You are on page 1of 3

ღრუბელები

ცხოველთა სამეფო-Kingdom: Zoa


ქვესამეფო-Protozoa ქვესამეფო-Metazoa
1)Parazoa
ღრუბელები - Spongia (Porifera)
2)Eumetazoa

ბუნებაში შექმნილი პირველი მრავალუჯრედიანი ვერ იქნებოდა იმთავითვე სრულყოფილი. და


მართლაც, ბუნებაში დღესაც ვხვდებით მსგავსი პირველი ექსპერიმენტის - გამრავალუჯრედიანების
მაგალითს დღემდე შენარჩუნებულს. ბუნებაში ასეთები არიან ღრუბელები. მრავალუჯრედიანების
ჯგუფი, რომელიც გამონაკლისის სახით შემორჩა დედამიწას და ქსოვილარადიფერენცირებულია
შეყვანილია Parazoas-ს ანუ ფსეუდოზოას ჯგუფში, როგორც ცალკე ტიპი ღრუბელების სახით. მათი
სამეცნიერო სახელწოდება არის - Spongia, იგივე Porifera. ეს ტერმინი მიუთითებს, რომ ორგანიზმს
გააჩნია ფორები. ცნობილია ღრუბელების 5000 სახეობაა. ღრუბელები ზომით სიმაღლეში რამდენიმე
სანტიმეტირდან 60-80 სანტიმეტრამდეა. ღრუბელები ჩვეულებრივ კოლონიების სახით ბინადრობენ,
როგორც მლაშე ოკეანის წყლებში, ისე მცირე რაოდენობით მტკნარ წყლებშიაც.

წარმოიშვნენ 500-600 მილიონი წლის წინათ, მაგრამ დღევანდელთა უშუალო წინაპრები 200 მილიონი
წლის წინათ. მათ წარმოშობაზე სულ მცირე ოთხი ჰიპოთეზა არსებობს, როგორც ზოგადად
მრავალუჯრედიანების წარმოშობაზე.

ღრუბელები ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის ფსკერზე ანუ ტიპური ბენთოსური ცხოველები არიან.
ღრუბელები - პირველი მრავალუჯრედიანი ორგანიზმები - ევოლუციის გზით მივიდნენ
გამრავალუჯრედიანებაზე. როგორც გაბირთვიანება, ისე გამრავალუჯრედიანება ევოლუციური
პროცესის თვალთახედვით გარდაუვალი პროცესია, რომელსაც სათანადო ეკოლოგიური პროცესები
უწყობს ხელს. ღრუბელების წარმოშობასთან დაკავშირებით, როგორც უკვე ითქვა, არაერთი ჰიპოთეზა
არსებობს.

ღრუბელების, როგორც ტაქსონის წარმოშობაზე შემდეგი ჰიპოთეზა არსებობს: შოლტიანი ბირთვიანი


ორგანიზმები გაერთიანდა ვოლვოქსის მსგავსი ორგანიზმის სახით. მისგან ერთის მხრივ მოხდა
წარმოშობა პარაზოასა (Parazoa) და მასში სპონგიებისა, მეორეს მხრივ, წარმოიშვა ნამდვილი
მრავალუჯრედიანები - Eumetazoa. ეს ერთის მხრივ განშტოებული ჯგუფი პარაზოას სახით, ამჟამად
ერთადერთია და ეს არის სწორედ ღრუბელები - Spongia.

ერთუჯრედიანი ქმნის ვოლვოქსისებურ კოლონიას. მაგრამ ევოლუციის პროცესში ღრუბელები


იმდენად პრიმიტიული ფორმები აღმოჩნდნენ, რომ ამ 600 მილიონი წლის განმავლობაში მათგან
დივერგენციის გზით არცერთი სხვა ტაქსონი არ წარმოშობილა. ევოლუციურად ჩიხური
ფილოგენეტიკური ჯგუფია. ამდენად, ღრუბელები არის ერთადერთი რელიქტური ორგანიზმი,
რომელიც ბუნებამ ექსპერიმენტის სახით შექმნა და არის მოდელი პირველი მრავალუჯრედიანი
ორგანიზმისა. სწორედ ამიტომ ეს პირველი მოდელიღრუბელას მისი აგებულება შემდეგნაირია: გააჩნია
ორი მთავარი გარსი - გარეთა ექტოდერმა და შიგნითა ენტოდერმა. მათ შორის ფაშარი ანუ რბილი
ქსოვილია, რომელიც შედგება ვარსკვლავისებური უჯრედებისაგან და ამ შიგთავს მეზოგლეა ეწოდება.

