You are on page 1of 5

„მდინარე

ვერე“
ზოგადი ინფორმაცია
მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში.
სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ-
აღმოსავლეთ დაბოლოებასთან, დიდგორის მთის
მიდამოებში, ზღვის დონიდან 1672 მ სიმაღლეზე.
ვერეს სათავედ ითვლება სამი პატარა მდინარის
— მოხვეულის, ნაოსარისა და ზემოვიკის
შეერთების ადგილი. აღნიშნული მდინარეებიდან
უდიდესი — ნაოსარისწყალი სათავეს იღებს
ზღვის დონიდან 1672 მ სიმაღლეზე, რომელიც
მიჩნეულია მის სათავედ. მდინარე ვერეს
სიგრძეა 42,5 კმ, აუზის ფართობი 190 კმ². საერთო
ვარდნა 1289 მ, საშუალო დახრილობა 33,7 ‰.
საშუალო სიმაღლე 1060 მ. საზრდოობს თოვლის,
წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.
წყალდიდობა იცის გაზაფხულზე,
წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში.
ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა.
ადიდებები
მდინარე ვერე ადიდებულა და ქალაქის
მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემები შეუქმნა
1960, 1963, 1972 და 1995 წლებში.
განსაკუთღებით მძიმე სიტუაცია იყო 1972 წელს, როცა
ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა. წყლის ნაკადმა
საცხოვრებელი სახლები დატბორა და მან ქანები
მტკვარში ჩაიტანა. იყო მსხვერპლიც.
2015 წლის 13 ივნისი:
წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015
წლის 13 ივნისს. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა
და აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი. სტიქიამ
თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი,
ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა,
გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და
ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6
დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა, კამერებმა გმირთა მოედანზე
ბეჰემოთი დააფიქსირეს. სტიქიური უბედურება 13 ივნისს
გვიან ღამით დაიწყო და 14 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
სტიქიურ უბედურებას შეეწირა 19 ადამიანის სიცოცხლე,
დაკარგულია 6 ადამიანი და 200-ზე მეტი უსახლკაროდაა
დარჩენილი. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი
თანამშრომელი და მაშველები.
დასასრული

You might also like