You are on page 1of 1

დავალება

თემა: კახეთი რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება.


ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში.
კახეთი ერთ-ერთი დიდი რეგიონია საქართველოს ფარგლებში. კახეთს
დასავლეთიდან ესაზღვრება ქართლი, ხოლო ჩრდილოეთით კავკასიონის
ქედი დაღესტნიდან ჰყოფს. კახეთში წარმოდგენილია ჰავისა და
ლანდშაფტის მრავალფეროვნება, აქ გვხვდება როგორც სუბტროპიკული,
ისე სტეპური ბუნება. საშუალო ტემპერატურა ზამთარში +1.4°C, ხოლო
ზაფხულში +23 — +25°C-ია. კახეთის ბუნება მეტად მრავალფეროვანია,
რეგიონის მასშტაბით გვხვდება ნახევრადუდაბნოები, მარადმწვანე
ტყეები და სუბალპური მცენარეული საფარიც კი. ყველაზე დაბალი
ადგილი ელდარის ვაკეა 90-150 მ. ზღ. დ., ხოლო უმაღლესი თებულოს
მთა — 4493 მ. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდება გარეკახეთი, ქიზიყი,
შიგნიკახეთი და გაღმამხარი.

თემა: მცხეთა-მთიანეთი რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული


დახასიათება.
მცხეთა-მთიანეთის მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს
ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციების შიდა ქართლის, ერწო-
თიანეთის, ფშავის, ხევსურეთის, მთიულეთის, გუდამაყრის, ქსნისხევის
ტერიტორიებს. მხარის ფართობი შეადგენს 6785 კვ.კმ-ს, მოსახლეობა – 95
ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 13,9 კაცს. მხარის
ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მცხეთა. მხარეში 285
დასახლებული პუნქტია, მათ შორის:
ქალაქი – 2: მცხეთა, დუშეთი;
დაბა – 5: ჟინვალი, ფასანაური, თიანეთი, სიონი, სტეფანწმინდა;
სოფელი – 582.
ეთნიკური შემადგენლობა – ქართველები, აზერბაიჯანელები, ოსები,
ასურელები, სომხები, რუსები.
იზრუნე ჯე გაკვეტილები მყვიდეო ინგლისრი

You might also like