You are on page 1of 10

ჰიდროგრაფია

მდინარეები
კავკასიონის მდინარეები მიეკუთვნებიან შავი, კასპიისა და აზოვის ზღვების აუზს.
მდინარეთა წლიური ჩამონადენი შეადგენს 79 კმ³-ს, მათ შორის ჩრდილოეთ კალთაზე
29,6 კმ³-ს, ხოლო სამხრეთ კალთაზე 49,4 კმ³-ს.
კავკასიონის მაღალმთიანი ნაწილისთვის დამახასიათებელია ალპური ტიპის
მდინარეები, ე.ი. ისეთები, რომლებიც თოვლითა და მყინვარით საზრდოობენ.

ყველა მდინარე, რომლებიც თოვლითა და მყინვარით იკვებებიან, აქვთ საერთო


თავისებურებები: მინიმალური დონე მათ აქვთ ზამთარში, როცა მყინვარების დნობა
იძლევა წყლის უმნიშვნელო რაოდენობას; პირველი წყალმოვარდნა ემთხვევა
მთისწინეთში თოვლის დნობას, ხოლო დონის მაქსიმალური აწევა ივლისზე მოდის, როცა
მყინვარების და ყინულის ზედაპირზე თოვლის საფრის დნობა მიმდინარეობს.
მდინარეთა ამ ტიპს მიეკუთვნება მდინარე ყუბანის, თერგის, რიონის, ენგურის, კოდორისა
და მათი შენაკადების ზემო დინებები. ბევრი მდინარე ღვარცოფულია. მდინარეთა ქსელი
სიმაღლის შემცირებასთან ერთად მცირდება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.

კავკასიონზე მდინარეული ჩამონადენი მაღალია.


კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მთავარი მდინარეებია: შახე, მზიმთა, ბზიფი, კოდორი,
ენგური, რიონი (შენაკადებით — ცხენისწყალი, ჯეჯორა, ყვირილა), ლიახვი, ლეხურა,
ქსანი, არაგვი, იორი, ალაზანი, ქურმუხისწყალი, ალინჯაჩაი, თურიანჩაი, გოქჩაი,
ფირსაათი.
ჩრდილოეთ ფერდობის მთავარი მდინარეებია: ყუბანი (შენაკადებით — აფიფსი,
ფსეყუფსი, ფშიში, ბელაია, ლაბა, ურუპი, დიდი და პატარა ზელენჩუკი), თერგი
(შენაკადებით — ბაქსანი, ჩერეკი, ჩეგემი, ურუხი, არდონი, სუნჯა, ასა, არღუნი), სულაკი
(ოთხი მდგე-ნელი ყოისუთი), სამური, -ყა-რაჩაი.
მაღალ-მთიანი ზოლის მდინარეები — ენგური, რიონი, კოდორი, თერგი, ყუბანი, მალკა,
ჩერეკი, არღუნი, სულაკი უმთავრესად საზრდოობენ მყინვარებით. მაქსიმალური ხარჯი
მათ ზაფხულობით აქვთ. დანარჩენი მდინარეების წყალდიდობა გაზაფხულზეა.
კავკასიონის მდინარეთა სატრანსპორტო მნიშვნელობა არც თუ ისე დიდია. ქვემო
დინებაში სანაოსნოა მტკვარი, რიონი და ყუბანი. მდინარეთა დიდი ნაწილი გამოიყენება
სარწყავად, აგებულია ჰესები.

მტკვარი (თურქ. Kura, აზერ. Kür) — ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს
თურქეთში 2742 მ-ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის
ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ, აუზის ფართობი 188 ათ. კმ².
საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი
ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის.

მტკვრის აუზი მოიცავს: სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და


საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის
ნაწილს.

ეტიმოლოგია
მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.
„აღაშენა კვიროსმან მახლობელ მდინარისა მტკვრისა ქალაქი ჩინებული და უწოდა
სახელითა თვისითა კირაპოლი. ესე ქალაქი მდგომარე იყო კიდესა ზედა მდინარისა
მტკვრისასა, არა დია შორს მის ადგილისაგან, რომელსა აწ უწოდებენ ქოინა-შამახიასა.
იტყვიან ვიეთნიმე, რეცა მდინარესა მტკვარსა უწოდა მან სახელილითა თვისითა კირო
მდინარე, რომლისაგამო აწ სპარსნი, თურქნი და ევროპიელნი, ვითარცა რუსნიცა
უმეტესნი უწოდებენ მას ქურად, მაგრამ ყოველნი ერნი ზემოისაცა და ქვემოისაცა
ივერილენი, ესე იგი სრულიად ქართლოსიანთანი, უწოდებენ მდინარესა უძველესისა
სახელითა თვისითა მტკვრად, ვინაიდგან უწინარეს კიროსისაცა ეწოდა მტკვარი
მრავალთასა უკუნითგან პირველ“
(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს
სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 107)

