუსრულებლად გაგრძელდა, მაგრამ ბო-
ლოს ის ისევ გასწორდა, სიმაღლე აკრიფა და მარყუჟი გააკეთა. ჩვენ
გვერდით მდგომმა ერთ-ერთმა სერჟანტმა გულიანად გაიცინა. რამდე-
ნიმე წუთის განმავლობაში ბიპლანი ჩვეულებრივად მიფრინავდა, შემ-
დეგ კი, თითქოს ჭკუიდან შეიშალა. ის საკუთარი ღერძის გარშემო ტრი-
ალებდა, „იმელმანებს“ აკეთებდა, შემდეგ კი ამოტრიალებულმა გადა-
უფრინა იპოდრომს. ამ დროს, დედაჩემის ჩაფხუტიც კი დავინახეთ – პა-
ტარა და შავი წერტილი. გვერდით მდგომმა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა
მშვიდად ჩაილაპარაკა:
– მე მგონი, გაგიჟდა. ამ ქალს გაფრთხილება სჭირდება. ახალგაზ-
რდა სულაც არ არის.
თვითმფრინავი საკმაოდ რბილად დაჯდა, ხალხთან ახლოს მოვიდა
და გაჩერდა. ძრავა რომ გამოირთო, მფრინავი კაბინიდან გადმოძვრა
და დაბნეულმა ჩაილაპარაკა:
– ასეთი მაგარი ქალი არასდროს შემხვედრია.
შემდეგ, მგზავრის კაბინისკენ აიწია, სრულიად უემოციო ოლივიას
ხელი ჩამოართვა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.
ოთხ მამაკაცს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა, რომ ოლივია კაბინი-
დან ამოეყვანა. დედა იმდენად იყო დაძაბული, რომ წელში ვერაფრით

233
მოხარეს. სახლში რომ წავიყვანეთ, ლოგინში ჩაწვა და ორი დღის
განმავლობაში არ ამდგარა.
მომხდარის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ შევიტყვეთ.
პილოტმა საკუთარი ვერსია გვიამბო, ოლივიამ – საკუთარი და ამ ორი
ისტორიის შეერთებით საერთო სურათიც დაიხატა. ოლივიას თხოვნით,
თვითმფრინავი შაქრის ქარხანას მიუახლოვდა და შენობას სამჯერ
გადაუფრინა, რათა მამაჩემს კარგად დაენახა ყველაფერი. მო-
ულოდნელად, მფრინავს ერთი იდეა მოუვიდა თავში. მას სრულიად
უწყინარი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული და სულაც არ სურდა ვინმეს-
თვის ზიანი მიეყენებინა. უკან რომ მიიხედა, ოლივიას მოეჩვენა,
რომ მისი სახე ოდნავ მოღრეცილი იყო. მფრინავმა მას დაუძახა: „გა-
ვერთოთ?“, მაგრამ ძრავის ხმაურში ოლივიამ ეს სიტყვა კარგად ვერ
გაარჩია. მას მოესმა: „გამოირთო“.
„აი, ასეც ვიცოდი“, – გაიფიქრა მან, – „სიკვდილმაც მომიკაკუნა“.
მის გონებაში ერთდროულად რამდენიმე აზრმა გაიელვა: „ანდერძი
დაწერილია, ახალი საცვლები მაცვია, საჭმელი მზადაა... შემოსას-
ვლელში სინათლე ჩავაქრე?“ ეს ყველაფერი ოლივიამ ერთ წამში გა-
იფიქრა, შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ გადარჩენის პატარა შანსი ყო-
ველთვის არსებობს. მისი აზრით, პილოტი ძალიან იყო შეშინებუ-
ლი, შიში კი ადამიანს სიტუაციის კონტროლში ხელს უშლის. ოლივი-
ამ იფიქრა, თუ პანიკაში ჩავვარდები, ეს მფრინავზე უარესად იმოქ-
მედებსო, ამიტომ, თავს ძალა დაატანა, გაიღიმა და პილოტს თავი
დაუქნია. როდესაც თვითმფრინავმა პირველი მარყუჟი გააკეთა და
კვლავ გასწორდა, პილოტმა კიდევ ერთხელ შეხედა ოლივიას და უთ-
ხრა: „გავიმეოროთ?“, მაგრამ დედაჩემს ახლა უკვე აღარაფერი ესმო-
და. მის სახეზე სიმტკიცე იყო გამოსახული. ოლივიას სურდა, მფრი-
ნავი ბოლომდე გაემხნევებინა, რათა ის სასოწარკვეთილებაში არ
ჩავარდნილიყო. ამიტომ, კიდევ ერთხელ გაუღიმა და თავი დაუქნია.
ყოველი მარყუჟის შემდეგ, მფრინავი ოლივიას უყურებდა, ოლივია

234
კი მას ყოველ ჯერზე ამხნევებდა. როდესაც ყველაფერი დასრულდა,
მფრინავს სულ ერთი და იგივე ფრაზა ეკერა პირზე:
– ასეთი მაგარი ქალი არსად შემხვედრია. ლამის ყველა წესი და
ინსტრუქცია დავარღვიე, ის კი სულ მეტს ითხოვდა. ძალიან ძლიერი
პილოტი გამოვიდოდა მისგან.

თავი მეთხუთმეტე
-1-
თავის ახალ ნაკვეთზე ადამი მაძღარი და კმაყოფილი კატასავით იჯ-
და. ფესვებით გრუნტის წყლებამდე ჩასული გიგანტური მუხის ქვეშიდან
მისი სამფლობელო ყველაზე კარგად მოჩანდა. ეს იყო მდინარის ორივე
ნაპირას გადაჭიმული რამდენიმე აკრი და ალუვიური პლატო, დასავლე-
თით კი – მთისწინეთის მომრგვალებული ბორცვები. აქ ყველაზე ცხელ
ზაფხულშიც კი სასიამოვნო იყო ცხოვრება. რანჩოს შუაგულში ტირიფე-
ბისა და ჭადრების რიგი ისე იდგა, თითქოს ორ ნაწილად გაყოფილ მი-
წის ნაკვეთს აერთიანებდა, დასავლეთით კი ბორცვების მოყვითალო-
მოყავისფრო ბალახი ჭრიდა თვალს. რატომღაც, სალინასის ველის და-
სავლეთით გადაჭიმულ მთებზე მიწის ზედა ფენა უფრო სქელია, ვიდრე
აღმოსავლეთით და აქ ბალახიც უფრო მეტი იზრდება. შესაძლოა ამის
მიზეზი ის არის, რომ მწვერვალები ნესტს ინახავენ და შემდეგ თანაბ-
რად ანაწილებენ მას. გარდა ამისა, დასავლეთით უფრო ხშირი ტყეებია
და, შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოდის იქ მეტი ნალექი.
წარსულში სანჩესების, ახლა კი ტრასკების მიწის დიდი ნაწილი და-
უმუშავებელი იყო, თუმცა თავის წარმოდგენაში ადამი უკვე ხედავდა
ხორბლის დიდ მინდვრებსა და მდინარის პირას ამოსულ მწვანე იონ-
ჯას. მის ზურგს უკან დურგლები მუშაობდნენ. ადამმა ისინი ქალაქ სა-
ლინასიდან ჩამოიყვანა, რათა სანჩესების ძველი საცხოვრებელი გაერე-
მონტებინა და განეახლებინა. მას სწორედ ამ სახლში ჰქონდა გადაწყვე-
ტილი ცხოვრება, სწორედ აქ აპირებდა თავისი დინასტიისთვის საძირ-
კვლის ჩაყრას. შენობიდან ნაკელი გამოიტანეს, ძველი იატაკი აყარეს
235
და ძროხებისგან დადორბლილი ფანჯრის ჩარჩოებიც მოხსნეს. სა-
ნაცვლოდ კი ყველაფერი ახალი, სურნელოვანი ფიჭვისა და ხავერ-
დოვანი წითელი ხისგან კეთდებოდა. სახურავიც მთლიანად გამოიც-
ვალა და, ძველის ნაცვლად, ახალი ფიცრები დაიგო. სახლის სქელი
კედლები ფენა-ფენა იწოვდა კირისა და მარილიანი წყლისგან დამ-
ზადებულ მათეთრებელს და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,
თითქოს ქვა შიგნიდან ანათებდა.
ადამი აქ სამუდამოდ დარჩენას გეგმავდა. მებაღემ დიდი ხნის
წინ დარგული ვარდები შეკრიჭა, ნემსიწვერები დარგო, ბოსტნის-
თვის ცალკე ადგილი გამოჰყო და ნაკადული პატარა არხებში გაუშვა.
ადამის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან იცოდა, რომ ამ სა-
მოთხეში მას და მის შთამომავლებს უნდა ეცხოვრათ. სარდაფში,
ბრეზენტის ქვეშ, სან-ფრანცისკოდან გამოწერილი და კინგ-სითიდან
ურმებით ჩამოტანილი მძიმე ავეჯი იდგა.
საყოფაცხოვრებო ამბებიც მოგვარებული იყო. ლი, მისი ნაწნა-
ვიანი ჩინელი მზარეული, საგანგებოდ გაემგზავრა პახაროში და იქი-
დან ახალი ქვაბები და ჩაიდნები, ტაფები, კასრები, ქილები, ასევე
სპილენძისა და შუშის ჭურჭელი ჩამოიტანა. სახლიდან ოდნავ მოშო-
რებით, იმ ადგილას, რომელიც კარგად ნიავდებოდა, ახალი საღორე
შენდებოდა. ასევე გაკეთდა ახალი საქათმე, კიდევ ოდნავ მოშორე-
ბით კი ძაღლების სადგომი, რათა კოიოტები ახლოს არ მოსულიყ-
ვნენ.
ადამმა იცოდა, რომ ეს საქმე მოკლე დროში არ დასრულდებოდა.
მის მიერ დაქირავებული ხალხი დინჯად მუშაობდა. ადამს სურდა,
რომ ყველაფერი მაღალ დონეზე გაკეთებულიყო. ის ყოველ წვრილ-
მანს საგულდაგულოდ ამოწმებდა, თითოეულ ფიცარსა და საღება-
ვის ნიმუშებს ყურადღებით აკვირდებოდა. მისი ოთახის კუთხეში კა-
ტალოგების მთელი დასტა იდო – სასოფლო-სამეურნეო ინვენტა-
რის, ავეჯის, თესლებისა და ნერგების შესახებ. ადამი კმაყოფილი
იყო, რომ მამამისმა ამხელა თანხა დაუტოვა, მაგრამ კონექტიკუტი

236
მაინც მხოლოდ მუქ ფერებში ახსენდებოდა. შესაძლოა ამის მიზეზი და-
სავლეთის კაშკაშა მზე იყო. როდესაც ადამს მშობლიური სახლი, ფერმა,
სოფელი და ძმის გამოხედვა წარმოუდგებოდა თვალწინ, ამ ყველაფერს
რაღაცნაირი სიშავე დაჰკრავდა ხოლმე. ამიტომ, ადამი ცდილობდა წარ-
სულზე საერთოდ არ ეფიქრა.
ქეთი, დროებით, ბორდონის მიერ აშენებულ სახლში გადაიყვანა,
რათა მშენებლობის დასრულებასა და ბავშვის გაჩენას იქ დალოდებო-
და. სავსებით ნათელი იყო, რომ პატარა ტრასკი გაცილებით ადრე მო-
ევლინებოდა სამყაროს, ვიდრე სახლი იქნებოდა მზად, თუმცა ადამი არ
ჩქარობდა.
– მინდა, რომ სახლი მყარი გამოვიდეს, – რამდენჯერმე გაუმეორა
მუშებს, – მინდა, რომ დიდხანს გაძლოს, ამიტომ მხოლოდ სპილენძის
ლურსმნები და მაღალი დონის ხე გამოიყენეთ, რომ არ დალპეს და არ
დაჟანგდეს.
ადამის გარდა, მომავალზე სხვებიც ზრუნავდნენ. მთელი სალინასის
ველი, მთელი დასავლეთი წინ იყურებოდა. ეს იყო დრო, როდესაც წარ-
სულმა თავისი სიტკბო და ხიბლი დაკარგა. ისეთი ადამიანის პოვნა,
ვინც ძველი დროის დაბრუნებას ინატრებდა, საკმაოდ რთული იყო და
თუ მაინც იპოვიდი, მხოლოდ ღრმად მოხუცებულს. რაც არ უნდა მძიმე
ყოფილიყო ცხოვრება, ხალხი მაინც მშვენივრად გრძნობდა თავს აწ-
მყოში, რადგან ღრმად სწამდა, რომ წინ უკეთესი ცხოვრება იყო. საკმა-
რისი იყო ორი ადამიანი შეხვედროდა ერთმანეთს, სამი ფერმერი ჩა-
მომჯდარიყო ბართან ან ათამდე ადამიანი შეკრებილიყო კოცონის გარ-
შემო, რომ საუბარი წამსვე ველის არაჩვეულებრივ, განსაცვიფრებელ
მომავალზე ჩამოვარდებოდა. როგორც წესი, ამაზე არა ვარაუდით, არა-
მედ დარწმუნებით ლაპარაკობდნენ.
– ვინ იცის, იქნებ ჩვენც მოვესწროთ ამას, – ამბობდნენ ისინი.
თითოეული ადამიანი ბედნიერ მომავალს იმის მიხედვით ხატავდა,
თუ რას იყო მოკლებული აწმყოში. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ბრუნ-
დება რომელიმე ფერმერი რანჩოდან სახლში და თავისი ცოლ-შვილი

237
მძიმე ფარცხზე შეუსვამს. ეს არის ერთგვარი ხის ყუთი, რომელსაც
ლურსმნებით აქვს მიმაგრებული მუხის კავები და სიარულის დროს
ისე ჯანჯღარებს, რომ ადვილი შესაძლებელია კბილები მოიტეხო ან
ენა მოიკვნიტო. ოჯახის უფროსი კი ოცნებებში მიდის და ამბობს:
– აი, როდესაც გზებს გაიყვანენ, მაშინ დადგება ბედნიერი დრო.
დავსხდებით ასე, არხეინად და კინგ-სითიმდე სამ საათში ჩავალთ.
სრული ბედნიერებისთვის, მეტი არც არის საჭირო.
ან, მაგალითად, დასეირნობს ვინმე თავისი მუხების ჩრდილში,
მუხები კი ისეთია, შეგშურდება – მსოფლიოში საუკეთესო შეშა, ნახ-
შირივით რომ იწვის. ამ დროს, ჯიბიდან გაზეთს იღებს და კითხუ-
ლობს: „ლოს-ანჯელესში, 1 ქორდ მუხაში ათ დოლარს იხდიან“.
„ვაჰ“, ფიქრობს ის. „ერთი დროზე შემოიყვანონ რკინიგზა, დავდებ
ჩემს შეშას მატარებელზე, შუამავალი, ალბათ, დოლარნახევარს გა-
მომართმევს და სარკინიგზო კომპანიამაც, გაწელე-გამოწელე, სამნა-
ხევარი მომთხოვოს. ბოლოს მაინც ხუთი დოლარი მრჩება. აქ კი ისე
იქნება სამი ათასი ქორდი, როგორც არაფერი. ეს ნიშნავს, რომ სუფ-
თა მოგებად თხუთმეტი ათას დოლას ვნახავ“.
იყვნენ ისეთებიც, ვინც შარავანდედით გასხივოსნებულები, წი-
ნასწარმეტყველებას იწყებდნენ და ამბობდნენ, რომ მალე დადგება
დრო, როდესაც არხები გაჩნდება და მთელ სალინასის ველს მოამა-
რაგებს წყლით. ვინ იცის, შესაძლოა ჩვენც მოვესწროთ ამას. ან, წარ-
მოიდგინეთ, ორთქლზე მომუშავე მანქანები, რომლებიც მიწიდან
წყალს ამოტუმბავენ. აბა დაფიქრდით, რამდენ მოსავალს მოიყვანს
ეს მიწა. ნამდვილი ედემის ბაღი იქნება!
კიდევ ერთი ადამიანი (მართალია ის გიჟი იყო, მაგრამ მაინც), ამ-
ბობდა, რომ სულ მალე მოიგონებენ ახალ მეთოდს – ყინული იქნება
ეს თუ სხვა რაღაცა, მნიშვნელობა არა აქვს – რომლის საშუალებითაც
მწიფე ატამს, „ზუსტად ისეთს, ახლა ხელში რომ მიჭირავს, აქედან
პირდაპირ ფილადელფიაში გავგზავნით და გზაში არაფერი მოუვა“.

238
პატარა ქალაქებში იმაზეც საუბრობდნენ, რომ სულ მალე კანალიზა-
ციას გაიყვანდნენ და ხალხს ტუალეტი სახლში ექნებოდა (ბევრს უკვე
ჰქონდა). კიდევ ამბობდნენ, რომ ქუჩებში ლამპიონები იდგებოდა, რო-
გორც სალინასში და ტელეფონებიც გაჩნდებოდა. მომავალზე ფიქრი-
სას არანაირი ზღვარი არ არსებობდა. ხალხს სჯეროდა, რომ გარშემო
ყველაფერი ბედნიერებით აივსებოდა და დოვლათის ნიაღვარი წამოვი-
დოდა, ზუსტად ისე, სალინასის მდინარე რომ მოედინება წვიმიანი ზამ-
თრის შემდეგ.
გახედავდა ადამიანი მშრალ და უსახურ პეიზაჟს, სოკოებივით ამო-
სულ შეუხედავ სახლებს და მომავალზე ფიქრობდა: „ვინ იცის, იქნებ
ჩვენც მოვესწროთ...“ სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა,
თუ რატომ არ ღირდა სიცილი სამუელ ჰამილტონის ფანტაზიებზე. ზოგ-
ჯერ ის ისეთ აზრს დააბრეხვებდა, რომ სიგიჟედ მოგეჩვენებოდა, მაგ-
რამ როდესაც სან-ხოსეში მომხდარ ამბებს გაიგებდი, ხვდებოდი, რომ
ეს კაცი მართლა აზროვნებს. მიუხედავად ამისა, ერთი რაღაცის გამო სა-
მუელს მაინც დასცინოდნენ. მისი აზრით, როდესაც ყველა ნატვრა ას-
რულდებოდა, ხალხი შესაძლოა ბედნიერი მაინც არ ყოფილიყო.
– ახლა ამან ნამდვილად გაუბერა, – ამბობდნენ ისინი. – შენ ყველა-
ფერი ეს მოგვეცი და ბედნიერებას მერე გაჩვენებთ.
ამის საპასუხოდ კი სამუელი ირლანდიაში მომხდარ ერთ ამბავს იხ-
სენებდა, როდესაც დედამისის ბიძამ, საკმაოდ მდიდარმა და ლამაზმა
რაინდმა, რომელიც ამასთანავე მსოფლიოში ულამაზეს ქალს უყვარდა,
თავის საკუთარ სახლში, აბრეშუმის ტახტზე მჯომმა მოიკლა თავი.
– ადამიანის მადას საზღვარი არა აქვს, – ამბობდა ის. – მთელი სამ-
ყაროს ტკბილეული რომ დაულაგო ცხვირწინ, მაინც მეტი უნდა.
ადამ ტრასკმა კარგად იცოდა, რომ წინ ბედნიერი მომავალი ელოდა,
თუმცა კმაყოფილების გრძნობას არც ახლა იყო მოკლებული. გული უჩ-
ქარდებოდა, როდესაც მზეზე მშვიდად მჯდომ ქეთის შეამჩნევდა, ხე-
დავდა, როგორ იზრდებოდა მის მუცელში ბავშვი, ხოლო მისი ქათქათა
კანი საკვირაო სკოლის კედლებზე გამოფენილ ანგელოზების ნახატებს

239
მოგაგონებდა; შემდეგ ქარი მის ოქროსფერ თმას ააფრიალებდა ან
თავად ასწევდა თვალებს მოულოდნელად, ადამს კი მთელ სხეულში
ჟრუანტელი დაუვლიდა და საოცარი სიხარულის გრძნობა დაეუფ-
ლებოდა, ზუსტად იმ სიხარულისა, რომლიდანაც მწუხარებამდე
მხოლოდ ერთი ნაბიჯია.
დიახ, ადამი თავის ახალ რანჩოზე კმაყოფილი და მაძღარი კატა-
სავით იჯდა, მაგრამ თუ ასეთ ანალოგიას მივყვებით, მაშინ ისიც უნ-
და ვთქვათ, რომ ქეთიც კატას ჰგავდა. მას ცხოველებისთვის ჩვეული
ერთი თვისება ჰქონდა: ადვილად ამბობდა უარს იმაზე, რასაც ხვდე-
ბოდა, რომ ვერ მიიღებდა, ხოლო იმას, რაც მის ძალებს არ აღემატე-
ბოდა, ყოველთვის მოთმინებით ელოდა. ეს ნიჭი მას გარკვეულ უპი-
რატესობას აძლევდა. მისი დაფეხმძიმება შემთხვევითობა იყო. რო-
დესაც აბორტის მცდელობამ არ გაამართლა და ექიმიც ჩივილით
დაიმუქრა, ქეთიმ ნაყოფის მოშორების მსგავს მეთოდზე უარი თქვა.
მიუხედავად ამისა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქეთი თავის ორ-
სულობას შეეგუა. ის ამას უყურებდა, როგორც დაავადებას, რომე-
ლიც უნდა მოითმინო. მისი და ადამის ქორწინებასთან დაკავშირე-
ბითაც იგივე შეიძლება ითქვას – ხაფანგში იყო მოქცეული და საუკე-
თესო გამოსავალი აირჩია. მას არც კალიფორნიაში სურდა წასვლა,
მაგრამ სხვა გეგმებმა, უბრალოდ, არ გაამართლა. ქეთიმ ჯერ კიდევ
ბავშვობაში ისწავლა, რომ გამარჯვებას შეიძლება მოწინააღმდეგის
ხელით მიაღწიო. როდესაც მამაკაცის ძალა შენს ძალას აღემატება,
უკეთესი და გაცილებით ადვილია მისი ეს ძალა სწორი მიმართულე-
ბით გაუშვა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი თუ მიხ-
ვდებოდა, რომ ქეთის სულაც არ უნდოდა იქ ყოფნა სადაც იყო და
არც ის მდგომარეობა მოსწონდა, რომელშიც აღმოჩნდა. ის ახლა,
უბრალოდ, გაირინდა და მოთმინებით ელოდა დროს, რომელიც, მი-
სი აზრით, აუცილებლად დადგებოდა. ქეთის დიდი და წარმატებუ-
ლი დამნაშავეებისთვის დამახასიათებელი ერთი თვისება ჰქონდა:
არავის ენდობოდა და თავის გეგმებსაც არავის უზიარებდა, თავის

240
საკუთარ კუნძულზე, განმარტოვებით ცხოვრობდა. სავსებით შესაძლე-
ბელია, რომ ის ვერც ახალ რანჩოს ამჩნევდა და არც მშენებარე სახლს
უყურებდა, საერთოდ არ იყო ადამის გრანდიოზული გეგმების თანამო-
ნაწილე, რადგან იქ დარჩენას არ გეგმავდა. როგორც კი თავის „დაავადე-
ბას“ მოიშორებდა და ხაფანგიც გაიხსნებოდა, აუცილებლად გაიქცე-
ოდა. მიუხედავად ამისა, ადამის შეკითხვებს ის ყოველთვის ხალისით
სცემდა პასუხს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უბრალოდ ენერგი-
ის ტყუილად ხარჯვა და კატებისთვის არადამახასიათებელი საქციელი
იქნებოდა.
– შეხედე, ძვირფასო, როგორ დგას სახლი. ფანჯრებიდან რომ იყუ-
რები, მთელი ველი ხელისგულზე დევს, – უთხრა მას ერთხელ ადამმა.
– მართლა ძალიან ლამაზია.
– შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ ახლა ვცდილობ იმ პირ-
ველი სანჩესის აზრებს ჩავწვდე, რომელიც აქ ასი წლის წინ ცხოვრობდა.
როგორი იყო ეს ველი მაშინ? ეტყობა მან ყველაფერი საგულდაგულოდ
დაგეგმა. მას წყალსადენიც ჰქონია, წარმოგიდგენია? წითელი ხისგან გა-
აკეთა. არ ვიცი, ალბათ ნახვრეტები გამოწვა და წყალი ნაკადულიდან
პირდაპირ სახლში მიედინებოდა. მიწა რომ ამოვთხარეთ, ამ წყალსადე-
ნის ნაწილები აღმოვაჩინეთ.
– რა საოცარია. ძალიან ჭკვიანი იყო, ეტყობა.
– მის შესახებ უფრო მეტი მინდა გავიგო. შეხედე როგორი მდებარეო-
ბა აქვს სახლს, როგორი პროპორციები და ფორმაა. ხეების განლაგების
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა ის მხატვარიც კი იყო.
– ესპანელები, როგორც ვიცი, ხელოვანი ხალხია. სკოლაში ერთი
მხატვრის შესახებ ვისწავლე... არა, ის ბერძენი იყო.
– ნეტა სად შეიძლება, პირველი სანჩესის შესახებ რამე მაინც გავი-
გო?
– გაიკითხე, ვიღაცას აუცილებლად ეცოდინება.
– და ამ ყველაფრის შემდეგ, ბორდონიმ ამ სახლში ბოსელი გააკეთა.
იცი, ყველაზე მეტად რა მაინტერესებს?

241
– რა, ადამ?
– თავისი ქეთი თუ ჰყავდა იმ სანჩესს და ვინ იყო ის.
ქეთიმ გაიღიმა და სახე მიატრიალა.
– როგორი თქმა იცი ხოლმე.
– უნდა ჰყოლოდა. აუცილებლად უნდა ჰყოლოდა. მე, მაგალი-
თად, სანამ შენ გაგიცნობდი, არც ენერგია მქონდა, არც მონდომება
და არც ცხოვრების განსაკუთრებული სურვილი.
– ადამ, უხერხულ მდგომარეობაში მაგდებ. ფრთხილად, ადამ!
ნუ მიღიტინებ, მტკივა!
– მაპატიე, ზოგჯერ ძალიან მოუქნელი ვარ.
– არა ხარ მოუქნელი, უბრალოდ, გავიწყდება ხოლმე. როგორ
ფიქრობ, ქსოვა ან კერვა ხომ არ დავიწყო? არადა, უსაქმოდ ჯდომა
ახლა ყველაზე მეტად მომწონს.
– რაც დაგვჭირდება, ყველაფერს ვიყიდით. შენ კარგად მოკა-
ლათდი და არაფერზე ინერვიულო. შეიძლება ითქვას, შენ ახლა ყვე-
ლაზე მეტს მუშაობ და შედეგიც ყველაზე სასიამოვნო იქნება.
– ადამ, მგონი ეს ნაიარევი არასდროს გაქრება.
– ექიმმა თქვა, რომ დროთა განმავლობაში საერთოდ აღარ გა-
მოჩნდება.
– ზოგჯერ თითქოს მკრთალი ხდება, მაგრამ მერე ისევ მუქდება.
დღეს ცოტათი გაშავდა, არ გეჩვენება?
– არა.
არადა, მართლაც იყო გამუქებული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნე-
ბოდა, თითქოს შუბლზე ვიღაცამ უზარმაზარი ცერა თითი მიაჭირა
და ნაოჭები ერთგვარ ნახატს ქმნიდა. ადამმა დააპირა ნაიარევს ხე-
ლით შეხებოდა, მაგრამ ქეთიმ თავი გასწია.
– არ გინდა, ადამ. ძალიან მგრძნობიარე ადგილია და შეიძლება
გამიწითლდეს.
– დარწმუნებული ვარ, გაგივლის. დრო უნდა ყველაფერს.

242
ქეთიმ გაიღიმა, მაგრამ, როდესაც ადამი მიტრიალდა და წავიდა, მის
თვალებში ისევ სიცარიელემ დაისადგურა. მოულოდნელად, ის წელში
გაიმართა და ღრმად ამოისუნთქა. მის მუცელში ბავშვი მოუსვენრად იქ-
ნევდა ფეხებს. ქეთი ახლა თავის შანსს ელოდა.
ამ დროს, დიდი მუხის ქვეშ, ლი გამოჩნდა.
– მისის ცაი უნდა?
– არა... ანდა, მომიტანე, დავლევ.
ქეთი ჩინელს ყურადღებით დააკვირდა, მაგრამ მის მუქყავისფერ
თვალებში ვერაფრით შეაღწია. ლი მასში უცნაურ გრძნობას იწვევდა. ქე-
თისთვის, როგორც წესი, ადამიანის სურვილებისა და იმპულსების გა-
მოცნობა პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ ჩინელი მზარეულის
გონება თითქოს მყარი რეზინით იყო დაცული. ლის თხელი და სასია-
მოვნო სახე ჰქონდა, მისი მაღალი შუბლი ინტელექტზე მიანიშნებდა,
ხოლო ტუჩებზე მუდამ ღიმილი დასთამაშებდა. გრძელი, შავი და
პრიალა ნაწნავი, რომელიც აბრეშუმის ნაჭრით იყო შეკრული, მხარზე
ჰქონდა გადმოგდებული და სიარულის დროს, მკერდზე რითმულად
მოძრაობდა. როდესაც ლი მძიმე სამუშაოს ასრულებდა, ნაწნავი თავზე
ჰქონდა შემოხვეული. მას ბამბის ვიწრო შარვალი, შავი ჩუსტები და ტრა-
დიციული ჩინური აბრეშუმის ხალათი ეცვა. როგორც კი შესაბამის მო-
მენტს იპოვიდა, ხელებს ხალათის სახელოებში მალავდა, თითქოს ეში-
ნოდა, ვინმემ არ მომაჭრასო. იმ დროს, მსგავსი ჩვევა ჩინელების უმეტე-
სობას ჰქონდა.
– პატალა მაგიდა მოიტანოს, – თქვა მან, ოდნავ შესამჩნევად დახარა
თავი და ფლატუნით გაეცალა იქაურობას.
ქეთიმ ლის თვალი გააყოლა და ჩაფიქრდა. ჩინელისა მას საერთოდ
არ ეშინოდა, მაგრამ, ამავე დროს, მისი თანდასწრებით თავს არცთუ
მშვიდად გრძნობდა. თუმცა, ეს რომ გვერდით გადავდოთ, ლი ძალიან
კარგი და თავაზიანი მოსამსახურე იყო. შეიძლება ითქვას, საუკეთესოც.
რა პრობლემა უნდა შეექმნა მას ქეთისთის?
-2-

243
უკვე შუა ზაფხული იდგა და მდინარე სალინასმა მიწის ქვეშ გა-
დაინაცვლა. მხოლოდ ალაგ-ალაგ, ღრმა ადგილებში იყო შემორჩე-
ნილი მწვანე გუბეები. დღის განმავლობაში, პირუტყვი ტირიფების
ქვეშ აფარებდა თავს – მზეს ერიდებოდა, ხოლო საძოვარზე ღამით
გადიოდა. ბალახი მოყავისფრო გახდა, შუადღის შემდეგ ამოვარ-
დნილი ქარი კი საშინელ მტვერს აყენებდა და ეს სქელი ბურუსი ზოგ-
ჯერ მთის მწვერვალებამდე აღწევდა. იმ ადგილებში, სადაც ქარმა
მიწა გადახვეტა, გარეული შვრიის ფესვები მოჩანდა; ხის გამხმარი
ტოტები და ჩალის ნაფლეთები ამ მოპრიალებულ მიწაზე იქამდე
დაქროდა, სანამ ხეებს ან ბუჩქებს არ მიეკრობოდა, პატარა ქვები კი
ზიგზაგებად დაგორავდა წინ და უკან.
ახლა უკვე სავსებით გასაგები გახდა, თუ რატომ ააშენა პირველმა
სანჩესმა საკუთარი სახლი ასეთ მოფარებულ ადგილას. მტვერი და
ქარი აქ საერთოდ ვერ აღწევდა. პატარა ნაკადულმა მართალია ოდ-
ნავ დაიკლო, მაგრამ ცივი და ანკარა წყალი მაინც ძველებურად მო-
ედინებოდა. მიუხედავად ამისა, როდესაც ადამი ამ გამომშრალ და
მტვრით დაფარულ ველს შესცქეროდა, პანიკაში ვარდებოდა. მსგავ-
სი გრძნობა აღმოსავლეთიდან კალიფორნიაში გადმოსახლებულ
ყველა ადამიანს ეუფლება. კონექტიკუტში, თუ ორი კვირის განმავ-
ლობაში ერთხელაც არ იწვიმა, ითვლება, რომ ზაფხული მშრალი გა-
მოვიდა, ხოლო თუ ნალექის გარეშე ერთმა თვემ გაიარა, ეს უკვე
გვალვაა. გარდა ამისა, თუ გარშემო სიმწვანე არ არის, ეს ნიშნავს,
რომ მიწა კვდება. კალიფორნიაში კი სულ სხვაგვარი სიტუაციაა. აქ
მაისის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე, როგორც წესი, საერ-
თოდ არ წვიმს. ამიტომ, აღმოსავლეთიდან ჩამოსული ადამიანი,
რაც არ უნდა ბევრჯერ აუხსნა მას სიტუაცია, თვლის, რომ უნალექო
თვეებში მიწა მძიმედ არის ავად.
ადამმა წერილი დაწერა და თავის ჩინელ მზარეულს ჰამილტო-
ნებთან გაატანა. მას სურდა, რომ ჭების ამბავი რაც შეიძლება მალე
მოგვარებულიყო და სამუელს სტუმრად პატიჟებდა.

244
როდესაც ადამის ეტლზე მოკალათებული ლი ჰამილტონების ეზო-
ში შევიდა, სამუელი ამ დროს ჩრდილში იჯდა და ყურადღებით აკვირ-
დებოდა, როგორ ქმნიდა მისი ვაჟი ტომი სრულიად ახალ, რევოლუციურ
ხაფანგს ენოტებისთვის. ლიმ ხელები ხალათის სახელოებში შეყო და
დაელოდა, სანამ სამუელი წერილს წაიკითხავდა.
– ტომ, – თქვა სამუელმა, კითხვა რომ დაამთავრა, – ცოტა ხნით ერთ
ადამიანთან უნდა წავიდე და წყლის ამბავი გავურკვიო, თორემ შეიძლე-
ბა წყურვილით მოკვდეს. სახლს ხომ მიხედავ?
– მეც წამოგყვები, არ გინდა? იქნებ დახმარება დაგჭირდეს.
– ლაპარაკში? არა, დღეს ამას როგორმე თავად მივხედავ. როგორც
ვატყობ, ბურღვის დაწყებამდე ჯერ შორია. აი, საქმეს რომ შევუდგებით,
მერე მართლა დამჭირდება შენი დახმარება. თითო ნიჩაბი მიწის ამო-
ღებაზე, ალბათ, ხუთასი-ექვსასი სიტყვა მოდის ხოლმე.
– წამოვალ, გთხოვ. ხომ მისტერ ტრასკთან მიდიხარ? ცოტა ხნის წინ
ჩვენთან რომ იყო მოსული, სახლში არ ვიყავი და ვერ გავიცანი.
– გაიცნობ, თხრას რომ დავიწყებთ. მე შენზე უფროსი ვარ და პირვე-
ლი საუბრის უფლებაც მე მეკუთვნის. სხვათა შორის, ტომ, ენოტი თავის
პატარა თათს აი, აქ შეყოფს და გაიქცევა. ხომ იცი, როგორი ჭკვიანი ცხო-
ველია?
– მერე, აი ამას ვერ ხედავ? აი, აქ ჩაიხრახნება და მოტრიალდება.
ენოტი კი არა, შენც ვერ დააღწევ თავს აქედან.
– მე ენოტზე ჭკვიანი არა ვარ. კარგი, როგორც ჩანს მართლა ყველა-
ფერი გაქვს გათვალისწინებული. ტომ, მიდი ახლა „დოქსოლოგი“ შე-
კაზმე, მე კი ამასობაში დედაშენს ვეტყვი, რომ გავდივარ.
– მე ეტლით მოვიდა, – თქვა ლიმ.
– ჰო, მაგრამ სახლში ოდესმე ხომ უნდა დავბრუნდე?
– მე მოგიყვანს უკან.
– რა სისულელეა, – თქვა სამუელმა. – ჩემს ცხენს წამოვიყვან და უკან
თავად დავბრუნდები.

245
სამუელი ლის გვერდით ჩამოჯდა, მისი ცხენი კი ეტლს მოუქნე-
ლი ნაბიჯებით გაჰყვა უკან.
– რა გქვიათ? – ჰკითხა სამუელმა თავაზიანად.
– ლი. კიდევ ალის ბევლი სახელი. ლი მამაცემის გვალია. თქვენც ასე
დამიძახეთ.
– ჩინეთზე ბევრი მსმენია და წამიკითხავს. თქვენ იქ დაიბადეთ?
– ალა, აქ.
სამუელი გაჩუმდა. ეტლი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იხრებოდა
და მტვრიანი ველისკენ მიგორავდა.
– ლი, – დაარღვია მან ხანგრძლივი სიჩუმე, – იმედი მაქვს, სწო-
რად გამიგებ და ნამდვილად არ მესმის, რატომ ლაპარაკობთ ჩინე-
ლები ასეთი პრიმიტიული ინგლისურით. ირლანდიის ყრუ სოფელში
გაზრდილი და გაუნათლებელი მაიმუნიც კი, რომელსაც თავი მხო-
ლოდ კელტური ენით აქვს გამოტენილი და საუბრის დროს თითქოს
პირში ცხელი კარტოფილი უდევს, ამერიკაში ათიოდე წლის გატარე-
ბის შემდეგ, მეტ-ნაკლებად ნორმალურად საუბრობს.
– მე ცინული ლაპალაკი იცის, – ღიმილით თქვა ლიმ.
– ეტყობა ამის საკმარისი მიზეზები გაქვს და, საერთოდ, ეს ჩემი
საქმე სულაც არ არის. იმედი მაქვს მაპატიებ, ლი, მაგრამ მე ამის არ
მჯერა.
ლიმ სამუელს კიდევ ერთხელ შეხედა და ჩაიცინა. მისი ყავისფე-
რი თვალები თითქოს გაფართოვდა, უფრო ღრმა გახდა და უცხო იე-
რიც თვალსა და ხელს შუა გაქრა. მათში ახლა სითბო და გულისხმიე-
რება ჩანდა.
– ჩვენთვის ასე უფრო მოსახერხებელია საუბარი, – თქვა მან. –
გარდა ამისა, ეს ერთგვარი თავდაცვაცაა. მაგრამ ყველაზე მთავარი,
იცით, რა არის? ის, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ ასე ვილაპარაკოთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს საუბარს საერთოდ ვერავინ გაიგებს.
სამუელმა ეს მოულოდნელი ცვლილება ოდნავაც არ შეიმჩნია.

246
– პირველი ორი მიზეზი ჩემთვის სავსებით გასაგებია, – თქვა მან, –
მაგრამ მესამეს ვერაფრით ჩავწვდი.
– რთულია დაიჯერო, – განაგრძო ლიმ, – მაგრამ მე და ჩემს მე-
გობრებს იმდენი მაგალითი გვაქვს, რომ ამ ყველაფერს უკვე ჩვე-
ულებრივად აღვიქვამთ. მე რომ რომელიმე ქალბატონთან ან მამა-
კაცთან მივიდე და ისე დაველაპარაკო, როგორც ამას ახლა ვაკეთებ, ის
მე ვერ გამიგებს.
– რატომ?
– ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მე ინგლისურის და ჩინურის
პრიმიტიული ნაზავით უნდა ვილაპარაკო, ამიტომ ჩემგან მხოლოდ ასე-
თი საუბარი ესმით. ნორმალურ ინგლისურს ისინი ჩემგან არ ელიან და
ამიტომაც არ ესმით.
– ნუთუ ეს მართალია? მე როგორღა მესმის?
– სწორედ ამიტომ გელაპარაკებით თქვენ ასე. თქვენ ხართ ერთ-ერ-
თი იშვიათი ადამიანი, რომელიც სტერეოტიპებით არ აზროვნებს. ხალ-
ხის უმეტესობა კი მხოლოდ იმას ხედავს, რისი დანახვაც სურს.
– ამაზე არც კი მიფიქრია. საკუთარ თავზე მსგავსი რამ არ გამომიც-
დია, მაგრამ შენს ნათქვამში სიმართლის მარცვალი ნამდვილად არის.
ძალიან მომწონს შენთან საუბარი. უამრავი შეკითხვა მაქვს.
– მზად ვარ გემსახუროთ.
– აი, მაგალითად, შენ ნაწნავს ატარებ. როგორც ვიცი, ეს მონობის ნი-
შანია. მანჯურიელებმა რომ დაიპყრეს ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მო-
სახლეობას მსგავსი ნაწნავის ტარებას აიძულებდნენ.
– მართალია.
– მაგრამ, შენ ხომ ახლა ამერიკაში ხარ? მანჯურიელები აქ ვერაფერს
დაგაკლებენ.
– მე ცინული ლაპალაკი იცის. ნაწნავი ცინული ტლადიციაა, გაიგე?
სამუელმა გულიანად გადაიხარხარა.
– ნამდვილად მოსახერხებელი რამ არის, – თქვა მან. – ნეტა მეც
მქონდეს ასეთი სამალავი.

247
– არ ვიცი, შევძლებ თუ არა, რომ კარგად აგიხსნათ. ვისაც ეს სა-
კუთარ თავზე არ გამოუცდია, მისთვის რთული გასაგებია. როგორც
მესმის, თქვენ ამერიკაში არ დაბადებულხართ.
– არა, ირლანდიაში დავიბადე.
– აქ ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე წელიწადში, თქვენ უცხოდ
აღარავინ გთვლიდათ, ასე არ არის? მე კი გრას-ველიში დავიბადე,
სკოლაც იქ დავამთავრე და რამდენიმე წელიწადი კალიფორნიის
უნივერსიტეტშიც ვისწავლე. მიუხედავად ამისა, მე გარშემო მყოფ
ადამიანებში ვერასოდეს გავერევი.
– იქნებ ნაწნავის მოჭრა, სხვა ადამიანებივით ჩაცმა და საუბარი
გეცადა.
– ვცადე და არაფერი გამოვიდა. ეგრეთწოდებული თეთრების-
თვის მე მაინც ჩინელი ვიყავი და თან ძალიან არასანდო. ჩინელმა
მეგობრებმა კი საერთოდ ზურგი მაქციეს. ბოლოს, იძულებული გავ-
ხდი ამ წამოწყებაზე უარი მეთქვა.
ლიმ ეტლი ჩრდილში გააჩერა, ჩამოხტა და პატარა ჩანთა გახსნა.
– სადილის დროა, – თქვა მან. – ცოტაოდენი რამ წამოვიღე. ხომ
არ ინებებთ?
– სიამოვნებით, – უპასუხა სამუელმა, – ოღონდ ჯერ ჩრდილში
მოვკალათდე. ზოგჯერ ჭამა საერთოდ მავიწყდება, ამიტომ სულ მში-
ერი ვარ. საინტერესოა შენთან საუბარი. გეტყობა, რომ საკმაო გა-
მოცდილება გაქვს. ახლა მომივიდა თავში აზრად: იქნებ ჯობდეს,
რომ ჩინეთში დაბრუნდე?
ლიმ ირონიულად გაიღიმა.
– ცოტაც და თქვენ აუცილებლად მიხვდებით, რომ ყველაფერი
ვცადე, რათა ცხოვრებაში საკუთარი ადგილი მეპოვა. მამაჩემი საკმა-
ოდ წარმატებული და მდიდარი ადამიანი იყო. ჩინეთში რომ ჩავედი,
აღმოვაჩინე, რომ იქაც ვერ გამიგეს. მეუბნებოდნენ, უცხოელივით
გაცვია და უცხოელივით საუბრობო. ქცევის დროსაც ხშირად ვუშვებ-
დი შეცდომებს, რადგან სრულიად არ ვიყავი გარკვეული იქაურ ნიუ-

248
ანსებში. მოკლედ, ჩინელებმა არ მიმიღეს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა,
მაგრამ ამერიკას უფრო აღვიქვამ საკუთარ სახლად, ვიდრე ჩინეთს.
– სავსებით დამაჯერებელია ეს ყველაფერი და ლოგიკურიცაა. საკმა-
ოდ ხანგრძლივი ფიქრი მომიწევს, ალბათ, სადღაც ოცდაშვიდ თებერ-
ვლამდე. თავი ხომ არ მოგაწყინე შეკითხვებით?
– სრულებითაც არა. პრიმიტიული ინგლისურით საუბრის პრობლემა
ის არის, რომ დროთა განმავლობაში ასეთივე ინგლისურით აზროვნებ.
ამიტომ, იძულებული ვარ ვივარჯიშო, რომ ნორმალური ენა არ დამავიწ-
ყდეს. ძალიან ბევრს ვწერ. მოსმენა და კითხვა ერთია, ლაპარაკი და წერა
კი – მეორე.
– შეცდომა არ მოგდის ხოლმე? ანუ, ჩვეულებრივ ინგლისურზე არ გა-
დადიხარ?
– არა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ელის შენგან ესა
თუ ის ადამიანი. შეხედავ კაცს თვალებში, დაინახავ რა სურს მას და შე-
საბამისად მოქმედებ.
– მართალი ხარ, – თქვა სამუელმა. – აი მე, მაგალითად, ხშირად ვყვე-
ბი ანეკდოტებს, რადგან ხალხი ჩემგან
სწორედ ამას ელის. ზოგიერთები ველის მეორე ბოლოდან მოდიან,
დრო რომ გაატარონ და იცინონ. ამიტომ, მე იძულებული ვარ ისე მოვიქ-
ცე, როგორც მათ სურთ, თუნდაც ცუდ ხასიათზე ვიყო.
– ჰო, მაგრამ ირლანდიელებზე ამბობენ, რომ მხიარული ხალხია.
– ეს ისეთივე სისულელეა, როგორიც შენი ჩინური აქცენტისა და ნაწ-
ნავის ამბავი. ირლანდიელები სევდიანი და მოღუშული ხალხია. ისინი
ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებენ და მუდამ ტანჯვა-წამებაში
არიან. ირლანდიელი აუცილებლად მოიკლავდა თავს, ვისკი რომ არ არ-
სებობდეს. ისე კი, დალევს ერთ-ორ ჭიქას და სამყარო კვლავ მშვენი-
ერია. ანეკდოტებს კი მხოლოდ იმიტომ ყვებიან, რომ მათგან ყველა ამას
ელის.
ლიმ პატარა ბოთლი ამოიღო.
– გასინჯავთ? ჩინური სასმელია – ნგ-კა-პი.

249
– რა არის?
– ცინული კონიაკი. ძალიან კალგი ლამეა. ცოტა აბზინდაც აქვს და-
მატებული. ძალიან ძლიერია და კარგად ამშვიდებს.
სამუელმა ერთი ყლუპი მოსვა.
– ცოტათი დამპალი ვაშლის გემო დაჰკრავს, – თქვა მან.
– ჰო, მაგრამ კარგი დამპალი ვაშლის. ერთბაშად ნუ გადაყლა-
პავთ, პირში გაიჩერეთ ცოტა ხნით და შეეცადეთ გემო ყელში იგ-
რძნოთ.
სამუელმა ერთი დიდი ყლუპიც მოსვა და მერე თავი უკან გადას-
წია.
– ახლა მესმის, რასაც გულისხმობ. ნამდვილად კარგია.
– აი, სენდვიჩი, მჟავე კიტრი, ყველი და კეფირი.
– როგორი თავშენახული ყოფილხარ.
– ვცდილობ.
სამუელმა სენდვიჩი ჩაკბიჩა.
– ორმოცდაათამდე შეკითხვა მახსენდება და არ ვიცი რომლით
დავიწყო. მე მგონი ყველაზე მთავარი თემა შენ თვითონ წამოსწიე.
წინააღმდეგი ხომ არა ხარ რომ გკითხო?
– სულაც არა? მხოლოდ ერთი რაღაცა მინდა გთხოვოთ. სხვა ადა-
მიანების თანდასწრებით ასე ნუ დამელაპარაკებით, თორემ ძალიან
გაუკვირდებათ.
– შევეცდები, მაგრამ თუ დამავიწყდა, არაფერია. მე მაინც ყველა
ხუმარად მიცნობს. რთულია, როდესაც ადამიანს ორი მხრიდან გაიც-
ნობ და მერე იძულებული ხარ, მხოლოდ ერთი მხარე გახსოვდეს.
– მე მგონი ვიცი, რა შეკითხვა უნდა დამისვათ.
– აბა, მითხარი.
– რატომ ვკმაყოფილდები მოსამსახურეობით.
– როგორ მიხვდი?
– ლოგიკური იყო.
– გაღიზიანებს ეს შეკითხვა?

250
– თქვენგან არა. გამაღიზიანებელი მხოლოდ ის შეკითხვებია, რომ-
ლებიც ქედმაღლური ტონით ისმება. მართალი გითხრათ, არც კი ვიცი
რატომ არ ითვლება მოსამსახურეობა ღირსეულ პროფესიად. ფილოსო-
ფოსისთვის ეს არის თავშესაფარი, ზარმაცისთვის – ლუკმა პური და თუ
სწორად მიუდგები, ამ საქმიანობამ, შესაძლოა, ძალაუფლება და სიყვა-
რულიც კი მოგიტანოს. გაუგებარია, რატომ არ ირჩევს ბევრი ხალხი ამ
პროფესიას, რატომ არ სწავლობს საფუძვლიანად ამ საქმეს, რათა შემ-
დეგ ამ ყველაფრისგან სათანადო სარგებელი მიიღოს. კარგი მოსამსა-
ხურე აბსოლუტურად უსაფრთხოდ გრძნობს თავს და არა იმიტომ, რომ
მისი პატრონი კეთილია, არამედ იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ჩვევე-
ბისა და სიზარმაცის მონაა. ძალიან ძნელია გადაეჩვიო გემრიელ საჭ-
მელს და საკუთარი წინდების რეცხვა თავად ისწავლო. სწორედ ამიტომ
ურჩევნია ადამიანს, რომ მოსამსახურე ჰყავდეს, თუნდაც ის არაფრად
ვარგოდეს, ვიდრე თავად შეიცვალოს. მაგრამ, რაც შეეხება კარგ მოსამ-
სახურეს, მე კი ამ საქმეში საუკეთესო ვარ, მას შეუძლია მთლიანად აკონ-
ტროლოს თავისი პატრონი, უკარნახოს მას ყველაფერი – რა იფიქროს,
როგორ მოიქცეს, ვინ მოიყვანოს ცოლად ან როდის განქორწინდეს. მას
შეუძლია საკუთარი პატრონი დასაჯოს და კოშმარში აცხოვროს ან სიხა-
რული მიანიჭოს და საბოლოოდ მისივე ანდერძში აღმოაჩინოს საკუთა-
რი სახელი. მე
შემიძლია გავქურდო, გავძარცვო და გავლახო ის, ვისთანაც ვმუშაობ
და, ამის სანაცვლოდ, მისგან მადლობა მივიღო. და ბოლოს, იმ მიზეზე-
ბის გამო, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მე დაუცველი ადამიანი ვარ. ამი-
ტომ, ჩემი პატრონი მე ყოველთვის დამიცავს. თქვენ ბევრს მუშაობთ და
ბევრს ნერვიულობთ, მე კი შემიძლია ცოტა ვიმუშაო და ცოტა ვინერვი-
ულო, კარგი მოსამსახურე ვარ და იმიტომ. ცუდი მოსამსახურე კი საერ-
თოდ არ მუშაობს და არაფერზე ნერვიულობს, მაგრამ ის მაინც მაძღარი,
ჩაცმული და დაცულია. მე არც კი ვიცი სხვა ისეთი პროფესია, რომელიც
ამდენი არაკომპეტენტური ადამიანით არის სავსე და რომელშიც ასე ცო-
ტაა ნამდვილი პროფესიონალი.

251
სამუელი მისკენ იყო გადახრილი და ყურადღებით უსმენდა.
– ძალიან ბევრი ვილაპარაკე და ისევ ჩვეულ პრიმიტიულ ინგლისურ-
ზე რომ გადავალ, შვებით ამოვისუნთქავ.
– სანჩესის რანჩომდე ორი ნაბიჯია დარჩენილი. ასე ახლოს რა-
ტომ გავჩერდით?
– სულ ლაპალაკი და ლაპალაკი. მე კალგი ცინელი ბიწი ალის.
მზად ხალთ წავიდეთ?
– რა? ა, ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ცხოვრება ალბათ მოსაწყე-
ნია.
– ეს ამ პროფესიის ერთადერთი მინუსია. მე იმაზეც კი ვფიქრობ-
დი, რომ სან-ფრანცისკოში გადავსულიყავი და ჩემი პატარა ბიზნესი
დამეწყო.
– სამრეცხაო? თუ სურსათის მაღაზია?
– არა. ჩინურ სამრეცხაოებსა და რესტორნებს მიაქვთ იქაურობა.
წიგნის მაღაზიაზე ვფიქრობდი. მომწონს ეს საქმე და თან ბევრი კონ-
კურენტიც არ მეყოლებოდა. თუმცა, ახლა გადავიფიქრე. მოსამსახუ-
რედ რომ მუშაობ, უინიციატივო ხდები.
-3-
დღის მეორე ნახევარში, სამუელმა და ადამმა ნაკვეთზე გაისეირ-
ნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქარიც ამოვარდა და ყვითელი
მტვერი ცაში აისროლა.
– არაჩვეულებრივი მიწაა, – წამოიძახა სამუელმა. – ნამდვილად
უიშვიათესი ნაკვეთია.
– ვშიშობ, ქარი მალე მთლიანად გადახვეტავს აქაურობას.
– არა, უბრალოდ მიწის ზედა ფენა ცოტათი მოძრაობს. ნაწილს
ჯეიმსების რანჩოს სასარგებლოდ კარგავთ და სანაცვლოდ საუდე-
ბის ნაწილი გერგებათ.
– ქარი ისედაც არ მიყვარს. ცუდ გუნებაზე მაყენებს.
– ჰო, საშინლად მოსაბეზრებელია. ცხოველებიც კი ნერვიულო-
ბენ, მოუსვენრები ხდებიან. არ ვიცი, შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ ცო-

252
ტათი მოშორებით, ველს თუ ზემოთ აუყვებით, ევკალიპტებს რგავენ. ავ-
სტრალიური ხეა და ამბობენ, წელიწადში ათი ფუტით იზრდებაო. იქნებ
თქვენც გეცადათ და დაგერგოთ რამდენიმე რიგი. თავად ნახავთ, რომ
დროთა განმავლობაში ქარი შესუსტდება. გარდა ამისა, შეშისთვისაც
არაჩვეულებრივი ხეა.
– კარგი იდეაა, – უპასუხა ადამმა, – მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ჭის
საკითხი მაინტერესებს. ამ ქარის დახმარებით ბლომად წყალს ამოვ-
ტუმბავდი. ვფიქრობ, რამდენიმე ჭა თუ გავაკეთე და საირიგაციო არხე-
ბიც გავიყვანე, მიწა აღარ იმოძრავებს. შეიძლება ლობიოც დავთესო.
– თუ გნებავთ, შემიძლია წყლის პოვნაში დაგეხმაროთ, – თქვა სამუ-
ელმა და მტვერი რომ თვალებში არ შეყროდა, სახე მიატრიალა. – ჩემი
პატარა ტუმბო საკმაოდ სწრაფად მუშაობს. თავად შევქმენი. ქარის წის-
ქვილი კი ძვირი სიამოვნებაა, თუმცა, შესაძლოა რაღაცა მოვახერხო და
თავად დაგიმზადოთ. გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.
– ძალიან კარგი, – უპასუხა ადამმა. – იქნებ ეს ქარი საჩემოდ გამოვი-
ყენო. წყალი რომ მექნება, იონჯასაც დავთესავ.
– იონჯაზე ბევრ ფულს ვერ იშოვით.
– ამაზე არც მიფიქრია. რამდენიმე კვირის წინ, გრინფილდში და
გონზალესში ვიყავი. შვეიცარიელები დასახლდნენ იქ. ძალიან კარგი
მეწველი ძროხები ჰყავთ და ამბობენ, რომ წელიწადში იონჯის მოსა-
ვალს ოთხჯერ იღებენ.
– ჰო, გამიგია. ძროხები შვეიცარიიდან ჰყავთ ჩამოყვანილი.
ადამს თვალები უბრწყინავდა.
– მეც ზუსტად იგივე მინდა გავაკეთო. კარაქსა და ყველს გავყიდი,
რძეს კი ღორებისთვის გამოვიყენებ.
– თქვენნაირი ხალხი გაალამაზებს ამ ველის მომავალს.
– წყალი მჭირდება მხოლოდ.
– თუ აქ წყალი არის, მე მას აუცილებლად ვიპოვი. ჩემი ჯადოსნური
ჯოხიც წამოღებული მაქვს, – უთხრა სამუელმა ადამს და უნაგირზე მიბ-
მული გამხმარი ტოტი აჩვენა.

253
ადამმა თითი მარცხნივ, მწარე აბზინდის ბუჩქებით დაფარული
ფართო და ვაკე ადგილისკენ გაიშვირა.
– აი იქ იატაკივით სწორი მიწაა – ოცდათექვსმეტი აკრი. ნიადაგის ზე-
და ფენის სისქე საშუალოდ სამნახევარი ფუტია, თავად შევამოწმე.
ზემოდან ქვიშაა და გუთნით ცხიმოვან თიხამდეც ჩახვალ. როგორ
ფიქრობთ, იქნება იქ წყალი?
– არ ვიცი. ვნახოთ.
სამუელი ცხენიდან ჩამოვიდა, სადავეები ადამს მიაწოდა, ვაზის
ტოტი უნაგირიდან მოხსნა, ბოლოებზე ორივე ხელი მოჰკიდა და ნე-
ლი ნაბიჯით გაემართა წინ. მკლავები მას ბოლომდე ჰქონდა გაშლი-
ლი, ტოტის ორი ბოლოს შეერთების ადგილი კი ზემოთ იყო აშვერი-
ლი. სიარულის დროს, სამუელი ხან მარცხნივ ინაცვლებდა, ხანაც
მარჯვნივ. მოულოდნელად მან წარბები შეკრა და რამდენიმე ნაბი-
ჯით უკან დაიხია, შემდეგ კი თავი გააქნია და ისევ წინ წავიდა. ადამი
უკან მიჰყვებოდა, ხელში სამუელის ცხენის სადავეები ეჭირა და ვა-
ზის ტოტს თვალს არ აშორებდა.
მოულოდნელად, ორკაპის თავი აკანკალდა და ანკესივით დაიხა-
რა ძირს. სამუელის გამომეტყველება არ შეცვლილა. ის კვლავ ყუ-
რადღებით აკვირდებოდა თავის „ჯადოსნურ ჯოხს“. ტოტი ახლა უკ-
ვე ისეთი მონდომებით იწევდა მიწისკენ, თითქოს ქვემოდან ვიღაცა
ექაჩებაო. სამუელი ნელა შემოტრიალდა, აბზინდა მოწყვიტა და მი-
წაზე დააგდო, შემდეგ რამდენიმე ფუტით მოშორდა იმ ადგილს, ისევ
მიტრიალდა და ნიშნულამდე ნელი ნაბიჯით იარა. ტოტის თავი ისევ
ძირს დაიხარა. სამუელმა ამოისუნთქა და თავისი იარაღი მიწაზე და-
აგდო.
– აქ წყალი არის, – თქვა მან, – თან არცთუ ისე ღრმად. წევა ძალი-
ან ძლიერი იყო, ესე იგი რაოდენობაც დიდია.
– ძალიან კარგი, – თქვა ადამმა. – ახლა კიდევ ერთი-ორი ადგილი
მინდა გაჩვენოთ.

254
სამუელმა აბზინდის უფრო სქელი ბუჩქი მოწყვიტა და მიწაში ჩაარ-
ჭო. შემდეგ დანით თავი წააჭრა და გარშემო ბალახი დატკეპნა.
ამ ადგილიდან სამასი იარდის მოშორებით, ვაზის ტოტი ისეთი
სიძლიერით დაიხარა მიწისკენ, რომ სამუელს კინაღამ ხელიდან გა-
უვარდა.
– აქ მთელი მიწისქვეშა ზღვაა, – თქვა მან.
მესამე ცდა კი წარუმატებელი აღმოჩნდა. საათნახევრიანი ძებნის
შემდეგ, ტოტი მხოლოდ ერთხელ დაიხარა და ისიც, ოდნავ შესამჩნე-
ვად.
სახლისკენ ისინი აუჩქარებლად გაემართნენ. ჰაერში ავარდნილი
ყვითელი მტვერი მზეზე ბრწყინავდა და გარშემო ყველაფერი ოქროს-
ფრად ანათებდა. როგორც ყოველთვის, ქარი საღამოსკენ ჩადგა, თუმცა
ჰაერი ზოგჯერ მხოლოდ ნაშუაღამევს იწმინდებოდა.
– თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს არაჩვეულებრივი ადგილი იყო. ნების-
მიერი მიხვდება ამას. თუმცა ასეთი კარგი თუ იქნებოდა, ნამდვილად არ
ველოდი. როგორც ჩანს, გრუნტის წყლები აქ მთებიდან ჩამოდის. მიწის
არჩევა გცოდნიათ, მისტერ ტრასკ.
– კონექტიკუტში ფერმა გვქონდა, – ღიმილით თქვა ადამმა. – მიწა
სულ ქვებით იყო სავსე. ტრასკების ექვსი თაობა ცხოვრობდა იქ და ნაკ-
ვეთი ბოლომდე მაინც ვერ გაასუფთავეს. ჩემი ბავშვობის პირველი მო-
გონებაც სწორედ ამ ლოდებთან არის დაკავშირებული. ურიკებით ვეზი-
დებოდით და კედლებთან ვაწყობდით. ადრე მეგონა, რომ ყველგან
ასეა. ამიტომ, აქ რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება, თითქოს ამ მიწაზე
ცხოვრება საშინელი ცოდვა იყოს. მთელი დღე რომ იარო, ერთ ქვასაც კი
ვერ იპოვი.
– დანაშაულის გრძნობა უცნაური რამაა, – თქვა სამუელმა. – ვფიქ-
რობ, ადამიანმა ყველაფერი რომ დათმოს, რაც გააჩნია, მაინც დაიტო-
ვებს ერთ-ორ ადგილს ცოდვებისთვის, რათა სანერვიულო ჰქონდეს.
– შესაძლოა ეს კარგიც იყოს. ადამიანი მორჩილებას ინარჩუნებს,
როდესაც იცის, რომ ღვთის რისხვას ვერ გაექცევა.

255
– ალბათ, ასეა. ვფიქრობ, თავმდაბლობა სულაც არ არის ცუდი
რამ და ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც ეს თვისება ერთხელ მა-
ინც არ გამოემჟღავნოს. რაც შეეხება მორჩილებას, მის ღირებულე-
ბას ადვილად ვერ ჩასწვდები, თუმცა, როდესაც ადამიანი თავის მძი-
მე ხვედრს მორჩილად ეგუება, ეს მისთვის სასიამოვნოც შეიძლება
იყოს. ტკივილი? ვფიქრობ, მისი მნიშვნელობა ადამიანებს არასწო-
რად ესმით.
– თქვენი ჯოხის შესახებ მიამბეთ. რაშია მისი საიდუმლო?
სამუელმა უნაგირზე მიბმულ ორკაპს ხელი გადაუსვა.
– ვფიქრობ, მასში არანაირი საიდუმლო არ არის, თუმცა ფაქტია,
რომ მუშაობს, – ღიმილით უთხრა მან ადამს. – შეიძლება საქმე იმა-
შია, რომ მე თავად ვიცი სად შეიძლება იყოს წყალი, სხეულით
ვგრძნობ ამას.
ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი. შესაძლოა, მე ზედმეტად
თავმდაბალი ვარ, საკუთარი ძალებისა არ მჯერა და ამიტომ მჭირ-
დება ნივთი, რომელიც ზედაპირზე ამომატანინებს იმას, რისი პოვ-
ნაც ისედაც შემიძლია. ჩასწვდით ჩემს აზრს?
– ცოტა უნდა დავფიქრდე.
ცხენები თავად ირჩევდნენ გზას. თავები დახრილი ჰქონდათ, სა-
დავეები კი – მოშვებული.
– ამ ღამით ჩვენთან ხომ არ დარჩებოდით?
– სიამოვნებით, მაგრამ ვფიქრობ არ ღირს. ლიზასთვის არ მით-
ქვამს, რომ ღამისთევით მოვდიოდი და შეიძლება ინერვიულოს.
– ხომ იცის სადაც ხართ?
– რა თქმა უნდა იცის, მაგრამ მაინც სჯობს წავიდე. დროს მნიშ-
ვნელობა არ აქვს. თუ ვახშამზე დამპატიჟებთ, სიამოვნებით შემოგი-
ერთდებით. ჩვენს საქმეს როდის შევუდგეთ?
– ახლავე... რაც მალე, მით უკეთესი.
– ალბათ იცით, რომ წყლის მოპოვება არც თუ იაფი საქმეა. ერთ
ფუტში ორმოცდაათი ცენტი უნდა გამოგართვათ, შესაძლოა მეტიც.

256
გააჩნია მიწაში რა წინააღმდეგობები შეგვხვდება. ყველაფერი ფული
ღირს.
– ფულის პრობლემა არა მაქვს. ახლა მხოლოდ ჭები მჭირდება.
მისმინეთ, მისტერ ჰამილტონ...
– სამუელი დამიძახეთ, გაცილებით მარტივია.
– მისმინეთ, სამუელ, მე მინდა ამ მიწისგან ბაღი გავაკეთო. არ დაგა-
ვიწყდეთ, რომ მე ადამი მქვია და საკუთარი ედემი ჯერ არ მქონია, გაძე-
ვებაზე აღარაფერს ვამბობ.
– ეს არის ბაღის გაკეთების საუკეთესო მიზეზი, რომელიც ოდესმე
მომისმენია, – წამოიძახა სამუელმა და ადამს თვალი ჩაუკრა. – აკრძა-
ლული ხილის დარგვას სად აპირებთ?
– ვაშლს საერთოდ არ დავრგავ. არ მინდა უსიამოვნებებს გადავეყა-
რო, – უპასუხა ადამმა.
– ევა რას ამბობს ამის თაობაზე? საკუთარი აზრი მასაც ხომ ექნება?
გარდა ამისა, ისიც კარგად არის ცნობილი, რომ ვაშლი ყველა ევას სა-
შინლად უყვარს.
– ჩემი ევა სხვანაირია, – თქვა ადამმა და თვალები გაუბრწყინდა. –
თქვენ მას არ იცნობთ. ის ჩემს ნებისმიერ არჩევანს იწონებს. ვერავინ
წარმოიდგენს, როგორი წმინდა სულის პატრონია.
– იშვიათი ბედნიერება გხვდათ წილად. ახლა ამაზე უკეთესი საჩუქა-
რი არც კი მახსენდება.
ისინი უკვე იმ პატარა ველს მიუახლოვდნენ, სადაც სანჩესების ძვე-
ლი სახლი იდგა. იქვე ახლოს დიდი მწვანე მუხები მოჩანდა.
– საჩუქარი, – განაგრძო ადამმა, – თქვენ არ იცით. არავინ იცის. ჩემი
ცხოვრება ნაცრისფერი იყო, მისტერ ჰამილტონ... სამუელ. სხვების
ცხოვრებასთან შედარებით არც ისე ცუდი იყო, მაგრამ მაინც არაფრად
ვარგოდა. არც კი ვიცი, რატომ გიყვებით ამას.
– ალბათ იმიტომ, რომ მოსმენა მსიამოვნებს.
– დედაჩემი ადრე გარდაიცვალა. მე ის არ მახსოვს. ჩემი დედინაცვა-
ლი კარგი ქალი იყო, მაგრამ პრობლემური – ხშირად ავადმყოფობდა.

257
მამა საკმაოდ მკაცრი მყავდა, მაგრამ მთლიანობაში ცუდი კაცი არ
იყო. შესაძლოა, მას დიადი ადამიანიც კი ვუწოდოთ.
– არ გიყვარდათ?
– მის მიმართ დაახლოებით ისეთი გრძნობა მქონდა, როგორიც
ეკლესიაში ყოფნის დროს გაქვს – შიშნარევი.
– მესმის, – თავი დაუქნია სამუელმა, – ასეთი რამ ბევრს მოსწონს.
მე ყოველთვის პირიქით ვიყავი. ლიზა ამბობს, რომ ჩემი სისუსტეც
სწორედ ამაშია.
– მამაჩემმა ჯარში გამაგზავნა. ინდიელების წინააღმდეგ ვიბ-
რძოდი.
– ეს ერთხელ უკვე მითხარით. თუმცა, სამხედრო ადამიანივით
სულაც არ აზროვნებთ.
– კარგი სამხედრო არასდროს ვყოფილვარ... გული გადაგიშა-
ლეთ და მგონი ახლა ყველაფერს მოგიყვებით.
– იმიტომ, რომ თქვენ ახლა ასე გსურთ. უმიზეზოდ არაფერი ხდე-
ბა.
– ჯარისკაცი როდესაც ხარ, უნდა გინდოდეს ან, როგორც მინი-
მუმ, უნდა გაკმაყოფილებდეს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით. მე ვერ
ვხედავდი ვერც ერთ მიზეზს იმისა, თუ რატომ უნდა მომეკლა ამდე-
ნი ხალხი და, როდესაც მიხსნიდნენ, მაინც ვერაფერს ვხვდებოდი.
რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ კი ადამმა ისევ განაგ-
რძო საუბარი.
– ჯარიდან რომ წამოვედი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ჭაობი-
დან ამომიყვანეს. სანამ იმ სახლში დავბრუნდებოდი, რომელიც არ
მიყვარდა, საკმაოდ დიდხანს ვიბოდიალე.
– მამათქვენი?
– უკვე გარდაცვლილი იყო. სახლი კი ისეთ ადგილად იქცა, სადაც
მთელი დღეები ბუზები უნდა ითვალო ან იმუშაო, შემდეგ კი სიკვდი-
ლი მოგიკაკუნებს.
– მარტო იყავით?

258
– არა, ძმა მყავს.
– სად არის? სიკვდილს ელოდება?
– დიახ... სწორედაც რომ ასეა. შემდეგ ქეთი გამოჩნდა. ამ ამბავ-
საც მოგიყვებით როგორმე, როდესაც საუბარი მომინდება და არც თქვენ
იქნებით წინააღმდეგი.
– არ ვიქნები. ისტორიებს ღრუბელივით ვისრუტავ.
– რაღაცნაირ სინათლეს ასხივებს. სრულიად მოულოდნელად, ყვე-
ლაფერი შეიცვალა. ფერები უფრო ნათელი გახდა და სამყაროც გაიხ-
სნა. დილით გაღვიძება მიხაროდა. ხალხიც უფრო კეთილი და ლამაზი
მეჩვენებოდა. ამ ქვეყანაზე აღარაფრის მეშინოდა.
– ვიცნობ მე ამ გრძნობას, – თქვა სამუელმა. – ჩემი ძველი მეგობარია.
ის არასდროს კვდება, უბრალოდ ზოგჯერ თვალს მოშორდება ხოლმე ან
თავად მოშორდები მის თვალს. ჰო, ვიცნობ... თვალები, ცხვირი, ტუჩები
და თმა.
– ეს ყველაფერი ერთმა პატარა დასახიჩრებულმა გოგონამ მოიტანა.
– იქნებ თქვენში იყო დამალული?
– არა, არა. ჩემში რომ ყოფილიყო, ადრეც იჩენდა თავს. არა, ქეთიმ
მოიტანა. ეს ყველაფერი მის გარშემო ცხოვრობს. ჭებიც სწორედ მის-
თვის მინდა. მსურს, რომ მიღებული ბედნიერებისთვის მადლობა გადა-
ვუხადო. ისეთი ბაღი უნდა გავაკეთო, რომელიც სწორედ მისი საკადრი-
სი იქნება და რომელშიც მისი სინათლე არასდროს ჩაქრება.
სამუელმა რამდენჯერმე გადაყლაპა ნერწყვი და ოდნავ ხრინწიანი
ხმით დაიწყო საუბარი.
– ახლა ვხედავ რა ვალდებულებაც მაკისრია, – თქვა მან. – თუ მე მა-
მაკაცი და თქვენი მეგობარი მქვია, ეს ვალდებულება ბოლომდე უნდა
შევასრულო.
– რას გულისხმობთ?
სამუელმა ირონიული ტონით განაგრძო:
– მე უნდა ავიღო ეგ თქვენი ოცნება და მიწაზე დავანარცხო. შემდეგ
ისევ ავიღო, ამოვსვარო ტალახში და ყველაფერი გავაკეთო საიმისოდ,

259
რომ მისი სახიფათო ნათება ჩავახშო, – სამუელი მგზნებარედ და
ხმამაღლა საუბრობდა. – შემდეგ, ეს ტალახში ამოსვრილი ოცნება
სახესთან ახლოს უნდა მოგიტანოთ და მისი ხიფათი, მისი სიბინძუ-
რე დაგანახოთ, თქვენ კი დიდხანს და ყურადღებით უნდა უყუროთ
მას და მიხვდეთ, რომ ის მართლაც ძალიან მახინჯია. მე უნდა შეგახ-
სენოთ, რომ სიყვარული მუდმივი არასდროს არის და ამის მაგალი-
თებიც უნდა მოგიყვანოთ. მე თქვენ ოტელოს ცხვირსახოცი უნდა და-
განახოთ. დიახ, სწორედ ასე უნდა მოვიქცე. მე თქვენი დაგრეხილი
აზრები უნდა გავასწორო და გითხრათ, რომ თქვენი იმპულსები ისე-
თივე ნაცრისფერი და დამპალია, როგორიც ნესტიან ამინდში დაგ-
დებული ძროხის გვამი. თუ მე ამ ვალდებულებას პირნათლად შევას-
რულებ, მაშინ თქვენ თქვენს ძველ და უვარგის ცხოვრებას დაუბრუნ-
დებით, მე კი მშვენივრად ვიგრძნობ თავს, რადგან მეცოდინება, რომ
ვალი მოვიხადე.
– ხუმრობთ? იქნებ საერთოდ არ უნდა მეთქვა...
– ეს მეგობრის ვალია. მე მყავდა ერთი მეგობარი, რომელმაც ჩემ
წინაშე ეს ვალი პირნათლად მოიხადა. მე კი ყალბი მეგობარი ვარ და
ვიცი, რომ ამისთვის არავინ შემაქებს. თქვენ ლამაზი ოცნება გაქვთ.
გაუფრთხილდით მას და იხარეთ. მე კი თქვენ წყალს ამოგიყვანთ,
თუნდაც ამისათვის დედამიწის ცენტრამდე მომიწიოს ჩასვლა. ისე
გამოვწურავ ამ მიწიდან წყალს, როგორც წვენს ფორთოხლიდან.
მათ მუხების ქვეშ გაიარეს და სახლთან მივიდნენ.
– აი იქ არის. ეზოში ზის, – უთხრა ადამმა სამუელს და დაიძახა: –
ქეთი! ის ამბობს, რომ წყალი არის! თან ბევრი! – შემდეგ კი ისევ სა-
მუელს მიუბრუნდა, – ბავშვს ელოდება. იცოდით?
– ამ სიშორიდანაც კი ძალიან ლამაზია, – თქვა სამუელმა.
-4-
საკმაოდ ცხელოდა. ამიტომ, მაგიდა გარეთ, ერთ-ერთი მუხის
ქვეშ გაიშალა. მზე უკვე დასავლეთით გადაჭიმული მთებისკენ ეშვე-
ბოდა. ლი შეუსვენებლად დაქროდა წინ და უკან. მაგიდაზე ცივი

260
ხორცი, მჟავე კიტრი, კარტოფილის სალათა, ქოქოსის ტორტი და ატმის
ნამცხვარი დააწყო, შუაგულში კი რძით სავსე უზარმაზარი ჯამი დადგა.
ვახშამი მზად იყო.
ადამი და სამუელი აბაზანიდან გამოვიდნენ. მათ სახეებსა და ხე-
ლებზე წყლის წვეთები ბრწყინავდა, სამუელის წვერი კი გასაპვნის შემ-
დეგ, ცოტათი აჩეჩილი იყო. მამაკაცები მაგიდასთან ახლოს დადგნენ და
ქეთის გამოსვლას დაელოდნენ.
ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა – ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით მოდი-
ოდა, თითქოს ეშინოდა, არ წაქცეულიყო. ფართო კაბა და მოსასხამი მის
ორსულობას, გარკვეულწილად, მალავდა. მის უდარდელ გამოხედვას
ბავშვური იერი დაჰკრავდა. ქეთის ხელები მუცელზე ჰქონდა დაწყობი-
ლი. მაგიდასთან რომ მოვიდა, მხოლოდ მაშინ ასწია თავი და ჯერ სამუ-
ელს, შემდეგ კი ადამს შეხედა. ადამი მას დაჯდომაში დაეხმარა.
– შენ მისტერ ჰამილტონს არ იცნობ, ძვირფასო.
– გამარჯობა, – თქვა ქეთიმ და სამუელს ხელი გაუწოდა.
ამასობაში, სამუელმა მისი ნაკვთების შესწავლა მოასწრო.
– ძალიან ლამაზი სახეა, – თქვა მან. – ძალიან სასიამოვნოა თქვენი
გაცნობა. იმედი მაქვს კარგად ხართ.
– დიახ, დიახ. მშვენივრად.
კაცები მაგიდას მიუსხდნენ.
– სულ ასე ფორმალურად უჭირავს თავი. შესაძლოა, თავად არც კი
უნდოდეს, მაგრამ ასე გამოდის. მასთან ერთად ჭამა, ყოველთვის, რა-
ღაც განსაკუთრებული მოვლენაა.
– ნუ ამბობ ამას, ადამ, – თქვა ქეთიმ, – ტყუილია.
– სამუელ, ხომ ტოვებს ეს ყველაფერი დიდი წვეულების შთაბეჭდი-
ლებას?
– ნამდვილად ასეა და ისიც მინდა გითხრათ, რომ ჩემნაირ კანდი-
დატს მსგავსი მოვლენისთვის ვერსად იპოვიდით. ჩემი შვილები ჩემზე
უარესები არიან. ჩემი ვაჟი ტომი, მაგალითად, მეხვეწებოდა წამიყვა-
ნეო. ოღონდ რანჩოზე ნუ დასვამ და ყველაფერზე თანახმაა.

261
მოულოდნელად, სამუელი მიხვდა, რომ თავად თუ არ ილაპარა-
კებდა, მაგიდასთან უხერხული სიჩუმე ჩამოვარდებოდა. მართლაც,
როდესაც გაჩუმდა, ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაირინდა. ქეთი
საკუთარ თეფშს თვალს არ აშორებდა, ხორცს შეექცეოდა და მხო-
ლოდ ერთხელ თუ ორჯერ აწია თავი. მისი თვალები არანაირ ემოცი-
ას არ გამოხატავდა. სამუელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
– ხომ არ შეგცივდათ? – ჰკითხა ადამმა.
– შემცივდა? არა, უბრალოდ ცოტათი გამაჟრიალა.
– ჰო, ვიცი რა გრძნობაცაა.
ისევ სიჩუმე ჩამოწვა. სამუელიც ჩუმად იყო და ვინმესგან საუბრის
დაწყებას ელოდა, თუმცა, გულის სიღრმეში, მშვენივრად ხვდებოდა,
რომ ისევ თავად მოუწევდა რაიმეს თქმა.
– ჩვენი ველი როგორ მოგწონთ, მისის ტრასკ?
– რა? ა, დიახ, ძალიან მომწონს.
– თავხედობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ბავშვს როდის ელო-
დებით?
– ალბათ თვენახევარში, – ჩაერთო ადამი. – ჩემს მეუღლეს ბევრი
საუბარი არ უყვარს.
– ზოგჯერ სიჩუმე უფრო ბევრის მთქმელია, – აღნიშნა სამუელმა.
მოულოდნელად, მან შეამჩნია, რომ ქეთიმ თვალები ასწია, შემ-
დეგ კი ისევ დასწია და ამ დროს, მის შუბლზე ნაიარევი თითქოს გა-
მუქდა. ის რაღაცამ შეაშინა. ზუსტად ასე იქცევა ცხენი, მოულოდნე-
ლად რომ მათრახის ხმას გაიგონებს. სამუელი დაფიქრდა, მაგრამ
ვერაფრით გაიხსენა, რა თქვა ისეთი, რამაც ქეთის შეშინება გამოიწ-
ვია. დაძაბულობას ის მთელი სხეულით გრძნობდა, რადგან გარშემო
რაღაც უცნაური და არაბუნებრივი ხდებოდა. ზუსტად ასეთი ემოცია
დაეუფლა რამდენიმე საათის წინ, როდესაც ვაზის ტოტი, რომელიც
ხელში ეჭირა, ის-ის იყო მიწისკენ უნდა დახრილიყო. სამუელმა ადა-
მს შეხედა და მის სახეზე

262
აღფრთოვანება დაინახა. შესაძლოა აქ მართლაც ხდებოდა რაღაც
არაბუნებრივი, მაგრამ ადამი ამას ნამდვილად ვერ ამჩნევდა. ის თავს
ბედნიერად გრძნობდა.
ქეთი ხორცს წინა კბილებით ღეჭავდა, ხოლო როდესაც გადაყ-
ლაპა, თავისი პატარა ენა გამოყო და ტუჩებზე სწრაფად მოისვა. სამუ-
ელს ჭამის ასეთი მანერა ადრე არასოდეს უნახავს. მისი გონება სულ ერ-
თსა და იმავეს იმეორებდა: „რაღაცა... რაღაცა... ვერ ვხდები რა არის ეს.
რაღაცა ცუდი ხდება აქ“. მაგიდის თავზე კი ისევ სიჩუმე იყო ჩამოწოლი-
ლი.
სამუელის ზურგს უკან ფლატუნი გაისმა. რომ მიიხედა, ლი დაინახა.
ჩინელმა მზარეულმა მაგიდაზე ჩაიდანი დადგა და ფლატუნითვე გაეცა-
ლა იქაურობას.
უხერხული სიჩუმე რომ დაერღვია, სამუელმა კვლავ დაიწყო ლაპა-
რაკი. ის საუბრობდა იმაზე, თუ როგორ ჩამოვიდა ირლანდიიდან სრუ-
ლიად უფულოდ, თუმცა სულ მალე შეამჩნია, რომ მას არც ქეთი უსმენდა
და არც ადამი. ამაში რომ დარწმუნებულიყო, თავის ძველ ფანდს მიმარ-
თა – ილეთს, რომელსაც საკუთარ შვილებთან იყენებდა, წიგნის წაკით-
ხვას რომ თხოვდნენ და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ: შუა
საუბარში მან რამდენიმე უაზრო ფრაზა ჩართო. ქეთის და ადამს თვა-
ლიც კი არ დაუხამხამებიათ. სამუელმა ხელი ჩაიქნია და ისევ გაჩუმდა.
მან სწრაფად შეჭამა ყველაფერი, რაც თეფშზე ედო, მდუღარე ჩაი მი-
აყოლა და ხელსახოცი დაკეცა.
– მომიტევეთ, მემ, მაგრამ ჩემი წასვლის დროა. დიდი მადლობა კარ-
გი მასპინძლობისთვის.
– ღამე მშვიდობისა, – უპასუხა ქეთიმ.
ადამი ისე წამოხტა ფეხზე, თითქოს რაღაც საოცარ ოცნებას მოწყვი-
ტეს.
– ნუ წახვალთ, – სთხოვა მან სამუელს, – ვფიქრობდი, რომ დარჩენა-
ზე დაგიყოლიებდით.

263
– არა, გმადლობთ, მაგრამ არ შემიძლია, – უპასუხა სამუელმა. –
ჩემი სახლი შორს სულაც არ არის და თან დარწმუნებული ვარ, მთვა-
რიანი ღამე იქნება.
– ჭებს როდის მიხედავთ?
– ჯერ ბურღი უნდა ავაწყო, გავლესო და თან სახლში პატარა საქ-
მე მაქვს დასამთავრებელი. რამდენიმე დღეში ტომს გამოვგზავნი
და იარაღებს გამოვატან.
ადამს თითქოს სიცოცხლე დაუბრუნდა.
– არ დააგვიანოთ, – თქვა მან, – ერთი სული მაქვს როდის დაიწ-
ყებთ. ქეთი, ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ადგილი.
მსგავსს ვერსად ვერავინ ნახავს.
სამუელმა ქეთის შეხედა და დაინახა, რომ მისი სახე სრულებით
არ შეცვლილა. გოგონას თვალებში სიცარიელე იკითხებოდა, ტუჩებ-
ზე კი თითქოს ქვაში ამოკვეთილი ღიმილი გაშეშებულიყო.
– რა კარგია, – თქვა მან.
მოულოდნელად, სამუელს მოუნდა ისეთი რამ ეთქვა, რაც ქეთის
გულგრილობას გაარღვევდა. მას ისევ გააჟრიალა.
– ჟრუანტელი? – ჰკითხა ადამმა.
– ჰო.
ბნელდებოდა და ხის ტოტები ცის ფონზე უკვე შავად მოჩანდა.
– აბა, ღამე მშვიდობისა, – თქვა სამუელმა.
– გაგაცილებთ, – უთხრა ადამმა.
– არა, ცოლს მარტო ნუ დატოვებთ. თან ვახშამიც არ დაგიმთავ-
რებიათ.
– მაგრამ მე...
– დარჩი-მეთქი, – სამუელმა ადამს მხარზე ხელი დაადო და სკამ-
ზე დასვა, – საკუთარი ცხენის პოვნა არ გამიჭირდება და თუ ვერ ვი-
პოვე, შენსას მოვიპარავ. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა, მემ, –
თქვა სამუელმა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა თავლისკენ.

264
ბებერი „დოქსოლოგი“, თავისი ბრტყელი ტუჩებით, გემრიელად შე-
ექცეოდა თივას. სამუელმა კედლიდან თავისი უნაგირი ჩამოხსნა და
ცხენს განიერ ზურგზე დაადგა. ზონრების შეკვრა ჯერ დასრულებული
არ ჰქონდა, როდესაც ზურგს უკან ხმაური მოესმა. რომ მიიხედა, ლის სი-
ლუეტი დაინახა.
– როდის დაბრუნდებით? – ხმადაბლა ჰკითხა ჩინელმა.
– არ ვიცი. ალბათ რამდენიმე დღეში ან კვირაში. რა ხდება აქ, ლი?
– რა უნდა ხდებოდეს?
– ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს. რაღაც საიდუმლო უნდა იყოს.
– რას გულისხმობთ?
– შენ მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ.
– ცინელი ბიწი სულ მუსაობს. ალ უსმენს და ალ ლაპალაკობს.
– ჰო, ალბათ მართალი ხარ. არა, ნამდვილად მართალი ხარ. მაპა-
ტიე რომ გკითხე. არათავაზიანად მოვიქეცი.
სამუელი ისევ მიუტრიალდა ცხენს, პირში ლაგამი ამოსდო და ჯაჭვი
მოხსნა.
– ღამე მშვიდობისა, – უთხრა ლის.
– მისტერ ჰამილტონ...
– დიახ.
– მზარეული ხომ არ გჭირდებათ?
– არა, მე ამის საშუალება არა მაქვს.
– იაფად ვიმუშავებდი.
– ლიზა ვერ გაგიძლებს. მეორე დღესვე მოგკლავს. რატომ მეკითხე-
ბი? აქედან წასვლა გინდა?
– არა, ისე ვიკითხე.
-5-
უკვე ბნელოდა, ქეთი და ადამი კი ისევ მუხის ქვეშ ისხდნენ.
– ძალიან კარგი კაცია, – თქვა ადამმა. – მომწონს. იქნებ როგორმე
მოველაპარაკო, საცხოვრებლად გადმოვიდეს ჩვენთან და აქაურობას
მიხედოს. რაღაც მოურავის მსგავსი იქნებოდა.

265
– მას საკუთარი სახლი აქვს და ოჯახიც ჰყავს, – თქვა ქეთიმ.
– ვიცი. ვერც კი წარმოიდგენ, ისეთ ხრიოკ ადგილას ცხოვრობს. ჩემ-
თან მუშაობით უფრო მეტ ფულს იშოვის. შევთავაზებ და ვნახოთ... ახალ
გარემოსთან შეგუებას საკმაო დრო უნდა. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს,
რომ ხელახლა დავიბადე და ყველაფერს თავიდან ვსწავლობ. კონექ-
ტიკუტში ზუსტად ვიცოდი, წვიმა რომელი მხრიდან წამოვიდოდა, აქ
კი ყველაფერი სხვანაირადაა. იქ მთელი სხეულით ვგრძნობდი ქარი
როდის დაუბერავდა და როდის აცივდებოდა. არა უშავს. აქაურობა-
საც შევეჩვევი. ყველაფერს დრო უნდა. თავს როგორ გრძნობ, ქეთი?
– კარგად.
– ერთ მშვენიერ დღეს, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მთელი ვე-
ლი მწვანე იონჯით იქნება დაფარული. თავად ნახავ. სახლი რომ
დასრულდება და ფანჯრიდან გამოიხედავ, ყველაფერი გადამწვანე-
ბული იქნება. მერე ევკალიპტებს დავრგავ, თესლებს და ნერგებს გა-
მოვიწერ და რაღაც საცდელი ფერმისმაგვარი მექნება. ჩინური თხი-
ლიც შეიძლება დავრგო. საინტერესოა, აქ თუ გაიხარებს. იქნებ ლიმ
იცოდეს. მერე, ბავშვი რომ დაიბადება, ცხენზე შევჯდებით სამივე
ერთად და მთელ ჩვენს ნაკვეთს მოვივლით. შენ ახლა სულ ერთ ად-
გილას ზიხარ და რანჩო წესიერად არ დაგითვალიერებია. მისტერ
ჰამილტონი ქარის წისქვილებსაც დაგვიდგამს.
ადამმა ფეხები მაგიდის ქვეშ გაშალა და სკამის ზურგს მიეყ-
რდნო.
– ლის სანთლები უნდა მოეტანა, – თქვა მან. – ნეტა რას აკეთებს
ამდენ ხანს.
– ადამ, მე არ მინდოდა აქ წამოსვლა, – თქვა ქეთიმ მშვიდად, –
და მე აქ არ დავრჩები. როგორც კი შევძლებ, წავალ.
– რა სისულელეა, – გაეცინა ადამს. – პატარა ბავშვივით ხარ, პირ-
ველად რომ აღმოჩნდება მშობლებისგან შორს და სახლი რომ ენატ-
რება. როგორც კი მიეჩვევი აქაურობას და პატარაც დაიბადება, აუცი-
ლებლად შეიცვლი აზრს. ჯარში რომ წამიყვანეს, მეგონა მოვკვდე-

266
ბოდი, ისე მენატრებოდა სახლი, მაგრამ ძალიან მალე მივეჩვიე. ადამია-
ნი ყველაფერს ეგუება. ასე რომ, უაზრო ლაპარაკს თავი დაანებე.
– ეს არ არის უაზრო ლაპარაკი.
– მოდი, ახლა ამაზე ნუ ვისაუბრებთ, ძვირფასო. ბავშვი რომ დაიბა-
დება, ყველაფერი შეიცვლება. აი ნახავ.
ადამმა ხელები კეფაზე შეიკრა და ცას გახედა. მუხის ტოტებს შორის
ვარსკვლავები მოჩანდა.

თავი მეთექვსმეტე
-1-
სამუელ ჰამილტონი სახლისკენ მიემართებოდა. ღამე ისეთი ნათე-
ლი გამოდგა, რომ გარშემო ყველაფერი თეთრ და მტვრიან მთვარეს
დამსგავსებოდა. მიწასა და ხეებს მშრალი, უსიცოცხლო იერი ჰქონდათ.
ჩრდილები მხოლოდ შავი ფერისა იყო, ნახევარტონების გარეშე, განა-
თებული ადგილები კი მხოლოდ თეთრი. ალაგ-ალაგ, სამუელს ფარული
ხმები ესმოდა და ხვდებოდა, რომ ეს ღამის ცხოველები იყვნენ – ირმები,
რომლებიც მთვარიანი ღამით გამოდიან და გათენებამდე დაეხეტებიან,
დღისით კი შებარდულ ადგილებში სძინავთ. კურდღლები, მინდვრის
თაგვები და სხვა პატარა ცხოველები, რომლებიც მთვარიანი ღამით
თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, თამამად დაცოცავდნენ და დახტოდნენ
გარშემო, მაგრამ საკმარისი იყო საშიშროება ეგრძნოთ, რომ წამსვე შეშ-
დებოდნენ, მტერს რომ ქვისგან ან ბუჩქისგან ვერ გაერჩია. მტაცებლე-
ბიც გამოსულიყვნენ: ყავისფერი სინათლის ტალღების მსგავსი სინ-
დიოფალები; სხარტი გარეული კატები, რომლებიც მიწაზე ისე არიან
გაკრულნი, რომ საერთოდ არ ჩანან და მხოლოდ ზოგჯერ, წამიერად თუ
გაიელვებს მათი ყვითელი თვალები; მელიები, რომლებსაც ცხვირი ზე-
ვით აუწევიათ და თბილსისხლიან ვახშამს ეძებენ; ენოტები, რომლებიც
უხმოდ ეპარებიან დაგუბებულ ადგილებს, რათა ერთი ბაყაყი მაინც და-
იჭირონ. ბორცვებზე კოიოტებიც დაეხეტებოდნენ და ზოგჯერ, სიხარუ-
ლით თუ სევდით შეპყრობილნი, თავს აღაპყრობდნენ ზეცისკენ და თა-
267
ვიანთ ქალღმერთს – მთვარეს შესჩივლებდნენ ისეთი ყმუილით,
რომელიც ტირილსაც ჰგავდა და სიცილსაც. ამ ყველაფრის თავზე კი
ბუები დაფრინავდნენ და მათი ჩრდილები შიშის ზარს სცემდა არე-
მარეს. შუადღის ქარი უკვე ჩამდგარიყო და მხოლოდ სუნთქვის
მსგავსი ნიავი აგრილებდა მიწიდან წამოსულ სიმხურვალეს.
დოქსოლოგის ჩლიქების არათანაბარი ხმა რომ გაისმებოდა, ღა-
მის ცხოველები წამსვე ჩუმდებოდნენ, ხოლო ცხენი რომ გაივლიდა,
კვლავ თამამად განაგრძობდნენ თავიანთ საქმეს. სამუელის წვერი
თეთრად ანათებდა, მის ნაცრისფერ თმას კი ნიავი აფრიალებდა (ქუ-
დი უნაგირზე ჰქონდა ჩამოკიდებული). სადღაც, გულის სიღრმეში, ის
უცნაურ ტკივილს გრძნობდა – ცუდი წინათგრძნობის მსგავს ემოცი-
ას, რომელსაც გერმანელები „ველტშმერცს“, ანუ „მსოფლიო ტკი-
ვილს“ უწოდებენ. ეს არის გრძნობა, რომელიც გაზივით ვრცელდება
მთელ სხეულში და ისე გაწუხებს, რომ გულმოდგინედ იწყებ მიზეზე-
ბის ძებნას, მაგრამ ვერაფერს პოულობ.
სამუელი გონებით წარსულში დაბრუნდა – არაჩვეულებრივ რან-
ჩოზე, სადაც დიდი რაოდენობით წყალი აღმოაჩინა. არა, ეს არ უნდა
ყოფილიყო ველტშმერცის მიზეზი, თუ, რა თქმა უნდა, მას ფარული
შურის გრძნობა არ აწუხებდა. სამუელმა საკუთარ გულში კარგად ჩა-
იხედა, მაგრამ იქ შურის ნასახიც კი ვერ აღმოაჩინა. შემდეგ, გაიხსენა,
როგორ ოცნებობდა ადამი ედემის ბაღის გაკეთებაზე და როგორ უყ-
ვარდა მას ქეთი. აქაც არაფერი იყო ისეთი, გარდა... ალბათ გარდა იმ
ტკივილისა, რომელიც მან დიდი ხნის წინ მოიშუშა. არა, ეს მართლაც
დიდი ხნის წინ იყო და დაკარგული სიყვარული მას უკვე აღარ აწუ-
ხებდა.
სამუელში ის უფრო თბილ და სასიამოვნო მოგონებებს იწვევდა,
ვიდრე სევდას. მის სხეულს უკვე დავიწყებული ჰქონდა ძველი
ლტოლვა.
სამუელი ჩრდილებისა და სინათლის რიგებს მიუყვებოდა და გო-
ნებაში სულ ერთი კითხვა უტრიალებდა: როდის შეაღწია მის სხეულ-

268
ში ამ უცნაურმა გრძნობამ? მოულოდნელად, ის მიხვდა, რომ ამის მიზე-
ზი ქეთი იყო – ლამაზი, პატარა და ნაზი გოგონა. კი ბატონო, მაგრამ, მე-
რე რა? ჩუმად რომ იჯდა და თითქმის არ ლაპარაკობდა, ეს არაფერს
ნიშნავს, რადგან სხვაც ბევრია ასეთი. რა იყო ეს? საიდან გაჩნდა ეს
გრძნობა? მას გაახსენდა ის მოულოდნელი, დაძაბულობისმაგვარი ემო-
ცია, რომელიც მაგიდასთან ჯდომის დროს იგრძნო. ასეთივე ემოცია
დაეუფლა მას, როდესაც ხელში ორკაპი ეჭირა და წყალს ეძებდა. ჟრუან-
ტელიც გაახსენდა. მან დროის, ადგილისა და პიროვნების შეერთება
სცადა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ უცნაურმა ტკივილმა მის სხე-
ულში ვახშმის დროს შეაღწია და რომ, ამის მიზეზი სწორედ ქეთი იყო.
სამუელმა მისი სახე აღიდგინა და კიდევ ერთხელ შეისწავლა ფარ-
თოდ განლაგებული თვალები, დახვეწილი ნესტოები, პირი იმაზე პატა-
რა, ვიდრე მას მოსწონდა, მაგრამ მაინც ლამაზი, ასეთივე პატარა ნიკაპი
და ისევ თვალები... ცივი?... იქნებ სწორედ თვალებში იყო მიზეზი? ის
სულ უფრო უახლოვდებოდა სწორ პასუხს. ქეთის თვალები არაფერს გა-
მოხატავდა და არაფერზე მეტყველებდა. მათში საერთოდ არაფერი
იყო ნაცნობი. ეს საერთოდ არ იყო ადამიანის თვალები. სამუელს რაღა-
ცა ახსენდებოდა, მაგრამ რა იყო ეს? რაიმე სახის განცდა თუ სურათი?
მან გონება დაძაბა და უცბად ყველაფერი გაახსენდა.
წარსულიდან ის დღე ფერებით, ხმებითა და შეგრძნებებით აღსავსე
ამოტივტივდა. სამუელმა საკუთარი თავი დაინახა – ჯერ კიდევ სულ პა-
ტარა ბიჭი, რომელიც მამამისის ხელს ძლივს სწვდებოდა. ის ლონდონ-
დერის ქვაფენილზე მიაბიჯებდა, გარშემო კი მხიარული აურზაური სუ-
ფევდა. ეს იყო პირველი დიდი ქალაქი, რომელიც მან ცხოვრებაში ნახა.
ბაზრობა იყო და გარშემო თოჯინების წარმოდგენები იმართებოდა,
დახლები ნაირნაირი ხილითა და ბოსტნეულით გაევსოთ, პირდაპირ ქუ-
ჩაში, სახელდახელოდ შემოღობილ ადგილებში, ცხენები და ცხვრები
იყიდებოდა, იცვლებოდა ან აუქციონზე გადიოდა; შემდეგ კი ისევ დახ-
ლები, ამჯერად სათამაშოებით გავსებული. პატარა სამუელმა იცოდა,

269
რომ მათზე ხელი ადვილად მიუწვდებოდა, რადგან მამამისი მხი-
არული და კეთილი ადამიანი იყო.
მაგრამ შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, ხალხი მიტრიალდა და
ერთი მიმართულებით გაიქცა, როგორც დიდი და მძლავრი მდინარე. სა-
მუელი და მამამისი ხის პატარა ნამტვრევებივით გაჰყვნენ ამ უზარმა-
ზარ ნიაღვარს, რომელიც ვიწრო ქუჩაზე მიედინებოდა. პატარა სა-
მუელი ხალხს შორის იყო მოქცეული და სწრაფი ნაბიჯებით მირბო-
და, ცდილობდა არ წაქცეულიყო. ვიწრო ქუჩიდან მათ ფართო მო-
ედანზე ამოჰყვეს თავი, სადაც ნაცრისფერი შენობის წინ აღმართუ-
ლი ხის კონსტრუქცია და მის შუაში, ხარიხაზე ჩამოკიდებული მარ-
ყუჟი გამოჩნდა.
ხალხის ზღვა მათ სულ უფრო და უფრო ძლიერად აწვებოდა და
მამა-შვილიც სახრჩობელას ნელ-ნელა უახლოვდებოდა. სამუელს
მამის ყვირილი გაახსენდა: „ეს ბავშვის საცქერი არ არის! არავის საც-
ქერი არ
არის ეს და მით უმეტეს ბავშვის!“ ის ცდილობდა მოტრიალებუ-
ლიყო და საპირისპირო მხარეს გაეკვალა გზა. „გაგვატარეთ! თუ შე-
იძლება გაგვატარეთ, ბავშვი მყავს აქ!“
მაგრამ ტალღას ადამიანის სახე არ ჰქონდა. ის უმოწყალოდ და
უემოციოდ მიიწევდა წინ. სამუელმა თავი ასწია, რათა ხის კონ-
სტრუქცია უკეთესად დაენახა. მაღალ პლატფორმაზე შავებში ჩაცმუ-
ლი რამდენიმე ადამიანი ავიდა, ხოლო შუაში ოქროსთმიანი მამაკა-
ცი იდგა, რომელსაც მუქი ფერის შარვალი და ცისფერი პერანგი ეცვა,
საყელო კი შეხსნილი ჰქონდა. მამა-შვილი ისე ახლოს იდგა სახრჩო-
ბელასთან, რომ პატარა სამუელს, ყველაფერი რომ კარგად დაენახა,
თავი უკან ჰქონდა გადაწეული.
ოქროსთმიან მამაკაცს თითქოს ხელები არ ჰქონდა. მან ჯერ
ხალხის ზღვას შეავლო მზერა, შემდეგ კი ქვემოთ დაიხედა და სამუ-
ელს გაუსწორა თვალი. სამუელის მეხსიერებაში ყველაფერი ნათ-
ლად და სრულყოფილად აღიბეჭდა. ოქროს მამაკაცის თვალებში სი-

270
ცარიელე იყო. ასეთი თვალები სხვას არავის ჰქონდა. ეს იყო რაღაც უც-
ხო, არაადამიანური გამოხედვა.
შემდეგ, სრულიად მოულოდნელად, პლატფორმაზე რაღაცა
სწრაფად ამოძრავდა და მამამ სამუელს ორივე ხელი მიადო ყურებზე
ისე, რომ მისი თითები ბავშვის კეფაზე შეერთდა. სამუელის თავი ძირს
დაიხარა, სახე კი მამის ახალთახალ შავ ქურთუკზე იყო მიბჯენილი. ბავ-
შვი მთელი ძალით ცდილობდა განთავისუფლებულიყო, მაგრამ არაფე-
რი გამოსდიოდა. ის მხოლოდ სინათლის ერთ პატარა ხაზს ხედავდა,
შემდეგ კი, მამის ხელების მიღმა, ხალხის მოგუდული ღრიალი გაიგონა.
მას მამის გულისცემაც ესმოდა, ცოტა ხანში კი იგრძნო, რომ მისი მკლა-
ვები უფრო დაიძაბა, სუნთქვა გახშირდა, ხელები კი აკანკალდა.
მოგონება ამით არ დასრულებულა. სამუელმა კიდევ ერთხელ დაძა-
ბა გონება და მის წინაშე, დოქსოლოგის თავის მიღმა, ახალი სურათი გა-
მოისახა: ძველი და გაცვეთილი მაგიდა ლუდის ბარში, გარშემო კი ხმა-
მაღალი საუბარი და სიცილი. მამას წინ კალის დიდი ჭიქა ედგა, სამუელს
კი შაქრიანი და დარიჩინიანი რძით სავსე თასი. მამას ტუჩები გალურჯე-
ბული ჰქონდა, თვალები კი აცრემლებული.
– რომ მცოდნოდა, არ წამოგიყვანდი, – უთხრა მან სამუელს, – ასეთ
რამეს არავინ უნდა უყუროს და, მით უმეტეს, არც პატარა ბიჭმა.
– არაფერი დამინახავს. შენ თავი დამაწევინე.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი.
– რა ხდებოდა?
– უნდა გითხრა, სხვა გზა არა მაქვს: ერთ ცუდ კაცს კლავდნენ.
– ოქროსთმიანს?
– ჰო, მაგრამ მისი შეცოდება საჭირო არ არის. ის მოსაკლავი იყო,
რადგან ბევრი ცუდი რაღაცა გააკეთა. მხოლოდ ბოროტ სულს თუ მო-
აფიქრდება ის, რაც მან ჩაიდინა. მისი ჩამოხრჩობა სულაც არ მადარ-
დებს, უბრალოდ მგონია, რომ ამისგან ზეიმს არ უნდა მართავდნენ. ეს
ჩუმად უნდა მოხდეს, სიბნელეში.
– მე ის დავინახე. პირდაპირ თვალებში შემომხედა.

271
– ჰოდა, ახლა უფრო მიხარია, რომ აღარ არის.
– რა ჩაიდინა?
– ასეთ საშინელებებს მე შენ არასოდეს მოგიყვები.
– ძალიან უცნაური თვალები ჰქონდა იმ ოქროსთმიან კაცს. თხა-
სავით იყურებოდა.
– დალიე ახლა შენი ტკბილი რძე ბოლომდე და მერე ლენტებიან
ჯოხსაც გიყიდი და ვერცხლისფერ სასტვენსაც.
– სურათებიან კოლოფსაც?
– ჰო, ოღონდ ახლა რძე დაამთავრე და სხვა არაფერი მთხოვო.
აი, ასეთი ამბავი ამოიქექა მტვრიანი წარსულიდან.
დოქსოლოგი ბოლო აღმართს მიუყვებოდა და მშობლიური რან-
ჩოც სულ მალე უნდა გამოჩენილიყო.
„ნამდვილად თვალების ამბავია“, გაიფიქრა სამუელმა. „ცხოვრე-
ბაში მხოლოდ ორჯერ მაქვს ნანახი ასეთი არაადამიანური გამოხედ-
ვა“. მან ისიც გაიფიქრა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი მთვარიანი ღამე
შეიძლებოდა ყოფილიყო. „აბა რა კავშირი უნდა იყოს წლების წინ
ჩამოხრჩობილ მამაკაცსა და პატარა, ლამაზ და ორსულ ქალბატონს
შორის? არა, ლიზა ნამდვილად მართალია: ამ ფანტაზიების გადამ-
კიდე, ერთ მშვენიერ დღეს ჯოჯოხეთში ამოვყოფ თავს. ეს სისულე-
ლე თავიდან უნდა ამოვიგდო, თორემ იმ უწყინარ გოგონას ბოროტე-
ბად გავასაღებ. როგორ ადვილად ექცევა ადამიანი საკუთარი აზრე-
ბის ტყვეობაში. ასე რომ, კარგად უნდა დავფიქრდე და ეს საშინელი
აზრები თავიდან მოვიშორო. თვალების ფერი ან ფორმა მივამსგავსე
ალბათ. თუმცა არა, ეს არაფერ შუაშია. ყველაფერი მის გამოხედვაში
იყო. კარგი, მაშინ რატომ უნდა იყოს გამოხედვა ბოროტული? განა
არ შეიძლება, რომ მსგავსი რამ წმინდა ადამიანის სახეზეც
შენიშნო? ჰოდა, მორჩა ფანტაზიები. აღარასოდეს დავუბრუნდე-
ბი ამ თემას“. სამუელს ისევ დაუარა ჟრუანტელმა. „ეს ჭიანჭველები
რამენაირად უნდა მოვიცილო ზურგიდან“, გაიფიქრა მან. ასეთი შავ-
ბნელი აზრების გამო, ახლა თავს დამნაშავედ გრძნობდა, ამიტომ,

272
საკუთარ თავს პირობა მისცა, ედემის ბაღის გაკეთებისთვის ძალებს არ
დავიშურებო.
-2-
ლიზა ჰამილტონს ლოყები ჰქონდა გაღაჟღაჟებული და ისე დააბი-
ჯებდა ღუმლის წინ, როგორც გალიაში დამწყვდეული ლეოპარდი. ხუფი
ღია იყო, მუხის შეშაზე ცეცხლი გიზგიზებდა და ქურას პურის გამოსაც-
ხობად ამზადებდა. აფუებული თეთრი ცომი უკვე ტაფაზე იდო. ლიზა
ყოველთვის უთენია დგებოდა. მისთვის ერთნაირი ცოდვა იყო როგორც
გათენების შემდეგ ლოგინში წოლა, ასევე დაღამების შემდეგ გარეთ
ყოფნა. მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო დაუსჯელად წოლილიყო ლო-
გინში არათუ გათენების შემდეგ, არამედ მზის ამოსვლის შემდეგაც და
ზოგჯერ თითქმის შუადღემდეც კი. ეს იყო ლიზას ყველაზე უმცროსი
შვილი, ჯო.
ლიზას და სამუელის ცხრა შვილიდან, რანჩოზე ახლა მხოლოდ ტო-
მი და ჯო ცხოვრობდნენ. მაღალი და წითური ტომი, რომელიც უკვე საკ-
მაოდ მოზრდილ ულვაშს ატარებდა, მაგიდასთან იჯდა და სახელოები
ჩამოწეული ჰქონდა. ლიზა ტაფაზე თხელ ცომს ასხამდა და პატარა ნამ-
ცხვრები ბალიშივით იბერებოდა, შემდეგ მათ თავზე პატარა ვულკანუ-
რი ამოფრქვევები იწყებოდა და სწორედ ამ დროს ატრიალებდა მათ მი-
სის ჰამილტონი მეორე მხარეს. ნამცხვრები ღია ყავისფერი იყო და
ალაგ-ალაგ მუქი ყავისფერი ზოლები ჰქონდა. სამზარეულოში სასია-
მოვნო სურნელი იდგა.
სამუელმა ეზოში ხელ-პირი დაიბანა და სამზარეულოში რომ შევი-
და, სახელოები ჩამოიწია. მის სახესა და წვერებზე წყლის წვეთები
ბრწყინავდა. აკაპიწებული სახელოებით მაგიდასთან ჯდომა მისის ჰა-
მილტონისთვის მიუღებელი იყო. მისი აზრით, ეს გაუნათლებლობაზე
ან უწესობაზე მიანიშნებდა.
– დამაგვიანდა, დედავ, – თქვა სამუელმა.

273
ლიზას მისთვის არც კი შეუხედავს. მისი პატარა ხის ნიჩაბი გვე-
ლივით იქნევდა თავს და ნამცხვრები შიშხინით ეცემოდა გავარვარე-
ბულ ტაფაზე.
– რომელ საათზე დაბრუნდი სახლში? – ჰკითხა მან ქმარს.
– საკმაოდ გვიანი იყო, ალბათ თერთმეტი. საათისთვის არ შემიხე-
დავს, არ მინდოდა გაგღვიძებოდა
– არ გამღვიძებია, – გაბრაზებული ხმით თქვა ლიზამ, – შესაძ-
ლოა, შენ ნორმალურად მიგაჩნია ღამით ხეტიალი, მაგრამ, უფალი
ღმერთი ამის გამო საკადრის პასუხს გაგცემს.
ყველასთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ლიზა ჰამილტონსა და
უფალ ღმერთს თითქმის ყველა საკითხში ერთნაირი შეხედულებები
ჰქონდათ. მისის ჰამილტონი მაგიდისკენ მიტრიალდა და ტომს
თეფშზე ცხელი ნამცხვარი დაუდო.
– როგორია სანჩესების ნაკვეთი? – იკითხა მან.
სამუელი ცოლს მიუახლოვდა, დაიხარა და გაწითლებულ ლოყა-
ზე აკოცა.
– დილა მშვიდობისა. დამლოცე, დედავ.
– ღმერთმა დაგლოცოს, – ავტომატურად უპასუხა ლიზამ.
სამუელი მაგიდას მიუჯდა.
– ღმერთმა დაგლოცოს, ტომ, – უთხრა მან შვილს. – ჰო, მისტერ
ტრასკი დიდ ამბებშია. ყველაფერს ცვლის. ძველ სახლს არემონ-
ტებს.
– წლების განმავლობაში ძროხები და ღორები რომ ცხოვრობ-
დნენ, იქ უნდა იცხოვროს? – გაუკვირდა ლიზას.
– ჰო, მაგრამ შიგნით ყველაფერი შეცვალა. იატაკი აყარა და ფან-
ჯრების ჩარჩოებიც ახალი ჩასვა. ახლა ყველაფერი შეღებილი და
სუფთაა.
– ღორის სუნს ვერასდროს გაიყვანს, – მტკიცედ თქვა ლიზამ. –
ისეთი სიმყრალე იცის ამ ცხოველმა, რომ ვერაფრით გადაფარავ.

274
– რატომ? შიგნითაც შევედი და დავათვალიერე. მხოლოდ საღებავის
სუნი იყო.
– საღებავი რომ გაშრება, ისევ ღორის სუნს იგრძნობ, – უპასუხა
ლიზამ.
– პატარა ბაღიც გააშენა და ნაკადული არხებში გაიყვანა. ყვავილე-
ბისთვის ცალკე ადგილი გამოყო, ვარდები და სხვა მცენარეები უნდა
დარგოს. ზოგიერთი ბოსტონიდან ჩამოაქვს.
– არ ვიცი, როგორ შეეგუება უფალი ღმერთი ფულის ასეთ განიავე-
ბას, – თქვა ლიზამ მკაცრად. – ვარდები მეც ძალიან მომწონს, მაგრამ...
– შემპირდა, რომ რამდენიმე ძირს გამომატანდა.
ამასობაში, ტომმა ნამცხვრის ჭამა დაამთავრა და ყავას მოურია.
– როგორი კაცია ადამ ტრასკი, მამა? – იკითხა მან.
– მშვენიერი. კარგად საუბრობს და გონებაც უჭრის. ზოგჯერ წაიოც-
ნებებს ხოლმე.
– არ გამაგიჟო! – ირონიულად თქვა ლიზამ. – შენ სხვაზე რა უნდა
თქვა?
– ვიცი, ვიცი, დედავ. მაგრამ, ალბათ შემჩნეული გექნება, რომ ჩემს
ოცნებებს საფუძველი თითქმის არ გააჩნია. მისტერ ტრასკს კი პრაქტი-
კული ოცნებები და საკმარისი ფულიც აქვს. მას სურს, რომ ედემის ბაღი
შექმნას და შეასრულებს კიდეც ამას.
– მისი ცოლი როგორია? – იკითხა ლიზამ.
– ძალიან ახალგაზრდა და საკმაოდ ლამაზი. წყნარია, თითქმის არ
ლაპარაკობს და სულ მალე ბავშვი უნდა გააჩინოს.
– ჰო, ვიცი. გათხოვებამდე რა გვარის ქალი იყო?
– არ ვიცი.
– საიდან ჩამოვიდა?
– არ ვიცი.
ლიზამ სამუელს თეფშზე ნამცხვარი დაუდო და ყავა დაუსხა, შემდეგ
კი ტომსაც შეუვსო ჭიქა.
– აბა, რა იცი? რა ეცვა?

275
– ლამაზი ლურჯი კაბა და პატარა ვარდისფერი მოსასხამი.
– დაკვირვებული ყოფილხარ. როგორ ფიქრობ, შეკერილი იყო თუ
მაღაზიაში ნაყიდი?
– მე მგონი, მაღაზიაში ნაყიდი.
– შენ მაგას მაინც ვერ მიხვდებოდი. დესი რომ სან-ხოსეში მი-
დიოდა და ახალი კაბა შეიკერა, ისიც მაღაზიაში ნაყიდი გეგონა.
– დესი ოქროს გოგოა, – თქვა სამუელმა. – ხელებიც ოქროსი აქვს.
– სალინასში სამკერვალოს გახსნას აპირებს, – ჩაერთო ტომი.
– ჰო, ვიცი, – თქვა სამუელმა. – დარწმუნებული ვარ, წარმატება-
საც მიაღწევს.
– სალინასში? – ლიზა შეცბა და დოინჯი შემოირტყა. – ჩემთვის
არაფერი უთქვამს.
– ეს რა მოგვივიდა, ტომ, – თქვა სამუელმა. – დათვური სამსახური
გავუწიეთ ჩვენს დესის. მას დედასთვის სიურპრიზის გაკეთება სურ-
და, ჩვენ კი...
– მაინც უნდა ეთქვა ჩემთვის. სიურპრიზები არ მიყვარს. კარგი,
გააგრძელე. რას აკეთებდა?
– ვინ?
– როგორ თუ ვინ? მისის ტრასკი, რა თქმა უნდა.
– რას აკეთებდა? არაფერს. მუხის ქვეშ იჯდა. უკვე მალე გააჩენს.
– ხელებით, სამუელ, ხელებით რას აკეთებდა?
სამუელი ჩაფიქრდა და გონება დაძაბა.
– მგონი, არაფერს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ პატარა ხელები
ჰქონდა... და მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი
ლიზამ ირონიულად ჩაიცინა.
– არაფერს კერავდა? არც ქსოვდა?
– არა, დედავ.
– მე მგონი შენთვის სულაც არ არის კარგი მათთან სიარული. სიმ-
დიდრე და უსაქმურობა ეშმაკის იარაღებია, შენ კი დიდი ნებისყო-
ფით არ გამოირჩევი.

276
სამუელმა თავი ასწია და გულიანად გაიცინა. ლიზა მას, ზოგჯერ,
კარგ ხასიათზე აყენებდა, მაგრამ რატომ და როგორ ხდებოდა ეს,
თავადაც არ იცოდა.
– მე მასთან სწორედ სიმდიდრისთვის დავდივარ, – თქვა მან. – საუზ-
მის შემდეგ ვაპირებდი შენთან დალაპარაკებას, წყნარად რომ დამჯდა-
რიყავი და მოგესმინა. მისტერ ტრასკს სურს, რომ მის ნაკვეთზე ოთხი-
ხუთი ჭა გავბურღო, შემდეგ კი შესაძლოა ქარის წისქვილებიც ავუშენო
და წყლის რეზერვუარებიც.
– ცარიელი სიტყვები ხომ არ არის? როგორი წისქვილები უნდა?
წყალმა რომ ატრიალოს? ფულს გადაგიხდის თუ ისევ იგივე დაიწყება:
„გადამიხდის, როცა მოსავალს აიღებს“, „გადამიხდის, როცა მისი მდი-
დარი ბიძა მოკვდება“? ჩემი გამოცდილებით ვიცი, სამუელ და დროა
შენც გაიგო, რომ თუ ადამიანი მყისვე არ იხდის ფულს, ესე იგი ის საერ-
თოდ არ არის გადამხდელი. დაპირებები რომ საქმეს შველოდეს, ახლა
ახალი ფერმა გვექნებოდა და დაბლობზე ვიცხოვრებდით.
– ადამ ტრასკი აუცილებლად გადაიხდის, – თქვა სამუელმა. – ის საკ-
მაოდ მდიდარია. მამამისმა დიდი ქონება დაუტოვა. მთელი ზამთარი
მომიწევს მუშაობა, დედავ. ფულს შევაგროვებთ და საშობაოდ ვარ-
სკვლავებს წავეთამაშებით. ჭის ერთ ფუტში ორმოცდაათ ცენტს გადა-
მიხდის და ამას კიდევ წისქვილებიც დაემატება. ყალიბების გარდა ყვე-
ლაფერს აქვე დავამზადებ. ბიჭების დახმარება დამჭირდება. ტომს და
ჯოს წავიყვან.
– ჯო ვერ წამოვა, – თქვა ლიზამ. – ხომ იცი როგორი ფაქიზი ბიჭია?
– ჰოდა, ვიფიქრე, რომ მაგ სიფაქიზეს ცოტათი ამოვაცლიდი.
– ჯო არ წამოვა, – მტკიცედ გაიმეორა ლიზამ. – რანჩოს ვინ მიხედავს,
შენ და ტომი წასულები რომ იქნებით?
– ჯორჯს ვთხოვ, რომ დაბრუნდეს. კინგ-სითიში კი ცხოვრობს, მაგ-
რამ კლერკის პროფესია მგონი სულაც არ მოსწონს.
– შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ კვირაში რვა დოლარის სანაც-
ვლოდ ცოტათი რომ გაიჭირვოს, არაფერი მოუვა.

277
– დედავ! – დაიყვირა სამუელმა. – ძლივს მოგვეცა საშუალება,
რომ ჩვენი გვარი ეროვნული ბანკის წიგნაკში ჩაიწეროს და სიმდიდ-
რისკენ მიმავალ გზას შენი გამოსვლებით ნუ ჩახერგავ. ძალიან
გთხოვ!
ლიზა მთელი დღე ბუზღუნებდა თავისთვის, სამუელი და ტომი
კი საბურღ მოწყობილობას ამოწმებდნენ, საჭრისებს ლესავდნენ,
ახალი კონსტრუქციის წისქვილების ჩანახატებს აკეთებდნენ და ხის
მორებს ზომავდნენ. სადღაც შუადღისკენ, მათ ჯოც შეუერთდა და
ისე მოეწონა ეს საქმე, რომ მამამისს სთხოვა წამოგყვებიო.
– პირდაპირ გეტყვი, ჯო, რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ. სახლში
დარჩი და დედას მოეხმარე.
– წამოვალ, მამა, გთხოვ. მომავალ წელს კოლეჯში ვიწყებ სწავ-
ლას, ხომ გახსოვს? პალო-ალტოში მივდივარ და როდის დავბრუნ-
დები არ ვიცი. წამიყვანე და პირობას გაძლევ, რომ კარგად ვიმუშა-
ვებ.
– დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, მაგრამ არ წაგიყვან, –
უპასუხა სამუელმა. – ამიტომ, დედაშენს რომ დაელაპარაკები, რამე-
ნაირად აგრძნობინე, რომ მე შენი წამოსვლის წინააღმდეგი ვარ. შე-
გიძლია ისიც დაამატო, რომ კატეგორიული უარი გითხარი.
ჯომ გაიღიმა, ტომმა კი გადაიხარხარა.
– დედამ რომ გთხოვოს, მაინც არ წამოიყვან? – ჰკითხა ტომმა, სი-
ცილი რომ დაამთავრა.
სამუელმა ბიჭებს მკაცრად შეხედა.
– მე რკინის პრინციპები მაქვს, – თქვა მან. – თუ გადაწყვეტილება
მივიღე, ვერაფერი გადამარწმუნებს. მე ამ საკითხს ყველა მხრიდან
შევხედე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჯო არ წამოვა. თქვენ რა,
გინდათ, რომ მე სიტყვის კაცი არ ვიყო?
– ახლავე შევალ სახლში და დედას დაველაპარაკები, – თქვა ჯომ.

278
– ოღონდ, ზედმეტი არ მოგივიდეს, შვილო. ტვინი დააყოლე და ისე
ქენი, რომ დედამ თავად გადაწყვიტოს ყველაფერი. მე კი ამასობაში გავ-
ჯიუტდები.
ორი დღის შემდეგ, ჰამილტონების რანჩოდან მორებითა და სა-
მუშაო იარაღით დატვირთული დიდი ეტლი დაიძრა. ტომს ოთხი
ცხენის სადავეები ეჭირა ხელში, მის გვერდით კი სამუელი და ჯო იყ-
ვნენ მოკალათებულები და ფეხებს აქანავებდნენ.

თავი მეჩვიდმეტე
-1-
თავდაპირველად, მე ქეთის ურჩხული ვუწოდე და დარწმუნებული
ვიყავი, რომ ეს მართლაც ასე იყო. ახლა კი, როდესაც მის პატარა გამო-
სახულებას გამადიდებელი შუშით დავაკვირდი და ყველა დეტალი კარ-
გად შევისწავლე, ჩემს საკუთარ დასკვნაში ეჭვი შემეპარა. პრობლემა ის
არის, რომ ჩვენ არ ვიცით რა სურს მას, ამიტომ, არც ის გვეცოდინება, მი-
აღწია თუ არა მან საწადელს. იმის გამო, რომ ის რაიმე მიზნისკენ კი არ
მიისწრაფოდა, არამედ მუდამ რაღაცას გაურბოდა, ჩვენ ვერასოდეს გა-
ვიგებთ, შეძლო თუ არა მან გაქცევა საბოლოოდ. ვინ იცის, იქნებ შეეცა-
და კიდეც აეხსნა ვინმესთვის ან სულაც ყველასთვის, რაში იყო მისი
პრობლემა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან საერთო ენა ვერავისთან გამო-
ნახა. შესაძლოა მისი ენა მისივე ცხოვრებასავით იყო – ლაკონური და
მარტივი, რომელსაც, ამავე დროს, ვერაფრის დიდებით ჩასწვდები. იმის
თქმა, რომ ქეთი ცუდი ადამიანი იყო, ყველაზე ადვილია, მაგრამ ამას
აზრი არ ექნება მანამ, სანამ არ გავიგებთ, რატომ იყო ის ასეთი.
მე შევეცადე საკუთარ გონებაში ქეთის გამოსახულება შემექმნა. ეს
არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც პირველ შვილს ელოდება,

279
მშვიდად ზის რანჩოზე, რომელიც არ მოსწონს და ცხოვრობს მამა-
კაცთან, რომელიც არ უყვარს.
ის მუხის ჩრდილში, საკუთარ სკამზე იჯდა, ხელები კი ისე ჰქონდა
დაწყობილი ერთიმეორეზე თითქოს მათ ესიყვარულებოდა და უფ-
რთხილდებოდა. ის ძალიან გასუქდა. იმ დროსაც კი, როდესაც ქალე-
ბი უდიდეს ბედნიერებად თვლიდნენ დიდი ბავშვების გაჩენას და
ფეხმძიმობის დროს აკრეფილ წონას სიამაყით ითვლიდნენ, ქეთის
სიმსუქნე არანორმალურად აღიქმებოდა. თამამად შეიძლება ით-
ქვას, დამახინჯებულიც კი იყო. მკვრივი, მაგრამ საოცრად დიდი და
მძიმე მუცელი მას არათუ სიარულში, დგომაშიც კი ხელს უშლიდა.
თუმცა, სხვა ყველაფერში, ქეთი სრულებით არ შეცვლილა. მისი
მხრები, კისერი, მკლავები, ხელები, სახე ისევ ისეთი თხელი და ბავ-
შვური იყო. მკერდი არ გაზრდილა, არც კერტები გამუქებულა და არც
სარძევე ჯირკვლები გასიებულა. ორგანიზმს სრულებით არ ეტყობო-
და, რომ ბავშვის გაჩენისთვის ემზადებოდა. როდესაც ქეთი მაგი-
დასთან იჯდა, ვერავინ მიხვდებოდა, თუ ის ფეხმძიმედ იყო.
იმ დროს, ორსულ ქალებს არც მენჯის თაღს უზომავდნენ, არც
სისხლის ანალიზს უღებდნენ და არც კალციუმს უნიშნავდნენ. ამი-
ტომ, ბავშვის გაჩენის შემდეგ, ნებისმიერი ქალი ერთ კბილს მაინც
კარგავდა. ეს დაუწერელი კანონი იყო. გარდა ამისა, მშობიარე ქალს
უცნაური გემოვნება უვითარდებოდა, ჩვეულებრივ საკვებზე უარს ამ-
ბობდა და, როგორც ზოგიერთი ბოროტად ხუმრობდა, ნეხვისკენ მი-
უწევდა გული. საყოველთაო აზრით, ამით ქალები ბიბლიური ევას
მიერ ჩადენილი ცოდვის საფასურს იხდიდნენ.
თუმცა, მადას რაც შეეხება, ზოგიერთ სხვა ქალთან შედარებით,
ქეთის უწყინარი კაპრიზები ჰქონდა. დურგლები, რომლებიც ძველ
სახლს არემონტებდნენ, მუდამ იმაზე ჩიოდნენ, რომ საკმაოდ დიდი
რაოდენობის ცარცი თვალსა და ხელს შუა ქრებოდა. მას სწორედ ქე-
თი იპარავდა, პატარა ნატეხებად აქცევდა და ჯიბეში იყრიდა, შემ-
დეგ კი, როდესაც არავინ უყურებდა, პირში იდებდა და გულმოდგი-

280
ნედ ღეჭავდა. ის თითქმის არ ლაპარაკობდა და მის თვალებში მუდამ
სიცარიელე იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად
სადღაც წავიდა და ეს რომ არავის შეემჩნია, რანჩოზე მექანიკური თოჯი-
ნა დატოვა.
ირგვლივ კი მუშაობა დუღდა. ადამი თავდავიწყებით და მიზანმი-
მართულად ქმნიდა საკუთარ ედემს. სამუელმა და მისმა ბიჭებმა პირვე-
ლი ჭა ამოთხარეს, წყალი ორმოცი ფუტის სიღრმეზე იპოვეს და ლითო-
ნის ყალიბი ჩადგეს, რადგან ადამს ყველაფერი საუკეთესო სურდა.
ჰამილტონებმა მოწყობილობა ახალ ადგილას გადაიტანეს და მე-
ორე ჭის ბურღვა დაიწყეს. მათ იქვე ახლოს, კარავში ეძინათ, საჭმელს კი
კოცონზე ამზადებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ყოველდღიურად ბრუნდე-
ბოდა საკუთარ რანჩოზე, რათა რაიმე იარაღი წამოეღო ან ლიზასთვის
რაღაცა გადაეცა.
ადამი ჰგავდა ფუტკარს, რომელმაც ძალიან ბევრი ყვავილი დაინახა
და ვერ გაუგია, საიდან დაიწყოს. ის ქეთის გვერდით იჯდა და აღფრთო-
ვანებული უყვებოდა, რომ ის-ის იყო რევანდის ძირები ჩამოუვიდა, შემ-
დეგ სამუელის მიერ მოგონილ სიახლეს უხატავდა ფურცელზე. ეს იყო
ქარის წისქვილის ფრთა, რომელსაც დახრილობა ეცვლებოდა. დრო-
დადრო, ადამი ჰამილტონებთან გარბოდა და თავისი შეკითხვებით მუ-
შაობას ანელებდა. თუ ქეთის მხოლოდ ჭებსა და სხვა სამუშაოზე ელაპა-
რაკებოდა, ჰამილტონებთან საუბრის თემა მშობიარობითა და ბავშვის
მოვლით შემოიფარგლებოდა. ადამისთვის ეს საუკეთესო დრო იყო.
ცხოვრება მის წინაშე მთელი თავისი სილამაზით გადაშლილიყო. ამა-
სობაში, ზაფხული თბილმა და სურნელოვანმა შემოდგომამ შეცვალა.
-2-
ჭაბურღილთან ჩამომსხდარმა ჰამილტონებმა ლიზას გამოგზავნი-
ლი პური და იაფი ყველი მიირთვეს, შემდეგ კი ამ ყველაფერს კოცონზე,
თუნუქის ქილაში მოდუღებული მწარე ყავა დააყოლეს. ჯოს თვალებზე
ეტყობოდა, რომ დაღლილი იყო და ახლა მხოლოდ ერთი აზრი უტრია-

281
ლებდა თავში: როგორ გასცლოდა იქაურობას და სადმე, ბუჩქის ქვეშ
წაეთვლიმა.
სამუელი ქვიშაზე მუხლებით დადგა და საბურღი აპარატის დაგრე-
ხილი და დამტვრეული საჭრისები დაათვალიერა. რამდენიმე წუთის
წინ, ზუსტად იმ დროს, როდესაც ჰამილტონები შესვენებას და სადილს
აპირებდნენ, ოცდაათი ფუტის სიღრმეზე ჩასული ბურღი რაღაცას
გადააწყდა და მისი ლაპოტები ისე დაიგრიხა, თითქოს არა რკინის-
გან, არამედ ტყვიისგან ყოფილიყო გაკეთებული. სამუელმა ჯაყვით
გადაფხიკა ერთ-ერთი საჭრისი და მისი ხელის გულზე რამდენი-
მე პატარა ნამტვრევი დაეცა. მოულოდნელად, მას თვალები გაუბ-
რწყინდა, შემდეგ კი ხელი ტომისკენ გაიშვირა და ნამტვრევები აჩვე-
ნა.
– აბა, შეხედე და მითხარი: რა არის ეს?
კარვის გვერდით მჯდომი ჯო ნელა წამოდგა და ძმას მიუახლოვ-
და. ტომი ყურადღებით დააკვირდა ნამტვრევებს.
– რაც არ უნდა იყოს, საკმაოდ მყარია, – თქვა მან. – ბრილიანტი
ასეთი დიდი არ იქნება. უფრო ლითონს ჰგავს. იქნებ დამარხულ ლო-
კომოტივს გადავაწყდით?
სამუელმა გულიანად გაიცინა.
– ოცდაათი მეტრის სიღრმეზე? – თქვა მან აღფრთოვანებული სა-
ხით.
– ფოლადსაც ჩამოჰგავს. ვერ შევამოწმებთ? – თქვა ტომმა, მამას
შეხედა და მისი გახარებული სახე რომ დაინახა, თავადაც ისე გა-
უხარდა, რომ ტანში ჟრუანტელმა დაუარა.
პატარა ჰამილტონებს უყვარდათ, როდესაც სამუელის გონება
თავისუფლად იწყებდა ნავარდს, რადგან ამ დროს, გარშემო ყველა-
ფერი საოცრებებით ივსებოდა.
– ამბობ, ლითონიაო და ფიქრობ, რომ ფოლადია, არა? – თქვა
მან. – მოდი, ახლა ჩემს აზრს გეტყვი და მერე ამ ნამტვრევებს ანა-
ლიზზე გავაგზავნი. მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე. მე ვფიქ-

282
რობ, ჩვენ მასში ნიკელს, ვერცხლს, ნახშირბადსა და მარგანეცს ვიპო-
ვით. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდა ახლა, რომ ეს რაღაცა მიწი-
დან ამოვიღო. ზღვის ქვიშაშია დამარხული. ბურღი ზუსტად იქამდე იყო
ჩასული.
– რა შეიძლება შეიცავდეს ნიკელსაც და ვერცხლსაც? – იკითხა ტომ-
მა.
– ეს, ალბათ, მრავალი ათასი საუკუნის წინ მოხდა, – დაიწყო სამუ-
ელმა და მისი შვილები მიხვდნენ, რომ ის ახლა ნათლად ხედავდა იმას,
რაზეც საუბრობდა. – ყურეში თოლიების ხმები ისმოდა. ისინი წყლის
თავზე დაფრინავდნენ და საკვებს ეძებდნენ. ეს რომ ღამით მომხდარი-
ყო, ალბათ განსაკუთრებით ლამაზი სანახავი იქნებოდა. ჯერ ხანმოკლე
გაელვება იყო, შემდეგ ამას სინათლის გრძელი ხაზი მოჰყვა, ბოლოს კი
აფეთქება, რომელმაც მთელი ზეცა გაანათა და წყლის თავზე სოკოს
ფორმის ორთქლი გამოსახა. იმ მომენტში, როდესაც ზღვა აფეთქდა, გა-
მაყრუებელი ღრიალი გაისმა, შემდეგ კი ისევ ყველაფერი ჩაბნელდა. იმ
თვალისმომჭრელი ნათების შემდეგ, ღამე თითქოს კიდევ უფრო ბნელი
გახდა. შემდეგ, ნელ-ნელა, ზღვიდან მკვდარი თევზები ამოტივტივდნენ
და თოლიებიც გაშმაგებულები დაესივნენ მათ. სევდიანი და ამავე
დროს ლამაზი სანახაობაა, არა?
როგორც ყოველთვის, ბიჭებმა ეს ყველაფერი თვალნათლივ დაინა-
ხეს.
– შენ ფიქრობ, რომ ეს მეტეორიტია? – იკითხა ტომმა ჩუმად.
– ჰო, და ამას ანალიზიც დაამტკიცებს.
– მოდი ამოვთხაროთ, – თქვა გახარებულმა ჯომ.
– მიდი, შეუდექი, ჩვენ კი ჭას მივხედავთ, – უთხრა მას სამუელმა.
– თუ ანალიზი ნიკელისა და ვერცხლის საკმარის რაოდენობას აჩვე-
ნებს, იქნებ დამუშავება დაგვეწყო, – სერიოზულად თქვა ტომმა.
– ნამდვილად ჩემი შვილი ხარ, – გაეღიმა სამუელს. – ჩვენ ახლა ისიც
კი არ ვიცით, რამხელაა ეს მეტეორიტი. შესაძლოა ის ერთი დიდი სახ-
ლის ზომის იყოს და შეიძლება ქუდშიც ჩაეტიოს.

283
– მაგას ვერ შევამოწმებთ?
– თავისუფლად, მაგრამ იმ პირობით, თუ ამას საიდუმლოდ გავაკე-
თებთ და სიტყვა არავისთან დაგვცდება.
– რატომ? რას გულისხმობ?
– კარგი რა, ტომ, დედაშენი ოდნავ მაინც არ გეცოდება? ისედაც
ბევრი პრობლემა შევუქმენით. არ გახსოვს, რა მითხრა? კიდევ ერთ
ცენტს მაინც თუ დახარჯავ რამის დაპატენტებაში, ისეთ ამბავს მო-
ვაწყობ, მთელი ცხოვრება გემახსოვრებაო. ცოდოა ბოლოს და ბო-
ლოს. ვინმემ რომ ჰკითხოს, შენი ქმარ-შვილი რას აკეთებსო, ალბათ
სირცხვილისგან მოკვდება. ხომ იცი, ტყუილები არ სჩვევია და პირ-
დაპირ უპასუხებს: „ვარსკვლავს თხრიან მიწიდან“, – აქ სამუელმა გუ-
ლიანად გადაიხარხარა. – ვერ გადაიტანს ამ ამბავს, ტომ. თან ჩვენც
ძვირად დაგვიჯდება, – სამი თვე ნამცხვრების გარეშე ვიქნებით.
– მოკლედ, ბურღი აქ ვერ გაივლის, – თქვა ტომმა. – სხვა ადგილი
უნდა მოვძებნოთ.
– მოიცადე, ჯერ აფეთქებას ვცდი და, თუ არაფერი გამოვიდა, მე-
რე სხვაგან გადავიდეთ, – სამუელი ადგა. – ახლა სახლში უნდა წავი-
დე, ასაფეთქებელი მოვიტანო და საჭრისებიც გავლესო. თქვენც წა-
მომყევით და დედას სიურპრიზი გავუკეთოთ. მერე, მთელ ღამეს ნამ-
ცხვრების ცხობაში გაატარებს და თან იბუზღუნებს, სიხარული რომ
არ შეეტყოს.
– რაღაცა მოდის, ძალიან ჩქარა მოდის, – თქვა ჯომ.
მართლაც, სამივემ ერთი მიმართულებით გაიხედა და დაინახა,
რომ უცნობი ცხენოსანი ჭენებით უახლოვდებოდა მათ. ეს საკმაოდ
უცნაური ცხენოსანი იყო, რადგან უნაგირზე მიბმული ქათამივით
ხტუნაობდა. როდესაც უფრო ახლოს მოვიდა, ჰამილტონებმა დაინა-
ხეს, რომ ეს ჩინელი მზარეული იყო, რომელიც იდაყვებს ფრთები-
ვით იქნევდა, ნაწნავი კი მის კეფაზე გველივით იკლაკნებოდა. სა-
ოცარი იყო, როგორ მოახერხა მან ცხენზე გაჩერება და თან ამხელა
სიჩქარის შენარჩუნება. ლი მძიმედ სუნთქავდა.

284
– მისი ადამი თქვას მოდი, მისი ქეთი ცუდად ალი! ცქალა მოდი! მისი
ქეთი კივის.
– დამშვიდდი, ლი. როდის დაეწყო?
– საუზმე დაამთავლა და დაიწყო.
– კარგი, ნუ ნერვიულობ. ადამი როგორ არის?
– მისი ადამი გიზია. ტილის, იცინის, ღებინება გააკეთოს.
– ოჰ, ეს ახალგაზრდა მამები. მეც ვიყავი ეგეთი ერთ დროს. ტომ, ცხე-
ნი შემიკაზმე, თუ შეიძლება.
– რა ხდება? – იკითხა ჯომ.
– რა და მისის ტრასკი მშობიარობს. ადამს შევპირდი, რომ მის გვერ-
დით ვიქნებოდი.
– შენ? – გაუკვირდა ჯოს.
სამუელმა თავის ყველაზე უმცროს შვილს თვალი გაუსწორა.
– შენც და შენი ძმაც სწორედ მე მოგავლინეთ ამ ქვეყანას. იმედი
მაქვს, არ თვლით, რომ ამით მსოფლიო ვაზარალე. ტომ, იარაღი შეაგ-
როვე, სახლში წადი და საჭრისები გალესე. მერე საწყობში, თაროზე რომ
ასაფეთქებელი დევს, აქეთ წამოიღე. ფრთხილად იყავი ოღონდ, ხე-
ლებს და ფეხებს გაუფრთხილდი. ჯო, შენ აქაურობას მიხედე.
– სულ მარტო უნდა ვიყო? – ეწყინა ჯოს.
სამუელი ცოტა ხნით გაჩუმდა.
– ჯო, გიყვარვარ? – ჰკითხა მან შვილს.
– რა თქმა უნდა.
– რამე მძიმე დანაშაული რომ ჩავიდინო, პოლიციაში მიჩივლებ?
– რას გულისხმობ?
– მითხარი.
– არა.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი. ჩემი ტანსაცმლის ქვეშ, კალათაში, ორი
წიგნი დევს. გაუფრთხილდი ოღონდ, სულ ახალია. ორტომეულია და
მის ავტორს მალე მთელი მსოფლიო გაიცნობს. თუ მოგინდება, წაიკით-
ხე, გამოგადგება ცხოვრებაში. „ფსიქოლოგიის პრინციპები“ ჰქვია და უი-

285
ლიამ ჯეიმსის დაწერილია. ცნობილ მძარცველთან კავშირი არ აქვს,
მოგვარეა უბრალოდ. ოღონდ დაიმახსოვრე, ლიზამ რომ გაიგოს, რამ-
დენი დავხარჯე ამ წიგნებში, სახლიდან წასვლა მომიწევს, ამიტომ, ერ-
თი სიტყვაც რომ წამოგცდეს, რანჩოზე შენი ფეხი აღარ იქნება.
ტომმა მას გამზადებული ცხენი მიუყვანა.
– მეც რომ წავიკითხო, შეიძლება?
– შეიძლება, – უპასუხა სამუელმა და ცხენს მსუბუქად შეახტა. –
წავედით, ლი.
ლიმ ისევ გაჭენება მოინდომა, მაგრამ სამუელმა შეაჩერა.
– ნუ ჩქარობ, ლი. ბავშვის დაბადებას გაცილებით მეტი დრო უნ-
და, ვიდრე შენ გგონია. უმეტესწილად ასეა.
რამდენიმე წუთი მათ ხმა არ ამოუღიათ, შემდეგ კი სიჩუმე ლიმ
დაარღვია.
– რა ცუდია, იმ ორტომეულში ფული რომ დახარჯეთ. მე გათხო-
ვებდით შემოკლებულ ვერსიას. სახელმძღვანელოს სახითაა.
– მართლა? ბევრი წიგნი გაქვს?
– აქ ალბათ ოცდაათი ან ორმოცი მექნება. თუ რომელიმე დაგა-
ინტერესებთ, შეგიძლიათ წაიღოთ.
– გმადლობთ, ლი. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდება,
ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებ. სხვათა შორის, ჩემს შვილებს შეგიძ-
ლია თავისუფლად დაელაპარაკო. ჯო ცოტა ღრუბლებში დაფრი-
ნავს, მაგრამ ტომი ნორმალური ბიჭია, კარგად აზროვნებს და შენ-
თან საუბარი აუცილებლად წაადგება.
– ცოტა რთული საქმეა, მისტერ ჰამილტონ. მიჭირს ახალ ადამი-
ანთან შეგუება, მაგრამ თქვენ თუ გნებავთ, აუცილებლად ვცდი.
ტრასკების სახლი რომ გამოჩნდა, სამუელმა და ლიმ სიჩქარეს
ცოტათი მოუმატეს.
– მშობიარე როგორ არის, მომიყევით.
– სჯობს თავად ნახოთ და დასკვნებიც თავადვე გააკეთოთ, – უპა-
სუხა ლიმ. – როდესაც ადამიანი სულ მარტო ცხოვრობს, მას თავში

286
უცნაური აზრები უტრიალებს და ეს ყველაფერი ხალხთან ურთიერთო-
ბის ნაკლებობით აიხსნება ალბათ. ზუსტად ასეთ დღეში ვარ ახლა მე.
– უნდა გითხრა, ლი, რომ მე სულაც არ ვცხოვრობ მარტო, მაგრამ უც-
ნაური აზრები მაინც მაწუხებს. თუმცა, შესაძლოა სხვადასხვა რამეზე
ვსაუბრობთ.
– ესე იგი, თქვენ თვლით, რომ აქ ჩემი ფანტაზიები არაფერ შუაშია?
– მე არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ შემიძლია დაგამშვიდო და გით-
ხრა, რომ მე აქ თავს საკმაოდ უცნაურად ვგრძნობ.
– ჰოდა, მეც სწორედ ეს მინდა ვთქვა, – ღიმილით უპასუხა ლიმ. – შე-
მიძლია ისიც გითხრათ, რამდენად შორს შევტოპე. მას შემდეგ, რაც აქ
დავიწყე მუშაობა, სულ მამაჩემის მოყოლილი ჩინური ზღაპრები მახ-
სენდება. ჩვენ, ჩინელებს, კარგად განვითარებული დემონოლოგია
გვაქვს.
– შენ თვლი, რომ ქეთი დემონია?
– რა თქმა უნდა, არა. ასეთი სისულელეების მე არ მჯერა. რთულია
ამის ახსნა, მაგრამ შევეცდები. მისტერ ჰამილტონ, როდესაც ადამიანი
გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობს მოსამსახურედ, მას ახალი
შეგრძნებები უჩნდება და შეუძლია ძალიან ადვილად გამოიცნოს, თუ რა
ატმოსფეროა სახლში. ჰოდა, აქ ძალიან უცნაური გარემოა. ალბათ, სწო-
რედ ამიტომ გამახსენდა მამაჩემის მოყოლილი ზღაპრები.
– მამაშენს დემონებისა სჯეროდა?
– არა, რას ამბობთ. უბრალოდ, მას სურდა, რომ მე ჩინური ფოლ-
კლორი და ტრადიციები მესწავლა. სხვათა შორის, დასავლეთის ხალ-
ხსაც საკმაოდ ბევრი მითი გაქვთ.
– კარგი, მომიყევი, რატომ იყავი ასე განერვიულებული, – უთხრა სა-
მუელმა.
– რომ არ წამომყოლოდით, შევეცდებოდი, ამეხსნა, – უპასუხა ლიმ. –
რადგან მოდიხართ, სჯობს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. შე-
იძლება მე უბრალოდ ჭკუიდან შევიშალე. მისტერ ადამი კი ისეა დაძაბუ-
ლი, რომ მალე მისი ნერვები ალბათ ბანჯოს სიმებივით გაწყდება.

287
– პატარა მინიშნება მაინც მომეცი, მოულოდნელი რომ არ იყოს
ჩემთვის და დრო რომ არ დავკარგო. რა გააკეთა ამისთანა?
– არაფერი. საქმეც სწორედ ეს არის. მისტერ ჰამილტონ, მე ადრე
ბევრ მშობიარობას დავსწრებივარ, მაგრამ ეს ჩემთვის რაღაც ახალი
იყო.
– რას გულისხმობ?
– ეს... კარგით, მხოლოდ ერთ რაღაცას გეტყვით. ეს უფრო სამ-
კვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას ჰგავს, ვიდრე მშობიარობას.
სახლს რომ მიუახლოვდნენ და მუხების ქვეშ გაიარეს, საუელმა
თქვა:
– იმედი მაქვს, შენი ბრალი არ არის, ლი, მაგრამ მეჩვენება, რომ
დღეს უცნაური დღეა.
– ქარი, – უპასუხა ლიმ. – პირველი დღეა ამ თვეში, როდესაც შუ-
ადღის ქარი არ ამოვარდნილა.
– ჰო, მართალია. დღეს ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ ამინდის-
თვის ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია. ცოტა ხნის წინ, მიწაში
ჩამარხული ვარსკვლავი აღმოვაჩინეთ, ახლა კი ახალი ადამიანი უნ-
და მოვავლინოთ ქვეყანას. – სამუელმა მუხის ტოტებს შორის გამო-
ჩენილ მთებს გახედა. ირგვლივ ყველაფერი მზის შუქით იყო მოფე-
ნილი. – რა კარგია, ასეთ ლამაზ დღეს რომ დაიბადები! თუ ამინდი
ხალხის ბედს მართლა განსაზღვრავს, დღეს სამყაროს ნამდვილად
ბედნიერი ადამიანი მოევლინება. ლი, თუ ადამი მართლა ასე ნერვი-
ულობს, სავსებით შესაძლებელია, ხელი შემიშალოს. ახლოს იყავი,
შეიძლება შენი დახმარება დამჭირდეს. ნახე, დურგლები მუხის ქვეშ
სხედან.
– ჰო, მისტერ ადამმა მუშაობა გააჩერა, მისი მეუღლე ჩაქუჩების
კაკუნმა რომ არ შეაწუხოს.
– ესე იგი, მართლა სერიოზულად ნერვიულობს, ამიტომ გვერდი-
დან არ მომშორდე. ქეთი ახლა ისეთ დღეშია, არათუ ჩაქუჩების კა-
კუნს, ღმერთმა რომ ცაში სიმღერა დაიწყოს, იმასაც კი ვერ შეამჩნევს.

288
მუხის ქვეშ მსხდომმა მუშებმა სამუელს ხელი დაუქნიეს.
– როგორ ბრძანდებით, მისტერ ჰამილტონ. ოჯახი როგორა
გყავთ?
– კარგად, კარგად. მოიცა, ეს ბაჭია ჰოლმანი არ არის? სად დაიკარგე,
ბაჭია?
– ოქროს საძებნელად ვიყავი წასული, მისტერ ჰამილტონ.
– იპოვე რამე?
– ვიპოვე კი არა, რაც მქონდა, ისიც დავკარგე: ჯორი თვალსა და ხელს
შუა გამიქრა. ვერსად მივაგენი.
სახლს რომ მიუახლოვდნენ, ლიმ სამუელს სწრაფად უთხრა:
– დრო რომ გექნებათ, ერთი რაღაცა მინდა გაჩვენოთ?
– რა უნდა მაჩვენო, ლი?
– ძველი ჩინური პოეზიის გადათარგმნას ვცდილობ ინგლისურად.
ჩემი აზრით, თითქმის შეუძლებელი საქმეა, მაგრამ მაინც მინდა, რომ
შეხედოთ.
– აუცილებლად, ლი. დიდი სიამოვნებით.
-3-
ბორდონის მიერ აშენებული თეთრი ფერის სახლი უცნაურ, მგლო-
ვიარე სიჩუმეს მოეცვა. დარაბები დაკეტილი იყო. სამუელი კარებთან გა-
ჩერდა, ცხენიდან ჩამოხტა, უნაგირზე მიბმული ჩანთა მოხსნა და სადა-
ვეები ლის გაუწოდა. კაკუნს რომ არავინ გამოეხმაურა, კარი გააღო და
სახლში შეაბიჯა. მზის სინათლის შემდეგ, სასტუმრო ოთახში თითქოს
ბინდი ჩამოწოლილიყო. მან ლის მიერ გაკრიალებულ სამზარეულოში
შეიხედა. ღუმლის თავზე თიხის ნაცრისფერი ჩაიდანი იდგა და ღრუტუ-
ნისმაგვარ ხმას გამოსცემდა. სამუელმა საძინებლის კარზე ფრთხილად
დააკაკუნა და კარი შეაღო.
ოთახში ისეთი სიბნელე იყო, რომ თითქმის არაფერი ჩანდა. დაკე-
ტილ დარაბებზე ვიღაცას ზეწრებიც ჩამოეფარებინა. ქეთი დიდ და გა-
ნიერ საწოლში იწვა, ადამი კი მის გვერდით იჯდა და სახე საბანში ჰქონ-

289
და ჩარგული. ნაბიჯების ხმა რომ გაიგონა, თავი ასწია და კარისკენ
გაიხედა.
– სიბნელეში რატომ ხართ? – ჰკითხა სამუელმა მხიარულად.
– ქეთის ასე სურს. სინათლე თვალებს სტკენს, – ხრინწიანი ხმით უპა-
სუხა ადამმა.
სამუელი ოთახში შევიდა. თითოეულ ნაბიჯთან ერთად, მას გამ-
ბედაობაც ემატებოდა.
– სინათლის გარეშე არაფერი გამოვა, – თქვა მან. – შეუძლია თვა-
ლები დახუჭოს და შავ ნაჭერსაც შემოვახვევ, თუ მოისურვებს.
სამუელი ფანჯარასთან მივიდა, ზეწარს ხელი მოჰკიდა და სანამ
მოხსნას მოასწრებდა, ადამი გავეშებული მივარდა მასთან.
– თავი დაანებეთ! სინათლე აწუხებს! – მრისხანედ თქვა მან.
სამუელი ადამს მიუტრიალდა და მშვიდად უთხრა:
– დამშვიდდით, ადამ. მე ვიცი ახლა რასაც გრძნობთ. მე შეგპირ-
დით, რომ ამ საქმეს მივხედავდი და პირობას ბოლომდე შევასრუ-
ლებ. თქვენგან დამატებით პრობლემებს არ ველი და იმედს ნუ გა-
მიცრუებთ.
მან ფანჯრებიდან ზეწრები ჩამოხსნა და დარაბებიც გააღო.
ოთახში ნაშუადღევის ოქროსფერი სინათლე შემოიჭრა.
ქეთიმ კნავილისმაგვარი ხმა გამოსცა და ადამიც წამსვე მის გვერ-
დით გაჩნდა.
– თვალები დახუჭე, ძვირფასო. ნაჭერსაც დაგაფარებ თვალებზე.
სამუელმა თავისი ჩანდა სავარძელზე დააგდო და საწოლთან
დადგა.
– ადამ, – გაისმა მისი მტკიცე ხმა. – თუ შეიძლება, ოთახიდან გაბ-
რძანდით და გარეთ დამელოდეთ.
– არა, ვერ გავალ. რატომ უნდა გავიდე?
– იმიტომ, რომ არ მსურს ხელი შემიშალოთ. წადით და გააკეთეთ
ის, რასაც ასეთ დროს სხვები აკეთებენ – დათვერით.
– არ შემიძლია.

290
– ადამ, ჩემი გაბრაზება არც ისე ადვილია, ზიზღის გამოწვევა კი –
თითქმის შეუძლებელი. მაგრამ, ახლა ვგრძნობ, რომ თქვენ ამას მო-
ახერხებთ. ან თქვენ ახლავე გახვალთ ოთახიდან და პრობლემებს ყვე-
ლას აგვარიდებთ თავიდან, ან მე წავალ და უამრავ პრობლემას დაგი-
ტოვებთ.
ადამი გასასვლელისკენ დაიძრა.
– ყოველი წამოყვირების გაგონებაზე აქ შემოვარდნა არ გაბედოთ.
თავად დაგიძახებთ, ყველაფერი რომ დასრულდება, – მიაძახა სამუელ-
მა, შემდეგ კი კარი დაკეტა და გასაღებიც გადაატრიალა. – ძალიან
ნერვიულობს, – უთხრა მან ქეთის. – უყვარხართ და იმიტომ.
ქეთის სახეს ის მხოლოდ ახლა დააკვირდა და მის თვალებში ნამ-
დვილი სიძულვილი დაინახა, უმოწყალო, სასტიკი სიძულვილი.
– ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება, ჩემო კარგო. წყლები უკვე
დაღვარეთ?
ქეთიმ მას ბოროტი თვალებით შეხედა, პატარა კბილები დაკრიჭა და
ღრენისმაგვარი ხმა ამოუშვა. შეკითხვაზე პასუხი არ გაუცია.
– მე აქ მოვედი მხოლოდ და მხოლოდ როგორც მეგობარი, – უთხრა
სამუელმა ქეთის და თვალი თვალში გაუყარა. – მე ამის კეთება სრულე-
ბითაც არ მსიამოვნებს, ჩემო კარგო. მე არ ვიცი რა გაწუხებთ და სიმარ-
თლე თუ გნებავთ, ნელ-ნელა ინტერესს ვკარგავ. არადა, ვინ იცის, შესაძ-
ლოა ტკივილი შეგიმსუბუქოთ. ახლა მე კიდევ ერთ შეკითხვას დაგის-
ვამთ და თუ თქვენგან პასუხის ნაცვლად მსგავს გამოხედვას მივიღებ,
აქედან წავალ და მარტო დაგტოვებთ.
ამ სიტყვებმა წყალში ჩავარდნილი რკინასავით გაარღვია ქეთის გო-
ნება. მან საკუთარ თავს ძალა დაატანა. სამუელს ჟრუანტელმა დაუარა,
როდესაც დაინახა თუ როგორ იცვლებოდა ქეთის გამომეტყველება. მი-
სი ცივი გამოხედვა თვალსა და ხელს შუა გაქრა, დაძაბული და ერთმა-
ნეთზე მჭიდროდ მიჭერილი ტუჩები კვლავ მოეშვა და გაიბერა, პირზე
ოდნავ შესამჩნევი ღიმილი იყო გამოსახული. სამუელმა ისიც დაინახა,
თუ როგორ ამოძრავდა გოგონას მკლავები, როგორ გაიშალა მისი მუშ-

291
ტები და მათ მაგივრად ნაზი, ვარდისფერი თითები გამოჩნდა. ქე-
თის ბავშვური და უცოდველი სახე დაუბრუნდა. ის ახლა უკვე ვაჟკა-
ცურად უძლებდა ტკივილს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თით-
ქოს ჯადოსნური ფარნის ერთი სურათი მეორემ შეცვალაო.
– წყლები გამთენიისას დავღვარე, – თქვა მან ნაზი ხმით.
– აი, ეს უკვე სულ სხვა საქმეა. ძლიერი შეტევები თუ გქონდათ?
– დიახ.
– რა შუალედებით?
– არ ვიცი.
– მე აქ თხუთმეტი წუთის წინ მოვედი.
– ორჯერ მქონდა, ოღონდ ძალიან სუსტი. თქვენ რაც მოხვედით,
ძლიერი შეტევა არ მქონია.
– ძალიან კარგი. თქვენი თეთრეული სად არის?
– აი იმ კალათაში.
– ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ინერვიულებთ.
სამუელმა თავისი ჩანთა გახსნა და იქიდან პატარა ვარდისფერი
ყვავილებით მოქარგული ლურჯი ხავერდის თოკი ამოიღო, რომლის
ორივე ბოლოზე მარყუჟები იყო გაკეთებული.
– ეს ლიზამ გამოგიგზავნათ. პირველს რომ ველოდებოდით, მა-
შინ დაამზადა. ამ თოკმა ჩვენი და ჩვენი მეგობრების შვილები მოავ-
ლინა სამყაროს, – უთხრა მან ქეთის და მარყუჟები მის ფეხებთან, სა-
წოლის პატარა ბოძებზე ჩამოაცვა.
მოულოდნელად, ქეთიმ თვალები დაჭყიტა, სახეზე ერთბაშად
წამოწითლდა და წელი ზემოთ ისე ძლიერად ასწია, რომ მისმა სხე-
ულმა თაღი გამოსახა. სამუელი ელოდა, რომ ახლა ის დაიყვირებდა
ან დაიკივლებდა, ამიტომ, ოთახის კარს შეავლო თვალი. თუმცა,
მსგავსი არაფერი მომხდარა და ქეთის მხოლოდ მოგუდული კვნესა
აღმოხდა. რამდენიმე წამის შემდეგ, ის ისევ მოეშვა, თვალებში კი სი-
ძულვილი დაუბრუნდა.

292
– კარგი გოგო ხარ, – უთხრა მას სამუელმა. – ერთი იყო თუ ორი? ვერ
გავარჩიე. რაც უფრო მეტ გამოცდილებას იღებ, მით უფრო ხვდები, რომ
ორი ერთნაირი მშობიარე არ არსებობს. კარგი, ახლა სჯობს ხელები და-
ვიბანო.
ქეთი თავს ხან მარცხნივ გადაიქნევდა, ხან მარჯვნივ.
– კარგი, კარგი, საყვარელო, ვფიქრობ, ბავშვის გაჩენამდე უკვე ძალი-
ან ცოტა დარჩა, – უთხრა სამუელმა და ხელი შუბლზე დაადო. ნაიარევი
გამუქებული იყო. – ასე სად იტკინეთ შუბლი?
მოულოდნელად, ქეთიმ თავი აიქნია და თავისი ბასრი კბილები მას
ნეკა თითთან ახლოს ჩაავლო. სამუელმა წამოიყვირა და შეეცადა ხელი
გამოეთავისუფლებინა, მაგრამ ქეთის ყბა თითქოს ჩაკეტილი იყო. ის
სულ უფრო და უფრო მაგრად უჭერდა კბილებს სამუელის ხელს და თავს
ისე იქნევდა, როგორც მეძებარი ძაღლი, რომელსაც ტომარა მიუგდეს სა-
ჯიჯგნად. ამ ყველაფერთან ერთად, ღრენის ხმაც ისმოდა. სამუელმა ქე-
თის სილა გააწნა, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა, ამიტომ, მან გააკეთა
ის, რასაც ძაღლების შესაჩერებლად აკეთებენ: ყელზე მარცხენა ხელი
მოუჭირა და ჰაერი გადაუკეტა. ქეთი კიდევ რამდენიმე წამი ებრძოდა სა-
მუელის ხელს, მაგრამ შემდეგ დანებდა და ყბა გახსნა. სამუელს ხელი-
დან სისხლი მოსდიოდა. მან ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ჭრილობას
შეხედა, შემდეგ კი ქეთის გახედა. ის ახლა ძალიან იყო შეშინებული, მი-
სის ტრასკს კი უცოდველი და ბავშვური გამომეტყველება დაუბრუნდა.
– მაპატიეთ, – სწრაფად მოიხადა მან ბოდიში. – ძალიან ვწუხვარ.
სამუელს გააჟრიალა.
– ეს ტკივილის ბრალი იყო, – თავი იმართლა ქეთიმ.
– ვატყობ, ალიკაპი უნდა ჩაგაცვათ, – სიცილით თქვა სამუელმა. – ერ-
თხელ, შოტლანდიურ ნაგაზს ვამშობიარებდი და იმ ძუკნამაც თქვენსა-
ვით მიკბინა.
ქეთის თვალებში ისევ სიძულვილმა გაიელვა.
– სპირტი ხომ არ გექნებათ სახლში? ამ ჭრილობას დამუშავება სჭირ-
დება. ადამიანები გველებზე უფრო შხამიანები არიან.

293
– არ ვიცი.
– არც ვისკი?
– მეორე უჯრაშია.
სამუელმა ვისკი ხელზე დაისხა და ჭრილობას სული შეუბერა. მას
გულისრევის შეგრძნება ჰქონდა და
თვალთ უბნელდებოდა. რომ დამშვიდებულიყო, ბოთლიდან ერ-
თი ყლუპი მოსვა. ახლა მას უკვე ძალიან ეშინოდა და საწოლისკენ
მიტრიალებაც კი არ სურდა.
– გარკვეული დროით მარჯვენა ხელის გარეშე დავრჩი, – თქვა
მან.
მოგვიანებით, სამუელმა ადამს უთხრა:
– ნამდვილად ვეშაპის ძვლები აქვს. ბავშვი მანამ დაიბადა, სანამ
აზრზე მოსვლას მოვასწრებდი. თბილი წყალიც კი არ მქონდა მზად.
თქვენს ცოლს თოკზე ხელის მოკიდებაც კი არ დასჭირვებია. მარ-
თლაც რკინის ქალია.
სამუელმა კარი გააღო და ლის დაუძახა. ამ დროს, ოთახში ადამი
შემოვარდა და სისხლიანი ზეწარი რომ დაინახა, გამწვანდა.
– დამშვიდდით, – უთხრა მას სამუელმა. – ლი გამომიგზავნეთ,
თბილი წყალი მომიტანოს. თქვენ კი, თუ შეგიძლიათ, სამზარეულო-
ში გადით და ყავა მომიდუღეთ. ჰო, და ლამფები შეამოწმეთ. თუ სა-
ჭირო იქნება ნავთი დაუმატეთ და თავსახურებიც გაუწმინდეთ.
ადამი გაშეშებული იდგა, შემდეგ კი ზომბივით მიტრიალდა და
ოთახიდან გავიდა. ამასობაში, ლიც გამოჩნდა.
– თბილი წყლით გაასუფთავე ბავშვი, ლი, ოღონდ ფრთხილად
იყავი, ორპირ ქარში არ მოხვდეს. ეჰ, ნეტა ახლა ლიზა იყოს ჩემ გვერ-
დით. როგორ მივხედო ამდენ რამეს?
სამუელი საწოლისკენ მიტრიალდა.
– ახლავე, საყვარელო. ახლავე გაგასუფთავებ.
ქეთი ისევ საშინლად კვნესოდა და წელში იზნიქებოდა.

294
– ცოტაც და ყველაფერი გაგივლით, – უთხრა მას სამუელმა. – დრო
არის საჭირო. რა სწრაფად მოამთავრეთ ყველაფერი. ლიზას გამოგზავ-
ნილ თოკზე ხელის მოკიდებაც კი არ დაგჭირვებიათ.
მოულოდნელად, მან რაღაცა დაინახა, თვალები დაჭყიტა და
სასწრაფოდ შეუდგა საქმეს.
– ღმერთო დიდებულო! მეორე მოდის! – დაიყვირა მან.
ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, ბავშვი ამჯერადაც საოცრად
სწრაფად დაიბადა. სამუელმა ჭიპლარი გაკვანძა და ახალშობილი ლის
გაუწოდა. ჩინელმა ის თბილი წყლით გაასუფთავა, გაამშრალა, შეახვია
და კალათაში ჩააწვინა.
სამუელმა მშობიარესაც მიხედა: გაასუფთავა ის, შემდეგ კი ფრთხი-
ლად გადააწვინა გვერდით და თეთრეული გამოუცვალა. მთელი ამ
დროის განმავლობაში, ის ქეთის თვალს არიდებდა და სწრაფად აკე-
თებდა ყველაფერს, რადგან მარჯვენა ხელი თითქმის აღარ ემორჩილე-
ბოდა. ბოლოს მან საბანი დააფარა მშობიარეს, თავქვეშ ბალიშიც ამოუ-
დო და სხვა გზა რომ არ ჰქონდა, თვალებში შეხედა.
ქეთი გაოფლიანებული იყო და თმაც სულ სველი ჰქონდა. სახე მას
სრულიად შეეცვალა. მის გამოხედვაში არაფერი იკითხებოდა, ხოლო
თვალები თითქოს გაქვავებულიყო. ყელზე პულსი უცემდა.
– თქვენ ორი ვაჟი შეგეძინათ, – უთხრა მას სამუელმა. – ორი არაჩვეუ-
ლებრივი ვაჟი. ერთმანეთს სრულებით არ ჰგვანან. სხვადასხვა პერანგე-
ბით დაიბადნენ.
ქეთიმ მას ცივად შეხედა და ინტერესი საერთოდ არ გამოუხატავს.
– ახლავე გაჩვენებთ თქვენს შვილებს, – თქვა სამუელმა.
– არ მინდა, – უპასუხა ქეთიმ უემოციო ხმით.
– რატომ, ჩემო კარგო? არ გაინტერესებთ, როგორები არიან?
– არა. მე ისინი არ მჭირდება.
– არა უშავს, გაგივლით. თქვენ ახლა ძალიან დაღლილი ხართ. მინ-
და გითხრათ, რომ ასეთ მარტივ და სწრაფ მშობიარობას არასოდეს შევ-
სწრებივარ.

295
ქეთიმ მას თვალი მოარიდა.
– მე ისინი არ მჭირდება, – გაიმეორა მან. – ფანჯრებს რამე ჩამოაფა-
რეთ, სინათლე რომ არ შემოვიდეს.
– ჰო, ეს დაღლილობის ბრალია. რამდენიმე დღეში ისე გამოიც-
ვლებით, რომ საერთოდ აღარ გემახსოვრებათ ის, რასაც ახლა ამ-
ბობთ.
– მემახსოვრება. გადით ოთახიდან და ესენიც გაიყვანეთ. ადამი
შემოვიდეს.
სამუელი შეშფოთებული იყო. ქეთის ინტონაციაში არც სისუსტე
ჩანდა, არც დაღლილობა და არც სირბილე.
– მე თქვენ არ მომწონხართ, – უთხრა მან ქეთის და წამსვე მოუნ-
და, რომ ეს სიტყვები უკან წაეღო, გადაეყლაპა, გონებაში დაებრუნე-
ბინა. მაგრამ ქეთის რეაქცია საერთოდ არ ჰქონია.
– ადამი შემოვიდეს, – გაიმეორა მან.
სასტუმრო ოთახში, ადამმა თვალი შეავლო ახალშობილებს, შემ-
დეგ კი საძინებელში შევიდა და კარი დახურა. რამდენიმე წუთში,
ოთახიდან კაკუნის ხმა გაისმა: ადამი ფანჯრებზე ზეწრებს აჭედებ-
და.
ლიმ სამუელს ყავა მიუტანა.
– თქვენი ხელი ძალიან ცუდ დღეშია.
– ვიცი, ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრ პრობლემას შემიქმნის.
– რატომ ჩაიდინა ეს?
– არ ვიცი. უცნაური ვინმეა.
– მისტერ ჰამილტონ, ნება მომეცით თქვენს ჭრილობას მივხედო,
თორემ შეიძლება ხელი საერთოდ დაკარგოთ.
სამუელი დათრგუნული იყო.
– როგორც გსურს, ისე მოიქეცი, ლი, – თქვა მან. – სევდანარევი ში-
შის გრძნობა მომაწვა გულზე. ნეტა ბავშვი ვიყო, ვიტირებდი მაინც.
უკვე საკმაოდ დიდი ვარ და ასე არ უნდა მეშინოდეს. ასეთ სასოწარ-
კვეთილებაში ბავშვობის შემდეგ არ ვყოფილვარ. მახსოვს, ერთხელ

296
მდინარის პირას ვიჯექი და პატარა ჩიტი მომიკვდა ხელში. მაშინაც ასე-
თი გრძნობა მქონდა.
ლი ოთახიდან გავიდა, ცოტა ხანში კი ებანოზის ზარდახშა მო-
იტანა, რომელზეც პატარა დრაკონები იყო ამოტვიფრული. ის სამუე-
ლის გვერდით დაჯდა და ზარდახშიდან ჩინური სამკუთხა სამართებე-
ლი ამოიღო.
– გეტკინებათ.
– ვეცდები გავუძლო, ლი, – უპასუხა სამუელმა.
ჩინელმა თავადაც მშვენივრად იცოდა, რამხელა ტკივილს აყენებდა
სამუელს, ამიტომ ტუჩების კვნეტით შეუდგა საქმეს. მან ნაკბილარების
გარშემო, ხელის ორივე მხარეს, კანი საკმაოდ ღრმად ჩაჭრა, ხორცის
ნაფლეთები გადაჭრა და იქამდე არ გაჩერდა, სანამ ჭრილობებიდან
ჯანმრთელი სისხლი არ წამოვიდა. შემდეგ, თეთრი ფერის სითხით სავ-
სე ბოთლი აიღო, რომელსაც ეწერა: „ჰოლის ბალზამი“ და ჭრილობები
დაამუშავა, ბოლოს კი იმავე ბალზამით ცხვირსახოცი დაასველა და სა-
მუელს ხელი შეუხვია. მთელი ამ დროის განმავლობაში, სამუელს ჯან-
მრთელი ხელი სკამის ზურგზე ჰქონდა ჩაბღაუჭებული და ტკივილისგან
ცახცახებდა.
– ეს კარბოლმჟავაა. სუნსაც გრძნობთ, ალბათ.
– გმადლობთ, ლი. ბავშვივით ვკანკალებდი, არა?
– მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი, ასე მშვიდად ამ ამბავს
ნამდვილად ვერ გადავიტანდი, – უპასუხა ლიმ. – კიდევ ერთ ჭიქა ყავას
მოგიდუღებთ.
ცოტა ხანში, ლიმ ორი ჭიქა ყავა მოიტანა და სამუელის გვერდით ჩა-
მოჯდა.
– ვფიქრობ, აქედან ძალიან მალე წავალ, – თქვა მან. – სასაკლაოზე
ჩემი ნებით არასდროს მივსულვარ.
– რას გულისხმობ?
– არ ვიცი. ჩემდაუნებურად წამომცდა.
სამუელს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

297
– ადამიანები სულელები არიან, ლი, – თქვა მან. – ადრე ამაზე
არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჩინელებიც სულე-
ლები არიან.
– ეჭვი რატომ გეპარებოდათ?
– ალბათ იმიტომ, რომ უცხოელებს ყოველთვის ჩვენზე ჭკვიანე-
ბად და ძლიერებად ვთვლით.
– ამით რისი თქმა გსურთ?
– შესაძლოა უგუნურება აუცილებელიც კი იყოს, – განაგრძო სამუ-
ელმა. – მთელი ეს დრაკონების ბრძოლები, ამპარტავნობა, სულმოკ-
ლე სითამამე, რომლითაც მუდამ ვცდილობთ ღმერთს გვირგვინი ავ-
ხადოთ, ბავშვური შიში, როდესაც გზის პირას მდგარ გამხმარ ხეს
მოჩვენებად აღიქვამ... ყველაფერი ეს შესაძლოა კარგი და აუცილე-
ბელიც კი იყოს, მაგრამ...
– ამით რისი თქმა გსურთ? – გაიმეორა ლიმ აუღელვებლად.
– ვფიქრობ, რაღაც უცნაურმა ქარმა დაუბერა და ჩემს უგუნურ გო-
ნებაში ცეცხლი ააგიზგიზა. საუბარზე გეტყობა, რომ შენც ამ დღეში
ხარ. ამ სახლის თავს ძალიან ცუდი რამ ხდება, ლი. საშინელება ახ-
ლოვდება, ამას მთელი სხეულით ვგრძნობ.
– მეც ვგრძნობ.
– ვიცი და სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივზე გაცილებით ნაკლებ
სიმშვიდეს მანიჭებს ახლა ჩემი საკუთარი უგუნურება. ეს ბავშვები
ზედმეტად მარტივად და სწრაფად დაიბადნენ, თითქოს კატამ იმ-
შობიარაო და არა ადამიანმა. ძალიან ცუდი, საშინელი აზრები მიტ-
რიალებს თავში.
– ამით რისი თქმა გსურთ? – კიდევ ერთხელ გაიმეორა ლიმ.
– ჩემი ცოლი მჭირდება აქ! – წამოიძახა სამუელმა. – ყველა აჩ-
რდილი, მოჩვენება თუ უგუნურება წამსვე გაქრება. ლიზა აქ უნდა
იყოს, ჩემ გვერდით. ამბობენ, რომ მაღაროელებს მიწის ქვეშ იადო-
ნები მიჰყავთ, რათა ჰაერი შეამოწმონ. ლიზას სისულელეების არ
სჯერა. ლი, თუ ლიზა მართლაც დაინახავს აქ დემონს, ესე იგი ეს მარ-

298
თლა დემონია და არა ფანტაზიის ნაყოფი. თუ ლიზამ საშიშროების მო-
ახლოება იგრძნო, ესე იგი კარები უნდა ჩავრაზოთ.
ლი ადგა, კალათასთან მივიდა და ახალშობილებს დახედა. უკვე
საკმაოდ ბნელოდა, ამიტომ მან თავი დახარა და ბავშვებს დააკვირდა.
– სძინავთ, – თქვა მან.
– მალე დაიწყებენ ჩხავილს. ლი, თუ შეიძლება დაჯექი ჩემს ეტლზე
და ლიზას მიაკითხე. უთხარი, რომ მისი დახმარება მჭირდება. თუ ტომი
იქ იქნება, გადაეცი, რომ სახლს მიხედოს. თუ არ დაგხვდა, არა უშავს,
დილით გავაგზავნი. ვინიცობაა ლიზამ წამოსვლაზე უარი თქვას, უთხა-
რი, რომ ჩვენ აქ ქალის ხელი და თვალები გვჭირდება. მიხვდება, რასაც
ვგულისხმობ.
– კეთილი, – თქვა ლიმ. – ვინ იცის, შესაძლოა ჩვენ უბრალოდ ერთმა-
ნეთს ვაშინებთ, როგორც ბნელ ოთახში დარჩენილი ორი პატარა ბავ-
შვი.
– ჰო, მეც ეგ ვიფიქრე. ლი, თუ ღმერთი გწამს, არ უთხრა როგორ ვიტ-
კინე ხელი. უთხარი, რომ ჭის ბურღვისას დავიზიანე.
– ერთ-ორ ლამფას ავანთებ და წავალ. თქვენი მეუღლე რომ მოვა,
შვებით ამოვისუნთქავთ.
– ნამდვილად ასე იქნება, ლი. ნამდვილად ასე იქნება. ლიზა ამ სიბ-
ნელეს აუცილებლად გაანათებს.
ლი რომ წავიდა, სამუელმა მარცხენა ხელით ლამფა აიღო და ადგა.
საძინებლის კარს ის მარჯვენა ხელით ვერ გააღებდა, ამიტომ, ლამფა
იატაკზე დადო და ოთახში შეიხედა. ქეთი უკუნეთ სიბნელეში იწვა, ყვი-
თელი სინათლე კი მხოლოდ ჭერს ანათებდა. საწოლი არ ჩანდა.
– დაკეტეთ კარი! – გაისმა ქეთის მკვახე ხმა, – სინათლე არ მჭირდე-
ბა. ადამ, გადი გარეთ! მარტო მინდა ყოფნა.
– შენთან მინდა ყოფნა, – ხრინწიანი ხმით უპასუხა ადამმა.
– არ მჭირდები.
– მაინც არ წავალ.

299
– ნუ წახვალ, იჯექი, ოღონდ ხმა არ ამოიღო. თქვენ კი, თუ შეიძ-
ლება, ლამფა მოაშორეთ აქედან და კარი დახურეთ.
სამუელი სასტუმრო ოთახში დაბრუნდა. ლამფა მან კალათასთან ახ-
ლოს, მაგიდაზე დადგა და მძინარე ბავშვებს შეხედა. თვალები დახუჭუ-
ლი ჰქონდათ და მშვიდად ეძინათ. ლამფის შუქმა ისინი მხოლოდ ოდ-
ნავ შეაწუხა. პატარები უკმაყოფილოდ აკრუსუნდნენ. სამუელმა
ერთ-ერთ ტყუპისცალს შუბლზე თითი მიადო. ბავშვმა პირი გააღო,
ძლიერად დაამთქნარა და ისევ დაიძინა. მისტერ ჰამილტონმა ლამ-
ფა აიღო და გარეთ გავიდა. ღამის ცაზე, ვენერა ისე ანათებდა, თით-
ქოს კაშკაშა ალით იწვოდა და დასავლეთით გადაჭიმული მთების
მწვერვალებს ნელა უახლოვდებოდა. ჰაერი თითქმის არ მოძრაობ-
და და სამუელი მზის სხივებით გამთბარი აბზინდის სურნელს
გრძნობდა. მოულოდნელად, სიბნელეში ვიღაცის ხმა გაისმა და სა-
მუელი შეხტა.
– როგორ არის?
– რომელი ხარ? – კითხვა დაუბრუნა სამუელმა.
– ბაჭია ვარ.
სიბნელიდან მართლაც ბაჭია ჰოლმანის სილუეტი გამოჩნდა. ის
ახლა ლამფით განათებულ ადგილას იდგა.
– მშობიარეზე ამბობ, ბაჭია? კარგად არის. მშვენივრად.
– ლიმ მითხრა, ტყუპებიაო.
– მართალია, ორი ბიჭი გვეწვია. უკეთესს ვერც კი ინატრებს ადა-
მიანი. მისტერ ტრასკი ახლა ყირაზე დადგება და მდინარეს აღმა გა-
უშვებს. სულ კამფეტების მოსავალს მოიყვანს, – თქვა სამუელმა და
თავადაც ვერ მიხვდა, ისე შეცვალა თემა. – ბაჭია, იცი დღეს რა ვიპო-
ვეთ მიწაში? მეტეორიტი.
– ეგ რა არის, მისტერ ჰამილტონ?
– ვარსკვლავი, რომელიც მილიონი წლის წინ ჩამოვარდა.
– მართლა? რა საოცრებაა. ხელი სად იტკინეთ?

300
– ვარსკვლავი დამეცა, – თქვა სამუელმა და გაიცინა. – არა, სინამდვი-
ლეში ყველაფერი ნაკლებად რომანტიულად მოხდა. ბურღვის დროს
დავიზიანე.
– ძალიან?
– არა, არც ისე.
– ორი ბიჭი, – ჩაილაპარაკა ბაჭიამ. – ჩემი ცოლი იეჭვიანებს.
– შემოდი სახლში და ჩამოჯექი, ბაჭია.
– არა, არა, გმადლობთ. წავალ, დავიძინებ. რაც წლები მემატება, ღა-
მეები სულ უფრო და უფრო მოკლე ხდება.
– ამაში მართალი ხარ, ბაჭია. ღამე მშვიდობისა.
ლიზა ჰამილტონი ტრასკების რანჩოზე დაახლოებით დილის ოთხ
საათზე გამოჩნდა. სამუელს ამ დროს სკამზე ეძინა და ესიზმრებოდა,
თითქოს გავარვარებულ რკინას მოჰკიდა ხელი და ვეღარ უშვებდა. ლი-
ზას ბავშვებისთვის არც კი შეუხედავს, ისე მივიდა სამუელთან, გააღვიძა
და ნატკენ ხელს დააკვირდა. ამის
შემდეგ, სამუელის მიერ მამაკაცური მოუქნელობით გაკეთებული
საქმე ხელახლა გააკეთა და პარალელურად ქმრის ნივთები ერთ ჩანთა-
ში ჩაალაგა. მან მკაცრად მოსთხოვა სამუელს, მყისვე ამდგარიყო, ცხენი
შეეკაზმა და კინგ-სითიში წასულიყო. რომელი საათი იყო, მნიშვნელობა
არ ჰქონდა. კეთილი ინებოს იმ უსაქმურმა ექიმმა, გაიღვიძოს და ნატკენ
ხელს მიხედოს. თუ ყველაფერი რიგზეა, სამუელი მშვიდად დაბრუნდე-
ბა სახლში და ლიზას იქ დაელოდება. ჰო, და კიდევ: უმცროსი ბიჭის ასე
მარტო მიტოვება როგორ უნდა გაბედოს ადამიანმა, სრულიად გაუგება-
რია. ის ხომ ჯერ ბავშვია. ზის ახლა რაღაც ორმოსთან და გვერდით არა-
ვინ ჰყავს. უფალი ღმერთი ამ ამბავს უყურადღებოდ არ დატოვებს!
სამუელი რეალისტურ, აქტიურ მიდგომას ითხოვდა და მიიღო კი-
დეც. სანამ მზე ამოვიდოდა, ის უკვე კინგ-სითისკენ მიემართებოდა;
თერთმეტი საათისთვის მას ხელი უკვე სათანადოდ ჰქონდა შეხვეული,
ხოლო საღამოს ხუთისთვის უკვე საკუთარ სახლში, საკუთარ სკამზე და
საკუთარ მაგიდასთან იჯდა. ციებ-ცხელებისგან მთელი სხეული უკანკა-

301
ლებდა, ტომი კი იქვე, სამზარეულოში იყო და მამამისისთვის ქათ-
მის ბულიონს ხარშავდა.
სამი დღის განმავლობაში იწვა სამუელ ჰამილტონი ლოგინში, აჩ-
რდილებს ებრძოდა და ბოდავდა. მისმა ძლიერმა ორგანიზმმა ინ-
ფექცია მალე დაამარცხა და კუდამოძუებული გაუშვა სახლში.
სამუელს თვალებში სინათლე დაუბრუნდა. მან ტომს შეხედა და
თქვა: „მორჩა, დროა წამოვდგე“, მაგრამ, როგორც კი ტანი წამოსწია,
ძლიერი სისუსტე იგრძნო, ისევ ლოგინზე დაეცა და ჩაიცინა. დამარ-
ცხებას ის ყოველთვის ასეთი ჩაცინებით ხვდებოდა. სამუელს სწამ-
და, რომ ნებისმიერი წარუმატებლობის შემთხვევაში შეიძლება პა-
ტარა გამარჯვებას მაინც გამოჰკრა ხელი, თუ საქმეს თვითირონიით
მიუდგები. ამასობაში, ტომმა იმდენი ბულიონი აჭამა, რომ სამუელს
მისი მოკვლა სურდა. მსოფლიოში დღესაც კი არის შემორჩენილი ეს
სტერეოტიპი: ხალხი თვლის, რომ ბულიონი ნებისმიერი სახის და-
ავადებას ამარცხებს და, საერთოდ, ძალიან სასარგებლოა – მკვდარ-
საც კი გააცოცხლებს.
-4-
ტრასკების რანჩოზე ლიზა ჰამილტონმა ერთი კვირა გაატარა.
სახლი თავიდან ბოლომდე გააკრიალა, გარეცხა ყველაფერი, რაც
აბაზანაში ჩაეტია, დანარჩენს კი სველი და საპნიანი ტილოთი დაუ-
არა. ბავშვები რეჟიმში ჩასვა და სულ მალე, კმაყოფილებით აღნიშ-
ნავდა, რომ პატარები საკმაოდ ხმამაღლა ჩხაოდნენ და წონაშიც საგ-
რძნობლად მოიმატეს. ლის ის მონასავით ამუშავებდა და ბოლომდე
არასოდეს ენდობოდა, ადამს კი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას,
რადგან იცოდა, რომ არაფრისთვის ვარგოდა. მხოლოდ ერთხელ და-
ავალა მას ლიზამ ფანჯრების გაწმენდა, მაგრამ ბოლოს იძულებული
გახდა, ადამის გაკეთებული საქმე ხელახლა გაეკეთებინა.
ქეთის გვერდით მან საკმაო დრო გაატარა და შეექმნა შთაბეჭდი-
ლება, რომ ეს იყო ჭკვიანი გოგონა,

302
რომელიც ცოტას ლაპარაკობს და უფროსებს ჭკუას არასდროს ასწავ-
ლის. მან ისიც გაარკვია, რომ ახალგაზრდა დედა საკმაოდ ჯანმრთელი
იყო, არაფერი აწუხებდა და რომ ტყუპებს ვერ აჭმევდა, რადგან რძე არ
ჰქონდა.
– შესაძლოა ეს უკეთესიც იყოს, – უთხრა მან ქეთის. – თქვენ პატარა
და თხელი გოგონა ხართ. ეს გოლიათები ისე შეგჭამენ, რომ თვალს არ
დაახამხამებენ.
მას ალბათ დაავიწყდა, რომ თავად ქეთიზე პატარა იყო, თუმცა თა-
ვის ყველა შვილს მკერდით აჭმევდა.
შაბათს, ნაშუადღევს, ლიზამ გაკეთებული საქმე გადაამოწმა და ინ-
სტრუქციების გრძელი სია შეადგინა, რომელშიც ყველა სახის პრობლე-
მა იყო გათვალისწინებული – დაწყებული მუცლის ტკივილიდან და დამ-
თავრებული გიგანტური ჭიანჭველების შემოსევით. ამის შემდეგ, მან თა-
ვისი სამგზავრო კალათა მოამზადა და ლის უბრძანა სახლში წამიყვა-
ნეო.
მშობლიურ რანჩოზე მას ნამდვილი ბოსელი დახვდა, ამიტომ, ისე-
თი თავგამოდებით და ზიზღით შეუდგა საქმეს, როგორც ჰერაკლე „ავგე-
ას თავლების“ წმენდას. ამასობაში, სამუელი მას მოკლე შეკითხვებს უს-
ვამდა.
– ბავშვები როგორ არიან?
– კარგად. იზრდებიან.
– ადამი?
– არ ვიცი. თითქოს ცოცხალი ადამიანია, მაგრამ მკვდარს უფრო
ჰგავს. უფალი უცნაურ ხალხს აძლევს ფულს. ალბათ იმიტომ, რომ მის
გარეშე აუცილებლად შიმშილით დაიხოცებიან.
– მისის ტრასკი რას აკეთებდა?
– წყნარი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გოგოა. მდიდარი აღმოსავ-
ლელი ქალები სწორედ ასეთები არიან (ლიზას ერთი მდიდარი აღმო-
სავლელი ქალიც კი არასდროს უნახავს), თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ
გამგები და თავაზიანია. უცნაური იცი, რა არის? სიმართლე რომ გით-

303
ხრა, რაიმე სერიოზული ნაკლი მასში არ აღმომიჩენია, გარდა ოდნა-
ვი სიზარმაცისა, მაგრამ მე ის მაინც არ მომწონს. შესაძლოა, ნაიარე-
ვის ბრალია. საიდან გაუჩნდა?
– არ ვიცი.
ლიზამ საჩვენებელი თითი ასწია და სამუელისკენ ისე გაიშვირა,
თითქოს პისტოლეტს უმიზნებდა.
– იცი რას გეტყვი? შესაძლოა თავად ვერ ხვდება, მაგრამ ქმარი
მოჯადოვებული ჰყავს. ის ბიჭი ავადმყოფი ბატივით დაჰყვება კუდ-
ში. ჭკუიდან არის შეშლილი. ბავშვებისთვის ნორმალურად ერთხე-
ლაც კი არ შეუხედავს.
სამუელი ხმას არ იღებდა. ის ელოდა, როდის გააგრძელებდა ლი-
ზა საუბარს, მაგრამ სიჩუმე ბოლოს მაინც თავად დაარღვია.
– ესე იგი, მისის ტრასკი ზარმაცია, მისტერ ტრასკი კი მთვარეუ-
ლივით დადის. ბავშვებს ვინ უნდა მიხედოს? ისინი ხომ ჯერ სულ პა-
ტარები არიან?
ლიზამ ცოცხი გვერდით გადადო, სკამი აიღო, სამუელთან ახლოს
დაჯდა და ხელები კალთებზე დაიწყო.
– რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება არ დაიჯერო, მაგრამ იცოდე,
რომ მე ყოველთვის სიმართლეს ვლაპარაკობ.
– მე მგონი, შენ ტყუილის თქმა საერთოდ არ შეგიძლია, – უპასუხა
სამუელმა და დაინახა, რომ ლიზამ გაიღიმა, რადგან ეს უდიდეს კომ-
პლიმენტად ჩათვალა.
– ჰოდა, ახლა, შესაძლოა ამაში ეჭვი შეგეპაროს, მაგრამ მაინც შე-
ეცადე დამიჯერო.
– მითხარი.
– სამუელ, იმ ჩინელს იცნობ? აი, ნაწნავი რომ აქვს და გაუგებრად
საუბრობს?
– ლის? რა თქმა უნდა
– ერთი შეხედვით წარმართს ჰგავს, ასე არ არის?
– არ ვიცი.

304
– კარგი რა, სამუელ. ნებისმიერი იფიქრებდა ამას, მაგრამ ის სულაც
არ არის წარმართი.
– აბა, ვინ არის?
ლიზამ სამუელს მხარზე თავისი რკინის თითი მიაჭირა.
– პრესბიტერელია, თან ძალიან ჭკვიანი. საკმარისია მის აბდაუბდა
ლაპარაკს ჩასწვდე, რომ ამას წამსვე მიხვდები. აბა, რას იტყვი ამაზე?
სამუელი მთელი ძალით ცდილობდა არ გაეცინა და აკანკალებული
ხმით უპასუხა:
– შეუძლებელია!
– მე კი გეუბნები, რომ ასეა. როგორ გგონია, ვინ უვლის ბავშვებს?
წარმართს მე პატარებს ახლოსაც არ მივაკარებდი, მაგრამ პრესბიტე-
რიანელს... მე მას ყველაფერი ავუხსენი და ძალიან კარგად გაიგო.
– ჰოდა, მაშინ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბავშვები წონაში იმა-
ტებენ.
– ღმერთის დიდება უნდა ვთქვათ და ვილოცოთ.
– ვიტყვით და ვილოცებთ კიდეც.
-5-
ძალების აღდგენას ქეთიმ ერთი კვირა მოანდომა. ოქტომბრის მე-
ორე კვირის შაბათ დღეს, მან მთელი დილა საძინებელში გაატარა. ადა-
მს ოთახის კარი ჩაკეტილი დახვდა.
– არ მცალია, – გაისმა ქეთის ხმა და ადამიც უსიტყვოდ გაეცალა
იქაურობას.
კარის მიღმა უჯრების გაღებისა და დახურვის ხმა ისმოდა. ადამმა
იფიქრა, რომ მისი მეუღლე ოთახს ალაგებდა.
ნაშუადღევს, როდესაც ადამი სახლის შესასვლელში, კიბეზე იჯდა,
მასთან ლი მივიდა. ჩინელს დაბნეული გამომეტყველება ჰქონდა.
– მისი ამბობს, მე წავიდე კინგ-სითი და ბავშვის ბოთლები მოიტა-
ნოს.
– წადი მერე, – უპასუხა ადამმა. – გააკეთე, რასაც გეუბნება.
– მისი ამბობს, ოლშაბათს დაბლუნდი. წაიღე...

305
ამ დროს, კარებთან ქეთი გამოჩნდა და ლის საუბარი შეაწყვეტი-
ნა.
– უკვე რამდენი ხანია შეუსვენებლად მუშაობს, – მშვიდად უთხრა მან
ადამს. – ერთი-ორი დღე დაისვენოს, ხომ შეიძლება?
– მართალია, ადრეც უნდა მეფიქრა ამაზე. დაისვენე, ლი. თუ რა-
მე დამჭირდა, ერთ-ერთი დურგალი დამეხმარება.
– მუსები სახლი მიდიან, ხვალ კვილა.
– ინდიელი დამეხმარება. ლოპესს დავუძახებ.
ლიმ იგრძნო, რომ ქეთი მას თვალს არ აშორებდა.
– ლოპესი ლოთია. ვისკი ბოთლი იპოვოს.
– კარგი რა, ლი. პატარა ბავშვი ხომ არა ვარ. ნუ მეკამათები.
ლიმ კარებში მდგარ ქეთის შეხედა და თვალები დახარა.
– სეიძლება მე დღეს საღამოს დაბლუნდეს, გვიან, – თქვა მან და
მოეჩვენა, რომ ქეთის თვალებს შორის ორმა შავმა ხაზმა გაიელვა. –
ნახვამდის.
რომ მოსაღამოვდა, ქეთი საძინებელში დაბრუნდა. რვის ნახე-
ვარზე, ადამმა მას კარზე დაუკაკუნა.
– ვახშამი მოგიტანე, ძვირფასო, – დაიძახა მან, – ძალიან მსუბუ-
ქი.
ქეთიმ კარი წამსვე გააღო, თითქოს კაკუნს ელოდებოდაო. მას
მოხდენილი საგარეო ტანისამოსი ეცვა: ნაცრისფერი კაბა და მოსას-
ხამი ხავერდის შავი გადანაკეცებით, შავი ფერისვე ყაითნით და დი-
დი ღილებით, ჩალის ქუდს კი პატარა გვირგვინი ამშვენებდა. ადამმა
გაკვირვებისგან პირი დააღო. ქეთიმ ხმის ამოღების საშუალება არ
მისცა.
– მე მივდივარ, – თქვა მან.
– ქეთი, ეს რას ნიშნავს?
– მივდივარ-მეთქი. ადრეც ხომ გითხარი?
– არაფერი გითქვამს.

306
– გითხარი. უბრალოდ, შენ არ მისმენდი. თუმცა, ახლა რაღა მნიშვნე-
ლობა აქვს.
– არ მჯერა. შენ არ წახვალ.
– სულ არ მაინტერესებს, გჯერა თუ არა. მე მივდივარ, – ქეთის ხმა
უსიცოცხლო და უემოციო იყო.
– ბავშვები...
– შეგიძლია, ჭაში ჩაყარო.
მოულოდნელად, ადამი პანიკამ მოიცვა.
– ქეთი! – დაიყვირა მან, – შენ ავად ხარ. შენ არ წახვალ, გაიგე? შენ მე
არ მიმატოვებ!
– მე შენ გაგიკეთებ ყველაფერს, რასაც მოვისურვებ, ადამ. ნებისმიე-
რი ქალი გაგიკეთებს ყველაფერს, რასაც მოისურვებს და იცი რატომ?
იმიტომ, რომ შტერი ხარ.
ბოლო სიტყვამ ადამის ბურუსით მოცული გონება გაარღვია. ის
ცოლს მიუახლოვდა და მხრებზე ძლიერად უბიძგა. ქეთი წაბარბაცდა,
მაგრამ არ წაქცეულა. ადამმა კარიდან გასაღების გამოღება მოასწრო,
ოთახიდან გავიდა და საძინებელი გარედან ჩაკეტა.
რამდენიმე წამი ის გაუნძრევლად იდგა, ყური კარზე ჰქონდა მიდე-
ბული, მძიმედ სუნთქავდა და ნერვიულობისგან გული ერეოდა. ოთახი-
დან მას ნელი ნაბიჯებისა და ერთ-ერთი უჯრის გაღების ხმა მოესმა.
„რჩება“, – წამიერად გაიფიქრა მან, შემდეგ კი უცნაური ტკაცუნის ხმა გა-
იგო. ყური მას ისევ კარზე ჰქონდა მიდებული.
ქეთის ხმა იმდენად ახლოს გაისმა, რომ ადამმა თავი უკან გადაიქ-
ნია.
– ძვირფასო, – თქვა მან ნაზად, – არ ვიცოდი, ასე თუ გეწყინებოდა.
მაპატიე, ადამ.
ადამმა ხრინწიანად ამოისუნთქა და აკანკალებული ხელით კარის
გაღება სცადა. როდესაც გასაღები გადაატრიალა, ის საკეტიდან გამო-
ვარდა და იატაკზე დაეცა. მან კარს ხელი ჰკრა და დაინახა, რომ ქეთი
რამდენიმე ფუტის მოშორებით იდგა, ხელში კი პისტოლეტი ეჭირა. ადა-

307
მი ლულის შავ ხვრელს ხედავდა და ერთი ნაბიჯიც რომ გადადგა წინ,
შეყენებული ჩახმახი დაინახა.
ქეთიმ გაისროლა. გაოგნებულ ადამს ტყვია მხარში მოხვდა და ბეჭის
ძვალი დაუზიანა. მან ბარბაცით
გადადგა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი და იატაკზე გულაღმა დაეცა.
ქეთი მას ფრთხილად მიუახლოვდა, ზუსტად ისე, დაჭრილ ცხოველს
რომ უახლოვდებიან. მის თვალებში სრული გულგრილობა ჩანდა.
პისტოლეტი მან ადამის გვერდით დააგდო და სწრაფი ნაბიჯით გა-
ემართა გასასვლელისკენ.
ადამმა გაიგონა, როგორ ჩაიარა ქეთიმ კიბეები და როგორ გაიარა
მუხის გამხმარ ფოთლებზე, ბოლოს კი მისი ნაბიჯების ხმა საერთოდ
შეწყდა. სიჩუმე რომ ჩამოწვა, ტყუპების მონოტონური ტირილი უფ-
რო ნათლად გაისმა. ადამს ახლაღა გაახსენდა, რომ მათი ჭამის დრო
იყო.

თავი მეთვრამეტე
-1-
კინგ-სითის შემოგარენში წესრიგის დაცვა შერიფის ერთ-ერთ მო-
ადგილეს ევალებოდა. ჰორას ქუინი ამ თანამდებობაზე სულ ცოტა
ხნის დანიშნული იყო. ის მუდამ უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის
გამო, რომ ახალი სამუშაო დიდ დროს ართმევდა და რანჩო უყურად-
ღებოდ რჩებოდა. მისი ცოლი კიდევ უფრო მეტად იყო გაღიზიანებუ-
ლი, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, მას შემდეგ, რაც ჰორასი შერი-
ფის მოადგილე გახდა, მისი პასუხისმგებლობის ზონაში განსაკუთ-
რებული არაფერი მომხდარა. ჰორასს სურდა, რომ რეგიონში სახე-
ლი გაეთქვა, შემდეგ კი შერიფის თანამდებობაზე ეყარა კენჭი. შერი-
ფი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მისი სამუშაო გაცი-
ლებით უფრო მშვიდი იყო, ვიდრე საოლქო პროკურორის საქმიანო-
ბა, მაგრამ სიმყარითა და სოლიდურობით თვით უზენაეს მოსამარ-
თლესაც კი არ ჩამოუვარდებოდა. ჰორასს არ სურდა მთელი ცხოვრე-
308
ბა რანჩოზე გაეტარებინა და მის ცოლსაც თავის ნათესავებთან – ქალაქ
სალინასისკენ მიუწევდა გული.
ადამ ტრასკის დაჭრის შესახებ ხმები ინდიელმა და დურგლებმა გა-
ავრცელეს. როდესაც ეს ამბავი ჰორასის ყურამდე მივიდა, მან წამსვე შე-
კაზმა ცხენი, დილით დაკლული ღორის დანაწევრება ცოლს დაავალა
და ტრასკის რანჩოსკენ გაემართა.
დიდი ჭადრიდან ჩრდილოეთით რომ წახვალ, ჰესტერისკენ მიმავა-
ლი გზა მარცხნივ უხვევს. სწორედ ამ მოსახვევში შეხვდა ჰორას ქუინი
ჯულიუს ეუსკადის. ჯულიუსს ვერ გადაეწყვიტა, მწყერზე სანადიროდ წა-
სულიყო, თუ კინგ-სითის სადგურში მატარებელზე დამჯდარიყო და სა-
ლინასში რომ ჩავიდოდა, ცოტა გაესეირნა. ეუსკადები საკმაოდ მდიდა-
რი და კარგი გარეგნობის ხალხი იყო. მათი წინაპრები ამერიკაში ბასკე-
თიდან ჩამოვიდნენ.
– სალინასში მინდა წასვლა და შენც რომ წამომყოლოდი, კარგი იქ-
ნებოდა – უთხრა ჯულიუსმა ჰორასს. – ნაცნობებმა მითხრეს, რომ „ჯე-
ნის“ გვერდით, „ლონგ გრინიდან“ ორ ნაბიჯში, ახალი რაღაცა გაიხსნა.
„ფეის სახლი“ ჰქვია. ამბობენ, შიგნით რომ შეხვალ, სან-ფრანცისკოში
გეგონება თავიო. პიანისტიც ჰყავთ.
ჰორასი იდაყვით უნაგირს დაეყრდნო და ცხენის კისერზე დამჯდარ
ბუზს მათრახი აუქნია.
– სხვა დროს, – თქვა მან. – ახლა ერთი ამბავი მაქვს გასარკვევი.
– ტრასკებთან ხომ არ მიდიხარ?
– ჰო. შენც გაიგე?
– ჰო, მაგრამ აზრი ვერაფრით გამოვიტანე. ამბობენ, მისტერ ტრას-
კმა საკუთარი თავი მხარში დაჭრა და მერე ყველა მუშა დაითხოვაო. რო-
გორ უნდა დაიჭრა თავი მხარში შემთხვევით?
– არ ვიცი. ეს აღმოსავლელები ნამდვილი ჭკუის კოლოფები არიან.
მივალ და ადგილზე გავარკვევ ყველაფერს. მე მგონი, მისმა ცოლმა ახ-
ლახანს იმშობიარა, არა?
– ჰო, ტყუპები გაუჩენია. ფიქრობ, რომ ბავშვებმა დაჭრეს?

309
– აბა რა. ერთს პისტოლეტი ეჭირა და მეორემ ჩახმახს გამოჰკრა.
სხვა ვერსიები თუ გაქვს?
– ჭორების დონეზე. აზრს ვერ გამოიტან. გინდა, წამოგყვე?
– თანამდებობაზე მაინც ვერ დაგნიშნავ, ჯულიუს. შერიფი გაგი-
ჟებულია. ხელფასს იმდენი ადამიანი იღებს, რომ ოლქის უფროსო-
ბამ, თურმე, ერთი ამბავი ატეხა. ალისალში რა მოხდა, იცი? ჰორნბიმ
შერიფის მოადგილედ თავისი ბებიის და დანიშნა და ის ქალი მთე-
ლი სამი თვის განმავლობაში იღებდა ხელფასს.
– კარგი ახლა, ნუ იტყუები.
– არაფერსაც არ ვიტყუები. სრული სიმართლეა. ასე რომ, ვარ-
სკვლავს ნუ უმიზნებ.
– არ ვუმიზნებ. რაში მჭირდება ეგ შენი ვარსკვლავი? უბრალოდ
ვიფიქრე, რომ წამოგყვებოდი, კამპანიას გაგიწევდი. თან მეც მაინტე-
რესებს, რა მოხდა ტრასკებთან.
– კარგი, წავედით. ორი კაცი უკეთესად გაარკვევს ყველაფერს და
თან, თუ რამე პრობლემა შეიქნა, ფიცს იქვე დაგადებინებ. რაღაც ახა-
ლი გაიხსნაო, მითხარი, ხომ? სახელი შემახსენე.
– „ფეის სახლი“. მეპატრონე საკრამენტოდანაა.
– ჰო, საკრამენტოში რაღაც-რაღაცეები საკმაოდ კარგად იციან, –
თქვა ჰორასმა და გზაში დაწვრილებით უამბო ჯულიუსს, რა იციან
კარგად საკრამენტოში.
ნამდვილი სასეირნო ამინდი იყო. სანჩესების სახლისკენ რომ შე-
უხვიეს, ჯულიუსი და ჰორასი ნადირობაზე საუბრობდნენ – ამბობ-
დნენ, რომ წინა წლებთან შედარებით, საშინელი მდგომარეობა იყო.
საერთოდ, სამი რამ არსებობს დედამიწაზე ისეთი, რაც არასდროს
ვარგა (წინა წლებთან შედარებით, რა თქმა უნდა). ესენია მოსავალი,
თევზაობა და ნადირობა.
– რა უბედურებაა ეს! – ამბობდა ჯულიუსი. – რაც კი გრიზლი იყო,
სულ ამოხოცეს. ოთხმოც წელს, მამაჩემმა მოკლა ერთი დათვი. ათას
რვაას ფუნტს იწონიდა.

310
როდესაც ისინი მუხების ქვეშ მისეირნობდნენ, უცნაური სიჩუმე ჩა-
მოწვა. გარშემო თითქოს ყველაფერი გაშეშებულიყო.
– ნეტა ძველი სახლის გარემონტება თუ დაასრულა? – იკითხა ჰო-
რასმა.
– არა. ბაჭია ჰოლმანი მუშაობდა მასთან და მითხრა, რომ ტრასკმა
ყველა მუშა ერთად შეკრიბა და დაითხოვა. აღარ მოხვიდეთო, უთქვამს.
– ამბობენ, ტრასკი საკმაოდ დიდი ფულის პატრონიაო.
– ჰო, მეც მსმენია, რომ საკმაოდ მდიდარია, – თქვა ჯულიუსმა. – სემ
ჰამილტონი ჭებს ბურღავს აქ, თუ, რა თქმა უნდა, ტრასკმა ისიც არ გაუშ-
ვა.
– როგორ არის მისტერ ჰამილტონი? აუცილებლად უნდა მოვინახუ-
ლო ამ დღეებში.
– კარგად. იდეებით სავსე, როგორც ყოველთვის.
– დღეს თუ არა, ხვალ შევუვლი. მოვიკითხავ.
სახლიდან ლი გამოვიდა და კიბეებზე დადგა.
– გამარჯობა, ჩინგ-ჩონგ, – უთხრა მას ჰორასმა. – უფროსი სახლშია?
– ავად ალი.
– უნდა დაველაპარაკო.
– ალა დაილაპალაკო. ავად ალი.
– ნუ მეკამათები. მიდი და უთხარი, რომ შერიფის მოადგილე ქუინს
სურს მისი ნახვა.
ლი სახლში შეტრიალდა და ცოტა ხანში ისევ გამოჩნდა.
– სენ სემოვიდეს, – უთხრა მან ჰორასს. – ცხენი მე წაიყვანოს.
ადამი იმ საწოლში იწვა, სადაც ტყუპები დაიბადნენ. მის გარშემო
დიდი ბალიშები იყო შემოლაგებული, მხარი კი სახელდახელოდ ჰქონ-
და შეხვეული. ოთახში „ჰოლის ბალზამის“ სუნი იდგა.
მოგვიანებით, ჰორასი თავის ცოლს ეტყვის:
– ოდესმე გინახავს, რომ მკვდარი სუნთქავდეს? მე ვნახე.
ადამის სახე ცარიელი ძვალი და ტყავი იყო. ცხვირი მას უცნაურად
ჰქონდა დაპატარავებული და წაწვეტებული, თვალები კი გაზრდილი და

311
ისეთი გადმოკარკლული, რომ გეგონებოდა სადაც არის გადმოუც-
ვივდებაო. მის ავადმყოფურ გამოხედვაში დაძაბულობა იგრძნობო-
და. მარჯვენა ხელი მას საბანზე ჰქონდა ჩაბღაუჭებული.
– სალამი, მისტერ ტრასკ, – უთხრა მას ჰორასმა. – გავიგე, დაჭრი-
ლი ყოფილხართ.
ქუინი გაჩუმდა და დაელოდა, სანამ ადამი პასუხს გასცემდა, მაგ-
რამ შემდეგ ისევ თავად განაგრძო საუბარი.
– ვიფიქრე, შევუვლი და დავხედავ-მეთქი. როგორ მოხდა ეს, მის-
ტერ ტრასკ?
სახეზე ადამს გამოცოცხლება შეეტყო და მისი სხეულიც ოდნავ
გამოძრავდა.
– თუ ხმამაღლა ლაპარაკი გიჭირთ, ჩურჩულით მითხარით, – ურ-
ჩია ჰორასმა.
– ღრმად რომ ვსუნთქავ, მხოლოდ მაშინ ვგრძნობ ტკივილს, –
უპასუხა ადამმა. – პისტოლეტს ვწმენდდი და უცბად გაისროლა.
ჰორასმა წამით ჯულიუსს გახედა და ისევ ადამისკენ მიიხედა.
ადამმა ეს შეამჩნია და წამოწითლდა.
– ჰო, ხდება ხოლმე, – თქვა ჰორასმა. – იარაღი სად არის?
– მე მგონი, ლიმ შეინახა.
ჰორასი ადგა და კარებთან მივიდა.
– ჰეი, ჩინგ-ჩონგ! – დაიძახა მან. – პისტოლეტი მოიტანე!
ლი რამდენიმე წამში გამოჩნდა და იარაღი ჰორასს გაუწოდა. შე-
რიფის მოადგილემ ის კარგად დაათვალიერა, შემდეგ ცილინდრი
მოხსნა, ვაზნები ამოიღო და სპილენძის ცარიელ მასრას დაყნოსა.
– როგორც ჩანს, ეს ოხერი წმენდისას უფრო კარგად ისვრის, ვიდ-
რე დამიზნებისას, – თქვა მან. – პატაკი უნდა შევადგინო, მისტერ
ტრასკ. დიდ დროს არ წაგართმევთ. ესე იგი, თქვენ ამ პისტოლეტს
წმენდდით და ამას ალბათ დგუშით აკეთებდით. ამ დროს, იარაღმა
გაისროლა და ტყვია მხარში მოგხვდათ. ასე იყო?
– დიახ, სერ, – სწრაფად თქვა ადამმა.

312
– წმენდის დაწყებამდე, ცილინდრი არ მოგიხსნიათ...
– არა.
– ...და დგუში რომ შეარჭეთ ლულაში, შემდეგ წმენდა დაიწყეთ და
მთელი ამ დროის განმავლობაში, ჩახმახი შეყენებული იყო?
ადამმა ერთბაშად შეისუნთქა, ჰორასი კი საუბარს განაგრძობდა.
– ასეთ შემთხვევაში, დგუში თქვენს სხეულში გაივლიდა და მარცხენა
ხელსაც აუცილებლად დაიზიანებდით, – თქვა შერიფის მოადგილემ და
ადამს თვალებში შეხედა. – რა მოხდა, მისტერ ტრასკ? სიმართლე მით-
ხარით.
– სიმართლეს გეუბნებით, სერ. ეს იყო შემთხვევითობა.
– მისტერ ტრასკ, რაც ცოტა ხნის წინ ვილაპარაკე, ამას პატაკში ვერ
ჩავწერ, ხომ გესმით? შერიფი იფიქრებს, რომ სულელი ვარ. მითხარით,
რა მოხდა.
– მე იარაღში კარგად ვერ ვერკვევი. შესაძლოა ეს ყველაფერი ზუს-
ტად ისე არ მომხდარა, როგორც თქვენ აღწერეთ. მე მხოლოდ ის მახ-
სოვს, რომ პისტოლეტს ვწმენდდი და მოულოდნელად გაისროლა.
ჰორასის ცხვირიდან რაღაც სტვენისმაგვარი გაისმა, ამიტომ, პირით
განაგრძო სუნთქვა. ის ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ადამის საწოლის
თავს და დაჭრილს თვალებში შეხედა.
– როგორც ვიცი, თქვენ აღმოსავლეთიდან ჩამოხვედით, მისტერ
ტრასკ.
– დიახ. კონექტიკუტიდან.
– გამიგია, რომ იქ ხალხი იარაღს არც ისე ხშირად ხმარობს.
– ძალიან იშვიათად.
– ნადირობენ?
– ზოგჯერ.
– ამიტომ, თქვენ თოფს უფრო კარგად იცნობთ, ვიდრე პისტოლეტს?
– დიახ, თუმცა დიდად არც ნადირობა მხიბლავს.
– თქვენ ალბათ პისტოლეტი იშვიათად თუ გჭერიათ ხელში. ამიტომ,
მისი გამოყენება არ იცოდით.

