You are on page 1of 6

გამოყენებითი ქიმია

ქიმია აერთიანებს ძალიან განსხვავებულ სპეციალისტთა დიდ


რაოდენობას. ესენი არიან მეცნიერები, ტექნოლოგები,
მასწავლებლები, ლაბორანტები და მრავალი სხვა
პროფესიონალი. ნებისმიერი თანამედროვე ტექნოლოგიური
მოწყობილობის წარმოდგენა ქიმიის გარეშე უბრალოდ
შეუძლებელია. ჩვენს ირგვლივ არსებული თითქმის ყველა
მოწყობილობა გარკვეულწილად დაკავშირებულია ამ
მეცნიერებასთან.
გამოყენებითი ქიმია ეს არის ქიმიის თეორიული და
პრაქტიკული ცოდნის გამოყენება დასმულ კითხვაზე პასუხის
მისაღებად და ამით კონკრეტული პრობლემის
გადასაჭრელად ჩვენს გარემოში. იმავდროულად, სუფთა
ქიმია მიზნად ისახავს ცოდნის გაზრდას ქიმიის სფეროში.
პრეისტორიული დროიდან ადამიანებმა დაიწყეს ქიმიის
საწყისი ცოდნის გამოყენება ლითონების დასამუშავებლად,
როგორიცაა სპილენძი და რკინა, გარდა ამისა, სპილენძის და
კალის შენადნობები მიიღეს ბრინჯაოს წარმოებისთვის.
გამოყენებითი ქიმიის შესწავლის ობიექტია, თუ როგორ უნდა
გამოიყენოს სუფთა ქიმიის ცოდნა, რათა შეიქმნას
შესაძლებლობები, რაც მას საშუალებას მისცემს გადაჭრას
არსებული პრობლემები.