მტკვარი საქართველოს მთავარი მდინარეა; მტკვარი ქართველთა „ემბაზი“ და


„იორდანეა“; მტკვარი თბილისის პირველი ხუროთმოძღვარი და მისი არსებობის
საფუძველია...მტკვარი ყველგანაა - ყოფაში თუ კულტურაში, ქალაქურ ფოლკლორში თუ
პოეზიაში, მუსიკაში თუ ფილმებში, ფოტოებში თუ ნახატებში... მაგრამ საიდან გაჩნდა
თვითონ სიტყვა „მტკვარი“? როგორია მტკვრის ეტიმოლოგიური ძირი?

„მტკვარი - დიდი წყლიანი მდინარე“ - ასეთ განმარტებას ვკითხულობთ თედო სახოკიას


„ქართულ ხატოვან სიტყვა-თქმანშიც“, სადაც მოტანილია ფრაგმენტი ავქსენტი
ცაგარელის პიესიდან:

„ერთმა არტისტმა ქალმა აიჩემა და წამდაუწუმ იძახდა: ქა, გენაცვალეთ, ეს რამოდენა


მტკვარი ყოფილა აქაო“.
თედო სახოკია შენიშნავს, რომ იმერეთში, კერძოდ სოფელ დიდ ჯიხაიშში შემორჩენილა
სიტყვა - მომტკვარვა, „რაიცა ნიშნავს ბლომად, აუარება წყლის დაქცევას, დაღვრას.“

ერთ-ერთი ვერსიით მტკვრის სახელი უნდა მოდიოდეს „თქორიდან“, რაც, სულხან-საბა


ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით, მეტად წვრილი წვიმაა. მტკვარზე დაწერილი წიგნის,
„მტკვარი საქართველოს დედამდინარე“, ავტორი ვალერიან ზუხბაია შენიშნავს, რომ
სამეგრელოს ტერიტორიაზე მიედინება უხვწყლიანი მდინარე სახელად თიქორი.

...მაგრამ ქართულ ენაში ასევე არსებობს ასეთი სიტყვა: „მტკუეფრობა“, რომელსაც იგივე
სულხან-საბა ასე განმარტავს: „მტკუეფრობა არს მრავალთაგან მიხვევა“.

„მდინარე მტკვარიც ხომ მართლაც მიხვეულ-მოხვეულია. იბადება კითხვა „ტკუეფარი“-


დან როგორ მივიღეთ “მტკუარი“ ძველი, ხოლო „მტკვარი“ ახალი ფორმით? ამის მსგავსი
მაგალითი ტოპონიმიკაში ბევრია. ავიღოთ მაგალითად „ზედაზენი“. ცნობილია, რომ მას
ადრე ეწოდებოდა „ზედა ზადენი“, მაგრამ „ად“ - სიტყვის შუა ნაწილი ამოვარდა და
მივიღეთ „ზედაზენი“. ასევე „მარტოყოფიდან“ მივიღეთ „მარტყოფი“ . „მტკუეფარიდან“
ჩანს მიღებული „მტკვარი“, ე.ი. სიტყვიდან ამოვარდნილა „ეფ“, „მტკუარიდან“ კი
მიღებულია თანამედროვე გამოთქმით და დაწერილობით „მტკვარი“ [ჯ. ლომაშვილი,
„მტკვრის ეტიმოლოგიისათვის“].

ლომაშვილი ასევე ახსენებს სვანურ სიტყვა „მტყვარს“, რომელიც მღვრიეს, ამღვრეულს


ნიშნავს.

მტკვრის ეტიმოლოგიურ ძირს ეძებენ ჭანურშიც, სადაც ზმნა „ტკვარ-ტკვალ“ ითარგმნება


როგორც „დენა“.
„ტკვარი - დენაა, „მტკვარი“ - მდინარეა. მაშასადამე „მტკვარი“ მდინარეს ნიშნავს“.