313
– დიახ, – უპასუხა ადამმა და მის ხმას გამოცოცხლება შეეტყო. –
იქ პისტოლეტი თითქმის არავის აქვს.
– ჰოდა, როდესაც აქ ჩამოხვედით, გადაწყვიტეთ, ეს ორმოცდაოთ-
ხკალიბრიანი გეყიდათ, რადგან აქ ყველას აქვს პისტოლეტი. ასეა?
– დიახ. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, მისი გამოყენება მესწავ-
ლა.
ჯულიუს ეუსკადი ჩუმად იდგა. დაძაბული იყო და ყურადღებით
უსმენდა საუბარს, თავად კი სიტყვაც არ დაუძრავს.
ჰორასმა ამოისუნთქა და ადამს თვალი მოაშორა. მისმა მზერამ
ჯულიუსს ჩაუარა, ოთახზე გადაიარა, შემდეგ კი ისევ პისტოლეტზე
შეჩერდა. ჰორასმა იარაღი მაგიდაზე დადო და ვაზნები გვერდით,
ერთ რიგად მიულაგა.
– შერიფის მოადგილედ სულ ცოტა ხნის წინ დამნიშნეს, – თქვა
მან. – ვიფიქრე, რომ ეს საქმე მომეწონებოდა და ცოტა ხანში შერი-
ფის თანამდებობაზე ვიყრიდი კენჭს. ახლა ვხვდები, რომ ეს ჩემი
საქმე არ არის.
ადამი მას თვალს არ აშორებდა და ნერვიულობა უკვე აშკარად
ეტყობოდა.
– მე მგონი, ჩემი არასდროს არავის ეშინოდა, – განაგრძო ჰორას-
მა. – ბევრი გამიმწარებია, მაგრამ შიშით ნამდვილად არავის ეშინია
ჩემი. ძალიან ცუდია ეს. საკუთარი თავი მძულს.
– კარგი, გეყოფა! – გაღიზიანდა ეუსკადი. – აქვე ხომ არ აპირებ
გადადგომას?
– რატომაც არა? თუ მომინდება, ხელს ვერავინ შემიშლის. კარგი,
მორჩა. მისტერ ტრასკ, თქვენ შეერთებული შტატების კავალერიაში
მსახურობდით. შეიარაღებაში მათ კარაბინები და პისტოლეტები
აქვთ. თქვენ... – ჰორასმა ნერწყვი გადაყლაპა. – რა მოხდა, მისტერ
ტრასკ?
ადამს თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა და გაუწითლდა.
– ეს შემთხვევითობა იყო, – თქვა მან ჩურჩულით.

314
– ვინმემ დაინახა? თქვენი მეუღლე თუ შეესწრო ამ ამბავს?
ადამმა არაფერი უპასუხა და ჰორასმა შეამჩნია, რომ თვალები
დახუჭული ჰქონდა.
– მისტერ ტრასკ, – თქვა ჰორასმა. – ვიცი, რომ ცუდად ხართ და ყვე-
ლანაირად ვცდილობ, ზედმეტი არ მომივიდეს. მოდი, ახლა დაისვენეთ
ცოტა, მე კი თქვენს მეუღლეს გავესაუბრები.
ჰორასი რამდენიმე წამით გაჩუმდა, შემდეგ კი კარებთან მივიდა და
დაიძახა:
– ჰეი, ჩინგ-ჩონგ! გადაეცი შენს მისისს, რომ მასთან გასაუბრება
მსურს.
ლის პასუხი არ გაუცია. ადამს თვალები არ გაუხელია, ისე თქვა:
– ჩემი მეუღლე სტუმრად არის წასული.
– ესე იგი, ის ამ ამბავს არ შესწრებია?
ჰორასმა ჯულიუსს გახედა და მის სახეზე უცნაური გამომეტყველება
შენიშნა. ეუსკადი ოდნავ შესამჩნევად, ირონიულად იღიმოდა. „ის ჩემზე
სწრაფად აზროვნებს“, გაიფიქრა ჰორასმა, – „კარგი შერიფი დაგდებო-
და მისგან“.
– რა საინტერესოა, – განაგრძო მან. – თქვენმა მეუღლემ სულ რაღაც
ორი კვირის წინ იმშობიარა, ტყუპები გააჩინა და ახლა სტუმრად არის
წასული? პატარებიც თან წაიყვანა? მე მგონი, სახლში რომ შემოვედი, მა-
თი ტირილის ხმა შემომესმა.
ჰორასი წინ გადაიხარა და ადამს მარჯვენა მკლავზე ხელი დაადო.
– სულაც არ მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ახლა ვეღარ ვჩერდები.
ტრასკ! – დაიყვირა მან, – ახლავე მითხარი რა მოხდა! ეს ჩემი ცნობის-
მოყვარეობა არ არის. ეს არის კანონი. გაახილე თვალები! სიმართლე
მითხარი, თორემ, გეფიცები, ახლავე წაგათრევ შერიფთან. სულ არ მა-
დარდებს, ცუდად ხარ თუ არა!
ადამმა თვალები გაახილა. არაფრისმთქმელი გამოხედვა ჰქონდა
და მთვარეულს ჰგავდა. მის ხმაში არც ინტონაცია იგრძნობოდა, არც აქ-

315
ცენტი და არც ემოცია. ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს ის სრულყო-
ფილად ლაპარაკობდა ენაზე, რომელიც არ იცოდა.
– ჩემი მეუღლე წავიდა, – თქვა მან.
– სად წავიდა?
– არ ვიცი.
– რას გულისხმობ?
– იმას, რომ არ ვიცი, სად წავიდა.
ჯულიუსი საუბარში პირველად ჩაერთო.
– რატომ წავიდა? – იკითხა მან.
– არ ვიცი.
– ახლა ფრთხილად იყავი, ტრასკ, – გაბრაზდა ჰორასი. – სახიფა-
თო თამაშს თამაშობ და ძალიან არ მომწონს ის აზრები, რომლებიც
ახლა თავში მიტრიალებს. შეუძლებელია არ იცოდე, რატომ წავიდა.
– არ ვიცი, რატომ წავიდა.
– ავად იყო? უცნაურად იქცეოდა?
– არა.
– ჩინგ-ჩონგ, შენ არაფერი იცი ამის შესახებ? – მიუტრიალდა ჰო-
რასი ლის.
– საბათს მე კინგ-სითი წავიდა. გვიან ცამოვიდა, ალბათ თოლმეტ
სათზე. მისი ტლასკი იატაკზე დაინახა.
– ესე იგი, გასროლის დროს აქ არ იმყოფებოდით?
– ალა.
– კარგი. ტრასკ, ისევ შენ უნდა დაგიბრუნდე. ჩინგ-ჩონგ, დარაბე-
ბი ოდნავ გახსენი, კარგად რომ დავინახო. აი ასე. ახლა უკეთესია.
კარგი, მოდი თქვენებურად გავაგრძელოთ, სანამ მომბეზრდება. ესე
იგი, თქვენი ცოლი წავიდა. მან გესროლათ?
– ეს შემთხვევითობა იყო.
– კარგი, შემთხვევითობა იყო, მაგრამ იარაღი მას ეჭირა ხელში?
– ეს შემთხვევითობა იყო.

316
– საქმეს მირთულებ, ტრასკ. კარგი, მოდი ისე ვილაპარაკოთ, თით-
ქოს თქვენი მეუღლე წავიდა, ჩვენ კი ის უნდა ვიპოვოთ. საბავშვო თამაში
რომ არის ასეთი, ხომ იცით? რამდენი ხნის წინ დაქორწინდით?
– თითქმის ერთი წელი გავიდა.
– რა გვარის იყო, სანამ ცოლად გამოგყვებოდათ?
ამ შეკითხვას ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა, შემდეგ კი ადამმა თქვა:
– ვერ გეტყვით. პირობა მაქვს დადებული.
– ფრთხილად იყავი-მეთქი, ტრასკ! საიდან არის?
– არ ვიცი.
– მისტერ ტრასკ, თქვენ იმდენს იზამს, რომ საოლქო ციხეში ამოჰ-
ყოფთ თავს. კარგი, გარეგნობაზე გადავიდეთ. როგორ გამოიყურება? მა-
ღალია?
ადამს თვალები გაუბრწყინდა.
– არა, მაღალი არ არის. საშუალო სიმაღლისაა და მოხდენილი.
– კარგი. რა ფერის თმა აქვს? თვალები როგორი აქვს?
– ის ლამაზი იყო.
– იყო?
– ლამაზია.
– რაიმე სახის ნაიარევი ხომ არა აქვს სხეულზე?
– ოჰ, ღმერთო, არა... დიახ, ერთი ნაიარევი აქვს. შუბლზე.
– ესე იგი, თქვენ არ იცით თქვენი ცოლი რა გვარია, არ იცით საიდა-
ნაა, არ იცით სად წავიდა და მისი გარეგნობის აღწერაც არ შეგიძლიათ.
სულელი გგონივართ?
– მას საიდუმლო ჰქონდა, – თქვა ადამმა. – პირობა მივეცი, რომ ამის
შესახებ არაფერს ვკითხავდი. ერთი ადამიანის გამო ნერვიულობდა.
ეს რომ თქვა, სრულიად მოულოდნელად, ტირილი დაიწყო. ადამი
ხმამაღლა მოთქვამდა. მას მთელი სხეული უკანკალებდა. ეს იყო სასო-
წარკვეთილი, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის ტი-
რილი.
ჰორასს სიბრალულის ძლიერი გრძნობა დაეუფლა.

317
– წამოდი, – უთხრა მან ჯულიუსს და სასტუმრო ოთახში გავიდა.
– მითხარი, რას ფიქრობ. გიჟია?
– არ ვიცი.
– მოკლა?
– თავში სულ ეგ აზრი მიტრიალებს.
– მეც, – თქვა ჰორასმა და თავზე ხელი შემოირტყა – ფუ, შენი!
ის სწრაფად შევარდა ოთახში და პისტოლეტი და ვაზნები გამოი-
ტანა.
– სულ დამავიწყდა, – მოიბოდიშა მან. – მე დიდხანს ამ თანამდე-
ბობაზე ვერ გავჩერდები.
– რას აპირებ? – ჰკითხა ჯულიუსმა.
– მე ამ საქმეს, როგორც ჩანს, ვერ მოვერევი. ცოტა ხნის წინ კი
გითხარი, რომ თანამდებობაზე ვერ აგიყვანდი. გადავიფიქრე. ასწიე
ხელი.
– არ ვაპირებ ფიცის დადებას, ჰორას. სალინასში მინდა წასვლა.
– შენ არჩევანი არა გაქვს, ჯულიუს. თუ ახლავე არ ასწევ ხელს,
იძულებული ვიქნები, დაგაპატიმრო.
ჯულიუსმა უხალისოდ ასწია ხელი და ფიცის სიტყვები გაბრაზე-
ბული სახით წარმოთქვა.
– ნეტა სულ არ წამოგყოლოდი, – თქვა მან. – მამაჩემი ტყავს გა-
მაძრობს. კარგი, რას ვაპირებთ ახლა?
– რაიმე რჩევა მჭირდება. შერიფთან უნდა წავიდე. ტრასკსაც წა-
ვიყვანდი, მაგრამ ცუდად არის და არ მინდა, რომ რამე გაურთულ-
დეს. შენ აქ უნდა დარჩე, ჯულიუს, მაპატიე. იარაღი გაქვს?
– არა, საიდან უნდა მქონდეს?
– კარგი. აიღე მაშინ ეს და ჩემი ვარსკვლავიც შენი იყოს, – ჰორას-
მა სამკერდე ნიშანი მოიხსნა და ჯულიუსს გაუწოდა.
– დიდი ხნით მიდიხარ?
– როგორც კი რამეს გავარკვევ, დავბრუნდები. მისის ტრასკი
ოდესმე გინახავს, ჯულიუს?

318
– არასდროს.
– არც მე. შერიფს უნდა ვუთხრა, რომ ტრასკმა საკუთარი ცოლის
გვარი არ იცის; ამბობს, რომ ის საშუალო სიმაღლისაა და ლამაზი.
მაგარი დახასიათებაა, არა? ასეთი პატაკის შემდეგ, ის აუცილებლად
მომხსნის და სჯობს მანამდე თავად გადავდგე. დარწმუნებული ხარ,
რომ მოკლა?
– საიდან უნდა ვიცოდე?
– კარგი, ნუ ბრაზდები.
ჯულიუსმა კოლტის ცილინდრში ვაზნები ჩადო და იარაღი ხელში
აათამაშა.
– ჰორას, გინდა ერთი რჩევა მოგცე?
– რაზე მეტყობა, რომ არ მინდა?
– კარგი. სემ ჰამილტონი იცნობდა მისის ტრასკს. მან ამშობიარა. მე-
რე მისის ჰამილტონიც უვლიდა. ბაჭია ჰოლმანმა მითხრა. თუ გაინტერე-
სებს, მართლა როგორ გამოიყურებოდა, მათზე უკეთ ამას ვერავინ გეტ-
ყვის.
– მე მგონი, ეგ ვარსკვლავი ძალიან გიხდება, ჯულიუს. კარგი იდეაა.
წავედი ახლა მე.
– სახლი დავათვალიერო?
– არა, უბრალოდ ყურადღებით იყავი, რომ არ გაიქცეს... ან საკუთარ
თავს რამე არ ავნოს. ხომ გესმის, რასაც ვგულისხმობ? თავ-საც გაუფ-
რთხილდი.
-2-
ღამის თორმეტი საათი იქნებოდა, როდესაც კინგ-სითიში ჩასული
ჰორასი სატვირთო მატარებელზე დაჯდა, მემანქანის გვერდით იმგზავ-
რა და სალინასში გამთენიისას ჩავიდა. სალინასი საოლქო ცენტრი და
სწრაფად მზარდი ქალაქი იყო. მოსახლეობის რაოდენობას აქ, სულ მა-
ლე, ორი ათასი ადამიანისთვის უნდა გადაეჭარბებინა. ეს იყო ყველაზე
დიდი ქალაქი სან-ხოსესა და სან-ლუის-ობისპოს შორის და, საყოველ-
თაო აზრით, წინ არაჩვეულებრივი მომავალი ელოდა.

319
„სამხრეთ-დასავლეთის რკინიგზის“ დეპოდან გამოსულმა ჰო-
რასმა გადაწყვიტა ჯერ ესაუზმა. მას არ სურდა შერიფი ადრე გაეღ-
ვიძებინა და მისთვის ტყუილუბრალოდ გაეფუჭებინა ხასიათი. რეს-
ტორანში ის ახალგაზრდა ვილი ჰამილტონს გადააწყდა. საქმიანად
გამოწყობილი ვილი საკმაოდ წარმატებული ადამიანის შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა.
ჰორასი მის მაგიდასთან ჩამოჯდა.
– როგორა ხარ, ვილი?
– მშვენივრად.
– საქმეზე ხარ ჩამოსული?
– ჰო, ერთი პატარა ამბავი უნდა მოვაგვარო.
– იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს, მეც ჩამრთავ რამეში.
ჰორასს თავადაც უცნაურად ეჩვენებოდა ასეთ ახალგაზრდა მამა-
კაცთან მსგავსი ტონით საუბარი, მაგრამ ვილი ჰამილტონს მარ-
თლაც მდიდრული აურა ჰქონდა. ყველამ იცოდა, რომ სულ მალე ის
ძალიან გავლენიანი პიროვნება უნდა გამხდარიყო. არსებობენ ადა-
მიანები, რომლებსაც საკუთარი მომავალი (კარგი თუ ცუდი) შუბლზე
აწერიათ.
– აუცილებლად, ჰორას. მე მეგონა მთელი შენი დრო რანჩოზე მუ-
შაობას მიჰქონდა.
– თუ რამე გამოჩნდა, ისე გავაქირავებ, რომ არც კი დავფიქრდე-
ბი.
ვილი მაგიდას დაეყრდნო და ჰორასისკენ გადაიხარა.
– ჰორას, ოლქის ჩვენი მხარე უყურადღებოდ არის დარჩენილი.
არჩევნებში რომ მიიღო მონაწილეობა, არ გინდა?
– რას გულისხმობ?
– შენ ახლა შერიფის მოადგილე ხარ. დაწინაურებაზე არ გიფიქ-
რია?
– არა, არ მიფიქრია.

320
– ჰოდა იფიქრე. ნურავის ეტყვი, უბრალოდ კარგად აწონ-დაწონე ყვე-
ლაფერი. ერთ-ორ კვირაში თავად დაგიკავშირდები და უფრო დაწვრი-
ლებით დავილაპარაკოთ. ოღონდ, არავის არაფერი უთხრა.
– კარგი, ვილი, მაგრამ ჩვენ ახლა მშვენიერი შერიფი გვყავს.
– ვიცი. ეს არაფერ შუაშია. კინგ-სითიში საოლქო ხელმძღვანელობის
ერთი წარმომადგენელიც კი არ გვყავს, ხომ გესმის?
– მესმის. ვიფიქრებ. ჰო, მართლა, გუშინ შენებთან შევიარე.
ვილის სახე გაუბრწყინდა.
– მართლა? როგორ არიან?
– მშვენივრად. მამაშენს გენიალური იუმორი აქვს.
– ვიცი, – ჩაიცინა ვილიმ. – ბავშვობაში ბევრს გვაცინებდა.
– თან საკმაოდ ჭკვიანიცაა. ახალი სახის წისქვილი გამოიგონა. საკუ-
თარი თვალით ვნახე. წარმოუდგენელი რაღაცაა.
– ღმერთო ჩემო, – თქვა ვილიმ. – ისევ პატენტების იურისტს უნდა
უხადოს ფული?
– კარგი რამე კი გააკეთა და...
– ეგ სულ კარგ რამეებს აკეთებს, მაგრამ ამით მხოლოდ იურისტები
მდიდრდებიან. დედაჩემი ჭკუიდან შეიშლება მალე.
– ჰო, ამაში მართალი ხარ.
– ფულის გაკეთების მხოლოდ ერთი გზა არსებობს, – თქვა ვილიმ. –
უნდა გაყიდო ის, რასაც სხვები აკეთებენ.
– ამაშიც მართალი ხარ, ვილი. მაგრამ, ის წისქვილი მაინც ძალიან
მაგარია.
– შენც გაგაგიჟა, როგორც ვატყობ.
– ჰო. გენიალური ვიღაცაა. შენ რა, გინდა, რომ ის სხვანაირი იყოს?
– არა, რა თქმა უნდა, – თქვა ვილიმ და პატარა პაუზის შემდეგ დაამა-
ტა. – რაც გითხარი, იმაზე იფიქრე.
– კარგი.
– ოღონდ, სიტყვა არავისთან დაგცდეს.

321
შერიფის საქმიანობა მარტივი სულაც არ იყო და, თუ საყოველ-
თაო არჩევნების შედეგად ოლქს კარგი შერიფი ხვდებოდა წილად,
ითვლებოდა, რომ ხალხს ძალიან გაუმართლა. ამ თანამდებობას
საკმაოდ ბევრი სირთულე სდევდა თან. რა თქმა უნდა, შერიფის მთა-
ვარი საქმე კანონის დაცვა და ხალხის სიმშვიდის უზრუნველყოფა
იყო, მაგრამ მისი ვალდებულებები მხოლოდ ამით არ შემოიფარ-
გლებოდა. დიახ, ნამდვილად მართალია, რომ შერიფი ოლქის მთა-
ვარ შეიარაღებულ ძალას წარმოადგენდა, მაგრამ ისეთ საზოგადოე-
ბაში, სადაც თითოეული ადამიანი პიროვნებაა, ზედმეტად მკაცრი ან
სულელი შერიფი დიდხანს ვერ ძლებდა. წყლით სარგებლობის უფ-
ლება, ნაკვეთების გამიჯნვასთან დაკავშირებული დავები,
სხვადასხვა სახის უსაფუძვლო პრეტენზიები, შიდაოჯახური
პრობლემები, მამობის დადგენა – ეს ყველაფერი იარაღის გამოყენე-
ბის გარეშე უნდა მოგვარებულიყო. კარგი შერიფი მხოლოდ იმ შემ-
თხვევაში აპატიმრებდა ვინმეს, თუ ყველა სხვა მცდელობა წარუმა-
ტებელი აღმოჩნდებოდა. საუკეთესო შერიფად ითვლებოდა არა ის,
ვინც ყველაზე კარგად ისროდა და ჩხუბობდა, არამედ ის, ვინც ყვე-
ლაზე კარგი დიპლომატი იყო. ასეთი კარგი შერიფი მონტერეის
ოლქს ჰყავდა. მას ერთი განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა: სხვის საქმე-
ში ცხვირს არასდროს ყოფდა.
ათი საათი იყო დაწყებული, როდესაც ჰორასი, შერიფის სანახა-
ვად, ძველ საოლქო ციხეში მივიდა. მათ ერთმანეთს ხელი ჩამოარ-
თვეს და სანამ საქმეზე გადავიდოდნენ, ამინდისა და მოსავლის ამ-
ბები განიხილეს.
– თქვენი რჩევა მჭირდება, სერ, – ბოლოს და ბოლოს გაბედა ჰო-
რასმა და დეტალურად დაიწყო ყველაფრის მოყოლა: ვინ რა თქვა,
ვინ როგორ გამოიყურებოდა და რა რომელ საათზე მოხდა.
ორიოდე წუთის შემდეგ, შერიფმა თვალები დახუჭა, ფეხი ფეხზე
გადაიდო, ხელები მუხლზე დაიწყო და თითები გადააჯვარედინა. პე-

322
რიოდულად, ის თვალებს ახელდა და ჰორასს თავს უქნევდა, მაგრამ თა-
ვად ხმა არ ამოუღია.
– აი, სწორედ ასე აღმოვჩნდი ჩიხში, – დაასრულა ჰორასმა. – ვე-
რაფრით გავარკვიე, რა მოხდა. საკუთარი ცოლის გარეგნობაც კი ვერ
ამიწერა. მერე, ჯულიუს ეუსკადიმ მირჩია, სამუელ ჰამილტონს და-
ელაპარაკეო.
შერიფმა ფეხები გაშალა და სკამის ზურგს მიეყრდნო.
– შენ ფიქრობ, რომ მან ის მოკლა? – ჰკითხა ჰორასს.
– თავიდან ვიფიქრე ასე, სერ, მაგრამ, სემ ჰამილტონმა გადამარწმუ-
ნა. მან მითხრა, რომ ადამ ტრასკს ადამიანის მოკვლა არ ძალუძს.
– მოკვლა ყველას შეუძლია, – თქვა შერიფმა. – შენ საბაბი მიეცი და
დანარჩენს თავად გააკეთებს.
– მისტერ ჰამილტონმა კიდევ ერთი საინტერესო რაღაცა მითხრა:
მშობიარობის დროს, მისის ტრასკს მისთვის ხელზე უკბენია, თან საკმა-
ოდ ძლიერად. რომ შეხედავ, გეგონება მგელმა დაგლიჯაო.
– გარეგნობა აგიწერა?
– დიახ. სემმაც ამიწერა და მისმა მეუღლემაც.
ჰორასმა ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო და ქეთის დეტალური გარეგნო-
ბა წაუკითხა შერიფს. გაირკვა, რომ ჰამილტონებმა მისის ტრასკის ფი-
ზიკური მონაცემები ზედმიწევნით კარგად იცოდნენ. როდესაც ჰორასმა
კითხვა დაასრულა, შერიფმა ღრმად ამოისუნთქა.
– ნაიარევის შესახებ ორივემ თქვა?
– დიახ და ისიც დაამატეს, რომ ზოგჯერ მუქდება.
შერიფმა ისევ დახუჭა თვალები, რამდენიმე წამში კი წამოჯდა და
თავისი მაგიდის უჯრიდან ვისკის პატარა ბოთლი ამოიღო.
– ცოტას ხომ არ დალევ? – ჰკითხა ჰორასს.
– სიამოვნებით. თქვენ გაგიმარჯოთ, – თქვა ჰორასმა, ვისკი მოსვა,
პირი მოიწმინდა და ბოთლი შერიფს დაუბრუნა. – რას ფიქრობთ?
სანამ პასუხს გასცემდა, შერიფმა რამდენიმე ყლუპი დალია, ბოთლს
თავი დაახურა და ისევ უჯრაში ჩადო.

323
– ჩვენს ოლქში, საქმე მშვენივრად არის დაყენებული – დაიწყო
მან. – კონსტებლებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყოველ-
თვის სიამოვნებით ვეხმარები მათ და თავადაც ვიღებ მათგან რჩე-
ვებს. სალინასი მზარდი ქალაქია. აქ უამრავი უცხო ადამიანი დადის
და თუ ყურადღებით არ ვიქნებით, სიტუაცია ხელიდან გაგვექცევა.
ჩემს ხალხს ადგილობრივ მოსახლეობასთან შეგუება არ გასჭირვე-
ბია.
შერიფმა ჰორასს თვალებში შეხედა.
– ნუ ნერვიულობ, ბევრ ლაპარაკს არ ვაპირებ. უბრალოდ, მინდა,
რომ კარგად გაიგო: ჩვენ ხალხს კი არ ვმართავთ, არამედ მათთან ერ-
თად ვცხოვრობთ.
– რამე არასწორად გავაკეთე?
– არა, ჰორას, პირიქით. შენ ყველაფერი კარგად შეასრულე. აქ
რომ არ ჩამოსულიყავი ან მისტერ ტრასკი რომ ჩემთან მოგეყვანა,
მაშინ ნამდვილად სერიოზულ პრობლემებს გადავაწყდებოდით.
დამაცადე, არ შემაწყვეტინო. ყველაფერს აგიხსნი.
– გისმენთ, – თქვა ჰორასმა.
– რკინიგზის გადაღმა, ჩინურ კვარტალთან ახლოს, რამდენიმე
საროსკიპოა.
– ვიცი.
– ყველამ იცის. ჩვენ რომ ეს დაწესებულები დავხუროთ, ისინი
სხვაგან გადაინაცვლებენ, ხალხს კი მსგავსი მომსახურება ძალიან
სჭირდება. ამიტომ, ჩვენ უბრალოდ ყურადღებით ვაკვირდებით ამ
საროსკიპოებს, ცუდი რომ არაფერი მოხდეს. იმ ხალხს კი, ვინც ამ
დაწესებულებებს მართავს, ჩვენთან მუდმივი კონტაქტი აქვს. მათი
დახმარებით უკვე საკმაოდ ბევრი ძებნილი დავაკავე.
– ჯულიუსმა მითხრა, რომ...
– მოიცადე, ჯერ დავასრულებ საუბარს, მერე რომ აღარ მომიწიოს
იმავეზე საუბარი. დაახლოებით სამი თვის წინ, ერთი სასიამოვნო გა-
რეგნობის ქალბატონი მოვიდა ჩემთან. მას აქ საკუთარი დაწესებუ-

324
ლების გახსნა სურდა ისე, რომ თამაშის წესები არ დაერღვია. ის საკრა-
მენტოდან ჩამოვიდა. იქაც ამ საქმით იყო დაკავებული. საკმაოდ კარგი
ხალხის დაწერილი სარეკომენდაციო წერილებიც ჩამოიტანა. სერიოზუ-
ლი პრობლემა იქ არასდროს ჰქონია. თავადაც ძალიან კარგი მოქალა-
ქეა.
– ჯულიუსმა მითხრა მის შესახებ. ფეი ქვია.
– ჰო. მშვენიერი დაწესებულება გახსნა – მშვიდი და მოწესრიგებუ-
ლი. თან, არც ის არის ცუდი, ჯენის და ზანგს კონკურენტი რომ გამოუჩ-
ნდა. თავიდან ძალიან გაბრაზდნენ, მაგრამ მათაც იგივე ვუთხარი: კონ-
კურენცია ცუდი არასდროს არის.
– პიანისტიც ჰყოლიათ.
– მართალია. საკმაოდ კარგი მუსიკოსია, სხვათა შორის. თან ბრმაა.
დამამთავრებინებ ოდესმე საუბარს?
– მაპატიეთ.
– კარგი, არა უშავს. ვიცი, ნელა ვყვები, მაგრამ არ მინდა რამე გამომ-
რჩეს. მოკლედ, ფეი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორიც ერთი შეხედვით
ჩანდა – კარგი და ღირსეული მოქალაქეა. ახლა ყურადღებით მისმინე.
მშვიდ და წესიერ საროსკიპოს, ყველაზე მეტად ერთი რამის ეშინია: ვი-
ღაც თავქარიანი ახალგაზრდა გოგონა სახლიდან გაიქცევა ხოლმე და
მეძავად მოინდომებს მუშაობას. მერე, მამამისი იპოვის და იწყება ერთი
დავიდარაბა. მერე, საქმეში ეკლესია ერთვება, მერე მოსახლეობა, ძირი-
თადად – ქალები. საბოლოოდ ამ საროსკიპოს სახელი უფუჭდება და
ჩვენც იძულებულნი ვხდებით, დავხუროთ, ხომ გესმის?
– ჰო, – დაეთანხმა ჰორასი.
– მოიცადე, არ გამასწრო. არ მიყვარს, როდესაც რამეს ვყვები და
ადამიანი ყველაფერს წინასწარ ხვდება. მოკლედ, კვირას საღამოს, ფე-
იმ წერილი გამომიგზავნა. ერთი ახალი გოგო ჰყავს, რომელიც ვერაფ-
რით გაურკვევია, ვინ არის და რას წარმოადგენს. ყველაზე მეტად ის ეუც-
ნაურება, რომ ეს გოგო სახლიდან გამოქცეულს ჰგავს, მაგრამ, ამავე
დროს, საოცრად მაღალი დონის მეძავია – ყველაფერი კარგად იცის და

325
ყველაფერს კარგად აკეთებს. თავად მივედი და ვნახე. გავესაუბრე
კიდეც. რაღაც სისულელეები ილაპარაკა, მაგრამ საეჭვო მასში ვერა-
ფერი აღმოვაჩინე. სრულწლოვანია და პრეტენზიაც მის მიმართ არა-
ვის გამოუთქვამს. აი, სულ ეს არის. ახლა როგორ მოვიქცეთ?
– თქვენ დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ეს მისის ტრასკია?
– ფართოდ განლაგებული თვალები, ყვითელი თმა და ნაიარევი
შუბლზე. ჰო, და კიდევ, ფეისთან ის კვირას საღამოს მივიდა.
ჰორასს თვალწინ ატირებული ადამი წარმოუდგა.
– ღმერთო დიდებულო! – თქვა მან. – მე იმ კაცს ამას ვერ ვეტყვი,
უფროსო. მირჩევნია, გადავდგე. სხვას დაავალეთ.
– ესე იგი, შენ როგორც ამბობ, მისტერ ტრასკმა არც მისი გვარი
იცის და არც მისი წარმომავლობა. მაგრად გამოუჭერია, არა?
– უყვარს იმ საცოდავს და რა ქნას? – თქვა ჰორასმა. – არა, მე ამას
ვერ ვეტყვი. სხვამ უთხრას.
შერიფი ადგა.
– წამოდი, სასადილოში ჩავიდეთ და ყავა დავლიოთ, – უთხრა
მან ჰორასს.
რამდენიმე წუთი ისინი ჩუმად მიუყვებოდნენ ქუჩას.
– ჰორას, – თქვა შერიფმა ბოლოს. – მე რომ ყველაფერი, რაც ვი-
ცი, ხმამაღლა ვთქვა, მთელი ოლქი ცეცხლის ალში გაეხვევა.
– მართალი ბრძანდებით.
– შენ მითხარი, რომ მას ტყუპები ჰყავს.
– დიახ, ბიჭები.
– ახლა მომისმინე, ჰორას. მსოფლიოში მხოლოდ სამმა ადამიან-
მა იცის, სად არის ის ქალი – თავად მან, მე და შენ. მე მას გავაფრთხი-
ლებ, რომ საკმარისია ერთ ადამიანთან მაინც წამოსცდეს რამე, ამ
ქალაქიდან სულ წიხლისკვრით გავაგდებ. შენ კი დაიმახსოვრე: თუ
ოდესმე ენის ქავილი იგრძენი და მოგინდა რომ ვინმეს რამე უთხრა,
საკუთარ ცოლსაც კი, წინასწარ აუცილებლად დაფიქრდი და წარმო-

326
იდგინე, რა ცხოვრება ექნებათ ბავშვებს, რომლებმაც იციან, რომ მათი
დედა მეძავია.
-3-
ადამი დიდი მუხის ქვეშ, სკამზე იჯდა. მარჯვენა ხელი სათანა-
დოდ ჰქონდა შეხვეული და სხეულზე შეკრული, რათა მხარი არ გაემოძ-
რავებინა. ლიმ სახლიდან სარეცხის კალათა გამოიტანა, ადამის გვერ-
დით, მიწაზე დადო და სახლში შებრუნდა. ბავშვებს ეღვიძათ. ისინი
დაჭყეტილი თვალებით იყურებოდნენ ზევით, სადაც ქარი მუხის ფოთ-
ლებს აფრიალებდა. ერთი გამხმარი ფოთოლი ტოტს მოწყდა და პირ-
დაპირ ბავშვებს დაეცა. ადამი დაიხარა და ფოთოლი კალათიდან
ამოიღო.
სამუელის ცხენი ადამმა მაშინღა შეამჩნია, როდესაც ის მუხის ხეს-
თან გაჩერდა. ლიმ კი მისტერ ჰამილტონი რამდენიმე წამით ადრე შე-
ნიშნა, მეორე სკამი გამოიტანა სახლიდან, შემდეგ კი დოქსოლოგი თავ-
ლაში გადაიყვანა.
სამუელი ფრთხილად ჩამოჯდა მუხის ჩრდილში. ცდილობდა არც
ზედმეტი ყურადღებით შეეწუხებინა ადამი და არც ზედმეტი უყურადღე-
ბობით. ქარმა ოდნავ ძლიერად დაუბერა და სამუელის თმა ააფრიალა.
– მე მგონი, სჯობს ისევ ჭებს დავუბრუნდე, – თქვა მან.
– არა, – უპასუხა ადამმა ჩახლეჩილი ხმით. – აღარ მჭირდება ჭები.
რაც გააკეთეთ, იმის ფულს გადაგიხდით.
სამუელი წინ გადაიხარა და საჩვენებელი თითი ერთ-ერთ ტყუპის-
ცალს ხელის გულზე დაადო. პატარა ხელი თითს მაგრად ჩაეჭიდა.
– ვფიქრობ, ადამიანი რჩევების გაცემას ვერასოდეს გადაეჩვევა.
– არ მჭირდება რჩევები.
– არავის სჭირდება. რჩევა საჩუქარია. როლში შედი, ადამ.
– რა როლში?
– ითამაშე. ისე მოიქეცი, თითქოს ცოცხალი ხარ და ერთ მშვენიერ
დღეს მიხვდები, რომ საკუთარ თავს თამაშობ.
– რაში მჭირდება ეს?

327
სამუელი ტყუპებს უყურებდა.
– რაც არ უნდა აკეთო, თუნდაც საერთოდ არაფერი აკეთო, შენ შემ-
დეგ ამ ქვეყანაზე რაღაცა მაინც დარჩება. მცენარე მიტოვებულ მიწაზეც
კი იზრდება.
ადამი ჩუმად იჯდა, სამუელი კი წამოდგა.
– მე დავბრუნდები, – თქვა მან. – კიდევ ბევრჯერ დავბრუნდები.
როლში შედი, ადამ.
თავლასთან მდგარ ლის ხელში დოქსოლოგის სადავეები ეჭირა.
სამუელი ცხენზე შეჯდა.
– შენი წიგნების მაღაზია წყალმა წაიღო, ლი.
– არა უშავს, – უპასუხა ჩინელმა. – განსაკუთრებულად მონდომე-
ბული არც არასდროს ვყოფილვარ.

თავი მეცხრამეტე
-1-
ახალი ქვეყანა განვითარების კონკრეტულ მოდელს მიჰყვება. მი-
წის პირველი აღმომჩენები საკმაოდ ძლიერნი და მამაცნი იყვნენ,
თუმცა ბავშვური ხასიათი ჰქონდათ. მათ ადვილად შეეძლოთ საკუ-
თარი თავის დაცვა ველური ბუნების პირობებში, მაგრამ ადამიანე-
ბის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მიამიტები და უმწეოები ხდებოდ-
ნენ. ალბათ სწორედ ამიტომ გაიფანტნენ ისინი ასე ადვილად. გარ-
კვეული დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ახალი მიწა უკვე საკმარი-
სად იყო გაკვალული, ბიზნესმენები და იურისტები მოვიდნენ. ქვეყ-
ნის განვითარებაში მათ თავიანთი წვლილი შეჰქონდათ – საკუთრე-
ბის პრობლემებს წყვეტდნენ. ამ დროს, როგორც წესი, ისინი საკუთა-
რი ჯიბეების გასქელების ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ. ბო-
ლოს კი კულტურის ჯერი დგება. ეს არის გართობა, დასვენება და
მძიმე ცხოვრების ცოტა ხნით დავიწყება. კულტურა შეიძლება ნების-
მიერი სახისა იყოს. არის კიდეც.

328
ეკლესია და საროსკიპო შორეულ დასავლეთში ერთდროულად გა-
მოჩნდა. თითოეული მათგანი, ალბათ, ძალიან აღშფოთდება, როდესაც
ეტყვი, რომ ეს ორი რამ, ერთი და იმავე ფენომენის სხვადასხვა მხარე-
ებია. არადა, მართლაც ასეა: ორივე მათგანი ერთი და იმავე მიზანს ემ-
სახურება. საეკლესიო გალობები, ღვთისმოსაობა, პოეზია... ყველაფერი
ეს ადამიანს იმაში ეხმარება, რომ ცოტა ხნით მაინც დაივიწყოს თავისი
უფერული ცხოვრება. სწორედ ამისთვის არსებობს საროსკიპოც.
სექტანტური ეკლესიები აქ ხმაურიანად, ხელგაშლილად და თავდა-
ჯერებულად შემოიჭრნენ. სესხისა და გადასახადების კანონების სრული
იგნორირებით, ისინი ისეთ ტაძრებს აშენებდნენ, რომელთა ხარჯის და-
ფარვას ასი წელიც კი არ ეყოფოდა. ეს სექტები ბოროტებას ებრძოდნენ,
ვერავინ უარყოფს ამას, თუმცა ერთმანეთშიც არანაკლები ჟინიანობით
ჩხუბობდნენ. დოქტრინის ყოველი სიტყვისთვის სამკვდრო-სასიცოც-
ხლო ბრძოლა იმართებოდა და თითოეული სექტის წარმომადგენელი
სიხარულით აღნიშნავდა, რომ ყველა სხვა სექტის მიმდევრებს ჯოჯო-
ხეთში ჰქონდათ დაბევებული ადგილი. საინტერესოა, რომ მიუხედავად
მთელი ამ აურზაურისა, თითოეულ მათგანს საფუძვლად ის ერთადერ-
თი წმინდა წერილი ედო, რომელზეც ჩვენი ეთიკა, ხელოვნება, პოეზია
და ურთიერთობებია დაფუძნებული. საკმაოდ ჭკვიანი და გამორჩეული
უნდა ყოფილიყავი, რომ ამ სექტებს შორის სხვაობას ჩასწვდომოდი,
თუმცა რაც შეეხება მსგავსებას, ამას ყველა ადამიანი მარტივად ამჩნევ-
და. მათ მუსიკაც მოჰქონდათ, შესაძლოა არც თუ საუკეთესო, მაგრამ მის
ფორმასა და შეგრძნებას წარმატებით ნერგავდნენ. სინდისიც მოიტა-
ნეს, უფრო სწორად, მიძინებული სინდისი გააღვიძეს ხალხში. სიწმინდე
მხოლოდ პოტენციურად ჰქონდათ, ისევე, როგორც გაჭუჭყიანებული
თეთრი პერანგია პოტენციურად სუფთა. თითოეულ ადამიანს, საკუთარ
თავში შეეძლო ამ პერანგის გარეცხვა. ავიღოთ, მაგალითად, მქადაგებე-
ლი ბილინგი. მართალია ის ქურდი, მრუში, გარყვნილი და ზოოფილი
აღმოჩნდა, მაგრამ მაინც ვერავინ უარყოფს იმას, რომ მან ადამიანის გუ-

329
ლებში ძალიან ბევრი კარგი რამ დათესა. ბილინგი ციხეში ჩასვეს,
მაგრამ მის მიერ გაკეთებული კარგი
საქმეები არავის დაუპატიმრებია. მნიშვნელობა სულაც არა აქვს
იმას, თუ რა მოტივებით ხელმძღვანელობდა ის. მან კარგი მასალა გა-
მოიყენა და ბევრი რამ კარგადაც გამოუვიდა. ბილინგი მე მხოლოდ უკი-
დურეს მაგალითად მოვიყვანე. რაც შეეხებათ პატიოსან მქადაგებ-
ლებს, მათ ენერგიაც ჰქონდათ და გულმოდგინებაც. ისინი ეშმაკს ებ-
რძოდნენ და ამისათვის ნებისმიერ ხერხს იყენებდნენ, მათ შორის –
წიხლებსა და თვალების ამოთხრას. შესაძლოა შეიქმნას შთაბეჭდი-
ლება, რომ სილამაზესა და ჭეშმარიტებაზე ისინი ზუსტად ისე გაჰ-
ყვიროდნენ, როგორც ცირკის სცენაზე გამოსული სელაპი, რომელიც
ერთ რიგად დამაგრებულ საყვირებზე ეროვნულ ჰიმნს ასრულებს.
მიუხედავად ამისა, ასეთ დროს, ჭეშმარიტებისა და სილამაზის მცი-
რე ნაწილი მაინც რჩება და ჰიმნის მელოდიის ამოცნობა რთული სუ-
ლაც არ არის. სექტების საქმიანობა ამით არ ამოიწურებოდა. სალი-
ნასის ველზე მათ საზოგადოებრივი ცხოვრების სტრუქტურა შექ-
მნეს. საეკლესიო ვახშამი სოფლის კლუბების წინაპარია, ხოლო ხუთ-
შაბათის პოეზიის საღამოებმა, რომლებიც ეკლესიების სარდაფებში
იმართებოდა, სათავე სამოყვარულო თეატრებს დაუდო.
ეკლესია ღვთისმოსაობის სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. ის
ისევე ამაყად და ხმაურიანად დააბიჯებდა ქუჩებში, როგორც ლუდ-
სახარშიდან მომავალი და სავსე კასრებით დატვირთული ცხენი; ამ
დროს კი, მისი ტყუპისცალი, რომელსაც ხორციელი სიამოვნება მოჰ-
ქონდა, უხმაუროდ და ფარულად შემოდიოდა, თავი დახრილი ჰქონ-
და, სახე კი – დამალული.
თქვენ, ალბათ, გინახავთ ცოდვისა და გართობის ბრჭყვიალა სა-
სახლეები, მაგრამ მხოლოდ კინოფილმებში, სადაც ამერიკის დასავ-
ლეთის არცთუ რეალური სახეა წარმოდგენილი. მსგავსი სასახლეე-
ბი შესაძლოა კიდევაც არსებობდა სადმე, მაგრამ არა სალინასის
ველზე. საროსკიპოები აქ მშვიდი, მოწესრიგებული და სუფთა იყო.

330
თუ თქვენ ჯერ ეკლესიასთან დადგებოდით და ორღანის ჰანგებთან ერ-
თად, ახლად მოქცეული ცოდვილების ისტერიულ კივილ-წივილს მოის-
მენდით, შემდეგ კი საროსკიპოსთან მიხვიდოდით და ხმადაბალ, ზრდი-
ლობიან საუბარს გაიგონებდით, შესაძლოა ვერც კი მიმხვდარიყავით
სად რა ხდებოდა. მეძავთა მომსახურება ოფიციალურად აკრძალული,
მაგრამ საზოგადოებისთვის სავსებით მისაღები იყო.
მე თქვენ სალინასის სიყვარულის სასახლეებზე გიამბობთ. ისინი
სხვა ქალაქებშიც მსგავსი ფორმით არსებობდნენ, მაგრამ ჩემ მიერ მო-
ყოლილ ამბავთან სწორედ „სალინასის რიგი“ არის დაკავშირებული.
ცენტრალურ ქუჩას დასავლეთისკენ რომ გაუყვებოდი, მოსახვევთან
კასტროვილის ქუჩა უერთდებოდა. ახლა მას, ღმერთმა იცის რატომ,
ბაზრის ქუჩა ჰქვია. ადრე, ქუჩებს მათივე მიმართულების მიხედვით არ-
ქმევდნენ სახელებს. ასე მაგალითად, კასტროვილის ქუჩას თუ გაუყვე-
ბოდი, ცხრა მილის გავლის შემდეგ, ქალაქ კასტროვილში აღმოჩნდებო-
დი, ალისალის ქუჩა ალისალში ჩაგიყვანდა და ასე შემდეგ.
მოკლედ, კასტროვილის ქუჩამდე რომ მიხვიდოდი, მარჯვნივ უნდა
წასულიყავი. ორი კვარტლის გავლის შემდეგ, ჩრდილოეთიდან სამხრე-
თისკენ, გზას „სამხრეთ-დასავლეთის“ რკინიგზა კვეთდა, ხოლო
აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ – კიდევ ერთი ქუჩა, რომ-ლის სა-
ხელი, მომკალით და არ მახსოვს. აი, სწორედ ამ ქუჩიდან მარცხნივ რომ
შეუხვევდი, ჩინურ კვარტალში ამოჰყოფდი თავს, მარჯვნივ კი სწორედ
ის ცნობილი „რიგი“ იწყებოდა, რომელსაც ზოგჯერ „შავი თიხის ქუჩა-
საც“ ეძახდნენ.
ზამთარში აქ ღრმა და პრიალა ტალახი იყო, ზაფხულში კი თიხა რკი-
ნასავით მაგრდებოდა. გაზაფხულზე, გზის განაპირას, მაღალი ბალახი
იზრდებოდა – გარეული შვრია, ბალბა და მდოგვი. დილით ადრე, ცხე-
ნის ნაკელით დაფარულ ქუჩაზე ბეღურები ჭიკჭიკებდნენ.
გახსოვთ ეს ხმაური, ბებრებო? გახსოვთ, როგორ მოჰქონდა აღმო-
სავლეთის ნიავს ჩინური კვარტლიდან შემწვარი ღორის ხორცის, მძო-

331
რის, შავი თამბაქოსა და ოპიუმის სუნი? ის თუ გახსოვთ, როგორ ჩა-
მოჰკრავდნენ ხოლმე დიდ გონგს და რამდენი ხანი ეკიდა ჰაერში მი-
სი ხმა?
შეუღებავი და გაურემონტებელი სახლები თუ გახსოვთ – პატარა შე-
ნობები, რომლებიც თითქოს ცდილობდნენ ქუჩის მოუვლელ სტილში
ჩამჯდარიყვნენ და გზის პირას ამოსული მაღალი ბალახის უკან დამა-
ლულიყვნენ? გახსოვთ, როგორ იყო დახურული დარაბები და რო-
გორ მოჩანდა ყვითელი სინათლის წვრილი ხაზები მათ კიდეებსა და
ფანჯრების ჭრილებს შორის? შიგნიდან მხოლოდ ჩუმი საუბარი ის-
მოდა. შემდეგ, მთავარი შესასვლელის კარი გაიხსნებოდა, და სახ-
ლში რომელიმე სოფლელი ბიჭი შეაბიჯებდა. სწორედ ამ დროს გა-
იგონებდი სიცილს ან პიანინოს რბილ და სენტიმენტალურ ჰანგებს
(მის სიმებზე უნიტაზის ბაკიდან ამოღებული ჯაჭვი იდო), შემდეგ კი
კარი ისევ იხურებოდა.
შემდეგ, ალბათ ცხენის ჩლიქების ხმა გაისმებოდა და პეტ ბულე-
ინი, თავის მგზავრებთან ერთად, ერთ-ერთი სახლის შესასვლელ-
თან გაჩერდებოდა. ძირითადად, მას მდიდარი ხალხი მოჰყავდა –
ოფიციალური პირები, ბანკირები ან სასამართლოს თანამშრომლე-
ბი. თავად პეტი, რამდენიმე წამში, სახლის გვერდით დადგებოდა,
თავის ეტლზე მოკალათდებოდა და მგზავრებს ელოდებოდა, მის
მიერ დამფრთხალი კატები კი თვალის დახამხამებაში გარბოდნენ
და ქუჩის გასწვრივ ამოსულ მცენარეებს აფარებდნენ თავს.
ის თუ გახსოვთ, როგორ გაისმებოდა ორთქლმავლის საყვირის
ხმა და როგორ გაჭრიდა მისი შუქი სიბნელეს? კინგ-სითიდან მომავა-
ლი მატარებელი კასტროვილის ქუჩას გადაკვეთდა და სალინასის
სადგურზე ჩერდებოდა. მისი ამოსუნთქვის ხმა თუ გახსოვთ?
ყველა ქალაქში არსებობს საროსკიპოს მეპატრონე ერთი ქალბა-
ტონი მაინც, რომლის შესახებ სენტიმენტალური ისტორიები ითხზე-
ბა და თაობებს გადაეცემა. ასეთ ქალბატონში ყოველთვის არსებობს
რაღაცა, რაც მამაკაცს საოცრად იზიდავს. მასში გაერთიანებულია

332
ბიზნესმენის ალღო, ჩემპიონის სული, მეგობრული სითბო და ტრაგიკო-
სი მსახიობის იუმორი. მის გარშემო მითები იქმნება და, რაც ყველაზე
საინტერესოა, ამ მითებში ავხორცული ისტორიები არ ფიგურირებს. ის
ამბები, რომლებსაც ასეთი ქალბატონის შესახებ ყვებიან, მოიცავს ყვე-
ლა სფეროს, მისივე საძინებლის გარდა. ძველი კლიენტები მას იხსენე-
ბენ როგორც ფილანტროპს, გამოცდილ ექიმს, სიმშვიდის დამრღვევთა
რისხვასა და ხორციელი
ვნებების პოეტს.
წლების განმავლობაში, სალინასი ორ ასეთ განძს ინახავდა: ჯენის,
რომელსაც ასევე „კუანა ჯენის“ ეძახდნენ და „ზანგს“, რომელიც „ლონგ
გრინის“ მეპატრონე იყო. ჯენი კარგი მეგობარი იყო, საიდუმლოს შენახ-
ვა იცოდა და, თუ ძალიან დაგჭირდებოდა, ფულსაც გასესხებდა. მის შე-
სახებ სალინასში იმდენ ისტორიას ყვებიან, რომ ერთი კარგი წიგნის და-
წერაც კი შეიძლება.
რაც შეეხება „ზანგს“, ის ლამაზი და მკაცრი ქალი იყო, რომელსაც
თოვლივით თეთრი თმა და ცოტათი შიშისმომგვრელი ღირსება ჰქონ-
და. თავისი მუქი ყავისფერი და თითქოს ჩავარდნილი თვალებით ის ამ
ცოდვილ სამყაროს ფილოსოფიური სევდით უყურებდა. თავის დაწესე-
ბულებას ისე ამუშავებდა, თითქოს ეს არა საროსკიპო, არამედ დაღონე-
ბული, მაგრამ მხნე პრიაპოსის სახელობის ტაძარი ყოფილიყო. თუ სი-
ცილის ხასიათზე იყავი და მხიარული სიტუაცია გიზიდავდა, ჯენისთან
უნდა წასულიყავი და შენ მიერ დახარჯული თითოეული ცენტის საფა-
სურს აუცილებლად მიიღებდი; მაგრამ, თუ სიმარტოვიდან ამოტივტი-
ვებული მსოფლიო სევდა ცრემლებამდე მიგიყვანდა, მაშინ შენი ადგი-
ლი „ლონგ გრინში“ იყო. ცოტა ხანში, იქიდან ისეთი შეგრძნებით გამოხ-
ვიდოდი, თითქოს განსაკუთრებულად სასტიკი რაღაცის მოწმე გახდი.
ეს თივის ზვინში კოტრიალობა არ გეგონოთ. „ზანგის“ მუქი და ლამაზი
თვალები, ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ დიდხანს გემახსოვრებოდათ.
როდესაც საკრამენტოდან სალინასში გადმოსახლებულმა ფეიმ აქ
თავისი საკუთარი დაწესებულება გახსნა, ჯენი და „ზანგი“ ანერვიულ-

333
დნენ და გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, ეს დაუპატი-
ჟებელი სტუმარი თავიდან მოეშორებინათ. ისინი გაერთიანდნენ და
გეგმებიც დასახეს, თუმცა, სულ მალე აღმოაჩინეს, რომ ფეი მათი
კონკურენტი არ იყო.
თავისი დიდი მკერდითა და სქელი ბარძაყებით, ფეი უფრო დე-
დობრივ სითბოს ასხივებდა. მის უბეში შეგეძლო თავი ჩაგერგო და
გეტირა, ის კი თავზე ხელს გადაგისვამდა და დაგაწყნარებდა. „ზან-
გის“ მკაცრ სექსუალურობასა და ჯენის კლუბურ ბაქჰანალიანიზმს
თავისი ერთგული კლიენტები ჰყავდა. ფეი მათ ვერაფრით გადაიბი-
რებდა. მისი სახლი იმ ახალგაზრდა მამაკაცების თავშესაფარი გახ-
და, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ დავაჟკაცდნენ, დაკარგულ უცოდ-
ველობას მისტიროდნენ და კიდევ უფრო მეტის დაკარგვა სურდათ.
ფეისთან ნუგეშს პოულობდნენ წარუმატებელი ქმრები და ისეთი მა-
მაკაცები, რომლებსაც ცივი და უემოციო ცოლები შეხვდათ. იქ ისე შე-
დიოდი, როგორც საკუთარი ბებიის დარიჩინის სურნელით გაჟღენ-
თილ სამზარეულოში. თუ ფეისთან სექსუალური სახის რაიმე წარუ-
მატებლობა შეგემთხვეოდა, ამასაც სავსებით საპატიო შეცდომად
აღიქვამდი. ამ სახლში, სალინასის ახალგაზრდები ყველაზე ხავერ-
დოვანი და უმტკივნეულო საშუალებით ადგებოდნენ სექსის ეკლიან
გზას. ფეი მშვენიერი ქალბატონი იყო, განსაკუთრებული ჭკუით არ
გამოირჩეოდა, ზნეობაზე საკუთარი შეხედულებები ჰქონდა და სკან-
დალები არ უყვარდა. ხალხს მისი სჯეროდა და ისიც ყველას ენდო-
ბოდა. არც ერთ ადამიანს, ვინც ფეის ერთხელ მაინც ნახავდა, მის-
თვის ცუდის გაკეთება აზრადაც არ მოუვიდოდა. კონკურენციას ის
არავის უწევდა, რადგან სულ სხვა, განსხვავებულ ფაზას წარმოად-
გენდა.
მაღაზიაში ან ფერმაში მომუშავე ხალხი, დროთა განმავლობაში,
საკუთარ უფროსს ემსგავსება. საროსკიპოებშიც ასეა: მეძავები თავი-
ანთ ქალბატონს ბევრი რამით ჰგვანან. ნაწილობრივ, ეს იმიტომ
ხდება, რომ თავად მეპატრონე ირჩევს ვინ ამუშაოს თავის დაწესებუ-

334
ლებაში და ვინ არა. თუმცა, ისიც მართალია, რომ კარგი უფროსი თავის
თანამშრომლებზე უდიდეს გავლენას ახდენს. რამდენი ხანიც არ უნდა
გაჩერებულიყავი ფეისთან, ერთ უწმაწურ მინიშნებასაც კი ვერ მოისმენ-
დი, არათუ სიტყვას. საძინებელში შესვლა, ფულის გადახდა და ყველა
სხვა ფორმალობა მშვიდად და ხაზგაუსმელად, თითქოს სრულიად შემ-
თხვევით ხდებოდა. მთლიანობაში, ფეის სახლი ძალიან მოწესრიგებუ-
ლი და სუფთა იყო. შერიფმა და კონსტებლმა ეს კარგად იცოდნენ. ფეი
ქველმოქმედებაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ვენერიული დაავა-
დებებისა ძალიან ეშინოდა, ამიტომ, სისტემატიურად იხდიდა ფულს
იმაში, რომ მისი ყველა თანამშრომელი ჯანმრთელი ყოფილიყო. საკვი-
რაო სკოლის მასწავლებელთან რაიმეს აკიდების შანსი გაცილებით მა-
ღალი იყო, ვიდრე ფეის გოგოებთან. სულ მალე, ფეი სწრაფად მზარდ
ქალაქ სალინასის ღირსეულ და პატივსაცემ მოქალაქედ იქცა.
-2-
გოგონა, რომელსაც ქეითი ერქვა, საროსკიპოს მეპატრონეს საკმაოდ
ეუცნაურა, რადგან ის ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ლამაზი, ძალიან
დახვეწილი და ძალიან განათლებული იყო. ფეიმ ის თავის საკუთარ, წა-
უბილწავ საძინებელში შეიყვანა და გაცილებით უფრო დიდხანს ესაუბ-
რა, ვიდრე ნებისმიერ სხვა ახალწვეულს. საროსკიპოში მუშაობის მსურ-
ველებს რა გამოლევდა და ფეიც წამსვე სწვდებოდა ნებისმიერი მათგა-
ნის არსს. გონებრივად, ის მათ სხვადასხვა ქვეჯგუფებში ანაწილებდა:
ზარმაცი, შურისმაძიებელი, ხარბი, დაუკმაყოფილებელი, ძუნწი, ამბი-
ციური. რაც შეეხება ქეითს, ის არც ერთ ამ კატეგორიაში არ ჯდებოდა.
– იმედი მაქვს, ჩემი შეკითხვები არ გაწუხებს, – უთხრა მას ფეიმ. –
უბრალოდ, ძალიან მიკვირს და უცნაურად მეჩვენება, აქ რომ მოხვედი.
საკმარისია მოინდომო, რომ ქმარიც გეყოლება, საკუთარი ეტლიც და
სახლიც გექნება ქალაქის ცენტრში, ასე არ არის?
საუბრის დროს, ფეი თავის მსუქან თითზე ჩამოცმულ ნიშნობის ბე-
ჭედს ატრიალებდა.

335
– ჩემთვის ძალიან რთულია ამის ახსნა, – უპასუხა ქეითმა მორი-
დებით. – იმედი მაქვს, არ დამაძალებთ. ამაზე ჩემი უახლოესი და
უძვირფასესი ადამიანის ბედნიერებაა დამოკიდებული. ნურაფერს
მკითხავთ, ძალიან გთხოვთ.
ფეიმ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და ქეითს თავი დაუქ-
ნია.
– გამიგია მსგავსი ისტორიები. ერთი გოგონა მყავდა, რომელიც
ამ საქმით საკუთარ შვილს არჩენდა და ძალიან დიდი ხნის განმავ-
ლობაში, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ახლა იმ გოგონას ძა-
ლიან კარგი სახლი აქვს და ქმარიც ჰყავს... იქ... კინაღამ წამომცდა,
სად. საკუთარი ხელით მოვიჭრი ენას, ეს საიდუმლო რომ შემთხვე-
ვით გავთქვა. შენ გყავს შვილი?
ქეითმა თავი დახარა, თითქოს თვალებზე მომდგარი ცრემლების
დამალვას ცდილობდა.
– მაპატიეთ, – თქვა მან აკანკალებული ხმით. – ამაზე ვერ ვილა-
პარაკებ.
– კარგი, კარგი. დამშვიდდი. აღარ შეგაწუხებ.
ფეი განსაკუთრებულად ჭკვიანი ნამდვილად არ იყო, მაგრამ
ვერც უჭკუობას დააბრალებდი. ის შერიფთან მივიდა და ყველაფერი
უამბო, რითაც თავი დაიზღვია. გარისკვა არ ღირდა. ფეი გრძნობდა,
რომ ქეითი რაღაცას მალავდა, მაგრამ თუკი ეს მისი დაწესებულების
ინტერესებს არ ავნებდა, სხვა მას არაფერი ადარდებდა.
ქეითი თაღლითიც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ მსგავსი
არაფერი ეტყობოდა. საქმეს ის მყისვე შეუდგა. როდესაც კლიენტები
სულ უფრო და უფრო ხშირად ითხოვენ ერთი კონკრეტული გოგოს
მომსახურებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მართლა წარმოადგენს რა-
ღაცას. მხოლოდ ლამაზი სახით ამას ვერ მიაღწევ. ფეი ხვდებოდა,
რომ ქეითი ახალბედა სულაც არ იყო.
ახალი თანამშრომლის მიღებისას, მსგავს დაწესებულებებში ორ
რაღაცას აქცევენ განსაკუთრებულ ყურადღებას: როგორ იმუშავებს

336
ის და როგორ შეეწყობა სხვა გოგონებს. თუ ადამიანი ცუდი ხასიათისაა,
ეს სახლს ძალიან ავნებს.
თუმცა, არც ამ საკითხთან დაკავშირებით გამხდარა საჭირო გან-
საკუთრებული ნერვიულობა. ქეითმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება
დატოვა. ის სხვა გოგონებს ოთახების დალაგებაში ეხმარებოდა; როდე-
საც ვინმე ავად გახდებოდა, მონდომებით უვლიდა მას; ყურადღებით
უსმენდა სხვის პრობლემებს, რჩევებსაც აძლევდა მათ და თუ საშუალე-
ბა ჰქონდა, ფულის სესხებაზეც არავის ეუბნებოდა უარს. უკეთეს თანამ-
შრომელს ვერც კი ინატრებდი. სულ მალე, ქეითს ყველა საუკეთესო მე-
გობრად თვლიდა.
არ არსებობდა პრობლემა ან რაიმე სახის მძიმე სამუშაო, რომელსაც
ქეითი არ შეეჭიდებოდა და ამ ყველაფერთან ერთად, კლიენტების რიც-
ხვიც საგრძნობლად გაზარდა. დროთა განმავლობაში, მას უკვე საკუთა-
რი კლიენტურა ჰყავდა. ქეითი ყურადღებიანიც იყო. მას ყველას დაბა-
დების დღე ახსოვდა, ყოველთვის მზად ჰქონდა საჩუქარი და ტორტი
სანთლებით. ფეი სულ მალე მიხვდა, რომ ნამდვილი განძი აღმოაჩინა.
საქმეში ჩაუხედავი ადამიანები თვლიან, რომ საროსკიპოს მართვა
ძალიან ადვილია – ზიხარ შენთვის სავარძელში, სვამ ლუდს და გოგო-
ნების მიერ გამომუშავებული ფულის ნახევარს იდებ ჯიბეში. სინამდვი-
ლეში, საქმე ასე მარტივად სულაც არ არის. გოგონები მშივრები არ უნდა
იყვნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სურსათიც საკმარისი უნდა გქონდეს და
მზარეულიც უნდა გყავდეს. რაც შეეხება სარეცხის საკითხს, აქ საქმე გა-
ცილებით რთულადაა, ვიდრე სასტუმროში. მოკლედ, გოგონები ჯან-
მრთელად უნდა გამოიყურებოდნენ და ბედნიერედაც უნდა გრძნობ-
დნენ თავს, რადგან ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა ცუდი ხასიათიც გა-
მოავლინოს. გარდა ამისა, თვითმკვლელობების რაოდენობა მინიმუ-
მამდე უნდა გქონდეს დაყვანილი. მეძავები, განსაკუთრებით კი ისინი,
ვინც ასაკში შედიან, ხშირად სამართებელს ეთამაშებიან, ეს კი დაწესე-
ბულებას სახელს უფუჭებს.

337
მოკლედ, ეს საქმე მარტივი სულაც არ არის და ამ ყველაფერთან
ერთად, თუ ფულს ცოტათი ხელი არ მოუჭირე, მოგებას ვერ ნახავ.
როდესაც ქეითმა საყიდლებზე სიარულში და მენიუს შედგენაში მო-
ნაწილეობის მიღება მოინდომა, ფეის ძალიან გაუხარდა, მაგრამ სა-
იდან უნდა გამოეძებნა გოგონას საამისო დრო, ვერ ხვდებოდა. ქე-
ითისთვის არც ეს აღმოჩნდა შეუძლებელი. რამდენიმე დღეში, არა
მხოლოდ საკვების ხარისხი გაუმჯობესდა, არამედ სურსათის ფას-
მაც ერთი მესამედით დაიწია. გაიაფდა სამრეცხაოს მომსახურებაც.
ფეი ვერაფრით ხვდებოდა, რა უთხრა ქეითმა მრეცხავს ისეთი, რომ
ფასი ოცდახუთი პროცენტით დაეცა. ქეითის გარეშე ფეის თავისი
დაწესებულება უკვე ვეღარ წარმოედგინა.
საღამოობით, მუშაობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ისინი ფე-
ის ოთახში სხდებოდნენ და ჩაის სვამდნენ. მას შემდეგ, რაც ქეითმა
აქ ხის ჩარჩოები შეღება და ახალი, მაქმანის ფარდები დაკიდა, სიმ-
ყუდროვემ მოიმატა. სულ მალე, გოგონები მიხვდნენ, რომ ერთის მა-
გივრად, მათ ახლა ორი უფროსი ჰყავდათ და ძალიანაც გაუხარდათ,
რადგან ქეითთან ურთიერთობა საკმაოდ ადვილი იყო. კლიენტების
მომსახურებისას, მან ახალი ილეთები შემოიღო, მაგრამ ისე, რომ
არავისთვის დაუძალებია მათი გამოყენება. გოგონებს თავადაც ძა-
ლიან მოსწონდათ ეს ყველაფერი და მხიარულობდნენ კიდეც.
ერთი წელი რომ გავიდა, ფეისა და ქეითს შორის დედაშვილური
ურთიერთობა ჩამოყალიბდა. გოგონები ხშირად ხუმრობდნენ: „აი,
ნახავთ, მალე ეს სახლი მის ხელში თუ არ გადავიდეს“.
ქეითს ხელები მუდამ დაკავებული ჰქონდა. ის საოცრად დახვე-
წილ, ულამაზეს ცხვირსახოცებს ქარგავდა და ინიციალებიც საუც-
ხოო გამოსდიოდა. მის ნახელავს ყველა გოგონა თვალის ჩინივით
უფრთხილდებოდა.
დროთა განმავლობაში, მოხდა ის, რაც სავსებით ბუნებრივი იყო.
ფეიმ, რომელიც ისედაც დედობრივ სითბოს ასხივებდა, ქეითი საკუ-
თარი შვილივით შეიყვარა. ეს სიყვარული იმდენად გულწრფელი

338
იყო, რომ მასში ზნეობრიობამ გაიმარჯვა. ფეის აღარ სურდა, რომ ქეითი
მეძავი ყოფილიყო. ასეთი მიდგომა საკმაოდ ლოგიკურია და არავის უნ-
და უკვირდეს.
ფეის გაუჭირდა ქეითთან ამ საკითხის წამოწევა. ეს მისთვის საკმაოდ
დიდი პრობლემა აღმოჩნდა. პირდაპირობა მისი სტილი არ იყო, ამი-
ტომ, მას არ შეეძლო მისულიყო და ეთქვა: „მე მინდა, რომ შენ ამ საქმეს
თავი დაანებო“.
– თუ ეს საიდუმლოა, ნურაფერს მეტყვი, მაგრამ ყოველთვის მაინტე-
რესებდა ერთი რაღაცა, – უთხრა ერთხელ მან ქეითს. – რა გითხრა შე-
რიფმა მაშინ?... ღმერთო ჩემო, უკვე ერთი წელი გასულა! ასაკი რომ გე-
მატება, თითქოს დროც უფრო სწრაფად გარბის. მახსოვს, თითქმის ერ-
თი საათი იყავით ჩაკეტილები ოთახში. ხომ არ... არა, არა, მას ოჯახი
ჰყავს. ის ჯენისთან დადის. მოკლედ, თუ საიდუმლოა, შეგიძლია არ მით-
ხრა. შენს საქმეებში ჩარევა სულაც არ მინდა.
– არა, რა საიდუმლო? მაშინვე რომ გეკითხა, ყველაფერს გეტყოდი.
მან მირჩია, რომ სახლში დავბრუნებულიყავი. ძალიან თავაზიანად მო-
მექცა. როდესაც ვუთხარი, არ შემიძლია-მეთქი, გამიგო და აღარ დაუძა-
ლებია.
– მიზეზი აუხსენი? – ჰკითხა ფეიმ და მის ინტონაციაში აშკარა ეჭვია-
ნობა ჩანდა.
– რა თქმა უნდა, არა. შენთვის რაც არ მითქვამს, სხვას როგორ ვეტ-
ყოდი? ნუ სულელობ რაღაცას. ძალიან სასაცილო ხარ.
ფეიმ გაიღიმა და კმაყოფილი სახით მოკალათდა სავარძელში.
ქეითის სახეზე სიმშვიდე ჩანდა, თუმცა იმ საუბრის თითოეული სიტ-
ყვა მას ძალიან კარგად ახსოვდა. სხვათა შორის, შერიფი ძალიანაც მო-
ეწონა. ის პირდაპირი კაცი იყო.
-3-
მან კარი დახურა და, როგორც კარგი პოლიციელი მოიქცეოდა, ოთა-
ხს თვალი შეავლო, თუმცა ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების გარდა,

339
ღირსშესანიშნავი ვერაფერი დაინახა – ვერც ფოტოები და ვერც სხვა
ისეთი რამ, რაც ყურადღებას მიიქცევდა.
შემდეგ, ის ლერწმის პატარა სავარძელ-საქანელაში ჩაეკვეხა ისე,
რომ მისი დიდი საჯდომი ორივე მხრიდან იყო გამოშვერილი, თითები
გადააჯვარედინა და ერთმანეთთან მოსაუბრე ჭიანჭველებივით აამოძ-
რავა. საუბარი მან უემოციო ინტონაციით დაიწყო, თითქოს საკუთა-
რი აზრები თავადაც უინტერესოდ ეჩვენებოდა. შესაძლოა, სწორედ
ამან მოხიბლა ქეითი.
თავდაპირველად, ქეითმა შტერი და მორჩილი ქალის გამომეტ-
ყველება მიიღო, მაგრამ მალე ტაქტიკა შეცვალა, ყურადღებით და-
აკვირდა შერიფს და შეეცადა მისი აზრები გამოეცნო. თავად შერიფი
ქეითს თვალებში არ უყურებდა, თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ
თვალს არიდებდა. მიუხედავად ამისა, ქეითი ხვდებოდა, რომ პოლი-
ციელი მას ყურადღებით ათვალიერებდა. ისიც კი შეამჩნია, თუ რო-
გორ შეავლო თვალი შერიფმა მის ნაიარევს, თითქოს ხელით შე-
ეხოო.
– თქვენზე საქმის დაწყება სულაც არ მსურს, – თქვა მან აუღელ-
ვებლად. – უკვე საკმაო ხანია, რაც ამ თანამდებობაზე ვარ. ერთ ვა-
დასაც ჩავამთავრებ და მეყოფა. საქმე ის არის, ჩემო კარგო, რომ
თხუთმეტი წლის წინ, მსგავს შემთხვევაში, მე აუცილებლად მოვიძი-
ებდი ინფორმაციას და თქვენთვის არცთუ სასიამოვნო ფაქტებსაც
აღმოვაჩენდი.
შერიფმა პაუზა გააკეთა და ქეითს დააკვირდა, თუმცა მის გამო-
მეტყველებაში ცვლილება ვერ შეამჩნია.
– ერთი რაღაცის გარდა, მე ახლა არაფერი მაინტერესებს, – გა-
ნაგრძო მან. – მე მსურს, რომ ამ ოლქში სიწყნარე იყოს, სიწყნარე ყვე-
ლა გაგებით და რომ ხალხს მშვიდად ეძინოს. მე თქვენს მეუღლეს არ
ვიცნობ (ქეითი მიხვდა, რომ შერიფს მისი ოდნავი დაძაბულობა არ
გამოჰპარვია), თუმცა გამიგია, რომ კარგი ადამიანია. ისიც მითხრეს,
რომ საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო. – შერიფმა ქეითს თვალებში

340
შეხედა. – გაინტერესებთ, რამდენად მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული?
– დიახ.
– გამოკეთდება. მართალია მხარი სერიოზულად დაუზიანდა, მაგ-
რამ აუცილებლად გამოკეთდება. ის ჩინელი ძალიან კარგად უვლის. რა
თქმა უნდა, მარჯვენა ხელით ის სიმძიმეების აწევას კიდევ დიდი ხნის
განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ორმოცდაოთხი კალიბრი ადამი-
ანს მნიშვნელოვნად აზიანებს. სხვათა შორის, ჩინელი იმავე ღამით
რომ არ დაბრუნებულიყო, თქვენი ქმარი აუცილებლად მოკვდებოდა,
თქვენ კი ახლა ჩემთან იქნებოდით, ციხეში.
ქეითი მას სუნთქვაშეკრული უსმენდა და ამაოდ ცდილობდა ერთი
მინიშნება მაინც გამოეცნო.
– ძალიან ვწუხვარ, – თქვა მან.
შერიფს თვალებში გამოცოცხლება შეეტყო.
– აი, ეს არის პირველი შეცდომა, რომელიც თქვენ დაუშვით, – თქვა
მან. – თქვენ სრულებითაც არ წუხხართ. ვიცნობ მე თქვენნაირებს. ერთ-
ერთი მათგანი, საოლქო ციხის წინ, მოედანზე, თორმეტი წლის წინ ჩა-
მოვახრჩე. მაშინ ასეთი სასჯელი არსებობდა.
პატარა ოთახში მუქი წითელი ხის საწოლი იდგა, ასევე მარმარილოს
ხელსაბანი თავისი ნიჟარით, დოქით და პატარა სათავსოთი, რომელშიც
ღამის ქოთანი ინახებოდა, კედლებზე კი ვარდების ორნამენტები უთვა-
ლავჯერ მეორდებოდა. პატარა ოთახი საოცრად მშვიდი და ჩუმი იყო,
თითქოს შიგნიდან ჰაერი გამოტუმბესო.
შერიფი კედელზე გაკრულ სურათს მიაშტერდა. მასზე სამი ქერუბი-
მი იყო გამოსახული, უფრო სწორად, მხოლოდ მათი თავები – ხუჭუჭა
თმებით, ღია ფერის თვალებითა და მტრედის ფრთებით, რომლებიც იმ
ადგილიდან ეზრდებოდათ, სადაც, წესითა და რიგით, კისერი უნდა ჰქო-
ნოდათ. შერიფმა წარბები შეკრა.
– საროსკიპოსთვის ცოტა უცნაური სურათია, – თქვა მან.
– ჩემ მოსვლამდე დაკიდეს აქ, – უპასუხა ქეითმა და მიხვდა, რომ მი-
სი სტუმარი ახლა უკვე საქმეზე გადავიდოდა.

341
შერიფი წამოჯდა და ხელებით სავარძლის სამკლავურებს დაეყ-
რდნო. ამ დროს, მისი საჯდომი თითქოს ოდნავ დაპატარავდა.
– თქვენ ორი პატარა ბავშვი მიატოვეთ, – თქვა მან. – ორი ბიჭი. ნუ
გეშინიათ, სახლში დაბრუნებას არ მოგთხოვთ. პირიქით, ყველა-
ფერს გავაკეთებ, რომ არ დაბრუნდეთ. მე თქვენნაირებს კარგად ვიც-
ნობ. მე შემიძლია ამ ოლქიდან გაგაძევოთ, შემდეგ სხვა ოლქის შე-
რიფიც იმავეს გააკეთებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ ატლან-
ტის ოკეანეში არ გაადენთ ტყაპანს. მაგრამ, მე ამის გაკეთება არ
მსურს. სულ არ მადარდებს თქვენი ცხოვრების წესი, თუ პრობლე-
მებს არ შემიქმნით. ბოზი ბოზია და მას თავისი ადგილი აქვს.
– რას ითხოვთ ჩემგან? – ჰკითხა ქეითმა აუღელვებლად.
– აი ეს უკვე სულ სხვა საქმეა. ახლავე აგიხსნით ყველაფერს. რო-
გორც ვიცი, თქვენ სახელი და გვარი შეიცვალეთ. მე მინდა, ორივე
დაიტოვოთ და ნამდვილ სახელსა და გვარს აღარ დაუბრუნდეთ.
თქვენ თქვენი დაბადების ადგილიც გამოიგონეთ და ჯანდაბას, ჩავ-
თვალოთ, რომ სწორედ იქიდან ჩამოხვედით. რაც შეეხება აქ მუშაო-
ბის მიზეზს, თუ ოდესმე დათვერით და ენის ქავილმა შეგაწუხათ, შე-
ეცადეთ ეს მიზეზი კინგ-სითიდან მოშორებით ეძებოთ.
ქეითი იღიბემოდა და ეს სულაც არ იყო ხელოვნური ღიმილი. მას
უკვე მოსწონდა შერიფი და სჯეროდა კიდეც მისი.
– კიდევ ერთი რაღაცა მაინტერესებს, – განაგრძო შერიფმა. –
კინგ-სითის მახლობლად ბევრ ადამიანს იცნობთ?
– არა.
– საქსოვი ჩხირის შესახებაც მომახსენეს. შეიძლება ვინმე, ვისაც
თქვენ იცნობთ, აქ მოვიდეს. ეს თქვენი თმის ნამდვილი ფერია?
– დიახ.
– იქნებ შავად შეიღებოთ. სახეს მნიშვნელობა არ აქვს. ბევრი
ადამიანი ჰგავს ერთმანეთს და ამას ყურადღებას არ მიაქცევენ.
– ამაზე რა ვქნათ? – ჰკითხა ქეითმა და თითი შუბლზე მიიდო.

342
– ეს, უბრალოდ, ის იყოს... რა ჰქვია იმას... სიტყვა დამავიწყდა. ამ დი-
ლით მახსოვდა ეს ოხერი...
– დამთხვევა?
– ჰო, დამთხვევა.
ამით, როგორც ჩანს, საუბარი დასრულდა. შერიფმა ჯიბიდან თამბა-
ქო ამოიღო, ქაღალდში შეახვია და დაგრეხილი, უსწორმასწორო სიგა-
რეტი პირში ჩაიდო. შემდეგ, მან ასანთს გაჰკრა და მოლურჯო ალის გაყ-
ვითლებას დაელოდა. სიგარეტს რომ მოუკიდა, ქეითმა მას შეკითხვა
დაუსვა.
– თქვენი პირობა მუქარას არ შეიცავს? ანუ, რას გააკეთებთ, თუ მე...
– არა, არ შეიცავს, – უპასუხა შერიფმა. – თუმცა, საჭიროების შემთხვე-
ვაში, შემიძლია ძალიან არასასიამოვნო რამ მოვიფიქრო. ვინც არ უნდა
იყოთ თქვენ, რაც არ უნდა გააკეთოთ ან თქვათ, ჩემთვის მთავარია, რომ
მისტერ ტრასკს და ბავშვებს არაფერი ავნოთ. წარმოიდგინეთ, რომ მი-
სის ტრასკი მოკვდა, თქვენ კი სრულებით სხვა ადამიანი ხართ. ასეთ შემ-
თხვევაში, მე და თქვენს შორის პრობლემები არ შეიქმნება.
ის ადგა და კარისკენ გაემართა, შემდეგ კი ისევ ქეითისკენ შებრუნდა.
– მე ერთი ვაჟიშვილი მყავს. წელს ოცი წლის გახდება. მაღალი და
სიმპათიური ბიჭია. ცხვირი აქვს გატეხილი. ყველას მოსწონს. მე არ
მსურს, რომ ის აქ მოვიდეს. ფეისაც ვეტყვი და თქვენც იცოდეთ. ჯენის-
თან იაროს. თუ აქ მოვიდა, უთხარით, რომ ჯენისთან წავიდეს, – თქვა
მან, ოთახიდან გავიდა და კარი დახურა.
ქეითმა ფრჩხილებზე დაიხედა და გაიღიმა.
-4-
ფეი სავარძელზე შემოტრიალდა, ნიგვზიან პანოჩას მისწვდა და
ტკბილეულით სავსე პირით გააგრძელა საუბარი. „ამას, მე მგონი, აზრე-
ბის კითხვა შეუძლია“, – გაიფიქრა ქეითმა, როდესაც ფეის ნათქვამი მო-
ისმინა:

343
– მაინც არ მომწონს. ადრეც გითხარი და ახლაც გეუბნები, რომ
ქერა თმა გაცილებით გიხდება. აზრზე არა ვარ, რამ მოგაფიქრა შა-
ვად შეღებვა. შენ ღია ფერის კანი გაქვს.
ქეითმა თმის ერთი პატარა ღერო ცერა და საჩვენებელი თითების
ფრჩხილებით დაიჭირა და ოდნავ წინ გამოსწია. ის ძალიან ჭკვიანი იყო
და მსოფლიოში საუკეთესო ტყუილი მოიფიქრა – სიმართლე.
– არ მინდოდა მეთქვა, – უთხრა მან ფეის. – მეშინია, რომ ვინმე
მიცნობს და ამით ერთ ადამიანს ვავნებ.
ფეი სავარძლიდან წამოდგა, ქეითთან მივიდა და აკოცა მას.
– რა არაჩვეულებრივი ბავშვი ხარ, – თქვა მან. – მზრუნველი და
კეთილი.
– მოდი ჩაი დავლიოთ. ახლავე შემოვიტან, – თქვა ქეითმა, ოთა-
ხიდან გავიდა და სანამ სამზარეულომდე მივიდოდა, ლოყა თითე-
ბით მოიწმინდა.
ამასობაში კი, ფეიმ პანოჩას კიდევ ერთი ნაჭერი აიღო და რომ
ჩაკბიჩა, კაკლის ნაჭუჭის პატარა ნატეხი პირდაპირ გამოხრულ
კბილში, შიგ ნერვში შეერჭო. ტკივილმა ისეთი სიძლიერით იფეთქა,
რომ ფეის ცივმა ოფლმა დაასხა. როდესაც ქეითი ლანგარზე დად-
გმული ჩაიდნითა და ჭიქებით დაბრუნდა, ფეი ლამის კრუნჩხვებში
იყო ჩავარდნილი და საკუთარი ხელით ცდილობდა კბილიდან ნატე-
ხის ამოღებას.
– რა მოგივიდა?! – წამოიყვირა ქეითმა.
– კბილი... ნაჭუჭი...
– მაჩვენე, გააღე პირი და თითი დაადე. რომელი კბილია?
ქეითმა ფეის პირში ჩახედა, შემდეგ მაგიდაზე მდგარი ვაზიდან
კაკლის გასარჩევი პატარა სადგისი აიღო და თვალის დახამხამებაში
ამოაძრო ნაჭუჭი.
– აი, აქ არის, – უთხრა მან ფეის და ხელის გულზე დაგდებული
პატარა ნატეხი აჩვენა მას.
ნერვი დამშვიდდა და ტკივილიც საგრძნობლად შესუსტდა.

344
– ასეთი პატარაა? – გაუკვირდა ფეის. – მე უზარმაზარი მეგონა. მო-
მისმინე, ჩემო კარგო, ახლა მეორე უჯრა გამოაღე და წამლებს ნახავ.
ტკივილგამაყუჩებელი და ბამბა უნდა იყოს მანდვე. ბამბის პატარა ნაჭე-
რი უნდა დაასველო წამალში და კბილში ჩამიდო. შეძლებ?
ქეითმა წამალში დასველებული ბამბის პატარა ბურთულა ფეის
კბილში ჩაუდო და იმავე სადგისით ოდნავ მიაწვა.
– ამოსაღები გაქვს.
– ვიცი, ამოვიღებ.
– მე სამი კბილი მაკლია აქეთა მხარეს.
– სრულებით არ გეტყობა. მთელი სხეული მიკანკალებს. „პინკჰემი“
მომაწოდე, თუ შეიძლება.
ფეიმ მცენარეული ნაყენი დალია და შვებით ამოისუნთქა.
– რა არაჩვეულებრივი წამალია, – თქვა მან. – ვინც ეს გამოიგონა, ნამ-
დვილი წმინდანია.

თავი მეოცე
-1-
თბილი და სასიამოვნო საღამო იდგა. ვარდისფრად განათებული
ფრემონ-პიკის თავზე მზე ჩადიოდა და ფეი ამას საკუთარი ფანჯრიდან
ხედავდა. კასტროვილის ქუჩიდან ზანზალაკების საამური ხმა ისმოდა –
რვა ცხენისგან შემდგარი გუნდი მარცვლეულით იყო დატვირთული და
ხევისკენ ეშვებოდა. სამზარეულოში, მზარეული ქვაბებს ებრძოდა. კე-
დელზე ხახუნის ხმა გაისმა, შემდეგ კი კარზე ვიღაცამ მორიდებულად
დააკაკუნა.
– შემოდი, შუშისთვალა, – დაიძახა ფეიმ.
კარი რომ გაიღო, ოთახში ტანმორჩილი ბრმა პიანისტი ბარბაცით
შემოვიდა. თავდაპირველად, ის გაუნძრევლად იდგა და ფეისგან რაიმე
სახის მინიშნებას ელოდა, რათა გაერკვია, რომელ მხარეს მიტრიალე-
ბულიყო.
– რამ შეგაწუხა, – ჰკითხა ფეიმ.
345
– ცუდად ვარ, მის ფეი. მინდა, რომ საწოლში ვიწვე და დღეს სა-
ერთოდ არ დავუკრა.
– წინა კვირას ორჯერ გამომიცხადე იგივე, შუშისთვალა. რა ხდე-
ბა? არ მოგწონს ეს სამუშაო?
– ცუდად ვარ.
– კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ საკუთარ თავს აუცილებლად უნდა მი-
ხედო.
– იქნებ ოპიუმისთვის თავი დაგენებებინა, შუშისთვალა. ცოტა
ხნით მაინც, – ჩაილაპარაკა ქეითმა ხმადაბლა.
– მის ქეით, არ ვიცოდი, თქვენც თუ აქ იყავით. ბოლო დროს არ
მომიწევია.
– მოგიწევია.
– დიახ, მის ქეით, უსათუოდ დავანებებ თავს. ცუდად ვარ, – თქვა
პიანისტმა, ოთახიდან გავიდა, კედელს ხელი მიადო და კიბეებს ჩა-
უყვა.
– თავი დავანებეო, ცოტა ხნის წინ მითხრა, – თქვა ფეიმ.
– არ დაუნებებია.
– საცოდავი. სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ცხოვრებაში?
ქეითი ფეის მიუახლოვდა.
– როგორი კეთილი ხარ, – თქვა მან. – ყველას ენდობი, ყველასი
გჯერა. ცოტა ყურადღებით უნდა იყო, ან მე უნდა მოგაქციო ყურად-
ღება, თორემ ერთ მშვენიერ დღეს ვიღაცა აუცილებლად გაგძარ-
ცვავს.
– ვის უნდა სურდეს ჩემი გაძარცვა?
ქეითმა ფეის მხარზე ხელი დაადო.
– ყველა შენსავით კარგი ვერ იქნება, – უთხრა მან.
ფეის თვალები აუცრემლიანდა. გვერდით მდგარი სკამიდან
ცხვირსახოცი აიღო, თვალები მოიწმინდა და ოდნავ ცხვირზეც მოის-
ვა ხელი.
– მე შენ შვილივით მიყვარხარ, ქეით.

346
– მე მგონი, მალე თავადაც დავიჯერებ, რომ შენი შვილი ვარ. საკუთა-
რი დედა საერთოდ არ მახსოვს. პატარა რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვა-
ლა.
ფეიმ ღრმად შეისუნთქა და მთავარ საკითხზე გადავიდა.
– ქეით, მე არ მომწონს, შენ რომ აქ მუშაობ.
– რატომ?
ფეიმ თავი გააქნია. მას სიტყვების პოვნა უჭირდა.
– მე სულაც არ მრცხვენია, – თქვა მან ბოლოს. – ძალიან კარგი სახლი
მაქვს. მე რომ არ ვიყო აქ, სხვა მოვიდოდა და ცუდ დაწესებულებას გა-
აკეთებდა. პრობლემებს არავის ვუქმნი.
– რატომ უნდა გრცხვენოდეს?
– ქეით, მე არ მომწონს, შენ რომ აქ მუშაობ. უბრალოდ არ მომწონს
და მორჩა. შენ ჩემი შვილი ხარ და მე არ მსურს, რომ ჩემი შვილი ამ საქ-
მით იყოს დაკავებული.
– კარგი რა, ნუ სულელობ, – უთხრა ქეითმა. – შენ ხომ მშვენივრად
იცი, რომ მე ეს სამუშაო ძალიან მჭირდებოდა. აქ თუ არა, მაშინ სადმე
სხვაგან უნდა ვიმუშაო.
– ასეთი ფული შენ არაფერში გჭირდება.
– როგორ არა? აბა, სხვაგან სად უნდა ვიშოვო?
– შენ ჩემი შვილი ხარ და შეგიძლია ჩემთან ერთად მართო ეს სახლი.
შეგიძლია მე დამეხმარო და საძინებელში საერთოდ არ იმუშაო. მე ხში-
რად ვავადმყოფობ, ხომ იცი?
– ვიცი, საყვარელო, მაგრამ ფული ძალიან მჭირდება.
– ფული იმდენი მაქვს, რომ ორივეს გვეყოფა, ქეით. მე მოგცემ იმ-
დენს, რამდენიც დაგჭირდება. ახლა რამდენსაც აკეთებ, იმაზე მეტს
მოგცემ. შენ ამას იმსახურებ.
ქეითმა სევდიანად გააქნია თავი.
– ძალიან მიყვარხარ, – უთხრა მან ფეის. – ძალიან მინდა, რომ შენი
თხოვნის შესრულება შემეძლოს, მაგრამ, შენ რომ რამე მოგივიდეს, მე-

347
რე რა უნდა ვქნა? არა, მე ამ საქმეს თავს ვერ დავანებებ. ამ საღამოს
ხუთი კლიენტი მყავს.
ფეი მოულოდნელად წამოხტა, თითქოს რაღაც საშინელი ამბავი გა-
იგოო.
– მე არ მინდა, რომ შენ აქ იმუშაო, ქეით!
– სხვანაირად არ შემიძლია, დედა.
ამ სიტყვამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა: ფეი ატირდა. ქეითი
კი სავარძლის სამკლავურზე იყო ჩამომჯდარი, ცრემლებს უმშრა-
ლებდა მას და ლოყაზე ეფერებოდა.
გარეთ უკვე საკმაოდ ბნელოდა. მუქი ფერის თმის ფონზე, ქეითის
სახე კიდევ უფრო ნათელი ჩანდა.
– აი, ასე. დამშვიდდი? მე ახლა წავალ, სამზარეულოში შევიხედავ
და მერე გამოვიცვლი.
– ქეით, არ შეგიძლია, რომ დღეს ავადმყოფობა მოიმიზეზო?
– არა, დედა, არ შემიძლია.
– ქეით, დღეს ოთხშაბათია. ღამის პირველი საათის შემდეგ ალ-
ბათ აღარავინ იქნება.
– მეტყევეები ზეიმობენ დღეს.
– ჰო, მართალია, მაგრამ ღამის ორი საათის შემდეგ აღარც ისინი
იქნებიან.
– რას უმიზნებ, პირდაპირ მითხარი.
– რომ მორჩები, ჩემს ოთახში შემოიარე. პატარა სიურპრიზი
მაქვს.
– რა სიურპრიზი?
– საიდუმლოა. სამზარეულოში რომ შეივლი, მზარეულს უთხარი,
ჩემთან შემოვიდეს.
– გასაგებია. ესე იგი ნამცხვარს მიმზადებ?
– არ ვიცი, საყვარელო. სიურპრიზია-მეთქი, ხომ გითხარი.
– რა საყვარელი ხარ, დედა, – უთხრა მას ქეითმა და აკოცა.

348
ფეის ოთახიდან რომ გავიდა, დერეფანში ცოტა ხნით შეჩერდა და
ხელი თავის პატარა ნიკაპზე მოისვა. თვალებში მას სიმშვიდე ეტყობო-
და. ცოტა ხნის შემდეგ, მან მკლავები ზემოთ ასწია, გემრიელად გაიზმო-
რა და ხელები სხეულზე, მკერდიდან ბარძაყებამდე ჩამოისვა. სამზა-
რეულოსკენ რომ დაიძრა, მის ტუჩებზე ოდნავ შესამჩმნევი ღიმილი იყო
გამოსახული.
-2-
საღამოსთვის, ფეისთან რამდენიმე მუდმივმა კლიენტმა შეიარა და
ერთი-ორი კომივოიაჟერიც გამოჩნდა, თუმცა მეტყევეები არა და არ მო-
დიოდნენ. ღამის ორ საათამდე, გოგონები პირველ სართულზე, მისა-
ღებში ისხდნენ და ამთქნარებდნენ.
მეტყევეების არგამოჩენის მიზეზი სამწუხარო ინციდენტი იყო. ზუს-
ტად იმ დროს, როდესაც დასკვნითი რიტუალი მიმდინარეობდა და შეკ-
რებილები ვახშმისთვის ემზადებოდნენ, კლერენს მონტისს გულის შე-
ტევა მოუვიდა. ის ხალიჩაზე დააწვინეს და სანამ ექიმი გამოჩნდებოდა,
შუბლზე ცივი ტილო დაადეს. ჭამის ხალისი უკვე ყველას დაკარგული
ჰქონდა. ექიმი უაილდი რომ მოვიდა, მეტყევეებმა დროშის ტარები პალ-
ტოების სახელოებში გაუყარეს და ასე შექმნეს სახელდახელო საკაცე.
სახლისკენ მიმავალ გზაზე, კლერენსი გარდაიცვალა და მეტყევეები
იძულებულები გახდნენ ექიმი კიდევ ერთხელ გამოეძახათ. მოგვიანე-
ბით, ისინი დაკრძალვის საქმეების განხილვითა და საგაზეთო ნეკრო-
ლოგის წერით იყვნენ დაკავებულნი, ამიტომ, საროსკიპოში წასვლის
არც დრო ჰქონდათ და არც სურვილი.
მეორე დღეს, როდესაც გოგონებმა მომხდარის შესახებ შეიტყვეს,
იზელის სიტყვები გაიხსენეს. ორს ათი წუთი აკლდა, როდესაც მან გაკ-
ვირვებულმა წამოიძახა:
– ღმერთო ჩემო! ასეთი სიმშვიდე აქ არასდროს ყოფილა. პიანისტი
ავად გახდა, ქეითმა ენა გადაყლაპა... პანაშვიდია თუ რა უბედურებაა?
მოგვიანებით, თავად იზელი ძალიან ამაყობდა ამ უნებლიე წინას-
წარმეტყველებით.

349
– ქეითს რაღა დაემართა? – თქვა გრეისმა. – ცუდად ხარ? ქეით-
მეთქი! ცუდად ხარ?
– რა? – მოულოდნელად გამოცოცხლდა ქეითი. – არა, რაღაცაზე ჩავ-
ფიქრდი.
– ჰო, მეც ერთი აზრი მიტრიალებს თავში: რატომ არ შეიძლება,
რომ დავიკეტოთ? მოდი, ფეის ვკითხოთ. დღეს აქ ჩინელიც კი აღარ
შემოვა. წავალ, თავად ვკითხავ.
– ფეის თავი დაანებე, – გააჩერა ქეითმა გრეისი. – ავად არის. ორ
საათზე დავიკეტებით.
– ეს საათი იტყუება, – თქვა გრეისმა. – ფეის რაღა მოუვიდა?
– მაგაზე ვფიქრობდი სწორედ. ვერ არის კარგად. ძალიან ვნერვი-
ულობ. თან, ისეთი ტიპია, სიტყვას ვერ დააცდენინებ.
– მე მგონი, მშვენივრად გამოიყურება, – თქვა გრეისმა.
– მე კი ქეითს ვეთანხმები, – ისევ მოხსნა ჯეკპოტი იზელმა. – მისი
სახის ფერი არ მომწონს. თითქოს გაფითრებულია.
– ფეისთან არ წამოგცდეთ, ამაზე რომ ვილაპარაკე, – თითქმის
ჩურჩულით თქვა ქეითმა. – არ სურს, რომ თქვენც ინერვიულოთ. რა
საყვარელია!
– ეს არის საუკეთესო საბოზაო ადგილი, სადაც კი ოდესმე მიმუ-
შავია, – თქვა გრეისმა.
– ფრთხილად იყავი, ფეიმ არ გაგიგოს, – უთხრა მას ელისმა.
– რა სისულელეა. შენ გგონია, არასდროს გაუგია? უარესი სიტყვე-
ბიც იცის.
– იცის, მაგრამ მათი მოსმენა არ უყვარს. ჩვენგან განსაკუთრე-
ბით.
– დღეს რა მოხდა, არ გაინტერესებთ? – თქვა ქეითმა. – ჩაის
ვსვამდით ერთად და უცბად გული წაუვიდა. ექიმმა რომ გასინჯოს,
ცუდი არ იქნება.
– არა, მისი სახის ფერი აშკარად არ მომწონს, – გაიმეორა იზელ-
მა. – ეს საათი იტყუება. ოღონდ, გარბის თუ ჩამორჩება, არ მახსოვს.

350
– წადით, დაიძინეთ ყველამ, – თქვა ქეითმა. – მე ჩავკეტავ კარებს.
მისაღები რომ დაცარიელდა, ქეითი თავის ოთახში შევიდა და
ახალთახალი კაბა ჩაიცვა, რომელშიც სულ პატარა გოგოს ჰგავდა.
შემდეგ, თმა დაივარცხნა, დაიწნა, ერთი სქელი ნაწნავი თეთრი ბაფ-
თით შეიკრა და სახეზე „ფლორიდის წყალი“ მიიპკურა. ოდნავი ყოყმა-
ნის შემდეგ, კომოდთან მივიდა, ზედა უჯრა გახსნა და ოქროს საათი
ამოიღო. მასზე ზამბახის ფორმის ქინძისთავი იყო ჩამოკიდებული. ქე-
ითმა საათი ცხვირსახოცში გაახვია და ოთახიდან გავიდა.
დერეფანი ჩაბნელებული იყო. მხოლოდ ფეის კარის ქვეშიდან გა-
მოსჭვიოდა სინათლის წვრილი ხაზი. ქეითმა ჩუმად დააკაკუნა.
– ვინ არის? – გაისმა ფეის ხმა.
– ქეითი ვარ.
– ჯერ არ შემოხვიდე. მანდ იდექი და დაგიძახებ.
ქეითს ოთახიდან უცნაური ხმები შემოესმა, შემდეგ კი ფეიმ დაიძახა:
– მზად ვარ. შემოდი.
ოთახი მთლიანად იყო შეცვლილი. კუთხეებში, ბამბუკის ჯოხებზე,
იაპონური სანთლებიანი ლამფები ეკიდა, ჭერიდან კედლებამდე კი წი-
თელი ქაღალდის ლენტები იყო ჩამოშვებული, რაც კარვის ასოციაციას
ქმნიდა. ოთახის შუაგულში, მაგიდაზე, სანთლებით მორთული დიდი
თეთრი ტორტი და შოკოლადით სავსე პატარა ყუთი იდო. ფეის არც და-
სალევი დავიწყნია. ყინულით სავსე პატარა კალათიდან შამპანურის
ბოთლის თავი მოჩანდა. თავად ფეის თავისი საუკეთესო კაბა ეცვა. მას
თვალები უბრწყინავდა.
– რა ხდება აქ?! – წამოიძახა ქეითმა. – წვეულებაა?
– რატომაც არა? ეს არის წვეულება ჩემი შვილის პატივსამად.
– ჩემი დაბადების დღეა?
– გარკვეულწილად, ასეც შეიძლება ითქვას.
– არ ვიცი, რას გულისხმობ. სხვათა შორის, მე შენ საჩუქარი მოგიტა-
ნე, – თქვა ქეითმა და ფეის მუხლებზე ცხვირსახოცში შეხვეული საათი
დაუდო. – გახსენი, ოღონდ ფრთხილად.

351
– ღმერთო! – აღმოხდა ფეის, საათს რომ შეხედა. – ჩემო საყვარე-
ლო, გაგიჟდი? მე ამ საჩუქარს ვერ მივიღებ.
მან ჯერ ციფერბლატს შეხედა, შემდეგ კი საათის უკანა მხარეზე
ამოტვიფრული წარწერა შეამჩნია: „საჩუქრად უსაყვარლეს ქ.-ს ა.-
სგან“.
– ეს დედაჩემის საათი იყო, – თქვა ქეითმა ნაზი ხმით. – მე მინდა,
რომ ახლა ის ჩემმა ახალმა დედამ ატაროს.
– ჩემო საყვარელო, ჩემო საყვარელო.
– დედა ბედნიერი იქნებოდა.
– ჰო, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ ეს წვეულება ჩემი იდეა იყო.
ამიტომ, საჩუქარი მეც მოგიმზადე. ამას ჩემებურად გავაკეთებ. მო-
დი, ახლა შენ ღვინო გახსენი, მე კი ტორტს დავჭრი. მინდა, რომ ყვე-
ლაფერი საზეიმოდ მოხდეს.
რამდენიმე წუთში, როდესაც ყველაფერი მზად იყო, ფეი მაგიდას
მიუჯდა და ჭიქა ასწია.
– ჩემს ახალ შვილს გაუმარჯოს. ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვ-
რება გქონოდეს.
ეს სადღეგრძელო რომ დალიეს, შემდეგი ქეითმა წარმოთქვა:
– შენ გაგიმარჯოს, დედა.
– გაჩერდი, თორემ ისევ ავტირდები. აი იქ, კომოდზე, წითელი
ხის პატარა ზარდახშა დევს. აიღე და მოიტანე. აი ასე. ახლა მაგიდა-
ზე დადე და გახსენი.
ზარდახშიდან ქეითმა დახვეული და წითელი ლენტით შეკრული
პატარა ფურცელი ამოიღო.
– ეს რა არის? – იკითხა მან.
– საჩუქარია. გახსენი და წაიკითხე.
ქეითმა ფრთხილად გახსნა წითელი ლენტი და ფურცელიც გა-შა-
ლა. მკრთალ და ელეგანტურ წარწერას ფეის ავტოგრაფი ამშვენებ-
და და მოწმის სახით მას მზარეულიც აწერდა ხელს.

352
„მთელ ჩემს ქონებას, გამონაკლისის გარეშე, ვუანდერძებ ქეით ოლ-
ბის, რამეთუ მას საკუთარ შვილად ვთვლი“.
ყველაფერი მარტივად, უშეცდომოდ და იურიდიულად გამართუ-
ლად იყო შესრულებული. ქეითმა წინადადება სამჯერ გადაიკითხა,
თარიღს დახედა და მზარეულის ხელმოწერაც შეისწავლა. ფეი სუნ-
თქვაშეკრული იჯდა და, როდესაც ქეითი ნაწერს კითხულობდა, მისი ტუ-
ჩები სიტყვებს უხმოდ იმეორებდა.
ქეითმა ფურცელი ისევ დაახვია, წითელი ლენტით შეკრა ის, ზარ-
დახშაში ჩადო და მაგიდას უხმოდ მიუჯდა.
– არ გიხარია?
ქეითი ფეის პირდაპირ თვალებში უყურებდა და ცდილობდა მის
ტვინში შეეღწია.
– ვცდილობ თავი შევიკავო, დედა, – უპასუხა მან. – ვერც კი წარმო-
ვიდგენდი, ასეთი კეთილი ადამიანი თუ არსებობდა დედამიწაზე. ახლა
ლაპარაკი თუ დავიწყე ან შენთან ახლოს მოვედი, ნამდვილად ავტირ-
დები.
ყველაფერი ეს გაცილებით უფრო დრამატული იყო, ვიდრე ფეის
წარმოედგინა – მშვიდი და ამავე დროს საოცრად დამუხტული.
– სასაცილო საჩუქარია, არა? – ჰკითხა მან ქეითს.
– სასაცილო? სულაც არა.
– არა, მე ის ვიგულისხმე, რომ ანდერძი უცნაური საჩუქარია. შენ ახ-
ლა უკვე ჩემი ნამდვილი შვილი ხარ და შემიძლია ყველაფერი გითხრა.
მე... არა, ჩვენ – მე და შენ, ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდების სა-
ხით სამოცი ათას დოლარზე მეტი გვაქვს. უჯრაში საბანკო ანგარიშები
და სეიფის ნომრები მაქვს შენახული. საკრამენტოს სახლი ძალიან კარგ
ფასად გავყიდე. რატომ ხარ ჩუმად, საყვარელო? რამეზე ნერვიულობ?
– „ანდერძი“ ცუდად ჟღერს. თითქოს სიკვდილი მოახლოვდაო.
– ადრე თუ გვიან, ყველა კვდება, ქეით.
– ვიცი, დედა, – თქვა ქეითმა და სევდიანად გაიღიმა. – უბრალოდ,
ვიფიქრე, რომ მთელი შენი ნათესაობა მოვარდება აქ და ყველაფერს გა-

353
აკეთებს, რომ ეს საბუთი უკანონოდ გამოცხადდეს. არ შეიძლება ასე-
თი ანდერძის დაწერა.
– ჩემო ლამაზო, აი თურმე რაზე ნერვიულობ. მე არავინ მყავს. ნათე-
სავების შესახებ არაფერი ვიცი და რომც არსებობდეს ვინმე, საიდან
უნდა გაიგოს ჩემი ანდერძის შესახებ? შენ გგონია, რომ საიდუმლო
მხოლოდ შენ გაქვს? შენ ფიქრობ, რომ მე აქ ჩემი ნამდვილი სახელი-
თა და გვარით ვცხოვრობ?
ქეითი მას თვალს არ აშორებდა.
– ქეით! – წამოიძახა ბოლოს ფეიმ. – ჩვენ დღეს ზეიმი გვაქვს! ნუ
ზიხარ ასე, გამხიარულდი.
ქეითი ადგა, ფრთხილად გააჩოჩა მაგიდა გვერდით და იატაკზე
დაჯდა. თავი მან ფეის კალთაზე დადო და მის კაბაზე ოქროსფერი
ძაფით ამოქარგულ ფოთლებს თავისი თხელი თითები გადაუსვა.
ფეი კი მას ლოყაზე, თმაზე და უცნაური ფორმის ყურებზე ეფერებო-
და, შემდეგ კი მის ნაიარევსაც ფრთხილად შეეხო.
– ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ, – თქვა ქეითმა.
– ჩემო საყვარელო, მეც ძალიან ბედნიერი ვარ. გაცილებით უფ-
რო ბედნიერი, ვიდრე ოდესმე. ახლა მარტოსულად თავს აღარ
ვგრძნობ. ვიცი, რომ არაფერი მემუქრება.
ქეითი ოქროს ძაფს ნაზად ეფერებოდა. რამდენიმე წუთი ის-
ხდნენ ასე, შემდეგ კი ფეი ისევ წამოხტა.
– ქეით, – თქვა მან. – ჩვენ ისევ დაგვავიწყდა ზეიმი რომ გვაქვს.
შეავსე ჭიქები და ცოტა ვიმხიარულოთ.
– რაში გვჭირდება ღვინო, დედა? – თქვა ქეითმა მორიდებულად.
– როგორ თუ რაში? ცოტა დავლიოთ, არ გინდა? ცოტა კი არა, კარ-
გად უნდა დავლიო დღეს. რაც კი ორგანიზმში შხამია, ყველაფერი გა-
რეთ გამოვა. შენ რა, შამპანური არ გიყვარს?
– ბევრი არასდროს დამილევია. ცუდად მოქმედებს ჩემზე.
– რა სისულელეა. მიდი, ჩამოასხი.
ქეითი ადგა და ჭიქები შეავსო.

354
– ახლა კი დალიე. მიდი, გიყურებ. აბა მარტო მე ხომ არ დავთვრები.
შენ რა, გინდა ფხიზელი იჯდე და უყურო, როგორ გამოშტერდება ეს ბე-
ბერი ქალი?
– შენ არ ხარ ბებერი, დედა.
– მორჩი ლაპარაკს და დალიე. ხელსაც არ ვახლებ ჩემს ჭიქას, სანამ
შენი არ დაიცლება.
ფეი დაელოდა, სანამ ქეითი ბოლომდე დალევდა, შემდეგ კი თავა-
დაც დაცალა ჭიქა.
– ღმერთო, რა კარგია, – თქვა მან. – ერთიც შეავსე. მიდი, მიდი, ბო-
ლომდე გავერთოთ. ორი-სამი ჭიქის შემდეგ, არასასიამოვნო ფიქრებიც
გაიფანტება.
ქეითი მთელი თავისი სხეულით გრძნობდა ხიფათს. მას ძალიან
კარგად ახსოვდა ის, რაც ადრე მოხდა და შეშინებული იყო.
– მიდი, ერთიც დაცალე, – არ ეშვებოდა მას ფეი. – აი ასე. ხომ კარგია?
შეავსე კიდევ.
მეორე ჭიქის შემდეგ, ქეითი თვალის დახამხამებაში შეიცვალა. მისი
შიში სადღაც აორთქლდა. მას სწორედ ამის არიდება სურდა თავიდან,
მაგრამ ახლა უკვე გვიან იყო. ღვინომ მისი ოფლით ნაშენი კედლები და
დამცავი ღობეები მთლიანად დაანგრია. ახლა მას უკვე აღარაფერი
ანაღვლებდა. ქეითს ისიც კი დაავიწყდა, როგორ უნდა დაეფარა საკუთა-
რი ფიქრები. მისი ხმა ცივი გახდა, პირი კი ვიწრო და თხელ ხვრელად
გადაიქცა. დავიწროვდა მისი ფართოდ განლაგებული თვალებიც და
მათში ირონიამ დაისადგურა.
– ახლა შენ დალიე, დედა, მე კი გიყურებ. აი ასე. თუ გინდა, სანაძლე-
ოს დავდებ, რომ მიყოლებით ორ ჭიქასაც კი ვერ დაცლი
– ნუ მენიძლავები, ქეით. წააგებ. ექვსი ჭიქა შემიძლია დავლიო მი-
ყოლებით.
– დამიმტკიცე.
– კარგი, ოღონდ მერე შენც იმავეს გააკეთებ.
– შევთანხმდით.

355
შეჯიბრი დაიწყო და ცოტა ხანში, მაგიდაზე ღვინის დიდი ლაქა
გაჩნდა, ბოთლი კი ნელ-ნელა იცლებოდა.
– პატარა გოგო რომ ვიყავი... – დაიწყო ფეიმ და ჩაიცინა. – ისეთი ის-
ტორიები შემიძლია მოგიყვე, რომ გაოგნებული დარჩები.
– ჩემს ისტორიებს კი საერთოდ ვერავინ დაიჯერებს, – უთხრა ქე-
ითმა.
– შენ? ნუ სულელობ. შენ ჯერ ბავშვი ხარ.
– ბავშვი? ასეთი ბავშვი შენ არასდროს შეგხვედრია, – უპასუხა ქე-
ითმა და გადაიხარხარა. – ბავშვი... ჰო, ბავშვი.
მისმა გამჭოლმა და მჭახე სიცილმა ფეის დაბინდული გონება
გაჭრა. მან ქეითს ყურადღებით შეხედა.
– უცნაურად გამოიყურები, – თქვა მან. – ალბათ ლამფის შუქის
ბრალია. სხვანაირი ჩანხარ.
– ვჩანვარ კი არა, მართლა სხვანაირი ვარ.
– „დედა“ დამიძახე, საყვარელო.
– დედა, საყვარელო.
– ქეით, ჩვენ არაჩვეულებრივი ცხოვრება გვექნება.
– აბა რა. შენც არც კი იცი, ვერც კი წარმოგიდგენია.
– ყოველთვის მინდოდა ევროპის ნახვა. გემზე დავსხდებით, პა-
რიზში ჩავალთ და იქაურ მაღაზიებში ვივლით – იქაურ ტანისამოსს
ვიყიდით.
– ჰო, შესაძლოა ასეც მოვიქცეთ, მაგრამ ჯერ არა.
– რატომ? მე ხომ ბევრი ფული მაქვს.
– უფრო მეტი გვექნება.
ფეი ხვეწნაზე გადავიდა.
– მოდი ახლავე წავიდეთ. სახლს გავყიდით და თავის ბიზნესია-
ნად ათი ათას დოლარს მაინც გადაგვიხდიან.
– არა.
– რას ნიშნავს „არა“? ეს ჩემი სახლია და როცა მინდა, მაშინ გავ-
ყიდი.

356
– შენ რა, დაგავიწყდა, მე რომ შენი შვილი ვარ?
– ქეით, არ მომწონს შენი საუბრის მანერა. რა გემართება? ღვინო
კიდევ დარჩა?
– რა თქმა უნდა. აი, შეხედე ბოთლს. კიდევ არის ცოტა. მიდი, პირდა-
პირ ყელიდან დაურტყი. აი, ასე. მიდი, გადაისხი მკერდზე, კორსეტის
ქვეშ ჩაიღვარე, დედი. სქელი ღიპუცები დაისველე, მიდი!
ფეი შეცბა.
– ქეით, ნუ უხეშობ, – თქვა მან. – რა კარგად ვიყავით ერთად. რატომ
აფუჭებ ყველაფერს?
ქეითმა მას ბოთლი ხელიდან გამოგლიჯა.
– მომეცი აქ, – თქვა მან, ღვინო ბოლომდე ჩაცალა და ბოთლი იატაკ-
ზე დააგდო.
ახლა მას უკვე უხეში გამომეტყველება ჰქონდა, მისი თვალები მუქა-
რისშემცველად ანათებდა, პატარა პირიდან კი ბასრი კბილები მოჩან-
და. მან ოდნავ ჩაიცინა.
– დედა, ძვირფასო... დედა, მე შენ გასწავლი, როგორ უნდა მართო
საროსკიპო. ჩვენ ჭკუას ვასწავლით ამ პატარა ჭიაყელებს, აქ რომ მოდი-
ან და ერთ დოლარად იკმაყოფილებენ მოთხოვნილებებს. ჩვენ მათ ვა-
სიამოვნებთ, დედა.
– ქეით, შენ მთვრალი ხარ, – მკაცრად უთხრა ფეიმ. – რაზე ლაპარა-
კობ, არ მესმის.
– არ გესმის, დედავ, ძვირფასო? გინდა აგიხსნა?
– მე მინდა, რომ შენ ისეთი იყო, როგორიც ყოველთვის იყავი.
– მართლა? უკვე გვიან რომ არის, რა ვქნათ? მე არ მინდოდა დალევა.
შენ დამაძალე, შე გასიებულო ჭიაყელავ. მე შენი საყვარელი და ძვირფა-
სი შვილი ვარ, ხომ გახსოვს? ისიც ხომ გახსოვს, როგორი გაკვირვებული
იყავი, მუდმივი კლიენტები მყავს-მეთქი, რომ გითხარი? შენ გგონია, მე
მათზე უარს ვიტყვი? შენ გგონია, მე ისინი ერთ დოლარს მიხდიან? არა.
ისინი მე ათ დოლარს მაძლევენ და ფასი ყოველ ჯერზე მატულობს. მათ
არ სურთ სხვასთან წასვლა, რადგან ჩემი ფასი კარგად იციან.

357
ფეი ახლა უკვე პატარა ბავშვივით ტიროდა.
– ქეით, ნუ ლაპარაკობ ასე, გესმის?! ნუ იქცევი ასე! შენ ასეთი არა
ხარ!
– ძვირფასო, დედა. ჩემო ძვირფასო, მსუქანო დედა, მიდი და ჩა-
ხადე შარვალი ჩემს ნებისმიერ მუდმივ კლიენტს. შენ იქ, საზარდულ-
ზე, ჩემი ქუსლების ნაკვალევს დაინახავ – ძალიან ლამაზ და საყვა-
რელ ნაკვალევს. კიდევ დაინახავ პატარა ჭრილობებს, რომლებიდა-
ნაც სისხლი მოედინება. ჩემო ძვირფასო დედა, მე ერთი პატარა ყუ-
თი მაქვს, რომელშიც სულ ბასრი სამართებლებია შენახული.
ფეიმ თავს ძალა დაატანა და ადგომა დააპირა, მაგრამ ქეითმა
მას ხელი ჰკრა და ისევ დასვა სკამზე.
– ჰოდა, ჩემო ძვირფასო დედა, სწორედ ასე იმუშავებს ეს სახლი.
ფასი ოცი დოლარი იქნება და ის ნაბიჭვრები შხაპსაც ჩვენთან მიიღე-
ბენ. ჩვენ მათ პატარა აბრეშუმის ცხვირსახოცებით გავუწმინდავთ
ჭრილობებს, დედა – წკეპლებით მიყენებულ ჭრილობებს.
ფეი უკვე კივილზე გადავიდა. ქეითი წამსვე მასთან გაჩნდა და
პირზე ხელი ააფარა.
– ნუ ხმაურობ. აი ასე, კარგი გოგო ხარ. შეგიძლია შენი საყვარელი
ქალიშვილის ხელი დადორბლო, მაგრამ ნუ იხმაურებ.
ქეითმა ხელი ფეის კაბაზე გაიწმინდა.
– ახლავე გაეთრიე ამ სახლიდან, – ჩურჩულით უთხრა მას ფეიმ.
– ახლავე წადი. ამ სახლს კარგი სახელი აქვს და შენი სიბინძურეები
არაფერში მჭირდება. წადი აქედან.
– ვერ წავალ, დედი. როგორ დაგტოვო მარტო? არადა, მომბეზ-
რდი უკვე! დამღალე! – თქვა ქეითმა, კომოდთან მივიდა, დამამშვი-
დებელი გამოიღო და ჭიქაში ჩაასხა. ნახევრამდე რომ გაავსო, ისევ
ფეისთან მიტრიალდა. – დალიე, დედა. მოგიხდება.
– არ მინდა.
– ნუ ჯიუტობ, მიდი დალიე, – ქეითმა ფეის წამალი ძალით ჩაასხა
პირში. – კიდევ ერთი ყლუპიც და მორჩა, აი ასე.

358
რამდენიმე წამი, ფეი რაღაცას ბუტბუტებდა, შემდეგ კი ძალა გამო-
ელია, დაიძინა და ხვრინვა ამოუშვა.
-3-
ქეითის ტვინში უსიამოვნო შეგრძნებამ ნელ-ნელა შეაღწია, შემდეგ
კი ეს გრძნობა პანიკაში გადაიზარდა. მას კარგად ახსოვდა, რა მოხდა
ადრე, მისტერ ედვარდსთან ერთად ყოფნისას, ამიტომ, შიშისგან თავ-
ბრუ ესხმოდა. მან ხელები ერთმანეთს მაგრად მოუჭირა, მაგრამ პანიკა
სულ უფრო მატულობდა. ქეითმა სანთელი აანთო და ბნელი დერეფნის
გავლით, ბარბაცით გაემართა სამზარეულოსკენ. იქ მან მშრალი მდოგ-
ვი ჭიქაში ჩაყარა, წყალი დაასხა და საკმაოდ სქელი ნარევი რომ მიიღო,
ერთბაშად დალია. ხელებით ის ნიჟარის კიდეებზე იყო ჩაბღაუჭებული.
ყელი, საყლაპავი მილი და კუჭი საშინლად ეწვოდა. რამდენჯერმე რომ
ამოაღებინა, ტანში სისუსტე იგრძნო. გულიც ძლიერად უცემდა. სიმ-
თვრალემ უკვე გადაუარა და ქეითს გონება გაუნათდა.
წინა საღამო გაიხსენა. მისი ტვინი მეძებარი ძაღლივით ყნოსავდა
თოთოეულ ფრაგმენტს. ქეითმა პირი დაიბანა, ნიჟარა გარეცხა და მშრა-
ლი მდოგვი თაროზე დააბრუნა. ამის შემდეგ, ის ფეის ოთახში დაბრუნ-
და.
უკვე თენდებოდა და ოდნავ განათებულ ცაზე ფრემონ-პიკი შავად
მოჩანდა. ფეი ისევ თავის სავარძელში იჯდა და ხვრინავდა. ქეითმა მას
რამდენიმე წუთი უყურა, შემდეგ კი მისი საწოლი გაამზადა, თითქმის
უსიცოცხლო, საკმაოდ მძიმე სხეული დიდი გაჭირვებით გადაათრია
ლოგინში, ტანსაცმელი გახადა და სახე გაუწმინდა.
ამასობაში, კიდევ უფრო გათენდა. ქეითი საწოლის კიდეზე იჯდა და
ფეის უყურებდა, რომელსაც პირი ღია დარჩენოდა და ხმამაღლა სუნ-
თქავდა.
უცბად, ფეიმ უცნაური მოძრაობა გააკეთა, რამდენიმე რთულად გა-
სარჩევი სიტყვა წარმოთქვა და ისევ დაიძინა.
ქეითს თვალებში გამოცოცხლება შეეტყო. მან კომოდის ერთ-ერთი
უჯრა გახსნა და წამლების თვალიერება დაიწყო – დამამშვიდებელი, გა-

359
მაყუჩებელი, „ლიდია პინკჰემი“, მატონიზირებელი, „ჰოლის ბალზა-
მი“, მწარე მარილი, ნიშადურის სპირტი. სწორედ ეს უკანასკნელი აი-
ღო და საწოლთან მიიტანა, შემდეგ ცხვირსახოცი დაასველა, ოდნავ
უკან გადაიხარა და ფეის ცხვირზე მიადო.
მახრჩობელა, მკვეთრმა სუნმა ფეი ერთბაშად წამოახტუნა. ის
ფართხალებდა, ქშინავდა და თვალები დაჭყეტილი ჰქონდა, თუმცა
ისევ ძილ-ბურანში იყო
– არა უშავს, დედა, არა უშავს, – თქვა ქეითმა. – ეს, უბრალოდ, ცუ-
დი სიზმარი იყო.
– ჰო, სიზმარი, – ჩაილაპარაკა ფეიმ, მაგრამ, ძილი რომ ისევ მო-
ერია, დაწვა და ხვრინვა ამოუშვა. მიუხედავად ამისა, ნიშადურმა თა-
ვისი მაინც გააკეთა. ახლა ფეი ნახევრად ფხიზელი იყო და ვერ ისვე-
ნებდა.
ქეითმა წამალი უჯრაში დააბრუნა, შემდეგ მაგიდა მიალაგა, დაღ-
ვრილი ღვინო აწმინდა და ჭიქები სამზარეულოში გაიტანა.
სახლში ჯერ კიდევ სიბნელე იყო, თუმცა დარაბების კიდეებიდან
სინათლის მკრთალი სხივები აღწევდა. სამზარეულოს გვერდით მი-
შენებულ სათავსოში, მზარეული წამომჯდარიყო და შარვალს იცვამ-
და.
ქეითი მშვიდად და აუღელვებლად მოძრაობდა. მან ორი ჭიქა
წყალი დალია, კიდევ ერთი აავსო, ოთახში დაბრუნდა და კარი დაკე-
ტა. მერე, ფეის ერთი ქუთუთო აუწია და გუგა შეუმოწმა. თვალი გა-
დატრიალებული არ იყო. ქეითი ნელა მოქმედებდა და ცდილობდა
არაფერი გამორჩენოდა. მან ცხვირსახოცი აიღო და დაყნოსა. ნიშა-
დურის სპირტი უკვე აორთქლებული იყო, თუმცა მკვეთრი სუნი მაინც
იგრძნობოდა. ცხვირსახოცი მან ფრთხილად დაადო ფეის სახეზე.
ფეი კვლავ ამოძრავდა და გაღვიძება დააპირა, ქეითმა კი ცხვირსა-
ხოცი ისევ მოაშორა და დაძინება აცადა. ეს მან სამჯერ გაიმეორა.
შემდეგ, ცხვირსახოცი გვერდით გადადო, ისევ მივიდა კომოდთან და
უჯრიდან სპილოს ძვლისგან დამზადებული საქსოვი ჩხირი ამოიღო.

360
საწოლთან რომ დაბრუნდა, ფეის საბანი გადახადა, ჩხირის ბლაგვი
მხრით მის მკერდს დააწვა და ძალას ნელ-ნელა მოუმატა, სანამ ფე-
იმ კვნესა არ დაიწყო. შემდეგ, ქეითმა სხეულის სხვა მგრძნობიარე
ადგილებიც მოსინჯა – იღლია, საზარდული, ყური, კლიტორი და
თან ყოველ ჯერზე ცდილობდა, ფეი ბოლომდე არ გამოფხიზლებული-
ყო.
ახლა, ფეი თითქმის გამოსული იყო ძილ-ბურანიდან – კვნესოდა,
ქშინავდა და ხელებს ამოძრავებდა. ქეითი მას შუბლზე შეეხო, შემდეგ
ხელებზე მოეფერა და ყურში ჩასჩურჩულა.
– ჩემო საყვარელო. ცუდი სიზმარი ნახე? გაიღვიძე, დედა. გამოდი
მაგ სიზმრიდან.
ფეი უკვე თანაბრად სუნთქავდა. მან ძლიერად ამოიოხრა, გვერდით
გადატრიალდა და ისევ დაიძინა.
ქეითი საწოლის გვერდით იდგა და გრძნობდა, რომ თავბრუ საშინ-
ლად ეხვეოდა. მან თავი ხელში აიყვანა, კარებთან მივიდა და გაირინდა.
როდესაც დარწმუნდა, დერეფანში არავინ არისო, ჩუმად გავიდა და თა-
ვის ოთახში შეიპარა. ამის შემდეგ, სწრაფად გაიხადა კაბა, ღამის პერან-
გი და ჩუსტები ჩაიცვა, თმები აიჩეჩა, სახეზე „ფლორიდის წყალი“ მიიპ-
კურა და ფეისთან დაბრუნდა.
ფეი ისევ გვერდით იყო გადატრიალებული და მშვიდად ეძინა. ქეით-
მა კარი გააღო, შემდეგ ჭიქა აიღო და ფეის ყურზე ცივი წყალი დაასხა.
ფეიმ რამდენჯერმე წამოიკივლა. იზელმა თავისი ოთახიდან შეშინე-
ბულმა გამოიხედა და დაინახა, რომ ფეის ოთახთან მდგარ ქეითს მზა-
რეული აკავებდა.
– არ შეხვიდეთ, მის ქეით, არ შეხვიდეთ. ვინ იცის, ახლა იქ რა ხდება.
– არ მაინტერესებს. ფეის უნდა დავეხმარო, – ყვიროდა ქეითი.
ის მზარეულს დაუსხლტა და ოთახში შევარდა.
– რა ხდება? რა მოხდა, საყვარელო?
– სიზმარი, სიზმარი, – ყვიროდა ფეი. – რა საშინელი სიზმარი იყო!

361
მზარეული შუა ოთახში იდგა, სამი ნახევრად მძინარე გოგონა კი
დერეფნიდან იყურებოდა.
– ცუდი სიზმარი ესიზმრა, – უთხრა ქეითმა მათ. – არა უშავს, კარგად
იქნება. თქვენ წადით, გამოიძინეთ, მე კი აქ დავრჩები. ალექს, ერთი ჩაი
მოგვიტანე.
ქეითი დაუღალავად დარბოდა წინ და უკან. ეს გოგონებმაც აღ-
ნიშნეს. ის ფეის შუბლზე ცივ ტილოს ადებდა, ჩაის დალევაში ეხმა-
რებოდა მას, ეხუტებოდა, ამშვიდებდა, პატარა ბავშვივით უვლიდა,
თუმცა ფეის თვალებიდან შიში არა და არ ქრებოდა. ათი საათი იყო,
როდესაც ოთახში ალექსი შემოვიდა, ხმა არ ამოუღია, ისე დადო ერ-
თი ქილა ლუდი კომოდზე და გავიდა. ქეითმა ლუდი ფეის მიაწოდა.
– ეს მოგიხდება, საყვარელო. მიდი, დალიე ბოლომდე.
– არა, ვეღარ დავლევ.
– რატომ? წამალივით დალიე, მართლა გიშველის. აი ასე, ყოჩაღ.
ახლა დაწექი და დაიძინე.
– მეშინია.
– მართლა ასეთი საშინელი სიზმარი იყო?
– უსაშინლესი! უსაზარლესი!
– მომიყევი, დედა. მომიყევი და უფრო დამშვიდდები.
ფეი შეცბა.
– არა, ამას ვერავის მოვუყვები. ასეთი საშინელება რატომ უნდა
დამსიზმრებოდა, არ ვიცი.
– ჩემო საბრალო, ძალიან მიყვარხარ – უთხრა მას ქეითმა. – და-
იძინე. ცუდ სიზმრებს მე გავაგდებ.
რამდენიმე წუთში, ფეის უკვე ღრმად ეძინა, ქეითი კი კიდევ დიდ-
ხანს იჯდა საწოლის კიდეზე და მის სახეს აკვირდებოდა.

თავი ოცდამეერთე
-1-

362
სახიფათო და დელიკატური საქმეების შესრულებისას, წარუმატებ-
ლობას აჩქარება განაპირობებს. მოუთმენლობის გამო, ძალიან ბევრი
წაქცეულა. თუ ადამიანს სურს, რომ სწორად განახორციელოს რთული
და ფაქიზი საქმე, თავდაპირველად კარგად უნდა შეისწავლოს და დასა-
ხოს მიზანი, შემდეგ კი, როდესაც გააცნობიერებს, რომ სწორედ ასეთი
მიზნის მიღწევა სურს, ის საერთოდ უნდა ამოიგდოს თავიდან, დაივიწ-
ყოს და კონცენტრირება მხოლოდ საშუალებებზე მოახდინოს. ეს მეთო-
დი იმით არის კარგი, რომ ადამიანს ვერც სიჩქარე, ვერც აღელვება და
ვერც შიში უბიძგებს არასწორი მოქმედებისკენ. ბევრი ამას ვერ ხვდება.
ქეითმა ან ზედმიწევნით კარგად აითვისა ეს მეთოდი, ან ამის ნიჭი
დაბადებიდან გამოჰყვა. სწორედ ამიტომ იყო ასეთი ეფექტური. ქეითი
არასდროს ჩქარობდა. თუ მის წინაშე რაიმე ბარიერი აღიმართებოდა,
მოთმინებით ელოდა ამ წინაღობის დანგრევას და მხოლოდ ამის შემ-
დეგ აგრძელებდა გზას. მოქმედებებს შორის, მას შეეძლო ბოლომდე
მოდუნებულიყო. გარდა ამისა, ყველაზე ოსტატურად იმ ტექნიკას იყე-
ნებდა, რომელსაც მოჭიდავეები მიმართავენ – საშუალებას აძლევდა
მოწინააღმდეგეს, რომ ბოლომდე დახარჯულიყო, საკუთარი სისუსტეე-
ბისკენ მიემართა ძალა და შედეგად, თავადვე გადაედგა ნაბიჯები საკუ-
თარი დამარცხებისკენ.
ქეითი არ ჩქარობდა. საბოლოო მიზანი მან ძალიან სწრაფად დასა-
ხა, შემდეგ კი ის საერთოდ დაივიწყა. ის ყოველთვის ერთნაირად მოქმე-
დებდა: ქმნიდა სტრუქტურას, შემდეგ კი მის სიმყარეს ამოწმებდა და თუ
გეგმა ოდნავ მაინც მოეჩვენებოდა არასაიმედოდ, წამსვე ანგრევდა მას
და ახლის შენებას იწყებდა. ამას ქეითი ან გვიან ღამით აკეთებდა, ან იმ
დროს, როდესაც სრულიად მარტო იყო, რადგან არ სურდა, ვინმეს მის
ხასიათში, მოქმედებებში ან სახის გამომეტყველებაში რაიმე ცვლილე-
ბა შეემჩნია. იდეების მოფიქრებისას, ოთხი სახის მასალას იყენებდა:
ადამიანებს, ნივთებს, ცოდნასა და დროს. მის განკარგულებაში ადამია-
ნები და დრო იყო, რაც შეეხება ნივთებსა და ცოდნას, მათ გზადაგზა აგ-

363
როვებდა, პარალელურად კი სხვადასხვა სახის, შეუმჩნეველი ზამბა-
რები და ქანქარები მოჰყავდა მოქმედებაში.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ანდერძის ამბავი მზარეულმა გათ-
ქვა. აბა სხვას ვის უნდა გაეთქვა? ასე იყო თუ ისე, მან თავადაც დაიჯერა,
რომ ეს მისი გაკეთებული იყო. ქეითმა ეს იზელისგან შეიტყო და მზარე-
ულს, რომელიც იმ დროს პურს აცხობდა და ხელები იდაყვებამდე
ჰქონდა ფქვილში ამოსვრილი, აუღელვებლად უთხრა საყვედური.
– შენ გგონია, რომ კარგი საქმე გააკეთე? რას იფიქრებს მის ფეი?
– მე არ... – დაიწყო მზარეულმა გაკვირვებული სახით, მაგრამ ქე-
ითმა მას სიტყვა შეაწყვეტინა.
– რა? არ გითქვამს თუ არ გეგონა, რომ ვინმეს დააზარალებდი?
– მე მგონი, მე არ...
– არ გითქვამს? მხოლოდ სამმა ადამიანმა იცოდა ანდერძის შე-
სახებ. შენ ფიქრობ, რომ მე გავთქვი? ან იქნებ მის ფეიმ გათქვა?
ქეითმა მზარეულის დაბნეული მზერა შენიშნა და მიხვდა, რომ
თავის უდანაშაულობაში ის დარწმუნებული აღარ იყო. სულ ცოტაც
და საბოლოოდ დაიჯერებდა, რომ მართლა წამოსცდა ანდერძის ამ-
ბავი.
ამის შემდეგ, ქეითს გოგონებმა დააყარეს შეკითხვები. სამნი ერ-
თად მივიდნენ მასთან, რადგან ცალ-ცალკე ვერ გაბედეს.
– არა მგონია ფეის მოეწონოს, მის დაუკითხავად რომ ვლაპარა-
კობ ამ თემაზე, – უთხრა მათ ქეითმა. – ალექსს რომ ენისთვის კბილი
დაეჭირა, უკეთესი იქნებოდა. ფეის რომ ჰკითხოთ, არ გინდათ?
– არა, მასთან ვერ შევალთ.
– აბა, მის ზურგსუკან რომ საუბრობთ, კარგია? წამოდით, მე შე-
მოგყვებით და ჰკითხეთ ყველაფერი, რაც გაინტერესებთ.
– არა, ქეით, არა!
– მე მაინც მომიწევს მისთვის ამ ყველაფრის თქმა და თქვენც
რომ იქ იყოთ, არ იქნებოდა ცუდი. მე მგონი, თავადაც გაუხარდება,
როდესაც გაიგებს, რომ მის ზურგსუკან არ საუბრობთ.

364
– იქნებ...
– მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, გამიხარდებოდა. მე პირ-
დაპირი ადამიანები მიყვარს.
ქეითმა სულ მუჯლუგუნებით შეიყვანა გოგონები ფეის ოთახში.
– ჩვენ რომ ვიცით, იმ თემაზე მკითხეს. ალექსს წამოსცდა, თავად
აღიარა.
ფეის ოდნავ გაუკვირდა.
– მერე რა მოხდა, საყვარელო. მე მგონი, ეს სულაც არ არის საიდუმ-
ლო.
– მიხარია, ასე რომ ფიქრობ, მაგრამ მე არ მინდოდა ეს ვინმეს გაეგო,
სანამ თავად არ ეტყოდი ყველას.
– შენ თვლი, რომ ეს ამბავი საიდუმლოდ უნდა დარჩენილიყო?
– სულაც არა. უბრალოდ მგონია, რომ ჩემგან არასწორი იქნებოდა
ამის ხსენება. ვფიქრობ, ეს ჯერ შენ უნდა გაგეკეთებინა.
– ძალიან საყვარელი ხარ, ქეით. პრობლემას სრულებით ვერ ვხედავ.
გოგონებო, მე ამ ქვეყანაზე არავინ მყავს და გადავწყვიტე, ქეითი მეშვი-
ლა. მასზე უკეთ ჩემზე არავინ ზრუნავს. მიდი, ზარდახშა მოიტანე, ქეით.
გოგონებმა ყურადღებით დაათვალიერეს ანდერძი. ის იმდენად მარ-
ტივი და მოკლე იყო, რომ ყველა მათგანმა ზეპირად დაიმახსოვრა ტექ-
სტი და სხვა გოგონებს სიტყვასიტყვით ჩაურაკრაკა.
მათ ეგონათ, რომ ქეითი ახლა რადიკალურად შეიცვლებოდა, ტირა-
ნი გახდებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. პირიქით, მისგან
ცოტათი უფრო მეტი სითბო წამოვიდა.
ერთი კვირის შემდეგ, ქეითი ავად გახდა, მაგრამ საკუთარ მოვალეო-
ბებს მაინც ჩვეულებრივად ასრულებდა. გარკვეული დროის განმავლო-
ბაში, მისი ავადმყოფობა ვერავინ შეამჩნია, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს,
გოგონებმა დაინახეს, რომ ის კედელთან გაშეშებული იდგა, – შუბლზე
ეწერა, რომ ცუდად იყო. ქეითი ემუდარებოდა მათ, რომ ფეისთვის არა-
ფერი ეთქვათ, მაგრამ გოგონებმა არ უსმინეს. საბოლოოდ, ფეიმ ქეითი
ლოგინში ჩააწვინა და ექიმი უაილდი გამოიძახა.

365
ეს იყო ძალიან კარგი ადამიანი და შესანიშნავი ექიმი. ქეითს მან
ენაზე შეხედა, პულსი გაუსინჯა და რამდენიმე ინტიმური ხასიათის
შეკითხვაც დაუსვა, შემდეგ კი ხელი ნიკაპზე მოისვა.
– აქ გტკივათ? – ჰკითხა მან და ქეითს ხელი წელზე დააჭირა. –
არა? აბა, აქ? გტკივათ, ხომ? გასაგებია. ვფიქრობ თირკმლების ამბა-
ვია, მაგრამ სერიოზული არაფერი.
წასვლის წინ, მან ყვითელი, მწვანე და წითელი აბები დატოვა,
რომლებიც ქეითს ამავე თანმიმდევრობით უნდა მიეღო. რამდენიმე
დღეში, ქეითი გამოკეთდა, თუმცა შემდეგ, პატარა ტკივილები ისევ
დაეწყო.
– ექიმთან უნდა წავიდე, – უთხრა მან ფეის.
– გამოვიძახებ.
– ისევ აბები რომ მომიტანოს? რა სისულელეა. დილით ავდგები
და ჩემი ფეხით წავალ.
-2-
ექიმი უაილდი პატიოსანი ადამიანი იყო. თავისი საქმიანობის შე-
სახებ ხშირად ამბობდა: დარწმუნებით მხოლოდ ერთი რამის თქმა
შემიძლია – მუნი გოგირდის საშუალებით იკურნებაო. საქმეს ზერე-
ლედ არასდროს უდგებოდა. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სოფ-
ლის ექიმი, მოქალაქეებისთვის ის ერთდროულად ექიმიც იყო,
მღვდელიც და ფსიქიატრიც. მან სალინასის მცხოვრებელთა ყველა
საიდუმლო, სისუსტე და ძლიერი მხარე იცოდა. ადამიანის სიკ-
ვდილს ის ვერა და ვერ მიეჩვია. პაციენტის დაღუპვა მასში ყოველ-
თვის სასოწარკვეთილებისა და ძალიან მტკივნეული მარცხის შეგ-
რძნებას იწვევდა. თავის საქმიანობაში ის არც სიმამაცით გამოირ-
ჩეოდა და ქირურგიულ ჩარევას მხოლოდ უკიდურეს ზომად თვლი-
და. აფთიაქები უკვე მასიურად შემოდიოდა, თუმცა უაილდი იმ მცი-
რერიცხოვან ექიმებს განეკუთვნებოდა, ვისაც საკუთარი მარაგი ჯერ
კიდევ ჰქონდა და საკუთარი პაციენტებისთვის თავადვე ამზადებდა

366
მედიკამენტებს. მრავალწლიანი შეუსვენებელი მუშაობისა და უძილო-
ბის გამო, ის ოდნავ დაბნეული და გულმავიწყი გახდა.
ოთხშაბათს, დილის ცხრის ნახევარზე, ქეითი სალინასის მთავარ
ქუჩას გაუყვა, „მონტერეის საოლქო ბანკში“ შევიდა, კიბეები აიარა
და ბოლო სართულზე რომ აღმოჩნდა, დერეფნის ბოლოში, ერთ-
ერთ კარზე წაიკითხა: „ექიმი უაილდი. სამუშაო საათები 11.00-02.00“.
ათის ნახევარზე, ექიმმა უაილდმა ეტლი ფასიან თავლაში გააჩერა,
შავი ჩანთა აიღო და მძიმე ნაბიჯებით გაემართა თავისი კაბინეტისკენ.
ის პირდაპირ ალისალიდან მოდიოდა, სადაც ერთი ძალიან მოხუცებუ-
ლი ადამიანის, ქალბატონ ჯერმანის გარდაცვალების მომენტს დაეს-
წრო. ამ ქალბატონს სიცოცხლის მშვიდად დასრულება სულაც არ სურდა
და საკმაოდ დიდხანს ებღაუჭებოდა ხავსს. ექიმი უაილდი ახლაც არ იყო
ბოლომდე დარწმუნებული, რომ ამ მშრალი და გაცვეთილი სხეულიდან
სული საბოლოოდ ამოვიდა. ქალბატონი ჯერმანი ოთხმოცდაჩვიდმეტი
წლის იყო და სიკვდილს სულაც არ აპირებდა. მღვდელს, რომელიც
ლოცვას კითხულობდა, მუდამ აწყვეტინებდა სიტყვას და შეცდომებს
უსწორებდა. სიკვდილის იდუმალება ექიმ უაილდს მოსვენებას არ აძ-
ლევდა. ყოველთვის ასე იყო. აი, მაგალითად, ოცდაჩვიდმეტი წლის და
ხარივით ძლიერი ალენ დეი, რომელიც ოთხასი აკრი მიწის ნაკვეთისა
და დიდი ოჯახის პატრონი იყო, უმნიშვნელოდ გაცივდა, სამი დღე იწვა
ლოგინში და ასე, ყოველგვარი ბრძოლის გარეშე ჩააბარა საკუთარი სი-
ცოცხლე ფილტვების ანთებას. ექიმმა უაილდმა კარგად იცოდა, რომ ეს
ამოუხსნელი საიდუმლო იყო. მას თვალები ეხუჭებოდა. ახლა, ის მხო-
ლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ პირველი პაციენტების გამოჩენამდე აბა-
ზანა მიეღო და ერთი ჭიქაც გადაეკრა.
ის კიბეებზე ავიდა და თავისი კაბინეტის საკეტში გასაღები შეარჭო,
მაგრამ ვერ გადაატრიალა. მან ჩანთა იატაკზე დადო და გასაღებს ძალა
დაატანა. ისევ ამაოდ. ამის შემდეგ, მან სახელურს მოჰკიდა ხელი,

367
ცოტათი თავისკენ გამოქაჩა და სწორედ ამ დროს, სრულიად მო-
ულოდნელად, კარი შიგნიდან გაიღო. ექიმი უაილდის წინაშე ქეითი იდ-
გა.
– დილა მშვიდობისა, – გაოცებული სახით თქვა ექიმმა. – საკეტი გა-
იჭედა. როგორ შეხვედით?
– არ იყო ჩაკეტილი. ადრე მოვედი და ვიფიქრე, რომ ოთახში და-
გელოდებოდით.
– ჩაკეტილი არ იყო? – გაუკვირდა ექიმს. გასაღები მან მეორე მხა-
რეს საკმაოდ ადვილად გადაატრიალა და ამოიოხრა. – ვბერდები,
როგორც ჩანს. გულმავიწყი გავხდი ბოლო დროს. საერთოდ, რა საჭი-
როა ამ კარის ჩაკეტვა, არ მესმის. ერთი პატარა მავთულითაც კი ად-
ვილად გაიხსნება. ან ვის უნდა სურდეს აქ შემოსვლა? – ქეითი მან
ვერ იცნო. – თერთმეტ საათზე ვიწყებ მუშაობას.
– კიდევ რამდენიმე აბი მჭირდება. უფრო გვიან ვერ მოვიდოდი.
– აბები? ა, დიახ. თქვენ ფეის გოგონა ხართ, ხომ?
– დიახ.
– თავს როგორ გრძნობთ?
– უკეთესად. თქვენმა წამლებმა მიშველა.
– მოსალოდნელი იყო. დისპანსერის კარიც ღია დამრჩა?
– დისპანსერი რა არის?
– აი, ის კარი.
– ჰო, ალბათ დაგრჩათ.
– ნამდვილად ვბერდები. ფეი როგორ არის?
– მანერვიულებს ბოლო დროს. ამას წინათ, ძალიან ცუდად იყო.
მუცელი სტკიოდა და ცოტას აბოდებდა კიდეც.
– კუჭის აშლილობა ჰქონდა ადრე, – თქვა ექიმმა. – ეს იმის ბრა-
ლია, რომ ჭამის რეჟიმს არ იცავს. მე ასე
ნამდვილად ვერ შევძლებდი. ჩვენ ამას უბრალოდ კუჭის პრობ-
ლემას ვუწოდებთ. ბევრი ჭამა და უძილობაა მიზეზი. ჰო, ახლა აბებს
მივხედოთ. რა ფერისა იყო, ხომ არ გახსოვთ?

368
– ყვითელი, წითელი და მწვანე.
– ჰო, ახლა გამახსენდა.
ექიმმა აბები მუყაოს კოლოფში ჩაყარა, ქეითი კი ამ დროს კარებ-
ში იდგა.
– რამდენი წამალია!
– დიახ, – თქვა ექიმმა. – და რაც უფრო მემატება ასაკი, მით უფრო
ნაკლებს ვიყენებ. ზოგიერთი აქ წლებია რაც მიდევს, ჯერ კიდევ იმ დრო-
იდან, როდესაც ექიმობა დავიწყე. არასდროს გამომიყენებია. ექსპერი-
მენტებს ვატარებდი, ალქიმიკოსი მინდოდა გამოვსულიყავი.
– რა უნდა გამოსულიყავით?
– არაფერი. აი, თქვენი აბები. ფეის გადაეცით, რომ კარგად გამოიძი-
ნოს და ბოსტნეული ჭამოს. მთელი ღამე არ მეძინა. იმედია გასასვლელს
თავად იპოვით, – თქვა ექიმმა და ბარბაცით წავიდა ქირურგიული კაბი-
ნეტისკენ.
ქეითმა მას თვალი გააყოლა, შემდეგ კი პატარა ფლაკონებისა და
კონტეინერების საკმაოდ გრძელ რიგებს გადახედა. ცოტა ხანში, მან
დისპანსერის კარი დაკეტა და მიმოიხედა. მთავარ ოთახში, თაროზე,
ერთი წიგნი ცოტათი გამოწეული იყო. ქეითმა ის ხელის ერთი მოძრაო-
ბით შესწია უკან და წიგნების რიგი გაათანაბრა.
ტყავის ტახტიდან მან თავისი დიდი ხელჩანთა აიღო და გასასვლე-
ლისკენ დაიძრა.
თავის ოთახში რომ დაბრუნდა, ჩანთიდან ხუთი პატარა ფლაკონი
და ერთი ფურცელი ამოიღო. შემდეგ, ეს ყველაფერი გრძელ წინდაში ჩა-
დო, წინდას რეზინის ჩექმაში მიუჩინა ადგილი, ჩექმა კი საკუჭნაოში, მე-
ორე ასეთივე ჩექმის გვერდით დადო.
-3-
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფეის სახლში შესამჩნე-
ვი ცვლილება მოხდა. ადრე, გოგონები
ფეთხუმები და ზედმეტად მგრძნობიარეები იყვნენ. თუ რომელიმე
მათგანს ეტყოდი, რომ წასულიყო და საკუთარი თავი ან ოთახი მოეწეს-

369
რიგებინა, წამსვე ცხვირს ჩამოუშვებდა. ამის გამო, დაძაბულობა
მთელ სახლში იგრძნობოდა. ეს ყველაფერი ქეითმა ძალიან მალე
შეცვალა.
ერთხელ, როდესაც ყველანი მაგიდასთან ისხდნენ, გამოაცხადა,
რომ წინა დღეს იზელის ოთახში შეიხედა და ისეთი სისუფთავე ნახა
იქ, რომ გადაწყვიტა მისთვის საჩუქარი ეყიდა. როდესაც იზელმა
ლამაზად შეფუთული პატარა ყუთი გახსნა, აღმოაჩინა, რომ მასში
სუნამო „ჰოიტს ჯერმანის“ საკმაოდ დიდი ფლაკონი იდო. „იმედი
მაქვს, ჩემი საწოლის ქვეშ შეყრილი ჭუჭყიანი ტანსაცმელი ვერ და-
ინახა“, გაიფიქრა მან, წამსვე ავიდა ოთახში და საქმეს შეუდგა. მან
არა მხოლოდ საწოლის ქვეშ გაწმინდა მტვერი, არამედ იატაკი
მთლიანად მორეცხა და ჭერიდან აბლაბუდებიც მოაშორა.
შემდეგ, ერთ საღამოს, ქეითმა აღნიშნა, რომ გრეისი ძალიან კარ-
გად გამოიყურებოდა და მას პეპლის ფორმის ლამაზი ბროში აჩუქა.
გრეისი წამსვე გავარდა თავის ოთახში და სუფთა კაბა ჩაიცვა.
მზარეულმა ალექსმა, რომლის ნახელავს მუდამ ლანძღავდნენ
და ლამის მკვლელად აცხადებდნენ, მოულოდნელად აღმოაჩინა,
რომ ოქროს ხელების პატრონია. ის მიხვდა, რომ კერძების დამზადე-
ბას ვერ ისწავლი და რომ კარგი მზარეული მხოლოდ ის არის, ვისაც
ნიჭი დაბადებიდან მოჰყვება. ზუსტად ისე, როგორც მას.
შუშისთვალამ მოულოდნელად შეიტყო, რომ ის არავის სძულს
და მისი დაკვრის ხარისხიც საგრძნობლად გაუმჯობესდა.
– ზოგჯერ დაფიქრდები და საინტერესო რამეები გახსენდება, –
უთხრა მან ერთხელ ქეითს.
– მაგალითად? – ჰკითხა ქეითმა.
– აი, მაგალითად, ეს, – უპასუხა მან და დაუკრა.
– ლამაზია. რა არის?
– არ მახსოვს. მე მგონი შოპენია. ეჰ, ნეტა ნოტების დანახვა შემეძ-
ლოს!

370
მან ქეითს უამბო, როგორ დაკარგა მხედველობა და ისიც უთხრა,
სხვებისთვის რომ ეს არასდროს მოუყოლია. საშინელი ისტორია
იყო. ერთხელ, შაბათ დღეს, მან პიანინოს სიმებზე დადებული პატა-
რა ჯაჭვი გვერდით გადადო და დაუკრა ის, რასაც დილით იხსენებდა.
თავად თქვა, რომ „მთვარე“ თუ რაღაცა ერქვა და ბეთჰოვენის დაწე-
რილი უნდა ყოფილიყო.
იზელს ძალიან მოეწონა, თქვა, რომ მუსიკა მართლაც ჰგავდა მთვა-
რეს და რომ კარგი იქნებოდა, შუშისთვალას მისი სიტყვებიც გაეხსენე-
ბინა.
– სიტყვები არ აქვს, – თქვა პიანისტმა.
– რომ ჰქონდეს, კარგი იქნებოდა. ლამაზი მელოდიაა, – თქვა ოსკარ
ტრიპმა, რომელიც ფეისთან გონზალესიდან ჩამოვიდა.
ერთ საღამოს, ყველას საჩუქრები ერგო, რადგან ფეის სახლი ყველა-
ზე სუფთა, მოწესრიგებული და უბრალოდ საუკეთესო იყო მთელ ოლ-
ქში. და როგორ გგონიათ, ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი? გოგონები, რა
თქმა უნდა. აბა, ასეთი გემრიელი სანელებლებით დამზადებული მოშუ-
შული ხორცი თუ უჭამია ვინმეს?
ალექსი სამზარეულოში გავიდა და აცრემლებული თვალები სახე-
ლოებით მოიწმინდა. მან დაიფიცა, რომ საღამოსთვის ისეთ ქლიავის
ნამცხვარს გააკეთებდა, ყველა თითებს ჩაიკვნეტდა.
ჯორჯია ახლა უკვე დილის ათ საათზე დგებოდა და შუშისთვალას-
გან პიანინოს გაკვეთილებს იღებდა, ამიტომ, ფრჩხილები სულ მოწეს-
რიგებული ჰქონდა.
საკვირაო მესიდან დაბრუნებულმა გრეისმა ერთხელ ტრიქსის უთ-
ხრა:
– მე კი უკვე ვაპირებდი ამ საქმისთვის თავი დამენებებინა და გავ-
თხოვილიყავი. წარმოგიდგენია?
– მართლა მაგარი სახლი გვაქვს, – თქვა ტრიქსიმ. – ამას წინათ, ფეის
დაბადების დღეზე, ჯენის გოგოები მოვიდნენ და ნამცხვარი რომ დაინა-

371
ხეს, კინაღამ თვალები გადმოუცვივდათ. თურმე სულ ჩვენი ამბები
აკერიათ პირზე. ჯენი გამწარებულია.
– დღეს დილით დაფაზე რა რიცხვი ეწერა, ნახე?
– აბა რა! ოთხმოცდაშვიდი კლიენტი ერთ კვირაში. აბა ერთი გაგვე-
ჯიბრონ ჯენი ან „ზანგი“, თან დღესასწაულები რომ არ არის, ისეთ
დროს.
– დღესასწაულები კი არა, ახლა დიდი მარხვაა, დაგავიწყდა?
მათთან, ალბათ, ერთი კლიენტიც კი სანატრელი გახდა.
ავადმყოფობისა და საშინელი სიზმრების შემდეგ, ფეი გამოფი-
ტული და დათრგუნული იყო. ქეითი
ხშირად გრძნობდა საკუთარ თავზე მის დაკვირვებულ გამოხედ-
ვას, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს მოიმოქმედებდა. ის რამდენ-
ჯერმე დარწმუნდა, რომ ანდერძი ისევ ზარდახშაში იდო და რომ, მის
შესახებ ყველამ მშვენივრად იცოდა.
ერთ საღამოს, როდესაც ფეი საკუთარ ოთახში იჯდა და პასეანსს
აწყობდა, მასთან ქეითი შევიდა.
– როგორა ხარ, დედა?
– კარგად. მშვენივრად, – უპასუხა ფეიმ, თუმცა დაძაბულობა ვერ
დამალა. არ იყო ის ამ საქმეში დაოსტატებული. – ქეით, ევროპაში
მინდა წასვლა.
– ძალიან კარგი! შენ ამას იმსახურებ და საშუალებაც გაქვს.
– მარტო წასვლა არ მინდა. მინდა, რომ შენც წამოხვიდე.
– მე? – განცვიფრებული სახით ჰკითხა მას ქეითმა. – მე უნდა წა-
მიყვანო?
– ჰო, რატომაც არა?
– რა საყვარელი და კეთილი ხარ! როდის წავიდეთ?
– გინდა წამოსვლა?
– რა თქმა უნდა. მე ამაზე სულ ვოცნებობდი. მოდი მალე წავი-
დეთ, ძალიან ნუ გადავდებთ.
ფეის თვალებში ეჭვი გაქრა და მისი სახე დამშვიდდა.

372
– ალბათ მომავალ ზაფხულს. შეგვიძლია წინასწარ ყველაფერი კარ-
გად დავგეგმოთ. ქეით!
– ჰო, დედა.
– შენ... კლიენტებს აღარ ემსახურები?
– არა, რაში მჭირდება? შენ ისე იზრუნე ჩემზე რომ...
ფეიმ სწრაფად აალაგა ბანქო, შეკრა და უჯრაში ჩააგდო. ქეითმა სკა-
მი მასთან ახლოს მისწია და ჩამოჯდა.
– რჩევა მინდა გკითხო ერთ საკითხზე, – უთხრა მან ფეის.
– გისმენ, რა ხდება?
– მე ვცდილობ ყველაფერში დაგეხმარო, ხომ იცი?
– რა თქმა უნდა. შენს გარეშე რა უნდა მექნა, არ ვიცი.
– ჩვენი ყველაზე დიდი ხარჯი საკვებია, განსაკუთრებით ზამთარში,
ხომ ასეა?
– ჰო.
– ჰოდა, ახლა ჩვენ შეგვიძლია სურსათი იაფად ვიყიდოთ, ზამთარში
კი, თავადაც მშვენივრად იცი, რამდენი გვეხარჯება კონსერვებში.
– შენ რა, გადაწყვიტე, რომ თავად უნდა დავაკონსერვოთ?
– რატომაც არა? რა არის ამაში ცუდი?
– ალექსი რას ამბობს?
– დედა, შეგიძლია დაიჯერო, შეგიძლია არა, მაგრამ ალექსმა თავად
შემომთავაზა ეს. თუ გინდა, მიდი და ჰკითხე.
– შეუძლებელია!
– მართლა, მართლა. გეფიცები.
– ეშმაკმა დალახვროს!... მაპატიე, საყვარელო. წამომცდა.
სამზარეულო საკონსერვო ქარხნად გადაიქცა და ალექსმა მართლაც
დაიჯერა, რომ ეს მისი იდეა იყო. სეზონის ბოლოს, მას საჩუქრად ვერ-
ცხლის საათიც ერგო, რომლის უკან მისივე ინიციალები იყო ამოტვიფ-
რული.

373
ჩვეულებრივ დღეებში, ფეი და ქეითი გოგონებთან ერთად, დიდ
მაგიდასთან ვახშმობდნენ. კვირას კი ალექსი სახლში მიდიოდა და
გოგონებს სენდვიჩებს უტოვებდა, ამიტომ, ქეითი ვახშამს ორი
ადამიანისთვის ამზადებდა და ის ფეის ოთახში შეჰქონდა. ძალიან
ლამაზი და ქალური იყო ყველაფერი. დელიკატესიც გამოერეოდა ხოლ-
მე – ძალიან დახვეწილი და გემრიელი. მაგალითად, ბატის ღვიძლის
პაშტეტი, რაიმე განსაკუთრებული სალათა ან ლენგის საცხობიდან
მოტანილი ნამცხვარი. გარდა ამისა, სასადილო ოთახისგან განსხვა-
ვებით, ფეის მაგიდაზე არა პოლიეთილენი, არამედ თეთრი სუფრა
იყო გადაფარებული და ხელსახოცებიც არა ქაღალდის, არამედ ნაჭ-
რისა იყო. ამ ყველაფერს წვეულების იერიც დაჰკრავდა, რადგან მა-
გიდაზე სანთლები იდგა, ასევე ის, რაც სალინასში საკმაოდ იშვიათი
რამ იყო – ყვავილები. ქეითმა არაჩვეულებრივი თაიგულების გაკე-
თება იცოდა და ამისთვის მხოლოდ მინდვრის ყვავილებს იყენებდა.
– როგორი ჭკვიანი გოგოა, – ამბობდა ფეი. – მას ყველაფერი შე-
უძლია და არაფრისგანაც რაღაცას ქმნის. ჩვენ ევროპაში მივდი-
ვართ. იცოდით, რომ ქეითი ფრანგულადაც ლაპარაკობს? მარტო
რომ გამოიჭერთ სადმე, სთხოვეთ, რომ რამე გითხრათ. მეც მასწავ-
ლის. თქვენ იცით, როგორ არის „პური“ ფრანგულად?
ფეი თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა. ქეითის წყალობით, მუ-
დამ კარგ ხასიათზე იყო და მოგზაურობისთვისაც საგულდაგულოდ
ემზადებოდა.
-4-
შაბათს, თოთხმეტ ოქტომბერს, სალინასის თავზე პირველი გა-
რეული იხვები გამოჩნდნენ. ფეიმ ისინი საკუთარი ფანჯრიდან და-
ინახა – ფრინველების გუნდი სამხრეთისკენ მიფრინავდა. ვახშმის
წინ, როგორც ყოველთვის, ქეითი ფეის ოთახში შევიდა.
– მე მგონი, ზამთარი უკვე ძალიან ახლოსაა, – თქვა ფეიმ. – ალე-
ქსს უნდა ვუთხრათ, რომ ღუმელები მოამზადოს.
– წამლების მისაღებად მზად ხარ, დედა?

374
– მზად ვარ. მანებივრებ შენ. ძალიან მზრუნველი ხარ.
– მომწონს, შენზე რომ ვზრუნავ, – თქვა ქეითმა, უჯრიდან „პინ-
კჰემი“ ამოიღო და ფლაკონს სინათლეზე შეხედა. – აქ სულ ცოტაა
დარჩენილი. კიდევ უნდა ვიყიდოთ.
– ბოლოს რამდენიმე ცალი ვიყიდე და მგონი კარადაში სამი მაინც
უნდა იყოს დარჩენილი.
ქეითმა ერთი სავსე ფლაკონი აიღო.
– ბუზი ჩავარდნილა, – თქვა მან. – გავრეცხავ და მოვალ.
სამზარეულოში, ქეითმა ჭიქას წყალი გამოავლო და ჯიბიდან პიპეტი
ამოიღო. მისი თავი კარტოფილის პატარა ნაჭერში იყო ჩარჭობილი,
შიგნიდან სითხე რომ არ გადმოქცეულიყო. ქეითმა ფრთხილად ჩააწვე-
თა ჭიქაში ქუჩულის ნაყენი, ფეის ოთახში დაბრუნდა და მას სამი სუფ-
რის კოვზი „პინკჰემი“ გაურია.
ფეიმ ჭიქა დაცალა და ტუჩები ენით მოიწმინდა.
– მწარეა, – თქვა მან.
– მართლა? – გაუკვირდა ქეითს. – ახლავე გავსინჯავ.
მან „პინკჰემი“ სუფრის კოვზზე დაასხა, მოსვა და დაიჯღანა.
– ჰო, მართალი ხარ. ალბათ ძალიან დიდი ხანი იდო და ვადა გაუვი-
და. უნდა გადავაგდო. მართლა როგორი მწარეა. მოიცადე, წყალს მოგი-
ტან.
ვახშმის დროს, ფეი სახეზე წამოწითლდა. ის გაირინდა, თითქოს რა-
ღაცას უსმენდა.
– რა მოგივიდა? დედა, რა ხდება? – ჰკითხა მას ქეითმა.
– არ ვიცი, – ისევ გამოცოცხლდა ფეი. – უცბად გულის ფრიალი და-
მეწყო.
– თუ გინდა, ოთახში დაბრუნდი. გაგაცილებ.
– არა, საყვარელო. ახლა უკეთ ვარ.
– სახე ძალიან გაქვს გაწითლებული, ფეი, – უთხრა მას გრეისმა.
– არ მომწონს ეს. ძალიან არ მომწონს. ექიმი უაილდი უნდა გამოვი-
ძახოთ, – თქვა ქეითმა.

375
– არ არის საჭირო. უკვე კარგად ვარ.
– ძალიან მაშინებ, დედა. ადრეც გქონია ასეთი რაღაცა?
– რა ვიცი... ზოგჯერ, თითქოს, ჰაერი არ მყოფნის ხოლმე. ალბათ,
წონაში მოვიმატე.
იმ საღამოს, ფეი თავს ცუდად გრძნობდა და დაახლოებით ათ სა-
ათზე, ქეითმა ის დაძინებაზე დაიყოლია, შემდეგ კი რამდენჯერმე
შეიხედა მის ოთახში, რათა დარწმუნებულიყო, რომ ეძინა.
მომდევნო დღეს, ფეი უკვე კარგად იყო.
– არა, ნამდვილად გავსუქდი, – თქვა მან.
– ჰოდა, დიეტურ საუზმეს გაგიკეთებ, საყვარელო, – უთხრა მას
ქეითმა. – ქათმის ბულიონი მოგიმზადე, მწვანე ლობიოს სალათსაც
გაჭმევ, შენ რომ გიყვარს, ზუსტად ისე – ზეთით და ძმრით. ჩაისაც
დაგალევინებ.
– ღმერთმანი, ქეით, მართლა გადასარევად ვგრძნობ თავს.
– მერე რა მოხდა. ცოტათი მსუბუქი საჭმელი არც შენ გავნებს და
არც მე. გუშინ ძალიან შემაშინე. მე დეიდა გარდამეცვალა გულის შე-
ტევით და საშინლად მახსოვს ის დღე.
– გულის პრობლემა არასდროს მქონია. უბრალოდ, კიბეებზე
რომ ავდივარ, ზოგჯერ ჰაერი არ მყოფნის.
სამზარეულოში, ქეითმა ვახშამი მოამზადა და ორ ლანგარზე გა-
ანაწილა. ამის შემდეგ, ჭიქაში ფრანგული სოუსი მოამზადა და ლო-
ბიოს სალათს დაასხა. ერთ-ერთ ლანგარზე მან ფეის საყვარელი ჭი-
ქა დადგა, ცხელ ღუმელზე კი ქათმის ბულიონი. ბოლოს, ჯიბიდან პი-
პეტი ამოიღო, სალათს ორი წვეთი კროტონის ზეთი დაასხა და კარ-
გად აურია. ყველაფერი რომ მზად იყო, ქეითი თავის ოთახში შევი-
და, პატარა ფლაკონში დარჩენილი საფაღარათო „კასკარა საგრადა“
ბოლომდე დალია და ისევ სამზარეულოში გაიქცა. მან ბულიონი
თეფშებზე დაასხა, ჩაიდანი მდუღარე წყლით გაავსო და ფეის ოთა-
ხისკენ წავიდა.

376
– არ მეგონა, ასეთი მშიერი თუ ვიყავი, – თქვა ფეიმ. – ბულიონს არაჩ-
ვეულებრივი სუნი აქვს.
– სალათისთვის საგანგებო სოუსი მოგიმზადე. ძველი რეცეპტია
– როზმარინით და ქონდრით. გასინჯე და შემიფასე.
– რა გემრიელია! რამე არსებობს ისეთი, რისი გაკეთებაც არ შეგიძ-
ლია?
შეტევა ჯერ ქეითს დაეწყო. შუბლზე მას ოფლმა დაასხა, შემდეგ მან
მუცელზე ხელი მოიკიდა, ორად მოიკეცა და ყვირილი მორთო. თვალები
დაჭყეტილი ჰქონდა, პირიდან კი დორბლი გადმოსდიოდა. ფეი შეშინე-
ბული გავარდა დერეფანში, ყვიროდა და შველას ითხოვდა. ცოტა ხანში,
ოთახში გოგონები და რამდენიმე კლიენტი შეიკრიბნენ. კრუნჩხვებში
ჩავარდნილი ქეითი იატაკზე იწვა. ორმა კლიენტმა ის
ხელში აიყვანა, ფეის საწოლზე დააწვინა და შეეცადა წელში გაესწო-
რებინა, მაგრამ ქეითი ისტერიულად ყვიროდა და ისევ იხრებოდა. მისი
კაბა უკვე ოფლით იყო გაჟღენთილი.
ფეიმ ტკივილი იმ დროს იგრძნო, როდესაც ქეითს შუბლზე ოფლს უწ-
მენდდა.
ექიმი უაილდი მხოლოდ ერთი საათის შემდეგ იპოვეს. ის მეგობარ-
თან იყო და იუკერს თამაშობდა. შიშისგან ისტერიკაში ჩავარდნილმა
ორმა მეძავმა ის სულ მუჯლუგუნებით მიიყვანა სახლამდე. ამასობაში კი
ქეითი და ფეი, ღებინებისა და დიარეისგან, უკვე საშინლად იყვნენ და-
სუსტებულები. დროდადრო, მათ სპაზმებიც სტანჯავდათ.
– რა ჭამეთ? – ჰკითხა მათ ექიმმა უაილდმა და მაგიდას დახედა. – ეს
ლობიო სახლშია დაკონსერვებული?
– დიახ, – უპასუხა გრეისმა. – ჩვენ თვითონ დავამზადეთ.
– სხვებმაც ჭამეს?
– არა. იცით რაშია საქმე?...
– ყველა ქილა დაამტვრიეთ და გადაყარეთ, – თქვა ექიმმა. – ჯანდა-
ბა!
მან ჩანთა გახსნა და ზონდი ამოიღო.

377
სამშაბათს, ექიმი ორი ფერდაკარგული ქალბატონის გვერდით
იჯდა (ქეითის საწოლიც ფეის ოთახში იყო შეტანილი).
– ახლა უკვე თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, – თქვა მან.
– არ მეგონა გადარჩენის მცირე შანსი მაინც თუ გექნებოდათ. ძალი-
ან გაგიმართლათ. კონსერვი სჯობს მაღაზიაში შეიძინოთ. თვითშე-
მოქმედებას თავი დაანებეთ.
– რა გვჭირს? – იკითხა ქეითმა.
– ბოტულიზმი. ბევრი არაფერი ვიცით ამ დაავადების შესახებ,
მაგრამ ფაქტია, რომ ერთეულები ახერხებენ გამოძრომას. ვფიქრობ
აქ იმან ითამაშა მთავარი როლი, რომ თქვენ ახალგაზრდა ხართ, ფე-
ის კი ძლიერი ორგანიზმი აქვს.
შემდეგ, ექიმმა ფეის მიმართა.
– თქვენ ისევ სისხლზე გადიხართ?
– დიახ, მაგრამ ნაკლებად.
– კარგი, მაშინ აი თქვენ მორფინის აბები. ალბათ სწორი ნაწლავი
გაგიღიზიანდათ და იმედია ეს გიშველით. როგორც ამბობენ, მეძავე-
ბი სიცოცხლისუნარიანი ხალხია. დამშვიდდით ორივე და ნუ ინერვი-
ულებთ.
ეს 17 ოქტომბერს ხდებოდა.
ამის შემდეგ, ფეი ბოლომდე აღარ გამოჯანმრთელებულა. ზოგ-
ჯერ ის თითქოს უკეთ გრძნობდა თავს, მაგრამ შემდეგ ისევ სუსტდე-
ბოდა. 3 დეკემბრისთვის, უკვე ძალიან მძიმედ იყო და ძალების აღ-
დგენას საკმაოდ დიდი დრო მოანდომა. 12 თებერვალს მას ძლიერი
სისხლდენა დაეწყო და ამან მისი გულიც საგრძნობლად დაასუსტა.
ექიმმა მას ფონედოსკოპით დიდხანს უსმინა.
ქეითი უკვე ღონემიხდილი იყო. ისედაც გამხდარი, ახლა ცარიე-
ლი ძვალი და ტყავი გახდა. გოგონებს სურდათ, რომ მას დაესვენა და
ფეის მოვლაში დახმარებას სთავაზობდნენ, თუმცა ქეითი ოთახი-
დან ფეხს არ იცვლიდა.

378
– ბოლოს როდის ეძინა, აღარც კი მახსოვს, – თქვა გრეისმა. – ფეის
რომ რამე მოუვიდეს, ეს გოგო ამ ამბავს ნამდვილად გადაჰყვება.
– თუ არა და თავს მოიკლავს, – დაამატა იზელმა.
ერთ დღეს, ექიმმა უაილდმა ქეითი სასტუმრო ოთახში გაიყვანა
და თავისი შავი ჩანთა სკამზე დადო.
– სჯობს, ყველაფერი ახლავე გითხრათ, – თქვა მან. – ამდენ დატვირ-
თვას მისი გული ვეღარ უძლებს. ძალიან ვწუხვარ. ორგანიზმი სულ დაფ-
ლეთილი აქვს. ეს წყეული ბოტულიზმი! ჩხრიალა გველის ნაკბენზე უა-
რესია. – მან ქეთის გამოფიტულ მზერას თვალი მოარიდა. – არა, ნამ-
დვილად სჯობს გითხრათ და წინასწარ შეგამზადოთ, – თქვა მან და ქე-
ითს მხარზე ხელი დაადო. – ასეთი ერთგულების მოწმე ცხოვრებაში იშ-
ვიათად გავმხდარვარ. თბილი რძე მიეცით და შეეცადეთ, რომ ცოტა მა-
ინც დალიოს.
ქეითმა თბილი წყლით სავსე ტაშტი შეიტანა ფეისთან და საწოლის
გვერდით, მაგიდაზე დადგა. როდესაც ოთახში ტრიქსიმ შეიხედა, ქეითს
ხელში ნაჭრის ხელსახოცი ეჭირა და ფეის სახეს უწმინდავდა, შემდეგ კი
მას თმა დაუვარცხნა და დაუწნა.
ფეის სახე გამომშრალი ჰქონდა, მისი კანი უკვე თითქოს პირდაპირ
თავის ქალაზე იყო გადაჭიმული, თვალებში კი სიცარიელემ დაისადგუ-
რა.
ის შეეცადა რაღაცა ეთქვა, მაგრამ ქეითმა გააჩუმა.
– შშშ, ძალები დაზოგე. ძალები დაზოგე.
ცოტა ხანში, ის სამზარეულოში გავიდა, თბილი რძით სავსე ჭიქა მო-
იტანა და საწოლის გვერდით, პატარა მაგიდაზე დადგა. შემდეგ, ჯიბი-
დან ორი პატარა ფლაკონი ამოიღო და პიპეტი ორივე სითხით გაავსო.
– პირი გააღე, დედა. ეს ახალი წამალია. უნდა გაუძლო, საყვარელო.
ცუდი გემო აქვს.
სითხე ფეის ენაზე დააწვეთა და პირი ხელით დაუჭირა, შემდეგ კი
რძე მიაყოლებინა.
– დაისვენე, მე ახლავე დავბრუნდები, – თქვა მან.

379
ქეითი ოთახიდან ჩუმად გაიპარა. სამზარეულოში სიბნელე იყო.
მან უკანა კარი გააღო და ეზოში გავიდა. მიწა წვიმით იყო გაჟღენთი-
ლი. რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარა, პატარა ჯოხი აიღო, მიწაში
ხვრელი გააკეთა და შიგნით რამდენიმე ფლაკონი და პიპეტი ჩააგ-
დო. იმავე ჯოხით, მან ფლაკონები დაამტვრია და ტალახში ამოსვა-
რა. სახლში რომ ბრუნდებოდა, ისევ წვიმა დაიწყო.
დილით, გოგონები იძულებულები გახდნენ ქეითი გაეკავებინათ
და გაეკოჭათ, საკუთარი თავისთვის რამე რომ არ ევნო. შემდეგ, რო-
დესაც ამ გააფთრებამ გადაიარა, ის გაშეშდა, სულ მოღუშული იჯდა
და ხმას არ იღებდა. საკმაოდ დიდი დრო გახდა საჭირო იმისათვის,
რომ ქეითი ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. ანდერძი მას სრულე-
ბით დაავიწყდა. ბოლოს, ის ტრიქსის გაახსენდა.

თავი ოცდამეორე
-1-
ადამ ტრასკი საკუთარ თავში ჩაიკეტა. სანჩესების სახლი, რო-
მელსაც ასე გულმოდგინედ არემონტებდა, მიგდებული იყო. ქარმა
და წვიმამ შიგნით ყველაფერი დაანესტიანა და გააფუჭა. ბოსტნის-
თვის გამოყოფილი პატარა ნაკვეთები სარეველებით გაივსო.
ადამი თითქოს რაღაც ბლანტ და ნაცრისფერ სითხეში ჩაიძირა,
საიდანაც სამყაროსაც ნაცრისფრად ხედავდა. მისი მოძრაობები და
ფიქრები შენელებული იყო. ზოგჯერ, მისი გონება ამოყვინთვას
ცდილობდა, მაგრამ, როგორც კი სინათლეს დაინახავდა, ძლიერ
ტკივილს გრძნობდა და კვლავ იძირებოდა. ტყუპებს ამჩნევდა, რად-
გან მათი ტირილი და სიცილი მუდამ ესმოდა, თუმცა მათ მიმართ
არა სიყვარულს, არამედ ერთგვარ სიძულვილს გრძნობდა. ადამის-
თვის ეს ბავშვები დაკარგული სიყვარულის სიმბოლოები იყვნენ.
მასთან ხშირად მიდიოდნენ მეზობლები, რომლებსაც ალბათ ძალი-
ან კარგად ესმოდათ მისი სევდა და გულის წყრომა. ისინი ცდილობ-
დნენ ყველანაირად დახმარებოდნენ მას, მაგრამ ადამის თავზე ჩა-
380
მოწოლილი შავი ღრუბლის წინააღმდეგ უძლურნი იყვნენ. ადამი მათ
სულაც არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან საერთოდ ვერავის ამჩნევდა.
ამიტომ, სულ მალე, მეზობლებმა მასთან სიარული შეწყვიტეს.
ადამის გამოღვიძებას ლიც ცდილობდა, მაგრამ ამის დრო იშვიათად
ჰქონდა. ის საჭმელს ამზადებდა და რეცხავდა, პატარებს აბანავებდა და
აჭმევდა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ტყუპები ძალიან შეუყ-
ვარდა. ის მათ კანტონურ დიალექტზე ელაპარაკებოდა, ამიტომ, პირვე-
ლი სიტყვები, რომლებიც ბავშვებმა გაიგეს და წარმოთქვეს, სწორედ ჩი-
ნური სიტყვები იყო.
სამუელ ჰამილტონი ადამთან კიდევ ორჯერ მივიდა, რათა ამ შოკუ-
რი მდგომარეობიდან რამენაირად გამოეყვანა. ბოლოს, ამ საქმეში ლი-
ზა ჩაერია.
– არ მომწონს, იქ რომ დადიხარ, – უთხრა მან სამუელს. – ბოლო
დროს სხვანაირი გახდი. შენ ძალიან გინდა, რომ ის შეცვალო, სინამდვი-
ლეში კი ის გცვლის შენ. სახეზე უკვე მის გამოხედვას გამჩნევ.
– ორ პატარა ბიჭუნაზე არ გიფიქრია, ლიზა? – ჰკითხა მას სამუელმა.
– მე საკუთარ ოჯახზე ვფიქრობ, – მოუჭრა ცოლმა. – იქიდან რომ
ბრუნდები, სახლში ლამის ერთკვირიანი გლოვა მოგაქვს.
– კარგი, დედავ.
ამ საუბარმა სამუელი დაასევდიანა, რადგან სხვა ადამიანების ტან-
ჯვას ის გულგრილად ვერასდროს უყურებდა. ადამის მიტოვება მისთვის
სულაც არ იყო ადვილი საქმე.
ადამმა მას შესრულებულ სამუშაოშიც გადაუხადა ფული და წისქვი-
ლების ნაწილებშიც, მიუხედავად იმისა, რომ თავად წისქვილები აღარ
აინტერესებდა. სამუელმა აღჭურვილობა გაყიდა და ადამს ფული უკან
გაუგზავნა. პასუხი მისგან არ მიუღია.
სამუელი ადამის მიმართ უკვე სიბრაზესაც გრძნობდა. მას ექმნებო-
და შთაბეჭდილება, რომ ტრასკი ამ თვითგვემით გარკვეულ სიამოვნება-
საც კი განიცდიდა. თუმცა, ამაზე ფიქრის დრო სამუელს არ ჰქონდა. ჯო
სწორედ იმ კოლეჯში სწავლობდა, რომელიც ლელანდ სტენფორდმა პა-

381
ლო-ალტოში მდებარე საკუთარი ფერმის ტერიტორიაზე ააშენა. ტო-
მი სულ უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა წიგნებში, რაც მამამისს
სულაც არ უხაროდა. თავის საქმეს ის ზედმიწევნით კარგად ასრუ-
ლებდა, თუმცა სამუელი მასში ბედნიერებას ვეღარ ხედავდა.
ვილი და ჯორჯი საკმაოდ წარმატებით მიჰყვებოდნენ თავიანთ
ბიზნესს, ჯო კი სახლში ლექსებად წერდა წერილებს და ზოგჯერ სა-
ყოველთაოდ მიღებულ ჭეშმარიტებებსაც რიხიანად, თუმცა ზომიე-
რად უტევდა.
ერთ-ერთ წერილში, სამუელმა ჯოს მისწერა: „ათეისტი რომ არ
გამხდარიყავი, ნამდვილად გამაწბილებდი. მიხარია, რომ ასაკთან
ერთად სიბრძნეც მოგემატა და ისე ეზიარე აგნოსტიციზმს, როგორც
ნამცხვარს გემრიელი სადილის შემდეგ. მიუხედავად ამისა, მსურს
მთელი გულით გთხოვო: ნუ შეეცდები, რომ შენი ურწმუნოება დედას
მოახვიო თავს. შენმა ბოლო წერილმა ის საბოლოოდ დაარწმუნა
იმაში, რომ ავად ხარ. მას მიაჩნია, რომ მსოფლიოში ძალიან ცოტაა
ისეთი დაავადება, რომელიც კარგი ბულიონით არ იკურნება. ჩვენი
ცივილიზაციის წყობაზე შენს თამამ თავდასხმებს ის კუჭის აშლი-
ლობას აბრალებს და ძალიან ნერვიულობს. მისი რწმენა მთასავით
მაღალია, შენ კი, ჩემო შვილო, ჯერ ნიჩაბიც კი არ აგიღია ხელში“.
ლიზა ბერდებოდა. სამუელი ამას მის სახეზე ამჩნევდა. საკუთარ
თავში ის სიბერეს ვერ გრძნობდა, მიუხედავად იმისა, რომ წვერი უკ-
ვე მთლიანად ჰქონდა გაჭაღარავებული. ლიზა კი წარსულისკენ იქა-
ჩებოდა და სწორედ ეს იყო სიბერის ნიშანი.
იყო დრო, როდესაც ლიზა სამუელის იდეებსა და აზრებს ყურად-
ღებას არ აქცევდა, რადგან ეს ყველაფერი ბავშვურ ცელქობად მიაჩ-
ნდა. ახლა კი მან უკვე ნერვიულობა დაიწყო და ქმარს ეუბნებოდა,
მსგავსი საქციელი ზრდასრულ ადამიანს არ ეკადრებაო. რანჩოზე
ახლა მხოლოდ სამნი ცხოვრობდნენ – სამუელი, ლიზა და ტომი. უნა
გათხოვდა და სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად; დესი სალინასში
ცხოვრობდა და ქალის კაბებს კერავდა; ოლივია თავის საქმროს გაჰ-

382
ყვა ცოლად; მოლიც გათხოვდა და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, თავის
ქმართან ერთად, სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. მათ ბინაში მუდამ
სუნამოს სურნელი იდგა, საძინებელში, ბუხრის წინ, დათვის ტყავი
იყო დაფენილი, თავად მოლი კი, საუზმის შემდეგ, ყავას სვამდა და
„ვაიოლეტ მაილოს“ ფირმის სიგარეტს ეწეოდა.
ერთხელ, სამუელმა თივის შეკვრა ასწია და წელი დაეჭიმა, რამაც ძა-
ლიან ცუდ გუნებაზე დააყენა. წელის ტკივილზე მეტად ის აწუხებდა,
რომ თივის ზვინის აწევა თავისუფლად აღარ შეეძლო. თავს შეურაცხყო-
ფილად თვლიდა და საკუთარ წელზე ისე იყო გაბრაზებული, როგორც
შვილზე გაბრაზდებოდა, მასში რომ უპატიოსნების მარცვალი აღმოეჩი-
ნა.
კინგ-სითიში ჩასული სამუელი ექიმმა ტილსონმა გასინჯა. მრავალ-
წლიანი მუშაობის შემდეგ, ის ოდნავ ფიცხი გახდა.
– წელი გაქვთ დაჭიმული.
– ვიცი, – უპასუხა სამუელმა.
– და თქვენ აქ იმისთვის ჩამოხვედით, რომ ჩემგან ეს მოგესმინათ და
ორი დოლარი გადაგეხადათ?
– აი, აიღეთ ორი დოლარი.
– გაინტერესებთ, როგორ უნდა მოიქცეთ?
– რა თქმა უნდა.
– წელი აღარ უნდა დაიჭიმოთ. ფული კი შეგიძლიათ უკან წაიღოთ,
სამუელ. თქვენ არც სულელი ხართ და არც პატარა ბავშვი, როგორც ვი-
ცი.
– მტკივა.
– რა თქმა უნდა, გტკივათ. აბა, ისე როგორ გაიგებდით, რომ წელი და-
გეჭიმათ?
სამუელს გაეცინა.
– მომწონხართ, – უთხრა მან ექიმს. – ძალიან მომწონხართ და
ვთვლი, რომ ორ დოლარზე მეტი გეკუთვნით. ამიტომ, შეგიძლიათ ფუ-
ლი დაიტოვოთ.

383
ტილსონი მას ყურადღებით დააკვირდა.
– მე მგონი, მართალი ხართ, სამუელ. დავიტოვებ.
ექიმის კაბინეტიდან გამოსულმა სამუელმა ვილის ახალ მაღაზიაში
შეიარა და საკუთარი შვილი ძლივს იცნო. ვილი გამდიდრებულა და
გასუქებულა, – ძვირფასი კოსტუმი ეცვა, ნეკა თითზე კი ოქროს ბეჭე-
დი ეკეთა.
– დედასთან ამანათი უნდა გაგატანო, – უთხრა მან სამუელს. –
საფრანგეთიდან ჩამოტანილი კონსერვებია – სოკო, პაშტეტი და
სარდინები.
– ხელს არ დააკარებს და წამსვე ჯოს გაუგზავნის, – უპასუხა სამუ-
ელმა.
– იქნებ დაიყოლიო და თავად შეჭამოს.
– შეუძლებელია. ჯოს რომ გაუგზავნის, უფრო ბედნიერი იქნება.
მოულოდნელად, მაღაზიაში ლი შემოვიდა და სამუელი რომ და-
ინახა, თვალები გაუბრწყინდა.
– გამალძობა, მისტელ.
– გაგმარჯობა, ლი. ბიჭები როგორ არიან?
– ბიწები კალგი.
– აქვე, გვერდით, ლუდის დალევას ვაპირებ, ლი. თუ შემომიერ-
თდები, ძალიან გამიხარდება.
სამუელი და ლი ბარის მრგვალ მაგიდასთან დასხდნენ.
– ძალიან მინდოდა თქვენთან მოვსულიყავი, მაგრამ, მერე ვი-
ფიქრე, რომ ამით მაინც ვერაფერს გამოვასწორებდი, – თქვა სამუ-
ელმა და თან დანამულ მაგიდაზე თითით პატარა ფიგურებს ხატავ-
და.
– ჰო, მაგრამ ვერც ვერაფერს გააფუჭებთ, – უპასუხა ლიმ. – მეგო-
ნა, ის აქამდე გამოკეთდებოდა, მაგრამ ისევ აჩრდილივით დადის
წინ და უკან.
– ერთი წელი გავიდა, ხომ?
– წელიწადი და სამი თვე.

384
– კარგი, მე რა შემიძლია გავაკეთო, როგორ ფიქრობ?
– არ ვიცი, – თქვა ლიმ. – იქნებ შოკური თერაპია გამოიყენოთ.
სხვა არაფერმა უშველა და...
– შოკურ თერაპიაში ძლიერი ნამდვილად არა ვარ. შეიძლება საკუ-
თარ თავს მივაყენო ზიანი. ჰო, მართლა, ბავშვებს რა დაარქვა?
– არაფერი.
– ხუმრობ?
– არა, არ ვხუმრობ.
– რას ეძახის?
– „ისინი“ ან „მათ“.
– როგორ მიმართავს?
– „შენ“ ან „თქვენ“.
– ეს რა უბედურებაა?! – გაბრაზდა სამუელი. – სულ გამოშტერდა ეგ
კაცი?
– თქვენი ნახვა სწორედ ამიტომ მინდოდა, მისტერ ჰამილტონ. თუ
თქვენ არ დაეხმარებით, აუცილებლად მოკვდება.
– მოვალ და ცხენის მათრახს მოვიტან. ესე იგი, შენ ამბობ, რომ სახე-
ლებიც კი არ დაურქმევია, არა? აუცილებლად მოვალ, ლი. შეგიძლია
დარწმუნებული იყო.
– როდის?
– ხვალ.
– ქათამს დავკლავ. ტყუპები ძალიან მოგეწონებათ, მისტერ ჰამილ-
ტონ. კარგი გარეგნობის ბიჭები არიან. მისტერ ტრასკს არაფერს ვეტყვი.
-2-
სამუელმა ფრთხილად შეაპარა ლიზას, რომ ადამ ტრასკთან წას-
ვლას კიდევ ერთხელ აპირებდა. მას წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი,
რომ რაც არ უნდა დიდი წინააღმდეგობა გაეწია მეუღლეს, ცხოვრებაში
ერთხელ მაინც უნდა გაეტანა თავისი. მიუხედავად ამისა, როდესაც სა-
მუელი ლიზას სურვილის წინააღმდეგ წასვლაზე ფიქრობდა, ნერვიუ-
ლობისგან მუცელი სტკივდებოდა. თავდაპირველად, მან ცოლს მიზეზი

385
აუხსნა და ეს ისეთი ინტონაციით გააკეთა, თითქოს აღსარებას აბა-
რებდა. ყველაფერი რომ მოისმინა, ლიზამ დოინჯი შემოირტყა და
რამდენიმე წუთი ხმა არ ამოუღია. ბოლოს, მან დაიწყო:
– სამუელ, დარწმუნებული ხარ, რომ ამ ქვასავით ადამიანს რამეს
მოუხერხებ?
სამუელი ამას არ ელოდა.
– არ ვიცი, დედავ, – უპასუხა მან. – ნამდვილად არ ვიცი.
– შენი აზრით, ასე მნიშვნელოვანია, რომ ამ ბავშვებს რაც შეიძ-
ლება სწრაფად დაერქვათ სახელები?
– ჰო, მე ასე მგონია.
– რატომ მიდიხარ იქ, ამაზე თუ გიფიქრია, სამუელ? იქნებ უბრა-
ლოდ ცნობისმოყვარეობა გაწუხებს? ან იქნებ იმიტომ, რომ ხასიათ-
ში გიზის სხვის საქმეებში ცხვირის ჩაყოფა?
– ლიზა, მე ჩემი ნაკლოვანებები ძალიან კარგად ვიცი. ვფიქრობ,
ამ შემთხვევაში მიზეზი გაცილებით სერიოზულია.
– არ შეიძლება, რომ სერიოზული არ იყოს, – თქვა ლიზამ. – ის
კაცი თავის შვილებს ცოცხალ ადამიანებად არ აღიარებს. ჰაერში
ჰყავს გამოკიდებული.
– მეც ასე ვთვლი, ლიზა.
– შენს საქმეს მიხედეო, რომ გითხრას, მერე რას შვრები?
– არ ვიცი.
სიბრაზისგან, ლიზამ კბილები ერთმანეთს მაგრად დააჭირა.
– თუ შენ დღესვე არ გააკეთებ ისე, რომ იმ ბავშვებს სახელები და-
არქვან, შეგიძლია სახლში საერთოდ აღარ დაბრუნდე. არ გაბედო
მოსვლა და წუწუნი იმაზე, რომ არ დაგიჯერა ან საერთოდ არ მოგის-
მინა. შენ თუ ვერ გააკეთებ ამას, მაშინ მე მომიწევს იქ წასვლა.
– ალიყურს მიიღებს ჩემგან, – თქვა სამუელმა.
– არა, სამუელ, შენ ამას ვერ გააკეთებ. მსგავსი საქციელი შენს ძა-
ლებს აღემატება. მე შენ ძალიან კარგად გიცნობ. შენ მიხვალ, ერთ-
ორ ტკბილ სიტყვას ეტყვი მას და ამ საქმიდან არაფერი გამოვა. მერე

386
სახლში დაბრუნდები და შეეცდები დამარწმუნო, რომ საერთოდ არსად
წასულხარ.
– ტვინს გავასხმევინებ! – დაიყვირა სამუელმა, ოთახში შევარდა
და კარი გაიჯახუნა. ლიზა გაღიმებული იდგა.
ოთახიდან სამუელი გაკრიალებულ კოსტუმსა და პერანგში გამოწყო-
ბილი გამოვიდა. ის ლიზასთან მივიდა, დაიხარა და ვიწრო, შავი ჰალ-
სტუხი შეაკვრევინა. მისი ჭაღარა წვერი სუფთა და საგულდაგულოდ და-
ვარცხნილი იყო.
– ფეხსაცმელები რომ გაგეწმინდა, კარგი იქნებოდა – უთხრა მას ლი-
ზამ.
სამუელი პატარა სკამზე ჩამოჯდა, თავის გაცვეთილ ფეხსაცმელს
ვაქსი წაუსვა და ცოლს ცალი თვალით ახედა.
– ბიბლია რომ წავიყოლო, რას იტყვი? უკეთეს სახელებს ვერსად
ავარჩევ.
– არ მინდა, სახლიდან რომ გავიდეს, – უპასუხა ლიზამ მოღუშული
სახით. – გვიან რომ დაბრუნდე, ძილის წინ რა წავიკითხო? თან ჩვენი
შვილების სახელები მაქვს მასში ჩაწერილი.
სამუელს სახეზე შეეტყო, რომ არ ესიამოვნა. ლიზა ოთახში შევიდა
და იქიდან პატარა, გაცვეთილი წიგნი გამოიტანა. ყდებზე მას მუყაოს
ნაჭრები ჰქონდა მიწებებული.
– აი, ეს ბიბლია წაიღე, – უთხრა მან სამუელს.
– ეს ხომ დედაშენისაა?
– ის წინააღმდეგი არ იქნებოდა. თან, ერთის გარდა, ყველა სახელს
ორი თარიღი უწერია.
– კარგად შევახვევ, რომ არ დაზიანდეს.
– დედაჩემს მხოლოდ ერთი რამ არ მოეწონებოდა, – თქვა ლიზამ
მკაცრი ხმით. – ის, რომ ბიბლიას სულ მუდამ ჩაჰკირკიტებ. სულ რაღაც
შეცდომებს ეძებ და კამათობ. ისე ატრიალებ და ეთამაშები, როგორც
ენოტი დასველებულ ქვას. ძალიან მაბრაზებ, სამუელ.
– მე უბრალოდ ვცდილობ, რომ მას კარგად ჩავწვდე, დედავ.

387
– რატომ უნდა ჩასწვდე? რა საჭიროა ეს? უბრალოდ აიღე და წა-
იკითხე. შავით თეთრზე წერია ყველაფერი. ვის რაში სჭირდება, რომ
შენ ბიბლიას ჩასწვდე? ღმერთს რომ ეს უნდოდეს, სხვანაირად და-
წერდა ან საერთოდ არ დაწერდა და ისე ჩაგიდებდა თავში ყველა-
ფერს.
– ჰო, მაგრამ...
– სამუელ, – გააწყვეტინა მას ლიზამ, – შენ ხარ ყველაზე დაუკმა-
ყოფილებელი ადამიანი, რომელსაც დედამიწაზე ოდესმე უვლია.
– ჰო, დედავ.
– ნუ მეთანხმები ყველაფერზე. სიყალბის სუნი ასდის ამას. რასაც
ფიქრობ, ის ილაპარაკე.
სამუელი ეტლზე დაჯდა და გზას გაუდგა. ლიზამ მას თვალი გა-
აყოლა.
– კარგი ქმარია, – თქვა მან ხმამაღლა, – მაგრამ, ყველაფერს ეჭ-
ვის თვალით უყურებს.
-3-
ადამის სახლამდე ნახევარი მილი იყო დარჩენილი. სამუელმა
მუხის ხეებისკენ შეუხვია და უსწორმასწორო გზას გაუყვა. ის ცდი-
ლობდა საკუთარ თავში სიბრაზის გრძნობა გამოეწვია, რათა რიდი
გამქრალიყო. თავს ის მაღალფარდოვანი ფრაზებით იმხნევებდა.
ასეთი ღონემიხდილი და გამხდარი ადამი სამუელს არ ახსოვდა.
თვალები მას ისე ჰქონდა გაშტერებული, თითქოს ვერაფერს ხედავ-
და. რამდენიმე წუთი დასჭირდა ადამს იმის გასაცნობიერებლად,
რომ სამუელი მის გვერდით იდგა, ხოლო როდესაც გააცნობიერა, უკ-
მაყოფილოდ მოარიდა მას მზერა.
– პატარა კაცია ის, ვინც დაუპატიჟებლად მიდის სტუმრად, – თქვა
სამუელმა.
– რა გნებავთ? ფული ხომ გადაგიხადეთ?
– ფული? დიახ, რა თქმა უნდა. ღმერთმანი, ეს საფასური ჩემს
დამსახურებებს აღემატებოდა კიდეც.

388
– რა? ამით რისი თქმა გსურთ?
სამუელში რისხვამ იმატა და ყლორტები გაუშვა.
– ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ეძებს დამ-
სახურებულ საფასურს. მეც მუდამ საკუთარ ფასს დავეძებ და თქვენ,
უბადრუკო კაცო, გსურთ, რომ ეს ყოველივე ხელის ერთი მოძრაობით
მოაგვაროთ.
– რამდენია საჭირო? მითხარით, რამდენი გსურთ და გადაგიხდით.
ახლავე გადაგიხდით!
– მე თქვენი ფული არ მჭირდება.
– მაშ რატომ მოხვედით? წადით აქედან!
– თქვენ ერთხელ დამპატიჟეთ.
– ახლა აღარ გპატიჟებთ.
სამუელმა დოინჯი შემოირტყა და ადამისკენ გადაიხარა.
– მე თქვენ ახლა ყველაფერს გეტყვით, ოღონდ მშვიდად. გასულ სა-
ღამოს, რომელიც სიმწრით იყო გაჟღენთილი, ერთმა სასიამოვნო აზრმა
გამიელვა თავში და როდესაც მზე ჩაესვენა, სიმწარე სიტკბომ შეცვალა.
ეს აზრი გონებაში დაღამებიდან ცისკრის ვარსკვლავის ამოსვლამდე
მიტრიალებდა და სწორედ ამიტომ, დღეს მე თავად დავპატიჟე საკუთა-
რი თავი.
– თქვენი მოსვლა აქ არავის სურდა.
– გავიგე, რომ ღმერთის უდიდესი წყალობით, თქვენ ტყუპები შეგე-
ძინათ.
– ეს თქვენი საქმე არ არის.
ამ უხეშობამ სამუელში ერთგვარი სიხარული გამოიწვია. მან სახ-
ლისკენ გაიხედა და სამზარეულოს ფანჯარაში ლი შეამჩნია. ჩინე – ლი
თავის საქმეს აკეთებდა, მაგრამ სამუელს თვალს არ აშორებდა.
– თუ ღმერთი გწამთ, ნუ მაიძულებთ, რომ ძალადობას მივმართო.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ, როდესაც მოვკვდები, ამ ქვეყნად
მშვიდობის მოყვარულ ადამიანად გამიხსენონ.
– არ მესმის, რაზე საუბრობთ.

389
– როგორ უნდა გესმოდეთ? თქვენ ხომ ადამ ტრასკი ხართ – მგე-
ლი, რომელსაც ორი ლეკვი მიუგდეს, მამალი, რომელმაც ერთხელ
დაჩინჩლა და სხვა საზრუნავი არა აქვს. დონდლო კაცი ხართ თქვენ!
ადამი სახეზე წამოწითლდა და თითქოს თვალებშიც გამოიხედა.
სამუელი უკვე აშკარად გრძნობდა, რომ სიბრაზემ მისი მთელი სხე-
ული მოიცვა.
– დაიხიეთ უკან, ჩემო მეგობარო! – დაიყვირა მან. – გთხოვთ და
გემუდარებით! რაიმე წმინდა მაინც თუ შეგრჩენიათ, არ მომეკაროთ!
ნუ მაიძულებთ, რომ მკვლელობა ჩავიდინო!
– გაეთრიეთ ჩემი მიწიდან! – გაბრაზდა ადამიც, – წადით და აღარ
დაბრუნდეთ. თქვენ ჭკუიდან შეიშალეთ. წადით! ეს ჩემი მიწაა. მე
მასში ფული გადავიხადე. მე ის ვიყიდე.
– თვალები და ცხვირიც იყიდეთ? – დამცინავად ჰკითხა სამუელ-
მა. – ან, იქნებ, წელში გამართული რომ დადიხართ და არა ოთხზე,
ამაშიც ფული გაქვთ გადახდილი? ბრჭყალების მაგივრად რომ
ფრჩხილები გაქვთ, ესეც თქვენ მიერ არის ნაყიდი? კარგად მისმი-
ნეთ, რადგან ცოტა ხანში მე თქვენ სიცოცხლეს გამოგასალმებთ. იყი-
დეთ ესე იგი, არა? იმ ფულით, რომელიც მემკვიდრეობით გერგოთ!
დაფიქრდით, უბადრუკო კაცო, განა იმსახურებთ თქვენ ამ შვილებს?
– დამსახურება რა შუაშია? ბავშვები ისედაც დაიბადნენ უკვე. რას
ნიშნავს „ვიმსახურებ“?
– დამლოცე, ლიზა! ადამ, შენ ვერაფერი გაიგე! მისმინე, სანამ
ყელზე ხელი არ მომიჭერია. შენი საბრალო ტყუპები ობლობაში იზ-
რდებიან. მათ ვერავინ ამჩნევს, მათზე არავინ ზრუნავს და თამამად
შემიძლია ვთქვა, რომ მათი არსებობა არავის ანაღვლებს.
– გაეთრიეთ აქედან! – დაიყვირა ადამმა. – ლი, მოიტანე იარაღი!
ეს კაცი გიჟია! ლი!
თვალის დახამხამებაში, სამუელი ადამს ყელში სწვდა და ისე
ძლიერად მოუჭირა ხელი, რომ ადამს თვალები გაუწითლდა, საფეთ-
ქლებზე კი ძარღვები გამოუჩნდა.

390
– მიდი აბა, გამოიყენე ახლა შენი დონდლო ხელები, – უღრენდა მას
სამუელი. – შენ ეს ბავშვები არ გიყიდია, არ მოგიპარავს და არც არაფერ-
ში გაგიცვლია. არ ვიცი, რითი დაიმსახურე, მაგრამ, შენ ისინი ღმერთმა
გიბოძა.
მან ადამს ხელი გაუშვა, ადამი კი რამდენიმე წამი გაოგნებული იდგა.
მან ყელზე ხელი მოისვა. მჭედელს საკმაოდ ძლიერი მკლავი ჰქონია.
– რა გსურთ ჩემგან?
– შენში სიყვარული არ არის, – უპასუხა სამუელმა.
– იყო. საკმარისი იყო საიმისოდ, რომ მოვმკვდარიყავი.
– სიკვდილისთვის საკმარისი სიყვარული არ არსებობს. ადამიანები
ნაკლები სიყვარულისგან უფრო კვდებიან, ვიდრე ზედმეტისგან.
– არ მომეკაროთ. ნუ გგონიათ, რომ საკუთარი თავის დაცვა არ შემიძ-
ლია.
– შენ ორი იარაღი გაქვს, მაგრამ მათთვის სახელები არ დაგირქმე-
ვია.
– მე თქვენ ადვილად დაგამარცხებთ. თქვენ მოხუცი ხართ.
– ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ადამიან-
მა, რაც არ უნდა სულელი იყოს ის, იპოვოს ქვა და საღამომდე მას სახე-
ლი არ დაარქვას – მაგალითად, პეტრე. შენ კი უკვე ერთი წელია დაკარ-
გულ სიყვარულს მისტირი და შვილები არც კი დაგინომრავს.
– მე რას გავაკეთებ, ეს მხოლოდ ჩემი საქმეა.
სამუელმა ბევრი მუშაობისგან დამძიმებული მუშტი უთავაზა ადამს
და ისიც წამსვე მიწაზე დაეცა. შემდეგ, მან ის ფეხზე წამოაყენა და კიდევ
ერთხელ დაარტყა. ამჯერად, ადამი აღარ ამდგარა. ის მიწაზე იყო გაშო-
ტილი და წონასწორობადაკარგულ მოხუცს გაკვირვებული სახით უყუ-
რებდა.
სამუელს სიბრაზემ გადაუარა. მან მშვიდად მიმართა ადამს.
– შენს შვილებს სახელები არა აქვთ.
– ისინი დედამ მიატოვა, – უპასუხა ადამმა.

391
– შენ კი მათ მამაც წაართვი. ნუთუ არ გესმის და ვერ გრძნობ, რო-
გორ სცივათ ობოლ ბავშვებს? მათ არც სითბო იციან, არც ჩიტების
ჭიკჭიკი ესმით და არც დილის მზის სხივი ახარებთ. ნუთუ საკუთარი
ბავშვობა ოდნავ მაინც არ გახსენდება, ადამ?
– ეს ჩემი ბრალი არ არის.
– ჰო, მაგრამ, შენ არც რაიმეს შეცვლა გიცდია. შენს ბიჭებს სახე-
ლები არა აქვთ.
სამუელი დაიხარა, ადამს მხრებზე ხელები მოჰკიდა და წამოაყე-
ნა.
– ჩვენ მათ სახელებს აუცილებლად დავარქმევთ, – თქვა მან და
ადამს პერანგი საკუთარი ხელებით გაუსუფთავა. – შესაძლოა ბევრი
ფიქრი დაგვჭირდეს, მაგრამ კარგ სახელებს შევარჩევთ.
გონებით ადამი ისევ სადღაც შორს იყო, თუმცა, მის თვალებში
დაბნეულობა აღარ ჩანდა. ახლა ის ყურადღებით აკვირდებოდა რა-
ღაცას, თითქოს ქარის მიერ მოტანილ მუსიკას უსმენდა.
– არასდროს მეგონა, თუ ადამიანს შეურაცხყოფისთვის და ცემის-
თვის მადლობას გადავუხდიდი, – თქვა მან. – მიჭირს ამის თქმა, მაგ-
რამ მაინც გეუბნებით: გმადლობთ.
სამუელმა მას გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.
– ხომ ბუნებრივი იყო ყველაფერი? ხომ სწორად გავაკეთე?
– რას გულისხმობთ? – გაუკვირდა ადამს.
– ჩემს მეუღლეს შევპირდი, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებ-
დი. არ სჯეროდა რომ გავბედავდი. ხომ იცით, მე მოჩხუბარი არა ვარ.
ბოლოს ჯერ კიდევ სკოლაში ვიჩხუბე ერთი წითელცხვირა გოგონას
და სახელმძღვანელოს გულისთვის. მაშინ ირლანდიაში, დერის საგ-
რაფოში ვცხოვრობდი.
ადამი სამუელს უყურებდა, მაგრამ მასში თავისი ძმის, ჩარლზის
ბნელ და გამანადგურებელ რისხვას ხედავდა. შემდეგ მას თვალწინ
ქეთის თვალები და დამიზნებული იარაღის ლულა წარმოუდგა.

392
– შიში არ ყოფილა, – თქვა მან. – უფრო დაღლილობას ვგრძნობდი.
– ალბათ საკმარისად არ ვიყავი გაბრაზებული.
– სამუელ, მხოლოდ ერთხელ დაგისვამთ ამ შეკითხვას: რამე ხომ
არ გსმენიათ მის შესახებ?
– არა, არაფერი მსმენია.
– ძალიან კარგი. შესაძლოა ეს უკეთესიც იყოს.
– გეზიზღება?
– არა, უბრალოდ გულდაწყვეტილი ვარ. შესაძლოა მოგვიანებით ეს
სიძულვილშიც გადაიზარდოს, არ ვიცი. სილამაზიდან სისაძაგლემდე
იმდენად მცირე მანძილი იყო, რომ გონებაში ყველაფერი არეული
მაქვს.
– ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ მაგიდასთან დავსხდებით და შენ ყველა-
ფერს პასიანსივით გაშლი. მანამდე კი... ჯერ ყველა კარტი უნდა შეაგრო-
ვო.
ფარდულიდან ქათმის აღშფოთებული კაკანი და ყივილი გაისმა,
შემდეგ კი ამას ხეზე ნაჯახის დარტყმის ხმა მოჰყვა.
– რა ხდება იქ? – იკითხა ადამმა და ამას კიდევ ერთი ყივილი მოჰყვა.
– რა ხდება და ლი საქმიანობს, – უპასუხა სამუელმა. – ქათმებს რომ
საკუთარი მთავრობა, ეკლესია და ისტორია ჰქონდეთ, ადამიანის სიხა-
რულზე ზიზღნარევი შეხედულება ექნებოდათ. საკმარისია ადამიანს
რაიმე სასიხარულო ამბავი შეემთხვეს, რომ ამას წამსვე ქათამი ეწირება.
ცოტა ხანში, სამუელს და ადამს სალაპარაკო გამოელიათ. ისინი
მხოლოდ დროდადრო არღვევდნენ სიჩუმეს ყალბი თავაზიანობით –
ერთმანეთს ამინდისა და ჯანმრთელობისა შესახებ ეკითხებოდნენ.
რომ არა ლი, მალე ისინი ალბათ ისევ ჩხუბზე გადავიდოდნენ.
ჩინელმა მზარეულმა მუხის ქვეშ მაგიდა დადგა და სკამები ისე განა-
ლაგა, რომ სამუელი და ადამი ერთმანეთის პირისპირ დამსხდარიყვნენ.
შემდეგ, ვისკი და ორი ჭიქა დადგა მაგიდაზე და ბავშვების მოსაყვანად
წავიდა. ტყუპები მან ხელჩაკიდებული გამოიყვანა სახლიდან, მიწაზე
დასვა და, რომ არ მოეწყინათ, თითოეულს ხელში პატარა ჯოხი მისცა.

393
ბავშვები სერიოზული გამომეტყველებით ისხდნენ, სამუელის
წვერს აკვირდებოდნენ და თვალებით მუდამ ლის ეძებდნენ. ყველა-
ზე უცნაური მათი ტანისამოსი იყო: გრძელი შარვლები და ჩინური
ქურთუკები – ფირუზისფერი და ვარდისფერი. ზონრები ორივეს შავი
ჰქონდა. თავზე მათ ნაქსოვი ქუდები ეხურათ, რომლებზეც ზემოდან
მოზრდილი წითელი პომპონები იყო მიკერებული.
– ეს ტანსაცმელი საიდან მოიტანე, ლი? – იკითხა სამუელმა.
– კი არ მოვიტანე, მქონდა – გაბრაზებულმა უპასუხა ლიმ. – სხვაც
აქვთ, მაგრამ ის თავად შევუკერე. დღეს განსაკუთრებული დღეა და
ბავშვებს ლამაზად უნდა ეცვათ.
– როგორც ვხედავ, ნორმალურ ინგლისურზე გადასულხარ, ლი, –
გაუკვირდა ადამს.
– დიახ. იმედი მაქვს, სამუდამოდ გადავედი. თუმცა, კინგ-სითიში
რომ მივდივარ, ისევ პრიმიტიულ ენას ვიყენებ, – ლიმ ბავშვებს უც-
ნაური და მოკლე სიტყვებით რაღაცა წაუმღერა. პატარებმა გაიღიმეს
და ჯოხების ქნევა დაიწყეს. – ვისკის დაგისხამთ. ბოთლი სახლში ვი-
პოვე. სულ ცოტა იყო დარჩენილი.
– ეს ის ბოთლია, კინგ-სითიში რომ იყიდე? – ჰკითხა სამუელმა.
ახლა, როდესაც სამუელსა და ადამს შორის ბარიერი აღარ არსე-
ბობდა, სამუელს სირცხვილის გრძნობა დაეუფლა. მუშტებით საკმა-
ოდ კარგად შეძლო კონტაქტის დამყარება, მაგრამ ახლა ურთიერ-
თობის გაგრძელება უჭირდა. მან გაიფიქრა, რომ თუ სიმამაცე და მი-
ზანმიმართულება არ ავარჯიშე, ორივე ეს თვისება ნელ-ნელა გაქრე-
ბა. გონებაში მან საკუთარ თავს გაუღიმა.
ისინი ჩუმად ისხდნენ და უცნაურ ტანისამოსში გამოწყობილ ბავ-
შვებს უყურებდნენ. სამუელი ფიქრობდა, რომ ზოგჯერ ადამიანს მო-
წინააღმდეგე უფრო კარგად შეიძლება დაეხმაროს, ვიდრე მეგობა-
რი. მან თავი ასწია და ადამს შეხედა.

394
– დაწყება მიჭირს, – თქვა სამუელმა. – წერილის წერას რომ შეწყვეტ
და რაც დრო გადის, მით უფრო რომ გიჭირს მისი გაგრძელება, ზუსტად
ასე ვგრძნობ თავს. იქნებ დამეხმარო.
ადამმა წამიერად აიხედა და შემდეგ ისევ ბავშვებს დააკვირდა.
– მხოლოდ გუგუნი მესმის, – თქვა მან. – ისეთი შეგრძნება მაქვს,
რომ წყალში ვარ ჩაძირული. ამ ერთწლიანი საშინელებიდან ჯერ ვერ
გამოვსულვარ.
– იქნებ მიამბო, რა მოხდა და უფრო ადვილად გადავალთ სხვა სა-
კითხებზე.
ადამმა ვისკი დალია, წამსვე შეივსო ჭიქა და ჩაფიქრებულმა ის გვერ-
დით გადახარა. სასმელმა ჰაერში ხილის სურნელი დააყენა.
– ბუნდოვნად მახსენდება. ძლიერი ტკივილი არ მიგრძვნია. ეს უფ-
რო გაურკვეველ შეგრძნებას ჰგავდა. თუმცა არა, ზოგჯერ ნემსების
ჩხვლეტასაც ვგრძნობდი. თქვენ მითხარით, რომ მე ყველა კარტი არ
მაქვს ხელში და ამაზეც ვიფიქრე. მგონია, რომ ყველა კარტი არც არას-
დროს მექნება.
– შენდაუნებურად ფიქრობ მასზე და გაწუხებს? ჩვეულებრივ, როდე-
საც ადამიანი ამბობს, რომ რაიმე საკითხზე საუბარი არ სურს, ეს იმას
ნიშნავს, რომ მას მხოლოდ ეს ერთი საკითხი უტრიალებს გონებაში.
– შესაძლოა ასეც იყოს. ყველაფერი ამერია გონებაში და ახლა მხო-
ლოდ ბოლო გამოსახულებას ვხედავ ნათლად.
– მან გესროლა, ხომ?
ადამს სახე დაეძაბა და თვალები გაუმუქდა.
– პასუხის გაცემა აუცილებელი არ არის, – უთხრა მას სამუელმა.
– ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გიპასუხოთ. დიახ, მან მესროლა.
– შენი მოკვლა უნდოდა?
– ამ საკითხზე ყველაზე მეტი ვიფიქრე, – თქვა ადამმა. – არა, არა
მგონია, რომ მას ჩემი მოკვლა სურდა. ასეთი პატივი ჩემთვის არ ემეტე-
ბოდა. ჩემს მიმართ მას არც სიძულვილი ჰქონდა და არც სიყვარული. სა-
ერთოდ არანაირი ვნება არ იყო მასში. ჯერ კიდევ ჯარში ყოფნისას ვის-

395
წავლე, რომ თუ ადამიანს შენი მოკვლა სურს, ის თავში, მუცელში ან
გულში გიმიზნებს. ტყვია მე ზუსტად იქ მომხვდა, სადაც მას სურდა. ისიც
კი მახსოვს, ლულა როგორ გასწია გვერდით. დარწმუნებულიც რომ ვი-
ყო, მას ჩემი მოკვლა სურდა, ამაზე დიდად არ ვინერვიულებდი. ეს ერ-
თგვარი სიყვარულის მანიშნებელი მაინც იქნებოდა. სინამდვილეში
კი მე მას უბრალოდ თავი მოვაბეზრე. ის მე მტრად არ მთვლიდა.
– ბევრი გიფიქრია.
– საკმარისი დრო მქონდა. ერთი რაღაცა მინდა გკითხოთ. მე მხო-
ლოდ ის ბოლო სცენა მახსოვს და მანამდე რაც იყო, სულ ნისლშია
გახვეული. ძალიან ლამაზი იყო?
– შენთვის ნამდვილად იყო, რადგან შენ თავად შექმენი ის. ვფიქ-
რობ, შენ არა მას, არამედ საკუთარ ქმნილებას უყურებდი.
– ნეტა ვიცოდე, ვინ არის და რას წარმოადგენს, – თითქოს თავის-
თვის ჩაილაპარაკა ადამმა. – ამაზე ადრე არასდროს დავფიქრებულ-
ვარ. ისედაც კმაყოფილი ვიყავი იმით, რაც მქონდა.
– ახლა უკვე გაინტერესებს?
– ეს უბრალო ცნობისმოყვარეობა არ არის, – თქვა ადამმა და
თვალები დახარა. – მე მაინტერესებს, ჩემი შვილების ძარღვებში რა
სისხლი ჩქეფს. რომ გაიზრდებიან, სულ ცუდის მოლოდინში ვიქნე-
ბი.
– ნამდვილად ასეა. ადამ, გაფრთხილებ, რომ თუ მათში ბორო-
ტება გაჩნდა, ეს შენი ეჭვების ბრალი უფრო იქნება, ვიდრე მათი სის-
ხლის. ბავშვები ზუსტად ისეთები იქნებიან, როგორებსაც შენ დახა-
ტავ საკუთარ გონებაში.
– მაგრამ სისხლი...
– სისხლისა მე დიდად არ მჯერა. ვფიქრობ, როდესაც ადამიანი
საკუთარ შვილებში სიკეთეს ან ბოროტებას აღმოაჩენს, უნდა იცო-
დეს, რომ ეს სწორედ ის თვისებებია, რომლებიც ბავშვმა დაბადების
შემდეგ შეითვისა.
– ღორისგან დოღის ცხენს ვერ შექმნი.