ქიმია საკამო დიდ როლს თამაშობს ადამიანების


ცხოვრებაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ქიმიის
როლი მედიცინასა და ჰიგიენაში.
ქიმიის როლი მედიცინასა და ჰიგიენაში
ქიმია და მედიცინა მედიცინის აღმოცენება და მისი შემდგომი
წარმატება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქიმიის
მიღწევებთან, რაც შესაძლებლობას აძლევს ექიმს
ებრძოლოს ადამიანის სხვადასხვა დაავადებას. ჩვენს
ყოფაში უკვე მყარად დამკვიდრდა სამედიცინო ქიმია,
რომელიც მედიცინაში დიდი ძვრების მოხდენას
ითვალისწინებს.
სამედიცინო ქიმია მართლაც ძალზე სწრაფად ვითარდება.
მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ორგანიზმის ქიმიური
კონსტრუქციისა და იმ პროცესების შესწავლა, რომლებიც
ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას მართავს; ასევე, - ამ
პროცესების კვლევა მოლეკულურ დონეზე. სწორედ ამ
კომბინაციაში მუშავდება სამკურნალო პრეპარატები,
რომლებიც ებრძვის არა მარტო ადამიანის ავადმყოფობას,
არამედ, უპირველეს ყოვლისა, მის გამომწვევ მიზეზს. მას
შემდეგ, რაც კაცობრიობა არსებობს, ადამიანის
სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა სამკურნალო
მცენარე, მინერალი, ცხოველის კანი. თაობიდან თაობას
გადაეცემა ასეთი წამლების ძვირფასი თვისებები, რომელიც
დადებით ეფექტს იძლევა. ასე შეიქმნა სახალხო მედიცინა.
ექიმები დღემდე წარმატებით იყენებენ სამკურნალო
მცენარეებს, რომელიც უძველესი დროიდან არის ცნობილი.
მოვიყვან ერთ მაგალითს: ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-
სისხლძარღვთა დაავადებებს იოდის დეფიციტი
განაპირობებს. ექიმები ამ დროს პაციენტებს იოდის შემცველ
პრეპარატებს უნიშნავენ, რომლებიც დროებით ხსნის
დაავადების სიმპტომებს, მაგრამ დაავადებას საბოლოოდ
ვერ კურნავს.
ქიმიის ძირითადი წვლილი მედიცინაში:
1- ადამიანის სხეულის გაგება
2- მედიკამენტების წარმოება
3- სამკურნალო ქიმია
4- სამედიცინო დიაგნოზი
5- სამედიცინო მასალები
6- პროთეზი
7- ადამიანის გენეტიკა
ქიმიკოსები მედიცინის განვითარების წინახაზზე დგანან.
ქიმიკოსები და ქიმიური ინჟინრები თავიანთი
შრომისმოყვარეობით დაეხმარნენ თანამედროვე მედიცინის
განვითარებას ახალი ფარმაცევტული პროდუქტების,
სამედიცინო აღჭურვილობის შექმნით და დიაგნოსტიკური
პროცესების დახვეწით. ყველა მედიკამენტი ქიმიური
ნივთიერებებისგან შედგება. ქიმიკოსები ადგენენ წამლის
მოქმედების მექანიზმებს ბიოლოგებთან ერთად.
აუმჯობესებენ წამლებს, რომელსაც შეუძლია სისხლის წნევის
ცვლილება, ბაქტერიის ქიმიური განადგურება და სხვა.
ქიმიკოსები ამზადებენ მასალებს ხელოვნური სახსრის
დასამზადებლად. დამწვრობის დროს გამოსაყენებელი
ხელოვნური კანი, სისხლძარღვებში ჩასადგმელი სტენტი
ქიმიკოსების მიერ არის შექმნილი. ძვლის რთული
მოტეხილობის დროსაც პლატინისგან დამზადებულ
დეტალებს იყენებენ.
ასე რომ ქიმიამ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა მრავალი
მიღწევის განვითარებაში, რაც მუდმივად იხსნის სიცოცხლეს,
რაც საშუალებას გვაძლევს ვიცხოვროთ უფრო ბედნიერებმა
და ჯანმრთელებმა.
ქიმია და საკვები დანამატები
კვების პროდუქტთა ქიმია შეისწავლის კვებითი სისტემების
(სასურსათო ნედლეული, ნახევარფაბრიკატები) და კვების მზა
პროდუქტების ქიმიურ შედგენილობას; მათ ფიზიკურ-ქიმიურ
და ბიოქიმიურ ცვლილებებს ადამიანის ორგანიზმში და
დამზადების, გადამუშავების, დაკონსერვების, შენახვის
ტექნოლოგიურ პროცესებზე სხვადასხვა ფაქტორის
ზემოქმედებას. დღეისთვის საკვები პროდუქტების
წარმოებაში უხვად არის გამოყენებული საკვები დანამატები,
ესენია: ფერის მიმცემი, კონსერვანტები, შაქრის შემცველები,
სტაბილიზატორები, გემოსა და სუნის გამაძლიერებლები,
მოცულობის გამზრდელები და ასე შემდეგ. თითოეულის
ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე ჯერჯერობით არ
არის კარგად შესწავლილი. თუმცა, ზოგიერთი მათგანი
მეცნიერების მიერ სათანადოდ არის გამოკვლეული და
დადგენილია, რომ საკვები დანამატების დიდი ნაწილი
უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე.
ნივთიერება კანტაქსანტინი (E 161) ფერის მიმცემია. ხშირი
მოხმარებისას მან, შეიძლება, სრულიად ჯანმრთელ
ადამიანში გამოიწვიოს თვალის ბადურის დაზიანება, ასევე,
კანის სხვადასხვა დაავადება. ამ ნივთიერებას გამოიყენებენ
ქათმების საკვებში, რათა გაუმჯობესდეს ფრინველის კანისა
და კვერცხის ფერი. მას უმატებენ, ასევე, თევზების საკვებსაც.
საქარინი (E 954) მიეკუთვნება შაქრის შემცველთა ჯგუფს.
დიდია ეჭვი იმისა, რომ ის იწვევს შარდის ბუშტის კიბოს.
ნივთიერებები E 320 და E 321 ებრძვის დაჟანგვის პროცესს და
იცავს საკვებს გაფუჭებისგან. თუმცა, ადამიანის ორგანიზმში
ჭარბი რაოდენობით მოხვედრისას სიმსივნეების წარმოქმნას
უწყობს ხელს.
E 102 ფერის მიმცემი ნივთიერებაა, ის იწვევს ალერგიულ
რეაქციებს, განსაკუთრებით – ალერგიისადმი მიდრეკილ
ადამიანებში.
ნივთიერება E 201 ხშირად გამოიყენება სასმელში, მურაბებში,
ბისკვიტებში და ასე შემდეგ.
E 620 გემოს გამაუმჯობესებელი ნივთიერებაა. ის იწვევს
ორგანიზმის საერთო სისუსტეს, ალერგიული ავადმყოფობის
გამწვავებას.
ნიტრატები: E 249 და E 250 კანცეროგენურია, რომლებიც
იწვევს შაკიკის შეტევებს, ნაწლავების დისფუნქციონირებასა
და ჰიპერტონიას. ეს ნივთიერებები გამოიყენება ძეხვეულში,
დამარილებულ თევზეულსა და ხორცში ბოტულიზმისგან
თავდაცვის მიზნით. თუმცა, მათი მოქმედება სერიოზულად
აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას.
სულფატები, E 220-დან E 228-მდე, ალერგიულ რეაქციებს
იწვევს; ასევე მოქმედებს ბენზოატები E 210-დან 213-მდე.
ასე რომ, პროდუქტების შეძენისას, დიდი სიფრთხილე
გმართებთ. უნდა ეცადოთ, რომ ერთი და იგივე ქიმიური
ნივთიერება ხშირად არ მოხვდეს ორგანიზმში. ხშირად ჭამეთ
ნატურალური პროდუქტი და მოერიდეთ ისეთ საკვებს,
რომელიც ქიმიურ დანამატებს შეიცავს.
საბოლოოდ ჩვენი მსჯელობა, რომ შევაჯამოთ ყველა
ნივთიერება, რომელიც ჩვენ ირგვლივაა, შედგება ქიმიური
ელემენტებისაგან. ქიმიის გამოყენება ყველა სფეროში
ძალიან მნიშვნელელოვანია.

You might also like