ქართული ენისათვის დამახასიათებელია სიტყვაში რამდენიმე თანხმოვნის თავმოყრა;


მაგალითად, „მტკვარში“ ერთმანეთს მისდევს ოთხი თანხმოვანი – მტკვ. სხვა ენები,
რომლებიც ძველად გარს ერტყნენ ქართულს, ვერ იტანდნენ თანხმოვანთა ასეთ
თავმოყრას და მათ შორის ჩართავდნენ ხმოვანს, ან რომელსამე თანხმოვანს
უკუაგდებდნენ ხოლმე. ჩვენ შემთხვევაში სიტყვა „მტკვარმა“ ბერძნულ და თურქულ
ენებში გადასვლისას დაკარგა ორი თანხმოვანი „მტ“ და მიიღო სახე – კვარი. თუ
გავიხსენებთ იმასაც, რომ კომპლექსი „ვა“ ქართულშიც კი წინათ ხშირად იცვლებოდა „ო“
ხმოვნით (მაგალითად ცხვარი – ცხორი), და ასე გადადიოდა უცხოურ ენებში, ცხადი
გახდება, თუ როგორ იქცა სიტყვა „მტკვარი“ „კორად“: მტკვარი – მტკორი – კორი. ძველი
ბერძნები მტკვარს „კორს“ უწოდებდნენ. დროთა განმავლობაში სახელწოდება „კორიც“
გადასხვაფერდა და იქცა „კურად“. რუსულ ენაში მტკვრის სახელწოდება შევიდა
ბერძნულიდან და ამიტომაც მას რუსულად „კურას“ უწოდებენ“.

მტკვარი სანაოსნოა პატარა გემებისათვის მინგეჩაურის წყალსაცავიდან შესართავამდე.


წარსულში იყენებდნენ ხე-ტყის დასაცურებლად ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე.
მტკვარი მდიდარია თევზით. მის შესართავთან იჭერენ სვიას, თართს, ტარაღანას,
სალამურას, ფარგას და სხვა თევზებს.

მტკვრის ნაპირებზეა ქალაქები: არტაანი, ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი,


მინგეჩაური, ევლახი, საბირაბადი, ალი-ბაირამლი, სალიანი და სხვა ქალაქები.

ფაზისი, ფასისი (Phasis) ფასიდი, ფასიდოს იყო პელაზგურ-კოლხური ღმერთის -


ჰელიოსის და ოკეანიდ ოკიროეს შვილი, კოლხთა წინაპარ კოლხოსის მამა, რომელმაც
დედა უზენაესობისთვის მოკლა. პლუტარქე კი ფაზისს მოიხსენიებდა, როგორც მდინარე
ფაზისის (რიონის) ღვთაებას. ფაზისი რომ ნამდვილად რიონია ეს არგონავტიკაშიც
კარგად ჩანს, სადაც ის აღწერილია, როგორც კოლხეთის დიდი სანაოსნო მდინარე,
რომელიც ამარანტის მთებიდან მოედინება, კვიტაისს (ქუთაისს) და კირკეს ველს გაივლის
და ლიკოსთან ერთად, შავ ზღვას ერთვის (არგონავტიკა, 2, 401, 506, 1261, 1278; 3, 57, 1220;
4, 124). მდინარე ფაზისი ძველთაგანვე ევროპისა და აზიის გამყოფ საზღვრად
ითვლებოდა, მაგალითად ესქილე წერს: "აქაა ფაზისი, ძლევამოსილი საერთო საზღვარი
ევროპასა და აზიას შორის" (ესქ. "გათავისუფლებული პრომეთე", 107).

ქალაქი ამ მდინარის შესართავთან, მილეტელთა კოლონია, მერე კოლხთა ქალაქი ფოთი.


მარც., ლივ.; ამ მდინარემ მისცა სახელი საქართველოს ფაუნის მშვენებას - ხოხობს.
საერთოდ ხოხობს თითქმის ყველა ევროპულ ენაში ფუძედ აქვს ფაზისის სახელი და
მოიხსენიებენ, როგორც ფაზანს.
ფაზისი, უფრო სწორად კი ფასისი, რთული შინაარსისაა და ეტომოლოგიურად რთულად
ასახსნელი სიტყვაა. ცნობილი რომაელი ისტორიოგრაფის, წარმოშობით ბერძენის,
ამიანუს მარცელინუსის (ახ.წ. 330-400 წწ.) აზრით, ქალაქმა ფაზისმა სახელი მიიღო
მდინარისაგან, რაც უდავოდ სწორია, ხოლო მითის ერთი ვერსიით, მდინარეს ეწოდა
ჰელიოსისა და ოკიროეს ხსენებული ვაჟის სახელი, რომელიც ამ მდინარეში გადავარდა
(პლუტ. ალექსანდრიელი, 5, 1).
კოლხურ ტომს - ფასიანებს ანუ ფასიელებს უკავშირებს.
ლიტერატორ ნ. ცერცვაძეს, პედაგოგ ს. დათეშიძეს, რომელიც თავის სტატიაში
საგულისხმო დეტალს გვაწვდის: უზარმაზარი მყინვარის ძირას გამოდის მთის ნაკადი,
ნაზვავებ თოვლში იკარგება, მოშორებით ისევ გამოდის და ესაა რიონის სათავე, სადაც
აღმართულა ფასის მთა. რიონის ძველი სახელწოდება უდავოდ ამ მთასთანაა
დაკავშირებული, ოღონდ მაინც არ იხსნება საკითხი ეს ბერძნული სიტყვაა, თუ ქართული.
შესაძლოა ეს იყოს შერწყმული შინაარსისა. ბერძნულად "ფასის" ნიშნავს გამოჩენას,
გამოვლენასაც, გამოთქმასაც ზოგადად, მტკიცებასაც, ამბავსაც და რაც უფრო
საგულისხმოა, (მზის) ამოსვლა-ამობრწყინებასაც (პლატონი, არისტოტელე). რამდენადაც
ყველა მხილველი ამტკიცებს, რომ ფაზის-რიონის სათავესთან ცხრაწყაროს მხარეს, მზის
ამოსვლა განსაკუთრებით ლამაზი და დიდებულია, მდინარის სახელწოდების ბერძნულ-
ქართული წარმოშობა ნათელი ხდება.

