You are on page 1of 21

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი მესამე კურსის


სტუდენტი

დავით პავლიაშვილი

საკურსო პროექტი

„ირიგაცია“
საკურსო სამუშაოს გეგმა

სარჩევის შეტანები ვერ მოიძებნა.

შესავალი ლექცია 1 2 3
შიდა ქართლის რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა და
საზღვრები

შიდა ქართლის მხარე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს.


მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორი. რეგიონი მოიცავს
შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებს: ხაშური, ქარელი, გორი, კასპი, ცხინვალი და
ჯავა. ცხინვალი და ჯავა ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შიდა
ქართლის ჩრდილო საზღვარი კავკასიაონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვება,
დასავლეთი - ლიხის ქედს, სამხრეთი - თრიალეთის ქედს, აღმოსავლეთი - ხარულის
ქედსა და მდინარე ქსანს.
შიდა ქართლის ვაკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს მდ.მტკვრის ხეობა. ხეობას
ჩრდილოეთიდან მიუყვება მცირე ქედებისა და სერების ზოლი. აღნიშნული ქედების
ჩრდილო დამცერი ფერდობები თანდათანობით გადადის ტირიპონ-მუხრანის ვაკეში.
აღმოსავლეთ ნაწილში ვაკე ვიწროვდება და გადადის საამილახვროს და მუხრან-
საგურამოს ვაკეებში. შიდა ქართლის ჩრდილოეთი მთიანი ნაწილი წარმოდგენილია
კავკასიონის მთავარ ქედით. აქ კავკასიონი შედარებით ნაკლები სიმაღლით

ხასიათდება. თრიალეთის ქედის

ნახ შიდა ქართლის რეგიონი

ქვემო ქართლის რეგიონი ფართობია 6,5 ათასი კვ.კმ. რაც საქართველოს ტერიტორიის
9,3%-ს.ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა 432 ათას ადამიანზე მეტია,
საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 11%. ქვემო ქართლის რეგიონში შედის 347
დასახლებული პუნქტი-7ქალაქი,6-დაბა,334-სოფელი. რეგიონის მოსახლეობის 39%
ცხოვრობს ქალაქებსა და დაბებში, 61% სოფლებში.

ქვემო ქართლის რეგიონში მაღალმთიან დასახლებებს მიეკუთვნება: დმანისის


მუნიციპალიტეტის 19 სოფელი,(1500 მ-ზე ზევით),წალკის მუნიციპალიტეტის 46
სოფელი(1500 მ-ზე ზევით) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 35-სოფელი(1300 მ-ზე
ზევით).

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების ფართობი

ცხრილი

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები ფართობი კვ.კმ

წალკის 1051

თეთრიწყარო 1174

ქალაქი რუსთავი 60

მარნეულის 935

დმანისი 1199

გარდაბნის 1304

ბოლნისის 804

სულ 6528

ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედებს 7 თვითმმართველობის


ერთეული:თვითმმართველი ქალაქი რუსთავი და ბოლნისი,გარდაბნის, დმანისის,
თეთრიწყაროს,მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები.
ნახ. ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტები

5.2.2 ქვემო ქართლის რეგიონის ბუნებრივი პირობები

ქვემო ქართლის რეგიონი განლაგებულია ნახევრად უდაბნო,მშრალი სუბტროპიკული


და მაღალმთიანი ალპური ზონის საზღვრებში.ლანდშაფტი ძირითადად
წარმოდგენილია ველებით და ტყე-ველებით.

ქვემო ქართლის რეგიონი მდიდარია წყლის რესურსებით,მდინარეებით, ტბებით,


მიწისქვეშა, მტკნარი წყლებით. საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით, ქვემო
ქართლის რეგიონში მცირეა მინერალური წყლის, (მხოლოდ ბოლნისისა და დმანისის
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არის მინერალური სამკურნალო მჟავე და
გოგირდოვანი წყლები), თერმული წყლის რესურსები.

