You are on page 1of 18

მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებებისგან დაცვის მეთოდები

მცენარის დაავადებებთან ან მავნებლებთან ბრძოლა, არის ისეთი


ღონისძიებების გატარება, რაც ხელს შეუშლის მავნებელ–დაავადებათა
ძლიერ გავრცელებას. თანამედროვე ეტაპზე მცენარეთა დაცვა არ
წარმოადგენს ერთ რომელიმე მეთოდს, იგი აგროტექნიკასთან შერწყმულ
სხვადასხვა მეთოდების ერთობლიობას გულისხმობს. არჩებენ მცენარეთა
მავნე ორგანიზმებთან ბრძოლის შემსეგ მეთოდებს : .
აგროტექნიკური
. მექანიკური
. სანიტარულ-ჰიგიენური
. ფიზიკური
. ბიოლოგიური
. ბიოტექნიკური
. ქიმიური
. გენეტიკური
. საკარანტინო
. ინტეგრირებული
ბრძოლის ღონისძიება მნიშვნელოვანია ამა თუ იმ კულტურის მოვლა
მოყვანისათვის
აგროტექნიკური მეთოდი:
აგროტექნიკა ანუ მიწათმოქმედების ტექნოლოგია, ფართო გაგებით მოიცავს
მცენარეთა დაცვასაც. აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსი და,
შესაბამისად მაღალი აგროტექნიკური ფონი, თავისთავად განაპირობებს: 1.
მცენარეთა გამძლეობის გადიდებას არახელსაყრელი ბიოტური და აბიოტური
ფაქტორების მიმართ; 2. მავნე ორგანიზმების რიცხოვნობასა და გავრცელება
განვითარემათარებით გამოწვეული დანაკარგების შემცირებას; 3. მცენარეთა
დაცვის სხვა ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებას.
მეთოდებიდან აღსანიშნავია:
•ტერიტორიის შერჩევა
•ნიადაგის სწორად დამუშავება
• საღი სარგავი და სათესლე მასალლის შეჩევა
• თესვის ვადების დაცვა
• თესვის წესებისა დაცვა ( დარგვის სიღრმე და ნორმები)
• სწორი თესლბრუნვა და როტაციის პერიოდის დადგენა
• მელიორაციული ღონისძიებები, დრენაჟის ჩატარება
•მცენარეთა ძირითადი და დამატებითი გამოკვება (სასუქები და
მიკროელემენტები)
•მცენარეთა დაცვა მექანიკური დაზიანებებისაგან
• მოსავლის დროულად და უდანაკარგოდ აღება და სხვა.
სანიტარულ-ჰიგიენური მეთოდი:
ფოთლების, მოჭრილი ტოტების და სხვა ნარჩენების
შეგროვება გამოტანა და სხვ.

მექანიკური მეთოდი :
• მავნე ორგანიზმების კერების მოსპობა
• დაზიანებული, დაავადებული და გამხმარი ტოტების
შეჭრა
• ფუღუროების ამოვსება
• წებოს რგოლების ხმარება
• საჭერი სარტყლების გამოყენება
• მავნებლების ჩამობერტყვა
• მისატყუარი მასალები
• მწერების ხელით შეგროვება და განადგურება და
მიმართულია
სხვ . მცენარეთა დაავადებების გამომწვევების მოცილებისა და
განადგურებისაკენ. ასეთ ღონისძიებებს მიეკუთვნებიან თესლის გაწმენდა
პათოგენის სხეულისაგან, გაწმენდა კელაპტარის თესლისაგან, აბრეშუმას
ყვავილედის განადგურება, კოწახურისა და ღვიას ამოძირკვა, მცენარეზე
დაავადებული ნაწილების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი მცენარის
მოცილება. შუალედური პატრონ-მცენარეების განადგურება ხშირად ხდება
მექანიკური გზით – ამოძირკვით.
ფიზიკური მეთოდი:
. თესლისა და სხვა მცენარეული პროდუქციის თერმული დამუშავება
. მაღალი და დაბალი ტემპერატურის გამოყენება
. ულტრაბგერების გამოყენება
• ელექტროდამჭერების გამოყენება
თესლის თერმული დამუშავება ორი წესით წარმოებს: სველი გახურებით და მშრალი
გახურებით.
არსებობს სველი გახურების 2 წესი: ერთფაზიანი და ორფაზიანი .
თესლის ორფაზიანი გაუსნებოვანება შესდგება 2 ეტაპისაგან: პირველი ფაზის დროს
ხდება თესლის დატენიანება თბილ წყალში 28-32⁰C-ზე, 3-4 საათის განმავლობაში.
თესლის ტენიანობა მიყავთ 40-42%; მეორე ფაზასი ხდება (ხორბალი, ქერი) დამუსავება
ცხელი წყლით 53⁰C -ზე - 7 წუთი, 52⁰C 10 წუთი. შემდეგ უნდა მოხდეს თესლის სწრაფი
გაციება 20⁰C -ზე წყალსი ან ჰაერზე.
თესლის ერთფაზიანი გაუსნებოვნების დროს, მას ათავსებენ ცხელ წყლში . 45⁰ C -ზე 3-4
საათის განმავლობაში. 47⁰C -ზე, 2 საათის განმავლობაში.

