You are on page 1of 23

ტოპონიმთა

ექსტრალინგვისტური
კვლევისათვის
ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტში
ნარგიზ ახვლედიანი
 ტოპონიმი ადამიანის განუყრელი თანამგზავრია. მისი
პრაქტიკული ცოდნის მნიშვნელობა განსაკუთრებით
საგრძნობია დღეს – წიგნის, რადიოს და ტელევიზიის
ეპოქაში.
 ტოპონიმები წარმოშობილია უშუალოდ ადამიანთა
ურთიერთობის პროცესში და როგორც მეცნიერები
ფიქრობენ, სახელი ამა თუ იმ გეოგრაფიულ ადგილს
სტიქიურად, პირველად მიღებული შთაბეჭდილებების
მიხედვით შერქმევია.
 ტოპონიმიის მონაცემებით, რა თქმა უნდა, სარგებლობს
ისტორიაც, გეოგრაფიაც, ლინგვისტიკაც, ეთნოგრაფიაც,
ფოლკლორისტიკაც, მაგრამ პირველ რიგში მას მაინც
საქმე აქვს ენასთან. ტოპონიმიკა ენის ძირითად
ერთეულს, სიტყვას იკვლევს. იგი ლინგვისტური
მეცნიერებაა, რომელსაც განვითარების საკუთარი
სპეციფიკური კანონები აქვს.
ტოპონიმები, ჰიდრონიმები, ეთნონიმები ათეული საუკუნის
განმავლობაში უცვლელად ემსახურება ერთ ენაზე მოლაპარაკე
ხალხს. დიდ საგეოგრაფიო ერთეულთა სახელწოდებების
გამძლეობა ბუნებრივია, მაგრამ ნაკლებ გამძლეა
მიკროტოპონიმია. აქ მნიშვნელოვან ცვლილებას ვხედავთ ,
ცვლილება განსაკუთრებით იმ ტერიტორიაზეა ძლიერი, სადაც
ისტორიულად განსხვავებულ ენაზე მოლაპარაკე ტომებს
უცხოვრიათ.
ტოპონიმიას „დედამიწის ენას“ ეწოდებენ, რადგანაც
„ამეტყველების“ შემთხვევაში შეუძლია გვაზიაროს მრავალ
საიდუმლოს, რომელიც მასშია დაუნჯებული. ყოველი ტოპონიმი
ერთდროულად გარდასულ დღეთა ნაყოფიცაა და მემატიანეც ,
რომელიც მოგვითხრობს ჩვენი შორეული თუ ახლო წინაპრების
მატერიალურ თუ სულიერ ცხოვრებაზე: რელიგიურ რწმენა -
წარმოდგენებზე და ამდენად, საჭიროა აღიწეროს და დარჩეს ჩვენს
შთამომავლობას.
საუკუნეების განმავლობაში მოსახლეობა შეიძლება გადაშენდეს ,
სხვა ენობრივ კოლექტივში გაითქვიფოს. ახლად მოსულ ხალხს ,
ბუნებრივია, ადგილზე ხვდებოდა გეოგრაფიულ სახელწოდებათა
მთელი სისტემა, რომელიც მას ჩვეულებრივ სამსახურს ვერ
გაუწევდა. ამიტომ იწყებოდა როგორც ახალი სახელწოდებების
შექმნა, ისე უკვე არსებულის თარგმნა-კალკირება. ასე ქრებოდა
თანდათან ძველი გეოგრაფიული ნომენკლატურა , ხოლო მის
სანაცვლოდ იქმნებოდა სახელწოდებათა ახალი ნარევი ფენა ,
რომლის შემადგენლობაშიც ხშირად გვხვდება ჰიბრიდული , ანუ
ორენოვანი ტოპონიმები.
 სწორედ ისტორიული ქარ-ცეცხლებისა თუ ხალხთა დიდი და
მცირე მიგრაციის შედეგია, ის რომ დღეს ჩვენ ვერ დავასახელებთ
ვერცერთ „სუფთა“ ენას, რომლის ტოპონიმიც
სხვადასხვადროინდელ და სხვადასხვა ენობრივ პლასტებს,
დანაშრევებს არ შეიცავდეს. გამონაკლისს, ბუნებრივია, არც
ქართული ენა წარმოადგენს.