გარეთა გარსი ან მინერალიზებულია, ან უფრო რბილი რქოვანა ნივთიერებისაგან შედგება. ეს გარეგანი


ჩონჩხი იკავებს ესოდენ დიდ ორგანიზმს სუბსტრატზე. ჩონჩხის შედგენილობის მიხედვით ხდება
კლასიფიკაცია. გამოირჩევა არაერთი პრიმიტიული ნიშნით და მათ შორის არსებითია ორგანოების არ
არსებობა.

1.Hyalospongia - სადაც ჩონჩხს ქმნის კაჟოვანი ნივთიერება;

2.Calcispongia - სადაც ღრუბელების ჩონჩხს ქმნის კიროვანი ნივთიერება და

3.Demospongia - სადაც ჩონჩხს ქმნის რქოვანა ნივთიერების წარმომქმნელი უჯრედები.

ღრუბელების ჩონჩხის ორ გარსს შორის წარმოდგენილია არხები. არხების საშუალებით წყალი და


მასთან ერთად საკვები ნივთიერებები შედის ორგანიზმში. იკვებებიან ბაქტერიებით ან დეტრიტებით.
წყალი ადვილად გადაადგილდება არხში, ვინაიდან არხის ზედაპირი კრამიტისებურია და
ერთდროულად, მასზე განთავსებულია სპეციალური წყლის გადამტანი უჯრედები. ამ უკანასკნელების
პინაკოციტები ეწოდება.

ორგანიმზში მოხვედრილ საკვებს შიდა გარსზე განთავსებული უჯრედების წყება ხვდება, რომელსაც
ქოანოციტები ეწოდება. ისინი შოლტებით იჭერენ საკვებს, პირველადად გადაამუშავებენ და
გადააგზავნიან მეზოგლეაში. მეზოგლეაში უჯრედთა მორიგი ჯგუფია წარმოდგენილი და მათ
არქეოციტები ეწოდებათ. არქეოციტები საბოლოოდ გადაამუშავებს საკვებს. საკვები ნაწილდება მთელს
ორგანიზმში. ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტების გამოყოფა ხდება პირობითი პირიდან,
რომელსაც ოსკულუმი ეწოდება

ვინაიდან ქსოვილდიფერენცირებული არ არის, ამიტომ ორგანიზმი შედგება უჯრედთა ცალკეული


გროვებისაგან. ცალკეული ჯგუფი უჯრედებისა დამოუკიდებელ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ზოგჯერ
ერთი და იგივე უჯრედი ითავსებს ორ სასიცოცხლო ფუნქციას და როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს
პრიმიტიულობის მაჩვენებელია. ღრუბელებს ახასიათებთ ორი სახის გამრავლება: სქესობრივი და
უსქესო ანუ ვეგეტატიური. სქესობრივი გამრავლება.

რაც შეეხება სქესობრივ გამრავლებას, ამ შემთხვევაში მთავარ როლს ასრულებენ მეზოგლეაში


არსებული არქეოციტები. სათანადო დროს ისინი გარდაიქმნებიან სასქესო უჯრედებად. სასქესო
გამეტები წყვილდება და ამ შემთხვევაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან დასაბამი ეძლევა
ცხოველთა სამყაროში პირველ ლარვას - პარენქიმულას. პარენქიმულა გარკვეული ხნის განამვლობაში
დაცურავს წყლის სიზრქეში, არ იკვებება. გარკვეულ დროს ჯდება სუბსტრატზე და გადაიქცეა მცირე
ზომის ღრუბელად, რომელიც ავტომატურად იზრდება ზომაში და აღწევს სქესმწიფობას.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღრუბელები დიდი წარმატებით მრავლდებიან უსქესო გზითაც. მათ ამ
თვალთახედვით ახასიათებთ რეკორდული მაჩვენებელი. სხეულის ერთი მეათასედი (1/1000)
ნაწილიდან შეუძლია რეგენერაციის გზით სუბსტრატზე წარმატებით განვითარდეს ზრდასრული
ფორმა. მსგავსი რეგენერაცია არცერთ სხვა ორგანიზმს არ ახასიათებს. ვიანიდან ღრუბელა
ქსოვილდიფერენცირებული არ არის, ანუ ის პატარა ღრუბელაც კი შეიცავს დაცალკავებულ უჯრედთა
ყველა კომპონენტს, ამიტომ მათთვის სხეულის აღდგენა - რეგენერაცია მარტივია