396
– მართალია, მაგრამ შენ შეგიძლია ძალიან სწრაფი ღორი შექმნა.
– არა მგონია, ამაში ვინმე დაგეთანხმოთ. მისის ჰამილტონიც კი
გაგიწევდათ წინააღმდეგობას.
– ნამდვილად ასეა. მეტსაც გეტყვი, ის მე ყველაზე დიდ წინააღმდე-
გობას გამიწევდა. ამიტომ, მე მას მსგავს თემებზე არასდროს ველაპარა-
კები. ის ყველა კამათში მამარცხებს, რადგან გულწრფელად სჯერა, რომ
საწინააღმდეგო აზრი პირადი შეურაცხყოფაა. მთლიანობაში მშვენიერი
ქალია, მაგრამ მასთან ერთად როდესაც ხარ, ბევრი რამის დათმობა გი-
წევს. მოდი ბიჭებზე ვისაუბროთ.
– ჭიქა შეგივსოთ?
– დიახ, სიამოვნებით დავლევ. ადამიანის სახელი იდუმალებით მო-
ცული თემაა. დღემდე ვერ გამირკვევია, სახელი ქმნის ადამიანს თუ ადა-
მიანი ესადაგება საკუთარ სახელს. ერთ რამეში კი ნამდვილად ვარ დარ-
წმუნებული: თუ ადამიანს ზედმეტსახელით მოიხსენიებენ, ეს იმას ნიშ-
ნავს, რომ მშობლებმა მას არასწორი სახელი დაარქვეს. სტანდარტულ
სახელებს როგორ უყურებ? მაგალითად, ჯონი, ჯეიმსი ან ჩარლზი?
ადამი ამ დროს ტყუპებს აკვირდებოდა და სრულიად მოულოდნე-
ლად, როდესაც მან სიტყვა „ჩარლზი“ გაიგონა, დაინახა რომ ერთ-ერთი
ბავშვის თვალებიდან მისი ძმა იყურებოდა. ადამი წინ გადაიხარა.
– რა ხდება? – ჰკითხა მას სამუელმა.
– ეს რა არის? – წამოიძახა ადამმა. – ბავშვები ერთმანეთს სრულე-
ბით არ გვანან!
– რა თქმა უნდა, არ გვანან. ისინი ხომ იდენტური ტყუპები არ არიან.
– აი, ეს ჩემს ძმას ჰგავს. ნამდვილად ჰგავს. ამწუთას შევამჩნიე. მე-
ორე ალბათ მე უნდა მგავდეს, მაგრამ ჯერ ვერ ვამჩნევ.
– ორივე გგავს. ადამიანის სახეში თავიდანვეა ჩადებული ის, რაც შემ-
დეგ უნდა გამოჩნდეს.
– ახლა ისე აღარ ჰგავს, – თქვა ადამმა. – თავიდან ისეთი შეგრძნება
მქონდა, რომ ჩემი ძმის აჩრდილი დავინახე.
– ალბათ აჩრდილები სწორედ ასე ჩნდებიან.

397
ლიმ რამდენიმე კერძი მოიტანა და მაგიდაზე დააწყო.
– ლი, ჩინეთში აჩრდილები არიან? – ჰკითხა მას სამუელმა.
– მილიონობით, – უპასუხა ლიმ. – ყველაზე მეტნი სწორედ აჩრდი-
ლები არიან. საერთოდ, მგონია, რომ ჩინეთში არასდროს არავინ
კვდება. ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს იქ. ყოველ შემთხვევაში, იქ
ყოფნისას ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა.
– ჩამოჯექი, ლი, – თქვა სამუელმა. – სახელებს ვარჩევთ.
– ქათამი იწვება. მალე იქნება მზად.
ადამმა ტყუპებს მზერა მოაცილა და ლის ახედა. მის თვალებში
სითბო და სიკეთე ჩანდა.
– ერთ ჭიქას ხომ არ დალევ? – ჰკითხა მან ლის.
– სამზარეულოში ნგ-კა-პის ვწრუპავ, – უპასუხა ლიმ და სახლის-
კენ გაემართა.
სამუელი წინ გადაიხარა, ერთი ტყუპისცალი აიყვანა ხელში და
კალთაზე დაისვა.
– აი, მაგალითად, ეს ავიღოთ, – თქვა მან. – მოდი ვნახოთ, რომე-
ლიმე სახელს თუ ესადაგება მისი გარეგნობა.
ადამმა მეორე ტყუპისცალი მოუქნელი მოძრაობით დაისვა კალ-
თაზე.
– ოდნავ გვანან ერთმანეთს, – თქვა მან. – თუმცა, კარგად რომ და-
აკვირდები, სხვადასხვანაირები არიან. აი, ამას უფრო მრგვალი თვა-
ლები აქვს.
– ჰო, თავიც უფრო მრგვალი აქვს და ყურებიც უფრო დიდი. ეს კი...
ეს კი უფრო ტყვიასავითაა, ანუ
მიზანმიმართული. ალბათ, უფრო შორს წავა. ოღონდ, შესაძლოა
არც ისე მაღლა აფრინდეს. მეორეს უფრო მუქი კანი და თმა ექნება.
ეს ცოტას წაიეშმაკებს კიდეც, რაც ცუდია, რადგან ეშმაკობა პირდაპი-
რობას უშლის ხელს. შეხედე, ამას თავი როგორ უჭირავს – უფრო მე-
ტად არის განვითარებული, ვიდრე მეორე. რომ დააკვირდები, სულ
სხვადასხვანაირები არიან.

398
ადამს გამომეტყველება თვალსა და ხელს შუა ეცვლებოდა და თით-
ქოს თავისი ბუნებრივი სახე უბრუნდებოდა. მან ხელი ზემოთ ასწია, ბავ-
შვი კი წინ გადაიხარა და კინაღამ გადავარდა.
– ჰოპ! – წამოიძახა ადამმა და ბავშვს ხელი მოჰკიდა. – ფრთხილად!
ეგეთი რამეები არ იყოს.
– ჩვენ ახლა გვგონია, რომ ამ ბავშვებში რაღაც თვისებები აღმოვაჩი-
ნეთ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ვცდებოდეთ, – თქვა სამუ-
ელმა. – ამიტომ, სახელები სხვა პრინციპით უნდა შევარჩიოთ. ვფიქრობ,
ბავშვებს მაღალი მიზნები უნდა დავუსახოთ და ისეთი სახელები და-
ვარქვათ, რომლებიც მათ უნდა გაამართლონ. მე, მაგალითად, იმ ადა-
მიანის სახელი მქვია, რომელსაც თავად უფალმა ღმერთმა დაუძახა. მეც
მთელი ცხოვრება ველი ამ ძახილს. ერთი-ორჯერ მომესმა კიდეც, მაგ-
რამ ძალიან ბუნდოვნად.
ადამს ტყუპისცალისთვის ხელი არ გაუშვია, ისე გადაიხარა წინ და
ორივე ჭიქა შეავსო.
– გმადლობთ, რომ მოხვედით, სამუელ, – თქვა მან. – ცოტა შესაძ-
ლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ცემისთვისაც მადლობა უნდა გით-
ხრათ.
– ჩემთვისაც ძალიან უცნაური იყო ამის გაკეთება, – უპასუხა სამუელ-
მა. – ლიზა არ დამიჯერებს, ამიტომ, მას არაფერს ვეტყვი. დაუჯერებე-
ლი სიმართლე გაცილებით უფრო ავნებს ადამიანს, ვიდრე ტყუილი. ძა-
ლიან მამაცი უნდა იყო, რომ საკუთარი დროისთვის მიუღებელი სიმარ-
თლე ამტკიცო. ამას აუცილებლად მოჰყვება სასჯელი და ეს, როგორც წე-
სი, ჯვარცმაში გამოიხატება. ასეთი სიმამაცე ჩემში არ დევს.
– ყოველთვის მიკვირდა, რატომ უნდა ცხოვრობდეს თქვენნაირი გა-
ნათლებული ადამიანი ასეთ ხრიოკ ადგილას.
– სწორედ იმიტომ, რომ სიმამაცე არა მაქვს. პასუხისმგებლობის სა-
კუთარ თავზე აღება ვერა და ვერ გავბედე. როდესაც ღმერთმა ჩემი სა-
ხელი არ დაიძახა, შემეძლო თავად დამეძახა მისი სახელი, მაგრამ ეს არ
გავაკეთე. სწორედ ეს არის განსხვავება დიდ ადამიანსა და ჩვეულებრივ

399
ადამიანს შორის. ის, რაც მე მჭირს, უჩვეულო რამ სულაც არ არის.
ჩვეულებრივმა, არაფრით გამორჩეულმა ადამიანმა ისიც კარგად უნ-
და იცოდეს, რომ დიადი ადამიანები ყველაზე მარტოსულები არიან
ამ ქვეყანაზე.
– ვფიქრობ, სიდიადის სხვადასხვა ხარისხი არსებობს.
– მე ასე არ ვთვლი, – უპასუხა სამუელმა. – მაშინ გამოდის, რომ
პატარა სიდიადეც უნდა არსებობდეს. არა, ნამდვილად არა. ვფიქ-
რობ, როდესაც გზაჯვარედინზე აღმოჩნდები, არჩევანი თავად უნდა
გააკეთო. ერთი მხრივ, გაქვს სითბო, მეგობრობა და ურთიერთგაგე-
ბა, მეორე მხრივ კი – ცივი და მარტოსული ცხოვრება. დღეს მე კმა-
ყოფილი ვარ, რომ რიგითი ადამიანის ცხოვრება ავირჩიე, მაგრამ,
საიდან უნდა ვიცოდე, რითი დამაჯილდოვებდა ღმერთი, თუ მეორე
არჩევანს გავაკეთებდი? ჩემი შვილებიდან, შესაძლოა, მხოლოდ ტო-
მი გამოვიდეს დიადი ადამიანი. სწორედ ახლა დგას ის გზაჯვარე-
დინზე. ვუყურებ, როგორ იტანჯება და გული მტკივა. სადღაც, გულის
სიღრმეში, მინდა, რომ მან სიდიადე აირჩიოს. უცნაურია, არა? მამა,
რომელსაც სურს, რომ შვილმა თავი გასწიროს. ეგოისტობაა.
– ეს სახელების შერჩევის ამბავი არცთუ მარტივი საქმე ყოფილა,
როგორც ვხედავ, – თქვა ადამმა.
– არ ელოდი?
– ასეთი სასიამოვნო პროცესი თუ იქნებოდა, ნამდვილად არ მე-
გონა.
ლიმ შემწვარი ქათამი, მოხარშული კარტოფილი და ჭარხლის მა-
რინადი მოიტანა. ყველაფერი ეს ერთ ლანგარზე იდო.
– არ ვიცი, რამდენად კარგი გამომივიდა, – თქვა მან. – ქათმები
დაბერებულები არიან. წიწილები აღარ გვყავს. სინდიოფალებმა
შეგვიჭამეს.
– ჩამოჯექი, – უთხრა მას სამუელმა.
– ნგ-კა-პის მოვიტან და ახლავე მოვალ.

400
– რა უცნაურია, – თქვა ადამმა, როდესაც ლი წავიდა. – ადრე ის სულ
სხვანაირად ლაპარაკობდა.
– ახლა ის შენ გენდობა, – უპასუხა სამუელმა. – მას უანგარო ერ-
თგულების ნიჭი აქვს. ადამიანობას რაც შეეხება, მგონია, რომ ჩვენ
ლისთან ახლოსაც ვერ მივალთ.
ლი დაბრუნდა და მაგიდას მიუჯდა.
– სჯობს ბავშვები მიწაზე დასვათ, – თქვა მან.
ტყუპებმა წუწუნი დაიწყეს, მაგრამ ლიმ მკაცრი გამომეტყველება მი-
იღო და რაღაცა უთხრა ჩინურად. პატარები წამსვე გაჩუმდნენ.
რამდენიმე წუთი, ხმა არავის ამოუღია. მოულოდნელად, ლი წამოხ-
ტა და სახლისკენ გაიქცა, ცოტა ხანში კი უკან დაბრუნდა და ერთი დოქი
ღვინო დადგა მაგიდაზე.
– სულ დამავიწყდა, – თქვა მან. – სახლში ვიპოვე და ვიფიქრე, რომ
გესიამოვნებოდათ.
– მახსოვს, ამ ნაკვეთს რომ ვყიდულობდი, მაშინ დავლიე ღვინო –
ღიმილით თქვა ადამმა. – შესაძლოა, ყიდვა სწორედ ღვინომ გადამაწ-
ყვეტინა. ქათამი ძალიან გემრიელია, ლი. რამდენი ხანია, საჭმლის ნამ-
დვილი გემო არ მიგრძვნია.
– უკეთ გრძნობ თავს, – უთხრა მას სამუელმა. – ზოგიერთი ადამიანი
თვლის, რომ გამოჯანმრთელებით თავისი ავადმყოფობის სიდიადესა
და კეთილშობილებას შეურაცხყოფას აყენებს. მაგრამ, დრო ისეთი რამ
არის, რაც ამ კეთილშობილებას არაფრად მიიჩნევს. ყველა ავადმყოფო-
ბა წარსულში რჩება. მოთმინებაა საჭირო მხოლოდ.
-4-
ლიმ მაგიდა გადაწმინდა და ტყუპებს ხორცისგან მთლიანად გასუფ-
თავებული ქათმის ბარკლები გაუწოდა. პატარები სერიოზული სახეე-
ბით უყურებდნენ ცხიმიან ძვლებს და პერიოდულად ლოკავდნენ მათ.
ღვინო და ჭიქები ისევ მაგიდაზე იდგა.
– სჯობს სახელების მოფიქრება დავაჩქაროთ, – თქვა სამუელმა. – უკ-
ვე ვგრძნობ, რომ ლიზა სახლისკენ მექაჩება.

401
– თავში არაფერი მომდის, – თქვა ადამმა.
– ნათესავის სახელი შეგიძლია შეარჩიო. ვთქვათ, ვინმე მდიდარი ახ-
ლობელი გაიხსენე. თავადაც გაუხარდება და სეხნიას ყურადღებას არ
მოაკლებს. ან იქნებ საამაყო წინაპარი გყავდა ვინმე?
– არა. მე მინდა, რომ მათ შეძლებისდაგვარად ახალი სახელები
დავარქვა.
სამუელმა შებლზე ხელი შემოირტყა.
– რა დასანანია, – თქვა მან. – რა დასანანია, რომ ზუსტად იმ სა-
ხელებს ვერ დავარქმევთ, რომლებიც მათთვის არის ზედგამოჭრი-
ლი.
– რას გულისხმობთ?
– ახალი სახელებიო, შენ თქვი. გუშინ გავიფიქრე... – აქ სამუელმა
პატარა პაუზა გააკეთა. – შენს საკუთარ სახელს დაკვირვებიხარ?
– ჩემსას?
– ჰო. ადამის შვილები ხომ კაენი და აბელი იყვნენ?
– არა. არა, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, – თქვა ადამმა.
– მართალი ხარ, ბედისწერასთან თამაში არ შეიძლება. მაგრამ,
განა საინტერესო არ არის, რომ კაენი ერთადერთი ცნობილი სახე-
ლია მსოფლიოში, რომელსაც, როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი ადა-
მიანი ატარებდა?
– შესაძლოა, სწორედ ამიტომ შეინარჩუნა მან თავისი პირვანდე-
ლი დატვირთვა, – თქვა ლიმ.
ადამი მუქი წითელი ღვინით სავსე ჭიქას მიაშტერდა.
– ტანში გამაჟრიალა, ეს სახელი რომ ახსენეთ, – თქვა მან.
– ათადან და ბაბადან, ჩვენ ორად ორი ამბავი არ გვაძლევს მოს-
ვენებას და სულ უკან დაგვყვება, როგორც უჩინარი კუდი, – თქვა სა-
მუელმა. – ესენია თავდაპირველი ცოდვა და კაენისა და აბელის ამ-
ბავი. ბოლომდე მე ვერც ერთს ვერ ჩავწვდი. მე მათი არსი არ მესმის,
უბრალოდ ვგრძნობ მათ. ამის გამო, ლიზა სულ მეჩხუბება. მას მიაჩ-
ნია, რომ ბიბლიის გაგება საჭირო არ არის, რადგან ჭეშმარიტება უბ-

402
რალოდ უნდა წაიკითხო. შესაძლოა ის მართალიცაა. ლი, ლიზა ამბობს,
რომ შენ პრესბიტერიანელი ხარ. ედემის ბაღში და კაენისა და აბელის
ისტორიაში, შენთვის ყველაფერი გასაგებია?
– მას სურს, რომ მე რაიმე მრწამსს მიმაკუთვნოს, ვიცი, – უპასუხა
ლიმ. – სხვათა შორის, სან-ფრანცისკოში რომ ვცხოვრობდი, საკვირაო
სკოლაში დავდიოდი. საერთოდ, ადამიანებს ერთმანეთის დახარისხება
უყვართ. განსაკუთრებით მოსწონთ, როდესაც ვინმეს საკუთარ თავს ამ-
სგავსებენ.
– სამუელმა სხვა რაღაცა გკითხა, ლი, – თქვა ადამმა.
– ვფიქრობ, თავდაპირველი ცოდვა ჩემთვის სავსებით გასაგებია,
მაგრამ ძმის მკვლელობას ვერ ჩავწვდი. შესაძლოა უბრალოდ დეტალე-
ბი არ მახსოვს.
– როგორც წესი, ადამიანები დეტალებს არ აკვირდებიან. არადა, მე
სწორედ დეტალები მაკვირვებს. აბელი უშვილო იყო, – თქვა სამუელმა
და ცას ახედა. – ღმერთო, როგორ სწრაფად გაირბინა დღემ! ცხოვრება-
სავითაა – ნელა მიდის, როცა უკვირდები და უკანმოუხედავად გარბის,
როცა ყურადღება გადაგაქვს. არა, ახლა მე თავს არაჩვეულებრივად
ვგრძნობ. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ გართობას
ცოდვად არასდროს ჩავთვლი. მე მსიამოვნებს, როდესაც ყველა-
ფერს ვაკვირდები. ქვასაც კი არ ჩავუვლი გვერდით ისე, რომ არ შევამოწ-
მო, რა არის მის ქვეშ. განსაკუთრებულად იმაზე მწყდება გული, რომ ვე-
რასოდეს ვნახავ, რა ხდება მთვარის ბნელ მხარეს.
– ბიბლია არა მაქვს, – თქვა ადამმა. – კონექტიკუტში მქონდა. არ წა-
მომიღია.
– მე მაქვს, – თქვა ლიმ. – ახლავე მოვიტან.
– არ არის საჭირო, – გააჩერა ის სამუელმა. – ლიზამ დედამისის ბიბ-
ლია გამომატანა. ჯიბეში მიდევს. შეხედეთ, როგორი დაგლეჯილი და
გაუბედურებულია. ალბათ ძალიან ბევრი ლოცვა და გოდება მოისმინა
თავის დროზე. მაჩვენეთ ნებისმიერი ნახმარი ბიბლია და ყველაზე მე-
ტად გახუნებული ადგილების მიხედვით გეტყვით, რა აწუხებდა მის

403
მფლობელს. ლიზას ბიბლია თავიდან ბოლომდე ერთნაირად არის
გაცვეთილი. აი, ეს ძველი ისტორიაც აქ არის. თუ ის ძალიან შეგვაწუ-
ხებს, ესე იგი ამ წუხილის ფესვები თავად ჩვენშია.
– ბავშვობის შემდეგ არ მომისმენია, – თქვა ადამმა.
– ესე იგი, გგონია, რომ ძალიან გრძელია, – უპასუხა სამუელმა. –
სინამდვილეში კი მოკლეა. ბოლომდე წავიკითხავ და შემდეგ დასაწ-
ყისს დავუბრუნდეთ. ჭიქა შემივსეთ, თუ შეიძლება, ყელი გამიშრა.
აი, აქ არის – ძალიან მოკლე ამბავი, რომელიც ძალიან ღრმა ჭრილო-
ბას ტოვებს თითოეულ ჩვენგანში, – სამუელმა ბავშვებს დახედა. –
ჩასძინებიათ.
– ახლავე დავაფარებ რამეს, – თქვა ლიმ.
– მიწა თბილია, – თქვა სამუელმა. – აი, ასე იწყება: „შეიცნო ადამ-
მა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: „კა-
ცი შემეძინა უფლისაგან“.
ადამმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ სამუელმა მას მკაცრად
შეხედა. ადამი გაჩუმდა და თვალებზე ხელები აიფარა. სამუელმა
კითხვა განაგრძო.
– „მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი – მიწის
მუშაკი. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნა-
ყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პი-
რუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს, ხოლო კაენსა და
მის ძღვენს არ მოჰხედა“.
– ერთი წუთით, – თქვა ლიმ. – არა, არა, განაგრძეთ. შემდეგ და-
ვუბრუნდებით ამას.
– „ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა. უთხრა უფალმა კაენს:
„რად გამწარდი? რად ჩაღუნე თავი? თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა
თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩა-
საფრებულია კართან. შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მას-
ზე““. უთხრა კაენმა თავის ძმას აბელს: „გავიდეთ ველად“ და როცა
ველად იყვნენ, დაეცა კაენი აბელს და მოკლა. უთხრა უფალმა კაენს:

404
„სად არის შენი ძმა აბელი?“ მიუგო: „არ ვიცი. ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა
ვარ“. უთხრა ღმერთმა: „ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შე-
მომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, რომელმაც გახ-
სნა პირი რათა მიეღო შენი ძმის სისხლი შენი ხელიდან. დაამუშავებ მი-
წას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას. დევნილი და მიუსაფარი
შეიქნები ამ ქვეყანაზე“. უთხრა კაენმა უფალს: „მძიმე ასატანია ჩემი სას-
ჯელი. აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენს სა-
ხეს; დევნილი და მიუსაფარი ვიქნები ამქვეყნად და ყოველ შემხვედრს
შეეძლება ჩემი მოკვლა“. უთხრა უფალმა: „ამიტომაც შვიდწილად მიეზ-
ღვება კაენის მკვლელს“. დაადო უფალმა ნიშანი კაენს, რომ ვერ მოეკლა
იგი ყოველ შემხვდურს. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახ-
ლა ნოდის ქვეყანაში, ედემის აღმოსავლეთით“.
სამუელმა გაცვეთილი წიგნი დახურა. მას დაღლილი გამომეტყვე-
ლება ჰქონდა.
– აი, სულ ეს არის, – თქვა მან. – სულ თექვსმეტი სტროფია, არც მეტი
და არც ნაკლები. ღმერთო ჩემო, სულ აღარ მახსოვდა, როგორი საშინე-
ლი ისტორიაა. ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც კი ვერ იპოვი. ალბათ ლი-
ზა მართალია. რა უნდა გაიგო აქ?
– ჰო, დამამშვიდებელი ამბავი ნამდვილად არ არის, – თქვა ადამმა
და ამოიოხრა.
ლიმ თავისი მრგვალი თიხის ბოთლი აიღო და პატარა ჭიქაში მუქი
ფერის სასმელი დაისხა. რომ მოწრუპა, პირი ოდნავ გააღო, რათა გემო
ყელში და ენაზე კარგად ეგრძნო.
– არ შეიძლება რაიმე ამბავს ჰქონდეს ასეთი ძალა და ამდენი ხნის
განმავლობაში რჩებოდეს ადამიანების მეხსიერებაში, თუ თავად ადა-
მიანები არ გრძნობენ, რომ ეს ამბავი მათ შესახებ არის დაწერილი და
რომ, ის სრული სიმართლეა, – თქვა ლიმ. – წარმოიდგინეთ, რამხელა
დანაშაულის გრძნობა აქვს კაცობრიობას!
– შენ კი გსურდა, რომ მთელი ეს დანაშაული საკუთარ თავზე აგეღო,
– უთხრა სამუელმა ადამს.

405
– მეც ასე ვარ და ყველა ასეა, – თქვა ლიმ. – ჩვენ ორივე ხელით,
ხარბად ვაგროვებთ დანაშაულებს, თითქოს ის ძალიან ძვირფასი
რამ იყოს. როგორც ჩანს, რაღაც შინაგანი ლტოლვა გვაქვს.
– სხვათა შორის, ახლა უკეთ ვგრძნობ თავს და არა უარესად, – ჩა-
ერთო საუბარში ადამი.
– რატომ?
– ნებისმიერ პატარა ბავშვს გულწრფელად სწამს, რომ ცოდვა თა-
ვად გამოიგონა. სიკეთეს ჩვენ გვასწავლიან და ჩვენც ვთვლით, რომ
მას ვსწავლობთ. ცოდვა კი ჩვენი საკუთარი გამოგონებაა.
– მესმის, მაგრამ კაენის და აბელის ამბავი რატომ გაყენებს კარგ
ხასიათზე?
– იმიტომ, რომ ეს ჩვენი წარსულია, – თქვა ადამმა გაბრწყინებუ-
ლი თვალებით. – ჩვენ ყველანი იქიდან მოვდივართ. კაენი ჩვენი წი-
ნაპარია და ჩვენი დანაშაულის დიდ ნაწილს სწორედ ჩვენი წინაპრე-
ბი იზიარებენ. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რადგან საკუთარი
წინაპრების შთამომავლები ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პირვე-
ლები არა ვართ. ეს ჩვენი გასამართლებელი საბუთია. ამ ქვეყანაზე
კი გამართლებას ადვილად ვერ იპოვი.
– დამაჯერებელ გამართლებებს ნამდვილად ვერ იპოვი, მართა-
ლია, – თქვა ლიმ. – წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე დიდი ხნის
წინ მოვიცილებდით ჩვენი წინაპრების ცოდვებს და ახლა სამყარო
დაღვრემილი და დადარდიანებული ხალხით სავსე არ იქნებოდა.
– მოდი, სხვა მხრიდან შევხედოთ ამ საკითხს, – თქვა სამუელმა.
– რაც არ უნდა ბევრი ვილაპარაკოთ გამართლებაზე, ფაქტია, რომ
საკუთარ წინაპრებთან ვართ გადაჯაჭვულნი. ჩვენი წილი დანაშაუ-
ლი ჩვენცა გვაქვს.
– მახსოვს, ბავშვობაში ძალიან გაბრაზებული ვიყავი ღმერთზე, –
თქვა ადამმა. – როგორც აბელმა, ასევე კაენმა, მას შესწირეს ის, რაც
გააჩნდათ. მაგრამ ღმერთმა აბელის ძღვენი მიიღო, კაენისა კი უარ-
ყო. მე ეს უსამართლობად მეჩვენებოდა. თქვენ რას ფიქრობთ?

406
– შესაძლოა ჩვენ სხვა კუთხით ვუყურებთ ამ ისტორიას, – თქვა ლიმ.
– მე როგორც ვიცი, ეს ამბავი დაწერილია მწყემსებისთვის და მწყემსე-
ბის მიერ. ისინი ფერმერები არ იყვნენ. ჰოდა, მწყემსების ღმერთი, რა
თქმა უნდა, მოსუქებულ ბატკანს უფრო ძვირფას საჩუქრად ჩათვლიდა,
ვიდრე ქერის კონას. შესაწირი, როგორც წესი, საუკეთესო და ყველაზე
ძვირფასი რამ უნდა იყოს, ასე არ არის?
– ჩემთვის ეს სავსებით გასაგებია, ლი – თქვა სამუელმა, – მაგრამ
გაფრთხილებ, რომ ეგ შენი აღმოსავლური მსჯელობები ლიზას ყურამ-
დე არ უნდა მივიდეს.
– ჰო, მაგრამ რატომ შეურაცხყო ღმერთმა კაენი? ეს ხომ უსამარ-
თლობაა? – წამოიძახა ადამმა.
– ვფიქრობ, სიტყვებს უნდა დავუკვირდეთ, – თქვა სამუელმა. –
ღმერთს კაენისთვის შეურაცხყოფა სულაც არ მიუყენებია. შესაძლოა მას
ერთი რაღაცა უფრო მოსწონს, ვიდრე მეორე. ხომ აქვს ამის უფლება?
წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთს ბატკნის ხორცი უფრო უყვარს, ვიდრე
ბოსტნეული. კაენმა მას ალბათ
რამდენიმე სტაფილო შესწირა, ღმერთმა კი უთხრა: „ეს არ მომწონს.
კიდევ ერთხელ სცადე. მომიტანე ის, რაც მომეწონება და შენი ძმის გვერ-
დით დაგაყენებ“. მაგრამ, კაენი გაბრაზდა და შეურაცხყოფილად იგ-
რძნო თავი. ასეთ დროს კი ადამიანს სურს, რომ ჯავრი რამეზე ან ვინმე-
ზე იყაროს. ჰოდა, კაენიც ადგა და ჯავრი აბელზე იყარა.
– წმინდა პავლე ებრაელებს ეუბნება, რომ აბელს რწმენა ჰქონდა, –
თქვა ლიმ.
– ამის შესახებ ბიბლიაში არაფერია ნახსენები, – უპასუხა სამუელმა.
– არც რწმენაზეა იქ საუბარი და არც რწმენის ნაკლებობაზე. ჩვენ მხო-
ლოდ ის ვიცით, რომ კაენი ფიცხი იყო.
– მისის ჰამილტონი როგორ უყურებს ბიბლიაში არსებულ პარადოქ-
სებს?
– არანაირად. მას საერთოდ არ სჯერა, რომ იქ პარადოქსები არსე-
ბობს.

407
– მაგრამ...
– გაჩუმდი, გთხოვ. თუ ასე გაინტერესებს, მიდი და თავად მას ჰკით-
ხე. ოღონდ გაფრთხილებ, რომ ამ საუბრიდან დაბერებული და კიდევ
უფრო დაბნეული გამოხვალ.
– თქვენ ეს ყველაფერი ძირფესვიანად გაქვთ შესწავლილი, –
თქვა ადამმა. – მე კი მხოლოდ ბავშვობის მოგონებებთან ერთად
დამრჩა გონებაში. ესე იგი, კაენი ღმერთმა მკვლელობისთვის გან-
დევნა?
– ჰო, სწორედ მკვლელობისთვის.
– და თან დაღი დაასვა, ხომ?
– არ მისმენდი? კაენს ნიშანი იმიტომ დაადო ღმერთმა, რომ ის
დაცული ყოფილიყო და არა პირიქით. თან ისიც დაამატა, რომ ნე-
ბისმიერი, ვინც კაენს მოკლავდა, შვიდმაგად დაიწყევლებოდა.
– მე მაინც არ მასვენებს ის აზრი, რომ კაენს უსამართლოდ მოექ-
ცნენ, – თქვა ადამმა.
– შესაძლოა ასეც იყოს, – უპასუხა სამუელმა. – მაგრამ კაენმა კი-
დევ დიდხანს იცოცხლა და მას შვილებიც ჰყავდა, აბელი კი მხოლოდ
ამ ლეგენდაში ცხოვრობს. ჩვენ კაენის შვილები ვართ. რა უცნაურია,
ამდენი ათასი წელი გავიდა და სადღაც კალიფორნიაში, სამი მოზ-
რდილი მამაკაცი ისე საუბრობს, გეგონება ეს ამბავი გუშინ მოხდა
კინგ-სითიში და სასამართლო ჯერ არ გამართულა.
ერთ-ერთმა ტყუპისცალმა თვალები გაახილა, დაამთქნარა, ლის
შეხედა და ისევ დაიძინა.
– მისტერ ჰამილტონ, გახსოვთ, ერთხელ გითხარით, რომ ძველ
ჩინურ პოეზიას ვთარგმნიდი ინგლისურად? – თქვა ლიმ. – არა, ნუ გე-
შინიათ, ახლა წაკითხვას არ ვაპირებ. უბრალოდ, იმის თქმა მსურს,
რომ ბევრი რამ მასში დღევანდელი დილასავით ახალი იყო. თავდა-
პირველად ძალიან გამიკვირდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ადა-
მიანებს მხოლოდ ის აინტერესებთ, რაც მათ შესახებ არის დაწერი-
ლი. თუ ამბავი მსმენელის ცხოვრებას არ ეხება, ის მას არ მოუსმენს.

408
ამიტომ, მე ერთი რამ დავადგინე: ცნობილი ისტორიები მხოლოდ იმი-
ტომ უძლებენ დროს, რომ მათში ყველა ადამიანის ცხოვრებაა ასახული.
უცხო და შორეული არავისთვისაა საინტერესო. ხალხს მხოლოდ პირა-
დი და ახლობელი აინტერესებს.
– მიუსადაგე ახლა ეს კაენისა და აბელის ამბავს, – თქვა სამუელმა.
– მე საკუთარი ძმა არ მომიკლავს... – თქვა ადამმა, წამსვე გაჩუმდა
და მოგონებებში გადაეშვა.
– ახლავე მივუსადაგებ, – თქვა ლიმ. – ვფიქრობ, ეს მსოფლიოში ყვე-
ლაზე ცნობილი ისტორიაა, რადგან ის ყველას შესახებ მოგვითხრობს.
ჩემი აზრით, ის დამიანის სულის სიმბოლოა. ამაზე ადრე არასდროს მი-
ფიქრია და თუ რაიმე არასწორად ვთქვი, ნუ გამაწყვეტინებთ. ბავშვის-
თვის უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ის არავის უყვარს და ყველაზე მე-
ტად მას სწორედ ამის ეშინია. ვფიქრობ, არ არსებობს მსოფლიოში ადა-
მიანი, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ უგრძვნია, რომ ის უარ-
ყვეს, გარიყეს. ამას კი ყოველთვის სიბრაზე მოჰყვება, სიბრაზეს – შუ-
რისძიების სურვილი, შურისძიებას დანაშაული, დანაშაულს კი სიბრა-
ლული. სწორედ ეს არის კაცობრიობის ისტორია. ვფიქრობ, გარიყულო-
ბა რომ არ არსებობდეს, ადამიანი სულ სხვანაირი არსება იქნებოდა;
მსოფლიოში გაცილებით ნაკლებ შეშლილ ადამიანს ნახავდი და თით-
ქმის დარწმუნებული ვარ, რომ ციხეების რაოდენობაც შემცირდებოდა.
ყველაფერი ხელის გულზე დევს – ნათლად ჩანს, როგორ და საიდან და-
იწყო. ერთი ბავშვი, რომელიც სიყვარულს ვერ პოულობს, კატას წიხლს
ურტყამს და შემდეგ ამ დანაშაულს მალავს, მეორე იპარავს, რათა ფუ-
ლით მაინც შეიძინოს სიყვარული; მესამე კი მსოფლიოს იპყრობს. ყვე-
ლა ამ შემთხვევაში, სიბრალულს შურისძიება მოჰყვება, შურისძიებას კი
ისევ სიბრალული. ადამიანი ერთადერთი ცხოველია, რომელსაც დანა-
შაულის გრძნობა აქვს განვითარებული. ახლა მისმინეთ. დამაცადეთ!
აქედან გამომდინარე, ეს ძველი და საშინელი ისტორია არის ადამიანის
სულის განსახიერება – ფარული, გარიყული, დამნაშავე სულისა. მისტერ
ტრასკ, სულ ცოტა ხნის წინ, თქვენ თქვით, რომ საკუთარი ძმა არ მოგიკ-

409
ლავთ და წამსვე რაღაცაზე ჩაფიქრდით. ზედმეტ შეკითხვებს არ და-
გისვამთ, მაგრამ ის, რაც თქვენ გაგახსენდათ, აბელისა და კაენის ამ-
ბისგან ძალიან შორს იყო? მისტერ ჰამილტონ, თქვენ როგორ მოგ-
წონთ ჩემი აღმოსავლური ჟარგონი? სხვათა შორის, თქვენ ჩემზე
არანაკლებ აღმოსავლური ბრძანდებით.
სამუელი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო, ხელები კი სახეზე მი-
იფარა.
– უნდა დავფიქრდე, – თქვა მან. – ბევრი ფიქრი მომიწევს. სახლში
უნდა წავიღო ეს, პატარა ნაწილებად დავშალო და შევხედო. შენ რა
გითხარი, ლი! მთელი ჩემი სამყარო დაანგრიე და სანაცვლოდ რა
უნდა ავაშენო, აზრზე არა ვარ.
– და რატომ არ შეიძლება სამყარო აშენდეს საყოველთაოდ მი-
ღებულ ჭეშმარიტებაზე? – იკითხა ლიმ მშვიდად. – იქნებ მიზეზების
გაცნობიერებამ ტკივილისა და სიგიჟის მცირე ნაწილი მაინც გააქ-
როს?
– არ ვიცი, არ ვიცი. თავი დამანებე. შენ ჩემი კოხტა სამყარო შე-
აწუხე. შენ აიღე ლამაზი გამოცანა და მისი ამოხსნით ყველაფერი
დაანგრიე. ახლა დამანებე თავი და მაფიქრე. შენმა აზრმა უკვე თა-
ვისი ნაშიერები დაყარა ჩემს გონებაში. ნეტა ჩემი ტომი რას იტყვის
ამის შესახებ. ალბათ ნაზად და სათუთად მოეპყრობა ამ იდეას, და-
არწევს, იავნანას უმღერებს მას, ყველა მხრიდან დაათვალიერებს...
ადამ, გამოფხიზლდი! გეყოფა წარსულში ხეტიალი!
ადამი შეხტა, შემდეგ კი ამოიოხრა.
– მე მგონი, ზედმეტად მარტივია ეს ყველაფერი, – თქვა მან. – მე
ყოველთვის მეშინოდა მარტივი ამოხსნების.
– სულაც არ არის მარტივი, – თქვა ლიმ. – პირიქით, ეს ყველაფე-
რი ძალიან რთულია. თუმცა, გვირაბის ბოლოში სინათლე მოჩანს.
– სინათლე დიდხანს არ გასტანს, – თქვა სამუელმა. – მე აქ იმის-
თვის მოვედი, რომ ბავშვებს სახელები დავარქვათ, მაგრამ, გამო-
დის, რომ უსაქმოდ ვსხედვართ და დაღამებას ველოდებით. ლი, შენ

410
გირჩევნია ეგ რთული აზრები შენთვის დაიტოვო და ეკლესიების ყურამ-
დე არ მიიტანო, თორემ, ერთ მშვენიერ დღეს, ჯვარზე გაკრულ ჩინელს
დაინახავს ხალხი. სირთულეები მათ ძალიან უყვართ, მაგრამ მხოლოდ
საკუთარი წარმოებისა. ჩემი სახლში წასვლის დროა.
– ერთი-ორი სახელი მაინც შემომთავაზეთ, – თქვა ადამმა სასოწარ-
კვეთილი ხმით.
– ბიბლიიდან?
– სულ ერთია.
– კარგი. აი, მაგალითად, ეგვიპტიდან გამოსულთაგან აღთქმულ მი-
წამდე მხოლოდ ორმა მიაღწია. მე მგონი კარგი სიმბოლოა.
– ვინ იყვნენ?
– კეილები და ჯოშუა¹.
– ჯოშუა ჯარისკაცი იყო – გენერალი. არ მინდა, ჯარისკაცის სახელი
ერქვას ჩემს შვილს.
– კეილებიც ჯარისკაცი იყო – კაპიტანი.
– ჰო, მაგრამ გენერალი ხომ არ იყო? თან „კეილებ ტრასკი“ კარგად
ჟღერს. მომწონს.
ერთ-ერთ ტყუპისცალს გაეღვიძა და გაბმულად დაიწყო ტირილი.
– მისი სახელი ახსენე და იმიტომ გაეღვიძა, – თქვა სამუელმა. – „ჯო-
შუა“ რადგან არ მოგწონს, „კეილები“ იყოს. უფრო ჭკვიანი და შავგვრემა-
ნი რომელიც არის, იმას დავარქვათ. შეხედე, მეორემაც გაიღვიძა. აა-
რონზე რას ფიქრობ? მე ის ყოველთვის მომწონდა, მაგრამ მან აღ-
თქმულ მიწამდე ვერ მიაღწია.
¹ინგლისური ვერსიები ბიბლიური სახელებისა – ქალები და ისუ.
სწორედ ამ დროს, მეორე ტყუპისცალმა თითქოს სიხარულისგან და-
იწყო ტირილი.
– მშვენიერია, – თქვა ადამმა.
სამუელმა გულიანად გაიცინა.
– სულ რაღაც ორ წუთში მოგვარდა, – თქვა მან. – მანამდე კი სიტყვე-
ბის მთელი კორიანტელი დავაყენეთ. კეილებ და აარონ, ახლა თქვენ

411
ნამდვილი ადამიანები ხართ, თქვენ შეუერთდით კაცობრიობას და
თქვენ გაქვთ უფლება, რომ დაწყევლილები იყოთ.
ლიმ ბავშვები ხელში აიყვანა და იღლიებში ამოიდო.
– კარგად დაიმახსოვრეთ, რომელს რა დაარქვით? – ჰკითხა მან
სამუელსა და ადამს.
– რა თქმა უნდა, – თქვა ადამმა. – აი, ეს კეილებია, ეს კი – აარონი.
ლიმ ატირებული ბავშვები სახლისკენ წაიყვანა.
– ჯერ კიდევ გუშინ მათ ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი, – თქვა
ადამმა. – კეილები და აარონი.
– მადლობა ღმერთს, რომ ჩვენმა მოთმინებამ სასურველი ნაყო-
ფი გამოიღო, – თქვა სამუელმა. – ლიზა „ჯოშუას“ აირჩევდა. მას იე-
რიქონის კედლების ნგრევა ძალიან მოსწონს. თუმცა, მას აარონიც
ძალიან უყვარს. ასე რომ, ყველაფერი კარგადაა. წავალ, ჩემს ეტლს
გამოვაგორებ.
ადამი მას თავლამდე გაჰყვა.
– მიხარია რომ მოხვედით, – უთხრა მან სამუელს. – თითქოს
მხრებიდან ლოდი მომეხსნა.
სამუელმა დოქსოლოგს პირში ლაგამი ამოსდო და უნაგირი და-
ადგა.
– იქნებ ახლა ედემის ბაღის გაკეთება გააგრძელო, – უთხრა მან
ადამს. – ვფიქრობ, კარგი უნდა გამოვიდეს. კარგადა გაქვს ყველაფე-
რი დაგეგმილი.
ადამმა რამდენიმე წამი იფიქრა.
– ამის ენერგია აღარ მაქვს, – უპასუხა მან ბოლოს. – ადრე, რაღაც
უხილავი ძალა მექაჩებოდა, ახლა კი ამას ვეღარ ვგრძნობ. საკმარისი
ფული მაქვს იმისათვის, რომ კარგად ვიცხოვრო. მხოლოდ ჩემთვის
ის არასდროს მინდოდა. არც არავინ მყავს ისეთი, ვისაც ჩემს ბაღს
ვაჩვენებ.
სამუელმა მას ცრემლიანი თვალებით შეხედა.

412
– ნუ გგონია, რომ შენი სურვილი ოდესმე მოკვდება, – თქვა მან. – სა-
კუთარი თავი სხვებზე უკეთესად მიგაჩნია? დამიჯერე, ის არასდროს
მოკვდება, სანამ შენ ცოცხალი ხარ.
რამდენიმე წუთი ჩუმად იდგა და მძიმედ სუნთქავდა, შემდეგ კი
ეტლზე შეჯდა, დოქსოლოგს მათრახი შემოსცხო და სახლისკენ წავიდა
ისე, რომ ადამს არც კი დამშვიდობებია.

ნაწილი მესამე
თავი ოცდამესამე
-1-
ჰამილტონები უცნაური, სიმებივით დაჭიმული ხალხი იყო. ზოგიერ-
თი მათგანი ზედმეტად მაღალ ტონალობაზე აეწყო, ასეთ შემთხვევაში
კი სიმი, როგორც წესი, წყდება.
ხუთი ქალიშვილიდან, ყველაზე დიდ სიხარულს სამუელს უნა ანი-
ჭებდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში, ის ისეთი მონდომებით მიიწევდა ცოდ-
ნისკენ, როგორც სხვა ბავშვები მიიწევენ ტკბილეულისკენ. უნასა და მა-
მამისს ერთმანეთთან საიდუმლო შეთანხმება ჰქონდათ დადებული.
სახლში ფარულად მოტანილ წიგნებს ისინი ასევე ფარულად კითხუ-
ლობდნენ, შემდეგ კი ერთმანეთს საინტერესო აზრებს უზიარებდნენ.
სამუელისა და ლიზას შვილებს შორის, უნა ყველაზე ჩაფიქრებული
და სერიოზული იყო. ცოლად ის ისეთსავე გულმოდგინე და სერიოზულ
ადამიანს გაჰყვა – მამაკაცს, რომლის თითები მუდამ ქიმიკატებით იყო
შეღებილი, ძირითადად ვერცხლის ნიტრატით. ის იმ პიროვნებებს მი-
ეკუთვნებოდა, რომლებიც შეგნებულად ცხოვრობენ სიღარიბეში, რათა
კვლევების ჩატარების დრო და საშუალება ჰქონდეთ. მისი ძიებები ფო-
ტოგრაფიას ეხებოდა. სწამდა, რომ სამყაროს ქაღალდზე აღბეჭდვა არა
მხოლოდ შავ-თეთრად, არამედ ყველა იმ ფერშია შესაძლებელი, რო-
მელსაც ადამიანის თვალი აღიქვამს.

413
გვარად ანდერსონი იყო. ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი მას
სრულებით არ ჰქონდა და როგორც ტექნიკოსთა უმეტესობა, თავისუ-
ფალ აზროვნებას ისიც შიშითა და სიძულვილით უყურებდა. ინდუქციუ-
რი ნახტომისა საერთოდ არ სჯეროდა. ის ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ, მწვერ-
ვალთან ახლოს მყოფი ალპინისტის მსგავსად მიიწევდა მიზნისკენ.
ჰამილტონები, რომლებსაც გულწრფელად სწამდათ, რომ ფრენა შე-
ეძლოთ და ამის გამო ხშირადაც დაცემულან, მას განსაკუთრებული,
შიშნარევი სიძულვილით სძულდა.
თავად ანდერსონი არასდროს დაცემულა, რადგან არასდროს
უფრენია. ის ნელა, ძალიან ნელა მიიწევდა ზევით და როგორც ამბო-
ბენ, საბოლოოდ მაინც მიაგნო იმას, რასაც ეძებდა: ფერადი ფირი
გამოიგონა. უნა მან, ალბათ, იმიტომ მოიყვანა ცოლად, რომ მასში
იუმორის ნაკლებობა დაინახა, რამაც თავდაჯერებულობა შემატა;
ხოლო იმის გამო, რომ ჰამილტონები მას საშინლად აღიზიანებ-
დნენ, ცოლთან ერთად ჩრდილოეთში, ღმერთისგან დავიწყებულ
ადგილას, სადღაც ორეგონის საზღვართან დასახლდა. ბოთლებისა
და ქაღალდების გარემოცვაში მყოფს, მას, ალბათ, ძალიან პრიმი-
ტიული და მოსაწყენი ცხოვრება ჰქონდა.
უნა წერილებს ხშირად წერდა. მათში არც ხალისი იგრძნობოდა
და არც სინათლე, თუმცა ოჯახის წევრებს
თავს არასდროს აცოდებდა – იტყობინებოდა, რომ კარგად იყო
და იმედს გამოთქვამდა, რომ მის ოჯახსაც ყველაფერი კარგად ჰქონ-
და. კიდევ იწერებოდა, რომ მისი მეუღლე თავის აღმოჩენასთან უკვე
ძალიან ახლოს იყო.
შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, უნა გარდაიცვალა და მი-
სი ცხედარი მშობლიურ მხარეში გადმოასვენეს.
მე უნა არ მახსოვს. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ის მიწას მი-
აბარეს. მის შესახებ, რამდენიმე წლის შემდეგ, ჯორჯ ჰამილტონმა
მიამბო. საუბრის დროს, მას თვალები ცრემლებით ევსებოდა და ხმა
უწყდებოდა.

414
– უნა მოლივით ლამაზი არ იყო, – მითხრა მან. – მაგრამ მას უმშვე-
ნიერესი ხელები და ფეხები ჰქონდა. თავისი ლერწამივით თხელი ტერ-
ფებით ბალახზე ისე დაფარფატებდა, თითქოს თავადაც ამ ბალახის ნა-
წილი ყოფილიყო. ხელის თითები გრძელი ჰქონდა, ფრჩხილები კი ვიწ-
რო, ნუშის ფორმის. კანიც ლამაზი ჰქონდა, გამჭვირვალე, თითქოს შიგ-
ნიდან ანათებდა.
უნა იშვიათად იცინოდა და ჩვენთან ერთად თითქმის არასდროს ერ-
თობოდა. მასში ყოველთვის იყო რაღაც განსხვავებული, უჩვეულო. ის
მუდამ რაღაცას აკვირდებოდა. წიგნს რომ კითხულობდა, ისეთი სახე
ჰქონდა, თითქოს მუსიკას უსმენდა. როდესაც მას რაიმე შეკითხვას და-
ვუსვამდით, სხვებივით კი არ დაიწყებდა მიდებ-მოდებას, არამედ პირ-
დაპირი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანისთვის დამახასია-
თებელი ინტონაციით გაგვცემდა ხოლმე პასუხს. უნა ყოველთვის სუფ-
თა და უბრალო იყო.
შემდეგ კი ის სახლში ჩამოასვენეს. ფრჩხილები მას სულ დამტვრეუ-
ლი ჰქონდა, თითები – დაბზარული და გაუხეშებული, ფეხები კი... მისი
მშვენიერი ფეხები... – ჯორჯი რამდენიმე წამით გაჩერდა, თავი ხელში
აიყვანა და ოდნავ გაბრაზებული ტონით განაგრძო. – ...სულ გადატყავე-
ბული და დაკაწრული იყო, ეტყობოდა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავ-
ლობაში დადიოდა ფეხშიშველი. კანიც გაუხეშებული ჰქონდა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. სულ ქიმიკატების
გარემოცვაში რომ ცხოვრობ... არა, ნამდვილად უბედური შემთხვევა
იყო.
სამუელი კი ასე არ თვლიდა. უნას სიკვდილს ის არა უბედურ შემ-
თხვევას, არამედ ტკივილსა და სასოწარკვეთილებას აბრალებდა.
უნას გარდაცვალება სამუელს მიწისძვრასავით დაატყდა თავს. საკუ-
თარ თავში მან ვერც ძალა იპოვა და ვერც გამამხნევებელი სიტყვები. ჩუ-
მად იჯდა და თავისთვის გლოვობდა. მას მიაჩნდა, რომ ყველაფერში
თავად იყო დამნაშავე, რადგან შვილს ყურადღება არ მიაქცია.

415
სამუელი, რომელიც მხიარულად ებრძოდა დროს, ერთბაშად
მოტყდა. მისი ახალგაზრდული კანი დაბერდა, თვალები, რომლებ-
შიც მუდამ ნაპერწკალი იყო, ჩაქრა, ფართო მხრები კი საგრძნობ-
ლად მოიხარა. ლიზა ნებისმიერ ტრაგედიას აიტანდა, რადგან ამ-
ქვეყნიური ცხოვრებისა ისედაც ნაკლებად სჯეროდა. სამუელი კი ბუ-
ნების კანონებისგან თავს სიცილით იცავდა და მისი ეს დაცვა, ახლა,
თვალსა და ხელს შუა გაქრა. ის ნამდვილ ბერიკაცად იქცა.
მისი დანარჩენი შვილები ცხოვრებას საკმაოდ წარმატებით მიჰ-
ყვებოდნენ. ჯორჯი სადაზღვევო ბიზნესში იყო, ვილი სულ უფრო
მდიდრდებოდა, ჯო კი აღმოსავლეთში გადასახლდა და ახალი პრო-
ფესიის – სარეკლამო საქმის შექმნაში იღებდა მონაწილეობას. ის,
რაც ჯოს ნაკლოვანებებად მიიჩნეოდა, ამ პროფესიაში მის დადებით
თვისებებად იქცა. მან აღმოაჩინა, რომ თუ უაზრო ოცნებებს სწორად
გამოიყენებ და სიტყვებად აქცევ, გამოვა ის, რასაც რეკლამა ჰქვია.
ახალ სფეროში ჯო საკმაოდ წარმატებული ადამიანი იყო.
დესის გარდა, რომელმაც სალინასში საკმაოდ წარმატებული
სამკერვალო ბიზნესი ააწყო, სამუელის ყველა ქალიშვილი გათხოვ-
და. რაც შეეხება ტომს, მან ნამდვილი ცხოვრება ვერა და ვერ დაიწ-
ყო.
ალბათ გახსოვთ, სამუელმა ადამ ტრასკს რომ უთხრა, ტომი სი-
დიადეს ეთამაშებაო. ის საკუთარ შვილს ყურადღებით აკვირდებო-
და და ნათლად ხედავდა, როგორ გრძნობდა ის ერთდროულად შიშ-
სა და იერიშზე გადასვლის სურვილს, როგორ გადადგამდა ხოლმე
რამდენიმე ნაბიჯს წინ და შემდეგ უკან იხევდა. სამუელი ტომის ქცე-
ვაში საკუთარ თავსაც ხედავდა.
ტომს მამამისისგან არც პოეტური იერი, არც მხიარული და სასია-
მოვნო გარეგნობა გამოჰყვა. მიუხედავად ამისა, მისი დადებითი
თვისებები პირველი შეხვედრისთანავე იგრძნობოდა. ტომი ძლი-
ერი, თბილი და უკიდურესად გულმართალი ადამიანი იყო, თუმცა,
ამ ყველაფრის მიღმა, საოცარი სიმორცხვე იმალებოდა. მას შეეძლო

416
მამამისივით მხიარული ყოფილიყო, შემდეგ კი, სრულიად მოულოდნე-
ლად, ვიოლინოს სიმივით წყდებოდა და წყვდიადში ეშვებოდა.
ტომს მუქი წითელი სახე ჰქონდა. ეს ალბათ მზის ბრალი იყო, თუმცა
ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მის ვენებში ვიკინ-
გების ან ვანდალების სისხლი ჩქეფდა. მოწითალო იყო მისი თმა და
წვერ-ულვაშიც, ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, მისი ცისფერი თვალები
საკმაოდ უცნაურად მოჩანდა. ფიზიკურად ის საკმაოდ ძლიერი ადამია-
ნი იყო – განიერი მხრები, დაკუნთული ხელები და ვიწრო წელი ჰქონდა.
ნებისმიერ ადამიანს გაეჯიბრებოდა სიმძიმეების აწევაშიც, სირბილშიც
და ცხენის ჭენებაშიც, მაგრამ აზარტული სრულებით არ იყო. ჯორჯი და
ვილი, რომლებიც ნამდვილი მოთამაშეები იყვნენ, ამაოდ ცდილობ-
დნენ თავიანთი ძმა თავგადასავლების ძიებაში ჩაეთრიათ.
– ერთხელ უკვე ვცადე და საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა ეს ყველა-
ფერი, – თქვა ტომმა. – არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ არც მოგება
იწვევს ჩემში განსაკუთრებული ტრიუმფის განცდას და არც წაგება მეჩ-
ვენება
დიდ ტრაგედიად. ამ ორი ემოციის გარეშე კი თამაში სრულ უაზრო-
ბად მიმაჩნია. როგორც ვიცი, ეს ფულის კეთების მეთოდი არ არის და თუ
ის ადამიანში არც ხელახლა დაბადებისა და სიკვდილის განცდას იწ-
ვევს, რა აზრი აქვს თამაშს? სიამოვნებით ვითამაშებდი, რაიმე ემოციას
მაინც რომ ვგრძნობდე.
ვილის ეს სრულებით არ ესმოდა. მისი ცხოვრება აზარტული თამა-
შებით სავსე ერთი დიდი შეჯიბრი იყო. ტომი მას ძალიან უყვარდა და
ცდილობდა მისთვისაც ეგრძნობინებინა ის ყველაფერი, რაშიც თავად
უზარმაზარ სიამოვნებას ღებულობდა. რამდენჯერმე ჩართო ბიზნესში
და შეეცადა კარგი საქმოსნისთვის დამახასიათებელი თვისებები ჩა-
ენერგა მასში – ყიდვა-გაყიდვის სიხარული, როგორ აჯობო ჭკუაში
სხვებს, როგორ ამოიცნო თაღლითი და როგორ აკეთო მანევრები.
მიუხედავად ამისა, ტომი ყოველთვის დაბნეული და ცუდ გუნებაზე
მყოფი ბრუნდებოდა რანჩოზე. ვილიზე გაბრაზებული არასდროს იყო,

417
უბრალოდ ეჩვენებოდა, რომ სადღაც რაღაცა გაუშვა ხელიდან, რა-
ღაცა ვერ გაითვალისწინა და ვერ შეამჩნია. მას მშვენივრად ესმოდა,
რომ როგორც მამაკაცს, მსგავსი საქმეების კეთებით სიამოვნება უნ-
და განეცადა, მაგრამ საკუთარ თავს ვერ ატყუებდა.
როგორც სამუელმა ერთხელ თქვა, ტომი ყოველთვის იმაზე მეტს
ეჭიდებოდა, ვიდრე შეეძლო მორეოდა, იქნებოდა ეს საჭმელი თუ ქა-
ლები. სამუელი ნამდვილად ბრძენი ადამიანი იყო, მაგრამ, ვფიქ-
რობ ის ტომს მხოლოდ ერთი მხრიდან იცნობდა. ისიც სავსებით შე-
საძლებელია, რომ ტომი ბავშვებთან ურთიერთობაში უფრო გულ-
წრფელი იყო. მე ახლა იმას მოგიყვებით, რაც მახსოვს და რაც დანამ-
დვილებით ვიცი. ამას დაუმატეთ ისიც, რაც ზემოთ ნახსენები ორი
ფაქტორის გაერთიანებით, თავად დავასკვენი. გამოვა თუ არა საბო-
ლოო ჯამში სიმართლე, ღმერთმა იცის.
ჩვენ სალინასში ვცხოვრობდით და ტომის ჩამოსვლის ამბავს (ის
ყოველთვის გვიან ღამით ჩამოდიოდა) მე და მერი დილით, ბალიშე-
ბის ქვეშ აღმოჩენილი საღეჭი რეზინებით ვიგებდით. იმ დროს, ეს
საკმაოდ ძვირფასი საჩუქარი იყო – ისეთივე ძვირფასი, როგორიც ხუ-
თი ცენტი. ზოგჯერ, რამდენიმე თვე გავიდოდა ისე, რომ ტომი ერ-
თხელაც არ გვესტუმრებოდა, მაგრამ ჩვენ, როგორც კი გავიღვიძებ-
დით, პირველ რიგში ბალიშის ქვეშ ვყოფდით ხელებს. ეს ჩვევა
დღემდე მომყვება, თუმცა, იქ უკვე მრავალი წელია არაფერი აღმო-
მიჩენია.
ჩემი და, მერი, ვერაფრით შეეგუა იმ ფაქტს, რომ ბიჭად არ დაიბა-
და. ეს მას უდიდეს გაუგებრობად მიაჩნდა. ის ათლეტური აღნაგობი-
სა იყო, კარგად თამაშობდა ბეისბოლს და ჩოგანსაც მარჯვედ იქნევ-
და, გოგონებთან ერთად თამაში კი საერთოდ არ იზიდავდა. ბუნებ-
რივია, ეს მანამ ხდებოდა, სანამ მისთვის ნათელი გახდებოდა, რომ
ქალებსაც აქვთ საკუთარი უპირატესობები.
ბავშვობაში, ჩვენ გულწრფელად გვჯეროდა, რომ იღლიაში ერთი
ღილაკი არსებობს და თუ მას სწორად მიაჭერ ხელს, აუცილებლად

418
გაფრინდები. ასეთივე ჯადოსნური მეთოდი მოიგონა მერიმ იმისათვის,
რომ ბიჭად გადაქცეულიყო. ყოველ საღამოს, დაძინების წინ, ის ლოგინ-
ში წვებოდა და ერთ კონკრეტულ
პოზიციას არჩევდა: მუხლები გარკვეული კუთხით უნდა ჰქონოდა
მოხრილი, თავი – ოდნავ გადაწეული, თითები – გადაჯვარედინებული.
თუ ამ ყველაფერს ზედმიწევნით სწორად შეასრულებდა, ბიჭად გაიღვი-
ძებდა. ყოველ საღამოს, ის ცდილობდა, რომ სწორი კომბინაცია ეპოვა,
მაგრამ, ბუნებრივია, არაფერი გამოსდიოდა. თითების გადაჯვარედინე-
ბაში მე მას თავად ვეხმარებოდი.
ერთ მშვენიერ დილას, ბალიშების ქვეშ შევყავით ხელები და საღეჭი
რეზინები აღმოვაჩინეთ. რა თქმა უნდა, სასწრაფოდ გავხსენით შეკვრე-
ბი და სიხარულით შევუდექით ღეჭვას. ეს იყო „ბიმენ პეპერმაინტი“,
რომლის მსგავსი არც მანამდე და არც მას შემდეგ, არაფერი გამოსულა.
მერი საწოლზე წამოჯდა, თავისი გრძელი და შავი წინდების ჩაცმას
შეუდგა და მოულოდნელად წამოიძახა:
– რა თქმა უნდა!
– რა? – ვკითხე მე.
– ძია ტომი.
– რა ძია ტომი?
– მას ეცოდინება, როგორ უნდა გადავიქცე ბიჭად.
რა მარტივი ყოფილა ყველაფერი. ძალიან მიკვირდა, თავად როგორ
არ მომაფიქრდა ეს.
დედა სამზარეულოში იყო და ახალ დანიელ გოგონას აკვირდებოდა.
ასეთი მოსამსახურეები ჩვენ საკმაოდ ბევრი გვყავდა. დანიიდან ჩამო-
სული ფერმერები თავიანთ ქალიშვილებს ამერიკელების ოჯახებში აგ-
ზავნიდნენ სამუშაოდ, რათა მათ არა მხოლოდ ინგლისური ენა, არამედ
ამერიკული კერძების მომზადება, ცხოვრების წესი და სალინასის წეს-
ჩვეულებებიც აეთვისებინათ. დაახლოებით ორი წლის შემდეგ, ეს გოგო-
ნები ამერიკელი ბიჭებისთვის ყველაზე სასურველ საცოლეებად იქცნენ.
მათ ამერიკული წეს-ჩვეულებები და მანერებიც კარგად ჰქონდათ შესის-

419
ხლხორცებული და მიწაზეც ცხენებივით მუშაობდნენ. დღეს, სალი-
ნასის საუკეთესი ოჯახები სწორედ ამ გოგონების შთამომავლებად
თვლიან თავს.
ამჯერად, სამზარეულოში ქერათმიანი მატილდა მუშაობდა, დე-
და კი მას თავზე ადგა და მითითებებს აძლევდა. მე და მერი გაბრწყი-
ნებული თვალებით შევვარდით მათთან.
– გაიღვიძა?
– ნუ ყვირით, – გაგვაჩუმა დედამ. – გვიან მოვიდა, აცადეთ გამო-
ძინება.
მაგრამ, ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ ტომი ამდგარი იყო, რადგან
აბაზანიდან წყლის ხმაური ისმოდა. ჩუმად მივიპარეთ მის ოთახთან
და დაველოდეთ.
თავდაპირველად, ჩვენსა და მას შორის ერთგვარი უხერხულობა
იგრძნობოდა. ვფიქრობ, ტომი ჩვენსავით მორიდებული იყო. შესაძ-
ლოა, სურდა გამოვარდნილიყო და ხელში ავეტაცებინეთ, მაგრამ,
ნაცვლად ამისა, ჩვენი შეხვედრა ყოველთვის ფორმალურ ხასიათს
ატარებდა.
– მადლობა საღეჭი რეზინისთვის, ძია ტომ.
– მიხარია, რომ მოგეწონათ.
– რადგან ჩამოხვედით, გვიან ღამით ხამანწკებიც შეგვიძლია ვჭა-
მოთ, არა?
– თუ დედა ნებას დაგრთავთ, რატომაც არა?
მისაღებ ოთახში შევედით და ტახტზე ჩამოვსხედით. სამზარეუ-
ლოდან დედის ხმა გაისმა:
– ბავშვებო, დაასვენეთ ადამიანი!
– არა უშავს, ოლი, – უპასუხა ტომმა, – არ მაწუხებენ.
ტომს მუქი წითელი სახე და ცისფერი თვალები ჰქონდა. მას
ძვირფასი ტანსაცმელი ეცვა, მაგრამ კარგად ჩაცმული ადამიანის
შთაბეჭდილებას არასდროს ტოვებდა. ამით ის მამამისისგან ძალი-

420
ან განსხვავდებოდა. წითური ულვაშები მას ყოველთვის მოუწესრიგებე-
ლი ჰქონდა, თმა – მუდამ აჩეჩილი, ხელები კი – გაუხეშებული.
– ძია ტომ, ბიჭი როგორ ხდები? – ჰკითხა მას მერიმ.
– როგორ უნდა ხდებოდე? ბიჭად იბადები და მორჩა.
– არა, სხვა რაღაცას ვგულისხმობ. მე როგორ უნდა გავხდე ბიჭი?
– შენ? – გაკვირვებული სახით ჰკითხა მერის და ჩაფიქრდა.
– არ მინდა გოგო რომ ვიყო, ძია ტომ, – დაიწყო წუწუნი მერიმ. – ბიჭი
მინდა გავხდე. გოგოები სულ თოჯინებით თამაშობენ და გულებს ხატა-
ვენ. მე არ მომწონს თოჯინებით თამაში. არ მინდა.
მერის თვალები ცრემლებით აევსო.
ტომმა ხელებზე დაიხედა და გატეხილი ფრჩხილით კოჟრის პატარა
ნაწილი აიძრო. ვფიქრობ, მას სურდა რაიმე ისეთი ეთქვა, სამუელი რომ
იტყოდა ხოლმე – ლამაზი, ფრთიანი ფრაზა.
– მე არ მინდა, რომ შენ ბიჭი იყო, – უთხრა მან მერის.
– რატომ?
– მომწონს, გოგო რომ ხარ და იმიტომ.
მერის ტაძარში კერპი დაიმსხვრა.
– ესე იგი, შენ გოგოები მოგწონს?
– ჰო, მერი, მე ძალიან მომწონს გოგოები.
მერის სახეზე ზიზღმა გაიელვა. თუ ტომი სიმართლეს ამბობდა, ესე
იგი ის სულელი იყო.
– კარგი, – უთხრა მან ტომს თავისი ჩვეული გაღიზიანებული ტონით.
– მაგრამ, მე როგორ გავხდე ბიჭი, ეს მაინც მითხარი.
ტომს კარგი სმენა ჰქონდა, მიხვდა, რომ მერის თვალში ოდნავ დაეცა
და სურდა, რეპუტაცია აღედგინა. მას უნდოდა, რომ მერის ის ყვარებო-
და, მისით აღფრთოვანებული ყოფილიყო. ამავე დროს, მასში იმდენად
ძლიერად იყო გამჯდარი გულწრფელობა, რომ ყველაზე ლამაზ ტყუილ-
საც კი ვერ ამბობდა. მან დისშვილის ღია ფერის, თითქმის თეთრ თმას
შეხედა. მისი ნაწნავების ბოლოები ოდნავ დასვრილი იყო, რადგან მე-

421
რი, სანამ ბურთს დაუმიზნებდა და ისროდა, ხელებს თმებზე იწმენ-
დდა. ტომი მის ცივსა და სიძულვილით სავსე თვალებს დააკვირდა.
– არა მგონია, მართლა გინდოდეს, – თქვა მან.
– მინდა.
ტომი შეცდა. მერის მართლა უნდოდა ბიჭი გამხდარიყო. ძალიან
უნდოდა.
– ბიჭი ვერ გახდები, – თქვა მან ბოლოს. – მოვა დრო და მიხვდე-
ბი, რომ ბედნიერი ხარ.
– არ ვიქნები ბედნიერი. – უპასუხა მერიმ, შემდეგ ჩემკენ მოტრი-
ალდა და ყინულივით ცივი ტონით მითხრა: – არაფერიც არ სცოდ-
ნია.
ტომმა მხრები აიჩეჩა, მე კი, ასეთი უმოწყალო განაჩენის მოსმე-
ნის შემდეგ, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მერი მამაცი და ულმობე-
ლი იყო. ალბათ სწორედ ამიტომ ხდებოდა, რომ სალინასში ის ყვე-
ლა თამაშში გამარჯვებული გამოდიოდა.
– თუ დედა ნებას დაგვრთავს, ახლავე შევუკვეთავ ხამანწკებს და
საღამოსთვის მოვიტან, – ოდნავ დარცხვენილი ტონით ჩაილაპარა-
კა ტომმა.
– არ მიყვარს მე ხამანწკები, – თქვა მერიმ, საძინებელში შევიდა
და კარი გაიჯახუნა.
ტომმა მას ნაღვლიანი მზერა გააყოლა.
– ნამდვილი გოგოა, – თქვა მან.
მარტო რომ დავრჩით, გადავწყვიტე ტომისთვის რამე სასიამოვ-
ნო მეთქვა.
– მე ძალიან მიყვარს ხამანწკები.
– ვიცი, – მიპასუხა მან. – მერისაც უყვარს.
– ძია ტომ, ბიჭად გადაქცევა მართლა შეუძლებელია?
– შესაძლებელი რომ იყოს, აუცილებლად ვასწავლიდი.
– მთელ დასავლეთ სანაპიროზე, მასზე უკეთეს მტყორცნელს
ვერსად ნახავ.

422
ტომმა ამოიოხრა და ისევ დაიხედა ხელებზე. მივხვდი, რომ ის სრუ-
ლიად უძლური იყო და შემეცოდა. ძალიან შემეცოდა. ჯიბიდან გახვრე-
ტილი საცობი ამოვიღე. მასში ქინძისთავები მქონდა ჩარჭობილი ისე,
რომ ნახვრეტი გისოსებით ყოფილიყო დაფარული.
– ძია ტომ, გინდა ბუზების გალია გაჩუქო?
ტომი ნამდვილი ჯენტლმენი იყო.
– არ გენანება? – მკითხა მან.
– არა. აი ასე ამოიღებ ქინძისთავს, ბუზს შეუშვებ შიგნით და ისევ და-
კეტავ. ის კი ზის და ბზუის.
– დიდი სიამოვნებით ავიღებ. გმადლობთ, ჯონ.
ჯიბიდან მან პატარა ჯაყვა ამოიღო და ხის ნატეხზე რაღაცის კეთება
დაიწყო. მთელი დღე თავი არ აუწევია და სკოლიდან რომ დავბრუნდით,
ადამიანის სახე უკვე მზად ჰქონდა. თვალები, ყურები და ტუჩები მოძრა-
ვი იყო და ყველაფერი ეს პატარა ჩხირებით ერთდებოდა თავთან. კის-
რის ბოლოში კი ნახვრეტი იყო გაკეთებული, რომელიც პატარა საცობით
იხურებოდა. აღფრთოვანებული ვიყავი. დაიჭერდი ბუზს, შეუშვებდი
ნახვრეტში, დაკეტავდი და ხის პატარა თავი წამსვე ცოცხლდებოდა –
თვალები, ტუჩები და ყურები მოძრაობას იწყებდა. ასეთი საოცრების
ნახვის შემდეგ, მერიც კი მოლბა, თუმცა ბოლომდე ტომს მაინც არ ენ-
დობოდა. მან მაშინღა აპატია, როდესაც მიხვდა, რომ ბიჭად გადაქცევა
არ სურდა და ისედაც ბედნიერად გრძნობდა თავს. თუმცა, ამ დროს, უკვე
ძალიან გვიან იყო. ტომმა ეს სათამაშო ორივეს გვაჩუქა. დღესაც გვაქვს
სადღაც შემონახული და ისევ ძველებურად მუშაობს.
ზოგჯერ, ტომს სათევზაოდ დავყავდი. სახლიდან მზის ამოსვლამდე
გავდიოდით, ეტლზე ვსხდებოდით და ფრემონ-პიკისკენ მივემართებო-
დით. როდესაც მთებს მივუახლოვდებოდით, ვარსკვლავები უკვე გამ-
ქრალი იყო და განათებული ცის ფონზე მთები შავად მოჩანდა. მახსოვს,
ეტლზე რომ ვიჯექი, ლოყა და ყური ტომის ქურთუკზე მქონდა მიდებუ-
ლი, ტომი კი ხელს მომხვევდა ხოლმე და ზოგჯერ მკლავზე მეფერებო-

423
და. შემდეგ, მუხის ქვეშ ვჩერდებოდით, ცხენს მდინარესთან მივიყ-
ვანდით, წყალს დავალევინებდით და ისევ ეტლს მივაბამდით.
ტომის საუბარი საერთოდ არ მახსოვს. ხშირად დავფიქრდები ხოლ-
მე და არც მისი ხმის ტემბრი მახსენდება, არც სიტყვები, რომლებსაც ის
წარმოთქვამდა. ბაბუას შემთხვევაში, ორივე კარგად ჩამრჩა გონებაში,
ტომთან დაკავშირებით კი მხოლოდ სითბო და სიჩუმე მახსენდება.
შესაძლოა ის საერთოდ არ ლაპარაკობდა. ტომს ძალიან კარგი სა-
თევზაო აღჭურვილობა ჰქონდა, სატყუარებს კი თავად ამზადებდა.
მიუხედავად ამისა, მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სრულებით არ
ანაღვლებდა, დავიჭერდით კალმახებს თუ ვერა. ცხოველების და-
მარცხების ინტერესი მას საერთოდ არ ჰქონდა.
ჩანჩქერების ქვეშ პატარა გვიმრები იზრდებოდა და წყლის წვე-
თები მათ ფოთლებს არხევდა. ბორცვების სურნელიც მახსოვს – გა-
რეული იელი, სკუნსი, ლუპინები და ცხენის ოფლი უნაგირის ქვეშ. ძა-
ლიან მაღლა, ცაში, კაკაჩების ფრენაც მახსოვს. ტომი საკმაოდ დიდ-
ხანს ტკბებოდა მათი ცქერით, მაგრამ ამ ფრინველების შესახებ, რო-
გორც მგონია, სიტყვაც არასდროს დაუძრავს. ისიც კარგად მახსოვს,
როგორ ამზადებდა ტომი ანკესს, მე კი გულმოდგინედ ვეხმარებო-
დი; მახსოვს, როგორი სურნელი ჰქონდა კალათის ძირში დაფენილ
გვიმრებსა და წყლიდან ამოყვანილ კალმახს, რომელიც იქვე, ბა-
ლახზე ეგდო და ფართხალებდა; ისიც კი მახსოვს, როგორ ვბრუნდე-
ბოდი ეტლთან, როგორ ვყრიდი პატარა თოფრაში ქერს
და როგორ ვკიდებდი ცხენს კისერზე. მიუხედავად ამისა, ტომის
ხმის ტემბრი ჩემს მეხსიერებაში საერთოდ არ შემორჩა. მე მხოლოდ
მისი სიჩუმე, უზარმაზარი სითბო და სევდიანი იერი მახსოვს.
ტომმა თავადაც იცოდა, განსხვავებული რომ იყო. მამამისს სი-
ლამაზეც ჰქონდა და ნათელი გონებაც, დედა – ტანმორჩილი, თუმცა
მათემატიკური სიზუსტისა და სიმტკიცის პატრონი იყო, და-ძმას შო-
რის კი ყველას ჰქონდა კარგი გარეგნობა, ნიჭი ან სიმდიდრე. ტომს
ისინი თავდავიწყებით უყვარდა, მაგრამ თავად მიწასთან მიჯაჭვუ-

424
ლად და მძიმედ გრძნობდა თავს. ზოგჯერ ის სიხარულით მიიწევდა
მწვერვალებისკენ, შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად, უფ-
სკრულში ეშვებოდა. პერიოდულად, მასში სიმამაცე ამოხეთქავდა,
რასაც საკმაოდ ხანგრძლივი გაუბედაობა მოჰყვებოდა ხოლმე.
სამუელმა თქვა, რომ ტომი სიდიადეს ეთამაშებოდა და ვერაფრით
გადაეწყვიტა, შეეძლო თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღე-
ბა. საკუთარ შვილს ის ძალიან კარგად იცნობდა და ისიც მშვენივრად
იცოდა, რომ მასში ძალადობის პოტენციალი იდო, რაც ძალიან აშინებ-
და, რადგან თავად მოძალადე სრულებით არ იყო. იმ მომენტშიც კი, რო-
დესაც მან ადამ ტრასკს ხელი გაარტყა, მხოლოდ და მხოლოდ კეთილი
ზრახვები ჰქონდა. მამა-შვილს სახლში ფარულად მოტანილ წიგნებთან
დამოკიდებულებაც განსხვავებული ჰქონდა. სამუელი მსუბუქად დას-
რიალებდა მათ ზედაპირზე და ისე ადვილად მიჰყვებოდა იდეებს, რო-
გორც კანოეზე მჯდომი სპორტსმენი მიჰყვება სწრაფ დინებას. ტომი კი
თავიდან ფეხებამდე ეშვებოდა წიგნში, ნელა და გულმოდგინედ დაცო-
ცავდა მის შინაარსში, თხუნელასავით თხრიდა ორმოებს და, როდესაც
ზედაპირზე ბრუნდებოდა, კიდევ დიდხანს იყო წაკითხულის გავლენის
ქვეშ.
ძალადობა და სიმორცხვე... ტომი ქალებისკენ ილტვოდა, მაგრამ,
ამავე დროს, მიაჩნდა, რომ ქალების ღირსი არ იყო. ის თვეობით იჯდა
სრულ სიმარტოვეში, შემდეგ კი მატარებელზე ჯდებოდა, სან-ფრანცის-
კოში მიდიოდა და იქ ყირაზე გადადიოდა. როცა რანჩოზე ბრუნდებოდა,
სუსტად, დაუკმაყოფილებლად და უღირსად გრძნობდა თავს და დანა-
შაულის გამოსყიდვას მძიმე შრომით ცდილობდა – ხნავდა და თესავდა
იქ, სადაც მოსავალი არასდროს მოდიოდა, ჩეხავდა შეშას მანამ, სანამ
წელი არ ასტკივდებოდა და ხელებში ძალა არ გამოელეოდა.
სავსებით შესაძლებელია, მზესა და ტომს შორის სამუელი იდგა და
რომ, შვილი მამის ჩრდილიდან ვერ გამოდიოდა. ტომი ლექსებს წერდა
და ამას ფარულად აკეთებდა, რადგან მაშინ ისეთი დრო იყო, რომ თუ
თავში ჭკუა გქონდა, შენი პოეტური ნიჭი შენთვის უნდა შეგენახა. ამერი-

425
კის დასავლეთში, პოეტები ეზიზღებოდათ. მათ უნიჭო ქალაჩუნებად
თვლიდნენ. პოეტურობა სისუსტის, დეგენერაციისა და გახრწნილობის
სიმპტომი იყო. თუ ლექსს ხმამაღლა წაიკითხავდი, დაგცინებდნენ, ხო-
ლო თუ თავად დაიწყებდი წერას, საეჭვო ადამიანებში ჩაგწერდნენ. პო-
ეზია საიდუმლო მანკიერება იყო და მას ტყუილად არ მალავდნენ.
არავინ იცის, რამდენად კარგი იყო ტომის ლექსები, რადგან მან ისი-
ნი მხოლოდ ერთ ადამიანს აჩვენა. იმ ერთმა კი, სიკვდილის წინ, ყვე-
ლა ფურცელი დაწვა. ღუმელში დარჩენილი ფერფლის მიხედვით
თუ ვიმსჯელებთ, ტომი საკმაოდ ბევრს წერდა.
თავისი ოჯახის წევრებიდან, ტომს ყველაზე მეტად დესი უყვარ-
და, რადგან ის ყველაზე მხიარული იყო. სიცილი მას ყოველთვის
თან სდევდა.
მისი მაღაზია სალინასის ღირსშესანიშნაობა იყო. ეს იყო ქალე-
ბის სამყარო, სადაც ყველა დაუწერელი კანონი და ყველაფერი, რა-
მაც ეს კანონები შექმნა, ინგრეოდა. მამაკაცებისთვის იქ კარი დაკე-
ტილი იყო. ეს იყო ტაძარი, სადაც ქალები თავს თავისუფლად
გრძნობდნენ. მათ შეეძლოთ ყოფილიყვნენ სურნელოვანნი, გარ-
ყვნილნი, იდუმალნი, ამპარტავანნი, გულწრფელნი და ცნობისმოყ-
ვარენი. ქალები აქ თავიანთ კორსეტებსაც იხსნიდნენ – იმ წმინდა
კორსეტებს, რომლებიც მათ სხეულს ამახინჯებდა და რაღაც უაზრო,
გაურკვეველი ღვთაების სხეულად აქცევდა. დესისთან ქალები საკუ-
თარ გემოზე იყვნენ – ტუალეტში დადიოდნენ, გვერდებს იფხან-
დნენ, ჭამდნენ და გაზებზეც ხმამაღლა გადიოდნენ. ამ თავისუფლე-
ბას კი სიცილი მოჰყვებოდა, ხანაც ენითაუწერელი, გულიანი ხარხა-
რი.
ქუჩაში მიმავალ მამაკაცებს, ამ ხმამაღალი სიცილის გაგონებაზე,
ერთგვარი დაბნეულობა ეტყობოდათ და, ალბათ, ისიც ეგონათ, რომ
ქალები მათ დასცინოდნენ. სხვათა შორის, სიმართლის მარცვალი
ამაში ნამდვილად იყო.

426
დესის სახე ახლაც ნათლად მიდგას თვალწინ. მის ცხვირზე ოქროს
პენს-ნე ძლივს ჩერდება, რადგან დესის სიცილისგან უკვე ცრემლები
მოსდის და ლამის კრუნჩხვები ემართება. თმა სახეზე აქვს ჩამოცვენი-
ლი და თვალებს უფარავს, შემდეგ კი სათვალე მისი გაოფლიანებული
ცხვირიდან ვარდება და ზონარზე ქანაობს.
დესისთან კაბა რამდენიმე თვით ადრე უნდა შეგეკვეთა, ხოლო, სა-
ნამ მასალასა და ფორმას აარჩევდი, მასთან კიდევ ოცჯერ მაინც უნდა
მისულიყავი. დესის სამკერვალოსავით ჯანსაღი სალინასში არასდროს
არაფერი ყოფილა. მამაკაცებს თავიანთი ლოჟები, ღამის კლუბები და
საროსკიპოები ჰქონდათ, ქალები კი, სანამ დესი გამოჩნდებოდა, იძუ-
ლებულები იყვნენ საეკლესიო კრებებითა და გამოპრანჭული მღვდლე-
ბის კეკლუცობის ცქერით დაკმაყოფილებულიყვნენ.
შემდეგ კი, ერთ მშვენიერ დღეს, დესის ვიღაცა შეუყვარდა. მე ამ ამ-
ბის შესახებ არაფერი ვიცი – არც ის, თუ ვინ იყო ის მამაკაცი, არც ის, თუ
რატომ მოხდა დაშორება. შესაძლებელია, მათ განსხვავებული რელი-
გიური შეხედულებები აღმოაჩნდათ ან იმ მამაკაცს ოჯახი ჰყავდა; შესაძ-
ლოა ავადმყოფობის გამო დაშორდნენ ერთმანეთს ან, სულაც, უბრალო
ეგოიზმი გახდა ამის მიზეზი. ვფიქრობ, დედაჩემმა ყველაფერი იცოდა,
მაგრამ ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი იყო, რომელსაც ის საგულდაგუ-
ლოდ მალავდა; ხოლო, თუ სალინასში კიდევ ვინმე იყო საქმის კურსში,
სოლიდარობას იჩენდა და ენას კბილს აჭერდა. ერთადერთი, რაც შემიძ-
ლია ვთქვა, არის ის, რომ ეს უიმედო და სევდიანი სიყვარული იყო. ის
ერთი წელი გაგრძელდა და დესის მხიარულებაც თვალსა და ხელს შუა
გაქრა – მისი სიცილი თითქმის მთლიანად შეწყდა.
ტომი განრისხებული ლომივით დაქროდა წინ და უკან. ერთხელ, შუ-
აღამეზე, მან გადაწყვიტა დილის
მატარებელს არ დალოდებოდა, ცხენს შეახტა და სალინასში გაქან-
და. სამუელი მას უკან გაჰყვა და კინგ-სითიში ჩასულმა, შერიფს დეპეშა
გაუგზავნა. როდესაც განრისხებული ტომი სალინასის მთავარ ქუჩას
მიუახლოვდა, იქ მას უკვე ელოდნენ. შერიფმა ის ცხენიდან ჩამოსვა, გა-

427
ნაიარაღა, საკანში ჩასვა და სანამ სამუელი მიაკითხავდა, რამდენიმე
ჭიქა ცხელი ყავა და ბრენდი დაალევინა.
სამუელს ტომისთვის არაფერი უთქვამს. სახლში წაიყვანა და ეს ინ-
ციდენტი საერთოდ აღარ უხსენებია. ჰამილტონების რანჩოზე კვლავ
სიმშვიდემ დაისადგურა.
-2-
1911 წელს, მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ჰამილტო-
ნების რანჩოზე მთელი ოჯახი შეიკრიბა. არ იყვნენ მხოლოდ ჯო, რო-
მელიც ნიუ-იორკიდან ვერ ჩამოვიდა, ლიზი, რომელიც თავისი ქმრის
ოჯახს ერთი წუთითაც არ შორდებოდა და უნა, რომელიც გარდაიც-
ვალა. ჩამოსულებმა საჩუქრები ჩამოიტანეს და იმდენი საჭმელი მო-
აყოლეს ხელს, რამდენსაც მთელი ეს უზარმაზარი კლანიც კი ვერ მო-
ერეოდა. დესისა და ტომის გარდა, ყველა დაქორწინებული იყო. ბავ-
შვებმა სახლი ყირაზე დააყენეს. ჰამილტონების რანჩო ასეთი ხმა-
ურიანი არასდროს ყოფილა: ირგვლივ სულ ტირილის, წივილ-კივი-
ლისა და ჩხუბის ხმა ისმოდა. მამაკაცები სამჭედლოში გადიოდნენ
და ცოტა ხანში ისევ უკან ბრუნდებოდნენ, თან ეშმაკურად ისვამდნენ
ხელებს ულვაშებზე.
ლიზას პატარა და მრგვალი სახე სულ უფრო და უფრო წითლდე-
ბოდა. ყველაფერს ის უძღვებოდა და დროდადრო ბრძანებებსაც იძ-
ლეოდა. ყველა საწოლი დაკავებული იყო, ამიტომ, ბავშვები იატაკზე
დაფენილ ბალიშებზე დააწვინეს და პლედები დააფარეს.
სამუელმა თავისი ძველი მხიარულება გაიხსენა. მისი სარდონუ-
ლი გონება ისევ ბრწყინავდა, ხმის ტემბრმა კი თავისი მელოდიურო-
ბა დაიბრუნა. მან ბევრი ისაუბრა, იმღერა, ძველი დრო გაიხსენა და
უცბად, როდესაც ჯერ შუაღამეც კი არ იყო, დაიღალა. დაქანცული და
ძალაგამოლეული, თავისი საძინებლისკენ წავიდა. ამ დროს, ლიზას
უკვე ეძინა. სამუელი თავადაც გაკვირვებული იყო ასე ადრე რომ მო-
უნდა დაძინება.

428
სამუელსა და ლიზას უკვე ეძინათ, ამიტომ, ვილიმ სამჭედლოდან
ვისკი მოიტანა და ყველამ სამზარეულოში გადაინაცვლა. ცოლები
ცოტა ხნით გავიდნენ, მძინარე ბავშვებს დახედეს და ისევ უკან დაბ-
რუნდნენ. ყველა ჩუმად საუბრობდა, მოხუცები და პატარები რომ არ
შეწუხებულიყვნენ. აქ იყვნენ ტომი და დესი, ჯორჯი და მისი ულამა-
ზესი მემი, რომელიც ქალიშვილობაში დემპსი იყო გვარად, მოლი და
უილიამ ჯეი მარტინი, ოლივია და ერნესტ სტეინბეკი, ასევე ვილი და მი-
სი დეილა.
ყველა მათგანს გონებაში მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა და ათი-
ვე სწორედ ამაზე საუბრობდა: სამუელი დაბერდა. ეს იმდენად შემაშფო-
თებელი აღმოჩენა იყო, გეგონება აჩრდილი დაინახესო. რაღაცნაირად
დაუჯერებელი იყო ეს ყოველივე. ისინი ვისკის წრუპავდნენ და ახალ თე-
მაზე ხმადაბლა საუბრობდნენ.
– შეამჩნიეთ, მხრები როგორი ჩამოყრილი აქვს? ნაბიჯიც სხვანაირი
გაუხდა, ნელი და ზანტი.
– ჰო, ოდნავ ბარბაცით დადის, მაგრამ მთავარი აქ მისი გამოხედვაა.
სიბერე თვალებში მოჩანს.
– ყოველთვის სულ ბოლოს მიდიოდა ხოლმე დასაძინებლად.
– შეამჩნიეთ, შუა საუბრის დროს რომ დაავიწყდა, რაზე ლაპარაკობ-
და?
– კანზეც ეტყობა. სულ დანაოჭებული აქვს და ხელებიც თითქოს გამ-
ჭვირვალე გაუხდა.
– თითქოს მარჯვენა ფეხს უფრთხილდება.
– ეს ის ფეხია, ცხენმა რომ დაუზიანა.
– ვიცი, მაგრამ ადრე ჩვეულებრივად დადიოდა.
ყველაფერ ამას ისინი შეშფოთებულები და ანერვიულებულები ამ-
ბობდნენ. არა, ეს არ უნდა ხდებოდეს. შეუძლებელია, რომ მამა დაბერ-
დეს. სამუელი მუდამ ახალგაზრდაა, როგორც განთიადი, მარადიული
განთიადი.

429
შესაძლოა ის შუადღემდე მივიდეს, მაგრამ საღამო? საღამო არ
დადგება, ვერ დადგება. ღამე კი... ღმერთო ჩემო, ეს ხომ საერთოდ
წარმოუდგენელია!
ნათელი იყო, რომ მათი აზრები რაღაც უხილავმა კედელმა აისხლი-
ტა. ისინი გაჩუმდნენ, მაგრამ მათ გონებაში ერთი აზრი მაინც ტრი-
ალებდა: „სამუელის გარეშე სამყაროს არსებობა შეუძლებელია“.
– როგორ გავიფიქრებდით რამეს ისე, რომ წინასწარ მისთვის აზ-
რი არ გვეკითხა?
– როგორი უნდა იყოს მის გარეშე გაზაფხული, შობა ან წვიმა?
არა, შობა სამუელის გარეშე წარმოუდგენელია.
მოულოდნელად, მათ დამნაშავის ძებნა დაიწყეს. მათ სურდათ,
რომ თავიანთი წყენა ვინმეზე გადაეტანათ და ხელში მხოლოდ ერ-
თი ადამიანი – ტომი შერჩათ.
– შენ სულ მის გვერდით იყავი.
– როგორ მოხდა ეს? როდის?
– ალბათ ვიღაცის გამო მოტყდა.
– იქნებ შენ ანერვიულე შენი სიგიჟეებით?
ტომმა ამ შეკითხვებს გაუძლო, რადგან მართლა იცოდა ყველა-
ფერი.
– უნამ მოუღო ბოლო, – თქვა მან ჩახლეჩილი ხმით. – მისი სიკ-
ვდილი ვერაფრით გადაიტანა. ხშირად მეუბნებოდა, რომ თუ ნამ-
დვილი მამაკაცი ხარ, სევდამ არ უნდა გაგანადგუროს. მიმტკიცებდა,
რომ დრო ყველაფერს არჩენს. ძალიან ბევრჯერ გამიმეორა ეს და
მივხვდი, რომ თავად მარცხდებოდა ამ ბრძოლაში.
– რატომ არ შეგვატყობინე? იქნებ რამე მოგვეხერხებინა.
აქ ტომმა უკვე მოთმინება დაკარგა, წამოხტა და ყვირილი დაიწ-
ყო.
– თქვენ ხომ არ გაგიჟდით?! რა უნდა მეთქვა? რომ მას სევდა
კლავდა? რომ განადგურებული იყო? მითხარით, რა უნდა გამეკეთე-
ბინა! თქვენ აქ საერთოდ არ იყავით, მე კი მის გვერდით ვიჯექი. სა-

430
კუთარი თვალით ვხედავდი, როგორ ქრებოდა ნაპერწკალი მის თვალებ-
ში!
ტომი სახლიდან გავიდა. სამზარეულოში მხოლოდ მისი მძიმე
ნაბიჯების ხმა ისმოდა.
ისინი დარცხვენილები ისხდნენ.
– გავალ და შემოვიყვან, – თქვა უილიამ მარტინმა.
– არა, არ წახვიდე, – გააჩერა ის ჯორჯმა და სხვებმაც თავები გააქნი-
ეს. – დაანებე თავი. დაგვიჯერე, ასე სჯობს.
რამდენიმე წუთში, ტომი თავად დაბრუნდა სამზარეულოში.
– მაპატიეთ, – თქვა მან. – ალბათ ცოტა დავთვერი. მამა ამას მხიარუ-
ლებას ეძახის. ერთხელ, ღამით მოვედი სახლში და ისეთი ნასვამი ვიყა-
ვი, რომ ეზოში წავიქეცი, შემდეგ კი ფეხზე ვეღარ წამოვდექი და ოთხით
ავედი კიბეებზე. საძინებელში რომ შევედი, გული ამერია. დილით, სა-
მუელთან მივედი და ვცადე ბოდიში
მომეხადა, მან კი მიპასუხა: „არა უშავს, ტომ, შენ ხომ უბრალოდ იმ-
ხიარულე“. ჰო, ვიმხიარულე. ისეთი მთვრალი ვიყავი, რომ ფეხზე ვერ
ვიდექი.
– არა, ტომ, ბოდიში ჩვენ უნდა მოგიხადოთ, – შეაწყვეტინა მას ჯორ-
ჯმა. – ისე ვლაპარაკობდით, თითქოს შენ გადანაშაულებდით, სინამ-
დვილეში კი ეს სულაც არ გვიგულისხმია. უბრალოდ ასე გამოვიდა. გვა-
პატიე.
– აქ ცხოვრება ძალიან რთულია, – თემა შეცვალა უილიამ მარტინმა.
– იქნებ დავიყოლიოთ, რომ სახლი გაყიდოს და ქალაქში გადმოვიდეს
საცხოვრებლად. იქ უფრო ბედნიერად და დიდხანს იცხოვრებდა. თუ
მოისურვებენ, შეუძლიათ ჩემთან და მოლისთან ერთად იცხოვრონ.
– არა მგონია, ამას დათანხმდეს, – თქვა ვილიმ. – სამუელი ჯორივით
ჯიუტი და ცხენივით ამაყი კაცია.
– კარგი, მაგრამ შეთავაზებას რა უდგას წინ? – ჩაერთო საუბარში
ოლივიას მეუღლე, ერნესტი. – ჩვენც სიამოვნებით მივიღებთ მას... უფ-
რო სწორად, ორივეს.

431
ამის შემდეგ, ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა დაფიქრდა და მიხ-
ვდა, რომ ამ რანჩოს, ამ ხრიოკი მიწის ნაკვეთის გარეშე ცხოვრება შე-
უძლებელი იყო.
ვილი ჰამილტონი, რომელმაც ბიზნესში ყოფნისას ადამიანების
იმპულსების გამოცნობა ისწავლა, თქვა:
– თუ ჩვენ მას სამჭედლოს დახურვას შევთავაზებთ, ეს ნიშნავს,
რომ მან საკუთარი ცხოვრებაც უნდა დახუროს. ჩვენ ამას ვერ გავაკე-
თებთ.
– მართალი ხარ, ვილი, – დაეთანხმა მას ჯორჯი. – ის იფიქრებს,
რომ პენსიაზე უნდა გავიდეს, ეს კი მისთვის სისუსტეს ნიშნავს. არა,
ის ამ სახლს არ გაყიდის და რომც გაყიდოს, ერთ კვირაზე მეტს ნამ-
დვილად ვერ იცოცხლებს.
– ერთი გამოსავალი მაინც არსებობს, – თქვა ვილიმ. – იქნებ უბ-
რალოდ სტუმრად დავპატიჟოთ? რანჩოს ტომი მიხედავს. მე მგონი,
უკვე დროა დედამ და მამამ თვალს წყალი დაალევინონ. გარშემო
ცხოვრება დუღს, ესენი კი ამ ერთფეროვნებაში ცხოვრობენ. სი-
ტუაციის გამოცვლა სამუელს აუცილებლად მოუხდება, მერე ისევ
დაბრუნდება აქ და თავის საქმეს გააგრძელებს. ან, შესაძლოა, საერ-
თოდ აღარ მოუნდეს იქიდან წამოსვლა. დრო დინამიტზე ძლიერია-
ო, თვითონ არ ამბობს?
– მე რა მაინტერესებს, იცით? – ჩაერთო საუბარში დესი და შუბ-
ლზე ჩამოცვენილი თმა გვერდით გადაიწია. – მართლა ასეთი სულე-
ლი გგონიათ სამუელი?
– ზოგჯერ, ადამიანს თავად სურს, რომ სულელი იყოს, თუ ჭკუა
მას რაიმეს გაკეთებას უკრძალავს, – თქვა არცთუ გამოუცდელმა ვი-
ლიმ. – ვცადოთ და თავად ვნახავთ, რა გამოვა. რას ფიქრობთ?
თანხმობის ნიშნად, ყველამ თავი დააქნია. მხოლოდ ტომი იჯდა
გაუნძრევლად და რაღაცაზე ფიქრობდა.
– ტომ, ცოტა ხნით მარტო რომ დარჩე რანჩოზე, არ გინდა? –
ჰკითხა მას ჯორჯმა.

432
– ეს არ არის მთავარი, – თქვა ტომმა. – რანჩოს მოვლას არაფერი უნ-
და. მეურნეობა აქ ისედაც არასდროს ყოფილა.
– მაშინ, რატომ არა ხარ თანახმა?
– არ მინდა, რომ მამას რამე ეწყინოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენს ჩა-
ნაფიქრს მიხვდება.
– უბრალოდ შევთავაზოთ. რა დაშავდება ამით?
ტომმა გათეთრებამდე დაიზილა ყურები.
– არა, მე არ გიკრძალავთ. უბრალოდ, თავად ამას ვერ გავაკეთებ.
– წერილი შეგვიძლია მივწეროთ და ისე დავპატიჟოთ, – თქვა ჯორ-
ჯმა. – ოღონდ, კარგად უნდა დავწეროთ და ხუმრობები გავურიოთ. ერთ-
ერთ ჩვენგანთან იცხოვრებს და თუ დაიღლება, სხვასთან გადავა. იმდე-
ნი ვართ, რომ სანამ ყველას მოივლის, წლები გავა.
სწორედ ამაზე შეთანხმდნენ და თემაც დაიხურა.
-3-
ოლივიას წერილი კინგ-სითიდან ტომმა ჩამოიტანა. შინაარსი მან
მშვენივრად იცოდა, ამიტომ, დაელოდა, სანამ სამუელი თავის სამჭედ-
ლოში განმარტოვდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გადასცა კონვერტი.
სამუელმა წერილი გრდემლზე დადო, შემდეგ, გაშავებულ წყალში, რო-
მელშიც გავარვარებულ რკინას აცივებდა, ხელები დაიბანა, ლურსმნით
კონვერტი გახია, წერილი ამოიღო და წასაკითხად მზის შუქზე გავიდა.
ამასობაში, ტომმა ურემს ბორბლები მოხსნა და ღერძის დაზეთვა დაიწ-
ყო, თან სამუელს თვალს არ აშორებდა.
სამუელმა კითხვა დაასრულა, წერილი დაკეცა და კონვერტში დააბ-
რუნა. ის სამჭედლოს წინ, სკამზე ჩამოჯდა და ჩაფიქრდა, შემდეგ კი ისევ
ამოიღო წერილი, კიდევ ერთხელ გადაიკითხა, დაკეცა და ლურჯი პერან-
გის ჯიბეში ჩაიდო. რამდენიმე წუთი ასე იჯდა, შემდეგ კი წამოდგა, ნელი
ნაბიჯით გაემართა აღმოსავლეთის ბორცვებისკენ და თან გზიდან პატა-
რა ქვებს ფეხით იშორებდა.
ის-ის იყო ოდნავ მოწვიმა. ბალახი ღინღლივით ამოშვერილიყო მი-
წიდან. ცოტა რომ გაიარა, სამუელი დაიხარა, ერთი მუჭა ხრეში აიღო და

433
ხელის გულზე კენჭები, სილა, და ქარსი დაათვალიერა. მერე, ხელე-
ბი გაიბერტყა, ბალახის ერთი ღერო მოწყვიტა, პირში ჩაიდო და ჰო-
რიზონტისკენ გაიხედა. აღმოსავლეთისკენ ნაცრისფერი ღრუბელი
აღელვებულად მიცურავდა და წვიმისთვის შესაფერის ადგილს ეძებ-
და.
სამუელი წამოდგა და სახლისკენ დაეშვა, შემდეგ ფარდულში შე-
იხედა და ოთხკუთხა დგარებს ხელი რამდენჯერმე მიარტყა. ტომს
რომ მიუახლოვდა, გაჩერდა და ურმის ბორბალი ხელით დაატრი-
ალა. შვილს ისე შეხედა, თითქოს პირველად უყურებდა.
– უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი ხარ, – უთხრა მას.
– ადრე ვერ ამჩნევდი?
– რა თქმა უნდა ვამჩნევდი, რა თქმა უნდა... – უპასუხა სამუელმა
და სეირნობა განაგრძო.
მის სახეზე ირონიული ღიმილი იყო გამოსახული, ზუსტად ის ღი-
მილი, მისი ოჯახის ყველა წევრი რომ კარგად იცნობდა – სამუელი
საკუთარ თავს ეხუმრებოდა, დასცინოდა. მან პატარა და სევდიანი
ბაღის გვერდით ჩაიარა, შემდეგ კი სახლს, რომელიც უკვე საგრძნობ-
ლად იყო დაძველებული, წრე დაარტყა. სულ ბოლოს მიშენებული
საძინებლებიც კი გახუნდა მზეზე, შუშების კიდეებზე წასმული საგო-
ზავი კი გამოშრა და დასკდა. შესასვლელს რომ მიუახლოვდა, სანამ
სახლში შევიდოდა, გაჩერდა, მოტრიალდა და მთელ რანჩოს შეავ-
ლო თვალი.
ლიზა სამზარეულოში საქმიანობდა. ხის დაფაზე ფქვილი ჰქონ-
და მოყრილი და ცომს ზელავდა. ის იმდენად ოსტატურად იყენებდა
საგორავს, რომ ცომი ცოცხალ არსებას ჰგავდა. – ბრტყელდებოდა,
შემდეგ კი, თითქოს შინაგანი წნევის ხარჯზე, ისევ ფუვდებოდა. ლი-
ზამ ცომი აიღო, დიდ ტაფაზე დააგდო და გვერდები დანით შეუსწო-
რა. იქვე, პატარა ჯამში, საგანგებოდ ნამცხვრისთვის მომზადებული
და გასუფთავებული მაყვალი ეყარა.

434
სამუელი სამზარეულოში შევიდა, მაგიდას მიუჯდა, ფეხი ფეხზე გა-
დაიდო და ლიზას შეხედა.
– საქმე გამოგელია? – ჰკითხა მას ცოლმა. – იქნებ რამით დაკავე-
ბულიყავი.
– სიამოვნებით, დედავ, მაგრამ სურვილი არა მაქვს.
– კარგი, მაშინ აქ ჯდომას და ჩემს ნერვებზე თამაშს, გირჩევნია გვერ-
დით ოთახში გახვიდე და გაზეთი მაინც წაიკითხო.
– უკვე წავიკითხე.
– მთლიანად?
– ყველაფერი, რაც მაინტერესებდა.
– სამუელ, რა დაგემართა? თვალებზე გეტყობა, რომ რაღაცა გაქვს
ჩაფიქრებული. მიდი, მითხარი დროზე და მომეცი საშუალება, რომ ნამ-
ცხვარს მივხედო.
– როგორი პაწაწინა ცოლია, – თქვა სამუელმა, გაიღიმა და ფეხი გა-
აქნია. – სამი ასეთი მაინც უნდა გყავდეს კაცს.
– შეწყვიტე ახლა ეგ სისულელეები, სამუელ. შენი ხუმრობები საღა-
მოსთვის შემოინახე. ჯერ დღის თერთმეტი საათია. მიდი, საქმეს მიხე-
დე.
– ლიზა, სიტყვა „შვებულება“ რას ნიშნავს?
– მაიმუნობას თავი დაანებე-მეთქი, ვერ გაიგე?
– ჯერ პასუხი გამეცი.
– შენ რა, სულელი გგონივარ?
– მითხარი, რას ნიშნავს სიტყვა „შვებულება“.
– რას ნიშნავს და ზღვაზე წასვლას, დასვენებას. გეყოფა ახლა, დამა-
ნებე თავი.
– საოცარია, – თქვა სამუელმა. – საიდან უნდა იცოდე, ძალიან მიკ-
ვირს.
– რატომ არ უნდა ვიცოდე? სამუელ, პირდაპირ მითხარი, რა გინდა.
– როდისმე გქონია შვებულება, ლიზა?
– რა ვიცი... – შეცბა ლიზა.

435
– მთელი ამ ორმოცდაათი წლის მანძილზე, ერთი შვებულება მა-
ინც თუ გქონია, ჩემო პატარავ, ჩემო სულელო.
– სამუელ, ახლავე გადი სამზარეულოდან, – თქვა ლიზამ შეშინებუ-
ლი სახით.
სამუელმა ჯიბიდან წერილი ამოიღო და გაშალა.
– ოლი იწერება, – თქვა მან. – უნდა, რომ სალინასში ჩავიდეთ და
ვესტუმროთ. მეორე სართულზე, ჩვენთვის ოთახებიც მოუმზადები-
ათ. ბავშვებსაც უკეთ გაიცნობთო, ამბობს. ჩოტოკუას სეზონზეც 1 აუ-
ღიათ ბილეთები. წელს, ბილი სანდეი ეშმაკს შეეჭიდება, ბრაიანი კი
ოქროს ჯვარზე წარმოთქვამს სიტყვას. სიამოვნებით დავესწრებო-
დი. დიდი არაფერი სიტყვაა, მაგრამ, ამბობენ, თვალზე ცრემლები
მოგადგებაო.
ფქვილიანი ხელით, ლიზამ ცხვირი მოიფხანა და ჩაფიქრდა.
– ძალიან ძვირი ხომ არ დაჯდება? – იკითხა მან ანერვიულებული
ხმით.
– ძვირი? არ ვიცი. ოლიმ გვაჩუქა ეს ბილეთები.
– ვერ წავალთ, – თქვა ლიზამ. – რანჩოს ვინ მიხედავს?
– ტომი. ზამთარში ისედაც არაფერია საკეთებელი.
– მარტო ხომ არ იქნება? ცოდოა.
– ჯორჯი ჩამოდის მწყერზე სანადიროდ. რამდენიმე დღით დარ-
ჩება. ნახე, რა არის კონვერტში.
– რა არის ეს?
– ორი ბილეთი სალინასის მატარებელზე. ოლი იწერება, რომ უა-
რის თქმის ერთ პატარა საშუალებასაც არ დაგვიტოვებს.
– შეგვიძლია დავაბრუნოთ და ფული უკან გავუგზავნოთ.
– არა, მე ამას არ გავაკეთებ, ლიზა. დედავ... კარგი, დამშვიდდი.
აი, ცხვირსახოცი აიღე.
– ეს ჭურჭლის ტილოა.

1
Chautauqua season – კონცერტების, ასევე საგანმანათლებლო და რელიგიური
ლექციების ციკლი, რომელსაც 1874 წელს ჩაეყარა საფუძველი.
436
– ჩამოჯექი, აი ასე. დამშვიდდი. აგანერვიულე ამ შვებულებით, ხომ?
გამომართვი ეს. ჭურჭლის ტილოა, ვიცი, არა უშავს. ამბობენ, ბილი სან-
დეი ეშმაკს კუდით ქვას ასროლინებსო.
– მკრეხელობაა ეს, სამუელ.
– ალბათ, მაგრამ მე მაინც სიამოვნებით მოვუსმენდი მას. შენ არ
გინდა? რა თქვი? არ მესმის. ასწიე თავი და გაიმეორე.
– კარგი, წავიდეთ-მეთქი – თქვა ლიზამ.
როდესაც სამუელი სამჭედლოსთან დაბრუნდა, დაინახა, რომ ტომი
რაღაცას ხაზავდა.
– რა არის ეს? – ჰკითხა მან შვილს.
ტომმა მამას თვალებში შეხედა. ცდილობდა მიმხვდარიყო, რა ჰქონ-
და მას გონებაში, წერილის წაკითხვის შემდეგ.
– ისეთი რაღაცა მინდა გავაკეთო, რომ ადამიანს ურმიდან ჩამოსვლა
არ დასჭირდეს, ისე გააღოს ჭიშკარი, – თქვა მან. – აი, ეს მავთული საკეტს
გახსნის.
– როგორ?
– ვფიქრობ, ძლიერი ზამბარის საშუალებით.
– კარგი, ჩაკეტვას როგორღა მოახერხებ? – არ ეშვებოდა სამუელი და
თან ნახაზს აკვირდებოდა.
– აი ეს ძელაკი ზამბარისკენ ჩამოცურდება.
– გასაგებია, – თქვა სამუელმა. – ეგ შენი მოწყობილობა ნებისმიერ
შემთხვევაში კარგად იმუშავებს, მაგრამ, მისი მოვლა და გამოყენება გა-
ცილებით მეტ ენერგიას წაიღებს, ვიდრე ურმიდან ჩამოსვლა და ჭიშ-
კრის ხელით გაღება.
– ჰო, მაგრამ ზოგჯერ ცხენი მფრთხალია და...
– ვიცი, მაგრამ მთავარი პრობლემა აქ ის არის, რომ შენთვის ეს უბ-
რალოდ გართობაა.
– გამომიჭირე, – გაიღიმა ტომმა.
– ტომ, როგორ ფიქრობ, შეძლებ რანჩოსთვის ყურადღების მიქცევას,
მე და დედა თუ ცოტა ხნით წავალთ?

437
– რა თქმა უნდა, – უპასუხა ტომმა. – საით გაგიწევიათ?
– ოლის სურს, რომ მასთან ჩავიდეთ, სალინასში.
– ძალიან კარგი. დედა თანახმაა?
– კი, ოღონდ ხარჯების საკითხი აწუხებს.
– რამდენი ხნით აპირებთ იქ დარჩენას?
სამუელს პასუხი არ გაუცია. მან ტომს თვალებში შეხედა და გა-
იღიმა.
– რა იყო, მამა? – ჰკითხა მას ტომმა.
– საინტერესო ინტონაცია დავიჭირე შენს შეკითხვაში. ოდნავ შე-
სამჩნევი იყო, მაგრამ მაინც მომესმა. ტომ, თუ ამ თემაზე ადრე შე-
თანხმდით, არა უშავს. ცუდს ამაში ვერაფერს ვხედავ.
– რას გულისხმობ, არ მესმის.
– მადლობა ღმერთს, მსახიობობა არ მოინდომე, ტომ. ამ საქმეში
შენგან არაფერი გამოვიდოდა. მადლიერების დღეს მოილაპარაკეთ
ალბათ, ერთად რომ იყავით. სხვათა შორის, ყველაფერმა ძალიან
კარგად გაამართლა. ვილის ხელწერას ვხედავ. ნურაფერს მეტყვი,
თუ არ გინდა.
– მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, – თქვა ტომმა.
– ჰო, შენ სხვანაირი ტიპი ხარ. შენ პირდაპირ მომახლიდი სიმარ-
თლეს სახეში და თვალსაც არ დაახამხამებდი. არავის უთხრა, ყვე-
ლაფერს რომ მივხვდი, – თქვა სამუელმა და სახლისკენ წავიდა, თუმ-
ცა, ისევ მოტრიალდა და ტომს მხარზე ხელი დაადო. – მადლობა, სი-
მართლის ღირსად რომ ჩამთვალე, შვილო. შესაძლოა ის ნაკლებად
ჭკვიანური იყოს, მაგრამ, სამაგიეროდ, უფრო ხანგრძლივია.
– მიხარია, რომ მიდიხარ.
სამუელი სამჭედლოს კარებთან იდგა და რანჩოს უყურებდა.
– ამბობენ, რომ დედას მახინჯი შვილი ყველაზე მეტად უყვარს, –
თქვა მან და თავი გააქნია. – ტომ, მინდა მეც გითხრა ერთი სიმარ-
თლე. ოღონდ, ძალიან გთხოვ, საიდუმლოდ შეინახე და არავისთან

438
წამოგცდეს. მე ვიცი, რატომ მივდივარ და ისიც ვიცი, სად მივდივარ. რაც
მთავარია, ჩემთვის ეს სავსებით მისაღებია.

თავი ოცდამეოთხე
-1-
ყოველთვის მიკვირდა, რატომ ეგუება ზოგიერთი ადამიანი სიცოც-
ხლისა და სიკვდილის მკაცრ რეალობებს სხვებზე ადვილად. უნას სიკ-
ვდილმა სამუელს ფეხქვეშ მიწა გამოაცალა, მისი დამცავი ზღუდე გაან-
გრია და შიგნით სიბერე შეუშვა. მეორე მხრივ კი ლიზა, რომელსაც ქმარ-
ზე არანაკლებად უყვარდა საკუთარი ოჯახის ყველა წევრი, დათრგუნუ-
ლი და განადგურებული სულაც არ იყო. მისი ცხოვრება ჩვეული რითმით
გრძელდებოდა. მან ნამდვილად განიცადა შვილის სიკვდილი, მაგრამ
ეს ტრაგედია ადვილად გადაიტანა.
ვფიქრობ, საქმე იმაშია, რომ ლიზა ცხოვრებას ბიბლიის მსგავსად
აღიქვამდა – მთელი თავისი პარადოქსებითა და წინააღმდეგობებით.
მას არ უყვარდა სიკვდილი, მაგრამ იცოდა, რომ ის არსებობდა. სწორედ
ამიტომ, როდესაც სიკვდილი მოვიდა, მას სულაც არ გაჰკვირვებია.
სამუელს კი, მიუხედავად იმისა, რომ ის ხშირად ფიქრობდა და ღი-
მილით მსჯელობდა სიკვდილის შესახებ, მისი არსებობის ბოლომდე
მაინც არ სჯეროდა. სიკვდილი მისი სამყაროს ნაწილი არ იყო. სამუელი
და ყველაფერი ის, რაც მის გარშემო ტრიალებდა, მარადიული იყო. ამი-
ტომ, როდესაც სიკვდილი მოვიდა, ეს ნამდვილ შეურაცხყოფად და ასე
ნალოლიავები უკვდავების უარყოფად აღიქვა. დამცავ კედელში დიდი
ბზარი გაჩნდა და ამან მთელი სტრუქტურა ჩამოშალა. ვფიქრობ, მას მი-
აჩნდა, რომ კამათითა და წონადი არგუმენტებით შეეძლო სიკვდილს
გაქცეოდა. სამუელი მას პირად მტრად თვლიდა და სჯეროდა, რომ მისი
დამარცხების ძალაც შესწევდა.
ლიზასთვის კი ეს უბრალოდ სიკვდილი იყო – შეპირებული და მოსა-
ლოდნელი სიკვდილი. ის გლოვობდა, მაგრამ საოჯახო საქმეებს მაინც
გულმოდგინედ ასრულებდა: ღუმელს არ შორდებოდა, კერძებს ამზა-
439
დებდა და ზუსტად ჰქონდა გამოთვლილი, როგორ უნდა გამოეკვება
სამძიმარზე მისული ხალხი. ლიზა არც სამუელს აკლებდა ყურადღე-
ბას – ზრუნავდა, რომ მისი პერანგი, მაუდის კოსტუმი და ფეხსაცმე-
ლები გაკრიალებული ყოფილიყო. შესაძლოა სწორედ ასეთი გან-
სხვავებული ადამიანების ქორწინებით იქმნება მყარი, რამდენიმე
სახის ბოქლომით ჩაკეტილი ოჯახი.
სამუელი რომ უნას სიკვდილს შეგუებოდა, შესაძლოა, ლიზაზე
შორს წასულიყო, მაგრამ სწორედ ამ შეგუების პროცესმა გაანადგურა
ის. მას შემდეგ, რაც სალინასში წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს,
ლიზა თავის ქმარს თვალს არ აშორებდა. ის ერთგვარი დედობრივი
ინსტინქტით გრძნობდა, რომ სამუელს რაღაცა ჰქონდა ჩაფიქრებუ-
ლი, მაგრამ რა იყო ეს, ვერაფრით ხვდებოდა. ლიზა ნამდვილი რე-
ალისტი იყო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შვილებისა და შვი-
ლიშვილების მონახულების საშუალებამ ის ძალიან გაახარა. ის
არასდროს ყოფილა მიკრული ერთ რომელიმე ადგილთან. სახლი
მისთვის ზეცისკენ მიმავალ
გზაზე ერთი დროებითი გაჩერება იყო. მას მუშაობაც არ ეხატე-
ბოდა დიდად გულზე, მაგრამ მაინც მუშაობდა, რადგან თვლიდა,
რომ მის მაგივრად საქმეს სხვა არავინ გააკეთებდა. ის დაღლილი
იყო. რაც დრო გადიოდა, მას სულ უფრო და უფრო უჭირდა დილით
ადგომა, მაგრამ მაინც დგებოდა, რადგან საოცარი ნებისყოფა ჰქონ-
და.
სამოთხეს ის უყურებდა, როგორც ადგილს, სადაც ტანსაცმელი
არასდროს ჭუჭყიანდება და სადაც საჭმლის კეთება და ჭურჭლის
რეცხვა საჭირო საერთოდ არ არის. ერთი სიტყვით, ეს ის ადგილია,
სადაც ლიზასთვის საკმაოდ ბევრი რამ იყო მიუღებელი. ჯერ ერთი,
იქ ზედმეტად ბევრი მუსიკაა და სრულიად გაუგებარია, როგორ ახერ-
ხებენ რჩეულნი ამდენი ხნის განმავლობაში უსაქმოდ ჯდომას. არა,
ლიზა სამოთხეშიც კი იპოვიდა სამუშაოს. რამე მაინც უნდა იყოს იქ
გასაკეთებელი, მაგალითად, რომელიმე ღრუბელი გაირღვევა და გა-

440
საკერი გახდება ან რომელიმე ანგელოზს ფრთები დაუზიანდება და მა-
ლამოს წასმა იქნება საჭირო. აქა-იქ შესაძლოა მანტიების საყელოები
გახდეს გასასწორებელი და ჩვენში რომ დარჩეს, შეუძლებელია სამოთ-
ხეშიც კი არ გაჩნდეს სადმე აბლაბუდა, რომელიც იატაკის ჯოხზე დახ-
ვეული ტილოთი უნდა ჩამოიღო.
სალინასში წასვლა მას ძალიან უხაროდა, მაგრამ, ამავე დროს, ცოტა
შეშინებულიც იყო, რადგან ამ სიხარულში ცოდვას ხედავდა. ლიზას ჩო-
ტოკუას სეზონიც მკრეხელობად მიაჩნდა, თუმცა მასზე დასწრება სუ-
ლაც არ იყო სავალდებულო. სამუელი კი ალბათ გაინავარდებს და სულ
კუდში უნდა სდიო. ლიზა თვლიდა, რომ მისი ქმარი ჯერ კიდევ ახალგაზ-
რდა და უსუსური იყო და ეს აზრი ბოლომდე არ ასვენებდა. ის ვერც კი
ხვდებოდა, რა ჰქონდა სამუელს გონებაში და რა დამართა ამან მის სხე-
ულს.
მშობლიურ ადგილს სამუელისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა. თავის რანჩოს ის ძალიან დაუახლოვდა და ახლა, როდესაც წას-
ვლა გადაწყვიტა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ საყვარელ ადამიანს
დანა ჩაარტყა ზურგში. მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო და
სამუელს სურდა ყველაფერი ღირსეულად გაეკეთებინა. მან ყველა მე-
ზობელი მოინახულა – ძველი მეგობრები, რომლებსაც წარსული ახსოვ-
დათ და იცოდნენ, რომ ის, რაც იყო, აღარასოდეს დაბრუნდებოდა. დამ-
შვიდობებისას, ყველა მათგანი ხვდებოდა, რომ სამუელს ვეღარასოდეს
ნახავდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მას ამის შესახებ არაფერი უთ-
ქვამს. ის მთებს, ხეებს და ადამიანების სახეებს ისე აკვირდებოდა, თით-
ქოს სურდა, სამუდამოდ დაემახსოვრებინა ისინი.
ადამ ტრასკთან სულ ბოლოს შეიარა. თვეები იყო გასული, რაც ის არ
ენახა. ადამი უკვე საშუალო ასაკის მამაკაცი იყო. ცოტა ხნით ადრე, მის
შვილებს თერთმეტი წელი შეუსრულდათ, ხოლო ლი... შეიძლება ით-
ქვას, სრულებით არ შეცვლილა. ლი სამუელს თავლაშივე გამოელაპარა-
კა.

441
– დიდი ხანია მინდოდა თქვენთან დალაპარაკება, – თქვა მან. –
მაგრამ, ძალიან ბევრი საქმე მქონდა. თან, თვეში ერთხელ სან-
ფრანცისკოში დავდივარ.
– ხომ იცი, როგორ ხდება ხოლმე, – უპასუხა სამუელმა. – როდესაც
იცი, რომ მეგობარი ახლოსაა, მის სანახავად არ მიდიხარ. შემდეგ კი,
როდესაც ის აღარ არის, საკუთარ თავს წყევლი და გიკვირს, როგორ
შეიძლებოდა ერთხელ მაინც არ შეგევლო მასთან.
– თქვენი ქალიშვილის ამბავი შევიტყვე. ძალიან ვწუხვარ.
– შენი წერილი მივიღე. ისევ შენახული მაქვს. კარგი სიტყვები გა-
მოგიძებნია.
– ჩინური სიტყვები, – გაიღიმა ლიმ. – რაც უფრო მემატება ასაკი,
მით უფრო ჩინელი ვხდები.
– შეცვლილი მეჩვენები, ლი. რა ხდება?
– ნაწნავი, მისტერ ჰამილტონ. ნაწნავი მოვიჭერი.
– აი, თურმე რაშია საქმე.
– ყველა ჩინელმა მოიჭრა. თქვენ რა, არაფერი გსმენიათ? ქვრივი
იმპერატორი აღარ არის, მისტერ ჰამილტონ. ჩინეთი თავისუფალია.
მანჯურიელები აღარ მართავენ ქვეყანას და ნაწნავის ტარებაც აღარ
არის სავალდებულო. კანონი ახალმა მთავრობამ გააუქმა. ჩინეთში
ერთი ნაწნავიც კი არსად დარჩა.
– ახლა უკეთ ხარ?
– ისე რა. უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს სხეულის ნაწილი
მოვიჭერი. რთული ყოფილა გადაჩვევა.
– ადამი როგორ არის?
– კარგად. დიდად არ შეცვლილა. ადრე როგორი იყო, აღარც კი
მახსოვს.
– მეც მიფიქრია ამაზე. ხანმოკლე ყვავილობა ჰქონდა. ბიჭები,
ალბათ, უკვე დიდები არიან.
– კი, წამოიზარდნენ. არ ვნანობ, აქ რომ დავრჩი. ბავშვების აღ-
ზრდით ძალიან ბევრი ვისწავლე.

442
– ჩინურიც ასწავლე?
– არა. მისტერ ტრასკს არ მოეწონა ეს იდეა და, ალბათ, მართა-
ლიცაა. ბავშვებს უაზროდ გავურთულებდი ცხოვრებას. ისე კი, მათი
ახლო მეგობარი ვარ. მამას განსაკუთრებით აღმერთებენ, მაგრამ,
ვფიქრობ მეც ვუყვარვარ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გან-
სხვავდებიან ერთმანეთისგან.
– რას გულისხმობ?
– თავად ნახავთ, სკოლიდან რომ დაბრუნდებიან. ერთი მონეტის
ორი მხარესავით არიან. კეილი ცოტათი მოუხეშო, მოღუშული და დაკ-
ვირვებულია, აარონი კი... აარონი პირველი გაცნობისთანავე მოგეწონე-
ბათ და ხმას რომ ამოიღებს, კიდევ უფრო მოიხიბლებით.
– კეილი არ გიყვარს?
– შინაგანად სულ ვიცავ. ჩემდაუნებურად გამომდის ასე. ცხოვრება
მისთვის ბრძოლაა, მისი ძმა კი უფრო თავისუფალი და ლაღია.
– ეგ ჩვეულებრივი ამბავია, – თქვა სამუელმა, – ოღონდ არ ვიცი, რა-
ტომ. რადგან სისხლიც ერთია და აღზრდაც, გგონია, რომ ერთნაირები
უნდა იყვნენ, მაგრამ ასე არ არის. სრულებით არ არის ასე.
მოგვიანებით, სამუელმა და ადამმა მუხების ჩრდილში გაისეირნეს,
შემდეგ კი იმ ადგილამდე მივიდნენ, საიდანაც სალინასის ველი ხელის
გულზე მოჩანდა.
– სადილად დარჩები? – ჰკითხა ადამმა თავის სტუმარს.
– აღარ მინდა ქათმების ხოცვის მიზეზი ვიყო.
– არა, ამჯერად ლიმ ძროხის ხორცი დაამზადა.
– ჰო, ეგ სხვა საქმეა...
ძველმა ჭრილობამ ადამს დაღი დაასვა: ცალი მხარი მას ოდნავ ჩა-
მოწეული ჰქონდა. მისი გამოხედვა რაღაცნაირი მკაცრი გახდა, თვალები
მხოლოდ ზოგადად აღიქვამდა გარემოს და დეტალებს საერთოდ არ აკ-
ვირდებოდა. სახეზე მას თითქოს ფარდა ჰქონდა ჩამოფარებული. რომ
გაჩერდნენ და ადრეული წვიმების შემდეგ გადამწვანებულ ველს გადა-
ხედეს, სამუელმა მას მშვიდად ჰკითხა:

443
– გული არ გწყდება, ეს მიწა რომ ასე უყურადღებოდ დატოვე?
– ინტერესი დავკარგე. ამაზე ხომ ვისაუბრეთ უკვე? შენ გეგონა შევიც-
ვლებოდი, მე კი ისევ ისეთი ვარ.
– შენს გულისტკივილს სიამაყით უყურებ? ტრაგიკული გმირი
გგონია თავი?
– არ ვიცი.
– იფიქრე ამაზე. შესაძლოა შენ ახლა სცენაზეც მარტო დგახარ და
მაყურებელიც არავინ გყავს.
– ჭკუის სასწავლებლად მოხვედი? – ჰკითხა ადამმა ოდნავ გაბრა-
ზებული ტონით. – მიხარია აქ რომ ხარ, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ
გაქვს სურვილი, რომ სულში ჩამიძვრე?
– იმიტომ, რომ მინდა ცოტათი მაინც გაგაბრაზო. მე ცნობისმოყ-
ვარე ადამიანი ვარ, ყველგან ვყოფ ცხვირს და ვხედავ, რომ ეს მიწაც
ტყუილად იკარგება და ეს ადამიანიც, რომელიც ახლა ჩემ გვერდით
დგას. ერთიც მენანება და მეორეც. ფლანგვა არასდროს მიყვარდა,
რადგან თავად ამის ფუფუნება არასდროს მქონია. ნუთუ კარგი
გრძნობაა, ცხოვრება რომ უაზროდ მიედინება?
– რას მთავაზობ?
– გთავაზობ, რომ კიდევ ერთხელ სცადო. თავიდან დაიწყო.
– მეშინია, – თქვა ადამმა და სამუელს თვალებში შეხედა. – მირ-
ჩევნია ასე გავაგრძელო ცხოვრება. შესაძლოა, უბრალოდ, არც ენერ-
გია მაქვს და არც სიმამაცე.
– შვილებზე რას მეტყვი? გიყვარს?
– მიყვარს... ჰო, მიყვარს.
– ერთი უფრო გიყვარს, ვიდრე მეორე?
– რატომ მეკითხები?
– რა ვიცი? შენი ინტონაცია იყო უცნაური.
– წამოდი, სახლში შევიდეთ.
რამდენიმე წუთი ისინი ჩუმად იყვნენ, შემდეგ კი ისევ ადამმა და-
იწყო საუბარი.

444
– ქეთი სალინასშიაო, ამბობენ. ყური ხომ არ მოგიკრავს სადმე ასეთი
ჭორისთვის? – ჰკითხა მან სამუელს.
– არა. მართლა ასე ამბობენ?
– ჰო, მაგრამ არ მჯერა. ვერ დავიჯერებ.
სამუელი ჩუმად მიაბიჯებდა ქვიშიან გზაზე და ადამზე ფიქრობდა.
მას თითქმის მომქანცველად ეჩვენა ის აზრი, რომ მისი ძველი ჭრილობა
ისევ ღია იყო.
– ვერა და ვერ ივიწყებ, ხომ?
– ჰო, როგორც ჩანს, ასეა, – უპასუხა ადამმა. – მაგრამ გასროლა უკვე
დავივიწყე. ამაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ.
– მე შენ ცხოვრებას არ უნდა გასწავლიდე, ადამ, – თქვა სამუელმა, –
მაგრამ ახლა სწორედ ამას ვაკეთებ. შენ უნდა შეწყვიტო იმაზე ფიქრი,
რაც არ მოხდა და ცხოვრებას დაუბრუნდე. ამას რომ გეუბნები, თავად
ვიქექები საკუთარ წარსულში, ზუსტად ისე, ბარის იატაკის ქვეშიდან
მტვერს რომ იღებენ და შემდეგ მასში ოქროს ეძებენ. მაგრამ, ეს უაზრო
საქმეა... უაზრო საქმეა. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და წარსულში ქექვა
არაფერს გარგებს, ადამ. შენ ახლა ახალ თავგადასავლებს უნდა ეძებდე
და შემდეგ, რომ დაბერდები, გაცილებით უფრო მდიდარი მოგონებები
გექნება.
ადამმა თავი დახარა. მას ეტყობოდა, რომ დაძაბული იყო და კრიჭას
არ ხსნიდა.
– ჰო, აი ეგრე, – თქვა სამუელმა. – მიდი, მაგრად ჩაეჭიდე შენს სიმარ-
თლეს. ღმერთო, როგორ უყვარს ადამიანს მცდარი მოსაზრების დაცვა!
თუ გინდა, ახლავე გეტყვი, როგორ იქცევი ხოლმე, რათა არ გეგონოს,
რომ შენს გარდა, არავინ არასდროს ყოფილა ასეთ დღეში. საწოლში
რომ ჩაწვები და სინათლეს ჩააქრობ, კარებში მისი სილუეტი ჩნდება,
მის უკან ყველაფერი განათებულია, ღამის პერანგს კი ნიავი აფრიალე-
ბს. შემდეგ ის ნელი ნაბიჯით გიახლოვდება, შენ კი სული გეხუთება, სა-
ბანს იხდი, რომ ლოგინში ჩაიწვინო და თავს ოდნავ გვერდით სწევ, მისი

445
თავი რომ შენ გვერდით კარგად დაეტიოს. შენ მისი კანის სურნელს
გრძნობ, ერთადერთ სურნელს დედამიწის ზურგზე და...
– გაჩუმდი! – დაიყვირა ადამმა. – გეყოფა! ნუ იქექები ჩემ ცხოვრება-
ში. კოიოტი რომ მკვდარ ძროხას უვლის გარშემო და ყნოსავს, ისე დაძ-
რწიხარ ჩემ სულში!
– ეს იმიტომ ვიცი, – განაგრძო სამუელმა მშვიდად, – რომ მეც
მყავს ასეთი სტუმარი. დღეები, თვეები, წლები გავიდა და დღემდე
არ მშორდება. ჩემი გული და გონება შვიდმაგად უნდა გადამეკეტა,
მაგრამ ეს არ გავაკეთე. წლებია უკვე, რაც ლიზას ვატყუებ, ვღალა-
ტობ, საუკეთესო დროს კი, როდესაც დაღამდება, სწორედ მისთვის,
იმ ერთადერთისთვის ვინახავ. სულ იმაზე ვფიქრობ, ნეტა ლიზასაც
ჰყავდეს ასეთი იდუმალი სტუმარი, მაგრამ ამას მე, ალბათ, ვერას-
დროს გავიგებ. შესაძლოა მან გადაკეტა კიდეც საკუთარი გული და
გონება, გასაღები კი სადღაც ჯანდაბაში მოისროლა.
ადამს მუშტები ისე ძლიერად ჰქონდა შეკრული, რომ მისი თითე-
ბი გათეთრებული იყო.
– საკუთარი თავის აღარ მჯერა, სამუელ, – თქვა მან გაბრაზებუ-
ლი ხმით. – შენი ბრალია ეს. მაშინებ, სამუელ, ძალიან მაშინებ. რა
ვქნა, მითხარი! არ მესმის, როგორ დაინახე ეს ყველაფერი ასე ნათ-
ლად. რა გავაკეთო? სად არის გამოსავალი?
– გამოსავალი ბევრი ვიცი, მაგრამ თავად არასდროს ვიყენებ
მათ. ვფიქრობ, შენ ახალი „ქეთი“ უნდა იპოვო. მერე ამ ახალმა „ქე-
თიმ“ შენი წარმოსახვითი „ქეთი“ უნდა მოკლას. მიეცი მათ საშუალე-
ბა, რომ ერთმანეთს სასიკვდილოდ შეებრძოლონ, შენ კი გვერდით
იდექი და შენი გული გამარჯვებულს მიეცი. მაგრამ ეს საუკეთესო გა-
მოსავალი არ არის. საუკეთესო ის არის, რომ სრულიად ახალი სიყ-
ვარული იპოვო, ძველი კი დავიწყებას მისცე.
– მეშინია თავიდან დაწყების.
– ეგ უკვე მითხარი. ახლა კი მე მივმართავ ჩემს ეგოიზმს და გეტ-
ყვი: მე მივდივარ, ადამ. დასამშვიდობებლად მოვედი შენთან.

446
– რას გულისხმობ?
– ჩემმა ქალიშვილმა ოლივიამ დაგვპატიჟა სალინასში მე და ლი-
ზა. ზეგ მივდივართ.
– ხომ დაბრუნდები?
– ოლივიასთან ალბათ ერთ-ორ თვეს გავატარებთ, – განაგრძო საუ-
ელმა, თითქოს ადამის შეკითხვა არ გაუგია. – შემდეგ კი ჯორჯი დაგვპა-
ტიჟებს. უარს თუ ვეტყვით, ძალიან ეწყინება, ამიტომ, პასო-რობლესში
გამგზავრებაც მოგვიწევს. ამის შემდეგ, მოლი მოისურვებს, რომ სან-
ფრანცისკოში ჩავიდეთ, შემდეგ ვილი და, შესაძლოა, ჯომაც დაგვპატი-
ჟოს ნიუ-იორკში. იქაც წავალთ, თუ ამდენი ხანი ვიცოცხლეთ.
– მერე, მაგას რა სჯობს? მე მგონი, თქვენ ეს დაიმსახურეთ. საკმარი-
სად იმუშავეთ თქვენს მტვრიან და ხრიოკ რანჩოზე.
– მე მიყვარს ჩემი ხრიოკი რანჩო, – თქვა სამუელმა. – ძუკნას რომ თა-
ვისი დაბეჩავებული ლეკვი უყვარს, ზუსტად ისე. ამ უნაყოფო და უწყლო
მიწის თითოეული მტკაველი მიყვარს. სადღაც, ჩემი ხრიოკი მიწის გულ-
ში, დიდი სიმდიდრე იმალება.
– შენ დასვენება დაიმსახურე, სამუელ.
– ისევ იმავეს იმეორებ. სწორედ ამას უნდა შევგუებოდი და შევეგუე
კიდეც. დასვენებას იმსახურებო, რომ ამბობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი
ცხოვრება დასრულდა.
– თავად ასე თვლი?
– მე ამას შევეგუე.
– ეს არასწორია! – წამოიძახა ადამმა. – თუ შენ ამას შეეგუები, მაშინ
აუცილებლად მოკვდები.
– ვიცი.
– ჰოდა, არასწორია ეს.
– რატომ?
– მე არ მინდა, რომ ასე იყოს და იმიტომ.
– მე ცნობისმოყვარე ბებერი ვარ, ადამ და ყველაზე სამწუხარო ის
არის, რომ ამ ცნობისმოყვარეობას ნელ-ნელა ვკარგავ. ალბათ სწორედ

447
ამიტომ ჩავთვალე, რომ დროა ჩემს შვილებს ვესტუმრო. ბოლო
დროს, მე ცნობისმოყვარე ადამიანს ვთამაშობ, სინამდვილეში კი
ასეთი აღარა ვარ.
– მე მირჩევნია, ისევ იმ მტვრიან რანჩოზე იყო და ხარივით მუშა-
ობდე.
– რა სასიამოვნო სურვილია, – გაიღიმა სამუელმა. – დიდი მად-
ლობა, ადამ. კარგი გრძნობაა, როდესაც იცი, რომ ვიღაცას უყვარხარ.
თუნდაც სიცოცხლის ბოლოს.
მოულოდნელად, ადამი მისკენ შეტრიალდა და სამუელი იძულე-
ბული გახდა გაჩერებულიყო.
– მე ვიცი, რაც გააკეთე ჩემთვის, – თქვა ადამმა. – ამ სიკეთეს ვე-
რაფრით დაგიბრუნებ, მაგრამ მინდა კიდევ ერთი რაღაცა გთხოვო.
შეგიძლია, კიდევ ერთი სურვილი შემისრულო და საბოლოოდ მიხ-
სნა?
– თუ შევძლებ, აუცილებლად შეგისრულებ.
ადამმა ხელი დასავლეთისკენ გაიშვირა და ჰაერში რკალი მოხა-
ზა.
– აი იქ რომ მიწაა, ხედავ? შეგიძლია, რომ ბაღის გაკეთებაში და-
მეხმარო? ადრე რომ ვილაპარაკეთ, ზუსტად ისეთი ბაღი მინდა, თა-
ვისი წისქვილებით, ჭებით და მწვანე იონჯით. ყვავილებიც შეგვიძ-
ლია დავრგოთ – სარფიანი საქმეა. წარმოიდგინე, როგორი ლამაზი
იქნება ყველაფერი რომ გადამწვანდება. დასავლეთით, ათი აკრის
ფართობზე, სულ ვარდებს დავრგავდი. წარმოიდგინე, როგორი სურ-
ნელი წამოვა იქიდან.
– ნუ ამატირებ, – თქვა სამუელმა და თვალები მართლაც ცრემ-
ლებით აევსო. – ბებერი კაცისთვის ეს უჩვეულოა, დამეთანხმე. მად-
ლობა, ადამ. შენს შემოთავაზებას უკვე ასდის სასიამოვნო სურნელი.
– ესე იგი, თანახმა ხარ?

448
– არა, არა ვარ თანახმა. თუმცა, სალინასში რომ ვიქნები და უილიამ
ჯენინგს ბრაიანს მოვუსმენ, შესაძლოა იდეებიც გამიჩნდეს. ვინ იცის, იქ-
ნებ დავიჯერო კიდეც, რომ ეს ყველაფერი ასრულდა.
– მე ძალიან მინდა ამის გაკეთება.
– ჩემს ვაჟს, ტომს მიაკითხე. აუცილებლად დაგეხმარება. რომ შე-
ეძლოს იმ საბრალოს, მთელ სამყაროს ვარდებით აავსებდა.
– ესე იგი, შენ უკვე ყველაფერი კარგად გაქვს გადაწყვეტილი?
– ჰო. მე ვიცი, რასაც ვაკეთებ. იმდენად კარგად ვიცი, რომ საქმის ნა-
ხევარი უკვე გაკეთებული მაქვს.
– რა ჯიუტი კაცი ხარ, სამუელ!
– მოკამათე, – თქვა სამუელმა და გაიღიმა. – ლიზა ამბობს, რომ მე
კამათი მიყვარს, მაგრამ ახლა ჩემი შვილების ქსელში გავები და მგონი
ძალიანაც მსიამოვნებს ეს ამბავი.
-2-
სადილის დრო რომ მოვიდა, სუფრა სახლში გაიშალა.
– მერჩივნა ხის ქვეშ დავმსხდარიყავით, როგორც ადრე, მაგრამ გა-
რეთ სუსხია, – თქვა ლიმ.
– ჰო, ასე სჯობს, – დაეთანხმა მას სამუელი.
ოთახში ტყუპები მორიდებულად შემოვიდნენ და დაბნეული სახეე-
ბით მიაშტერდნენ სტუმარს.
– ბოლოს, ძალიან დიდი ხნის წინ გნახეთ, ბიჭებო, – უთხრა მათ სა-
მუელმა. – კარგი სახელები კი შეგვირჩევია. შენ კეილები ხარ, ხომ?
– კეილი.
– კარგი, იყოს კეილი, – თქვა სამუელმა და მეორე ტყუპისცალს მიუტ-
რიალდა. – შენც იპოვე სახელისთვის ხერხემლის გამოძრობის საშუალე-
ბა?
– ბატონო?
– შენ აარონი გქვია?
– დიახ, სერ.

449
– არონი ურჩევნია, – თქვა ლიმ ღიმილით. – ორი „ა“ მის მეგობ-
რებს ზედმეტად გადაპრანჭულად ეჩვენებათ.
– ოცდათხუთმეტი ბელგიური კურდღელი მყავს, სერ, – თქვა არონმა.
– თუ გნებავთ, გაჩვენებთ. გალია ზემოთ მიდგას, წყაროსთან. რვა მათ-
განი ჯერ სულ პატარაა, გუშინ დაიბადნენ.
– სიამოვნებით ვნახავ, არონ, – თქვა სამუელმა და ირონიულად
გაიღიმა, – კეილ, არ მითხრა ახლა, რომ შენ ბაღის მოვლა გევალება.
ლიმ სწრაფად მიატრიალა თავი სამუელისკენ და ოდნავ შეშინე-
ბული სახით შეხედა მას.
– არ გინდათ, გთხოვთ, – თქვა მან აღელვებული ტონით.
– მომავალ წელს, მამა დაბლობზე ერთ აკრს დამითმობს, – თქვა
კეილმა.
– მე ერთი დიდი კურდღელი მყავს, თხუთმეტ ფუნტს იწონის, –
თქვა არონმა. – მამას დაბადების დღეზე უნდა ვაჩუქო.
ამ დროს, ადამი საძინებლიდან გამოვიდა.
– არ უთხრათ, – თქვა არონმა სწრაფად, – საიდუმლოა.
– ისეთ რამეს იტყვით ხოლმე, რომ აფორიაქდება ადამიანი, –
თქვა ლიმ და ხორცის ჭრა დაიწყო. – დასხედით, ბიჭებო.
ადამი ოთახში შემოვიდა, სახელოები ჩამოიწია და მაგიდის თავ-
ში დაჯდა.
– საღამო მშვიდობისა, ბიჭებო, – თქვა მან და შვილებმაც უნისონ-
ში უპასუხეს, – საღამო მშვიდობისა, მამა.
– არ უთხრათ, – კიდევ ერთხელ უთხრა არონმა სამუელს.
– არ ვეტყვი, – დაამშვიდა ის სამუელმა.
– რა არ უნდა მითხრათ? – გაუკვირდა ადამს.
– საიდუმლოა. მე და შენმა შვილმა რაღაცაზე მოვილაპარაკეთ.
რა, არ შეიძლება?
– მეც გეტყვით ერთ საიდუმლოს, – ჩაერთო საუბარში კეილი. –
სადილს რომ დავამთავრებთ, მერე.

450
– სიამოვნებით მოვისმენ, – თქვა სამუელმა. – იმედი მაქვს, ის არ
არის, რაზეც მე ვფიქრობ.
ლიმ სამუელს კიდევ ერთხელ შეხედა, შემდეგ კი ხორცის ნაჭრე-
ბი გაანაწილა.
ტყუპებმა თვალის დახამხამებაში მოასუფთავეს თეფშები.
– შეიძლება ავდგეთ? – იკითხა არონმა.
ადამმა შვილებს თავი დაუქნია და ისინიც წამსვე ეზოში გავარდნენ.
სამუელმა მათ თვალი გააყოლა.
– თავიანთ ასაკთან შედარებით, უფრო დიდებს ჰგვანან, – თქვა მან,
– თუ სწორად მახსოვს, ჩემი შვილები რომ ამხელები იყვნენ, სულ წრეზე
დარბოდნენ და ყირაზე გადადიოდნენ. ესენი კი მოზრდილი ადამიანე-
ბის შთაბეჭდილებას ტოვებენ.
– მართლა ასე გეჩვენებათ? – ჰკითხა მას ადამმა.
– ვფიქრობ, ამის ახსნა ძალიან ადვილია, – ჩაერთო საუბარში ლი. –
ბავშვების დაფასება ქალს ყველაზე კარგად შეუძლია, ამ ოჯახში კი მხო-
ლოდ მამაკაცები ცხოვრობენ. ჩემი აზრით, მამაკაცებს პატარა ბავშვები
არ უყვართ და სწორედ ამიტომ, ბავშვობაში ტყუპები ვერც განსაკუთრე-
ბულ ხიბლს ხედავდნენ და ვერც ხეირს. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი.
– ნეტა თუ იცი, ვინ გყავს სახლში ლის სახით, – ჰკითხა ადამს სამუ-
ელმა და პურის პატარა ნაჭრით თეფში მოასუფთავა. – ფილოსოფოსი,
რომელმაც საჭმლის კეთება იცის თუ მზარეული, რომელიც აზროვნებს?
პირადად მე მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ეჭვი მაქვს, შენც.
– არ ვიცი. როგორც ჩანს, ყურადღებით არ მისმენია, – თქვა ადამმა.
– და სიმართლე რომ ითქვას, ბევრი ლაპარაკი სულაც არ უყვარს.
– რატომ არ გინდოდა, რომ ბავშვებს ჩინური ესწავლათ?
– გულახდილად მომიწევს საუბარი, – თქვა ადამმა მცირე ფიქრის
შემდეგ. – ვფიქრობ, აქ მთავარი როლი ეჭვიანობამ ითამაშა. მაშინ ამას
სხვა რაღაცა დავარქვი, მაგრამ, სინამდვილეში, არ მინდოდა ბავშვები
ასე სწრაფად წასულიყვნენ იმ მიმართულებით, რომლითაც მე მათ ვერ
გავყვებოდი.

451
– საღი აზრიც დევს ამაში და ადამიანის ბუნებაც, – თქვა სამუელ-
მა. – საკმაოდ დიდი ნახტომი გააკეთე, ეს რომ აღიარე. მე ასე შორს
არასდროს წავსულვარ.
ლიმ ნაცრისფერი ემალის ჩაიდანი მოიტანა, ყავა დაუსხა ყვე-
ლას, თავადაც მიუჯდა მაგიდას, ჭიქაზე ხელის გულები გაითბო და
გაიცინა.
– მისტერ ჰამილტონ, გარდა იმისა, რომ მე ამაფორიაქეთ, ჩინე-
თის სიმშვიდეც დაარღვიეთ.
– რას გულისხმობ?
– ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ეს ამბავი უკვე მოგიყევით. შე-
საძლოა უბრალოდ წარმოვიდგინე, რომ გიამბეთ. ასეა თუ ისე, საკ-
მაოდ ღიმილისმომგვრელი ისტორიაა.
– სიამოვნებით მოვისმენ, – თქვა სამუელმა და ადამს შეხედა. –
მე მგონი საინტერესოა, არა? ისევ ღრუბლებში ხომ არ დაფრინავ,
ადამ?
– ახლა სწორედ მაგაზე ვფიქრობდი, – თქვა ადამმა. – რაღაცნაი-
რი სასიამოვნო შეგრძნება მაქვს.
– კარგია, – თქვა სამუელმა. – შესაძლოა ეს საუკეთესო შეგრძნე-
ბაც კი იყოს, რაც ადამიანს ოდესმე განუცდია. აბა, დაიწყე, ლი.
ჩინელმა ხელი კისერზე მოიკიდა და გაიღიმა.
– ვერა და ვერ შევეგუე უნაწნავობას, – თქვა მან. – არადა, ადრე
მას საერთოდ ვერ ვამჩნევდი. კარგი, დავიწყოთ. თუ გახსოვთ, მის-
ტერ ჰამილტონ, ერთხელ გითხარით, რაც დრო გადის, სულ უფრო
მეტად ჩინელი ვხდები-მეთქი. თქვენ გქონიათ ასეთი შეგრძნება?
ირლანდიური სისხლი არ გიყივით?
– ზოგჯერ წამოიყივლებს ხოლმე და გაჩერდება.
– ბიბლიიდან, დაბადების მეოთხე თავის პირველი თექვსმეტი
სტროფი რომ წაგვიკითხეთ და მერე ბევრი რომ ვიკამათეთ, გახ-
სოვთ?
– როგორ არ მახსოვს? ძალიან დიდი ხნის წინ იყო.

452
– თითქმის ათი წელი გავიდა, – თქვა ლიმ. – ჰოდა, ეს ამბავი ღრმად
ჩამიჯდა გონებაში, ამიტომ, გადავწყვიტე მის თითოეულ სიტყვას დავ-
კვირვებოდი. რაც უფრო მეტს ვფიქრობდი, მით უფრო ღრმად მეჩვენე-
ბოდა მისი შინაარსი. შემდეგ, სხვა თარგმანებიც შევადარე ერთმანეთს
და ყველა მათგანი, მეტ-ნაკლებად ერთნაირი გამოდგა. მხოლოდ ერთი
ადგილი მაწუხებდა – იეჰოვა რომ ეკითხება კაენს, რატომ ხარ გაბრაზე-
ბულიო. მეფე ჯეიმსის ვერსიაში ასე წერია: „...თუ სიკეთის მქნელი ხარ,
განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩა-
საფრებულია კართან. შენკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონებ მას-
ზე“. სწორედ ეს „იბატონებ“ ჩამიჯდა გონებაში. გამოდის, რომ ღმერთი
კაენს ჰპირდებოდა, რომ ის ცოდვას აუცილებლად დაამარცხებდა.
სამუელმა თავი დაუქნია ლის.
– მისმა შვილებმა კი ამის გაკეთება ბოლომდე მაინც ვერ მოახერხეს,
– თქვა მან.
ლიმ ყავა მოსვა და განაგრძო.
– შემდეგ, ამერიკული სტანდარტული ბიბლიის სულ ახალი გამოცე-
მა გადავშალე, რომელშიც ასე ეწერა: „შენ კი იბატონე მასზე“. ეს სულ
სხვა რამ არის, დამეთანხმეთ. ეს არის არა პირობა, არამედ ბრძანება.
ამან დამაბნია სწორედ. მაინტერესებდა, როგორ ეწერა სულ პირველ
ვერსიაში და რატომ გვხვდება ასეთი განსხვავებული ინტერპრეტაცი-
ები.
სამუელმა ხელები მაგიდაზე დააწყო, წინ გადაიხარა და მის თვა-
ლებში ისევ ის ძველი, ახალგაზრდული ნაპერწკალი გაჩნდა.
– ლი, არ მითხრა ახლა, რომ ძველებრაულის სწავლა დაიწყე!
– გეტყვით, დამაცადეთ, – თქვა ლიმ. – საკმაოდ გრძელი ისტორიაა.
ნგ-კა-პის ხომ არ ინებებთ?
– ეს ის სასმელია, გემრიელი დამპალი ვაშლის გემო რომ აქვს?
– დიახ. საუბარში მეხმარება ძალიან.
– ჰოდა, იქნებ მეც დამეხმაროს მოსმენაში.

453
– შენ იცოდი ამის შესახებ? – ჰკითხა სამუელმა ადამს, ლი რომ
სამზარეულოში გავიდა.
– არა, – უპასუხა ადამმა. – ჩემთვის არ უთქვამს. თუმცა, შეიძლება
მითხრა და მე არ ვუსმენდი.
ლი სამზარეულოდან თიხის ბოთლითა და თითქმის გამჭვირვა-
ლე ფაიფურის ჭიქებით დაბრუნდა.
– დალიე ჩინური სტილი, – თქვა მან და მუქი ფერის, თითქმის შა-
ვი სასმელი ჭიქებში დაასხა. – ბლომად აბზინდა აქვს დამატებული.
საკმაოდ ძლიერი სასმელია. გარკვეული რაოდენობის მიღების შემ-
დეგ, ისეთი შთაბეჭდილება გექნება, რომ აბსენტი დალიე.
– რატომ დაგაინტერესა ასე ამ ადგილმა? – ჰკითხა სამუელმა
ლის და ნგ-კა-პი მოსვა.
– იმიტომ, რომ ადამიანმა, რომელსაც ასეთი დიდებული ამბავი
მოუვიდა თავში, ზუსტად იცოდა, რისი თქმაც სურდა და წესით, დაბ-
ნეულობა არ უნდა გამოეწვია.
– „ადამიანმაო“ თქვი. ესე იგი, შენ არ თვლი, რომ ბიბლია თავად
ღმერთის მიერ არის შექმნილი?
– მე ვთვლი, რომ გონება, რომელმაც ის შექმნა, ღვთაებრივი იყო.
ჩინეთშიც გვყავდა რამდენიმე ასეთი ადამიანი.
– ესე იგი, გამოდის, რომ შენ პრესბიტერიანელი არა ხარ.
– ხომ გითხარით, სულ უფრო და უფრო მეტად ვჩინელდები –
მეთქი. მოკლედ, ავდექი და სან-ფრანცისკოში, ჩვენს საგვარეულო
ასოციაციაში მივედი. გაგიგიათ ასეთი რამ? სპეციალურად არის შექ-
მნილი ორგანიზაციები, რომ ნებისმიერმა ადამიანმა მიიღოს ან გას-
ცეს რაიმე სახის დახმარება. ლი ძალიან დიდი გვარია და საკუთარ
თავს საკმაოდ კარგად ეხმარება.
– გამიგია, – თქვა სამუელმა.
– ტონგების შესახებაც გაგიგიათ, მონა ქალების გულისთვის ნა-
ჯახებით რომ იბრძვიან?
– მგონი, კი.

454
– ეს სულ სხვა თემაა. მე კი იქ იმიტომ მივედი, რომ ჩვენს გვარში საკ-
მაოდ ბევრი პატივსაცემი მეცნიერი მოიძებნება. ისინი დიდი მოაზროვ-
ნეები არიან და ზოგჯერ წლების განმავლობაში ფიქრობენ კონფუციუ-
სის (როგორც თქვენ უწოდებთ მას) ერთი და იმავე ფრაზაზე, რათა მის
არსს ბოლომდე ჩასწვდნენ. ჰოდა, ვიფიქრე, რომ ვინმე რაიმე სახის რჩე-
ვას მაინც მომცემდა. ძალიან კარგი მოხუცები არიან. შუადღეზე ისინი
ორ-ორ ჩიბუხ ოპიუმს ეწევიან და ეს მათ ორგანიზმზე გამამხნევებლად
მოქმედებს. ამის
შემდეგ, ისინი ღამეებს ათევენ და მაინც არ იღლებიან. არა მგონია,
კიდევ ვინმე მოიძებნებოდეს მსოფლიოში, ვინც ოპიუმს ასე სასარგებ-
ლოდ იყენებს.
ლიმ პაუზა გააკეთა და თავისი მუქი ფერის სასმელი მოწრუპა.
– მოკლედ, დიდი პატივისცემითა და მოწიწებით გავაცანი ჩემი
პრობლემა ერთ-ერთ ასეთ ბრძენს, წავუკითხე კაენისა და აბელის ისტო-
რია და ისიც ვუთხარი, როგორ მესმოდა მისი შინაარსი. მეორე დღეს,
ოთხი მათგანი შეიკრიბა და დამიკაშირდა. რომ შევხვდი, მთელი ღამე
თვალი არ მოგვიხუჭავს. თავიდან ბოლომდე განვიხილეთ საკითხი. სა-
საცილოა, – გაეცინა ლის. – ბევრი ამ ამბავს, ალბათ, არ დაიჯერებს. წარ-
მოიდგინეთ, ოთხი მოხუცი მამაკაცი, რომელთა შორის ყველაზე ახალ-
გაზრდა ოთხმოცდაათს არის გადაცილებული, ზის და ძველებრაულს
სწავლობს. მათ საკმაოდ განათლებული რაბინი დაიქირავეს და ბავშვე-
ბივით დაიწყეს მეცადინეობა. სავარჯიშოების წიგნები, გრამატიკა, სიტ-
ყვები, მარტივი წინადადებები. უნდა გენახათ, როგორ წერდნენ თავიან-
თი ჩინური ფუნჯებითა და მელნით ებრაულ ასოებს! მარჯვნიდან მარ-
ცხნივ წერა მათ დიდად არ უჭირდათ, რადგან ჩვენ ზემოდან ქვემოთ
ვწერთ. ნამდვილი იდეალისტები იყვნენ! საძირკვლამდე ჩაყვნენ თე-
მას.
– შენ რას აკეთებდი ამ დროს? – ჰკითხა სამუელმა.
– მეც მათთან ერთად ვსწავლობდი, მაგრამ გაცილებით უფრო მე-
ტად ის მსიამოვნებდა, რომ ამ მოხუცების ნათელ გონებას ვუყურებდი.

455
საქმე იქამდეც მივიდა, რომ ჩემი მოდგმა შემიყვარდა – მე მგონი,
ცხოვრებაში პირველად მომინდა, ნამდვილი ჩინელი ვყოფილიყავი.
ორ კვირაში ერთხელ დავდიოდი მათთან შესახვედრად, აქ კი, ჩემს
ოთახში, სულ ვწერდი და ვმეცადინეობდი; ყველა ებრაული ლექსი-
კონი შევიძინე, რაც კი შეიძლებოდა მაღაზიებში მეპოვნა, მაგრამ ის
მოხუცები მაინც ჩემზე წინ იყვნენ. რამდენიმე თვე რომ გავიდა, მგო-
ნი რაბინსაც კი აჯობეს. ერთ მშვენიერ დღეს, მან შეხვედრაზე თავი-
სი ერთ-ერთი კოლეგა მოიყვანა. მისტერ ჰამილტონ, თქვენ იქ უნდა
ყოფილიყავით და გენახათ, როგორი გაცხარებული დავა-კამათი მი-
დიოდა – შეკითხვები, გადამოწმებები, საინტერესო აზრები... ორი
წელი რომ გავიდა, მივხვდით, რომ უკვე მზად ვიყავით კაენისა და
აბელის ამბავი განგვეხილა. მოხუცები დამეთანხმნენ, რომ ეს ორი
სიტყვა – „იბატონებ“ და „იბატონე“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
ჰოდა, ჩვენმა კვლევამ, აი, ეს შედეგი გამოიღო: „შენ შეგიძლია იბა-
ტონო“. „შენ შეგიძლია იბატონო ცოდვაზე“. მოხუცებმა გაიღიმეს,
თავები დაუქნიეს ერთმანეთს და მიხვდნენ, რომ ორი წელი ტყუ-
ილუბრალოდ არ დაუკარგავთ. ამ ამბავმა ისინი თავიანთი ჩინური
ნაჭუჭებიდანაც გამოიყვანა და ახლა ძველ ბერძნულს სწავლობენ.
– საოცარი ისტორიაა, – თქვა სამუელმა. – ყურადღებით გისმენ-
დი, მაგრამ, მგონი მაინც გამომრჩა რაღაცა. რატომ თვლი, რომ ეს
სიტყვა ასეთი მნიშვნელოვანია?
ლიმ აკანკალებული ხელით შეავსო ჭიქები და თავისი სასმისი
ერთბაშად დაცალა.
– როგორ, ვერ ხვდებით? – წამოიყვირა მან. – ამერიკული სტან-
დარტული ბიბლია ადამიანებს უბრძანებს, რომ მათ ცოდვა დაამარ-
ცხონ, რადგან ცოდვა უვიცობაა; მეფე ჯეიმსის ვერსია ამბობს „იბა-
ტონებ“, ანუ ის პირობას დებს, რომ ადამიანები აუცილებლად იბა-
ტონებენ ცოდვაზე; ხოლო ებრაული სიტყვა „ტიმშელ“ – „შენ შეგიძ-
ლია“ – ნიშნავს იმას, რომ თავად ადამიანს ეძლევა არჩევანი. შესაძ-
ლოა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა იყოს მსოფლიოში. ის გე-

456
უბნება, რომ გზა ხსნილია და ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, რად-
გან თუ „შენ შეგიძლია იბატონო“ ესე იგი საპირისპიროც შესაძლებელია:
„შენ არ შეგიძლია იბატონო“. რა არის აქ გაუგებარი?
– მესმის, ნამდვილად მესმის, – თქვა სამუელმა. – მაგრამ შენ არ გჯე-
რა, რომ ეს ღმერთის კანონია და რატომ თვლი მას ასე მნიშვნელოვნად?
– აი, სწორედ ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. მე ვიცოდი, როგორ
შეკითხვებს დამისვამდით და კარგად მოვემზადე, – გაიღიმა ლიმ. – ნე-
ბისმიერი ნაწერი, რომელმაც ურიცხვი ხალხის ცხოვრებასა და აზროვ-
ნებაზე მოახდინა გავლენა, ძალიან მნიშვნელოვანია. მილიონობით
მორწმუნეს ესმის ბრძანება: „იბატონე“, ამიტომ მათ მთელი ძალისხმე-
ვა მორჩილებაზე აქვთ გადატანილი; კიდევ მილიონობით ადამიანი კი
გრძნობს, რომ ეს არის ხვედრი, რადგან მას ესმის დაპირება: „შენ იბა-
ტონებ“. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო მიზნის მიღწევაში ისინი საკუ-
თარ წვლილს ვერ შეიტანენ, ვერაფერს გააკეთებენ ისეთს, რაც ხელს შე-
უშლის მიზნის აღსრულებას. მაგრამ, „შენ შეგიძლია იბატონო“ სულ
სხვა რამ არის. ის ადამიანს სიდიადეს სძენს, ღმერთებს უტოლებს, რად-
გან მიუხედავად მისი სისუსტისა, სიბინძურისა და საკუთარი ძმის სის-
ხლში დასვრილი ხელებისა, მას მაინც აქვს დიადი არჩევანი. მას შეუძ-
ლია აირჩიოს საკუთარი გზა, იბრძოლოს და გაიმარჯვოს.
ლის ინტონაციაში ტრიუმფის განცდა იგრძნობოდა.
– შენ ამის გჯერა, ლი? – ჰკითხა მას ადამმა.
– მჯერა. თავისი სისუსტე და სიზარმაცე ყველას შეუძლია ღვთაებას
დააბრალოს და თქვას: „რა ჩემი ბრალია? ყველაფერი ისედაც წინასწარ
იყო განსაზღვრული“. მაგრამ, აბა დაფიქრდით, რამხელა სიდიადე დევს
არჩევანში. ეს ადამიანს ადამიანად აქცევს. კატას არა აქვს არჩევანი,
ფუტკარმა თაფლი უნდა აკეთოს, სხვა არაფერი ევალება. ამაში ღვთის-
მოსაობა არ არის. იმ მოხუცებს კი, რომლებიც უკვე სიკვდილს უახლოვ-
დებოდნენ, სიცოცხლის ინტერესი დაუბრუნდათ.
– ესე იგი, იმ ჩინელ მოხუცებს ძველი აღთქმისა სჯერათ? – იკითხა
ადამმა.

457
– იმ მოხუცებს ნამდვილი ამბებისა სჯერათ და მათი ამოცნობა
არ უჭირთ. ისინი ჭეშმარიტების კრიტიკოსები არიან. მათ იციან, რომ
ის თექვსმეტი სტროფი კაცობრიობის ისტორიაა და ასაკს, კულტუ-
რას ან რასას მნიშვნელობა სრულებით არა აქვს. მათ არ სჯერათ,
რომ ადამიანს შეუძლია დაწეროს სიმართლის
თექვსმეტი სტროფი და მხოლოდ ერთი ზმნით თქვას ტყუილი.
კონფუცი ადამიანებს ასწავლის, რა უნდა გააკეთონ, რათა წარმატე-
ბული ცხოვრება ჰქონდეთ. ეს ამბავი კი... ეს არის კიბე, რომლითაც
ვარსკვლავებამდე ადიხარ. – ლის თვალები უბრწყინავდა. – ის მუ-
დამ შენთან რჩება. ის საბოლოოდ ანადგურებს სისუსტეს, სიზარმა-
ცესა და შიშს.
– ვერაფრით ვხვდები, როგორ ახერხებდი საჭმლის კეთებას, ბავ-
შვების აღზრდას, ჩემთვის ყურადღების მოქცევას და თან ამ ყვე-
ლაფრის სწავლას, – თქვა ადამმა.
– თავადაც არ ვიცი, – თქვა ლიმ. – მაგრამ, იმ მოხუცების მსგავ-
სად, დღეში ორ ჩიბუხს ვეწევი და ვგრძნობ, რომ ადამიანი ვარ. ისიც
ვიცი, რომ ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, გაცილებით
უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვარსკვლავი. ეს თეოლოგია არ არის.
მე ღმერთებისკენ არ ვიხრები. მე ახლა ახალი გატაცება აღმოვაჩინე
– მანათობელი ინსტრუმენტი, რომელსაც ადამიანის სული ეწოდება.
ეს არის ძალიან ლამაზი და უნიკალური რამ სამყაროში. მას მუდამ
უტევენ, მაგრამ ვერასდროს ანადგურებენ, რადგან „შენ შეგიძლია
იბატონო“.
-3-
ლიმ და ადამმა სამუელი თავლამდე გააცილეს. ლის ხელში ნავ-
თის ლამფა ეჭირა და გზას ანათებდა, რადგან ცა ვარსკვლავებით
იყო გადაჭედილი, ასეთ დროს კი დედამიწაზე თითქოს ორმაგად
ბნელა. ბორცვებზე ჩამოწოლილ სამარისებულ სიჩუმეს არც ცხოვე-
ლების მოძრაობა არღვევდა – მტაცებლებიც და ბალახის მჭამელე-
ბიც სადღაც გადაკარგულიყვნენ. ჰაერი საერთოდ არ იძვროდა და

458
ირმის ნახტომის ფონზე მუხის ფოთლები ნახატივით იყო გამოსახული.
თავლამდე ისე მივიდნენ, რომ ხმა არავის ამოუღია, მხოლოდ ნავთის
ლამფის ჭრიალი ისმოდა.
– როდის გეგმავ დაბრუნებას? – ჰკითხა ადამმა სამუელს, მაგრამ პა-
სუხად სიჩუმე მიიღო.
დოქსოლოგი გაუნძრევლად იდგა და მოთმინებით ელოდა პატ-
რონს. თავი დახრილი ჰქონდა და თავისი ღრუბლიანი თვალებით თი-
ვას მიშტერებოდა.
– რაც გიცნობ, სულ ეს ცხენი გყავს, – თქვა ადამმა.
– ოცდაცამეტი წლისაა, – უპასუხა სამუელმა. – კბილები უკვე გაფუჭე-
ბული აქვს, ამიტომ, საკუთარი ხელიდან ვაჭმევ ფაფას, სხვა გზა არ
არის. ძილში სულ მოძრაობს, ხვნეშის და ტირის. როგორც ჩანს, ცუდ
სიზმრებს ხედავს.
– ასეთი მახინჯი ცხენი ცხოვრებაში არ მინახავს, – თქვა ადამმა.
– ჰო ასეა. როდესაც ვიყიდე, ჯერ კიდევ კვიცი იყო. ორი დოლარი გა-
დავიხადე, იცოდი? არაფერი უვარგოდა – ჩლიქები მაჭკატებივით
ბრტყელი ჰქონდა, მუხლები კი ისეთი სქელი და სწორი, რომ სახსარი
საერთოდ არ ჩანდა. თავი ჩაქუჩს უგავს, ზურგი კი სულ ქანაობს; სიარუ-
ლის დროს, ისეთი შეგრძნებაა, რომ ციგაზე ზიხარ. მკერდი სუსტი აქვს,
გავა კი ძალიან დიდი. ჩორთით სიარული საერთოდ არ შეუძლია და ხში-
რად ფეხები ერთმანეთში ებლანდება. მთელი ამ ოცდაცამეტი წლის
განმავლობაში, მასში ერთი დადებითი მხარეც კი ვერ აღმოვაჩინე. ხა-
სიათიც კი საშინელი აქვს – ეგოისტი, ფიცხი და ურჩია. უკან არასდროს
მივყვები. მეშინია, წიხლი არ მკრას. რომ ვაჭმევ, სულ ცდილობს ხელზე
მიკბინოს. აი ასეთი საშინელი ტიპია, მაგრამ მაინც მიყვარს.
– სახელიც კარგი შეგირჩევია, – ღიმილით თქვა ადამმა.
– რა თქმა უნდა. ერთი კარგი თვისება მაინც ხომ უნდა ჰქონოდა ამ
საცოდავს. დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენია.
– ტანჯვა რომ შეუმსუბუქო, არ გინდა?

459
– რა ტანჯვა? ასეთი ბედნიერი და საკუთარ თავში დარწმუნებუ-
ლი არსება მეორე არ მინახავს დედამიწაზე.
– ტკივილები არ აწუხებს?
– რა ვიცი, თავად არაფერს უჩივის. საკუთარი თავი უძლიერეს ცხე-
ნად მიაჩნია. შენ მას მოკლავდი, ადამ?
– ჰო, ვფიქრობ, მოვკლავდი. ნამდვილად მოვკლავდი.
– ესე იგი ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებდი, არა?
– ჰო, ავიღებდი. უკვე ოცდაცამეტი წლისაა. თავისი მაქსიმუმი დი-
დი ხნის წინ გადალახა.
ლიმ ლამფა მიწაზე დადგა. სამუელი ჩაიცუცქა და ხელები ინ-
სტინქტურად წინ გასწია, ცეცხლზე რომ გაეთბო.
– ერთი რაღაცა არ მასვენებს, ადამ, – თქვა მან.
– რა?
– შენ მართლა მოკლავდი ჩემს ცხენს, რადგან თვლი, რომ სიკ-
ვდილი მისთვის ყველაზე კარგი გამოსავალია?
– მე ვიგულისხმე, რომ...
– საკუთარი ცხოვრება მოგწონს, ადამ? – შეაწყვეტინა მას სამუ-
ელმა.
– რა თქმა უნდა, არა.
– მე რომ ისეთი წამალი მქონდეს, რომელიც ან მოგარჩენს, ან
მოგკლავს, უნდა მოგცე? კარგად დაფიქრდი.
– რა წამალი?
– წამალი, რომელმაც შეიძლება მოგკლას.
– ფრთხილად, მისტერ ჰამილტონ, ფრთხილად, – ჩაერია სა-
უბარში ლი.
– რას ნიშნავს ეს ყველაფერი? – აღელდა ადამი. – რა გაქვთ ჩა-
ფიქრებული? მითხარით!
– ვფიქრობ, სწორედ ახლაა ის დრო, როდესაც სიფრთხილე საჭი-
რო არ არის, – თქვა სამუელმა. – ლი, თუ მე შეცდომას ვუშვებ... მის-

460
მინე... თუ სწორად არ ვიქცევი, მზად ვარ მთელი პასუხისმგებლობა სა-
კუთარ თავზე ავიღო.
– დარწმუნებული ხართ, რომ სწორად იქცევით? – ჰკითხა მას
ლიმ.
– რა თქმა უნდა, არა. ადამ, გინდა წამალი?
– მინდა. რა წამალია, არ ვიცი, მაგრამ მომეცით.
– ქეთი სალინასშია, ადამ. ის არის ამ მხარეში ყველაზე გარყვნილი
და ბინძური საროსკიპოს მფლობელი. იქ იყიდება სიმახინჯე, ბოროტე-
ბა, გადაგვარება და ყველაფერი ის, რაც გარყვნილი ადამიანის გონებას
შეიძლება მოაფიქრდეს. სულითა და ხორცით მახინჯი ადამიანები და-
დიან იქ და სიამოვნებას ღებულობენ. მაგრამ, ეს არ არის მთავარი. მთა-
ვარი ის არის, რომ ქეთი, რომელსაც ახლა ქეითი ჰქვია, ახალგაზრდა და
ლამაზ ადამიანებს სამუდამოდ ასახიჩრებს. აი, ეს არის წამალი. ვნა-
ხოთ, როგორ იმოქმედებს.
– შენ ცრუობ! – წამოიძახა ადამმა.
– არა, ადამ. მე ნამდვილად ძალიან ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ სიც-
რუეს ვერავინ დამაბრალებს.
– ეს მართალია?! – მიუტრიალდა ადამი ლის.
– შხამსაწინააღმდეგო არაფერი მაქვს, – უპასუხა ჩინელმა. – ჰო, ეს
სრული სიმართლეა.
რამდენიმე წამის განმავლობაში, ადამი გაოგნებული იდგა, შემდეგ
კი სწრაფად მიტრიალდა და სახლისკენ გაიქცა. სამუელსა და ლის მისი
მძიმე ნაბიჯების ხმა ესმოდათ. ადამმა ფეხი წამოჰკრა რაღაცას და ბუჩ-
ქებზე დაეცა, შემდეგ ისევ ადგა და სირბილი განაგრძო. ხმაური მაშინღა
შეწყდა, როდესაც ის ერთ-ერთ ბორცვს მიეფარა.
– თქვენმა წამალმა შხამივით იმოქმედა, – თქვა ლიმ.
– პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, – უპასუხა სამუელმა. –
დიდი ხნის წინ ვისწავლე ერთი რამ: როდესაც ხედავ, რომ ძაღლმა სა-
წამლავი შეჭამა და კვდება, ხელში ნაჯახი უნდა აიღო, შემდეგ კი, და-
ელოდო მორიგ კრუნჩხვას და ერთი დარტყმით მოაჭრა მას კუდი. თუ

461
შხამი სისხლში კარგად არ არის გარეული, შესაძლოა ძაღლი გამო-
ჯანმრთელდეს. ზოგჯერ, ტკივილისგან მიყენებულ შოკს შხამსაწი-
ნააღმდეგო თვისება აქვს. ამის გარეშე კი ძაღლი აუცილებლად მოკ-
ვდება.
– საიდან იცით, რომ ადამის მდგომარეობა სწორედ ასეთია?
– დარწმუნებული ამაში ნამდვილად არა ვარ, მაგრამ ვიცი, რომ
ამ წამლის გარეშე ის აუცილებლად მოკვდებოდა.
– მამაცი ადამიანი ხართ.
– არა, მე უბრალოდ ბებერი ვარ. დიდიხნის სიცოცხლე ისედაც არ
დამრჩენია და თუ რამეს არასწორად გავაკეთებ, სინდისიც მცირე
ხნით შემაწუხებს.
– როგორ ფიქრობთ, რას გააკეთებს ახლა?
– არ ვიცი, – უპასუხა სამუელმა. – ყოველ შემთხვევაში, უსაქმოდ
ჯდომას და წუწუნს თავს დაანებებს. დამიჭირე ლამფა, თუ შეიძლე-
ბა.
ყვითელი შუქის ქვეშ, სამუელმა დოქსოლოგს უკვე თითქმის ბო-
ლომდე გაცვეთილი ლაგამი ამოსდო პირში. მარტინგალს ის საერ-
თოდ აღარ იყენებდა და ბებერ ცხენს ნებისმიერ დროს შეეძლო თა-
ვისუფლად მიტრიალებულიყო და გზის პირას ბალახი მოეძოვა. სა-
მუელს ეს აღარ ანაღვლებდა. ის-ის იყო ურემზე შეჯდომა დააპირა,
რომ ლიმ უთხრა:
– წინააღმდეგი თუ არ იქნებით, ცოტას გამოვივლი თქვენთან ერ-
თად. უკან ფეხით დავბრუნდები.
– წამოდი, – თქვა სამუელმა და შეეცადა არ შეემჩნია, ჩინელი
რომ მას ურემზე ასვლაში ეხმარებოდა.
ღამე ძალიან ბნელი იყო და დოქსოლოგი უკმაყოფილებას ხში-
რი წაბორძიკებით გამოხატავდა.
– დაიწყე, ლი, – თქვა სამუელმა. – რისი თქმა გინდოდა?
– შესაძლოა, მეც თქვენსავით ცნობისმოყვარე ვარ, – მშვიდად
თქვა ლიმ. – მაგრამ, ერთი რამ ვერ გამიგია. ყოველთვის ვთვლიდი,

462
რომ ადამიანების ქცევის წინასწარ გამოცნობა ასე თუ ისე შემეძლო,
თქვენ კი სრულიად გამაოგნეთ. სანაძლეოს დავდებდი ნებისმიერ-
თან, რომ თქვენ ადამს ამას ვერ ეტყოდით.
– იცოდი ქეთის ამბავი?
– რა თქმა უნდა.
– ბიჭებმაც იციან?
– არა მგონია, მაგრამ ამის დროც მოვა. ხომ იცით, ბავშვები როგორი
სასტიკები არიან? ერთ მშვენიერ დღეს, სკოლის ეზოში, ვიღაცა აუცი-
ლებლად მიაძახებს.
– იქნებ მათი აქედან წაყვანა ღირდეს? გიფიქრია ამაზე?
– თქვენ ჩემ შეკითხვაზე პასუხი არ გაგიციათ, მისტერ ჰამილტონ.
როგორ შეძელით ადამისთვის ამის თქმა?
– შენ თვლი, რომ არასწორად მოვიქეცი?
– არა, ასე სულაც არ ვფიქრობ, მაგრამ, ყოველთვის მიმაჩნდა, რომ
თქვენ ასეთი მტკიცე ნაბიჯების გადადგმა არ შეგეძლოთ. მე თქვენზე
სწორედ ასეთი წარმოდგენა მქონდა. გაინტერესებთ, რასაც ვლაპარა-
კობ?
– მაჩვენე ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს, რას ფიქრობენ მას-
ზე. განაგრძე.
– თქვენი კეთილი კაცი ხართ, მისტერ ჰამილტონ. მე კი ვთვლი, რომ
კეთილი ადამიანი პრობლემებს ყოველთვის თავს არიდებს. თქვენი გო-
ნება მსუბუქად დანავარდობს, როგორც კრავი გვირილებით სავსე
მინდორზე. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, სასიკვდილო ტა-
ცი თქვენ არ გჩვევიათ. რამდენიმე წუთის წინ კი თქვენ ისეთი რამ გააკე-
თეთ, რომ მთელი ეს წარმოდგენა ნაფლეთებად აქციეთ.
დოქსოლოგი ბარბაცით მიუყვებოდა დაღმართს. სამუელმა სადა-
ვეები პატარა ძელაკზე დაახვია და ხელი გაჭაღარავებულ წვერზე მოის-
ვა, შემდეგ კი ქუდი მოიხადა და კალთაზე დაიდო.
– მე მგონი, თავადაც ძალიან გამიკვირდა, – თქვა მან. – მიზეზი თუ
გაინტერესებს, საკუთარ თავში ჩაიხედე.

463
– ვერ გავიგე.
– შენი კვლევების შესახებ ცოტა ადრე რომ გეთქვა, ყველაფერი
სხვაგვარად განვითარდებოდა.
– მაინც ვერ გავიგე.
– ფრთხილად, ლი. საუბრის სურვილს მიღვივებ. ირლანდიური
სისხლი წამოიყივლებს ხოლმე და გაჩერდება-მეთქი, გითხარი და
მგონი სწორედ ახლა აპირებს წამოყივლებას.
– მისტერ ჰამილტონ, თქვენ ახლა მიდიხართ აქედან და უკან
დაბრუნებას საერთოდ აღარ აპირებთ. თქვენ თვლით, რომ მალე
მოკვდებით.
– მართალი ხარ, ლი. როგორ მიხვდი?
– თქვენგან სიკვდილი გამოსჭვივის. შეიძლება ითქვას, რომ ანა-
თებს კიდეც.
– არ მეგონა, ვინმე თუ დაინახავდა ამას, – თქვა სამუელმა. – ჩემს
ცხოვრებას მუსიკად აღვიქვამ, ლი. შესაძლოა ეს სულაც არ იყოს კარ-
გი მუსიკა, მაგრამ რაღაც ფორმა და მელოდია მასში ნამდვილად შე-
ინიშნება. უკვე დიდი ხანია, რაც ამ მუსიკას ორკესტრის მხოლოდ ერ-
თი ნაწილი უკრავს. მხოლოდ ერთი ნოტიღაა დარჩენილი – უცვლე-
ლად სევდიანი ნოტი. ასეთი დამოკიდებულება ბევრს აქვს. მეჩვენე-
ბა, რომ ბევრი ჩვენგანის აზრით, სიცოცხლე ყოველთვის დამარცხე-
ბით სრულდება.
– მე ვთვლი, რომ ამის მიზეზი ზედმეტი ფუფუნებაა, – თქვა ლიმ.
– შემჩნეული მაქვს, რომ ყველაზე უკმაყოფილონი სწორედ მდიდა-
რი ადამიანები არიან. ჩააცვი ადამიანს, აჭამე, მიეცი კარგი სახლი და
ის უიმედობისგან მოკვდება.
– იმ შენმა ორმა სიტყვამ შეცვალა ყველაფერი – „შენ შეგიძლია“.
ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცამ
ყელში წამავლო ხელი და შემაჯანჯღარა. ჰოდა, როდესაც თავ-
ბრუსხვევამ გაიარა, სრულიად ახალი, ნათელი გზა გამოჩნდა. ახლა

464
მეჩვენება, რომ ჩემი ცხოვრება ულამაზესი დასასრულისკენ მიდის და
ის მელოდიაც სრულიად ახალია, ჩიტის გალობას ჰგავს.
– სწორედ ასე დაემართათ ჩემი გვარის იმ მოხუც ადამიანებს, –
თქვა ლიმ და შეეცადა სიბნელეში სამუელის სახე გაერჩია.
– „შენ შეგიძლია იბატონო ცოდვაზე“, ლი. სწორედ ეს არის ყველაფ-
რის არსი. მე არ მჯერა, რომ სიცოცხლეს ყველა დამარცხებით ასრუ-
ლებს. მე შემიძლია ათობით გამარჯვებული დაგისახელო. სამყარო
სწორედ მათი სახელებით ცოცხლობს. ნამდვილი ბრძოლა იქნება ეს თუ
სულიერი ბრძოლა, სამუდამოდ ამ ქვეყანაზე მხოლოდ გამარჯვებულე-
ბის სახელები რჩება. რა თქმა უნდა, უმრავლესობა იღუპება, მაგრამ
არიან ისეთებიც, ვინც ცეცხლოვანი სვეტის მსგავსად მიუძღვება სიბნე-
ლით შეშინებულ ადამიანებს. „შენ შეგიძლია!“ რა საოცრებაა. მართა-
ლია ჩვენ სუსტები, დასნებოვნებულები და ფიცხები ვართ, მაგრამ მხო-
ლოდ ეს თვისებები რომ გვქონდეს, მილიონობით წლის წინ აღვიგვებო-
დით პირისაგან მიწისა. საკუთარი არსებობის დასადასტურებლად, ადა-
მიანები დედამიწაზე მხოლოდ თავის ქალებსა და კბილებს დატოვებ-
დნენ. მაგრამ არჩევანი, ლი! არჩევანი უნდა გააკეთო გამარჯვებასა და
დამარცხებას შორის. ადრე ეს არასდროს მესმოდა. ახლაღა ხვდები, რა-
ტომ გადავწყვიტე ადამისთვის ყველაფერი მეთქვა? მე არჩევანი გავაკე-
თე, ლი. შესაძლოა არასწორად მოვიქეცი, მაგრამ ისიც არჩევანის წინაშე
დავაყენე: ან უნდა გამოჯანმრთელდეს, ან ადგილი გაათავისუფლოს.
რა სიტყვა იყო ის?
– „ტიმშელ“, – თქვა ლიმ. – გააჩერეთ ურემი, თუ შეიძლება.
– დიდი მანძილი გამოგვივლია.
– სამუელ! – წამოიძახა ლიმ, ურმიდან რომ ჩამოვიდა.
– აქ ვარ, – თქვა სამუელმა და ჩაიცინა. – ლიზას არ უყვარს, ასე რომ
ვპასუხობ.
– სამუელ, შენ ჩემზე შორს წახვედი.
– დრო მოვიდა და იმიტომ.
– მშვიდობით, სამუელ, – თქვა ლიმ და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა გზას.

465
რამდენიმე წამის შემდეგ, ის შეტრიალდა, ხმაურით მიმავალ
ურემს შეხედა და მაღალ ფერდობზე, ვარსკვლავებით მოჭედილი
ცის ფონზე, სამუელის შარავანდედივით განათებული ჭაღარა და-
ინახა.

თავი ოცდამეხუთე
-1-
სალინასის ველზე ნალექიანი და საოცრად ლამაზი ზამთარი
დადგა. წვიმა ნაზად ეცემოდა მიწაზე და ნიადაგში აღწევდა, თუმცა
მდინარეები არ ადიდებულა. იანვარში საძოვრები საკმაოდ ხშირი
ბალახით დაიფარა, თებერვალში კი ბორცვები უკვე გადამწვანებუ-
ლი იყო და პირუტყვის სქელი ბეწვიც თითქოს პრიალებდა. მარტში,
რბილი წვიმები ისევ გაგრძელდა და თითოეული მათგანი თავაზია-
ნად ელოდებოდა, სანამ მისი წინამორბედი კარგად ჩააღწევდა მიწა-
ში. ამის შემდეგ კი დათბა და მთელი ველი ყვითელი, ლურჯი, ოქ-
როსფერი ყვავილებით გაივსო.
ჰამილტონების რანჩოზე, ტომი მარტო ცხოვრობდა. ზამთარი
ისეთი წვიმიანი გამოდგა, რომ ეს ხრიოკი მიწაც კი გალამაზდა. ქვები
ბალახის ქვეშ დაიმალა, ძროხები გასუქდნენ და ცხვარსაც სქელი,
ფუმფულა ბეწვი გაუხდა.
15 მარტს, შუადღეზე, ტომი სამჭედლოს წინ, პატარა სკამზე იჯ-
და. მზიანი დილა დასრულებული იყო. ოკეანის მხრიდან უზარმაზა-
რი შა-ვი ღრუბელი მოცურავდა და მისი ჩრდილი ბორცვებზე ეცემო-
და.
ტომს ჩლიქების ცემის ხმა მოესმა და თავი რომ ასწია, ცხენზე
შემჯდარი პატარა ბიჭი დაინახა. ის გააფთრებული იქნევდა იდაყ-
ვებს და დაღლილ ცხოველს გვერდებზე ფეხებს ურტყამდა. ტომი
ადგა და გზასთან მივიდა. ბიჭუნა მასთან ახლოს გაჩერდა, ქუდი ხე-
ლის სწრაფი მოძრაობით მოიხადა, ყვითელი კონვერტი მიწაზე და-
აგდო, ცხენი შეატრიალა და უკანმოუხედავად გააჭენა.
466
ტომმა მას რამდენჯერმე დაუძახა, შემდეგ კი ნელა დაიხარა და კონ-
ვერტი მიწიდან აიღო. ის სამჭედლოსთან დაბრუნდა, ისევ ჩამოჯდა
სკამზე და რანჩოს თვალი ისე გადაავლო, თითქოს სურდა რაღაცა მაინც
გადაერჩინა. შემდეგ, მან კონვერტი გახსნა, დეპეშა ამოიღო და წაიკით-
ხა ის, რაც გარდაუვალი იყო: ვინ, სად და როდის გარდაიცვალა.
ტომმა ხელის ნელი მოძრაობით დაკეცა დეპეშა და შემდეგ, კიდევ
რამდენჯერმე გადაკეცა ის. როდესაც ქაღალდი ცერა თითის ზომის გახ-
და, ჯიბეში ჩაიდო და სახლში შევიდა. სამზარეულო და პატარა მისაღე-
ბი ოთახი რომ გაიარა, საკუთარ საძინებელში აღმოჩნდა. კარადიდან
თავისი შავი კოსტუმი, შავი ჰალსტუხი და თეთრი პერანგი გამოიღო და
სკამის ზურგზე გადაკიდა, შემდეგ კი საწოლზე დაწვა და კედლისკენ
მიტრიალდა.
-2-
სალინასის სასაფლაო თვალის დახამხამებაში დაცარიელდა. ოჯა-
ხის წევრები და მეგობრები ცენტრალურ პროსპექტზე, ოლივიას სახლში
შეიკრიბნენ, რათა ევახშმათ, ყავა დაელიათ, ენახათ ვინ როგორ გლო-
ვობდა და თავადაც ეთქვათ ერთი-ორი ღირსეული სიტყვა გარდაცვლი-
ლის შესახებ.
ჯორჯმა ადამს ქირით აყვანილ ეტლში შესთავაზა ადგილი, თუმცა
ადამმა ფეხით გავლა არჩია. მან რამდენიმე წუთი სასაფლაოზე იბო-
დიალა და უილიამსების საგვარეულო ნაკვეთზე, ერთ-ერთ ქვაზე ჩამოჯ-
და. სასაფლაოს გარშემო დარგულ ტრადიციულ მუქ კვიპაროზებს
მგლოვიარე იერი ჰქონდათ, ბილიკები კი თეთრი იებით იყო დაფარუ-
ლი. ვიღაცის მიერ აქ შემოტანილი ეს ყვავილი უკვე სარეველად იყო ქცე-
ული.
საფლავის ქვებს შორის ცივი ქარი უბერავდა და კვიპაროზებიდან მი-
სი ტირილის ხმა ისმოდა. საითაც არ გაიხედავდი, ყველგან ფოლადის
ვარსკვლავები მოჩანდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ სასაფლაო-
ზე უამრავი ჯარისკაცი დაუკრძალავთ. შარშანდელი „დაღუპულთა
ხსოვნის დღიდან“ პატარა დროშებიც იყო შემორჩენილი.

467
ადამი ჩუმად იჯდა. ის სალინასის აღმოსავლეთით გადაჭიმულ
მთებსა და მათ შორის გამორჩეულად მდგარ ფრემონ-პიკს უყურებდა.
ზოგჯერ, წვიმის დაწყების წინ, ჰაერი საოცრად გამჭვირვალე ხდება და
ახლაც სწორედ ასე იყო. წუთიც არ გასულა, რომ ქარმა პირველი წვეთე-
ბი აიტაცა, მიუხედავად იმისა, რომ ცა ნაწილობრივ მოწმენდილი
იყო.
ადამი სალინასში დილის მატარებლით ჩავიდა. თავიდან, მას სა-
ერთოდ არ სურდა დაკრძალვაზე წასვლა, თუმცა, რაღაც უხილავმა
ძალამ უბიძგა. ის ვერაფრით იჯერებდა, რომ სამუელი ცოცხალი
აღარ იყო. მას კვლავაც ჩაესმოდა ბოხი და ლირიული ტემბრი, რო-
მელიც უცნაურად ცვლიდა ინტონაციას და არაბუნებრივად შერჩეუ-
ლი სიტყვებიც ისე მოედინებოდა, რომ წინასწარ ვერაფრით გამოიც-
ნობდი, რომელი სიტყვა იქნებოდა შემდეგი. ადამიანების უმრავლე-
სობას რომ უსმენ, ამას, როგორც წესი, ადვილად ხვდები.
ადამმა კუბოში ჩასვენებულ სამუელს მხოლოდ ერთხელ შეხედა
და იგრძნო, რომ მის სიკვდილს ვერ ეგუებოდა. მიცვალებულის სახე
ვერაფრით მიამსგავსა მეგობრის სახეს და სწორედ ამიტომ არჩია
განმარტოვება, – მას სურდა სამუელი მის მეხსიერებაში მხოლოდ
ცოცხალ ადამიანად დარჩენილიყო.
სასაფლაოზე მისვლა აუცილებელი იყო, წინააღმდეგ შემთხვევა-
ში, ეს ტრადიციების შეურაცხყოფა იქნებოდა. ადამი ისეთ ადგილას
დადგა, სადაც სიტყვები არ ისმოდა, ხოლო როდესაც სამუელის შვი-
ლებმა კუბოს მიწა მიაყარეს, იქაურობას გაეცალა და იებით დაფა-
რულ ბილიკებზე დაიწყო სეირნობა.
სასაფლაო უკვე დაცარიელებული იყო და მოძლიერებული ქარი
კვიპაროზებს ხრიდა. წვიმის წვეთებიც უფრო მსხვილი გახდა და
გარშემო ყველაფერი დასველდა.
ადამი ადგა და აკანკალებული გაემართა ახალი საფლავისკენ.
ყვავილებით მორთული მიწის პატარა ნაყარი უკვე საკმაოდ დასვე-
ლებულიყო და მცირე ზომის თაიგულები ქარს მის გარშემო მიმოე-

468
ფანტა. ადამმა საგულდაგულოდ აკრიფა ყველა მათგანი და საფლავზე
დააბრუნა.
ის სასაფლაოდან გავიდა და ქალაქისკენ გაემართა. წვიმამ მისი
შავი კოსტუმი მთლიანად დაასველა, თუმცა ადამი ამას ყურადღებას არ
აქცევდა. ქუჩა ატალახებული იყო და გარშემო სულ გუბეები იდგა. გზის
გასწვრივ, გარეული შვრია და მდოგვი იზრდებოდა; ველური თალგამი
მკვირცხლად მიიწევდა ზეცისკენ და ბრტყელეკალას ეკლიანი თავებიც
წვიმიანი გაზაფხულის ამ გალაღებულ სიმწვანეს ზემოდან დაჰყურებ-
და.
ადამის ფეხსაცმელები და შარვლის ტოტები ტალახით იყო დაფა-
რული, მონტერეის ქუჩამდე კი ერთი მილი მაინც რჩებოდა გასავლელი.
როდესაც ადამმა იქამდე მიაღწია და სალინასის ცენტრისკენ შეუხვია,
ის უკვე მთლიანად იყო დასვრილი და დასველებული.
ჯონ-სტრიტის ბოლოში, როდესაც მთავარი ქუჩა დაიწყო, ის ტროტუ-
ართან გაჩერდა და ფეხსაცმელებიდან ტალახი მოიშორა. შენობებს შო-
რის, სადაც ქარი არ უბერავდა, ადამს კიდევ უფრო შესცივდა. მან სწრა-
ფი ნაბიჯით განაგრძო გზა და მთავარი ქუჩის მეორე ბოლოში, ერთ-ერთ
ბარში შევიდა. ერთი ჭიქა ბრენდი წამსვე დაცალა, მაგრამ კანკალი კი-
დევ უფრო გაუძლიერდა.
ბარმენს, რომელსაც მისტერ ლაპიერი ერქვა, ეს არ გამორჩენია.
– სჯობს კიდევ ერთი ჭიქა დალიოთ, თორემ გაცივდებით – უთხრა
მან ადამს. – ცხელ რომს ხომ არ ინებებთ? ყველაზე კარგი საშუალებაა.
– სიამოვნებით, – უპასუხა ადამმა.
– ახლავე მოგართმევთ და ცხელ წყალსაც მოგიტანთ. ამასობაში,
თქვენ კიდევ ერთი ჭიქა კონიაკი მიირთვით.
ადამმა ჭიქა მაგიდაზე დადგა და თავადაც ჩამოჯდა. სველ ტანსაც-
მელში ჯდომა არცთუ მოსახერხებელი ყოფილა. ამ დროს, მისტერ ლა-
პიერი სამზარეულოდან ადუღებული წყლით სავსე ჩაიდნით დაბრუნდა.
შემდეგ მან ლანგარზე ჭიქა დადო და ადამს მიუტანა.

469
– რაც უფრო ცხელს დალევთ, მით უკეთესი. ეს ვერხვსაც კი შეაწ-
ყვეტინებს კანკალს, – თქვა მან და სკამზე ჩამოჯდა, თუმცა წამსვე წა-
მოხტა. – რომ გიყურებთ, მცივა. ერთ ჭიქას მეც დავლევ.
ლაპიერმა თავისთვის ჭიქა მოიტანა და ადამის წინ მოკალათდა.
– კარგია, – თქვა მან, – რომ შემოხვედით, ისეთი გაფითრებული
იყავით, რომ შემეშინდა. აქაური არ ხართ?
– კინგ-სითისთან ახლოს ვცხოვრობ.
– დაკრძალვაზე ჩამოხვედით?
– დიახ. ჩემი ძველი მეგობარი იყო.
– ბევრი ხალხი მოვიდა?
– ძალიან.
– სულაც არ მიკვირს. ვიცი, რომ ბევრი მეგობარი ჰყავდა. სამწუ-
ხაროა, უკეთესი ამინდი რომ არ გამოვიდა. თქვენ ახლა კიდევ ერთი
ჭიქა დალიეთ და ჩაწექით.
– დავლევ, – თქვა ადამმა. – მამშვიდებს და კარგ ხასიათზეც მაყე-
ნებს.
– ჰო, ეგ თვისება ნამდვილად აქვს. ვინ იცის, შესაძლოა ფილტვე-
ბის ანთებისგანაც გიხსნათ.
ლაპიერმა ადამს კიდევ ერთი ჭიქა გაუვსო, შემდეგ კი სველი ტი-
ლო მიუტანა.
– აი, აიღეთ და გაიწმინდეთ ფეხსაცმელები, – თქვა მან. – დაკ-
რძალვა მხიარულებით ისედაც არ გამოირჩევა და წვიმა სამგლოვია-
რო განწყობას აძლიერებს.
– წვიმა დაკრძალვის შემდეგ წამოვიდა, – თქვა ადამმა. – იქიდან
ფეხით ვიარე და იმიტომ დავსველდი.
– იქნებ აქვე აგეღოთ ერთი მყუდრო ოთახი? კიდევ ერთ ჭიქას იქ-
ვე მოგართმევდით და თბილადაც ჩაწვებოდით ლოგინში. რას იტ-
ყვით?
– ჰო, ალბათ ასე ვიზამ, – უპასუხა ადამმა.

470
მან იგრძნო, რომ გამთბარი სისხლი სახეზე მოაწვა და მთელ სხეულ-
ში ისე დაუარა, თითქოს რაღაც უცხო სითხე გადაუსხეს. შემდეგ, ამ სით-
ბომ იმ საგულდაგულოდ დამალულ ზარდახშაში შეაღწია, რომელშიც
ადამი თავის ყველაზე აკრძალულ აზრებს ინახავდა. ამ აზრებმა ახლა
ზედაპირზე ამოყვინთეს და ისე მორიდებულად იყურებოდნენ გარშემო,
როგორც პატარა ბავშვები, რომლებმაც ჯერ არ იციან, დართავენ თუ არა
მათ ლაპარაკის უფლებას. ადამმა სველი ტილო აიღო და შარვლის ტო-
ტების გასაწმენდად დაიხარა. სისხლი ახლა მის საფეთქლებს მოაწვა.
– ერთ ჭიქასაც დავლევ, – თქვა მან.
– თუ გაციების საწინააღმდეგოდ გინდათ, მეტის დალევა საჭირო არ
არის და თუ უბრალოდ დალევის სურვილი გაქვთ, მაშინ კარგი იამაიკუ-
რი რომი შემიძლია შემოგთავაზოთ. უკეთესი იქნება თუ გაუზავებლად
დალევთ. ორმოცდაათი წლისაა და წყალი არომატს დაუკარგავს.
– უბრალოდ დალევის სურვილი მაქვს.
– მეც დავლევ თქვენთან ერთად. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს ბოთ-
ლი არ გამიხსნია. დიდი მოთხოვნა მასზე აქ ნამდვილად არ არის. ამ ქა-
ლაქში ვისკი უფრო უყვართ.
ადამმა ფეხსაცმელების წმენდა დაასრულა და ტილო იატაკზე დააგ-
დო. შემდეგ, იამაიკური რომით სავსე ჭიქა დაცალა და დაახველა. სასმე-
ლი ძალიან ძლიერი გამოდგა. ადამს ცხვირში მისი მძაფრი არომატი
ეცა, ოთახი კი თითქოს გვერდით გადაიხარა და შემდეგ ისევ გასწორდა.
– როგორია? – ღიმილით ჰკითხა ლაპიერმა. – ვფიქრობ, ერთ ჭიქაზე
მეტის დალევა არ ღირს. თუ გსურთ, რომ გაითიშოთ, შეგიძლიათ კიდევ
დალიოთ, მაგრამ მე არ გირჩევდით.
ადამი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო. მან იგრძნო, რომ საუბრის
რაღაც ენითაუწერელი სურვილი ეუფლებოდა და ცოტა არ იყოს, თავა-
დაც შეეშინდა ამ უცნაური იმპულსის. ხმა რომ ამოიღო, ვერც საკუთარი
ხმა იცნო და სიტყვებმაც ძალიან გააკვირვა.
– აქ იშვიათად ჩამოვდივარ, – თქვა მან. – ქეითის დაწესებულების
შესახებ თუ გსმენიათ რამე?

471
– ღმერთო! ეს რომი იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მე მეგონა, –
თქვა ლაპიერმა და თემა წამსვე შეცვალა. – თქვენ რანჩოზე ცხოვრობთ?
– დიახ, კინგ-სითის მახლობლად. გვარად ტრასკი ვარ.
– სასიამოვნოა. ცოლი გყავთ?
– არა. უკვე აღარ.
– ქვრივი ხართ?
– დიახ.
– ჯენისთან წადით. ქეითს თავი დაანებეთ, სათქვენო იქ არაფე-
რი ხდება. ჯენის დაწესებულება იქვეა, გვერდით. მიაკითხეთ და ყვე-
ლაფერს მიიღებთ, რაც დაგჭირდებათ.
– გვერდით?
– დიახ. აღმოსავლეთისკენ რომ გაუყვებით და კვარტალნახე-
ვარს გაივლით, მარჯვნივ შეუხვიეთ. იქ კი, ნებისმიერი მიგასწავლით
გზას.
– ქეითთან რატომ არ ღირს მისვლა? – იკითხა ადამმა და იგრძნო,
რომ უკვე ენა ებმებოდა.
– ჯენისთან წადით. დამიჯერეთ, ასე აჯობებს.
-3-
ჭყაპიანი საღამო იდგა. კასტროვილის ქუჩა სქელი ტალახით იყო
დაფარული, ჩინური კვარტალი კი ისე დაიტბორა, რომ მოსახლეო-
ბამ გზაზე ფიცრები დააგო, ქოხებს შორის გადაადგილება რომ შე-
საძლებელი ყოფილიყო. ღრუბლებს, რომლებსაც საღამოს ცა
მთლიანად დაეფარათ, ვირთხის ფერი დაჰკრავდა, ხოლო ჰაერი,
არა ტენიანი, არამედ ნესტიანი იყო. ვფიქრობ, განსხვავება იმაშია,
რომ ტენი ზემოდან ქვემოთ მოდის, ნესტი კი ქვემოდან ზემოთ,
ლპობისა და ხრწნის შედეგად ვრცელდება. შუადღის ქარმა ჰაერში
სუსხი და სიცივე დატოვა და ეს სავსებით საკმარისი აღმოჩნდა იმი-
სათვის, რომ ადამი ოდნავ გამოფხიზლებულიყო. თუმცა ის სითამა-
მე, რომელიც მას რომმა მისცა, არსად გამქრალა. ის სწრაფი ნაბი-
ჯით მიუყვებოდა ტროტუარს და თან ძირს იყურებოდა, გუბეებს არი-

472
დებდა თავს. ქუჩა მხოლოდ ორ ადგილას იყო განათებული და ისიც ძა-
ლიან მკრთალად. იქ, სადაც გზას ლიანდაგები კვეთდა, გამაფრთხილე-
ბელი საგზაო ნიშანი ენთო, ჯენის საროსკიპოს შესასვლელთან კი ერთი
პატარა ნათურა ციმციმებდა.
ადამი ცდილობდა ზუსტად შეესრულებინა ის ინსტრუქციები, რომ-
ლებიც მისტერ ლაპიერისგან მიიღო. მან ორი სახლი გადათვალა და კი-
ნაღამ გასცდა მესამეს, რომელიც მაღალი, გაუკრეჭავი ბუჩქების უკან
იმალებოდა. მან ეზოში შეიხედა, შემდეგ კი კარი გააღო და ბალახებით
დაფარულ ბილიკს გაუყვა. სიბნელეში, ადამმა დანგრევის პირას მისუ-
ლი, დახრილი კიბეები ძლივს გაარჩია.
ხის კედლებს საღებავი უკვე თითქმის მთლიანად ჰქონდა აცლილი,
ბაღს კი ეტყობოდა, რომ მასზე საერთოდ არავინ ზრუნავდა. დარაბებს
მიღმა მკრთალი სინათლე რომ არ დაენახა, ადამი ალბათ იფიქრებდა,
რომ სახლი მიტოვებული იყო. კიბეებზე რომ ადიოდა, საფეხურებმა
ისეთი ჭრიალი დაიწყო, თითქოს ის-ის იყო უნდა ჩანგრეულიყო.
კარი რომ გაიღო, ქალის სილუეტი გამოჩნდა, შემდეგ კი რბილი და
ნაზი ხმა გაისმა:
– მობრძანდით.
მისაღები ოთახი ვარდისფერ აბაჟურებში ჩასმული პატარა ნათურე-
ბით იყო განათებული. ადამმა წამსვე იგრძნო, რომ სქელ ხალიჩაზე მი-
აბიჯებდა. მან დახვეწილი, გაპრიალებული ავეჯი შენიშნა, კედლებზე კი
ოქროს ჩარჩოებში ჩასმული სურათები დაინახა. ყველაფერი მდიდრუ-
ლად და ლამაზად იყო შესრულებული.
– საწვიმარი უნდა ჩაგეცვათ, – კვლავ გაისმა ნაზი ხმა. – ჩვენი კლიენ-
ტი ბრძანდებით?
– არა.
– ვინ გამოგაზგავნათ?
– სასტუმროში მითხრეს თქვენს შესახებ.
ადამი მის წინ მდგომ გოგონას დააკვირდა. მას შავი კაბა ეცვა, სამ-
კაულები კი საერთოდ არ ეკეთა. სახე ცოტათი მოუხეშო, მაგრამ ლამაზი

473
ჰქონდა. ადამი დაფიქრდა და შეეცადა გაეხსენებინა ის ღამის მაწან-
წალა, მტაცებელი ცხოველი, რომელსაც ეს გოგონა წააგავდა.
– სინათლესთან უფრო ახლოს მივალ, თუ გნებავთ.
– არ არის საჭირო, – უპასუხა ადამმა.
– კარგი, აი აქ დაბრძანდით, – ღიმილით თქვა გოგონამ. – თქვენ
აქ ტყუილად არ მოხვიდოდით, ხომ ასეა? თუ მეტყვით, კონკრეტუ-
ლად რა გსურთ, შესაბამის გოგონას შეგირჩევთ.
ოდნავ ხრინწიან ხმაში ძლიერება იგრძნობოდა. სიტყვებს ის ისე
არჩევდა, თითქოს მინდორში იდგა და ყვავილებს აუჩქარებლად,
გულმოდგინედ კრეფდა. ამის გამო, ადამმა თავი ოდნავ უხერხულად
იგრძნო.
– ქეითის ნახვა მინდა, – თქვა მან.
– მის ქეითი ახლა დაკავებულია. იცის, რომ უნდა მოსულიყავით?
– არა.
– მე მის გარეშეც მოგხედავთ, თუ ინებებთ.
– ქეითის ნახვა მინდა, – გაიმეორა ადამმა.
– შეგიძლიათ მითხრათ, რატომ გსურთ მისი ნახვა?
– არა.
ნაზი ხმა ერთბაშად შეიცვალა და ისეთი ინტონაცია მიიღო, თით-
ქოს ვიღაცამ ქვაზე სამართებელი გაუსვა.
– მის ქეითს ახლა ვერ ნახავთ. ის დაკავებულია. თუ თქვენ არც
გოგონა გნებავთ და არც სხვა რამე, აჯობებს, რომ ახლავე წახვიდეთ
აქედან.
– მაშინ, გადაეცით, რომ ველოდები.
– ის მაინც თუ იცის, ვინ ხართ?
– არ ვიცი, – უპასუხა ადამმა და იგრძნო, რომ ჩვეული სიმორცხვე
დაუბრუნდა. – უთხარით, რომ ადამ ტრასკს სურს მისი ნახვა. თავად
გადაწყვეტს, მიცნობს თუ არა.
– გასაგებია. კარგი, ვეტყვი.

474
გოგონა გატრიალდა, მარჯვენა მხარეს, ერთ-ერთ ოთახთან მშვი-
დად მივიდა და კარი გააღო. ადამს იქიდან ჩუმი საუბარი შემოესმა,
შემდეგ კი ოთახიდან მამაკაცმა გამოიხედა. გოგონამ კარი ღია და-
ტოვა, რათა ადამს სცოდნოდა, რომ ყურადღების ქვეშ იყო, შემდეგ
კი გვერდით, კიდევ ერთი კარის წინ ჩამოკიდებული ფარდები გასწია
და გაუჩინარდა. ადამი სავარძლის ზურგს მიეყუდა, ცოტა ხანში კი შე-
ნიშნა, რომ ოთახიდან მამაკაცმა ისევ გამოიხედა.
ქეითის ოთახი კომფორტული იყო და, ამავე დროს, მასში საქმიანი
ატმოსფერო იგრძნობოდა. ის სრულიად არ ჰგავდა იმ ოთახს, რომელ-
შიც ოდესღაც ფეი ცხოვრობდა. კედლებზე აბრეშუმი იყო გაკრული და
ფანჯრებზე ღია მწვანე ფერის ფარდები ეკიდა. შეიძლება ითქვას, ეს აბ-
რეშუმის ოთახი იყო – სავარძლებზე აბრეშუმგადაკრული ბალიშები
იდო, ლამფები აბრეშუმის აბაჟურებში იყო ჩასმული, ოთახის ბოლოში
მდგარი განიერი საწოლი თეთრი ატლასით იყო გადაფარებული და ზე-
მოდან უზარმაზარი ბალიშები ეწყო. კედლებზე არც სურათები და არც
ფოტოები ეკიდა. ამ ოთახში საერთოდ ვერაფერს მოკრავდი თვალს ისე-
თს, რაც ქეითის პირად ცხოვრებასთან იქნებოდა დაკავშირებული ან მის
გემოვნებაზე მიანიშნებდა. საწოლის გვერდით მდგარი ებანოზის პატა-
რა მაგიდა ცარიელი იყო და მის სამმაგ სარკეში
მხოლოდ ზედაპირზე გადაკრული აბრეშუმი მოჩანდა. იატაკზე ძვე-
ლებური ჩინური ხალიჩა ეფინა და მის შუაგულში ღია მწვანე ფერის
დრაკონი იყო ამოქარგული. ოთახის ერთი ბოლო საძინებელი იყო, შუ-
აგული – მისაღები, ხოლო მეორე ბოლო – კაბინეტი, სადაც მუხის კარა-
და და დიდი შავი სეიფი იდგა (მასზე ოქროსფერი ასოები იყო ამოტვიფ-
რული), ასევე, მაგიდა ორმაგი ლამფით და ორი სკამი – ერთი ჩვეულებ-
რივი და მეორე მბრუნავი.
ქეითი მბრუნავ სკამზე იჯდა. ის ძველებურად ლამაზი იყო – თმებიც
ისეთივე ქერა ჰქონდა და ტუჩებიც ისეთივე პატარა და გვერდებზე ოდ-
ნავ აწეული, როგორც ყოველთვის. მიუხედავად ამისა, მის სხეულს სიმ-
კვეთრე დაეკარგა. მხრები ოდნავ ჩამოწეული, ხელები კი მშრალი და

475
დანაოჭებული ჰქონდა; ლოყები რაღაცნაირად მომრგვალებულიყო
და ნიკაპის ქვეშ პატარა ღაბაბიც მოუჩანდა; მკერდი ისეთივე პატარა
იყო, როგორც ადრე, მაგრამ მუცელი – ოდნავ გაზრდილი; ბარძაყები
მას ისევ თხელი ჰქონდა, თუმცა ტერფები – მოსუქებული. მაღალყე-
ლიანი წინდების ქვეშ ვენების გაგანიერების საწინააღმდეგო ელას-
ტიკური ბანდაჟიც მოუჩანდა.
მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც ლამაზი და კოხტა იყო.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ მისი ხელები დაბე-
რებულიყო. ხელისგულებსა და თითებს რაღაცნაირი სიმშრალე ეტ-
ყობოდა, ხოლო ზედა მხარე დანაოჭებული და ყავისფერი ლაქებით
დაფარულიყო. ქეითს შავი, გრძელსახელოებიანი კაბა ეცვა და ამ
სიმკაცრეს მხოლოდ თეთრი ფერის მანჟეტები და საყელო ამსუბუ-
ქებდა.
დრომ, როგორც ჩანს, ძალიან ფაქიზად იმუშავა. ის, ვინც მთელი
ამ წლების განმავლობაში ქეითის გვერდით იყო, ცვლილებას ვერც
კი შეამჩნევდა. მისი სახის კანი ძველებურად სუფთა იყო, ცხვირი –
პატარა და ოდნავ აპრეხილი, თვალები – ბასრი და ცარიელი, ტუჩები
კი თხელი და მტკიცე. შუბლზე დარჩენილი ნაიარევი თითქმის არ
უჩანდა, რადგან ქეითი საკუთარ კანის ფერთან მაქსიმალურად მიახ-
ლოებულ ფხვნილს იყენებდა.
ქეითს ხელში ფოტოსურათების დიდი დასტა ეჭირა და თითოე-
ულ მათგანს ყურადღებით ათვალიერებდა. ერთი და იმავე ზომის
ფოტოები, ერთი და იმავე აპარატით იყო გადაღებული. მიუხედავად
იმისა, რომ თითოეულ მათგანზე ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფი იყო
გამოსახული, მსგავსება ფოტოებს შორის მაინც შეინიშნებოდა: კამე-
რას არავინ უყურებდა.
ქეითმა ფოტოები ოთხ ჯგუფად გადაანაწილა და თოთოეულ
მათგანს დიდ კონვერტში მიუჩინა ადგილი. კარზე რომ კაკუნის ხმა
გაისმა, მან ეს კონვერტები პატარა უჯრაში დამალა.
– მობრძანდით! გამარჯობა, ევა, შემოდი. უკვე მოვიდა?