 სახელწოდებათა ეტიმოლოგიური კვლევა არც სპეციალისტებისა
და არც (მით უმეტეს არასპეციალისტებისათვის) თავშესაქცევი არ
უნდა გახდეს, თვითმიზნად არასოდეს არ უნდა იქცეს.
შეუძლებელია (და, ალბათ, არცაა საჭირო) გავარკვიოთ ყველა
ტოპონიმის წარმომავლობა. მასში ჩადებული შინაარსი.
 მთავარია, ვიკვლიოთ ენა, როგორც (ერთი) მთლიანი სისტემა,
როგორც განვითარებადი და ამდენად, ცვლადი ფენომენი.
 ტოპონიმთა „მუდმივ ნათლიებს“–რიგით ადამიანებს კი
ყოველთვის აინტერესებდათ და აინტერესებთ არა
სახელწოდებათა გრამატიკული მხარე (შემადგენლობა, ძირი,
ფუძე, საწარმოქმნო ფორმანტები, კუმშვა-კვეცის შედეგები და
ა.შ.), არამედ ამ სახელწოდებებში ჩადებული შინაარსი,
მნიშვნელობა, აზრი. ხალხის ამ საყოველთაო ინტერესმა და
სწრაფვამ დაუდო სათავე ე.წ. ხალხურ ანუ არამეცნიერულ
ეტიმოლოგიას.
დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ტოპონიმთა ენათმეცნიერული
(ლინგვისტური) კვლევის ორი ასპექტი:
ა) სისტემური და სტრუქტურული დახასიათება
ბ) წარმომავლობის (ამოსავალი ფუძის ტოპონიმამდელი მნიშვნელობა ,
ანუ ეტიმოლოგიის) ამოხსნა და, შემდგომი ფორმობრივი თუ ფუნქციური
ცვლილებების დადგენა.
 დიდი ხნის მანძილზე ტოპონიმთა კვლევის ძირითადი მიზანი იყო
სწორედ და მხოლოდ და მხოლოდ ეტიმონის (ამოსავალი ფუძის) ძიება.
მაგრამ მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ ცხადი გახდა, რომ
მეთოდოლოგიურად უფრო მიზანშეწონილია საკუთრივ ტოპონიმურ
წარმოებაზე ყურადღების გადატანა, როგორც ივ. ჯავახიშვილი
აღნიშნავდა, ტოპონიმის მკვლევარმა უპირატესად ამა თუ იმ ადგილის
მდებარეობის, თვისების დამახასიათებელი გარემოებანი უნდა
გაითვალისწინოს და დაუკვირდეს სხვა იქაურ მსგავსივე გეოგრაფიული
სახელების აგებულებასა და მნიშვნელობას.
 ტოპონიმისტისათვის უპირველესი ამოცანაა ტოპონიმის ამოსავალი
ფუძისა და მისი ლექსიკური მნიშვნელობის დადგენა, მაგრამ ხშირ
შემთხვევაში ესეც კი არ გვაძლევს ამომწურავ პასუხს კითხვაზე, თუ
რატომ დაერქვა ეს სახელი, რადგან ტოპონიმის წარმოქმნაში
მონაწილეობენ ექსტრალინგვისტური, ხშირად შემთხვევით ფაქტებიც კი.
საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში
დაფიქსირებულ ტოპონიმს.
 კაპანდიბი – სოფელია ხელვაჩაურის რაიონში. ადგილობრივი მკვიდრის ,
ლევან გორგოშაძისა და მისი მეუღლის ნაზი აბაშიძის ზეპირი
ინფორმაციით, აქ ადრე, კომუნისტებს მოსვლამდე, დუქნები, სასტუმრო,
პურის საცხობი, სავაჭრო ცენტრი ყოფილა. თურქეთიდან ნავებით
მოჰქონდათ თურმე ყველაფერი: ზეთის ხილი, ყურძენი, სამშენებლო
მასალები, სურსათი.
 ართვინის მხარის კვლევის დროს ერთმა საზოგადოებისთვის ნაკლებად
ცნობილმა ფაქტმა მიიპყრო ჩვენი ყურადღება. მურღულის ერთ-ერთ
სოფელში, ტრაპენში, ჩვენი მასპინძელი ისმაილ ბოლქვაძე სიამაყით
აქებდა აქაურობის ხვავიან-ბარაქიანობას. პურის, ხილის, განსაკუთრებით
კი ყურძნის დიდი მოსავალი მოდიოდა ძველადო. დაგვისახელა ჩხავერი
და ლივანური, შავშური და ხარითვალა...