ქვემო ქართლის რეგიონში სულ 31 დიდი და პატარა თუ საშუალო მდინარე საერთო


სიგრძე დაახლოებით 900 კმ-ია. დიდი მდინარეებია: მტკვარი, ხრამი და ალგეთის ქვემო
დინებები. ყურადსარებია ტრანსსასაზღვრო მნიშვნელობის მდინარე მტკვარი თავისი
შენაკადებით.ქვემო ქართლის რეგიონში ყველა არსებული წყლის რესურსები,
ეფექტიანადაა გამოყენებული. ქვემო ქართლის რეგიონში 15 ტბაა (რომელთა საერთო
სარკის ზედაპირის ფართობი-18 კმ2), ტბები ძირითადად გამოიყენება რეკრეაციული
დანიშნულებით, ირიგაციაში, თევზჭერისათვის .ულამაზესი ტბებია ჯანდარა,
წურბლიანი, არყიანი, ბარეთი, გრძელი ტბა. შიდა ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე
მნიშვნელოვანი წყალსაცავებია წალკის, დმანისის და ალგეთის წყალსაცავები.

კლიმატი

ქვემო ქართლის რეგიონი მოქცეულია ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყელებს


შორის ,ქვემო ქართლის რეგიონის ჰავა საკმაოდ მშრალია რასაც განაპირობებს
რელიეფის თავისებურება.

ქვემო ქართლის ბარის ნაწილი მიეკუთვნება ნახევრად ზღვიურ, საკმაოდ ზომიერ


კონტინენტური ჰავის ტიპს. რეგიონის შუა სარტყელში ჰავა შედარებით გრილი და
ნესტიანია. კიდევ უფრო მაღლა გამეფებულია სუბნივალური ჰავა.

აღმოსავლეთიდან ქვემო ქართლის რეგიონი ღიაა და ჰაერის მასები თავისუფლად


იჭრება დასავლეთიდან მდინარე მტკვრის ხეობით იჭრება ჰაერის მასები.
ამიერკავკასიის სამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები,ყველაზე მეტად
მოქმედებს ამინდზე ამიტომ წლის თბილ პერიოდში მასთან არის დაკავშირებული
უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა.ქვემო ქართლის რეგიონისათვის დამახასიათებელია
მშრალი სუბტროპიკული ჰავა. მზის ნათების ხანგრძლივობა ქვემო ქართლის რეგიონში
ხანგრძლივობა მზის ნათების მცირე ღრუბლიანობის გამო მაღალია (2500 სთ
წელიწადში).

ჰაერის ტემპერატურა

კლიმატის ერთერთი ძირითადი ელემენტია ჰაერის ტემპერატურა. ქვემო ქართლის


ტერიტორია ფიზიკურ-გეოგრაფიული მრავალფეროვნების და სიმაღლეთა სხვაობის
დიდი დიაპაზონის გამო, ტემპერატურის განაწილებას კონტრასტული ხასიათი აქვს,

იანვარი ყველაზე ცივი თვეა,ივლისი-აგვისტო თბილი თვეებია. ყველაზე მაღალი


ტემპერატურები ბოლნისში,გარდაბანში ფიქსირდება,ყველაზე დაბალი ტემპერატურა-
წალკაში. მთავარი ფაქტორი ტემპერატურის ცვლილების არის ქვემო ქართლის
რეგიონში ადგილის სიმაღლე ,რის გამოც ტემპერატურა ეცემა სიმაღლის ზრდასთან
ერთად.
ქვემო ქართლის რეგიონის ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ნახაზებიდან ......
ჩანს უდიდეს ნაწილზე ძირითადად დადებითია 2—12°C, იანვრის ტემპერატურა
ცვალებადობს 4°C დან- -10 °C-მდე, აპრილში მნიშვნელოვან ტერიტორიაზე
ტემპერატურა დადებითია 0°C -დან 120-მდე აღწევს, ცხელია ივლის,აგვისტო (23°C —
25°C, და მეტიც). ივლისში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 14-დან 25°C -მდე იცვლება,
ოქტომბრის თვის ტემპერატურა - 2°C -დან- +14°C 0-ფარგლებში მერყეობს.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნებულია


ძირითადი გეოგრაფიული კანონზომიერება–უდიდესი ტემპერატურები მდინარე
მტკვრის ხეობაში, დაბლობ რაიონებში,უმცირესი მთიან ზონაში. ჰაერის მაღალი
წლიური ამპლიტუდით (24—25°)გამოირჩევა რეგიონი . ექსტრემალურ ტემპერატურათა
მნიშვნელობანი დიდ დიაპაზონში მერყეობს. აბსოლუტურ მინიმალური ტემპერატურა
–20—25°C, მაქსიმალური 40—41°C. სავეგეტაციო პერიოდში 10°C-ზე მეტ
ტემპერატურათა ჯამი 3700—4200°.

