You are on page 1of 5

გუგლი

 პიარი;
 ფინანსები;
 გენერალური დიექტორი.

პიარი

Google ძლიერი და დომინანტი კომპანიაა, რომელსაც თითქმის მონოპოლია აქვს


ვებ საძიებო ბაზარზე. Google არის უზარმაზარი და მნიშვნელოვანი კომპანია და
ეს ზრდის მის საჭიროებას საზოგადოებაში. მიუხედავად მისი საბაზრო
პოზიციისა, Google-ს უამრავი მიზეზი აქვს, დაიცვას თავისი იმიჯი და
აინტერესებდეს, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას კომპანიის
მიმართ. Google-ის პროდუქციის ხაზი ახლა მოიცავს პროდუქტების
ერთობლიობას, როგორიცაა მისი საოფისე აპები და Gmail, რომლებიც ძალიან
კონკურენტუნარიანია. ზოგიერთ ბაზარზე, როგორიცაა ღრუბლოვანი
კომპიუტერული სერვისები, Google ცდილობს დაეწიოს თავის კონკურენტებს
(მაგალითად, Amazon-ის AWS).
Google-მა სარეკლამო ხარჯების უმეტესი ნაწილი გამოიყენა ონლაინ
რეკლამებისთვის, მაგრამ კომპანიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია გაზეთებში,
ჟურნალებში და სატელევიზიო რეკლამებში. Wall Street Journal-ის სტატიის
მიხედვით Google-მა აშშ-ს შემოსავლის დაახლოებით 1.2 პროცენტი დახარჯა
რეკლამაზე.
მომდევნო წლებში Google-ის მარკეტინგის დიდი ნაწილი Google+-ზე იყო
ორიენტირებული, რადგან კომპანია მიზნად ისახავდა თავისი ახალი სოციალური
ქსელის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობას.
2011 წლის ოქტომბერში Google-მა გამოაქვეყნა სრულგვერდიანი რეკლამა New
York Times- ში, მას შემდეგ, რაც დალაი ლამა ონლაინ შეხვდა დესმონდ ტუტუს
Google-ახალ აპლიკაცია Google Hangout-ში.
Google-მა ასევე გაუშვა რამდენიმე სატელევიზიო რეკლამა Google+-ისთვის, მათ
შორის ერთი, რომელიც გავიდა მადლიერების დღის NFL(ნაციონალუტრი
საფეხბურთო ლიგა) მაუწყებლობის დროს . ასევე იყო დასამახსოვრებელი
სატელევიზიო რგოლი, რომელიც დაიწყო საშობაო დღესასწაულზე (და
მოგვიანებით გავიდა ოსკარის დაჯილდოების გადაცემის დროს).
Google-მა ასევე გაუშვა რამდენიმე რეკლამა Google Chrome-ისთვის, მათ შორის
ჯილდოს მფლობელი ადგილი სახელწოდებით "Dear Sophie", რომელიც
რეალურად ავრცელებს Google-ის რამდენიმე პროდუქტს.
როგორ აკეთებენ Google საკუთარ რეკლამას?
როგორც კი მათი პროდუქტის ძიება განხორციელდება, Google იყენებს
ფორმულას, რომელიც აფასებს რეკლამებს მათი ხარისხის, საძიებო ტერმინის
შესაბამისობის, მისი წინა დაწკაპუნების სიხშირისა და სადესანტო გვერდის
მიხედვით. რაც უფრო მაღალი ხარისხისაა რეკლამა, მით უფრო სავარაუდოა, რომ
ის გამოჩნდება გუგლის ძიების შედეგებში.
ფინანსები

Google ფინანსურად ძალიან ძლიერი კომპანიაა, მას საძიებო სისტემების ბაზარზე


კონკურენტი არ ჰყავს, აგრეთვე მას დიდი როლი მიუძღვის ეკონომიკურ
გლობალიზაციაში და მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში.

პირველი ინვესტირება ენდი ბეხტოლშეიმმა გააკეთა და ეს თანხა 100 ათას


დოლარს შეადგენდა. ეს თანხა ბეხტოლშეიმმა ფირმის რეგისტრაციამდე გადასცა,
იმ იმედით რომ ცოტა ხანში მისი თანხა გაათმაგებული რაოდენობით
დაუბრუნდებოდა. როგორც დრომ გვიჩვენა იგი არ შემცდარა. 1999 წლის 7
ივლისს გამოქყვეყნდა ინფორმაცია, რომ კომპანია Google-ში განხორციელდა
ინვესტირება 25 მილიონი დოლარის ოდენობით. 2014 წლის დასაწყისისთვის მისი
წლიური ბრუნვა 80,175 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო სუფთა მოგებამ 10,737
მილიარდ დოლარი შეადგინა. ამ დროისთვის არსებული აქტივები 130, 798
მილიარდ დოლარის ღირებულებისაა და ყოველდღიურად იზრდება მათი კარგი
მენეჯმენტის საშუალებით.

