You are on page 1of 27

ბიოტექნოლოგიური მიდგომები

საბუნებისმეტყველო მეცნირებებისა და მედიცინის ფაკულტეტი

მიმართულება :გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია

სტუდენტები: დიანა ბელეშაძე, საჯაია თამთა

კურსის ხელმძღვანელი:ნელი დათუკიშვილი

საპრეზენტაციო თემა:გენმოდიფიცირებული მცენარეები და საკვები


პროდუქტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
გეგმა

 რა არის გენმოდიფიცირებული საკვები


 ისტორია გენმოდიფიცირებული
საკვების შესახებ
 რატომ ქმნიან გენეტიკურად
მოდიფიცირებულ საკვებს
 გმო–ს სამედიცინო დადებითი
თვისებები
 რა ზიანი შეიძლება მოიტანოს გმო–
პროდუქტებმა
 რა განსხვავებაა გმო-სგან მიღებულ
საკვებსა და ჩვეულებრივ საკვებს
შორის
 როგორ ხდება გმო-ს შემცველი
პროდუქტების აღნიშვნა?
 როგორ ხდება გმო-ს შემცველი
პროდუქციის რეგულირება?
 რა გავლენა აქვს გარემოზე
გენმოდიფიცირებულ მარცვლეულს
რა არის
გენმოდიფიცირებული
საკვები

 გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები


არის საკვები, რომელიც წარმოებულია
იმ მცენარეებისგან ან ცხოველებისგან,
რომელთა დნმ-იც გენური ინჟინერიის
გზით შეიცვალა. ასეთ ორგანიზმებს
მოკლედ გმო-ებსაც უწოდებენ.
1982 წელს კომპანია „მონსანტოში“ (აშშ)
შეიქმნა პირველი გმ მცენარე -
ანტიბიოტიკის მიმართ რეზისტენტული
თამბაქო
1984-86 წლებში შეიქმნა ჰერბიციდების
მიმართ ტოლერანტული და მწერების
მიმართ რეზისტენტული ტრანსგენური
მცენარეები
გენმოდიფიცირებულ
ი მოსავლის პირველ
თაობას
გენეტიკურად მესამე თაობა
ახასიათებდა: შეიქმნა
მოდიფიცირებული
მწერებისადმი,ჰერბიც ფარმაცევტული
მოსავლის მეორე
იდებისადმი,
სოკოებისა და
თაობა შეიქმნა პროდუქტების
მოსავლიანობის წარმოების
ვირუსებისადმი
გასაზრდელად,
მდგრადობა. ეს
სიცივისა და მიზნით,
სტრატეგია რომლებიც
გვალვისადმი
განვითარებული იყო მოიცავს
მდგრადობისა და
მწერებისა და
სარეველების
მოსავლის საკვები ვაქცინებსა და
ღირებულების სხვადასხვა
კონტროლისთვის და
გასაზრდელად.
მოსავლის წამლებს.
რაოდენობის
გაზრდისთვის.
გენური ინჟინერიით მიღებული გენეტიკურად
მოდიფიცირებული მცენარეების მინდორში
დათესვა და გავრცელება დაიწყო კანადასა და
შეერთებულ შტატებში 1980-იან წლებში.

პირველი მსხვილი კულტივაცია დაიწყო 1990-


იანების შუა პერიოდში. მას შემდეგ, ფერმერების
მიერ გენმოდიფიცირებული მცენარეების მოყვანა
უჩვეულოდ გაიზარდა
მცენარეთა გენურ ინჟინერიაში დიდი აღმოჩენა 1977
წელს დაფიქსირდა – ზოგიერთ ბაქტერიას შეუძლია
თავისი დნმ გადაიტანოს სხვა მცენარის გენომში.

მოგვიანებით გამოიგონეს სხვა ხერხი, რადგან


ბაქტერიებს ყოველთვის საჭირო გენომი არ
გადაჰქონდათ. ამისთვის სპეციალური “გენური
ქვემეხიც” კი შექმნეს და თან – არაერთი.

აზრი იმის შესახებ, რომ ამ აღმოჩენით „კარგი


ფულის შოვნა“ შეიძლებოდა, პირველად ამერიკულ
ტრანსნაციონალურ კომპანია “მონსანტოს”
მენეჯერებს მოუვიდათ თავში.

კომპანია სხვადასხვა სახის წამლებსა და


სასოფლო–სამეურნეო ქიმიურ საშუალებებს ყიდდა.
1982 წელს მათ გენეტიკური ტრანსფორმაციის
წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს.
რატომ ქმნიან გენეტიკურად
მოდიფიცირებულ საკვებს?