ატმოსფერული ნალექები

კლიმატის მნიშვნელოვანი ნაწილია ატმოსფერული ნალექები რომლის


საშუალებითაც განისაზღვრება ადამიანის სამეურნეო საქმიანობის ძირითადი
მიმართულებები ცხრილის სახით წარმოდგენილია ქვემო ქართლის ატმოსფერული
ნალექების თვიური და წლიური ჯამების მნიშვნელობები ქვემო ქართლის რეგიონში

ქვემო ქართლის რეგიონის ტერიტორიაზე წლის განმავლობაში 400-800 მმ ნალექი


მოდის. უმცირესი ნალექები გარდაბნის რაიონში აღინიშნება, უდიდესი ნალექი მთიან
ზონაში. წლიურ სვლაში ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულზე, ან ზაფხულში აღინიშნება,
ხოლო უმცირესი ნალექი უმთავრესად ზამთარში მოდის.აორთქლებადობა ბევრად
აღემატება მოსული ნალექების რაოდენობას. თოვლის საბურველი იშვიათად ჩნდება.
ელჭექიანია საშუალოდ 35—50, სეტყვიანი 1—2 დღე წელიწადში

ქვემო ქართლის ატმისფერული ნალექების ტერიტორიული განაწილების


შემაჯამებელი იზოითების რუკები წარმოდგენილია ....... ნახაზზე . (საქართველოს
კლიმატური და აგროკლიმატური ატლასი, 2011[13]). ლიტ,შევა რუკებიდან კარგად
ჩანს ნალექების განაწილების კანონზომიერებანი სივრცობრივად

ტერიტორიაზე ნალექების უდიდესი რაოდენობა მთიან ზონაში მოდის, უმცირესი კი


მტკვრის და იორის ქვედა. განსაკუთრებით მშრალი და გვალვიანია მისი სამხრეთი
ნაწილი. es ar aris saWiro

ქარი. შიდა ქართლის რეგიონისათვის დამახასიათებელი ძლიერი ქარი


დღეთა რიცხვი ძლიერი ქარით რეგიონის ტერიტორიაზე იცვლება 3-დან 14-მდე
საზღვრებში. მაქსიმალური დღეთა რიცხვი აღინიშნება ზამთარში დმანისსა და
მანგლისსი (9-14 დღე), გარდაბანში (8-12 დღე). ძლიერი ქარით დღეთა რიცხვის
ბოლნისში (3-6 დღე სეზონში). ძლიერი ქარით დღეთა უდიდესი რიცხვი სეზონის
გამავლობაში შეიძლება აღწევდეს 42-ს (გარდაბანი).

ძლიერი ქარის დროს უდიდესი სიჩქარე აღინიშნება დმანისში, წალკაში, თეთრ-წყაროში


და მანგლისში და შეადგენს 24-28 მ/წმ-ს. მინიმალური სიჩქარე ძლიერი ქარის დროს
აღინიშნება ბოლნისში და მარნეულში-19 მ/წმ. 5%-იანი უზრუნველყოფის ქარის
სიჩქარეს, მარნეულის გამოკლებით, ყველგან გრიგალური ხასიათი აქვს, ანუ აღემატება
32 მ/წმ-ს, უდიდესი სიჩქარე აღინიშნება თეთრ-წყაროში და აღემატება 37 მ/წმ.

ქვემო ქართლის რეგიონში გავრცელებული ნიადაგები

ქვემოქართლის რეგიონის ნიადაგურისაფარი წარმოდგენილია მრავალფეროვანი ტიპის


ნიადაგებით.

-მცირე,საშუალო სისქის ყომრალი ნიადაგებია,ზღვის დონიდან 1000-1800 მ-ზე


არსებულ ტყის ფერდობზე.

- მთის შავმიწანიადაგები, ვულკანურ პლატოზე, ზ.დ. 1200 მ-ზე მაღლა, შედარებით


დაბლა - ყავისფერი ნიადაგებია გავრცელებული. ზ.დ.