 ისმაილ ბოლქვაძე: „ჯინეში მოდიოდა ჩვენში, ჰემ თეთრიც და ჰემ შავიც,
შარაფის (ღვინის) ყურძენია. ბათუმ მიჰქონდათ. ჩემი ბაბა (მამა) იტყოდა,
ნავით ჩავდიოდით ბათუმსო. აქედან 6-7 საათში ჩავდიოდით, იქიდან
ძნელი იყოო, 3-4 კაცი ხელით ეწიკებოდა (ზიდავდა) ნავსო“.
 ეს იყო სამდინარო ნაოსნობა ჭოროხზე. სამდინარო ნაოსნობას დასავლეთ
საქართველოში, წყალუხვი მდინარეებით მდიდარ მხარეში, დიდი
ტრადიცია ჰქონდა. მდინარე ჭოროხის ქვედა დინება სატრანსპორტო
კომუნიკაციის როლს ასრულებდა ართვინიდან ბათუმამდე . ეს იყო
უმოკლესი და ხელსაყრელი დამაკავშირებელი გზა ტაო-კლარჯეთისა შავი
ზღვის სანაპიროსთან, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იყო გაჭრილი გზა
ჭოროხიდან და ბორჩხადან ჩხალის ხეობით ხოფამდე.
 ჭოროხის თავისებურებათა გათვალისწინებით,
აქაურმა ნავმშენებლებმა ნავის ჭოროხული ტიპი
შეიმუშავეს, – გრძელი და ბრტყელძირიანი,
რომელსაც წინა და უკანა კიჩოები აწეულ-
წამახვილებული ჰქონდა.
 საუკეთესო მენავეებად კი კირნათელი და ქვედა
მარადიდელი ცინცაძეები და ჯიხიძეები მიიჩნეოდნენ.
ჭოროხულ ბრტყელძირიან ნავებში იყო განსხვავება
სიდიდისა და ტვირთის ტევადობის მიხედვით (2-დან
6-7 საჟენამდე).
 სამდინარო ნაოსნობა სპეციფიკურია. წყალუხვობის
პერიოდში, ართვინიდან ბათუმამდე ნავი 5-7 საათში
ჩადიოდა, წყალმარჩხობის დროს კი 10 საათი მაინც
სჭირდებოდა. აღმა დინების საპირისპიროდ კი,
საუკეთესო შემთხვევაში, 2-3 დღეში ადიოდნენ,
ხოლო ზამთრის წყალმარჩხობის დროს ეს გზა 6-7
დღემდე იწელებოდა.
 XX საუკუნის ბოლოსთვის ჭოროხზე ორასი ნავი
დაცურავდა, რომელსაც სამასზე მეტი მენავე
ემსახურებოდა. ამ გზით ჩაჰქონდათ ტაო-კლარჯეთის
სოფლებიდან ბათუმში გასაყიდად სოფლის მეურნეობის
პროდუქტები და ხელოსნობის ნაწარმი. XX საუკუნის
დასაწყისიდან, როცა კეთილმოწყობილი გზები
ამოქმედდა, ჭოროხის სანაოსნო მნიშვნელობა შემცირდა,
ხოლო ართვინიდან ქვედა მარადიდამდე საბოლოოდ
შეწყდა 1921 წელს, როცა ჭოროხის ხეობის უმთავრესი
ნაწილი თურქეთის სახელმწიფო საზღვრებში მოექცა.
მკვლევარი აზ. ახვლედიანი საგაზეთო სტატიაში
„შევარდენი სასირეყელზე“ მოგვითხრობს ერთ ნამდვილ
ამბავს, წინაპართაგან გაგონილს, თუ როგორ ხვდებოდნენ
სასირეყელზე მეფეს ძველ დროში და ასეთ ისტორიას
გვიყვება: „... პარმაღზე შემდგარი ალხამუში ორმოცდაათ
ნაბიჯზე დაშორებულ ჯიხურს უყურებდა, წაბლის მსხვილი
მორებისაგან ნაშენი რომ იყო და სახურავის შეკეთება
უნდოდა. კარგად იცოდა, შესაცვლელი იყო ყავრის
სახურავი, მაგრამ ბორჩხიდან კრამიტს ელოდა, მენავეებს
მოლაპარაკებოდა და ჭოროხის შესართავიდან ურმებით
ამოზიდავდა“.