კომბოსტოს, კიტრის, საზამთროს და ნესვის თესლს 20 წუთით ჩაუშვებენ 50 0-მდე


გაცხელებულ წყალში. ამ ტემპერატურას ინარჩუნებენ გაცხელების მთელი დროის
განმავლობაში, რისთვისაც თანდათან უმატებენ ცხელ წყალს.

თესლის ბუნებრივი (მზის სხივებით) ან ხელოვნური (თერმოსტატში, ქურასთან)


გახურებით შეიძლება საგრძნობლად ავამაღლოთ მისი თესვითი ღირ სება.

ვირუსების და მიკოპლაზმების პროგნოზის შემთხვევაში (გოგრა , ნესვი საზამთრო , კიტრი )


თერმული დამუშავება მშრალი გახურებით 60°С ტემპერატურაზე 2 სთ. ექსპოზიციით,
განმეორებით 800С-ზე 1 საათის ექსპოზიციით.
ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური მეთოდი
ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური მეთოდი დაფუძნებულია: მავნებლების,
ავადმყოფობებისა და სარეველების წინააღმდეგ მათი ბუნებრივი მტრების,
პარაზიტი და მტაცებელი მწერების, აგრეთვე ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული
პრეპარატების გამოყენებაზე. ამ მეთოდის საფუძველს წარმოადგენს ცოცხალ
სამყაროში ყველა კომპონენტის ურთიერთკავშირზე დაკვირება, გამოვლენა და
გამოყენება. მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური მეთოდის უპირატესობაა – მათი
მოქმედების სპეციფიურობა და უსაფრთხოება ადამიანისა და გარემოს მიმართ.
მცენარეთა ბიოლოგიურ დაცვას აქვს უდიდესი პერსპექტივა როგორც სოფლის
მეურნეობის, ისე სატყეო მეურნეობაში, ხოლო ორგანული მიწათმოქმედების
განვითარებაში ალტერნატივა არა აქვს. უფრო კონკრეტულად მცენარეთა
ბიოლოგიური კონტროლი ნიშნავს:
მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბუნებრივი მტრების გამოყენებას.
ბიოლოგიური პრეპარატების მიმართ მავნე ორგანიზმების რეზისტენტობის
არარსებობას.
ფიტოტოქსიკურობის გამორიცხვას.
სასოფლო-სამეურნეო კულტურების პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.
მეურნეობის რენტაბელობასა და ეკოლოგიური უსაფრთხოებისაკენ შემობრუნებას.
ნიადაგის მიკრობიოტების გაჯანსაღებისა და ნაყოფიერების გაზრდას.
სატყეო მეურნეობებსა და დაცულ ტერიტორიებზე ეკოლოგიური წონასწორობის და
უსაფრთხოების სტაბილურობას.
ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.
ბიოლოგიური და მიკრობიოლოგიური მეთოდი :

მავნებლებელ ავადმყოფობათა წინააღმდეგ მათი ბუნებრივი მტრების


გამოყენება. ენტომოპათოგენური, ანტაგონისტი და ნემატოფაგი სოკოები.

ნემატოდა
Beauveria bassiana
Arthrobotrys oliospora

ანტაგონისტი Metarhizium anisopliae


Trichoderma lignorum Trichoderma koningii
ჰიპერპარაზიტები
ჰიპერპარაზიტები უწოდებენისეთ ისეთ ორგანიზმებს, რომლებიც
პარაზიტობენ მცენარეთა დაავადევევის გამომწვევ პატოგენებზე და ზღუდავენ
მათ განვითარევას

ორწერტილიანი

ნაცარზე
ჟანგაზე

Eudarluca caricis Ampelomyces quisqualis (Cicinnobolus)