-მთა-ტყე-მდელოს ნიადაგებია 1800-2000 მ-ზე მაღლა.

-ალუვიური და ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები ქვემო ქართლის ტერიტორიაზე


ლოკალური გავრცელებით გამოირჩევა
-ინტენსიური მიწათმოქმედების ზოლში მთა-ტყეთა ზონის ქვედა ნაწილში, ზღვის
დონიდან 700-1200მ-ის ფარგლებში გავრცელებულია ყავისფერი ნიადაგები

-ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები გავრცელებულია რეგიონის უკიდურეს სამხრეთ-


დასავლეთ ნაწილში ციცაბო ფერდობებსა და თხემებზე ჭარბობს მცირე სისქის სუსტად
განვითარებული, ხირხატიანი, ხშირად ძლიერ გადარეცხილი ნიადაგები ზედაპირზე
გაშიშვლებული კირქვებით.

5.2.7.ქვემო ქართლის რეგიონის მემცენარეობა.

ქვემო ქართლის რეგიონი ძირითადად, წარმოდგენილია საშუალო ფერმერული


მეურნეობებით. ქვემო ქართლის რეგიონის საშუალო და ქვედა ზონაში ძირითადად
იწარმოება ბოსტნეული, კარტოფილი, მარცვლეული, ხილი, ყურძენი,ბაღჩეული
კულტურები,კარტოფილის,მარცვლეულის წარმოებას უკავია ზედა ზონაში ძირითადი
ადგილი.

ერთწლიან კულტურებში ძირითადი ადგილი უკავია ხორბლისა და სიმინდის


ნათესებს. რომელთა მოსავალი მაღალ ეფექტურობით გამოირჩევა. მოსავლის მაღალი
ეფექტურობა განპირობებულია ორგანიზებულობით, ინტენსიური ტექნოლოგიების
გამოყენებით და სახარბიელო კლიმატური პირობებით .ქვემო ქართლის რეგიონში
მოქმედებს სასათბურე მეურნეობები
ტავი3 ქვემოქარტლის რეგიონის ტეტრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწყვის საჭიროების
განსაზრვრა

3.1.ტეტრი წყაროს რეგიონის გეოგრაფიული მდებარეობა და საზრვრები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და


ქვემო ქართლის შემავალ თვით მართველ ერთეულს წარმოადგენს.მუნიციპალიტეტის
ფართობი 1 175.5 კმ2-ს შეადგენს, მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 650 მ-ია, ხოლო
მაქსიმალური სიმაღლე, სადაც დასახლება მდებარეობს 1140 მ-ს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი-ქალაქი თეთრიწყარო თბილისიდან
დაშორებულია 57 კმ-ით, რეგიონის ცენტრიდან - ქ.რუსთავიდან - 60 კმ-ით, ხოლო
მთავარი სარკინიგზო მაგისტრალიდან (თბილისი-მარაბდა-ახალქალაქი) - 7 კმ-ით.

მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით ესაზღვრება გარდაბნი, მარნეული, დასავლეთით -


წალკა,დმანისი, ჩრდილოეთით - კასპი,მცხეთა,სამხრეთით-ბოლნისის
მუნიციპალიტეტი.
ტეთრი წყაროს ადმინისტრაციულ ერტეულში შედის
89 სოფელი რომლებიც გაერთიანებულია 20 ადმინისტრაციულ
ტერიტორიულ ერთეულში. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
მაღალმთიანის სტატუსი 51 დასახლებას მიენიჭა, აქედან 49 სოფელი, 1 დაბა
და 1 ქალაქი.

ბუნებრივ-კლიმატური პირობები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მთა-გორიანი რელიეფით ხასიათდება აქ
გავრცელებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და
ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა
ბარში 12°C-ია ხოლო მტაში 2°C-მდე მერყეობს ზონალობის მიხედვით, წლის
ყველაზე ცივ თვედ იანვარი ითვლება ამ დროს ტემპერატურა 0°C-უდრის
ბარში, ხოლო მთაში -10°C. ყველაზე თბილი თვე კი ივლისია,ჰაერის
ტემპერატურა უდრის 15°C მთაში და 24°C ბარში.
ჰაერის ტემპერატურა