 აქვე მოვიყვანთ კაპანდიბის მკვიდრის როსტომ თავდგირიძის
მონათხრობს იმის თაობაზედ, თუ რით იყო ნაშენი მათი ძველი
სახლი, სწორედ ბორჩხიდან ჩამოტანილი აგურით. ამ
ადგილას (კაპანდიბში) შორი სავაჭრო გზიდან მოსულებს
მოასვენებდნენ, ცხენებს ნალებს შეუცვლიდნენ. აწ ადრე
ბორანი ყოფილა, სადაც ადრე ნავები შემოდიოდნენ. თედო
სახოკია მიუთითებს, თუ როგორ ათევდნენ ღამეს და
აგრძელებდნენ გზას შორი გზიდან მოსულები. კაპანდიბი
ბუნებრივი ნავმისადგომი ყოფილა. სადაც, როგორც ჩანს
ადგილობრივ მკვიდრთ შემოჰქონდათ სამშენებლო მასალები
თურქეთიდან. 1934 წლამდე კაპანდიბი სასოფლო საბჭო იყო,
მერე შეცვალეს და ხელვაჩაურის რაიონის შემადგენლობაში
შევიდა. ამ ტერიტორიაზე ნაპოვნია ოქროს ფირფიტები და
ვერცხლის მუზარადი. 2012 წლის 12 ივნისს კირნათში, ე.წ.
„ინტერნატის“ ტერიტორიის მიმდებარედ ადგილობრივმა
მცხოვრებლებმა იპოვეს ნავი (დაახლოებით 4 მეტრი სიგრძის)
კარგ მდგომარეობაში, რომელიც ბათუმის არქეოლოგიურ
მუზეუმში გადაიყვანეს. ამბობდნენ ამ ნავით კირნათიდან
კაპანდიბამდე გადაადგილდებოდნენ ხოლმე მენავეები
(ინფორმატორი 18 წლის ბსუ-ს სტუდენტი მინდია ცინცაძე).
 კაპანი – სულხან საბასთან ასეა განმარტებული: ქვა ღოჯი
(საბა, 1991:161). ღოჯი – დიდი კბილი პილოსა და მისთანა
– ასეთ განმარტებას ვხვდებით საბასთან (საბა, 1993:255).
კაპანი დამრეცი, ციცაბო ადგილი. კაპანისაგან არაერთი
ადგილისა თუ სოფლის სახელია ნაწარმოები აჭარაში.
ასევე მაგალითად: კაპნის თავი – სოფელი აჭარისწყლის
სასოფლო საბჭოში, კაპანდიბი – სოფელია ხელვაჩაურის
სასოფლო საბჭოში (სიხარულიძე, 1958:145),კაპანი –
სათესი ქედის რაიონი, სოფელი ასამბაძაები (იქვე, 60).
კაპანი – სოფლის უბანი ქვემო მაჭახელში, კაპანი – სათესი
საბრევეთში, ქვედა მარადიდი (იქვე, 130-136), კაპანთი –
სათესი სოფელ გორგაძეთში, ზედა ჩხუტუნეთი (იქვე, 132),
კაპანთხევი – სათესი სოფელ ფარტენაძიები, ქვემო
მაჭახელი (იქვე, 130), კაპანოღროკა (იქვე, 208), კაპანტყე
– სოფლის უბანი, სოფელი გუნდაური, მერისი (იქვე, 62),
კაპანჭალათი – სათესი გუნდაური, კაპნები (იქვე, 62),
კაპნები – ბაღი სოფელი ფურტიო, სხალთა (იქვე, 98). \
 რაც შეეხება „კაპანდიბი“-ს ეტიმოლოგიას, იგი რთული სიტყვა
ჩანს, რომელიც შედგება „კაპანი“-ისა და „დიბი“-საგან.
კოპოზიტის მეორე ნაწილი „დიბი“, დიბა- შ. ნიჟარაძესთან
განმარტებულია, როგორც თამბაქოს მცენარის ძირა
ფოთლები; მისგან დაბალი ხარისხის თამბაქო გამოდის.