პირველი საზოგადოებრივი შემოთავაზება Google-მა დაარსებიდან 5 წელიწადში


გააკეთა. 2004 წლის 19 აგვისტოს, კომპანიამ 19 605 052 აქცია ონლაინ აუქციონზე
გაიტანა. თითო აქციის ფასი 85 დოლარს შეადგენდა. ეს იყო პირველი მასშტაბური
ონლაინ აუქციონი, რომელსაც ჰქონდა უნიკალური ფორმატი. ამ აუქციონის
შემდეგ „Google-ის“ საერთო საბაზრო კაპიტალმა 23 მილიარდ დოლარს
გადააჭარბა. ამ აუქციონზე კომპანიის მხოლოდ და მხოლოდ 6% იყო გამოტანილი,
დანარჩენი 271 მილიონი აქცია კომპანიამ თავისთვის დაიტოვა. სწორედ აქიდან
გამომდინარე Google-ის უამრავი თანამშრომელი გახდა მილიონერი. 2007 წლის
31 ოქტომბერს Google-ის თითო აქციის ღირებულებამ 700 დოლარს მიაღწია და
ამაში დიდი წვლილი მიუძღოდა ინტერნეტ რეკლამას „Adwords“, რომელიც
კომპანიამ 2000 წელს გაუშვა ქსელში. 2014 წლის 12 თებერვალს კომპანიის
კაპიტალი 400 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

Google-ის გავლენა ამერიკის ეკონომიკაზე ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ შეუძლია


ინტერნეტს გააძლიეროს ამერიკის ეკონომიკა. Google-ის უახლესი ეკონომიკური
ზემოქმედების ანგარიში აჩვენებს, რომ 2015 წელს კომპანიამ 165 მილიარდი
დოლარი დახარჯა 1.4 მილიონი ბიზნესისა და არაკომერციული საქმიანობის
განვითარებისთვის. 2014 წელს კი 131 მილიარდი დოლარი დახარჯა იგივე
საქმიანობისთბის.

საყურადღებოა, რომ Google არ ზრუნავს მხოლოდ საკუთარი კომპანიის


განვითარებაზე. იგი აგრეთვე ზრუნავს ადამიანის უფლებებსა და მათი
შესაძლებლობების განვითარებაზე. მაგალითად, ქალებისთვის და
გოგონებისათბის მან გამოყო 25 მილიონი აშშ დოლარი და გადაურიცხა
ორგანიზაციას, რომელიც იცავს ქალთა და ბავშვა უფლებებს. აგრეთვე სხვადასხვა
ქვეყანაში ქალებისთვის ატარებს სპეციალურ კურსებსა და პროქტებს, თითოეულ
პროექტზე კი ხარჯავს 300 000- დან 1 მილიონამდე თანხას. ამ პროექტებით ისინი
ქალბატონებს ასწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას, მათ აქვთ
ახალი შესაძლებლობები რომ აირჩიონ პროფესია და განვითარდნენ ამა თუ იმ
დარგში. ამგვარ პროექტებს შევხვდებით ავსტრალიაში, ნიუ იორკში, აზიის
განვითარებად ქვეყნებში...
ასევე Google დაეხმარა ინდოეთს, როდესაც გართულებული ეპიდვითარება იყო.
მან გაუგზავნა დიდი რაოდენობით ჟანგბადი და ხელი შეუწყო 80 ქარხანას რომ
ეწარმოებინათ ჟანგბადი. აგრეთვე კოვიდ-19 ის დროს 20 000 ჯანდაცვის მუშაკს
ჩაუტარა ტრენინგები მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად, მისცა 500 000 აშშ
დოლარი და გაგზავნა 180 000 ჯანდაცვის მუშაკი და 40 000 დამხმარე მედდა.
ამრიგად, იგი ფინანსურად ძალიან ძლიერი კომპანიაა და მატარიალურად
ეხმარება ბევრ ღარიბ ქვეყანას და უფლებაშელახულ ადამიანს.