წლები I II III IV V VI VII VII IX X XI XII წლიური


2000 -11.6 -14.1 -6.1 1.9 6.0 6.3 10.1 10.6 3.0 -1.0 -2.2 -10.2 -14.1
2001 -10.5 -6.4 -6.9 -2.2 -1.1 6.1 10.6 10.4 3.9 1.4 -9.1 -9.5 -10.5
2002 -6.9 -6.7 -7.1 -1.1 3.3 10.4 10.2 13.8 5.6 -1.0 -11.6 -12.4 -12.4
2003 -12.5 -13.0 -7.1 -7.6 3.8 8.6 13.0 12.5 8.4 1.5 -6.8 -8.4 -13.0
2004 -6.8 -5.4 -6.5 -1.5 3.0 7.4 8.7 8.1 8.4 4.4 -2.0 -10.2 -10.2
2005 -9.8 -14.1 -8.9 -6.1 2.2 5.9 9.9 10.5 -1.0 -0.2 -7.7 -11.1 -14.1
2006 -11.5 -8.8 -9.6 -2.2 5.5 4.7 9.6 12.7 10.5 -0.8 -7.0 -7.4 -11.5
2007 -8.8 -10.1 -5.3 -0.8 3.8 5.9 8.5 9.9 7.2 -2.7 -8.9 -8.9 -10.1
2008 -6.8 -14.5 -8.9 -4.7 4.0 6.8 12.1 10.4 4.6 -3.2 -10.0 -16.1 -16.1
2009 -6.7 -11.3 -9.9 -4.0 4.6 5.7 8.7 9.0 7.3 3.8 -4.6 -4.3 -11.3
2010 - - -10.0 -1.1 4.4 6.2 10.0 10.4 4.8 2.6 -3.6 -7.5 -
23 15 16

ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500 მმ-იდან (ბარში) 900 მმ-მდეა


(მთაში). ნალექების მაქსიმუმი მაისშია (119 მმ), ხოლო მინიმუმი —
დეკემბერში (30 მმ).
ატმოსფერული ნალექები
წლები I II III IV V VI VII VIII IX X XI XII ცივი ცხელი წლიური
პერიოდ პერიოდი(IV-
ი X)
(XI-III)
2000 60 27 4 71 86 117 33 5 175 209 33 43 135 696 863
2001 12 34 44 88 149 146 7 3 9 16 67 36 166 418 611
2002 18 23 55 118 24 55 89 29 48 57 94 13 199 420 623
2003 25 24 32 134 86 104 18 54 81 19 80 29 188 496 686
2004 10 2 83 107 122 80 118 182 84 54 109 32 204 747 983
2005 34 69 99 64 109 48 28 32 82 50 11 34 343 413 660
2006 60 14 61 13 43 124 20 34 34 17 57 6 180 285 483
2007 10 5 74 90 58 73 56 24 173 67 19 12 152 541 661
2008 19 17 119 50 174 255 45 67 55 78 81 35 186 724 995
2009 12 30 84 144 62 124 161 34 58 86 16 9 242 669 820
2010 45 50 32 37 46 56 56 26 49 97 44 12 152 367 550
2011 4 26 21 91 48 50 44 34 31 9 105 45 107 307 508
2012 60 34 27 238 192 149 202 129 26 81 55 48 271 1017 1241
2013 3 35 44 77 112 104 53 54 51 19 26 41 185 470 619
2014 28 22 50 89 99 135 48 46 56 67 8 1 167 540 649
234 123 112

აგროკლიმატური ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ჰაერის ფარდობითი