476
სანამ პასუხს გასცემდა, გოგონა მაგიდას მიუახლოვდა. სახე მას და-
ძაბული ჰქონდა, თვალები კი
დაჭყეტილი.
– ვიღაც უცნობია. პირველად მოვიდა ჩვენთან და თქვენი ნახვა სურს.
– ვერ მნახავს, ევა. ხომ იცი, ვისაც ველოდები?
– ვუთხარი, არ სცალია-მეთქი და მაინც არ იშლის თავისას. ამბობს,
რომ შესაძლოა თქვენ მას იცნობდეთ.
– ვინ არის? სახელი და გვარი იცი?
– მაღალი და გამხდარი ტიპია. თან ოდნავ ნასვამია. ამბობს, რომ
ადამ ტრასკი ჰქვია.
ქეითი არ განძრეულა და არც ხმა ამოუღია, მაგრამ ევა წამსვე მიხ-
ვდა, რომ ამ სახელმა მასზე საკმაოდ ძლიერად იმოქმედა. ქეითის მარ-
ჯვენა ხელის თითები ნელა მოიხარა და მუშტად შეიკრა, მეორე ხელი კი
მაგიდის ერთ-ერთ უჯრასთან კატასავით მიცოცავდა. ის გარინდებული
იჯდა და თითქოს სუნთქვაც შეკვროდა. ევა ანერვიულდა. მას თავის
ოთახში, კარადაში შენახული შპრიცი გაახსენდა.
– აი, იმ სავარძელში ჩაჯექი, ევა და ხმა არ ამოიღო, – თქვა ქეითმა
ბოლოს.
ევას ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია და ქეითმა მას ისე დაუყვირა,
თითქოს წკეპლა მოიქნიაო:
– დაჯექი!
ევა შეხტა და სავარძლისკენ გაიქცა.
– ფრჩხილებს თავი დაანებე, – თქვა ქეითმა და ევამაც მორჩილად
დადო ხელები სავარძლის სამკლავურებზე.
ქეითი ჩუმად იჯდა და მაგიდაზე, ლამფის ღია მწვანე აბაჟურს მიშ-
ტერებოდა, შემდეგ კი ისე სწრაფად წამოხტა, რომ ევამ შიშისგან კინა-
ღამ ტირილი დაიწყო. ქეითმა უჯრა გახსნა და იქიდან დაკეცილი ფურ-
ცელი ამოიღო.
– აიღე ეს, წადი შენს ოთახში და თავი მოიწესრიგე. მთლიანად არ
წაიღო, ვერ გენდობი, – თქვა მან და ქაღალდი შუაზე რომ გახია, მაგიდა-

477
ზე თეთრი ფხვნილი გადმოიყარა. – გაიქეცი ახლა და სანამ ოთახში
შეხვალ, რალფს უთხარი, დერეფანში იტრიალოს. ოღონდ, გააფ-
რთხილე, რომ მოყურადება არ დამიწყოს. როგორც კი ზარის ხმას გა-
იგონებს... არა... მოკლედ, თავად იცის, რაც უნდა გააკეთოს. მერე,
ადამ ტრასკთან მიდი და უთხარი, რომ ჩემთან შემოვიდეს.
– ხომ ყველაფერი კარგად იქნება, მის ქეით?
ქეითს პასუხი არ გაუცია. ევამ თავი დახარა და გატრიალდა.
– როგორც კი წავა, მეორე ნახევარსაც მოგცემ, – მიაძახა მას ქეით-
მა. – გაინძერი!
როდესაც ევა ოთახიდან გავიდა, ქეითმა უჯრა გახსნა და იქიდან
პატარა რევოლვერი ამოიღო. ცილინდრი რომ გვერდით გადასწია
და ვაზნები შეამოწმა, იარაღი მაგიდაზე დადო, ზემოდან კი ქაღალ-
დი დააფარა. შემდეგ, მან ერთი ლამფა ჩააქრო, სკამის ზურგს მიეყუ-
და, ხელები მაგიდაზე დააწყო და თითები გადააჯვარედინა.
– მობრძანდით! – დაიძახა მან, კაკუნის ხმა რომ გაისმა.
ოთახში ჯერ ევა შემოვიდა. თვალები მას აცრემლებული ჰქონდა,
სახე კი დამშვიდებული.
– აი, მოგიყვანეთ, – თქვა მან, სტუმარი ოთახში შემოიყვანა, თა-
ვად კი გავიდა და კარი დახურა.
ადამმა ოთახს თვალი შეავლო და მაგიდასთან მჯდომი ქეითი
სულ ბოლოს შენიშნა. რამდენიმე წამი, გაუნძრევლად იდგა, შემდეგ
კი ნელი ნაბიჯით გაემართა მისკენ.
ქეითი დაიძაბა და მარჯვენა ხელი ქაღალდისკენ გასწია. ამავე
დროს, თავის ცივ და არაფრისმთქმელ თვალებს ადამს წამითაც არ
აშორებდა.
ადამმა მის თმას, ნაიარევს, ტუჩებს, კისერს, მკლავებსა და
მხრებს, მკერდს შეხედა და შვებით ამოისუნთქა.
ქეითს ხელები ოდნავ უკანკალებდა.
– რა გინდა? – ჰკითხა მან.

478
ადამი მაგიდის გვერდით, პატარა სკამზე ჩამოჯდა. მან ისეთი შვება
იგრძნო, რომ სიხარულისგან ყვირილი მოუნდა, მაგრამ თავი შეიკავა.
– ახლა უკვე აღარაფერი, – თქვა მან. – უბრალოდ, შენი ნახვა მინ-
დოდა. სემ ჰამილტონმა მითხრა, რომ აქ იყავი.
ქეითს დაძაბულობა მოეხსნა და ხელების კანკალიც შეუწყდა.
– მანამდე არ იცოდი?
– არა, არ ვიცოდი. რომ გავიგე, ძალიან ავღელდი, კინაღამ ჭკუიდან
შევიშალე. ახლა უკვე კარგად ვარ.
ქეითი საბოლოოდ დამშვიდდა და რომ გაიღიმა, ქათქათა, ბასრი
ღოჯები გამოუჩნდა.
– ცოტა არ იყოს, შემაშინე, – თქვა მან.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არ ვიცოდი, რისთვის მოხვედი.
– არც მე ვიცოდი, როგორ დამხვდებოდი, – თქვა ადამმა და თან ისე
უყურებდა ქეითს, თითქოს მკვდარს უყურებსო.
– საკმაოდ დიდი ხანი გელოდი და რომ არ მოხვედი, დამავიწყდი.
– მე კი სულ მახსოვდი, – თქვა ადამმა, – მაგრამ, ახლა უკვე ნამდვი-
ლად შემიძლია დაგივიწყო.
– რას გულისხმობ?
ადამმა გულიანად გაიცინა.
– იმას, რომ ახლა უკვე კარგად გხედავ, – თქვა მან, – მგონი, სამუელმა
მითხრა ერთხელ, რომ მე შენ გიყურებდი, მაგრამ ვერ გხედავდი. მარ-
თალიც იყო. მე ვუყურებდი შენს სახეს და კარგადაც მახსოვდა ის, მაგ-
რამ, სინამდვილეში, ვერასდროს გხედავდი. ახლა დაგინახე და შემიძ-
ლია დაგივიწყო კიდეც.
ქეითი დაიძაბა. მისი ტუჩები ძლიერად შეიკრა, თვალებში კი სისას-
ტიკე გაჩნდა.
– გგონია, რომ ამას შეძლებ?
– დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებ.

479
– შესაძლოა ეს არც დაგჭირდეს, – თქვა ქეითმა სრულიად შეც-
ვლილი ტონით. – თუ ჩემზე ნაწყენი არ ხარ, შეგვიძლია ისევ ერთად
ვიყოთ.
– არა მგონია, ამ საქმიდან რამე გამოვიდეს.
– ვერც კი წარმოგიდგენია, როგორი სულელი იყავი, – განაგრძო ქე-
ითმა. – პატარა ბავშვს ჰგავდი. არ იცოდი, როდის როგორ უნდა მოქ-
ცეულიყავი. ახლა კი თავად შემიძლია ყველაფერი გასწავლო. ვატ-
ყობ, ნამდვილ მამაკაცს დამსგავსებიხარ.
– შენ უკვე ბევრი რამ მასწავლე. ძალიან მძიმე გაკვეთილები იყო,
მინდა გითხრა.
– დალევ რამეს?
– სიამოვნებით.
– რომი დაგილევია. სუნს ვგრძნობ.
ქეითი ადგა და კარადისკენ წავიდა. მან შენიშნა, რომ ადამი მის
გასუქებულ კოჭებს უყურებდა და გაბრაზდა, თუმცა არაფერი შეიმ-
ჩნია.
ბოთლი მან ოთახის შუაში, მრგვალ მაგიდაზე დადო და რომი ჭი-
ქებში დაასხა.
– მოდი, აქ დაჯექი, – უთხრა მან ადამს. – უფრო მოსახერხებე-
ლია.
ადამი წამოდგა და შეამჩნია, რომ ქეითი მის მოზრდილ ღიპს
უყურებდა. რომით სავსე ჭიქა რომ გამოართვა, სავარძელზე დაჯდა
და ხელები მუცელზე დაიწყო.
– დალიე. ძალიან კარგი რომია, – თქვა ქეითმა.
ადამი მშვიდად უყურებდა მას და იღიმოდა. მის სახეზე ასეთი
ღიმილი ქეითს არასდროს უნახავს.
– ევამ რომ შენი მოსვლის ამბავი მომიტანა, თავიდან ვიფიქრე,
რომ გაგაგდებდი.
– მაინც დავბრუნდებოდი. სამუელის, რა თქმა უნდა, ისედაც მჯე-
როდა, მაგრამ მაინც მსურდა, საკუთარი თვალით მენახე.

480
– დალიე, – თქვა ქეითმა კიდევ ერთხელ და შეამჩნია, რომ ადამი მის
ჭიქას უყურებდა. – შენ გგონია, რომ მოგწამლავ?...
ეს რომ თქვა, წამსვე გაჩუმდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა. ადა-
მი კვლავ იღიმოდა და ქეითის ჭიქას თვალს არ აშორებდა. ქეითი საკუ-
თარ სიბრაზეს უკვე ვეღარ მალავდა. მან ჭიქა აიღო და ერთი წვეთი მოს-
ვა.
– სასმელი ცუდად მხდის, – თქვა მან. – არასდროს ვსვამ. საწამლავი-
ვით მოქმედებს ჩემზე.
ქეითი ისევ გაჩუმდა და ქვედა ტუჩზე იკბინა. სიბრაზეს ახლა ის უკვე
საერთოდ ვეღარ აკონტროლებდა, ადამის სახიდან კი ღიმილი არ ქრე-
ბოდა.
ქეითმა ჭიქა კიდევ ერთხელ აიღო ხელში, ბოლომდე დაცალა ის და
დაახველა, შემდეგ კი თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.
– შენ ჩემი აღარ გჯერა, – თქვა მან.
– მართალი ხარ, – უპასუხა ადამმა, რომი დალია და ორივე ჭიქა ხე-
ლახლა შეავსო.
– მეტს აღარ დავლევ, – თქვა ქეითმა შეშინებული ხმით.
– არავინ გაძალებს. მე დავლევ და მერე ჩემს გზას გავუყვები.
ქეითი ყელში ალკოჰოლის სიმწარეს გრძნობდა. მის სხეულში ახლა
ისეთი რამ ხდებოდა, რისიც მას ყველაზე მეტად ეშინოდა.
– მე არც შენი მეშინია და არც არავისი, – თქვა მან და მეორე ჭიქაც
დაცალა.
– რატომ უნდა გეშინოდეს ჩემი, არ მესმის. შენ ახლა თავისუფლად
შეგიძლია სამუდამოდ ამომაგდო მეხსიერებიდან. თუმცა, შენ ხომ ისე-
დაც დავიწყებული გყავდი.
ადამი ახლა თავს თბილად და უსაფრთხოდ გრძნობდა – იმაზე უკე-
თესად, ვიდრე ოდესმე.
– სემ ჰამილტონის დაკრძალვაზე ჩამოვედი, – განაგრძო მან. – ძალი-
ან კარგი კაცი იყო. ნამდვილად ვიცი, რომ დამაკლდება. ქეთი, გახსოვს,
მშობიარობის დროს როგორ დაგეხმარა?

481
ქეითს ახლა არაფერი ესმოდა. მის სხეულში ალკოჰოლი დუღდა
და ეს მის სახეზეც კარგად ჩანდა.
– რა მოგივიდა? – ჰკითხა მას ადამმა.
– ხომ გითხარი, სასმელი ჩემზე ცუდად მოქმედებს-მეთქი!
– ვერ გავრისკავდი, – თქვა ადამმა მშვიდად. – შენ მე ერთხელ უკ-
ვე მესროლე. სხვა მსგავსი რამ თუ ჩაგიდენია, ნამდვილად არ ვიცი.
– რა მსგავსი რამ?
– რა ვიცი, რაღაც სკანდალური ხმები მოვიდა ჩემამდე. ბინძური
ხმები.
მოულოდნელად, ქეითს ალკოჰოლთან ბრძოლა სრულიად და-
ავიწყდა და იგრძნო, რომ მარცხდებოდა. მისი ტვინი უკვე აალებული
იყო, შიში სადღაც გაქრა და მისი ადგილი უაზრო სისასტიკემ დაიკა-
ვა. მან ბოთლს ხელი სტაცა და ჭიქა კიდევ ერთხელ შეივსო.
ადამი წამოდგა და თავადაც დაისხა რომი. ის ახლა გრძნობდა
იმას, რაც ადრე არასდროს უგრძვნია. ქეითი საკუთარ თავს ებრძოდა
და ადამს ეს უზომო სიამოვნებას ანიჭებდა. მას უხაროდა, რომ რო-
გორც იქნა ქეითის დასჯა მოახერხა. ამავე დროს, ის ფრთხილობდა.
„ყურადღებით უნდა ვიყო“, – ეუბნებოდა ის საკუთარ თავს. – „ზედ-
მეტი არ უნდა მომივიდეს“.
– სემ ჰამილტონი ჩემი ძალიან კარგი მეგობარი იყო. ძალიან და-
მაკლდება, – თქვა მან.
ქეითმა ჭიქა დაცალა და ისე, რომ ტუჩები არ შეუმშრალებია,
თქვა:
– მე ის მეზიზღებოდა. საშუალება რომ მქონოდა, მოვკლავდი.
– რატომ? ის ხომ ჩვენ ძალიან კარგად გვექცეოდა. თავაზიანიც
იყო.
– ის ჩემ ტვინში იყურებოდა.
– მერე რა? მეც ასეთი შეგრძნება მქონდა და სწორედ ამიტომ ვარ
მისი მადლობელი.
– მეზიზღება-მეთქი. ძალიანაც კარგი, რომ მოკვდა.

482
– მეც რომ შემძლებოდა შენი ფიქრების გამოცნობა, ცუდი არ იქნე-
ბოდა.
– შენ სულელი ხარ, – ქეითს ტუჩები მოეღრიცა. – მე შენ არ მძულ-
ხარ. უბრალოდ ვიცი, რომ საცოდავი ხარ და შტერი.
რაც უფრო მეტად ბრაზდებოდა ქეითი, მით უფრო მშვიდად გრძნობ-
და თავს ადამი.
– რას იკრიჭები? გგონია, რომ თავისუფალი ხარ, არა? რამდენიმე ჭი-
ქა დალიე და თავი კაცი გგონია! ერთი ხელის აქნევაც მეყოფა, რომ ფორ-
თხვით მოხვალ და პატიებას მთხოვ. – ყვიროდა ქეითი. ის ახლა მხო-
ლოდ
ძალას გრძნობდა, სიფრთხილის შეგრძნება კი მასში სრულიად გამ-
ქრალიყო. – მშვენივრად ვიცი, ვინცა ხარ! შენნაირ ლაჩარს ბევრს ვიც-
ნობ!
ადამი ისევ იღიმოდა. მან მშვიდად მოსვა თავისი ჭიქიდან და ეს რომ
ქეითმა დაინახა, თავადაც მოუნდა დამატება. მას ხელი უკანკალებდა
და დასხმის დროს, ბოთლის ყელით ჭიქის კიდეს უკაკუნებდა.
– ნაცემი რომ ვიყავი, მაშინ ნამდვილად მჭირდებოდა შენი დახმარე-
ბა, – თქვა მან, – შენ კი დოყლაპია აღმოჩნდი და წასვლა რომ მოვინდო-
მე, ჩემი დაკავება გადაწყვიტე. მოიშორე ეგ იდიოტური ღიმილი!
– ძალიან მაინტერესებს, რის მიმართ გაქვს ამხელა სიძულვილი.
– გაინტერესებს, არა? – ირონიულად ჰკითხა მას ქეითმა. მისი სიფ-
რთხილე ახლა უკვე მთლიანად იყო გამქრალი. – ეს სიძულვილი არ
არის. ეს ზიზღია. ჯერ სულ პატარა ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი
მშობლები მატყუარა იდიოტები იყვნენ და კეთილ ადამიანებად მოჰ-
ქონდათ თავი. მე ისინი ადვილად ამოვიცანი და ყველაფერს ვაკეთები-
ნებდი, რასაც კი მოვისურვებდი. მე ნებისმიერ ადამიანს გავაკეთებინებ
ყველაფერს, რასაც მოვისურვებ. ჯერ სრულწლოვანიც კი არ ვიყავი, რო-
დესაც ერთ კაცს თავი მოვაკვლევინე. მასაც კეთილ ადამიანად მოჰქონ-
და თავი, სინამდვილეში კი ჩემი ლოგინში ჩაგორება სურდა.

483
– ჰო, მაგრამ შენ ამბობ, რომ მან თავი მოიკლა. ესე იგი, მართლა
ძლიერად განიცდიდა რაღაცას.
– ის სულელი იყო. ერთხელ, ღამით მოვიდა ჩვენთან და მამაჩემს ეხ-
ვეწებოდა, დამელაპარაკეო. საწოლში ვიწექი და მთელი ღამე ვიცინო-
დი.
– ვინმეს რომ ჩემი გულისთვის თავი მოეკლა, კარგ ხასიათზე ნამ-
დვილად არ დავდგებოდი.
– შენც სულელი ხარ. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ლაპარა-
კობდნენ ჩემზე: „რა კარგი გოგოა, როგორი ნაზი და სასიამოვნო ღი-
მილი აქვს“. სინამდვილეში კი ისინი მე სრულებით არ მიცნობდნენ.
მე მათ საკუთარ დაკრულზე ვაცეკვებდი და ისინი ამას ვერც კი ხვდე-
ბოდნენ.
ადამმა ჭიქა დაცალა. ის ქეითს თითქოს შორიდან უყურებდა და
მის ქცევას აკვირდებოდა, გარკვევით ხედავდა, როგორ დაცოცავ-
დნენ ჭიანჭველებივით მისი იმპულსები. სიმთვრალე, ზოგჯერ, სწო-
რედ ასეთ სიღრმისეულ გრძნობას ანიჭებს ადამიანს.
– სულაც არ აქვს მნიშვნელობა, მოგწონდა შენ სემ ჰამილტონი
თუ არა. მე ვთვლი, რომ ის ბრძენი ადამიანი იყო. მახსოვს, ერთხელ
თქვა, რომ ქალი, რომელსაც ჰგონია, რომ მამაკაცის შესახებ ყველა-
ფერი იცის,
სინამდვილეში მის მხოლოდ ერთი მხარეშია კარგად გარკვე-
ული. მამაკაცს კი, როგორც წესი, სხვა უამრავი მხარე აქვს, რომლის
შესახებაც ასეთმა ქალმა საერთოდ არაფერი იცის.
– მატყუარა იყო ეგ შენი სემ ჰამილტონი! მკვეხარა და თვალ-
თმაქცი! – თითქოს გადმოაფურთხა სიტყვები ქეითმა. – სწორედ
მატყუარები მეზიზღება ყველაზე მეტად. ყველა მატყუარაა, ყველა!
მე კი მათი მხილება მიყვარს. მსიამოვნებს, როდესაც თავიანთ საკუ-
თარ ნაგავში ჩავაყოფინებ ხოლმე ცხვირს.
– შენ გინდა თქვა, რომ მთელ მსოფლიოში მხოლოდ ბოროტება
და უგუნურება არსებობს? – ჰკითხა მას ადამმა და წარბები ასწია.

484
– ჰო, ზუსტად ასე ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, რომ ასეა.
– მე ამის არ მჯერა.
– „მე ამის არ მჯერა“, – ირონიულად გაიმეორა ქეითმა ადამის
სიტყვები. – გინდა დაგიმტკიცო?
– ვერ დამიმტკიცებ.
ქეითი წამოხტა, მაგიდასთან მიირბინა და უჯრიდან ყავისფერი კონ-
ვერტები ამოიღო.
– აი, შეხედე, – უთხრა მან ადამს.
– არ მაინტერესებს.
– მაინც გაჩვენებ, – თქვა ქეითმა და კონვერტიდან ერთი ფოტო
ამოიღო. – აი შეხედე, ეს შტატის სენატორია და იმედი აქვს, რომ კონ-
გრესში მოხვდება. შეხედე მის ღიპს. ძუძუებიც იმხელა აქვს, რომ ნების-
მიერ ქალს შეშურდება. წკეპლები უყვარს ძალიან. აი აქაც ეტყობა ნაწ-
კეპლარი. შეხედე როგორი გამომეტყველება აქვს. ცოლი და ოთხი შვი-
ლი ჰყავს. კონგრესში იყრის კენჭს. ახლაც არ გჯერა? შეხედე! აი, ეს თეთ-
რი ქონის განსახიერება მუნიციპალური საბჭოს წევრია, ამ მაღალ და წი-
თურ შვედს კი დიდი რანჩო აქვს ბლანკოსთან ახლოს. შეხედე, აი ეს უნი-
ვერსიტეტის პროფესორია. ის ბერკლიდან დადის ჩვენთან და ყველაზე
მეტად ის უყვარს, ღამის ქოთნის შიგთავსს რომ გადაასხამენ სახეზე. ფი-
ლოსოფიის პროფესორია, გაითვალისწინე. აი, ამასაც შეხედე – ეს სახა-
რების მქადაგებელია, იეზუიტი ბერი. ადრე ის სახლს ცეცხლს უკიდებ-
და, რომ დაკმაყოფილებულიყო. ჩვენ კი მას სხვა ხერხებით ვაკმაყოფი-
ლებთ.
– არ მაინტერესებს, – გაიმეორა ადამმა.
– უკვე ნახე და მაინც არ გჯერა, ხომ? მე იმდენს ვიზამ, რომ შენ აქ
მუხლებზე დამიდგები და შემევედრები, შემომიშვიო. იმდენს გავაკე-
თებ, რომ ყმუილს დაგაწყებინებ.
ქეითი ცდილობდა, თავისი ნება ადამისთვის მოეხვია თავზე, მაგრამ
ხედავდა, რომ ის ამ ყველაფრისგან სრულიად თავისუფალი იყო. მისი

485
სიბრაზე ახლა კიდევ უფრო გაძლიერდა და შხამივით იფრქვეოდა
გარშემო.
– აქედან საკუთარი ნებით ჯერ არავინ წასულა, – თქვა მან მშვიდად.
ქეითის თვალები ცივი და დაწყნარებული იყო, თუმცა ფრჩხილები
ძლიერად ებღაუჭებოდა სავარძლის სამკლავურებს და აბრეშუმში
უმოწყალოდ ერჭობოდა. ადამმა ამოიოხრა.
– მე რომ ასეთი ფოტოები მქონოდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე
ძალიან ვინერვიულებდი, – თქვა მან. – მხოლოდ ერთი ასეთი ფოტო
ადამიანის მთელ ცხოვრებას გაანადგურებს. არ გეშინია?
– შენ რა, პატარა ბავშვი გგონივარ?
– არა, ახლა უკვე ნამდვილად არა. უკვე მეჩვენება, რომ შენ დამა-
ხინჯებული ადამიანი ხარ, ან საერთოდ არა ხარ ადამიანი.
– მე მგონი, პირდაპირ ათიანში გაარტყი, – თქვა ქეითმა და გა-
იღიმა. – შენ რა, გგონია, რომ მე ადამიანი მინდა ვიყო? შეხედე ამ
ფოტოებს! მე მირჩევნია ძაღლი ვიყო, ვიდრე ადამიანი. თუმცა, მე
არც ძაღლი ვარ. მე ადამიანებზე გაცილებით მეტი ჭკუა მაქვს, ადამ.
მე ვერავინ ვერაფერს მავნებს. ასე რომ, ჩემ გამო ნუ ინერვიულებ. აი
იქ, იმ უჯრებში, ასობით ასეთი შესანიშნავი ფოტო ინახება. ამ ადა-
მიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ საკმარისია მე ვინმემ რაიმე ზი-
ანი მომაყენოს, რომ ეს ფოტოები კონვერტებში განთავსდება და იქ
გაიგზავნება, საიდანაც მათ, ამ ადამიანებს, ყველაზე დიდი ზიანი
მიადგებათ. არა, ისინი მე ვერაფერს დამიშავებენ.
– უბედური შემთხვევა რომ მოხდეს? – ჰკითხა მას ადამმა. – ან
მძიმედ გახდე ავად?
– ეს არაფერს შეცვლის, – უპასუხა ქეითმა და ადამისკენ გადაიხა-
რა. – მე ახლა ისეთ საიდუმლოს გეტყვი, რომელიც საერთოდ არავინ
იცის. რამდენიმე წელიწადში, მე აქედან წავალ, მანამდე კი მაინც გა-
ვაგზავნი ამ ფოტოებს იქ, სადაც საჭიროა.
ქეითი სავარძლის ზურგს მიეყუდა და გადაიხარხარა. ადამს ტან-
ში ჟრუანტელმა დაუარა. ის ქეითს ყურადღებით დააკვირდა. მისი

486
სახე და სიცილი ისევ ძველებურად ბავშვური იყო. ადამი ადგა და კიდევ
ერთხელ შეავსო ჭიქა. ბოთლი უკვე თითქმის ცარიელი იყო.
– მე ვიცი, რაც გძულს, – უთხრა მან ქეითს. – შენ ადამიანებში
გძულს ის, რაც თავად საერთოდ არ გესმის. შენ არა მათი ბოროტება,
არამედ მათი სიკეთე გძულს, რადგან ასეთ სიმაღლემდე არასდროს
ასულხარ. ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს, შენი საბოლოო მიზანი რა
არის.
– საჭირო რაოდენობის ფული უნდა შევაგროვო, შემდეგ კი ნიუ-იორ-
კში გადავსახლდები. მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და იმ დროისთვი-
საც ახალგაზრდა ვიქნები. ვიყიდი კარგ სახლს კარგ უბანში, ავიყვან
კარგ მოსამსახურეებს, შემდეგ კი საქმეს მივხედავ. პირველ რიგში, ვიპო-
ვი ერთ ადამიანს, თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იქნება და ძალიან ნელი,
რაც მთავარია მტკივნეული სიკვდილით მოვკლავ. თუ ყველაფერს სწო-
რად გავაკეთებ, სანამ სული ამოხდება, ჭკუიდან შეიშლება.
ადამმა ვერ მოითმინა და ფეხი იატაკზე დააბრახუნა.
– სისულელეა ეს! – დაიყვირა მან. – ეს ტყუილია, სიგიჟეა! მე ამას ვერ
დავიჯერებ!
– პირველად რომ მნახე, ის თუ გახსოვს? – ჰკითხა მას ქეითმა.
– ღმერთო ჩემო, როგორ არ მახსოვს?!
– გახსოვს, ყბა რომ მქონდა გატეხილი, ტუჩებიდან სისხლი რომ
მდიოდა და კბილებიც რომ ჩამტვრეული მქონდა?
– მახსოვს... ნეტა არ მახსოვდეს.
– ძალიან გამიხარდება, იმ ადამიანს თუ ვიპოვი, ვინც ასე დამასახიჩ-
რა. ამის შემდეგ კი სხვა საქმეებსაც მივხედავ.
– მორჩა, მე წავედი, – თქვა ადამმა.
– არ წახვიდე, ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო. შეხედე, როგორი
აბრეშუმის ზეწრებია ჩემ საწოლზე. მინდა, რომ შენი სხეულით იგრძნო
ისინი.
– დამცინი?

487
– არა, სრულებითაც არა. ლოგინში სულაც არ ხარ საუკეთესო მა-
მაკაცი, მაგრამ მე შენ ყველაფერს გასწავლი.
ის წამოდგა, ბარბაცით მიუახლოვდა ადამს და მკლავზე ხელი მოჰ-
კიდა. ქეითის სახე ისევ ახალგაზრდული და უწყინარი იყო. ადამმა მის
დანაოჭებულ ხელს რომ შეხედა, მაიმუნის თათად აღიქვა და სწრაფად
გადგა განზე. ქეითმა მისი ეს მოძრაობა შენიშნა და კიდევ უფრო გაბ-
რაზდა.
– ერთი რამ არ მესმის, – თქვა ადამმა. – ვიცი, ვხედავ, მაგრამ არ
მესმის. ისიც ვიცი, რომ ამას ვერც ხვალ გავიგებ. ცუდ სიზმრად მო-
მეჩვენება. მაგრამ არა, ეს... ეს სიზმარი არ არის... ვერ იქნება სიზმა-
რი. თუ სწორად მახსოვს, შენ ჩემი შვილების დედა ხარ და მათზე ერ-
თი შეკითხვაც კი არ დაგისვამს. შენ ჩემი შვილების დედა ხარ, ქეთი.
ქეითი იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო და ნიკაპი ხელებში ჩარ-
გო ისე, რომ თითები ყურებს ეხებოდა. მის თვალებში გამარჯვებუ-
ლის გამოხედვა ჩანდა, ხმაში კი ირონიული სიმშვიდე იგრძნობოდა.
– სულელი ყოველთვის დაგიტოვებს გამოსავალს, – თქვა მან. –
ეს ჯერ კიდევ ბავშვობაში ვისწავლე. ესე იგი, მე შენი შვილების დედა
ვარ, არა? შენი შვილების, ხომ? მე ნამდვილად დედა ვარ, ამაში ეჭვი
არავის ეპარება, მაგრამ საიდან იცი, რომ მამა მაინც და მაინც შენ
ხარ?
ადამმა გაკვირვებისგან პირი დააღო.
– ქეთი, რას გულისხმობ?
– მე ქეითი მქვია. მისმინე, ჩემო ძვირფასო და კარგად გაიხსენე,
რამდენჯერ მქონდა შენთან დაორსულებისთვის საკმარისი სიახ-
ლოვე.
– შენ ცუდად იყავი. ძალიან ძლიერი ტკივილები გქონდა.
– ერთხელ, ადამ. მხოლოდ ერთხელ.
– ორსულობის დროსაც ცუდად იყავი.
– არც ისეთი ძლიერი ტკივილები მქონდა, შენ ძმასთან ურთიერ-
თობაში რომ ხელი შემშლოდა, – თქვა ქეითმა და ნაზად გაიღიმა.

488
– ჩემ ძმასთან?
– ჰო, რა იყო? ჩარლზი სულ დაივიწყე?
– შენ ნამდვილი ეშმაკი ხარ, – თქვა ადამმა და გაიცინა, – შენ რა,
გგონია, ჩემ ძმაზე ამას ასე ადვილად დავიჯერებ?
– ნუ დაიჯერებ, თუ არ გინდა. სულაც არ მანაღვლებს.
– ჰოდა, არ მჯერა.
– ადრე თუ გვიან, მაინც მოგიწევს დაჯერება. ჯერ ეს ყველაფერი უბ-
რალო ინტერესით დაიწყება, შემდეგ, ამას ეჭვი მოჰყვება. შენ ჩარლზს
გაიხსენებ, ყველაფერი თვალწინ დაგიდგება. სხვათა შორის, მე და
ჩარლზს საკმაოდ ბევრი რამ გვქონდა საერთო. სავსებით შესაძლებელი
იყო, რომ მე ის შემყვარებოდა.
– თქვენ არაფერი გქონდათ საერთო.
– აუცილებლად გაიხსენებ, – გააგრძელა ქეითმა. – იმასაც გაიხსენებ,
ჩაი რომ ზედმეტად მწარედ მოგეჩვენა. გახსოვს, შემთხვევით ჩემი წამა-
ლი რომ დალიე? შემდეგ კი ისე გეძინა, როგორც არასდროს, დილით კი
თავი გქონდა გასიებული.
– შენ ასეთ რამეს ვერ დაგეგმავდი. ძალიან ძლიერი ტკივილები
გქონდა.
– მე ხელს ვერაფერი შემიშლის. ახლა კი, გაიხადე, ჩემო საყვარელო
და სიამოვნებით გაჩვენებ, კიდევ რა შემიძლია.
ადამმა თვალები დახუჭა და იგრძნო, რომ თავბრუ დაეხვა. ისევ რომ
გაახილა, თავი ძლიერად გააქნია და ჩაილაპარაკა:
– სიმართლეც რომ იყოს, ეს არაფერს ცვლის... საერთოდ არაფერს, –
თქვა მან და გულიანად გაიცინა, რადგან მიხვდა, რომ ეს მართლაც არა-
ფერს ცვლიდა.
ის სწრაფად წამოდგა და რომ არ წაქცეულიყო, ხელით სკამის ზურგს
ჩაეჭიდა. ქეითი წამში მასთან გაჩნდა და ორივე მკლავზე ხელები ჩაავ-
ლო.
– დაგეხმარები. გაიხადე პიჯაკი, – თქვა მან.

489
ადამმა მას მავთულებივით გადაუგრიხა ხელები და კარისკენ
გატრიალდა.
ქეითის თვალებში სრულიად უკონტროლო სიძულვილი გაჩნდა. მან
ხმამაღლა და გაბმულად დაიყვირა.
ეს იყო რაღაც უცნაური, ცხოველური ყვირილი. ადამი გაჩერდა და
მისკენ მიტრიალდა. ამ დროს, კარი გაიღო და ოთახში რალფი შემო-
ვარდა. მან სამი ნაბიჯი გადადგა, მთელი თავისი სხეულის სიმძიმით
ეცა ადამს და ძლიერად დაარტყა სახეში. ადამი იატაკზე დაენარცხა.
– ფეხებით, რალფ, ფეხებით! – დაიყვირა ქეითმა.
რალფი იატაკზე დავარდნილ მამაკაცს მიუახლოვდა, რათა მან-
ძილი კარგად გაეზომა. მან დაინახა, რომ ადამი მას თვალებში უყუ-
რებდა და ანერვიულდა.
– ფეხებით-მეთქი, არ გესმის? – ყვიროდა ქეითი, – სახე გაუჩეჩქვე
მაგ ნაბიჭვარს!
– ჰო, მაგრამ ის წინააღმდეგობას არ მიწევს, მის ქეით. სრულიად
დაუძლურებულია.
ქეითი სკამზე ჩამოჯდა. ის პირით სუნთქავდა და თითებს ნერ-
ვიულად იგრეხდა.
– ადამ, – თქვა მან. – მეზიზღები, ადამ. ცხოვრებაში პირველად
მძულხარ, გესმის?
ადამი შეეცადა წამომჯდარიყო, მაგრამ ისევ უკან გადავარდა. მე-
ორე ცდით, როგორც იქნა, წამოჯდა და ქეითს შეხედა.
– ეს არაფერს ცვლის, – თქვა მან, ხელებით დაეყრდნო იატაკს და
მუხლებზე დადგა. – საერთოდ არაფერს. იცი, რომ შენზე მეტად ამ
ქვეყანაზე არავინ მიყვარდა? ჰო, მართლა ასეა. ისეთი ძლიერი იყო
ეს სიყვარული, რომ მის მოსაკლავად საკმაოდ დიდი დრო და ძალა
გახდა საჭირო.
– შენ ისევ მოხვალ ჩემთან, – თქვა ქეითმა. – მუცელზე ხოხვით
მოხვალ და პატიებას მთხოვ!

490
– ფეხებით გსურთ, მის ქეით? – ჰკითხა მას რალფმა, მაგრამ პასუხი
ვერ მიიღო.
ადამი წამოდგა. ის ძალიან ნელი, ფრთხილი ნაბიჯით გაემართა
გასასვლელისკენ და კარის სახელური ჩამოსწია.
– ადამ! – დაუძახა მას ქეითმა.
ადამმა უკან მიიხედა და ისე გაუღიმა მას, როგორც შორეულ და სა-
სიამოვნო მოგონებას, შემდეგ კი ოთახიდან გავიდა და კარი ფრთხი-
ლად გაიხურა.
ქეითი სასოწარკვეთილი სახით იჯდა და კედელს მიშტერებოდა.

თავი ოცდამეექვსე
-1-
სალინასიდან კინგ-სითისკენ მატარებლით მიმავალი ადამ ტრასკი
ბუნდოვანი ფორმების, ხმებისა და ფერების ღრუბელში იყო გახვეული.
მის გონებაში აზრები საერთოდ არ ტრიალებდა.
ვფიქრობ, ადამიანის ცნობიერებაში, სადღაც ძალიან ღრმა და ბნელ
ადგილას, არსებობს ერთგვარი მექანიზმი, რომელიც პრობლემებს გა-
ნიხილავს, შემდეგ კი მათზე პასუხისმგებლობას იღებს ან იხსნის. ეს
მოქმედებები ისეთ ასპექტებს მოიცავს, რომელთა შესახებ თავად ადა-
მიანმა არაფერი იცის. რამდენჯერ მომხდარა, დაწვები დასაძინებლად
და რაღაცაზე ნერვიულობ, მაგრამ ვერ ხვდები, რა იწვევს ამ ნერვიულო-
ბას; დილით კი სრულიად სხვა ადამიანი ხარ, თავისუფალი და მომარ-
თული, რაც ალბათ სწორედ ამ ამოუცნობი მექანიზმის მუშაობის შედე-
გია. ისიც გაიხსენეთ, რამდენჯერ ყოფილა, რომ სისხლი გიდუღთ, მუ-
ცელსა და მკერდში კი რაღაც საოცარ სიხარულს გრძნობთ, თუმცა გონე-
ბაში არაფერი გაქვთ ისეთი, რაც თქვენს ამ მდგომარეობას გამოიწვევდა
ან გაამართლებდა.
სამუელის დაკრძალვისა და ქეითთან საუბრის შემდეგ, ადამი სევ-
დიანი და სიმწრით აღსავსე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. მი-
სი სულის სიღრმიდან სიხარული იფრქვეოდა. ის გრძნობდა, რომ ახალ-
491
გაზრდა, თავისუფალი და სიცოცხლით აღსავსე იყო. კინგ-სითიში
რომ ჩავიდა, იმის ნაცვლად, რომ ფასიანი სადგომიდან საკუთარი
ცხენი და ეტლი წამოეყვანა, მან ვილი ჰამილტონის ახალი ფარეხის-
კენ აიღო გეზი.
ვილი თავის შუშის კაბინეტში იჯდა, საიდანაც შეეძლო ხელოსნე-
ბის მუშაობისთვის ისე ედევნებინა თვალი, რომ ხმაურით არ შეწუხე-
ბულიყო. მისი მუცელი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.
ვილი მშვიდად იჯდა და იმ სიგარების რეკლამას ათვალიერებ-
და, რომლებიც კუბიდან შეერთებულ შტატებში პირდაპირი გზით და
რეგულარულად ჩამოჰქონდათ. მას ეჩვენებოდა, რომ მამის გარდაც-
ვალებას ძალიან განიცდიდა, თუმცა სინამდვილეში ასე არ იყო. ერ-
თადერთი, რაზეც ოდნავ ნერვიულობდა, დაკრძალვიდან პირდაპირ
სან-ფრანცისკოში წასული ტომი იყო. ვილი თვლიდა, რომ გაცილე-
ბით უფრო ღირსეული საქციელი იქნებოდა, თუ სევდას მუშაობაში
ჩაახშობდი და არა ალკოჰოლში, როგორც ამას ტომი აკეთებდა.
როდესაც ადამი კაბინეტში შევიდა, ვილიმ თავი ასწია და მას სა-
განგებოდ მდიდარი კლიენტებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი სა-
ვარძლისკენ მიუთითა.
– ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, – თქვა ადამმა და სავარძელზე
დაჯდა.
– დიდი უბედურება გვეწვია, – უპასუხა ვილიმ. – დაკრძალვაზე
იყავით?
– დიახ. მინდა იცოდეთ, რომ მამათქვენის მიმართ განსაკუთრე-
ბული გრძნობა მაქვს. მის სიკეთეს არასდროს დავივიწყებ.
– ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა. ორასზე მეტი ადამიანი იყო
დაკრძალვაზე. ორასზე მეტი!
– ასეთი ადამიანი არასდროს კვდება, – თქვა ადამმა და იგრძნო,
რომ ეს ცარიელი სიტყვები არ იყო, – ვერ ვეგუები მის სიკვდილს. ჩემ-
თვის ის, ახლა კიდევ უფრო ცოცხალია.

492
– მართალია, – თქვა ვილიმ, თუმცა თავად მსგავსი გრძნობა არ ჰქონ-
და. მისთვის სამუელი მკვდარი იყო.
– სულ მისი სიტყვები მახსენდება. ადრე ყურადღებით არ ვუსმენ-
დი, მაგრამ ახლა ყველაფერი მახსენდება და თან მისი სახეც მიდგე-
ბა თვალწინ.
– მართალია. მეც სწორედ ამაზე ვფიქრობდი. ახლა ისევ სახლში
დაბრუნდებით?
– დიახ, მაგრამ მანამდე თქვენთან შემოვლა გადავწყვიტე. იქნებ ავ-
ტომობილიც შევიძინო.
ვილის გამომეტყველება ოდნავ შეიცვალა.
– არ მეგონა, ოდესმე თუ გადაწყვეტდით ამას, – თქვა მან და ადამის
რეაქციას დააკვირდა.
– ახია ჩემზე, – გაეცინა ადამს. – სხვათა შორის, მამათქვენის დამსა-
ხურებაა, ასე რომ შევიცვალე.
– რას გულისხმობთ?
– არა მგონია, ამის ახსნა შევძლო. სჯობს მანქანაზე ვისაუბროთ.
– მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, მისტერ ტრასკ: საქმე იმაშია, რომ
უამრავი მსურველი მყავს და ავტომობილების წარმოებას ვერ ვასწრებ.
ძალიან დიდი რიგი მიდგას.
– მართლა? მაშინ მეც ჩამწერეთ სიაში.
– სიამოვნებით ჩაგწერთ და... – ვილიმ პაუზა გააკეთა, – ...თქვენ ჩვე-
ნი ოჯახის ახლობელი ბრძანდებით. ამიტომ, თუ ვინიცობაა, რომელიმე
კლიენტმა შეკვეთა გააუქმა, წამსვე მის ადგილას ჩაგსვამთ.
– დიდი მადლობა.
– როგორ გადაიხდით?
– ანუ?
– ანუ განვადებაც შეგვიძლია გავაკეთოთ.
– ჰო, მაგრამ ასე უფრო ძვირი გამოდის, როგორც ვიცი.
– პროცენტები და კრედიტის ფასი ემატება, მაგრამ ზოგიერთს მაინც
ასე ურჩევნია.

493
– მე პირდაპირ გადავიხდი, – თქვა ადამმა. – გაწელვას აზრი არა
აქვს.
– ბევრი არ დაგეთანხმებოდათ, – ჩაეცინა ვილის. – ერთ მშვენიერ
დღეს, განვადება ჩემთვისაც უფრო მომგებიანი გახდება.
– ამაზე არასდროს მიფიქრია. ესე იგი, სიაში ჩამწერთ, ხომ?
ვილი ადამისკენ გადაიხარა.
– მისტერ ტრასკ, – ხმადაბლა თქვა მან. – მე თქვენ სიის თავში
ჩაგწერთ და პირველივე მანქანა, რომელიც მზად იქნება, შეგიძლი-
ათ წაიყვანოთ.
– დიდი მადლობა.
– თქვენთვის ამას სიამოვნებით გავაკეთებ.
– დედათქვენი როგორ გრძნობს თავს?
ვილი სავარძლის ზურგს მიეყუდა და მის სახეზე ღიმილი გამოი-
სახა.
– არაჩვეულებრივი ქალია, – თქვა მან. – კლდესავით იდგა მთე-
ლი ცხოვრება და ახლაც ასეა. ძველი დრო მახსენდება, ძალიან რომ
გვიჭირდა. მამაჩემი არაპრაქტიკული ადამიანი იყო. სულ ღრუბლებ-
ში დაფრინავდა ან წიგნში ჰქონდა ჩარგული თავი. სწორედ ლიზას
დამსახურებაა, დავრდომილთა თავშესაფარში რომ არ ამოვყავით
თავი.
– ძალიან კარგი ქალია.
– კარგის გარდა, ძლიერიცაა. ციხესიმაგრესავით დგას. დაკრძალ-
ვის შემდეგ, ოლივიასთან ხომ არ შეგივლიათ?
– არა.
– ასზე მეტი ადამიანი მივიდა და დედაჩემმა ყველა მათგანი გა-
მოკვება. თავად დაამზადა ყველაფერი.
– შეუძლებელია!
– მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია. თან, გაითვალისწი-
ნეთ, რომ ქმარი დაკარგა.
– არაჩვეულებრივი ქალია, – გაიმეორა ადამმა ვილის სიტყვები.

494
– მიწიერია და პრაქტიკული. მას ესმოდა, რომ სტუმრები უნდა გამო-
ეკვება და გამოკვება კიდეც.
– ვფიქრობ, გადაიტანს ამ უბედურებას, თუმცა მის გულში რა
ხდება, არავინ იცის.
– ნამდვილად გადაიტანს. ჩვენი პატარა დედიკო ყველას გაგვისტუმ-
რებს და ისე წავა.
კინგ-სითიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, ადამი მიხვდა, რომ თვა-
ლებში გამოიხედა. მან მინდვრის ყვავილებიც დაინახა და წითური ძრო-
ხებიც, რომლებიც აუჩქარებლად მიუყვებოდნენ ფერდობებს და ბა-
ლახს ძოვდნენ. საკუთარ რანჩომდე რომ მიაღწია, ისეთი სიხარული
დაეუფლა, რომ თავადაც გაუკვირდა და სრულიად მოულოდნელად აღ-
მოაჩინა, რომ ჩორთით მიმავალი ცხენის ჩლიქების ტაქტში, სულ ერთსა
და იმავეს იმეორებდა:
– თავისუფალი ვარ, თავისუფალი ვარ. აღარაფერზე ვდარდობ. თა-
ვისუფალი ვარ. ის აღარ მაწვალებს. ჩემი გული თავისუფალია. ღმერთო
დიდებულო, მე განვთავისუფლდი!
ადამი გვერდით გადაიხარა და გზის პირას ამოსულ მოვერცხლის-
ფრო-მონაცრისფრო აბზინდას ხელით შეეხო, შემდეგ კი თითები ცხვირ-
თან მიიტანა და მძაფრი არომატი ძლიერად შეისუნთქა. მას სახლში
დაბრუნება უხაროდა და ახლა მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა: რო-
გორ შეიცვალნენ ტყუპები ამ ორ დღეში. მას შვილები ენატრებოდა.
– თავისუფალი ვარ! ის წავიდა! – მღეროდა ადამი ხმამაღლა.
-2-
ლი სახლიდან გამოვიდა და სანამ ადამი ეტლიდან ჩამოდიოდა,
ცხენს თავთან დაუდგა.
– ბიჭები როგორ არიან? – იკითხა ადამმა.
– მშვენივრად. მშვილდ-ისრები გამოვუთალე ხისგან და მდინარეზე
ჩავიდნენ, კურდღლებზე ნადირობენ. ტაფა ჯერ არ გამიცხელებია.
– ყველაფერი რიგზეა?

495
ლიმ ადამს ინტერესით შეხედა და გაკვირვებისგან კინაღამ პირი
დააღო.
– დაკრძალვამ როგორ ჩაიარა?
– უამრავი ხალხი იყო. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყოლია. ჯერ კიდევ
ვერ გადამიხარშავს, ცოცხალი რომ აღარ არის.
– ჩემი ხალხი მიცვალებულებს დოლების ბრახუნის ქვეშ ასაფ-
ლავებს და თან ქაღალდებს ფანტავს ირგვლივ. დემონებს აბნევენ
ასე. საფლავზე კი, ყვავილების ნაცვლად, შემწვარ გოჭებს ალაგებენ.
ჩინელები პრაქტიკული და მუდამ ცოტათი მშიერი ხალხი ვართ.
თან, ჩვენი დემონები ნათელი გონებით სულაც არ გამოირჩევიან.
ჩვენ ყოველთვის ვატყუებთ მათ. პროგრესია ერთგვარი.
– ვფიქრობ, სამუელს ასეთი დაკრძალვა ძალიან მოეწონებოდა.
დაინტერესდებოდა. – თქვა ადამმა და შეამჩნია, რომ ლი მას ინტე-
რესით აკვირდებოდა. – ცხენს რომ თავლაში შეიყვან, მოდი და ჩაი
გააკეთე. უნდა დაგელაპარაკო.
ადამი სახლში შევიდა და შავი კოსტუმი რომ გაიხადა, რომის
მოტკბო სუნი იგრძნო. ამიტომ, მთლიანად გაშიშვლდა და ტანი საპ-
ნით დაიბანა. შემდეგ, მან ხშირი ხმარებისგან და რეცხვისგან ფერ-
დაკარგული ლურჯი პერანგი და კომბინეზონი ჩაიცვა, პირი გაიპარსა
და თმა დაივარცხნა. ამასობაში კი ლი სამზარეულოში საქმიანობდა.
ადამი მისაღებ ოთახში გავიდა. მაგიდაზე მისი ჩაის ჭიქა და საშაქრე
უკვე გამზადებული იყო. მან მიმოიხედა და შეამჩნია, რომ ფარდებ-
ზე გამოსახული ყვავილები, ბევრი რეცხვისგან, თითქმის არ ჩანდა.
შემდეგ, მოძველებული ხალიჩებიც დაინახა და ლინოლეუმზე დარ-
ჩენილი ყავისფერი ლაქებიც. ეს ყველაფერი მისთვის სრულიად ახა-
ლი იყო.
ამ დროს, სამზარეულოდან ლი გამოვიდა. ხელში მას ჩაიდანი
ეჭირა.

496
– შენთვისაც მოიტანე ჭიქა, ლი და იქნებ ის შენი საინტერესო სასმე-
ლიც გქონდეს სადმე შემორჩენილი. სიამოვნებით გეახლებოდი. გუშინ
ძალიან დავთვერი.
– თქვენ დათვერით? – გაუკვირდა ლის. – არ მჯერა.
– ჰო, დავთვერი და სწორედ ამაზე მინდა გესაუბრო. შევამჩნიე,
როგორი სახით მიყურებდი.
– მართლა? – თქვა ლიმ და სამზარეულოში გავიდა.
ნგ-კა-პის ფაიფურის ბოთლი და ჭიქები რომ მოიტანა, მაგიდას მიუჯ-
და.
– ბოლო წლებში, ამას მხოლოდ თქვენთან და მისტერ ჰამილტონ-
თან ერთად ვსვამდი, – თქვა მან.
– ბიჭებს რომ სახელებს ვარქმევდით, მაშინდელია?
– დიახ.
ლიმ ჭიქებში მწვანე ჩაი დაასხა, დაინახა, რომ ადამმა ორი კოვზი შა-
ქარი ჩაიყარა და უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო.
ადამი ჩუმად იჯდა, ჩაის ურევდა და უყურებდა, როგორ ქრებოდა
ცხელ სასმელში შაქრის კრისტალები.
– ისიც ვნახე, – თქვა მან ბოლოს.
– ასეც ვიცოდი. სიმართლე რომ გითხრათ, ვერც კი წარმომიდგენია,
როგორ შეიძლება ცოცხალმა ადამიანმა ამდენი ხანი გაძლოს.
– შესაძლოა, მე ცოცხალი ადამიანი არ ვიყავი.
– ამაზეც ბევრი მიფიქრია. როგორ არის?
– არ ვიცი და არ მესმის. არ მეგონა, დედამიწაზე ასეთი არსება თუ
დადიოდა.
– თქვენ, დასავლელებს, ერთი პრობლემა გაქვთ: თქვენ დემონები
არ გყავთ იმისათვის, რომ გაუგებარი მოვლენები ახსნათ. მასთან შეხ-
ვედრის შემდეგ დათვერით?
– არა. შეხვედრამდე და შეხვედრის დროს. ალბათ, სითამამისთვის
მჭირდებოდა.
– გეტყობათ, რომ უკვე კარგად ხართ.

497
– ნამდვილად კარგად ვარ და სწორედ ამის თაობაზე მინდა და-
გელაპარაკო, – თქვა ადამმა და სანამ საუბარს გააგრძელებდა, პატა-
რა პაუზა გააკეთა. – ეს რომ ერთი წლის წინ მომხდარიყო, სემ ჰამილ-
ტონთან გავიქცეოდი.
– შესაძლოა მისი პატარა ნაწილი ჩემშიც დარჩა და თქვენშიც, –
თქვა ლიმ. – ალბათ სწორედ ამას ჰქვია უკვდავება.
– ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გავიღვიძე, თვალები ამეხილა და
მხრებიდან სიმძიმეც მომეხსნა.
– სიტყვებსაც კი მისტერ ჰამილტონის მსგავსად წარმოთქვამთ.
ამაზე მე მთელ თეორიას ავაწყობ ჩემი უკვდავი ნათესავებისთვის.
ადამმა მუქი სასმელი მოსვა და ტუჩები აილოკა.
– თავისუფალი ვარ, – თქვა მან. – მინდოდა ეს ვინმესთვის მეთ-
ქვა. ახლა შემიძლია მშვიდად ვიცხოვრო ჩემ ბიჭებთან ერთად. ქა-
ლიც შემიძლია გავიცნო. ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?
– რა თქმა უნდა. მე ამას თქვენს თვალებში და მიხრა-მოხრაში
ვხედავ. ვხვდები, რომ არ იტყუებით. ვფიქრობ, ბიჭები ძალიან მოგე-
წონებათ.
– ყოველ შემთხვევაში, საკუთარ თავს შანსს მივცემ. თუ შეიძლე-
ბა, კიდევ დამისხი და ჩაიც დამიმატე.
ლიმ ადამს ჩაი დაუსხა და თავისი ჭიქიდან ერთი ყლუპი მოსვა.
– ასეთი ცხელი ჩაი ასე უცბად როგორ დალიე, არ მესმის. პირი არ
დაგეწვა?
ლიმ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და ადამი მიხვდა, რომ მას ასა-
კი მომატებია. სახის კანი ჩინელს თითქოს დაჭიმული და გაპრიალე-
ბული ჰქონდა, თვალების გარშემო კი წითელი რგოლები გასჩენოდა.
ლის ხელში ჭიქა ეჭირა, ათვალიერებდა მას და ისე იღიმოდა,
თითქოს რაღაც სასიამოვნოს იხსენებდა.
– რადგან განთავისუფლდით, იქნებ მეც გამათავისუფლოთ, –
უთხრა მან ადამს.
– რას გულისხმობ, ლი?

498
– შეგიძლიათ, რომ გამიშვათ?
– თუ აქ ბედნიერი არა ხარ, რა თქმა უნდა, შეგიძლია წახვიდე.
– არასდროს მესმოდა, რას უწოდებთ თქვენ ბედნიერებას. ჩვენ-
თვის მთავარი კმაყოფილების გრძნობაა, რაც უბედურების არარსებო-
ბას ნიშნავს.
– კარგი, ასე დავარქვათ. ესე იგი შენ აქ კმაყოფილი არა ხარ?
– არა მგონია, ადამიანი კმაყოფილი იყოს, თუ მან ვერ გააკეთა ის,
რისი გაკეთებაც სურდა.
– რისი გაკეთება გსურდა?
– ორი რამის, მაგრამ ერთისთვის უკვე გვიანია. მინდოდა ცოლი და
საკუთარი შვილები მყოლოდა. ალბათ მინდოდა, რომ ჩემი სულელური
აზრები, რომლებსაც მშობლების სიბრძნეს უწოდებენ, მათთვის მომეხ-
ვია თავზე.
– შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ, ლი.
– რა თქმა უნდა, ფიზიკურად ჯერ კიდევ შემიძლია მამა გავხდე, მაგ-
რამ, მე ეს არ მიგულისხმია. შეიძლება ითქვას, რომ მე ახლა სამაგიდო
ლამფაზე ვარ დაქორწინებული. თქვენ ალბათ არ იცით, მისტერ ტრასკ,
რომ მე ოდესღაც მყავდა ცოლი. მეც ისევე შევქმენი ის, როგორც თქვენ
შექმენით ქეთი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ჩემი ქმნილება მხო-
ლოდ ჩემს გონებაში ცხოვრობდა. მასთან ერთად ყოფნა ძალიან მსი-
ამოვნებდა. ჩემს პატარა ოთახში ვისხედით ხოლმე და ვსაუბრობდით.
ჯერ მე ვლაპარაკობდი და ის მისმენდა, შემდეგ კი ის იწყებდა ლაპარაკს
და თავის ქალურ ისტორიებს მიყვებოდა. ის ძალიან ლამაზი იყო და,
რაღაცნაირად, კეკლუცურად ხუმრობდა. ახლა კი, მე სულაც არა ვარ
დარწმუნებული, რომ მას ისეთივე ინტერესით მოვუსმენდი, როგორც
ადრე ვუსმენდი. ამის გამო, ის სევდიანი და მარტოხელა გახდებოდა, მე
კი ეს სულაც არ მესიამოვნებოდა. ასე რომ, ჩემი პირველი გეგმა წყალმა
წაიღო.
– მეორე რა არის?

499
– ამაზე მისტერ ჰამილტონსაც ვესაუბრე. სან-ფრანცისკოს ჩინურ
უბანში ერთი წიგნის მაღაზია მინდა გავხსნა. თავადაც იქვე ვიცხოვრებ-
დი და დარჩენილ ცხოვრებას სულ დისკუსიებში და კამათში გავატარებ-
დი. გაყიდვაში უძველესი, ჯერ კიდევ სუნის დინასტიის დროინდელი პა-
ტარა სამელნეებიც მექნებოდა, რომლებზეც დრაკონებია ამოტვიფრუ-
ლი. პატარა ყუთები ჭიახრახნით არის დამზადებული, მელანი კი სო-
ჭის ჭვარტლითა და წებოთი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ გა-
რეული ვირის ტყავიდან
იღებენ. როდესაც ამ მელნით წერ, ატყობ, რომ ფერი, ერთი შე-
ხედვით, შავია, მაგრამ თვალი ისე აღიქვამს, თითქოს მასში სამყა-
როს ყველა ფერი იყოს თავმოყრილი. შემოვიდოდა ჩემს მაღაზიაში
რომელიმე მხატვარი და ალბათ ბევრსაც ვიკამათებდით ამ მელნის
შემადგენლობაზე, შემდეგ კი ფასზეც ვივაჭრებდით.
– ამ ყველაფერს ხუმრობით ამბობ?
– სულაც არა. თუ თქვენ კარგად ხართ და განთავისუფლდით კი-
დეც, ვფიქრობ, სწორედ ახლა არის დრო, რომ ბოლოს და ბოლოს
ავიხდინო ჩემი ოცნება. ძალიან მინდა, რომ იქვე მოვკვდე.
ადამი ჩუმად იჯდა და უკვე შეგრილებულ ჩაიში კოვზს ატრია-
ლებდა.
– რა საინტერესოა, – თქვა მან ბოლოს. – უცბად მომინდა, რომ
ჩემი მონა ყოფილიყავი. არსად გაგიშვებდი. რა თქმა უნდა, თუ წას-
ვლა გინდა, შეგიძლია წახვიდე, ლი. ფულსაც გასესხებ შენი წიგნების
მაღაზიისთვის.
– ფული საკმარისი მაქვს. დიდი ხანია ვინახავ.
– არასდროს მიფიქრია, რომ წახვიდოდი. ჩემ საკუთრებად
გთვლიდი, – თქვა ადამმა და წამოიწია. – კიდევ ცოტა ხნით რომ
დარჩე, შეგიძლია?
– რატომ?
– მინდა, რომ ბიჭების უკეთ გაცნობაში დამეხმარო. კიდევ მინდა,
რომ აქაურობა მოვაწესრიგო და გავაქირავო, ან სულაც გავყიდო.

500
მინდა გავარკვიო, ფული რამდენი დამრჩა და რაში შემიძლია გამოვიყე-
ნო.
– ხაფანგს ხომ არ მიგებთ? – ჰკითხა ლიმ. – ადრინდელივით მო-
მართული არა ვარ და ჩემი დაყოლიება რთული სულაც არ არის. როდე-
საც ადამიანს ძალიან ვჭირდები, მისთვის უარის თქმა უკიდურესად მი-
ჭირს. ძალიან გთხოვთ, შეეცადეთ, რომ არ დაგჭირდეთ. ჩემნაირი მარ-
ტოხელა ადამიანისვთის ამაზე უფრო ეფექტური სატყუარა არ არსე-
ბობს.
– შენნაირი მარტოხელა... – ჩაილაპარაკა ადამმა. – ღმერთო, როგო-
რი ჩაკეტილი ვიყავი საკუთარი თავში, ეს რომ ვერ შევამჩნიე.
– მისტერ ჰამილტონი ამჩნევდა, – თქვა ლიმ და თავი რომ ასწია, მის
თვალებში ორმა ნაპერწკალმა გაიელვა. – ჩვენ, ჩინელები, თავშეკავებუ-
ლი ხალხი ვართ. ემოციებს არასდროს გამოვხატავთ. მე ძალიან მიყვარ-
და მისტერ ჰამილტონი. თუ ნებას დამრთავთ, ხვალ სალინასში წავალ.
– შენი ნებაა. ღმერთია მოწმე, რამდენი კარგი რამ გაქვს გაკეთებული
ჩემთვის.
– მინდა ქაღალდები მიმოვფანტო, დემონები რომ დავაბნიო. მინდა
პატარა შემწვარი გოჭი დავდო ჩემი სულიერი მამის საფლავზე.
ადამი ერთბაშად წამოხტა და ვერც კი შეამჩნია, როგორ გადააყირა-
ვა ჩაით სავსე ჭიქა. ის სწრაფად გავიდა ოთახიდან და ლი მარტო დატო-
ვა.

თავი ოცდამეშვიდე
-1-
იმ ზამთარს, ისეთი მსუბუქი და მშვიდი წვიმები მოვიდა, რომ მდი-
ნარე სალინასი არ ადიდებულა. მოხდენილი ნაკადი ნაცრისფერი ქვი-
შით სავსე კალაპოტში მიედინებოდა და წყალი არა მღვრიე, არამედ ან-
კარა და სასიამოვნო სანახავი იყო. ტირიფები, რომლებიც ნაპირთან ახ-
ლოს იზრდებოდა, ფოთლებით იყო დაფარული, ხოლო ველური მაყ-
ვლის ეკლებიანი ტოტები მიწამდე ეშვებოდა.
501
მარტის კვალობაზე, საკმაოდ თბილი ამინდები იდგა, ფრანის გა-
საშვებად ზედგამოჭრილი ქარი კი შეუსვენებლად უბერავდა სამხრე-
თიდან და ფოთლებს არხევდა.
მაყვლის ტოტებსა და მდინარისგან გამორიყულ ხის ნამტვრე-
ვებს შორის, პატარა და ნაცრისფერი კურდღელი მშვიდად იჯდა და
ნამიან ბალახზე დასველებულ ბეწვს მზეზე იშრობდა. ცხვირს განუწ-
ყვეტლივ ამოძრავებდა და დროდადრო, საეჭვო ხმებს რომ გაიგო-
ნებდა, ყურებსაც დაცქვეტდა ხოლმე. რამდენიმე წუთის წინ, კურ-
დღელმა თათებით, მიწის ქვეშიდან წამოსული რითმული ვიბრაცია
იგრძნო, მაგრამ ის მალევე შეწყდა. შემდეგ, ოცდახუთი იარდის მო-
შორებით, თითქოს ტირიფების ტოტები შეირხა, მაგრამ ქარი სწო-
რედ იმ მიმართულებით უბერავდა, ამიტომ, კურდღელმა ხიფათის
სუნი ვერ იგრძნო.
ბოლო ორი წუთის განმავლობაში, საინტერესო ხმები გაისმა,
თუმცა ცხოველმა ვერც მათში ამოიცნო ხიფათი. ეს იყო ერთი მოკლე
გატკაცუნება და სტვენის მსგავსი ბგერა, რომელსაც ქედანი გამოს-
ცემს ხოლმე. კურდღელმა ერთი უკანა ფეხი გაშალა და მზეზე მო-
ხერხებულად მოკალათდა. ტკაცუნი და სტვენა კიდევ ერთხელ გაის-
მა, შემდეგ კი ამას კურდღლის სხეულზე რაღაცის დარტყმის ხმა მოჰ-
ყვა. ცხოველი ისევ გაუნძრევლად იჯდა, თუმცა თვალები გაფართო-
ვებოდა. ბამბუკისგან გამოთლილმა ისარმა პირდაპირ მის მკერდში
გაიარა და მიწაში ჩაერჭო. კურდღელი გვერდზე გადატრიალდა და
ფეხები ააფართხალა, რამდენიმე წამში კი ისევ გაირინდა.
ტირიფის ქვეშიდან, ორი ბიჭი ფრთხილად გამოვიდა. ორივე
მათგანს, ხელში ოთხი ფუტის სიგრძის მშვილდი ეჭირა, მარცხენა
მხარზე გადაკიდებული პატარა ტომრებიდან კი ისრების ბუმბულე-
ბიანი ბოლოები მოჩანდა. ბიჭებს კომბინეზონები და ლურჯი პერან-
გები ეცვათ, შუბლზე კი ყაითანი ჰქონდათ შემოჭერილი, რომლის
უკანა მხრიდან ინდაურის ლამაზი ბუმბულები იყო ამოშვერილი.

502
ბიჭები ფრთხილად და აუჩქარებლად, ინდიელებივით წელში მოხ-
რილები მოძრაობდნენ. როდესაც თავიანთ მსხვერპლამდე მიაღწიეს,
მისი სიკვდილისწინა აგონია უკვე დასრულებული იყო.
– შიგ გულში მოხვდა, – ისეთი ინტონაციით თქვა კეილმა, თით-
ქოს ასეც უნდა მომხდარიყო.
არონი კურდღელს უყურებდა. მას არაფერი უთქვამს.
– მე ვიტყვი, რომ ეს შენი ნახელავია, – განაგრძო კეილმა. – რთული
გასროლა რომ იყო, ამასაც ვიტყვი.
– მართლა რთული იყო, – თქვა არონმა.
– ჰოდა, ზუსტად ასე ვიტყვი. მამასთან და ლისთან შეგაქებ.
– არა, ასე არ მინდა. მოდი, იცი რა ვქნათ? თუ კიდევ ერთს მოვკლავთ,
ვთქვათ, რომ თითომ თითო მოვკალით, თუ არა და ვიტყვით, რომ ორი-
ვემ გავისროლეთ და რომელი ისარი მოხვდა, არ ვიცით.
– შენ რა, არ გინდა, რომ მთლიანად შენ ჩაგეთვალოს? – გაუკვირდა
კეილს.
– არა, მთლიანად არა. გავიყოთ.
– ისე, ისარი მართლა ჩემია.
– საიდან მოიტანე?
– ბუმბულების ქვეშ რომ ჩემი ნიშანია, ვერ ხედავ?
– აბა, ჩემ ტომარაში როგორ აღმოჩნდა?
– კარგი, რა მნიშვნელობა აქვს? მე მაინც შენ ჩაგითვლი.
– არა, კეილ, – თქვა არონმა. – ასე არ მინდა. ვთქვათ, რომ ორივემ
გავისროლეთ.
– კარგი, თუ ასე გინდა, ასე იყოს. ლიმ რომ ჩემი ნიშანი შეამჩნიოს,
მერე რა ვქნათ?
– ვეტყვით, რომ შენი ზოგიერთი ისარი ჩემ ტომარაში იდო.
– ერთბაშად არ დაიჯეროს. იფიქრებს, რომ იტყუები.
– არა უშავს. თუ ის იფიქრებს, რომ შენი გასროლილია, იფიქროს, –
თქვა გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა არონმა.

503
– მე, უბრალოდ, გაგაფრთხილე, – თქვა კეილმა, კურდღლის სხე-
ულიდან სისხლისფრად შეღებილი ისარი ამოიღო და თავის ტომა-
რაში ჩადო, – შენ წამოიღე, – უთხრა მან არონს დიდსულოვნად.
– სახლში წასვლის დროა, – თქვა არონმა. – მამა უკვე ჩამოსული იქ-
ნება.
– შეგვიძლია ეს კურდღელი ცეცხლზე შევწვათ და აქვე გავათე-
ნოთ.
– ღამით ძალიან ცივა, კეილ. აღარ გახსოვს, დილით როგორ კან-
კალებდი?
– ჩემთვის არასდროს ცივა, – თქვა კეილმა. – სიცივეს მე საერ-
თოდ ვერ ვგრძნობ.
– დილით ხომ იგრძენი?
– არ მიგრძვნია. ვხუმრობდი – პატარა ბავშვს ვბაძავდი. რა იყო?
გგონია, რომ ვიტყუები?
– კარგი, არ მგონია. შენთან ჩხუბის თავი არა მაქვს.
– გეშინია ჩხუბის?
– არ მეშინია. უბრალოდ არ მინდა.
– რომ გითხრა, გეშინია-მეთქი, მეტყვი, რომ მატყუარა ვარ?
– არა.
– ესე იგი, გეშინია.
– ჰო, კარგი, მეშინია.
არონმა კურდღელი მიწაზე დატოვა და ნელი ნაბიჯით გაეცალა
იქაურობას. მას ძალიან ლამაზი და რბილი ტუჩები ჰქონდა, ცისფერ
თვალებს შორის კი ისეთ მანძილი იყო, რომ სახეს ანგელოზის
უცოდველ გამომეტყველებას სძენდა. არონს თმაც ლამაზი, ოქროს-
ფერი ჰქონდა და მისი თავი, თვალისმომჭრელი მზის ქვეშ, თითქოს
შიგნიდან ანათებდა.
ახლა ის დაბნეული იყო, მაგრამ ასეთი მდგომარეობა მისთვის
სულაც არ იყო უცხო. მან იცოდა, რომ ძმას რაღაცა ჰქონდა ჩაფიქრე-

504
ბული, მაგრამ ვერაფრით ხვდებოდა, რა იყო ეს. კეილი მისთვის ნამ-
დვილ
გამოცანად რჩებოდა. მის ფიქრებს არონი ვერასდროს მიჰყვებო-
და და ყოველთვის გაკვირვებული უცქერდა ძმის მოულოდნელ გა-
დაწყვეტილებებს.
კეილი უფრო ადამს ჰგავდა. მას მუქი ყავისფერი თმა ჰქონდა. ფიზი-
კურად, ის ძმაზე დიდი და ძლიერი იყო, მხრებიც უფრო ფართო ჰქონდა,
ქვედა ყბა კი, ისევე, როგორც ადამს, ოთხკუთხედი და მკაცრი. თავისი
წაბლისფერი თვალებით ის ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა
და ზოგჯერ მათში ისეთი ნაპერწკალი გაიელვებდა, შავ თვალებში რომ
გაიელვებს ხოლმე. სხეულთან შედარებით, კეილს ძალიან პატარა ხე-
ლები ჰქონდა. მისი თითები მოკლე და თხელი იყო, ფრჩხილები კი ნა-
ზი. ალბათ, სწორედ ამიტომ ხდებოდა, რომ კეილი თავის ხელებს მუ-
დამ განსაკუთრებით უფრთხილდებოდა. ძალიან იშვიათად ტიროდა
და ერთ-ერთი ასეთი იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც თითი გაეჭრე-
ბოდა. საკუთარ ხელებს ის საფრთხეში არასდროს აგდებდა: არც მწერს
და, მით უმეტეს, არც ქვეწარმავალს, ის ხელს არასდროს ჰკიდებდა, ხო-
ლო, ჩხუბის დროს, ქვას ან ჯოხს იშველიებდა.
კეილმა ძმას თვალი გააყოლა და მის ტუჩებზე თვითკმაყოფილების
ოდნავ შესამჩნევი ღიმილი გამოისახა.
– არონ, დამელოდე! – დაიძახა მან, ძმას დაეწია, კურდღელი გაუწო-
და და მხარზე ხელი მოხვია. – ნუ ბრაზდები.
– შენ სულ ჩხუბი გინდა, – უთხრა მას არონმა.
– არ მინდა. ვიხუმრე.
– მართლა?
– რა თქმა უნდა. გამომართვი ეს და ახლავე წავიდეთ სახლში, თუ
გინდა.
არონმა გაიღიმა. ის ყოველთვის შვებას გრძნობდა, როდესაც კეილი
მშვიდდებოდა. ძმები მდინარის ნაპირიდან სახლისკენ მიმავალ აღ-

505
მართს აუყვნენ. არონის შარვლის მარჯვენა ტოტი კურდღლის სის-
ხლით იყო დასვრილი.
– გაუკვირდებათ, კურდღელს რომ დაინახავენ, – თქვა კეილმა. – მა-
მას ვაჩუქოთ, სახლში თუ დაგვხვდება. ძალიან უყვარს კურდღლის ხორ-
ცი.
– კარგი, – მხიარულად თქვა არონმა. – და იცი, რა ვქნათ? უბრა-
ლოდ მივიტანოთ კურდღელი და არ ვუთხრათ, რომელმა მოვკა-
ლით.
– კარგი, როგორც გინდა.
რამდენიმე წუთი, ჩუმად მიუყვებოდნენ გზას, შემდეგ კი კეილმა
თქვა:
– ეს სულ ჩვენი მიწაა. აი ისიც, მდინარის მეორე მხარეს.
– ჩვენი არ არის. მამასია.
– ჰო, მაგრამ, ის რომ მოკვდება, მერე ჩვენი გახდება.
არონისთვის ეს სრულიად ახალი და უცნობი მოსაზრება იყო.
– რას ნიშნავს, „ის რომ მოკვდება“? – ჰკითხა მან კეილს.
– როგორ თუ რას ნიშნავს? ყველა კვდება, ადრე თუ გვიან. მისტერ
ჰამილტონიც ხომ მოკვდა?
– ჰო, მოკვდა, – თქვა არონმა, მაგრამ გარდაცვლილი მისტერ ჰა-
მილტონი და ცოცხალი მამა ერთმანეთთან ვერაფრით დააკავშირა.
– დიდ ყუთში აწვენენ მკვდრებს. მერე მიწაში ორმოს თხრიან და
შიგ დებენ.
– ჰო, ვიცი, – თქვა არონმა და ძმას აგრძნობინა, რომ თემის შეც-
ვლა სურდა.
– მე ერთი საიდუმლო ვიცი, – თქვა კეილმა.
– რა საიდუმლო?
– არ გეტყვი. სადმე წამოგცდება.
– არ წამომცდება. მითხარი.
– არ ღირს...
– მითხარი, გთხოვ.

506
– შემპირდი, რომ არავის ეტყვი.
– გპირდები.
– როგორ ფიქრობ, დედა სად არის?
– გარდაიცვალა.
– არა, არ გარდაცვლილა.
– კი, ნამდვილად ასეა.
– ის აქედან გაიქცა. ვიღაც კაცების ლაპარაკს მოვკარი ყური.
– იტყუებიან.
– არა მგონია. არავის უთხრა, რომ გითხარი.
– მე მაინც არ მჯერა, – თქვა არონმა. – მამამ მითხრა, დედა ზეცაშია-
ო.
– ერთ მშვენიერ დღეს, მეც გავიქცევი, ვიპოვი მას და უკან დავაბრუ-
ნებ.
– რას ამბობდნენ ის კაცები? სად არისო?
– არ ვიცი, მაგრამ მაინც ვიპოვი.
– ზეცაშია. მამა არ მოგვატყუებდა. შენ რა, არ გჯერა, ანგელოზებთან
ერთად რომ არის?
არონი თვალებით ეხვეწებოდა ძმას, დამეთანხმეო, მაგრამ კეილს
ხმა არ ამოუღია.
– ვინ იყვნენ ის კაცები? – ისევ დაეჭვდა არონი.
– უცნობები იყვნენ. კინგ-სითის ფოსტაში რომ ვიყავი, დამინახეს და
ჩუმად დაიწყეს ლაპარაკი. ეგონათ, რომ ვერ გავიგებდი, მაგრამ მე ძა-
ლიან კარგი სმენა მაქვს. ლი ამბობს, რომ ბალახის ამოსვლის ხმაც კი
მესმის.
– რატომ უნდა გაქცეულიყო?
– რა ვიცი? შეიძლება ჩვენ არ ვუყვარდით.
ამ მკრეხელური სიტყვების გაგონებაზე, არონი ოდნავ შეცბა.
– არა, – თქვა მან. – ის კაცები იტყუებოდნენ. მამამ თქვა, რომ დედა
ზეცაშია. ხომ იცი, როგორ არ უყვარს ამ თემაზე საუბარი?
– შეიძლება, იმიტომაც არ უყვარს, რომ გაიქცა.

507
– არა. მე ლისაც ვკითხე და იცი რა მიპასუხა? დედას უყვარდით
და დღესაც უყვარხართო. მერე ვარსკვლავი დამანახა და მითხრა,
დედას იქამდე ეყვარებით, სანამ ეს ვარსკვლავი არ ჩაქრებაო. ლი არ
მომატყუებდა.
არონს თვალები ცრემლებით აევსო, კეილს კი მტკიცე და მშვიდი
გამომეტყველება ჰქონდა.
ის კმაყოფილი იყო. მან კიდევ ერთი საიდუმლო იარაღი იპოვა და
ნებისმიერ დროს შეეძლო მისი გამოყენება. ის არონს დააკვირდა,
შეამჩნია, რომ ტუჩები უკანკალებდა, მაგრამ არც მისი გაფართოვე-
ბული ნესტოები გამორჩენია. არონი ხშირად ტიროდა და ზოგჯერ,
თუ ძალიან გააბრაზებდი, ტირილთან ერთად, მუშტების ქნევასაც
იწყებდა. ასეთ დროს კი ის ძალიან სახიფათო იყო. მტირალა და
მოჩხუბარი არონი ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობდა. მას ვერაფ-
რით გააჩერებდი. ერთხელ, ლი იძულებული იყო კალთაში ჩაესვა და
ასე გაეკავებინა. არონის დამშვიდებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდე-
ბოდა. ნესტოები მაშინაც გაუფართოვდა.
ამიტომ, კეილმა თავისი ახალი იარაღი დროებით გვერდზე გა-
დადო. მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლებოდა. კეილმა
ისიც მშვენივრად იცოდა, რომ ეს ყველაზე ეფექტური იარაღი იყო,
რომელიც კი მას ოდესმე ჰქონია. ამიტომ, შეეძლო მშვიდად ეფიქრა
და კარგად გადაეწყვიტა, როდის და რა დოზით უნდა გამოეყენებინა
ის.
ცოტაც და უკვე ძალიან გვიან იქნებოდა. არონმა ძმისკენ გაიწია
და მკვდარი კურდღელი კეილს პირდაპირ სახეში მოხვდა. კეილმა
რამდენიმე ნაბიჯი გადადგა უკან და დაიყვირა:
– ვიხუმრე, არონ! მართლა გეუბნები, ეს ხუმრობა იყო!
არონი გაჩერდა. მის სახეზე ტკივილი და დაბნეულობა ერ-
თდროულად გამოისახა.
– არ მომწონს მე ეგ ხუმრობა, – თქვა მან და ცხვირი სახელოთი
მოიწმინდა.

508
კეილი მიუახლოვდა, ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
– კარგი, – თქვა მან. – ასე აღარასდროს ვიხუმრებ.
ბიჭებმა გზა გააგრძელეს. რამდენიმე წუთი, ხმა არ ამოუღიათ. უკ-
ვე მოსაღამოვდა. კეილმა უკან გაიხედა და მთების თავზე დიდი შავი
ღრუბელი დაინახა. მარტის ძლიერი ქარი ამ უზარმაზარ ურჩხულს პირ-
დაპირ მათკენ მიაქანებდა.
– იწვიმებს, – თქვა კეილმა. – მაგრად იწვიმებს.
– მართლა გაიგონე იმ კაცების საუბარი? – ჰკითხა მას არონმა.
– შეიძლება, უბრალოდ მომეჩვენა. არონ, შეხედე რამხელა ღრუბე-
ლია!
არონმა მიიხედა და დაინახა, რომ მთების თავზე უკვე წვიმდა, შემ-
დეგ კი, სრულიად მოულოდნელად, თვალისმომჭრელად გაიელვა და
დაიგრუხუნა. ქარის მიერ მოტანილი ღრუბელი უკვე დაბლობის თავზე
მოცურავდა. ბიჭები სახლისკენ გაიქცნენ, მათ ზურგს უკან კი კვლავ
ელავდა და ქუხდა. ცოტა ხანში, დაბლობზე პირველი წვეთები დაეცა და
ჰაერში ოზონის მოტკბო სურნელი დატრიალდა. ბიჭები თავქუდმოგლე-
ჯილები გარბოდნენ.
პირველი წვეთები მათ ზუსტად იმ დროს დაეცათ, როდესაც მთავარი
გზა გადაკვეთეს და სახლისკენ მიმავალ ხეივნამდე მიაღწიეს. წვიმა ფე-
ნებად და სვეტებად ასხამდა. რამდენიმე წამში, ისინი უკვე თავიდან ფე-
ხებამდე იყვნენ დასველებულები, თმა შუბლზე ჰქონდათ მიკრული და
წყალი თვალებში ჩასდიოდათ, თავზე მიმაგრებული ინდაურის ბუმბუ-
ლები კი წყლის სიმძიმეს გვერდით გადაეხარა.
ახლა ისინი უკვე მთლიანად იყვნენ დასველებულები და სირბილს
აზრი აღარ ჰქონდა. ბიჭები გაჩერდნენ და ნელი ნაბიჯით განაგრძეს
გზა. მათ ერთმანეთს შეხედეს და გულიანად გადაიხარხარეს. არონმა
კურდღელი გაწურა, შემდეგ ჰაერში ააგდო, ისევ დაიჭირა და კეილს გა-
დაუგდო, კეილმა კი ცხოველი კისერზე მოიხვია და ბიჭები სიცილისგან
ლამის მიწაზე გაგორდნენ. სახლთან ახლოს, წვიმა მუხის ფოთლებს არ-
ხევდა და ქარი თითქოს ამ მედიდური ხეების ღირსებას ლახავდა.

509
-2-
ტყუპები სახლს მიუახლოვდნენ და დაინახეს, რომ ლი გარეთ იყო
გამოსული. მას მუშამბის მოსასხამი გადაუცვამს და უცნაური გარეგნო-
ბის ცხენი და რეზინის ბორბლებიანი ეტლი ფარდულისკენ მიჰყავდა.
– სტუმრები გვყავს, – თქვა კეილმა, – ეტლს ხედავ?
ბიჭები ისევ გაიქცნენ. სტუმრების მოსვლა მათთვის ყოველთვის
რაღაც განსაკუთრებული მოვლენა იყო.
კიბეებს რომ მიუახლოვდნენ, გაჩერდნენ და ოდნავი სიფრთხი-
ლით შემოუარეს სახლს, რადგან უცხო ადამიანების გამოჩენა მათში
შიშისმაგვარ გრძნობასაც იწვევდა. სახლში უკანა მხრიდან შევიდნენ
და სამზარეულოში გაჩერდნენ. სასტუმრო ოთახიდან საუბარი ისმო-
და. მამის ხმა წამსვე ამოიცნეს და იქვე, უცხო მამაკაცის ლაპარაკსაც
მოჰკრეს ყური, ხოლო კიდევ ერთი ადამიანის ხმა რომ გაიგონეს,
ტანში ჟრუანტელმა დაუარათ. ეს ქალის ხმა იყო, ბიჭებს კი ქალებ-
თან ურთიერთობა თითქმის არ ჰქონიათ. ტყუპები ძალიან ჩუმად,
ფეხის წვერებზე შეიპარნენ თავიანთ ოთახში და ერთმანეთს შეხე-
დეს.
– ვინ უნდა იყოს? – იკითხა კეილმა.
არონი აღელვებული იყო. მას უცნაური გრძნობა დაეუფლა და
სურდა სიხარულით წამოეძახა: „იქნებ ეს დედაა! იქნებ ის ჩვენთან
დაბრუნდა!“ თუმცა, მალევე გაახსენდა, რომ დედა ზეცაშია, იქიდან
კი არავინ არასდროს ბრუნდება.
– არ ვიცი, – თქვა მან ბოლოს. – წავალ, გამოვიცვლი.
ბიჭებმა სველი ტანსაცმელი გაიხადეს და ზუსტად ისეთივე ლურ-
ჯი პერანგები და კომბინეზონები ჩაიცვეს. შემდეგ, ინდაურის ბუმბუ-
ლები მოიხსნეს და თმა ხელით გადაივარცხნეს. მთელი ამ დროის
განმავლობაში, მათ უცხო ადამიანების საუბარი ესმოდათ. ლაპარა-
კი, ძირითადად, ხმადაბალი ისმოდა და დროდადრო ქალის მჭახე
ხმაც გამოერეოდა ხოლმე. მოულოდნელად, ტყუპები გაირინდნენ,
რადგან მათ კიდევ ერთი ხმა გაიგონეს, ამჯერად, პატარა ბავშვის. ეს

510
გოგონას ხმა იყო. ბიჭები ძალიან აღელდნენ, მაგრამ ერთმანეთთან
ამის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავთ. ისე იქცეოდნენ, თითქოს არც
არაფერი გაუგიათ.
ჩუმად და აუჩქარებლად, ისინი მისაღებში გავიდნენ და სასტუმრო
ოთახის კართან გაჩერდნენ. კეილმა ფრთხილად ჩამოსწია სახელური
და კარს რომ არ დაეჭრიალა, ძალიან ნელა ასწია ზემოთ და გამოაღო.
სწორედ ამ დროს, ლი უკანა მხრიდან შემოვიდა და მოსასხამი რომ
გაიხადა, ბიჭები დაინახა.
– პატალა ბიწი უთვალთვალებს? – თქვა მან თავისი ჩინური ინგლი-
სურით, ხოლო, როდესაც კეილმა კარი ისევ დახურა, გამართულ ინგლი-
სურზე გადავიდა. – მამათქვენი ჩამოვიდა და გელოდებათ.
– ისინი ვინ არიან? – ჰკითხა მას არონმა ჩურჩულით.
– აქვე მისეირნობდნენ და წვიმამ მოუსწროთ. ჩვენთან შეაფარეს თა-
ვი. – თქვა ლიმ და სასტუმრო ოთახის კარი გააღო. – ბიწები სახლსი მო-
ვიდა.
– შემოდით, ბიჭებო! შემოდით, რას დამდგარხართ? – დაიძახა გახა-
რებულმა ადამმა.
ტყუპები ოთახში თავდახრილები შევიდნენ და სტუმრებს მხოლოდ
ერთი-ორჯერ, ცალი თვალით შეხედეს. მამაკაცს ჩვეულებრივად, ქალა-
ქურად ეცვა, ქალის ასეთი გადაპრანჭული სამოსი კი ბიჭებს არასდროს
ენახათ. მისი ლაბადა, ქუდი და პირბადე იქვე, სკამზე ელაგა, ხოლო აბ-
რეშუმის კაბა მთლიანად მაქმანებით იყო მორთული. კისერიც კი მაქმა-
ნებით ჰქონდა შეკრული. ერთი დღისთვის, ესეც საკმარისი უნდა ყოფი-
ლიყო, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდებოდა. ქალის გვერდით პა-
ტარა, ალბათ ტყუპებზე ოდნავ უმცროსი გოგონა იჯდა. მას დიდი, კუ-
ბოკრული ქუდი ეხურა, რომელსაც ასევე მაქმანები ამშვენებდა. მის კა-
ბაზე ყვავილები იყო ამოქარგული, წელზე კი პატარა წინსაფარი ეკეთა,
რომლის გვერდებზე პატარა ჯიბეები იყო მიკერებული. ბიჭებმა მისი სა-
ხე ვერ დაინახეს, რადგან ქუდი უფარავდა, სამაგიეროდ, შეამჩნიეს, რომ

511
გოგონას ხელები მუხლებზე ჰქონდა დაწყობილი, მარჯვენა ხელის
შუა თითზე კი პატარა ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა.
ბიჭები ისეთი გარინდულები და სუნთქვაშეკრულები იდგნენ, რომ
სახეებიც წამოუწითლდათ.
– გაიცანით ჩემი ბიჭები, – თქვა ადამმა. – ტყუპები არიან. ეს არო-
ნია, ეს კი კეილები. ბიჭებო, ჩამოართვით ხელი სტუმრებს.
ბიჭებს თავები არც კი აუწევიათ, ისე ამოძრავდნენ. ისინი ტყვედ
ჩავარდნილ, სასოწარკვეთილ ადამიანებს ჰგავდნენ. არონი პირვე-
ლი მივიდა. ის ჯერ მამაკაცს, შემდეგ კი მის მეუღლეს მიესალმა, ხო-
ლო მათ შვილს თვალი საერთოდ აარიდა.
– ჩემს გოგონას არ გინდა, რომ მიესალმო? – ჰკითხა მას ქალმა.
არონი შეცბა და ისე გაიშვირა ხელი გოგონას მიმართულებით,
რომ თავი არც კი აუწევია, თუმცა მის ამ მოძრაობას საერთოდ არა-
ფერი მოჰყოლია. ხელი მას არავინ ჩამოართვა. მისი თხელი და უსი-
ცოცხლო მტევანი ჰაერში გამოეკიდა. არონმა თვალები ოდნავ ასწია
და დაინახა, რომ გოგონაც ძირს იყურებოდა, სახის დამალვაში კი
მას დიდი ქუდი ეხმარებოდა.
მარჯვენა ხელი, რომლის შუა თითზე ოქროს ბეჭედი იყო ჩამოც-
მული, ასევე მორიდებულად იყო გაშვერილი და არონის ხელს ელო-
დებოდა. არონმა ქალბატონს ახედა და დაინახა, რომ ის იღიმოდა.
ოთახში სამარისებული სიჩუმე იდგა და ამ დროს, კეილის ჩაცინების
ხმა გაისმა.
არონმა გოგონას ხელი ჩამოართვა და სამჯერ აამოძრავა ის ზე-
მოთ-ქვემოთ. ხელი ფოთოლივით ნაზი იყო, რამაც არონს უზომო სი-
ხარული მიანიჭა. მან გოგონას ხელი გაუშვა და კომბინეზონის ჯიბე-
ში ჩაიყო, შემდეგ კი, ზურგს უკან, კეილის ხმა გაიგონა. ძმამ რამდე-
ნიმე ნაბიჯი გადადგა წინ, გოგონას თამამად ჩამოართვა ხელი და
უთხრა: „გამარჯობა“. არონი მიხვდა, რომ თავად ამის თქმა დაავიწ-
ყდა და ახლაღა გაიმეორა იგივე. ამ უდროო მისალმებამ ადამი და
მისი სტუმრები ძალიან გაამხიარულა. მათ ხმამაღლა გაიცინეს.

512
– მისტერ და მისის ბეიკონები კინაღამ წვიმაში მოყვნენ, – თქვა
ადამმა.
– მინდა გითხრათ, რომ ძალიან გაგვიმართლა, – თქვა მისტერ
ბეიკონმა. – ისე, ჩვენ ლონგების რანჩოს ვეძებდით.
– ისინი ცოტათი მოშორებით ცხოვრობენ. ძირითად გზაზე კიდევ ცო-
ტას რომ გაივლით, შემდეგ სამხრეთისკენ, მარცხნივ უნდა გადაუხვიოთ,
– თქვა ადამმა და ბიჭებს მიუტრიალდა. – მისტერ ბეიკონი ოლქის სკო-
ლების ინსპექტორია.
– რატომღაც, ამ საქმიანობას ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკი-
დები, – თქვა მისტერ ბეიკონმა და ისიც ბიჭებს მიუტრიალდა. – ჩემს გო-
გონას ებრა ჰქვია. სასაცილო სახელია, არა?
ეს მან ზუსტად იმ ინტონაციით თქვა, დიდები რომ ბავშვებთან ურ-
თიერთობისას იყენებენ, შემდეგ კი ისევ ადამს მიუბრუნდა და პოეტუ-
რად წაიმღერა.
– „ებრა ელოდა ჩემს ძახილს ოდითგან; მე სხვას ვეძახდი, ებრა მო-
ვიდა“. მეთიუ პრაიორის ლექსია. ვერ ვიტყვი, რომ ვაჟი არ მინდოდა,
მაგრამ ებრა ნამდვილი საჩუქარია. სახე გამოაჩინე, საყვარელო.
გოგონა არც კი განძრეულა. ხელები ისევ კალთებზე ჰქონდა დაწყო-
ბილი. მამამისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა:
– „მე სხვას ვეძახდი, ებრა მოვიდა“.
არონმა შენიშნა, რომ კეილი გოგონას თამამად უყურებდა და თავა-
დაც მოუნდა სიმამაცის გამოჩენა.
– მე არ ვთვლი, რომ ებრა სასაცილო სახელია, – თქვა მან მკაცრი
ხმით.
– მან უჩვეულო იგულისხმა, – გამოექომაგა ქმარს მისის ბეიკონი. –
ჩემს მეუღლეს წიგნები უყვარს და მუდამ ასეთ უცნაურობებს პოულობს.
ძვირფასო, ჩვენი წასვლის დრო ხომ არ მოვიდა?
– რატომ ჩქარობთ? – თქვა ადამმა ენთუზიაზმით. – ლი ჩაის ამზა-
დებს. კარგად გათბით და ისე წადით.

513
– დიდი სიამოვნებით, – უპასუხა მისის ბეიკონმა და ბავშვებს მი-
მართა. – ბავშვებო, მგონი აღარ წვიმს. გაიქეცით გარეთ და ითამა-
შეთ.
ეს მან ისეთი ავტორიტეტული ხმით წარმოთქვა, რომ ბავშვები წამ-
სვე მწკრივში დაეწყნენ და გასასვლელისკენ გაემართნენ. ჯერ არონი გა-
ვიდა, შემდეგ კეილი, ბოლოს კი მათ ებრა მიჰყვა.
-3-
მისტერ ბეიკონმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ფანჯარაში გაიხედა.
– მშვენიერი ხედია, – თქვა მან. – დიდი ნაკვეთი გაქვთ, როგორც
ვხედავ.
– საკმაოდ. მდინარის მეორე მხარესაც გადავდივარ. ნამდვილად
კარგი მიწაა.
– ესე იგი, მთავარი გზის გადაღმაც თქვენი ტერიტორიაა?
– დიახ და ცოტათი მრცხვენია კიდეც, ამას რომ ვამბობ. სრული-
ად მივატოვე ყველაფერი. ალბათ, იმის ბრალია, რომ ბავშვობაში
მიწაზე ძალიან ბევრს ვმუშაობდი.
მისტერ და მისის ბეიკონები ადამს მისჩერებოდნენ და ისიც
ხვდებოდა, რომ უფრო წონადი ახსნა-განმარტება უნდა მოეძებნა.
– ვფიქრობ, ზარმაცი ვარ. სხვა მიზეზი აქ არ უნდა არსებობდეს,
– თქვა მან. – გარდა ამისა, მამამ იმდენი ფული დამიტოვა, რომ მუ-
შაობა საერთოდ არ მჭირდება.
ადამმა თავი დახარა, მაგრამ, წამსვე შეამჩნია, რომ ბეიკონებმა
შვებით ამოისუნთქეს. თუ მდიდარი ხარ, ესე იგი ზარმაცი არა ხარ.
ზარმაცები მხოლოდ ღარიბები არიან. კიდევ ისინი გაუნათლებლე-
ბი არიან. მდიდარი და გაუნათლებელი ადამიანი კი საერთოდ არ
არსებობს და, თუ მაინც იპოვი ასეთს, გაუნათლებლობა უბრალოდ
მისი კაპრიზი ან თავისებურებაა.
– ბიჭებს ვინ უვლის, – იკითხა მისის ბეიკონმა.
– ის მცირეოდენი, რასაც ისინი სწავლობენ, ლის დამსახურებაა,
– თქვა ადამმა და გაიცინა.

514
– რა ბრძანეთ?
ამ დაკითხვამ ადამი ოდნავ გააღიზიანა.
– მე მხოლოდ ერთი მოსამსახურე მყავს, – თქვა მან.
– თქვენ იმ ჩინელს გულისხმობთ, აქ რომ დავინახეთ? – იკითხა მი-
სის ბეიკონმა.
თავდაპირველად, ამ ქალბატონმა ადამი ოდნავ შეაშინა, თუმცა ახ-
ლა მას თავდაჯერებულობა დაუბრუნდა.
– ლიმ ბიჭებიც გაზარდა და ჩემზეც საკმაოდ კარგად ზრუნავს, – თქვა
მან.
– ჰო, მაგრამ, ქალის ალერსი ბავშვებს არასდროს უგრძვნიათ?
– არა.
– საბრალო ბეღურები.
– ცოტას წაიველურებენ, მაგრამ საკმაოდ ჯანმრთელი ბავშვები
არიან. ვფიქრობ, ამ მიწის მსგავსად, ისინიც მიგდებული მყავს. ცუდი ის
არის, რომ ლი ახლა წასვლას აპირებს და მის გარეშე ძალიან გაგვიჭირ-
დება.
მისტერ ბეიკონმა კარგად ჩაახველა და მნიშვნელოვანი განცხადე-
ბის გასაკეთებლად მოემზადა.
– შვილების განათლებაზე არ გიფიქრიათ? – ჰკითხა მან ადამს.
– არა, ნამდვილად არა.
– ჩემს ქმარს მტკიცედ სჯერა, რომ განათლება ყველაზე მთავარია
ადამიანის ცხოვრებაში, – ჩაერთო საუბარში მისის ბეიკონი.
– განათლება ნათელი მომავლის საწინდარია, – განაგრძო მისტერ
ბეიკონმა.
– რა სახის განათლებას გულისხმობთ?
– განათლებული ადამიანისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია. დი-
ახ, მე მართლაც მტკიცედ მწამს, რომ ცოდნა სინათლეა, – თქვა მისტერ
ბეიკონმა და ადამისკენ გადაიხარა, რათა მისი სიტყვები უფრო დამაჯე-
რებელი ყოფილიყო. – თუ თქვენ ამ მიწის დამუშავებას არ აპირებთ, ხომ

515
არ აჯობებს, რომ ის გააქირავოთ და საოლქო ცენტრში გადმოხვი-
დეთ საცხოვრებლად? იქ ძალიან კარგი საჯარო სკოლებია.
წამიერად, ადამს მოუნდა, რომ ეთქვა, სხვის საქმეში ცხვირს ნუ
ჰყოფთო, მაგრამ გადაიფიქრა.
– თქვენ თვლით, რომ ასე უკეთესი იქნება? – ჰკითხა მან მისტერ
ბეიკონს.
– ვფიქრობ, შემიძლია დაგეხმაროთ და კარგი მოიჯარე მოგაძებ-
ნინოთ. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ შეიძლება ამ ნაკვეთისგან
კარგი შემოსავლის წყარო შექმნათ, თავად კი სხვაგან იცხოვროთ.
ამ დროს, ლიმ ჩაი ხმაურით შემოიტანა. სამზარეულოში, მას ყვე-
ლაფერი კარგად ესმოდა და ხვდებოდა, რომ ადამს ეს საუბარი სუ-
ლაც არ სიამოვნებდა. ლი დარწმუნებული იყო, რომ ბეიკონებს ჩაი
არ მოეწონებოდათ, ყოველ შემთხვევაში, სასმელის ის სახეობა, რო-
მელიც მან დაამზადა. მაგრამ, როდესაც სტუმრებმა ჩაი სიამოვნე-
ბით მიირთვეს და კომპლიმენტებიც არ დაიშურეს, ჩინელი მიხვდა,
რომ ისინი რაღაცას ეჭიდებოდნენ. ლი შეეცადა ადამის სახე დაენა-
ხა, მაგრამ ის იატაკს უყურებდა და ხალიჩას ათვალიერებდა.
– ჩემი ქმარი უკვე რამდენიმე წელია, რაც სასკოლო საბჭოს წევ-
რია... – დაიწყო მისის ბეიკონმა, თუმცა ადამი მას არ უსმენდა.
ის ახლა ერთ-ერთი მუხის ტოტზე ჩამოკიდებულ და მოქანავე
გლობუსზე ფიქრობდა და სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი
წინაპირობის გარეშე, საკუთარი მამა გაახსენდა. მას თვალწინ წარ-
მოუდგა ყველაფერი, რაც საირუს ტრასკთან იყო დაკავშირებული –
როგორ უკაკუნებდა ის თავის ხის ფეხს იატაკს, როგორ იქცევდა შვი-
ლების ყურადღებას ჯოხის ფეხზე დარტყმით. ადამი ნათლად ხე-
დავდა მამამისის მკაცრ და სამხედროსათვის დამახასიათებელ
მტკიცე სახეს, ახსენდებოდა, როგორ ავარჯიშებდა მას და მის ძმას,
როგორ უწყობდა ქვებს ზურგჩანთებში და აიძულებდა ასე გაევლოთ
საკმაოდ დიდი მანძილი. მისის ბეიკონის სიტყვები სწორედ ამ მო-
გონებებში ჩაიკარგა. ახლა, ადამი ამ ქვებით სავსე ზურგჩანთის სიმ-

516
ძიმესაც კი გრძნობდა, ჩარლზის ირონიულ ღიმილს ხედავდა, ძმის ფიც-
ხი ხასიათი და ბოროტი, მძვინვარე თვალები ახსენდებოდა. მოულოდ-
ნელად, ადამი მიხვდა, რომ მისი ნახვა სურდა. მან გადაწყვიტა კონექ-
ტიკუტში წასულიყო და ბიჭებიც წაეყვანა. ეს იდეა მას ისე მოეწონა, რომ
ფეხზე ხელი შემოირტყა.
– რა ბრძანეთ? – გაუკვირდა მისტერ ბეიკონს.
– ბოდიშს ვიხდი, – თქვა ადამმა. – უცბად გამახსენდა, რომ რაღაცა
უნდა გამეკეთებინა და სრულიად დამვიწყებია.
ცოლ-ქმარი ბეიკონები მოთმინებით და ინტერესით ელოდნენ ახ-
სნა-განმარტებას და ადამმაც გაიფიქრა: „რატომაც არა? მე არც სკოლე-
ბის ინსპექტორად მუშაობას ვაპირებ და არც სასკოლო საბჭოში ვარ. რა-
ტომაც არა?“
– უცბად გამახსენდა, რომ ჩემი ძმისთვის უკვე ათ წელიწადზე მეტია
წერილი არ მიმიწერია, – უთხრა მან თავის სტუმრებს.
ბეიკონებმა თვალები დაჭყიტეს და ერთმანეთს გადახედეს.
ამ დროს, ლი ჭიქებს ავსებდა. მას გაეღიმა, ლოყები გაებერა და ოთა-
ხიდან სწრაფი ნაბიჯით რომ გავიდა, ადამს მისი ფრუტუნის ხმაც შემო-
ესმა. ბეიკონებს ამ ინციდენტის შესახებ არაფერი უთქვამთ. მათ ახლა
მხოლოდ ერთი რამ სურდათ: მარტო ყოფილიყვნენ, რათა მასპინძლის
ასეთი უტაქტობა განეხილათ.
ლი მიხვდა, რომ ბეიკონები ახლა უკვე ძალიან მალე წავიდოდნენ.
ამიტომ, სწრაფად გავიდა სახლიდან და ფარდულისკენ გაიქცა, სტუმრე-
ბის ცხენი და ეტლი წესრიგში რომ მოეყვანა.
-4-
არონი, კეილი და ებრა სახლის შესასვლელში, გადახურულ ადგი-
ლას იდგნენ და უყურებდნენ, როგორ იღვრებოდა მუხების ფოთლები-
დან წვიმის წვეთები. ჭექა-ქუხილი უკვე სადღაც შორს ისმოდა, მაგრამ
წვიმა მაინც მოდიოდა და აშკარა იყო, კიდევ დიდხანს არ გადაიღებდა.
– იმ ქალბატონმა გვითხრა, წვიმა აღარ მოდისო, – თქვა არონმა.

517
– არ შეუხედავს, ისე თქვა, – უპასუხა ებრამ ბრძნულად. – დედა-
ჩემი სულ ასეთია. რამეს რომ ამბობს, წინასწარ არ ამოწმებს.
– რამდენი წლის ხარ? – ჰკითხა მას კეილმა.
– მალე თერთმეტის გავხდები.
– ჩვენ კი მალე თორმეტის გავხდებით, – გაუხარდა კეილს.
ებრამ ქუდი უკან გადაიწია და თავისი ლამაზი სახე გამოაჩინა.
მას მუქი ფერის, ორ ნაწნავად გაყოფილი თმა ჰქონდა, შუბლი – მომ-
რგვალებული და ოდნავ გამოწეული, წარბები კი სწორი. მისი ცხვირი
ჯერ კიდევ პატარა ღილს ჰგავდა, თუმცა, ეტყობოდა, რომ მოგვიანე-
ბით, ის აპრეხილი და ლამაზი გახდებოდა. გარდა ამისა, მას ორი
ისეთი დამახასიათებელი თვისება ჰქონდა, რომელსაც დრო ვერ
შეცვლიდა: მკვეთრი ნიკაპი და ყვავილივით ლამაზი, დიდი, ვარდის-
ფერი ტუჩები. მის თაფლისფერ თვალებში სითამამე და გონებამახ-
ვილობა ჩანდა. ბიჭებს ის უშიშრად უსწორებდა მზერას და მოჩვენე-
ბითი სიმორცხვე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, სახლში გამოავლი-
ნა, თვალსა და ხელს შუა გამქრალიყო.
– არ მჯერა, რომ ტყუპები ხართ, – თქვა მან, – ერთმანეთს სრუ-
ლებით არ გავხართ.
– ვართ, – თქვა კეილმა.
– ვართ, – გაიმეორა არონმა.
– ასეთი ტყუპებიც არსებობენ, – დარწმუნებით დაამატა კეილმა.
– არ არის აუცილებელი ტყუპები ერთმანეთს ჰგავდნენ.
– ჰო, ბევრია ასეთი, – დაეთანხმა მას არონი, – ლიმ აგვიხსნა, რა-
ტომ ხდება ასე. თუ ქალს ერთი კვერცხი აქვს, მაშინ ტყუპები ერთმა-
ნეთს ჰგვანან, თუ ორი, მაშინ არ ჰგვანან.
– ჩვენ ორი კვერცხიდან ვართ, – ღიმილით თქვა კეილმა.
სოფლელი ბიჭების ასეთმა გულუბრყვილობამ ებრა კარგ ხასი-
ათზე დააყენა. „კვერცხები“, გაიფიქრა მან, შემდეგ კი ხმამაღლა გა-
იმეორა იგივე. მას ეს დაცინვით სულაც არ უთქვამს, მაგრამ ლის თე-

518
ორია ერთბაშად შეირყა. შემდეგ კი, გოგონას მიერ დასმულმა შეკით-
ხვამ ის საბოლოოდ გაასწორა მიწასთან:
– კვერცხები, არა? ესე იგი, შენ შემწვარი ხარ, შენ კი მოხარშული?
ბიჭებმა ერთმანეთს დაბნეული სახეებით გადახედეს. ეს იყო
პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ქალის ულმობელი ლოგიკის წინა-
შე აღმოჩნდნენ – ლოგიკისა, რომელიც მაშინაც კი (ან, შესაძლოა, განსა-
კუთრებით) ყოვლისმომცველი და დაუძლეველია, როდესაც მცდარია.
ტყუპებისთვის ეს სრულიად ახალი, საინტერესო და, ამავე დროს, ოდნავ
შიშისმომგვრელი შეგრძნება იყო.
– ლი ჩინელია, – თქვა კეილმა.
– აი, თურმე რაშია საქმე, – გაეღიმა ებრას. – რატომ ადრე არ მითხა-
რით? ესე იგი თქვენ ჩინური კვერცხები ყოფილხართ.
მეტი დამაჯერებლობისთვის, გოგონამ პაუზა გააკეთა და დარწმუნ-
და, რომ კეილი და არონი საწინააღმდეგოს ვერაფერს ამბობდნენ. ეს კი
ნიშნავდა, რომ მან გაიმარჯვა, სიტუაციაზე სრული კონტროლი დაამყა-
რა.
– წამოდით, ძველ სახლში შევიდეთ და იქ ვითამაშოთ, – თქვა არონ-
მა. – ჭერიდან წყალი წვეთავს, მაგრამ არა უშავს.
ბავშვები სანჩესების ძველი სახლისკენ გაიქცნენ და კარი რომ შე-
აღეს, გამაყრუებელი ჭრიალის ხმა გაისმა.
თიხის სახლი ნგრევის მეორე ფაზაში იყო შესული. წინა მხარეს, დიდ
მისაღებ ოთახში, კედლები მხოლოდ სანახევროდ მოებათქაშებინათ.
უკვე ათზე მეტი წელიწადი იყო გასული, რაც მუშებმა შუა გზაზე მიატო-
ვეს სამუშაო. მათ დიდი ფანჯრების ჩარჩოების გამოცვლაც მოასწრეს,
თუმცა შუშების ჩასმა აღარ დასცალდათ. იატაკზე ნესტის დიდი ლაქები
ჩანდა, კუთხეებში კი ქაღალდები ეყარა და დაჟანგული ლურსმნებით
სავსე ტომრები იდო.
ბავშვები ჯერ კიდევ შესასვლელში იდგნენ, როდესაც ერთ-ერთი პა-
ტარა ოთახიდან ღამურა გამოფრინდა. ნაცრისფერმა სილუეტმა რამდე-

519
ნიმე წრე დაარტყა კედლებს შორის და ღია კარი რომ იპოვა, წამსვე
გაუჩინარდა.
ბიჭებმა თავიანთ ახალ მეგობარს სახლი დაათვალიერებინეს, პატა-
რა ოთახებსა და საკუჭნაოებში შეიყვანეს ის. სრულიად ახალი ნიჟარე-
ბი, უნიტაზები და ჭაღები ჯერ კიდევ გაუხსნელი ეწყო იატაკზე, ჰაერში
კი ობისა და ნესტიანი შპალერის სუნი იდგა. ბავშვები ფეხის წვერებ-
ზე დადიოდნენ და ექოების შიშით, ხმას არ იღებდნენ.
როდესაც დიდ ოთახში დაბრუნდნენ, ტყუპებმა ებრას გამომცდე-
ლი თვალებით შეხედეს.
– მოგეწონა? – ჰკითხა მას არონმა ჩუმად.
– კ-კიი – უპასუხა ებრამ შეშინებული ხმით.
– ჩვენ, ზოგჯერ, აქ ვთამაშობთ, – თქვა კეილმა თამამად, – თუ
გინდა, მოდი ხოლმე და ერთად ვითამაშოთ.
– მე სალინასში ვცხოვრობ, – მედიდურად წარმოთქვა ებრამ და
ბიჭები წამსვე მიხვდნენ, რომ მათ წინაშე სოფლელებისთვის მიუწ-
ვდომელი უზენაესი არსება იდგა.
ებრა მიხვდა, რომ ფეხქვეშ გათელა ყველაზე ძვირფასი, რაც
ტყუპებს გააჩნდათ. მან მშვენივრად იცოდა კაცების სუსტი მხარეები,
მაგრამ, მათ მიმართ მაინც კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. გარდა
ამისა, საკუთარ თავს თავაზიან გოგონად თვლიდა.
– თუ ოდესმე კიდევ გავივლით თქვენს სახლთან, აუცილებლად
შემოვალ და ცოტას წავითამაშებ თქვენთან ერთად, – თქვა მან და
ბიჭებსაც წამსვე გაუნათდათ სახეები.
– თუ გინდა, ჩემს კურდღელს მოგცემ, – თქვა კეილმა. – ვიფიქრე,
მამას ვაჩუქებ მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. შენი იყოს.
– რა კურდღელს? – გაუკვირდა ებრას.
– დღეს მოვკალით. ისარი პირდაპირ გულში მოხვდა. თვალის
დახამხამებაც კი ვერ მოასწრო.
არონმა ძმას გაბრაზებული სახით შეხედა.
– ეს ხომ ჩემი... – დაიწყო მან, მაგრამ კეილმა შეაწყვეტინა.

520
– ჩვენ სიამოვნებით გაჩუქებთ ამ კურდღელს. შეგიძლია სახლში წა-
იღო. საკმაოდ მოზრდილია.
– რაში მჭირდება მკვდარი კურდღელი? თან სულ სისხლიანი იქ-
ნება. – თქვა ებრამ.
– გავასუფთავებ, პატარა ყუთში ჩავდებ და მავთულებით დავაბამ, –
თქვა არონმა. – თუ საჭმელად არ გინდა, შეგიძლია სალინასშივე დაკ-
რძალო.
– მე ნამდვილ დაკრძალვებზე დავდივარ. ორშაბათსაც ვიყავი. იმდე-
ნი ყვავილები ეწყო საფლავზე, რომ ამ სახლის სახურავს მისწვდებოდა.
– ესე იგი, ჩვენი საჩუქარი არ გინდა? – ჰკითხა მას არონმა.
ებრამ მის ღია ფერის თმას და კულულებს შეხედა, შემდეგ კი შეამ-
ჩნია, რომ არონი ის-ის იყო ტირილს დაიწყებდა. მოულოდნელად, მან
უცნაური ლტოლვა იგრძნო და ტანში ჟრუანტელმაც დაუარა. ეს კი, რო-
გორც წესი, სიყვარულის დასაწყისია. მას მოუნდა, რომ არონს ხელით
შეხებოდა და ასეც მოიქცა. მკლავზე ხელი რომ მოჰკიდა, იგრძნო, რომ
არონი აკანკალდა.
– თუ ყუთში ჩადებ, წავიღებ – თქვა მან.
ახლა, როდესაც ებრამ იგრძნო, რომ მართლაც სრული კონტროლი
დაამყარა ყველაფერზე, თავის ნანადირევს გადახედა. ის ახლა პატივ-
მოყვარეობაზე მაღლა იდგა, რადგან მამაკაცური სიჯიუტე სრულებით
აღარ ემუქრებოდა. ბიჭების მიმართ ის კეთილად განეწყო. შეამჩნია,
რომ ტყუპებს ბევრი რეცხვისგან გაცვეთილი, ალაგ-ალაგ გაკერილი ტა-
ნისამოსი ეცვათ და გონებით იმ ზღაპრებში გადაეშვა, რომლებიც ხში-
რად მოუსმენია.
– საბრალო ბავშვებო, – თქვა მან, – მამა, ალბათ, ხშირად გცემთ,
ხომ?
ბიჭებმა ერთდროულად გააქნიეს თავები. ეს შეკითხვა მათ ძალიან
უცნაურად და, ამავე დროს, საინტერესოდ ეჩვენათ.
– ძალიან ღარიბები ხართ?
– რას გულისხმობ? – ჰკითხა მას კეილმა.

521
– ნაცარში ზიხართ და მთელი დღეები წყალსა და შეშას ათრევთ?
– რა შეშას? – გაუკვირდა არონს.
ებრამ ამ შეკითხვას ყურადღება არ მიაქცია.
– საბრალოებო, – განაგრძო მან და წარმოიდგინა, რომ ხელში ჯა-
დოსნური ჯოხი ეჭირა, – თქვენს ბოროტ დედინაცვალს, ალბათ,
სძულხართ. მას თქვენი მოკვლა სურს, ხომ?
– ჩვენ არ გვყავს დედინაცვალი, – თქვა კეილმა.
– დედა საერთოდ არ გვყავს. მოგვიკვდა, – დაამატა არონმა.
ამ სიტყვებმა ებრას მიერ გამოგონილი ამბავი გააცამტვერა, მაგ-
რამ გოგონამ წამსვე ახალი ზღაპარი დაიწყო. ჯადოსნური ჯოხი გაქ-
რა, სამაგიეროდ, ახლა მას თავზე დიდი ქუდი ეხურა, ქუდზე კი ფარ-
შევანგის უზარმაზარი ბუმბული იყო მიმაგრებული. გარდა ამისა,
ხელში მას კალათა ეკავა, რომლიდანაც ინდაურის ფეხები იყო ამოშ-
ვერილი.
– ჩემო საბრალოებო, – თქვა მან. – მე ვიქნები თქვენი დედა. ხელ-
ში აგიყვანთ ხოლმე, ჩაგეხუტებით და ზღაპრებსაც მოგიყვებით.
– არ გამოვა ეგ ამბავი, – თქვა კეილმა. – ჩვენ შენზე დიდები ვართ
და ადგილიდანაც ვერ დაგვძრავ.
ებრამ კეილს ზურგი შეაქცია, არონისკენ მიტრიალდა და შენიშ-
ნა, რომ მას ეს ზღაპარი ძალიანაც მოსწონდა. არონს თვალები უციმ-
ციმებდა და ებრას შთაბეჭდილება შექმნა, რომ ის უკვე ხელში ჰყავ-
და აყვანილი. გოგონამ მის მიმართ კვლავ იგრძნო უცნაური ლტოლ-
ვა.
– მითხარით, დედათქვენის დაკრძალვამ ლამაზად ჩაიარა?
– არ ვიცით, – უპასუხა კეილმა. – ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით
და არაფერი გვახსოვს.
– სად არის დასაფლავებული, ის მაინც ხომ იცით? ალბათ, ყვავი-
ლებიც ხშირად მიგაქვთ. ჩვენც დავდივართ ხოლმე ბებიას და ძია
ალბერტის საფლავზე.
– არ ვიცით, – თქვა არონმა.

522
კეილის თვალებში ახალი ნაპერწკალი გაჩნდა.
– მამას ვკითხავ, – თქვა მან გულუბრყვილოდ. – და აუცილებლად
მივიტან საფლავზე ყვავილებს.
– მეც წამოვალ თქვენთან ერთად. მე გვირგვინების დამზადება ვიცი.
თუ გინდათ, თქვენც გასწავლით, – თქვა ებრამ და შეამჩნია, რომ არონი
ჩუმად იდგა. – არ გინდა, გვირგვინის გაკეთება რომ ისწავლო?
– მინდა, – უპასუხა არონმა.
ებრას ისევ მოუნდა, რომ მას შეხებოდა, ამიტომ, მხარზე ხელი მო-
უსვა და ლოყაზეც მოეფერა.
– დედათქვენს ძალიან გაუხარდება, – თქვა მან. – ის ზეცაშია და იქი-
დან ყველაფერს ხედავს. მამაჩემმა ლექსიც იცის ამის შესახებ.
– წავალ, კურდღელს შევახვევ, – თქვა არონმა. – ჩემი ახალი შარვა-
ლი რომ იდო, იმ ყუთში ჩავდებ.
კეილმა ძმას თვალი გააყოლა და გაიღიმა.
– რა გაცინებს? – ჰკითხა მას ებრამ.
– არაფერი. უბრალოდ გამეღიმა.
კეილმა ებრას თვალებში შეხედა. გოგონაც მიაშტერდა თავის მას-
პინძელს და შეეცადა ასე მოეშორებინა მისი მზერა. ამ საქმეში, მას ბა-
დალი არ ჰყავდა, თუმცა კეილი ჯიუტი აღმოჩნდა და თვალის არიდება
არც კი უფიქრია. თავდაპირველმა სიმორცხვემ უკვე გადაიარა და ახლა
კეილი კმაყოფილებას განიცდიდა, რადგან გრძნობდა, რომ სტუმრად
მოსული გოგონას მიერ დამყარებულ წესრიგს არღვევდა. მან იცოდა,
რომ ებრას მისი ძმა უფრო მოსწონდა, მაგრამ ამას უკვე მიჩვეული იყო.
არონი, თავისი ოქროსფერი კულულებითა და გულღიაობით, თითქმის
ყველას გულს იპყრობდა. რაც შეეხება კეილს, ის თავის ემოციებს სა-
გულდაგულოდ მალავდა და მხოლოდ მაშინ აჩენდა, როდესაც შურის-
ძიება ან ღია შეტევა ხდებოდა საჭირო. ის ახლა ებრას თვალს არ აშო-
რებდა, ცდილობდა დაესაჯა ის. არც ამაში იყო რაიმე ახალი. ეს მეთოდი
მან დიდი ხნის წინ მოიგონა და ერთგვარ ხელოვნებადაც აქცია.

523
ტყუპებს შორის განსხვავება ყველაზე კარგად ასე აიხსნება: თუ
არონი ჭიანჭველების ბუდეს დაინახავდა, აუცილებლად დაწვებოდა
მუცელზე და ყურადღებით დააკვირდებოდა მას, შეისწავლიდა მწე-
რების ცხოვრების რთულ წესს, შეხედავდა, როგორ დაათრევენ ისი-
ნი ფოთლების ნაგლეჯებს ან სხვა პატარა ნივთებს. შემდეგ, დაინა-
ხავდა, როგორ ეხება ორი ჭიანჭველა ერთმანეთს პატარა ულვაშე-
ბით და
ხვდებოდა, რომ ისინი სწორედ ასე ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
არონს საათობით შეეძლო მიწისქვეშა ცხოვრებისთვის ეცქირა.
რაც შეეხება კეილს, მსგავს სიტუაციაში ის ჭიანჭველების ბუდეს
ფეხს მიარტყამდა და შემდეგ კმაყოფილი სახით დააკვირდებოდა,
როგორ დარბიან საბრალო მწერები და როგორ ცდილობენ თავიან-
თი წესრიგის აღდგენას. არონი ამ სამყაროს ნაწილად თვლიდა
თავს, კეილი კი ყველაფერს საკუთარი სურვილის მიხედვით ჭრიდა
და კერავდა.
კეილს სრულებით აღარ ანაღვლებდა ის ამბავი, რომ ხალხს მისი
ძმა უფრო მოსწონდა. მან აღმოაჩინა მეთოდი, რომლის საშუალები-
თაც, ეს ყველაფერი მის წისქვილზე ასხამდა წყალს, შემდეგ კი მოთ-
მინებით ელოდა მომენტს, როდესაც არონით მოხიბლული ადამია-
ნი თავის სუსტ მხარეს გამოაჩენდა, შემდეგ კი უმოწყალოდ უტევდა
მას. ასეთ დროს, როგორც წესი, მსხვერპლი საერთოდ ვერ ხვდებო-
და, როგორ და რატომ ისჯებოდა. შურისძიებაში კეილი ძალაუფლე-
ბას ხედავდა, ძალაუფლებაში კი სიხარულს. ეს იყო ყველაზე ძლი-
ერი და სუფთა ემოცია, რომელიც მას ოდესმე დაუფლებია. კეილს
სულაც არ სძულდა არონი. პირიქით, ძალიანაც უყვარდა, რადგან
სწორედ არონი იყო ამ სიხარულის მთავარი მიზეზი. კეილს უკვე
სრულიად დაავიწყდა (ან, შესაძლოა, საერთოდ არასდროს გაუცნო-
ბიერებია), რომ სურდა არონივით მომხიბვლელი ყოფილიყო და შუ-
რისძიებაც სწორედ ამიტომ ანიჭებდა სიამოვნებას. საქმე იქამდეც

524
მივიდა, რომ კეილს არონისა სრულებით არ შურდა. საკუთარი ინტრიგე-
ბი მას გაცილებით დიდ სიამოვნებას ანიჭებდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ებრა არონს შეეხო და რამდენიმე
თბილი სიტყვაც უთხრა. ამას კი კეილის ავტომატური რეაქცია მოჰ-
ყვა. მან გოგონას სუსტი მხარის ძებნა დაიწყო. კეილი იმდენად და-
ოსტატებული იყო ამ საქმეში, რომ ძალიან მალე მიაგნო მას. იშვიათად
თუ შეხვდები ისეთ ბავშვს, რომელიც საკუთარი ასაკით კმაყოფილია.
ზოგიერთს სურს, რომ უფრო პატარა იყოს, ზოგიერთი კი მოზრდილ
ადამიანებს ბაძავს. ებრა მეორე კატეგორიას განეკუთვნებოდა. ის დიდე-
ბისთვის დამახასიათებელ სიტყვებს ხმარობდა და როგორც შეეძლო,
ისე იმეორებდა მათ მანერებს. ჩვილი ბავშვი ის უკვე აღარ იყო, თუმცა
ჯერ ვერც თავის სასურველ ასაკამდე მიეღწია. კეილმა ეს ძალიან მალე
იგრძნო და გადაწყვიტა ებრას ჭიანჭველების ბუდე დაენგრია.
მან იცოდა, რომ ყუთის მოძებნა დიდ დროს წაიღებდა და გონებაში
ყველაფერი კარგად გათვალა: თავდაპირველად, არონი შეეცდებოდა
კურდღელი კარგად გაესუფთავებინა, შემდეგ მავთულების ძებნას დაიწ-
ყებდა, შემდეგ კი კურდღლის საგულდაგულოდ შეფუთვა იქნებოდა სა-
ჭირო. კეილი დარწმუნებული იყო, რომ, სანამ ეს ყველაფერი დასრულ-
დებოდა, თავის საქმეს ბოლომდე მიიყვანდა. ის უკვე ამჩნევდა, რომ ებ-
რას თვითკმაყოფილება თვალსა და ხელს შუა ქრებოდა.
ბოლოს და ბოლოს, გოგონამ მას თვალი აარიდა.
– შენ ყველას ასე აშტერდები ხოლმე?
კეილს პასუხი არ გაუცია. მან ებრას ფეხებზე შეხედა, შემდეგ კი თავი
ნელ-ნელა ასწია და გოგონა მთლიანად შეათვალიერა ისე, თითქოს ის
ნივთი ყოფილიყო. მან იცოდა, რომ ეს მოზრდილ ადამიანსაც კი აუშლი-
და ნერვებს.
– რამე უჩვეულო დაინახე? – ჰკითხა აღელვებულმა ებრამ.
– სკოლაში დადიხარ? – როგორც იქნა ხმა ამოიღო კეილმა.
– რა თქმა უნდა.
– რომელ კლასში ხარ?

525
– მეხუთეში.
– რამდენი წლის ხარ?
– მალე თერთმეტის გავხდები.
კეილმა გაიცინა.
– რა გაცინებს? – გაბრაზდა ებრა, თუმცა კეილს პასუხი არ გაუცია.
– რას გაჩუმებულხარ? მითხარი, რა გაცინებს! თავი ჭკუის კოლოფი
გგონია, ხომ?
კეილი ისევ იცინოდა და ებრამ თემის შეცვლა გადაწყვიტა.
– რას აკეთებს შენი ძმა ამდენ ხანს? – თქვა მან. – ნახე, წვიმამ უკ-
ვე გადაიღო.
– მე მგონი, ეძებს.
– კურდღელს?
– არა, კურდღელს რა ძებნა უნდა? მკვდარია. მეორეს ეძებს და
ვერ იჭერს. ხელიდან უსხლტება.
– რა უსხლტება?
– რომ გითხრა, გაბრაზდება. სიურპრიზს გიმზადებს. წინა პარას-
კევს დაიჭირა. კბენაც მოასწრო იმ ოხერმა.
– რაზე ლაპარაკობ?
– თავად ნახავ, ყუთს რომ გახსნი. რომ მოვა, გეტყვის, აქ არ გახ-
სნაო. თუ გინდა, დავნიძლავდეთ.
კეილისთვის ამის გამოცნობა რთული სულაც არ იყო. საკუთარ
ძმას ის ძალიან კარგად იცნობდა.
ებრა მიხვდა, რომ არა მხოლოდ ბრძოლას, არამედ მთელ ომს
აგებდა. კეილის მიმართ მას სიძულვილის გრძნობა გაუჩნდა. გონე-
ბაში მას შურისძიების ყველა მეთოდმა გაუელვა, თუმცა თავადვე
მიხვდა, რომ მათ გამოყენებას აზრი არ ჰქონდა. მან გაჩუმება არჩია,
ცოტა ხანში კი გარეთ გავიდა და იმ სახლს დააკვირდა, სადაც მშობ-
ლები ეგულებოდა.
– წავედი მე, – თქვა მან.
– მოიცადე, – გააჩერა ის კეილმა.

526
– რა გინდა?
– არ გეწყინოს. შენ ჩემი ძმის ზურგი არ გინახავს და საერთოდ არ
იცი, რა ხდება აქ.
ებრა დაიბნა. კეილი მიხვდა, რომ გოგონას რომანტიული სიტუაციე-
ბი უყვარდა, ამიტომ, ჩუმი და იდუმალი ხმით საუბრობდა. ხმას ებრამაც
დაუწია.
– რას გულისხმობ? რა აქვს ზურგზე?
– ძალიან ბევრი ნაიარევი. იმ ჩინელის ნახელავია.
– რას უშვრება? სცემს? – იკითხა ებრამ და აკანკალდა.
– უარესი.
– მამას რატომ არ ეუბნებით?
– ვერ ვბედავთ. იცი, რა მოხდება, მასთან რომ რამე წამოგვცდეს?
– რა მოხდება?
– ვერ გეტყვი, – თქვა კეილმა და თავი გააქნია. – მეშინია.
სწორედ ამ დროს, ფარდულიდან ლი გამოვიდა და სტუმრების ეტლი
შესასვლელთან მიიყვანა. სახლიდან გამოსულმა მისტერ და მისის ბე-
იკონებმა ავტომატურად და ერთდროულად ახედეს ცას.
– ახლა ვერ გეტყვი, – თქვა კეილმა. – ჩინელი ყველაფერს მიხვდება.
– ებრა! გამოადგი ფეხი! მივდივართ! – დაიყვირა მისის ბეიკონმა.
სანამ ქალბატონი ეტლზე ადიოდა, ლის ცხენის სადავეები ეჭირა
ხელში.
ამ დროს, სახლის უკანა მხრიდან არონი გამოვარდა. ხელში მას ლა-
მაზად შეფუთული მუყაოს ყუთი ეჭირა.
– აიღე, – უთხრა მან ებრას და ყუთი გაუწოდა. – სახლამდე არ გახსნა.
კეილმა ებრას სახეზე ზიზღი შეამჩნია. გოგონა საჩუქარს გაერიდა.
– გამოართვი, საყვარელო და წავიდეთ. უკვე ძალიან დავაგვიანეთ, –
უთხრა მას მისტერ ბეიკონმა და ყუთი ხელებში მიაჩეჩა.
ამ დროს, ებრას კეილი მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა:
– ყურში გეტყვი, ისე, რომ არავინ გაიგოს. მე მგონი, შიშისგან ჩაიფსი.

527
ებრა წამოწითლდა და თავზე ქუდი გაისწორა. მისის ბეიკონმა
მას ხელი მოჰკიდა და ეტლზე აიყვანა.
ცხენი რომ დაიძრა, ლიმ, ადამმა და ტყუპებმა სტუმრებს თვალი გა-
აყოლეს.
სანამ ეტლი პირველ მოსახვევში შევიდოდა, კეილმა და არონმა
დაინახეს, რომ ებრამ ყუთი გზაზე გადმოაგდო. კეილმა ძმას შეხედა
და მის თვალებში ძლიერი გაწბილება დაინახა. ადამი სახლში შებ-
რუნდა, ლი კი საქათმისკენ წავიდა. ამ დროს, კეილმა არონს მხარზე
ხელი მოხვია.
– ცოლად მოყვანა მინდოდა, – თქვა არონმა. – წერილიც ჩავუდე
ყუთში.
– კარგი, ნუ ხარ მოწყენილი, – დაამშვიდა ის კეილმა. – წამოდი,
ჩემი შაშხანიდან გასროლინებ, თუ გინდა.
არონმა გაკვირვებული სახით შეხედა ძმას.
– არა გაქვს შენ შაშხანა – თქვა მან.
– არ მაქვს? რომ გაჩვენებ, მერე რაღას იტყვი?

თავი ოცდამერვე
-1-
მამა რომ შეცვლილი იყო, ბიჭებმა ვახშმის დროს შეამჩნიეს. მა-
ნამდე, ტყუპები მხოლოდ მის არსებობას გრძნობდნენ. მათ იცოდ-
ნენ, რომ მამას ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ის არავის უსმენდა; ყვე-
ლაფერს უყურებდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა. მამა კი არა, ნამდვი-
ლი აჩრდილი იყო. ბიჭები მას არასდროს უყვებოდნენ თავიანთი აღ-
მოჩენების, ინტერესების ან სურვილების შესახებ. ერთადერთი
ზრდასრული ადამიანი, რომელთანაც მათ სრულყოფილი ურთიერ-
თობა ჰქონდათ, ლი იყო. ჩინელი არა მხოლოდ მათ აღზრდაზე, კვე-
ბაზე, ჩაცმასა და წესიერებაზე ზრუნავდა, არამედ იმაზეც, რომ ტყუ-
პებს მამის მიმართ პატივისცემა ჰქონოდათ. ბიჭების თვალში, ადამი
იდუმალებით მოცული პიროვნება იყო. მისი სიტყვები და მსოფ-
528
ლმხედველობა ბავშვებს სწორედ ლიმ გადასცა (სინამდვილეში, ყველა-
ფერი ეს, ჩინელმა თავად მოიგონა და ადამს მიაწერა).
ადამის სალინასიდან დაბრუნების შემდეგ, პირველივე საღამოს, კე-
ილმა და არონმა შეამჩნიეს, რომ მამა მათ ხედავდა, უსმენდა და შეკით-
ხვებსაც უსვამდა. თავდაპირველად, ბიჭებს ძალიან გაუკვირდათ, შემ-
დეგ კი ეს გაკვირვება მცირე მორიდებულობაში გადაიზარდა.
– გავიგე, სანადიროთ ყოფილხართ წასული, – თქვა ადამმა.
ტყუპები შეცბნენ. ახალ და უცნობ სიტუაციაში აღმოჩენილ ადამია-
ნებს ეს ხშირად ემართებათ. საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, პასუხი მას
არონმა გასცა.
– დიახ, მამა.
– რამე მოინადირეთ?
ამჯერად, უფრო დიდი პაუზა იყო.
– დიახ, მამა.
– რა?
– კურდღელი.
– მშვილდ-ისრით? რომელმა მოახერხა?
– ორივემ გავისროლეთ და რომელი ისარი მოხვდა, არ ვიცით, – თქვა
არონმა.
– მე რომ პატარა ვიყავი, ჩემს ისრებს ყოველთვის ვცნობდი. დანიშ-
ნული არ გქონდათ?
ამჯერად, არონს პასუხი არ გაუცია, რადგან ტყუილის თქმა არ უნდო-
და. ამიტომ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე კეილმა აიღო.
– ნამდვილად ვიცი, რომ ჩემი ისარი იყო, მაგრამ შიძლება ის არონის
ტომარაში აღმოჩნდა.
– რატომ უნდა მოხვედრილიყო შენი ისარი არონის ტომარაში? – გა-
უკვირდა ადამს.
– არ ვიცი... მაინც მგონია, რომ კურდღელი მან მოკლა.
– შენ როგორ ფიქრობ? – მიუტრიალდა ადამი არონს.
– შეიძლება, მართლა მე მოვკალი... თუმცა, დარწმუნებული არა ვარ.

529
– მე მგონი, ორივე ძალიან კარგად აკონტროლებთ სიტუაციას, –
თქვა ადამმა.
ბიჭებმა შვება იგრძნეს. აღმოჩნდა, რომ მამა მათ ხაფანგს არ უგებ-
და.
– სად არის კურდღელი? – იკითხა ადამმა.
– არონმა ებრას აჩუქა, – თქვა კეილმა
– მან კი ეტლიდან მოისროლა, – დაამატა არონმა.
– რატომ?
– არ ვიცი. მე მისი ცოლად მოყვანაც მინდოდა.
– მართლა?
– დიახ.
– კეილ, შენ რას იტყვი?
– ვფიქრობ, მე მას არონს დავუთმობ.
ადამმა გულიანად გაიცინა და ბიჭები მიხვდნენ, რომ მამის სიცი-
ლი პირველად გაიგონეს.
– კარგი გოგონაა, არა? – ჰკითხა მათ ადამმა.
– დიახ, – თქვა არონმა. – კარგი გოგოა და ლამაზიცაა.
– ძალიან კარგი. გამიხარდება, ერთ მშვენიერ დღეს თუ ჩემი რძა-
ლი გახდება.
ლიმ მაგიდა აალაგა, ცოტა ხნით სამზარეულოში გავიდა და ისევ
დაბრუნდა.
– ძილის დრო მოვიდა, – უთხრა მან ტყუპებს.
ბიჭებმა მას უკმაყოფილო სახეებით შეხედეს.
– ჩამოჯექი და ბიჭებიც დატოვე ცოტა ხნით, – უთხრა მას ადამმა.
– ანგარიშები მზად არის, – თქვა ლიმ. – თუ მოისურვებთ, მოგვია-
ნებით ერთად გავიაროთ.
– რა ანგარიშები?
– სახლისა და რანჩოს ანგარიშები. ამას წინათ მითხარით, რომ
ხარჯების შემოწმება გსურდათ.
– მთელი ამ ათი წლის ანგარიშებზე ამბობ?

530
– ასე გამოდის. აბა, ადრე ამით არასდროს დაინტერესებულხართ.
– მართალი ხარ. კარგი, ჩამოჯექი. არონს იმ გოგონას ცოლად
მოყვანა სურს, დღეს რომ ჩვენთან იყო სტუმრად.
– უკვე დანიშნულები არიან?
– მე მგონი, მას არონის წინადადებაზე ჯერ თანხმობაც კი არ უთ-
ქვამს. ასე რომ, მოფიქრებისთვის საკმარისი დრო გვაქვს.
სრულიად უცხო სიტუაციას კეილი უკვე საკმარისად შეეგუა და ახლა
ის კრიტიკული თვალით უყურებდა ჭიანჭველების ამ ახალ ბუდეს, ფიქ-
რობდა, როგორ დაენგრია ის მაქსიმალურად ეფექტურად. გადაწყვეტი-
ლება მან მალე მიიღო.
– მართლა კარგი გოგოა, – თქვა მან. – ძალიან მომწონს. იცით, რა
გვითხრა? მამათქვენს ჰკითხეთ, დედათქვენის საფლავი სად არის და
მერე ყვავილები მივიტანოთო.
– შეიძლება? – განაგრძო არონმა. – ებრამ გვითხრა, რომ გვირგვინე-
ბის გაკეთებასაც გვასწავლის.
ადამს გონება დაეძაბა. ტყუილების თქმა მას ისედაც არ ეხერხებოდა
და არც ამ საკითხზე უფიქრია ოდესმე. გამოსავალი მან იმდენად სწრა-
ფად მოიფიქრა, რომ ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც.
– მეც სიამოვნებით წამოვიდოდი თქვენთან ერთად, მაგრამ, უნდა გა-
გაწბილოთ და გითხრათ, რომ საფლავი ქვეყნის მეორე ბოლოშია, –
თქვა მან.
– რატომ? – გაუკვირდა არონს.
– იმიტომ, რომ ზოგიერთ ადამიანს თავის მშობლიურ მიწაზე ასაფ-
ლავებენ.
– იქამდე როგორ წაიყვანეს? – იკითხა კეილმა.
– მატარებლით. ასე არ იყო, ლი?
თანხმობის ნიშნად, ლიმ თავი დააქნია.
– ჩვენთანაც ასეა, – თქვა მან. – სიკვდილის შემდეგ, თითქმის ყველა
ჩინელს სამშობლოში კრძალავენ.
– ვიცი, – თქვა არონმა. – ადრეც გვითხარი.

531
– მართლა?
– რა თქმა უნდა, – თქვა კეილმა და მის ხმაში ოდნავი გაწბილება გა-
მოჩნდა.
ადამმა დრო იხელთა და თემა შეცვალა.
– მისტერ ბეიკონმა ერთი საინტერესო რაღაცა შემოგვთავაზა, –
თქვა მან, – მინდა, რომ თქვენც იფიქროთ
ამაზე. მან თქვა, რომ უკეთესი იქნება, თუ საცხოვრებლად სალი-
ნასში გადავალთ. იქ ბევრი კარგი სკოლაა და ბევრი ბავშვიც ცხოვ-
რობს.
ტყუპებს ძალიან გაუკვირდათ.
– აქაურობას რას ვუშვრებით? – იკითხა კეილმა.
– არაფერს. რანჩოს დავიტოვებთ და, თუ ოდესმე დაბრუნება
მოგვინდა, დავბრუნდებით.
– ებრაც სალინასში ცხოვრობს, – თქვა არონმა.
ეს მისთვის სრულიად საკმარისი იყო. ეტლიდან გადმოგდებული
ყუთი საერთოდ აღარ ახსოვდა. გონებაში არონს ახლა მხოლოდ ლა-
მაზი ქუდი, წინსაფარი და ნაზი ხელები უტრიალებდა.
– მოკლედ, იფიქრეთ ამაზე, – თქვა ადამმა. – ახლა კი ძილის
დროა. დღეს სკოლაში რატომ არ იყავით?
– მასწავლებელი ავად გახდა, – თქვა არონმა.
– მის კალპი სამი დღეა სკოლაში არ ყოფილა, – დაეთანხმა მას
ლი. – ორშაბათამდე სწავლა არ ექნებათ. მორჩა, წავედით, ბიჭებო.
ტყუპები წამოდგნენ და ლის მორჩილად გაჰყვნენ.
-2-
ადამი ლამფას უყურებდა, ოდნავ შესამჩნევად იღიმებოდა და
თითებს მუხლზე ათამაშებდა. ამ დროს, ოთახში ლი შემოვიდა.
– რამე შეიტყვეს? – ჰკითხა მას ადამმა.
– არ ვიცი.
– ალბათ, მართლა იმ გოგონამ ჩამოაგდო სიტყვა.

532
ლი სამზარეულოში გავიდა და იქიდან მუყაოს დიდი ყუთით ხელში
დაბრუნდა.
– აი, აქ არის ანგარიშები, – თქვა მან. – თითოეულ წელიწადზე
ცალკე შეკვრა გავაკეთე და თავიდან ბოლომდე შევამოწმე. ყველა-
ფერი სრულად არის გაწერილი.
– აქ ყველა ანგარიშია?
– დიახ. თქვენ ხომ გაინტერესებდათ, რა დანახარჯები გქონდათ?
ჰოდა, ყველაფერი აქ არის. მართლა აპირებთ აქედან წასვლას?
– ჯერ არ ვიცი. ვფიქრობ.
– ნეტა შეიძლებოდეს, რომ ბიჭებს სიმართლე გაუმხილოთ.
– ჰო, მაგრამ, არ მინდა, რომ საკუთარ დედაზე ცუდი იფიქრონ.
– სხვა საფრთხეზე არასდროს გიფიქრიათ?
– რას გულისხმობ?
– თავად რომ შეიტყონ ყველაფერი? შეიძლება ვინმემ უთხრას.
– რას იზამ? რომ გაიზრდებიან, შეიძლება უფრო ადვილი იყოს მათ-
თვის.
– არა მგონია, – თქვა ლიმ. – თუმცა, ეს არ არის ყველაზე მთავარი
საფრთხე.
– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ.
– ტყუილი მაღელვებს ყველაზე მეტად. სიცრუე ყველაფერს აფუ-
ჭებს. თუ ისინი ოდესმე შეიტყობენ, რომ ატყუებდით, სიმართლე დაზა-
რალდება. ისინი თქვენ აღარასდროს დაგიჯერებენ.
– გეთანხმები, მაგრამ, რა ვქნა? სრულ სიმართლეს ხომ ვერ ვეტყვი?
– თქვენც ნაწილობრივი სიმართლე უთხარით და დანარჩენს თავად
თუ შეიტყობენ, შეიტყონ. ყოველ შემთხვევაში, თქვენ არაფერში დაგა-
დანაშაულებენ.
– უნდა ვიფიქრო, ლი. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო.
– თქვენ სალინასში აპირებთ გადასახლებას. იქ კი გაცილებით დიდი
საშიშროებაა.
– ვიცი. ვიფიქრებ.

533
– მამაჩემმა დედაჩემის შესახებ ყველაფერი მითხრა, ოდნავაც
არ დამინდო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მახსოვს, რომ მას შემ-
დეგ კიდევ რამდენჯერმე მიამბო ეს ისტორია. ეს სრულიად განსხვა-
ვებული, მაგრამ, არანაკლებ შემზარავი ამბავია. მაინც კმაყოფილი
ვარ, ყველაფერი რომ მითხრა. რომ არ ეთქვა, ის უფრო მეწყინებო-
და.
– არ გინდა, რომ მიამბო?
– არა, არ მინდა. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა სწორედ ამ ამბავმა
გადაგაწყვეტინოთ, რომ თქვენს საკუთარ შვილებსაც გაუზიაროთ სი-
მართლე. იქნებ ის მაინც უთხრათ, რომ დედა წავიდა, მაგრამ, სად
წავიდა, არ იცით.
– რომ ვიცი?
– ჰო, პრობლემაც სწორედ ეს არის. თუ სიმართლეა, სრული სი-
მართლე უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ეს არა ნაწილობრივი სიმარ-
თლე, არამედ ნაწილობრივი ტყუილი გამოდის. არ ვიცი. ვერაფერს
დაგაძალებთ.
– აუცილებლად ვიფიქრებ, – თქვა ადამმა. – დედაშენის ამბავს
არ მომიყვები?
– მართლა ასე გაინტერესებთ?
– ვერ დაგაძალებ. თუ სურვილი გაქვს, მიამბე.
– კარგი, ოღონდ ძალიან მოკლედ მოგიყვებით. ჩემი პირველი
მოგონება სწორედ ამ ისტორიას უკავშირდება. მაშინ, მამასთან ერ-
თად, კარტოფილის დიდი მინდვრის შუაგულში, ერთ პატარა და
ბნელ ქოხში ვცხოვრობდი. მამაჩემის მშობლიური ენა კანტონური
იყო, მაგრამ ამ ამბავს რომ მიყვებოდა, მანდარინულ დიალექტზე
საუბრობდა.
ლი ჩაფიქრდა და წარსულში გადაეშვა.
– დავიწყებ იმით, რომ, როდესაც ამერიკის დასავლეთში რკინიგ-
ზას აშენებდნენ, ყველაზე მძიმე სამუშაო, როგორიცაა დგარებისა და
ლიანდაგების დაწყობა, ათასობით ჩინელს ხვდა წილად. ისინი ია-

534
ფად და გულმოდგინედ მუშაობდნენ, ხოლო, თუ რომელიმე მათგანი
დაიღუპებოდა, დამქირავებელი პასუხს არ აგებდა. ისინი, ძირითა-
დად, კანტონიდან ჩამოჰყავდათ, რადგან კანტონელები ტანმორჩი-
ლი, ფიზიკურად ძლიერი, გამძლე და, რაც მთავარია, უკონფლიქტო
ხალხია. ყველა მათგანი კონტრაქტით მუშაობდა და
მამაჩემიც ამერიკაში ჩამოსული ჩინელის ტიპური მაგალითი იყო.
ჩინელებს ერთი დაუწერელი კანონი აქვთ: ადამიანმა ყველა თავისი ვა-
ლი წლის ბოლომდე უნდა გადაიხადოს, რათა ახალი წელიწადი სუფთა
ფურცლიდან დაიწყოს. ვინც ამ წესს დაარღვევს, სახეს კარგავს. მეტიც,
მისი მთელი ოჯახი კარგავს სახეს. გასამართლებელი საბუთი არ არსე-
ბობს.
– კარგი წესია. მომწონს. – თქვა ადამმა.
– კარგია თუ ცუდი, რაც არის, ეგ არის. მამაჩემს არ გაუმართლა. ის
ვალებს ვერ იხდიდა. ამიტომ, ამ რთული სიტუაციის განსახილველად,
მთელი ოჯახი შეიკრიბა. ჩვენს გვარს ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა
და ყველამ მშვენივრად იცოდა, რომ ეს უიღბლობა იყო და მეტი არაფე-
რი. მიუხედავად ამისა, გადაუხდელი ვალი მთელ ოჯახს აზარალებდა.
ამიტომ, ოჯახის წევრები შეთანხმდნენ, რომ მამაჩემის ვალს ერთობ-
ლივი ძალებით დაფარავდნენ, მამაჩემი კი მათ ამ ფულს მოგვიანებით
დაუბრუნებდა. გამოსავალი მოიძებნა, მაგრამ მამაჩემისთვის დიდად
არაფერი შეცვლილა. ამერიკულ რკინიგზის კომპანიებს ერთი საინტე-
რესო წესი ჰქონდათ: როგორც კი მათთან კონტრაქტს გააფორმებდი,
ისინი წამსვე გიხდიდნენ საკმაოდ დიდ თანხას. ვალებში გადავარდნილ
ხალხს ისინი სწორედ ამ ხერხით იზიდავდნენ. ყველაფერი სამართლია-
ნად და წესების დაცვით ხდებოდა. მამაჩემისთვის ეს სავსებით მისაღე-
ბი ვარიანტი იყო, მაგრამ ერთი სერიოზული პრობლემა მაინც არსებობ-
და: ის სულ ცოტა ხნით ადრე დაქორწინდა და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი
ერთმანეთზე ძალიან ძლიერად იყო მიჯაჭვული. მიუხედავად ამისა,
ძველი ჩინური ადათ-წესის მიხედვითა და ოჯახების უხუცესების თან-
დასწრებით, ისინი ერთმანეთს კეთილად დაშორდნენ. მე ხშირად მი-

535
ფიქრია, რომ ასეთი ადათ-წესები ადამიანს ტკივილის გადატანაში
ეხმარება. ექვსი კვირის განმავლობაში, სანამ სან-ფრანცისკომდე ჩა-
აღწევდნენ, ეს ადამიანები ცხოველებივით იყვნენ შეყრილნი გემზე.
ალბათ ადვილი წარმოსადგენია, რა პირობებში უწევდათ მათ ყოფ-
ნა. მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ცუდად მათ ნამდვილად არ
ეპყრობოდნენ, რადგან საქონელი მუშაობისთვის გამოსადეგ მდგო-
მარეობაში უნდა ჩასულიყო ადგილზე. ზღვაში გასვლიდან ერთი
კვირა რომ იყო გასული, მამაჩემმა გემზე თავისი მეუღლე აღმოაჩი-
ნა. მას მამაკაცის ტანსაცმელი ეცვა და ნაწნავიც მამაკაცურად ჰქონ-
და დაწნული. გემზე რომ ქალი იყო, ვერავინ მიხვდა, რადგან დედა-
ჩემი ჩუმად იჯდა და თვალში არავის ეჩხირებოდა. გარდა ამისა, ამ
ხალხს არც სამედიცინო შემოწმებას უტარებდნენ და არც ვაქცინაცი-
ას. ჩემი მშობლები ერთმანეთს მხოლოდ სიბნელეში და მხოლოდ
ჩურჩულით ესაუბრებოდნენ. მამაჩემი ძალიან გაბრაზდა, მისი მე-
უღლე რომ ადათ-წესს არ დაემორჩილა, თუმცა, ის ვერც კმაყოფილე-
ბას მალავდა. აი, ასეთი ამბავი იყო. შემდეგი ხუთი წლის განმავლო-
ბაში, ისინი წელის გაწყვეტამდე მუშაობდნენ. ამერიკაში რომ ჩავიდ-
ნენ, გაქცევა არც კი უცდიათ, რადგან ძალიან პატივმოყვარეები იყ-
ვნენ: მათ ხომ კონტრაქტის პირობები ჰქონდათ შესასრულებელი.
მეგონა, ამ ყველაფერს რამდენიმე წინადადებით ვიტყოდი, მაგრამ
არ გამოვიდა. პირი გამიშრა. წავალ, ერთ ჭიქა წყალს მოვიტან.
თქვენც ხომ არ გნებავთ?
– სიამოვნებით, – თქვა ადამმა. – ერთი რამ არ მესმის: ქალი ასეთ
მძიმე სამუშაოს როგორ ასრულებდა?
– ახლავე დავბრუნდები, – თქვა ლიმ და სამზარეულოში გავიდა,
რამდენიმე წამში კი წყლით სავსე ორი თუნუქის ჭიქა მოიტანა და მა-
გიდაზე დადო. – რა მკითხეთ?
– დედაშენს ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება არ გაუჭირდა?
– მამაჩემი ამბობს, რომ ის ძლიერი ქალი იყო. მე კი ღრმად მწამს,
რომ ძლიერი ქალი ნებისმიერ მამაკაცზე გაცილებით ძლიერია, გან-

536
საკუთრებით, თუ გულში მას სიყვარული აქვს. დარწმუნებული ვარ, შეყ-
ვარებული ქალის განადგურება თითქმის შეუძლებელია.
ადამი უცნაურად დაიმანჭა.
– ერთ მშვენიერ დღეს, თქვენც დარწმუნდებით ამაში, – უთხრა მას
ლიმ.
– არა, ცუდი არაფერი მიფიქრია, – თავი იმართლა ადამმა, – მხო-
ლოდ ერთი გამოცდილება მქონდა და სრულ სურათს ნამდვილად ვერ
შევიქმნიდი. გააგრძელე, გისმენ.
– ამ ხანგრძლივი და მძიმე მოგზაურობის დროს, დედაჩემმა მამა-
ჩემს მხოლოდ ერთი რამ არ გაუმხილა. გემზე ისედაც ბევრი იტანჯებო-
და ზღვის დაავადებით, ამიტომ, დედაჩემი რომ ცუდად იყო, თვალში
არავის მოხვედრია.
– არ მითხრა, ფეხმძიმედ იყოო! – წამოიძახა ადამმა.
– დიახ, ფეხმძიმედ იყო და არ სურდა, რომ მის ქმარს სანერვიულო
მომატებოდა.
– სანამ გემზე დაჯდებოდა, ეს უკვე იცოდა?
– არა, არ იცოდა. უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე არაშესაფერის დროს
გადავწყვიტე ამ ქვეყანას მოვვლინებოდი... არ მეგონა, ასეთი გრძელი
ისტორია თუ გამოვიდოდა.
– რადგან დაიწყე, ახლა ნუღარ გაჩერდები.
– რაღა გამაჩერებს. სან-ფრანცისკოში ჩასული ეს ხალხი ვაგონებში
პირუტყვივით შერეკეს და კლდოვანი მთებისკენ წაიყვანეს. მათ გვირა-
ბები უნდა გაეყვანათ და ლიანდაგების დასაგებად გზები გაესწორები-
ნათ. დედაჩემი სხვა ჯგუფში გაანაწილეს, ამიტომ, მამაჩემი მას მხო-
ლოდ საღამოობით, ბანაკში ნახულობდა. გარშემო სულ გადამწვანებუ-
ლი იყო ყველაფერი, მოშორებით კი თოვლიანი მწვერვალები მოჩანდა.
ფეხმძიმობის შესახებ დედაჩემმა ქმარს სწორედ იქ, ბანაკში გაუმხილა.
ასე იყო თუ ისე, ისინი მუშაობას
შეუდგნენ. ქალის კუნთებიც ზუსტად ისე მაგრდება, როგორც მამაკა-
ცისა და, გარდა ამისა, დედაჩემს სულიც დაკუნთული ჰქონდა. ის არა-

537
ფერზე იხევდა უკან, ნიჩაბიც ეკავა ხელში და წერაქვიც, რაც ალბათ
ძალიან მძიმე ასატანი იყო. ცოტა ხანში, ორივეს პანიკა დაეუფლა,
რადგან, მიხვდნენ, რომ მშობიარობისთვის არც დრო ჰქონდათ და
არც შესაფერისი ადგილი.
– ასეთი გაუნათლებლები იყვნენ? – გაუკვირდა ადამს. – მისუ-
ლიყვნენ უფროსთან, ეთქვათ, რომ ქალია და ფეხმძიმედაა. დარწმუ-
ნებული ვარ, რაიმე სახის დახმარებას მაინც გამოჰკრავდნენ ხელს.
– აი, ხომ ხედავთ? ეტყობა, მაინც გამომრჩა რაღაცა. თქვენ კი გიკ-
ვირთ, ასე ვრცლად რომ ვყვები. ისინი სულაც არ იყვნენ გაუნათლებ-
ლები. საქმე იმაშია, რომ ეს ხალხი ამერიკაში მხოლოდ ერთი მიზ-
ნით ჩაიყვანეს – მუშაობისთვის. როდესაც სამუშაო შესრულდებოდა,
მათ, ვინც ცოცხალი რჩებოდა, ისევ სამშობლოში აბრუნებდნენ. აქ
მხოლოდ მამაკაცები ჩამოჰყავდათ. ქალებისთვის კარი დაკეტილი
იყო. ამერიკას არ სურდა, რომ ისინი აქ გამრავლებულიყვნენ. ქალი,
მამაკაცი და ბავშვი უკვე ოჯახია, ოჯახს კი ერთი თვისება აქვს – ის
ფესვებს ისე ღრმად იდგამს, რომ ამოძირკვა შეუძლებელი ხდება.
ნერვებაშლილი, აღგზნებული და ქალის ალერსს მონატრებული მა-
მაკაცების ჯოგი კი ყველგან წავა, ოღონდ ამ აუტანელ სიმარტოვეს
გაექცეს. განსაკუთრებული სიხარულით კი ისინი სახლში მიემგზავ-
რებოდნენ. აი, ასეთი ნახევრად შეშლილი და ნახევრად ველური მა-
მაკაცების გარემოცვაში, დედაჩემი ერთადერთი ქალი იყო. რაც უფ-
რო გადიოდა დრო, ისინი სულ უფრო აღგზნებულები და ნერვიულე-
ბი ხდებოდნენ. უფროსობისთვის, ეს იყო არა ადამიანთა ჯგუფი,
არამედ ცხოველთა ჯოგი, რომელიც ძალიან საშიში ხდება, თუ ყუ-
რადღებას ოდნავ მაინც მოადუნებ. ახლა, ალბათ ხვდებით, რატომ
არ მოითხოვა დედაჩემმა დახმარება. ისინი მას წამსვე გააგდებდნენ
ბანაკიდან. ვინ იცის, შესაძლოა მოეკლათ კიდეც და დაავადებული
ძროხასავით ჩაემარხათ მიწაში. მცირეოდენი ჭირვეულობის გამო,
მათ თხუთმეტი მამაკაცი დახვრიტეს. ისინი ზუსტად იმ წესრიგს
ინარჩუნებდნენ, რომელსაც ჩემი საბრალო ხალხია მიჩვეული. აუცი-

538
ლებლად უნდა არსებობდეს უკეთესი ცხოვრების წესი, მმართველობის
უკეთესი ფორმა, მაგრამ არა... ჩინელებთან მხოლოდ წკეპლა, როზგი
და ტყვია ჭრის. ნეტა სულ არ დამეწყო ამის მოყოლა... მამაჩემის სახე
არასდროს დამავიწყდება. ამას რომ მიყვებოდა, იმ ძველ წუხილს, სევ-
დასა და ტკივილს ხელახლა განიცდიდა. შუა საუბრისას, ის ჩერდებოდა
და ცდილობდა თავი ხელში აეყვანა, ხოლო როდესაც აგრძელებდა,
ისეთ მძიმე და ბასრ სიტყვებს ხმარობდა, თითქოს სურდა ამ სიტყვებით
საკუთარი თავი შუაზე გადაეჭრა. გარკვეული დროის შემდეგ, ისინი სულ
უფრო და უფრო ხშირად ახერხებდნენ ერთად ყოფნას, მიზეზად კი მა-
მაჩემი იმას ასახელებდა, რომ დედაჩემი მისი ძმისშვილი იყო. თვეები
სწრაფად გარბოდა და საბედნიეროდ, დედაჩემს მუცელი დიდად არ ეტ-
ყობოდა. მამაჩემი მას მხოლოდ ოდნავ ეხმარებოდა და ამას იმით ამარ-
თლებდა, რომ მისი ძმისშვილი ჯერ კიდევ ახალგაზრდა და სუსტი იყო.
რა უნდა ექნათ მომავალში, მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ. შემდეგ, მა-
მაჩემს იდეა მოუვიდა. მან გადაწყვიტა ცოლთან ერთად მაღალ მთაში
გახიზნულიყო, რომელიმე პატარა ტბის პირას ქოხი აეშენებინა და რო-
დესაც ბავშვი დაიბადებოდა, ისევ დაბრუნებულიყო ბანაკში და ღირსეუ-
ლად აეტანა ნებისმიერი სახის სასჯელი. ის მზად იყო, კიდევ ხუთი წე-
ლი ემუშავა და „გაქცეული ძმისშვილის“ დანაშაული გამოესყიდა. ეს
გეგმა არცთუ საიმედო იყო, მაგრამ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და გაქ-
ცევა ერთადერთ გამოსავლად მიიჩნიეს. ასე
იყო თუ ისე, გეგმის განხორციელებამდე ორი რამ იყო აუცილებელი
– მათ საკმარისი საკვები უნდა მოემარაგებინათ და გაქცევის დროც შე-
საფერისი შეერჩიათ. ჩემმა მშობლებმა, – თქვა ლიმ, გაჩერდა და საკუ-
თარ სიტყვებზე გაეღიმა, შემდეგ კი გული სითბოთი აევსო და შეასწორა.
– ჩემმა საყვარელმა მშობლებმა მზადება დაიწყეს. იმ ბრინჯის ნაწილს,
რომელიც მათ დღიურად ერგებოდათ, ისინი ლეიბების ქვეშ ინახავ-
დნენ; მამაჩემმა სადღაც ძუა იპოვა, შემდეგ კი მავთულისგან კაუჭი გააკე-
თა, რადგან მთის ტბებში საკმაოდ ბევრი კალმახი იყო; გარდა ამისა,
ასანთი რომ გამოეზოგა, თამბაქოს მოწევას თავი დაანება; დედაჩემი კი

539
ნაჭრის პატარა ნაგლეჯებს აგროვებდა, არღვევდა მათ და ამ წვრი-
ლი ძაფით ჩემთვის საფენებს კერავდა. ნემსის მაგივრად ხის ნა-
ფოტს იყენებდა. როგორ მინდა, რომ დედა ოდნავ მაინც მახსოვ-
დეს...
– მეც სიამოვნებით გავიცნობდი, – თქვა ადამმა. – სემ ჰამილტო-
ნისთვის თუ მოგიყოლია ოდესმე ეს ამბავი?
– არა და ახლა ძალიან ვნანობ. ადამიანის სულის სიძლიერის გა-
მოვლინება მისთვის პირადი გამარჯვებასავით იყო. ძალიან უყვარ-
და ასეთი ისტორიები.
– იმედი მაქვს, რომ შენმა მშობლებმა გაქცევა მოახერხეს.
– მესმის თქვენი. როდესაც მამა ამ ამბავს მიყვებოდა, მეც ასეთი
შეგრძნება მქონდა. „ერთხელ მაინც მითხარი, რომ იმ ტბამდე მიაღ-
წიეთ“, – ვეუბნებოდი მას. – „ერთხელ მაინც შეცვალე ყველაფერი,
მომატყუე, რომ სამშვიდობოზე გააღწიეთ და ქოხიც ააშენეთ“. ამის
შემდეგ, მამაჩემი ნამდვილი ჩინელი ხდებოდა და მეუბნებოდა: „სი-
მართლე, რაც არ უნდა საზარელი იყოს ის, ტყუილზე გაცილებით
ლამაზია. ქალაქის შესასვლელში მოკალათებული მთხრობლები
ცხოვრებას ამახინჯებენ, რათა ის უფრო ლამაზი გახდეს, მაგრამ, ეს
მხოლოდ სულელებს, ზარმაცებსა და სუსტებს სჭირდებათ. ეს ლამა-
ზი ტყუილი მათ უძლურობას ამყარებს, სანაცვლოდ კი არაფერს ას-
წავლის მათ. ის არც ჭრილობებს აშუშებს და არც სულს აძლიერებს“.
– კარგი, გააგრძელე, – თქვა ადამმა გაღიზიანებული ტონით.
ლი წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა, ვარსკვლავებით მოჭედილ
ცას ახედა და ისე დაასრულა ეს ამბავი.
– ერთ დღეს, ყველაფერი თავდაყირა დადგა. კლდიდან მოზრდი-
ლი ლოდი ჩამოგორდა და მამაჩემს ფეხი მოსტეხა. მას არტაშანი
დაადეს და კოჭლისთვის შესაფერისი სამუშაო მისცეს – გაღუნული
ლურსმნების ჩაქუჩით გასწორება. შემდეგ კი, არ ვიცი, მძიმე სამუშა-
ოს ბრალი იყო ეს თუ ნერვიულობის, მაგრამ დედაჩემს ნაადრევი
მშობიარობა დაეწყო. როდესაც ნახევრადშეშლილმა მამაკაცებმა

540
ყველაფერი შეიტყვეს, ისინი საბოლოოდ შეიშალნენ. ერთის სახის შიმ-
შილმა მეორე სახის შიმშილი გაამძაფრა, ერთმა დანაშაულმა მეორეს
დაუდო საფუძველი და ის პატარ-პატარა უსამართლობები, რომლებსაც
ეს ხალხი
განიცდიდა, ერთ უზარმაზარ და მანიაკალურ უსამართლობად გადა-
იქცა. მამაჩემმა გაიგონა, რომ ვიღაცამ ხმამაღლა დაიძახა: „ქალი!“ და
წამსვე ყველაფერს მიხვდა. ის დედაჩემის გადასარჩენად გაიქცა, მაგრამ
ფეხი ისევ მოსტყდა, ამიტომ, ფორთხვით გაიარა უსწორმასწორო ფერ-
დობი. როდესაც იქამდე მიაღწია, ჰაერში უკვე ტრაგედიის სუნი ტრი-
ალებდა, კანტონელი მამაკაცები კი ცდილობდნენ გაქცეულიყვნენ, სად-
მე დამალულიყვნენ და დაევიწყებინათ, რომ ასეთი საშინელება სწო-
რედ მათ ჩაიდინეს. დედაჩემი თიხის გროვაზე იწვა. მას თვალები გახე-
ლილი ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ხედავდა, ტუჩები კი ოდნავ შესამჩნე-
ვად მოძრაობდა. მან მამაჩემს ყველაფერი თავად უკარნახა და მამამაც
საკუთარი ხელებით გამომიყვანა დედაჩემის დაფლეთილი სხეული-
დან. საღამოსთვის, დედა იქვე, თიხის გროვაზე გარდაიცვალა.
ადამი მძიმედ სუნთქავდა, ლიმ კი სიმღერასავით განაგრძო.
– სანამ იმ მამაკაცებს შეიძულებთ, კიდევ ერთი რამ უნდა გითხრათ.
მამაჩემიც სულ ბოლოს მეუბნებოდა ხოლმე ამას: ისე, როგორც ეს ხალ-
ხი ჩემზე ზრუნავდა, არც ერთ ბავშვზე არავის არასდროს უზრუნია. მთე-
ლი ბანაკი დედად იქცა ჩემთვის. სწორედ ეს არის სილამაზე – აუტანე-
ლი, საზარელი სილამაზე. ახლა კი, ღამე მშვიდობისა. მეტს ვეღარ ვი-
ლაპარაკებ.
-3-
ადამმა უჯრები გამოაღო, თაროები დაათვალიერა, მთელი ოთახი
ყირაზე დააყენა და ბოლოს, იძულებული გახდა ისევ ლისთვის ეთხოვა
დახმარება.
– სად არის ჩემი კალამი და მელანი?
– არა გაქვთ, – უპასუხა ლიმ, – უკვე ათი წელი გავიდა, რაც ერთი სიტ-
ყვაც კი არ დაგიწერიათ. თუ გნებავთ, ჩემსას გათხოვებთ.

541
ის თავის ოთახში გავიდა და ცოტა ხანში მელანი, კალამი, რამ-
დენიმე ფურცელი და ერთი ცალი კონვერტი გამოიტანა. ეს ყველა-
ფერი მაგიდაზე რომ დაალაგა, ადამს ძალიან გაუკვირდა.
– როგორ მიხვდი, წერილის დაწერას რომ ვაპირებ?
– ძმას უნდა მისწეროთ, ასე არ არის?
– მართალია.
– საკმაოდ რთული საქმე წამოგიწყიათ. ძალიან დიდი დროა გა-
სული.
ლი მართალი იყო. ადამი კალამს კბილებით ათამაშებდა და ღე-
ჭავდა, უცნაურად იმანჭებოდა და თავს იფხანდა. მან რამდენიმე წი-
ნადადება დაწერა, შემდეგ ქაღალდი დაჭმუჭნა, გადააგდო და წერა
თავიდან დაიწყო.
– რამდენიმე დღით რომ აღმოსავლეთში გავემგზავრო, ბავშვებ-
თან დარჩები? – ჰკითხა მან ლის.
– იქ ჩასვლა უფრო ადვილია, ვიდრე წერილის დაწერა, ხომ? –
თქვა ლიმ. – რა თქმა უნდა, დავრჩები.
– არა, არა. სჯობს წერილი დავწერო.
– სტუმრად რომ დაპატიჟოთ თქვენი ძმა, მგონი არაფერი დაშავ-
დება.
– მშვენიერი იდეაა, ლი, – სახე გაუნათდა ადამს. – ამაზე არც კი
მიფიქრია.
– წერილის დაწერაც უფრო გაგიადვილდებათ.
წერა მართლაც ძალიან ადვილი აღმოჩნდა. ჩასწორებებისა და
დამატებების შემდეგ, ადამმა ის კიდევ ერთხელ გადაიკითხა და კონ-
ვერტში ჩადო.
„ძვირფასო ძმაო ჩარლზ, – ასე იწყებოდა. – ძალიან დიდი ხანია,
რაც შენთვის არაფერი მომიწერია და, ალბათ, გაგიკვირდება, ამ წე-
რილს რომ მიიღებ. ბევრჯერ დავაპირე შენი მოკითხვა, მაგრამ, ხომ
იცი, როგორ ხდება ხოლმე? დღეს, ხვალ, დღეს, ხვალ და ათი წელიც
თვალსა და ხელს შუა გავიდა.

542
იმედი მაქვს, შენთან ყველაფერი კარგადაა და ჯანმრთელადაც ხარ.
შენი ამბავი რომ ვიცი, ალბათ ხუთი ან, სულაც, ათი შვილი გყავს. ჰა! ჰა!
მე ორი ბიჭი შემეძინა. ტყუპები არიან. მათი დედა აქ არ არის. სოფელში
ცხოვრება არ მოეწონა და აქვე ახლოს, ქალაქში გადასახლდა. სტუმრად
ჩავდივარ ხოლმე მასთან.
ძალიან კარგი რანჩო მაქვს, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ ყურადღე-
ბას არ ვაქცევ. ახლა დავიწყებ და მომავალში ყველაფერი უკეთ იქნება.
დიდი გეგმები მქონდა, მაგრამ რამდენიმე წელი ძალიან ცუდად ვიყავი.
ახლა უკეთ ვგრძნობ თავს.
შენ როგორ ცხოვრობ? ძალიან მინდა შენი ნახვა. იქნებ, ცოტა ხნით
მაინც მოახერხო ჩემთან ჩამოსვლა. ეს მხარე ძალიან მოგეწონება. შეიძ-
ლება ერთი კარგი ადგილიც გამონახო და სამუდამოდ დასახლდე აქ. ცი-
ვი ზამთარი ჩვენთან საერთოდ არ იცის. ჩვენნაირი ბებრებისთვის ამას
დიდი მნიშვნელობა აქვს. ჰა! ჰა!
მოკლედ, იმედი მაქვს, ამაზე იფიქრებ და გადაწყვეტილებას შემატ-
ყობინებ. სხვა თუ არაფერი, ცოტა ხნით დაისვენებ მაინც. ძალიან მე-
ნატრები. ბევრი რაღაცა მინდა მოგიყვე ისეთი, რასაც ფურცელზე ვერ
დავწერ.
აუცილებლად მომწერე პასუხი და მომიყევი, რა ხდება ჩვენს მშობ-
ლიურ მხარეში. ეჭვი მაქვს, ბევრი სიახლე იქნება. რაც უფრო გემატება
წლები, მით უფრო ხშირად იგებ ძველი ნაცნობების გარდაცვალების ამ-
ბავს. ცხოვრება ასეა მოწყობილი. მალე მომწერე და მითხარი, ჩამოხ-
ვალ თუ არა. შენი ძმა ადამი.
კონვერტით ხელში, ის სკამის ზურგს მიეყრდნო და ჩაფიქრდა. მას
ძმის მოღუშული სახე და ნაიარევი წარმოუდგა თვალწინ, შემდეგ კი მისი
გაბრაზებული თვალები, მოღრეცილი ტუჩები დაინახა და იგრძნო, რომ
ჩარლზი ბრმა, დამანგრეველ ცხოველად გადაიქცა. ადამმა თავი გააქ-
ნია და შეეცადა მომღიმარი ჩარლზი წარმოედგინა, მისი სახე ნაიარევის
გარეშე დაენახა. ვერც ერთი რომ ვერ მოახერხა და ვერც მეორე, სწრა-
ფად აიღო კალამი და წერილის ბოლოში მიაწერა:

543
P.S. ჩარლზ, მე და შენ ბევრი რამ გამოვიარეთ, მაგრამ შენ მი-
მართ სიძულვილი არასდროს მქონია. მე შენ ყოველთვის მიყვარდი,
რადგან შენ ჩემი ძმა ხარ.
ადამმა წერილი გადაკეცა და კონვერტში დააბრუნა.
– ლი! – დაიძახა მან, – ლი, სადა ხარ?!
ჩინელმა თავისი ოთახიდან გამოიხედა.
– ლი, რამდენ ხანში ჩავა წერილი აღმოსავლეთში?
– არ ვიცი. ალბათ, ორი კვირა მაინც დასჭირდება.

თავი ოცდამეცხრე
-1-
ბოლო ათი-თორმეტი წლის განმავლობაში დაწერილი პირველი
წერილის გაგზავნის დღიდანვე, ადამი ჩარლზის პასუხს მოუთმენ-
ლად ელოდა. მან დროის შეგრძნება დაკარგა. ჯერ კიდევ მანამ, სა-
ნამ წერილი სან-ფრანცისკომდე ჩააღწევდა, მან ხმამაღლა, ლის გა-
საგონად დაიწყო საკუთარი თავისთვის შეკითხვების დასმა.
– ნეტა რატომ არ მწერს პასუხს? ალბათ გაბრაზებულია, ამდენი
ხანი რომ ერთი სიტყვაც კი არ მივწერე... ჰო, მაგრამ, თავადაც ხომ
არაფერს მწერდა?.. თუმცა, ჩემი მისამართი არ იცოდა და როგორ
მომწერდა?.. იქნებ სხვაგან გადასახლდა და ჩემი წერილი საერთოდ
არ მიუღია?
– ჯერ სულ რამდენიმე დღეა გასული, – უპასუხა ლიმ. – ნუ ჩქა-
რობთ, მოითმინეთ.
– ნეტა მართლა თუ ჩამოვა აქ? – ჰკითხა საკუთარ თავს ადამმა და
დაფიქრდა.
შესაძლოა მას სულაც არ სურდა, რომ ძმა სტუმრად მიეღო. ახლა,
როდესაც წერილი უკვე გაგზავნილი იყო, ადამს ეშინოდა კიდეც, რომ
ჩარლზი მის შეთავაზებას მიიღებდა. ის პატარა ბავშვივით იყო: ერთ
ადგილას ვერ ჩერდებოდა და ენასაც ვერ აჩერებდა. მოსვენებას არ
აძლევდა ტყუპებს და ერთთავად შეკითხვებს უსვამდა მათ.
544
– დღეს რა ისწავლეთ?
– არაფერი.
– როგორ თუ არაფერი? რამე ხომ უნდა გესწავლათ? ან წაგეკითხათ
მაინც?
– წავიკითხეთ, მამა.
– რა წაიკითხეთ?
– ის ძველი იგავ-არაკი, „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ რომ ჰქვია.
– ძალიან საინტერესოა.
– კიდევ, არწივმა რომ ბავშვი მოიტაცა.
– ჰო, ეგეც მახსოვს. როგორ მთავრდება, გამახსენეთ.
– ჯერ არ წაგვიკითხავს. მხოლოდ სურათები დავათვალიერეთ.
ბიჭებს ეზიზღებოდათ მამობრივი მზრუნველობის ეს მოუქნელი გა-
მოხატულებები. ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, კეილმა მამამისს ჯი-
ბის დანა გამოართვა. მას იმედი ჰქონდა, რომ ადამს მისი დაბრუნება
დაავიწყდებოდა, მაგრამ, გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, ტირიფე-
ბიც წვენით გაიჟღინთა და ქერქის აძრობა მისი ტოტებიდან ძალიან ად-
ვილი გახდა. ადამს თავისი ჯიბის დანა გაახსენდა და გადაწყვიტა ბიჭე-
ბისთვის სასტვენების კეთება ესწავლებინა. პრობლემა მხოლოდ ის
იყო, რომ ტყუპებმა ამის კეთება უკვე იცოდნენ (ლიმ ასწავლა სამი წლის
წინ). ამას ისიც დაემატა, რომ ადამს დაავიწყდა, სად უნდა გაეკეთებინა
ნახვრეტები, ამიტომ, სასტვენებს ხმა ვერაფრით ამოაღებინა.
ერთ მშვენიერ დღეს, ტრასკების სახლთან ახლოს, ძრავის ღრიალი
გაისმა და გზაზე ახალთახალი „ფორდი“ გამოჩნდა. საჭესთან ვილი ჰა-
მილტონი იჯდა. ძრავა დაბალ გადაცემაზე მუშაობდა და მანქანა შტორ-
მში მოყოლილი გემივით ქანაობდა აქეთ-იქით. მისი თითბერის რადია-
ტორი და გვერდით, საფეხურთან მიმაგრებული პრესტოლიტის ავზი
თვალისმომჭრელად ბრწყინავდა.
ვილიმ ხელის მუხრუჭი ამოსწია, ძრავა გამორთო და სკამის ზურგს
მიეყრდნო. გადახურების გამო, გაჩერებამდე, მანქანამ უცნაური ხმები
გამოსცა.

545
– აი, თქვენი მანქანაც აქ არის! – დაიყვირა ვილიმ ხელოვნური ენ-
თუზიაზმით.
„ფორდი“ მას საშინლად სძულდა, თუმცა სწორედ ამ ავტომობილე-
ბის ხარჯზე მდიდრდებოდა დღითიდღე.
ადამი და ლი მანქანის თვალიერებას შეუდგნენ, თავისი კიდევ
უფრო გაზრდილი ღიპით დამძიმებული ვილი კი მათ იმას უხსნიდა,
რაც თავად არცთუ კარგად ესმოდა – მექანიზმის მუშაობის პრინციპს.
ახლა ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორი რთული
იყო ადრე მანქანის დაქოქვა, მართვა და შენახვა. საქმეს ისიც ართუ-
ლებდა, რომ ადამიანებს ჩვევა სრულებით არ ჰქონდათ გამომუშავე-
ბული. თანამედროვე ბავშვები, შიგაწვის ძრავის მუშაობის პრინციპ-
სა და თავისებურებებს დედის რძესთან ერთად ისრუტავენ, საუკუ-
ნის დასაწყისში კი ადამიანი რომ ავტომობილის დაქოქვას დაიწყებ-
და, დარწმუნებული იყო, რომ მას ადგილიდანაც ვერ დაძრავდა.
სხვათა შორის, ხშირ შემთხვევაში ასეც ხდებოდა. გარდა ამისა, იმი-
სათვის, რომ თანამედროვე მანქანა დაქოქო, მხოლოდ ორი რამ
არის საჭირო: გასაღების გადაწევა და სტარტერზე ხელის მიჭერა.
ყველაფერი დანარჩენი ავტომატურად ხდება. ადრე კი, ეს პროცესი
გაცილებით ჩახლართული იყო. ადამიანს არა მარტო კარგი მეხსიე-
რება, ძლიერი მკლავი,
ანგელოზის მშვიდი ხასიათი და ბრმა იმედის ქონა მოეთხოვებო-
და, არამედ მას საოცრებების ჩადენის საქმეშიც უნდა ჰქონოდა გარ-
კვეული გამოცდილება. სწორედ ამიტომ, სანამ ადამიანი მანქანის
დაქოქვას დაიწყებდა, წინასწარ სამჯერ აფურთხებდა მარცხენა მხა-
რეს, შემდეგ კი, ჩურჩულით შეულოცავდა ხოლმე.
ვილი ჰამილტონმა ყველაფერი დაწვრილებით ახსნა, შემდეგ კი
თავიდან დაიწყო და კიდევ ერთხელ ახსნა. ადამი და ლი გაფართო-
ვებული თვალებითა და ტერიერისთვის დამახასიათებელი ინტერე-
სით უსმენდნენ მას, ყველაფერს უჯერებდნენ და არც საუბარს აწყვე-

546
ტინებდნენ. როდესაც ვილიმ მესამედ დაიწყო ახსნა, მიხვდა, რომ ამ
ყველაფერს აზრი არ ჰქონდა.
– მოდი, ასე გავაკეთოთ, – თქვა მან მხიარულად. – ეს ჩემი საქმე
არ არის. მე მხოლოდ ის მინდოდა, რომ თქვენ ავტომობილი საკუთა-
რი თვალით გენახათ. ახლა მე ქალაქში დავბრუნდები და ხვალ ამ
მანქანით სპეციალისტი ჩამოვა. ის რამდენიმე წუთში აგიხსნით იმას,
რასაც მე ალბათ ერთ კვირაზე მეტს მოვანდომებ.
საბოლოოდ, ვილის თავადაც დაავიწყდა ყველაფერი. მან ბევრი იწ-
ვალა, მაგრამ ავტომობილი ვერაფრით დაქოქა. ამიტომ, ქალაქში ის
ადამის ეტლით დაბრუნდა და პირობა დადო, რომ მექანიკოსს მეორე
დღესვე გამოაგზავნიდა.
-2-
მეორე დღეს, ბიჭების სკოლაში გაშვებას აზრი არ ჰქონდა – მაინც არ-
სად წავიდოდნენ. მაღალი და ოდნავ შიშისმომგვრელი ფორდი განმარ-
ტოვებით იდგა მუხის ქვეშ – იმ ადგილას, სადაც ის ვილი ჰამილტონმა
წინა დღით დატოვა. ახალი პატრონები მას გარშემო უვლიდნენ და ში-
გადაშიგ ხელითაც ეხებოდნენ, ზუსტად ისე, გაუხედნავ და სახიფათო
ცხენს რომ ამშვიდებენ.
– ნეტა ოდესმე თუ მივეჩვევი? – თქვა ლიმ.
– რა თქმა უნდა, მიეჩვევი – არც თუ დამაჯერებლად უთხრა მას ადამ-
მა. – მალე მთელ ოლქს მოივლი ამ მანქანით.
– შევეცდები მუშაობის პრინციპს ჩავწვდე, – თქვა ლიმ. – მაგრამ, სა-
ჭესთან არასდროს დავჯდები.
ბიჭებს ყველაზე მეტად ღილაკები და ბერკეტები აინტერესებდათ.
შეეხებოდნენ რაღაცას და შეშინებულები წამსვე უკან იხევდნენ.
– ეს ღილაკი რისთვისაა, მამა?
– ხელი გაუშვი!
– კარგი, მაგრამ, რისთვისაა?
– არ ვიცი. ხელი არ ახლო, რამე შარს არ გადავეყაროთ.
– იმ ძიამ არ გითხრა?

547
– არ მახსოვს. ბიჭებო, ახლავე მოსცილდით მანქანას, თორემ
სკოლაში გაგიშვებთ. კეილ, ვერ გაიგე, რა გითხარი? არ გახსნა ეგ!
იმ დღეს, ყველანი ძალიან ადრე წამოხტნენ ლოგინებიდან და სტუმ-
რის მისაღებად გაემზადნენ. თერთმეტი საათისთვის, მათ უკვე ნერ-
ვიულობა დაიწყეს, თუმცა მექანიკოსი მხოლოდ ნაშუადღევს გამოჩ-
ნდა. მას ყელიანი, წინიდან კვადრატული ფორმის ფეხსაცმელი და
„დაჩესის“ ფირმის შარვალი ეცვა, ფართო პიჯაკი კი თითქმის მუხ-
ლებამდე სწვდებოდა. ეტლში, მის გვერდით, პატარა ჩანთა იდო,
რომელშიც სამუშაო ინსტრუმენტები და ტანსაცმელი ეწყო. სტუმარი
ცხრამეტი წლისა იყო, თამბაქოს ღეჭავდა და სამთვიანი საავტომო-
ბილო კურსები რომ დაამთავრა, ადამიანთა მოდგმის მიმართ ძლი-
ერი და ოდნავ სევდანარევი ზიზღი გაუჩნდა. მან გადააფურთხა და
ცხენის სადავეები ლის გადაუგდო.
– წაიყვანეთ ეს თივისმჭამელი აქედან, – თქვა მან. – არ მესმის,
როგორ არჩევთ მის წინა და უკანა მხარეებს.
ეტლიდან ისე ჩამოვიდა, სახელმწიფო მატარებლიდან რომ ელ-
ჩები გამოდიან ხოლმე. მან დამცინავად გადახედა ტყუპებს, შემდეგ
კი ადამს ცივად მიუტრიალდა.
– სადილზე ხომ არ დამაგვიანდა?
ადამმა და ლიმ ერთმანეთს დაბნეული სახეებით გადახედეს. სა-
დილი მათ სრულებით აღარ ახსოვდათ. სახლში რომ შევიდნენ, ამ
საავტომობილო ღვთაებამ უხალისოდ მიიღო ლის მიერ შეთავაზე-
ბული ყველი და პური, ცივი ხორცი, ყავა, ნამცხვარი და შოკოლადის
ტორტის ერთი ნაჭერი.
– მე ცხელ სადილს ვარ მიჩვეული, – თქვა მან. – ბავშვები მანქა-
ნას არ გააკაროთ, თუ ის თქვენთვის ძვირფასია.
მსუბუქი სადილისა და პატარა შესვენების შემდეგ, მექანიკოსმა
თავისი ჩანთა აიღო და ადამის საძინებელში შევიდა. რამდენიმე
წუთში, ის ზოლებიან კომბინეზონში გამოწყობილი გამოვიდა, მის
თეთრი ფერის კეპს კი „ფორდის“ სამარკო ნიშანი ამშვენებდა.

548
– კეთილი, – თქვა მან. – იმეცადინეთ?
– ბატონო? – გაუკვირდა ადამს.
– სკამის ქვეშ რომ წიგნია, საერთოდ არ გადაგიშლიათ?
– არ ვიცოდი. არავის უთქვამს.
– ო, ღმერთო, – წარმოთქვა ახალგაზრდამ ზიზღით, შემდეგ კი ვაჟ-
კაცურად აიყვანა თავი ხელში და მტკიცე ნაბიჯით გაემართა მანქანის-
კენ. – დავიწყოთ. ღმერთმა იცის, რამდენი ხანი დამჭირდება თქვენთან
ზოზინი, თუ არაფერი წაგიკითხავთ.
– გუშინ, მისტერ ჰამილტონმა ვერაფრით დაქოქა, – თქვა ადამმა.
– იმიტომ, რომ მას აკუმულატორზე გადართვა ავიწყდება ხოლმე. კე-
თილი. მობრძანდით ახლოს. შიგაწვის ძრავის მუშაობის პრინციპი თუ
იცით?
– არა, – უპასუხა ადამმა.
– ო, ღმერთო დიდებულო, – თქვა ახალგაზრდამ, თვალები ზეცისკენ
აღაპყრო და კაპოტი გახსნა. – აი, ეს არის შიგაწვის ძრავა.
– ასეთი ახალგაზრდაა და უკვე ერუდიტია, – ჩაილაპარაკა ლიმ.
მექანიკოსი მისკენ სწრაფად მიტრიალდა და წარბები შეკრა.
– რა თქვი? – გაბრაზებულმა ჰკითხა მან ლის და შემდეგ ადამს მიუტ-
რიალდა. – რა თქვა ამ ჩინელმა?
ლიმ ხელები გაშალა და გულუბრყვილოდ გაიღიმა.
– მე თქვას, ძალიან ნიწიელი ბიწია. ალბათ კოლეძი დადიოდა. ძა-
ლიან წკვიანია.
– ჯო დამიძახეთ, – თქვა ახალგაზრდამ უადგილოდ. – კოლეჯი! რა
იციან, იმ ვითომ განათლებულებმა? სტარტერის დარეგულირება იციან
თუ კონტაქტების გაწმენდა? კოლეჯი!
ეს რომ თქვა, კიდევ ერთხელ გადააფურთხა. თამბაქოს ღეჭვისგან,
მისი ნერწყვი ყავისფერი იყო. ტყუპები
სტუმარს აღფრთოვანებული თვალებით უყურებდნენ, კეილმა კი
წამსვე დაიწყო პირში ნერწყვის მოგროვება, ასეთი გადაფურთხება რომ
ესწავლა.

549
– ლიმ უბრალოდ ის თქვა, რომ თქვენი ცოდნით აღფრთოვანებუ-
ლია, – უთხრა მას ადამმა და გაიღიმა.
ახალგაზრდას გაბრაზებამ გადაუარა და მისი ადგილი დიდსულოვ-
ნებამ დაიკავა.
– უბრალოდ ჯო დამიძახეთ, – თქვა მან. – ჩემი საქმე ეს არის და
აბა, არ უნდა ვიცოდე? ჩიკაგოს ავტომობილების სკოლაში დავდი-
ოდი. კოლეჯი არ გეგონოთ. ნამდვილი სკოლაა. მამაჩემი ამბობს,
რომ თუ ჩინელი კარგია, ის ისეთივე ადამიანია, როგორიც ყველა და-
ნარჩენი. ჩინელები პატიოსნები არიან.
– თუ ცუდია? – იკითხა ლიმ.
– ცუდებზე არა მაქვს ლაპარაკი. ბანდიტებზე და თაღლითებზე
არ ვამბობ. კარგი ჩინელები ვიგულისხმე.
– იმედი მაქვს, მეც მათ რიცხვში შევდივარ.
– ჰო, როგორც ვატყობ, შენც კარგი ჩინელი უნდა იყო. უბრალოდ
ჯო დამიძახე.
ადამი გაკვირვებული უსმენდა ახალგაზრდა მექანიკოსს, ტყუ-
პებს კი არაფერი უკვირდათ.
– უბრალოდ ჯო დამიძახეთ, – ჩუმად გაიმეორა კეილმა და არონ-
მაც აამოძრავა ტუჩები. – უბრალოდ ჯო დამიძახეთ.
მექანიკოსი ისევ საქმეს მიუბრუნდა. მისი ტონი უფრო თავაზიანი
გახდა, დამცინავად აღარ საუბრობდა.
– აი ეს, – თქვა მან. – შიგაწვის ძრავაა.
რკინის ჩახლართულ გროვას ყველამ მოკრძალებული შიშით შე-
ხედა, ბიჭმა კი სხაპასხუპით გააგრძელა საუბარი და მისი სიტყვები
ახალი ეპოქის ჰიმნს დაემსგავსა.
– მუშაობს გაზების დახურულ სივრცეში აალების პრინციპით, –
თქვა მან. – აალების შედეგად, ენერგია დგუშებს გადაეცემა, შემდეგ
– შემაერთებელ ძელს და მუხლა ლილვს, ბოლოს კი უკანა თვლებს.
გასაგებია?

550
ყველა დაბნეული იყო, მაგრამ თავები მათ მაინც დააქნიეს და სიტ-
ყვების ახალ ნაკადს დაელოდნენ.
– ძრავა ორგვარი არსებობს: ორტაქტიანი და ოთხტაქტიანი. ეს
ოთხტაქტიანია. გასაგებია?
ყველა ისევ უხმოდ დაეთანხმა მას. აღფრთოვანებულმა ტყუპებმაც
დააქნიეს თავები.
– საინტერესოა, – თქვა ადამმა, ჯო კი არ ჩერდებოდა.
– მთავარი განსხვავება „ფორდსა“ და სხვა ავტომობილებს შორის ის
არის, რომ „ფორდის“ გადაცემათა კოლოფი რელოვ... რევორუ... რე-ვო-
ლუ-ცი-ური პრინციპით მუშაობს, – ძლივს წარმოთქვა ახალგაზრდამ და
ცოტა ხნით გაჩერდა, ხოლო, როდესაც მსმენელებმა ისევ დააქნიეს თა-
ვები, წამსვე განაგრძო. – არ გეგონოთ, რომ უკვე ყველაფერი იცით. პლა-
ნეტარული სისტემა, არ დაგავიწყდეთ, რელოვ... რე-ვო-ლუ-ცი-ურია.
კარგი იქნება, თუ ამის შესახებ წიგნში წაიკითხავთ. ახლა კი, თუ ყველა-
ფერი გასაგებია, მანქანის მართვაზე გადავიდეთ.
„მანქანის მართვა“ მან საზეიმოდ და ამაყად წარმოთქვა. აშკარად
ჩანდა, რომ პირველი ეტაპის დასრულებით ძალიან კმაყოფილი იყო,
მაგრამ მისმა მსმენელებმა კიდევ უფრო დიდი შვებით ამოისუნთქეს.
ისინი იმდენად დაძაბულები იყვნენ, რომ უკვე დაღლილობას გრძნობ-
დნენ. ამას ისიც ემატებოდა, რომ მათ მექანიკოსის მიერ წარმოთქმული
ერთი სიტყვაც კი ვერ გაიგეს.
– მოდით აქ, – თქვა ჯომ, – აი, ამ გასაღებს ხომ ხედავთ? რომ გადას-
წევთ, უკვე ყველაფერი მზად არის და შეგიძლიათ დაქოქვა დაიწყოთ.
პირველ რიგში, აი ეს ბერკეტი მარცხნივ უნდა გადასწიოთ. ეს ნიშნავს,
რომ აკუმულატორზე გადაირთო. აი, აქ აწერია „აკუმ.“, ანუ აკუმულატო-
რი.
ადამი და ლი წინ გადაიხარნენ, უკეთ რომ დაენახათ ყველაფერი, ბი-
ჭები კი მანქანის საფეხურზე იდგნენ.
– არა, მოიცადეთ, – თქვა უცბად ჯომ. – მოვლენებს გავასწარი. ჯერ
ნაპერწკალი უნდა შეაკავო და გაზს მოუმატო. წინააღმდეგ შემთხვევაში,

551
შეიძლება გადატრიალების დროს რკინამ ხელი მოგტეხოს. აი, აქ
აწერია „ნაპერწკალი“ და ის ზემოთ უნდა ავწიოთ. ბოლომდე. აი ეს
კი გაზია და ქვემოთ უნდა დავწიოთ. ახლა ყველაფერს აგიხსნით და
შემდეგ თქვენს თვალწინ გავაკეთებ. ყურადღებით მიყურეთ და მის-
მინეთ. ბავშვებო, თქვენ ჩადით მანქანიდან, სინათლეს მიფარავთ.
ჩადით-მეთქი, ვერ გაიგეთ?!
ტყუპები უხალისოდ ჩავიდნენ საფეხურიდან, მაგრამ მანქანას არ
მოშორებიან და ცდილობდნენ ცალი თვალით მაინც დაენახათ, რა
ხდებოდა შიგნით.
ჯომ ღრმად შეისუნთქა.
– მზად ხართ? – თქვა მან. – ნაპერწკალი შეკავებულია, გაზი – მო-
მატებული. ნაპერწკალი ზემოთ, გაზი – ქვემოთ. ახლა, გადავრთოთ
აკუმულატორზე. მარცხნივ. დაიმახსოვრეთ, მარცხნივ.
მოულოდნელად, მანქანიდან უცნაური ბზუილი გაისმა, თითქოს
გიგანტური ფუტკარი აფრინდა.
– გესმით? ეს ნიშნავს, რომ კონტაქტი დამყარდა. ეს ხმა თუ არ
გაისმა, ესე იგი დარეგულირება ან გასუფთავებაა საჭირო, – თქვა
ჯომ და ადამის შეწუხებული სახე რომ დაინახა, ღიმილით განაგრძო.
– იმ წიგნში უფრო დაწვრილებით წერია და შეგიძლიათ გაეცნოთ.
ადამმა თავი დაუქნია და ჯომ რადიატორთან გადაინაცვლა.
– აი, ამას ხომ ხედავთ? ეს დასაქოქი სახელურია. ეს კი, მავთული
რომ არის გამოშვერილი რადიატორიდან, დროსელია. ახლა ყურად-
ღებით მიყურეთ. სახელურს იღებთ და ამ ნახვრეტში არჭობთ. ამ
დროს, ცერა თითი ხელის გულზე მაქვს მიჭერილი. რკინას რომ შე-
მოვახვიო, შეიძლება უკუდარტყმით მომტეხოს. გასაგებია?
ჯოს თავი არც კი აუწევია, ისე მიხვდა, რომ ყველამ თავი დაუქნია.
– ახლა კი დააკვირდით. სახელურს ზემოთ ვატრიალებ და ვიღებ
კუმშვას, შემდეგ კი ამ მავთულს ნელა გამოვწევ და გაზის შეწოვაც იწ-
ყება. ხმა ხომ გესმით? ეს დროსელის ხმაა. ოღონდ, დაიმახსოვრეთ,
რომ მავთული ძლიერად არ უნდა გამოსწიოთ. ამის შემდეგ, ერთბა-

552
შად და სწრაფად ვატრიალებ სახელურს. როგორც კი დაიქოქება, გავ-
რბივარ ისევ სალონისკენ, ნაპერწკალს ვუმატებ და გაზს ვაკლებ, შემდეგ
კი ვრთავ „მაგნეტოზე“. აი, აქ წერია – „მაგ“. მორჩა.
მსმენელები უკვე გაოფლიანებულები იყვნენ. ამდენი რაღაცა გაკეთ-
და და მხოლოდ იმისთვის, რომ ძრავა დაქოქილიყო. ჯო კი მათ მაინც
არ ეშვებოდა.
– ახლა კი, მე რასაც ვიტყვი, ყველამ ერთად გაიმეორეთ, უკეთ რომ
დაიმახსოვროთ. ნაპერწკალი – ზემოთ, გაზი – ქვემოთ.
– ნაპერწკალი – ზემოთ, გაზი – ქვემოთ, – გაიმეორა ყველამ ერ-
თხმად.
– ვრთავთ აკუმულატორზე.
– ვრთავთ აკუმულატორზე.
– სახელური – კუმშვამდე, ცერა თითი – ქვემოთ.
– სახელური – კუმშვამდე, ცერა თითი – ქვემოთ.
– დროსელი გაიხსნა, ფრთხილად.
– დროსელი გაიხსნა, ფრთხილად.
– ვრთავთ მაგნეტოზე.
– ვრთავთ მაგნეტოზე.
– ახლა, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. უბრალოდ ჯო დამიძახეთ.
– უბრალოდ ჯო დამიძახეთ.
– არა, კაცო. ნაპერწკალი – ზემოთ, გაზი – ქვემოთ!
მეოთხე წრეზე რომ წავიდნენ, ადამს ეს ყველაფერი საშინლად მო-
ბეზრდა. ამიტომ, ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც გზაზე ვილი ჰამილტო-
ნის წითელი სპორტული მანქანა გამოჩნდა, შვებით ამოისუნთქა. ჯომ
მოახლოვებულ ავტომობილს შეხედა.
– თექვსმეტი სარქველი აქვს, – თქვა მან მოკრძალებული ტონით. –
საგანგებო დაკვეთითაა აწყობილი.
ვილიმ მანქანიდან თავი გადმოყო.
– როგორ მიდის საქმეები? – იკითხა მან.
– მშვენივრად, – უპასუხა მექანიკოსმა, – სწრაფად ითვისებენ.

553
– მისმინე, როი, სასწრაფოდ მჭირდები. ახალ კატაფალკს საკისა-
რი ჩაუტყდა. დღესვე უნდა შეუდგე საქმეს და ხვალ, დილის თერთმე-
ტი საათისთვის უნდა იყოს მზად.
როი წელში გაიმართა და საქმიანი გამომეტყველება მიიღო.
– ახლავე, ტანსაცმელს ავიღებ და მოვდივარ, – თქვა მან და სახ-
ლისკენ გაიქცა.
ჩანთით ხელში რომ მორბოდა უკან, წინ კეილი გადაუდგა.
– მე მეგონა, ჯო გერქვათ, – უთხრა მან მექანიკოსს.
– რაო?
– თავად არ ამბობდით, ჯო დამიძახეთო? მისტერ ჰამილტონმა
კი როი დაგიძახათ.
როიმ გაიცინა და ვილის მანქანაში ჩაჯდა.
– იცი, რატომ გეუბნებოდით ამას?
– არ ვიცი. რატომ?
– იმიტომ, რომ როი მქვია.
მან სიცილი ერთბაშად შეწყვიტა და ადამს სერიოზულად მიმარ-
თა.
– სკამის ქვეშ რომ წიგნი დევს, ამოიღეთ და იმეცადინეთ. გასაგე-
ბია?
– დიახ, – უპასუხა ადამმა.

თავი ოცდამეათე
-1-
ისევე, როგორც ბიბლიურ ეპოქაში, დედამიწაზე საუკუნის დასაწ-
ყისშიც ხდებოდა ხოლმე სასწაულები. ერთი კვირაც არ იყო გასული
ავტოგაკვეთილის შემდეგ, რომ კინგ-სითის მთავარ ქუჩაზე „ფორ-
დმა“ ჯანჯღარით ჩაიარა და ფოსტის შენობასთან გაჩერდა. საჭეს-
თან ადამი იჯდა, მის გვერდით ლი იყო მოკალათებული, ხოლო უკა-
ნა სკამზე ტყუპები იყვნენ ამაყად გამოჭიმულნი.

554
ადამმა პედლებს დახედა, შემდეგ კი ოთხივემ ერთად, უნისონში წა-
იმღერა:
– მუხრუჭი ჩავრთოთ, გაზს მოვუმატოთ, ძრავა გამოვრთოთ!
ავტომობილმა ერთხელაც დაიღრიალა და ერთბაშად დადუმდა. გა-
ოფლიანებული და დაღლილი, მაგრამ სიამაყით აღსავსე ადამი სკამის
ზურგს მიეყრდნო, შეისვენა და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა მანქა-
ნიდან.
მოოქრული გისოსებიდან ფოსტის უფროსმა გამოიხედა.
– როგორც ვხედავ, თქვენც შეგიძენიათ ეს ეშმაკისეული ნივთი, – უთ-
ხრა მან ადამს.
– რას ვიზამთ, – უპასუხა ადამმა. – დროს თუ არ გავყევით, არაფერი
გამოვა.
– ეჭვი მაქვს, მალე აქ ერთ ცხენსაც კი ვერსად დაინახავს კაცი, მის-
ტერ ტრასკ.
– ალბათ, ასეც იქნება.
– ეს მანქანები აქაურობის სახეს მთლიანად შეცვლიან. მათი ხმაური
უკვე ყველგან ისმის, – განაგრძო ფოსტის უფროსმა. – ჩვენთანაც იგ-
რძნობა ეს. ადრე ადამიანი ფოსტაში კვირაში ერთხელ თუ შემოივლი-
და, ახლა კი ყოველ დღე მოდის, ზოგჯერ – დღეში ორჯერ. ერთი სული
აქვთ, როდის მიიღებენ და გადაშლიან თავიანთ წყეულ კატალოგებს.
ყველა ხმაურით დაქრის, ყველას სადღაც ეჩქარება.
ეს მამაკაცი იმდენად აგრესიულად გამოხატავდა თავის უარყოფით
დამოკიდებულებას ავტომობილების მიმართ, რომ ადამი წამსვე მიხ-
ვდა: ფორდი მას ჯერ არ ჰყავდა, ამიტომ, ერთგვარი ეჭვიანობა ალაპა-
რაკებდა.
– მე არასდროს შევიძენ, – თქვა ფოსტის უფროსმა და ეს იმას ნიშნავ-
და, რომ ცოლი მასზე სერიოზულ ზეწოლას ახდენდა.
ამ საქმეში, ქალები კაცებზე უფრო მეტად იყვნენ მონდომებულები,
რადგან მანქანა ადამიანის სოციალურ სტატუსს განსაზღვრავდა.

555
ფოსტის უფროსმა გაბრაზებული სახით დაიწყო წერილებით
სავსე ყუთში ქექვა, შემდეგ იქიდან დიდი ზომის კონვერტი ამოიღო
და ადამს გაუწოდა.
– ვშიშობ, ერთ მშვენიერ დღეს საავადმყოფოში მოგინახულებთ, –
ჩაისისინა მან.
ადამმა გაიღიმა და კონვერტით ხელში იქაურობას სწრაფად გა-
ეცალა.
ადამიანი, რომელიც წერილებს იშვიათად ღებულობს, კონვერ-
ტის გახსნას არ ჩქარობს, – ჯერ ხელში შეათამაშებს და წონას შე-
ამოწმებს, შემდეგ გამომგზავნის სახელსა და გვარს, მის მისამართს
წაიკითხავს, ხელწერას შეისწავლის, თარიღსა და ფოსტის შტემ-
პელს დააკვირდება. სანამ ადამი ყველა ამ პროცედურას გაივლიდა,
მან ფოსტიდან გამოსვლაც მოასწრო, გზის გადაკვეთაც და საკუთარ
მანქანამდე მისვლაც. კონვერტის მარცხენა კუთხეში ეწერა: „ბელოუ-
ზი და ჰარვი, ადვოკატები“, შემდეგ კი კონექტიკუტის ის ქალაქი იყო
მითითებული, საიდანაც ადამი იყო წარმოშობით.
ადამს თვალები გაუბრწყინდა.
– ბელოუზი და ჰარვი? ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ! ნეტა რამ
შეაწუხათ, ამხელა წერილი რომ მომწერეს? – თქვა მან და კონვერტს
კიდევ ერთხელ გაუღიმა. – ჩემი მისამართი საიდანღა გაიგეს?
ადამმა კონვერტის მეორე მხარის თვალიერება დაიწყო. ლიმ მას
ღიმილით უთხრა:
– მაგ შეკითხვებზე პასუხებს წერილში იპოვით.
– მართალი ხარ, – თქვა ადამმა.
მან ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო და კონვერტში ნახვრეტის ძებნა და-
იწყო, სადაც დანის წვერი შეეტეოდა. რომ ვერ იპოვა, წერილის მდე-
ბარეობა შეამოწმა, ის კონვერტის ერთი გვერდისკენ გადასწია, მე-
ორე გვერდი დანით გაჭრა და სული შეუბერა, შემდეგ კი წერილი ორი
თითით გამოიღო და კითხვა ძალიან ნელა დაიწყო. გაღიზიანებული
ტონი თვალშისაცემი იყო.

556
„მისტერ ადამ ტრასკს, კინგ-სითი, კალიფორნია.
ძვირფასო ბატონო,
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ჩვენ ყველა არსებული ხერხი
გამოვიყენეთ, რათა თქვენი ადგილმდებარეობა დაგვედგინა. მთელი
ქვეყნის გაზეთებშიც კი გამოვაქვეყნეთ განცხადებები, მაგრამ ვერაფერს
გავხდით. თქვენი კოორდინატები მაშინღა შევიტყვეთ, როდესაც ადგი-
ლობრივი ფოსტის უფროსმა თქვენ მიერ გამოგზავნილი წერილი გად-
მოგვცა“.
ადამი გრძნობდა, რომ ადვოკატები ჯერ საქმეზე არ გადასულან.
მომდევნო აბზაცი სრულიად განსხვავებული ხასიათისა გამოდგა.
„სამწუხაროდ, ჩვენი ვალია შეგატყობინოთ, რომ თქვენი ძმა, ჩარლს
ტრასკი, 12 ოქტომბერს, ორკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ, ფილტვის
დაავადებით გარდაიცვალა. ის „საიდუმლო ძმების“ სასაფლაოზეა დაკ-
რძალული და საფლავის ქვა ჯერ არავის დაუდგამს. იმედი გვაქვს, რომ
ამ სამწუხარო ვალდებულებას საკუთარ თავზე აიღებთ“.
ადამმა ღრმად შეისუნთქა და აბზაცი კიდევ ერთხელ წაიკითხა, შემ-
დეგ კი ძალიან ნელა გამოუშვა ჰაერი, ამოოხვრა რომ არ გამოსვლოდა.
– ჩემი ძმა ჩარლზი გარდაიცვალა, – თქვა მან.
– ვწუხვარ, – თქვა ლიმ.
– ჩემი ბიძაა? – იკითხა კეილმა.
– ჰო, შენი ძია ჩარლზი იყო, – უპასუხა ადამმა.
– ჩემიც? – იკითხა არონმა.
– შენიც.
– არ ვიცოდი, ბიძა თუ გვყავდა, – გაუკვირდა არონს. – იქნებ ყვავი-
ლები მივიტანოთ მის საფლავზე. ებრა სიამოვნებით დაგვეხმარება.
– შორს არის, ქვეყნის მეორე ბოლოში.
– ვიცი! დედას საფლავზე რომ მივალთ, ძია ჩარლზსაც მივუტანთ
ყვავილებს, – გაუხარდა არონს და სევდიანად დაამატა. – ნეტა მანამდე
გამეცნო, სანამ მოკვდებოდა.

557
არონი გრძნობდა, რომ მისი გარდაცვლილი ნათესავების რიცხვი
გაიზარდა.
– კარგი კაცი იყო? – ჰკითხა მან ადამს.
– ძალიან, – უპასუხა ადამმა, – ის ჩემი ერთადერთი ძმა იყო, ისევე,
როგორც კეილია შენი ერთადერთი ძმა.
– ტყუპები იყავით?
– არა, ტყუპები არ ვიყავით.
– მდიდარი იყო? – იკითხა უცბად კეილმა.
– რა თქმა უნდა, არა, – გაუკვირდა ადამს. – საიდან მოგივიდა ეგ
აზრი თავში?
– ვიფიქრე, რომ მისი ქონება ჩვენ დაგვრჩებოდა.
– როდესაც ვინმე გარდაიცვლება, ფულზე საუბარი უწესობაა, –
თქვა ადამმა. – ჩვენ ახლა ვგლოვობთ.
– არასდროს მინახავს და რატომ უნდა ვიგლოვო? – იკითხა კეილ-
მა.
ღიმილი რომ დაემალა, ლიმ პირზე ხელი მიიფარა, ადამმა კი წე-
რილის კითხვა განაგრძო და შეამჩნია, რომ თხრობის ხასიათი ისევ
შეიცვალა.
„როგორც გარდაცვლილის ადვოკატები, სიამოვნებით გატყობი-
ნებთ, რომ თქვენმა ძმამ, შრომისმოყვარეობისა და კეთილგონიერე-
ბის წყალობით, საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა, რაც, მიწის, ფასია-
ნი ქაღალდებისა და ნაღდი ფულის სახით, ასი ათას დოლარს მნიშ-
ვნელოვნად აღემატება. მისი ანდერძი, რომელიც ჩვენს ოფისში და-
იწერა და გაფორმდა, ჩვენთანვე ინახება და თქვენი მოთხოვნის სა-
ფუძველზე, მას დაუყოვნებლივ გამოგიგზავნით. ანდერძის პირობე-
ბის თანახმად, ჩარლზ ტრასკის მთელი გონება თანაბრად ნაწილ-
დება თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის. იმ შემთხვევაში, თუ თქვე-
ნი ცოლი გარდაცვლილია, მთელი ქონება თქვენ გეკუთვნით. ანდერ-
ძში ასევე ნათქვამია, რომ, თუ თქვენ ხართ გარდაცვლილი, მთელი
ქონება თქვენს მეუღლეს გადაეცემა. თქვენ მიერ გამოგზავნილი წე-

558
რილი იმის დასტურია, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ბრძანდებით. ასე რომ,
გვსურს გულითადად მოგილოცოთ.
ბელოუზისა და ჰარვის სახელით, უმორჩილესად თქვენი ჯორჯ
ბ. ჰარვი“.
წერილის ბოლოს, კიდევ ერთი აბზაცი, ხელით იყო მიწერილი.
„ძვირფასო ადამ,
ნუ დაივიწყებ შენს ერთგულ მსახურებს კეთილდღეობის ჟამს.
ჩარლზი ცენტსაც კი არ ხარჯავდა. ის ძალიან ძუნწი იყო. იმედი
მაქვს, შენ და შენი მეუღლე ამ ფულით ჭეშმარიტ სიამოვნებას მიიღებთ.
კარგი იურისტისთვის (ანუ, ჩემთვის) კარგი ვაკანსია ხომ არ მოიძებნება
შენთან?
შენი ძველი მეგობარი,
ჯორჯ ჰარვი“.
ადამმა ლის და ბიჭებს შეხედა. ისინი ჩუმად ისხდნენ და მოვლენე-
ბის განვითარებას მოთმინებით ელოდნენ. ადამს დანა პირს არ უხსნი-
და. მან წერილი კონვერტში დააბრუნა და პიჯაკის შიდა ჯიბეში ჩაიდო.
– გართულებებია? – იკითხა ლიმ.
– არა.
– მეჩვენება, რომ შეწუხებული სახე გაქვთ.
– არა, უბრალოდ ჩარლზი შემეცოდა.
ადამი ცდილობდა მიღებული ინფორმაცია გონებაში დაელაგებინა,
მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ბოლოს, გადაწყვიტა, რომ სიმარტოვეში
უკეთ გადახარშავდა ყველაფერს. მანქანაში რომ ჩაჯდა, საჭეს დაბნეუ-
ლი სახით მიაშტერდა, დაავიწყდა, საიდან უნდა დაეწყო.
– დახმარება გჭირდებათ? – ჰკითხა მას ლიმ.
– უცნაურია, – თქვა ადამმა, – ყველაფერი ამომივარდა თავიდან.
ლიმ და ბიჭებმა აუღელვებლად წარმოთქვეს:
– ნაპერწკალი – ზემოთ, გაზი – ქვემოთ, ვრთავთ აკუმულატორზე.

559
– ჰო, გამახსენდა, გამახსენდა! – თქვა ადამმა და როდესაც ფუტ-
კრის ბზუილი გაისმა, სახელური გადაატრიალა, შემდეგ კი ისევ სა-
ლონისკენ გაიქცა, ნაპერწკალს მოუმატა და მაგნეტოზე გადართო.
სახლამდე რომ მივიდნენ და აღმართს ნელა აუყვნენ, ლიმ თქვა:
– ხორცის ყიდვა დაგვავიწყდა.
– მართალი ხარ, – თქვა ადამმა. – სხვა რა შეგვიძლია ვჭამოთ?
– ბეკონი და კვერცხი გვაქვს.
– მშვენიერია. ძალიან კარგი.
– პასუხის გასაგზავნად, ალბათ, ხვალ ჩახვალთ ქალაქში და უკან
რომ დაბრუნდებით, ხორციც წამოაყოლეთ ხელს.
– კარგი.
სანამ სადილი მზადდებოდა, ადამი ჩუმად იჯდა და ფიქრობდა.
ახლა, მას ლის დახმარება სჭირდებოდა. მისთვის აზრების გაზიარე-
ბაც კი საკმარისად მიაჩნდა საიმისოდ, რომ საკუთარი ფიქრების-
თვის ნათელი მოეფინა.
კეილმა ძმა სახლიდან გაიყვანა და მასთან ერთად იმ პატარა
ფარდულში განმარტოვდა, სადაც ფორდი იდგა, შემდეგ კი მანქანის
კარი გახსნა და საჭეს მიუჯდა.
– მოდი, დაჯექი, – უთხრა მან არონს.
– მამამ თქვა, მანქანას არ მიეკაროთო.
– მაინც ვერაფერს გაიგებს. მოდი, მოდი.
არონი გაუბედავად აძვრა უკანა სავარძელზე. კეილმა საჭის ტრი-
ალი დაიწყო.
– პი-პი! – თქვა მან. – იცი, რას ვფიქრობ? მგონია, რომ ძია ჩარ-
ლზი მდიდარი იყო.
– არ იყო მდიდარი.
– რაზეც გინდა დავნიძლავდეთ.
– ესე იგი, მამა იტყუება?
– არა, ამას არ ვგულისხმობ. უბრალოდ, მგონია, რომ ძია ჩარლზი
მდიდარი იყო.