ძველ ქართულში გვაქვს სიტყვა „დება“, რომელიც სულხან
-საბასთან ასეა განმარტებული „დება“-მდებარეობა(Á) არს
ქონებადადების, ვითარ იგი სხეული იდვის, ანუ მიყრდნობით,
ანუ ჯდომით, ანუ დგომით (საბა, 1991:213). სოფელი კაპანდიბი
ორი ნაწილისაგან შედგება: ერთია გზის ქვემოთა ნაწილი
კაპანდიბისა და მეორე ფერდობზე შეფენილი, რაც შეეხება
ტოპონიმ „კაპანდიბი“-ს ეტიოლოგიას, ჩვენი ვარაუდით, იგი
ერთგვარი მოსაბრუნებელი დანაშაულის ბოლო პუნქტია,
მოსაბრუნი, მისაქციელი. ქართულ საისტორიო წყაროებში
მისაქციელი მე-16 საუკუნიდან ჩნდება. სწორედ საფურცლე –
მისაქციელზე გადიოდა ტიფლის მცხეთიდან შიდა ქართლისკენ
(მუხრანი, ძალი, წილკანი) მიმავალი ერთ-ერთი უმთავრესი და
უმნიშვნელოვანესი გზა იყო (ბერძენიშვილი ნ., 60:103). ძველ
საქართველოში ამგვარი მისაქციელები არაერთი ყოფილა.
მისაქციელის ტიპის მიკროტოპონიმები ხშირია, როგორც
აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, კერძოდ,
იმერეთსა და გურია-აჭარაში (ბედოშვილი, 2002:259).
 კაპანდიბში , ლევან გორგოშაძის საკარმიდამოში, თავად
ვიხილეთ მიწაში ჩაფლული უზარმაზარი ქვები,
სავარაუდოდ ეს ის ადგილებია, სადაც ბუნებრივი
ნავმისადგომი უნდა ყოფილიყო. აქ დღესაც მთელს
ზოლზეა მიწაში ჩაფლული დიდი ქვები. ამდენად
კაპანდიბის ეტიოლოგია, შესაძლოა, ასე განიმარტოს:
დიდი ქვებით შემოსაზღვრული, შემოფენილი
მოსასვენებელი ადგილი, რომელიც დანიშნულების
ბოლო პუნქტს წარმოადგენდა.
 სულხან-საბასთან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „კაპანი“
ქვა-ღოჯად არის განმარტებული (161). სვანურ
ლექსიკონში იგი ნიკაპს ჰქვია, ქვედა ყბა, ე.ი. სახის
დამამთავრებელ ნაწილს (ქალდანი მ., თოფურია ვ.
2002:342). ტოპონიმი კაპანდიბი“-ც თავისი
დანიშნულებით იყო რაღაცის დამამთავრებელი. რაც
შეეხება ტოპონიმის ადგილ-მდებარეობის განსაზღვრას.
 იგი მთის ძირს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ
გასარკვევია რა დანიშნულებისაა ეს სახელწოდება,
როდინდელია? ხომ არ არის მისი ფესვები
წინქრისტიანულ ხანაში საძიებელი, როცა კოლხები
კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და როგორც ლეგენდა
მოგვითხრობს სათაყვანებელი კერპები ჰქონიათ,
რომელიც მდგარა დიდ ჭყონთან (მუხასთან–ნ.ა.), სადაც
შემდეგ ქრისტიანული ტაძარი–მარტვილის მონასტერი
აიგო. თუჯის კერპს ხახადაბჩენილი და
ხელებმოღერებული კაცის სახება ჰქონდა და „კაპუნია“
თუ „ყვაპუნია“ რქმევია. კაპუნიას ყოველწლიურად
დანიშნულ დროს ხახაში ატენიდნენ მსხვერპლს –
ცოცხალ ბავშვს, რომელიც ჩაიხრწნებოდა კაპუნიის
მუცლის ღრუში. სამეგრელოში ჩაწერილი
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, მარტვილში
წმინდა ანდრია მოციქულმა შემუსრა მუხასთან
აღმართული კერპი “კაპუნია” და მის ნაცვლად ჯვარი
აღმართა, ხოლო მუხის ფიცრებისაგან ეკლესია ააშენა
(სტ. მენთეშაშვილი, აჭარის ეთნოგრაფიული მასალები,
მოამბე II, 1937).
 იგი მთის ძირს უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ გასარკვევია
რა დანიშნულებისაა ეს სახელწოდება, როდინდელია? ხომ
არ არის მისი ფესვები წინაქრისტიანულ ხანაში საძიებელი,
როცა კოლხები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და როგორც
ლეგენდა მოგვითხრობს სათაყვანებელი კერპები ჰქონიათ,
რომელიც მდგარა დიდ ჭყონთან (მუხასთან–ნ.ა.), სადაც
შემდეგ ქრისტიანული ტაძარი–მარტვილის მონასტერი აიგო.