ტენიანობა
ჰაერის ფარდობითი ტენიანობა

წლებ I II III IV V VI VII VII IX X XI XII წლიური



2000 3.9 3.8 5.4 7.2 9.8 11.2 13.7 11.5 11.4 7.6 6.6 4.2 8.0
2001 4.0 4.7 4.5 7.6 11.1 12.2 13.0 12.8 11.4 10.4 6.2 5.2 8.6
2002 4.5 4.7 4.4 8.1 9.8 12.2 14.7 14.8 11.2 9.8 5.2 3.7 8.6
2003 3.5 3.8 5.0 7.2 10.7 12.8 14.6 14.6 13.6 9.8 7.2 5.5 9.0
2004 4.4 4.6 6.0 8.2 11.2 12.2 14.0 15.0 14.1 11.1 7.1 4.8 9.4
2005 4.1 3.9 4.2 6.9 9.0 12.7 13.8 13.7 10.2 8.6 5.0 3.7 8.0
2006 3.6 4.6 5.0 7.2 10.4 12.5 13.8 13.8 13.0 9.1 6.8 4.8 8.7
2007 4.5 4.0 5.3 7.0 12.5 12.6 13.8 13.8 12.2 8.8 5.4 4.7 8.7
2008 4.4 2.8 4.8 7.2 11.4 13.2 15.0 15.8 10.5 8.7 6.8 4.6 8.7
2009 4.6 4.4 4.9 7.7 11.1 13.5 5.0 14.0 13.5 10.0 7.3 5.0 9.2
2010 4.0 4.0 4.4 7.2 10.7 12.6 15.2 13.8 10.6 8.8 7.4 5.6 8.7
2011 4.1 4.5 5.8 7.8 11.0 11.7 15.9 14.0 12.5 8.9 7.6 5.8 9.1
2012 5.2 5.5 4.7 9.3 10.8 13.1 16.7 15.5 13.2 10.4 6.0 4.0 9.5
2013 2.5 4.2 5.7 6.9 10.2 14.3 15.0 14.2 13.0 8.3 5.7 4.2 8.7
2014 3.6 3.6 5.9 6.5 10.1 13.2 15.7 15.3 15.5 7.8 4.9 4.1 8.5

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოედინება ორი მთავარი მდინარე


ალგეთი და ხრამი,ასევე ორი პატარა მდინარე ვერე და ასლანკა(ასლანკა
ხრამს უერთდება)

სოფლის მეურნეობა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძირითად სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობას წარმოადგენს მეცხოველეობა და მემცენარეობა.
მუნიციპალიტეტი ორ სასოფლო-სამეურნეო ზონად იყოფა, სადაც
განსხვავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მოყავთ: დაბალ ზონაში
(სოფლები: კოდა, მარაბდა, ბორბალო, ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ჩხიკვთა,
ხაიში, დურნუკი, წინწყარო, გოლთეთი, დაღეთი) მოჰყავთ როგორც
საშემოდგომო ასევე საგაზაფხულო მარცვლეული კულტურები და
ბოსტნეული: ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ლობიო, პომიდორი,
აგრეთვე, სხვადასხვა სახეობის ხილი. მაღალ ზონაში (ქ. თეთრიწყარო, დ.
მანგლისი, ჭივჭავი, კლდეისი,სამღერეთი ირაგა, ახალსოფელი, შეხვეტილა,
თონეთი, ორბეთი) ძირითადი წამყვანი მოყავთ კარტოფილი, საშემოდგომო
და საგაზაფხულო მარცვლეული.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო მიწის საერთო
ფართობი 50616-ჰექტარს შეადგენს აქედან:
მრავალწლოვანი; 414

სახნავი;
18028
საძოვარი;
25699

სათიბი; 6475

სახნავი სათიბი საძოვარი მრავალწლოვანი

მრავალწლიანი ფართობებიდან 216 ჰა დაკავებულია ვენახით, თესლოვან


კურკოვანი ხეხილი გაშენებულია 138,5 ჰა-ზე, კაკლოვანი კულტურები 61 ჰა
და სუბტროპიკული ხეხილი (ხურმა) 1,5 ჰა.
საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა მუნიციპალიტეტში საკმაოდ დაბალია.
მოწინავე ინტენსიური ტექნოლოგიების დანერგვით, მაღალი
რეინვესტირებითა და შრომის სწორი ორგანიზებით შესაძლებელია
პროდუქტიულობის რამდენჯერმე გაზრდა.
სასოფლო - სამეურნეო ტექნიკის ნაკლებობა და საირიგაციო სისტემის
მოშლა ხელს უშლის მიწების დამუშავებას, მიუხედავად იმისა, რომ
მუნიციპალიტეტს არა აქვს სასოფლო - სამეურნეო მიწების დეფიციტი,
სახნავი მიწების 50 % დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება. რაც შეეხება
სათიბ მიწებს, მათი ნაწილი საძოვრად გამოიყენება, ხოლო საძოვარები
მთლიანად ათვისებულია.
მუნიციპალიტეტში განვითარებულია მეფუტკრეობის დარგი. წლის
განმავლობაში ≈40 ტ-მდე თაფლი იწარმოება. შესაძლებელია ფუტკრის
მტვერის, რძისა და შხამის წარმოებაც, მისი რეალიზაცია მნიშვნელოვნად
გააძლიერებს ამ დარგით დასაქმებულ ფერმერებს. წარმოებული
პროდუქციის რეალიზაცია ფიზიკურად გაძნელებულია.
ჰიდროგრაფიული ქსელი
მდინარე ალგეთი სათავეს იღებს კლდეკარის მთიდან (თრიალეთის
მთაგრეხილი), მისი სიგრძე 108 კმ, ხოლო აუზის ფართობი 763 კმ2, იგი
მდინარე მტკვარს ერთვის მარჯვენა მხრიდან. მდინარე ალგეთის შუა
დინებაში შექმნილია ალგეთის წყალსაცავი, რომელსაც საირიგაციოდ
იყენებენ.