560
რამდენიმე წუთი ისინი ჩუმად ისხდნენ. კეილი საჭეს ატრიალებდა
და წარმოსახვით გზებზე მიქროდა.
– თუ გინდა, დაგენიძლავები, რომ ყველაფერს გავარკვევ.
– როგორ გაარკვევ?
– ჯერ დამენიძლავე.
– არ მინდა.
– თუ შენ წააგებ, ირმის ძვლის სასტვენი რომ გაქვს, იმას მომცემ და
თუ მე წავაგებ, აი ამ მარმარილოს ბურთულას დაგითმობ. დავნიძლავ-
დეთ, რომ დღეს, როგორც კი ვივახშმებთ, დასაძინებლად გაგვიშვებენ.
– კარგი, – თქვა არონმა. – ვერ ვხვდები, რატომ უნდა დაგვაძინონ ასე
ადრე.
– მამა ლისთან საუბარს მოინდომებს, მე კი მათ ჩუმად მოვუსმენ.
– ვერ გაბედავ.
– შენ ასე გგონია?
– მამას ვეტყვი ყველაფერს.
კეილმა ძმას ცივად შეხედა. მას სახე მოეღუშა, წინ გადაიხარა, ძალი-
ან ახლოს მიიწია არონთან და ჩურჩულით უთხრა:
– არ ეტყვი. თუ ეტყვი, მაშინ, მეც ვეტყვი, ვინ მოიპარა მისი ჯიბის
დანა.
– არავის მოუპარავს. დღეს წერილი გახსნა იმ დანით, ვერ დაინახე?
– ხვალ ვიგულისხმე, ხვალ, – თქვა კეილმა და გაიღიმა.
არონი წამსვე მიხვდა, რას გულისხმობდა მისი ძმა და იმასაც მიხ-
ვდა, რომ ხაფანგში მოექცა. კეილს მშვენივრად გაუთვლია ყველაფერი.
ძმის სახეზე დაბნეულობა და უსუსურობა რომ დაინახა, კეილმა იგ-
რძნო, რომ გაიმარჯვა. მას მთელი სხეული კმაყოფილებით აევსო. ის
მიხვდა, რომ არონზე ჭკვიანი იყო და მასზე სხარტადაც აზროვნებდა.
საქმე იქამდეც მივიდა, რომ მას ადამის მოტყუების იმედიც გაუჩნდა.
რაც შეეხება ლის, მასთან მსგავსი ფოკუსები არ ჭრიდა. ჩინელის მოქნი-
ლი გონება ზედმეტი დაძაბვის გარეშე მოძრაობდა და მუდამ წინ უს-
წრებდა კეილის ფიქრებს, სულ ბოლო მომენტში კი, როდესაც კეილს გა-

561
დამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადაედგა, აფრთხილებდა მას: „არ გააკე-
თო ეს“. კეილი ლის პატივს სცემდა და ოდნავ ეშინოდა კიდეც მისი.
არონი კი, რომელიც ახლა მის გვერდით იჯდა და დაბნეული სახით
იყურებოდა გარშემო, ძალიან იოლი ნადავლი გამოდგა. სრულიად
მოულოდნელად, კეილმა მის მიმართ ძლიერი სიყვარული იგრძნო.
მას ძმის დაცვის სურვილი გაუჩნდა, ამიტომ, ახლოს მივიდა მასთან
და მხარზე ხელი მოხვია.
არონს არაფერი უთქვამს და არც თავი აურიდებია ძმისთვის. უბ-
რალოდ, მან თავი უკან გასწია, კეილის სახე რომ უკეთ დაენახა.
– რა იყო, რა სახით მიყურებ? – გაუკვირდა კეილს. – თავზე ბალა-
ხი ხომ არ ამომდის?
– არ მესმის, რაში გჭირდება ეს ყველაფერი.
– რას გულისხმობ?
– აი, მთელი ეს ფოკუსები და ეშმაკობები.
– რა ეშმაკობები?
– აი, კურდღლის ამბავი... დღესაც მანქანაში შემოიპარე და იმ
დღესაც რაღაცა უთხარი ებრას. დარწმუნებული ვარ, შენ გამო გად-
მოაგდო ის ყუთი ეტლიდან.
– ა-ჰა! – თქვა კეილმა მხიარულად, თუმცა დაბნეულობაც აშკა-
რად ეტყობოდა. – გაინტერესებს, სინამდვილეში რა მოხდა?
– არა, არ მაინტერესებს. მხოლოდ ის მინდა გავიგო, რატომ აკე-
თებ ამ ყველაფერს. სულ ეშმაკობ, რაღაც გეგმებს აწყობ და რაში
გჭირდება ეს, არ მესმის. სიამოვნებას განიჭებს?
კეილმა მკერდში ძლიერი ტკივილი იგრძნო. თავისი ჭკვიანური
გეგმები მას ახლა უკვე ბოროტულად და
ბინძურად მოეჩვენა. მიხვდა, რომ არონს არაფერი გამოჰპარვია.
კეილს ახლა მხოლოდ ერთი რამ სურდა: ძმის სიყვარული დაებრუ-
ნებინა. ის ახლა დაბნეულად, დაკარგულად გრძნობდა თავს და რო-
გორ მოქცეულიყო, არ იცოდა.

562
არონი მანქანიდან გადავიდა და იქაურობას გაეცალა. რამდენიმე წუ-
თი, კეილი საჭეს ატრიალებდა და ცდილობდა წარმოედგინა, რომ მიხ-
ვეულ-მოხვეულ გზებზე მიქროდა. ინტერესი მან ძალიან მალე დაკარგა,
თავი დაანება თამაშს და, არონის მსგავსად, ისიც სახლისკენ გაემართა.
-2-
ვახშამი რომ დასრულდა და ლიმაც ჭურჭლის რეცხვა დაამთავრა,
ადამმა ტყუპებს უთხრა:
– ბიჭებო, თქვენი ძილის დროა. დღეს ბევრი ვიარეთ და დაღლილე-
ბი იქნებით.
არონმა კეილს სწრაფად გახედა, შემდეგ კი ჯიბიდან ირმის ძვლის-
გან გაკეთებული სასტვენი ამოიღო და ძმას გაუწოდა.
– არ მინდა, – თქვა კეილმა.
– შენია, – უპასუხა არონმა, – სიტყვა სიტყვაა.
– არ მინდა-მეთქი. არ ავიღებ.
არონმა სასტვენი მაგიდაზე დადო.
– აქ იქნება, – თქვა მან. – როცა მოგინდება, აიღე.
– გეყოფათ კამათი, – გაბრაზდა ადამი, – ხომ გითხარით, ძილის
დროა-მეთქი.
– რატომ? – იკითხა არონმა და გულუბრყვილო ბავშვის გამომეტყვე-
ლება მიიღო. – ჯერ ხომ ადრეა?
– სიმართლე რომ გითხრათ, ლისთან მაქვს სალაპარაკო, – თქვა
ადამმა. – უკვე მალე დაბნელდება და გარეთ ვერ გაგიშვებთ. ამიტომ,
მინდა, რომ წახვიდეთ და დაიძინოთ ან უბრალოდ საძინებელში შეხვი-
დეთ. გასაგებია?
– დიახ, მამა, – ერთხმად უპასუხეს ტყუპებმა.
ისინი მორჩილად გაყვნენ ლის, დერეფანი გაიარეს და სახლის უკანა
მხარეს, თავიანთ საძინებელში შევიდნენ. ცოტა ხანში, ბიჭები ღამის პე-
რანგებში დაბრუნდნენ, მამას ღამე მშვიდობისა უთხრეს და ისევ წავიდ-
ნენ.

563
ლი რამდენიმე წუთში დაბრუნდა და ოთახის კარი დაკეტა. სანამ
ადამის გვერდით დაჯდებოდა, მაგიდიდან არონის მიერ დატოვებული
სასტვენი აიღო, შეათვალიერა და ისევ მაგიდაზე დააბრუნა.
– ნეტა რა მოხდა? – თქვა მან.
– რას გულისხმობ, ლი?
– როგორც ჩანს, ბიჭები რაღაცაზე დანიძლავდნენ და, როგორც
კი ვახშამი დასრულდა, გაირკვა, რომ არონმა ეს სასტვენი წააგო. რა-
ზე ვლაპარაკობდით?
– მხოლოდ ის მახსოვს, რომ დასაძინებლად გავუშვი. მეტი მათ-
თვის არაფერი მითქვამს.
– კარგი, იმედია მოგვიანებით გაირკვევა ყველაფერი.
– მეჩვენება, რომ ბავშვების საქმეებს ზედმეტ ყურადღებას უთ-
მობ, ლი. დარწმუნებული ვარ, რაღაც სისულელეზე იქნებოდა ლაპა-
რაკი.
– არა მგონია, – თქვა ლიმ, ცოტა ხნით გაჩუმდა და განაგრძო, –
მისტერ ტრასკ, თქვენ თვლით, რომ ადამიანის ფიქრები მნიშვნე-
ლობას მხოლოდ კონკრეტული ასაკის მიღწევის შემდეგ იძენს?
თქვენ ახლა უფრო ნათელი აზრები და მძაფრი ფიქრები გაქვთ, ვიდ-
რე ათი წლის ასაკში გქონდათ, თუ ისევე კარგად გესმით, ხედავთ და
გრძნობთ, როგორც მაშინ?
– ჰო, ალბათ მართალი ხარ.
– ჩემი აზრით, – განაგრძო ლიმ. – დრო ადამიანს მხოლოდ ასაკსა
და სევდას უმატებს, მეტს არაფერს. ვინც სხვანაირად ფიქრობს, ძა-
ლიან ცდება.
– მოგონებებსაც.
– ეგეც მართალია. მოგონებების გარეშე, დრო ადამიანის წინაშე
სრულიად უძლური იქნებოდა. რის შესახებ გსურდათ ჩემთან საუბა-
რი?
ადამმა ჯიბიდან წერილი ამოიღო და მაგიდაზე დადო.

564
– მინდა, რომ ეს ყურადღებით წაიკითხო და შემდეგ ვისაუბროთ, –
თქვა მან.
ლიმ სათვალეები გაიკეთა, წერილი გაშალა, სინათლესთან ახ-
ლოს მიიწია და კითხვას შეუდგა. რომ დაასრულა, ადამმა ჰკითხა:
– რას იტყვი?
– გვჭირდება იურისტი?
– რა იურისტი? ა, ჰო, გამახსენდა. ხუმრობ?
– სულაც არა. – თქვა ლიმ. – აღმოსავლური წესით, არაპირდაპირ და
თავაზიანად გაგრძნობინებთ, რომ სანამ საკუთარ აზრს გამოვთქვამ,
თქვენი აზრი მსურს მოვისმინო.
– საყვედურის ტონით მელაპარაკები?
– დიახ. გვერდით გადავდებ ჩემს აღმოსავლურ მანერებს და გულ-
წრფელად გეტყვით, რომ ასაკთან ერთად ანჩხლობაც მემატება. აუტა-
ნელი ვხდები. ალბათ გსმენიათ, რომ ყველა ჩინელი მოსამსახურე ბო-
ლომდე ინარჩუნებს ერთგულებას პატრონის მიმართ, მაგრამ დროთა
განმავლობაში მას ხასიათი უფუჭდება.
– შენი გრძნობების შეურაცხყოფა სულაც არ მინდოდა.
– ჩემი გრძნობები წესრიგშია. თუ თქვენ ამ წერილის შესახებ გსურთ
საუბარი, ისაუბრეთ. მე კი მოგისმენთ და შემდეგ გადავწყვეტ, გირჩიოთ
რამე თუ თქვენი მოსაზრებები მოვიწონო.
– ვერაფერი გავუგე ამ წერილს.
– ის ხომ თქვენი ძმა იყო? თქვენ მას იცნობდით და მაინც ვერაფერი
გაუგეთ. მე როგორღა უნდა გავიგო, როდესაც ის თვალითაც არასდროს
მინახავს?
ადამი წამოდგა, დერეფანში გავიდა და ვერ შეამჩნია, რომ კარის
უკან ვიღაცის ჩრდილმა გაიელვა. ის თავის საძინებელში შევიდა, იქი-
დან უკვე საკმაოდ გაფერმკრთალებული დაგეროტიპი გამოიტანა და
ლის ცხვირწინ დაუდო.
– ეს არის ჩემი ძმა ჩარლზი, – თქვა მან და მხოლოდ ამის შემდეგ და-
კეტა კარი.

565
ლიმ პრიალა ლითონზე გამოსახული სურათი ლამფის შუქზე და-
ათვალიერა, ყურადღებით დააკვირდა ჩარლზის სახეს.
– დიდი ხნის წინაა გადაღებული, – თქვა ადამმა. – ჯერ კიდევ მანამ,
სანამ ჯარში წავიდოდი.
ლიმ სურათი სახესთან ახლოს მიიტანა.
– ერთი გამოსახულებით ვერ ვიმსჯელებ, – თქვა მან. – მაგრამ,
შემიძლია ვივარაუდო, რომ თქვენი ძმა კარგი იუმორით არ გამოირ-
ჩეოდა.
– საერთოდ არ ჰქონდა იუმორი. არასდროს იცინოდა.
– ეს არ მიგულისხმია. როდესაც ანდერძის პირობებს გავეცანი,
შთაბეჭდილება შემექმნა, რომ თქვენს ძმას იუმორის განსაკუთრე-
ბით სასტიკი გრძნობა ჰქონდა. უყვარდით?
– არ ვიცი. მგონია, რომ მხოლოდ ზოგჯერ. ერთხელ ჩემი მოკ-
ვლაც კი სცადა.
– ჰო, მის სახეზე სიყვარულიც ჩანს და მკვლელობის უნარიც. სწო-
რედ ამ ორი თვისების ერთობლიობამ აქცია ის წუწურაქად. წუწურა-
ქი კი მშიშარა ადამიანია, რომელსაც საკუთარი ფულისგან ციხესი-
მაგრე აქვს აშენებული და მის უკან იმალება. თქვენს ცოლს იცნობ-
და?
– კი.
– უყვარდა?
– სძულდა.
– ამას რა მნიშვნელობა აქვს? – ამოიოხრა ლიმ. – თქვენი პრობ-
ლემა ეს სულაც არ არის.
– მართალია.
– როგორც ვატყობ, თქვენ გსურთ, რომ მთავარი პრობლემა გან-
ვიხილოთ.
– კი, ნამდვილად ასეა.
– ჰოდა, დაიწყეთ.
– აზრები მერევა.

566
– თუ გნებავთ, მე დაგილაგებთ ვერსიებს. საქმეში ჩაუხედავი ადამია-
ნი ზოგჯერ უკეთ ხედავს.
– ჰო, ასე მირჩევნია.
– ძალიან კარგი, – თქვა ლიმ, შემდეგ კი, სრულიად მოულოდნელად,
სახე შეეცვალა და წამოიყვირა: – ღმერთო დიდებულო! ეს ხომ სულ გა-
მომრჩა!
– ნეტა ერთი შენ გამოცანებით არ ლაპარაკობდე, – თქვა ადამმა გა-
ღიზიანებული ტონით. – შტერი ბავშვი რომ დაფას უყურებს და ვერა-
ფერს იგებს, ისე ვარ ახლა.
ლიმ ჯიბიდან ჩიბუხი ამოიღო, სპილენძის პატარა ჩხირით ამოასუფ-
თავა და ახალი, ძალიან თხლად დაჭრილი თამბაქოთი გაავსო. შემდეგ,
მოუკიდა, პირში ჩაიდო, სამ-ოთხჯერ მოქაჩა და გვერდით გადადო.
– ოპიუმია? – ჰკითხა ადამმა მკაცრად.
– არა. ჩინური თამბაქოს იაფი სახეობაა. საშინელი გემო აქვს.
– თუ ასეა, რატომ ეწევი?
– არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ რაღაცას მახსენებს – რაღაცას, რასაც
სინათლესთან ვაიგივებ, – თქვა ლიმ და თვალები ოდნავ დახუჭა. – კე-
თილი, ახლა შევეცდები თქვენი აზრები მზის სინათლეზე გამოვიტანო
და გავაშრო. ის ქალი ცოცხალია და ისევ თქვენი ცოლია. ანდერძის მი-
ხედვით, მას ორმოცდაათი ათას დოლარზე მეტი ეკუთვნის. ეს საკმაოდ
დიდი ფულია. მისი საშუალებით ძალიან ბევრი სიკეთის და ასევე ძალი-
ან ბევრი ბოროტების გაკეთებაა შესაძლებელი. თქვენს ძმას რომ სცოდ-
ნოდა, სად არის ახლა ის და რას აკეთებს, მოინდომებდა მისთვის ამხე-
ლა თანხის დატოვებას? სასამართლო ყოველთვის ანდერძის ავტორის
მხარეს იკავებს.
– არა, ჩემი ძმა ამას არ გააკეთებდა, – თქვა ადამმა და წამსვე გაახ-
სენდა, როგორ დადიოდა ჩარლზი სასტუმროს ბოლო სართულზე
მცხოვრებ მეძავებთან.
– თქვენი ძმის მაგივრად ახლა თქვენ მოგიწევთ ფიქრი. ის, რასაც
თქვენი მეუღლე აკეთებს, არც კარგია და არც ცუდი. წმინდანები ნების-

567
მიერი სახის ნიადაგზე აღმოცენდებიან. შესაძლოა, ამ ფულით მან
ბევრი კარგი საქმე გააკეთოს. ფილანტროპიის სურვილს ყველაზე
კარგად სინდისის ქენჯნა აღვივებს.
– მან თავად გამიმხილა, რას გააკეთებდა, ბევრი ფული რომ
ჰქონდეს, – თქვა ადამმა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა. – მისი ფიქ-
რები მკვლელობასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ქველმოქმედებას-
თან.
– ესე იგი, თქვენ თვლით, რომ მას ეს ფული არ უნდა გადაეცეს?
– მან მითხრა, რომ შეეცდება სალინასში მცხოვრები კარგი რეპუ-
ტაციის მქონე ხალხი გაანადგუროს. ნამდვილად შეუძლია ამის გაკე-
თება.
– მესმის, – თქვა ლიმ. – მიხარია, რომ ამ ყველაფერს გვერდიდან
ვუყურებ. როგორც ჩანს, თქვენ მიერ ნახსენები ადამიანების რეპუტა-
ციას კარგა მაგრად შეუდგა წყალი. ანუ, თქვენ თვლით, რომ, მორა-
ლური თვალსაზრისით, მისთვის ამ თანხის მიცემა არ შეიძლება?
– დიახ, სწორედ ასე ვთვლი.
– კეთილი. ახლა გაითვალისწინეთ, რომ მას არც სახელი აქვს,
არც გვარი და არც წარსული. როსკიპები არსაიდან ჩნდებიან, სოკოე-
ბივით ამოდიან მიწიდან. აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი,
თუ ის ამ ანდერძის შესახებ შეიტყობს, თქვენი დახმარების გარეშე,
ერთ ცენტსაც კი ვერ მიიღებს.
– ჰო, მესმის. ნამდვილად ასეა. ჩემ გარეშე ვერაფერს მიიღებს.
ლიმ ისევ აიღო ხელში ჩიბუხი, ამოასუფთავა და ახალი თამბაქო-
თი აავსო. ოთხჯერ რომ მოქაჩა, თვალები გაახილა და ადამს შეხე-
და.
– ეს ძალიან დელიკატური პრობლემაა, – თქვა მან. – თუ ნებას
მომცემთ, ამ წერილს ჩემს პატივცემულ ნათესავებს ვაჩვენებ. სახე-
ლებს და გვარებს არ გავუმხელ, რა თქმა უნდა. ისინი მას დაწვრილე-
ბით განიხილავენ და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო შედე-
გებს მიიღებენ. თქვენ ხომ ისედაც არ გაქვთ არჩევანი?

568
– მაგით რას გულისხმობ?
– იმას, რომ არჩევანი არა გაქვთ. თქვენ რა, იმაზე უფრო ნაკლე-
ბად იცნობთ საკუთარ თავს, ვიდრე მე გიცნობთ თქვენ?
– ჯერ არ გადამიწყვეტია, რას გავაკეთებ. უნდა ვიფიქრო.
– სულ ტყუილად დავხარჯე დრო, – თქვა ლიმ გაბრაზებული ხმით, –
საკუთარ თავსაც ატყუებთ თუ მხოლოდ მე?
– ასე ნუ მელაპარაკები! – თქვა ადამმა.
– რატომაც არა? მე ტყუილი არასდროს მიყვარდა. ყველაფერი წი-
ნასწარ იყო ცნობილი. შუბლზე გაწერიათ, რას გააკეთებთ და როგორ გა-
მოიყენებთ ამ ფულს. მე ისე ვილაპარაკებ, როგორც მომესურვება. მე
ჭირვეული გავხდი. აქ უკვე ეკლებზე ვზივარ. ძველი წიგნებისა და ლამა-
ზი ფიქრების სურნელი სულ სხვა მიმართულებით მექაჩება. ამ საქმეში
ორი სახის მორალური გადაწყვეტილება არსებობს და თქვენ იმას გაჰ-
ყვებით, რომელიც ბავშვობიდან გაქვთ შესისხლხორცებული. რამდენიც
არ უნდა იფიქროთ, ეს არ შეიცვლება. არაფერს შეცვლის ის ფაქტიც,
რომ თქვენი მეუღლე სალინასელი მეძავია.
ადამი წამოდგა და გაბრაზებული სახით შეხედა ლის.
– წასვლა უკვე გადაწყვეტილი გაქვს და იმიტომ ხარ დიდ გულზე! –
დაიყვირა მან. – გეუბნები, რომ ჯერ არ ვიცი, რას ვუზამ ამ ფულს. გასა-
გებია?
ლიმ ღრმად ამოიოხრა. ის ხელებით მუხლებს დაეყრდნო და წამოდ-
გა, შემდეგ კი კართან მივიდა, გამოაღო ის და კიდევ ერთხელ მიუბრუნ-
და ადამს.
– სისულელეებს ლაპარაკობთ! – თქვა მან ღიმილით, ოთახიდან გა-
ვიდა და კარი დახურა.
-3-
კეილი ფეხის წვერებზე ჩაუყვა დერეფანს და საძინებელში შევიდა.
სიბნელეში, ფართო ლოგინზე, მან არონის სახე დაინახა, მაგრამ, ეძინა
თუ არა ძმას, ვერ გაარჩია. ძალიან ფრთხილად ჩაწვა ლოგინში, ნელა
გადატრიალდა ზურგზე, ხელები თავქვეშ ამოიდო, თითები გადააჯვა-

569
რედინა და სიბნელეში მოცეკვავე ფერად მირიადებს მიაშტერდა.
გაცვეთილი, გაფერმკრთალებული ფარდა ნელა გამოიბერა, შემდეგ
კი, ქარი რომ ჩადგა, ფანჯრის რაფას მიეკრო.
კეილს ნაცრისფერი სევდის ტალღამ გადაუარა. ის ახლა მთელი
გულით ნატრობდა, რომ დრო უკან დაბრუნებულიყო და არონი მან-
ქანიდან ნაწყენი არ გადასულიყო; რომ თავადაც სულ სხვანაირად
მოქცეულიყო: საერთოდ არ მოესმინა მამისა და ლის საუბარი. მო-
ულოდნელად, ტუჩები აამოძრავა და სიტყვები უხმოდ წარმოთქვა,
თუმცა თავად ყველაფერი გარკვევით ესმოდა:
– ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, გააკეთე ისე, რომ არონს და-
ვემსგავსო. ნუ მაქცევ ბოროტად. არ მინდა, ბოროტი ვიყო. თუ შენ ისე
გააკეთებ, რომ მე ყველას ვუყვარდე, ყველაფერს მოგცემ, რასაც მო-
ისურვებ. თუ არ მექნება, ვიშოვი და მაინც მოგცემ. არ მინდა, ბორო-
ტი ვიყო. არ მინდა, მარტო ვიყო. ქრისტეს ხათრით გთხოვ. ამინ.
მის ლოყებზე ცხარე ცრემლები მოგორავდა. დაძაბული იყო,
მთელი ძალით ცდილობდა, ძმას ტირილის ხმა არ გაეგო და სწორედ
ამ დროს, არონმა ჩურჩულით თქვა:
– შეგცივდა? რატომ კანკალებ?
თითებით, ის კეილის მკლავს შეეხო და იგრძნო, რომ ძმას ჟრუ-
ანტელმა დაუარა.
– გაიგე რამე? მდიდარი იყო ძია ჩარლზი?
– არა, – უპასუხა კეილმა.
– ამდენი ხანი ტყუილა იყავი იქ? კიდევ რაზე ილაპარაკეს?
კეილი ჩუმად იწვა და ცდილობდა ნერვიულობა არ შეტყობოდა.
– არ მეტყვი? თუ არ მეტყვი, არა უშავს. არ მეწყინება.
– გეტყვი, – თქვა კეილმა და ძმას ზურგი მიუშვირა, – დედის საფ-
ლავზე ყვავილების გაგზავნას აპირებს. მიხაკების უზარმაზარი
გვირგვინი უნდა დაამზადებინოს.
არონი აღელდა და ლოგინზე წამოჯდა.
– მართლა?! იქამდე როგორ უნდა ჩაიტანონ?!

570
– მატარებლით. ნუ ყვირი.
– არ დაჭკნება? – ისევ ჩურჩულზე გადავიდა არონი.
– არა, გარშემო ყინულს შემოუწყობენ.
– ძალიან ბევრი ყინული დასჭირდებათ, არა?
– ჰო, უამრავი. დაიძინე ახლა.
არონი ცოტა ხნით გაჩუმდა, შემდეგ კი თქვა:
– ნეტა არ დაჭკნეს.
– არ დაჭკნება, – თქვა კეილმა, გონებით კი რაც ძალი და ღონე ჰქონ-
და გაჰყვიროდა: – „ღმერთო, ნუ მაქცევ ბოროტად!“

თავი ოცდამეთერთმეტე
-1-
დილიდან შუადღემდე, ადამი ჩაფიქრებული დაბოდიალობდა სახ-
ლში, შემდეგ კი ბოსტანში გავიდა. ლის ნიჩაბი ეჭირა, შავ, ნოყიერ მიწას
თხრიდა და გაზაფხულის ბოსტნეულს თესავდა – სტაფილოსა და ჭარ-
ხალს, თალგამსა და ბარდას, ლობიოს, მიწამხალასა და ყვავილოვან
კომბოსტოს. ეს ყველაფერი სწორ რიგებად იყო დათესილი, რიგების
თავზე თოკები იყო გაბმული და თითოეულ პალოზე, თესლის ცარიელი
პაკეტები იყო ჩამოცმული, ადვილი გასარჩევი რომ ყოფილიყო, რა სად
დაითესა. ბოსტნის კიდეზე, პატარა სათბურში, პომიდორი, კომბოსტო
და ტკბილი წიწაკა უკვე გადასარგავად იყო გამზადებული. ახლა, ლი
მხოლოდ იმ პერიოდს ელოდებოდა, როდესაც მოულოდნელი ყინვის
საფრთხე საბოლოოდ გადაივლიდა.
– უნდა ვაღიარო, რომ გუშინ უჭკუოდ მოვიქეცი, – უთხრა მას ადამმა.
ლი ნიჩბის ტარს დაეყრდნო და გაიღიმა.
– როდის მიდიხართ? – ჰკითხა მან.
– მატარებელი ორის ნახევარზე გადის. უკან რვასაათიანით დავ-
ბრუნდები.
– ვფიქრობ, წერილი რომ მიგეწერათ, ესეც საკმარისი იქნებოდა.
– ვიფიქრე, მაგრამ იდეა არ მომეწონა. შენ ასე მოიქცეოდი?
571
– არა. მართალია. ახლა უკვე მე გამოვდექი უჭკუო.
– კარგი, წავედი, – თქვა ადამმა. – ყველა ვარიანტი განვიხილე, მაგ-
რამ შინაგანი ძალა მხოლოდ ერთი მიმართულებით მექაჩება.
– თქვენ შესაძლოა ბევრ რამეში იჩენდეთ უპატიოსნებას, მაგრამ,
არა ამ საკითხში. კეთილი, წარმატებებს გისურვებთ. საინტერესოა,
რას იტყვის და როგორ მოიქცევა.
– ეტლით წავალ და კინგ-სითიში, თავლაში დავტოვებ. ფორდით
მარტო მგზავრობას ჯერ ვერ გავბედავ.
ხუთის თხუთმეტი წუთი იყო, როდესაც ადამმა დახრილი კიბეები
აიარა და ქეითის დაწესებულების
გაცვეთილ კარზე დააკაკუნა. ამჯერად, მას კარი სულ სხვა პიროვ-
ნებამ გაუღო. მამაკაცს ოთხკუთხა სახე ჰქონდა, შარვალი და მაისუ-
რი ეცვა, მკლავებზე კი აბრეშუმის წითელი ნაჭრები ჰქონდა შემოხ-
ვეული. გვარად ის ფინი იყო. ადამი მან შესასვლელში დატოვა, რამ-
დენიმე წუთით შენობის სიღრმეში გაუჩინარდა, შემდეგ ისევ დაბ-
რუნდა და სტუმარს სასადილო ოთახში გაუძღვა.
დიდი და სადა ოთახის კედლები თეთრად იყო შეღებილი, შუაში
მდგარ მოზრდილ მაგიდაზე კი, რომელზეც თეთრი ფერისვე სუფრა
იყო გადაფარებული, თეფშები, ჭიქები და დანა-ჩანგალი ეწყო.
ქეითი მაგიდის თავში დაჯდა და წინ საბუღალტრო აღრიცხვის
რვეული დაიდო. მას მკაცრი სტილის სამოსი ეცვა, შუბლზე მზის სა-
წინააღმდეგო მწვანე საფარი ეკეთა, ხელში კი ყვითელი ფერის კა-
ლამს ათამაშებდა. ოთახის შესასვლელში გაჩერებულ ადამს ქეითმა
ცივად შეხედა.
– ამჯერად რამ შეგაწუხა? – ჰკითხა მას.
ადამი უსიტყვოდ მიუახლოვდა მაგიდას და ქეითს ცხვირწინ წე-
რილი დაუდო.
– ეს რა არის? – გაუკვირდა ქეითს, თუმცა პასუხს არ დალოდებია
და წერილი თვალის დახამხამებაში წაიკითხა. – გადი და კარი დაკე-
ტე, – უთხრა მან ფინს, რომელიც ადამის უკან იდგა.

572
ადამი ქეითს გვერდით მიუჯდა, თეფშები გასწია და ქუდი მაგიდაზე
დადო.
– ეს ხუმრობაა? – ჰკითხა მას ქეითმა, ფინი რომ გავიდა. – თუმცა
არა, შენ ასე არასდროს გიხუმრია. ალბათ, შენი ძმა ხუმრობს. დარწმუ-
ნებული ხარ, რომ გარდაიცვალა?
– მე მხოლოდ ის ვიცი, რაც ამ წერილში წერია.
– და რა გინდა, რომ გავაკეთო?
ადამმა მხრები აიჩეჩა.
– თუ ხელი გინდა რამეზე მომაწერინო, იცოდე, დროს ტყუილად კარ-
გავ. მითხარი რა გინდა, – არ ცხრებოდა ქეითი.
ადამმა თავის ქუდს თითები ნელი მოძრაობით გადაუსვა.
– მოდი, ასე ვქნათ, – თქვა მან. – ჩაიწერე ამ იურისტების მისამართი
და თავად დაუკავშირდი მათ.
– ჩემზე უკვე შეატყობინე რამე?
– არა. ჩარლზს მივწერე, რომ სხვა ქალაქში ცხოვრობ, მაგრამ, წერი-
ლი რომ ჩავიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. იურისტებმა გახსნეს კონ-
ვერტი და წაიკითხეს.
– ბოლოში რომ ხელით მიაწერა, ეტყობა შენი მეგობარია. იქნებ მას
უთხარი რამე?
– პასუხი ჯერ არ დამიწერია.
– რომ დაწერ, რის თქმას აპირებ?
– ვეტყვი, რომ სხვა ქალაქში ცხოვრობ.
– გაშორებულები ვართო, ვერ ეტყვი. განქორწინება არ მომხდარა.
– არც ვაპირებ მაგის თქმას.
– გაინტერესებს, რამდენი უნდა გადამიხადო, თავიდან რომ მომიშო-
რო? ორმოცდახუთი ათასი დოლარი. ნაღდი ფულით.
– არა.
– როგორ თუ არა? შენ მე ვერ შემევაჭრები.
– არც გევაჭრები. წერილი შენ გაქვს და ზუსტად იმდენი იცი, რამდე-
ნიც მე. რაც გინდა ის ქენი.

573
– ასეთი თავდაჯერებული რატომ ხარ?
– რატომ არ უნდა ვიყო?
ქეითი მას ყურადღებით დააკვირდა. მისი პატარა კულულები მზის
მწვანე საფარზე ისე ეწყო, როგორც ვაზის ფოთლები სახლის სახუ-
რავზე.
– შტერი ხარ, შენ, ადამ. ენისთვის კბილი რომ დაგეჭირა, ვერავინ
ვერასდროს გაიგებდა, ცოცხალი ვარ თუ მკვდარი.
– ვიცი.
– იცი? ესე იგი, გეგონა, რომ ამ ფულის აღება მომერიდებოდა?
ასეთ შემთხვევაში, კიდევ უფრო შტერი ყოფილხარ.
– სრულებით არ მანაღვლებს, რას გააკეთებ, – თქვა ადამმა მშვი-
დად.
ქეითმა ცინიკურად გაიღიმა.
– მართლა? – თქვა მან. – კიდევ ერთი რაღაცა რომ გაგიმხილო,
არ გინდა? პოლიციაში, წინა შერიფის მიერ გაცემული უვადო ბრძა-
ნება ინახება, ჩემო კარგო. მასში წერია, რომ თუ მე ოდესმე წამომ-
ცდება შენი სახელი ან ვიტყვი, რომ შენი ცოლი ვარ, ჯერ ამ ოლქიდან
გამაგდებენ და მერე შტატიდანაც მიკრავენ თავს. მაგარი ცდუნებაა,
არა?
– რას გულისხმობ?
– როგორ თუ რას? შენ რა, არ გინდა, რომ აქედან გამაძევონ და
მთელი ფული შენ დაგრჩეს?
– მე შენ საკუთარი ხელით მოგიტანე წერილი.
– ერთი გამაგებინა, რატომ გააკეთე ეს.
– მე სრულებით არ მაინტერესებს, რას ფიქრობ შენ და როგორი
დამოკიდებულება გაქვს ჩემს მიმართ. ჩარლზმა ანდერძი დაწერა
და ფული დაგიტოვა. დარწმუნებული ვარ, არანაირი უკანა აზრები
მას არ ჰქონია. ანდერძი ჯერ არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ ფულის
ნახევარი შენ გეკუთვნის.

574
– ძალიან სარისკო თამაშს თამაშობ, ადამ. ორმოცდაათი ათას დო-
ლარს საფრთხეში აგდებ. ნუ გგონია, რომ ამ საქმიდან მშრალად გამოხ-
ვალ და ფულსაც შეინარჩუნებ. ჯერ არ ვიცი, რა გაქვს ჩაფიქრებული,
მაგრამ აუცილებლად გავარკვევ, – თქვა ქეითმა და ოდნავ მოგვიანებით
დაამატა: – გაინტერესებს რაზე ვფიქრობ? იმაზე, რომ თავად ვერაფერს
მოიფიქრებდი. ვინ გაძლევს რჩევებს?
– არავინ.
– არც ის ჩინელი? საკმაოდ ჭკვიანი ტიპი ჩანს.
– არა, არც იცი ჩინელი.
ადამი თავადაც გაკვირვებული იყო საკუთარი სიმშვიდით. მას ისეთი
შეგრძნება ჰქონდა, თითქოს სადღაც
სხვაგან იყო და ქეითს შორიდან ესაუბრებოდა. მის გამომეტყველე-
ბაში ადამმა ისეთი რამ დაინახა, რაც მანამდე არასდროს უნახავს: ქე-
ითს მისი ეშინოდა. მაგრამ, რატომ?
ქეითი შეეცადა საკუთარი ემოციები გაეკონტროლებინა.
– ესე იგი, შენ ამბობ, რომ უბრალოდ პატიოსანი კაცი ხარ, ხომ? ისე-
თი ტკბილი და ფუმფულა, მეორე რომ არ არსებობს დედამიწაზე. ასეა?
– ამაზე არასდროს მიფიქრია, – თქვა ადამმა. – ეს ფული შენია. მე
ქურდი არა ვარ და არც ის მაინტერესებს, რას იფიქრებ ჩემზე.
ქეითმა მზის საფარი შეატრიალა.
– შენ გინდა მითხრა, რომ ეს ფული უბრალოდ მომიტანე და ხელში
საკუთარი ნებით ჩამიდე? არა, შენ ამას არ იზამდი. მე აუცილებლად გა-
ვარკვევ, რა გაქვს ჩაფიქრებული. ნუ გგონია, რომ საკუთარი თავის დაცვა
არ შემიძლია. ასეთ იაფფასიან ანკესზე ნამდვილად არ წამოვეგები.
– წერილებს რა მისამართზე გწერენ?
– რაში გაინტერესებს?
– იმ იურისტებს შევატყობინებ და თავად დაგიკავშირდებიან.
– არ გაბედო! – თქვა ქეითმა, შემდეგ კი წერილი ანგარიშების რვე-
ულში ჩადო. – ეს ჩემთან დარჩება. იურისტს თავად დავიქირავებ. ნუ

575
გგონია, რომ ამ საქმეს ვერ მივხედავ. ახლა კი, შეგიძლია ეგ გულუბ-
რყვილო გამომეტყველება მოიშორო.
– ძალიან კარგი, – თქვა ადამმა. – მე მხოლოდ ის მინდა, რომ შენი
კუთვნილი ფული მიიღო. ჩარლზმა ის შენ დაგიტოვა.
– მაინც გავიგებ. მაინც გავარკვევ, რა გაქვს ჩაფიქრებული.
– როგორც ვატყობ, შენ საერთოდ არაფერი გესმის, მაგრამ მე ეს
ახლა სრულებით აღარ მაღელვებს. მეც ბევრი რამ არ მესმის. მაგა-
ლითად, არ მესმის, რა გულით მესროლე და როგორ მიატოვე შვი-
ლები. არც ის მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი აი, ასე ცხოვრობ-
დეს (ხელით მან ოთახზე მიუთითა).
– და ვინ გეუბნება, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გეს-
მოდეს?
ადამი წამოდგა და მაგიდიდან ქუდი აიღო.
– სულ ეს იყო. ჩემი წასვლის დროც მოვიდა. მშვიდობით, – თქვა
მან და კარისკენ გაემართა.
– თქვენ შეცვლილხართ, მისტერ თაგუნიავ, – მიაძახა მას ქეითმა.
– როგორც ჩანს, ქალიც გაიჩინეთ, ხომ?
ადამი გაჩერდა და ნელა შემოტრიალდა. ის ჩაფიქრებული იყო.
– ადრე, ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ახლა ყველაფერს
მივხვდი, – თქვა მან და ქეითს მიუახლოვდა. – მე რა არ მესმის, უკვე
გითხარი და ისიც ზუსტად ვიცი, შენ რა არ გესმის.
– რა არ მესმის, მისტერ თაგუნიავ?
– შენ ძალიან კარგად ხარ გათვითცნობიერებული ადამიანების
უარყოფით მხარეებში. ფოტოებიც მაჩვენე, თუ გახსოვს. შენ ადამია-
ნების ნაკლოვანებებს იყენებ და ღმერთმა იცის, რომ მათ ეს ნაკლო-
ვანებები საკმარისად აქვთ.
– ყველას...
– მაგრამ შენ... ჰო, ნამდვილად ასეა... შენ სხვას ვერაფერს ხედავ,
– განაგრძო ადამმა და თავადაც გაუკვირდა, მსგავსი აზრები რომ მო-
უვიდა თავში. – შენ არ გჯერა, რომ მე შენი ფული არ მჭირდება და

576
რომ წერილი საკუთარი ნებით მოგიტანე; შენ არც ის გჯერა, რომ თავდა-
ვიწყებით მიყვარდი. ის ადამიანები, ვისი ფოტოებიც იმ დღეს გადმოა-
ლაგე, შენთან მოდიან და თავიანთ უარყოფით მხარეებს გაჩვენებენ.
მაგრამ, შენ არ გჯერა, რომ მათში სიკეთე და სილამაზეც შეიძლება
იყოს. შენ ადამიანებში მხოლოდ ერთ მხარეს ხედავ და გგონია... მეტიც,
დარწმუნებული ხარ, რომ სხვა მხარე მათ საერთოდ არ გააჩნიათ.
– რას მელაპარაკები? – დამცინავი ღიმილით წარმოთქვა ქეითმა. –
ჩვენი მისტერ თაგუნია მეოცნებეც ყოფილა. მიდი, თაგუნიავ, კიდევ იქა-
დაგე. ძალიან საინტერესოა.
– არა. ქადაგებას არ დავიწყებ, რადგან, ვიცი, რომ შენ მაინც ვერა-
ფერს მიხვდები. ზოგიერთი ადამიანი მწვანე ფერს ვერ აღიქვამს და არც
კი იცის, რომ ასეთი ფერი არსებობს. მე ვთვლი, რომ შენ მხოლოდ ნაწი-
ლობრივ ხარ ადამიანი. ამას მე ვერაფერს ვუშველი, მაგრამ, მაინც მაინ-
ტერესებს, ნუთუ ვერ გრძნობ, რომ შენ გარშემო რაღაც უხილავი არსე-
ბობს? ყველაზე ცუდი, იცი რა არის? შესაძლოა შენ მშვენივრად იცი, რომ
რაღაცა მართლა არსებობს, მაგრამ, ვერ ხედავ და ვერ გრძნობ მას. აი,
ეს არის ნამდვილი ტრაგედია.
ქეითმა სკამი უკან გასწია და წამოდგა. მუშტები ძლიერად ჰქონდა
შეკრული და კაბის ნაკეცებში მალავდა მათ. ყველანაირად ცდილობდა,
მაგრამ ხმაში გაჩენილ კანკალს ვერაფერს უხერხებდა.
– ჩვენი თაგუნია ფილოსოფოსი ყოფილა, – თქვა მან. – მაგრამ, ის ამ
საკითხშიც ისეთივე ჩერჩეტია, როგორიც სხვა საკითხებში. ჰალუცინა-
ციების შესახებ ოდესმე თუ გსმენია, თაგუნიავ? თუ მართლა არსებობს
რაღაცა, რასაც მე ვერ ვხედავ, შესაძლოა ეს რაღაცა შენი ავადმყოფური
ფანტაზიის ნაყოფი იყოს. არ გგონია ასე?
– არა, არ მგონია. არ მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ არც შენ
გგონია.
ადამი მიტრიალდა, ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
ქეითი დაჯდა და კედელს მიაშტერდა. სრულიად გაუცნობიერებ-
ლად, ის მაგიდას მუშტებს ურტყამდა, თუმცა, ამავე დროს, სავსებით

577
გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამღვრეული გამოსახულება მის თვა-
ლებზე მომდგარი ცრემლების ბრალი იყო. მას მთელი სხეული უკანკა-
ლებდა და ეს შეგრძნება ერთდროულად რისხვასაც ჰგავდა და სევდასაც.
-2-
როდესაც ადამი ქეითის დაწესებულებიდან გამოვიდა, კინგ-სი-
თისკენ მიმავალი მატარებლის გასვლამდე ორ საათზე მეტი იყო
დარჩენილი. იმპულსურად, მან მთავარი ქუჩიდან გადაუხვია და ცენ-
ტრალური პროსპექტის 130 ნომერთან მივიდა, სადაც ერნესტ სტეინ-
ბეკის მაღალი, თეთრი სახლი იდგა. ეს იყო კარგად მოვლილი და
სტუმართმოყვარე სახლი, რომელიც საკმაოდ მდიდრულად, მაგრამ
არაპომპეზურად გამოიყურებოდა. თეთრად შემოღობილი შენობის
წინ, საგულდაგულოდ შეკრეჭილი ბალახი ბიბინებდა, სახლის კედ-
ლების გარშემო კი ვარდები და სხვა ყვავილები იყო დარგული.
ადამმა ვერანდის განიერი კიბეები აიარა და ზარი დარეკა. ოლი-
ვიამ კარი ოდნავ შეაღო. მის ზურგს უკან მერი და ჯონი იდგნენ და
სტუმარს ინტერესით უყურებდნენ.
ადამმა ქუდი მოიხადა.
– თქვენ მე არ მიცნობთ, – თქვა მან. – მე ადამ ტრასკი ვარ. მამათ-
ქვენი ჩემი მეგობარი იყო. ვიფიქრე, რომ შემოგივლიდით და მისის
ჰამილტონს მოვინახულებდი. ტყუპები რომ დაიბადნენ, ძალიან და-
მეხმარა.
– რა თქმა უნდა, მობრძანდით! – თქვა ოლივიამ და კარი ბოლომ-
დე გააღო, – თქვენ შესახებ ბევრი გვსმენია. ახლავე დავუძახებ. ჩვენ
აქ, დედასთვის პატარა და მშვიდი კუთხე მოვაწყვეთ.
ოლივიამ მისაღები გადაკვეთა და კარზე დააკაკუნა.
– დედა, მეგობარი გესტუმრა! – დაიძახა მან, შემდეგ კარი გააღო,
ადამს ლამაზად მოწყობილ ოთახში შეუძღვა და თქვა: – დიდ ბო-
დიშს გიხდით, მაგრამ უნდა დაგტოვოთ. კატრინა ქათამს წვავს და
თავზე ვადგავარ. მერი, ჯონ, თქვენ ჩემთან წამოდით!

578
სავარძელ-საქანელაში მჯდომი ლიზა ადამს კიდევ უფრო პატარა და
დაბერებული ეჩვენა. მას ალპაკის განიერი კაბა ეცვა, საყელოსთან მი-
მაგრებულ ბროშზე კი ოქროსფერი ასოებით ეწერა: „დედა“.
ეს პატარა და სასიამოვნო საძინებელი ფოტოსურათებით, ოდეკო-
ლონის ფლაკონებით, ქინძისთავების ჩასარჭობი პატარა ბალიშებით,
თმის ჯაგრისებითა და სავარცხლებით, ასევე დაბადების დღეებისა და
საშობაო სუვენირებით იყო სავსე.
კედელზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, სამუელის დიდი ფოტოსუ-
რათი ეკიდა. მასზე ერთგვარი გულცივი სიამაყე და სრულიად უცხო, ნამ-
დვილი სამუელისთვის არადამახასიათებელი თავდაჭერილობა ჩანდა.
არც ის ჩვეული ნაპერწკალი იყო მის თვალებში და არც მხიარულება,
რომელსაც მისი მეგობრები იყვნენ მიჩვეულნი. სურათი დიდ ოქროს
ჩარჩოში იყო ჩასმული, სამუელი კი, საიდანაც არ უნდა შეგეხედა ფო-
ტოსთვის, თვალს არასდროს გაშორებდა. ყველაზე მეტად, ეს ბავშვებს
აშინებდა.
ლიზას სავარძლის გვერდით, დაწნულ მაგიდაზე, გალია იდგა. მასში
თუთიყუში პოლი იჯდა. ტომს ის ერთმა მეზღვაურმა მიჰყიდა. ეს იყო
საკმაოდ ბებერი ჩიტი – როგორც ამბობდნენ, ორმოცდაათი წლის. მთე-
ლი თავისი ცხოვრება მან გემზე გაატარა და შესაბამისი სიტყვების მა-
რაგიც დააგროვა. ძალიან მოინდომა ლიზამ, მაგრამ ვერაფრით მიაღ-
წია იმას, რომ პოლის ახალგაზრდობისდროინდელი კოლორიტული
ლექსიკონი ფსალმუნებით შეეცვალა.
როდესაც ადამი ოთახში შევიდა, პოლიმ თავი გვერდით გადახარა
და სტუმარი კარგად შეისწავლა, შემდეგ კი ფეხი ასწია და ნისკარტი მო-
იფხანა.
– გაცურე აქედან, ნაბიჭვარო! – წარმოთქვა მან უემოციოდ.
– პოლი, ეგ უზრდელობაა, – შენიშვნა მისცა ლიზამ.
– ნაბიჭვარი! – გაიმეორა პოლიმ.
ამჯერად, ლიზამ თუთიყუშის ვულგარულობას ყურადღება არ მიაქ-
ცია და ადამს ხელი გაუწოდა.

579
– მისტერ ტრასკ, – თქვა მან, – რა კარგია, რომ მესტუმრეთ. დაბ-
რძანდით.
– აქვე მივსეირნობდი და ვიფიქრე, მოვინახულებ-მეთქი. მინდოდა
თანაგრძნობა გამომეხატა.
– თქვენი გამოგზავნილი ყვავილები ძალიან ლამაზი იყო, – თქვა
ლიზამ.
საოცარია, მაგრამ, ამდენი ხნის შემდეგ, მას ყველა თაიგული
ზედმიწევნით კარგად ახსოვდა. ადამმა სამუელის ოჯახს ნეგოების-
გან დამზადებული გვირგვინი გაუგზავნა.
– ალბათ ძნელია ახალ ცხოვრებასთან შეგუება, – თქვა ადამმა.
ლიზას თვალებზე ცრემლები მოადგა, მაგრამ წამსვე აიყვანა თა-
ვი ხელში და სისუსტის ყველანაირი გამოხატულება ჩაახშო.
– ვწუხვარ, თუ თქვენს გულისტკივილს ისევ ვაღვიძებ, – განაგრძო
ადამმა, – მაგრამ, უნდა გითხრათ, რომ ძალიან მენატრება.
ლიზამ თავი მიატრიალა.
– თქვენი საქმეები როგორ მიდის? – ჰკითხა მან ადამს.
– წელს კარგად. წვიმიანი ზამთარი იყო და გადამწვანებულია
ყველაფერი.
– ჰო, ტომმა მომწერა.
– მოკეტე! – დაიყვირა პოლიმ და ლიზამ მას ზუსტად ისე შეხედა,
თავის შვილებს როგორც შეხედავდა ხოლმე წლების წინ.
– სალინასში რა ქარმა გადმოგაგდოთ, მისტერ ტრასკ?
– საქმეზე ჩამოვედი, – უპასუხა ადამმა და ერთ-ერთ დაწნულ
სკამზე რომ დაჯდა, ძლიერი ჭრიალის ხმა გაისმა. – მალე, შეიძლება
აქ გადმოვიდე საცხოვრებლად. ვიფიქრე, რომ ჩემი ბიჭები ქალაქში
უკეთესად იქნებიან. რანჩოზე ისინი ძალიან იწყენენ.
– ჩვენ რანჩოზე არასდროს ვიწყენდით, – მკაცრად უპასუხა ლი-
ზამ.
– ჰო, მაგრამ, ესეც რომ არ იყოს, აქ უკეთესი სკოლები გვეგულება.

580
– ჩემი ქალიშვილი ფიჩთრიში, პლეიტოში და ბიგ-სერში ასწავლიდა,
– ისეთი ინტონაციით წარმოთქვა ლიზამ, რომ ადამს ნათლად აგრძნო-
ბინა: მის მიერ ჩამოთვლილი სკოლები სხვებს არაფრით ჩამოუვარდე-
ბოდა.
ადამი აღფრთოვანებული იყო ამ პატარა ქალის ასეთი ძლიერი ხა-
სიათით.
– ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია, – თქვა მან.
– სოფელში გაზრდილი ადამიანები უფრო დიდ წარმატებებს აღწე-
ვენ, – თქვა ლიზამ.
მისთვის, ეს იყო კანონი, რომლის დამტკიცება საკუთარი შვილების
მაგალითით შეეძლო.
– სალინასში სახლის ყიდვას ხომ არ აპირებთ? – მოულოდნელად
ჰკითხა მან ადამს.
– დიახ, ვაპირებ.
– მაშინ, ჩემი ქალიშვილი დესი უნდა მოინახულოთ. მას რანჩოზე
დაბრუნება და ტომთან ერთად ცხოვრება სურს. ამ ქუჩას რომ აუყვებით,
რეინოს საცხობის გვერდით დაინახავთ მის სახლს.
– აუცილებლად მოვინახულებ, – თქვა ადამმა. – ჩემი წასვლის დროა.
მიხარია, კარგად რომ ხართ.
– გმადლობთ, ნამდვილად არაფერს ვუჩივი, – თქვა ლიზამ და რო-
დესაც ადამი კარისკენ წავიდა, ჰკითხა: – მისტერ ტრასკ, ტომს ხომ არ
ნახულობთ ხოლმე?
– არა, ბოლო დროს არ მინახავს. რანჩოდან იშვიათად გავდივარ.
– იქნებ როგორმე მიაკითხოთ. სრულიად მარტოა იქ და ალბათ მო-
იწყინა, – სწრაფად თქვა ლიზამ და საკუთარი ასეთი თავშეუკავებლო-
ბით აღშფოთებული, წამსვე გაჩუმდა.
– მივაკითხავ. აუცილებლად მივაკითხავ. ნახვამდის, მემ, – თქვა
ადამმა და ოთახიდან გავიდა.
დახურულ კარს მიღმა პოლის ხმა გაისმა:
– მოკეტე-მეთქი, ნაბიჭვარო!

581
შემდეგ კი ლიზას მუქარა:
– პოლი, თუ ახლავე არ გაჩუმდები, მიგტყიპავ!
ადამი სახლიდან გავიდა და მთავარი ქუჩისკენ აიღო გეზი. ბინდდე-
ბოდა. რეინოს ფრანგული საცხობის გვერდით, პატარა ბაღის შუ-
აგულში, მან დესის სახლი დაინახა. ხეების ხშირი ფოთლების მიღ-
მა, შენობა თითქმის არ ჩანდა. ჭიშკარზე პატარა დაფა იყო მიმაგრე-
ბული და მოხდენილი ასოებით ეწერა: „დესი ჰამილტონი, მკერავი“.
მთავარი ქუჩისა და ცენტრალური პროსპექტის კუთხეში, რესტო-
რანი „სან-ფრანცისკოს ხორცეული“ იდგა. სასადილოდ, ადამი სწო-
რედ იქ შევიდა და ვილი ჰამილტონი დაინახა. ის კუთხის მაგიდას-
თან იჯდა და შემწვარ ხორცს შეექცეოდა.
– მოდი, ჩემთან დაჯექი, – დაუძახა მან ადამს. – საქმეზე ხარ ჩა-
მოსული?
– ჰო, – უპასუხა ადამმა. – შენებიც მოვინახულე.
ვილიმ ჩანგალი დადო.
– ერთი საათით ვარ ჩამოსული, – თქვა მან. – მეც მინდოდა შემევ-
ლო, მაგრამ დედა აღელდება და ოლივიაც მთელ სახლს ყირაზე და-
აყენებს – საგანგებო სადილის მომზადებას დაიწყებს. ასე რომ, ბო-
ლოს გადავწყვიტე, არ შემეწუხებინა. ესეც რომ არა, მალე უნდა წავი-
დე. შემწვარი ნეკნი შეუკვეთე. აქ ძალიან კარგად აკეთებენ. დედა
როგორ არის?
– ძალიან ძლიერი ქალბატონია. ყოველ ჯერზე სულ უფრო მე-
ტად აღმაფრთოვანებს.
– ჰო, ამას ვერ წაართმევ. ქმარ-შვილმა ჭკუიდან როგორ არ შეშა-
ლა, ახლაც ძალიან მიკვირს.
– შემწვარი ნეკნი, საშუალო – უთხრა ადამმა ოფიციანტს.
– კარტოფილით?
– არა... დიახ, შემწვარი კარტოფილით, – თქვა ადამმა და ისევ ვი-
ლის მიუტრიალდა. – დედაშენი ტომზე ნერვიულობს. ხომ კარგად
არის?

582
ვილიმ შემწვარ ხორცს ქონი მოაჭრა და თეფშის კიდეზე გადადო.
– ნერვიულობის საბაბი ნამდვილად არსებობს, – თქვა მან. –
ტომს რაღაცა დაემართა. უაზროდ დაბოდიალობს წინ და უკან. სულ
მოწყენილია. დანა პირს არ უხსნის.
– ვფიქრობ, ის სამუელზე ძალიან იყო დამოკიდებული.
– ძალიან კი არა, ზედმეტად. ჯერ კიდევ ვერ გადაუხარშავს მამის სიკ-
ვდილი. შეიძლება ითქვას, ტომი დიდი ბავშვია.
– აუცილებლად მივალ და მოვინახულებ. დედაშენი ამბობს, რომ დე-
სი რანჩოზე აპირებს დაბრუნებას.
ვილიმ დანა-ჩანგალი მაგიდაზე დაალაგა და ადამს მიაშტერდა.
– არა, ის ამას არ იზამს. მე ამას არ დავუშვებ, – თქვა მან.
– რატომ?
ვილი ერთბაშად დამშვიდდა და თავშეკავებულად განაგრძო საუბა-
რი.
– იმიტომ, რომ მას აქ მშვენიერი ბიზნესი აქვს აწყობილი და კარგ
ფულსაც აკეთებს. ამ ყველაფრის ხელის ერთი მოსმით გადაგდება უაზ-
რობა იქნება, – თქვა მან, ხორცს ქონის ნაჭერი მოაჭრა და პირში ჩაიდო.
– სახლში რვასაათიანით მივდივარ, – უთხრა მას ადამმა.
– მეც, – თქვა ვილიმ და ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია.

თავი ოცდამეთორმეტე
-1-
დესი საყოველთაო და განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობ-
და. რა თქმა უნდა, არც ულამაზეს მოლის, არც ჯიუტ ოლივიასა და არც
ღრუბლებში მფრინავ უნას აკლდათ ხალხის კეთილგანწყობა, მაგრამ
დესის მიმართ მაინც სულ სხვა, საოცრად თბილი დამოკიდებულება იგ-
რძნობოდა. მისი თვალები მუდამ ანათებდა, მისი სიცილი კი ჩუტყვავი-
ლასავით გადამდები იყო. მისი მხიარულება მოღრუბლულ დღესაც კი
გაანათებდა და ეს საოცარი შეგრძნება ადამიანებს კიდევ დიდი ხნის
განმავლობაში ახსოვდათ.
583
შევეცდები უფრო დაწვრილებით აგიხსნათ. მისის მორისონი სა-
ლინასში, ჩერჩ-სტრიტის 122 ნომერში ცხოვრობდა და მის მეუღლეს,
კლერენს მორისონს, ქსოვილებისა და ტანსაცმლის მაღაზია ჰქონ-
და. დილით, საუზმის შემდეგ, აგნეს მორისონი იტყოდა ხოლმე:
– დღეს, ნასადილევს, დესი ჰამილტონთან მივდივარ, კაბა უნდა
მოვიზომო.
ბავშვებს წამსვე ენითაუწერელი სიხარული ეუფლებოდათ. ისინი
ყირაზე გადადიოდნენ, ხმაურობდნენ, მაგიდაზე ხელებს ურტყამ-
დნენ და მხოლოდ მაშინ ჩერდებოდნენ, როდესაც შენიშვნას მი-
იღებდნენ. მისტერ მორისონი კი ხელებს იფშვნეტდა და თავის მა-
ღაზიაში იმ იმედით მიდიოდა, რომ იმ დღეს, აუცილებლად გამოჩ-
ნდებოდა ერთი კომივოიაჟერი მაინც და კარგ შეკვეთასაც დატოვებ-
და. დღის ბოლოს, არც ბავშვებს და არც მისტერ მორისონს, საერ-
თოდ აღარ ახსოვდათ, რატომ იყო ის დილა ასეთი მხიარული და
იმედისმომცემი.
მისის მორისონი რეინოს საცხობის გვერდით მდებარე სახლში
დღის ორ საათზე შედიოდა და იქ ოთხამდე რჩებოდა. რომ გამოვი-
დოდა, თვალები აცრემლებული ჰქონდა, ცხვირი კი გაწითლებული.
ქუჩაში მიმავალი, ის კიდევ რამდენჯერმე ჩაიცინებდა ხოლმე, თან
თვალებსა და ცხვირს იწმენდდა. შესაძლოა, დესიმ, უბრალოდ, პა-
ტარა ბალიში აიღო ხელში, ქინძისთავები ჩაარჭო მასში და ბაპტისტ
მღვდელს დაამსგავსა, შემდეგ კი მას მოკლე ქადაგებაც ათქმევინა.
შესაძლოა, ბებერ ტეილორთან შეხვედრის შესახებ უამბო თავის
სტუმრებს – სწორედ იმ ტეილორთან, რომელიც ძველ სახლებს ყი-
დულობდა, შემდეგ კი ისინი თავის კუთვნილ დიდ, მოშიშვლებულ
ტერიტორიაზე გადაჰქონდა და, ბოლოს, იმდენი დააგროვა, რომ მი-
წის ეს ნაკვეთი სახმელეთო სარგასოს ზღვას დაემსგავსა. შესაძლოა,
დესიმ საგაზეთო განცხადებები წაიკითხა და ისინი შესაბამისი ჟეს-
ტებითაც გააფორმა. ასე იყო თუ ისე, ნებისმიერი რამ, რასაც დესი
გააკეთებდა, საოცრად სასაცილო, გადამდებად სასაცილო იყო.

584
მორისონების შვილები რომ სკოლიდან დაბრუნდებოდნენ, დედა
კარგ გუნებაზე ხვდებოდათ. მას არც ის აწუხებდა, რომ ბავშვები ზედმე-
ტად ხმაურობდნენ და არც ის, სახე ან ტანისამოსი რომ დასვრილი ჰქონ-
დათ. პირიქით, როდესაც ბავშვები კისკისს იწყებდნენ, მასაც აუტყდებო-
და ხოლმე სიცილი.
რომ მოსაღამოვდებოდა, მისტერ მორისონი ბრუნდებოდა სამსახუ-
რიდან და დაწვრილებით იწყებდა მოყოლას, თუ როგორ ჩაიარა დღემ.
ოჯახის წევრები მას ყურადღებით უსმენდნენ, მოგვიანებით კი კლერენ-
სი კომივოიაჟერების მიერ მოყოლილ ანეკდოტებსაც გაანდობდა ხოლ-
მე მეუღლეს (ყველას არა, რა თქმა უნდა. მხოლოდ, ზოგიერთს). ვახშა-
მიც საოცრად გემრიელი გამოდიოდა: ომლეტი ყოველთვის ამართლებ-
და, ნამცხვარი საჰაერო ბურთივით გაბერილი და მსუბუქი იყო, მოშუშუ-
ლი ხორცის მომზადებაში კი აგნეს მორისონს ისედაც არ ჰყავდა ბადა-
ლი. როდესაც ბავშვები სიცილით დაიღლებოდნენ და დასაძინებლად
წავიდოდნენ, მისტერ მორისონი ძველ, ნაცნობ მეთოდს მიმართავდა
და მეუღლეს მხარზე დაადებდა ხელს. შემდეგ, ისინი საკუთარ საძინე-
ბელში განმარტოვდებოდნენ ხოლმე, სიყვარულს მიეცემოდნენ და სრუ-
ლი ბედნიერებისთვის მეტი არც არაფერი სჭირდებოდათ.
დესისთან სტუმრობის შემდეგ გაჩენილი მუხტი ორი-სამი დღის გან-
მავლობაში ინარჩუნებდა ძალას, შემდეგ კი ისევ ბრუნდებოდა თავის
ტკივილები და გაუთავებელი წუწუნი იმის შესახებ, რომ გასულ წელს
ყველაფერი უკეთესად იყო. აი, ასეთი იყო დესი და ასეთი ძალა ჰქონდა
მასთან ერთ პატარა ვიზიტსაც კი. ის ხალხს სიხარულს ჩუქნიდა და ამა-
ში სამუელს ჰგავდა. ოჯახში დესი ყველაზე მეტად უყვარდათ.
დესი ლამაზი არ იყო. ის არც სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონებს
განეკუთვნებოდა. მიუხედავად ამისა, მას ჰქონდა ის ხიბლი, რომელიც
მამაკაცებს ყოველთვის იზიდავდა. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ დრო-
თა განმავლობაში, მან თავისი პირველი უიღბლო სიყვარული მოინელა
და ახალი სატრფო იპოვა, მაგრამ არა. მსგავსი არაფერი მომხდარა.

585
მართალია ჰამილტონები ცვალებადი ხასიათით გამოირჩეოდნენ,
მაგრამ, სიყვარულში მათ ეს სრულებით არ ახასიათებდათ.
დესიმ ხელები ჩამოუშვა და ბრძოლა შეწყვიტა. მეტიც, მან თავისი
ჩვეული ცხოვრება გააგრძელა, მაგრამ ხიბლი თვალსა და ხელს შუა გამ-
ქრალიყო. მეგობრები და ახლობლები გულისტკივილით უყურებდნენ,
როგორ ცდილობდა, როგორ ატანდა თავს ძალას, რომ ძველებურად
გაემხიარულებინა ხალხი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
დესის ძალიან კარგი, ერთგული მეგობრები ჰყავდა, მაგრამ ისი-
ნიც ხომ ადამიანები იყვნენ? ადამიანებს კი ერთი თვისება აქვთ: მათ
სევდიანი ატმოსფერო არ უყვართ. დროთა განმავლობაში, კოლექ-
ტიურმა „მისის მორისონებმა“ საცხობის გვერდით მდებარე სახლში
სიარული შეწყვიტეს. ეს ხალხი სულაც არ იყო გულცივი და დაუნდო-
ბელი, უბრალოდ, მათ ბედნიერი გარემო იზიდავდა. საკმაოდ ადვი-
ლია ლოგიკური საბაბის პოვნა, როდესაც არ გინდა გააკეთო ის, რაც
სიამოვნებას არ განიჭებს.
დესის ბიზნესი ფსკერისკენ დაეშვა. მისი კლიენტები მიხვდნენ,
რომ ამ პატარა სამკერვალოში არა კაბებისთვის, არამედ სიამოვნე-
ბის მისაღებად დადიოდნენ. ესეც რომ არა, მოდაში მზა ტანსაცმელი
შემოდიოდა და მაღაზიაში ნაყიდი კაბის ჩაცმა ცუდ ტონად აღარ ით-
ვლებოდა. ჰოდა, სავსებით ლოგიკური იყო, რომ მისის მორისონსაც,
რომლის მეუღლეს საკუთარი მაღაზია ჰქონდა, მზა ტანსაცმელი ეც-
ვა.
ოჯახი დესიზე ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ, რა გინდა გააკე-
თო, როდესაც ადამიანი გიმტკიცებს, რომ არაფერი აწუხებს? მან
მხოლოდ ერთხელ აღიარა, რომ ზურგი სტკიოდა, თან – საკმაოდ
ძლიერად, თუმცა ამ შეტევებმა ძალიან მალე გაიარა.
შემდეგ, სამუელი გარდაიცვალა და ჰამილტონების სამყარო ერ-
თბაშად შეირყა. მისი შვილები და მეგობრები დაბნეულები დაეხე-
ტებოდნენ და ცდილობდნენ რაიმე სახით მაინც დაებრუნებინათ
ძველი ცხოვრება.

586
სწორედ მაშინ გადაწყვიტა დესიმ საკუთარი ბიზნესი გაეყიდა და
საცხოვრებლად რანჩოზე გადასულიყო. ლიზამ და ოლივიამ ამის
შესახებ ყველაფერი იცოდნენ, ტომს კი თავად დესიმ მისწერა. ერთა-
დერთი, ვისაც არაფერი შეატყობინეს, რესტორანში მჯდარი და
დაღვრემილი ვილი იყო. რამდენიმე წუთი, ის ჩუმად იჯდა, შემდეგ კი
ერთბაშად წამოხტა.
– რაღაცა დამავიწყდა, – უთხრა ადამს, – მატარებელში გნახავ.
რესტორნიდან დესის სახლამდე ვილიმ ნახევარი კვარტალი გაიარა,
სიმწვანეში ჩაფლულ ეზოში შეაბიჯა და ზარი დარეკა. ამ დროს, დესი
სახლში მარტო იყო და სადილობდა. კარი რომ გააღო, ხელში ხელსახო-
ცი ეჭირა.
– ვილი! გამარჯობა, – თქვა მან და ძმას ლოყა მიუშვირა. – როდის
ჩამოხვედი?
– ცოტა ხნით შემოვიარე. მატარებელზე მაგვიანდება. სალაპარაკო
მაქვს შენთან.
დესი მას პატარა, მყუდრო ოთახში შეუძღვა, სადაც სამზარეულო და
სასადილო იყო გაერთიანებული, კედლებზე კი ყვავილებით მოხატული
შპალერი იყო გაკრული. მექანიკურად, მან კიდევ ერთი ჭიქა ყავა მოამ-
ზადა და მაგიდაზე საშაქრეც დადო.
– დედასთან ხომ არ შეგივლია?
– არა, ძალიან მეჩქარება, – ჩაილაპარაკა ვილიმ. – მითხრეს, რომ
რანჩოზე აპირებ გადასვლას. მართალია?
– ჰო, ვფიქრობ.
– მე არ მინდა, რომ იქ დაბრუნდე.
– რატომ? – დაიბნა დესი. – რა არის ამაში ცუდი? ტომი იქ სრულიად
მარტოა.
– შენ აქ მშვენიერი ბიზნესი გაქვს და იმიტომ.
– მე აქ არანაირი ბიზნესი აღარა მაქვს, ვილი. მეგონა, შენთვის ეს
ცნობილი იყო.
– მე არ მინდა, რომ იქ დაბრუნდე, – გაიმეორა ვილიმ.

587
დესიმ სევდანარევი ღიმილით შეხედა ძმას და ოდნავ დამცინა-
ვად თქვა:
– ჩემი უფროსი ძმა ბრძანებებს იძლევა? უფრო კარგად რომ ახსნას,
არ უნდა? რატომ არ შეიძლება რანჩოზე დაბრუნება, მითხარი.
– მიყრუებული ადგილია და იმიტომ. ძალიან მოგწყინდება.
– ტომთან ერთად სულაც არ მომწყინდება.
– ტომი ძალიან არის შეცვლილი, – კიდევ უფრო გაბრაზებული
ტონით თქვა ვილიმ. – არ მინდა, რომ მასთან ერთად მარტო იყო.
– ცუდად არის? ესე იგი, დახმარება სჭირდება?
– არ მინდოდა, შენთვის ეს მეთქვა, მაგრამ... მგონია, რომ ის... სა-
მუელის სიკვდილს ვერა და ვერ შეეგუა. მას შემდეგ, ძალიან უცნაუ-
რად იქცევა
– ვილი, შენ ტომს ყოველთვის უცნაურ ადამიანად თვლიდი, – ღი-
მილით თქვა დესიმ. – ბიზნესის კეთება რომ არ მოეწონა, მაშინაც ასე
ამბობდი.
– არა, დესი, ახლა სულ სხვა რამეზე მაქვს საუბარი. ის საერთოდ
აღარ ლაპარაკობს, გესმის? სულ ჩუმად არის, ღამით მთებში დაეხე-
ტება და... ამას წინათ რომ მოვინახულე, აღმოვაჩინე, რომ ლექსებს
წერს. მაგიდაზე სულ ფურცლები აქვს მიმოფანტული.
– ვილი, შენ ლექსები არასდროს დაგიწერია?
– არა, არასდროს.
– მე დამიწერია. ძალიან ბევრი ლექსი დამიწერია, ვილი.
– მე არ მინდა, რომ იქ წახვიდე.
– ვილი, მომეცი საშუალება, რომ თავად გადავწყვიტო. ძალიან
ძვირფასი რაღაცა დავკარგე და იქნებ კიდევ ერთხელ ვიპოვო.
– სისულელეს ლაპარაკობ.
დესი ადგა, ვილის მიუახლოვდა და ჩაეხუტა.
– ჩემო საყვარელო, ძალიან გთხოვ, მომეცი საშუალება, რომ თა-
ვად გადავწყვიტო.

588
ვილი გაბრაზებული გავიდა დესის სახლიდან და მატარებელს ბეწ-
ვზე მიუსწრო.
-2-
ტომი დესის კინგ-სითის სადგურზე დახვდა. დესიმ მატარებლის
ფანჯრიდან დაინახა, როგორი ყურადღებით ათვალიერებდა ის თი-
თოეულ ვაგონს. დასთან შესახვედრად, ტომი განსაკუთრებულად მომ-
ზადებულა: წვერი ისე საგულდაგულოდ გაუპარსავს, რომ მუქი ფერის
სახე გაპრიალებულ ხეს უგავდა, წითური ულვაში კი ლამაზად ჰქონდა
შეკრეჭილი. ტომს „ნორფოლკის“ ქურთუკი ეცვა, რომელზეც სადაფის
ქამარი ჰქონდა შემოჭერილი, თავზე კი „სტეტსონის“ ახალი ქუდი ეხუ-
რა. მისი ფეხსაცმელები მზის შუქზე ისე პრიალებდა, რომ ნათელი იყო:
მატარებლის გამოჩენისთანავე, მან ისინი ცხვირსახოცით საგულდაგუ-
ლოდ გაწმინდა. გახამებული საყელო კისერზე მჭიდროდ ჰქონდა შე-
მოტკეცილი, ლურჯი ფერის ჰალსტუხზე კი ნალის ფორმის ქინძისთავი
ეკეთა. ნერვიულობისგან, ტომი ხელებს იფშვნეტდა.
დესიმ ფანჯრიდანვე გასძახა:
– აქ ვარ, ტომ! აქეთ გამოიხედე!
თუმცა, მატარებლის ბორბლების ხმაურში, ტომმა ვერაფერი გაიგო-
ნა. ვაგონი რომ გაჩერდა, დესი ბაქანზე ჩავიდა და ძმას მიუახლოვდა.
ტომი მისკენ ზურგით იდგა და აღელვებული ათვალიერებდა ხალხს.
– მაპატიეთ, ჩემო ბატონო, – თქვა დესიმ მშვიდი ხმით, – მისტერ
ტომ ჰამილტონი ხომ არ შეგინიშნავთ სადმე?
დის დანახვისთანავე, ტომს სიხარულის ყიჟინა აღმოხდა. მან დესი
ხელში აიტაცა, გულში ჩაიკრა და ჰაერში დაატრიალა, შემდეგ კი ხელი
საჯდომზე შემოსცხო და ლოყაზეც მაგრად აკოცა. რიტუალი რომ დას-
რულდა, მათ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხედეს და გულიანად გადაი-
ხარხარეს.
სადგურის მორიგემ ფანჯრიდან გამოიხედა და რაფას იდაყვებით
დაეყრდნო, შემდეგ თავი მიატრიალა და ტელეგრაფისტს გადაულაპა-
რაკა:

589
– ოჰ, ეს ჰამილტონები! შეხედე, რა დღეში არიან.
ამ დროს, ტომი და დესი თითებით ეხებოდნენ ერთმანეთს და ცეკ-
ვავდნენ – ფეხის წვერებსა და ქუსლებს აბაკუნებდნენ მიწაზე. ტომი
მღეროდა: „დუდლ-დუდლ-დუ“, დესი კი: „დიდლ-დიდლ-დი“. რომ და-
ამთავრეს, კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს.
– თქვენ ნამდვილად დესი ჰამილტონი ბრძანდებით? რამე ხომ
არ მეშლება? – თქვა ტომმა. – თითქოს კარგად მახსოვხარ, მაგრამ,
მეჩვენება, რომ შეცვლილი ხარ. ნაწნავები სად დაკარგე?
ტომმა დესის ბარგის ქვითრები გამოართვა და ჯიბეში ჩაიტენა,
ხოლო, როდესაც მათი წარდგენა გახდა საჭირო, ძლივს მიაგნო. შემ-
დეგ, შეეშალა და სხვის ნივთებს დაავლო ხელი. მოკლედ, სანამ ყვე-
ლაფერი მოგვარდებოდა და დესის ჩანთებსაც ეტლზე შეაწყობ-
დნენ, საკმაო დრო გავიდა. ცხენები ფეხებს ურტყამდნენ მიწას და
თავებს ისე იქნევდნენ, რომ ეტლს ჭრიალი გაჰქონდა. ტომს ისინიც
საგანგებოდ შეუკაზმავს: სპილენძი მზეზე თვალისმომჭრელად
ბრწყინავდა, ცხენებს კი ფაფარზე და კუდებზე წითელი ბაფთები
ეკეთათ.
ტომი დესის ეტლზე ასვლაში დაეხმარა და თავადაც დაჯდა, შემ-
დეგ სადავეები აიღო ხელში და ცხენები ისეთი სისწრაფით გააქანა,
რომ ბორბლებმა ჭრიალი დაიწყო.
– ქალაქში ხომ არ გავისეირნოთ? მოგეწონება. – თქვა ტომმა.
– არ მინდა, – უპასუხა დესიმ, – ნანახი მაქვს.
ტომმა მარცხნივ გაუხვია, სამხრეთისკენ აიღო გეზი და ცხენები
ჩორთზე გადაიყვანა.
– ვილი სად არის? – იკითხა დესიმ.
– არ ვიცი, – გაბრაზებული ხმით უპასუხა ტომმა.
– ელაპარაკე?
– კი. არ უნდოდა, რომ ჩამოსულიყავი.
– მეც იგივე მითხრა და ჯორჯსაც მოაწერინა წერილი.

590
– თუ სურვილი გაქვს, რატომ არ უნდა ჩამოხვიდე, არ მესმის. რა მისი
საქმეა?
– გაგიჟდაო, შენზე მითხრა, – თქვა დესიმ და ტომს მკლავზე მო-
ეფერა. – ლექსებს წერსო.
ტომი კიდევ უფრო მოიღუშა.
– ეტყობა, გასული რომ ვიყავი, ჩემი რვეულები დაათვალიერა. რა
უნდა, ვერ გავიგე. რას იქექება ჩემს ნივთებში?
– კარგი, კარგი, დამშვიდდი. ვილი შენი ძმაა, ნუ გავიწყდება.
– მე რომ მისი საბუთების თვალიერება დავიწყო, მოეწონება?
– ვერ დაათვალიერებ, – მშვიდად უპასუხა დესიმ. – სეიფში აქვს ჩა-
კეტილი. კარგი, ნუ ბრაზდები.
– კარგი. ღმერთია მოწმე, რომ მე სულაც არ მჭირდება კონფლიქტი,
მაგრამ, გინდა არ გინდა, გაბრაზდები კაცი. მისი ცხოვრების წესი თუ არ
მომწონს, ესე იგი გიჟი ვარ, არა?
დესიმ თავს ძალა დაატანა და საუბრის თემა შეცვალა.
– ბოლო დღეებში, საკმაოდ დიდ ზეწოლას გავუძელი. დედასაც უნ-
დოდა წამოსვლა. წამოიტირა კიდეც, წარმოგიდგენია?
– მართლა? დედას ტირილი ნამდვილად არ მახსოვს.
– ბევრი არ უტირია, მაგრამ, მის კვალობაზე, რაც იტირა, ისიც საკმა-
რისი იყო: ხმა აუკანკალდა, თვალები აუცრემლიანდა, მერე ცხვირი მო-
იწმინდა და ერთბაშად გაჩუმდა. სულ ეს იყო.
– ღმერთო, რა კარგია, რომ ჩამოხვედი! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ
საბოლოოდ გამოვკეთდი.
ცხენებმა მთავარი გზიდან გადაუხვიეს და სოფლის აღმართს შეუყ-
ვნენ.
– ადამ ტრასკმა ფორდი იყიდა, – თქვა ტომმა. – არა, უფრო სწორი
იქნება, ასე რომ ვთქვა: ვილიმ ადამ ტრასკს ფორდი მიჰყიდა.
– მართლა? ჩემს სახლსაც ყიდულობს. საკმაოდ კარგ ფასად, სხვათა
შორის, – თქვა დესიმ და გაიცინა. –

591
ძალიან ძვირად შევაფასე და ვვარაუდობდი, რომ დავაკლებდი,
მაგრამ მას საერთოდ არ უვაჭრია. გაკვირვებისგან კინაღამ პირი და-
ვაღე. უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი.
– მერე? რა უთხარი?
– ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ დაწყებითი ფასი იყო და ვაჭრობას
ველოდი. არა უშავსო, მიპასუხა.
– ეგ ამბავი ვილის ყურამდე არ მივიდეს, თორემ საგიჟეთში გა-
გიშვებს.
– აბა რა უნდა მექნა? ჩემი სახლი მართლა არ ღირს ამდენი.
– მართალი ხარ, მაგრამ ვილის მაინც არაფერი უთხრა. რაში დას-
ჭირდა ტრასკს შენი სახლი?
– სალინასში აპირებს გადასვლას. თვლის, რომ ტყუპებისთვის იქ
უკეთეს სკოლას იპოვის.
– რანჩოს რა უპირებს?
– არ ვიცი. ამაზე არაფერი უთქვამს.
– ნეტა როგორი ცხოვრება გვექნებოდა, მამას რომ ასეთი კარგი
მიწა შეხვედროდა?
– არც ჩვენი რანჩოა ცუდი.
– ჰო, კარგია. ერთი მინუსი აქვს მხოლოდ: ცხოვრებაა შეუძლებე-
ლი.
– აბა მითხარი, თუ გინახავს სადმე ოჯახი, რომელსაც ჩვენზე უკე-
თესი დრო უტარებია?
– არა, ნამდვილად არა. მაგრამ, ეს ოჯახის დამსახურება იყო და
არა მიწის.
– ტომ, გახსოვს, უილიამსების გოგოები რომ ტახტზე დასვი და
ფიჩთრიში წაიყვანე?
– რა დამავიწყებს? დედამ სულ ცხვირში ამომადინა. ისე, სტუმ-
რად რომ დავპატიჟოთ უილიამსები, ცუდი არ იქნება. რას იტყვი?
– კარგი აზრია. დარწმუნებული ვარ, გაუხარდებათ.
ცხენებმა რანჩოსკენ გადაუხვიეს.

592
– სხვანაირი მახსოვდა, – თქვა დესიმ.
– უფრო ხრიოკი?
– ჰო. შეხედე როგორი მწვანეა ყველაფერი!
– ოცი თავი პირუტყვის ყიდვას ვაპირებ. ამ ბალახს მოძოვა ხომ უნ-
და?
– მდიდარი ყოფილხარ.
– არა. წელს კარგი ზამთარი იყო და ალბათ ძროხის ხორცის ფასიც
დაეცემა. საინტერესოა, ვილი რას გააკეთებდა ამ სიტუაციაში. საერ-
თოდ, მას სიმწირე უყვარს. თავად მითხრა: „ყოველთვის ივაჭრე იქ, სა-
დაც სიმწირეა“. ჭკვიანი კაცია ვილი.
სოფლის გზა საერთოდ არ შეცვლილა, უბრალოდ, ურმის ნაკვალევი
იყო უფრო ღრმა. მომრგვალებული ქვებიც უფრო მაღლა იყო ამოშვერი-
ლი.
– ეს რა არის? – იკითხა დესიმ მოულოდნელად. – შეხედე, იმ ბუჩქზე
რაღაცაა მიმაგრებული.
ახლოს რომ ჩაიარეს, დესი მუყაოს მოზრდილ ბარათს მისწვდა, მო-
აძრო ის და წაიკითხა: „კეთილი იყოს შენი დაბრუნება“.
– ტომ, ეს შენი ნახელავია?!
– არა, ეტყობა აქ ვიღაცა იყო.
ყოველი ორმოცდაათი იარდის შემდეგ, ბუჩქებზე და ხის ტოტებზე,
მსგავსი ბარათები იყო მიმაგრებული და თითოეულ მათგანზე მოხდე-
ნილი ასოებით ეწერა: „კეთილი იყოს შენი დაბრუნება“. სიხარულისგან,
დესი ლამის კიოდა.
ცოტა ხნის შემდეგ, მათ აღმართი აიარეს და ჰამილტონების ძველ
რანჩოს ზემოდან გადახედეს. ოდნავ მოშორებით, პატარა ბორცვზე,
უზარმაზარი ქვებით იყო გამოსახული წარწერა: „კეთილი იყოს შენი
დაბრუნება, დესი“. დესიმ ტომს მხარზე თავი მიადო და სიხარულისგან
ტირილი და სიცილი ერთდროულად დაიწყო.
ტომი მკაცრი გამომეტყველებით უყურებდა წარწერას.

593
– ვის უნდა გაეკეთებინა ახლა ეს? – თქვა მან. – ერთი წუთითაც
ვერ დატოვებ სახლს მარტო.
გამთენიისას, დესი ტკივილმა გააღვიძა – ზუსტად იმ ტკივილმა,
დროდადრო რომ წამოუვლიდა ხოლმე. თავდაპირველად, ყველაფერი
მუქარისმაგვარი შეგრძნებით იწყებოდა. შემდეგ, ტკივილი გვერდიდან
მუცლისკენ გადაინაცვლებდა, რაღაც უხილავი ხელი შიგნიდან უჩ-
ქმეტდა, უფრო ძლიერად დააწვებოდა, მაგრად მოუჭერდა და ბო-
ლოს ერთბაშად მოქაჩავდა. როდესაც ეს შეტევა გადაივლიდა, ყრუ
ტკივილი კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
ტკივილი ხანგრძლივი არ იყო, მაგრამ გარესამყარო ინტერესს სრუ-
ლიად კარგავდა და ყურადღებას მხოლოდ სხეულში მიმდინარე
ბრძოლა იქცევდა.
შეტევამ რომ გადაიარა, დესიმ თვალებში გამოიხედა და შეამ-
ჩნია, რომ დილის სიო ფარდებს ნაზად არხევდა. საძინებელში ბა-
ლახის, ფესვებისა და ნესტიანი მიწის სურნელი იდგა, შემდეგ კი დი-
ლის აღლუმს ხმებიც შეუერთდა: ბეღურების კინკლაობა; ძროხა რომ
მონოტონურად ღმუის და მშიერ ხბოს საყვედურობს, ასე ნუ მაწვე-
ბიო; ჩხიკვის მოჩვენებითად აღელვებული ყვირილი; მამალი მწყე-
რის მძაფრი ხმა და სადღაც შორს, ბალახში ჩამალული დედალი
მწყერის ჩუმი პასუხი; საქათმეში, დადებულმა კვერცხმა დიდი აჟიო-
ტაჟი გამოიწვია, უზარმაზარი, ოთხფუნტიანი როდაილენდური კრუ-
ხი კი მედიდურად აპროტესტებდა, მამალი მჩაგრავსო, არადა თა-
ვად, ფრთის ერთი მოქნევით შეეძლო საკადრისი პასუხი გაეცა გამ-
ხდარი, სუსტი მოძალადისთვის.
მტრედების ღუღუნმა დესის ძველი დრო გაახსენა. მას თვალწინ
წარმოუდგა სამუელი, რომელიც მაგიდის თავში იჯდა და აღელვებუ-
ლი ყვებოდა:
– ბაჭიას ვუთხარი, რომ მტრედების მოშენებას ვაპირებდი და
იცით, რა მიპასუხა? თეთრ მტრედებს ერიდეო. რატომ-მეთქი, ვკით-
ხე და, უიღბლობა მოაქვთო. საკმარისია ფრთა აიქნიონ, რომ წამსვე

594
უბედურება და სიკვდილი დაგატყდება თავსო. ნაცრისფერი მტრედი
ჯობიაო, მითხრა, მაგრამ მე თეთრი უფრო მომწონს და აზრს ვერა-
ვინ შემაცვლევინებს.
– რატომ გაქვს მოთხოვნილება, რომ მუდამ ბედისწერას ეთამაშო,
სამუელ, – მშვიდად ჩაერთო საუბარში ლიზა. – ნაცრისფერი არც გემო-
თი ჩამოუვარდება თეთრს და ზომითაც უფრო დიდია.
– რატომ უნდა ვიარო უაზრო ზღაპრების ჭკუაზე, არ მესმის, – უპასუხა
სამუელმა.
– სამაგიეროდ, შენ საკუთარი ჭირვეულობის ჭკუაზე დადიხარ, – თქვა
ლიზამ თავისი ჩვეული ინტონაციით, რომელიც იმდენად მშვიდი იყო,
რომ ერთგვარ შიშსაც კი იწვევდა. – შენ ჯიუტი ხარ, სამუელ. ვირივით
ჯიუტი.
– ადამიანი დღემდე ხეზე იჯდებოდა, რჩეულებს რომ ბედისწერას-
თან თამაში არ მოესურვებინათ, – უპასუხა სამუელმა.
რა თქმა უნდა, მან თეთრი მტრედები მოაშენა და ნიშნის მოგებით
დაუწყო ლოდინი სევდასა და სიკვდილს, სანამ საკუთარი აზრის სისწო-
რე არ დაამტკიცა. ახლა კი, დილაობით, იმ მტრედების შვილთაშვილე-
ბი ღუღუნებდნენ, ფრთებს შლიდნენ და თეთრ ღრუბლებად დაფრინავ-
დნენ დიდ გალიაში.
დესი უფრო ღრმად გადაეშვა მოგონებებში და სახლი ისევ ახმაურ-
და, ხალხით გაივსო. „სევდა და სიკვდილი“, – ფიქრობდა ის. – „სიკვდი-
ლი და სევდა“. ეს ფიქრები ტკივილს ისევ აღვიძებდა. „უბრალოდ უნდა
დაელოდო და ბოლოს, სიკვდილი აუცილებლად მოვა“.
სამზარეულოდან, დიდ ღუმელში აგიზგიზებული ცეცხლის ხმაური
ისმოდა, სამჭედლოდან კი გრდემლზე უროს კაკუნი. აი, ლიზამ ღუმლის
კარი გახსნა და ფქვილით დაფარულ ტაფაზე ცომის ნაჭერი დააგდო.
შემდეგ, ჯომ შეაბიჯა სამზარეულოში და რატომღაც იმედი ჰქონდა, რომ
თავის ფეხსაცმელებს სწორედ იქ იპოვიდა. საბოლოოდ, მათ ჩვეულ ად-
გილას – საწოლის ქვეშ აღმოაჩენდა ხოლმე.

595
აი, მოლის ხმაც გაისმა. ის მშვიდად იჯდა თავის ოთახში და დი-
ლის ლოცვებს კითხულობდა, მუდამ სერიოზული უნა კი მას თავისი
ჩვეული ბოხი ხმით უსწორებდა შეცდომებს.
დესის ისიც გაახსენდა, როგორ ამოიღო ტომმა ჯიბიდან პატარა და-
ნა და როგორ გადაუჭრა მოლის ენის ქვეშ ის ადგილი, რომელიც მას
ლაპარაკში უშლიდა ხელს, შემდეგ კი, როდესაც გაიაზრა, რაოდენ
მამაცური საქციელი ჩაიდინა, კინაღამ გული წაუვიდა.
– ტომ, ჩემო საყვარელო, – გაიფიქრა დესიმ და ტუჩებიც აამოძ-
რავა.
რამდენადაც მშიშარა იყო ტომი, იმდენად დიდი სიმამაცის გამო-
ჩენა შეეძლო მას. როგორც ჩანს, ასეთი რამ ყველა დიდ ადამიანს
ახასიათებს. ძალადობა და ალერსიანობა მასში ერთმანეთს აბა-
ლანსებდა და ამისათვის მას უზარმაზარი შინაგანი ბრძოლის გადა-
ტანა უხდებოდა. ის ახლაც თავგზააბნეული იყო, თუმცა დესიმ იცო-
და, რომ მისი შეკავებაც შეეძლო და სწორი მიმართულებით გაშვებაც
– ზუსტად ისე, მხედარი რომ ბარიერისკენ მიაჭენებს სუფთა სის-
ხლის ცხენს, რათა ხალხს მისი შესაძლებლობები აჩვენოს.
დესი ისევ ძილბურანში იყო და ტკივილიც ბოლომდე არ გაჰყუჩე-
ბოდა, დილის სინათლე კი ოთახს სულ უფრო და უფრო ანათებდა.
მას გაახსენდა, რომ 4 ივლისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავ-
შირებულ პიკნიკზე, მოლი, თვით შტატის სენატორ ჰარი ფორბსთან
ერთად, აღლუმს სათავეში უნდა ჩადგომოდა. მისი საზეიმო კაბა კი
ჯერ მზად არ იყო. მან თავს ძალა დაატანა და წამოდგა. საქმე უამრა-
ვი იყო, ის კი იწვა და ზარმაცობდა.
– ახლავე ყველაფერს გავაკეთებ, მოლი, – დაიყვირა დესიმ. – აუ-
ცილებლად მოვასწრებ.
მან სწრაფად გადაიცვა საშინაო კაბა და ფეხშიშველმა შემოიარა
მთელი სახლი, რომელიც ჰამილტონებით სავსე ეგულებოდა. დერე-
ფანში მას არავინ დახვდა. „როგორც ჩანს, თავ-თავიანთ საძინებ-
ლებში არიან“, – გაიფიქრა დესიმ, თუმცა იქ მხოლოდ კოხტად და-

596
ლაგებული საწოლები დაინახა. „იქნებ ყველა სამზარეულოშია შეკრები-
ლი?“ – არა. იქაც სიცარიელეა. ყველა სადღაც გაქრა, გაუჩინარდა. სევდა
და სიკვდილი. მოგონებების ტალღამ გადაიარა და მხოლოდ მშრალი
სიცხადე დარჩა.
სახლი მოწესრიგებული და სუფთა იყო. იატაკი საგულდაგულოდ გა-
უხეხავთ, ფარდები გაურეცხავთ და ფანჯრებიც გაუპრიალებიათ, თუმ-
ცა, აშკარად ეტყობოდა, რომ ამ ყველაფერში მამაკაცის ხელი ერია:
ფარდები ირიბად ეკიდა, ფანჯრებზე ზოლები იყო დატოვებული, მტვე-
რით დაფარულ მაგიდაზე კი, სადაც წიგნი იდო, მართკუთხა ნაკვალევი
დარჩენილიყო.
სამზარეულოში ღუმელი ცხელდებოდა და სარქველების გარშემო,
პატარა ნახვრეტებში, ნარინჯისფერი ალი მოჩანდა. კედელზე, დიდი
შუშის მიღმა, საათის ქანქარა პრიალებდა და ისეთ ხმას გამოსცემდა, ჩა-
ქუჩით რომ ხის ცარიელ ყუთზე დააკაკუნებ.
მოულოდნელად, დესის სტვენისმაგვარი ხმა შემოესმა, თითქოს ვი-
ღაცამ ლერწმის საყვირს ჩაბერაო, შემდეგ კი სახლში ტომმა შემოაბიჯა.
ხელში მას შეშის იმხელა შეკვრა ეჭირა, რომ სახე საერთოდ არ უჩანდა.
ხის ნაჭრები რომ ბუხრის გვერდით დააწყო, დესის ბედნიერი სახით შე-
ხედა.
– შენ უკვე ადექი? მე კი ვიფიქრე, გავაღვიძებ-მეთქი, – თქვა მან, –
ისეთი დილაა, საწოლში წოლა საცოდაობაა.
– მამასავით ლაპარაკობ, – თქვა დესიმ და ორივემ გულიანად გაიცი-
ნა.
– აბა რა! – თქვა ტომმა ხმამაღლა. – ჩვენ იმ დროს აუცილებლად და-
ვაბრუნებთ. ღმერთო, რა საშინელ დღეში ვიყავი! ყველაფრის ხალისი
მქონდა დაკარგული. მთვარეულივით დავბოდიალობდი წინ და უკან.
სულაც არ მიკვირს, ვილიმ რომ გიჟად ჩამთვალა. შენი დაბრუნება და-
მეხმარა და ახლა ვაჩვენებ ყველას, რა შემიძლია. ეს სახლი ისევ გაცოც-
ხლდება.

597
– მეც მიხარია, რომ ჩამოვედი, – თქვა დესიმ და გაიფიქრა, რომ
ტომის ენთუზიაზმი მყიფე იყო და რომ ახლა მას ძალიან სათუთი
მოვლა სჭირდებოდა. – ალბათ, ღამეები ათენე, სახლი რომ ასე მო-
გეწესრიგებინა.
– არა. ხელი მივკარი აქა-იქ და სულ ეს იყო.
– ჰო, ვიცი შენი ხელის მიკვრა რასაც ნიშნავს. ამ საქმეს იატაკის
ტილო და მუხლებზე დგომა დასჭირდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, ახა-
ლი მეთოდი არ გამოიგონე და საქმეში ქათმებიც არც ჩართე.
– სხვათა შორის, გამოგონებებს რაც შეეხება, ამ საქმეში საკმაოდ
დაკავებული ადამიანი ვარ. მაგალითად, ისეთი რაღაცა გამოვიგონე,
მჭიდრო საყელოზე რომ ჰალსტუხმა თავისუფლად იმოძრაოს.
– მჭიდრო საყელოს ტარება როდის მერე დაიწყე?
– გუშინ მეკეთა და გუშინვე გამოვიგონე. ქათმებს რაც შეეხება, მი-
ლიონობით მოვაშენებ. პატარა საქათმეებით გაივსება მთელი რან-
ჩო, თან სპეციალურ მოწყობილობას გავუკეთებ, კვერცხები რომ კონ-
ვეიერით წამოვიდეს. დაგიხატავ და გაჩვენებ.
– ჯერ საუზმე დამიხატე. შემწვარი კვერცხის ფორმა მაჩვენე და
თან ლორის ფერებიც დაუმატე.
– ახლავე! – დაიყვირა ტომმა, ღუმლის პატარა კარი გახსნა და
ისეთი გავეშებით შეუტია ცეცხლს, რომ მკლავებზე ბეწვი შეეტრუსა.
შემდეგ, მან შეშა დაუმატა და ისევ შეუდგა სტვენას.
– ბერძნული მითოლოგიის გმირს გავხარ, – თქვა დესიმ, – რა
ჰქვია, აღარ მახსოვს, თხის ფეხები რომ აქვს.
– აბა, შენ რა გეგონა? ეგ ვარ ზუსტად.
„ტომს მართლა უხარია“, – ფიქრობდა დესი. – „რატომ არ შეიძ-
ლება, მეც ასე მსუბუქად ვგრძნობდე თავს? რატომ არ შეიძლება, ავი-
ღო და მოვიშორო ეს ნაცრისფერი ლოდი, ზურგზე რომ მაწევს? მო-
ვიშორებ! გადავლახავ! თუ ტომს შეუძლია, ესე იგი მეც შემიძლია!“
– ტომ! – დაუძახა მან ძმას.
– ჰო.

598
– კვერცხი წითლად შემიღებე.

თავი ოცდამეცამეტე
-1-
სიმწვანემ ივნისის შუა რიცხვებამდე გასტანა, შემდეგ კი მთები ყვით-
ლად შეიღება. ველური შვრიის მძიმე თავთავები მიწამდე დახრილიყო,
ნაკადულები კი ისევ ხმაურით მოედინებოდა. პირუტყვი ისე იყო მოსუ-
ქებული, რომ მოძრაობა უჭირდა და ბარბაცით დაეხეტებოდა მინ-
დვრებზე. ეს იყო დრო, როდესაც სალინასის ველის მოსახლეობამ მშრა-
ლი წლები დაივიწყა. ფერმერები იმაზე მეტ მიწას ყიდულობდნენ, ვიდ-
რე შენახვა შეეძლოთ და გულისფანცქალით ანგარიშობდნენ მოსა-
ლოდნელ მოგებას.
ტომ ჰამილტონი ხარივით მუშაობდა – არა მხოლოდ თავისი ძლი-
ერი ხელებითა და სხეულით, არამედ სულითა და გულით. სამჭედლო-
დან კვლავ ისმოდა გრდემლზე ჩაქუჩის კაკუნი; ძველი სახლი თეთრად
შეიღება, ფარდულები – გასუფთავდა და მოწესრიგდა. ტომი კინგ-სითი-
ში გაემგზავრა, რათა უნიტაზის მუშაობის პრინციპი შეესწავლა, შემდეგ
კი სახლში დაბრუნდა და საკუთარი ხელით შექმნა ახალი ტუალეტი.
იმის გამო, რომ ნაკადულიდან წამოსული წყალი სუსტად მოედინებო-
და, წითელი ხისგან მან რეზერვუარი დაამზადა და სახლის გვერდით
დადგა, შემდეგ, წყლის ამოსატუმბად, ისეთი წისქვილი შექმნა, რომე-
ლიც მცირე ნიავის შემთხვევაშიც ბრუნავდა. გარდა ამისა, მან თავისი
ორი ახალი გამოგონების ხისა და ლითონის მოდელები დაამზადა, რა-
თა შემოდგომაზე ისინი პატენტების ბიუროში გაეგზავნა.
ტომი მუდამ კარგ ხასიათზე იყო და შრომა უდიდეს სიამოვნებას ანი-
ჭებდა. დესი იძულებული ხდებოდა, დილით ადრე ამდგარიყო, რათა
სახლი მაინც მიელაგებინა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საქმე-
საც ტომი გააკეთებდა. დესი მის ბედნიერ სახეს უყურებდა და ატყობდა,
რომ ეს სულაც არ იყო ის მსუბუქი და ნამდვილი, ფესვებიდან წამოსული
და თავისუფლად მოფარფატე ბედნიერება, რომელიც სამუელს ახასია-
599
თებდა. ტომი ხელოვნურად ქმნიდა, აშენებდა, ფორმებს აძლევდა
საკუთარ სიხარულს და ეს ყველაფერი არცთუ ცუდად გამოსდიოდა.
სალინასის ველის მცხოვრებლებს შორის, დესის ყველაზე მეტი
მეგობარი ჰყავდა, თუმცა საკუთარ გულისტკივილს მაინც არავის
უზიარებდა. საკუთარ პრობლემებსა და უსიამოვნებებზე დესი ხმა-
მაღლა არასდროს ლაპარაკობდა და ამ ყველაფერს გულში ახშობ-
და.
ერთხელ, როდესაც ტომმა მისი ტკივილისგან დაძაბული სახე
დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა:
– დესი, რა დაგემართა?!
– ისეთი არაფერი, – უპასუხა დესიმ. – ოდნავ წამომიარა. სულ ოდ-
ნავ. უკვე კარგად ვარ.
ცოტა ხანში, ისინი უკვე გულიანად იცინოდნენ.
შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ხშირი მხიარულობით ისინი
ერთმანეთის გამხნევებას ცდილობდნენ და მხოლოდ მაშინ მიეცე-
მოდნენ ხოლმე სევდას, როდესაც საკუთარ საძინებლებში ჩაიკეტე-
ბოდნენ. ასეთ დროს, დესი თავის დაკარგულ სიყვარულს მისტირო-
და, ტომი კი პატარა ბავშვივით დაბნეული იწვა სიბნელეში, საკუთარ
გულისცემას უსმენდა, შემდეგ კი, ცდილობდა ყურადღება რამეზე გა-
დაეტანა და ახალ გეგმებზე, გამოგონებებსა თუ იდეებზე იწყებდა
ფიქრს.
ზოგჯერ, როდესაც მოსაღამოვდებოდა, ისინი შემაღლებულ ად-
გილას დადგებოდნენ ხოლმე, უყურებდნენ, როგორ ჩადიოდა მზე
დასავლეთით გადაჭიმული მთების უკან და გრილ ნიავს, რომელიც
ზაფხულის ცხელი დღის ადგილს იკავებდა, სახეებს უშვერდნენ. რო-
გორც წესი, ასეთ დროს, ისინი ხმას არ იღებდნენ. ხასიათით, ორივე
ძალიან მორცხვი იყო, ერთმანეთს თავიანთ პირად ცხოვრებაზე
არასდროს ესაუბრებოდნენ და ამიტომ, ერთმანეთის შესახებაც არა-
ფერი იცოდნენ.

600
ერთ საღამოს, დესიმ ძმას საკმაოდ თამამი შეკითხვა დაუსვა. ტომს,
ცოტა არ იყოს, გაუკვირდა და, უნდა ითქვას, თავად დესიც სახტად დარ-
ჩა.
– ტომ, ცოლი რატომ არ მოგყავს?
ტომმა მას წამიერად შეხედა და სახე კვლავ მიატრიალა.
– ვის რაში ვჭირდები? – თქვა მან.
– ხუმრობ თუ სერიოზულად ასე თვლი?
– ვის რაში ვჭირდები? – გაიმეორა ტომმა, – ვინ გამომყვება?
– მგონი, მართლა სერიოზულად ამბობ, – თქვა დესიმ და შემდეგი
შეკითხვით ის დაუწერელი კანონი დაარღვია, რომელსაც აქამდე ორივე
ზედმიწევნით იცავდა. – შეყვარებული გყოლია?
– არა, – მოკლედ მოუჭრა ტომმა.
– ძალიან მაინტერესებს, გყოლია თუ არა, – ისე თქვა დესიმ, თითქოს
ძმის პასუხი საერთოდ არ გაუგია.
სახლისკენ რომ ეშვებოდნენ, ტომს ხმა არ ამოუღია. სიჩუმე მხო-
ლოდ მაშინ დაარღვია, როდესაც უკვე ჭიშკართან იდგა.
– შენ აქ მოიწყინე. წასვლა გინდა, – თქვა მან და პატარა პაუზა გააკე-
თა. – ასე არ არის? მითხარი.
– არა, ტომ, აქ ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს, – უპასუხა დესიმ. –
შენ ერთი ის მითხარი, ქალებში თუ დადიხარ.
– დავდივარ.
– გშველის?
– არც ისე.
– მომავალში რას აპირებ?
– არ ვიცი.
სახლში ისე შევიდნენ, რომ ხმა აღარ ამოუღიათ. ძველ მისაღებში,
ტომმა ლამფა აანთო. ტახტი, რომელიც მან საგულდაგულოდ გაარე-
მონტა, კედელზე იყო მიყუდებული, იატაკზე დაგებული მწვანე ხალიჩა
კი იმ ადგილებში იყო გაცვეთილი, სადაც ფეხი ყველაზე მეტად ხვდებო-
და.

601
ტომი ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდას მიუჯდა, დესი კი ტახ-
ტზე მოკალათდა და შენიშნა, რომ გულახდილი საუბრის შემდეგ, მი-
სი ძმა ისევ უხერხულად გრძნობდა თავს. „როგორი სუფთა და უცოდ-
ველია“, – ფიქრობდა ის. – „ამ სამყაროს შესახებ მეც კი უფრო მეტი
ვიცი, ვიდრე მან. რაინდის ხასიათი აქვს, ურჩხულებს ამარცხებს და
პატარ-პატარა, უმნიშვნელო ცოდვები უზარმაზარ დანაშაულად მი-
აჩნია“. დესის სურდა, რომ სამუელი მათ გვერდით ყოფილიყო. ის
ტომში სიდიადეს ხედავდა და ალბათ იმასაც შეძლებდა, ეს სიდიადე
რომ გარეთ გამოეშვა.
დესიმ კიდევ ერთხელ შეხედა ძმას.
– რადგან ცხოვრებაზე ჩამოვაგდეთ სიტყვა, ერთსაც გკითხავ, –
თქვა მან. – ოდესმე დაფიქრებულხარ, რომ მსოფლიო ჩვენთვის
მხოლოდ სალინასის ველით შემოიფარგლება? შიგადაშიგ სან-
ფრანცისკოში დავდივართ და სულ ეს არის. სან-ლუის-ობისპოს გაც-
დენილხარ ოდესმე? მე არასდროს.
– არც მე.
– მერე? კარგია ეს?
– ბევრია ასე.
– ჰო, მაგრამ, კანონი ხომ არ არის? ჩვენ შეგვიძლია პარიზშიც წა-
ვიდეთ, რომშიც და იერუსალიმშიც. ვგიჟდები, ისე მინდა კოლიზეუ-
მის ნახვა.
ტომმა დას ეჭვით შეხედა, ხომ არ ხუმრობსო.
– როგორ უნდა წავიდეთ? – ჰკითხა მან ბოლოს. – ძალიან ძვირი
ჯდება.
– არც ისე. აუცილებელი ხომ არ არის, ძვირადღირებულ სასტუმ-
როებში გავჩერდეთ? შეგვიძლია იაფი გემებით ვიმგზავროთ და და-
ბალი კლასის ოთახებში ვიცხოვროთ. მამაც ასე არ ჩამოვიდა ირ-
ლანდიიდან? სხვათა შორის, ირლანდიის ნახვაც შეგვიძლია.
ტომი დესის ისევ ეჭვით უყურებდა, მაგრამ, მის თვალებში ნაპერ-
წკალიც გაჩნდა.

602
– შეგვიძლია ერთი წელი კარგად ვიმუშავოთ და ფული შევაგროვოთ,
– განაგრძო დესიმ. – მაგალითად, მე შემიძლია კინგ-სითიში კაბები ვკე-
რო. ვილიც დაგვეხმარება. მომავალ ზაფხულს კი მთელ პირუტყვს გაყი-
დი და წავალთ. ვინმე გვაკავებს?
ტომი ადგა და ეზოში გავიდა. მან ზაფხულის ცას ახედა, წითელი
მარსი, ლურჯი ვენერა დაინახა და მოულოდნელად იგრძნო, რომ რაღა-
ცისგან განთავისუფლდა. მან ხელის თითები აამოძრავა და ისევ სახ-
ლში შებრუნდა. დესი არ განძრეულა.
– დესი, შენ გინდა წასვლა?
– ძალიან.
– ესე იგი, წავალთ!
– შენ გინდა?
– ძალიან, – გაიმეორა ტომმა დესის ნათქვამი და დაამატა, – ეგვიპ-
ტეზე თუ გიფიქრია ოდესმე?
– რა თქმა უნდა... და ათენი?
– კონსტანტინოპოლი?
– ბეთლემი?
– ჰო, ბეთლემი! – თქვა ტომმა და უცბად: – მიდი, დაიძინე. წინ ერთი
წელი გვაქვს. ერთი წელი! სანამ დროა, დაისვენე, მერე ამის დრო აღარ
გექნება. ვილის ვთხოვ, რომ ფული მასესხოს და ას ცალ გოჭს ვიყიდი.
– რა უნდა აჭამო?
– რკო. სპეციალურ მანქანას შევქმნი, რომელიც რკოს თავისით შეაგ-
როვებს.
ტომი წამოდგა და საძინებელში გავიდა. სანამ დაწვებოდა, დიდხანს
დააბიჯებდა ოთახში და საკუთარ თავს ესაუბრებოდა. თავისი საძინებ-
ლის ფანჯრიდან რომ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გახედა, დესი და-
ფიქრდა. მას ახლა აინტერესებდა, მართლა ასე ძალიან უნდოდათ მოგ-
ზაურობა, თუ ეს მხოლოდ წამიერი იმპულსი იყო. სანამ ამაზე ფიქრობ-
და, ტკივილმა ისევ შეახსენა თავი.

603
დილით რომ გაიღვიძა და ლოგინიდან წამოდგა, ტომი უკვე სახა-
ზავ დაფასთან იჯდა, შუბლზე მუშტს ირტყამდა და თავისთვის რა-
ღაცას ბურდღუნებდა. დესი მას მიუახლოვდა და ნახაზს შეხედა.
– რკოების შემგროვებელი მანქანაა? – ჰკითხა მან.
– ჰო. მეგონა, უფრო ადვილი იქნებოდა. ვერაფრით მოვიფიქრე,
როგორ გავარჩევინო რკოები ქვებისგან და ხის ნამტვრევებისგან.
– ვიცი, რომ შენ ძალიან ძლიერი გამომგონებელი ხარ, მაგრამ მე
უკვე დაგასწარი. მსოფლიოში საუკეთესო რკოების შემგროვებელი
მანქანა გამოვიგონე. უკვე მზად არის.
– რას გულისხმობ?
– ბავშვებს, – უპასუხა დესიმ, – მათ პატარა და დაუღალავ ხე-
ლებს.
– ვერ დაიყოლიებ. ფულიც რომ შესთავაზო, არ დაგთანხმდები-
ან.
– პრიზებს დავაწესებ და დამთანხმდებიან. თითო საჩუქარი ყვე-
ლას ერგება და გამარჯვებულს ყველაზე ძვირფასი, ვთქვათ, ასდო-
ლარიანი პრიზი გადაეცემა. ასეთ პირობებზე, ისინი მთელ სალინა-
სის ველს მოხვეტავენ. თუ გინდა, ვცდი.
– რატომაც არა? – თქვა ტომმა და თავი მოიფხანა. – მაგრამ, ამ-
დენ რკოს ერთად როგორ შეაგროვებ?
– ბავშვები საკუთარი ხელით მოგვიტანენ. ამაზე მე ვიზრუნებ.
შენ ჭურჭელი მოგვიმზადე.
– ჰო, მაგრამ, ეს ბავშვების ექსპლუატაცია არ გამოვა?
– გამოვა. კინგ-სითიში სამკერვალო რომ მქონდა, პატარა გოგო-
ნებს ვუწევდი ექსპლუატაციას. მათ კერვის სწავლა უნდოდათ. სამა-
გიეროდ, მეც საკმაოდ მძიმე შრომა მიწევდა. მე ამას „მონტერეის
ოლქის რკოების შეგროვების დიდ კონკურსს“ დავარქმევ. მხოლოდ
რჩეულები მიიღებენ მონაწილეობას, პრიზად კი ველოსიპედს დავა-
წესებ. აბა დაფიქრდი, შენ არ შეაგროვებდი რკოს, პრიზად რომ ვე-
ლოსიპედი ყოფილიყო?

604
– აბა, რას ვიზამდი! ისე, ფულიც შეგვიძლია გადავუხადოთ, არა?
– არა. მაშინ ეს კონკურსი კი არა, სამუშაო გამოდის. მუშაობა კი
ბავშვებს არ უყვართ. ბავშვებს კი არა, არც მე მიყვარს.
ტომი სკამის ზურგს მიეყრდნო და გულიანად გაიცინა.
– არც მე, – თქვა მან. – კარგი, მოკლედ, შენ რკოს მიხედე, მე კი გოჭე-
ბის ამბავს მოვაგვარებ.
– ტომ, სასაცილო არ იქნება, მე და შენ რომ ბევრი ფული გავაკე-
თოთ?
– რატომ იქნება სასაცილო? შენ ხომ აკეთებდი ფულს კინგ-სითიში?
– ისე რა. დაპირებებით ნამდვილად ვიყავი მდიდარი. ყველა ვალი
რომ დაებრუნებინათ, გოჭების ყიდვა აღარ დაგვჭირდებოდა. ხვალვე
წავიდოდით პარიზში.
– ახლავე წავალ ქალაქში და ვილის დაველაპარაკები, – თქვა ტომმა
და წამოდგა. – თუ გინდა, წამომყევი?
– არა, აქ დავრჩები და გეგმებს დავსახავ. კონკურსს ხვალიდან ვიწ-
ყებ.
-2-
ნაშუადღევს, ტომი რანჩოზე დათრგუნული და სევდიანი დაბრუნდა.
როგორც ყოველთვის, ვილიმ ამჯერადაც მოახერხა მისი ენთუზიაზმის
ჩახშობა. მან ულვაშზე ხელი ჩამოისვა, თვალები მოისრისა, ცხვირი მო-
იფხანა, სათვალე გაწმინდა, საგულდაგულოდ გადაჭრა სიგარა, მოუკი-
და მას, რამდენჯერმე მოქაჩა და დაფიქრდა. გოჭების ყიდვის გეგმას
უამრავი მინუსი ჰქონდა და ვილიმ ტომს თითოეულ მათგანზე მიუთითა.
რაც შეეხება რკოების შეგროვების კონკურსს, აქ მას არაფერი და-
უკონკრეტებია, თუმცა, დარწმუნებით თქვა, რომ არც ამ საქმიდან გამო-
ვიდოდა რამე. მისი აზრით, არსებული სიტუაციის გათვალისწინებით,
მთელი ეს ჩანაფიქრი საკმაოდ საეჭვო იყო. ბოლოს, ვილი ტომს დაჰპირ-
და, რომ ამ საკითხზე კიდევ იფიქრებდა და ეს იყო ერთადერთი საიმე-
დო რამ, რაც მისი პირიდან ამოვიდა.

605
საუბრის დროს, ტომს სურდა მისთვის ევროპაში მოგზაურობის
შესახებ ეთქვა, მაგრამ წამიერმა შინაგანმა ინსტინქტმა უკარნახა,
რომ არ ღირდა. ვილის აზრით, მსგავსი რამ, თუ, რა თქმა უნდა, უკვე
პენსიაზე არა ხარ გასული და კაპიტალიც საიმედო ფასიან ქაღალ-
დებში არა გაქვს ჩადებული, ისეთი სისულელეა, რომელთან შედა-
რებითაც, გოჭების გეგმა შორსმჭვრეტელობის მწვერვალად შეიძლე-
ბა ჩაითვალოს. ტომმა ძმის აზრი კარგად იცოდა, ამიტომ, ენას კბი-
ლი დააჭირა და სახლში მისი ერთადერთი დაპირება წაიღო.
საბრალო ტომს არ ესმოდა, რომ ბიზნესმენის მთავარი ღირსება
საკუთარი ფიქრების წარმატებით დამალვაა. სხვისი იდეით რომ ღი-
ად აღფრთოვანდები, ამაზე უფრო დიდი იდიოტიზმი, საქმიანი ადა-
მიანის აზრით, მსოფლიოში არ არსებობს. ვილი მართლაც აპირებ-
და დაფიქრებას, რადგან, იდეის რამდენიმე ნაწილმა საკმაოდ მო-
ხიბლა. ტომმა ძალიან საინტერესო რაღაცას მიაგნო. თუ კრედიტს
აიღებ, გოჭებს იყიდი, გაასუქებ მათ ისე, რომ თითქმის არაფერი და-
გეხარჯოს, შემდეგ კი გაყიდი და ვალსაც გაისტუმრებ, წესითა და რი-
გით, არცთუ ცუდი მოგება უნდა დაგრჩეს. არა, ვილის საკუთარი ძმის
გაძარცვა არც უფიქრია. უბრალოდ, სურდა, რომ მოგების ნაწილი
თავად დარჩენოდა. ტომი მეოცნებე ტიპია და ასეთ კარგ იდეას მას
ნამდვილად ვერ ანდობ. მაგალითად, მას წარმოდგენაც კი არა აქვს,
რა ღირს ღორის ხორცი და არც ფასის ცვალებადობის ტენდენციებ-
შია გარკვეული. თუ გეგმა გაამართლებდა, ვილი ძმას კარგ სიურ-
პრიზს გაუკეთებდა – „ფორდს“ აჩუქებდა, მაგალითად. ისე, რკოს
შეგროვების კონკურსის ერთადერთ პრიზად რომ „ფორდი“ დააწე-
სოს კაცმა, არც ისე ცუდი იდეაა. მთელი სალინასის ველი მიიღებს
მონაწილეობას.
ტომი სახლის აღმართს მიუყვებოდა და ფიქრობდა, როგორ ეთ-
ქვა დესისთვის, რომ მათი გეგმა არაფრად ვარგოდა. საუკეთესო გა-
მოსავალი ის იქნებოდა, რომ რაიმე ახალი მოეფიქრებინა, რათა მო-
მავალი წლისთვის სამოგზაურო ფული შეგროვებულიყო. მოულოდ-

606
ნელად, მან გაიაზრა, რომ არც კი იცოდა, რა თანხა იყო საჭირო ევროპა-
ში წასასვლელად. გემის ბილეთის ფასზეც კი არ ჰქონდა წარმოდგენა.
„არა უშავს“, – გაიფიქრა მან, – „საღამოს დავსხდებით და ერთად დავი-
ანგარიშებთ“.
ტომს იმედი ჰქონდა, რომ დესი მას ჭიშკართან შეეგებებოდა და გა-
დაწყვიტა, რაც შეიძლება მხიარული გამომეტყველება მიეღო. ანეკდო-
ტიც კი მოამზადა, მაგრამ, სახლს რომ მიუახლოვდა, ეზოში ვერავინ და-
ინახა. „ალბათ წამოწვა და ჩაეძინა“, – გაიფიქრა მან, ცხენები ფარდულ-
ში შეიყვანა, წყალი დაალევინა და თივაც დაუყარა.
სახლში რომ შევიდა, დაინახა, რომ დესი ტახტზე იყო წამოწოლილი.
– ისვენებ? – ჰკითხა მან და მხოლოდ ამის შემდეგ დაინახა მისი გა-
ფითრებული სახე. – დესი! რა დაგემართა?!
დესი მთელი ძალით ებრძოდა ტკივილს.
– მუცელი, – თქვა მან, – ძალიან მტკივა.
– სულ ეგ არის? როგორ შემაშინე. არა უშავს, ახლავე მოგარჩენ, –
თქვა ტომმა და სამზარეულოდან გამჭვირვალე სითხით სავსე ქილა გა-
მოიტანა.
– ეს რა არის?
– საფაღარათო მარილი. მამა-პაპური საშუალებაა. შეიძლება მაგ-
რად მოგიჭიროს, მაგრამ აუცილებლად მოგარჩენს.
– ჰო, მახსოვს ეს გემო, – თქვა დესიმ, წამალი რომ დალია. – დედა
გვასმევდა ხოლმე, მწვანე ვაშლის ჭამით რომ გავსკდებოდით.
– იწექი. მე სადილს მოგიმზადებ.
ტომი სამზარეულოში გავიდა, დესი კი ტახტზე იწვა და გრძნობდა,
რომ მარილმა საყლაპავი მილი და კუჭი აუწვა. ტკივილმა მისი მთელი
სხეული მოიცვა და ამასთან ერთად, დესის შიშის გრძნობაც დაეუფლა.
ცოტა ხანში, მან თავს ძალა დაატანა, წამოდგა, ტომის მიერ გაკეთებულ
ახალ ტუალეტში შევიდა და შეეცადა წამალი უკან ამოეღო. შუბლიდან
წამოსულმა ოფლმა მას თვალები აუწვა, მუცლის კუნთები კი ისეთი და-
ჭიმული ჰქონდა, რომ წელში ძლივს გასწორდა.

607
რამდენიმე წუთში, ტომმა მას ერბოკვერცხი მიუტანა, მაგრამ დე-
სიმ თავი გააქნია.
– არა, ტომ, – თქვა მან და გაიღიმა, – არ შემიძლია. წამოვწვები და
იქნებ ჩამეძინოს.
– მარილმა სწრაფად უნდა იმოქმედოს. მალე მოგირჩება, – დაამ-
შვიდა ტომმა, – რა ჭამე ამისთანა?
დესი ახლა უკვე საკუთარ საძინებელში იწვა და ტკივილს ებრძო-
და. დაახლოებით ათი საათი იყო, როდესაც მან ვეღარ გაძლო და
ტომს დაუძახა.
– ტომ! ტომ!
ტომმა კარი გააღო. ხელში მას „მსოფლიო ალმანახი“ ეჭირა.
– ტომ, – თქვა დესიმ, – მაპატიე, რომ გაწუხებ, მაგრამ, ძალიან
ცუდად ვარ.
ტომი მისი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ოთახში ბნელოდა.
– ძალიან გიჭერს?
– საშინლად.
– იქნებ ტუალეტში გახვიდე?
– არა, ახლა არ მინდა.
– ლამფას მოვიტან და შენთან დავრჩები. შეეცადე დაიძინო და
დილით კარგად იქნები. მარილი აუცილებლად მოგარჩენს.
დესიმ ისევ აიყვანა თავი ხელში და გაჩუმდა, ტომი კი მას ალმა-
ნახიდან ნაწყვეტებს უკითხავდა. ცოტა ხანში, მან იგრძნო, რომ დე-
სის ჩაეძინა, ამიტომ, კითხვა შეწყვიტა და თავადაც დახუჭა თვალე-
ბი.
შუაღამეზე, ის სუსტმა წამოკივლებამ გააღვიძა. დესი ერთ ადგი-
ლას ვერ ისვენებდა, ხან მარჯვნივ გადაბრუნდებოდა, ხანაც მარ-
ცხნივ. მისი თვალები მკრთალი და შეშლილი იყო – ზუსტად ისეთი,
გახელებულ ცხენს რომ აქვს. მის ტუჩებზე თეთრი ქაფის ბუშტები
ჩნდებოდა, სახე კი გავარვარებული ჰქონდა. ტომმა საბნის ქვეშ შეყო
ხელი და იგრძნო, რომ დესის მუცელი რკინასავით იყო გამაგრებუ-

608
ლი. მოულოდნელად, დესი გაშეშდა და თავი უკან გადააგდო. მის ნახევ-
რად დახუჭულ თვალებში ლამფის შუქი ირეკლებოდა.
ტომმა ცხენს მხოლოდ ეჟვანი შეაბა და შიშველ ზურგზე შეახტა
მას. შემდეგ კი, შარვლიდან ქამარი მოიძრო და ისეთი სიძლიერით შე-
მოსცხო, რომ შეშინებულმა ცხოველმა ოღროჩოღრო გზაზე თავქუდ-
მოგლეჯილმა გაქუსლა.
დუნკანების ორსართულიანი სახლი მთავარი გზის პირას იდგა. მას-
პინძლებს მეორე სართულზე ეძინათ და კარზე ბრახუნის ხმა არ გა-
უგიათ. მაგრამ, როცა ტომმა კარი ანჯამებიანად ჩამოიღო, ხმაურმა
ცოლ-ქმარი ერთბაშად წამოახტუნა. რედ დუნკანმა თოფით ხელში ჩა-
ირბინა პირველ სართულზე და დაინახა, რომ ტომს უკვე ყურმილი ეკავა
ხელში.
– ექიმ ტილსონთან დამაკავშირეთ! – უყვიროდა ის კინგ-სითის ოპე-
რატორს, – ახლავე! არ მაინტერესებს, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველა-
ფერს! ახლავე მომეცით ექიმი ტილსონი!
– დიახ, დიახ, გისმენთ, – გაისმა ყურმილში ექიმის ხმა, – თქვენ ტომ
ჰამილტონი ბრძანდებით, ვიცი, გიცანით. რა ხდება? მუცელი გამაგრე-
ბული აქვს? რა? მარილი რამ მიგაცემინა, შე შტერო!
ექიმმა მალე აიყვანა თავი ხელში და მშვიდად განაგრძო საუბარი.
– ტომ, – თქვა მან. – ტომ, შვილო, დამშვიდდი და სახლში დაბრუნ-
დი. ცივი ტილო დაადე. რაც შეიძლება ცივი უნდა იყოს, გესმის? ყინული
არ გექნება, ვიცი, ამიტომ, ტილოები ხშირად გამოცვალე. გესმის? ტომ,
გესმის?
ტილსონმა ყურმილი დაკიდა და ჩაცმა დაიწყო. ნამძინარევმა და გა-
ღიზიანებულმა ექიმმა კარადიდან სკალპელი, ტამპონები, ფლაკონები,
ნემსები და სხვა ინსტრუმენტები გამოიღო და ჩანთაში ჩაალაგა, შემდეგ
ლამფა შეამოწმა და ეთერით სავსე ქილა მაგიდაზე დადო. საძინებლი-
დან მისმა ცოლმა გამოიხედა.

609
– ფარეხში მივდივარ, – უთხრა მას ტილსონმა. – ვილი ჰამილ-
ტონს დაურეკე და უთხარი, რომ ახლავე წამიყვანოს მამამისის რან-
ჩოზე. თუ ერთი ამბავი ატეხა, უთხარი, რომ მისი და კვდება.
-3-
დესის დაკრძალვიდან ერთი კვირა იყო გასული, როდესაც ტომი
რანჩოზე დაბრუნდა. ცხენზე ის მკაცრი და თავდაჭერილი გამომეტ-
ყველებით იჯდა, მხრებში გამართული იყო და ყელი მოღერილი
ჰქონდა, რითაც აღლუმზე გამოსულ კავალერისტს ჰგავდა. მან ყვე-
ლაფერი აუჩქარებლად და ზედმიწევნით კარგად გააკეთა – ცხენი
დავარცხნილი და გასუფთავებული იყო, თავად ტომს კი თავზე
„სტეტსონის“ ქუდი ეხურა. სამუელიც კი ვერ დაიჭერდა თავს ასე
ღირსეულად. შორიახლოს, ციდან ქორი ტყვიასავით დაეშვა და თა-
ვისი ბასრი ბრჭყალები ქათამს ჩაავლო. ტომს თავიც კი არ მიუტრია-
ლებია.
თავლასთან რომ მივიდა, მიწაზე ჩამოხტა, ცხენს წყალი დაალე-
ვინა, ცოტა ხნით ეზოში გააჩერა, შემდეგ ბოძზე მიაბა და გობის
გვერდით, პატარა ყუთში, ქერი ჩაუყარა. სანამ უნაგირს მოხსნიდა,
ამოატრიალებდა და გასაშრობად მზეზე დადებდა, ცხენმა ქერი
მთლიანად შეჭამა, ამიტომ, ტომმა ის ეზოდან გაიყვანა და თავის ნე-
ბაზე მიუშვა.
სახლში რომ შევიდა, სკამებმა, მაგიდამ და ღუმელმა მას, თით-
ქოს, ზიზღით შეხედეს. მისაღებში, სავარძელმაც შორს დაიჭირა თა-
ვი. ტომმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და იგრძნო, რომ ასანთი დასველებუ-
ლი
იყო. დანაშაულის შეგრძნებით აღსავსე, ის სამზარეულოში გავი-
და და ახალი კოლოფი აიღო. ლამფა მაგიდაზე განმარტოვებით და
სევდიანად იდგა. პირველივე ჯერზე, ფითილი ერთბაშად აალდა.
ტომი ჩამოჯდა და მიმოიხედა. ტახტს, რომელზეც დესი იწვა,
თვალს არიდებდა. სამზარეულოში თაგვებმა გაირბინეს. ტომმა თა-
ვი მიატრიალა, კედელზე საკუთარი ჩრდილი დაინახა და მხოლოდ

610
მაშინ მიხვდა, რომ ქუდი არ მოუხდია. „სტეტსონი“ მან მაგიდაზე დადო.
ტომი ცდილობდა, მხოლოდ კარგზე ეფიქრა, თუმცა მშვენივრად
ესმოდა, რომ ძალიან მალე, მასაც დაუძახებდნენ, სადაც მოსამართლე
თავად იქნებოდა, ნაფიცი მსაჯულების სავარძლებში კი მისივე დანა-
შაულები ისხდებოდნენ.
მოულოდნელად და საკმაოდ მკვეთრად, მან მართლაც გაიგონა, რო-
გორ დაუძახეს. გონებით ის ზეციური სასამართლოს წინაშე წარდგა და
ბრალმდებლებს შეხედა: ამპარტავნებას, რომელიც თვლიდა, რომ მას
უგემოვნოდ და ვულგარულად ეცვა; სიძვას, რომელიც მას მრუშობაში
დახარჯულ ფულს აჩეჩებდა ხელში; ტყუილს, რომელიც თვლიდა, რომ
მას საკუთარი თავი ნიჭიერად მიაჩნდა, თუმცა, სინამდვილეში ასეთი
სრულებით არ იყო; მიმოწვლილველობასა და ნაყროვანებას, რომლე-
ბიც ხელიხელჩაკიდებულები ისხდნენ. ტომი კმაყოფილი იყო. ის
თვლიდა, რომ წვრილმანი ცოდვები მას იმ მთავარი და შავბნელი ცოდ-
ვისგან იცავდნენ, რომელიც უკანა რიგში იჯდა და მოთმინებით ელოდა
თავის ჯერს. მასთან შედარებით, ეს პატარა დანაშაულები ღირსებებად
მოგეჩვენებოდა. ესენი იყო: შური ვილის სიმდიდრის მიმართ, საკუთარი
დედის ღმერთს რომ უღალატა, დროსა და იმედს რომ ფლანგავდა, სიყ-
ვარულს რომ ზურგს აქცევდა.
მოულოდნელად, სამუელის ხმა გაისმა. მისმა ხავერდოვანმა ტემ-
ბრმა მთელი ოთახი მოიცვა.
– იყავი სუფთა, იყავი კეთილი, იყავი დიდი, იყავი ტომ ჰამილტონი.
ტომმა მას ყურადღება არ მიაქცია.
– არ მცალია, – თქვა მან, – მეგობრებს ვესალმები.
ის რიგ-რიგობით უქნევდა თავს უხეშობასა და სიმახინჯეს, მშობლე-
ბის მიმართ უპატივცემულობასა და მოუვლელ ფრჩხილებს, შემდეგ კი
ისევ ამპარტავნებას მიუბრუნდა. მოულოდნელად, ფეხზე ის შავბნელი
დანაშაული წამოდგა და თქვა, რომ ბავშვური ცოდვების უკან ასე ადვი-
ლად ვერ დაიმალები. ეს შავბნელი დანაშაული მკვლელობა იყო.

611
ტომის ხელი ცივ შუშას შეეხო. მან დაიხედა და კვლავ დაინახა ის
გამჭვირვალე სითხე, რომელშიც
კრისტალები ჯერ კიდევ არ გახსნილიყო, ბუშტულები კი სწრაფად
მიექანებოდა ზედაპირისკენ. ცარიელ ოთახში მჯდომმა, მან ერთხელაც
გაიმეორა:
– ეს წამალი გიშველის. დილამდე მოითმინე და კარგად იქნები.
ჰო, ზუსტად ასე ითქვა. ამის მოწმეები კედლები, სკამები და ლამ-
ფა იყვნენ. როგორც არ უნდა ეცადა ტომ ჰამილტონს, საკუთარ დანა-
შაულს ვერსად გაექცეოდა. ის უკვე ფიქრობდა, სხვადასხვა ქვეყნე-
ბის ვარიანტებს განიხილავდა. ლონდონი? არა. ეგვიპტე – პირამი-
დები, სფინქსი? არა! პარიზი? არა. მოიცადე, პარიზში ხომ გაცილე-
ბით უფრო მეტად სცოდავენ? არა, მაინც არა. კარგი, ცოტა დაგველო-
დე, პარიზო, შეიძლება შენთან კიდევ მოვბრუნდეთ. ბეთლემი?
ღმერთო, არა და არა! უცხო ადამიანისთვის იქ ძალიან მოსაწყენი
უნდა იყოს.
აქ, ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს: ძალიან ძნელია
დაიმახსოვრო, როდის და როგორ კვდები. ზოგჯერ, წარბის აწევა და
გადაჩურჩულებაც კი საკმარისია, რომ ყველაფერი დასრულდეს; ან,
შესაძლოა, სიკვდილი ღამით დამდგარიყო – ოდნავ განათებულ სიბ-
ნელეში, დენთის მიერ გატყორცნილი ტყვია რომ საიდუმლოს მიაგ-
ნებს და სისხლს გამოგადენს.
ჰოდა, ახლაც ასე ხდება: ტომ ჰამილტონი მკვდარია. მხოლოდ
რამდენიმე დეტალი დარჩა მოსაგვარებელი და ყველაფერი საბო-
ლოოდ გადაწყდება.
მოულოდნელად, აღშფოთებულმა ტახტმა დაიჭრიალა. ტომმა
ჯერ მას შეხედა, შემდეგ კი ლამფას და ყველაფერს წამსვე მიხვდა.
– გმადლობთ, ვერ შევამჩნიე, – უთხრა მან ტახტს და ლამფას და-
უწია.
ტომს ის-ის იყო ჩაეძინა, რომ მკვლელობამ მას ალიყური უთავა-
ზა და ისევ გამოაფხიზლა. ჩვენი წითური ტომი, ჩვენი რკინის ტომი

612
ისეთი დაღლილი იყო, რომ თვითმკვლელობის ჩადენაც კი არ შეეძლო.
ესეც რომ არ იყოს, ამ საქმეს ადვილად ვერ გააკეთებ. ტკივილი აუცი-
ლებლად მოჰყვება და ვინ იცის, შესაძლოა ყველაფერი ჯოჯოხეთითაც
დამთავრდეს.
მას გაახსენდა, რომ დედამისს თვითმკვლელობის მიმართ განსა-
კუთრებული სიძულვილი ჰქონდა, რადგან თვლიდა, რომ მასში სამი რამ
იყო გაერთიანებული – ცუდი აღზრდა, სიმხდალე და ცოდვა. ლიზა ჰა-
მილტონისთვის თვითმკვლელობა თითქმის ისეთივე ამაზრზენი რამ
იყო, როგორიც ცოლ-ქმრული ღალატი ან ქურდობა. ამიტომ, მის გმობას
თავი რაღაცნაირად უნდა აარიდო, თორემ, თუ დაგგმო, აღარასდროს
მოგასვენებს.
სამუელი სულ სხვა საქმეა, თუმცა, მას თავს ვერანაირად აარიდებ. ის
ყველგან არის, მისი სული ჰაერში ტრიალებს. ამიტომ, ტომმა ჩათვალა,
რომ მისთვის ყველაფერი უნდა ეთქვა.
– მამა, მაპატიე. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. შენ ჩემზე ძალიან დი-
დი წარმოდგენა გქონდა და როგორც ჩანს, ცდებოდი. ნეტა შემეძლოს,
რომ გავამართლო ის სიამაყე და სიყვარული, რომელსაც ჩემ მიმართ
გრძნობდი. იქნებ შენ იპოვო გამოსავალი? მე უძლური ვარ. მე ვეღარ ვი-
ცოცხლებ. მე დესი მოვკალი. ძილი მინდა.
ტომის გონებაში სამუელის პასუხი გაისმა:
– მშვენივრად მესმის, როგორი გრძნობაა. დაბადებიდან ახალ დაბა-
დებამდე რამდენიმე გზა შეგიძლია აირჩიო. მოდი, ნუ ვიჩქარებთ და მო-
ვიფიქროთ, დედას როგორ მივაწოდოთ ეს ამბავი.
– ვერ ვიცდი. ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ.
– თავი ხელში აიყვანე, საყვარელო. შენ დიდ ადამიანად ჩამოყალიბ-
დი. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასეც იქნებოდა. გახსენი უჯრა და კისერზე
რომ გოგრა გაბია, ცოტა აამუშავე.
ტომმა უჯრა გახსნა და დაინახა, რომ იქ რამდენიმე სუფთა ფურცე-
ლი, კონვერტები, წვერმოტეხილი ფანქრები და საფოსტო მარკები იდო.
ჯიბის დანით, მან ფანქრები გათალა და წერას შეუდგა.

613
„ძვირფასო დედა,
იმედი მაქვს, ჯანმრთელად ხარ. გადავწყვიტე, შენთან ერთად მეტი
დრო გავატარო. ოლივიამ მადლიერების დღეზე დამპატიჟა და ეჭვი არ
შეგეპაროს, რომ ჩამოვალ. ჩვენი პატარა ოლივია ისეთ ინდაურს აკე-
თებს, შენს გაკეთებულს რომ არ ჩამოუვარდება. ვიცი, რომ შენ ამას
არასდროს დაიჯერებ. რამდენიმე დღის წინ, ძალიან გამიმართლა –
თხუთმეტ დოლარად საკმაოდ კარგი ცხენი ვიყიდე. იაბოა და ერთი
შეხედვით, სუფთა სისხლისა უნდა იყოს. იაფად იმიტომ მომყიდეს,
რომ, როგორც ამბობენ, ადამიანთა მოდგმა განსაკუთრებული სი-
ძულვილით სძულს. ძველმა პატრონმა ვერაფრით მოათვინიერა. უნ-
და გითხრა, რომ მართლაც ჯიუტი ვინმეა. უკვე ორჯერ გადმომაგდო,
მაგრამ მაინც მოვიყვან ჭკუაზე. ცოტაც დამაცადე და მთელ ოლქში
ასეთი ცხენი არავის ეყოლება. მთელი ზამთარი რომ ვიწვალო, მა-
ინც მოვათვინიერებ. არც კი ვიცი, რატომ ავიჩემე ეს ამბავი. ძველმა
პატრონმა იცი რა მითხრა? ისეთი საშინელი ცხენია, რომ ადამიანს
შეჭამს და თვალსაც არ დაახამხამებსო. გახსოვს, მამა რას გვეუბნე-
ბოდა, კურდღლებზე რომ გვიშვებდა სანადიროდ? ან ფარით ხელში,
ან ფარზე დაწოლილი უნდა დაბრუნდეთო.
იმედი მაქვს, მადლიერების დღეს ერთად აღვნიშნავთ.
შენი შვილი,
ტომი“.
რომ გადაიკითხა, ჩათვალა, რომ არა უშავდა. ასე იყო თუ ისე, წე-
რის თავი მაინც აღარ ჰქონდა.
ცოტა კიდევ დაფიქრდა და ბოლოში მიაწერა:
„P.S. როგორც ვატყობ, თუთიყუში ოდნავაც არ გამოსწორებულა.
უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს ხოლმე“.
შემდეგ, მან ახალი ფურცელი აიღო და დაწერა:
„ძვირფასო ვილი,
არ ვიცი, როგორ შეხვდები ჩემს თხოვნას, მაგრამ, სწორედ ახლა
მჭირდება შენი დახმარება. დედას ხათრით გთხოვ. ცხენმა მომკლა

614
– გადმომაგდო და თავში წიხლი ჩამარტყა. გემუდარები, დამეხმარე“.
ტომმა წერილები დაკეცა, კონვერტებში გაანაწილა, ჯიბეში ჩა-
იდო და სამუელს უთხრა:
– მე მგონი, არა უშავს. რას იტყვი?
შემდეგ, საძინებელში გავიდა, უჯრიდან 38-კალიბრიანი ტყვიები
ამოიღო, ერთ-ერთი მათგანი კარგად დაზეთილ „სმით-ენდ-ვესონში“
ჩადო და ცილინდრი ისეთ მდგომარეობაში დააყენა, რომ ტყვია ლული-
დან მარცხნივ ყოფილიყო.
მისი ცხენი თავლასთან იდგა და თვლემდა, მაგრამ, როგორც კი პატ-
რონის სტვენა გაიგონა, ბარბაცით მივიდა მასთან.
ღამის სამი საათი იყო, როდესაც ტომი კინგ-სითიში ჩავიდა და წერი-
ლები საფოსტო ყუთში ჩააგდო, შემდეგ კი ისევ შეაჯდა ცხენს და გეზი
სამხრეთისკენ, ჰამილტონების რანჩოს ხრიოკი მიწებისკენ აიღო.
ის ჭეშმარიტი მამაკაცი იყო.

ნაწილი მეოთხე
თავი ოცდამეთოთხმეტე
-1-
ბავშვმა, შესაძლოა, იკითხოს: „რას გვასწავლის მსოფლიოს ისტო-
რია?“ ზრდასრული ადამიანი კი ამ შეკითხვას ასე დასვამს: „საით მიდის
ჩვენი სამყარო? როგორ დასრულდება ის და სანამ ჩვენ ვცოცხლობთ, რა
არის ამ ცხოვრებაში მთავარი?“
ჩემი აზრით, მსოფლიოს ისტორიაში მხოლოდ ერთი აზრი დევს –
სწორედ ის, რომლისაც ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ, თუმცა,
ამავე დროს, მასში შთაგონების მთავარ წყაროსაც ხედავენ. საბოლოო
ჯამში, ჩვენ ყველანი თითქოს მძაფრსიუჟეტიან სერიალში ვცხოვრობთ
და სისტემატიური დაძაბულობის რეჟიმში ვიმყოფებით. თავიანთი ფიქ-
რებით, ლტოლვით, ამბიციებით, სიხარბით, სისასტიკით, სათნოებითა

615
და გულუხვობით, ადამიანები თავიდანვე კეთილისა და ბოროტის
ბადეში არიან გაბმულნი. მე ვფიქრობ, სწორედ ამაშია სამყაროს ერ-
თადერთი საიდუმლო, სწორედ ის მოიცავს ჩვენს გრძნობებსა და
ფიქრებს. ღირსება და მანკიერება ჩვენი ცნობიერების საძირკველში
დევს და, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა ვცვალოთ მდინა-
რეები, მინდვრები და მთები, ეკონომიკა თუ ზნეობრიობა, ეს ორი
რამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ჩვენთან ერთად იქნება. სხვა აზრი
ამ სამყაროს არ გააჩნია. როდესაც ადამიანი ცხოვრების დასასრულს
მიუკაკუნებს, საკუთარ თავს ის აუცილებლად უსვამს შეკითხვებს:
„სიკეთეს ვემსახურებოდი თუ ბოროტებას? კარგად მოვიქეცი თუ ცუ-
დად?“
ბერძნულ-სპარსული ომების აღწერისას, ჰეროდოტე ერთ საინ-
ტერესო ამბავს მოგვითხრობს: კრესე იმ დროის ყველაზე გავლენია-
ნი და მდიდარი მეფე იყო. ერთ მშვენიერ დღეს, მან ათენელ სო-
ლონს ჰკითხა: „ვინ არის ყველაზე ბედნიერი ადამიანი მსოფლი-
ოში?“ პასუხს მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან
ეჭვები არ ასვენებდა. სოლონმა მას წარსულიდან სამი პიროვნება
დაუსახელა და უთხრა, რომ მისი აზრით, სწორედ ისინი იყვნენ
უბედნიერესი ადამიანები. კრესე გაწბილებული დარჩა და სოლონს
კიდევ ერთი შეკითხვა დაუსვა: „ესე იგი, შენი აზრით, მე ბედნიერი
ადამიანი არა ვარ?“ ამაზე სოლონმა უყოყმანოდ გასცა პასუხი: „არ
ვიცი. შენ ხომ ჯერ არ მომკვდარხარ?“
ეჭვგარეშეა, რომ ეს პასუხი კრესეს მწარედ გაახსენდა, როდესაც,
სულ ცოტა ხანში, მისი ბედნიერება თვალსა და ხელს შუა გაქრა. მან
სიმდიდრეც დაკარგა და სამეფოც, ხოლო, როდესაც კოცონზე წვავ-
დნენ, გონებაში, ალბათ, კიდევ ერთხელ გაუელვა ათენელი სოლო-
ნის სიტყვებმა. ვინ იცის, შესაძლოა ისიც კი ინატრა, ეს შეკითხვა სა-
ერთოდ არ დამესვაო.
რა თქმა უნდა, ჩვენს დროშიც არიან პიროვნებები, რომლებსაც
სიმდიდრეც აქვთ, გავლენაც, ძალაუფლებაც და ყველაფერი ის, რაც

616
სხვა ადამიანებში შურს იწვევს. როდესაც ისინი კვდებიან, როდესაც მა-
თი საკუთრება, ნაშრომები, ძეგლები და ყველაფერი ის, რაც ამქვეყნად
დარჩა, უკვე დათვლილი და
შესწავლილია, მხოლოდ ერთი შეკითხვა ისმის – იგივე, რაც კრესემ
დაუსვა სოლონს, ოღონდ, სხვა ფორმით: „სიკეთეს ემსახურებოდა ის თუ
ბოროტებას?“ შური თვალსა და ხელს შუა ქრება და მხოლოდ ერთი კრი-
ტერიუმი რჩება: სიყვარულით იხსენებენ მას თუ სიძულვილით? რა
გრძნობას უტოვებს მისი სიკვდილი ადამიანებს?
სამი ცნობილი პიროვნების გარდაცვალება მახსოვს ძალიან კარგად.
ერთ-ერთი მათგანი საუკუნის უმდიდრესი ადამიანი იყო. სიმდიდრისკენ
მიმავალ გზაზე, ის არაფერს მოერიდა, სხვა ადამიანების სულებსა და
სხეულებზე ისე გადაიარა, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. შემდეგ კი,
როდესაც თავისას მიაღწია, შეეცადა უკან დაებრუნებინა ის სიყვარული,
რომელიც თავადვე გაატანა ქარს. საბოლოოდ, მან მსოფლიოს საკმაოდ
დიდი სამსახური გაუწია და, ალბათ, გადასწონა კიდეც ყველაფერი ცუ-
დი, რაც მანამდე ჩაიდინა. როდესაც ის გარდაიცვალა, მე გემზე ვიყავი.
განცხადება რომ გამოაქვეყნეს, იქ მყოფთა უმრავლესობამ ეს სასიამოვ-
ნო ინფორმაციად აღიქვა. „მადლობა ღმერთს, როგორც იქნა ჩაძაღ-
ლდა“, – ამბობდნენ ზოგიერთები.
იყო კიდევ ერთი, სატანასავით გაიძვერა, რომელსაც ადამიანის
ღირსების შესახებ არაფერი გაეგებოდა, სამაგიეროდ, მის სისუსტეებსა
და მანკიერ მხარეებს ზედმიწევნით კარგად იცნობდა. საკუთარი ცოდნა
მან იმაში გამოიყენა, რომ ადამიანები გარყვნა, მოისყიდა, მუქარითა თუ
ეშმაკობით შეაცდინა და საბოლოოდ უზარმაზარი ძალაუფლება მო-
იპოვა. საკუთარ ნამოქმედარს ის კეთილ საქმეებად ასაღებდა და ვერც
კი ხვდებოდა, რომ ვერანაირი ნიჭით ვერ დაიბრუნებ იმ ადამიანების
სიყვარულს, რომლებსაც თავმოყვარეობა წაართვი. მოსყიდული ადა-
მიანისგან სიძულვილის მეტს ვერაფერს მიიღებ. როდესაც ეს პიროვნე-
ბა გარდაიცვალა, მთელი ქვეყანა გლოვობდა, თუმცა, გულის სიღრმეში,
ყველამ შვებით ამოისუნთქა.

617
იყო მესამეც, რომელმაც, ნამდვილად ბევრი შეცდომა დაუშვა,
მაგრამ, მთელი თავისი საქმიანობა იმას მიუძღვნა, რომ შეშინებულ
და დაბნეულ ადამიანებში სიმამაცე, ღირსება, სიკეთე ჩაენერგა. ეს
ის დრო იყო, როდესაც მსოფლიოში ბოროტი ძალები დაძრწოდნენ
და მზად იყვნენ ხალხის შიში სათავისოდ გამოეყენებინათ. ეს პი-
როვნება თითქმის არავის სძულდა. როდესაც ის გარდაიცვალა,
ხალხი ქუჩებში გამოვიდა და ცრემლიანი თვალებით ეკითხებოდა
ერთმანეთს: „ახლა რა გვეშველება? როგორ უნდა ვიყოთ მის გარე-
შე?“
ბევრი რამ რჩება გაურკვეველი, მაგრამ, ეჭვგარეშეა, რომ თავისი
სისუსტეების მიღმა, ყველა ადამიანს ერთი სურვილი ამოძრავებს –
ხალხის სიყვარული დაიმსახუროს. თუ კარგად დავუკვირდებით, მა-
თი ბოროტი საქმეები, მათივე აზრით, სწორედ ხალხის სიყვარუ-
ლისკენ მიმავალი უმოკლესი გზაა. როდესაც ადამიანი კვდება, სუ-
ლაც არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა ნიჭის, გავლენისა თუ ძალაუფ-
ლების პატრონი იყო ის. მთავარია მან ამ ქვეყანაზე სიყვარული და-
ტოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ცხოვრება ერთი დიდი წარუ-
მატებლობაა, სიკვდილი კი, – საშინელი განსაცდელი. მგონია, რომ
როდესაც ადამიანი ცხოვრების გზას ირჩევს, პირველ რიგში მან სიკ-
ვდილზე უნდა იფიქროს და შეეცადოს ისე იცხოვროს, რომ მისმა
გარდაცვალებამ მსოფლიოს სიხარული არ მოჰგვაროს.
მსოფლიოს მხოლოდ ერთი საიდუმლო აქვს. ნებისმიერი რომა-
ნი თუ ლექსი სწორედ კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა, რომელიც
ადამიანში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. გარდა ამისა, მეჩვენება,
რომ ბოროტი შეიძლება მოკვდეს და აღდგეს, კეთილი კი უკვდავია.
ბოროტი მუდამ იცვლის სახეს, ცდილობს სიტუაციას მოერგოს, კე-
თილი კი უცვლელია და მას ყოველთვის პატივს სცემენ. ასე იქნება
უკუნითი უკუნისამდე.

თავი ოცდამეთხუთმეტე
618
-1-
სალინასში რომ გადაბარგებულიყვნენ, ადამსა და ტყუპებს ლის
დახმარება დასჭირდათ. ჩინელმა ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო:
ნივთების ერთი ნაწილი ჩანთებში ჩააწყო და სადგურში გააგზავნა, მე-
ორე ნაწილი კი ფორდის უკანა სკამზე დაალაგა. სალინაში რომ ჩავიდ-
ნენ, ყველაფერი ეს მან ისევ ამოალაგა და დესის პატარა სახლი, რომე-
ლიც ახლა ტრასკებს ეკუთვნოდათ, საკუთარი ხელით მოაწყო. როდესაც
ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო და ისიც, რაც საჭირო არ იყო, ბი-
ჭების დაძინებას დაელოდა და ადამთან დასამშვიდობებლად მოემზა-
და. როგორც ჩანს, ადამმა მისი ფორმალური განწყობა შეამჩნია.
– კარგი, – თქვა მან. – ვიცი, რომ რაღაცის თქმას აპირებ. დაიწყე.
ლის საგულდაგულოდ ჰქონდა მომზადებული სიტყვა, რომელიც ასე
უნდა დაეწყო: „წლების განმავლობაში, მე თქვენ ისე გემსახურეთ, რო-
გორც შემეძლო და ახლა...“, მაგრამ ადამის ასეთმა პირდაპირობამ, მას
კონცენტრაცია დააკარგვინა.
– ძალიან ბევრჯერ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ სულ რაღაცას ვე-
ლოდებოდი, – თქვა მან, – ტექსტიც მზად მაქვს. გითხრათ?
– თუ გინდა, მითხარი.
– არ მინდა. არადა, საკმაოდ კარგი ტექსტია.
– როდის აპირებ წასვლას?
– რაც მალე, მით უკეთესი. კიდევ რომ გადავდო, მეშინია, მოტივაცია
არ დამეკარგოს. თუ გნებავთ, ახალი მოსამსახურის მოსვლამდე დავიც-
დი.
– არ ღირს, – თქვა ადამმა, – ხომ იცი, როგორი ნელი ვარ? შეიძლება
შენი შემცვლელი კიდევ დიდხანს ვერ ვიპოვო.
– თუ ასეა, ხვალვე წავალ.
– ბიჭები ჭკუიდან შეიშლებიან. არც კი ვიცი, როგორ უნდა მივაწოდო
ეს ამბავი. აჯობებს, რომ ჩუმად წახვიდე. მერე, რამენაირად შევაპარებ.
– ჩემი დაკვირვებით, ბავშვების რეაქციას წინასწარ ვერასდროს გან-
საზღვრავ.

619
ლი მართალი იყო. მეორე დღეს, საუზმის დროს, ადამმა ტყუპებს
უთხრა:
– ბიჭებო, ლი მიდის.
– მართლა? – თქვა კეილმა და წამსვე შეცვალა თემა, – დღეს კა-
ლათბურთია. ბილეთი ათი ცენტი ღირს. წავიდეთ?
– წადით... ვერ გაიგეთ, რა გითხარით?
– გავიგეთ. ლი მიდის.
– სამუდამოდ მიდის, – თქვა ადამმა, – აღარ დაბრუნდება.
– სად მიდის? – იკითხა კეილმა.
– სან-ფრანცისკოში გადადის საცხოვრებლად.
– მართლა? – თქვა არონმა, – მთავარ ქუჩაზე ერთი კაცი დგას, პა-
ტარა ღუმელში სოსისებს ხარშავს და პურის ნაჭრებში აწყობს. თითო
ათი ცენტი ღირს. მდოგვი უფასოა. რამდენიც გინდა, აიღე.
ლი სამზარეულოს კარებთან იდგა და ადამს უღიმოდა.
ბიჭებმა წიგნები ჩანთებში ჩაალაგეს და სკოლაში წასასვლელად
მოემზადნენ.
– ნახვამდის, ბიჭებო, – უთხრა მათ ლიმ.
– ნახვამდის! – ერთდროულად დაიძახეს ტყუპებმა და სახლიდან
გავიდნენ.
ადამი თავის ყავას მიშტერებოდა.
– რა უგულოები ყოფილან, – თქვა მან დარცხვენილად. – ათ წე-
ლიწადზე მეტი შეალიე მათ აღზრდას და სანაცვლოდ...
– ასე სჯობს, – თქვა ლიმ, – საკუთარი გრძნობები არასდროს უნ-
და შენიღბო. ტყუილი არ მიყვარს. რაც
თქვენ თქვით, ეს მათთვის არაფერს ნიშნავს. დრო მოვა და აუცი-
ლებლად გამიხსენებენ. ახლა კი, სულაც არ მინდა, რომ მოიწყინონ.
არც მე ვარ ისეთი ეგოისტი, ჩემი წასვლა ვინმეს ეწყინოს და მე ეს მი-
ხაროდეს.
ლიმ ჯიბიდან ორმოცდაათი ცენტი ამოიღო და მაგიდაზე დადო.

620
– კალათბურთზე წასვლას რომ დააპირებენ, ეს გადაეცით ჩემგან და
უთხარით რომ გზაში სოსისიანი ფუნთუშებიც იყიდონ, – თქვა მან, – იმე-
დი მაქვს, ჩემ ბოლო საჩუქარში პტომაინი არ აღმოჩნდება.
ადამმა გაკვირვებული სახით შეხედა პატარა კალათას, რომე-
ლიც ლიმ სასადილო ოთახში გამოიტანა.
– შენი ნივთები სულ ეს არის? – ჰკითხა მან.
– წიგნების გარდა, – უპასუხა ლიმ, – ისინი სარდაფში დავტოვე. თუ
ნებას მომცემთ, ჯერ კარგად მოვეწყობი და მერე წავიღებ.
– რა თქმა უნდა. ლი, არ ვიცი, გსიამოვნებს თუ არა, ამას რომ გეუბნე-
ბი, მაგრამ, ძალიან მომენატრები. მართლა აპირებ წიგნის მაღაზიის
გახსნას?
– ძალიან მინდა და ვნახოთ, რა გამოვა.
– წერილებს ხომ მოგვწერ?
– არ ვიცი. კარგად უნდა დავფიქრდე. ამბობენ, სუფთა ჭრილობა მა-
ლე ხორცდებაო. ძვირფას ადამიანთან კავშირის მხოლოდ საფოსტო
მარკებით შენარჩუნებაზე სევდიანი ამ ქვეყნად არაფერია. როდესაც
ადამიანს ვერ ხედავ, ვერ ეხები და არც მისი საუბარი გესმის, სჯობს ის
საერთოდ დაივიწყო.
– სადგურამდე გაგაცილებ, – თქვა ადამმა და წამოდგა.
– არა! – მოკლედ მოუჭრა მას ლიმ. – არ არის საჭირო. ნახვამდის,
მისტერ ტრასკ. ნახვამდის, ადამ.
ჩინელი ისე სწრაფად გავიდა სახლიდან, რომ ადამის „ნახვამდის“
მან მხოლოდ კიბეების ბოლოში გაიგო, ხოლო „წერილის მოწერა არ და-
გავიწყდეს“ ჭიშკრის დაკეტვასთან ერთად შემოესმა.
-2-
კალათბურთიდან რომ ბრუნდებოდნენ, კეილმა და არონმა ხუთ-ხუ-
თი სოსისიანი ფუნთუშა შესანსლეს, რამაც ადამი ძალიან გაახარა, რად-
გან, ვახშმის მომზადება სრულებით დაავიწყდა. გზაში, ტყუპებმა ლიზე
ისაუბრეს.
– ნეტა რატომ წავიდა? – თქვა კეილმა.

621
– ადრეც ამბობდა, წასვლა მინდაო.
– ჩვენ გარეშე რა უნდა გააკეთოს?
– არ ვიცი. თუ გინდა, დაგენიძლავები, რომ დაბრუნდება, – თქვა
არონმა.
– საიდან მოიტანე? მამამ თქვა, რომ წიგნის მაღაზიის გახსნას
აპირებს. რა სასაცილოა, არა? ჩინური წიგნების მაღაზია.
– დაბრუნდება-მეთქი. მოვენატრებით, აი, ნახავ.
– ათ ცენტზე დაგენიძლავები, რომ არ დაბრუნდება.
– როდემდე?
– როდემდეც გინდა. სამუდამოდ წავიდა.
– კარგი, დავნიძლავდეთ.
არონი ერთი თვე ელოდა სანაძლეოს მოგებას და კიდევ ექვსი
დღე რომ გავიდა, მოიგო.
ლი სალინასში თერთმეტის ნახევარზე დაბრუნდა და კარი საკუ-
თარი გასაღებით გააღო. სასადილო ოთახი განათებული, მაგრამ ცა-
რიელი იყო. ადამი სამზარეულოში იდგა და კონსერვების გასახსნე-
ლით ცდილობდა ტაფაზე მიმწვარი შავი ფენა აეფხიკა. ლიმ თავისი
კალათა იატაკზე დადო.
– წყალს თუ დაასხამთ და მთელი ღამით გააჩერებთ, დილით ად-
ვილად გასუფთავდება, – თქვა მან.
– მართლა? რასაც ხელი მოვკიდე, ყველაფერი დამეწვა. ჭარხალს
ისეთი საშინელი სუნი ჰქონდა, რომ გარეთ გავიტანე... ლი! – მო-
ულოდნელად წამოიძახა მან. – რამე მოხდა?
ჩინელმა მას ფოლადის შავი ტაფა გამოართვა, ნიჟარაში ჩადო
და წყალი მიუშვა.
– ახალი გაზქურა რომ გვქონდეს, ყავას უცბად მოვადუღებდი, –
თქვა მან. – არა უშავს, ღუმელს დავანთებ.
– ღუმელი არ ინთება.
– გამოწმენდა არ გიცდიათ?
– არა. უნდა გამომეწმინდა?

622
– გასაგებია. მოდი, თქვენ ოთახებში გაისეირნეთ, მე კი ყავას მოვამ-
ზადებ.
ადამს ერთი სული ჰქონდა, როდის გაარკვევდა ლის დაბრუნების
მიზეზს, მაგრამ, მაინც მორჩილად იჯდა სასადილო ოთახში და ჩინე-
ლის გამოჩენას ელოდებოდა. როგორც იქნა, ლიმ სამზარეულოდან ყა-
ვით სავსე ორი ჭიქა გამოიტანა და მაგიდაზე დადგა.
– ქვაბში მოვხარშე. ასე უფრო სწრაფად გამოვიდა, – თქვა მან, და-
იხარა, თავისი პატარა კალათა გახსნა და იქიდან ფაიფურის ბოთლი
ამოიღო. – ჩინური აბსენტი. უკვე ათზე მეტი წლისაა. ჰო, სულ დამავიწ-
ყდა, ჩემი შემცვლელი ხომ არ გიპოვიათ?
– შორიდან უვლი.
– ჰო, ვიცი. არადა, პირდაპირ რომ გითხრათ სათქმელი, ყველაზე
სწორი ნაბიჯი იქნება.
– ფან-ტანი ითამაშე და გაკოტრდი?
– ნეტა ასე იყოს. არა, ფული ნამდვილად არ დამიკარგავს. ჯანდაბა!
რა მოუვიდა ამ საცობს? შიგნით ჩაგდება მომიწევს.
ლიმ შავი სითხე ყავაში ჩაისხა და ერთი ყლუპი მოსვა.
– ასე არასდროს დამილევია. გემრიელი ყოფილა.
– დამპალი ვაშლის გემო დაჰკრავს.
– ჰო, მაგრამ, როგორც სემ ჰამილტონი იტყოდა, დამპალ ვაშლს ზოგ-
ჯერ სასიამოვნო გემოც შეიძლება ჰქონდეს.
– აღარ მეტყვი, რა დაგემართა?
– არაფერიც არ დამმართნია, – თქვა ლიმ. – მარტო ვიყავი და მოვიწ-
ყინე. არ არის საკმარისი?
– წიგნის მაღაზიას რას უპირებ?
– არც არაფერს. თავიდანვე ვიცოდი, რომ ეს საქმე არაფერში მჭირ-
დებოდა. მინდოდა ამაში საბოლოოდ დავრწმუნებულიყავი და ამიტომ
წავედი.
– ესე იგი, შენი ბოლო ოცნებაც წყალმა წაიღო?

623
– ჯანდაბამდეც გზა ჰქონია, – თქვა ლიმ აღელვებული ხმით. – მი-
სი ტლასკ, ცინელი ბიწი ახლა დათვლეს.
– ლი, რა დაგემართა, ამიხსენი! – ანერვიულდა ადამი.
ლიმ ფაიფურის ბოთლი ხელში აიღო და ერთი დიდი ყლუპი მოსვა.
– ადამ, – თქვა მან. – მე შეუდარებლად, დაუჯერებლად, უზომოდ
ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავბრუნდი. ეშმაკსაც წაუღია ყველაფე-
რი დანარჩენი. ასე მარტოსულად თავი ცხოვრებაში არასდროს მიგ-
რძვნია.

თავი ოცდამეთექვსმეტე
-1-
სალინასში ორი საშუალო სკოლა იყო. ყვითლად შეღებილი ეს
მაღალი შენობები სტუმართმოყვარე იერით ნამდვილად არ გამო-
ირჩეოდა. სკოლები ქალაქის აღმოსავლეთით და დასავლეთით
მდებარეობდა, ამიტომ, სახელებიც შესაბამისად ჰქონდათ შერჩეუ-
ლი – „ისტ-ენდი“ და „ვესტ-ენდი“. იმის გამო, რომ „ისტ-ენდი“ სად-
ღაც ჯანდაბაში, ქალაქის ბოლოში იდგა და მასში მხოლოდ მთავარი
ქუჩის აღმოსავლეთით მცხოვრები ბავშვები სწავლობდნენ, მისი აღ-
წერით თავს არ შევიწუხებ.
რაც შეეხება „ვესტ-ენდს“, ეს იყო დიდი, ორსართულიანი შენობა,
რომლის წინა მხარეს ალვის ხეები იდგა, ეზო კი ორად იყო გაყოფი-
ლი – გოგონების ნაწილად და ბიჭების ნაწილად. შენობის უკანა მხა-
რეს, ამ ორ ნაწილს ხის მაღალი ღობე ჰყოფდა, ხოლო, ეზო რომ
მთავრდებოდა, ჭაობი იწყებოდა. დამდგარ წყალში ტიმოთელა და
ლელქაშიც კი იზრდებოდა. „ვესტ-ენდში“ მესამედან მერვე კლასამ-
დე სწავლობდნენ, პირველ-მეორე კლასელები კი ცოტათი მოშორე-
ბით, დაწყებით სკოლაში დადიოდნენ.
თითოეული კლასისთვის, ამ სკოლაში, ცალკე ოთახი იყო გამო-
ყოფილი. მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასები პირველ სართულზე
იყო განაწილებული, დანარჩენები კი მეორეზე. ოთახებში მუხის გაც-
624
ვეთილი მერხები, კათედრა და მასწავლებლის კვადრატული მაგიდა
იდგა, კედელზე კი „სეთ თომასის“ საათი და ერთი ნახატი ეკიდა. ეს
ნახატები პრერაფაელიტების გავლენით იყო შესრულებული და მა-
თი მიხედვით, კლასის ამოცნობა იყო შესაძლებელი. იარაღასხმული გა-
ლაჰადი მესამეკლასელებს მიესალმებოდა, ატალანტე და მელანიონი –
მეოთხეკლასელებს, „ბაზილიკის ქოთანი“ მეხუთეკლასელებს უბნევდა
გონებას და ასე შემდეგ, სანამ მერვეკლასელები „კატალინას მხილებას“
არ შეხედავდნენ და განათლების მომდევნო დონეზე გადასვლით გა-
მოწვეული განსაკუთრებული სიამაყის გრძნობა არ დაეუფლებოდათ.
ასაკის მიხედვით, ადამ ტრასკის შვილები მეშვიდე კლასში გაანაწი-
ლეს. პირველივე დღეს, ტყუპებმა „ლაოკოონის“ ყოველი დეტალი დაწ-
ვრილებით შეისწავლეს.
სოფლის ერთოთახიანი სკოლის შემდეგ, „ვესტ-ენდის“ გრანდიოზუ-
ლობამ ბიჭებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მათი გაკვირ-
ვება იმანაც გამოიწვია, თითოეულ კლასს რომ საკუთარი მასწავლებელი
ჰყავდა. კეილი და არონი თვლიდნენ, რომ ეს ზედმეტი ფუფუნება იყო.
თუმცა, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა. მეორე დღესვე, გაოგნება აღ-
ფრთოვანებამ შეცვალა, მესამე დღეს კი ბიჭებს საერთოდ აღარ ახსოვ-
დათ, ოდესმე სხვა სკოლაში თუ უვლიათ.
მათი მასწავლებელი შავგვრემანი და საკმაოდ ლამაზი ახალგაზ-
რდა ქალბატონი იყო. ბიჭებმა ძალიან მალე აითვისეს, როდის უნდა აე-
წიათ ხელი და როდის – არა, ამიტომ, განსაკუთრებული პრობლემები
მათ არ ჰქონიათ. კეილმა ყველაფერს ძალიან მალე აუღო ალღო და სი-
ტუაცია ძმასაც აუხსნა.
– აი, შეხედე ბავშვების უმეტესობას, – თქვა მან. – თუ მათ პასუხი
იციან, ხელებს წევენ, თუ არა და მერხის ქვეშ იმალებიან. ჩვენ კი სულ
სხვანაირად მოვიქცეთ.
– როგორ?
– შეამჩნიე, რომ მასწავლებელი სწორედ იმათ იძახებს, ვინც ხელს
არ წევს?

625
– კი.
– ჰოდა, პირველი ერთი კვირის განმავლობაში, ყველაფერი კარ-გად
ვისწავლოთ, მაგრამ გაკვეთილზე ხელი არ ავწიოთ. მასწავლებელი
იფიქრებს, რომ არ ვიცით და გამოგვიძახებს, ჩვენ კი სხაპასხუპით გავ-
ცემთ პასუხს. ეს მას კარგა მაგრად დააბნევს. მეორე კვირას, ჩვენ სა-
ერთოდ არაფერს ვისწავლით, მაგრამ გაკვეთილზე ხელებს ავწევთ.
მასწავლებელი ამას რომ დაინახავს, არ გამოგვიძახებს. მესამე კვი-
რას კი წყნარად ვისხდებით, საერთოდ რომ ვერ მიხვდეს, ვიცით თუ
არა გაკვეთილი. მოკლედ, ძალიან მალე, ის ჩვენზე ხელს ჩაიქნევს
და საერთოდ მოგვეშვება. რა აზრი აქვს ისეთი ბავშვის გამოძახებას,
რომელმაც ისედაც ყველაფერი იცის?
კეილის მეთოდმა გაამართლა. ძალიან მოკლე დროში, მასწავ-
ლებელმა ტყუპებს მართლაც დაანება თავი. მეტიც, ბიჭებმა საუკე-
თესო მოსწავლეების სახელიც კი მოიხვეჭეს. კაცმა რომ თქვას, კე-
ილის იდეა უაზრობადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ძმები ყვე-
ლაფერს ძალიან ადვილად ითვისებდნენ.
გარდა ამისა, კეილი ბურთულებით თამაშშიც დაოსტატდა. მოკ-
ლე დროში, მან უამრავი ფერადი ცარცი და კენჭი, ასევე შუშის თუ
სხვა სახის პატარა ნივთები დააგროვა, ხოლო, როდესაც ბურთულე-
ბის სეზონი დასრულდა, ეს ყველაფერი ჩიკორებში გადაცვალა. ერ-
თხელ, ორმოცდახუთი სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის ჩიკორი შეაგ-
როვა, მათ შორის დიდი ზომის სათამაშოები და პატარა, საკმაოდ სა-
ხიფათო ბზრიალები, წვრილი და ბასრი წვერით.
ყველა, ვინც არონსა და კეილს გაიცნობდა, პირველ რიგში მათ
განსხვავებულობაზე ამახვილებდა ყურადღებას და უკვირდა, რო-
გორ შეიძლება ტყუპები ასე არ ჰგავდნენ ერთმანეთს. კეილს მუქი
ფერის კანი და თმა ჰქონდა. ის სხარტი გონების, საკუთარ თავში
დარწმუნებული და ჩაკეტილი ბიჭი იყო. შესაძლოა, ის ძალიანაც
ცდილობდა, მაგრამ საკუთარ გონებამახვილობას ვერ მალავდა. დი-
დები მის ნაადრევ მოწიფულობას აღნიშნავდნენ და ცოტა არ იყოს,

626
უფრთხოდნენ კიდეც მას. კეილი დიდად არავის უყვარდა, თუმცა მისი
ყველას ეშინოდა, ამ შიშისგან კი პატივისცემა იბადებოდა. ახლო მეგობ-
რები არ ჰყავდა, თუმცა, თანაკლასელები ადვილად შეეგუენ მის ლიდე-
რობას და თავად კეილმაც ცივსისხლიანად და ბუნებრივად შეიფერა ეს
პოზიცია.
კეილმა საკუთარი განზრახვების დამალვაც იცოდა და გრძნობებსაც
არასდროს აჩენდა. ამიტომ, მას ისე უყურებდნენ, როგორც უსულგულო
და სასტიკ ადამიანს.
მისი ტყუპისცალი კი ყველას უყვარდა. ერთი შეხედვით, არონი მორ-
ცხვი და თავაზიანი ბიჭი იყო. მისი ღია ფერის კანი, ოქროსფერი თმა და
ფართოდ განლაგებული ცისფერი თვალები ყურადღებას მომენტალუ-
რად იქცევდა. თავდაპირველად, ასეთმა სასიამოვნო გარეგნობამ მას
სკოლის ეზოში პრობლემები შეუქმნა, თუმცა, ძალიან მალე, ყველამ აღ-
მოაჩინა, რომ არონი საკმაოდ მარჯვედ, მიზანმიმართულად და სრული-
ად უშიშრად იქნევდა მუშტებს, განსაკუთრებით, თუ ცრემლებამდე მი-
იყვანდი. ამის შესახებ, ხმა ძალიან მალე გავარდა და ახალბედების და-
ჩაგვრის მსურველებიც მიხვდნენ, რომ არონთან საქმის დაჭერა სასურ-
ველი არ იყო. არონს საკუთარი გრძნობებისა და განზრახვების დამალვა
სულაც არ სჭირდებოდა, რადგან მისი გარეგნობის უკან, ეს ყველაფერი
ისედაც საკმაოდ კარგად იმალებოდა. როდესაც ის რაიმე გადაწყვეტი-
ლებას მიიღებდა, არჩეულ გზას ბოლომდე მიჰყვებოდა. მრავალმხრი-
ვობა მას სრულებით არ ახასიათებდა. ისევე, როგორც მისი სხეული ვერ
გრძნობდა ტკივილს, მისი გონებაც ვერ ავლენდა ეშმაკობას.
კეილს არონი საკმაოდ კარგად ჰყავდა შესწავლილი, ხშირად აკარ-
გვინებდა წონასწორობას და მართავდა კიდეც, თუმცა, ზუსტად ხვდებო-
და, როდის უნდა გაჩერებულიყო, გვერდზე გამდგარიყო ან გაქცეული-
ყო. ერთადერთი, რაც არონს კონცენტრაციას აკარგვინებდა, მიმართუ-
ლების მოულოდნელი შეცვლა იყო. საკუთარ გზას ის თავად ირჩევდა,
შემდეგ კი ისე მიჰყვებოდა მას, რომ გარშემო ვერაფერს ხედავდა და სა-
ერთოდ არაფრით ინტერესდებოდა. მას ცოტა, თუმცა საკმაოდ ძლიერი

627
ემოციები ჰქონდა და ყველა მათგანი მისი ლამაზი სახის მიღმა იმა-
ლებოდა. საკუთარ გარეგნობას კი არონი ისევე ვერ ამჩნევდა, რო-
გორც შვლის ნუკრი ვერ ამჩნევს კოპლებს თავის პატარა სხეულზე.
-2-
პირველივე დღეს, არონი მოუთმენლად ელოდა შესვენებას და
როგორც კი გაკვეთილი დასრულდა, ებრას სანახავად გოგონების
მოედანზე შევიდა. ერთბაშად ატეხილ წივილ-კივილს ის ოდნავაც
არ შეუშინებია, მაგრამ, როდესაც საქმეში ერთ-ერთი მასწავლებელი
ჩაერთო, არონი იძულებული გახდა ბიჭების მოედანზე დაბრუნებუ-
ლიყო.
საწადელს ვერც შუადღეზე მიაღწია. დიდი შესვენების დროს,
სკოლასთან ებრას მამამ გამოიარა და თავისი მაღალი ეტლით შვი-
ლი სადილზე წაიყვანა. გაკვეთილები რომ დასრულდა, არონმა გა-
დაწყვიტა, თავის რჩეულს სკოლის ჭიშკართან დალოდებოდა.
ცოტა ხანში, გოგონების მოზრდილ ჯგუფთან ერთად, ებრაც გა-
მოვიდა. მას მშვიდი სახე ჰქონდა – ოდნავაც კი არ იმჩნევდა, რომ
არონის ნახვა სურდა და მის გამოჩენას ელოდა. ვესტ-ენდში, ებრა
ყველაზე ლამაზი
გოგონა იყო, მაგრამ, არონი ამას ალბათ ვერც კი ამჩნევდა.
გოგონების გუნდი არა და არ იშლებოდა, არონი მათ კუდში მიჰ-
ყვებოდა და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას იმ გესლიან შენიშ-
ვნებს, რომლებსაც ებრას მეგობრები მისი მისამართით ისროდნენ.
საბოლოოდ, გოგონების დიდი ნაწილი ჯგუფს, როგორც იქნა, გამო-
ეყო. ამასობაში, ებრამაც შეუხვია თავისი სახლისკენ და თეთრი ჭიშ-
კრის მიღმა გაუჩინარდა. სამმა გოგონამ, რომლებიც გზას განაგ-
რძობდნენ, უკან მოიხედა და ჩაიკისკისა. არონმა მათ ყურადღება არ
მიაქცია და იქვე, ტროტუარზე ჩამოჯდა.
რამდენიმე წუთში, თეთრი ჭიშკარი ისევ გაიხსნა და ებრა გამოჩ-
ნდა. ის არონს მიუახლოვდა და თავზე დაადგა.
– რა გინდა?

628
არონმა მას თავისი დიდი და ცისფერი თვალებით ახედა.
– დანიშნული ხარ?
– რა სისულელეებს მეკითხები, – უპასუხა ებრამ.
– სანამ დავქორწინდებით, ალბათ ძალიან დიდი დრო გაივლის, –
თქვა არონმა და ფეხზე წამოდგა.
– ვინ გითხრა, რომ გათხოვება მინდა?
არონმა არაფერი უპასუხა. შესაძლოა, ებრას ნათქვამი ვერც კი გა-
იგონა. ქუჩას ისინი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ. ებრა მტკიცედ და თავი-
სუფლად მიაბიჯებდა. მის გამოხედვაში საღი აზრი და კეთილგანწყობა
ჩანდა. მოულოდნელად, თითქოს რაღაცაზე ჩაფიქრდა. არონი მის სა-
ხეს თვალს არ აშორებდა.
ხმა არ ამოუღიათ, ისე ჩაიარეს დაწყებითი სკოლის გვერდით. ტრო-
ტუარის ბოლოს რომ მიაღწიეს, ებრამ მარჯვნივ შეუხვია და ფართოდ
გაშლილი ნაყანევისკენ გაემართა. მათ ფეხებქვეშ გამხმარი თიხის ტკა-
ცუნი ისმოდა.
მინდვრის ბოლოში, პატარა სატუმბი მოწყობილობა იდგა, იქვე,
გვერდით კი ტირიფი ყვაოდა. სატუმბიდან დიდი რაოდენობით გად-
მოღვრილი წყლის გამო, მისი ხშირი, დაკიდებული ტოტები მიწამდე აღ-
წევდა. ებრამ ისინი ფარდასავით გადასწია და ფოთლებით გარშემორ-
ტყმულ „სახლში“ შეაბიჯა. ტოტების მიღმა, მთელი მინდორი მშვენივ-
რად ჩანდა, შიგნით კი მყუდრო და სასიამოვნო გარემო იყო. შუადღის
მზე თითქმის დამჭკნარ ფოთლებს შორის აღწევდა და ყვითლად ანა-
თებდა.
ებრა მიწაზე დაჯდა. უფრო სწორად, თითქოს დაიღვარაო, ისე დაეშ-
ვა და მისი გრძელი ქვედაბოლოც ტალღასავით შემოეხვია გარშემო. ხე-
ლები კალთაზე დაიწყო და თითები ისე გადააჯვარედინა, გეგონებოდა,
ლოცვას აპირებსო.
– სანამ დავქორწინდებით, ალბათ ძალიან დიდი დრო გაივლის, –
გაიმეორა არონმა და მის გვერდით ჩამოჯდა.
– არც ისე დიდი, – უპასუხა ებრამ.

629
– ნეტა ახლავე შეგვეძლოს.
– დრო მალე გაივლის.
– მამაშენი წინააღმდეგი ხომ არ იქნება? როგორ ფიქრობ?
ამაზე ებრას არასდროს უფიქრია. ერთბაშად მიატრიალა თავი
და არონს შეხედა.
– საერთოდ არაფერს ვეტყვი, – თქვა მან.
– არც დედას? – გაუკვირდა არონს.
– მოდი, ჩემს მშობლებს ჯერ ნუ შევაწუხებთ. შეიძლება სასაცი-
ლოდ მოეჩვენოთ ან გაბრაზდნენ. საიდუმლოს შენახვა ხომ შეგიძ-
ლია?
– რა თქმა უნდა. ყველაზე კარგად. იცი, რამდენი საიდუმლო
მაქვს?
– ჰოდა, ეს ერთიც მიუმატე.
არონმა ხის პატარა ნატეხი აიღო და მიწაზე ხაზი გაავლო.
– შენ იცი, ბავშვებს როგორ აჩენენ? – ჰკითხა მან ებრას.
– ვიცი. შენ საიდან იცი?
– ლიმ მითხრა. ყველაფერი დაწვრილებით ამიხსნა. მე მგონი,
ჩვენ კიდევ დიდხანს ვერ გავაჩენთ ბავშვებს.
ებრამ ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და არონს ქედმაღლურად შე-
ხედა.
– არც ისე შორს არის ეგ დღე, – თქვა მან.
– საკუთარი სახლიც გვექნება, – ფიქრებში გადაეშვა არონი. – შე-
ვალთ შიგნით, კარს ჩავკეტავთ და მარტო ვიქნებით. რა კარგი იქნე-
ბა, არა? თუმცა, იქამდე კიდევ დიდი დროა.
ებრამ მას მკლავზე ხელი დაადო.
– ნუ ნერვიულობ, – თქვა მან. – ესეც მშვენიერი სახლია. შეგვიძ-
ლია აქ მოვიდეთ ხოლმე და ვითამაშოთ. თუ გინდა, ცოლი დამიძახე.
– ცოლი... – ჩურჩულით თქვა არონმა, შემდეგ კი ეს სიტყვა ხმა-
მაღლა გაიმეორა.

630
– ვარჯიშივით იქნება, – თქვა ებრამ და არონის აკანკალებული ხელი
კალთაზე დაიდო.
– სანამ ვვარჯიშობთ, იქნებ კიდევ ერთი რაღაცა გავაკეთოთ? –
თქვა არონმა მოულოდნელად.
– რა უნდა გავაკეთოთ?
– მგონი, არ მოგეწონება
– რა არ მომეწონება? მითხარი
– მოდი, ვითომ შენ ჩემი დედა ხარ.
– მაგას რა უნდა. ძალიან ადვილია.
– თუ არ გინდა, მითხარი.
– როგორ არ მინდა.
– კარგი. ახლავე ვითამაშოთ?
– ჰო, მე გასწავლი, როგორ უნდა, – თქვა ებრამ და ნაზი ხმით დაიწყო:
– მოდი, ჩემო პატარავ, დაადე დედიკოს თავი კალთაზე. მოდი ჩემთან,
ჩაგეხუტო.
ებრამ არონს ხელი მოხვია და სრულიად მოულოდნელად, არონმა
ტირილი დაიწყო. ის ჩუმად ქვითინებდა და ვერაფრით ჩერდებოდა, ებ-
რა კი მას ლოყაზე ეფერებოდა და კაბით ცრემლებს უწმენდდა.
ნელ-ნელა, მზე მდინარე სალინასს მიუახლოვდა და შორიახლოს,
ოქროსფერ ბალახში, ჩიტის საოცარი გალობა გაისმა. ტირიფის ტოტე-
ბის მიღმა ენითაუწერელი სილამაზე და სიმშვიდე სუფევდა.
არონმა ტირილი შეწყვიტა. ის ახლა თავს მშვიდად და თბილად
გრძნობდა.
– ჩემი კარგი ბიჭი, – თქვა ებრამ. – მოდი, დედიკო თმას უკან გადაგი-
წევს, გინდა?
არონი წამოჯდა.
– გაბრაზებული თუ არა ვარ, არასდროს ვტირი, – თქვა მან. – არ ვიცი,
ახლა რა დამემართა.
– დედაშენი გახსოვს? – ჰკითხა მას ებრამ.
– არა. ძალიან პატარა რომ ვიყავი, მაშინ გარდაიცვალა.

631
– როგორი იყო, არც ის იცი?
– არა.
– ფოტოც არასდროს გინახავს?
– არა. მისი ფოტოები საერთოდ არა გვაქვს. ლის ვკითხე და მით-
ხრა, რომ არც მას უნახავს... არა, მე მგონი კეილმა ჰკითხა.
– როდის გარდაიცვალა?
– მე და კეილი რომ დავიბადეთ, ძალიან მალე.
– რა ერქვა?
– ლიმ მითხრა, ქეთიო. რა ამბავია, ამდენი შეკითხვა?
– კანი როგორი ჰქონდა?
– რა ვიცი? ალბათ, ჩვეულებრივი
– რას ნიშნავს „ჩვეულებრივი“? შავგვრემანი იყო თუ ქერა?
– არ ვიცი.
– მამაშენმა არ გითხრა?
– არასდროს გვიკითხავს.
ებრა გაჩუმდა. რამდენიმე წუთი მას ხმა არ ამოუღია.
– რა გჭირს? – ჰკითხა მას არონმა. – ენა გადაყლაპე?
ებრას პასუხი არ გაუცია. ის ჩამავალ მზეს აკვირდებოდა.
– გამიბრაზდი? – თქვა არონმა მორიდებულად, შემდეგ კი მორ-
ცხვად დაამატა. – ...ცოლო?
– არა, არ გავბრაზებულვარ. უბრალოდ ჩავფიქრდი.
– რაზე?
– რაღაცაზე.
ებრას სახე არ შეცვლია. არადა, შინაგანად მას რაღაცა არ ასვე-
ნებდა.
– როგორი გრძნობაა, დედა რომ არ გყავს? – ჰკითხა მან არონს.
– არ ვიცი. არანაირი.
– შენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ხომ?
– როგორ არ აქვს? ნეტა როდის დაამთავრებ ჩემს დაკითხვას? ან-
კეტას მავსებინებ თუ რა ხდება?

632
ებრას არონის პრეტენზიებისთვის ყურადღება არც კი მიუქცევია. ის
მიზანმიმართულად და აუღელვებლად აგრძელებდა თავისას.
– გინდა, დედა რომ გყავდეს?
– რა სისულელეებს მეკითხები! ვის არ უნდა? შენ რა, დამცინი? კე-
ილი აკეთებს ხოლმე ასე და მერე სიცილით კვდება.
ებრამ არონისკენ მიიხედა. ჩამავალმა მზემ მის თვალებში იისფერი
ლაქები დატოვა.
– ცოტა ხნის წინ მითხარი, რომ საიდუმლოს შენახვა შეგიძლია.
– ჰო, შემიძლია.
– საფლავში რომ ჩაიტან, ისეთი საიდუმლოც გაქვს?
– აბა, რა.
– მითხარი, არონ, გთხოვ, – თქვა ებრამ და სიტყვა „არონი“ განსაკუ-
რებული სინაზით წარმოთქვა.
– რა გითხრა?
– ყველაზე მთავარი საიდუმლო.
არონი შეცბა.
– რატომ უნდა გითხრა? რა უფლებით მთხოვ?
– გეხვეწები, ჩემო პატარავ. უთხარი დედიკოს, თუ შეიძლება.
არონს ისევ ცრემლები მოადგა. ამჯერად, ეს სიბრაზის ცრემლები
იყო.
– მე მგონი, შენი ცოლად მოყვანა გადავიფიქრე, – თქვა მან, – მორჩა,
სახლში უნდა წავიდე.
ებრამ მას მაჯაზე ხელი ჩაავლო და სწრაფად უთხრა:
– მოიცადე. უბრალოდ, შენი შემოწმება მინდოდა. ახლა ვხედავ, რომ
მართლა შეგიძლია საიდუმლოს შენახვა.
– რატომ მოგინდა ჩემი შემოწმება? რატომ მაბრაზებ?
– მე გეტყვი ერთ საიდუმლოს.
– აჰა, – თქვა არონმა და გაიღიმა, – ვის არ შეუძლია, ესე იგი, საიდუმ-
ლოს შენახვა?

633
– ადრეც ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ, ვერაფრით გადავწყვი-
ტე. მე მგონი, უკეთესი იქნება, რომ გაგიმხილო. შეიძლება გაგიხარ-
დეს კიდეც.
– ვინ გითხრა, არავის უთხრაო?
– არავინ. მე თვითონ ვუთხარი ჩემს თავს.
– ეგ სულ სხვა საქმეა. მიდი, მითხარი.
ჰორიზონტთან ახლოს, მზე ტოლოტების სახლის სახურავს შე-
ეხო და წითელ დისკოზე, ბუხრის მილი დაიხატა.
– მისმინე, გახსოვს, მე და ჩემი მშობლები რომ გესტუმრეთ?
– რა თქმა უნდა.
– სახლში რომ ვბრუნდებოდით, ეტლში ჩამეძინა და მალე გამეღ-
ვიძა, ოღონდ, ჩემმა მშობლებმა ეს ვერ შეამჩნიეს. ისინი დედაშენზე
ლაპარაკობდნენ; ამბობდნენ, რომ ის არ მომკვდარა. მამაჩემმა
თქვა, რაღაც ცუდი შეემთხვა და სახლიდან წავიდაო.
– დედაჩემი მკვდარია, – თქვა არონმა გაბრაზებული ხმით.
– შენ რა, არ გაგიხარდება, ცოცხალი რომ აღმოჩნდეს?
– მამაჩემმა მითხრა, გარდაიცვალაო. ის არ მომატყუებდა.
– შეიძლება მას ასე ჰგონია.
– არა. მამაჩემმა ზუსტად იცის ყველაფერი, – თქვა არონმა, თუმ-
ცა შეეტყო, რომ ოდნავ დაეჭვდა.
– წარმოიდგინე, რა კარგი იქნება, რომ ვიპოვოთ, – თქვა ებრამ. –
შეიძლება მეხსიერება დაკარგა ან კიდევ რაღაცა დაემართა. ჰოდა,
რომ ვიპოვით, ყველაფერი გაახსენდება.
ასეთი რომანტიული სცენარით, ებრა აღფრთოვანებული დარჩა.
ის კვლავ ფიქრებში გადაეშვა.
– მამაჩემს ვკითხავ, – თქვა არონმა.
– არონ, – მკაცრად უთხრა მას ებრამ, – ეს საიდუმლოა.
– ვინ თქვა, რომ საიდუმლოა?
– არავინ. მე გეუბნები. აბა, გაიმეორე: „საწამლავს დავლევ და
ყელს გამოვიჭრი, თუ სადმე წამომცდება“.

634
– „საწამლავს დავლევ და ყელს გამოვიჭრი, თუ სადმე წამომცდება“,
– გაიმეორა არონმა მცირე ყოყმანის შემდეგ.
– ხელის გულზე დაიფურთხე. აი ასე, მე როგორც ვაკეთებ. სწო-
რია. ახლა ხელი მომეცი. ხომ ხედავ, ჩვენი ნერწყვები ერთმანეთში
აირია. ახლა ხელი დაიზილე და თმაზე გადაისვი.
მაგიური რიტუალი საგულდაგულოდ რომ შესრულდა, ებრა კიდევ
უფრო დასერიოზულდა.
– აბა ერთი წამოგცდეს, – თქვა მან. – მე ერთ გოგოს ვიცნობდი. მანაც
დადო ასეთი ფიცი და მაინც გათქვა საიდუმლო. იცი, რა მოუვიდა? ფარ-
დულში ხანძარი რომ გაჩნდა, შიგნით იყო და ვერ გამოასწრო. სულ და-
იფერფლა.
მზე უკვე მთლიანად ჩავიდა და სინათლეც წაიყოლა. მთების თავზე
ვენერა გამოჩნდა.
– ტყავს გამაძრობენ! – წამოიძახა ებრამ, – ჩქარა წავიდეთ. მამაჩემ-
მა, ალბათ, ძაღლებიც აუშვა. ვატყობ, გაროზგვა არ ამცდება.
არონი გაკვირვებული მიაშტერდა მას.
– რა თქვი? გაროზგვაო?
– ჰო, აბა, შენ რა გეგონა?
– ერთი გაბედონ, – თქვა არონმა აღგზნებულად, – გადაეცი, რომ სა-
კუთარი ხელით მოვკლავ. ჩემს ცოლს ვერავინ გაროზგავს.
ჯერ კიდევ ტირიფის ქვეშ მდგომმა ებრამ არონს კისერზე ხელები
მოხვია და ტუჩებზე აკოცა.
– მიყვარხარ, ქმარო, – თქვა მან, წამსვე მიტრიალდა, ქვედაბოლო
მუხლებამდე აიწია და სახლისკენ გაიქცა.
-3-
არონი ისევ მიეფარა ტირიფის ტოტებს, მიწაზე ჩამოჯდა და ხეს მი-
ეყუდა. გონება მას დაბინდული ჰქონდა, მუცელში კი უცნაური, ყრუ ტკი-
ვილი აწუხებდა. ის გაირინდა და შეეცადა ემოციები ფიქრებად ექცია,
რათა უსიამოვნო შეგრძნება გამქრალიყო. ეს საკმაოდ რთული საქმე აღ-
მოჩნდა. მისი ნელი და ფრთხილი გონება ამდენ შთაბეჭდილებებს ერ-

635
თდროულად ვერაფრით ხარშავდა. რაღაც უხილავი, შინაგანი კარი
თითქოს ყველაფრისთვის ჩაიკეტა, ფიზიკური ტკივილის გარდა. ცოტა
ხანში, ეს კარი ოდნავ გაიღო და მხოლოდ ერთი ფიქრი შეუშვა გონებაში.
როდესაც ის კარგად გადაიხარშა, შემდეგი ფიქრის ჯერი დადგა და ასე
გაგრძელდა მანამ, სანამ ტვინმა ყველა ემოცია სათითაოდ არ შეის-
რუტა. ყველაზე დიდი და ძლიერი შეგრძნება კი, რომელიც ჯერ კი-
დევ გარეთ იყო და გონებაში შეღწევას ლამობდა, არონმა ბოლოს-
თვის მოიტოვა.
თავდაპირველად, მან ებრა გაიხსენა, კიდევ ერთხელ წარმოიდ-
გინა მისი კაბა და სახე, მისი შეხება და სურნელი, რომელიც რძისა
და მოცელილი ბალახის სურნელს წააგავდა. არონს ისეთი შეგრძნე-
ბა ჰქონდა, თითქოს ისევ ხედავდა და უსმენდა, გრძნობდა და ეხებო-
და მას. ის ფიქრობდა, როგორი სუფთა იყო ებრა, როგორი მოვლი-
ლი ხელები და ფრჩხილები ჰქონდა მას, როგორ არ ჰგავდა ის თავის
ჭორიკანა და სისულელეებზე მოკისკისე კლასელებს.
შემდეგი ფიქრის ჯერი რომ დადგა, არონს კიდევ ერთხელ წარ-
მოუდგა თვალწინ, ებრა რომ თავზე ეფერებოდა, თავად კი პატარა
ბავშვივით ღვრიდა ცრემლებს. რაღაც ბუნდოვანმა ლტოლვამ აატი-
რა ის – ოცნებამ, რომელიც, შეიძლება ითქვას, ახდა. შესაძლოა,
არონი სწორედ იმიტომ ტიროდა, რომ ამ ოცნების ახდენით გამოწ-
ვეული ემოცია იგრძნო.
შემდეგ, მას ებრას ფანდი გაახსენდა – გამოცდა, რომელიც მან
ერთი შეკითხვით ჩაუტარა. „ნეტა რას იზამდა, საიდუმლო რომ გა-
მემხილა?“ – ფიქრობდა არონი. – „რომელ საიდუმლოს ვეტყოდი?“
არონს ახლა მხოლოდ ერთი მათგანი ახსენდებოდა – სწორედ ის,
რომელიც მის გონებაში შეღწევას ცდილობდა.
მოულოდნელად, მას ებრას მიერ დასმული ყველაზე მტკივნეუ-
ლი შეკითხვა გაახსენდა: „როგორი გრძნობაა, დედა რომ არ გყავს?“
მართლაც და როგორი გრძნობაა? არანაირი... თუმცა... სკოლაში
რომ საშობაო და გამოსაშვები ზეიმები იმართებოდა, დღესასწაულ-

636
ზე სხვა მოსწავლეების დედები მოვიდნენ. აი, სწორედ მაშინ იგრძნო მან
განსხვავება, სწორედ მაშინ მიხვდა, როგორი გრძნობაა, დედა რომ არ
გყავს.
სალინასი ჭაობებით იყო გარშემორტყმული და დამდგარი წყალი
საცხოვრებელ სახლებამდეც კი აღწევდა. წყალმცენარეებით სავსე ტბო-
რებში ათასობით ბაყაყი ბინადრობდა და რომ მოსაღამოვდებოდა,
ყველგან მათი ყიყინის ხმა ისმოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მონოტო-
ნური სიმღერა სიჩუმის განუყოფელი ნაწილი იყო – ერთგვარი ფარდა ან
ფონი, რომლის მოულოდნელი გაქრობა ისეთივე შოკისმომგვრელი იქ-
ნებოდა, როგორიც ძლიერი ქუხილი ან აფეთქება. შუაღამეზე, ყველა ბა-
ყაყს რომ ერთდროულად შეეწყვიტა ყიყინი,
ალბათ მთელ სალინასს გაეღვიძებოდა. ათასობით ბაყაყის სიმღე-
რაში თითქოს რითმიც შეინიშნებოდა და ტაქტიც. თუმცა, შესაძლოა, ამ
ყველაფერს მხოლოდ ჩვენი ყური აღიქვამს. ისევე, როგორც თვალი
აღიქვამს ვარსკვლავების ციმციმს.
ტირიფის ქვეშ უკვე საკმაოდ ბნელოდა. არონი ცდილობდა საკუთა-
რი თავი მთავარი საფიქრალისთვის შეემზადებინა, მაგრამ, სანამ ამას
აკეთებდა, ყველაზე ძლიერი ემოცია თავად შეიჭრა მის გონებაში.
დედა ცოცხალია. არონი ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ
დევს მისი ცივი, უძრავი და უხრწნელი სხეული მიწაში. ახლა კი ირკვევა,
რომ საქმე სულ სხვაგვარად შეიძლება იყოს. დედა ცოცხალია, სადღაც
დადის, მოძრაობს, ლაპარაკობს და თვალებიც გახელილი აქვს. არონი
სიხარულის ტალღამ აიტაცა, თუმცა, ძალიან მალე, სევდამ და დანაკ-
ლისის საშინელმა განცდამ ისევ მიწაზე დააბრუნა. არონი დაბნეული
იყო. ამ თავსატეხის ამოხსნას ის მთელი ძალით ცდილობდა. თუ დედა
ცოცხალია, გამოდის, რომ მამა მატყუარაა. თუ ერთი ცოცხალია, მეორე
მკვდარია. არონმა ხმამაღლა თქვა:
– დედაჩემი გარდაიცვალა. სადღაც აღმოსავლეთში დაასაფლავეს.
სიბნელეში, მას ლის სახე წარმოუდგა თვალწინ და მისი მშვიდი სა-
უბარიც შემოესმა. ჩინელს არათუ უყვარდა სიმართლე, არამედ ეთაყვა-

637
ნებოდა მას. სიცრუის მიმართ კი სრულიად საპირისპირო გრძნობა
ჰქონდა. ლიმ ბიჭებსაც ნათლად აუხსნა ყველაფერი: თუ ადამიანი
უნებლიედ მოიტყუება, ეს უბრალო შეცდომაა, ხოლო, თუ მან სიმარ-
თლე იცის და მის მაგივრად ტყუილის თქმას ამჯობინებს, სიძულვი-
ლის მეტს არაფერს იმსახურებს.
არონს ლის სიტყვები ჩაესმა: „ვიცი, რომ ზოგჯერ ტყუილს კეთი-
ლი საქმის გასაკეთებლად ამბობენ. მე კი არ მჯერა, რომ სიცრუეს სი-
კეთის მოტანა შეუძლია. სიმართლემ შეიძლება ძლიერი ტკივილი
მოგაყენოს, მაგრამ ის მალე გაივლის. სიცრუის მიერ მიყენებული ია-
რა კი ჩირქდება და არასდროს ხორცდება“. ლიმ აუჩქარებლად,
მოთმინებით იმუშავა, რათა არონი სიმართლის განსახიერებად ექ-
ცია და წარმატებასაც მიაღწია.
არონმა თავი გააქნია. ვერაფრით იჯერებდა იმას, რაც ებრასგან
მოისმინა. „თუ მამა მატყუარაა, გამოდის, რომ ლიც მატყუარა ყოფი-
ლა“, – გაიფიქრა მან. – „როგორ მოვიქცე? ვის ვკითხო?“ კეილს, მაგა-
ლითად, ტყუილის თქმა ძალიან უყვარს, მაგრამ, ლისთან შედარე-
ბით, ის გულუბრყვილოდ იტყუება. არონი გრძნობდა, რომ რაღაცა
უნდა მომკვდარიყო – ან დედა ან მთელი მისი სამყარო.
პრობლემა სრულიად მოულოდნელად მოგვარდა: „ებრა არ იტ-
ყუება. მან უბრალოდ ის თქვა, რაც საკუთარი ყურით მოისმინა. მისმა
მშობლებმაც სადღაც მოისმინეს ეს ამბავი და არც მათ იციან, სიმარ-
თლეა ეს თუ არა“. არონი სწრაფად წამოდგა, დედა ისევ საფლავში
გაუშვა და ფიქრებიც მოიშორა.
სახლში რომ შევიდა, ყველა მაგიდასთან იჯდა და ვახშმობდა.
– ებრასთან ერთად ვიყავი, – თავი იმართლა მან.
მოგვიანებით, როდესაც ადამი თავის ახალ სავარძელში იჯდა და
გაზეთს კითხულობდა, იგრძნო, რომ მხარზე ვიღაცამ ხელი დაადო.
თავი რომ ასწია, არონი დაინახა.
– რა ხდება, არონ?
– ძილი ნებისა, მამა, – უპასუხა არონმა.

638
თავი ოცდამეჩვიდმეტე
-1-
თებერვალი სალინასში, როგორც წესი, ცივი, ნესტიანი და სევდით
აღსავსე თვეა. ყველაზე ძლიერი წვიმები სწორედ ამ პერიოდში მოდის
და მდინარეც, თუ ადიდებაა, სწორედ ამ დროს დიდდება. 1915 წლის თე-
ბერვალი ძალიან წვიმიანი გამოდგა.
ტრასკები სალინასში მშვენივრად იყვნენ მოწყობილნი. რეინოს საც-
ხობის გვერდით მდებარე სახლში დაფუნძნდა ლიც, რომელმაც წიგნის
მაღაზიის იდეაზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი. რანჩოზე ცხოვრებისას, სა-
კუთარ ნივთებს ის მუდამ შეფუთულს ინახავდა, რადგან მზად იყო ნე-
ბისმიერ დროს აეკრა გუდანაბადი და სხვაგან გადასულიყო საცხოვრებ-
ლად. ახლა კი, ცხოვრებაში პირველად, ის მყუდროდ და კომფორტუ-
ლად გრძნობდა თავს.
ლის, შემოსასვლელ კართან ახლოს, საკმაოდ დიდი ზომის საძინე-
ბელი ერგო. პირველ რიგში, მან თავის დანაზოგს მოხსნა პირი. ადრე, ის
ტყუილუბრალოდ ერთ ცენტსაც კი არ დახარჯავდა, რადგან ფული თა-
ვისი ოცნების განხორციელებისთვის სჭირდებოდა. ახლა კი, ლიმ პატა-
რა ტახტი და სამუშაო მაგიდა შეიძინა, საკუთარი ხელით გააკეთა თა-
როები და წიგნებიც დაალაგა. კიდევ, რბილი ხალიჩა იყიდა, კედლებზე
გრავიურები დაკიდა, ღრმა და მოსახერხებელი სავარძელი კი სამაგიდო
ლამფასთან ახლოს დადგა. ბოლოს, საბეჭდი მანქანაც შეიძინა და ბეჭ-
დვის სწავლას შეუდგა.
სპარტანული ცხოვრება რომ დაასრულა, ლიმ ტრასკების სახლის გა-
ნახლება გადაწყვიტა. ადამისგან მან მოქმედების სრული თავისუფლე-
ბა მიიღო. რამდენიმე დღეში, სახლში ელექტრობა, ახალი გაზქურა და
ტელეფონი გაჩნდა. ლი ადამის ფულს თამამად და სინდისის ქენჯნის
გარეშე ხარჯავდა. მან ახალი ხალიჩები, ავეჯი, წყლის გამაცხელებელი
და საყინულე შეიძინა. მოკლე დროში, ასე კარგად მოწყობილ სახლს სა-
ლინასში, ალბათ, ვერსად იპოვიდი.

639
– თქვენ საკმაოდ დიდი ფულის პატრონი ბრძანდებით, – უთხრა
მან ერთხელ ადამს, თითქოს თავი იმართლაო, – დასანანი იქნება,
საკადრისად რომ არ გამოიყენოთ ის.
– გეთანხმები, – უპასუხა ადამმა. – არაფერი მაქვს საწინააღმდე-
გო. უბრალოდ, თავადაც მინდა, რამე რომ შევიძინო და ვერაფრით
მომიფიქრებია, რა მინდა.
– ლოგანის მუსიკალურ მაღაზიაში შეიარეთ და ახალ ჩანაწერებს
მოუსმინეთ.
– ჰო, მშვენიერი იდეაა, – თქვა ადამმა და მეორე დღეს სახლში
უზარმაზარი, გოთიკური ფორმის გრამოფონი მიიტანა.
ამის შემდეგ, ის ხშირად დადიოდა მუსიკალურ მაღაზიაში და
ახალ ფირფიტებს ყიდულობდა.
ცხოვრება სწრაფად იცვლებოდა და ნელ-ნელა, ადამი მთლი-
ანად გამოვიდა საკუთარი ნაჭუჭიდან. მან ახალი ჟურნალები – „ატ-
ლანტიკი“ და „ნეიშენენალ ჯიოგრაფიკი“ გამოიწერა, მასონთა ლო-
ჟაში გაერთიანდა და ელკების ლოჟის წევრობასაც სერიოზულად გა-
ნიხილავდა. ახალმა საყინულემაც ძალიან დააინტერესა. მან ხე-
ლოვნური გაცივების მეთოდის შესახებ სახელმძღვანელო შეიძინა
და გულმოდგინედ დაიწყო მისი შესწავლა.
საქმე იმაშია, რომ ადამი უსაქმურობისგან დაიღალა. ხანგრძლი-
ვი ძილიდან რომ გამოვიდა, იგრძნო, რომ რაღაცის კეთება სურდა.
– ალბათ, ბიზნესში წავალ, – უთხრა მან ლის.
– რაში გჭირდებათ? ფული საკმარისი გაქვთ.
– უსაქმოდ ჯდომა არ მომწონს. რაღაცა მაინც მინდა ვაკეთო.
– ჰო, ეგ სულ სხვა საქმეა. უკვე მოფიქრებული გაქვთ რამე? მე
ვფიქრობ, კარგი ბიზნესმენი თქვენგან არ გამოვა.
– რატომ?
– რა ვიცი. უბრალოდ, ასე მგონია.

640
– ერთი სტატია მინდა წაგაკითხო, ლი. ციმბირში გაყინული მამონტი
აღმოუჩენიათ. ამბობენ, რომ ათასობით წლის განმავლობაში იყო შენა-
ხული ყინულში და ხორცი საერთოდ არ გაფუჭებულა.
– აი თურმე რა არ გასვენებთ, – თქვა ლიმ და გაიღიმა, – საყინუ-
ლეში რომ ქილები დევს, თქვენია?
– ჰო. არაფერი ისეთი.
– ზოგიერთიდან ცუდი სუნი ამოდის. ეგ არის თქვენი ბიზნესი?
– არა, ეს უბრალოდ იდეაა. ერთი აზრი მიტრიალებს თავში: შესაბა-
მის ტემპერატურაზე თუ შეინახავ პროდუქტებს, არასდროს გაფუჭდება.
იცოდი ეს?
– საინტერესოა. ოღონდ, მამონტის ხორცს ნუ გვაჭმევთ, თუ ღმერთი
გწამთ.
სემ ჰამილტონის მსგავსად, ადამსაც რომ ბევრი იდეა ჰქონოდა, ალ-
ბათ, დროთა განმავლობაში, ყველა მათგანი დაავიწყდებოდა, მაგრამ
პრობლემა ის იყო, რომ მას მხოლოდ ერთი იდეა ჰქონდა. გაყინული მა-
მონტი მან ვერა და ვერ ამოიგდო გონებიდან. საყინულეში ხილი, პუდინ-
გი, ხორცი (მოხარშული და უმი) ჰქონდა შენახული და მათზე ცდებს ატა-
რებდა. ცოტა ხანში, მან ყველა არსებული წიგნი შეიძინა ბაქტერიების
შესახებ და წერილებსაც კი აგზავნიდა სამეცნიერო ჟურნალებში. შემ-
დეგ კი, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ადამის იდეა აკვიატებულ აზ-
რად გადაიქცა.
სალინასში ყინულის მწარმოებელი კომპანია ფუნქციონირებდა. სი-
დიდით ეს ქარხანა სულაც არ გამოირჩეოდა, მაგრამ რამდენიმე სანაყი-
ნისა და ოჯახებისთვის, რომლებსაც საყინულეები ჰქონდათ შეძენილი,
მისი ნაწარმი სავსებით სავსებით საკმარისი იყო. ყინულს ქალაქის ქუ-
ჩებში ყოველდღიურად დაატარებდნენ.
ადამი საკმაოდ ხშირად სტუმრობდა ყინულის ქარხანას და თავისი
პროდუქტებიც დაჰქონდა, რათა ისინი დიდ საყინულეებში შეენახა. მას
გული სწყდებოდა, სემ ჰამილტონის აზრს რომ ვერასოდეს მოისმენდა.

641
„სემი თვალის დახამხამებაში გაერკვეოდა ყველაფერში“, – ფიქ-
რობდა ადამი.
ერთ წვიმიან საღამოს, ყინულის ქარხნიდან სახლისკენ მიმავალმა
ადამმა ვილი ჰამილტონს მოჰკრა თვალი. ის „ებოტის“ სასადილოსკენ
მიემართებოდა. ადამიც შევიდა იქ, ბართან მდგომ ვილის გვერდით
ამოუდგა და უთხრა:
– თუ სურვილი გექნება, ჩვენთან ამოდი და ერთად ვივახშმოთ.
– სიამოვნებით, – უპასუხა ვილიმ. – ოღონდ, ჯერ ერთი მნიშვნე-
ლოვანი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. თუ ძალიან დიდი დრო არ წა-
იღო, აუცილებლად მოვალ. რა ხდება? სალაპარაკო გაქვს?
– ისეთი არაფერი. უბრალოდ, ერთი იდეა მიტრიალებს თავში და
შენი რჩევა მჭირდება.
ნებისმიერი საქმიანი წინადადება, რომელიც მონტერეის ოლქში
ჩნდებოდა, ადრე თუ გვიან ვილის ყურამდე აღწევდა. ადამ ტრასკი
რომ მდიდარი არ ყოფილიყო, ვილი მის სიტყვებს საერთოდ არ მი-
აქცევდა ყურადღებას. საქმიანი წინადადება ერთიორად საინტერე-
სო ხდება, თუ ზურგს ფული უმაგრებს.
– კარგი შემოთავაზების სანაცვლოდ, რანჩოს ხომ არ გაყიდიდი?
– ალბათ, არა. ბიჭებს ძალიან უყვართ იქაურობა. კეილს განსაკუ-
რებით. ასე რომ...
– ვფიქრობ, კარგი მყიდველის პოვნა არ გამიჭირდება.
– არა, არა. დავიტოვებ. ახლა გაქირავებული მაქვს და მდგმური
თავად იხდის გადასახადებს.
– თუ ვახშამზე ვერ გესტუმრე, სხვა დროს იყოს, – თქვა ვილიმ.
ვილი ჰამილტონი სერიოზული ბიზნესმენის შთაბეჭდილებას
ტოვებდა. რამდენი ფული ჰქონდა მას, ზუსტად არავინ იცოდა, თუმ-
ცა, ჭკვიანი და საკმაოდ მდიდარი რომ იყო, ამას ყველა ხედავდა. ვი-
ლი თვლიდა, რომ საქმიანი ადამიანი მუდამ დაკავებული უნდა
იყოს, ყოველ შემთხვევაში, სხვებს ასეთი შთაბეჭდილება უნდა შეექ-
მნათ. ამიტომაც უთხრა მან ადამს, მნიშვნელოვანი საქმე მაქვსო. სი-

642
ნამდვილეში, სრულიად თავისუფალი იყო. „ებოტის“ სასადილოში გარ-
კვეული დროის გატარების შემდეგ, ვილი აუჩქარებლად გაუყვა გზას,
ცენტრალურ პროსპექტზე შეუხვია და ადამის სახლთან რომ მივიდა, ზა-
რი დარეკა.
ბიჭებს უკვე ეძინათ. ლი მისაღებ ოთახში იჯდა, იქვე საკერავი ნივ-
თების კალათა ედო და ტყუპების გრძელ, შავ წინდებს კემსავდა. ადამმა
სამეცნიერო ჟურნალი გვერდით გადადო, ვილი სახლში შეიპატიჟა და
სავარძლისკენ მიუთითა. ლიმ სამზარეულოდან ყავადანი გამოიტანა
და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.
ვილი სავარძელში ჩაჯდა, დიდი სიგარა ამოიღო ჯიბიდან, მოუკიდა
და დაელოდა, სანამ ადამი საუბარს დაიწყებდა.
– მშვენიერი ამინდია, მე თუ მკითხავთ, – თქვა ადამმა. – დედათქვე-
ნი როგორ არის?
– კარგად. რაც დრო გადის, სულ უფრო ახალგაზრდავდება. ბიჭები,
ალბათ, უკვე დიდები არიან, არა?
– ჰო, გაიზარდნენ. არონი ძალიან კარგად სწავლობს. კეილი სასკო-
ლო სპექტაკლში იღებს მონაწილეობას. მსახიობობის ნიჭი აქვს, რო-
გორც ვატყობ. თუმცა, ფერმერობა უფრო იზიდავს.
– თუ საქმეს სწორად მიუდგები, ცუდი ამაში არაფერია. პერსპექტიუ-
ლი ფერმერები ქვეყანას ძალიან გამოადგება.
ვილი ეკლებზე იჯდა. ის ფიქრობდა, რომ ადამის სიმდიდრის შესა-
ხებ გავრცელებული ხმები შეიძლებოდა გადაჭარბებული ყოფილიყო.
„იქნებ მას ფულის სესხება უნდა?“ ვილიმ სწრაფად დათვალა, რა თან-
ხის გაცემა შეეძლო ტრასკების რანჩოს გირაოდ აღების სანაცვლოდ და
რა რაოდენობის კრედიტს გასცემდა ბანკი მისი დაგირავების შემთხვე-
ვაში. თანხები და პროცენტები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ადამი კი საქ-
მეზე არა და არ გადადიოდა. ვილი ვეღარ ითმენდა.
– მალე უნდა წავიდე, – თქვა მან, – ერთ ადამიანს უნდა შევხვდე.
– ყავას ხომ არ გაიმეორებთ? – ჰკითხა ადამმა.
– არა, გმადლობთ. აღარ დამეძინება. რაიმე საქმე გქონდათ ჩემთან?