თუჯის კერპს ხახადაბჩენილი და ხელებმოღერებული კაცის
სახება ჰქონდა და „კაპუნია“ თუ „ყვაპუნია“ რქმევია. კაპუნიას
ყოველწლიურად დანიშნულ დროს ხახაში ატენიდნენ
მსხვერპლს – ცოცხალ ბავშვს, რომელის ჩაიხრწნებოდა
კაპუნიის მუცლის ღრუში. სამეგრელოში ჩაწერილი
ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, მარტვილში წმინდა
ანდრია მოციქულმა შემუსრა მუხასთან აღმართული კერპი
კაპუნია და მის ნაცვლად ჯვარი აღმართა, ხოლო მუხის
ფიცრებისაგან ეკლესია ააშენა (სტ. მენთეშაშვილი, აჭარის
ეთნოგრაფიული მასალები, მოამბე II, 1937).
 ტოპონიმი „კაპანდიბი“ შესაძლოა რელიგიურ
რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებულ
ტოპონიმთა ნუსხაში შეიძლება განვიხილოთ
(შდრ.: ტოპონიმები ჯოჭო, ერგე, კიბე).
 საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ერთ მაგალითს
იმის დასასაბუთებლად, რომ ამოსავალი ფუძის
მექანიკური დადასტურება არაა საკმარისი
ტოპონიმთა ეტიმოლოგიისათვის, თუ არ
გავითვალისწინეთ გარეენობრივი ფაქტორები,
კერძოდ, ეტიოლოგია – მოტივირება, ე.ი.
სახელდების უშუალო მიზეზი.
 ჯოჭო – სოფელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში.
ადგილობრივი მცხოვრების მერი მიქელაძის გადმოცემით,
რომელიც როსტომ თავდგირიძემ გვიამბო.ეს ადგილი
დაბურულია ტყით. აქვე ჩამოედინება მდინარე, რომელსაც
ჯოჭოს წყალი ეწოდება, ხოლო მის შენაერთს, რომელიც ქვემო
ჯოჭოში მიედინება – წყალგველა. მდინარის სათავე იწყება ქედის
რაიონის მთათა სისტემიდან, რომელსაც მტრედა (ადგილია,
ერთი მხრივ ახალშენს ესაზღვრება) ჰქვია. ეს მდინარე ვიწრო
ხეობაშია, როცა ადამიანი აქ გაივლიდა (წყლის აორთქლების
შედეგად) იმუხტებოდა. თუ ადამიანს ძილში აქვს ერთგვარი
შეკრთომა ეს მუხტის შედეგია (ადამიანების ამას „გათვალვას“
ეძახიან) და კიდევ სხვანაირად ამბობენ: „ჯოჯოები დაესიაო“ და
მათ განდევნას შებოლვით, ე.წ. „წახრჩოლებით“ ანუ (ფიზიკის
კანონებით თუ ვიმსჯელებთ) გამტარობით ცდილობდნენ.
ხალხური რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, ადამიანებს, ვინც ამ
ხეობის, ამ ადგილის „ჯოჭო“-ს გადალახვისას „თვალს
წაიკრავდა“, ანუ გაითვალებოდა, მოუძებნიდნენ სავალ ბილიკზე
არსებულ ყველა ნივთს, მოაგროვებდნენ, შეუჭრიდნენ თმასაც და
სპილენძის ან რკინის (ორივე გამტარია) ნიჩაბზე შეაგროვებდნენ,
ნაკვერჩხალს დააყრიდნენ და ამ ბოლს „წაუხრჩოლებდნენ
თვალცემულს“. პრაქტიკულად ხდებოდა ის, რომ წვის დროს
წარმოიქმნებოდა გამტარობა.
„სპილენძის ან რკინის ასტამს მიწაზე ფეხებშუა დებდნენ და
კვამლის შეხების შემდეგ თვალნაცემი აღარ იქნებოდა“.