მდინარე ხრამი სათავეს იღებს წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე


და თეთრიწყაროს, ბოლნისს, დმანისს, მარნეულის ტერიტორიების გავლით
მტკვარს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უერთდება. მისი სიგრძე 117 კმ ,
აუზის ფართობი 6280 კმ2.

მდინარე ასლანკა სათავეს იღებს ბედენის მთიდან და ჩაედინება ლიპის


წყალსაცავში, შემდეგ კი სოფელ ახლაშენის ბოლოს უერთდება მდინარე
ხრამს. მისი სიგრძე 87 კმ-ია.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ასევე გვაქვს ოთხი ხელოვნური


წყალსაცავი ესენია(ლიპა,ტბისი,მარაბდა და ასურეტის) ამათგან მხოლოდ
ტბისის და მარაბდის წყალსაცავები მოქმედებს, ხოლო ლიპის და ასურეთის
ხელოვნური წყალსაცავები ავარიულია და საჭიროებს შეკეთებას.

ნიადაგები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ძირითადად გავრცელებულია შემდეგი
ნიადაგები: ტყის სარტყელში, ზღ. დ. 1000 მ-ზე და ზევით გვხვდება
ყომრალ-შავი და ყომრალი ნიადაგები, კირქვების გამოფიტვის
პროდუქტებზე განვითარებულია ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები,
ბორცვიან მთისწინეთში ვრცელდება ყავისფერი ნიადაგები.
ყომრალ-შავი ნიადაგები ხასიათდებიან მძლავრი ჰუმუსოვანი პროფილით,
კოშტოვანკაკლოვანი სტრუქტურით, ნეიტრალურთან ახლო არეს
რეაქციით, შთანთქმულ კათიონებში გაცვლითი წყალბადის მცირე
შემცველობით, საშუალო თიხნარი მექანიკური შედგენილობით, ჰუმუსის
ზომიერი შემცველობით. ეს ნიადაგები ეროზიული მოვლენების მიმართ
საკმაოდ მდგრადი ნიადაგებია. მიუხედავად მათი მაღალი პოტენციური
ნაყოფიერებისა, მკაცრი კლიმატური პირობები ზღუდავს მათ სასოფლო-
სამეურნეო გამოყენებას. საკმაოდ ეფექტურია მათი საძოვრებად გამოყენება
სათანადო ღონისძიებების გათვალისწინებით.
ყომრალი ნიადაგებზე -მნიშვნელოვანია ეროზიის საწინააღმდეგო ბრძოლის
ღონისძიებების გატარება და სათანადო აგროტექნიკურ ფონზე მაღალი
ეფექტის მომცემი კულტურების სწრაფ გაადგილება.
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები - ხასიათდებიან სუსტად
დიფერენცირებული პროფილით, ჩამრეცხი ან პერიოდულად ჩამრეცხი
ტენის რეჟიმით, კარგად გამოხატული ჰუმუსოვანი ჰორიზონტით, გაცვლის
მაღალი ტევადობით. ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები გამოყენების
მიხედვით იყოფა ორ ჯგუფად: 1) მცირე სიზრქის, ხირხატიანი და
ჩამორეცხილი; 2) საშუალო ან დიდი სიზრქის, ნაკლებად ხირხატიანი და
ბევრჰუმუსიანი ნიადაგები. პირველი ჯგუფის ნიადაგები ექსტენციურ
საძოვრებადაა გამოყენებული. მეორე ჯგუფის ნიადაგებზე გაშენებულია
ხეხილის ბაღები
ყავისფერი ნიადაგები- მაღალი ბუნებრივი ნაყოფიერებით ხასიათდებიან
და შავმიწებთან ერთად საქართველოს ყველაზე ნაყოფიერ ნიადაგებს
მიეკუთვნება. თავისი აგრონომიული თვისებებით ისინი ერთ-ერთ
საუკეთესო ნიადაგებად ითვლებიან ვაზისა და ხეხილოვანი
კულტურებისთვის. ამ ნიადაგებზე გაშენებულია ხარისხიანი ღვინოების
მომცემი ვენახები, ხეხილის ბაღები, რომლებიც მაღალი
პროდუქტიულობით გამოირჩევიან.