643
– მამათქვენზე ვფიქრობდი და მივხვდი, რომ ერთ-ერთ ჰამილ-
ტონთან საუბარი კარგ გუნებაზე დამაყენებდა.
– ჰო, კარგი მოსაუბრე იყო, – თქვა ვილიმ და სავარძლის ზურგს მი-
ეყუდა.
– როგორ ახერხებდა, არ ვიცი, მაგრამ, რომ დაგელაპარაკებოდა,
თავს იმაზე უკეთეს ადამიანად იგრძნობდი, ვიდრე სინამდვილეში
ხარ.
– მსოფლიოში ყველაზე კარგი მოსაუბრე ის არის, ვინც სხვის საუ-
ბარს უსმენს, – ჩაერთო საუბარში ლი.
– რა უცნაურია, – გაუკვირდა ვილის. – შემიძლია დავიფიცო, რომ
ადრე თქვენ დამტვრეული ინგლისურით საუბრობდით.
– სწორად გახსოვთ. ალბათ ეს ამპარტავნობის ბრალი იყო, –
თქვა ლიმ და ადამს ეშმაკურად გაუღიმა. შემდეგ კი ისევ ვილის მი-
მართა: – იცოდით, რომ ციმბირში გაყინული მამონტი აღმოაჩინეს?
ასობით ათასი წელი გაუტარებია მიწაში და ხორცი მაინც ახალივი-
თაა.
– რა აღმოაჩინესო?
– მამონტი. სპილოს მსგავსი ცხოველია, რომელიც ძალიან დიდი
ხნის წინ ცხოვრობდა და მერე გადაშენდა.
– ხორცი ახალივითააო?
– შემწვარი გოჭივით გემრიელიო, – თქვა ლიმ და წინდების კემ-
სვა გააგრძელა.
– ძალიან საინტერესოა, – თქვა ვილიმ.
– ლის ჩემთვის ცხვირი ჯერ არ მოუხოცავს, მაგრამ ეს დროც მალე
დადგება, – თქვა ადამმა და გულიანად გაიცინა. – მე კი სულ რაღაცას
მივედ-მოვედები. მოკლედ რომ გითხრათ, დავიღალე უსაქმურო-
ბით. რაღაცით მინდა დავკავდე.
– რანჩოზე რომ დაბრუნდეთ და მიწა დაამუშავოთ, არ გიფიქრი-
ათ?

644
– არა. ეგ საქმე არ მიზიდავს. მე ჩვეულებრივ სამუშაოს კი არ ვეძებ,
საინტერესო სამუშაო მინდა, ხომ გესმით? ანაზღაურება ჩემთვის მთა-
ვარი არ არის.
– კეთილი. მე რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– ვიფიქრე, რომ ჩემს იდეას გაგიზიარებდით და თქვენს რჩევებსაც
მოვისმენდი. თქვენ ხომ ბიზნესმენი ბრძანდებით?
– თუ რამეში გამოგადგებით, ჩემთვისაც სასიამოვნო იქნება, – თქვა
ვილიმ.
– ბოლო დროს, ხელოვნური გაცივების მეთოდმა დამაინტერესა. ერ-
თი აზრი მიტრიალებს თავში და არ მასვენებს. ღამითაც სულ ამაზე
ვფიქრობ. მე მგონი, კარგი იდეა უნდა იყოს, მაგრამ მინუსებიც შეიძლება
ჰქონდეს.
– ძალიან კარგი. გისმენთ, – თქვა ვილიმ. – სიგარა ხომ არ გნებავთ?
ადამს ამ შეთავაზებისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
– ქვეყანა თვალსა და ხელს შუა იცვლება, – თქვა მან, – ხალხის ცხოვ-
რებაც აღარ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. თქვენ იცით, სად იყიდება
ზამთარში ყველაზე მეტი ფორთოხალი?
– არა. სად?
– ნიუ-იორკში. სანდო წყაროდან გავიგე. ახლა მითხარით, აი ის ხალ-
ხი, ვინც ასეთ ცივ რეგიონებში ცხოვრობს, ხომ იყიდის ზამთარში,
ვთქვათ, მწვანე ბარდას, სალათის ფოთოლს ან ყვავილოვან კომბოს-
ტოს? ქვეყნის ძირითად ნაწილს ეს პროდუქტები თვეობით ენატრება. აქ
კი, სალინასის ველზე, წლის ნებისმიერ დროს შეიძლება მათი მოყვანა.
– აქ და იქ ერთი და იგივე არ არის, – თქვა ვილიმ. – იდეა რაში მდგო-
მარეობს?
– ლიმ საყინულე მაყიდინა და მისი მუშაობის პრინციპმა ძალიან გა-
მიტაცა. სხვადასხვა სახის ბოსტნეულს ვინახავ და ერთ საინტერესო რა-
ღაცას მივაგენი: თუ ყინულს კარგად დაამტვრევ, შიგნით სალათის ერთ
ცალ ფოთოლს ჩადებ და მერე ამ ყველაფერს გასანთლულ ქაღალდში
შეახვევ, სალათა სამი კვირის შემდეგაც ახალივით იქნება.

645
– მერე?
– მერე ის, რომ პროდუქტების გადასაზიდი ვაგონებიც არსებობს.
სპეციალურად მივედი სადგურზე და დავათვალიერე. საკმაოდ კარგი
რამეა. ხომ შეიძლება, რომ შუა ზამთარში, სალათის ფოთოლი ქვეყნის
ნებისმიერ წერტილში გავაგზავნოთ?
– ჰოდა, რას აპირებთ?
– სალინასის ყინულის ქარხანა მინდა ვიყიდო და ასეთი გადა-
ზიდვების ბიზნესი ავაწყო.
– ამისთვის ძალიან დიდი ფულია საჭირო.
– ფულის პრობლემა არა მაქვს.
– არც კი ვიცი, რატომ წამოვეგე ასეთ სისულელეზე, – თქვა ვილიმ
გაღიზიანებული ხმით. – თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი ყველა-
ფერს.
– რას გულისხმობთ?
– მისმინეთ. როდესაც ადამიანი მოდის და რჩევას მთხოვს, მე ვი-
ცი, რომ სინამდვილეში მას არა ჩემი რჩევა, არამედ ჩემი თანხმობა
სჭირდება. მას სურს, რომ მე მისი იდეა ძალიან მომეწონოს. ჰოდა,
თუ ჩემთვის მასთან მეგობრობის შენარჩუნებაა მთავარი, სწორედ
ასე ვიქცევი: ვეუბნები, რომ იდეა კარგია. მე თქვენ ძალიან მომწონ-
ხართ, თქვენ ჩემი ოჯახის ახლობელი ხართ, ამიტომ, მე ყველაფერს
გულწრფელად გეტყვით.
ლიმ წინდები გვერდით გადადო, კალათა იატაკზე დადო და სათ-
ვალეები გამოიცვალა.
– რამ გაგაღიზიანათ? – ჰკითხა გაკვირვებულმა ადამმა ვილის.
– შეიძლება ითქვას, რომ მე გამომგონებლების ოჯახში გავიზარ-
დე. ჩვენი ყოველი საუზმე იდეებით იწყებოდა და იდეებით მთავ-
რდებოდა. ზოგჯერ, საუზმის ნაცვლად, იდეებით ვსაზრდოობდით.
იმდენი იდეა გვქონდა, რომ საჭმლისთვის ფულის კეთება გვავიწ-
ყდებოდა. ხოლო, როდესაც ცოტას მაინც მოვითქვამდით სულს, მა-
მაჩემი ან ტომი მთელ ფულს თავიანთი იდეების დაპატენტებაში

646
ხარჯავდნენ. დედაჩემის გარდა, მე ვარ ოჯახის ერთადერთი წევრი, რო-
მელსაც იდეები არასდროს აწუხებდა და მიუხედავად ამისა, ყველაზე
მეტ ფულს სწორედ მე ვშოულობდი. ტომს ადამიანებისთვის დახმარე-
ბის გაწევის იდეები ჰქონდა და ზოგიერთ ამ იდეას სოციალიზმის სუნი
ასდიოდა. ჰოდა, ახლა არ მითხრათ, რომ თქვენ ფინანსური მოგება არ
განაღვლებთ, თორემ აი, ამ ყავადანს ავიღებ და პირდაპირ თავში გეს-
ვრით.
– ჰო, განსაკუთრებით მართლაც არ მანაღვლებს.
– როგორც გინდა, ადამ. მე ამ საქმეზე ხელს არ გავისვრი. თუ ორმო-
ცი-ორმოცდაათი ათასი დოლარის გადაყრა გსურს, შენი ნებაა. მე კი
გირჩევ, ამ საქმეს თავი დაანებო. მოიშორე თავიდან, დამარხე და მიწაც
მიაყარე. ეს ჩემი გულწრფელი რჩევაა.
– რატომ არ მოგწონს? რა არის ამ იდეაში ასეთი მიუღებელი?
– ყველაფერი. აღმოსავლეთის ხალხი ზამთარში ბოსტნეულის ჭამას
მიჩვეული არ არის. არ გაიყიდება თქვენი პროდუქცია. ვაგონებს სათა-
დარიგო ხაზზე გადაიყვანენ და საქონელიც მთლიანად გაფუჭდება. ბა-
ზარი ასე იმართება. ღმერთო ჩემო, რა გულუბრყვილოა ზოგიერთი! ერ-
თი იდეით სურს ამ ხალხს ბიზნესში წარმატების მიღწევა.
– თქვენ რომ გისმინოთ ადამიანმა, სემ ჰამილტონი კრიმინალი გა-
მოდის, – თქვა ადამმა და ამოიოხრა.
– ის მამაჩემი იყო და ძალიანაც მიყვარდა, მაგრამ მისი იდეები ყო-
ველთვის მაღიზიანებდა.
ვილიმ ადამის თვალებში გაკვირვება შენიშნა და ცოტა არ იყოს, შერ-
ცხვა საკუთარი სიტყვების.
– იმას არ ვგულისხმობ, რომ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრი ცუდი
ადამიანი იყო, – თქვა მან. – მე ისინი ძალიან მიყვარს. ასეა თუ ისე, ჩემი
რჩევა უცვლელია: დაანებეთ ხელოვნური გაცივების მეთოდს თავი.
ადამი ლის მიუტრიალდა.
– ლიმონის ნამცხვარი რომ გვქონდა, კიდევ დაგვრჩა?

647
– არა მგონია, – უპასუხა ლიმ. – სამზარეულოში თაგვებს მოვკარი
თვალი. ბიჭების ბალიშებზე ალბათ კვერცხის ცილას აღმოვაჩენ დი-
ლით. სხვათა შორის, ნახევარი ბოთლი ვისკია დარჩენილი.
– მართლა? ძალიანაც კარგი. მოდი დავლიოთ.
– მე მგონი, ზედმეტი მომივიდა. სასმელი ახლა ნამდვილად არ
მაწყენს, – თქვა ვილიმ და გაიცინა. სახეზე ის წამოწითლებული იყო
და ხმაც დაბოხებული ჰქონდა. – ბოლო დროს, წონაშიც მოვიმატე.
ორი ჭიქა რომ დალია, შვება იგრძნო, სავარძელში მოხერხებუ-
ლად მოკალათდა და საუბარი განაგრძო.
– არსებობს ისეთი პროდუქტები, რომლებიც არასდროს კარგავს
ღირებულებას, – თქვა მან. – თუ რამეში ფულის ჩადება გსურთ,
მსოფლიოს გადახედეთ. ომი ევროპაში კიდევ დიდხანს არ დასრულ-
დება. როდესაც ადამიანების ერთი ნაწილი იარაღით ხელში იბ-
რძვის, მეორე ნაწილი შიმშილობს. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი,
მაგრამ სულაც არ გამიკვირდება, ჩვენც რომ ჩავერთოთ ამ ომში. ეს
უილსონიც სულ მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკობს და რე-
ალურად ვერაფერს აკეთებს. მოკლედ, თუ ჩვენ ომში ჩაგვითრიეს,
ფული მხოლოდ ისეთ პროდუქტებზე გაკეთდება, რომლებიც არ
ფუჭდება – ბრინჯი, სიმინდი, ხორბალი და ლობიო, მაგალითად. ყი-
ნული საერთოდ არ დაგჭირდებათ. რამდენი ხანიც გინდათ გააჩე-
რეთ, ხალხს მაინც გამოკვებავთ. თქვენს მიწაზე სულ ლობიო რომ
დათესოთ, შემდეგ კი მოსავალი რეზერვუარებში შეინახოთ, თქვენი
შვილების მომავალი უზრუნველყოფილი იქნება. ლობიო ახლა სამი
ცენტი ღირს. ომში თუ ჩავერთეთ, სავსებით შესაძლებელია, ფასმა
ათ ცენტამდე აიწიოს. ერთადერთი, რაზეც უნდა იზრუნოთ, ის არის,
რომ პროდუქტი მშრალად იყოს შენახული. მოკლედ, თუ მოგების
ნახვა გსურთ, ლობიო უნდა დათესოთ.
ვილი კარგ ხასიათზე დადგა. უხერხულობის გრძნობა საერთოდ
აღარ აწუხებდა. ის ახლა დარწმუნებული იყო, რომ ადამს კარგი რჩე-
ვა მისცა.

648
სტუმარი რომ წავიდა, ლიმ სამზარეულოდან ლიმონის ნამცხვრის
პატარა ნაჭერი გამოიტანა და ორად გაჭრა.
– მართლა ძალიან გასუქებულა, – თქვა მან.
ადამს პასუხი არ გაუცია. ჩაფიქრებული იყო.
– რა ვუთხარი ამისთანა? – თქვა მან ბოლოს. – რამით მინდა დავკავ-
დე მეთქი, ეს იყო და ეს.
– ყინულის ქარხანაზე რას ფიქრობთ?
– მაინც ვიყიდი.
– ლობიოც რომ დათესოთ, არ იქნება ცუდი.
-2-
რამდენიმე თვეში, ადამმა თავისი იდეის განხორციელება დაიწყო.
იმ წელს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სენსა-
ციას სენსაცია მოსდევდა და ტრასკის ჩანაფიქრმაც ნამდვილი ფურორი
გამოიწვია. ბიზნესმენები მას შორსმჭვრეტელ და პროგრესულად
მოაზროვნე ადამიანად მოიხსენიებდნენ. ყინულში შეფუთული სალა-
თის ფოთლებით სავსე ექვსი ვაგონის სადგურიდან გასვლა, საზოგადო-
ებრივ მოვლენად იქცა. საზეიმო ცერემონიალს სავაჭრო პალატის წარ-
მომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვაგონებზე უზარმაზარი ტილოები იყო
ჩამოფარებული და დიდი ასოებით ეწერა: „სალათის ფოთოლი სალი-
ნასის ველიდან“. მიუხედავად ყველაფრისა, ამ პროექტში ფულის ჩადე-
ბა არავის სურდა.
ადამმა იმხელა ენერგიულობა გამოამჟღავნა, რომ თავადაც გაკვირ-
ვებული იყო. სალათის ფოთლების მოკრეფა, დახარისხება, ყინულთან
ერთად შეფუთვა, ყუთებში ჩალაგება და ვაგონებში ჩატვირთვა საკმაოდ
რთული საქმე აღმოჩნდა. მსგავსი სამუშაოს შესასრულებლად საჭირო
აღჭურვილობა საერთოდ არ არსებობდა. ყველაფერი იმპროვიზირებუ-
ლად კეთდებოდა და მუშებსაც ადგილზე ასწავლიდნენ, რა და როგორ
უნდა გაეკეთებინათ. ამასთან ერთად, ქვა რომ აგეგდო, მრჩეველს და-
ეცემოდა თავზე, რეალური დახმარების გაწევა კი არავის სურდა. მიახ-
ლოებითი გამოთვლებით, ადამმა ამ იდეის განხორციელებაში უზარმა-

649
ზარი თანხა დახარჯა, თუმცა, ზუსტი მონაცემები არავინ იცოდა, მათ
შორის არც ადამმა. მხოლოდ ლი იყო ყველაფრის საქმის კურსში.
ერთი შეხედვით, იდეა საკმაოდ მიმზიდველი იყო. სალათის ფოთ-
ლები, სავსებით მისაღებ ფასად, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ფირმას გა-
უგზავნეს. როდესაც მატარებელი სადგურიდან დაიძრა, ყველა სახ-
ლებში გაიკრიფა და ლოდინი დაიწყო. პროექტი რომ წარმატებით
დასრულებულიყო, მომდევნო პარტიაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩა-
დებდა ფულს. ვილი ჰამილტონიც კი დაეჭვდა იმ რჩევის სისწორეში,
რომელიც მან ადამს მისცა.
ყოვლისშემძლე მოსისხლე მტერი ვერ დაგეგმავდა და შეასრუ-
ლებდა ყველაფერს ისე ეფექტურად, როგორც ეს განგებამ გააკეთა.
როდესაც მატარებელი საკრამენტოში ჩავიდა, გაირკვა, რომ სიერა-
ნევადას მთებში ზვავი ჩამოწვა. ამის გამო, ადამის ვაგონები ორი
დღის განმავლობაში იდგა სადგურის განაპირა ზოლზე. მესამე
დღეს, როდესაც მატარებელმა უღელტეხილი გადაიარა, მთელ შუ-
ადასავლეთში ისეთი თბილი ამინდები დაიჭირა, ისტორიას რომ არ
ახსოვდა. შემდეგ, ჩიკაგოში, რაღაც გაუგებრობა მოხდა, რასაც კონ-
კრეტულად ვერავის დააბრალებდი, რადგან, მსგავსი ლაფსუსები
ხშირად ხდება. შედეგად, ადამის ვაგონები კიდევ ხუთი დღით შე-
აყოვნეს. ვფიქრობ, ეს სავსებით საკმარისია და ყველაფრის დეტა-
ლურად აღწერა საჭირო აღარ არის. ნიუ-იორკში აზელილ-დაზელი-
ლი მასით სავსე ექვსი ვაგონი ჩავიდა და იმისათვის, რომ ეს ყველა-
ფერი ნაგავსაყრელზე გადაეტანათ, ამაშიც საკმაოდ დიდი თანხის
გადახდა გახდა საჭირო.
როდესაც ადამი საკომისიო ფირმის მიერ გამოგზავნილ დეპეშას
გაეცნო, სავარძელში ჩაჯდა, ზურგს მიეყრდნო და ჩაფიქრდა. რამ-
დენიმე დღის განმავლობაში, მის სახეზე უცნაური ღიმილი იყო გა-
მოსახული.

650
ლი თვლიდა, რომ უმჯობესი იყო, ადამი თავად მოსულიყო გონს.
ამიტომ, ზედმეტი შეკითხვებით არ შეუწუხებია. სალინასელთა რე-
აქცია კი ყველაზე კარგად ტყუპებმა იცოდნენ.
– სულელია, – ამბობდა ხალხი. – ჰგონია, რომ ყველაფერი იცის
და ამიტომაც დაემართა ეს.
ბიზნესმენები ერთმანეთს ულოცავდნენ. მათ ხომ შესაშური შორ-
სმჭვრეტელობა გამოავლინეს, როდესაც ამ არანორმალური პროექტის-
გან თავი შორს დაიჭირეს.
– ბიზნესმენი რომ იყო, გამოცდილება უნდა გქონდეს, – ამბობდნენ
ისინი. – ის ხალხი კი, ვისაც ფული მემკვიდრეობით ერგო, მუდამ ასეთ
პრობლემებს აწყდება. დამამტკიცებელი საბუთი გნებავთ? კი ბატონო,
შეხედეთ, როგორ გამოიყურება მისი რანჩო. გიჟს თუ ფული ჩაუგდე
ხელში, სხვანაირ შედეგს ვერ მიიღებ. ნორმალური ადამიანი შესაბამის
დასკვნებს გამოიტანდა, მან კი ახლა ყინულის წარმოება გააორმაგა.
ვილი ჰამილტონი ამბობდა, რომ არათუ ეწინააღმდეგებოდა ამ
იდეას, არამედ წინასწარ და დაწვრილებით უამბო ადამს ყველაფერი
ის, რაც შემდეგ მოხდა. არა, განა მას რამე უხაროდა? უბრალოდ, თვლი-
და, რომ ცნობილ ბიზნესმენს ყოველთვის უნდა დაუჯერო. ღმერთია
მოწმე, რაოდენ დიდი გამოცდილება ჰქონდა ვილის მსგავს იდეებთან
დაკავშირებით. ერთი-ორჯერ ის სემ ჰამილტონსაც გადაწვდა და გაიხ-
სენა, რომ ისიც გიჟი იყო. ტომ ჰამილტონზე კი საუბარი საერთოდ არ
ღირდა.
როდესაც ლიმ გადაწყვიტა, რომ უკვე საკმარისი დრო გავიდა, ადამ-
თან მივიდა, პირისპირ დაუჯდა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ჰკითხა:
– თავს როგორ გრძნობთ?
– მშვენივრად.
– ისევ საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვას ხომ არ აპირებთ?
– არა. საიდან მოიტანე?

651
– არ ვიცი. მეჩვენება, რომ ისევ ის გამომეტყველება გაქვთ სახე-
ზე, ადრე რომ გქონდათ. თვალებშიც მთვარეულის გამოხედვას ვამ-
ჩნევ. ხომ არ ბრაზდებით, ამას რომ გეუბნებით?
– არა, სულაც არა. ერთადერთი, რაზეც ახალ ვნერვიულობ, ჩემი ფი-
ნანსური მდგომარეობაა. ხომ არ გავკოტრდი?
– არა. თქვენ ცხრა ათასი დოლარი და რანჩო დაგრჩათ.
– ორი ათასი დოლარი ნარჩენების გატანაში უნდა გადავიხა-
დოთ.
– ეგ უკვე გამოვაკელი.
– ახალი დანადგარების ვალიც მაქვს.
– უკვე გადახდილია.
– ესე იგი, ცხრა ათასი დოლარი დამრჩა?
– დიახ. ცხრა ათასი დოლარი და რანჩო. ყინულის ქარხნის გა-
ყიდვაც შეიძლება.
ადამს სახე დაულაგდა და უცნაური ღიმილიც თვალსა და ხელს
შუა გაქრა.
– მაინც მჯერა, რომ ჩემი იდეა იმუშავებს, – თქვა მან, – უბრა-
ლოდ, პირველ ჯერზე ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვე-
ვა მოხდა. ყინულის ქარხანას ჯერ არ გავყიდი. სიცივეში პროდუქტე-
ბი მართლა კარგად ინახება. ესეც რომ არ იყოს, ქარხანას ფული შე-
მოაქვს. რამეს მოვიფიქრებ.
– შეეცადეთ ისეთი რამე მოიფიქროთ, რაშიც ფულის დახარჯვა
არ მოგიწევთ, – უთხრა მას ლიმ, – ჩემს გაზქურას ასე ადვილად ვერ
შეველევი.
-3-
მამის წარუმატებლობა ტყუპებმა უკიდურესად განიცადეს.
თხუთმეტი წლის კეილსა და არონს ძალიან უჭირდათ იმ აზრთან შე-
გუება, რომ მდიდარი მამის შვილები აღარ იყვნენ. ეს ყველაფერი
დღესასწაულივით რომ არ დაწყებულიყო, შედეგი ასეთი მტკივნეუ-
ლი ნამდვილად არ იქნებოდა. ბიჭებს მატარებლის ვაგონებზე გაკ-

652
რული უზარმაზარი წარწერები საშინლად ახსენდებოდათ. ქალაქის
ბიზნესმენები ადამს კიდევ დიდხანს აშაყირებდნენ, თუმცა, განსა-
კუთრებულად სასტიკნი სკოლის ბავშვები იყვნენ. ერთი დღეც კი არ
იყო გასული ადამის პროექტის ჩავარდნიდან, რომ ტყუპებს „არონ-
სალათა“ და „კეილ-სალათა“, ასევე „სალათისთავიანები“ შეარქვეს.
თავისი გულისტკივილი არონმა ებრას გაუზიარა.
– ახლა ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება, – თქვა მან.
წლებთან ერთად, ებრას მომხიბვლელობაც მოემატა. მისი მკერდი
მისივე ასაკის შესაბამისად იზრდებოდა, სახე კი სითბოსა და სიმშვიდეს
ასხივებდა. სიმალაზის გარდა, ებრას სხვა თვისებებიც ჰქონდა: ის ძლი-
ერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და ქალური იყო.
არონის ანერვიულებული სახე რომ დაინახა, ჰკითხა:
– რატომ იქნება სხვანაირად?
– პირველ რიგში იმიტომ, რომ ღარიბები ვართ.
– მერე რა? შენ ხომ მაინც აპირებდი მუშაობას?
– ჰო, მაგრამ... კოლეჯში მინდა ვისწავლო.
– ისწავლი. მე დაგეხმარები. მამაშენმა მთელი ფული დაკარგა?
– არ ვიცი. ასე ამბობენ.
– ვინ ამბობს?
– ყველა. ალბათ, აღარც შენს მშობლებს ენდომებათ ჩვენი დაქორ-
წინება.
– თუ ასეა, საერთოდ არაფერს ვეტყვი.
– ძალიან დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში.
– დიახაც. მოდი, მაკოცე.
– აქ? პირდაპირ ქუჩაში?
– ჰო, რა მოხდა?
– ყველა დაგვინახავს.
– ძალიანაც კარგი. დაგვინახონ.
– არა, – თქვა არონმა, – ასე საჯაროდ კოცნა არ მიყვარს.
ებრამ ერთი დიდი ნაბიჯი გააკეთა და არონის წინ აღმოჩნდა,

653
– მომისმინე, ვაჟბატონო, – თქვა მან, – ახლავე მაკოცე, რომ გეუბ-
ნები!
– რატომ?
– მინდა, ყველამ გაიგოს, მისის სალათისთავიანი რომ ვარ, –
თქვა ებრამ ნაზი ხმით.
არონმა მას სწრაფად და მორცხვად აკოცა ლოყაზე.
– მგონი, ისევ მე მომიწევს პირველი ნაბიჯის გადადგმა, – თქვა
მან, გზა რომ გააგრძელეს.
– რას გულისხმობ? – იკითხა ებრამ.
– მე შენი ღირსი აღარ ვარ, ვერ ხვდები? ერთი რიგითი ღარიბი
ბიჭი ვარ. შენ გგონია, ვერ ვამჩნევ, მამაშენი რომ გამოიცვალა?
– რა სისულელეა, – თქვა ებრამ და შუბლი შეკრა, რადგან თავა-
დაც მშვენივრად ამჩნევდა, რომ მამამისი არონის მიმართ ძალიან
შეცვლილი იყო.
ისინი „ბელის“ საკონდიტროში შევიდნენ და მაგიდას მიუს-
ხდნენ. იმ წელს, მთელი ქალაქის ბავშვები ნიახურის გაზიან სასმელ-
ზე იყვნენ გადარეულები. წინა წელს, მოდაში მუსკატიანი ნაყინი
იყო.
ებრა თავის ჭიქაში საწრუპავს ატრიალებდა და მამამისთან მოკ-
ლე საუბარზე ფიქრობდა: „მრავალფეროვნებისთვის, სხვა ბიჭებიც
რომ გაიცნო, არ იქნებოდა ცუდი“ „მე არონზე ვარ დანიშნული, მამა“.
„დანიშნული? რა სისულელეა! ბავშვების ნიშნობა არასდროს გამი-
გია. გაახილე თვალები. თავყანისმცემლები გაკლია?“
შემდეგ, ისიც გაახსენდა, როგორ გამოითქვა აზრი იმის შესახებ,
რომ ოჯახები ერთმანეთს ყველანაირად უნდა ეწყობოდნენ. ერ-
თხელ კი, ისიც ითქვა, რომ ოჯახურ სირცხვილს სამუდამოდ ვერ და-
მალავ. ეს ყველაფერი ებრას მშობლებს მხოლოდ მას შემდეგ გაახ-
სენდათ, რაც ადამმა, გავრცელებული ხმების თანახმად, მთელი თა-
ვისი ფული დაკარგა.
ებრა მაგიდას დაეყრდნო და არონს ჩუმად უთხრა:

654
– მე ვიცი, რაც უნდა გავაკეთოთ. ისეთი მარტივია, რომ გაგეცინება.
– რა?
– მამაშენის რანჩოზე გავიქცეთ. მამაჩემი ამბობს, რომ ძალიან კარგი
მიწაა.
– არა! – მოკლედ მოუჭრა მას არონმა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ არც მე მინდა ფერმერობა და არც შენ – ფერმერის
ცოლობა.
– მე მინდა, რომ არონის ცოლი ვიყო და სულ არ მაინტერესებს, რა
პროფესიის იქნება ის.
– კოლეჯისთვის მზადებას თავს ვერ დავანებებ.
– მე დაგეხმარები.
– ფულს საიდან მოიტან?
– მოვიპარავ.
– ამ ქალაქში ცხოვრება აღარ მინდა. ყველა დამცინის. ასე აღარ შე-
მიძლია.
– ნუ ნერვიულობ. ძალიან მალე დაავიწყდებათ.
– არ დაავიწყდებათ. კიდევ ორ წელიწადს ამ სკოლაში ვერ გადავი-
ტან.
– ჩემი მიტოვება გინდა, არონ?
– არა. ღმერთო, რატომ? რატომ წამოიწყო ეს საქმე საერთოდ?
– მამას ნუ ადანაშაულებ, – უსაყვედურა მას ებრამ, – ყველაფერი
რომ კარგად გამოსულიყო, ყველა აღფრთოვანებული იქნებოდა.
– „რომ გამოსულიყო“ არ ვიცი მე. არ გამოვიდა, ფაქტია. ჰოდა, ახლა
მე ვიჭყლიტები. სულ თავდახრილი დავდივარ. მეზიზღება!
– არონ! ნუ ლაპარაკობ ასე! – გაბრაზდა ებრა.
– მე რა ვიცი? იქნებ დედაჩემზეც იტყუება?
ებრა სახეზე წამოწითლდა.

655
– საცემი ხარ შენ, არონ. ხალხი რომ არ იყოს, აქვე გაგლახავდი, –
თქვა მან და არონის ლამაზ სახესა და თვალებს რომ შეხედა, ტონი შეც-
ვალა. – რატომ არ გინდა, რომ მიხვიდე და ჰკითხო?
– ვერ ვკითხავ. ხომ შეგპირდი, რომ საიდუმლოს არ გავთქვამდი?
– მე რაც გითხარი, იმას ნუ ეტყვი.
– ჰო, მაგრამ, რომ ვეტყვი, მერე მკითხავს, საიდან გაიგეო.
– კარგი! – წამოიძახა ებრამ. – საშინელი ჯიუტი ხარ! საშინელი!
მიდი და უთხარი ყველაფერი. შეგიძლია ისიც უთხრა, მე რაც გითხა-
რი.
– არ ვიცი, გავბედავ თუ არა.
– იცი რა? ზოგჯერ მინდა, რომ მოგკლა. მაგრამ... არონ, მე შენ ძა-
ლიან მიყვარხარ. ძალიან.
ბავშვებმა, რომლებიც შორიახლოს ისხდნენ, მათი საუბარი გა-
იგონეს და სიცილი დაიწყეს. არონი წამოწითლდა, აცრემლებული
თვალებით გავარდა საკონდიტროდან და სახლისკენ გაიქცა. ებრამ
მშვიდად მოჰკიდა ხელი თავის პატარა ჩანთას, წამოდგა, კაბა გა-
იბერტყა და მისტერ ბელს ანგარიში გაუსწორა. შემდეგ, მოკისკისე
ჯგუფთან მივიდა.
– თავი დაანებეთ საერთოდ, – უთხრა მათ ცივად და კარისკენ
რომ გატრიალდა, ზურგს უკან წვრილი ხმა შემოესმა: „არონ, მე შენ
ძალიან მიყვარხარ. ძალიან“.
ებრა ქუჩაში გავიდა და არონს გაეკიდა, მაგრამ ვერსად მიაგნო.
სახლში რომ დაურეკა, ყურმილი ლიმ აიღო და ჯერ არ მოსულაო,
უპასუხა. სინამდვილეში, ჩინელმა მშვენივრად იცოდა, რომ არონი
თავის საძინებელში იყო ჩაკეტილი.
ებრამ ლამის მთელი სალინასი მოიარა, ყველგან ეძებდა მას. ის
გაბრაზებული იყო და ამავე დროს, თავს მარტოსულად გრძნობდა.
არონი მისგან ასე არასდროს გაქცეულა. ებრა სიმარტოვეს გადაეჩ-
ვია და ახლა საგონებელში იყო ჩავარდნილი.

656
რაც შეეხება კეილს, სიმარტოვე მისთვის სრულიად ახალი შეგრძნე-
ბა იყო. გარკვეული დროის განმავლობაში, ის არონსა და ებრას სულ
კუდში დასდევდა, მაგრამ, ზედმეტი რომ იყო, ძალიან მალე მიხვდა. ის
ეჭვიანობდა, ცდილობდა ებრას ყურადღება მიექცია, მაგრამ არაფერი
გამოსდიოდა.
სკოლაში ის ძალიან ადვილად ითვისებდა ყველაფერს, თუმცა სწავ-
ლაში ინტერესს ვერ ხედავდა. არონი კი პირიქით იყო: გაცილებით მეტს
მუშაობდა, ცოდნასა და განათლებას პატივს სცემდა და ნებისმიერ სა-
განს ინტერესით უდგებოდა. კეილი დინებას მიჰყვებოდა. მას არც სპორ-
ტი აინტერესებდა და არც სხვა სასკოლო ღონისძიებები; მოუსვენარი
გახდა, შუაღამეზე გადიოდა ხოლმე სახლიდან და ქალაქის ქუჩებში და-
ეხეტებოდა. ტანი რომ აიყარა, წონაშიც დაიკლო და მის გარეგნობაში
ერთგვარი იდუმალებაც გაჩნდა.

თავი ოცდამეთვრამეტე
-1-
ნებისმიერი სხვა ადამიანის მსგავსად, კეილიც ბავშვობიდან ილ-
ტვოდა ალერსისა და სიყვარულისკენ. რომ არა არონი, გარშემომყო-
ფებთან მისი ურთიერთობა გაცილებით იოლად და ბუნებრივად ჩამო-
ყალიბდებოდა. თავისი სასიამოვნო გარეგნობითა და მიამიტობით,
არონ ტრასკი ადამიანებს ძალიან ადვილად ხიბლავდა. ბუნებრივია,
რომ კეილსაც სურდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამისათვის ერთა-
დერთ ხერხს მიმართავდა – ცდილობდა ძმისთვის მიებაძა. ამ საქმიდან
კი არაფერი გამოდიოდა, რადგან ის, რაც ხალხს ქერათმიან და გულღია
არონში მოსწონდა, შავგვრემან და მოეშმაკო გამოხედვის მქონე კეილში
არაბუნებრივად და საეჭვოდაც კი ჩანდა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ რო-
დესაც ადამიანი გულწრფელი არ არის, მისი მოქმედებებიც არადამაჯე-
რებელი ხდება. არონს ყველგან გაშლილი ხელით ხვდებოდნენ, კეილს
კი, თუნდაც მას ზუსტად იგივე ეთქვა და გაეკეთებინა, რასაც მისი ძმა ამ-
ბობდა და აკეთებდა, მუდამ ეჭვის თვალით უყურებდნენ.
657
მიარტყი ლეკვს ერთი-ორჯერ ცხვირში და ამის შემდეგ, ის ხელის
ნებისმიერ აქნევაზე დაფრთხება. ასევეა ბავშვიც: ერთხელ შეხედავ
მას ეჭვის თვალით, მეორედ და ბოლოს აუცილებლად გაუცხოვდება
– გულგრილი, ყოყოჩი და საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდება. საკმა-
რისია ბავშვი ერთხელ გარიყო, რომ ამის შემდეგ, ყველგან საფ-
რთხეს ხედავს, ან, რაც კიდევ უარესია, ხალხის ცუდ დამოკიდებულე-
ბას სწორედ თავისი ამ ზედმეტი სიფრთხილით იწვევს.
ცვლილების პროცესი იმდენად ნელი და ხანგრძლივი იყო, რომ
თავად კეილს არაფერი ეუცნაურებოდა. საკუთარი თავის გარშემო
მან საკმაოდ სქელი კედელი ააშენა და გარშემომყოფებისგან თავს
სწორედ ამით იცავდა. სუსტი წერტილები ამ კედელს მხოლოდ იმ
მხარეს ჰქონდა, სადაც კეილს არონი და ლი ეგულებოდა, ყველაზე
თავისუფლად კი ის თავს ადამის გვერდით გრძნობდა. მამა მას გან-
საკუთრებულ ყურადღებას არასდროს აქცევდა და შესაძლოა კეილს
სწორედ ეს მოსწონდა. რა თქმა უნდა, სჯობს საერთოდ ვერ შეგამ-
ჩნიონ, ვიდრე შეგამჩნიონ და გაგრიყონ.
კეილი ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, როდესაც ერთი საინტერესო
რამ აღმოაჩინა: ყოველთვის, როდესაც სავარძელში მჯდომ ადამ-
თან ჩუმად მიიპარებოდა და მის ფეხებთან ჩამოჯდებოდა, მამა ავ-
ტომატურად დაადებდა ხოლმე მხარზე ხელს და ეფერებოდა. შესაძ-
ლოა, ადამი ამას სრულიად გაუცნობიერებლად აკეთებდა, მაგრამ
ასეთი უმნიშვნელო ალერსიც კი კეილში ძალიან ძლიერ ემოციას იწ-
ვევდა. სიამოვნებას რომ სიძლიერე არ მოჰკლებოდა, კეილი ამ
ხერხს უკიდურესად იშვიათად მიმართავდა – მხოლოდ მაშინ, რო-
დესაც ალერსი ძალიან სჭირდებოდა.
გარემოს გამოცვლა, როგორც წესი, არაფერს ცვლის. კეილი არც
კინგ-სითიში იყო განებივრებული
მეგობრებით და მათი შეძენა სალინასშიც გაუჭირდა. ნაცნობები
ბევრი ჰყავდა და ავტორიტეტითაც სარგებლობდა მათ შორის, თუმ-

658
ცა ახლო ურთიერთობა არავისთან ჰქონდა. კეილი სრულიად მარტო
იყო.
-2-
შესაძლოა, ლიმ იცოდა კიდეც, კეილი რომ ღამ-ღამობით დაეხე-
ტებოდა ქალაქში, თუმცა ამას არასდროს იმჩნევდა – თვლიდა, რომ მა-
ინც ვერაფერს გახდებოდა. მორიგე კონსტებლები მას ხშირად ხედავ-
დნენ ქუჩაში, პოლიციის უფროსმა კი, რომელიც გვარად ჰაიზერმანი
იყო, საჭიროდ ჩათვალა სკოლის ზედამხედველს დალაპარაკებოდა. ამ
უკანასკნელმა დაარწმუნა სამართალდამცავები, რომ კეილ ტრასკი არა-
თუ არასდროს აცდენდა გაკვეთილებს, არამედ ძალიან კარგი და ბეჯი-
თი მოსწავლე იყო. პოლიციის უფროსი ადამსაც მშვენივრად იცნობდა.
ამიტომ, იფიქრა, თუ კეილი არც ფანჯრებს ამტვრევს და არც სხვა პრობ-
ლემებს ქმნის, მისი შეწუხება საჭირო არ არისო. თავისი ქვეშევრდომები
მან მკაცრად გააფრთხილა, რომ ბიჭისთვის ყურადღება არ მოეკლოთ
და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩარეულიყვნენ მის საქმეში, თუ რამეს და-
აშავებდა ან შარს გადაეყრებოდა.
ერთხელ, კეილს ბებერი ტომ უოტსონი შეხვდა.
– რას დაბოდიალობ ამ შუაღამეზე?
– რამეს ვაშავებ? – თავი იმართლა კეილმა.
– არაფერს, მაგრამ ასეთ დროს უკვე ლოგინში უნდა იწვე.
– არ მეძინება, – უპასუხა კეილმა და ბებერი ტომი ამით ძალიან გააკ-
ვირვა.
უოტსონისთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება ადამი-
ანს არ ეძინებოდეს. თავისი ხანგრძლივი ცხოვრებიდან, მსგავსი რამ მას
საერთოდ არ ახსენდებოდა. კეილი ჩინურ უბანშიც ხშირად სეირნობდა
და სამორინეებშიც შეიხედავდა ხოლმე, მაგრამ, თავად არასდროს თა-
მაშობდა. ეს ნამდვილად უცნაური იყო, თუმცა, ტომ უოტსონს ისედაც
ძალიან ბევრი მარტივი რამ ეჩვენებოდა უცნაურად და მათში გარკვევით
თავს არასდროს არ იწუხებდა.

659
სეირნობის დროს, კეილი ადამისა და ლის იმ საუბარსაც იხსენებ-
და, ჯერ კიდევ რანჩოზე ცხოვრებისას რომ მოისმინა. მას სიმარ-
თლის გარკვევა სურდა, ქუჩაში გაგონილი ერთი-ორი ფრაზიდან და
საბილიარდოში ყურმოკრული ირიბი მინიშნებიდან კი საერთო სუ-
რათი არა და არ იხატებოდა. არონს რომ მსგავსი ფრაგმენტები მო-
ესმინა, ყურადღებას არ მიაქცევდა, კეილი კი ყველაფერს წამსვე ის-
რუტავდა და
იმახსოვრებდა. მან იცოდა, რომ დედამისი ცოცხალი იყო და იმა-
საც ხვდებოდა, რომ მისი გამოჩენა ადამს სულაც არ გაახარებდა.
ერთხელ, გვიან ღამით, კეილი სან-არდოდან ჩამოსულ და კარგა
გვარიანად ნასვამ ბაჭია ჰოლმანს გადაეყარა. ბაჭია მას ისე დემონ-
სტრაციულად მიესალმა, სოფლელი ადამიანი რომ უცხო ადგილას
დანახულ ძველ ნაცნობს ესალმება ხოლმე. ის აბოტის სავაჭრო სახ-
ლის უკან, ხეივანში იჯდა და ხელში ვისკის ნახევარლიტრიანი ბოთ-
ლი ეჭირა. კეილს მან ყველაფერი უამბო, რაც კი გაახსენდა. აღმოჩ-
ნდა, რომ ბაჭიამ ის-ის იყო თავისი მიწის პატარა ნაწილი ძალიან
კარგ ფასად გაყიდა და სალინასში სწორედ ამის აღსანიშნავად ჩა-
მოვიდა. დალევას რომ დაამთავრებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, იმ
ცნობილ ქუჩაზე გაევლო და ადგილობრივი მეძავებისთვის ეჩვენე-
ბინა, რა შეუძლია ნამდვილ მამაკაცს.
კეილი წყნარად იჯდა და ბაჭიას საუბარს უსმენდა. როდესაც შე-
ამჩნია, რომ ბოთლი უკვე თითქმის ცარიელი იყო, შეუმჩნევლად ად-
გა, უახლოეს მაღაზიაში შევიდა და ლუი შნაიდერს კიდევ ერთი ბოთ-
ლი აყიდინა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ბაჭიამ კიდევ ერ-
თი ყლუპის დალევა მოინდომა, აღმოაჩინა, რომ ბოთლი სავსე იყო.
– რა უცნაურია, – თქვა მან, – მახსოვდა, რომ ერთი ბოთლი წამო-
ვიღე და თურმე ორი წამომიღია. ნეტა სულ ასეთი სასიამოვნო შეც-
დომები მომდიოდეს.
მეორე ბოთლი ნახევრამდე რომ დაიყვანა, ბაჭიას არა მხოლოდ
კეილის ვინაობა, არამედ მისი ასაკიც დაავიწყდა. მან მხოლოდ ერ-

660
თი რამ იცოდა: მის გვერდით მისი ძველი და ძალიან ახლო მეგობარი
იჯდა.
– მისმინე, ჯორჯ, – უთხრა მან კეილს, – აი, სულ ცოტასაც მივამა-
ტებ და ქალებში გავიაროთ მე და შენ. ახლა არ მითხრა, ფული არა მაქ-
ვსო. ძალიან მაგარ ხასიათზე ვარ და არ მაწყენინო, იცოდე. ორმოცი აკ-
რი რომ გავყიდე, გითხარი? მაინც არაფრად ვარგოდა და რაში მჭირდე-
ბოდა?... ჰარი, მოდი ასე ვქნათ. თავი დავანებოთ ამ იაფფასიან ბოზებს
და პირდაპირ ქეითთან მივიდეთ. ათი დოლარი ღირს. ძვირია, ვიცი, მაგ-
რამ არა უშავს. სამაგიეროდ, ნამდვილ წარმოდგენას გაგვიმართავენ.
ცირკი გინახავს, ჰარი? აი, ზუსტად ეგრეა ქეითთან. ხომ იცი, ქეითი ვინც
არის? არა? ჰეჰ... გამაგიჟებ შენ მე. ადამ ტრასკის ცოლია, ძმაო და იმ
ტყუპების დედა. ღმერთო, გუშინდელივით მახსოვს, როგორ ესროლა
ქმარს და გაიქცა. მხარში დაჭრა იმ ძუკნამ. ცოლად არაფრად ვარგოდა,
რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი საქმე კარგად იცის. ბოზისგან კარგი ცოლი
გამოდისო, ხომ გაგიგია? მომეხმარე ერთი, წამოვდგე. რას ვამბობდი?
– ცირკიო, – უპასუხა კეილმა.
– ჰო, ცირკი. ქეითთან ისეთებს აკეთებენ, თვალები გადმოგცვივდე-
ბა. გინდა მოგიყვე?
კეილს არ სურდა, ბაჭიას ზედმეტად გასჩხეროდა თვალებში, ამი-
ტომ, ოდნავ უკან მიჰყვებოდა. ამასობაში კი ბაჭიამ მას ქეითის დაწესე-
ბულებაზე თითქმის ყელაფერი უამბო. კეილს გული ერეოდა, მაგრამ
არა იმაზე, რასაც ქეითთან აკეთებდნენ, არამედ იმ მამაკაცებზე, რომ-
ლებიც იქ დადიოდნენ და ამ „წარმოდგენაში“ იღებდნენ მონაწილე-
ობას. კეილი ბაჭიას წამოწითლებულ სახეს უყურებდა და დაახლოებით
ხვდებოდა, როგორ გამოიყურებოდნენ ის მამაკაცები.
მცენარეებში ჩაფლულ ბაღში რომ შევიდნენ, შეუღებავ კიბეებს აუყ-
ვნენ. საკუთარ ასაკთან შედარებით, კეილი საკმაოდ მაღალი იყო, თუმ-
ცა, ის მაინც ფეხის წვერებზე დადგა. მამაკაცს, რომელმაც კარი გააღო,
მისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია. ცოტა ხანში, კე-

661
ილი ნახევრადჩაბნელებულ ოთახში, საშუალო ასაკის აღგზნებულ
მამაკაცებს შორის ჩაიკარგა.
-3-
ადრე, კეილი ყველანაირ ინფორმაციას, დანახულსა თუ გაგონილს,
საგულდაგულოდ ინახავდა გონებაში და მხოლოდ მაშინ ამოქექავ-
და ხოლმე, როცა ძალიან დასჭირდებოდა. ახლა კი, ქეითთან ვიზი-
ტის შემდეგ, მას მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა: სასწრა-
ფოდ გაეზიარებინა ვინმესთვის ეს ყველაფერი და დახმარებაც მი-
ეღო.
ერთ საღამოს, ლი თავის ოთახში იჯდა და რაღაცას ბეჭდავდა.
მოულოდნელად, მის კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ეს კეილი იყო. ბიჭი
ოთახში შევიდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ლი კი სავარძელში
ჩაესვენა და ისე ესიამოვნა, თავადაც გაუკვირდა. მან ხელები მუცელ-
ზე დაიწყო და თითები გადააჯვარედინა. კეილი ჰაერში იყურებოდა
და ერთ წერტილს მიშტერებოდა. რამდენიმე წუთში, მან ხმადაბლა
და მშვიდად დაიწყო საუბარი.
– მე ვიცი, სად არის დედაჩემი და ისიც ვიცი, რას საქმიანობს. მე
ვნახე ის. – თქვა მან.
ლის გონებაში ლოცვამ გაიელვა. ის ახლა ღმერთს სთხოვდა დახ-
მარებას.
– კიდევ რა გაინტერესებს? – ჰკითხა მან კეილს.
– ჯერ არ ვიცი. ვფიქრობ. სიმართლეს ხომ მეტყვი?
– რა თქმა უნდა.
კეილის გონებაში უამრავი შეკითხვა ტრიალებდა.
– მამამ იცის?
– კი.
– რატომ გვეუბნებოდა, გარდაიცვალაო?
– იცოდა, რომ სიმართლე გულს გატკენდათ და იმიტომ.
კეილი ჩაფიქრდა.
– იქნებ მამაჩემმა დაუშავა რამე და იმიტომ წავიდა?

662
– მამაშენს ის მთელი გულით და სულით უყვარდა. ყველაფერი მის-
ცა, რაც კი შეეძლო.
– გავიგე, რომ დედაჩემმა ესროლა და მხარში დაჭრა. მართალია.
– კი.
– რატომ გააკეთა ეს?
– იმიტომ, რომ სახლიდან წასვლა უნდოდა, მამაშენი კი არ უშვებდა.
– დარწმუნებული ხარ, რომ მამას მისთვის არაფერი დაუშავებია?
– ყოველ შემთხვევაში, მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. მამაშენი მას
არაფერს დაუშავებდა, კეილ. ეს მის ხასიათში არ არის.
– რატომ გააკეთა ეს, ლი?
– არ ვიცი.
– არ იცი თუ ვერ მეტყვი?
– არ ვიცი.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა და ლი, ცოტა არ იყოს, ანერვიულდა.
ბოლოს, როგორც იქნა, კეილმა ისევ ამოიღო ხმა. მისი ინტონაცია სრუ-
ლიად შეცვლილი იყო. მასში მუდარა იგრძნობოდა.
– ლი, შენ ხომ იცნობდი დედაჩემს? როგორი იყო?
ლის დაძაბულობა მოეხსნა.
– მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რასაც თავად ვფიქრობ, – თქვა
მან და ამოიოხრა, – შეიძლება ვცდებოდე.
– არა უშავს, მითხარი.
– კეილ, მე ამაზე ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, მაგრამ ბოლომდე
მაინც ვერ გავერკვიე. ის იდუმალებით მოცული ადამიანია. მეჩვენება,
რომ სხვა ადამიანებს საერთოდ არ ჰგავს. რაღაცა აკლია. შესაძლოა, სი-
კეთე ან სინდისი. ადამიანის შინაგან სამყაროს მხოლოდ იმ შემთხვევა-
ში გაიგებ, თუ მას საკუთარ თავში იგრძნობ. დედაშენს კი მე საერთოდ
ვერ ვგრძნობ. როგორც კი მასზე რამეს გავიფიქრებ, გონება მიბნელდე-
ბა. მე ისიც კი არ ვიცი, რა უნდოდა მას ან რისკენ მიისწრაფოდა. სიძულ-
ვილით იყო აღსავსე, მაგრამ რის ან ვის მიმართ ჰქონდა ეს სიძულვილი,
ვერ დავადგინე. ჩემთვის ეს ამოუხსნელი საიდუმლოა. თან, მისი სიძულ-

663
ვილი სრულიად არაჯანსაღი იყო. ეს არ იყო გაბრაზება. ეს იყო უგუ-
ლო დამოკიდებულება ყველას და ყველაფრის მიმართ. შეიძლება
არასწორია ამ ყველაფერს რომ გეუბნები.
– მე ყველაფერი უნდა ვიცოდე.
– რატომ? სანამ გაიგებდი, უკეთ არ გრძნობდი თავს?
– კი, მაგრამ ახლა ვეღარ ვჩერდები.
– მართალი ხარ. ცოტათი რომ შეტოპავ, ბოლომდე შესვლის სურ-
ვილი გიჩნდება, თუ, რა თქმა უნდა, ფარისეველი ან გიჟი არა ხარ.
თუმცა, მე სხვას ვერაფერს გეტყვი, რადგან მეტი არაფერი ვიცი.
– მაშინ, მამაჩემზე მითხარი.
– სიამოვნებით, – თქვა ლიმ და პაუზა გააკეთა, – ვინმემ არ გა-
იგოს ჩვენი საუბარი. ცოტა ხმადაბლა ვილაპარაკოთ.
– კარგი, მიდი, გააგრძელე.
– მე ვფიქრობ, რომ მამაშენს სწორედ ის თვისებები აქვს ყველაზე
მეტად განვითარებული, რომლებიც მის ცოლს აკლია. სიკეთესა და
სინდისს ის იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რომ ეს ყველაფე-
რი მისთვის ზიანის მომტანიც კი ხდება.
– დედაჩემი რომ წავიდა, რა ქნა?
– მოკვდა, – თქვა ლიმ, – დადიოდა, სუნთქავდა, ხედავდა, მაგრამ
მკვდარი იყო. სულ ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა სიცოცხლის ხალისი.
ლიმ კეილის სახეზე სრულიად ახალი, უცნაური გამომეტყველება
შეამჩნია. თვალები მას დაჭყეტილი ჰქონდა, ტუჩები კი, რომლებიც
მუდამ დაძაბული იყო, მოდუნებული. ცხოვრებაში პირველად, ლიმ
მის სახეში არონის სახე დაინახა. კეილს მხრები უკანკალებდა, თით-
ქოს ეს-ესაა ზურგიდან სიმძიმე მოიშორაო.
– რა გჭირს, კეილ? – ჰკითხა მას ლიმ.
– არაფერი. მე ის მიყვარს.
– მეც მიყვარს. ასე რომ არ იყოს, აქ ამდენ ხანს არ გავჩერდებო-
დი. ამქვეყნიური გაგებით, ის ჭკვიანი ნამდვილად არ არის, მაგრამ

664
თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მისნაირი კარგი ადამიანი არას-
დროს შემხვედრია.
– ძილი ნებისა, ლი, – მოულოდნელად თქვა კეილმა და წამოდგა.
– მოიცადე. ვინმესთვის ხომ არ გითქვამს?
– არა.
– არც არონისთვის?... ჰო, არა. არონს არ ეტყოდი, ვიცი.
– თავად რომ გაიგოს ყველაფერი?
– ასეთ შემთხვევაში, შენ მის გვერდით უნდა იყო. უნდა დაეხმარო.
მოიცადე, ჯერ არ წახვიდე. შეიძლება, ასე გულწრფელად ვეღარ ვისაუბ-
როთ. შენ, ალბათ, არ გსიამოვნებს, მეც რომ ვიცი ყველაფერი. მითხარი,
გძულს დედაშენი?
– მეზიზღება.
– ჰო, უბრალოდ მაინტერესებდა, – თქვა ლიმ, – ვფიქრობ, მამაშენს
ის არასდროს სძულდა. სიბრალულს გრძნობდა, კი, მაგრამ, არა სიძულ-
ვილს.
კეილი ნელა, აუჩქარებლად გაემართა კარისკენ. ხელები მას ჯიბეებ-
ში ჰქონდა ჩაწყობილი.
– შენ მართალი ხარ, – უთხრა მან ლის, – ადამიანს უნდა გრძნობდე.
მე ის იმიტომ მძულს, რომ კარგად მესმის, რატომაც წავიდა. ვიცი, რად-
გან საკუთარ თავში ვხედავ მას.
კეილს თავი ჰქონდა ჩაღუნული, მის ხმაში კი სასოწარკვეთილება იგ-
რძნობოდა.
– ახლავე გაჩუმდი! – წამოხტა ლი, – ასეთი სისულელეები აღარ გა-
მაგონო, გესმის?! რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, რომ შენშიც
იყოს ცუდი. ყველა ადამიანშია უარყოფითი მხარეები. ასწიე თავი! თვა-
ლებში შემომხედე!
კეილმა თავი ასწია და ლის გასავათებული გამომეტყველებით შეხე-
და.
– რა გინდა? – თქვა მან.

665
– შენში კარგიც არის, გაიგე?! შემომხედე-მეთქი, რომ გელაპარა-
კები! ასე რომ არ იყოს, ახლა ასეთი დაღონებული არ იქნებოდი. არ
გაბედო იოლი გზის არჩევა. ძალიან ადვილია ყველაფრის მემკვიდ-
რეობაზე გადაბრალება. აღარ გამაგონო ასეთი სისულელეები! ყუ-
რადღებით მისმინე: ყველაფერი, რასაც შენ გააკეთებ, შენი ბრალი
იქნება და არა დედაშენის.
– შენ ამის გჯერა?
– მჯერა და გირჩევ, შენც დაიჯერო, თორემ ტყავს გაგაძრობ, იცო-
დე!
კეილი რომ ოთახიდან გავიდა, ლი ისევ სავარძელში ჩაეშვა. „სად
ჯანდაბაში წავიდა ჩემი აღმოსავლური თავშეკავება?“ – გაიფიქრა
მან ნაღვლიანად.
-4-
როდესაც კეილმა სიმართლე აღმოაჩინა, ეს მისთვის მოულოდ-
ნელობა არ ყოფილა. პირიქით, შეიძლება ითქვას, მისი ეჭვები სრუ-
ლად გამართლდა. წლების განმავლობაში, ის ხვდებოდა, რომ დე-
დამისის ამბავი იდუმალებით იყო მოცული, თუმცა, რა იმალებოდა
ამ იდუმალების მიღმა, არ იცოდა. ახლა კი, როდესაც საიდუმლოს
ფარდა აეხადა, კეილის რეაქცია ორგვარი იყო. ერთი მხრივ, ძალიან
სიამოვნებდა, რომ ასეთი გამჭრიახი გონება აღმოაჩნდა. თან, ნანახს
და გაგონილს ის უკვე სულ სხვაგვარად აღიქვამდა: შეეძლო ადვი-
ლად გაეშიფრა ირიბი მინიშნებები და წარსულის მოვლენებიც ჩა-
მოეყალიბებინა გონებაში. თუმცა, მეორე მხრივ, მშვენივრად ესმო-
და, რომ ეს ყველაფერი მის ტკივილს ვერ შეამსუბუქებდა.
კეილი მოწიფულობის ასაკში შედიოდა და მის ორგანიზმს სიყ-
მაწვილის ცვალებადი ქარი აქეთ-იქით აქანავებდა: ზოგჯერ, ერთგუ-
ლი, სუფთა და გულწრფელი იყო. შემდეგ, სრულიად მოულოდნე-
ლად, სიბინძურისა და უხამსობის ჭაობში ეშვებოდა, ბოლოს კი, სინ-
დისის ქენჯნით შეპყრობილი, ყველაფერს ინანიებდა.

666
დედის აღმოჩენამ მისი ემოციები გაამძაფრა. კეილი თვლიდა, რომ
განსაკუთრებული მემკვიდრეობა ერგო წილად. ის ვერ ხვდებოდა ლის
სიტყვების შინაარსს და არ სჯეროდა, რომ ანალოგიური პრობლემები
მის ნებისმიერ თანატოლს შეიძლებოდა ჰქონოდა.
ქეითის დაწესებულებაში ნანახსაც ვერაფრით ივიწყებდა. „ცირკი“,
რომლის მომსწრეც გახდა, მის მოწიფულ ორგანიზმს აღიზიანებდა,
თუმცა, მეორე წამსვე, მასში ზიზღსა და გულისრევის შეგრძნებას იწვევ-
და.
კეილი მამამისსაც უფრო დიდი ყურადღებით აკვირდებოდა და გა-
ცილებით სევდიანი და იმედგაცრუებული ეჩვენებოდა, ვიდრე ადამი სი-
ნამდვილეში იყო. დროთა განმავლობაში, კეილს მამის მიმართ განსა-
კუთრებული სიყვარულის გრძნობა ჩამოუყალიბდა. მას სურდა დაეცვა
ის, აენაზღაურებინა ის ძლიერი ტკივილი, რომელიც მან გადაიტანა. თა-
ვად კეილის მგრძნობიარე გონებისთვის, მსგავსი განსაცდელის ატანა
სრულიად შეუძლებელი იყო. ერთხელ, როდესაც ადამი ბანაობდა, კე-
ილი შემთხვევით შევიდა აბაზანაში და მამის მხარზე მოზრდილი ნაი-
არევი დაინახა. ის თავადაც ვერ მიხვდა, როგორ დასვა შეკითხვა:
– მხარზე რა გაქვს, მამა?
ადამმა ნაიარევზე ხელი მიიდო, თითქოს მისი დამალვა სურდა.
– ეს ძველი ჭრილობაა, კეილ, – თქვა მან, – ჯარში რომ ვიყავი, ინდიე-
ლებს ვებრძოდით. აუცილებლად მოგიყვები.
კეილი მამამისს სახეზე მისჩერებოდა და კარგად შეამჩნია, როგორ
გადაეშვა ადამის გონება წარსულში, რათა ყველაზე დამაჯერებელი
ტყუილი მოეფიქრებინა. სიცრუესთან დაკავშირებით, კეილს პრობლემა
სულაც არ ჰქონდა. ტყუილის თქმის გარდა, სხვა გამოსავალი რომ არ
იყო, ის უფრო აღიზიანებდა. რა თქმა უნდა, თავადაც ხშირად იტყუებო-
და და ამას გამორჩენის მიზნით აკეთებდა, მაგრამ, იძულებითი ტყუ-
ილი არ უყვარდა. კეილს სურდა დაეყვირა: „მე ვიცი სიმართლე, მამა.
არა უშავს, ნუ ინერვიულებ“, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ თქვა:
– სიამოვნებით მოგისმენ, მამა.

667
ცვლილებების მორევში არონიც გადაეშვა, თუმცა, მისი იმპულსე-
ბი გაცილებით უფრო ნელი, ხორციელი სურვილები კი ზომიერი
იყო. მას სურდა, რელიგიის მიმართულებით წასულიყო და სასულიე-
რო პირი გამხდარიყო. ის საეპისკოპოსო ეკლესიაში დადიოდა და
ღვთისმსახურებებს ესწრებოდა, დღესასწაულების დროს, ტაძრის
ყვავილებითა და ფოთლებით მორთვაში იღებდა მონაწილეობას
და, გარდა ამისა, დროთა განმავლობაში, ახალგაზრდა, ხუჭუჭთმიან
მღვდელს – მისტერ როლფს დაუმეგობრდა. მიწიერი ცხოვრების შე-
სახებ პირველი წარმოდგენა არონს ახალგაზრდა და გამოუცდელ
ადამიანთან ურთიერთობისას ჩამოუყალიბდა. შედეგად, მან ისეთი
სწრაფი და გაუაზრებელი დასკვნები გამოიტანა, რომლებიც მხო-
ლოდ გულუბრყვილო ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს.
სულ მალე, არონმა პირველი ზიარებაც მიიღო და ეკლესიის გუნ-
დში დაიწყო სიმღერა. მას ებრამაც მიბაძა. თავისი ქალური გონე-
ბით, ის ხვდებოდა, რომ მსგავსი ცერემონიები არც ისე მნიშვნელო-
ვანი, თუმცა აუცილებელი რამ იყო.
ბუნებრივია, რომ ახლადმოქცეულმა არონმა კეილის გამოსწო-
რებაზეც დაიწყო მუშაობა. თავდაპირველად, ძმისთვის ჩუმად ლო-
ცულობდა, შემდეგ კი გადაწყვიტა მას პირისპირ დალაპარაკებოდა.
რა თქმა უნდა, მან დაგმო კეილის უღმერთობა და მოსთხოვა, სწორ
გზას დასდგომოდა.
არონი რომ უფრო ჭკვიანურად მოქცეულიყო, კეილს აუცილებ-
ლად დაიყოლიებდა. მაგრამ, პრობლემა ის იყო, რომ საკუთარი თა-
ვი მან უცოდველობის მწვერვალამდე აიყვანა და ყველა სხვა ადამი-
ანს ისე უყურებდა, თითქოს ის ცოდვის ჭაობში ყოფილიყო ჩავარ-
დნილი. რამდენიმე ლექციის შემდეგ, კეილმა ჩათვალა, რომ არონს
საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა და უთხრა კიდეც
ამის შესახებ. როდესაც არონმა ძმას მარადიული ტანჯვა-წამება უწი-
ნასწარმეტყველა და გაეცალა, ორივემ შვებით ამოისუნთქა.

668
არონის რელიგიურობა მის სექსუალურ ცხოვრებასაც შეეხო. ერ-
თხელ, ებრასთან საუბრის დროს, თქვა, რომ სქესობრივი კავშირის-
გან თავის შეკავებას ძალიან მნიშვნელოვანია და რომ გადაწყვეტი-
ლი აქვს, მთელი თავისი ცხოვრება ასე გაატაროს. ებრამ აქაც გამოი-
ჩინა სიბრძნე და დაეთანხმა მას, თუმცა, სჯეროდა, რომ არონის გა-
ტაცება დროებითი იყო. ბოლოს და ბოლოს, უქორწინობა მისთვის ერ-
თადერთი ნაცნობი მდგომარეობა იყო. მას სურდა, ცოლად გაჰყოლოდა
არონს და მისთვის ნებისმიერი რაოდენობის შვილები გაეჩინა, თუმცა,
თვლიდა, რომ ამაზე საუბრის დრო ჯერ არ დამდგარიყო. ადრე, მას
არასდროს უეჭვიანია, ახლა კი ამჩნევდა, რომ მისტერ როლფის მიმართ
ინსტინქტური და, ალბათ, სავსებით გამართლებული სიძულვილის
გრძნობა გაუჩნდა.
კეილი მშვიდად უყურებდა, როგორ ამარცხებდა მისი ძმა ცოდვებს,
რომლებიც არასდროს ჩაუდენია. ერთხელ, ისიც კი გაიფიქრა, რომ არო-
ნს დედის შესახებ ყველაფერს ეტყოდა, შემდეგ კი განზე გადგებოდა და
დიდი ინტერესით დააკვირდებოდა, როგორ გადახარშავდა ის ამ ამბავს.
თუმცა, ბოლოს, მსგავსი ჩანაფიქრის განხორციელებაზე კეილმა უარი
თქვა. მას მიაჩნდა, რომ არონი ასეთ ძლიერ დარტყმას საერთოდ ვერ
გადაიტანდა.

თავი ოცდამეცხრამეტე
-1-
პერიოდულად, სალინასში ზნეობრიობის მცირე ამოფრქვევები ხდე-
ბოდა. ეს პროცესი დიდად მრავალფეროვანი არასდროს ყოფილა. ერთი
ამოფრქვევა ტყუპისცალივით ჰგავდა მეორეს. ზოგჯერ, ყველაფერი მქა-
დაგებლის კათედრიდან წარმოთქმული სიტყვით იწყებოდა, ზოგჯერ კი
„ქალთა სამოქალაქო კლუბის“ ახალი და ამბიციური პრეზიდენტის კაპ-
რიზებით. მაგალითად, აზარტული თამაშები უპირველეს საზრუნავად
მიიჩნეოდა და ამ სფეროს ამოძირკვაც უმთავრესი ამოცანა იყო. ზოგა-
დად, სამორინეების წინააღმდეგ გალაშქრებას კონკრეტული პლიუსები
669
ჰქონდა. ჯერ ერთი, პროსტიტუციისგან განსხვავებით, მათ შესახებ
ხმამაღლა შეიძლებოდა საუბარი. ყველა თანხმდებოდა, რომ ეს იყო
ცალსახა ბოროტება და ეშმაკისეული გასართობი. გარდა ამისა, სა-
მორინეების უდიდეს ნაწილს ჩინელები მართავდნენ და, სწორედ
ამიტომ, ალბათობა იმისა, რომ აზარტული თამაშების დაგმობით
რომელიმე შორეულ ნათესავს დააზარალებდი, ძალიან მცირე იყო.
ეკლესიიდან და „ქალთა სამოქალაქო კლუბიდან“, აღშფოთების
ალი სალინასის ორ გაზეთს გადაედებოდა ხოლმე. გამოცემები ქა-
ლაქის მავნე ელემენტებისგან გაწმენდას ითხოვდნენ. პოლიცია
ამას სავსებით ეთანხმებოდა, თუმცა, უსახსრობას უჩიოდა და ამტკი-
ცებდა, რომ უფრო მაღალი ბიუჯეტის პირობებში, ყველაფერი უპ-
რობლემოდ შესრულდებოდა. ზოგჯერ, მათი ეს მოთხოვნა კმაყო-
ფილდებოდა კიდეც.
როდესაც ალი საგაზეთო გვერდებს მიაღწევდა, ყველა ხვდებო-
და, რომ გადამწყვეტი ეტაპი ძალიან მალე დაიწყებოდა. ყველაფერი
საბალეტო დადგმასავით ზუსტად სრულდებოდა. პოლიცია მზად
იყო, სამორინეებიც მზად იყვნენ და გაზეთებიც წინასწარ ბეჭდავ-
დნენ საქებარ სტატიებს. ამის შემდეგ, რეიდი იწყებოდა. ყველაფერი
წინასწარ იყო გათვლილი და აწონილ-დაწონილი. პოლიცია ერთბა-
შად დააცხრებოდა ხოლმე პახაროდან ჩამოსულ ოციოდე ჩინელს,
რამდენიმე მაწანწალასა და კომივოიაჟერებს, რომლებსაც, იმის გა-
მო, რომ ადგილობრივები არ იყვნენ, წინასწარ არავინ აფრთხილებ-
და. შემდეგ, ყველა მათგანს საკნებში სვამდნენ, დილით კი ჯარიმას
ახდევინებდნენ და ათავისუფლებდნენ. ქალაქი ახალ, სრულიად უმ-
წიკვლო რეალობაში იღვიძებდა, სამორინეების დანაკარგი კი მხო-
ლოდ ერთი ჩავარდნილი ღამითა და ჯარიმებით შემოიფარგლებო-
და. ადამიანი საოცარი არსებაა: მას შეუძლია არ სჯეროდეს იმის, რა-
საც თვალნათვლივ ხედავს.
1916 წლის შემოდგომაზე, გვიან ღამით, კეილი შორტი ლიმის სა-
მორინეში იყო შესული და თამაშს უყურებდა, როდესაც, სრულიად

670
მოულოდნელად, დაწესებულებაში პოლიციის რაზმი შეიჭრა. სიბნელე-
ში, ადამ ტრასკის ვაჟი ვერავინ შეამჩნია და პოლიციის უფროსმა ის დი-
ლით, წინასწარი დაკავების საკანში აღმოაჩინა. მან წამსვე დაურეკა
ადამს, რომელიც ამ დროს მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა. პოლიციის
შენობამდე, ადამმა ორიოდე კვარტალი გაიარა, კეილი წამოიყვანა,
გზის მეორე მხარეს, ფოსტის განყოფილებაში შეიარა და მხოლოდ ამის
შემდეგ დაბრუნდა სახლში.
ლიმ ადამს მოხარშული, კეილს კი ერბოკვერცხი მოუმზადა.
როდესაც მამა-შვილი სახლში შევიდა, არონი უკვე სკოლაში მიდი-
ოდა.
– დაგელოდო? – ჰკითხა მან კეილს.
– არა, – უპასუხა კეილმა ისე, რომ თავი არ აუწევია.
ადამს, მას შემდეგ, რაც მან პოლიციის უფროსს მადლობა გადაუხა-
და და კეილს უთხრა: „წამოდი“, ხმა საერთოდ არ ამოუღია.
კეილს მადა ჰქონდა დაკარგული, მაგრამ საუზმე მაინც ბოლომდე ჭა-
მა. შიგადაშიგ, ცალი თვალით, ადამს აკვირდებოდა და ვერაფრით
ხვდებოდა, რას გამოხატავდა მისი სახე. მასში ერთდროულად იყო დაბ-
ნეულობაც, სიბრაზეც, ნერვიულობაც და წუხილიც.
ადამი თავის ყავას მისჩერებოდა. სიჩუმე იმდენ ხანს გაგრძელდა,
რომ მისი ატანა შეუძლებელი გახდა.
ამ დროს, ლიმ შემოიხედა.
– ყავა დაგიმატოთ? – იკითხა მან.
ადამმა თავი ნელა გააქნია. ლი სამზარეულოში შეტრიალდა და კარი
მიხურა.
ოთახში მხოლოდ საათის წიკწიკი ისმოდა და კეილს, ცოტა არ იყოს,
შიშის გრძნობა დაეუფლა. მან ცხოვრებაში პირველად იგრძნო, რომ მა-
მამისისგან ერთგვარი უხილავი საფრთხე მოდიოდა. კეილს ფეხები და-
უბუჟდა, მაგრამ განძრევას მაინც ვერ ბედავდა. მან განგებ დააგდო ჩან-
გალი თეფშზე და ხმა წამსვე დაიკარგა სიჩუმეში. შემდეგ, საათმა ცხრა-
ჯერ ჩამოჰკრა და სიჩუმემ ეს ხმაც ჩაყლაპა.

671
ნელ-ნელა, შიში გულისწყრომამ შეცვალა. ალბათ ხაფანგში მოხ-
ვედრილ მელიას აქვს ხოლმე ასეთი შეგრძნება.
მოულოდნელად, კეილი წამოხტა და თავადაც განცვიფრებული
დარჩა, რადგან, არ ელოდა, განძრევას თუ გაბედავდა. შემდეგ, რაც
ძალი და ღონე ჰქონდა დაიყვირა და ამან კიდევ უფრო გააკვირვა.
– მიდი და გააკეთე, რაც გინდა! რას გაჩუმებულხარ! მიდი, მცემე!
სიჩუმემ მისი ყვირილიც ჩაყლაპა.
ადამმა ნელა ასწია თავი. ძალიან ბევრი ადამიანია ამ ქვეყანაზე,
ვისაც საკუთარი მამისთვის თვალებში არასდროს ჩაუხედავს და კე-
ილიც ერთ-ერთი იმათგანი იყო. ადამის ცისფერ თვალებში, სადღაც
ძალიან ღრმად, კეილმა საკუთარი თავი დაინახა და მოეჩვენა, რომ
მამის თვალებიდან ორი კეილი იყურებოდა.
– ესე იგი, მე დაგაღალატე, არა? – თქვა ადამმა აუჩქარებლად.
ეს გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ალიყური. კეილი დაიბნა.
– ვერ გავიგე, – თქვა მან.
– შენ სამორინეში დაგაკავეს. მე არ ვიცი, რატომ მიხვედი იქ და
რას აკეთებდი.
კეილი ჩუმად იჯდა და თეფშს თვალს არ აშორებდა.
– თამაში დაიწყე, შვილო?
– არა, მამა. უბრალოდ, ვუყურებ ხოლმე.
– ესე იგი, ადრეც ყოფილხარ იქ?
– დიახ, ბევრჯერ.
– რატომ დადიხარ?
– არ ვიცი. როგორც კი მოსაღამოვდება, მოუსვენრობა მემართე-
ბა. ვერ ვიძინებ და ორღობის კატასავით დავბოდიალობ ქალაქში.
ასეთმა შედარებამ კეილს დედამისი გაახსენა და უხერხულად იგ-
რძნო თავი.
ადამი ჩაფიქრდა და შვილის თითოეული სიტყვა გააანალიზა.
– შენი ძმაც ასე დაბოდიალობს? – ჰკითხა მან კეილს.

672
– არა, არა. მას ეს აზრადაც არასდროს მოუვა. ის... ის მოუსვენარი არ
არის.
– ხომ ხედავ, მე ეს არც კი ვიცოდი, – თქვა ადამმა. – საერთოდ, მე
თქვენს შესახებ არაფერი ვიცი.
კეილს მოუნდა, რომ მამამისთან მიერბინა და ჩახუტებოდა. სურდა,
რომ ადამსაც ჩაეკრა ის გულში. მას სურდა, რომ ახლავე გამოეხატა სიყ-
ვარული და თანაგრძნობა, რომელსაც მამის მიმართ გრძნობდა. კეილმა
ხელსახოცების დამჭერი პატარა რგოლი აიღო და თითი გაუყარა.
– თუ გაინტერესებს, ყველაფერს მოგიყვები, – თქვა მან.
– მე არასდროს დავინტერესებულვარ ამით. ძალიან ცუდი მამა ვარ.
მამაჩემს დავემსგავსე, ალბათ.
ადამი კეილისთვის სრულიად უცნობი ინტონაციით საუბრობდა. მას
ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა და ეტყობოდა, რომ ემოციებს ვერ უმკლავდე-
ბოდა. კეილი ცდილობდა მამის ყოველი სიტყვა დაეჭირა.
– მამაჩემს ჩემი ახალ თარგზე გამოჭრა სურდა, – განაგრძო ადამმა,
– საბოლოოდ, შედეგი ძალიან ცუდი მიიღო. ადამიანს ვერ შეცვლი. მეც
სწორედ ისეთი დავრჩი, როგორიც თავიდანვე ვიყავი.
– თავ ნუ იტანჯავ, მამა, – თქვა კეილმა, – ისედაც ბევრი ინერვიულე.
– ჰო, ალბათ ვინერვიულე, მაგრამ, რისთვის? აი, ეს არის საკითხავი.
საკუთარ შვილებს არ ვიცნობ და, ალბათ, ვერც ვეღარასდროს გავიცნობ.
– ყველაფერს გეტყვი, რასაც მოისურვებ. მკითხე, რაც გინდა.
– საიდან დავიწყო? სულ თავიდან?
– პოლიციაში რომ მოვხვდი, გაბრაზდი თუ გეწყინა?
ადამმა გულიანად გაიცინა, რამაც კეილი ძალიან გააკვირვა.
– მერე რა მოხდა? ცუდი ხომ არაფერი ჩაგიდენია?
– ცუდი სწორედ ის იყო, რომ სამორინეში ვიყავი, – თქვა კეილმა,
თითქოს საკუთარი თავის დადანაშაულება სურდა.
– ჰო, ერთხელ მეც დამემართა ასე. ერთი წლით დამაპატიმრეს იმის
გამო, რომ აკრძალულ ადგილას ვიყავი.
კეილი გაოგნდა.

673
– არ მჯერა, – თქვა მან.
– ზოგჯერ მეც მიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ, ძალიან კარგად მახ-
სოვს, როგორ გავიქეცი პატიმრობიდან და როგორ მოვიპარე მაღაზიი-
დან ტანსაცმელი.
– არ მჯერა, – გაიმეორა კეილმა.
ის დაბნეული იყო, მაგრამ, ამავე დროს, მამის მიმართ ისეთი
სითბო იგრძნო, რომ სიამოვნებისგან გაირინდა.
– სამუელ ჰამილტონი ხომ გახსოვს? – ჰკითხა მას ადამმა. – ერ-
თხელ, სულ პატარები რომ იყავით, მითხრა, ცუდი მამა ხარო. ჰოდა,
აზრზე რომ მოვსულიყავი, ისეთი მთხლიშა, რომ ძირს დამაგდო.
– იმ ბებერმა კაცმა?
– ბებერი ეძახე შენ და მაგარი კაცი კი იყო. ახლაღა მივხვდი, რას
გულისხმობდა. მამაჩემს დავემსგავსე. ის ჩემში პიროვნებას ახშობ-
და და მეც ისე ვუყურებდი ჩემს შვილებს, თითქოს ისინი ადამიანები
არ ყოფილიყვნენ. სწორედ ამას მეუბნებოდა სამუელი.
ადამმა გაიღიმა და კეილმა კიდევ უფრო ძლიერი სიყვარული იგ-
რძნო მის მიმართ.
– ჩვენ სულაც არ ვთვლით, რომ ცუდი მამა ხარ.
– ჩემი საბრალო შვილები, – თქვა ადამმა. – თქვენ ხომ არ იცით,
როგორია კარგი მამა.
– კარგია, რომ დამიჭირეს, – თქვა კეილმა.
– მეც ასე ვფიქრობ, კეილ, – ადამს ხასიათი ერთბაშად გამოუკეთ-
და. – გამოდის, რომ ამაშიც ვგავართ ერთმანეთს. შეგვიძლია გულ-
წრფელად დავილაპარაკოთ. მოდი, საკუთარ თავზე მიამბე.
– კარგი.
– წინააღმდეგი ხომ არა ხარ?
– არა.
– მაშინ, მომიყევი. ხომ იცი, პასუხისმგებლობა ყველა ადამიანს
მოეთხოვება. მხოლოდ დედამიწაზე სიარული და სუნთქვა არ არის
საკმარისი. შენ როგორი ხარ?

674
– სერიოზულად გითხრა?
– ჰო, რა თქმა უნდა. მიდი, მიამბე... თუ სურვილი გაქვს.
– რა ვიცი, მე... – დაიწყო კეილმა და გაჩუმდა, – არც ისე ადვილი
ყოფილა საკუთარ თავზე ლაპარაკი.
– აბა, შენ რა გეგონა? ძნელი კი არა, საერთოდ შეუძლებელია. კარგი,
მაშინ არონზე მიამბე.
– რა გაინტერესებს?
– შენი აზრი მაინტერესებს. მეტს ისედაც ვერაფერს მეტყვი.
– კარგი ბიჭია, – თქვა კეილმა, – ცუდს არასდროს არაფერს აკეთებს.
ცუდი აზრებიც კი არასდროს მოსდის თავში.
– აი, ხომ ხედავ? – თქვა ადამმა, – შენ ახლა საკუთარ თავზეც საუბ-
რობ.
– როგორ?
– გამოდის, რომ შენ ცუდსაც აკეთებ და ცუდი აზრებიც მოგდის თავ-
ში.
– ჰო, მართალია, – თქვა კეილმა და წამოწითლდა.
– ძალიან ცუდად იქცევი ხოლმე?
– ჰო, მამა. თუ გინდა, მოგიყვები?
– არ მინდა, კეილ. შენ უკვე ყველაფერი მითხარი. შენი ხმა და თვა-
ლები მეუბნება, რომ საკუთარ თავს ებრძვი. ოღონდ, ამის ნუ შეგრცხვე-
ბა. სირცხვილის შეგრძნება ადამიანს ჭკუიდან შეშლის. არონსაც ხომ არ
სტანჯავს სირცხვილის გრძნობა?
– ცუდს არაფერს აკეთებს და რისი უნდა რცხვენოდეს?
– დარწმუნებული ხარ, რომ ასეა?
– სავსებით.
– კეილ, შენ ხშირად იცავ მას?
– რას გულისხმობ, მამა?
– რას ვგულისხმობ და... აი, რაიმე ცუდი ან არასასიამოვნო რომ შე-
იტყო, დაუმალავ?
– ჰო... ვფიქრობ, დავუმალავ.

675
– შენ თვლი, რომ ის საკმარისად ძლიერი არ არის?
– არა, მთავარი სულ სხვა რამეა. ის კარგი ადამიანია. ძალიან კეთი-
ლია, ხომ გესმის? ცუდად არასდროს არავის მოქცევია. ვინმეზე რომ ცუ-
დი ეთქვას, ისიც კი არასდროს გამიგია. ის ბოროტი არ არის, არასდროს
წუწუნებს და ძალიან მამაცია. ჩხუბი არ უყვარს, მაგრამ, თუ აიძულე,
უკან არ დაიხევს.
– გიყვარს შენი ძმა?
– დიახ, მამა... მაგრამ, ხშირად ვაბრაზებ. ვატყუებ ხოლმე. თავა-
დაც არ ვიცი, რატომ ვაკეთებ ამას.
– მერე ნერვიულობ, ხომ?
– დიახ.
– არონიც ნერვიულობს?
– არ ვიცი. ეკლესიაში რომ არ წავყევი, ცუდ ხასიათზე დადგა. ერ-
თხელ, ებრა ეჩხუბა – უთხრა, მძულხარო. ამის მერეც ძალიან ცუდად
იყო. ისე ინერვიულა, სიცხემ აუწია. ლიმ რომ ექიმი გამოიძახა, ხომ
გახსოვს?
– წარმოგიდგენია? – თქვა ადამმა გაკვირვებული ხმით, – თქვენ-
თან ერთად ვცხოვრობ და ეს ყველაფერი საერთოდ არ ვიცოდი. ებ-
რა რაღამ გააბრაზა?
– არ ვიცი, უნდა გითხრა თუ არა.
– თუ საჭირო არ არის, ნუ მეტყვი.
– არა, ცუდი არაფერი მომხდარა. ჩვეულებრივი ამბავია. არონს
მღვდლობა უნდა, ხომ გესმის? მისტერ როლფი კი კათოლიციზმის-
კენ იხრება და ამასაც ექაჩება. არონი ამბობს, არასდროს დავქორ-
წინდებიო, განდეგილად ვიცხოვრებო.
– ბერები რომ ცხოვრობენ, ისე?
– დიახ.
– და ებრას ეს არ მოეწონა?
– არ მოეწონა კი არა, კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. სულ იფურთხე-
ბოდა. მაგარი გაბრაზება სცოდნია, სხვათა შორის. არონს კალამი გა-

676
მოგლიჯა ხელიდან, მიწაზე დააგდო, ფეხებით შედგა ზედ და სულ ნამ-
სხვრევებად აქცია. თან ყვიროდა, შენი გულისთვის, ნახევარი ცხოვრება
გავატანე ქარსო.
– რამდენი წლისაა, – იკითხა ადამმა და გულიანად გადაიხარხარა.
– თხუთმეტის გახდება მალე. თუმცა, რომ შეხედავ, უფრო დიდი გე-
გონება.
– გეთანხმები. არონი როგორ მოიქცა?
– მშვიდად იდგა და უყურებდა, მაგრამ, ძალიან განიცადა.
– თუ არ უნდა, შენ დაგითმოს, – თქვა ადამმა, – შენც ხომ მოგწონს
ებრა?
– არა, მამა. ებრა არონთან არის დანიშნული, – სერიოზულად უპასუ-
ხა კეილმა.
ადამმა შვილს თვალებში შეხედა და მის გამოხედვას ყურადღებით
დააკვირდა.
– ლი! – დაიძახა მან. – ლი, სად ხარ! რა უცნაურია. მე მგონი, არსად
გასულა. ყავას დალევდა კაცი.
– მე მოვადუღებ! – წამოხტა კეილი.
– სკოლაში არ გაგვიანდება?
– დღეს საერთოდ არ წავალ.
– არა, ასე არ შეიძლება. არონი ხომ წავიდა?
– მე შენთან ერთად მინდა ყოფნა.
– კარგი, მიდი, მოადუღე ყავა, – თქვა ადამმა და თითებზე დაიხედა.
კეილი რომ სამზარეულოში გავიდა, ადამი ჩაფიქრდა. ის საკუთარ
თავს აკვირდებოდა და რაღაც უცნაურ, აქამდე უცნობ აღელვებას
გრძნობდა. მას ხელები ექავებოდა, ფეხები კი სირბილისკენ უბიძგებდა.
მოულოდნელად, ადამს თითქოს თვალები აეხილა. სკამები, კედლებზე
დაკიდებული სურათები, ხალიჩაზე გამოსახული წითელი ვარდები... ამ
ყველაფერს ის სულ სხვა თვალით უყურებდა, თითქოს მათში ცოცხალ
ადამიანებს ხედავდა. მის გონებაში სიცოცხლის მძაფრი სურვილი გაჩ-
ნდა. ადამს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ამიერიდან, მისი ცხოვ-

677
რების თითოეული წამი სიხარულით აღსავსე უნდა ყოფილიყო. მან
ხელები კეფაზე შემოიწყო, თითები გადააჯვარედინა და ფეხები გა-
შალა.
სამზარეულოში, კეილი გაზქურასთან იდგა და ყავის ადუღებას ელო-
დებოდა. ეს ლოდინი მას არათუ არ აღიზიანებდა, არამედ სიამოვნე-
ბასაც კი ანიჭებდა. ნანახი და გამოცდილი საოცრება ჩვეულებრივი
ამბავი ხდება. მამასთან ასეთი კარგი ურთიერთობის დამყარებით
გამოწვეულმა გაკვირვებამ უკვე გადაიარა, თუმცა სასიამოვნო გან-
წყობა არსად გამქრალა. სიმარტოვისა და სხვების მიმართ შურის
მწარე შეგრძნებაც სადღაც გაუჩინარდა და კეილი გრძნობდა, რომ
ახლა სულ სხვანაირი, სუფთა და დადებითი პიროვნება იყო. მან ძვე-
ლი სიძულვილი გაიხსენა, საკუთარი თავი რომ გამოეცადა და კიდევ
ერთხელ დარწმუნდა, რომ უარყოფითი ემოცია მასში საერთოდ
აღარ არსებობდა. ახლა, კეილს მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრა-
ვებდა: მამას მომსახურებოდა, მისთვის საოცარი საჩუქარი გაეკეთე-
ბინა, რაიმე დიდი და გრანდიოზული საქმე შეესრულებინა მამის პა-
ტივსაცემად.
ყავა ადუღდა და გადმოვიდა, ამიტომ, კეილი სამზარეულოში კი-
დევ რამდენიმე წუთით შეყოვნდა, რათა გაზქურა გაეწმინდა. „გუშინ,
ამას ნამდვილად არ გავაკეთებდი“, – გაიფიქრა მან.
ყავადნით ხელში რომ შევიდა ოთახში, ადამმა გაუღიმა, შემდეგ
ყავას დაყნოსა და ღრმად ამოისუნთქა.
– ეს სურნელი მკვდარსაც კი გააცოცხლებს, – თქვა მან.
– გადადუღდა. ყურადღება ვერ მივაქციე.
– თუ არ გადადუღდა, ასეთი კარგი სურნელი არ ექნება. ლი სად
წავიდა, ერთი ვიცოდე.
– თავის ოთახში იქნება. ვნახო?
– არა, დაანებე თავი. იქ რომ იყოს, მიპასუხებდა.
– მამა, სკოლას რომ დავამთავრებ, რანჩოზე მინდა დავბრუნდე
და მიწას მივხედო. მომცემ ნებას?

678
– ჯერ ადრეა მაგაზე ფიქრი. არონი რას აპირებს?
– კოლეჯს უმიზნებს. არ უთხრა, ეს რომ გითხარი. თავად თუ გით-
ხრა, არ აგრძნობინო, რომ იცოდი.
– ძალიან კარგი, – თქვა ადამმა, – შენ რა, არ გინდა, კოლეჯში რომ
გააგრძელო სწავლა?
– მე რანჩოზე იმდენ ფულს გავაკეთებ, არონსაც დავეხმარები სწავ-
ლაში.
ადამმა ყავა მოსვა.
– ძალიან ღირსეული საქციელი იქნება, – თქვა ადამმა, – არც კი ვიცი,
უნდა გეუბნებოდე ამას თუ არა, მაგრამ... იცი, რა არის? არონზე რომ
გკითხე, ცოტა ხნის წინ, ისე დაიწყე მისი დაცვა... გავიფიქრე... იქნებ არც
ისე ძალიან გიყვარს შენი ძმა?
– მძულდა, არ დაგიმალავ, – თქვა კეილმა დაუფიქრებლად. – ძალი-
ან ბევრჯერ ვაწყენინე. ახლა აღარ მძულს, დამიჯერე. დარწმუნებული
ვარ, რომ სულ მეყვარება. საერთოდ, არა მგონია ვინმე შევიძულო. დე-
დაც კი არ მძულს...
კეილი მოულოდნელად გაჩუმდა. მას თავადაც გაუკვირდა, ეს რომ
წამოსცდა. ის გაირინდა და ადამის პასუხს დაელოდა.
ადამმა შუბლი დაიზილა. რამდენიმე წამი, ხმა არ ამოუღია.
– შენ ყველაფერი იცი, – თქვა მან მტკიცებითი ინტონაციით.
– დიახ... დიახ, მამა.
– სულ ყველაფერი?
– დიახ.
ადამი სავარძლის ზურგს მიეყრდნო.
– არონმაც იცის?
– არა... არა, რა თქმა უნდა. არ იცის.
– ასე რატომ აღელდი?
– მე ამას ვერ ვეტყვი.
– რატომ?

679
– ვერ გადაიტანს და იმიტომ. მასში არ არის იმ რაოდენობის ბო-
როტება, რომ ეს გადახარშოს, – თქვა კეილმა და სურდა გაეგრძელე-
ბინა: „შენ გგავს, მამა“, თუმცა ეს ბოლო ფრაზა აღარ უთქვამს.
ადამს დაღლილი სახე ჰქონდა. ნელა გააქნია თავი.
– მისმინე, კეილ, – თქვა მან, – როგორ ფიქრობ, არსებობს რაიმე
შანსი, რომ არონმა ეს ვერასოდეს გაიგოს? კარგად დაფიქრდი.
– ის მსგავს ადგილებში არასდროს დადის. მე არა მგავს.
– ვინმემ რომ უთხრას?
– არა მგონია, დაიჯეროს. გაბრაზდება, იჩხუბებს, მაგრამ არ და-
იჯერებს.
– შენ იქ იყავი?
– დიახ, მამა. მე ეს აუცილებლად უნდა მცოდნოდა, – თქვა კეილ-
მა და აღელვებულად გააგრძელა. – ...კოლეჯში რომ გააგრძელებს
სწავლას, იქნებ ამ ქალაქში საერთოდ აღარ დაბრუნდეს?
– ჰო, შესაძლებელია, – თავი დაუქნია ადამმა, – თუმცა, მანამდე
კიდევ ორი წელია.
– ერთ წელიწადშიც ჩააბარებს ყველაფერს. ჭკუის კოლოფია, ხომ
იცი? დაველაპარაკები და იქნებ დავიყოლიო.
– შენ უფრო ჭკვიანი მგონიხარ.
– ჰო, მაგრამ, მე სხვანაირი ჭკვიანი ვარ.
ადამი სიამაყით აივსო. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გა-
იზარდა, გამაღლდა და ახლა უკვე თითქმის მთელ ოთახს იკავებდა.
კეილს თავისი ცისფერი და გამჭოლი თვალებით მისჩერებოდა.
– კეილ, – თქვა მან.
– ბატონო.
– მე შენ გენდობი.
-2-
მამასთან გულახდილი საუბრის შემდეგ, კეილი უბედნიერეს ადა-
მიანად თვლიდა თავს. სიხარულისგან ცაში დაფრინავდა, ადრინ-

680
დელზე უფრო ხშირად იღიმოდა და ჩვეული მოღუშულობაც თვალსა და
ხელს შუა იყო გამქრალი.
ლიმ ძალიან მალე შეამჩნია კეილის ასეთი საოცარი გარდასახვა
და ისე, სხვათა შორის ჰკითხა:
– რა ხდება, კეილ? გოგონა ხომ არ გაიცანი, შემთხვევით?
– რა სისულელეა! – უპასუხა კეილმა. – ვის რაში სჭირდება გოგონა?
– გოგონა ყველას სჭირდება, კეილ.
მოგვიანებით, ლი ადამის მოსაზრებითაც დაინტერესდა.
– ხომ არ იცით, კეილს რა დაემართა?
– დედამისის ამბავი შეიტყო, – უპასუხა ადამმა.
– მართლა? – ისე გაიკვირვა ლიმ, თითქოს არაფერი იცოდა. – ხომ
გახსოვთ, ჯერ კიდევ როდის ვთვლიდი, რომ შვილებისთვის ყველაფერი
უნდა გეთქვათ?
– მე არაფერი მითქვამს. თავად შეიტყო.
– რა უცნაურია. არცთუ სასიამოვნო ინფორმაციაა და წესით კარგ ხა-
სიათზე არ უნდა იყოს. არადა, კი არ დადის, დაფრინავს. სულ რაღაცას
ღიღინებს და ქუდს ჰაერში ისვრის ხოლმე. არონმაც იცის?
– აი სწორედ არონის ამბავი მაღელვებს. როგორ უნდა ვუთხრა, არც
კი ვიცი.
– შესაძლოა, უკვე გვიანიც იყოს.
– მაინც დაველაპარაკები. ნიადაგს მოვსინჯავ, ასე ვთქვათ.
– თქვენც შეცვლილი მეჩვენებით, – თქვა ლიმ მოკლე პაუზის შემდეგ.
– მართლა? ჰო, ალბათ.
ღიღინი, ქუდის ჰაერში ასროლა და საშინაო დავალების ერთი ამო-
სუნთქვით სწავლა მხოლოდ მცირე ნაწილი იყო იმისა, რასაც კეილი აკე-
თებდა. საკუთარი თავი მან მამის მესაიდუმლედ და სიმშვიდის დამცვე-
ლად დანიშნა. დედა კეილს მართლაც არ სძულდა, მაგრამ, რეალობას
ეს სულაც არ ცვლიდა: სწორედ ქეითი იყო ადამის ყველა უბედურების
მთავარი მიზეზი. კეილი ფიქრობდა, რომ დედამისს კიდევ შეეძლო ადა-
მისთვის ზიანის მიყენება, ამიტომ, გადაწყვიტა, ქეითის შესახებ ყველა-

681
ფერი გაეგო. მტერი ახლოს უნდა გაიცნო, მისი ქმედებები რომ მო-
ულოდნელი არ გახდეს.
ყოველ საღამოს, როგორც კი დაბნელდებოდა, კეილი რკინიგზის გა-
დაღმა მდგარი სახლისკენ მიემართებოდა. თუმცა, ის არც დღისით
კარგავდა დროს – გზის განაპირას ამოსული მაღალი მცენარეების
უკან იმალებოდა და საროსკიპოს ყურადღებით აკვირდებოდა. იქი-
დან გამოსულ გოგონებს ჩვეულებრივი, ხშირად მკაცრი სტილის ტა-
ნისამოსიც კი ეცვათ. კეილი მათ მზერით გააცილებდა ხოლმე კას-
ტროვილის ქუჩის კუთხემდე, შემდეგ კი გოგონები მთავარი ქუჩისკენ
უხვევდნენ. წინასწარ თუ არ იცოდი, საიდან გამოვიდნენ, ჩაცმულო-
ბის მიხედვით მათ პროფესიას ნამდვილად ვერ დაადგენდი. თუმცა,
კეილს ეს გოგონები სრულებითაც არ აინტერესებდა. მას დედის და-
ნახვა, მისი გარეგნობის კარგად შესწავლა სურდა. სულ ცოტა ხანში,
დაადგინა კიდეც, რომ ქეითი სახლიდან ორშაბათობით, დღის ორის
ნახევარზე გამოდიოდა.
კეილმა ყველაფერი წინასწარ დაგეგმა: ორშაბათობით რომ სკო-
ლის გაცდენის უფლება მიეღო, დამატებითი დავალებები წინასწარ
და ფრიადზე შეასრულა. როდესაც არონი მისი უცნაური ქცევით და-
ინტერესდა, კეილმა უპასუხა, რომ სიურპრიზს ამზადებდა და ამაზე
საუბარი არ სურდა. არონი ამ ამბით დიდად არ დაინტერესებულა და
სულ მალე, ეს ყველაფერი საერთოდ დაავიწყდა.
რამდენიმე დღეში, კეილმა დედამისის მარშრუტი ზუსტად და-
ადგინა. ის უცვლელი იყო. თავდაპირველად, ქეითი მონტერეის სა-
ოლქო ბანკში შედიოდა, პრიალა გისოსებს გაივლიდა და სეიფების
განყოფილებაში თხუთმეტ-ოც წუთს ატარებდა. ამის შემდეგ, ის
მთავარ ქუჩაზე მისეირნობდა და მაღაზიების ვიტრინებს ათვალიე-
რებდა. შემდეგ, პორტერისა და ირვინის მაღაზიაში შედიოდა, კა-
ბებს
შეავლებდა ხოლმე თვალს და ზოგჯერ ერთ-ორ ნივთსაც შეიძენ-
და – ქინძისთავებს, მოსასხამს, ხელთათმანებს... დაახლოებით სა-

682
მის ნახევარზე, ქეითი მინი ფრენკენის სილამაზის სალონში შედიოდა,
ერთ საათში კი იქიდან ახალი ვარცხნილობით გამოდიოდა.
ოთხის ნახევარზე, ის „ფერმერთა ათასი წვრილმანის“ თავზე
მდებარე ექიმ როზენის კაბინეტში ადიოდა, შემდეგ კი ბელის საკონ-
დიტროში შეივლიდა და შოკოლადის ასორტის ყიდულობდა. ქეითის
მარშრუტი არასდროს იცვლებოდა. საკონდიტროდან ის პირდაპირ კას-
ტროვილის ქუჩისკენ იღებდა გეზს, იქიდან კი საკუთარი დაწესებულე-
ბისკენ მიემართებოდა.
მის ჩაცმულობაში უცნაური არაფერი იყო. ქეითი არაფრით განსხვავ-
დებოდა სხვა შეძლებული ქალბატონებისგან, რომლებიც ორშაბათს სა-
ღამოს საყიდლებზე გადიან. ერთადერთი, რაც თვალში მოგხვდებოდა,
ის იყო, რომ ქეითს ხელთათმანები ეკეთა. ეს კი სალინასში საკმაოდ უჩ-
ვეულო რამ გახლდათ. ხელთათმანებში, მისი ხელები უფრო სქელი და
ფუმფულა ჩანდა.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ქეითი შუშის ნაჭუჭში იყო ჩაკეტი-
ლი. ის არავის ესაუბრებოდა და თითქოს არავის ამჩნევდა. დროდად-
რო, რომელიმე მამაკაცი გააყოლებდა ხოლმე თვალს და რამდენიმე
წამში, უცნაურად აფორიაქებული, ისევ თავის გზას მიუყვებოდა. ასეთ
იშვიათ შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით, ქეითი მოჩვენებასავით მისრია-
ლებდა ქუჩაში.
რამდენიმე კვირის განმავლობაში, კეილი დედამისს სულ კუდში
დაჰყვებოდა და ცდილობდა მისი ყურადღება არ მიექცია. ქეითი მუდამ
წინ იყურებოდა და თავს არასდროს ატრიალებდა, ამიტომ კეილი დარ-
წმუნებული იყო, რომ ამ ამოცანას ზედმიწევნით კარგად ართმევდა
თავს.
როდესაც ქეითი საკუთარი დაწესებულების ეზოში შეაბიჯებდა, კე-
ილი მას გვერდით ჩაუვლიდა და თითქოს არაფერი მომხდარაო, გზას
აგრძელებდა. მას სურდა დედაზე ყველაფერი დაწვრილებით გაეგო.
თვალთვალის სხვა მიზეზს კეილი საერთოდ ვერ ხედავდა.

683
უკვე რვა კვირა იყო გასული, როდესაც ქეითმა თავისი ჩვეული
მარშრუტი შეასრულა და საკუთარი დაწესებულების ეზოში შეაბიჯა.
კეილმა რამდენიმე წუთი შეიცადა და გზა გააგრძელა. ამ დროს, ქე-
ითმა მას ღობის მეორე მხრიდან დაუძახა:
– რა გინდა? რატომ დამყვები კუდში?
კეილი გაირინდა. მას მოეჩვენა, რომ დრო გაჩერდა. ის სუნთქვა-
შეკრული იდგა და ქეითს უყურებდა. რამდენიმე წამში, გონს რომ მო-
ვიდა, იმ ხერხს მიმართა, რომელიც ჯერ კიდევ პატარაობისას ისწავ-
ლა: ყურადღება სხვა, უმნიშვნელო დეტალებზე გადაიტანა. მან შე-
ამჩნია, როგორ არხევდა სამხრეთიდან
წამოსული ქარი ხეების ტოტებს, დაინახა ვიწრო ბილიკი, რომე-
ლიც ატალახებული იყო, შემდეგ კი, ამ ბილიკის კიდეზე, ქეითის ფე-
ხები შენიშნა. რკინიგზის სადგურიდან, კეილს ორთქლმავლის შიში-
ნი შემოესმა, ლოყებზე კი გრილი ნიავი იგრძნო. მთელი ამ დროის
განმავლობაში, ის და ქეითი ერთმანეთს მიშტერებოდნენ. დედამი-
სის თვალისა და თმის ფერს რომ შეხედა და მისი ოდნავ აწეული
მხრების ფორმას დააკვირდა, კეილს არონი გაახსენდა. საკუთარ სა-
ხეს ის კარგად არასდროს დაკვირვებია და, ალბათ, სწორედ ამიტომ
ვერ მიხვდა, რომ ტუჩების ფორმით, კბილებითა და ყვრიმალებით,
დედას თავადაც ძალიან ჰგავდა.
– ეს პირველი შემთხვევა არ არის, – თქვა ქეითმა მცირე პაუზის
შემდეგ, – უკვე დიდი ხანია დამყვები. რა გინდა?
– არაფერი, მემ, – უპასუხა კეილმა და თავი დახარა.
– ვისი დავალებით მოქმედებ?
– არავისი.
– არ მეტყვი, ხომ?
ის, რაც ამის შემდეგ გაისმა, თავად კეილისთვისაც მოულოდნე-
ლი იყო. მან ეს სიტყვები სრულიად უნებურად წარმოთქვა:
– თქვენ ჩემი დედა ბრძანდებით. უბრალოდ, მსურდა მენახა, რო-
გორი სახე გაქვთ.

684
ეს სრული სიმართლე იყო. ქეითი ისე შეხტა, თითქოს თავში რაღაც
ჩაარტყესო.
– რა თქვი? გაიმეორე! ვინა ხარ?
– მე კეილ ტრასკი მქვია, მემ.
კეილმა იგრძნო, რომ სასწორი მის მხარეს გადაიხარა. ის ახლა უპი-
რატესობას ფლობდა. ქეითის გამომეტყველება ოდნავაც არ შეცვლილა,
თუმცა, კეილი ამჩნევდა, რომ ის თავდაცვით რეჟიმზე იყო გადასული.
ქეითმა შვილს ყურადღებით შეხედა, მის ნაკვთებს დააკვირდა და
თვალწინ, ძალიან ბუნდოვნად, ჩარლზის სახე წარმოუდგა.
– წამომყევი, – თქვა მან მოულოდნელად, შეტრიალდა და ტალახში
რომ არ ჩაებიჯებინა, ბილიკის კიდეს გაუყვა.
კეილი რამდენიმე წამით შეყოვნდა, დაფიქრდა და მხოლოდ ამის
შემდეგ გაჰყვა დედამისს. სახლში რომ შევიდნენ, მან მხოლოდ მისაღე-
ბი ოთახი იცნო. ყველაფერი დანარჩენი მისთვის სრულიად ახალი იყო.
ქეითმა დერეფანი გაიარა და თავისი ოთახისკენ წავიდა. სამზარეულოს
კართან რომ გაიარა, დაიძახა:
– ჩაი გამიკეთე! ორი ჭიქა!
როდესაც ქეითი ოთახში შევიდა, კეილი თითქოს სრულებით და-
ავიწყდა. მან პალტო გაიხადა, ხელთათმანები კი, მიუხედავად იმისა,
რომ ისინი ღილების გახსნაში უშლიდა ხელს, არ მოუხსნია. ამის შემ-
დეგ, ახლადმიშენებულ პატარა კაბინეტში გავიდა და იქიდან დაიძახა:
– მოდი აქ და სკამიც წამოაყოლე!
კეილი პატარა, უსახურ ოთახში შევიდა. კედელში ერთი ფანჯარაც კი
არ იყო გაჭრილი. გარშემო კი ყველაფერი ნაცრისფრად შეეღებათ. ია-
ტაკზე დაფენილი სქელი ხალიჩაც ნაცრისფერი იყო. ავეჯიდან, ოთახში
მხოლოდ ერთი სავარძელი, პატარა მაგიდა და ტორშერი იდგა. სავარ-
ძელზე აბრეშუმის პატარა ბალიშები ეწყო და ტორშერს საკმაოდ სქელი
აბაჟური ეკეთა. ისე, რომ ხელთათმანები არ მოუხსნია, ქეითმა ზონარი
ჩამოქაჩა და სინათლეც აინთო.
– კარი დაკეტე, – თქვა მან.

685
შუქი მხოლოდ მაგიდას დაეცა, ოთახი კი მაინც ჩაბნელებული
იყო. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ნაცრისფერი კედ-
ლები სინათლეს შთანთქამდა.
ქეითი სავარძელში ჩაეშვა, ბალიშებს შორის მოკალათდა და
მხოლოდ ამის შემდეგ გაიხადა ხელთათმანები. კეილმა შეამჩნია,
რომ თითები შეხვეული ჰქონდა.
– რას მომჩერებიხარ? – თქვა ქეითმა გაღიზიანებული ხმით, – არ-
თრიტი ჰქვია ამას. გაინტერესებს, არა?
მარჯვენა საჩვენებელი თითიდან მან წამლით გაჟღენთილი ბინ-
ტი მოიხსნა და ხელი სინათლესთან ახლოს მიიტანა.
– აი, შეხედე. ეს არის ართრიტი, – თქვა მან და თითს რომ ისევ
იხვევდა, ტკივილისგან სახე ოდნავ მოეღრიცა, – საშინელებაა. ხელ-
თათმანებში კიდევ უფრო მტკივა. დაჯექი, რას ატუზულხარ!
კეილი სკამის კიდეზე ჩამოჯდა.
– შენც დაგემართება, ალბათ. ბებიაჩემის დას ჰქონდა და დედა-
ჩემსაც ეწყებოდა... – თქვა ქეითმა და წამსვე გაჩუმდა.
ოთახში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა. კარზე მორიდებული კა-
კუნი გაისმა.
– ჯო, შენ ხარ? – დაიძახა ქეითმა. – ლანგარი იატაკზე დადგი, თა-
ვად ავიღებ. ჯო! მანდ ხარ?
კარის მიღმა მამაკაცის ხმა გაისმა, თუმცა, სიტყვები კეილმა ვერ
გაარჩია.
– შემოსასვლელში ნაგავია, – დაიძახა ქეითმა, – გაიტანე და გა-
დაყარე. მერე, ანასთან შედი და უკანასკნელი გაფრთხილება გადაე-
ცი ჩემგან. უთხარი, რომ თუ საკუთარ ოთახს არ მიალაგებს, გავაგ-
დებ. ევამ ვირეშმაკობა დაიწყო. უთხარი, რომ... არა, არ გინდა. თა-
ვად დაველაპარაკები. ჰო, სამზარეულოშიც შეიარე და მზარეულს
უთხარი, რომ სტაფილო აღარ დავინახო, თორემ მაგასაც ქუჩაში ვუკ-
რავ თავს. გაიგე?
მამაკაცის ხმა ისევ გაისმა.

686
– მორჩა, მეტი არაფერი, – უთხრა მას ქეითმა და კეილს მიუბრუნდა.
– ღორებივით არიან. ოდნავ მოაკლებ ყურადღებას და ნაგავში იხრჩო-
ბიან. მიდი, ლანგარი შემოიტანე.
კეილმა კარი გააღო და დაინახა, რომ საძინებელი ცარიელი იყო.
ლანგარი აიღო ხელში, კაბინეტში შეიტანა და მაგიდაზე ფრთხილად
დადო. ეს იყო საკმაოდ მოზრდილი, ვერცხლისფერი ლანგარი. მასზე კა-
ლის ჩაიდანი, ორი თხელი ჭიქა, საშაქრე, ნაღებით სავსე პატარა ჭურჭე-
ლი და შოკოლადის პატარა ყუთი იდო.
– დაასხი ჩაი. მე ხელები მტკივა, – თქვა ქეითმა და ერთი ცალი შო-
კოლადი პირში ჩაიდო. – სინათლე თვალებს მტკენს. აქ დასასვენებლად
შემოვდივარ ხოლმე.
კეილმა მას თვალებში შეხედა და ქეითმა კიდევ ერთხელ გაიმეორა:
– სინათლე თვალებს მტკენს. რა გჭირს? ჩაი არ გინდა?
– არა, მემ. ჩაი არ მიყვარს.
დაბინტული ხელით ქეითმა ჭიქა აიღო და ჩაი მოსვა.
– კეთილი. აბა, მითხარი, რამ შეგაწუხა.
– არაფერმა, მემ.
– ჩემი ნახვა გინდოდა, არა?
– დიახ.
– მერე? კმაყოფილი ხარ?
– სავსებით.
– როგორი ვარ? – ქეითმა გაიღიმა და თავისი თეთრი, ბასრი კბილები
გამოაჩინა.
– არა გიშავთ.
– ვიცოდი, სიტყვაძუნწი რომ იქნებოდი. შენი ძმა რას აკეთებს?
– ალბათ, სკოლაშია... ან სახლში.
– როგორი ტიპია?
– თქვენ გგავთ?
– მართლა? ყველაფრით მე მგავს?
– მღვდლობა უნდა.

687
– ჩემი გარეგნობით და ეკლესიაში? მშვენიერია. იქ ადამიანს ძა-
ლიან ბევრი რამის გაფუჭება შეუძლია. აქ რომ მამაკაცი მოდის, სულ
დაძაბულია, ეკლესიაში კი სრული თავისუფლებაა. მიდი და აკეთე,
რაც გინდა.
– ის ამ პროფესიაზე სერიოზულად ფიქრობს, მემ.
ქეითი წინ გადაიხარა. მის თვალებში გამოცოცხლება ჩანდა.
– შემივსე ჭიქა, – თქვა მან, – მითხარი, შენი ძმა გამოშტერებუ-
ლია?
– კარგი ბიჭია.
– ჰო, მაგრამ, კარგი ბიჭი გამოშტერებულიც შეიძლება იყოს.
– არა, მემ, გამოშტერებული არ არის.
ქეითმა ჭიქა ხელში აიღო, ისევ უკან გადაიხარა და სავარძლის
ზურგს მიეყრდნო.
– კარგი. მამაშენი როგორ არის?
– მასზე ნუ ვისაუბრებთ.
– რას მელაპარაკები?! ესე იგი, გიყვარს, არა?
– ძალიან მიყვარს, მემ.
ქეითი კეილს ყურადღებით დააკვირდა და მკერდში უცნაური
ტკივილი იგრძნო. თუმცა, ძალიან მალე მოვიდა გონს და საკუთარი
თავი ხელში აიყვანა.
– შოკოლადი არ გინდა?
– გმადლობთ, მემ. რატომ გააკეთეთ ეს?
– რა გავაკეთე?
– რატომ ესროლეთ მამაჩემს და რატომ მიგვატოვეთ?
– ეს მან თავად გითხრათ?
– არა, მას ჩვენთვის არაფერი უთქვამს.
ქეითი შეეცადა თითები გადაეჯვარედინებინა, მაგრამ, ძლიერმა
ტკივილმა ამის საშუალება არ მისცა.
– რა მაინტერესებს, იცი? – ჰკითხა მან კეილს, – მამაშენთან ქა-
ლები ან ახალგაზრდა გოგონები ხშირად დადიან?

688
– არა, მემ, საერთოდ არ დადიან. რატომ ესროლეთ მამაჩემს და რა-
ტომ მიგვატოვეთ?
ქეითს მთელი სხეული დაეძაბა და ეს სახეზეც შეეტყო. მან თავი
ასწია. მისი თვალები ცივი და არაფრისმთქმელი იყო.
– ისე ლაპარაკობ, გეგონება დიდი კაცი იყო, – თქვა მან, – მაგრამ, რა-
ღაცა მაინც არ გყოფნის. ჯერ პატარა ხარ. იქნებ სჯობდეს, გაიქცე, თანა-
ტოლებთან ერთად ითამაშო და ცხვირიც მოიწმინდო.
– ზოგჯერ, მეც დავცინი ჩემს ძმას. ისეთებს ვუკეთებ, რომ ცრემლე-
ბამდე მიმყავს. ისე აღმოჩნდება ხოლმე ხაფანგში, რომ ვერც კი ხვდება
რა და როგორ მოხდა. ჩემში უფრო დიდი ეშმაკობა დევს, ვიდრე მასში.
თუმცა, ახლა გადავწყვიტე, რომ ამას აღარასდროს გავაკეთებ. არ მომ-
წონს საკუთარი საქციელი.
ქეითმა ისე გააგრძელა კეილის სიტყვები, თითქოს ეს თემა მისივე
წამოწყებული ყოფილიყო.
– მეც ასე ვიყავი. ჩემებს ეგონათ, რომ მიცნობდნენ, მე კი მათ ჭკუაში
ვაჯობე. ყველას ვაჯობე. მათ ეგონათ, რომ დამიმორჩილეს, ეგონათ, რა-
საც მეტყოდნენ, ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ არ გამოუვიდათ. ძა-
ლიან მსიამოვნებს, ამას რომ ვიხსენებ. ასეა, ჩარლზ, მე ვერავინ მაჯო-
ბებს.
– მე კეილები მქვია. ეს იმ კაცის სახელია, აღთქმულ მიწამდე რომ მი-
აღწია. ლიმ მიამბო მის შესახებ.
– იმ ჩინელმა? – იკითხა ქეითმა და ისევ მიუბრუნდა სასიამოვნო მო-
გონებებს, – ადამიც თვლიდა, რომ დამიმორჩილა, დამიპყრო. დასახიჩ-
რებული და დამტვრეული რომ ვიყავი, შემიფარა და მომიარა. საჭმელს
მიმზადებდა და ჩემს გამოჯანმრთელებას ელოდებოდა. ჩემი დასაკუთ-
რება უნდოდა და იმიტომ მიმართავდა ასეთ ხერხს. ძალიან ბევრი ადა-
მიანი ებმება ასეთ მახეში. ისინი თვლიან, რომ ვალში არიან და შემდეგ,
სიცოცხლის ბოლომდე ცდილობენ ამ ვალის გასტუმრებას. ეს ბორკი-
ლების ყველაზე საშინელი სახეობაა. მე კი ვერავინ დამიმორჩილებს,
ვერავინ დამაბამს. მე მოთმინებით ველოდი გამოჯანმრთელებას და

689
რომ მოვძლიერდი, გავიქეცი. მე ვერავინ დამაკავებს. მე თავიდანვე
ვიცოდი, რა ჰქონდა მას ჩაფიქრებული.
ნაცრისფერ ოთახში ჩამოწოლილ სამარისებულ სიჩუმეს მხოლოდ
ორი ადამიანის სუნთქვა არღვევდა.
– რატომ ესროლეთ? – კიდევ ერთხელ იკითხა კეილმა.
– იმიტომ, რომ ჩემი შეჩერება უნდოდა. მე თავისუფლად შემეძ-
ლო ის მომეკლა, მაგრამ არ მოვკალი. მე გაქცევა მსურდა, ის კი ხელს
მიშლიდა. ამიტომ, გზიდან ჩამოვიცილე.
– ნეტა დავრჩენილიყავიო, არასდროს გიფიქრიათ?
– რა სისულელეა! რა თქმა უნდა, არა. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც
სულ პატარა ვიყავი, ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც კი მოვისურვებ-
დი. ვერავინ ხვდებოდა, როგორ ვახერხებდი ამას. ვერავინ და ვერას-
დროს. ისინი თვლიდნენ, რომ სწორად იქცეოდნენ, მე კი იმათზე
ჭკვიანი ვიყავი, – თქვა ქეითმა და სრულიად მოულოდნელად, გონე-
ბა გაუნათდა, – შენ მე მგავხარ. რა თქმა უნდა, ასეა. სხვანაირად ვერ
იქნება.
კეილი წამოდგა და ხელები წელზე შემოიწყო.
– პატარა რომ იყავით, არა? – თქვა მან და პაუზა გააკეთა, აზრი
რომ კარგად დაელაგებინა, – ოდესმე თუ გქონიათ ისეთი შეგრძნება,
რომ რაღაცა გაკლიათ? აი, თითქოს სხვებმა რაღაცა საიდუმლო იცი-
ან და თქვენ არ გეუბნებიან? ასეთი შეგრძნება არასდროს გქონიათ?
სანამ კეილი ლაპარაკობდა, ქეითს სახე ისევ მოეღუშა. მან იგ-
რძნო, რომ ხიდი, რომელიც მასსა და კეილს შორის ის-ის იყო აიგო,
თვალის დახამხამებაში ჩაინგრა.
– სულ გამოვთაყვანდი, მგონი, – თქვა მან, – პატარა ბავშვს გადა-
ვუშალე გული.
კეილმა ხელები ჯიბეში ჩაიწყო. სახეზე მას გამოცოცხლება ეტ-
ყობოდა, თვალები კი ისეთი დაჭყეტილი ჰქონდა, თითქოს რაღაც
დაუჯერებელი დაინახაო.
– რა დაგემართა? – ჰკითხა მას ქეითმა.

690
კეილი ჩუმად იდგა. შუბლზე ოფლი ასხამდა, ხელები კი მუშტებად
ჰქონდა შეკრული.
ქეითმა თავის ჩვეულ ხერხს მიმართა და მოწინააღმდეგეს უაზრო
სისასტიკით შეებრძოლა.
– შესაძლოა, შენ ჩემგან აი, ეს გამოგყვეს, – თქვა მან და ერთი ხელი
ასწია, – მაგრამ, თუ ეპილეფსიის შეტევები დაგეწყო, იცოდე, რომ ეს ჩემი
ბრალი არ არის.
ქეითი გაბრწყინებული თვალებით უყურებდა კეილს და ელოდა,
როდის გაჩნდებოდა მის სახეზე შიში. კეილმა კი ბედნიერი გამომეტყვე-
ლებით განაგრძო საუბარი.
– მე მივდივარ, – თქვა მან, – მადლობა და არაფერზე ინერვიულოთ.
ლიმ რაც მითხრა, მართალი ყოფილა.
– რა გითხრა ლიმ?
– მე მეშინოდა, რომ თქვენ დაგემგსავსებოდით.
– შენ მე მგავხარ, კეილ.
– არა, არ გგავართ. მე მე ვარ. სულაც არ არის საჭირო და აუცილებე-
ლი, რომ დედას ვგავდე.
– საიდან მოიტანე ეს სისულელე?
– არსაიდან. უცბად მივხვდი, რომ ასეა. თუ მე რაიმე ცუდს ჩავიდენ,
ეს ჩემი ბრალი იქნება და არა თქვენი.
– მაგრად გამოუთაყვანებიხარ იმ ჩინელს. რას მომჩერებიხარ?
– იცით, რას გეტყვით? მე ვიცი, რატომაც შემომიყვანეთ სიბნელეში.
სინათლე თვალებს მტკენსო, არა? არაფერსაც არ გტკენთ. თქვენ გეში-
ნიათ. ეს არის და ეს.
– გადი აქედან! – დაიყვირა ქეითმა, – ახლავე გაეთრიე და აღარ და-
გინახოს ჩემმა თვალებმა!
– მივდივარ, – თქვა კეილმა მშვიდად და ხელი კარის სახელურს მო-
კიდა, – მე თქვენ სულაც არ მძულხართ. უბრალოდ, მიხარია, რომ გეში-
ნიათ.
– ჯო! – დაიძახა ქეითმა და წამსვე ხმა ჩაუწყდა.

691
კეილი ოთახიდან გავიდა და კარი გაიჯახუნა.
ამ დროს, ჯო მისაღებში იდგა და ერთ-ერთ გოგონას ესაუბრებოდა.
კიბეებზე, მათ სწრაფი ნაბიჯის ხმა გაიგონეს, მაგრამ, სანამ რაიმეს გა-
არჩევდნენ, აჩრდილმა გასასვლელამდე მიაღწია, კარი გააღო და ეზოში
გავიდა. ამის შემდეგ, ჭიშკრის გაჯახუნების ხმაც გაისმა.
– რა იყო ეს? – იკითხა გოგონამ.
– ღმერთმა იცის, – უპასუხა ჯომ, – ზოგჯერ მგონია, რომ ამ სახ-
ლში მოჩვენებები დადიან.
– მეც. კლარა რომ გაგიჟდა, გითხარი? კანის ქვეშ ჭიები მყავსო, –
ყვიროდა.
– ნემსი მოეჩვენა სადღაც და შეეშინდა, ეტყობა – თქვა ჯომ, –
მოკლედ, რაც ნაკლები იცი, მით უკეთესი.
– ჭეშმარიტებას ღაღადებ, ჯო.

თავი მეორმოცე
-1-
ქეითი სავარძელში იჯდა და გარშემო ბალიშები ჰქონდა შემოწ-
ყობილი. სხეულში ჟრუანტელი უვლიდა და შიგადაშიგ, თმები ყალ-
ყზე უდგებოდა.
– დამშვიდდი, – ეუბნებოდა ის საკუთარ თავს, – ნუ ნერვიულობ.
არ აჰყვე. გამოიგდე თავიდან ის უზრდელი ბავშვი!
მოულოდნელად, მას ის ერთადერთი ადამიანი გაახსენდა, რომ-
ლის მიმართაც ზუსტად ასეთივე პანიკური შიში და სიძულვილი დაე-
უფლა. ეს იყო სამუელ ჰამილტონი. თავისი თეთრი წვერებით, ვარ-
დისფერი ლოყებითა და მხიარული თვალებით, მან ქეითს თითქოს
სულში ჩახედა.
დაბინტული თითები ქეითმა კისერზე ჩამოკიდებულ ძეწკვს მოჰ-
კიდა და ზემოთ ამოსწია. ლიფიდან სეიფის ორი გასაღები და ოქროს
საათი გამოჩნდა, ასევე, პატარა ლითონის მილი, რომელსაც თავზე
ბეჭედი ჰქონდა მიმაგრებული. ძალიან ფრთხილად, ქეითმა მილი
692
გახსნა, იქიდან კაფსულა ამოიღო, სინათლესთან ახლოს მიიტანა და
თეთრ კრისტალებს შეხედა. ეს იყო მორფინის მშვენიერი, სრულიად
საკმარისი დოზა. კაფსულა ისევ მილში დააბრუნა, თავსახური და-
ახურა და ძეწკვი კაბის უკან ჩაიგდო.
კეილის ბოლო სიტყვებს ქეითი გონებიდან ვერა და ვერ იშორებდა:
„თქვენ გეშინიათ. ეს არის და ეს“. ეს ფრაზა ქეითმა ხმამაღლა გაიმეორა
და ხმებიც შეწყდა. მიუხედავად ამისა, მის გონებაში ახლა ნათელი სუ-
რათი იხატებოდა და ქეითი ამას სრულებით არ ეწინააღმდეგებოდა. პი-
რიქით, კარგად რომ დაემახსოვრებინა, ყურადღებით აკვირდებოდა
მას.
-2-
ის, რასაც ახლა გიამბობთ, მანამ მოხდა, სანამ ქეითი საკუთარ საძი-
ნებელს პატარა ოთახს მიაშენებდა. ადამთან საუბრის შემდეგ, მან ჩარ-
ლზის დატოვებული თანხა გაანაღდა და მონტერეის საოლქო ბანკში,
სეიფში შეინახა.
ეს სწორედ ის დრო იყო, როდესაც ხელების ძლიერი ტკივილები და-
ეწყო. კალიფორნიიდან წასასვლელად, ქეითს უკვე საკმარისზე მეტი
ფული ჰქონდა. მას მხოლოდ ერთი საფიქრალი დარჩენოდა: მაქსიმა-
ლურად ძვირად გაეყიდა საკუთარი დაწესებულება. გარდა ამისა, ის
თვლიდა, რომ სანამ თავს უკეთესად არ იგრძნობდა, წასვლა არ ღირდა.
უკეთესად ქეითს თავი აღარასოდეს უგრძვნია. ნიუ-იორკი მას ძალი-
ან შორეულ და ძალიან ცივ ქალაქად ეჩვენებოდა.
ერთ მშვენიერ დღეს, მან იზელისგან წერილი მიიღო. ვინ არის იზე-
ლი? რა უნდა? ან რა თავხედობაა, ასე უცერემონიოდ რომ ითხოვს
ფულს? იზელი. მოდი და გაიგე, რომელი ერთია. იზელებს რა გამო-
ლევს? ქვა რომ ააგდო, იზელს დაეცემა თავზე. ეს წერილიც ბატიფეხუ-
რად არის დაწერილი. ვერაფერს გაარჩევ.
ამის შემდეგ, არცთუ დიდი დრო რომ გავიდა და იზელი თავად გა-
მოჩნდა, ქეითმა ის ძლივს იცნო. საკუთარ მაგიდასთან იჯდა, სტუმარს

693
ყურადღებით, ეჭვის თვალითა და, ამავე დროს, თავდაჯერებულად
აკვირდებოდა.
– დიდი დრო გასულა, – თქვა მან, – ქუჩაში რომ შემხვედროდი, ვერ
გიცნობდი.
იზელს ისე ეჭირა თავი, თითქოს თადარიგში გასული ჯარისკაცი
ყოფილიყო და ახლა თავისი ძველი მეთაურის წინაშე იდგა.
– ავად ვიყავი, – თქვა მან.
მისი კანი გაუხეშებული და დაუშნოვებული იყო, ტანსაცმელი კი
სუფთა, თუმცა გაცვეთილი, რაც სიღარიბის ნიშანია.
– სად ხარ?.. სად ცხოვრობ? – ჰკითხა მას ქეითმა და თან ერთი
სული ჰქონდა, როდის გადავიდოდა ეს ბებერი კახპა საქმეზე.
– სასტუმრო „საუთერნ პასიფიკში“. ოთახი ვიქირავე.
– ესე იგი, ახლა არსად მუშაობ?
– ვერა და ვერ დავიწყე. რატომ გამაგდე? რას მერჩოდი? – თქვა
იზელმა და თვალებზე მომდგარი ცრემლები ხელთათმანით მოიწ-
მინდა, – საერთოდ, ძალიან ცუდად წამივიდა საქმეები. ჯერ იყო და,
ახალი მოსამართლე რომ დაინიშნა, ოთხმოცდაათი დღით დამაპა-
ტიმრეს. არადა, არაფერი დამიშავებია. ყოველ შემთხვევაში, ამ ქა-
ლაქში ჩემზე აუგს ვერავინ იტყოდა. იქიდან რომ გამოვედი, ჩვენს
ჯოსთან დავმეგობრდი. მერე, სრულიად შემთხვევით, ერთ მუდმივ
კლიენტს რაღაცა გადავდე. არც კი ვიცოდი, რამე თუ მჭირდა. კარგი
ბიჭია, რკინიგზაზე მუშაობს, მაგრამ, ძალიან გაბრაზდა და მცემა.
ცხვირი გამიტეხა და ოთხი კბილი ჩამიმტვრია. ჰოდა, მერე, იმ ახალ-
მა მოსამართლემ კიდევ ასოთხმოცი დღით ჩამსვა. აბა, რა გინდა,
რომ ქნა, ქეით? ასოთხმოცი დღე ძალიან დიდი დროა. ყველას ავიწ-
ყდები. ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, ისიც კი არავინ იცის. ძალიან ცუდ
დღეში ვარ... ძალიან.
ქეითმა მხოლოდ თავი დაუქნია და თანაგრძნობის გამოხატვა
არც კი უცდია. ის ხვდებოდა, რომ იზელს მისი რაღაცაში გამოჭერა

694
სურდა, ამიტომ, პირველი სვლა თავად გააკეთა – უჯრა გახსნა, ფული
ამოიღო და იზელს გაუწოდა.
– მეგობრებს განსაცდელში არასდროს მივატოვებ, – თქვა მან. –
იქნებ სხვა ქალაქში გადახვიდე და თავიდან დაიწყო? რას იტყვი?
იზელმა კუპიურები ბანქოსავით გაშალა და ოთხი ათდოლარიანი
რომ დაინახა, გაწბილებული დარჩა.
– მე იმედი მქონდა, რომ ორმოც დოლარზე მეტს გაიმეტებდი, – თქვა
აკანკალებული ხმით.
– რატომ გეგონა?
– ჩემი წერილი არ მიგიღია?
– რა წერილი?
– გასაგებია. ესე იგი, ფოსტაში დაიკარგა. კარგი, არა უშავს... მე მეგო-
ნა, უფრო მეტ მზრუნველობას გამოიჩენდი. ძალიან ცუდად ვარ, ქეით.
სულ ავად ვარ და მუცელშიც რაღაც უცნაურ სიმძიმეს ვგრძნობ.
იზელმა ამოისუნთქა და ისე სხაპასხუპით განაგრძო ლაპარაკი, რომ
ქეითი წამსვე მიხვდა: ტექსტი წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
– ხომ გახსოვს, წინათგრძნობა რომ მქონდა? რასაც ვიტყოდი, ყო-
ველთვის სრულდებოდა. ერთი ტიპი მეუბნებოდა, მაგაში ფულს გააკე-
თებო. მკითხავად ხარ დაბადებულიო. არ გახსოვს?
– არა, – უპასუხა ქეითმა, – არ მახსოვს.
– არა? ესე იგი, არასდროს შეგიმჩნევია. არადა, გოგონები სულ ამ-
ჩნევდნენ. რასაც ვიტყოდი, ყველაფერი სრულდებოდა. გაგიჟებულები
იყვნენ.
– მაგით რისი თქმა გინდა?
– ერთი სიზმარი ვნახე. ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ფეი რომ გარდა-
იცვალა, ზუსტად იმ ღამეს მესიზმრა, – თქვა იზელმა, ქეითს ახედა და
სწრაფად განაგრძო. – გარეთაც წვიმდა და ჩემს სიზმარშიც. წვიმიანი ღა-
მე იყო, მოკლედ რომ ვთქვათ. ჰოდა, მესიზრმა, თითქოს შენ სამზარეუ-
ლოდან ეზოში გახვედი. მთვარე

695
ანათებდა და ნამდვილად დავინახე, რომ შენ იყავი. უკანა ეზოში
რომ გახვედი, ღობესთან მიხვედი და ცოტა ხნით იქ გაჩერდი. ხეების
ტოტები მეფარებოდა და რას აკეთებდი, ვერ დავინახე. რამდენიმე წუთ-
ში, ისევ შემოიპარე სახლში. ეს იყო და დილით ფეის გარდაცვალების
ამბავი შევიტყვე.
იზელი გაჩუმდა და პასუხს დაელოდა, მაგრამ ქეითი ჩუმად იჯდა.
მას სრულიად გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა.
– ჩემი სიზმრებისა ყოველთვის მჯეროდა, – განაგრძო იზელმა. –
სხვათა შორის, იქ მხოლოდ რამდენიმე დამტვრეული ფლაკონი და
პიპეტი ვიპოვე.
– ჰოდა, ექიმთან წაიღე? რა გითხრა? რა იყოო იმ ფლაკონებში?
– არსადაც არ წამიღია.
– რატომ?
– ბოროტი არა ვარ და იმიტომ. თავადაც ბევრი უსიამოვნება გა-
დავიტანე და ვიცი, როგორი ძნელია. ის დამტვრეული ფლაკონები
კონვერტში ჩავდე და შევინახე.
– ესე იგი, ჩემთან რისთვის მოხვედი? რჩევა რომ მიიღო?
– ჰო.
– ჰოდა, ახლავე გეტყვი, რასაც ვფიქრობ. შენ ხარ ბებერი ბოზი.
თან, ალბათ, თავში იმდენი გირტყეს, რომ სულ გამოთაყვანდი.
– შენ თვლი, რომ გიჟი ვარ?
– არა, შეიძლება, გიჟი სულაც არა ხარ, მაგრამ ფაქტია, რომ და-
იღალე და გამოშტერდი. ხომ გითხარი, მეგობარს განსაცდელში არ
დავტოვებ-მეთქი? ჰოდა, შეგიძლია დაბრუნდე. ძველ სამუშაოს ვე-
ღარ მოგცემ, მაგრამ, შეგიძლია დამლაგებლად იმუშაო ან მზარეუ-
ლის თანაშემწედ. ოთახსაც მოგცემ და გაჭმევ კიდევაც. ჯიბის ფუ-
ლიც გექნება. რას იტყვი?
– არა, – შეიშმუშნა იზელი, – არ მინდა... აქ დაბრუნება და ცხოვ-
რება სულაც არ მხიბლავს. იმ კონვერტს თან არასდროს ვატარებ. მე-
გობართან მაქვს დატოვებული.

696
– რას მიედ-მოედები, იზელ? პირდაპირ მითხარი, რა გაქვს ჩაფიქრე-
ბული.
– ვიფიქრე, რომ თუ თვეში ას დოლარს გადმომიგდებდი, ჯან-
მრთელობაც გამომისწორდებოდა და საქმესაც ავიწყობდი.
– სად ვცხოვრობო, რა თქვი? „საუთერნ პასიფიკში“?
– ჰო და ჩემი ოთახი მიმღების თავზეა. ღამის მორიგე ჩემი მეგობა-
რია. სამსახურში არასდროს სძინავს. კარგი ტიპია.
– კარგი, ჰო, ნუ ამატირე ახლა. ყველა იყიდება, იზელ და იმ შენი
„კარგი ტიპის“ ფასსაც დაადგენენ როგორმე. მონდომებაა მთავარი. მო-
იცადე, ჯერ არ წახვიდე.
ქეითმა კიდევ ექვსი ათდოლარიანი გადათვალა და იზელს გაუწოდა.
– თვის დასაწყისში გამომიგზავნი ხოლმე თუ თავად შემოგიარო? –
ჰკითხა იზელმა.
– გამოგიგზავნი, – უპასუხა ქეითმა. – იზელ, მე მაინც მგონია, რომ ის
ნამტვრევები ანალიზზე უნდა მიიტანო.
იზელმა ფულს ხელი მაგრად მოუჭირა და ადგა. სიხარულისა და
ბედნიერების შეგრძნებამ მთელ სხეულში დაუარა. ასე კარგად და უპ-
რობლემოდ მას იშვიათად თუ რამე გამოსვლია.
– თუ ძალიან არ დამჭირდა, ამას არ გავაკეთებ, – თქვა მან.
იზელი რომ წავიდა, ქეითი აუჩქარებლად, ზედმეტი ნერვიულობის
გარეშე ადგა და სახლის უკანა ეზო დაათვალიერა. უკვე საკმაოდ დიდი
დრო იყო გასული, მაგრამ, ერთი შეხედვითაც კარგად ჩანდა, რომ მიწის
ის მონაკვეთი საგულდაგულოდ იყო ამოთხრილი.
დილით, მოსამართლემ წინა დღით მომხდარი წვრილმანი ხულიგ-
ნობებისა და ღამის ქურდობების რამდენიმე საქმეს გადახედა. მეოთხე
შემთხვევის დეტალებს მან მხოლოდ სანახევროდ მოუსმინა და მოსარ-
ჩელეს ჰკითხა:
– რამდენი დაკარგეთ?
– თითქმის ასი დოლარი, – უპასუხა შავგვრემანმა მამაკაცმა.
ამის შემდეგ, მოსამართლე პოლიციელს მიუბრუნდა.

697
– დაკავებულს რამდენი აღმოუჩინეთ?
– ოთხმოცდათექვსმეტი დოლარი. დილის ექვს საათზე, ღამის პორ-
ტიესთან, ვისკი, სიგარეტი და გაზეთები იყიდა.
– ეს ტიპი ცხოვრებაში არასდროს მინახავს! – წამოიძახა იზელმა.
მოსამართლემ თავი ასწია.
– თქვენ ორჯერ დაგაკავეს პროსტიტუციისთვის და ახლა ქურდო-
ბაც დაგიწყიათ. საკმაოდ ძვირი გვიჯდება ეს ყველაფერი, მინდა
გითხრათ. შუადღის შემდეგ, ამ ქალაქში აღარ დაგინახოთ, – თქვა
მან და ოფიცერს მიუბრუნდა, – უთხარით შერიფს, რომ ბრალდებუ-
ლი ოლქის საზღვრამდე მიაცილოს, – შემდეგ კი ისევ იზელს მიმარ-
თა, – თუ მაინც გაბედავთ დაბრუნებას, თქვენს საქმეს საოლქო სასა-
მართლოს გადავცემ და სან-ქვენტინის ციხეში ამოგაყოფინებთ
თავს. გასაგებია?
– სერ, ერთი-ერთზე უნდა დაგელაპარაკოთ, – უთხრა მას იზელ-
მა.
– რა საჭიროა?
– საჭიროა, სერ. ეს საქმე ჩაწყობილია.
– ჰო, ვიცი. ყველაფერი ჩაწყობილია, – თქვა მოსამართლემ, –
შემდეგი შემოიყვანეთ!
სანამ შერიფს იზელი მდინარე პახაროს ხიდამდე მიჰყავდა (სწო-
რედ იქ გადიოდა ოლქის საზღვარი), მოსარჩელე კასტროვილის ქუ-
ჩაზე მისეირნობდა. თავდაპირველად, მან ქეითის დაწესებულების-
კენ აიღო გეზი, შემდეგ კი გადაიფიქრა და საპარიკმახეროსკენ გა-
ემართა.
-3-
იზელთან შეხვედრის შემდეგ, ქეითი თავს მშვიდად გრძნობდა.
ის დარწმუნებული იყო, რომ მეძავის არგუმენტებს სერიოზულად
არავინ მოეკიდებოდა და არც დამტვრეული ფლაკონების ანალიზი
გამოაჩენდა რაიმე სერიოზულს. რაც შეეხება ფეის, ქეითს ის თით-

698
ქმის აღარ ახსოვდა. იძულებითმა შეხსენებამ მას მხოლოდ არასასია-
მოვნო მოგონებები აღუძრა, მეტი არაფერი.
მიუხედავად ამისა, რაც დრო გადიოდა, ქეითი ამ ყველაფერზე
სულ უფრო და უფრო ხშირად ფიქრობდა.
ერთ საღამოს, როდესაც ის მაღაზიის ქვითრებს ამოწმებდა, მო-
ულოდნელმა აზრმა მის გონებაში მეტეორივით გაიელვა. ეს ფიქრი იმ-
დენად სწრაფად გამოჩნდა და გაქრა, რომ ქეითმა საქმეს თავი დაანება
და შეეცადა გონებაში აღედგინა. საიდან და რატომ გაიელვა ჩარლზის
მოღუშულმა სახემ? რატომ გამოჩნდა სემ ჰამილტონის ჩაფიქრებული
და ამავე დროს მხიარული თვალები? რატომ დატოვა ამ მოულოდნელ-
მა გაელვებამ უცნაური შიშის შეგრძნება?
ქეითმა ხელი ჩაიქნია და მაღაზიის ქვითრების შემოწმება განაგრძო,
მაგრამ ჩარლზის სახე მოსვენებას არ აძლევდა. თითების ტკივილიც
სრულიად აუტანელი ხდებოდა. ქვითრები გვერდით გადადო და ოთახი-
დან გავიდა. სახლში სევდიანი განწყობა სუფევდა. სამშაბათი იყო და
კლიენტების ნაკლებობა წარმოდგენის მოწყობის საშუალებას არ იძლე-
ოდა.
ქეითმა მშვენივრად იცოდა, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ
გოგონებს მის მიმართ. ის მათ მუდმივ შიშში ამყოფებდა და ამით ძა-
ლიანაც კმაყოფილი იყო. სავსებით შესაძლებელია, რომ გოგონებს ის
სძულდათ კიდეც, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთავარი
ის იყო, რომ ქეითს ენდობოდნენ. თუ ისინი დადგენილ წესებს ზედმი-
წევნით ზუსტად შეასრულებდნენ, ქეითი მათ სათანადოდ მოუვლიდა
და დაიცავდა. სიყვარული ან პატივისცემა აქ საერთოდ არაფერ შუაში
იყო. ქეითი თავის ქვეშევრდომებს არასდროს ასაჩუქრებდა, ხოლო თუ
ისინი რამეს დააშავებდნენ, მხოლოდ ორ გაფრთხილებას აძლევდა, მე-
სამედ კი ქუჩაში უკრავდა თავს. გოგონებმა ერთი რამ იცოდნენ დანამ-
დვილებით: ქეითი მათ უმიზეზოდ არასდროს დასჯიდა.
როდესაც ქეითი გამოჩნდებოდა, გოგონები ნერვიულობას იწყებ-
დნენ, თუმცა, ისე იქცეოდნენ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომ-

699
ხდარა. ქეითმა ესეც მშვენივრად იცოდა და მსგავს ნიუანსებს ყურად-
ღებას საერთოდ არ აქცევდა. ამ საღამოს, მას ისეთი შეგრძნება ჰქონ-
და, თითქოს ჩარლზი კუდში დაჰყვებოდა.
ქეითმა სასადილო ოთახი გაიარა, სამზარეულოში შეისეირნა და
საყინულე გამოაღო, შემდეგ კი ნაგვის ყუთში ჩაიხედა. ამ ყველა-
ფერს ის ყოველ საღამოს აკეთებდა, თუმცა ამჯერად განსაკუთრე-
ბით მონდომებული იყო.
როდესაც ქეითი მისაღები ოთახიდან გავიდა, გოგონებმა ერთმა-
ნეთს გადახედეს და მხრები აიჩეჩეს.
– რამე ხდება? – იკითხა ელოიზმა, რომელიც შავგვრემან ჯოს
ელაპარაკებოდა.
– რა უნდა ხდებოდეს?
– რა ვიცი? მომეჩვენა, რომ ანერვიულებულია.
– ჰო, ამ ბოლო დროს უცნაური ამბები ხდება.
– რა ამბები?
– გაჩუმდით! – დაიყვირა ჯომ. – მე არაფერი ვიცი და თქვენც არა-
ფერი იცით.
– გასაგებია. ჩემს საქმეს მივხედო, არა?
– ჰო, ასე აჯობებს.
– საერთოდ არ მაინტერესებს, რა მოხდა, – თქვა ელოიზმა.
– აი, ეს სულ სხვა საქმეა, – თქვა ჯომ.
ამ დროს, მისაღებში ქეითი შემოვიდა.
– მე ვიძინებ, – თქვა მან. – თუ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა,
არ შემაწუხოთ.
– რამეში ხომ არ გჭირდებით, მის ქეით? – ჰკითხა მას ჯომ.
– ჩაი მომიმზადე. ელოიზ, შენი აზრით, ეგ კაბა გაუთოვებულია?
– დიახ, მემ.
– კიდევ ერთხელ მოგიწევს.
– დიახ, მემ.

700
ქეითი ანერვიულებული იყო. საბუთები მან მაგიდის უჯრებში ჩა-
ალაგა და ჯო რომ შემოვიდა, ლანგარი საწოლის გვერდით დადგიო,
უთხრა. რომ დაწვა, ჩაი მოსვა და ჩაფიქრდა. რაზე ფიქრობდა? ჰო,
ჩარლზი! ბევრი ფიქრი მას არ დასჭირვებია. წამსვე მიხვდა ყველა-
ფერს.
ჩარლზი ჭკვიანი ტიპი იყო. სემ ჰამილტონი შერეკილის შთაბეჭდი-
ლებას კი ტოვებდა, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, უჭკუობას ვერც მას
დააბრალებდი. ქეითს სწორედ ჭკვიანი ადამიანების არსებობა აშინებ-
და. მართალია ჩარლზი და სამუელი უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები, მაგ-
რამ, სხვებიც ხომ არიან ჭკვიანები? ქეითი აუჩქარებლად და მშვიდად
მსჯელობდა.
„დავუშვათ, ის დამტვრეული ფლაკონები მე ამოვთხარე. რას ვიფიქ-
რებდი და რას გავაკეთებდი?“ –
გაიფიქრა მან და რაღაც პანიკისმაგვარი იგრძნო. – „რატომ იყო და-
მარხული ეს ფლაკონები? ფაქტია, რომ ვიღაცამ დაამტვრია და დამარ-
ხა. რატომ? თუ საწამლავი არ არის, რატომ უნდა დამარხო? შეცდომა
დავუშვი. ქუჩაში უნდა გადამეგდო ან სანაგვეში გადამეყარა. ექიმი უა-
ილდიც მკვდარია, მაგრამ, იქნებ ჩანაწერებს აკეთებდა და ყველაფერს
აღრიცხავდა? დავუშვათ, ეს ფლაკონები ვიპოვე და ისიც გავარკვიე, რა
იყო მათში. ხომ წავიდოდი და ვკითხავდი ვინმე მცოდნეს, რა მოუვა ადა-
მიანს, კროტონის ზეთი რომ დალიოს? ან ცოტ-ცოტა რომ დალიოს,
ოღონდ, დიდი ხნის განმავლობაში? საბოლოოდ, ყველაფერს მივხვდე-
ბოდი. ესე იგი, ვინმე აუცილებლად მიხვდება“.
„დავუშვათ, მოულოდნელად შევიტყვე, რომ ერთი საროსკიპოს მდი-
დარმა მეპატრონე ქალბატონმა ახალგაზრდა გოგონას მთელი თავისი
ქონება უანდერძა, შემდეგ კი, ძალიან მალე გარდაიცვალა“, – ფიქრობ-
და ქეითი და მშვენივრად ხვდებოდა, რა აზრი მოუვიდოდა თავში, ასე-
თი ამბავი რომ შეეტყო. – „რა ჯანდაბამ გადამაწყვეტინა იზელის ოლ-
ქიდან გაგდება? მიდი და ეძებე ახლა. ღმერთმა იცის, სად დაბოდიალო-
ბს. უკეთესი იქნებოდა, კარგი თანხა შემეთავაზებინა და იმ ნამტვრევებ-

701
საც საკუთარი ხელით მომიტანდა. სად არის ახლა ის ნამტვრევები?
კონვერტში დევს, მაგრამ სად? როგორ ვიპოვო იზელი?“
„მან მშვენივრად იცის, რატომ და როგორ დაიგეგმა მისი გაგდება.
თავად უტვინოა, მაგრამ, ვინმეს აუცილებლად ეტყვის, ის ვინმე კი
ჭკვიანი აღმოჩნდება. ფეიმ რომ ანდერძი დაწერა და ავად რომ გახ-
და, ამასაც ყველა გაიგებს“.
ნელ-ნელა, ქეითი კიდევ უფრო ანერვიულდა. მას ტანში ჟრუან-
ტელი უვლიდა. „ნიუ-იორკში უნდა წავიდე, სადმე უნდა გავიქცე. ავ-
დგები და წავალ, ეშმაკსაც წაუღია ეს დაწესებულება. ფული არ მჭირ-
დება. საკმარისი მაქვს. გავიქცევი და ვერავინ ვერასდროს მიპოვის.
ჰო, მაგრამ, რომ გავიქცე, შეიძლება ეს დამატებით სამხილად მოეჩ-
ვენოს ვინმეს“.
ქეითი წამოდგა და ბრომიდის მოზრდილი დოზა დალია.
მას შემდეგ, შიში ქეითს მუდამ კუდში დაჰყვებოდა და მოსვენე-
ბას არ აძლევდა. როდესაც უთხრეს, ხელების ტკივილი ართრიტის
ნიშანიაო, გაუხარდა კიდეც, რადგან, გულის სიღრმეში, ეს სასჯელი
ეგონა.
ქალაქში ისედაც იშვიათად გადიოდა, ახლა კი საერთოდ შეწყვი-
ტა სეირნობა და სახლში ჩაიკეტა. მამაკაცებისგან რომ გამუდმებულ
ყურადღებას გრძნობდა, აღარც ეს სიამოვნებდა. „რომელიმე მათ-
განს რომ ჩარლზის სახე ან სამუელის თვალები აღმოაჩნდეს? მორ-
ჩა! ქალაქში მხოლოდ კვირაში ერთხელ გავალ“.
სწორედ მაშინ გადაწყვიტა კიდევ ერთი ოთახის მიშენება და კედ-
ლების ნაცრისფრად შეღებვა. ქეითი ამბობდა, რომ სინათლე თვა-
ლებს სტკენდა და დროთა განმავლობაში, ეს მართლაც დაიჯერა.
როდესაც ქალაქიდან ბრუნდებოდა, თავის პატარა და ბნელ ოთახში
იკეტებოდა, რადგან, თვალები მართლაც
ეწვოდა.
როდესაც ქეითი რაიმე საკითხზე ფიქრობდა, საპირისპირო აზ-
რსაც განიხილავდა. ეს თვისება ბევრ ადამიანს აქვს. ქეითმა მარ-

702
თლაც დაიჯერა, რომ სინათლე თვალებს სტკენდა და, გარდა ამისა,
ისიც დაიჯერა, რომ მისი პატარა ოთახი ერთგვარი სამალავი იყო –
ბუნაგი, ფუღურო, რომელშიც მას ვერავინ ვერასოდეს მიაგნებდა.
ერთხელ, როდესაც სავარძელში იჯდა და გარშემო ბალიშები ჰქონ-
და შემოწყობილი, გაიფიქრა, კარგი იქნება, თუ ოთახში კიდევ ერთ კარს
გავჭრი და გაქცევის საშუალება რომ მექნებაო. მაგრამ, ზუსტად ერთ წამ-
ში, საწინააღმდეგო აზრიც მოუვიდა თავში, – მიხვდა, რომ დაცული ვერ
იქნებოდა, რადგან, კარები არა მხოლოდ გასასვლელად, არამედ შემო-
სასვლელადაც გამოდგება. სახლის გარშემო კი უკვე დაძრწოდა რაღაც
უხილავი ძალა, ფანჯრებში იყურებოდა და შიგნით შეღწევას ცდილობ-
და. რაც დრო გადიოდა, ქეითს სულ უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა
სჭირდებოდა, რათა ორშაბათობით სახლიდან გასულიყო.
როდესაც მან პირველად შეამჩნია, რომ ახალგაზრდა ბიჭი სულ კუდ-
ში დაჰყვებოდა, ენითაუწერელი შიში დაეუფლა. შემდეგ კი, როდესაც ის
კეილს თვალებში უყურებდა, ლამის პანიკაში ჩავარდა.
ბრომიდმა თავისი საქმე გააკეთა. ქეითს თავი ბალიშზე ედო და
გრძნობდა, როგორ უმძიმდებოდა ქუთუთოები.

თავი ორმოცდამეერთე
-1-
შეშინებული და დაზაფრული ქვეყანა შეუმჩნევლად მიექანებოდა
ომისკენ. უკვე თითქმის სამოცი წელიწადი იყო გასული, რაც ხალხს ომის
მიერ გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნება არ ჰქონია (ამერიკა-ესპანეთის
კონფლიქტს, რომელიც 1898 წელს მოხდა, შეიარაღებული ექსპედიცია
უფრო შეიძლება დაერქვას, ვიდრე ომი). ნოემბერში, მისტერ უილსონი
მეორე ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად. თავისი წინასაარჩევნო კამ-
პანია მან იმაზე ააგო, რომ ხალხს ომის თავიდან აცილებას დაჰპირდა.
თუმცა, ამავე დროს, ის მკაცრი პოლიტიკის გატარებაზეც აკეთებდა აქ-
ცენტს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ომი გარდაუვალი იყო. ბიზნესი გამო-
ცოცხლდა და ფასებმაც მატება დაიწყო. ქვეყანაში ბრიტანელი სავაჭრო
703
აგენტები გამოჩნდნენ. ისინი ყველაფერს ყიდულობდნენ – საკვებს,
ქსოვილს, ლითონსა და ქიმიკატებს. ერი აღელვებული იყო. ხალხს ომი-
სა არ სჯეროდა, თუმცა თავად გეგმავდა მას. სალინასის ველზე დიდად
არაფერი შეცვლილა.
-2-
კეილი და არონი სკოლაში ერთად მიდიოდნენ.
– დაღლილი მეჩვენები, – თქვა არონმა.
– მართლა?
– დილის ოთხ საათზე დაბრუნდი სახლში. გავიგონე, როგორ შე-
მოხვედი. რას აკეთებ ხოლმე ასე გვიანობამდე?
– არაფერს. დავდიოდი და ვფიქრობდი. სკოლას რომ თავი დავა-
ნებოთ და რანჩოზე დავბრუნდეთ, არ გინდა?
– რატომ?
– მიწაზე ვიმუშავებდით და მამას ფულს ვუშოვიდით.
– მე კოლეჯში უნდა გავაგრძელო სწავლა. რომ შემეძლოს, ახლა-
ვე წავიდოდი. ყველა დაგვცინის. ვეღარ ვიტან ამ ქალაქს.
– ნუ იქცევი გადარეულივით.
– გადარეული რა შუაშია? ფული მე ხომ არ დამიკარგავს? ჩემი
ბრალი ხომ არ არის, მამას რომ ასეთი სულელური იდეა მოუვიდა
თავში? ბავშვები მაინც მე დამცინიან. კოლეჯის ფული გვექნება თუ
არა, ისიც კი არ ვიცი.
– კარგი, რა დაგემართა? განგებ ხომ არ დაუკარგავს ის ფული?
– განგებ თუ შემთხვევით, რაღა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ
დაკარგა.
– სანამ კოლეჯში წახვალ, კიდევ წელიწადნახევარი გაქვს წინ.
– ვიცი. რაში მჭირდება შენი შეხსენება?
– რას ვფიქრობ, იცი? თუ კარგად მოინდომებ, შეგიძლია გამოსაშ-
ვები გამოცდები წელსვე ჩააბარო და შემოდგომაზე წახვიდე.
– არა, გამიჭირდება.

704
– არ გაგიჭირდება. მიდი, დაელაპარაკე დირექტორს. დარწმუნებუ-
ლი ვარ, როლფიც დაგეხმარება.
– არა, ამ ქალაქში ვეღარ ვიცხოვრებ. წავალ და აქ აღარასდროს
დავბრუნდები. ისევ სალათისთავიანებს გვეძახიან. დაგვცინიან, კე-
ილ.
– ებრაზე რას ფიქრობ?
– ებრა იმას გააკეთებს, რაც მისთვის იქნება უკეთესი.
– შენ რომ აქედან წახვალ, გაუხარდება? როგორ ფიქრობ?
– ებრა იმას გააკეთებს, რასაც მე ვეტყვი.
– მე ერთი კარგი იდეა მაქვს, – თქვა კეილმა მცირე პაუზის შემდეგ. –
შევეცდები, ფული გავაკეთო. თუ შენ მოინდომებ და გამოცდებს ერთი
წლით ადრე ჩააბარებ, კოლეჯის თანხას მე გადაგიხდი.
– მართლა?
– რა თქმა უნდა.
– მაშინ, ახლავე წავალ და დირექტორს დაველაპარაკები, – თქვა
არონმა და ნაბიჯს აუჩქარა.
– არონ, მოიცადე! – დაუძახა მას კეილმა. – თუ დირექტორი დაგთან-
ხმდება, მამას არაფერი უთხრა.
– რატომ?
– მე მგონი, უკეთესი იქნება, თუ ჯერ ყველაფერს გააკეთებ და მერე
ეტყვი. სიურპრიზი იქნება და უფრო გაუხარდება. არა?
– რა განსხვავებაა, ვერ ვხვდები.
– მართლა ვერ ხვდები?
– მართლა. სულელური იდეაა.
მოულოდნელად, კეილს მოუნდა, რომ წამოეძახა: „მე ვიცი, ვინ არის
ჩვენი დედა! ის ცოცხალია! თუ გინდა, ახლავე გაჩვენებ!“ არონს ეს წამ-
სვე გამოაცოცხლებდა.
მოგვიანებით, სანამ ზარი დაირეკებოდა, კეილმა სკოლის დერეფან-
ში ებრა დაინახა.
– რა მოუვიდა არონს?

705
– არ ვიცი, – უპასუხა ებრამ.
– ძალიან კარგად იცი.
– არ ვიცი. ღრუბლებში დაფრინავს. სულ იმ მღვდლის ბრალია.
– სახლში ერთად ბრუნდებით ხოლმე?
– ჰო, რა თქმა უნდა. ზუსტად ვიცი, რა ტიპია. თავი ანგელოზი ჰგო-
ნია. მალე ფრთებიც ამოუვა ალბათ.
– სალათის ამბავი ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია.
– ვიცი და ვერაფერს ვუხერხებ. ზოგჯერ მგონია, რომ ტანჯვით
სიამოვნებას ღებულობს.
– როგორ?
– ჩვეულებრივად. სიამოვნებს და მორჩა.
იმავე საღამოს, ვახშმის შემდეგ, კეილმა მამამისს უთხრა:
– მამა, პარასკევს რომ რანჩოზე წავიდე, წინააღმდეგი ხომ არ იქ-
ნები?
– იქ რა გინდა? – გაუკვირდა ადამს.
– თვალს შევავლებ, გავისეირნებ.
– არონიც წამოვა?
– არა. მარტო მინდა წასვლა.
– წადი, თუ ასე ძალიან გინდა. ლი, შენ ხომ არა ხარ წინააღმდე-
გი?
– არა, – უპასუხა ლიმ და კეილს მიუტრიალდა, – ფერმერობაზე
სერიოზულად ფიქრობ?
– სავსებით. თუ მამა უფლებას მომცემს, დღესვე შემიძლია და-
ვიწყო.
– გირაოს ვადა ერთი წლის შემდეგ იწურება, – თქვა ადამმა.
– რომ ამოიწურება, დავიწყო?
– სკოლას რას უპირებ?
– იმ დროისთვის უკვე დამთავრებული მექნება.
– კარგი, ვნახოთ. იქნებ კოლეჯში მოგინდეს სწავლის გაგრძელე-
ბა?

706
კეილი ადგა და კარისკენ წავიდა. ლი უკან გაჰყვა.
– შეგიძლია მითხრა, რა გაქვს ჩაფიქრებული?
– არაფერი. ჩავალ და თვალს შევავლებ.
– კარგი, თუ არ გინდა, ნუ მეტყვი, – თქვა ლიმ და ის-ის იყო შეტრი-
ალდა, რომ დაიძახა: – კეილ! რამეზე ნერვიულობ?
– არა.
– მე ხუთი ათასი დოლარი მაქვს გადანახული და თუ დაგჭირდა, მით-
ხარი.
– რაში უნდა დამჭირდეს?
– რა ვიცი, – თქვა ლიმ.
-3-
ვილი ჰამილტონს თავისი შუშის კაბინეტი ძალიან უყვარდა. მისი
საქმიანი ინტერესები საავტომობილო ინდუსტრიით სულაც არ შემოი-
ფარგლებოდა, თუმცა, ახალ ოფისში გადასვლა არ უფიქრია. ის სიამოვ-
ნებას იღებდა, როდესაც თავისი შუშის კედლებიდან ქარხნის მუშაობას
ადევნებდა თვალს. ორმაგი შუშები საკმაოდ კარგი იზოლაცია იყო და
ხმაური კაბინეტში საერთოდ ვერ აღწევდა.
ვილი წითელი ტყავით გადაკრულ მბრუნავ სკამზე მოკალათდებო-
და ხოლმე და განცხრომას ეძლეოდა. უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი
ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი იყო. მისი ძმა, ჯო ჰამილტონი, ქვეყნის
აღმოსავლეთში ცხოვრობდა და სარეკლამო ბიზნესში საკმაოდ დიდ
ფულს შოულობდა. ვილის ეღიმებოდა, როდესაც ვინმე მის შესახებ და-
უსვამდა შეკითხვას.
– სჯობს იყო დიდი ბაყაყი პატარა ჭაობში, ვიდრე პირიქით – ამბობ-
და ის. – დიდ ქალაქში ვერასდროს ვიცხოვრებ. მე სოფლელი ბიჭი ვარ.
ვილის სიამოვნებდა, როდესაც მის მსგავს გამონათქვამებს გარშე-
მომყოფთა გულიანი სიცილი მოჰყვებოდა ხოლმე. ეს კიდევ ერთხელ ამ-
ტკიცებდა იმას, რომ მისმა მეგობრებმა მშვენივრად იცოდნენ, ვისთან
ჰქონდათ საქმე.

707
ერთხელ, შაბათს საღამოს, მას კეილი ეწვია. როდესაც უმცროსმა
ტრასკმა ვილის დაბნეული გამომეტყველება დაინახა, უთხრა:
– მე კეილ ტრასკი ვარ.
– ჰო, გამახსენდა! – თქვა ვილიმ. – როგორ გაზრდილხარ! მამაშენიც
აქ არის?
– არა. მარტო მოვედი.
– კეთილი, ჩამოჯექი. თამბაქოს, ალბათ, არ ეწევი, ხომ?
– ზოგჯერ. სიგარეტს.
ვილიმ მაგიდაზე „მურადი“ დააგდო. კეილმა კოლოფი გახსნა და
ის იყო ერთი ღერის ამოღება დააპირა, რომ წამსვე გადაიფიქრა.
– ჯერ არ მინდა, – თქვა მან.
ვილი ყურადღებით დააკვირდა შავგვრემან ყმაწვილს და მიხ-
ვდა, რომ ის ძალიან მოეწონა. „ჭკვიანია“, – გაიფიქრა მან, – „თავს
არავის დააჩაგვრინებს“.
– ვფიქრობ, მალე ბიზნესში ამოჰყოფ თავს, – თქვა მან.
– დიახ, სერ. სკოლას რომ დავამთავრებ, რანჩოზე დავბრუნდები
და მიწას მივხედავ.
– არა, მაგით ფულს ვერ გააკეთებ. ფერმერებს ფული, როგორც
წესი, არა აქვთ. სოფლის მეურნეობის ბიზნესში მხოლოდ გადამყიდ-
ველები მდიდრდებიან, ანუ ისინი, ვინც ფერმერებისგან პროდუქ-
ტებს ყიდულობენ და შემდეგ ყიდიან.
ვილი ხვდებოდა, რომ კეილი მას ყურადღებით აკვირდებოდა,
სცდიდა, ათვალიერებდა და ეს ძალიან მოსწონდა.
კეილმა საქმეზე გადასვლა გადაწყვიტა, თუმცა, ჯერ სულ სხვა შე-
კითხვა დასვა:
– მისტერ ჰამილტონ, როგორც ვიცი, თქვენ შვილები არა გყავთ.
– არა, არ მყავს და ძალიან ვნანობ, ასე რომ გამოვიდა. რატომ მე-
კითხები?
კეილმა ამ შეკითხვას ყურადღება არ მიაქცია.
– რჩევა მინდა გკითხოთ, – თქვა მან.

708
– თუ რამით დაგეხმარები, გამიხარდება, – თქვა ვილიმ და გაიბადრა.
– აბა, მითხარი, რა გაინტერესებს.
კეილმა საქმეში ბავშვური პირდაპირობა ჩართო და ამით კიდევ
უფრო მოაწონა თავი ვილის.
– როგორ უნდა მოვიქცე, ძალიან ბევრი ფული რომ გავაკეთო? –
ჰკითხა მან.
ვილის საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ სიცილი არ და-
ეწყო. შეკითხვა, რა თქმა უნდა, გულუბრყვილოდ იყო დასმული, მაგრამ,
მან მშვენივრად იცოდა, რომ კეილი ბოთე სულაც არ იყო.
– ჰო, ეგ სურვილი ბევრს აქვს, – თქვა მან. – ბევრ ფულში რა იგულის-
ხმება, შენი აზრით?
– ოცი ან ოცდაათი ათასი დოლარი.
– ღმერთო დიდებულო! – აღმოხდა ვილის.
მან თავი მოიფხანა, ოდნავ წინ გადაიხარა და გაიცინა, თუმცა, ეს
დამცინავად არ გაუკეთებია. კეილს გაეღიმა.
– ამხელა ფული რისთვის გჭირდება, თუ საიდუმლო არ არის?
– არა, სერ, – თქვა კეილმა, სიგარეტი აიღო, პირში ჩაიდო და მოუკი-
და. – საიდუმლო ნამდვილად არ არის. ახლავე გეტყვით ყველაფერს.
ვილი ისევ უკან გადაიხარა და სავარძლის ზურგს მიეყრდნო.
– მამაჩემმა ძალიან დიდი თანხა დაკარგა.
– ვიცი, – თქვა ვილიმ, – მე ვაფრთხილებდი, რომ ამ საქმის წამოწყე-
ბა არ ღირდა.
– მართლა? რატომ?
– იმიტომ, რომ რისკი იყო ძალიან დიდი. ბიზნესმენის მთავარი ამო-
ცანა ის არის, რომ გარანტიები მიიღოს. რაღაცა რომ ისე არ წავიდეს,
როგორც საჭიროა, ყველაფერს კარგავ. ასეც მოხდა. გააგრძელე, გისმენ.
– მოკლედ, ფული იმისთვის მჭირდება, რომ მამას დანაკარგი ავუ-
ნაზღაურო.
– რა... რატომ? – გაოცდა ვილი.
– ასე მინდა და იმიტომ.

709
– ასე ძალიან გიყვარს მამა?
– დიახ.
ვილის მსუქანი, ხორციანი სახე მოულოდნელად გაშეშდა. მის გარშე-
მო მოგონებების ცივმა, გამჭოლმა ქარმა დაუბერა. წარსულის ნელ-
ნელა გახსენება მას სულაც არ გასჭირვებია, რადგან ყველაფერი ერ-
თი გაელვებასავით გამოისახა მის თვალწინ – გასული წლები, სასია-
მოვნო შეგრძნებები, სევდიანი დღეები ისე გაჩერდა, როგორც ფო-
ტოაპარატი აჩერებს სამყაროს. აი სამუელის ნათელი, განთიადივით
ლამაზი სახე და მერცხალივით ლაღი ფიქრები; აი ნიჭიერი, მუდამ
ჩაფიქრებული და ამოუცნობი ტომი; აი მტკიცე ხასიათის, დაუმარ-
ცხებელი უნა, რომლისთვისაც გადაულახავი სირთულეები საერ-
თოდ არ არსებობდა; აი ულამაზესი მოლი; დესი, რომელიც მუდამ
იცინოდა და ყველას კარგ გუნებაზე აყენებდა; სასიამოვნო გარეგნო-
ბის ჯორჯი, რომელიც მუდამ სითბოთი და ტკბილი სურნელით ავ-
სებდა ოთახებს, თითქოს სახლში ყვავილების უზარმაზარი თაიგუ-
ლი შემოიტანესო; აი, ჯო, ყველაზე უმცროსი და ოჯახის ნებიერა.
თითოეულმა მათგანმა, ზედმეტი ძალდატანების გარეშე მოუტანა
ოჯახს ერთი ძვირფასი საჩუქარი მაინც.
თითქმის ყველა ადამიანს აქვს გულში ისეთი ადგილი, სადაც სა-
კუთარ გრძნობებს, წყენასა და ტკივილს ინახავს. ვილიც საგულდა-
გულოდ მალავდა ამ ყველაფერს. ის ხმამაღლა იცინოდა, თავის უარ-
ყოფით თვისებებს თამამად იყენებდა სათავისოდ, თუმცა შურს გა-
საქანს არასოდეს აძლევდა. საკუთარ თავს ერთ უბრალო, გამოშტე-
რებულ, ძველმოდურ და უნიჭო ადამიანად მიიჩნევდა. მას არც მაღა-
ლი ოცნებები აგდებდა ეიფორიაში და არც ძლიერი უიმედობა უბიძ-
გებდა თვითგანადგურებისკენ. თავს ყოველთვის გარიყულად
გრძნობდა და ცდილობდა თავისი დადებითი თვისებებით – მზრუნ-
ველობით, საღი აზროვნებითა და გულმოდგინეობით ჩაბღაუჭებო-
და ოჯახს. ვილი ხარჯებსაც თავად აღრიცხავდა, ადვოკატებსაც თა-
ვად ქირაობდა და მეკუბოვესაც თავად იძახებდა, საბოლოო ჯამში კი

710
ფულსაც თავად იხდიდა. ამ ყველაფერს ისე აკეთებდა, რომ მისი ოჯახის
წევრები ვერც კი ხვდებოდნენ, რამდენად საჭირო და მზრუნველი ადა-
მიანი ჰყავდათ ოჯახში. ვილის ერთი განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა:
ფულს ადვილად შოულობდა და ადვილადვე ინარჩუნებდა. მას მიაჩ-
ნდა, რომ ამ თვისების გამო, ჰამილტონებს არ უყვარდათ. თავად ვილის
კი ისინი თავდავიწყებით უყვარდა და ყოველთვის მზად იყო ნებისმიე-
რი რაოდენობის თანხა დაეხარჯა, რათა მათი პრობლემები მოეგვარე-
ბინა. მიუხედავად ამისა, ის თვლიდა, რომ ოჯახის წევრებს მუდამ არ-
ცხვენდა და სწორედ ამიტომ, ყოველთვის ცდილობდა მათი კეთილგან-
წყობა და პატივისცემა მოეპოვებინა. სწორედ ეს ფიქრები მოიტანა იმ
ცივმა და გამჭოლმა ქარმა, რომელიც ვილიმ კეილთან საუბრის დროს
იგრძნო. თავისი აცრემლებული თვალებით ის ერთ წერტილს მიშტერე-
ბოდა.
– რა მოგივიდათ, მისტერ ჰამილტონ? ცუდად ხომ არა ხართ? – ჰკით-
ხა გაკვირვებულმა კეილმა.
საკუთარი ოჯახის წევრებს ვილი მთელი სხეულით გრძნობდა, თუმ-
ცა მათი ბოლომდე არასდროს ესმოდა. თავად ჰამილტონები ვილის ისე
უყურებდნენ, თითქოს მისი გრძნობები საერთოდ არ ანაღვლებდათ.
ახლა კი ეს ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა. ვილიმ მას კარგად გაუგო, მას-
ში რაღაც ნაცნობი და ახლობელი დაინახა. სწორედ ასეთი შვილი, ძმა
ან მამა უნდა ჰყოლოდა მას. ცივი და გამჭოლი ქარი სითბომ შეცვალა.
ვილი კეილის მიმართ განსაკუთრებულად განეწყო და ამ სასიამოვნო
შეგრძნებამ მთელ სხეულში დაუარა.
მან თავს ძალა დაატანა და ყურადღება ისევ კეილზე გადაიტანა. უმ-
ცროსი ტრასკი მშვიდად იჯდა სკამზე და ელოდა, როდის დაარღვევდა
ვილი სიჩუმეს.
ვილიმ არ იცოდა, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს პაუზა.
– ჩავფიქრდი, – თქვა მან მორიდებულად, მაგრამ წამსვე აიყვანა თა-
ვი ხელში და მკაცრი ტონით განაგრძო საუბარი. – შენ მე რაღაცა მთხო-
ვე. მე ბიზნესმენი ვარ და უფასოდ არაფერს ვიძლევი. ხომ გესმის?

711
– დიახ, სერ.
კეილი ცდილობდა ყურადღება არ მოედუნებინა. ვილი ჰამილტონს
რომ თავი მოაწონა, ამაში დარწმუნებული იყო.
– მე ახლა ერთ შეკითხვას დაგისვამ და შენგან გულწრფელ პა-
სუხს ველი. – თქვა ვილიმ. – მზად ხარ, რომ სიმართლე მითხრა?
– არ ვიცი.
– აი, ეს მომწონს. შენ ხომ ჯერ არ იცი, რა უნდა გკითხო? ჭკვიანუ-
რი და ალალი პასუხი იყო. მოკლედ, მისმინე. შენ ძმა გყავს, ხომ
ასეა? როგორ ფიქრობ, მამაშენს ის შენზე მეტად უყვარს?
– არონი ყველას უყვარს.
– შენც?
– დიახ, სერ. ყოველ შემთხვევაში... დიახ, სერ, მიყვარს.
– რის თქმას აპირებდი?
– იცით რა არის? ზოგჯერ მგონია, რომ გამოშტერებულია, მაგრამ
მაინც მიყვარს.
– მამაშენზე რას მეტყვი?
– ისიც მიყვარს.
– მას კი შენი ძმა უფრო უყვარს?
– არ ვიცი.
– შენ მითხარი, რომ მამაშენს დანაკარგი უნდა აუნაზღაურო. რა-
ტომ გადაწყვიტე?
ჩვეულებრივ, კეილს ფრთხილი და დაკვირვებული გამოხედვა
ჰქონდა. ახლა კი ის დაჭყეტილი თვალებით შესცქეროდა ვილის და
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მის სულში იყურებოდა. კე-
ილი ახლა ისე ახლოს იყო საკუთარ სულთან, როგორც არასდროს.
– მამაჩემი კარგი ადამიანია, – თქვა მან. – მე მინდა, რომ მას ვა-
სიამოვნო. თავად ასეთი კარგი ნამდვილად არა ვარ.
– ფულს თუ დაუბრუნებ, შენც ხომ კარგი ადამიანი იქნები?
– არა, არ ვიქნები. მე ცუდი ფიქრები მაქვს.

712
ასეთი პირდაპირი და გულწრფელი ადამიანი ვილის არასდროს შეხ-
ვედრია. ის უხერხულადაც კი გრძნობდა თავს და იმასაც ხვდებოდა, რომ
თავისი ასეთი სიალალით, კეილი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
– ერთსაც გკითხავ და მორჩა, – თქვა ვილიმ. – შენ ალბათ არ მიპასუ-
ხებ, მაგრამ მაინც გკითხავ. დავუშვათ, შენ ეს ფული იშოვე და მამაშენს
დაუბრუნე. გაგიელვებს გონებაში, რომ შენ ამით მის სიყვარულს ყიდუ-
ლობ?
– დიახ, სერ, გამიელვებს და, ალბათ, სიმართლეც იქნება.
– მორჩა. სულ ეს იყო, რაც მაინტერესებდა.
ვილი სავარძლის სახელურს დაეყრდნო და შუბლიდან ოფლი მოიწ-
მინდა. მას არც კი ახსოვდა, ვინ და როდის მოახდინა მასზე ამხელა შთა-
ბეჭდილება. კეილი გახარებული იყო, რადგან, გრძნობდა, რომ გაიმარ-
ჯვა. მიუხედავად ამისა, სახეზე ეს სრულებით არ ეტყობოდა.
ვილიმ თავი ასწია, სათვალე მოიხსნა და დაორთქლილი შუშები გაწ-
მინდა.
– წავიდეთ, – უთხრა მან კეილს. – გავისეირნოთ.
ვილის ახლა უკვე მოზრდილი „ვინტონი“ ჰყავდა. მანქანას კუბოსა-
ვით გრძელი კაპოტი ჰქონდა, საიდანაც ძრავის ყრუ ხმაური ისმოდა.
ისინი კინგ-სითის სამხრეთისკენ გაემართნენ. გაზაფხული ძალას იკ-
რეფდა და მავთულებიანი ღობეების მიღმა შოშიების გალობა ისმოდა.
დასავლეთით „პიკო-ბლანკო“ მოჩანდა და მისი მწვერვალი ჯერ კიდევ
თოვლით იყო დაფარული, ქარის შესასუსტებლად დარგული ევკალიპ-
ტების რიგი კი უკვე გადამწვანებული იყო.
ტრასკების რანჩოს გადასახვევთან, ვილიმ მანქანა გააჩერა. მას შემ-
დეგ, რაც ისინი კინგ-სითიდან გავიდნენ, მას ხმა არ ამოუღია. ძრავამ ერ-
თიც დაიგუგუნა და ჩაქრა.
– კეილ, – თქვა ვილიმ ისე, რომ თავი არ მიუტრიალებია. – მე და შენ
პარტნიორები რომ გავხდეთ, არ გინდა?
– დიახ, სერ. მინდა.

713
– საქმე ის არის, რომ უფულო პარტნიორი არავის სჭირდება. რა
თქმა უნდა, მე შემიძლია გარკვეული თანხა გასესხო, მაგრამ, ამას
თავისი მინუსები აქვს.
– ფულს თავად ვიშოვი.
– რამდენს?
– ხუთი ათას დოლარს.
– რა?... არ მჯერა.
კეილს არაფერი უპასუხია.
– კარგი, მჯერა. ისესხებ?
– დიახ, სერ.
– რამდენი პროცენტით?
– ნულით.
– მაგარია. როგორ მოახერხებ?
– ამას მე თქვენ არ გეტყვით, სერ.
ვილიმ თავი გააქნია და გაიცინა. ის ძალიან კმაყოფილი იყო.
– შეიძლება გავგიჟდი, მაგრამ მე შენ გენდობი, – თქვა მან. – არა,
ნამდვილად ვიცი, რომ არ გავგიჟებულვარ.
ვილიმ მანქანის დაქოქვა დააპირა, მაგრამ წამსვე გადაიფიქრა.
– მისმინე, – უთხრა მან კეილს. – გაზეთებს კითხულობ?
– დიახ, სერ.
– ამ ომში ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩავერთოთ, ხომ გეს-
მის?
– დიახ, ასე ჩანს.
– ჰო, ბევრი თვლის, რომ ასეც იქნება. ახლა ყურადღებით მის-მი-
ნე. აი, მაგალითად, ლობიო რა ღირს, იცი?
– ზუსტად ვერ გეტყვით, სერ. მგონია, რომ სამი ან სამნახევარი
ცენტი უნდა ღირდეს. ერთი ფუნტის ფასი ვიგულისხმე.
– ზუსტად ვერ მეტყვი, რას ნიშნავს? სწორედაც რომ ზუსტი ფასი
გცოდნია. საიდან გაიგე?

714
– მამაჩემს მინდა ვთხოვო, რომ რანჩოზე დაბრუნების უფლება მომ-
ცეს. მიწას უნდა მივხედო. ამაზე რომ ვფიქრობდი, ფასებსაც გადავავლე
თვალი.
– გასაგებია, მაგრამ, მე თუ მკითხავ, ფერმერობისთვის არ მემე-
ტები. შენ ძალიან ჭკვიანი ხარ. მამაშენის მოიჯარე გვარად რანტანია.
შვეიცარიელია და საკმაოდ კარგი ფერმერიცაა. თითქმის ხუთი ათასი
აკრი დაამუშავა. ერთ ფუნტში თუ ხუთ ცენტს შევთავაზებთ და თესლსაც
ნისიად მივცემთ, ლობიოს აუცილებლად დათესავს. მერე, ყველა ფერ-
მერი მას მიბაძავს. მოკლედ, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ხუთი ათას აკ-
რზე დათესილ ლობიოს მთლიანად ვიყიდით.
– ჰო, მაგრამ, ლობიო სამი ცენტი ღირს, სერ. რაში გვაწყობს... ა, ჰო,
გასაგებია... მაგრამ, გარანტიას ვინ მოგვცემს?
– პარტნიორები ვართ თუ არა ვართ?
– დიახ, სერ, ვართ.
– „დიახ, სერ“ კი არა, „ჰო, ვილი“.
– ჰო, ვილი.
– როდის გექნება ხუთი ათასი დოლარი.
– ოთხშაბათისთვის.
– დაარტყი ხელი! – თქვა ვილიმ და კეილს ხელი ჩამოართვა. – მორ-
ჩა, ჩვენ ახლა პარტნიორები ვართ. მე ერთ ბრიტანულ სააგენტოსთან
მაქვს კონტაქტი და კვორტერმეისტერთა კორპუსშიც მყავს მეგობარი.
შემიძლია სანაძლეო დავდო, რომ ერთ ფუნტ ლობიოს ათ ცენტად და
მეტადაც გავყიდით.
– ეს როდის მოხდება?
– მანამ, სანამ რამეს ხელს მოვაწერთ. თქვენ რანჩოზე ხომ არ ავი-
დეთ და რანტანის ხომ არ დაველაპარაკოთ? რას იტყვი?
– კარგი აზრია.
ვილიმ „ვინტონი“ დაქოქა და დიდი მწვანე მანქანა ტრასკების რან-
ჩოსკენ მიმავალ გზას აუყვა.

715
თავი ორმოცდამეორე
-1-
ომი ყოველთვის სადღაც სხვაგან იწყება. სალინასში, ჩვენ დარ-
წმუნებულები ვიყავით, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოს
უდიადესი და უძლიერესი სახელმწიფო იყო; ვთვლიდით, რომ თი-
თოეული ამერიკელი მსროლელად იბადებოდა და სწორედ ამიტომ,
ერთი ჩვენიანი, ნებისმიერ ბრძოლაში, ათ ან ოც უცხოელს უდრიდა.
პერშინგის მექსიკურმა კამპანიამ და ვილიასთან შებრძოლებამ
ჩვენი ერთ-ერთი ასეთი მითი გარკვეული დროით დაამსხვრია. ჩვენ
გულწრფელად გვჯეროდა, რომ მექსიკელებმა სროლაც კი არ იცოდ-
ნენ რიგიანად და გარდა ამისა, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ისი-
ნი ზარმაცები და უტვინოები იყვნენ. როდესაც სალინასის ესკადრო-
ნი მექსიკის საზღვრიდან სახლში დაბრუნდა, დაქანცულმა ჯარისკა-
ცებმა თქვეს, რომ ყველაფერი ეს სრული სისულელე იყო – მშვენივ-
რად სცოდნიათ სროლა მაგ ოხრებს! გარდა ამისა, ვილიას ცხენოს-
ნებმა ჩვენს ქალაქელ ბიჭებს ჭენებაშიც აჯობეს და გამძლეობაშიც.
თვეში ორჯერადმა ვარჯიშებმა სალინასელი ჯარისკაცებისგან ნამ-
დვილი მეომრები ვერ დააყენა და ესეც რომ არ ყოფილიყო, შეიქმნა
შთაბეჭდილება, რომ პანჩო ვილიამ ჭკუაშიც აჯობა ჩვენს „ბლეკ ჯეკ“
პერშინგს. საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მექსიკე-
ლებმა დიზინტერიის ეპიდემიაც სათავისოდ გამოიყენეს. ჩვენს ზო-
გიერთ ჯარისკაცს წლები დასჭირდა იმისათვის, რომ ბოლომდე გა-
მოჯანმრთელებულიყო.
მექსიკური გამოცდილება, რატომღაც, ძალიან მალე დავივიწყეთ
და როდესაც გერმანელების შესახებ შევიტყვეთ, ისევ ძველი მითე-
ბის ტყვეობაში აღმოვჩნდით: „ერთი ამერიკელი ოც გერმანელს უდ-
რის და ამის გათვალისწინებით, კაიზერის დასაჩოქებლად, მხო-
ლოდ საკუთარი პოზიციის მტკიცედ დაცვაა საჭირო. ერთი გაბედოს
და ჩვენი ვაჭრობის საქმეებში ჩაერიოს“. ჩაერია. „კარგი, აი ჩვენი გე-

716
მების ჩაძირვას ნამდვილად ვერ გაბედავს. რაში სჭირდება ზედმეტი
პრობლემები?“ გაბედა და ჩაძირა. უტვინობა იყო ეს, მისი მხრიდან,
მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩებოდა. ჩვენ კი მხოლოდ ერთი გამოსავა-
ლი დაგვრჩა: შევბრძოლებოდით მას.
თავდაპირველად, ომში ვიღაც უცხო, ჩვენთვის სრულიად უცნობი
ხალხი წავიდა, ჩვენ კი, ანუ მე, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები,
თითქოს ლოჟაში ვიყავით მოკალათებულები და დაძაბულ წარმოდგე-
ნას ინტერესით ვადევნებდით თვალს. ჰოდა, გამომდინარე იქიდან, რომ
ომში უცხო ადამიანები მიდიოდნენ, სიკვდილითაც მხოლოდ ისინი უნ-
და მომკვდარიყვნენ. ასე ვთვლიდით და ღმერთო დიდებულო, ესეც
ტყუილი აღმოჩნდა! სულ ცოტა ხანში, ქალაქში პირველი შემზარავი დე-
პეშა მოვიდა, ამას მეორე მოჰყვა, მესამე, მეოთხე და თითოეულ მათგან-
ში ვიღაც ძალიან ახლობელი ადამიანის ძმაზე, შვილზე, მამაზე იყო სა-
უბარი. სროლასა და ხმაურს ექვსი ათას მილზე მეტი გვაშორებდა და
ამან მაინც ვერ გადაგვარჩინა.
ომის სანახაობრივი მხარე წამსვე თვალსა და ხელს შუა გაქრა. კი ბა-
ტონო, თეთრ ქუდებსა და უნიფორმებში გამოწყობილი „თავისუფლე-
ბის ლამაზმანები“ ყოველდღიურად მართავდნენ აღლუმებს; ჩვენი ბი-
ძა სიტყვის წარმოსათქმელად ემზადებოდა – ოთხი ივლისისთვის ახალ
ტექსტს წერდა, შემდეგ კი აგიტაციას ეწეოდა, რათა ხალხს ობლიგაციე-
ბი შეეძინა; ჩვენ, სკოლაში, სამხედრო ფორმები გვეცვა და ფიზიკის მას-
წავლებლის ხელმძღვანელობით, იარაღის გამოყენებას ვსწავლობ-
დით, მაგრამ, ვის რა ჯანდაბად სჭირდებოდა ეს ყველაფერი?! მარტინ
ჰოპსი ხომ უკვე ცოცხალი აღარ იყო, ბერჯესების ბიჭი კი, ეს სასიამოვნო
გარეგნობის ახალგაზრდა, ქუჩის გადაღმა რომ ცხოვრობდა და ჩვენს უმ-
ცროს დას სამი წლის ასაკიდან უყვარდა, ყუმბარამ სულ ნაფლეთებად
აქცია.
მოუქნელი, აჩაჩულ-დაჩაჩული ყმაწვილები, პატარა ჩემოდნებით
ხელში, მწყობრად მიემართებოდნენ რკინიგზის სადგურისკენ. მთავარი
ქუჩის გასწვრივ მათი ახლობლები და მეგობრები იდგნენ, დედები კი

717
ტიროდნენ, რის გამოც, სალინასის ორკესტრის მიერ შესრულებული
საზეიმო მარში სამგლოვიაროს უფრო ჰგავდა. ახალწვეულები თავ-
დახრილები მიდიოდნენ და საკუთარ დედებს თვალს ვერ უსწორებ-
დნენ. რას ვიფიქრებდით, ჩვენთანაც თუ მოვიდოდა ომი!
სალინასში ისეთებიც იყვნენ, ვინც საბილიარდოებსა და ბარებში
დასხდებოდნენ ხოლმე და სხვადასხვა ჭორებს ავრცელებდნენ. რო-
გორც წესი, მათ ნაცნობი ჯარისკაცისგან ჰქონდათ გაგონილი ისეთი
რამ, რაც სხვამ არავინ იცოდა. ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენს ბიჭებს
ომში იარაღის გარეშე უშვებდნენ; რომ ახალწვეულებით დატვირ-
თულ გემებს ზღვაში ძირავდნენ და მთავრობა ამას საგულდაგუ-
ლოდ მალავდა; რომ გერმანული არმია ჩვენსაზე გაცილებით ძლი-
ერი იყო და ჩვენ მათთან მცირეოდენი შანსიც კი არ გვქონდა; რომ
კაიზერი ჭკვიანი ტიპი იყო და ის ამერიკის დასაპყრობად ემზადებო-
და, მაგრამ პრეზიდენტი უილსონი ამას, რა თქმა უნდა, არასდროს
გვეტყოდა. არადა, ზუსტად იგივე ხალხი, სულ ცოტა ხნით ადრე, ყვე-
ლაზე ხმამაღლა გაჰყვიროდა, რომ ერთი ამერიკელი ოც გერმანელს
უდრიდა.
ამასობაში კი, უცნაურ უნიფორმებში გამოწყობილი ბრიტანელე-
ბი (სხვათა შორის, ისინი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდ-
ნენ), ამერიკის ქალაქებში დაეხეტებოდნენ, ყველაფერს იძენდნენ,
რაც თვალში მოხვდებოდათ და საკმაოდ კარგ თანხებსაც იხდიდნენ.
ბევრი მათგანი კოჭლობით დადიოდა, ეტყობოდა, რომ სერიოზუ-
ლად იყო დაინვალიდებული, თუმცა უნიფორმას მაინც არ ღალა-
ტობდა. სხვა ბევრ რამესთან ერთად, ისინი ლობიოსაც ყიდულობ-
დნენ, რადგან მისი ტრასპორტირება მინიმალურ პრობლემებთან
არის დაკავშირებული. ლობიო არასდროს ფუჭდება და საკვებადაც,
სხვა რომ არაფერი გაგაჩნდეს, სავსებით საკმარისია. ერთი ფუნტი
ლობიო, თუ სადმე იშოვიდი, თორმეტნახევარი ცენტი ღირდა. ფერ-
მერები სულ თავში ხელს ირტყამდნენ, როდესაც ახსენდებოდათ,

718
რომ სულ რაღაც ექვსი თვის წინ, თავიანთი მოსავალი ორ ცენტად გაყი-
დეს.
სალინასში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, ახალმა დრომ ახა-
ლი სიმღერები მოიტანა. თავდაპირველად, ჩვენ სულ იმაზე ვმღერო-
დით, როგორ გავანადგურებდით ჰელგოლანდს, ჩამოვახრჩობდით
კაიზერს და უტვინო ევროპელების მიერ არეულსაც სათანადოდ დავა-
ლაგებდით. შემდეგ, მოულოდნელად, ახალი
სიმღერები გაისმა: „წითლად შეღებილ უდაბურ მიწაზე, ეული ვარ-
დივით დამდგარა გოგონა, გულზე მას წითელი ჯვარი ამშვენებს...“, ან
ეს: „ალო, გოგონა, მომეცით სამოთხე, მამაჩემს მინდა რაღაცა ვუთ-
ხრა...“, და ესეც: „რომ დაბნელდება და მთვარე ამოვა, ბავშვი ლოცუ-
ლობს თავდავიწყებით, ჩემი მამიკო ომში წავიდა, ღმერთო, იხსენი, შენ
გევედრები...“ ჩვენ ძლიერ, მაგრამ გამოუცდელ ყმაწვილს ვგავდით, რო-
მელსაც პირველივე ჩხუბში გაუტეხეს ცხვირი. ის გაბრაზებულია, თუმცა,
ტკივილი სტანჯავს და სურს, ეს ყველაფერი მალე დასრულდეს.

თავი ორმოცდამესამე
-1-
ზაფხულის ბოლო დღეები იდგა, როდესაც ლი, თავისი დიდი კალა-
თით ხელში, საყიდლებიდან დაბრუნდა. სალინასში გადასვლის შემ-
დეგ, ის ამერიკელ კონსერვატორს დაემსგავსა. ყოველთვის, როდესაც
ლი სახლიდან გადიოდა, მაუდის შავ კოსტიუმში გამოეწყობოდა ხოლმე.
კოსტიუმის ქვეშ თეთრი პერანგი ეცვა, რომლის საყელო მუდამ კარგად
გახამებული და დამდგარი იყო. ყელზე ვიწრო ჰალსტუხი ეკეთა, ზუს-
ტად ისეთი, თავის დროზე რომ სამხრეთელ სენატორებს ამშვენებდათ,
თავზე კი შავი, მრგვალი ქუდი ეხურა, რომელიც ყოველთვის გამოზნექი-
ლი იყო, თითქოს მის ქვეშ ნაწნავი დაუმალავსო. ერთი სიტყვით, ლის
ყოველთვის უნაკლოდ ეცვა.
ერთხელაც, ადამმა ვერ მოითმინა და მისი ჩაცმულობის შესახებ
ოდნავ დამცინავი კომენტარი გააკეთა.
719
– სხვა რა გზა მაქვს? – გაიღიმა ლიმ, – ეტყობა, ძალიან მდიდარი
უნდა იყოს ადამიანი, თქვენსავით უგემოვნოდ რომ ეცვას. ღარიბები
იძულებულნი ვართ, კარგად გამოვიყურებოდეთ.
– ღარიბებიო?! – აღმოხდა ადამს. – შენ მალე აქეთ გვასესხებ
ფულს!
– სავსებით შესაძლებელია, – თქვა ლიმ და კალათა იატაკზე და-
დო. – დღეს შევეცდები გოგრის სუპი გავაკეთო. ჩინური კერძია. ჩემმა
ბიძაშვილმა მასწავლა. ჩინურ უბანში ცხოვრობს. პიროტექნიკის ოს-
ტატია და სამორინეც აქვს.
– არ ვიცოდი, სალინასშიც თუ გყავდა ნათესავები, – თქვა ადამმა.
– ყველა ჩინელი ენათესავება ერთმანეთს, – თქვა ლიმ. – ლი ყვე-
ლაზე შეკრული გვარია. თუმცა, ჩემს ბიძაშვილს სიუ დონი ჰქვია. ცო-
ტა ხნის წინ ავად გახდა, სახლში ჩაიკეტა და კერძების მომზადება
ისწავლა. მოკლედ, ქვაბში ჩადებულ გოგრას ზედა ნაწილს ფრთხი-
ლად ვაჭრით, შიგნით მთლიან ქათამს ვდებთ, ვუმატებთ სოკოს,
თხილს, პრასს და ცოტაოდენ კოჭას. შემდეგ, გოგრას ისევ დავახუ-
რავთ მოჭრილ თავს და მაქსიმალურად დაბალ ცეცხლზე ვდგამთ.
ორ დღეში, კერძი მზად იქნება. წესით და რიგით, გემრიელი უნდა გა-
მოვიდეს.
ადამი სავარძლის ზურგს იყო მიყუდებული, ხელები კეფაზე
ჰქონდა შემოწყობილი, ჭერში იყურებოდა და იღიმოდა.
– ძალიან კარგი, – თქვა მან.
– არ მისმენდით, ხომ?
ადამი წამოჯდა.
– უცნაური არსებაა ადამიანი, – თქვა მან. – ჰგონია, რომ საკუთარ
შვილებს კარგად იცნობს და მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ მათ
შესახებ საერთოდ არაფერი იცის.
– რომელი დეტალი გამოგრჩათ მათი ცხოვრებიდან? – გაიღიმა
ლიმ.

720
– სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე, – ჩაიცინა ადამმა. – ამ ზაფ-
ხულს, არონს არც ისე ხშირად ვხედავდი და მეგონა, რომ თანატო-
ლებთან ერთად თამაშობდა.
– თამაშობდაო?! – გაოცდა ლი, – უკვე წლებია, არ უთამაშია.
– კარგი, ეს არ არის მთავარი. მისმინე, დღეს მისტერ კილკენი შემ-
ხვდა, სკოლის დირექტორი რომ არის, ხომ იცი? ეგონა, რომ ჩემთვის
ყველაფერი იყო ცნობილი. იცი, თურმე არონი რას აკეთებს?
– რას?
– მომდევნო წლის პროგრამა მთლიანად გაიარა და ერთი წლით ად-
რე აპირებს გამოსაშვები გამოცდების ჩაბარებას. კილკენი მეუბნება,
დარწმუნებული ვარ, ჩააბარებსო. წარმოგიდგენია?
– მაგარია, – თქვა ლიმ. – ისა და... რატომ აკეთებს ამას?
– როგორ თუ რატომ? ერთი წლით ადრე რომ დაამთავროს სკოლა.
– რაში სჭირდება?
– რა გჭირს, ლი? ამბიციურია და იმიტომ აკეთებს ამას. რა არის აქ
გაუგებარი?
– არ მესმის, – თქვა ლიმ. – მაინც არ მესმის.
– ჩემთვის არაფერი უთქვამს. ნეტა კეილმა თუ იცის?
– ალბათ სიურპრიზის მოწყობა სურს. ისე მოვიქცეთ, ვითომ არაფე-
რი ვიცით. თავად გვეტყვის ყველაფერს.
– ჰო, მართალი ხარ. იცი რა? მე მისით ვამაყობ, ლი. ძალიან ვამაყობ.
ნეტა კეილსაც ჰქონდეს ასეთი ამბიცია.
– რა იცით, რომ არა აქვს? დარწმუნებული ვარ, ისიც მალავს რაღა-
ცას.
– არ არის გამორიცხული. ბოლო დროს მასაც იშვიათად ვხედავთ,
არა? როგორ ფიქრობ, ქუჩაში რომ ამდენ დროს ატარებს, კარგია?
– კეილი საკუთარი თავის პოვნას ცდილობს, – თქვა ლიმ. – ეს შინა-
განი დამალობანა ცუდი სულაც არ არის, მე თუ მკითხავთ. ძალიან ბევ-
რია ისეთი, რომელმაც საკუთარი თავი ვერა და ვერ იპოვა.

721
– არა, წარმოგიდგენია? – თქვა ადამმა. – მთელი ერთი წლის
პროგრამა წინასწარ უნდა ჩააბაროს. რომ გვეტყვის, აუცილებლად
საჩუქარი უნდა დავახვედროთ.
– ოქროს საათი, მაგალითად, – თქვა ლიმ.
– მართალი ხარ. წინასწარ შევიძენ და ზედ წარწერასაც ამოვატ-
ვიფრინებ. რა დავაწეროთ?
– იუველირი თავად გეტყვით... ორი დღე რომ გავა, ქათამი უნდა
ამოვიღოთ ქვაბიდან, ძვლები გავაცალოთ და ხორცი ისევ უკან ჩა-
ვაბრუნოთ.
– რა ქათამი?
– გოგრის სუპზე ვლაპარაკობ.
– ლი, არონი რომ კოლეჯში გავუშვათ, საკმარის ფული თუ
გვაქვს?
– თუ კარგად მოვინდომებთ და მასაც ზედმეტად ძვირი სასწავ-
ლებელი არ მოუნდება...
– არა, არ მოუნდება.
– მეც ასე ვფიქრობდი საკუთარ თავზე, მაგრამ შევცდი, – თქვა
ლიმ და პიჯაკის სახელო სიამოვნებით შეათვალიერა.
-2-
წმინდა პავლეს სახელობის საეპისკოპოსო ეკლესიის მღვდელთა
რეზიდენცია საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე იყო გაშლილი. ის იმ სა-
სულიერო პირებისთვის აშენდა, რომლებსაც მრავალსულიანი ოჯა-
ხები ჰყავდათ. მისტერ როლფი, რომელიც უცოლო იყო, მოკრძალე-
ბულ ცხოვრებას ეწეოდა. ამიტომ, თავისი ბინის უდიდესი ნაწილი
ჩაკეტილი ჰქონდა. როდესაც არონს მეცადინეობისთვის იზოლირე-
ბული ფართობი დასჭირდა, როლფმა უპრობლემოდ გამოუყო ერთ-
ერთი დიდი ოთახი და სხვა მხრივაც ყველანაირად ეხმარებოდა მას.
მისტერ როლფს არონი ძალიან უყვარდა, მოსწონდა მისი ანგე-
ლოზივით ლამაზი სახე, თხელი ბარძაყები, გრძელი და სწორი ფე-
ხები. დაჯდებოდა ხოლმე მის წინ და უყურებდა, როგორ იძაბებოდა

722
მისი სახე მეცადინეობის დროს. საკუთარ სახლში არონი ვერ იმუშავებ-
და, რადგან იქ შესაბამისი მშვიდი ატმოსფერო არ იყო და ეს მისტერ
როლფს მშვენივრად ესმოდა. არონს როლფი საკუთარ ქმნილებად, სუ-
ლიერ შვილად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ ასეთი კარგი და ნიჭიერი
ახალგაზრდის პოვნით ეკლესიას დიდ სამსახურს უწევდა. ხედავდა, რო-
გორი მიზანმიმართული იყო არონი უმანკოების აღთქმის დაცვაში და
ცდილობდა ამაშიც დახმარებოდა მას.
საუბრები მასწავლებელსა და შეგირდს შორის საკმაოდ ხანგრძლივი
და გულწრფელი იყო.
– ვიცი, რომ ხშირად მაკრიტიკებენ, – თქვა ერთხელ მისტერ როლ-
ფმა, – ეს იმის გამო ხდება, რომ მე ზოგიერთზე უფრო მეტად მჯერა მა-
ღალი ეკლესიის კანონებისა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მონანიება
ისეთივე მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ზიარება. დაიმახსოვრე ჩემი
სიტყვა, აღსარების წესს მე ნელ-ნელა და ეტაპობრივად, მაგრამ აუცი-
ლებლად დავაბრუნებ.
– მეც მოგბაძავთ, მღვდელი რომ გავხდები.
– ჰო, მაგრამ, დაიმახსოვრე, ეს უდიდეს ტაქტს მოითხოვს.
– ძალიან მინდა, რომ ჩვენს ეკლესიაშიც... ჰო, ალბათ შეიძლება, ასე
რომ ვთქვა. მოკლედ, ძალიან მინდა, რომ ისეთივე წესი გვქონდეს, ავ-
გუსტინელებსა და ფრანცისკანელებს რომ აქვთ. აუცილებლად უნდა
არსებობდეს ადგილი, სადაც განმარტოვდები და განიწმინდები. ზოგ-
ჯერ მეჩვენება, რომ დასვრილი ვარ და მინდა, განვთავისუფლდე ცოდ-
ვებისგან.
– მესმის, – თქვა მისტერ როლფმა, – მაგრამ აქ ვერ დაგეთანხმები.
არა მგონია მაცხოვარს სურდეს, რომ ჩვენივე მრევლისგან თავი შორს
გვეჭიროს. გაიხსენე, რას ამბობდა ის: ჩვენ მისი სიტყვა უნდა მივიტა-
ნოთ ადამიანებამდე, უნდა დავეხმაროთ ღარიბსა და ავადმყოფს, თუ
ტალახში ამოსვრა მოგვიწევს, ესეც უნდა გავაკეთოთ, რათა დაცემული
და დასვრილი ადამიანი იქიდან ამოვათრიოთ. მაცხოვრის მაგალითი

723
მუდამ ჩვენ წინაშეა და ჩვენც ზუსტად ისე უნდა ვიმოქმედოთ, რო-
გორც ის მოქმედებდა.
მისტერ როლფის თვალებში ნაპერწკალმა გაიელვა, მის ხმაში კი
ზუსტად ის სიღრმე გაჩნდა, ქადაგებების დროს რომ ისმოდა.
– შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე, – თქვა მან. – იმედი მაქვს,
სწორად გამიგებ და ამპარტავნებაში არ ჩამომართმევ, რადგან მე
ამაში ღმერთის დიდებას ვხედავ. უკვე მეხუთე კვირა მიდის, რაც სა-
ღამოს ღვთისმსახურებას ერთი ქალბატონი ესწრება. შენ ალბათ ის
არც კი შეგიმჩნევია. ყოველთვის მარცხენა მხარეს, ბოლო რიგში
ჯდება ხოლმე. თუ დააკვირდები, დაინახავ. სახე პირბადით აქვს და-
ფარული და სანამ ქადაგებას დავასრულებ, დგება და მიდის.
– ვინ არის? – იკითხა არონმა.
– ვფიქრობ, შენ ეს უნდა იცოდე. მოკლედ, მე გავიკითხე და ყვე-
ლაფერი დაწვრილებით დავარკვიე. ის ერთი... მოკლედ, ერთი არ-
ცთუ კარგი სახელის მქონე დაწესებულების მეპატრონეა.
– აქ, სალინასში?
– ჰო, – თქვა მისტერ როლფმა და წინ გადაიხარა. – არონ, ვიცი,
რომ ეს შენში ზიზღს იწვევს. შენ ეს აუცილებლად უნდა გადალახო.
ნუ დაგავიწყდება მაცხოვრისა და მარია მაგდალენელის მაგალითი.
ამპარტავნების გარეშე გეუბნები, რომ ბედნიერი ვიქნები, თუ მას
ჭეშმარიტ გზაზე დავაყენებ.
– რატომ მოდის? რა უნდა?
– რა უნდა და ის, რისი მიცემაც ჩვენ შეგვიძლია – სულის გადარ-
ჩენა. ეს უდიდეს თავშეკავებას მოითხოვს, არონ. უკვე ვიცი, როგორი
ძნელი იქნება. დაიმახსოვრე, ასეთი ხალხი გულჩათხრობილი და გა-
უბედავია. ერთ მშვენიერ დღეს, ჩემს კარზე კაკუნის ხმა გაისმება და
კარს რომ გავაღებ, სწორედ ეს ქალბატონი იდგება. სწორედ ასეთ
დროს, ღმერთს ვთხოვ, მოთმინება გამომიგზავნოს. უნდა დამიჯე-
რო, არონ: როდესაც დაკარგული სული სინათლეს ეძებს, სწორედ ეს
არის ის უდიდესი და ძვირფასი, რაც კი სასულიერო პირს შეიძლება

724
წილად ერგოს. სწორედ ამისთვის ვართ ჩვენ აქ, არონ, სწორედ ამის-
თვის.
მისტერ როლფს სუნთქვა აუჩქარდა.
– ღმერთს ვთხოვ, რომ ძალა მომცეს, – თქვა მან.
-3-
როდესაც ადამი ომზე ფიქრობდა, მას მხოლოდ ინდიელებთან
ბრძოლა ახსენდებოდა და ისიც ბუნდოვნად. არავინ იცოდა, როგორი
იყო სინამდვილეში ეს დიდი და ყოვლისმომცველი მსოფლიო კონ-
ფლიქტი. ლი ევროპის ისტორიას კითხულობდა და ცდილობდა წარსუ-
ლის მაგალითების მიხედვით მომავლის ტენდენციები გამოეცნო.
ლიზა ჰამილტონი სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გარდაიცვა-
ლა და მისი გათეთრებული ყვრიმალები კიდევ უფრო მკვეთრი გახდა.
ადამი სულმოუთქმელად ელოდა, როდის ახარებდა არონი, გამოც-
დები წინასწარ ჩავაბარეო. საკმაოდ მოზრდილი ოქროს საათი საგულ-
დაგულოდ ჰქონდა შენახული ერთ-ერთ უჯრაში. საჩუქარი წინასწარ
კარგად შეამოწმა, დროც თავისი საათის მიხედვით გაასწორა და რომ არ
დაზიანებულიყო, ცხვირსახოცში გაახვია.
როდესაც არონი ახალ ამბავს მოიტანდა, ლის ინდაურის კერძი უნდა
მოემზადებინა და ნამცხვარიც გამოეცხო.
– ყველაფერი საზეიმოდ უნდა მოხდეს, – თქვა ადამმა. – შამპანურზე
რას ფიქრობ?
– კარგი იდეაა, – თქვა ლიმ. – ფონ კლაუზევიცი თუ წაგიკითხავთ?
– ეგ ვინ არის?
– არცთუ ოპტიმისტური საკითხავია. შამპანური მხოლოდ ერთი
ბოთლი მოვიტანო?
– ჰო, ვფიქრობ, საკმარისი იქნება. ერთ-ორ სადღეგრძელოს ვიტ-
ყვით და მორჩა. საზეიმო განწყობისთვის მეტი არც არაფერია საჭირო.
ადამი ოდნავაც არ უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ არონი გა-
მოცდებს ვერ ჩააბარებდა.
ერთ მშვენიერ დღეს, არონი სახლში შევიდა და ლის ჰკითხა:

725
– მამა სად არის?
– პირს იპარსავს.
– საღამოს სახლში არ ვიქნები. უჩემოდ ისადილეთ.
არონი აბაზანაში შევიდა და სარკეში მამამისის გასაპნილ სახეს
შეხედა.
– მისტერ როლფმა სადილზე დამპატიჟა, – თქვა მან.
– მშვენიერია, – უპასუხა ადამმა და სამართებელი ხელსახოცზე
გაწმინდა.
– შხაპის მიღება მინდოდა.
– ერთ წუთში გამოვალ.
არონმა მისაღები ოთახი გაიარა, ოჯახის წევრებს დაემშვიდობა
და სახლიდან გავიდა. კეილმა და ადამმა მას თვალი გააყოლეს.
– ჩემი ოდეკოლონი დაუსხამს, – თქვა კეილმა, – სუნი მეცნო.
– საკმაოდ დიდ წვეულებაზე მიდის, როგორც ჩანს.
– არ ვამტყუნებ. ბუნებრივია, რომ საზეიმო განწყობა აქვს. რთუ-
ლი საქმე გააკეთა.
– საზეიმო? რა საზეიმო?
– არ გითხრა? დღეს გამოცდები ჩააბარა.
– ჰო, გამოცდები... ჰო, მითხრა, – თქვა დაბნეულმა ადამმა. – მა-
გარია. ძალიან ვამაყობ. ოქროს საათს ვუყიდი.
– არ უთქვამს, ხომ? – ჰკითხა მას კეილმა მკაცრი ხმით.
– კი, მითხრა. დღეს დილით მითხრა.
– დილით არ იცოდა. ცოტა ხნის წინ გაიგო, – თქვა კეილმა, ადგა
და სახლიდან გავიდა.
უკვე ბნელდებოდა. კეილი სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ცენტრალურ
პროსპექტს, გაიარა პარკი, ჯეკსონ სმარტის სახლი და იმ ადგილამ-
დე მივიდა, სადაც ქუჩის განათება მთავრდებოდა, გზა კი ტოლოტის
ფერმისკენ უხვევდა.

726
დაახლოებით ათი საათი იყო, როდესაც ლიმ ფოსტაში წასვლა გა-
დაწყვიტა. სახლიდან რომ გავიდა, დაინახა, რომ კეილი კიბის ქვედა სა-
ფეხურზე იჯდა.
– აქ რას აკეთებ?
– ვსეირნობდი, – უპასუხა კეილმა.
– არონს რა მოუვიდა?
– არ ვიცი.
– მეჩვენება, რომ ცუდ გუნებაზეა. ფოსტაში წამომყვები?
– არა.
– აბა, აქ უნდა იჯდე?
– არონს ველოდები. უნდა ვცემო.
– არ გირჩევ.
– რატომ?
– ვერ სცემ და იმიტომ. მოგერევა.
– ჰო, მართალი ხარ, – თქვა კეილმა, – ნაბიჭვარი!
– წესიერად ილაპარაკე შენ!
კეილს გაეცინა.
– კარგი, წამოგყვები, – უთხრა მან ლის.
– ფონ კლაუზევიცი გაგიგია?
– პირველად მესმის.
როდესაც არონი სახლში დაბრუნდა, კეილის ნაცვლად, კიბეზე ლი
იყო ჩამომჯდარი.
– ცემას გადაგარჩინე, – თქვა ჩინელმა. – დაჯექი.
– მეძინება.
– დაჯექი-მეთქი! უნდა დაგელაპარაკო. მამას რატომ არ უთხარი, გა-
მოცდები რომ ჩააბარე?
– ის მაინც ვერ გაიგებდა.
– გამოშტერებული ბავშვივით იქცევი.
– არ მიყვარს, ასე რომ მელაპარაკებიან.

727
– რას მეუბნები? ბოდიში ხომ არ მოგიხადო? არონ, შენ ვერც კი
წარმოგიდგენია, როგორ ელოდებოდა მამაშენი ამ დღეს.
– საიდან გაიგო?
– შენ თვითონ უნდა გეთქვა მანამ, სანამ ვინმე სხვა ეტყოდა.
– ეს შენი საქმე არ არის.
– ახლავე შედი მის საძინებელში, გააღვიძე და ყველაფერი უთხა-
რი. ისე, არა მგონია, ეძინოს. მიდი, გელოდები.
– არა, არ შევალ.
– არონ, – თქვა ლიმ მშვიდად. – ოდესმე თუ გიჩხუბია ტანდაბალ
ადამიანთან? აი, წელამდე რომ გწვდება, ისეთთან? იცი, რა საინტე-
რესოა? წარმოიდგინე, დარბის და დახტის შენს წინ, მუშტებს გიქ-
ნევს და არ ჩერდება. ბოლოს, იძულებული ხარ, დაარტყა და ამით
კიდევ უფრო ცუდ დღეში აგდებ საკუთარ თავს.
– რას მიედ-მოედები?
– თუ ახლავე არ გააკეთებ იმას, რასაც გეუბნები, მე და შენ სერიო-
ზულად ვიჩხუბებთ. რა სასაცილოა, არა?
არონი შეეცადა სახლში შესულიყო, მაგრამ ლი წინ გადაუდგა,
მუშტები შეკრა და ისეთ სულელურ პოზაში დადგა, რომ თავადაც გა-
ეცინა.
– არ ვიცი, როგორ უნდა, – თქვა მან, – მაგრამ, შევეცდები, კარგად
გამომივიდეს.
არონი ანერვიულდა და უკან დაიხია, მერე კიბეზე ჩამოჯდა და
ლიმაც შვებით ამოისუნთქა.
– მადლობა ღმერთს, – თქვა მან. – რა საშინელი სანახავი იქნე-
ბოდა ჩვენი ჩხუბი, წარმოიდგინე. მისმინე, არონ, რატომ არ მეუბნე-
ბი, რა მოგდის? ადრე ხომ ყოველთვის მეუბნებოდი?
– წასვლა მინდა აქედან, – თქვა არონმა. – ბინძური ქალაქია ეს.
– არა ხარ მართალი, არონ. ეს ქალაქი სხვებისგან არაფრით გან-
სხვავდება.