ალაზანი
ერთ-ერთი ვერსიით სვანური წარმოშობა შეიძლება ჰქონდეს: ალა - ეს, ზან- სწორი
ადგილი = ვაკე ქვეყანა
ალიზონი - ბარაქიანი, უხვი წვიმა
ალიზონი - ალიზონები , ქართ. ტომი.
აქვე: ალვანი - ალონის ველი - სადაც განლაგებულია მზის (ალიონის) ტაძარი. მის
გვერდით აშენებული, ანუ ალონის გვერდით - ალავერდი.

არაგვი - მეგრ. დაჯახება

ტბები
კავკასიონზე არის მყინვარული, კარსტული, ტექტონიკური, ვულკანური და სხვა გენეზისის
ტბები. ტბები არც თუ ისე დიდია, თუმცა ზოგიერთი საკმაოდ ღრმაა. კავკასიონის ბევრი
ტბა ზღვის დონიდან 3000 მ-ზე მაღლა მდებარეობს. ზოგადად, კავკასიონისთვის ტიპურია
მაღალმთიანეთში განლაგებული კარული ტბები, განსაკუთრებით დასავლეთ და
ცენტრალურ კავკასიონზე და შედარებით დაბალ სიმაღლებრივ სარტყლებში მოქცეული
კარსტული ტბები.

კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზეა კარული ტბა ადუედააძიჟი, რომლის


მაქსიმალური სიღრმეა 64 მ. აფხაზეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2178 მ სიმაღლეზეა
კარული გორაფის ტბა, რომლის უდიდესი სიღრმე 15,6 მ აღწევს. დიდი სიღრმით
გამოირჩევა აგრეთვე დიდი მცრა (42 მ). ქლუხორის უღელტეხილის ჩრდილოეთით
გაწოლილია მომცრო ქლუხორის ტბა, რომელიც კარული წარმოშობისაა. ეგრისის ქედზეა
ტბა ტობავარჩხილი და ა.შ.

მდინარე ყვირილის აუზშია ერწოს ტბა, რომელსაც 4 კარსტული ძაბრი უკავია.

რელიეფის ნგრევით შეგუბებული ტბებიდან პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია კავკასიის


ერთ-ერთი ულამაზესი ტბა რიწა, რომლის სიღრმე 101 მ აღწევს. მისი ქვაბული
წარმოიქმნა გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით,
მდინარე ლაშიფსეს დაგუბების შედეგად. 1891 წლის 3 ოქტომბერს მთა პატარა შხაპაჭის
ფერდობის ჩამოქცევის შედეგად გაჩნდა ამტყელის ტბა. 1896 წელს კლდებოძალის მთის
ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა ქვედის ტბა. ტექტონიკური ტბებიდან აგრეთვე
გამოსაყოფია აბრაუს ტბა. ვულკანურ-მყინვარული გენეზისის ტბები თავმოყრილია
ყელის ზეგანზე. ამ მხრივ, აღსანიშნავია ყელის ტბა, რომლის მაქსიმალური სიღრმე 63 მ
აღწევს. ვულკანური ტბებიდან მნიშვნელოვანია ყელიცადი, არჩვების ტბა და ა.შ.
მსოფლიოში ჰესები 100 მეტრზე მაღალი კაშხლით 180 - ზე მეტია, რაც შეეხება ჰესებს
მეგაგიგანტი კაშხლებით, რომელთა სიმაღლე 200 მეტრზე მეტია მსოფლიოში სულ 51-
ია, აქედან ყველაზე მეტი ჩინეთზე მოდის-13, თურქეთი -5; აშშ და ირანი 4-4 -ით, ხოლო
შვეიცარია და მექსიკა 3-3 ჰესით არის წარმოდგენილი.