ტყის რესურსები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტყეების
საერთო ფართობია 47800ჰა, მათ შორის:
მწვანე ზოლი- 33033 ჰა.
ნიადაგდაცვითი-14604ჰა.
ტეტღიწყაროს მუნიჩიპალიტეტი მდიდარია მნიშვნელოვანი
ღირსშესანიშნაობით

სამშვილდის კანიონის
ბუნების ძეგლი
სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი - ზღ.დ-დან 548-605 მ. ბუნების
ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი -
სამშვილდის ნაქალაქარი.
ბირთვისის ბუნების ძეგლი - 2016 წელს ალგეთის ეროვნულ პარკს
ბირთვისის ბუნების ძეგლი შეემატა. ბირთვისი წარმოადგენს უნიკალურ
ბუნებრივ სიმაგრეს.

მდიდარი ფლორა და ფაუნა, ზომიერად ნოტიო ჰავა, ალგეთის ნაკრძალი,


მანგლისის საკურორტო ზონა, სხვადასხვა ეპოქისა და ხასიათის
მატერიალური ძეგლები, ენეოლითური ხანის ნასახლარები, ყორღანული
სამაროვნები, ციკლოპური ნაგებობები, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები,
უძველესი ქალაქები და ციხე-სიმაგრეები, ეკლესიები, სამონასტრო
კომპლექსები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი თავისი მრავალრიცხოვანი
ექსპონატებით და მდიდარი ისტორიული წარსული იძლევა იმის
საფუძველს, რომ თეთრიწყაროს თამამად ეწოდოს „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“.

ტეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რწყვის საჭიროების დადგენა


მუნიციპალიტეტის წყლით უზრუნველყოფის შეფასება

მუნიციპალიტეტის კლიმატური მახასიათებლების საფუძველზე დადგინილი ახმეტის


მუნიციპალიტეტის წყლით უზრუნველყოფის შესაფასებლად ახმეტის
მუნიციპალიტეტში გამოყენებულია სელიანინოვის მეთოდი. ახმეტის
მუნიციპალიტეტის ნალექებისა და ჰაერის ტემპერაურის ცხრილ???-ის მონაცემების
საფუძველზე გაანგარიშებულია წყლის ბალანსის კოეფიცინტი

ΣP 345 249
K= = = =0.7
Σt :10 4914.0 :10 589,72
ე.ი.წყლის ბალანსის კოეფიციენტების სიდიდის მიხედვით რეგიონის
მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება და საჭიროებს მორწყვას. წყლის ბალანსის
კოეფიციენტმია 0.7
. საქართველოში, გ.ტ. სელიანინოვის მიხედვით გამოყოფილი ზონებიდან:მშრალი,

ΣP
K= <0,6
განსაკუთრებით სარწყავი ზონა, როდესაც წყლის ბალანსი Σ t :10 -ზე;ძლიერ
გვალვიანი, როდესაც წყლის ბალანსი მერყეობს 0,6–0,8-მდე;გვალვიანი – 0,8–
1,0;არასაკმაო ტენიანი – 1,0–1,2;ზომიერ ტენიანი – 1,2–1,6;ტენიანი – 1,6–
2,0;ჭარბტენიანი – 2,0–2,4;მეტისმეტად ტენიანი – >2,4.)

You might also like