გარდა გამძლეობისა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების


შესაქმნელად სხვა მიზეზებიც არსებობს. მაგალითად, ე.წ.
ოქროს ბრინჯი ხელოვნურად გაამდიდრეს ბეტა-კაროტინით,
რათა ისეთ ქვეყნებში, როგორიც ფილიპინებია, ვიტამინის
ნაკლებობა დაეძლიათ.

გენური ინჟინერია არ არის ერთი კონკრეტული მიზნის


მისაღწევი საშუალება, იგი ბევრი ფუნქციით გამოიყენება.
პრაქტიკაში ყველაზე ხშირად, ამ მეთოდს Monsanto-ს მსგავსი
დიდი ბიოტექნოლოგიური კომპანიები, კომერციული
მიზნებისთვის მიმართავენ. ამავე დროს, აკადემიური წრეები,
მაგალითად UC Davis-ის მკვლევარი პამელა როლანდი და
სხვები, მუშაობენ გენმოდიფიცირების გზით ისეთი
კულტურების შექმნაზე, რომლებიც მსოფლიო შიმშილის
დაძლევაში დაგვეხმარება.
გარდა სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებისა, გენეტიკურად
მოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენება პერსპექტიულია
მედიცინის განვითარებისთვის. მაგალითად:

იყენებენ დაავადების აღკვეთისთვის ვაქცინის შემუშავებისას

გმო–ს
სამედიცინო მოდიფიცირებული ბაქტერიები ინსულინის გამომუშავებას
დადებითი ეხმარება

თვისებები
გენოთერაპიის მეთოდების მეშვეობით უკვე იკურნება რიგი
დაავადებები, ნელდება დაბერების პროცესები. გენურ
თერაპიაშიც იყენებენ, რაც გულისხმობს ისეთი გენეტიკური
დაზიანებებისა და დაავადებების მკურნალობას როგორიც არის
მაგალითად,ნამგლისებური ანემია, კუნთების
დისტროფია,კისტოზური ფიბროზი და ა.შ
 ალერგიული რეაქციები და მეტაბოლური დარღვევები.
ალერგიული რეაქცია შესაძლებელია – ამას გმო–პროდუქტების
რა ზიანი მომხრე ექსპერტებიც ეთანხმებიან.

შეიძლება  არსებულ მცენარეს ახალს უმატებენ, შესაბამისად, თუ ადამიანს


მოიტანოს ადრე, მაგალითად, პომიდორზე ალერგია არ აღენიშნებოდა,
გმო–ბოსტნეულის მიღების შემდეგ ეს რეაქცია შეიძლება გაჩნდეს.
გმო–
პროდუქტებმა  იმუნიტეტის დაქვეითება – ტრანსგენური ცილების მოქმედების
შედეგად, ასევე ნივთიერებათა ცვლის დარღვევა

 ადამიანის პათოგენური მიკროფლორის მდგრადობა


ანტიბიოტიკების მიმართ

 ადამიანის ორგანიზმში ჰერბიციდების დაგროვებასთან


დაკავშირებით ჯანმრთელობის შერყევა
რა განსხვავებაა გმო-სგან მიღებულ საკვებსა და
ჩვეულებრივ საკვებს შორის?

 ადამიანები ათეულობით ათასი წელია,


შერჩევით და ხელოვნურად აჯვარებენ
მცენარეებსა და ცხოველებს სასურველი
თვისებების მქონე ჯიშების მისაღებად.
 მაგალითად, დღევანდელი სიმინდი
ფერმერებმა და მეცნიერებმა
ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე
ჩამოაყალიბეს, რათა ყოფილიყო უფრო
დიდი, ყოველ თავთავს ჰქონოდა უფრო
მეტი მარცვალი და გაზრდილიყო
სხვადასხვა კლიმატურ პირობებში.
 ცხადია, სიმინდის გენი ამ პროცესმაც
მნიშვნელოვნად შეცვალა. მაგრამ
როგორც წესი, ამას “გენურ ინჟინერიად”
არ თვლიან.
გენური ინჟინერია, ჯიშის გამოყვანისგან განსხვავებით, დნმ-
ის მანიპულირებას პირდაპირ ახდენს და მხოლოდ 1970-იანი
წლებიდან გახდა შესაძლებელი. როგორც წესი, არსებობს
ორი განსხვავებული მეთოდი:
1) ცისგენოზი, რომელიც ისეთი ორგანიზმების გენების
“გაცვლას” გულისხმობს, როგორებიც ისედაც
შეჯვარდებოდნენ.