კვამლი, რომელიც წვის დროს წარმოიქმნებოდა გამტარი
ხდებოდა და ჭარბად დამუხტულ ანუ ე.წ. „გამოსალოც“
ადამიანს განმუხტავდა, ანეიტრალებდა. ჯოჭოში არის
ადგილი, რომელსაც ჯოჯოხეთა ჰქვია. ჯოჭო სწორედ
ჯოჯოხეთიდან მიღებული ტოპონიმი ჩანს. „ჯოჯოხეთა“
რთული სახელია. ჩვენ განვიხილავთ ამ კომპოზიტის
პირველ ნაწილს: „ჯოჯო“-ს, სადაც სახეზე გვაქვს მჟღერი
ხშულების დისტანციური, პროგრესული დისიმილაცია
(1,202-206). ჯოჯო – ჯოჭო. ჯოჯოხეთა აჭარის წყალზე გზის
სახელწოდებაცაა. როგორც ადგილობრივები ამბობენ
ვიწრო ხეობაა, დაბურული ტყით და თუ კაცი ცოცხლად
გადაივლიდა კარგი იყო, თუ არა და ჯოჯოხეთის კლდოვან
მასას და მდინარეს შეხვდებოდა.
ეს ტოპონიმი ხალხურ რწმენა-წარმოდგენასთან
დაკავშირებულ გეოგრაფიულ სახელთან ნუსხაში
შეიძლება განვიხილოთ. ჩვენი ვარაუდით,
სინამდვილეში ტოპონიმი ჯოჭო – „ჯოჯოებით“ მოცული
ხეობა კი არ არის, არამედ გაუვალი,
ძნელადგასავლელი ადგილია (დაბურული,
დაბრკოლებაგადასალახავი).
საილუსტრაციოდ მოვიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს იმის
დასასაბუთებლად, რომ ამოსავალი ფუძის მექანიკური
დადასტურება არაა საკმარისი ტოპონიმთა
ეტიმოლოგიისათვის, თუ არ გავითვალისწინეთ
გარეენობრივი ფაქტორები, კერძოდ, ეტიოლოგია –
მოტივირება, ე.ი. სახელდების უშუალო მიზეზი.
ხელვაჩაური – დაბაა (ხლვაჩაურის მუნიციპალიტეტში).
1934 წლამდე სოფელი ხელვაჩაური კაპანდიბის
სასოფლო საბჭოში შედიოდა, ხელვაჩაური – დაბლობი,
გაშლილი, ვაკე ადგილია. ძველად აქ კარგი სახნავი-
სათიბი იყო. ადგილობრივი მკვიდრის, როსტომ
თავდგირიძის ინფორმაციით.
 ადრე ამ ტერიტორიებს ამუშავებდნენ შავშეთიდან ჩამოსული
მთიბავები. როცა მათ ვინმე შეეკითხებოდა სად იყავითო?
შავშელი მთიბავები ასე პასუხობდნენ: „ხალვა ქიფიჩაურში“-ო,
ე.ი. ისეთ ბალახიან ადგილას (მხოლოდ აქ და არა მეზობელ
სოფელში, მაგალითად, იქვე მახვილაურში, რომელიც ნესტიანი
ადგილია – ნ.ა.), სადაც განსაკუთრებულად კარგად გამომშრალი,
კარგი ხარისხის ბალახი იყო და ისე იფშნებოდა, როგორც ხალვა,
მშრალი, ფხვიერი ხალვასავით ადგილია და თივაც
ხალვასავითაა. ადგილობრივი მკვიდრნი და (არა მარტო!)
დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის ხალვასავით ფშვნადი,
ფხვნადი, ფხვიერი ადგილის სახელწოდებაა და აქედან
წარმოდგება ტოპონიმ ხელვაჩაურის ეტიმოლოგიაც, თუმცა უნდა
გავაწბილოთ ამ აზრის მომხრენი და ჩვენი მხრივ წარმოვადგინოთ
ამ ტოპონიმის ანალიზი. ჩვენი ვარაუდით, ამ ტოპონიმმა
განვითარების ასეთი გზა გამოიარა: ხელ(ღ)ვაჩაური→ხელვაჩაური
ხელვაჩაური „ურ“–მაწარმოებლით გაფორმებული ტოპონიმია.
მისი ფუძე კომპოზიტური წარმოებისად მიგვაჩნია. პირველი
ნაწილი ხელ-ხელ (-აშ|იშ,-ბს. – იშ, ლშხ.), ხელ ბქ. ლნტ -ხრიალი,
ღრიალი, გაბმული ხმაური (წვიმისა... ან რამის), ხარხარი. ხელ-
ბელ ბქ. ლნტ. 1.დიდი ხმაური. ხელ-ბელ ადგანოლ (ბზ.) ხმაური
დაწყებულა. 2. შეხლა-შემოხლა –ხუა ხელ-ბელ ეხფასთან (ბევრი
შეხლა-შემოხლა მოხდა) (ქალდანი, თოფურია, 2000:879). ასეა
განმარტებული სვანურ ლექსიკონში.