728
– აქ უცხოდ ვგრძნობ თავს. ნეტა სულ არ ჩამოვსულიყავით. არ ვიცი,
რა მომდის. წასვლა მინდა და მორჩა.
არონის საუბარი ახლა მოთქმას უფრო ჰგავდა.
ლიმ მას მხარზე ხელი მოხვია და შეეცადა დაემშვიდებინა.
– შენ იზრდები, არონ და ამის ბრალია ყველაფერი. ზოგჯერ მგონია,
რომ ცხოვრება სწორედ ამ ასაკში უწყობს ადამიანებს ყველაზე სერიო-
ზულ გამოცდას. ადამიანი კი საკუთარ თავში იყურება და იქ საშინელე-
ბებს ხედავს. მაგრამ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ადამიანს ეჩვენება,
თითქოს ყველა მის სულში იყურება. ასეთ დროს, ყველაფერი ის, რაც
ადამიანში ცუდია, კიდევ უფრო ცუდი ხდება, კარგი კი კიდევ – უფრო უკე-
თესი. ყველაფერი გაივლის, არონ. ცოტაც მოითმინე და ყველაფერი
დასრულდება. ეს სიტყვები შენთვის არაფერს ნიშნავს, ვიცი, რადგან შენ
ამის არ გჯერა. ასეა თუ ისე, ეს არის მაქსიმუმი, რაც მე შემიძლია გით-
ხრა. შეეცადე დაიჯერო, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც
ეს შენ გეჩვენება. მე შენ დაგეხმარები. წადი, დაიძინე და დილით მამას
აუცილებლად უთხარი გამოცდების ამბავი. შეეცადე, რაც შეიძლება
კარგ ხასიათზე იყო. ის გაცილებით უფრო მარტოსულად გრძნობს თავს,
ვიდრე შენ. შენგან განსხვავებით, ის მომავლისგან განსაკუთრებულს
არაფერს ელის. როლში შედი, არონ. სამუელ ჰამილტონმა იცოდა ხოლ-
მე ასე თქმა. წარმოიდგინე, რომ ცუდი არაფერი ხდება და თავად ნახავ,
როგორ გამოსწორდება ყველაფერი. შედი როლში და ისე დაიძინე. დი-
ლისთვის ნამცხვარს გავაკეთებ. ჰო, კინაღამ დამავიწყდა! მამაშენმა ბა-
ლიშზე საჩუქარი დაგიტოვა.

თავი ორმოცდამეოთხე
-1-
არონი რომ კოლეჯში წავიდა სასწავლებლად, ებრა მის ოჯახს მხო-
ლოდ ამის შემდეგ დაუახლოვდა. მანამდე, ისინი მხოლოდ ერთმანე-
729
თით ინტერესდებოდნენ, ახლა კი, როდესაც არონი სხვა ქალაქში
იყო გადასული, ებრას მუდამ ტრასკების გვერდით ყოფნა სურდა.
მან აღმოაჩინა, რომ ადამსაც საკუთარ მამაზე მეტად ენდობოდა და
ლიც მასზე მეტად უყვარდა.
კეილთან დაკავშირებით კი საქმე უფრო რთულად იყო. მისი ქცე-
ვა ებრას უმეტესწილად აღიზიანებდა ან გულს სტკენდა, თუმცა ისე-
თი მომენტებიც იყო, როდესაც არონის ტყუპისცალი მას საინტერე-
სოდ ეჩვენებოდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ კეილი ებრას მუ-
დამ რაღაცაში ეჯიბრებოდა. გოგონამ არ იცოდა, რა გრძნობებს იწ-
ვევდა კეილში და ალბათ სწორედ ამიტომ არ მოსწონდა ის. როდე-
საც ებრა ტრასკებთან მივიდოდა, კეილი იქვე, ოდნავ მოშორებით
ჩამოჯდებოდა ხოლმე და უცნაური, გამომცდელი მზერით აკვირდე-
ბოდა, ხოლო, საკმარისი იყო ებრას ეს შეემჩნია, რომ წამსვე მიტრი-
ალდებოდა. ამიტომ, როდესაც კეილი სახლში არ იყო, ებრა გაცილე-
ბით თავისუფლად და ლაღად გრძნობდა თავს.
ებრა დახვეწილი გარეგნობის, ძლიერი და ჩამოყალიბებული გო-
გონა იყო. ის მოთმინებით ელოდა იმ მომენტს, როდესაც ცხოვრების
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდა და თავის
საყვარელ მამაკაცზე დაქორწინდებოდა. სკოლის შემდეგ, ებრა
ტრასკებთან შეივლიდა ხოლმე, ლის დაუჯდებოდა გვერდით და
არონის წერილებიდან მოკლე ნაწყვეტებს უკითხავდა.
არონი სტენფორდში ცხოვრობდა და თავს მარტოსულად
გრძნობდა. მისი წერილები ებრას მიმართ ძლიერი სიყვარულით
იყო გაჟღენთილი. როდესაც ისინი ერთად იყვნენ, არონი ამას ისე
უყურებდა, თითქოს ყველაფერი ასეც უნდა ყოფილიყო. ახლა კი,
ოთხმოცდაათი მილის მოშორებით, მან იგრძნო, რომ ებრა ძალიან
ენატრებოდა, ამიტომ, კიდევ უფრო ჩაიკეტა საკუთარ თავში და გარე
სამყაროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მეცადინეობდა, ჭამ-
და, ეძინა და ებრას წერილებს წერდა. ეს იყო მთელი მისი ცხოვრება.

730
შუადღეზე, ებრა სამზარეულოში შედიოდა და ლის კერძების მომზა-
დებაში ეხმარებოდა ხოლმე. ზოგჯერ, ნამცხვარს აცხობდა და გვიანო-
ბამდე რჩებოდა ტრასკებთან, რადგან სახლისკენ გული არ მიუწევდა. არ
არსებობდა თემა, რომელსაც ის ლისთან ერთად ვერ განიხილავდა, სა-
კუთარ მშობლებს კი მხოლოდ კონკრეტულ საკითხებზე ესაუბრებოდა
და ისიც – უხალისოდ. ლისთან ებრა ბოლომდე იხსნებოდა, სურდა მის-
თვის ყველაზე მთავარი გაეზიარებინა და ეს იმ შემთხვევებშიც კი, რო-
დესაც თავადაც არ იცოდა, რა იყო მთავარი და რა – არა.
ასეთ მომენტებში, ლი მშვიდად უსმენდა ებრას საუბარს და ოდნავ
შესამჩნევად იღიმოდა, მისი ხელები კი თითქოს საკუთარი ცხოვრებით
ცხოვრობენო, საქმეს დამოუკიდებლად აკეთებდნენ. ებრა თავადაც ვერ
ხვდებოდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობდა, ლის გონება
კი სადღაც შორს დაფრინავდა, შემდეგ ისევ დაბრუნდებოდა და ისევ
გაფრინდებოდა. პერიოდულად, ებრას თავს დაუქნევდა ხოლმე და თა-
ვისთვის რაღაცას ჩაილაპარაკებდა.
ლის ებრა ძალიან მოსწონდა, მასში სიძლიერეს, სიკეთესა და სით-
ბოს ხედავდა. მისი მკვეთრი ნაკვთები, დროთა განმავლობაში, ან შეუხე-
დავი უნდა გამხდარიყო ან, პირიქით, ძალიან ლამაზი. ებრას საუბარი
ლის არ ესმოდა. ის ფიქრებში იყო წასული და კანტონელი ქალების მომ-
რგვალებულ სახეებს იხსენებდა. ჩინეთში ყველაზე გამხდარ გოგონებ-
საც კი მრგვალი სახეები აქვთ. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ლისთვის
ასეთი გარეგნობა უფრო მომხიბვლელი უნდა ყოფილიყო, რადგან, ადა-
მიანს, როგორც წესი, საკუთარი თავის მსგავსი ადამიანები მოსწონს.
თუმცა, ლის სხვაგვარი გემოვნება ჰქონდა. როდესაც ჩინელებზე ფიქ-
რობდა, თვალწინ მანჯურიელების მოუხეშო, აგრესიული სახეები უდგე-
ბოდა – ერისა, რომელსაც დამპყრობლური ხასიათი მემკვიდრეობით
ერგო.
– შეიძლება ის სულ ასე იყო, – თქვა ებრამ. – არ ვიცი. მამამისზე, რო-
გორც წესი, არასდროს საუბრობდა. ვფიქრობ, ყველაფერი მაშინ დაიწ-

731
ყო, როდესაც მისტერ ტრაკს ის... აი, სალათის ამბავი დაემართა. ხომ
გახსოვთ? არონი ძალიან იყო გაბრაზებული.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ხალხი მას დასცინოდა.
გაკვირვებისგან, ლიმ პირი დააღო.
– არონს დასცინოდნენ? რატომ? ის ხომ არაფერ შუაშია.
– არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, თავად ძალიან განიცდიდა. ჩემი
აზრი თუ გაინტერესებთ, გეტყვით.
– რა თქმა უნდა, მაინტერესებს. მითხარი.
– ცოტა ხნის წინ მივედი ამ დასკვნამდე, თუმცა მგონია, რომ ბო-
ლომდე ჯერ არ გავრკვეულვარ. მეჩვენება, რომ ის... როგორ გით-
ხრათ... თავს არასრულყოფილ ადამიანად მიიჩნევს. დედა რომ არ
ჰყავს, იმიტომ.
ლი გაკვირვებული სახით უყურებდა ებრას, შემდეგ კი თავი და-
ხარა.
– მესმის, რასაც ამბობ, – თქვა მან, – როგორ ფიქრობ, კეილიც ასე
გრძნობს თავს?
– არა.
– აბა, არონს რა ემართება?
– აი, სწორედ ეს ვერ გამირკვევია. შესაძლოა, ზოგიერთ ადამიანს
უფრო ძლიერი ემოციები აქვს და სიძულვილიც უფრო ძლიერი შეუძ-
ლია. მამაჩემი, მაგალითად, თალგამს ვერ იტანს. ეზიზღება. საიდან
მოდის ასეთი სიძულვილი, არ ვიცი. საკმარისია თალგამი ახსენო,
რომ ჭკუას კარგავს. ერთხელ, დედაჩემი ძალიან გაბრაზდა. მობეზ-
რდა, მოკლედ, მამაჩემის გაუთავებელი წუწუნი და სადილად თალ-
გამი მოამზადა. ისე გააკეთა, რომ ზედაპირულად საერთოდ ვერ მიხ-
ვდებოდი, რა კერძი იყო. მამაჩემმა ნახევარი თეფში შეჭამა და ჰკით-
ხა, რა არისო, დედაჩემმა კი არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ მი-
ახალა, თალგამიაო. მამაჩემი წამოხტა, თეფში მოისროლა და სახ-
ლიდან უკანმოუხედავად გავარდა. დღემდე ვერ მოუნელებია.

732
– გულახდილი ქალი ყოფილა დედაშენი, – ჩაიცინა ლიმ. – წარმოიდ-
გინე, ბოლომდე რომ დაემალა, არ ეთქვა, თალგამი რომ იყო და მამა-
შენსაც ორი თეფში შეეჭამა. ადრე თუ გვიან, მაინც გაირკვეოდა სიმარ-
თლე და ოჯახში ნამდვილად მკვლელობა მოხდებოდა.
– მეც ასე ვფიქრობ, – თქვა ებრამ. – მოკლედ, მგონია, რომ არონი კე-
ილზე მეტად განიცდიდა უდედობას. ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერში
მამამისს ადანაშაულებს.
– რატომ?
– არ ვიცი. ასე მეჩვენება.
– ბევრს ფიქრობ, არა?
– დიახ. არ უნდა ვფიქრობდე?
– უბრალოდ გკითხე.
– ნამცხვარი ხომ არ გამოვაცხო?
– არა, დღეს არ გინდა. გუშინდელი ჯერ არ გათავებულა.
– აბა, რა გავაკეთო?
– აი, ხორცის ნაჭერი აიღე და ფქვილში ამოავლე. ხომ ისადილებ
ჩვენთან ერთად?
– არა, გმადლობთ. დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებული. როგორ
ფიქრობთ, დადგება მისგან მღვდელი?
– საიდან უნდა ვიცოდე? შეიძლება ეს დროებითი გატაცება იყოს.
– იმედი მაქვს, რომ ასეა, – თქვა ებრამ და წამსვე ხელი მიიფარა პირ-
ზე.
ლი ადგა, დაფა აიღო, ზედ ხორცის ნაჭერი დადო და გვერდით საცე-
რი მიუდო.
– დანის ბლაგვი მხარე გამოიყენე, – უთხრა ებრას.
– ვიცი.
ებრამ იფიქრა, რომ ლიმ მისი ნათქვამი ვერ გაიგო, თუმცა შეცდა.
– რატომ არ გინდა, მღვდელი რომ გამოვიდეს? – ჰკითხა მას ლიმ.
– წამომცდა.
– მერე რა მოხდა? რაც გინდა და რასაც ფიქრობ, თქვი. ვინ გიშლის?

733
ლი სკამზე ჩამოჯდა. ებრამ ფქვილი საცერში გაატარა და დანით
ხორცის დაბეგვა დაიწყო.
– არა, არ უნდა მეთქვა, – თქვა მან.
ლი მიტრიალდა, რათა ებრას უხერხულობის შეგრძნება დაეძ-
ლია და უფრო თამამად ელაპარაკა.
– თუ რამეს აკეთებს, აუცილებლად ბოლომდე, უკიდურესობამდე
უნდა მივიდეს, – განაგრძო ებრამ. – მისი აზრით, თუ ეკლესიას ირ-
ჩევ, აუცილებლად მაღალი ეკლესია უნდა აირჩიო. მღვდლები არას-
დროს უნდა ქორწინდებოდნენო, მითხრა.
– მის ბოლო წერილში ეს სულაც არ იგრძნობოდა.
– ვიცი. ეს ადრე მითხრა და არა მგონია, რამე შეცვლილიყო, –
თქვა ებრამ და ხორცის დაბეგვა შეწყვიტა. მის სახეზე ტკივილნარე-
ვი დაბნეულობა გამოისხახა. – ლი, მე მისი ღირსი არა ვარ.
– რა სისულელეებს ლაპარაკობ! მაგით რისი თქმა გინდა?
– მართლა გეუბნები. არ ვხუმრობ. ის ჩემზე სრულებით არ ფიქ-
რობს. საკუთარ წარმოდგენაში შექმნა იდეალური გოგონა და მას ჩე-
მი გარეგნობა მისცა. ეს არის და ეს. მე კი იდეალური სულაც არა ვარ.
მე ჩვეულებრივი ვარ.
– რას ნიშნავს „იდეალური“?
– სუფთა და წმინდა, აბსოლუტურად ანკარა. ერთი უარყოფითი
მხარეც რომ არ გააჩნია. ლი, მე ასეთი ნამდვილად არა ვარ.
– ასეთი არავინაა.
– ის მე არ მიცნობს და არც სურს, რომ გამიცნოს. მას იდეალური
გოგონა სჭირდება. აჩრდილებს დასდევს, ხომ გესმის?
ლი ორცხობილას ცრიდა.
– შენ ხომ მოგწონს ის? ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ, მაგრამ,
ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– მომწონს, რა თქმა უნდა. ცოლად მინდა გავყვე, მაგრამ... ლი, მე
მინდა, მასაც მოვწონდე. არადა, ვიცი, რომ ეს ასე არ არის. როგორ

734
უნდა მოვწონდე, როდესაც საერთოდ არ მიცნობს? ადრე მეგონა, კარგად
მიცნობდა. ახლა კი, ამაში ეჭვი მეპარება.
– შეიძლება, მას ახლა რთული პერიოდი უდგას. მგონია, რომ ეს
აუცილებლად გაივლის. შენ ჭკვიანი გოგონა ხარ, ებრა. ძალიან ჭკვი-
ანი. შეეცადე ისეთად დარჩე, როგორიც ხარ და თან არონის იდეალს
დაემსგავსო. როგორ ფიქრობ, ძნელია?
– სულ მეშინია, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ისეთ თვისებას აღმოაჩენს
ჩემში, რომელიც მის მიერ შექმნილ იდეალს არ უნდა ჰქონდეს. ვთქვათ,
რაღაცაზე გავბრაზდები, ცუდ ხასიათზე დავდგები ან სურნელი არ მექ-
ნება ისეთი, როგორიც მას მოსწონს. გული აუცრუვდება, ხომ გესმის?
– ვინ იცის, შეიძლება არც აუცრუვდეს, – თქვა ლიმ. – გეთანხმები,
რომ ძალიან ძნელია ერთდროულად იყო ქალწულობის განსახიერება
და ჩვეულებრივი, ამქვეყნიური ქალი.
– ლი, ნეტა შემეძლოს, რომ... – დაიწყო ებრამ და მაგიდას დაეყ-
რდნო.
– ფრთხილად, ფქვილი ძირს იყრება, – შეაწყვეტინა ლიმ. – ჰო, რის
თქმას აპირებდი?
– რა ვიფიქრე, იცი? არონი დედის გარეშე იზრდებოდა, ხომ ასეა? ჰო-
და, თავდაპირველად, სწორედ მისი იდეალი შექმნა საკუთარ წარმოდ-
გენაში. დარწმუნებულია, რომ დედამისი მსოფლიოში საუკეთესო ქალი
იყო.
– სავსებით შესაძლებელია, – თქვა ლიმ, – ჰოდა, შენ ფიქრობ, რომ
ეს დადებითი თვისებები შენზე გადმოიტანა?
ებრა გაკვირვებული უყურებდა ლის, მისი თითები კი დანის პირზე
ნაზად მოძრაობდა.
– ჰო, სწორედ ასეა.
– შენ კი გინდა, რომ ეს ყველაფერი მოიშორო?
– ჰო.
– რომ აღარ მოეწონო, მერე სად მიდიხარ?

735
– რაც იქნება, იქნება, – თქვა ებრამ. – მირჩევნია ისეთი ვიყო, რო-
გორიც ვარ.
– სხვის საქმეებში ისე ყურებამდე ჩაფლული ადამიანი, მე რომ ვარ,
არსად შემხვედრია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საბოლოო პა-
სუხს ვერასდროს ვპოულობ. მიხედავ მაგ ხორცს თუ თავად დავბეგვო?
ებრა საქმეს მიუბრუნდა.
– რა სასაცილოა, არა? ჯერ სკოლაც არ დამიმთავრებია და უკვე
ასეთ სერიოზულ თემებზე ვლაპარაკობ.
– სხვანაირად აბა როგორ გინდა? სიცილი მერე მოდის, მოგვია-
ნებით, სიბრძნის კბილებივით. საკუთარი თავის დაცინვის ჯერი კი
სულ ბოლოს დგება, სიკვდილს რომ უახლოვდები და გრძნობ, რომ
ვერაფერს ასწრებ.
ებრამ უფრო სწრაფად დაიწყო ხორცის ბეგვა. მისი მოძრაობები
იმპულსური და ნერვიული გახდა. ლი ჩაფიქრებული იყო და ლობი-
ოს მარცვლებისგან სხვადასხვა ფიგურებს აწყობდა – წრეებს, ხა-
ზებს, კუთხეებს. მოულოდნელად, კაკუნი შეწყდა.
– მისის ტრასკი ცოცხალია? – იკითხა ებრამ.
ლის საჩვენებელი თითი ჰაერში ჰქონდა გაჩერებული, შემდეგ ნე-
ლი მოძრაობით დაუშვა მაგიდისკენ და ლობიოს მარცვლებით და-
წერილი ასო „O“ ერთი მოძრაობით გადააკეთა „Q“-დ. ის გრძნობდა,
რომ ებრა მას თვალს არ აშორებდა და იმასაც ხვდებოდა, რომ გო-
გონა საკუთარმა შეკითხვამ შეაშინა. ლის გონება ისე ეძებდა გამოსა-
ვალს, როგორც ხაფანგში მოხვედრილი თაგვი. საბოლოოდ, ჩინელ-
მა ამოისუნთქა და ხელი ჩაიქნია. ებრას რომ შეხედა, მიხვდა, რომ
მისი სახის გამომეტყველება ზუსტად გამოიცნო.
– მე და შენ ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ, – თქვა მან უემოციო
ხმით და გაიღიმა. – მაგრამ, მგონი, ჩემზე არასდროს გვისაუბრია. ჰო-
და, მოდი, ახლავე გეტყვი ყველაფერს. მე ვარ მოსამსახურე, ასევე
ვარ ბებერი და ვარ ჩინელი. ეს სამი რამ შენ ისედაც იცოდი. გარდა
ამისა, მე ვარ დაღლილი და მშიშარა.

736
– არა ხარ მშიშარა...
– გაჩუმდი. მშიშარა ვარ-მეთქი. ვერასდროს გავბედავ, რომ ცხვი-
რი სხვის საქმეში ჩავყო.
– რას გულისხმობ?
– ებრა, თალგამის გარდა, მამაშენი კიდევ რაზე ბრაზდება?
ებრამ გაბრაზებული სახით შეხედა ლის.
– მე შეკითხვა დაგისვი და პასუხი ჯერ არ მიმიღია, – თქვა მან.
– მე არაფერი გამიგია, – უპასუხა ლიმ. – და არც შენ დაგისვამს შე-
კითხვა.
– გასაგებია. შენ ფიქრობ, რომ მე ჯერ პატარა ვარ… – დაიწყო ებრამ,
მაგრამ ლიმ ისევ შეაწყვეტინა.
– ერთხელ, ძალიან დიდი ხნის წინ, მე ერთ ოცდათხუთმეტი წლის
ქალბატონთან ვმუშაობდი. ის არც გამოცდილების მიღებაზე ზრუნავდა,
არც სწავლა-განათლებაზე და არც საკუთარ სილამაზეზე. ექვსი წლის
რომ ყოფილიყო, მისი მშობლები ნამდვილად სასოწარკვეთილებაში
იქნებოდნენ ჩავარდნილნი, მაგრამ ის უკვე დიდი იყო. მას ფულიც საკ-
მარისად ჰქონდა და გარშემომყოფების ცხოვრებასაც განაგებდა. არა,
ებრა, ასაკი აქ არაფერ შუაშია. პრობლემა იმაშია, რომ მე წარმოდგენა
არა მაქვს, რა უნდა გითხრა.
– მე ჭკვიანი ვარ, – გაიღიმა ებრამ. – თუ გინდა, ახლავე დაგიმტკიცებ.
– არა! – წამოიძახა ლიმ. – არ მინდა.
– ესე იგი, არ გინდა, რომ თავად მივხვდე ყველაფერს?
– ჩემთვის სულ ერთია, რას იფიქრებ და გააკეთებ შენ, თუ ეს ყველა-
ფერი მე არ შემეხება. ჩემი აზრით, რაც არ უნდა კარგი იყოს ადამიანი,
მას მაინც საკმარისი ცოდვები აწევს კისერზე. არც მე ვარ გამონაკლისი.
შესაძლოა, სხვებთან შედარებით მე უცოდველად გამოვიყურებოდე,
მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ასე რომ, მაპატიე.
ებრა წინ გადაიხარა და ლის ხელზე შეეხო. ჩინელის მტევანი ყვითე-
ლი, მშრალი და ხორკლიანი იყო. ლის ხმა არ ამოუღია. ის მშვიდად უყუ-
რებდა ფქვილის თეთრ ლაქებს, რომლებიც ებრამ მის ხელზე დატოვა.

737
– მამაჩემს ბიჭი უნდოდა, – თქვა ებრამ. – მე მგონი, მხოლოდ ორი
რამ არსებობს დედამიწაზე, რაც მას არ უყვარს: თალგამი და გოგონები.
ყველას უყვება, როგორ დამარქვა ეს სულელური სახელი. „მე სხვას ვე-
ძახდი, ებრა მოვიდა“.
– შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, – თქვა ლიმ. – ხვალაც თუ გვესტუმ-
რები, თალგამს დაგახვედრებ.
– მისის ტრასკი ცოცხალია? – გაიმეორა შეკითხვა ებრამ.
– კი.
მოულოდნელად, კარი გაიღო და ოთახში კეილი შემოვარდა.
– გამარჯობა, ებრა, – თქვა მან. – ლი, მამა სახლშია?
– არა, ჯერ არ მოსულა. რა ხდება? რატომ ხარ ასე გახარებული?
კეილმა მას ქვითარი გაუწოდა.
– აი, აიღე, – თქვა მან. – ეს შენ მოგიტანე.
– პროცენტები არ მჭირდებოდა, – თქვა ლიმ, ქაღალდს რომ და-
აკვირდა.
– ასე აჯობებს, – უპასუხა მას კეილმა. – სხვა დროსაც ხომ შეიძ-
ლება დამჭირდეს?
– სად იშოვე, არ მეტყვი?
– ჯერ არა, – თქვა კეილმა და ებრას გადახედა. – ერთი კარგი იდეა
მაქვს.
– ჩემი წასვლის დროა, – თქვა ებრამ.
– მადლიერების დღეს დაველოდები. ებრაც ჩვენთან იქნება და,
ალბათ, არონიც ჩამოვა, – თქვა კეილმა.
– რას აპირებ, არ გვეტყვი? – ჰკითხა მას ებრამ.
– მამაჩემს საჩუქარი მოვუმზადე.
– რა საჩუქარი?
– არ გეტყვი. თავად ნახავ.
– ლიმ იცის?
– იცის, მაგრამ არ გეტყვის. ტყუილად გაქვს იმედი.

738
– ასეთი მხიარული არასდროს მინახიხარ, – თქვა ებრამ და კეილის
მიმართ ერთგვარი სითბო იგრძნო. – მე მგონი, მხიარული არც არას-
დროს ყოფილხარ.
ებრა რომ წავიდა, კეილი სკამზე ჩამოჯდა.
– ერთი რაღაცა ვერ გადამიწყვეტია და იქნებ შენ მირჩიო, – უთხრა
მან ლის. – სანამ მაგიდასთან დავსხდებით, მანამდე მივცე ეს საჩუქარი
თუ მერე?
– მერე აჯობებს, – უპასუხა ლიმ. – მართლა იშოვე ფული?
– ჰო. თხუთმეტი ათასი დოლარი.
– როგორ?
– ყოველ შემთხვევაში, არ მომიპარავს. ამაზე შეგიძლია არ ინერვი-
ულო. პატიოსნად ვიშოვე. გახსოვს, არონის ამბებთან დაკავშირებით
შამპანური რომ ვიყიდეთ? ჰოდა, ახლაც ვიყიდით და სასადილო ოთახ-
საც გავალამაზებთ. ებრაც დაგვეხმარება, იმედია.
– შენ მართლა გჯერა, რომ მამაშენი ამ ფულს გამოგართმევს?
– ჰო, მჯერა. რატომ არ უნდა გამომართვას?
– რა ვიცი. ვნახოთ. სკოლაში რა ხდება?
– ჩამოვრჩი. არა უშავს, მადლიერების დღეს რომ გადავაგორებთ,
ყველაფერს ავანაზღაურებ.
-2-
მეორე დღეს, გაკვეთილების შემდეგ, ებრა სწრაფად გამოვიდა სკო-
ლიდან და სახლისკენ მიმავალ კეილს დაეწია.
– გამარჯობა, ებრა. გემრიელი ნამცხვრის გამოცხობა გცოდნია.
– ბოლოს, ოდნავ მშრალი გამომივიდა.
– ლი გაგიჟებულია შენზე? რა უქენი ამისთანა?
– მეც მომწონს ლი, – თქვა ებრამ და თემა შეცვალა. – კეილ, ერთი
რაღაცა უნდა გკითხო.
– გისმენ.
– რა მოუვიდა არონს?
– რას გულისხმობ?

739
– ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე
ფიქრობს.
– ახალს ამაში ვერაფერს ვხედავ. თქვენ რა, იჩხუბეთ?
– არა. ადრე რომ მითხრა, მღვდელი უნდა გავხდე და არასდროს
დავქორწინდებიო, ვეჩხუბე. თვითონ პასუხი არ გაუცია. ჩუმად იდგა
და მიყურებდა.
– არონი შენზე არ დაქორწინდება? ამას ვერასდროს დავიჯერებ.
– კეილ, ის მე სასიყვარულო წერილებს მწერს, მაგრამ... მგონია,
რომ ეს წერილები სხვისთვის იწერება.
– ვისთვის?
– მეჩვენება, რომ ის საკუთარ თავს ელაპარაკება.
– იმ ტირიფის ამბავი მეც ვიცი.
– მართლა?
– გაბრაზებული ხარ არონზე?
– არა. გაბრაზებული არა ვარ. უბრალოდ, ვეღარ ვცნობ.
– მოითმინე. შეიძლება პერიოდი აქვს ასეთი.
– არ ვიცი. კეილ, იქნებ ჩემი ბრალია ყველაფერი? შენ როგორ
გგონია?
– მე საიდან უნდა ვიცოდე?
– კეილ, შენზე გავიგე, ღამით ქუჩაში დასეირნობს და... ცუდ ადგი-
ლებშიც დადისო. მართალია?
– ჰო, მართალია. არონმა გითხრა?
– არა, არონს არ უთქვამს. რატომ დადიხარ?
კეილს პასუხი არ გაუცია.
– მითხარი, – არ ეშვებოდა ებრა.
– შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
– შენ ფიქრობ, რომ ცუდი ადამიანი ხარ?
– რატომ გაინტერესებს?
– არც მე ვარ კარგი.
– არა უშავს. არონი მოგიყვანს ჭკუაზე.

740
– შენ ასე გგონია?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა კეილმა. – და მართალიც იქნება.

თავი ორმოცდამეხუთე
-1-
ჯო ველერი პრობლემებს არასდროს ეძებდა. ის ყურადღებით აკვირ-
დებოდა და უსმენდა ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდებოდა, თუმცა,
როგორც თავად ამბობდა, ზედმეტად თვალში არავის ეჩხირებოდა. სი-
ძულვილმა მასში ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოიკიდა ფეხი. თავდაპირვე-
ლად, ჯომ საკუთარი დედა შეიძულა, რადგან მისგან ყურადღებას ვერა-
სოდეს გრძნობდა, შემდეგ მამამისი, რომელიც შვილს ხან როზგავდა,
ხან კი ზედმეტად ანებივრებდა. მშობლებისგან, მან ერთი ხელის მოს-
მით გადაიტანა ეს სიძულვილი მასწავლებელზე, რომელიც წესრიგის-
კენ მოუწოდებდა, პოლიციელზე, რომელიც დასდევდა და მღვდელზე,
რომელიც მოძღვრავდა. საბოლოო ჯამში, ჯომ მთელი სამყარო შეიძუ-
ლა და ეს მანამ მოასწრო, სანამ პირველად წარდგებოდა სასამართლოს
წინაშე.
სიძულვილი განყენებულად არასდროს არსებობს. მას სჭირდება
სიყვარული, რომელიც საყრდენის, ერთგვარი სტიმულატორის როლს
შეასრულებს. სწორედ ამიტომ, ჯო ველერის ბავშვობიდანვე ჩამოუყა-
ლიბდა ეს გრძნობა ჯო ველერის მიმართ. ის ყველანაირად იცავდა,
აქებდა და ამშვიდებდა ჯოს; კედლებს აგებდა, რათა ის მტრული და სა-
შიში სამყაროსგან დაეცვა. საბოლოო ჯამში, საქმე იქამდე მივიდა, რომ
ჯო საერთოდ ვეღარ აღიქვამდა ბოროტებას. პრობლემები მას საყო-
ველთაო შეთქმულების მიზეზად მიაჩნდა და, როდესაც საპასუხო დარ-
ტყმას განახორციელებდა, თვლიდა, რომ ეს სამართლიანი შურისძიება
იყო – ეგრე მოუხდებათ მაგ ძაღლისშვილებს! საკუთარი თავის მიმართ
ჯო უსაზღვრო სიყვარულს გრძნობდა. მისი წესების სია, დაახლოებით
ასე გამოიყურებოდა:
1. არავის ენდო. ყველა ჩასაფრებულია. ნაბიჭვრები ეგენი.
741
2. ენას კბილი დააჭირე. თვალში ნურავის გაეჩხირები.
3. ყურები მუდამ დაცქვეტილი გქონდეს. როდესაც ვინმე წაბორძიკ-
დება, საშენოდ გამოიყენე, დაიმახსოვრე და კარგად შეინახე. მოგ-
ვიანებით, აუცილებლად გამოგადგება.
4. ყველა ადამიანი ჩასაფრებულია და საკუთარ შანსს ელის. ისი-
ნი ყველაფრის ღირსნი არიან.
5. ნუ იჩქარებ. იმოქმედე ნელა და დაფიქრებულად.
6. ქალებს არ ენდო. არც ერთს.
7. პირველ ადგილზე მაყუთი დგას. ყველა ასე ფიქრობს. ფულის
გულისთვის, ადამიანი საკუთარ სულსაც კი გაყიდის.
ჯოს სხვა წესებიც ჰქონდა, თუმცა ისინი ზემოთჩამოთვლილი
პუნქტების დამატებად შეიძლება მივიჩნიოთ. ეს სისტემა საკმაოდ
კარგად მუშაობდა. კაცმა რომ თქვას, ჯო სხვა სისტემებს არც იცნობ-
და და, ალბათ, ამიტომ იყო, რომ შედარების საშუალებაც არ ჰქონ-
და. მან იცოდა, რომ ადამიანის მთავარი ღირსება მისი ჭკუაა და სა-
კუთარ თავს ის ჭკვიანად თვლიდა. თუ წარმატებით დაასრულებდა
რაიმე საქმეს, ესე იგი მან ყველაფერი წინასწარ და ზუსტად გათვა-
ლა, ხოლო თუ არაფერი გამოუვიდოდა, ეს უბრალოდ უიღბლობა
იყო. წარმატებულ ადამიანს ჯოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმ-
ცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პრობლემებს ის
საკმაოდ კარგად და მინიმალური დაძაბვით არიდებდა თავს. ქეით-
მა იცოდა, რომ ჯო ნებისმიერ საქმეს გააკეთებდა, თუ ფულს გადაუხ-
დიდი ან საკმარისად შეაშინებდი. ილუზიებს სულაც არ იქმნიდა. მას
ისეთი ბიზნესი ჰქონდა, რომელშიც სწორედ ჯოს მსგავსი ადამიანე-
ბი იყო საჭირო.
ქეითთან მუშაობის დაწყების პირველი დღიდანვე, ჯო იმ სისუს-
ტეების ძებნას შეუდგა, რომლებიც, როგორც თავად თვლიდა, ყველა
ქალს აქვს. ესენია პატივმოყვარეობა, ავხორცობა, სინდისის ქენჯნა
რაიმეს ჩადენის შემდეგ, სიძუნწე, მიდრეკილება ისტერიკის მოწყო-
ბისკენ და ასე შემდეგ. ჯომ საკმაოდ დიდი ფსიქოლოგიური დარ-

742
ტყმა მიიღო, როდესაც აღმოაჩინა, რომ ქეითს ამ თვისებების ნასახიც კი
არ გააჩნდა. უფრო სწორად, შეიძლება კიდეც ჰქონდა, მაგრამ, ჯომ ისი-
ნი ვერაფრით ვერ იპოვა. ეს ქალი მამაკაცზე უფრო სწრაფად, მტკიცედ
და ჭკვიანურად აზროვნებდა. სანამ ამას მიხვდებოდა, ჯომ რამდენიმე
შეცდომა დაუშვა, რისთვისაც ქეითმა ის სამაგალითოდ დასაჯა. ჯოს თა-
ვისი დამსაქმებლის მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობა გაუჩნდა
და ეს პატივისცემა შიშზე იყო დამყარებული.
როდესაც ჯოს რამდენჯერმე დაუცდა ფეხი, მიხვდა, რომ ამ ქალთან
არაფერი გამოუვიდოდა. ქეითმა ის საკუთარ მონად აქცია. არადა, ადრე,
სულ პირიქით იყო – ჯო თავად იმონებდა ქალებს. ქეითი მას აჭმევდა,
ასმევდა, აცმევდა, ბრძანებებს აძლევდა და სჯიდა კიდეც.
სულ ცოტა ხანში, ჯომ გადაწყვიტა, რომ ქეითზე ჭკვიანი ადამიანი
არასოდეს დაბადებულა. ის თვლიდა, რომ ამ ქალს ორი უმთავრესი
ღირსება ჰქონდა: ჭკუაც უჭრიდა და შეცდომაც არასდროს მოსდიოდა.
ამაზე მეტი კი, მისი აზრით, ადამიანს საერთოდ არაფერი სჭირდება. ჯო
სიამოვნებით ასრულებდა ყველანაირ შავ სამუშაოს, რადგან ქეითის
მართლაც ძალიან ეშინოდა. „ქეითი არასდროს უშვებს შეცდომებს“, ამ-
ბობდა ის. თუ მისი წესების მიხედვით იმოქმედებდი, დაცული იქნებო-
დი. ეს ყველას შესისხლხორცებული ჰქონდა. იზელის ამბავი ქეითმა
სულ რაღაც ერთ დღეში მოაგვარა და თავისი ყოფილი ქვეშევრდომი პო-
ლიციას ოლქიდან გააძევებინა. ის მართლაც ჭკვიანი ქალი იყო და საკუ-
თარ საქმეს უმაღლეს დონეზე ასრულებდა.
-2-
როდესაც ტკივილები გაუსაძლისი ხდებოდა, ქეითი ღამეებს თეთ-
რად ათენებდა. ის მთელი სხეულით
გრძნობდა, როგორ უსივდებოდა და უმაგრდებოდა სახსრები. ზოგ-
ჯერ, ცდილობდა სხვა რამეზე ეფიქრა, თუნდაც არასასიამოვნოზე, ოღო-
ნდ ტკივილი და დამახინჯებული თითები დაევიწყებინა. მაგალითად,
წამოწვებოდა ხოლმე, მიაშტერდებოდა ჭერს და ცდილობდა გონებაში
აღედგინა ოთახი, რომელიც დიდი ხანია არ უნახავს; შემდეგ, წარმოიდ-

743
გენდა, რომ კედელზე ფიგურები იყო გამოსახული და მათ ერთმა-
ნეთთან აერთებდა. ხშირად, ქეითი წარსულსაც იხსენებდა. ერ-
თხელ, მისტერ ედვარდსის სახე და მისი ჩაცმულობა აღიდგინა. ისიც
კი დაინახა, რა ეწერა მის აჭიმებზე მიმაგრებულ ლითონის ფირფი-
ტაზე. ამ სიტყვას ქეთი არასდროს დაკვირვებია, მაგრამ ზუსტად
იცოდა, რომ იქ „ექსელსიორი“ ეწერა.
ქეითი ფეიზეც ხშირად ფიქრობდა, ახსენდებოდა მისი თვალები
და თმა, ხმის ტემბრი და მოუსვენარი ხელები, პატარა ამობურცული
ადგილი მარჯვენა ხელის ცერა თითზე, რომელიც ჭრილობის შემ-
დეგ დარჩა... ქეითი ჩაფიქრდებოდა ხოლმე და ცდილობდა საკუთარ
გრძნობებში გარკვეულიყო. უყვარდა თუ სძულდა მას ფეი? ან, იქნებ,
ეცოდებოდა? იქნებ, ნანობდა, რომ მოკლა? ქეითმა გულმოდგინედ
აწონ-დაწონა საკუთარი ფიქრები და დაადგინა, რომ საერთოდ არა-
ფერს გრძნობდა. ფეი მას არც სძულდა და არც უყვარდა. შეიძლება
ითქვას, მისი გახსენება არც კი აწუხებდა. თუმცა, როდესაც ფეი კვდე-
ბოდა, მისი სურნელი და ხმა ძალიან შემაწუხებელი გახდა და ქეით-
მა გადაწყვიტა, რაც შეიძლებოდა სწრაფად მოეღო მისთვის ბოლო.
მან კუბოში ჩასვენებული ფეიც გაიხსენა. მას თეთრი კაბა ეცვა,
სახეზე კოსმეტიკური ფხვნილი ჰქონდა წასმული, ტუჩებზე კი ღიმი-
ლი შეშრობოდა.
ქეითს ვიღაცის ხმა ჩაესმა: „ასეთი ლამაზი ის არასდროს მინა-
ხავს“, მეორე ხმამ კი უპასუხა: „არც მე მაწყენდა ასეთი გალამაზება“
და ორივემ ოდნავ შესამჩნევად ჩაიცინა. პირველი, თუ სწორად ახ-
სოვდა, იზელი უნდა ყოფილიყო, მეორე კი ტრიქსი. ქეითს საკუთარი
დამოკიდებულებაც გაახსენდა. „ხედავ შენ?“ – გაიფიქრა მან ირონი-
ულად, – „მკვდარი ბოზი, თურმე, ზუსტად ისეთია, როგორიც ნების-
მიერი სხვა მიცვალებული“.
ჰო, პირველი ხმა ნამდვილად იზელისა იყო. საერთოდ, იზელი
ყველაზე ხშირად არღვევდა ქეითის სიმშვიდეს, შიშისმაგვარი
გრძნობა მოჰქონდა თან. „გამოშტერებული, ბინძური და უტვინო

744
კახპა! ბებერი ნაბოზარი!“ – ფიქრობდა ქეითი და შემდეგ, ზუსტად ერთ
წამში, საკუთარი თავის დადანაშაულებას იწყებდა: „მოიცადე, რატომ
აგინებ? იქნებ ყველაფერი შენი ბრალია?“ – ეუბნებოდა ის საკუთარ
თავს. – „შეცდომა დაუშვი და უნდა აღიარო. არ უნდა გაგეგდო. ჭკუა უნდა
გეხმარა და აქ დაგეტოვებინა“.
ქეითი სულ იმაზე ფიქრობდა, სად შეიძლებოდა წასულიყო იზელი.
„იქნებ რომელიმე საგამოძიებო სააგენტოს მივმართო და ის მაინც გავი-
გო, ბოლოს სად ნახეს? ფეის ამბავს აუცილებლად ყველას მოუყვება და
დამტვრეულ ფლაკონებსაც აჩვენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთის მა-
გივრად, ორი ადამიანი დაიწყებს ფიქრს. ჰო, მაგრამ, მერე რა მოხდა?
საკმარისია იზელმა ერთი ჭიქა ლუდი დალიოს, რომ წამსვე პირს მოა-
ღებს. არა უშავს. მაინც არავინ დაუჯერებს. იფიქრებენ, ეს მთვრალი ბო-
ზი რაღაცას ბოდავსო. სააგენტო? არა, არა. არანაირი სააგენტო“.
ქეითი იზელს კარგად იცნობდა, მასთან ძალიან დიდი დრო ჰქონდა
გატარებული. „ნეტავი რამე ეჭვი მაინც თუ აიღო მოსამართლემ? აშკა-
რად ჩაწყობილის სუნი უდიოდა ამ საქმეს და იქნებ ყველაფერს მიხვდა?
მეც გამოშტერებული ვარ. რამ მიმაცემინა ზუსტად ასი დოლარი? შერი-
ფი რას ფიქრობს, ესეც საინტერესოა? ჯო ამბობს, სანტა კრუსის ოლქში
გადაიყვანესო. იქნებ იზელმა მანქანაშივე ჩაუბულბულა ყველაფერი
პოლიციის თანამშრომელს? ყველაფერთან ერთად, იზელი ზარმაცი-
ცაა. სავსებით შესაძლებელია, რომ ის უოტსონვილში დარჩა. ჯერ პახა-
როა, სადაც რკინიგზის ხაზი გადის, შემდეგ მდინარე პახარო, ხიდი და
უოტსონვილიც იქვეა. რკინიგზის მუშებითაა სავსე იქაურობა. ძირითა-
დად მექსიკელები არიან და ინდოელებიც გამოერევიან ხოლმე. იმ გა-
მოშტერებულმა იზელმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ ხალხისგან რაიმეს
გამორჩება. მართლა უოტსონვილში რომ იყოს, რას ვიცინებ! იქამდე ოც-
დაათი მილი თუ იქნება. ისეთი სულელია, რომ შეიძლება მართლა დაბ-
რუნდეს ჩუმად და რომელიმე მეგობარი მოინახულოს. შეიძლება სალი-
ნასშიც ჩამოდის ხოლმე. ახლაც რომ აქ იყოს, სულაც არ გამიკვირდება.
პოლიციისთვის ის განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენს და კუდში

745
დევნას არავინ დაუწყებს. მოდი, ჯოს გავუშვებ უოტსონვილში და და-
ვავალებ, რომ კარგად შეათვალიეროს იქაურობა. ისე, არ არის გამო-
რიცხული, სანტა-კრუსამდეც კი ჩასულიყო. ჯოს იქაც გავუშვებ. ბევრი
სიარული არ მოუწევს. თან, ისეა დაოსტატებული, სრულიად უცნობ
ქალაქში რომ გაუშვა, რამდენიმე საათში იპოვის ნებისმიერ მეძავს.
თუ იზელსაც იპოვის, მისი აქ დაბრუნება რთული საქმე სულაც არ იქ-
ნება. იზელი სულელია. შესაძლოა, თავადაც წავიდე მის ჩამოსაყვა-
ნად. კარს ჩავკეტავ, დავტოვებ წარწერას: „არ შემაწუხოთ“, გავიქცე-
ვი უოტსონვილში და უცბად მოვაგვარებ ყველაფერს. ტაქსი სახიფა-
თოა. ავტობუსით წავალ. იქ ხალხი ერთმანეთს საერთოდ არ უყუ-
რებს. განსაკუთრებით, თუ ღამის ავტობუსია. გაიხდიან ხოლმე ფეხ-
საცმელებს, სკამის ზურგზე ქურთუკებს გადაკიდებენ და სძინავთ“.
მოულოდნელად, ქეითი მიხვდა, რომ უოტსონვილში ვერ წავა. ეში-
ნია და იმიტომ. რა თქმა უნდა, შეიძლება თავს ძალა დაატანო, მაგ-
რამ... „მოკლედ, ვნახოთ. ჯოს ვარიანტი ადრეც უნდა მომსვლოდა
თავში. შესანიშნავი იდეაა. ამ გამოშტერებულს მიაჩნია, რომ ძალიან
ჭკვიანია და სხვათა შორის, ზოგიერთ საქმეს მართლა კარგად აკე-
თებს. ასეთი ტიპების მართვა ადვილია. იზელი კი მართლა ძალიან
შტერია და მას ასე ადვილად ვერ გააკონტროლებ“.
რაც უფრო მეტად აწუხებდა ქეითს ხელები და ფიქრები, მით უფ-
რო მეტად ენდობოდა ჯო ველერის. დროთა განმავლობაში, ის თა-
ვის მთავარ თანაშემწედ, შუამავლად და ჯალათად აქცია. ქეითს თა-
ვისი ქვეშევრდომი გოგონების სულ უფრო და უფრო მეტად ეშინოდა.
არა, ჯოზე ნაკლებად სანდოები ისინი ნამდვილად არ იყვნენ, უბრა-
ლოდ, დაძაბულობას, რომელიც უკვე სრულიად აშკარად იგრძნობო-
და, ნებისმიერ მომენტში შეეძლო ამოეხეთქა. შედეგად, არა მხო-
ლოდ თავად გოგონები, არამედ მთელი დაწესებულება დაზარალ-
დებოდა. ადრე, ქეითი ამ საფრთხეს საკმაოდ ადვილად და ეფექტუ-
რად არიდებდა თავს, ახლა კი, მარილების დაგროვებამ და ნერვიუ-
ლობამ, იძულებული გახადა სულ უფრო და უფრო მეტად დაეტვირ-

746
თა ჯო, მისი საშუალებით მოეგვარებინა პრობლემები. მან იცოდა, რომ
მამაკაცები საკუთარ თავს გაცილებით კარგად იცავენ და რომ, მათ გაცი-
ლებით ძლიერი იმუნიტეტი აქვთ თვითგანადგურების მიმართ, ვიდრე
ზოგიერთ ქალს.
ქეითის საბუთებში ერთი საინტერესო რამ ინახებოდა. ეს იყო პოლი-
ციის ოქმი ვინმე ჯოზეფ ვენუტას შესახებ, რომელიც ქურდობისთვის და-
აკავეს და ხუთი წლით სან-ქვენტინის ციხეში ჩასვეს. ოთხი წლის თავზე,
ვენუტა პატიმრობიდან გაიქცა და ახლა მასზე ძებნა იყო გამოცხადებუ-
ლი. ალბათ, სწორედ ამ საბუთის გამო იყო, რომ ქეითი ჯოსგან საფ-
რთხეს არასდროს გრძნობდა. ჯომ არაფერი იცოდა ამ ოქმის შესახებ,
მაგრამ, თუ ის ხელიდან წავიდოდა, ქეითი წამსვე გამოაჩენდა.
ყოველ დილით, ჯოს ქეითის ოთახში საუზმე მიჰქონდა – მწვანე ჩი-
ნური ჩაი, ნაღები და ტოსტი. ის ლანგარს საწოლის გვერდით დადებდა,
უფროსს ანგარიშს ჩააბარებდა და მისგან ინსტრუქციებს იღებდა ხოლ-
მე. ქეითი სულ უფრო და უფრო მეტად ხდებოდა დამოკიდებული მასზე.
ჯომ ეს მშვენივრად იცოდა, ამიტომ აუჩქარებლად, დინჯად ცდილობდა
სრული კონტროლი აეღო საკუთარ თავზე. ჯო არ ჩქარობდა. ის თვლი-
და, რომ შანსი მხოლოდ მაშინ მიეცემოდა, როდესაც ქეითის ჯანმრთე-
ლობა საგრძნობლად შესუსტდებოდა. მიუხედავად ამისა, გულის სიღ-
რმეში, ჯოს მისი ძალიან ეშინოდა.
– დილა მშვიდობისა, – უთხრა მან ქეითს ერთ დილას.
– ვერ წამოვჯდები, ჯო, – უპასუხა ქეითმა. – მხოლოდ ჩაის დავლევ.
ჭიქა შენ უნდა დამიჭირო.
– ძალიან გტკივათ?
– ჰო. ჩაის რომ დავლევ, ცოტა უკეთესად ვარ ხოლმე.
– ცუდად გეძინათ, როგორც ჩანს.
– არა. მშვენივრად მეძინა. ახალი წამალი ვიშოვე და მშველის.
ჯომ ჭიქა აიღო ხელში და ქეითს ტუჩებთან მიუტანა. ქეითმა რამდე-
ნიმე პატარა ყლუპი მოსვა, თან სულს უბერავდა, რომ გაგრილებულიყო.

747
– საკმარისია, – თქვა მან, ჭიქა რომ ნახევრამდე დაიყვანა. – ღამემ
როგორ ჩაიარა?
– გუშინაც მინდოდა მეთქვა, მაგრამ აღარ გაგაღვიძეთ. ვიღაც სოფ-
ლელი მოვიდა. მოსავალი გავყიდე და ყველაფერში ფულს ვიხდიო,
იძახდა. შვიდასი დოლარი დატოვა და ალბათ არც გოგონებს დააკლო.
– რა ერქვა?
– არ ვიცი. იმედია, კიდევ მოვა.
– სახელი უნდა გაგეგო, ჯო. რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო?
– ძალიან სიტყვაძუნწი იყო. საკმაოდ ეშმაკიც.
– მით უმეტეს. გოგონებმა რამე ხომ არ აახიეს?
– არ ვიცი.
– ჰოდა, გაარკვიე.
ჯომ მის ხმაში ოდნავი გულითადობა შეამჩნია და ძალიან ესია-
მოვნა.
– გავარკვევ, – თქვა მან, – მეტი რა მევალება?
ქეითმა ჯო ყურადღებით შეათვალიერა, შემდეგ კი გამომცდელი
მზერით შეხედა. ჯო მიხვდა, რომ უფროსს რაღაცის თქმა სურდა.
– კმაყოფილი ხარ აქ მუშაობით? – ჰკითხა მას ქეითმა.
– რა თქმა უნდა. ყველაფერი მაკმაყოფილებს.
– შეიძლება უკეთესადაც წავიდეს შენი საქმეები... ან უარესად.
– არაფერს ვუჩივი, – თქვა ჯომ, დაიძაბა და არასწორად ხომ არ
ვთქვი რამეო, გაიფიქრა. – ძალიან მომწონს თქვენთან მუშაობა.
ქეითმა თავისი ისარივით წვეტიანი ენით ტუჩები დაისველა.
– მე და შენ შეგვიძლია თანამოაზრეები გავხდეთ და ერთად ვი-
მუშაოთ, – თქვა მან.
– როგორც თქვენ გნებავთ, ისე იქნება ყველაფერი, – უპასუხა ჯომ
და მის სხეულში სასიამოვნო მოლოდინის გრძნობამ დაისადგურა.
სანამ ქეითი საუბარს გააგრძელებდა, კიდევ რამდენიმე წამი გა-
ვიდა. ჯო მოთმინებით იდგა და ელოდა, რას იტყოდა მისი უფროსი.
– ჯო, მე არ მიყვარს, როდესაც რამეს მპარავენ.

748
– მე არაფერი ამიღია.
– ვიცი. შენ არ გგულისხმობ.
– აბა ვის?
– დამაცადე და გეტყვი. ის ბებერი კახპა გახსოვს, ოლქიდან რომ გა-
ვაძევეთ?
– იზელი... თუ რა ქვია?
– ჰო, იზელი. მოკლედ, ხელს რაღაცა გააყოლა. ისე მოიპარა, რომ ვე-
რაფერს მივხვდი.
– რა მოიპარა?
– აი, ეგ უკვე შენი საქმე არ არის, – თქვა ქეითმა და ჯომ მის ხმაში
სიცივე შეამჩნია. – ახლა ყურადღებით მისმინე. შენ ჭკვიანი ბიჭი ხარ.
როგორ ფიქრობ, სად შეიძლება ის მოვძებნოთ?
ჯო საღი აზროვნებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა, თუმცა გამოც-
დილი იყო და ინსტინქტიც საკმაოდ განვითარებული ჰქონდა.
– ძალიან ცუდ დღეში ჩააგდეს. შორს ვერ წავიდოდა. ბებერი ბოზები
შორს არასდროს მიდიან.
– ჭკვიანურად მსჯელობ. ესე იგი, შენ თვლი, რომ ის უოტსონვილშია?
– ჰო, იქ ან სანტა-კრუსში. ყოველ შემთხვევაში, სან-ხოსეს არ გასცდე-
ბოდა. ამაზე ნებისმიერს დავენიძლავები.
ქეითი საკუთარ თითებს ნაზად ეფერებოდა.
– ჯო, გინდა, ხუთასი დოლარი გააკეთო?
– იზელი უნდა ვიპოვო?
– ჰო, ოღონდ არ დაენახო. მისი მისამართი ჩამომიტანე, მეტი არა-
ფერი გევალება. გასაგებია?
– დიახ. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი წაგგლიჯათ.
– შენი საქმე არ არის-მეთქი!
– დიახ, მემ. ახლავე წავიდე?
– ჰო. ძალიან არ დააგვიანო. სწრაფად იმოქმედე.
– რთული იქნება. საკმაოდ დიდი დრო გავიდა უკვე.
– ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

749
– ნაშუადღევს გავემგზავრები უოტსონვილში.
– ძალიან კარგი, – თქვა ქეითმა და ჩაფიქრდა.
ჯომ შეამჩნია, რომ მას კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ჯერ
ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა.
– ჯო, – დაიწყო ქეითმა. – იმ დღეს, სასამართლოზე... ისა... რამე
უცნაური ხომ არ უთქვამს?
– არა. ჩაწყობილი საქმეაო, იძახდა. მოსამართლემ ყურადღება
არ მიაქცია, – თქვა ჯომ და მოულოდნელად გაახსენდა ის, რაც მანამ-
დე ვერ შეამჩნია.
მის გონებაში იზელის სიტყვებმა გაიელვა: „სერ, ერთი-ერთზე
უნდა დაგელაპარაკოთ. რაღაცა მაქვს სათქმელი“. ჯო სწრაფად მო-
ვიდა გონს და შეეცადა სახეზე არაფერი შეტყობოდა, თუმცა, უკვე
გვიან იყო.
– ჰო, რაო? – არ ეშვებოდა ქეითი.
– რაღაცა იყო კიდევ. არ მახსენდება, – გამოსავალს ეძებდა ჯო.
– იფიქრე!
ქეითის ხმაში აღელვება შეინიშნებოდა.
– აი, გამახსენდა, – თქვა ჯომ ბოლოს. – პოლიციელებს ეუბნებო-
და, სამხრეთისკენ წამიყვანეთო. სან-ლუის-ობისპოში ნათესავები
მყავსო.
– მერე, იმათ რაო?
– ძალიან შორსააო. იქამდე მტერმა იარაო.
– ძალიან კარგი. შენ სად წახვალ?
– უოტსონვილიდან დავიწყებ. სან-ლუისში მეგობარი მყავს და
ვთხოვ, რომ შეათვალიეროს. სანაცვლოდ, ბეჭედს ვაჩუქებ.
– ჯო, – თქვა ქეითმა მკაცრად. – ეს ამბავი ზედმეტი აურზაურის
გარეშე უნდა მოაგვარო.
– თქვენ ხუთასი დოლარი მომეცით და ისე გავაკეთებ ყველა-
ფერს, რომ წყნარადაც იქნება და სწრაფადაც.

750
ქეითი მას ისევ გამომცდელი თვალებით უყურებდა, თუმცა ჯო თავს
მშვიდად გრძნობდა.
– ჰო, რა მინდოდა მეთქვა, – დაიწყო მოულოდნელად ქეითმა და
მისმა შემდეგმა სიტყვებმა ჯოს გული აუჩქარა. – სახელი „ვენუტა“
რამეს ხომ არ გეუბნება?
ჯო შეეცადა მანამ გაეცა პასუხი, სანამ ხმა ჩაუწყდებოდა.
– არა, მემ. პირველად მესმის.
– რაც შეიძლება სწრაფად გააკეთე საქმე და დაბრუნდი. ჰელენს უთ-
ხარი, შემოვიდეს. სანამ წასული იქნები, შენს საქმეს ის გააკეთებს.
-3-
ჯომ ჩემოდანი გაამზადა, სადგურში მივიდა და უოტსონვილამდე აი-
ღო ბილეთი. კასტროვილში, მატარებლიდან ჩავიდა და სან-ფრანცის-
კოდან მონტერეისკენ მიმავალ ექსპრესს ოთხი საათი ელოდა. მონტე-
რეიში რომ ჩავიდა, ცენტრალურ სასტუმროში მივიდა და ჯონ ვიკერის
სახელით დარეგისტრირდა. შემდეგ, პოპ ერნსტის სასადილოში სტეიკი
შეჭამა, ერთი ბოთლი ვისკი იყიდა და ნომერში ჩაიკეტა.
მან ფეხსაცმელები და კოსტუმი გაიხადა, ჰალსტუხიც შეიხსნა და სა-
წოლზე წამოგორდა. ვისკით სავსე ბოთლი და ჭიქა იქვე, გვერდით ედგა.
ოთახში სინათლე ენთო, თუმცა ჯოს ეს სრულებით არ აწუხებდა. პირ-
ველ რიგში, ნახევარი ჭიქა ვისკი დალია, შემდეგ ხელები თავქვეშ
ამოიდო, ფეხები მუხლებში მოხარა და ჩაფიქრდა – თავისი შთაბეჭდი-
ლებები, ფიქრები და ინსტინქტები ჩართო საქმეში.
„აფსუს, რა კარგად დაიწყო ყველაფერი! თითქოს, შანსი გამოჩნდა,
მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაცა ვერ გათვალა. არ ეგონა, ქეითი თუ მისი
წარსულის შესახებ რამეს შეიტყობდა. რენოში წავიდოდა კაცი... სიეტ-
ლიც კარგი ვარიანტია. საპორტო ქალაქები ყოველთვის ამართლებს.
იქიდან კი... მოიცა, მოიცა. კარგად დავფიქრდეთ.
როგორც ჩანს, იზელს არაფერი მოუპარავს. ეტყობა, მას ისეთი რა-
ღაცა აქვს, რაც ქეითს ძალიან აშინებს. ვიღაც ბებერი ბოზის მოსაძებ-
ნად, ხუთას დოლარს ვერ გაიმეტებდა. ესე იგი, რაღაცაშია საქმე. გამო-

751
დის, რომ ის, რისი თქმაც იზელს სურდა მოსამართლისთვის, სრული
სიმართლე იყო. ეს ერთი! ქეითს ეს ძალიან ანერვიულებს – ესეც
ორი. ჭკვიანი კაცი ამას მშვენივრად გამოიყენებდა... არა, არაფერი
გამოვა. ძებნაში რომ ვარ, იცის და ამ კოზირს ნებისმიერ დროს გა-
მოიყენებს. ერთი წელი და გაქცევისთვის კიდევ რამდენიმეს დაამა-
ტებენ. არა, ასე არ გამოვა“. ჯოს ციხეში დაბრუნება საშინლად არ უნ-
დოდა.
„ჰო, მაგრამ, ფიქრს წინ რა უდგას? არაფერი. იქნებ ვაჭრობამ გა-
მოიღოს შედეგი? ერთი მხრივ, ოთხწლიანი პატიმრობა და მეორე
მხრივ, ვთქვათ, ათი ათასი დოლარი. ცუდი ვარიანტია? რა ვიცი? მე
მგონი, არა უშავს. ისე, ქეითმა ადრეც იცოდა ყველაფერი, მაგრამ პო-
ლიციისთვის არ უთქვამს. ალბათ ფიქრობს, რომ ძაღლივით ერთგუ-
ლი კაცი ჰყავს გვერდით. მოათვინიერა და სათავისოდ იყენებს.
მოკლედ, გამოდის, რომ იზელია მთავარი კოზირი.
მოიცა, მოიცა. კიდევ დავფიქრდეთ. მაგარი შანსია. იქნებ თამა-
შის დაწყება ღირდეს, დანარჩენი კი მერე გამოჩნდება. არა, ისე, რა
ეშმაკი ქალია, გადაირევი კაცი! როგორ უნდა მოუგო, ნორმალური
კარტი თუ არ გიჭირავს ხელში?“
ჯომ ჭიქა ისევ გაივსო, სინათლე ჩააქრო და ფარდა გადასწია. მო-
პირდაპირე მხარეს, ერთ-ერთ ნომერში, ხალათში ჩაცმული, თხელი
და ტანმორჩილი ქალი წინდებს რეცხავდა. ვისკიმ თავისი საქმე გა-
აკეთა. ჯო გაბრუებული იყო.
„ჰო, მაგარი შანსია. ღმერთია მოწმე, რამდენი ხანი ველოდი ამ
მომენტს და როგორ მძულს ის საშინელი ქალი. კარგი, მოკლედ, გა-
დაწყვეტილების მიღებას ახლა აზრი არა აქვს. დავიცადოთ“.
ჯომ ფრთხილად გააღო ფანჯარა, მაგიდიდან კალამი აიღო და
მოპირდაპირე ნომრისკენ ისროლა. ქალი, რომელიც წინდებს რეც-
ხავდა, შიშისგან შეხტა და სასწრაფოდ დახურა დარაბები. ამან ჯო
ოდნავ გაამხიარულა.

752
მესამე ჭიქაც რომ დაცალა, ნახევარლიტრიანი ბოთლი უკვე ცარიე-
ლი იყო. ჯოს გარეთ გასვლა და ქალაქის დათვალიერება მოუნდა, თუმ-
ცა, გონს მალე მოეგო, – გაახსენდა, რომ დისციპლინის დაცვა ძალიან
მნიშვნელოვანი იყო. მას წესად ჰქონდა, რომ სიმთვრალეში ქუჩაში
არასდროს გასულიყო. მთვრალი ადამიანი პრობლემას ადვილად გადა-
ეყრება ხოლმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიცია მოვა, შეგამოწმებს და
თვალსაც ვერ დაახამხამებ, როგორ ამოჰყოფ თავს სან-ქვენტინში. იქ კი
თავზე ხელს არავინ გადაგისვამს. მოკლედ, გასეირნების ვარიანტი ჩა-
იშალა.
ქალაქში სეირნობის გარდა, ჯოს კიდევ ერთი რამ უყვარდა. როდე-
საც მარტო რჩებოდა, წამსვე წარსულის გახსენებას იწყებდა, რაც ერ-
თგვარ გაუცნობიერებელ სიამოვნებას ანიჭებდა. ახლაც სწორედ ასე მო-
იქცა. ახლაც, ლოგინზე წამოწოლილმა, თავისი უბედური ბავშვობა და
სრულიად უვარგისი ყმაწვილკაცობა გაიხსენა. ბედი მას არასდროს
სწყალობდა და წარმატების შანსიც არასდროს გასჩენია. იღბალი მხო-
ლოდ გამოცდილ ტიპებს ჰქონდათ. ჯოს რამდენიმე წვრილმანი ქურდო-
ბა შერჩა, თუმცა, როდესაც ჯიბის დანები მოიპარა, პოლიციელებმა პირ-
დაპირ სახლში მიაკითხეს. ამის შემდეგ, ჯო აღრიცხვაზე აიყვანეს და
საკმარისი იყო ვინმეს რამე ჩაედინა, რომ პირველ რიგში მას მიაკითხავ-
დნენ ხოლმე. ჯოს სკოლაშიც არ გაუმართლა. მასწავლებლებიც და დი-
რექტორიც მის წინააღმდეგ იყვნენ ამხედრებულები. ბიჭმა ასეთ დათ-
რგუნვას ვერ გაუძლო და სწავლას თავი დაანება.
ეს რომ ახსენდებოდა, რაღაცნაირი სითბონარევი სევდა ეუფლებო-
და. შემდეგ, სხვა ამბებსაც იხსენებდა და ყველაფერი იმით მთავრდებო-
და, რომ თვალებზე ცრემლები ადგებოდა და ტუჩები უკანკალებდა –
ეცოდებოდა ეს მარტოსული, დაკარგული ბიჭი, რომელიც ცხოვრებამ არ
დაინდო. ჰოდა, აი შედეგიც: საროსკიპოში მუშაობს. სხვებს კი საკუთარი
სახლები და ავტომობილები აქვთ. ისინი უსაფრთხოდ და თბილად
გრძნობენ თავს, ღამით კი დარაბებს კეტავენ – ჯოსნაირი ხალხისგან

753
რომ თავი დაიცვან. ამ ფიქრებით გაბრუებული ჯო, ჩუმად ტიროდა,
სანამ არ დაეძინებოდა.
დილით, ათ საათზე ადგა და პოპ ერნსტთან გვარიანად ისაუზმა,
მოგვიანებით კი ავტობუსით გაემგზავრა უოტსონვილში. იქ მას მეგობა-
რი დახვდა (ჯომ მას წინასწარ დაურეკა), რომელთან ერთადაც ბილიარ-
დი ითამაშა. სამიდან, მან მხოლოდ ერთი, ბოლო პარტია მოიგო,
ჯოხი თავის ადგილას დააბრუნა და მეგობარს ოცი დოლარი გაუწო-
და.
– მიდი რა, გაიარე, – უთხრა მეგობარმა. – რა ჯანდაბად მინდა შე-
ნი ფული?
– აიღე, აიღე.
– რაში მაძლევ მაგ ფულს? მე ხომ არაფერი გამიკეთებია?
– როგორ არ გაგიკეთებია? თხოვნა შემისრულე და მითხარი, რომ
ის გოგო აქ არ არის. შენ გამოცდილი კაცი ხარ და არაფერი გამოგ-
რჩებოდა.
– რატომ ეძებ, მაინც არ მეტყვი, ხომ?
– უილსონ, ადრეც გითხარი და ახლაც ვიმეორებ – არ ვიცი. რაც
დამავალეს, იმას ვაკეთებ. მორჩა და გათავდა.
– კარგი, მოკლედ მე ყველაფერი გითხარი... ჰო, კიდევ ერთი რა-
ღაცა გამახსენდა. აქ რაღაც ყრილობა იმართებოდა. ექიმების შეკრე-
ბა იყო თუ „ბუების საძმოს“ კონფერენცია, კარგად არ მახსოვს. მოკ-
ლედ, მითხრა, იქ უნდა წავიდეო... ან, შეიძლება, მომეჩვენა. გონება-
ში აშკარად ჩამრჩა რაღაც მსგავსი. სანტა-კრუსი დაათვალიერე. იც-
ნობ იქ ვინმეს?
– კი, მყავს ერთი-ორი ნაცნობი.
– მალერი მოძებნე. ჰელ მალერი. დაიმახსოვრებ? საბილიარდო
აქვს. პირდაპირ ასე ჰქვია – „ჰელის საბილიარდო“. პოკერის მაგიდაც
აქვს მიმალულ ადგილას.
– მადლობა, – თქვა ჯომ.
– არა, მოიცადე! მართლა არ მჭირდება შენი ფული.

754
– ეს ჩემი ფული არ არის. აიღე და სიგარა იყიდე.
ავტობუსი ჰელის საბილიარდოდან ორ ნაბიჯში გაჩერდა. უკვე
საკმაოდ გვიან იყო, მაგრამ, უკანა დარბაზში პოკერის თამაში არ შეწ-
ყვეტილა. ჯო ერთი საათი მაინც ელოდა ჰელს და მხოლოდ მაშინ
მიეცა მისი გაცნობის შესაძლებლობა, როდესაც ის ადგა და საპირფარე-
შოში გავიდა. ჰელი ჯოს ყურადღებით დააკვირდა. სათვალეების სქელი
შუშების მიღმა, მისი დიდი თვალები, კიდევ უფრო დიდად ჩანდა. მან
შარვალი აუჩქარებლად შეიკრა, სახელოები ჩამოიწია და ქუდი გაისწო-
რა.
– დამელოდე, – თქვა ჰელმა. – თამაში დამთავრდება და დავილაპა-
რაკოთ. ხომ არ შემოგვიერთდები?
– შენკენ რამდენი კაცია, ჰელ?
– მხოლოდ ერთი.
– მეც ვითამაშებ.
– კარგი. საათში ხუთი დოლარი.
– და ათი პროცენტი, თუ მოვიგებ?
– მოსულა. ქერათმიან ტიპს ხედავ? უილიამსი ჰქვია. ჩემიანია.
ღამის პირველი საათი იყო, როდესაც ჰელი და ჯო ბარლოუს სასადი-
ლოში შევიდნენ.
– შემწვარი ნეკნები და კარტოფილი. ორი პორცია, – უთხრა ჰელმა
ოფიციანტს და ჯოს მიუბრუნდა, – სუპი ხომ არ გინდა?
– არა. არც შემწვარი კარტოფილი. მუცელს მატკივებს.
– მეც, – თქვა ჰელმა, – მაგრამ, მაინც ვჭამ. ვარჯიში არ მაწყენდა.
ჰელს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ხმას მხოლოდ მაშინ იღებდა,
როდესაც მაგიდასთან იჯდა და ჭამდა.
– შენი ინტერესი რა არის? – ჰკითხა მან ჯოს, როგორც კი პირში ლუკ-
მა ჩაიდო.
– არაფერი. დავალებული მაქვს ეს საქმე. ას დოლარს მიხდიან. თუ
დამეხმარები, ოცდახუთი შენი იქნება. გაწყობს?
– მტკიცებულებები ხომ არ გჭირდება? საბუთი ან რამე?

755
– კარგი იქნება, თუმცა, უმაგისოდაც გავალ ფონს.
– კარგი. მოკლედ, მოვიდა და მეუბნება, კლიენტების პოვნაში დამეხ-
მარეო. დიდი არაფერია ეგ შენი იზელი. კვირაში ოცი დოლარი თუ ამი-
ღია მისგან, მეტი არა. ბილ პრიმუსს რომ არ ეყოჩაღა, ალბათ, ვერც კი
გავიგებდი, სად წავიდა და რა დაემართა. რომ იპოვეს, ბილი მოვიდა
და მითხრა, შენი ნაცნობი უნდა იყოსო, შენთან მყავს ნანახიო. კარგი
ბიჭია ბილი. საერთოდ, კარგი პოლიცია გვყავს ამ ქალაქში.
იზელი ცუდი ადამიანი სულაც არ იყო. კი ბატონო, წაიზარმაცებ-
და და სისუფთავითაც არ გამოირჩეოდა, თუმცა კეთილი გული ჰქონ-
და. მას ღირსეულად და უსაფრთხოდ ცხოვრება სურდა, მაგრამ არც
ჭკუა უწყობდა ხელს და არც სილამაზე. ამას კი, ბუნებრივია, უიღ-
ბლობა მოაქვს. იზელი ოკეანის პირას იპოვეს. ის ტალღებმა გამორი-
ყა და ქვიშიდან რომ ამოჰყავდათ, კაბა სულ შემოხეული ჰქონდა. ეს
რომ მას გაეგო, სირცხვილისგან ნამდვილად თავს მოიკლავდა. იზე-
ლს არ სურდა, რომ ვინმეს ღირსებაშელახული ენახა.
– ამ ბოლო დროს, პორტში ნაძირლები მომრავლდნენ, – განაგ-
რძო ჰელმა, – მე როგორც ვხვდები, რომელიმე ნაბიჭვარმა გემზე აიყ-
ვანა და მერე თავიდან მოიშორა. სხვანაირად, აბა, როგორ უნდა აღ-
მოჩენილიყო წყალში?
– იქნებ თვითონ გადახტა.
– ვინ? იზელი? – თქვა ჰელმა კარტოფილით გამოტენილი პირით,
– ვარიანტი არ არსებობს. ის თავს არ მოიკლავდა. ზედმეტად ზარ-
მაცი და მშიშარაა. არ გინდა, გვამს რომ ცალი თვალით მაინც შეხე-
დო?
– არა, გენდობი. თუ შენ ამბობ, რომ ის არის, ესე იგი, ის არის, –
თქვა ჯომ და მაგიდაზე ოცდახუთი დოლარი დადო.
ჰელმა ფული სიგარეტივით დაახვია და პიჯაკის ჯიბეში ჩაიდო,
შემდეგ კი ხორცის პატარა ნაჭერი აიღო და პირში ჩაიდო.
– ჰო, ნამდვილად ის არის, – თქვა მან. – ნამცხვარი არ გინდა?

756
უკვე ძალიან გვიან იყო და ჯოს კარგად გამოძინება სურდა. იფიქრა,
შუადღემდე მაინც ვიძინებო, თუმცა, დილის შვიდზე გაეღვიძა და ლო-
გინში კიდევ რამდენიმე საათი გაატარა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, სა-
ლინასში შუაღამის შემდეგ ჩასულიყო. მანამდე კი კიდევ ცოტას იფიქ-
რებდა.
როდესაც წამოდგა, სარკეში ჩაიხედა. მას სურდა ქეითის წინაშე ოდ-
ნავ გაწბილებული სახით წარმდგარიყო და შეამოწმა, რამდენად კარ-
გად გამოუვიდოდა ეს. „მართლა მაგრად აზროვნებს ის ოხერი! თავად
გააკეთოს პირველი სვლა, მე კი დაველოდები, დავაკვირდები“. ჯო და-
ფიქრდა და კიდევ ერთხელ მიხვდა, რომ ქეითის თოფივით ეშინოდა.
„უბრალოდ შედი, მოახსენე ყველაფერი, წამოიღე შენი ხუთასი დო-
ლარი და შენს საქმეს მიხედე. ნუ გარისკავ“, – ეუბნებოდა შინაგანი ხმა,
თუმცა გონებაში წამსვე საპირისპირო აზრები ჩნდებოდა.
„შანსები არ მქონიაო, ვამბობ. სულ ვწუწუნებ, რომ უიღბლო ვარ და
თან ნაბიჯის გადადგმის მეშინია. ასე საქმე არ გამოვა. როგორც კი მიხ-
ვდები, რომ შანსი გაგიჩნდა, წამსვე უნდა იმოქმედო. რა ჯანდაბად
მჭირდება ეს სულელური სამუშაო? მთელი ცხოვრება საროსკიპოში ხომ
არ ვიქნები? არა, ნამდვილად უნდა ვცადო ბედი. მე გავჩუმდები და თა-
ვად ილაპარაკოს. ამით არაფერი დაშავდება. თუ რაიმე ისე არ წავიდა,
როგორც საჭიროა, ვეტყვი, რომ თავადაც არაფერი ვიცოდი“.
„ერთი ხელის მოსმით შეუძლია ციხეში ჩაგსვას. ნუ გავიწყდება“, – არ
იშლიდა თავისას შინაგანი ხმა.
„თუ ჭკვიანურად ვიმოქმედებ, ამას არ გააკეთებს. დასაკარგი მაინც
არაფერი მაქვს. შანსს ველოდი და აჰა, მომეცა.“
-4-
ქეითი თავს უკეთ გრძნობდა. ახალი წამალი მართლაც კარგი რამ გა-
მოდგა. ტკივილები საგრძნობლად შეუსუსტდა, თითქოს თითებიც უფ-
რო სწორი გაუხდა და ამოზნექილი ადგილებიც ჩაუცხრა. დიდი ხანია
მას ასე კარგად არ უძინია და სწორედ ამიტომ იყო კარგ ხასიათზე. საუზ-
მეზე მოხარშული კვერცხი მოუნდა. ქეითი ადგა, ხალათი მოიცვა, პატა-

757
რა სარკე აიღო და ისევ წამოწვა. თავქვეშ ბალიშები ამოიდო და სა-
კუთარ სახეს დააკვირდა.
დასვენება სასწაულებს ახდენს. ტკივილი ადამიანის გარეგნობაზეც
მოქმედებს. მისი სახე მუდამ დაძაბულია, თვალებში არაჯანსაღი
ელვარება შეინიშნება და ისეთი ძარღვებიც კი, რომლებიც ჩვეულებ-
რივ არ ჩანს, არაბუნებრივად არის გამობერილი. სწორედ ასე გამოი-
ყურება ავადმყოფი ადამიანი, რომელიც ცდილობს ტანჯვა დასძლი-
ოს.
ღამის ძილმა საოცარი შედეგი გამოიღო. ქეითი ახლა ათი წლით
უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა. მან პირი გააღო, კბილები
დაითვალიერა და მიხვდა, რომ პირის ღრუ მოსაწესრიგებელი ჰქონ-
და. საერთოდ, ქეითი თავის კბილებს საგულდაგულოდ უვლიდა.
სტომატოლოგთან მისვლა მხოლოდ ერთხელ დასჭირდა, როდესაც
ოქროს ხიდები ჩაისვა. „ასეთი ახალგაზრდა თუ ვიყავი, არ მეგონა“,
– გაიფიქრა მან, – „ერთადერთი ნორმალური გამოძინება და ფორ-
მაც დავიბრუნე. არადა, ეს გამოშტერებულები ფიქრობენ, რომ ავად-
მყოფი და სუსტი ვარ. ჰო, იოცნებონ!“ ქეითი თავს ყოველთვის კარ-
გად უვლიდა: ალკოჰოლს ერიდებოდა, არც ნარკოტიკებს ეკარებო-
და, სულ ცოტა ხნის წინ, ყავაც კი ამოაგდო საკუთარი რაციონიდან.
ამან კარგი შედეგი გამოიღო. „ვერაფერს იტყვი, ნამდვილად ანგე-
ლოზის სახეა“. სარკე მან ოდნავ ზემოთ ასწია, ყელზე შემოხვეული
ცხვირსახოცი რომ არ გამოჩენილიყო.
გონებაში მას კიდევ ერთმა, ასეთივე ლამაზმა სახემ გაუელვა.
„რა ჰქვია?... ალეკი, თუ რაღაც ამდაგვარი...“ ქეითს სრულიად ნათ-
ლად წარმოუდგა თვალწინ ეს ახალგაზრდა სტიქაროსანი. თავი მას
დახრილი აქვს, ისე, რომ კოხტა ნიკაპი მკერდს ეხება, ღია ფერის თმა
კი სანთლის შუქზე ბრწყინავს. ხელში მუხის კვერთხი უჭირავს, თით-
ბრის ჯვარი კი ოდნავ წინ არის გადახრილი. რაღაც გამაოგნებლად
სუფთა, ხელუხლებელი და სპეტაკი სილამაზე ჩანს მასში. ჰო, მაგ-
რამ, განა თავად ქეითს ოდესმე შეხებია რამე ან ვინმე? შეუღწევია

758
მის სულში და გაუსვრია ის? რა თქმა უნდა, არა. ის მხოლოდ გარეგნუ-
ლად ეხებოდა სხვა ადამიანებსა და ნივთებს, შინაგანად კი ძველებუ-
რად ხელუხლებელი და სუფთა იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც ის ბიჭი.
„რა ჰქვია?... ალეკი?...“
ქეითს ჩაეცინა. „ორი შვილის დედა ასე ბავშვივით გამოიყურებო-
დეს, შეუძლებელია. ისე, ვინმემ რომ დამინახოს იმ ქერათმიანთან ერ-
თად, კონკრეტული აზრები თუ მოუვათ თავში, ნეტავ?; ქეითმა წარმო-
იდგინა, რომ იმ ბიჭის გვერდით დგას, გარშემო კი უამრავი ხალხია შეკ-
რებილი და მსგავსებას ყველა მათგანი ამჩნევს. „ერთი გამაგებინა, რას
იფიქრებს... არონი, ჰო, ნამდვილად არონი ჰქვია, როდესაც ყველაფერს
გაიგებს“, – ფიქრობდა ქეითი. – „მისმა ძმამ ხომ გაიგო? მაგარი გაქექი-
ლია ის ნაბიჭვარი...
ვაიმე, რას ვამბობ! არა, ასე ვერ ვუწოდებ. შეიძლება მართლა იფიქ-
რონ, რომ... ზოგიერთი უკვე ფიქრობს. არადა, უკანონოდ ხომ არ გამიჩე-
ნია? წმინდა ქორწინების ნაყოფია ერთიც და მეორეც“. ქეითმა ხმამაღ-
ლა გაიცინა. ის თავს კარგად გრძნობდა და მშვენიერ ხასიათზე იყო.
სწორედ ის შავგვრემანი და ჭკვიანი ანერვიულებდა. ჩარლზს ჰგავ-
და. ქეითი კი ჩარლზს პატივს სცემდა. სხვანაირი კაცი იყო ის. მოკლავდა
კიდეც ქეითს, საშუალება რომ ჰქონოდა. ალბათ.
„რა არაჩვეულებრივი წამალია. ტკივილიც გაქრა და სითამამეც დაბ-
რუნდა“. სულ ცოტაც და ქეითი თავის ჩანაფიქრსაც განახორციელებს –
გაყიდის დაწესებულებას და ნიუ-იორკში გადასახლდება. მოულოდნე-
ლად, მას იზელი გაახსენდა. „ალბათ მართლა ცუდად იყო ის გამოშტე-
რებული, ბებერი კახპა. სიკეთით და გულისხმიერებით რომ მოვუღო ბო-
ლო, არ გამოვა, ნეტავ? ჯო თუ იპოვის, ნიუ-იორკშიც შეიძლება წავიყვა-
ნო. ახლოს რომ იყოს და არ მანერვიულოს“.
მოულოდნელად, ქეითს სახალისო აზრი გაუჩნდა: „კომიკური
მკვლელობა კი გამოვა, კაცმა რომ თქვას. ვერავინ ვერასდროს მიხვდება,
ყველაფერი ჩაფიქრებული რომ იყო. შოკოლადებს ვაჭმევ, ბევრ შოკო-
ლადს, ყველანაირ ტკბილეულს. ამას კიდევ ლორსაც დავუმატებ, რაც

759
შეიძლება ქონიანი რომ იყოს, ისეთს. ღვინოც ბლომად იქნება და კა-
რაქიც. ყველაფერი კარაქით და კრემით იქნება გაჟღენთილი. არა-
ნაირი ბოსტნეული, არანაირი ხილი, არც გასეირნება და არც გართო-
ბა. დარჩი სახლში, საყვარელო და აქაურობას მიხედე. დაისვენე,
დაღლილი იქნები. მე შენ ბოლომდე გენდობი. თუ გინდა, წამოწექი.
ნუ შეწუხდები, ჭიქას მე თვითონ შეგივსებ. თუ გინდა, შოკოლადსაც
მოგიტან და პირდაპირ საწოლში ჭამე. ცუდად ხარ? იქნებ კუჭის ამო-
რეცხვამ გიშველოს? ნახე, რა კარგი და გემრიელი თხილია. ექვსი
თვეც საკმარისი იქნება, რომ ამ ბებერ ბოზს მუცელი გაუსკდეს. სო-
ლიტერიც კარგი იდეაა. ნეტავი, ვინმეს თუ გამოუყენებია ოდესმე?
რა ერქვა იმ ტიპს, საცერით რომ უნდოდა წყლის დალევა და ვერაფ-
რით მოიკლა წყურვილი? ტანტალოსი, მგონი“.
ქეითის სახეზე სიამოვნების ღიმილი იყო გამოსახული, მისი სხე-
ული კი სიხარულით ივსებოდა. „წასვლამდე, ბიჭები რომ გამოსამ-
შვიდობებელ საღამოზე მოიწვიოს კაცმა, არ იქნებოდა ცუდი. უბრა-
ლო და პატარა საღამო უნდა იყოს, ჩვეული და მრავალჯერ გამოც-
დილი წარმოდგენით რომ სრულდება, ისეთი. ჩემი საყვარელი შვი-
ლები, ჩემი ანგელოზები ხომ კმაყოფილები დარჩებიან? რატომაც
არა?“ მოულოდნელად, ქეითს არონის ლამაზი სახე წარმოუდგა
თვალწინ, კიდევ ერთხელ მიხვდა, როგორ ჰგავდა ის დედას და მკერ-
დში უცნაური ტკივილი იგრძნო – ისეთი ძლიერი, რომ კინაღამ გული
წაუვიდა. არონი ჭკვიანი სულაც არ იყო. საკუთარ თავს ვერ დაიცავ-
და. მისი შავგვრემანი ძმა კი სახიფათო ადამიანია. ქეითმა წამსვე იგ-
რძნო ეს. კეილმა ის პირწმინდად დაამარცხა. არა, წასვლამდე მას აუ-
ცილებლად უნდა ასწავლოს ჭკუა. „იქნებ... ჰო, რატომაც არა?... იქნებ
ისე მოვაწყო, რომ რაიმე დაავადება აიკიდოს. უცბად მიხვდება, ვინ
ვინ არის“.
მოულოდნელად, ქეითი მიხვდა, რომ არ სურდა არონს მის შესა-
ხებ რამე შეეტყო. იქნებ ნიუ-იორკში

760
შეხვდნენ ერთმანეთს? ის იფიქრებს, რომ ქეითი მთელი თავისი
ცხოვრება ისტ-საიდის ლამაზ და კოხტა სახლში ცხოვრობდა. ერ-
თად ივლიდნენ თეატრში, ოპერაში... ხალხი კი თვალს ვერ მოწყვეტ-
და მათ, ყველა მიხვდებოდა, რომ დედა-შვილი იყვნენ... ან და-ძმა.
მსგავსება არავის გამოეპარებოდა. შემდეგ, იზელის დაკრძალვაზე
წავიდოდნენ ერთად. ძალიან დიდი ზომის კუბო იქნებოდა საჭირო და
მის აწევას ექვსი ან მეტი მოჭიდავე თუ შეძლებდა. ქეითი ისე იყო გარ-
თული ფიქრებში, რომ კარზე კაკუნი ვერც კი გაიგონა. ჯომ თავად შეაღო
კარი, ოთახში შეიხედა და თავისი უფროსის მხიარული სახე დაინახა.
– საუზმე, მემ, – თქვა მან და ოთახში რომ შევიდა, კარი მუხლით და-
კეტა და ნიკაპი ნაცრისფერი ოთახისკენ გაიშვირა, – იქ შევიტანო?
– არა. აქვე დამიდგი. მოხარშული კვერცხი და ტოსტიც მომიტანე. ყუ-
რადღება მიაქციე, რომ ზუსტად ოთხწუთნახევარი ხარშონ. ზედმეტად
სქელი არ მიყვარს.
– უკეთ ხართ, როგორც ვატყობ, მემ.
– ნამდვილად, – უპასუხა ქეითმა, – ახალი წამალი მართლა მშველის.
რას ჰგავხარ, ჯო? ძაღლებმა დაგგლიჯეს? ცუდად ხომ არა ხარ?
– არა, მემ. კარგად ვარ, – თქვა ჯომ და ლანგარი სავარძლის გვერ-
დით, პატარა მაგიდაზე დადგა. – ოთხნახევარი წუთი მითხარით, ხომ?
– ჰო და თუ ვაშლსაც მომიტან, კარგი იქნება. ხრაშუნა უნდა იყოს,
იცოდე.
– თუ სწორად მახსოვს, ასე არასდროს გიჭამიათ, მემ.
სამზარეულოში, სანამ მზარეული კვერცხს მოხარშავდა, ჯო ჩაფიქ-
რებული იდგა და ნერვიულობდა. იქნებ ყველაფერი იცის? ფრთხილად
ყოფნაა საჭირო. ისე, რა უნდა მიყოს? არ ვიცი არაფერი და მორჩა. არ-
ცოდნა დანაშაულია?
– ვაშლი არ ჰქონდა, – თქვა ჯომ, ქეითთან რომ დაბრუნდა, – მსხალი
გამომატანა. გემრიელიაო.
– უკეთესი, – თქვა ქეითმა.
ქეითმა კვერცხი გატეხა და კოვზით დაიწყო ჭამა.

761
– როგორია? – ჰკითხა ჯომ.
– ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა.
– კარგად გამოიყურებით.
– ჰო, კარგად ვარ. შენ რა დაგემართა? არ მომწონხარ.
– მემ, ხუთასი დოლარი ახლა ისე მჭირდება, რომ ძალიან მაგ-
რად, – თქვა ჯომ მორიდებულად.
– ახლა ისე მჭირდება, როგორც არასდროს, – შეუსწორა ქეითმა
და გაიღიმა.
– ბატონო?
– არაფერი. დაივიწყე. როგორც ვხვდები, იზელი ვერ იპოვე. მარ-
თალი ვარ? არა უშავს. თუ კარგად ეძებე, მიიღებ შენს ხუთას დო-
ლარს. მიდი, დაიწყე. მომიყევი ყველაფერი.
ქეითმა სამარილე აიღო და კვერცხს რამდენიმე მარცვალი და-
აყარა.
ჯომ გაიღიმა.
– გმადლობთ, – თქვა მან. – მართლა ძალიან მჭირდება. მოკლედ,
პახაროს რომ ვათვალიერებდი, უოტსონვილიდან შემატყობინეს, აქ
არისო. იქ რომ ჩავედი, უკვე სანტა-კრუსში იყო წასული. იქაც ჩავედი,
მაგრამ ვერსად ვიპოვე.
ქეითმა კვერცხი გასინჯდა და მარილი დაამატა.
– სულ ეგ არის? – ჰკითხა მან.
– არა. სან-ლუისშიც ჩავედი. მითხრეს, იყო და წავიდაო.
– მოკლედ, კვალი დაკარგე. სად წავიდაო, რა გითხრეს?
ნერვიულობისგან, ჯო თითებს იგრეხდა. იმაზე, რაც მას ახლა უნ-
და ეთქვა, მისი ჩანაფიქრის წარმატება იყო დამოკიდებული. შესაძ-
ლოა, მისი მთელი ცხოვრებაც კი დანგრეულიყო, რაიმე შეცდომა
რომ მოსვლოდა.
– ჰა, გამოუშვი, – თქვა ბოლოს ქეითმა, – კიდევ რაღაცა გაქვს სათ-
ქმელი, ვიცი.
– ჰო, დიდი არაფერი. არც კი ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს ეს.

762
– შენ თქვი და დანარჩენს მე ვიფიქრებ, – თქვა ქეითმა მკაცრად.
– შეიძლება ეს სიმართლეც არ იყოს.
– ღმერთო, რა დავაშავე! – გაბრაზდა ქეითი.
– ბოლოს ვინც ნახა, იმ ტიპს ველაპარაკე. ჯო ჰქვია. ჩემი სეხნიაა.
– ბებიამისის სახელიც გამირკვიე ერთი, თუ ძმა ხარ, – ირონიულად
უთხრა მას ქეითმა.
– მოკლედ, ამ ჯომ როგორც მითხრა, ლუდი დაულევია იზელს, მაგ-
რად დამთვრალა და იმუქრებოდა, სალინასში უნდა დავბრუნდეო. ისე
ჩავალ, ვერავინ დამინახავსო. იმ ჯომ მეტი არაფერი იცოდა. მას შემდეგ,
არც უნახავს.
ქეითს აღელვება შეეტყო და მის სახეზე, წამიერად, შიშნარევი უიმე-
დობა გამოისახა. ჯოს ეს არ გამოჰპარვია. ის ვერაფერს ხვდებოდა, მაგ-
რამ დარწმუნებული იყო, რომ შანსი, როგორც იქნა, გაუჩნდა.
ქეითმა თავი ხელში აიყვანა და ჯოს ახედა.
– კარგი, – თქვა მან, – მოკლედ, დავივიწყოთ ის ბებერი კუანა. მიიღებ
შენს ხუთას დოლარს, ნუ ნერვიულობ.
ჯო ოდნავ შესამჩნევად სუნთქავდა, ეშინოდა, ზედმეტ ხმაურს ქე-
ითის სიმშვიდე არ დაერღვია. „დამიჯერა“, – გაიფიქრა მან. – „რაც არ
მითქვამს, ისიც კი დაიჯერა“. მას სურდა, რაც შეიძლება სწრაფად გას-
ცლოდა იქაურობას.
– გმადლობთ, – უთხრა მან ქეითს და ჩუმად გაემართა კარისკენ.
ის-ის იყო ჯომ კარის სახელურს მოჰკიდა ხელი, რომ ქეითმა ისე,
სხვათა შორის მიაძახა:
– ჯო, რამეს თუ შეიტყობ იმაზე... იზელზე, გამაგებინე, კარგი?
– დიახ, მემ. თუ გნებავთ, ძებნას გავაგრძელებ.
– არა, არ არის საჭირო, – უპასუხა ქეითმა. – არც ისე მნიშვნელოვანი
საქმეა.
საკუთარ ოთახში რომ შევიდა, ჯომ კარი ჩაკეტა, სკამზე ჩამოჯდა, ხე-
ლები გულზე დაიკრიფა და გაიღიმა. ის თავის მომდევნო ნაბიჯებზე
ფიქრობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, გადაწყვიტა, ერთი კვირის გან-

763
მავლობაში არაფერი მოემოქმედებინა – დასვენების საშუალება მი-
ეცა ქეითისთვის. იზელის თემის წამოწევა ნებისმიერ დროს შეიძლე-
ბოდა. ჯომ არ იცოდა, რა იარაღი ეჭირა ხელში და როგორ უნდა გა-
მოეყენებინა ის. მიუხედავად ამისა, მშვენივრად ესმოდა, რომ ეს ია-
რაღი ძალიან ბასრი იყო. ამასობაში, ქეითი ნაცრისფერ ოთახში შე-
ვიდა, სავარძელში ჩაესვენა და თვალები დახუჭა. ჯოს რომ ეს გაეგო,
ძალიან ესიამოვნებოდა.

თავი ორმოცდამეექვსე
-1-
ზოგჯერ, სრულიად მოულოდნელად, სალინასის ველზე ნოემ-
ბერშიც გაწვიმდება ხოლმე. ეს იმდენად იშვიათად ხდება, რომ ად-
გილობრივ გაზეთებში სტატიებს აქვეყნებენ. ერთ ღამეში, მთები
ღია მწვანე ფერის ხდება და ჰაერშიც სასიამოვნო სურნელი ტრია-
ლებს. აგრარული თვალსაზრისით, წელიწადის ამ დროს მოსული
წვიმა უარყოფით მოვლენად განიხილება. თუ გაგრძელდა, ეს სულ
სხვა საქმეა, თუმცა, ასეთი რამ თითქმის არასდროს ხდება. როგორც
წესი, ხანმოკლე წვიმას ისევ სიმშრალე მოჰყვება ხოლმე, ბალახი
ჭკნება და, გარდა ამისა, ტემპერატურის ასეთი მკვეთრი ცვალებადო-
ბა, ნათესებისა და ნარგავების დიდ ნაწილს ანადგურებს.
ომის წლები უკიდურესად ნალექიანი იყო და ასეთ უცნაურ ამინ-
დებს ბევრი საფრანგეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს აბრა-
ლებდა. საგაზეთო სტატიებში და უბრალო კამათის დროს, მსგავსი
არგუმენტები სავსებით სერიოზულად განიხილებოდა.
იმ ზამთარს, საფრანგეთში ბევრი ამერიკელი არ იბრძოდა, თუმ-
ცა, ევროპაში გასამგზავრებლად, ჩვენები უამრავ ჯარისკაცს ამზა-
დებდნენ.
ომი მტკივნეული და, ამავე დროს, საინტერესო რამ არის. გერმა-
ნელებს ვერა და ვერ აჩერებდნენ. მათ კიდევ ერთხელ აიღეს ხელში
ინიციატივა და მეთოდურად გაუდგნენ გზას პარიზისკენ. არავინ
764
იცოდა, როდის ან როგორ უნდა მომხდარიყო მათი შეჩერება. ჩვენ
ვთვლიდით, რომ თუ ვინმე გადაგვარჩენდა, ეს გენერალი პერშინგი
უნდა ყოფილიყო. ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილი ეს მტკიცე ხა-
სიათის პიროვნება, თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა გაზეთების
ფურცლებზე. ნიკაპი მას თითქოს ქვისა ჰქონდა, მუნდირზე კი ერთ ნა-
კეცსაც ვერ შეამჩნევდი. ის ნამდვილი ჯარისკაცის განსახიერება იყო.
თუმცა, რას ფიქრობდა ის და როგორ უყურებდა მიმდინარე საომარ მოქ-
მედებებს, რეალურად არავინ იცოდა.
ჩვენ ვიცოდით, რომ აუცილებლად უნდა გაგვემარჯვა, თუმცა, საქმე
დამარცხებისკენ მიდიოდა. თეთრი ფქვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში
შეგეძლო გეყიდა, თუ რუხი ფქვილის ოთხჯერ მეტ რაოდენობასაც შე-
იძენდი. მდიდარი ადამიანები თეთრი ფქვილისგან პურსა და ღვეზე-
ლებს აცხობდნენ, რუხს კი შინაური ცხოველების გამოსაკვებად იყენებ-
დნენ.
ჩვენი ძველი და სახელგანთქმული მესამე ესკადრონის დარბაზში,
სამოქალაქო გვარდიის წარმომადგენლები ვარჯიშობდნენ. ესენი იყ-
ვნენ ორმოცდაათს გადაცილებული მამაკაცები, რომლებიც, ბუნებრი-
ვია, სამხედრო ძალად ვერ გამოდგებოდნენ. მიუხედავად ამისა, ისინი
კვირაში ორჯერ ატარებდნენ ვარჯიშებს, სამხედრო ფორმები ეცვათ,
ერთმანეთს ბრძანებებს აძლევდნენ და
სისტემატურად კამათობდნენ, ვინ უნდა ყოფილიყო მეთაური. უი-
ლიამ ს. ბერტი პირდაპირ იატაკზე, აწევის ვარჯიშის შესრულების დროს
გარდაიცვალა. გულმა ვერ გაუძლო.
ეგრეთ წოდებული „მინიტ-მენებიც“ საკმაოდ მომრავლდნენ. ესენი
იყვნენ ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ადგილას, თეატრი იქნებოდა
ეს თუ ეკლესია, ერთწუთიანი სიტყვით გამოდიოდნენ. მათაც სამხედრო
ფორმები ეცვათ.
რაც შეეხებათ ქალებს, ისინი „წითელი ჯვრის“ ტანისამოსში იყვნენ
გამოწყობილნი და საკუთარ თავს მოწყალების ანგელოზებად თვლიდ-
ნენ. თითოეული მათგანი აუცილებლად რაღაცას ქსოვდა ან კერავდა. ეს

765
იყო მატყლის სამაჯური, ჯარისკაცის სხეული რომ სიცივისგან უკეთ
დაეცვა და მატყლისვე მუზარადი, რომელსაც მხოლოდ წინიდან
ჰქონდა ნახვრეტი, სახე რომ გამოჩენილიყო. მსგავსი რამ იმისათვის
გამოიყენებოდა, რომ ყინვის დროს, ჯარისკაცს რკინის ჩაფხუტი
თავზე არ მიჰკრობოდა.
სამხედროების ჩექმებისა და ყაწიმებისთვის უმაღლესი ხარის-
ხის ტყავი გამოიყენებოდა. ამ საოცრად ლამაზი აშურმების ტარების
უფლება მხოლოდ ოფიცრებს ჰქონდათ. ფართო ქამარზე მიმაგრე-
ბული თასმა დიაგონალურად კვეთდა მარცხენა მხარს და ეპოლეტის
ქვეშ გადიოდა. ეს სტილი ბრიტანელებისგან გადავიღეთ, თუმცა,
მათ თავადაც დაავიწყდათ, რა იყო ყაწიმის თავდაპირველი დანიშ-
ნულება. ის იმისთვის გამოიყენებოდა, რომ ჯარისკაცს მძიმე ხმლის
ტარების საშუალება ჰქონოდა. პირველი მსოფლიოს ომის დროს,
ხმლები, რა თქმა უნდა, უკვე აღარ გამოიყენებოდა. ერთადერთი გა-
მონაკლისი სამხედრო აღლუმი იყო. მიუხედავად ამისა, ყაწიმის გა-
რეშე ერთ ოფიცერსაც კი ვერ შენიშნავდი. კარგი ყაწიმის ფასი ოცდა-
ხუთ დოლარამდე აღწევდა.
ბრიტანელებისგან კიდევ ბევრი რამ ვისწავლეთ. ისინი რომ კარ-
გი მეომრები არ ყოფილიყვნენ, ჩვენ მათ, რა თქმა უნდა, არაფერში
მივბაძავდით. ასე მაგალითად, მამაკაცებმა მაჯებზე ცხვირსახოცის
შემოხვევა დაიწყეს, ზოგიერთი სნობი ლეიტენანტი კი ხელჯოხის გა-
რეშე საზოგადოებაში საერთოდ არ ჩნდებოდა. მხოლოდ ერთი ტრა-
დიცია იყო, რომელთან შეგუებაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში
ვერ შევძელით: მაჯაზე საათის გაკეთება ზედმეტად სულელურად
და სასაცილოდ მიგვაჩნდა. ამ საკითხში, ვთვლიდით, რომ ევროპე-
ლებს არასდროს მივბაძავდით.
ჩვენ შიდა მტრებიც ბლომად გვყავდა და ამიტომ, მუდამ ყურად-
ღებით ვიყავით. სან-ხოსეში ჯაშუშებისა უკვე სერიოზულად ეშინო-
დათ და იმის გათვალისწინებით, რომ სალინასიც თვალსა და ხელს

766
შუა იზრდებოდა, მათი გამოჩენა ჩვენთანაც სავსებით რეალური იყო.
ჩვენთან ერთი ცნობილი მკერავი იყო, რომელსაც მისტერ ფენხე-
ლი ერქვა. ამ დაბალ და მსუქან მამაკაცს ძალიან სასაცილო აქცენტი
ჰქონდა. მთელი დღის განმავლობაში, ის ალისალის ქუჩაზე, საკუ-
თარ სამკერვალოში იჯდა და დაუღალავად შრომობდა, საღამოობით კი
ცენტრალური პროსპექტის ბოლოში მდებარე თავის სახლში მიდიოდა.
მისი საცხოვრებლის კედლები და ღობე მუდამ ქათქათა იყო, რადგან
ფენხელი მათ სისტემატიურად ღებავდა. სანამ ომი დაიწყებოდა, მი-
სი აქცენტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, შემდეგ კი, სრულიად
მოულოდნელად, ყველა მიხვდა: მისტერ ფენხელი გერმანელია! წარ-
მოგიდგენიათ?! სალინასს თავისი საკუთარი გერმანელი ჰყავდა. მიუხე-
დავად იმისა, რომ ფენხელმა სამხედრო ობლიგაციებში ლამის მთელი
თავისი დანაზოგი დახარჯა, მის მიმართ დამოკიდებულება მაინც არ გა-
უმჯობესდა. ვის მოატყუებ ასეთი იოლი ფანდით?
არც სამოქალაქო გვარდიამ მიიღო საკუთარ რიგებში. მათ არ სურ-
დათ, რომ გერმანელ ჯაშუშს სალინასის დაცვის საიდუმლო გეგმის დე-
ტალები სცოდნოდა. მტრის მიერ შეკერილი ტანისამოსის ტარებაც არა-
ვის სურდა. ჰოდა, იჯდა ჩვენი მისტერ ფენხელი სულ მარტო თავის სა-
ხელოსნოში და ერთსა და იმავე ნაჭერს ათასჯერ ჭრიდა და კერავდა.
ჩვენ მას ისეთ საშინელებებს ვუწყობდით, რომ მეტი არ შეიძლება.
ის ხომ ჩვენი პირადი გერმანელი იყო. ადრე, როდესაც ჩვენი სახლის
გვერდით გაივლიდა, ყველას ესალმებოდა, იქნებოდა ეს მამაკაცი, ქა-
ლი, ბავშვი თუ ძაღლი. პასუხად ყველა უღიმოდა და ასევე თბილად
ესალმებოდა. ახლა კი, აღარავინ ელაპარაკებოდა. მისი სევდიანი გამო-
მეტყველება სულ თვალწინ მიდგას.
მე და ჩემი პატარა დაც ხშირად ვამწარებდით მას და ახლა, როდესაც
იმ საშინელებებს ვიხსენებ, სირცხვილისგან ოფლი მასხამს და ყელში
ბურთი მეჩხირება. ერთხელ, როდესაც საკუთარ ეზოში, ჭიშკართან ახ-
ლოს ვიდექით, დავინახეთ, რომ მისტერ ფენხელი, თავისი ჩვეული მოკ-
ლე ნაბიჯებით, პირდაპირ ჩვენკენ მოემართებოდა. თავზე სუფთა, გაკ-

767
რიალებული შავი ქუდი ეხურა. არ მახსოვს, წინასწარ მოვილაპარა-
კეთ რამეზე თუ სპონტანურად გამოგვივიდა. როგორც ჩანს, მაინც
მოვილაპარაკეთ, რადგან ყველაფერი სინქრონულად მოხდა.
როდესაც ფენხელი მოგვიახლოვდა, მე და ჩემი და გზის მეორე
მხარეს გადავედით და ერთმანეთის გვერდით დავდექით. ჩვენმა
გერმანელმა თავი ასწია, დაგვინახა, გაგვიღიმა და ჩვეული აქცენ-
ტით მოგვმართა:
– საღამო მშვითოფისა, ჩონ. საღამო მშვითოფისა, მერი.
პასუხად, ჩვენ წელში გავიმართეთ და უნისონში ვთქვით:
– ჰოხ დერ კაიზერ! (ვაშა კაიზერს!)
მისი სახე და გაოგნებული ცისფერი თვალები დღესაც თვალწინ
მიდგას. თავდაპირველად, ის შეეცადა რაღაცა ეთქვა, თუმცა, ვერ
შეძლო და ტირილი დაიწყო. ცრემლების დამალვა არც კი უცდია. აი,
ასე, იდგა და მოთქვამდა. შემდეგ კი, იცით რა მოხდა? მე და მერიმ
ისევ გადავკვეთეთ გზა და საკუთარ ეზოში დავბრუნდით. ძალიან
შეგვრცხვა. დღესაც მრცხვენია, ამას რომ ვიხსენებ.
ჩვენ ბავშვები ვიყავით და მისტერ ფენხელისთვის რეალური ზი-
ანის მიყენება, რა თქმა უნდა, არ შეგვეძლო. ამისათვის მოზრდილი,
ჯანმრთელი მამაკაცების ბრბო გახდა საჭირო. დაახლოებით ოცდა-
ათნი იყვნენ. ერთხელ, შაბათს საღამოს, ისინი ერთ-ერთ ბარში შე-
იკრიბნენ და იქიდან მსვლელობა გამართეს. ცენტრალური პროსპექ-
ტის ბოლოში რომ მივიდნენ, მათ მისტერ ფენხელის ღობე დაანგრი-
ეს და სახლის შესასვლელი გადაწვეს. „ერთ კაიზერელსაც კი არას-
დროს გავახარებთ! ძაღლისშვილები ეგენი!“ – ყვიროდნენ ისინი.
ამის შემდეგ, სალინასს შეეძლო სან-ხოსესთვის თამამად გაესწორე-
ბინა თვალი.
ამან უოტსონვილიც გამოაფხიზლა. როგორც მოგვიანებით გავი-
გეთ, იქაურებმა ერთი ადგილობრივი პოლონელი ამოიღეს მიზანში
და სულ თავბედი აწყევლინეს. აქცენტი ჰქონდა უცნაური და გერმა-
ნელი ეგონათ.

768
სალინასში, ჩვენ ზუსტად ისე ვიქცეოდით და ვფიქრობდით, რო-
გორც ეს ომიანობის დროს შეშვენის. კარგ ამბავს რომ გავიგებდით,
სიხარულისგან მეცხრე ცაზე დავფრინავდით, ცუდი ამბები კი პანიკა-
ში გვაგდებდა. თუ ვინმე რაიმე საიდუმლოს შეიტყობდა, აუცილებ-
ლად უნდა ეთქვა სხვებისთვის და წყარო, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ
შეენახა. ჩვენი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. ფასები და ხელფა-
სები იზრდებოდა; როგორც კი ვინმე ხმას გაავრცელებდა, რომ პროდუქ-
ტების დეფიციტი იყო მოსალოდნელი, ყველაფერს დიდი რაოდენობით
ვყიდულობდით და ვინახავდით. ქალები, რომლებსაც ყველა სათნო და
დარბაისელ პიროვნებებად მიიჩნევდა, ერთი კილო პომიდვრის გულის-
თვის, მზად იყვნენ ერთმანეთისთვის თვალები ამოეთხარათ.
მიუხედავად ამისა, ჩვენს ცხოვრებაში არა მხოლოდ სულმდაბლობა-
სა და ისტერიკას, არამედ დიდსულოვნებასა და გმირობასაც დაინახავ-
და ადამიანი. ერთნი, რომლებსაც თავისუფლად შეეძლოთ სამხედრო
სამსახურისთვის თავის არიდება, საკუთარი ნებით მიდიოდნენ ომში,
მეორენი კი, რომლებიც მორალური თუ რელიგიური შეხედულებების გა-
მო ეწინააღმდეგებოდნენ ომს, გოლგოთის გზას ადგებოდნენ, რაც
მსგავს საქციელს ბუნებრივად მოჰყვება ხოლმე. იყო ხალხი, რომელმაც
ყველაფერი დათმო იმისათვის, რომ ომი მოგვეგო. ეს იყო უკანასკნელი
ბრძოლა და მისი მოგებით, კაცობრიობის სხეულიდან ერთხელ და სა-
მუდამოდ ამოვიღებდით ამ ხიჭვს, რათა მსგავსი უაზრობა არასოდეს
განმეორებულიყო.
ბრძოლის ველზე ღირსეულად დაცემა შეუძლებელია. უმეტეს შემ-
თხვევაში, ეს არის საზარელი სანახაობა: ადამიანის სხეული ნაფლეთე-
ბად არის ქცეული და მიწა მისი სისხლით იჟღინთება. მაგრამ, ღირსება
და ერთგვარი ტკბილი სევდა იმ უსაზღვრო ტრაგედიაშია, რომელიც და-
ღუპულის ოჯახს ეწვევა ხოლმე. ვერაფერს ამბობ, ვერაფერს აკეთებ და
მხოლოდ ერთი იმედი გრჩება – იმედი იმისა, რომ შენი ახლობელი მყი-
სიერად დაიღუპა. რაოდენ დიდი ტკივილი და სასოწარკვეთილება იგ-
რძნობა ამაში! მიუხედავად ამისა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ადვილად გა-

769
დაჰქონდა ტრაგედია და მოგვიანებით, საკუთარ დანაკარგს ისევ სა-
თავისოდ იყენებდა. ზოგიერთმა მათგანმა, ომის დასრულების შემ-
დეგ, საკმაოდ იხეირა. უჩვეულო ამაში არაფერია. ადამიანი, რომე-
ლიც მიჩვეულია ფულის კეთებას, ბუნებრივია, რომ ომის გამოყენე-
ბასაც
შესაბამისად ცდილობს. ამისათვის, არავინ არავის ამტყუნებდა,
თუმცა, სამხედრო ობლიგაციებში ფულის ჩადება ნებისმიერი ადა-
მიანის მოვალეობა იყო. ჩვენ მიგვაჩნდა, რომ ეს ყველაფერი სალი-
ნასელებმა გამოვიგონეთ. მათ შორის სევდაც.

თავი ორმოცდამეშვიდე
-1-
რეინოს საცხობის გვერდით მდებარე ტრასკების სახლში, ადამმა
და ლიმ დასავლეთის ფრონტის რუკა შექმნეს და საომარი მოქმედე-
ბების ხაზი ქინძისთავებით აღნიშნეს, რამაც მათ ომში მონაწილეო-
ბის შეგრძნება მისცა. შემდეგ, მისტერ კელი გარდაიცვალა და გაწვე-
ვის კომისიის თავმჯდომარედ ადამი დანიშნეს. ამ თანამდებობაზე
ის ყველაზე მისაღები კანდიდატურა იყო, რადგან ყინულის ქარხანა
მას დიდ დროს არ ართმევდა. გარდა ამისა, ადამს თავადაც ჰქონდა
ომში მონაწილეობის გამოცდილება და ჯარიდანაც მადლობის წე-
რილით იყო დემობილიზებული.
ადამ ტრასკს ომი ნანახი ჰქონდა. ეს იყო მცირე ომი, რომელიც
მხოლოდ მანევრებისგან შედგებოდა, თუმცა ადამიანებს იქაც კლავ-
დნენ. ასე რომ, ადამმა საკუთარ თავზე გამოსცადა საყოველთაო წე-
სების დამახინჯება, როდესაც ადამიანს უფლება ეძლევა განუსაზ-
ღვრელი რაოდენობის ხალხი გამოასალმოს სიცოცხლეს. ადამს ეს
ომი ცუდად ახსოვდა. მას მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული, ნათე-
ლი სურათი ან ხმა გაახსენდებოდა ხოლმე – მაგალითად, რომელიმე
მამაკაცის სახე, დამწვარი და დამახინჯებული გვამების გროვა, სირ-
ბილის დროს ქარქაშების ხმაური, კარაბინების არათანაბარი და გა-
770
აფთრებული სროლის ხმა, საყვირის ცივი ბგერები... ეს ყველაფერი გა-
შეშებული, გაყინული იყო. მათში არც მოძრაობა შეინიშნებოდა და არც
რაიმე სახის ემოცია – ცუდად დახატული ილუსტრაციების შთაბეჭდი-
ლებას ტოვებდა.
ადამი საკუთარ საქმეს პატიოსნად და სევდიანად ასრულებდა. მას
არ ასვენებდა აზრი, რომ ახალგაზრდები, რომლებსაც ის ვარგისად აც-
ხადებდა, სიკვდილმისჯილები იყვნენ. რაც უფრო მეტად აწუხებდა ადა-
მს მსგავსი ფიქრები, მით უფრო მეტად მკაცრი ხდებოდა ის ნებისმიერი
სახის საწინააღმდეგო აზრის მიმართ. ახალწვეულების სიები მას სახ-
ლში მიჰქონდა, მათ მშობლებს ურეკავდა და ესაუბრებოდა... ერთი სიტ-
ყვით, აკეთებდა იმაზე მეტს, ვიდრე მოეთხოვებოდა. დროთა განმავ-
ლობაში, ის იქცა მოსამართლედ, რომელსაც სიკვდილით დასჯა სძულს,
მაგრამ ხალხს მაინც აგზავნის ეშაფოტზე.
ჰენრი სტენტონი ყურადღებით აკვირდებოდა ადამს და ამჩნევდა,
რომ ის სულ უფრო და უფრო კარჩაკეტილი, სიტყვაძუნწი ხდებოდა. ჰენ-
რი ხალისიანი ადამიანი იყო, მხიარული განწყობა მას ძვალსა და
რბილში ჰქონდა გამჯდარი, კოლეგების ამჟავებული სახის ყურება კი სა-
შინელ გუნებაზე აყენებდა.
– კარგი, რა განერვიულებს ასე? – უთხრა მან ადამს. – შენ ხომ არ და-
გიწყია ეს ომი? შენი ბრალი ხომ არ არის, იქ რომ ხალხი იღუპება? შენ აქ
იმისთვის დაგნიშნეს, რომ კონკრეტული საქმე აკეთო. ჰოდა, აკეთე. მიჰ-
ყევი წესებს და მოდუნდი.
შუადღის მზე ადამს პირდაპირ თვალებში ურტყამდა. მან დარაბები
ჩაკეტა და საკუთარ მაგიდაზე გამოსახულ მზის გრძელ სხივებს მიაშ-
ტერდა.
– ვიცი, ვიცი, – თქვა მან დაღლილი ხმით. – მაგრამ, ამ შემთხვევაში,
არჩევანი არ მაქვს, ხომ გესმის? თავად უნდა მივიღო გადაწყვეტილება,
ვარგისია თუ არა. მოსამართლე კენდალის ბიჭი გავუშვი და ბრძოლაში
ჩართვაც კი ვერ მოასწრო. ვარჯიშის დროს დაიღუპა.

771
– და შენ თვლი, რომ ეს შენი ბრალია? მისმინე, საღამოს, სახლში
რომ მიხვალ, ერთი-ორი ჭიქა დალიე. გიშველის. კინოშიც შეგიძლია წახ-
ვიდე, უფრო მშვიდად დაგეძინება.
ჰენრიმ ცერა თითები ჟილეტის ქვეშ შეჰყო და სავარძლის ზურგს მი-
ეყუდა.
– ნერვიულობით წვევამდელებს ვერაფერს უშველი, ადამ, – თქვა
მან. – ისე, კაცმა რომ თქვას, შენ ძალიან ჯიუტი ხარ. მე კიდევ შეიძ-
ლება ვინმემ დამიყოლიოს, შენ კი კედელივით დადგები ხოლმე:
ვარგისია და მორჩა.
– ვიცი, – თქვა ადამმა. – მალე დამთავრდებოდეს ეს საგიჟეთი,
მეტი არაფერი მინდა.
ჰენრიმ მას გამომცდელი თვალებით შეხედა, შემდეგ კი ჯიბიდან
ფანქარი ამოიღო და მის ბოლოში მიმაგრებული საშლელი თეთრ
კბილებზე წაისვა.
– მესმის შენი, – თქვა მან.
– რა გესმის? – გაუკვირდა ადამს.
– ადრე მეგონა, რომ ბედი არ მწყალობდა. ახლა კი პირიქით
ვთვლი. გამიმართლა, ვაჟიშვილი რომ არ მყავს.
– ჰო, – ამოიოხრა ადამმა და თავის მაგიდაზე გამოსახულ დარა-
ბის გრძელ ჩრდილს თითი გადაუსვა.
– შენი ბიჭებისთვის ჯერ ძალიან ადრეა. ვფიქრობ, მანამდე ომიც
დასრულდება.
– ჰო, – გაიმეორა ადამმა და მისი თითი ახლა უკვე მზის გრძელ
შუქს შეეხო.
– მე ამას ვერ შევძლებდი...
– რას ვერ შეძლებდი?
– ახლა წარმოვიდგინე, რომ საკუთარი შვილის გაშვება მიწევს
ომში...
– მე გადავდგებოდი, – თქვა ადამმა.

772
– ჰო, მესმის. სჯობს წახვიდე, ვიდრე საკუთარი შვილები შეგნებუ-
ლად დატოვო სახლში.
– პირიქით, – თქვა ადამმა. – მე ზუსტად იმიტომ წავიდოდი, რომ
საკუთარ შვილებს სახლში ვერ დავტოვებდი. არასამართლიანი იქ-
ნებოდა ეს, ჩემი მხრიდან.
ჰენრიმ მუშტი შეკრა და მაგიდაზე რბილად დააბრახუნა.
– მართალი ხარ, – თქვა მან.
როგორც გითხარით, ჰენრის კარგ ხასიათზე ყოფნა უყვარდა და ალ-
ბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ ნებისმიერ სერიოზულ თემას თავს არი-
დებდა. სერიოზულ საუბარს და სევდიან განწყობას ის ერთმანეთისგან
ვერ ასხვავებდა.
– არონი როგორ არის? სტენფორდშია, ხომ? – ჰკითხა მან ადამს.
– ჰო. კარგად არის. რთულიაო, ამბობს, მაგრამ აუცილებლად გავარ-
თმევ თავსო. მადლიერების დღისთვის ჩამოვა.
– სიამოვნებით გავიცნობდი. გუშინ კეილი შემხვდა ქუჩაში. ჭკვიანი
ბიჭია, როგორც ვატყობ.
– ჰო, მაგრამ, გამოსაშვები გამოცდები მას ერთი წლით ადრე არ ჩა-
უბარებია.
– მერე რა? ესე იგი, სულ სხვა გეგმები აქვს. მე, მაგალითად, კოლეჯში
საერთოდ არ მივლია. შენ?
– არც მე. ჯარში წავედი.
– ჰო, ეგეც კარგი საქმეა. გამოცდილებას იძენს ადამიანი. ვიცი, რომ
არ ნანობ.
ადამი აუჩქარებლად ადგა და საკიდიდან თავისი ქუდი მოხსნა.
– კარგად იყავი, ჰენრი, – თქვა მან.
-2-
გზაში, ადამი საკუთარ პასუხისმგებლობაზე ფიქრობდა. სახლს რომ
მიუახლოვდა, დაინახა, რომ რეინოს საცხობიდან, დიდი ფრანგული ბა-
გეტით ხელში, ლი გამოვიდა.
– ნივრის პური მომინდა, – თქვა მან.

773
– ჰო, მეც მიყვარს, – თქვა ადამმა, – შემწვარ ხორცს უხდება.
– ზუსტად შემწვარი ხორცი გვაქვს დღეს. რამე წერილი ხომ არ მოსუ-
ლა.
– არ ვიცი. ყუთში არ ჩამიხედავს.
სახლში რომ შევიდნენ, ლი პირდაპირ სამზარეულოსკენ გაემარ-
თა. ადამიც გაჰყვა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
– ლი, – თქვა მან. – დავუშვათ, ადამიანი, რომელიც ომში გავუშვი,
დაიღუპა. არის თუ არა ამაში ჩემი პასუხისმგებლობა?
– გააგრძელეთ, – თქვა ლიმ. – მირჩევნია, ყველაფერი ერთდროუ-
ლად გავიგო, სრული სურათი რომ შემექმნას.
– კარგი. აი, დავუშვათ, სულ მცირე ეჭვი არსებობს იმისა, რომ
კონკრეტული ახალგაზრდა სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი არ
არის, მე კი ის მაინც გავუშვი.
– მესმის, – თქვა ლიმ, – თქვენ პასუხისმგებლობა უფრო გაღელ-
ვებთ თუ ბრალი?
– არა, ბრალს ნამდვილად ვერ ვგრძნობ.
– ზოგჯერ, პასუხისმგებლობა ბრალზე უარესია. მას ეგოიზმის
ტკბილი სურნელი არა აქვს.
– იცი, რა გამახსენდა? მე, შენ და სემ ჰამილტონი რომ ვისხედით
და ერთ სიტყვაზე ვმსჯელობდით. რა სიტყვა იყო?
– ჰო, გამახსენდა. ტიმშელ.
– მაშინ, შენ თქვი, რომ...
– მე ვთქვი, რომ ამ სიტყვაში ადამიანის სიდიადე დევს, თუ, რა
თქმა უნდა, ეს მისი არჩევანი იქნება.
– მახსოვს, სემ ჰამილტონს ეს ძალიან მოეწონა.
– ჰო, მე ის გავათავისუფლე, – თქვა ლიმ, – საშუალება მივეცი,
რომ სხვა ადამიანებისგან განსხვავებული, დიადი ყოფილიყო.
– სევდიანი ხვედრია.
– ყველანაირი სიდიადე ასეა.
– გამახსენე ის სიტყვა კიდევ ერთხელ.

774
– ტიმშელ – „შენ შეგიძლია“.
-3-
მადლიერების დღესა და შვილის ჩამოსვლას ადამი მოუთმენ-
ლად ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ არონი დიდი ხნის წასული არ
იყო, ადამის მეხსიერებაში ის სულ სხვანაირად ჩანდა და ეს ბუნებრივია:
შორს წასული საყვარელი ადამიანი ჩვენს გონებაში ყოველთვის იცვლე-
ბა. როდესაც არონი წავიდა, სახლში ერთგვარმა სიჩუმემ დაისადგურა
და ნებისმიერ მცირე უსიამოვნებასაც ყველა მის არყოფნას უკავშირებ-
და. ადამი მუდამ არონზე საუბრობდა, ტრაბახობდა შვილის კარგი სწავ-
ლით და სრულიად უცხო ადამიანებსაც კი უყვებოდა მისი წარმატებების
შესახებ. მან გადაწყვიტა, მადლიერების დღე სათანადოდ აღენიშნა,
დიდი ზეიმი მოეწყო და შვილისთვის ეგრძნობინებინა, რომ მისმა ძა-
ლისხმევამ ოჯახში ყველა გაახარა.
არონი პალო-ალტოში, ერთ ნაქირავებ ოთახში ცხოვრობდა. უნივერ-
სიტეტის კამპუსამდე რომ მისულიყო, ერთი მილი უნდა გაევლო, შემდეგ
კი, საღამოს, ისევ პალო-ალტოში ბრუნდებოდა. ის გაწბილებული იყო.
სალინასში ცხოვრებისას, არონს უნივერსიტეტი ბუნდოვნად, თუმცა
ულამაზეს ადგილად ჰქონდა წარმოდგენილი. მან თავადაც არ იცოდა,
როგორ გაჩნდა მის გონებაში ეს სურათი – სპეტაკი მზერის მქონე ახალ-
გაზრდა მამაკაცები და უცოდველი გოგონები. ყველა მათგანს აკადემიუ-
რად აცვია, საღამოობით მთაზე ადიან და იქ, ტყის შუაგულში, ერთ პა-
ტარა და ლამაზ ეკლესიასთან იკრიბებიან. მათ სახეები უბრწყინავთ,
ხმები კი ერთ დიდ და ლამაზ გალობაშია შერწყმული. შესაძლოა, მსგავ-
სი შთაბეჭდილება არონს მას შემდეგ შეექმნა, რაც დანტეს „ჯოჯოხე-
თის“ ილუსტრაციები დაათვალიერა. დორეს ნახატებში მრავალრიცხო-
ვანი, გასხივოსნებული ანგელოზები იყვნენ გამოსახულნი. ლელანდ
სტენფორდის
უნივერსიტეტი კი ასეთი სულაც არ იყო. გაშლილ მინდორში, ყავის-
ფერი ქვიშაქვით აშენებული კვადრატული შენობა იდგა; იქვე იყო პატა-
რა ეკლესია, რომელსაც იტალიური სტილის ფასადი ჰქონდა; აუდიტო-

775
რიები პრიალა ფიჭვით იყო მოპირკეთებული, სტუდენტური საძმოე-
ბის აღზევება და დაცემა კი თითქოს ერებს შორის არსებული შუღ-
ლის გამოხატულება იყო. რაც შეეხებათ გასხივოსნებულ ანგელო-
ზებს, სინამდვილეში, ისინი ახალგაზრდა ყმაწვილები იყვნენ, რომ-
ლებსაც დასვრილი ველვეტის შარვლები ეცვათ. ზოგიერთი მათგანი
უკვე ჭკუიდან იყო შეშლილი გაუთავებელი მეცადინეობისგან, ზოგი-
ერთი კი მშვიდად გრძნობდა თავს და წარმატებით ითვისებდა წი-
ნაპრების მანკიერ მხარეებს.
სანამ არონი სტენფორდში გაემგზავრებოდა, თვლიდა, რომ სახ-
ლი არ ჰქონდა. ახლა კი ძლიერი ნოსტალგია სტანჯავდა. გარემოს-
თან შეგუებისა და, მით უმეტეს, მასთან საკუთარი თავის გაიგივების
სურვილი, საერთოდ არ გასჩენია. სტუდენტების თავქუდმოგლეჯი-
ლი სირბილი, უკბილო ხუმრობები და ხმაური მას ამაზრზენად მიაჩ-
ნდა. ლექციების დასრულების შემდეგ, თავის პატარა ნაქირავებ
ოთახში ბრუნდებოდა და ახალ ოცნებას ქმნიდა. ამ ნეიტრალურ სა-
მალავში როცა იჯდა, სრულიად ივიწყებდა უნივერსიტეტს და მოგო-
ნებებით ცხოვრობდა. რეინოს საცხობის გვერდით მდებარე სახლი,
მისთვის საოცრად თბილ და ძვირფას ადგილად იქცა. ლი საუკეთე-
სო მეგობრისა და მრჩევლის განსახიერება იყო, მამა – აუღელვებე-
ლი და საიმედო საყრდენი, ძმა – ჭკვიანი და მხიარული, ებრა კი... ებ-
რასგან მან სრულიად ახალი, უცოდველი ხატი შექმნა და თავადაც
ვერ მიხვდა, როგორ შეუყვარდა ის. გვიან ღამით, როდესაც მეცადი-
ნეობას მორჩებოდა, წერილის წერას იწყებდა. ეს მისთვის ისეთივე
აუცილებელი რამ იყო, როგორც ზოგიერთი ადამიანისთვის არომა-
ტული აბაზანის მიღება. რაც უფრო გასხივოსნებული, სპეტაკი და
ლამაზი ხდებოდა ებრა, მით უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობდა
არონი საკუთარ ცოდვილობაზე ფიქრით. ფურცელზე მას გააფთრე-
ბულად გადაჰქონდა თავისი თვითგვემა, შემდეგ კი, ისეთი განწმენ-
დილი და გამოფიტული წვებოდა დასაძინებლად, თითქოს ის-ის
იყო სექსუალური აქტი დაასრულა. ის დაწვრილებით აღწერდა თი-

776
თოეულ, სულ მცირე ცოდვასაც კი და წამსვე ინანიებდა ამას. ამის შედე-
გად, ისეთი სასიყვარულო წერილები გამოდიოდა, რომლებიც საოცარი
ვნებით იყო გაჟღენთილი და ეს ყველაფერი ებრას უხერხულ მდგომა-
რეობაში აგდებდა. მან არ იცოდა, რომ არონის ფიქრები მამაკაცის სქე-
სობრივი მომწიფების სრულიად ბუნებრივი გამოხატულება იყო.
არონმა შეცდომა დაუშვა და ამას თავადაც მიხვდა, თუმცა, სიტუაცი-
ის გამოსწორება ჯერ არ შეეძლო. ამიტომ, მისი ბოლო გადაწყვეტილება
ასეთი იყო: „მადლიერების დღეზე, სახლში რომ ვიქნები, ყველაფერი
იქვე გამოჩნდება“. შესაძლოა, უნივერსიტეტსაც საერთოდ დაანებოს
თავი. მას გაახსენდა, ებრამ რომ მამამისის რანჩოზე ცხოვრების სურვი-
ლი გამოთქვა და სწორედ ეს იქცა არონის ახალ ოცნებად. მას დიდი მუ-
ხები და სუფთა ჰაერი გაახსენდა, ქარი, რომელიც მთებიდან უბერავს და
ხეების ფოთლებს არხევს. არონი ხშირად წარმოიდგენდა ხოლმე, რო-
გორ დგას ებრა ერთ-ერთი მუხის ქვეშ და როგორი მოთმინებით ელო-
დება მეუღლის სახლში დაბრუნებას. ეს საღამოს ხდება. იქ, სამუშაოს
შემდეგ, რა თქმა უნდა, არონი გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იქნებო-
და და მშვიდად იცხოვრებდა. მსოფლიოს სიმახინჯეს სწორედ იქ, რან-
ჩოზე დაემალებოდა... საღამოობით.

თავი ორმოცდამერვე
-1-
ნოემბრის ბოლოს, „ზანგი“ გარდაიცვალა. მისმა დაკრძალვამ უბრა-
ლოდ, ყოველგვარი ფუფუნების გარეშე ჩაიარა, რადგან სწორედ ასეთი
იყო მიცვალებულის უკანასკნელი სურვილი. ერთი დღის განმავლობა-
ში, ის მიულერის სამლოცველოში, შავი ებანოზის კუბოში ესვენა და სან-
თლების შუქზე, მისი გამხდარი და მკაცრი პროფილი კიდევ უფრო ასკე-
ტური ხდებოდა.

777
„ზანგის“ მეუღლე, ტანმორჩილი შავკანიანი მამაკაცი, კუბოს
გვერდით, წელში მოხრილი იჯდა და მიცვალებულივით გაშეშებუ-
ლიყო. როგორც გარდაცვლილის ანდერძი მოითხოვდა, დაკრძალვა-
ზე არც ყვავილები იყო, არც სამგლოვიარო ცერემონია, არც სულის
მოსახსენიებელი ლოცვა და არც გლოვა. მიუხედავად ამისა, მთელი
დღის განმავლობაში, ეკლესიაში ათასგვარი ხალხი მიდიოდა. ისინი
ჩუმად, ისე, რომ ზედმეტი ხმაური არ გამოეწვიათ, მიცვალებულს შე-
ხედავდნენ და წამსვე ეცლებოდნენ იქაურობას. ესენი იყვნენ იურის-
ტები და მუშები, ჩინოსნები და ბანკების თანამშრომლები... „ზან-
გის“ გოგონებიც იქ იყვნენ. ისინი სათითაოდ შედიოდნენ ეკლესიაში
და მიცვალებულს უყურებდნენ, რათა, გავრცელებული ცრურწმენის
მიხედვით, მისი ღირსება და იღბალი გადასდებოდათ.
სალინასმა თავისი ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი დაკარგა –
შავბნელი და ფატალური სექსი, რომელიც ისეთივე უიმედო და
მტკივნეულია, როგორიც ადამიანის მსხვერპლად შეწირვა. მხიარუ-
ლი ჯენის საროსკიპო ისევ ძველებურად გადადიოდა ყირაზე; ქე-
ითის დაწესებულებიდან გამოსული მამაკაცები შოკირებულები, გა-
მოფიტულები და ოდნავ შეშინებულებიც კი იყვნენ იმის გამო, რაც
სულ ცოტა ხნის წინ გადაიტანეს; სხეულების იდუმალი და მკაცრი შე-
ერთება კი, რომელიც შამანურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ქალაქიდან
სამუდამოდ წავიდა.
კატაფალკის გარდა, პროცესია მხოლოდ ერთი ავტომობილის-
გან შედგებოდა. მის უკანა სკამზე, კუთხეში, პატარა შავკანიანი მამა-
კაცი იჯდა. დღე ნაცრისფერი გამოვიდა. როდესაც მესაფლავეებმა
კუბო მიწაში ჩადეს და კატაფალკიც წავიდა, „ზანგის“ ქვრივმა ახალ-
თახალი ნიჩაბი აიღო ხელში და საფლავს მიწა მიაყარა. დაკრძალ-
ვაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ასი იარდის მოშორებით იდგა
და სარეველებს ჩიჩქნიდა, ჩუმი ტირილის ხმა ესმოდა.
შორიახლოს, ერთ-ერთ ლუდის ბარში, ჯო ველერი და ბაჩ ბივერ-
სი ისხდნენ. როდესაც მათ თითო ჭიქა დალიეს, გადაწყვიტეს დასაფ-

778
ლავებაზე შეევლოთ. ბაჩს ძალიან ეჩქარებოდა. ის ნატივიდადში უნდა
ჩასულიყო და აუქციონზე ჰერფორდის ჯიშის რამდენიმე ძროხა შეეძინა.
როდესაც ჯო დაკრძალვიდან გამოვიდა, მას ალფ ნიკელსონი წამო-
ეწია – ნაგიჟარი ალფ ნიკელსონი,
რომელიც ამ ქალაქში უძველესი დროიდან იყო შემორჩენილი და
არასდროს იცვლებოდა. ალფი ყველაფრის ოსტატი იყო – დურგალი, მე-
თუნუქე, მჭედელი, ელექტრიკოსი, მებათქაშე, მაკრატლის მლესავი, მე-
წაღე... ალფს ყველაფრის კეთება შეეძლო, გარდა ფულისა. მიუხედავად
იმისა, რომ ის შეუსვენებლად მუშაობდა, ფინანსურად მაინც მოიკოჭ-
ლებდა. ლამის სამყაროს შექმნიდან დაწყებული, სალინასელების შესა-
ხებ ალფმა ყველაფერი იცოდა.
ადრე, როდესაც ალფ ნიკელსონი ახალგაზრდა და წარმატებული მა-
მაკაცი იყო, სალინასის ჭორებს ორი სახის ადამიანები ავრცელებდნენ.
ესენი იყვნენ მკერავები და ხელოსნები. ალფი აბსოლუტურად ყველას
იცნობდა და მათზე ყველაფერი იცოდა. ის ცნობისმოყვარე იყო და ჭო-
რაობა უყვარდა, თუმცა ბოროტად არავის უყურებდა.
ალფმა ჯოს ინტერესით შეხედა.
– მე მგონი, გიცნობ, – თქვა მან. – მოიცა, არ მითხრა.
ჯომ უკან დაიხია. მსგავსი სიტუაციებისა მას ყოველთვის ეშინოდა.
– გამახსენდა! ქეითთან მუშაობ, ხომ?
ჯომ შვებით ამოისუნთქა.
– ჰო, – უპასუხა მან მოკლედ.
– სახეები არასდროს მავიწყდება. იმ რაღაც სულელურ ოთახს რომ
ვუშენებდი, მაშინ გნახე. მითხარი ერთი, ფანჯრები რატომ არ გაუკეთა?
– ბნელი ოთახი უნდოდა და იმიტომ. თვალები აწუხებს.
ალფმა ჩაიცინა. ასეთი მარტივი ახსნებისა მას არასდროს სჯეროდა.
ქუჩაში რომ შეხვედროდი და გამარჯობა გეთქვა, ამასაც საიდუმლო ნიშ-
ნად აღიქვამდა. ის დარწმუნებული იყო, რომ ყველა ადამიანი რაღაცას
მალავდა და მხოლოდ მას შეეძლო სიმართლის გარკვევა.
ნიკაპით მან მიულერის სამლოცველოსკენ მიანიშნა.

779
– ეპოქა დასრულდა, – თქვა მან, – ძველი თაობა მიდის. აი ჯენიც
რომ წავა, მართლა ყველაფერი დასრულდება. თუმცა, ჯერ-ჯერო-
ბით ამას პირი არ უჩანს.
ჯო ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. მას სურდა იქაურობას დროზე
გასცლოდა და ალფმა ეს მშვენივრად იცოდა. ადამიანების ფარული
ემოციების გამოცნობაში, ის ნამდვილი ექსპერტი იყო და, ალბათ,
ჭორაობაც სწორედ ამიტომ უყვარდა. ვინმეზე რაიმე ახალის გაგების
შანსს ის ხელიდან არასდროს უშვებდა. კაცმა რომ თქვას, ყველა ადა-
მიანი ჭორიკანაა, გარკვეულწილად, მაგრამ ალფს ეს თვისება განსა-
კუთრებულად ჰქონდა განვითარებული. ამის გამო, ხალხი მასზე სუ-
ლაც არ გიჟდებოდა, თუმცა, მის მონათხრობს ყოველთვის ინტერე-
სით უსმენდნენ. ის ხვდებოდა, რომ ჯოს წასვლა სურდა და საბაბს
ეძებდა. არადა, ქეითის დაწესებულების შესახებ, ალფს ბოლო
დროს არაფერი გაუგია.
– ძველი დრო ჯობდა, – თქვა მან. – თუმცა, შენ ჯერ პატარა ბიჭი
ხარ. არ გემახსოვრება.
– ერთს უნდა შევხვდე, – ჩაილაპარაკა ჯომ.
ალფმა წაუყრუა.
– აი, მაგალითად, ფეი ავიღოთ. მაგარი ქალი იყო, – თქვა მან და
ისე, სხვათა შორის გააგრძელა საუბარი. – ქეითის დაწესებულება ად-
რე მისი იყო, გეცოდინება. ზუსტად არავინ იცის, რა და როგორ მოხ-
და. საკმაოდ იდუმალი ამბავია და ზოგიერთს ეჭვებიც კი გაუჩნდა.
ეს რომ თქვა, ალფმა სიამოვნებით შენიშნა, რომ ტიპს, რომელ-
საც ჯო უნდა შეხვდეს, კიდევ დიდხანს მოუწევდა ლოდინი.
– რა ეჭვები? – იკითხა ჯომ.
– რა ვიცი? ხალხს ჭორაობა უყვარს და რას გაიგებ? შესაძლოა,
არც არაფერი იყოს საეჭვო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასე მარტი-
ვად არ არის საქმე.
– ლუდს დალევ? – ჰკითხა ჯომ.

780
– ეგრე რა! ეგ სულ სხვა საქმეა, – გაუხარდა ალფს. – ამბობენ, დაკ-
რძალვა რომ დასრულდება, მამაკაცს ქალი უნდებაო. მე ახალგაზ-
რდა აღარ ვარ, ხომ ხვდები? როგორც კი მიცვალებულს შევხედავ, ყე-
ლი მიშრება. „ზანგს“ ამ ქალაქში ყველა იცნობდა. ისეთებს მოგიყვე-
ბი, რომ თვალები შუბლზე აგივა. ოცდათხუთმეტი... არა, გატყუებ...
ოცდაჩვიდმეტი წლის წინ გავიცანი.
– ფეი ვინ იყო? – ჰკითხა მას ჯომ.
ისინი მისტერ გრიფინის სალუნში წავიდნენ. გრიფინს სპირტიანი
სასმელები არ უყვარდა, მთვრალი
ადამიანი კი, საერთოდ ეზიზღებოდა. მისი დაწესებულება მთავარ
ქუჩაზე მდებარეობდა. თუ მისტერ გრიფინი ჩათვლიდა, რომ მასთან მი-
სული ადამიანი უკვე საკმარისად იყო შეზარხოშებული, არაფრის დიდე-
ბით არ მოემსახურებოდა. მას ერჩივნა დამატებით შემოსავალზე ეთქვა
უარი, ვიდრე თავის ბარში მთვრალი ადამიანი გაეჩერებინა. შედეგად,
გრიფინის მშვიდი და მოწესრიგებული სალუნი მუდამ გადატენილი
იყო. ეს იყო ადგილი, სადაც დაჯდებოდი და ისე ისაუბრებდი, რომ სიმ-
შვიდეს არავინ დაგირღვევდა.
ჯო და ალფი კუთხეში, მრგვალ მაგიდას მიუსხდნენ და სამ-სამი
ბოთლი ლუდი დალიეს. ჯომ თავისი თანამოსაუბრისგან ათასგვარი რამ
შეიტყო – ტყუილიც და მართალიც, ლოგიკურიც და არალოგიკურიც. სა-
ბოლოო ჯამში, ის სრულიად დაიბნა, თუმცა გარკვეული დასკვნები მა-
ინც გამოიტანა: ფეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყველაფერი
არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. ქე-
ითი, შესაძლოა, ადამ ტრასკის მეუღლე იყოს. ეს ინფორმაცია მას ყვე-
ლაზე მეტად მოეწონა. თუ ტრასკი არ მოინდომებს, რომ ეს ამბავი გასა-
ჯაროვდეს, ფულსაც სიამოვნებით გადაიხდის. ფეის ამბავში ჩაღრმავე-
ბა შესაძლოა სახიფათოც იყოს. ჯო ამაზე აუცილებლად იფიქრებს, მარ-
ტო რომ იქნება.
ორიოდე საათის შემდეგ, ალფმა ნერვიულობა დაიწყო. ჯო თამაშის
წესებს არ იცავდა. ის მხოლოდ უსმენდა, თავად კი არაფერს ლაპარა-

781
კობდა – ერთი მცირე ინფორმაცია ან ირიბი მინიშნებაც კი არ მიუწო-
დებია თანამოსაუბრისთვის. „ამ სიტყვაძუნწობის უკან, აშკარად რა-
ღაცა იმალება“, – ფიქრობდა ალფი, – „ვინ გამოვკითხო?“
– სხვათა შორის, ქეითი ძალიან მომწონს, – თქვა ბოლოს ალფმა.
– ხშირად მასაქმებს და ფულსაც სწრაფად მიხდის. ძუნწიც არ არის.
კაცმა რომ თქვას, შესაძლოა მის შესახებ სულ ტყუილებს ლაპარაკო-
ბენ. რკინის ქალია. ზოგჯერ, ისე შემოგხედავს, რომ ადგილზე გაგაქ-
ვავებს. რას იტყვი?
– მე მას მშვენივრად ვეგუები, – უპასუხა ჯომ.
ჯოს სიტყვაძუნწობამ ალფი ძალიან გააბრაზა და მან კიდევ ერ-
თხელ ჩააგდო ანკესი.
– ერთმა საინტერესო აზრმა გამიელვა თავში, – თქვა მან. – იმ მი-
შენებაზე რომ ვმუშაობდი, მაშინ. თავისი ცივი თვალებით შემომხე-
და და იცი, რა ვიფიქრე? უცბად რომ შეიტყოს, რა მაქვს გაგონილი
მის შესახებ და ჩაი ან ნამცხვარი რომ შემომთავაზოს, გმადლობთ,
არ მინდა-მეთქი, ვეტყვი.
– მე მასთან პრობლემა არასდროს მქონია, – თქვა ჯომ. – წავედი
მე. ერთს უნდა შევხვდე.
გრიფინის სალუნიდან ჯო პირდაპირ ქეითთან წავიდა და თავის
ოთახში ჩაიკეტა. მას რაღაცა არ ასვენებდა. მოულოდნელად, ფეხზე
წამოხტა, თავის ჩემოდანში ჩაიხედა და უჯრებიც დაათვალიერა.
მოეჩვენა, რომ სანამ ქალაქში დასეირნობდა, ოთახში ვიღაცა
იყო შესული და მის ნივთებში იქექებოდა. პრინციპში, რა უნდა ეპო-
ვა? საეჭვოს ჯო არაფერს ინახავდა. ის ძალიან ანერვიულდა, თუმცა,
მალე დამშვიდდა და შეეცადა ალფისგან გაგონილი კარგად გაეანა-
ლიზებინა.
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ეს თელმა იყო.
– რა მოუვიდა ქეითს? – ჰკითხა მან ჯოს.
– ავად არის.

782
– არა, სხვა რამეს ვგულისხმობ. სამზარეულოში შევედი, მილკშეიკს
ვიკეთებდი და უცბად ისეთი გააფთრებული მეცა, რომ შიშისგან კინაღამ
ჩავიფსი.
– ღვინოს ხომ არ ურევდი მაგ შენ მილკშეიკში?
– არა, რა ღვინოს? მხოლოდ ვანილის ექსტრაქტი დავამატე. არ მე-
გონა, ასე უხეშად თუ დამელაპარაკებოდა.
– არ გეგონა, მაგრამ დაგელაპარაკა, ხომ?
– მე ამას ვერ შევეგუები.
– ისე შეეგუები, როგორც დაგიბარებია, – თქვა ჯომ. – გადი რა, თავი
დამანებე.
თელმამ თავისი ლამაზი, იდუმალი, მუქი თვალებით შეხედა, მთე-
ლი ქალური ღირსება მოიკრიბა და თქვა:
– ჯო, შენ მართლა ასეთი ნაბიჭვარი ხარ თუ თავს იკატუნებ?
– ძალიან გაინტერესებს?
– არა, უბრალოდ გკითხე. რატომ უნდა მანაღვლებდეს? – თქვა თელ-
მამ, ოთახიდან გავიდა და ჩაილაპარაკა: – ნაბიჭვარი.
-2-
ჯომ გადაწყვიტა აუჩქარებლად, ფრთხილად ემოქმედა და სათანა-
დო წინასწარი მსჯელობის გარეშე ერთი ნაბიჯიც კი არ გადაედგა. „შან-
სი მომეცა“, – ფიქრობდა ის. – „სწორად უნდა გამოვიყენო“.
რომ მოსაღამოვდა, ქეითთან შევიდა, მისგან ახალი დავალებები მი-
იღო და შეეცადა ისიც გაეგო, რა ხდებოდა მის გონებაში. ქეითი მაგიდას-
თან იჯდა და ისე ელაპარაკებოდა ჯოს, რომ მისკენ არ გაუხედავს. დავა-
ლებების მიცემა რომ დაასრულა, განაგრძო:
– ჯო, ძალიან მაინტერესებს, როგორ ასრულებდი მოვალეობებს, სა-
ნამ ავად ვიყავი. თითქმის ბოლომდე გამოვჯანმრთელდი და ბევრი რამ
არ მომეწონა.
– რას გულისხმობთ, მემ?
– დიდი არაფერი, მაგრამ მაინც ცუდი სიმპტომია. ჯო, მე მირჩევნია
თელმამ ვისკი დალიოს, ვიდრე ვანილის ექსტრაქტი. საერთოდ კი, არ

783
მიყვარს, გოგონები რომ სვამენ. ამ საქმეს კარგად ვერ მიხედე, რო-
გორც ჩანს.
ჯო დაიბნა. არ იცოდა, რა ეპასუხა.
– დაკავებული ვიყავი, – თქვა ბოლოს.
– დაკავებული?
– დიახ. იმ საქმეს ვაკეთებდი, თქვენ რომ დამავალეთ.
– რა დაგავალე?
– აი, იზელის ამბავი.
– კარგი, დაივიწყე იზელი. აღარ არის მნიშვნელოვანი.
– კეთილი. როგორც თქვენ იტყვით, – თქვა ჯომ და შემდეგი სიტ-
ყვები ისე წარმოთქვა, რომ თავადაც ვერ შეამჩნია, – გუშინ ერთი გა-
ვიცანი. მითხრა, ვნახეო.
ჯოს რომ ქეითის ხასიათი კარგად არ სცოდნოდა, ათწამიანი პა-
უზა, რომელიც მის ბოლო სიტყვებს მოჰყვა, უცნაურად მოეჩვენებო-
და.
– სად? – ჰკითხა მას ქეითმა ბოლოს.
– აქ.
ქეითი ნელა შემოტრიალდა და ჯოს თვალებში შეხედა.
– სულ ტყუილუბრალოდ გამუშავე ბრმად, ჯო. შეცდომის აღიარე-
ბა ძალიან ძნელია, მაგრამ მაინც მომიწევს, როგორც ვატყობ. იზელი
ოლქიდან იმიტომ გავაგდებინე, რომ მეგონა, რაღაცა მომპარა, – ქე-
ითის ხმაში სევდა გამოჩნდა. – ვცდებოდი. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩი-
ნე, რომ არაფერი მოუპარავს და ძალიან მაწუხებს ეს ამბავი. ახლა,
მინდა ვიპოვო და დავამშვიდო, ბოდიში მოვუხადო, ხომ გესმის? ვი-
ცი, შენ უცნაურად გეჩვენება, ასე რომ ვსაუბრობ.
– არა, მემ.
– თუ შეძლებ, იპოვე. ვნახავ იმ საბრალოს, ბოდიშს მოვუხდი და
თავადაც უკეთ ვიგრძნობ თავს.
– შევეცდები, მემ.

784
– თუ ფული დაგჭირდა, მითხარი, არ მოგერიდოს. ჰო, და იზელს თუ
იპოვი, შეგიძლია უთხრა ყველაფერი, რაც მე ამწუთას გითხარი. თუ აქ
მოსვლა არ მოუნდება, მისამართი გამიგე და თავად დავურეკავ. ფული
გჭირდება?
– არა, ახლა არ მჭირდება, მემ. ისე, ქალაქში გასვლა უფრო ხში-რად
მომიწევს.
– როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე იმოქმედე, ჯო. მორჩა, შეგიძლია
წახვიდე.
ჯოს მოუნდა, საკუთარ თავს ჩახუტებოდა. დერეფანში რომ გავიდა,
საკუთარ იდაყვებს ჩაეჭიდა და იგრძნო, როგორ დაუარა სიამოვნებამ
მთელ სხეულში. მას უკვე სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი თავად დაგეგმა.
ნახევრად ჩაბნელებულ მისაღებში რომ გაიარა, გოგონების ჩუმი საუბა-
რი შემოესმა. შემდეგ, გარეთ გავიდა და ვარსკვლავებით გადაჭედილ
ცას შეხედა. ადგილ-ადგილ, პატარა ღრუბლებიც მიცურავდა.
ჯოს თავისი ჯაჯღანა მამა და მისი სიტყვები გაახსენდა: „სუპი რომ
დააქვთ, იმ ქალებს მიაქციე ყურადღება“, – უთხრა მან შვილს ერთხელ.
– „თუ ქალს სუპი სულ ერთსა და იმავე ადამიანთან დააქვს, ესე იგი, მის-
გან რაღაცას მოელის. კარგად დაიმახსოვრე ეს“.
„სუპი დააქვს“, – გაიფიქრა ჯომ, – „მე უფრო ჭკვიანი მეგონა“. მან კი-
დევ ერთხელ გაიხსენა ქეითის სიტყვები და ინტონაცია, რამე რომ არ გა-
მორჩენოდა. შემდეგ, ალფის ნათქვამიც გაახსენდა: „სასმელი ან ნამ-
ცხვარი რომ შემომთავაზოს...“
-3-
ქეითი თავის მაგიდასთან იჯდა. ეზოდან ფოთლების შრიალი ესმო-
და და ამ ქარიან სიბნელეში, ყველგან იზელი ელანდებოდა – მსუქანი
და ფეთხუმი იზელი, რომელიც თითქოს მედუზასავით მიიზლაზნებო-
და მისკენ. ქეითი დაღლილი იყო.
ის ნაცრისფერ ოთახში შევიდა, კარი დაკეტა, სიბნელეში დაჯდა და
იგრძნო, რომ თითების ტკივილი ისევ უბრუნდებოდა. სახეზე სისხლი
ჰქონდა მოწოლილი და საფეთქლები უცემდა. მან კისერზე ჩამოკიდე-

785
ბულ პატარა ცილინდრს მოჰკიდა ხელი, ლოყაზე მიიდო და იგრძნო,
რომ სითამამე დაუბრუნდა. ცოტა ხანში, ადგა, პირი დაიბანა, სახეზე ფე-
რუმარილი წაისვა და თმაც დაივარცხნა. დერეფნის ბოლომდე რომ მი-
ვიდა, მისაღებთან გაჩერდა და გაირინდა. ყოველთვის ასე აკეთებად.
კარიდან მარჯვნივ, ორი გოგონა და ერთი მამაკაცი საუბრობ-
დნენ. როგორც კი მათ ქეითი დაინახეს, წამსვე გაჩუმდნენ.
– ჰელენ, თუ დაკავებული არა ხარ, წამომყევი. საქმე მაქვს შენ-
თან, – თქვა ქეითმა.
ქერათმიანი და ფერმკრთალი გოგონა მორჩილად გაჰყვა მას
უკან. ქეითის ოთახში რომ შევიდნენ, შეშინებულმა იკითხა:
– რამე მოხდა, მის ქეით?
– დაჯექი. არა, არაფერი მომხდარა. „ზანგის“ დაკრძალვაზე იყა-
ვი, როგორც გავიგე.
– არ უნდა მივსულიყავი?
– სხვა რამე მაინტერესებს. იყავი თუ არა, მითხარი.
– დიახ, მემ.
– მომიყევი, როგორი იყო.
– კონკრეტულად რა გაინტერესებთ?
– ყველაფერი, რაც გახსოვს. როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა?
– როგორ გითხრათ, – თქვა ჰელენმა აკანკალებული ხმით, – ერ-
თდროულად ლამაზიც იყო და საზარელიც.
– რას გულისხმობ?
– არ ვიცი, როგორ აგიხსნათ. ყვავილები საერთოდ არ იყო, არა-
ფერი იყო ისეთი, რასაც სხვა დაკრძალვაზე ნახავ, მაგრამ... რაღაც-
ნაირი კეთილშობილება იგრძნობოდა. „ზანგი“ შავ კუბოში იწვა, ვერ-
ცხლის სახელურები კი ისეთი უზარმაზარი იყო, რომ თვალები შუბ-
ლზე აგივიდოდა. რაღაცნაირი შეგრძნება დამეუფლა. ვერ გეტყვით,
როგორი... ვერ აგიხსნით.
– გასაგებია. რა ეცვა?
– ეცვაო, მკითხეთ?

786
– ჰო, რა იყო? აბა, შიშველი ხომ არ იწვებოდა კუბოში?
ჰელენს სახეზე შეეტყო, რომ მთელი ძალით ცდილობდა გაეხსე-
ნებინა, თუმცა ამაოდ.
– არ ვიცი, მემ, – თქვა მან ბოლოს, – არ მახსოვს.
– სასაფლაოზეც იყავი?
– არა, მემ. იმ კაცის გარდა, არავინ წასულა.
– ვინ კაცის?
– მისი ქმრის.
შემდეგი შეკითხვა ქეითმა სწრაფად დასვა. შესაძლოა, ზედმეტად
სწრაფადაც კი.
– დღეს კლიენტები გყავს, ხომ?
– არა, მემ. ხვალ მადლიერების დღეა და...
– ჰო, სულ დამავიწყდა. კარგი, შეგიძლია წახვიდე.
ქეითმა ჰელენს თვალი გააყოლა, შემდეგ კი ანერვიულებული მივი-
და თავის საწერ მაგიდასთან.
სანტექნიკოსის მიერ დატოვებულ გრძელ ანგარიშს რომ შეხედა,
მარცხენა ხელი ასწია და ყელზე ჩამოკიდებულ ძეწკვს შეეხო. მისთვის
ეს თავის დამშვიდების ერთ-ერთი საშუალება იყო.

თავი ორმოცდამეცხრე
-1-
ლი და კეილი ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ადამი, რომ სადგურ-
ზე მისი წასვლა საჭირო არ იყო. სან-ფრანცისკოდან ლოს-ანჯელესში
მიმავალი მატარებელი „ტოროლა“ სალინასში ღამით უნდა ჩამომდგა-
რიყო და არონი ჩამოეყვანა.
– მარტო ებრა რომ წავიდეს, გაცილებით უკეთესია, – თქვა კეილმა, –
არონს ასე უფრო ესიამოვნება.
– მართალია, – დაეთანხმა ლი, – ებრას გარდა, მაინც ვერავის დაინა-
ხავს და სჯობს სახლში დაველოდოთ.

787
– არა, მე მინდა, რომ საკუთარი თვალით ვნახო, როგორ ჩამოვა
მატარებლიდან, – არ იშლიდა თავისას ადამი, – დარწმუნებული ვარ,
შეცვლილი იქნება.
– სულ რაღაც ორი თვეა, რაც წავიდა, – თქვა ლიმ, – არც განსაკუთ-
რებულად შეცვლილი იქნება და არც გაზრდილი.
– რაღაც ცვლილება მაინც იქნება. გარემოს შეცვლა თავისას
შვრება, ხომ იცით?
– შენ თუ წახვალ, გამოდის, რომ ჩვენც უნდა წამოვიდეთ, – თქვა
კეილმა.
– წამოდით, მერე. შენ რა, საკუთარი ძმის ნახვა არ გინდა? – მკაც-
რად ჰკითხა მას ადამმა.
– როგორ არ მინდა. უბრალოდ, მგონია, რომ თავად მას არ მოუნ-
დება ჩემი ნახვა... ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ სადგურში.
– მე კი დარწმუნებული ვარ, რომ გაუხარდება. თქვენ არონს კარ-
გად არ იცნობთ, როგორც ჩანს.
ლიმ ხელები ასწია.
– კარგი, ესე იგი, ყველანი მივდივართ, – თქვა მან.
– წარმოიდგინეთ, რამდენი ახალი რაღაცა ექნება ნასწავლი, –
თქვა ადამმა, – შეიძლება, საუბრის მანერაც შეცვლილი ჰქონდეს. აღ-
მოსავლეთში, მაგალითად, ყველა უნივერსიტეტში სხვადასხვანაი-
რად საუბრობენ. ადამიანი ხმას რომ ამოიღებს, წამსვე მიხვდები,
ჰარვარდში სწავლობს თუ პრინსტონში. ასე ამბობენ, ყოველ შემ-
თხვევაში.
– აუცილებლად დავაკვირდები, – თქვა ლიმ და კეილს თვალი ჩა-
უკრა, – სტენფორდული დიალექტის შესახებ არასდროს მსმენია.
ადამი ამაში სასაცილოს ვერაფერს ხედავდა.
– ოთახში ხილი უნდა დავახვედროთ, – უთხრა მან ლის, – ხომ არ
დაგავიწყდა?
– ვაშლი, მსხალი და ყურძენი უკვე მის ოთახშია.

788
– ჰო, ყურძენი ძალიან უყვარს, – თქვა ადამმა, – ნამდვილად მახსოვს,
რომ უყვარს.
ადამმა სადგურზე მისვლა მატარებლის ჩამოდგომამდე ნახევა-
რი საათით ადრე მოინდომა. ლი და კეილი იძულებულები იყვნენ
მისთ-ვის ანგარიში გაეწიათ. რომ მივიდნენ, ებრა უკვე იქ იყო.
– ხვალ სადილზე ვერ დაგეწვევით, – უთხრა მან ლის. – მამაჩემმა
მთხოვა, სახლში იყავიო. როგორც კი მოვიცლი, მოვალ.
– გეტყობა, ძალიან ნერვიულობ. სუნთქვა გეკვრება.
– ჰო. შენ არა?
– კი, მეც. აბა, ერთი გაიხედე, მწვანე ხომ არ აუნთიათ ჯერ?
მატარებლის განრიგი ადამიანების სიამაყისა და ნერვიულობის სა-
განია. როდესაც წითელ ფერს მწვანე შეცვლის და შორს, მოსახვევში,
ორთქლმავლის სინათლეები გამოჩნდება, სადგურზე მყოფი ყველა
ადამიანი ერთდროულად დაიხედავს ხოლმე საათზე და იტყვის: „ზუს-
ტად მოდის“.
ამ სიტყვებში სიამაყეც ჩანს და შვებაც. რაც დრო გადის, წამის პატა-
რა ნაწილიც კი მნიშვნელობას იძენს, რადგან ადამიანების საქმიანო-
ბებს შორის ზღვარი სულ უფრო და უფრო ნაკლებად შესამჩნევი ხდება.
ცოტა ხანში, ჩვენ წამის მეათედს მივაქცევთ ყურადღებას, შემდეგ წამის
მეასედისთვის მოგვიწევს სახელის მოფიქრება და ასე გაგრძელდება მა-
ნამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს, არ ვიტყვით: „ჯანდაბას! მთავარია სა-
ათი დაემთხვეს“. თუმცა, მე ამის არ მჯერა. დროის ასეთ მცირე მონაკვე-
თებზე ნერვიულობა სისულელე სულაც არ არის. საკმარისია რამე ოდ-
ნავ მაინც არ დაემთხვეს დანიშნულ დროს, რომ ყველაფერი, რაც მასზეა
დამოკიდებული, ირღვევა და მღელვარებაც ისე ვრცელდება გარშემო,
როგორც წყალში ქვის ჩაგდებით გამოწვეული პატარა ტალღები.
„ტოროლა“ ისე შემოიჭრა სალინასის სადგურში, თითქოს გაჩერებას
საერთოდ არ აპირებდა. მუხრუჭების ხმა მხოლოდ მას შემდეგ გაისმა,
რაც ორთქლმავალმა და სატვირთო ვაგონებმა საკმაოდ დიდი მანძი-
ლით ჩაუარეს ბაქანს.

789
სალინასის საზომებით, მატარებელმა არცთუ მცირე რაოდენო-
ბის მგზავრი ჩამოიყვანა. ეს იყო ხალხი, ვინც მადლიერების დღის
აღნიშვნა ნათესავებთან ერთად გადაწყვიტა. ხელში ყველას საჩუქ-
რებით სავსე ყუთები ეჭირა. სანამ ტრასკები არონს დაინახავდნენ,
რამდენიმე წუთი გავიდა. საბოლოოდ, როდესაც ის გამოჩნდა, ყვე-
ლას მოეჩვენა, რომ გამაღლებული იყო.
თავზე არონს მოდური, ვიწროკიდეებიანი ქუდი ეხურა. ოჯახის
წევრების დანახვა მას ისე გაუხარდა, რომ თავქუდმოგლეჯილი გაიქ-
ცა მათკენ. მისი ახალი ვარცხნილობა ყველას წამსვე მოხვდა თვალ-
ში. არონს თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, თვალები კი ისე უბრწყი-
ნავდა, რომ თავისდაუნებურად ყველამ სიცილი დაიწყო.
არონმა ჩემოდანი მიწაზე დააგდო და ებრა ხელში აიტაცა, შემ-
დეგ მან ადამსა და კეილს გაუწოდა ხელები, ლის კი ისე მაგრად ჩა-
ეხუტა, კინაღამ ძვლები დაუმტვრია.
სახლში რომ ბრუნდებოდნენ, ყველა ერთად ლაპარაკობდა.
– როგორა ხარ?
– მშვენივრად გამოიყურები.
– ებრა, როგორ გალამაზებულხარ!
– მოიცა რა. თმა რატომ შეიჭერი?
– იქ ყველას ასეთი ვარცხნილობა აქვს.
– არა, ცუდი სულაც არ არის. უბრალოდ, შენ ისე უფრო გიხდებო-
და.
ისინი მთავარ ქუჩას გაუყვნენ, შემდეგ, ერთი კვარტალი რომ გაი-
არეს, ცენტრალურ პროსპექტზე შეუხვიეს და რეინოს საცხობთან აღ-
მოჩნდნენ. ვიტრინები ფრანგული ბაგეტებით იყო სავსე. შავგვრე-
მანმა მისის რეინომ მათ თავისი ფქვილიანი ხელი დაუქნია და აი,
ისინიც უკვე სახლში არიან.
– ყავას ხომ არ მოგვიდუღებდი? – უთხრა ადამმა ლის.
– უკვე მზად არის. სანამ სახლიდან გავიდოდით, მანამდე მოვა-
დუღე და ნელ ცეცხლზე დავტოვე.

790
ჭიქები უკვე მაგიდაზე ეწყო. არონი და ებრა ტახტზე ისხდნენ, ადამი
საკუთარ სავარძელში, ტორშერის გვერდით მოკალათებულიყო, ლი ყა-
ვას ასხამდა, კეილი კი კარებში იდგა. ისინი ისევ ერთად იყვნენ. რამდე-
ნიმე წუთი, ხმა არავის ამოუღია. ეს ის მომენტია, როდესაც პირველმა
სიხარულმა უკვე გადაიარა, სხვა, ყოველდღიურ თემებზე გადასვლა კი
ყველას უადგილოდ ეჩვენება. სიჩუმე ადამმა დაარღვია.
– ყველაფერი დაწვრილებით მაინტერესებს, – თქვა მან. – კარგი ნიშ-
ნები გყავს?
– მომავალ თვეში გაირკვევა, მამა.
– გასაგებია. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.
არონს სახეზე უკმაყოფილება შეეტყო.
– დაღლილი ხარ, ეტყობა, – უთხრა მას ადამმა. – თუ გინდა, ხვალ
დავილაპარაკოთ.
– დარწმუნებული ვარ, სულაც არ არის დაღლილი, – ჩაერთო ლი. –
მარტო ყოფნა უნდა.
– ჰო, რა თქმა უნდა... ჰო, მართალი ხარ, – თქვა ადამმა, ლის რომ შე-
ხედა. – წავიდეთ და დავიძინოთ, მაშინ.
საბოლოოდ, ეს საკითხი ებრამ გადაწყვიტა.
– მე დიდი ხნით ვერ გავჩერდები, – თქვა მან. – არონ, წამოდი, სახ-
ლამდე გამაცილე. ხვალ ისევ ერთად ვიქნებით.
გზაში, არონმა ებრას ხელი ჩაჰკიდა და იგრძნო, რომ ტანში ჟრუან-
ტელმა დაუარა
– ყინვა იქნება, როგორც ჩანს, – თქვა მან.
– გიხარია, სახლში რომ ხარ?
– ძალიან. ბევრი სალაპარაკო მაქვს შენთან.
– კარგ თემებზე?
– ალბათ. იმედი მაქვს, მოგეწონება.
– რა სერიოზული ხარ.
– სერიოზულ თემებზე უნდა გელაპარაკო და იმიტომ.
– უკან როდის ბრუნდები?

791
– კვირას საღამოს.
– ესე იგი, საკმარისი დრო გვაქვს. მეც უნდა გითხრა ბევრი რაღაცა.
ხვალინდელი დღე ხომ ჩვენია, მერე კიდევ პარასკევი, შაბათი და კვირა.
არონ, დღეს სახლში ნუ შემომყვები, კარგი?
– რატომ?
– მერე გეტყვი.
– ახლავე მითხარი.
– რა ვიცი... მამაჩემი ისევ უკმაყოფილოა...
– ჩემ გამო?
– ჰო. ხვალ სადილზე ვერ დაგეწვევით, მაგრამ სახლში ბევრს არ
შევჭამ. ლის გადაეცი, რომ ერთი ულუფა შემინახოს. მოგვიანებით
გესტუმრებით.
ებრამ იგრძნო, რომ არონი ადრინდელზე ოდნავ უფრო მორცხვი
გამხდარიყო. ეს სახეზეც ეტყობოდა და საუბარზეც.
– არ უნდა მეთქვა. ყოველ შემთხვევაში, დღეს, – თქვა ებრამ.
– კი, უნდა გეთქვა, – უპასუხა არონმა. – ებრა, სიმართლე მითხა-
რი, შენ... შენ ისევ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა?
– კი, მინდა.
– კარგი, მაშინ წავალ. ხვალ ვილაპარაკოთ.
არონმა ებრას ნაზად აკოცა ტუჩებზე და სახლის შესასვლელთან
დატოვა. ებრა ოდნავ ნაწყენი ჩანდა. არ ეგონა, არონი თუ ასე ადვი-
ლად დანებდებოდა. თუმცა, რამდენიმე წამში, საკუთარ თავზე გა-
ეცინა. მართლა სასაცილოა, როცა ადამიანს რაღაცას სთხოვ და, რომ
შეგისრულებს, გეწყინება. ებრამ სწრაფი ნაბიჯით მიმავალ არონს
თვალი გააყოლა. „სულ გავგიჟდი“, – გაიფიქრა მან, – „საკუთარ ფან-
ტაზიებში ვცხოვრობ“.
-2-
არონმა ყველას ძილი ნებისა უსურვა და თავის ოთახში რომ შე-
ვიდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში,
გაუნძრევლად იჯდა და საკუთარ ხელებს აკვირდებოდა. ადამის მი-

792
ერ გამოვლენილმა მამობრივმა ამბიციამ, ის უხერხულ მდგომარეობაში
ჩააგდო და შებოჭა. არონი ახლაღა მიხვდა, რომ ეს შეგრძნება ძალიან
ძლიერი იყო. მან ისიც კი არ იცოდა, ეყოფოდა თუ არა ძალა, რათა ამ
ხაფანგიდან თავი დაეღწია. მისი გონება ბურუსით იყო მოცული. აზრე-
ბის მობილიზებას ვერ ახერხებდა. სახლიც ზედმეტად ნესტიანად და
ცივად მოეჩვენა.
არონი ადგა, ოთახიდან უხმაუროდ გავიდა და დაინახა, რომ კეილის
ოთახში სინათლე ენთო. დააკაკუნა და სანამ ძმა პასუხს გასცემდა, კარი
შეაღო.
კეილი თავის ახალ მაგიდასთან იჯდა და რაღაცას აკეთებდა. წინ პა-
პირუსის ქაღალდი ედო, გვერდით კი წითელი ფერის ყაითანი იყო დახ-
ვეული. როდესაც ოთახში არონი შევიდა, კეილმა დიდი ქაღალდი აიღო
და რაღაცას გადააფარა.
– საჩუქრებს ამზადებ? – ჰკითხა მას არონმა.
– ჰო, – მოკლედ მოუჭრა კეილმა.
– რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. გცალია?
– რა თქმა უნდა. შემოდი და ჩამოჯექი. ოღონდ, ჩუმად ილაპარაკე,
თორემ მამა შემოვა. ყველაფერი აინტერესებს, ხომ იცი?
არონი საწოლზე დაჯდა და იმდენ ხანს იყო ჩუმად, რომ კეილმა თა-
ვად ჰკითხა:
– რა ხდება, არონ? პრობლემები გაქვს?
– არა, უბრალოდ, დალაპარაკება მინდოდა. კეილ, მე აღარ მინდა კო-
ლეჯში სწავლა.
– მართლა? რატომ? – გაოგნდა კეილი.
– არ მომწონს და მორჩა.
– იმედია, მამასთვის ჯერ არ გითქვამს. ძალიან ეწყინება. მე რომ არ
ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, ამაზე ისედაც ნერვიულობს და ახლა
შენი ამბავიც რომ დაემატოს, საერთოდ გაგიჟდება... და რას აპირებ?
– ვიფიქრე, რომ რანჩოზე დავსახლდებოდი და მიწას დავამუშავებ-
დი.

793
– ებრა?
– ისიც წამომყვება. რამდენიმე წლის წინ, თვითონ მომაწოდა ეს
იდეა.
– ჰო, მაგრამ რანჩო იჯარითაა გაცემული და ვადა ჯერ არ ამოწუ-
რულა.
– არ მეჩქარება. ჯერ მხოლოდ ვფიქრობ.
– ფერმერობით ფულს ვერ იშოვი, არონ.
– ბევრი ფული არც მჭირდება. შიმშილით ნამდვილად არ მოვ-
კვდები.
– მე ასე არ ვთვლი. მე ბევრი ფული მინდა გავაკეთო და გავაკე-
თებ კიდეც.
– როგორ?
კეილს ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ არონზე უფროსიც იყო
და ჭკვიანიც. ძმის მიმართ მას მზრუნველობითი ინსტინქტი გაუჩ-
ნდა.
– თუ კოლეჯში დაბრუნდები, მეც მალე დავიწყებ ჩემს საქმეს და
საძირკველს ჩავყრი, – თქვა მან. – ჰოდა, სწავლას რომ დაამთავრებ,
პარტნიორებიც გავხდებით. მე ერთ საქმეს მივხედავ, შენ კი მეორეს.
კარგი იდეაა, არა?
– არ მინდა კოლეჯში დაბრუნება. რატომ უნდა დავბრუნდე?
– იმიტომ, რომ მამას ასე სურს.
– ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის.
კეილმა ძმას გაბრაზებული სახით შეხედა, მის თვალებს, ღია ფე-
რის თმას დააკვირდა და წამსვე მიხვდა, რატომ უყვარდა ის ადამს
ასე ძლიერად.
– მე მგონი, სჯობს დაიძინო. ნაჩქარევად ნურაფერს გადაწყვეტ.
ერთი სემესტრი მაინც რომ დაამთავრო, ცუდი ნამდვილად არ იქნე-
ბა.
არონი ადგა და კარისკენ გაემართა.
– საჩუქარს ვის უმზადებ? – ჰკითხა მან კეილს.

794
– მამას. ხვალ საკუთარი თვალით ნახავ. სადილზე.
– საჩუქრებს შობაზე აძლევენ ხოლმე.
– ვიცი. მე კი ახლა ვაჩუქებ. არ შეიძლება?
როდესაც არონი ოთახიდან გავიდა, კეილმა საჩუქარს დახედა და
ფული კიდევ ერთხელ გადათვალა. ბანკნოტები ახალთახალი იყო და
სულ ტკაცუნი გაჰქონდა. მონტერეის საოლქო ბანკმა საგანგებოდ გააგ-
ზავნა კურიერი სან-ფრანცისკოში, რათა ისინი სალინასში ჩამოეტანა და
ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც კეილმა ბანკს მიზეზი დაუსახელა.
თავდაპირველად, ბანკის თანამშრომლები ძალიან გაკვირვებულები
იყვნენ და ვერ წარმოედგინათ, როგორ შეიძლებოდა ჩვიდმეტი წლის
ბიჭი ასეთი რაოდენობის თანხის მფლობელი ყოფილიყო. ფინანსის-
ტებს არ უყვართ, როდესაც ვინმე ფულს ზერელედ ეპყრობა, თუნდაც
ამის უკან ახლობლური და სენტიმენტალური ზრახვები იდგეს. საბო-
ლოო ჯამში, ვილი ჰამილტონმა თავად დაარწმუნა ბანკი, რომ კეილმა
ეს თანხა პატიოსანი გზით იშოვა და შესაბამისად, უფლება ჰქონდა ისე
დაეხარჯა, როგორც თავად ჩათვლიდა.
კეილმა ფული ისევ პაპირუსის ქაღალდში დააბრუნა, შეახვია და ყა-
ითნით შეკრა. კვანძს, რომელიც მან ბოლოში გააკეთა, მხოლოდ განსა-
კუთრებული მონდომების შემთხვევაში მიამსგავსებდი ბაფთას. ერთი
შეხედვით, გეგონებოდა, რომ ქაღალდში ცხვირსახოცი ან რაიმე მსგავსი
უბრალო ნივთი იყო გახვეული. კეილმა საჩუქარი კარადაში, პერანგებს
შორის დამალა და საწოლში ჩაწვა, თუმცა ვერაფრით დაიძინა. ის
აღელვებული იყო და ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა ღამე და
დადგებოდა ის მომენტი, როდესაც მამას საჩუქარს გაუწოდებდა. მან კი-
დევ ერთხელ წარმოიდგინა ყველაფერი.
– ეს შენ.
– რა არის ეს?
– საჩუქარი.

795
რა უნდა მომხდარიყო ამის შემდეგ, მან არ იცოდა. კიდევ დიდ-
ხანს იკოტრიალა ლოგინში, შემდეგ კი, როდესაც გათენდა, წამოდგა,
ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
ბებერი მარტინი უკვე გამოსულიყო, ხელში დიდი ცოცხი ეკავა და ქუ-
ჩას ასუფთავებდა. ქალაქის საბჭოს ვერა და ვერ გადაეწყვიტა, შეეძინა
თუ არა მექანიკური დამგველი. ბებერ მარტინს იმედი ჰქონდა, რომ
ერთ-ერთი მათგანის მართვის უფლებას მიიღებდა, თუმცა, ამავე
დროს, ამ პერსპექტივას არცთუ ოპტიმისტურად უყურებდა. „ყველა-
ფერი საუკეთესო ახალგაზრდებს ერგებათ“, – ამბობდა ის. შორიახ-
ლოს, „ბაჩიგალუპის“ ნაგვის მანქანამ ჩაიარა. მარტინმა მას ზიზ-
ღით შეხედა. „აი, ბიზნესიც ამას ჰქვია. მდიდრდებიან ეს წყეული
იტალიელები“, – ჩაილაპარაკა მან.
ადგილ-ადგილ, რამდენიმე უსახლკარო ძაღლი დაეხეტებოდა,
სასადილოსთან კი ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი თითოოროლა
ადამიანი მოძრაობდა. სხვა მხრივ, მთავარი ქუჩა ცარიელი იყო. იქ-
ვე, ახლოს, პეტ ბიულენის ტაქსი იდგა. უილიამსებმა ღამით გამოი-
ძახეს, გოგონები რომ სადგურამდე მიეყვანა.
– ახალგაზრდავ, სიგარეტი ხომ არ გექნებათ? – დაუძახა მარტინ-
მა კეილს.
კეილი გაჩერდა და ჯიბიდან მუყაოს კოლოფი ამოიღო.
– უყურე შენ! – გაუკვირდა მარტინს, – ძვირფასი სიგარეტი ჰქო-
ნია. მომიკიდე ბარემ.
კეილმა ასანთს გაჰკრა და ცეცხლი მარტინის სახესთან ფრთხი-
ლად მიიტანა, ისე, რომ მისი წვერ-ულვაში არ დაეწვა. მარტინი ცოც-
ხის ტარს დაეყრდნო და რამდენჯერმე ხარბად მოქაჩა.
– ყველაფერი ახალგაზრდებს ერგებათ, – თქვა მან. – არა, მე მარ-
თვის უფლებას ნამდვილად არ მომცემენ.
– რისი მართვის?
– როგორ თუ რისი? ახალი დამგველის. შენ რა, მთვარიდან ჩამო-
ვარდი?

796
მარტინისთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებო-
და ადამიანს, თუ ის ოდნავ მაინც იყო ინფორმირებული, ახალი დამგვე-
ლების შესახებ არაფერი სცოდნოდა. კეილის არსებობა წამსვე დაივიწყა
და თავისთვის განაგრძო ბურტყუნი. იქნებ ბაჩიგალუპიმ მასაც მისცეს
სამუშაო? ფულს თავად ბეჭდავენ მგონი, ეგ ოხრები! სამი ფურგონი და
ერთი სატვირთო მანქანა ჰყავთ უკვე.
კეილმა ალისალის ქუჩაზე შეუხვია, ფოსტის განყოფილებაში შევი-
და და 632-ე ყუთში შეიხედა. იქ რომ ვერაფერი ნახა, სახლში დაბრუნდა
და აღმოაჩინა, რომ ლი უკვე ფეხზე იყო. ის სამზარეულოში იდგა და საკ-
მაოდ მოზრდილ ინდაურს ამუშავებდა.
– მთელი ღამე სეირნობდი?
– არა, ცოტა ხნის წინ გავედი, – უპასუხა კეილმა.
– ნერვიულობ.
– ძალიან.
– არ მიკვირს. მეც ვინერვიულებდი. საჩუქრების კეთება რთული საქ-
მეა, თუმცა... შენ რომ გასაჩუქრებენ რამეს, ის უფრო რთულია. სასაცი-
ლოა, არა? ყავა ხომ არ გინდა?
– რა ვიცი, წინააღმდეგი არა ვარ.
ლიმ ხელები გაიწმინდა და ორი ჭიქა ყავა გაამზადა.
– არონზე რას იტყვი? როგორ გამოიყურება?
– მშვენივრად.
– ელაპარაკე?
– არა.
კეილმა ჩათვალა, რომ ასე ჯობდა. სიმართლე რომ ეთქვა, ლი აუცი-
ლებლად ჩაეკითხებოდა და მერე ყველა არონზე ილაპარაკებდა. კეილი
თვლიდა, რომ ეს დღე არა არონის, არამედ მისი იყო. მან დიდი ხნის წინ
დაგეგმა ყველაფერი და ამ მომენტს მოუთმენლად ელოდა.
ამ დროს, სამზარეულოში არონი შემოვიდა. მას თვალებზე ეტყობო-
და, რომ ახალი გაღვიძებული იყო.
– ლი, სადილი, დაახლოებით, რომელ საათზე იქნება მზად?

797
– არ ვიცი, არონ. ოთხის ნახევარზე ან ოთხზე.
– ხუთამდე ვერ გაწელავ?
– თუ ადამი თანახმა იქნება, რა პრობლემაა? რამე გაქვს ჩაფიქრებუ-
ლი?
– ერთი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს მამასთან და მინდა, რომ ებ-
რაც ჩემს გვერდით იყოს. გუშინ მითხრა, ხუთამდე ვერ მოვალო.
– კარგი, როგორც გინდა.
კეილი ადგილიდან წამოხტა და საკუთარ ოთახში ჩაიკეტა. ის მა-
გიდას მიუჯდა, ლამფა აანთო და ნერვიულად დაიწყო წრიალი. არო-
ნი ამ დღეს ართმევდა. თან ისე, რომ ოდნავაც არ დაუტანებია ძალა,
არ უწვალია, წინასწარ არაფერი მოუმზადებია. კეილს ეს ფიქრები
არა და არ ასვენებდა, თუმცა მოულოდნელად, ძალიან შერცხვა. მან
სახეზე ხელები მიიფარა და საკუთარ თავს რამდენჯერმე გაუმეორა:
„ეს უბრალოდ ეჭვიანობაა. მე ვეჭვიანობ. ჰო, ნამდვილად ასეა. ვეჭ-
ვიანობ. არ მინდა, რომ ვეჭვიანობდე. არ მინდა... ვეჭვიანობ, ვეჭვი-
ანობ, ვეჭვიანობ“. ეს სიტყვა მან კიდევ ბევრჯერ წარმოთქვა ხმამაღ-
ლა, თითქოს სურდა, რომ ეს გრძნობა სწორედ ასეთი ხერხით ჩაეხ-
შო. მალე, იქამდეც მივიდა, რომ თვითკრიტიკას მიჰყო ხელი: „რა-
ტომ ვაძლევ ფულს? მისთვის მინდა კარგის გაკეთება თუ საკუთარი
თავისთვის? საკუთარი თავისთვის. ჰო, ნამდვილად ასეა. ვილი ჰა-
მილტონმაც ხომ იგივე თქვა – მე მინდა, რომ მამაჩემის სიყვარული
ვიყიდო. არ არის ეს ღირსეული საქციელი. არა ვარ მე ღირსეული
ადამიანი, როგორც ჩანს. ახლა, ვზივარ აქ და საკუთარი ძმის მშურს.
დიახაც, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“.
„მოდი, გულახდილად ვილაპარაკოთ“, – ეუბნებოდა კეილი საკუ-
თარ თავს, – „მე მშვენივრად ვიცი, რატომ უყვარს მამას არონი ასე
თავდავიწყებით. იმიტომ, რომ არონი მის ცოლს ჰგავს. მამაჩემმა ბო-
ლომდე მაინც ვერ დაივიწყა ის და ქვეცნობიერად ისევ უყვარს. შე-
საძლოა, თავად ამას ვერც კი ხვდებოდეს, მაგრამ ეს ნამდვილად
ასეა. თუმცა, ვინ იცის, შესაძლოა ხვდება კიდეც. ახლა იმ ქალზეც გა-

798
მიხდა საეჭვიანო. იქნებ დავიტოვო ეს ფული და საერთოდ წავიდე სახ-
ლიდან? მაინც არავის მოვენატრები. ცოტა ხანი რომ გავა, საერთოდ
აღარ ემახსოვრებათ, ოდესმე თუ ვარსებობდი... ლის გარდა, არავის
ემახსოვრება. ისე, კაცმა რომ თქვას, არც ლის გრძნობებში ვარ დარწმუ-
ნებული. სავსებით შესაძლებელია, რომ არც მას ვუყვარდე“.
კეილმა მუშტები შეკრა და შუბლზე მიიდო.
„ძალიან მაინტერესებს, ნეტავი არონსაც თუ უწევს ამდენი ბრძოლა?
დარწმუნებული ვარ, რომ არა. ან იქნებ... ვინ იცის? ვკითხო? რა აზრი
აქვს? სიმართლეს მაინც არ მეტყვის“.
კეილი საკუთარ თავზე გაბრაზებულიც იყო და სიბრალულსაც
გრძნობდა. შემდეგ, სრულიად
მოულოდნელად, მას კიდევ ერთი, მშვიდი და აუღელვებელი ხმა ჩა-
ესმა: „თუ გულწრფელი ხარ, გამოდის, რომ ამ თვითგვემით სიამოვნებას
ღებულობ. იქნებ სწორედ ეს არის სიმართლე? იქნებ დაივიწყო ყველა
და ყველაფერი? იქნებ შეეცადო, რომ იყო ის, ვინც ხარ და გააკეთო ის,
რასაც აკეთებ?“ კეილს თავადაც გაუკვირდა, ასეთი აზრები რომ მოუვი-
და თავში. „სიამოვნებას ვღებულობ? რა თქმა უნდა. ის, ვინც საკუთარ
თავს როზგავს, იმიტომ აკეთებს ამას, რომ სხვამ არ გაროზგოს. ეს თავ-
დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა“. კეილმა გონება დაძაბა. „მიეცი ფული“,
– გაიფიქრა მან. – „ოღონდ, მსუბუქად მიეცი, ისე მიეცი, რომ ამას განსა-
კუთრებულ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ. ნუ გექნება რაიმეს იმედი. მიეცი
და დაივიწყე. შემდეგ კი იმასაც შეეგუე, რომ ეს არონის დღე იქნება. ჰო,
რატომაც არა?“
კეილი წამოხტა და სამზარეულოსკენ გაქანდა.
არონს ხელში გამოშიგნული ინდაური ეჭირა, ლი კი მასში ფარშს
დებდა. ღუმელი უკვე გაცხელებული იყო.
– ესეც ასე, – თქვა ლიმ. – ესე იგი, თვრამეტი ფუნტია. ერთ ფუნტს თუ
ოცი წუთი სჭირდება, გამოდის, რომ ოცი უნდა გავამრავლოთ თვრამეტ-
ზე. ანუ, სამასსამოცი წუთი მივიღეთ. ანუ, ზუსტად ექვსი საათი. ახლა
თერთმეტია. თორმეტი, პირველი, ორი...

799
ლი თითებზე ითვლიდა, ამასობაში კი კეილმა თქვა:
– არონ, რომ მორჩებით, ქალაქში გავისეირნოთ, არ გინდა?
– სად მიგყავარ?
– არსად. უბრალოდ გავიაროთ. რაღაცა უნდა გკითხო.
ქუჩაში რომ გავიდნენ, კეილმა არონი ბერჯესისა და გარიზიერის
მაღაზიისკენ წაიყვანა. ეს იყო ღვინისა და სპირტიანი სასმელების
ერთ-ერთი საუკეთესო მაღაზია.
– ვიფიქრე, რომ სადილისთვის ღვინის ყიდვა მოგინდებოდა, –
უთხრა კეილმა ძმას, – ფულს მოგცემ და იყიდე, არ გინდა?
– რომელი ღვინო ვიყიდო?
– თუ ნამდვილ ზეიმს ვაპირებთ, შამპანური საუკეთესო არჩევანი
იქნება.
– არა, ბიჭებო, თქვენ ჯერ პატარები ხართ, – უთხრა ტყუპებს ჯო
გარიზიერმა.
– დიახ, მაგრამ, ჩვენ ღვინო სადილისთვის გვინდა, – თავი იმარ-
თლა კეილმა.
– არა, მაინც ვერ მოგყიდით. მაპატიეთ.
– კეთილი, მაშინ ასე ვქნათ: ჩვენ ფულს გადაგიხდით, თქვენ კი
ღვინო მამაჩვენს გაუგზავნეთ.
– ეს სულ სხვა საქმეა, – გაუხარდა გარიზიერს. – „ეი დე პერდრიქ-
სი“ შემიძლია შემოგთავაზოთ.
– ეგ რა არის? – იკითხა კეილმა.
– „მწყერის თვალი“. შამპანურია ასეთი. მართლა მწყერის თვა-
ლის ფერია და იმიტომ ჰქვია ასე. ანუ, ვარდისფერია, თუმცა ოდნავ
უფრო მუქი, ვიდრე ჩვეულებრივი ვარდისფერი. თან მშრალია. ერთი
ბოთლი ოთხი და ორმოცდაათი ღირს.
– ძვირია, – თქვა არონმა.
– რა თქმა უნდა! – გაეცინა კეილს. – ჯო, სამი ბოთლი გააგზავნეთ,
თუ შეიძლება. ეს შენი საჩუქარი იქნება, არონ.
-3-

800
კეილისთვის დღე უსასრულოდ გაიწელა. მას სურდა სახლიდან გასუ-
ლიყო, ცოტა გაესეირნა, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა აკავებდა სახლში.
თერთმეტ საათზე, ადამი სამსახურში წავიდა, რათა წვევამდელების
ახალი სიებისთვის გადაევლო თვალი.
რაც შეეხება არონს, მას ნერვიულობა სრულებით არ ეტყობოდა. მი-
საღებ ოთახში იჯდა და ძველ ჟურნალებს ათვალიერებდა. სამზარეუ-
ლოდან შემწვარი ინდაურის სასიამოვნო სურნელი გამოდიოდა და
მთელ სახლს ავსებდა.
კეილი თავის ოთახში შევიდა, საჩუქარი კარადიდან გამოიღო და მა-
გიდაზე დადო. გადაწყვიტა, სამახსოვრო წარწერა გაეკეთებინა. „მამას
კეილებისგან“... „ადამ ტრასკს კეილებ ტრასკისგან“... საბოლოოდ, მან
ყველა ვარიანტი დაიწუნა, ქაღალდები ნაკუწებად აქცია და უნიტაზში
ჩარეცხა.
„მაინცდამაინც დღეს უნდა მივცე?“ – ფიქრობდა ის. – „ხვალ რომ ვა-
ჩუქო, რა მოხდება? წყნარად მივალ, გავუწოდებ და ვეტყვი, რომ ჩემი სა-
ჩუქარია. მერე, გამოვტრიალდები და წამოვალ. ჰო, ასე უფრო ადვილია.
თუმცა, არა. ასე არ გამოვა. სხვებმაც მინდა, რომ დაინახონ ყველაფე-
რი“.
კეილებს სუნთქვა ეკვრებოდა, ხელისგულები კი ისე ჰქონდა დანეს-
ტიანებული, დამწყებ მსახიობებს რომ აქვთ ხოლმე, სცენაზე პირველად
გასვლის წინ. მოულოდნელად, მას ის დღე გაახსენდა, მამამ რომ პოლი-
ციიდან წამოიყვანა. სითბოთი და სიახლოვით იყო სავსე ის დღე. მამა
მას ენდობოდა. თქვა კიდეც: „მე შენ გენდობი, კეილ“. მაშინ, ის გაცილე-
ბით უკეთ გრძნობდა თავს, ვიდრე ახლა.
დაახლოებით სამი საათი იყო, როდესაც ადამი სახლში დაბრუნდა.
კეილს მისაღები ოთახიდან აუღელვებელი საუბარი შემოესმა, ამიტომ,
სწრაფად წამოდგა და ოჯახის წევრებს შეუერთდა.
– დრო შეიცვალა, – ეუბნებოდა ადამი არონს. – თუ ადამიანი საკუთა-
რი საქმის სპეციალისტი არ არის, ვერაფერს მიაღწევს. სწორედ ამიტომ
გამიხარდა, კოლეჯში რომ წახვედი.

801
– მეც ბევრი ვიფიქრე ამ საკითხზე და ცოტა არ იყოს, ეჭვი შემეპა-
რა.
– ჰოდა, ნუღარ იფიქრებ. შენი პირველი გადაწყვეტილება ყველაზე
სწორი იყო. აი, მე შემომხედე, მაგალითად. მე საკმაოდ ბევრ რამეში ვარ
გარკვეული, თუმცა, ჩემი ცოდნა არ არის იმდენად სიღრმისეული, რომ
დღევანდელ დროში რამეს მივაღწიო.
კეილი არონის გვერდით ჩამოჯდა. ადამს მისთვის ყურადღება
არ მიუქცევია. ის საუბარში იყო გართული.
– ყველა ადამიანს სურს, რომ მისი შვილი განათლებული გამოვი-
დეს და ეს სავსებით ნორმალური სურვილია, – არ ჩერდებოდა ადა-
მი. – შესაძლოა, მე შენზე უკეთესადაც ვიცოდე, რა არის შენთვის კარ-
გი.
ამ დროს, ოთახში ლიმ შემოიხედა.
– ჩვენი სასწორი, როგორც ჩანს, ძალიან ურევს. ინდაური დროზე
ადრე იქნება მზად. ეტყობა, თვრამეტ ფუნტზე ნაკლებია.
– არა უშავს, ნელ ცეცხლზე გააჩერე, – თქვა ადამმა და ისევ იმ თე-
მას დაუბრუნდა. – სემ ჰამილტონმა იწინასწარმეტყველა, რომ ეს
დრო ოდესმე დადგებოდა. ის ამბობდა, რომ უნივერსალური ცოდნის
მქონე ადამიანების ეპოქა სრულდება, რადგან, ცოდნა იზრდება,
ფართოვდება და ერთი ადამიანი ამხელა ინფორმაციას ვერაფრით
დაიტევს. სემს მიაჩნდა, რომ მოვიდოდა დრო, როდესაც მხოლოდ
ძალიან მცირე პროფილის სპეციალისტები იარსებებდნენ და სამა-
გიეროდ, საკუთარი საქმე მათ ზედმიწევნით კარგად ეცოდინებო-
დათ.
– ჰო, მაგრამ, სემი ამას დანანებით ამბობდა, – დაიძახა ლიმ სამ-
ზარეულოდან. – მას ასეთი პერსპექტივა სრულებით არ ხიბლავდა.
– შენ ასე გახსოვს?
მარჯვენა ხელში ლის დიდი ჩამჩა ეკავა, მარცხენა კი მის ქვეშ
ჰქონდა შეშვერილი, ცხიმიანი წვეთები რომ ხალიჩაზე არ დაცემუ-
ლიყო. როდესაც ოთახში შემოვიდა, ეს ყველაფერი სრულებით და-

802
ავიწყდა და საუბრის დროს ისე დაიწყო ჩამჩის ქნევა, რომ იატაკი სულ
დასვარა.
– აი, ახლა უკვე ეჭვი მეპარება, – თქვა მან, – კარგად აღარ მახ-
სოვს, როგორ იყო. შეიძლება მე არ მომეწონა ეს მოსაზრება და სემს მი-
ვაწერე.
– რამ აგანერვიულა ასე? – გაუკვირდა ადამს, – სიტყვაც კი ვერ დამიძ-
რავს ისე, რომ პირად შეურაცხყოფად არ მიიღო.
– შესაძლოა ცოდნა ფართოვდება და შესაძლოა ადამიანები პატა-
რავდებიან, – განაგრძო ლიმ. – როდესაც ადამიანი ატომის წინაშე მუხ-
ლებზე დგება, შესაძლოა ის თავადაც ატომივით პატარავდება. შინაგა-
ნად, რა თქმა უნდა. შესაძლოა, ვიწრო პროფილის სპეციალისტი ერთი
უბრალო ლაჩარი იყოს, რომელსაც თავისი პატარა ნაჭუჭიდან გამოს-
ვლისა ეშინია. ამ დროს კი, ამ ნაჭუჭის მიღმა მთელი სამყაროა.
– ჰო, მაგრამ ჩვენ ახლა სულ სხვა რამეზე ვსაუბრობთ – იმაზე, რომ
ადამიანს საკუთარი თავის რჩენა უნდა შეეძლოს.
– საკუთარი თავის რჩენა? ფულის შოვნა, ანუ. საქმე რაშია, იცით? ფუ-
ლის შოვნა რთული სულაც არ არის, თუ მართლა ფული გინდა და მეტი
არაფერი. პრობლემა იმაშია, რომ მცირეოდენი გამონაკლისების გარდა,
ადამიანები არა ფულს, არამედ ფუფუნებას, სიყვარულსა და ძალაუფ-
ლებას ეძებენ.
– კეთილი, მაგრამ კოლეჯის საწინააღმდეგო რა გაქვს? ჩვენ სწორედ
ამაზე ვსაუბრობდით.
– ჰო, ბოდიშს ვიხდი, – თქვა ლიმ. – ცოტათი ავღელდი, მართალი
ბრძანდებით. თუ კოლეჯი ის ადგილია, სადაც ადამიანი სამყაროსთან
კავშირს პოულობს, ამის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი მაქვს.
სტენფორდი, როგორც ჩანს, სწორედ ასეთი ადგილია. არა, არონ?
– არ ვიცი, – უპასუხა არონმა.
ამ დროს, სამზარეულოდან შიშინის ხმა გაისმა.
– ჯანდაბა! გულღვიძლი დამეწვა! – დაიყვირა ლიმ და ოთახიდან
შურდულივით გავარდა.

803
– რა კარგი ადამიანია, – თქვა ადამმა და ლის ღიმილით გააყოლა
თვალი. – როგორი კარგი მეგობარია.
– იმედი მაქვს, ას წლამდე იცოცხლებს, – თქვა არონმა.
– შენ რა იცი, იქნებ უკვე ასისაა? – ჩაიცინა ადამმა.
– ყინულის ქარხანაში როგორ მიდის საქმეები, მამა? – იკითხა კე-
ილმა.
– მშვენივრად. საკუთარ დანახარჯსაც ისტუმრებს და მცირეოდე-
ნი შემოსავალიც მოაქვს. რატომ მეკითხები?
– ერთი-ორი კარგი იდეა მომივიდა და მინდოდა გამეზიარებინა.
– დღეს არ გვინდა, – თქვა ადამმა. – ორშაბათს ვილაპარაკოთ. შე-
ეცადე, არ დაგავიწყდეს. არც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ასეთ
კარგ ხასიათზე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცხოვრების მთავარ
მიზანს მივაღწიე. შესაძლოა ეს იმის ბრალი იყოს, რომ კარგად გამო-
ვიძინე ან შხაპის გადავლება მესიამოვნა. არ ვიცი. შეიძლება, ერთად
რომ ვართ და მშვიდობა რომ გვაქვს, ამის ბრალია. არონ, სანამ წახ-
ვიდოდი, ვერც კი წარმოვიდგენდით, ასე ძალიან თუ გვიყვარდი.
– მეც ძალიან მენატრებოდით, – თქვა არონმა. – პირველი რამდე-
ნიმე დღე ისე გამიჭირდა, რომ კინაღამ მოვკვდი.
ამ დროს, კარი გაიღო და ოთახში ებრა შემოვიდა. ლოყები გა-
წითლებული ჰქონდა და ეტყობოდა, რომ გახარებული იყო.
– მთებზე რომ ჩამოთოვა, შეამჩნიეთ? – თქვა მან.
– ჰო, მეც ვნახე, – თქვა ადამმა. – ამბობენ, კარგი წელიწადის ნი-
შანიაო.
– მშიერი ვარ, – თქვა ებრამ. – სახლში არაფერი მიჭამია.
ლიმ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ სადილი ისეთი არ გამო-
ვიდა, როგორსაც გეგმავდა. მან ჯერ გაზის ღუმელს დააბრალა ყვე-
ლაფერი და თქვა, შეშაზე უკეთესი კერძები გამოდისო, შემდეგ ინ-
დაურების ახალი ჯიში გალანძღა, ბოლოს კი, როდესაც უთხრეს, ბე-
ბერი დიასახლისივით ჯაჯღანებო, გულიანად გაიცინა.

804
როდესაც ლიმ ქლიავის პუდინგი გამოიტანა, ადამმა შამპანური გახ-
სნა და წვეულებაც დაიწყო. ტრასკების ოჯახში საზეიმო განწყობა სუ-
ფევდა. ყველას სურდა ერთი სადღეგრძელო მაინც წარმოეთქვა და რო-
დესაც ადამის ჯერი დადგა, ებრას პატივსაცემად საკმაოდ დიდხანს
ილაპარაკა.
ებრა და არონი ხელიხელჩაკიდებულები ისხდნენ და ადამის სად-
ღეგრძელოს უსმენდნენ. ღვინომ კეილზეც დადებითად იმოქმედა და
მისი ნერვიულობა თვალსა და ხელს შუა გაქრა.
– ასეთი კარგი მადლიერების დღე ჯერ არა გვქონია, – თქვა ადამმა,
ქლიავის პუდინგის ჭამა რომ დაასრულა.
სწორედ ამ დროს, კეილმა პიჯაკის ჯიბეში ჩაიყო ხელი, წითელი ყა-
ითნით შეკრული პაკეტი ამოიღო და მამას ცხვირწინ დაუდო.
– ეს რა არის? – გაუკვირდა ადამს.
– საჩუქარია.
ადამს ძალიან ესიამოვნა.
– შობა ჯერ არ დამდგარა და უკვე საჩუქრებიც მოაქვთ. რა საინტერე-
სოა, – თქვა მან.
– მე მგონი, ცხვირსახოცია, – თქვა ებრამ.
ადამმა ხელის ერთი მოძრაობით გახსნა პაკეტი და ფული რომ და-
ინახა, გაკვირვებისგან გაშეშდა.
– ეს რა არის? – იკითხა ებრამ და ოდნავ წინ გადაიხარა.
ლი სამზარეულოს კართან იდგა და ცდილობდა, რომ მისი აღელვე-
ბული გამომეტყველება არავის შეემჩნია. კეილი გამარჯვებული სახით
იჯდა, იღიმოდა და მოთმინებით ელოდა, რა მოხდებოდა შემდეგ.
ნელი მოძრაობით, ადამმა კუპიურები ბანქოსავით გაშალა. მისი ხმა
თითქოს შორიდან ისმოდა.
– ეს რას ნიშნავს? – დაიწყო მან და კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,
თუმცა გადაიფიქრა.
კეილმა ნერწყვი გადაყლაპა.

805
– ეს არის... მე თავად ვიშოვე... მინდოდა, ამენაზღაურებინა ის...
სალათის ფოთლების დანაკარგი.
ადამმა თავი ნელა ასწია.
– თავად იშოვე? როგორ?
– მისტერ ჰამილტონი... ჩვენ ერთად... ლობიო გავყიდეთ... – კე-
ილი ცდილობდა ყველაფერი ერთ წინადადებაში ეთქვა. – ფერმე-
რებს ხუთი ცენტი გადავუხადეთ ერთ ფუნტში და ფასი რომ ავარდა...
მოკლედ, ეს შენია. თხუთმეტი ათასი დოლარია.
ადამმა კუპიურები პაპირუსის ქაღალდში დააბრუნა და ლის დაბ-
ნეული სახით შეხედა. კეილმა იგრძნო, რომ საქმე ცუდად იყო და
რომ ახლა, რამდენიმე წამში, რაღაც გამოუსწორებელი მოხდებოდა.
– ამ ფულის დაბრუნება მოგიწევს, – თქვა ადამმა.
– დაბრუნება? – გაოგნდა კეილი. – ვის უნდა დავუბრუნო?
– ვისგანაც მიიღე.
– ბრიტანულ შემსყიდველ კომპანიას? ისინი ამ ფულს ვერ გამო-
მართმევენ. ისინი მთელ ქვეყანაში დადიან და ერთ ფუნტ ლობიოში
თორმეტნახევარ ცენტს იხდიან. ჩვენც ასე გადაგვიხადეს.
– ესე იგი, იმ ფერმერებს უნდა დაუბრუნო, რომლებიც გაძარცვე.
– გავძარცვე?! – წამოიძახა კეილმა. – რა სისულელეა! ჩვენ მათ
საბაზრო ფასზე ორი ცენტით მეტი გადავუხადეთ! ეს გაძარცვა არ
არის!
კეილს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ჰაერში იყო გამოკიდებუ-
ლი. თითქოს, დროც შენელდა.
სანამ ადამი საუბარს გააგრძელებდა, რამდენიმე წუთი გავიდა.
– მე ბიჭებს ომში ვუშვებ, – თქვა მან. – თავად ვაწერ ხელს საბუთს
და ისინი სასაკლაოზე მიდიან. ბევრი მათგანი იქვე დარჩება, ბრძო-
ლის ველზე, ბევრი კი დასახიჩრებული ჩამოვა. უვნებლად ვერავინ
გადარჩება. ჰოდა, შენ გგონია, რომ მე შემიძლია სხვისი უბედურების
ხარჯზე გავმდიდრდე?

806
– მე ეს შენთვის გავაკეთე, – თქვა კეილმა. – მე მინდოდა, რომ შენი
დანაკარგი ამენაზღაურებინა.
– მე ფული არ მჭირდება, კეილ. მე მხოლოდ ის მაინტერესებდა,
შევძლებდი თუ არა სალათის ფოთლის ტრანსპორტირებას დიდ
მანძილზე. მე ეს მოგების გულისთვის არ გამიკეთებია.
კეილი მამამისს თვალს არ აშორებდა, თავად კი ებრას, არონისა და
ლის მზერას გრძნობდა.
– ვიცი, რომ ჩემთვის კარგის გაკეთება გინდოდა და ამისთვის მად-
ლობას გიხდი, – განაგრძო ადამმა.
– შევინახავ, – თქვა უცბად კეილმა. – ცალკე გადავდებ და როცა დაგ-
ჭირდება, გამოიყენე.
– არა, კეილ. მე ეს ფული არასდროს დამჭირდება. მე უფრო ბედნიე-
რი ვიქნები თუ შენ მომცემ იმას, რასაც შენი ძმა მაძლევს თავისი სიბე-
ჯითით – სიამაყესა და კმაყოფილებას. ფული, თუნდაც ის სუფთად და
პატიოსნად იყოს ნაშოვნი, ამასთან ახლოსაც ვერ მივა. – მოულოდნე-
ლად, ადამს თვალები გაუფართოვდა. – გაგაბრაზე, ხომ? ნუ გამიბრაზ-
დები, კეილ. თუ ჩემთვის საჩუქრის გაკეთება გინდა, ღირსეული ცხოვრე-
ბა მაჩუქე. სწორედ ამას დავაფასებ მე ყველაზე მეტად.
კეილს სული ეხუთებოდა. შუბლზე მას ცივმა ოფლმა დაასხა და ტუ-
ჩებზე მარილის გემო იგრძნო. მოულოდნელად, ის ადგილიდან ისე წა-
მოხტა, რომ სკამი გადააყირავა. ისე, რომ ამისათვის ყურადღება არ მი-
უქცევია, ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
– ნუ გაბრაზდები, შვილო, – კიდევ ერთხელ დაუძახა მას ადამმა.
კეილს არავინ გაჰკიდებია. ყველამ გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნე-
ბოდა, თუ ის საკუთარ თავთან მარტო დარჩებოდა. თავის ოთახში რომ
შევიდა, კეილი მაგიდას მიუჯდა და ჩაფიქრდა. მას ეგონა, რომ ტირილს
დაიწყებდა, მაგრამ ასე არ მოხდა, – გაბრაზებული უფრო იყო, ვიდრე
გულნატკენი.
ცოტა ხანში, კეილი დამშვიდდა და იგრძნო, რომ გონენაში ცუდი აზ-
რები უტრიალებდა. ის შეეცადა, სხვა რამეზე ეფიქრა, თუმცა სიძულ-

807
ვილმა უკვე მისი მთელი სხეული მოიცვა, თითოეული ნერვი მოწამ-
ლა. კეილი მიხვდა, რომ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა და
ამას ვერაფერს უპირისპირებდა.
ძალიან მალე, ის იმ ზომამდე მივიდა, როდესაც ადამიანი ვე-
ღარც შიშს გრძნობს და ვეღარც თავშეკავებას. მხოლოდ მისი ტვინი
მუშაობს სრულყოფილად და ცდილობს ტკივილი დაძლიოს. კეილმა
ფანქარი აიღო და ბლოკნოტის ყდაზე სპირალების ხატვა დაიწყო.
ერთი საათის შემდეგ, როდესაც მასთან ლი შევიდა, ბლოკნოტში უკ-
ვე ასობით ასეთი სპირალი იყო გამოსახული. კეილს თავი არ აუწე-
ვია.
– ყავა მოგიტანე, – თქვა ლიმ და კარი ფრთხილად დახურა.
– არ მინდა... ანდა, მომეცი, დავლევ. გმადლობთ, რომ გაგახსენ-
დი.
– გაჩერდი! გაჩერდი-მეთქი! შეწყვიტე ახლავე! – დაიყვირა მო-
ულოდნელად ლიმ.
– რა ხდება, ლი? რა გინდა, რომ შევწყვიტო?
– ადრეც გითხარი, რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული. სა-
კუთარ გრძნობებსა და ქმედებებს ადამიანი თავად აკონტროლებს.
– რა უნდა გავაკონტროლო, ლი? საერთოდ არ მესმის, რაზე ლა-
პარაკობ.
– როგორ თუ არ გესმის? დაყრუვდი? მართლა ვერ ხვდები, რისი
თქმა მინდა?
– არ დავყრუვებულვარ, ლი. გისმენ. მითხარი, რისი თქმა გსურს.
– ეს მისი ბრალი არ არის, კეილ. ბუნება აქვს მას ასეთი და სხვა-
ნაირად არ შეუძლია. მას არჩევანი არ ჰქონდა. შენ კი გაქვს, გესმის?
შენ გაქვს არჩევანი.
სპირალები იმდენად დაპატარავდა, რომ შავ წერტილებს დაემ-
სგავსა.

808
– მე მგონი, არაფრისგან ქმნი პრობლემას, – თქვა კეილმა მშვიდად.
– ისე მელაპარაკები, გეგონება ვინმე მოვკალი. დამშვიდდი, ლი, დამ-
შვიდდი.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოწვა. როდესაც კეილმა თავი ასწია, ლი
უკვე გასული იყო. მაგიდაზე ცხელი ყავით სავსე ჭიქა იდგა. კეილმა
ის სწრაფად დალია და სასტუმრო ოთახში გავიდა.
ადამმა მას შემრიგებლური სახით შეხედა.
– მაპატიე, მამა. არ ვიცოდი, ასეთი დამოკიდებულება თუ გქონდა, –
თქვა კეილმა, შემდეგ კი პაპირუსის ქაღალდში გახვეული ფული მაგიდი-
დან აიღო და ჯიბეში ჩაიდო. – რამეს მოვიფიქრებ. სხვები სად არიან?
– ებრას სახლში ელოდებოდნენ და არონმა გააცილა. ლიც გასულია.
– კარგი. გავალ, გავისეირნებ.
-4-
ნოემბრის ცივი ღამე იყო. კეილმა კარი ოდნავ შეაღო და დაინახა,
რომ კიბეზე ლი იჯდა. ჩინელის მხრები და თავი, ქუჩის მეორე მხარეს
მდებარე განათებული მაღაზიის ფონზე, მხოლოდ სილუეტად მოჩანდა.
კეილმა კარი ისევ დაკეტა და სამზარეულოსკენ წავიდა.
– შამპანურმა წყალი მომაწყურა, – თქვა მან, სასტუმრო ოთახში რომ
გაიარა. ადამს თავი არ აუწევია.
სამზარეულოდან კეილი უკანა ეზოში გავიდა და ლის მიერ საგულ-
დაგულოდ მოვლილი ბოსტანი გაიარა. ღობეზე რომ გადაძვრა, კანალი-
ზაციის არხზე გადებულ ფიცარზე გადაირბინა და ლენგის საცხობთან
ამოჰყო თავი. იქვე ახლოს, კასტროვილის ქუჩის დასაწყისში, მეთუნუქის
სახელოსნო იდგა.
კათოლიკურ ეკლესიამდე რომ მივიდა, მარცხნივ გაუხვია, გაიარა კა-
რიაგას, უილსონების, საბალას სახლები და ცენტრალურ პროსპექტზე
რომ გავიდა, სტეინბეკის სახლისკენ აიღო გეზი. შემდეგ, მან ისევ მარ-
ცხნივ გაუხვია და სკოლის შენობას ჩაუარა.
ალვის ხეები თითქმის შიშველი იყო. ქარი მხოლოდ რამდენიმე გაყ-
ვითლებულ ფოთოლს არხევდა.