ენტომოფაგევის და აკარიფაგების გამოყენების ხერხებიდან მეტად
გავრცელებულია სეზონური კოლონიზაცია რაც სასარგებლო მწერების
ხელოვნურად გამრავლებასა და გარკვეულ პერიოდში ბუნებაში გასვებას
გულისხმობს.
მტაცებელი მწერები
ხოჭო ორწერტილიანი
ხოჭო როდოლია ხოჭო კრიპტოლემუსი ჰილოკორუსი

ბალიშა და ცვილისებური კალიფორნიული,


ავსტრალიური ღარებიანი ცრუფარიანების იისფერი, მძივისებური
ცრუფარიანას წინააღმდეგ წინააღმდეგ ცრუფარიანას
წინააღმდეგ
ჩვეულებრივი 7 წერტილიანი ხოჭო ოთხლაქიანი ეგზოჰომუსი
ოქროთვალურა ოქროთვალურა

ხეხილის ბაღებში, გვხვდება იკვებება ფარიანებით,


იკვებება ფქვილისებური იკვებება ძირითადად ატმის, ცრფარიანებით, ქერმესებით
ცრუფარიანებით ვაშლის და ქლიავის ბუგრით. იშვიათად ბუგრებით
პარაზიტი
ტაქინები პარაზიტობენ პეპლის მატლებზე, ხოჭოების იმაგოებზე და მატლებზე,
მწერები
ბაღლინჯიებზე, ბუზის მატლებზე და სხვა
ტაქინები

Compsilura concinnata Sturmia scutellata


პარაზიტობენ არაფარდ პარაზიტობენ არაფარდ აბრეშუმმქსოვის
პარკხვევიაზე, ოქროკუდასა და სხვა მატლებზე(ტაქინები 5000 პაქარა კვერცხებს
მავნე მწერებზე (ტაქინები მატლს დებენ, რომელსას არაფარდ
მასპინძლის სხეულში ათავსებენ). აბრეშუმმქსოვის მატლები საკვებთან
ერთად ყლაპავენ).
ბრაკონიდები ტრიქოგრამა

პარაზიტობენ კომბოსტოს თეთრულაზე,


Aphidius testaceipes ვაშლის ნაყოფჭამიაზე, ყურძნის ჭიაზე ,
ბუგრების პარაზიტი ზამთრის ხვატარებზე, სიმინდის
(ულვაშებით აპარაზიტებს) ფარვანაზე, ბეღლის რჩილებზე და სხვა
(პარაზიტი კვერცხსადებით ხვრეტს მავნე
მწერის კვერცხებს და შიგ დებს
ბიოტექნოლოგიური (ბიოტექნიკური) მეთოდი:

გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმებიდან ტექნოლოგიური გზებით


მიღებული სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებას. ეს ნივთიერებებია:
ანტიბიოტიკები (თესლის დასამუშავებლად ეფექტურია -
ფიტობაქტერიომიცინი, აქტინოქსანტინი, პოლიმიქსინი) ტრიქოტეცინი -
ჭკნობის წინააღმდეგ; გრიზეოფულვინი - გამოყოფილია Penicillium griseofulvum-
დან, ეფექტურია განსაკუთრევით Botritis -ის წინააღმდეგ.
ნისტატინი, რიმოციდინი, პიმარიცინი, კანდიციდინი და სხვა
სინთეზირებულია Streptomices სახეობების მიერ.

• სტიმულატორები (ჰეტეროაუქსინი, ცირკონი, ეპინი )


• იმუნიზატორები (ფენოლური ნაერთები, ჰიდროქინონი,
პარანიტროფენოლი)
• ზრდის რეგულატორები (რეგალსი, ტური)
• ბიოპესტიციდები ( ზოგ ისექტიციდურ პრეპარატებს Bacillus thuringiensis,
Beauveria bassiana საფუძველზე აწარმოებენ)

•გენური და უჯრედული იჟინერია მნიშვნელოვან როლს ასრილებს


მცენარეთა და მიკროორგანიზმების სელექციაში, ბიოლოგიური პრეპარატების
შესაქმნელად.
•მცენარეების კლონური მიკროგამრავლება. მცენარეთა ორგანიზმების
მასობრივი გამრავლების შესაძლებლობა ორგანოების, ქსოვილების და
უჯრედების კულტივირების საფუძველზე.
ბიოტექნოლოგიური (ბიოტექნიკური) მეთოდი

•ატრაქტანტები, ფერომონები, ჰორმონები, რეპელენტები,


•ანტიფიდანტები, მატრონა და სხვ.