გენერალური დირექტორი

1998 წელს ორმა ადამიანმა: ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, სრულიად შეცვალა
მსოფლიო, როდესაც შექმნეს Google საძიებო სიტემა. მათი მიზანი იყო შეექმნათ
საძიებო სისტემა, რომელიც ყველა ადამიანის ინტერესს დააკმაყოფილებდა და
ნებისმიერ საკითხზე მიაწვდიდა ინფორმაციას. და მათ ეს შეძლეს, ამის
მტკიცებულება კი არის ის რომ დღეს არსებობს ტერმინი: „უბრალოდ დაგუგლე“.
დღესდღეობით Google -ს პროდუქტებია: Gmail, Chrome, Search, Youtube, Android,
Google Drive, Google maps…
 Google Search - მსოფლიოს საძიებო სისტემებში დომინანტია. მსოფლიო
ინტერნეტ ძიებების 77% სწორედ Google Search -ით ხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი იყენებს განსხვავებულ საძიებო სისტემა
Baidu-ს Google მაინც დომინანტია.
 Gmail - ყველაზე გამოყენებადი იმეილის აპლიკაცია მსოფლიოში. მისი
წყალობით ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ
ერთმანეთთან დაკავშირება.
 Youtube - ყვლაზე დიდი ვიდეო პლატფოტმა მსოფლიოში. Google Search -ის
შემდეგ მეორე საძიებო სისტემაა. ყოველ წუთს ადამიანები მასზე ათასობით
ვიდეოს ტვირთავენ.
 Chrome - ყველაზე ფართო მასშტაბიანი ინტერნეტ-ბრაუზერი მსოფლიოში.
იგი მოიცავს მსოფლიო ინტერნეტ-ბრაუზერების 60% -ს.

Google - ის სამომავლო გეგმები


 კომპანიის სამომავლო გეგმებს შორის ყველაზე აღსანიშნავია უპილოტო
ავტომობილების შექმნა. 2009 წელს დაიწყო პროეტქის განხორციელება და
შექმნა სპეციალური კომპანია Waymo, რომელიც დღესაც მუშაობს
უპილოტო ავტომობილების შექმნაზე. რა თქმა უნდა, სხვადასხვა
გარემოებების გამო ჯერ რთულია ზუსტი თარიღის განსაზღვრა, თუმცა
უახლოეს მომავალში პროდუქტს ყველა იხილავს და ეს ტექნოლოგია
შეცვლის სამყაროს.
 აგრეთვე აღსანიშნავია, რომ Google აპირებს საკუთარი ტექნიკის
გაუმჯობესებასა და შექმნას. უკვე ვიხილეთ მისი ლეპტოპი chromebook, და
სმარტფონი pixel, თუმცა იგი არ აპირებს შეჩერებას და უახლოეს მომავალში
ვნახავთ გაუმჯობესებულ ვარიანტს, რომელსაც ექნება დაბალი,
ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასი და მაღალი ხარისხი.
 ასევე მნიშვნელოვანია რობოტები. ყველამ ვიცით, რომ დღეს უკვე
არსებობენ რობოტები, რომლებსაც სხვადასხვა საქმიანობის შესრულება
შეუძლიათ. მათ მხოლოდ ერთი ფუნქცია გააჩნიათ და თან რთულად
ეჩვევიან ახალ გარემოს. თუმცა რობოტები, რომლებზეც Google მუშაობს
მრავალფუნქციურია, მაგალითად დამხმარე რობოტი (helper robot), იგი
ადამიანს ეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, სახლში ან სამსახურში, მათ
შეუძლიათ დალაგება და ყველაფრის მოწესრიგება, ისინი მარტივად
ეგუაებიან ნებისმიერ გარემოს და შეუძლიათ ახალი უნარების ათვისება.
შესაბამისად, ახალი რობოტი იქნება მორგებული ადამიანის კომფორტსა და
მისი ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
ამგვარად გამოიყურება Google - ს სამომავლო გეგმები.

ინტერნეტი თითოეული ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია, შესაძლოა ის კიდევ


უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. ინტერნეტი და ციფრული სამყარო ყოველთვის
იქნება ამერიკული ეკონომიკის მუდმივი წარმატების მთავარი ნაწილი.
შესაბამისად სანამ გვექნება ინტერნეტი, იარსებებს Google-იც. როგორც ვხედავთ,
იგი არ ჩერდება, განარგრძობს განვითაებას და ქმნის ახალ იდეებს. მომავალში
მოსალოდნელია მისი პოპულარულობის კიდევ უფრო გაზრდა და მასშტაბების
გაფართოება, რაზეც ზემოთ ჩამოთვლილი გეგმები მეტყველებს. სხვადასხვა
კვლევებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ Google-ის შემოსავალი
გაიზარდოს 2.2 ტრილიონი დოლარამდე 2025 წლისთვის. კომპანიებს შორის
კონკურენცია დღითიდღე იზრდება, რაც ნიშნავს, რომ ციფრული სამყაროს
უზრუნველყოფა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