809
კეილის გონებაში თითქოს ყველაფერი გაშეშდა. ის დათოვლი-
ლი მთებიდან წამოსულ ცივ ჰაერსაც კი ვერ გრძნობდა. მოულოდნე-
ლად, რამდენიმე მეტრით წინ, მან თავისი ძმა დაინახა. არონი პირ-
დაპირ მისკენ მოძრაობდა. კეილმა ის სიარულის მანერით, აღნაგო-
ბითა და მეექვსე გრძნობით იცნო.
კეილმა ნაბიჯი შეანელა და როდესაც არონს მიუახლოვდა, გა-
ჩერდა.
– შენ გეძებდი, – თქვა მან.
– მაპატიე, კეილ. ძალიან ვწუხვარ, ასე რომ გამოვიდა.
– რა სისულელეა! შენი რა ბრალია? – უპასუხა კეილმა და ტყუპებ-
მა ერთად გააგრძელეს გზა. – ერთი რაღაცა მინდა გაჩვენო. წამომ-
ყვები?
– რა უნდა მაჩვენო?
– სიურპრიზია. ძალიან დაგაინტერესებს და მოგეწონება კიდეც.
– დიდი ხნის ამბავია?
– არა, სულაც არა.
ძმებმა ცენტრალური პროსპექტი გაიარეს და კასტროვილის ქუ-
ჩისკენ შეუხვიეს.
-5-
სერჟანტი ექსელ დეინი სან-ხოსეს გამწვევ პუნქტს, როგორც წესი,
დილის რვა საათზე აღებდა. ხოლო, თუ ის ოდნავ დაიგვიანებდა,
ამას კაპრალი კემპი აკეთებდა, თან ისე, რომ პრეტენზიას არასდროს
გამოთქვამდა. ექსელი ტიპური ამერიკელი ჯარისკაცი იყო. შეერთე-
ბული შტატების არმიაში მან ესპანელებისა და გერმანელების წინა-
აღმდეგ გამართულ ომებს შორის რომ რამდენიმეწლიანი პაუზა იყო,
სწორედ იმ დროს იმსახურა და სამოქალაქო ცხოვრებას საერთოდ
გადაეჩვია. ამაში თავადაც დარწმუნდა, როდესაც ერთთვიანი შვებუ-
ლება მისცეს. იმის გამო, რომ ჯარში ექსელმა მხოლოდ მშვიდობიან
დროს იმსახურა, ნამდვილი ბრძოლებისთვის ის სრულიად გამოუსა-
დეგარი იყო. ესეც რომ არა, თავადაც მშვენივრად ისწავლა, როგორ

810
უნდა აერიდებინა ომისთვის თავი. სან-ხოსეს გამწვევი პუნქტი ამის დას-
ტური იყო. ექსელ დეინი რიჩის უმცროს ქალიშვილს ეარშიყებოდა, ის კი
სწორედ სან-ხოსეში ცხოვრობდა.
რაც შეეხება კაპრალ კემპს, მას ჯარში დიდი დრო არ გაუტარებია,
თუმცა ძირითადი დაუწერელი კანონები მაინც კარგად აითვისა: შეეცა-
დე კარგი ურთიერთობა დაამყარო უშუალო მეთაურთან და შეძლების-
დაგვარად მოერიდე სხვა ოფიცრებს. მას სულაც არ აღიზიანებდა ის
მსუბუქი საყვედურები, რომლებსაც სერჟანტ დეინისგან იღებდა.
იმ დღეს, დეინი სამსახურში ცხრის ნახევარზე გამოცხადდა. ამ
დროს, კემპს თავი მაგიდაზე ედო და ეძინა, გვერდით კი ახალგაზრდა
ბიჭი იჯდა და დაღლილი გამომეტყველებით ელოდებოდა მის გაღვიძე-
ბას. დეინმა უცნობ ახალგაზრდას შეხედა, შემდეგ კემპს მიუახლოვდა
და მხარზე ხელი დაადო.
– ძვირფასო, – წაიმღერა მან, – ტოროლა ცაში ნავარდობს, დილაა
მშვენიერი...
კემპმა თავი ასწია, სახელოთი ცხვირი მოიწმინდა და დააცემინა.
– იცოცხლე, საყვარელო, – თქვა დეინმა, – კარგი ბიჭი ხარ. წამოდექი
და გამოფხიზლდი. კლიენტი გველოდება.
კემპმა თვალები დაიზილა.
– ომი მოიცდის, – თქვა მან.
დეინმა მოხალისეს ყურადღებით შეხედა.
– ღმერთო, რა ლამაზი ბიჭია! – თქვა მან. – იმედი მაქვს, სათანადო
ყურადღებას მიაქცევენ და სხვებზე უფრო მეტად გაუფრთხილდებიან.
კაპრალო, თქვენ ალბათ გგონიათ, რომ მას მტერთან შებრძოლება
სწყურია, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ის სიყვარულს გაურბის.
კემპმა შეამჩნია, რომ სერჟანტი ოდნავ ნასვამი იყო და შვებით ამოი-
სუნთქა.
– თქვენ გულისხმობთ, რომ მას ქალმა ატკინა გული? – თქვა მან, –
როგორ გგონიათ, უცხოურ ლეგიონს უმიზნებს?

811
– შესაძლებელია, ის საკუთარ თავს გაურბის. მე ასე მგონია, ყო-
ველ შემთხვევაში.
– ჰო, ნანახი მაქვს ეგ ფილმი. ის სერჟანტი მაგარი ნაბიჭვარია.
– არ მჯერა, – თქვა დეინმა, – კარგი, მობრძანდით, ახალგაზრდავ.
თვრამეტი წლის ხარ, ხომ?
– დიახ, სერ.
დეინი კემპს მიუბრუნდა.
– რას ფიქრობ?
– რა უნდა ვიფიქრო? სიმაღლე თუ ხელს უწყობს, ესე იგი ვარგი-
სია.
– კარგი, შევთანხმდეთ, რომ თვრამეტის ხარ, – უთხრა დეინმა
ახალგაზრდას.
– დიახ, სერ.
– აი, აიღე ეს ფორმა და შეავსე. ოღონდ, ჯერ წინასწარ გამოიან-
გარიშე, რომელ წელს ხარ დაბადებული და კარგად დაიმახსოვრე,
გაუგებრობა რომ არ მოხდეს.

თავი ორმოცდამეათე
-1-
ჯოს არ უყვარდა, როდესაც ქეითი საათობით იჯდა ჩუმად და სი-
ცარიელეში იყურებოდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ჩაფიქრებული
იყო, ასეთ დროს კი მისი სახე სრულებით არაფერს გამოხატავდა და
ჯოს მისი აზრების გამოცნობა უჭირდა. არადა, ასეთი კარგი შანსი
მას ცხოვრებაში პირველად მიეცა და მისი ხელიდან გაშვება ნამდვი-
ლად საცოდაობა იქნებოდა.
ჯოს მხოლოდ ერთი გეგმა ჰქონდა: ხმა არ ამოეღო და დალოდე-
ბოდა, სანამ ქეითს ნერვები არ უმტყუნებდა. მხოლოდ ამის შემდეგ
გაეხსნებოდა ჯოს ყველა გზა და ნებისმიერი მიმართულების არჩევა
იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ, როგორ უნდა მიხვდე, ნერვიუ-

812
ლობს თუ არა ადამიანი, როდესაც ის გაშეშებული ზის და კედელს მიშ-
ტერებია?
ჯომ იცოდა, რომ ქეითს იმ ღამეს საერთოდ არ უძინია. საუზმე
ხომ არ გნებავთო, რომ ჰკითხა, ქეითმა ძალიან ნელა და ოდნავ შესამ-
ჩნევად გააქნია თავი... ან, იქნებ საერთოდ არ გაუქნევია და ჯოს მოეჩვე-
ნა? რას გაიგებ?
„ენას კბილი დააჭირე და ნუ იჩქარებ“, – არიგებდა საკუთარ თავს ჯო.
– „უბრალოდ, ყურადღებით იყავი და შეეცადე არაფერი გამოგრჩეს“. გო-
გონებმაც მშვენივრად იცოდნენ, რომ სახლში რაღაცა ხდებოდა, მაგრამ
ყველას სხვადასხვა ვერსია ჰქონდა. „ცალტვინები ესენი!“
ქეითი ჩაფიქრებული იყო, მაგრამ კონცენტრირებას ვერ ახდენდა.
მის გონებაში სხვადასხვა აზრები ტრიალებდა და სხვადასხვა გამოსა-
ხულებები ჩნდებოდა. მან ქერათმიანი და ლამაზი ბიჭის სახე დაინახა,
მისი შეშლილი გამომეტყველება და დაჭყეტილი თვალები გაახსენდა;
კიდევ ერთხელ გაიგონა მისი გამწარებული ხმა და სიტყვები, რომლებ-
საც საკუთარი თავის მისამართით უფრო ისროდა, ვიდრე – სხვისი. ასევე
დაინახა მისი შავგვრემანი ძმა, რომელიც კარის ჩარჩოს იყო მიყრდნო-
ბილი და გულიანად იცინოდა.
ქეითიც იცინოდა, რადგან სწორედ სიცილია ყველაზე სწრაფი და სა-
უკეთესო თავდაცვა. ნეტავი როგორ მოიქცა მისი შვილი? რა გააკეთა?
სად წავიდა, სწრაფი ნაბიჯით რომ გაეცალა იქაურობას?
მას კეილის სახეც გაახსენდა – კიდევ ერთხელ დაინახა, როგორი სას-
ტიკი და ულმობელი გამომეტყველებით იყურებოდა ის, როდესაც ოთა-
ხიდან გადიოდა.
რატომ მოიყვანა ძმა? რა უნდოდა? რა ჰქონდა ჩაფიქრებული? ეს
რომ ქეითს სცოდნოდა, საკუთარ თავს უკეთ შეამზადებდა. მაგრამ, მან
ეს არ იცოდა.
ხელების გარდა, ტკივილს ის მარჯვენა ბარძაყის არეშიც გრძნობდა.
ძირითადად, ეს სიარულის დროს ხდებოდა. „გასაგებია“, – გაიფიქრა

813
მან, – „ესე იგი, გამოდის, რომ ყველა მხრიდან მიტევს და ადრე თუ
გვიან, ყველა ტკივილი ერთ ადგილას, სადღაც შუაში მოიყრის
თავს“.
მიუხედავად იმისა, რომ ჯო საკუთარ თავს მუდამ ჭკუას არიგებდა,
მაინც ვერაფრით ისვენებდა. მან ქეითს ჩაი მოუმზადა და კარზე მსუბუ-
ქად დაუკაკუნა. ოთახში რომ შევიდა, ქეითი საერთოდ არ განძრეულა.
– ჩაი მოგიტანეთ, მემ.
– მაგიდაზე დადე, – უპასუხა ქეითმა და დაამატა: – გმადლობთ,
ჯო.
– თავს როგორ გრძნობთ, მემ?
– ხელები ისევ მტკივა. ის ახალი წამალი უვარგისი გამოდგა.
– მე რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
ქეითმა ორივე ხელი ასწია.
– თუ მომაჭრი, მადლობელი ვიქნები, – თქვა მან და ტკივილისგან
სახე მოეღრიცა, – უკვე სასოწარკვეთილებაში ვარ ჩავარდნილი.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჯომ ქეითის სისუსტე შე-
ნიშნა. ამიტომ, გადაწყვიტა, რომ მოქმედების დრო იყო.
– ბოდიშს ვიხდი, რომ გაწუხებთ, – თქვა მან, – შესაძლოა, თქვენ
ეს თემა საერთოდ არ გსიამოვნებთ, მაგრამ, იმის შესახებ კიდევ რა-
ღაცა გავიგე.
– რის შესახებ?
– იმ ქალის.
– იზელს გულისხმობ?
– დიახ, მემ.
– დამღალა უკვე მაგ შენმა იზელმა. კარგი, მომიყევი აბა.
– ყველაფერს დაწვრილებით გეტყვით, მემ. მე ამ ამბავს ბოლომ-
დე მაინც ვერ ჩავწვდი. კელოგის მაღაზიაში ვიყავი შესული, სიგარას
ვყიდულობდი და ვიღაც ტიპი მომიახლოვდა. ვიცი ვინც ხარო, მით-
ხრა. ჯო გქვიაო. შენ ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე და მაგას რა მნიშვნელო-
ბა აქვსო. ერთ ადამიანს რომ ეძებ, ვიციო. უცნაური ტიპი იყო. პირვე-

814
ლად ვნახე. მერე მეუბნება, იმ ქალს შენთან საუბარი სურსო. მოვიდეს
მერე და დამელაპარაკოს-მეთქი, ვუთხარი და გაკვირვებულმა შემომხე-
და. მოსამართლემ რა უთხრა, ხომ კარგად გახსოვსო და როგორ უნდა
მოვიდესო.
ჯომ ქეითის ფერმკრთალ და მშვიდ სახეს შეხედა. ის ისევ სადღაც
სიცარიელეში იყურებოდა.
– ჰოდა, მერე ფული მოგთხოვა?
– არა, მემ. ფული არ მოუთხოვია. ისეთი რაღაცა მითხრა, რომ აზრი
საერთოდ ვერ გამოვიტანე. სახელი „ფეი“ თუ გეუბნება რამესო, მკითხა.
არა-მეთქი, ვუპასუხე. ჰოდა, მიდი და დაელაპარაკეო. მაგარ ამბებს გა-
იგებო. ვნახოთ მეთქი, ვუთხარი და წამოვედი. ვერაფერი გავიგე, მემ.
დავიბენი და ვიფიქრე, ქეითს ვუამბობ მეთქი.
– სახელი „ფეი“ მართლა არასდროს გაგიგია?
– არა, მემ. არასდროს.
– ესე იგი, შენ არ იცოდი, რომ ფეი ამ დაწესებულების მეპატრონე
იყო?
ჯო შეცბა. მან იგრძნო, რომ შეცდომა დაუშვა და საკუთარ თავზე გაბ-
რაზდა. „გამოშტერებული ვარ“, – გაიფიქრა მან, – „ვინ მექაჩებოდა ენა-
ზე?!“
– აი, ახლა რომ დავფიქრდი, გამახსენდა, მემ, – თქვა მან, – ოღონდ,
მე სულ მეგონა, რომ ფეისი ერქვა და არა ფეი.
მოულოდნელმა დაძაბულობამ ქეითზე კარგად იმოქმედა: მას ქე-
რათმიანი ბიჭი და ხელების ტკივილი ცოტა ხნით დაავიწყდა, რადგან
ახალი საფიქრალი მიეცა. ამ გამოწვევამ მას სიამოვნებაც კი მიანიჭა.
– ფეისი, – გაიმეორა მან და ჩაიცინა. – ჩაი დამისხი, ჯო.
ჯომ ჩაიდანი აიღო და მიხვდა, რომ ხელი უკანკალებდა. ქეითს ამის-
თვის ყურადღება არ მიუქცევია. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით
ასე ჩანდა. ჯომ ჩაით სავსე ჭიქა წინ დაუდგა და სწრაფად დაიხია უკან.
ქეითს თავი არ აუწევია. ჯო საშინლად ნერვიულობდა.

815
– ჯო, რაღაცა რომ გთხოვო, დამეხმარები? – თქვა ქეითმა ხვეწნა-
ნარევი ხმით, – ათი ათასი დოლარი რომ მოგცე, შეძლებ, ეგ პრობ-
ლემა ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარო?
ეს რომ თქვა, პატარა პაუზა გააკეთა, შემდეგ ერთბაშად შემოტრიალ-
და და ჯოს სახეზე მიაშტერდა.
ჯო აცრემლებული თვალებით იდგა და ენით ტუჩებს ისველებ-
და. როდესაც ქეითი მისკენ შეტრიალდა, შეცბა და ისე სწრაფად და-
იხია უკან, თითქოს სილა გაარტყესო. ქეითი მას თვალს არ აშორებ-
და.
– გამოგიჭირე, პატარა ბიჭო?
– არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ, მემ.
– ჰოდა, წადი და იფიქრე. შენ ნიჭიერი ბიჭი ხარ და ყველაფერს
სწრაფად მიხვდები. რომ გახვალ, ტერეზას უთხარი, შემოვიდეს.
ჯო თავს დამარცხებულად გრძნობდა და სურდა სასწრაფოდ გას-
ცლოდა იქაურობას. მან ისევ ყველაფერი ჩაშალა და, როგორც ჩანს,
თავისი საუკეთესო შანსიც ქარს გაატანა.
– ჩაისთვის დიდი მადლობა, ჯო. კარგი ბიჭი ხარ, – მიაძახა მას
ქეითმა.
„ბებერი კახპა“, – გაიფიქრა ჯომ, – „დამცინის კიდეც“. მას უნდო-
და, კარი გაეჯახუნებინა, მაგრამ ვერ გაბედა.
ქეითი ფრთხილად წამოდგა, ნელი ნაბიჯით, ისე, რომ ბარძაყის
ტკივილი არ გამოეწვია, მაგიდასთან მივიდა და უჯრიდან სუფთა
ფურცელი ამოიღო. კალამი რომ ხელში აიღო, თითების ტკივილი კი-
დევ უფრო გაუძლიერდა. წერის დროს, ის მთელ მკლავს ამოძრავებ-
და.
„ძვირფასო რალფ,
გადაეცი შერიფს, რომ ჯო ველერის თითის ანაბეჭდების შემოწ-
მება ურიგო არ იქნებოდა. ჩემთან რომ მუშაობს, იმ ჯოზე მაქვს სა-
უბარი.
შენი ქეითი“.

816
მან ფურცელი დაკეცა და ტერეზაც სწორედ ამ დროს შემოვიდა
ოთახში. ის შეშინებული ჩანდა.
– მეძახდით? რამე დავაშავე? როგორც შემიძლია, ისე ვაკეთებ
ყველაფერს, მემ. უბრალოდ, ცოტათი ავად ვარ.
– მოდი აქ, – თქვა ქეითმა და სანამ ტერეზა მაგიდასთან აიტუზებო-
და, კონვერტს მისამართი დააწერა. – ერთი რაღაცა მინდა გთხოვო. ბე-
ლის საკონდიტროში გაიქეცი და ორი კოლოფი შოკოლადი მოიტანე –
ხუთფუნტიანი და ერთფუნტიანი. დიდი კოლოფი შენი და გოგონების
იქნება, პატარა – ჩემი. მერე აფთიაქში შეიარე და საშუალო ზომის ორი
ცალი კბილის ჯაგრისი მიყიდე. ჰო, და კიდევ კბილის ფხვნილიც მოაყო-
ლე – ერთი ქილა. ყველაფერი დაიმახსოვრე?
– დიახ, მემ, – თქვა ტერეზამ და შვებით ამოისუნთქა.
– დიდი ხანია გაკვირდები და ვატყობ, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ,
– უთხრა მას ქეითმა. – ბოლო დროს, თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. თუ
ასე კარგად გააგრძელებ შენს საქმეს, საავადმყოფოში რომ დავწვები,
მოადგილედ შენ დაგტოვებ.
– თქვენ... საავადმყოფოში აპირებთ დაწოლას?
– ჯერ არ ვიცი, ჩემო კარგო. ასეა თუ ისე, შენი დახმარება დამჭირდე-
ბა. აი, ფული გამომართვი და არ დაგავიწყდეს, რომ საშუალო ზომის
კბილის ჯაგრისები უნდა მომიტანო.
– დიახ, მემ. გმადლობთ. წავიდე?
– ჰო, წადი, ოღონდ, ისე ქენი, რომ გოგონებმა არაფერი გაიგონ. ჩვე-
ნი საუბარი ჩვენს შორის უნდა დარჩეს.
– უკანა კარიდან გავალ, – თქვა ტერეზამ და სწრაფი ნაბიჯით დაიძ-
რა კარისკენ.
– მოიცადე, კინაღამ დამავიწყდა, – გააჩერა ის ქეითმა. – აი, ეს გამო-
მართვი და საფოსტო ყუთში ჩააგდე.
– დიახ, მემ. პრობლემა არ არის.
– მორჩა, თავისუფალი ხარ.

817
ტერეზა რომ წავიდა, ქეითმა ხელები მაგიდაზე დააწყო, იქნებ
თითებმა დაისვენონო. დაიწყო ის, რისიც მას ყველაზე მეტად ეში-
ნოდა. კაცმა რომ თქვას, ეს მოსალოდნელიც იყო. ჰო, მაგრამ ახლა
ამაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ამის დრო კიდევ მოვა. ჯოს, რა თქმა უნ-
და, მოაშორებენ, მაგრამ ეს პრობლემას არ წყვეტს. ვინმე სხვა გა-
მოჩნდება. იზელიც სადღაც დაეხეტება და კაცმა არ იცის, რას აკე-
თებს. ადრე თუ გვიან... არა,
ამაზე ფიქრს ახლა აზრი არა აქვს. ქეითის გონება თითქოს ფეხის
წვერებზე დადიოდა წინ და უკან, რაღაცას ეძებდა ისეთს, რაც გამოჩ-
ნდებოდა, წამიერად გაიელვებდა და ისევ გაქრებოდა ხოლმე. პირ-
ველად ის მაშინ გამოჩნდა, როდესაც ქეითი თავის ქერათმიან შვილ-
ზე ფიქრობდა. მის სახეზე ერთდროულად იყო გამოსახული გულის-
ტკივილი, სასოწარკვეთილება, დაბნეულობა... მოულოდნელად, მას
გაახსენდა.
მაშინ, ის ძალიან პატარა გოგონა იყო და სახეც ისეთივე ლამაზი
და უცოდველი ჰქონდა, როგორიც მის შვილს. მან თავადაც მშვენივ-
რად იცოდა, რომ სხვებზე ლამაზიც იყო და ჭკვიანიც. მიუხედავად
ამისა, ზოგჯერ ძალიან ძლიერი შიში დაეუფლებოდა, თითქოს სულ
მტრებით ყოფილიყო გარშემორტყმული, თითქოს ყველას მხო-
ლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა – რაიმე ზიანი მიეყენებინა ამ
პატარა გოგონასთვის, რომელსაც გასაქცევიც კი არსად ჰქონდა.
ასეთ დროს, პატარა ქეთი პანიკაში ვარდებოდა და ტირილს იწყებ-
და, რადგან ნუგეშს ვერავისთან პოულობდა. ყველაფერი მაშინ შეიც-
ვალა, როდესაც მან თავისი საყვარელი წიგნი აღმოაჩინა. კითხვა ხუ-
თის წლის ასაკში ისწავლა. ამ წიგნის ფერი და ფორმა ახლაც კი ახ-
სოვდა. ეს იყო „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.
ქეითმა ხელები ასწია და სიმძიმე იდაყვებზე გადაიტანა. მას წიგ-
ნის ილუსტრაციები წარმოუდგა თვალწინ, გაახსენდა ალისა, რო-
მელსაც გრძელი და სწორი თმა ჰქონდა, თუმცა, ყველაზე კარგად ერ-
თი სურათი დაამახსოვრდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სურათმა მისი

818
ცხოვრება შეცვალა. ეს იყო პატარა ფლაკონი, რომელზეც ეწერა „დამ-
ლიე“. ალისასგან მან ბევრი რამ ისწავლა.
ამის შემდეგ, ყოველთვის, როდესაც მტრები გამოუჩნდებოდნენ,
ქეთი მომზადებული ხვდებოდა. ჯიბეში პატარა ფლაკონი ედო, რომელ-
შიც შაქრიანი წყალი ესხა და გარედან ეწერა: „დამლიე“. როგორც კი
ერთ ყლუპს მოსვამდა, წამსვე პატარავდებოდა – ისეთი მოცუცქნული
ხდებოდა, რომ ვერავინ ამჩნევდა. ფოთლის ქვეშ დაიმალებოდა ან ჭი-
ანჭველების ბუდეში შეძვრებოდა, იქიდან უყურებდა თავის მტრებს და
გულიანად იცინოდა. მას ვერსად ჩაკეტავდი და ვერც ვერსად დაემალე-
ბოდი. ქეთის კარების ქვეშ შეეძლო გავლა. თან ისე, რომ წელში არ მოხ-
რილიყო.
ალისა მას ძალიან უყვარდა და სიყვარულს მისგანაც გრძნობდა.
სწორედ ის იყო მისი საუკეთესო მეგობარი, რომელიც ყოველთვის მოთ-
მინებით ელოდა, როდის მოისურვებდა ქეთი დაპატარავებას.
ეს ყველაფერი ძალიან კარგი იყო, იმდენად კარგი, რომ მიტოვებუ-
ლობის გრძნობა სიამოვნებასაც კი ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, ქეთის
კიდევ ერთი რამ ჰქონდა მოფიქრებული და მას უკიდურესი შემთხვევის-
თვის ინახავდა. ეს იყო მისი მუქარაც და გადარჩენაც. საკმარისი იყო მას
მთელი ბოთლი ერთბაშად დაელია, რომ საერთოდ გაქრებოდა. ყველა-
ზე სასიამოვნო კი ის არის, რომ როდესაც ქრები, საერთოდ აღარ არსე-
ბობ. არც არასოდეს არსებობდი. სწორედ ეს იყო მისი საბოლოო გადარ-
ჩენა. ზოგჯერ, დასაძინებლად რომ დაწვებოდა, თავის ჯადოსნურ სით-
ხეს იმ რაოდენობით დალევდა ხოლმე, რომ პატარა კოღოს ზომის ხდე-
ბოდა. თუმცა, უკიდურესი საშუალებისთვის მას არასდროს მიუმართავს.
ამის აუცილებლობა არასდროს უგრძვნია და იმიტომ.
მიტოვებული და გარიყული პატარა გოგონას გახსენებამ ქეითი სევ-
დიან გუნებაზე დააყენა. მან თავი გააქნია. რა უცნაურია? რატომ დაივიწ-
ყა ეს თავისი ჯადოსნური ფანდი? მისი დახმარებით ხომ უამრავი პრობ-
ლემა მოიშორა? როგორი სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც ფოთლის
ქვეშ იმალები! რა ლამაზად ირეკლება მზის შუქი! ქეთი და ალისა ხელი-

819
ხელჩაკიდებულები დადიოდნენ, ბალახებში იმალებოდნენ. ქეთის
არასოდეს დასჭირვებია უკიდურესი გადაწყვეტილების მიღება. მას
ალისა ჰყავდა გვერდით.
ქეითმა თავი მაგიდაზე, თავის დამახინჯებულ თითებს შორის
დადო. ის მარტოსულად და მიტოვებულად გრძნობდა თავს. ყველა-
ფერი, რაც მან ცხოვრებაში გააკეთა, ვიღაცამ ან რაღაცამ აიძულა გა-
ეკეთებინა. დიახ, ქეითი განსხვავებული იყო. მას ისეთი რამ ჰქონდა,
რაც სხვა ადამიანებს არ გააჩნდათ. მან თავი ასწია, მაგრამ ცრემლე-
ბის მოწმენდა არც კი უცდია. მართლა ასეა: ის სხვა ადამიანებზე
ჭკვიანი და ძლიერია. მას აქვს ისეთი რამ, რაც სხვა ადამიანებს არ
გააჩნიათ.
მოულოდნელად, მის ფიქრებში კეილის სახე და მისი ბოროტი
ღიმილი შეიჭრა. ქეითმა ისეთი სიმძიმე იგრძნო, რომ სუნთქვა შეეკ-
რა.
სხვა ადამიანებსაც აქვთ ისეთი რამ, რაც მას არ გააჩნია. ქეითმა
არ იცოდა, რა იყო ეს. ახლა კი, როდესაც ყველაფერს მიხვდა, იგ-
რძნო, რომ მზად იყო. მეტიც, მიხვდა, რომ ამ მომენტისთვის მთელი
თავისი ცხოვრების განმავლობაში ემზადებოდა. მისი გონება ხის
ძველი ბორბალივით მუშაობდა, სხეული კი ისე მოძრაობდა, რო-
გორც დილეტანტის ხელში აღმოჩენილი მარიონეტი. მიუხედავად
ამისა, ქეითმა საკუთარი საქმის კეთება დინჯად და აუღელვებლად
დაიწყო.
სასადილო ოთახიდან გოგონების კისკისი ისმოდა და ქეითი მიხ-
ვდა, რომ შუადღე იყო. ეს ძილისგუდები ახლაღა გამოლაგდნენ თა-
ვიანთი ოთახებიდან!
კარის გაღება მხოლოდ მაშინ შეძლო, როდესაც სახელურს ორი-
ვე ხელი მოჰკიდა.
გოგონებმა სიცილი ერთბაშად შეწყვიტეს და ქეითს შეშინებუ-
ლებმა შეხედეს. მზარეულიც მათთან ერთად იჯდა.

820
ქეითი მოჩვენებას ჰგავდა: წელში მოხრილიყო, ხელები დაგრეხოდა
და საშინელი სახე ჰქონდა. ის კედელს მიეყრდნო და გაიღიმა, მაგრამ
ამან გოგონები კიდევ უფრო შეაშინა, რადგან, ისეთი შთაბეჭდილება შე-
ექმნათ, თითქოს ქეითი დაკივლებას აპირებდა.
– ჯო სად არის? – იკითხა მან.
– გავიდა, მემ.
– მისმინეთ, ძალიან დიდი ხნის გამოუძინებელი ვარ. ახლა წამალს
დავლევ და დავიძინებ. არავინ შემაწუხოს, რაც არ უნდა მოხდეს. არც
ვახშამზე დამიძახოთ. კარგად უნდა გამოვიძინო. ჯოს გადაეცით, რომ
ხვალ დილამდე ჩემთან არავინ მოვიდეს. გასაგებია?
– დიახ, მემ.
– ღამე მშვიდობისა, მაშინ. ახლა შუადღეა, მაგრამ მე მაინც ასე და-
გემშვიდობებით.
– ღამე მშვიდობისა, მემ, – ერთხმად გაიმეორეს გოგონებმა.
ქეითი მიტრიალდა და კიბორჩხალასავით გვერდულად წავიდა თა-
ვისი ოთახისკენ.
კარი რომ დაკეტა, ოთახი შეათვალიერა და შეეცადა მარტივი ჩანა-
ფიქრი კარგად დაეგეგმა. მაგიდასთან მივიდა და, მიუხედავად ძლიერი
ტკივილისა, თავს ძალა დაატანა, მოკლე ტექსტი რომ გამართულად და-
ეწერა. „ყველაფერს, რაც გამაჩნია, ჩემს შვილს, არონ ტრასკს ვუტოვებ“,
დაწერა მან, თარიღი დაუსვა და ხელიც მოაწერა: „კეტრინ ტრასკი“. პა-
ტარა პაუზის შემდეგ, კიდევ ერთხელ გადაიკითხა მოკლე ანდერძი,
ფურცელი გამოსაჩენ ადგილას დატოვა და ადგა.
ოთახის შუაგულში მდგარ მაგიდასთან რომ მივიდა, ცივი ჩაი დაისხა,
სავსე ჭიქა ნაცრისფერ ოთახში შეიტანა და საწერ მაგიდაზე დადო. ეს
რომ გააკეთა, თმა დაივარცხნა და სახეზე ფერუმარილი, ტუჩებზე კი
მკრთალი ფერის საცხი წაისვა. ბოლოს, ფრჩხილები გაიქლიბა და სა-
გულდაგულოდ გაიწმინდა.
როდესაც კარი დაკეტა, ნაცრისფერ ოთახში სიბნელე ჩამოწვა. მხო-
ლოდ მაგიდის ლამფა ანათებდა მკრთალად. ქეითმა ბალიშები გაისწო-

821
რა, სავარძელში ჩაჯდა და თავი გვერდით გადახარა. ისეთ კარგ გუ-
ნებაზე იყო, თითქოს წვეულებაზე წასასვლელად ემზადებაო. ამის
შემდეგ, ძალიან ფრთხილად, ლიფიდან ძეწკვი ამოიღო, მასზე ჩამო-
კიდებული პატარა ცილინდრი გახსნა, კაფსულა ხელის გულზე და-
იდო და გაუღიმა.
– შემჭამე, – თქვა მან და კაფსულა პირში ჩაიდო.
შემდეგ, ჭიქა აიღო ხელში.
– დამლიე, – თქვა და ცივი ჩაი ერთბაშად გადაჰკრა.
ქეითი შეეცადა კონცენტრირება ალისაზე მოეხდინა – პატარა გო-
გონაზე, რომელიც მას მოუთმენლად ელოდა. მიუხედავად ამისა, მას
სხვა სახეებიც წარმოუდგა თვალწინ – დედამისისა და მამამისის,
ჩარლზის, ადამის, სამუელ ჰამილტონისა და არონის. ბოლოს კი
კეილიც დაინახა. არონის ძმა ჩუმად იდგა და იღიმებოდა. ხმის ამო-
ღება არც კი დასჭირვებია, რადგან მის თვალებში ისედაც ნათლად
იკითხებოდა: „შენ რაღაცა გამოტოვე. მათ ისეთი რაღაცა აქვთ, რაც
შენ არ გაქვს“.
ქეითმა ისევ დაატანა თავს ძალა და შეეცადა მხოლოდ ალისაზე
ეფიქრა. მოპირდაპირე კედელში ლურსმნის პატარა ნახვრეტი იყო
და სწორედ იქ იმალებოდა ის. ძალიან მალე, ისინი ერთმანეთს შეხ-
ვდებოდნენ და ხელიხელგადახვეულები გაუყვებოდნენ გზას, რო-
გორც საუკეთესო მეგობრები.
ქეითმა იგრძნო, რომ ხელები და ფეხები უშეშდებოდა, ტკივილმა
კი თითქმის სულ გაუარა. ქუთუთოებიც დაუმძიმდა... ძალიან დაუმ-
ძიმდა. ქეითმა ძლიერად დაამთქნარა.
– ალისამ ალბათ არ იცის, რომ მე პირდაპირ წარსულში მივდი-
ვარ, – გაიფიქრა მან... ან, შესაძლოა, თქვა... ან მოეჩვენა, რომ თქვა.
ქეითმა იგრძნო, რომ თავბრუ ესხმოდა. შეშინებულმა, თვალები
გაახილა და მიმოიხედა. ნაცრისფერი ოთახი კიდევ უფრო ბნელი
გახდა, მაგიდის ლამფა კი თითქოს წყალში დაცურავდა. მან ისევ და-
ხუჭა თვალები, თითები კი ისე მოხარა, თითქოს პატარა ვაშლებს ჩა-

822
ებღაუჭაო. მისი გულისცემა სულ უფრო და უფრო ნელდებოდა, სუნთქვა
კი სუსტდებოდა. ნელ-ნელა, ის დაპატარავდა, დაპატარავდა, დაპატა-
რავდა და შემდეგ, უეცრად, საერთოდ გაქრა... თითქოს არც არასდროს
ყოფილაო.
-2-
ქეითის ოთახიდან გამოსული ჯო პირდაპირ საპარიკმახეროში წავი-
და. ყოველთვის ასე იქცეოდა, როდესაც რამეზე გაბრაზდებოდა. იქ მას
თმა შეჭრეს, თავი შამპუნით დაბანეს და ლოსიონიც მიაპკურეს. გარდა
ამისა, სახის მასაჟი და ცხელი კომპრესი გაუკეთეს, ფრჩხილები მოუწეს-
რიგეს და ფეხსაცმელებიც გაუპრიალეს. როგორც წესი, ეს პროცედურა
და ახალი ჰალსტუხი ჯოს ხასიათს უკეთებდა, თუმცა ახლა, საპარიკმა-
ხეროდან რომ გამოვიდა, ისევ საშინელ გუნებაზე იყო.
ქეითმა ის ვირთხასავით მიამწყვდია კუთხეში, შარვალჩახდილი გა-
მოიჭირა. მისმა სწრაფმა აზროვნებამ ჯო სახტად დატოვა. განსაკუთრე-
ბულად დამთრგუნველი კი მისი მთავარი ფანდი იყო: ბოლომდე სათ-
ქმელს არ გეტყოდა და ისე გაგიშვებდა, რომ ვერაფრით მიხვდებოდი,
მართლა შეიტყო რამე თუ, უბრალოდ, მოიტყუა.
თავიდან, ღამე უინტერესოდ დაიწყო. შემდეგ კი, სრულიად მო-
ულოდნელად, დაწესებულებაში საზოგადოება „სიგმა-ალფა-ეფსილო-
ნის“ სტენფორდის განყოფილების წარმომადგენლები შემოიჭრნენ –
თექვსმეტი წევრი და ორი კანდიდატი. ისინი პირდაპირ სან-ხუანი-
დან ჩამოვიდნენ, სადაც ფიცის დადების ცერემონიალში იღებდნენ მო-
ნაწილეობას. ყველა მათგანი საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო.
ფლორენსი, რომელიც წარმოდგენების დროს სიგარეტიან გოგონას
ასახიერებდა, წინა ღამით გაცივდა. ამიტომ, ყოველი მოქაჩვისას, მას
ხველა უტყდებოდა და საბოლოოდ, საკუთარი როლი ვერაფრით ვერ შე-
ასრულა. გარდა ამისა, პონის კვიცს ფაღარათი დაემართა.
შეზარხოშებული კლიენტები სულელებივით იცინოდნენ და ერთმა-
ნეთს მხარზე ხელებს უტყაპუნებდნენ. ბოლოს კი, დაწესებულებიდან
რომ გადიოდნენ, რაც ცუდად იდო, ყველაფერი ხელს გააყოლეს.

823
მათი წასვლის შემდეგ, გოგონებმა ერთმანეთში საქმის გარჩევა
დაიწყეს და ტერეზასაც პირველად მიეცა შესაძლებლობა, რომ საკუ-
თარი მძიმე ხასიათი გამოევლინა. მოკლედ, ღამე იყო, უარესს რომ
ვერ წარმოიდგენ, ისეთი.
ქვემოთ კი, დერეფნის ბოლოში, დახურული კარის მიღმა, სიკ-
ვდილი გარინდულიყო. სანამ დასაძინებლად წავიდოდა, ჯო კარებ-
თან გაჩერდა და სმენად იქცა, თუმცა ვერაფერი გაიგონა. დაწესებუ-
ლება მან სამის ნახევარზე დაკეტა და ლოგინში რომ ჩაწვა, უკვე სამი
საათი იყო. რამდენიმე წუთი იწვალა, მაგრამ ვერ დაიძინა, შედეგ კი
წამოჯდა და „ბარბარა უორთის მოგების“ შვიდი თავი წაიკითხა. რო-
დესაც გათენდა, ცარიელ სამზარეულოში ჩავიდა და ყავა მოიდუღა.
ჯო მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ჭიქა ხელებს შორის მოიქ-
ცია. ვერა და ვერ ხვდებოდა, სად დაუშვა შეცდომა. შესაძლოა, ქეით-
მა იზელის დაღუპვის ამბავი შეიტყო. ასეთ შემთხვევაში, გაათმაგე-
ბული სიფრთხილეა საჭირო. მოულოდნელად, ჯოს იდეა მოუვიდა.
მისი გადაწყვეტილება მტკიცე იყო. ცხრა საათი რომ გახდებოდა, თა-
ვისი ფეხით შევიდოდა ქეითთან და კიდევ ერთხელ დაელაპარაკე-
ბოდა. ამჯერად, მას არაფერი გამორჩებოდა. შესაძლოა, წინა ჯერზე
რაღაცა კარგად ვერ გაიგო. „ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნე-
ბა, თუ პირდაპირ ვეტყვი ყველაფერს. ოღონდ, ზედმეტი არ უნდა მო-
მივიდეს. ათასი დოლარი გადამიხადოს და საერთოდ გავქრები აქე-
დან. თუ უარს მეტყვის, მაინც წავალ. ყელში ამოვიდა ქალებთან მუ-
შაობა. რენოში კარგი სამუშაოს შოვნა შეიძლება – სამორინეში, მაგა-
ლითად. საათებიც გაწერილია და ქალებიც არ გეჩხირებიან თვალ-
ში. საკუთარ ბინასაც მოაწყობდა კაცი – თავისი დიდი სავარძლებით
და ასე შემდეგ. რა ჯანდაბა დამრჩენია ამ ქალაქში! საერთოდ წავალ
ამ შტატიდან. ახლავე ავდგები, შევალ ოთახში, ნივთებს გავამზადებ
და უკანმოუხედავად წავალ. ჰო, რატომაც არა? არავის არაფერს ვეტ-
ყვი, ისე წავალ. სამი-ოთხი წუთი თუ დამჭირდება. მშვენიერი იდეაა.
კაცმა რომ თქვას, შესაძლოა არც ისეთი კარგი შანსი იყო, როგორიც

824
თავიდან ჩანდა. არადა, ათი ათასი დოლარი მშვენიერი თანხაა. არა, და-
ვიცდი. ასე აჯობებს“.
როდესაც მზარეულმა ჯო დაინახა, ხასიათი გაუფუჭდა, – კისერზე
მას ძირმაგარა ჰქონდა გამოსული და კანიც ისე ჰქონდა გაღიზიანებუ-
ლი, რომ სიწითლე კეფამდე აღწევდა. ასეთ დროს, მას მარტო ყოფნა
ერჩივნა. განსაკუთრებით, საკუთარ სამზარეულოში.
ჯო თავის ოთახში დაბრუნდა და ჩემოდანი გაამზადა. ის ნებისმიერ
შემთხვევაში აპირებდა წასვლას.
ცხრა საათი რომ გახდა, ქეითის ოთახთან მივიდა და დააკაკუნა, პა-
სუხს არ დაელოდა და კარი ფრთხილად გააღო. პირველი, რაც ჯოს
თვალში მოხვდა, მილაგებული საწოლი იყო. ლანგარი მან მაგიდაზე
დადო, ნაცრისფერ ოთახთან მივიდა და დააკაკუნა. ხმა რომ არავინ გას-
ცა, კიდევ ერთხელ დააკაკუნა, შემდეგ კი დაიძახა. ბოლოს, კარი ნელა
შეაღო. პატარა საწერ მაგიდას ლამფის შუქი ეცემოდა. ქეითი სავარძელ-
ში იჯდა და თავი ბალიშებში ჰქონდა ჩარგული.
– მთელი ღამე აქ გეძინათ, როგორც ჩანს, – თქვა ჯომ.
პასუხი რომ ვერ მიიღო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ქეითს სახე-
ზე შეხედა. მისი უსიცოცხლო ტუჩები და ნახევრად გახელილი თვალები
რომ დაინახა, წამსვე ყველაფერს მიხვდა: ქეითი ცოცხალი აღარ იყო.
ჯომ თავი გააქნია და მთავარ ოთახში გაიქცა, რათა შეემოწმებინა,
კარი თუ ჩაკეტილი იყო. შემდეგ, ძალიან სწრაფად შეამოწმა კარადა,
ყველა უჯრა გახსნა, ქეითის ჩანთებში ჩაიხედა, საწოლის გვერდით
მდგარი პატარა ყუთიც გაჩხრიკა, თუმცა ვერაფერი იპოვა. ერთი პატარა
ვერცხლის სავარცხელიც კი არ ჰქონია ამ ოხერს!
ჯო ისევ ნაცრისფერ ოთახში შევიდა და მიცვალებულს დააკვირდა –
არა ბეჭდები, არა რაიმე სხვა სახის მორთულობა. ბოლოს, მან ქეითის
კისერზე ჩამოკიდებულ წვრილ ძეწკვს მოჰკრა თვალი და რომ ამოსწია,
პატარა ოქროს საათი, პატარა ცილინდრი და სეიფის ორი გასაღები და-
ინახა.

825
– აი, თურმე სად ინახავ, შე ბოზო! – ჩაილაპარაკა მან, ძეწკვიდან
საათი მოხსნა და ჯიბეში ჩაიდო.
მას მოუნდა, რომ ქეითისთვის სახეში მუშტი ეთავაზებინა, მაგრამ
გადაიფიქრა და საწერი მაგიდისკენ წავიდა.
ქაღალდმა, რომელზეც ორი წინადადება ეწერა, წამსვე მიიპყრო
მისი ყურადღება. „ასეთ საბუთში კარგ თანხას გადამიხდიან“, – გა-
იფიქრა მან და ფურცელი ჯიბეში ჩაიდო. ამის შემდეგ, უჯრებიდან
კიდევ რამდენიმე საბუთი ამოიღო, იპოვა დაზღვევის პოლისი და
რვეული, გოგონებზე შედგენილი დოსიეებით. ეს ყველაფერი ჯიბე-
ებში ჩაიტენა, შემდეგ კი ყავისფერი კონვერტების დასტას მიადგა,
სწრაფად გახსნა ერთ-ერთი მათგანი და ფოტოსურათი ამოიღო. მის
უკანა მხარეს, ქეითის ხელით ეწერა სახელი და გვარი, წოდება და
მისამართი.
ჯომ ხმამაღლა გაიცინა. „აი ეს მესმის! ასეთი შანსი ნამდვილად
არასდროს მქონია“, – გაიფიქრა მან და ყველა კონვერტი სათითაოდ
შეამოწმა. ნამდვილი ოქროს საბადოა, ვერაფერს იტყვი. აი, შეხედე
ამ სქელტრაკას, ქალაქის საბჭოში რომ ზის! ჯომ კონვერტები რეზი-
ნით შეკრა. კიდევ ერთ უჯრაში მან რვა ცალი ათდოლარიანი კუპიუ-
რა და რამდენიმე გასაღები აღმოაჩინა. ფულიც რომ ჩაიჯიბა, შემდე-
გი უჯრა გახსნა. მასში სუფთა ქაღალდების დასტა, ასევე მელანი და
ლუქი იდო. ამ დროს, კაკუნის ხმა გაისმა. ჯომ კარი ოდნავ შეაღო და
მზარეული დაინახა.
– ვიღაც ტიპია მოსული. შენი ნახვა უნდა, – თქვა მზარეულმა.
– ვინ არის?
– მე რა ვიცი?
ჯომ ოთახს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი, კარი გარედან ჩაკე-
ტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. „მოგვიანებით, კიდევ ერთხელ და-
ვათვალიერებ“, – გაიფიქრა მან.
მისაღებში ოსკარ ნოუბლი იდგა. მას ნაცრისფერი ქუდი ეხურა და
ყელამდე შეკრული წითელი პიჯაკი ეცვა. მისი თვალები და ბაკენ-

826
ბარდები ერთი და იმავე ფერის იყო – ღია ნაცრისფერი. ოთახი ჩაბნე-
ლებული იყო. დარაბები ჯერ არავის გაეხსნა.
ჯო ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ოსკარს.
– ჯო შენ ხარ? – ჰკითხა ოსკარმა.
– ვის გავახსენდი?
– შერიფს სურს შენი ნახვა. რამდენიმე შეკითხვა უნდა დაგისვას.
ჯომ იგრძნო, რომ სული ეხუთებოდა.
– უნდა დამაკავოთ? – ჰკითხა მან ოსკარს, – ორდერი მაჩვენეთ.
– არა, ნუ ნერვიულობ. არავინ გაკავებს. რამდენიმე შეკითხვას და-
გისვამენ და მორჩა. წამომყვები?
– წავიდეთ, რა პრობლემაა.
ქუჩაში რომ გავიდნენ, ჯო აკანკალდა.
– პალტო უნდა წამომეღო, – თქვა მან.
– შებრუნდი და წამოიღე. დაგელოდები.
– არა, იყოს.
ისინი კასტროვილის ქუჩისკენ წავიდნენ.
– ოდესმე თუ დაუპატიმრებიხარ? ან თითის ანაბეჭდები თუ აუღიათ?
– კი, – უპასუხა ჯომ პატარა პაუზის შემდეგ.
– რისთვის?
– მთვრალი ვიყავი და პოლიციელს ხელი გავარტყი.
– ყველაფერს გავარკვევთ, – თქვა ოსკარმა და მოსახვევში შევიდა.
მოულოდნელად, ჯო თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ქუჩის მეორე მხა-
რეს გადაირბინა და ლიანდაგები რომ გადაკვეთა, ჩინური უბნისკენ გა-
ვარდა.
სანამ ოსკარმა ხელთათმანი მოიხსნა, პიჯაკი შეიხსნა და იარაღი
ამოიღო, ჯომ ორმოცდაათამდე იარდი გაირბინა. პირველი გასროლა
მიზანს ასცდა.
ჯო ზიგზაგებით გარბოდა. უახლოეს შენობამდე მას სულ ცოტა ჰქონ-
და დარჩენილი.

827
ოსკარი ტელეფონის ჯიხურთან მივიდა, იდაყვით მიეყრდნო,
მარცხენა ხელით მარჯვენა მაჯა შეიმაგრა და მიზანი გაისწორა. რო-
გორც კი ჯო დამიზნების არეში მოხვდა, ოსკარმა კიდევ ერთხელ გა-
ისროლა.
ჯო სახით დაეცა და ასფალტზე რამდენიმე მეტრი ისრიალა.
ოსკარი ერთ-ერთ საბილიარდოში შევიდა, შერიფთან დარეკა და
უკან რომ გამოვიდა, გვამის გარშემო უკვე ხალხი შეკრებილიყო.

თავი ორმოცდამეთერთმეტე
-1-
1903 წელს, ადგილობრივ არჩევნებში, ჰორას ქუინმა გაიმარჯვა
და შერიფის თანამდებობაზე რ. კიფი შეცვალა. მანამდე, წლების
განმავლობაში, ქუინი შერიფის მოადგილედ მუშაობდა და საკმარი-
სი გამოცდილებაც დაუგროვდა. ამიტომ, ამომრჩეველთა უმეტესო-
ბამ გადაწყვიტა, ვინც საქმის დიდ ნაწილს ასრულებს, შერიფიც ის
იყოსო. ამ თანამდებობაზე ქუინმა 1919 წლამდე იმუშავა. ის იმდენი
ხნის განმავლობაში იყო შერიფი, რომ მონტერეის ოლქის ბავშვებს
სიტყვები „შერიფი“ და „ქუინი“ სინონიმები ეგონათ. ჰორას ქუინი შე-
რიფად დაბერდა. ახალგაზრდობაში მიღებული ჭრილობის გამო, ის
ცხოვრების ბოლომდე კოჭლობდა. ინვალიდობის მიუხედავად, ჩვენ
დარწმუნებულები ვიყავით, რომ ის მამაცი და გაბედული ადამიანი
იყო. ქუინი ორმხრივი სროლებიდანაც გამარჯვებული გამოდიოდა
და შესახედავადაც ნამდვილ შერიფს ჰგავდა (კაცმა რომ თქვას, სხვა-
ნაირი შერიფი ჩვენ ნანახი არც გვყავდა). მას ფართო, მოწითალო
ფერის სახე და დიდი თეთრი ულვაშები ჰქონდა, რომლებიც ლონ-
გჰორნის ჯიშის ხარის დაგრეხილ რქებს მოგაგონებდა. ის საკმაოდ
ახოვანი მამაკაცი იყო, რამაც, წლების განმავლობაში, კიდევ უფრო
მეტი სოლიდურობა შესძინა. „სტეტსონის“ ქუდი ეხურა და „ნორ-
ფოლკის“ ქურთუკი ეცვა, რომლის ქვეშ, მკერდზე, რევოლვერის ბუ-
დე ჰქონდა დამაგრებული. ადრე, იარაღს წელზე ატარებდა, თუმცა
828
მოგვიანებით მიხვდა, რომ მკერდზე ტარება უფრო მოსახერხებელი
იყო. თავის ოლქს 1903 წელსაც ძალიან კარგად იცნობდა, 1917 წლის-
თვის კი ლამის სრულყოფილებას მიაღწია და ყველაფერს უმაღლეს
დონეზე აკონტროლებდა. მოკლედ რომ ვთქვათ, შერიფი ქუინი ნამდვი-
ლი მოვლენა და სალინასის ველის განუყოფელი ნაწილი იყო – ზუსტად
ისეთი, როგორიც მისი მთები.
ადამის მხარში დაჭრის დღიდან, შერიფ ქუინს ქეითი უმკაცრესი
მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა. როდესაც ფეი გარდაიცვალა, წამსვე
მიხვდა, რომ ქეითს ამ საქმეშიც მიუძღოდა წვლილი, თუმცა ამის დამამ-
ტკიცებელი საბუთები არ გააჩნდა. შერიფმა იცოდა, რომ ქეითს ვერა-
ფერში დაადანაშაულებდა და საკმარისი ჭკუა აღმოაჩნდა საიმისოდ,
რომ შეუძლებელს არ შესჭიდებოდა. ბოლოს და ბოლოს, საქმე ორ მე-
ძავს ეხებოდა. ჯანდაბამდეც გზა ჰქონიათ!
გარდა ამისა, ქეითი სამართლიან თამაშს თამაშობდა, რის გამოც,
შერიფს მის მიმართ გარკვეული პატივისცემის გრძნობაც კი გაუჩნდა.
„პროსტიტუციას მაინც ვერავინ გააუქმებს და სჯობს საროსკიპოებს ისევ
გონიერი ხალხი მართავდეს“, ფიქრობდა ის. დროდადრო, ქეითი პოლი-
ციის მიერ ძებნილ ადამიანს აღმოაჩენდა ხოლმე და წამსვე შერიფს ატ-
ყობინებდა. მისი დაწესებულება პრობლემატური არასდროს ყოფილა.
შერიფი ქუინი და ქეითი ერთმანეთს მშვენივრად უგებდნენ.
მადლიერების დღემ რომ ჩაიარა, შაბათს, დაახლოებით დღის თორ-
მეტ საათზე, შერიფი ქუინი ჯო ველერის ჯიბეებში ნაპოვნ ქაღალდებს
ათვალიერებდა. 38-კალიბრიანი ტყვია ჯოს პირდაპირ გულში
მოხვედრია, ნეკნებიც დაუზიანებია და მუშტის ზომის ჭრილობაც
დაუტოვებია. ყავისფერი კონვერტები სულ სისხლით იყო დასვრილი და
ერთმანეთზე შეწებებული. რომ განეცალკევებინა, შერიფმა ისინი სვე-
ლი ცხვირსახოცით დაალბო. ფურცელი, რომელზეც ანდერძი ეწერა, და-
კეცილი იყო. შერიფმა ის გაშალა და ნაწერი ყურადღებით წაიკითხა.
შემდეგ, თითოეული კონვერტი გახსნა და ფოტოები შეისწავლა. ყველა-
ფერი რომ დაასრულა, ამოიოხრა.

829
იმაზე, რაც ამ კონვერტებში ინახებოდა, კონკრეტული პიროვნე-
ბების ღირსება და სულიერი სიმშვიდე იყო დამოკიდებული. თუ ამ
ფოტოებს ეფექტურად გამოიყენებდი, ქალაქში თვითმკვლელობე-
ბის რიცხვი გაიზრდებოდა. ქეითი კი უკვე მიულერის მორგში იწვა.
მის ვენებში ფორმალინი შეჰყავდათ, მისი კუჭი კი სასამართლო ექ-
სპერტიზის განყოფილებაში, პატარა ქილაში იყო შენახული.
როდესაც ქუინმა ყველა ფოტო საგულდაგულოდ დაათვალიერა,
ტელეფონის ყურმილი აიღო და ნომერი აკრიფა.
– ჩემთან შემოიარე, თუ შეგიძლია, – უთხრა მან ვიღაცას. – სადი-
ლის გადადება მოგიწევს. ჰო, ძალიან მნიშვნელოვანია. თავად დარ-
წმუნდები. გელოდები.
რამდენიმე წუთის შემდეგ, მამაკაცი, რომლის სახელისა და გვა-
რის ხსენება აუცილებელი არ არის, უკვე შერიფის წინაშე იდგა. ქუინ-
მა მას ანდერძი აჩვენა.
– როგორც იურისტი, რას ფიქრობ? – ჰკითხა მას. – აქვს ამას კანო-
ნიერი ძალა?
მამაკაცმა სწრაფად გადაიკითხა ორი წინადადება და ამოიოხრა.
– ეს ის არის, ვინც მე მგონია? – ჰკითხა მან შერიფს.
– ჰო.
– თუ მისი სახელი და გვარი მართლა კეტრინ ტრასკი იყო, თუ ეს
მართლა თავად დაწერა და თუ არონ ტრასკი მართლა მისი შვილია,
საბუთი სავსებით კანონიერია.
შერიფმა თავისი დიდი ულვაშები საჩვენებელი თითით აიპრიხა.
– როგორც ვიცი, შენ მას საკმაოდ კარგად იცნობდი.
– ხმამაღალი ნათქვამია, – უპასუხა მამაკაცმა. – ვიცი, ვინც იყო. ეს
არის და ეს.
ქუინი მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო და ოდნავ წინ გადაიხარა.
– დაჯექი. სალაპარაკო მაქვს შენთან.
სტუმარმა სკამი გაისწორა, ჩამოჯდა და ქურთუკი შეიხსნა.
– ქეითი ხშირად გაშანტაჟებდა? – ჰკითხა მას შერიფმა.

830
– არა. რატომ მეკითხები?
– როგორც მეგობარს, ისე გეკითხები. თამამად მითხარი. ქეითი
უკვე მკვდარია.
– წარმოდგენა არა მაქვს, რაზე მესაუბრები. მე ვერავინ დამაშანტა-
ჟებს.
ქუინმა კონვერტიდან ფოტო გამოიღო, ორ თითს შორის მოიქცია და
ბანქოსავით გაასრიალა მაგიდაზე.
სტუმარმა სათვალე შეისწორა და სურათს რომ დახედა, სუნთქვა შე-
ეკრა.
– ღმერთო დიდებულო! – აღმოხდა მას.
– არ იცოდი, რომ გიღებდა?
– კი, ვიცოდი. თავად შემატყობინა... ჰორას, რას უპირებ ამ ფოტოს?
ქუინმა მას ფოტო გამოართვა.
– რას გაჩუმებულხარ? – თქვა სტუმარმა. – მითხარი, რას აპირებ.
– დავწვავ, – უპასუხა შერიფმა და კონვერტების დასტას ხელი გადა-
უსვა. – ეს რომ გავრცელდეს, ამ ქალაქში ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყე-
ბა.
ქუინმა ფურცელი აიღო და რამდენიმე ადამიანის გვარი ჩამოწერა,
შემდეგ კი წამოდგა და კოჭლობით მივიდა ღუმელთან, რომელიც მისი
კაბინეტის მეორე ბოლოში იდგა. მან გაზეთი აიღო, დაჭმუჭნა და ცეც-
ხლში შეაგდო. როდესაც ალი ავარდა, კონვერტებსაც შეუძახა ღუმელში,
წნევა დაარეგულირა, კარი მიკეტა და ხელები გაიწმინდა.
– ნეგატივებიც იქ არის, – თქვა მან. – თავად გავჩხრიკე მისი კაბინე-
ტი. სხვა ვერაფერი აღმოვაჩინე.
სტუმარმა რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ იგრძნო, რომ ხმა დაკარ-
გული ჰქონდა.
– მადლობა, ჰორას, – ჩურჩულით აღმოხდა მას.
შერიფი მაგიდასთან დაბრუნდა, ფურცელი აიღო ხელში და სტუ-
მარს გაუწოდა.

831
– ერთი რაღაცა მინდა გთხოვო, – თქვა მან. – ამ სიაში ვინც არის,
ყველას უთხარი, რომ ფოტოები დავწვი. შენ მათ ყველას იცნობ,
ღმერთია მოწმე. შენ აუცილებლად დაგიჯერებენ. წმინდანები მხო-
ლოდ სამოთხეში ცხოვრობენ, ამ ქვეყანაზე კი უცოდველი არავინაა.
თითოეულ ამ ადამიანს ცალკე შეხვდი და რაც აქ მოხდა, ყველაფერი
მოუყევი. აი, შეხედე, – ქუინმა ღუმელის კარი გახსნა და რკინის პატა-
რა ძელაკით ქაღალდები შეასწორა. – აი, ეს ყველაფერი უთხარი.
სტუმარმა შერიფს თვალებში შეხედა და ქუინი წამსვე მიხვდა,
რომ ამ ადამიანისთვის ის ახლა მოსისხლე მტერი იყო. არ არსებობ-
და დედამიწის ზურგზე ძალა, რომელიც მას აზრს შეაცვლევინებდა.
სიცოცხლის ბოლომდე, ჰორას ქუინსა და მის სტუმარს შორის კედე-
ლი იქნებოდა აღმართული და ამას ვერც ერთი მათგანი ვერ აღია-
რებდა.
– ჰორას, არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადო მადლობა, – თქვა სტუ-
მარმა.
– რისი მადლობა? – თქვა ჰორასმა სევდიანი ხმით. – ნეტა ჩემი
მეგობრებიც ასე მომექცნენ.
– წყეულიმც იყოს ის ძაღლისშვილი! – აღმოხდა სტუმარს და შე-
რიფი წამსვე მიხვდა, რომ ამ წყევლის მცირე ნაწილი მისი მისამარ-
თითაც იყო ნასროლი.
მან ისიც მშვენივრად იცოდა, რომ შერიფის თანამდებობაზე დი-
დი დრო აღარ დარჩენოდა. ამ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ
თავს გამოჭერილად გრძნობდნენ, თავისუფლად შეეძლოთ ქუინის
თანამდებობიდან გადაყენება და გააკეთებდნენ კიდეც ამას. ჰორას-
მა ამოიოხრა და მაგიდას მიუჯდა.
– კეთილი, – თქვა მან. – შეგიძლია წახვიდე და მშვიდად ისადი-
ლო. უამრავი საქმე მაქვს.
პირველს აკლდა თხუთმეტი წუთი, როდესაც შერიფი ქუინი ცენ-
ტრალურ პროსპექტზე გავიდა. რეინოს საცხობში, ახლადგამომცხვა-
რი ფრანგული ბაგეტი იყიდა. პურს სასიამოვნო არომატი ასდიოდა.

832
ტრასკების სახლთან რომ მივიდა, ხელით მოაჯირს დაეყრდნო, რამ-
დენიმე საფეხური აიარა და ზარი დარეკა.
კარი ლიმ გააღო. წელზე მას წინსაფარი ჰქონდა შემოხვეული.
– სახლში არ არის, – უთხრა მან შერიფს.
– ვიცი და წინასწარ მოვაგვარე ეს ამბავი. მალე მოვა. დაველოდები,
თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
ლიმ შერიფი სახლში შეიპატიჟა და მისაღებ ოთახში დასვა.
– ცხელ ყავას ხომ არ ინებებთ?
– დიდი სიამოვნებით, – უპასუხა ქუინმა.
– სულ ახალი მოდუღებულია, – თქვა ლიმ და სამზარეულოში გავი-
და.
ქუინმა ლამაზად მოწყობილი ოთახი შეათვალიერა და მიხვდა, რომ
კაბინეტში ჯდომა მობეზრდა. მას ერთი ექიმის ნათქვამი გაახსენდა:
„მიყვარს, როდესაც ადამიანს ვამშობიარებ. თუ საქმე კარგად გავაკეთე,
ოჯახისთვის სიხარული მომაქვს“. ეს სიტყვები შერიფს ხშირად ახსენ-
დებოდა. ხვდებოდა, რომ მის პროფესიაში ყველაფერი პირიქით იყო:
საქმის კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, შერიფს ოჯა-
ხებში სევდა და უბედურება მოაქვს. ის არგუმენტი, რომ ამას ვერსად გა-
ექცევი, ქუინს არასაკმარისად მიაჩნდა. შერიფის თანამდებობაზე მას
ძალიან მცირე დრო ჰქონდა დარჩენილი.
როდესაც ადამიანი პენსიაზე გასვლას გადაწყვეტს, წამსვე იწყებს
ფიქრს იმაზე, თუ რითი დაკავდება, სამსახურისგან რომ თავისუფალი
იქნება. ერთნი სამოგზაუროდ მიდიან, მეორენი იმ წიგნების კითხვას იწ-
ყებენ, ახალგაზრდობაში რომ წაუკითხავი დარჩათ და ასე შემდეგ. შე-
რიფ ქუინის ოცნება სანადიროდ და სათევზაოდ სიარული იყო. წლების
განმავლობაში, საკუთარ თავს ის სანტა-ლუსიას მთებში ხედავდა. გონე-
ბით გადაეშვებოდა ხოლმე სადღაც შორს და რომელიმე პატარა მდინა-
რესთან, კარავში ამოჰყოფდა თავს. ახლა კი, როდესაც ამ ოცნების ასრუ-
ლებამდე სულ არაფერი იყო დარჩენილი, ქუინი ხვდებოდა, რომ ეს ყვე-
ლაფერი აღარ სურდა. მიწაზე ძილი არცთუ სასურველი დასვენება იყო

833
მისთვის, რადგან სინესტეში ფეხი განსაკუთრებით ძლიერად სტკივ-
დებოდა. გარდა ამისა, ისიც გაახსენდა, თუ რა მძიმეა ირემი და რო-
გორი ძნელია ამ ცხოველის ზურგით თრევა. ესეც რომ არა, ირმის
ხორცი დიდად არ უყვარდა. რა თქმა უნდა, მადამ რეინოს მშვენივ-
რად შეუძლია უგემრიელესი კერძი მოამზადოს, მაგრამ, ირემი იქნე-
ბა ეს თუ ძველი ფეხსაცმელი, რა მნიშვნელობა აქვს? კარგი მზარეუ-
ლი ყველაფერს კარგად აკეთებს.
ლის ყავის მოსადუღებელი ახალი აპარატი შეუძენია. შერიფს
წყლის შხეფების სპეციფიური ხმა შემოესმა და თავისი ნავარჯიშევი
ტვინით წამსვე მიხვდა, რომ ჩინელმა მზარეულმა მოიტყუა: ყავა
ახალი მოდუღებული სულაც არ იყო.
სიბერეში ქუინს გონება გაცილებით უფრო კარგად უჭრიდა. წლე-
ბის განმავლობაში ავარჯიშებდა მას და
ალბათ ამიტომ. საკმარისი იყო მოენდომებინა, რომ ნებისმიერი
ადამიანის სახეს აღიდგენდა, მასთან საუბრის დეტალებსაც გაიხსე-
ნებდა და იმ ადგილსაც, სადაც მას შეხვედრია. ძველ ჩანაწერს რომ
ჩართავ, ზუსტად ისე წარმოუდგებოდა ხოლმე ყველაფერი თვალ-
წინ. ის ჯერ კიდევ ირმის ხორცზე ფიქრობდა, როდესაც მიხვდა, რომ
მისი ტვინი სრულიად დამოუკიდებლად აკვირდებოდა ადამ ტრას-
კის მისაღებს. „შეხედე, აქ რაღაცა ხდება. უცნაურია ეს ყველაფერი“,
– ეუბნებოდა მას შინაგანი ხმა.
შერიფი ინტუიციას მიენდო და ოთახს კიდევ უფრო მეტი ყურად-
ღებით დააკვირდა. ავეჯი ყვავილებით მოქარგული ნაჭრით იყო გა-
დაკრული, ფარდები არშიებით იყო მორთული, მაგიდაზე თეთრი
სუფრა იყო გადაფარებული და პატარა ბალიშებიც, ტახტზე რომ ეწ-
ყო, ნათელ ფერებში იყო გადაწყვეტილი. „რაღაცნაირი ქალური
ოთახია“, – გაიფიქრა შერიფმა. – „არადა, სულ მამაკაცები ცხოვრო-
ბენ“.
მას საკუთარი სახლი გაახსენდა. ყველაფერი, რაც მის მისაღებ
ოთახშია, მისის ქუინის შერჩეული, ნაყიდი და გასუფთავებულია. აბ-

834
სოლუტურად ყველაფერი – ყალიონის დასადგამიც კი. დიახ, თქვენ წარ-
მოიდგინეთ, ესეც მისის ქუინმა შეიძინა. კი ბატონო, ისიც ქალის დალა-
გებული და მოწყობილი ოთახია, მაგრამ აქ რაღაც სხვანაირი, სრულიად
განსხვავებული გარემოა. ეს ზედმეტად ქალური ოთახია და თან მამაკა-
ცის მიერ მოწყობილი. ლის ნახელავია, როგორც ჩანს. ადამი ამას, ალ-
ბათ, ვერც კი ამჩნევს და არც წესრიგის დამყარების სურვილი უჩნდება.
ჰორას ქუინს ის დღე გაახსენდა, აგონიაში მყოფ ახალგაზრდა ადამს
რომ შეკითხვებს უსვამდა. მან კვლავ დაინახა მისი არაფრისმთქმელი
თვალები. მაშინ, ძალიან დიდი ხნის წინ, ქუინი პირველივე შეხედვით
მიხვდა, რომ მის წინაშე საოცრად გულწრფელი, ალალმართალი ადა-
მიანი იყო. მომდევნო წლებში, ის ადამს ხშირად ხედავდა. ორივე მათ-
განი მასონთა ორდენის წევრი იყო. მათ ერთად გაიარეს ყველანაირი
რიტუალი. ჯერ ადამმა, შემდეგ კი ჰორასმა, ადგილობრივი ლოჟის ოს-
ტატის სავარძელი დაიკავეს, მოგვიანებით კი, ორივე მათგანი ექს-ოსტა-
ტის სამკერდე ნიშანს ატარებდა. მიუხედავად ამისა, ადამსა და სხვა
ადამიანებს შორის თითქოს კედელი იყო აღმართული. მასში ვერაფ-
რით შეაღწევდი და არც თავად ადამი გადაგიშლიდა გულს. იმ დღეს კი,
აგონიაში მყოფ ადამსა და ჰორასს შორის კედელი საერთოდ არ იყო.
ცოლის მოყვანით, ადამი რეალურ სამყაროს შეეხო. ჰორასს გარდაც-
ვლილი ქეითი წარმოუდგა თვალწინ – ნაცრისფერი და გაშეშებული გა-
მომეტყველებით, ყელში გარჭობილი ნემსებით, რომლებშიც ფორმა-
ლინი მიედინება.
ადამს უპატიოსნო საქციელის ჩადენა არ შეეძლო. უპატიოსნო რომ
იყო, რაღაცისკენ უნდა იღწვოდე, მას კი საერთოდ არაფერი სურდა. შე-
რიფი ცდილობდა გაერკვია, რა ხდებოდა ამ კედლის მიღმა, რა აწუხებ-
და და რა სიამოვნებდა ადამს.
სიმძიმე რომ ჯანმრთელ ფეხზე გადაეტანა, მან პოზიცია შეიცვალა.
სახლში მხოლოდ ყავის აპარატის ხმა

835
ისმოდა. ადამი იგვიანებდა. „ვბერდები“, – გაიფიქრა შერიფმა და
იქვე, ერთგვარი გაკვირვებით აღნიშნა. – „არადა, თავს არაჩვეულებ-
რივად ვგრძნობ“.
ამ დროს, სახლში ადამი შემოვიდა. ლი მას კარებში დახვდა და მი-
საღებ ოთახში შეუძღვა.
– შერიფი გვესტუმრა, – გამაფრთხილებელი ინტონაციით წარ-
მოთქვა ჩინელმა.
ადამმა ქუინს გაუღიმა და ხელი გაუწოდა.
– გამარჯობა, ჰორას, – თქვა მან, – აბა, ორდერი მაჩვენე?
გაცვეთილი ხუმრობა იყო, მაგრამ საკმაოდ მოსწრებულად ით-
ქვა.
– გაუმარჯოს, – თქვა შერიფმა. – შენი მოსამსახურე ყავას შემპირ-
და.
ლი სამზარეულოში გავიდა და ჭურჭელი აახმაურა.
– რამე მოხდა? – იკითხა ადამმა.
– ტყუილუბრალოდ არავისთან დავდივარ. ასეთი პროფესია
მაქვს, – უპასუხა მას ქუინმა. ჯერ ყავა მომიტანოს და მერე გეტყვი.
– ლიზე ნუ ინერვიულებ. მას მაინც ყველაფერი ესმის. ისეთი სმე-
ნა აქვს, დახურული კარის მიღმა გაიგებს. მე მას არაფერს ვუმალავ.
ვერ ვუმალავ და იმიტომ.
ამ დროს, ლი შემოვიდა. ხელში მას ლანგარი ეკავა და უცნაურად
იღიმებოდა. შერიფს რომ ყავა დაუსხა, ისევ სამზარეულოსკენ გაეშუ-
რა.
– რამე მოხდა? – კიდევ ერთხელ იკითხა ადამმა.
– ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი, – უპასუხა შერიფმა, –
ადამ, ის ქალი დღემდე შენი ცოლია?
ადამი დაიძაბა.
– დიახ, – თქვა მან, – რაშია საქმე?
– დილით გარდაცვლილი იპოვეს. თავი მოიკლა.

836
ადამს სახე შეეცვალა და თვალები ცრემლებით აევსო. ის მთელი ძა-
ლით ეცადა, რომ ტირილი არ დაეწყო, მაგრამ ამაოდ, – სახე ხელებში
ჩარგო და აქვითინდა.
– ჩემი საბრალო გოგონა! – აღმოხდა მას.
შერიფი ჩუმად იჯდა. ცოტა ხანში, ადამმა თავი ხელში აიყვანა და
თავი ასწია.
– მაპატიე, ჰორას, – თქვა მან.
ამ დროს, სამზარეულოდან ლი გამოვიდა და ადამს ხელსახოცი მი-
აწოდა. ადამმა თვალები შეიმშრალა.
– ამას ნამდვილად არ ველოდი, – თქვა მან დარცხვენილად. – რა შე-
მიძლია გავაკეთო? საკუთარ თავზე ავიღებ ყველაფერს. თავად დავა-
საფლავებ.
– მე ამას არ ვიზამდი. თუმცა, ნება შენია. თუ თვლი, რომ ეს შენი ვა-
ლია... მე აქ სულ სხვა რამისთვის მოვედი.
ქუინმა ჯიბიდან დაკეცილი ქაღალდი ამოიღო და ადამს გაუწოდა.
ადამი შეცბა.
– ეს... ეს მისი სისხლია? – იკითხა მან.
– არა. მისი არ არის. წაიკითხე.
ადამმა ქაღალდზე დაწერილი ორი წინადადება წაიკითხა და ისე მი-
აშტერდა ნაწერს, თითქოს კიდევ რაღაცის დანახვა სურდა.
– ჰო, მაგრამ... მან არ იცის, ის რომ მისი დედაა.
– როგორ თუ არ იცის? არ გითქვამს?
– არა.
– ღმერთო დიდებულო! – აღმოხდა შერიფს.
– დარწმუნებული ვარ, რომ მისი არაფერი ენდომება, – თქვა ადამმა.
– ჰორას, მოდი დავხიოთ ეს ფურცელი და დავასრულოთ ეს თემა. რომც
გაიგოს, მისგან მაინც არაფერი ენდომება.
– ვერ დავხევთ, ადამ. უფლება არ გვაქვს. ისედაც ბლომად უკანონო-
ბა ჩავიდინეთ. ბანკში საკუთარი სეიფი ჰქონდა. როგორ ჩამივარდა
ხელში ეს ანდერძი და გასაღები, ამას არ გეტყვი. ბანკში ისე მივედი, სა-

837
სამართლოს გადაწყვეტილებას არ დავლოდებივარ (ჰორასს არ უთ-
ქვამს, სეიფი რომ მეტი ფოტოების ნახვის იმედით გახსნა). ასე იყო თუ
ისე, ბებერი ბობი ყველაფერს მიხვდა და სეიფიც ერთად გავხსენით. ისე
გავაკეთეთ ყველაფერი, რომ ვერავინ ვერაფერს დაგვიმტკიცებს. მოკ-
ლედ რომ გითხრა, შიგნით ასი ათასი დოლარის ღირებულების ოქ-
როს სერთიფიკატები აღმოვაჩინეთ. სხვა ვერაფერი ვიპოვეთ.
– საერთოდ ვერაფერი?
– მხოლოდ ქორწინების მოწმობა.
ადამი სკამის ზურგს მიეყრდნო. მის სახეზე ისევ ის არაფრის-
მთქმელი გამომეტყველება გაჩნდა, თითქოს გარე სამყაროს მოწ-
ყდაო. ცოტა ხანში, მან ყავა შენიშნა, ჭიქა აიღო და ერთი ყლუპი მოს-
ვა.
– რას მირჩევ? – ჰკითხა მან შერიფს.
– მე მხოლოდ იმას გეტყვი, რასაც თავად გავაკეთებდი, – უპასუხა
ქუინმა. – ვერაფერს დაგაძალებ. მე ახლავე დავუძახებდი შვილს და
ყველაფერს ვეტყოდი. სრულ სიმართლეს გადავუშლიდი ცხვირწინ.
იმასაც ავუხსნიდი, ადრე რატომ არაფერი ვუთხარი. რამდენი წლი-
საა?
– ჩვიდმეტის.
– კაცია უკვე. ოდესმე ხომ უნდა გაიგოს სიმართლე? უკეთესი იქ-
ნება, თუ ახლავე შეტყობს ყველაფერს.
– კეილმა იცის, – თქვა ადამმა. – საინტერესოა, მარტო არონს რა-
ტომ დაუტოვა ყველაფერი.
– რას გაიგებ? ჰა, რა გადაწყვიტე?
– შენ როგორც მითხარი, ისე მოვიქცევი. თუ არ გეჩქარება, ჩემ
გვერდით იყავი. შეგიძლია?
– რა თქმა უნდა.
– ლი, – დაიძახა ადამმა. – უთხარი არონს, მოვიდეს. საქმე მაქვს.
ხომ სახლშია?
ლი სამზარეულოდან გამოვიდა.

838
– არ მოსულა, – თქვა მან. – შეიძლება, სკოლაში დაბრუნდა.
– აუცილებლად გამაფრთხილებდა. ისე არ წავიდოდა, – თქვა
ადამმა და შერიფს მიუბრუნდა. – მადლიერების დღეზე შამპანური
დავლიეთ და... კეილი სად არის?
– თავის ოთახში.
– დაუძახე. მაგას ეცოდინება არონის ამბავი.
კეილს დაღლილი სახე ჰქონდა. ის მხრებში იყო მოხრილი და ადამს
გამომწვევად უყურებდა.
– სად არის შენი ძმა? – ჰკითხა მას ადამმა.
– არ ვიცი.
– ერთად არ იყავით?
– არა.
– ორი ღამეა სახლში არ მოსულა. სად არის?
– არ ვიცი მეთქი. მისი დარაჯი ხომ არ ვარ?
ადამი შეცბა და თავი ჩაღუნა. მისი თვალების მიღმა, სადღაც შიგ-
ნით, ცისფერმა ალმა გაიელვა.
– ჰო, ალბათ მართლა კოლეჯში დაბრუნდა, – თქვა მან ისე, თითქოს
ძილში ლაპარაკობდა. – თქვენც ასე ფიქრობთ?
შერიფი წამოდგა.
– საჩქარო არაფერია, – თქვა მან. – მოგვიანებითაც შემიძლია ამ საქ-
მეს დავუბრუნდე. დაისვენე, ადამ. შენ რთული დღე გქონდა.
– ჰო, მართალია. გმადლობთ, ჯორჯ. დიდი მადლობა.
– ჯორჯიო? ვინ არის ჯორჯი?
– დიდი მადლობა, – გაიმეორა ადამმა.
ქუინი რომ წავიდა, კეილი თავის ოთახში დაბრუნდა, ადამი კი სკამის
ზურგს მიეყრდნო. რამდენიმე წამში, მას უკვე ეძინა და ხმამაღლა ხვრი-
ნავდა.
ლი ცოტა ხნით მის გვერდით დარჩა, შემდეგ კი სამზარეულოში დაბ-
რუნდა. იქ, მან საპურე ასწია და მის ქვეშიდან ტყავით გადაკრული წიგნი
გამოიღო. ოქროსფრად ამოტვიფრული სათაური თითქმის წაშლილი

839
იყო, მაგრამ მაინც იკითხებოდა – „მარკუს ავრელიუსის ფიქრები“,
ინგლისურ თარგმანში.
ლიმ სათვალეები ტილოთი გაწმინდა, წიგნი გადაშალა და რაღაცის
ძებნას შეუდგა. რომ იპოვა, გაიღიმა და კითხვა ნელა დაიწყო:
„ყველა და ყველაფერი დროებითია – ისიც, ვისაც იხსენებენ და
ისიც, ვინც იხსენებს. თუ დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველა-
ფერი ცვლილებით იქმნება და არაფერი ისე არ უყვარს ბუნებას, რო-
გორც ერთის მეორით, მისი მსგავსით ჩანაცვლება. ყველაფერი, რაც
არსებობს, მომავალში აღმოცენებულის თესლს წარმოადგენს“.
ლიმ რამდენიმე აბზაცი გამოტოვა და კითხვა განაგრძო.
„შენ მალე მოკვდები, მაგრამ აუცილებელი გარდაცვალება არ
განთავისუფლებს შენ მღელვარებისაგან. გარემო შენზე მაინც ახ-
დენს გავლენას და შენ ვერ იქნები სიკეთით განწყობილი ყველაფ-
რის მიმართ. შენ ჯერ კიდევ გაქვს დრო, რომ სიბრძნე მხოლოდ სა-
მართლიან ქმედებებში დაინახო“.
ლიმ თავი ასწია და ისე უპასუხა წაკითხულს, როგორც თავის
ერთ-ერთ მოხუც ნათესავს უპასუხებდა.
– ეს სიმართლეა, – თქვა მან. – რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ
მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ ასეა... და ნუ დაგავიწყდება, რაც ადრე
მითხარი: „ყოველთვის უმოკლეს გზას გაჰყევი, რადგან სწორედ
უმოკლესი გზაა ყველაზე ბუნებრივი“. ნურც ეს დაგავიწყდება.
ლიმ წიგნი დადო. რამდენიმე გვერდი თავისით გადაიშალა და
დიდი ფანქრით დაწერილი ორი სიტყვა გამოჩნდა: „სამუელ ჰამილ-
ტონი“.
მოულოდნელად, ლის სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. ის ფიქ-
რობდა, ნეტა ოდესმე თუ მიხვდა სამუელი, ვინ მოიპარა მისი წიგნი?
ლის მიაჩნდა, რომ ამ წიგნის მოპარვა მადლი იყო და სინდისი მას
სრულებით არ აწუხებდა. მან ნაზად მოჰკიდა ხელი ტყავის ყდას და
წიგნი ისევ თავის ადგილას, საპურის ქვეშ დააბრუნა.

840
– რა თქმა უნდა, მშვენივრად იცოდა, ვინ მოიპარა ეს წიგნი, – თქვა
მან, – „მარკუს ავრელიუსით“ სხვა ვინ უნდა დაინტერესებულიყო?
შემდეგ, ლი მისაღებ ოთახში გავიდა და მძინარე ადამის გვერ-
დით ჩამოჯდა.
-2-
კეილი თავის ოთახში იჯდა, იდაყვებით მაგიდას დაყრდნობოდა,
თავი ხელებში ჩაერგო და თითებით საფეთქლებს იზილავდა. მის მუ-
ცელში თითქოს ყველაფერი ერთმანეთში იყო აზელილი და მთელი მი-
სი სხეული, ტანსაცმელი და ტვინი ალკოჰოლით გაჟღენთილიყო.
კეილი პირველად დათვრა. ადრე, მას ამის არც სურვილი ჰქონია და
არც საბაბი. ძმა რომ ქეითთან წაიყვანა, ამან მას ვერც ტკივილი შეუმსუ-
ბუქა და ვერც ტრიუმფის განცდა მოუტანა. მის გონებაში ყველაფერი ერ-
თმანეთში არეულიყო – ფიქრები, ბგერები და შეგრძნებები ნამსხვრევე-
ბად იყო ქცეული. სინამდვილესა და წარმოსახვითს ერთმანეთისგან ვე-
რაფრით აცალკევებდა. ქეითისგან რომ გამოვიდნენ, ის ძმას მხარზე შე-
ეხო, არონმა კი ისეთი უთავაზა, იქვე მიწაზე დაანარცხა. სიბნელეში,
არონი კეილს კიდევ რამდენიმე წამი უყურებდა და მერე, სრულიად მო-
ულოდნელად, პატარა ბავშვივით ატირდა და თავქუდმოგლეჯილი გა-
იქცა. კეილს ახლაც ნათლად ჩაესმოდა ძმის ჩახლეჩილი ხმა. ქეითის
დაწესებულების ეზოში, ბუჩქებთან, ის კიდევ რამდენიმე წუთი იწვა გა-
უნძრევლად. რკინიგზის სადგურიდან ორთქლმავლების ხმაური და ვა-
გონების შეერთების ხმები ისმოდა. მან თვალები დახუჭა და მხოლოდ
მაშინ გაახილა, როდესაც გვერდით ვიღაცის ნაბიჯების ხმა გაიგონა. წა-
მიერად, მას მოეჩვენა, რომ ეს ქეითი იყო. სილუეტი ძალიან მალე და
სწრაფად გაუჩინარდა.
ცოტა ხანში, კეილი წამოდგა, ტანსაცმელი გაიბერტყა და მთავარი
ქუჩისკენ გაეშურა. თავადაც უკვირდა, ჩვეულებრივ ხასიათზე რომ იყო.
რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა, სიმღერა გაახსენდა და წაიღიღინა:
„ვარდი ამოსულა უდაბურ მიწაზე, შეხედეთ რა ლამაზია...“

841
პარასკევს, კეილი მთელი დღე წინ და უკან დაეხეტებოდა, საღა-
მოს კი ჯო ლაგუნამ მას ერთი ბოთლი ვისკი უყიდა. კეილი ჯერ
სრულწლოვანი არ იყო და თავად ალკოჰოლს ვერ შეიძენდა. ჯოს
სურდა კეილთან ერთად დაელია, მაგრამ კეილმა მას ერთი დოლარი
აჩუქა და ჯომ გრაპას დალევა არჩია.
კეილი ებოტის სავაჭრო სახლის უკან, ზუსტად იმ ადგილას მივი-
და, საიდანაც, ბაჭია ჰოლმანთან ერთად, პირველად წავიდა დედა-
მისის დაწესებულების სანახავად. ის მიწაზე დაჯდა და მიუხედავად
გულისრევის შეგრძნებისა, ვისკის ბოთლი მოიყუდა. ორჯერ რომ
აღებინა, კიდევ დალია და იმ კონდიციამდე მივიდა, გარშემო რომ
ყველაფერი ტრიალებს.
ცოტა ხანში, მას ბოთლი ხელიდან გაუვარდა და უგონო მდგომა-
რეობაში მყოფს, კიდევ რამდენჯერმე აერია გული. შორიახლოს,
მოკლებეწვიანი ქუჩის ძაღლი გამოჩნდა. ის აუჩქარებლად დააბი-
ჯებდა და
აქა-იქ თავის ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდა. კე-
ილი რომ დაინახა და ალკოჰოლის სუნიც იგრძნო, გვერდი აუარა და
გზა გააგრძელა. ცოტა ხანში, ჯო ლაგუნაც გამოჩნდა. როგორც ჩანს,
ის ვისკის სუნს გამოჰყვა. უგონოდ მყოფი კეილის ფეხზე მიყუდებუ-
ლი ბოთლი რომ დაინახა, ხელში აიღო, სინათლეზე გახედა და დარ-
წმუნდა, რომ სასმელი კიდევ იყო დარჩენილი. საცობი რომ ვერსად
იპოვა, ბოთლში ცერა თითი ჩაარჭო და თავის გზას გაუყვა.
უკვე თენდებოდა, როდესაც კეილი სიცივემ გამოაღვიძა. მან თავს
ძალა დაატანა, ფეხზე წამოდგა და ბარბაცით გაემართა სახლისკენ.
მადლობა ღმერთს, ბევრი სასიარულო არა ჰქონია. რამდენიმე ნაბი-
ჯი გაიარა, მარჯვნივ გაუხვია და წამსვე რეინოს საცხობთან აღმოჩ-
ნდა.
ლიმ მისი სახლში შემოსვლის ხმა გაიგონა და უსიამოვნო სურნე-
ლიც იგრძნო. კეილმა ბარბაცით გაიარა მისაღები ოთახი, თავის სა-
ძინებელში შევიდა და საწოლზე დაეცა, მაგრამ დაძინება ვერაფრით

842
შეძლო. თავის ძლიერ ტკივილთან ერთად, სირცხვილის გრძნობაც
სტანჯავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, კიდევ ერთხელ დაატანა
თავს ძალა და ადგა. აბაზანაში რომ შევიდა, ყინულივით ცივი შხაპი
მიიღო და ტანი პემზით გაიხეხა, რამაც ოდნავი შევება მოჰგვარა.
კეილმა იცოდა, რომ საკუთარი დანაშაულის აღიარება და მამის წი-
ნაშე ბოდიშის მოხდა მოუწევდა. გარდა ამისა, მას არონიც უნდა შემოე-
რიგებინა და მასთან უფრო თავმდაბალი გამხდარიყო – არა მხოლოდ
რამდენიმე დღით, არამედ სიცოცხლის ბოლომდე. ამის გარეშე, ის ვერ
იცოცხლებდა. მიუხედავად ამისა, როდესაც ის შერიფ ქუინისა და ადა-
მის წინაშე იდგა, ბრაზიანი ძაღლივით იღრინებოდა და საკუთარი თა-
ვის მიმართ სიძულვილი, გარშემომყოფებზე გადაჰქონდა. ის გარიყუ-
ლად გრძნობდა თავს და თავადაც არავინ უყვარდა.
შემდეგ, როდესაც ისევ თავის საძინებელში დაბრუნდა, სინდისმა კი-
დევ უფრო შეაწუხა, მაგრამ მასთან საბრძოლველად ძალა საერთოდ
აღარა ჰქონდა.
მოულოდნელად, კეილს არონი გაახსენდა და პანიკური შიში დაეუფ-
ლა. შესაძლოა მას რაიმე შეემთხვა ან ძლიერად დაშავდა და საკუთარ
თავს ვერაფერს შველის. არ არის ის იმდენად ძლიერი ადამიანი, რომ
პრობლემებს მარტო გაუმკლავდეს. კეილი მიხვდა, რომ ძმის მოძებნა
მოუწევდა. აუცილებლად უნდა ეპოვნა და სახლში დაებრუნებინა. ძვე-
ლი ურთიერთობაც უნდა აღედგინა მასთან. საკუთარი თავის გაწირვა
რომ დასჭირვებოდა, ეს მაინც უნდა გაეკეთებინა. როდესაც ადამიანი
დანაშაულს გრძნობს, მას მსხვერპლის იდეა იპყრობს. კეილსაც ასე და-
ემართა. სწორედ მსხვერპლი მოულბობს არონს გულს და სახლში დააბ-
რუნებს მას.
კეილი თავის საწერ მაგიდასთან მივიდა, უჯრა გახსნა და ცხვირსა-
ხოცების ქვეშიდან პატარა შეკვრა ამოიღო. შემდეგ, ფაიფურის ლანგარი
აიღო და წინ დაიდო. სანამ საქმეს შეუდგებოდა, ღრმად შეისუნთქა.
სუფთა ჰაერმა მასზე სასიამოვნოდ იმოქმედა. კეილმა ერთ-ერთი კუპიუ-
რა აიღო, ოდნავ მოკეცა, მეორე

843
ხელით ასანთს გაჰკრა და ფულს ცეცხლი მოუკიდა. ქაღალდი
აალდა და რამდენიმე წამში ფერფლად იქცა. კეილმა ის ფაიფურის
ლანგარზე მხოლოდ მაშინ დააგდო, როდესაც ალმა მის თითებამდე
მიაღწია. პაუზის გარეშე, მან მეორე კუპიურა აიღო და მასაც მოუკიდა
ცეცხლი.
როდესაც მეშვიდე კუპიურამდე მივიდა, კარი გაიღო და ოთახში
ლი შემოვიდა.
– კვამლის სუნი მეცა, – თქვა მან და როდესაც დაინახა, რას აკე-
თებდა კეილი, მსუბუქად შეიცხადა.
კეილს ეგონა, რომ ლი მისთვის ხელის შეშლას შეეცდებოდა და
წინააღმდეგობის გაწევისთვის მოემზადა. თუმცა, ჩინელი მშვიდად
იდგა, დოინჯი ჰქონდა შემორტყმული და ხმას არ იღებდა. კეილმა
ჯიუტად განაგრძო დაწყებული საქმე და როდესაც ყველა კუპიურა
ფერფლად აქცია, ლის კომენტარს დაელოდა. როდესაც მიხვდა,
რომ ჩინელი ხმის ამომღები არ იყო, თავად დაარღვია სიჩუმე.
– მიდი, დაიწყე, – თქვა მან. – ვიცი, რომ რაღაცის თქმა გინდა. გის-
მენ.
– არა, – უპასუხა ლიმ. – მე არაფერი მაქვს სათქმელი. თუ არც შენ
გინდა, რომ რამე მითხრა, ცოტა ხანს დაგელოდები და მერე გავალ.
აი აქ ჩამოვჯდები, თუ წინააღმდეგი არა ხარ.
ჩინელი სკამზე დაჯდა, ხელები გულზე დაიკრიფა და ისევ გაჩუმ-
და. მის სახეზე ზუსტად ის ღიმილი გამოისახა, იდუმალს რომ უწო-
დებენ.
კეილი მიტრიალდა.
– მე შენზე დიდხანს შემიძლია ჩუმად ჯდომა, – თქვა მან.
– თუ განგებ შევეჯიბრებით ერთმანეთს, ალბათ მაჯობებ, – უპა-
სუხა ლიმ, – მაგრამ, დღეების, წლებისა და საუკუნეების განმავლო-
ბაში რომ დაგვჭირდეს ასე ჯდომა, ვერ მომიგებ.
ცოტა ხანში, კეილს გაღიზიანება შეეტყო.

844
– უკეთესი იქნება, თუ ლექციის კითხვას ახლავე დაიწყებ, – თქვა მან.
– რომელი ლექციის? სულაც არ ვაპირებ ლექციის კითხვას, – უპა-
სუხა ლიმ.
– აბა, რა ჯანდაბა გინდა აქ? ხომ იცი, რაც გავაკეთე? ისიც გეცოდინე-
ბა, გუშინ რომ დავთვერი.
– რა გააკეთე, არ ვიცი, მაგრამ ვხვდები. რომ დათვერი, ვგრძნობ.
– რას გრძნობ?
– ალკოჰოლის სუნს, კეილ.
– პირველად დავთვერი და არ მომეწონა.
– არც მე მომწონს. ჩემი კუჭი სპირტიან სასმელს ვერ იტანს. ესეც რომ
არა, სიმთვრალეში უაზრო იდეები მაწუხებს.
– რას გულისხმობ?
– ერთ მაგალითს მოგიყვან. ახალგაზრდა რომ ვიყავი, ჩოგბურთმა
გამიტაცა. მოსამსახურისთვის ეს საკმაოდ სასარგებლო საქმიანობაა.
წარმოიდგინე, თამაშობ შენ პატრონთან ერთად წყვილებში და მის გაშ-
ვებულ ბურთებს იგერიებ. მადლობის სანაცვლოდ კი ის ამისთვის რამ-
დენიმე დოლარს გაძლევს საჩუქრად. ერთხელ, თუ არ ვცდები, ხერესი
მქონდა დალეული და ერთი საინტერესო აზრი ამეკვიატა. ყველას და-
ვუწყე მტკიცება, რომ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ცხოველი ღამურაა.
იმავე ღამით, სან-ლეანდროს მეთოდისტური ეკლესიის სამრეკლოში
დამაპატიმრეს. ხელში რაკეტა მეჭირა და პოლიციელს ვუმტკიცებდი,
რომ მარცხენა ხელით დარტყმაში ვვარჯიშობდი.
კეილმა ისე გულიანად გადაიხარხარა, რომ ლის, ცოტა არ იყოს, გუ-
ლი დასწყდა, ეს ყველაფერი რომ ტყუილი იყო.
– მე ბოძს მივეყუდე და ღორივით დავთვერი, – თქვა კეილმა.
– ცხოველები ყოველთვის...
– მეშინოდა, თავი არ მომეკლა და ვიფიქრე, რომ ალკოჰოლი მიშვე-
ლიდა.
– შენ თავს არასდროს მოიკლავ, კეილ. საკმარისი რაოდენობის სი-
ბოროტეა შენში და იმიტომ. არონი სად არის?

845
– არ ვიცი. სადღაც გაიქცა და იმის მერე აღარ მინახავს.
– მასში არ არის საკმარისი რაოდენობის სიბოროტე, – ჩაილაპარაკა
ლიმ.
– ვიცი და მეც ვნერვიულობ. მაგრამ, ის ამას არ გააკეთებს. ხომ
მეთანხმები, ლი?
– რას გეტყვი, იცი? ასეთ შეკითხვას ადამიანი მხოლოდ მაშინ
სვამს, როცა საკუთარი აზრის დადასტურება სურს. ეს იგივეა, რესტო-
რანში რომ შეხვიდე და ოფიციანტს ჰკითხო, გემრიელი რა გაქვთო.
არ ვიცი, კეილ. საიდან უნდა ვიცოდე?
– რამ გამაკეთებინა ეს?! რა ჯანდაბა დამემართა?! – წამოიძახა
კეილმა.
– ნუ ართულებ, – თქვა ლიმ. – შენ მშვენივრად იცი, რაც დაგემარ-
თა. შენ გაბრაზებული იყავი არონზე. მამაშენმა გაწყენინა და იმი-
ტომ გაბრაზდი. რთული ამაში არაფერია. გაბოროტდი და მორჩა.
– სწორედ ეს მაგიჟებს! რატომ ვარ გაბოროტებული?! არ მინდა,
ასეთი რომ ვიყო! შენ უნდა დამეხმარო, ლი!
– მოიცადე, – თქვა ლიმ. – მე მგონი, მამაშენის ხმა გავიგონე.
ის ადგა და ოთახიდან გავიდა.
კეილს ლაპარაკის ხმები მოესმა. რამდენიმე წუთში, ლი მის საძი-
ნებელში დაბრუნდა.
– ფოსტაში აპირებს წასვლას. უცნაური ხალხი ცხოვრობს სალი-
ნასში. ნაშუადღევს წერილები არასდროს არავის მიუღია და მაინც,
საკმარისია პირველი-ორი საათი გახდეს, რომ ყველა ფოსტაში გარ-
ბის.
– გზაში სასმელს ყიდულობენ, ალბათ.
– ჰო. ვფიქრობ, ეს დასვენების ერთგვარი საშუალებაა. მეგობარს
ნახავ, გამოელაპარაკები... კეილ, ბოლო დროს, მამაშენის ქცევები
არ მომწონს. რაღაცნაირი დაბნეული გახდა. ჰო, სულ დამავიწყდა.
შენ ეს არ გეცოდინება. დედაშენმა თავი მოიკლა გუშინ.

846
– მართლა? იმედი მაქვს, ძალიან მტკივნეული იყო, – თქვა კეილმა
და წამსვე შეცბა. – არა, ამის თქმა არ მინდოდა. არ მინდა, ამაზე ვიფიქ-
რო. აი, ხომ ხედავ? ისევ გავბოროტდი. არა, ასე არ მინდა!
ლიმ თავი მოიფხანა – ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე ადგილას და
ცოტა ხანში, მას მთელი თმა აჩეჩილი ჰქონდა.
– ფული რომ დაწვი, ძალიან გესიამოვნა? – ჰკითხა მან კეილს.
– ჰო... ახლა ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში.
– ...და ამ თვითგვემითაც სიამოვნებას ღებულობ? უბედური რომ ხარ,
გიხარია?
– ლი!
– შენ საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი. კეილებ ტრასკის ტრაგიკული
ცხოვრება გაჯადოვებს – ბრწყინვალე, ერთადერთი და განუმეორებელი
კეილებ ტრასკისა, რომელსაც თავისი პირადი ჰომეროსი უნდა ჰყავდეს.
არადა, ნუთუ თავში არასდროს მოგსვლია, რომ ერთი უბრალო, ცხვირ-
მოუხოცავი ლაწირაკი ხარ, რომელიც ზოგჯერ გაბოროტდება ხოლმე,
ზოგჯერ კი საკმაოდ დიდსულოვნად იქცევა? შენ ცუდი ჩვევები გაქვს,
მაგრამ შინაგანად ძალიან სუფთა ხარ. შესაძლოა, შენ სხვებზე მეტი
ენერგია გქონდეს, მაგრამ სხვა ყველაფერში ისეთივე ცხვირმოუხოცავი
ლაწირაკი ხარ, როგორიც შენი თანატოლების უმეტესობა. ისეთი შთა-
ბეჭდილება მექმნება, რომ ტრაგიკული ადამიანის მანტია გსურს მოისხა
და ეს მხოლოდ იმის გამო, რომ დედაშენი მეძავი იყო. ახლა დაფიქრდი
და მითხარი, შენს ძმას რომ რამე მოუვიდეს, ძმის მკვლელის მანტიასაც
ასეთივე სიამოვნებით მოისხამ?
კეილი მაგიდისკენ მიტრიალდა. ლი მას სუნთქვაშეკრული შესცქე-
როდა – ზუსტად ისე, ექიმი რომ წამლის რეაქციის მოლოდინში გაირინ-
დება ხოლმე. ის ნათლად ხედავდა, რა ემოციებით იყო შეპყრობილი კე-
ილი. ეს იყო შეურაცხყოფით გამოწვეული გაბრაზება, აგრესია და მას-
თან შერწყმული გულისტკივილი, რაც იმის ნიშანია, რომ კრიზისმა გა-
დაიარა.

847
ლიმ ამოიოხრა. მან ძალიან ბევრი იმუშავა, ძალიან ფრთხილად
იმოქმედა და მისმა შრომამ, როგორც ჩანს, სასურველი შედეგი გამო-
იღო.
– ჩვენ ფიცხი ხალხი ვართ, კეილ. ძალადობა ოდითგანვე მოგვყვება.
საკუთარ თავსაც რომ ვგულისხმობ, უცნაურად ხომ არ გეჩვენება? შე-
საძლოა ჩვენი წინაპრები მართლაც დაუდგრომელი, გაშმაგებული
ხალხი იყო. ალბათ, ისინი მართლაც ბანდიტები და ბოროტმოქმე-
დები იყვნენ, მაგრამ მათ გარდა, სხვებიც არსებობდნენ – მამაცები,
დამოუკიდებლები და დიდსულოვნები. ასე რომ არ ყოფილიყო,
ჩვენს წინაპრებს სადღაც შორს, უნაყოფო მიწებზე ამოხდებოდათ
სული.
კეილმა ლის შეხედა და გაიღიმა. დაძაბულობა მას სრულებით
აღარ ეტყობოდა და ჩინელიც მიხვდა, რომ თავისი ლაპარაკით მას
ბოლომდე ვერ გააბრუებდა. მიუხედავად ამისა, კეილი ზუსტად
ხვდებოდა, რა სურდა ლის და ამისათვის მისი მადლიერი იყო.
– საკუთარ თავს სწორედ ამიტომ ვგულისხმობ, – განაგრძო ლიმ.
– მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ამერიკაში
ჩვენი წინაპრები. ჩვენ ყველას ერთი და იგივე მემკვიდრეობა გვერ-
გო. ყველა ამერიკელს, მიუხედავად მათი კანის ფერისა თუ წარმო-
შობისა, ერთი ხასიათი აქვს. ჩვენ თავისთავად, შემთხვევით შექმნი-
ლი ჯიში ვართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ ზედმეტად მამაცებიც ვართ და
ზედმეტად მშიშრებიც, ჩვენ კეთილებიც ვართ და სასტიკებიც, რო-
გორც პატარა ბავშვები. ჩვენ ზედმეტად
მეგობრულები ვართ და ამავე დროს, უცხო ადამიანების გვეში-
ნია. ჩვენ თავი მოგვაქვს, რომ ყველაფერში პირველები ვართ და ამა-
ვე დროს, თუთიყუშებივით ვბაძავთ სხვებს. ჩვენ ზედმეტად სენტი-
მენტალურებიც ვართ და რეალისტებიც. ჩვენ მიწიერები და მატე-
რიალისტები ვართ, მაგრამ, შეგიძლია დამისახელო რომელიმე სხვა
ერი, რომელიც იდეალებისთვის ცხოვრობს? ჩვენ ძალიან ბევრს
ვჭამთ. ჩვენ არც გემოს შეგრძნება გვაქვს და არც პროპორციების.

848
ენერგიას ჩვენ ნარჩენებივით ვისვრით. ევროპელები ჩვენზე ამბობენ,
რომ ბარბაროსობიდან პირდაპირ დაცემაზე გადავედით და შუა სტა-
დიები საერთოდ არ გაგვივლია. შესაძლოა, მათ, ვინც ჩვენ გვაკრიტი-
კებს, ჩვენთან საერთო ენა ვერ იპოვეს და სრულებით არა აქვთ წარმოდ-
გენა, ვინ ვართ და რა გვსურს. სწორედ ასეთები ვართ ჩვენ, კეილ. არც
შენ ხარ გამონაკლისი.
– გინდა, რომ გამაბრუო, ხომ? – თქვა კეილმა და გაიღიმა. – მიდი,
მიდი, გააგრძელე.
– მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. დავამთავრე. გავალ, შევხედავ, მა-
მაშენი თუ დაბრუნდა. ბოლო დროს, ძალიან მანერვიულებს, – თქვა
ლიმ და ოთახიდან გავიდა.
შემოსასვლელში, კარებთან ახლოს, ადამი კედელზე იყო მიყრდნო-
ბილი და თითქოს ჩასძინებოდა. ქუდი თვალებზე ჰქონდა ჩამოფარებუ-
ლი.
– ადამ, რა დაგემართა? – ჰკითხა მას ლიმ.
– არ ვიცი. დავიღალე... ჰო, ალბათ დავიღალე.
ლიმ მას მკლავზე ხელი მოჰკიდა და სასტუმრო ოთახისკენ წაიყვანა.
ადამი სავარძელში ჩაესვენა და მარცხენა ხელით მარჯვენა მკლავი მო-
იფხანა. ლიმ ქუდი მოხადა. ადამს უცნაური გამოხედვა ჰქონდა. მისი
თვალები თითქოს საერთოდ არ მოძრაობდა, ტუჩები კი თითქოს გამ-
შრალი ჰქონდა. მისი ხმაც საიდანღაც, ძალიან შორიდან ისმოდა.
– უცნაურია, – თქვა მან, – ფოსტაში რომ ვიყავი, გონება დავკარგე.
ადრე ეს არასდროს მომსვლია. მისტერ პიოდამ წამომაყენა. მე მგონი,
მხოლოდ ერთი წამით გავითიშე. უცნაურია. გონება არასდროს დამი-
კარგავს.
– წერილი იყო?
– ჰო, ჰო... იყო, – თქვა ადამმა და მარცხენა ხელი ჯიბეში ჩაიყო. – ეს
ხელი დაბუჟებული მაქვს, – თქვა მან, მარჯვენა ხელით გადასწვდა მარ-
ცხენა ჯიბეს და იქიდან ყვითელი კონვერტი ამოიღო. – მე მგონი, უკვე
წაკითხული მაქვს. ჰო, აუცილებლად წავიკითხავდი, – თქვა მან და წერი-

849
ლი თვალებთან ახლოს მიიტანა, თუმცა ვერაფერი წაიკითხა. – ლი,
უკვე სათვალე მჭირდება. ვერაფერს ვხედავ. ასოები სულ იქეთ-აქეთ
დახტის.
– მე ხომ არ წავიკითხო?
– რა უცნაურია. ჰო, სათვალის ამბავს უნდა მივხედო. წაიკითხე,
ლი. რა წერია?
– „ძვირფასო მამა“, – წაიკითხა ლიმ. – „მე ჯარში ვარ. ვუთხარი,
რომ თვრამეტი წლის ვარ და დამიჯერეს. არაფერზე ინერვიულო.
ყველაფერი კარგად იქნება. არონი“.
– რა უცნაურია. თითქოს წაკითხული მქონდა, მაგრამ, ახლა მგო-
ნია, რომ არ წამიკითხავს, – თქვა ადამმა და მარცხენა ხელი დაიზი-
ლა.

თავი ორმოცდამეთორმეტე
-1-
1917-18 წლების ზამთარი წყვდიადით მოცული დრო იყო. გერმა-
ნელები წინ მიიწევდნენ და გზად ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ. სამ თვე-
ში, ბრიტანელებმა სამასი ათასი ჯარისკაცი დაკარგეს, საფრანგე-
თის არმიის რამდენიმე დანაყოფი კი მეთაურებს აუჯანყდა. რუსეთი
ომიდან გავიდა. გერმანელებმა კარგად დასვენებული და ხელახლა
აღჭურვილი აღმოსავლეთის დივიზიები დასავლეთის ფრონტზე გა-
დაისროლეს. სიტუაცია აბსოლუტურად უიმედო იყო.
მაისი რომ დადგა, ბრძოლის ველზე უკვე თორმეტი ამერიკული
დივიზია იბრძოდა, ხოლო ზაფხულში ჩვენი ჯარის მასიური გადას-
როლა დაიწყო. ეს ის დრო იყო, როდესაც მოკავშირეთა გენერლები
ერთმანეთს ებრძოდნენ, გერმანული წყალქვეშა ნავები კი გემს გემ-
ზე ძირავდნენ.
850
ჩვენ სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ომის ერთი გმირული შეტევით
მოგება შეუძლებელია და, რომ ეს ძალზე ხანგრძლივი და რთული პრო-
ცესია. ზამთრის იმ მძიმე თვეებში, ჩვენ სულით დავეცით. პირველი რამ-
დენიმე კვირის განმავლობაში დაგროვილი გმირული სულისკვეთება
თვალსა და ხელს შუა იყო გამქრალი, ხოლო ხანგრძლივი ომისთვის სა-
ჭირო სიჯიუტე, ჯერ გამომუშავებული არ გვქონდა.
ლუდენდორფის დამარცხება შეუძლებელი იყო. მას არაფერი აჩე-
რებდა. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ისედაც დაუძლურებული
ჯარების წინააღმდეგ ის შეტევას შეტევაზე ახორციელებდა. ამ სიტუ-
აციაში, ჩვენ ისეთი გრძნობა გაგვიჩნდა, რომ საბოლოოდ დავაგვიანეთ
და ძალიან მალე, უძლეველი გერმანელების წინააღმდეგ მარტონი აღ-
მოვჩნდებოდით.
ზოგიერთი ცდილობდა საერთოდ არ მიექცია ყურადღება ომისთვის.
ადამიანები ძალიან ხშირად იქცევიან ასე. ნაწილი შვებას საკუთარ წარ-
მოდგენებში პოულობდა, ნაწილი – მანკიერ ქმედებებში, ნაწილიც – ცეკ-
ვა-თამაშში. მკითხავებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნილება იყო,
ხოლო ბარები და რესტორნები ხალხის სიმრავლეს ვერ აუდიოდა. იყ-
ვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარ თავში იკეტებოდა, შიშსა და ნერვიულო-
ბას პირადი სიხარულითა და ტრაგედიებით ებრძოდა. რა უცნაურია, ეს
ყველაფერი რომ დაგვავიწყდა. პირველი მსოფლიო ომი ჩვენ სწრაფი
და გმირული გამარჯვებით დაგვამახსოვრდა, ისევ თვალწინ გვიდგას
დროშების ფრიალი და ორკესტრების საზეიმო მსვლელობები, ჯარის-
კაცების დაბრუნებით გამოწვეული სიხარული, დაუსრულებელი დავა-
კამათი და ჩხუბი ბრიტანელებთან, რომლებიც ცდილობდნენ ყველაფე-
რი ისე წარმოეჩინათ, თითქოს მხოლოდ თავად მოიგეს ეს ომი. რა უც-
ბად დაგვავიწყდა ის წყეული ზამთარი, როდესაც ლუდენდორფი ჯი-
უტად მიიწევდა წინ და ყველა ჩვენგანი, გულის სიღრმეში, წაგებული
ომისთვის ემზადებოდა.
-2-

851
ადამ ტრასკი უფრო დაბნეული იყო, ვიდრე გულნატკენი. გამწვე-
ვი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა არ დას-
ჭირვებია, რადგან, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, ისედაც გა-
უშვეს შვებულებაში. ადამი საათობით იჯდა სახლში და მარცხენა
ხელს იზელდა, ჯაგრისით იხეხავდა და ცხელ აბაზანებს იღებდა.
– სისხლის მიმოქცევის ამბავია, – ამბობდა ის, – როგორც კი აღ-
მიდგება, გამოვკეთდები. ახლა მხოლოდ თვალები მაწუხებს. ეს
პრობლემა არასდროს მქონია. სათვალის ტარება მომიწევს. წარმო-
იდგინეთ, მე და სათვალე! ალბათ, საკმაოდ რთული იქნება მიჩვევა.
დღესვე წავიდოდი და ამ საქმეს მოვაგვარებდი, მაგრამ ოდნავ თავ-
ბრუ მესხმის.
თავბრუსხვევა საკმაოდ ძლიერი ჰქონდა, მაგრამ ამას არ აღია-
რებდა. ხელით რომ კედელს არ მიყრდნობოდა, ისე ორ ნაბიჯსაც
ვერ გადადგამდა. ლი ხშირად ეხმარებოდა მას სკამიდან ან ლოგინი-
დან წამოდგომაში და ფეხსაცმელებზე ზონრებსაც კი თავად უკრავ-
და, რადგან ადამს მარცხენა ხელი ისევ დაბუჟებული ჰქონდა.
არონზე ის თითქმის ყოველდღე საუბრობდა.
– მშვენივრად მესმის, რატომ შეიძლება მოუნდეს ახალგაზრდა
მამაკაცს ჯარში წასვლა, – ამბობდა ის, – წინასწარ რომ ეთქვა ჩემ-
თვის, მის გადარწმუნებას შევეცდებოდი, თუმცა, აკრძალვით ნამ-
დვილად ვერ ავუკრძალავდი. ხომ გესმის, ლი?
– რა თქმა უნდა.
– რატომ გაიპარა, ვერაფრით გამიგია. რატომ არაფერს მწერს?
სულ სხვანაირ ადამიანად ვიცნობდი. იქნებ ებრას მისწერა რამე? ჰო,
მას ნამდვილად მისწერდა.
– ვკითხავ.
– ჰო, ჰკითხე. ახლავე დაურეკე.
– როგორც გავიგე, ძალიან ბევრს ავარჯიშებენ. შესაძლოა, უბრა-
ლოდ დრო არ აქვს.

852
– კარგი, რა. რამდენიმე სიტყვის დაწერას რა დრო უნდა სჭირდებო-
დეს?
– თქვენ რომ ჯარში იყავი, მამათქვენს ხშირად წერდით წერი-
ლებს?
– გგონია, რომ გამომიჭირე, ხომ? არა, მე მას საერთოდ არ ვწერდი,
მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მე ჯარში წასვლა არ მინდოდა და
მამაჩემმა დამაძალა. ჰოდა, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა. აღიარე,
რომ მართალი ვიყავი. არონის შემთხვევა კი სულ სხვაა. ის საკმაოდ კარ-
გად სწავლობდა. თავადაც ხომ ნახე, წერილი რომ მოგვწერეს კოლეჯი-
დან, სად არის, რატომ არ დაბრუნდაო? ისე წავიდა, არც ტანსაცმელი წა-
უღია და არც ჩემი ნაჩუქარი ოქროს საათი.
– ჯარში სამოქალაქო ტანსაცმელი მაინც არაფერში დასჭირდებოდა.
ოქროს საათი კი მით უმეტეს. იქ ყველას ერთი ფერის ფორმა აცვია – ყა-
ვისფერი.
– ჰო, ალბათ მართალი ხარ, მაგრამ მაინც არ მესმის. ამ თვალებს რა-
მე უნდა მოვუხერხო. სულ შენ გაკითხებ ყველაფერს. დაგღალე უკვე.
მხედველობა ადამს მართლაც ღალატობდა.
– წერილს ვხედავ, მაგრამ ვერ ვკითხულობ, – ამბობდა ის, – ასოები
სულ აქეთ-იქეთ დახტის.
დღეში ათჯერ მაინც გადმოიღებდა ხოლმე რომელიმე წიგნს, გადაშ-
ლიდა, მიაშტერდებოდა და ისევ გვერდით გადადებდა. ბევრი და ტყუ-
ილაუბრალოდ რომ არ ენერვიულა, ლი მას ხშირად უკითხავდა გაზე-
თებს. შუა კითხვაში, ადამს ჩაეძინებოდა ხოლმე და მერე, მოულოდნე-
ლად, ისევ ეღვიძებოდა.
– ლი, შენ ხარ? კეილი სად არის? რა უცნაურია. თვალები ადრე არას-
დროს მაწუხებდა. ხვალვე უნდა წავიდე და ექიმს ვეჩვენო.
თებერვლის შუა რიცხვები იყო, როდესაც კეილი ლისთან მივიდა და
უთხრა:
– ლი, სულ თავის თვალებზე ლაპარაკობს. იქნებ ავდგეთ და წავიყ-
ვანოთ ექიმთან?

853
ლი გარგრის კომპოტს ხარშავდა. ის საქმეს ცოტა ხნით მოწყდა,
კარი დაკეტა და ისევ დაბრუნდა გაზქურასთან.
– არ ღირს, – თქვა მან.
– რატომ?
– არა მგონია, რომ ეს თვალების ბრალი იყოს და იმიტომ. ექიმი
მას ყველაფერს ეტყვის და უფრო აანერვიულებს. ცოტა კიდევ ვაცა-
დოთ. ძლიერი შოკი გადაიტანა და იქნებ გამოკეთდეს. ყველაფერს
თავად წავუკითხავ.
– თვალების ბრალი თუ არ არის, აბა, რისი ბრალი უნდა იყოს,
როგორ ფიქრობ?
– არ მინდა ამაზე საუბარი. იქნებ ექიმ ედვარდსს ვთხოვოთ, რომ
შემოიაროს. ისე, უბრალოდ.
– როგორც საჭიროდ ჩათვლი, ისე გააკეთე.
– კეილ, ებრას ხშირად ხედავ?
– კი, მაგრამ სულ გამირბის.
– ერთხელ რომ დაიჭირო და დაელაპარაკო, არ გინდა?
– რა თქმა უნდა. შემიძლია დავიჭირო, მიწაზეც დავაგდო, გავლა-
ხო კიდეც და ვაიძულო რომ დამელაპარაკოს, მაგრამ ამას არ ვიზამ.
– ამდენი რამ შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო. ზოგჯერ, კედე-
ლი მხოლოდ გარეგნულად ჩანს მყარი, სინამდვილეში კი, ერთი შე-
ხებით ინგრევა. შეეცადე, დაელაპარაკო. უთხარი, რომ საქმე მაქვს
მასთან.
– არა, ამას არ ვიზამ.
– დამნაშავედ გრძნობ თავს, არა?
კეილმა არაფერი უპასუხა.
– კარგი გოგონაა ებრა. არ მოგწონს?
კეილი ისევ ჩუმად იჯდა.
– ასე თუ გააგრძელე, შენთვისვე იქნება უარესი. გაიხსენი. ასე
აჯობებს. ეს ჩემი რჩევაა.

854
– შენ გინდა, რომ მამას ყველაფერი ვუთხრა?! – წამოიძახა უცბად კე-
ილმა. – რაც გავაკეთე, ყველაფერი ვუამბო? თუ გინდა, ვეტყვი.
– არა, კეილ. ჯერ არ არის საჭირო. მაგრამ, როდესაც გამოკეთდე-
ბა, ნამდვილად მოგიწევს ყველაფრის თქმა. ისევ შენთვის იქნება
უკეთესი, თუ ეტყვი. ამხელა ტვირთს ერთი ადამიანი ვერ ატარებს.
შეიძლება მოგკლას.
– ღირსიც ვიქნები.
– გაჩუმდი! – წამოიძახა ლიმ. – საკუთარი თავის შებრალების უიაფე-
სი მეთოდი აგირჩევია.
– ჰოდა, შენც გაჩუმდი მაშინ.
ლიმ თემა შეცვალა.
– არ მესმის, რატომ ერთხელ მაინც არ გვესტუმრა. ებრაზე ვამბობ.
– რა აზრი აქვს მის მოსვლას?
– არა, ის სხვანაირი ტიპია. რაღაცა ხდება, როგორც ჩანს. შეხვედრი-
ხარ ბოლო დროს?
– ხომ გითხარი, ვნახე-მეთქი. შენც გაგიჟდი, მგონი. სამჯერ ვცადე
დავლაპარაკებოდი და სულ გამირბის.
– არა, ნამდვილად რაღაცაშია საქმე. ის კარგი ქალია... ნამდვილი ქა-
ლია.
– ქალი კი არა, გოგოა. ქალს რომ ეძახი, სასაცილოდ ჟღერს.
– სულაც არა, – თქვა ლიმ. – ზოგიერთი დაბადებიდანვე ქალია. ებ-
რას ქალისთვის დამახასიათებელი ბევრი თვისება აქვს – სისადავე, სი-
მამაცე, სიძლიერე და სიბრძნე. მან ბევრი რამ იცის და ყველაფერს პრაგ-
მატულად უყურებს. დარწმუნებული ვარ, ის არც მდაბიო საქციელს ჩაი-
დენს, არც არასდროს გაბოროტდება და, იშვიათი გამონაკლისების გარ-
და, არც უაზრო პატივმოყვარეობას გამოიჩენს.
– ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაუტოვებია შენზე.
– კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ასე ერთი ხელის მოსმით არ მიგვა-
ტოვებდა. ძალიან მენატრება, ვაღიარებ. შეხვდი და უთხარი, რომ მოვი-
დეს.

855
– ხომ გითხარი, გამირბის-მეთქი.
– შენც ადექი და გაეკიდე. მიაძახე, რომ მისი ნახვა მინდა. ლის ენატ-
რები-თქო, უთხარი.
– კარგი, იქნებ მამაჩემის თვალების თემას დავუბრუნდეთ?
– არა.
– მაშინ, არონზე ვილაპარაკოთ.
– არა.
-3-
მეორე დღეს, კეილმა ებრა გაკვეთილების დასრულების შემდეგ
ნახა. სახლში რომ ბრუნდებოდა, ის წინ მიმავალი შენიშნა, პარალე-
ლურ ქუჩაზე გადავიდა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა. მან
ზუსტად გათვალა დრო და მანძილი და როდესაც ისევ იმ ქუჩაზე
დაბრუნდა, ებრას წინ აღმოჩნდა.
– გამარჯობა.
– გამარჯობა, კეილ. წინ როგორ აღმოჩნდი? უკან არ მომყვებო-
დი?
– კი. პარალელური ქუჩით გავიქეცი და გაგასწარი. საქმე მაქვს
შენთან.
ებრამ გაკვირვებით შეხედა.
– სირბილი რა საჭირო იყო?
– სხვანაირადაც ვცადე, მაგრამ შენ ყურადღება არ მომაქციე. გახ-
სოვს?
– მახსოვს. გაბრაზებული იყავი რაღაცაზე და იმიტომ. არ მიყ-
ვარს გაბრაზებულ ადამიანებთან ლაპარაკი.
– შენ რა იცი, გაბრაზებული რომ ვიყავი.
– სახეზეც გეტყობოდა და სიარულზეც. ახლა, გეტყობა, რომ კარგ
ხასიათზე ხარ.
– მართალია.
– წიგნებს წამომიღებ? – თქვა ებრამ და გაიღიმა.
კეილს გული სითბოთი აევსო.

856
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მან და ებრას წიგნები იღლიაში ამოიდო.
– ლის შენი ნახვა უნდა. გადაეცი, რომ შემოიაროსო, მთხოვა.
– მართლა? – ესიამოვნა ებრას. – უთხარი, რომ აუცილებლად მო-
ვალ. მამაშენი როგორ არის?
– ისე, რა. თვალები აწუხებს.
რამდენიმე წუთი, ისინი ჩუმად მიდიოდნენ. ბოლოს, კეილმა ვეღარ
მოითმინა.
– არონზე გაიგე?
– კი, – თქვა ებრამ, – ჩემი დღიური გახსენი და მეორე გვერდი ნახე.
კეილმა დღიურში პატარა ბარათი იპოვა. „ძვირფასო ებრა“, – ეწერა
მასზე. – „უბინძურესად ვგრძნობ თავს. შენი ღირსი არა ვარ. საკუთარ
თავს ნურაფერში დაადანაშაულებ. მე ჯარში ვარ. მამაჩემის სახლს
აღარ გაეკარო. მშვიდობით. არონი“.
კეილმა დღიური დახურა.
– ნაბიჭვარი, – ჩაილაპარაკა მან.
– რა თქვი?
– არაფერი.
– მაინც გავიგონე.
– როგორ ფიქრობ, რატომ წავიდა?
– არ ვიცი. ისე, შემიძლია გამოვთვალო, მაგრამ სურვილი არა მაქვს.
მე არა ვარ მზად, რომ... შენ თუ მეტყვი, მოგისმენ.
– ებრა, შენ ძალიან გძულვარ? – ჰკითხა კეილმა მოულოდნელად.
– არა, კეილ. მე მგონია, რომ შენ გძულვარ. ოღონდ, რითი დავიმსა-
ხურე, არ ვიცი.
– მე... მე შენი მეშინია.
– სულ ტყუილად.
– მე შენ ძალიან ცუდად მოგექეცი. არადა, შენ ჩემი ძმის საცოლე ხარ.
– მე არა ვარ შენი ძმის საცოლე. როგორ მომექეცი? მომიყევი.
– კარგი, გეტყვი, – თქვა კეილმა სევდიანად. – ოღონდ, არ დაგავიწ-
ყდეს, რომ თავად მათქმევინე. ჩვენი დედა მეძავი იყო. აქვე, სალინასში,

857
საკუთარი საროსკიპო ჰქონდა. ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ შევიტყვე.
მადლიერების დღეს, ღამით, არონი წავიყვანე იქ და გავაცანი. მე...
– რა ქნა? როგორ მოიქცა? – შეაწყვეტინა ებრამ.
– გაგიჟდა... კინაღამ ჭკუიდან შეიშალა. ბევრი იყვირა და გარეთ
რომ გამოვედით, ისე მაგრად დამარტყა, რომ მიწაზე დამაგდო. იმის
მერე, საერთოდ აღარ მინახავს. დედამ თავი მოიკლა. მამაჩემს... მას
რაღაცა დაემართა. ვერ არის კარგად. აი, სულ ეს არის. ახლა ნამდვი-
ლად გაქვს მიზეზი, რომ წახვიდე და აღარასდროს დამელაპარაკო.
– მესმის მისი, – ჩაილაპარაკა ებრამ.
– არონის?
– ჰო, შენი ძმის.
– ის კარგი ადამიანი იყო. იყო კი არა, არის. ის კარგი ადამიანია.
ჩემსავით გაბოროტებული და ბინძური სულაც არ არის.
ისინი ნელა მიდიოდნენ. მოულოდნელად, ებრა გაჩერდა და კე-
ილს თვალებში შეხედა.
– კეილ, – თქვა მან, – მე დედაშენზე ძალიან დიდი ხნის წინ ვიცო-
დი.
– მართლა?
– ჰო. ჩემი მშობლების ლაპარაკი გავიგონე. მანქანაში ვისხედით.
მათ ეგონათ, რომ მეძინა, მე კი ყველაფერი მესმოდა. ერთ რაღაცას
გეტყვი. რთულია ჩემთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა გითხრა.
– თუ გინდა, მითხარი.
– აუცილებლად უნდა გითხრა. არც ისე დიდი ხნის წინ, მე გავი-
ზარდე და პატარა გოგონა აღარ ვარ. ხომ გესმის, რასაც ვგულის-
ხმობ?
– ჰო.
– დარწმუნებული ხარ?
– კი.
– კარგი. ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი. უკეთესი იქნებოდა, თა-
ვის დროზე მეთქვა. მე მივხვდი, რომ არონი აღარ მიყვარს.

858
– რატომ?
– მე ასე მესმის: პატარები რომ ვიყავით, ჩვენივე გამოგონილ
ზღაპარში ვცხოვრობდით. როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ეს
ზღაპარი ჩემთვის საკმარისი აღარ იყო. კიდევ რაღაცა მჭირდებოდა.
ზღაპარი ტყუილია.
– ჰოდა...
– მოიცადე, ჯერ ბოლომდე მათქმევინე. არონი არ გაიზარდა და, ალ-
ბათ, არც არასდროს გაიზრდება. მას ზღაპრის გაგრძელება სურდა და
უნდოდა, ყველაფერი მისი სურვილის მიხედვით ყოფილიყო. სხვანაი-
რად ცხოვრება მას კატეგორიულად არ სურდა.
– შენ?
– მე არ მინდა, რომ ვიჯდე და ველოდო, როგორ გაგრძელდება ეს
ზღაპარი. მე მინდა, რომ ცხოვრებას გავყვე. კეილ... ჩვენ ძალიან დავ-
შორდით ერთმანეთს და მხოლოდ იმიტომ ვინარჩუნებდით ურთიერ-
თობას, რომ მიჩვეულები ვიყავით. მე ამ ზღაპრის აღარ მჯერა.
– არონზე რას ფიქრობ?
– მთელი ქვეყანა რომ ყირაზე დამდგარიყო, საკუთარ ახირებაზე
უარს მაინც არ იტყოდა.
კეილი ჩუმად იდგა და ძირს იყურებოდა.
– გჯერა ჩემი? – ჰკითხა მას ებრამ.
– არ ვიცი. ვცდილობ, რომ გავერკვე.
– პატარა რომ ხარ, სამყაროს ცენტრად აღიქვამ თავს. ყველაფერი
შენთვის ხდება. სხვა ადამიანები? ისინი, უბრალოდ, შენ გარშემო ტრი-
ალებენ. როდესაც იზრდები, ყველაფერი იცვლება. შენ შენი ადგილი
გაქვს ამ სამყაროში და ხვდები, რომ არა მხოლოდ სხვებმა უნდა გაგიწი-
ონ ანგარიში, არამედ შენც უნდა გაუწიო ანგარიში სხვებს. ცხოვრება
რთულდება, თუმცა, ჩემი აზრით, ასე უკეთესია. შენ სწორად მოიქეცი,
ყველაფერი რომ მომიყევი.
– რატომ?

859
– იმიტომ, რომ ახლა ნამდვილად ვიცი ყველაფერი და აღარ მგო-
ნია, რომ ეს ჩემი ფანტაზიის ნაყოფია. მან ვერ გაუძლო იმ სიმარ-
თლეს, რომელიც დედამისზე შეიტყო. ეს მისი ზღაპრის შინაარსს
სრულებით ცვლიდა და იმიტომ. მას სულ სხვანაირად ჰქონდა ყვე-
ლაფერი მოფიქრებული. ამიტომ, აიღო და ყველაფერი დახია. მეც
ასე მომისროლა, მღვდელობა რომ გადაწყვიტა.
– უნდა ვიფიქრო.
– კარგი. მომეცი ჩემი წიგნები და ლის გადაეცი, რომ აუცილებ-
ლად შემოვივლი. ახლა თავისუფლად ვგრძნობ თავს. მეც უნდა ვი-
ფიქრო. მეჩვენება, რომ მიყვარხარ, კეილ.
– მე ცუდი ადამიანი ვარ.
– ეს ერთ-ერთი მიზეზია.
კეილი სწრაფი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ.
– ხვალ მოვა, – დაიყვირა მან, მისაღებში რომ შევიდა.
– გახარებული ჩანხარ, – გაუკვირდა ლის.
-4-
ებრა ფეხის წვერებზე შევიდა სახლში და, იატაკს რომ ჭრიალი არ
დაეწყო, კედელთან ახლოს გაიარა. კიბესთან, ის იყო პირველ საფე-
ხურზე დადგა ფეხი, რომ წამსვე გადაიფიქრა და სამზარეულოსკენ
წავიდა.
– როგორც იქნა, – შეეგება მას დედა, – რატომ დაგაგვიანდა? სად-
მე შეიარე?
– არა, სკოლაში შევრჩი. მამა უკეთაა?
– ოდნავ.
– ექიმი რას ამბობს?
– პირველად რაც თქვა, იმავეს იმეორებს – გადაღლილიაო. დას-
ვენება სჭირდებაო.
– მე ის დაღლილი არ მეჩვენებოდა.
დედამ ყუთი გახსნა, სამი ცალი კარტოფილი ამოიღო და ნიჟარა-
ში ჩადო.

860
– მამაშენი უშიშარი ადამიანია, ჩემო კარგო, – თქვა მან. – სანამ მარ-
თლა სერიოზულად არ შეაწუხებს რამე, ხმას არ ამოიღებს. ჩემი ბრა-
ლია. უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. თავისი საკუთარი სამუ-
შაოს გარდა, ჯარსაც ეხმარებოდა, ხომ გახსოვს? ექიმმა თქვა, რომ ზოგ-
ჯერ ადამიანი ერთბაშად ეცემა და, ალბათ, მამასაც ასე დაემართა.
– რომ შევიდე და მოვინახულო, შეიძლება?
– არა მგონია, ღირდეს. მეჩვენება, რომ მარტო ყოფნა სურს. მოსა-
მართლე კნუდსენმა დარეკა და მამამ მითხრა, გადაეცი, რომ მძინავსო.
– კარგი. რითი დაგეხმარო?
– წადი და გამოიცვალე. მაგ ლამაზ კაბას ნუ დასვრი, ცოდოა.
ებრამ მამამისის ოთახთან ფეხის წვერებზე გაიარა და თავის საძი-
ნებელში შევიდა. გარშემო გაპრიალებული ავეჯი და ღია ფერის კედლე-
ბი ჭრიდა თვალს. საწერ მაგიდაზე მშობლების ფოტო იდო, კედლებზე
კი ჩარჩოებში ჩასმული ლექსები იყო გამოკიდებული. ყველაფერი კოხ-
ტად იყო დალაგებული, ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი
და გაპრიალებულ იატაკზე, ებრას ფეხსაცმელებიც ერთმანეთის გვერ-
დით, ლამაზად ეწყო. ამ ყველაფერს დედამისი აკეთებდა, სწორედ ის
გეგმავდა ებრას ცხოვრებას და ტანსაცმელსაც თავად ურჩევდა.
თავის ოთახში პირადი ნივთების შენახვის იდეა ებრამ დიდი ხნის
წინ ამოიგდო თავიდან. ერთადერთი ადგილი, სადაც მას განმარტოვება
შეეძლო, მისივე ფიქრები იყო. ის რამდენიმე წერილი, რომელიც მას შე-
ნახული ჰქონდა, სასტუმრო ოთახში, „ულის გრანტის მემუარების“ ორ-
ტომეულში იდო. რამდენადაც ებრასთვის იყო ცნობილი, მას შემდეგ,
რაც ეს წიგნები მათ სახლში გაჩნდა, ისინი არავის არასოდეს გადაუშ-
ლია.
ებრა გახარებული იყო, თუმცა ამის მიზეზს არ ჩაღრმავებია. მან ბევ-
რი რამ იცოდა, მაგრამ ამ თემებზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა.
მაგალითად, მან მშვენივრად იცოდა, რომ მამამისი სულაც არ იყო ავად,
რომ ის რაღაცას მალავდა, ან ვიღაცას ემალებოდა. ასევე დანამდვილე-
ბით იცოდა ებრამ, რომ ადამ ტრასკი მართლა ავად იყო, რადგან ის ერ-

861
თხელ ქუჩაში მიმავალი დაინახა. ახლა მას მხოლოდ ერთი რამ აინ-
ტერესებდა: ნეტავი დედამ თუ იცოდა, მამა რომ ავად არ იყო.
ებრამ სწრაფად გაიხადა კაბა, საშინაო ტანსაცმელი ჩაიცვა და წინ-
საფარიც გაიკეთა. თმა რომ დაივარცხნა, ისევ ფეხის წვერებზე გაი-
არა მამის ოთახის გვერდით და კიბეებზე ჩაირბინა. სანამ სამზარეუ-
ლოში შევიდოდა, დღიური გახსნა და არონის ბარათი ამოიღო. შემ-
დეგ, წიგნების თაროსთან მივიდა და „ულის გრანტის მემუარებში“
შენახული წერილებიც მაგიდაზე გადმოყარა. ყველაფერი ეს, მან პა-
ტარა ჯიბეში ჩაიწყო და, დედამისს რომ არაფერი შეემჩნია, წინსა-
ფარი კარგად გაისწორა.
– შეგიძლია სტაფილო გაასუფთავო, – უთხრა მას დედამ. – წყა-
ლი ადუღდა?
– მალე ადუღდება.
– ბულიონის კუბი აიღე და ქვაბში ჩააგდე, თუ შეიძლება. ექიმმა
თქვა, რომ მამაშენისთვის ძალიან სასარგებლოა.
როდესაც დედამ ბულიონით სავსე თეფში აიღო და მამის ოთა-
ხისკენ წავიდა, ებრამ გაზქურა გამოაღო, წერილები ნაგვისთვის გან-
კუთვნილ პატარა განყოფილებაში ჩადო და ცეცხლი მოუკიდა.
– რა იწვის? – გაუკვირდა დედამისს, სამზარეულოში რომ დაბ-
რუნდა.
– ნაგავს ცეცხლი მოვუკიდე. სავსე იყო.
– სანამ ასეთ რამეს გააკეთებ, მკითხე ხოლმე. დილისთვის ვინა-
ხავდი ნაგავს, სამზარეულო რომ გამეთბო.
– მაპატიე, დედა, – თქვა ებრამ. – ამაზე არ მიფიქრია.
– უნდა გეფიქრა. ბოლო დროს ძალიან დაბნეული ხარ.
– მაპატიე, დედა.
– სანამ რამეს თავიდან მოიშორებ, უნდა დაფიქრდე, რაში შეიძ-
ლება მისი გამოყენება.
ამ დროს, სასადილო ოთახში ტელეფონმა დარეკა. ყურმილი დე-
დამ აიღო. ებრას მისი საუბარი შემოესმა.

862
– არა, დღეს ვერ ნახავთ. ექიმის რეკომენდაციაა. მარტო უნდა იყოს
და დაისვენოს. დიახ, სრულიად მარტო, – უთხრა მან ვიღაცას და სამზა-
რეულოში დაბრუნდა. – ისევ მოსამართლე კნუდსენი იყო.

თავი ორმოცდამეცამეტე
-1-
მეორე დღეს, სკოლაში, ებრა მთელი დღე ლისთან შეხვედრაზე ფიქ-
რობდა. გაკვეთილებს შორის, დერეფანში, ის კეილს შეხვდა.
– უთხარი, რომ მოვდივარ?
– რაღაც ნამცხვრებს აცხობს შენ პატივსაცემად, – უპასუხა კეილმა.
მას სამხედრო ფორმა ეცვა – ზომით ოდნავ პატარა მუნდირი, მაღა-
ლი და მჭიდროდ შეკრული საყელოთი. ფეხებზე გამაშები ჰქონდა შემო-
ჭერილი.
– შენ სამხედრო გაქვს, – უთხრა მას ებრამ, – ესე იგი, შენზე ადრე მი-
ვალ. რა ნამცხვარს აცხობს?
– არ ვიცი. მარწყვის სუნი რომ მეცა, ნამდვილად მახსოვს. ერთი-ორი
ნაჭერი დამიტოვე. სულ არ შეჭამო.
– ლისთვის საჩუქარი მაქვს. გინდა, გაჩვენო? აი, შეხედე. – თქვა ებ-
რამ და მუყაოს პატარა ყუთი გახსნა. – კარტოფილის საფცქვნელია. მხო-
ლოდ კანს აცლის. ძალიან ადვილი გამოსაყენებელია.
– არ შემხვდება მე ნამცხვარი, ვატყობ, – თქვა კეილმა. – თუ დამაგვი-
ანდა, დამელოდე. ჩემ მოსვლამდე არ წახვიდე, კარგი?
– სახლში თუ გამაცილებ და ჩემს წიგნებს წამოიღებ, დაგელოდები.
– შევთანხმდით.

863
ებრამ მას პირდაპირ თვალებში შეხედა. მისი მზერა იმდენად
გამჭოლი იყო, რომ კეილმა კინაღამ თავი დახარა. ისე, რომ არაფერი
უთქვამს, ებრა მიტრიალდა და საკლასო ოთახისკენ წავიდა.
-2-
ბოლო დროს, ადამი ძალიან გვიან იძინებდა. უფრო ზუსტად,
ხშირად და მცირე ხნით ეძინა – როგორც ღამით, ასევე დღისით. იმ
დილით, ლიმ მის საძინებელში რამდენჯერმე შეიხედა და ბოლოს,
როგორც იქნა, გაღვიძებული ნახა.
– დღეს გაცილებით უკეთ ვარ. სასიამოვნო დილაა, – თქვა ადამ-
მა.
– თქვენ ამას დილას ეძახით? უკვე თერთმეტი საათია, – უპასუხა
ლიმ.
– რას მეუბნები?! სასწრაფოდ უნდა ავდგე!
– რატომ? რამე საქმე გაქვთ?
– როგორ თუ რატომ?.. ჰო, ისე, მართალი ხარ. ლი, შენ ვერც კი
წარმოგიდგენია, რა კარგად ვარ. სამსახურში ხომ არ წავიდე? როგო-
რი ამინდია?
– სუსხიანი.
ლი ადგომაში დაეხმარა. თავისით ადამი ვეღარც ღილებს იკრავ-
და და ვეღარც თასმებს. სანამ ლი ამ ყველაფერში ეხმარებოდა,
ადამმა თქვა:
– საოცარი სიზმარი ვნახე. ცხადში რომ გგონია თავი, ისეთი. მა-
მაჩემი მესიზმრა.
– ღირსეული ადამიანი იყო, როგორც ვიცი. თქვენი ძმის ადვოკატ-
მა რომ საგაზეთო ამონარიდები გამოგზავნა, ყურადღებით დავათ-
ვალიერე. ნამდვილად კარგი კაცი იყო.
– ქურდი რომ იყო, იცი? – თქვა ადამმა მშვიდად.
– ცუდი სიზმარი ნახეთ, როგორც ვატყობ. ის არლინგტონის სა-
საფლაოზეა დაკრძალული. ერთ-ერთ ამონარიდში ნათქვამია, რომ
სამგლოვიარო ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მინის-

864
ტრი ესწრებოდნენ. კარგი იქნება, თუ „სალინას ინდექსი“ მის შესახებ
სტატიას გამოაქვეყნებს. ომი ჯერ არ დამთავრებულა და საკმაოდ აქ-
ტუალური იქნება. ხომ არ გადაათვალიერებთ იმ ამონარიდებს?
– ქურდი იყო-მეთქი, – გაიმეორა ადამმა. – ახალგაზრდა რომ ვიყავი,
ასე არ ვფიქრობდი. ახლა კი ყველაფერს მივხვდი. ის „რესპუბლიკის დი-
დი არმიის“ ფულს ითვისებდა.
– მე ამის არ მჯერა.
ადამს თვალებზე ცრემლები მოადგა. ბოლო დროს, ასეთი რამ ძა-
ლიან ხშირად ემართებოდა.
– თქვენ აქ დაბრძანდით, დაისვენეთ, მე კი საუზმეს მოგართმევთ, –
თქვა ლიმ. – იცით, ვინ უნდა გვესტუმროს დღეს? ებრა.
– ებრა? ჰო, ებრა! ძალიან კარგი გოგონაა.
– მე ის ძალიან მიყვარს, – თქვა ლიმ და ადამს დაჯდომაში დაეხმა-
რა. – სანამ საუზმეს მოვამზადებ, თავსატეხით შეგიძლიათ გაერთოთ.
– არა, დღეს ამის ხასიათზე არ ვარ. სიზმარი კარგად უნდა გავიხსე-
ნო, თორემ სულ დამავიწყდება.
სანამ საუზმე მზადდებოდა, ადამს ისევ ჩაეძინა. ლიმ შეაღვიძა,
ლანგარი წინ დაუდო და გაზეთიც წაუკითხა, შემდეგ კი ტუალეტში გა-
აცილა.
სამზარეულოში ნამცხვრის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. მარ-
წყვმა, როგორც ჩანს, წვენი გაუშვა და ირგვლივ მისი მოტკბო-მომწარო
არომატი იდგა.
ლის სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. მან იცოდა, რომ რაღაცა იც-
ვლებოდა. „ადამის დროც მოდის“, – გაიფიქრა მან, – „არც ჩემი ჯერია
შორს, მაგრამ ამას სრულებით ვერ ვგრძნობ. თავი უკვდავი მგონია. ად-
რე, ახალგაზრდობაში, ვგრძნობდი, რომ ოდესმე მოვკვდებოდი. ახლა
კი სულ სხვანაირი შეგრძნება მაქვს. სიკვდილმა უკან დაიხია. არ ვიცი,
ნორმალურია ეს თუ არა“.
„საინტერესოა, რას გულისხმობდა ადამი, მამაჩემი ქურდი იყოო,
რომ თქვა? რაღაცა დაესიზმრა, ალბათ. არ ვიცი. კარგი, დავუშვათ, რომ

865
ეს სიმართლეა. მაშინ, რა გამოდის? ადამმა, ამ უპატიოსნესმა ადა-
მიანმა, მთელი ცხოვრება ნაქურდალი ფულით გაატარა? ახლა კი ეს
მეორე ანდერძი“, – გაიფიქრა ლიმ და გულში გაეცინა. – „არონმა,
რომელიც ლამის წმინდანად მიიჩნევს თავს, საროსკიპოს შემოსავ-
ლებით უნდა იცხოვროს? ეს რა, ხუმრობაა ასეთი? ან, იქნებ ცხოვრე-
ბის კანონია? თუ ერთი რამ ძალიან გადასწონის მეორეს, ავტომატუ-
რად ირთვება ერთგვარი ბალანსირი და ყველაფერს აწონასწო-
რებს?“
ლის სემ ჰამილტონი გაახსენდა. მან უამრავ კარზე დააკაკუნა. მას
აუარებელი რაოდენობის სქემები და გეგმები ჰქონდა, მაგრამ ფულს
არავინ უხდიდა. ისე, კაცმა რომ თქვას, რაში სჭირდებოდა ფული? ის
ისედაც მდიდარი ადამიანი იყო და ყველაფერი ჰქონდა. როგორც
ჩანს, მიწიერი სიმდიდრე სწორედ იმ ხალხს ერგება, ვინც სულიერად
ღარიბია, საკმარისი ინტერესები არ გააჩნია და ცხოვრებისგანაც ვერ
იღებს სიხარულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სწორედ ძალიან
მდიდარი ადამიანები არიან უღარიბესი ფენის წარმომადგენლები.
მართალია ეს თუ არა, ვერ იტყვი. შესაძლოა, გადაჭარბებულიც
იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ხშირად, მდიდრები სწორედ ასე
იქცევიან.
ლის კეილი გაახსენდა, ისევ თვალწინ წარმოუდგა, როგორ დაწვა
ფული, საკუთარი თავისთვის სასჯელის გამოტანის მიზნით. მიუხე-
დავად ამისა, ამ სასჯელმა მას გაცილებით ნაკლები ტკივილი მიაყე-
ნა, ვიდრე დანაშაულმა. „თუ ოდესმე ისე მოხდა, რომ სემ ჰამილ-
ტონს სადმე შევხვდი, ძალიან ბევრ რამეს მოვუყვები“, – გაიფიქრა
ლიმ. – „ალბათ ისიც მომიყვება“.
ლი ადამთან შევიდა და დაინახა, რომ ის ერთ-ერთი უჯრის გაღე-
ბას ცდილობდა – სწორედ იმ უჯრის, რომელშიც მამამისის შესახებ
საგაზეთო ამონარიდები ინახებოდა.
-3-

866
იმ დღეს, ძალიან ცივი ქარი უბერავდა. ადამმა არ დაიშალა და სამ-
სახურში წასასვლელად განეწყო. ლიმ მას ყველაფერი გაუმზადა და კა-
რამდე მიაცილა.
– თუ იგრძენით, რომ გული მიგდით, წამსვე სადმე ჩამოჯექით.
– კარგი, ასე ვიზამ, – უპასუხა ადამმა. – დღეს თავბრუსხვევა საერ-
თოდ არ მიგრძვნია. შეიძლება ვიქტორთანაც შევიარო, იქნებ თვალებზე
შემხედოს.
– ხვალამდე მოითმინეთ და მეც გამოგყვებით.
– კარგი, ვნახოთ, – თქვა ადამმა და მხიარულად გაუყვა გზას.
რამდენიმე წუთში, ებრაც მოვიდა. მას თვალები უბრწყინავდა, ცხვი-
რი კი გაწითლებული ჰქონდა. ლის ისე გაუხარდა, რომ სიცილი ვერ შე-
იკავა.
– ნამცხვარი სად არის? მოდით, კეილს დავუმალოთ, – თქვა ებრამ
და სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა. – ძალიან მიხარია, ისევ რომ
მოვედი თქვენთან.
ლიმ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხმა ჩაუწყდა. არადა, ამის თქმა
აუცილებლად იყო საჭირო. როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიიღო და
მშვიდად დაიწყო საუბარი.
– იცი, მე ძალიან იშვიათად მქონია რაიმე ნატვრა ცხოვრებაში. ჯერ
კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ არასდროს
არაფერი არ უნდა ინატრო, თუ არ გსურს, რომ გული გეტკინოს.
– ესე იგი, თუ სწორად ვხვდები, ახლა რაღაც განსაკუთრებული ოცნე-
ბა გაქვთ. ასეა? – ჰკითხა ებრამ მხიარულად.
– მინდა, რომ ჩემი შვილი იყო... – აღმოხდა ლის და თავად შეეშინდა
საკუთარი სიტყვების. ის გაზქურასთან მიტრიალდა, ცეცხლი ჩააქრო და
ისევ აანთო.
– მეც მინდა, რომ ჩემი მამა იყოთ, – თქვა ებრამ ნაზად.
– მართლა? – გაუკვირდა ლის და ერთბაშად მიტრიალდა ებრასკენ.
– მართლა.
– რატომ?

867
– იმიტომ, რომ მიყვარხართ.
ლი სამზარეულოდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, თავის საძინე-
ბელში შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა და დაელოდა, სანამ ემოციის მოზ-
ღვავება გადაუვლიდა. შემდეგ, წამოდგა და უჯრიდან ებანოზის პატარა
კოლოფი ამოიღო. მის თავსახურზე ზეცისკენ მიმავალი დრაკონი
იყო გამოსახული. ლიმ კოლოფი სამზარეულოში წაიღო და ებრას გა-
უწოდა.
– ეს შენი იყოს, – თქვა მან მშვიდი ხმით.
ებრამ კოლოფი გახსნა და ნეფრიტის ულამაზესი ბროში დაინა-
ხა. მასზე ადამიანის ხელი იყო ამოტვიფრული – მარჯვენა ხელი,
რომელიც თითებში ოდნავ მოხრილი იყო და თითქოს სიმშვიდეს ას-
ხივებდა. ებრამ ბროში აიღო და სინათლეზე გახედა მას, შემდეგ კი
ენით დაასველა ის, ტუჩებზე წაისვა და ბოლოს ლოყაზე მიიდო.
– ეს დედაჩემის ერთადერთი მორთულობა იყო, – თქვა ლიმ.
ებრა წამოდგა, ლისთან მივიდა, ხელები მოჰხვია და ლოყაზე
აკოცა. ლის ასეთი რამ ცხოვრებაში არასდროს შემთხვევია. მას გა-
ეცინა.
– ჩემმა აღმოსავლურმა სიმშვიდემ მიღალატა, როგორც ჩანს, –
თქვა მან. – მოდი, ჩაის მივხედავ, ჩემო ძვირფასო. ეს ყველაზე კარ-
გად დამამშვიდებს. რა უცნაურია. „ჩემო ძვირფასო“ ადრე არავის-
თვის მითქვამს.
– დღეს ძალიან კარგ ხასიათზე გავიღვიძე, – თემა შეცვალა ებ-
რამ.
– მეც. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვიცი, რატომაც მიხაროდა.
შენ რომ მოდიოდი, იმიტომ.
– მეც მიხაროდა ეს, მაგრამ...
– შენ შეცვლილი ხარ, – შეაწყვეტინა მას ლიმ, – პატარა გოგონას
შთაბეჭდილებას აღარ ტოვებ. რა ხდება?
– არონის ყველა წერილი დავწვი.
– ძალიან გატკინა გული?

868
– არა, სრულებითაც არა. უბრალოდ, ბოლო დროს, თავს ძალიან ცუ-
დად ვგრძნობდი. ვცდილობდი ამეხსნა მისთვის, რომ მე სრულყოფილი
ადამიანი არა ვარ.
– ახლა კი, როდესაც ამას არავინ გაძალებს, შეგიძლია კარგი ადამია-
ნი იყო. ასეა?
– ჰო... ალბათ ასეა.
– ბიჭების დედის ამბავი გაიგე?
– კი... ჯერ ერთი ნამცხვარიც კი არ გამისინჯავს. პირი მაქვს გამშრა-
ლი.
– ჩაი დალიე. ებრა, კეილი თუ მოგწონს?
– კი, მომწონს.
– რთული პერიოდი უდგას, ხომ იცი? გადავსებულია კეთილი და ბო-
როტი აზრებით. ზოგჯერ მგონია, რომ ნებისმიერი ადამიანი ერთი ხე-
ლის მოსმით...
– ალისალში დამპატიჟა, – თქვა ებრამ და თავი დახარა. – ველური
იელი რომ აყვავდება, ერთად წავიდეთო, მითხრა.
ლი ხელებით მაგიდას დაეყრდნო და წინ გადაიხარა.
– ძალიან მაინტერესებს, რა უპასუხე, მაგრამ არ ჩაგეკითხები.
– დასამალი რა მაქვს? მივყვები.
ლი ებრას მოპირდაპირე მხარეს ჩამოჯდა.
– არ დაგვივიწყო, ძალიან გთხოვ. ხშირად შემოგვიარე.
– სიამოვნებით, მაგრამ ჩემი მშობლები ამის წინააღმდეგნი არიან.
– მე ისინი მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი, – გაეღიმა ლის. – არ ჩანს
ცუდი ხალხი. ცხოვრება უცნაური რამ
არის. არსებობს ისეთი წამალი, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე
ეფექტურად მოქმედებს. ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან, როდესაც
გაიგებენ, რომ არონს დედამისმა ასი ათას დოლარზე მეტი უანდერძა.
ებრამ თავი დააქნია და შეეცადა არ გაეღიმა.
– ჰო, მეც მგონია, რომ ეს სიტუაციას სრულებით შეცვლის. ოღონდ,
როგორ მივაწოდო ეს ამბავი, წარმოდგენა არა მაქვს.

869
– ჩემო ძვირფასო, მე რომ ასეთი ამბავი გამეგო, წამსვე ტელე-
ფონს ვეცემოდი და ვინმეს დავურეკავდი.
– საიდან არის ფული, იმასაც ეტყოდით?
– არა, ამას საიდუმლოდ შევინახავდი.
ებრამ კედელზე ჩამოკიდებულ მაღვიძარას ახედა.
– ხუთი ხდება, – თქვა მან და წამოდგა. – ჩემი წასვლის დროა. მა-
მაჩემი ავად არის. არ მეგონა, კეილი თუ ამდენ ხანს გაჩერდებოდა
სკოლაში.
– არ დაიკარგო, – მიაძახა მას ლიმ.
-4-
როდესაც ებრა სახლიდან გავიდა, კეილი მას შესასვლელთან
დახვდა.
– დამიცადე, მეც მოვდივარ, – თქვა მან, სახლში შევარდა და წიგ-
ნები მაგიდაზე დაყარა.
– ებრას წიგნებს გაუფრთხილდი, – დაუძახა მას ლიმ სამზარეუ-
ლოდან.
ზამთრის ცივი საღამო იდგა. გამჭოლი ქარი ლამპიონებს აქანა-
ვებდა და მიწაზე ჩრდილები აქეთ-იქეთ ისე დახტოდა, როგორც მე-
კარე საჯარიმო დარტყმისას. სამსახურიდან სახლებისკენ მიმავალ
ადამიანებს თავები პალტოების საყელოებში ჰქონდათ ჩარგული.
ღამის სიჩუმეში, საციგურაო მოედნიდან, რომელიც საკმაოდ შორს
იყო, მუსიკის ხმა ისმოდა.
– წიგნები ცოტა ხნით გამომართვი, – უთხრა კეილმა ებრას, – სა-
ყელოს შევიხსნი, თორემ დავიხრჩობი.
კეილმა ღილები შეიხსნა, შვებით ამოისუნთქა და ებრას წიგნები
გამოართვა. ბერჯესების სახლის წინ, დიდი პალმის ხე ლამის მიწამ-
დე იყო დახრილი, მისი ტოტები კი გავეშებული ეჯახებოდა ერთმა-
ნეთს. შორიახლოს, ალბათ სამზარეულოს დახურულ კარებთან, მში-
ერი კატა გაუთავებლად კნაოდა.

870
– არა მგონია, შენგან კარგი ჯარისკაცი გამოვიდეს. შენ ზედმეტად
დამოუკიდებელი ტიპი ხარ.
– კაცმა არ იცის, – უპასუხა კეილმა. – ამ კრეგ-იორგენსენსის სუ-
ლელური ვარჯიშები არაფერს მაძლევს, ფაქტია. მაგრამ, თუ საჭირო
გახდა და ინტერესიც გამიჩნდა, სხვებზე ნაკლები ნამდვილად არ
ვიქნები.
– ძალიან გემრიელი ნამცხვარი იყო. ერთი ნაჭერი დაგიტოვე.
– მადლობა. არონისგან ნამდვილად კარგი ჯარისკაცი გამოვა. დარ-
წმუნებული ვარ.
– ჰო, მეც ასე მგონია. კიდევ, ყველაზე სასიამოვნო გარეგნობის ჯა-
რისკაცი იქნება მთელ ამერიკულ ჯარში. ველური იელების სანახავად
როდის წავიდეთ?
– გაზაფხულამდე, აზრი არა აქვს.
– ცოტა ადრე წავიდეთ და საჭმელიც წავიღოთ.
– წვიმა რომ მოვიდეს?
– მაინც წავიდეთ. ამინდს რა მნიშვნელობა აქვს?
ებრამ კეილს წიგნები გამოართვა, ჭიშკარი გააღო და ეზოში შევიდა.
– ხვალამდე, – თქვა მან.
კეილი სახლისკენ არ მიტრიალებულა. გზა გააგრძელა, სკოლის
გვერდით ჩაიარა და საციგურაო მოედანთან მივიდა. ყინულის პატარა,
ბრეზენტით გადახურული მონაკვეთი დაცარიელებული იყო, მექანიკუ-
რი ორკესტრი კი მაინც გაუთავებლად უკრავდა. იქვე, ჯიხურში, მოედნის
მეპატრონე სევდიანი სახით იჯდა და თითზე ბილეთების გრაგნილს ატ-
რიალებდა.
მთავარი ქუჩაც უკაცრიელი იყო. ქარს ტროტუარზე ქაღალდის ნაგ-
ლეჯები მიმოეფანტა. ბელის საკონდიტროდან პოლიციელი ტომ მიკი
გამოვიდა და კეილს დაეწია.
– საყელო რომ შეგეკრა, ურიგო არ იქნებოდა, ჯარისკაცო, – თქვა მან
მშვიდი ხმით.
– გამარჯობა ტომ. ძალიან მიჭერს ეს ოხერი და რა ვქნა?

871
– ღამით ქალაქში ვეღარ გხედავ.
– ჰო, თითქმის აღარ გამოვდივარ.
– არ მითხრა, გამოვსწორდიო.
– შესაძლოა.
ტომი ძალიან ამაყობდა თავისი უნიკალური ნიჭით. მას შეეძლო
ადამიანი ისე გაემასხარავებინა, რომ ოდნავაც არ გაღიმებოდა.
– გოგო გაიცანი, როგორც ჩანს.
კეილმა არაფერი უპასუხა.
– გავიგე, შენს ძმას თავისი ასაკი გაუყალბებია და ჯარში წასულა.
მისი გოგონა ხომ არ მიითვისე?
– ჰო, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა.
ტომს ინტერესი გაუმძაფრდა.
– ჰო, სულ დამავიწყდა. ვილი ჰამილტონი ამბობს, რომ ლობიო-
ზე თხუთმეტი ათასი დოლარი გააკეთე. მართალია?
– ჰო, რა თქმა უნდა.
– შენ ხომ ჯერ ბავშვი ხარ? სად უნდა წაიღო ამდენი ფული?
– არსად. დავწვი, – გაუღიმა მას კეილმა.
– დაწვი? როგორ თუ დაწვი?
– ჩვეულებრივად. ცეცხლი მოვუკიდე და დავწვი.
ტომმა კეილს ყურადღებით შეხედა.
– ჰო, რა თქმა უნდა. ყოჩაღ. სწორად მოქცეულხარ, – თქვა მან, –
აქ უნდა შევიდე. კარგად იყავი.
ტომ მიკს არ უყვარდა, როდესაც მას ვინმე ამასხარავებდა. „ერთი
ამ პატარა ნაბიჭვარს დამიხედეთ“, – გაიფიქრა მან, – „თავი კაცი ჰგო-
ნია უკვე“.
კეილი აუჩქარებლად მიუყვებოდა მთავარ ქუჩას და მაღაზიების
ვიტრინებს ათვალიერებდა. მას ქეითი გაახსენდა. საინტერესოა,
სად დაასაფლავეს. „იქნებ გავარკვიო და ყვავილები მივიტანო“, – გა-
იფიქრა მან და წამსვე გაეცინა, ასეთი სენტიმენტალური აზრი რომ
მოუვიდა თავში. მართლა მოუნდა ყვავილების მიტანა თუ საკუთარ

872
თავს ატყუებდა? არა, მაინც არაფერი გამოვა. ისეთი ქარია, რომ საფ-
ლავს სულ გადახვეტს. ერთი მიხაკიც არ დარჩება. მოულოდნელად,
კეილს მიხაკების ესპანური სახელი გაახსენდა. ჯერ კიდევ ბავშვობა-
ში ასწავლა ვიღაცამ. მიხაკებს „სიყვარულის ლურსმნებს“ უწოდებენ,
გულყვითელებს კი „სიკვდილის ლურსმნებს“. მიხაკის ესპანური სახე-
ლიც ლურსმნის შთაბეჭდილებას ტოვებს – „კლაბელ“. არა, ნამდვილად
გულყვითელების მიტანა სჯობს. „უკვე არონივით ვმსჯელობ“, – გაიფიქ-
რა კეილმა და ჩაიცინა.

თავი ორმოცდამეთოთხმეტე
-1-
ზამთარი უსაშველოდ გაიწელა. სიცივე, წვიმა და ქარი ძალიან დიდ-
ხანს გაგრძელდა. ხალხს ამის მიზეზის პოვნა არ გასჭირვებია.
– აი, საფრანგეთში რომ ისვრიან, ყველაფერი ამის ბრალია. კლიმა-
ტი იცვლება დედამიწაზე, – ამბობდნენ ისინი.
სალინასის ველზე ბალახის ამოსვლამაც დააგვიანა, ყვავილები კი
მაშინღა გამოჩნდა, როდესაც ხალხს ამის იმედი საერთოდ გადაწურუ-
ლი ჰქონდა.
ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, რომ პირველ მაისს, როდესაც სალინასის
სკოლები ალისალში პიკნიკებს აწყობდნენ, ველური იელის ყვავილობა
დაწყებული უნდა ყოფილიყო. სხვანაირი საგაზაფხულო დღესასწაული
ჩვენთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო.
იმ წელს, პირველი მაისი ცივი და სუსხიანი გამოდგა. წვიმას ბოლო
არ უჩანდა, იელის ერთ კვირტსაც კი ვერსად ნახავდი და, ბუნებრივია,
პიკნიკებიც ჩაიშალა. სიტუაცია არც ორი კვირის შემდეგ გამოსწორებუ-
ლა.
კეილს, რა თქმა უნდა, არ ეგონა, ამინდი თუ ასე დააღალატებდა.
არადა, დაგეგმილი პიკნიკის ჩაშლა მას არაფრის დიდებით არ სურდა.
ტრასკების ფორდი ვინდჰემების ფარეხში იდგა. საბურავები დაბე-
რილი იყო და საბარგულში ორი ახალი აკუმულატორი იდო, მანქანა
873
რომ ადვილად დაქოქილიყო. ლის სენდვიჩების გაკეთება ჰქონდა
დავალებული. ჩინელი ყოველ მეორე დღეს მიდიოდა რეინოს საც-
ხობში და ახალთახალ ფუნთუშებს ყიდულობდა. საბოლოოდ, ყოვე-
ლივე ეს საშინლად მობეზრდა.
– ადექით და წადით, რაღას ელოდებით? – უთხრა ერთხელ კე-
ილს.
– არა, ასე ვერ წავალ. იელებს გაჩვენებ-მეთქი, შევპირდი.
– როგორ უნდა გაიგო, როდის აყვავდება?
– ძმები სკილაჩები ცხოვრობენ იქ. სკოლაშიც იქიდან დადიან ყო-
ველდღე. კიდევ ერთი კვირა ან ათი დღე უნდა ელოდოო, მითხრეს.
– ღმერთო, რა დავაშავე! – შეიცხადა ლიმ, – ფრთხილად იყავი,
სულ არ ჩაგეშალოს ეგ შენი პიკნიკი.
ადამი საგრძნობლად გამოკეთდა. აღარც მარცხენა ხელი ჰქონდა
დაბუჟებული და კითხვითაც სულ უფრო და უფრო მეტს კითხულობ-
და.
– რომ დავიღლები, ასოები მხოლოდ მაშინ იწყებს ხტუნვას, – ამ-
ბობდა ის, – კიდევ კარგი, სათვალე არ გავიკეთე, თორემ სულ გავი-
ფუჭებდი მხედველობას. ვიცოდი, თვალები რომ არაფერ შუაში იყო.
ლიც კმაყოფილი იყო. ის სან-ფრანცისკოში გაემგზავრა, იქიდან
საჭირო წიგნები ჩამოიტანა და სხვა საინტერესო პუბლიკაციებიც გა-
მოიწერა. ტვინის ანატომიის შესახებ თითქმის ყველაფერი შეისწავ-
ლა და უკვე მშვენივრად ერკვეოდა როგორც თრომბოზულ სიმპტო-
მებსა და გართულებებში, ასევე ტვინის მოქმედებასთან დაკავშირე-
ბულ სხვა პათოლოგიებში. ლი ამ ყველაფერს ისეთივე მონდომებით
უდგებოდა, როგორც იმ ძველებრაულ ზმნას, რამდენიმე წლის წინ
რომ გაშიფრა. თავდაპირველად, ექიმ ჰ.ს. მერფის ძალიან აღიზია-
ნებდა ჩინელი მზარეულის სიჯიუტე და მატრაკვეცობა, თუმცა, სულ
მალე, დამოკიდებულება სრულებით შეეცვალა და ლამის ისე უყუ-
რებდა მას, როგორც თავის კოლეგას. მერფიმ ლის მიერ გამოწერი-
ლი რამდენიმე ჟურნალიც კი ითხოვა, დიაგნოზისა და მკურნალობის

874
შესახებ ახალ, საინტერესო სტატიებს რომ გასცნობოდა. ერთხელ, ექიმ
ედვარდსს უთხრა:
– ამ ჩინელმა ლამის ჩემზე მეტი იცის ცერებრალური პათოლო-
გიების შესახებ. სანაძლეო შემიძლია დავდო, რომ არც შენ ჩამოგივარ-
დება.
მერფის ხმაში, ერთდროულად, გაღიზიანებაც შეინიშნებოდა და აღ-
ფრთოვანებაც. ექიმებს არ უყვართ, გამოუცდელი ადამიანები რომ მათი
პროფესიის დეტალებში იქექებიან.
– მეჩვენება, რომ შეწოვის პროცესი კიდევ გრძელდება, – ეუბნებოდა
ლი მერფის.
– მე მყავდა ერთი პაციენტი... – დაიწყო ექიმმა და საკმაოდ იმედის-
მომცემი ამბავი გაიხსენა.
– გამწვავებისა მაინც ძალიან მეშინია.
– აქ ღმერთის მოწყალებას უნდა მივენდოთ. ჩვენ უძლურები ვართ.
არტერიას ავტომობილის საბურავივით ხომ ვერ შევაკეთებთ? იცით, რა
მაინტერესებს? წნევის გაზომვის საკითხში ის საკმაოდ პრეტენზიული
პაციენტია და როგორ ახერხებთ ამ პრობლემის მოგვარებას?
– მარტივად. რიგრიგობით ვიზომავთ და ერთმანეთის შედეგებს წი-
ნასწარ ვამბობთ. ვინც გამოიცნობს, გამარჯვებულიც ის არის. ძალიან
აზარტული თამაში გამოდის.
– ვინ იმარჯვებს?
– თუ მოვინდომებ, უპრობლემოდ დავამარცხებ. უბრალოდ, ეს თა-
მაშსაც გააფუჭებს და მისი წნევის მაჩვენებლებსაც.
– მისი სიმშვიდის შენარჩუნებას როგორღა ახერხებთ?
– ეს უკვე ჩემი საკუთარი გამოგონებაა, – თქვა ლიმ, – მე ამას სასაუბ-
რო თერაპიას ვუწოდებ.
– ძალიან დიდ დროს გართმევთ, ალბათ.
– კი, ნამდვილად ასეა.
-2-

875
1918 წლის 28 მაისს, ამერიკულმა ჯარმა თავისი პირველი მნიშ-
ვნელოვანი ბრძოლა ჩაატარა პირველ მსოფლიო ომში. პირველ დი-
ვიზიას, გენერალ ბალარდის ხელმძღვანელობით, სოფელ კანტინის
აღება დაევალა. ეს სოფელი შემაღლებულ ადგილას მდებარეობდა
და მდინარე ავრის ხეობას გადაჰყურებდა. გერმანელები თავს სან-
გრებით, ტყვიამფრქვევებითა და არტილერიით იცავდნენ. ფრონ-
ტის ხაზი დაახლოებით ერთი მილის სიგანისა იყო.
1918 წლის 28 მაისს, დილის 6.45-ზე, ერთსაათიანი საარტილე-
რიო მომზადების შემდეგ, შეტევაც დაიწყო. ამერიკულ დივიზიას შე-
ადგენდნენ ფეხოსანთა 28-ე ლეგიონი (პოლკოვნიკი ელი), მე-18 ბა-
ტალიონი (პარკერი), მესანგრეთა ერთი დანაყოფი და სამეროლის
სადივიზიო არტილერია. ფრანგები მათ ტანკებითა და ცეც-
ხლმფრქვევებით ეხმარებოდნენ.
ბრძოლა საოცრად წარმატებული გამოდგა. ამერიკელი ჯარისკა-
ცები ახალ პოზიციაზე გამაგრდნენ და გერმანელთა ორი მძლავრი
კონტრიერიშიც მოიგერიეს.
პირველ დივიზიას ეს წარმატება კლემანსომ, ფოშმა და პეტენმა
მიულოცეს.
-3-
მაისის ბოლო იყო, როდესაც ძმებმა სკილაჩებმა სკოლაში სასია-
მოვნო ამბავი მოიტანეს, იელებს
გამოცოცხლება შეეტყო და რამდენიმე მოვარდისფრო კვირტიც
გამოჩნდაო. ეს ოთხშაბათს, პირველი გაკვეთილის დაწყებამდე რამ-
დენიმე წუთით ადრე მოხდა.
კეილი წამსვე ინგლისური ენის აუდიტორიისკენ გაიქცა და იმ
დროს, როდესაც მის ნორისმა მასწავლებლისთვის განკუთვნილ პა-
ტარა პლატფორმაზე დაიკავა ადგილი, ცხვირსახოცი დაუქნია ებრას
და ცხვირი ხმამაღლა მოიხოცა. შემდეგ, ბიჭების საპირფარეშოში შე-
ვარდა და დაელოდა, სანამ კედლის მიღმა წყლის ჩაშვების ხმას გა-
იგონებდა. ეს რომ მოხდა, კეილი სარდაფში ჩავიდა, იქიდან ეზოში

876
აღმოჩნდა, წითელი აგურის კედელთან ახლოს გაიარა, წიწაკის ბუჩქთან
შეუხვია და როგორც კი მიხვდა, რომ სკოლიდან უკვე ვეღარ დაინახავ-
დნენ, ნაბიჯი შეანელა. ძალიან მალე, მას ებრა წამოეწია.
– როდის დაიწყო ყვავილობა?
– ამ დილით, – უპასუხა კეილმა.
– ხვალამდე ხომ არ დავიცადოთ?
კეილმა მოწმენდილ ცას ახედა. იმ წელს, ეს პირველი თბილი დღე
იყო.
– შენ ფიქრობ, რომ უნდა დავიცადოთ? – ჰკითხა მან ებრას.
– არა.
– არც მე.
ისინი თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ, გზად ახალი პური იყიდეს
და სახლში რომ შეცვივდნენ, ლის დაუწყეს ჯაჯგური, საჭმელი რომ მა-
ლე მოემზადებინა.
ადამმა ხმაური გაიგონა და სამზარეულოში შეიხედა.
– რა ხდება აქ? – იკითხა მან.
– პიკნიკზე მივდივართ, – უპასუხა კეილმა.
– გაკვეთილები გაუქმდა?
– აბა, კაცო! მეტი საქმე არა აქვთ, – თქვა ებრამ, – ჩვენ თვითონ ვაწ-
ყობთ ზეიმს.
– ვარდივით გაფურჩქნილხარ, – გაუღიმა მას ადამმა.
– თქვენც წამოდით ჩვენთან ერთად, არ გინდათ? – წამოიძახა უცბად
ებრამ, – ალისალში მივდივართ, იელები უნდა ჩამოვიტანოთ.
– მშვენიერი იდეაა, – გაუხარდა ადამს, თუმცა, წამსვე გადაიფიქრა, –
არა, ვერ წამოვალ. ქარხანაში უნდა შევიარო. ახალ მილსადენებს ვაწ-
ყობთ და იქ უნდა ვიყო. მშვენიერი დღეა, არა?
– თქვენთვისაც ჩამოვიტანთ იელებს.
– კარგს იზამთ. მიყვარს იელი. კარგ დროსტარებას გისურვებთ.
– შენ მაინც წამოგვყევი, – უთხრა კეილმა ლის, ადამი რომ სამზარეუ-
ლოდან გავიდა.

877
– არ მეგონა, ასეთი სულელური აზრი თუ მოგივიდოდა თავში, –
უპასუხა ჩინელმა მკაცრად.
– წამოდი, გთხოვ! – წამოიძახა ებრამ.
– კარგი, გეყოფათ მაიმუნობა, – თქვა ლიმ.
-4-
სალინასის ველის აღმოსავლეთით, ალისალში, გაბილანის
მთებთან ახლოს, ულამაზესი პატარა მდინარე მიედინება. წყალი
მხიარულად მირაკრაკებს მომრგვალებულ ქვებზე და ნაპირთან ახ-
ლოს ამოსული პატარა ხეების ფესვებს რეცხავს.
ჰაერი იელებისა და ქლოროფილის სურნელით იყო გაჟღენთი-
ლი. მდინარესთან ახლოს, ფორდი იდგა. მისი გადახურებული ძრავა
ჯერ ბოლომდე არ გაგრილებულიყო, უკანა სკამზე კი იელების დიდი
თაიგული იდო.
შორიახლოს, კეილი და ებრა ისხდნენ. ფეხები წყალში ჰქონდათ
ჩაყოფილი, იქვე გაშლილ გაზეთებზე კი საჭმელი ეწყო.
– სახლამდე სანამ მივიტანთ, დაჭკნება, – თქვა კეილმა, – ყოველ-
თვის ასე ხდება.
– არა უშავს. მაინც ღირდა დაკრეფა, – უპასუხა ებრამ და დაამატა:
– ვატყობ, თავად უნდა გამოვიჩინო ინიციატივა.
– რას გულისხმობ? – გაუკვირდა კეილს.
ებრამ მას ხელი ჩაჰკიდა.
– აი ამას, – თქვა მან.
– მე ვერ გავბედე.
– რატომ?
– არ ვიცი.
– სამაგიეროდ, მე გავბედე.
– გოგოები გაცილებით თამამები ხართ. თითქმის ყველა საკით-
ხში ასეა.
– ცდები.

878
– მაშინ, მითხარი, რას ვერ გაბედავდი. ოდესმე რამის შეგშინებია?
– რა თქმა უნდა, – თქვა ებრამ, – აი მაშინ, ყურში რომ მიჩურჩულე,
ჩაფსმული ხარო, ძალიან შემაშინე.
– ძალიან ცუდი საქციელი იყო. არ ვიცი, რატომ გავაკეთე ეს, – თქვა
კეილმა და გაჩუმდა.
ებრამ მას ხელი უფრო ძლიერად ჩაჰკიდა.
– ვიცი, რასაც ფიქრობ და არ მინდა, ამაზე რომ ინერვიულო, – თქვა
მან.
კეილმა წყალს გახედა და პატარა ქვას ფეხი გაჰკრა.
– შენ თვლი, რომ ბოროტება სისხლში გაქვს ხომ? – განაგრძო ებრამ,
– ფიქრობ, რომ ცუდ საქციელს შენდაუნებურად სჩადიხარ?
– საერთოდ...
– ერთ რაღაცას გეტყვი: მამაჩემს პრობლემები აქვს.
– რა პრობლემები?
– მის კარებთან არასდროს ჩავსაფრებულვარ, მაგრამ, მაინც ყველა-
ფერი გავიგონე. ის ავად არ არის. მას ეშინია. რაღაცა ჩაიდინა და იმი-
ტომ.
– რა ჩაიდინა? – დაინტერესდა კეილი.
– მე მგონი, საკუთარი კომპანიიდან ფული მოიპარა. ახლა, თავის
ოთახშია ჩაკეტილი და არ იცის, ციხეში ჩასმას უპირებენ პარტნიორები
თუ ფულის დაბრუნების შანსს მისცემენ.
– შენ საიდან იცი ეგ ყველაფერი?
– მისი საძინებლიდან ხმამაღალი საუბარი გამოდიოდა. ისე ყვი-
როდნენ, რომ მთელ სახლში ისმოდა. მერე, დედაჩემმა პატეფონი ჩარ-
თო და ხმას აუწია, ყვირილი რომ ჩაეხშო.
– იგონებ რაღაცას.
– არაფერსაც არ ვიგონებ.
კეილი მასთან ახლოს მიჩოჩდა, თავი მხარზე დაადო და ხელი წელ-
ზე მოჰხვია.

879
– ხომ ხედავ? – თქვა ებრამ და ცალი თვალით შეხედა მას, – შენ
მარტო არა ხარ. მეც მეშინია.
-5-
დღის სამ საათზე, ლი თავის ოთახში იჯდა და თესლების კატალოგს
ათვალიერებდა. მისი ყურადღება სურნელოვანი ბარდის ფერადმა
ფოტომ მიიპყრო.
– უკანა ეზოში, ღობესთან რომ დავთესო, ურიგო არ იქნება, –
თქვა მან ხმამაღლა, – დაჭაობებულ ადგილს დაფარავს... ოღონდ,
მზის შუქი თუ ეყოფა, არ ვიცი.
საკუთარ ხმას რომ დააკვირდა, გაეღიმა. ბოლო დროს, სახლში
რომ მარტო რჩებოდა, საკუთარ თავთან იწყებდა ლაპარაკს.
– ასაკის ბრალია, – თქვა მან, – შენელებული აზროვნება და...
მოულოდნელად, გაჩუმდა და გაირინდა.
– რა უცნაურია. რაღაც ხმას გავიგონებ ხოლმე და წამსვე ვშეშდე-
ბი. ჩაიდანი ხომ არ დამრჩა გაზზე? არა, არ დამრჩენია. ზუსტად მახ-
სოვს. მადლობა ღმერთს, ცრუმორწმუნე არა ვარ, თორემ მოჩვენებე-
ბი მეგონებოდა. ზოგჯერ...
უცბად, კარზე ვიღაცამ დარეკა.
– აი, ალბათ ამას ველოდი. რეკოს რამდენიც უნდა. არ ავდგები.
ცუდ წინათგრძნობას არ ავყვები. რეკოს.
სახლში სიჩუმე იყო. ზარი მხოლოდ ერთხელ დაირეკა.
მოულოდნელად, ლიმ ძალიან ძლიერი, დაუძლეველი დაღლი-
ლობა იგრძნო და ამას უიმედობის განცდა მოჰყვა. მას საკუთარ თავ-
ზე გაეცინა.
– შემიძლია, ახლავე ავდგე და ვნახო, რომ კარის ქვეშ ვიღაცამ სა-
რეკლამო ბარათი შემოაცურა, ან ვიჯდე და მეგონოს, რომ სიკვდილ-
მა მოგვიკაკუნა. არა, ნამდვილად რეკლამა მირჩევნია.
ცოტა ხანში, ლი უკვე სასტუმრო ოთახში იჯდა და კალთაზე კონ-
ვერტი ედო. მოულოდნელად, მან ხელი ჩაიქნია.

880
– ჯანდაბას! მოვდივარ და დამხვდი! – თქვა მან და კონვერტი ხელის
ერთი მოძრაობით გახია.
წამსვე, დეპეშა მაგიდაზე, ნაწერით ქვემოთ დადო და კარებს მი-
აშტერდა.
– არა, – თქვა მან, – ეს ჩემი უფლება არ არის. არავის აქვს უფლება
წაართვას სხვა ადამიანს ის, რაც მას ცხოვრების კანონის მიხედვით
ეკუთვნის. სიცოცხლე და სიკვდილი გარდაუვალია. ჩვენ გვაქვს ტკივი-
ლის უფლება.
დაძაბულობისგან, ლის მუცელი ასტკივდა.
– საკმარისი სიმამაცე არ გამაჩნია. მე ვარ ერთი უბადრუკი, ლაჩარი
ადამიანი. მე ამას ვერ გავუძლებ.
ჩინელი აბაზანაში შევიდა, სამი ჩაის კოვზი ბრომიდი ჩაასხა ჭიქაში
და წყალი რომ დაუმატა, წითელი
სითხე ვარდისფერი გახდა. შემდეგ, სავსე ჭიქა სასტუმრო ოთახში გა-
იტანა და მაგიდაზე დადგა, დეპეშა კი გადაკეცა და ჯიბეში ჩაიდო.
– მძულს ლაჩრები! – თქვა მან ხმამაღლა, – ღმერთო, როგორ მძულს!
მას ხელები აუკანკალდა, შუბლზე კი ცივმა ოფლმა დაასხა.
ოთხ საათზე, კარის გაღების ხმა გაისმა. ადამი სახლში დაბრუნდა.
ლიმ ენით ტუჩები დაისველა და ადგა. ხელში მას ვარდისფერი სითხით
სავსე ჭიქა ეკავა და მტკიცე ნაბიჯებით მიემართებოდა შემოსასვლე-
ლისკენ.

თავი ორმოცდამეთხუთმეტე
-1-
ტრასკების სახლში ყველა ოთახი განათებული იყო. კარი ვიღაცას
ღია დაეტოვებინა და ქუჩიდან სიცივე შემოდიოდა. ლი სასტუმრო ოთახ-
ში, ტორშერის გვერდით იჯდა და ხმელი ფოთოლივით გამომშრალიყო.
ადამის ოთახიდან საუბრის ხმა ისმოდა.
ამ დროს, სახლში კეილი შემოვიდა.
– რა ხდება? – იკითხა მან.
881
ლიმ მაგიდაზე დაგდებულ გახსნილ კონვერტზე მიანიშნა.
– შენი ძმა დაიღუპა, – თქვა მან, – მამაშენს ინსულტი დაემართა.
კეილი დერეფანს გაუყვა.
– არ შეხვიდე, – უთხრა ლიმ. – ექიმი ედვარდსი და ექიმი მერფი
არიან იქ. ხელს ნუ შეუშლი.
კეილი გაჩერდა და ლის შეხედა.
– როგორ არის? ძალიან მძიმედ?
– არ ვიცი, – ისე დაიწყო საუბარი ლიმ, თითქოს ძალიან დიდი
ხნის ამბავს იხსენებდა, – სახლში დაღლილი დაბრუნდა. მე დეპეშა
წავუკითხე. მას უნდა სცოდნოდა. ეს მისი უფლებაა. დაახლოებით
ხუთი წუთი იჯდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა. შემდეგ კი, თით-
ქოს მის ტვინში რაღაცა აფეთქდა.
– გონება დაკარგული აქვს?
– დაჯექი და ერთად დაველოდოთ, კეილ, – თქვა ლიმ დაღლილი
ხმით, – შეეცადე გადახარშო და შეეგუო. მეც ამას ვცდილობ.
კეილმა დეპეშა აიღო და მოკლე, უმოწყალოდ ტრაგიკული შეტ-
ყობინება წაიკითხა.
ამ დროს, ადამის ოთახიდან ექიმი ედვარდსი გამოვიდა. ხელში
მას ჩანთა ეჭირა. ლის და კეილს თავი დაუკრა, სახლიდან გავიდა და
კარი ჩუმად დახურა.
ცოტა ხანში, ექიმი მერფიც გამოჩნდა. ჩანთა მან მაგიდაზე დადო
და იქვე ჩამოჯდა.
– ედვარდსმა მთხოვა, რომ თქვენთვის ყველაფერი მეთქვა, –
ამოიოხრა მან.
– როგორ არის? – ჰკითხა მას კეილმა.
– მხოლოდ იმას გეტყვით, რაც ჩვენთვის ცნობილია. ოჯახის უფ-
როსი ახლა შენ ხარ, კეილ. ინსულტი რა არის, იცი? – თქვა მან და
პასუხს არ დალოდებია, ისე გააგრძელა, – ეს არის ტვინში სისხლის
ჩაქცევა. ადამის ტვინის გარკვეული მონაკვეთებია მოცული. მცირე
მასშტაბის გაჟონვები მას ადრეც ჰქონდა. ლიმ ეს მშვენივრად იცის.

882
– დიახ, – დაეთანხმა მას ლი.
ექიმმა მერფიმ მისკენ გაიხედა და ისევ კეილს მიმართა.
– მარცხენა მხარე მთლიანად პარალიზებული აქვს, მარჯვენა
მხარე – ნაწილობრივ. სავარაუდოდ, მარცხენა თვალში მხედველობა
სრულად აქვს დაკარგული. თუმცა, დარწმუნებით ამას ვერ ვიტყვით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მამაშენის მდგომარეობა თითქმის უიმე-
დოა, კეილ.
– საუბარი შეუძლია?
– ცოტა და გაჭირვებით. ძალიან ნუ დაღლით.
კეილი სიტყვებს ვერ პოულობდა.
– შესაძლებელია, რომ გამოკეთდეს?
– მსგავსი მძიმე მდგომარეობიდან გამოსული პაციენტების შესახებ
ხშირად მსმენია, თუმცა, თავად ამის მოწმე არასდროს ვყოფილვარ.
– ესე იგი, თქვენ თვლით, რომ ის მალე მოკვდება?
– ჩვენ ეს არ ვიცით. შესაძლოა მან კიდევ ერთი კვირა, ერთი თვე, ერ-
თი წელი ან ორი წელიც კი იცოცხლოს. მაგრამ, შესაძლოა, ამაღამვე გარ-
დაიცვალოს.
– შეიძლება, რომ ვერ მიცნოს?
– ამას თავად ნახავ. ამაღამ, ერთ მომვლელ ქალს გამოგიგზავნით,
შემდეგ კი თავად უნდა მოიყვანოთ ისეთი, ვინც სისტემატიურად ივლის,
– თქვა მერფიმ და წამოდგა, – ძალიან ვწუხვარ, კეილ. უნდა გამაგრდე,
სხვა გამოსავალი არ არის. სხვათა შორის, ადამიანები ძალიან ხშირად
მაკვირვებენ. ისინი ისეთ ტრაგედიებს უძლებენ, რომ წარმოუდგენლად
მოგეჩვენება. ედვარდსი ხვალაც შემოივლის. ჩემი წასვლის დროა. ღამე
მშვიდობისა.
მერფიმ დააპირა, კეილს მხარზე შეხებოდა, მაგრამ კეილი მიტრი-
ალდა და ადამის ოთახისკენ წავიდა.
ადამი გაუნძრევლად იწვა, გაფითრებული იყო, მაგრამ გამომეტყვე-
ლება მშვიდი ჰქონდა. მისი თვალები არაფერს გამოხატავდა, თუმცა,
ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მათში ჩახედვით, მისივე

883
სულში ჩაიხედავდი. ამავე დროს, თვალები ერთდროულად მშვიდიც
იყო, დაკვირვებულიც და გულგრილიც. როდესაც ოთახში კეილი შევიდა,
ადამმა თვალები მისკენ ნელა მიატრიალა, მზერა მის მკერდზე შეაჩერა
და ისევ სახეზე შეხედა.
კეილი საწოლის გვერდით, სკამზე ჩამოჯდა.
– მაპატიე, მამა, – თქვა მან.
ადამმა თვალები ნელა დაახამხამა – ბაყაყი რომ დაახამხამებს,
ზუსტად ისე.
– გესმის, რასაც გეუბნები, მამა? ხომ კარგად გესმის?
ადამის თვალების ხასიათი სრულებით არ შეცვლილა.
– ჩემი ბრალია ყველაფერი! – წამოიძახა კეილმა, – მე ვარ პასუ-
ხისმგებელი არონის სიკვდილზეც და შენ ავადმყოფობაზეც. მე ის
ქეითთან წავიყვანე. დედა გავაცანი. ამიტომ იყო, რომ გაიქცა. არ
მინდა, ასე რომ ვიქცეოდე. ჩემდაუნებურად გამომდის.
კეილმა თავი ადამის გვერდით, ბალიშზე დადო, მის საშინელ
მზერას რომ გაქცეოდა, მაგრამ ამან ვერ უშველა. მან იცოდა, რომ ამ
გამოხედვას ვერასოდეს დაივიწყებდა.
ამ დროს, ვიღაცამ ზარი დარეკა და სულ ცოტა ხანში, ლი ადამის
საძინებელში მომვლელ ქალს შემოუძღვა. ეს იყო საკმაოდ მყარი აღ-
ნაგობის, მოსუქებული ქალბატონი, რომელსაც ხშირი და ნახშირი-
ვით შავი წარბები ჰქონდა. მან პატარა ჩანთა გახსნა და იქიდან, სხვა
ნივთებთან ერთად, თითქოს თავისი ხელოვნური მხიარულებაც
ამოიღო.
– სად არის ჩემი პაციენტი?! – წამოიძახა მან, – აქ ყოფილა. მშვე-
ნივრად გამოიყურებით. რისთვის მომიყვანეთ, საერთოდ? ვატყობ,
თავადაც შეგიძლიათ წამოხტეთ და აქეთ მომიაროთ. არა, მართლა
ძალიან კარგად გამოიყურებით. ხომ მომაქცევთ ყურადღებას, ჩემო
ლამაზო ბიჭო?

884
თავისი დაკუნთული ხელი მან ადამის ქვეშ შეაცურა და ისე წამოსწია,
რომ ძალა საერთოდ არ დაუტანებია. მეორე ხელით, ბალიშები კარგად
შეუსწორა და ისევ დააწვინა.
– გრილი ბალიშები გეყვარებათ. ხომ მართალი ვარ? ახლა, აბა-
ზანისკენ გამიძეხით ვინმე. ღამის ქოთანი აუცილებლად დაგვჭირ-
დება. ჰო, და დასაკეცი საწოლიც დამიდგით აქ, თუ შეიძლება.
– ფურცელი აიღეთ და რაც გჭირდებათ, ყველაფერი ჩამოწერეთ, –
უთხრა მას ლიმ, – თუ პაციენტთან დაკავშირებითაც დაგჭირდებათ დახ-
მარება...
– რა დახმარება უნდა დაგვჭირდეს? – მხიარულად იქითხა ქალბა-
ტონმა, – მშვენივრად გავუგებთ ერთმანეთს. ხომ მართალი ვარ, ჩემო
ლამაზო?
ლი და კეილი სამზარეულოში გავიდნენ.
– სანამ ეს მოვიდოდა, მინდოდა შენთვის საჭმელი შემომეთავაზები-
ნა. ზოგი თვლის, რომ ჭირში იქნება თუ ლხინში, ჭამა საუკეთესო გამო-
სავალია. ეს ქალიც ასეთი ტიპია, დარწმუნებული ვარ. ჰა, რას იზამ? შე-
ჭამ რამეს?
– რომ დაგეძალებინა, ალბათ გული ამერეოდა, – თქვა კეილმა და გა-
იღიმა, – მაგრამ, რადგან ასეთი მიდგომით დაიწყე ლაპარაკი, სენდვიჩს
გეახლები.
– სენდვიჩები არა გვაქვს.
– მინდა.
– აი, სულ ასე ხდება. შეურაცხყოფილადაც კი იგრძნობ კაცი თავს, იმ-
დენად ერთნაირად იქცევა ყველა.
– კარგი, აღარ მინდა სენდვიჩი. ნამცხვარი დაგვრჩა?
– რამდენიც გინდა. საპურეშია. ოღონდ, ოდნავ გამომშრალია.
– ძალიანაც კარგი, – თქვა კეილმა და ნამცხვრით სავსე თეფში წინ
დაიდგა.
ამ დროს, სამზარეულოში მომვლელმა ქალმა შემოიხედა.

885
– გემრიელი რაღაცა ჩანს, – თქვა მან, ერთი ნაჭერი აიღო, ჩაკბიჩა
და დაიწყო: – კროუს აფთიაქში რომ დავრეკო, შეიძლება? ტელეფო-
ნი სად არის? თეთრეული სად გაქვთ შენახული? დასაკეც საწოლს
რომ შემპირდით, სად არის? ეს გაზეთი წავიღო თუ ჯერ კითხუ-
ლობთ? ტელეფონი სად არისო, რა თქვით?
მან ნამცხვრის კიდევ ერთი ნაჭერი აიღო და სამზარეულოდან გა-
ვიდა.
– დაგელაპარაკა? – ჰკითხა ლიმ კეილს.
კეილმა თავი გააქნია.
– ძალიან რთული იქნება, – განაგრძო ლიმ, – მაგრამ, ექიმი მარ-
თალია. ყველაფერს გადაიტანს ადამიანი. ამ მხრივ, ჩვენ განსაკუთ-
რებული ცხოველები ვართ.
– მე ეს არ მეხება, – თქვა კეილმა მონოტონური ხმით, – მე ამას
ვერ გავუძლებ. არა, ნამდვილად ვერ გავუძლებ. ეს ჩემს ძალებს აღე-
მატება. მე უნდა... ალბათ...
ლიმ მას მაჯაზე ხელი მოჰკიდა და მაგრად მოუჭირა.
– შე პატარა კურდღელო! ლაჩარო! – თქვა მან, – მიიხედ-მოიხედე
კარგად, რამდენი სილამაზე და სიკეთეა ცხოვრებაში, შენ კი... აღარ
გავიგო, რომ ასეთი რაღაცა წამოგცდეს. რატომ გგონია, რომ შენი
დარდი ჩემსაზე მეტად რაფინირებულია?
– არა, ლი, ეს დარდი არ არის. მე მას ყველაფერი ვუთხარი. მე სა-
კუთარი ძმა მოვკალი. მე მკვლელი ვარ და მან ეს იცის.
– თავად გითხრა, მკვლელი ხარო? სიმართლე მითხარი! თავად
გითხრა?
– თქმა რა საჭირო იყო? მის თვალებში ისედაც ჩანდა ყველაფე-
რი. თვალებით მითხრა. მის მზერას ვერსად გავექცევი... ვერსად და-
ვემალები.
ლიმ ამოიოხრა და კეილს ხელი გაუშვა.
– კეილ, – თქვა მან მშვიდად, – მომისმინე, ადამის ტვინის უჯრე-
დები ახლა დაზიანებულია. ნებისმიერი რამ, რასაც შენ მის თვალებ-

886
ში ხედავ, შესაძლოა ტვინის იმ ნაწილის დაზიანების ბრალი იყოს, რო-
მელიც
მხედველობაზე აგებს პასუხს. ხომ გახსოვს, კითხვა რომ არ შეეძ-
ლო? ეს მისი თვალების ბრალი არ იყო. ტვინი იყო დაზიანებული. შენ
ასე დარწმუნებით ვერ იტყვი, მკვლელი მიწოდაო. ვერ იტყვი, გესმის?
– ვიტყვი. მე ვიცი, რომ მან ასე მითხრა. თვალებით მითხრა.
– კარგი, მაშინ, მე გპირდები, რომ გაპატიებს.
სამზარეულოში ისევ მომვლელი ქალი გამოჩნდა.
– რას ჰპირდები, ჩემო ლამაზო? ყავას რომ შემპირდი, დაგავიწყდა?
– ახლავე გაგიკეთებთ. როგორ არის?
– ბავშვივით სძინავს. წასაკითხი არაფერი გაქვთ ამ სახლში?
– კონკრეტულად რა გნებავთ?
– სულ ერთია. ფეხები მტკივა და ყურადღება რომ გადამატანინოს.
– ერთი ფრანგი დედოფლის დაწერილი უხამსი ისტორიები მაქვს,
თუ გნებავთ. თუ ზედმეტად...
– ყავასთან ერთად მომიტანე, – თქვა ქალმა და კეილს მიუბრუნდა, –
თვალები რომ დაასვენო, არ გინდა? წამოწექი და დაისვენე. თუ რამეა,
ორნი ვართ და ყველაფერს მივხედავთ.
ლიმ გაზქურაზე ყავადანი დადგა და მაგიდასთან ჩამოჯდა.
– კეილ! – დაიძახა მან.
– რა გინდა?
– ებრასთან წადი.
-2-
კეილი ებრას სახლის კარებთან იდგა და ხელი ზარის ღილაკზე
ჰქონდა მიჭერილი. მის თავზე პატარა ნათურა აინთო და მისის ბეიკონ-
მა გამოიხედა.
– ებრას ნახვა მინდა, – თქვა კეილმა.
მისის ბეიკონმა გაკვირვებისგან პირი დააღო.
– რა ბრძანეთ? – იკითხა მან.
– ებრას ნახვა მინდა, – გაიმეორა კეილმა.

887
– არ შეიძლება. ებრა თავის ოთახში ავიდა. სახლში წადი.
– ებრას ნახვა მინდა-მეთქი, არ გესმით?! – დაიყვირა კეილმა.
– ახლავე თუ არ წახვალ აქედან, პოლიციას გამოვიძახებ.
– ვინ არის? რა ხდება? – გამოიხედა მისტერ ბეიკონმა.
– შენი საქმე არ არის. შებრუნდი ოთახში. ავად ხარ. მე მივხედავ
ყველაფერს, – უთხრა მას მისის ბეიკონმა და კეილს მიუტრიალდა.
– ახლავე გამეცალე! ზარს კიდევ ერთხელ შეეხები და პოლიციას
გამოვუძახებ, იცოდე. მოუსვი აქედან!
მისის ბეიკონმა კარი მიაჯახუნა, გადაკეტა და სინათლე ჩააქრო.
კეილი სიბნელეში იდგა და იღიმებოდა. წამიერად, მან წარმოიდგი-
ნა, როგორ მოდის პოლიციელი ტომ მიკი და ეკითხება: „სალამი, კე-
ილ. აქ რას აკეთებ?“
ამ დროს, დახურული კარის მიღმა მისის ბეიკონის ხმა გაისმა.
– შენ ისევ აქ ხარ?! გაეთრიე-მეთქი! ახლავე წადი აქედან!
კეილი შეტრიალდა, ეზოდან გავიდა და სახლისკენ გაეშურა. მას
ერთი კვარტალიც არ ჰქონდა გავლილი, რომ ებრა წამოეწია. ბევრი
სირბილისგან, ის სულ გაოფლიანებული იყო.
– უკანა კარიდან გამოვედი, – უთხრა მან კეილს.
– ოთახში რომ ვერ გნახავენ, გაბრაზდებიან.
– გაბრაზდნენ. სულაც არ მანაღვლებს.
– მართლა?
– ჰო.
– ებრა, მე საკუთარი ძმა მოვკალი. მამაჩემმა ეს რომ გაიგო, დამ-
ბლა დაეცა.
ებრამ მას ორივე ხელი ჩაჰკიდა.
– ვერ გაიგე, რა გითხარი? – ჰკითხა მას კეილმა.
– მშვენივრად გავიგე.
– ებრა, დედაჩემი მეძავი იყო.
– ვიცი. შენ ეს ადრეც მითხარი. მამაჩემი ქურდია.
– ჩემში მისი სისხლი ჩქეფს, ებრა. ნუთუ ეს შენ არ გესმის?

888
– ჩემში კი მამაჩემის.
რამდენიმე წუთი, ისინი ჩუმად მისეირნობდნენ. კეილი ჩაფიქრე-
ბული იყო. ცივი ქარი უბერავდა, ამიტომ მათ ნაბიჯს აუჩქარეს. ქუჩის
ბოლოს, იქ, სადაც სალინასი მთავრდება, ბოლო ლამპიონი გაიარეს
და უასფალტო გზაზე გადავიდნენ. წინ სრული სიბნელე იყო. ფეხქვეშ
ბალახის სისველე იგრძნობოდა.
– სად მივდივართ? – იკითხა ებრამ.
– გაქცევა მინდა. მამაჩემის გამოხედვას ვერ ვივიწყებ. სულ გონებაში
მიტრიალებს. სულ თვალებში მიყურებს და მეუბნება, რომ მკვლელი
ვარ. მე ამას ვერ გადავიტან.
– შენ არა ხარ მკვლელი, კეილ.
– ვარ. მისი თვალებიც ამას მეუბნება.
– ნუ ლაპარაკობ ასე. სად მივდივართ?
– ცოტას რომ გავივლით, პატარა თხრილია და გვერდით სატუმბი
მოწყობილობა დგას. ტირიფიც არის იქ. გახსოვს ის ტირიფი?
– მახსოვს.
– ტოტები მიწამდეა ჩამოშვებული და შიგნით რომ შეხვალ, კარავი-
ვითაა.
– ვიცი.
– ზოგჯერ, შუადღეზე, შენ და არონი გადასწევდით ხოლმე ტოტებს
და შიგნით იმალებოდით.
– შენ გვითვალთვალებდი?
– აბა, რა. ახლა, მინდა, რომ იქ მე და შენ შევიდეთ. ხომ შემომყვები?
ებრა გაჩერდა და კეილს მკლავზე ხელი მოჰკიდა.
– არა, – თქვა მან, – ასე არ შეიძლება.
– ჩემთან ერთად რომ იყო, არ გინდა?
– თუ გაქცევას აპირებ, არ მინდა.
– მაშინ, არ ვიცი, რა გავაკეთო. როგორ მოვიქცე? მითხარი, რა ვქნა.
– დამიჯერებ?
– არ ვიცი.

889
– უკან დავბრუნდეთ.
– უკან? სად?
– მამაშენთან.
-3-
სამზარეულოდან სინათლე და სითბო გამოდიოდა. ლის გაზქუ-
რა აენთო, ჰაერი რომ გამთბარიყო.
– ებრამ წამომათრია, – თქვა კეილმა.
– არ მიკვირს. ვიცოდი, რომ მოგიყვანდა, – უპასუხა ლიმ.
– მე რომ არ მომეყვანა, თავადაც მოვიდოდა, – თქვა ებრამ.
– ეგ არავინ იცის, – თქვა ლიმ.
ის სამზარეულოდან გავიდა და ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა.
– ჯერ კიდევ სძინავს, – თქვა მან და მაგიდაზე ფაიფურის პატარა
ბოთლი და ჭიქები დადო.
– მახსოვს ეს ბოთლი, – თქვა კეილმა.
– უნდა გახსოვდეს, – თქვა ლიმ, – პატარა ყლუპი უნდა მოსვა და
ცოტა ხნით ენაზე გაიჩერო.
ებრა მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო.
– დაეხმარე კეილს, ლი, – თქვა მან, – შენ ხომ ყველაზე კარგად
იცი, როგორ უნდა შეეგუოს ადამიანი რეალობას? დაეხმარე, გთხოვ.
– მე ამას ასე დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, – თქვა ლიმ, – მართა-
ლი გითხრა, საკუთარი თავი არასდროს გამომიცდია. რა თქმა უნდა,
ხშირად ვყოფილვარ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მარტო ვიკე-
ტებოდი ოთახში და ვტიროდი.
– ტიროდი? შენ?
– სამუელ ჰამილტონი რომ გარდაიცვალა, ისეთი გრძნობა დამე-
უფლა, თითქოს სამყაროში ერთადერთი სანთელი ჩააქრეს. მოგვია-
ნებით, მე ის ხელახლა ავანთე, სამუელის დანატოვარით რომ დავ-
მტკბარიყავი, მაგრამ... მე დავინახე მისი მიმოფანტული და განად-
გურებული შვილები, თითქოს ვიღაცამ მათზე შური იძიაო... რომ და-
ლევთ, ცოტა ხნით ენაზე გაიჩერეთ... ჩემი სულელური აზრებიც თა-

890
ვადვე აღმოვაჩინე. ადრე, ვთვლიდი, რომ სიკეთე ყოველთვის იღუპება,
ბოროტება კი ცოცხლობს და ყვავის. მე მეგონა, რომ ერთხელ, ღმერთი
თავის ქმნილებებზე გაბრაზდა და მათ გასანადგურებლად ან განსაწ-
მენდად, დედამიწაზე ცეცხლი დაანთო. მე მეჩვენებოდა, რომ დამწვრო-
ბებიც გადმომეცა მემკვიდრეობით და ის მანკიერი თვისებებიც, რომ-
ლის გამოც ღმერთმა ეს დიდი ხანძარი გააჩინა. ჩემში ორივეა – ცუდიც
და კარგიც. თქვენ ასე არ გეჩვენებათ?
– ალბათ, – თქვა კეილმა.
– არ ვიცი, – თქვა ებრამ.
ლიმ თავი გააქნია.
– ეს საკმარისი არ არის, – თქვა მან, – მხოლოდ ფიქრი არ კმარა. შე-
საძლოა...
ლი მოულოდნელად გაჩუმდა, კეილმა მუცელში სასმელის სითბო
იგრძნო.
– შესაძლოა, რა? – ჰკითხა მან ლის.
– შესაძლოა, ჩვენ ოდესმე მივხვდეთ, რომ ყველა თაობის ყველა ადა-
მიანი, გამონაკლისის გარეშე, ამ ცეცხლში ეხვევა. ოსტატი ღრმა სიბერე-
შიც კი არ კარგავს სრულყოფილი, აი, ზუსტად ასეთივე გამჭვირვალე,
თხელი და მყარი ჭიქის შექმნის სურვილს. ასე არ არის? – ლიმ ფაიფუ-
რის პატარა ჭიქა ზემოთ ასწია და სინათლეზე გახედა მას, – იმისათვის,
რომ ყველანაირი სიბინძურე გაქრეს და მხოლოდ სუფთა სახის ქმნილე-
ბა დარჩეს, ბევრი ცეცხლია საჭირო. შემდეგ კი ორი ვარიანტია: ან ცეც-
ხლი ყველაფერს წვავს და მხოლოდ ნახშირის გროვა რჩება, ან გამოდის
ის, რისკენაც ყველა ადამიანი იღწვის – სრულყოფილება.
ლიმ თავისი ჭიქა ბოლომდე დაცალა.
– კეილ, მომისმინე ყურადღებით, – თქვა მან, – შენ გგონია, რომ ჩვე-
ნი შემქმნელი, ვინც არ უნდა იყოს ის, ოდესმე შეწყვეტს მცდელობას?
– არ ვიცი, – უპასუხა კეილმა, – ახლა ნამდვილად ვერაფერს გეტყვი.

891
მისაღებ ოთახში მომვლელი ქალის მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა.
ის სამზარეულოში შეიჭრა და ებრას, რომელსაც იდაყვები მაგიდაზე
ედო, ნიკაპი კი ხელებში ჰქონდა ჩარგული, გამომცდელი სახით შე-
ხედა.
– ერთი დოქი მჭირდება, – თქვა მან, – პაციენტს წყალი ხშირად
სწყურდება და კარგი იქნება, თუ წინ და უკან არ ვირბენ. ხომ გესმით?
ძირითადად, პირით სუნთქავს.
– აი, აქ არის დოქი, – თქვა ლიმ, – გაიღვიძა?
– დიახ, გაიღვიძა და დასვენებული ჩანს. სახე მოვბანე და თმაც
დავვარცხნე. ძალიან კარგი პაციენტია. გაღიმებაც სცადა.
ლი ადგა.
– წამოდი, კეილ, – თქვა მან, – შენც წამოდი, ებრა. ერთად შევი-
დეთ.
მომვლელმა დოქი წყლით აავსო და თავადაც გაიქცა ადამის სა-
ძინებლისკენ.
როდესაც ისინი ოთახში შევიდნენ, დაინახეს, რომ ადამს თავქვეშ
რამდენიმე ბალიში ჰქონდა ამოდებული და წამომჯდარი იყო. მისი
გათეთრებული ხელები მშვიდად ეწყო საწოლზე, მკლავებზე კი,
იდაყვიდან მაჯამდე, ნაოჭები სრულებით არ ეტყობოდა. მისი სახე
თითქოს ცვილისგან იყო შექმნილი და ნაკვთები კიდევ უფრო გამ-
ძაფრებული ჰქონდა. მას პირი ჰქონდა ღია და ნელა, თითქმის შეუმ-
ჩნევლად სუნთქავდა. მის ცისფერ თვალებში მაგიდის ლამფის შუქი
ირეკლებოდა.
ლი, კეილი და ებრა მის ფეხებთან დადგნენ. ადამი მათ რიგრი-
გობით დააკვირდა და მისი ტუჩები, თითქოს მისალმების ნიშნად,
ოდნავ გამოძრავდა.
– როგორ მოგწონთ? – თქვა მომვლელმა, – ხომ კარგად გამოიყუ-
რება ჩემი ლამაზი ბიჭი, ჩემი სიხარული.
– გაჩუმდით! – უთხრა მას ლიმ.

892
– ჩემი პაციენტის შეწუხების უფლებას არ მოგცემთ, – უპასუხა მომ-
ვლელმა.
– გაბრძანდით ოთახიდან და კარი დახურეთ, – უთხრა ლიმ.
– ექიმს მოვახსენებ ყველაფერს.
– გაბრძანდით ოთახიდან და კარი დახურეთ, – გაუმეორა მას ლიმ
გაღიზიანებული ხმით, – შეგიძლიათ თქვენი მოხსენებაც დაწეროთ.
– ვიღაც ჩინელის ბრძანებები არასდროს შემისრულებია.
– გაბრძანდით ოთახიდან და კარი დახურეთ, – უთხრა მას კეილმა.
მომვლელი გავიდა და თავისი უკმაყოფილება კარის გაჯახუნებით
გამოხატა. ხმაურზე, ადამმა თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.
– ადამ! – თქვა ლიმ.
ცისფერმა თვალებმა მოძრაობა დაიწყო და ლის წაბლისფერ თვა-
ლებზე შეჩერდა.
– ადამ, არ ვიცი, რამდენად გესმის ის, რასაც მე გეუბნები. როდესაც
მარცხენა ხელი გქონდა გაბუჟებული და კითხვა გიჭირდა, შენი ავადმყო-
ფობის შესახებ ყველაფერი ვისწავლე, რაც კი შეიძლებოდა. თუმცა, ზო-
გიერთი რამ მხოლოდ თავად შეიძლება იცოდე. მე უძლური ვარ. შესაძ-
ლოა, შენ ყველაფერს მშვენივრად იგებდე და ისიც შეიძლება, რომ
ახალშობილივით, მხოლოდ სინათლესა და მოძრაობას აღიქვამდე. შე-
ნი ტვინი ძალიან არის დაზარალებული და ეს შენთვის სრულიად ახალი
შეგრძნებაა. შენი სიკეთე შესაძლოა ბოროტებად იყოს გადაქცეული,
უზადო პატიოსნება კი – ვერაგობად. შენ გარდა, ეს არავინ იცის, ადამ.
გესმის, რასაც გეუბნები?
ცისფერი თვალები ისევ ამოძრავდა, ნელა დაიხუჭა და ისევ გაიღო.
– გმადლობთ, ადამ, – თქვა ლიმ, – მე მშვენივრად მესმის, როგორი
მძიმეა შენთვის ეს ყველაფერი. ის, რასაც ახლა გთხოვ, შესაძლოა კიდევ
უფრო მძიმედ მოგეჩვენოს. ჩემ გვერდით შენი შვილი დგას – კეილები.
შენი ერთადერთი შვილი. შეხედე მას, ადამ.

893
ადამს თითქოს გაუჭირდა კეილის პოვნა, თუმცა, ბოლოს მაინც
იპოვა. კეილის ტუჩები ოდნავ ამოძრავდა, თუმცა მას არანაირი ბგე-
რა არ გამოუცია.
– მე არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებ, ადამ, – გააგრძელა ლიმ,
– შესაძლოა, კიდევ მრავალი წელი იცოცხლო და შესაძლოა, ერთ საათ-
ში მოკვდე. შენი შვილი კი ნამდვილად დიდხანს იცოცხლებს. ის დაქორ-
წინდება და მისი შვილები შენი ერთადერთი დანატოვარი იქნება ამ
ქვეყანაზე.
ლიმ თვალები მოიწმინდა.
– მან ეს ცხელ გულზე ჩაიდინა, ადამ. მას ეგონა, რომ შენ ის გარი-
ყე. მისი გაბრაზების შედეგი ის არის, რომ მისი ძმა და შენი შვილი
დაიღუპა.
– ლი... არ გინდა... – თქვა კეილმა.
– ეს საჭიროა, კეილ. რომც ვერ გაუძლოს და ახლავე მოკვდეს, მა-
ინც უნდა ვუთხრა, – თქვა ლიმ, სევდიანად გაიღიმა და მხრებში გა-
იშალა, – „თუ ბრალია, ჩემი ბრალი იყოს“. შენი შვილი საკუთარ თავს
ადანაშაულებს, ადამ. მას ეს თვისება მემკვიდრეობით ერგო. ის ამ
პასუხისმგებლობას მარტო ვერ ზიდავს. ეს მისთვის ძალიან მძიმე
ტვირთია. ნუ გასრისავ მას, ადამ. ნუ გარიყავ.
ლი მძიმედ სუნთქავდა და მისი ყელიდან სტვენისმაგვარი ხმა
ამოდიოდა.
– ადამ, დალოცე შენი შვილი. ნუ მიატოვებ მას. ნუ დატოვებ ამ
დანაშაულის პირისპირ. ადამ, გესმის ჩემი? დალოცე შენი შვილი.
ადამის თვალებში უცნაურმა ნაპერწკალმა გაიელვა. შემდეგ, მან
თვალები დახუჭა და რამდენიმე წამი ასე იწვა.
– დაეხმარე მას, ადამ, დაეხმარე შენს შვილს. მიეცი მას შანსი. გა-
ათავისუფლე ის. სწორედ ეს არის ის, რაც ადამიანს პირუტყვისგან
განასხვავებს. გაათავისუფლე ის! დალოცე ის, ადამ!
ადამი დაიძაბა, შეეცადა უკანასკნელი ძალა მოეკრიბა. მისი სუნ-
თქვა ერთბაშად გახშირდა და თითქოს მისი საწოლიც კი ამოძრავდა.

894
შემდეგ, მოულოდნელად, მისი მარჯვენა ხელი ოდნავ აიწია და ისევ სა-
წოლზე დაეშვა.
ლის ღონემიხდილი გამომეტყველება ჰქონდა. ის ადამს მიუახ-
ლოვდა, გაოფლიანებული შუბლი ხელსახოცით გაუწმინდა და ყურში
ჩუმად უთხრა:
– გმადლობთ, ადამ. გმადლობთ, ჩემო მეგობარო. ტუჩები გაამოძრა-
ვე, თუ შეგიძლია. შეეცადე, მისი სახელი წარმოთქვა.
ადამი დაქანცული იყო. მან თვალები გაახილა, კეილს შეხედა, პირი
გააღო, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ, ვერ შეძლო. შემდეგ, კიდევ ერ-
თხელ დაატანა თავს ძალა, ღრმად შეისუნთქა და ჩურჩულით წარმოს-
თქვა სიტყვა, რომელიც თითქოს ჰაერში გამოეკიდა.
– ტიმშელ!
ეს რომ თქვა, თვალები დახუჭა და დაიძინა.

895

You might also like