2) ტრანსგენოზი, რომლის დროსაც, სასურველი თვისებების


მისაღებად, კარგად გამოკვეთილი გენების გადატანა ერთი
სახეობიდან მეორეში ხდება.
გმო ტექნოლოგიით
ძირითადად მიიღება

 სოიო,სიმინდი, ბამბა, შაქრის ლერწამი,


კარტოფილი და პომიდორი.
 გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოების
თავდაპირველ მიზანს წარმოადგენდა
მსოფლიოს სურსათით უზრუნველყოფის
პრობლემის გადაჭრა და შიმშილის დაძლევა.
 ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა
აჩვენა, რომ აღნიშნული პროდუქტები იწვევს
ალერგიას, იმუნიტეტის დარღვევას. მეცნიერთა
ნაწილი თვლის,რომ ონკოლოგიური
დაავადებების გახშირების მიზეზი არის გენური
ინჟინერიით მიღებული პროდუქტების საკვებად
გამოყენება.
გენმოდიფიცირებული
მცენარეები
 სიმინდი - ყველაზე ხშირად მოყვანილი კულტურაა შეერთებულ
შტატებში და მისი უმეტესობა გმოა. გენმოდიფიცირებული სიმინდის
უმეტესობა შექმნილია მწერების მავნებლების წინააღმდეგ. Bacillus
thuringiensis (Bt) სიმინდი არის გმო სიმინდი, რომელიც აწარმოებს
ცილებს, რომლებიც ტოქსიკურია გარკვეული მწერების
მავნებლებისთვის, მაგრამ არა ადამიანებისთვის, შინაური
ცხოველებისთვის, პირუტყვისთვის ან სხვა ცხოველებისთვის.
 სოიო-შეერთებულ შტატებში მოყვანილი სოიოს უმეტესობა გმო სოიოა.
გმო სოიოს უმეტესობა გამოიყენება ცხოველების, ძირითადად
ფრინველისა და პირუტყვის საკვებად და სოიოს ზეთის
დასამზადებლად. იგი ასევე გამოიყენება როგორც ინგრედიენტები
(ლეციტინი, ემულგატორები და ცილები) დამუშავებულ საკვებში.
ბამბა- გენმოდიფიცირებული ბამბა შეიქმნა იმისათვის,
რომ მდგრადი ყოფილიყო ჭიების მიმართ და ხელი
შეუწყო ალაბამას ბამბის ინდუსტრიის აღორძინებას. გმო
ბამბა არა მხოლოდ იძლევა ბამბის საიმედო წყაროს
ტექსტილის ინდუსტრიისთვის, იგი ასევე გამოიყენება
ბამბის თესლის ზეთის დასამზადებლად.
კარტოფილი- ზოგიერთი გმო კარტოფილი შეიქმნა
მწერების მავნებლებისა და დაავადებების
წინააღმდეგობის გაწევისთვის. გარდა ამისა,
შემუშავებულია გენმოდიფიცირებული კარტოფილის
ზოგიერთი ჯიში, რათა გაუძლოს, გაფუჭებას
ტრანსპორტირებისას.
პაპაია 1990-იანი წლებისთვის ვირუსულმა დაავადებამ
თითქმის გაანადგურა ჰავაის პაპაიას მოსავალი და ამ
პროცესში თითქმის გაანადგურა პაპაიას ინდუსტრია
ჰავაიში. გენმოდიფიცირებული პაპაია, სახელად
Rainbow papaya, შეიქმნა (Ring Spot) ვირუსის
წინააღმდეგობის გაწევისთვის. ამ გმო-მ გადაარჩინა
პაპაიას მეურნეობა ჰავაის კუნძულებზე.
 შაქრის ჭარხალი - შაქრის ჭარხალი გამოიყენება
გრანულირებული შაქრის დასამზადებლად.
სასურსათო მაღაზიის თაროებისთვის დაფასოებული
გრანულირებული შაქრის ნახევარზე მეტი მზადდება
გმო შაქრის ჭარხლისგან. იმის გამო, რომ გმო შაქრის
ჭარხალი მდგრადია ჰერბიციდების მიმართ, გმო
შაქრის ჭარხლის მოყვანა ფერმერებს ეხმარება
აკონტროლონ სარეველები თავიანთ მინდვრებში.
 ვაშლი- გენმოდიფიცირებული ვაშლის რამდენიმე
სახეობა შემუშავდა, რათა გაუძლოს გაწითლებას
დაჭრის შემდეგ. ეს ხელს უწყობს საკვების ნარჩენების
შემცირებას, რადგან ბევრი მომხმარებელი ფიქრობს,
რომ ყავისფერი ვაშლი გაფუჭებულია.
 კანოლა - გენმოდიფიცირებული კანოლა ძირითადად
გამოიყენება კულინარიული ზეთისა და მარგარინის
დასამზადებლად. კანოლას თესლის ფქვილი ასევე
შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოველების საკვებში.
კანოლას ზეთი გამოიყენება ბევრ შეფუთულ საკვებში
საკვების კონსისტენციის გასაუმჯობესებლად.
გენმოდიფიცირებული კანოლას უმეტესობა მდგრადია