7-იუსეფელის ჰესი(თურქეთი) მდინარე


ჭოროხზე- კაშხლის სიმაღლე 270
მეტრი;კაშხლის ტიპი-ბეტონის
თაღოვანი.აშენდა -2021წ.

კავკასიძეების ციხე,
იუსუფელის მთლიანად ჩაძირვა

6-ენგურჰესი(საქართველო) მდინარე
ენგურზე-კაშხლის სიმაღლე 271, 5
მეტრი;კაშხლის ტიპი-ბეტონის
თაღოვანი.აშენდა-1978წ.

როგუნის ჰესი ტაჯიკეთში კაშხლის სიმაღლე იქნება ყველაზე მაღალი მსოფლიოში-335


მეტრი, მთლიანად პროექტის დასრულება 2029 წელსაა დაგეგმილი. კიდევ ერთი
ტაჯიკური პროექტია დასტიჯუმის ჰესი, რომლის კაშხლის სიმაღლე 320 მეტრი იქნება,
ირანში ბახტიარის ჰესზე, რომლის მშენებლობაც 2013 წელს დაიწყო დაგეგმილია 325
მეტრიანი კაშხლის აშენება, ჩინეთში დასრულდება შიანძიანკოუს და ლიანხეკოუს ჰესებზე
კაშხლების მშენებლობა, რომელთა სიმაღლე შესაბამისად 312 და 295 მეტრი იქნება.

თეთრი ქვანახშირის ქვეყანა?

საბჭოთა ენერგეტიკოსები, საქართველოს, ჰიდრორესურსების სიუხვის გამო, „თეთრი


ქვანახშირის“ ქვეყანას უწოდებდნენ. წყლის ენერგიის მარაგით, საქართველო მართლაც
უსწრებს ევროპისა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანას. საბჭოთა კავშირშიც, რომელიც
ხმელეთის მეექვსედზე იყო გადაჭიმული, ამ მაჩვენებლით მხოლოდ რუსეთს, ტაჯიკეთსა
და ყაზახეთს ჩამოუვარდებოდა. რაც შეეხება ჰიდროენერგიის ხვედრით წილს,
საქართველო მსოფლიოში ახლაც ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური ენგურჰესია, რომლის დადგმული
სიმძლავრეც 1,300 მეგავატს შეადგენს. ამასთანავე, ენგურის სისტემის ნაწილია
“ვარდნილჰესების კასკადიც”, რომლის დადგმული სიმძლავრეც 340 მეგავატს შეადგენს.

2022 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ელექტროენერგია სწორედ ენგურჰესმა


გამოიმუშავა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის


მიხედვით, 2022 წელს საქართველოში ჰესების მიერ გენერირებული ელექტროენერგიის
73% 10 სადგურზე მოდიოდა. მათი ჩამონათვალი ასეთია:

1. ენგურჰესი (სახელმწიფო საკუთრება) - 3,747 მლნ კვტ საათი;


2. ვარციხეჰესი (ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის საკუთრება) - 827 მლნ კვტ საათი;
3. ვარდნილ ჰესი (სახელმწიფო საკუთრება) - 760 მლნ კვტ საათი;
4. დარიალ ჰესი (მფლობელები - სს ენერგია; TEPCO და Lock W ) - 471 მლნ კვტ საათი;
5. შუახევ ჰესი (მფლობელი Clean Energy) - 422 მლნ კვტ საათი;
6. ლაჯანურ ჰესი (მფლობელი ენერგო-პრო ჯორჯია) - 377 მლნ კვტ საათი;
7. ფარავან ჰესი (მფლობელი ანადოლუ ჯგუფი) - 354 მლნ კვტ საათი;
8. ხრამ ჰესი 2 (მფლობელი ინტერ რაო) - 325 მლნ კვტ საათი;
9. ჟინვალ ჰესი (მფლობელი აქუალია - 312 მლნ კვტ საათი;
10. რიონ ჰესი (მფლობელი ენერგო-პრო ჯორჯია) - 289 მლნ კვტ საათი.

ენგურჰესი
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული
კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა.

საქართველოში სულ 25 ათასამდე მდინარეა, რომელთაგან 17,5 ათასამდე დასავლეთ


საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. დასავლეთ საქართველოშივეა თავმოყრილი
ჰიდროენერგეტიკული რესურსების 70%. საქართველოს უმსხვილესი მდინარეებია
მტკვარი, რიონი და ენგური - ამ და სხვა მდინარეებზე მუშაობს 60-მდე ჰესი, რომელთა
ჯამური სიმძლავრე 3300 მგვტ-ია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით,


საქართველოს ენერგოსისტემის მთლიანი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 4,3 ათასი
მგვტ-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამური სიმძლავრის 78% ჰესებზე მოდის.