მწერსაჭერი
ფერომონი

ისეთი საშვალებლების გამოყენება რომელიც ორიენტირებულია არა


მავნებლების მოსპობაზე, არამედ მათი მავნეობის ლიკვიდაციაზე.
ატრაქტანტი (ლათ. Attraho — ვიზიდავ) — ბუნებრივი ან სინთეზური
ნივთიერება,
რომელიც ცხოველებს იზიდავს. ანტრაქტანტებისადმი განსაკუთრებულ
მგრძნობიარობას იჩენენ მწერები.
ცნობილია ატრაქტანტის სამი ძირითადი ჯგუფი:
პირველი ჯგუფის ატრაქტანტი როგორც საკვები (საკვები ატრაქტანტი);
მეორე — როგორც სუბსტრატი კვერცხის დასადებად;
მესამე —ცხოველებს იზიდავს როგორც მოპირდაპირე სქესის ინდივიდი
(სასქესო ატრაქტანტი).
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სასქესო ატრაქტანტს ანუ
ფერომონებს. დადგენილია, რომ ზოგიერთი დედალი მწერის მიერ
გამოყოფილი და ჰაერში შერეული მისაზიდი ნივთიერებების სრულიად
უმნიშვნელო კონცენტრაცია საკმარისია იმავე ან გენეტიკურად მახლობელი
სახეობის მამრის მისაზიდად. ცნობილია 3—9 კმ-იდან პეპლების მიზიდვის
ფერომონი ბიოლოგიერად აქტიური ნივთიერებები, რომელთაც აქვთ
სასიგნალო მნიშვნელობა. გამომუშავდებიან ცხოველების სპეციალურ
ჯირკვლებში და გამოიყოფიან გარემოში. ფერომონებით ცხოველები
გავლენას ახდენენ არა მარტო თავისავე, არამედ სხვა სახეობის
ინდივიდებზეც, ცვლიან რა მათ ქცევას, ემოციურ მდგომარეობას, ზრდასა და
განვითარებასაც. ზოგჯერ ფერომონებს იყენებენ ცხოველების ქცევის
მართვისათვის.
რეპელენტები მწერებისა და ტკიპების დასაფრთხობად გამოყენებული
ქიმიური საშუალებები. ეს ნივთიერებები მიეკუთვნებიან პესტიციდების ჯგუფს.

ანტიფიდანტები ისინი არ კლავენ მწერებსა და ტკიპებს, მაგრამ უკარგავენ


კვების უნარს.

იუვენილური ჰორმონები - მწერი კარგავს შემდეგ ხნობანებაში გადასვლის


უნარს.

მატრონას ჯგუფის პრეპარატები - დედლებს უმუშავდებათ უნარი უარი


თქვან შეჯვარებაზე.

გენეტიკური მეთოდი
გულისხმობს მაგალითად მავნე ორგანიზმისადმი გამძლე გენების შეყვანას
მცენარის გენომში.

სელექციური მეთოდი
ესაა მცენარეთა მავნე ორგანიზმებისადმი გამძლე ჯიშების გამოყვანა,
შერჩევა და წარმოებაში დანერგვა
გამძლე ჯიშების შესაქმნელად იყენებენ ჰიბრიდიზაციას და ინდუცირებულ
მუტაგენეზს .
ქიმიური მეთოდის

დაავადებებისაგან მცენარეთა დაცვის ქიმიური მეთოდი გულისხმობს ქიმიური


ნაერთების და სხვა ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებას სოკოვანი,
ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების, ზოგიერთი შუალედური პატრონ-
მცენარეების (კოწახური, ხეჭრელი და სხვ.) წინააღმდეგ. მცენარეთა
დაავადებებთან ბრძოლის სხვა მეთოდებს შორის ქიმიურ მეთოდს აქვს რიგი
უპირატესობები, კერძოდ: ქიმიური ნივთიერებების საშუალებით დაავადებების
გამომწვევები ნადგურდება უშუალოდ მცენარის ან თესლის ზედაპირზე. ამიტომ,
ქიმიური მეთოდი ითვლება აქტიურ მეთოდად პასიურ აგროტექნიკურ მეთოდთან
ერთიანობაში. ქიმიური ნივთიერებების გამოყენება მცენარეთა დაავადებების
წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვანაირად.