ჰერბიციდების მიმართ და ფერმერებს ეხმარება უფრო
ადვილად გააკონტროლონ სარეველები თავიანთ
მინდვრებში
გმო მცენარის დამზადების მაგალითი
იძლევა ზოგად წარმოდგენას გენმოდიფიცირებული მცენარის
შესაქმნელად გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ამ მაგალითში
გამოყენებულია მწერებისადმი მდგრადი სიმინდი, სახელწოდებით ,,Bt
corn’’.
 იდენტიფიცირება
მეცნიერებს სურდათ შეექმნათ მწერებისადმი მდგრადი სიმინდი, რათა
შეემცირებინათ პესტიციდების შესხურების საჭიროება. მათ დაადგინეს
გენი ნიადაგის ბაქტერიაში, სახელად Bacillus thuringiensis (Bt), რომელიც
აწარმოებს ბუნებრივ ინსექტიციდს, რომელიც მრავალი წლის
განმავლობაში გამოიყენება ტრადიციულ და ორგანულ სოფლის
მეურნეობაში
კოპირება(კლონირება)- მას შემდეგ, რაც მეცნიერები
იპოვიან გენს სასურველი თვისებით, ისინი აკოპირებენ ამ
გენს.B t სიმინდისთვის ,მათ დააკოპირეს გენი B t-ში,
რომელიც უზრუნველყოფდა მწერების წინააღმდეგობის
თვისებას.
ჩასმა- მეცნიერები იყენებენ ინსტრუმენტებს გენის
ჩასასმელად მცენარის დნმ-ში. სიმინდის მცენარის დნმ-ში
B t გენის ჩასმით, მეცნიერებმა მას მწერების
წინააღმდეგობის თვისება მიანიჭეს.ეს ახალი თვისება არ
ცვლის სხვა არსებულ მახასიათებლებს.
გაზრდა-ლაბორატორიაში ზრდიან სიმინდის ახალ
მცენარეს, რათა დარწმუნდნენ, რომ მან მიიღო
სასურველი თვისება (მწერების მიმართ წინააღმდეგობა).
წარმატების შემთხვევაში, მეცნიერები ჯერ ზრდიან და
აკვირდებიან სიმინდის ახალ მცენარეს (მას B t corn-ს
უწოდებენ, რადგან ის შეიცავს Bacillus thuringiensis-ის გენს).
გმო მცენარეები გადიან სიღრმისეულ გამოკვლევას, სანამ
ისინი მზად იქნებიან ფერმერებისთვის გასაყიდად.
საქართველოში შემოტანა
პროდუქციის შემოტანა 1996 წლიდან დაიწყო. კითხვაზე - უსაფრთხოა თუ არა
ადამიანისთვის გენეტიკური მოდიფიკაციის საფუძველზე მიღებული პროდუქტები? -
ერთმნიშვნელოვანი პასუხი კვლავაც არ არსებობს.
თუმცა ბოლო წლებში ცნობილი გახდა ზოგიერთი გამოკვლევის შედეგები,
რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებზე გენმოდიფიცირებული პროდუქტების უარყოფით
ზეგავლენას ადასტურებს.
როდესაც ადამიანის ორგანიზმში ასეთი პროდუქტი ხვდება და ამას სისტემატური
ხასიათი აქვს, ეს მასში მთელ რიგ გენურ ცვლილებებს, ნივთიერებათა ცვლის
მოშლას, კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებსა და სხვა პათოლოგიებს იწვევს .
საერთოდ, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ცოცხალი ორგანიზმებია, ამდენად,
გამრავლებით,გავრცელებითა და საკუთარი გენების გადაცემის უნარით
გამოირჩევა.
ისინი ადამიანისთვის უცხო ხელოვნური ნივთიერებებით არიან
გაჯერებული.
მაგალითად, არსებობს ვირთაგვასგენიანი კომბოსტო, თევზისგენიანი
პომიდორი და უამრავი სხვა ამგვარი.
2004 წლიდან ევროპის ქვეყნებში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც,
გენმოდიფიცირებულ პროდუქტებს სპეციალური ნიშანდება მიენიჭა,
რის შედეგადაც მოსახლეობას ეძლევა საშუალება, თავად გააკეთოს
არჩევანი გენმოდიფიცირებულ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს
შორის.
გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება და
დაზიანებული გარემოს აღდგენა
გენმოდიფიცირებული თესლით მოწეული მოსავლის მაღალიპროდუქტიულობა საშუალებას
იძლევა მზარდიმოსახლეობის საკვები მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ნაკლები მიწისა
და წყლის რესურსი იყოს გამოყენებული და ამასთან შენარჩუნდეს მეტი ბუნებრივი ეკოსისტემა .