კომპოზიტის მეორ ნაწილი „ღვაჩა“ –ღვა[ბა]ჩადან უნდა
მომდინარეობდეს და ნიშნავს ღაწვგასივებას, ანუ
ღაწვბურჯას. ქათამსაც ეძახიან ღაწვბურჯას, რომელსაც
ორივე მხარეს ბუმბული აქვს ამოსული. ღვაჩა-ღვაბაჩა
ყბაყურას აღნიშნავს. ყბაყურა დაავადებაა, იგი ქარის
ბერვის [ობარ-უ-ქროლა] გამო შეიძლება შეგეყაროს (ე.ი.
გაცივდე). რაც შეეხება ამ სიტყვის „ღვაჩა“-ს ეტიოლოგიას
იგი ქარისსაქროლია ე.ი. მიზეზი დაავადებისა შეიძლება
იყოს ქარი, ქარიანი ადგილი, ისევე როგორც
„ხელვაჩაურში“ ბალახი კი არ არის თავისთავად მშრალი,
არამედ იქ ქარიანი ადგილია და ქარი კარგად აშრობდა,
ახმობდა იქ მდებარე სახნავ-სათესებს და მერე
გამომშრალი ბალახი ადვილად იფშნებოდა, ფქვილივით
იფქვეოდა (განსხვავებით იქვე, მეზობლად მდებარე
სოფელ მახვილაურისაგან, რომელიც ერთგვარად
დაგმანულია და ნესტიანი ადგილია – ნ.ა.).
 გასული საუკუნის 40-იან წლებში მთავრობამ ხელვაჩაურში
მდინარე ჭოროხიდან 60 მეტრის დაშორებით ქარსაფარი
ზოლიც კი შექმნა, წიწვოვანი ტყე გააშენა. აჭარაში გვხვდება
ქართან დაკავშირებული ტოპონიმები. ასე მაგალითად ჩაქვში:
„ქარისსაქროლი“, „ქარისსაქროლიბოლო“, თუმცა, ხშირია
შემთხვევა, როცა საქმე გვაქვს ე.წ. თარგმნილ ტოპონიმებთან,
როცა გვაქვს ერთი ენობრივი კუთვნილების სუბსტრატული
ტოპონიმები (მაგ.: ზანიზმები და სვანიზმები), მაგრამ იქვე მისი
შესატყვისი ქართულენოვანი ტოპონიმებიც (მაგალითად,
ქარისსაქროლი–ჩაქვში და ღვაჩა – შუახევის რაიონში,
ხელვაჩაური – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში). ხელვაჩაური
ქარიანი ადგილია, ადგილი, სადაც გამუდმებით ქრის
ქარი( ერთგვარი შეხლა-შემოხლით). ტოპონიმი ხელვაჩაური,
ჩვენი დაკვირვებით, ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის
აღმნიშვნელ სახელთა სიაში უნდა განვიხილოთ.
  
 ტოპონიმისტისათვის უპირველესი ამოცანაა ტოპონიმის
ამოსავალი ფუძისა და მისი ლექსიკური მნიშვნელობის
დადგენა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ესეც კი არ
გვაძლევს ამომწურავ პასუხს კითხვაზე, თუ რატომ
დაერქვა ეს სახელი, რადგან ტოპონიმის წარმოქმნაში
მონაწილეობენ ექსტრალინგვისტური, ხშირად
შემთხვევით ფაქტებიც კი. ამასთან ტოპონიმისტისათვის
მთავარია არა ეტიმოლოგია, არამედ ეტიოლოგია, არა
მექანიკური დადასტურება ამა თუ იმ ამოსავალი ფუძისა,
არამედ სახელდების უშუალო მიზეზის გახსნა ანუ
ეტიოლოგია-მოტივირება. ამოსავალი ფუძის
მექანიკური დადასტურება არაა საკმარისი ტოპონიმთა
ეტიმოლოგიისათვის, თუ არ გავითვალისწინებთ
გარეენობრივი ფაქტორები.
გმადლობთ

ყურადღებისათვის

You might also like