მცენარეთა სოკოვანი დაავადებების გამომწვევებზე მოქმედების გზების


მიხედვით ანსხვავებენ კონტაქტურ და სისტემურ ფუნგიციდებს.
კონტაქტური პესტიციდები იწვევენ მავნე ორგანიზმების დაღუპვას ან
განვითარების შეზღუდვას მათთან შეხებისას (კონტაქტისას). ზოგიერთი
ფუნგიციდს გააჩნია ღრმა ადგილობრივი მოქმედება, მაგალითად, მათ
შეუძლიათ შეაღწიონ მცენარეთა საფარი ქსოვილების ქვე
(ტრანსლამინარული).
ფუნგიციდები მოქმედების ხასიათის მიხედვით შეიძლება იყოს
ფუნგისტატიკური და გენოსტატიკური.
სისტემური მოქმედების პესტიციდები იჭრებიან მცენარეში,
გადაადგილდებიან გამტარი ქსოვილებით და იწვევენ დაავადების
პესტიციდების კლასიფიკაცია

ფუნგიციდები - მცენარეთა სოკოვანი


დაავადებების გამომწვევი ორგანიზმების
საწინააღმდეგო პრეპარატები;

ბაქტერიციდები - მცენარეთა ბაქტერიული


დაავადებების საწინააღმდეგო
პრეპარატები;

ინსექტიციდები - მავნე მწერების


საწინააღმდეგო პრეპარატები;

აკარიციდები - ტკიპების საწინააღმდეგო


პრეპარატები;
ინსექტოაკარიციდები - ერთდროულად მავნე მწერების და
ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატები;

აფიციდები - ბუგრების საწინააღმდეგო პრეპარატები;


პესტიციდების კლასიფიკაცია

ნემატიციდები - მავნე ნემატოდების (მრგვალი ჭიების)


საწინააღმდეგო პრეპარატები;

ლიმაციდები - ლოკოკინების (ლოფორთქინების)


საწინააღმდეგო პრეპარატები;

როდენტიციდები - მღრღნელების საწინააღმდეგო პრეპარატები ;

ჰერბიციდები - სარეველა მცენარეების საწინააღმდეგო პრეპარატები;

არბორიციდები - არასასურველი მერქნოვანი და ბუჩქოვანი


მცენარეულობის საწინააღმდეგო პრეპარატები;

ალგიციდები - წყალსაცავებში წყალმცენარეებისა და სარეველების


საწინააღმდეგო პრეპარატები.

ლარვიციდები - მავნე მწერების მატლების საწინააღმდეგო


პრეპარატები;

ოვიციდები - მავნე მწერების კვერცხების საწინააღმდეგო


პრეპარატები;
დოზა -ზუსტი ზომა ნივთიერებისა, რომელიც შედის ნარევის შემადგენლობაში
და ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს გარკვეულ ეფექტს.

ლეტალური დოზა - მოქმედი ნივთიერების ის რაოენობა, რომელიც


ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს შეუქცევად ცვლილებებს და მთავრდება
სიკვდილით.

სუბლეტალური დოზა - მოქმედი ნივთიერების ის რაოენობა, რომელიც


ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს მაგრამ
ორგანიზმი ცოცხალი რჩება და ძლიერ აქვეითებს მის
სიცოცხლისუნარიანობას. ( ექსპერიმენტული ორგანიზმის დაღუპვას 50%
შემთხვევაში (LD50)

ზღვრული დოზა - მოქმედი ნივთიერების ის რაოენობა, რომელიც


ორგანიზმში მოხვედრისას გამოიწვევს უმნიშვნელო და მხოლოდ შექცევად
ცვლილებებს.
კარანტინი
საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა კარანტინი ხორციელდება
მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციისა (IPPC) და
ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების ( I S PM)
მოთხოვნათა გათვალისწინებით.
აკონტროლებს ქვეყანაში მცენარეთა, მცენარეული პროდუქტების და
არა რეგისტრირებული, შეზღუდულად გავრცელებული პოტენციურად
საშიში მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისა და გავრცელებას.
ორგანიზმების აღმოჩენის შემთხვევაში ხდება პროდუქციის: ა)
განადგურება, ბ) ფუმიგაცია თუ მავნე ორგანიზმის გაუვნებელყოფა (თუ
მავნე ორგანიზმის გაუვნებელყოფა ამ გზით შესაძლებელია) გ) უკან
გაბრუნება

საქართველოს საბაჟო კოდექსით


გათვალისწინებულ კონტროლის ზონაში სურსათის/
ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სასაზღ
ვრო კონტროლს ახორციელებს სამსახური გაერთიანებული ერების ორგანიზა
ციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), მცენარეთა დაც
ვის საერთაშორისო კონვენციის (IPPC) და საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძვე
ლზე

You might also like