მავნებლების მიმართ რეზისტენტული ნათესები მნიშვნელოვნად ამცირებს შხამ -ქიმიკატების


მოხმარების საჭიროებას,რაც არა მარტო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების
საშუალებაა, არამედ ასევე მომუშავე პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის საწინდარია .

განვითარებად ქვეყნებში არამდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის შედეგად დამლაშებულ


მიწებზე მომატებული მარილიანობისადმი ტოლერანტული გენმოდიფიცირებული მოსავლის
მოყვანა ასეთი სახნავ-სათესი მიწების რეაბილიტაციის საშუალებაა . დაზიანებული ნიადაგის
აღდგენა ასევე შესაძლებელია იმ გენმოდიფიცირებული ორგანიზმებითაც, რომელთა ფუნქციაც
ნიადაგის სტრუქტურის აღდგენაა. მალფუჭებადი ხილისა დაბოსტნეულის გენმოდიფიცირება ,
მათი დიდი ხნის მანძილზე შენახვისა და შესაბამისად, დანაკარგების თავიდან აცილების
საშუალებას იძლევა.
როგორ ხდება გმო-ს შემცველი პროდუქტების
აღნიშვნა?
საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე წლის წინ ხელი
მოაწერა "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას
ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმს", რომლის ძირითად მიზანს
უსაფრთხოების სათანადო დონის დაცვა(ადამიანის
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისსაფრთხის
გათვალისწინებით) წარმოადგენს,თანამედროვე
ბიოტექნოლოგიის მეთოდებით მიღებული ისეთი გმო-ს
გამოყენებისას, რომელთაც შეუძლიათ უარყოფითი ზეგავლენა
იქონიონ ბიოლოგიურ მრავალფეროვნებაზე.
ოქმი ძირითადად მოდიფიცირებული ორგანიზმების
ტრანსასაზღვრო გადაადგილების საკითხებს ეხება და
საშუალებას აძლევს იმპორტიორ ქვეყანას, დაიცვას თავისი
ეკოსისტემა შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებისგან.
საქართველოს ტერიტორიაზე გმო-ს
მოხვედრის ძირითად წყაროს
ტრანსასაზღვრო გადაადგილება
წარმოადგენს
რა გავლენა აქვს გარემოზე
გენმოდიფიცირებულ
მარცვლეულს?
ზოგ შემთხვევაში, გმ-მარცვლეული
ფერმერებს საშუალებას აძლევს,
ნაკლები ინსექტიციდი გამოიყენონ.
სხვა დროს, შეიძლება ამან
ჰერბიციდების მეტად გამოყენებას
შეუწყოს ხელი.
ბევრი სამეცნიერო ორგანიზაცია არ
არის დარწმუნებული, რომ გმ-საკვები
რამე განსაკუთრებულ საფრთხეს
შეიცავენ გარემოსთვის, თუ მათი
გამოყენება ფრთხილად მოხდება.
ყოველივე ზემოთქმულიდან
გამომდინარე სანამ ადამიანის
ჯანმრთელობისა და გარემოს
დაცვის კუთხით არსებობს
გენმოდიფიცირებულ
ორგანიზმებთან
დაკავშირებული რისკები,
მნიშვნელოვანია სახელმწიფო
იღებდეს პასუხისმგებლობას
მოსახლეობის უსაფრთხოებაზე
და ამის განსახორციელებლად
ატარებდეს შესაბამის
საკანონმდებლო,
ადმინისტრაციულ თუ სხვა
ღონისძიებებს.
გამოყენებული ლიტერატურა
https://www.fda.gov/food/agricultural-biotechnology/science-and-hist
ory-gmos-and-other-food-modification-processes
https://www.fda.gov/food/agricultural-biotechnology/gmo-crops-anim
al-food-and-beyond?utm_source=facebook&utm_medium=social&utm
_campaign=feedyourmind2020
http://chemistry.ge/publication/chemnews/vol/chemmews_1-1_web.p
df
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like