საქართველოს განახლებადი ენერგიის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში კი ვკითხულობთ,


რომ 2030 წლისთვის ვარაუდობენ საქართველოს გენერაციის ჯამური სიმძლავრის
გაორმაგებას (9,7 ათასი მგვტ-მდე). ამავე გეგმის მიხედვით, 6,5 ათას მგვტ-მდე
გაიზარდება ჰიდროსადგურების სიმძლავრეც.
ენგურჰესი

უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში.


მდებარეობს მდინარე ენგურზე.
შენდებოდა 1961-1987 წლებში.
ენგურჰესი
ჰიდროელექტროსადგურების
კასკადია, რომელშიც შედის თვით
ენგურჰესი, რომლის დადგმული
სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5
აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ
სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1
(სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი
40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი.
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს
მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.
ტურბინები აფხაზეთშია, დენი მიეწოდება უფასოდ, 90 წლებში - თურქული ჯარი.
დღისთვის მნახველებისთვის იმართება ატრაქციონები - ექსკურსია, ნავით კასეირნება.

მდინარე ენგურის აუზს, რომელიც საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რაიონშია, აქვს


4060 კმ ფართობი. მისი უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 78 %) მთებში, ზღვის დონიდან
1000 ნიშნულის ზემოთაა. მ. ენგურის სიგრძე 220 კმ-ია. მისი აუზი ქ. ჯვარამდე
წარმოადგენს ძლიერ მთაგორიან ზედაპირს, რომელიც დაფარულია ხშირი ტყეებით.
როგორც თვით ენგური, ისე მისი შენაკადები მოედინებიან ვიწრო და ღრმა ხეობებში, ხშირ
შემთხვევაში ადამიანისათვის ძნელად ან სრულიად გაუვალ ადგილებში. ენგური ტიპური
მთის მდინარეა დიდი ვარდნით; მისი კალაპოტი ადგილ-ადგილ მოფენილია კლდის
დიდი ლოდებით, რომლებიც წარმოქმნის წყალვარდნილებსა და მორევებს.

ენგური სათავეს მარადყინულოვან შხარაზე (კავკასიონის ქედი) იღებს.

ენგურის აუზში ყინულოვანი მთების სიმრავლე განაპირობებს მდინარის კვების ხასიათს,


მისი ჩამონადენების და ხარჯის რეჟიმს. რეჟიმი ზოგადად ასე შეიძლება დავახასიათოთ:
ზამთრის მინიმუმის შემდეგ, მარტის მეორე ნახევარში ან აპრილის დასაწყისში იწყება
ენგურის წყლის დონის ინტენსიური აწევა, რომელიც ჩვეულებრივ ივნის-ივლისში აღწევს
მაქსიმუმს; შემდეგ დგება წყლის დონის ნელი დაწევის პერიოდი, რომელიც გრძელდება
შემოდგომის დამლევამდე.

მთის მდინარეებზე აგებული ჰესებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ის, რომ მათი


ცალკეული ნაგებობანი რამდენიმე კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისაგან. ეს
გარემოება კიდევ უფრო ართულებს მთის მდინარეების გამოყენებას და იწვევს რთული
სქემების განხორციელების აუცილებლობას მდინარის გამოსაყენებლად, რაც
გამოიხატება შენაკადების და მოსაზღვრე მდინარეების დამატებით გადაგდებაში.

როდესაც კაშხალთან წყლის დონის ნიშნული მაქსიმალურია - 510 მ, მდ. ენგურის ხეობა
შეიტბორება 27 კმ-ზე; წყალსაცავის სიგანე მერყეობს 100-200 მ-დან 1500-1700 მ-მდე;
წყლის დონის დამუშავების (დაწევის) მაქსიმალური სიმაღლე 70 მ-ია; სრული მოცულობა
წყალსაცავისა 1110 მლნ. მ³-ია, სასარგებლო მოცულობა კი 670 მლნ. მ³; წყალსაცავის
ზედაპირის ფართობი 13,31 კმ²-ია. წყალსაცავის დანიშნულებაა მდ. ენგურის სეზონური
რეგულირება და ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: აუზის წყალშემკრები ფართობი
4060 კმ²-ია, წლიური მრავალწლიანი ჩამონადენი კაშხალთან - 4777 მლნ. მ³ , საშუალო
წლიური ხარჯი - 155 მ³/წმ, მაქსიმალური ხარჯი, რომელიც დაკვირვების შედეგად არის
მიღებული, 950 მ³/წმ, მინიმალური ხარჯი - 16 მ³/წმ, ჩამონადენი წყლის გამოყენების
კოეფიციენტი - 0.97-ია.

