You are on page 1of 8

„წყალმცენარეები და

უმარტივესები“
ქლორელა

ქლორელა არის სფეროს ფორმის უჯრედი. მას გააჩნია


უჯრედის კედელი. მის უჯრედში ინტენსიურად მიმდინარეობს
ფოტოსინთეზი, რადგან მისი ერთი ქლოროპლასტი თითქმის
მთლიანად ავსებს მის ციტოპლაზმას. ცხოვრობს მტკნარ
წყალში.
ქლამიდომონადა

მას აქვს წითელი თვალაკი, რომლითაც განათებას


შეიგრძნობს; მოძრაობას ორი შოლტის დახმარებით; აქვს
ერთი ქლოროპლასტი და აქვს უჯრედის კედელი.
სპიროგირა

ძაფნაირი წყალმცენარე, მრავალი უჯრედისგან შედგება, მაგრამ ეს უჯრედები


ერთრიგადაა განლაგებული და აგებულებით იდენტურია, არ არის
დიფერენცირებული შესრულებული ფუნქციების მიხედვით და ქსოვილებს არ
წარმოქმნიან; თითოეულ უჯრედს დამოუკიდებლად არსებობა შეუძლია. 200-მდე
სახეობა გავრცელებულია მტკნარ დამდგარ და მდოვრე წყლებში. წყლის
ზედაპირზე ქმნიან გროვებს.
მწვანე
ევგლენა
გადაადგილდება ერთი შოლტის დახმარებით; მისი უჯრედი მხოლოდ
პლაზმური მემბრანითაა დაფარული; გააჩნია ქლოროპლასტები. იგი
სინათლეზე ფოტოსინთეზს აწარმოებს, ხოლო სიბნელეში გარემოდან მზა
ორგანულ ნივთიერებებს შთანთქავს. კვების ასეთ ტიპს მიქსოტროფული
ჰქვია.
ჩ ვე ულე ბრი ვ ი ამ ებ ა

ამება გადაადგილდება ცრუ ფეხებით. ჰეტეროტროფია- მისი


საკვები შეიძლება იყოს ერთუჯრედიანი წყალმცენარეები და
ბაქტერიები, რომელთაც უჯრედი შთანთქვამს და საჭმლის
მომნებელ ვაკუოლში მოინელებს.
ინფუზორია-ქალამანა

უმარტივესების გვარი ინფუზორიების კლასისა. ცხოვრობენ მტკნარ


წყალში. მის პლაზმურ მემბრანას გააჩნია მრავლრიცხოვანი წამწამები,
რომლითაც გადაადგილება წყალში; აქვს ორი ბირთვი (დიდი და პატარა).
ჰეტეროტროფია.
დასასრული
მოსწავლე: ლიზი ცქიფურიშვილი
მასწავლებელი: მარიამ არაბიძე
საგანი: ბიოლოგია
სკოლა: „ლომისი 1“
კლასი: 7ბ

You might also like