რა თქმა უნდა, Google-ის რეალური ღირებულება შეუფასებელია. მისი


დამსახურებით, ჩვენ ვეძებთ მსოფლიოს ცოდნას უფასოდ და სულ უფრო
მარტივად.
კითხვები Microsoft -ს

1. მაიკროსოფტი ბევრი რამის ფასს აჭარბებს, მაგალითად, ლეპტოპების და


ყველასათვის კარგად ცნობილი Windows 10-იც კი ძვირია! შევადაროთ ეს
Google-ის შემუშავებულ უფასო პროგრამულ უზრუნველყოფას. აქედან
გამომდინარე,არ ფიქრობთ,რომ გუგლს უფრო მეტი უპირატესობა
აქვს,ვინაიდან ხარისხთან ერთად უამრავ უფასო შესაძლებლობებს იძლევა
მაიკროსოფთთან შედარებით?
2. ონლაინ მომხმარებელთა უმრავლესობა ამბობს ვციტირებ:"Microsoft
მიჰყვება და Google ინოვაციას ახდენს მე ვგრძნობ, რომ მაიკროსოფტი
უბრალოდ მიჰყვება Google-ს, რათა მეტი ფული გამოიმუშაოს, მაგრამ მათ
ნამდვილად არ იციან როგორ გააკეთონ კარგი პროდუქტი."
როგორ განამტკიცებთ თქვენი პროდუქტების უნიკალურობას?
3. რამდენიმე წლის წინ თქვენ წინააღმდეგ შეიტანეს სარჩელი რომ წლების
განმავლობაში თანამშრომლებს სტაჟიორებად ამუშავებდნენ ფა
შესაბამისად არ უხდიდნენ სრულ ხელფასს და არც სამედიცინო დაზღვევას
უკეთებდნენ. ხომ არ ფიქრობთ რომ თქვენს კომპანიაში თანამშრომელთა
უფლებები დაცული არ არის?
4. თქვენ მსოფლიოს გააცანით Twitter რობოტი, რომელმაც შეურაცხყო სხვა
ერები, საუბრობდა მიუღებელი სიტყვებით და ჰიტლერის მოსაზრებებს
იზიარებდა. გუგლმა კი შექმნა რობოტი, რომლებიც ადამიანის დახმარებასა
და კეთილდღეობაზე ფიქრობენ. ამრიგად აღიარებთ გუგლის
უპირატესობას თანამედროვე ტექნოლოგიებში? როგორ დაუშვით
დაუტესტავი რობოტის გაშვებას ღია სოციალურ ქსელში,სადაც მას
ხალხთან წვდომა ჰქონდა?
5. მაიკროსფტის მომხმარებელთა რაოდენობა 145 მილიონს შეადგენს,ხოლო
გუგლის 4.39 მილიარდი.ვფიქრობ ცხადია,ხალხი რომელს ანიჭებს
უპირატესობას?
6. მაიკროსოფტის ერთ-ერთი აპლიკაციის, სკაიპის, სარგებლობის დროს
ადამიანებმა იციან რომ მათი საუბრები შესაძლოა მოისმინონ
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ოღონდ მომხმარებლების საუბარს
მოისმენს მხოლოდ სპეციალური აპარატურა და არა ადამიანი. თუმცა 2019
წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკროსოფტის თანმშრომლები პირად
საუბრებს ისმენდნენ და ადამიანთა პირად დეტალებს ავრცელებდნენ.
ამრიგად შესაძლოა ითქვას, რომ მაიკროსოფტის მომხმარებლის უფლებები
დაცული არ არის. აღიარებთ ამ ყოველივეს?
7. ხალხი ჯერ კიდევ კარგავს ფულს - და დროს. ბოლო 12 თვის განმავლობაში
ხუთიდან სამ მომხმარებელს შეეხო ტექნიკური მხარდაჭერის თაღლითობა.
და ხუთიდან ერთი მომხმარებელი მოტყუებული იყო თაღლითებთან
ურთიერთობაში, რაც ხშირად იწვევს მსხვერპლის დაკარგვას ასობით
დოლარს ამ თაღლითებისთვის.რატომ არ უზრუნველყოფს მაიქროსოფტი
თავის ღრუბლოვან სერვისში მომხმარებელთა უსაფრთხოებას
თაღლითობებისგან?

You might also like