იმასთან დაკავშირებით, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის მიერ


მდ. ენგურის ბუნებრივი დინების ნატანი წყალსაცავში ილექება და მდინარეს აღარ
ჩააქვს ზღვაში, წარმოიშვა მეტად მტკივნეული პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია
ჰიდროლოგიურ და გეომორფოლოგიურ ცვლილებებთან შავი ზღვის სანაპირო
ზონაში.

პრობლემის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთ საქართველოს მთის


მდინარეების მიერ ჩამოტანილი მყარი ნატანი თანდათანობით ავსებს ქვიშაქვებით
შავი ზღვის სანაპირო ზონას. ზღვის ღელვის შედეგად ზღვას მიაქვს ქვიშაქვები არა
მარტო მდინარის შესართავი ნაწილიდან და მისი მახლობელი ადგილებიდან, არამედ
სანაპიროს საგრძნობლად დიდი ტერიტორიიდან. ეს შედეგია ზღვის სანაპიროზე
წარმოშობილი წყლის დინებისა, რომლის საშუალებითაც ხდება მყარი ნატანის
გადაადგილება დიდ მანძილზე. მაღალი კაშხლების მშენებლობა იწვევს მყარი
ნატანის ზღვაში ჩატანის მთლიანად შეწყვეტას, რის შედეგადაც წარმოიშობა დიდი
დეფიციტი ნატანისა ზღვის სანაპირო ზონაში. იქმნება შეუქცევადი პროცესი:
შტორმულ ღელვას მიაქვს პლიაჟის შემქმნელი ნატანი და ამის შედეგად სწრაფად
ინგრევა სანაპირო.

რის ხარჯზე შეიძლება გაორმაგდეს (3,3 ათასი მგვტ-დან - 6,5 ათას მგვტ-მდე)
საქართველოს ჰიდროსადგურების სიმძლავრე?

ამ კითხვის პასუხად გამოდგება საქართველოს ელექტროენერგიის გადამცემი და


გამანაწილებელი ქსელის ათწლიანი (2018-2028 წწ) განვითარების გეგმა, რომელიც
შედგენილია იმის დაშვებით, რომ გეგმის მოქმედების პერიოდში აშენდება ხუდონის,
ნამახვანის, ნენსკრას და ცხენისწყალის ჰესები.

უნდა ითქვას, რომ ყველა ამ ჰესის პროექტი დამუშავებულია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის
დროს. მეტიც, ხუდონჰესი და ნამახვანჰესი რამდენიმე წლის განმავლობაში შენდებოდა
კიდეც, თუმცა მშენებლობა შეჩერდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მძლავრი
მწვანე საპროტესტო აქციების გამო.

ჰესტორია - ჰესების ისტორია საქართველოში

საქართველოში პირველი ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს აშენდა ბორჯომში.


მისი სიმძლავრე, სულ რაღაც, 103 კვტ იყო. 1913 წლისათვის საქართველოში უკვე 7 ჰესი
მუშაობდა. არც მათი ჯამური სიმძლავრე (1 260 კვტ) იყო შთამბეჭდავი, თუმცა გაიზარდა
ჰესების გეოგრაფია: სოხუმი, ბათუმი, გაგრა, ახალი ათონი, ახალქალაქი, ბოლნისი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ საქართველოზეც გავრცელდა ე.წ. გოელროს


(ГОЭЛРО) - ელექტროფიკაციის საკავშირო გეგმა, რომლის ფარგლებშიც 1922 წელს
დაიწყო ზაჰესის მშენებლობა, 1927 წელს კი რიონჰესისა. წლების განმავლობაში ზაჰესი
და რიონჰესი უზრუნველყოფდა თბილისისა და ქუთაისის ელექტროენერგიით
მომარაგებას.

საბჭოთა პერიოდში მტკვარზე და მის შენეკადებზე აშენდა ჰიდროელექტროსადგურები:


ორთაჭალჰესი, ხრამი -1, ხრამი-2; აშენდა იორის სარწყავ-ენერგეტიკული სადგური;
სიონის ჰესი [85 მეტრი სიმაღლის მიწის კაშხალით, 300 მლნ კუბ. მეტრი წყალსაცავით];
სამი ვარდნილი: საცხენისისჰესი, მარტყოფიჰესი, თეთრიხევიჰესი; არაგვზე აშენდა
ჟინვალჰესი 102 მ სიმაღლის კაშხალით და 503 მლნ. კუბ. მეტრი წყალსაცავით.

რიონზე, რომლის სიგრძე 327 კმ-ია, აშენდა ჰესების კასკადი: ლაჯანურჰესი, გუმათი- 1,
გუმათი - 2, რიონჰესი, ვარციხე - I, II, III, IV; რიონის შენაერთებზე - შაორი და ტყიბული
ჰესები; ლაჯანურჰესი.