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ღრუბელების ნაწილი მტკნარი წყლის ფორმებია. ოთხი სეზონის
მქონე ზომიერი კლიმატის ქვეყნების წყლებში მობინადრე ღრუბელები, ძირითადად არქეოციტების
მეშვეობით, გადადის ღრმა დიაპაუზის მდგომარეობაში. ასეთ ორგანიზმს ჰემულა ეწოდება.
გაზაფხულზე უჯრედები აქტიურდება, მეზოგლეადან გამოდიან არქეოციტები და დასაბამს აძლევენ
ახალ ორგანიზმს.

ღრუბელების ბიოსფერული როლი.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღრუბელების სხეულის კედლები ფოროვანია, მათი საშუალებით სხეულში
შედის წყალი და თან შეაქვს ბაქტერიები და დატრიტი - ხრწნადი ორგანული ნივთერებები. ვინაიდან
საკვები შედგება რა ბაქტერიებისაგან და დეტრიტისაგან, მას აუცილებლად დაიჭერს შესაბამისი
უჯრედები ღრუბელების ორგანიზმში და მოინელება მათ მიერ. ღრუბელები სხეულში ატარებენ წლის
განმავლობაში ასეულობით ტონა წყალს. შესანიშნავ ბიოლოგიურ ფილტრებს წარმოადგენენ წყლის
გასუფთავების თვალსაზრისით. ვინაიდან კოლონიური ფორმები მილიონობითაა, წყლის მავნე
ნივთიერებებისაგან გასუფთავებაც მასშტაბურია. სწორედ ეს არის მათი ძირითადი ბიოსფერული
ფუნქცია. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის ფორმები, რომლებიც კაჟოვან ნივთიერებებს ატარებენ. ეს
უკანასკნელები სიკვდილის შემდეგ ტოვებენ ჩონჩხს, რომლებიც ფორამინიფერების მსგავსად
მონაწილეობენ გაცილებით მცირე მასშტაბით რელიეფთწარმოქმნაში. ღრუბელებს პრაქტიკული
მნიშვნელობა ჰქონდა და ახლაც გააჩნია აბოროგენი მოსახლეობისათვის. თუ ღრუბელას ჩონჩხი
რქოვანაა - დემოსპონგიები, ძალიან ბევრ ქვეყანაში მას გამოიყენებენ როგორც სხეულის გამწმენდ
ჰიგიენურ საშუალებას.

ღრუბელები დღემდე შემორჩენილი პირველი მრავალუჯრედიანებია. რომ არ შემორჩენილიყვნენ ასეთ


რელიქტურ ფორმად, რომელიმე მეცნიერი, ბუნებისმეტყველი აუცილებლად გააკეთებდა პირვანდელი
მრავალუჯრედიანის რეკონსტრუქციას და ამ პირველ მოდელს ძალიან მიუახლოვებდა სწორედ
ღრუბელას. მაგრამ, საბედნიეროდ, დღემდე შემორჩა ღრუბელები, როგორც მოდელი პირველი
მრავალუჯრედიანებისა.

Eumetazoa – ნამდვილი ცხოველები

პირველი ჯგუფია radiata ანუ სხივური სიმეტრიის მქონე ცოხველები. ასეთი ცხოველები საკვების
მოსაპოვებლად, ანდა მტრისაგან თავის დასაცავად ატარებენ საცეცებს, რომელებიც სხეულზე
რადიალურად არის განლაგებულები. ღრუბელებს არცერთი სიმეტრია არ გააჩნიათ იმ მიზეზის გამო,
რომ საკვების მოსაპოვებლად არ აქვთ საცეცები. ამიტომ ვერ ქმნიან რადიალურ სიმეტრიას და მათ არ
გააჩიათ არც ორმხრივი ანუ ბილატერული სიმატრია. ღრუბელა ვერ იქნებოდა ბილატერული
სიმეტრიის მქონე, ვინაიდან ბილატერული ხდება ორგანიზმი მაშინ, თუ ის მოწყდება ბენთოსს და
იწყებს წყალში თავისუფალ გადაადგილებას ზრდასრულის სახთ.

You might also like