You are on page 1of 2

გლობალიზაცია-საფრთხე თუ შესაძლებლობა?

“გლობალიზაცია“ ისტორიული პროცესია,რომელიც ადამიანის ინოვაციებსა და


ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია.ეს ტერმინი აღნიშნავს მსოფლიოს
ქვეყნების ინტეგრაციის მუდმივად მზარდ ხარისხს,უპირველეს ყოვლისა, სავაჭრო
და ფინანსური ნაკადების გამო.
გლობალიზაციის სარგებელი კარგად არის ცნობილი - ის იძლევა შრომის
საერთაშორისო დანაწილების გაფართოებას,რესურსების ეფექტურ განაწილებას
და ხელს უწყობს ცხოვრების საშუალო დონის ამაღლებას და მოსახლეობის
სიცოცხლის შესაძლებლობების გაფართოებას.გლობალიზაცია აძლევს ქვეყნებს
საშუალებას მიიღონ მეტი ფინანსური რესურსი,რათა გაფართოვდნენ მსოფლიო
ბაზარზე.გლობალიზაციამ საშუალება მისცა ტექნიკური განვითარების
თვალსაზრისით ჩამორჩენილ ქვეყნებს მიეღოთ წვდომა მოწინავე
ტექნოლოგიებზე და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე.
პროცესმა შესაძლებელი გახადა ჩამორჩენილი ქვეყნების ეკონომიკაში არსებული
სუსტი წერტილების გამოვლენა და მათი კორექტირება შემდგომი
განვითარებისთვის. ასევე, დადებითი გავლენა იქონია სახელმწიფოებს შორის
სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე. პოლიტიკაში გლობალიზაცია გამოიხატა
ერებს შორის თანამშრომლობით გლობალური გარემოსდაცვითი პრობლემების
გადაჭრაში, კონფლიქტების შემთხვევაში კომპრომისების ძიებაში.ამის
გარდა,მსოფლიო კულტურისა და ხელოვნების მიღწევები ხელმისაწვდომი გახდა
ყველასთვის. ამის შესანიშნავი მაგალითია, მრავალი ვირტუალური ტური სხვა და
სხვა მუზეუმებში(ლუვრი,ერმიტაჟი და სხვა),რომელზეც დასწრება შეუძლია
ნებისმიერ ადამიანს,ვისაც აქვს წვდომა ინტერნეტზე.
მიუხედავად ამისა,გლობალიზაციას თავისი ნეგატიური ასპექტები გააჩნია ,რაც
აისახება ცალკეული ქვეყნების განვითარებაზე. პროცესის ერთ-ერთ პრობლემას
წარმოადგენს სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დაკარგვა. მსოფლიო ეკონომიკის
კონტროლი თანდათან გადადის მსხვილი კორპორაციების მფლობელების
ხელში,რის გამოც ,მცირე კომპანიები ხშირად ვერ უწევენ კონკურენციას ძლიერ
საწარმოებს. ჩამორჩენილ ქვეყნებში ქარხნებისა მუშები, სხვა არჩევანის
უქონლობის გამო, იძულებულნი არიან იმუშაონ დაბალი ხელფასისთვის ანუ
თითქმის არაფრისთვის.ეროვნული იდენტობის დაკარგვა და გარემოს
დეგრადაცია.მოსახლეობაში უკმაყოფილების ზრდა, ანტიგლობალისტების
(გლობალიზაციის მოწინააღმდეგეების) მოძრაობის განვითარება.პროცესის
უარყოფითი მხარეების გამოსაკვეთად,კარგი მაგალითია რუსეთი,სადაც ინგრევა
მცირე ბიზნესები,იზრდება არალეგალური მიგრანტების რაოდენობა და იქმნება
საწარმოები,რომლის მეშვეობითაც ხდება რესურსებისა და კაპიტალების
გადინება საზღვარგარეთ. 
მაშასადამე,რომ შევაჯამოთ ყველა ზემოთქმული,გლობალიზაცია ბუნებრივი
პროცესია,რომელიც პრაქტიკულად შეუჩერებელია.რა თქმა უნდა,მას ბევრი
უდავო უპირატესობა აქვს,მაგრამ ბევრი აშკარა ნაკლიც აქვს,რაზეც კაცობრიობას
ერთად დიდხანს მოუწევს მუშაობა.ეს პროცესი,ისე თუ ასე მოხდება.ხალხმა უნდა
მიიღოს ტედენციები და თავი დააღწიონ ნეგატიურ ფაქტორებს.

You might also like