ენგურზე, რომლის სიგრძე 221 კმ-ია, აშენდა ქვეყნის ყველაზე მძლავრი (1300 მგვტ)
ელექტროსადგური ენგურჰესის სახით: წყალსაცავი 1110 მლნ. კუბ. მ, თაღოვანი კაშხალი -
271 მ [სსრკ-ში ამაზე უფრო მაღალი კაშხალი ჰქონდა მხოლოდ 2 სადგურს, ხოლო
ბეტონის კაშხლიან სადგურებს შორის პირველ ადგილს იკავებდა, სადერივაციო გვირაბი -
9,5 მ დიამეტრით, 15 კმ - სიგრძე, კაშხლის სისქე 52-10 მ; ვარდნილები I, II, III, IV...

საბჭოთა ჰიდროელექტროსადგურების ოცეული კაშხლების სიმაღლის მიხედვით.


ენგუჰესი - III,
ხუდონჰესი - VII
თუმცა ვერ დასრულდა სსრკ-ს დროს დაწყებული ხუდონჰესის (კაშხლის სიმაღლე - 197 მ)
მშენებლობა; ვერ განხორციელდა სხვა მასშტაბური პროექტები, რომელთა დაწყება
იგეგმებოდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ანუ საბჭოთა ჰიდროენერგეტიკის
განვითარების VI ეტაპზე.

სულ საბჭოთა ჰიდროენერგეტიკა (მათ შორის ქართული საბჭოთაც) დაყოფილია


განვითარების 6 პირობით ეტაპად: I - 1918—1928 წწ; II - 1929—1940 წწ; III - 1941—1945 წწ; IV
- 1946—1958 წწ; V - 1959—1975 წწ; VI - 1976—1991წწ.

V და, განსაკუთრებით, VI ეტაპი გამორჩეულია გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების


მშენებლობით, თუმცა VI ეტაპი კიდევ იმითაც არის გამორჩეული, რომ ამ გრანდიოზული
პროექტების ნაწილის მშენებლობა ვერ დასრულდა, ნაწილი კი სულაც ქაღალდზე დარჩა
მწვანე მოძრაობის გააქტიურებისა თუ საბჭოთა კავშირის დაშლის გამო.
ასეთი პროექტებია: ნამოხვანი, ჟონეთი, ტვიში, ხუდონი, ნენსკრა, ახალციხე და სხ.

სწორედ ამ VI ეტაპით გათვალისწინებული პროექტების გაგრძელებას, დაწყებას და


დასრულებას ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რიონისა და ენგურის ხეობებში
აგერ უკვე თითქმის 20 წელია. 2013 წლის 22 აგვისტოს საქართველოს ენერგეტიკის
მაშინდელმა მინისტრმა, კახა კალაძემ ხელი მოაწერა N125 ბრძანებას „საქართველოში
ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხის დამტკიცების თაობაზე“,
რომლის მიხედვითაც საქართველოში, უკვე შერჩეულ ადგილზე და განსაზღვრული
პროექტით უნდა აშენდეს 1,1 მგვტ-დან 670 მგვტ-მდე სიმძლავრის 74 ჰესი, ეს კი, ჰესების
რაოდენობის, სულ ცოტა, გაორმაგებას ნიშნავს. ზემოთ ჩამოთვლილი გიგანტების გარდა,
ასევე უნდა აშენდეს 70 მგვტ-იანი ალბანაჰესი, 206 მგვტ-იანი ონის კასკადი, 118 მგვტ-იანი
ლენტეხიჰესი, 153 მგვტ-იანი სადმელი ჰესი, 230 მგვტ-იანი ფარიჰესი, 250 მგვტ-იანი
ტობარი ჰესი...

რატომ ნამახვანჰესი, როცა სოფელს ჰქვია ნამოხვანი?

როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს ისეთივე ლაფსუსთან, როგორსაც ადგილი ექნებოდა,


რუსულიდან ქართულში შეუცვლელად რომ გადმოგვეტანა ენგურჰესის სახელი. რუსულად
ენგურჰესი ხომ Ингуригэс -ი ანუ ინგურიგესია? ზუსტად ასე მოხდა ნამოხვანჰესის
შემთხვევაში: გასული საუკუნის 70-იან წლებში საკავშირო ინსტიტუტ „ჰიდროპროექტში“
შედგენილ დოკუმენტაციაში ყველგან Намахвангэс (ნამახვანჰესი) წერია. რაზე შეიძლება
მეტყველებდეს სადგურის საბჭოთა რუსული სახელწოდების ასე copy-paste-ით
გადმოტანა? მსგავსი მიდგომით ხომ არ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა,
როცა საბჭოთა გიგანტურ ჰიდროპროექტებს აცოცხლებს?

You might also like